Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5891
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    195

Everything posted by Magdalena

  1. აშშ-ის სავაჭრო პალატა გამოვიდა Bitcoin-ბირჟა Coinbase-ის მხარდასაჭერად და SEC ქვეყანაში მოქმედი კრიპტო კომპანიებისთვის „განზრახ სახიფათო და გაურკვეველი გარემოს შექმნაში“ დაადანაშაულა. ორგანიზაციამ სასამართლოს წერილი გაუგზავნა, როგორც amicus curiae - „სასამართლოს მეგობარი“. მისი აზრით, მარეგულირებელმა აირჩია „არასათანადო, აღსრულებაზე დაფუძნებული მიდგომა“. „SEC-მა განზრახ აქცია სიტუაცია დამაბნევლად ციფრულ აქტივებზე სრული ძალაუფლების მოპოვების მიზნით“, - ნათქვამია მოხსენებაში. სავაჭრო საბჭომ კომისიას მოსთხოვა დაუყოვნებლივ მოახდინოს რეგირება Coinbase-ის საჩივარზე. ბირჟამ იგი შეიტანა მას შემდეგ, რაც SEC-ისგან შეტყობინება მიიღო პლატფორმასა და მის პროდუქტებზე (Coinbase Prime, Coinbase Wallet და სტეიკინგ სერვისი Coinbase Earn) ლისტინგის პროცედურის შესახებ გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით. ცალკე კომპანია გამოეხმაურა მარეგულირებლის პრეტენზიებს და გამოაცხადა მზადყოფნა "მიზანმიმართულად დაიცვას თავი". კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ პროცესის გამო შეიძლება ზიანი მიადგეს ბირჟის რეპუტაციას. სავაჭრო პალატის თანახმად SEC-ის მიერ Coinbase-ის საჩივარზე უარის თქმა მხოლოდ ინდუსტრიისთვის არ არის მავნე: „SEC-ის ქმედებები […] უკანონოა; და ამ მიზეზით მუდმივი შეფერხების შედეგები სერიოზულია“. ორგანიზაციამ ასევე აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ არ არსებობს მკაფიო პასუხი, რომელი „ციფრული აქტივებია „ფასიანი ქაღალდები“ ფედერალური კანონის თანახმად. „აღსანიშნავია, რომ ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ - მიუხედავად იმისა, რომ თავი ციფრული აქტივების მთავარ მარეგულირებლად გამოაცხადა - უარი თქვა ამ საკითხის მოგვარებაზე“, - ნათქვამია წერილში. ადრე ბირჟის ხელმძღვანელმა ბრაიან არმსტრონგმა განაცხადა, რომ SEC-მა წამოიწყო „ჯვაროსნული ლაშქრობა“ კრიპტო ინდუსტრიის წინააღმდეგ. კომპანიასა და მარეგულირებელს შორის დაძაბულობის ფონზე Coinbase-ის ბლოგმა პირველმა გამოაქვეყნა, რომ გაერთიანებულ არაბთა ემირატები შეიძლება გახდეს სტრატეგიული ცენტრი Coinbase-ის საზღვარგარეთ გაფართოების გეგმაში. აპრილში Circle-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯერემი ალერმა არ გამორიცხა, რომ შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა დაკარგოს წამყვანი პოზიცია სექტორში ევროკავშირთან, ჰონგკონგსა და არაბთა გაერთიანებულ ემირატებთან შედარებით. Coinbase-ის პარალელურად SEC-მა მიუთითა Bittrex-ის, Kraken-ის, Gemini-ისა და Genesis-ის სამუშაო პროცესებში არსებულ დარღვევებზე. თავის მხრივ ფიუჩერსების სავაჭრო კომისიამ სარჩელი შეიტანა Binance-ისა და მის აღმასრულებელ დირექტორ Changpeng Zhao-ს წინააღმდეგ - კრიპტო ბირჟა „აშშ-ის კანონმდებლობის განზრახ აცილებასა“ და წესების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. მილიარდერმა და ვენჩურული კაპიტალის კომპანია Social Capital-ის დამფუძნებელმა Chamath Palihapitiya-მ განაცხადა, რომ მარეგულირებლები „კლავენ“ კრიპტო ინდუსტრიას შეერთებულ შტატებში. https://tinyurl.com/ffxya2br
  2. კომპანია ASUS-მა წარადგინა ვიდეო ბარათი GeForce RTX 4090 ROG Strix LC, რომელსაც აქვს ტექნიკური უზრუნველყოფის არმქონე თხევადი გაგრილების სისტემა. ახალ ბარათში გამოყენებულია ისეთივე გაგრილების სისტემა, როგორიც წინა თაობის GeForce RTX 3090 Ti ROG Strix LC მოდელში. როგორც ჩანს, მისი წარმადობა სავსებით საკმარისია Ada Lovelace არქიტექტურაზე აგებული ფლაგმანური ამაჩქარებლის გასაგრილებლად. ფოტოს წყარო: ASUS თავად GeForce RTX 4090 ROG Strix LC-ს აქვს სრული დაფარვის წყლის ბლოკი, რომელიც აგრილებს AD102 GPU-სა და GDDR6X მეხსიერების ჩიპებს. გაგრილების სისტემაში არსებულ ქულერს ცხელი ჰაერი გრაფიკული ამაჩქარებლის VRM კვების ქვესისტემის კომპონენტებიდან გააქვს. ბარათი იკავებს გაფართოების 2.6 სლოტს კომპიუტერში. ROG STRIX LC-ის გაგრილების სისტემის წყლის ბლოკი გარე 240-მილიმეტრიან რადიატორთან დაკავშირებულია 560 მმ სიგრძის ორი დრეკადი მილით. რადიატორი დამატებით გრილდება RGB განათების მქონე ორი 120-მილიმეტრიანი ქულერით, რომლებიც უზრუნველყოფს ჰაერის ძლიერ ნაკადს და სტატიკურ წნევას, ამასთან ნარჩუნდება ხმაურის დაბალი დონე. GeForce RTX 4090 ROG Strix LC ხელმისაწვდომი იქნება ქარხნული აჩქარებით და მის გარეშე. ორივეს აქვს ორმაგი BIOS სისტემა ჩუმი და მაღალი წარმადობის სამუშაო რეჟიმებით. აჩქარების არმქონე ვერსიის GPU-ის სტანდარტული სიხშირეა 2520 მჰც, Boost სიხშირე - 2550 მჰც. აჩქარებულ ვერსიას აქვს სტანდარტული გრაფიკული ჩიპის სიხშირე 2610 მჰც და Boost სიხშირე - 2640 მჰც. კომპანიას არ გამოუცხადებია, როდის გამოვა გაყიდვაში და რა ეღირება GeForce RTX 4090 ROG Strix LC მოდელი. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საჰაერო გაგრილების სისტემის მქონე RTX 4090 ROG Strix OC ვარიანტი ამჟამად შეფასებულია 2 ათას აშშ დოლარად, თხევადი გაგრილების სისტემის მქონე ვერსიის ფასი მასთან შედარებით მნიშნელოვნად მაღალი იქნება. https://tinyurl.com/5xvyb4pt
  3. მას შემდეგ, რაც Google-მა Pixel Fold წარადგინა, Apple დარჩა სმარტფონების მწარმოებელი ერთადერთი დიდი კომპანია მსოფლიოში, რომელსაც დასაკეცი მოდელი პორტფოლიოში არ აქვს. კომპანია შორს აღმოჩნდა იმ ტენდენციისგან, რომელიც მომავალში მრავალმილიარდდოლარიანი შემოსავლის მოლოდინს იძლევა, წერს Bloomberg. HONOR Magic Vs მიუხედავად იმისა, რომ Apple-მა წლების წინ დაიწყო დასაკეც iPhone-ზე მუშაობა, ჯერ არ გამოუჩენია დიდი ინტერესი ასეთი მოწყობილობის ბაზარზე გამოტანის მიმართ. ეს მიდგომა უჩვეულო არ არის Apple-ისთვის, იგი ხშირად ამჯობინებს მუშაობის დაწყებას უკვე ათვისებულ კატეგორიაში და გვთავაზობს უფრო სრულყოფილ გაჯეტს, როგორც ეს მოხდა iPhone-ის შემთხვევაში 2007 წელს. ეს არ იყო პირველი სმარტფონი, მაგრამ რევოლუცია მოახდინა. კომპანიას ასევე არ აქვს სტიმული განაახლოს ამჟამინდელი iPhone-ის ხაზი, რადგან სმარტფონი უკვე დომინირებს პრემიუმ სმარტფონების ბაზარზე. Omdia-ს ანალიტიკოსმა Jusy Hong-მა განაცხადა, რომ დასაკეცი სმარტფონების სეგმენტი ჯერ კიდევ არ არის საკმარისად დიდი იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი წილი წაართვას iPhone-ს, რომელმაც გასულ წელს 751 აშშ დოლარზე მეტი ღირებულების სმარტფონების ბაზრის 77% დაიკავა. Strategy Analytics-ის კვლევების დირექტორი Neil Mawston მიიჩნევს, რომ არასრულყოფილი დასაკეცი სმარტფონის ნაადრევმა გამოშვებამ შესაძლოა iPhone-ის მთლიანი ფრენჩაიზი დაარღვიოს. „თუ 2025 წლისთვის, როდესაც ინდუსტრიის შემოსავალი ათობით მილიარდ აშშ დოლარს მიუახლოვდება, Apple-ს არ ექნება გასაყიდად დასაკეცი iPhone ან iPad, მაშინ ჩვენ დავიწყებთ მცირე შეშფოთებას“, - განაცხადა მან. ამ დროისთვის დასაკეცი მოწყობილობები ხელმისაწვდომია მხოლოდ Android პლატფორმაზე და ამ ბაზარზე ლიდერია Samsung Electronics. იგი კონკურენციას უწევს Google-ს, ასევე ჩინურ ბრენდებს, რომელთა შორისაა Xiaomi, Huawei, Tecno, Vivo და Oppo, აგრეთვე Honor. https://tinyurl.com/zmfz3rum
