Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5891
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    195

Everything posted by Magdalena

  1. კომპანია Intel-მა წარადგინა მინი-კომპიუტერები Intel NUC 13 Pro (Arena Canyon). კომპაქტურ სისტემებში მოცემულია Intel Raptor Lake სერიის მობილური პროცესორები 14-ბირთვიანი 5.2 გჰც Core i7-1370P მოდელის ჩათვლით. არჩევანისთვის ასევე ხელმისაწვდომია მოდელები როგორც ჩვეულებრივი პროცესორებით, ისე Core vPro ჩიპებით, რომლებიც ხასიათდება გამომძალველი პროგრამებისგან დაცვის გაუმჯობესებით. ფოტოს წყარო: Intel Intel NUC 13 Pro-ს შემადგენლობაში დისკრეტული ვიდეო ბარათები გათვალისწინებული არ არის. გრაფიკის დამუშავებაზე პასუხისმგებელია ცენტრალურ პროცესორში ჩაშენებული გრაფიკული ბირთვი Intel Iris Xe, რომელსაც აქვს 96-მდე ბლოკი და 1.5 გჰც-მდე სიხშირე CPU-ის მოდელის შესაბამისად. მინი-კომპიუტერებში მხარდაჭერილია 64 გბ-მდე ორარხიანი DDR4-3200 ოპერატიული მეხსიერების დაყენება, აქვთ ერთი სლოტი M.2 PCIe 4.0 x4 NVMe SSD სლოტისთვის, შესაძლებელია 2.5-დუიმიანი SSD-ის ან HDD-ის დაკავშირება, აგრეთვე აქვს კონექტორი Intel Wi-Fi 6E და Bluetooth 5.3 უსადენო მოდულებისთვის. ახალ კომპიუტერებში ასევე წარმოდგენილია 2.5 გბ ქსელის ადაპტერი, ორი HDMI, ორი ინტერფეისი Thunderbolt 4 (USB Type-C), სამი USB 3.2 და ერთი USB 2.0. Intel NUC 13 Pro-ს ზოგიერთ კონფიგურაციას აქვს დისკრეტული კრიპტოგრაფიული მოდულები TPM 2.0. Intel NUC 13 Pro გამოვა მაღალი და დაბალი კორპუსებით. პირველი მათგანის ზომაა 117 × 112 × 54 მმ, მეორესი - 117 × 112 × 37 მმ. პირველი ვარიანტი დაახლოებით 0.7-ლიტრიანია, მეორე - 0.5 ლიტრზე ნაკლები. პატარა კორპუსის მქონე მოდელებზე არ არის მხარდაჭერილი 2.5-დუიმიანი SSD-ის დაყენება. Intel NUC 13 Pro გაყიდვაში გამოვა სრულად დაკომპლექტებული სისტემის სახით, ასევე barebone-ფორმატში ოპერატიული მეხსიერების, SSD-ისა და ოპერაციული სისტემის გარეშე, აგრეთვე ხელმისაწვდომი იქნება ვარიანტი მხოლოდ დედა დაფითა და CPU-ით, ასევე სხვა მაკომპლექტებლებით სამომავლო აწყობისთვის. მინი-კომპიუტერების ფასის დიაპაზონია 340-დან 1080 აშშ დოლარამდე კონფიგურაციის შესაბამისად. ზოგიერთი სისტემა ხელმისაწვდომი იქნება საცალო მოვაჭრეებსა და სისტემის ინტეგრატორებთან მიმდინარე თვის ბოლომდე, ხოლო კონფიგურაციის უმეტესობა ხელმისაწვდომი გახდება ივნისისთვის. https://tinyurl.com/3beef89h
  2. HP-მ წარმოადგინა განახლებული Omen და Victus სერიის გეიმინგ ლეპტოპები, რომლებიც აღჭურვილია Intel Raptor Lake ან AMD Ryzen 7000 პროცესორებით, ასევე NVIDIA GeForce RTX 40 სერიის გრაფიკული ბარათებით. ფოტოს წყარო: HP მოდელ HP Omen Transcend 16-ში მოცემულია Intel-ის პროცესორები 24-ბირთვიანი Core i9-13900HX ჩიპის ჩათვლით, რომლის სიხშირე 5.4 გჰც-ია. ლეპტოპში ასევე წარმოდგენილია ვიდეო ბარათი GeForce RTX 4070, 32 გბ-მდე DDR5-5600 ოპერატიული მეხსიერება და 2 ტბ მოცულობის NVMe SSD. Omen Transcend 16-ის ეკრანს აქვს Mini-LED განათება, გვერდების შეფარდებაა 16:10, მხარდაჭერილია გაფართოება 2560 × 1600 პიქსელი, 240 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე და 7 მილიწამი მატრიცის რეაგირების დრო. დისპლეის მაქსიმალური სიკაშკაშე 1180 კდ/მ2-ს შეადგენს. ლეპტოპის ბატარეის მოცულობაა 97 ვტ/სთ. მოდელ Omen 16-ში მოცემულია რვაბირთვიანი AMD Ryzen 9 7940HS სიხშირით 5.2 გჰც-მდე, ვიდეო ბარათი GeForce RTX 4080, აგრეთვე 32 გბ ოპერატიული და 2 ტბ მუდმივი მეხსიერება. ლეპტოპს აქვს QHD გაფართოების მხარდაჭერის მქონე დისპლეი 3 მილიწამი რეაგირების დროით. Omen Transcend 16-სა და Omen 16-ს აქვთ RGB კლავიატურა და ვებ-კამერა 1080p გაფართოების მხარდაჭერით. HP Omen Trascend 16-ის საწყისი ფასია 1699.99 აშშ დოლარი, Omen 16-ისა კი - 1299.99 აშშ დოლარი. ლეპტოპები გაყიდვაში მიმდინარე გაზაფხულზე გამოვა. Victus სერიის ლეპტოპები გათვლილია შედარებით შეზღუდული ბიუჯეტის მქონე მომხმარებლებისთვის, თუმცა HP-მ ძალისხმევა არ დაიშურა, რომ ლეპტოპები გარეგნულად იაფფასიანად არ გამოიყურებოდეს. ამ ლეპტოპებში წარმოდგენილი იქნება 16-ბირთვიანი Intel Core i7-13700HX სიხშირით 5 გჰც-მდე ან 8-ბირთვიანი AMD Ryzen 7 7840HS სიხშირით 5.1 გჰც-მდე. გრაფიკული ქვესისტემის სახით წარმოდგენილია GeForce RTX 4070. Victus სერიის ლეპტოპები აღჭურვილია ერთზონიანი RGB კლავიატურებით. ლეპტოპები გაყიდვაში მიმდინარე გაზაფხულზე გამოვა 1049.99 აშშ დოლარიდან. https://tinyurl.com/ycb68dz2
  3. აშშ-ის ბირჟების სავაჭრო კომისიამ (CFTC) სარჩელი შეიტანა კრიპტო ბირჟა Binance-ისა და მის აღმასრულებელ დირექტორ Changpeng Zhao-ს წინააღმდეგ. საჩივარი შეტანილია შტატ ილინოისის ჩრდილოეთ ოლქის სასამართლოში. სააგენტოს აზრით პლატფორმამ დაარღვია დერივატივებით ვაჭრობის წესები და მუშაობდა შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე. საჩივრის თანახმად Binance: 2019 წლის ივლისიდან სთავაზობდა დერივატივებით ვაჭრობას აშშ-ის მოქალაქეებს და მისი შესაბამისობის პროგრამა არაეფექტური აღმოჩნდა; აშშ-ის მოქალაქე VIP-მომხმარებლებს ინფორმაციას აწვდიდა აქტივობის კონტროლისგან თავის არიდების საუკეთესო მეთოდების შესახებ; მალავდა „რეალურ მოცულობასა და ოპერაციებს“. კომისიის პრესრელიზში პლატფორმის ქმედებებს უწოდეს „აშშ-ის კანონმდებლობისთვის მიზანმიმართული თავის არიდება“, მის მიერ გამოცხადებულ წესების დაცვას კი - „ფიქცია“. „წლებია Binance-მა იცოდა, რომ არღვევდა CFTC-ის წესებს, აქტიურად მუშაობდა ფულადი რესურსების მოძრაობის შესანარჩუნებლად და მოთხოვნილი წესების თავიდან ასაცილებლად. ეს უნდა იყოს გაფრთხილება ყველასთვის ციფრული აქტივების სამყაროში - CFTC არ მოითმენს აშშ-ის კანონისთვის მიზანმიმართულ გვერდის ავლას, ”- განაცხადა კომისიის ხელმძღვანელმა Rostin Behnam-მა. მარეგულირებელი ასევე ამტკიცებს, რომ Binance-მა იცოდა, რომ მისი მომხმარებლები სანქციების ქვეშ მყოფი პირები იყვნენ. სააგენტოს ცნობით, ერთ-ერთმა თანამშრომელმა, სავარაუდოდ, მიიღო დავალება - დაეწერა ანგარიში, რომელშიც საუბრობდა შესაბამისობის მკაცრ აუდიტზე. სარჩელში CFTC-მა Bitcoin-ის, Ethereum-ისა და Litecoin-ის კლასიფიცირება „საქონლად“ მოახდინა. 2022 წლის ოქტომბერში Behnam-მა გამოხატა დარწმუნებულობა, რომ ორი უმსხვილესი კრიპტოვალუტა მისი სააგენტოს იურისდიქციის ქვეშ ხვდება. ამასთან, 2023 წლის თებერვალში SEC-ის ხელმძღვანელმა გერი გენსლერმა მიანიშნა Bitcoin-ის გარდა ნებისმიერი ციფრული აქტივის ფასიან ქაღალდად აღიარებაზე. მარტში Voyager Digital-ის გაკოტრების სხდომაზე სააგენტოს უფროსმა ადვოკატმა უილიამ აპტეგროუვმა განაცხადა, რომ Binance.US მართავდა არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების ბირჟას. Zhao სიახლეს Twitter-ზე ციფრი „4“-ის დაწერით გამოეხმაურა. მის ჩამონათვალში ეს ნიშნავს „FUD-ის იგნორირებასა და ყალბ სიახლეს“. Cinneamhain Ventures-ის პარტნიორმა Adam Cochran-მა CFTC-ის სარჩელს Binance-ისთვის საბედისწერო დარტყმის მიყენების მცდელობა უწოდა. მისი აზრით, ხელისუფლებას „წარმატების დიდი შანსი აქვს“. Cochran-მა მიუთითა, რომ სააგენტოს განცხადებით იგი ფლობს Zhao-ს საუბრების ჩანაწერებსა და სხვა დოკუმენტაციებს, აგრეთვე 300-ზე მეტ ანგარიშს, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად ეხება მას. „CFTC-ს