Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5891
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    195

Everything posted by Magdalena

  1. კომპანია Sony-მ ოფიციალურად დაადასტურა ხმები, რომ მუშაობს პორტატულ კონსოლზე, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს ითამაშონ PlayStation 5-სთვის განკუთვნილი თამაშები გეიმინგ პროცესის სტრიმინგით. კონსოლი დაანონსდა ღონისძიება PlayStation Showcase-ზე - მისი სახელწოდებაა Project Q. ამასთან, Sony პირდაპირ უწოდებს მას PS5-ის აქსესუარს. ფოტოს წყარო: Sony „შეხედეთ დღევანდელ Showcase-ზე წარმოდგენილ ახალ აქსესუარებს - ესენია მოწყობილობა Project Q თამაშებისთვის, რომლებიც დაყენებულია PS5-ზე და მათი ტრანსლირება ხდება Wi-Fi-ს მეშვეობით, და პირველი ოფიციალური უსადენო ყურსასმენი, რომელიც უზრუნველყოფს ხმას ხარისხის დაკარგვის გარეშე PS5-სა და პერსონალურ კომპიუტერზე. მეტი დეტალი უახლოეს თვეებში გახდება ცნობილი“ - აცხადებს Twitter-ის მეშვეობით Sony-ს სპეც-სამსახური. Sony აღნიშნავს, რომ Project Q უზრუნველყოფს კონსოლ PlayStation 5-დან პორტატულ გაჯეტზე ვიდეოთამაშების სტრიმინგ გადაცემას ინტერნეტით, ფუნქცია PS Remote Play-ს მეშვეობით. მოწყობილობას ექნება მართვის ყველა ელემენტი, რომლებიც უსადენო კონტროლერ DualSense-ა წარმოდგენილი. გაჯეტს ასევე ექნება 8-დუიმიანი LCD დისპლეი 1080p-მდე გაფართოებისა და 60 ჰერცი კადრის განახლების სიხშირის მხარდაჭერით. კლასიკური კონტროლერების ანალოგიურად ახალ მოწყობილობას ექნება დინამიური ადაპტაციური ტრიგერები და უზრუნველყოფს ტაქტილურ უკუკავშირს. კონსოლის წარდგენა უნდა მოხდეს მიმდინარე წელს მოგვიანებით, თუმცა დაზუსტებით უცნობია - როდის და რა იქნება მისი ფასი. ფოტოს წყარო: Sony არსებული მონაცემებით, იმედი, რომ კონსოლის მფლობელები მის გამოყენებას პირდაპირ Sony-ს ქლაუდ სერვისთან შეძლებენ, ჯერჯერობით არ გამართლებულა. პორტატული კონსოლით თამაშისთვის იგი დაყენებული უნდა იყოს PlayStation 5-ზე - Project Q წარმოადგენს მხოლოდ აქსესუარს, ფაქტობრივად დისპლეის მქონე უსადენო კონტროლერის ვარიანტს და ფუნქციურად მნიშვნელოვნად ჩამორჩება SteamDeck-სა და სმარტფონებსაც კი. ასეა თუ ისე, Sony დღესდღეობით ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან კომპანიათაგანია, რომელსაც საკუთარი ქლაუდ სერვისი გააჩნია. ამჟამად მიმდინარეობს მისი რეორგანიზაცია ინტერნეტში გამოქვეყნებულის მრავალრიცხოვანი ვაკანსიებით თუ ვიმსჯელებთ. ზოგი ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ქლაუდ გეიმინგი შესაძლოა Project Q-ს მოგვიანებით დაემატოს. ჯერჯერობით უცნობია, შესაძლებელი იქნება თუ არა Project Q-ს გამოყენება სახლს გარეთ. ცნობილია ის, რომ Remote Play-ს აქვს მობილური კავშირით დაკავშირების მხარდაჭერა, თუმცა Sony საუბრობს მხოლოდ Wi-Fi-ზე. ახალი კონსოლის შესახებ ხმები პირველად მიმდინარე წლის დასაწყისში გავრცელდა რესურს Insider Gaming-ის მიერ, რომელმაც აღწერა მოდელის მახასიათებლები და განაცხადა, რომ საუბარი ეხებოდა ვარიანტს, სახელწოდებით Q Lite. Project Q-ს წარდგენით კომპანია გამოეხმაურა პორტატულ კონსოლებზე მზარდ მოთხოვნას. ერთ დროს აბსოლუტური ჰიტი გახდა და დღემდე რჩება Nintendo Switch, თუმცა ბაზარზე Steam Deck-ისა (Valve) და ROG Ally-ს (ASUS) გამოსვლის შედეგად კონკურენცია უფრო გამწვავდება თანაც იმის გათვალისწინებით, რომ ახალ გაჯეტებზე მხარდაჭერილია უფრო დიდი რესურსის თამაშები მოძველებულ Switch-თან შედარებით. Project Q ეს არის ვარიანტი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს გამოიყენოს კონსოლის სიმძლავრე. მოკლედ, ფუნქცია Remote Play-ს გამოყენებისთვის არ არის საჭირო Project Q-ს პრემიერის ლოდინი - თითქმის ნებისმიერი iPhone, Android სმარტფონი, Windows კომპიუტერი და Mac და თუნდაც Linux შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ოფიციალური აპლიკაციის ნაცვლად. უფრო მეტიც, ხელმისაწვდომია Steam Deck-ისთვის სპეციალური აპლიკაციაც - Chiaki. https://tinyurl.com/2xcej4bv
  2. შეერთებული შტატები რისკავს კრიპტო ინდუსტრიაში ლიდერის პოზიციის დაკარგვას არაბთა გაერთიანებულ ემირატებთან, სამხრეთ კორეასთან, ავსტრალიასა და შვეიცარიასთან, გამოთქვა გაფრთხილება ARK Invest-ის ანალიტიკოსმა Yassine Elmandjra-მ. ექსპერტმა ანგარიშში აღნიშნა, რომ შტატებიდან მარკეტმეიქერების - Jane Street-ისა და Jump Trading-ის ცოტა ხნის წინანდელი გასვლა გაუაზრებელი რეგულაციების საწინააღმდეგო რეაქციის პირველი ნიშანია. „აშშ-ის ოდესღაც კარგი რეკომენდაციის და დამსახურებული ნდობის მქონე ინსტიტუტებით სავსე კრიპტოეკოსისტემა ახლა სიცარიელის წინაშეა, რაც, დიდი ალბათობით, ანელებს სხვა მსხვილი კრიპტო ინვესტორების ინტერესს“ - განმარტა Elmandjra-მ. ანალიტიკოსის აზრით არაცალსახა მარეგულირებელი ფონი უარყოფითად მოქმედებს არსებულ კომპანიებზე და აფრთხობს ახალ მოთამაშეებს. 2023 წელს SEC-მა აღნიშნა დარღვევები Bittrex-ის, Coinbase-ის, Kraken-ის, Gemini-ისა და Genesis-ის მუშაობაში. CFTC-მა სარჩელი შეიტანა Binance-ისა და მის აღმასრულებელ დირექტორ Changpeng Zhao-ს წინააღმდეგ. ARK Invest-ის ექსპერტის თქმით შეერთებულ შტატებში კრიპტო-ლიკვიდობა "მნიშვნელოვნად შემცირდა". Coin Metrics-ის მონაცემებზე დაყრდნობით მან განაცხადა, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში ქვეყანაში Bitcoin-ით ვაჭრობის მოცულობა 75%-ით შემცირდა - მარტში დღეში ფიქსირდებოდა 20 მლნ აშშ დოლარი, მაისში კი - 4 მლნ აშშ დოლარი. Elmandjra-მ ასევე გაამახვილა ყურადღება, რომ პირველი კრიპტოვალუტის კურსი Binance.US-ზე 600 აშშ დოლარით მეტი იყო სხვა ბირჟებთან შედარებით. მისი აზრით, ეს მიუთითებს შეერთებულ შტატებში არაკორექტულ ფასწარმოქმნაზე. შეგახსენებთ, რომ მაისში Coinbase-ის ხელმძღვანელობამ დაუშვა ჰაბის შექმნის ალბათობა არაბთა გაერთიანებულ ემირატებში. იმავე თვეში კომპანიამ გამოაცხადა ციფრული აქტივების საერთაშორისო ბირჟა Coinbase International Exchange-ის ამოქმედების შესახებ. ინსტიტუციონალური პლატფორმა Bakkt ასევე განიხილავს ევროპაში ბიზნესის განვითარების შესაძლებლობას. ადრე Circle-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯერემი ალერმა არ გამორიცხა, რომ აშშ-მ შესაძლოა დაკარგოს წამყვანი პოზიცია სექტორში ევროკავშირის, ჰონგ კონგის და არაბეთის გაერთიანებული ემირატების სასარგებლოდ. https://tinyurl.com/ysnwraxw
  3. კორპორაცია Intel-მა კონფერენცია ISC 2023-ზე გააზიარა ინფორმაცია პროექტ Aurora-ს შესახებ, რომელიც გულისხმობს ეგზაფლოპს-წარმადობის სუპერკომპიუტერის შექმნას. ეს სისტემა იქმნება აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის არგონის ეროვნული ლაბორატორიისთვის. თავდაპირველად HPC კომპლექს Aurora-ს ანონსი შედგა ჯერ კიდევ 2015 წელს და გამოსვლა იგეგმებოდა 2018 წელს: მოსალოდნელი იყო, რომ კომპიუტერი უზრუნველყოფდა 180 Pflops წარმადობას. თუმცა პროექტის რეალიზაცია თავდაპირველად გაჭიანურდა, პლატფორმის ტექნიკური მახასიათებლები კი არაერთხელ შეიცვალა. ჯერჯერობით ამოქმედებულია სატესტო კლასტერი Sunspot. ამჟამად როგორც ცნობილია, Aurora-ს საბოლოო კონფიგურაციას ექნება 10624 ნოუდი, რომელთაგან თითოეულში მოცემული იქნება ორი პროცესორი Xeon Max და ექვსი ამაჩქარებელი Ponte Vecchio. ამრიგად, CPU-ების ჯამური რაოდენობა იქნება 21248, GPU-ების - 63744. FP64 ოპერაციების სიჩქარე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2 Eflops-ს აღემატება. ფოტოს წყარო: Intel (via AnandTech) თითოეულ პროცესორს აქვს 64 გბ HBM მეხსიერება, ამაჩქარებელს - 128 გბ. ჯამში წარმოდგენილია 1.36 პბ და 8.16 პბ HBM მეხსიერება მაქსიმალური სიჩქარით 30.5 პბ/წმ და 208.9 პბ/წმ. დამატებით სისტემაში შესაძლებელია 10.9 პბ DDR5 მეხსიერების გამოყენება 5.95 პბ/წმ-მდე სიჩქარით. მონაცემთა შენახვის ქვესისტემის მოცულობა შეადგენს 230 პბ-ს, სიჩქარე შეადგენს 31 ტბ/წმ-ს. დღეისათვის Intel-ს გაგზავნილი აქვს 10 ათასზე მეტი მოწყობილობა Aurora-სთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად ყველა ნოუდი მზადაა საბოლოო მონტაჟისთვის. სუპერკომპიუტერის ექსპლუატაციაში შესვლა მიმდინარე წელს იგეგმება. НРС პლატფორმისთვის მზადდება გენერაციული ხელოვნური ინტელექტის სპეციალიზებული სამეცნიერო მოდელი - Generative AI for Science, რომელიც დაახლოებით 1 ტრილიონ პარამეტრს მოიცავს. Aurora-ს გამოყენება იგეგმება ყველაზე დიდი მოცულობის რესურსების ამოცანებისთვის სხვადასხვა სფეროში. https://tinyurl.com/3p2wwf3b