  4. ბოლო 24 საათის განმავლობაში მეორედ დაფიქსირდა უცნობი ხარვეზი Ethereum-ის ბლოკჩეინში, რომლის დროსაც ტრანზაქციების დასრულება გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ მოხერხდა. Beaconcha.in-ის მონაცემების მიხედვით 200751-დან 200758-მდე ეპოქებს შორის დადასტურებული ოპერაციების მკვეთრი კლება იყო - თითქმის 30%-მდე. წყარო: beaconcha.in სტატიის წერის დროისთვის Ethereum ქსელში დასრულება აღდგენილია. ტრანზაქციები არ გაჩერებულა. Ethereum-კლიენტ Prysm-ის დეველოპერებმა სასწრაფო განახლება გამოაქვეყნეს. იგი შეიცავს ოპტიმიზაციას, რათა თავიდან აიცილოს ნოუდების მიერ რესურსების მაღალი გამოყენება „ტურბულენტობის“ პერიოდში. Prysm-ის განახლება დაგეგმილია მომავალი კვირის დასაწყისში. დეველოპერებმა დააზუსტეს, რომ ისინი ცვლილებებს შაბათ-კვირას შეამოწმებენ. შეგახსენებთ, რომ 11 მაისს მოხდა მსგავსი შეცდომა Ethereum ქსელში 200552-დან 200554-დე პერიოდში. https://tinyurl.com/mwbaf2v7
  5. NVIDIA-მ TSMC-თან გაზარდა ჩიპების წარმოების შეკვეთების მოცულობა გამოთვლითი ამაჩქარებლების GPU-ებზე, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციებისთვისაა განკუთვნილი. როგორც ჩანს, NVIDIA იმდენად ოპტიმისტურად აფასებს თავისი CoWoS ფორმატის GPU-ებზე არსებულ მოთხოვნას, რომ დამატებითი შეკვეთები მთელი წლისთვის განათავსა. ფოტოს წყარო: NVIDIA გავრცელებული ინფორმაციით TSMC ვალდებულია გამოუშვას დამატებით 10 ათასი NVIDIA CoWoS შეფუთული სილიკონი 2023 წლის განმავლობაში, რათა დააკმაყოფილოს ფართოდ გამოყენებადი ჩიპების მზარდი მოთხოვნა. ეს, სავარაუდოდ, ნიშნავს ყოველთვიურად 1000-დან 2000-მდე სილიკონის დამატებით წარმოებას დარჩენილი წლის განმავლობაში. ცნობილი არ არის, NVIDIA-ს რომელი გრაფიკული პროცესორის წარმოების გაზრდაა დაგეგმილი. CoWoS-ის ყოველთვიური წარმოების მოცულობა 8 ათასიდან 9 ათას სილიკონის ფირფიტას შეადგენს, ასე რომ NVIDIA-სთვის დამატებით 1000-დან 2000-მდე სილიკონის მიწოდება მნიშვნელოვნად გაზრდის მოწინავე შეფუთვის ჩიპების წარმოების სიმძლავრის გამოყენების კოეფიციენტს. შედეგად ინდუსტრიის სხვა კომპანიები შესაძლოა CoWoS-სერვისის დაფიციტისგან დაზარლდეს. ხელოვნური ინტელექტისა და სხვა მაღალი წარმადობის სამუშაო დატვირთვებისთვის განკუთვნილ, ფართოდ დანერგილ პლატფორმა NVIDIA CUDA-ს წყალობით ათობით მსხვილი დამკვეთი ეყრდნობა კომპანიის აღჭურვილობას ხელოვნური ინტელექტის საკუთარი აპლიკაციების გამოშვებისთვის. Google-მა ახლახანს დააანონსა ახალი სუპერკომპიუტერი A3, რომელიც აგებული იქნება 26 ათას NVIDIA H100 ამაჩქარებელზე და უზრუნველყოფს 26 Eflops წარმადობას ხელოვნური ინტელექტის ამოცანებში. იმავდროულად, Microsoft-მა, Oracle-მ და ილონ მასკის ხელოვნური ინტელექტის პროექტის კომპანიამაც იყიდეს ათობით ათასი NVIDIA AI GPU ბოლო კვარტალებში. აღსანიშნავია, რომ NVIDIA ზრდის შეკვეთებს GPU-ებზე მას შემდეგაც, რაც დაკარგა ჩინეთის ორგანიზაციებისთვის უძლიერესი ამაჩქარებლების მიწოდების შესაძლებლობა აშშ-ის ხელისუფლების ნებართვის გარეშე. სავარაუდოა, რომ ჩინური კომპანიები მზად არიან შეიძინონ ნაკლებად ძლიერი A800 და H800 ამაჩქარებლები, ან ამერიკული, ევროპული და იაპონური კომპანიების მოთხოვნა დააკომპენსირებს ჩინეთში მიწოდების შემცირებას. https://tinyurl.com/ktcrd6ep
  6. Amazon მუშაობს საიდუმლო პროექტზე, კოდური სახელწოდებით Burnham - ეს იქნება რობოტ Astro-ს გაუმჯობესებული ვერსია „ინტელექტუალური და სასაუბრო ხმოვანი ინტერფეისით“, წერს Business Insider საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. ფოტოს წყარო: amazon.com Burnham-ის ბაზაზე გაუმჯობესებული Astro იმუშავებს დიდ ენის მოდელებსა და სხვა მოწინავე ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებთან - ეს რობოტს ხელს შეუწყობს შეეთვისოს ოჯახის კონტექსტს და შესაბამისად იმოქმედოს. პროგრამული პლატფორმა იმახსოვრებს რა ნახა და აითვისა და შედეგად შეძლებს მფლობელთან დიალოგში შესვლას. მაგალითად, რობოტი შეძლებს მიხვდეს, თუ გაზქურაზე რაიმე იწვის, ან ონკანია ღია, მოძებნოს სახლის მფლობელი და ამის შესახებ შეატყობინოს. რობოტი გაიგებს, თუ ადამიანი დაეცემა და აუცილებლობის შემთხვევაში ექსტრემალური დახმარების სამსახურს დაუკავშირდება. მოწყობილობა შეძლებს სახლში დაკარგული გასაღები იპოვოს, ასევე შეამოწმოს ღამით ღია ხომ არ დარჩა ფანჯარა, ან - ბავშვმა სკოლიდან მეგობრები თუ მოიყვანა სახლში. ყველა ამ ამოცანის გადაჭრა ამა თუ იმ ფორმით უკვევ შესაძლებელია სმარტ-სახლის მოწყობილობების მეშვეობით, თუმცა საჭიროა რამდენიმე მოწყობილობა და სცენარი, ხოლო Astro ამ ყველაფერს დამოუკიდებლად შეასრულებს. Amazon-მა რობოტის მეშვეობით უფრო რთული ამოცანების გადაჭრაც გაითვალისწინა. მაგალითად, თუ რობოტი იატაკზე მინის ნამსხვრევს იპოვის, რაც მფლობელისთვის საფრთხისშემცველია, იგი ადგილიდან მოაშორებს ნამსხვრევს, რათა ფეხი არავის მოუხვდეს - არსობრივად, Astro იპოვის პრობლემას და მოაგვარებს. ამ დროისთვის Burnham-ის ტექნოლოგია ჯერ არ არის მზად პროდუქტის ბაზარზე გასატანად და Amazon-ი აღიარებს, რომ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. https://tinyurl.com/25e6w66u
  7. კრიპტობირჟა Binance-მა მაისის ბოლოსთვის გამოაცხადა Bitcoin Ordinals-ის ინტეგრაცია თავის NFT სავაჭრო პლატფორმაზე. ამჟამად არაურთიერთჩანაცვლებადი ტოკენების სავაჭრო პლატფორმაზე მხარდაჭერილია სამი ქსელი - BNB Chain, Ethereum და Polygon. კომპანიის განცხადებით Bitcoin-ზე დამყარებული გადაწყვეტილება „უზრუნველყოფს უნიკალურ და ინოვაციურ შესაძლებლობებს NFT-ების შესაქმნელად“. Ordinals-თან ერთად ბირჟა ასევე დაამატებს ტოკენების ყიდვის შესაძლებლობას პირდაპირ Binance-ის ანგარიშის მეშვეობით, რაც გამორიცხავს ცალკე საფულის საჭიროებას. ავტორებს პლატფორმამ შესთავაზა royalty-პროგრამა და კომპანიის წარმომადგენლებმა გამოაცხადეს თანამშრომლობისთვის „ხარისხიანი NFT პროექტების“ ძებნის დაწყების შესახებ. ბირჟამ მომხმარებლებისთვის გახსნა წინასწარი რეგისტრაცია, რაც ტოკენების პირველადი გაყიდვის თეთრ სიაში ადგილის მოპოვების გარანტიას იძლევა და შესაძლებელს ხდის თემატური airdrop-ის მიღებას. განაცხადების წარდგენა შესაძლებელია 9 მაისიდან 15 მაისამდე. Dune Analytics პლატფორმაზე @dgtl_assets დეშბორდის მიხედვით წერის დროს გაიცა 5010014 Bitcoin NFT. მათ გამოშვებაზე საკომისიოს სახით დაიხარჯა 996 BTC (~27.6 მლნ აშშ დოლარი). -ის გამოშვებული Ordinals-ის რაოდენობა. წყარო: Dune შეგახსენებთ, რომ 1 მაისს, Ordinals-თან დაკავშირებული აქტივობის ზრდის ფონზე Bitcoin-ის ქსელში ტრანზაქციების ყოველდღიურმა რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს, დაახლოებით 685711-ს მიაღწია. ადრე Binance-მა ორჯერ შეაჩერა Bitcoin-ის გატანა ქსელის გადატვირთულობის გამო. საზოგადოების ნაწილი ვარაუდობს, რომ ეს სიტუაცია შეიძლება წარმოქმნილიყო Bitcoin NFT-ის გამო. ინციდენტის შემდეგ პლატფორმამ პირობა დადო, რომ განახორციელებდა პირველი კრიპტოვალუტის მიკროგადახდების ქსელში Lightning Network-ის ინტეგრირებას ტრანზაქციების დასაჩქარებლად. https://tinyurl.com/p2jhebf5
