Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5891
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    195

Everything posted by Magdalena

  1. Qualcomm-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა Cristiano Amon-მა განაცხადა, რომ კომპანია სამომავლო ჩიპ Oryon-ის მახასიათებლების შესახებ განაცხადებს სამიტ Snapdragon-ზე, რომელიც 24-26 ოქტომბერს ჩატარდება. Qualcomm დიდ იმედს ამყარებს Oryon-ზე, რადგან იგი Apple M სერიის ჩიპების კონკურენტად გვევლინება. კომპანია ელოდება „ Snapdragon-ის მქონე Windows კომპიუტერებისთვის გარდამტეხ მომენტს 2024 წლისთვის“. ფოტოს წყარო: Qualcomm „ჩვენ მზად ვართ შევქმნათ პლატფორმა Windows-ის ეკოსისტემაში, რომელიც ნამდვილად გაუწევს კონკურენციას Apple-ს“, - განაცხადა ამონმა. ასე რომ, ჩვენ ვიცით, რა არის მიზანი და ვფიქრობ, რომ კარგ საქმეს ვაკეთებთ. ვაპირებთ ძალიან მალე გამოვაცხადოთ ჩიპის მახასიათებლები ჩვენს ტექნიკურ სამიტზე და ვიმედოვნებთ, რომ ხალხზე შთაბეჭდილებას მოვახდენთ.” მომავალი ჩიპები დაფუძნებულია NUVIA-ს ტექნოლოგიაზე, რომელიც Qualcomm-მა 1.4 მლრდ აშშ დოლარად შეიძინა 2021 წლის იანვარში. გარიგება გასაჩივრებულია Arm-ის სარჩელით, რომელშიც ნათქვამია, რომ Qualcomm-მა დაარღვია სალიცენზიო შეთანხმებები და სავაჭრო ნიშნების უფლებები. ამონი, როგორც ჩანს, დარწმუნებულია, რომ სარჩელის მიუხედავად გარიგება შესრულდება. „მაგრამ შეხედეთ, საბოლოო ჯამში ჩვენ მათი უმსხვილესი მომხმარებელი ვართ, ისინი კი გვიჩივიან - უკვირს Qualcomm-ის გენერალურ დირექტორს - ჩვენ გვაქვს ინტელექტუალური საკუთრების ფართო უფლებები. ჩვენ გვაქვს ლიცენზია არქიტექტურისთვის, რომელიც ასევე წინ უსწრებს NUVIA-ს, ასე რომ ყველაფერი რიგზეა. წინასწარი სასამართლო სხდომები დაგეგმილია 2024 წელს და ეს მოხდება მას შემდეგ, რაც გამოვუშვებთ ჩვენს SoC-ს“. https://tinyurl.com/mu62vptx
  2. კომპანია ASUS ემზადება ახალი თაობის ExpertCenter PN65 მინი კომპიუტერების გამოსაშვებად. ამ სერიის ნეტტოპები აღჭურვილი იქნება მე-14 თაობის Intel Core პროცესორებით. ამ ინფორმაციას ადასტურებს კომპანიის სარეკლამო სლაიდი, რომელიც გააზიარა ინფორმატორმა @momomo_us. ფოტოს წყარო: ASUS ASUS ExpertCenter PN64 ნეტტოპების აქტუალურ მოდელებში მოცემულია Raptor Lake მობილური პროცესორების მოდელები Core i7-13800H, Core i7-13700H, Core i5-13600H და Core i5-13500H TDP-ის დონით 35 ვატი. სამომავლო ExpertCenter PN65 მოდელებს ექნება 28 ვატი ნომინალური მაჩვენებლის მქონე პროცესორები. შეგახსენებთ, Intel-ის მობილური პროცესორები წარმოდგენილია H, P და U მოდელებით. კონკრეტულად რომელი მათგანი იქნება წარმოდგენილი ExpertCenter PN65-ის შემადგენლობაში - ჯერ უცნობია, თანაც შესაძლოა საუბარი სულაც არ ეხებოდეს Meteor Lake სერიას. ცნობილია, რომ Intel გამოიყენებს პროცესორის მოდელის დასახელების ახალ სქემას Meteor Lake სერიაში და კომპიუტერების მწარმოებლებმა ეს ალბათ უკვე იციან. გარდა ამისა, Intel წელს სავარაუდოდ გამოუშვებს Raptor Lake Refresh პროცესორების განახლებულ სერიას, მათი გამოყენება ასევე შესაძლებელია იმავე ExpertCenter PN65 ქსელებში. ამაზე ასევე მიანიშნებს ინტეგრირებული Intel Iris Xe გრაფიკის და არა Arc-ის გამოყენება მომავალ ნეტტოპებში, თუმცა, ჯერ არცერთი ვარიანტი არ არის გამორიცხული. ფოტოს წყარო: Twitter / @momomo_us ახალ მინი პერსონალურ კომპიუტერებში მხარდაჭერილი იქნება 32 გბ-მდე DDR5-5600 მეხსიერების მოდულების დაყენება, ექნებათ ორი SSD M.2 PCIe 4.0 მოცულობით 256 გბ-დან 2 ტბ-მდე, აგრეთვე ერთი 2.5-დუიმიანი HDD 1 ან 2 ტბ მოცულობით. ნეტტოპს ასევე ექნება 2.5 გბ ქსელის ადაპტერი და Wi-Fi 6E-ს მხარდაჭერა. ExpertCenter PN65-ს წინა პანელზე წარმოდგენილია ერთი USB 3.2 Gen2 Type-C, ორი USB 3.2 Gen2 Type-A და კომბინირებული 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. უკანა პანელზე მოცემული იქნება ერთი USB 3.2 Gen2 Type-C DipslayPort-ის ალტერნატიული ფუნქციით, ორი HDMI, ერთი USB 3.2 Gen2, ორი USB 2.0 და ერთი პორტი არჩევით (დამატებითი HDMI, DisplayPort 1.4, COM, VGA ან კიდევ ერთი 2.5 გბ LAN). https://tinyurl.com/mr3k3jfe
  3. Rug pull-ისგან მიყენებული ზარალი მაისში გაომარგდა DeFi-ის პროტოკოლებში და შეადგინა 45 მლნ აშშ დოლარზე მეტი - ასეთი მონაცემები მოჰყავთ Beosin-ის ექსპერტებს. თვის განმავლობაში დაფიქსირდა ტოკენების ღირებულების გაზრდის ექვსი შემთხვევა, რასაც თანხების მკვეთრი გატანა მოჰყვა. ამავდროულად, დეცენტრალიზებულ პროტოკოლებზე ათმა თავდასხმამ ჰაკერებს 19.7 მლნ აშშ დოლარი მოუტანა, რაც თითქმის 80%-ით ნაკლებია აპრილთან შედარებით და ზოგადად, ასეთი თავდასხმები კლებულობს, დააზუსტეს მკვლევარებმა. rug pull სქემის გამოყენების ყველაზე დიდი ინციდენტი დაფიქსირდა 24 მაისს DeFi პროექტ Fintoch-ის გუნდის exit-სკამი, რომლის დროსაც მომხმარებლებმა დაკარგეს 31.6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აქტივები. ყველაზე დიდმა ზიანმა პლატფორმა Jimbos-ის ბაგის ექსპლუატაციისას შეადგინა 7.5 მლნ აშშ დოლარი. Beosin-ის გუნდმა მომხმარებლებს ურჩია, ინვესტირებამდე გაეზარდათ თაღლითური სქემების შესახებ ცნობიერება და სრულყოფილად შეესწავლათ კრიპტო პროექტები. შეგახსენებთ, CertiK-ის ანალიტიკოსების ინფორმაციით აპრილში კრიპტო პროექტებმა 103.7 მლნ აშშ დოლარი დაკარგეს ექსპლოიტების, ჰაკერებისა და თაღლითობის გამო. https://tinyurl.com/78p2j9fd
  4. NVIDIA-ს დამფუძნებელ და ხელმძღვანელ Jensen Huang-ის მორიგ ხმამაღალ განცხადებაში ნახსენები იყო კომპანიის ხელმძღვანელობის დაინტერესება Intel-ის საკონტრაქტო მომსახურების გამოყენებით, მოწინავე ლითოგრაფიის მეშვეობით ჩიპების წარმოებასთან დაკავშირებით. ამასთან, ტაივანში ვიზიტისას NVIDIA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა დააკონკრეტა, რომ ბრენდის შემდეგი თაობის პროდუქციას ადგილობრივი კომპანია TSMC აწარმოებს. ფოტოს წყარო: NVIDIA ამის შესახებ აცხადებდა Reuters, რომელიც ცდილობდა გაეანალიზებინა NVIDIA-ს დამფუძნებლის მიერ გაკეთებული ყველა კომენტარი TSMC-სა და კონკრეტულად ტაივანზე დამოკიდებულების შესახებ. Huang-მა აღიარა თავისი განზრახვა - დაეყრდნოს TSMC-ს NVIDIA-ს შემდეგი თაობის პროდუქტებისთვის და დაამატა, რომ ძალისხმევა იქნება გაწეული პროდუქტის წყაროების დივერსიფიკაციისთვის. წინა წლებში ეს ჩვეულებრივ ნიშნავდა Samsung Electronics-თან თანამშრომლობას, მაგრამ ამჯერად ასეთი განმარტებები არ გაკეთებულა. ტაივანში გამართულ ღონისძიებაზე დამსწრეთა შეკითხვებზე პასუხის გაცემისას ჯენსენ ჰუანგმა აღნიშნა, რომ ყოველთვის დარწმუნებული იყო მიწოდების ჯაჭვების საიმედოობაში. მან ასევე დაამატა, რომ NVIDIA-ს შეკვეთები ნაწილდება TSMC-ის სხვადასხვა საწარმოებს შორის და არიზონაში მშენებარე კომპანიაც ამ ბრენდის პროდუქტებს მიაწვდის. ეს ვითარება NVIDIA-ს ხელმძღვანელს საშუალებას აძლევს, სჯეროდეს, რომ კომპანიის მიწოდების ქსელები საკმაოდ მრავალფეროვანი და საიმედოა. მიმდინარე კვირის ბოლოს კომპანიის ხელმძღვანელი ასევე აპირებს შეხვდეს არა მხოლოდ TSMC-ის, არამედ ელექტრონიკის მსხვილ საკონტრაქტო მწარმოებელ Foxconn-ის წარმომადგენლებსაც. ტაივანში ვიზიტის დროს ჰუანგი ასევე შეხვდა TSMC-ის დამფუძნებელ მორის ჩანგს საქმიან ლანჩზე. ჩანგი გადადგა კომპანიიდან, მაგრამ მზადაა თავისი შეხედულებები გაუზიაროს ნახევრადგამტარი კომპონენტების გლობალურ ინდუსტრიას. კომპანია TSMC, ჰუანგის თქმით, მსოფლიო დონის კომპანიაა უზარმაზარი საწარმოო შესაძლებლობებით და წარმოუდგენელი მოქნილობით. „გეოგრაფიული მასშტაბით დივერსიფიკაციის პროცესი TSMC-ის შესანიშნავი სტრატეგიის ნაწილია, რაც კომპანიას აქცევს NVIDIA-ს სტრატეგიის ნაწილად მრავალფეროვნებისა და სიჭარბის უზრუნველყოფის მხრივ“, - განაცხადა ჯენსენ ჰუანგმა. მას ტაივანზე დამოკიდებულების მაღალი ხარისხიც კი არ აწუხებს მიწოდების ჯაჭვების უსაფრთხოებაზე, როგორც ადრე აღნიშნა. ამავდროულად, NVIDIA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა უარი თქვა ჩინეთში სამომავლო მოგზაურობაზე. https://tinyurl.com/wbpf4y2v