  4. Zotac-მა გამოფენა Computex 2023-ზე წარადგინა მინი პერსონალური კომპიუტერი Zbox PI430AJ Pico with AirJet, რომელიც გაყიდვაში მიმდინარე წელს გამოვა 499 აშშ დოლარად. მოწყობილობის განსაკუთრებული მახასიათებელია გაგრილების ულტრაბგერითი სისტემა AirJet, რომელიც ჰაერის ნაკადებს ქულერების ვენტილატორების გარეშე წარმოქმნის. ფოტოს წყარო: theverge.com კომპიუტერის ტექნიკური მახასიათებლებია პროცესორი Intel Core i3-N300 სიმძლავრით 7 ვატი, რომელსაც აქვს რვა E-ბირთვი, საბაზისო სიხშირე 800 მჰც და ინტეგრირებული გრაფიკა. წარმოდგენილია 8 გბ LPDDR5 მეხსიერება, პორტები - HDMI 2.0, DisplayPort 1.4, Gigabit Ethernet, სამი USB 3.2 სიჩქარით 10 გბ/წმ და კიდევ ერთი USB Type-C პორტი DisplayPort 1.4-ის მხარდაჭერით. სადემონტრაციო მოდელისგან განსხვავებით Zbox PI430AJ Pico with AirJet-ის სერიულ ვერსიას ექნება არა გამჭვირვალე, არამედ სტანდარტული შავი კორპუსი. თანამედროვე კომპიუტერების უმეტესობა წარმოდგენილია გაგრილების ქულერიანი სისტემებით, ან პასიური რადიატორებით. ახალ მოწყობილობაში გამოყენებულია ულტრაბგერითი სისტემა AirJet. მასზე მომუშავე კომპანია Frore-ის ხელმძღვანელმა Seshu Madhavapeddy-მ განმარტა, რომ გაგრილების სისტემის შიგნით განთავსებულია მემბრანები, რომლებიც ვიბრირებენ ულტრაბგერით სიხშირეზე და ქმნიან შემწოვ ძალას, რომელიც ჰაერს მტვრისგან დაცული საფარის გავლით გაატარებს. იგი დიდი სიჩქარით მიემართება სპილენძის თბოგამტარის ქვედა მხარისკენ და გამოდის უკანა ნაწილიდან. წნევა გამოდის ვენტილატორის წნევაზე ათჯერ მეტი - 1750 Pa. AirJet-ის მეშვეობით შესაძლებელია სრულიად მტვერგაუმტარი პერსონალური კომპიუტერის აწყობა, ხოლო ერთი მოდულის სიმძლავრე საკმარისია იმისთვის, რომ სხვა კომპონენტებიც გააგრილოს. 8.75 ვატი წარმადობის პირობებშიც კი AirJet Pro მოდული საკმარისი იქნება Steam Deck-ის 15-ვატიანი პროცესორის გასაგრილებლად - გაგრილების ნაწილი განხორციელდება პასიურად ულტრაბგერითი კომპონენტის მეშვეობით. სამწუხაროდ, AirJet-ზე ოპერატიულად გადასვლა ვერ მოხერხდება - გაგრილების ბლოკისთვის აუცილებელია მართვის სპეციალური სქემა, რომლის ინტეგრირება ხდება დედა დაფაში. ასევე საჭიროა განსაკუთრებული შიდა კონსტრუქცია, რომელიც იმოქმედებს გაგრილების ახალ სქემასთან ან შეძლებს მასთან ადაპტაციას. ურთულესი მხარე კი, როგორც Frore-ში განმარტეს, არის საკმარისი კონტაქტის უზრუნველყოფა ზედაპირთან, რათა AirJet მაქსიმალურად იქნას გამოყენებული. ულტრაბგერითი გაგრილების გამოყენების შედეგად პერსონალური კომპიუტერი გახდება უფრო უხმაურო და თხელი, რადგან გამოთავისუფლდება სივრცე მობილურ მოწყობილობაში უფრო დიდი მოცულობის ბატარეისთვის, ხოლო ქულერი და სითბური მილები შესაძლებელია ჩანაცვლდეს AirJet-ის რამდენიმე მოდულით. ამჟამად არსებულ ვერსიაში AirJet Mini-ს ერთი კომპონენტი აფიქსირებს 4.25 ვატ წარმადობას: მინი პერსონალური კომპიუტერისთვის ასეთი ორი მოდულია საჭირო, ლეპტოპისთვის - სამი. ჯერჯერობით ეს გახლავთ მასიური წარმოების ერთადერთი მოდელი, თუმცა გამოშვებისთვის მზადდება ასევე AirJet Pro, რომელიც 13-დუიმიანი MacBook Pro-ს ქულერის ეკვივალენტური იქნება, პერსპექტივაში კი უნდა გამოვიდეს უფრო დიდი ელემენტებიც. AirJet Mini მოდელის გამოყენება შესაძლებელია გეიმინგ სმარტფონებში, 4K კამერებში, ფლეშ-მეხსიერებებსა და SSD-ებში, ვიდეო დომოფონებსა და სმარტ ნათურებში. AirJet-ის მქონე პირველი სერიული კომპიუტერი გახდა Zotac-ის მოდელი, თუმცა Frore აცხადებს, რომ მიმდინარე წელს სხვა პარტნიორების პროდუქტებიც გამოვა. https://tinyurl.com/y2cz68n7
  5. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ შემოთავაზებული კრიპტო მაინინგის გადასახადი ინდუსტრიას ოფშორულ იურისდიქციებში გადასვლას აიძულებს. ამის შესახებ The Block აცხადებს Marathon Digital-ის აღმასრულებელ დირექტორ ფრედ ტიელის განცხადებაზე დაყრდნობით. გადასახადის მიზანია მინიმუმამდე დაიყვანოს მაინინგის გავლენა კლიმატის ცვლილებაზე. თუმცა, ტიელი დარწმუნებულია, რომ ეს არ გამოიწვევს განახლებადი ენერგიის ხელმისაწვდომობის ზრდას, არამედ პირიქით, მხოლოდ შეამცირებს მას. „მზის ან ქარის ელექტროსადგურის დაკავშირებას დაახლოებით ორი წელი სჭირდება. სწორედ Bitcoin-ის მაინერები აძლევენ ეკონომიკურ სტიმულს ამ ადამიანებს მუშაობისთვის“, - განაცხადა მან. Marathon Digital-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ მისი კომპანია საქმიანობისას სხვადასხვა დაბრკოლებას აწყდება ბანკებისა და კომპანიების მხრიდან, რომლებიც მართავენ გაზის ელექტროსადგურებს. ” მაინინგი ტეხასში გამორიცხავს მანევრირებადი სიმძლავრის საჭიროებას, რაც უარყოფითად აისახება მათ ბიზნესზე,” - განმარტა მან. ტიელის თქმით ბაიდენის ადმინისტრაციაში არსებობს კრიპტო ბაზრისკენ მიმართული უფრო ფართო ინიციატივა, რომელიც, თუ არ მოკლავს Bitcoin-ს, ბევრად გაურთულებს ადამიანებს მუშაობას. თავის მხრივ, Marathon Digital განიხილავს ბიზნესის გაფართოების ვარიანტებს შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ. მიმდინარე თვის დასაწყისში კომპანიამ დააანონსა პროექტი აბუ დაბიში მაინინგ ფერმების მშენებლობის შესახებ. იგი ასევე იკვლევს საქმიანობის შესაძლებლობას სხვა იურისდიქციებში, მათ შორის პარაგვაიში. ტიელმა გამოთქვა იმედი, რომ მაინინგის სექტორში კონსოლიდაცია გაძლიერდება ბაზარზე გაჭიანურებული ფინანსური სტრესის შემდეგ. „ჩვენ გადავურჩით კრიპტოზამთრის ყველაზე უარეს პერიოდს. ვფიქრობ, Bitcoin-ის ფასის ზრდასთან ერთად ხალხი უფრო და უფრო ოპტიმისტურად არის განწყობილი“, - აღნიშნა მან. მაისის დასაწყისში ბაიდენის ადმინისტრაციამ წარადგინა წინადადება - ფედერალურ ბიუჯეტში შესულიყო კრიპტოვალუტების მოპოვებისას გამოყენებული ელექტროენერგიის გადასახადის 30%. ასევე შემოთავაზებულია 2024 ფისკალური წლის პროექტში კრიპტოვალუტებით განხორციელებული ტრანზაქციების დაბეგვრის ცვლილების შეტანა. მთავრობის შეფასებით შედეგად შემოსავალი ინდუსტრიიდან 24 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზრდება. https://tinyurl.com/yevzk3x6
  6. კომპანია NVIDIA-მ სახელი გაითქვა მაღალი წარმადობის გამოთვლების სეგმენტში უშუალოდ გრაფიკულ პროცესორების ბაზაზე არსებული ამაჩქარებლებით. ეს მას ხელს არ უშლის ასორტიმენტი გააფართოვოს სუპერკომპიუტერების სეგმენტში საკუთარი წარმოების ცენტრალური პროცესორებით. სწორედ მათ საფუძველზე დამყარებული სუპერკომპიუტერი იქნება Isambard 3, რომელიც შევა მსოფლიოს ყველაზე ენერგოეფექტური სუპერკომპიუტერების სამეულში. ფოტოს წყარო: NVIDIA უნდა აღინიშნოს, რომ შერჩევა მოხდა იმ სუპერკომპიუტერულ სისტემებს შორის, რომლებშიც არ არის გამოყენებული გრაფიკულ პროცესორებზე დამყარებული გამოთვლითი ამაჩქარებლები. NVIDIA-ს წარმომადგენლების განცხადებით სუპერკომპიუტერი აიწყობა ბრისტოლის უნივერსიტეტისთვის Hewlett Packard Enterprise-ისა და სხვა პარტნიორების მონაწილეობით, მისი ენერგომოხმარება იქნება 270 კვტ, გამოთვლების მაქსიმალური წარმადობა FP64 სიზუსტით კი - 2.7 Pflops. შედეგად იგი გამოდის ექვსჯერ უფრო ეფექტური სიჩქარისა და ენერგომოხმარების კუთხით წინამორბედ Isambard 2-თან შედარებით. მახასიათებლების ეს კომბინაცია საშუალებას მისცემს Isambard 3-ს გახდეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ენერგოეფექტური სუპერკომპიუტერი, რომელიც არ იყენებს სპეციალიზებულ ამაჩქარებლებს. სისტემა Isambard 3, რომელიც მომავალი წლის გაზაფხულზე ამოქმედდება, ბრისტოლის უნივერსიტეტის მეცნიერებს საშუალებას მისცემს დააპროექტონ ენერგეტიკული დანადგარები, გააანალიზონ მეტეოროლოგიური კვლევების შედეგები და ეძებონ მედიკამეტური საშუალებები, რომლებიც ხელს შეუწყობს პარკინსონის დაავადების, ოსტეოპოროზის და COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლას. სუპერკომპიუტერს საფუძვლად დაედება 384 ცენტრალური პროცესორი NVIDIA Grace Arm-თავსებადი არქიტექტურით. ამ ჩიპებში წარმოდგენილია 144-მდე ბირთვი (ორ კრისტალზე). https://tinyurl.com/yc2n9j9z
