Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5900
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    196

Posts posted by Magdalena

  1. აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის დეპარტამენტი დაიწყებს გზავნილების თრექინგის ბლოკჩეინ სისტემის ლაივ ტესტირებას „შრომის დღის“ (Labor Day) შემდეგ - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში. 

    cbp.jpg

    CBP გეგმავს ფურცლებით მუშაობის ნაცვლად NAFTA-სა და CAFTA-ს სერტიფიკატების შემოწმებისას ლაივ რეჟიმში გამოიყენოს ბლოკჩეინ ტექნოლოგია. ბიზნესის განვითარებისა და ტრანსფორმაციის დეპარტამენტის უფროსმა Vincent Annunziato-მ განაცხადა, რომ სააგენტომ წარმატებით განახორციელა სისტემის პირველადი ტესტირება, რომელიც ბოლო ერთ წლის განმავლობაში განვითარების რეჟიმში იმყოფებოდა. მან აგრეთვე განაცხადა, რომ „ეს არ არის მხოლოდ იმის შემოწმება, მუშაობს თუ არა სისტემა. ჩვენ ვამოწმებთ მთლიან ტექნიკურ და ნორმატიულ ბაზას“. 

    მოსალოდნელია, რომ CBP-ის კერძო ბლოკჩეინ სისტემა მოახდენს საქაღალდე სისტემის დუბლირებას, გაამარტივებს პროცედურებს მომხმარებლებისთვის და, რაც მთავარია, შეამცირებს დროს, რომელიც იხარჯებოდა დოკუმენტების დამუშავებისას. ახალი სისტემის წყალობით იმპორტული გარიგებების მონაწილეები დროულად იქნებიან ინფორმირებულნი: „როგორც კი მომწოდებელი წარადგენს (გაგზავნის) მონაცემებს, მის შესახენ ინფორმირებული ხდება არა მარტო ხელისუფლება, არამედ ბროკერი და იმპორტიორი. 

    სისტემაში მონაცემები წინასწარ იქნება შეყვანილი, რაც მთლიან საკომუნიკაციო სისტემას გაამარტივებს. მაგალითად, ადამიანს შესაძლოა სურდეს ძაღლის წაყვანა გერმანიიდან აშშ-ში. თუკი სისტემა მისცემს იმის გარანტიას, რომ გერმანიის მმართველობიდან მიღებულია ცნობა ძაღლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, იმპორტიორს აღარ მოუწევს წარადგინოს რაიმე სახის დამატებითი დოკუმენტაცია. 

    რას შეეხება ახალი სისტემის უსაფრთხოებას, Annunziato-მ განაცხადა, რომ „უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია და გაკონტროლდება“. იგი თვლის, რომ ახალი სიტემის გამჭვირვალობა ნეგატიურად არ იმოქმედებს კონკურენციაზე: „კარგი იქნება თუკი ერთ-ერთ კონკურენტს ეცოდინება, რომ მისმა კონკურენტმა გასცა იმპორტზე ათი სერტიფიკატი მექსიკიდან ან კანადიდან? ჩვენ ვთვლით, რომ კი“. 

    Annunziato-მ უარი თქვა დაესახელებინა კონკრეტული კომპანიები, რომლებთანაც თანამშრომლობს CBP, თუმცა აღნიშნა, რომ პარტნიორების არჩევას ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტი ახორციელებს: „DHS-ს (U.S Department of Homeland Security) აქვს გარკვეული კომპანიების სია, რომელთა გამოყენებაც შეგვიძლია პროექტისთვის. ჩვენ ვითხოვთ მოხალისეებს და შემდეგ მათგან ვირჩევთ ხალხს“. 

    შემდეგი ეტაპი იქნება სისტემის შემოწმება ინტელექტუალური საკურების უფლებების მხრივ, CBP უკვე აგროვებს მოხალისეებს ამ პროექტისთვის, თუმცა ვადები უცნობია.  

    ივნისში აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სამინისტრომ გამოყო გრანტი 192380 დოლარის ოდენობით ბლოკჩეინ პროექტისთვის - Factom, რათა ხელი შეეწყო პლატფორმის ბეტა-ტესტირებისთვის, რაც მიმართული იყო სასაზღვრო კონტროლის კამერებისა და სენსორების მონაცემების დაცვისაკენ. 

     

    • Like 1
  2. ბლოკჩეინ სტარტაპერებისთვის, რომლებიც გაფართოებას ცდილობენ გაერთიანებულ სამეფოში, ხელსაყრელი დრო დგება. 

    block.jpg

    საერთაშორისო სავაჭრო დეპარტამენტმა თავის ბოლო ანგარიშში, რომელიც განკუთვნილი იყო გაერთიანებულ სამეფოში ბიზნების დაწყების მსურვალთათვის, განაცხადა, რომ საინვესტიციო კომპანია Entrepreneur First (EF) აგრეთვე აფინანსებს ბლოკჩეინ სტარტაპებს. EF წარმოადგენს ხელისუფლების მიერ აღიარებულ ერთ-ერთ კომპანიას, რომელსაც შეუძლია (უფლება აქვს) მხარი დაუჭიროს ფირმებს სამეწარმეო ვიზებთან დაკავშირებით. 

    განცხადების თანახმად, მაღალი და მზარდი პოტენციალის მქონე სტარტაპებს შეუძლიათ განაცხადის შეტანა სამეწარმეო ვიზაზე საკუთარი ბიზნესის დასაწყებად გაერთიანებულ სამეფოში. იმისათვის, რომ კვალიფიცირებული გახდეს ვიზისთვის, მეწარმემ უნდა მიიღოს დაფინანსება არანაკლებ 50 000 ფუნტი სტერლინგის ოდენობისა (დაახლოებით 64 000 აშშ დოლარი) ორგანიზაციისგან, რომელიც ნებადართულია გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლების მხრიდან. 

    შეტყობინებაში აგრეთვე ვკითხულობთ: 

    EF განსაკუთრებით დაინტერესებულია დამფუძნებლებით, რომელთაც სურთ და ცდილობენ, გადაჭრან რთული ტექნიკური პრობლემები. მათი კურსდამთავრებულები  გავლენას ახდენენ ისეთ სფეროებზე, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტი, უპილოტო საფრენი აპარატები, უსაფრთხოება, ვირტუალური რეალობა და ბლოკჩეინი, და აღწევენ დაფინანსების მიღებას მსოფლიოს წამყვანი ინვესტორებისგან“. 

    დამტკიცებული სტარტაპები მონაწილეობას მიიღებენ ექვსთვიან პროგრამაში, რომელიც უზრუნველყოფს მათი განვითარების მხარდაჭერას, მათი გუნდის, პროდუქტისა და შესაძლო გრძელვადიანი ინვესტიციების მიღებაში ხელშეწყობას. 

    EF დაარსებულია 2011 წელს, იგ მხარდაჭერილია მრავალი მსხვილი ინვესტორის მიერ. მათ რიცხვში შედის Reid Hoffman, Greylock Partners, Mosaic Ventures და Peter Thiel-ის ფონდი. მის ვებ  გვერდზე არსებული მონაცემების თანახმად, დღესდღეობით იგი დაეხმარა 80-ზე მეტ კომპანიას განვითარებაში და მოიზიდა 100 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია. 

     

    • Like 1
  3. გერმანული წყარო საკმაოდ მოულოდნელად იუწყება Canon Lake-U-ის 10 nm (ნანომეტრი)-იანი მობილური პროცესორების დებიუტის შესახებ, რომლებიც ერთი საფეხურით მაღლა დგანან Canon Lake-Y-ზე ენერგომოხმარების კუთხით. რაც ეჭვგარეშეა, ეს იქნება უახლოეს დროში 14 nm-იანი Whiskey Lake-U-სა და Amber Lake-Y-ის დაანონსება 

    image.png

    აგრეთვე არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს ინფორმაცია მიმდინარე კვარტალში Cofee Lake Refresh-ის პროცესორების დებიუტის შესახებ. შემოთავაზებული იქნება რვაბირთვიანი მოდელები, რომლებიც თავსებადი იქნება BIOS-ის განახლების შედეგად არსებულ დაფებთან. 

    წლის ოლომდე განახლდება Skylake-X-ის პროცესორები LGA 2066-ის ვერსიაში, 28ბირთვიანი მონსტრები კი LGA 3647-ის სეგმენტზე მხოლოდ მომავალ წელს იხილავენ დღის სინათლეს, როგორც იუწყება პირველწყარო. Cascade Lake-X-ის პროცესორების დებიუტი 2019 წლის მესამე კვარტალშია დაგეგმილი, ICE Lake-S-ის 10 nm-იანი პროცესორები კი იმავე წლის მეოთხე კვარტალში გამოვა. 

