Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5892
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    195

Everything posted by Magdalena

  1. MicroStrategy-ს დამფუძნებელმა მაიკლ სეილორმა The Block-თან ინტერვიუში პირველ კრიპტოვალუტაზე დამყარებული Spot ETF-ის მიღებას კრიპტო ინდუსტრიისთვის "დიდი მოვლენა" უწოდა. „ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი ინსტიტუციური მიღების გზაზე. ვფიქრობ, ეს მოვლენა მნიშვნელოვანია, მაგრამ არ გამოიწვევს Bitcoin-ის 5 მლნ აშშ დოლარამდე ზრდას ერთ ღამეში“, - განაცხადა მან. სეილორმა ასევე განმარტა, რომ ის Bitcoin-ის მაქსიმალისტებად თვლის ყველას, ვინც მას „ეკონომიკური გაძლიერების ინსტრუმენტად“ მიიჩნევს. იგი დარწმუნებულია, რომ „ეს კარგია მსოფლიოსთვის“. MicroStrategy-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა გაიმეორა თავისი თეზისი, რომ Altcoin-ების უმეტესობას აქვს ფასიანი ქაღალდების მახასიათებლები. ივნისში მან განაცხადა, რომ აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისიის (SEC) პრეტენზიების უმეტესობა დაკავშირებულია ასეთ ტოკენებთან. „შეგიძლიათ გააკრიტიკოთ ბიზნეს-იდეები, მაგრამ არ უნდა დაუქვემდებაროთ ცენზურას. ეს იგივე იქნება, რომ გახსნათ საცხობი და ნახერხის დონატები გაყიდოთ. ეს სულელური იდეაა. მე არ ჩავდებდი მასში ინვესტიციას. მე არ ვიყიდდი ასეთ დონატებს. თქვენ დიდი ალბათობით გაკოტრდებოდით“, - განაცხადა სეილორმა. მან აღნიშნა, რომ ასეთ ვითარებაში მერმა არ უნდა მიიღოს კანონი, რომელიც ქალაქში „ნახერხის დონატების“ რეალიზაციის ლიცენზიას მოითხოვს. გასული თვის განმავლობაში BlackRock-მა, Valkyrie-მ, Fidelity Investments-მა, ასევე WisdomTree-მ და Invesco-მ შეიტანეს განაცხადები SEC-ში სპოტ Bitcoin ETF-ის გამოსაშვებად. შეგახსენებთ, რომ ივნისში სეილორმა ივარაუდა პირველი კრიპტოვალუტის ფასის მრავალჯერადი ზრდა რეგულაციის გამო. მისი აზრით, Sec-ის განცხადებები და ქმედებები საფუძველს უყრის სამომავლო ზრდის ფაზას. https://tinyurl.com/4e8j34kk
  2. Apple თავის პროდუქტებში პლასტმასას ნაცვლად საკმაოდ ხშირად იყენებს პრემიუმ მასალებს, როგორებიცაა ალუმინი და ნამდვილი მინა. ამიტომ Apple-ის პროდუქტების წონა უფრო მეტია კონკურენტების გაჯეტებთან შედარებით, რაც მომხმარებლებისთვის დიდად მოსახერხებელი არ არის. როგორც ჩანს, Apple-მა არ გაითვალისწინა ძალიან მძიმე AirPods Studio ყურსასმენთან დაკავშირებული წარსული გამოცდილება - შერეული რეალობის ჰედსეტი Apple Vision Pro ასევე მძიმე აღმოჩნდა გამოყენებული მასალების გამო. მისი ხანგრძლივი გამოყენება შეიძლება არასასიამოვნო იყოს. ფოტოს წყარო: GSM Arena ჰედსეტის ტარება მარტივი არ აღმოჩნდა, როგორც ცნობილმა ჟურნალისტმა Mark Gurman-მა განაცხადა, ჰედსეტის პრეზენტაციის შემდეგ Apple-მა ბევრ თანამშრომელს მისცა შესაძლებლობა შეეფასებინათ ახალი მოწყობილობის სარგებელი - მანამდე მხოლოდ რამდენიმეს ჰქონდა მასზე წვდომა. ნიმუშმა გამოავლინა მნიშვნელოვანი პრობლემა - ზოგიერთმა იგრძნო, რომ ჰედსეტი ძალიან მძიმეა რამდენიმე საათის გამოყენების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი წონა ჯერ კიდევ უცნობია, არსებობს მტკიცებულება, რომ კონსტრუქციაში გამოყენებულია ძვირადღირებული მასალები, როგორებიცაა ალუმინი და მინა, პლასტმასის ნაცვლად, რომელიც, როგორც წესი, სხვა მწარმოებლების მოდელებში გამოიყენება. მედიის ცნობით Apple-მა უკვე მოიფიქრა გამოსავალი, რომელიც მომხმარებლების თავებს „განტვირთვის“ საშუალებას მისცემს – თავზე დამატებითმა ქამარმა უნდა გადაანაწილოს წონა. თუმცა გურმანი ამტკიცებს, რომ ასეთი ქამარი არ შედის საცალო კომპლექტში, რადგან პრობლემა მნიშვნელოვნად არ არის მიჩნეული. მოწყობილობის მოსალოდნელი საწყისი საცალო ფასის გათვალისწინებით მწარმოებელი ვერ დაზოგავს თანხას ასეთ მარტივ ელემენტზე - რთული წარმოსადგენია, რა დაჯდება დამატებითი ქამარი, თუ გავითვალისწინებთ მონიტორის ეკრანის საწმენდი ნაჭრის ფასს. გავრცელებული ინფორმაციით ეს არ არის ჰედსეტის ერთადერთი ნაკლი. Vision Pro-ს გასაყიდად Apple-ის მაღაზიები შექმნიან სპეციალურ ზონებს შესაბამისი ზომის თასმების შერჩევისთვის და, რაც მთავარია, სინათლის დამბლოკავი ბალიშების კომფორტული მუშაობისთვის, განაცხადა გურმანმა. გავრცელებული ინფორმაციით Apple-მა iPhone-ისთვის სპეციალური აპლიკაციაც კი შეიმუშავა ერგონომიული სინათლის იზოლაციის შესარჩევად - მომხმარებლისთვის ნებისმიერი ასლი არ იმუშავებს. ოპტიკაც ინდივიდუალურად შეირჩევა. ცნობილია, რომ ჰედსეტი აღჭურვილი იქნება Zeiss მაკორექტირებელი ლინზებით მხედველობის პრობლემების მქონე მომხმარებლებისთვის. ვინაიდან სიახლე გაყიდვაში მომავალი წლის დასაწყისში გამოვა, Apple-ს ჯერ კიდევ აქვს დრო კონსტრუქციის სრულყოფისთვის. https://tinyurl.com/5xjfvj8y
  3. უახლოეს დროში სმარტფონებში ოპერატიული მეხსიერების მაქსიმალური მოცულობა კვლავ გაიზრდება. ადრე 18 გბ ოპერატიული მეხსიერება მაქსიმუმად ითვლებოდა და ძალიან იშვიათად გვხდებოდა, ამჟამად კი კომპანია ZTE-ს ბრენდი Nubia გეგმავს 24 გბ-მდე გაზარდოს მაჩვენებელი ახალ მოდელ RedMagic 8S Pro-ში. მოსალოდნელია, რომ კომპანია OnePlus-იც მალე გადადგამს ნაბიჯს ამავე მიმართულებით. როგორც Nubia-მ ჩინურ სოციალურ ქსელებში განაცხადა, 5 ივლისს გამართავს ახალ გეიმინგ ფლაგმან RedMagic 8S Pro-ს პრეზენტაციას. კომპანია ყურადღებას ამახვილებს ახალ პროდუქტში არა მხოლოდ 3.36 გჰც სიხშირეზე მომუშავე Snapdragon 8+ Gen 2-ის გამოყენებაზე, არამედ 24 გბ ოპერატიული მეხსიერების არსებობაზე. ეს გასაკვირია, რადგან Qualcomm-მა ადრე ახსენა, რომ მაქსიმუმ 16 გბ LPDDR5X ოპერატიული მეხსიერებაა მხარდაჭერილი მის რვა ბირთვიან ჩიპზე. ამ დროისთვის მეხსიერების მწარმოებლები Samsung და SK hynix გვთავაზობენ ჩიპებს მაქსიმუმ 16 გბ LPDDR5X ან 18 გბ LPDDR5 მეხსიერებით, ხოლო 24 გბ ჩიპები ჯერ არ არის მითითებული საჯარო კატალოგებში. თუმცა, ახალი ჩიპებით მალე შესაძლებელი გახდება 64 გბ ოპერატიული მეხსიერების მქონე სმარტფონების გამოჩენაც. პირველად 18 გბ ოპერატიული მეხსიერება (LPDDR5) Nubia-მ უზრუნველყო სმარტფონ RedMagic 6 Pro-ში. მოგვიანებით ASUS შეუერთდა ROG Phone 5s-ის გამოშვებით. ორივე სმარტფონში გამოყენებულია Qualcomm-ის ერთკრისტალიანი პლატფორმა. RedMagic 8S Pro-ს დანარჩენი მახასიათებლები ჯერ დაზუსტებული არ არის. მიიჩნევა, რომ ახალ სმარტფონს ექნება 6.8-დუიმიანი AMOLED დისპლეი გაფართოებით 2480 × 1116 პიქსელი და 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. სხვა ანგარიშში ნახსენებია 1 ტბ UFS 4.0 ფლეშ-მეხსიერება. კამერის სენსორებს შორის აღნიშნულია Samsung-ის წარმოების 50-მეგაპიქსელიანი სენსორი. ცნობილ ინსაიდერ Digital Chat Station-ის თანახმად სამომავლო OnePlus Ace 2 Pro-საც ექნება 24 გბ ოპერატიული მეხსიერება. ამის შესახებ ის ჩინურ მიკრობლოგ Weibo-ზე აცხადებს. თუმცა კიდევ ერთი ინსაიდერი Yogesh Brar ადრე წერდა OnePlus Ace 2 Pro-ში მაქსიმუმ 16 გბ-ის არსებობის შესახებ. Twitter-ზე მან აღნიშნა სხვა სავარაუდო მახასიათებლების და სმარტფონის გამოშვების სავარაუდო თარიღი - აგვისტო. როგორც ჩანს, სმარტფონები 24 გბ ოპერატიული მეხსიერებით მალე გამოვა. ეს იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი მობილური ტექნოლოგიების სფეროში, რაც გააუმჯობესებს მობილური მოწყობილობების წარმადობას და ფუნქციურობას. https://tinyurl.com/4dnvu5ym
