Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5891
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    195

Everything posted by Magdalena

  1. ოქროს ფასთან დაკავშირებული Stablecoin-ების საბაზრო კაპიტალიზაციამ 1 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა, ტოკენების ფასი ძირითადი აქტივის ღირებულებასთან ერთად იზრდება. მაისის ფიუჩერსები ოქროში 4 აპრილს გაიზარდა ნიუ-იორკის სასაქონლო სავაჭრო ბირჟაზე (COMEX) 1.91%-ით უნციაზე 2029.4 აშშ დოლარამდე. ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2022 წლის მარტის შემდეგ, ფასმა მომდევნო დღეს ზრდა განაგრძო. ამჟამად მისი ფასი COMEX-ზე 0.12%-ით გაიზარდა უნციაზე 2032 აშშ დოლარამდე. ოქროს ისტორიული მაქსიმალური ფასი - 2088 აშშ დოლარი უნციაზე სტანდარტული COMEX ფიუჩერსული კონტრაქტით დაფიქსირდა 2022 წლის 9 მარტს. ექსპერტების აზრით ოქროზე მოთხოვნა გაიზარდა საერთაშორისო ბაზარზე დოლარის შესუსტებისა და ინვესტორების გაურკვევლობის ფონზე გლობალური ეკონომიკის „ნათელ პერსპექტივებთან“ დაკავშირებით. ორი უმსხვილესი „ოქროს“ Stablecoin - ესენია ამერიკული fintech-კომპანია Paxos Trust-ის PAX Gold და Tether-ის Tether Gold (XAUT). CoinGecko-ს მონაცემებით 5 აპრილს PAXG-ს კაპიტალიზაცია 523 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა, XAUT-ის - 499 მლნ აშშ დოლარამდე. 4 აპრილს ეს მაჩვენებლები იყო 509 და 488 მლნ აშშ დოლარი, შესაბამისად. დღე-ღამის განმავლობაში PAXG-ის ღირებულება გაიზარდა 2%-ით 2035.50 აშშ დოლარამდე, XAUT-ის კურსი გაიზარდა 2.1%-ით 2033.46 აშშ დოლარამდე. ბოლო 30 დღის განმავლობაში Tether Gold-ის ფასი გაიზარდა 9.2%-ით, PAX Gold-ის კი - 104%-ით. https://tinyurl.com/4zd2spds
  2. დასავლეთ ევროპაში კომპიუტერების გაყიდვების მოცულობა, დესკტოპების, ლეპტოპების და სამუშაო სადგურების ჩათვლით, 2022 წლის მეოთხე კვარტალში 38%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 10.7 მილიონი ეგზემპლარი შეადგინა. როგორც სააგენტო Canalys აცხადებს, საანგარიშო პერიოდში ყველაზე ცუდი შედეგი ლეპტოპებმა დააფიქსირა. ფოტოს წყარო: Canalys სააგენტოს მონაცემებით გაიყიდა 8.6 მილიონი ლეპტოპი - 40%-ით ნაკლები წინა წელთან შედარებით. დესკტოპ კომპიუტერების გაყიდვები შემცირდა 29%-ით 2.1 მილიონ ერთეულამდე. გარდა ამისა, საერთო ვარდნა აისახა პლანშეტების მიწოდებაზეც - წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიყიდა 17.7%-ით ნაკლები - 6.6 მილიონი ეგზემპლარი. ჯამში 2022 წელს პერსონალური კომპიუტერებისა და პლანშეტების მიწოდების მოცულობა შემცირდა 21% და 18%-ით, შესაბამისად, ვარდნა გაგრძელდება თითქმის მთელი 2023 წელი, ზრდა კი მოსალოდნელია მხოლოდ მეოთხე კვარტალში. Canalys-ის წარმომადგენლის თქმით, დიდი ფასდაკლებების მიუხედავად, სამომხმარებლო კომპიუტერების მიწოდების მოცულობა დასავლეთ ევროპაში მეოთხე კვარტალში მესამე კვარტალთან შედარებით 27%-ით შემცირდა. სადღესასწაულო სეზონზე კლება განპირობებულია როგორც მოთხოვნაზე ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობის გავლენით, ასევე საწყობებში ჭარბი მარაგის დაგროვებით. ამასთან უნდა გვახსოვდეს, რომ პანდემიის დაწყებისას კომპიუტერების ბაზარი დასავლეთ ევროპაში მეტისმეტად გაჯერდა, ზედიზედ რვა კვარტლის განმავლობაში მიწოდების მოცულობა იყო უფრო მაღალი 2019 წლის საახალწლო კვარტალთან შედარებით. იმავე დროს კორპორატიულ ბაზარზე იყო კლება, რადგან ევროკავშირის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთები გაზარდა, ამასთან ეს ტენდენცია დღემდე გრძელდება. IT-ზე ეკონომია აისახა კორპორატიულ გაყიდვებზე, რამაც აღდგენა COVID-19-თან დაკავშირებული სანიტარული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ დაიწყო. Canalys როგორც აცხადებს, არსებობს ოპტიმიზმის საფუძველი, რადგან პერსონალური კომპიუტერების გაყიდვამ უკვე მიაღწია ფსკერს და სიტუაცია გამოსწორდება 2022 წლის დასასრულთან შედარებით. მცირდება სასაწყობე მარაგები, რაც გზას უხსნის ახალ მიწოდებას ახლო მომავალში მოთხოვნის აღდგენასთან დაკავშირებით. ექსპერტების აზრით 2024 წელს ბაზრის აღდგენა დაჩქარდება შეჩერებული მოთხოვნისა და ბიზნეს მომხმარებლებში ასეთი პროდუქტების მიმართ ინტერესის აღდგენის გამო Windows 11-ის ფართო გამოყენების ფონზე. როგორც Canalys ელოდება, მიწოდება დასავლეთ ევროპაში 2023 წელს კიდევ 7%-ით შემცირდება, 2024 წელს კი 12%-ით გაიზრდება. პლანშეტების ბაზარზე სიტუაცია უარესი იქნება, რადგან მიმდინარე წელს მოსალოდნელია 10%-იანი ვარდნა, მომავალ წელს კი ბაზრის ზრდა მხოლოდ 4%-ით. ფოტოს წყარო: Canalys ცნობილია, რომ 2022 წლის მეოთხე კვარტალში ლიდერების ხუთეულიდან ყველა ვენდორმა ნაკლები პერსონალური კომპიუტერი მიაწოდა დასავლეთ ევროპას, ვიდრე მესამე კვარტალში. კომპიუტერების უმსხვილეს მომწოდებლებად რჩებიან Lenovo და HP (პირველი და მეორე ადგილი მიწოდების მოცულობის მხრივ), რომლებმაც დააფიქსირეს 35% და 43% კლება, შესაბამისად. რეიტინგში მესამე ადგილზეა Dell 42.4%-იანი კლებით, მეოთხეზე - Apple 22.8% კლებით, მეხუთეზე - ASUS 24.9%-იანი ვარდნით. Canalys აღნიშნავს, რომ ცხრილებში მოცემული მონაცემები შეიძლება არ იყოს 100%-ის ტოლი ინდივიდუალური მაჩვენებლების დამრგვალების გამო. პლანშეტებს რაც შეეხება, მეოთხე კვარტალში მეათე თაობის iPad-ის გამოშვებამ Apple-ს საშუალება მისცა პირველი ადგილი შეენარჩუნებინა დასავლეთ ევროპის ბაზარზე, გაყიდვები დარჩა 2022 წლის მეოთხე კვარტლის დონეზე. წლის შეჯამებით მიწოდების მოცულობა მაინც 16%-ით შემცირდა. მეორე ადგილი დაიკავა კომპანია Samsung-მა - იგი გახლავთ ერთადერთი ვენდორი, რომელმაც საანგარიშო პერიოდში ზრდა დააფიქსირა. Lenovo-ს მიწოდების მოცულობა მეოთხე კვარტალში წლების შედარებით 62%-ით შემცირდა, რის გამოც კომპანიამ მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა და ადგილი Amazon-ს დაუთმო. მეხუთე ადგილზეა Huawei მიუხედავად იმისა, რომ მიწოდების მოცულობა 66%-ით შემცირდა. https://tinyurl.com/5ec8e6cs
  3. ტაივანურმა ჩიპების საკონტრაქტო მწარმოებელმა TSMC-იმ კომპანია Intel-ისგან რამდენიმე მსხვილი შეკვეთა მიიღო ორი სამომავლო თაობის - Battlemage-ისა და Celestial-ის ვიდეო ბარათების გრაფიკული პროცესორების წარმოებისთვის. ამის შესახებ განაცხადა გამომცემლობა Commercial Times-მა. ფოტოს წყარო: Intel კოდური დასახელება Battlemage-ის მქონე, Intel Arc გრაფიკის მეორე თაობაში გამოყენებული იქნება GPU-ების წარმოების 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი. ინდუსტრიის ინსაიდერების მონაცემებით TSMC და Intel ემზადებიან Xe2 GPU-ების წარმოების 2024 წლის მეორე ნახევარში დაწყებისთვის. ამავე წყაროების მიხედვით Xe3 არქიტექტურაზე დამყარებული მესამე თაობის გრაფიკა Arc Celestial-ის წარმოება TSMC N3X (3-ნანომეტრიანი) ტექნოპროცესით განხორციელდება. ფოტოს წყარო: Commercial Times გრაფიკული განყოფილების ხელმძღვანელ რაჯა კოდურის წასვლის მიუხედავად კომპანია გეგმავს განაგრძოს დისკრეტული გეიმინგ გრაფიკის ბიზნესის განვითარება. Commercial Times-ის თანახმად Intel დიდ მოთხოვნას ხედავს გრაფიკულ ბარათებზე გეიმერებისა და ბიზნესის მხრიდან. ინსაიდერების ინფორმაციით Arc Alchemist + ვიდეო ბარათების განახლებულ მოდელებს Intel 2023 წლის ბოლოს გამოუშვებს. https://tinyurl.com/3afpekr4
