Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5904
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    196

Posts posted by Magdalena

  1.                     გასულ წელს Samsung-ი დაეუფლა კომპანია Harman International Industies-ს, მას შემდეგ მომხმარებლები ინტერესით ელოდნენ, თუ რას მოიმოქმeდებდნენ ისინი ერთად. და ახლა უკვე სახეზე გვაქვს მათი პირველი ერთობლივი პროდუქტი. კომპანია Samsung-მა დააანონსა ორი ახალი საუნდბარის ტიპის დინამიკი - 1) HW-N850 და 2) HW-N950, რომლებიც უკვე მიმდინარე თვის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი მომხმარებელTათვის. ორივე მათგანს აქვს Dolby Atmos-ი და DTS:X, რაც უზრუნველყოფს საუკეთესო  ხარისხის ხმას, აგრეთვე, ორივე დინამიკს აქვს მძლავრი ხმის გამაძლიერებლები.

    samsung-hw-n950.jpg

                       ამ ორი პროდუქტიდან N950 პრემიუმ ხარისხისაა, მათ შორის ძირითადი განსხვავება ისაა რომ N950-ს ექნება ოთხი დინამიკი და ორი უსადენო ხმის გამაძლიერებელი. N850-ს კი ექნება ძირითადი სფიქერი და ხმის გამაძლიერებელი. ღირებულებას რაც შეეხება, N850-ის ფასი იქნება 1000 ევრო (1130 $), N950-ის შეძენა კი შესაძლებელი იქნება 1500 ევროდ (1700 $).

                       შეუძლებელია არ აღინიშნოს, რომ ეს ფასები მეტად მაღალია, თუმცა იმის გათვალისწინებით, თუ რა ხარისხის პროდუქტთან გვაქვს საქმე, ნამდვილად ღირს დაფიქრება. ორივე საუნდბარი საუკეთესო ხმის გარანტიას გვპირდება.

    Windowscentral.com

    • Like 3
  2. დიდი ხანია ცნობილი იყო რომ კომპანია Samsung-ი ამზადებს დრეკად სმარტფონს, მაგრამ როგორ გამოიყურება იგი, სულ ახლახანს გახდა ცნობილი. გახმაურებული ცნობებისა და ფოტომასალების მიხედვით, მოწყობილობა მთლიანად დაკეცვას არ ექვემდებარება, მოხრილ მდგომარეობაში ეკრანის ნაწილი ხელმისაწვდომი იქნება მომხმარებლისთვის, რათა იხილოს შეტყობინებები, ასევე ხილვადი იქნება მულტიმედიის სამართავი ღილაკი.

                                                                        samsung-galaxy-f-flexible-display-smartphone.jpg

    წინასწარი ცნობების მიხედვით, სმარტფონის სახელწოდება იქნება Galaxy F’c, გვერდების ზომების შეფარდება - 21:9, 1440x3360 პიქსელი. სავარაუდო ფასი 1850 $ იქნება.

    მსგავს კონცეფციაზე ასევე მუშაობს Huawei-ც, ასევე სამსუნგს Microsoft-თანაც მოუწევს კონკურირება, რომელიც, როგორც ცნობილია, მუშაობს მსგავსი ტიპის მოწყობილობაზე, რომელის სახელწოდებაც იქნება Andromeda. როგორც სამსუნგის წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი ფოკუსირდებიან ინოვაციაზე, რომელიც ცალსახად მოსაწონი და მიმზიდველი იქნება მომხარებლებისათვის: „კომპანია ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ არ დაკარგოს წამყვანი ტიტული მსოფლიო მასშტაბით“.

     

    overclockers.ru

    inverse.com

     

    ..

    • Like 2
  3.                      ახალი თაობის პროფესიონალური ვიდეო ბარათის Quadro RTX-ის წარდგენიდან მცირე ხანში, NVIDIA უკვე მომავალ კვირაში წარადგენს ახალი თაობის სამომხმარებლო ვიდეო ბარათს და, როგორც ცნობილია, უკვე ორშაბათიდანვე ხელმისაწვდომი იქნება წინასწარი შეკვეთების გაფორმება.  

    nvidia.jpg

                        როგორც ცნობილია, პირველი შეკვეთები ევროპის მასშტაბით განხორციელდება. NVIDIA ეწევა აქტიურ სარეკლამო კამპანიას სოციალურ ქსელებში, აგრეთვე ის მაღაზიებიც, სადაც პროდუქტის შეძენა იქნება შესაძლებელი, აქტიურად აფორმებენ თავიან საიტებსა და სოციალურ ქსელებს ღია მწვანე ფერში, რაც შესატყვისობაშია NVIDIA-ს ლოგოტიპის ფერთან. 