     

    overclockers.ru 

     

    • Like 1
    • Upvote 3
  4. კომპანია Samsung Electronics-მა 24 აგვისტოს ოფიციალურად წარადგინა თავისი ახალი სმარტფონი Android Go (Android Oreo Go Edition)-ის ბაზაზე - საწყისი დონის აპარატი Galaxy J2 Core.

    როგორც მოსალოდნელი იყო,მოწყობილობა იყენებს საფირმო პროცესორს Exynos 7570. ჩიპი აღჭურვილია ARM Cortex-A53-ის ოთხი ბირთვით 1,5 გჰც-მდე სიჩქარით, გრაფიკული ამაჩქარებელი Mali-T720-ით და მეოთხე კატეგორიის LTE ფიჭური მოდემით.

    image.jpeg

    სმარტფონმა მიიღო მხოლოდ 1 გბ ოპერატიული მეხსიერება, ფლეშ-მოდულის მოცულობა კი 8 გბ-ია. კორპუსის უკანა მხარეს დამონტაჟებული 8 მეგაპიქსელიანი კამერა, ფრონტალური კამერის გაფართოება კი 5 მლნ პიქსელს შეადგენს. 

    image.jpeg

    დისპლეის ზომა დიაგონალზე არის 5 დუიმი, აპარატურა შეიცავს Wi-Fi 802.11b/g/n (2,4 გჰც)-ისა და Bluetooth 4.2-ის უსადენო ადაპტერებს, თანამგზავრულ სანავიგაციო სისტემას GPS/GLONASS, აქსელერომეტრსა და სიახლოვის სენსორს.

    გაბარიტები შედაგენს 143,4 × 72,1 × 8,9 მმ-ს, წონა 154 გრამს. სმარტფონის კვებას უზრუნველყოფს 2600 მილიამპერიანი ბატარეა.

    PHYSICAL SPECIFICATIONS

    • Dimensions 143.4 x 72.1 x 8.9mm
    • Weight 154g
    • IP Rating -

    OPERATING SYSTEM

    • Operating System Android 8.1 (Oreo Go Edition)
    • NETWORK/BEARER
    • SIM - Single
    • WiFi Only No
    • SIM card size Nano-SIM (4FF)
    • Network 2G, 3G, 4G/LTE
    • 2G GSM
    • 3G UMTS
    • 4G LTE

    DISPLAY

    • Technology (Main Display) TFT
    • Size (Main Display) 5.0"(126.4mm)
    • Size (Sub Display)
    • Resolution (Main Display) qHD 540 x 960
    • Colour Depth (Main Display) 16M
    • Pixel Density ~220 PPI
    • Gorilla Glass
    • Matrix
    • S Pen Support - No

    PROCESSOR

    • Type Exynos 7570
    • Clock Speed 1.4GHz
    • Cores 4 Cores (Quad-Core)
    • GPU Mali-T720 MP1
    • MEMORY
    • RAM Size (GB) 1GB
    • ROM Size (GB) 8GB
    • SSD
    • eMMC

    External Memory Support

    • CAMERA
    • Main Camera - Single
    • Front Camera - Single
    • Main Camera - Resolution 8 MP, CMOS F2.2
    • Front Camera - Resolution 5 MP, CMOS F2.2
    • Main Camera - Flash Yes
    • Front Camera - Flash No
    • Main Camera - Auto Focus Yes
    • Front Camera - Auto Focus No

     

    3dnews.ru

    sammobile.com

    • Like 1
  5. DDR4 RGB უკვე 4000 MHz სიჩქარით არის წვდომადი, HyperX Predator DDR4- კი აქვს გაზრდილი სიჩქარე, 128 GB ტევადობა და 4133 MHz სიხშირე. 

    image.jpeg

              HyperX განკუთვნილია პერსონალური კომპიუტერების დეველოპერებისთვის, ასევე ენთუზიასტებისთვის და სისტემური ინტეგრატორებისთვის, რომლებსაც სწრაფი და მაღალი წარმადობის მეხსიერება ჭირდებათ. 

    ახალი Predator DDR4 RGB და Predator DDR4 Intel -ის და AMD- უახლეს პროცესორებზე აგებული სათამაშო სისტემების მეხსიერების გაზრდილ მოთხოვნებს პასუხობს. Predator DDR4 RGB და Predator DDR4 აქვთ Intel XMP-ready პროფილი, რომელიც წარმადობის ამაღლებისთვისაა ოპტიმიზბული. HyperX Predator DDR4 RGB ასევე დიოდური განათებით და RGB.1 თხევადკრისტალური ეფექტებით არის აღჭურვილი. მეხსიერება თავსებადია ASUS Aura Sync, Gigabyte RGB Fusion, MSI Mystic Light Sync და Asrock Polycom RGB.1 დედაპლატების განათების მართვის პროგრამულ უზრუნველყოფასთან. პროგრამულ უზრუნველყოფასთან და დედადაფასთან თავსებადობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ინტერნეტში შესაბამისი პარტნიორების ვებ გვერდებზეა წვდომადი. 

    "Predator DDR4 RGB და Predator DDR4 გაფართოებული ხაზი მაქსიმალურად აკმაყოფილებს იმ ახალი თაობის PC ენთუზიასტების მოთხოვნებს, რომლებიც ითხოვენ საკუთარი სისტემის მაქსიმალურ წარმადობას" - აცხადებს ადრიენ ვიადუ, HyperX-ის აპლიკაციების ინჟინერი - "FURY, Predator DIMM თუ Impact SODIMM სათამაშო მეხსიერებების მიწოდების 15 წლანი გამოცდილების მქონე HyperX, იდეალურად უხდება გეიმერებს, რომლებიც ახალ სისტემას აწყბენ ან ახორციელებენ სათამაშო კომპიუტერის თუ ლეპტოპის მოდერნიზირებას". 

    HyperX Predator DDR4 უზრუნველყოფს მაღალი სიხშირის და დაბალი დაყოვნების მაჩვენებლის მქონე მეხსიერებას, რომელიც წვდომადია ერთ 4-16 GB ან 2,4,8 მოდულში 16/32/64/128 GB მეხსიერებით. ყველა მოდული 100% არის გატესტილი მწარმოებლის ქარხანაში და Lifetime გარანტია აქვს. Predator DDR4-ს აქვს საუკეთესო გამძლეობის და წარმადობის მაჩვენებელი. 

    HyperX-ი სრული სერიოზულობით იღებს ლოზუნგს "ჩვენ ყველა გეიმერები ვართ". მიუხედავად იმისა, ხართ მოყვარული თუ პროფესიონალი მოთამაშე, PC-ს თუ მოილური და კონსოლების თამაშების მომხმარებელი, ჩვენი მიზანია არამარტო დავაკმაყოფილოთ მოთხოვნები, არამედ მოლოდინებს გადავაჭარბოთ ყოველთვის, იქნება ეს ახალი მეხსიერების მოდულის, სათამაშო გარნიტურის, თუ უბრალოდ მაუსის, კლავიატურის და სხვა დეტალების წარმოება. 

    HyperX Predator DDR4 RGB და Predator DDR4 უკვე ხელმისაწვდომია კომპანიის ინტერნეტ და ფიზიკურ მაღაზიებში. დამატებითი ინფორმაციის შესახებ ეწვიეთ HyperX Memory ვებ-გვერდს. 

     

     

     

    • Like 1
    • Upvote 1
  6. კომპანია ASRock-მა ოფიციალურად წარადგინა X370 Pro BTC+ დედა დაფა, რომელიც განკუთვნილია კრიპტოვალუტების მოპოვებითი სისტემისთვის. 

    სიახლე იყენებს AMD X370 ლოგიკის ნაკრებს, იმუშავებს AMD Socket AM4 პროცესორებზე, მაქსიმუმ 105 ვატი ენერგომოხმარებით.   

    image.jpeg

    დაფაზე მხოლოდ ერთი სლოტია DDR4-3200+(OC)/2933/2667/2400/2133 ოპერატიული მეხსიერების მოდულისთვის. ოპერატიული მეხსიერების მაქსიმალური მოცულობა 16გბ-ია. 

    მაინიგ-დაფის დასაყენებლად გათვალისწინებულია PCI-Express 3.0 x16ის რვა სლოტი. აღჭურვილობაში შედის Realtek RTL8111EPV Gigabit ქსელის კონტროლერი. 

    image.jpeg

    პანელზე მოცემულია PS/2  კონექტორები კლავიატურისთვის, მაუსისთვის, D-Sub და HDMI ინტეფეისებისთვის, ორი USB პორტი - 2.0 და 3.0, აგრეთვე კონექტორი ქსელური სადენისთვის. დაფის ზომები შეადგენს 510 × 224 მმ-. 