  4. აშშ-ში მარეგულირებელი მოსაზრებები აიძულებს ადგილობრივ კრიპტო კომპანიებს - დატოვონ ქვეყანა და სათაო ოფისები სხვა იურისდიქციებში გახსნან. ამის შესახებ Goldman Sachs-ის ყოფილმა ტოპ მენეჯერმა და მაკროინვესტორმა რაულ პალმა განაცხადა. ექსპერტმა მაგალითად მოიყვანა ბანკები, რომლებმაც წარსულში ნიუ-იორკი ლონდონით ჩაანაცვლეს უფრო მსუბუქი ზედამხედველობის გამო. „დიდი ბრიტანეთი გადამწყვეტ განცხადებებს აკეთებს კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით ისევე, როგორც ევროკავშირი. თუნდაც საფრანგეთი […]. ასეა შვეიცარია, სინგაპური, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ჰონგ კონგი. ეს არის ქვეყნების ჯგუფი, რომლებმაც ჩამოაყალიბეს სავალუტო ბაზარი. იქ ყველაფერი არსებობს, დერივატივების ბაზრების ჩათვლით[…] კაიმანის კუნძულები არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ მუშაობს ოფშორული საფინანსო ბაზრები“, - განაცხადა სპეციალისტმა. პალს ეჭვი ეპარება, რომ აშშ შეძლებს კომპანიების „გადაადგილების“ შეკავებას. „აშშ-მ მარცხი განიცადა. დიდი ბრიტანეთი უკან მოგვიტოვებს. ისინი ხედავენ შესაძლებლობებს და იციან წესები. ლონდონი ბრძოლისთვის მზადაა“ - აღნიშნა ექსპერტმა. მისი თქმით, Coinbase და Circle შეიძლება იყვნენ პირველი, რომელთაც გაყვებიან სხვა ამერიკული კომპანიები. მიმდინარემიმდინარე წლის მარტში Circle-მა საფრანგეთში განაცხადი შეიტანა ადგილობრივი ლიცენზიების მიღებისთვის, როგორც ციფრული აქტივების სერვისის პროვაიდერმა და ელექტრონული ფულის დაწესებულებამ. კომპანიის სტრატეგიისა და ევროპის მარეგულირებელი პოლიტიკის დირექტორმა პატრიკ ჰანსენმა ივარაუდა, რომ მსხვილი ევროპული ბანკები ციფრული აქტივების სერვისებს განავითარებენ კანონპროექტ MiCA-ს მიღებიდან 48 თვის განმავლობაში. ასევე მარტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Coinbase სწავლობდა ახალი სავაჭრო პლატფორმის შექმნის შესაძლებლობას შეერთებული შტატების იურისდიქციის გარეთ. Bitcoin-ბირჟის აღმასრულებელმა დირექტორმა ბრაიან არმსტრონგმა SEC-ის პოლიტიკას აშშ-ის ფინანსური სექტორისთვის დამღუპველი უწოდა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა Gemini-ის გეგმების შესახებ, რომ აამოქმედებს დერივატივების პლატფორმას, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე იქნება ორიენტირებული. ახალი სერვისის რეგისტრაცია შტატებს გარეთაა მოსალოდნელი. შეგახსენებთ, რომ Bittrex-მა გამოაცხადა შეერთებულ შტატებში საქმიანობის შეზღუდვის შესახებ „მარეგულირებელი გაურკვევლობის“ გამო. https://tinyurl.com/43phmzkn
  5. ონლაინ წყაროების ინფორმაციით იაპონური კომპანია Sony აპირებს ახალი პორტატული მოწყობილობის გამოშვებას. საუბარია გეიმინგ კონსოლზე, რომელიც მუშავდება კოდური სახელით Q Lite და რომლის გამოყენებისთვის PlayStation 5 იქნება საჭირო. მოსალოდნელია, რომ ეს ახალი პროდუქტი ბაზარზე PlayStation 5 Pro-ზე ადრე გამოვა. ფოტოს წყარო: Insider Gaming მიიჩნევა, რომ Q Lite გახდება PlayStation Portable-ისა (PSP) და PlayStation Vita-ს (PS Vita) მემკვიდრე. მოწყობილობა ვიზუალურად წააგავს PlayStation 5-ის უსადენო კონტროლერ DualSense-ს, თუმცა აქვს 8-დუიმიანი LCD-დისპლეი. კონსტრუქციაში გათვალისწინებულია მართვის სტანდარტული ელემენტები ჯოისტიკებისა და ღილაკების ჩათვლით, აგრეთვე დინამიკები და კონექტორი ჰედსეტთან დაკავშირებისთვის. Q Lite არ იქნება მოწყობილობა ქლაუდიდან თამაშების სტიმინგისთვის. თუმცა მისი გამოყენებით PlayStation 5 გახდება Remote Play-ს განუყოფელი ნაწილი, რადგანაც Q Lite-ის მეშვეობით მომხმარებლები შეძლებენ გამოიყენონ PlayStation 5-ის თამაშები, როდესაც სახლში არსებული კონსოლიდან მოშორებით იმყოფებიან. ამჟამად უცნობია, რამდენად მაღალი წარმადობის იქნება Sony-ს პორტატული კონსოლი. თუ Q Lite შესაფერისია მხოლოდ Remote Play-ის მეშვეობით სათამაშოდ, მაშინ მოწყობილობა კლასიფიცირდება, როგორც დამატებითი გაჯეტი PlayStation 5-ისთვის და არა როგორც დამოუკიდებელი მობილური კონსოლი. ითვლება, რომ Q Lite უზრუნველყოფს 1080p ვიდეო ფორმატის სტრიმინგ გადაცემას 60 კადრი/წამში სიჩქარით, აგრეთვე საჭირო იქნება მისი მუდმივი კავშირი ინტერნეტთან. https://tinyurl.com/a7pu3v32
  6. კომპანია Samsung-მა განაცხადა გრძელვადიანი შეთანხმებისთვის ხელის მოწერის შესახებ, რომელიც AMD-სთან თანამშრომლობის გაფართოებას ითვალისწინებს. ახლა AMD Radeon გრაფიკული ამაჩქარებლები ინტეგრირებული იქნება ერთკრისტალიან პლატფორმა Samsung Exynos-ის მოდელების უმეტესობაში. კომპანია აცხადებს, რომ მუშაობს ძალიან დაბალი ენერგომოხმარების მქონე „კონსოლის დონის“ გრაფიკულ პროდუქტზე, რაც ოპტიმალურია ბატარეის ენერგიის დაზოგვისთვის. ფოტოს წყარო: Samsung 2021 წლის ბოლოს Samsung-მა პირველად დააანონსა AMD-სთან პარტნიორობა, რომლის ფარგლებში უნდა გამოსულიყო Radeon სერიის GPU-ის მქონე, სამხრეთკორეული კომპანიის პირველი ჩიპი. 2022 წლის დასაწყისში კომპანიამ წარადგინა პლატფორმა Exynos 2200, რომელშც წარმოდგენილი იყო GPU Xclipse 920 არქიტექტურა RDNA2-ის ბაზაზე. კერძოდ, ჩიპსეტი გამოყენებულ იყო ფლაგმანურ Galaxy S22, Galaxy S22+ და Galaxy S22 Ultra სმარტფონებში. თუმცა მოდელები მაინც ჩამორჩებოდნენ ეფექტურობით Adreno 730 GPU-ის მქონე Qualcomm Snapdragon 8 Gen 1 ვარიანტებს. მაგრამ პარტნიორმა კომპანიებმა, როგორც ჩანს, იპოვეს გზა ოპტიმიზაციისთვის მომავალ Exynos-ში. ვრცელდებოდა ცნობები, რომ AMD Radeon გრაფიკული ამაჩქარებელი ბრენდით Xclipse გამოჩნდებოდა Samsung-ის უფრო ხელმისაწვდომი მოდელების მობილურ ჩიპებში - Galaxy A, F და M სერიის სმარტფონებში, აგრეთვე Galaxy Tab სერიის ხელმისაწვდომ პლანშეტებში. განცხადება ირიბად მიუთითებს იმაზე, რომ Samsung კვლავ აპირებს მუშაობას საკუთარი ჩიპსეტების წარმოებაზე. Samsung-ის წარმომადგენლის თქმით კომპანია AMD-სთან ერთად ახდენს რევოლუციას მობილური გრაფიკისადმი მიდგომაში, მათ შორის პირველად მობილური GPU-ში რეიტრეისინგის დანერგვით. ძალიან დაბალი ენერგომოხმარების ტექნოლოგიების შექმნის გამოცდილებაზე დაყრდნობით კომპანიები გააგრძელებენ ინოვაციების შემუშავებას მობილური გრაფიკული გადაწყვეტილებების სფეროში. https://tinyurl.com/yc3xhjfx
  7. რიგ ინსტრუმენტებზე საკომისიო ვაჭრობის შეწყვეტამ და CFTC-ის სარჩელმა პირველ კვარტალში ხელი შეუწყო Binance-ის წილის შემცირებას სპოტ ბაზარზე 70%-დან 54%-მდე. ამ დასკვნამდე მივიდნენ Kaiko-ს ანალიტიკოსები. ექსპერტების მიერ გაანალიზებული 17 პლატფორმიდან Upbit Exchange-მა მოახერხა საგრძნობლად გაეძლიერებინა საბაზრო პოზიციები. ეს გამოწვეულია სამხრეთ კორეიდან საცალო მოვაჭრეების მაღალი აქტივობით XRP-თან წყვილებში Ripple-ის წინააღმდეგ SEC სარჩელის ხელსაყრელი შედეგის მოლოდინში. წყარო: Kaiko ამერიკული პლატფორმების კონტექსტში ექსპერტებმა დააფიქსირეს Coinbase-ის წილის შემცირება 60%-დან 49%-მდე. მარეგულირებელი ზეწოლის მიუხედავად Binance.US-ის მაჩვენებელი სამჯერ - 8%-დან 24%-მდე გაიზარდა. წყარო: Kaiko პირველ კვარტალში ციფრული აქტივების ფასის აღმასვლამ არ გამოიწვია კრიპტოდერივატივების ბაზრის გამოცოცხლება. Bitcoin-ის ღია ინტერესის მოცულობა (OI) 20%-ით შემცირდა 211 000 BTC-მდე. მნიშვნელოვნად შემცირდა OKX-ისა და Bybit-ის ინდიკატორები - 54% და 35%-ით, შესაბამისად. Binance-ის OI-მ დააფიქსირა რყევები 130 000 BTC ნიშნულის სიახლოვეს. Ethereum-ისთვის სამი აღნიშნული პლატფორმის ინდიკატორის კლებამ 30%-ს გადააჭარბა. Binance-ის მთლიანი საბაზრო წილი უვადო კონტრაქტების ბაზარზე 2%-ით შემცირდა. ”უმსხვილესი CEX-ის პოზიციების შემცირების უმეტესი ნაწილი გამოწვეულია მხოლოდ ნულოვანი საკომისიოს სპოტ ვაჭრობის შეწყვეტით და არა FUD-ის სარჩელის გამო,” - ხაზგასმით აღნიშნეს სპეციალისტებმა. FTX-ის კოლაფსის მთავარი ბენეფიციარები იყვნენ Binance და OKX. პირველი მათგანის ბაზრის წილი 50%-დან 65%-მდე გაიზარდა, მეორესი - 10%-დან 17%-მდე. Huobi-ს, BitMex-ისა და Deribit-ის მაჩვენებლები