    NVIDIA-GeForce-RTX-2080_02.jpg

                     NVIDIA მრავალ სიურპრიზს პირდება მომხმარებლებს GeForce Gaming Celebration-ის ფარგლებში, ამიტომ გამორიცხული არაა, რამოდენიმე სახის ვიდეო ბარათი იქნეს შემოთავაზებული. როგორც წყაროებიდან ხდება ცნობილი, GeForce RTX 2080-ის ფასი დაახლოებით 7000-8000 შვედური კრონი იქნება, რაც ნაკლებია GeForce 1080 Ti-ზე, თუმცა მეტია GeForce GTX 1080-ის ღირებულებაზე.  

                   აგრეთვე ცნობილი ხდება, რომ ვიდეო ბარათის სატესტო ვერსიების გავრცელება საკმაოდ შეზღუდული იქნება, ასე რომ მათ, ვისაც შეკვეთის გაფორმება რაც შეიძლება მალე სურს, ამის გაკეთება გატესტვის გარეშე მოუწევთ.  

    3dnews.ru 

     

    • Like 3
    • Thanks 2
    • Upvote 2
  4.                      გუგლი ახდენს Google Drive-ის რებრენდინგს სახელწოდებით Google One, ასევე ცვლის ფასებს, რათა მომხმარებლებს მისცეს უფრო მეტი შესაძლებლობა და მეხსიერების უფრო დიდი საცავი სივრცე შედარებით დაბალ ფასად. განახლებული ტარიფები ამგვარად გამოიყურება: 200 გიგაბაიტი თვეში 2,99$-ად, 2 ტერაბაიტი - 9,99$ ნაცვლად 19,99$-ისა.

    google-one-cover.jpg

                          პროცესი მარტივია: შედიხართ Google Drive-ზე, აკლიკებთ storage, შემდეგ -  upgrade storage, რათა მიიღოთ განახლებისა და აფგრეიდის საშუალება. ასევე შესაძლებელი იქნება საკუთარი მეხსიერების მარაგი ჯახის ხუთ წევრს გაუზიაროთ, რაც თავიდან აგვაცილებს ზედმეტს ხარჯებს, როდესაც ვიძენდით პროდუქტს იმ რაოდენობით, რაც ზედმეტი იყო ჩვენთვის და ვიხდიდით იმაზე მეტს, ვიდრე გვჭირდებოდა. რეალურად, Google  არ ამოწმებს ნამდვილად არიან თუ არა დამატებულთა სიაში მყოფები ოჯახის წევრები, ასე რომ, მარტივად შეგიძლიათ ამ ხუთეულში მეგობრები ან კოლეგები ჩართოთ. 

                          Google-ის ფასები მეტად ხელსაყრელი და კონკურენტუნარიანია: იმავე ფასად შეამოთავაზებული Microsoft-ის  პროდუქტი ორჯერ ნაკლებია მასთან მიმართებაში, Dropbox-ს არ აქვს არანაირი შემოავაზების ალტერნატივა უფასო პაკეტსა და 9,99$-იანს შორის, iCloud-ს კი აქვს ნამდვილად მიმზიდველი შემოთავაზება 0,99$-ად 50 გბ თვეში. 

                          Google თავის მომხმარებლებს სხვა სახის უპირატესობების მინიჭებასაც პირდება, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ფასდაკლებები იმ სასტუმროებში, რომლებიც მოძიებული იქნება გუგლის საძიებო სისტემის საშუალებით. დაპირებისამებრ, ფასდაკლებებისა და ბონუსების რიცხვი რეგულარულად გაიზრდება. 

                         უახლოეს თვეებში Google Drive-ს მომხმარებლები ავტომატურად მიიღებენ წვდომას Google One-ზე. თავდაპირველად ესენი იქნებიან აშშ-ის მოქალაქეები, შემდგომ ეტაპზე კი მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნების მაცხოვრებლები.  

     

    • Like 1
  5.                      SpaceX-ს უკვე ჰყავს პირეველი სამგზავრო ეკიპაჟი შერჩეული, გაფრენის თარიღიც დადგენილია, ახლა კი მოვიდა დრო მოამზადონ ასტრონავტები კოსმოსში სამოგზაუროდ. SpaceX-ის პრეზიდენტი გვინ შოთველი (Guynne Shotwell) შეხვდა NASA-ს ოთხ ასტორნავტს, რომელიც პირველები გაფრინდებიან კოსმოსში კომპანიის პირველი სამგზავრო ხომალდით “Dragon”. ეს ხომალდი მზადდება NASA-ს კომერციული პროგრამის ფარგლებში. კომპანიამ ასევე გაასაჯაროვა ის ხელსაწყო-ინსტრუმენტები და აღჭურვილობა, რომლებსაც კოსმონავტები გამოიყენებნ ამ ფრენის პერიოდში. ასტრონავტები უახლოესი თვეებისა და წლების განმავლობაში იმუშავებენ SpaceX-თან, რათა გასამგზავრებლად მოემზადონ. lgrush_180813_2819_0043.0.jpg