     

    3dnews.ru 

     

  7. მიმდინარე წლის ბოლოსთვის Apple გეგმავს გამოუშვას ხელმისაწვდომი ღირებულების მქონე ლეპტოპი და Mac Mini, - იტყობინება Bloomberg- 

    image.jpeg

    Mac mini- განახლება არ მოხდარა 2014 წლის შემოდგომის შემდეგ. დღესდღეობით მისი ფასი 499 $- შეადგენს, მაგრამ, სავარაუდოდ, ახალი Mac-ის ფასი გაცილებით მეტი იქნება, იმის გათვალისწინებით რომ იგი ორიენტირებული იქნება პროფესიონალებზე - მეხსიერების დიდი მოცულობით და პროცესორის შესაძლებლობებით. ახალი Mac mini უფრო მეტად იქნება მორგებული მომხმარებლის მოთხოვნებზე, ვიდრე მისი წინამორბედი - უკეთესი სისტემური უზრუნველყოფისა და შედარებით დაბალი ფასის გათვალისწინებით. Mac mini-ის 2014 წლის განახლება საკმაოდ ცუდად ქნა მიღებული მომხმარებლებისა და კრიტიკოსების მიერ, რადგან ნაკლებად ქმედითუნარიანი იყო. შემდეგ კი გამოჩნდა ახალი MacBook-. ვარაუდობენ, რომ ახალი პროდუქტი იქნება MacBook Air-ისა და Mac mini- გაერთიანება, რაც კარგ პროგნოზებს იძლევა. 

    Apple-ის ყველაზე იაფი ლეპტოპი MacBook Air-ია, რომლის ღირებულება 999 $-იდან იწყება. თუკი ახალი ბიუჯეტური ლეპტოპი მონაცემებით მისი მსგავსი იქნება, დიდი მოთხოვნა გარანტირებული იქნება. Bloomberg-ის ანგარიშში მოცემულია, რომ ახალი ლეპტოპის სახელწოდებაც Air იქნება, ეკრანის ზომაც იგივე - 13 დუიმი, თუმცა გამოსახულებას უფრო დიდი გაფართოებისას მივიღებთ. შედარებით თხელი იქნება ჩარჩოს ზომები 

    არსებობს საერთო აზრი, თუმცა არაოფიციალური, რომ ახალ Mac- 2018 წელს ვიხილავთ, თუმცა კონკრეტული ვადა უცნობია, Apple სიჩუმეს ინარჩუნებს. სავარაუდოდ, ეს მოხდება სექტემბერში ან ოქტომბერში 

    Apple უშვებს  ოპერატიული სისტემის ახალ ვერსიას macOS, Mojave (10.14), ამიტომ სრულიად შესაძლებელია, სხვა სიახლეებიც მათთან თანადროულად გამოვიდეს 

     

  8. Tinder-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ უშვებს ახალ ვერსიას სახელწოდებით Tinder U, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ სტუდენტებისთვის. ამ ფუნქციით სარგებლობისთვის მომხმარებლებს უნდა ჰქონდეთ ელექტრონული ფოსტის მისამართი .edu სუფიქსით და გეოგრაფიულად დაკავშირებული უნდა იყვნენ საუნივერსიტეტო ქალაქის მდებარეობასთან. ფუნქციები ჩვეულებრივი Tinder -ის ანალოგიურია, თუმცა სამომხმარებლო ინტერფეისი შედარებით სხვაგვარად გამოიყურება: მომხმარებლის პროფილის მთავარ გამოსახულებაზე აღნიშნული იქნება  უნივერსიტეტის სიმბოლური გამოსახულება.

    tinderu.0.jpg

    სერვისი ხელმისაწვდომი იქნება აშშ-ის ოთხწლიან, აკრედიტებულ, არაკომერციულ სასწავლებლებში - აცხადებს Tinder-. Match Group-მა (რომლის შვილობილიცაა Tinder-), ეს სიახლე დააანონსა თავისი კვარტალური შემოსავლების ანგარიშში რამოდენიმე კვირის წინ, ასევე განაცხადა, რომ კომპანიის შემოსავლების დიდი წილი Tinder-ზე მოდის. 

    ადვილად მისახვედრია, რატომ გადაწყვიტა Tinder-მა კონკრეტულად სტუდენტებზე გაემახვილებინა ყურადღება. ცნობილია, რომ სტუდენტები რეგულარულად იყენებენ აპლიკაციას ხალხის გასანობად და შეხვედრებისთვის, ასე რომ მომხმარებლების სეგმენტებად დაყოფა და მეტად ცენტრალიზებული ყურადღების მიპყრობა კამპუსის ცხოვრებაზე მეტ მნიშვნელობას შეიძენს. Tinder-ის მარკეტინგი იდეალურ სერვისს ქმნის მეგობრის/თანამოაზრის საპოვნელად, როგორც სწავლის, ასევე გართობის მიზნით. გარდა ამისა, თუკი Tinder- შეძლებს ახალი 18-წლიანი სამომხმარებლო ბაზის შექმნას, შეძლებს ისინი მალევე აქციოს კომერციულ მომხმარებლებად.   ანალოგიური სტრატეგია გამოიყენა Facebook-მა პირველად გაშვებისას - მათ მოითხოვეს ელ.ფოსტის მისამართი .edu სუფიქსით, რათა შეეგროვებინათ ლოიალური ფოლოუერები კოლეჯებიდან იქამდე, სანამ პლატფორმა საჯაროდ გაეშვებოდა რამდენიმე წლის შემდეგ. 

    Tinder U- გამოყენება გააერთიანებს სტუდენტებს, მიუხედავად იმისა, სწავლობენ თუ არა ერთსა და იმავე სასწავლებელში. ასე რომ, ნიუ-იორკში მცხოვრებ პირსაც ექნება დაკავშირების შესაძლებლობა ფორდჰემის ან კოლუმბიის უნივერსიტეტთან და .. theverge-მასს დამატებითი ცნობებისთვის კითხვებით მიმართა Tinder-, და გვაცნობებს, როგორც კი პასუხი იქნება მიღებული.

    Theverge.com

    • Like 1
    • Thanks 1
    • Upvote 2
  9. მიმდინარე Gamescom-ის ღონისძიებაზე NVIDIA-მ წარმოადგინა ახალი RTX სერიის ბარათები, ასევე თამაშების ჩამონათვალი RTX მხარდაჭერით.

    gamesss.png

    RTX-ის წარმატებულად რეალიზების მიზნით NVIDIA ბევრს მუშაობს თამაშების მწარმოებლებთან, რათა მიიღოს მხარდაჭერა ახალ ტექნოლოგიაზე. ქვემოთ მოცემული ჩამონათვალი გვიჩვენებს თანამშრომლობის შედეგებს:

    ·         Ark: Survival Evolved

    ·         Assetto Corsa Competizione

    ·         Atomic Heart (2019)

    ·         Battlefield V

    ·         Control

    ·         Dauntless

    ·         In Death

    ·         Enlisted

    ·         Final Fantasy XV

    ·         The Forge Arena

    ·         Fractured Lands

    ·         Hitman 2

    ·         Justice

    ·         JX3

    ·         Mechwarrior V: Mercenaries

    ·         Metro Exodus

    ·         PlayerUnknown’s BattleGrounds

    ·         Remnant from the Ashes (2019)

    ·         Serious Sam 4: Planet Badass

    ·         Shadow of the Tomb Raider

    ·         We Happy Few

     

    https://www.guru3d.com

     

    • Thanks 1
    • Upvote 2
  10. 2015 წელს კომპანია Samsung-მა წარადგინა დიდი ზომის პლანშეტი Galaxy View, 18,4 დუიმიანი დისპლეით. როგორც წყაროებიდან ხდება ცნობილი, მალე ამ სერიის ახალ ვერსიას ვიხილავთ.

    სამსუნგი.jpg

    გავრცელებული ცნობების მიხედვით, Galaxy View 2-ს ექნება დიაგონალზე 17,5 დუიმიანი ეკრანი, გაფართოება - 1920 × 1080 პიქსელი. ფორმატი - Full HD (ისევე, როგორც ორიგინალ ვერსიას), პროცესორი - Exynos (მოდელი არ არის დაზუსტებული). მეორე თაობის გიგანტურ პლანშეტ Galaxy View-ს ექნება 3 გბაიტი ოპერატიული მეხსიერება.