  7. კომპანია Meta და Magic Leap-ი აწარმოებენ მოლაპარაკებებს ინტელექტუალური საკუთრების ლიცენზირებისა და წარმოების მრავალწლიანი ხელშეკრულების გასაფორმებლად, აცხადებს Financial Times. მოლაპარაკებების დეტალები მწირია, მაგრამ ცნობილია, რომ პოტენციური პარტნიორობა არ გულისხმობს ჰედსეტის ერთობლივად შემუშავებას. ამის ნაცვლად Magic Leap-მა შესაძლოა Meta-ს წვდომა მისცეს გარკვეულ ოპტიკურ ტექნოლოგიებზე. კომპანიები ერთად შეძლებენ უკეთ დაუპირისპირდნენ კონკურენტებს, რომელთა შორის მალე Apple გამოჩნდება. ფოტოს წყარო: Magic Leap ფლორიდაში დაფუძნებული სტარტაპი Magic Leap ქმნის ტექნოლოგიებსა და კომპონენტებს VR- და AR ჰედსტებისთვის, მათ შორისაა მოწინავე ტექნოლოგიის ლინზები, აგრეთვე სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფა, რაც მეტასამყაროსთვის უმნიშვნელოვანესი ტექნოლოგიაა. Magic Leap ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული AR-სტარტაპია, რომელშიც 3.5 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიციები აქვთ ჩადებული ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა Google და Alibaba. კომპანია Magic Leap-ს საწარმო აქვს მექსიკაში, სადაც შესაძლებელია წელიწადში ათეულ ათასობით ჰედსეტის წარმოება. პარტნიორობის ფარგლებში Magic Leap-ს ასევე შეუძლია ხელი შეუწყოს Meta-ს მოწყობილობების წარმოებას, რაც ტექნოლოგიურ გიგანტს საშუალებას მისცემს აწარმოოს მეტი VR ჰედსეტი ჩრდილოეთ ამერიკაში, რაც ეხმაურება ამერიკული კომპანიების სწრაფვას - შეამცირონ ჩინეთზე დამოკიდებულება. Meta-ში აღნიშნულ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებიათ, არც Magic Leap-ს დაუდასტურებია მსგავსი მოლაპარაკებების წარმოების მიმდინარეობა. თუმცა Magic Leap-მა განაცხადა, რომ პარტნიორობა ხდება "მნიშვნელოვანი ბიზნესი და მზარდი შესაძლებლობა Magic Leap-ისთვის". გასული წლის ბოლოს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა Peggy Johnson-მა განაცხადა, რომ კომპანიამ „დაუჯერებელი ინტერესი მიიღო მთელი ინდუსტრიისგან მათი ინტელექტუალური საკუთრების ლიცენზირებისა და დაპატენტებული საწარმოო პროცესის მიმართ სხვა კომპანიების ოპტიკის წარმოებისთვის, რომელთაც სურთ შერეული რეალობის საკუთარი ტექნოლოგიების გამოშვება“. ამ დროისთვის Meta იმყოფება ინვესტორების მხრიდან ზეწოლის ქვეშ, რომლებიც მისგან ითხოვენ წარადგინოს რაიმე მაინც იმ თანხად, რაც მან მეტასამყაროს რეალიზაციისთვის დახარჯა. კომპანია არ ელის მოგების მიღებას მეტასამყაროსთან დაკავშირებულო ყველა პროექტიდან კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში, ხოლო ყოველწლიურად ხარჯავს დაახლოებით 10 მლრდ აშშ დოლარს თავის Reality Labs VR განყოფილებაზე. https://tinyurl.com/yckw5xc7
  8. ნორვეგიულმა კომპანია Opera-მ გამოაცხადა პარტნიორობის დაწყება პირველი დონის ბლოკჩეინ MultiversX-თან საკუთარ „კრიპტობრაუზერში“ ინტეგრირების მიზნით. Opera Wallet-ით მომხმარებლებს შეუძლიათ პირდაპირ დაუკავშირდნენ ქსელს აპლიკაციის საშუალებით და შეასრულონ ტრანზაქციები ბლოკჩეინზე დამყარებული EGLD, ESDT და NFT native ტოკენებით. Opera უზრუნველყოფს სწრაფ ურთიერთქმედებას პროექტის Web3 ეკოსისტემასთან და მოსახერხებელ წვდომას დეცენტრალიზებულ აპლიკაციებზე, მათ შორის AshSwap ბირჟასა და ლიკვიდურობის პლატფორმა Zoidpay-ზე. MultiversX ბლოკჩეინი, ადრე ცნობილი, როგორც Elrond Network, ორიენტირებულია მეტასამყაროზე. 2022 წლის ნოემბერში ქსელმა მოახდინა რებრინდინგი სეგმენტის მიმართ ინტერესის აღსანიშნავად. „ინტეგრაციის საშუალებით MultiversX იყენებს Web3-ის პოტენციალს ისე, რომ ინტერნეტი ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი გახადოს. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ბლოკჩეინის სამყაროში მარტივი შესვლის წერტილის შესაქმნელად, რომელიც უზრუნველყოფს ახალ ციფრულ ეკონომიკაზე წვდომას მის საფუძველში არსებული სირთულეების გააზრების აუცილებლობის გარეშე“, - განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა ბენიამინ მინკუმ. შეგახსენებთ, რომ დეკემბერში Opera-მ დაამატა ბრაუზერის მეშვეობით NFT-ის შექმნის შესაძლებლობა პლატფორმა Alteon LaunchPad-თან პარტნიორობის ფარგლებში. ადრე კომპანიამ MetaMask-ში განახორციელა სხვა წამყვანი კრიპტო საფულეების ინტეგრაციაც. https://tinyurl.com/3r48p7a7
  9. ბოლო წლებში Ampere-მ Altra და Altra Max პროცესორების წყალობით თავი დაიმკვიდრა ქლაუდ-სერვისების მომწოდებლებისთვის Arm-ჩიპების ერთ-ერთ წამყვან წარმოებლად. კომპანიამ ამჯერად დააანონსა პროცესორების სერია AmpereOne საკუთარი წარმოების Arm-ბირთვებზე - ფლაგმანს 192 ასეთი ბირთვი აქვს. ფოტოს წყარო: amperecomputing.com Altra Max ჩიპები, რომელთა მიწოდება 2021 წელს დაიწყო, მუშაობს არქიტექტურა Arm Neoverse N1-ზე, ახალი პროცესორები კი შემუშავებულია კომპანიის საკუთარი ძალისხმევით Arm არქიტექტურის ბაზაზე. ჩიპები წარმოებულია 5- და 7-ნანომეტრიანი ტექნოლოგიებით - გამოყენებულია ჩიპლეტების სტრუქტურა. AmpereOne თავსებადია Armv8.6+ ინსტრუქციების ნაკრებთან, ასე რომ პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერებს არ მოუწევთ დამატებითი ძალისხმევის გაწევა - უფრო მეტიც, კომპანიამ თავად მოახდინა მათი ოპტიმიზაცია საკუთარი მომხმარებლების საჭიროებებზე. ახალი თაობის ჩიპებს 192-მდე ბირთვი აქვთ, Altra Max-ს 128 ჰქონდა. თითოეულ ბირთვზე მოდის 2 მბ L2 ქეში - წინა თაობაში იყო 1 მბ. აგრეთვე შემოთავაზებულია მოდელები 136, 144, 160 და 172 ბირთვით, სიხშირე კი 3 გჰც-ს აღწევს. დეველოპერმა დაამატა რამდენიმე სხვა ინოვაცია: თითოეულ ბირთვს, მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, ექნება წვდომა მეხსიერების გარკვეულ სიჩქარეზე; გათვალისწინებულია კვების მართვის უფრო ზუსტი ინსტრუმენტები. გამოჩნდა პროცესორის მოძველების მონიტორინგი, რომლის წყალობით მომხმარებელი შეძლებს ეფექტურად მართოს ჩიპის სასიცოცხლო ციკლი და თვალყური ადევნოს მის ხარვეზებს. ხელმისაწვდომია ძაბვის ვარდნის დეტექტორი და უსაფრთხოების ახალი ფუნქციები. პროცესორ AmpereOne-ს აქვს DDR5 მეხსიერების რვა არხი ECC მხარდაჭერით, რის ხარჯზე შესაძლებელია სერვერი აღიჭურვოს 8 ტბ-მდე ოპერატიული მეხსიერებით. წარმოდგენილია 128-მდე PCIe 5.0 არხი. ჩიპები დამზადებული LGA ტიპის კორპუსში და აქვთ 5964 კონტაქტი. პროექტის მთავარი იდეაა ისეთი პროცესორის შემუშავება, რომელიც სპეციალურადაა შექმნილი ქლაუდ ინფრასტრუქტურაში სამუშაოდ. Ampere-მ აღნიშნა, რომ კომპანიის მომხმარებლებში სტაბილურად იზრდება მოთხოვნა მონაცემთა ცენტრებიდან ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შესამცირებლად და ენერგიის ხარჯების ოპტიმიზაციისთვის - ეს პირველ რიგში ეხება ევროპულ ქლაუდ პროვაიდერებს. კომპანია ამტკიცებს, რომ სერვერული Arm-პროცესორები უზრუნველყოფენ უფრო მაღალ წარმადობას ვატზე Intel-ისა და AMD-ის ანალოგებთან შედარებით. თუმცა Ampere ეყრდნობა წარმადობას სტეკზე: ტიპური ვებ-აპლიკაციის ეტალონურ ტესტში 36 Ampere პროცესორის სტეკი უზრუნველყოფს ისეთივე წარმადობას, რასაც ორი AMD Epyc ან სამი Intel Xeon ჩიპების სტეკი. AmpereOne-ის ტესტების განახლებული შედეგები კომპანიას არ გამოუქვეყნებია, მაგრამ განაცხადა, რომ მათი წარმადობა ვატზე Altra სერიის მაჩვენებლების ტოლია. Ampere-ს მთავარი მომხმარებლები არიან ქლაუდ-პროვაიდერები Google Cloud, Microsoft Azure, Oracle Cloud, Alibaba და Tencent, აგრეთვე OEM-მწარმოებლები HPE და Supermicro. გიგანტებიდან ერთადერთი გამონაკლისია AWS, რომელმაც ფსონი საკუთარ Arm-ჩიპ Graviton-ზე დადო და ამ მიმართულებით ახლო მომავალში არაფერი შეიცვლება. Ampere არ გეგმავს Altra ჩიპების წარმოებიდან მოხსნას, თუმცა ამ სერიაში ახალი მოდელები აღარ გამოვა - ახლა მთავარი პროდუქტი ხდება AmpereOne. https://tinyurl.com/bdd48z34