                         კოსმოსურ კაფსულაში მოთავსებულია ორი ცენტრალური სავარძელი კაპიტნისა და პილოტისთვის, ასევე სენსორული ეკრანის ინტერფეისი და ღილაკები, რომლითაც კოსმონავტები იმოქმედებენ ფრენის პერიოდში. ასევე, მათ განკარგულებაში იქნება კაფსულაში არსებული სამი სენსორული ეკრანი, რომელიც უპრობლემოდ მოახდენს რეაგირებას სკაფანდრიდან შეხებითაც კი. ეკრანების მთავარი ამოცანაა უზრუნველყოს ფრენის ორბიტალური კვლევა-გაანგარიშება. მთელი პროცესი ძირითადად ავტომატიზირებულია, თუმცა ასტრონავტებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა - გადაერთონ ხომალდის ხელით მართვაზე.  

                         არის ერთი საკვანძო და უმნიშვნელოვანესი დეტალიც, ეს არის დიდი სახელური ჩამონტაჟებული კონსოლებს შორის, წარწერით EJECT, რომლის გამოყენების საჭიროებაც ასტრონავტებს არ შეექმნებათ ვიმედოვნებთ. მაგრამ თუკი ხომალდი დაზიანდა, მწყობრიდან გამოვიდა რაიმე, მოკლედ რომ ვთქვათ, გამოუსწორებელი გაუმართაობის შემთხვევაში კოსმონავტებს მოუწევთ ამ სახელურის გამოყენება და სამაშველო მოწყობილობა მათ საფრთხისგან შორს გადაისრვის. Space X-მა დააპროგრამა ბორტკომპიუტერი, რათა დროულად იქნეს აღმოჩენილი ნებისმიერი ანომალია, რაც მოითხოვს სასწრაფო გამოსწორებას, ან უკიდურეს შემთხვევაში საჭირო გახდება ეკიპაჟის ევაკუაცია. 

    650589main_cargoprev-dragoncapsule.jpg

                        ხომალდი Crew Dragon თითქმის მთლიანად ავტომატიზირებულია. თუკი ფრენისას ყველაფერი წესრიგში იქნა,ასტრონავტებს უმეტესად მოუწევთ უმოქმედოდ ყოფნა და მოგზაურობით სიამოვნების მირება.მიუხედავად ამისა, მათი მომზადება აქტიურად მიმდინარეობს ყველაზე საშინელი სცენარების გათვალისწინებით, რაც ხორციელდება სიმულატორის საშუალებით. ასტრონავტები მზადებას გადიან მასში გაუთვალისწინებელი მოვლენების ეფექტებითაც, როგორიცაა ხანძარი, ჰერმეტულობის დარღვევა და ა.შ. კაფსულის შიგნით არის მზის სინათლის მაგვარი ნათურაც, რომლის განატება ისევე გამოიყურება, როგორც იქნება ნამდვილი მოგზაურობისას. 

    top-row-left-to-right-nasa-astronauts-victor-glover-and-mike-hopkins-bottom-row-left-to-right-nasa-astronauts-bob-behnken-and-doug-hurley-spacex-handout.jpg

                        SpaceX-ის ეკიპაჟი შედგება სამი გამოცდილი მფრინავისა და ერთი ახალბედასაგან. პილოტირებას გასწევენ Doug Hurley და Bob Behnken  Space Shuttle-ის ყოფილი წევრები, ასევე NASA-ს ასტრონავტი Mike Hopkins, რომელიც ადრე იყო რუსული ხომალდის - Союз-ის წევრი, და ბოლოს, გუნდის მეოთხე წევრი იქნება Victor Glover, რომლისთვისაც კოსმოსში მოგზაურობა დებიუტი იქნება.  

    • Like 1
    • Thanks 1
  6.                     კომპანია HMD Global ერთ-ერთია, ვინც ოპერატიულად ახდენს საკუთარი სმარტფონების განახლებას Android Pie-მდე. იგივეს ახორციელებს Essential, თუმცა მას მხოლოდ ერთი სმარტფონი აქვს და, შესაბამისად, ნაკლები ძალისხმევა მოუწევს. 

    pie.jpg

                        თუკი გაქვთ ნოკიას ნებისმიერი თანამედროვე სმარტფონი, ადრე თუ გვიან მასზე Android 9-ს იხილავთ. დააფდეითების კონკრეტული ვადები უცნობია, თუმცა განახლდება ყველა მოწყობილობა, მათ შორის: 

    • Nokia 1 (Android Go) 

    • Nokia 2 

    • Nokia 2.1 (Android Go) 