  8. ილონ მასკმა საკუთარი მაგალითით ფორმალურად მხარი დაუჭირა ელექტრო ბატარეებისთვის განკუთვნილი ლითიუმის გადამამუშავებელ საწარმოებს: მონაწილეობა მიიღო ტეხასში ახალი ქარხნისთვის ფუნდამენტის ჩაყრის ცერემონიაში, რომელიც დაკავდება ახალი ტიპის საქმიანობით და პერსპექტივაში უნდა უზრუნველყოს წელიწადში 1 მილიონამდე ელექტრომობილისთვის განკუთვნილი ნედლეულის წარმოება. ფოტოს წყარო: Tesla შეგახსენებთ, რომ უკვე გარკვეული პერიოდია ტეხასში არა მხოლოდ Tesla-ს შტაბ-ბინა მდებარეობს, არამედ ელექტრომობილების ქარხანა ბრენდის პროდუქციის ფართო ასორტიმენტით. აქ ილონ მასკის გეგმით უნდა აეწყოს არა მხოლოდ რობოტიზებული ტაქსი, სატვირთო Semi და მეორე თაობის სპორტული მანქანა Roadster, არამედ ასევე ადამიანისმაგვარი რობოტი Optimus. ამავე შტატში ლითიუმის გადამამუშავებელი დიდი ობიექტის არსებობა უზრუნველყოფს 4680 ტიპის ბატარეის წარმოებას, რაც ოსტინში მიმდინარეობს. Tesla გეგმავს მინიმუმ 375 მლნ აშშ დოლარის დახარჯვას ტეხასში ლითიუმის გადამამუშავებელი ქარხნის ასაშენებლად. გუბერნატორი Greg Abbott მასკთან ერთად დაესწრო საძირკვლის გახსნის ცერემონიას. გეგმის მიხედვით ტეხასის ახალ ობიექტს შეეძლება მეტი ლითიუმის ჰიდროქსიდის გადამუშავება, ვიდრე ჩრდილოეთ ამერიკის ყველა პლატფორმას ერთად. საწარმო გამოიყენებს ლითიუმის ჰიდროქსიდის დამუშავების მოწინავე მეთოდებს, რომლებიც უზრუნველყოფს ნაკლები მავნე ქიმიკატების გამოყოფას და საშუალებას იძლევა მიღებულ იქნას სამომავლო გამოყენებისთვის გამოსადეგი პროდუქტები. მასკის მტკიცებით საწარმო არ გამოყოფს მავნე ნივთიერებებს და სურვილის შემთხვევაში ამ პლატფორმაზე ცხოვრება შესაძლებელი იქნება ჯანმრთელობაზე ზიანის მიყენების რისკის გარეშე. საწარმოს ნარჩენი პროდუქტები ძირითადად იქნება ქვიშა და კირქვა, რომლებსაც მომგებიანად გამოიყენებენ. ლითიუმის გადამუშავების მსოფლიო სიმძლავრის ნახევარზე მეტი ჩინეთის ტერიტორიაზეა თავმოყრილი და აშშ-ში ამ პროფილის ასეთი მსხვილი საწარმოს გამოჩენა ადგილობრივ წარმოებას საშუალებას მისცემს შეამცირონ დამოკიდებულება ქვეყანაზე, რომელთანაც მარტივი ურთიერთობები არ აქვთ. Tesla-ს ქარხანა იმუშავებს როგორც იმპორტულ ნედლეულზე, ისე ელექტრო ბატარეებში გამოყენებულ მეორადი გადამუშავების პროდუქტებზე. საწარმოს მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება, 2025 წლიდან კი პროდუქციის წარმოებას დაიწყებს. მშენებლობაში 250-მდე ადამიანი იქნება ჩართული, საწარმოში დასაქმებულთა რაოდენობა 165 ადამიანი იქნება. https://tinyurl.com/4pnfrnkt
  9. კომპანია NVIDIA-მ დაიწყო აქცია, რომლის ფარგლებში GeForce RTX 40-სერიის ვიდეო ბარათების მყიდველები უფასოდ მიიღებენ როლურ ექშენ Diablo IV-ის ასლს. აქციაში შედის ვიდეო ბარათები GeForce RTX 4090, RTX 4080, RTX 4070 Ti და RTX 4070, აგრეთვე მზა კომპიუტერები, რომლებშიც მითითებული ამაჩქარებლებია წარმოდგენილი. შეძენისას მომხმარებელი მიიღებს ციფრულ კოდს თამაშის გააქტიურებისთვის. ფოტოს წყარო: NVIDIA გარდა ამისა, GeForce RTX 4090, RTX 4080, RTX 4070 Ti ან RTX 4070 ვიდეო ბარათების მყიდველები NVIDIA-ს აქციის ფარგლებში მიიღებენ საჩუქრებს სამაგრისა და ჯავშნის სახით Diablo IV-ის პერსონაჟებისთვის, ასევე დეკორატიულ ნივთებსა და შინაურ ცხოველს, სამაგრს World of Warcraft-ისთვის, ასევე დეკორატიულ ნივთებსა და კოსმეტიკურ ნაკრებს Diablo Immortal-ისთვის. NVIDIA-ს აქცია დაიწყო 9 მაისს და გაგრძელდება 13 ივნისამდე. აქტივაციის კოდები მიბმულია იმ რეგიონთან, სადაც თამაში იყიდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შეერთებულ შტატებში გაცემული აქტივაციის კოდები იმუშავებს მხოლოდ ამ რეგიონში. კოდის გასააქტიურებლად კომპიუტერზე დაყენებული უნდა გქონდეთ აპლიკაცია NVIDIA GeForce Experience, ასევე Battle.net ანგარიში. თავად Diablo IV გაყიდვაში გამოვა 2023 წლის 6 ივნისს პერსონალურ კომპიუტერზე, Xbox One-ზე, Xbox Series X/S-ზე, PlayStation 4-სა და PlayStation 5-ზე. თამაში გაიმართება მესამე ნაწილის მოვლენებიდან 50 წლის შემდეგ. Diablo IV-ის ანტაგონისტი ლილიტია. https://tinyurl.com/38d5ymv7
  10. 7 მაისს კრიპტო ბირჟა Binance-მა დროებით შეაჩერა Bitcoin-ის გატანა ქსელის გადატვირთულობის გამო. ფუნქცია ამოქმედდა საათნახევრის შემდეგ, მაგრამ 8 მაისის ღამეს პლატფორმამ კვლავ შეაჩერა პირველი კრიპტოვალუტის გატანა „დაუსრულებელი ტრანზაქციების დიდი მოცულობის“ გამო. კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მეორედ მუშაობის აღდგენის მიზნით მათ მოუწიათ საკომისიოს გაზრდა ყველა მომლოდინე მოთხოვნაზე. „მსგავსი რამ რომ აღარ მოხდეს მომავალში, ჩვენი ტარიფები დაკორექტირდა. ჩვენ გავაგრძელებთ ქსელის აქტივობის მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში კორექტირებას. ჩვენი გუნდი ასევე მუშაობს Bitcoin-ის გატანის უზრუნველყოფაზე Lightning Network-ის საშუალებით, რაც ასეთ სიტუაციებში ხელს შეგვიწყობს“, - განმარტა Binance-მა. რამდენიმე საათის შემდეგ ბირჟამ განაახლა პირველი კრიპტოვალუტის გატანა და განაცხადა, რომ ყველა მომლოდინე გადარიცხვა შესრულდა. mempool.space-ის ცნობით სტატიის წერის მომენტისთვის Bitcoin-ის ქსელში დაუდასტურებელი ტრანზაქციების რაოდენობა 422 729-ს შეადგენს. გადარიცხვის საშუალო საკომისიო მერყეობს 8.9-დან 9.7 აშშ დოლარამდე. 1 მაისს Bitcoin-ის ქსელში ტრანზაქციების დღიურმა რაოდენობამ მიაღწია 685711 ATH-ს Bitcoin NFT Ordinals-თან დაკავშირებული აქტივობის ზრდის ფონზე. პროექტის ირგვლივ მღელვარება მნიშვნელოვნად მოქმედებს პირველი კრიპტოვალუტის სხვადასხვა onchain-მეტრიკებზე, მათ შორის საკომისიოს მოცულობაზე. CryptoQuant-ის თანახმად Binance-იდან Bitcoin-ის მნიშვნელოვანი გადინება მოხდა 7 მაისიდან. დღის განმავლობაში მომხმარებლებმა ბირჟიდან გაიტანეს დაახლოებით 195438 BTC (~5.62 მლრდ აშშ დოლარი). Binance-იდან Bitcoin-ის გატანის მოცულობა. წყარო: CryptoQuant.   2022 წლის ბოლოს Binance-მა შეაჩერა რამდენიმე აქტივის გატანა და შეზღუდა ზოგიერთი მომხმარებლის ანგარიშები „გარკვეულ სავაჭრო წყვილებში ფასების ანომალიური მოძრაობის გამო“. ჩამონათვალში იყო SUN, ARDR, OSMO, FUN და GLM. ადრე პლატფორმას მოუწია დაებლოკა Solana-ს ქსელში გამოშვებული USDT და USDC Stablecoin-ებით დეპოზიტების შეტანის ფუნქცია. შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მარტში, Binance-იმა გამოაცხადა სპოტ ვაჭრობის შეჩერების შესახებ trailing stop order მექნიზმში „უცნაური“ შეცდომის გამო. https://tinyurl.com/3xv9689c