  10. ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობის ინსტრუმენტების გავრცელებისას, რომლებიც უმეტესწილად დამყარებულია მსხვილი კორპორაციების ქლაუდ ინფრასტრუქტურაზე, ბევრმა კომპანიამ დაიწყო თანამშრომლებისთვის ოფიციალურ საქმიანობაში მათი გამოყენების აკრძალვა მგრძნობიარე ინფორმაციის გაჟონვის შიშით. ასეთი პოლიტიკა ცოტახნის წინ მიიღო კორპორაცია Apple-მა. ამის შესახებ The Wall Street Journal-ის პუბლიკაციიდან გახდა ცნობილი, რომელიც Apple-ის შიდა განკარგულებას ეყრდნობა. კომპანია თავად ქმნის ხელოვნურ ინტელექტთან სამუშაო იმ პოპულარული ჩატ-ბოტის მსგავს რესურსს, რომლის გამოყენება ახლახანს აუკრძალა თანამშრომლებს. ასეთია მაგალითად Copilot, რომელიც დეველოპერებს ეხმარება პროგრამული კოდის შექმნაში. Apple ცნობილია კონფიდენციალურობის დაცვის მკაცრი პოლიტიკით, რომელიც თითქმის მთლიანად გამორიცხავს სამომავლო პროდუქტების შესახებ ინფორმაციის გაჟონვას, თუნდაც ბიზნესის უზარმაზარი მასშტაბის და მრავალი კონტრაქტორის არსებობის გათვალისწინებით. ბუნებრივია, რომ ახალ პირობებში კომპანიას ასეთი მონაცემების გაჟონვის პოტენციური არხის დაბლოკვა სურს. Apple გახდა მრავალთაგან ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც აკრძალა საჯარო ჩატ-ბოტების გამოყენება კუთვნილი ინფორმაციის დასამუშავებლად. ერთ-ერთი პირველი, ვინც რამდენიმე ინციდენტზე დაყრდნობით მსგავსი აკრძალვით გამოვიდა - იყო სამხრეთკორეული Samsung Electronics. ტენდენციას მხარი დაუჭირა აშშ-ის ზოგიერთმა ბანკმა და კავშირის ოპერატორმა, ასევე ონლაინ კომერციის გიგანტმა Amazon-მა. თავად Apple, წყაროს თანახმად, საკუთარი ენის მოდელის შექმნაზე 2018 წლიდან მუშაობს, იმ დროს მან Google-დან გადაიბირა შესაბამის საქმიანობაში გამოცდილი John Giannandrea. მას შემდეგ კომპანიამ შემადგენლობაში მიიღო ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიით დაინტერესებული რამდენიმე მცირე დეველოპერი. მიმდინარე კვირაში Apple-მა ChatGPT-ის მობილურ ვერსიაზე წვდომა გაუხსნა აპლიკაციების მარკეტის მომხმარებლებისთვის. https://tinyurl.com/2s4awjxn
  11. ბევრმა კრიპტო კომპანიამ შეიძლება დატოვოს აშშ და გადაინაცვლოს უფრო პროგრესულ იურისდიქციებში, თუ ადგილობრივი მარეგულირებლები გააგრძელებენ არაგონივრულ დევნას. ამის შესახებ Ripple-ის ხელმძღვანელმა ბრედ გარლინგჰაუსმა CNBC-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი აზრით, ევროპა, არაბთა გაერთიანებული ემირატები, დიდი ბრიტანეთი და სინგაპური უზრუნველყოფენ მეტ სიცხადეს ციფრული აქტივების კანონმდებლობის კუთხით. „გულწრფელად რომ ვთქვა, სწორედ ამიტომ ხედავთ ანტრეპრენერების გადინებას და ინვესტიციებს სხვა იურისდიქციებში. და, რა თქმა უნდა, ევროპამ დიდი სარგებელი მიიღო აშშ-ში არსებული დაბნეულობით“, - აღნიშნა მან. გარლინგჰაუსმა აღნიშნა, რომ „ამ არეულობის“ სათავეში აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისია (SEC) დგას. როდესაც ჰკითხეს FTX-ის გაკოტრების შესახებ, Ripple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ „რაც კომპანიას შეემთხვა, ამას თაღლითობა ჰქვია და არ ეხება კრიპტოვალუტებს“. იგი მიიჩნევს, რომ ეს ვითარება გახდა კომპანიების შტატებიდან გაქცევის კატალიზატორი. გარლინგჰაუსის თქმით Ripple კარგ ფინანსურ მდგომარეობაშია. კომპანიამ იყიდა კრიპტო კასტოდიანი Metaco 250 მლნ აშშ დოლარად. " Ripple-ს ძალიან ძლიერი ბალანსი აქვს და ჩვენ შეტევაზე ვთამაშობთ. […] იყავით ხარბი, როცა სხვებს ეშინიათ და გეშინოდეს, როცა სხვები ხარბები არიან“, - განაცხადა აღმასრულებელმა დირექტორმა მილიარდერ უორენ ბაფეტის ციტირებით. რაც შეეხება საფონდო ბირჟაზე ლისტინგის გეგმებს, გარლინგჰაუსმა აღნიშნა, რომ კომპანია ჯერ „არ ჩქარობს“, მაგრამ ამასთან „არ სჭირდება დამატებითი კაპიტალის მოზიდვა“. 2020 წლის დეკემბერში SEC-მა შეიტანა სარჩელი Ripple-ის წინააღმდეგ და კომპანია არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების გაყიდვაში დაადანაშაულა. გარლინგჰაუსმა კომპანიის იურიდიული ხარჯები მიმდინარე მარეგულირებელ სამართალწარმოებაზე 200 მლნ აშშ დოლარად შეაფასა. 2023 წლის მარტის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ Ripple-ს ჰქონდა კარგი შანსი, წარმატებით დაესრულებინა სასამართლო პროცესი. აპრილში ადვოკატმა ჯერემი ჰოგანმა განაცხადა, რომ XRP არ არის ფასიანი ქაღალდი და მხოლოდ „შესაძლოა ერგებოდეს საინვესტიციო ხელშეკრულების განმარტებას“. https://tinyurl.com/yc5fu33p
  12. ვინაიდან მიკროსქემების დაპროექტება სულ უფრო ძვირი და შრომატევადი ხდება, ჩიპების დიზაინერები და მწარმოებლები მიმართავენ ხელოვნურ ინტელექტს, რათა მოახდინონ ხარჯების ოპტიმიზაცია და დააჩქარონ პროდუქციის ბაზარზე გამოშვების დრო. ჯერჯერობით მიკროსქემების 200-ზე მეტი დიზაინი შემუშავდა პროგრამულ უზრუნველყოფა Synopsys DSO.ai Electronic Design Automation-ის (EDA) გამოყენებით და მათი რიცხვი სწრაფად იზრდება. ფოტოს წყარო: Amedac „წლის ბოლომდე ნახევრადგამტარების ათიდან ცხრა უმსხვილესი მომწოდებელი სწრაფად გააგრძელებს წინსვლას და გამოუშვებს 100 კომერციულ პროექტს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით“ - განაცხადა Synopsys-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Aart J. de Geus-მა აქციონერების კრებაზე. – „დღეს მათი რიცხვი ორასს აღემატება და კვლავ იზრდება მეტად სწრაფი ტემპით, რადგან ინდუსტრია ფართოდ იყენებს ხელოვნურ ინტელექტს პროექტირებისთვის“. ჩიპების სირთულის ზრდა დეველოპერებისგან მოითხოვს უახლეს ტექნოლოგიებს, რათა შეიქმნას კონკურენტუნარიანი კომპონენტები, ამიტომ შემუშავებისა და წარმოების ღირებულება ძალიან სწრაფად იზრდება. 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით დამზადებული, საშუალო სირთულის ჩიპის შექმნისთვის აუცილებელია დაახლოებით 300 მლნ აშშ დოლარი, ამასთან ამ ღირებულების თითქმის 40% მოდის პროგრამულ უზრუნველყოფაზე. International Business Strategies-ის (IBS) მიხედვით, მოწინავე 5-ნანომეტრიანი ჩიპის შემუშავების ღირებულება აღემატება 540 მლნ აშშ დოლარს პროგრამული უზრუნველყოფის ხარჯების ჩათვლით, ხოლო მსგავსი სირთულის 3-ნანომეტრიანი GPU-ის ფასი იქნება დაახლოებით 1.5 მლრდ აშშ დოლარი, სადაც პროგრამულ უზრუნველყოფაზე გამოყოფილი იქნება კვლავ დაახლოებით 40%. მიმდინარე წლის დასაწყისში Synopsys-მა დააანონსა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით დაპროექტების ინსტრუმენტების სრული ნაკრების გამოშვება. „ჩვენ წარმოვადგინეთ ინდუსტრიის ხელოვნურ ინტელექტზე ორიენტირებული EDA კომპლექტის პირველი სრული სტეკი, sydnopsys.ai. გარდა ამისა, ჩვენ ვავრცელებთ ხელოვნურ ინტელექტს მთელ პროექტირებაზე, მათ შორის ანალოგური მოწყობილობების დაპროექტებასა და წარმოებაზე“, - განაცხადა de Geus-მა. ჩიპების თითქმის ყველა მსხვილი მწარმოებელი ახლა იყენებს ხელოვნური ინტელექტით მხარდაჭერილ EDA ინსტრუმენტებს, თუმცა ყველას არ სურს ამის დადასტურება. „განცხადების პარტნიორები არიან NVIDIA, TSMC, MediaTek, Renesas და IBM Research. ყველა მათგანმა მოგვაწოდა Synopsys.ai-ის გამოყენების გასაოცარი მაგალითები რევოლუციური შედეგების მისაღწევად“, - აღნიშნა de Geus-მა. https://tinyurl.com/5f358a5m