  5. კომპანია Gigabyte-მა წარადგინა განახლებული GeForce RTX 4090 WindForce 24G გრაფიკული ბარათი. ახალი ვერსია V2 უფრო კომპაქტური გახდა. გარდა ამისა, მწარმოებელმა 12 + 4-პინიანი 12VHPWR დენის კონექტორი უკანა მხარეს გადაიტანა. ფოტოს წყარო: Gigabyte კომპანიამ ასევე შეცვალა ქულერის დიზაინი. მას თავდაპირველი ვერსიის ყველა მახასიათებელი აქვს სპილენძის დიდი პლატფორმის, ცხრა კომპოზიტური სპილენძის სითბური მილისა და სამი 100-მილიმეტრიანი ქულერის ჩათვლით. თუმცა შეიცვალა გაგრილების სისტემის გარეგნული სახე, ამასთან იგი გახდა უფრო პატარა ორიგინალ მოდელ GeForce RTX 4090 WindForce 24G-სთან შედარებით. განახლებული GeForce RTX 4090 WindForce V2 24G (ზემოთ) და ორიგინალი RTX 4090 WindForce 24G (ქვემოთ) RTX 4090 WindForce V2 24G-ს სიგრძე არ შეცვლილა, იგი ორიგინალი მოდელის მსგავსად 331 მმ-ს შეადგენს, თუმცა ახალი ვიდეო ბარათი უფრო თხელი და დაბალია. ამაჩქარებლის სიმაღლე შემცირდა 150-დან 136 მმ-მდე, სისქე - 2.5 სლოტიდან (70 მმ) 2.2 სლოტამდე (55.5 მმ). ორიგინალი GeForce RTX 4090 WindForce 24G-ის პრობლემას რაც შეეხება, ბარათს აქვს მძლავრი გაგრილების სისტემა, მასზე წარმოდგენილია მხოლოდ ორსლოტიანი სამაგრი ფირფიტა. მიუხედავად იმისა, რომ უკანა მხარეს არის ლითონის გამაძლიერებელი ფირფიტა დამატებითი სიმტკიცისთვის, ამაჩქარებლის გადახრის რისკი მაინც არსებობს. GeForce RTX 4090 WindForce V2 24G წარმოდგენილია ვიდეო ბარათის დამჭერით. სხვა დამჭერებისგან განსხვავებით, რომლებიც, როგორც წესი, მონტაჟდება ვიდეო ბარათის ქვემოთ გაფართოების სლოტებში, GeForce RTX 4090 WindForce V2 24G-ს დამჭერი მიმაგრებულია დედა დაფაზე არსებულ ჭრილში. ინფორმაცია ამ სამაგრი ელემენტის გარკვეულ დაფებთან თავსებადობის შესახებ მითითებულია Gigabyte-ის ვებ-გვერდზე. RTX 4090 WindForce V2 24G-ში შეტანილი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებაა ვიდეო ბარათის კვების კონექტორის გადმოტანა ზემოდან უკანა მხარეს. სამწუხაროდ, ბევრი მწარმოებელი არ სარგებლობს ასეთი შესაძლებლობით - ამგვარი განთავსება დიდად ამარტივებს მოუხერხებელი 12VHPWR კონექტორის მიერთების შესაძლებლობას. დაუშვებელია სადენის მოხრა კონექტორთან შეერთებისას, რათა თავიდან იქნას აცილებული შესაძლო დამაზიანებელი შედეგები, რადგან გვერდითა კედელს შორის მანძილი ყოველთვის არ არის საკმარისი მისი სწორი ინსტალაციისთვის. გრაფიკული ბარათის კვების კონექტორის ახალი მდებარეობა გრაფიკული ბარათის უკანა მხარეს შეიძლება მიანიშნებდეს V2 მოდელზე ორიგინალი ვერსიისგან განსხვავებული მიკროსქემის დაფის გამოყენებაზე. თუმცა განახლებული მოდელის სიხშირის მახასიათებლები უცვლელი დარჩა. GeForce RTX 4090 WindForce V2 24G GPU მუშაობს იმავე - 2520 მჰც სიხშირეზე. მწარმოებელი კომპანია არ აკონკრეტებს როდის იქნება ხელმისაწვდომი GeForce RTX 4090 WindForce V2 24G. მაღაზიებში ვიდეო ბარათები ჯერ არ ჩანს. სამწუხაროდ, მისი ღირებულება ასევე უცნობია. https://tinyurl.com/mrx5puub
  6. 26 ივნისს Bitcoin ბირჟა Binance ლისტინგიდან გამორიცხავს 12 კონფიდენციალურ მონეტას საფრანგეთში, იტალიაში, პოლონეთსა და ესპანეთში. პლატფორმამ ელ.ფოსტის მეშვეობით შეტყობინებები გაუგზავნა მომხმარებლებს ამ ქვეყნებიდან. ჩამონათვალში შევიდა: Decred (DCR), Dash (DASH), Zcash (ZEC), Horizen (ZEN), PIVX (PIVX), Navcoin (NAV), Secret (SCRT), Verge (XVG), Firo (FIRO), Beam (BEAM), Monero (XMR) და MobileCoin (MOB). „რაც შეიძლება მეტი ხარისხიანი პროექტის მხარდასაჭერად ჩვენ ვალდებულნი ვართ დავიცვათ ადგილობრივი კანონები და რეგულაციები კონფიდენციალურობის მონეტებით ვაჭრობის შესახებ, რათა გარანტირებული იყოს მეტი მომხმარებლის მომსახურება“, განაცხადა Binance-ის წარმომადგენელმა The Block-თან. 31 მაისს ევროპის საბანკო ორგანომ წამოაყენა ცვლილებების შეთავაზება 20 აპრილს მიღებულ კანონპროექტში კრიპტოაქტივების ბაზრის (MiCA) რეგულირების მიზნით. დოკუმენტის თანახმად ანონიმური კრიპტოვალუტები ფულის პოტენციური გათეთრებისა და ტერორისტული დაფინანსების თვალყურის დევნების რისკებს შეიცავს. მომხმარებლებისთვის გაგზავნილ წერილში Binance-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ კონფიდენციალური ტოკენების სიიდან ამოღების საკითხი კვლავ ღიაა ახალი წესების საბოლოო დამტკიცებამდე. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის დასაწყისში ბირჟა Bittrex-მა გამოაცხადა Zcash-ის, Dash-ისა და Monero-ს დელისტინგის შესახებ. მსგავსი გადაწყვეტილება ShapeShift-მაც მიიღო. 2022 წლის მაისშ, სამხრეთკორეულმა ბირჟებმა, Bithumb-მა და Upbit-მა დაუშვეს Litecoin-ის დელისტინგი განახლება MimbleWimble-ის შემდეგ, რომელიც ზრდის მონეტის კონფიდენციალურობას. იმავე წლის სექტემბერში Huobi-მ გამორიცხა კონფიდენციალურობაზე ორიენტირებული შვიდი მონეტა. https://tinyurl.com/2afddynh
  7. კომპანია MSI-მ გამოფენა Computex 2023-ზე წარადგინა პირველი ლეპტოპი Meteor Lake სერიის პროცესორის ბაზაზე. ახალ მოწყობილობაზე ყურადღება გაამახვილა პორტალმა Notebookcheсk. ფოტოს წყარო: Notebookchek კომპანია Intel-ს მიმდინარე წელს გამოფენა Computex-ის ფარგლებში დამოუკიდებელი ღონისძიება არ ჩაუტარებია, თუმცა საინფორმაციო მედიის რამდენიმე წარმომადგენელი მოიწვია ლეპტოპებისთვის განკუთვნილი სამომხმარებლო პლატფორმის დახურულ დემონსტრაციაზე. სამომავლო Meteor Lake პროცესორების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია სპეციალური ნეირონული ძრავი VPU (Versatile Processing Unit), რომლის შესაძლებლობებს გამოიყენებს სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფა სხვადასხვა ხელოვნური ინტელექტის მოდელთან მუშაობაში. MSI-ს სტენდზე წარმოდგენილი იყო ლეპტოპის მოდელი Prestige 16 EVO/Studio. მასში გამოყენებულია Meteor Lake სერიის უცნობი პროცესორი. ამას ადასტურებს ოპერაციული სისტემის დავალების დისპეტჩერი, ასევე მწარმოებლის შემთხვევით შექმნილი და შემდეგ რედაქტირებული პრეს-რელიზი. კერძოდ, დავალებების დისპეტჩერში პროცესორი აღნიშნულია მარკით „Genuine Intel(R) 0000“, რაც, როგორც წესი, ჩიპის ინჟინრულ ნიმუშზე მიუთითებს. თუმცა ეს ინფორმაცია პირდაპირ არ ადასტურებს, რომ იგი სწორედ Meteor Lake-ია, თუმცა ამაზე მიუთითებს პროცესორის შემადგენლობაში არსებული 16 ბირთვი 22 ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით. როგორც ცნობილია, Raptor Lake პროცესორების აქტუალურ მოდელებს აქვს 20-მდე ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერა. აქედან შეგვიძლია დასკვნის გამოტანა, რომ ეს იგივე ლეპტოპია, რომელიც Intel-მა ცოტა ხნის წინ გრაფიკულ რედაქტორში VPU-ის შესაძლებლობების დემონსტრირებისთვის გამოიყენა. MSI-მ შეცდომა დაუშვა ლეპტოპის წინასწარ პრეს-რელიზში. კერძოდ, კომპანიას დაავიწყდა „Core i7“-ისა და „მე-13 თაობის“ შეცვლა პრეს-რელიზის თავდაპირველ ვერსიაში. როგორც ცნობილია, Intel ახალი ნომენკლატურების გამოყენებას აპირებს მობილურ Meteor Lake-ში, რომელიც წარმოდგენილი იქნება დაახლოებით ამ ფორმით - Core Ultra 7 1003H. MSI-ის ცნობით ახალი ლეპტოპი Prestige 16 ოფიციალურად გამოვა მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში, რაც დროში შეესაბამება Intel-ის მომავალი თაობის პროცესორების მოსალოდნელ ანონსს. https://tinyurl.com/3sewfhv2