აქვს ვრცელი მიმოწერები და ინსაიდერული დოკუმენტები, რომლებიც მოწმობს, რომ Zhao-მ იცოდა აშშ-ის მომხმარებლების შესახებ და მიიღო ზომები შიდა დოკუმენტებში ინფორმაციის დასაფარად“, - წერს Cochran. კომისია კომპანიისა და მისი აღმასრულებელი დირექტორისთვის ჯარიმებისა და აკრძალვების დაწესებას აპირებს. Cinneamhain Ventures-ის პარტნიორის აზრით ეს ნიშნავს დიდ პრობლემებს Binance-ისა და მისი სამომავლო ბიზნესისთვის, ასევე მილიარდობით ჯარიმას. „თუ [მოპასუხეები] ვერ მოახერხებენ აშშ-ის სასამართლოებთან ურთიერთობას და ამ პროცესში საკუთარი თავის დაცვას, სავარაუდოა, რომ CFTC ცალსახად მოიგებს. თუკი ისინი მაინც გამოჩნდებიან და მიიღებენ მონაწილეობას, ძიების პროცესი ღიას გახდის მათ ყველა დოკუმენტს საერთაშორისო დონეზე აშშ-ის მარეგულირებლებისთვის“ - ვარაუდობს Cochran. მან Binance-ის ერთადერთ გზად დავის მოგვარება დაასახელა. თუმცა დაუშვა, რომ ასეთ შემთხვევაშიც კი კომისია დიდი ჯარიმების დაწესებას მოითხოვს. მიუხედავად ამისა, ასეთი ვარიანტი Zhao-ს საშუალებას მისცემს "თავიდან აირიდოს ბრალის აღიარება", - დაასკვნა ექსპერტმა. CoinGecko-ს ცნობით Bitcoin ახალ ამბავს 4.3%-იანი ვარდნით გამოეხმაურა ბოლო 24 საათის განმავლობაში. BTC/USDT-ის საათობრივი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView BNB ტოკენის ფასი შემცირდა 3.9%-ით და სტატიის წერის მომენტში 320 აშშ დოლარზე იაფად იყიდება. BNB/USDT-ის საათობრივი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულმა აქციების ფასმა ასევე განიცადა მკვეთრი ვარდნა. წერის მომენტში Coinbase-ის ფასიანი ქაღალდების ღირებულება შემცირდა 9.3%-ით, MicroStrategy-ს - 7.4%-ით, Marathon Digital-ის - 9.7%-ით, Riot Blockchain-ის - 11.1%-ით, Hut 8 Mining-ისა - 8.2%-ით. The Block-ის მონაცემებით საჩივრის გახმაურების მომენტიდან მომხმარებლებმა Binance-იდან 169 მლნ აშშ დოლარი გაიტანეს 46 მლნ აშშ დოლარის დეპოზიტის საპირისპიროდ. 2022 წელს Reuters-მა დაწერა, რომ Binance-მა არაერთხელ დამალა ინფორმაცია მარეგულირებლებისგან, უგულებელყოფდა KYC პროცედურებს და ეწინააღმდეგებოდა შესაბამისობის დეპარტამენტის რეკომენდაციებს. მოგვიანებით სააგენტოს წყაროებმა განაცხადეს აშშ-ის იუსტიციის სამინისტროში არსებულ უთანხმოებაზე ბირჟის მენეჯმენტის ბრალდებებთან დაკავშირებით. შემდეგ ამ უკანასკნელის წარმომადგენლებმა გაიმეორეს თეზისი სამართალდამცავებთან მუშაობის ვალდებულებასთან დაკავშირებით. 2023 წლის მარტის დასაწყისში აშშ-ის სენატის საბანკო კომიტეტის წარმომადგენლებმა გაუგზავნეს წერილი Binance-ს და ითხოვდნენ დეტალებს KYC/AML პოლიტიკის შესახებ. მათ პლატფორმა კრიმინალებთან კავშირში დაადანაშაულეს და მას "არალეგალური ფინანსური საქმიანობის კერა" უწოდეს. Zhao-მ ბრალდება უარყო, კომპანიამ კი სენატორებს პასუხი წარუდგინა, თუმცა იგი თითქმის არ შეხებია ფინანსურ ასპექტს. იმავე თვეში CNBC-მა სავაჭრო პლატფორმის მიერ კონტროლირებადი ჩინურენოვანი ჩატის ბმულზე დაყრდნობით განაცხადა, რომ Binance -ის ზოგიერთი თანამშრომელი და მოხალისე ჩინეთისა და ზოგიერთი სხვა ქვეყნის მომხმარებლებს კონსულტაციას უწევდა KYC-შემოწმებებისგან თავის არიდებისთვის. თებერვალში კომპანიის სტრატეგიების მთავარმა დირექტორმა პატრიკ ჰილმანმა გამოაცხადა Binance-ის მზადყოფნა - გადაიხადოს ჯარიმები აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან არსებული პრეტენზიების მოგვარების მიზნით. https://tinyurl.com/4drv55sv
  4. ბრენდ Redmi-მ სოციალურ ქსელ Weibo-ზე გამოაქვეყნა Redmi Note 12 Turbo Harry Potter Edition-ის ლიმიტირებული ვერსიის ფოტოები. სმარტფონი განკუთვნილია ჰარი პოტერის შესახებ არსებული წიგნებისა და ფილმების თაყვანისმცემლებისთვის და იგი გაყიდვაში მიმდინარე თვის ბოლოს გამოვა. მოდელი Redmi Note 12 Turbo Harry Potter მოცემული იქნება გაფორმებულ ყუთში, რომელზეც მოცემული იქნება ჯადოქრობის სკოლა ჰოგვართსის ლოგოტიპი. სპეციალური გამოშვების მყიდველებისთვის შეფუთვაში მოცემული იქნება ჯადოსნური ჯოხი, ჯადოქრის მანტია, ჰოგვართსის სკოლის სხვადასხვა ფაკულტეტის შარფები და დროშები, აგრეთვე ჰარი პოტერის სამყაროსადმი მიძღვნილი სუვენირები. არსებული ცნობებით, Redmi Note 12 Turbo-ს ექნება ჩიპი Qualcomm Snapdragon 7+ Gen2 გრაფიკულ პროცესორ Adreno-სთან ერთად, აგრეთვე 12 გბ LPDDR5 ოპერატიული და 256 გბ UFS 3.1 ფლეშ-მეხსიერება, რომლის გაფართოება შესაძლებელია მეხსიერების ბარათის მეშვეობით. კომპონენტების გაგრილებისთვის გამოიყენება გაგრილების სისტემა ამაორთქლებელი კამერით. 6.67-დუიმიანი AMOLED-დისპლეის გაფართოებაა FHD+, კადრის განახლების სიხშირე შეადგენს 120 ჰერცს. ეკრანის ზედა ნაწილში მოცემულია ჭრილი 16-მეგაპიქსელიანი სელფი-კამერისთვის. უკანა მხარეს მოცემულია ძირითადი კამერის 65-მეგაპიქსელიანი მოდული, ასევე 8- და 2-მეგაპიქსელიანი სენსორები. მხარდაჭერილია გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაცია (OIS) და ტექნოლოგია Xiaomi Imaging Engine 2.0. 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეას აქვს 67-ვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერა. სმარტფონი იმუშავებს Android 13-ის ბაზაზე პროგრამულ უზრუნველყოფა MIUI 14-თან ერთად. Redmi Note 12 Turbo-ს გლობალური ვერსია სახელწოდებით Poco F5 ინდოეთში 5 აპრილს იქნება წარმოდგენილი. https://tinyurl.com/43m9w5xw
  5. პორტალ GamesRadar-მა ყურადღება გაამახვილა მოვლენაზე, რომ გასულ კვირას გამართულ ცერემონია Game Developers Choice Awards-ზე ფენტეზის ჟანრის როლურმა ექშენმა ღია სამყაროთი - Elden Ring-მა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა. ფოტოს წყარო: Bandai Namco საუბარია წლის საუკეთესო თამაშად აღიარებაზე (ამ შემთხვევაში 2022 წ.) ოთხი წამყვანი გეიმინგ პრემიით, ესენია: ზემოთხსენებული Game Developers Choice Awards, The Game Awards, Golden Joystick Awards და DICE Awards. როგორც GamesRadar-ის ჟურნალისტებმა აღნიშნეს, Elden Ring-ის მიღწევას ისტორიულად აქცევს ის ფაქტი, რომ ამ დრომდე მსგავსი მიღწევები დაფიქსირებული ჰქონდა მხოლოდ ორ სხვა თამაშს - The Elder Scrolls V: Skyrim-სა და The Legend of Zelda: Breath of the Wild-ს. ადრე Elden Ring უკვე გახდა ინდუსტრიაში ყველაზე ტიტულოვანი თამაში და უკან მოიტოვა The Last of Us Part II და The Witcher 3: Wild Hunt - FromSoftware-ის უახლესმა ქმნილებამ მოიგო „წლის თამაშის“ 430-ზე მეტი ჯილდო. Elden Ring-ის დებიუტი შედგა 2022 წლის 25 თებერვალს PC-ზე (Steam), ასევე PS4, PS5, Xbox One, Xbox Series X და S კონსოლებზე. პირველმა წლიურმა გაყიდვებმა გადააჭარბა 20 მილიონ ეგზემპლარს, ბოლო პატჩის მეშვეობით კი პროექტს დაემატა რეითრეისინგის მხარდაჭერა. https://tinyurl.com/365nfywa