  13. NASA-მ აირჩია მეორე კომპანია ადამიანების მთვარეზე გასაგზავნად. მილიარდერი ჯეფ ბეზოსი პასუხისმგებელი იქნება მთვარეზე ეკიპაჟის მესამე მისიის შესრულებაზე Artemis-ის პროგრამის ფარგლებში. იგი ააგებს სისტემას მისია Artemis V-სთვის, რომლის გაშვება 2029 წლის სექტემბერში იგეგმება. კომპანიას არ უსაუბრია სატრანსპორტო საშუალების არჩევაზე, თუმცა უკვე ცნობილია, რომ Blue Origin მუშაობს ლენდერ Blue Moon-ზე. ფოტოს წყარო: Blue Origin კაფსულა Boeing Orion ოთხ ასტრონავტს მიიყვანს ორბიტალურ სადგურ Gateway-ზე, სადაც ეკიპაჟის ორი წევრი გამოიყენებს კოსმოსურ სადგურზე მიმაგრებულ დასაფრენ მოდულ Blue Origin-ს მთვარის სამხრეთ პოლუსზე დაშვებისთვის. ექსპედიცია გაგრძელდება ერთი კვირა, რომლის განმავლობაში ასტრონავტები გამართავენ როვერს და ჩაატარებენ სამეცნიერო ექსპერიმენტებს, პარალელურად დანარჩენი ასტრონავტები იმუშავებენ Gateway-ზე. NASA-ს უკვე შერჩეული აქვს კომპანია SpaceX-ის ხომალდი პირველი (Artemis III) და მეორე (Artemis IV) მისიისთვის. გასულ წელს სააგენტომ განაცხადა, რომ მიიღებს მეორე დასაფრენი მოდულის წინადადებას, რათა უზრუნველყოს სათადარიგო ვარიანტი და კონკურენციას შეუწყოს ხელი. Blue Origin-მა მთვარის კონტრაქტზე განაცხადი გასული წლის დეკემბერში შეიტანა. კომპანიამ გააპროტესტა SpaceX-ის გამარჯვება და უჩივლა NASA-ს კონტრაქტში უსაფრთხოების საკითხების იგნორირების გამო, მაგრამ ფედერალურმა სასამართლომ უარყო ეს პრეტენზიები. ეს არის დიდი მოვლენა Blue Origin-ისთვის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას უკვე აქვს კონტრაქტი NASA-სთან მარსზე სამეცნიერო მისიისა და კოსმოსურ სადგურ Orbital Reef-ის ფინანსური მხარდაჭერისთვის, მანამდე მთვარის პროგრამაში წარმატებული არ ყოფილა. ასევე ეს ნიშნავს, რომ NASA სულ უფრო მეტად ეყრდნობა კერძო ტექნოლოგიებს დედამიწის ორბიტას ფარგლებს გარეთ ფრენებისთვის. მაგალითად, მთვარის მისიებისთვის განკუთვნილ სკაფანდრებს კომპანია Axiom Space ამზადებს. https://tinyurl.com/4ar8hkrv
  14. მაიამიში გამართულ კონფერენცია Bitcoin2023-ზე მაინერების მწარმოებელმა კომპანია MicroBT-მ წარადგინა ბაზარზე ყველაზე მძლავრი Bitcoin-მაინინგ მოწყობილობა, გვაცნობებს CoinDesk. WhatsMiner M53S++ უზრუნველყოფს 320 TH/s ჰეშრეითს 22 J/TH ეფექტურობის პირობებში, მაინერი სიმძლავრით აღემატება კონკურენტ Bitmain-ის Antminer S19 XP Hydro-ს, რომელიც უზრუნველყოფს 255 TH/s-ს, თუმცა მოიხმარს 20,8 J/TH-ს, აღიარა MicroBT-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა Yang Zuoxing-მა. კომპანიის მიერ წარდმოდგენილი იყო კიდევ ორი მოდელი - WhatsMiner M50S++ ჰეშრეითით 150 TH/s და იმერსიული გაგრილებისთვის შემუშავებული M56S++ მოდელი 230 TH/s ჰეშრეითით. ორივე მოწყობილობის ენერგოეფექტურობა ასევე 22 J/TH-ს შეადგენს. კომპანიაში აქცენტი გააკეთეს პირველი კრიპტოვალუტის მაინინგისთვის განახლებადი ენერგიის გამოყენებაზე. ამიტომ MicroBT მუშაობს მოწყობილობებში ძაბვისა და სიხშირის რეგულირებაზე, რათა ისინი უკეთესად მოერგოს ელექტროენერგიის ხსენებულ წყაროებს, აღნიშნა კომპანიის ხელმძღვანელმა. ენერგეტიკული კრიზისისა და გლობალური დათბობის პირობებში Yang Zuoxing მიიჩნევს, რომ აუცილებელია Bitcoin-ის მოპოვებისთვის საჭირო ენერგიის წყაროს მოდერნიზება და უკეთესი ეკოლოგიური გადაწყვეტილების პოვნა“ - განაცხადეს MicroBT-ში. კომპანიის ხელმძღვანელის თქმით მაინერების მიერ გამომუშავებული სითბოს 90%-ზე მეტი შეიძლება შეგროვდეს და გამოყენებულ იქნას სხვა საჭიროებებისთვის, მაგალითად გათბობისთვის. შეგახსენებთ, 2022 წლის ოქტომბერში კომპანიამ Heat Core-თან ერთად აამოქმედა საპილოტე პროექტი შეერთებულ შტატებში Bitcoin-ის მაინინგის აღჭურვილობით გამომუშავებული სითბოს რეკუპერაციის მიზნით. https://tinyurl.com/3nmr5zmw
  15. NVIDIA-მ წარადგინა საშუალო დონის გრაფიკული ბარათი GeForce RTX 4060, ასევე GeForce RTX 4060 Ti-ს ორი ვერსია - 8 და 16 გბ ვიდეომეხსიერებით. გაყიდვაში პირველი გამოვა GeForce RTX 4060 Ti 8 გბ - "წარმადობის ჩემპიონი 1080p-ში" NVIDIA-ს განცხადებით - მისი დებიუტი 24 მაისს შედგება სარეკომენდაციო ფასით 399 აშშ დოლარი. ფოტოს წყარო: NVIDIA GeForce RTX 4060 Ti-ს საფუძვლად უდევს TSMC-ის გაუმჯობესებული 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით დამზადებული გრაფიკული პროცესორი AD106-350/351 არქიტექტურით Ada Lovelace. გრაფიკული ჩიპი შეიცავს 4352 CUDA ბირთვს და მუშაობს 2.54 გჰც სიხშირეზე. ხელმისაწვდომია 8 ან 16 გბ GDDR6 მეხსიერება 128-ბიტიანი სალტით, უზრუნველყოფილია 288 გბ/წმ სიჩქარე. GeForce RTX 4060 Ti-ს ორივე ვერსიის GPU-ის კონფიგურაცია იდენტურია - ვიდეო ბარათები განსხვავდება მხოლოდ ვიდეომეხსიერებითა და ფასით. GeForce RTX 4060-ში მოცემულია იმავე არქიტექტურის გრაფიკული პროცესორი AD107-400, თუმცა 3072 CUDA ბირთვით და 2.46 გჰც სიხშირით. აქვს 8 გბ GDDR6 მეხსიერება 128-ბიტიანი სალტით და 272 გბ/წმ სიჩქარე. NVIDIA GeForce RTX 4060 Ti-ს ორივე მოდელის ენერგომოხმარება 160 ვატია, ხოლო საშუალო ენერგომოხმარება თამაშებში დაახლოებით 140 ვატს უნდა შეადგენდეს. GeForce RTX 4060-ის ენერგომოხმარებაა 115 ვატი, სტანდატული გეიმინგ დატვირთვა კი უნდა იყოს 110 ვატი. NVIDIA აცხადებს, რომ GeForce RTX 4060 Ti (8 გბ) 1.7-ჯერ უფრო სწრაფია წინამორბედ GeForce RTX 3060 Ti-სთან და 2.6-ჯერ სწრაფი - GeForce RTX 2060 SUPER-თან შედარებით. ზრდა უზრუნველყოფილია Ada Lovelace არქიტექტურით, NVIDIA DLSS 3-ითა და ახალი ტექნოლოგიებით, როგორიცაა Shader Execution Reordering. „ ეს ნიშნავს 100fps-ზე მეტს 1080p-ზე დღევანდელ ბევრ გრაფიკულ თამაშში“, აღნიშნავს NVIDIA. გრაფიკებში, რომლებიც გეიმინგ წარმადობას აღწერს, NVIDIA-მ ყურადღება გაამახვილა კადრების სიხშირის მნიშვნელოვან ზრდაზე კადრების ხელოვნური ინტელექტის გენერაციის ტექნოლოგიის წყალობით DLSS3-ში. შეგახსენებთ, რომ NVIDIA-ს წინა თაობის ვიდეო ბარათებს ამ ტექნოლოგიის მხარდაჭერა არ ჰქონდა. თუმცა DLSS3-ის გარეშეც ახალი ბარათები აფიქსირებენ წარმადობის მნიშვნელოვან ზრდას წინამორბედებთან შედარებით. ასევე აღინიშნა, რომ უმეტეს თამაშებში GeForce RTX 4060 Ti (8 და 16 გბ) ორივე ვერსია უზრუნველყოფს წარმადობის ერთსა და იმავე დონეს, რადგან მათი GPU-ების მახასიათებლები იდენტურია. თუმცა, ზოგიერთ თამაშში აშკარა უპირატესობა მეხსიერების მეტი მოცულობის მხარესაა. რაც შეეხება GeForce RTX 4060-ს, DLSS 3-ის მხარდაჭერის გამო იგი უზრუნველყოფს 1.7-ჯერ მეტ წარმადობას GeForce RTX 3060-თან და 2.3-ჯერ მეტს - GeForce RTX 2060-თან შედარებით. ოფიციალური მონაცემებით GeForce RTX 4060 Ti უზრუნველყოფს 22 Tflops-ამდე წარმადობას ერთეულის სიზუსტის გამოთვლებში (FP32), ჩვეულებრივი GeForce RTX 4060-ს წარმადობა კი დაახლოებით 15 Tflops-ს შეადგენს. NVIDIA ამ მაჩვენებლებს ადარებს წინა თაობის GeForce RTX 3060 Ti და RTX 3060 ბარათებს, რომელთა წარმადობაა 16 და 13 Tflops, შესაბამისად. როგორც უკვე ითქვა, GeForce RTX 4060 Ti 8 გბ ვერსია 24 მაისიდან გაიყიდება 399 აშშ დოლარად, 16 გბ მოდელი კი - ივლისიდან 499 აშშ დოლარად. ივლისში გამოვა ასევე GeForce RTX 4060 299 აშშ დოლარად. საინტერესოა ის, რომ თავად NVIDIA-სგან ეტალონურ Founders Edition ვერსიაში გამოვა მხოლოდ GeForce RTX 4060 Ti 8 გბ ვერსია. მას ასევე გამოუშვებენ კომპანიის პარტნიორები, ხოლო დანარჩენი ორი ვიდეო ბარათი გამოვა მხოლოდ პარტნიორების მიერ. https://tinyurl.com/mvjdx944