  4. კრიპტო ბირჟა Binance-ის ინსტიტუციური მომხმარებლების 88% დადებითად აფასებს ციფრული აქტივების გრძელვადიან პერსპექტივებს. ასეთ მონაცემებს მოიცავს სავაჭრო პლატფორმის კვლევა. გამოკითხვაში, რომელიც 31 მარტიდან 15 მაისამდე პერიოდში ჩატარდა, მსოფლიოს 208 VIP მომხმარებელმა მიიღო მონაწილეობა. რესპონდენტების 63.5% დადებითად აფასებს კრიპტოვალუტების პერსპექტივას მომდევნო 12 თვის განმავლობაში. რესპონდენტთა აზრით მათი გამოყენების რეალური შემთხვევები (26.9%) და რეგულირების სიცხადე (25.3%) პირველ რიგში ხელს შეუწყობს ციფრული აქტივების ფართოდ დანერგვას. მხოლოდ 3.4% იზიარებს აზრს, რომ ამაზე გავლენას მოახდენს კვოტების ზრდა. გასული წლის განმავლობაში კრიპტო ბაზრის არასტაბილურობის მიუხედავად ინვესტორების 47.1%-მა განაგრძო ფლობაში არსებული მონეტების გამოყენება, ხოლო 35.6%-მა გაზარდა ინვესტიციების მოცულობა. მხოლოდ 17.3%-მა შეამცირა დეპოზიტების ოდენობა. გამოკითხულთა 50% გეგმავს ინვესტიციის გაზრდას, ხოლო 45.7% - არსებულის შენარჩუნებას მომდევნო 12 თვის განმავლობაში. გამოკითხულთა მხოლოდ 4,3% ფიქრობს თანხების ნაწილის გატანაზე. VIP კლიენტების 47.3% უფრო დადებითად არის განწყობილი Bitcoin-ის მიმართ. 33.2% უპირატესობას Altcoin-ებს ანიჭებს. ინვესტორების 53.9%-ისთვის ინფრასტრუქტურა მათთვის ან მათი ფონდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორია. მას მოსდევს Layer 1 და Layer 2 ტექნოლოგიები - შესაბამისად 48.1% და 43.8%-ით. 51%-მა დაასახელა საფულეების ინოვაციის მნიშვნელობა (მაგ. თვითმომსახურების გადახდები, UX/UI გაუმჯობესება). ყველაზე დამაჯერებელ არგუმენტად კრიპტო-ინვესტიციების სასარგებლოდ გამოკითხულთა 42.8% მიიჩნევს დიდი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას. კიდევ 37.5% დაინტერესებულია ახალ ტექნოლოგიებზე გრძელვადიანი წვდომით. ინსტიტუციური ვაჭრობისას (90.5%) და სადეპოზიტო საქმიანობისთვის (58.2%) ყველაზე სასურველია ცენტრალიზებული ბირჟები. ლიკვიდურობა (28%), უსაფრთხოება (26%) და რეპუტაცია (22.5%) არის სამი კრიტერიუმი სავაჭრო პლატფორმის არჩევისას. „ინსტიტუციები, რომლებიც შედიან ახალ ბაზარზე, როგორც წესი, გრძელვადიან პერსპექტივაზე არიან ორიენტირებული. ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ იგივე ეხება კრიპტო აქტივებს, თუ გავითვალისწინებთ რესპონდენტთა პოზიტიურ მსოფლმხედველობას და იმ ფაქტს, თუ როგორ სჯერათ მათი გამოყენების შემთხვევების” - განაცხადა Katherine Chen-მა, Binance VIP & Institutional-ის ხელმძღვანელმა. https://tinyurl.com/4ccs4r2b
  5. ASUS-ის გენერალურმა მენეჯერმა Tony Yu-მ წარადგინა კონცეპტუალური ვიდეო ბარათი NVIDIA GeForce RTX 4060 Ti Dual - M.2 ფორმატის SSD-ის სლოტით. ეს არის მარტივი გზა სისტემურ ბლოკში სივრცის გამოყენების ოპტიმიზაციისთვის. ფოტოს წყარო: bilibili.com საბაზისო და საშუალო დონის თანამედროვე ვიდეო ბარათების უმეტესობას აქვს რვა PCIe 4.0 არხი, თუმცა მათი განთავსება მაინც ხდება სრული ზომის 16-არხიან სლოტში. მაგალითად, NVIDIA GeForce RTX 4060 და AMD Radeon RX 7600 მოდელებს სრული ზომის კონექტორები აქვთ, მაგრამ ზოგი არხი უბრალოდ არ გამოიყენება. ASUS-მა წარადგინა გამოუყენებელი PCIe არხების პრობლემის თავისებური გადაჭრა - მათი გამოყენება შესაძლებელია სხვა მოწყობილობებისთვის, მაგალითად მაღალსიჩქარიანი SSD-ებისთვის. კომპანიამ წარადგინა კონცეპტუალური NVIDIA GeForce RTX 4060 Ti გრაფიკული ბარათი უკანა მხარეს განთავსებული 2-ტერაბაიტიანი Samsung 980 PRO მყარი დისკით. მოულოდნელი აღმოჩენა ასევე წყვეტს ზოგიერთ პრობლემას, რომელიც დაკავშირებულია თავად SSD-ებთან. მყარი დისკები ხშირად დედა დაფაზე დამონტაჟებულია მიუდგომელ და ვიწრო ადგილებში, რაც ზოგჯერ მოითხოვს ვიდეო ბარათის ან დიდი ფორმატის CPU-ის ქულერის მოხსნას. ვიდეო ბარათის სლოტზე წვდომა ბევრად უფრო ადვილია. ასევე, SSD მოიხმარს ბევრად ნაკლებს, ვიდრე ვიდეო ბარათი - RTX 4060 Ti ყოველთვის შეძლებს 10 ვატის მიწოდებას 8-პინიან დენის კონექტორთან დაკავშირებისას. და ბოლოს, ახალი გადაწყვეტილება არ ქმნის პრობლემას წარმადობისა და გაგრილების ასპექტებში. წარმადობა უმნიშვნელოდ იკლებს: 6.8 გბ/წმ-მდე ჩამოდის მაქსიმალური 6.9 გბ/წმ-იდან. გაგრილება კი საერთოდ არ ზარალდება: ვიდეო ბარათის დაფა ითიშება და მისი გამაგრილებელი ჰაერის ნაკადი პირდაპირ SSD-ზე მიდის, რაც მყარ დისკს 10 ° C-ით უფრო აგრილებს ტრადიციულ პირობებთან შედარებით. უფრო მეტიც, ვიდეო ბარათის სამქულერიანი კონფიგურაცია კიდევ უფრო ეფექტურ შედეგებს გვპირდება. https://tinyurl.com/32cnynmw
  6. Intel-მა გამოუშვა NUC 13 Pro Vivid Canyon Mini PC - ცოტა ხნის წინ წარმოდგენილი Arena Canyon-ის ოდნავ გაუმჯობესებული ვერსია. Enterprise კლასის მოდელები გამოირჩევა ახალი ლითონის კორპუსით და გაუმჯობესებული სავენტილაციო სისტემით, რომლის ხმაური 32 დეციბელს არ აღემატება. ფოტოს წყარო: expreview.com კომპიუტერებს საფუძვლად უდევს მე-13 თაობის Intel Core პროცესორები: Core i5-1340P და i7-1360P. ორივეს აქვს ოთხი მაღალი წარმადობის და რვა ენერგოეფექტური ბირთვი, აგრეთვე ინტეგირებული გრაფიკა Intel Xe G7, რომელიც უმეტესობა ბიზნეს-ამოცანებისთვის საკმარისია. მინი კომპიუტერს აქვს DDR4-3200 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერების და სრული ზომის M.2 2280 PCIe 4.0 SSD-ის მხარდაჭერა - შედარებისთვის, AMD ამგვარი გადაწვეტილებებისთვის უკვე გვთავაზობს DDR5-ის მხარდაჭერას, Intel-ი კი დამწევის პოზიციაშია. ფოტოს წყარო: newegg.com კომპიუტერის ზომაა სულ რაღაც 11.7 × 11.2 × 37 მმ - სისტემისთვის საჭიროა 120 ვატი სიმძლავრის კვების ბლოკი. კომპიუტერზე მოცემულია ორი HDMI, ორი USB Type-C პორტი Thunderbolt 4-ით, შესაბამისად შესაძლებელია გამოსახულების ოთხ დისპლეიზე გამოტანა. კომპიუტერები წარმოდგენილია ოპერატიული მეხსიერებისა და მყარი დისკის გარეშე. უმცროს მოდელს აქვს Intel Core i5-1340P ჩიპი და მაღაზია Newegg-ზე 499 აშშ დოლარად იყიდება, Intel Core i7-1360P ჩიპის მქონე უფროსი მოდელი კი ხელმისაწვდომია ჩინეთის ბაზარზე 825 აშშ დოლარად. https://tinyurl.com/ywbddtu9