    • Nokia 3, Nokia 3.1 

    • Nokia 5 

    • Nokia 5.1 

    • Nokia 6 

    • Nokia 6.1 

    • Nokia 6.1 Plus 

    • Nokia 7 (China) 

    • Nokia 7 Plus 

    • Nokia 8 

    • Nokia 8 Sirocco 

    • Nokia X6 (China) 

    • Nokia X5 (China) 

    სავარაუდოდ, პირველად განახლდება Nokia 7 Plus, რამდენადაც იგი ნოკიას ერთადერთი აპარატი იყო, რომელიც Android ბეტა-ტესტირებაში იყო ჩართული. შემდეგ ეტაპზე დააფდეითდება Nokia 8 და Nokia 8 Sirocco. Android Go-ს მქონე სმარტფონები საერთო ჯამში, განახლებული იქნება უფრო ადრე, ვიდრე საშუალო და ბიუჯეტური კატეგორიის სმარტფონები. 

    Overclockers.ru 

    • Like 1
  7. „ბატარეის“ ხსენებაზე, ხალხთა უმრავლესობას ახსენდება ელემენტი, რომელიც წარმოადგენს ტელეფონი, ლეპტოპის ან უკიდურეს შემთხვევაში, ელექტრომობილის კვების წყაროს. მაგრამ დადგა დრო, ვიფიქროთ უფრო მასშტაბურად. ბატარეები - ესაა ენერგიის შენახვის საშუალება, ენერგიის, რომელსაც შეუძლია მოქმედებაში მოიყვანოს ელექტრომობილები, სახლები და მთელი ქალაქებიც კი. 

                                                                                                                                    tesla.jpg

    PG & E (Pacific Gas & Electric-Gas and Power Company for California) იწყებს მსოფლიოში უდიდესი ბატარეების მშენებლობას კალიფორნიაში, ელექტროენერგიის გამომუშავება-აკუმულირების მიზნით. ასევე არსებობს 3 მლრდ ღირებულების პროექტი, რომლის მიხედვითაც მთლიანი ჰოვერის კაშხალი (მდებარეობს ნევადასა და არიზონას შტატების საზღვარზე)  ერთ დიდ ბატარეად უნდა იქცეს. 

    ენერგიის გამომუშავებისა და შენახვის სხვადასხვა წყარო არსებობს, დაწყებული ტესლას ამ გიგანტური მზის ენერგიის ბატარეებიდან, დამთავრებული ქარის ტურბინებითა და თხევადი გაზის საბადოებით მიწისქვეშ. მზის ბატარეები ელექტროენერგიას უდავოდ საკმაო რაოდენობით გამოიმუშავებენ, თუმცა ამის გასაკეთებლად თავადაც საჭიროებენ ენერგიის წყაროს. განახლებადი ენერგიის ინდუსტრიაში მომუშავე მწარმოებლებმა ბატარეების დამზადებისთვის მოხმარებული ელ.ენერგიის ანაზღაურება და ახლის გამომუშავება მხოლოდ 2010 წლიდან დაიწყეს და 2020 წლისთვის სრულ დამოუკიდებლობას გეგმავენ. 

    იმისთვის, რომ კომპანიებმა მზის ფერმებისთვის საკმარისი პანელები დაამზადონ, ისინი დღემდე მოიხმარენ დიდი რაოდენობით ქვანახშირს  და სხვა წიაღისეულებს. შესაბამისად, განახლებადი ენერგიების პრაქტიკაში დანერგვა ბევრ ტექნიკურ სირთულესა თუ იდეოლოგიურ დილემასთანაა დაკავშირებული. შესწავლილი იქნება თითოეული მათგანის დადებითი და უარყოფითი მხარეები და შემუშავდება სტრატეგია, თუ როგორ უნდა წარვმართოთ ჩვენი ცხოვრება სამომავლოდ.  

    • Like 2
    • Thanks 1
  8. Nikon Rumors-ი იტყობინება, რომ 23 აგვისტოს Nikon-ი გეგმავს წარადგინოს ორი სრულკადრიანი უსარკო ფოტოკამერა, სახელწოდებებით - Z6 და Z7. აპარატები წარმოდგენილნი იქნება სამ ობიექტვითან ერთად, რომელიბიც შემუშავებულია ახალი სისტემისთვის. 

    Nikon-Nikon-700px-700x471.jpg

    Z6 და Z7 ერთმანეთისგან განსხვავებულნი იქნება ისევე, როგორც Sony განასხვავებს თავის მოდელებს A7-სა და  A7R-ს. Z6-ს ექნება 24 მეგაპიქსელიანი სენსორი და გამოყენებადი იქნება სწრაფი გადაღებებისთვის მცირე განათებით, Z7-ს კი ექნება 45 მეგაპიქსელიანი სენსორი უფრო მაღალი რეზოლუციის ფოტოების გადასაღებად.  

