Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5907
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    197

Everything posted by Magdalena

  1. კომანია Panasonic-მა შეიმუშავა ახალი Tof-სენსორი (time of flight), მსგავსი ტიპის სენსორები საშუალებას იძლევა განისაზღვროს მანძილი ობიექტამდე ინფრაწითელი გამოსხივების საშუალებით. სენსორი აქტიურად გამოიყენება IT სფეროში უსადენო ინტერფეისების მიმართულებით მობილურ მოწყობილობებში, ასევე ავტომობილის ავტოპილოტებსა და მძღოლის ციფრულ დამხმარედ. Panasonic-ის ახალი სენსორი შეიცავს დაახლოებით 260 ათას პიქსელს 688 × 384 გაფართოებით. პანორამის განათება ხორციელდება გალიუმ-არსენიდის (GaAs) ლაზერით, 940 ნანოწამის სიძლიერის გრძივი ტალღით. გამოსხივების სიძლიერე და ფოტოსენსორის მაღალი მგრძნობელობა განაპირობებს 200-250 მეტრის დაშორებით მდებარე 10 სანტიმეტრის ზომის ობიექტის აღქმას სრულ სიბნელეში. ავტომობილის ავტოპილოტი ასეთ დისტანციაზე შეძლებს აღიქვას საგზაო ელემენტები და გზის ტიპი: ბორდიურები, სავალი გზის საზღვრები და ა.შ. ToF გამოთვლის დაშორებას ობიექტამდე სინათლის სხივის სიჩქარის მიხედვით, რომელსაც სინათლის წყარო გამოსცემს, რათა მიაღწიოს ობიექტამდე, აირეკლოს და უკან დაბრუნდეს. ამ ტექნოლოგიის საშუალებით შესაძლებელი იქნება 3D გამოსახულების შექმნა რამოდენიმე დიაპაზონის გაერთიანებით. იხილეთ განსხვავება: https://3dnews.ru
  2. ტექნიკური ბაზარი მეხსიერების მწვავე ნაკლებობის წინაშე დადგა. აღმოჩნდა, რომ ფასებმა დაუჯერებელ სიმაღლეს მიაღწია. მაგრამ შემდეგი RAM (ოპერატიული მეხსიერება) ან ვიდეო ბარათი ბევრად იაფი იქნება - დაახლოებით 25%-ით ნაკლები. ბაზრის ანალიტიკოსის - DRAMeXchange-ის თქმით, ფასები შემცირდება 15-25$-ით, მომწოდებლებთან საკონტრაქტო მოლაპარაკებები დაწყებულია და იმ დროს, როდესაც ფასები PC RAM-ზე უცვლელი დარჩა, გრაფიკული მეხსიერების ფასებმა დაწევა დაიწყო DRAM-ის მოთხოვნების შემსუბუქების შესაბამისად. წარმოება სწრაფად გადადის ახალ, 1X / 1Y უფრო მეტი სიმჭიდროვის მქონე ოპერატიული მეხსიერების ტექნოპროცესზე, აგრეთვე გაჩნდა დამატებითი მოცულობის გამოშვების შესაძლებლობა, SK Hynix-ის ახალი ქარხანა 2019 წლიდან დაიწყებს აქტიურად ამაზე მუშაობას. ეს კი ქმნის ფასების დაცემის წინაპირობას. აგრეთვე, ჩინელი მარეგულირებლები მცირე ხნის წინ შეხვდნენ მეხსიერების მომწოდებლებს, როგორებიცაა Micron და Samsung, რათა გამოეხატათ შეშფოთება მეხსიერების დეფიციტსა და ფასებთან დაკავშირებით, თუმცა რა გავლენა იქონია ამ მოლაპარაკებებმა, ჯერჯერობით უცნობია. ვიდეო მეხსიერების მაღალი ფასები იყო ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ვიდეო ბარათების რაოდენობის ბოლოდროინდელი შემცირებისა, თუმცა კრიპტომაინერებმაც ითამაშეს მნიშვნელოვანი როლი. კრიზისი მინელდა, რადგანაც კრიპტოვალუტების ფასი დაეცა და მოთხოვნის უეცარმა კლებამ გამოიწვია ფასების დაწევა გრაფიკულ მეხსიერებაზე. როგორც ჩანს, მეხსიერების მწარმოებლებმა ხელი მოითბეს“ დეფიციტის პერიოდში და შესაძლოა იგი გახდეს ისტორიაში პირველი მიკროსქემების მწარმოებელი, რომლის შემოსავალიც გადააჭარბებს 100 მლრდ-ს წელიწადში. https://www.tomshardware.com
  3. Amazon-ი აღნიშნავს წინასასკოლო ფასდაკლებების კვირეულს. ონლაინ მარკეტი ფასდაკლებებს აცხადებს სხვადასხვა აპარატურაზე, დაწყებული Echo Dot-იდან - დამთავრებული Fire HD 10 Kids Edition tablet-ამდე. Prime Day-ისგან განსხვავებით, ეს ფასდაკლებები ღიაა ყველასთვის, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ან მოწყობილობათან ბევრი რამ გაცილებით იაფად იყო გასაყიდად წარმოდგენილი გასული თვის Prime Day-ის ფარგლებში. მაგალითად, Echo Dot-ის ფასი გასულ თვეში 29,99 $ გახლდათ (10$-ით ნაკლები ამჟამინდელ ფასთან შედარებით), ასევე Fire TV 4K Streamer-ის ფასი 34,99 $ იყო (5$-ით ნაკლები მიმდინარე ფასზე). ზოგიერთი აპარატურის ღირებულება კი, მაგალითად, Echo Show და Fire TV Cube-სი იგივეა, რაც იყო Prime Day-ზე. ეს ფასები მათ რეკორდულ მინიმუმს წარმოადგენს. ასეა თუ ისე, შემოთავაზება ნამდვილად რესპექტაბელურია და, დიდი ალბათობით, ისეთივე ხელსაყრელი, როგორც ფასდაკლება Black Friday-ზე. საცხოვრებელი ოთახისთვის ყიდულობთ ტექნიკას თუ საბავშვო ოთახისთვის, ეს საუკეთესო ფასები იქნება იმ ტექნიკაზე, რასაც ამაზონზე ნახავთ. შემოთავაზებები სტუდენტებისთვის/მოსწავლეებისთვის: Fire TV 4K Media Streamer for $39.99 ($30 off) Fire TV Cube for $89.99 ($30 off) Toshiba 43-inch 4K Smart Fire TV Edition for $299.99 ($30 off) Echo Dot