შემცირდა. Bottom of Form წყარო: Kaiko. სპეციალისტებმა მიუთითეს ლიკვიდურობის შემცირებაზე Bitcoin-სა და Ethereum-ის წყვილებში აშშ დოლარისა და USDT-ის საპირისპიროდ. ტენდენცია ჩამოყალიბდა FTX-ისა და Alameda Research-ის კრახის შემდეგ. მარტის შუა რიცხვებში ბაზრის სიღრმე (შეკვეთების რაოდენობა საშუალო ფასის 2%-ის ფარგლებში) დაეცა 2022 წლის მაისის მაჩვენებლამდე. Bitcoin-ში მაჩვენებელი 50%-ით შემცირდა, Ethereum-ში - 41%-ით. ანალიტიკოსებმა ეს ახსნეს Binance-ზე პირველ კრიპტოვალუტასთან წყვილებში საკომისიოს გარეშე ვაჭრობის შეწყვეტით. წყარო: Kaiko. Bitcoin-ისა და ოქროს კორელაციამ მიაღწია მრავალწლიან მაქსიმუმს, დაახლოებით 50%-ს. პირველი კრიპტოვალუტის ფასის S&P 500 ინდექსთან ურთიერთკავშირი სამჯერ შემცირდა. წყარო: Kaiko. შეგახსენებთ, რომ CFTC-ის სარჩელს Binance-ის წინააღმდეგ არ მოჰყოლია მომხმარებლების მნიშვნელოვანი გადინება პლატფორმიდან და არ შეურყევია ინვესტორების ნდობა პირველი კრიპტოვალუტის მიმართ Glassnode-ის ანალიტიკოსების აზრით. შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მარტში ანალიტიკური კომპანია Messari-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა რაიან სელკისმა ივარაუდა Bitcoin-ის კურსის 100 000 აშშ დოლარამდე ზრდა 12 თვის განმავლობაში. CNBC-ის გამოკითხვის თანახმად ანალოგიური აზრი გამოთქვა ინდუსტრიის ბევრმა ექსპერტმა. https://tinyurl.com/bdh76cm9
  8. Brad Starkey, Unsplash GeForce RTX 4070-ის გაყიდვების მოსალოდნელ დაწყებამდე ცოტა დრო რჩება. ინსაიდერებმა უკვე გააზიარეს ვიდეო ბარათის მახასიათებლების დიდი ნაწილი, რომელსაც NVIDIA წარმოგვიდგენს RTX 3070 Ti-ზე მაღალი წარმადობის ვარიანტად იმავე ფასში. Geekbench-ამდე გამოჩნდა RTX 4070-ის ტესტი OpenCL ბენჩმარკზე, აცხადებს Wccftech. რეალურად, ვიდეო ბარათი მართლაც მნიშვნელოვნად სწრაფია წინა სერიის მოდელთან შედარებით, თუმცა გაცილებით ნელი, ვიდრე RTX 4070 Ti. ვიდეო ბარათის პირველმა შედეგმა შეადგინა 177594 ქულა, RTX 3070 Ti-ს საშუალო შედეგი Geekbench-ის ბაზაში იანვრის მიხედვით 147200 ქულას შეადგენს. ახალი ვიდეო ბარათი 21%-ით სწრაფია და წარმადობით კონკრეტულად ამ ბენჩმარკზე განთავსებულია RTX 3080-ის დონის სიახლოვეს, აგრეთვე Wccftech მიუთითებს მის 19-20%-ით ჩამორჩენას RTX 4070 Ti-სთან შედარებით. წყარო: Geekbench დაუდასტურებელი ინფორმაციით GeForce RTX 4070-ის გაყიდვა 13 აპრილს დაიწყება. ვიდეო ბარათს ექნება შემცირებული გრაფიკული პროცესორი AD104, რომელშიც მოცემულია 5888 CUDA ბირთვი, 36 მბ მეორე დონის ქეშ-მეხსიერება და არაუმეტეს 2500 მჰც სიხშირე. მეხსიერების ქვესისტემის სახით წარმოდგენილია 12 გბ GDDR6X 192-ბიტიანი სალტით და ჯამური 504 გბ/წმ სიჩქარით. ვიდეო ბარათის ენერგომოხმარება 200 ვატია, ამასთან თამაშებში ეს მაჩვენებელი ნაკლები უნდა იყოს, 180-190 ვატის დიაპაზონში. მოსალოდნელია, რომ გამოვა მოდელები როგორც 8-პინიანი, ასევე ახალი 12+4-პინიანი კვების კონექტორებით, კომპაქტური ორქულერიანი გაგრილების სისტემითა და უფრო მასიური ვარიანტებით. სარეკომენდაციო ფასი 599 აშშ დოლარიდან იწყება. https://tinyurl.com/33pmkh6e
  9. კომპანია Apple-მა საფირმო Apple M2 პროცესორების წარმოება მიმდინარე წლის დასაწყისში დროებით შეაჩერა. ეს მოხდა გლობალური მასშტაბით კომპიუტერებზე მოთხოვნის მკვეთრი ვარდნის ფონზე. ფოტოს წყარო: macrumors.com Apple M2 საფირმო ჩიპების გამოშვება, რომლებიც ახალ MacBook Pro-ში, Mac mini-სა და MacBook Air-ში გამოიყენება, შეწყდა მიმდინარე წლის იანვარში და თებერვლის ბოლომდე აღარ გამოდიოდა. ცნობილია, რომ იანვარსა და თებერვალში კომპანია TSMC-მ, რომელიც Apple M2 სერიის 5-ნანომეტრიან ჩიპებს აწარმოებს, არ გაგზავნა დამუშავებული სილიკონის ფირფიტები ჩიპებით Amkor Technology-ის კორეის ქარხანაში დასაჭრელად და შესაფუთად. წყაროს ინფორმაციით წარმოების განახლების შემდეგაც კი წარმოებული ჩიპების მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ნახევარი იყო. ცნობილია, რომ Apple-ის შემოსავალი ფინანსური 2023 წლის პირველ კვარტალში (დასრულდა 2022 წლის 31 დეკემბერს) 5%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ანალიტიკოსები არ ელოდნენ ასეთ არსებით შემცირებას მიუხედავად იმისა, რომ iPhone-ის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები იყო ჩინეთის საწარმოო ობიექტებზე კოროვირუსის ინფექციის გავრცელების გამო, აგრეთვე მცირდებოდა Mac კომპიუტერებისა და თან სატარებელი მოწყობილობების გაყიდვების მოცულობა. ამასთან iPad-ის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი 30%-ით გაიზარდა ახალი მოდელების გამოშვების წყალობით. თუმცა ამან ვერ დააკომპენსირა Mac კომპიუტერების გაყიდვების კლება, რაც განპირობებული იყო იმით, რომ Apple-ს არ გამოუშვია არც ერთი ახალი მოდელი 2022 წლის ბოლოს. Mac კომპიუტერების გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 7.7 მლრდ აშშ დოლარი, ერთი წლით ადრე ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 10.9 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა. https://tinyurl.com/8ycw4tmw
  10. მარტის ბოლოს Bitcoin-ის ფასი გაიზარდა 22.96%-ით, ხოლო Ethereum-ის - 13.46%-ით. ორივე აქტივმა წარმატებით დაიხურა 2023 წლის პირველი კვარტალი. იანვარი-მარტის პერიოდში პირველი და მეორე კრიპტოვალუტის ფასები გაიზარდა 71.77% და 52.15%-ით, შესაბამისად. ბაზარმა მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა შეერთებულ შტატებში საბანკო კრიზისისა და ზოგადი მაკროეკონომიკური არასტაბილურობის ფონზე - 30 მარტს Bitcoin-მა განაახლა ლოკალური მაქსიმუმი - 29 ათას აშშ დოლარზე მაღალი მაჩვენებელი. გასულ თვეში „შიშისა და სიხარბის ინდექსმა“ განაახლა წლიური მაქსიმუმი ფედერალური სარეზერვო სისტემის მორიგი სხდომის წინ და მიაღწია 68-ს, რაც შეესაბამება 2021 წლის ნოემბრის დონეს, როდესაც Bitcoin-ის კოტირებებმა პირველად მიაღწია 20 ათას აშშ დოლარს და გაგრძელდა მოძრაობა ისტორიული ექსტრემუმისკენ. „შიშისა და სიხარბის ინდექსის“ დინამიკა. წყარო: alternative.me. ინდიკატორის მინიმალური მაჩვენებელი - 33 - დაფიქსირდა 12 მარტს. მაჩვენებლის მკვეთრი შემცირება აიხსნება პანიკით, რომელიც გაჩნდა Stablecoin USDC-ის აშშ დოლართან პარიტეტის დაკარგვის გამო. ინდექსის დინამიკა საბანკო სექტორის პრობლემებისა და აშშ-ის მარეგულირებლების მხრიდან ინდუსტრიის მოთამაშეებზე გაზრდილი ზეწოლის მიუხედავად მიუთითებს ინვესტორების ოპტიმიზმზე. ეს შეიძლება იყოს ახალი ხარული ტრენდის დაწყების ნიშანი. მარტში Bitcoin-სა და აშშ-ის საფონდო ბირჟას შორის სტატისტიკური უერთიერთკავშირი მნიშვნელოვნად შესუსტდა. S&P 500 ინდექსთან კორელაცია 0.27-მდე დაეცა (თებერვალში იყო 0.42), Dow Jones-ის მაჩვენებელთან - 0.25 (0.38 იყო ერთი თვით ადრე). აქტივების კორელაციის 90-დღიანი მაჩვენებლები. წყარო: BlockchainCenter პირველი კრიპტოვალუტის და ოქროს კოტირებების მოძრაობა ხდებოდა ერთი მიმართულებით, ამასთან ორი აქტივის უერთიერთკავშირი გამყარდა და გახდა 0.25 - თებერვალში 0.15 იყო. თუმცა საბანკო კრიზისის ფონზე ციფრული აქტივი უკეთეს დინამიკას აფიქსირებს ტრადიციულ ფინანსურ ინსტრუმენტებთან შედარებით. Bitcoin-ის ისტორიული შიდადღიური ცვალებადობის ინდექსის (BVOL24H) საშუალო ღირებულება ბოლო თვის განმავლობაში იყო 3 აშშ დოლარი, რაც აღემატება თებერვლის მაჩვენებელს (2.1$). ინდიკატორმა მაქსიმუმს (6.1$) მიაღწია 14 მარტს, როდესაც კრიპტოვალუტის ფასი 26 ათას აშშ დოლარს აღემატებოდა. Bitcoin-ის ისტორიული შიდადღიური არასტაბილურობის BVOL24H ინდექსის დინამიკა. წყარო: BitMEX. მარტში კრიპტობანკ Galaxy Digital-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკ ნოვოგრაცმა განაცხადა, რომ Bitcoin-ის აღმასვლამ დაადასტურა მისი შექმნის მიზანშეწონილობა აშშ-ის ეკონომიკაში კრიზისული მოვლენებისთვის. https://tinyurl.com/ms2k4z4h
