Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5920
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    198

Everything posted by Magdalena

  1. შიდა ტესტირების ფაზის შემდეგ Google-მა რიგით მომხმარებლების ნება დართო გამოეცადათ ახალი გეიმინგ ინიციატივა Playables. ამის შესახებ აცხადებს პორტალი 9to5Google. ფოტოს წყარო: Dexerto (Adobe Firefly) როგორც 9to5Google-ში აღნიშნეს, 5 სექტემბერს YouTube-ის მიერ ჩატარებული მიმდინარე ექსპერიმენტებისა და ტესტირების განყოფილებაში Google-ის მხარდაჭერის საიტზე გამოჩნდა ჩანაწერი Playables-ის საჯარო ტესტირების დაწყების შესახებ. Google მოიხსენიებს Playables-ს, როგორც თამაშებს, რომელთა თამაში პირდაპირ YouTube-ზეა შესაძლებელი. ეს „ახალი გამოცდილება“ ხელმისაწვდომია მომხმარებლებისთვის როგორც კომპიუტერის ბრაუზერში, ასევე მობილურ მოწყობილობებზე, რომლებიც მუშაობენ iOS-სა და Android-ზე. ერთ-ერთი თამაში, რომელიც ხელმისაწვდომია Playables-ის ტესტირების ფარგლებში, არის არკადული თამაში Stack Bounce (ფოტოს წყარო: GameSnacks) ტესტირებაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულები იხილავენ ახალ განყოფილებას YouTube-ზე, Playables - გეიმინგ ისტორიასა და შენახულ პროგრესზე წვდომა შესაძლებელია "YouTube History"-ში. YouTube ამჟამად საშუალებას აძლევს "მომხმარებელთა შეზღუდულ რაოდენობას" მონაწილეობა მიიღოს ტესტებში. უცნობია, როდისთვის უნდა ველოდოთ Playables ტესტირების აუდიტორიის გაფართოებას და ახალი განყოფილების სრულ ამოქმედებას. https://tinyurl.com/mr2pmr7b
  2. არაკასტოდიალურ კრიპტო საფულე MetaMask-ის დეველოპერებმა გააერთიანეს ციფრული აქტივების „განაღდების“ შესაძლებლობა საბანკო ბარათზე ან PayPal-ის ანგარიშზე გადატანის სახით. ფუნქცია ხელმისაწვდომია აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში და ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში. გატანისთვის მხარდაჭერილია აშშ დოლარი, ევრო და ფუნტი. კრიპტოვალუტის განაღდება შესაძლებელია MetaMask-ის ბრაუზერის აპლიკაციაში. პირველ ეტაპზე მხოლოდ Ethereum-ია ხელმისაწვდომი. კომპანიამ განაცხადა, რომ აპირებს "გაფართოვდეს უფრო მეტ რეგიონში, რათა დააკმაყოფილოს გლობალური საზოგადოების საჭიროებები". „მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლებს შეეძლოთ კრიპტოვალუტის თავისუფლად შეტანა-გამოტანა და ვიმედოვნებთ, რომ ეს განახლება Web3-ს უფრო მეტი ადამიანისთვის გახდის ხელმისაწვდომს“, - აღნიშნეს ინსტრუმენტის წარმომადგენლებმა. CoinGecko ანგარიშის თანახმად MetaMask გახდა ყველაზე პოპულარული არაკასტოდიალური საფულე 2023 წელს 22.66 მილიონზე მეტი ინსტალაციით. ივლისში MetaMask-ის გუნდმა განაახლა ბრაუზერის გაფართოების ინტერფეისი საფულის v10.33 რელიზში. აპრილში აპლიკაციის შემქმნელმა ტეილორ მონაჰანმა აღმოაჩინა, რომ მომხმარებლებმა დაკარგეს 10.5 მლნ აშშ დოლარზე მეტი უცნობი ექსპლოიტის გამო. https://tinyurl.com/27d3xbzy
  3. სოციალურ ქსელ X-ის მფლობელ ილონ მასკს სურს მისი მიკრობლოგების სერვისი გადააქციოს YouTube-ისა და Twitch-ის დონის უნივერსალურ პლატფორმად. ამ სტრატეგიის მხარდასაჭერად მასკის კოსმოსურმა კომპანია SpaceX-მა უკვე დაიწყო YouTube-ზე რაკეტების გაშვებების პირდაპირი სტრიმინგების გაუქმება X-ის სასარგებლოდ. ფოტოს წყარო: SpaceX-Imagery / pixabay.com SpaceX ტრადიციულად რაკეტების გაშვებას YouTube-ზე ავრცელებდა, მაგრამ გასულ კვირას მან სხვა სცენარი აირჩია: 4 სექტემბერს Starlink-ის 21 თანამგზავრის გაშვება აჩვენეს X-ის გვერდზე, YouTube-ის იგნორირებით. იგივე მოხდა, როდესაც Crew-6-ის მისია საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან დედამიწაზე დაბრუნდა - YouTube-ზე აჩვენეს მხოლოდ მოდულის განცალკევების მომენტი, დანარჩენი კი X-ზე გადაიცემოდა. SpaceX-ის ამ ინიციატივას უკვე მოყვა საზოგადოების უკმაყოფილება, რომელიც წლების განმავლობაში ადევნებდა თვალს კომპანიის კოსმოსურ ფრენებს. აღნიშნულია, რომ YouTube-ს აქვს ძალიან მოსახერხებელი ინტერფეისი და ტრანსლაციის უფრო მაღალი გამოსახულების ხარისხი X-თან შედარებით. და რაც მთავარია, YouTube-ს აქვს აპლიკაცია სმარტ-ტელევიზორებისთვის, ხოლო პლატფორმა X-ს - ჯერ არა. სიტუაცია ჯერ კიდევ არ არის უიმედო: SpaceX-ის რაკეტების გაშვებების ყურება ჯერ კიდევ შესაძლებელია მესამე მხარის YouTube-არხებზე, მაგალითად Spaceflightnow.com-ზე ან NASASpaceflight-ზე. https://tinyurl.com/bdfcbj2f
  4. 144-ბირთვიან Arm-პროცესორ NVIDIA Grace Superchip-ის წარდგენა გაზაფხულზე შედგა კონფერენცია GTC 2023-ზე. ჩიპის ტექნიკური მახასიათებლები დიდი ხანია ცნობილია, თუმცა ტესტირების პირველი შედეგების გამოქვეყნება კომპანიამ ახლა გადაწყვიტა, სავარაუდოდ, Arm-ის მოწოდებით, რომელიც IPO-სთვის ემზადება. Grace Superchip-ის წარმოება უკვე დაწყებულია, მის ბაზაზე აგებული ОЕМ-სისტემების გამოშვება კი 2024 წლის მე-2 კვარტალშია მოსალოდნელი. Grace Superchip - ეს არის ორი Grace ჩიპის ნაკრები, თითოეული მოიცავს 72 ბირთვ Arm Neoverse V2-ს (Arm v9) ვექტორულ გაფართოება SVE2-ის მხარდაჭერით. პროცესორს შეუძლია BF16/INT8 ფორმატთან მუშაობა და 7.1 Tflops-ის უზრუნველყოფა FP64 რეჟიმში. სისტემური თვალსაზრისით ჩიპების ნაკრები წარმოდგენილია ერთიანი 144-ბირთვიანი პროცესორის სახით. Grace Superchip-ის სტრუქტურა. წყარო: NVIDIA Grace Superchip-ის კონკურენტებად შერჩეული იყო პლატფორმები AMD EPYC Genoa 9654-ის ბაზაზე (2 პროცესორი, 192 ბირთვი) და Intel Xeon Sapphire Rapids 8480+ (2 პროცესორი, 112 ბირთვი). შედეგი საკმაოდ საინტერესოა: მიუხედავად იმისა, რომ ბირთვების რაოდენობით შესამჩნევად ჩამორჩება AMD-ის სისტემას, NVIDIA-ს ჩიპმა მოახერხა პარიტეტის მიღწევა ტესტების აბსოლუტურ უმრავლესობაში და აჩვენა კიდეც 1.4x უპირატესობა გრაფიკის ანალიტიკის სცენარში. ფოტოს წყარო: NVIDIA შესაძლოა, NVIDIA-ს პროცესორს ხელი შეუწყო მეხსიერების მძლავრმა ქვესისტემამ: Grace Superchip-ს აქვს LPDDR5x ჩიპების ნაკრები 960 გბ მოცულობით და მეხსიერების ჯამური 1 ტბ/წმ სიჩქარით. თუმცა უფრო მეტად საინტერესოა შედეგები ენერგოეფექტურობის მხრივ - Grace Superchip-ს უზარმაზარი უპირატესობა აქვს და შეადგენს 70 %-დან 150 %-ს. მიღებული შედეგები დიდწილად ემთხვევა ტესტში მონაწილე სისტემების ენერგომოხმარების ოფიციალურ მონაცემებს - ესენია 720 და 700 ვატი AMD-ისა და Intel-ის ჩიპებში, შესაბამისად, ხოლო NVIDIA Grace Superchip-ის მაჩვენებელი 500 ვატს შეადგენს. თუ გამოქვეყნებული შედეგები დამოუკიდებელი ტესტებით დადასტურდა, შეგვიძლია ვისაუბროთ სერიოზული კონკურენტის გამოჩენაზე x86 სერვერის გადაწყვეტილებებში. თუმცა, NVIDIA-ს ფასების პოლიტიკა Grace Superchip-თან მიმართებაში ჯერ კიდევ საიდუმლოა. https://tinyurl.com/4xwy923h
