Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5920
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    198

Everything posted by Magdalena

  1. კრიპტობირჟა Coinbase გააუქმებს Bitcoin-ით მხარდაჭერილ დაკრედიტების პროგრამა Borrow -ს უახლოეს თვეებში. ამის შესახებ ინფორმაციას CoinDesk ავრცელებს პლატფორმის წარმომადგენლებზე დაყრდნობით. საცალო მომხმარებლები, რომლებსაც აქვთ სესხი, ვალდებულნი არიან 20 ნოემბრამდე დაფარონ ყველა დავალიანება. წინააღმდეგ შემთხვევაში ბირჟა თავად გაყიდის გირაოს ციფრულ ოქროში. ამასთან, ინიციატივა არ იმოქმედებს ინსტიტუციონალებზე. Borrow მომხმარებლებს საშუალებას აძლევდა მიეღოთ Bitcoin-ის ღირებულების 40%-მდე სესხი ფიატში არაუმეტეს 1 მლნ აშშ დოლარისა. წლიური განაკვეთი დაახლოებით 8%-ს შეადგენს. „ჩვენ ვაცნობეთ სესხის დაზარალებულ მფლობელებს და ვიღებთ დამატებით ზომებს შეუფერხებლად გადასვლის უზრუნველსაყოფად, მათ შორისაა ოთხთვიანი დაფარვის პერიოდისა და მომხმარებელთა პრიორიტეტულ მხარდაჭერაზე წვდომის უზრუნველყოფა Coinbase One-ის მეშვეობით“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. წარმომადგენლების თქმით Borrow-ს დახურვის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმისათვის, რომ „რესურსები ფოკუსირდეს იმ პროდუქტებსა და სერვისებზე, რომლებიც ყველაზე მეტად აინტერესებს მომხმარებელს“. მაისში Coinbase-მა შეწყვიტა Bitcoin-ით მხარდაჭერილი სესხების გაცემა, როგორც მისი პროდუქტების გადაფასების პროცესის ნაწილი.Bottom of Formა შეგახსენებთ, რომ 6 ივნისს SEC-მა შეიტანა სამოქალაქო სარჩელი Coinbase-ის წინააღმდეგ. სააგენტომ ბირჟა დაადანაშაულა არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების ტოკენების სახით შეთავაზებაში. ივლისში სავაჭრო პლატფორმამ შეატყობინა მომხმარებლებს კალიფორნიაში, ნიუ ჯერსიში, სამხრეთ კაროლინასა და ვისკონსინში, რომ აჩერებდა სტეიკინგის სერვისს ადგილობრივი მარეგულირებლების მოთხოვნების გამო. https://tinyurl.com/2p8f29e2
  2. სტარტაპი Figure, რომელიც ადამიანისმაგვარ რობოტებს აწარმოებს, აცხადებს, რომ კომპანია Intel-ის საინვესტიციო განყოფილება Intel Capital-ისგან მიიღო 9 მლნ აშშ დოლარის ოდენობით ინვესტიცია. ეს დაფინანსება დააჩქარებს რობოტ Figure 01-ის შექმნას, მისი ავტონომიური მუშაობისთვის ხელოვნური ინტელექტის მონაცემების წყაროს უზრუნველყოფას და სტარტაპს კომერციალიზაციასთან დააახლოვებს. ფოტოს წყარო: figure.ai Intel Capital-ის გარდა დაფინანსების А რაუნდში მონაწილეობდნენ სხვა ინვესტორებიც: Parkway Venture Capital, Brett Adcock, Aliya Capital, Bold Capital Partners, Tamarack Global, FJ labs და KUKA Robotics-ის ყოფილი გენერალური დირექტორი Till Reuter. ჰუმანოიდი რობოტი Figure 01 რამდენიმე თვის წინ შევიდა ტესტირების ფაზაში და ძირითადი ტექნიკური ეტაპების სერია საუკეთესო ინჟინრების ჯგუფის ხელმძღვანელობით გაიარა. განსაკუთრებულად აღსანიშნავია, რომ რობოტმა პირველი ნაბიჯები მაისში გადადგა - კომპანიის დაარსებიდან ერთ წელზე ნაკლებ დროში. ეს არის უმნიშვნელოვანესი მიღწევა Figure-სთვის და ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი შედეგი - ადამიანისმაგვარი რობოტების ისტორიაში. „კომპანია Intel Capital დიდი და თამამი ინოვაციების ავანგარდშია და ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ მას ჩვენი სამომავლო ხედვა გავუზიაროთ“ - განაცხადა Figure-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა Brett Adcock. გარდა ამისა, მან იმედი გამოთქვა, რომ ინვესტიცია Intel-ის გუნდის რესურსებსა და გამოცდილებასთან ერთად ხელს შეუწყობს მისი სტარტაპის ზრდისა და წარმატების დაჩქარებას. ფუნდამენტური განსხვავება Figure 01-სა და მსგავს რობოტებს შორის არის ხელოვნურ ინტელექტზე დამყარებული კონტროლის ალგორითმები. დროთა განმავლობაში ისინი რობოტს საშუალებას აძლევს ისწავლოს და გააუმჯობესოს თავისი ფუნქციები, რაც მას უფრო უნივერსალურს გახდის. მოსალოდნელია, რომ მომავალში ეს საშუალებას მისცემს Figure 01-ს ძირითადი ამოცანებიდან, როგორიცაა ტვირთის აწევა და გადაადგილება, გადავიდეს უფრო რთულზე. ასეთი რობოტი შეძლებს შეასრულოს შრომატევადი სამუშაო, რომელიც შეუძლებელია ადამიანისთვის. „ Intel Capital მუდმივად ეძებს კომპანიებს, რომლებიც სცილდებიან ინოვაციების საზღვრებს და ჩვენ გვჯერა, რომ Figure-ს აქვს პოტენციალი - შეცვალოს სამყაროს აზროვნება ხელოვნური ინტელექტის შესახებ“, - განაცხადა Mark Lydon-მა, Intel Capital-ის მმართველმა დირექტორმა. „Figure-ის ორიენტაცია შრომის ეკონომიკის განვითარებაზე ჩვენი მომავლის მნიშვნელოვანი ნაწილია და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ავანგარდში ვიქნებით ადამიანისმაგვარი რობოტების განვითარების მხარდასაჭერად“. სტარტაპ Figure-ს, Intel Capital-ის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რობოტექნიკისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში. მათი ურთიერთქმედება ახალ შესაძლებლობებს იძლევა ტექნოლოგიების განვითარებისა და კომერციალიზაციისთვის. მიუხედავად ამ პროექტის სირთულისა და ამბიციურობისა, Intel Capital-ის მხარდაჭერა ხელს უწყობს მის მდგრად განვითარებას და წინსვლას ამ სფეროში. https://tinyurl.com/4jupxv29
  3. Tesla-ს კვარტალურ კონფერენციაზე აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ კომპანია მზადაა მძღოლის დამხმარე აქტიურ ტექნოლოგიაზე წვდომა მისცეს მესამე მხარის ავტომწარმოებლებს სალიცენზიო პირობებით, მხარეები ახლა მოლაპარაკებების ადრეულ ეტაპზე არიან. მსგავსი შესაძლებლობის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა პირველად წელიწადნახევრის წინ ანალოგიურ ღონისძიებაზე ისაუბრა. ფოტოს წყარო: Tesla როდესაც ავტომწარმოებლებმა დაიწყეს NACS დამტენი კონექტორის მიღება Tesla-დან ჩრდილოეთ ამერიკაში გამოსაყენებლად მიმდინარე წლის ივნისში, კომპანიის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ შეახსენა ბაზრის მონაწილეებს, რომ მზად იყო Autopilot-ისა და FSD კომპლექსების ისევე, როგორც Tesla-ს სხვა ტექნოლოგიების ლიცენზირებისთვის. მიმდინარე კვირაში ილონ მასკმა დაადასტურა, რომ ერთ-ერთი მთავარი ავტომწარმოებელი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს Tesla-სთან, რაც ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის ხელმძღვანელი ცდილობს გაზარდოს FSD-დან მიღებული შემოსავლები დროთა განმავლობაში მნიშვნელოვან ოდენობამდე, არაფერია გასაკვირი, რომ მზადაა თავისი ტექნოლოგია მესამე მხარის კომპანიებს მიაწოდოს. ყველა მანქანათმშენებელი კომპანია ცდილობს საკუთარ ავტომობილებს ავტონომიურობა მიანიჭოს და თუ Tesla შეძლებს მათ დარწმუნებას, რომ იგი სხვებზე უკეთესია, სხვა პოტენციურ ლიცენზიანტებსაც მიიზიდავს. შემაფერხებელი შესაძლოა იყოს მხოლოდ Tesla-ს მანქანებში ავტოპილოტის რეალიზებისადმი მიდგომა. კომპანია თავდაპირველად არ აღიარებდა ლიდარებს, ცოტა ხნის წინ კი მასობრივი მოდელებიდან რადარებიც მოაშორა, რომლებიც ავსებდნენ კამერებიდან მიღებულ ინფორმაციას. რეალურად, ამჟამად Tesla-ს მძღოლის დამხმარე აქტიური სისტემები უპირატესად ეყრდნობიან კამერებიდან მიღებულ გამოსახულებებს, ბევრი კონკურენტი კი უპირატესობას სარეზერვო არხებსა და სენსორებს ანიჭებს. როგორ ჩაშენდება ასეთი ფილოსოფია ლიცენზიანტების საკუთარ სტრატეგიაში, ჯერჯერობით რთული განსასჯელია. https://tinyurl.com/ypxw9tbh