  6. SEC-ის მარეგულირებელმა პოლიტიკამ ციფრული აქტივების შესახებ უარყოფითად იმოქმედოს შეერთებული შტატების ფინანსურ მდგომარეობაზე, განაცხადა ბრაიან არმსტრონგმა, Bitcoin-ბირჟა Coinbase-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. მისი აზრით, ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა დიდი ბრიტანეთი, ბრაზილია და სინგაპური, შტატები "სერიოზულად ჩამორჩება". 23 მარტს SEC-მა კომპანიას გაუგზავნა შეტყობინება. რომ იწყება კვლევა მის პლატფორმაზე ლისტინგსა და მის პროდუქტებთან - Coinbase Prime-თან, Coinbase Wallet-სა და სტეიკინგ-სერვის Coinbase Earn-თან მიმართებაში. „ჩვენ არ უნდა დავექვემდებაროთ ასეთ იძულებით რეგულაციას. გარკვეული გაგებით, ჩვენ მოხარული ვართ მივმართოთ სასამართლოს, თუ ეს ხელს შეუწყობს პრეცედენტული სამართლის განვითარებას ინდუსტრიისთვის“, - განაცხადა Coinbase-ის ხელმძღვანელმა. არმსტრონგმა ასევე მოუწოდა ამერიკელ მომხმარებლებს, უპირატესობა მიანიჭონ პოლიტიკოსებს, რომლებიც მხარს უჭერენ კრიპტოვალუტებს. ”ჩვენ ვაპირებთ ავირჩიოთ კანდიდატები, რომლებიც მხარს უჭერენ ციფრულ აქტივებს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი წარმატება გარანტირებულია,” - თქვა მან. SEC-ის გამოძიების ფონზე Coinbase-ის აქციების ფასი ბოლო დღის განმავლობაში 14%-ით დაეცა. ამჟამინდელი ფასი 66.30 აშშ დოლარია. წყარო: TradingView KWB-ის ანალიტიკოსებმა The Block-თან კომენტარში განაცხადეს, რომ ბირჟის შემოსავალი შეიძლება სერიოზულად შემცირდეს, თუ მას მოუწევს ლისტინგიდან ნებისმიერი მონეტის ამოღება SEC-ის მოთხოვნის საფუძველზე. ექსპერტების აზრით Coinbase-ზე ციფრული აქტივების დაახლოებით 11% შეიძლება კლასიფიცირდეს, როგორც ფასიანი ქაღალდები მაღალი ალბათობით, კიდევ 45% - ექვემდებარება საშუალო რისკს. ანალიტიკოსებმა ასევე აღნიშნეს, რომ ბირჟაზე სტეიკინგზე იძულებითი უარის თქმა მნიშვნელოვან პრობლემებს არ შექმნის. მათი გათვლებით, ამ სერვისს კომპანიას მთლიანი მოგების დაახლოებით 3-4% მოაქვს. შეგახსენებთ, რომ 12 თებერვალს არმსტრონგმა გამოაცხადა მზადყოფნა - სასამართლოში დაიცვას ბირჟის სტეიკინგის პროგრამა. მარტის დასაწყისში Coinbase-მა აამოქმედა საჯარო კამპანია ციფრული აქტივების პოპულარიზაციისა და მხარდაჭერის მიზნით პოლიტიკოსებსა და მარეგულირებლებს შორის. https://tinyurl.com/5dpsnjvy
  7. Apple-მა ცოტა ხნის წინ გამოუშვა რელიზისწინა iOS 16.4 ვერსია, რომელშიც მითითებულია ახალი უსადენო ყურსასმენი AirPods კოდური დასახელებით A3048 და მისი ახალი ქეისი (მოდელი A2968). როგორც TF Securities-ის ცნობილმა ანალიტიკოსმა Ming-Chi Kuo-მ განაცხადა, საუბარი შესაძლოა ეხებოდეს ყურსასმენ AirPods Pro 2 ვერსიას, რომლის ქეისი USB-C პორტით იქნება წარმოდგენილი - აქტუალურ მოდელს, რომლის დებიუტი გასულ წელს შედგა, საფირმო Lightning კონექტორი აქვს. ახალი ყურსასმენის მასობრივი მიწოდების დაწყება მოსალოდნელია 2023 წლის მეორე ან მესამე კვარტლიდან. ფოტოს წყარო: GSMArena.com USB-C-ს მქონე AirPods Pro 2 ვერსიის სხვა დეტალები ანალიტიკოსს არ გაუზიარებია, ამიტომ ჯერ გაურკვეველია არის თუ არა ეს იგივე AirPods Pro 2, რომელსაც მოყვება USB-C დამტენი ქეისი, თუ არის სრულიად ახალი მოდელი აპარატულ ნაწილში დამატებითი გაუმჯობესებებით. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიმდინარე წელს Apple-მა უნდა გამოუშვას iPhone 15 სერიის სმარტფონები, რომლებშიც საბოლოოდ იტყვის უარს Lightning კონექტორზე და გამოიყენებს USB-C პორტს. Kuo-ს თქმით, Apple ამჟამად არ გეგმავს AirPods 2-ისა და AirPods 3-ის გამოშვებას USB-C პორტით, ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ AirPods Pro 2 შესაძლოა იყოს Apple-ის პირველი TWS ყურსასმენი, რომელსაც Lightning-ის ნაცვლად USB-C კონექტორი ექნება. https://tinyurl.com/yc4rhz9r
  8. 2021 წლის ბოლოს ბერლინის მიმდებარედ არსებულმა Tesla-ს ქარხანამ დაიწყო Model Y მოდელის აწყობა, მაგრამ მომხმარებლებმა ადგილობრივი წარმოების მანქანების მიღება მხოლოდ 2022 წლის აპრილიდან დაიწყეს. ამჟამად, თითქმის ერთი წლის შემდეგ, Tesla-ს გერმანული საწარმო ყოველკვირეულად 5 ათას ელექტრომობილს უშვებს, რაც წლიური 250 ათასი ერთეულის წარმოების შესაძლებლობას იძლევა. ფოტოს წყარო: Tesla, Twitter ამ მნიშვნელოვანი ეტაპის მიღწევის შესახებ კომპანიამ გასულ კვირას განაცხადა Twitter-ის მეშვეობით. თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ ამ მოცულობაზე Tesla 2022 წლის ბოლოსთვის გავიდოდა, მაგრამ კომპონენტების მიწოდების ხარვეზებმა მითითებულ ვადაში მიღწევას ხელი შეუშალა. კომპანიას გერმანიაში ყოველწლიურად 500 ათასი ელექტრომობილის წარმოების ნებართვა გააჩნია, ამიტომ Tesla-ს შეუძლია ამ პლატფორმაზე გაზარდოს Model Y-ის წარმოების მოცულობა, ან ასორტიმენტში დაამატოს კიდევ ერთი მოდელი. უახლოეს დროში ეს შეიძლება იყოს Tesla Model 3 თუ გავითვალისწინებთ Tesla-ს განზრახვას - დაიწყოს ელექტრომობილების აწყობა ახალ, უფრო იაფ პლატფორმაზე მექსიკაში მშენებარე საწარმოში. არ არის გამორიცხული, რომ მოხდეს მოდელების ასორტიმენტის უნიფიკაცია ჩრდილოამერიკულ პლატფორმასთან. მიღწეულ შედეგზე Tesla არ შეჩერდება, რადგან ცოტა ხნის წინ მან განაცხადი შეიტანა გერმანიაში წარმოებული ელექტრომობილების წელიწადში 1 მილიონ ერთეულამდე გაზრდის ნებართვასთან დაკავშირებით. ამისთვის მას მოუწევს ქარხნების მიერ დასაკავებელი ტერიტორიების გაფართოება და დამატებით ყველა სამშენებლო პროექტის შეთანხმება ადგილობრივ ხელისუფლებასა და გარემოსდაცვით ორგანიზაციებთან. როგორც მშენებლობის პირველი ეტაპების პრაქტიკამ აჩვენა, გერმანიაში ეს პროცესები დიდი სირთულეებით მიმდინარეობს. https://tinyurl.com/59nkxyz6
  9. TradFi-ში არსებულმა არასტაბილურმა სიტუაციამ ზოგიერთი Bitcoin-ბირჟისთვის შექმნა ბაზრის წილის გაზრდის შესაძლებლობის პირობები კრიპტო კომპანიებისა და ინვესტორებისთვის საბანკო სერვისების შეთავაზების ხარჯზე. ასეთ დასკვნებამდე მივიდნენ JPMorgan-ის ანალიტიკოსები. ექსპერტებმა აღნიშნეს Stablecoin-ების ვაჭრობის მოცულობის ზრდა, რადგან იგი უფრო მეტად გამოიყენებოდა ფინანსური ღირებულების გადაადგილებისთვის. ბოლო მოვლენების გათვალისწინებით Tether-მა მოახერხა თავისი პოზიციის გამყარება, აღნიშნეს მათ. ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ fintech კომპანიები და ოფშორული ბანკები ასევე ცდილობენ შეავსონ ის სიცარიელე, რომელიც წარმოიქმნა Silvergate Bank-ის, SVB-ისა და SBNY-ის დაშლის შემდეგ. გარკვეული თვალსაზრისით კრიზისმა დააზარალა ის კრიპტოკომპანიები, რომელთაც დივერსიფიცირებული პარტნიორები ჰყავთ TradFi-სა და ზოგიერთ ბირჟაზე. JPMorgan-მა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკოსისტემისთვის დაკარგული საბანკო ქსელების ჩანაცვლება. ეს აუცილებელია ბაზრის მონაწილეებს შორის ფიატის ეფექტური და უსაფრთხო გადაცემისთვის, „ამავდროულად, Stablecoin-ების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“. შეერთებული შტატების გამკაცრებულმა მარეგულირებელმა პოზიციამ შესაძლოა კრიპტო ბაზრის მონაწილეებს ევროპისა და აზიის საბანკო ქსელებისკენ უბიძგოს, დაასკვნეს ექსპერტებმა. შეგახსენებთ, Moody's-ის ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ აშშ დოლარიდან USDC-ის ბოლოდროინდელმა გამოყოფამ შეიძლება შეაფერხოს Stablecoin-ების განვითარება და განაპირობოს უფრო მკაცრი რეგულაციები. მანამდე ამ Stablecoin-ის თანაგამომცემლების - Circle-სა და Coinbase-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საბანკო სექტორში არსებულმა პრობლემებმა კრიპტოვალუტების ბაზარზე გაურკვევლობა გამოიწვია. https://tinyurl.com/2frtrrtm
