Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5892
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    195

Everything posted by Magdalena

  1. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ხელმძღვანელობით CEA-მ წარადგინა წინადადება - ფედერალურ ბიუჯეტში იქნას შეტანილი 30%-იანი ბეგარა კრიპტოვალუტის მაინინგში გამოყენებულ ელექტროენერგიაზე. ინიციატივა მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებაზე ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირებას, წერს Yahoo. „მაინერების მიერ ენერგიის მოხმარების მაღალი დონე უარყოფითად აისახება გარემოზე, ცხოვრების ხარისხსა და ელექტრო ქსელებზე, სადაც მსგავსი კომპანიებია განლაგებული ქვეყნის მასშტაბით“, - ნათქვამია მოხსენებაში. მომავალ პუბლიკაციაში საბჭო წარადგენს არგუმენტებს Digital Asset Mining Energy (DAME) აქციზის ბეგარის შესახებ. CEA-მ აღნიშნა, რომ ბეგარის დანერგვა მაინინგ-კომპანიებს აიძულებს მეტი ყურადღება მიაქციონ იმ ზიანს, რომელსაც ისინი საზოგადოებას აყენებენ. ამჟამად მათი ხარჯები არ ითვალისწინებს „დაბინძურებას, საწვავის ფასების ზრდას და სასათბურე გაზების გაზრდილი ემისიების გავლენას კლიმატზე“. ციფრული ვაჭრობის პალატის ენერგეტიკული პოლიტიკის დირექტორი ტომ მეიპსი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას აღიქვამს, როგორც „შეტევას იმ ინდუსტრიაზე, რომელსაც ისინი მხარს არ უჭერენ“. „მკაფიოდ ჩანს, რომ მათ არ მოსწონთ ეს ინდუსტრია და ეძებენ გზებს მის შესაზღუდად“, - განმარტა მან. თეთრი სახლის მოხსენების თანახმად კრიპტოვალუტის მაინინგი უფრო მეტ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე მთლიანი ავსტრალია. შეერთებულ შტატებში, სადაც კონცენტრირებულია მაინინგის დაახლოებით მესამედი, ამ ტიპის საქმიანობა შეადგენს მთლიანი ხარჯების 0.9%-დან 1.7%-ს. New York Times-ის შეფასებით 34 უმსხვილესი საწარმო იყენებს იმდენ ელექტროენერგიას, რამდენსაც თითქმის 3 მილიონი ოჯახი. ათმა ტეხასურმა კომპანიამ განაპირობა უფრო მაღალი ფასები ყველა მომხმარებლისთვის მას შემდეგ, რაც მათ მიერ წარმოქმნილმა მოთხოვნამ შექმნა ბლექაუთის რისკები. CEA მიუთითებს ფედერალური რეგულაციის აუცილებლობაზე, რომელიც ითვალისწინებს კრიპტოვალუტების მაინინგის საყოველთაო ხარჯებს. ექსპერტების შემოთავაზებაა გადასახადის ეტაპობრივი შემოღება სამი წლის განმავლობაში, მომავალი წლიდან 10+%-ით, ხოლო შემდეგ 20%-მდე და 30%-მდე გაზრდა. გამოთვლების თანახმად DAME ათი წლის განმავლობაში 3.5 მლრდ აშშ დოლარს მოიტანს. Forbes-თან ინტერვიუში ეკონომისტმა ჯეიმს ბროუელმა განაცხადა, რომ უფრო გონივრული იქნება სათბურის გაზების ემისიების, ვიდრე ელექტროენერგიის მოხმარების დაბეგვრა. ამჟამინდელი წინადადება „სჯის“ კომპანიებს, რომლებიც იყენებენ „სუფთა საწვავს“, აღნიშნა მან. თეთრი სახლი მთლიანობაში ვერ ხედავს საზოგადოების სარგებელს მაინინგისგან. „ჯერ არ არის ნათელი, რა ეკონომიკური სარგებელი მოაქვს ამ საქმიანობას. არსებობს საფრთხე ფინანსური სტაბილურობის რისკის და, რა თქმა უნდა, გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ“, - აცხადებენ მრჩევლები. მეიპსი არ დაეთანხმა ამ არგუმენტს. ექსპერტის თქმით თეთრი სახლი შერჩევითად იქცევა ინდუსტრიებს შორის გამარჯვებულთა და დამარცხებულთა არჩევისას. 2023 წლის მარტში CEA-მ წარადგინა მოხსენება, რომელშიც ნათქვამია, რომ ციფრული აქტივები არ შეესაბამება გამოყენების მითითებულ შემთხვევებს. ექსპერტებმა ასევე მიუთითეს ინვესტორებისთვის ციფრული აქტივებისა და ზოგადად ფინანსური სტაბილურობის რისკებზე. https://tinyurl.com/535dc9rk
  2. კომპანია AMD ფსონს ხელოვნურ ინტელექტზე დებს, აღნიშნა გენერალურმა დირექტორმა Lisa Su-მ 2023 წლის პირველი კვარტლის საქმიანობის შედეგების შემაჯამებელი კონფერენციის დროს, ხოლო გამოთვლითი ამაჩქარებლები Instinct MI300 ამ მიმართულების სათავეში იქნება. ფოტოს წყარო: AMD ლიზა სუმ განაცხადა: „ჩვენ მეტად აღფრთოვანებულნი ვართ ჩვენი შესაძლებლობებით ხელოვნური ინტელექტის სფეროში. ეს არის ჩვენი № 1 სტრატეგიული პრიორიტეტი და აქტიურად ვთანამშრომლობთ ყველა მომხმარებელთან, რათა ერთობლივი გადაწყვეტილებები შემოვიტანოთ ბაზარზე, რომელთა სათავეში მოექცევა ჩვენი მომავალი Insight MI300 GPU, Ryzen 7040 სერიის პროცესორები Ryzen AI-ით, Zynq UltraScale+ MPSoC ჩიპებით, მონაცემთა ცენტრის ამაჩქარებლები LVO V70, Versal AI - ადაპტირებული პლატფორმა მონაცემთა ცენტრებისთვის, ასევე პერიფერიული SoC-ებისთვის“. AMD-სთვის ხელოვნური ინტელექტი ვრცელი ბაზარია და ქლაუდ სეგმენტთან შედარებით გაცილებით მეტ შემოთავაზებას უზრუნველყოფს. ფლაგმანური ამაჩქარებლები Instinct MI300 შეესაბამება როგორც ხელოვნური ინტელექტის მოთხოვნებს, ისე მაღალი წარმადობის გმომთვლელ ეკოსისტემებსა და სუპერკომპიუტერებს, AMD აცხადებს, რომ Instinct MI300 ამაჩქარებლებმა ძლიერი ევოლუცია განიცადა ბოლო რამდენიმე თვეში. კომპანია მუშაობს ამაჩქარებლების ხაზის გაფართოებაზე და გამოიყენებს თავის შვილობილ კომპანია Xilinx-ს, რათა გაზარდოს და დააჩქაროს მუშაობა ხელოვნური ინტელექტის პროგრამულ უზრუნველყოფასთან, ისევე როგორც ხელოვნური ინტელექტის მთელ გენერაციულ პლატფორმასთან მიმართებაში. იგეგმება, რომ Instinct MI300-ის მიწოდება ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული პირველი მომხმარებლებისთვის მიმდინარე წლის მეოთხე კვარტლიდან მოხდება. მიმდინარე კვარტალში გამოსული Genoa-X ჩიპები Zen 4 ბირთვებით და დამატებითი 3D V-Cache-ით გაყიდვაში მიმდინარე კვარტალშივე გამოვა. AMD ამჟამად მისდევს NVIDIA-ს გზას, რათა ხელოვნური ინტელექტის ბაზრის საკუთარი წილი დაიკავოს, რადგან ხელოვნური ინტელექტისთვის განკუთვნილ, NVIDIA-ს გრაფიკულ პროცესორებზე მოთხოვნა ბოლო თვეებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამასთან, AMD არ ელოდება ხელოვნური ინტელექტის სფეროს კომპანიებს, რომ მათ თავიანთი სერვერები Instinct MI300-ით აამოქმედონ, არამედ მუშაობს ამჟამინდელი MI250 ამაჩქარებლების ოპტიმიზაციაზე, რათა დააკმაყოფილოს ხელოვნური ინტელექტის მოთხოვნები. https://tinyurl.com/mt3zz3by