  7. 2022 წელს ჰაკერებისა და თაღლითების ქმედებების შედეგად კრიპტოვალუტების მფლობელებმა დაკარგეს საერთო ჯამში 11.5 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების აქტივები - განაცხადეს TRM Labs-ის ანალიტიკოსებმა. კრიპტოვალუტის კოტირებების კოლაფსის მიუხედავად დოლართან დაკავშირებული დანაშაულებების მოცულობა 2021 წლის შემდეგ დიდად არ შეცვლილა. Bitcoin-ს სულ უფრო ნაკლებად იყენებენ კიბერკრიმინალები. ფოტოს წყარო: Pete Linforth / pixabay.com 2022 წელს არანაკლებ 7.8 მლრდ აშშ დოლარი იქნა ჩადებული ფინანსურ პირამიდაში, ხოლო 3.7 მლრდ იქნა მოპარული. Darknet-ში არალეგალურ ნივთიერებებზე დახარჯულმა თანხამ შეადგინა 1.5 მლრდ აშშ დოლარი, დაახლოებით 2 აშშ დოლარი მოიპარეს ქსელთაშორის ხიდებზე - სერვისებზე, რომლებიც გვთავაზობენ თანხების გადატანას ერთი ბლოკჩეინიდან მეორეზე. კიბერკრიმინალები სულ უფრო მეტად ირჩევენ თავდასხმის ამ ნიმუშს, რათა აქტივების მოძრაობის მიკვლევა უფრო რთული აღმოჩნდეს. ჰაკერებსა და თაღლითებს შორის Bitcoin-ის პოპულარობა საგრძნობლად შემცირდა: თუ 2016 წელს პირველ კრიპტოვალუტაზე მოდიოდა მოპარული მონეტების ორი მესამედი, 2022 წელს Bitcoin-მა დაიკავა ასეთი აქტივობის მხოლოდ 3%. Ethereum (68%) და Binance Smart Chain (19%) ბლოკჩეინები უფრო პოპულარული გახდა კიბერკრიმინალებში. Bitcoin აქტუალობას კარგავს სხვა კრიმინალურ სქემაშიც: 2016 წელს იგი ერთადერთი კრიპტოვალუტა იყო, რომელიც ტერორიზმის დასაფინანსებლად გამოიყენებოდა. 2022 წელს კი ამ მიზნით გამოიყენება TRON-ის ბლოკჩეინი - ამ ქსელზე აგებული აქტივების წილმა 92%-ს მიაღწია. ქსელის პოპულარობა განპირობებულია დაბალი საკომისიოებით - ამავე მიზეზით ხდება აქვე USDT Stablecoin-ის ბრუნვის უმეტესი ნაწილი. 2023 წლის მაისში კიბერკრიმინალებმა 71 მლნ აშშ დოლარი მოიპარეს კრიპტოვალუტაში. ივნისში კი მოხდა ამ წლის ყველაზე დიდი ჰაკინგი - 100 მლნ აშშ დოლარზე მეტი მოიპარეს კრიპტო საფულე Atomic Wallet-ის მომხმარებლებისგან. https://tinyurl.com/bdfrt5vy
  8. რესურს TechRadar-ის ინფორმაციით ევროპულმა საცალო მოვაჭრეებმა დაიწყეს შეკვეთების მიღება x86 არქიტექტურის მსოფლიოში უმძლავრეს პროცესორზე - ეს არის Bergamo თაობის ჩიპი AMD EPYC 9754, რომლის ოფიციალური წარდგენა ორი კვირის წინ შედგა. ჩიპს აქვს 128 გამომთვლელი ბირთვი ინსტრუქციის ერთდროულად 256 ნაკადის დამუშავების შესაძლებლობით. საბაზისო ტაქტის სიხშირე შეადგენს 2.25 გჰც-ს, მაქსიმალური სიხშირე ტურბო-რეჟიმში - 3.1 გჰც-ს. შესაძლებელია 6 ტბ-მდე DDR5 ოპერატიული მეხსიერების გამოყენება. მხარდაჭერილია PCIe 5.0, TDP-ის დონე 360 ვატს შეადგენს. ფოტოს წყარო: AMD ცნობილია, რომ საცალო მოვაჭრეებმა ნიდერლანდებში, ფინეთში, პოლონეთში, შვედეთში, დანიაში, ბელგიასა და საფრანგეთში დაიწყეს შეკვეთების მიღება EPYC 9754 პროცესორზე კოდით 100-000001234. საუბარია OEM ვერსიაზე, რომელიც განკუთვნილია დიდი რაოდენობით გადაზიდვებისთვის. ჩიპის ფასი 9500-დან 11200 აშშ დოლარამდე მერყეობს. თუმცა, ონლაინ გამყიდველების უმეტესობას ამჟამად ჩიპზე მითითებული აქვთ, რომ „ამოწურულია მარაგიდან“. ინტერნეტში ასევე გამოჩნდა ტესტის შედეგები, რომლებიც ადასტურებს EPYC 9754-ის უმაღლეს წარმადობას. მაგალითად, V-Ray 5 ბენჩმარკის თანახმად ერთი ასეთი პროცესორი უფრო სწრაფია, ვიდრე ორი Intel Xeon Platinum 8490H (Sapphire Rapids) ჩიპი 60 ბირთვით. ხოლო SPEC CPU 2017 ტესტში სისტემამ ორი EPYC 9754 პროცესორით უკეთესი შედეგი დააფიქსირა ოთხპროცესორიან სერვერს Xeon Platinum 8490H-თან შედარებით დაბალი ენერგომოხმარების პირობებში. https://tinyurl.com/e6vbphtb
  9. მილიარდერ Richard Branson-ის კომპანია Virgin Galactic-მა განახორციელა მისია Galactic 01, რომლის ფარგლებში შედგა კომპანიის პირველი კომერციული სუბორბიტალური ფრენა. Galactic 01 მისია კვლევით ხასიათს ატარებდა და განხორციელდა იტალიის საჰაერო ძალების და იტალიის ეროვნული კვლევითი საბჭოს ინტერესებიდან გამომდინარე. ფოტოს წყარო: SpaceNews/Jeff Foust ორფიუზელაჟიანი თვითმფრინავი SpaceShipTwo კოსმომფრენ VSS Unity-სთან ერთად აფრინდა პლატფორმა „ამერიკა“-დან, ნიუ-მექსიკოდან ადგილობრივი დროით 10:30 საათზე. დაახლოებით 11:29 საათზე კოსმომფრენი გამოეყო თვითმფრინავს და გააგრძელა სიმაღლის განვითარება საკუთარი ჰიბრიდული სარაკეტო ძრავის ხარჯზე. მან მიაღწია 85.1 კმ სიმაღლეს დედამიწიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაკვეთა აშშ-ის კოსმოსის საზღვარი, შემდეგ კი დაიწყო უკან დაფრენა და დაეშვა დასაფრენ პლატფორმაზე. ფრენაში რვა ადამიანი მონაწილეობდა: თვითმფრინავის ორი პილოტი, ასევე კოსმოსური ხომალდის ორი პილოტი და ეკიპაჟის ოთხი წევრი, მათ შორის იტალიის საჰაერო ძალების ორი თანამშრომელი. არსებული მონაცემებით მიმდინარე ფრენის ფარგლებში 13 სამეცნიერო ექსპერიმენტი უნდა განხორციელებულიყო, მათ შორის ადამიანის სხეულზე მიკროგრავიტაციის ზემოქმედების შესწავლა. ფოტოს წყარო: Virgin Galactic რიჩარდ ბრენსონმა 2004 წლის სექტემბერში გამოაცხადა კომერციული სუბორბიტალური ფრენების განხორციელების გეგმები. კომპანიას რეგულარული კომერციული ფრენები 2007 წელს უნდა დაეწყო, თუმცა გადამყვანი თვითმფრინავისა და კოსმომფრენის შექმნას ბევრად მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე თავდაპირველად მიიჩნეოდა. გარდა ამისა, 2014 წელს საცდელი ფრენის დროს კომპანიამ დაკარგა კოსმოსური ხომალდი, რომელიც ჩამოვარდა სისტემის გაუმართაობის შედეგად. 2021 წელს კომპანიამ ჩაატარა საცდელი ფრენა ბრენსონისა და Virgin Galactic-ის რამდენიმე თანამშრომლის მონაწილეობით, რის შემდეგაც დაიწყო თვითმფრინავისა და კოსმოსური ხომალდის ტექნიკური ფაზა, რის გამოც კომერციული ფრენები კვლავ გადაიდო. შესაბამისად, პირველი კომერციული რეისი მხოლოდ ახლა შედგა. ფოტოს წყარო: Virgin Galactic აღსანიშნავია, რომ მისია Galactic 01-ის დასრულებისთანავე კომპანია Virgin Galactic-ის აქციების ფასი 11%-ზე მეტით შემცირდა. თითო აქციის ფასი ჩამოვიდა 4.21 აშშ-დოლარამდე, რაც 0.53 აშშ დოლარით ნაკლებია წინა დღესთან შედარებით. კომერციული ფრენების დაწყება მნიშვნელოვანი ნაბიჯია Virgin Galactic-ისთვის, რადგან წარმატების შემთხვევაში აქვს ყველა შანსი - რეგულარულად მოაწყოს ფრენები, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს გამოიმუშავოს შემოსავალი. კომპანიის ინფორმაციით 800-მდე მომხმარებელმა უკვე დაჯავშნა ადგილი სუბორბიტალურ ფრენებში მონაწილეობისთვის მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ადგილი ღირს 250000-დან 45000 აშშ დოლარამდე. მომავალში კომპანია გეგმავს შექმნას კოსმოსური ხომალდების დიდი ფლოტი ყოველწლიურად 400-მდე ფრენის უზრუნველყოფისთვის. https://tinyurl.com/3f8pcyaz