  4. Binance-მა ისაუბრა ციფრული აქტივების ინდუსტრიის პოზიტიურ დინამიკაზე 2023 წლის ექვსი თვის განმავლობაში, რაც მომავალში „განვითარების მყარ საფუძველს ქმნის“. დოკუმენტის მიხედვით მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია ივნისის ბოლოსთვის წლიურად 30%-ით გაიზარდა და 1.17 ტრლნ აშშ დოლარი დაფიქსირდა. Bitcoin-ის დომინირებამ მიაღწია უმაღლეს დონეს 2021 წლის აპრილის შემდეგ. ამავე დროს, პირველი კრიპტოვალუტის კორელაცია ტრადიციულ ბაზართან სამწლიან მინიმუმზეა. BTC-ის კორელაცია S&P500-თან. წყარო: Binance. ციფრული ოქროთი ვაჭრობის მოცულობა წლის დასაწყისიდან 185%-ით გაიზარდა, ტრანზაქციების რაოდენობა კი - 58%-ით. ქსელში საშუალო საკომისიოები გაიზარდა 143%-ით, რასაც ანალიტიკოსები Ordinals-თან დაკავშირებულ აჟიოტაჟს უკავშირებენ. BRC-20 სტანდარტის ტოპ 3 ტოკენი კაპიტალიზაციის სიდიდის მიხედვით. წყარო Binance. Bitcoin-ის ჰეშრეითი ასევე გაიზარდა 40%-ით, ხოლო მაინინგის სირთულე - 43%-ით. პირველი კრიპტოვალუტის „შიშისა და სიხარბის ინდექსი“ იანვრის შემდეგ გაორმაგდა, რაც ტრეიდერების მხრიდან ნდობის გაზრდას დემონსტრირებს. Bitcoin-ის „შიშისა და სიხარბის ინდექსის“ დინამიკა. წყარო Binance. პირველი დონის სხვა ბლოკჩეინებიდან ყველაზე მეტად - 105%-ით 7.6 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა Solana-ს კაპიტალიზაცია. BNB ქსელს საუკეთესო წარმადობა აქვს წლის დასაწყისიდან - ფიქსირდება ყოველდღიური ტრანზაქციების 113%-ით ზრდა Ethereum-ის 48%-თან შედარებით. ლიკვიდური სტეიკინგი გახდა ყველაზე დიდი DeFi სექტორი. მისი ჯამური TVL წლის დასაწყისიდან 460%-ით გაიზარდა. მიუხედავად Stablecoin-ების ბაზრის მოცულობის 7%-იანი კლებისა, USDT-ის წილი გაიზარდა 26%-ით. კომპანიამ ასევე აღნიშნა კონკურენტების განვითარება USDD-ის, crvUSD-ის, GHO-სა და LUSD-ის სახით. ამ უკანასკნელის კაპიტალიზაცია ექვს თვეში 54%-ით გაიზარდა. USDT-ის მიწოდების თანაფარდობა სხვადასხვა ქსელებში. წყარო Binance. Binance-ის თანახმად ათმა უმსხვილესმა კრიპტო ფონდმა წლის პირველ ნახევარში ჯამში 3.6 მლრდ აშშ დოლარი მოიზიდა. „გლობალური ეკონომიკური ცვლილებების ფონზე კრიპტო ინდუსტრია აგრძელებს აყვავებას და თავისი გამძლეობის დემონსტრირებას. [...] ეს ინოვაციები, ინსტიტუციური მოთამაშეების მზარდ მონაწილეობასთან ერთად მყარ საფუძველს უქმნის ინდუსტრიის მომავალ ზრდას და მის ფართო მიღებას“, - განაცხადა Vladimir Smerkis-მა, Binance-ის რეგიონულმა დირექტორმა დსთ-ში. https://tinyurl.com/mphr43vc
  5. Tesla-მ განაცხადა, რომ დაიწყო სუპერკომპიუტერ Dojo-ს წარმოება, რომელიც განკუთვნილია ავტოპილოტირების სისტემების სწავლებისთვის. კომპანია გეგმავს პროექტზე 1 მლრდ აშშ დოლარის დახარჯვას. კომპანია მომავალი წლის ოქტომბრისთვის ელოდება 100 EFLOP წარმადობის ბარიერის გადალახვას - ეს მაჩვენებელი 60-ჯერ ძლიერია ამჟამად არსებულ ყველაზე მძლავრ სუპერკომპიუტერთან შედარებით. ფოტოს წყარო: Tesla Tesla-ს 2023 წლის მეორე კვარტალის ფინანსურ ანგარიშში ნათქვამია: „ავტონომიური მანქანების პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა ოთხი ძირითადი ტექნოლოგიური საყრდენი: მონაცემთა უკიდურესად დიდი ნაკრები რეალური სამყაროდან, ნეიროქსელის სწავლება და მანქანის აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფა. ჩვენ ვავითარებთ თითოეულ ამ საყრდენს. ამ თვეში ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯს ნეიროქსელების უფრო სწრაფი და იაფი სწავლებისკენ ჩვენს სასწავლო კომპიუტერ Dojo-ს გამოშვებით“. კომპანიას უკვე აქვს NVIDIA-ს გრაფიკულ ამაჩქარებლებზე მომუშავე სუპერკომპიუტერი - ერთ-ერთი უდიდესი მსოფლიოში, ხოლო Dojo-ში გამოყენებულია Tesla-ს ინჟინრების მიერ შემუშავებული ჩიპები. პროექტი 2019 წელს დაანონსდა - იმავე დროს კომპანიის ხელმძღვანელმა გამოაცხადა, თუ რა ერქმევა სისტემას. 2021 წელს ილონ მასკმა განაცხადა, რომ სუპერკომპიუტერზე მუშაობა სრული ძალით მიმდინარეობს, ხოლო ერთი წლის შემდეგ გააზიარა Dojo-ს ტექნიკური მახასიათებლები: პლატფორმის საფუძველია „სისტემა ფირფიტაზე“ (System-On-Wafer) - ჩიპი წარმოადგენს 300-მილიმეტრიან სილიკონის მთლიან ფირფიტას, თავად Tesla მათ Training Tile-ს უწოდებს. თითოეული ფირფიტა მოიცავს 25 ამაჩქარებელს და მოიხმარს 15 კვტ ენერგიას. ექვსი ასეთი ფირფიტის მქონე ერთი სტეკი უზრუნველყოფს 100 Pflop წარმადობას და გამოდის, რომ ათი ასეთი სტეკი უზრუნველყოფს 1 Eflop წარმადობას, ანუ 1 კვინტილიონ ოპერაციას წამში. Tesla მიზნად ისახავს მიაღწიოს 100 EFLOP წარმადობას 2024 წლის ოქტომბრისთვის ყველა მის სისტემაში ერთად. შედარებისთვის, ამ დროისთვის ყველაზე მძლავრ სუპერკომპიუტერ Frontier-ის აქვს მაქსიმალური გამოთვლითი სიმძლავრე 1679 Eflops-ს შეადგენს. ”ჩვენი სწრაფვა - ვიყოთ ხელოვნური ინტელექტის განვითარების სათავეში, ხელს უწყობს სასწავლო კომპიუტერ Dojo-ს სწავლებაში. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი უზარმაზარი ნეიროქსელის სწავლების მოთხოვნილებები დაკმაყოფილდება Dojo-ს საკუთარი აპარატურით. რაც უფრო მაღალია ნეიროქსელის სწავლის უნარი, მით მეტია ჩვენი ავტოპილოტის განყოფილების მიერ ახალი გადაწყვეტილებების განხორციელების შესაძლებლობა“, - განაცხადა Tesla-მ. https://tinyurl.com/4ta4u7xm
  6. ღონისძიება Samsung Unpacked-ის წინ, რომელიც 26 ივლისს გაიმართება, Samsung Electronics-ის პრეზიდენტმა და მიმართულება Mobile eXperience-ის ხელმძღვანელმა TM Roh-მ გამოაქვენა დასაკეცი სმარტფონის ფოტო, აგრეთვე ისაუბრა, როგორ მოახერხეს კომპანიის სპეციალისტებმა Galaxy Z Fold 5 და Flip 5 გამხდარიყო უფრო თხელი. ფოტოს წყარო: hothardware.com Roh-მ აღნიშნა, რომ Samsung ცდილობს ახალი მოწყობილობები შექმნას ისე, რომ ისინი იყოს „კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ინოვაციური და ჰარმონიული“. მისივე თქმით, ინჟინრის კარიერამ მას ასწავლა, რომ საუკეთესო პროექტები ხშირად „ერწყმის ტექნოლოგიურ ინოვაციებს“. ამას კი აშკარად ადასტურებს კომპანიის სპეციალისტების მიერ შექმნილი დასაკეცი სმარტფონები. მათ აქვთ მრავალი იგივე კომპონენტი, რაც ტრადიციულ ტელეფონებს, მაგრამ ასევე წარმოადგენენ ინჟინრების რთული მუშაობის შედეგს - შექმნან სენსორული მობილური მოწყობილობა, რომელიც შეიძლება დაიკეცოს გატეხვის გარეშე და ამასთან იყოს მიმზიდველი. Roh-მ განაცხადა, რომ Samsung-მა აამაღლა დასაკეცი მოწყობილობების ერგონომიული სტანდარტები და მოახერხა მე-5 თაობის დასაკეცი სმარტფონები კიდევ უფრო თხელი გამხდარიყო. თუმცა, სასწაულების მოლოდინი არ ღირს. Roh-მ აღნიშნა, რომ დასაკეცი დიზაინის თუნდაც ერთი მილიმეტრით ან გრამით შემცირება "საინჟინრო გარღვევას" მოითხოვს. Tae Moon Ro-ს განცხადება თანხვედრაშია მანამდე გავრცელებულ ინფორმაციასთან, რომ დასაკეც მოწყობილობებს ექნება დასაკეცი სახსრის ახალი მექანიზმი, რომელიც საშუალებას იძლევა სმარტფონი დაიკეცოს ხარვეზის და ნაკეცის გარეშე, რაც მათ უფრო თხელს გახდის. https://tinyurl.com/3dsttcsw