  8. მოახლოებული ანონსის ყველაზე სავარაუდო კანდიდატებია 13-დუიმიანი ლეპტოპები MacBook Air და MacBook Pro, თუმცა გამომცემლობა Bloomberg ამტკიცებს, რომ ახალი, M3 პროცესორების მქონე ლეპტოპები არ იქნება ღონისძიება WWDC-ს ერთადერთი სიახლე. Mark Gurman-ის მონაცემებით კომპანია უკვე ტესტავს ორ დესკტოპ სისტემას ყველაზე მაღალი წარმადობის M2 პროცესორების ბაზაზე. ფოტოს წყარო: Apple Apple-ის ამ ჩიპებს, გურმანის ინფორმაციით, ეწოდება M2 Max და M2 Ultra, პირველი მათგანის წარდგენა მოხდა იანვარში და იგი ამჟამად გამოყენებულია MacBook Pro ლეპტოპების შემადგენლობაში. ჩიპს აქვს რვა მაღალი წარმადობის და ოთხი ეკონომიური გამომთვლელი ბირთვი, 30 გრაფიკული ბირთვი და კონკრეტულ კონფიგურაციაში შესაძლოა მხარდაჭერილი იყოს 96 გბ-მდე ოპერატიული მეხსიერება. მასზე დამყარებულ დესკტოპ კომპიუტერში, რომელიც ამჟამად იტესტება, გამოიყენება ცოტა ხნის წინ გამოსული ოპერაციული სისტემა macOS 13.4. მეორე დესკტოპ სისტემის პროტოტიპი, რომელსაც Apple ტესტავს, შეიცავს სრულიად ახალ პროცესორ M2 Ultra-ს, რომელშიც მოცემულია 16 მაღალი წარმადობის და 8 ენერგოეფექტური ბირთვი, 60 გრაფიკული ბირთვი და 64, 128 ან 192 გბ ოპერატიული მეხსიერება. ადრე ცხადდებოდა, რომ M2 Ultra-ს ყველაზე მაღალი წარმადობის ვერსიას შესაძლოა ჰქონდეს 76 გრაფიკული ბირთვი. თავდაპირველად M2 Ultra პროცესორები შემუშავდა ფლაგმანურ დესკტოპ სისტემა Mac Pro-სთვის, რომელიც ჯერ კიდევ იძულებულია Intel-ის პროცესორებს დაეყრდნოს. როგორც ჩანს, ამ პროცესორების ნიმუშები ჯერჯერობით იტესტება უფრო კომპაქტური Mac Studio-ს შემადგენლობაში, რომლის სერიულ მოდელებში ჯერ კიდევ გამოიყენება M1 Max და M1 Ultra პროცესორები. წყარო კიდევ ერთ მნიშვნელოვან განმარტებას აკეთებს Apple-ის ახალი პროდუქტების ასორტიმენტთან დაკავშირებით, რომლებიც ბაზარზე უახლოეს დღეებში შემოდის. კომპანია 13-დუიმიანი MacBook Air და MacBook Pro-ების მფლობელებს შესთავაზებს M2 სერიის პროცესორებზე დამყარებულ განახლებას ძველი კომპიუტერების სასაჩუქრე ბარათებზე გაცვლის გზით. Mac Studio ასევე შედის ამ მარკეტინგულ პროგრამაში, რაც მიანიშნებს Apple-ის მომავალი ინოვაციების სავარაუდო სპექტრზე. https://tinyurl.com/5n77uvb8
  9. Ordinals Market-ისა და Bitcoin Miladys-ის გუნდებმა ერთობლივად წარადგინეს სტანდარტი BRC-721E, რომელიც საშუალებას იძლევა მოხდეს ERC-721 NFT-ის მიგრაცია Bitcoin-ზე დამყარებულ პროტოკოლზე. გადაწყვეტილების გამოყენებისას Ethereum-ის საკოლექციო აქტივები ავტომატურად გამოჩნდება Ordinals-ის მარკეტფლეისზე. ტრანზაქცია ასევე წარმოადგენს მოთხოვნას, ჩაიწეროს ბლოკჩეინზე. თუმცა მეტამონაცემები თავდაპირველად არ ინახება ჯაჭვში - მათ წარმოდგენას ინდექსატორები უზრუნველყოფენ. მათი წყალობით მომხმარებლები ხედავენ სრულ ინფორმაციას აქტივის შესახებ. „მარტივი პროტოკოლი, რომელიც ERC-721 NFT-ის Bitcoin-ზე მიგრირების საშუალებას იძლევა საკუთარი გრაფიკის მიხედვით, სრული კოლექციის წინასწარი რეგისტრაციის გარეშე. BRC-721E მონაცემების კოდირებას ახდენს უშუალოდ ტრანზაქციაში, რომელიც დანიშნავს Bitcoin-მისამართს ხელმოწერის მისაღებად“ - განმარტა Ordinals Market-ის ერთ-ერთმა დეველოპერმა მეტსახელად kiwidream.eth. მან დაამატა, რომ ინდექსატორები მნიშვნელოვნად ამცირებენ ქსელში მონაცემთა განთავსების ხარჯებს ორიგინალი გამოსახულების ხარისხის შენარჩუნებისას. Bitcoin Miladys-ში განაცხადეს, რომ პირველებმა გამოიყენეს NFT ხიდი. შედეგად, 56 ტოკენისგან შემდგარი Milady კოლექცია გამოჩნდა Ordinals Market-ზე. მინიმალური ძირითადი აქტივის ფასია 0.0141 BTC - დაახლოებით 393 აშშ დოლარი ( წერის დროს არსებული კურსით). ინდიკატორის მაქსიმალური მნიშვნელობა აღწევს 1.725 BTC-ს (~48,053$) წყარო: Ordinals Market. იმავდროულად Ordinals პროტოკოლის მეშვეობით გაცემული NFT-ების რაოდენობამ Bitcoin-ის ბლოკჩეინზე მიაღწია 10141434-ს. მათგან 80%-ზე მეტი დაკავშირებულია BRC-20 სტანდარტთან. https://tinyurl.com/45v6zbur
  10. NVIDIA კვლავ ზრუნავს გეიმერებზე მიუხედავად იმისა, რომ მისი ძირითადი ბიზნესი გახდა ამაჩქარებლები, რომლებიც აქტიურად გამოიყენება ხელოვნური ინტელექტის სისტემებში. ყოველ შემთხვევაში, ასეთი შთაბეჭდილების გადმოცემა სცადა კომპანიის ხელმძღვანელმა Jensen Huang-მა Computex 2023-ზე ინტერვიუში, აცხადებს პორტალი PCWorld. ფოტოს წყარო: Gordon Mah Ung / PCWorld მას შემდეგ, რაც NVIDIA-ს კაპიტალიზაცია 1 ტრილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრების აპარატურაზე მოთხოვნის ზრდის გამო, კომპანიის ბევრ გულშემატკივარს აინტერესებდა, NVIDIA მაინც დაინტერესებულია თუ არა გეიმინგ გრაფიკული ბარათებით. ამ კითხვაზე პასუხია - დიახ, არის. Huang-ის თქმით ეს კარგად ჩანს კომპანიის მიერ გამოშვებულ პროდუქტებში. PCWorld-ის ჟურნალისტების კითხვამ - „უნდა გრძნობდნენ თუ არა თავს გეიმერები ისე, როგორც უფროსი ბავშვი ეჭვიანობს ახალშობილ ხელოვნურ ინტელექტზე“ – Huang გაანაწყენა კიდეც. „პირველ რიგში, RTX ტექნოლოგია შეიქმნა გეიმერებისთვის. თავად RTX ტექნოლოგიისთვის ხელოვნური ინტელექტი ძალიან მნიშვნელოვანია. ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩვენ ვერ შევძლებდით რეალურ დროში რეითრეისინგს, ეს შეუძლებელი იქნებოდა. და ხელოვნურ ინტელექტზე ორიენტირებული პირველი პროექტი ჩვენს კომპანიაში იყო Deep Learning Super Sampling (DLSS). ღრმა სწავლება არის RTX-ის ხერხემალი. მეორე, ყურადღება გაამახვილეთ, რას ვაკეთებთ გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტთან მიმართებაში. ჩვენ წარმოვადგინეთ Avatar Cloud Engine (ACE) სერვისი. თქვენ გულს მტკენთ“ - იხუმრა Huang-მა. ახალი სერვისი ACE შექმნილია იმისთვის, რომ არამოთამაშე პერსონაჟები (NPC) უფრო ჭკვიანები გახდნენ. ეს საშუალებას მისცემს დეველოპერებს შექმნან საკუთარი ხელოვნური ინტელექტის მოდელები, რომლებიც გამოიმუშავებენ NPC-ებისთვის უფრო ბუნებრივ მეტყველებას, მათ შორის დიალოგსა და მიმიკებს. საუბარი შეეხო ვიდეო ბარათებში მეხსიერების მოცულობის საკითხსაც. კერძოდ, ჟურნალისტები დაინტერესდნენ ცოტა ხნის წინ წარდგენილ GeForce RTX 4060 Ti-ში ხელმისაწვდომი მხოლოდ 8 გბ მეხსიერებით, რასაც ბევრი პროფილური რესურსი მეტად არამეგობრულად შეხვდა. შეგახსენებთ, რომ NVIDIA მომდევნო თვეში გამოუშვებს 16 გბ-ის მქონე მოდიფიკაციას. „შეგახსენებთ, რომ კადრების ბუფერი (ვიდეომეხსიერება) - ეს არ არის კომპიუტერის მეხსიერება, ეს არის ქეშ-მეხსიერება. და იმას, თუ როგორ მართავთ ამ ქეშს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ქეშ-მეხსიერების შემთხვევაში. და კი - რაც მეტია, მით უკეთესი. თუმცა გიწევთ გარკვეულ კომპრომისზე წასვლა“ - განაცხადა Huang-მა. NVIDIA-ს ხელმძღვანელი ვითარებას ხსნის ბალანსის აუცილებლობით, რათა დააბალანსოს ვიდეო ბარათის ღირებულება, მისი შესაძლებლობები და წარმადობა. Huang-ის თქმით, GeForce RTX 4060 Ti-ს პირველი ვერსიისთვის 8 გბ მეხსიერების არჩევა სწორი გადაწყვეტილება იყო. https://tinyurl.com/yfpvwc9j