  5. გადახდების გიგანტმა Visa-მ წამოიწყო საპილოტე პროექტი, რომელშიც სავაჭრო ობიექტებს შეეძლებათ გამოიყენონ stablecoin USDC Solana-ს ქსელში. 2021 წელს კომპანიამ დაიწყო USDC-ის ტესტირება Ethereum-ში Crypto.com-თან პარტნიორობით. ამჯერად Solana-ს არჩევა განპირობებულია უფრო სწრაფი და იაფი ტრანზაქციებით კაპიტალიზაციით სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის ბლოკჩეინთან შედარებით. პროექტის პარტნიორები გახდნენ WorldPay და Nuvei. ისინი იმოქმედებენ, როგორც stablecoin Circle-ის ემიტენტისგან USDC-ის მიმღებები Visa-ს ანგარიშიდან მერჩანტებთან ურთიერთობისთვის. „პილოტი აჩვენებს, თუ როგორ ხსნის USDC-ს Visa-ს ინოვაციასთან გაერთიანება გადახდების, კომერციისა და ფინანსური აპლიკაციების მომავალს“, - განაცხადა Circle-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯერემი ალერმა. Visa-ს კრიპტოვალუტის განყოფილების ხელმძღვანელმა კაი შეფილდმა Fortune-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ხაზინაში თანხის გადარიცხვის დამუშავების დრო უცვლელი დარჩება. „ამ ადრეულ ეტაპზე, ჩვენ უბრალოდ უზრუნველვყოფთ საბანკო გადარიცხვის ნაცვლად USDC-ის გაგზავნის ან მიღების შესაძლებლობას, მაგრამ გადარიცხვა უფრო სწრაფად არ ხორციელდება. დროთა განმავლობაში, ვფიქრობ, რომ არსებობს ამის შეცვლის პოტენციალი“, - განმარტა მან. ტოპ-მენეჯერმა განაცხადა, რომ კომპანიამ გააცნობიერა „Stablecoin-ების“ როლი. „ჩვენ მივედით იმ მომენტამდე, როცა ცხადი გახდა, რომ Stablecoin-ებს შეუძლიათ გარკვეული როლი შეასრულონ გადახდებში, რეალური პრობლემების გადაჭრაში“, - აღნიშნა მან. კომპანიის წარმომადგენელმა დაადასტურა კრიპტობარათების გამოშვებასთან დაკავშირებით Binance-თან თანამშრომლობის შეწყვეტა ბირჟის მარეგულირებელი პრობლემების ფონზე. შეფილდს არ გაუკეთებია კომენტარი პლატფორმასთან პარტნიორობის სრულად დახურვის მზადყოფნის საკითხის შესახებ. შეგახსენებთ, რომ აპრილში Visa-მ გამოაცხადა დეველოპერების დაქირავების შესახებ კრიპტოვალუტების განყოფილებისთვის. მანამდე აღმასრულებელმა დირექტორმა ალფრედ კელიმ განაცხადა, რომ ბლოკჩეინზე დამყარებული გადაწყვეტილებები ინტეგრირებული იქნება კომპანიის სერვისებში შემდეგი თაობის გადახდების მხარდასაჭერად. http://tinyurl.com/ye29h9zu
  6. Apple და Microsoft ძალისხმევას არ იშურებენ, რომ მათი სერვისები iMessage და Bing არ დაექვემდებაროს ევროკავშირის ციფრული ბაზრების კანონს (DMA). ორივე კომპანია ამტკიცებს, რომ მათი პროგრამული გადაწყვეტილებები არ არის საკმარისად დიდი, რათა დააკმაყოფილოს ახალი კანონმდებლობის მოთხოვნები, რომლებიც მიმართულია ევროკავშირის ბაზარზე ციფრული კონკურენციის გაძლიერებისკენ. ევროკომისიამ უნდა გამოაქვეყნოს IT კომპანიების სია, რომლებიც ექვემდებარება DMA-ს. ეს სია მოიცავს დიდ ორგანიზაციებს და მათ მიერ მოწოდებულ კონკრეტულ სერვისებს. შემოსავლისა და მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით შერჩეულ სერვისებს მოეთხოვებათ თავსებადობისა და კონკურენციის წესების დაცვა. Apple და Microsoft, Amazon, Alphabet, Meta, ByteDance და Samsung უკვე სიაში არიან. თუმცა, ევროკომისიას ჯერ არ აქვს განსაზღვრული, თუ მათი ბიზნესების რომელი ნაწილი უნდა შევიდეს მასში. მას შემდეგ, რაც ევროკავშირი დაამტკიცებს დოკუმენტს, კომპანიებს ექვსი თვე ექნებათ 2024 წლის მარტამდე DMA-ს წესების შესაბამისობის შესასრულებლად. Financial Times-ის (FT) ინფორმაციით Microsoft, დიდი ალბათობით, არ გაასაჩივრებს, რომ ოპერაციული სისტემა Windows ექცევა DMA-ს მოქმედების ქვეშ, მაგრამ კომპანია ამტკიცებს, რომ მისი საძიებო სისტემა Bing-ის წილი ბაზარზე მცირეა (უფრო პოპულარულ კონკურენტ Google-თან შედარებით) და შესაძლოა კიდევ შემცირდეს, თუკი მოუწევს კონკურენტი საძიებო სისტემებისთვის წვდომის გახსნა. ანალოგიურად Apple-იც ამუშავებს მეთოდებს, რომლებიც iOS-ს საშუალებას აძლევს აპლიკაციების გარე მაღაზიებთან იმუშაოს და მოხდეს ჩამოტვირთვა App Store-ის გვერდის ავლით, რათა DMA-ს წესებს შეესაბამებოდეს. თუმცა, როგორც FT აცხადებს, კომპანია ამტკიცებს, რომ მის აპლიკაცია iMessage-ის ჩამოტვირთვები თვეში ვერ აწევს კანონით დაწესებულ, 45 ათასი აქტიური მომხმარებლის ზღვარს და, შესაბამისად, არ უნდა ურთიერთქმედებდეს სხვა მესინჯერებთან. მიუხედავად იმისა, რომ Apple-ს არ გამოუქვეყნებია კონკრეტული ციფრები, ვარაუდობენ, რომ iMessage-ს შეიძლება მილიარდი მომხმარებელი ჰყავდეს მთელ მსოფლიოში. ციფრული ბაზრის კანონი არის ევროკავშირის კანონების ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების დომინირების შეზღუდვას. ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ ტექნოლოგიური გიგანტების მზარდი გავლენა მთელ მსოფლიოში მარეგულირებლებს შორის შეშფოთებას იწვევს. ეს ახალი ზომები აჩვენებს ევროპის სურვილს - გააკონტროლოს და დაარეგულიროს IT ინდუსტრიის უმსხვილესი მონაწილეების საქმიანობა, რათა უზრუნველყოს უფრო სამართლიანი და კონკურენტუნარიანი გარემო ბაზრის ყველა მონაწილისთვის. ეს პერიოდი შეიძლება იყოს რთული, მაგრამ იგი ხსნის ახალ შესაძლებლობებს ინოვაციებისა და სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებისთვის. http://tinyurl.com/2s4cae5p
  7. პროცესორი Intel Core i9-14900K გაიტესტა ბენჩმარკ CPU-Z-ზე. სამომავლო პროცესორ Core i9-14900K-ს, რომელიც განახლებულ Intel Raptor Lake სერიაში შევა, ექნება იმდენივე ბირთვი, რაც Core i9-13900K-ს - 24 ბირთვი, რომლებიც შედგება 8 P და 16 E ბირთვისგან. თუმცა ტაქტის სიხშირე შესამჩნევად გაიზარდა, როგორც ჩანს ინტერნეტში ახლახანს გაჟონილ CPU-Z-ის სქრინშოტებზე. @wnxod-ის მიერ გამოქვეყნებული სქრინშოტების მიხედვით (VideCardz-ის მეშვეობით), Core i9-14900K შესაძლებელია 6.0 გჰც-მდე აჩქარდეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გაიტესტა i9-14900K-ის ინჟინრული ნიმუში. გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით დასტურდება პროცესორის TDP-ის დონე 125 ვატი და ტაქტის ამ სიხშირის მისაღწევად აუცილებელი ძაბვა 1385 ვოლტი. CPU-Z-ზე პროცესორის ერთბირთვიანი წარმადობის შედეგმა შეადგინა 978 ქულა, მრავალბირთვიანის - 18117.5. Core i9-13900K-სთან შედარებით 14900K აღმოჩნდა 8.4%-ით სწრაფი ერთბირთვიან ტესტში და 9.0%-ით სწრაფი - მრავალბირთვიანში. Core i9-12900K-სთან შედარებით ზრდა 19.9%-სა და 59.5%-ს შეადგენს, შესაბამისად. არაოფიციალური ინფორმაციით მე-14 თაობის Core K სერიის პროცესორების წარდგენას Intel გეგმავს ღონისძიება Innovation-ზე მიმდინარე თვის ბოლოს. რელიზი უნდა შედგეს ოქტომბერში ან ნოემბერში. http://tinyurl.com/583kmke7