    სამ.jpg

    სპეციალური სადგამი უზრუნველყოფს მოწყობილობის დადგმას მოხერხებული კუთხით, სამუშაოდ ან ვიდეომასალების საყურებლად. აგრეთვე ცნობები გვაქვს სიმეტრიული USB Type-C პორტის არსებობის შესახებ.

    უნდა აღინიშნოს, რომ Galaxy View 2 კომპლექტში არ შევა ელექტრონული კალამი. მოწყობილობა იმუშავებს Android 8.х Oreo ოპერაციული სისტემით.

    მეორე თაობის Galaxy View-ს ანონსი სავარაუდოდ ამა წლის შემოდგომაზზე შედგება. მოწყობილობის ფასის შესახებ ჯერჯერობით ცნობები არ არის.

    3dnews.ru

    • Like 1
    • Upvote 1
  11.                     Acer და Dell არ არიან ერთადერთნი, ვინც მზადაა გამოიყენოს NVIDIA RTX 20-ის უპირატესობები. HP ასევე ახდენს ძალის დემონსტრირებას ახალი OMEN Obelisk-ით, რომელიც აერთიანებს NVIDIA-ს ახალ ბარათსა და HyperX-ის სწრაფ ოპერატიულ მეხსიერებას.

    omen.jpg

                        Obelisk-ი ზუსტად შეესაბამება სახელწოდებას ვიზუალური თვალსაზრისით, მისი მძლავრი შემადგენელი ელემენტები მოთავსებულია მყარ, შავ ჩარჩოებში. დატანილია ლოგო OMEN და ფართო გვერდითი ფანჯარა,  რომელიც გიჩვენებთ თქვენი თამაშების ყველა სასარგებლო თავისებურებას. კომპიუტერი დაპროექტებულია სპეციალურად თამაშების მოყვარულებისა და ენთუზიასტებისთვის, რომლებსაც იზიდავთ სისტემის აფგრეიდი.

    obelisk.jpg

                         კომპლექტაციისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნას Intel Core-ის მერვე თაობის პროცესორები ან AMD Ryzen-ის მეორე თაობის ჩიპები. სისტემას ასევე აქვს [VN2] Intel Optane-ის მეხსიერების მხარდაჭერა. HyperX Fury DDR4-2666-ის ოპერატიული მეხსიერების მოცულობამ შესაძლოა მიაღწიოს 32 გბ-ს. დაშვებულია გაგრილება ჰაერით ან თხევადი სისტემით.

    omm.jpg

                        HP რეკლამირებას უკეთებს იმას, თუ როგორ ეწყობა ობელისკი, რამდენადაც იგი ისწრაფვის მიიზიდოს DIY კატეგორიის მომხმარებელი. დეტალების დამატება ან მოცილება მარტივად შეიძლება ინსტრუმენტების გარეშეც, კორპუსის შიგნით სამუშაოდ საკმად დიდი სივრცეა.

                        როგორც HP-ში აცხადებენ, Obelisk-ი ხელმისაწვდომი სექტემბრიდან გახდება.

     

    Windowscententral.com

     

    • Like 1
  12. Gamescom-მა გამოავლინა გამარჯვებულები 16 კატეგორიაში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამჯერად ყველა კატეგორიაში შეინიშნებოდა კონკურენტების სიმცირე, თუმცა მიმდინარე წელი ჯერ არ დასრულებულა და წინ კიდევ გველოდება შესანიშნავი პროექტები. მაშ ასე, საუკეთესო თამაშებად დასახელდა:

    bigNews_twitter_gamescom2018_winners.jpg

     

    საუკეთესო თამაში PS4-ისთვის: Spider-Man

    საუკეთესო თამაში Xbox One-სთვის: Ori and the Will of the Wisps

    საუკეთესო თამაში Nintendo: Super Smash Bros. Ultimate

    საუკეთესო თამაში PC-სთვის: Anno 1800

    საუკეთესო მობილური თამაში: Shadowgun War Games

    საუკეთესო Action: Sekiro: Shadows Die Twice

    საუკეთესო Add-on / DLC: Destiny 2: Forsaken

    საუკეთესო ყოველდღიური თამაში: Team Sonic Racing

    საუკეთესო საოჯახო თამაში: Super Mario Party

    საუკეთესო თამაში-თავსატეხი: Ori and the Will of the Wisps

    საუკეთესო თამაში რბოლებზე: Forza Horizon 4

    საუკეთესო როლური თამაში: Divinity: Original Sin 2 - Definitive Edition

    საუკეთესო თამაში-სიმულაცია: Farming Simulator 19

    საუკეთესო ონლაინ თამაში: Call of Duty: Black Ops IIII

    საუკეთესო სპორტული თამაში: FIFA 19

    საუკეთესო სტრატეგია: Total War: Three Kingdoms

     

    https://overclockers.ru

     

    • Like 1
    • Upvote 2
  13. „ჩვენ წარვუდგინეთ ჩვენს მომხმარებელს გეგმა ბრენდინგის და გაფართოების შესახებ. ბრენდის გაფართოება მოიცავს სახელის ცვლილებას ZenCash-დან Horizen-ად, განახლებული ლოგტიპითა და ვიზუალური გამოსახულებით, აგრეთვე გაძლიერებულ ყურადღებას პროდუქტების შეთავაზებაზე ბლოკჩეინზე არსებული ხაზინის ხმის მიცემისა და საიდეინებზე განთავსებული სმარტ კონტრაქტების შესაძლებლობების ჩათვლით.  

    ჩვენ არ ვუწოდებთ ამ პროცესს რებრენდინგს, რადგან  უარს არ ვამბობთ წარსულ საქმიანობაზე. ახალი ბრენდის შექმნის პარალელურად, ვინარჩუნებთ ZEN-ის მემკვიდრეობას, რომელიც არის სწრაფად მზარდი მსოფლიო დონის პროექტი. ახალ სახელწოდებაშიც ფიგურირებს ZEN (Horizen) იმის ნიშნად, რომ ვინარჩუნებთ ძველ მემკვიდრეობას და ვრჩებით ტექნოლოგიისა და სოციალური ინოვაციის საზღვრებში“. 

    Horizen-ის პრეზიდენტი Robert Viglione ბრენდის შესახებ თავის შეფასებას გვიზიარებს:  

    „პროექტი ZenCash-ი საგრძნობლად განვითარდა შექმნიდან ერთი წლის განმავლობაში, და ახლა დადგა დრო ბრენდის გაფართოვებისა, რათა უფრო უკეთ გამოვკვეთოთ ჩვენი მისია ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და პირადულობის ხელშეუხებლობის დაცვის შესახებ მსოფლიო მასშტაბით. ZenCash, რომელიც თავიდანვე გაშვებული იყო, როგორც კონფიდენციალურობაზე ორიენტირებული კრიპტოვალუტა, ტრანფორმირდება უფრო ფართო და ქმედითუნარიან პლატფორმა, რომელზეც ხელმისაწვდომი იქნება მრავალი კონფიდენციალურობაზე ორიენტირებული აპლიკაცია, შეტყობინებებისა და პუბლიკაციების კონფიდენციალურობის ჩათვლით. ეს არის პლატფორმა, რომლის ნდობაც შეუძლიათ მომხმარებლებს“. 

    გარდა ZEN კრიპტოვალუტით გადარიცხვებისა, ბრენდის გაფართოება მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დააღწიონ თავი ცენზურას და გამოაქვეყნონ მასალები უსაფრთხოდ, ააგონ კონფიდენციალობაზე დაფუძნებული აპლიკაციები და მოახდინონ საბაზისო შემოსავლების გენერირება საკუთარი პირადი მონაცემების საშუალებით. აგრეთვე, პლატფორმაზე წარმოდგენილი იქნება სახაზინო ხმის მიცემის სისტემა, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებს შეეძლებათ გადაწყვიტონ, როგორ გაანაწილებენ ხაზინის რესურსებს. Horizen-ი გეგმავს შექმნას ახალი ფლაგმანური საფულე, შეისწავლოს და დანერგოს blockDAG-ის პროტოკოლები უკეთესი მასშტაბურობისთვის და წარმოადგინოს DAO სახაზინო სისტემა. 