  11. რამდენიმე თვეა ვრცელდება ხმები, რომ Apple გამოფენა WWDC 2023-ზე პრეზენტაციისთვის ამზადებს ახალ პროდუქტს - შერეული რეალობის ჰედსეტს. Display Supply Chain Consultants-ის გენერალურ დირექტორ Ross Young-ის თვითის თანახმად ახალ ჰედსეტს აქვს პიქსელების მაღალი სიმჭიდროვისა და სიკაშკაშის მქონე დისპლეი, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თითოეული დისპლეის გაფართოება 4K იქნება. ფოტოს წყარო: Ian Zelbo Young ამტკიცებს, რომ AR/VR ჰედსეტს ექნება ორი 1.41-დუიმიანი MicroOLED ეკრანი, თითოეულის პიქსელების სიმჭიდროვე იქნება 4000 ppi, სიკაშკაშე კი 5000 ნიტს აღემატება. მისი თქმით, 5000 ნიტი, დიდი ალბათობით, მაქსიმალური მაჩვენებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰედსეტი თვალს არ მოჭრის მომხმარებელს, არამედ პირიქით, უზრუნველყოფს შესანიშნავ კონტრასტულობასა და უფრო მკაფიო ფერებს ამჟამად ხელმისაწვდომ სხვა ჰედსეტებთან შედარებით. SDR დისპლეების შემთხვევაში მაქსიმალური სიკაშკაშე ხშირად არის იმის საზომი, თუ რამდენად კარგად მუშაობს ეკრანი კაშკაშა განათებულ ოთახებში, ხოლო HDR დისპლეებისთვის ეს არის საზომი იმისა, თუ რამდენად კარგად ასახავს ეკრანი ფერებს და კონტრასტს. შედარებისთვის, მაღალი კლასის ტელევიზორებს გააჩნია 2000-დან 5000 ნიტამდე სიკაშკაშის მაჩვენებელი. მაგალითად, Meta-ს VR ჰედსეტ Quest 2-ის დისპლეის მახასიათებლებია 773 ppi და 100 ნიტი სიკაშკაშე, თავად მოწყობილობა კი გათვლილია დაბალბიუჯეტურ სეგმენტზე. თუ გავითვალისწინებთ Apple-ის 3 ათასი აშშ დოლარი ღირებულების მოწყობილობასა და ხელმისაწვდომ Quest 2-ს შორის მახასიათებლების განსხვავებებს, ცხადია, რამდენად შთამბეჭდავი შესაძლოა იყოს Apple-ის ჰედსეტი. მოსალოდნელია, რომ Apple ჰედსეტ „Reality Pro“-ს წარადგენს დეველოპერების საკუთარ კონფერენციაზე, რომლიც 5 ივნისს იწყება. არაოფიციალური ცნობების თანახმად ჰედსეტს ექნება ფიზიკური გადამრთველები VR რეჟიმიდან რეალური გარემოს ჩვენების რეჟიმში, ასევე ხელების მოძრაობაზე თვალყურის დევნების გაფართოებული ფუნქციები. https://tinyurl.com/d86p2w4x
  12. ევროპულმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა, რომლებიც ემსახურებიან კრიპტო კომპანიებს, დაიწყეს ნორმატიული მოთხოვნების დაცვის ექსპერტების დაქირავება ბანკების - Silvergate-ისა და Signature-ის დაშლის შემდეგ. ამის შესახებ აცხადებს Bloomberg. ორგანიზაციებში შედის Greengage Global Holding, BCB Group, Blockbank და Fiat Republic. გამოცემის ცნობით ზოგიერთმა მათგანმა სპეციალისტებისთვის განაკვეთი 20%-ით გაზარდა. „მოთხოვნების დაცვის კარგი ექსპერტების ძებნა იაფი არ არის, მაგრამ ახლა შესაბამისობას ასევე მოყვება ბონუსი“ - განაცხადა BCB-ის ტოპ-მენეჯერმა ნატაშა პაუელმა. მან აღნიშნა, რომ კომპანია გეგმავს 5 თვის განმავლობაში შესაბამისი თანამშრომლების რაოდენობის გაორმაგებას. BCB ემზადება მომენტალური გადახდის სერვის BLINC-ის გასაშვებად აშშ-ში, ამიტომ მარეგულირებელი სპეციალისტების საჭიროება გაორმაგდა. ბრიტანეთში კომპლაენს-თანამშრომლების საშუალო ანაზღაურება ახლა მერყეობს 55000 ფუნტიდან 75000 ფუნტამდე წელიწადში. დიდ კომპანიებში შესაბამისობის დირექტორებს უხდიან დაახლოებით 200 ათას ფუნტს. ”ეს ჰგავს 2008 წლის შემდგომ პერიოდს ფინანსურ ინდუსტრიაში - მთავარი მოთხოვნების დაცვაა,” - აღნიშნა რეკრუტინგ კომპანია MWek Solutions-ის ხელმძღვანელმა Mark Weclawek-მა. კომპლაენს-სპეციალისტებს ქირაობენ უცხოური კომპანიებიც, რომლებიც ევროკავშირში ფილიალების გახსნას გეგმავენ. ლიტვურ ბანკ Blockbank-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ბლოკჩეინ-კომპანიების სერვისების მოთხოვნა რამდენჯერმე გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ მაისში აშშ-ს დეპოზიტების დაზღვევის ფედერალურმა კორპორაციამ Signature-ის დაშლის ერთ-ერთ მიზეზად ციფრული აქტივები დაასახელა. მარეგულირებლის თქმით, „პრობლემის ფესვი“ ფინანსური ინსტიტუტის ცუდი მართვა იყო. https://tinyurl.com/2p9xrb89
  13. შესაძლოა Noctua-სა და ASUS-ის კოლაბორაციას კონკურენტი გამოუჩნდეს. გაგრილების სისტემების მწარმოებელმა კომპანია Cooler Master-მა კომპანია PNY-მ წარადგინეს ვიდეო ბარათი GeForce RTX 4090, რომელსაც ძალიან დიდი გაგრილების სისტემა აქვს. ფოტოს წყარო: Benchlife ვიდეო ბარათი PNY GeForce RTX 4090 VERTO ARGB Dual Fan პერსონალური კომპიუტერის კორპუსში დაიკავებს გაფართოების 4.5 სლოტს. იგი ASUS GeForce RTX 4080 16GB GDDR6X Noctua OC Edition-თან შედარებითაც კი უფრო მსხვილია, რომელიც 4.3 სლოტს იკავებს. PNY-ს ვიდეო ბარათის გაგრილების სისტემის შემადგენლობაში შედის Cooler Master-ის მიერ წარმოებული 120-მილიმეტრიანი ორი ქულერი. ვიდეო ბარათის სიგრძე 30.5 სანტიმეტრია. მნიშვნელოვანია განვმარტოთ, რომ PNY GeForce RTX 4090 VERTO ARGB Dual Fan ჯერ კიდევ პროტოტიპის სტადიაზეა. მის შემქმნელებს არ დაუდასტურებიათ მითითებული ამაჩქარებლის გასაყიდად გამოშვების გეგმები. ASUS-ისა და Noctua-ს პირველი ერთობლივი ნამუშევარი - GeForce RTX 3070 Noctua Edition OC ასევე გვიან გამოვიდა გაყიდვაში. თუმცა ცოტა ხნის წინ კომპანიებმა გამოუშვეს მეორე მოდელი GeForce RTX 4080 Noctua OC. ასეთი ექსპერიმენტებისადმი ენთუზიასტების აშკარა ინტერესის გათვალისწინებით PNY-ს და Cooler Master-ს შეიძლება მიეცეთ ძალიან მნიშვნელოვანი სტიმული, რომ GeForce RTX 4090 VERTO ARGB Dual Fan მასობრივი წარმოების ეტაპამდე მიიტანოს. https://tinyurl.com/2p8mh4ck
  14. კომპანია Cooler Master-მა გამოფენა Computex 2023-ზე წარადგინა კომპაქტური კომპიუტერის კორპუსი NCore 100 Max, რომელშიც მოთავსდება ფლაგმანური ვიდეო ბარათი GeForce RTX 4090. ფოტოს წყარო: Tom's Hardware Cooler Master NCore 100 Max-ის სისქე 155-დან 172-მდე მილიმეტრია, სიმაღლე - 481 მმ, სიგანე - 212 მმ. კორპუსში საკმარისი ადგილია, რათა განთავსდეს 357 მმ სიგრძის GeForce RTX 4090. დაშვებულია სამ- ან ოთხსლოტიანი ვიდეო ბარათის დაყენება. კორპუსი განკუთვნილია Mini-ITX ფორმატის სისტემების აწყობისთვის. მოცემული არ არის გამჭვირვალე ჩანართები და RGB განათება, სამაგიეროდ წარმოდგენილია პერფორირებული ალუმინის კედლები მტვრის ფილტრებით, კვების ბლოკი V SFX Gold ATX 3.0 სიმძლავრით 850 ვატი და ერთი სლოტი 2.5-დუიმიანი SSD-სთვის. NCore 100 Max-ში ასევე დაყენებულია ერთი 120-მილიმეტრიანი ქულერი Silencio და ერთი 120-მმ PWM-ქულერი Sickleflow. ასევე გათვალისწინებულია 120 მმ სიგრძის და 38 მ სიგანის თხევადი გაგრილების სისტემის რადიატორი. კორპუსში მხარდაჭერილია 47 მმ-მდე სიმაღლის პროცესორის ქულერის დამონტაჟების შესაძლებლობა. კორპუსის აწყობა-დაშლისთვის ინსტრუმენტები არ არის საჭირო. ხელმისაწვდომია მოწყობილობის ბრინჯაოსფერი და მწვანე ვარიანტები. კომპანიის თქმით Intel Core i9-13900K პროცესორი 250 ვატი TPD-ით შემოწმდა სტანდარტული გამაგრილებლის რადიატორით და 240 rpm სიჩქარის მქონე Silencio ქულერით. ჩიპმა throttling არ დააფიქსირა. კორპუს NCore 100 Max-ის ფასი და გაყიდვაში გამოსვლის დრო კომპანიას არ გამოუცხადებია. https://tinyurl.com/27kxw93t