for $39.99 ($10 off) Echo for $84.99 ($15 off) Echo Show for $129.99 ($100 off) Echo Plus w/ Smart Bulb for $99.99 ($64 off) შემოთავაზებები ბავშვებისთვის Echo Dot Kids Edition for $69.99 ($10 off) Fire 7 Kids Edition Tablet for $79.99 ($20 off) Fire HD 8 Kids Edition Tablet for $99.99 ($30 off) Fire HD 10 Kids Edition Tablet for $159.99 ($40 off) გეიმერებისთვის Walmart-ს აქვს გასაყიდად Nintendo Switch-ის რამოდენიმე თამაში 45$-ად. თამაშების ჩამონათვალში შედის: Mario Kart 8 Deluxe, Super Mario Odyssey, Mario Tennis Aces და The Legend of Zelda: Breath of the Wild. ასევე შემოთავაზებული იქნება Nintendo Switch Console - Labo Variety Kit-თან ან the Labo Robot Kit-თან ერთად 339$-ად. მიუხედავად იმისა, თუ რომელ კომპლექტს აირჩევთ, ორივე შემთხვევაში დაზოგავთ 40$-ზე არანაკლებს. სხვა შემოთავაზებები: Samsung Curved 27-inch 2K QLED Gaming LCD for $439.99 via code "84BTCRC26" ($160 off)  Dell G7 15 Gaming Laptop for $979.99 ($110 off)  Anker PowerPort Cube for $19.54 ($30 off) Bose QuietComfort 35 II for $299 ($50 off)  Nintendo 2DS XL for $129.99 ($20 off)  Dell Inspiron Chromebook 11 for $179.99 ($20 off, N3060/4GB/16GB eMMC)  Netgear Arlo Q 1080p Security Camera for $119 ($100 off)  Dell Inspiron Chromebook 11 laptops for $179.99 ($20 off)  Google Pixelbook w/ 128GB SSD for $749 ($250 off)  Google Pixelbook w/ 256GB SSD for $1,098.99 ($100 off)  Google Pixelbook w/ 512GB SSD for $1,484.20 ($164 off)  Amazon Fire HD 8 w/ 32GB for $89.99 ($20 off)  Toshiba 43-inch 4K Smart Fire TV Edition for $299.99 ($30 off)  Roku Streaming Stick 4K for $54 ($15 off)  SanDisk Ultra Flair 128GB Flash Drive for $29.99 ($52 off)  Asus VivoBook 14 2-in-1 for $398.94 ($100 off)  Hisense 49-inch 4K TV w/ HDR for $229.99 ($120 off)  Nintendo New 3DS XL SNES Edition for $149.99 ($50 off)  TP-Link W7960 DOCSIS 3.0 Modem Router for $49.99 ($40 off) https://www.tomshardware.com/news/best-deals,30458.html
  4. გასულ წელს Samsung-ი დაეუფლა კომპანია Harman International Industies-ს, მას შემდეგ მომხმარებლები ინტერესით ელოდნენ, თუ რას მოიმოქმeდებდნენ ისინი ერთად. და ახლა უკვე სახეზე გვაქვს მათი პირველი ერთობლივი პროდუქტი. კომპანია Samsung-მა დააანონსა ორი ახალი საუნდბარის ტიპის დინამიკი - 1) HW-N850 და 2) HW-N950, რომლებიც უკვე მიმდინარე თვის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი მომხმარებელTათვის. ორივე მათგანს აქვს Dolby Atmos-ი და DTS:X, რაც უზრუნველყოფს საუკეთესო ხარისხის ხმას, აგრეთვე, ორივე დინამიკს აქვს მძლავრი ხმის გამაძლიერებლები. ამ ორი პროდუქტიდან N950 პრემიუმ ხარისხისაა, მათ შორის ძირითადი განსხვავება ისაა რომ N950-ს ექნება ოთხი დინამიკი და ორი უსადენო ხმის გამაძლიერებელი. N850-ს კი ექნება ძირითადი სფიქერი და ხმის გამაძლიერებელი. ღირებულებას რაც შეეხება, N850-ის ფასი იქნება 1000 ევრო (1130 $), N950-ის შეძენა კი შესაძლებელი იქნება 1500 ევროდ (1700 $). შეუძლებელია არ აღინიშნოს, რომ ეს ფასები მეტად მაღალია, თუმცა იმის გათვალისწინებით, თუ რა ხარისხის პროდუქტთან გვაქვს საქმე, ნამდვილად ღირს დაფიქრება. ორივე საუნდბარი საუკეთესო ხმის გარანტიას გვპირდება. Windowscentral.com
  5. დიდი ხანია ცნობილი იყო რომ კომპანია Samsung-ი ამზადებს დრეკად სმარტფონს, მაგრამ როგორ გამოიყურება იგი, სულ ახლახანს გახდა ცნობილი. გახმაურებული ცნობებისა და ფოტომასალების მიხედვით, მოწყობილობა მთლიანად დაკეცვას არ ექვემდებარება, მოხრილ მდგომარეობაში ეკრანის ნაწილი ხელმისაწვდომი იქნება მომხმარებლისთვის, რათა იხილოს შეტყობინებები, ასევე ხილვადი იქნება მულტიმედიის სამართავი ღილაკი. წინასწარი ცნობების მიხედვით, სმარტფონის სახელწოდება იქნება Galaxy F’c, გვერდების ზომების შეფარდება - 21:9, 1440x3360 პიქსელი. სავარაუდო ფასი 1850 $ იქნება. მსგავს კონცეფციაზე ასევე მუშაობს Huawei-ც, ასევე სამსუნგს Microsoft-თანაც მოუწევს კონკურირება, რომელიც, როგორც ცნობილია, მუშაობს მსგავსი ტიპის მოწყობილობაზე, რომელის სახელწოდებაც იქნება Andromeda. როგორც სამსუნგის წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი ფოკუსირდებიან ინოვაციაზე, რომელიც ცალსახად მოსაწონი და მიმზიდველი იქნება მომხარებლებისათვის: „კომპანია ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ არ დაკარგოს წამყვანი ტიტული მსოფლიო მასშტაბით“. overclockers.ru inverse.com ..