  7. ამერიკულმა საფონდო ბირჟა Nasdaq-მა გაყინა ციფრული აქტივების შენახვის პლატფორმის ამოქმედების ინიციატივა. აღმასრულებელმა დირექტორმა ადენა ფრიდმანმა 2023 წლის მეორე კვარტლის მოხსენებაში განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა აშშ-ში „მარეგულირებელი რისკების“ გამო. „შეერთებულ შტატებში კორპორაციული და მარეგულირებელი გარემოს ცვალებადობის გათვალისწინებით ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება შეგვეჩერებინა ჩვენი კრიპტო კასტოდიალური ბიზნესის დაწყება და მასთან დაკავშირებული ლიცენზიების მიღების მცდელობები“, - განმარტა მან. თუმცა ფრიდმანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ Nasdaq რჩება ციფრული აქტივების ბიზნესის განვითარებისადმი ერთგული. ბირჟა მუშაობს ტექნოლოგიურ პლატფორმაზე, რათა „მოემსახუროს უფრო დიდ გლობალურ ბაზარს“, განაცხადა მან. უახლოეს თვეებში საფონდო ბირჟა ყურადღებით დააკვირდება კრიპტოინდუსტრიის მარეგულირებელ მოვლენებს, აღნიშნა ფრიდმანმა. Nasdaq-მა ინიციატივა ციფრული აქტივების დაცვის სერვისის შექმნის ინიციატივის შესახებ პირველად 2023 წლის მარტში განაცხადა. ორგანიზაცია პლატფორმის ამოქმედებას მეორე კვარტალში გეგმავს. 2022 წლის სექტემბერში მედიამ გაავრცელა ინფორმაცია Nasdaq-ის გუნდის ფორმირების შესახებ, რომელიც შეიმუშავებს კრიპტოვალუტების შესანახ გადაწყვეტილებებს. ბირჟამ მიმართა NYDFS-ს შესაბამისი ლიცენზიის მისაღებად. მარეგულირებლის თანხმობა კასტოდიალური სერვისის გამოშვებასთან დაკავშირებით მიიღო ამერიკულმა ჰოლდინგმა BNY Mellon-მა. შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ივნისში ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟამ დაიწყო ვაჭრობა Ethereum-ისა და Bitcoin-ის ურთიერთფარდობის კონტრაქტებით ფიუჩერსების ბაზაზე. ივლისში Nasdaq-მა დაასახელა Coinbase, როგორც ბაზრის ერთობლივი პარტნიორი BlackRock-ის განახლებულ Bitcoin ETF-ში. https://tinyurl.com/yt9nhfp7
  8. ივლისში ევროკავშირში რეგისტრირებულ ყველა ახალ ავტომობილს შორის ელექტრომობილების წილი 15.1%-მდე გაიზარდა. ამრიგად, ელექტრომობილებმა პოპულარობით პირველად გადააჭარბეს დიზელზე მომუშავე შიდაწვის ძრავის მქონე ახალ ავტომობილებს, აცხადებს რესურსი S&P Global. ფოტოს წყარო: Pixabay ევროკავშირის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის (ACEA) მონაცემებით ევროკავშირში ახალი ელექტრომობილების (BEV) რეგისტრაცია 66%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 158252 ერთეული შეადგინა ივნისში, რის შედეგად მათი წილი ერთი წლის წინანდელი 10.7%-დან 15.1%-მდე გაიზარდა. ამრიგად, ელექტრომობილებმა დიზელის ავტომობილები პოპულარობის რეიტინგში მესამე პოზიციიდან გადააადგილეს. ევროკავშირში დიზელის მანქანების გაყიდვების მოცულობა ივნისში გასულ წელთან შედარებით 9.4%-ით შემცირდა და შეადგინა ბაზრის წილის 13.4%, 2022 წლის ივნისში ეს მაჩვენებელი 17.4% იყო. გაყიდვებში ლიდერობენ მანქანები ბენზინის ძრავით და ჰიბრიდული მოდელები. ჰიბრიდული ავტომობილები კვლავ დარჩა მეორე ადგილზე ყველაზე პოპულარულ არჩევანს შორის, რაც ევროკავშირის ბაზრის 24.3%-ს შეადგენს. ბენზინზე მომუშავე მანქანების გაყიდვების რაოდენობა ევროკავშირში იყო 379067 ერთეული 2023 წლის ივნისში (11% წლიური ზრდა), მათი საბაზრო წილი 36.3%-მდე შემცირდა 2022 წლის ივნისის 38.5%-თან შედარებით. მთლიანობაში, წლის პირველ ნახევარში ევროკავშირში 2 მილიონზე მეტი ბენზინზე მომუშავე ავტომობილი გაიყიდა, რაც 16%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საერთო ჯამში, ევროკავშირში ახალი მანქანების რეგისტრაცია გაიზარდა 18%-ით 2023 წლის პირველ ნახევარში და მიაღწია 5.4 მილიონ ერთეულს, რაც მიუთითებს ევროპის ავტო ინდუსტრიის აღდგენაზე კოროვირუსის პანდემიით გამოწვეული მიწოდების შეფერხების შემდეგ. თუმცა ავტომობილების მთლიანი გაყიდვების მოცულობა 2019 წელთან შედარებით 21%-ით დაბალია. S&P Global Mobility-ის პროგნოზის მიხედვით ევროკავშირში ახალი მსუბუქი მანქანების გაყიდვებში ელექტრომობილების, Plug-in ჰიბრიდებისა და საწვავის უჯრედების მქონე ელექტრომობილების წილი 2030 წელს 70%-მდე გაიზრდება 2022 წლის 19%-დან. https://tinyurl.com/y2dksadn
  9. ფორუმ NASA Exploration Science Forum-ზე სააგენტოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ივნისში ოფიციალურად დაიწყო მთვარემავალ VIPER-ის აწყობა, რომელიც განკუთვნილია მთვარეზე წყლის ძიებისთვის. ეს იქნება NASA-ს პირველი მთვარემავალი ფარებით. როვერი ჩავა მთვარის კრატერების სიღრმეში, სადაც მზე არასდროს ანათებს და სინათლის წყაროს გარეშე მუშაობა შეუძლებელი იქნება. მთვარემავალი VIPER მხატვრის წარმოდგენით. ფოტოს წყარო: NASA მისია VIPER (Volatiles Investigating Polar Exploration Rover) NASA-მ 2019 წელს დააანონსა. ფორმალურად, ეს არის მისია Resource Prospector-ის გაგრძელება, რომელიც 2018 წელს გაუქმდა NASA-ს კომერციულ პროგრამებზე გადასვლის გამო. შეგახსენებთ, რომ მთვარეზე როვერების გაგზავნისა და სამეცნიერო ინსტრუმენტების შემუშავების მთელი რიგი მისიები დაევალა კომპანიებს დამტკიცებული სიიდან, რასაც, თეორიულად, უნდა შეემცირებინა ფედერალურ ბიუჯეტზე დატვირთვა (რაც საეჭვოა, მაგრამ ეს სხვა ამბავია). მთვარემავლის მთვარეზე გადაყვანისთვის NASA-მ 2020 წელს აირჩია კომპანია Astrobotic. Astrobotic-ის მიერ შემუშავებულმა მოდულმა Griffin-მა მთვარემავალი უნდა მიიყვანოს კრატერ ნობილეს რაიონში - ეს არის 73 კმ სიგანის კრატერი მთვარის სამხრეთ პოლუსზე. ამისთვის Astrobotic-მა დადო 200 მლნ აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტი. სამწუხაროდ, კომპანიამ ვერ შეძლო წარმოების გეგმის შესრულება და მიმდინარე წლის ნოემბრისთვის დაგეგმილი მისია 2024 წლის ნოემბრამდე გადაიდო. მისიის ჯამური ღირებულება აღწევს 500 მლნ აშშ დოლარს კომპანია SpaceX-ის რაკეტა Falcon Heavy-ს გაშვების ხარჯის გათვალისწინებით. 450-კილოგრამიანი, გოლფის მანქანის ზომის მთვარემავალი ჰიბერნაციაში გადავა, როდესაც დაშვების ადგილი გავა დედამიწიდან პირდაპირი ხილვადობის ზონიდან (მთვარის სამხრეთ პოლუსი ელიფსურ ფორმას იძენს კოსმოსში და დედამიწიდან უხილავია ორი კვირის განმავლობაში). ბატარეების დამუხტვა საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მთვარემავალმა კრატერის ფსკერზე 50 საათის მანძილზე განახორციელოს ძიება. რადგანაც დედამიწიდან მთვარემდე სიგნალის შეყოვნება მხოლოდ რამდენიმე წამია, დედამიწიდან გუნდი მის მართვას დრონის მსგავსად რეალურ დროში შეძლებს. წყლის ყინულის სისქის დასადგენად, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მთვარის როვერს აქვს ერთი მეტრის სიგრძის ბურღი. მთვარეზე წყლის არსებობის ნიშნები ჯერ კიდევ 2009 წელს აღმოაჩინა ინდურმა თანამგზავრმა Chandrayaan 1-მა და მეცნიერები იმედოვნებენ, რომ კრატერებში მისი დიდი საბადოები იქნება ყინულის სახით, წყალი კი ჟანგბადის წყაროა სუნთქვისა და წყალბადის სარაკეტო საწვავისთვის. მთვარის ბაზების ბედი და შემდგომი კოსმოსური პროგრამების მიმართულების არჩევა დამოკიდებული იქნება მთვარეზე წყლის არსებობასა და სიუხვეზე. მთვარის როვერის გაშვების ნომინალურ თარიღად 2024 წლის 10 ნოემბერი აირჩიეს. ამას მოჰყვება ფრენა მთვარეზე, რომელიც გაგრძელდება ხუთი თვე, ან კიდევ რამდენიმე თვე, თუ NASA კორექტირებას შეიტანს მთვარესთან მიახლოების ტრაექტორიაში. https://tinyurl.com/4eurzucu