  15. ევროკომისია ციფრული ევროს საკანონმდებლო დებულებებს 2023 წლის ივნისში მოამზადებს. ამის შესახებ ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველთა საბჭოს წევრმა ფაბიო პანეტამ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები მუდმივ კონტაქტში არიან ევროკომისიასთან შესაბამისი წესების დეტალური შესწავლისთვის. „ჩვენ ვსწავლობთ ციფრული ევროს დიზაინს, მის განაწილებას და გავლენას ფინანსურ სექტორზე“, - განაცხადა პანეტამ. ცენტრალური ბანკის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველთა საბჭოს მიერ დოკუმენტი საბოლოოდ დამტკიცდება ოქტომბერში. შემდეგ მარეგულირებელი ორგანო დაიწყებს მზადებას გამოშვებისთვის და ტექნოლოგიის ტესტირების პირველ ეტაპებს. მისი შეფასებით, თუ ხელისუფლება წინადადებას დაამტკიცებს, ციფრული ევრო დაახლოებით სამიდან ოთხ წელიწადში ამოქმედდება. მან ხაზი გაუსვა მოქალაქეები მოთხოვნას - რისკის გარეშე განახორციელონ ციფრული ფულით გადახდები, რომელთა თავიუფლად გამოყენება შესაძლებელია ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე. პანეტამ აღნიშნა, რომ ამჟამად ასეთი გადაწყვეტილება არ არსებობს და აღნიშნა არაევროპული საგადახდო კომპანიების დომინირება ადგილობრივ ბაზარზე, როგორებიცაა მაგალითად Visa და Mastercard. კონფიდენციალურობის შესახებ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ ევროპის ცენტრალურ ბანკს არ ექნება წვდომა პერსონალურ მონაცემებზე. ციფრული ევროს განაწილებასა და ორგანიზებას „ფინანსური შუამავლები“ განახორციელებენ. ციფრული ევროს გამოშვების ინიციატივა 2019 წლის ნოემბერში გაჩნდა. ერთი წლის შემდეგ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა გამოაქვეყნა ყოვლისმომცველი ანგარიში ამ თემაზე. 2021 წლის ივლისში დაიწყო ციფრული ევროს კვლევის ეტაპი, რომელიც გაგრძელდება 2023 წლის სექტემბრამდე. მიიჩნევა, რომ ამ დროისთვის მარეგულირებელი გადაწყვეტს ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) გამოშვების შესაძლებლობას. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მაისში პანეტამ დაუშვა CBDC-ის გამოშვება 2026 წლამდე, ემისიების ლიმიტით 1.5 ტრილიონი. ნოემბერში მარეგულირებელი ორგანოს ხელმძღვანელმა კრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რომ ციფრული ევრო აღმოფხვრის ფინანსური სუვერენიტეტის დაკარგვის რისკებს. https://tinyurl.com/4b9azjwe
  16. ტაივანური კომპანია Asustek Computer Inc. (ASUS) გეგმავს წარადგინოს ერთ-ერთი პირველი სერვისი, რომელიც კომპანიებს საშუალებას მისცემს ისარგებლონ გენერაციული ხელოვნური ინტელექტის უპირატესობებით, ამასთან კონტროლი შეინარჩუნონ საკუთარ მონაცემებზე. NVIDIA A100 ჩიპებზე დამყარებული სერვერები AFS Appliance განთავსდება მომხმარებლების კუთვნილ შენობებში - გამომთვლელი პლატფორმის მუშაობასა და განახლებაზე პასუხისმგებელი იქნება თავად ASUS. ფოტოს წყარო: ThisisEngineering RAEng/unsplash.com მთავარი საზრუნავი კორპორატიულ მომხმარებლებში, როგორიცაა OpenAI-ის მიერ შემოთავაზებული სერვისები, არის ის, რომ მონაცემთა ქლაუდ ცენტრების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მონაცემთა გაჟონვა. მაგალითად, Samsung Electronics-მა უკვე აუკრძალა თანამშრომლებს ჩატ-ბოტ ChatGPT-ს გამოყენება მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მათ ატვირთეს მნიშვნელოვანი პროგრამული კოდი სხვის პლატფორმაზე. Apple-მა მსგავსი აკრძალვა დააწესა, ამ ტენდენციას მხარი არაერთმა ამერიკულმა საინვესტიციო ბანკმაც დაუჭირა. ASUS AFS Appliance-ის აპარატურას დააკომპლექტებს საკუთარი ენის მოდელით Formosa, რომელიც ChatGPT 3.5-ის ეკვივალენტურია და განსწავლულია „ტრადიციულ“ ჩინურში. კომპანია აპირებს მომსახურებაში აიღოს ყოველთვიურად 6 ათას აშშ დოლარი, ყველაზე ძვირადღირებულ ვარიანტში გამოყენებული იქნება პლატფორმა NVIDIA DGX AI და მისი ფასი იქნება თვეში დაახლოებით 10 ათასი აშშ დოლარი. ASUS ელის დაახლოებით 30-50 კორპორატიული მომხმარებლის მიღებას და საერთაშორისო ბაზარზე გასვლას წლის ბოლომდე. კომპანიის თქმით, NVIDIA-სთან პარტნიორობა დააჩქარებს ტექნოლოგიის მასობრივ ათვისებას. ASUS-მა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ChatGPT-ის გამოსვლამდე ბევრმა კომპანიამ უბრალოდ არ იცოდა, რატომ სჭირდებოდათ საერთოდ დიდი გამოთვლითი ძალა. ახლა სამომხმარებლო ბიზნესის უმეტესობა გამოიყენებს გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს საკუთარ შენობაში, რაც მათ საშუალებას მისცემს შეზღუდონ წვდომა კორპორატიულ ინფორმაციაზე. ცნობილია, რომ ბანკებმა და საავადმყოფოებმა უკვე დიდი ინტერესი გამოიჩინეს. გენერაციული ხელოვნური ინტელექტი დაეხმარება ექიმებს მკურნალობის დოკუმენტირებასა და პაციენტების უფრო სწრაფად მომსახურებაში, ასევე დიაგნოზების უფრო მკაფიოდ გადმოცემაში. ასეთი სისტემები ასევე გამოდგება სხვა სფეროებშიც, მაგალითად, დიდ იურიდიულ კომპანიებში. ASUS-ის განცხადებით AFS Appliance-ის საფუძვლად მდებარე NVIDIA A100 ჩიპების დეფიციტი არ არსებობს და ორ კომპანიას შორის უკვე არსებული კავშირი უზრუნველყოფს დარწმუნებულობას, რომ ხარვეზები არ იქნება, როდესაც სისტემები ბაზარზე გამოვა. https://tinyurl.com/26thby53
  17. გრაფიკული პროდუქტების ამერიკულმა მწარმოებელმა NVIDIA-მ და მობილური პროცესორების ტაივანურმა მწარმოებელმა MediaTek-მა გამოფენა Computex 2023-ის ტრიბუნა გამოიყენეს, რათა გამოეცხადებინათ საავტომობილო ელექტრონიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. MediaTek-ის ამ ბაზრისთვის განკუთვნილ სამომავლო პროცესორებს ექნება NVIDIA-ს ინტეგრირებული გრაფიკა და ამავე კომპანიის პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა. ფოტოს წყარო: NVIDIA MediaTek-ის პროცესორებში გარანტირებული გრაფიკის აჩქარების პარალელურად NVIDIA-ს ფუნქციონალური მოდულები პასუხისმგებელი იქნება ხელოვნური ინტელექტის სისტემებთან მუშაობაზე. MediaTek-ის პროცესორებს ექნება მრავალკრისტალიანი სტრუქტურა და NVIDIA-ს ჩიპლეტთან ურთიერთქმედება განხორციელდება სწრაფი ინტერფეისის მეშვეობით. MediaTek-ის შესაბამის პროდუქტებს ექნება NVIDIA DRIVE OS, DRIVE IX, CUDA და TensorRT პროგრამული უზრუნველყოფების მხარდაჭერა. ავტომობილების გასართობი სისტემების გარდა ისინი ასევე გამოყენებული იქნება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ საკონტროლო ბლოკებში. NVIDIA-ს ჩიპლეტის მქონე MediaTek-ის პროცესორების სერიის დასახელება იქნება Dimensity Auto. Gartner-ის ექსპერტების მიერ სპეციალიზებული გადაწყვეტილებების ბაზრის სიმძლავრე შეფასებულია 12 მლრდ აშშ დოლარად მიმდინარე წლის ბოლოსთვის. პლატფორმა Dimensity Auto-ს შემადგენლობაში შევა მოდულები ბორტის კამერებთან, დისპლეებთან და მომხმარებლის ხმოვანი ბრძანებების დამუშავების ტექნოლოგიებთან მუშაობისთვის. ფუნქცია Auto Connect-მა უნდა უზრუნველყოს ავტომობილის მგზავრები მაღალსიჩქარიანი უსადენო ინტერფეისებით გარე სამყაროსა და ტელემატიკასთან კომუნიკაციისთვის. ჯერჯერობით არ დაზუსტებულა რომელი მანქანათმშენებელი კომპანიები გამოიყენებენ MediaTek-ის ახალი თაობის გადაწყვეტილებებს, თუმცა ტაივანური კომპანიის საფასო პოლიტიკიდან გამომდინარე მოსალოდნელია მათი გამოჩენა არც თუ ისე მაღალი ფასის კატეგორიის მანქანებში, რადგან მას უკვე პირდაპირ მოემსახურება NVIDIA-ს კომპონენტები. https://tinyurl.com/5rtatwdc