  6. ახალი თაობის პროფესიონალური ვიდეო ბარათის Quadro RTX-ის წარდგენიდან მცირე ხანში, NVIDIA უკვე მომავალ კვირაში წარადგენს ახალი თაობის სამომხმარებლო ვიდეო ბარათს და, როგორც ცნობილია, უკვე ორშაბათიდანვე ხელმისაწვდომი იქნება წინასწარი შეკვეთების გაფორმება. როგორც ცნობილია, პირველი შეკვეთები ევროპის მასშტაბით განხორციელდება. NVIDIA ეწევა აქტიურ სარეკლამო კამპანიას სოციალურ ქსელებში, აგრეთვე ის მაღაზიებიც, სადაც პროდუქტის შეძენა იქნება შესაძლებელი, აქტიურად აფორმებენ თავიან საიტებსა და სოციალურ ქსელებს ღია მწვანე ფერში, რაც შესატყვისობაშია NVIDIA-ს ლოგოტიპის ფერთან. NVIDIA მრავალ სიურპრიზს პირდება მომხმარებლებს GeForce Gaming Celebration-ის ფარგლებში, ამიტომ გამორიცხული არაა, რამოდენიმე სახის ვიდეო ბარათი იქნეს შემოთავაზებული. როგორც წყაროებიდან ხდება ცნობილი, GeForce RTX 2080-ის ფასი დაახლოებით 7000-8000 შვედური კრონი იქნება, რაც ნაკლებია GeForce 1080 Ti-ზე, თუმცა მეტია GeForce GTX 1080-ის ღირებულებაზე. აგრეთვე ცნობილი ხდება, რომ ვიდეო ბარათის სატესტო ვერსიების გავრცელება საკმაოდ შეზღუდული იქნება, ასე რომ მათ, ვისაც შეკვეთის გაფორმება რაც შეიძლება მალე სურს, ამის გაკეთება გატესტვის გარეშე მოუწევთ. 3dnews.ru
  7. გუგლი ახდენს Google Drive-ის რებრენდინგს სახელწოდებით Google One, ასევე ცვლის ფასებს, რათა მომხმარებლებს მისცეს უფრო მეტი შესაძლებლობა და მეხსიერების უფრო დიდი საცავი სივრცე შედარებით დაბალ ფასად. განახლებული ტარიფები ამგვარად გამოიყურება: 200 გიგაბაიტი თვეში 2,99$-ად, 2 ტერაბაიტი - 9,99$ ნაცვლად 19,99$-ისა. პროცესი მარტივია: შედიხართ Google Drive-ზე, აკლიკებთ storage, შემდეგ - upgrade storage, რათა მიიღოთ განახლებისა და აფგრეიდის საშუალება. ასევე შესაძლებელი იქნება საკუთარი მეხსიერების მარაგი ოჯახის ხუთ წევრს გაუზიაროთ, რაც თავიდან აგვაცილებს ზედმეტს ხარჯებს, როდესაც ვიძენდით პროდუქტს იმ რაოდენობით, რაც ზედმეტი იყო ჩვენთვის და ვიხდიდით იმაზე მეტს, ვიდრე გვჭირდებოდა. რეალურად, Google არ ამოწმებს ნამდვილად არიან თუ არა დამატებულთა სიაში მყოფები ოჯახის წევრები, ასე რომ, მარტივად შეგიძლიათ ამ ხუთეულში მეგობრები ან კოლეგები ჩართოთ. Google-ის ფასები მეტად ხელსაყრელი და კონკურენტუნარიანია: იმავე ფასად შეამოთავაზებული Microsoft-ის პროდუქტი ორჯერ ნაკლებია მასთან მიმართებაში, Dropbox-ს არ აქვს არანაირი შემოთავაზების ალტერნატივა უფასო პაკეტსა და 9,99$-იანს შორის, iCloud-ს კი აქვს ნამდვილად მიმზიდველი შემოთავაზება 0,99$-ად 50 გბ თვეში. Google თავის მომხმარებლებს სხვა სახის უპირატესობების მინიჭებასაც პირდება, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ფასდაკლებები იმ სასტუმროებში, რომლებიც მოძიებული იქნება გუგლის საძიებო სისტემის საშუალებით. დაპირებისამებრ, ფასდაკლებებისა და ბონუსების რიცხვი რეგულარულად გაიზრდება. უახლოეს თვეებში Google Drive-ს მომხმარებლები ავტომატურად მიიღებენ წვდომას Google One-ზე. თავდაპირველად ესენი იქნებიან აშშ-ის მოქალაქეები, შემდგომ ეტაპზე კი მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნების მაცხოვრებლები. theverge.com