  11. Apple-ის კვარტალურმა ანგარიშმა გასულ კვირას საშუალება მისცა კომპანიას დაეფიქსირებინა რეკორდული შემოსავალი მრავალ მზარდი ეკონომიკის მქონე რეგიონში. ისტორიული რეკორდული შემოსავლები შეინიშნა მექსიკაში, ინდონეზიაში, ფილიპინებში, საუდის არაბეთში, თურქეთსა და არაბთა გაერთიანებულ ემირატებში. განსაკუთრებული ფსონი იდება ინდოეთზე, თუმცა კომპანია ჯერ არ არის მზად ადგილობრივი ბაზრისთვის გამოუშვას რაიმე განსაკუთრებით დაბალბიუჯეტური სმარტფონი და მოგება გაწიროს. ფოტოს წყარო: Apple Bloomberg-ის ანალიტიკოს Mark Gurman-ის შემოთავაზებაა ინდოეთის ბაზარზე გარკვეული მომენტისთვის წინა თაობის ერთ-ერთი iPhone SE მოდელის შეტანა 199 აშშ დოლარად. ეს მნიშვნელოვნად გააფართოვებს მომხმარებელთა ბაზას ამ მჭიდროდ დასახლებულ ქვეყანაში და გრძელვადიან პერსპექტივაში გაზრდის კომპანიის შემოსავალს ადგილობრივი მომხმარებლებისთვის გაწეული მომსახურებიდან. შეგახსენებთ, გასულ კვარტალში სწორედ სერვისებმა მოუტანა Apple-ს 20 მლრდ აშშ დოლარზე მეტი შემოსავალი და კომპანია უზრუნველყო ამ პერიოდის განმავლობაში შემოსავლის ერთი მეხუთედით. Apple ჯერჯერობით ცდილობს ახალი მომხმარებლების შეძენას ცუდად ათვისებულ ბაზრებზე. უშუალოდ Apple-ის ხელმძღვანელობა, როგორც კვარტალურ საანგარიშო კონფერენციაზე მათი განცხადებებიდან გვახსოვს, ჯერ ფსონს დებს ინდოეთის მზარდ საშუალო კლასზე. კომპანიის ორი ბრენდირებული მაღაზია, რომლებიც ახლახანს გაიხსნა პირადად Tim Cook-ის მიერ ქვეყნის დიდ ქალაქებში, განთავსებულია პრესტიჟულ ადგილებში და გაფორმებულია ზოგადად მიღებული კორპორატიული სტანდარტების შესაბამისად. რეალურად, Apple-ის სმარტფონების ფლაგმანური მოდელები ინდოეთში უფრო ძვირია, ვიდრე აშშ-ში. კომპანიისთვის ინდური ბაზრის მნიშვნელობას ხაზს უსვამს ისიც, რომ კვარტალურ საანგარიშო ღონისძიებაზე გამოსვლისას ქვეყნის სახელი Apple-ის წარმომადგენლებმა 20-ჯერ მაინც ახსენეს. სმარტფონების სეგმენტმა ზრდა დააფიქსირა Apple-ის ჯამური შემოსავლის კლების პირობებში სწორედ მზარდი ეკონომიკის მქონე რეგიონების წყალობით. მალაიზიაში, ბრაზილიასა და ინდოეთში სეზონური რეკორდული შემოსავლები დაფიქსირდა. კომპანიის ფინანსურ დირექტორ Luca Maestri-ს განცხადებით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, ახლო აღმოსავლეთის და ლათინური ამერიკის ბაზრებმა iPhone-ზე დიდი მოთხოვნა იყო გასულ კვარტალში, ხოლო იაპონიაში, ჩინეთსა და დანარჩენ ამერიკაში ძირითადი შემოსავალი მცირდებოდა. პარალელურად წყარო აღნიშნავს, რომ შტატ მერილენდის Apple-ის ერთ-ერთი საფირმო მაღაზიის პროფკავშირის შემოთავაზებაა დაწესდეს დამატებითი შემოსავლი მომხმარებლების მომსახურებისთვის საბანკო ბარათით გადახდისას. მაღაზიის მომხმარებლებს პერსონალის წახალისებაზე შეუძლიათ უარის თქმა, ასევე ტრანზაქციის 3-დან 5%-მდე ღირებულების გადახდა ან თანხის მოცულობის თავად არჩევა. შემოთავაზებული იყო ამ გზით შეგროვებული თანხების კვირაში ორჯერ გადანაწილება თანამშრომლებს შორის მათი მუშაობის დროის პროპორციულად. თუმცა, პროფკავშირის ეს წინადადება პრაქტიკაში არ განხორციელებულა. https://tinyurl.com/3w2223za
  12. Samsung პლანშეტების ბაზარზე ჯამში ჩამორჩება კომპანია Apple-ს, თუმცა მყარად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას Android-მოდელების სექტორში. მიუხედავად იმისა, რომ Samsung-ის პლანშეტების მიწოდება 2023 წლის პირველ კვარტალში შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე პანდემიის წინა პერიოდში იყო - ბოლო წლებში მსოფლიოში პლანშეტურ კომპიუტერებზე მოთხოვნა გაიზარდა და რჩება მაღალ დონეზე. ფოტოს წყარო: Samsung სააგენტო IDC-ის განცხადებით კომპანია Samsung-მა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში განახორციელა 7.1 მილიონი პლანშეტის მიწოდება - 14.3%-ით ნაკლები 2022 წლის პირველ კვარტალთან შედარებით. Apple-მაც მნიშვნელოვნად, 10.2%-ით ნაკლები პლანშეტი გაყიდა გასულ კვარტალში - 10.8 მილიონი ერთეული. მესამე ადგილს იკავებს Huawei 2 მილიონი პლანშეტით (ბაზრის დაახლოებით 6.6%), თუმცა მისი გაყიდვები ძირითადად ჩინეთით შემოიფარგლება. Lenovo-ს მიწოდების მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა - პირველ კვარტალში გაიყიდა 1.9 მილიონი ეგზემპლარი, ხოლო 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში გაყიდული იყო 3 მილიონი პლანშეტი. ფოტოს წყარო: IDC Amazon, მიუხედავად იმისა, რომ მისი მიწოდების მოცულობა 62%-ით შემცირდა, მაინც ინარჩუნებს პოზიციას ლიდერების ხუთეულში 1.4 მილიონი პლანშეტით. ცნობილია, რომ კომპანია ძირითადად აშშ-ში ყიდის დაბალბიუჯეტურ მოდელ Fire-ს Android-ის ქასთომიზებული ვერსიით. ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრმა კომპანიამ წარადგინა პლანშეტები, მათ შორისაა Oppo, OpenPlus, Realme და Vivo, ასევე Google-იც კი, რომელიც თავის პირველ მოდელს, სავარაუდოდ, მიმდინარე თვეში გამოუშვებს. Samsung გეგმავს ივლისში ან აგვისტოში წარადგინოს სამი ფლაგმანური პლანშეტი - Galaxy Tab S9, Galaxy Tab S9+ და Galaxy Tab S9 Ultra. მოსალოდნელია, რომ ამ საკმაოდ ძვირადღირებულ მოდელებს ექნება Super AMOLED-დისპლეები და ჩიპსეტები Snapdragon 8 Gen 2 For Galaxy, რომლებიც სპეციალურადაა Samsung-ისთვის ოპტიმიზებული. ცნობილია, რომ სერიის უფრო ძვირადღირებულ მოდელებს ექნება IP67 სტანდარტის დაცვა წყლისა და მტვრისგან. https://tinyurl.com/456h225e
  13. აშშ-ში საბაზისო საპროცენტო განაკვეთი კვლავ გაიზარდა 0.25 პროცენტული პუნქტით. ამ ფონზე გაძლიერდა ამერიკული რეგიონალური ბანკების პრობლემები და შეიმჩნევა Bitcoin-ის და მთლიანად კრიპტო ბაზრის გარკვეული გაძლიერება. ფედერალურმა ღია ბაზრის კომიტეტმა (FOMC) Fed-ის მორიგ სხდომაზე გადაწყვიტა საბაზისო საპროცენტო განაკვეთის 5-5.25%-მდე გაზრდა. ამის შესახებ Fed-ის თავმჯდომარე ჯერომ პაუელმა განაცხადა. ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ აშშ-ის საბანკო სისტემა საიმედო და მტკიცეა და საბანკო სექტორში პირობები ზოგადად გაუმჯობესდა მარტის დასაწყისიდან. ჯამში ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ მონეტარული პოლიტიკის შემდგომმა გამკაცრებამ საბანკო სექტორში მორიგი გამწვავება გამოიწვია. აშშ-ის ზოგიერთი მსხვილი რეგიონალური ბანკის კვოტების ღირებულება მნიშვნელოვნად შემცირდა. PacWest Bancorp-ის აქციები ყველაზე მეტად დაზარალდა - ამ დროისთვის მათი ფასი 52.5%-ით შემცირდა. გარდა ამისა, ბოლო სავაჭრო სესიაზე ღირებულების მნიშვნელოვანი კლება დააფიქსირეს შემდეგი ბანკების აქციებმა: Western Alliance Bancorp (22.4%);  Metropolitan Bank (16.2%);  HomeStreet (7.8%) და მთელი რიგი სხვა ბანკები.  Google Finance-ის ინფომაციით ჯამში საბანკო ინდექს KBW Nasdaq-ის კვოტების ღირებულება სავაჭრო სესიის გამავლობაში 5%-ზე მეტით შემცირდა. ამავე დროს Bitcoin-ის ფასი დღე-ღამის განმავლობაში 2%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, პირველი კრიპტოვალუტის ბლოკჩეინის ქსელის მთლიანი გამოთვლითი სიმძლავრე გაიზარდა 439 EH/s-მდე, ქსელში ტრანზაქციების ჯამურმა რაოდენობამ დღეში 682 ათასს გადააჭარბა, ხოლო აქტიური მისამართების საერთო რაოდენობა 300 ათასზე მეტი იყო. Bitcooin-ის შემდეგ ზრდა დააფიქსირეს Altcoin-ებმაც, ასე რომ მთლიანობაში კრიპტობაზრის კაპიტალიზაცია 2%-ით გაიზარდა. Bitcoin-ის მონაცემები აფიქსირებს ქსელის სტაბილურობას, ასევე BTC-ის გამოყენების ზრდას. კერძოდ, პირველი კრიპტოვალუტა გამოიყენება ტრადიციულ ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებული რისკების ჰეჯირების მიზნით. ამ შემთხვევაში საუბარია საბანკო სექტორზე, ვინაიდან მომხმარებლები არ არიან მიდრეკილნი ენდონ პაუელის განცხადებებს, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ First Republic Bank-ის გაკოტრებას რამდენიმე დღის წინ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ First Republic, PacWest და Western Alliance ყველაზე მეტად დაზარალდნენ მარტის შუა რიცხვებში, როდესაც აშშ-ის საბანკო სისტემაში დესტაბილიზაციის პროცესების ზრდის წინა ეტაპი დაფიქსირდა. https://tinyurl.com/34hfkbct