  10. Mastercard დაიწყებს Multi-Token Network-ის (MTN) საპილოტე გამოცდებს. ინიციატივის ფარგლებში საგადახდო გიგანტი ექსპერიმენტებს ჩაატარებს ტოკენიზებულ საბანკო დეპოზიტებში. MTN ბეტა-რეჟიმში ხელმისაწვდომი გახდება მიმდინარე ზაფხულს დიდ ბრიტანეთში. მონაწილეობის მისაღებად მიწვეული იყო რამდენიმე ბანკი და ფინანსური დაწესებულება. როგორც ინოვაციური სპრინტის ნაწილი, შერჩეულ გუნდებს ექნებათ წვდომა MTN-ის შესაძლებლობებზე, რათა განავითარონ ტოკენიზებული დეპოზიტების პერსპექტიული გამოყენების შემთხვევები. რაჯ დამოდარანი, კომპანიის კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მოელის, რომ დროთა განმავლობაში ეს ინიციატივა ასევე შეეხება რეგულირებად Stablecoin-ებსა და CBDC-ებს. „დღეს მსოფლიო ეკონომიკას მართავს ბანკებში რეგულირებული ფული. ჩვენ ვიწყებთ ტოკენიზებული საბანკო დეპოზიტების შექმნას. ამრიგად, ფულადი ერთეული საბანკო ანგარიშზე იქნება ციფრული აქტივი ბლოკჩეინში, რომელიც უზრუნველყოფს პროგრამირებადობის იგივე დონეს, როგორც ციფრული ვალუტა კრიპტო ეკოსისტემაში,” - განმარტა მან. აპლიკაციების პირველი ტიპები და გამოყენების შემთხვევები, რომელთა პოპულარიზაციასაც Mastercard ტოკენიზებული საბანკო ფულით აპირებს, გაერთიანებულია Mastercard Crypto Credentials პროექტთან. ეს უკანასკნელი მოქმედებს, როგორც ბლოკჩეინის ანალიტიკის სერვისი, რომელიც უზრუნველყოფს AML შესაბამისობას. „დავუშვათ, დიდ ბრიტანეთში ბანკს გააჩნია ამ ტიპის დეპოზიტის ფორმა დაწესებულებაში. დავუშვათ, რომ სინგაპურში სხვა ბანკს აქვს იგივე ანალოგი. ერთის მეორეში გაცვლა შეიძლება, რაც ტრადიციულად უამრავ პრობლემას იწვევდა სწრაფი და მოქნილი გადაადგილების კუთხით“, - განმარტა სპეციალისტმა. შეგახსენებთ, 2022 წლის ოქტომბერში Mastercard-მა გამოაცხადა, რომ აპირებს ტრადიციული ფინანსური ინსტიტუტებისთვის გახდეს შუამავალი კრიპტოვალუტით ვაჭრობის დაწყებაში. იმავე თვეში კომპანიამ გამოაცხადა Crypto Secure ინსტრუმენტის გაშვება. ის ბანკებს საშუალებას მისცემს დააფიქსირონ და შეაჩერონ ტრანზაქციები კრიპტო ბირჟებიდან, რომლებიც ექვემდებარება თაღლითურ პრაქტიკას. https://tinyurl.com/bpbx4d9y
  11. გავრცელებულმა ცნობებმა, რომ აშშ-ის ხელისუფლებას ივლისიდან მოყოლებული განზრახული აქვს გამკაცრდეს წესები ხელოვნური ინტელექტის სისტემებში გამოყენებული კომპონენტების ჩინეთში ექსპორტის შესახებ, სავაჭრო სესიის დასრულების შემდეგ გამოიწვია AMD-ისა და NVIDIA-ს აქციების ფასის კლება 3.7 და 4.6%-ით, შესაბამისად. აზიის ბაზრებზე დაფიქსირდა ტექნოლოგიური სექტორის ჩინური კომპანიების შეთავაზებების შემცირება. ფოტოს წყარო: NVIDIA ეს მოვლენა საინფორმაციო რესურს CNBC-მაც დააფიქსირა აზიის საფონდო ბაზრების გახსნის შემდეგ. CSI ინდექსი, რომელიც აერთიანებს ხელოვნური ინტელექტის სფეროსთან დაკავშირებული ჩინური კომპანიების ფასიან ქაღალდებს, დილით 3%-ით დაეცა. Inspur Electronic Information Industry-ის აქციების ღირებულება შემცირდა 10%-ით, Chengdu Information Technology-ის აქციები - 8%-ით. აშეერთებული შტატების მომავალი ახალი შემაკავებელი ზომები შეიძლება იყოს პასუხი ჩინეთის ხელისუფლების ბოლო გადაწყვეტილებაზე - აკრძალოს ამერიკული Micron Technology-ის მიერ წარმოებული მეხსიერების ჩიპების გამოყენება ჩინეთის კრიტიკული ინფრასტრუქტურულ ობიექტებში. მართალია, თავად Micron-ს ემუქრება შემოსავლის 25%-მდე დაკარგვა, თუმცა მთლიანობაში ჩინეთის ეკონომიკისთვის აშშ-ის საპასუხო ქმედებებს შეიძლება ბევრად უფრო სერიოზული შედეგები ჰქონდეს. https://tinyurl.com/bdzr8tav
  12. ევროპარლამენტარებმა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა მიაღწიეს შეთანხმებას ტექნოლოგიური გიგანტებისა და სხვა კომპანიების მიერ პერსონალური და კორპორატიული მონაცემების ევროპის რეგიონის გარეთ გადაცემის რეგულაციების შესახებ, ასევე გარანტიებს, რომ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების ხელისუფლება მათზე წვდომას ვერ შეძლებს. ფოტოს წყარო: NoName_13 / pixabay.com გასულ წელს ევროკომისიამ წარადგინა პროექტი „კანონი მონაცემთა შესახებ“ - დოკუმენტი აღწერს ჭკვიანი გაჯეტების, მანქანებისა და სამომხმარებლო საქონლის მიერ წარმოქმნილი მონაცემების მიმოქცევის რეგულირების პრინციპებს. კანონი არის პაკეტის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს აშშ-ის ტექნოლოგიური გიგანტების უფლებამოსილების შეზღუდვას. ევროკავშირის შეშფოთება ამ საკითხთან დაკავშირებით 2013 წელს გაიზარდა, როდესაც აშშ-ის დაზვერვის ყოფილმა თანამშრომელმა ედვარდ სნოუდენმა ისაუბრა აშშ-ის ხელისუფლების მიერ რეალიზებული მასობრივი თვალთვალის პროგრამაზე. კანონპროექტის მიხედვით ფიზიკურ პირებსა და კომპანიებს შეეძლებათ მართონ ჭკვიანი მოწყობილობებისა და მანქანების მიერ გენერირებული მონაცემები – დააკოპირონ ან გადაიტანონ პლატფორმებს შორის. მომხმარებლები და კომპანიები იღებენ უფლებას განსაზღვრონ, რა შეიძლება გაკეთდეს ამ ინფორმაციის საშუალებით. კანონპროექტი ამარტივებს მონაცემთა დამუშავების სერვისების სხვა პროვაიდერებზე გადასვლის პროცესს, აწესებს ზომებს პროვაიდერების მიერ მათი უკანონო გადაცემისგან დასაცავად და ითვალისწინებს სხვადასხვა სუბიექტის მიერ მათი გამოყენების თავსებადობის სტანდარტების შემუშავებას. ევროპელმა მწარმოებლებმა ასევე განაცხადეს მესამე პირებზე მონაცემების გადაცემის შეზღუდვის აუცილებლობის, როგორც აღჭურვილობის შემდგომი სერვისის პროგრამების ნაწილის, შესახებ - Siemens-მა და SAP-მა გამოთქვეს შეშფოთება, რომ შესაძლოა მოხდეს მონაცემთა გაჟონვა სავაჭრო საიდუმლოებასთან დაკავშირებით. ეს ასპექტი გაწერილია კანონპროექტში: მონაცემთა მფლობელებს შეუძლიათ უარი თქვან მოთხოვნაზე გამონაკლის შემთხვევებში, თუ მათმა გადაცემამ შეიძლება გამოიწვიოს "სერიოზული და გამოუსწორებელი ეკონომიკური ზარალი" და შეარყიოს სუბიექტების ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობა. https://tinyurl.com/umb56tmc