  8. SpaceX-ს უკვე ჰყავს პირეველი სამგზავრო ეკიპაჟი შერჩეული, გაფრენის თარიღიც დადგენილია, ახლა კი მოვიდა დრო მოამზადონ ასტრონავტები კოსმოსში სამოგზაუროდ. SpaceX-ის პრეზიდენტი გვინ შოთველი (Guynne Shotwell) შეხვდა NASA-ს ოთხ ასტორნავტს, რომელიც პირველები გაფრინდებიან კოსმოსში კომპანიის პირველი სამგზავრო ხომალდით “Dragon”. ეს ხომალდი მზადდება NASA-ს კომერციული პროგრამის ფარგლებში. კომპანიამ ასევე გაასაჯაროვა ის ხელსაწყო-ინსტრუმენტები და აღჭურვილობა, რომლებსაც კოსმონავტები გამოიყენებნ ამ ფრენის პერიოდში. ასტრონავტები უახლოესი თვეებისა და წლების განმავლობაში იმუშავებენ SpaceX-თან, რათა გასამგზავრებლად მოემზადონ. კოსმოსურ კაფსულაში მოთავსებულია ორი ცენტრალური სავარძელი კაპიტნისა და პილოტისთვის, ასევე სენსორული ეკრანის ინტერფეისი და ღილაკები, რომლითაც კოსმონავტები იმოქმედებენ ფრენის პერიოდში. ასევე, მათ განკარგულებაში იქნება კაფსულაში არსებული სამი სენსორული ეკრანი, რომელიც უპრობლემოდ მოახდენს რეაგირებას სკაფანდრიდან შეხებითაც კი. ეკრანების მთავარი ამოცანაა უზრუნველყოს ფრენის ორბიტალური კვლევა-გაანგარიშება. მთელი პროცესი ძირითადად ავტომატიზირებულია, თუმცა ასტრონავტებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა - გადაერთონ ხომალდის ხელით მართვაზე. არის ერთი საკვანძო და უმნიშვნელოვანესი დეტალიც, ეს არის დიდი სახელური ჩამონტაჟებული კონსოლებს შორის, წარწერით EJECT, რომლის გამოყენების საჭიროებაც ასტრონავტებს არ შეექმნებათ ვიმედოვნებთ. მაგრამ თუკი ხომალდი დაზიანდა, მწყობრიდან გამოვიდა რაიმე, მოკლედ რომ ვთქვათ, გამოუსწორებელი გაუმართაობის შემთხვევაში კოსმონავტებს მოუწევთ ამ სახელურის გამოყენება და სამაშველო მოწყობილობა მათ საფრთხისგან შორს გადაისრვის. Space X-მა დააპროგრამა ბორტკომპიუტერი, რათა დროულად იქნეს აღმოჩენილი ნებისმიერი ანომალია, რაც მოითხოვს სასწრაფო გამოსწორებას, ან უკიდურეს შემთხვევაში საჭირო გახდება ეკიპაჟის ევაკუაცია. ხომალდი Crew Dragon თითქმის მთლიანად ავტომატიზირებულია. თუკი ფრენისას ყველაფერი წესრიგში იქნა,ასტრონავტებს უმეტესად მოუწევთ უმოქმედოდ ყოფნა და მოგზაურობით სიამოვნების მირება.მიუხედავად ამისა, მათი მომზადება აქტიურად მიმდინარეობს ყველაზე საშინელი სცენარების გათვალისწინებით, რაც ხორციელდება სიმულატორის საშუალებით. ასტრონავტები მზადებას გადიან მასში გაუთვალისწინებელი მოვლენების ეფექტებითაც, როგორიცაა ხანძარი, ჰერმეტულობის დარღვევა და ა.შ. კაფსულის შიგნით არის მზის სინათლის მაგვარი ნათურაც, რომლის განატება ისევე გამოიყურება, როგორც იქნება ნამდვილი მოგზაურობისას. SpaceX-ის ეკიპაჟი შედგება სამი გამოცდილი მფრინავისა და ერთი ახალბედასაგან. პილოტირებას გასწევენ Doug Hurley და Bob Behnken – Space Shuttle-ის ყოფილი წევრები, ასევე NASA-ს ასტრონავტი Mike Hopkins, რომელიც ადრე იყო რუსული ხომალდის - Союз-ის წევრი, და ბოლოს, გუნდის მეოთხე წევრი იქნება Victor Glover, რომლისთვისაც კოსმოსში მოგზაურობა დებიუტი იქნება.