  10. აშშ-ის ამჟამინდელი საარჩევნო კამპანიის მონაწილე რობერტ ფრენსის კენედი უმცროსი პირობას დებს, რომ მისი არჩევის შემთხვევაში ეროვნულ ვალუტას Bitcoin-ით უზრუნველყოფს და მასთან დაკავშირებული ოპერაციებიდან მიღებულ შემოსავალს გადასახადისგან გაათავისუფლებს. დემოკრატების წარმომადგენლის თქმით ამერიკის ეკონომიკა შეიძლება დასტაბილურდეს დოლარის მხარდაჭერით ისეთი „მყარი ვალუტის“ საშუალებით, როგორიცაა ოქრო, ვერცხლი, პლატინა ან Bitcoin. „ეროვნული ვალუტისა და აშშ-ის ვალის უზრუნველყოფამ შეიძლება ხელი შეუწყოს ვალუტის სიმტკიცის აღდგენას, ინფლაციის შეკავებას და ფინანსური სტაბილურობის, მშვიდობისა და კეთილდღეობის ახალ ეპოქას“, - განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა. კენედიმ განმარტა, რომ პროცესი შეიძლება ეტაპობრივი იყოს. წარმატების მიხედვით მხარდაჭერის მოცულობა შეიძლება დაკორექტირდეს. „ჩემი გეგმა შედგება ძალიან მცირე ნაბიჯებისგან, შესაძლოა, გამოშვებული სახაზინო ქაღალდების 1%-სგან“, - განმარტა მან. Bitcoin-ის ტრანზაქციებიდან მოგების კაპიტალის მოგების გადასახადისგან გათავისუფლება წაახალისებს ინვესტიციებს და კომპანიებს - განავითარონ თავიანთი ბიზნესი შეერთებულ შტატებში, ვიდრე სხვა კრიპტოვალუტების იურისდიქციებში, როგორიცაა სინგაპური ან შვეიცარია, დაამატა კენედიმ. მიმდინარე განცხადებები აგრძელებს მისი განცხადებების ციკლს ციფრულ ოქროსთან დაკავშირებით. მანამდე, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მან პირობა დადო, რომ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც „მხარს დაუჭერს Bitcoin-სა და ტრანზაქციების თავისუფლებას, რაც ადამიანებს საშუალებას მისცემს მართონ თავიანთი საფულეები, ნოუდები და პაროლები“. მისი თქმით, ქვეყანა შექმნის მარტივ მარეგულირებად გარემოს, რომელიც „მკაცრ კონტროლს უზრუნველყოფს მხოლოდ ფულის გათეთრების თავიდან ასაცილებლად“. მანამდე კენედიმ Bitcoin-ს ტრადიციული ფინანსური სისტემის ალტერნატივა უწოდა. გარდა ამისა, მან გააკრიტიკა აშშ-ის მარეგულირებლები „კრიპტოვალუტებთან ომის“ გამო, რამაც ქვეყანაში საბანკო კრიზისი გამოიწვია. ერთი კვირის წინ საპრეზიდენტო კანდიდატმა აღნიშნა, რომ ციფრულ ოქროში დაახლოებით 250 000 აშშ დოლარის ინვესტიცია მოახდინა. კენედის ერთ-ერთმა რესპუბლიკელმა კონკურენტმა, ფლორიდის გუბერნატორმა რონ დესანტისმა მაისში პირობა დადო, რომ დაიცავს პირველ კრიპტოვალუტას სახელმწიფოს მეთაურად არჩევის შემთხვევაში. შეგახსენებთ, რომ ივნისში Coinbase-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბრაიან არმსტრონგმა აშშ-ის მოახლოებულ არჩევნებს ციფრული აქტივების რეგულირებისთვის გადამწყვეტი მომენტი უწოდა. https://tinyurl.com/3vyjxxjh
  11. Samsung-ის 4-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებით გამოწვეულმა აღფრთოვანებამ გადაინაცვლა კომპანიის გეგმების განხილვაში - მოიზიდოს ახალი მომხმარებლები საკონტრაქტო ბიზნესში. სხვადასხვა წყაროს თანახმად AMD, Google და Tesla-ც კი უკვე მზად არიან Samsung-ს ანდონ საკმაოდ რთული ჩიპების წარმოება 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის გამოყენებით. ფოტოს წყარო: Samsung Electronics ტაივანური DigiTimes უცხოურ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ Samsung Electronics-მა შეძლო დიდი შეკვეთების მიღება ხელოვნური ინტელექტის სისტემებისთვის კომპონენტების 4-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის გამოყენებით საწარმოოდ. დამკვეთებს შორის ნახსენებია AMD და Google, თუმცა იგივე წყარო მორიგ პუბლიკაციაში აღნიშნავს, რომ AMD სავარაუდოდ უარს არ იტყვის ასევე TSMC-ის 3-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე, რომლის ათვისებაზე იგი უკვე მუშაობდა ტაივანურ კონტრაქტორთან ორი წლის განმავლობაში. თუმცა, Samsung-ის 4-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის გამოყენების შესაძლებლობა არ უარყოფს მას. ტაივანური წყაროების თანახმად AMD ელის TSMC-სგან 2-ნანომეტრიანი ჩიპების მიღებასაც. Samsung-ის მომხმარებლებისთვის, რომლებიც რთული სივრცული კონსტრუქციის ჩიპების გამოყენებას ელიან, მთავარ პრობლემას ამჟამად წარმოადგენს შეზღუდული საწარმოო სიმძლავრეები კორპუსში ჩიპის მონტაჟის მხრივ. TSMC ყველაფერს აკეთებს, რომ გააფართოვოს ასეთი სერვისის მოცულობა და Samsung-ის შესაძლებლობები დიდი შეკვეთების სფეროში ამ მხრივ კვლავ შეზღუდულია. და ამან შესაძლოა Samsung-ის პოტენციური მომხმარებლები დააფრთხოს. კორეულ გამომცემლობა The Korea Economic Daily-ს ეს სიახლე სხვა მიმართულებით მიყავს და იხსენებს Samsung-ის Tesla-სთან თანამშრომლობას მესამე თაობის Tesla FSD ნეიროპროცესორების საკონტრაქტო წარმოების კუთხით, რომლებიც ამჟამად 14-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით იწარმოება. არაოფიციალური ცნობებით Tesla-ს სურვილი აქვს მეოთხე თაობის FSD ჩიპების გამოშვება დააკისროს TSMC-ს 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით და ამავე დროს Samsung-ს - 5-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. წყაროს ინფორმაციით Tesla გეგმავს Samsung-ს ანდოს მეხუთე თაობის (HW 5.0) ნეიროპროცესორების წარმოება 4-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. Tesla HW 5.0 ჩიპების მასობრივი წარმოება Samsung-ის ობიექტებში შეიძლება დაიწყოს სამ ან ოთხ წელიწადში, იტყობინება კორეული მედია ინდუსტრიის წყაროებზე დაყრდნობით. ამავდროულად, Tesla-ს TSMC-თან თანამშრომლობის შესაძლებლობა იმავე სფეროში გათვალისწინებული არ არის. Tesla-ს ელექტრომობილები მეოთხე თაობის FSD კომპლექსით ბაზარზე მიმდინარე წელს უნდა გამოვიდეს, ამიტომ პროფილური პროცესორების წარმომავლობის საკითხი მალე დაისმება. Samsung Electronics-ის დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე Lee Jae-yong და Tesla-ს ხელმძღვანელი ილონ მასკი შეხვდნენ მიმდინარე წლის მაისში პირველი მათგანის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს, ამიტომ წყაროები თვლიან, რომ კომპანიებს შორის მიღწეულ იქნა გარკვეული შეთანხმება ელექტრომობილების შიდა სისტემების ჩიპების წარმოების კუთხით თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ. https://tinyurl.com/mskj2d5h