  13. ევროპარლამენტარები შეთანხმდნენ გარდამავალ პრუდენციალურ რეჟიმზე, რათა დაიცვან ფინანსური სისტემა „არაუზრუნველყოფილი კრიპტოვალუტებისგან“ და შეამცირონ რისკი ბანკებისთვის, რომლებიც ასეთ აქტივებს ფლობენ. კაპიტალის მიმართ დადგენილი მოთხოვნების ფარგლებში ბანკებს მოეთხოვებათ „გაამჟღავნონ ინფორმაცია კრიპტოაქტივებთან მათი ურთიერთქმედების შესახებ“. დეპუტატებმა განაცხადეს, რომ დამატებით დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებენ. ახალი წესები იმოქმედებს ევროკომისიის მიერ კონკრეტული საკანონმდებლო წინადადების და შემდგომ სტანდარტ Basel III-თან მის შესაბამისობამდე, რომლის განხორციელებაც 2025 წლის 1 იანვრისთვის იგეგმება. მოქმედი წინასწარი შეთანხმება ეკონომიკურ და სავალუტო საკითხთა კომიტეტმა უნდა დაამტკიცოს, შემდეგ კი ევროკავშირის საბჭოს წევრი ქვეყნების პლენარულ სხდომაზე განიხილება. „მიზანია აღმოიფხვრას რისკები იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ურთიერთქმედებენ ისეთ კრიპტოაქტივებთან, რომლებიც საკმარისად არ არის მოცული არსებული პრუდენციული სისტემით“, - აცხადებენ ევროპარლამენტში. შეგახსენებთ, რომ იანვარში ევროპარლამენტის კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირის კრიპტოვალუტების მფლობელი ბანკებიდან კაპიტალის მიწოდების მკაცრ ნორმებს. ცვლილება ითვალისწინებს კრიპტო აქტივებთან მიმართებაში რისკის შეწონილი ფაქტორის 1250%-ის გამოყენებას. https://tinyurl.com/36sv5f83
  14. კომპანია NVIDIA-მ განაცხადა არქიტექტურა Ada Lovelace-ის მემკვიდრის წარდგენის შესახებ, აცხადებს გამომცემლობა HardwareLuxx. ამჟამად მისი სახელწოდებაა „Ada Lovelace Next“. ახალი არქიტექტურისა და მასზე დამყარებული ვიდეო ბარათების ანონსი მოსალოდნელია 2025 წელს. ფოტოს წყარო: NVIDIA აღსანიშნავია, რომ NVIDIA-მ გეიმინგ-არქიტექტურის მომდევნო თაობის დაანონსება გადაწყვიტა არა 2024 წელს, არამედ ერთი წლით გვიან. როგორც წესი, კომპანია იცავს გეიმინგ-არქიტექტურის ორწლიან სასიცოცხლო ციკლს, თუმცა ამჯერად GPU-ის მწარმოებელმა გადაწყვიტა ცოტა კიდევ გადაედო ახალ თაობაზე გადასვლა. ფოტოს წყარო: HardwareLuxx თუ NVIDIA ნამდვილად აპირებს მიჰყვეს ზემოთ მოცემულ სამოქმედო გეგმას, სავსებით მოსალოდნელია, რომ მიმდინარე ან მომავალ წელს წარადგინოს განახლებული არქიტექტურა Ada Lovelace, აგრეთვე მასზე დამყარებული GeForce RTX 40-სერიის ვიდეო ბარათების განახლებული მოდელები. მეორე მხრივ, არაფერია ცნობილი Super-მოდელების ანონსის ალბათობის შესახებ, თუნდაც არაოფიციალურად. გარდა ამისა, NVIDIA-ს უკვე აქვს რამდენიმე Ti-მოდელი გეიმინგ გრაფიკული ბარათების დიაპაზონში, რომლებიც თავისთავად უფრო მძლავრი ვერსიებია. ხოლო GeForce RTX 4090 Ti-ს გამოშვებას უბრალოდ აზრი არ აქვს, რადგან სტანდარტულ ვერსიასაც კი არ გააჩნია პირდაპირი კონკურენტი. NVIDIA-ს სამომავლო რუკაზე ასევე ნახსენებია Hopper Next და Grace Next არქიტექტურები. მათ საფუძველზე მოხდება მონაცემთა ცენტრებისთვის განკუთვნილი ახალი თაობის გამოთვლების ამაჩქარებლების წარმოება. Hopper Next-ის შესახებ ცნობილი გახდა ინსაიდერ Blackwell-ისგან. მისი ანონსი შედგენა 2024 წელს. Grace Next კი მოსალოდნელია 2025-ში. https://tinyurl.com/3u2wkd7d
  15. Meta გამოუშვებს მშობელთა კონტროლის ახალ პაკეტს Instagram-ისა და Facebook Messenger-ისთვის. ახალი ინსტრუმენტები მშობლებს შესაძლებლობას მისცემს დაინახონ, რამდენ დროს ატარებს მათი შვილი სოციალურ მედიაში, ასევე მიიღონ მეტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად კარგად იცნობენ ბავშვები თავიანთ გამომწერებს და მათ, ვისაც ისინი ყავს გამოწერილი. ფოტოს წყარო: Meta Meta აცხადებს, რომ მშობლებსა და მეურვეებს შეეძლებათ შეამოწმონ შვილის მესენჯერის კონტაქტების სია და მისი კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების პარამეტრები Meta Family Center-ში. მშობლები ასევე მიიღებენ შეტყობინებას, თუ მათი შვილი შეატყობინებს ვინმეს აპლიკაციაში (თუ ეს პარამეტრი ჩართულია) დამატებით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვის აქვს და ვის არა შეტყობინებების გაგზავნის უფლება. მშობლები Instagram-ზეც მიიღებენ მსგავს განახლებას. ახალი მეთოდი შესაძლებელს ხდის ნახონ რამდენი საერთო მეგობარი ჰყავს ბავშვს მათთან, ვინც გამოწერილი ყავს, აგრეთვე მათთან, ვისაც ბავშვი ჰყავს გამოწერილი. ეს მშობლებს ხელს შეუწყობს თვალი ადევნონ ბავშვის კონტაქტს უცხო პირებთან. ამ ფუნქციების გარდა Meta ტესტავს Instagram-ის შეტყობინებების სისტემის უსაფრთხოების ახალ ფუნქციას. თუ მომხმარებელს სურს გაუგზავნოს შეტყობინება ვინმეს, რომელიც არ ჰყავს გამოწერილი, მოუწევს დაკავშირების ნებართვის მოთხოვნა. Meta ასევე ტესტავს ახალ Instagram-შეტყობინებას, რომელიც მოუწოდებს მოზარდებს დახურონ აპლიკაცია ღამით Reel-ების ყურებისას. შეშფოთება სოციალური ქსელების, როგორებიცაა Facebook და Instagram, შესაძლო ნეგატიური ზემოქმედების შესახებ მოზარდ მომხმარებლებზე იზრდება და Meta აძლიერებს მშობელთა კონტროლს და უსაფრთხოების ფუნქციებს აპლიკაციების მთლიან ეკოსისტემაში. აღსანიშნავია „ჩუმი რეჟიმი“ Instagram-ზე, შეტყობინებები, რომლებიც ბავშვების ყურადღებას გადაიტანს კონტენტის უწყვეტი ყურებისგან და ფუნქციები, რომლებიც ხელს უშლის უცხო უფროსების წვდომას არასრულწლოვანთა პირად შეტყობინებებზე. https://tinyurl.com/25m7rsn7
  16. Bitcoin-ბირჟა Binance-მა გადახედა გადაწყვეტილებას - გაეუქმებინა კონფიდენციალურობის ტოკენები საფრანგეთში, იტალიაში, პოლონეთსა და ესპანეთში. ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენლებმა Cointelegraph-ს განუცხადეს. 26 ივნისს სავაჭრო პლატფორმა ემზადებოდა ჩამონათვალიდან წაეშალა შემდეგი ტოკენები: Decred (DCR), Dash (DASH), Zcash (ZEC), Horizen (ZEN), PIVX (PIVX), Navcoin (NAV), Secret (SCRT), Verge (XVG), Firo (FIRO), Beam (BEAM), Monero (XMR) და MobileCoin (MOB). „ჩვენი საზოგადოების გამოხმაურებისა და რამდენიმე პროექტის გულდასმით განხილვის შემდეგ გადავხედეთ, თუ როგორ ვახდენთ ანონიმური ტოკენების კლასიფიკაციას ჩვენს პლატფორმაზე ევროკავშირის ნორმატიული რეგულაციების შესასრულებლად“, - განაცხადა Binance-მა. კომპანიამ განმარტა, რომ ბირჟა რეგისტრირებულია ევროკავშირის სხვადასხვა იურისდიქციაში და „ვალდებულია“ დაიცვას ადგილობრივი რეგულაციები, რომლებიც მოითხოვს „პლატფორმაზე მოქმედი აქტივებით განხორციელებული ტრანზაქციებისთვის თვალყურის დევნებას“. 