  3. კომპანია Nothing-მა დაადასტურა მიმდინარე წლის ზაფხულში ახალი ფლაგმანური სმარტფონის გამოშვება. როგორც მოსალოდნელი იყო, Nothing-ის მომდევნო სმარტფონი იქნება Phone (2), რომელსაც კომპანია წარმოგვიდგენს ფლაგმანად წინამორბედ საშუალო დონის სმარტფონისგან განსხვავებით. Nothing-მა განაცხადა, რომ Phone 2-ს წარადგენს 2023 წლის ზაფხულში, 21 ივნისიდან 23 სექტემბრამდე პერიოდში. ფოტოს წყარო: Nothing რადგანაც Android 14 სტაბილურ სტატუსს აგვისტომდე ვერ მოიპოვებს, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ Nothing-ის ფლაგმანში ხსენებული ოპერაციული სისტემა იყოს დაყენებული, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რა დრო დასჭირდა Android 13-ს Phone (1)-ში გამოჩენისთვის - ეს მოდელი Android 12-ით გამოვიდა. აღვნიშნავთ, რომ ანონსი ჩატარდა Phone 1-ში Android 14-ის ბეტა ვერსიის მოახლოებული გამოშვების გამოცხადებიდან რადენიმე დღეში. Nothing-მა მინიშნება გააკეთა, რომ Phone 2 აგებული იქნება Snapdragon 8 სერიის უახლეს ჩიპსეტზე და არა Snapdragon 7 Plus Gen 2-ზე. ჩიპსეტის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე საიდუმლოდ რჩებოდა, თუმცა მარტში Qualcomm-ის ხელმძღვანელი Cristiano Amon ამტკიცებდა, რომ Phone 2-ში გამოყენებული იქნება Snapdragon 8 Plus Gen 1, რაც სერიოზულ განახლებას წარმოადგენს Nothing Phone 1-ში მოცემულ SoC Snapdragon 778G Plus-თან შედარებით. თუმცა უახლოესი გადაწყვეტილება Snapdragon 8 Gen 2-ია. Nothing Phone 2-ის სხვა მახასიათებლები ჯერჯერობით უცნობია, არსებობს მხოლოდ მინიშნება სამომავლო გაჯეტის საფირმო განათების შესახებ, რომელსაც ციმციმა წითელი ზოლი ექნება. მოსალოდნელია, რომ Nothing მეტ დეტალს უახლოეს დროში გააზიარებს. https://tinyurl.com/2tjx5za3
  4. 1 მაისს Bitcoin-ის ქსელში ტრანზაქციების ყოველდღიურმა მოცულობამ მიაღწია ATH 685.711-ს Ordinals-თან დაკავშირებული აქტივობის ზრდის ფონზე. ინდიკატორის წინა მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 2017 წლის 14 დეკემბერს 490459 დონეზე, იმ დროს ციფრული ოქროს ფასი პირველად 20 000 აშშ დოლარიან ნიშნულს მიუახლოვდა. წყარო: Coin Metrics. Ordinals-თან დაკავშირებული მღელვარება მნიშვნელოვნად მოქმედებს პირველი კრიპტოვალუტის სხვადასხვა onchain-საზომზე: ტრანზაქციის აქტივობა, მემპულის დატვირთვა, ბლოკის სისრულე და ა.შ. სტატიის წერის მომენტისთვის პლატფორმა Dune Analytics-ზე @dgtl_assets დეშბორდის მიხედვით სულ 3130802 bitcoin-NFT გაიცა. მათ გამოშვებაზე საკომისიოს სახით დაიხარჯა 2566132 BTC (7.2 მლნ აშშ დოლარი). წყარო: Dune ბოლო 24 საათის განმავლობაში 370 000-ზე მეტი Ordinals იქნა გამოშვებული. წყარო: Dune შემდეგი სქემა გვიჩვენებს Bitcoin-ის NFT-ების გამოშვებაზე დახარჯული საკომისიოების მოცულობის ზრდას. იგი მიუთითებს ტრანზაქციების გაზრდილ მოთხოვნასა და პირველი კრიპტოვალუტის ბლოკჩეინზე არსებულ დატვირთვაზე. წყარო: Dune თუ ადრე განთავსებული ობიექტების უმრავლესობა გამოსახულებები იყო, ახლა ტექსტის ფორმატი ჭარბობს. წყარო: Dune https://tinyurl.com/47d6hs6w
  5. ASUS ROG Ally პორტატული გეიმინგ კონსოლის საბაზო ვერსია AMD Ryzen Z1 ექვსბირთვიანი პროცესორით და 256 გბ SSD-ით 599.99 აშშ დოლარი ეღირება, წერს The Verge. ფოტოს წყარო: ASUS ჟურნალისტები ეყრდნობიან ორი ინტერნეტ-ინფორმატორის მონაცემებს, რომლებმაც, როგორც ჩანს, ინფორმაცია ამერიკულ სავაჭრო პლატფორმა BestBuy-ს ბაზიდან მიიღეს. ხსენებული პლატფორმა ASUS-ის ოფიციალური პარტნიორია და მასზე კონსოლი გაყიდვების დაწყების დღესვე გახდება ხელმისაწდომი. ადრე იმავე ინფორმატორისგან გახდა ცნობილი, რომ რვაბირთვიანი Ryzen Z1 Extreme-ის და 512 გბ SSD-ის მქონე ვერსია გაყიდვების დაწყებისას შეფასდება 699.99 აშშ დოლარად, იგი 50 აშშ დოლარით ძვირი გამოდის Steam Deck-ის მაქსიმალურ ვერსიასთან შედარებით, რომელიც იმავე მოცულობის SSD-ით 650 აშშ დოლარადაა ხელმისაწვდომი. Valve-ს კონსოლი 256 გბ მეხსერებით 530 აშშ დოლარადაა შეფასებული. ამრიგად, ანალოგიური კომპლექტაციის ROG Ally, თუ უახლეს ცნობებს დავუჯერებთ, 170 აშშ დოლარით ძვირი იქნება. Steam Deck-ის ფასი 399 აშშ დოლარიდან იწყება, ეს გახლავთ ვერსია 64 გბ eMMC სტანდარტის მეხსიერებით. თუმცა, სურვილის შემთხვევაში, კონსოლში შესაძლებელია SSD-ის დაყენება. Ryzen Z1 - ეს არის ექვსბირთვიანი პროცესორი 12 ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით, აქვს 22 მბ ქეშ-მეხსიერება და ოთხი ბლოკი (EU) ინტეგრირებული RDNA 3 გრაფიკით. Ryzen Z1 Extreme-ს რვა ბირთვი აქვს 16 ვირტუალური ნაკადით, ასევე 24 მბ ქეშ-მეხსიერება და 12 ბლოკი RDNA 3 გრაფიკით. Ryzen Z1 Extreme წარმოადგეს პორტატულ გეიმინგ კონსოლებზე ოპტიმიზებულ Ryzen 7 7840U-ს. Steam Deck კი მუშაობს AMD-ის ქასთომიზებულ ოთხბირთვიან პროცესორზე უფრო ძველი Zen 2 არქიტექტურითა და RDNA 2 გრაფიკით. ფოტოს წყარო: VideoCardz ROG Ally-ი ოფიციალური ფასი და გაყიდვაში გამოსვლის დრო 11 მაისს გახდება ცნობილი. https://tinyurl.com/2p998t5e
  6. მალევე მას შემდეგ, რაც Intel-ის პროცესორი უჩვეულო სახელწოდებით Core Ultra 5 1003H აღმოაჩინეს გეიმინგ ტესტის მონაცემთა ბაზა Ashes of the Singularity-ში, კომპანიის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ დაგეგმილია სამომხმარებლო პროცესორის მოდელების მარკირების მიდგომის შეცვლა. ფოტოს წყარო: VideoCardz Intel-ის საერთაშორისო კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ბერნარდ ფერნანდესმა Twitter-ის გვერდის საშუალებით დაადასტურა ხმები, რომ კომპანია შეცვლის სამომხმარებლო პროცესორების დასახელების სქემას. როგორც ჩანს, Core i3, Core i5, Core i7 და Core i9 დასახელებების ნაცვლად კომპანია გამოიყენებს Core 3, Core 5, Core 7 და Core 9 სახელებს ზოგ შემთხვევაში პრეფიქსით - Ultra. Intel-ის წარმომადგენელს არ განუმარტავს, ეს ცვლილებები შეეხება დესკტოპ ჩიპებსაც თუ მხოლოდ მობილურ პროცესორებზეა საუბარი. მას ასევე არ გამოუცხადებია როდის იგეგმება ამ ცვლილებების განხორციელება, თუმცა ამ კონტექსტში ახსენა Meteor Lake სერიის ჩიპები - მათი პრეზენტაცია მიმდინარე წელსაა მოსალოდნელი. მიიჩნევა, რომ წლის მეორე ნახევარში Meteor Lake პროცესორების გამოშვებამდე კომპანია გამოუშვებს Raptor Lake სერიის დესკტოპ პროცესორების განახლებულ მოდელებს. ზოგი მოსაზრებით ეს ჩიპები იქნება Meteor Lake სერიის ნაწილი, რადგან კომპანია თავდაპირველად მობილური Meteor Lake პროცესორების გამოშვებას გეგმავს. „დიახ, ჩვენ შეგვაქვს ცვლილებები ბრენდის დასახელებაში, რადგან ვიმყოფებით გეგმის გარდამტეხ მომენტში Meteor Lake პროცესორების გამოშვების წინ. ამ ცვლილებების შესახებ მეტ ინფორმაციას უახლოეს პერიოდში გავაზიარებთ“ - განაცხადა ბერნარდ ფერნანდესმა. ინტერნეტ ინფორმატორების ინფორმაციით პრეფიქსი Ultra ახალი სქემით შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ ახალი ჩიპების მოდელების და არა Raptor Lake-ის განახლებული მოდელების შემთხვევაში. პორტალი VideoCardz ვარაუდობს, რომ Intel Core Mobile H პროცესორების დასახელებები შესაძლოა ამგვარად შეიცვალოს: Core i9-1XX00H → Core (Ultra) 9 1X0XH; Core i7-1XX00H → Core (Ultra) 7 1X0XH; Core i5-1XX00H → Core (Ultra) 5 1X0XH; Core i3-1XX00H → Core (Ultra) 3 1X0XH. უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ Intel-ს არ შეუცვლია მიდგომა პროცესორების სახელებთან დაკავშირებით. AMD-მ ეს გასულ წელს გააკეთა. შედეგად Ryzen 7000 პროცესორების უახლესი სერია მოიცავდა მოდელებს, რომლებიც დამყარებულია Zen 3 გამოთვლით არქიტექტურასა და RDNA 2 გრაფიკულ არქიტექტურაზე, რაც რეალურად მხოლოდ აბნევს მყიდველს. https://tinyurl.com/ysd98x63