  10. სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით გასულ კვირას Apple-ის უმაღლესი რანგის ასზე მეტ ხელმძღვანელ პირს სპეციალურ შეკრებაზე უჩვენეს შერეული რეალობის ჰედსეტის პროტოტიპი, რომლის დებიუტი მიმდინარე წლის ივნისში უნდა შედგეს. მოწყობილობა პირველად იქნა წარდგენილი ასეთ ფართო წრეში, თუმცა მასზე მომუშავე სპეციალისტებს იგი მანამდეც ჰქონდათ ნანახი. ჰედსეტი Meta/Oculus. ფოტოს წყარო: Bloomberg რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოწყობილობის დემონსტრირება შედგა გარკვეული აპლიკაციის მოქმედების მაგალითზე. შედეგად არ მცირდება ის სირთულეები, რომელთან შეჯახებაც მოუწევს ბაზარზე Apple-ის ახალ მოწყობილობას, თუმცა ამჟამინდელი დემონსტრაციის შედეგად მტკიცდება, რომ ჰედსეტი მზადდება ივნისის ანონსისთვის. წყაროს ინფორმაციით Apple-ის ჰედსეტი ბაზარზე წლის ბოლომდე გამოვა და მისი ფასი იქნება 3 ათასი აშშ დოლარი, ხოლო ბაზარზე გამოსვლიდან პირველი 12 თვის განმავლობაში კომპანიის მოლოდინია მილიონი ეგზემპლარის გაყიდვა. მომდევნო ორი წლის განმავლობაში Apple გამოუშვებს ჰედსეტის უფრო იაფ ვერსიას, ასევე უფრო მაღალი წარმადობის მქონე მოდელს. ორივე მათგანი გაყიდვაში 2025 წლის ბოლომდე უნდა გამოვიდეს. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ახალი ტიპის მოწყობილობის აპლიკაციებსა და პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერების მხარდაჭერაზე. https://tinyurl.com/wc9hzafb
  11. კომპანია Lenovo-მ წარადგინა ორი რკალისებრი გეიმინგ მონიტორი - 34-დუიმიანი მოდელი Legion Y34wz-30 და 45-დუიმიანი Legion R45w-30. ორივე მათგანს აქვს USB-ჰაბი, KVM -გადამრთველები და ეკრანის ორად გაყოფის შესაძლებლობა. ფოტოს წყარო: Lenovo მოდელ Lenovo Legion R45w-30-ის გვერდების შეფარდებაა 32:9. მონიტორს აქვს UltraWide QHD (5120 × 1440 პიქსელი) გაფართოება, გამოყენებულია 10-ბიტიანი მატრიცა 165 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით, რომლის აჩქარება შესაძლებელია 170 ჰერცამდე. Legion R45w-30 მოდელის სიკაშკაშის მაჩვენებელია 500 კდ/მ2, აქვს 120%-იანი sRGB და 115%-იანი DCI-P3 ფერთა გამების მხარდაჭერა, ასევე ფერის გადმოცემის სიზუსტის Delta E <2 მაჩვენებელი. მხარდაჭერილია გამოსახულების სინქრონიზაციის ტექნოლოგია AMD FreeSync Premium Pro. Lenovo Legion R45w-30-ზე ხელმისაწვდომია USB-ჰაბი 75-ვატიანი USB Type-C კონექტორით, აგრეთვე 2.5-გბ ქსელის ადაპტერი, HDMI 2.1 და DisplayPort 1.4. გეიმინგ მონიტორი Lenovo Legion R45w-30 გაყიდვაში გამოვა ოქტომბერში და მისი ფასი იქნება 999.99 აშშ დოლარი. Legion Y34wz-30 მოდელის გვერდების შეფარდებაა 21:9, გაფართოება WQHD (3440 × 1440 პიქსელი) და აქვს Mini-LED განათება, ასევე DisplayHDR 1000 სერტიფიკაციის მხარდაჭერა. 34-დუიმიანი მოდელის ფერთა გადმოცემა 45-დუიმიანი ვერსიის ანალოგიურია. უმცროს მოდელსაც აქვს 120%-იანი sRGB და 115%-იანი DCI-P3 ფერთა გამები. კადრის განახლების სიხშირეა 180 ჰერცი (აჩქარებისას). მატრიცის რეაგირების დრო შეადგენს 1 მილიწამს (MPRT). მონიტორს აქვს USB-ჰაბი 145 ვატი სიმძლავრით. Legion Y34wz-30 მოდელიც ოქტომბერში გამოვა და შეფასებული იქნება 1199.99 აშშ დოლარად. https://tinyurl.com/2awprnbc
  12. ციფრული აქტივები არ აკმაყოფილებს გამოყენების მითითებულ სცენარებსა და რისკებს უქმნის ინვესტორებს და ზოგადად ფინანსურ სტაბილურობას. ამ დასკვნას შეიცავს კონგრესისთვის განკუთვნილი, შეერთებული შტატების პრეზიდენტის ყოველწლიური ეკონომიკური ანგარიში. ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს მიერ შედგენილი დოკუმენტი გამოქვეყნდა ერთი წლის შემდეგ იმ დროიდან, როდესაც ქვეყნის ამჟამინდელმა მეთაურმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება კრიპტოვალუტების რეგულირებაში ფედერალური სააგენტოების კოორდინაციის შესახებ. პირველად 1950 წლის შემდეგ მოხსენება მოიცავს განყოფილებას ამ აქტივების კლასთან დაკავშირებით. მასში ნათქვამია, რომ კრიპტოვალუტები პოზიციონირებს, როგორც ინტელექტუალური საკუთრების და ფინანსური ღირებულების გავრცელების ინსტრუმენტი, უკეთესი გადახდის მექანიზმი, ფინანსურ სერვისებზე წვდომის გაფართოებისა და ფინანსური შუამავლების აღმოფხვრის საშუალება. დღეისათვის „ციფრულ აქტივებს ჯერ არ მოუტანიათ რომელიმე ეს სარგებელი“. „კრიპტოვალუტები […] არ არის ფიატის […] ეფექტური ალტერნატივა, მათი ინოვაციები ძირითადად მიზნად ისახავს ხელოვნური დეფიციტის შექმნას ფასების მხარდასაჭერად. ბევრ მათგანს არ აქვს ფუნდამენტური ღირებულება. ეს აჩენს კითხვებს რეგულირების როლის შესახებ მომხმარებლების, ინვესტორების და დანარჩენი ფინანსური სისტემის დაცვის მიმართულებით ციფრული აქტივებისგან გამოწვეული პანიკის, კრახებისა და თაღლითებისგან“ - ნათქვამია დოკუმენტში. ანგარიშში მითითებულია „მიმდინარე ინვესტიციები ფინანსურ ინფრასტრუქტურაში, რამაც შეიძლება სარგებელი მოუტანოს მომხმარებლებს და ბიზნესს“. 2023 წელს მოსალოდნელია საგადახდო სისტემის დებიუტი ფედერალური საერეზერვო სისტემისგან, სახელწოდებით FedNow, რომელშიც არ იქნება გამოყენებული ბლოკჩეინი. ამ ტექნოლოგიის ზოგიერთი სარგებელი "შეიძლება მიღწეულ იქნას მომავალში". კერძოდ, ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო სისტემა სწავლობს საბითუმო CBDC-ების თავსებადობას ტრანსსასაზღვო ტრანზაქციებში, აღნიშნეს ეკონომისტებმა. ეროვნული ციფრული ვალუტის გამოშვება არ არის გამორიცხული, მაგრამ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას კრედიტების ხელმისაწვდომობის შემცირების რისკებისა და ბანკების წარუმატებლობის გამო. მტკიცება, რომ კრიპტოვალუტები წარმოადგენს დაგროვების ეფექტურ საშუალებას და საგადახდო რესუსს - ვერ უძლებს კრიტიკას, დარწმუნებულნი არიან ანგარიშის ავტორები. „ისევე როგორც ფულს, ინსტრუმენტს უნდა ჰქონდეს სტაბილური ღირებულება და ფასის შეზღუდული არასტაბილურობა“, - განმარტებულია დოკუმენტში. ანალოგიური კითხვები ჩნდება Stablecoin-ებთან მიმართებაში, რომელთა მფლობელები შესაძლოა აღმოჩნდნენ ისეთ სიტუაციაში, სადაც არ არსებობს „პოზიციიდან გამოსვლის კონტრაგენტები“. მსგავსი აქტივები ჯერჯერობით „მეტად სარისკოა“ იმისთვის, რომ საგადახდო საშუალებად ჩაითვალოს. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ინდუსტრიის მონაწილეები არ იცავენ ფასიანი ქაღალდების კანონებს და კრიპტო სავაჭრო პლატფორმების სხვადასხვა აქტივობების კონცენტრაციას, რაც აკრძალულია TradFi-ში. ანგარიშში ასევე გამოხატულია სკეპტიციზმი მაინინგთან დაკავშირებით, რომელიც ზრდის ენერგეტიკული კრიზისების რისკებს და ატარებს ან საერთოდ გამორიცხავს „თანამდევ უპირატესობას“. თეთრი სახლის კრიტიკა შეეხო DeFi-საც - dapp-ები „ქმნიან სერიოზულ რისკებს ინვესტორებისა და ფინანსური სისტემისთვის შესაბამისი ნორმატიული აქტების დაცვის გარეშე ლევერიჯის გამოყენებისა და საზედამხედველო ფუნქციების შესრულების გამო“. დასკვნაში აღნიშნულია მოწოდება სააგენტოებისთვის, რომ „გამოიყენონ ცივილიზაციიდან მიღებული გაკვეთილები და […] დაეყრდნონ ეკონომიკურ პრინციპებს ციფრული აქტივების რეგულირებისას“. Paradigm-ის თანადამფუძნებელმა ფრედ ერსამმა აღნიშნა, რომ ეკონომიკური ანგარიშის 15% შედგება cryptoFUD-ისგან. Blockchain Association-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კრისტინ სმიტმა ანგარიშს „იმედის გამაცრუებელი“ უწოდა და აღნიშნა თეთრი სახლის მხრიდან „სულ უფრო მეტი აუტანლობის არსებობა“ მზარდი კრიპტოინდუსტრიის მიმართ. მან რისკები დაინახა აშშ-სთვის გლობალური ტექნოლოგიური რევოლუციისთვის ბარიერების შექმნაში. იანვრის ბოლოს თეთრმა სახლმა აშშ-ის კონგრესს მოუწოდა „გააძლიეროს ძალისხმევა“ ციფრული აქტივების ბაზრის ზედამხედველობასთან დაკავშირებით. თებერვალში, Fed-მა, FDIC-მა და OCC-მ ბანკები გააფრთხილეს კრიპტო ფირმებთან დაკავშირებული ლიკვიდობის რისკების შესახებ. SEC-ის ხელმძღვანელმა გენსლერმა 2023 წელს კრიპტოვალუტების რეგულირებას პრიორიტეტი უწოდა. მოგვიანებით სააგენტომ მომხმარებლებს შესთავაზა კვალიფიციური მეურვეების როლის გაფართოება და გაძლიერება ციფრულ აქტივებთან მიმართებაში. მანამდე გენსლერმა კრიპტოვალუტების ბაზარს ცენტრალიზებული უწოდა. მან პლატფორმებს მოუწოდა მიიმართონ SEC-ს ამა თუ იმ აქტივის საინვესტიციო კონტრაქტად აღიარებისთვის. მან ასევე გაფრთხილება გამოთქვა, რომ შესაძლოა დაიწყოს არარეგისტრირებული Bitcoin-ბირჟების დევნა. https://tinyurl.com/5f84z47j