    Horizen-ს სპეციალური მრჩეველი და თანადამფუძნებელი Rolf Versluis აცხადებს: 

    „მოხარული ვარ, რომ ბრენდის განვითარება მოიცავს უამრავი ადამიანის გამოხმაურებას, ადამიანების, რომლებიც თავიდანვე ჩვენთან იყვნენ, და მათიც, ვინც მოგვიანებით შემოგვიერთდა. Horizen-ი აერთიანებს ჩვენს სურვილებსა და შესაძლებლობებს  - გაგრძელდეს პროგრესი მრავალი მიმათულებით. რამდენადაც ჩვენ ვართ ინოვაციის პიონერები და IOHK-ისა და  Infopulse-ს  ტექნიკური პარტნიორები, ჩვენი ბრენდი განუსაზღვრელ შესაძლებლობებს ფლობს ახალი სერვისების და პროდუქტების  შეთავაზებისთვის, ასევე უზრუნველყოფს პირად უსაფრთხოებას კონფიდენციალურობის დაცვით. ჩვენი ნოვატორული ტექნოლოგიური პლატფორმა მომავალს უკეთესობისკენ შეცვლის. 

    შემოგვიერთდით, რათა სამყარო გახდეს მეტად თავისუფალი და მშვიდობიანი. იხილეთ https://horizen.global.“ 

    შემოგვიერთდით ქართულ https://www.facebook.com/HorizenGE და ოფიციალურ FB გვერდებზე: https://www.facebook.com/horizenglobal

     

    რამოდენიმე ხშირად დასმულ შეკითხვაზე პასუხი იხილეთ ქვემოთ: 

    • შეიცვლება თუ არა ticker  სიმბოლო? 

    არა, ZEN დარჩება ყველა ბირჟასა და ინტეგრაციაზე. 

    • რატომ არ შეცვალეთ ticker-ი? 

    ჩვენ დიდ წარმატებას მივაღწიეთ და ვამაყობთ შექმნილი მემკვიდრეობით. ეს გავაკეთეთ იმისთვის, რათა გაგვეხსენებინა, თუ საიდან მოვედით და საიდან დავიწყეთ. 

    • უსაფრთხოა თუ არა ჩემი ZEN? 

    დიახ, თქვენი ZEN სავსებით უსაფრთხოდაა. ერთადერთი ცვლილება, რასაც ვახდენთ, ესაა ბრენდინგი, რომელიც გულისხმობს დასახელებს, ლოგოტიპს, tagline-სა და ფერად სქემ ცვლილებებს. 

    • დარება თუ არა ჩემი საფულის მისამართი, მონაცემები უცვლელი? 

    დიახ, არანარი ცვლილება არ იქნება. 

    • როგორ მოვიქცე, თუ ჩემი რესურსები იმყოფება ZenCash (Swing / Arizen / Mobile / Paper / Web)-ის საფულეში? 

    თქვენი რესურსები უსაფრთხოდ იქნება, რამოდენიმე კვირის განმავლობაში თქვენს საფულეს შეუნარჩუნდება ძველი სახელი და ლოგოტიპი, ახალი სახელისა და ლოგოტიპის გამოტანაზე მაქსიმალურად დროულად ვიმუშავებთ. 

    • ცვლილება გავლენას მოახდენს თუ არა ჩემს Node-ბზე? 

    Node-ებს ცვლილებები ჯერჯერობით არ შეეხება. სამომავლოდ, ცვლილებები განხორცილდება Tracker-ის პროგრამულ უზრუნველყოფაში Secure და Super Node-ებისთვის, რათა აისახოს ჩვენი ახალი დომენი. 

    • მოახდენს თუ არა ეს სიახლე გავლენა მაინინგ პულებზე? 

    ბრენდის გაფართოება მათზე ზეგავლენას არ მოახდენს. ტექნოლოგიური ცვლილებები არაფერია, გარდა სახელის, ლოგოტიპის, tagline-ის და ფერადი სქემისა.  

    • რატომ შეცვალეთ სახელწოდება ZenCash-ი Horizen-ად? 

    სახელწოდება ZenCash-ი სრულად ვერ ასახავდა  იმის არსს, ვინ ვართ და ვინ გვინდა, რომ გავხდეთ. დასახელება Horizen გამოხატავს, რომ ჩვენ ვართ ტექნოლოგიური მიღწევების პლატფორმის ნოვატორები, რომლის საშუალებითაც მომავალი უკეთესობისკენ შეიცვლება. 

     

    grdzeli.jpg

    • Like 2
    • Upvote 1
  14.                      ორწლიანი დებატების შემდეგ NASA საბოლოდ დათანხმდა SpaceX-ის გეგმას -  რაკეტაში ჩატვირთონ საწვავის მარაგი მიუხედავად იმისა, რომ ბორტზე ხალხი უკვე იქნება. ეს არის გეგმა, რომელსაც  აეროკოსმოსური სამსახურის ბევრი ექსპერტი საფრთხის შემცველად მიიჩნევს. გეგმის დამტკიცება ერთ ფაქტორზეა დამოკიდებული: SpaceX-მა წარმატებულად უნდა მოახდინოს ამ მეთოდის დემონსტრირება ხუთჯერ მაინც თავის ახალ მოდერნიზებულ რაკეტა Falcon 9-ში, სანამ პროცესი სერტიფიცირებული გახდება კოსმოსში გასაფრენად.

    სპასეხ.jpg

    როგორც NASA-ში განაცხადეს, უსაფრთხოება პრიორიტეტს წარმოადგენს კოსმოსური სააგენტოსთვის. „ეს გადაწყვეტილება რომ მიგვეღო, ჩვენმა გუნდმა ჩაატარა უამრავი სახის კვლევა, როგორც ოპერირების, ასევე რაკეტის დიზაინის, სამაშველო და საექსპლუატაციო სისტემების მიმართულებით. ამ ანალიზის მთავარი მიზანი უსაფრთხოების შემოწმება იყო და გუნდის შეფასების მიხედვით, ეს გეგმა მინიმალურ რისკებთანაა დაკავშირებული“ - განაცხადა NASA-ს კომერციული პროგრამის მენეჯერმა Kathy Lueders-მა.

                         SpaceX დიდი ხნის განმავლობაში ემხრობოდა საწვავის შევსების წესს „ ჩატვირთვა და გასვლა“, რომლის მიხედვითაც საწვავის ჩატუმბვა ხდებოდა რაკეტის გაშვებამდე სულ რაღაც ნახევარი საათით ადრე. ეს კი საკმაოდ განსხვავდება სხვა პროვაიდერების ქმედებისგან, ისეთის,  როგორიცაა United Launch Alliance ( გაშვებამდე საათნახევრით ადრე ტვირთავს თავის რაკეტას Atlas V). შემდეგში კი SpaceX-ის მგზავრებს მანამდე მოუწევთ ბორტზე ასვლა, სანამ რაკეტა საწვავით დაიტვირთება. ეს იდეა კი წინააღმდეგობაში მოდის უსაფრთხოების ექსპერტთა ნაწილის შეხედულებებთან. მათი აზრით, საწვავის შევსება სახიფათო ქმედებაა, რომელიც არ უნდა ხორციელდებოდეს იმ დროს, როდესაც ბორტზე ხალხი იმყოფება. კომიტეტმა გაიხსენა SpaceX-ის 2016 წლის ინციდენტი, როდესაც კომპანიის ერთ-ერთი რაკეტა აფეთქდა გამოცდისას. თუმცა ბოლო თვეებში აქტიურად მწიფდება ეს იდეა, NASA-ს აეროკოსმოსური უსაფრთხოების კომიტეტში როგორც განაცხადეს, ეს ახალი იდეა „სიცოცხლისუნარიანია“.

    ნას.jpg

                    SpaceX-ს მოუწევს ხუთჯერ მოახდინოს საცდელი გაფრენა და უსაფრთხოების დემონსტრირება მანამ, სანამ ეს პროცესი განხორციელდება უკვე ადამიანებით ბორტზე. კომპანიას დაგეგმილი აქვს მრავალი მისია, სანამ Falcon 9 გაფრენას მოახდენს უკვე ეკიპაჟთან ერთად. მანამდე კომპანიას მოუწევს Falcon 9-ის მოდერნიზება. ნოემბერში SpaceX გაუშვებს კაფსულას Crew Dragon, ასე რომ ნოემბრიდან აპრილამდე პერიოდში მოხდება ხუთი საცდელი გაფრენა. ამის შემდეგ NASA განაცხადებს, არსებობს თუ არა რაიმე „დარჩენილი რისკი“ და ხელისშემშლელი ფაქტორი მისიის დამტკიცებისთვის.