  8. CoinShares-ის ანალიტიკოსების მონაცემებით კრიპტოვალუტების საინვესტიციო პროდუქტებიდან თანხების გადინება 26 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე პერიოდში შემცირდა 168 მლნ აშშ დოლარიდან (მაქსიმალური მაჩვენებელი 2023 წლის მარტიდან) 11.2 მლნ აშშ დოლარამდე. წყარო: CoinShares. ბოლო შვიდი კვირის განმავლობაში ინვესტორებმა კრიპტოპროდუქტებიდან სულ 342 მლნ აშშ დოლარი გაიტანეს, წლის დასაწყისიდან კი 165 მლნ აშშ დოლარის წმინდა შემოდინება დაფიქსირდა. „განწყობის დიდი ცვლილებები დიდწილად გამოწვეულია ციფრული აქტივების რეგულირების მიმართ იმედებითა და შეშფოთებით“, - ნათქვამია მოხსენებაში. ამ თვალსაზრისის მხარდასაჭერად ანალიტიკოსებმა მოიხსენიეს აშშ-ში Bitcoin-ETF-ის გამოშვების მოლოდინი, რაც არ განხორციელდა მას შემდეგ, რაც SEC-მა გადადო გადაწყვეტილების მიღება მთელ რიგ განაცხადებზე. ვაჭრობის მოცულობა გაიზარდა 2.8 მლრდ აშშ დოლარამდე, რაც 90%-ს შეადგენს საშუალო წლიური მაჩვენებლის მიხედვით. Bitcoin-ფონდებზე განახლდა შემოდინება ერთი კვირის წინ 149 მლნ აშშ დოლარის გადინების შემდეგ. ინვესტორებმა პროდუქტში პოზიციები 3.8 მლნ აშშ დოლარით გაზარდეს. სტრუქტურებიდან, რომლებიც მომხმარებლებს პირველ კრიპტოვალუტაში მოკლევადიანი პოზიციების გახსნის საშუალებას აძლევს, მომხმარებლებმა გაიტანეს 3.3 მლნ აშშ დოლარი, წინა საანგარიშო პერიოდში ეს მაჩვენებელი 4 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. უარყოფითი დინამიკა ზედიზედ 19 კვირა გაგრძელდა. AUM ამ პერიოდისთვის 48%-ით, 103 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. Altcoin-ებზე დამყარებულ პროდუქტებში შერეული ტენდენცია დაფიქსირდა. ინვესტორებმა გამოიტანეს 3.2 მლნ აშშ დოლარი Ethereum-ის ფონდებიდან, წინა კვირას გატანილ იქნა 16.8 მლნ აშშ დოლარი. გამყიდველები უფრო აგრესიულები იყვნენ Polygon-ზე დამყარებულ სტრუქტურებთან მიმართებაში (8.6 მლნ აშშ დოლარი). მეორე მხრივ, Solana-ს ფონდებზე შეგროვდა 0.7 მლნ აშშ დოლარი, ზრდა გრძელდება ზედიზედ ცხრა კვირაა, წლის დასაწყისიდან შემოსავალმა 26 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. წყარო: CoinShares. შეგახსენებთ, რომ Grayscale-ის სამართლებრივმა გამარჯვებამ SEC-ის წინააღმდეგ საქმეში Bloomberg-ის ანალიტიკოსები აიძულა აშშ-ში Bitcoin ETF-ის გამოშვების ალბათობა 2023 წლის ბოლოსთვის 75%-მდე გაეზარდათ. კომისიის ყოფილმა ხელმძღვანელმა ჯეი კლეიტონმა ასეთი პროდუქტების დამტკიცებას გარდაუვალი უწოდა. http://tinyurl.com/5mrjzevt
  9. კომპანია XFX-მა წარადგინა Radeon RX 7800 XT და RX 7700 XT ვიდეო ბარათები Speedster MERC და Speedster QICK ვერსიებში. პირველი სერიის ვიდეო ბარათები გვევლინება, როგორც ფლაგმანური გადაწყვეტილებები, რომლებიც გვთავაზობენ მოწინავე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს, რომლებიც ხელმისაწვდომია XFX-ისთვის. QICK სერია განკუთვნილია მასობრივი მომხმარებლისთვის. ფოტოს წყარო: XFX ვიზუალურად Speedster MERC და Speedster QICK სერიების Radeon RX 7800 XT და RX 7700 XT ბარათები ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ისინი აღჭურვილია სამქულერიანი გაგრილების სისტემებით, რომელთაგან თითოეული 13-ფრთიანია. ორივე სერია გვთავაზობს ორმაგ BIOS სისტემას. ყველაზე შესამჩნევი გარეგანი განსხვავება XFX MERC და QICK გრაფიკულ ბარათებს შორის არის უკანა გამაძლიერებელი ფირფიტების დიზაინი. პირველს აქვს გოფრირებული ზედაპირი, მეორეს - ბრტყელი. გარდა ამისა, MERC გრაფიკული ბარათების სერიას აქვს განათება, QICK-ს - არა. კომპანიამ წარადგინა ვიდეო ბარათის სამი მოდელი: XFX Radeon RX 7800 XT QICK 319 Core Edition (RX-78TQICKF9); XFX Radeon RX 7800 XT MERC 319 Black Edition (RX-78TMERCB9); XFX Radeon RX 7700 XT QICK 319 Black Edition (RX-77TQICKB9). სამწუხაროდ, კომპანიამ არ გააზიარა ახალი ბარათების დეტალური ტექნიკური მახასიათებლები და მათი გრაფიკული პროცესორების სიხშირეები. QICK მოდელების სისქე არის 2.5 გაფართოების სლოტი. MERC ვერსია ოდნავ სქელი - 2.75-სლოტიანია. მწარმოებელმა ასევე დაადასტურა, რომ MERC გრაფიკული ბარათის გაგრილების სისტემაში შედის აორთქლების კამერა. შეგახსენებთ, რომ Radeon RX 7800 XT-ის გრაფიკულ პროცესორს აქვს 60 შემსრულებელი ბლოკი (EU), ასევე 16 გბ GDDR6 მეხსიერება 256-ბიტიანი სალტის მხარდაჭერით. თავის მხრივ, Radeon RX 7700 XT მოდელის GPU-ს აქვს 54 შემსრულებელი ბლოკი (EU), ბარათი აღჭურვილია 12 გბ GDDR6 მეხსიერებით 192-ბიტიანი სალტის მხარდაჭერით. ორივე სერიის ვიდეო ბარათები 6 სექტემბრიდან გაიყიდება. მიიჩნევა, რომ Radeon RX 7800 XT QICK 319 Core Edition და Radeon RX 7700 XT QICK 319 Black Edition შემოთავაზებული იქნება სარეკომენდაციო 499 და 449 აშშ დოლარად, შესაბამისად. Radeon RX 7800 XT MERC 319 შედარებით ძვირი იქნება. http://tinyurl.com/3hd22fvy
  10. კომპანია SpaceX-მა წელიწადში განხორიცელებული წარმატებული კოსმოსური ფრენების საკუთარი რეკორდი გადალახა. კომპანიამ მიმდინარე წლის დასაწყისიდან ამ დრომდე 62 მისია განახორციელა. 62-ე მისიის ფარგლებში რაკეტა Falcon 9 აფრინდა 3 სექტემბერს. 4 სექტემბერს ადრეულ საათებში SpaceX-მა საკუთარ სოციალურ ქსელ X-ით დაადასტურა 21 ერთეული Starlink-თანამგზავრის ორბიტაზე გაშვება. ფოტოს წყარო: SpaceX Falcon 9-ის პირველი მონაკვეთი გაშვებიდან 8.5 წუთის შემდეგ დედამიწაზე დაბრუნდა და დაეშვა მცურავ პლატფორმა SpaceX Just Read the Instruction-ზე ატლანტის ოკეანეში. აღსანიშნავია, რომ ეს იყო ამ რაკეტის მეათე ფრენა. 62-ე ფრენამდე ცოტა ხნით ადრე SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა მიულოცა კომპანიის გუნდს წლევანდელი სამუშაო და აღნიშნა, რომ შემდეგი წარმატებული გაშვება ახალ რეკორდს დაამყარებს და გადააჭარბებს 2022 წლის შედეგს. აღსანიშნავია, რომ SpaceX-მა მიმდინარე წელს უფრო მეტჯერ გაუშვა რაკეტა, ვიდრე რომელიმე ქვეყანამ წელს. მაგალითად, რუსეთმა შეასრულა 12 გაშვება, ხოლო ჩინეთმა - 39. „[2023 წელს] SpaceX-მა დედამიწიდან მთლიანი სასარგებლო ტვირთის მასის დაახლოებით 80% გაიტანა ორბიტაზე. კიდევ 10% ჩინეთიდან გავიდა, დანარჩენი 10% კი - დანარჩენი მსოფლიოდან“, - დაწერა მასკმა 2 სექტემბერს. http://tinyurl.com/3pzwjxn4