  12. Samsung-მა განაცხადა, რომ დასრულდა მსოფლიოში პირველ GDDR7 ტიპის ოპერატიული მეხსიერების ჩიპის შემუშავება, რომლის მთავარი განმასხვავებელი მახასიათებლებია 32 GT/s, სიგნალების გადაცემის ამპლიტუდურ-იმპულსური მოდულაცია PAM3, აგრეთვე 20%-ით ნაკლები ენერგომოხმარება GDDR6-თან შედარებით. ფოტოს წყარო: Samsung Samsung-ის პირველი, 16 გბ GDDR7 ჩიპი უზრუნველყოფს 32 GT/s და მონაცემთა გადაცემის 128 გბ/წმ სიჩქარეს - GDDR6X-ის შემთხვევაში ეს მაჩვენებლებია 22.4 GT/s და 89.6 გბ/წმ, შესაბამისად. ამ პარამეტრებით და 384-ბიტიანი სალტით შესაძლებელი იქნება ვიდეო ბარათის მეხსიერების ქვესისტემის 1.536 ტბ/წმ გამტარუნარიანობის მიღწევა. და ეს არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი NVIDIA-ს ამჟამინდელ ფლაგმან GeForce RTX 4090-ის GDDR6X 1008 ტბ/წმ-თან შედარებით. ასეთი მაღალი სიჩქარის მიღწევას ხელი შეუწყო PAM3 სქემამ - სამი სასიგნალო დონის ამპლიტუდურ-იმპულსურმა მოდულაციამ (-1.0 და +1). ეს მექანიზმი ორ ციკლს საშუალებას აძლევს გადასცეს მონაცემების სამი ბიტი, რაც უფრო ეფექტურია, ვიდრე ორდონიანი NRZ GDDR6-ში. ამასთან, PAM3-ის სიგნალების გენერირება და დეკოდირება უფრო რთულია NRZ-ის სიგნალებთან შედარებით, რაც ენერგომოხმარების ზრდას იწვევს; გარდა ამისა, ისინი უფრო მგრძნობიარეა ხარვეზების მიმართ. მაგრამ PAM3-ს მაინც უფრო მეტი უპირატესობა აქვს, ამიტომ ეს სქემა გამოიყენება GDDR7-ში. უფრო მაღალი წარმადობის პარალელურად Samsung GDDR7 ჩიპი, კომპანიის განცხადებით, მოიხმარს 20%-ით ნაკლებ ენერგიას. სამწუხაროდ, ეს არ ეხება კონტროლერებს - PAM3 კოდირება/დეკოდირების ამოცანა მეტ ენერგიას მოითხოვს. Samsung-მა ასევე განაცხადა, რომ გამოიყენა ეპოქსიდის შენაერთი 70%-ით გაზრდილი თერმომდგრადობით, რაც იმას ნიშნავს, რომ GDDR7 მეხსიერების მოდულები უფრო მეტად ცხელდება, ვიდრე GDDR6 - განსაკუთრებით მაღალ ტაქტის სიხშირეებზე. კომპანიამ განაცხადა, რომ გამოუშვებს უფრო დაბალი ენერგომოხმარების GDDR7-ს ლეპტოპებისთვის, ხოლო წარმადობის მაჩვენებლები არ დაუკონკრეტებია. Samsung-ს არაფერი უთქვამს ბაზარზე ახალი ჩიპების გამოშვების ვადებთან დაკავშირებით. ყოველ ორ წელიწადში ერთხელ AMD-სა და NVIDIA-ს ახალი არქიტექტურების გამოშვების გათვალისწინებით დასაშვებია ვივარაუდოთ, რომ ახალი თაობის ჩიპების დებიუტი GPU-ებთან ერთად 2024 წელს შედგება. კომპანიამ დაამატა, რომ GDDR7-ის სარგებელი ყველაზე მეტად გამოხატული იქნება ხელოვნური ინტელექტის სისტემებში, მაღალი ხარისხის გამოთვლების სფეროში, ასევე საავტომობილო ელექტრონიკაში. ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ GDDR7 ჩიპები ამ სფეროებში უფრო ადრე გამოჩნდება, ვიდრე სამომხმარებლო გრაფიკაში. https://tinyurl.com/yavr9ena
  13. 2023 წლის იანვრიდან ივნისამდე პერიოდში კრიპტო ინდუსტრიამ განიცადა დაჰაკვის მინიმუმ 395 შემთხვევა, რამაც გამოიწვია დაახლოებით 479.4 მლნ აშშ დოლარის ზარალი - ამას მოწმობს PeckShield-ის მონაცემები. წყარო: Twitter 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ფულადი ზარალი თითქმის ხუთჯერ შემცირდა. ანალიტიკოსების აზრით ათი უმსხვილესი დაჰაკვიდან მიყენებული ზარალი ამჟამად მთლიანი მოპარული თანხის 79%-ს (378.3 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. DeFi პროტოკოლი Euler Labs (197 მლნ აშშ დოლარი) და დეცენტრალიზებული საფულე Atomic Wallet (65 მლნ აშშ დოლარი) ლიდერობენ დიდი უპირატესობით. თეთრი ჰაკერების წყალობით უსაფრთხოების კომპანიებმა და სამართალდამცავებმა შეძლეს 226.2 მლნ აშშ დოლარის უკან დაბრუნება. აპრილი ყველაზე მძიმე იყო თავდასხმების მხრივ - ამ თვის განმავლობაში თავდამსხმელებმა 203.3 მლნ აშშ დოლარი მოიპარეს. წყარო: Twitter ჰაკერების ძირითადი დარტყმები მოდიოდა DeFi პროტოკოლებზე - 2023 წელს განხორციელებული თავდასხმების 98% (414 მლნ აშშ დოლარი). თავდასხმების უმეტესობა მოხდა Ethereum-ის ქსელის პროექტებზე, რის შედეგადაც 287 მლნ აშშ დაიკარგა. სამი DeFi-შეტევა მოიცავს ლოგისტიკურ შეცდომებს კოდში (46%), ორაკულების მანიპულირებას (15%) და პრივილეგიების მიტაცებას (14%). თავდამსხმელთა 76%-მა გამოიყენა ფლეშ-კრედიტები. შეგახსენებთ, რომ 2022 წელს Beosin-ის ექსპერტებმა 167 ძირითადი თავდასხმისგან კრიპტო ინდუსტრიისთვის მიყენებული ზარალი 3.6 მლრდ აშშ დოლარად შეაფასეს. მთლიანი ზარალის ნახევარზე მეტი მოდიოდა crosschain-ხიდების 12 ინციდენტზე - 1.89 მლრდ აშშ დოლარი. https://tinyurl.com/5ztc3kbf
  14. პორტალ Igor's LAB-მა მოიპოვა ინფორმაცია Intel-ის ბოლო დახურული პრეზენტაციიდან, რომლის დროსაც კომპანიამ გამოაცხადა თავისი პროგნოზები მომავალი Arrow Lake-S დესკტოპ პროცესორების წარმადობასთან დაკავშირებით, რომლებიც წარმოდგენილი იქნება მე-15 თაობის Core ჩიპების შემადგენლობაში. ფოტოს წყარო: Intel / Igor’sLAB Intel-მა პრეზენტაციაზე 8 მაღალი წარმადობის და 16 ენერგოეფექტური ბირთვის მქონე ჩიპი Arrow Lake-S შეადარა ბირთვების ანალოგიური კონფიგურაციის მქონე სამომავლო Raptor Lake-S Refresh-ს (მე-14 Core თაობა). Arrow Lake-S-ის აღსანიშნავი განსხვავებაა უფრო დაბალი PL1 და PL2 ენერგომოხმარება. მაქსიმალური ენერგომოხმარება შეადგენს 250 ვატს 253 ვატის ნაცვლად LGA 1700 სოკეტის მქონე Raptor Lake-თან შედარებით. შედარებითი მონაცემები მიახლოებით აქტუალურ ფლაგმანურ პროცესორ Intel Core i9-13900K-ს (Raptor Lake-S) მსგავსია, რომელსაც Arrow Lake-S-ისა და Raptor Lake-S Refresh-ის გამომთვლელი ბირთვების ანალოგიური კონფიგურაცია აქვს. პროგნოზების თანახმად Raptor Lake-S Refresh უზრუნველყოფს წარმადობის 1-დან 4%-მდე ზრდას აქტუალურ Raptor Lake-S-თან შედარებით. თავის მხრივ Arrow Lake-S ჩიპები, რომლებშიც გამოყენებულია სრულიად ახალი არქიტექტურა, უზრუნველყოფენ წარმადობის 6-დან 21%-მდე გაზრდას კონკრეტული დატვირთვის მიხედვით. რაც შეეხება Arrow Lake-S პროცესორების ინტეგრირებული გრაფიკის წარმადობას, რომელშიც Xe-LPG (Alchemist) არქიტექტურის რვამდე Xe ბირთვია გამოყენებული, პროგნოზების თანახმად იგი 2.4-ჯერ უფრო სწრაფი იქნება აქტუალურ Raptor Lake მოდელების ინტეგრირებულ გრაფიკასთან შედარებით. Igor’s LAB-მა ასევე მიანიშნა, რომ უახლოეს დროში გააზიარებს გარკვეულ დეტალებს ახალი LGA 1851 სოკეტის შესახებ, რომელიც Arrow Lake-S პროცესორებში იქნება გამოყენებული. წყაროს ინფორმაციით კონექტორს აქვს განსხვავებული სიმაღლე LGA 1700-თან შედარებით. ეს ნიშნავს, რომ გაგრილების სისტემების უმეტესობა არ იქნება თავსებადი მასთან სამონტაჟო ნაკრების განახლების გარეშე. Igor’s LAB აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში მის შესახებ მეტ ინფორმაციას გააზიარებს. https://tinyurl.com/5tbbjk8t