  9. კომპანია HMD Global ერთ-ერთია, ვინც ოპერატიულად ახდენს საკუთარი სმარტფონების განახლებას Android Pie-მდე. იგივეს ახორციელებს Essential, თუმცა მას მხოლოდ ერთი სმარტფონი აქვს და, შესაბამისად, ნაკლები ძალისხმევა მოუწევს. თუკი გაქვთ ნოკიას ნებისმიერი თანამედროვე სმარტფონი, ადრე თუ გვიან მასზე Android 9-ს იხილავთ. დააფდეითების კონკრეტული ვადები უცნობია, თუმცა განახლდება ყველა მოწყობილობა, მათ შორის: Nokia 1 (Android Go) Nokia 2 Nokia 2.1 (Android Go) Nokia 3, Nokia 3.1 Nokia 5 Nokia 5.1 Nokia 6 Nokia 6.1 Nokia 6.1 Plus Nokia 7 (China) Nokia 7 Plus Nokia 8 Nokia 8 Sirocco Nokia X6 (China) Nokia X5 (China) სავარაუდოდ, პირველად განახლდება Nokia 7 Plus, რამდენადაც იგი ნოკიას ერთადერთი აპარატი იყო, რომელიც Android ბეტა-ტესტირებაში იყო ჩართული. შემდეგ ეტაპზე დააფდეითდება Nokia 8 და Nokia 8 Sirocco. Android Go-ს მქონე სმარტფონები საერთო ჯამში, განახლებული იქნება უფრო ადრე, ვიდრე საშუალო და ბიუჯეტური კატეგორიის სმარტფონები. Overclockers.ru
  10. „ბატარეის“ ხსენებაზე, ხალხთა უმრავლესობას ახსენდება ელემენტი, რომელიც წარმოადგენს ტელეფონის, ლეპტოპის ან უკიდურეს შემთხვევაში, ელექტრომობილის კვების წყაროს. მაგრამ დადგა დრო, ვიფიქროთ უფრო მასშტაბურად. ბატარეები - ესაა ენერგიის შენახვის საშუალება, ენერგიის, რომელსაც შეუძლია მოქმედებაში მოიყვანოს ელექტრომობილები, სახლები და მთელი ქალაქებიც კი. PG & E (Pacific Gas & Electric-Gas and Power Company for California) იწყებს მსოფლიოში უდიდესი ბატარეების მშენებლობას კალიფორნიაში, ელექტროენერგიის გამომუშავება-აკუმულირების მიზნით. ასევე არსებობს 3 მლრდ ღირებულების პროექტი, რომლის მიხედვითაც მთლიანი ჰოვერის კაშხალი (მდებარეობს ნევადასა და არიზონას შტატების საზღვარზე) ერთ დიდ ბატარეად უნდა იქცეს. ენერგიის გამომუშავებისა და შენახვის სხვადასხვა წყარო არსებობს, დაწყებული ტესლას ამ გიგანტური მზის ენერგიის ბატარეებიდან, დამთავრებული ქარის ტურბინებითა და თხევადი გაზის საბადოებით მიწისქვეშ. მზის ბატარეები ელექტროენერგიას უდავოდ საკმაო რაოდენობით გამოიმუშავებენ, თუმცა ამის გასაკეთებლად თავადაც საჭიროებენ ენერგიის წყაროს. განახლებადი ენერგიის ინდუსტრიაში მომუშავე მწარმოებლებმა ბატარეების დამზადებისთვის მოხმარებული ელ.ენერგიის ანაზღაურება და ახლის გამომუშავება მხოლოდ 2010 წლიდან დაიწყეს და 2020 წლისთვის სრულ დამოუკიდებლობას გეგმავენ. იმისთვის, რომ კომპანიებმა მზის ფერმებისთვის საკმარისი პანელები დაამზადონ, ისინი დღემდე მოიხმარენ დიდი რაოდენობით ქვანახშირს და სხვა წიაღისეულებს. შესაბამისად, განახლებადი ენერგიების პრაქტიკაში დანერგვა ბევრ ტექნიკურ სირთულესა თუ იდეოლოგიურ დილემასთანაა დაკავშირებული. შესწავლილი იქნება თითოეული მათგანის დადებითი და უარყოფითი მხარეები და შემუშავდება სტრატეგია, თუ როგორ უნდა წარვმართოთ ჩვენი ცხოვრება სამომავლოდ.
  11. Nikon Rumors-ი იტყობინება, რომ 23 აგვისტოს Nikon-ი გეგმავს წარადგინოს ორი სრულკადრიანი უსარკო ფოტოკამერა, სახელწოდებებით - Z6 და Z7. აპარატები წარმოდგენილნი იქნება სამ ობიექტვითან ერთად, რომელიბიც შემუშავებულია ახალი სისტემისთვის. Z6 და Z7 ერთმანეთისგან განსხვავებულნი იქნება ისევე, როგორც Sony განასხვავებს თავის მოდელებს A7-სა და A7R-ს. Z6-ს ექნება 24 მეგაპიქსელიანი სენსორი და გამოყენებადი იქნება სწრაფი გადაღებებისთვის მცირე განათებით, Z7-ს კი ექნება 45 მეგაპიქსელიანი სენსორი უფრო მაღალი რეზოლუციის ფოტოების გადასაღებად. მეგაპიქსელების შესახებ დეტელაბს თუ გავითვალისწინებთ, სავარაუდოა, რომ Nikon-ი ეცდება თავისი ფოტოკამერები Sony-ს გაუთანაბროს (სახელწოდებებიც კი ერთმანეთის მსგავსია). ეს პროცესი კი გარდაუვალი გახდა, რადგან Sony უზარმაზარ ძალას წარმოადგენს უსარკო ფოტოაპარატების დამზადების სფეროში. ეს არ იქნება ადვილი ამოცანა, თუმცა, ყოველ შემთხვევაში, Nikon-ის ეს მცდელობა საინტერესო იქნება რამოდენიმეწლიანი DSLR-ების (Digital Single-lens reflex camera) წარმოების შემდეგ. theverge.com