  16. კომპანია OpenAI-მ გამოუშვა ოფიციალური მობილური აპლიკაცია ხელოვნური ინტელექტის ჩატ-ბოტ ChatGPT-ისთან მუშაობისთვის, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ iOS-ისთვის და მხოლოდ აშშ-ში. პროგრამულ უზრუნველყოფაში მხარდაჭერილია ხმოვანი ბრძანებების მიღება საუბრის ამომცნობ მოდელ Whisper AI-ის მეშვეობით, მას აგრეთვე შეუძლია ჩატის ისტორიის სინქრონიზაცია ბოტის ვებ-ვერსიასთან. უნდა აღინიშნოს, რომ ოფიციალური ChatGPT მობილური აპლიკაცია პირველად გამოჩნდა - ამ დრომდე ბოტი ოფიციალურად მხოლოდ ბრაუზერის საშუალებით იყო ხელმისაწვდომი. ფოტოს წყარო: Tumisu/pixabay.com OpenAI-მ ფართო საზოგადოებას გააცნო ChatGPT გააცნო ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში. მას შემდეგ იგი დაიხვეწა და ახლა საკმაოდ გამოყენებადია იდეების გენერირებისთვის, ტექსტების დასაწერად, მასალების რეზიუმეების შედგენისთვის, სხვადასხვა საკითხზე რჩევის მისაღებად და ტექსტების ფორმატირებისა და დამუშავებისთვისაც კი. გარდა ამისა, ბოტის გამოყენება შესაძლებელია საგანმანათლებლო მიზნებისთვის თუ ენდობით სისტემის პასუხების სიზუსტეს, რადგან ხშირად ხარვეზები ახასიათებს. ChatGPT-ს ვებ-გვერდის მსგავსად ახალ iOS-აპლიკაციაში მომხმარებლებმა ავტორიზაცია უნდა გაიარონ OpenAI-ს ექაუნთით. რა საკვირველია, მოთხოვნის დამუშავება ხდება სმარტფონს გარეთ უშუალოდ კომპანიის სერვერზე, ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში ინტერნეტ-კავშირია საჭირო. ChatGPT Plus-ის აბონენტებს წვდომა აქვთ იმავე გაფართოებულ ფუნქციებზე, როგორც ვებ-ვერსიაზე - წვდომა GPT-4 ენის მოდელზე, ადრეული წვდომა ახალ ფუნქციებზე და უფრო სწრაფი პასუხები შეკითხვებზე. ფოტოს წყარო: OpenAI პორტალ Ars Technica-ს ცნობით წინასწარი ექსპერიმენტების დროს აღმოჩნდა, რომ ჯერჯერობით საუბარია მარტივ, მაგრამ ფუნქციონალურ აპლიკაციაზე, რომელიც ბევრად უფრო მოსახერხებელია სმარტფონზე გამოსაყენებლად, ვიდრე მობილური ბრაუზერის ვებ-ვერსიაზე. ხმის ამოცნობის სისტემა ხშირად იძლევა მცდარ შეტყობინებებს, მაგრამ ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სერვერების გადატვირთვით ტესტირების ადრეულ ეტაპზე. თუმცა, ეს საკითხები მალე მოგვარდება. აპლიკაცია ჯერჯერობით ოფიციალურად მხოლოდ აშშ-შია ხელმისაწვოდმი, თუმცა უახლოეს დროში შესაძლებელი იქნება სარგებლობა სხვა ქვეყნებშიც, უკუკავშირი კი გააუმჯობესებს პროგრამულ უზრუნველყოფას. კომპანიის თქმით ChatGPT-ის iOS-ისთვის გამოშვება ემსახურება ვირტუოზული კვლევის ინსტრუმენტის აპლიკაციურ პროდუქტად გარდაქმნას და პარალელურად მისი ხელმისაწვდომობის გაფართოებას. კომპანიამ ასევე დაადასტურა ChatGPT აპლიკაციის Android-ზე "მალე გამოშვების გეგმები“, რაც ინსტრუმენტს უფრო მეტი მომხმარებლისთვის გახდის ხელმისაწვდომს. https://tinyurl.com/23wfx9jh
  17. Bloomberg Intelligence-ის უფროსი სტრატეგი მაიკ მაკგლოუნი თვლის, რომ საფონდო და ციფრულ ბაზრებს კოლაფსი ელოდება, თუ აშშ დეფოლტს გამოაცხადებს. Wolf of All Streets-ის პოდკასტზე მან განაცხადა, რომ მას „დათვური“ დამოკიდებულება აქვს კრიპტოვალუტების მიმართ, მაგრამ ოპტიმისტურად არის განწყობილი ოქროს მიმართ შეერთებული შტატების სახელმწიფო ვალის ლიმიტების გაზრდის მოლაპარაკებების ფონზე. ”ეს არის ზუსტად ის, რაც მოხდა 2011 წელს - [აშშ-ის ხელისუფლებამ] საფონდო ბაზარი ძლიერად დააზიანა,” - განმარტა ექსპერტმა. თუ ასეთი გადაწყვეტილება მიიღება, სარისკო აქტივების ღირებულება თავდაპირველად გაიზრდება, მაგრამ შემდეგ მათ იგივე კოლაფსი ელით, რაც ტრადიციულ სექტორს, განაცხადა მაკგლოუნმა. მან აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად Bitcoin დაიფამფება. ექსპერტის აზრით, ყველაზე დიდი ალბათობით, ბაზრის რეაქცია შესაძლო დეფოლტზე აშშ-ის ვალის ლიმიტის გაზრდას გამოიწვევს. ადრე Bloomberg-ის სტრატეგმა შეშფოთება გამოხატა Dogecoin-ისა და Shiba Inu-ს მემ-ტოკენების შესახებ და მათ უწოდა „ბუნებრივად სპეკულაციური აქტივები“. მას მიაჩნია, რომ საზოგადოებამ უნდა ამოიღოს ასეთი კრიპტოვალუტები ბაზრებიდან რაც შეიძლება მალე. შეგახსენებთ, რომ მაისში USDC ემიტენტმა კომპანია Circle-მა გადახედა სახაზინო ვალდებულებების წილს აშშ-ის დეფოლტის რისკის გამო. https://tinyurl.com/mr33jwwr
  18. კომპანია Google-მა დააანონსა თავისი ეკოსისტემიდან იმ ექაუნთების წაშლის დაწყება, რომლებიც უმოქმედოდ არიან არანაკლებ ორი წლის განმავლობაში. ტექნოგიგანტის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ასეთი ზომები ხელს შეუწყობს მომხმარებელთა უსაფრთხოების გარკვეულ საფრთხეებთან გამკლავებას. ფოტოს წყარო: Solen Feyissa/unsplash.com მიუხედავად იმისა, რომ განახლებული პოლიტიკა დაუყოვნებლივ ამოქმედდება, CNN-ის თანახმად, Google-მა განაცხადა, რომ ანგარიშებს არ წაშლის მიმდინარე წლის დეკემბრამდე. კომპანია გეგმავს მომხმარებლებისთვის განმეორებითი გაფრთხილებების გაგზავნას, ხოლო თავად წაშლის პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება. უპირველეს ყოვლისა, ახალი ზომები შეეხება ანგარიშებს, რომლებიც ერთხელ შექმნეს და აღარ სტუმრობენ მომხმარებლები. ასევე ცნობილია, რომ პოლიტიკა ვრცელდება მხოლოდ პირად ანგარიშებზე, ორგანიზაციებზე კი - სკოლებიდან დაწყებული - ბიზნეს სტრუქტურებით დამთავრებული - ცვლილება ჯერ არ იგეგმება. Google-ის თქმით გადაწყვეტილება ეფუძნება შიდა კვლევას, რომელიც აჩვენებს, რომ ძველი ანგარიშები უფრო ხშირად იყენებენ დაუცველ პაროლებს, რომლებიც გამოიყენება სხვა პროფილებში. გარდა ამისა, უსაფრთხოების დამატებითი ზომები, როგორიცაა ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია, იშვიათად არის გააქტიურებული ასეთ ანგარიშებში - ამის გამო ისინი განსაკუთრებულად დაუცველები არიან ჰაკერების მოქმედებების მიმართ. გადაწყვეტილება ძველი პოლიტიკის ლოგიკური გაგრძელებაა. ჯერ კიდევ 2020 წელს კომპანიამ განაცხადა, რომ წაშლიდა გამოუყენებელი ანგარიშების მონაცემებს, მაგრამ იმ დროს თავად ანგარიშების წაშლა არ განიხილებოდა. ანგარიშის შესანარჩუნებლად უნდა შეხვიდეთ ან თავად ანგარიშში ან Google-ის რომელიმე სერვისში და წაიკითხოთ ელ.წერილი, უყუროთ ვიდეოს, განახორციელოთ ძიება - მოკლედ, დააფიქსიროთ ნებისმიერი აქტივობა. Google-მა არაერთხელ შეცვალა ანგარიშებთან მუშაობის წესები. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ გავრცელდა სიახლე, რომ YouTube-ს შესაძლოა გაეუქმებინა ექაუნთები, რომლებსაც მოგება არ მოჰქონდათ. https://tinyurl.com/mryu72w4
  19. OpenAI-ის ხელმძღვანელი Sam Altman გამოიძახეს აშშ-ის სენატში ჩვენების მისაცემად, სადაც იგი კანონმდებლებს დაეთანხმა, რომ აუცილებელია ხელოვნური ინტელექტის ისეთი მძლავრი პლატფორმების რეგულირება, როგორებიც შექმნა მისმა კომპანიამ და Google-ისა და Microsoft-ის მასშტაბის ტექნოგიგანტებმა. ფოტოს წყარო: Gerd Altmann / pixabay.com „ვფიქრობ, თუ ტექნოლოგიაში რამე არასწორად წარიმართება, ყველაფერი სხვანაირად იქნება. და გვსურს ამის შესახებ განვაცხადოთ. ჩვენ გვსურს ხელისუფლებასთან თანამშრომლობა ასეთი ალბათობის აღკვეთის მიზნით“ - განაცხადა ალტმანმა. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში კონგრესში ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელების გამოსვლები უფრო კონფრონტაციული იყო, ამჯერად კი ალტმანი დაეთანხმა კანონმდებლების არგუმენტებს. მან აღნიშნა, რომ მისი კომპანიის მიერ შემუშავებულმა ტექნოლოგიებმა შეიძლება უამრავი ადამიანი დატოვოს უმუშევარი, მაგრამ ასევე შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და საჭირო იქნება ხელისუფლების მონაწილეობა ამ ეფექტის შესამცირებლად. მისი შემოთავაზებაა შეიქმნას სახელმწიფო სააგენტო, რომელიც გამოსცემს ლიცენზიებს მსხვილმასშტაბიანი ხელოვნური ინტელექტის მოდელების შემუშავებისთვის. ეს სააგენტო განსაზღვრავს უსაფრთხოების ნორმებსა და ტესტებს, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის მოდელმა უნდა გაიაროს მანამ, სანამ იგი ღია წვდომისთვის გახდება ხელმისაწვდომი. OpenAI-ის ხელოვნური ინტელექტის სარგებელი, ალტმანის თქმით, ბევრად აღემატება რისკებს, მაგრამ მუშაობის გასაგრძელებლად უნდა იქნას მიღებული ზომები ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. საპასუხოდ კანონმდებლებმა წარადგინეს შემოთავაზება - შეიქმნას დამოუკიდებელი სააგენტო ხელოვნური ინტელექტის მეთვალყურეობისთვის; ნორმატიულ-უფლებრივი ბაზა, რომლის საფუძველზე დეველოპერებს მოეთხოვებათ გაამჟღავნონ მოდელების მექანიზმები, მათ სწავლებაში გამოყენებული მონაცემთა ნაკრები; და ანტიმონოპოლიური საფუძვლები, რომლებიც ისეთ გიგანტებს, როგორებიცაა Microsoft და Google არ მისცემს ინდუსტრიაში დომინირების საშუალებას. ამავე დროს სენატორებმა აღნიშნეს, რომ ინდუსტრია ასევე არ უნდა იყოს მეტისმეტად დათრგუნული - მას აქვს მნიშვნელოვანი ეკონომიკური პერსპექტივები და ინტენსიური კონკურენცია ვითარდება პოტენციურ მოწინააღმდეგეებთან - პირველ რიგში ჩინეთთან. https://tinyurl.com/4uh6p3dh