  15. Samsung-სა და TSMC-ს შორის კონკურენცია 3- და 4-ნანომეტრიანი ნახევრადგამტარების საკონტრაქტო წარმოების ბაზარზე მძაფრდება და Samsung-მა განაცხადა, რომ მან მიაღწია TSMC-ის მსგავს მაჩვენებლებს პროდუქციის წლიური წარმოების მხრივ - წერს კორეული გაზეთი Kukmin Ilbo. გარდა ამისა, 4-ნანომეტრიანი ტექნოლოგია იყო კომპანიის უახლესი ეტაპი FinFET ტრანზისტორების გამოყენებაში, რომელიც 16-ნანომეტრიან სტანდარტებზე გადასვლით დაიწყო. ფოტოს წყარო: news.kmib.co.kr Samsung Foundry-ს 4-ნანომეტრიანი კრისტალების გამოსვლა, კომპანიის განცხადებით, შეადგენს 75%-ს, TSMC-ის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 80%-ია. 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი გამოიყენება უახლესი თაობის ცენტრალურ და გრაფიკულ პროცესორებში. ხოლო მოწინავე 3-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით კორეულმა კომპანიამ წინსვლა შეძლო. GAAFET ტრანზისტორების ახალ ნორმებზე გადასვლით Samsung-მა მიაღწია პროდუქციის წლიური წარმოების 60%-ს იმ დროს, როდესაც TSMC-ის მაჩვენებელი 55%-ია. ამავე დროს, TechPowerUp აღნიშნავს, რომ Intel Foundry Services-მა გამოუშვა საკუთარი გადაწყვეტილება, რომელსაც შეუძლია კონკურენცია გაუწიოს აზიური კონტრაქტორების პროდუქტებს: Intel 3 ტექნოლოგია ფიზიკურად დაფუძნებულია 7-ნანომეტრიან FinFET ტრანზისტორებზე, თუმცა უზრუნველყოფს Samsung-ისა და TSMC-ის 3-ნანომეტრიანი ჩიპების მსგავს წარმადობას. 2024 წელს ამერიკელი მწარმოებელი გადავა GAAFET-სა და 2-ნანომეტრიან ტექნოლოგიაზე. https://tinyurl.com/56ahp2kw
  16. Bitcoin-ის მოახლოებული ჰალვინგი კრიტიკული ტესტი იქნება მაინერებისთვის ბლოკის დაბალი ჯილდოსა და მზარდი ხარჯების გამო. ამის შესახებ Block წერს JPMorgan-ის ანალიტიკოსების ანგარიშზე დაყრდნობით. „ელექტროენერგიის დაბალი ტარიფის მქონე მაინერებს გაუადვილდებათ დაძლევა, ხოლო მაღალი ხარჯების მქონე მაინერები ჰალვინგის შემდეგ სირთულეებს წააწყდებიან“ - აცხადებენ ბანკის ოფიციალური პირები JPMorgan-ის სტრატეგი Nikolaos Panigirtzoglou-ს ხელმძღვანელობით. ანალიტიკოსების აზრით ბლოკის ჯილდოს განახევრება ისტორიულად დადებითად ისახებოდა პირველი კრიპტოვალუტის ფასზე, მაგრამ პრობლემებს ქმნიდა მაინინგის ღირებულების გაზრდის გამო. „Bitcoin-ის წარმოების ღირებულების ჩვენი ამჟამინდელი მოდელის მიხედვით ელექტროენერგიის ფასის ცვლილება ერთი ცენტით კვტ/სთ-ზე იწვევს ღირებულების ცვლილებას 4300 აშშ დოლარით. ჰალვინგის შემდეგ ეს ზემოქმედება გაორმაგდება და 8600 აშშ დოლარამდე გაიზრდება, რაც გაზრდის უფრო მაღალი დანახარჯების მქონე მწარმოებლების დაუცველობას“, - აღნიშნავენ ბანკის სპეციალისტები. ინდუსტრიაში არსებული კონკურენცია ასევე ახდენს გავლენას Bitcoin-ის ჰეშრეითზე. თუმცა ბლოკის ჯილდოს შემცირების შემდეგ ინდიკატორი არ გაიზრდება იმავე ტემპით, ამბობენ ანალიტიკოსები. ამავდროულად, აქტივის ფასის ან ტრანზაქციის საკომისიოს მოცულობის ზრდა სულაც არ ახდებს მაინერების ხარჯების ზრდის კომპენსირებას. „ამჟამად Ordinals-ის ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟის კლება დამატებით პრობლემას უქმნის Bitcoin-ის მაინერების შემოსავლებს“, - აღნიშნეს JPMorgan-ის ექსპერტებმა. შეგახსენებთ, რომ ივნისის მეორე ნახევარში მაინერებმა პირველ კრიპტოვალუტაში 1 მლრდ აშშ დოლარზე მეტი გაგზავნეს ბირჟებზე, რითაც დაამყარეს აქტივის შემოდინების ყოველდღიური რეკორდი. https://tinyurl.com/35bbhhdj
  17. Tesla-მ წარადგინა ელექტრო პიკაპ Cybertruck-ის პირველი სერიული ეგზემპლარი, რომელიც გამოვიდა კომპანიის ტეხასში არსებული ქახნიდან. ასე, რომ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა თავისი პირობა მიმდინარე წელს შეასრულა. ფოტოს წყარო: Tesla შეგახსენებთ, რომ ელექტრო პიკაპი Cybertruck, რომელმაც ყურადღება მომენტალურად მიიპყრო თავისი უჩვეულო ფუტურისტული დიზაინით, ილონ მასკმა 2019 წლის ნოემბერში წარადგინა. იმავე დროს გამოცხადდა მასობრივი წარმოების დაწყების დროდ 2021 წელი. Cybertruck-ის მიმართ ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ პრემიერიდან სამი დღის შემდეგ, მასკის თქმით, პიკაპის წინასწარი შეკვეთების რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა. გასულ მაისში აქციონერების ყოველწლიურ შეკრებაზე მასკმა განაცხადა, რომ Cybertruck-ის წარმოების გაზრდა ადვილი არ იქნება, რადგან უჩვეულო დიზაინის გამო სირთულეები ჩნდება მისი აწყობისას. კერძოდ, იგულისხმება პიკაპის კორპუსის უჟანგავი ფოლადისგან დამზადების სირთულე. „რთული იქნება ფასი იყოს ხელმისაწვდომი, რადგან ეს არის ახალი ავტომობილი, წარმოების ახალი მეთოდი - განაცხადა მასკმა. - ჯამში ყველა სხვა მანქანის წარმოების ტემპის მაჩვენებელთან შედარებით, რომელთაც ჩვენ ვაწარმოებთ, ეს იქნება მცირე. მაგრამ მაინც ძალიან მაგარია." Bloomberg-ის თანახმად Deutsche Bank-ის ანალიტიკოსი Emmanuel Rosner ელოდება, რომ 2023 წელს Tesla განახორცილებს 200 პიკაპის მიწოდებას, რაც კომპანიის მიერ დაგეგმილი 1.78 მილიონი ელექტრომობილის მიზერულ წილს წარმოადგენს. ანალიტიკოსს ეჭვი ეპარება, რომ ეს მოდელი გაზრდის კომპანიის მომგებიანობას, რის საფუძვლადაც მოყავს წარმოების ოპტიმიზაციის სირთულე და პიკაპისთვის განკუთვნილი უფრო დიდი ბატარეების საჭიროება. https://tinyurl.com/yx44v6fk
  18. შემოდგომა ახლოვდება და Apple-ის სიახლეებიდან ყველაზე მეტად მოსალოდნელია iPhone 15 სერიის სმარტფონების გამოსვლა, თუმცა ინსაიდერ Mark Gurman-მა Bloomberg-ის მეშვეობით განაცხადა, რომ ოქტომბერში კომპანია წარადგენს პირველ პერსონალურ კომპიუტერებს M3 თაობის პროცესორების ბაზაზე. ახალი კომპიუტერების გამოსვლა მოსალოდნელია Apple-ის მინიმუმ სამ სერიაში. ფოტოს წყარო: Apple წყაროს ინფორმაციით M3 თაობის პირველი პროცესორები გამოყენებული იქნება 13-დუიმიან MacBook Air და MacBook Pro ლეპტოპებში, აგრეთვე მონობლოკ Apple iMac-ში. M3 პროცესორის შემადგენლობაში ბირთვების რაოდენობის ზრდა მოსალოდნელი არ არის, თუმცა 3-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე გადასვლა სავარაუდოდ გაზრდის სიჩქარესა და გააუმჯობესებს ენერგოეფექტურობას. მიმდინარე კვარტალში Apple-მა წარადგინა 15-დუიმიანი MacBook Air და დესკტოპ Mac Pro პროცესორ M2 Ultra-ს ბაზაზე, აგრეთვე Mac Studio სამუშაო სადგურები M2 Ultra და M2 Max პროცესორების საფუძველზე, შესაბამისად, ზედა საფასო დიაპაზონის პროდუქტებს შორის M3 პროცესორების გამოყენებაზე გადასვლა მოგვიანებით იგეგმება. წყაროს ინფორმაციით ოქტომბერში Apple სავარაუდოდ არ წარადგენს ახალ iPad-ებს, OLED დისპლეის მქონე, M3 პროცესორზე დამყარებული iPad Pro-ს დებიუტი მომავალი წლისთვისაა დაგეგმილი. თუმცა მარკ გურმანის თქმით iPad Air-ის განახლებული ვარიანტი უკვე მუშავდება. Apple-ის აქტუალური თაობის ყველაზე თხელ პლანშეტში ჯერ კიდევ მოცემულია M1 პროცესორი, ასე რომ ეს მოდელი განახლების ერთ-ერთი პირველი კანდიდატია. 2024 წელს ასევე მოსალონელია 30-დუიმიანი iMac-ების დებიუტი. https://tinyurl.com/yc575sbh