22 ივნისს ერთ-ერთი კონფიდენციალური პროექტის - Verge Currency-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ native-ტოკენი XVG ხელმისაწვდომი დარჩება Binance-ზე ევროპელი მომხმარებლებისთვის. Binance-ის გეგმები Secret Network-მაც დაადასტურა. 31 მაისს ევროპის საბანკო ორგანომ წარმოადგინა ცვლილებების შეთავაზება კრიპტოაქტივების ბაზრის რეგულირების მიზნით 20 აპრილს მიღებულ კანონპროექტში (MiCA). დოკუმენტის თანახმად ანონიმური კრიპტოვალუტები თანხის პოტენციური გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკებს შეიცავს.ა შეგახსენებთ, რომ 2021 წლის დასაწყისში ბირჟა Bittrex-მა გამოაცხადა Zcash-ის, Dash-ისა და Monero-ს დელისტინგი. მსგავსი გადაწყვეტილება ShapeShift-შიც მიიღეს. 2022 წლის მაისში სამხრეთკორეულმა ბირჟებმა Bithumb-მა და Upbit-მა Litecoin-ის დელისტინგი დაუშვა MimbleWimble-ის განახლების შემდეგ, რომელიც მოწოდებული იყო მონეტის კონფიდენციალურობის დონის ამაღლებისკენ. იმავე წლის სექტემბერში Huobi-მ გამორიცხა კონფიდენციალურობაზე ორიენტირებული შვიდი მონეტა. https://tinyurl.com/23yyfndf
  17. კომპანია Tesla-მ განაცხადა, რომ პროგრესი აქვს სპეციალურ სუპერკომპიუტერულ პლატფორმა Tesla Dojo-ს შექმნაში, რომელიც თავად მანქანათმშენებელი კომპანიის წარმოებულ ჩიპებზე იქნება აგებული. სუპერკომპიუტერის წარმოება დაიწყება მიმდინარე წლის ივლისში და მოსალოდნელია, რომ 2024 წელს Dojo შევა მსოფლიოს მოწინავე გამომთვლელი სისტემების ხუთეულში. ფოტოს წყარო: Tesla საკუთარი სუპერკომპიუტერის შექმნა Tesla-სთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ხელოვნური ინტელექტის სფეროში. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე NVIDIA-ს A100 და H100 ამაჩქარებლები დომინირებენ ხელოვნური ინტელექტის სივრცეში, Tesla-ს საკუთარი წარმოების სწავლებისა და ლოგიკური ჩიპები მნიშვნელოვნად შეამცირებს ასეთი ნახევრადგამტარი კომპონენტების ტრადიციულ მწარმოებლებზე კომპანიის დამოკიდებულებას. სუპერკომპიუტერ Dojo-ს შექმნა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მანქანური სწავლებისთვისაა განკუთვნილი, დაიწყო AI Day 2021-ზე. Dojo დამყარებულია უშუალოდ Tesla-ს ჩიპებსა და ინფრასტრუქტურაზე, ნეიროქსელის სწავლებისთვი კი Tesla-ს ელექტრომობილებიდან მიღებული ვიდეომონაცემები გამოიყენება. Tesla-ს მანქანური ხედვის განვითარებას ავტონომიური მართვის ტექნოლოგიისთვის მნიშვნელობა აქვს. სამომავლო სუპერკომპიუტერის გამოთვლითი ძალა ასევე გამოყენებული იქნება ადამიანისმაგვარ რობოტ Tesla Optimus-ის პროექტის შემდგომი განვითარებისთვის. Tesla Dojo-ს არქიტექტურაში გამოყენებულია „სისტემა ფირფიტაზე“ (System-On-Wafer), ე.ი. ჩიპი წარმოადგენს მთლიანი სილიკონის ფირფიტას (Tesla-ს ტერმინოლოგიით ეწოდება Training Tile), თითოეულ ასეთ ფირფიტაზე მოცემულია 25 ამაჩქარებელი D1 და 40 input/output მოდული. ფირფიტაზე ასევე განთავსებულია კვების და გაგრილების ქვესისტემები. Tesla-ს წრმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ერთ ასეთ ფირფიტას შეუძლია გრაფიკული პროცესორების ექვსი ბლოკის ჩანაცვლება და თანაც უფრო იაფი ჯდება. მიუხედავად იმისა, რომ Dojo-მ საბოლოო ფორმა შესაძლოა 2024 წლამდე ვერ მიიღოს, ილონ მასკი კმაყოფილია ხელოვნური ინტელექტის საკუთარი გუნდის მუშაობით და აცხადებს, რომ Tesla-ს მიღწევები ხელოვნური ინტელექტის სფეროში, ასევე როგორც პროგრამულ, ისე აპარატულ უზრუნველყოფაში ცდება კიდეც ზოგიერთი ექსპერტის მიერ გააზრებულის ფარგლებს. პროგრამული უზრუნველყოფა ავტონომიური მართვისთვის უმნიშვნელოვანესია და Tesla უკვე იყენებს NVIDIA-ს გრაფიკული პროცესორებით აღჭურვილ დიდ სუპერკომპიუტერს ავტონომიური მართვის სისტემა FSD-ის მონაცემების დამუშავებისთვის. ეს კომპიუტერი მსოფლიოში ერთ-ერთ უმძლავრეს სუპერკომპიუტერულ კლასტერს წარმოადგენს. Tesla-ს მთავარმა ინჟინერმა ტიმ ზამანმა (Tim Zaman) განაცხადა, რომ Tesla-ს გამოთვლითი კლასტერი ამჟამად დატვირთულია 99.7%-ით, ხოლო მანქანური დროის 84% იხარჯება მაღალი პრიორიტეტის მქონე ამოცანებზე. კომპანიას ძალიან სჭირდება დამატებითი გამოთვლითი რესურსები და სუპერკომპიუტერ Dojo-ს შეუძლია მკვეთრად გააუმჯობესოს სიტუაცია. https://tinyurl.com/2s3fpzr6
  18. 2016 წელს კომპანია Google-ის შვილობილ კომპანია DeepMind AI-ის დეველოპერებმა შექმნეს ალგორითმი AlphaGo, რომელიც ისტორიაში შევიდა სამაგიდო თამაშ გოს ჩემპიონის დამარცხებით. ამჯერად კი DeepMind-ის თანადამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა Demis Hassabis-მა განაცხადა, რომ იქმნება ნეიროქსელი, რომელიც ბევრად სრულყოფილი იქნება კომპანია Open AI-ს პოპულარულ ჩატ-ბოტ ChatGPT-ის ალგორითმთან შედარებით. ფოტოს წყარო: Placidplace/pixabay.com ნეიროქსელი Gemini - ეს არის დიდი ენის მოდელი, რომელიც მოდელ GPT-4-ის საფუძვლად არსებულის მსგავსია. DeepMind-ის დეველოპერები გეგმავენ გააერთიანონ ნეიროქსელის შესაძლებლობები იმ ტექნოლოგიებთან, რომლებიც გამოიყენეს AlphaGo-ში, რათა გააფართოვონ ალგორითმის შესაძლებლობები. „დასაშვებია ფიქრი, რომ Gemini გააერთიანებს სისტემების ისეთ ძლიერ მხარეებს, როგორიცაა AlphaGo და დიდი ენობრივი მოდელების გასაოცარი შესაძლებლობები. ასევე გვაქვს რამდენიმე ინოვაცია, რომელიც საკმაოდ საინტერესო იქნება“, - აცხადებს Demis Hassabis. ნეიროქსელ Gemini-ს შემუშავების შესახებ გასულ თვეში გახდა ცნობილი. AlphaGo-ს რაც შეეხება, ეს ალგორითმი განსწავლულ იქნა რთული ამოცანების გადასაჭრელად ისე, რომ მოითხოვდა ალგორითმის გარკვეულ მოქმედებას. გარდა ამისა, სათამაშო დაფაზე რთული სვლების შესწავლისა და პროგნოზირებისთვის გამოიყენებოდა ალგორითმი, სახელწოდებით „ხისმაგვარი ძიება“. Hassabis-ის თქმით ალგორითმი Gemini ჯერ კიდევ შემუშავების ეტაპზეა, რასაც რამდენიმე თვე დასჭირდება, ხოლო მისი რეალიზაციისთვის შესაძლოა საჭირო იყოს ათწლეულები და ასობით მილიონი დოლარი. არსებული მონაცემებით GPT-4-ის შემუშავება 100 მლნ აშშ დოლარზე მეტი დაჯდა. https://tinyurl.com/3hzntyat