     

     

    Theverge.com

     

     

    • Like 1
    • Upvote 1
  15.               მცირე ხნის წინ გამართულ 2018 IEEE TMRC კონფერენციაზე მყარი დისკების მწარმებლებისა და სხვა ტექნოლოგების მიერ განხილულ იქნა იდეები, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი უნდა გახდეს მაგნიტური დისკების მეხსიერების გაუმჯობესება მოცულობისა და სიმძლავრის მიხედვით. 

    image.jpeg 

               ერთ-ერთი აქტიურად განხილვადი საკითხი დაკავშირებული თემასთან, თუ რა გავლენას ახდენს მყარ დისკზე აირის ზემოქმედება მაგნიტური დისკების ბლოკში. კომპანია Western Digital-მა პრაქტიკულად დაამტკიცა, რომ ჰაერის ჰელიუმით ჩანაცვლებამ გააუმჯობესა განვიარების დინამიკა. შემდეგი ნაბიჯი კი იქნება სრულიად გამოირიცხოს ჰაერიც და ჰელიუმიც  და შექმნან ვაკუუმი. 

              სტარტაპერების აზრით, გაზის მთლიანად ამოტუმბვა ხელს შეუწყობს მყარი დისკების წარმოების გამარტივებას, ასევე აღარ იქნება საჭირო სპეციალური დამცავის დამატება სავარაუდო ხელშესახებ ადგილებზე. და რაც მთავარია - ვაკუუმზე გადასვლა მეტ სიმჭიდროვეს უზრუნველყოფს. ეს ყველაფერი საშუალებას მოგვცემს დისკის მოცულობა 35%-ით გაიზარდოს. 

     

     

     

    • Like 1
    • Upvote 1
  16. რუსული ანტივირუსული და კიბერუსაფრთხოების ლაბორატორია Kaspersky იტყობინება, რომ 2018 წლის მეორე კვარტალში კიბერდამნაშავეებმა მოიპარეს 2,3 მლნ $ თაღლითობის საშუალებით. 

    ანგარიშში - „სპამი და ფიშნგი 2018 წლის მეორე კვარტალში“, მოხსენიებულია ე.წ crypto giveaways“, როგორც ფიშინგის ფართოდ გავრცელებული მაგალითი, რომლითაც კიბერდამნაშავეები ატყუებენ ცალკეულ პირებს, არღვევინებენ კონფიდენციალურობას, რაც თითქოს კარგი შემოთავაზებებისთვის აუცილობლობას წარმოადგენდეს. თაღლითები მოტყუებით სთავაზობენ პოპულარული კრიპტოვალუტების საფულეებისა და ბაზრების ყალბ ასლებს.  

    image.jpeg 

    ანგარიშშ ნათქვამია, რომ Kaspersky-ის ანტიფიშინგურმა კამპანიამ აღმოფხვრა მომხმარებლებისგან 58 000 მცდელობა  - დაკავშირებოდნენ თაღლითურ საიტებს.  

    როგორც ანგარიშის დამატებით ნაწილში ვხედავთ, დღესდღეობით ფიშერებისთვის ყველაზე პოპულარულ კრიპტოვალუტას Ethereum (ETH) წარმოადგენს. კომპანიის განხადებით, ETH-ის პოპულარულობა კიბერდამნაშავეებს შორის უფრო იზრდება. 

    მიმდინარე თვეში დაკვირვებებით გამოვლინდა ყალბი კრიპტორეკლამები Twitter-ზე. ძიების პროცესისას, კიბერუსაფრთხოების კომპანია Duo Security-მ შეძლო 88 მლნ Twitter-ის გამომწერის გადარჩენა თაღლითობისგან ბოტ-კლასიფიკატორისგან ინფორმირების მეშვეობით. კლასიფიკატორის მიერ აღმოჩენილი იქნა 15 000 ბოტი, როემლიც ავრცელებდა ყალბ კონკურსებს და მითვისებული ქონდა კრიპტოინდუსტრიის ცნობილი ნიშან-თვისებები.  

    • Like 1
  17.                    Tesla-ს ავტომობილები მალე ახალ ფუნქციას შეიძენენ, რომელიც მძღოლებს საშუალებას მისცემს დრო გაიყვანონ დამუხტვის მოლოდინში ან უბრალოდ სხვა არააქტიურ დროს.  

    image.jpeg 

     

                     მცირე ხნის წინ ილონ მასკმა განაცხადა, რომ აგვისტოს ბოლომდე გამოვა პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის მე-9 ვერსია  Tesla V9.0 ელექტრომობილების მფლობელებისთვის ბორტკომპიუტერის საშუალებით წვდომა ექნებათ საუკეთესო რეტრო თამაშებთან, აგრეთვე, ზოგიერთ თამაშში მანიპულაციებისთვის ავტომობილის საჭის გამოყენება იქნება შესაძლებელი. 

                   კიდევ ერთი სიახლე გახდა ცნობილი Tesla V10.0-ის აფდეითთან დაკავშირებით: ამ განახლების შედეგად შესაძლებელი გახდება ელექტრომობილის ბორტის დიდ ეკრანზე იხილოთ სხვადასხვა ვიდეომატერიალები.  

     

     

    image.jpeg 

               სხვა დეტალების შესახებ ჯერჯერობით არაფერი განცხადებულა, თუმცა სავარაუდოა, რომ ადგილი იქნება სხვადასხვა სერვისების მატებას და გამრავალფეროვნებას. 

    რაღა თქმა უნდა, ვიდეორეჟმის აქტიურობის ფარგლები განსაზღვრული იქნება. როგორც ვხვდებით, მოცემული ფუნქციის გამოყენება მობილის მართვისას არ არის რეკომენდებული უსაფრთხოების თვალსაზრისით.  

     

    • Like 1
  18.                     გეიმერები იყენებდნენ ბიზნეს-კლასის იმავე მონიტორებს, რომლებიც გამოიყენებოდა ელექტრონული ცხრილებისდა და ტექსტების დამუშავებისთვის. როგორც კი ხელმისაწვდომი გახდა კადრის განახლების სწრაფი სიხშირე, მწარმოებლებმა დაიწყეს მუშაობა ადაპტირებულ განახლებასა და მრუდე, ულტრაფართე პანელებზე. ახლა, როდესაც უკვე მიღწეულია მწარმოებელთა ფოკუსირება სათამაშო დისპლეებზე, კიდევ რა შეიძლება გააკეთოს კომპანიამ უნიკალური პროდუქტის შესაქმნელად? ამ კითხვაზე პასუხს იძლევა Samsung-ი C49HG90 მონიტორის საშუალებით. 

    image.jpeg 

      PROS 

    • Width equal to two 27-inch 16:9 monitors 

    • Accurate DCI-P3 color 

    • Excellent contrast and HDR 

    • Responsive 

    • Low input lag 

    CONS 

    • Relatively low resolution 

     

                 Samsung C49HG90-ს გააჩნია საკმარისი სიჩქარე 144 ჰც განახლების სიხშირისა  და FreeSync 2-ის დამსახურებით, შესანიშნავი ფერთა გამა quantum dot backlight-ისა და  DCI-P3 native gamut-ის წყალობით.  

                  გეიმერები ხშირად იყენებენ 2 ან 3 მონიტორს თვალთახედვის არის გაფართოებისთვის, თუმცა უახლესი მონიტორებიც კი ქმნიან გამყოფ ხაზს, რომელიც ამახინჯებს გამოსახულებას. Samsung-ი კი ცდილობს ეს ხარვეზი მრუდე ეკრანის საშუალებით გამოასწოროს, იგი ქმნის ისეთივე თვალთახედვის არეს,   როგორც ორი 27 დუიმიანი მონიტორი. 

    Specifications 

    Panel Type & Backlight 

    SVA (super vertical alignment) / Quantum Dot LED 

    Edge array w/zone dimming 

    Screen Size & Aspect Ratio 

    49 inches / 32:9 

    Curve Radius – 1,800mm 

    Max Resolution & Refresh 

    3,840 x 1,080 @ 144Hz 

    FreeSync 2: 36-144Hz 

    Density: 88ppi 

    Native Color Depth & Gamut 

    10-bit (8-bit+FRC) / DCI-P3 

    Response Time (GTG) 

    1ms 

    Brightness 

    SDR - 350cd/m2 

    HDR - 600cd/m2 

    Contrast 

    3000:1 

    Speakers 

     

    Video Inputs 

    2x DisplayPort 1.2 

    2x HDMI 2.0 

    Audio 

    1x 3.5mm input 

    1x 3.5mm output 

    USB 

    V3.0 – 1x up, 2x down 

    Power Consumption 

    51.7W, brightness @ 200nits 

    Panel Dimensions 

    47.4 x 15.9-20.7 x 15 inches 

    WxHxD w/base 

    1,204 x 404-526 x 381mm 

    Panel Thickness 

    7.7 inches / 196mm 

    Bezel Width 

    Top/sides - .4 inch / 9mm 

    Bottom – .7 inch / 17mm 

    Weight 

    26.2lbs / 11.9kg 

    Warranty 

    3 years 

     

                   ეს არის ყველაზე ფართო და ამავე დროს თხელი სათამაშო მონიტორის მაგალითი, თუმცა ზომების გათვალისწინებით საკმაოდ დიდ ადგილს მოითხოვს. C49HG90 მოიცავს input panel-ს, 1 HDMI და  USB სადენს და 2 -ს DisplayPort, ასევე მიიღებთ ლითონის 100მმ VESA სამაგრს. 