  19. Bitcoin-ბირჟა Binance-მა ბოლო კვირების განმავლობაში 1000-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლა. ამის შესახებ The Wall Street Journal საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. მათი მონაცემებით სამსახურიდან გათავისუფლების პროცესი გრძელდება და კომპანიამ შეიძლება დაკარგოს 8000 თანამშრომლის დაახლოებით მესამედი. შემცირება ხდება მთელ მსოფლიოში და, ბირჟის ყოფილი თანამშრომლების თქმით, ეს პროცესი ძირითადად შეეხო მომხმარებლების მომსახურებას. Binance-ის წარმომადგენელმა დაუდასტურა გამოცემას, რომ კომპანია ათავისუფლებს თანამშრომლებს, მაგრამ კონკრეტული რიცხვის დასახელებაზე უარი თქვა. ”რადგანაც ვემზადებით შემდეგი დიდი ხარული ციკლისთვის, ცხადი გახდა, რომ ჩვენ გვჭირდება ფოკუსირება ორგანიზაციის შიგნით ნიჭის სიმჭიდროვეზე. ეს არ არის თანამშრომელთა რაოდენობის ოპტიმიზაცია, არამედ იმის გადაფასება - გვყავს თუ არა სპეციალისტები საჭირო უნარებისა და გამოცდილების საჭიროების მქონე საკვანძო როლებში“, - განაცხადა მან. ადრე Binance ტოპ მენეჯერების ჯგუფმა დატოვა. ხელმძღვანელებს შორის, რომლებმაც კომპანია დატოვეს, არიან სტრატეგიის მთავარი ოფიცერი პატრიკ ჰილმანი, უფროსი ვიცე-პრეზიდენტი სტივენ კრისტი და გენერალური მრჩეველი ჰან ნგ. მ Bottom of Formარტში CFTC-მ შეიტანა სამოქალაქო სარჩელი Binance-ის წინააღმდეგ. სააგენტოს ცნობით პლატფორმამ დაარღვია დერივატივებით ვაჭრობის წესები სათანადო რეგისტრაციის გარეშე ფუნქციონირებით. ივნისში პრეტენზიები ბირჟისა და მისი ხელმძღვანელის, Changpeng Zhao-ს წინააღმდეგ წამოაყენა SEC-მა. მარეგულირებელმა სულ 13 ბრალდება წარადგინა. თუმცა, The Wall Street Journal-ის თანახმად, Binance-ის ხელმძღვანელობაში ყველაზე დიდი პრობლემაა აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მიერ კომპანიის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება. მენეჯმენტი თვლის, რომ Zhao-მ უნდა დათმოს ბირჟაზე კონტროლი ბრალის წაყენების შემთხვევაში, რადგან საქმე მის გადარჩენას ეხება. შეშფოთების ფონზე Binance-მა გადაწყვიტა გაეუქმებინა ფიზიკური მოქმედება აშშ-ში დაახლოებით 150 ადამიანის გადაადგილებით ან სამსახურიდან გათავისუფლებით. ეს არ ეხება აშშ-ის ფილიალის თანამშრომლებს, რომლებსაც საკუთარი გუნდი ჰყავს. შეგახსენებთ, ივნისის დასაწყისში რეპორტიორმა კოლინ ვუმ განაცხადა, რომ ბირჟამ დაიწყო თანამშრომლების გათავისუფლება, რაც თანამშრომლების 20%-ს შეეხებოდა. https://tinyurl.com/47f34ddr
  20. Apple-ის პროდუქციის წარმოების პროცესში 3D ბეჭდვის ტექნოლოგიის დანერგვა აქტიურად მიდის წინ. მოსალოდნელია, რომ ეს მიდგომა გამოყენებული იქნება ახალი Apple Watch Ultra-ს ზოგიერთი მექანიკური ნაწილის წარმოებისთვის. ფოტოს წყარო: krzysztof-m / Pixabay TF International Securities-ის ანალიტიკოს Ming-Chi Kuo-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით Apple აქტიურად იყენებს 3D ბეჭდვის ტექნოლოგიას. ახალი Apple Watch Ultra-ს ტიტანის ზოგიერთი დეტალი სავარაუდოდ ამ მეთოდით დამზადდება. მიუხედავად იმისა, რომ 3D ტექნოლოგიით დაბეჭდილი მექანიკური ნაწილები ჯერ კიდევ დამატებით დამუშავებას გადის, იგი ხელს უწყობს წარმოების დროის ოპტიმიზაციას და ხარჯების შემცირებას. Farsoon და BLT არიან 3D პრინტერების მომწოდებლები Apple Watch Ultra-ს მექანიკური ნაწილების წარმოებისთვის, ხოლო IPG Photonics უზრუნველყოფს ლაზერული კომპონენტების მიწოდებას. მიიჩნევა, რომ წარმატებული თანამშრომლობის შედეგად Apple-ის სულ უფრო მეტი პროდუქტი დამზადდება 3D ბეჭდვის ტექნოლოგიის გამოყენებით. ეს არა მხოლოდ შეამცირებს წარმოების ხარჯებს და გააუმჯობესებს მდგრად განვითარებას (ESG) Apple-ის მიწოდების ჯაჭვში, არამედ სარგებელს მოუტანს ამ მომწოდებლებს ამ ახალი ტენდენციის წარმოების ფარგლებში. Apple-ის წარმოების პროცესში 3D ბეჭდვის ტექნოლოგიის დანერგვა გამოიწვევს წარმოების დროის მნიშვნელოვან ოპტიმიზაციას და შეამცირებს კომპანიის პროდუქციის თვითღირებულებას. ეს მხოლოდ რამდენიმე უპირატესობაა, რაც უზრუნველყოფს ახალ შესაძლებლობებს 3D ბეჭდვის განვითარებისა და გამოყენებისთვის ელექტრონიკის ინდუსტრიაში და არა მხოლოდ Apple-ისთვის. https://tinyurl.com/4hweym47
  21. OpenAI-მ და Associated Press-მა (AP) გააფორმეს შეთანხმება, რომლის მიხედვით ხელოვნური ინტელექტის დეველოპერს შეეძლება მოამზადოს თავისი მოდელები ახალი ამბების გამომცემლის მასალებზე მომდევნო ორი წლის განმავლობაში, ხოლო ამ უკანასკნელს ექნება წვდომა OpenAI-ს "ტექნოლოგიასა და პროდუქტების კომპეტენციებზე“. ფოტოს წყარო: Mariia Shalabaieva / unsplash.com AP წლების განმავლობაში მუშაობს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიაზე, იყენებს მას ბეისბოლისა მცირე ლიგისა და კოლეჯის სპორტის შესახებ ახალი ამბების შესაქმნელად სხვა საკითხებთან ერთად. გამომცემელი არ არის OpenAI-ის ერთადერთი მთავარი პარტნიორი: კომპანიამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა შეთანხმება Shutterstock-თან, რომლის თანახმად, ხელოვნური ინტელექტის დეველოპერს შეეძლება გამოიყენოს სურათები, ვიდეო, მუსიკა და მეტამონაცემები თავის DALL-E მოდელის მოსამზადებლად. BuzzFeed ასევე იყენებს OpenAI-ის ზოგიერთ ინსტრუმენტს მისი კონტენტის „გაუმჯობესებისა“ და „პერსონალიზაციისთვის“. მიმდინარე წელს AP-მა დააანონსა ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ახალი პროექტები - გენერაციული მოდელები წერენ ესპანურენოვან კონტენტს და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სიახლეებს შტატ მინესოტას გაზეთისთვის. გამოცემამ ასევე დანერგა ხელოვნური ინტელექტის ფუნქციები ახალი ამბების ძიებაში - მის ბიბლიოთეკაში ფოტოებისა და ვიდეოების ნახვა შესაძლებელია "აღწერითი ენის" მოთხოვნების გამოყენებით. ამავდროულად, AP-ს არ დაუკონკრეტებია, თუ როგორ გამოიყენებს OpenAI-ს ტექნოლოგიებს უახლესი პარტნიორობის ხელშეკრულების ფარგლებში. https://tinyurl.com/y2ax82be
  22. დემოკრატმა კონგრესმენმა რიჩი ტორესმა მოითხოვა გამოძიების ჩატარება აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში (SEC) მისი „ციფრული აქტივებისადმი უსისტემო და დესპოტური მიდგომის“ გამო. ”SEC იქცევა, როგორც ზედმეტად გულმოდგინე საგზაო პოლიციელი, რომელიც თვითნებურად აჯარიმებს მძღოლებს, ხოლო სიჩქარის შეზღუდვებს საიდუმლოდ ინახავს. [სააგენტოს] ურჩევნია კომუნიკაცია იძულებით, ვიდრე წესებით ან სახელმძღვანელო პრინციპებით“, - განაცხადა პოლიტიკოსმა. გამოძიების მოთხოვნის მიზეზი იყო სპეციალური დანიშნულების ციფრული ფასიანი ქაღალდების ბროკერ-დილერის ლიცენზია, რომელიც კომისიამ Prometheum-ზე გასცა. ”საეჭვო გადაწყვეტილება ლიცენზირებული ციფრული აქტივების პლატფორმის შესახებ ასახავს თავმჯდომარე გერი გენსლერის მცდელობას - მოახდინოს რეგისტრაციის პროცესის პოლიტიზირება იმ დონეზე, რომელიც იშვიათად გვხვდება SEC-ის ისტორიაში,” - აღნიშნა ტორესმა. მან გამოძიების მოთხოვნით მიმართა მარეგულირებელი ორგანოს გენერალური ინსპექტორის აპარატს და ბუღალტრულ პალატას. მანამდე რესპუბლიკელმა სენატორმა ტომი ტუბერვილმა იუსტიციის სამინისტროსა და SEC-ს მოუწოდა შეესწავლათ Prometheum-ის საქმიანობა. პოლიტიკოსმა კომპანიის აღმასრულებელ დირექტორ აარონ კაპლანზე ეჭვი შეიტანა კონგრესის მოსმენების დროს მოტყუებასა და ფასიანი ქაღალდების კანონების დარღვევაში. კომპანიამ ასევე განიცადა მკაცრი კრიტიკა, რადგან ინდუსტრიის მონაწილეებმა უარყვეს Prometheum-ის შემოთავაზებული მოდელის ქმედითუნარიანობა ციფრული აქტივების ფასიანი ქაღალდების სახით ვაჭრობისთვის. აპრილში ტორესმა დაადანაშაულა SEC-ის თავმჯდომარე FTX-ის კოლაფსიდან მიღებული გაკვეთილების ნაკლებობაში და მიუთითა ამერიკულ კომპანიებში [Coinbase და სხვები] გამოძიების დაწყებაზე. ამავდროულად კონგრესის ქვედა პალატაში ოჰაიოს წარმომადგენელმა, რესპუბლიკელმა უორენ დევიდსონმა წარადგინა კანონპროექტი, რომელიც გენსლერის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითვალისწინებს. 