  11. ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) ყოფილმა თავმჯდომარე ჯეი კლეიტონმა CNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მარეგულირებელი ორგანო აუცილებლად დაამტკიცებს ETF-ს პირველი კრიპტოვალუტის სპოტ ფასზე დაყრდნობით. „დამტკიცება გარდაუვალია. ფიუჩერსებსა და ფულად პროდუქტებს შორის დიქოტომია სამუდამოდ არ შეიძლება გაგრძელდეს“, - თქვა მან. კლეიტონმა აღნიშნა, რომ მას არ გაუკვირდა სააგენტოს გადაწყვეტილება - BlackRock-ის, Fidelity-ს, Bitwise-ის, VanEck-ის, WisdomTree-ს, Invesco-სა და Valkyrie-ს სპოტ-Bitcoin ETF-ების განაცხადების განხილვა ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გადადოს. ამასთან, SEC-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა უარი თქვა პასუხის გაცემაზე, თუ როგორ მოიქცეოდა იგი კომისიის ამჟამინდელ თავმჯდომარე გერი გენსლერის ნაცვლად. „აშკარაა, რომ Bitcoin არ არის ფასიანი ქაღალდი. ყველასთვის ნათელია, რომ საცალო და ინსტიტუციონალურ ინვესტორებს სურთ მასზე წვდომა. და რაც მთავარია, ჩვენს ზოგიერთ ყველაზე სანდო მომწოდებელს სურს Bitcoin საცალო საზოგადოებას მიაწოდოს“, - განაცხადა მან. კლეიტონამდე მსგავსი აზრი გამოთქვა Morgan Creek Digital-ის თანადამფუძნებელმა ენტონი პომპლიანომ. CNBC-სთვის მიცემულ კომენტარში მან განაცხადა, რომ SEC დაამტკიცებს Bitcoin ETF-ს და ეს „მილიარდობით დოლარს“ მოუტანს კრიპტო ინდუსტრიას. 15 ივნისს BlackRock-მა SEC-ში შეიტანა განაცხადი ციფრულ ოქროზე დამყარებულ საინვესტიციო პროდუქტზე. ფინანსური გიგანტის შემდეგ სააგენტოში მსგავსი მოთხოვნები შევიდა Valkyrie-ს, Fidelity Investments-ის, WisdomTree-სა და Invesco-სგან. თუმცა, მარეგულირებელმა ყველა განაცხადი უკან დააბრუნა. ამის შემდეგ კომპანიებმა ოპერატიულად გაუგზავნეს განახლებული წინადადებები დეპარტამენტს. 14 ივლისს კომისიამ განსახილველად მიიღო BlackRock-ის, VanEck-ის, Fidelity Investments-ის, Invesco-სა და WisdomTree-ის განაცხადები. ჯერჯერობით SEC-ს არ გაუცია რაიმე თანხმობა სპოტ Bitcoin ETF-ების გაშვებაზე. კომისიამ გამონაკლისი დაუშვა იმ პროდუქტებისთვის, რომელიც ეფუძნება ProShares-ისა და Valkyrie Investments-ის პირველი კრიპტოვალუტის ფიუჩერსებს. საერთო ჯამში მარეგულირებელს განაცხადების განხილვისთვის დაწყებიდან 240 დღე აქვს. მანამდე Bloomberg-ის ანალიტიკოსებმა James Seyffart-მა და Erick Balchunas-მა 2023 წლის ბოლოსთვის სპოტ Bitcoin ETF-ის გამოშვების ალბათობა 75%-ად შეაფასეს. ექსპერტებმა შანსები გაზარდეს SEC-ის წინააღმდეგ საქმეში Grayscale-ის იურიდიული გამარჯვების შემდეგ. სააგენტოს ყოფილმა ადვოკატმა ჯონ რიდ სტარკმა გამორიცხა სპოტ Bitcoin ETF-ის დამტკიცება. თუმცა, Bernstein-ის ექსპერტებმა პრეტენდენტების ახალი ტალღის შანსებს მაღალი შეფასება მისცეს. მაინინგ-კომპანია Marathon Digital-ის აღმასრულებელი დირექტორი ფრედ ტიელი პოზიტიურადაა განწყობილი, ხოლო ანალიტიკურ კომპანია Fundstrat-ის თანადამფუძნებელი ტომ ლი პროგნოზირებს ციფრული ოქროს ფასის მნიშვნელოვან ზრდას, თუ განაცხადები დამტკიცდება. https://tinyurl.com/2p88pch2
  12. კომპანია Zotac-მა წარადგინა პორტატული კომპიუტერი VR GO 4.0 (2023), რომელიც დამზადებულია ზურგჩანთის სტილში. პროდუქტი ორიენტირებულია არა იმდენად გეიმინგ საზოგადოებაზე, არამედ ვირტუალური და შერეული რეალობის, აგრეთვე მეტასამყაროს მომხმარებლებზე. ფოტოს წყარო: Zotac გასულ წელს გამოშვებულ VR GO 4.0 (2022) ვერსიას ჰქონდა პროფესიონალური ვიდეო ბარათი NVIDIA RTX A4500 16 გბ მეხსიერებით, ხოლო VR GO 4.0 (2023) ვერსიაში წარმოდგენილია ნაკლები წარმადობის და, შესაბამისად, შედარებით ხელმისაწვდომი ნახევრადპროფესიონალური RTX A2000 8 გბ მეხსიერებით, რომლის შემადგენლობაში მოცემულია მობილური ჩიპი Ampere GA106 2560 CUDA ბირთვით და 128-ბიტიანი მეხსიერების სალტეს მხარდაჭერით. სხვა მხრივ ზურგჩანთა-კომპიუტერის მახასიათებლები გასული წლის მოდელთან შედარებით არ შეცვლილა. მოწყობილობას საფუძვლად უდევს Tiger Lake თაობის მობილური რვაბირთვიანი და 16-ნაკადიანი პროცესორი Intel Core i7-11800H, 16 გბ DDR4 ოპერატიული მეხსიერება და 512 გბ M.2 SSD. მოწყობილობის წონაა 4.5 კგ. კვებისთვის გამოიყენება წყვილი, შეცვლადი ბატარეა - თითო 6000 მა/სთ მოცულობით. შესაძლებელია კომპიუტერის VR-ჰედსეტთან გამოყენება ავტონომიურ რეჟიმში. ავტონომიური მუშაობის დრო 1 საათამდეა. კომპიუტერზე წარმოდგენილია ერთი HDMI 2.1, ორი DisplayPort 1.4, USB 3.1 Type-C, ოთხი USB 3.1 და ორი USB 3.0. მხარდაჭერილია Wi-Fi 6 და Bluetooth 5.2. Zotac VR GO 4.0-ს ყიდვა შესაძლებელია 3700 ფუნტად (დაახლოებით 4660 აშშ დოლარი). https://tinyurl.com/2cuwmsn9
  13. გასულ თვეში რამდენიმე მაღალი წარმადობის Android სმარტფონი შემოვიდა ბაზარზე, მათ შორის OnePlus Ace 2 Pro, Redmi K60 Ultra და Realme GT5. OnePlus-ის ახალმა ფლაგმანმა თვის ბოლოს მოახერხა დიდი წარმატების მიღწევა და Android-სმარტფონების წარმადობის რეიტინგში სათავეში მოექცა მობილურ ბენჩმარკ Antutu-ს მიხედვით. OnePlus Ace 2 Pro / ფოტოს წყარო: OnePlus OnePlus Ace 2 Pro-ს აქვს მაღალი წარმადობის მიკროპროცესორი Qualcomm Snapdragon 8 Gen 2, რომელთან ერთად მაქსიმალურ კომპლექტაციაში წარმოდგენილია 24 გბ LPDDR5X ოპერატიული და 1 ტბ მუდმივი მეხსიერება. ბენჩმარკ Antutu-ზე სმარტფონის საშუალო შედეგი 1 648 735 ქულას შეადგენს, რამაც მას საშუალება მისცა უკან ჩამოეტოვა წინა თვის ლიდერი RedMagic 8S Pro. ფოტოს წყარო: Antutu მეორე პოზიციაზე 1 645 393 ქულით განთავსდა სმარტფონი iQOO 11S. იგი აგებულია პროცესორ Qualcomm Snapdragon 8 Gen 2-ზე, აქვს 16 გბ ოპერატიული და 1 ტბ-მდე UFS 4.0 მეხსიერება. ლიდერებში მესამეა RedMagic 8S Pro+ ბენჩმარკზე 1 637 536 ქულით. სამივეს აქვს Snapdragon 8 Gen 2, რაც მოწმობს ჩიპის უპირატესობას კონკურენტებთან, მათ შორის MediaTek Dimensity 9200-თან შედარებით. ფოტოს წყარო: Antutu სუბფლაგმანების ლიდერად წინა თვის მსგავსად რჩება Redmi Note 12 Turbo საშუალოდ 1 148 376 ქულით. მეორე ადგილზეა Realme GT Neo5 SE 1 146 607 ქულით. ორივე სმარტფონი აგებულია პროცესორ Snapdragon 7+ Gen 2-ის ბაზაზე. მესამე ადგილზეა iQOO Neo 7 SE, რომელშიც მოცემულია ჩიპი MediaTek Dimensity 8200 და აგროვებს 949 742 ქულას. აგვისტოში დინამიური ბრძოლა მიმდინარეობდა უპირატესობისთვის Android-სმარტფონების წარმადობის თვალსაზრისით. თვის ბოლოს OnePlus Ace 2 Pro-მ მოახერხა ამ მეტოქეობის მოგება და სამართლიანად დაიკავა მოწინავე პოზიცია ყველაზე მძლავრი Android-სმარტფონების რეიტინგში. https://tinyurl.com/yc49z2bp