     

      

    • Like 1
    • Upvote 1
  19. image.jpeg 

    Digitale Spielekultur-ის ორგანიზატორის განცხადების მიხედვით, შოუზე დაშვებული იქნება მხოლოდ ის თამაშები, რომლებმაც გეიმფლეები წარადგინეს. 

     

    საუკეთესო add-on:  

    Destiny 2: Forsaken 

    State of Decay 2 Daybreak 

    საუკეთესო თამაში  PlayStation 4-ისთვის 

    Marvel's Spider-Man 

    Assassin's Creed Odyssey 

    Project Mephisto  

    საუკეთესო თამაში Xbox One-სთვის 

    Ori and the Will of the Wisps  

    Shadow of the Tomb Raider 

    Forza Horizon 4  

    საუკეთესო თამაში Nintendo Switch-ისთვის 

    LEGO DC Super-Villains 

    Starlink - Battle for Atlas 

    Super Smash Bros. Ultimate  

    საუკეთესო თამაში PC-სთვის 

    Anno 1800 

    Life is Strange 2 

    Shadow of the Tomb Raider 

    საუკეთესო მობილური თამაში 

    Hyperdrome 

    Shadowgun War Games 

    საუკეთესო როლური თამაში  

    Assassin's Creed Odyssey 

    Divinity: Original Sin 2 - Definitive Edition 

    Kingdom Hearts III 

    საუკეთესო თამაში რბოლაზე  

    F1 2018 

    Forza Horizon 4 

    Team Sonic Racing 

    საუკეთესო Action 

    Marvel's Spider-Man 

    Metro Exodus 

    Sekiro: Shadows Die Twice 

    საუკეთესო სიმულატორი 

    Anno 1800  

    F1 2018 

    Farming Simulator 19 

    საუკეთესო სპორტული თამაში 

    F1 2018 

    FIFA 19 

    PES 2019 

    საუკეთესო საოჯახო თამაში 

    LEGO DC Super-Villains 

    Life is Strange 2 

    Super Mario Party 

    საუკეთესო სტრატეგია  

    Anno 1800 

    Divinity: Original Sin 2 - Definitive Edition 

    Total War: Three Kingdoms 

    საუკეთესო თამაში Puzzle / Skill კატეგორიაში 

    Astro Bot Rescue Mission  

    Ori and the Will of the Wisps 

    Persona 5: Dancing in Starlight 

    საუკეთესო ონლაინ თამაში 

    Call of Duty: Black Ops 4 

    Dying Light Bad Blood 

    Rend 

    საუკეთესო casual თამაში  

    Life is Strange 2 

    Persona 5: Dancing in Starlight 

    Team Sonic Racing  

    საუკეთესოებს გამოავლენენ ჟურნალისთები, იუთუბერები და რა თქმა უნდა, ჟანრის სპეციალისტები. შედეგები ცნობილი გახდება 21-25 აგვისტოს. 

    გამოფენაზე მონაწილეობას მიიღებენ ისეთი მსხვილი მწარმოებლები, როგორებიცაა: 

    • Valve; 

    • Bethesda; 

    • CD Projekt RED; 

    • Ubisoft; 

    • Sony; 

    • Square Enix; 

    • Electronic Arts; 

    • Epic Games; 

    • Konami; 

    • Microsoft; 

    • 11 bit; 

    • THQ Nordic; 

    • Deep Silver; 

    • Bandai Namco; 

    • Kalypso Media; 

    • Wargaming; 

    • Warner Bros. 

    და სხვა მრავალი კომპანიაც, რომლებიც დაკავშირებულნი რიან თამაშის ინდუსტრიასთან. 

    კომპანია Sony-მ შარშანდელ კონფერენციაზე მონაწილეობაზე უარი განაცხადა და სავარაუდოდ წელსაც ასევე. მისი ძალები მიმართულია Paris Games Week-სა და PlayStation Experience-სკენ. 2018 წლის Gamescom-ზე Sony-ს ცალკე შოუ არ იქნება წარმოდგენილი.  

    Microsoft-მა გამოფენისთვის განაცხადა მხოლოდ Inside Xbox-ის სტრიმის შესახებ, Nintendo საერთოდ იგნორირებას უკეთებს რაიმე სახის ღონისძიებებს. სფეროს სხვა წარმომადგენლები ბოლო დრომდე სიჩუმეს ინარჩუნებენ, ასე რომ შოუ სიურპრიზების გარეშე არ ჩაივლის.  

    მეათე გამოფენის ლოზუნგია: „მრავალფეროვნება იმარჯვებს“. 

     

    • Like 2
    • Upvote 2
  20. კომანია Panasonic-მა შეიმუშავა ახალი Tof-სენსორი (time of flight), მსგავსი ტიპის სენსორები საშუალებას იძლევა განისაზღვროს მანძილი ობიექტამდე ინფრაწითელი გამოსხივების საშუალებით. სენსორი აქტიურად გამოიყენება IT სფეროში უსადენო ინტერფეისების მიმართულებით მობილურ მოწყობილობებში, ასევე ავტომობილის ავტოპილოტებსა და მძღოლის ციფრულ დამხმარედ.

    image.jpeg

    Panasonic-ის ახალი სენსორი შეიცავს დაახლოებით 260 ათას პიქსელს 688 × 384 გაფართოებით. პანორამის განათება ხორციელდება გალიუმ-არსენიდის (GaAs) ლაზერით, 940 ნანოწამის სიძლიერის გრძივი ტალღით. გამოსხივების სიძლიერე და ფოტოსენსორის მაღალი მგრძნობელობა განაპირობებს 200-250 მეტრის დაშორებით მდებარე 10 სანტიმეტრის ზომის ობიექტის აღქმას სრულ სიბნელეში. ავტომობილის ავტოპილოტი ასეთ დისტანციაზე შეძლებს აღიქვას საგზაო ელემენტები და გზის ტიპი: ბორდიურები, სავალი გზის საზღვრები და ა.შ.

    image.jpeg

    ToF გამოთვლის დაშორებას ობიექტამდე სინათლის სხივის სიჩქარის მიხედვით, რომელსაც სინათლის წყარო გამოსცემს, რათა მიაღწიოს ობიექტამდე, აირეკლოს და უკან დაბრუნდეს. ამ ტექნოლოგიის საშუალებით შესაძლებელი იქნება 3D გამოსახულების შექმნა რამოდენიმე დიაპაზონის გაერთიანებით. 

    იხილეთ განსხვავება: 

    image.jpeg

    https://3dnews.ru 

    • Like 1
    • Upvote 1
  21. ტექნიკური ბაზარი მეხსიერების მწვავე ნაკლებობის წინაშე დადგა.  აღმოჩნდა, რომ ფასებმა დაუჯერებელ სიმაღლეს მიაღწია. მაგრამ  შემდეგი RAM (ოპერატიული მეხსიერება) ან ვიდეო ბარათი ბევრად იაფი იქნება -  დაახლოებით 25%-ით ნაკლები. 

    ბაზრის ანალიტიკოსის - DRAMeXchange-ის თქმით, ფასები შემცირდება 15-25$-ით, მომწოდებლებთან საკონტრაქტო მოლაპარაკებები დაწყებულია და იმ დროს, როდესაც ფასები  PC RAM-ზე უცვლელი დარჩა, გრაფიკული მეხსიერების ფასებმა დაწევა დაიწყო DRAM-ის მოთხოვნების შემსუბუქების შესაბამისად. 

    წარმოება სწრაფად გადადის ახალ, 1X / 1Y   უფრო მეტი სიმჭიდროვის მქონე ოპერატიული მეხსიერების ტექნოპროცესზე,  აგრეთვე გაჩნდა დამატებითი მოცულობის გამოშვების შესაძლებლობა, SK Hynix-ის ახალი ქარხანა 2019 წლიდან დაიწყებს აქტიურად ამაზე მუშაობას. ეს კი ქმნის ფასების დაცემის წინაპირობას. აგრეთვე, ჩინელი მარეგულირებლები მცირე ხნის წინ შეხვდნენ მეხსიერების მომწოდებლებს, როგორებიცაა Micron და Samsung, რათა გამოეხატათ შეშფოთება მეხსიერების დეფიციტსა და ფასებთან დაკავშირებით, თუმცა რა გავლენა იქონია ამ მოლაპარაკებებმა, ჯერჯერობით უცნობია. 

    image.png

    ვიდეო მეხსიერების მაღალი ფასები იყო ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ვიდეო ბარათების რაოდენობის ბოლოდროინდელი შემცირებისა, თუმცა კრიპტომაინერებმაც ითამაშეს მნიშვნელოვანი როლი. კრიზისი მინელდა, რადგანაც კრიპტოვალუტების ფასი დაეცა და მოთხოვნის უეცარმა კლებამ გამოიწვია ფასების დაწევა გრაფიკულ მეხსიერებაზე. 