  7. კომპანია Coinbase-მა გამოაცხადა ციფრული აქტივების საერთაშორისო ბირჟის, Coinbase International Exchange-ის ამოქმედების შესახებ. განცხადების თანახმად კომპანიამ ცოტა ხნის წინ ლიცენზია მიიღო ბერმუდის კუნძულების ფულად-საკრედიტო სამმართველოსგან (BMA), სადაც ახალი ორგანიზაცია დარეგისტრირდა. პლატფორმა „აშშ-ის იურისდიქციის ფარგლებს გარეთ მყოფ ინსტიტუციონალურ მომხმარებლებს საშუალებას მისცემს ივაჭრონ უვადო ფიუჩერსებით“ 5x-მდე საკრედიტო ბერკეტით. Coinbase International Exchange-ზე უკვე ხელმისაწვდომია დერივატივები Bitcoin-ისა და Ethereum-ის ბაზაზე. „Coinbase მოწოდებულია ითანამშრომლოს მაღალი სტანდარტების ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის მქონე გლობალურ მარეგულირებლებთან, რაც კრიპტო ტექნოლოგიებს საშუალებას მისცემს მუდმივად მოხდეს ინოვაციების სტიმულაცია, გამყარდეს ჩვენი ინიციატივა მსოფლიოში ეკონომიკური თავისუფლების გაფართოების შესახებ“ - ნათქვამია კომპანიის ბლოგში. კომპანია ჯერ კიდევ „მიჯაჭვულია შეერთებულ შტატებზე“, თუმცა ისწრაფვის თავისი ბიზნესი იურისდიქციის ფარგლებს გარეთ განავითაროს, რათა სამომავლოდ მოგვევლინოს, როგორც კრიპტო ჰაბი. „ჩვენ გვსურს, რომ აშშ-მ გამოიყენოს [BMA-ს მსგასი] მიდგომა იძულებითი რეგულაციებიის ნაცვლად, რამაც გამოიწვია იმედგაცრუების ტენდენცია ქვეყანაში კრიპტოვალუტების განვითარების მხრივ“, - აღნიშნა Coinbase-მა. ადრე აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC) ბირჟას გაუგზავნა შეტყობინება პლატფორმისა და მის პროდუქტებზე - Coinbase Prime, Coinbase Wallet და Coinbase Earn სტეიკინგ სერვისზე ლისტინგის პროცედურის გამოძიების დაწყების შესახებ. კომპანიამ SEC-ის პრეტენზიებს უპასუხა და განაცხადა, რომ მზადაა თავდაცვისთვის. კომპანიის წარმომადგენლებმა ასევე აღნიშნეს, რომ გამოძიების გამო შესაძლოა მარეგულირებელმა რეპუტაციას მიაყენოს ზიანი. https://tinyurl.com/5n6bdxbt
  8. წამყვანი ევროპული სატელიტური და აეროკოსმოსური კომპანიები გაერთიანდნენ, რათა მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის 6 მლრდ ევროს ღირებულების პროექტში, რომელიც ცნობილია როგორც IRIS². იგი მიზნად ისახავს მთელი ევროპის თანამგზავრული ინტერნეტით დაფარვას. ევროკავშირის განცხადებით პროექტმა უნდა გააძლიეროს ტექნოლოგიური სუვერენიტეტი. ფოტოს წყარო: latviaspace.gov.lv კონსორციუმს უხელმძღვანელებენ აეროკოსმოსური ტექნიკის მწარმოებელი კომპანიები Airbus SE და Thales Alenia Space SAS, აგრეთვე თანამგზავრული ოპერატორები Eutelsat Communications SA, SES SA და Hispasat SA. თუ კონსორციუმი კონტრაქტს მიიღებს, მან უნდა შექმნას სისტემა ასობით თანამგზავრისგან რამდენიმე ორბიტაზე, ტრადიციული გეოსტაციონარული ტერიტორიიდან დედამიწამდე დაახლოებით 35 ათასი კილომეტრის დაშორებაზე. IRIS², რომელიც ნიშნავს თანამგზავრებზე დამყარებულ მდგრადობას, კავშირსა და უსაფრთხოების ინფრასტრუქტურას, ინტერნეტის ხელმისაწვდომობით უზრუნველყოფს სამთავრობო უწყებებს, თავდაცვის სამინისტროების ჩათვლით, ასევე საწარმოებს. იგი ასევე ამოქმედდება ევროკავშირის იმ ნაწილების დაკავშირებისთვის, რომლებშიც ინტერნეტი ხელმისაწვდომი არ არის. ევროკავშირმა განაცხადა, რომ თანამგზავრების ქსელი უზრუნველყოფს კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას და გაამყარებს მის ტექნოლოგიურ სუვერენიტეტს, რადგანაც სხვა ქვეყნები, როგორიცაა ჩინეთი, ასევე კერძო კომპანიები, საკუთარი სისტემების შექმნაზე მუშაობენ. ილონ მასკის თანამგზავრული სისტემა SpaceX Starlink ამჟამად ახლო ორბიტის თანამგზავრების უმსხვილესი ოპერატორია, რომელმაც უკვე გაუშვა ათასობით თანამგზავრი SpaceX-ის რაკეტების გამოყენებით. თანამგზავრების დაჯგუფებები დედამიწის ახლო ორბიტაზე მოძრაობენ პლანეტის ზედაპირიდან 1000 კმ-ზე ნაკლებ მანძილზე და უზრუნველყოფენ სწრაფ კავშირს, თუმცა უფრო მეტი თანამგზავრია საჭირო იმავე ფართობის დასაფარად, ვიდრე მაღალ ორბიტაზე მოძრავი თანამგზავრების შემთხვევაში. IRIS² თანამგზავრები სერვისის მიწოდებას მომავალი წლიდან დაიწყებენ და სრულ სიმძლავრეს 2027 წელს მიაღწევენ. განცხადების თანახად ევროკავშირის წვლილი მთლიან ხარჯში 2.4 მლრდ ევროს შეადგენს. კიდევ 685 მილიონ ევროს გაიღებს ევროპის კოსმოსური სააგენტო, დანარჩენს კი - კერძო სექტორი. https://tinyurl.com/zdm847r5
  9. მაისის დადგომისთანავე ბენჩმარკ AnTuTu-მ ჩინურ სოციალურ ქსელ Weibo-ზე აპრილის ყველაზე მაღალი წარმადობის სმარტფონები დაასახელა. საუკეთესოთა შორის საუკეთესო აღმოჩნდა ცოტა ხნის წინ გამოსული ASUS ROG Phone 7 Ultimate (Pro ვერსია - ჩინეთში), რომელმაც დააგროვა Android-სმარტფონებისთვის რეკორდული 1325814 ქულა. ფოტოს წყარო: ASUS ROG Phone 7 სერიას აქვს ფლაგმანური ჩიპსეტი Qualcomm Snapdragon 8 Gen 2 3.2 გჰც-მდე სიხშირის მქონე ბირთვებით. მხარდაჭერილია რეითრეისინგის აპარატული აჩქარება - მოწინავე ფუნქცია სმარტფონებისთვის. გამოყენებულია 16 გბ LPDDR5X ოპერატიული და 512 გბ UFS 4.0 ფლეშ-მეხსიერება. 6.78-დუიმიანი AMOLED-დისპლეის გაფართოებაა 2448 × 1080 პიქსელი, კადრის განახლების სიხშირე 165 ჰერცი და აქვს HDR10+ სერტიფიკატი. ფოტოს წყარო: AnTuTu სმარტფონს აქვს 13-მეგაპიქსელიანი ულტრაფართოკუთხიანი კამერა და 8-მეგაპიქსელიანი მაკრომოდული, ფრონტალური კამერა 32-მეგაპიქსელიანია. გარდა ამისა, მხარდაჭერილია ვიდეოს ჩაწერა 8K/24 კადრი/წამში და 4K/60 კადრი/წამში ან 30 კადრი/წმ სიჩქარით. სმარტფონს აქვს ორი USB Type-C პორტი და 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი, შესაძლებელია სადგამის გამოყენება მაგიდაზე დაყენებისთვის და მართვა გეიმინგ Bluetooth-კონტროლერით. ხელმისაწვდომია ქულერ ROG AeroActive Cooler 7-ის დაკავშირება, რომელიც წარმოადგენს დოკ-სადგურის ერთგვარ ვარიანტს ქულერითა და დამატებითი გაგრილების ფუნქციებით. თავად სმარტფონის თხევადი გაგრილების სისტემაში გამოყენებულია გრაფენისა და ამაორთქლებელი კამერის კომბინაცია თანაბარზომიერი გაგრილებისთვის, Pro მოდელში კი მოცემულია საჰაერო ჭრილი გარე ქულერთან ერთად უკეთესი გაგრილების უზრუნველყოფისთვის. რეიტინგის ათეულში ასევე შევიდა OPPO Find X6 Pro, Nubia Red Magic 8 Pro+, OnePlus 11, Vivo X90 Pro+, iQOO 11 Pro, Xiaomi 13 Ultra, iQOO 11, Meizu 20 Pro და Redmi K60 Pro. ყველა მათგანი დამყარებულია Qualcomm Snapdragon 8 Gen 2 პროცესორზე. https://tinyurl.com/4evtvma8