6 ივნისს კომისიამ სარჩელი შეიტანა კრიპტო ბირჟის წინააღმდეგ და იგი ფასიანი ქაღალდების კანონების დარღვევაში დაადანაშაულა. ერთი დღით ადრე სააგენტომ შეიტანა სარჩელი Binance-ისა და აღმასრულებელ დირექტორ Changpeng Zhao-ს წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ ივნისის შუა რიცხვებში ამერიკელმა კონგრესმენებმა წარადგინეს კანონპროექტი გენსლერის თანამდებობიდან გადაყენებისა და SEC-ის რესტრუქტურიზაციის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელის მიერ „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების" გაგრძელების გამო. https://tinyurl.com/4ja5795z
  23. Samsung-ს საკმაოდ რთული სტრატეგია აქვს გარე სერვისებთან მიმართებაში. მიმდინარე წლის დასაწყისში გავრცელდა ხმები, რომ კომპანია აპირებდა default-ად Google-ის საძიებო სისტემაზე უარის თქმას ინტეგრირებული ხელოვნური ინტელექტის ბოტის მქონე Microsoft Bing-ის სასარგებლოდ, რამაც Google-ში ნამდვილი პანიკა გამოიწვია. Samsung-მა, როგორც ჩანს, უარი თქვა თავდაპირველ გეგმაზე, თუმცა კვლავ დიდ ინტერესს გამოხატავს ბრაუზერში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციის ვარიანტების მიმართ. ფოტოს წყარო: ilgmyzin/unsplash.com პორტალ Android Authority-ს თანახმად, Samsung Internet Browser v22.0.0.54-ის APK ფაილის „გარჩევის“ შემდეგ აღმოჩნდა, რომ კომპანია, სავარაუდოდ, აქტიურად ატარებს ექსპერიმენტებს ChatGPT ჩატ-ბოტის პროგრამაში ამა თუ იმ ფორმით ინტეგრირების მიმართულებით. თუმცა, არ არსებობს გარანტია, რომ შესაბამისი ფუნქციები ოდესმე საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახდება. კოდის სტრიქონებით თუ ვიმსჯელებთ, შეგვიძლია ვისაუბროთ ექსპერიმენტულ ინტეგრაციაზე. ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ ახალი ფუნქცია შესაძლებელს გახდის განხორციელდეს მოთხოვნები ChatGPT-ზე თავად სერვისის საიტზე გადასვლის გარეშე, ChatGPT-ის პარამეტრებისა და ვერსიის არჩევით. ასევე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მომხმარებლებს შეეძლებათ კითხვები დაუსვან ChatGPT-ს იმ ვებ-გვერდების მოკლე შეჯამებისთვის, რომლებსაც სტუმრობენ. ფოტოს წყარო: Android Authority ამ დროისთვის Samsung-ის ინტერნეტ ბრაუზერში ChatGPT-სთან დაკავშირებული ფუნქციონალი წარმოდგენილი არ არის. რა თქმა უნდა, არსებობს მესამე მხარის დანამატები შესაბამისი ბოტის დაკავშირების შესაძლებლობით, მაგრამ ისინი ვერ შეედრება პირდაპირ ინტეგრაციას. თავად Samsung-ს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი ამ სიახლეზე. როგორც მოგეხსენებათ, Samsung-ის ინტერნეტ ბრაუზერი წინასწარ არის დაინსტალირებული კომპანიის პლანშეტებსა და სმარტფონების ყველა მოდელზე, ამიტომ ახალმა ფუნქციონალმა შეიძლება სერიოზული გავლენა მოახდინოს მომხმარებელთა მხრიდან უპირატესობებზე, რომლებიც უფრო დადებითად აფასებენ ChatGPT-ს Google Bard-თან შედარებით. https://tinyurl.com/356ze3zb
  24. გასულ წელს ჩინურმა კომპანია Lenovo-მ გამოუშვა გეიმინგ პლანშეტი Legion Y700. ამჟამად გამოჩნდა ინფორმაცია, რომ მწარმოებელი მუშაობს მოწყობილობის განახლებული ვერსიის შექმნაზე. ფოტოს წყარო: GSM Arena წყაროს ინფორმაციით Legion Y700-ს (2023) ექნება რვაბირთვიანი მიკროპროცესორი Qualcomm Snapdragon 8+ Gen 1 (ერთი ბირთვი Cortex-X2 სიხშირით 3.0 გჰც-მდე, სამი ბირთვი Cortex-A710 სიხშირით 2.5 გჰც-მდე და ოთხი ბირთვი Cortex-A510 სიხშირით 1.8 გჰც-მდე. მოწყობილობის მაქსიმალურ კომპლექტაციას 16 გბ ოპერატიული მეხსიერება ექნება. პლანშეტს ექნება 8.8-დუიმიანი LCD დისპლეი 2560 × 1600 პიქსელი გაფართოების მხარდაჭერით და 144 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. კვების წყარო სახით მოცემულია 6550 მა/სთ მოცულობის ბატარეა სადენიანი სწრაფი 45-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერით - გასული წლის მოდელის ანალოგიურად. ასევე ცნობილია, რომ ახალ პლანშეტზე წარმოდგენილი იქნება ფრონტალური 8-მეგაპიქსელიანი და ძირითადი 13-მეგაპიქსელიანი კამერები. ამ დროისთვის არ არსებობს ინფორმაცია, თუ როდის აპირებს Lenovo ოფიციალურად წარადგინოს Legion Y700 (2023) გეიმინგ პლანშეტი. ასევე უცნობია მოწყობილობის საცალო ფასიც. https://tinyurl.com/bd72za9j
  25. ევროპის საბანკო სამმართველომ (EBA) გამოაქვეყნა „სახელმძღვანელო“ Stablecoin-ების ემიტენტისთვის ნორმატიულ-უფლებრივ ბაზა MiCA-ს ფარგლებში. დოკუმენტი მოუწოდებს კომპანიებს მოამზადონ ბიზნესი 20 აპრილს დამტკიცებული კანონმდებლობის შესასრულებლად, რომელიც ძალაში 2024 წლის 30 ივნისს შევა. „განცხადების მიზანია მოახდინოს MiCA-ს დროული მოსამზადებელი ქმედებების სტიმულირება პოტენციურად დამაგრეველი რისკებისა და ბიზნეს-მოდელების მკაფიო ცვლილებების ადრეულ ეტაპზე შემცირების მიზნით, ასევე მარეგულირებლებთან დაახლოების ხელშეწყობისა და მომხმარებელთა დაცვის უზრუნველყოფისთვის“, - ნათქვამია პრეს-რელიზში. მარეგულირებლის წინადადების თანახმად ორგანიზაციებს, რომლებიც Stablecoin-ებს გამოსცემენ, მოეთხოვებათ: უზრუნველყონ მომხმარებლებისთვის ინფორმაციის სრული გამჟღავნება; წარადგინონ საჯარო ბიზნეს-მოდელი; ეფექტური მართვის სისტემის ჩამოყალიბება, რისკების მართვის ჩათვლით; ჩამოაყალიბონ გამოსყიდვის მექანიზმი და ჰქონდეთ საკმარისი რეზერვები; დარეგისტრირდნენ EBA-ში. სააგენტოში აღნიშნეს, რომ ემიტენტების მიმართ რეკომენდაციები კვლავ ნებაყოფლობითია, თუმცა კანონის ამოქმედებამდე ინვესტორების დაცვა გარანტირებული არ არის. „მომხმარებლებს ვახსენებთ, რომ MiCA-ს ძალაში შესვლამდე Stablecoin-ები და ელექტრონული ფულის ტოკენები არ არის რეგულირებადი ინსტრუმენტები და, შესაბამისად, მომხმარებლები ჯერ არ სარგებლობენ მასში გათვალისწინებული უფლებებითა და დაცვით“, - აღნიშნა EBA-მ. ადრე ადმინისტრაციის თავმჯდომარე ხოსე მანუელ კამპამ განაცხადა, რომ მომავალი სამართლებრივი რეგულაციები ყურადღებას გაამახვილებს Stablecoin-ების მხარდაჭერის მრავალფეროვნებაზე. მან ხაზი გაუსვა ემიტენტების ინტერესთა კონფლიქტის აღმოფხვრის მნიშვნელობას, ასევე ასახეს საცავების ურთიერთობა სავაჭრო პლატფორმებთან. კამპას შემოთავაზება იყო ცენტრალურ ბანკებს მისცემოდათ Stablecoin-ების აკრძალვის უფლება. მისი აზრით ცენტრალურ ბანკს უნდა შეეძლოს მსხვილი Stablecoin-ების ფართოდ გამოყენების შეზღუდვა, თუ ისინი გავლენას მოახდენენ საჯარო პოლიტიკის მიზნებზე. https://tinyurl.com/2hesse87
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.