  13. NVIDIA-მ გამოაცხადა მსოფლიოში პირველი, კვანტური გამოთვლითი ინტერფეისის მქონე GPU-ზე დაფუძნებული სისტემის გამოშვების შესახებ. სისტემა DGX Quantum უზრუნველყოფს ჰიბრიდულ კვანტურ-კლასიკურ გამოთვლებს ღია კოდის მქონე პროგრამულ პლატფორმა CUDA Quantum-ის საფუძველზე. ფაქტობრივად, კომპანიამ წარადგინა მარტივი და ადვილად გამოსაყენებელი აპარატურულ-პროგრამული ინტერფეისი, რომელიც აერთიანებს კლასიკურ და კვანტურ კომპიუტერებს. კუბიტებთან მუშაობა უფრო ადვილი გახდება. ფოტოს წყარო: NVIDIA კუბიტების მართვის ბლოკი წარმოადგინა ისრაელში მოქმედმა ახალმა კომპანია Quantum Machines-მა. ფოტოზე მისი ამოცნობა მარტივია კოაქსალური კონექტორების ორი რიგით. პირობითად, ბლოკი შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს კუბიტების კონტროლერის სახით. იდეალურ შემთხვევაში იგი უნდა დამონტაჟდეს კუბიტების მქონე ერთ ბლოკში, რომელშიც იგი იმუშავებს GPU-ამაჩქარებლიდან მიღებული ბრძანებების მიხედვით, თუმცა ამის განხორციელება ჯერჯერობით შეუძლებელია - ელექტრონიკა უბრალოდ ვერ უძლებს კრიოგენულ ტემპერატურას. მართვის ბლოკ Quantum Machines OPX+-ის მთავარი ღირსებაა მისი უნივერსალურობა. ბლოკი ახდენს სიგნალების სტრუქტურის ადაპტირებას მუშაობისთვის (წაკითხვა, ჩაწერა, კალიბრაცია) კუბიტების მეტად ფართო სპექტრით - კრიოგენულიდან დაწყებული - კრისტალების დეფექტებით, იონური ხაფანგებით და ა.შ. დამთავრებული. გამოსავალი ნამდვილად უნივერსალურია და სპეციალისტებს საშუალებას მისცემს თავიდან აიცილონ პრობლემები ჰიბრიდული კომპიუტერების შექმნის პროცესში. NVIDIA-ს მხრიდან სისტემა DGX Quantum-ში ჩადებულია უახლესი Grace Hopper გადაწყვეტილება Arm პროცესორისა და H100 გამოთვლითი ამაჩქარებლის კომბინაციის სახით. Quantum Machines OPX+-თან ერთად პლატფორმა უზრუნველყოფს ჰიბრიდული, დიდი მოცულობის რესურსების მქონე ალგორითმების გაშვებას და მცირე შეყოვნებასა და მაღალ წარმადობას ისეთ შემთხვევებში, რომლებშიც კლასიკური სისტემები არაეფექტურია. სისტემის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს პროგრამული პლატფორმა CUDA Quantum. იგი მომხმარებლებს საშუალებას მისცემს გაერკვიონ ჰიბრიდულ და კვანტურ ალგორითმებში ისე, რომ არ დასჭირდეთ გამოცდილება კვანტურ მექანიკაში. ცნობილია, რომ პლატფორმის გამოყენებას უკვე აპირებენ კომპანიები Anyon Systems, Atom Computing, IonQ, ORCA Computing, Oxford Quantum Circuits და QuEra, კვანტური პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი კომპანიები Agnostiq და QMware, აგრეთვე მოწინავე ინდუსტრიული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნული ინსტიტუტის, IT მეცნიერების ცენტრის (CSC) და კომპიუტერული აპლიკაციების ეროვნული სააგენტოს (NCSA) სუპერკომპიუტერული ცენტრები. „ჩვენ მივდივართ კვანტური გამოთვლის ახალი ეპოქისკენ, რომელიც უფრო მეტი მკვლევრისთვისაა ხელმისაწვდომი, ვიდრე ოდესმე“, - განაცხადა Quantum Machines-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა Itamar Sivan-მა. "ჩვენი თანამშრომლობა NVIDIA-სთან DGX Quantum სისტემის მიმართულებით საშუალებას მისცემს ახალი თაობის ინოვატორებს - გადაჭრან მსოფლიოს ზოგიერთი უდიდესი პრობლემა." https://tinyurl.com/vx2yavsr
  14. კომპანია MSI-მ წარადგინა ლეპტოპები CreatorPro M16, CreatorPro Z17 HX Studio, CreatorPro Z16 HX Studio და CreatorPro X17 HX. ყველა მათგანში მოცემულია Intel Raptor Lake-H/HX სერიის პროცესორები, აგრეთვე Ada Lovelace არქიტექტურაზე აგებული NVIDIA RTX სერიის პროფესიონალური დისკრეტული ვიდეო ბარათების უახლესი მოდელები. ფოტოს წყარო: MSI ლეპტოპ CreatorPro M16-ში მოცემულია პროცესორები 14-ბირთვიანი, 5 გჰც Intel Core i7-13700H-ის ჩათვლით. CreatorPro Z17 HX Studio და CreatorPro Z16 HX Studio მოდელებში მოცემული იქნება 24-ბირთვიანი Core i9-13950HX სიხშირით 5.5 გჰც, უფროს მოდელ CreatorPro X17 HX-ს კი ექნება 24-ბირთვიანი Core i9-13980HX პროცესორი 5.6 გჰც სიხშირით - ეს გახლავთ Intel-ის ყველაზე მძლავრი მობილური პროცესორი ამჟამად. CreatorPro X17 HX-ში მოცემულია 128 გბ DDR5 ოპერატიული მეხსიერება, აგრეთვე არჩევანის საშუალება ერთ PCIe 5.0 NVMe SSD-სა და ორ PCIe 4.0-ს შორის, დანარჩენ ლეპტოპებს ექნება 64 გბ-მდე ამავე სტანდარტის ოპერატიული მეხსიერება. CreatorPro M16 მოდელს აქვს PCIe 4.0 სტანდარტის ორი SSD, CreatorPro Z17 HX Studio-სა და CreatorPro Z16 HX Studio-ს კი - თითო PCIe 5.0 კონექტორი SSD-ისთვის. გრაფიკული ქვესისტემის სახით CreatorPro M16 ხელმისაწვდომია პროფესიონალური ვიდეო ბარათი NVIDIA RTX 3000 ან NVIDIA RTX 2000 8 გბ მეხსიერებით, ან NVIDIA RTX A1000 6 გბ. CreatorPro Z17 HX Studio და CreatorPro Z16 HX Studio მოდელებში მოცემულია გრაფიკული ამაჩქარებლები NVIDIA RTX 3000 ან NVIDIA RTX 2000, ხოლო მოდელ CreatorPro X17 HX-ში წარმოდგენილი იქნება პროფესიონალური ვიდე ბარათი NVIDIA RTX 3500 12 გბ მეხსიერებით. სხვა მოდელების ფონზე უფროსი CreatorPro X17 HX გამოირჩევა 17.3-დუიმიანი დისპლეით, რომლის გაფართოებაა 3840 × 2160 პიქსელი, აქვს Mini-LED განათება, 144 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე, 100%-იანი DCI-P3 ფერთა გამა და VESA DisplayHDR1000 სერტიფიკაცია. მოდელ CreatorPro Z17 HX Studio-ს აქვს 17-დუიმიანი სენსორული ეკრანი გაფართოებით 2560 × 1600 პიქსელი, 165 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე, 100%-იანი DCI-P3 და MSI Pen2 ელექტრონული ფანქრის მხარდაჭერა. CreatorPro Z16 HX Studio-ს აქვს 16-დუიმიანი ეკრანი გაფართოებით 2560 × 1600 პიქსელი, კადრის განახლების სიხშირე 120 ჰერცი, 100%-იანი DCI-P3 ფერთა გამა, ხოლო CreatorPro M16 მოდელის შემთხვევაში ხელმისაწვდომია ორი ვარიანტი: 16-დუიმიანი ეკრანის მქონე მოდელი 2560 × 1600 ან 1920 × 1080 პიქსელი გაფართოებით. მეორე მათგანის შემთხვევაში მითითებულია 144 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე. MSI CreatorPro M16, CreatorPro Z17 HX Studio, CreatorPro Z16 HX Studio და CreatorPro X17 HX ლეპტოპების დეტალური მახასიათებლები: CreatorPro Z17 HX Studio, CreatorPro Z16 HX Studio და CreatorPro X17 HX მოდელების შემთხვევაში მითითებულია რამდენიმე Thunderbolt 4 (USB Type-C პორტი DisplayPort-ის ალტერნატიული დამუხტვის ფუნქციებით) ინტერფეისის არსებობა. CreatorPro M16 მოდელს აქვს კლავიატურა კლავიშების ერთფერიანი განათებით, დანარჩენ ლეპტოპებში კი წარმოდგენილია SteelSeries კლავიატურა თითოეული კლავიშის ინდივიდუალური RGB განათებით. https://tinyurl.com/yxcatwrw