  10. ანონიმურობა ციფრულ აქტივებს საშუალებას აძლევს დააფინანსონ უკანონო ქმედებები და შექმნან ეროვნული უსაფრთხოების რისკები, რაც უპასუხოდ არ უნდა დარჩეს. ამის შესახებ CFTC-ის კომისარმა კრისტი გოლდსმიტ რომერომ განაცხადა, წერს Reuters. კომისარმა აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტებს იყენებენ კიბერკრიმინალები, რომელთა მსხვერპლნი არიან ფიზიკური პირები, კომპანიები, საავადმყოფოები და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები. „თაღლითობა ციფრული აქტივების ბაზრების დამახასიათებელი ნიშანია“, - განაცხადა გოლდსმიტ რომერომ. კომისარმა განაცხადა კრიპტოვალუტების „არასაკმარისი ხილვადობის“ პრობლემის გადაჭრის აუცილებლობის შესახებ. მისი თქმით, ეს გამომდინარეობს "ანონიმურობის ხიბლიდან", რაც ციფრულ აქტივებს უკანონო დაფინანსებისთვის მიმზიდველს ხდის. გოლდსმიტ რომერომ კრიპტოკომპანიებს მოუწოდა დაიცვან ნორმატიული მოთხოვნები და არ გამოიყენონ მიქშირების სერვისები. მათ უნდა შექმნან შიდა კონტროლის მექანიზმები, რათა თავიდან აიცილონ ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების ალბათობა. ”კონგრესი უკვე განიხილავს ახალ კანონებს ანონიმურობისა და ციფრული იდენტობის წინააღმდეგ საბრძოლველად,” - განაცხადა მან. 2023 წლის აპრილში აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გაფრთხილება გამოთქვა ფულის გადარიცხვისა და გათეთრების მიზნით კიბერკრიმინალების მიერ DeFi სერვისების გამოყენების შესახებ. მანამდე ევროპარლამენტის ეკონომიკურ საკითხთა და საშინაო საქმეთა კომიტეტებმა დაამტკიცეს კანონპროექტის ტექსტი, რომელიც აფართოებს AML მოთხოვნებს DAO, NFT და DeFi პლატფორმებზე TradFi-ს ანალოგიურად. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 8 აგვისტოს OFAC-მა სანქციების სიაში შეიყვანა Tornado Cash 7 მლრდ დოლარზე მეტი კრიპტოვალუტის გათეთრებაში ეჭვით. სერვისს, სხვა საკითხებთან ერთად, იყენებდა ჩრდილოეთ კორეელი ჰაკერების ჯგუფი Lazarus Group. https://tinyurl.com/53zc62a9
  11. OpenAI-მა დაამატა ახალი პარამეტრები ChatGPT ჩატ-ბოტის ინტერფეისს, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს წაშალონ ჩატის ისტორია და ისარგებლონ მონაცემთა ექსპორტის უფრო მოსახერხებელი მეთოდით. სტარტაპმა ასევე გამოაცხადა სერვისის ბიზნეს ვერსია ChatGPT Business-ის გამოშვების გეგმების შესახებ, რომელიც უახლოეს თვეებში იქნება წარმოდგენილი. Silicon Angle-ის თანახმად ბოტი დღეს მუშაობს დიდ ენის მოდელ GPT-4-ის საფუძველზე, რომელიც ცოტა ხნის წინ დაინერგა. არსებული მონაცემებით სერვისის აუდიტორიამ 100 მილიონ მომხმარებელს გადააჭარბა. ChatGPT default-ად ინახავს როგორც მომხმარებლების რეპლიკებს, ისე ხელოვნური ინტელექტის პასუხებს. ახალი პარამეტრების წყალობით ჩატის ისტორიის წაშლა 30 დღის შემდეგ იქნება შესაძლებელი. ამასთან, OpenAI მონაცემებს არ გამოიყენებს ენობრივი მოდელის სწავლებისთვის. კომპანიის ინფორმაციით მართვის ახალი ელემენტები ყველა მომხმარებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი და ეტაპობრივი დანერგვა უკვე დაწყებულია. OpenAI აცხადებს, რომ პარამეტრების შეცვლა ნებისმიერ დროს იქნება შესაძლებელი. თუკი ისტორიის შენახვის ფუნქცია გამორთულია, ხელოვნურ ინტელექტთან საუბარი 30 დღის განმავლობაში შეინახება და წაშლის წინ დაინსპექტირდება მონაცემების ბოროტად გამოყენების მონიტორინგის აუცილებლობის შემთხვევაში. მართვის ახალი ელემენტის პარალელურად გამოჩნდა კონტენტის ექსპორტის გამარტივებული შესაძლებლობა. OpenAI-ის თანახმად ინსტრუმენტი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ატვირთონ ხელოვნურ ინტელექტთან განხორციელებული ჩატები და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის ასლები. ადრეც შესაძლებელი იყო მონაცემების ასეთი ექსპორტი, თუმცა ცოტა მეტი ძალისხმევა და დრო სჭირდებოდა. ფოტოს წყარო: OpenAI ამავე დროს OpenAI-მ დააანონსა ChatGPT-ის ბიზნეს ვერსიის გამოშვება. სტარტაპს არ დაუკონკრეტებია სამომხმარებლო მოდელებთან შედარებით რა დამატებით ფუნქციებს მიიღებს ჩატ-ბოტის ასეთი ვარიანტი, მაგრამ აღნიშნა, რომ მომხმარებლის მონაცემები ასევე არ იქნება გამოყენებული ენობრივი მოდელების სწავლებისთვის. OpenAI-ის თანახმად ბიზნეს-ვერსია განკუთვნილია „პროფესიონალებისთვის, რომლებსაც მეტი კონტროლი სჭირდებათ თავიანთ მონაცემებზე და კომპანიებისთვის, რომლებიც ცდილობენ მართონ საბოლოო მომხმარებლის გამოცდილება“. დასაშვებია ვივარაუდოთ, რომ სერვისს ექნება დამატებითი ფუნქციები, რომლებიც დაეხმარება ადმინისტრატორებს შეასრულონ სხვადასხვა დავალება, მაგალითად, შექმნან კორპორატიული ანგარიშები თანამშრომლებისთვის. OpenAI თებერვლიდან მომხმარებლებს უკვე სთავაზობს ChatGPT-ის ფასიან ვერსიას - ChatGPT Plus უზრუნველყოფს უფრო სწრაფ პასუხებს და პრიორიტეტულ წვდომას თვეში 20 აშშ დოლარად. აგრეთვე OpenAI-მ გამოუშვა API კომპანიების მიერ ბოტის საკუთარ პროგრამულ უზრუნველყოფაში ინტეგრირებისთვის. https://tinyurl.com/2p89ayfy
  12. საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს ახალ ანგარიშში მოცემულია, რომ ელექტრომობილების გლობალური გაყიდვები 2023 წელს მესამედზე მეტით, 14 მილიონ ერთეულამდე გაიზრდება, რის შედეგად ელექტრომობილები წლის ბოლოსთვის დაიკავებს ახალი ავტომობილების ბაზრის თითქმის მეხუთედ ნაწილს. ამასთან აღინიშნა, რომ გასულ წელს ელექტრომობილების გაყიდვები 55%-მდე გაიზარდა და 10 მილიონ ერთეულს გადააჭარბა. ფოტოს წყარო: freepik შეფასების თანახმად წლის ბოლომდე ელექტრომობილები მთელი საავტომობილო ბაზრის 18%-ს დაიკავებს, რაც 2022 წლის 14%-ზე ბევრად მეტია, ხოლო 2020 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 4%-ს შეადგენდა. ელექტრომობილების გაყიდვები კონცენტრირებულია სამ მსხვილ ბაზარზე - ჩინეთში, ევროპასა და აშშ-ში. 2022 წელს ჩინეთზე მოდიოდა ელექტრომობილების მსოფლიო გაყიდვების 60%, დღესდღეობით კი - 50%. ევროპასა და აშშ-ში ელექტრომობილების გაყიდვები 2022 წელს 15% და 55%-ით გაიზარდა, შესაბამისად. ამ ბაზრებზე ელექტრომობილების გაყიდვები სამომავლოდაც გაიზრდება ევროკავშირის კლიმატურ პროგრამა Fit for 55-ის და აშშ-ის „ინფლაციის შემცირების კანონის“ წყალობით. 2030 წლისთვის ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს შეფასებით ელექტრომობილების საშუალო წილი მთლიან გაყიდვებში ჩინეთში, ევროკავშირსა და აშშ-ში დაახლოებით 60%-მდე გაიზრდება. აკუმულატორების წარმოებას რაც შეეხება, ენერგეტიკის მსოფლიო სააგენტოს ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბატარეების წარმოების მიმდინარე, დამტკიცებული და დაგეგმილი პროექტები დააკმაყოფილებს ელექტრომობილებზე მოთხოვნას 2030 წლამდე. ამჟამად მსოფლიო ლიდერი ბატარეების და მათი კომპონენტების წარმოებაში ჩინეთია და მისი წილი ელექტრომობილების ექსპორტში 35%-მდე გაიზარდა. თუმცა კანონ Net Zero Industry Act-ის შესაბამისად ევროპაში ბატარეებზე წლიური მოთხოვნის 90%-ს შიდა მწარმოებლები დააკმაყოფილებენ. არაკომერციული ორგანიზაცია Green Alliance აცხადებს, რომ ავტომობილების მოხმარების ზრდის ამჟამინდელი ტემპით შიდაწვის ძრავზე მომუშავე მანქანები 2050 წლისთვის კვლავ შეინარჩუნებენ დიდ ბრიტანეთში დაბინძურების მთავარი წყაროს ტიტულს. წევრები ამტკიცებენ, რომ გარბენის გადასახადები, გზის სიჩქარის შემცირება, ავტობუსების ტარიფების 15%-ით შემცირება, სარკინიგზო ტარიფის 5%-ით და ველოსიპედით მგზავრობის 20%-ით ზრდა ხელს შეუწყობს ნახშირორჟანგის ემისიის 25%-ით შემცირებას. https://tinyurl.com/mr4bn8ek