  18. პირველი კრიპტოვალუტის ფასის ათკვირიან მინიმუმამდე კლებამ არ იმოქმედა ტექნიკურ სურათზე, რაც აღმავალი მოძრაობის განვითარებას გვპირდება. ამის შესახებ LookIntoBitcoin-ის დამფუძნებელმა ფილიპ სვიფტმა განაცხადა. ექსპერტმა ყურადღება გაამახვილა რეალიზებული ფასების კვოტების გარღვევაზე ზედა მიმართულებით. მისი გამოთვლებით, წარსულში ასეთი სიგნალის მიღებიდან მომდევნო 140 დღეში აღმავალი ტენდენცია გაგრძელდა. ინდიკატორების გადაკვეთა მოხდა 2023 წლის იანვრის შუა რიცხვებში. „დღეს ბაზარზე დიდი პანიკაა. სინამდვილეში ციკლის ამ ეტაპზე Bitcoin ისე იქცევა, როგორც მოსალოდნელია“, - განაცხადა სვიფტმა. Glassnode-იდან ანალიტიკოს Checkmate-მა მიუთითა გამყიდველების „ამოწურვაზე“. სპეციალისტმა მოიყვანა გაყიდვის მხარის რისკის თანაფარდობის ინდიკატორის მონაცემები, რომელიც თითქმის რეკორდულ დონემდე დაეცა. მიმდინარე თანაფარდობა მიუთითებს ინვესტორების დაბალ მზაობაზე - დახარჯონ მონეტები, რომლებსაც მოგება ან ზარალი მოაქვთ მიმდინარე ფასების დიაპაზონში, აღნიშნა მან. „წინ დიდი მოძრაობაა“ - გამოთქვა გაფრთხილება Checkmate-მა. აქტივების მართვის კომპანია Mott Capital Management-ის დამფუძნებელმა მაიკლ კრამერმა დაუშვა Bitcoin-ის ფასის 20 000 აშშ დოლარამდე ჩამოსვლის რისკი. CNBC-ის მიერ ადრე გამოკითხულმა ექსპერტებმა ციფრული ოქროს მიმართ ხარული განწყობა დააფიქსირეს. მათი პროგნოზების თანახმად მიმდინარე წელს აქტივმა შესაძლოა დააფიქსიროს წინა მაქსიმუმი და მიაღწიოს 100 ათას აშშ დოლარიან დონესაც კი. Standard Chartered-ის ანალიტიკოსების აზრით პირველი კრიპტოვალუტის ფასი 100 ათას აშშ დოლარს 2024 წლის ბოლომდე მიაღწევს. https://tinyurl.com/yhhcasne
  19. NVIDIA-მ ახალი ფისკალური წლის პირველ კვარტალში შემოსავლების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა და მიმდინარე კვარტლის პროგნოზი გამოაქვეყნა. პროგნოზი უკიდურესად ოპტიმისტურია და 50%-ზე მეტით აღემატება უოლ სტრიტის ექსპერტების მოლოდინს. კომპანიამ განაცხადა, რომ აძლიერებს მიწოდებას ხელოვნური ინტელექტის ჩიპებზე მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომლებიც საჭიროა ტექნოლოგიებისთვის, როგორიცაა ChatGPT და სხვა მსგავსი სერვისები. ფოტოს წყარო: BoliviaInteligente ამ სიახლეების ფონზე NVIDIA-ს აქციების ფასი 28%-ით გაიზარდა ვაჭრობის დახურვის შემდეგ, თითოეული აქციის ფასმა რეკორდული 391.50 აშშ დოლარი შეადგინა. შედეგად NVIDIA-ს კაპიტალიზაცია საფონდო ბაზარზე 200 მლრდ აშშ დოლარით გაიზარდა 950 მლრდ აშშ დოლარამდე - კომპანია რჩება ჩიპების ყველაზე ძვირადღირებულ მწარმოებლად საფონდო ბაზარზე და კომპანიის ღირებულებით მეხუთე ადგილზეა უოლ-სტრიტის შეფასებით. წლის დასაწყისიდან NVIDIA-ს აქციების ფასი ორჯერზე მეტად გაიზარდა. NVIDIA რთულად ახერხებს ხელოვნური ინტელექტის ჩიპების მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ცნობილია, რომ Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა ახლახანს სარკასტულად განაცხადა, რომ დღესდღეობით “GPU-ის შეძენა უფრო რთულია, ვიდრე ნარკოტიკების“. NVIDIA-ს გენერალურმა დირექტორმა Jensen Huang-მა განაცხადა, რომ კომპანიამ ხელოვნური ინტელექტის უახლესი ჩიპების სრულმასშტაბიანი წარმოება ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში დაიწყო, რამაც მას გარკვეული მიწოდების „ბუფერი“ მისცა, როდესაც ჩატ-ბოტებმა პოპულარობა მოიპოვეს. იანვარში მოთხოვნა უკიდურესად დიდი იყო, ამიტომ ჩიპების წარმოებისთვის დამატებითი შეკვეთების განთავსება გახდა საჭირო ისევე, როგორც 2023 წლის მეორე ნახევრისთვის განთავსდა დაგეგმილზე ბევრად მეტი შეკვეთა, განაცხადა Huang-მა. NVIDIA მიმდინარე კვარტალში პროგნოზირებს რეკორდულ 11 მლრდ აშშ დოლარ შემოსავალს, დაახლოებით 2%-იანი ცდომილებით. ამასთან Renfinitiv-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ეს იქნება დაახლოებით 7.15 მლრდ აშშ დოლარი. მოსალოდნელია, რომ ხელოვნური ინტელექტის სისტემების ბაზარზე არსებული „ოქროს ციებ-ცხელება“ მაღალი მოთხოვნის შენარჩუნებას უზრუნველყოფს მთელი წლის განმავლობაში. ფოტოს წყარო: Reuters NVIDIA-სთვის 30 აპრილს დასრულებული პირველი ფისკალური კვარტლის დაკორექტირებულმა შემოსავალმა 7.19 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიური შედარებით 13%-იან შემცირებას ნიშნავს, თუმცა ანალიტიკოსები უფრო მეტ, 6.52 მლრდ აშშ დოლარამდე კლებას პროგნოზირებდნენ. მონაცემთა ცენტრებისთვის განკუთვნილი ჩიპების გაყიდვების მოცულობა წლიურ შედარებაში 14%-ით გაიზარდა და 4.28 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი 3.89 მლრდ აშშ დოლარი იყო). გეიმინგ ჩიპების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი 38%-ით შემცირდა, თუმცა მაინც გადააჭრბა ექსპერტების პროგნოზს და შეადგინა 2.24 მლრდ აშშ დოლარი 1.97 მლრდ აშშ დოლარის ნაცვლად. NVIDIA-ს საავტომობილო განყოფილების შემოსავალი, რომელიც ავტონომიური მანქანების ჩიპებსა და პროგრამულ უზრუნველყოფასაც მოიცავს, 114%-ით გაიზარდა წლიური გამოთვლით, თუმცა შემოსავლის მაინც მოკრძალებულ წილს უზრუნველყოფს - გასულ კვარტალში შეადგენდა 300 მლნ აშშ დოლარზე ნაკლებს. ამასთან, პრაქტიკულად ყველა სეგმენტში შემოსავალი გაიზარდა წინა კვარტალთან შედარებით. ფოტოს წყარო: Motley Fool NVIDIA-ს წმინდა მოგება გასულ კვარტალში გაიზარდა 2.04 მლრდ დოლარამდე, ანუ 82 ცენტი ერთ აქციაზე 162 მლრდ აშშ დოლარიდან - ერთი წლით ადრე 64 ცენტი იყო. ხარჯების გარკვეული პუნქტების გამოკლებით კომპანიამ პირველ კვარტალში 1.09 აშშ დოლარი გამოიმუშავა - პროგნოზირებული იყო 92 ცენტი. NVIDIA-ს აქტიური კონკურენცია უწევს ხელოვნური ინტელექტის ჩიპების ბაზარზე კომპანიებთან, როგორიცაა AMD და Intel, ასევე სტარტაპები - Cerebras Systems და თუნდაც ტექნოლოგიური გიგანტები, როგორებიცაა Alphabet და Amazon, რომლებიც ცდილობენ საკუთარი პროექტები განავითარონ. ამავდროულად, NVIDIA-ს ხელმძღვანელობამ ცხადყო, რომ მზად არის გაყიდოს ხელოვნური ინტელექტის მზა სისტემები ჩიპებით ვაჭრობის ნაცვლად - ნათქვამია, რომ კომპანიას აქვს ამის ყველა უნარი, მათ შორის ქლაუდ გადაწყვეტილებების პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების შესაძლებლობა. https://tinyurl.com/4zntjd99