  14. Apple-ის კვარტალური ანგარიში ნაწილობრივ საკამათო აღმოჩნდა, თუმცა ინვესტორები ჯამში წახალისდნენ კომპანიის უნარით - გაეზარდა iPhone-იდან შემოსავალი მეტად რთულ მაკროეკონომიკურ პირობებში. Apple-ის ჯამური შემოსავალი გასულ კვარტალში 54%-ით განპირობებული იყო iPhone-ის რეალიზაციით და ზოგი ექსპერტი მიიჩნევს, რომ სამომავლოდ ეს ფაქტი შესაძლოა კომპანიისთვის პრობლემად იქცეს. ასეა თუ ისე, კომპანიის აქციების ფასი 4.6%-ით გაიზარდა. ფოტოს წყარო: Apple ყოველ შემთხვევაში, ამგვარად თვლიან Goldman Sachs-ის წარმომადგენლები, რომლებიც, ამავდროულად, არ აბრკოლებენ ინვესტორებს Apple-ის ფასიანი ქაღალდების შეძენაში. დასუსტებული ეკონომიკის პირობებში, ექსპერტების აზრით, კომპანია აწყდება მთელ რიგ რისკებს, რამაც შეიძლება კიდევ გამოიწვიოს მისი შემოსავლის შემცირება. ანალიტიკოსების აზრით iPhone-ის გაყიდვები მყარად არის დაკავშირებული იმ მომხმარებლებთან, რომლებიც ამ ბრენდის ძველ სმარტფონებს ახალზე ცვლიან. მაკროეკონომიკური პრობლემები ზრდის სმარტფონების ექსპლუატაციის ციკლს და შემუშავებული კონსტრუქცია და წარმოების ტექნოლოგია საშუალებას აძლევს ამ მოწყობილობებს რამდენიმე წლის განმავლობაში უპრობლემოდ იმუშაონ. გარდა ამისა, თუ Apple მომხმარებლებს ვერ შესთავაზებს რაიმე დამაჯერებელ სიახლეს iPhone-ის ახალ თაობაში, მაშინ მათზე მოთხოვნაც შეიზღუდება. მეორე მხრივ აშშ-ში Apple-ის შემოსავლების უარყოფით დინამიკას თან ახლდა ახალი რეკორდების მიღწევა მზარდი ეკონომიკის მქონე რიგ ბაზრებზე. D.A. Davidson-ის ანალიტიკოსების აზრით Apple-ს დიდი დრო დასჭირდება ინდოეთში შემოსავლის წილის 5-10%-მდე გასაზრდელად. ამ თვალსაზრისით ჩინეთის წარმატების გამეორება ინდოეთში Apple-ისთვის სიცოცხლისუნარიანი სტრატეგიაა, მაგრამ რეალიზაციის თვალსაზრისით - საკმაოდ გრძელვადიანი. Barclays-ის ანალიტიკოსებმა დაამატეს, რომ ბაზრის სხვა მონაწილეების მიერ გაგზავნილი სიგნალები არ იძლევა მოთხოვნის სწრაფი აღდგენის იმედს. ამ წყაროს თანახმად Apple-ის გეგმა iPhone 15-ის სმარტფონების წარმოებასთან დაკავშირებით წლის მეორე ნახევარში არ აღემატება iPhone 14-ის წარმოების პროგნოზირებულ მოცულობას. ამავდროულად, ძველი მოდელების წილი მიწოდების სტრუქტურაში უფრო დაბალი იქნება, რაც სეგმენტის პრემიუმ ნაწილზე მოთხოვნის შემცირებაზე მიუთითებს. მეორე კვარტალში Apple ელოდება დაახლოებით იმდენივე შემოსავალს, რაც პირველ კვარტალში მიიღო. ამასთან მომსახურების სეგმენტშიც კი, რომელშიც მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში რეკორდული შემოსავალი დაფიქსირდა, დადებითი დინამიკის მოლოდინი არ არსებობს. სუსტი მაჩვენებლებია მოსალოდნელი Apple-ის სარეკლამო და მობილურ გეიმინგ აპლიკაციების შემოსავლების მხრივ. მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ექსპერტის ეჭვებმა უახლოეს მომავალში კომპანიის ფინანსური მაჩვენებლების სტაბილურობასთან დაკავშირებით ხელი არ შეუშალა ახალი სავაჭრო სესიის შემდეგ კომპანიის აქციების ფასის 4.6%-ით გაზრდას. https://tinyurl.com/57prztyz
  15. NASA, SpaceX და კოსმოსური ოპერატორი Axiom Space მეორე სრულად კერძო კოსმოსური მისიის გაშვებას კოსმოსური საერთაშორისო სადგურისკენ 8 მაისს გეგმავდნენ, მაგრამ მისია 21 მაისამდე გადაიდო. მისია Ax-2. ფოტოს წყარო: axiomspace.com „განახლება მისიის შესახებ: : NASA, Axiom Space და SpaceX საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ მისია Axiom Mission 2-ის გაშვებას გეგმავენ 21 მაისს არაუადრეს 17:37 საათისა “ - დაწერა Twitter-ზე NASA-ს კოსმოსური ოპერაციების სამმართველომ. მისია Ax-2 განხორციელდება რაკეტა SpaceX Falcon 9-ს მეშვეობით ფლორიდას შტატში კენედის კოსმოსური ცენტრის პლატფორმიდან. მისიის ფარგლებში ოთხი კოსმოსური ტურისტი გაემგზავრება სკს-ზე და უკან დაბრუნდება SpaceX Dragon კაფსულით, რომლის სახელწოდებაა Freedom. ეს იქნება Freedom-ის მეორე მისია, იგი მანამდე მონაწილეობდა მისია Crew-4-ში. ფოტოს წყარო: twitter.com/NASASpaceOps Ax-2-ის ეკიპაჟში შედიან NASA-ს მეთაური და ყოფილი ასტრონავტი Peggy Whitson, აგრეთვე კოსმოსური ტურისტები John Shoffner, Rayyanah Barnawi და Ali AlQarni. როგორც დასახელებიდან ჩანს, ეს გახლავთ Axiom Space-ის მეორე მისია - პირველ, Ax-1-ში ასევე მონაწილეობდა ეკიპაჟის ოთხი წევრი, რომლებმაც გასული წლის აპრილში საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ორი კვირა გაატარეს. ხსენებულ მისიაშიც SpaceX-ის ხომალდი იყო გამოყენებული. Axiom უფრო სერიოზულ პროექტებზეც მუშაობს. კომპანია გეგმავს რამდენიმე კერძო მოდულის დაკავშირებას საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან - შემდგომში ისინი გამოიყოფა დამოუკიდებელ კომპლექსად და გარდაიქმნებიან პირველ კერძო კოსმოსურ სადგურად. https://tinyurl.com/4ur27883
  16. შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა ეროვნული სტანდარტების სტრატეგია რვა ტექნოლოგიურ სექტორში, რომლებიც უახლოეს მომავალში მნიშვნელოვან ეკონომიკურ გავლენას მოახდენენ. მათ შორისაა: ციფრული იდენტიფიკაციის ინფრასტრუქტურა და განაწილებული რეესტრის ტექნოლოგიები; ნახევრადგამტარი კომპონენტები და მიკროელექტრონიკა; ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება; ბიოტექნოლოგიები; პოზიციონირების, ნავიგაციის და სინქრონიზაციის სერვისები; ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წარმოება და შენახვა; კვანტური საინფორმაციო ტექნოლოგიები. სტრატეგია მოიაზრებს, რომ DLT ტექნოლოგიები ფართოდ იქნება გამოყენებული ეკონომიკის ძირითად სექტორებში. კერძოდ, საუბარია მათ გამოყენებაზე ინტელექტუალურ საზოგადოებებში, ინტერნეტ-ნივთებში, ასევე კიბერუსაფრთხოებასა და კონფიდენციალურობაზე დამყარებული ფუნქციებისა და სერვისების შექმნაში. შეგახსენებთ, რომ იანვარში თეთრმა სახლმა მოუწოდა კონგრესს „გააძლიერონ ძალისხმევა“ ციფრული აქტივების ბაზრის ზედამხედველობის თვალსაზრისით. https://tinyurl.com/ekvr8vuu