  15. NFT შეიძლება განიხილებოდეს, როგორც ხელოვნების ნიმუშები და კოლექციონირების საგნები, როგორიცაა მონეტები, ალკოჰოლი და ანტიკვარიატი. მსგავს შესწორებებს მოამზადებენ შიდა შემოსავლების სამსახური (IRS) და აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო ახალ სახელმძღვანელო პრინციპებში. წესების შედეგად აიკრძალება არაურთიერთჩანაცვლებადი ტოკენების დამატება ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშების პორტფელში (IRA). NFT-ების საკოლექციო ნივთებად კლასიფიკაციამ შეიძლება გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ როგორ იბეგრება ისინი მეორად ბაზარზე ყიდვა-გაყიდვისას. აშშ-ის რეზიდენტის შემოსავლიდან გამომდინარე კაპიტალის მოგების გადასახადი მერყეობს 10%-დან 37%-მდე, ხელოვნების ნიმუშებისთვის კი ეს მაჩვენებელი შემოიფარგლება 28%-მდე. „ეს კლასიფიკაცია ნიშნავს იმას, რომ NFT-ში, რომელსაც აქვს სურათი საგადასახადო მიზნებისთვის, საკოლექციო მასალა იქნება JPEG ფაილი და არა თავად ტოკენი“, განუცხადა Decrypt-ს Blockchain Intelligence Group-ის მარეგულირებელი განყოფილების დირექტორმა ტიმოთი კრედლმა. სააგენტოებმა შემოთავაზებულ ცვლილებებზე კომენტარი 19 ივნისამდე მოითხოვეს. კითხვებს შორისაა შემდეგი: „რა ფაქტორები უნდა იქნას გათვალისწინებული, რათა დადგინდეს, არის თუ არა ციფრული ფაილი „ხელოვნების ნაწარმოები“?“. „დიდება მათ [IRS-სა და ფინანსთა სამინისტროს], რომ ითხოვენ საზოგადოებრივ აზრს, რათა მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები რეგულირების და არა აღსრულების შესახებ!“ - განაცხადა Magic Eden-ის დამფუძნებელმა, ფსევდონიმით Sh0edog. ახალი პრინციპების დამტკიცების მოლოდინში შიდა შემოსავლების სამსახური NFT-ების „თანხმობათა ანალიზით“ იხელმძღვანელებს. მაგალითად, ტოკენი, რომელიც წარმოადგენს ძვირფას ქვას, განიხილება, როგორც კოლექციონირების საგანი. NFT მეტასამყაროში მიწის ნაკვეთის განვითარების უფლების სახით აღიარებული არ არის. კრედლმა დაუშვა, რომ არაურთიერთჩანაცვლებადი ტოკენების ბაზრები არ არის აღიარებული, როგორც „ღირებულების გადაცემის პროვაიდერები“ ახალი წესების მიხედვით, რაც კრიპტო ბირჟებისთვის შესაბამისია. ექსპერტმა აღნიშნა, რომ ხელმძღვანელობას შეუძლია გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ როგორ მოხვდება NFT პლატფორმები AML/KYC წესებში. მომავალში სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს FinCEN-ის შესაბამისი რეკომენდაციების გამოჩენის შედეგად, განაცხადა მან. „ეს შეზღუდავს იმის ალბათობას, რომ მარკეტფლეისებმა უნდა შეასრულონ გარკვეული კანონები და/ან ჰქონდეთ MTL. და პირიქით, გაზრდის NFT-ის გამოყენების რისკს ფულის გათეთრების მიზნით, ვინაიდან კრიპტოვალუტის ასეთ აქტივებად გადაქცევა ძალიან ადვილია“, - დაასკვნა სპეციალისტმა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2024 ფისკალური წლის ბიუჯეტის პროექტში წარმოადგინა მთელი რიგი ღონისძიებების შემოთავაზება ინდუსტრიიდან შემოსავლების 24 მლრდ აშშ დოლარით გაზრდის მიზნით. 2022 წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ IRS გაუგზავნის მოსაწვევებს დეპარტამენტის წინაშე წარსადგენად იმ მომხმარებლებს, რომლებიც არ აბარებენ ანგარიშებს და არ იხდიან ბეგარას კრიპტო ტრანზაქციებზე. ეს შესაძლებელი გახდება სასამართლოს შესაბამისი ნებართვის შემდეგ. https://tinyurl.com/mr34naw2
  16. კომპანია ASUS-მა იანვარში გამოფენა CES 2023-ზე წარადგინა ROG XG Mobile - დოკ-სადგური ლეპტოპებისთვის, რომლის შემადგენლობაში შედის ფლაგმანური ვიდეო ბარათი GeForce RTX 4090. ახალი მოწყობილობა ცოტა ხნის წინ გამოჩნდა გაყიდვაში ზოგ ქვეყანაში. მაგალითად, იაპონიაში იგი შეფასებულია დაახლოებით 3 ათას აშშ დოლარად, თუმცა სხვა ქვეყნებში მისი ყიდვა გაცილებით იაფადაა შესაძლებელი. ფოტოს წყარო: ASUS დოკ-სადგური ASUS ROG XG Mobile თავსებადია მხოლოდ ASUS-ის ROG Flow სერიის ლეპტოპებთან. მობილურ კომპიუტერს მოწყობილობა უკავშირდება უშუალოდ PCIe ინტერფეისის მქონე კონექტორით, დიდი ალბათობით, ეს იქნება PCIe 4.0 ვერსია. ASUS ROG XG Mobile-ის შემადგენლობაში გამოყენებულია GeForce RTX 4090 ვიდეო ბარათის არა დესკტოპ ვარიანტი, არამედ ამაჩქარებლის მობილური ვერსია. ამ ბარათში მოცემულია გრაფიკული პროცესორი AD103 9728 CUDA ბირთვით ისევე, როგორც GeForce RTX 4080-ის დესკტოპ მოდელში. მობილური GeForce RTX 4090-ის ენერგომოხმარების მაჩვენებელია 150 ვატი, TDP-ის მაქსიმალური დონე კი შეადგენს 175 ვატს (+25 ვატი Dynamic Boost). GPU-ის საბაზისო სიხშირეა 1590 მჰც. Boost-რეჟიმში სიხშირე იზრდება 2040 მჰც-მდე, რაც გაცილებით ნაკლებია ამავე გრაფიკული ჩიპის მქონე დესკტოპ ვარიანტთან შედარებით. ვიდეო ბარათს აქვს 16 გბ GDDR6 მეხსიერება. ASUS ROG XG Mobile ორ ნაწილადაა გაყოფილი. ერთში მოცემულია 330-ვატიანი ინტეგრირებული კვების ბლოკი, მეორეში - თავად ვიდეო ბარათი, აგრეთვე input/output ინტერფეისები. ვიდეო ბარათი გრილდება რადიატორით, რომელშიც მოცემულია ამაორთქლებელი კამერა და ტურბინის ტიპის ქულერი, რომელსაც ცხელი ჰაერი დოკ-სადგურიდან გამოაქვს. ASUS ROG XG Mobile-ში ხელმისაწვდომია შემდეგი კონექტორები: HDMI 2.1, DisplayPort 1.4, USB 3.2 Gen1 (Type-A + Type-C), SD მეხსიერების ბარათის წამკითხველი, ასევე 2.5 გბ ქსელის ადაპტერი და კონექტორი კვების სადენის დასაკავშირებლად. იაპონიაში ASUS ROG XG Mobile-ის ფასია 399800 იენი, ანუ დაახლოებით 3 ათასი აშშ დოლარი დღგ-ს ჩათვლით. კანადაში დოკ-სადგური 2500 კანადურ დოლარად, ანუ 2000 აშშ დოლარად არის შეფასებული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, GeForce RTX 4090 გარე მობილური გრაფიკული ბარათი მინიმუმ 25%-ით უფრო ძვირია GeForce RTX 4090-ის დესკტოპ ვერსიასთან შედარებით, მაგრამ ამავე დროს გააჩნია 800 აშშ დოლარი ღირებულების მქონე დესკტოპ GeForce RTX 4070 Ti-ს მსგავსი წარმადობა. https://tinyurl.com/4an8hfu3
  17. ანალიტიკურმა სააგენტო Counterpoint Research-მა შეაჯამა გასული წლის მეოთხე კვარტალი სმარტფონების ბაზარზე. აღმოჩნდა, რომ უპირობო ლიდერი ამჟამად კომპანია Apple-ია, რომელმაც ამ პოზიციაზე მთავარი კონკურენტი - სამხრეთკორეული Samsung ჩაანაცვლა. ფოტოს წყარო: lukgehr/unsplash.com 2022 წლის მეორე და მესამე კვარტალში Apple-ის გლობალური წილი მხოლოდ 16%-ს შეადგენდა, თუმცა მეოთხე კვარტალში 23%-მდე გაიზარდა, ცხადია, iPhone 14 სერიის საშემოდგომო პრემიერის ხარჯზე. ცნობილია, რომ ლიდერების ხუთეულში კვარტალური ზრდა დააფიქსირეს მხოლოდ Apple-მა და Oppo-მ, რომელთა მიწოდების მოცულობა 42% და 4%-ით გაიზარდა, შესაბამისად. პარალელურად, Samsung-ის სმარტფონების მიწოდების მოცულობა ხსენებულ კვარტალში მნიშვნელოვნად შემცირდა და წილმა შეადგინა ბაზრის 15% - წილი შემცირდა 16%-ით წლის ჭრილში და 9%-ით - კვარტალური გამოთვლით 58.3 მილიონ ერთეულამდე. აღსანიშნავია, რომ სტატისტიკა მნიშვნელოვნად განსხვავდება რეგიონების მიხედვით. ჩრდილოეთ ამერიკაში Apple უდავო პირველ ადგილს იკავებს 57%-ით, ევროპაში Samsung ლიდერობს 31%-ით, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში Apple ხუთეულშიც კი არ შედის, ხოლო ლათინურ ამერიკაში კომპანია მეოთხე ადგილს იკავებს. ფოტოს წყარო: Counterpoint Research მთლიანობაში 2022 წელი სმარტფონების ბაზრისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან ჯამური მიწოდების მოცულობა 12%-ით, 1.2 მილიარდ ერთეულამდე შემცირდა - ეს გახლავთ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2013 წლის შემდეგ. ამასთან, ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა მეოთხე კვარტალში - მიწოდების მოცულობა შემცირდა 19%-ით 302.6 მილიონ გაჯეტამდე. აღსანიშნავია, რომ Apple-ის წილი სმარტფონების საერთო რიცხვში Android-თან შედარებით ჯერ კიდევ მცირეა, თუმცა პრემიუმ-სეგმენტში კომპანია აბსოლუტური ლიდერია. მთელი 2022 წლის შეჯამებით იგი იკავებს ბაზრის 75%-ს და უსწრებს Samsung-ს - თუმცა კომპანია 2021 წელს ამ ნიშაში 70%-ზე მეტს ფლობდა. https://tinyurl.com/46ucftj2