  11. მარტის ბოლოს კომპანია Tesla-მ დაიწყო ჩინელი მომხმარებლების დაინტრიგება პირობით, რომ მალე წარადგენდა ახალ პროდუქტს, სახელწოდებით CyberVault. ეს არ იყო საპირველაპრილო ხუმრობა, რადგან მოწყობილობა ნამდვილად გამოვიდა ადგილობრივ ბაზარზე და იგი აღმოჩნდა ელექტრომობილების დამტენი დამცავი კუთხოვანი დიზაინის კორპუსით, რომელიც პიკაპ Cybertruck-ის ასოციაციას იწვევს. ფოტოს წყარო: Tesla რეალურად, როგორც Electrek განმარტავს, აქსესუარი CyberVault არ არის მხოლოდ დამტენი მოწყობილობა ავტოფარეხში ან კერძო სახლში განთავსებისთვის, არამედ მომხმარებელს სთავაზობს კომპლექსურ მომსახურებას ინსტალაციის სერვისთან ერთად. ყველა აუცილებელი ტექნიკური კვლევაც კი, რომლის უზრუნველყოფის ვალდებულება აქვთ Tesla-ს ადგილობრივ პარტნიორებს, თავად მოწყობილობა CyberVault-ის ღირებულებაში შედის. ამჟამად ცნობილია, რომ მოწყობილობის ფასი დაახლოებით 800 აშშ დოლარია, რაც ჩინეთის საზღვრებს გარეთ ზოგიერთ ბაზარზე მეტად მიმზიდველ შემოთავაზებას წარმოადგენს მონტაჟის და დაკავშირების ღირებულებების გათვალისწინებით. ფოტოს წყარო: Tesla Tesla მომხმარებლებს სთავაზობს არა მხოლოდ დამტენი მოწყობილობის მონტაჟსა და 30-მეტრიანი კვების სადენების გაყვანას, არამედ უზრუნველყოფს შესრულებული სამუშაოს 12-თვიან გარანტიას. თავად მოწყობილობა იწონის არაუმეტეს 13 კილოგრამს, თუმცა იგი არსებითად ჩამალულია უჩვეულო ფორმის კარის მქონე კარადაში. ელექტრომობილის მფლობელს მისი მეშვეობით შეუძლია დამუხტოს თავისი Tesla, როდესაც ავტომობილი იმყოფება ავტოფარეხში ან სახლის მიმდებარედ. ჯერჯერობით კომპანია ასეთ პროდუქტს მხოლოდ ჩინეთის ბაზარზე გვთავაზობს. https://tinyurl.com/2vv2t8ph
  12. კომპანია ASUS-მა დააანონსა პორტატული კონსოლი ROG Ally, თუმცა ყველამ ჩათვალა, რომ ეს საპირველაპრილო ხუმრობა იყო. აღმოჩნდა, რომ ეს გახლავთ რეალური მოწყობილობა, თუმცა კომპანიას არ გაუსაჯაროვებია მისი ყველა მახასიათებელი და გაყიდვების დაწყების თარიღი. ფოტოს წყარო: YouTube არსებული ცნობებით, კონსოლი ROG Ally აგებულია ქასთომიზებულ ჰიბრიდულ პროცესორ AMD Ryzen-ზე. კომპანიის თქმით საუბარი ეხება მაღალი წარმადობის ჩიპს, თუმცა მისი მახასიათებლები არ კონკრეტდება. მოწყობილობის კონსტრუქციაში გათვალისწინებულია 7-დუიმიანი დისპლეი 1920 × 1080 პიქსელი გაფართოებით და 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. პანელის გვერდების შეფარდებაა 16:9, მაქსიმალური სიკაშკაშე - 500 კდ/მ². პროგრამული უზრუნველყოფის სახით გამოყენებულია Windows 11. ASUS-ის კონსოლი უფრო მსუბუქი, კომპაქტური და თხელია ბაზარზე არსებულ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პორტატულ კონსოლ Valve-ს Steam Deck-თან შედარებით. ROG Ally-ს ზომაა 280 × 113 × 39 მმ და იწონის 608 გრამს, Steam Deck-ის - 298 × 117 × 50.5 მმ, ხოლო წონა - 669 გრამი. ტექნიკური მახასიათებლების მხრივ ROG Ally ასევე უფრო მიმზიდველად გამოიყურება. მაგალითად, Steam Deck-ს აქვს 7-დუიმიანი დისპლეი 1280 × 800 გაფართოებით, 60 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით და მისი მაქსიმალური სიკაშკაშე 400 კდ/მ²-ია. Valve-ს კონსოლს საფუძვლად უდევს AMD-ის ჩიპი ოთხი Zen 2 ბირთვით და რვა RDNA 2 გრაფიკული ბირთვით. ასევე ცნობილია, რომ ROG Ally-ს გაგრილებისთვის გამოიყენება ორქულერიანი სისტემა, რომელიც მუშაობის პროცესში გამოსცემს 20 დეციბელზე არაუმეტეს ხმაურს, ხოლო Steam Deck-ის მაჩვენებელი 37 დეციბელია. დეველოპერებმა აღნიშნეს, რომ ROG Ally-ს SSD-ისა და ჯოისტიკების შეცვლა მარტივია. კონსოლის კონსტრუქციაში გათვალისწინებულია ჯოისტიკებისა და ღილაკების სტანდარტული ნაკრები, აგრეთვე დამატებითი ღილაკები დისპლეისთან მენიუსა და პარამეტრებზე წვდომისთვის. კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ROG Ally გამოიყურება, როგორც სრულფასოვანი მოწყობილობა, რომელიც ბაზარზე გამოსასვლელად მზადაა. ზუსტად როდის გეგმავს ASUS კონსოლის გამოშვებას და რა იქნება მისი საცალო ფასი, ჯერჯერობით უცნობია. https://tinyurl.com/3d4rensy
  13. იმის გასაგებად, თუ როგორ მოქმედებს ინფლაცია ბაზარზე, მკაფიოდ უნდა გვესმოდეს შემდეგი თანმიმდევრობა: მაღალი ინფლაცია -> კურსის ზრდა -> ძვირი დოლარი -> იაფი აქციები, კრიპტოვალუტები და ყველა სარისკო აქტივი. როდესაც ინფლაცია იზრდება, ცენტრალური ბანკები, როგორც წესი, რეაგირებენ საპროცენტო განაკვეთების გაზრდით, რათა გააკონტროლონ ინფლაცია და დაასტაბილურონ ეკონომიკა. ასეთი ღონისძიებები სარისკო აქტივების ბაზრებზე დათვურ რეაქციას იწვევს. მზარდი განაკვეთები ზრდის სესხის აღების ღირებულებას როგორც ფიზიკური პირების, ასევე ბიზნესისთვის. ამან შეიძლება გამოიწვიოს სესხების აღების შემცირება, სამომხმარებლო ხარჯებისა და ბიზნესში ინვესტიციების შემცირება. რა თქმა უნდა, მცირდება მოთხოვნა სარისკო აქტივებზე, როგორიცაა აქციები და მაღალი სარგებლის ობლიგაციები, რაც გამოიწვევს დათვურ განწყობას და ფასების ვარდნას. საპროცენტო განაკვეთების გაზრდა ხშირად იწვევს უფრო უსაფრთხო ინვესტიციებს სახელმწიფო ობლიგაციებსა და სხვა ფიქსირებული შემოსავლის მქონე ფასიან ქაღალდებში. ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი უზრუნველყოფენ უფრო მაღალ შემოსავალს, როდესაც საპროცენტო განაკვეთები იზრდება. რამდენადაც ინვესტორები ყურადღებას აქცევენ უსაფრთხო ინვესტიციებს, სარისკო აქტივებზე მოთხოვნა მცირდება. საპროცენტო განაკვეთების გაზრდის გამო კომპანიები გაზრდილი ხარჯების წინაშე დგანან, რადგან ისინი მეტს იხდიან თავიანთი სესხების მომსახურებისთვის. ამან შეიძლება გამოიწვიოს კორპორატიული მოგების შემცირება, რაც თავის მხრივ იწვევს აქციების დაბალ ფასებს. გარდა ამისა, მძიმე რესურსების მქონე კომპანიებს უჭირთ თავიანთი ოპერაციების დაფინანსება, რამაც შეიძლება შეანელოს მათი ზრდა და კვლავ შეამციროს მათი აქციების ფასი. საპროცენტო განაკვეთების ზრდა გავლენას ახდენს ვალუტის კურსებზეც. როდესაც საპროცენტო განაკვეთები იზრდება, უცხოელი ინვესტორები გადადიან ადგილობრივ ვალუტაზე მათი ინვესტიციების უფრო მაღალი ანაზღაურების გამო. ამან შეიძლება გამოიწვიოს ვალუტის გაძვირება, ექსპორტის გაძვირება და იმპორტის გაიაფება. შედეგად, კომპანიები, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ექსპორტზე ან მუშაობენ გაცვლითი კურსის რყევების მიმართ მგრძნობიარე ინდუსტრიებში, აწყდებიან შემოსავლების და მომგებიანობის ვარდნას, რაც აუცილებლად აისახება აქციების ფასზე. დაბოლოს, მაღალი საპროცენტო განაკვეთები ბაზარზე გაურკვევლობას ქმნის, რადგან ინვესტორები ეკონომიკის სხვადასხვა სექტორზე უარყოფითი გავლენის მოლოდინში იმყოფებიან. ამრიგად, მაღალი საპროცენტო განაკვეთები განაპირობებს სესხების გაძირებას, უფრო უსაფრთხო ინვესტიციებზე გადასვლას, კორპორატიული მოგების შემცირებას, გაცვლითი კურსის ცვალებადობას და გაურკვევლობის გაზრდას. ეს ფაქტორები ხელს უწყობს სარისკო აქტივებზე მოთხოვნის შემცირებას და მათი ფასების შემდგომ ვარდნას. ადრე ყველაფერი ამრიგად მუშაობდა, ცოტა ხნის წინ კი თამაშში საბანკო კრიზისი ჩაერია და ეს ახალი ფაქტორიც გასათვალისწინებელია. ამ რთულ ვითარებაში ბევრმა დაიწყო კრიპტო ბაზრის უსაფრთხო თავშესაფრად განხილვა და Bitcoin-ის ზრდას დიდი ალბათობით ეს გარემოება ხელს შეუწყობს. https://tinyurl.com/2ubzu6s7