  13. გადახდების გიგანტმა Visa-მ გამოაცხადა კრიპტოვალუტების განყოფილებისთვის დეველოპერების დაქირავების შესახებ. ამის შესახებ დეპარტამენტის ხელმძღვანელმა Cuy Sheffield-მა განაცხადა. „ჩვენ გვაქვს Visa-ს კრიპტო პროდუქტის ამბიციური სამოქმედო გეგმა და ახლახანს დავიწყეთ უფროსი პროგრამული ინჟინრის ძებნა, რომელიც დაგვეხმარება მივაღწიოთ ბლოკჩეინის ყოვლისმომცველ დანერგვას და Stablecoin-ებში ანგარიშსწორებას“ - განაცხადა მან. დეველოპერების პარალელურად კომპანია ეძებს „ფართოდ ხელმისაწვდომი მასშტაბირებადი სასერვერო სისტემების შექმნის“ გამოცდილების მქონე პირებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან Web3 ტექნოლოგიით. სამუშაოს აღწერილობის მიხედვით კანდიდატებს უნდა ესმოდეთ პირველი და მეორე დონის ქსელების მახასიათებლები, ასევე შეძლონ სმარტ-კონტრაქტების შექმნა Solidity ენაზე.Bottom of Form „ჩვენ განსაკუთრებით გვაინტერესებს Github Copilot-ის და ხელოვნური ინტელექტით მხარდაჭერილი სხვა საინჟინრო ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება სმარტ-კონტრაქტების დაწერისა და გამართვის მიზნით“, - განმარტა შეფილდმა. წლის დასაწყისში Visa-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ალფრედ კელიმ განაცხადა, რომ ბლოკჩეინზე დამყარებული გადაწყვეტილებები ინტეგრირებული იქნება კომპანიის სერვისებში მომდევნო თაობის გადახდების მხარდაჭერისთვის. თებერვალში კრიპტო პლატფორმა Wirex-მა საგადახდო გიგანტთან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას სადებეტო და წინასწარი გადახდის ბარათების გამოშვებასთან დაკავშირებით. https://tinyurl.com/yeykk59w
  14. NVIDIA-მ წარადგინა გადაწყვეტილება NeMo Guardrails ღია კოდით, რომლის მიზანია უზრუნველყოს ხელოვნურ ინტელექტზე დამყარებული აპლიკაციების უსაფრთხოება - აღმოფხვრას ბოტებიდან ე.წ. ჰალუცინაციები (მცდარი მტკიცებები), შეზღუდოს აკრძალული თემების განხილვისა და ტოქსიკური ენით ლაპარაკისგან და არასასურველი ქმედებების შესრულებისგან. NVIDIA NeMo Guardrails შექმნილია ყველა დიდ ენობრივ მოდელთან (LLM) სამუშაოდ, როგორიცაა OpenAI-ის ChatGPT. გადაწყვეტილება საშუალებას აძლევს დეველოპერებს დააკონფიგურირონ LLM-ზე დაფუძნებული აპლიკაციები, რათა იყოს უსაფრთხო და დარჩეს კომპანიის კომპეტენციის ფეროში. NeMo Guardrails მოქმედებს, როგორც შუამავალი ფენა მომხმარებელსა და LLM-ს ან ხელოვნური ინტელექტის სხვა ხელსაწყოს შორის და ხელს უშლის არასწორი შედეგების ან მინიშნებების მიცემას. ფოტოს წყარო: NVIDIA NeMo Guardrails დეველოპერებს საშუალებას მისცემს დააყენონ სამი ტიპის შეზღუდვა: თემატური შეზღუდვები, რომლებიც აღმოფხვრის აპლიკაციის გადახრას არასასურველ სფეროში, უზრუნველყოფს საუბრის წარმართვას განსაზღვრული თემის ფარგლებში. მაგალითად, ბოტს, რომელიც განკუთვნილია მომხმარებლებს პროდუქტებზე გასცეს პასუხები, სისტემა ხელს შეუშლის უპასუხოს ამინდის შესახებ. უსაფრთხოების შეზღუდვა, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ LLM არ გასცემს დეზინფორმაციას და არ გამოიწვევს ნეგატიურ რეაქციას. შესაძლებელია გაიფილტროს არასასურველი გამონათქვამები და უზრუნველყოფილ იქნას მხოლოდ სანდო წყაროებზე დაყრდნობა. დაცვითი შეზღუდვები ხელს შეუშლის LLM-ს ზიანისმომტანი კოდის შესრულებას და უზრუნველყოფს ბოტის კავშირს მხოლოდ დაშვებულ სიაში შემავალ გარე აპლიკაციებთან. როგორც კომპანიამ აღნიშნა, ასეთი ზომები „ხელს შეუწყობს მძლავრი უსაფრთხოების მოდელის უზრუნველყოფას და LLM-ზე დამყარებული თავდასხმების რისკს ამცირებს მათი აღმოჩენისთანავე“. NVIDIA-მ NeMo Guardrails ჩართო პლატფორმა NVIDIA NeMo-ში, რომელიც უზრუნველყოფს ყველა აუცილებელ ინსტრუმენტს ენობრივი მოდელების სწავლებისა და კონფიგურირებისთვის კომპანიის საკუთარი მონაცემების გამოყენებით. NeMo-ს ინსტრუმენტების დიდი ნაწილი უკვე ხელმისაწვდომია GitHub-ზე. კომპანიებს ასევე შეუძლიათ მისი მირება სრული და მხარდაჭერილი პაკეტით, რომელიც პლატფორმა NVIDIA AI Enterprise-ის შემადგენლობაში შედის. https://tinyurl.com/mjmm8znx
  15. კომპანია Corsair-მა წარადგინა SSD MP600 CORE XT და MP600 MINI. ორივეზე მხარდაჭერილია ინტერფეისი PCIe 4.0. MP600 MINI მოდელი კომპაქტური M.2 2230 ფორმ-ფაქტორისაა, მისი ზომა 22 × 30 მმ-ს შეადგენს. კომპანია აღნიშნავს, რომ SSD შესანიშნავად მოთავსდება, მაგალითად, Valve-ს პორტატულ კონსოლ Steam Deck-ში, აგრეთვე სხვა კომპაქტურ მოწყობილობებში, როგორებიცაა პლანშეტები Microsoft Surface Pro 8 და Pro 9. ფოტოს წყარო: Corsair MP600 MINI SSD ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ 1 ტბ მოცულობის ვარიანტად. მის შემადგენლობაში გამოყენებულია 3D TLC NAND ფლეშ-მეხსიერების ჩიპები. MINI მოდელის თანმიმდევრული წაკითხვისა და ჩაწერის სიჩქარეა 4800 მბ/წამამდე. შემთხვევითი წაკითხვისა და ჩაწერის ოპერაციებში წარმადობა აღწევს 1.1 მილიონ და 850 ათას IOPS-ს, შესაბამისად. Corsair MP600 CORE XT მოდელი უფრო ნაცნობი, M.2 2280 (22 × 80 მმ) ფორმატისაა და მასში გამოყენებულია 3D QLC NAND ფლეშ-მეხსიერების ჩიპები. SSD ხელმისაწვდომი იქნება 1, 2 და 4 ტბ მოცულობის ვარიანტებად. უზრუნველყოფილია თანმიმდევრული წაკითხვის სიჩქარე 5000 მბ/წამამდე და თანმიმდევრული ჩაწერის სიჩქარე - 4400 მბ/წამამდე. Corsair-ის ორივე SSD-ს აქვს AES დაშიფვრის 256-ბიტიანი სისტემა. ყველა მოდელს 5-წლიანი გარანტია აქვს. MP600 MINI-ის ფასი 110 აშშ დოლარს შეადგენს. Corsair MP600 CORE XT მოდელის კი 60, 115 და 285 აშშ დოლარი 1, 2 და 4-ტერაბატიან მოდელებზე, შესაბამისად. მოწყობილობების შეკვეთა უკვე შესაძლებელია კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. https://tinyurl.com/2p8j9fvz
