Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5903
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    196

Everything posted by Magdalena

  1. Intel Core დესკტოპ პროცესორების (Raptor Lake Refresh) მე-14 თაობის ანონსი 19 სექტემბერს იგეგმება კონფერენცია Intel Innovation 2023-ის ფარგლებში, თუმცა ახალი ჩიპები გაყიდვაში პრეზენტაციიდან ერთი თვის შემდეგ გამოვა. ფოტოს წყარო: Intel პორტალი VideoCardz გვაცნობებს, კომპანია Intel ახალი პროცესორების გაყიდვას 17 ოქტომბრიდან აპირებს. იმავე დღეს სპეციალიზებულ მედიასა და ტექნობლოგერებს შეეძლებათ გამოაქვეყნონ მიმოხილვები ამ ახალი პროდუქტების შესახებ. ერთი დღით ადრე, 16 ოქტომბერს, Intel სარეკლამო ხასიათის პუბლიკაციების აკრძალვას მოხსნის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ დღეს მაღაზიები დაიწყებენ ახალ ჩიპებზე წინასწარი შეკვეთების მიღებას. როგორც აღვნიშნეთ, ანონსი სექტემბერშია მოსალოდნელი, ხოლო Raptor Lake Refresh პროცესორის ექვსი მოდელის - სუფიქსებით "K" და "KF" - გაყიდვები ოქტომბერში დაიწყება. ორივე სერიას აქვს ოვერქლოქინგის სრულფასოვანი მხარდაჭერა, ხოლო KF ჩიპებს არ აქვთ ინტეგრირებული გრაფიკული ბირთვი. ამრიგად, მოსალოდნელია, რომ გამოვა 24-ბირთვიანი ფლაგმანი Core i9-14900K და 14900KF, 20-ბირთვიანი Core i7-14700K და 14700KF და 14-ბირთვიანი Core i5-14600K და 14600KF. ამ ჩიპების ნომინალური TDP-ის დონე 125 ვატია. 65-ვატიანი Raptor Lake Refresh მოდელების ანონსი და გამოშვება "K" და "KF" სუფიქსების გარეშე, სავარაუდოდ, მოხდება ელექტრონიკის გამოფენა CES 2024-ზე მომავალი წლის იანვარში. ფოტოს წყარო: VideoCardz Raptor Lake Refresh-ის გარდა ღონისძიება Innovation 2023-ზე ასევე მოსალოდნელია Core Ultra (Meteor Lake) მობილური პროცესორების და, შესაძლოა, განახლებული Raptor Lake Refresh-ის მობილური ვერსიების ანონსი. კომპანიამ შესაძლოა ასევე გააზიაროს განახლებული ინფორმაცია მისი Arc სერიის დისკრეტული გრაფიკული ბარათების მიმდინარე და მომავალი სერიის შესახებ. https://tinyurl.com/3jfxx847
  2. Microsoft-მა Barclays Bank-ისა და Mastercard-ის მხარდაჭერით წარადგინა საკრედიტო ბარათი Xbox Mastercard. იგი ხელმისაწვდომი იქნება Xbox Insider-ის წევრებისთვის Xbox-სა და PC-ზე 21 სექტემბრიდან და ხელმისაწვდომი გახდება აშშ-ს ყველა მაცხოვრებლისთვის 2024 წლიდან. სხვა ქვეყნებში ბარათის გამოშვება ჯერჯერობით დაგეგმილი არ არის. ფოტოს წყარო: Microsoft Xbox Mastercard-ის სერვისი უფასო იქნება. ბარათზე დახარჯულ ყოველ დოლარზე მისი მფლობელი მიიღებს ქულებს, რომლებიც დაგროვდება Xbox.com-ის საშუალებით ახალი თამაშებისა და დანამატების შესაძენად. რეალურად, Microsoft გთავაზობთ ქეშბექს თამაშებით. Xbox-ის ბლოგში ნათქვამია, რომ Microsoft Store-ში შენაძენებისთვის Xbox Mastercard-ის გამოყენება ხუთჯერ მეტ ქულას გამოიმუშავებს, ხოლო ბარათის მეშვეობით შესაძლებელია მომხმარებელმა გადაიხადოს სტრიმინგ სერვისების, როგორიცაა Netflix და Disney+, ასევე საკვების მიწოდების სერვისების, როგორიცაა Grubhub და DoorDash, საფასური, რაც სამჯერ მეტ ქულას მოუტანს. რეგულარული ყოველდღიური შენაძენებით კი მიიღებს ქულების სტანდარტულ რაოდენობას. Xbox Mastercard-ის მფლობელები მიიღებენ 5000 ქულის ბონუსს (50 აშშ დოლარის ექვივალენტი) ნებისმიერი პირველი შესყიდვისას საკრედიტო ბარათის გამოყენებით. Game Pass-ის ახალი მომხმარებლები მიიღებენ Xbox Game Pass Ultimate-ის სათვიან გამოწერას მის სხვა პირზე გადაცემის შესაძლებლობით, როდესაც ბარათზე დარეგისტრირდებიან. Xbox Mastercard-ზე რეგისტრაციისას მფლობელს შეეძლება აირჩიოს ხუთი ხელმისაწვდომი დიზაინიდან რომელიმე ბარათზე საკუთარი გეიიმინგ-ტეგის დამატების შესაძლებლობით. ბარათები დაცულია თაღლითობისგან. ბარათის მფლობელებს ექნებათ მუდმივი წვდომა საკრედიტო რეიტინგ FICO-ზე. https://tinyurl.com/4de3s9fv
  3. JPMorgan-ის ექსპერტებმა შეამცირეს 1 BTC-ის მაინინგის თვითღირებულება 21000-დან 18000 აშშ დოლარამდე. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც კემბრიჯის ალტერნატიული ფინანსების ცენტრმა გადახედა მაინინგში ელექტროენერგიის მოხმარების ინდექსის მეთოდოლოგიას, წერს The Block. CCAF-ში აღნიშნეს, რომ ყველა მოწყობილობას არ უნდა მიუდგნენ თანაბრად, რადგან მაინერები ხშირად გადადიან ახალ, უფრო მოწინავე მოწყობილობებზე ან იყენებენ სხვადასხვა ეფექტურობის მქონე სხვადასხვა მოწყობილობის კომბინაციას. ბანკის ექსპერტების აზრით ელექტროენერგიის ფასების ცვლილება ნაკლებ გავლენას მოახდენს ციფრული ოქროს მოპოვების ეფექტურობაზე. „ადრე გამოვთვალეთ, რომ ამ ფაქტორის ღირებულების კვტ/სთ-ზე ერთი ცენტით ზრდა ან შემცირება იწვევს მაინინგის ღირებულების ცვლილებას 4300 აშშ დოლარით. მეთოდოლოგიის გადახედვის შემდეგ ჩვენ შევამცირეთ შეფასება 3800 აშშ დოლარამდე. ჰალვინგის შემდეგ იგი ავტომატურად გაორმაგდება“, - ნათქვამია ანგარიშში. 2024 წლის აპრილში მოსალოდნელი ჰალვინგი - თითო ბლოკის მოპოვებაზე მიღებული ჯილდოს განახევრება ხარჯების მართვას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს გახდის ინდუსტრიისთვის. ექსპერტების აზრით ხსენებული მოვლენა გახდება სტრეს-ტესტი მათთვის, ვინც პირველი კრიპტოვალუტის მოპოვებაშია ჩართული ელექტროენერგიის ფასებისადმი მაღალი მგრძნობელობის გამო. შეგახსენებთ, რომ ბოლო გადაანგარიშების შედეგად Bitcoin-ის მაინინგის სირთულე 2.65%-ით შემცირდა. ადრე კრიპტო მაინინგ აღჭურვილობის მწარმოებელმა Bitmain-მა პირობა დადო, რომ კომპენსაციას გადაუხდიდა მომხმარებელს ციფრული ოქროს ღირებულების მნიშვნელოვანი ვარდნის შემთხვევაში. https://tinyurl.com/38pbzzbc