  14. გეიმინგ პლატფორმა Steam-ის მომხმარებლების აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის ახალი, მარტის სტატისტიკით მოულოდნელი ცვლილებები დაფიქსირდა ოპერაციული სისტემის წილის განაწილების მხრივ. Windows 11-ის წილი მკვეთრად, 7.92%-ით შემცირდა. ბოლო თვეეში ოპერაციული სისტემის მაჩვენებელი სტაბილურად იზრდებოდა და მოსალოდნელი იყო, რომ წლის ბოლოსთვის იგი პოპულარობით Windows 10-ს მიუახლოვდებოდა. ამჟამინდელი მაჩვენებლები კი ასეთია: Windows 10 მარტში გამოიყენა გამოკითხულთა 73.95%-მა, Windows 11 კი - 22.41%-მა. მარტის სტატისტიკა. წყარო: Steam დაზუსტებით უცნობია, რას უკავშირდება ასეთი ცვლილებები, მაგრამ არსებობს ვარაუდები, რომელთა შორისაა გარკვეული შეცდომები, რომლებმაც Windows 11-ის მომხმარებლები აიძულა ოპერაციული სისტემის წინა ვერსიას დაბრუნებოდნენ. განახლება Windows 11 21H2-ის შემდეგ მომხმარებლებს შესაძლოა შეექმნათ პრობლემები Red Dead Redemption 2-ის გაშვებისას. თუმცა ნაკლებად სარწმუნოა, რომ მსგავსმა შემთხვევამ მომხმარებელს Windows-ის წინა ვერსიაზე დაბრუნებისკენ უბიძგოს. Red Dead Redemption 2-ის შემთხვევაში პირიქით, პრობლემის მოგვარებისთვის საჭიროა Windows 11-ის განახლება 22H2-მდე. დიდი ალბათობით, სტატისტიკაში ცვლილებები Steam-ის მონაცემების შეგროვებას უკავშირდება. როგორც gHacks განმარტავს, Valve ავტომატურად არ აგროვებს აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის სტატისტიკას ყველა მომხმარებლისგან, კომპანია უგზავნის შეტყობინებებს კონკრეტულ ჯგუფს და ითხოვს მონაცემების ნებაყოფლობით მიწოდებას. ასე რომ, სტატისტიკაში ცვლილებები შესაძლოა გამოწვეული იყოს სამიზნე ჯგუფების შერჩევის კრიტერიუმების ცვლილებით ან გამოკითხული ჯგუფის გაფართოებით. წილის კლება შეეხო არა მხოლოდ Windows 11-ს, არამედ Linux-საც, Phoronix-ის რესურსი აღნიშნავს კლებას 1.27%-დან 0.84%-მდე, ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ მომხმარებლების მკვეთრ ზრდაზე, რომელთა ძირითადი სისტემური ენა ჩინურია. ამან შეიძლება დაადასტუროს გამოკითხვაში მონაწილე ჯგუფების ცვლილების შესახებ ვარაუდები. მარტის სტატისტიკა. წყარო: Steam მომხმარებლების აღჭურვილობას რაც შეეხება, სტატისტიკა საშუალებას იძლევა ჩამოყალიბდეს წარმოდგენა გეიმინგ კომპიუტერის ყველაზე პოპულარული კონფიგურაციის შესახებ: ეს არის Intel-ის 6-ბირთვიანი პროცესორი, 16 გბ ოპერატიული მეხსიერება და ვიდეო ბარათი NVIDIA GeForce RTX 3060 ან სხვა ადაპტერი 8 გბ ვიდეომეხსიერებით. ეს მონაცემები შესანიშნავია 1080p გაფართოების თამაშებისთვის, რომელთაც მომხმარებელთა უმეტესობა ანიჭებს უპირატესობას. ვიდეო ბარათების რეიტინგში დიდი ხანი ლიდერის პოზიციაზე იყო GTX 1650 და 1060 მოდელები, ამჟამად კი ეს გახლავთ RTX 3060 ბარათი 10.44%-იანი წილით. https://tinyurl.com/4k6vvxx3
  15. ელექტრონიკის იაპონურმა მწარმოებელმა Ricoh-მ წარადგინა უჩვეულო მეთოდი სმარტფონების ფუნქციონალის გაფართოებისთვის. კომპანიამ გამოუშვა პლანშეტის ზომის უსადენო მონიტორი, რომელსაც შეუძლია დაკავშირებული სმარტფონის ეკრანის გამოსახულების დუბლირება. ფოტოს წყარო: Norio Matsumoto/Nikkei მოდელ Ricoh Portable Monitor 150BW-ს აქვს 15.6-დუიმიანი დისპლეი და იწონის 715 გრამს. ტექნოლოგია Smart Streaming Engine (SSE) მომხმარებელს საშუალებას აძლევს სმარტფონი შეინახოს ჯიბეში ან ჩანთაში და გამოიყენოს იგი დაკავშირებული სენსორული დისპლეის მეშვეობით. SSE ტექნოლოგია შეიმუშავა სტარტაპმა Team S, რომელიც დაარსებულია Sharp-ის ყოფილი თანამშრომლის მიერ. დეველოპერებმა შეძლეს სიგნალის შეყოვნების 100 მილიწამდე ნაკლები დროის უზრუნველყოფა, რაც საკმარისია გამოყენების უმეტესობა სცენარისთვის. ცნობილია, რომ მონიტორის წარმოების ღირებულება ანალოგიური ზომის პლანშეტების წარმოებაზე მნიშვნელოვნად ნაკლებია, რადგანაც არ საჭიროებს ძვირადღირებული აპარატურული კომპონენტების გამოყენებას და დამატებითი აპლიკაციების დაყენებას. გარდა ამისა, გამორთვის შემდეგ მოწყობილობა არ ინახავს არანაირ მონაცემს, რაც ამცირებს კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟონვის რისკს. Portable Monitor 150BW. ფოტოს წყარო: Ricoh/Amazon როგორც Nikkei Asian Review აცხადებს, მაღალსიჩქარიანი 5G ქსელებთან დაკავშირებული ტექნოლოგიების განვითარება პერსპექტივაში ხელს შეუწყობს სმარტფონების არსებითად ჩანაცვლებას - მსგავსი უსადენო დისპლეები შესაძლებელია დაუკავშირდეს „ვირტუალურ სმარტფონებს“ ქლაუდზე. შესაბამისი პროტოტიპის შექმნას Team S-ის გუნდი მიმდინარე წელს აპირებს. თუმცა, რაზეც არ უნდა საუბრობდნენ დეველოპერები, მოწყობილობა არც ისე დაბალბიუჯეტურია - ფასით იგი ბევრ პლანშეტს აღემატება მიუხედავად იმისა, რომ არ აქვს შესაბამისი აპარატურა. უსადენო მონიტორის ფასი 610-დან 690-მდე აშშ დოლარს შეადგენს. https://tinyurl.com/2dsj8u97
  16. 14 მარტს აშშ-ის ხელისუფლებამ გაყიდა 9861 BTC ჯამში დაახლოებით 215.7 მლნ აშშ დოლარად სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, რომლებიც თვის ბოლოს იქნა წარდგენილი. გაყიდული აქტივები შეადგენს 50 000 BTC-ზე მეტი თანხის მხოლოდ ნაწილს, რომლის კონფისკაცია მოხდა James Chung-ისგან 2021 წლის ნოემბერში. ერთი წლის შემდეგ მან აღიარა, რომ Bitcoin-ები უკანონოდ მიიღო Silk Road-ის დარქნეტ-მარკეტფლეისზე. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს თანახმად 2012 წლის სექტემბერში Chung-მა აამოქმედა თაღლითური სქემა ყალბი ექაუნთების გამოყენებით ისე, რომ არ აჩვენებდა და არ ყიდულობდა პლატფორმაზე რამე სახის საქონელს ან სერვისს. ხელისუფლების ინფორმაციით მან შეიტანა 200-დან 2000 BTC-მდე დეპოზიტი, შემდეგ კი სწრაფად გაჰქონდა მცირე მოცულობის თანხები. მან განახორციელა 140-ზე მეტი მსგავსი ტრანზაქცია, რამაც ჯამში მოუტანა 50 000 BTC. „დარჩენილია დაახლოებით 41491 BTC, რომელთა ლიკვიდაციას ხელისუფლება მოახდენს ოთხ პარტიად მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში. ლიკვიდაციის მეორე რაუნდი არ შედგება მანამ, სანამ Chung-ს განაჩენს არ გამოუტანენ“ - ნათქვამია დოკუმენტში. Tron-ის დამფუძნებელმა Justin Sun-მა გამოთქვა მზადყოფნა - შეიძინოს კონფისკირებული Bitcoin-ები 10%-იანი ფასდაკლებით, რათა „შემცირდეს პოტენციური გავლენა ბაზარზე“. სტატიის წერის მომენტში არსებული კურსის მიხედვით 41491 BTC-ის ღირებულება დაახლოებით 1.18 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. მიმდინარემიმდინარე წლის მარტში Dune-ის ანალიტიკოსებმა აშშ-ის ხელისუფლებას უწოდეს "ერთ-ერთი უდიდესი Bitcoin-ვეშაპი". მათი შეფასებით, აშშ-ის ხელისუფლების პირველი კრიპტოვალუტის მარაგი არის 205515 BTC (დაახლოებით 5.8 მლრდ აშშ დოლარი წერის მომენტისთვის). https://tinyurl.com/mtwpskas