  18. ბოლო დროს Bitcoin-ის ფასი სტაბილურია დაახლოებით 28 ათას აშშ დოლარიან ნიშნულზე, რაც მიუთითებს ინვესტორების მოთხოვნის ზრდაზე. ეს ვითარება აშშ-ის ფინანსური კრიზისის შედეგად დაზარალებული ტრადიციული საბანკო სისტემების არასტაბილურობის კონტრასტულია. გლობალურ საბანკო სექტორში გარკვეული „ტურბულენტობის“ ფონზე Bitcoin ტრეიდერებისთვის პერსპექტიულ ალტერნატივად იქცა. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ეს განსაკუთრებით აშკარაა, რადგან პირველი კრიპტოვალუტა ჩამოშორდა აშშ-ის აქციების ბაზრებს და ახლა იქცევა, როგორც არაკორელირებადი აქტივების კლასი. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში Bitcoin-ის თავდაჯერებულმა აღმასვლამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ტრეიდერების განწყობა, ხოლო შიშისა და სიხარბის ინდექსი კრიპტოვალუტის მფლობელებს შორის 66/100-მდე გაიზარდა. ახლა ბაზარი ელოდება აშშ-ის ფედერალური სარეზერვო ბანკის გადაწყვეტილებას საბაზისო განაკვეთის შემცირების შესახებ, რაც შეიძლება მორიგი მნიშვნელოვანი ბიძგი იყოს კრიპტოვალუტების ზრდისთვის, თუ სიტუაცია წარმატებით დალაგდება. ფინანსური ანალიტიკოსების მონაცემებით ამჟამად Bitcoin გამყარდა გარღვევის დონის ზემოთ (25250 აშშ დოლარი), რაც დადებით ნიშანს წარმოადგენს. 18 მარტს მცირე კორექციის შემდეგაც კი ფასმა გააგრძელა აღმავალი იმპულსის დაფიქსირება მომდევნო დღეს. იმ შემთხვევაში, თუ BTC-ის ფასი დაეცემა მისი ამჟამინდელი დონიდან ან შეხვდება ზედა წინააღმდეგობას, საკვანძო დონე იქნება 25250 აშშ დოლარი. თუ ფასი ამ დონიდან გადაუხვევს, მაშინ 25250 აშშ დოლარიანი ნიშნული წარმატებით გადაილახება. ამდენად, ეს დონე შეასრულებს "ფსკერის" ფუნქციას ფასის შემდეგი გარდაუვალი ვარდნის დროს. https://tinyurl.com/7fnumwbt
  19. რესურს VideoCardz-ის ინფორმაციით კომპანია NVIDIA სავარაუდოდ ამზადებს გრაფიკულ ამაჩქარებელ GeForce RTX 4070-ის ორ ვერსიას - 12+4-პინიანი 12VHPWR და სტანდარტული 8-პინიანი კონექტორით. ამასთან, მეორე ვარიანტს ექნება TGP-ის უფრო დაბალი მაჩვენებელი, თუმცა კომპანიის პარტნიორებმა, როგორებიცაა Palit, ASUS, MSI და GIGABYTE, შესაძლოა გამოუშვან საკუთარი ვერსიები ორი კონექტორით, მაგალითად 8- და 6-პიანიანი კონექტორებით. RTX 4070-ის დეტალური მახასიათებლები ჯერჯერობით არ ხმაურდება, მაგრამ GIGABYTE-ის მიერ გაზიარებული ინფორმაციით ცნობილია, რომ ვიდეო ბარათს 12 გბ მეხსიერება ექნება. მოდელი 12 აპრილს უნდა გამოვიდეს. 12VHPWR კონექტორის რეპუტაცია მნიშვნელოვნად შეილახა მისი დადნობისა და RTX 4090 ბარათების მწყობრიდან გამოსვლის მთელი რიგი შემთხვევების გამო - როგორც აღმოჩნდა, კონექტორის გადახურება და ნაწილობრივი დადნობა უკავშირდებოდა არასწორ გამოყენებას - მომხმარებლები ბოლომდე არ აერთებდნენ შტეკერს. იმის მიუხედავად, რომ მხოლოდ რამდენიმე ათეული ასეთი შემთხვევა იყო ასობით ათას გაყიდულ ვიდეო ბარათს შორის, გეიმერებში მაინც შავ ლაქად დარჩა. გარდა ამისა, მომხმარებელთა უმეტესობას ურჩევნია გამოიყენოს სტანდარტული 6- და 8-პინიანი კონექტორები, რათა არ შეიძინონ ახალი კვების წყარო და არ გამოიყენონ გადამყვანები. https://tinyurl.com/3n7whcy5
  20. კომპანია Agility Robotics-მა წარადგინა ახალი თაობის ორფეხა რობოტი Digit. წინა ვერსიას, რომელიც განკუთვნილი იყო სასაწყობე და სხვა სამუშაოებისთვის, არ ჰქონდა თავი და თვალები, ახალ რობოტზე წარმოდგენილია ეს დეტალები, ამიტომ იგი უფრო მეტად დაემსგავსა ადამიანს. მიიჩნევა, რომ ორი ანიმირებული LED-თვალის არსებობა ადამიანებთან ურთიერთობას გააუმჯობესებს. ფოტოს წყარო: Agility Robotics უთავო Digit წარადგინეს 2020 წელს. აღინიშნებოდა, რომ მას სარგებლობის მოტანა შეუძლია სხვადასხვა სფეროში, ლოჯისტიკიდან დაწყებული საწარმოო ინსპექციით დამთავრებული. შესაძლებელი იყო რობოტის ავატარის სახით გამოყენებაც დანიშნულების ადგილზე დისტანციურად ყოფნისთვის. გარდა ამისა, რობოტს უნდა შეესრულებინა ზოგი დავალება ადამიანის მსგავსად და უნდა დაეკავებინა მისივე მოცულობის ადგილი, ამიტომ გადაწყდა, რომ იგი ყოფილიყო 180 სმ-ზე ოდნავ დაბალი და ორფეხა. თავისა და თვალების დამატება მხოლოდ „კოსმეტიკურ“ პროცედურას არ წარმოადგენს. კომპანიის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სენსორებით აღჭურვილი თავი ადამიანებს საშუალებას მისცემს უკეთ აღიქვან Digit-ის მოქმედება, რადგან მისი თვალები მნიშვნელოვანი ინფორმაციის დემონსტრირებას მოახდენს - როგორიცაა მოძრაობის მიმართულების შეცვლა ან ამა თუ სახის საქმიანობით დაკავება. გარდა ამისა, შეიცვალა ხელების კონსტრუქცია, რომლებითაც ახლა უფრო ადვილი იქნება პლასტმასის კონტეინერებთან მუშაობა, რომლებიც ხშირად გამოიყენება საწყობებში. ჯერჯერობით Digit-ის შესაძლებლობები შეზღუდულია - რობოტს შეუძლია სიარული, ჩაჯდომა, კიბეებზე ასვლა და სხვა მარტივი მოქმედებების შესრულება, მისი მთავარი ამოცანაა 16 კგ-მდე წონის ობიექტების აწევა და დადება. ჯერჯერობით უცნობია, რა თანხა დაუჯდება რობოტი მისი შეძენის მსურველ ბიზნესს, მაგრამ Agility Robotics-ის დეველოპერი ხსნის Agility Partner Program-ს, რომელიც პარტნიორებს მისცემს "ექსკლუზიურ შესაძლებლობას - განსაზღვრონ Digit-ის უნარები და შესაძლებლობები" - თავდაპირველად რობოტის შეძენას შეძლებენ მხოლოდ ინიციატივის მონაწილეები. https://tinyurl.com/mskscv4v
  21. კრიპტო ბაზრის საშუალო და გრძელვადიანი პერსპექტივა "მნიშვნელოვნად გაძლიერდა" აშშ-ის საბანკო ინდუსტრიაში ბოლოდროინდელი არეულობის შემდეგ. ამის შესახებ საუბარია Coinbase-ის ბირჟის ანგარიშში. კვლევის თანახმად, ფედერალური სარეზერვო ბანკის პოლიტიკამ განაკვეთების ამაღლება გამოიწვია სახაზინო ობლიგაციების ფასების ვარდნამდე, რამაც შეამცირა საბანკო პორტფელების ღირებულება. მოხსენებაში ნათქვამია, რომ Silvergate Bank-ის, Signature Bank-ისა და Silicon Valley Bank-ის შემდგომმა კოლაფსმა ფინანსურ ბაზრებზე პანიკა და გლობალურ ბაზრებზე ბანკების აქციების ღირებულების კლება გამოიწვია. „კრიპტოვალუტებმა დააფიქსირეს გარკვეული გამძლეობა, ნაწილობრივ ტექნიკური მიზეზების გამო […] ახლა უფრო მეტი ადამიანი ეძებს ტრადიციული ფინანსური სისტემის ალტერნატივას“, - წერს Coinbase-ის კვლევის ხელმძღვანელი დევიდ დუონგი. კომპანიამ დაამატა, რომ ბლოკჩეინისა და სმარტ-კონტრაქტების მიღმა არსებული ტექნოლოგია „მკვეთრად განსხვავდება რისკების მართვის ცუდი პრაქტიკისგან, რამაც არეულობა გამოიწვია აშშ-ის საბანკო სექტორში“. Bottom of Form თუმცა Coinbase-მა აღნიშნა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ციფრული აქტივების ბიზნესს შეიძლება შეექმნას „უფრო რთული ოპერაციული გარემო“ ზოგიერთი ფიატური საგადახდო სისტემის დაკარგვის გამო. მანამდე USDC stablecoin-ის თანაემიტენტების - Circle-ისა და Coinbase-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საბანკო სექტორში არსებულმა პრობლემებმა კრიპტო ბაზარზე გაურკვევლობა გამოიწვია. მიმდინარე თვეში კოლორადოს სენატორმა მაიკლ ბენეტმა ციფრული აქტივების მიმართ მეგობრული დამოკიდებულება დაასახელა Signature Bank-ის კრახის მიზეზად. https://tinyurl.com/3e98t9su