  12. როგორც Bethesda დაგვპირდა, QuakeCon 2018-ის ფარგლებში წარდგენილ იქნა DOOM ETERNAL-ის გეიმფლეი, ასევე ცნობილი გახდა თავდაპირველი დეტალები მის შესახებ. თამაშის შემქმნელები გვპირდებოდნენ, რომ „მოგვიწყობდნენ ჯოჯოხეთს დედამიწაზე“, და ეს დაპირება შესრულებულია: თამაშის მთავარი გმირი მიემართება ჩვენი ცისფერი პლანეტისკენ, რათა შეებრძოლოს დემონებსა და ჯოჯოხეთის სხვა ბინადართა ხროვას. მოთამაშეებს ელოდება ახალი ტიპის იარაღები, მთავარი გმირის ახალი უნარები და შესაძლებლობები, ასევე საშუალება - „შეძვრნენ“ სხვის თამაშში დემონის სახით: თქვენს წინააღმდეგ დემონების სახით იბრძოლებენ ნამდვილი მოთამაშეები. სურვილისამებრ, ამ ფუნქციის გამორთვა შესაძლებელი იქნება. DOOM ETERNAL-ის გამოსვლის თარიღი მიახლოებითაც კი არ გაამხილეს შემქმნელებმა, ასე რომ, სავარაუდოდ, თამაში გამოვა მხოლოდ მომავალ წელს, ან შესაძლოა სულაც 2020 წლამდე გადაიწიოს ვადებმა. სამაგიეროდ ცნობილია, რომ თამაში ყველა აქტუალურ სათამაშო პლაფორმას მოიცავს, როგორებიცაა PC, Xbox One, PlayStation 4 და აგრეთვე Nntendo Switch. Overclockers.ru
  13. აშშ-ის რამოდენიმე ქალაქში უკვე დაიწყო Magic Leap One Creator Edition-ის - დამატებითი, პარალელური რეალობის სათვალეების გაყიდვა. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა რონი აბოვიცმა (Rony Abovitz) მოწყობილობას უწოდა „სამომხმარებლო კლასისთვის განკუთვნილი სრულფასოვნად მოქმედი პროდუქტი“. ჯერჯერობით კი, სათვალეები განკუთვნილია ძირითადად მხატვრებისა და სხვა შემოქმედებითი საქმიანობით დაკავებულ პირთათვის. Magic Leap One-ს ღირებულება $ 2295-ია. კომპანია უზრუნველყოფს მის უფასო მიწოდება-აწყობას. დამატებით $ 495-ის გადახდის შემთხვევაში შესაძლებელია პროფესიონალური ნაკრების შეკვეთა, ასევე, შეგეძლებათ უფასოდ გამოცვალოთ სათვალეები 24 საათის განმავლობაში, თუკი დაზიანდა. Magic Leap One შდგება სამი ნაწილისგან: 1) სათვალე Lightwear, 2) პორტატული კომპი Lightpack და 3) კონტროლერი. Lightwear იყენებს კამერების ნაკრებსა და სპეციალურ ლინზას გამოსახულების პროექტირებისთვის რეალურ გარემოში, Lightpack აღჭურვილია მობილური სისტემით NVIDIA Tegra x2 ჩიპზე, 8გბ ოპერატიული მეხსიერებით, 128 გბ სივრცით მონაცემების შესანახად, USB პორტით და ელემენტით, რომელიც საშუალებას იძლევა სამი საათის განმავლობაში უწყვეტად ისარგებლოთ მოწყობილობით. Magic Leap One-ს სჭირდება Bluetooth-ისა და Wi-Fi-ს მხარდაჭერა, ამიტომ მისი გამოყენება ძირითადად სახლის პირობებშია შესაძლებელი, თუმცა როგორც კომპანიის დირექტორი ამბობს, მისი გამოყენება სახლს გარეთაც შეიძლება „გარკვეულ პირობებში“. უკვე ხელმისაწვდომი პროგრამებია - ბრაუზერი, ვირტუალური ჩატი, სისტემა რომელიც აერთიანებს ვირტუალურ ობიექტებს რეალურ გარემოსთან (მარტივად რომ ვთქვათ, მაგალითად, შეგიძლიათ ნახოთ როგორ დახტის პატარა დინოზავრი (ვირტუალური ობიექტი) თქვენს საკუთარ დივანზე (რეალურ ობიექტზე). ასევე ხელმისაწვდომია თამაშის - Dr. Grordbort’s Invaders-ის დემოვერსია. ასევე, ციფრულ მარკეტში მოიძებნება მხატვართათვის საჭირო ინსტრუმენტი - Create, და მუსიკალური პროექტი Tonandi, რომელიც შექმნილია პოსტ-როკ ჯგუფ Sigur Ros-თან თანამშრომლობით. 3dnews.ru
  14. Trustwave-ს მკვლევარებმა გამოუშვეს ახალი ფუნქციური პროგრამა Social Mapper, რომელიც ახდენს სახეების ამოცნობა-იდენტიფიკაციას კონკრეტული პიროვნებების ძიების მიზნით სხვადასხვა სოციალურ ქსელში. პროგრამა შემუშავებულია უსაფრთხოების დაცვის მიზნით იმ შემთხვევებისთვის, როდესაც თავდასხმა ხდება სოციალური ინჟინერიის გამოყენებით. სისტემა ავტომატურად პოულობს კონკრეტული საძიებელი პიროვნების პროფილს ფეისბუქზე, თვითერზე, ლინქდინზე და სხვა ქსელებში - სახელისა და გამოსახულების საშუალებით. ეს ძიებები შესაძლებელია განხორციელდეს ხელით, თუმცა ავტომატიზირებული პროცესი ნიშნავს, რომ შესაძლებელი იქნება დავალება შესრულდეს ბევრად სწრაფად და ეფექტიანად, და ასევე რამდენიმე სამიზნის მიმართ ერთდროულად. „ინფორმაციის შეგროვება ონლაინ რეჟიმში - ეს ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია“- განაცხადა Trustwave-მა. „და რა იქნება, თუკი შესაძლებელი იქნება ამ პროცესის ავტომატიზირება და გამოყენება მასობრივად, ასი ან ათასი პიროვნების მიმართ?