  20. გამოფენა Computex-ის წინ კომპანია Acer-მა დააანონსა 16-დუიმიან გეიმინგ ლეპტოპ Predator Triton-ის გამოშვება Intel-ის მე-13 თაობის პროცესორისა და NVIDIA-ს გრაფიკული პროცესორების ბაზაზე, აგრეთვე 16-დუიმიან თხელ ლეპტოპ Swift Edge-ს გამოსვლა, რომელსაც ექნება 3.2K OLED ეკრანი და AMD-ის პროცესორები. Acer-მა ასევე წარადგინა „მწვანე“ MESH-მარშრუტიზატორი Acer Connect Vero W6m და დეველოპერების ინსტრუმენტების გაფართოებული ნაკრები თავის 3D-ტექნოლოგია SpatialLabs-ისთვის. ფოტოს წყარო: Acer 16-დუიმიანი გეიმინგ ლეპტოპი Predator Triton კომპანიის გეიმინგ ხაზის ბოლო მოწინავე სიახლეა. უმძლავრეს კომპიუტერში წარმოდგენილია მე-13 თაობის Intel Core პროცესორები i9-ს ჩათვლით მაქსიმალურ 5.4 გჰც სიხშირემდე, ასევე გრაფიკული ამაჩქარებელი NVIDIA GeForce RTX 4070 და 32 გბ-მდე DDR5 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერება. ლეპტოპში შესაძლებელია განთავსდეს 2 ტერაბაიტამდე ორი PCIe 4.0 M.2 SSD RAID0 რეჟიმში. Predator Triton-ის გაგრილების სისტემაში გამოყენებულია თხევადი ლითონი ცენტრალური პროცესორის სახურავზე, მე-5 თაობის ქულერები AeroBlade 3D გაგრილების ოპტიმიზაციის საფირმო სისტემით Vortex Flow. ლეპტოპს აქვს 16-დუიმიანი IPS დისპლეი WQXGA გაფართოებით 2560 × 1600 პიქსელი, მაქსიმალური სიკაშკაშე 500 კდ/მ2  და 240 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე. ლეპტოპზე ხელმისაწვდომია ორი პორტი USB 3.2 Gen 2, ერთი HDMI 2.1, USB Type-C Thunderbolt 4-ით და MicroSD ბარათის წამკითხველი. Predator Triton აშშ-ში ხელმისაწვდომი გახდება სექტემბერში 1800 აშშ დოლარიდან, ხოლო EMEA-ს რეგიონში - 2299 ევროდან. 16-დუიმიანი Acer Swift Edge - ეს არის თხელი ლეპტოპი AMD Ryzen 7040-სერიის პროცესორებით (Zen 4) და AMD Radeon 780M ინტეგრირებული გრაფიკით. პროცესორის შესაბამისად ზოგიერთ მოდელს აქვს AMD Ryzen AI-ს მხარდაჭერა, რაც მოწყობილობას საშუალებას აძლევს შეესაბამებოდეს თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის სფეროს მოთხოვნებს. ლეპტოპში განთავსებული იქნება 32 გბ-მდე LPDDR5 ოპერატიული მეხსიერება და 2 ტბ-მდე PCIe 4.0 SSD. ლეპტოპში წარმოდგენილია Wi-Fi 7-თან თავსებადი Intel Wi-Fi 6E უსადენო კავშირის სამდიაპაზონიანი მოდული, აგრეთვე უსაფრთხოების პროცესორი Microsoft Pluton. იგი ფლობს მთელ რიგ ინტელექტუალურ ფუნქციებს და უზრუნველყოფს უსაფრთხო დაკავშირებას. Acer-ის მტკიცებით უზრუნველყოფილია უსადენო კავშირის სიჩქარე 5.8 გბ/წმ-მდე, მრავალარხიანი დაკავშირება და 2 მილიწამზე ნაკლები შეყოვნება. Swift Edge-ის მთავარი უპირატესობაა 16-დუიმიანი OLED დისპლეი გვერდების შეფარდებით 16:10, გაფართოებით 3200 × 2000 პიქსელი, კადრის განახლების სიხშირით 120 ჰერცი და 400 კდ/მ2 სიკაშკაშის მაჩვენებლით. დისპლეის აქვს True Black HDR 500 სერტიფიკაცია. ვებ-კამერის გაფართოებაა 1440p, მხარდაჭერილია მზერის მიმართულების კორექცია, ფონის დაბინდვა და ავტოკადრირება სწორედ Ryzen AI-ს ხარჯზე. Swift Edge 16 ხელმისაწვდომი გახდება ივლისში აშშ-ში 1300 აშშ დოლარიდან, EMEA-ს რეგიონში კი - 1199 ევროდან. ქსელის მარშრუტიზატორი Acer Connect Vero W6m - ეს გახლავთ Acer-ის პირველი „მწვანე“ Wi-Fi 6E როუტერი. კორპუსი დამზადებულია გადამუშავებული მასალებისგან (PCR). Eco რეჟიმი უზრუნველყოფს ეფეტურ ენერგომოხმარებას. მარშრუტიზატორს აქვს ოთხბირთვიანი პროცესორი MediaTek 2 გჰც სიხშირით და უზრუნველყოფს დაკავშირების, დაფარვისა და უსაფრთხოების ფუნქციების გაფართოებულ ნაკრებს, მათ შორის Wi-Fi 6E Tri-Band AXE7800-ის მხარდაჭერას. მოწყობილობა უზრუნველყოფს 7.8 გბ/წმ-მდე სიჩქარეს სწრაფი და სტაბილური ინტერნეტ-კავშირისთვის. მას შეუძლია მუშაობა ოთხ მოწყობილობასთან და უზრუნველყოფს ქსელის მოქმედებას 465 მეტრამდე მანძილზე ორმაგ MESH-სისტემით და 930 მეტრამდე - ოთხ მოწყობილობასთან. მარშრუტიზატორის ფასი და ხელმისაწვდომობის დრო ჯერჯერობით არ გამოცხადებულა. Acer-მა გამოუშვა ფლაგინ Unity-ს მხარდაჭერა, რითიც გააფართოვა დეველოპერების ინსტრუმენტების ნაკრები მისი ინდუსტრიის წამყვანი SpatialLabs ტექნოლოგიისთვის ბრტყელ ეკრანზე 3D სიმულაციისთვის დამატებითი სათვალეების საჭიროების გარეშე. Unity-ის ახალი ფლაგინის მხარდაჭერა საშუალებას აძლევს დეველოპერებს სხვადასხვა ინდუსტრიასა და პრაქტიკაში გამოიყენონ SpatialLabs Pro მოწყობილობები 3D კონტენტისა და აპლიკაციების შესაქმნელად. კომპანიის OpenXR Runtime for SpatialLabs სერტიფიცირებულია, რაც დეველოპერებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ OpenXR პროტოკოლები სათვალეების გარეშე სტერეო 3D კონტენტისა და აპლიკაციების შესაქმნელად SpatialLab-ის კომერციულ ეკრანებზე. https://tinyurl.com/24kk87z4
  21. ბრაზილიის ცენტრალურმა ბანკმა CBDC-ის საპილოტე პროექტში მონაწილეთა საბოლოო სია გამოაქვეყნა, რომელშიც შედის საგადახდო გიგანტი Visa და Microsoft. მარეგულირებელმა არჩევანი გააკეთა სხვადასხვა ორგანიზაციისა და კონსორციუმის მიერ წარმოდგენილი 36 განაცხადიდან. ცენტრალური ბანკის განცხადებით, პროექტში მონაწილეობა „100-ზე მეტ კომპანიას“ სურდა. სულ შეირჩა 14 პრეტენდენტი, მათ შორის ბრაზილიური ბანკები Santander, Itau Unibanco, BTG Bank, Bradesco, ესპანური ბანკი Inter და IT კომპანია 7COMm. ციფრული რეალის განვითარების ამჟამინდელ ეტაპზე ცენტრალური ბანკი შეამოწმებს კონფიდენციალურობისა და პროგრამირებადობის ფუნქციებს მიწოდების წინააღმდეგ გადახდის (DvP) პროტოკოლის გამოყენებით. ბრაზილიის მარეგულირებელმა ორგანომ CBDC-ის ოფიციალური გაშვება 2024 წლისთვის დაგეგმა. მარეგულირებლის ხელმძღვანელმა რობერტო კამპოს ნეტომ განაცხადა, რომ ტექნოლოგიის დიზაინი ბანკებისთვის სტიმული იქნება აქტივების ტოკენიზაციისთვის ეფექტურობის გაზრდის მიზნით. შეგახსენებთ, რომ აპრილში Visa-მ შეიმუშავა გადაწყვეტილებების სია ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის ქვეყნის ფინანსურ ეკოსისტემაში ინტეგრირებისთვის. კომპანიამ წარმოადგინა პროგრამირებადი პლატფორმა, რომელიც განკუთვნილია მცირე და საშუალო საწარმოებისთვის. https://tinyurl.com/2r6p5z8d
  22. NVIDIA-ს ახალმა კვარტალურმა ანგარიშმა აჩვენა, რომ კომპანიის შემოსავალი მონაცემთა ცენტრების სეგმენტიდან გაიზარდა 14%-ით წელიწადში, მაგრამ ყველაზე მეტად ინვესტორები წახალისებულნი იყვნენ მიმდინარე კვარტალში NVIDIA-ს შემოსავლების 11 მლრდ აშშ დოლარამდე ზრდის მოლოდინებით. ტაივანური წყაროების თანახმად NVIDIA-ს სასწრაფო შეკვეთები დაეხმარა TSMC-ს გაეზარდა დატვირთვა საწარმოო ხაზებზე, რომლებიც დაკავშირებულია 5-ნანომეტრიანი პროდუქტების გამოშვებასთან. ფოტოს წყარო: NVIDIA TSMC-ის კლასიფიკაციაში ტექნოპროცესები ლითოგრაფიის სერიების მხრივ დაჯგუფებულია შემდეგნაირად: 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი განთავსებულია 6-ნანომეტრიანის მახლობლად, 5- და 4-ნანომეტრიანი ტექნოლოგიები კი ერთ ჯგუფშია გაერთიანებული. როგორც ტაივანური რესურსი DigiTimes აცხადებს, NVIDIA-ს სასწრაფო შეკვეთებმა 5-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე დამყარებული ამაჩქარებლების წარმოებისთვის უკვე გაზარდა TSMC-ის საწარმოო ხაზის გამოყენების მაჩვენებელი თითქმის 100%-მდე. გასული წლის ბოლოდან ტაივანური საკონტრაქტო მწარმოებელი განიცდიდა დაბალ მოთხოვნას 5- და 7-ნანომეტრიან პროდუქტებზე. კომპანია იძულებული