  14. 31 აგვისტოს კრიპტო ბირჟა Coinbase-მა განახორციელა საგადახდო გიგანტ PayPal-ის Stablecoin PYUSD-ის ლისტინგი. „მას შემდეგ, რაც საკმარისი რაოდენობის აქტივი შემოვა, ეტაპობრივად დაიწყება ჩვენი PYUSD/USD წყვილებით ვაჭრობა. Stablecoin-ის მხარდაჭერა შესაძლოა შეზღუდული იყოს ზოგიერთ იურისდიქციაში“ - განაცხადეს ბირჟის წარმომადგენლებმა. PayPal-ის პროდუქტს აქვს იარლიყი „ექსპერიმენტული“, რომელიც ენიჭება მცირე სავაჭრო მოცულობის მქონე ახალ მონეტებს ან ტოკენებს. Stablecoin-ს მხარს უჭერს სტანდარტული Coinbase Exchange პლატფორმა და ექსპერტების პლატფორმა Advanced Trade. პირველ ეტაპზე მეიკერებს საკომისიო არ დაერიცხებათ, მიმღებებისთვის იგი შეადგენს 0.1%-ს. 7 აგვისტოს PayPal-მა გამოაცხადა აშშ დოლარით გამყარებული, Ethereum-ზე დამყარებული Stablecoin-ის გამოშვების შესახებ. მონეტის ემიტენტი იყო ინფრასტრუქტურული ბლოკჩეინ-კომპანია Paxos. აქტივმა კრიპტო საზოგადოების წევრებში საკამათო რეაქცია გამოიწვია. ზოგი მიიჩნევდა, რომ PYUSD ხელს შეუწყობს ციფრული აქტივების მასობრივ მიღებას, სხვები მიუთითებდნენ ცენტრალიზაციის რისკებზე. Bank of America-ს ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ Stablecoin-ის გამოშვება გაზრდის გადახდების ეფექტურობას და გააუმჯობესებს სამომხმარებლო გამოცდილების ხარისხს, მაგრამ გავრცელების მასშტაბი ნაკლებად სავარაუდოა, რომ მასშტაბური იყოს. Nansen-ის ანალიტიკოსების აზრით PYUSD-ის ემისიის 90%-ზე მეტი კვლავ ემიტენტ კომპანია Paxos-ის ბალანსზეა. მონეტების შეთავაზების მხოლოდ 7% არის მომხმარებლის საფულეებში, რომლებიც დაკავშირებულია ბირჟებთან - Kraken, Gate.io და Crypto.com. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა მაქსინ უოტერსმა „ღრმა შეშფოთება“ გამოთქვა PayPal-ის Stablecoin-ის გაშვებასთან დაკავშირებით. მან მიუთითა ასეთი აქტივების მარეგულირებელი ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის არარსებობაზე. JPMorgan-ის ანალიტიკოს Nikolaos Panigirtzoglou-ს აზრით PYUSD-ს შეუძლია Ethereum-ს სარგებელს მოუტანოს ქსელში დაბლოკილი თანხების მთლიანი ღირებულების გაზრდით. https://tinyurl.com/yc36mf9e
  15. ივლისში Intel-მა და ASUS-მა გააფორმეს პარტნიორობის ხელშეკრულება NUC სერიის პროდუქტების გაყიდვისა და წარმოების უფლებების გადაცემის შესახებ. პარტნიორობა არ არის ექსკლუზიური, შესაძლოა სხვა კომპანიებიც გახდნენ მონაწილეები, მაგრამ ამ დროისთვის ASUS არის ამ პროდუქტების ერთადერთი ოფიციალური დისტრიბუტორი. ფოტოს წყარო: asus.com ASUS-მა ოფიციალურად გამოუშვა NUC ხაზი 1 სექტემბერს და ამჟამად გვთავაზობს Intel-ის მე-10-დან მე-13 თაობამდე პროცესორებზე დამყარებულ ამ სერიის პლატფორმებს. Intel-ს ჯერ არ ამოუღია ეს პროდუქტები თავისი რესურსებიდან, მაგრამ ASUS-მა უკვე წარმოადგინა საკუთარი ხაზი. ეს ნიშნავს, რომ მომავალში მაღაზიებში გამოჩნდება ASUS NUC 13 Extreme ბრენდის პროდუქტები ROG ლოგოს გარეშე. ASUS-მა აიღო პასუხისმგებლობა როგორც არსებული, ისე მომავალი NUC პლატფორმების განვითარებასა და გაყიდვაზე. როგორც ჩანს, Intel-მა პარტნიორს ასევე გადასცა მომავალი თაობის მინი კომპიუტერების გამოშვების გეგმა როგორც Meteor Lake სერიის, ასევე მე-14 თაობის Core პროცესორების მოდელებით. NUC სერიის მომავალი პროდუქტები სავარაუდოდ აღარ იქნება წარმოდგენილი Intel-ის ბრენდით. ASUS-ს ამ დრომდეც ჰქონდა პროდუქტების საკუთარი სერია, რომელიც ორიენტირებულია კომპაქტური ფორმ-ფაქტორის სისტემებზე, მათ შორის PN5, ახლა კი NUC ბრენდი დაეხმარება მას, სხვა საკითხებთან ერთად, Intel-ის პროდუქტების AMD-ისგან განცალკევებაში. ჯერჯერობით ASUS-ის ასორტიმენტში შედის NUC-ები Intel-ის მე-10-დან მე-13 თაობამდე პროცესორებით. https://tinyurl.com/4fzasuzp
  16. მიმდინარე თვეში ბაზარზე გამოვა AMD Radeon RX 7800 XT და RX 7700 XT ვიდეო ბარათები, რომლებიც კონკურენციას გაუწევენ NVIDIA RTX 4070 და RTX 4060 Ti 16 გბ ამაჩქარებლებს, შესაბამისად. ვინაიდან AMD-ის ახალი ვიდეო ბარათები უფრო მიმზიდველ ფასად გაიყიდება, NVIDIA-ს პარტნიორები არ დაელოდნენ გაყიდვების დაწყებას და უკვე ამცირებენ ამაჩქარებლების ღირებულებას. მაგალითად, GeForce RTX 4060 Ti 16 გბ ზოგიერთ ონლაინ მაღაზიაში უკვე 450 აშშ დოლარზე ნაკლები ღირს. ფოტოს წყარო: Videocardz არსებული ცნობებით ვიდეო ბარათი RX 7700XT, რომელიც მალე გამოვა, სავარაუდოდ 449 აშშ დოლარად გაიყიდება. ამ ფონზე ნაკლებად მიმზიდველად გამოიყურება GeForce RTX 4060 Ti 16 გბ, რომელიც გამოვიდა ივლისში და იყიდება 499 აშშ დოლარად. ცხადია, შიშმა, რომ ფასის ცვლილების გარეშე NVIDIA-ს ამაჩქარებელს კონკურენციის გაწევა გაუჭირდებოდა, კომპანია და მისი პარტნიორები აიძულა შეემცირებინათ ვიდეო ბარათების ღირებულება. NVIDIA-ს ზოგიერთმა პარტნიორმა უკვე მოახდინა რეაგირება AMD-ის მხრიდან საფრთხეზე და შეამცირა GeForce RTX 4060 Ti 16 გბ მოდელის ღირებულება 449 აშშ დოლარამდე ან კიდევ უფრო მეტად. მაგალითად, პლატფორმა Amazon-ზე PNY GeForce RTX 4060 Ti 16 გბ Verto ამაჩქარებლის ყიდვა 430 აშშ დოლარად შეიძლება. MSI-სა და Asus-ის იგივე ვიდეო ბარათი ზოგიერთ საიტზე 449 აშშ დოლარი ღირს, რაც ასევე ადასტურებს ამაჩქარებლის ღირებულების ცენტრალიზებულ შემცირებას. ფოტოს წყარო: Newegg ამრიგად, ბაზარმა მოახდინა რეაგირება AMD-ის ვიდეო ბარათების გარდაუვალ გამოშვებაზე GeForce RTX 4060 Ti 16 გბ-ის ღირებულების შემცირებით. ამავდროულად, მსგავსი დინამიკა GeForce RTX 4060 Ti 8 გბ-სთან ან GeForce RTX 4070-თან მიმართებაში ჯერ არ დაფიქსირებულა. https://tinyurl.com/yyxu6cha
  17. მორიგი გადაანგარიშების შედეგად პირველი კრიპტოვალუტის მაინინგის სირთულე გაიზარდა 6.17%-ით და განაახლა ისტორიული მაქსიმუმი 55.6 T ნიშნულზე. წყარო: BTC.com. წინა მნიშვნელობის ცვლილების პერიოდის საშუალო ჰეშრეითი არის 399.36 EH/s. ბლოკებს შორის ინტერვალი შეადგენდა 9.5 წუთს. Glassnode-ის მიხედვით 7-დღიანმა ცვლადმა საშუალო მაჩვენებელმა პიკს - 414 EH/s-ს 17 აგვისტოს მიაღწია. წყარო: Glassnode. Hashrate Index-ის მიხედვით ბოლო 24 საათის განმავლობაში ჰეშის ფასი 5%-ით შემცირდა - დღეში 63 აშშ დოლარიდან PH-ზე 60 აშშ დოლარამდე. წყარო: Hashrate Index. ამერიკულმა მაინინგ-კომპანია Genesis Digital Assets-მა გააფართოვა Bitcoin-ის მაინინგის შესაძლებლობები შვედეთში ახალი მონაცემთა ცენტრის ამოქმედებით. 417 მეგავატი სიმძლავრის ობიექტი მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთით. 19 აგვისტოს ღამით ერთ-ერთმა სოლო-მაინერმა მოიპოვა ბლოკი #803 821 პირველი კრიპტოვალუტის ქსელში და ჯილდოდ მიიღო 6.31 BTC, საკომისიოს ჩათვლით. მაინინგ-აღჭურვილობის მწარმოებელმა Bitmain-მა გამოუშვა ბაზრის არასტაბილურობისგან დაცვის მექანიზმი თავისი მომხმარებლებისთვის. კომპანიამ პირობა დადო, რომ S19j XP-ის შეძენიდან სამი თვის განმავლობაში გადაიხდის კომპენსაციას, თუ Bitcoin-ის ფასი 20%-ზე მეტით დაეცემა. https://tinyurl.com/2p8py63m