  17. კომპანია Samsung-ის 4-ნანომეტრიან ტექნოპროცესში დიდი ხნის განმავლობაში წუნდებული პროდუქციის მაღალი დონე ფიქსირდებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული. Samsung-ის წარმომადგენლებმა სიახლის შესახებ სოციალურ ქსელებში პირადად განაცხადეს, რაც ძალიან იშვიათად ხდება. გამოცხადდა, რომ 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი უზრუნველყოფს წლიური პროდუქციის წარმოების მაღალ დონეს და ამან უმნიშვნელოვანესი დამკვეთების - AMD-ისა და Google-ის ყურადღება მიიპყრო. ფოტოს წყარო: Samsung Electronics როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის პირველი ნახევრის ბოლომდე Samsung დაიწყებს მიკროსქემების გამოშვებას მესამე თაობის 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის საფუძველზე. ეს მოხდება პირველი თაობის 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის მიხედვით წარმოების დაწყებიდან დაახლობით ორი წლის შემდეგ. ამ მხრივ Samsung დიდად არ ჩამორჩება მთავარ კონკურენტ ტაივანურ TSMC-ს, თუმცა რა საკითხშიც აშკარად აგებს - გახლავთ ახალი ტექნოპროცესის მზადყოფნის ხარისხი მასობრივი წარმოებისთვის. გამოცხადდა, რომ ნახევარში Samsung-ის 4-ნანომეტრიანი წარმოების მეორე წელს მიკროსქემების წლიური დონე 60%-ს მიუახლოვდა, ხოლო ანალოგიურ მასშტაბებში TSMC-ის მაჩვენებელმა 70% და 80%-საც კი მიაღწია (უფრო ძველი წარმოების მაჩვენებელი 92-95%-ს აღწევს). Samsung-ის ახალი 4-ნანომეტრიანი პროდუქციის წლიური დონე მიუხლოვდება TSMC-ის და Samsung-ის წლიურ 5-ნანომეტრიანი პროდუქციის დონეს, რაც 70%-ის და კიდევ უფრო მაღალი დონის ბარიერის დამაჯერებელ გადალახვას ნიშნავს. ადრე Samsung-მა დაკარგა არაერთი დიდი შეკვეთა Tesla-ს, Qualcomm-ისა და სხვა კომპანიებისგან, რადგან თითოეული 4-ნანომეტრიანი ჩიპის მახასიათებლები შესამჩნევად ჩამორჩებოდა TSMC-ის მიკროსქემებს. პროდუქციის ხარისხის ახალი დონის მიღწევამ სამხრეთკორეულ ჩიპების მწარმოებელს საშუალება მისცა დაებრუნებინა ზოგიერთი მათგანი. მაგალითად, ცნობილია, რომ ახალი კონტრაქტები დაიდო AMD-სა და Google-ისთვის ჩიპების წარმოების მიმართულებით. https://tinyurl.com/mtddxr5u
  18. ჩეთ-ბოტ ChatGPT-ზე დამყარებულ საძიებო სისტემა Bing-ის გამოშვებიდან თითქმის სამი თვის შემდეგ Microsoft-ი ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომს ხდის წინასწარ ვერსიას. არსებობს მხოლოდ ერთი შეზღუდვა: აუცილებელია მომხმარებელი შევიდეს Microsoft-ის საკუთარ ექაუნთზე ბრაუზერ Edge-ს მეშვეობით. ეს ნაბიჯი ხაზს უსვამს Microsoft-ის სწრაფვას პროდუქტის განვითარებისკენ მიუხედავად იმისა, რომ მის საფუძვლად მდებარე ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიამ შეშფოთება გამოიწვია უზუსტობებისა და ზედმეტი ემოციურობის გამო. Microsoft ასევე ახდენს Bing Chat-ის მოდერნიზებას, ამატებს ბევრ ახალ ფუნქციას და გარე დეველოპერების პლაგინების მხარდაჭერასაც კი. მაგალითად, ჩატიდან გაუსვლელად შეგიძლიათ დაჯავშნოთ მაგიდები რესტორანში OpenTable-ის საშუალებით, ან სთხოვოთ ბოტს, ჩართოს სასურველი ფილმი Apple TV-ის საშუალებით. Microsoft გვპირდება, რომ უფრო მეტ დეტალს გამოავლენს კონფერენცია Build-ზე მიმდინარე თვის ბოლოს. შემდეგი ნაბიჯი იქნება სურათების და ვიდეოების მოძიება პირდაპირ Bing Chat-ში. მალე შესაძლებელი იქნება ობიექტების, ცხოველების, ადგილების და სხვა ფოტოების ან ვიდეოების მოთხოვნა. Microsoft ასევე ავრცელებს Bing Image Creator-ს 100-ზე მეტ ენაზე, რაც უდავოდ გააადვილებს მის გამოყენებას მომხმარებელთა ფართო სპექტრისთვის. Microsoft ასევე ამატებს მეტად მოთხოვნად ფუნქციას Bing Chat-ში: ისტორიას. პირველი: ჩეთის ისტორია ავტომატურად ამოიღება ყველა თქვენი მოწყობილობიდან. მეორე, როდესაც ხსნით ბმულს Bing Chat-ის პასუხიდან Edge-ში, იგი ავტომატურად გადაიტანს ჩატს გვერდითა ზოლში, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ გააგრძელოთ ბოტთან კომუნიკაცია ვებ-გვერდის დათვალიერებისა და კონტექსტური კითხვების დასმისას. Mobile Edge-ს ეს ფუნქცია მალე დაემატება. და მესამე, წინა ჩატის სესიების ისტორია გათვალისწინებული იქნება ბოტის პასუხებში ახალი საუბრის მიმდინარეობისას. Microsoft-ის ვიცე-პრეზიდენტ Yusuf Mehdi-ს განცხადებით, რომელიც ხელოვნური ინტელექტის სფეროს ინიციატივებს კურირებს, ამჟამად Bing-ს ყოველდღიურად 100 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი სტუმრობს. მათი რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. Google, რომელიც დიდი ხანია დომინირებს საძიებო სისტემების ბაზარზე, ვერ დაიკვეხნის თავის ხელოვნური ინტელექტის ასისტენტ Bard-ის მსგავსი წარმატებით. „ჩვენ გვჯერა, რომ ეს პროექტი გარდამტეხი მომენტი იქნება ძიების მხრივ და გააძლიერებს დეველოპერების შესაძლებლობებს“, აცხადებს Mehdi. „მოუთმენლად ველით მიმდინარე თვის ბოლოს Microsoft Build-ზე მეტი დეტალის გაზიარებას“. Microsoft-ის Bing-ის ყველა ახალი განცხადება კეთდება Google-ის დეველოპერების ყოველწლიურ კონფერენცია I/O-მდე სულ რაღაც ერთი კვირით ადრე. მოსალოდნელია, რომ მოვისმენთ მეტს Google-ის საძიებო ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების შესახებ. https://tinyurl.com/74by4uz6
  19. აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC) ჰეჯ-ფონდის წესებიდან ამოიღო „ციფრული აქტივების“ პირველი ოფიციალური განმარტება. თავდაპირველ დოკუმენტში კრიპტოვალუტები განისაზღვრებოდა, როგორც „აქტივები, რომლებიც გამოიცემა და გადაიცემა განაწილებული რეესტრის ან ბლოკჩეინის გამოყენებით, ე.წ. „ვირტუალური ვალუტების“, „მონეტების“ და „ტოკენების“ ჩათვლით. „ჩვენ გთავაზობთ ტერმინს და განმარტებას, რომელიც შეესაბამება SEC-ის ბოლოდროინდელ განცხადებას ციფრული აქტივების შესახებ. ჩვენ გვჯერა, რომ ასეთი კლასიფიკაცია უზრუნველყოფს იმ თემის თანმიმდევრულ გაგებას, რომელთანაც ჩვენ ვაპირებთ გამკლავებას“, - განმარტა მარეგულირებელმა. თუმცა ეს პუნქტი არ არის დამტკიცებულ წესებში. სქოლიოში ნათქვამია, რომ კომისია ჯერ კიდევ მუშაობს განსაზღვრებაზე და აქვს წინადადება, დაემატოს იგი Form PF-ის საყოველთაო ტერმინების ჩამონათვალში. 2022 წლის სექტემბერში SEC-ის ხელმძღვანელმა გერი გენსლერმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტები, რომლებიც გვთავაზობენ სტეიკინგის შესაძლებლობას, შეიძლება მოხვდნენ ფასიანი ქაღალდების განმარტებაში ჰაუის ტესტის საფუძველზე.ა 2023 წლის აპრილში ადვოკატმა ჯერემი ჰოგანმა გამოაცხადა მარეგულირებლის სუსტი არგუმენტების არსებობის შესახებ Ripple-ის წინააღმდეგ აღძრულ საქმეში. მისი აზრით XRP ტოკენი არ არის ფასიანი ქაღალდი, როგორც SEC მიიჩნევს და "შესაძლოა ერგებოდეს მხოლოდ საინვესტიციო კონტრაქტის განმარტებას". https://tinyurl.com/2bzrj3ua