    მეგაპიქსელების შესახებ დეტელაბს თუ გავითვალისწინებთ, სავარაუდოა, რომ Nikon-ი ეცდება თავისი ფოტოკამერები Sony-ს გაუთანაბროს (სახელწოდებებიც კი ერთმანეთის მსგავსია). ეს პროცესი კი გარდაუვალი გახდა, რადგან Sony უზარმაზარ ძალას წარმოადგენს უსარკო ფოტოაპარატების დამზადების სფეროში. ეს არ იქნება ადვილი ამოცანა, თუმცა, ყოველ შემთხვევაში, Nikon-ის ეს მცდელობა საინტერესო იქნება რამოდენიმეწლიანი DSLR-ების (Digital Single-lens reflex camera) წარმოების შემდეგ. 

     

    • Like 3
  9. როგორც Bethesda დაგვპირდა, QuakeCon 2018-ის ფარგლებში წარდგენილ იქნა DOOM ETERNAL-ის გეიმფლეი, ასევე ცნობილი გახდა თავდაპირველი დეტალები მის შესახებ. თამაშის შემქმნელები გვპირდებოდნენ, რომ „მოგვიწყობდნენ ჯოჯოხეთს დედამიწაზე“, და ეს დაპირება შესრულებულია: თამაშის მთავარი გმირი მიემართება ჩვენი ცისფერი პლანეტისკენ, რათა შეებრძოლოს დემონებსა და ჯოჯოხეთის სხვა ბინადართა ხროვას.  

                                                                                                                     images.jpg

    მოთამაშეებს ელოდეა ახალი ტიპის იარაღები, მთავარი გმირის ახალი უნარები და  შესაძლებლობები, ასევე საშუალება - „შეძვრნენ“ სხვის თამაშში დემონის სახით: თქვენს წინააღმდეგ დემონების სახით იბრძოლებენ ნამდვილი მოთამაშეები. სურვილისამებრ, ამ ფუნქციის გამორთვა შესაძლებელი იქნება. 

    DOOM ETERNAL-ის გამოსვლის თარიღი მიახლოებითაც კი არ გაამხილეს შემქმნელებმა, ასე რომ, სავარაუდოდ, თამაში გამოვა მხოლოდ მომავალ წელს, ან შესაძლოა სულაც 2020 წლამდე გადაიწიოს ვადებმა. სამაგიეროდ ცნობილია, რომ თამაში ყველა აქტუალურ სათამაშო პლაფორმას მოიცავს, როგორებიცაა PC, Xbox One, PlayStation 4 და აგრეთვე Nntendo Switch.              

    Overclockers.ru 

     

    • Like 2
    • Thanks 1
  10.                      აშშ-ის რამოდენიმე ქალაქში უკვე დაიწყო  Magic Leap One Creator Edition-ის  - დამატებითი, პარალელური რეალობის სათვალეების გაყიდვა. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა რონი აბოვიცმა (Rony Abovitz) მოწყობილობას უწოდა „სამომხმარებლო კლასისთვის ანკუთვნილი სრულფასოვნად მოქმედი პროდუქტი“. ჯერჯრობით კი, სათვალეები განკუთვნილია ძირითადად მხატვრებისა და სხვა შემოქმედებითი საქმიანობით დაკავებულ პირთათვის. 

    Magic Leap One- ღიებულება $ 2295-ია. კომპანია უზრუნველყოფს მის უფასო მიწოდება-აწყობას. დამატებით $ 495-ის გადახდის შემთხვევაში შესაძლებელია პროფესიონალური ნაკრების შეკვეთა, ასევე, შეგეძლებათ უფასოდ გამოცვალოთ სათვალეები 24 საათის განმავლობაშ, თუკი დაზიანდა. 

     Magic-Leap-One-2-1024x306.jpg

                        Magic Leap One შდგება სამი ნაწილისგან: 1) სათვალე Lightwear, 2) პორტატული კომპი Lightpack და 3) კონტროლერი. Lightwear იყენებს კამერების ნაკრებსა და სპეციალურ ლინზას გამოსახულების პროექტირებისთვის რეალურ გარემოში, Lightpack აღჭურვილია მობილური სისტემით NVIDIA Tegra x2 ჩიპზე, 8გბ ოპერატიული მეხსიერებით, 128 გბ სივრცით მონაცემების შესანახად, USB პორტით და ელემენტით, რომელიც საშუალებას იძლევა სამი საათის განმავლობაში უწყვეტად ისარგებლოთ მოწყობილობით. 