  19. Euro Pacific Capital-ის პრეზიდენტმა და Bitcoin-ის კრიტიკოსმა პიტერ შიფმა განაცხადა, რომ „არაფერია ისეთი დაბალხარისხიანი, როგორც კრიპტოვალუტები“. „ბოლო დრომდე უაღრესად სპეკულაციური აქტივების აღმასვლა გამორიცხავდა Bitcoin-ს. ახლა, როცა იგი საბოლოოდ შეუერთდა „წვეულებას“, ეს ალბათ მალე დასრულდება“, - წერს შიფი. როგორც წესი, ასეთი აღმასვლები მთავრდება მაშინ, როდესაც „ყველაზე დაბალი ხარისხის ნივთები“, როგორიცაა ციფრული აქტივები, საბოლოოდ შეუერთდება მათ, განაცხადა შიფმა. მარტში Euro Pacific Capital-ის პრეზიდენტმა საზოგადოებას მოუწოდა პირველი კრიპტოვალუტის გაყიდვისა და ოქროს ყიდვისკენ Silvergate Bank-ის პრობლემების ფონზე. მაისში შიფმა დააანონსა Bitcoin-ზე დამყარებული არაურთიერთჩანაცვლებადი ტოკენების საკუთარი კოლექცია. შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს პირველი კრიპტოვალუტის ფასმა 31 ათას აშშ დოლარს გადააჭარბა, ციფრული აქტივების ბაზრის კაპიტალიზაციამ 1.2 ტრილიონი აშშ დოლარიანი ზღვარი გადალახა. https://tinyurl.com/yeybuufh
  20. კომპანია Intel-მა მოულოდნელად გამოაცხადა, რომ შეწყვეტს Arc A770 Limited Edition დესკტოპ გრაფიკული ბარათის მიწოდებას 16 გბ მეხსიერებით. ეს ეხება მხოლოდ ამ გრაფიკული ამაჩქარებლის ეტალონურ ვერსიას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კომპანიის პარტნიორებს კვლავ შეეძლებათ Intel Arc A770-ის თავიანთი ვერსიების დამზადება და მიწოდება 16 გბ მეხსიერებით. ფოტოს წყარო: VideoCardz Intel-თან ერთად 16 გბ მეხსიერების მქონე Arc A770 მოდელს აწარმოებს მხოლოდ ორი კომპანია: Acer უშვებს Arc A770 Predator BiFrost-ს, ხოლო Gunnir უშვებს შავ და თეთრ Arc A770 Photon ვიდეო ბარათს. ფოტოს წყარო: Intel Intel-მა პარტნიორებს Arc A770 Limited Edition 16 გბ-ის მიწოდების შეწყვეტის შესახებ შეატყობინა მაშინ, როდესაც გადაწყვეტილება უკვე ძალაში იყო შესული - 20 ივნისიდან მიწოდება შეწყვეტილია. ეს ძალზე უჩვეულოა, რადგან Intel, როგორც წესი, თავისი პროდუქციის წარმოებისა და მიწოდების დასრულების შესახებ აცხადებს ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე რამდენიმე თვით ადრე. აღსანიშნავია, რომ მიწოდების შეწყვეტის გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ ეტალონურ Arc A770 მოდელებს და არა - ეტალონურ Arc A750 Limited Edition ვერსიას, რომელიც კვლავ რჩება ბაზარზე აქტუალური თაობის ერთ-ერთ ყველაზე ხელმისაწვდომ ვიდეო ბარათად. https://tinyurl.com/24z92uau
  21. როდესაც კონფერენცია WWDC 2023-ზე Apple-მა წარადგინა შერეული რეალობის ჰედსეტი Vision Pro, დეველოპერებს დაპირდა, რომ გამოუშვებდა პროგრამული ინსტრუმენტების საიმედო ნაკრებს შესაბამისი სოფტის შექმნისთვის. Apple-მა ამჯერად გამოაქვეყნა პრეს-რელიზი და განაცხადა, რომ Vision Pro-ს პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებისთვის განკუთვნილი ინსტრუმენტები უკვე ხელმისაწვდომია - საუბარი ეხება პაკეტ visionOS SDK-ს. ფოტოს წყარო: 9to5mac როგორც კომპანია აცხადებს, დეველოპერები შეძლებენ შექმნან პრინციპულად ახალი კლასის „სივრცითი“ კომპიუტერული აპლიკაციები, რომლებშიც შესაძლებელია Vision Pro-ს ტექნოლოგიების სრული უპირატესობის გამოყენება და შეძლებენ ციფრული კონტენტის კომბინირებას რეალური სამყაროს სურათთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს შთამბეჭდავი ახალი გამოცდილება. visionOS SDK საშუალებას აძლევს დეველოპერებს გამოიყენონ Vision Pro-სა და visionOS ოპერაციული სისტემის ძლიერი და უნიკალური შესაძლებლობები, რათა შექმნან მომხმარებლის ახალი გამოცდილება დიზაინით დაწყებული - გართობით დამთავრებული. Apple-ის ცნობით visionOS SDK-ის გამოყენებით დეველოპერებს შეეძლებათ ურთიერთქმედება საკუთარ აპლიკაციებთან ახალ visionOS სიმულატორის გამოყენებით. ახალი გამოცდილება დამყარდება იმავე სტრუქტურულ საფუძვლებზე, რომლებიც უკვე ცნობილია Apple-ის სხვა პლატფორმებიდან, მათ შორისაა ვიზუალიზაციის გამაძლიერებელი ტექნოლოგიები, როგორიცაა Xcode, SwiftUI, RealityKit, ARKit და TestFlight. Apple-მა ასევე განაცხადა, რომ მომდევნო თვეში კომპანია აპირებს დეველოპერების ლაბორატორიების გახსნას კუპერტინოში, ლონდონში, მიუნხენში, შანხაიში, სინგაპურსა და ტოკიოში. ეს ლაბორატორიები უზრუნველყოფენ დეველოპერებს Vision Pro-სთან პრაქტიკულ ურთიერთქმედებას მათი აპლიკაციების შესამოწმებლად, ხოლო Apple-ის ექსპერტები უზრუნველყოფენ ადგილზე ინფორმაციის მხარდაჭერას. გარდა ამისა, მომავალ თვეში Apple დაიწყებს განაცხადების მიღებას დეველოპერებისგან, რომელთაც სურთ მიიღონ Vision Pro-ს პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერებისთვის აუცილებელი აპარატული ნაკრები. იმ დროისთვის visionOS SDK, განახლებული Xcode, Simulator და Reality Composer Pro უკვე ხელმისაწვდომი იქნება პროგრამა Developer Program-ის მონაწილეებისთვის Apple-ის ვებ-გვერდზე. https://tinyurl.com/3yz9dybw
  22. კრიპტოვალუტების აკრძალვა შესაძლოა არ იყოს საუკეთესო გზა მათთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად. ეს დასკვნა სსფ-ის სპეციალისტებმა გააკეთეს. 2023 წლის თებერვალში ორგანიზაციის ხელმძღვანელმა კრისტალინა გეორგიევამ არ გამორიცხა ციფრული აქტივების აკრძალვა, როდესაც ფინანსური სტაბილურობის უფრო მაღალი რისკები გამოჩნდა. მისი თქმით კრიპტოვალუტების რეგულირება უფრო მისაღები ვარიანტი იყო. ბოლო ნაშრომში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანალიტიკოსები რეკომენდაციას უწევენ ქვეყნებს - ფოკუსირება მოახდინონ აქტივების ამ კლასზე მოთხოვნის გამომწვევი ფაქტორების აღმოფხვრაზე, ასევე ციფრული გადახდის საჭიროებების დაკმაყოფილებაზე. ასევე ექსპერტების შემოტავაზებაა გამჭვირვალობის გაზრდა ეროვნულ სტატისტიკაში კრიპტო ტრანზაქციების ჩართვის გზით. ექსპერტების თქმით ციფრული აქტივების აკრძალვა შესაძლოა „გრძელვადიან პერსპექტივაში არაეფექტური იყოს“, რაც ხელს შეუშლის ქვეყნებს მათთან დაკავშირებული სარგებლის მიღებაში. "სწორი დიზაინის პირობებში CBDC-ებს შეუძლიათ გააუმჯობესონ გადახდის სისტემების გამოყენებადობა, გამძლეობა და ეფექტურობა და გაზარდონ ფინანსურ სერვისებზე წვდომა", - ნათქვამია სტატიაში. შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მუშაობს ეროვნულ ციფრულ ვალუტებთან ტრანსსასაზღვრო ტრანზაქციების პლატფორმაზე. მაისში ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ანგარიში აფრიკის პირველ CBDC-ზე, ნიგერიულ eNaira-ზე. დაწესებულებამ დადებითად შეაფასა ქვეყნის ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაო. https://tinyurl.com/ymrzuudz