  4. ინფორმატორმა HXL-მა გააზიარა სავარაუდო ჰიბრიდულ მობილურ პროცესორ AMD Phoenix 2-ის ფოტო, რომლის შემადგენლობაში შედის დიდი ბირთვები Zen 4, აგრეთვე ზოგადი დანიშნულების დამხმარე Zen 4с ბირთვები. მოსალოდნელია, რომ Phoenix 2 ჩაჯდება Ryzen Phoenix პროცესორების ხაზის ქვედა იერარქიაში. ფოტოს წყარო: @9550pro / X წარმოდგენილ სურათზე ჩანს L3 ქეშის დიდი ბლოკი (მონიშნულია მწვანედ ფოტოს მარცხენა მხარეს), ორი მაღალი წარმადობის Zen 4 ბირთვი (L3 ქეშის ქვემოთ), ოთხი პატარა Zen 4c ბირთვი (სამი მათგანი - L3 ქეშის ზემოთ, ერთი - Zen ბირთვების გვერდით), ასევე ინტეგრირებული GPU-ის დიდი ბლოკი (ფოტოს მარჯვენა მხარეს). ჩიპის ზედა ნაწილში მოცემულია DDR5/LPDDR5 PHY ინტერფეისები, APU-ს ქვედა და მარცხენა მხარეს - ინტერფეისები PCIe-ს, USB-სა და სხვა ფიზიკური კონექტორებისთვის. ორიგინალ AMD Ryzen 7040 (Phoenix) პროცესორებში წარმოდგენილია რვა მაღალი წარმადობის Zen 4 ბირთვი. Phoenix 2-ს აქვს მხოლოდ 6 - ორი დიდი Zen 4 და ოთხი ენერგეფექტური Zen 4c, რამაც შესაძლებელი გახადა კრისტალის ფართობის შემცირება. ეს მიუთითებს იმაზე, რომ Phoenix 2 გამოყენებული იქნება შედარებით ბიუჯეტურ ლეპტოპებში. ჯერჯერობით უცნობია, კიდევ რა მოაკლო AMD-მ პროცესორს, რათა იგი უფრო ხელმისაწვდომი გამხდარიყო - ცნობილი გახდება ჩიპის ანონსის დროს. მიიჩნევა, რომ განსხვავებული ბირთვების მქონე, AMD-ის პირველი ჰიბრიდული პროცესორები კონკურენციას გაუწევს Intel Alder Lake და Raptor Lake პროცესორების უმცროს მოდელებს ლეპტოპების სეგმენტში. მაღალი წარმადობის და ენერგოეფექტური ბირთვების კომბინაციით კომპანიას შეუძლია მიაღწიოს საკუთარი პროცესორებისთვის ამ დრომდე მიუღწეველ ენერგოეფექტურობის დონეებს. Phoenix 2-ის ანონსი მიმდინარე წელს იყო მოსალოდნელი, თუმცა სექტემბრის მდგომარეობით მათ შესახებ ოფიციალური მონაცემები ჯერ არ არსებობს. შესაძლოა კომპანიამ გადაწყვიტა, რომ ისინი Ryzen 8000 პროცესორების სერიის ნაწილად აქციოს, რომელთა გამოსვლა მოსალოდნელია 2024 წელს. ასეთ შემთხვევაში მათ მოუწევთ კონკურენცია გაუწიონ Intel Meteor Lake-ის უმცროს მოდელებს. https://tinyurl.com/3bk56fta
  5. SpaceX აპირებს ქვეგანყოფილების გახსნას დუბლინში, ირლანდიაში. ის უნდა გახდეს კორპორაციის პირველი ევროპული განყოფილება. ეს გადაწყვეტილება განპირობებულია Starlink-ის ფართოზოლოვანი თანამგზავრული საკომუნიკაციო სისტემის პოპულარობით. თანამედროვე გლობალური ეკონომიკის ტურბულენტობისა და კოსმოსურ კვლევებში ინვესტიციების შესაძლო შემცირების მიუხედავად ანალიტიკოსები დარწმუნებულნი არიან, რომ კოსმოსური ინდუსტრია დააფიქსირებს სტაბილურ ზრდას და მისი მთლიანი გლობალური მოცულობა დაახლოებით 1 ტრილიონი აშშ დოლარი გახდება მიმდინარე ათწლეულის ბოლოსთვის. გასულ წელს კოსმოსური ფრენების რაოდენობა ორმოცდახუთით მეტი იყო 2021 წელთან შედარებით. ილონ მასკის კორპორაციამ ჩაატარა ორმოცდაათამდე კომერციული ფრენა 2022 წელს, რაც შეადგენდა მოცემული წლის განმავლობაში ასეთი გაშვებების გლობალური რაოდენობის დაახლოებით 63%-ს. შეერთებული შტატები აგრძელებს ლიდერობას სამოქალაქო და თავდაცვით კოსმოსურ პროექტებში ინვესტირებული თანხების ოდენობით, გლობალური ჯამური ხარჯების 60%-ით. შემდეგ მოდის ჩინეთი 14%-ით, ხოლო ევროკავშირი მესამე ადგილზეა 5%-ით. https://tinyurl.com/yhehpjsx
  6. ფინანსური სტაბილურობის საბჭომ (FSB) და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) გამოაქვეყნეს რეკომენდაციები, რომლებიც მიმართულია ციფრული აქტივების რეგულირებისკენ. ინიციატივა მიზნად ისახავს სტანდარტებისა და განსხვავებული პოზიციების გაერთიანებას, რათა სხვადასხვა იურისდიქციას ხელი შეუწყოს კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული საქმიანობიდან გამომდინარე რისკების შემსუბუქებაში. ანგარიშში საუბარია ფინანსური სტაბილურობის რისკებზე, თუ Stablecoin-ები არასტაბილური გახდება. რაც შეეხება DeFi პროტოკოლებს, ავტორებმა გაიხსენეს, რომ ისინი „ფუნქციურად მნიშვნელოვნად არ განსხვავდებიან TradFi-სგან“. ექსპერტების აზრით ამ პლატფორმებმა შეიძლება გააძლიეროს ტრადიციული სისტემების რისკები და დაუცველობა - ლიკვიდობისა და სიმწიფის შეუსაბამობა, ოპერაციული სისუსტე, ურთიერთდაკავშირება და გადაჭარბებული ბერკეტირება. ”დეცენტრალიზაციის შესახებ განცხადებები ხშირად ვერ უძლებს კრიტიკას. ამჟამად DeFi-მ შეიძლება დააფიქსიროს გაურკვეველი, გაუმჭვირვალე, გადაუმოწმებელი ან ადვილად მანიპულირებადი მმართველობითი სტრუქტურები, რამაც შესაძლოა მომხმარებლები რისკების წინაშე დააყენოს“, - ნათქვამია დოკუმენტში. ანგარიშში აღნიშნულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის პოზიცია ციფრული აქტივების სექტორის რეგულირების და არა აკრძალვის მიზანშეწონილობის შესახებ. ხელისუფლებას ეძლევა რეკომენდაცია, ყურადღება გაამახვილონ იმ საკითხების გადაწყვეტაზე, რომლებიც განსაზღვრავს მომხმარებლების მოთხოვნას ანგარიშსწორების ახალ ფორმებთან მიმართებაში. ანგარიში სრულდება განხორციელების სამოქმედო გეგმით. დოკუმენტი მოიცავს დაგეგმილ და მიმდინარე სამუშაოებს კრიპტოაქტივების პოლიტიკის ბაზის განხორციელებასთან დაკავშირებით, რომლის ჯამური მიზანია: ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება G20-ის იურისდიქციის მიღმა; გლობალური კოორდინაციის, თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაზიარების გაძლიერება; მონაცემთა ხარვეზების მოგვარება, რაც საჭიროა სწრაფად ცვალებადი კრიპტო ეკოსისტემის გასაგებად. შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ივლისში საბჭომ წარმოადგინა რეკომენდაციები ციფრული აქტივების გლობალური რეგულირების შესახებ. დოკუმენტი ადგენს სტანდარტებს Stablecoin-ების ემიტენტებისა და სავაჭრო პლატფორმებისთვის. მანამდე G20-ის საკონსულტაციო ორგანომ დაასკვნა, რომ არცერთი არსებული tablecoin არ აკმაყოფილებს უმსხვილესი ეკონომიკის ცენტრალური ბანკების მიერ კრიპტო აქტივებისთვის დადგენილ სტანდარტებს. https://tinyurl.com/4jaauv9m
  7. Arm-ის დაახლოებით ათი ძირითადი მომხმარებელი და პარტნიორი განიხილავს მის IPO-ში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას მთავარი ინვესტორების სახით, რომლებსაც შეუძლიათ ჯამში კომპანიის აქციებზე 735 მლნ აშშ დოლარი დახარჯონ, თუმცა ბევრი კანდიდატი ამ განზრახვას ღიად არ განიხილავს. Intel-ს არ დაუმალავს ინტერესი ამ წინადადების მიმართ, აგრეთვე გამოაცხადა Arm არქიტექტურის გამოყენებისთვის მზადყოფნა. ფოტოს წყარო: STMicroelectronics როგორც რესურსი Tom's Hardware აღნიშნავს, Intel-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა და საკონტრაქტო განყოფილების ხელმძღვანელმა სტიუარტ პენმა შესაბამისი განცხადებები გააკეთა ტექნოლოგიურ კონფერენცია Goldman Sachs Communacopia-ზე: „ვაცხადებთ, რომ გავხდებით ინვესტორი Arm-ში“. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა განმარტა, TSMC-ის მიერ დამუშავებული სილიკონის ფირფიტების დაახლოებით 80%-ს შეიცავს Arm არქიტექტურის პროცესორები, ამიტომ Intel-ის საკონტრაქტო განყოფილებისთვის მნიშვნელოვანია განიხილოს ამ არქიტექტურის გავრცელების მაჩვენებელი. შესაბამისად, ინვესტიციები Arm-ის კაპიტალში ამ თვალსაზრისით Intel-ის ხელმძღვანელობისთვის მიზანშეწონილია. ”თუ თქვენ არ მუშაობთ Arm-თან, მაშინ ვერ იქნებით ჩიპების წარმოებისთვის საკონტრაქტო სერვისების მიმწოდებელი,” - განაცხადა პენმა. ვინაიდან Intel-ის საკონტრაქტო განყოფილებამ უნდა აწარმოოს კომპონენტები მესამე მხარის მომხმარებლების შეკვეთებზე დაყრდნობით, კომპანიას მოუწევს მეტი ყურადღება დაუთმოს Arm და RISC-V არქიტექტურებთან მუშაობას, რადგან ისინი უზრუნველყოფენ ნახევრადგამტარი პროდუქციის წარმოების ძირითად ნაწილს. Intel-ის ხელმძღვანელობამ მოამზადა მთელი რიგი განცხადებები მომდევნო თვეებისთვის. დავამატებთ, რომ Arm და Intel უკვე მუშაობენ მობილური პროცესორების დეველოპერების ინსტრუმენტების Intel 18A ტექნოპროცესთან ადაპტირებაზე, რომლის ხელმისაწვდომობას კომპანია 2025 წლისთვის მოელის. არ არის გამორიცხული, რომ Arm-სა და Intel-ს შორის თანამშრომლობა ამ სფეროში გავრცელდეს დესკტოპის და სასერვერო კომპონენტების სეგმენტებზეც. როგორც ცნობილია, TSMC-ის თავმჯდომარე მარკ ლიუმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მისი კომპანია გადაწყვეტს მონაწილეობა მიიღოს თუ არა Arm-ის IPO-ში. მისი თქმით, „Arm ჩვენი ეკოსისტემის, ჩვენი ტექნოლოგიების და ჩვენი მომხმარებლების ეკოსისტემის მნიშვნელოვანი ელემენტია“. TSMC დაინტერესებულია, რომ Arm იყოს წარმატებული და ჯანსაღი კომპანია, აღნიშნა მარკ ლიუმ. https://tinyurl.com/yrv6t5zc
  8. მიუხედავად იმისა, რომ Intel გამოემშვიდობა NUC კომპიუტერებს და მათი წარმოების უფლება ASUS-ს გადასცა, ბაზარზე კიდევ გამოდის პროდუქტები თავად Intel-ისგან. ეტალონური ლეპტოპი Intel NUC X15 ევროპის ბაზარზე ახლა გამოვიდა მიუხედავად იმისა, რომ Intel-მა მისი გამოშვება ოფიციალურად შეწყვიტა. გერმანულმა კომპანია Schenker-მა და მისმა ბრენდმა XMG-მ გადაწყვიტეს საცალო ქსელ Bestware-ზე წარმოედგინათ ლეპტოპი თავიანთი საფირმო გადაწყვეტილებებით. ფოტოს წყარო: Intel აღსანიშნავია, რომ Schenker-მა და XMG-მ სახელწოდება არ შეუცვალეს Intel NUC X15-ს. ლეპტოპი თავისთავად Intel-ის ეტალონური პლატფორმაა, რომლის საფუძველზე OEM-ებს შეუძლიათ აწარმოონ საკუთარი ლეპტოპები საკუთარი დასახელებებით. ამ შემთხვევაში ასეთ ვარიანტზე უარი ითქვა. Intel NUC X15-ის შემადგენლობაში გამოყენებულია 14-ბირთვიანი და 20-ნაკადიანი Alder Lake Intel Core i7-12700H პროცესორი 4.7 გჰც-მდე სიხშირით. ლეპტოპს აქვს დისკრეტული გრაფიკა Intel Arc A730M 12 გბ GDDR6 მეხსიერებით, ხელმისაწვდომია 64 გბ-მდე DDR5-4800 ოპერატიული მეხსიერება და 4 ტბ-მდე მყარი დისკი. Intel NUC X15-ს აქვს 15.6-დუიმიანი IPS დისპლეი 1920 × 1080 პიქსელი გაფართოების მხარდაჭერით და 144 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. სიკაშკაშის მაჩვენებელია 300 კდ/მ2 და აქვს 90%-იანი sRGB ფერთა გამა. ლეპტოპს ასევე გააჩნია 2.5-გიგაბიტური ქსელის ადაპტერი, მხარდაჭერილია უსადენო სტანდარტები Intel Wi-Fi 6 AX201 და Bluetooth 5.2, აქვს 62 ვტ/სთ მოცულობის ბატარეა, ვებ-კამერა Windows Hello-ს მხარდაჭერით და კლავიატურა ერთზონიანი RGB განათებით. მოწყობილობის ზომაა 358.26 × 235 × 22.2 მმ, წონა კი - 2 კგ-ზე ნაკლები. ფოტოს წყარო: Bestware საბაზისო კონფიგურაციას აქვს 16 გბ ოპერატიული მეხსიერება და 500 გბ SSD Samsung 980. ეს ვერსია შეფასებულია 999 ევროდ (დღგ-ს ჩათვლით), თუმცა 30 სექტემბრამდე იგი ფასდაკლებით 899 ევროდ გაიყიდება. https://tinyurl.com/bdd8wju2
  9. 2023 წლის მონაცემებით მსოფლიოში არსებობს ექვსი Bitcoin-მილიარდერი და 22 მილიარდერი, რომელთა აქტივები სხვადასხვა კრიპტოვალუტაზე ნაწილდება. ამას მოწმობს Henley & Partners-ის ანგარიში. ანალიტიკოსებმა ასევე დაადგინეს 88200 ადამიანი, რომლებიც ფლობენ 1 მლნ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ციფრულ აქტივებს. კვლევის მიხედვით მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია 1.18 ტრილიონი აშშ დოლარია. ამავდროულად, 425 მილიონზე მეტ მომხმარებელს აქვს დანაზოგი კრიპტოვალუტაში. „Bitcoin-მილიონერები შეადგენენ ყველა კრიპტო მილიონერების დაახლოებით 46%-ს და კრიპტო მილიარდერების მხოლოდ 27%-ს. ეს დისპროპორცია ძირითადად წარმოიქმნება პირველადი ინვესტორებისა და დამფუძნებლების მნიშვნელოვანი ინვესტიციების გამო ალტერნატიულ მონეტებში“, - განაცხადა Henley & Partners-ის წარმომადგენელმა. კრიპტო მილიონერების რაოდენობით ლიდერობს შეერთებული შტატები, შემდეგ მოდის ინდოეთი, ჩინეთი, ბრაზილია და რუსეთი. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ კრიპტოვალუტა წარმოადგენს „ვაჭრობისა და ტექნოლოგიების მწვერვალს ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში“. მათ ასევე ხაზი გაუსვეს მის გამძლეობას და ეკონომიურობას, რომელსაც იგი სთავაზობს ბიზნესს. გარდა ამისა, Henley & Partners-მა შეადგინა ციფრული აქტივების მიღების საკუთარი ინდექსი. პირველი ხუთი ადგილი დაიკავა სინგაპურმა, შვეიცარიამ, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ჰონგ კონგმა და შეერთებულმა შტატებმა. ანალიტიკოსებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში კრიპტოვალუტების მიმართ საზოგადოების ინტერესი მაღალია, მაგრამ ორივე ქვეყანა ჩამორჩება რეგულირებისა და დაბეგვრის კუთხით. ადრე Bitfinex-მა გამოაცხადა პირველი კრიპტოვალუტის ვაჭრობის მოცულობის შემცირება 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე დაბალ დონეზე - ეს მაჩვენებელი 423 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა. ექსპერტების აზრით ეს მიუთითებს „Bitcoin-ისა და კრიპტოაქტივების უფრო ფართო სექტორისადმი ნდობის დაცემაზე“. Fairlead Strategies-ის ექსპერტებმა აღნიშნეს ციფრული ოქროს რისკები Stochastic ინდიკატორის შემცირების გამო. ინდიკატორი გამოვიდა ჭარბი შესყიდვის ზონიდან, რამაც შესაძლოა იმედგაცრუება გამოიწვიოს Bitcoin-ხარებში. შეგახსენებთ, რომ ანალიტიკოსმა მაიკლ ვან დე პოპმა ივარაუდა ციფრული ოქროს ფასის 50 ათას აშშ დოლარამდე ზრდა მაინერების ჯილდოს განახევრების მოლოდინში. https://tinyurl.com/5d258uct