                        Magic Leap One-ს სჭირდება Bluetooth-ისა და Wi-Fi-ს მხარდაჭერა, ამიტომ მისი გამოყენება ძირითადად სახლის პირობებშია შესაძლებელი, თუმცა როგორც კომპანიის დირექტორი ამბობს, მისი გამოყენება სახლს გარეთაც შეიძლება „გარკვეულ პირობებში“. უკვე ხელმისაწვდომი პროგრამებია - ბრაუზერი, ვირტუალური ჩატი, სისტემა რომელიც აერთიანებს ვირტუალურ ობიექტებს რეალურ გარემოსთან (მარტივად რომ ვთქვათ, მაგალითად, შეგიძლიათ ნახოთ როგორ დახტის პატარა დინოზავრი (ვირტუალური ობიექტი) თქვენს საკუთარ დივანზე (რეალურ ობიექტზე). ასევე ხელმისაწვდომია თამაშის - Dr. Grordbort’s  Invaders-ის დემოვერსია. ასევე, ციფრულ მარკეტში მოიძებნება მხატვართათვის საჭირო ინსტრუმენტი - Create, და მუსიკალური პროექტი Tonandi, რომელიც შექმნილია პოსტ-როკ ჯგუფ Sigur Ros-თან თანამშრომლობით.  

    3dnews.ru

    • Like 3
    • Upvote 1
  11.                     Trustwave-ს მკვლევარებმა გამოუშვეს ახალი ფუნქციური პროგრამა Social Mapper, რომელიც ახდენს სახეების ამოცნობა-იდენტიფიკაციას კონკრეტული პიროვნებების ძიების მიზნით სხვადასხვა სოციალურ ქსელში. პროგრამა შემუშავებულია უსაფრთხოების დაცვის მიზნით იმ შემთხვევებისთვის, როდესაც თავდასხმა ხდება სოციალური ინჟინერიის გამოყენებით.  სისტემა ავტომატურად პოულობს კონკრეტული საძიებელი პიროვნების პროფილს ფეისბუზე, თვითერზე, ლინდინზე და სხვა ქსელებში - სახელისა და გამოსახულების საშუალებით. 

                                                                                                                    images.jpg

                         ეს ძიებები შესაძლებელია განხორციელდეს ხელით, თუმცა ავტომატიზირებული პროცესი ნიშნავს, რომ  შესაძლებელი იქნება დავალება შესრულდეს ბევრად სწრაფად და ეფექტიანად, და ასევე რამდენიმე სამიზნის მიმართ ერთდროულად. „ინფორმაციის შეგროვება ონლაინ რეჟიმში - ეს ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია“- განაცხადა Trustwave-. „და რა იქნება, თუკი შესაძლებელი იქნება ამ პროცესის ავტომატიზირება და გამოყენება მასობრივად, ასი ან ათასი პიროვნების მიმართ?“ 

    Social Mapper-ი არ მოითხოვს წვდომას API-სთან, რაც აფერხებდა ძიების პროცესს, როგორც ეს ხდებოდა Geofeedia-ს მაგალითზე. ნაცვლად ამისა, სისტემა ახორციელებს ავტომატურ ძიებას ბრაუზერის ინსტრუმენტების ფანჯარაში, შემდეგ კი ახდენს სახის სკანირებას საძიებო მიზნის შესატყვის პირველ 10-20 ობიექტზე - ერთი კონკრეტული პიროვნების ამოცნობის მიზნით. საბოლოოდ, ვიღებთ  თითოეული პიროვნების დადასტურებული ექაუნთების სიას.  

    Social Mapper ლიცენზირებულია, როგორც უფასო პროგრამული უზრუნველყოფის სისტემა, და იგი ხელმისაწვდომია GitHub-ზე. 

     

    • Like 1
  12. პროდუქტის დაანონსებიდან ორი თვის შემდეგ ფეისბუკი ტესტავს  გასაცნობ აპლიკაციას საკუთარ თანამშრომლებს შორის. აპლიკაციების დამოუკიდებლმა მკვლევარმა Jane Manchun Wong-მა, რომელიც რეგულარულად ახდენს ფეისბუკის ახალი ფუნქციების აღმოჩენას, იპოვა ფუნქციის არსებობის მტკიცებულება და მის შესახებ თვითერზე განაცხადა. 

    dating.jpg

    ფეიბუკმა თანამშრომლებს მოსთხოვა გამოეყენებინათ ყალბი მონაცემები თავიანთი გასაცნობი ანკეტის შესაქმნელად და იგეგმება ყველა მონაცემის წაშლა მანამდე, სანამ აპლიკაცია სახალხო მოხმარებაში ჩაეშვება. „ამ პროდუქტით სარგებლობა ნებაყოფლობითია და გავლენას არ მოახდენს თქვენს სამსახურეობრივ მდგომარეობაზე“ - ნათქვამი თანამშრომელთა მიმართ გაკეთებულ განცხადებაში.  

    მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტი იტესტება, ეს აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ საყოველთაოდ ხელმისწვდომი გახდება. ზოგიერთი პროდუქტი მანამდევე ნადგურდება, სანამ სახახო მოხმარებაში გაუშვებენ, იმის მიხედვით, თუ რა იქნება აღმოჩენილი გატესტვის პროცესში. 