  16. ევროპარლამენტმა შესაძლოა ხელი შეუშალოს ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ ეროვნული ციფრული ვალუტის გამოშვებას. ამის შესახებ მარეგულირებელი ორგანოს მმართველთა საბჭოს წევრმა ფაბიო პანეტამ განაცხადა, წერს CoinDesk. ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა კანონმდებლებს შორის მზარდი ეჭვების არსებობა CBDC-ის ღირებულების შესახებ. „ციფრული ევროს გამოშვებისთვის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა საჭირო. ამ შემთხვევაში ევროპის ცენტრალური ბანკი რეაგირებას მოახდენს. თუ ეს მოწოდება [არ გაგრძელდეს მუშაობა] პოლიტიკურ დონეზე გაკეთდება ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს მეშვეობით, ვერ ვხედავ შანსს, რომ მარეგულირებელი დამოუკიდებლად განახორციელებს ინიციატივას“, - განაცხადა პანეტამ. მმართველთა საბჭოს წევრმა დეპუტატებს მოუწოდა მიიღონ ახალი კანონები, რომლებიც უზრუნველყოფენ CBDC-სთვის გადახდის საშუალების სტატუსის მინიჭებას. მან მოიყვანა ცენტრალური ბანკის კვლევა, რომლის მიხედვით მოქალაქეები ეროვნული ციფრული ვალუტის „ყველაზე მნიშვნელოვან მახასიათებლად“ თვლიან ნებისმიერ ადგილას გადახდის შესაძლებლობას. ”ჩვენ გვინდა დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში გვექნება სისტემა, რომელიც ყველა მაცხოვრებელს მისცემს საშუალებას - ნებისმიერ ადგილას გადაიხადოს უსაფრთხო და ეფექტური გზით ყველაზე დაბალ ფასად,” - განმარტა მან. პანეტას თქმით ევროპის ცენტრალური ბანკი იკვლევს გზას, რათა რათა ინსტრუმენტი ხელმისაწვდომი გახადოს მოსახლეობის ~5%-ისთვის, რომლებსაც არ აქვთ ან არ სურთ ჰქონდეთ საბანკო ანგარიში, მათ შორის KYC პროცედურების ჩატარება საფოსტო ოფისებში, ონლაინ ან სხვა შუამავლების მეშვეობით. ციფრული ევროს გამოშვების ინიციატივა 2019 წლის ნოემბერში გაჩნდა. 2020 წლის ოქტომბერში ECB-მა გამოაქვეყნა ყოვლისმომცველი ანგარიში ამ თემაზე. 2022 წლის მაისში ECB-ის მმართველთა საბჭოს წევრმა ფაბიო პანეტამ დაუშვა CBDC-ების გამოშვების ალბათობა 2026 წლამდე, ემისიების ლიმიტით 1.5 ტრილიონი. 2021 წლის ივლისში დაიწყო ციფრული ევროს კვლევის სტადია, რომელიც გაგრძელდება 2023 წლის სექტემბრამდე. მიიჩნევა, რომ ამ დროისთვის მარეგულირებელი გადაწყვეტს CBDC-ის გამოცემის მიზანშეწონილობას. შეგახსენებთ, 2022 წლის ნოემბერში მარეგულირებელი ორგანოს ხელმძღვანელმა კრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რომ ციფრული ევრო აღმოფხვრის ფინანსური სუვერენიტეტის დაკარგვის რისკებს. https://tinyurl.com/2p84bt5f
  17. თანამედროვე გრაფიკული ამაჩქარებლის ბაზარზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას, მათ შორის ინფლაცია, რამაც შეამცირა მსყიდველობითი უნარი. შედეგად მოთხოვნა შემცირდა ვიდეო ბარათებზე, მათ შორის NVIDIA-ს უახლეს მოდელებზე. ზოგიერთი ცნობით მწარმოებელი აჩერებს პარტნიორებისთვის ზოგიერთი GPU-ის მიწოდებას ვიდეო ბარათების წარმოებისთვის. ფოტოს წყარო: NVIDIA პრემიერის შემდეგ GeForce RTX 4070 ვიდეო ბარათის გაყიდვა არ წარიმართა ისე, როგორც მოსალოდნელი იყო. გაყიდვების დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ რითეილერები იძულებულნი არიან ბარათები სარეკომენდაციო ფასზე იაფად გაყიდონ. როგორც ჩანს, წარსულში დარჩა ის დრო, როდესაც ახლად გამოსული ნებისმიერი ვიდეო ბარათი წუთებში იყიდებოდა. პორტალ Igor's Lab-ის თანახმად NVIDIA შეწყვეტს GeForce RTX 4070 ბარათების ჩიპების მიწოდებას პარტნიორებისთვის უახლოეს კვირებში, რის შედეგად უნდა შემცირდეს ჩიპების მარაგი საწყობებში და ვიდეო ბარათების მარაგი - მაღაზიებში. ამასთან, კომპანიას სრულად არ შეუწყვეტია ჩიპების წარმოება და მხოლოდ ანელებს წარმოების ტემპს. ფლაგმანურ GeForce RTX 4090 ბარათებზე მოთხოვნა კვლავ მაღალია 1599 აშშ დოლარი ღირებულების მიუხედავად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ასეთი პროდუქტების შეძენა, არც სამომავლოდ აპირებენ თანხის დაზოგვას. ამიტომ, მაგალითისთვის, GeForce RTX 4080 უფრო ცუდად იყიდება RTX 4070 Ti-სთან შედარებით. ამ წყვილიდან უფროსი მოდელი უფრო იაფია ფლაგმანთან შედარებით, მაგრამ ამ სეგმენტში განსხვავებას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. Igor's Lab დარწმუნებულია, რომ ბაზარი ახლა „ექსტრემალური პოლარიზაციის“ მდგომარეობაშია. მყიდველების ის კატეგორია, რომლებმაც იყიდეს GeForce RTX 4090-ის დონის გრაფიკული ბარათები, განაგრძობს მათ ყიდვას, ხოლო ჩვეულებრივი მყიდველები, რომლებიც ტრადიციულად დაინტერესებულნი იყვნენ საშუალო დონის პროდუქტებით, ახლა ინტერესდებიან უფრო დაბალბიუჯეტური გადაწყვეტილებებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, RTX 4070-ის პოტენციური მყიდველები დღეს ყურადღებას აქცევენ 500 აშშ დოლარამდე ღირებულების ბარათებს. იმის გათვალისწინებით, რომ GeForce RTX 2070 და RTX 3070 სერიის ვიდეო ბარათები გაყიდვაში სარეკომენდაციო საცალო ფასად - 499 აშშ დოლარად გამოვიდა, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ 599 აშშ დოლარიანმა RTX 4070 მოდელმა დიდი დაინტერესება ვერ გამოიწვია. პოტენციური მყიდველები ახლა, დიდი ალბათობით, ელოდებიან NVIDIA-ს უფრო დაბალფასიან პროდუქტებს, როგორებიცაა GeForce RTX 4060 Ti ან RTX 4060. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო დროს ბევრ გეიმერს „ქამრის შემოჭერა“ უწევს, RTX 4070-ის მსგავსი მოდელებისთვის ბაზარზე დღესდღეობით დიდი ადგილი არ რჩება. https://tinyurl.com/4xp8at83
  18. გერმანულ რესურს Igor's Lab-ის ინფორმაციით კომპანია AMD-ის პარტნიორები Radeon RX 7700 XT და RX 7600 ვიდეო ბარათებს სამომავლო გამოფენა Computex 2023-ზე წარადგენენ, რომელიც მომდევნო თვეში გაიმართება. ასევე აღინიშნება, რომ AMD-ს ჯერ არ განუსაზღვრავს სამომავლო Radeon RX 7800 მოდელის სარეკომენდაციო ფასი. ფოტოს წყარო: AMD AMD-ს სურს, Radeon RX 7800 იყოს უფრო მიმზიდველი GeForce RTX 4070-თან შედარებით, მაგრამ ამისთვის აუცილებელია მის სარეკომენდაციო ფასად დააწესოს 599 აშშ დოლარი (კონკურენტის მსგავსად) ან ნაკლები. მეორე მხრივ, ასეთ შემთხვევაში ჩნდება რენტაბელურობის საკითხი - ასეთი ფასის მქონე ვიდეო ბარათი ვერ მოიტანს საკმარის სარგებელს. Igor's Lab-ის დამფუძნებელი Igor Wallossek ამტკიცებს, რომ ვიდეო ბარათების სხვადასხვა მწარმოებელმა მასთან საუბარში დაადასტურა განზრახვა - წარადგინონ Radeon RX 7600 და, შესაძლოა, Radeon RX 7700 XT მოდელი გამოფენა Computex 2023-ზე. ორივე ბარათი ორიენტირებულია გეიმერების მასობრივ სეგმენტზე და მათი ფასი 400 აშშ დოლარზე ნაკლები იქნება. Radeon RX 7600 მოდელი Computex 2023-ზე წარმოდგენილი იქნება AMD-ის ექსკლუზიური პარტნიორების მიერ, რომელთა შორისაა XFX, Sapphire, PowerColor და ASRock. რაც შეეხება კომპანიებს, რომლებიც აწარმოებენ არა მხოლოდ Radeon ვიდეო ბარათებს, არამედ ასევე NVIDIA GeForce მოდელებს, მათ შესაძლოა განცხადებები მოგვიანებით გააკეთონ. არაოფიციალური ცნობებით Radeon RX 7600 მოდელში გამოყენებულია გრაფიკული პროცესორი Navi 33. ჩიპი მონოლითური დიზაინის მქონეა, აქვს ორი Shader Engine ბლოკი, რომელთაგან თითოეულზე მოდის ორი Shader Array ბლოკი. შედეგად უზრუნველყოფილია 32 გამომთვლელი ბლოკი 2048 ნაკადური პროცესორით ისევე, როგორც Navi 23 (Radeon RX 6600 XT/ RX 6650 XT) ჩიპის შემთხვევაში. გრაფიკულ პროცესორ Navi 33-ს ასევე აქვს 32 მბ Infinity Cache მეხსიერება და 128-ბიტიანი მეხსიერების სალტის მხარდაჭერა. პროგნოზების თანახმად მითითებული GPU გამოყენებული იქნება 250-350 აშშ დოლარი ღირებულების ვიდეო ბარათებში. https://tinyurl.com/3nt3tmtt