  10. კომპანია Samsung-მა ადრე გამოაცხადა, რომ აპირებს გააფართოვოს პოპულარული სერია Samsung 990 Pro NVMe SSD PCIe 4.0 4-ტერაბაიტიანი მოდელით. მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდა როდის გამოვა დისკი გაყიდვაში და რა ეღირება. ფოტოს წყარო: Samsung Samsung 990 Pro 4TB წარმოდგენილი იქნება, როგორც SSD გაგრილების სისტემის გარეშე (მოდელი MZ-V9P4T0BW), აგრეთვე გამოვა ვერსია ალუმინის რადიატორითა და განათებით (მოდელი MZ-V9P4T0CW). Samsung 990 Pro-ს საფუძვლად გამოყენებულია კომპანიის წარმოების მეხსიერების კონტროლერი Samsung Pascal 8-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის საფუძველზე, აგრეთვე 178-შრიანი ფლეშ-მეხსიერების ჩიპები Samsung TLC 3D NAND. ახალ, 4 ტბ მოდელს ექნება 2-ტერაბაიტიანი მოდელის იდენტური ჩაწერა-წაკითხვის სიჩქარეები - 7540 და 6900 მბ/წმ, შესაბამისად. ახალი SSD-ის წარმადობა წაკითხვის ოპერაციებში 1.6 მლნ IOPS-მდეა, შემთხვევითი ჩაწერის - 1.55 IOPS. SSD-ს ექნება 4 გბ LPDDR4 მეხსიერება და 2400 TBW (ტერაბაიტი გადაწერილი ინფორმაცია) გადაწერის რესურსი. კომპანიამ დაამატა, რომ მაღალი სიმჭიდროვის ( 1 ტბიტ) მე-8 თაობის NAND ფლეშ მეხსიერების ჩიპების გამოყენებამ უზრუნველყო მათი Samsung 990 Pro 4 ტბ დისკზე განთავსება არა ორ, არამედ ერთ მხარეს. ამრიგად, ახალი SSD-ის გამოყენება უპრობლემოდ შესაძლებელია იმავე ლეპტოპებში, მოწყობილობასთან შეუთავსებლობის შიშის გარეშე. 4 ტბ Samsung 990 Pro გაყიდვაში ოქტომბერში გამოვა. კომპანიის ოფიციალურ ონლაინ მაღაზიაში, ისევე როგორც ონლაინ საცალო ვაჭრობაში, იგი 344.99 აშშ დოლარადაა შეფასებული. ასევე გაიყიდება ვერსია გაგრილების რადიატორით. მისი სარეკომენდაციო ფასია 354.99$. კომპანიამ ასევე გამოაცხადა პროგრამული უზრუნველყოფის ახალ ვერსია Samsung Magician 8.0-ის მზადების შესახებ SSD-ების მონიტორინგისა და მართვისთვის. აპლიკაციის ახალი ვერსია ხელმისაწვდომი მიმდინარე თვეში გახდება. კომპანიას არაფერი გაუზიარებია Magician 8.0-ის ახალი ფუნქციების შესახებ. https://tinyurl.com/ypb7d7c3
  11. შიდა ტესტირების ფაზის შემდეგ Google-მა რიგით მომხმარებლების ნება დართო გამოეცადათ ახალი გეიმინგ ინიციატივა Playables. ამის შესახებ აცხადებს პორტალი 9to5Google. ფოტოს წყარო: Dexerto (Adobe Firefly) როგორც 9to5Google-ში აღნიშნეს, 5 სექტემბერს YouTube-ის მიერ ჩატარებული მიმდინარე ექსპერიმენტებისა და ტესტირების განყოფილებაში Google-ის მხარდაჭერის საიტზე გამოჩნდა ჩანაწერი Playables-ის საჯარო ტესტირების დაწყების შესახებ. Google მოიხსენიებს Playables-ს, როგორც თამაშებს, რომელთა თამაში პირდაპირ YouTube-ზეა შესაძლებელი. ეს „ახალი გამოცდილება“ ხელმისაწვდომია მომხმარებლებისთვის როგორც კომპიუტერის ბრაუზერში, ასევე მობილურ მოწყობილობებზე, რომლებიც მუშაობენ iOS-სა და Android-ზე. ერთ-ერთი თამაში, რომელიც ხელმისაწვდომია Playables-ის ტესტირების ფარგლებში, არის არკადული თამაში Stack Bounce (ფოტოს წყარო: GameSnacks) ტესტირებაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულები იხილავენ ახალ განყოფილებას YouTube-ზე, Playables - გეიმინგ ისტორიასა და შენახულ პროგრესზე წვდომა შესაძლებელია "YouTube History"-ში. YouTube ამჟამად საშუალებას აძლევს "მომხმარებელთა შეზღუდულ რაოდენობას" მონაწილეობა მიიღოს ტესტებში. უცნობია, როდისთვის უნდა ველოდოთ Playables ტესტირების აუდიტორიის გაფართოებას და ახალი განყოფილების სრულ ამოქმედებას. https://tinyurl.com/mr2pmr7b
  12. არაკასტოდიალურ კრიპტო საფულე MetaMask-ის დეველოპერებმა გააერთიანეს ციფრული აქტივების „განაღდების“ შესაძლებლობა საბანკო ბარათზე ან PayPal-ის ანგარიშზე გადატანის სახით. ფუნქცია ხელმისაწვდომია აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში და ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში. გატანისთვის მხარდაჭერილია აშშ დოლარი, ევრო და ფუნტი. კრიპტოვალუტის განაღდება შესაძლებელია MetaMask-ის ბრაუზერის აპლიკაციაში. პირველ ეტაპზე მხოლოდ Ethereum-ია ხელმისაწვდომი. კომპანიამ განაცხადა, რომ აპირებს "გაფართოვდეს უფრო მეტ რეგიონში, რათა დააკმაყოფილოს გლობალური საზოგადოების საჭიროებები". „მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლებს შეეძლოთ კრიპტოვალუტის თავისუფლად შეტანა-გამოტანა და ვიმედოვნებთ, რომ ეს განახლება Web3-ს უფრო მეტი ადამიანისთვის გახდის ხელმისაწვდომს“, - აღნიშნეს ინსტრუმენტის წარმომადგენლებმა. CoinGecko ანგარიშის თანახმად MetaMask გახდა ყველაზე პოპულარული არაკასტოდიალური საფულე 2023 წელს 22.66 მილიონზე მეტი ინსტალაციით. ივლისში MetaMask-ის გუნდმა განაახლა ბრაუზერის გაფართოების ინტერფეისი საფულის v10.33 რელიზში. აპრილში აპლიკაციის შემქმნელმა ტეილორ მონაჰანმა აღმოაჩინა, რომ მომხმარებლებმა დაკარგეს 10.5 მლნ აშშ დოლარზე მეტი უცნობი ექსპლოიტის გამო. https://tinyurl.com/27d3xbzy
  13. სოციალურ ქსელ X-ის მფლობელ ილონ მასკს სურს მისი მიკრობლოგების სერვისი გადააქციოს YouTube-ისა და Twitch-ის დონის უნივერსალურ პლატფორმად. ამ სტრატეგიის მხარდასაჭერად მასკის კოსმოსურმა კომპანია SpaceX-მა უკვე დაიწყო YouTube-ზე რაკეტების გაშვებების პირდაპირი სტრიმინგების გაუქმება X-ის სასარგებლოდ. ფოტოს წყარო: SpaceX-Imagery / pixabay.com SpaceX ტრადიციულად რაკეტების გაშვებას YouTube-ზე ავრცელებდა, მაგრამ გასულ კვირას მან სხვა სცენარი აირჩია: 4 სექტემბერს Starlink-ის 21 თანამგზავრის გაშვება აჩვენეს X-ის გვერდზე, YouTube-ის იგნორირებით. იგივე მოხდა, როდესაც Crew-6-ის მისია საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან დედამიწაზე დაბრუნდა - YouTube-ზე აჩვენეს მხოლოდ მოდულის განცალკევების მომენტი, დანარჩენი კი X-ზე გადაიცემოდა. SpaceX-ის ამ ინიციატივას უკვე მოყვა საზოგადოების უკმაყოფილება, რომელიც წლების განმავლობაში ადევნებდა თვალს კომპანიის კოსმოსურ ფრენებს. აღნიშნულია, რომ YouTube-ს აქვს ძალიან მოსახერხებელი ინტერფეისი და ტრანსლაციის უფრო მაღალი გამოსახულების ხარისხი X-თან შედარებით. და რაც მთავარია, YouTube-ს აქვს აპლიკაცია სმარტ-ტელევიზორებისთვის, ხოლო პლატფორმა X-ს - ჯერ არა. სიტუაცია ჯერ კიდევ არ არის უიმედო: SpaceX-ის რაკეტების გაშვებების ყურება ჯერ კიდევ შესაძლებელია მესამე მხარის YouTube-არხებზე, მაგალითად Spaceflightnow.com-ზე ან NASASpaceflight-ზე. https://tinyurl.com/bdfcbj2f