    ფეისბუკის დეითინგ აპლიკაცია გაშვებისთანავე აქცევს მას ონლაინ რომანებისა და გაცნობის ცენტრად და ძირითად წყაროდ. Match Group-ის ფასი, რომელიც ფლობს პოპულარულ გასაცნობ აპლიკაციებს, მათ შორის OKCupid და Tinder, 17%-ით დაეცა იმ დღეს, როცა ფეისბუკმა დეითინგ აპლიკაციის გამოშვება დააანონსა. 

    ფეისბუკის დეითინგ აპი საშუალებას მოგცემთ შექმნათ დამოუკიდებლი პროფილი ნაცნობობისთვის. როდესაც თქვენ და სხვა პიროვნება იყენებთ ერთმანეთის მსგავს პროფილებს და იკვეთება საერთო ინტერესები, თქვენ შგეძლებათ ერთმანეთთან დაკავშირება. ასევე, აპლიკაციას ექნება ფუნქცია, რომლის მიხედვითაც ვენი პროფიი ხილვადი იქნება იმ პირებისთვის, რომლებიც იმყოფებოდნენ იმავე ივენთზე, სადაც თქვენ. „ეს იქნება რეალური გრძელვადიანი ურთიერთობების საწყისი, და არა მხოლოდ დროებითი კონტაქტი“, - თქვა მარკ ცუკერბერგმა თავის განაცხადში. 

    • Like 2
  13. “DR. Web” ავრცელებს გაფრთხილებას ახალი ზიანისმომტანი პროგრამის გავრცელების შესახებ, რომელიც მიმართულია Android ოპერაციული სისტემის წინაღმდეგ. ვირუსმა სახელწოდებად მიიღო Android.Clipper, და დღეისათვის ცნობილია მისი მინიმუმ ორი მოდიფიკაცია. ტროიანის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ელექტრონული საფულეების ნომრების შეცვლა/ჩანაცვლება  - თანხების ბოროტმოქმედთათვის გადარიცხვის მიზნით.  

    დაინფიცირებულ მოწყობილობაში გაშვებისას ბოროტმოქმედს გამოაქვს ყალბი შეტყობინება „შცდომის“ შესახებ და აგრძელებს მუაობას ფარულ რეჟმში. ამავე დროს, პროგრამის ერთ-ერთი ვერსია ინიღბება სამუშაო აპლიკაციის სახით ბტკოინის ელექტრონუ საფულეში მუშაობისვის. სმარტფონში ან პლანშეტში შეღწევის შემდეგ ბოროტმოქმედი იწყებს თვლთვალს გაცვლითი ბუფერული მეხსიერების ცვლილებებზე. თუკი ტროიანი აღმოაჩენს, რომ მომხმარებელმა დააკოპირა ელექტრონული საფულის ნომერი ბუფერში, იგი უგზავნის ამ ნომერს მმართველ სერვერს. საპასუხოდ კი იგზავნბა კიბერდამნაშავის ელექტრონული საფულის ნომერი გაცვლის ბუფერში, ნაცვლად რეალური მფლობელისა. შედეგად, ფული გადაირიცხება თაღლითებთან. 

    მავნებელ პროგრამას შუძლია შეცვალოს ელექტრონული საფულის ნომერი საგადახდო სისტემა Qiwi-ში, Webmoney, Яндекс.деньги, ასევე კრიპტოვალუტებთან - Bitcoin, Monero, 2Cash, DOGE, DASH, Etherium, Blackcoin და Litecoin. 

    ამჟამად მავნებელი პროგრამა აქტიურად ვრცელდება და წინ მიიწევს სხვადასხვა ფორუმებსა და სივრცეებში. Dr. Web ვარაუდობს, რომ მოკლე დროში შესაძლოა ველოდოთ ამ ზიანისმომტანი პროგრამის მოდიფიკაციის დიდ რაოდენობას.  

    3dnews.ru 

    trojan.jpg

    • Like 2
    • Thanks 1
  14. გასაოცრად კარგი Surface 3-ის გამოშვებიდან სამი წლის შემდეგ, მაიკროსოფტმა განაახლა ეს კატეგორია ახალი დივაისით, სახელწოდებით - Surface Go. Surface pro-ს სერია მეტად წარმატeბული და მომგებიანი იყო კომპანისთვის, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ დადგა დრო განახლებული შეთავაზებისთვის. კომპანია რედმონდიდან მუშაობს ბაზარზე პოზიციის დასაბრუნებლად, ამიტმ პატარა, მსუბუქი და, რაც მთავარია, ნაკლებად ძვირადღირებული Surface კარგ მოლოდინს და პროგნოზებს იძლევა. 