“ Social Mapper-ი არ მოითხოვს წვდომას API-სთან, რაც აფერხებდა ძიების პროცესს, როგორც ეს ხდებოდა Geofeedia-ს მაგალითზე. ნაცვლად ამისა, სისტემა ახორციელებს ავტომატურ ძიებას ბრაუზერის ინსტრუმენტების ფანჯარაში, შემდეგ კი ახდენს სახის სკანირებას საძიებო მიზნის შესატყვის პირველ 10-20 ობიექტზე - ერთი კონკრეტული პიროვნების ამოცნობის მიზნით. საბოლოოდ, ვიღებთ თითოეული პიროვნების დადასტურებული ექაუნთების სიას. Social Mapper ლიცენზირებულია, როგორც უფასო პროგრამული უზრუნველყოფის სისტემა, და იგი ხელმისაწვდომია GitHub-ზე. theverge.com
  15. პროდუქტის დაანონსებიდან ორი თვის შემდეგ ფეისბუკი ტესტავს გასაცნობ აპლიკაციას საკუთარ თანამშრომლებს შორის. აპლიკაციების დამოუკიდებელმა მკვლევარმა Jane Manchun Wong-მა, რომელიც რეგულარულად ახდენს ფეისბუკის ახალი ფუნქციების აღმოჩენას, იპოვა ფუნქციის არსებობის მტკიცებულება და მის შესახებ თვითერზე განაცხადა. ფეისბუკმა თანამშრომლებს მოსთხოვა გამოეყენებინათ ყალბი მონაცემები თავიანთი გასაცნობი ანკეტის შესაქმნელად და იგეგმება ყველა მონაცემის წაშლა მანამდე, სანამ აპლიკაცია სახალხო მოხმარებაში ჩაეშვება. „ამ პროდუქტით სარგებლობა ნებაყოფლობითია და გავლენას არ მოახდენს თქვენს სამსახურეობრივ მდგომარეობაზე“ - ნათქვამია თანამშრომელთა მიმართ გაკეთებულ განცხადებაში. მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტი იტესტება, ეს აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ საყოველთაოდ ხელმისწვდომი გახდება. ზოგიერთი პროდუქტი მანამდევე ნადგურდება, სანამ სახალხო მოხმარებაში გაუშვებენ, იმის მიხედვით, თუ რა იქნება აღმოჩენილი გატესტვის პროცესში. ფეისბუკის დეითინგ აპლიკაცია გაშვებისთანავე აქცევს მას ონლაინ რომანებისა და გაცნობის ცენტრად და ძირითად წყაროდ. Match Group-ის ფასი, რომელიც ფლობს პოპულარულ გასაცნობ აპლიკაციებს, მათ შორის OKCupid და Tinder, 17%-ით დაეცა იმ დღეს, როცა ფეისბუკმა დეითინგ აპლიკაციის გამოშვება დააანონსა. ფეისბუკის დეითინგ აპი საშუალებას მოგცემთ შექმნათ დამოუკიდებელი პროფილი ნაცნობობისთვის. როდესაც თქვენ და სხვა პიროვნება იყენებთ ერთმანეთის მსგავს პროფილებს და იკვეთება საერთო ინტერესები, თქვენ შგეძლებათ ერთმანეთთან დაკავშირება. ასევე, აპლიკაციას ექნება ფუნქცია, რომლის მიხედვითაც თქვენი პროფილი ხილვადი იქნება იმ პირებისთვის, რომლებიც იმყოფებოდნენ იმავე ივენთზე, სადაც თქვენ. „ეს იქნება რეალური გრძელვადიანი ურთიერთობების საწყისი, და არა მხოლოდ დროებითი კონტაქტი“, - თქვა მარკ ცუკერბერგმა თავის განაცხადში. Theverge.com
  16. “DR. Web” ავრცელებს გაფრთხილებას ახალი ზიანისმომტანი პროგრამის გავრცელების შესახებ, რომელიც მიმართულია Android ოპერაციული სისტემის წინაღმდეგ. ვირუსმა სახელწოდებად მიიღო Android.Clipper, და დღეისათვის ცნობილია მისი მინიმუმ ორი მოდიფიკაცია. ტროიანის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ელექტრონული საფულეების ნომრების შეცვლა/ჩანაცვლება - თანხების ბოროტმოქმედთათვის გადარიცხვის მიზნით. დაინფიცირებულ მოწყობილობაში გაშვებისას ბოროტმოქმედს გამოაქვს ყალბი შეტყობინება „შეცდომის“ შესახებ და აგრძელებს მუშაობას ფარულ რეჟიმში. ამავე დროს, პროგრამის ერთ-ერთი ვერსია ინიღბება სამუშაო აპლიკაციის სახით ბიტკოინის ელექტრონულ საფულეში მუშაობისთვის. სმარტფონში ან პლანშეტში შეღწევის შემდეგ ბოროტმოქმედი იწყებს თვლთვალს გაცვლითი ბუფერული მეხსიერების ცვლილებებზე. თუკი ტროიანი აღმოაჩენს, რომ მომხმარებელმა დააკოპირა ელექტრონული საფულის ნომერი ბუფერში, იგი უგზავნის ამ ნომერს მმართველ სერვერს. საპასუხოდ კი იგზავნება კიბერდამნაშავის ელექტრონული საფულის ნომერი გაცვლის ბუფერში, ნაცვლად რეალური მფლობელისა. შედეგად, ფული გადაირიცხება თაღლითებთან. მავნებელ პროგრამას შუძლია შეცვალოს ელექტრონული საფულის ნომერი საგადახდო სისტემა Qiwi-ში, Webmoney, Яндекс.деньги, ასევე კრიპტოვალუტებთან - Bitcoin, Monero, 2Cash, DOGE, DASH, Etherium, Blackcoin და Litecoin. ამჟამად მავნებელი პროგრამა აქტიურად ვრცელდება და წინ მიიწევს სხვადასხვა ფორუმებსა და სივრცეებში. Dr. Web ვარაუდობს, რომ მოკლე დროში შესაძლოა ველოდოთ ამ ზიანისმომტანი პროგრამის მოდიფიკაციის დიდ რაოდენობას. 3dnews.ru