  14. 144-ბირთვიან Arm-პროცესორ NVIDIA Grace Superchip-ის წარდგენა გაზაფხულზე შედგა კონფერენცია GTC 2023-ზე. ჩიპის ტექნიკური მახასიათებლები დიდი ხანია ცნობილია, თუმცა ტესტირების პირველი შედეგების გამოქვეყნება კომპანიამ ახლა გადაწყვიტა, სავარაუდოდ, Arm-ის მოწოდებით, რომელიც IPO-სთვის ემზადება. Grace Superchip-ის წარმოება უკვე დაწყებულია, მის ბაზაზე აგებული ОЕМ-სისტემების გამოშვება კი 2024 წლის მე-2 კვარტალშია მოსალოდნელი. Grace Superchip - ეს არის ორი Grace ჩიპის ნაკრები, თითოეული მოიცავს 72 ბირთვ Arm Neoverse V2-ს (Arm v9) ვექტორულ გაფართოება SVE2-ის მხარდაჭერით. პროცესორს შეუძლია BF16/INT8 ფორმატთან მუშაობა და 7.1 Tflops-ის უზრუნველყოფა FP64 რეჟიმში. სისტემური თვალსაზრისით ჩიპების ნაკრები წარმოდგენილია ერთიანი 144-ბირთვიანი პროცესორის სახით. Grace Superchip-ის სტრუქტურა. წყარო: NVIDIA Grace Superchip-ის კონკურენტებად შერჩეული იყო პლატფორმები AMD EPYC Genoa 9654-ის ბაზაზე (2 პროცესორი, 192 ბირთვი) და Intel Xeon Sapphire Rapids 8480+ (2 პროცესორი, 112 ბირთვი). შედეგი საკმაოდ საინტერესოა: მიუხედავად იმისა, რომ ბირთვების რაოდენობით შესამჩნევად ჩამორჩება AMD-ის სისტემას, NVIDIA-ს ჩიპმა მოახერხა პარიტეტის მიღწევა ტესტების აბსოლუტურ უმრავლესობაში და აჩვენა კიდეც 1.4x უპირატესობა გრაფიკის ანალიტიკის სცენარში. ფოტოს წყარო: NVIDIA შესაძლოა, NVIDIA-ს პროცესორს ხელი შეუწყო მეხსიერების მძლავრმა ქვესისტემამ: Grace Superchip-ს აქვს LPDDR5x ჩიპების ნაკრები 960 გბ მოცულობით და მეხსიერების ჯამური 1 ტბ/წმ სიჩქარით. თუმცა უფრო მეტად საინტერესოა შედეგები ენერგოეფექტურობის მხრივ - Grace Superchip-ს უზარმაზარი უპირატესობა აქვს და შეადგენს 70 %-დან 150 %-ს. მიღებული შედეგები დიდწილად ემთხვევა ტესტში მონაწილე სისტემების ენერგომოხმარების ოფიციალურ მონაცემებს - ესენია 720 და 700 ვატი AMD-ისა და Intel-ის ჩიპებში, შესაბამისად, ხოლო NVIDIA Grace Superchip-ის მაჩვენებელი 500 ვატს შეადგენს. თუ გამოქვეყნებული შედეგები დამოუკიდებელი ტესტებით დადასტურდა, შეგვიძლია ვისაუბროთ სერიოზული კონკურენტის გამოჩენაზე x86 სერვერის გადაწყვეტილებებში. თუმცა, NVIDIA-ს ფასების პოლიტიკა Grace Superchip-თან მიმართებაში ჯერ კიდევ საიდუმლოა. https://tinyurl.com/4xwy923h
  15. გადახდების გიგანტმა Visa-მ წამოიწყო საპილოტე პროექტი, რომელშიც სავაჭრო ობიექტებს შეეძლებათ გამოიყენონ stablecoin USDC Solana-ს ქსელში. 2021 წელს კომპანიამ დაიწყო USDC-ის ტესტირება Ethereum-ში Crypto.com-თან პარტნიორობით. ამჯერად Solana-ს არჩევა განპირობებულია უფრო სწრაფი და იაფი ტრანზაქციებით კაპიტალიზაციით სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის ბლოკჩეინთან შედარებით. პროექტის პარტნიორები გახდნენ WorldPay და Nuvei. ისინი იმოქმედებენ, როგორც stablecoin Circle-ის ემიტენტისგან USDC-ის მიმღებები Visa-ს ანგარიშიდან მერჩანტებთან ურთიერთობისთვის. „პილოტი აჩვენებს, თუ როგორ ხსნის USDC-ს Visa-ს ინოვაციასთან გაერთიანება გადახდების, კომერციისა და ფინანსური აპლიკაციების მომავალს“, - განაცხადა Circle-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯერემი ალერმა. Visa-ს კრიპტოვალუტის განყოფილების ხელმძღვანელმა კაი შეფილდმა Fortune-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ხაზინაში თანხის გადარიცხვის დამუშავების დრო უცვლელი დარჩება. „ამ ადრეულ ეტაპზე, ჩვენ უბრალოდ უზრუნველვყოფთ საბანკო გადარიცხვის ნაცვლად USDC-ის გაგზავნის ან მიღების შესაძლებლობას, მაგრამ გადარიცხვა უფრო სწრაფად არ ხორციელდება. დროთა განმავლობაში, ვფიქრობ, რომ არსებობს ამის შეცვლის პოტენციალი“, - განმარტა მან. ტოპ-მენეჯერმა განაცხადა, რომ კომპანიამ გააცნობიერა „Stablecoin-ების“ როლი. „ჩვენ მივედით იმ მომენტამდე, როცა ცხადი გახდა, რომ Stablecoin-ებს შეუძლიათ გარკვეული როლი შეასრულონ გადახდებში, რეალური პრობლემების გადაჭრაში“, - აღნიშნა მან. კომპანიის წარმომადგენელმა დაადასტურა კრიპტობარათების გამოშვებასთან დაკავშირებით Binance-თან თანამშრომლობის შეწყვეტა ბირჟის მარეგულირებელი პრობლემების ფონზე. შეფილდს არ გაუკეთებია კომენტარი პლატფორმასთან პარტნიორობის სრულად დახურვის მზადყოფნის საკითხის შესახებ. შეგახსენებთ, რომ აპრილში Visa-მ გამოაცხადა დეველოპერების დაქირავების შესახებ კრიპტოვალუტების განყოფილებისთვის. მანამდე აღმასრულებელმა დირექტორმა ალფრედ კელიმ განაცხადა, რომ ბლოკჩეინზე დამყარებული გადაწყვეტილებები ინტეგრირებული იქნება კომპანიის სერვისებში შემდეგი თაობის გადახდების მხარდასაჭერად. http://tinyurl.com/ye29h9zu
  16. Apple და Microsoft ძალისხმევას არ იშურებენ, რომ მათი სერვისები iMessage და Bing არ დაექვემდებაროს ევროკავშირის ციფრული ბაზრების კანონს (DMA). ორივე კომპანია ამტკიცებს, რომ მათი პროგრამული გადაწყვეტილებები არ არის საკმარისად დიდი, რათა დააკმაყოფილოს ახალი კანონმდებლობის მოთხოვნები, რომლებიც მიმართულია ევროკავშირის ბაზარზე ციფრული კონკურენციის გაძლიერებისკენ. ევროკომისიამ უნდა გამოაქვეყნოს IT კომპანიების სია, რომლებიც ექვემდებარება DMA-ს. ეს სია მოიცავს დიდ ორგანიზაციებს და მათ მიერ მოწოდებულ კონკრეტულ სერვისებს. შემოსავლისა და მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით შერჩეულ სერვისებს მოეთხოვებათ თავსებადობისა და კონკურენციის წესების დაცვა. Apple და Microsoft, Amazon, Alphabet, Meta, ByteDance და Samsung უკვე სიაში არიან. თუმცა, ევროკომისიას ჯერ არ აქვს განსაზღვრული, თუ მათი ბიზნესების რომელი ნაწილი უნდა შევიდეს მასში. მას შემდეგ, რაც ევროკავშირი დაამტკიცებს დოკუმენტს, კომპანიებს ექვსი თვე ექნებათ 2024 წლის მარტამდე DMA-ს წესების შესაბამისობის შესასრულებლად. Financial Times-ის (FT) ინფორმაციით Microsoft, დიდი ალბათობით, არ გაასაჩივრებს, რომ ოპერაციული სისტემა Windows ექცევა DMA-ს მოქმედების ქვეშ, მაგრამ კომპანია ამტკიცებს, რომ მისი საძიებო სისტემა Bing-ის წილი ბაზარზე მცირეა (უფრო პოპულარულ კონკურენტ Google-თან შედარებით) და შესაძლოა კიდევ შემცირდეს, თუკი მოუწევს კონკურენტი საძიებო სისტემებისთვის წვდომის გახსნა. ანალოგიურად Apple-იც ამუშავებს მეთოდებს, რომლებიც iOS-ს საშუალებას აძლევს აპლიკაციების გარე მაღაზიებთან იმუშაოს და მოხდეს ჩამოტვირთვა App Store-ის გვერდის ავლით, რათა DMA-ს წესებს შეესაბამებოდეს. თუმცა, როგორც FT აცხადებს, კომპანია ამტკიცებს, რომ მის აპლიკაცია iMessage-ის ჩამოტვირთვები თვეში ვერ აწევს კანონით დაწესებულ, 45 ათასი აქტიური მომხმარებლის ზღვარს და, შესაბამისად, არ უნდა ურთიერთქმედებდეს სხვა მესინჯერებთან. მიუხედავად იმისა, რომ Apple-ს არ გამოუქვეყნებია კონკრეტული ციფრები, ვარაუდობენ, რომ iMessage-ს შეიძლება მილიარდი მომხმარებელი ჰყავდეს მთელ მსოფლიოში. ციფრული ბაზრის კანონი არის ევროკავშირის კანონების ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების დომინირების შეზღუდვას. ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ ტექნოლოგიური გიგანტების მზარდი გავლენა მთელ მსოფლიოში მარეგულირებლებს შორის შეშფოთებას იწვევს. ეს ახალი ზომები აჩვენებს ევროპის სურვილს - გააკონტროლოს და დაარეგულიროს IT ინდუსტრიის უმსხვილესი მონაწილეების საქმიანობა, რათა უზრუნველყოს უფრო სამართლიანი და კონკურენტუნარიანი გარემო ბაზრის ყველა მონაწილისთვის. ეს პერიოდი შეიძლება იყოს რთული, მაგრამ იგი ხსნის ახალ შესაძლებლობებს ინოვაციებისა და სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებისთვის. http://tinyurl.com/2s4cae5p
  17. პროცესორი Intel Core i9-14900K გაიტესტა ბენჩმარკ CPU-Z-ზე. სამომავლო პროცესორ Core i9-14900K-ს, რომელიც განახლებულ Intel Raptor Lake სერიაში შევა, ექნება იმდენივე ბირთვი, რაც Core i9-13900K-ს - 24 ბირთვი, რომლებიც შედგება 8 P და 16 E ბირთვისგან. თუმცა ტაქტის სიხშირე შესამჩნევად გაიზარდა, როგორც ჩანს ინტერნეტში ახლახანს გაჟონილ CPU-Z-ის სქრინშოტებზე. @wnxod-ის მიერ გამოქვეყნებული სქრინშოტების მიხედვით (VideCardz-ის მეშვეობით), Core i9-14900K შესაძლებელია 6.0 გჰც-მდე აჩქარდეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გაიტესტა i9-14900K-ის ინჟინრული ნიმუში. გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით დასტურდება პროცესორის TDP-ის დონე 125 ვატი და ტაქტის ამ სიხშირის მისაღწევად აუცილებელი ძაბვა 1385 ვოლტი. CPU-Z-ზე პროცესორის ერთბირთვიანი წარმადობის შედეგმა შეადგინა 978 ქულა, მრავალბირთვიანის - 18117.5. Core i9-13900K-სთან შედარებით 14900K აღმოჩნდა 8.4%-ით სწრაფი ერთბირთვიან ტესტში და 9.0%-ით სწრაფი - მრავალბირთვიანში. Core i9-12900K-სთან შედარებით ზრდა 19.9%-სა და 59.5%-ს შეადგენს, შესაბამისად. არაოფიციალური ინფორმაციით მე-14 თაობის Core K სერიის პროცესორების წარდგენას Intel გეგმავს ღონისძიება Innovation-ზე მიმდინარე თვის ბოლოს. რელიზი უნდა შედგეს ოქტომბერში ან ნოემბერში. http://tinyurl.com/583kmke7
  18. CoinShares-ის ანალიტიკოსების მონაცემებით კრიპტოვალუტების საინვესტიციო პროდუქტებიდან თანხების გადინება 26 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე პერიოდში შემცირდა 168 მლნ აშშ დოლარიდან (მაქსიმალური მაჩვენებელი 2023 წლის მარტიდან) 11.2 მლნ აშშ დოლარამდე. წყარო: CoinShares. ბოლო შვიდი კვირის განმავლობაში ინვესტორებმა კრიპტოპროდუქტებიდან სულ 342 მლნ აშშ დოლარი გაიტანეს, წლის დასაწყისიდან კი 165 მლნ აშშ დოლარის წმინდა შემოდინება დაფიქსირდა. „განწყობის დიდი ცვლილებები დიდწილად გამოწვეულია ციფრული აქტივების რეგულირების მიმართ იმედებითა და შეშფოთებით“, - ნათქვამია მოხსენებაში. ამ თვალსაზრისის მხარდასაჭერად ანალიტიკოსებმა მოიხსენიეს აშშ-ში Bitcoin-ETF-ის გამოშვების მოლოდინი, რაც არ განხორციელდა მას შემდეგ, რაც SEC-მა გადადო გადაწყვეტილების მიღება მთელ რიგ განაცხადებზე. ვაჭრობის მოცულობა გაიზარდა 2.8 მლრდ აშშ დოლარამდე, რაც 90%-ს შეადგენს საშუალო წლიური მაჩვენებლის მიხედვით. Bitcoin-ფონდებზე განახლდა შემოდინება ერთი კვირის წინ 149 მლნ აშშ დოლარის გადინების შემდეგ. ინვესტორებმა პროდუქტში პოზიციები 3.8 მლნ აშშ დოლარით გაზარდეს. სტრუქტურებიდან, რომლებიც მომხმარებლებს პირველ კრიპტოვალუტაში მოკლევადიანი პოზიციების გახსნის საშუალებას აძლევს, მომხმარებლებმა გაიტანეს 3.3 მლნ აშშ დოლარი, წინა საანგარიშო პერიოდში ეს მაჩვენებელი 4 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. უარყოფითი დინამიკა ზედიზედ 19 კვირა გაგრძელდა. AUM ამ პერიოდისთვის 48%-ით, 103 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. Altcoin-ებზე დამყარებულ პროდუქტებში შერეული ტენდენცია დაფიქსირდა. ინვესტორებმა გამოიტანეს 3.2 მლნ აშშ დოლარი Ethereum-ის ფონდებიდან, წინა კვირას გატანილ იქნა 16.8 მლნ აშშ დოლარი. გამყიდველები უფრო აგრესიულები იყვნენ Polygon-ზე დამყარებულ სტრუქტურებთან მიმართებაში (8.6 მლნ აშშ დოლარი). მეორე მხრივ, Solana-ს ფონდებზე შეგროვდა 0.7 მლნ აშშ დოლარი, ზრდა გრძელდება ზედიზედ ცხრა კვირაა, წლის დასაწყისიდან შემოსავალმა 26 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. წყარო: CoinShares. შეგახსენებთ, რომ Grayscale-ის სამართლებრივმა გამარჯვებამ SEC-ის წინააღმდეგ საქმეში Bloomberg-ის ანალიტიკოსები აიძულა აშშ-ში Bitcoin ETF-ის გამოშვების ალბათობა 2023 წლის ბოლოსთვის 75%-მდე გაეზარდათ. კომისიის ყოფილმა ხელმძღვანელმა ჯეი კლეიტონმა ასეთი პროდუქტების დამტკიცებას გარდაუვალი უწოდა. http://tinyurl.com/5mrjzevt
  19. კომპანია XFX-მა წარადგინა Radeon RX 7800 XT და RX 7700 XT ვიდეო ბარათები Speedster MERC და Speedster QICK ვერსიებში. პირველი სერიის ვიდეო ბარათები გვევლინება, როგორც ფლაგმანური გადაწყვეტილებები, რომლებიც გვთავაზობენ მოწინავე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს, რომლებიც ხელმისაწვდომია XFX-ისთვის. QICK სერია განკუთვნილია მასობრივი მომხმარებლისთვის. ფოტოს წყარო: XFX ვიზუალურად Speedster MERC და Speedster QICK სერიების Radeon RX 7800 XT და RX 7700 XT ბარათები ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ისინი აღჭურვილია სამქულერიანი გაგრილების სისტემებით, რომელთაგან თითოეული 13-ფრთიანია. ორივე სერია გვთავაზობს ორმაგ BIOS სისტემას. ყველაზე შესამჩნევი გარეგანი განსხვავება XFX MERC და QICK გრაფიკულ ბარათებს შორის არის უკანა გამაძლიერებელი ფირფიტების დიზაინი. პირველს აქვს გოფრირებული ზედაპირი, მეორეს - ბრტყელი. გარდა ამისა, MERC გრაფიკული ბარათების სერიას აქვს განათება, QICK-ს - არა. კომპანიამ წარადგინა ვიდეო ბარათის სამი მოდელი: XFX Radeon RX 7800 XT QICK 319 Core Edition (RX-78TQICKF9); XFX Radeon RX 7800 XT MERC 319 Black Edition (RX-78TMERCB9); XFX Radeon RX 7700 XT QICK 319 Black Edition (RX-77TQICKB9). სამწუხაროდ, კომპანიამ არ გააზიარა ახალი ბარათების დეტალური ტექნიკური მახასიათებლები და მათი გრაფიკული პროცესორების სიხშირეები. QICK მოდელების სისქე არის 2.5 გაფართოების სლოტი. MERC ვერსია ოდნავ სქელი - 2.75-სლოტიანია. მწარმოებელმა ასევე დაადასტურა, რომ MERC გრაფიკული ბარათის გაგრილების სისტემაში შედის აორთქლების კამერა. შეგახსენებთ, რომ Radeon RX 7800 XT-ის გრაფიკულ პროცესორს აქვს 60 შემსრულებელი ბლოკი (EU), ასევე 16 გბ GDDR6 მეხსიერება 256-ბიტიანი სალტის მხარდაჭერით. თავის მხრივ, Radeon RX 7700 XT მოდელის GPU-ს აქვს 54 შემსრულებელი ბლოკი (EU), ბარათი აღჭურვილია 12 გბ GDDR6 მეხსიერებით 192-ბიტიანი სალტის მხარდაჭერით. ორივე სერიის ვიდეო ბარათები 6 სექტემბრიდან გაიყიდება. მიიჩნევა, რომ Radeon RX 7800 XT QICK 319 Core Edition და Radeon RX 7700 XT QICK 319 Black Edition შემოთავაზებული იქნება სარეკომენდაციო 499 და 449 აშშ დოლარად, შესაბამისად. Radeon RX 7800 XT MERC 319 შედარებით ძვირი იქნება. http://tinyurl.com/3hd22fvy