  20. კორპორაცია Microsoft AMD-სთან ერთად შექმნის სპეციალიზებულ ჩიპს, რომელიც განკუთვნილია ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობისთვის. ეს არის Microsoft-ის ვრცელი სტრატეგიის ნაწილი ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ამოცანების შესაძლებლობების გაფართოების მიზნით. რეალურად, Microsoft მზადაა AMD დააფინანსოს, რათა მიიღოს საკუთარი ხელოვნური ინტელექტის ჩიპი მონაცემთა ცენტრებისთვის. ფოტოს წყარო: AMD Amazon-სა და Alphabet-ს უკვე დიდი ხანია აქვთ საკუთარი პროცესორები, მათ შორის ისეთები, რომლებიც ორიენტირებულია ხელოვნური ინტელექტის ამოცანებზე. Microsoft ამჟამად ძირითადად იყენებს NVIDIA-ს გადაწყვეტილებებს, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის ამაჩქარებლების ბაზარზე დომინირებს. თუმცა Microsoft-ს სურს ჰქონდეს საკუთარი ჩიპი, ამიტომ დააფინანსა AMD და მუშაობს მასთან, რათა შეიმუშავონ პროცესორი, კოდური სახელწოდებით Athena. კომპანიების მიზანია წინააღმდეგობა გაუწიონ NVIDIA-ს დომინირებას. მას შემდეგ რაც კომპანიების თანამშრომლობა ფართო აუდიტორიისთვის გახდა ცნობილი, AMD-ის აქციების ფასი 9%-ზე მეტით გაიზარდა, Microsoft-ის აქციები - დაახლოებით 1%-ით, ხოლო NVIDIA-ს აქციების ღირებულება პირიქით 1.9%-ით შემცირდა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში Microsoft-მა შექმნა ნახევრადგამტარი კომპონენტების წარმოების ქვეგანყოფილება Intel-ის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორ Rani Borkar-ის ხელმძღვანელობით, ამჟამად გუნდში თითქის 1000 თანამშრომელი მუშაობს. გასულ თვეში The Information-მა განაცხადა Microsoft-ის მიერ ხელოვნური ინტელექტის ჩიპ Athena-ს შემუშავების შესახებ. ცნობილია, რომ აღნიშნული 1000 თანამშრომლიდან რამდენიმე ასეული მუშაობს პროექტ Athena-ზე - Microsoft-მა დახარჯა დაახლოებით 2 მლრდ აშშ დოლარი ჩიპის შესაქმნელად. არაოფიციალური წყაროებიდან ასევე ცნობილია, რომ ჩიპი უკვე იტესტება და შესაძლოა Microsoft-ისთვის ფართოდ ხელმისაწვდომი გახდეს მომავალი წლიდან. თუმცა Microsoft არ წყვეტს NVIDIA-სთან თანამშრომლობას, რადგან ხელოვნურ ინტელექტთან მომუშავე მიკროსქემების მოთხოვნა ბოლო ექვს თვეში კრიტიკულად გაიზარდა. Microsoft-ის თქმით ბოტ ChatGPT-ის შექმნისთვის საჭირო გახდა NVIDIA-ს ათასობით გრაფიკული პროცესორი. ხელოვნური ინტელექტის სფერო ასევე არის AMD-ის მთავარი პრიორიტეტი. აღმასრულებელმა დირექტორმა ლიზა სუმ განაცხადა: „ჩვენ აღფრთოვანებულნი ვართ ჩვენი შესაძლებლობებით ხელოვნური ინტელექტის სფეროში - ეს არის ჩვენი No1 სტრატეგიული პრიორიტეტი“. ასევე აღსანიშნავია, რომ AMD-ს აქვს გამოცდილება და შესაძლებლობა შექმნას პერსონალური სერვერის ჩიპები მსხვილი დამკვეთებისთვის. NVIDIA-ს ხსენებული ალტერნატივის შექმნა რთული ამოცანა იქნება, რადგან კომპანია გვთავაზობს არა მხოლოდ აპარატურულ გადაწყვეტილებებს, არამედ სხვადასხვა პროგრამულ უზრუნველყოფას, რომლებიც ერთად მუშაობენ. საუბარია ჩიპებზე, პროგრამირების ენაზე, ქსელურ აღჭურვილობასა და სერვერებზე, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს სწრაფად გააფართოვოს თავისი შესაძლებლობები. https://tinyurl.com/4ur3kped
  21. ხმები გამართლდა: მომავალ კვირას Google წარადგენს თავის პირველ დასაკეც სმარტფონ Pixel Fold-ს. კომპანიამ ჯერჯერობით მხოლოდ ფოტოები წარადგინა, მახასიათებლები არ გაუზიარებია - სრულფასოვანი პრეზენტაცია 10 მაისს შედგება კონფერენცია Google I/O 2023-ის გახსნისას. ფოტოს წყარო: Google Google-ს არ გაუსაჯაროვებია მოწყობილობის არანაირი მახასიათებელი, თუმცა გამოაქვეყნა მოკლე თიზერი, რომელშიც ჩანს სმარტფონის საკმაოდ დიდი გარე დისპლეი. მოწყობილობა იხსნება Samsung Galaxy Z Fold-ის ანალოგიურად. კამერების ბლოკი უკანა პანელზე Pixel-ის სხვა მოწყობილობების ანალოგიურადაა გაფორმებული, თუმცა მათსავით ძალიან გამოწეული არ არის. აპრილში გავრცელებული ცნობების თანახმად Pixel Fold-ს ექნება 5.8-დუიმიანი გარე ეკრანი, გახსნის შემთხვევაში კი დისპლეი 7.6-დუიმის ტოლია. ავტონომიური მუშაობის დროს რაც შეეხება, მიიჩნევა, რომ Pixel Fold-მა უნდა უზრუნველყოს 24 საათამდე მუშაობა რეგულარული გამოყენებისას და 72 საათამდე - ელემენტის დაზოგვის რეჟიმის ჩართვისას. ცნობილია, რომ სმარტფონში წარმოდგენილი იქნება პროცესორი Google Tensor G2, მოწყობილობის წონა იქნება 283 გრამი და ექნება „დასაკეც სმარტფონებს შორის ყველაზე გამძლე სახსარი“. სმარტფონის ფასი 1700 აშშ დოლარს შეადგენს. შედარებისთვის, Samsung Z Fold 4 გაყიდვების დაწყების დროს 1799 აშშ დოლარად იყო შეფასებული. Google-ის დასაკეცი სმარტფონის გამოსვლა გასულ წელს იყო მოსალოდნელი და ამ დრომდე არ შემწყდარა ხმები მასთან დაკავშირებით. შარშან გამოშვების ნაცვლად Google-მა გადაწყვიტა Android-ისთვის ესწავლებინა დასაკეცი ეკრანების მქონე მოწყობილობებთან მუშაობა, რაც შესაძლოა წარმოადგენდეს დასაკეც პლანშეტ Pixel-ის გამოშვების წინაპირობას. Google Store-ის გვერდი საშუალებას აძლევს დაინტერესებულ მომხმარებლებს დარეგისტრირდნენ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მას შემდეგ, რაც 10 მაისს სმარტფონის ოფიციალური პრეზენტაცია შედგება. https://tinyurl.com/z84n48xs
  22. გაზის ფასების ზრდის გამო Ethereum-ის ტრანზაქციის საშუალო საკომისიომ 15 აშშ დოლარს გადააჭარბა. ქვემოთ მოყვანილი დიაგრამა აჩვენებს, რომ მსგავსი მაჩვენებლები 2022 წლის მაისში დაფიქსირდა. წყარო: Coin Metrics. სტატიის წერის მომენტისთვის კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტით განხორციელებული ოპერაციებისთვის გაზის მინიმალური ღირებულება 100 gwei-ს აღემატება. წყარო: Etherscan ანალოგიური ვითარებაა Bitcoin-ის შემთხვევაშიც - 2 მაისს ტრანზაქციის საშუალო საკომისიომ 7 აშშ დოლარს გადააჭარბა. მსგავსი მნიშვნელობები დაფიქსირდა 2021 წლის ივლისში. წყარო: Coin Metrics. ამ შემთხვევაში მთავარი მიზეზია Ordinals-ის და მასთან დაკავშირებულ ექსპერიმენტულ ტოკენ BRC-20-ის სტანდარტის გარშემო ირგვლივ არსებული აჟიოტაჟი, რომელიც მარტის დასაწყისში იყო წარმოდგენილი. 3 მაისს მაინერების მიერ დღეში გადახდილმა საკომისიოს ჯამმა 3.5 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. Bottom of Form წყარო: CryptoFees ვენჩურული კაპიტალის კომპანია Dragonfly-ის მკვლევარმა, ფსევდონიმით Hildobby, The Block-თან საუბარში გამოხატა დარწმუნება, რომ Ethereum-ის საკომისიოებთან დაკავშირებული ამჟამინდელი სიტუაცია დიდწილად განპირობებულია მემ-ტოკენებთან დაკავშირებული აჟიოტაჟით. ეს უკანასკნელი გავლენას ახდენს Ethereum ქსელზე იმის გამო, რომ ისინი ვაჭრობენ ძირითადად DEX-ზე onchain-ოპერაციების შემოთავაზებით. ტოკენ PEPE-ს ღირებულება გასულ თვეში ათჯერ გაიზარდა და მონეტების ზოგიერთი მფლობელი მილიონერად აქცია. წერის დროს აქტივი CoinGecko-ს რეიტინგის 70-ე ადგილზეა და აღემატება Optimism-ისა და MakerDAO-ს utility-ტოკენებს. PEPE-ს საბაზრო კაპიტალიზაცია თითქმის 700 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. https://tinyurl.com/2arebrkt