  19. სოციალური ქსელი Twitter (NYSE:TWTR) მომხმარებლებს კრიპტოვალუტებით, აქციებით და სხვა ფინანსური აქტივებით ვაჭრობის შესაძლებლობას მისცემს, წერს CNBC. ამისთვის ილონ მასკის სოციალურმა ქსელმა პარტნიორობა გააფორმა სავაჭრო პლატფორმა eToro-სთან. eToro დაარსდა 2007 წელს ისრაელში - ეს გახლავთ საბროკერო ონლაინ-პლატფორმა, რომელზეც მხარდაჭერილია ვაჭრობა კრიპტოვალუტებით, აქციებითა და ინდექს-ფონდებით. Twitter-ის აპლიკაციას ახალი ფუნქცია აქვს. იგი მომხმარებლებს საშუალებას მისცემს ნახონ ფასების დიაგრამები, იყიდონ და გაყიდონ აქტივები eToro-დან. იქნება ღილაკი, რომელიც ამბობს "ნახეთ eToro", იგი გადაგიყვანთ საბროკერო პლატფორმის ვებ-გვერდზე, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ და გაყიდოთ აქტივები. კრიპტოვალუტებისა და აქციების ფასების თვალყურის დევნების შესაძლებლობა, TradingView პლატფორმის მიხედვით, Twitter-ზე 2022 წლის ბოლოს გამოჩნდა. ძიება შესაძლებელია "cashtags" ფუნქციის გამოყენებით - საძიებო ველში შევა აქტივის ტიკერი, რომლის წინ არის $ ნიშანი, რის შემდეგაც აპლიკაცია აჩვენებს აქტივის მიმდინარე ღირებულებას აშშ დოლარში და ფასის მოძრაობის სქემას. https://tinyurl.com/4kvz99mc
  20. როგორც Carscoops აცხადებს, შეერთებული შტატების ხელისუფლება ცდილობს უზრუნველყოს, რომ 2030 წლისთვის გაყიდული ავტომობილების ნახევარს შეადგენდეს ელექტრო ძრავზე და არა შიდაწვაზე მომუშავე მანქანები - მსგავსი დინამიკა შესაძლებელს გახდის მოახლოვდეს აშშ-ს მიერ ნახშირორჟანგის ნეიტრალიტეტის მიღწევა. ასეა თუ ისე, როგორც ჩატარებული გამოკითხვები მოწმობს, ამერიკელების დაახლოებით ნახევარი არ არის მზად ელექტრომობილებზე გადასასვლელად. Associated Press-ისა და ჩიკაგოს უნივერსიტეტის ენერგეტიკული პოლიტიკის ინსტიტუტის კვლევის მიხედვით 5.5 ათასი რესპონდენტიდან მხოლოდ 19%-მა თქვა, რომ აპირებს ელექტრომობილის შეძენას სამომავლოდ. კიდევ 22% განიხილავს ასეთ შესაძლებლობას, ხოლო 47% მიიჩნევს, რომ ელექტროძრავზე მომუშავე ავტომობილზე გადასვლის ვარიანტი მათთვის ნაკლებად სავარაუდოა. გამოკითხულთა თითქმის ორმა მესამედმა ელექტრომობილების მთავარ მინუსად მათი მაღალი ფასი დაასახელა, აგრეთვე ხშირად იქნა ნახსენები ინფრასტრუქტურული პრობლემები (დამტენი სადგურები) და ლოდინის დისკომფორტი აკუმულატორის მარაგის შევსებისას. უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ში ელექტრომობილის საშუალო ღირებულება ამჟამად თითქმის 60 ათას აშშ დოლარს შეადგენს, ასე რომ ასეთ მანქანას ვერ ვუწოდებთ ხელმისაწვდომს. https://tinyurl.com/3rxn4t7t
  21. AMD-ის წინა თაობის ფლაგმანურ ვიდეო ბარათ Radeon RX 6950 XT-ის ფასი პირველად ჩამოვიდა 600 აშშ დოლარს ქვემოთ, წერს VideoCardz. შედეგად იგი ცოტა ხნის წინ გამოსული NVIDIA GeForce RTX 4070-ის პირდაპირი კონკურენტი ხდება. ფოტოს წყარო: VideoCardz კომპანია ASRock-ის წარმოებული მოდელი Radeon RX 6950 XT Phantom Gaming ამჟამად 629.99 აშშ დოლარად იყიდება ამერიკულ საცალო სავაჭრო პლატფორმა Newegg-ზე. ამასთან, პლატფორმა დამატებით 30 აშშ დოლარის ოდენობის ფასდაკლებას გთავაზობთ სპეციალური კოდის შეყვანის შემთხვევაში, რის შედეგად ვიდეო ბარათის შეძენა 599.99 აშშ დოლარადაა შესაძლებელი. ამავე დროს, ისევე, როგორც Radeon RX 6000 სერიის ნებისმიერ ბარათს, ზემოთხსენებულ მოდელს მოყვება 60 აშშ დოლარის ღირებულების თამაშ The Last of Us Part 1-ის უფასო ასლი. შეგახსენებთ, Radeon RX 6950 XT გამოვიდა 2022 წლის მაისში სარეკომენდაციო ფასით 1099 აშშ დოლარი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნახევარ წელზე ნაკლებ პერიოდში იგი 500 აშშ დოლარით გაიაფდა. ASRock Radeon RX 6950 XT Phantom Gaming-ს გრაფიკული პროცესორის მცირე ქარხნული აჩქარება აქვს - მისი გეიმინგ სიხშირეა 2166 მჰც და Boost-სიხშირე - 2324 მჰც, რაც 0.8 და 0.6 %-ით აღემატება ეტალონურ მაჩვენებლებს. ვიდეო ბარათს აქვს გაგრილების მასიური 2.8-სლოტიანი სისტემა. ფოტოს წყარო: Newegg 5120 ნაკადური პროცესორის მქონე GPU Navi 21 XTX-ზე დამყარებული უმეტესი ვიდეო ბარათის მსგავსად ASRock-ის მოდელსაც აქვს სამი 8-პინიანი კვების კონექტორი. მწარმოებელი კომპანიის რეკომენდაციაა Radeon RX 6950 XT-სთან გამოყენებულ იქნას 900 ვატი სიმძლავრის კვების ბლოკი. დამოუკიდებელი ტესტების თანახმად მაღალი გაფართოების თამაშებში Radeon RX 6950 XT ბევრად სწრაფია GeForce RTX 4070-თან შედარებით. თუმცა ბარათების ენერგომოხმარებას შორის საგრძნობი განსხვავებაა. GeForce RTX 4070 უზრუნველყოფს დაახლოებით მსგავს წარმადობას, ამასთან მოიხმარს მხოლოდ 200 ვატს, ხოლო მისი მაქსიმალური ენერგომოხმარების მაჩვენებელი 230 ვატს შეადგენს. Radeon RX 6950 XT გეიმინგში საჭიროებს დაახლოებით 300 ვატს, მისი ენერგომოხმარების მაქსიმალური მაჩვენებელი კი შესაძლოა 600 ვატს აღემატებოდეს. Radeon RX 6950 XT-ს უპირატესობებში ასევე შედის მეტი მოცულობის ვიდეომეხსიერება - 16 გბ მეხსიერება 256-ბიტიანი სალტით. GeForce RTX 4070-ს აქვს 12 გბ მეხსიერება 192-ბიტიანი სალტით. მეორე მხრივ, NVIDIA-ს ვიდეო ბარათი უფრო მეტ წარმადობას უზრუნველყოფს რეითრეისინგის მქონე თამაშებში, მასზე აგრეთვე მხარდაჭერილია მასშტაბირების ტექნოლოგია DLSS 3, რის შედეგად იგი Radeon RX 6950 XT-ზე სწრაფი ხდება. https://tinyurl.com/5ya3whm8
  22. ევროპელმა კანონმდებლებმა დაამტკიცეს ამბიციური კანონი, რომელიც რეგიონში კრიპტოვალუტების ინდუსტრიის რეგულირებას ჩაუყრის საფუძველს. ევროპარლამენტის მიერ „კრიპტო აქტივების ბაზრების“ კანონის (Markets in Crypto-Assets, MiCA) მიღების შედეგად ევროკავშირი გახდება მასშტაბური იურისდიქცია, სადაც განხორციელდება ყოვლისმომცველი წესები კრიპტოვალუტების ბაზრის რეგულირებისა და მომხმარებლების დასაცავად. ფოტოს წყარო: Pete Linforth / pixabay.com ფინანსური მომსახურების კომისარმა Mairead McGuinness-მა განაცხადა, რომ ახალი კანონი საბოლოოდ ამოქმედდება მიმდინარე წლის ივლისში, მას შემდეგ რაც მას ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყანა დაამტკიცებს. კანონმდებლობის ცალკეული დებულებები ეტაპობრივად შევა ძალაში. მაგალითად, stablecoin-ების რეგულირება 2024 წლის ივლისიდან დაიწყება. MiCA უკვე სამი წელია დამუშავების პროცესშია და კრიპტო აღმასრულებლები მას აფასებდნენ, როგორც ამერიკული მიდგომის ალტერნატივას, რომელიც აკონტროლებს სექტორს აღმასრულებელი მოქმედებებით. თუმცა კრიტიკოსები თვლიან, რომ კანონპროექტი ძალაში შესვლამდე უკვე მოძველებულია და რიგი ცვლილებების შეტანას ითხოვენ. კანონის ძალაში შესვლის შემდეგ ნებისმიერი კომპანია, რომელიც ევროპაში კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ სერვისებს წარადგენს, ოფიციალურად უნდა დარეგისტრირდეს რეგიონის ერთ-ერთ ქვეყანაში, რათა მთელ ბლოკში მუშაობის ნებართვა მიიღოს. ევროპის საბანკო ორგანო და ევროპის ფასიანი ქაღალდების და ბაზრების სამმართველო უზრუნველყოფენ, რომ კრიპტო პლატფორმები შეესაბამებოდეს მარეგულირებელ მოთხოვნებს, მათ შორის მმართველობისა და რისკების მართვის თვალსაზრისით. მოსალოდნელია, რომ კანონი ევროკავშირს უფრო მიმზიდველს გახდის კრიპტო კომპანიებისთვის, რაც ზეწოლას მოახდენს სხვა იურისდიქციებზე მსგავსი მოთხოვნების დანერგვის მიმართულებით. https://tinyurl.com/bddjv5bv