  18. Samsung მუშაობს სრულფასოვან დასაკეც პლანშეტზე, რომელიც გამოჩნდება Galaxy Z Fold სერიის სმარტფონებს გარეთ. ბრიტანულ Independent-თან ინტერვიუში კომპანიის მობილური განყოფილების ხელმძღვანელმა Tae Moon Roh-მ (TM Roh) განაცხადა, რომ Samsung მუშაობს დრეკადი ეკრანების მქონე პლანშეტებსა და ლეპტოპებზე. „ადამიანები შლიან წიგნს წასაკითხად და ბლოკნოტს - რაღაცის დასაწერად. როდესაც მათ არ იყენებთ, შეგიძლიათ დახუროთ, რათა უფრო კომპაქტური გახდეს და დაიცვათ მასში არსებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ეს უბრალოდ ადამიანის ქცევის ბუნებრივი ნაწილია“, – განაცხადა ტოპ-მენეჯერმა დასაკეც Android-პლანშეტზე საუბრისას. მან დაადასტურა, რომ Samsung ნამდვილად მუშაობს ასეთ მოწყობილობაზე: ”ის, რაც სმარტფონზე იყო გამოყენებული, ასევე გავრცელდება პლანშეტებსა და ლეპტოპებზე. და ჩვენ მასში ბევრი რესურსი ჩავდეთ“. ახალი ტიპის მოწყობილობები დამყარებული იქნება უნივერსალურ გადაწყვეტილებაზე - Samsung ქმნის "ფუნდამენტურ ტექნოლოგიას" დასაკეცი პლანშეტებისა და ლეპტოპებისთვის. მოწყობილობები ბაზარზე გამოვა მაშინ, როდესაც „ისინი მზად იქნება შესთავაზონ მომხმარებლებს მნიშვნელოვანი სიახლეები“. „დასაკეცი პლანშეტი უნდა იყოს თხელი და მსუბუქი, რათა თავისუფლად ატაროს მომხმარებელმა. მაგრამ ამავე დროს უნდა იყოს გამძლე, რომ შიშის გარეშე გამოიყენონ, ”- განაცხადა Roh-მ. https://tinyurl.com/59hvrxc2
  19. Xiaomi-ის ხელმძღვანელობის ბოლო აქტივობა, რომელიც დაკავშირებულია ბრენდის პირველი ელექტრომობილის ანონსის მომზადებასთან დაკავშირებით, შესაძლოა გამოწვეული იყოს MS11 მოდელის წარმოების მოახლოებით. Reuters-ის ცნობით ჩინურმა მარეგულირებლებმა Xiaomi-ს ელექტრომობილების მასობრივი წარმოების დასაწყებად ერთ-ერთი აუცილებელი ნებართვა მისცეს. ელექტრომობილ Xiaomi MS11-ის დიზაინი ფოტოგრაფის წარმოგენით. ფოტოს წყარო: Weibo Ramen Master Design წყაროს ცნობით, Xiaomi-მ შესაბამისი ტიპის საქმიანობის ნებართვა მიიღო ჩინეთის განვითარებისა და რეფორმების ეროვნული კომისიისგან (NDRC), რომელიც განიხილავს პროექტებსა და ინვესტიციებს ქვეყნის საავტომობილო ინდუსტრიაში. სხვათა შორის, 2017 წლიდან ეს მხოლოდ მეოთხე ინიციატივაა, რომელიც ამ მარეგულირებელმა ორგანომ დაამტკიცა. შეთანხმება წარმატებით დასრულდა მიმდინარე თვეში, რამაც შეიძლება ოპტიმიზმი მისცეს Xiaomi-ს მენეჯმენტს, რომელმაც MS11 ელექტრომობილის პროტოტიპებით მონაწილეობა მიიღო თემატურ ექსპედიციაში ჩინეთის ერთ-ერთ რეგიონში. ორ წელზე მეტი გავიდა Xiaomi-ს ხელმძღვანელ Lei Jun-ის ოფიციალური განცხადებიდან ელექტრომობილების წარმოებასთან დაკავშირებული განზრახვების შესახებ, მაგრამ მათ გამოშვებამდე სხვა ორგანოს, მრეწველობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტროს მხრიდან უნდა მოხდეს დამტკიცება. Xiaomi აპირებს მინიმუმ 10 მლრდ აშშ დოლარის ინვესტირებას ელექტრომობილების წარმოებაში ათი წლის განმავლობაში. კომპანიამ ელექტრომობილების წარმოების ობიექტის მშენებლობა პეკინში წინასწარ დაიწყო, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო დარწმუნებული ამ ტიპის საქმიანობის ნებართვის მიღებაში. მიმდინარე წლის ივლისისთვის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულდა და სამომავლოდ კომპანია წელიწადში 200 000 ელექტრომობილის წარმოებას შეძლებს. მომავალ წელს, ამ საკითხის მცოდნე ადამიანების თქმით, Xiaomi დაახლოებით 100 000 ელექტრო ავტომობილის წარმოებას ელის. საწარმოს მუშაობის დაწყება დეკემბრისთვის იგეგმება, Xiaomi ამჟამად თანამშრომლებს ეძებს მანქანათმშენებლობის პლატფორმისთვის. ამავდროულად, ზოგიერთი წყარო აცხადებს, რომ ჩინური კომპანიები CATL და CALB გახდებიან ბატარეების მომწოდებლები Xiaomi-ს ელექტრომობილებისთვის. პირველი მათგანი ითვლება მსოფლიო ბაზრის ლიდერად და სპეციალიზებულია რკინის ფოსფატზე დამყარებული ლითიუმის ბატარეების მიწოდებაში, რომლებსაც აქვთ მუხტის შენარჩუნების უფრო დაბალი სიმკვრივე, ვიდრე ნიკელის, კობალტის და მანგანუმის შემცველ ბატარეებს, სამაგიეროდ ნაკლებად საშიშია ხანძრის გაჩენის ალბათობის თვალსაზრისით, თანაც უფრო იაფია მათი წარმოება. CALB-მა დაიკავა მეშვიდე ადგილი მსოფლიოს ათეულში ელექტრობატარეების მწარმოებლების შორის ამა წლის გაზაფხულზე და მესამე ადგილი - ჩინეთის ბაზარზე გასულ წელს. ბატარეების ორი კონკურენტი მომწოდებლის არსებობა Xiaomi-ს საშუალებას აძლევს მიაღწიოს თანამშრომლობის ფარგლებში უკეთეს საფასო პირობებს და უზრუნველყოს უწყვეტი მიწოდების უფრო მაღალი საიმედოობა. https://tinyurl.com/ycppt8mj
  20. ციფრული აქტივების ბაზრის დაუცველობამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ფინანსურ სტაბილურობას განვითარებადი ბაზრის ეკონომიკებში. ამის შესახებ Bank for International Settlements-ის ანგარიშშია ნათქვამი. „არსებობს შეშფოთება განვითარებადი ქვეყნების შესაძლებლობებთან დაკავშირებით - გააკონტროლონ კრიპტოაქტივების ბაზრები და შეაფასონ ფინანსური სტაბილურობის რისკები“, - ნათქვამია დოკუმენტში. ანგარიში ითვალისწინებს ლიკვიდობის რისკებს, საკრედიტო, საოპერაციო და ბანკების ჩარევის ნაკლებობასა და კაპიტალის მოძრაობასთან დაკავშირებულ რისკებს. „ერთ-ერთი გზა, რომლითაც ფასების ცვალებადობა საბაზრო რისკებზე გადადის, არის კრიპტო აქტივების პირდაპირი საკუთრება ინსტიტუტების ან შინამეურნეობების მიერ“, - განმარტებულია დოკუმენტში. რისკის ვექტორები შეიძლება წარმოიშვას განვითარებადი ბაზრის ეკონომიკის სპეციფიკური მარეგულირებელი გარემოდან. BIS-მა მოუწოდა ადგილობრივ მარეგულირებლებს, განიხილონ კონკრეტული კრიპტო აქტივების შერჩევითი აკრძალვები, შეკავება და რეგულირება. მან რეკომენდაცია გაუწია მკაფიო წესების დაწესებას, რომლებიც განასხვავებენ „საქმიანობაზე დაფუძნებულ რეგულირებას და ორგანიზაციაზე დაფუძნებულ რეგულირებას“. მოხსენებაში ნათქვამია, რომ განვითარებად ბაზრებზე ბევრი მონაწილე ციფრულ აქტივებს მიიჩნევს, როგორც „უსაფრთხო თავშესაფარს ეროვნული ვალუტების ცვალებადობისგან“. BIS-ის ექსპერტებმა CBDC-ს უწოდეს მომავლის ფულადი სისტემების საფუძველი. კრიპტოვალუტები, ექსპერტების აზრით, ტოკენიზაციის მცდარი გზაა. მანამდე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტებმა აღიარეს, რომ ციფრული აქტივების აკრძალვა არ არის საუკეთესო გზა მათთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად. https://tinyurl.com/2p9m4jr2