  20. კომპანია SpaceX-მა წელიწადში განხორიცელებული წარმატებული კოსმოსური ფრენების საკუთარი რეკორდი გადალახა. კომპანიამ მიმდინარე წლის დასაწყისიდან ამ დრომდე 62 მისია განახორციელა. 62-ე მისიის ფარგლებში რაკეტა Falcon 9 აფრინდა 3 სექტემბერს. 4 სექტემბერს ადრეულ საათებში SpaceX-მა საკუთარ სოციალურ ქსელ X-ით დაადასტურა 21 ერთეული Starlink-თანამგზავრის ორბიტაზე გაშვება. ფოტოს წყარო: SpaceX Falcon 9-ის პირველი მონაკვეთი გაშვებიდან 8.5 წუთის შემდეგ დედამიწაზე დაბრუნდა და დაეშვა მცურავ პლატფორმა SpaceX Just Read the Instruction-ზე ატლანტის ოკეანეში. აღსანიშნავია, რომ ეს იყო ამ რაკეტის მეათე ფრენა. 62-ე ფრენამდე ცოტა ხნით ადრე SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა მიულოცა კომპანიის გუნდს წლევანდელი სამუშაო და აღნიშნა, რომ შემდეგი წარმატებული გაშვება ახალ რეკორდს დაამყარებს და გადააჭარბებს 2022 წლის შედეგს. აღსანიშნავია, რომ SpaceX-მა მიმდინარე წელს უფრო მეტჯერ გაუშვა რაკეტა, ვიდრე რომელიმე ქვეყანამ წელს. მაგალითად, რუსეთმა შეასრულა 12 გაშვება, ხოლო ჩინეთმა - 39. „[2023 წელს] SpaceX-მა დედამიწიდან მთლიანი სასარგებლო ტვირთის მასის დაახლოებით 80% გაიტანა ორბიტაზე. კიდევ 10% ჩინეთიდან გავიდა, დანარჩენი 10% კი - დანარჩენი მსოფლიოდან“, - დაწერა მასკმა 2 სექტემბერს. http://tinyurl.com/3pzwjxn4
  21. ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) ყოფილმა თავმჯდომარე ჯეი კლეიტონმა CNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მარეგულირებელი ორგანო აუცილებლად დაამტკიცებს ETF-ს პირველი კრიპტოვალუტის სპოტ ფასზე დაყრდნობით. „დამტკიცება გარდაუვალია. ფიუჩერსებსა და ფულად პროდუქტებს შორის დიქოტომია სამუდამოდ არ შეიძლება გაგრძელდეს“, - თქვა მან. კლეიტონმა აღნიშნა, რომ მას არ გაუკვირდა სააგენტოს გადაწყვეტილება - BlackRock-ის, Fidelity-ს, Bitwise-ის, VanEck-ის, WisdomTree-ს, Invesco-სა და Valkyrie-ს სპოტ-Bitcoin ETF-ების განაცხადების განხილვა ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გადადოს. ამასთან, SEC-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა უარი თქვა პასუხის გაცემაზე, თუ როგორ მოიქცეოდა იგი კომისიის ამჟამინდელ თავმჯდომარე გერი გენსლერის ნაცვლად. „აშკარაა, რომ Bitcoin არ არის ფასიანი ქაღალდი. ყველასთვის ნათელია, რომ საცალო და ინსტიტუციონალურ ინვესტორებს სურთ მასზე წვდომა. და რაც მთავარია, ჩვენს ზოგიერთ ყველაზე სანდო მომწოდებელს სურს Bitcoin საცალო საზოგადოებას მიაწოდოს“, - განაცხადა მან. კლეიტონამდე მსგავსი აზრი გამოთქვა Morgan Creek Digital-ის თანადამფუძნებელმა ენტონი პომპლიანომ. CNBC-სთვის მიცემულ კომენტარში მან განაცხადა, რომ SEC დაამტკიცებს Bitcoin ETF-ს და ეს „მილიარდობით დოლარს“ მოუტანს კრიპტო ინდუსტრიას. 15 ივნისს BlackRock-მა SEC-ში შეიტანა განაცხადი ციფრულ ოქროზე დამყარებულ საინვესტიციო პროდუქტზე. ფინანსური გიგანტის შემდეგ სააგენტოში მსგავსი მოთხოვნები შევიდა Valkyrie-ს, Fidelity Investments-ის, WisdomTree-სა და Invesco-სგან. თუმცა, მარეგულირებელმა ყველა განაცხადი უკან დააბრუნა. ამის შემდეგ კომპანიებმა ოპერატიულად გაუგზავნეს განახლებული წინადადებები დეპარტამენტს. 14 ივლისს კომისიამ განსახილველად მიიღო BlackRock-ის, VanEck-ის, Fidelity Investments-ის, Invesco-სა და WisdomTree-ის განაცხადები. ჯერჯერობით SEC-ს არ გაუცია რაიმე თანხმობა სპოტ Bitcoin ETF-ების გაშვებაზე. კომისიამ გამონაკლისი დაუშვა იმ პროდუქტებისთვის, რომელიც ეფუძნება ProShares-ისა და Valkyrie Investments-ის პირველი კრიპტოვალუტის ფიუჩერსებს. საერთო ჯამში მარეგულირებელს განაცხადების განხილვისთვის დაწყებიდან 240 დღე აქვს. მანამდე Bloomberg-ის ანალიტიკოსებმა James Seyffart-მა და Erick Balchunas-მა 2023 წლის ბოლოსთვის სპოტ Bitcoin ETF-ის გამოშვების ალბათობა 75%-ად შეაფასეს. ექსპერტებმა შანსები გაზარდეს SEC-ის წინააღმდეგ საქმეში Grayscale-ის იურიდიული გამარჯვების შემდეგ. სააგენტოს ყოფილმა ადვოკატმა ჯონ რიდ სტარკმა გამორიცხა სპოტ Bitcoin ETF-ის დამტკიცება. თუმცა, Bernstein-ის ექსპერტებმა პრეტენდენტების ახალი ტალღის შანსებს მაღალი შეფასება მისცეს. მაინინგ-კომპანია Marathon Digital-ის აღმასრულებელი დირექტორი ფრედ ტიელი პოზიტიურადაა განწყობილი, ხოლო ანალიტიკურ კომპანია Fundstrat-ის თანადამფუძნებელი ტომ ლი პროგნოზირებს ციფრული ოქროს ფასის მნიშვნელოვან ზრდას, თუ განაცხადები დამტკიცდება. https://tinyurl.com/2p88pch2
  22. კომპანია Zotac-მა წარადგინა პორტატული კომპიუტერი VR GO 4.0 (2023), რომელიც დამზადებულია ზურგჩანთის სტილში. პროდუქტი ორიენტირებულია არა იმდენად გეიმინგ საზოგადოებაზე, არამედ ვირტუალური და შერეული რეალობის, აგრეთვე მეტასამყაროს მომხმარებლებზე. ფოტოს წყარო: Zotac გასულ წელს გამოშვებულ VR GO 4.0 (2022) ვერსიას ჰქონდა პროფესიონალური ვიდეო ბარათი NVIDIA RTX A4500 16 გბ მეხსიერებით, ხოლო VR GO 4.0 (2023) ვერსიაში წარმოდგენილია ნაკლები წარმადობის და, შესაბამისად, შედარებით ხელმისაწვდომი ნახევრადპროფესიონალური RTX A2000 8 გბ მეხსიერებით, რომლის შემადგენლობაში მოცემულია მობილური ჩიპი Ampere GA106 2560 CUDA ბირთვით და 128-ბიტიანი მეხსიერების სალტეს მხარდაჭერით. სხვა მხრივ ზურგჩანთა-კომპიუტერის მახასიათებლები გასული წლის მოდელთან შედარებით არ შეცვლილა. მოწყობილობას საფუძვლად უდევს Tiger Lake თაობის მობილური რვაბირთვიანი და 16-ნაკადიანი პროცესორი Intel Core i7-11800H, 16 გბ DDR4 ოპერატიული მეხსიერება და 512 გბ M.2 SSD. მოწყობილობის წონაა 4.5 კგ. კვებისთვის გამოიყენება წყვილი, შეცვლადი ბატარეა - თითო 6000 მა/სთ მოცულობით. შესაძლებელია კომპიუტერის VR-ჰედსეტთან გამოყენება ავტონომიურ რეჟიმში. ავტონომიური მუშაობის დრო 1 საათამდეა. კომპიუტერზე წარმოდგენილია ერთი HDMI 2.1, ორი DisplayPort 1.4, USB 3.1 Type-C, ოთხი USB 3.1 და ორი USB 3.0. მხარდაჭერილია Wi-Fi 6 და Bluetooth 5.2. Zotac VR GO 4.0-ს ყიდვა შესაძლებელია 3700 ფუნტად (დაახლოებით 4660 აშშ დოლარი). https://tinyurl.com/2cuwmsn9