  20. ევროკავშირის საბჭომ, რომელიც მოიცავს 27 ქვეყანას, ერთხმად დაამტკიცა კანონპროექტი კრიპტოაქტივების ბაზრის რეგულირების შესახებ (MiCA). ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ასევე მიიღეს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ახალი ზომები. მიღებული კანონპროექტი კრიპტოინდუსტრიის ყოვლისმომცველი რეგულირების შესახებ კომპანიებს ავალდებულებს ლიცენზიის მიღებას ევროკავშირში საქმიანობისთვის, ხოლო Stablecoin-ის ემიტენტები ვალდებულნი გახდნენ ჰქონდეთ სარეზერვო უზრუნველყოფა. „დღეს ჩვენ ვასრულებთ დაპირებას, რომ დავიწყებთ კრიპტოვალუტების სექტორის რეგულირებას. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა დაადასტურა წესების შემოღების აუცილებლობა, რომლებიც დაიცავს იმ ევროპელებს, რომლებიც ინვესტირებას ახდენენ ციფრულ აქტივებში და თავიდან აიცილებენ ტექნოლოგიის ბოროტად გამოყენებას ფულის გათეთრებისა და ტერორისტული დაფინანსებისთვის“, - აღნიშნა ელიზაბეტ სვანტესონმა შვედეთის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში. MiCA-ს პარალელურად ევროკავშირის საბჭო შეთანხმდა კანონპროექტზე კრიპტო კომპანიების მიერ საგადასახადო ანგარიშგების წარდგენის შესახებ. დოკუმენტი კომპანიებს ავალდებულებს სახელმწიფო ორგანოებს მიაწოდონ ინფორმაცია თავიანთი მომხმარებლების ბალანსის შესახებ. ინიციატივას ჯერ არ მიუღია ოფიციალური კანონის სახე - ამისათვის საჭიროა ევროპარლამენტის თანხმობა. ეკონომიკურ საკითხებში ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა, რომ ეს წინადადება ხელს შეუწყობს "გადასახადების უფრო ეფექტურად მოკრებასა და განვითარებადი ტექნოლოგიებისთვის ფეხის აწყობას“. „კრიპტო აქტივებსა და ელექტრონულ ფულს გააჩნია ეკონომიკისა და ინოვაციების სტიმულირების დიდი პოტენციალი, მაგრამ ისინი ასევე შეიცავს გამჭვირვალობის შემცირებისა და გადასახადებისგან თავის არიდების ან თაღლითობის რისკებს“, - აღნიშნა მან. მიმდინარე თვეში EBA-ს თავმჯდომარე ხოსე მანუელ კამპამ გამოთქვა წინადადება, რომ ცენტრალურ ბანკებს მიეცეთ შესაძლებლობა შეზღუდონ Stablecoin-ების გამოშვება, თუ ისინი გავლენას ახდენენ საჯარო პოლიტიკის მიზნებზე. https://tinyurl.com/ycxndj2d
  21. Tesla-ს სატრანსპორტო საშუალებების ახალი მოდელების გამოსვლის თანამიმდევრობა დიდი ხანია ცნობილია. სატვირთო Semi ფორმალურად იწარმოება მცირე პარტიებად, პიკაპ Cybertruck-ის გამოშვება მიმდინარე წლის ზაფხულში უნდა დაიწყოს, მომდევნო ნაბიჯად კი კომპანია აანონსებს დაახლოებით 25 ათასი აშშ დოლარი ღირებულების მასობრივი ელექტრომობილის, ან რობოტიზებული ტაქსის გამოშვებას. აქციონერების კრებაზე კომპანიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ Tesla ორივე სიახლეზე აქტიურად მუშაობს. ფოტოს წყარო: Tesla თავდაპირველად მასკს არ სურდა აქციონერთა კრება ასეთი განცხადებების ადგილად გამოეყენებინა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ გაუძლო ცდუნებას - საზოგადოებისთვის ეჩვენებინა ახალი მოდელის სილუეტი, რომელსაც კომპანია უკვე ქმნის. როგორც Tesla-ს ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, აქ საუბარია არა ახალი მანქანის დიზაინის შემუშავებაზე, არამედ რეალურ შექმნაზე. ყოველ შემთხვევაში, ამ კონტექსტში შეიძლება აღწერილი იყოს ტესტირებისთვის პროტოტიპების შექმნის პროცესი. ილონ მასკმა სხვა დეტალების გაზიარებისგან თავი შეიკავა და მხოლოდ აღნიშნა, რომ Tesla ახლა მუშაობს ელექტრომობილის ორი ახალი მოდელის შექმნაზე, რომლებიც ჯერ არ არის წარმოდგენილი, მაგრამ მომავალში გამოვა წელიწადში 5 მილიონი ერთეული ტირაჟით. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე კომპანია ოთხი მოდელის დაახლოებით 1.8 მილიონი მანქანის წარმოებას ელის, ამიტომ პერსპექტიული მოდელები ნამდვილად მასიური უნდა გახდეს. თუკი პრეზენტაციაზე წარმოდგენლი ჰეჩბეკი მასობრივი მოდელის სტატუსს მიმზიდველი ფასით, 25 ათასი აშშ დოლარით მიაღწევს, მეორე მოდელი შესაძლოა იყოს დიდი ხნის წინ დაპირებული რობოტიზებული ტაქსი. გაყიდვების ხსენებული მოცულობის მიღწევა შესაძლებელია ძირითადად ამ ინდუსტრიის ფართომასშტაბიანი ტრანსფორმაციის გეგმის განხორციელების მიზნით, რომელიც დიდი ხანია მწიფდება Tesla-ში. ილონ მასკი ადრე ამტკიცებდა, რომ რობოტიზებული ტაქსით მგზავრობა მგზავრს რამდენჯერმე იაფი უნდა დაუჯდეს, ვიდრე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბილეთით, მაგრამ სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივის რეალიზაციისთვის საჭირო იქნება რობოტაქსების საკმაოდ დიდი ავტოპარკი. აღვნიშნავთ, რომ Tesla-ს ახალი, მექსიკაში მშენებარე პლატფორმა გამოუშვებს წელიწადში 1 მილიონამდე ავტომობილს. რა თქმა უნდა, საუბარია 25 ათას აშშ დოლარიანი ჰეჩბეკის მსგავს მასობრივ მოდელზე, რომლის მონახაზი ცნობილია Tesla-ს პრეზენტაციის სლაიდიდან. კომპონენტების ბაზის ინოვაციებზე საუბრისას ილონ მასკმა აქციონერთა ყოველწლიურ შეხვედრაზე აღნიშნა ახალი ელექტრო ძრავების გამოშვების გეგმის არსებობა, რომლის მიხედვით გამოყენებული იქნება არსებულთან შედარებით ნაკლებად ძვირადღირებული სილიციუმის კარბიდი, ასევე საჭირო აღარ იქნება იშვიათი ელემენტების გამოყენება. მომავალში Tesla გეგმავს ახალ, დაბალი ძაბვის მქონე ელექტრომობილების არქიტექტურაზე გადასვლას, რაც დაზოგავს სპილენძის გამტარებს მათი საჭიროების შემცირების შედეგად. https://tinyurl.com/2fjpd5pd
  22. მიმდინარე წელს Apple სავარაუდოდ წარადგენს iPhone-ის ოთხ ახალ მოდელს, მათ შორის იქნება iPhone 15, 15 Plus, 15 Pro და 15 Pro Max. ინსაიდერების თქმით ახალ სმარტფონებს ახალი დიზაინი ექნება, მაგრამ მათი ეკრანის ზომები წინამორბედების მსგავსი დარჩება. თუმცა iPhone 16 Pro მოდელს, რომელიც გამოვა 2024 წელს, TF Securities-ის ცნობილ ანალიტიკოს Ming-Chi Kuo-ს თქმით, ექნება უფრო დიდი ეკრანი, ვიდრე iPhone 14 Pro-სა და iPhone 15 Pro-ს. Ming-Chi Kuo-მ ბლოგის მეშვეობით განაცხადა, რომ სმარტფონ iPhone 16 Pro-ს, რომლის ანონსი მომდევნო წელსაა მოსალოდნელი, ექნება ოდნავ დიდი დისპლეი 6.1-დუიმიან iPhone 14/15 Pro-სთან შედარებით, რაც საშუალებას იძლევა მასში წარმოდგენილ იქნას პერისკოპული კამერა კორპუსში არსებული დიდი სივრცის წყალობით. პერისკოპული კამერა ექნება ასევე 2024 წლის iPhone 16 Pro Max-ს. ანალიტიკოსის თქმით სმარტფონების კამერის მოდულების მომწოდებელი Cowell Electronics იქნება. უნდა აღინიშნოს, მიმდინარე წლის მარტში Kuo-მ განაცხადა, რომ iPhone 15 სერიებში მხოლოდ iPhone 15 Pro Max მოდელს ექნება პერისკოპული კამერა. Kuo-ს პროგნოზი iPhone-ის ეკრანის ზომების შესახებ იკვეთება ინდუსტრიის სხვა ანალიტიკოს როს იანგის პროგნოზთან, რომელმაც გასულ კვირას დაწერა, რომ iPhone 16 Pro-სა და iPhone 16 Pro Max-ს უფრო დიდი ეკრანები ექნება. https://tinyurl.com/5n79rdf5