  23. ჩატარდა Microsoft-სა და აშშ-ის სავაჭრო ფედერალურ კომისიას (FTC) შორის სასამართლო პროცესის პირველი დღე IT გიგანტის მიერ Activision Blizzard-ის უპრეცედენტო 69 მლრდ აშშ დოლარად შეძენის შესახებ. მოსმენის დროს გამოქვეყნებულ დოკუმენტებში Microsoft-მა განაცხადა, რომ Xbox-მა ოფიციალურად „წააგო კონსოლების ომი“. ფოტოს წყარო: Albie Patacsil/unsplash.com Microsoft-ის მიერ შეტანილი დოკუმენტის ერთ-ერთი ნაწილის მიხედვით 2001 წლიდან, როდესაც კომპანია გეიმინგ კონსოლების ბაზარზე ორიგინალი Xbox-ით შემოვიდა, იგი ჩამორჩებოდა Sony-სა და Nintendo-ს და მას შემდეგ რეგულარულად კარგავს პოზიციებს. გაყიდვების მოცულობით Xbox მესამე ადგილზეა PlayStation-სა და Nintendo-ს შემდეგ. კერძოდ, 2021 წელს Xbox-ზე მოდიოდა გაყიდვების მხოლოდ 16%, დანარჩენი განაწილდა Sony-სა და Nintendo-ს პროდუქტებს შორის, თუმცა ზუსტი ციფრები საზოგადოებისთვის არ ზიარდება. რაც შეეხება კონსოლების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლისა და მოხმარებაში არსებული კონსოლების წილს - ბოლო შემთხვევაში Xbox-ზე მოდის 21%. როგორც Microsoft ამტკიცებს, კომპანია ფსონს საკუთარ სტრატეგიაზე დებს - უპირატესობას ანიჭებს თამაშების და არა კონსოლების გაყიდვას. იგი ფაქტობრივად ზარალზე ყიდის კონსოლებს და ამ ზარალს თამაშებითა და გეიმინგ აქსესუარებით აკომპენსირებს. ყველა არგუმენტი Microsoft-ის თავდაცვის სტრატეგიის ნაწილია FTC-ის წინააღმდეგ, რომელიც აპირებს მინიმუმ შეაჩეროს Microsoft-ის მიერ Activision-ის შესყიდვის პროცესი წინასწარი შეთანხმების მიღებით, რასაც კომპანია სასამართლოში ებრძვის. თუ აკრძალვა ძალაში შევა, ეს ხელს შეუშლის გარიგების დახურვას მტკიცებულებათა მოსმენის დაწყებამდე ( 2 აგვისტო), თუმცა გარიგების პირობებით იგი რეალურად ჯერ კიდევ 18 ივლისს უნდა დახურულიყო. ამის გამო მხარეებს შესაძლოა ხელახლა მოლაპარაკება მოუწიოთ შესყიდვის პირობებზე. FTC აპირებს შეაჩეროს შერწყმა და განმარტებისთვის მოჰყავს პროტესტი, რომ იგი Microsoft-ს საშუალებას მისცემს დომინირებდეს ბაზარზე პოპულარული ფრენჩაიზ Call of Duty-ს შეთავაზებით ექსკლუზიურად Xbox-სა და PC-ზე. ამ შესაძლებლობის ალბათობაზე ასევე ჩიოდა Sony, თუმცა Microsoft-მა უარყო ეს შესაძლებლობა. თავის მხრივ კომპანია ჩიოდა, რომ კონსოლების ბაზრის მცირე წილმა აუცილებელი გახადა Activision-ის ყიდვა, რათა IT გიგანტის გეიმინგ ბიზნესი გახდეს უფრო წარმატებული კონკურენტების სრულფასოვანი მოწინაღმდეგე. https://tinyurl.com/4v8xbw5t
  24. კომპანია Boston Dynamics-ს, როდესაც მან ოთხფეხა რობო-ძაღლ Spot-ის გაყიდვა დაიწყო, ერთი პირობა ჰქონდა - არ გამოეყენებინათ იგი იარაღად. თუმცა ცოტა ხნის წინ წარადგინეს რობოტი Thermonator, რომელიც Spot-ზე პატარაა და მწარმოებელი კომპანია არ ახდენს მის პოზიციონირებას, როგორც იარაღს მიუხედავად იმისა, რომ რობოტი აღჭურვილია 9 მეტრის რადიუსში მოქმედი ცეცხლმფრქვევით. ფოტოს წყარო: Throwflame რობოტი Thermonator შექმნა ამერიკულმა კომპანია Throwflame-მა, იგი სპეციალიზებულია კომპაქტური და სრულად ელექტრო ცეცხლმფრქვევების გაყიდვაში, რომლებიც ღია ალის ნაცვლად იყენებენ ღილაკებით პლაზმურ აალებას. ვინაიდან Boston Dynamics-ის Spot რობოტების რეგულაციები კრძალავს რობოტის გამოყენებას ასეთი მიზნებისთვის, Throwflame-მა თანამშრომლობის წინადადებით მიმართა ჩინურ კომპანია Unitree-ს. Thermonator დამყარებულია ოთხფეხა რობოტ Unitree Go1-ზე. იგი გაცილებით პატარა და კომპაქტურია Boston Dynamics-ის Spot-თან შედარებით, მაგრამ ასევე აღჭურვილია მრავალი კამერითა და სენსორით, რაც მას ავტონომიურობის გარკვეულ დონეს ანიჭებს. რობოტის მართვა ასევე შესაძლებელია უსადენო კონტროლერით. Thermonator-ს ზურგზე დამაგრებული აქვს ცეცხმლტყორცნ ARC Flamethrower-ის სპეციალური მოდიფიკაცია, რომლის შემადგენლობაში შედის ბენზინ-დიზელის ნარევის ავზი. ყველაზე დიდი ბატარეის გამოყენებისას რობოტს 45 წუთის განმავლობაში შეუძლია მუშაობა. რობოტ Unitree Go1-ს სტანდარტული მოდიფიკაციის წონა დაახლოებით 12 კგ-ს შეადგენს, ზომა - 0.588 × 0.22 × 0.29 მეტრს. ცეცხლმფრქვევის დამატებისას წონა თითქმის 27 კგ-მდე იზრდება, რაც, ცხადია, ამცირებს მისი ავტონომიური მუშაობის დროს. Thermonator ჯერჯერობით გაყიდვაში ხელმისაწვდომი არ არის. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ განაცხადი დატოვონ კომპანიის ვებ-გვერდზე, კომპანია კი მათ აცნობებს, როდესაც რობოტი გაყიდვაში გამოვა. მწარმოებელი რობოტის მიწოდების დაწყებას მიმდინარე წლის მესამე კვარტლიდან გეგმავს. Thermonator-ის ფასი ჯერ არ გამოცხადებულა. რობოტ Unitree Go1-ის სტანდარტული მოდიფიკაციის ფასი 2700-3500 აშშ დოლარია. 1000 აშშ დოლარი დაემატება მიწოდების თანხა, ცეცხლმფრქვევ ARC Flamethrower-ისთვის კი - კიდევ 699-დან 899 აშშ დოლარამდე ვერსიის შესაბამისად. სადემონსტრაციო ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://tinyurl.com/24vkedzd https://tinyurl.com/2s4ebab9
  25. აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები შეიძლება გარდამტეხი მომენტი იყოს კრიპტო ინდუსტრიისა და მისი სამართლებრივი სტატუსისთვის. ეს მოსაზრება გამოთქვა Bitcoin-ბირჟა Coinbase-ის ხელმძღვანელმა ბრაიან არმსტრონგმა. ნიუ-იორკში გამართულ კონფერენციაზე ტოპ-მენეჯერმა აღნიშნა ციფრული აქტივების მარეგულირებელი სიცხადის გამოჩენის შესაძლებლობა აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) ბოლო პროცესის გამო სავაჭრო პლატფორმის წინააღმდეგ. ”ამჟამად პოლიტიკურად არაპოპულარულია კრიპტოვალუტების წინააღმდეგ გამოსვლა და ჩვენ პოტენციურად ვიხილავთ აქ ცვლილებებს, იქნება ეს ადმინისტრაციაში, პარტიებსა თუ SEC-ის თავმჯდომარეში,” - განმარტა მან. Coinbase-ის ხელმძღვანელის თქმით სასამართლოს შეუძლია განმარტოს საკითხი - მიეკუთვნება თუ არა კრიპტოვალუტები აქტივების გარკვეულ კლასს. ივნისში SEC-მა შეიტანა სარჩელი Binance-ისა და Coinbase-ის წინააღმდეგ. ამ უკანასკნელმა უარი თქვა ბიზნეს-მოდელის შეცვლაზე კომისიასთან დავის გამო. Coinbase-ის გენერალურმა იურიდიულმა მრჩეველმა პოლ გრევალმა უპასუხა მარეგულირებლის წინადადებას ბირჟის განმარტების DEX-ზე გაფართოების შესახებ. სპეციალისტმა განაცხადა, რომ სააგენტოს შესაძლებლობები „არ მოიცავს [დეცენტრალიზებული პლატფორმების] აკრძალვის უფლებას კონგრესისგან მკაფიო ავტორიზაციის არარსებობის შემთხვევაში“. Block-ის ხელმძღვანელმა ჯეკ დორსიმ მხარდაჭერა გამოუცხადა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ რობერტ ფრენსის კენედის უმცროსს, რომელიც ციფრული აქტივების მომხრეა. აპრილში პრეზიდენტობის კანდიდატმა განაცხადა, რომ Bitcoin და სხვა ციფრული აქტივები ტრადიციული ფინანსური სისტემის ალტერნატივას წარმოადგენს. https://tinyurl.com/36ja4x53
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.