  23. გასულ თვეში რამდენიმე მაღალი წარმადობის Android სმარტფონი შემოვიდა ბაზარზე, მათ შორის OnePlus Ace 2 Pro, Redmi K60 Ultra და Realme GT5. OnePlus-ის ახალმა ფლაგმანმა თვის ბოლოს მოახერხა დიდი წარმატების მიღწევა და Android-სმარტფონების წარმადობის რეიტინგში სათავეში მოექცა მობილურ ბენჩმარკ Antutu-ს მიხედვით. OnePlus Ace 2 Pro / ფოტოს წყარო: OnePlus OnePlus Ace 2 Pro-ს აქვს მაღალი წარმადობის მიკროპროცესორი Qualcomm Snapdragon 8 Gen 2, რომელთან ერთად მაქსიმალურ კომპლექტაციაში წარმოდგენილია 24 გბ LPDDR5X ოპერატიული და 1 ტბ მუდმივი მეხსიერება. ბენჩმარკ Antutu-ზე სმარტფონის საშუალო შედეგი 1 648 735 ქულას შეადგენს, რამაც მას საშუალება მისცა უკან ჩამოეტოვა წინა თვის ლიდერი RedMagic 8S Pro. ფოტოს წყარო: Antutu მეორე პოზიციაზე 1 645 393 ქულით განთავსდა სმარტფონი iQOO 11S. იგი აგებულია პროცესორ Qualcomm Snapdragon 8 Gen 2-ზე, აქვს 16 გბ ოპერატიული და 1 ტბ-მდე UFS 4.0 მეხსიერება. ლიდერებში მესამეა RedMagic 8S Pro+ ბენჩმარკზე 1 637 536 ქულით. სამივეს აქვს Snapdragon 8 Gen 2, რაც მოწმობს ჩიპის უპირატესობას კონკურენტებთან, მათ შორის MediaTek Dimensity 9200-თან შედარებით. ფოტოს წყარო: Antutu სუბფლაგმანების ლიდერად წინა თვის მსგავსად რჩება Redmi Note 12 Turbo საშუალოდ 1 148 376 ქულით. მეორე ადგილზეა Realme GT Neo5 SE 1 146 607 ქულით. ორივე სმარტფონი აგებულია პროცესორ Snapdragon 7+ Gen 2-ის ბაზაზე. მესამე ადგილზეა iQOO Neo 7 SE, რომელშიც მოცემულია ჩიპი MediaTek Dimensity 8200 და აგროვებს 949 742 ქულას. აგვისტოში დინამიური ბრძოლა მიმდინარეობდა უპირატესობისთვის Android-სმარტფონების წარმადობის თვალსაზრისით. თვის ბოლოს OnePlus Ace 2 Pro-მ მოახერხა ამ მეტოქეობის მოგება და სამართლიანად დაიკავა მოწინავე პოზიცია ყველაზე მძლავრი Android-სმარტფონების რეიტინგში. https://tinyurl.com/yc49z2bp
  24. 31 აგვისტოს კრიპტო ბირჟა Coinbase-მა განახორციელა საგადახდო გიგანტ PayPal-ის Stablecoin PYUSD-ის ლისტინგი. „მას შემდეგ, რაც საკმარისი რაოდენობის აქტივი შემოვა, ეტაპობრივად დაიწყება ჩვენი PYUSD/USD წყვილებით ვაჭრობა. Stablecoin-ის მხარდაჭერა შესაძლოა შეზღუდული იყოს ზოგიერთ იურისდიქციაში“ - განაცხადეს ბირჟის წარმომადგენლებმა. PayPal-ის პროდუქტს აქვს იარლიყი „ექსპერიმენტული“, რომელიც ენიჭება მცირე სავაჭრო მოცულობის მქონე ახალ მონეტებს ან ტოკენებს. Stablecoin-ს მხარს უჭერს სტანდარტული Coinbase Exchange პლატფორმა და ექსპერტების პლატფორმა Advanced Trade. პირველ ეტაპზე მეიკერებს საკომისიო არ დაერიცხებათ, მიმღებებისთვის იგი შეადგენს 0.1%-ს. 7 აგვისტოს PayPal-მა გამოაცხადა აშშ დოლარით გამყარებული, Ethereum-ზე დამყარებული Stablecoin-ის გამოშვების შესახებ. მონეტის ემიტენტი იყო ინფრასტრუქტურული ბლოკჩეინ-კომპანია Paxos. აქტივმა კრიპტო საზოგადოების წევრებში საკამათო რეაქცია გამოიწვია. ზოგი მიიჩნევდა, რომ PYUSD ხელს შეუწყობს ციფრული აქტივების მასობრივ მიღებას, სხვები მიუთითებდნენ ცენტრალიზაციის რისკებზე. Bank of America-ს ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ Stablecoin-ის გამოშვება გაზრდის გადახდების ეფექტურობას და გააუმჯობესებს სამომხმარებლო გამოცდილების ხარისხს, მაგრამ გავრცელების მასშტაბი ნაკლებად სავარაუდოა, რომ მასშტაბური იყოს. Nansen-ის ანალიტიკოსების აზრით PYUSD-ის ემისიის 90%-ზე მეტი კვლავ ემიტენტ კომპანია Paxos-ის ბალანსზეა. მონეტების შეთავაზების მხოლოდ 7% არის მომხმარებლის საფულეებში, რომლებიც დაკავშირებულია ბირჟებთან - Kraken, Gate.io და Crypto.com. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა მაქსინ უოტერსმა „ღრმა შეშფოთება“ გამოთქვა PayPal-ის Stablecoin-ის გაშვებასთან დაკავშირებით. მან მიუთითა ასეთი აქტივების მარეგულირებელი ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის არარსებობაზე. JPMorgan-ის ანალიტიკოს Nikolaos Panigirtzoglou-ს აზრით PYUSD-ს შეუძლია Ethereum-ს სარგებელს მოუტანოს ქსელში დაბლოკილი თანხების მთლიანი ღირებულების გაზრდით. https://tinyurl.com/yc36mf9e
  25. ივლისში Intel-მა და ASUS-მა გააფორმეს პარტნიორობის ხელშეკრულება NUC სერიის პროდუქტების გაყიდვისა და წარმოების უფლებების გადაცემის შესახებ. პარტნიორობა არ არის ექსკლუზიური, შესაძლოა სხვა კომპანიებიც გახდნენ მონაწილეები, მაგრამ ამ დროისთვის ASUS არის ამ პროდუქტების ერთადერთი ოფიციალური დისტრიბუტორი. ფოტოს წყარო: asus.com ASUS-მა ოფიციალურად გამოუშვა NUC ხაზი 1 სექტემბერს და ამჟამად გვთავაზობს Intel-ის მე-10-დან მე-13 თაობამდე პროცესორებზე დამყარებულ ამ სერიის პლატფორმებს. Intel-ს ჯერ არ ამოუღია ეს პროდუქტები თავისი რესურსებიდან, მაგრამ ASUS-მა უკვე წარმოადგინა საკუთარი ხაზი. ეს ნიშნავს, რომ მომავალში მაღაზიებში გამოჩნდება ASUS NUC 13 Extreme ბრენდის პროდუქტები ROG ლოგოს გარეშე. ASUS-მა აიღო პასუხისმგებლობა როგორც არსებული, ისე მომავალი NUC პლატფორმების განვითარებასა და გაყიდვაზე. როგორც ჩანს, Intel-მა პარტნიორს ასევე გადასცა მომავალი თაობის მინი კომპიუტერების გამოშვების გეგმა როგორც Meteor Lake სერიის, ასევე მე-14 თაობის Core პროცესორების მოდელებით. NUC სერიის მომავალი პროდუქტები სავარაუდოდ აღარ იქნება წარმოდგენილი Intel-ის ბრენდით. ASUS-ს ამ დრომდეც ჰქონდა პროდუქტების საკუთარი სერია, რომელიც ორიენტირებულია კომპაქტური ფორმ-ფაქტორის სისტემებზე, მათ შორის PN5, ახლა კი NUC ბრენდი დაეხმარება მას, სხვა საკითხებთან ერთად, Intel-ის პროდუქტების AMD-ისგან განცალკევებაში. ჯერჯერობით ASUS-ის ასორტიმენტში შედის NUC-ები Intel-ის მე-10-დან მე-13 თაობამდე პროცესორებით. https://tinyurl.com/4fzasuzp
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.