  21. MediaTek-მა განაცხადა Meta-სთან პარტნიორობის დაწყების შესახებ, რათა დანერგოს გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია პირდაპირ მობილური მოწყობილობებისთვის განკუთვნილ ერთკრისტალიან პლატფორმებზე. ამ ინიციატივამ შეიძლება რადიკალურად შეცვალოს ხელოვნური ინტელექტის მუშაობა სმარტფონებზე, გახადოს იგი უფრო ავტონომიური და ქლაუდ სერვისებთან ინტერნეტით დაკავშირებაზე ნაკლებად დამოკიდებული. ფოტოს წყარო: MediaTek ივლისის დასაწყისში Qualcomm-მა ასევე გამოაცხადა პარტნიორობის დაწყების შესახებ Meta-სთან გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მომავალ ჩიპსეტებში ინტეგრირების მიმართულებით. ეს იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ახალი Snapdragon 8 Gen 3 ჩიპი აღჭურვილი იქნება ასეთი ტექნოლოგიით. MediaTek ახლა მიჰყვება ამ ტენდენციას და გეგმავს ხელოვნური ინტელექტის დიდი ენის მოდელ Llama 2-ის (LLM)დანერგვას ახალ ფლაგმანურ პროცესორში. მიუხედავად იმისა, რომ MediaTek-მა დეტალები არ მოგვაწოდა, არსებობს ვარაუდი, რომ საუბარია Dimensity 9300 ჩიპზე. სმარტფონების ხელოვნური ინტელექტის ფუნქციების უმეტესობა ამჟამად ინტერნეტ კავშირს ითხოვს, მაგალითად, ChatGPT-ის გამოყენება Android-ზე. მაგრამ ხელოვნური ინტელექტის უშუალოდ მოწყობილობის ჩიპსეტში დანერგვით ასეთი კავშირი შესაძლოა არ იყოს აუცილებელი. MediaTek გვპირდება, რომ ეს მოიტანს ბევრ სარგებელს, მათ შორის გაუმჯობესებულ წარმადობას, გაუმჯობესებულ უსაფრთხოებას, დაბალ შეყოვნებას, შეზღუდული ინტერნეტის მქონე ადგილებში მუშაობის უნარს და ხარჯების შემცირებას. გენერაციული ხელოვნური ინტელექტის განვითარება ახალ ჰორიზონტს ხსნის მობილური მოწყობილობებისთვის. MediaTek-ისა და Qualcomm-ის Meta-სთან თანამშრომლობის გათვალისწინებით შესაძლოა სხვა მსხვილმა მოთამაშეებმაც, როგორებიცაა Apple და Samsung, მომავალში დაიწყონ მსგავსი ტექნოლოგიების ინტეგრირება თავიანთ მობილურ პლატფორმებში. ახალ პროცესორ MediaTek Dimensity 9300-ის პრეზენტაცია სავარაუდოდ მიმდინარე წლის ბოლოს მოხდება. ეს ნიშნავს, რომ მალე შევძლებთ მოქმედებაში ვიხილოთ გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ყველა უპირატესობა ჩვენს სმარტფონებზე. ეს არის ახალი ეტაპი მობილური ტექნოლოგიების განვითარებაში და საინტერესო იქნება ამ სფეროში შემდგომი სიახლეების ნახვა. https://tinyurl.com/ym9r9mv9
  22. კომპანია Sony-მ წარადგინა პორტატული კონსოლი PlayStation Portal, რომელსაც „PS5-ის შესაძლებლობები მობილურ ფორმატში გადააქვს“. კონსოლი საშუალებას იძლევა გაეშვას თამაში მომხმარებლის PlayStation 5-ზე და Portal-ზე მოხდეს გეიმინგ-პროცესის ტრანსლირება ინტერნეტის მეშვეობით. ახალ კონსოლს აქვს კონტროლერ DualSense-ის ყველა ძირითადი ფუნქცია ადაპტური ტრიგერებისა და ტაქტილური უკუკავშირის ჩათვლით, ხოლო 8-დუიმიანი თხევადკრისტალური ეკრანი 1080p გაფართოებითა და 60 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით ხარსხიან გამოსახულებას უზრუნველყოფს. ფოტოს წყარო: Sony PlayStation Portal პოზიციონირებს, როგორც იდეალური მოწყობილობა ისეთი ოჯახებისთვის, სადაც მისაღები ოთახის ტელევიზორის გამოყენების ბევრი კანდიდატია. სიახლე საშუალებას იძლევა მომხმარებელმა PS5-ის თამაშები ითამაშოს სახლის სხვა ოთახში, როდესაც ტელევიზორი დაკავებულია. ასევე, პორტატული კონსოლით, შეგიძლიათ ისიამოვნოთ თქვენი თამაშებით დედამიწის მეორე მხარესაც კი სწრაფი ინტერნეტის პირობებში. PlayStation პორტალი უერთდება ინტერნეტს Wi-Fi-ის საშუალებით. იგი საშუალებას გაძლევთ ითამაშოთ თქვენს PS5 კონსოლზე დაინსტალირებული ყველა თამაში და გამოიყენოთ DualSense კონტროლერი. PS VR2 თამაშები, ანუ ის თამაშები, რომლებიც ვირტუალური რეალობის ჰედსეტს საჭიროებს, ასევე ის თამაშები, რომლებიც PlayStation Plus Premium ქლაუდ სერვისით გადაიცემა, მხარდაჭერილი არ არის. PlayStation Portal-ს აქვს 3.5 მმ აუდიოკონექტორი სადენიანი ყურსასმენის დასაკავშირებლად. პორტატულ კონსოლს არ გააჩნია Bluetooth სტანდარტის მხარდაჭერა, ამიტომ უსადენო ყურსასმენის დაკავშირება შესაძლებელია მხოლოდ ახალი საფირმო Sony PlayStation Link პროტოკოლის გამოყენებით. Sony ამტკიცებს, რომ „ეს ინოვაცია უზრუნველყოფს დაბალ შეყოვნებას, ხმას დაკარგვის გარეშე და ადვილად გადართვას მრავალ PlayStation Link ჰოსტს შორის, როგორებიცაა PS5 USB ადაპტერი და PlayStation Portal“. PlayStation Portal-ის პარალელურად Sony-მ აგრეთვე წარადგინა უსადენო ჰედსეტი Pulse Elite და ყურსასმენი Pulse Explore, რომლებიც პირდაპირ PlayStation Portal-ს უკავშირდება უსადენო აუდიოტექნოლოგია PlayStation Link-ის გამოყენებით. Pulse Elite-ისა და Pulse Explore-ის PS5-ზე გამოყენებისთვის PlayStation Link-ს დასჭირდება USB-ადაპტერი, რომელიც ორივე ყურსასმენის კომპლექტში შედის. ახალი ყურსასმენების დაკავშირება შესაძლებელია როგორც PlayStation Link-ის მხარდაჭერის მქონე მოწყობილობასთან, ასევე Bluetooth-ის მქონე მოწყობილობასთან ერთდროულად. ზოგიერთმა ბლოგერმა უკვე მოახერხა ახალი Sony პორტატული კონსოლის ტესტირება. იხილეთ მათი ძირითადი შთაბეჭდილებების კრებული: „ჯოისტიკები ჰგავს PS5-ისას, მაგრამ ანალოგური სტიკები ოდნავ უფრო მცირეა Dual Sense-თან შედარებით. ეკრანი კაშკაშაა, ფერების რეპროდუქცია კარგია, მაგრამ HDR-ზე საუბარი არ არის. შეგიძლიათ ითამაშოთ ყველგან, სადაც არის კავშირი თქვენი სახლის LAN-თან, სადაც PS5-ია დაკავშირებული. სტრიმინგის დროს შეფერხებები არ ყოფილა, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ტესტირება ჩატარდა იდეალურ პირობებში და ბევრი რამ იქნება დამოკიდებული Wi-Fi-ის ხარისხზე ან ინტერნეტ კავშირის სიჩქარეზე - არ უნდა გქონდეთ სასტუმროს ინტერნეტის იმედი. თუ სხვა მომხმარებელი იყენებს PS5-ს, პორტატული კონსოლი არ იმუშავებს. PlayStation Portal-ს არ აქვს ჩაშენებული მეხსიერება, შეუძლებელია აპლიკაციის გაშვება PS5-თან დაკავშირების გარეშე. Bluetooth-ის ნაკლებობა დიდი მინუსია, რადგან იგი გაიძულებს შეიძინო Sony-ის ახალი ყურსასმენები, რომელთა ღირებულებაა 149-დან 199 აშშ დოლარამდეა, რაც თითქმის აორმაგებს სრულფასოვანი დისტანციური თამაშის ღირებულებას. პორტატული კონსოლი PlayStation Portal გამოვა წლის ბოლოს და გაყიდება 199.99 აშშ დოლარად. დამატებითი ინფორმაცია კონსოლზე წინასწარი შეკვეთების დაწყების შესახებ ჯერ არ არის ხელმისაწვდომი. https://tinyurl.com/auxfewjf