  17. ყალბი GeForce ვიდეო ბარათები უკვე დიდი ხანია აქტიურად ვრცელდება ჩინურ სავაჭრო პლატფორმებზე. NVIDIA-მ გადაწყვიტა ამ უსიამოვნო ფენომენს ებრძოლოს თავად ბაზრების მხარდაჭერით და მომხმარებლებთან ახსნა-განმარტებითი მუშაობის დაწყებით. ვიდეო ბარათების ნაკლებად ცნობილი მწარმოებელი ბრენდები, როგორებიცაა 51RISC, Corn და MLLSE, ძირითადად გავრცელებულია ჩინეთის შიდა ბაზარზე, მაგრამ უკვე რამდენიმე წელია მათი პროდუქცია დასავლელ მომხმარებლებთან მიედინება eBay-ისა და ისეთი სავაჭრო პლატფორმების საშუალებით, როგორიცაა Amazon ან Newegg. უმეტეს შემთხვევაში მომხმარებლებს ამ პროდუქტებს სთავაზობენ უფრო მოკრძალებულ, ზოგჯერ კი - NVIDIA-ს ოფიციალური პარტნიორების ვიდეო ბარათებთან შედარებით სასაცილო ფასებად. საღი აზრი უნდა გვკარნახობდეს, რომ ასეთი პროდუქტები თავიდან უნდა ავირიდოთ, მაგრამ გამოუცდელი მომხმარებელი მაინც ხვდება ხაფანგში. როდესაც ვიდეო ბარათებით მაინინგი არამომგებიანი გახდა, ბაზარი მეორადი GPU-ებით გადაივსო - ზოგიერთმა გამყიდველმა მათზე ჩიპების გადაღებვაც კი დაიწყო. ზოგჯერ ხდებოდა მობილური ვიდეო ბარათების ადაპტირება დესკტოპ კომპიუტერებში მუშაობაზე და მათთვის არარსებულ სახელწოდებებს იგონებდნენ, მაგალითად GeForce RTX 3070 TiM. NVIDIA-მ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ უარეყო რაიმე კავშირი ასეთ ყალბ მწარმოებლებთან, მაგრამ შემდეგ გადაწყვიტა სავაჭრო პლატფორმებთან მუშაობა დაეწყო. ამ სამუშაომ უკვე გამოიღო შედეგი. ცნობილმა ჩინურმა პლატფორმებმა JD.com და Douyin გადახედეს თავიანთი ასორტიმენტს და შემოიღეს მკაცრი პოლიტიკა NVIDIA GeForce RTX 20 სერიის გრაფიკული ბარათების, ასევე GTX 16 სერიის და GTX 10 სერიების გაყიდვასთან დაკავშირებით. მსგავსი ზომები მიიღეს Pinduoduo-სა და Tmall-ის ადმინისტრაციამ. NVIDIA-მ, თავის მხრივ, დაიწყო მომხმარებლებთან განმარტებითი სამუშაო. პირველ რიგში, მომხმარებლებს მისცეს რეკომენდაცია - შეიძინონ GeForce RTX 40 სერიის ვიდეო ბარათები, რომელთა დებიუტი მაინინგ ბუმის შემდეგ შედგა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი მეშვეობით არ მომხდარა კრიპტოვალუტების მოპოვება. მათთვის, ვისაც ეს სერია გადამეტებულად ეჩვენება, რეკომენდებულია გასული თაობის პროდუქციის შეძენა, რომლებიც ასევე მაინინგ ბუმის შემდეგ გამოვიდა - ესენია, მაგალითად GeForce RTX 3060 Ti GDDR6X მეხსიერებით და GeForce RTX 3060 8 გბ. ამასთან, NVIDIA-ს რჩევაა მომხმარებლებმა შეიძინონ მისი ოფიციალური პარტნიორების - უპირველეს ყოვლისა ASUS-ის, Gigabyte-ის, MSI-სა და Zotac-ის პროდუქცია. https://tinyurl.com/4ewye85m
  18. Tesla-მ უკვე მოახერხა პირველი კვარტლის წინასწარი შედეგების შეჯამება, რაც საშუალებას გვაძლევს ვისაუბროთ 440808 ელექტრომობილის წარმატებულ წარმოებაზე, რომელთაგან 422 875 მომხმარებელს უკვე მიეწოდა. თანმიმდევრულად, მიწოდების მოცულობა გაიზარდა 4%-ით, წლიური თვალსაზრისით 36%-ით, კომპანიამ კიდევ ერთხელ განაახლა კვარტალური რეკორდი. საშუალოდ, ანალიტიკოსები ელოდნენ 430 ათასი ელექტრომობილის მიწოდებას. ფოტოს წყარო: Tesla ინვესტორების ოპტიმიზმი განაპირობა გასულ კვარტალში Tesla-ს პროდუქციაზე ფასების კლებამ. როგორც ჩანს, მაკროეკონომიკის სისუსტემ გავლენა იქონია და ამ ბრენდის ელექტრომობილების გაყიდვების მოცულობა მაინც ვერ გაიზარდა იმ დონემდე, რასაც ინვესტორები ელოდნენ. კომპანიამ შეძლო ყველაზე მასობრივი Model Y და 3 მოდელების გაყიდვების მოცულობის გაზრდა 6%-ით 412180 ერთეულამდე, ხოლო შედარებით ძვირადღირებული Model X და Model S ელექტრომობილების გაყიდვების მოცულობა 38%-ით შემცირდა ფასების შემცირების ფონზეც კი. აღსანიშნავია, რომ პირველ კვარტალში Tesla-მ გამოუშვა 19437 ერთეული Model S და X, თუმცა მომხმარებლებისთვის ამავე დროში მოახერხა მხოლოდ 10695 ელექტრომობილის მიწოდება. ეს შეუსაბამობა განპირობებულია აშშ-ში ძველი მოდელების წარმოების კონცენტრაციით და მათი მთელს მსოფლიოში მიწოდების აუცილებლობით, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ კომპანიას გარკვეული პრობლემები ჰქონდეს ელექტრომობილების ძველ მოდელებზე არსებულ მოთხოვნასთან დაკავშირებით. Model X-ისა და Model S-ის უმეტესი ნაწილი, წარმოებული 9000 ერთეულიდან, რომლებიც არ იქნა მიწოდებული მომხმარებლებისთვის პირველი კვარტლის ბოლომდე, ევროპისკენ მიემართებოდა. უფსკრული გამოშვების მოცულობასა და Model 3 და Y მოდელების მასობრივ მიწოდებას შორის არც ისე დიდია: 421371 და 412180 ელექტრომობილი, შესაბამისად. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, Tesla ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გაათანაბროს ელექტრომობილების მიწოდება კვარტალში და გეოგრაფიულად. ისტორიულად იგი ცდილობდა კვარტლის პირველ ნახევარში გამოეშვა საექპორტო მანქანები, კვარტლის ბოლოს კი - ავსებდა ადგილობრივი ბაზრისთვის აუცილებელ მოცულობას. ნებისმიერ შემთხვევაში, მომხმარებლებისთვის პირველ კვარტალში 422875 ელექტრომობილის მიწოდება კომპანიისთვის ახალ რეკორდს წარმოადგენს. ამავე დროს ცნობილია, რომ ბერლინის მიმდებარედ არსებული Tesla-ს ქარხანა 4000 Model Y ელექტრომობილს აწარმოებს ყოველკვირეულად. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ტეხასის ქარხანა კვირაში 5000 ასეთ ელექტრომობილს აწარმოებს, გარკვეული ჩამორჩენა შეინიშნება. წლის ბოლოს კომპანია ელოდება 1.8-დან 2 მილიონამდე ელექტრომობილის წარმოების ორგანიზებას ყველა საწარმოს დახმარებით ხელსაყრელი პირობების არსებობის შემთხვევაში. კომპანია დეტალურ კვარტალურ ანგარიშებს მიმდინარე წლის 19 აპრილს გამოაქვეყნებს. https://tinyurl.com/yhhxeh3d
  19. კრიპტო კომპანიები უნდა დარეგულირდნენ ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობის შესაბამისად. ამის შესახებ SEC-ის ხელმძღვანელმა გერი გენსლერმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ქვეკომიტეტში მოსმენისას განაცხადა. „ფაქტობრივად, ნორმები უკვე არსებობს […]. მათ უწოდებენ "ფასიანი ქაღალდების რეგულირებას". ასევე არსებობს ინფორმაციის გამჟღავნების წესები - როდესაც ვინმე ცდილობს ფულის მოზიდვას საზოგადოებისგან, ”- განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. შტატ ჯორჯიის წარმომადგენელმა დემოკრატმა სენფორდ ბიშოპმა ჰკითხა გენსლერს კომისიის მზადყოფნის შესახებ - გამოსცეს „რეგულაცია, რომელიც განმარტავს ფასიანი ქაღალდების კანონების გამოყენებას კრიპტოვალუტებზე“. SEC-ის ხელმძღვანელმა უპასუხა, რომ კონგრესმენის მიერ ნახსენები რეგულაცია დაზუსტებას არ საჭიროებს. ბაზარს აქვს ინვესტორების დაცვის წესები, აღნიშნა მან, მაგრამ ინდუსტრია სავსეა „კანონთან შეუსაბამობით“. გენსლერმა გაიმეორა თავისი თეზისი, რომ ციფრული აქტივების აბსოლუტური უმრავლესობა, გარდა Bitcoin-ისა, მიეკუთვნება ფასიან ქაღალდებს. „თითქმის ყველა კრიპტო ტოკენის უკან დგას ანტრეპრენერების ჯგუფები და შემიძლია ვიდავო, რომ უმეტესობა თქვენგანი არ ხვდება დეცენტრალიზებულ, არარსებულ ხელმძღვანელობას“ - განმარტა მან. 2023 წელს SEC-მა მიუთითა დარღვევების არსებობაზე Coinbase-ში, Kraken-ში, Gemini-სა და Genesis-ის მუშაობაში. მარტში გენსლერმა ივარაუდა, რომ Proof-of-Stake კონსენსუსის ალგორითმზე დამყარებული ტოკენები აშშ-ის კანონმდებლობის თანახმად შეიძლება ჩაითვალოს ფასიან ქაღალდებად. მანამდე ერთი თვით ადრე სააგენტომ მინიშნება გააკეთა, რომ Bitcoin-ის გარდა ყველა კრიპტოვალუტა შესაძლოა მიკუთვნებულ იქნას ამ სტატუსზე. მის პოზიციას კრიტიკულად შეხვდნენ ინდუსტრიის იურისტები. მანამდე გენსლერმა კრიპტო ბაზარს ცენტრალიზებული უწოდა. მან პლატფორმებს მოუწოდა მიმართონ SEC-ს აქტივის საინვესტიციო ხელშეკრულებად აღიარების თაობაზე. ოფიციალურმა წარმომადგენელმა ინდუსტრია ასევე გააფრთხილა არარეგისტრირებული Bitcoin-ბირჟების შესაძლო დევნის შესახებ. აშეგახსენებთ, რომ Coinbase-ის ხელმძღვანელმა ბრაიან არმსტრონგმა მარეგულირებლების პოლიტიკას აშშ-ის ფინანსური სექტორისთვის დამღუპველი უწოდა. https://tinyurl.com/57w85spc