    surfacego.0.jpg

     ახალი Surface 31%-ით ნაკლები წონისაა Surface Pro-სთან შდარებით. ასევე შედარებით პატარაა დისპლეიც. მისი გამოყენება შესაძლებელია სახლისა და სამოგზაურო პირობებში, ყოველდღიური თასქებისთვის. უზრუნველყოფს მკაფიო, სუფთა გამოსახულების მქონე ვიდეოზარების განხორციელებას 5.0 მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერის მეშვეობით; სასიამოვნო კითხვას ელექტრონული წიგნებისა თუ ჟურნალების; სამახსოვრო მომენტების აღბეჭდვას 8.0 მეგაპიქსელიანი უკანა კამერის მეშვეობით. იდეალურია დავალებებსა და პროექტებზე სამუშაოდ, ან უბრალოდ დროის ფილმებით სასიამოვნოდ გასატარებლად. 

    Microsoft Surface Go 

     

    Surface Go Specifications 

     

     

     

     

    CPU 

    Intel Pentium Gold 4415Y (Kaby Lake-Y) 
    2 core, 4 thread, 1.6 GHz base frequency 

     

     

     

     

    GPU 

    Intel HD 615 
    24 EUs 850 MHz boost frequency 

     

     

     

     

    Display 

    10-inch PixelSense 
    1800x1200 3:2 aspect 
    216 Pixels Per Inch 
    10-point Multitouch 
    Surface Pen support 

     

     

     

     

    Dimensions 

    245 x 175 x 8.3 mm 
    9.6 x 6.9 x 0.33 inches 

     

     

     

     

    RAM 

    4 or 8 GB LPDDR3-1866 

     

     

     

     

    Storage 

    64 GB eMMC 
    128 / 256 GB NVMe SSD optional 

     

     

     

     

    Wireless 

    802.11ac with Bluetooth 4.1 
    Qualcomm Snapdragon X16 LTE Optional 

     

     

     

     

    Battery 

    Up to 9 hours of video playback 
    24W Charger 

     

     

     

     

    Cameras 

    Windows Hello IR camera 
    5 MP Front Camera with 1080p video 
    8 MP Rear Camera with 1080p video 

     

     

     

     

    Ports 

    USB Type-C 3.1 Gen 1 with power delivery 
    Surface Connect 
    MicroSD 
    Headset 

     

     

     

     

     

    Microsoft.com

     

    • Like 2
    • Upvote 3
  15. Logitech მზადებს უსადენო დამტენ სადგამ მოწყობილობას, რომელსაც კომპანია გამოუშვებს მიმდინარე თვის ბოლოს. მოწყობილობის ფასი  69.99 $ იქნება. 

    Logitech-ის განაცხადის მიხედვით, კომპანიამ ეს დამტენი დააპროექტა  Apple-თან ერთად და, საბოლოო ჯამში, ეს ის პროდუქტია, რომელიც Apple-ს უნდა გამოეშვა გასულ შემოდგომაზე  iPhone X-ისათვის.

     logitech-ed.jpg

    როგორც თვითმხილველები ამბობენ, ეს სიახლე ნამდვილად ერთ-რთი საუკეთესოა დამტენ მოწყობილობათა შორის. მთლიანი სადგამი დამზადებულია მტკიცე პლასტმასისგან, რომეიც მყარად და მჭიდროდ იერს ტელეფონს და გამორიცხავს მის გაცურებას და მოძრაობას მაინაც კი, როდესაც ტლეფონი ვიბრირებს. კომპაქტურად მოწყობილი სადგამი საშუალებას იძლევა დატენოთ ტელეფონი როგორც ვერტიკალურ, ასევე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში (იმ შემთხვევების დროს, როდესაც გსურთ  ფილმის ან საყვარელი ტელეშოუს ყურება დამუხტვის პროცესში). 

    Logitech-ის დამტენი გამოყენებადია ნებისმიერი Qi-თავსებადი მოწყობილობებისათვის. ფასს თუ გავითვალისწინებთ, რა თქმა უნდა, არსებობს უამრავი დამტენი, რომლებიც საჭიროებს USB სადენს ან მიკრო USB-ს, და მათი დაზიანება ან დაკარგვა არ დაგამწუხრებთ მათი დაბალი ფასის გამო. მაგრამ თუკი ეძებთ პრემიუმ ხარისხის დამტენ მოწყობილობას და არ ხართ წინააღმდეგი გადაიხადოთ შედარებით მეტი, ნამდვილად ღირს ისარგებლოთ Logitech-ის უსადენო სადგამი დამტენით. მისი შეძენა  შესაძლებელია მანამდე, სანამ გამოვა Apple- ოფიციალური AirPower Pad. 

    წყარო: theverge.com

    • Like 2
    • Upvote 1
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.