  22. კომპანია ASUS-მა გამოუშვა 31.5-დუიმიანი მონიტორი ProArt Display PA329CRV, რომელიც ციფრული კონტენტის შემქმნელებზეა ორიენტირებული. მოწყობილობაში გამოყენებულია 10-ბიტიანი IPS მატრიცა 100%-იანი sRGB და 98%-იანი DCI-P3 ფერთა გამების მხარდაჭერა. ფოტოს წყარო: ASUS ProArt Display PA329CRV-ის ეკრანს აქვს ფერთა გადმოცემის სიზუსტე Delta E <2, რაც დასტურდება სერტიფიკაციით Calman. დისპლეის გაფართოებაა 4K Ultra HD (3840 × 2160 პიქსელი), კადრის განახლების სიხშირე 60 ჰერცი, 5 მილიწამი რეაგირების დრო (GtG), მაქსიმალური სიკაშკაშე 350 კდ/მ2. კონტრასტულობის მაჩვენებელია 1000:1 და მხარდაჭერილია HDR10 სტანდარტი. ProArt Display PA329CRV მონიტორზე ხელმისაწვდომია USB Type-C კონექტორი DisplayPort 1.4-ის ალტერნატიული ფუნქციით და 96-ვატიანი დამტენი დაკავშირებული მოწყობილობებისთვის. ასევე წარმოდგენილია ორი HDMI 2.0 და USB ჰაბი სამი USB 3.2 Gen1 Type-A პორტითა და ერთი USB 3.2 Gen1 Type-C-ით. მონიტორს აქვს ერგონომიური სადგამი, რომელიც საშუალებას იძლება დარეგულირდეს ეკრანის სიმაღლე მაგიდიდან, ასევე მისი ბრუნვადობისა და დახრის კუთხე. ProArt Display PA329CRV მოდელის ფასი კომპანიას ჯერ არ დაუსახელებია. https://tinyurl.com/2p8zv3zd
  23. როდესაც Apple-მა შვიდი წლის წინ iPhone-ში აუდიოკონექტორი გააუქმა, სმარტფონების ბევრმა მწარმოებელმა ეს გადაწყვეტილება სასაცილოდ მიიჩნია, მაგრამ მალე 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი მათი გაჯეტებიდანაც გაქრა. იგივე ხდება კომპლექტში შემავალ დამტენ მოწყობილობებთან დაკავშირებითაც - Apple-ის მსგავსად ბევრმა ვენდორმა ამოიღო დამტენები თავიანთი ფლაგმანების შეფუთვებიდან. კომპანია Samsung-მა, როგორც ჩანს, მსგავსი პრაქტიკა დაბალბიუჯეტურ მოდელებზეც გაავრცელა. ფოტოს წყარო: twitter.com/AhmedQwaider888 ინტერნეტ ინფორმატორ Ahmed Qwaider-ის მონაცემებით, რომელმაც Twitter-ზე გამოაქვეყნა Samsung Galaxy A14-ის შეფუთვის ფოტოები, დაბალბიუჯეტური მოდელი წარმოდგენილია დამტენი მოწყობილობის გარეშე - არც ისე საუკეთესო მახასიათებლით, რომელიც ფლაგმანებთან მიმართებაში გამოიყენებოდა. ყუთის ზომიდან გამომდინარე მასში სმარტფონისა და დოკუმენტაციის გარდა მხოლოდ USB Type-C სადენისთვის თუ იქნება ადგილი დარჩენილი - სხვა ნივთისთვის სივრცე ფიზიკურად არ არის. აღსანიშნავია, რომ ჩინური ბრენდები ამდრომდე აკომპლექტებენ დამტენებით დაბალ და საშუალობიუჯეტურ სმარტფონებს, ზოგიერთი კომპანია კი - ფლაგმანებსაც. ვენდორები აცხადებენ, რომ სმარტფონების დამტენის გარეშე მიწოდების გადაწყვეტილება აიხსნება ნარჩენების შემცირების მიზნით, მაგრამ მათი უმეტესობა დამტენებს ცალკე შეფუთვებში ყიდის, რაც ირიბად ხელს უწყობს გარემოს დაბინძურებას. ამავე დროს კომპანიები მოგებას ნახულობენ იმის ხარჯზეც, რომ სმარტფონები მოცემულია უფრო კომპაქტურ ყუთებში - შესაბამისად, სატრანსპორტო კონტეინერებში მეტი ერთეული ეტევა, რისი წყალობით თვალშისაცემად მცირდება მიწოდების ღირებულება. ამავდროულად, კომპანიები ცალკე შემოსავალს იღებენ დამტენების გაყიდვით. ფოტოს წყარო: twitter.com/AhmedQwaider888 Galaxy A14 4G-ს პრემიერა გასულ თვეში შედგა. გარკვეულ ბაზრებზე დასტურდება ინფორმაცია, რომ სმარტფონს მოყვება მხოლოდ ინსტრუქცია და დამტენი სადენი დამტენი მოწყობილობის გარეშე. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ გამოდიოდეს კომპლექტაციის ორი ვარიანტი - ზოგ პლატფორმაზე წარმოდგენილია მოდელები, რომელთა აღწერაში შედის დამტენი მოწყობილობაც. https://tinyurl.com/5x8x35zx
  24. Ethereum-ის თანადამფუძნებელმა ვიტალიკ ბუტერინმა საზოგადოებას მოუწოდა ციფრული აქტივების დამოუკიდებლად შენახვისკენ და Reddit-ზე პოსტი დაწერა multisig-საფულის შერჩევის შესახებ. „Multisig-საფულეები - ეს არის კრიპტოვალუტების შენახვის მარტივი და უსაფრთხო მეთოდი, რომელსაც შეუძლია თქვენი უზრუნველყოფა დამოუკიდებელი შენახვის ძირითადი უპირატესობებით“ - დაწერა მან. ამგვარი გადაწყვეტილების უპირატესობებს შორის ბუტერინმა აღნიშნა პირადი პასუხისმგებლობის არარსებობა უსაფრთხოების მთლიან სისტემასა და ფულის დაკარგვის რისკებზე ცენტრალიზებული სტრუქტურის კრახის შემთხვევაში, „რომელიც სანდო ჩანდა“. „მე პირადად ვიყენებ multisig-საფულეს ჩემი აქტივების უმეტესობის შესანახად ისევე, როგორც Ethereum Foundation-ს“, დაამატა Ethereum-ის თანადამფუძნებელმა. მან ასევე რეკომენდაცია გასცა - ჩატარდეს შემნახველი საფულეების სატესტო ოპერაცია წელიწადში ორჯერ მაინც და მოხდეს მათი არჩევა მომხმარებლის მოთხოვნების, საიმედოობისა და რესურსებზე სწრაფი წვდომის საფუძველზე. შეგახსენებთ, რომ FTX-ის კრახის ფონზე 2022 წლის ნოემბერში Binance-ის CEO Changpeng Zhao-მაც მოუწოდა საზოგადოებას კრიპტოაქტივების დამოუკიდებლად შენახვისკენ. მას მხარი დაუჭირა MicroStrategy -ის ყოფილმა ხელმძღვანელმა მაიკლ სეილორმა. https://tinyurl.com/bdhhst9z
  25. Intel-ის ხელმძღვანელობა ამტკიცებს, რომ გასულ წელს კომპანიამ შეძლო პოზიციების გამყარება ბაზრის სამომხმარებლო სეგმენტში და არსებული და სამომავლო პროცესორების ასორტიმენტი მიმდინარე წელს მინიმუმ წარმატების გამყარების მოლოდინს იძლევა. Susquehanna-ს ექსპერტებიც ფიქრობენ, რომ სამომხმარებლო სეგმენტში Intel-მა შეწყვიტა ადგილის დათმობა AMD-სთვის. ამ ფონზე Intel-ის აქციების რეიტინგი უარყოფითიდან ნეიტრალურამდე გაიზარდა. ფოტოს წყარო: Adobe Stock Intel-ის ამჟამინდელი პროდუქტების ხაზი პერსონალური კომპიუტერების სეგმენტში, ანალიტიკური ჩანაწერის ავტორების აზრით, საუკეთესოდ ახდენს კომპანიის პოზიციონირებას ბაზარზე. გარდა ამისა, Intel ინარჩუნებს კარგი წარმადობის დისციპლინას ახალი კომპონენტების გამოშვების სიხშირის სფეროში. პანდემიით გამოწვეული პროცესორების ჭარბი წარმოების შედეგებზე საუბრისას Susquehanna-ს წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ Intel-ისთვის კრიზისის ყველაზე უარესი ეტაპი უკვე გავლილია. Mercury Research-ის მონაცემებით გასული წლის მეოთხე კვარტალში პერსონალური კომპიუტერებისთვის განკუთვნილი პროცესორების მიწოდების მოცულობა შემცირდა როგორც Intel-ის, ისე AMD-ის შემთხვევაში, თუმცა წლიური შედარების კუთხით AMD-მ მოახერხა წილის 4.7%-ით გაზრდა 18.6%-მდე - Intel-ის წილი სამომხმარებლო სეგმენტში 81.4%-ს შეადგენს. ლეპტოპებისთვის განკუთვნილი პროცესორების სეგმენტში AMD-ის წილი წლიურ ჭრილში 5.1%-ით 16.4%-მდე შემცირდა. თუმცა, მოკლევადიან პერსპექტივაში Intel-ისთვის გარკვეული რისკები რჩება მონაცემთა ცენტრის სეგმენტში, განსაკუთრებით აზიის ბაზარზე, მაგრამ ბიზნესმა დასტაბილურება დაიწყო კომპიუტერების სეგმენტში. ამგვარმა კომენტარებმა, როგორც ჩანს, ხელი შეუწყო კომპანიის აქციების ამჟამინდელ 6.23%-ით გამყარებას. საერთო ჯამში წლის დასაწყისიდან აქციების ფასი 13%-ით გაიზარდა, თუმცა 12 თვის რეტროსპექტივაში 35%-ზე მეტად დაიკლო ღირებულებამ. https://tinyurl.com/4jwekfpd
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.