  20. უახლესი ვებინარის დასასრულს, რომელიც მონაცემთა ცენტრებისა და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს ეძღვნებოდა, კომპანია Intel-მა გააზიარა Xeon პროცესორების განვითარების უახლოესი გეგმები. 2025 წლამდე კომპანია აპირებს გამოუშვას სასერვერო დონის პროცესორების რამდენიმე ახალი სერია. ფოტოს წყარო: Intel მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში კომპანია გამოუშვებს მე-5 თაობის Xeon Scalable პროცესორებს, კოდური სახელწოდებით Emerald Rapids. ისინი გახდება Sapphire Rapids პროცესორების სერიის პირდაპირი მემკვიდრეები. ღონისძიების ფარგლებში Intel-მა წარადგინა Emerald Rapids პროცესორის მოდელი სახელის გარეშე. იგი შედგება ორი ძირითადი და ერთი დამხმარე ჩიპლეტისგან. ქლაუდ გამოთვლებისთვის განკუთვნილი, Zen 4c არქიტექტურაზე დამყარებული სამომავლო AMD EPYC Bergamo პროცესორთან კონკურენციისთვის კომპანია Intel 2024 წლის პირველ ნახევარში გამოუშვებს Xeon ჩიპებს კოდური დასახელებით Sierra Forest. AMD EPYC Bergamo-ში წარმოდგენილი იქნება 128-მდე გამომთვლელი ბირთვი. Xeon Sierra Forest-ში მოცემული იქნება 144-მდე გამომთვლელი ბირთვი. ამასთან, Xeon სერიის ამ ჩიპებში პირველად იქნება გამოყენებული ენერგოეფექტური E-ბირთვები. კომპანიამ განაცხადა, რომ Sierra Forest-ზე მუშაობა დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. ამ პროცესორების წარმოებისას გამოყენებული იქნება ტექნოპროცესი Intel 3. Sierra Forest და Granite Rapids პროცესორებში გამოყენებული იქნება ერთი და იგივე პლატფორმა კოდური დასახელებით Birch Stream. Granite Rapids ჩიპები Sierra Forest-ის გამოსვლიდან მალევე უნდა გამოვიდეს. ისინი მიკუთვნებული იქნება Xeon Scalable პროცესორების მეექვსე თაობას. Intel-მა განაცხადა, რომ პლატფორმა Granite Rapids უზრუნველყოფს DDR5 ოპერატიული მეხსიერების 1.5 ტბ/სთ სიჩქარეს, რაც 80%-ით მეტია ამჟამინდელ სასერვერო გადაწყვეტილებასთან შედარებით. კომპანიამ ასევე დაადასტურა, რომ Granite Rapids-ზე მხარდაჭერილი იქნება DDR5-8800 ოპერატიული მეხსიერება MCR (Multiplexer Combined Ranks) რეჟიმში. ტექნოლოგია MCR გულისხმობს დამატებითი „ფენის“ გამოყენებას RAM-სა და პროცესორს შორის მონაცემთა ბუფერის სახით. 2025 წელს Intel გამოუშვებს Clearwater Forest სერიის პროცესორებს. ისინი იქნება Sierra Forest სერიის პირდაპირი მემკვიდრეები და მათშიც გამოყენებული იქნება ენერგოეფექტური ბირთვები. Clearwater Forest ჩიპების წარმოება მოხდება Intel 18A ტექნოპროცესით. ეს იქნება პირველი Xeon პროცესორები, რომლებიც ხსენებული ტექნოლოგიური პროცესის მიხედვით იქნება გამოშვებული. https://tinyurl.com/2p8j8xdu
  21. აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევის ეროვნულმა ადმინისტრაციამ (NASA) წარადგინა მარსის გრძელვადიანი რობოტიზებული კვლევის სტრატეგიის პროექტი. სააგენტოს შემოთავაზებულ გეგმაში ხაზგასმულია შედარებით დაბალფასიანი მისიები და პოტენციური პარტნიორობა კერძო კომპანიებთან. ფოტოს წყარო: NASA მარსის კვლევის პროგრამის დირექტორმა Eric Ianson-მა წარმოადგინა სტრატეგიის ძირითადი დებულებები, რომელთა მიხედვით მოიაზრება მარსის მისიების რეალიზება სტაბილური სიხშირით. „გვსურს ორი ათწლეულით წინ გავიხედოთ, რათა გავიგოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია იმისთვის, რომ მივიღოთ ისეთივე შთამბეჭდავი შედეგები, როგორიცაა მარსის გრუნტის ნიმუშების ჩამოტანა. ჩვენი შემოთავაზებაა ამის შესრულება ნაკლები დანახარჯებით და მისიების განხორციელების უფრო მაღალი სიხშირით“ - განმარტა იანსენმა. NASA-ს ახალი სტრატეგიის სახელწოდებაა „მარსის ერთობლივი კვლევა“. იგი გულისხმობს მარსის მისიების რეგულარული სერიების ორგანიზებას. სტრატეგიის რეალიზაცია დაიწყება მას შემდეგ, რაც მიმდინარე ათწლეულის ბოლოს დედამიწაზე ჩამოიტანენ მარსის გრუნტის ნიმუშებს NASA-ს მიერ მარსის კვლევის ამჟამინდელი პროგრამის ფარგლებში. ამჟამად NASA გეგმავს მარსის შესასწავლად მხოლოდ ერთი რობოტიზებული პროგრამის რეალიზაციას. საუბარი ეხება პლანეტის მაგნიტოსფეროს შესწავლის პროექტს, რომლის სახელწოდებაა Escape and Plasma Acceleration and Dynamics Explorers და დაგეგმილია 2024 წლის ბოლოსთვის. „ისტორიულად, ჩვენ გვქონდა აღმავლობა და ვარდნა მარსის პროგრამაში. როდესაც ვსაუბრობთ მდგრად განვითარებაზე, ეს არის ზუსტად ის, რაც შეიძლება მუდმივად დარჩეს დროის განმავლობაში. ჩვენ გვინდა ვეცადოთ, რომ მისიების დაწყება რეგულარული ტემპით შევინარჩუნოთ“, - განაცხადა იანსონმა. მან განმარტა, რომ მისი სიტყვები ნიშნავს NASA-ს განზრახვას - განახორციელოს შედარებით იაფი მარსული მისიები დაახლოებით ორ წელიწადში ერთხელ. მოსალოდნელია, რომ თითოეული ასეთი მისიის ღირებულება 100-დან 300 მლნ აშშ დოლარამდე იქნება. დამატებით სააგენტო მხარს დაუჭერს საშუალო დონის მისიების რეალიზებას, როგორიც იქნება, მაგალითად, 1 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების რობოტიზებული მოდულის გაშვება პროგრამა Mars Life Explorer-ის ფარგლებში. ასევე მხარდაჭერილი იქნება ნაკლებად მასშტაბური პროექტები, რომელთა რეალიზაცია მოხდება საერთაშორისო პარტნიორებსა და კერძო კომპანიებთან ერთად. NASA გააგრძელებს ნიშნების ძიებას იმის შესახებ, რომ სიცოცხლე არსებობდა მარსზე შორეულ წარსულში, ასევე შეისწავლის პლანეტის კლიმატსა და გეოლოგიას ასტრონავტების მონაწილეობის სამომავლო პილოტირებული მისიების განხორციელების მიზნით. NASA-ს სტრატეგიის კიდევ ერთი ელემენტია იმ ორბიტალური აპარატების მოძველებული ინფრასტრუქტურის განახლება, რომლებიც უზრუნველყოფენ კავშირსა და მარსის ზედაპირის გადაღებებს. სააგენტო მარსზე ახალი თანამგზავრის გაშვებას მონაცემების გადასაცემად და გადაღებებისთვის მომდევნო ათწლეულის პირველ ნახევარში გეგმავს. სააგენტოში მიაჩნიათ, რომ სატელიტური ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში მუშაობა უზრუნველყოფს ახალ შესაძლებლობებს კერძო კომპანიებთან თანამშრომლობისთვის. https://tinyurl.com/bx6xma53
  22. 2022 წლის მაისის შემდეგ Bitcoin-ის მოგების რეალიზაციის ყველაზე დიდი ტალღის ფონზე მონეტების უმეტესობა ნაკლებად აქტიურია. სპეკულანტთა დიდი ნაწილი მზად არის შეინარჩუნოს ისინი უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, გაარკვიეს Glassnode-ის ანალიტიკოსებმა. წინა კვირების აღმასვლის ფონზე ინვესტორებმა გაზარდეს Bitcoin-ების ნაკადი ცენტრალიზებული პლატფორმის ანგარიშებზე 4180 BTC-მდე (14D-EMA) - ეს არის მაქსიმუმი 2022 წლის მაისში Terra-ს ეკოსისტემის დაშლის შემდეგ. ტენდენციამ დაადასტურა მოგების ფიქსაცია. ანალიტიკოსები იხსენებენ, რომ წინა ციკლის მსგავსი ან უფრო დიდი წმინდა შემოდინების წინა შემთხვევები ბაზრის კორექტირებას უკავშირდებოდა. წყარო: Glassnode გასულ კვირას ბირჟებზე გაგზავნილი 31000 BTC-დან 92.5% ეკუთვნოდა სპეკულანტებს (მათთან დაკავშირებული მონეტების 65% მოგებაშია), ხოლო 7.5% - ჰოდლერებს (80%). წყარო: Glassnode დღეში რეალიზებული მოგების მოცულობამ 320 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, ბოლოს ასეთი მაღალი ღირებულება Terra-ს კრახამდე ცოტა ხნით ადრე დაფიქსირდა. მაჩვენებელი კვლავ დაბალია ხარული ბაზრისთვის სახასიათო ღირებულებაზე. დაფიქსირებული დანაკარგების დინამიკა ნელდება 2022 წლის ივლისიდან. ეს კომბინაცია ადასტურებს წინა დაკვირვებებს დაცემის ფაზის შემდეგ გარდამავალი ბაზრის სტრუქტურის ფორმირების შესახებ, აღნიშნეს სპეციალისტებმა. Bottom of Form წყარო: Glassnode Liveliness ინდიკატორმა (ჰოდლერების ქცევის დინამიურობა) შეინარჩუნა მოძრაობის დაღმავალი ვექტორი, რაც მიუთითებს Bitcoin-ების შენახვის სურვილსა და აქტივისადმი ნდობაზე. წყარო: Glassnode Average Coin Dormancy ინდიკატორმა მოკლევადიან ინვესტორებთან მიმართებაში დააფიქსირა დახარჯული მონეტის „საშუალო ასაკის“ გაორმაგება FTX-ის კრახიდან მიმდინარე 21 დღემდე. „სპეკულანტები მზად არიან დაიცადონ უფრო დიდი პერიოდის განმავლობაში, რაც მიუთითებს მათი ნდობის ხარისხზე ბაზრის გაბატონებული ტენდენციის მიმართ“, - დაასკვნეს ანალიტიკოსებმა. წყარო: Glassnode 2023 წლის მარტში ანალიტიკური კომპანია Messari-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა რაიან სელკისმა ივარაუდა Bitcoin-ის ფასის 100 000 აშშ დოლარამდე ზრდა 12 თვის განმავლობაში. მან პირველ კრიპტოვალუტას აშშ-ის ეკონომიკაში არსებული პრობლემების ფონზე უსაფრთხო ინვესტიცია უწოდა. CNBC-ის გამოკითხვის მიხედვით მსგავს აზრს გამოხატავს ინდუსტრიის ბევრი ექსპერტი. https://tinyurl.com/5n72dwbe