  17. გასაოცრად კარგი Surface 3-ის გამოშვებიდან სამი წლის შემდეგ, მაიკროსოფტმა განაახლა ეს კატეგორია ახალი დივაისით, სახელწოდებით - Surface Go. Surface pro-ს სერია მეტად წარმატeბული და მომგებიანი იყო კომპანისთვის, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ დადგა დრო განახლებული შეთავაზებისთვის. “კომპანია რედმონდიდან“ მუშაობს ბაზარზე პოზიციის დასაბრუნებლად, ამიტომ პატარა, მსუბუქი და, რაც მთავარია, ნაკლებად ძვირადღირებული Surface კარგ მოლოდინს და პროგნოზებს იძლევა. ახალი Surface 31%-ით ნაკლები წონისაა Surface Pro-სთან შდარებით. ასევე შედარებით პატარაა დისპლეიც. მისი გამოყენება შესაძლებელია სახლისა და სამოგზაურო პირობებში, ყოველდღიური თასქებისთვის. უზრუნველყოფს მკაფიო, სუფთა გამოსახულების მქონე ვიდეოზარების განხორციელებას 5.0 მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერის მეშვეობით; სასიამოვნო კითხვას ელექტრონული წიგნებისა თუ ჟურნალების; სამახსოვრო მომენტების აღბეჭდვას 8.0 მეგაპიქსელიანი უკანა კამერის მეშვეობით. იდეალურია დავალებებსა და პროექტებზე სამუშაოდ, ან უბრალოდ დროის ფილმებით სასიამოვნოდ გასატარებლად. Microsoft Surface Go   Surface Go Specifications CPU Intel Pentium Gold 4415Y (Kaby Lake-Y) 2 core, 4 thread, 1.6 GHz base frequency GPU Intel HD 615 24 EUs 850 MHz boost frequency Display 10-inch PixelSense 1800x1200 3:2 aspect 216 Pixels Per Inch 10-point Multitouch Surface Pen support Dimensions 245 x 175 x 8.3 mm 9.6 x 6.9 x 0.33 inches RAM 4 or 8 GB LPDDR3-1866 Storage 64 GB eMMC 128 / 256 GB NVMe SSD optional Wireless 802.11ac with Bluetooth 4.1 Qualcomm Snapdragon X16 LTE Optional Battery Up to 9 hours of video playback 24W Charger Cameras Windows Hello IR camera 5 MP Front Camera with 1080p video 8 MP Rear Camera with 1080p video Ports USB Type-C 3.1 Gen 1 with power delivery Surface Connect MicroSD Headset Microsoft.com
  18. Logitech ამზადებს უსადენო დამტენ სადგამ მოწყობილობას, რომელსაც კომპანია გამოუშვებს მიმდინარე თვის ბოლოს. მოწყობილობის ფასი 69.99 $ იქნება. Logitech-ის განაცხადის მიხედვით, კომპანიამ ეს დამტენი დააპროექტა Apple-თან ერთად და, საბოლოო ჯამში, ეს ის პროდუქტია, რომელიც Apple-ს უნდა გამოეშვა გასულ შემოდგომაზე iPhone X-ისათვის. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ეს სიახლე ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესოა დამტენ მოწყობილობათა შორის. მთლიანი სადგამი დამზადებულია მტკიცე პლასტმასისგან, რომელიც მყარად და მჭიდროდ იჭერს ტელეფონს და გამორიცხავს მის გაცურებას და მოძრაობას მაშინაც კი, როდესაც ტელეფონი ვიბრირებს. კომპაქტურად მოწყობილი სადგამი საშუალებას იძლევა დატენოთ ტელეფონი როგორც ვერტიკალურ, ასევე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში (იმ შემთხვევების დროს, როდესაც გსურთ ფილმის ან საყვარელი ტელეშოუს ყურება დამუხტვის პროცესში). Logitech-ის დამტენი გამოყენებადია ნებისმიერი Qi-თავსებადი მოწყობილობებისათვის. ფასს თუ გავითვალისწინებთ, რა თქმა უნდა, არსებობს უამრავი დამტენი, რომლებიც საჭიროებს USB სადენს ან მიკრო USB-ს, და მათი დაზიანება ან დაკარგვა არ დაგამწუხრებთ მათი დაბალი ფასის გამო. მაგრამ თუკი ეძებთ პრემიუმ ხარისხის დამტენ მოწყობილობას და არ ხართ წინააღმდეგი გადაიხადოთ შედარებით მეტი, ნამდვილად ღირს ისარგებლოთ Logitech-ის უსადენო სადგამი დამტენით. მისი შეძენა შესაძლებელია მანამდე, სანამ გამოვა Apple-ის ოფიციალური AirPower Pad. წყარო: theverge.com
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.