  23. Google-ის ორი უმსხვილესი კვლევითი ქვეგანყოფილება, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის სფეროს პროექტებზეა სპეციალიზებული, გაერთიანდება ერთ დიდ განყოფილება Google DeepMind-ში საერთო ხელმძღვანელობით. ამის შესახებ კომპანიაში დასაქმებულ პირებს წერილით აცნობა ხელმძღვანელმა Sundar Pichai-მ. ფოტოს წყარო: blog.google Google-ის გენერალურმა დირექტორმა გაიხსენა, რომ 2016 წლიდან ხელოვნური ინტელექტი Google-ისთვის პრიორიტეტი იყო - იგი დაეხმარა კომპანიას ძირითადი პროდუქტების უმეტესი ნაწილის გაუმჯობესებაში, მათ შორის იყო საძიებო სერვისი, YouTube, Gmail და კამერის აპლიკაცია Pixel სმარტფონებზე. ორგანიზაციებსა და დეველოპერებს კი წვდომა აქვთ ხელოვნური ინტელექტის მოწინავე გადაწყვეტილებებზე Google Cloud ინფრასტრუქტურის მეშვეობით. ხელოვნური ინტელექტის სფეროში პროგრესის ტემპი აგრძელებს დაჩქარებას, ამიტომ კომპანიამ გადაწყვიტა შეექმნა განყოფილება, რომელიც ხელს შეუწყობს ამ სფეროში პროექტებზე მუშაობის გამარტივებას. განყოფილებას ეწოდა Google DeepMind - იგი შეიქმნა Google Research-ის Brain-ისა და DeepMind-ის გუნდების საფუძველზე, რომელიც Google-ის ნაწილი გახდა სტარტაპის შეძენის შემდეგ. გასული ათწლეულის განმავლობაში ამ განყოფილების სპეციალისტებმა შეიმუშავეს მრავალი საინტერესო პროექტი: ნეიროქსელი თამაშისთვის - AlphaGo, ღრმა ნეიროქსელების არქიტექტურა Transformer, ტექსტის ანალიზის პროგრამა word2vec, დაუმუშავებელი ხმის გენერატორი WaveNet, ცილის სივრცითი სტრუქტურის პროგნოზირების პროგრამა AlphaFold და ბევრი სხვა. Google DeepMind-ის ხელმძღვანელად დაინიშნა Demis Hassabis – DeepMind-ის ყოფილი ხელმძღვანელი, ხოლო Google Brain-ის გუნდის უფროსი სამეცნიერო თანამშრომელი Jeff Dean - დაინიშნა მთლიანი Google-ის უფროს სამეცნიერო თანამშრომლად - ეს თანამდებობა ვრცელდება Google Research-სა და Google DeepMind-ზეც. ამავდროულად, Google Research გააგრძელებს მუშაობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ალგორითმები, კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, კვანტური გამოთვლები, კლიმატის ცვლილება და ხელოვნური ინტელექტის ეთიკური ასპექტები. https://tinyurl.com/bddjj6np
  24. Acer-მა წარადგინა გეიმინგ პერსონალური კომპიუტერი Predator Orion X უნიკალური დიზაინის კორპუსით, რომელიც სამ ფუნქციურ ზონადაა დაყოფილი. ყველაზე დიდ, პირველ ზონაში განთავსებულია CPU, ოპერატიული მეხსიერება და NVMe SSD. მეორე ზონაში მოთავსებულია ვიდეო ბარათი და გაფართოების სლოტები. მესამე ზონა დაეთმო თხევადი გაგრილების სისტემას. Acer Predator Orion X-ში წარმოდგენილია ჩიპები Intel Core i9-13900KS-მდე და ვიდეო ბარათები - NVIDIA GeForce RTX 4090-მდე. Acer Predator Orion X / წყარო: Acer Acer Predator Orion X-ის შეძენა შესაძლებელია შემდეგი პროცესორების მქონე კონფიგურაციებად - Core i9-13900K, i9-13900KF, i9-13900, i7-13700K, i7-13700KF და i7-13700. ბიუჯეტური გეიმერებისთვის წარმოდგენილია კონფიგურაცია Intel Core i5-13400 ჩიპით. უცნაურია, მაგრამ Intel Core i5-13600K არ არის წარმოდგენილი ვარიანტებს შორის, მიუხედავად საშუალო დონისთვის შესანიშნავი გეიმინგ პროცესორის რეპუტაციისა. AMD-ის პროცესორების მქონე ვარიანტებიც ჯერჯერობით არ არის წარმოდგენილი. ფოტოს წყარო: Acer Acer Predator Orion X-ში წარმოდგენილი ვიდეო ბარათების არჩევანია NVIDIA GeForce RTX 4070 Ti, GeForce RTX 4080 და GeForce RTX 4090. AMD-ის გრაფიკული ადაპტერები ანონსში ნახსენები არ იყო. პერსონალური კომპიუტერი შესაძლებელია დაკომპლექტდეს DDR5-5600 სტანდარტის 64 გბ-მდე ოპერატიული მეხსიერებითა და 2 ტერაბაიტამდე M.2 SSD-ით. NVMe SSD-ისთვის განკუთნვილი დამატებითი სლოტი „ცხელი“ შეცვლის ფუნქციით უზრუნველყოფს სივრცის გაფართოებას ისევე, როგორც სლოტები 2.5-დუიმიანი SSD-ებისთვის. ფოტოს წყარო: Acer Acer Predator Orion X-ის ქსელური შესაძლებლობები მოიცავს Wi-Fi 6E უსადენო ქსელს და სადენიან 2.5G Ethernet ქსელის ადაპტერს. წინა პანელზე განთავსებულია USB Gen1 Type-C პორტი, USB 3.2 Gen1 Type-A პორტი და 3.5-მილიმეტრიანი კომბინირებული აუდიო კონექტორი. უკანა პანელზე მოცემულია ერთი USB 3.2 Gen2 Type-C პორტი, სამი USB 3.2 Gen2 Type-A პორტი, ორი USB 2.0 პორტი და RJ45 Ethernet კონექტორი. გეიმინგ კომპიუტერი Acer Predator Orion X მიმდინარე წლის 23 სექტემბრიდან გაიყიდება 2499 ევროდ. Acer ასევე გეგმავს გამოუშვას ცალკე კორპუსი, რათა მომხმარებლებმა თავად ააწყონ პერსონალური კომპიუტერის საჭირო კონფიგურაცია. https://tinyurl.com/2b48tnms
  25. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ფინანსური მომსახურების კომიტეტმა 2023 წელს პირველი მოსმენა გამართა ორპარტიული კანონპროექტის შესახებ, რომელიც არეგულირებს Stablecoin-ების ემიტენტებს. დოკუმენტი გააკრიტიკეს მომზადების პროცესში გამოყენებული მოძველებული მონაცემების გამო და დაჟინებით მოითხოვეს შემდეგი შეხვედრისთვის ინფორმაციის განახლება სამომავლო განხილვისთვის. „ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს ამ კანონმდებლობის სარგებლიანობისა და მნიშვნელობის ორპარტიული საფუძველი“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარე პატრიკ მაკჰენრიმ. იგი დოკუმენტის ერთ-ერთი ავტორია კოლეგა მაქსინ უოტერსთან ერთად. 2022 წლის ნოემბერში მაკჰენრიმ გაფრთხილება გამოთქვა, რომ დაიწყებოდა „მკაცრი დებატები“ Stablecoin-ების კანონპროექტის შესახებ. „აშშ ერთადერთია მსოფლიოს უდიდეს იურისდიქციებს შორის, რომელსაც არ აქვს ფედერალური გადახდის ქარტია. ჩვენ უნდა გავათანაბროთ თამაშის პირობები აშშ-სა და დანარჩენ მსოფლიოს შორის. ბანკებსა და სხვა ორგანიზაციებს აშშ-ში სჭირდებათ რეგულირებული გზები Stablecoin-ების გამოშვებისთვის,” - განაცხადა Circle-ის სტრატეგიების დირექტორმა დანტე დისპარტემ. კონგრესის მოსმენას აგრეთვე ესწრებოდა Blockchain Association-ის ციფრული აქტივების განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი ჯეიკ ჩერვინსკი. ”ჩვენს ფინანსურ სისტემას პრობლემა აქვს: იგი ჩარჩენილია ანალოგურ ეპოქაში, შეზღუდულია შუამავლებითა და მოძველებული ინფრასტრუქტურით, რომელიც არ შეესაბამება ციფრულ ეპოქას,” - დაწერა მან მოსმენის დაწყებამდე ერთი საათით ადრე. ორპარტიული კანონპროექტი კონგრესს 16 აპრილს წარუდგინეს. მისი განხილვები გაგრძელდება. დოკუმენტი მოიზარებს, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა გააკონტროლებს ისეთი ცენტრალიზებული Stablecoin-ების ემიტენტების საქმიანობას, როგორებიცაა USDC და USDT. მარეგულირებელი გასცემს ლიცენზიებს შესაბამისი საქმიანობისთვის. მათ, ვისაც საკუთარი „Stablecoin-ების“ გამოშვება სურთ, თავიანთ იურისდიქციებში ნებართვა უნდა მიიღონ. https://tinyurl.com/2dr3fc25
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.