  23. მსოფლიოში მხოლოდ 65 ქვეყანა იძლევა Bitcoin-ის მომგებიანი ინდივიდუალური მაინინგის შესაძლებლობას ელექტროენერგიის ღირებულებიდან გამომდინარე. ასეთი დასკვნა გააკეთეს CoinGecko-ს ექსპერტებმა. 1 BTC-ის მოსაპოვებლად სოლო-მაინერს სჭირდება საშუალოდ 266.000 კვტ/სთ და დაახლოებით შვიდი წელი. ელექტროენერგიის ყოველთვიური მოხმარება იქნება დაახლოებით 143 კვტ/სთ. ელექტროენერგიის საშუალო ღირებულება 1 BTC-ის შინაურ პირობებში მაინინგისთვის შეადგენს 46.291.24 აშშ დოლარს. ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 85 76784 აშშ დოლარია, აზიაში კი - მხოლოდ 20 635.62 აშშ დოლარი. წყარო: CoinGecko აზიის რეგიონში ციფრული ოქროს მომგებიანი მოპოვება შესაძლებელია 34 ქვეყანაში. აფრიკიდან ამ სიას კიდევ 18 იურისდიქცია ემატება, ევროპიდან - მხოლოდ 5. ექსპერტებმა გაიხსენეს, რომ 2021 წლის ნოემბრის მდგომარეობით ცხრა ქვეყანამ საერთოდ აკრძალა კრიპტოვალუტების მაინინგი, ვაჭრობა და გამოყენება. ამ ქვეყნებს შორისაა: აზიიდან ბანგლადეში, ჩინეთი, ერაყი, ნეპალი, ყატარი, ასევე აფრიკიდან ალჟირი, ეგვიპტე, მაროკო და ტუნისი. აღსანიშნავია, რომ ყველა ამ იურისდიქციას, მაროკოს გარდა, მომგებიანი სოლო მაინინგის პოტენციალი გააჩნია. გასაკვირი არ არის, რომ ტოპ 10 ქვეყანა, სადაც სახლის პირობებში 1 BTC-ის მოპოვების ყველაზე დაბალი ხარჯებია, აზიასა და აფრიკაში მდებარეობს. წყარო: CoinGecko. ერაყის ცენტრალურმა ბანკმა კრიპტოვალუტების გამოყენება ჯერ კიდევ 2017 წელს აკრძალა. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა ამ რეიტინგში მეცხრე ადგილს დაიკავებდა. წამგებიანია Bitcoin-ის შინაურ პირობებში მოპოვება 82 ქვეყანაში. ათეულში ყველაზე მაღალი ინდივიდუალური მაინინგის ხარჯები მოიცავს ცხრა ქვეყანას ევროპიდან და კაიმანის კუნძულებს. წყარო: CoinGecko. ამასთან, ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ 1 BTC-ის მაინინგისთვის საჭირო ელექტროენერგიის მოხმარება არც ისე განსხვავდება სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკის მიერ მოხმარებულისგან. მათი აზრით ეს ადასტურებს მოსაზრებას, რომ Bitcoin არ არის ისეთი საშიში გარემოსთვის, როგორც ამას მეინსტრიმ მედია ამტკიცებს. წყარო: CoinGecko. შეგახსენებთ, რომ აპრილში კრიპტო საზოგადოებამ გააკრიტიკა სტატია მაინინგზე The New York Times-ში. Riot Platforms-მა პუბლიკაციას უწოდა "დამახინჯებებითა და აშკარა სიცრუით სავსე" პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა ინდუსტრიაზე. https://tinyurl.com/yehpme8r
  24. კომპანია Lenovo-მ დააანონსა ფლაგმანური გეიმინგ ლეპტოპი Legion 9i. მის საფუძვლად გამოყენებულია 24-ბირთვიანი Intel Core i9-13980HX და დისკრეტული ვიდეო ბარათი GeForce RTX 4090 16 გბ მეხსიერებით. ამავე დროს, ლეპტოპი მეტად კომპაქტურია - მისი სისქე მხოლოდ 18.9 მმ-ს შეადგენს. Legion 9i-ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია მასში გამოყენებული თხევადი გაგრილების სისტემა. ფოტოს წყარო: MSPOWERUSER / Lenovo China Lenovo-ს განცხადებით Legion 9i-ში გამოყენებულია მსოფლიოში ყველაზე თხელი თხევადი გაგრილების სისტემა. ლეპტოპის პრეზენტაციის ფარგლებში კომპანიამ განაცხადა, რომ გაგრილების სისტემა აქტიურდება მხოლოდ მაშინ, როცა სისტემის ტემპერატურა 84 გრადუს ცელსიუსს მიაღწევს. შედეგად იზრდება გაგრილების სისტემაში შემავალი ტუმბოს რესურსი. იგი არ ბრუნავს, როდესაც ლეპტოპი უმოქმედოა ან არ გამოიყენება თამაშებისთვის. გაგრილების სისტემაში შედის სამი ქულერი. ლეპტოპის კომპაქტური ზომის მიუხედავად მასში შესაძლებელია ორი M.2 2280 SSD-ის და ორი DDR5 მეხსიერების მოდულის განთავსება. ლეპტოპის უფროს მოდიფიკაციაში ხელმისაწვდომია DDR5-5600 მეხსიერების ორი მოდული თითო 32 გბ მოცულობით. ლეპტოპს აქვს 99.9 ვტ/სთ მოცულობის ბატარეა. Lenovo Legion 9i-ს აქვს 16.3-დუიმიანი IPS 2K ეკრანი და 165 ჰერცამდე კადრის განახლების ცვლადი სიხშირე (VRR). დისპლეიზე გამოიყენება Mini-LED განათება. არ არსებობს ინფორმაცია ლეპტოპის გაყიდვაში გამოსვლის თარიღისა და მისი ფასის შესახებ. აღინიშნება, რომ ლეპტოპის წარმოება მიმდინარე თვეში დაიწყო. https://tinyurl.com/zb82cpze
  25. კორეის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტმა (KAIST) წარადგინა მსოფლიოში პირველი ჰუმანოიდი რობოტი პილოტი. PIBOT რობოტი სხვა მსგავსი პროექტებისგან განსხვავდება ადამიანის სხეულის გამეორებით, რაც საშუალებას აძლევს მას იჯდეს ნებისმიერი "ადამიანური" ტრანსპორტის სავარძელში ტრანსპორტის მოდიფიკაციის გარეშე. შედეგად უნდა დაჩქარდეს ტრანსპორტის ავტომატიზაცია ნებისმიერ სფეროში უმარტივესი გზით. ფოტოს წყარო: KAIST ამავდროულად, რობოტი დადებითად განსხვავდება ცოცხალი პილოტებისა და მძღოლებისგან. იგი უფრო სწრაფად რეაგირებას შეძლებს საგანგებო სიტუაციებში, გაითვალისწინებს მსოფლიოს ყველა სანავიგაციო რუკას და ინსტრუქციას და თავს არ დაზოგავს რთულ ფიზიკურ გარემოში - როდესაც ტრანსპორტი მოხვდება საჰაერო ხვრელებსა და გზაზე ორმოებში. ასევე, რობოტი დააგროვებს გამოცდილებას, რაც მოხდება მასში ჩაშენებული ხელოვნური ინტელექტის წყალობით. „ჰუმანოიდი რობოტები არ საჭიროებენ არსებული თვითმფრინავების მოდიფიკაციას და მათი გამოყენება პირდაპირ შესაძლებელია ფრენის ავტომატიზაციისთვის“, - განაცხადა David Hyunchul Shim-მა, რომელიც PIBOT პროექტს ხელმძღვანელობს. ”ამიტომ, ისინი მეტად გამოყენებადი და პრაქტიკულია.” რობოტის შესაძლებლობები ავიასიმულატორზე შემოწმდა. მან მართა საჭე, განახორციელა კრეისერული ფრენა და დაეშვა. უახლოეს მომავალში დეველოპერების გუნდი რობოტის გამოცდას რეალურ მსუბუქ თვითმფრინავზე აპირებს. ამავე დროს იგეგმება PIBOT-ის გამოყენება არა მხოლოდ თვითმფრინავების პილოტირებაში. მძღოლად მუშაობა, განსაკუთრებით სატვირთო სამოქალაქო და სამხედრო მანქანებზე ასევე წარმოადგენს სამხრეთკორეელი ინჟინრების ინტერესის სფეროს. არაფერი უშლის ხელს პილოტ რობოტს დაჯდეს მანქანის საჭესთან პროგრამების განახლების შემდეგ. დეველოპერები კვლევითი პროექტის დასრულებას 2026 წლისთვის აპირებენ და შემდეგ დაიწყებენ PIBOT-ის კომერციალიზაციას. ასე, რომ ყოველ შემთხვევაში ათწლეულის ბოლომდე იგი არ გაუწევს კონკურენციას ცოცხალ პილოტებსა და მძღოლებს. https://tinyurl.com/hrhkx2t5
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.