  23. კომპანია Puget Systems-მა დესკტოპ პროცესორების მორიგი სტატისტიკური ანგარიში გამოაქვეყნა. ინფორმაცია აღებულია 2021-2022 წლების შეკვეთებიდან. გასულ წელს ამ კომპანიის შეკვეთებში Intel-ის პროცესორები ლიდერობდა, რაც ძალთა ბალანსის ცვლილებას ნიშნავს 2021 წელთან შედარებით. სამაგიეროდ AMD-ის პოზიცია უცვლელი დარჩა სამუშაო სადგურების ბაზარზე. Threadripper PRO-ს ყიდულობდნენ ოცჯერ უფრო ხშირად Intel Xeon პროცესორებთან შედარებით. Nvidia RTX ვიდეო ბარათების წილი ოდნავ გაიზარდა, SSD-ებს შორის კი NVMe ინტერფეისის მქონე მოდელები დომინირებს. რაც შეეხება ოპერაციულ სისტემას, გამოსვლიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ Windows 11-მა გაუსწრო Windows 10-ს. ბირთვების გაზრდილი რაოდენობის მქონე, მე-12 თაობის Alder Lake პროცესორების გამოსვლის შედეგად დამკვეთებს კვლავ დაუბრუნდათ ინტერესი Intel-ის ჩიპების მიმართ. გასულ წელს Intel-ის წილზე მოდიოდა Puget Systems-ის 70%, AMD-ს წილი კი შეადგენდა დარჩენილ 30%-ს. გასული წლის ბოლოს წარდგენილ იქნა ახალი თაობა, თუმცა მისი სტატისტიკა შემდეგ ანგარიშში შევა. სამუშაო სადგურების ბაზარზე დომინირებს Threadripper და Threadripper Pro. 2021 წელს მომხმარებლები უპირატესობას ანიჭებდნენ AMD Ryzen Threadripper პროცესორებს. მიმდინარე წელს Intel-მა წარადგინა სამუშაო სადგურების Sapphire Rapids სერიის პროცესორები Xeon W-3400 და Xeon W-2400, ხოლო AMD გამოუშვებს Threadripper-ის ახალ თაობას წლის ბოლომდე, რამაც შესაძლოა შეცვალოს ძალთა ბალანსი, წერს wccftech. https://tinyurl.com/mucfpxx8
  24. კომპანია HP-მ წარადგინა ბრენდ Omen-ის ცხრა გეიმინგ მონიტორი. ახალი მოწყობილობების ეკრანის დიაგონალის ზომებია 24-დან 34 დუიმამდე, მხარდაჭერილია გაფართოება 1080p-დან (1920 × 1080 პიქსელი) 4K-მდე (3840 × 2160 პიქსელი). მონიტორების ფასების დიაპაზონია 200-დან 580 აშშ დოლარამდე. ფოტოს წყარო: HP Omen 24 და Omen 27 მოდელები საწყის სეგმენტს მიეკუთვნება. მათ აქვთ IPS ეკრანები 1080p გაფართოებით, 165 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე და მატრიცის რეაგირების დრო 1 მილიწამი. ორივე მონიტორზე მოცემულია ორ-ორი HDMI 2.0 და DisplayPort 1.4. 24-დუიმიანი ვერსიის ფასი შეადგენს 200 აშშ დოლარს, 27-დუიმიანი მოდელი შეფასებულია 250 აშშ დოლარად. Omen 27qs მოდელ Omen 27q-ს აქვს IPS მატრიცა QHD (2560 × 1440 პიქსელი) გაფართოებით და 165 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით, ხოლო მოდელ Omen 27s-ის გაფართოებაა 1080p, თუმცა მას გააჩნია IPS-მატრიცა 240 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. ორივე მათგანის ეკრანის სიკაშკაშე 400 კდ/მ2-ს შეადგენს, ორივე მათგანზე ხელმისაწვდომია ორი USB-A კონექტორი. მონიტორის დამატებითი მახასიათებელია RGB განათება. მოდელ Omen 27qs-ის გაფართოებაა QHD, კადრის განახლების სიხშირე - 240 ჰერცი, აქვს RGB განათება და დამატებითი USB პორტები. Omen 27q, Omen 27s და Omen qs მოდელების ფასებია 300, 350 და 429 აშშ დოლარი, შესაბამისად. Omen 27k მოდელ Omen 27k-ს აქვს IPS-მატრიცა 4K გაფართოებით, 144 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე და 1 მილიწამი რეაგირების დრო. მონიტორზე ხელმისაწვდომია ერთი HDMI 2.1, ერთი USB Type-C, ორი USB Type-A, აგრეთვე ინტეგრირებული KVM-გადამრთველი. 120-ჰერციანი რეჟიმის მხარდაჭერის წყალობით მონიტორი სრულიად თავსებადია Sony PlayStation 5, Microsoft Xbox Series X და Series S გეიმინგ კონსოლებთან. დამატებით აღსანიშნავია RGB განათება. Omen 27k-ს ფასი 580 აშშ დოლარს შეადგენს. Omen 32q (მარცხნივ) და Omen 32c (მარჯვნივ) მოდელ Omen 32c-ში გამოყენებულია რკალისებრი VA-მატრიცა 1500R სიმრუდის რადიუსით. დისპლეიზე მხარდაჭერილია QHD გაფართოება, 165 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე და 1 მილიწამი მატრიცის რეაგირების დრო. ეს მოდელი შეფასებულია 380 აშშ დოლარად. Omen 32q ვერსიას აქვს ბრტყელი IPS მატრიცა უფრო მკაფიო ფერების გადმოცემით. დანარჩენი მახასიათებლები წინა მოდელის ანალოგიურია, გარდა ფასისა - Omen 32q მოდელი შეფასებულია 400 აშშ დოლარად. Omen 34c Omen 34c მოდელს აქვს სუპერფართოფორმატიანი VA პანელი გვერდების შეფარდებით 21:9. მხარდაჭერილია გაფართოება 3440 × 1440 პიქსელი, 165 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე და რეაგირების დრო 1 მწ. მონიტორის ფასი 480 აშშ დოლარია. https://tinyurl.com/mvdz7tvn
  25. ევროპარლამენტის ეკონომიკურ საკითხთა და საშინაო საქმეთა კომიტეტებმა დაამტკიცეს კანონპროექტის ტექსტი, რომელიც აფართოებს AML მოთხოვნებს DAO, NFT და DeFi პლატფორმებზე TradFi-ს ანალოგიურად - წერს The Block. დოკუმენტის დებულებები გავრცელდება კრიპტო კომპანიებზე, თუ ისინი „კონტროლდებიან პირდაპირ ან ირიბად სმარტ-კონტრაქტების ან ხმის მიცემის პროტოკოლების მეშვეობით იდენტიფიცირებადი ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ“. კანონპროექტმა პარლამენტში პლენარული კენჭისყრა უნდა გაიაროს, სანამ საკანონმდებლო ორგანოს, ევროსაბჭოსა და ევროკომისიას შორის შეთანხმების შემდეგ ეტაპზე გადავა. „კრიპტო პლატფორმებს მოეთხოვებათ ჩაატარონ სათანადო გულმოდგინე შემოწმება ყველა მომხმარებელზე და შეატყობინონ საეჭვო ტრანზაქციების შესახებ ხელისუფლებას“, განმარტა მწვანეთა პარტიის წევრმა დემიენ კარემმა. მიიჩნევა, რომ პროცედურა სავალდებულო იქნება 1000 ევროზე მეტი (1080 აშშ დოლარი) ღირებულების ტრანზაქციის შემთხვევაში. გაძლიერებული ზომები გათვალისწინებულია ევროკავშირის ფარგლებს გარეთ CASP-ებთან საკორესპონდენტო ურთიერთობებისა და არაკასტოდიალური საფულეების გამოყენებით გადახდებისთვის. ზემოთაღნიშნული ლიმიტი ამ უკანასკნელზეც გავრცელდება, თუ მფლობელი არ გაივლის იდენტიფიკაციის პროცედურას და ოპერაციები განხორციელდება კომერციული მიზნით. შეიძლება აიკრძალოს არალიცენზირებულ ორგანიზაციებთან ურთიერთობა. ევროკომისია სამი წლის განმავლობაში შეაფასებს კომერციული გადახდების წესის შესწორების მიზანშეწონილობას, რათა იგი შესაბამისობაში მოიყვანოს რეგულაციებთან, მათ შორის ციფრული საიდენტიფიკაციო სისტემა TC-ისა და AMLA-ს მოთხოვნებთან. ანონიმური კრიპტო-ანგარიშები აიკრძალება. მსგავსი სტატუსის მიღება შეუძლიათ კერძო საფულეებსა და მიქსერებს, თუკი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკომისია. „ჩვენ აბსოლუტურად არ ვუშლით ხელს კრიპტოტრანზაქციებს. აკრძალვა აქტუალურია მხოლოდ მაშინ, როდესაც იდენტიფიკაცია შეუძლებელია“, - განუმარტა კარემმა CoinDesk-ს. დეპუტატმა გამოაცხადა მიზანი - შეექმნას ბარიერი ბანკების მიერ სხვა სექტორებში შეკავებული „ბინძური ფულის“ ნაკადს. 2022 წლის ოქტომბერში ევროკავშირის საბჭოს წევრებმა ხელი მოაწერეს კრიპტოვალუტების რეგულირების კანონპროექტ MiCA-ს შემდგომი განხილვის გარეშე. იგი მოიცავს წესებს, რომლებიც ვრცელდება არაუზრუნველყოფილი კრიპტო აქტივების, Stablecoin-ების, სავაჭრო და კასტოდიალური პლატფორმების ემიტენტებზე. 2023 წლის დასაწყისში ევროპარლამენტმა დოკუმენტის საბოლოო კენჭისყრა აპრილში გადაიტანა. Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Changpeng Zhao-მ MiCA-ს უწოდა „ფანტასტიკური“, მაგრამ „ცოტა მკაცრი“ Stablecoin-ებთან მიმართებაში. მანამდე Circle-მა კრიპტოვალუტების მიმართ ბანკების ინტერესის ზრდის პროგნოზი გააკეთა MiCA-ს მიღების შემდეგ. https://tinyurl.com/3yjze22w
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.