  23. 2017 წლიდან ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა მოიპარეს დაახლოებით 2.3 მლრდ აშშ დოლარი კრიპტოვალუტაში, მათ შორის 721 მლნ აშშ დოლარი იაპონელი ანტრეპრენერებისგან. ამის შესახებ Nikkei Asia წერს Elliptic-ის კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც სპეციალიზებულია ბლოკჩეინზე დამყარებული პლატფორმების ანალიზში. ფოტოს წყარო: freepik შეტყობინებაში ნათქვამია, რომ ჩრდილოკორეელი ჰაკერები მიმართულნი იყვნენ სხვა ქვეყნების კრიპტო აქტივებზე, რათა წვდომა მიეღოთ უცხოურ ვალუტაზე, რაც აუცილებელი იყო ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო პროგრამის რეალიზაციისთვის. გაეროს უშიშროების საბჭოს შეფასების თანახმად ჩრდილოეთკორეელმა ჰაკერებმა 2022 წელს 600 მილიონიდან 1 მილიარდ დოლარამდე ღირებულების კრიპტოვალუტა მოიპარეს. ეს ორჯერ აღემატება წინა წელთან შედარებით მოპარულ თანხას. Elliptic-ის შეფასებით 2022 წელს მოპარული თანხების რაოდენობა 640 მლნ აშშ დოლარი იყო. წყაროს ცნობით ჩრდილოეთ კორეა არა მხოლოდ ახორციელებს ჰაკერულ შეტევებს, არამედ იყენებს გამოსასყიდ პროგრამას კრიპტოვალუტის მოსაპარად. ყველაზე ხშირად ჩრდილოეთ კორეელი ჰაკერების სამიზნე იაპონური კრიპტო ბირჟებია. აღნიშნულია, რომ ჰაკერები ძირითადად პირდაპირ შეტევებს ეყრდნობიან, რადგან წარმატების შემთხვევაში მათ შეუძლიათ მიიღონ მეტი სარგებელი, ვიდრე გამოსასყიდი პროგრამის გამოყენებისას, რაც ყოველთვის არ არის ეფექტური. მოხსენებაში ნათქვამია, რომ ჰაკერების მთავარი სამიზნეები იყვნენ იაპონიის და ვიეტნამის სწრაფად განვითარებადი კრიპტო ბაზრების მონაწილეები. სულ მცირე სამი იაპონური კრიპტო ბირჟა გატეხეს ჩრდილოეთ კორეელმა ჰაკერებმა 2018-2021 წლებში. Elliptic-ის შეფასებით 2017 წლიდან 2022 წლის ბოლომდე ჩრდილოეთკორეელმა ჰაკერებმა მთელ მსოფლიოში მოიპარეს დაახლოებით 2.3 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა. ამავე დროს 721 მლნ აშშ დოლარი მოდის იაპონიაზე, კიდევ 540 მლნ აშშ დოლარი - ვიეტნამზე, 497 მლნ აშშ დოლარი აშშ-სა და 281 მლნ აშშ დოლარი ჰონგკონგზე. იაპონიის საგარეო ვაჭრობის განვითარების ორგანიზაციის მონაცემებით ქვეყნიდან მოპარული 721 მლნ აშშ დოლარი 8.8-ჯერ აღემატება ჩრდილოეთ კორეის 2021 წლის ექსპორტის მოცულობას. https://tinyurl.com/5n8k2yvm
  24. სიმპოზიუმ 2023 Symposium on VLSI Technology and Circuits-ზე კომპანია Samsung ისაუბრებს ახალ ტექნოპროცეს SF4X-ზე, რომელიც განკუთვნილია მაღალი წარმადობის გამოთვლების (HPC) CPU-ისა და GPU-ებისთვის. ტექნოლოგია, ადრე ცნობილი, როგორც 4HPC (4-ნანომეტრიანი მაღალი წარმადობის გამოთვლებისთვის), შექმნილია არა მხოლოდ ტაქტის სიხშირისა და ჩიპების ენერგოეფექტურობის გაზრდისთვის, არამედ ექნება დამატებითი აჩქარების პოტენციალი. ფოტოს წყარო: Samsung ახალი ტექნოპროცესი Samsung SF4X გვპირდება წარმადობის 10%-ით გაზრდას და ენერგომოხმარების 23%-ით ნაკლებ დონეს, თუმცა კომპანიას არ დაუკონკრეტებია, რომელ ტექნოპროცესთან მოიყვანა შედარება. სავარაუდოდ საუბარია სტანდარტულ 4-ნანომეტრიან SF4 ტექნოლოგიაზე (4LPP). წარმადობისა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება შესაძლებელი გახდა ტრანზისტორების შედინება-გადინების გადაპროექტებით, აგრეთვე ტრანზისტორების კონსტრუქციის ოპტიმიზაციით შუალედური სქემის (MOL) გადაპროექტებით. ახალი MOL-ის წყალობით SF4X ტექნოპროცესს ახასიათებს CPU-ის დადასტურებული მინიმალური ძაბვა (Vmin) 60 მვ, გამორთული მდგომარეობისას ძაბვის რყევის 10%-იანი შემცირება, მუშაობის გარანტია 1 ვოლტზე მაღალ ძაბვაზე (Vdd) წარმადობის დეგრადაციის გარეშე და უფრო ეფექტური მუშაობა SRAM-თან. მოსალოდნელია, რომ SF4X ტექნოპროცესი კონკურენციას გაუწევს TSMC-ის N4P-სა და N4X-ს, რომელთა გამოშვება იგეგმება 2024-2025 წლებში. საბოლოო ჯამში რომელი ტექნოლოგია უზრუნველყოფს წარმადობის, სიმძლავრის, ტრანზისტორების სიმკვრივის, ეფექტურობისა და ღირებულების საუკეთესო კომბინაციას - წინასწარ თქმა შეუძლებელია. მაღალი წარმადობისთვის განკუთვნილი კომპონენტები (მონაცემთა ცენტრების CPU და GPU) საჭიროებს ენერგიის მნიშვნელოვან მოცულობას, ისინი გათვლილია დიდი დატვირთვით რეგულარულ მუშაობაზე და შეუძლიათ ტაქტის სიხშირის მნიშვნელოვნად გაზრდა, თუკი გაიზრდება უფრო მაღალი წარმადობის მოთხოვნა. ამ კომპონენტების წარმოებაში გამოყენებული ახალი ტექნოპროცესების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა არა მხოლოდ წარმადობის გაზრდა, არამედ ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება. ამიტომ SF4X-ის ენერგომოხმარების 23%-ით შემცირება მის წინამორბედ ტექნოპროცესთან შედარებით, ქმნის მონაცემთა ცენტრის მფლობელებისთვის მნიშვნელოვანი ხარჯების დაზოგვის პოტენციალს და ამავდროულად ამცირებს ამ სისტემების უარყოფით ზემოქმედებას გარემოზე. აღსანიშნავია, რომ SF4X - ეს გახლავთ Samsung-ის პირველი მოწინავე ტექნოპროცესი, რომელიც შემუშავებულია სპეციალურად HPC სფეროში გამოყენებისთვის. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მაღალი წარმადობის გამოთვლები, კერძოდ, ხელოვნური ინტელექტი, ამჟამად დიდი მოთხოვნით სარგებლობს როგორც ნახევრადგამტარი კომპონენტების ბაზრის ლიდერებში (AMD, IBM, Intel და NVIDIA), ისე - ახალბედების მხრიდანაც, როგორებიცაა Ampere და Graphcore - Samsung Foundry-ს ყველა საფუძველი აქვს ელოდოს, რომ მისი ტექნოლოგია ათვისებული იქნება მისი 150-ზე მეტი მომხმარებლის მიერ. https://tinyurl.com/3wruz4wc
  25. AMD Ryzen 7000 მობილური პროცესორების სერიაში გამოჩნდა მოდელები, რომლებიც აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტის აჩქარების აპარატული მოდულებით, სახელწოდებით XDNA. კომპანია მიზანშეწონილად მიიჩნევს ასეთი ბლოკების გავრცელებას Ryzen პროცესორების ხაზში, მაგრამ არ ჩქარობს ამის გაკეთებას დესკტოპ სეგმენტში და ასევე ხაზს უსვამს სინქრონული პროგრამული უზრუნველყოფის ევოლუციის მნიშვნელობას. ფოტოს წყარო: AMD PCWorld-მა მოახერხა ამ ტექნოლოგიების განვითარების პერსპექტივების განხილვა AMD-ის კორპორატიულ ვიცე-პრეზიდენტ დევიდ მაკაფისთან, რომელიც ხელმძღვანელობს კომპანიის საცალო ბიზნესს სამომხმარებლო სფეროში. AMD აპირებს ცენტრალური პროცესორების შემადგენლობაში დანერგოს სპეციალური ბლოკები Inference Processing Unit (IPU), რომლებიც დაამუშავებს ხელოვნურ ინტერნეტთან დაკავშირებულ სპეციფიკურ დატვირთვებს. ეს ყველაფერი განხორციელდება მაღალი ენერგოეფექტურობით, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს უფრო მეტ სარგებელს სწორედ მობილურ სეგმენტში, რადგან ლეპტოპებშია საჭირო ბატარეის მუხტის დაზოგვა. გარკვეულწილად IPU თავისი დანიშნულებით მოგვაგონებს პროცესორის ბლოკს, რომელიც პასუხისმგებელია ვიდეოს დეკოდირებაზე, რადგან AMD-ის წარმომადგენლების აზრით სამომავლოდ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული დატვირთვები შეიძენს მუდმივ ნაკადურ ხასიათს. RDNA გრაფიკული არქიტექტურის მსგავსად XDNA AI ბლოკებიც განვითარდება და თაობებს შეიცვლის. ინდუსტრიაში, მაკაფის აზრით, ჯერ კიდევ არის პრობლემა ხელოვნური ინტელექტის სფეროში სისტემების მუშაობის ზოგადად მიღებული საზომის არარსებობის გამო, რაც ართულებს მომხმარებლებისთვის ამ კრიტერიუმისთვის შესაბამისი პლატფორმების არჩევას. AMD განიხილავს ხელოვნური ინტელექტის ამაჩქარებლების გავრცელებას Ryzen პროცესორის სხვა მოდელებზე, მაგრამ ამჟამად აქცენტი ძირითადად მობილურ გადაწყვეტილებებზეა გამახვილებული. დესკტოპ პროცესორებს, AMD-ის კორპორატიული ვიცე-პრეზიდენტის თქმით, აქვთ საკმარისად მაღალი წარმადობა და სიჩქარე, რათა ეკონომიკურად არ გაამართლონ სპეციალიზებული ბლოკის დანერგვა. მაგალითად, Ryzen Threadripper-ის სწავლების პრაქტიკული სარგებელი ხელოვნური ინტელექტის ოპერაციების დასაჩქარებლად დიდი არ იქნება. AMD-ის წარმომადგენლის თქმით ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული გამოთვლების ლოკალიზაცია მომავალში ბიზნესისთვის მოთხოვნადი იქნება. ახლა ყველა ასეთი ოპერაცია ძირითადად ქლაუდზე სრულდება, მაგრამ ყველა კომპანია და ორგანიზაცია არ არის მზად, სენსიტიური ინფორმაცია მესამე მხარის სერვერულ სისტემებს ანდოს. და ამ თვალსაზრისით ისეთი პროცესორების გამოჩენამ, რომლებსაც შეუძლიათ ამ მონაცემების ადგილობრივად დამუშავება მაღალი ეფექტურობით, უნდა გადაწყვიტოს ეს პრობლემა. თუმცა პროგრამული უზრუნველყოფა უნდა განვითარდეს აპარატურულთან სინქრონულად, რათა ამ უკანასკნელის მწარმოებლებმა შეძლონ კომპონენტების ეფექტურობის დემონსტრირება. შემდეგი სამი წელი გადამწყვეტი იქნება ამ მხრივ, აღნიშნა მაკაფიმ. https://tinyurl.com/3d6hd4nk
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.