გახდა 4 მლრდ აშშ დოლარის კაპიტალური ხარჯები შეემცირებინა. ტაივანური წყაროების თანახმად ხელოვნური ინტელექტის კომპონენტებთან დაკავშირებულმა აჟიოტაჟმა დიდწილად გადაჭრა პრობლემა. DigiTimes-ის თანახმად NVIDIA სასწრაფოდ ახორციელებს შეკვეთებს H100 და A100 ამაჩქარებლებზე ისევე, როგორც მათ H800 და A800 ვარიანტებზე, რომლებიც ადაპტირებულია ჩინეთისთვის, და ახლა TSMC-ის ძირითადი წარმოების ობიექტები ფაქტიურად დაკონტრაქტებულია მიმდინარე წლის ბოლომდე. NVIDIA-ს ჩინური მომხმარებლები, როგორიცაა Baidu, დიდ მოთხოვნას აფიქსირებენ H800 და A800 ჩიპებზე, რომლებიც მათთვის ხელმისაწვდომია აშშ-ის სანქციების შემდეგ. NVIDIA-ს პროდუქტებზე მოთხოვნის ასეთი მკვეთრი ნახტომი სიურპრიზი იყო TSMC-ის ხელმძღვანელებისთვისაც კი, რომლებისთვისაც მეტწილად Apple-ის პროდუქტები ითვლებოდა ჭარბი წარმოების კრიზისის დასაძლევ „კატალიზატორად“. შესაძლოა ინვესტორებისთვის განკუთვნილ ივლისის ღონისძიებაზე TSMC-ის ხელმძღვანელობამ გადახედოს მიმდინარე წლის შემოსავლების პროგნოზს გაუმჯობესებისკენ. https://tinyurl.com/aswwy8rm
  23. Neuralink ილონ მასკის ერთ-ერთი კომპანიაა, რომელიც ინარჩუნებს სტარტაპის სტატუსს და მისი განვითარების მთავარი ეტაპი უნდა ყოფილიყო ადამიანის თავის ქალაში იმპლანტირებული სენსორების კლინიკური კვლევები. ამ შესაძლებლობის მიღწევის არაერთი მცდელობის შემდეგ Neuralink-მა საბოლოოდ შეძლო აშშ-ის მარეგულირებლებისგან ადამიანებზე კლინიკური ცდების ჩატარების ნებართვის მიღება. ფოტოს წყარო: Neuralink როგორც CNBC აღნიშნავს, სიახლე ცნობილი გახდა Neuralink-ის წარმომადგენლების განცხადებებიდან, თუმცა კომპანიას ჯერ არ დაუწყია მოხალისეების ძებნა, რომლებიც შეძლებენ მონაწილეობის მიღებას ე.წ. "ტვინის ინტერფეისის" კლინიკურ კვლევებში. Neuralink-მა მოახერხა აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) თანხმობის მიღება ადამიანებზე კლინიკური კვლევების ჩასატარებლად. შეგახსენებთ, უკვე მოხდა იმპლანტების გამოცდა ღორებში - იმპლანტი ჩაყენებული იყო თავის ქალაში უშუალოდ თავის ტვინის ქერქის სიახლოვეს. ამ იმპლანტებმა თეორიულად პარალიზებულ ადამიანებს უნდა მისცენ კომპიუტერის კურსორის მართვის საშუალება პირდაპირი მნიშვნელობით „აზრების ძალით“. შესაძლებელი გახდება შეიქმნას სპეციალიზებული ბიონიკური პროთეზები და ის ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს კონტროლი მეტყველების აპარატსა და მოტორიკულ ფუნქციებზე, დაიბრუნებენ გარშემომყოფებთან კომუნიკაციის უნარს. თავის ქალაში ხვრელის გაბურღის გარდა Neuralink-ის სენსორის დაყენება გულისხმობს თხელი ელექტროდების ჩანერგვას პაციენტის ცერებრალური ქერქის უბნებში. ილონ მასკის პერსპექტიულ სტარტაპს ამ დრომდე მარეგულირებელებთან ურთიერთობის საკმაოდ რთული ისტორია ჰქონდა. აქტივისტების საჩივრებს ცხოველების მიმართ სავარაუდო არაადამიანური მოპყრობის შესახებ დაემატა ბიოლოგიური ნარჩენების ტრანსპორტირების წესების დარღვევის ბრალდება. მარტში FDA-მ უარყო Neuralink-ის განაცხადი ადამიანებზე კლინიკური კვლევების ჩატარების შესახებ და კომპანიას ათობით პრეტენზიის აღმოფხვრისკენ მოუწოდა. გასული წლის ბოლოს ილონ მასკმა გამოთქვა მზადყოფნა, თავად ჩაეყენებინა Neuralink-ის იმპლანტი, რითაც ხაზი გაუსვა ამ ტექნოლოგიის პერსპექტიულობასა და უსაფრთხოებას. https://tinyurl.com/bdd6jc2f
  24. ფლორიდის გუბერნატორმა Ron DeSantis-მა განაცხადა, რომ დაიცავს პირველ კრიპტოვალუტას, თუ 2024 წელს შეერთებული შტატების პრეზიდენტად აირჩევენ. ამის შესახებ აცხადებს The Block. რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკოსმა საარჩევნო კამპანია ღონისძიება Twitter Spaces-ზე დაიწყო, რომელშიც ილონ მასკი მონაწილეობდა. 300 000 მსმენელთან საუბრისას დესანტისმა განაცხადა: „ვფიქრობ, ხალხს უნდა შეეძლოს Bitcoin-ის გამოყენება. როგორც პრეზიდენტი, მე მსგავს რამეს დავიცავ“. მან აღნიშნა, რომ ნებისმიერი რეგულაცია საბოლოოდ უნდა განიხილოს კონგრესმა, მაგრამ წინააღმდეგია ნებისმიერი აკრძალვის. მაისის დასაწყისში DeSantis გამოვიდა დეცენტრალიზებული აქტივების მხარდასაჭერად და პირობა დადო, რომ დაბლოკავს ცენტრალური ბანკის ნებისმიერი ციფრული ვალუტის გამოყენებას ფლორიდაში. CBDC-ის კრიტიკისას მან სოლიდარობა გამოხატა სხვა რესპუბლიკელთან, რობერტ ფრენსის კენედი უმცროსთან, რომელმაც ასევე გამოხატა საპრეზიდენტო ამბიციები. „უბრალოდ არ მაქვს სურვილი გავაკონტროლო ყველაფერი, რისი გაკეთებაც ადამიანებს შეუძლიათ ამ სფეროში და ვფიქრობ, რომ არსებული რეჟიმი აშკარად წამლავს Bitcoin-ს და თუ ასე გაგრძელდა კიდევ ოთხი წელი, სავარაუდოდ მოკლავენ მას“ განაცხადა დესანტისმა. მარტში ფლორიდის გუბერნატორმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ითვალისწინებს ფინანსური განათლების პროგრამების დანერგვას უმაღლეს სკოლებში, მათ შორისაა კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული საკითხები. პრეს-კონფერენციაზე მან განაცხადა, რომ კანონმდებლებმა არ დაუჭირეს მხარი მის ინიციატივას "ბლოკჩეინთან დაკავშირებული ექსპერიმენტებისთვის" დაფინანსების გამოყოფის შესახებ. ამავდროულად, მან გამოთქვა სკეპტიციზმი CBDC-ის მიმართ ცენტრალური ხელისუფლების შესაძლებლობის გამო - მკაცრად აკონტროლოს მოქალაქეების ფინანსური თავისუფლებები აქტივის მეშვეობით. შეგახსენებთ, რომ ვენჩურული კაპიტალის კომპანია Social Capital-ის დამფუძნებელმა Chamath Palihapitiya-მ განაცხადა, რომ კრიპტო ინდუსტრია შეერთებულ შტატებში უკვე „მოკვდა“ მარეგულირებელი პოლიტიკის გამო. https://tinyurl.com/r6fah7w5
  25. Arc Alchemist სერიის ვიდეო ბარათ Intel Arc A750 Limited Edition-ის ეტალონური ვერსიის ღირებულება 199 აშშ დოლარამდე შემცირდა. შეგახსენებთ, რომ ამაჩქარებელი გამოვიდა გასული წლის სექტემბერში 289 აშშ დოლარად. რამდენიმე თვის წინ Intel-მა გადაწყვიტა ბარათის ფასის 249 აშშ დოლარამდე შემცირება, რის შედეგად იგი GeForce RTX 3060-თან შედარებით უფრო მიმზიდველი გახდა „წარმადობა დოლართან“ შეფარდების კუთხით. ამჟამად Arc A750-ის შეძენა კიდევ უფრო იაფადაა შესაძლებელი. ფოტოს წყარო: Intel ცნობილი არ არის, Arc A750 Limited Edition-ის ფასის 199 აშშ დოლარამდე შემცირება მუდმივია თუ ერთჯერად აქციას წარმოადგენს. ვიდეო ბარათის ხსენებულ ფასად შეძენა უკვე შესაძლებელია, მაგალითად, მსხვილ ამერიკულ რითეილერ Newegg-ზე. ფოტოს წყარო: Newegg როგორც ჩანს, Intel Arc A750-ის ფასის შემცირება დაკავშირებულია NVIDIA-ს GeForce RTX 4060 Ti და AMD-ის Radeon RX 7600 გრაფიკული ბარათების გამოშვებასთან. სავარაუდოა, რომ Intel ამ უკანასკნელთან კონკურენციას უფრო უფრთხის. შეგახსენებთ, რომ GeForce RTX 4060 Ti 8 გბ მეხსიერებით 399 აშშ დოლარი ღირს. ახალი ვიდეო ბარათების მიმომხილველები შეთანხმდნენ, რომ მისი ღირებულება უფრო დაბალი უნდა იყოს. ხოლო Radeon RX 7600-ის ფასი 269 აშშ დოლარი იქნება. Arc A750-ის შემადგენლობაში გამოყენებულია ქასთომიზებული გრაფიკული პროცესორი ACM-G10 28 Xe ბირთვით (3584 FP32 ბლოკი), რეითრეისინგის 28 ბლოკი და 480 მატრიცული ძრავი XMX. ბარათს აქვს 8 გბ GDDR6 მეხსიერება 256-ბიტიანი სალტის მხარდაჭერით. https://tinyurl.com/5n7ep9sp
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.