  23. Apple-ის M-სერიის Arm პროცესორების წარმატებამ შთაბეჭდილება მოახდინა Microsoft-ზე. გავრცელებული ინფორმაციით პროგრამული გიგანტი ქმნის Arm-ზე დამყარებულ პროცესორებს Apple-თან კონკურენციის მიზნით. გარდა ამისა, Microsoft Arm ჩიპების მქონე მოწყობილობებთან მუშაობისთვის ოპტიმიზაციას უწევს თავის ოპერაციული სისტემის მომდევნო ვერსიას, რომელიც ამჟამად ცნობილია, როგორც Windows 12. ფოტოს წყარო: Microsoft Microsoft-ის მიერ Arm პროცესორების შემუშავება ემთხვევა Windows 12-ის დაგეგმილ გამოშვებას, რომლის ერთ-ერთი ვერსია ოპტიმიზებული და ფოკუსირებული იქნება ნეიროქსელებზე დამყარებული ტექნოლოგიების შესაძლებლობების გამოყენებაზე. ამაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ ცოტა ხნის წინ Microsoft ეძებდა თანამშრომლებს მაღალ წარმადობასა და ენერგოეფექტურობაზე ორიენტირებული პროცესორებისა და ერთჩიპიანი სისტემების (SoC) შესაქმნელად. წყაროს ცნობით Microsoft ეძებდა თანამშრომელს ერთჩიპიანი სისტემების წამყვანი არქიტექტორის პოზიციაზე. გარდა ამისა, გამოქვეყნდა ფიზიკური დიზაინის გადამოწმების უფროსი ინჟინრის, დიზაინის მთავარი ინჟინრის და ა.შ. ვაკანსიები. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ქვეგანყოფილება Microsoft Silicon უკვე მუშაობს Arm პროცესორების შექმნაზე, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია რა ეტაპზეა შემუშავების პროცესი. ახალი Arm ჩიპების მომავალ Windows 12-თან კომბინაცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს Microsoft-ის მოწყობილობების წარმადობასა და ეფექტურობას. პროგრამული პლატფორმა სავარაუდოდ 2024 წლის ბოლოს გამოვა და გამოშვების მომენტისთვის მას უკვე ექნება ნეიროქსელებზე დამყარებული რამდენიმე ფუნქცია. https://tinyurl.com/378spxm6
  24. კომპანია Samsung განიხილავს ახალი დასაკეცი სმარტფონები დაგეგმილზე სამი კვირით ადრე წარადგინოს. როგორც სამხრეთკორეული გამომცემლობა The Elec გვაცნობებს, Galaxy Z Fold 5-ისა და Galaxy Z Flip 5-ის დებიუტი ივლისში შედგება. Galaxy Z Fold 4. ფოტოს წყარო: Samsung ტრადიციულად Samsung დასაკეცი სმარტფონების პრეზენტაცია Galaxy Unpacked-ს აგვისტოს პირველ ნახევარში ატარებს. თუმცა კომპანია შეშფოთებულია მეორე კვარტლის მაჩვენებლებით - ამ პერიოდში სმარტფონების გაყიდვების მოცულობა ტრადიციულად მცირეა. როგორც The Elec-ის წყაროები გვაცნობებენ, პირველ კვარტალში ფლაგმანური Galaxy S23 გაიყიდა მოსალოდნელზე ოდნავ უკეთ, პარალელურად კომპანია ცდილობდა გაეზარდა საშუალო და დაბალბიუჯეტური სეგმენტის სმარტფონების გაყიდვები. ამრიგად, დასაკეცი სმარტფონების პრემიერის ივლისში ჩატარება Samsung-ს მესამე კვარტლის შედეგების გაუმჯობესების საშუალებას მისცემს, რაც ნაწილობრივ დააკომპენსირებს ზედიზედ ორი წინა სუსტი კვარტლის მაჩვენებლებს - წლის პირველ მეოთხედში Samsung-მა დააფიქსირა 14 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი საოპერაციო მოგება. ამასთან, კომპანიას მოუწევს მოძებნოს გამოსავალი მეოთხე კვარტლისთვის, როდესაც Fold 5-ისა და Flip 5-ის გაყიდვები შენელდება. ნებისმიერ შემთხვევაში, გამომცემლობა თვლის, რომ ძლიერ მესამე კვარტალს Samsung კომპანიის მობილური ბიზნესისთვის უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევს. Samsung-ს დასჭირდება სულ რაღაც ერთი თვე Fold 5-ისა და Flip 5-ის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, რათა ისინი ივლისში წარადგინოს. ცნობილია, რომ კომპონენტების წარმოების ზოგიერთი გეგმა უკვე გადაიხედა - გამოშვება დაიწყება სამი კვირით ადრე, თუმცა ზოგიერთი კომპონენტის გრაფიკი ჯერ არ შეცვლილა. Samsung გეგმავს Fold 5-ის წონა 254 გრამამდე შეამციროს, რაც 8 გრამით ნაკლებია Fold 4-თან შედარებით, სისქე კი 15.8-დან 14 მილიმეტრამდე შემცირდება. რაც შეეხება Flip 5-ს, კომპანიის გეგმით ახალი მოდელის გარე დისპლეი წინამორბედთან შედარებით დიდი უნდა იყოს - მისი ზომა 1.9 დუიმით, 3.38 დუიმამდე გაიზრდება. https://tinyurl.com/v7t3x7xx
  25. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ხელმძღვანელობით CEA-მ წარადგინა წინადადება - ფედერალურ ბიუჯეტში იქნას შეტანილი 30%-იანი ბეგარა კრიპტოვალუტის მაინინგში გამოყენებულ ელექტროენერგიაზე. ინიციატივა მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებაზე ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირებას, წერს Yahoo. „მაინერების მიერ ენერგიის მოხმარების მაღალი დონე უარყოფითად აისახება გარემოზე, ცხოვრების ხარისხსა და ელექტრო ქსელებზე, სადაც მსგავსი კომპანიებია განლაგებული ქვეყნის მასშტაბით“, - ნათქვამია მოხსენებაში. მომავალ პუბლიკაციაში საბჭო წარადგენს არგუმენტებს Digital Asset Mining Energy (DAME) აქციზის ბეგარის შესახებ. CEA-მ აღნიშნა, რომ ბეგარის დანერგვა მაინინგ-კომპანიებს აიძულებს მეტი ყურადღება მიაქციონ იმ ზიანს, რომელსაც ისინი საზოგადოებას აყენებენ. ამჟამად მათი ხარჯები არ ითვალისწინებს „დაბინძურებას, საწვავის ფასების ზრდას და სასათბურე გაზების გაზრდილი ემისიების გავლენას კლიმატზე“. ციფრული ვაჭრობის პალატის ენერგეტიკული პოლიტიკის დირექტორი ტომ მეიპსი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას აღიქვამს, როგორც „შეტევას იმ ინდუსტრიაზე, რომელსაც ისინი მხარს არ უჭერენ“. „მკაფიოდ ჩანს, რომ მათ არ მოსწონთ ეს ინდუსტრია და ეძებენ გზებს მის შესაზღუდად“, - განმარტა მან. თეთრი სახლის მოხსენების თანახმად კრიპტოვალუტის მაინინგი უფრო მეტ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე მთლიანი ავსტრალია. შეერთებულ შტატებში, სადაც კონცენტრირებულია მაინინგის დაახლოებით მესამედი, ამ ტიპის საქმიანობა შეადგენს მთლიანი ხარჯების 0.9%-დან 1.7%-ს. New York Times-ის შეფასებით 34 უმსხვილესი საწარმო იყენებს იმდენ ელექტროენერგიას, რამდენსაც თითქმის 3 მილიონი ოჯახი. ათმა ტეხასურმა კომპანიამ განაპირობა უფრო მაღალი ფასები ყველა მომხმარებლისთვის მას შემდეგ, რაც მათ მიერ წარმოქმნილმა მოთხოვნამ შექმნა ბლექაუთის რისკები. CEA მიუთითებს ფედერალური რეგულაციის აუცილებლობაზე, რომელიც ითვალისწინებს კრიპტოვალუტების მაინინგის საყოველთაო ხარჯებს. ექსპერტების შემოთავაზებაა გადასახადის ეტაპობრივი შემოღება სამი წლის განმავლობაში, მომავალი წლიდან 10+%-ით, ხოლო შემდეგ 20%-მდე და 30%-მდე გაზრდა. გამოთვლების თანახმად DAME ათი წლის განმავლობაში 3.5 მლრდ აშშ დოლარს მოიტანს. Forbes-თან ინტერვიუში ეკონომისტმა ჯეიმს ბროუელმა განაცხადა, რომ უფრო გონივრული იქნება სათბურის გაზების ემისიების, ვიდრე ელექტროენერგიის მოხმარების დაბეგვრა. ამჟამინდელი წინადადება „სჯის“ კომპანიებს, რომლებიც იყენებენ „სუფთა საწვავს“, აღნიშნა მან. თეთრი სახლი მთლიანობაში ვერ ხედავს საზოგადოების სარგებელს მაინინგისგან. „ჯერ არ არის ნათელი, რა ეკონომიკური სარგებელი მოაქვს ამ საქმიანობას. არსებობს საფრთხე ფინანსური სტაბილურობის რისკის და, რა თქმა უნდა, გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ“, - აცხადებენ მრჩევლები. მეიპსი არ დაეთანხმა ამ არგუმენტს. ექსპერტის თქმით თეთრი სახლი შერჩევითად იქცევა ინდუსტრიებს შორის გამარჯვებულთა და დამარცხებულთა არჩევისას. 2023 წლის მარტში CEA-მ წარადგინა მოხსენება, რომელშიც ნათქვამია, რომ ციფრული აქტივები არ შეესაბამება გამოყენების მითითებულ შემთხვევებს. ექსპერტებმა ასევე მიუთითეს ინვესტორებისთვის ციფრული აქტივებისა და ზოგადად ფინანსური სტაბილურობის რისკებზე. https://tinyurl.com/535dc9rk
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.