    როგორც ჩანს, მეხსიერების მწარმოებლებმა ხელი მოითბეს“ დეფიციტის პერიოდში და შესაძლოა იგი გახდეს ისტორიაში პირველი მიკროსქემების მწარმოებელი, რომლის შემოსავალიც გადააჭარბებს 100 მლრდ-ს წელიწადში. 

     

    • Like 1
    • Thanks 1
    • Upvote 3
  22. Amazon- აღნიშნავს წინასასკოლო ფასდაკლებების კვირეულს. 

    ონლაინ მარკეტი ფასდაკლებებს აცხადებს სხვადასხვა აპარატურაზე, დაწყებული Echo Dot-იდან - დამთავრებული Fire HD 10 Kids Edition tablet-ამდე. 

    დსფ.png

    Prime Day-ისგან განსხვავებით, ეს ფასდაკლებები ღიაა ყველასთვის, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ან მოწყობილობათან ბევრი რამ გაცილებით იაფად იყო გასაყიდად წარმოდგენილი გასული თვის Prime Day-ის ფარგლებში. მაგალითად, Echo Dot-ის ფასი გასულ თვეში 29,99 $ გახლდათ (10$-ით ნაკლები ამჟამინდელ ფასთან შედარებით), ასევე Fire TV 4K Streamer-ის ფასი 34,99 $ იყო (5$-ით ნაკლები მიმდინარე ფასზე). ზოგიერთი აპარატურის ღირებულება კი, მაგალითად,  Echo Show და Fire TV Cube-სი იგივეა, რაც იყო Prime Day-ზე. ეს ფასები მათ რეკორდულ მინიმუმს წარმოადგენს. 

    ასეა თუ ისე, შემოთავაზება ნამდვილად რესპექტაბელურია და, დიდი ალბათობით, სეთივე ხელსაყრელი,  როგორც ფასდაკლება  Black Friday-ზე. საცხოვრებელი ოთახისთვის ყიდულობთ ტექნიკას თუ საბავშვო ოთახისთვის, ეს საუკეთესო ფასები იქნება იმ ტექნიკაზე, რასაც ამაზონზე ნახავთ. 

    შემოთავაზებები სტუდენტებისთვის/მოსწავლეებისთვის:  

    შემოთავაზებები ბავშვებისთვის  

    • Like 1
  23.                     გასულ წელს Samsung-ი დაეუფლა კომპანია Harman International Industies-ს, მას შემდეგ მომხმარებლები ინტერესით ელოდნენ, თუ რას მოიმოქმeდებდნენ ისინი ერთად. და ახლა უკვე სახეზე გვაქვს მათი პირველი ერთობლივი პროდუქტი. კომპანია Samsung-მა დააანონსა ორი ახალი საუნდბარის ტიპის დინამიკი - 1) HW-N850 და 2) HW-N950, რომლებიც უკვე მიმდინარე თვის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი მომხმარებელTათვის. ორივე მათგანს აქვს Dolby Atmos-ი და DTS:X, რაც უზრუნველყოფს საუკეთესო  ხარისხის ხმას, აგრეთვე, ორივე დინამიკს აქვს მძლავრი ხმის გამაძლიერებლები.

    samsung-hw-n950.jpg

                       ამ ორი პროდუქტიდან N950 პრემიუმ ხარისხისაა, მათ შორის ძირითადი განსხვავება ისაა რომ N950-ს ექნება ოთხი დინამიკი და ორი უსადენო ხმის გამაძლიერებელი. N850-ს კი ექნება ძირითადი სფიქერი და ხმის გამაძლიერებელი. ღირებულებას რაც შეეხება, N850-ის ფასი იქნება 1000 ევრო (1130 $), N950-ის შეძენა კი შესაძლებელი იქნება 1500 ევროდ (1700 $).

                       შეუძლებელია არ აღინიშნოს, რომ ეს ფასები მეტად მაღალია, თუმცა იმის გათვალისწინებით, თუ რა ხარისხის პროდუქტთან გვაქვს საქმე, ნამდვილად ღირს დაფიქრება. ორივე საუნდბარი საუკეთესო ხმის გარანტიას გვპირდება.

    Windowscentral.com

    • Like 3
  24. დიდი ხანია ცნობილი იყო რომ კომპანია Samsung-ი ამზადებს დრეკად სმარტფონს, მაგრამ როგორ გამოიყურება იგი, სულ ახლახანს გახდა ცნობილი. გახმაურებული ცნობებისა და ფოტომასალების მიხედვით, მოწყობილობა მთლიანად დაკეცვას არ ექვემდებარება, მოხრილ მდგომარეობაში ეკრანის ნაწილი ხელმისაწვდომი იქნება მომხმარებლისთვის, რათა იხილოს შეტყობინებები, ასევე ხილვადი იქნება მულტიმედიის სამართავი ღილაკი.

                                                                        samsung-galaxy-f-flexible-display-smartphone.jpg

    წინასწარი ცნობების მიხედვით, სმარტფონის სახელწოდება იქნება Galaxy F’c, გვერდების ზომების შეფარდება - 21:9, 1440x3360 პიქსელი. სავარაუდო ფასი 1850 $ იქნება.

    მსგავს კონცეფციაზე ასევე მუშაობს Huawei-ც, ასევე სამსუნგს Microsoft-თანაც მოუწევს კონკურირება, რომელიც, როგორც ცნობილია, მუშაობს მსგავსი ტიპის მოწყობილობაზე, რომელის სახელწოდებაც იქნება Andromeda. როგორც სამსუნგის წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი ფოკუსირდებიან ინოვაციაზე, რომელიც ცალსახად მოსაწონი და მიმზიდველი იქნება მომხარებლებისათვის: „კომპანია ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ არ დაკარგოს წამყვანი ტიტული მსოფლიო მასშტაბით“.

     

    overclockers.ru

    inverse.com

     

    ..

    • Like 2
  25.                      ახალი თაობის პროფესიონალური ვიდეო ბარათის Quadro RTX-ის წარდგენიდან მცირე ხანში, NVIDIA უკვე მომავალ კვირაში წარადგენს ახალი თაობის სამომხმარებლო ვიდეო ბარათს და, როგორც ცნობილია, უკვე ორშაბათიდანვე ხელმისაწვდომი იქნება წინასწარი შეკვეთების გაფორმება.  

    nvidia.jpg

                        როგორც ცნობილია, პირველი შეკვეთები ევროპის მასშტაბით განხორციელდება. NVIDIA ეწევა აქტიურ სარეკლამო კამპანიას სოციალურ ქსელებში, აგრეთვე ის მაღაზიებიც, სადაც პროდუქტის შეძენა იქნება შესაძლებელი, აქტიურად აფორმებენ თავიან საიტებსა და სოციალურ ქსელებს ღია მწვანე ფერში, რაც შესატყვისობაშია NVIDIA-ს ლოგოტიპის ფერთან. 

    NVIDIA-GeForce-RTX-2080_02.jpg

                     NVIDIA მრავალ სიურპრიზს პირდება მომხმარებლებს GeForce Gaming Celebration-ის ფარგლებში, ამიტომ გამორიცხული არაა, რამოდენიმე სახის ვიდეო ბარათი იქნეს შემოთავაზებული. როგორც წყაროებიდან ხდება ცნობილი, GeForce RTX 2080-ის ფასი დაახლოებით 7000-8000 შვედური კრონი იქნება, რაც ნაკლებია GeForce 1080 Ti-ზე, თუმცა მეტია GeForce GTX 1080-ის ღირებულებაზე.  

                   აგრეთვე ცნობილი ხდება, რომ ვიდეო ბარათის სატესტო ვერსიების გავრცელება საკმაოდ შეზღუდული იქნება, ასე რომ მათ, ვისაც შეკვეთის გაფორმება რაც შეიძლება მალე სურს, ამის გაკეთება გატესტვის გარეშე მოუწევთ.  

    3dnews.ru 

     

    • Like 3
    • Thanks 2
    • Upvote 2
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.