Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5926
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    198

Everything posted by Magdalena

  1. წარმოგიდგენთ ბინანსის აკადემიას, სადაც შეგიძლიათ იხილოთ მარტივი ენით ახსნილი საგანმანათლებლო ვიდეოები და გაიგოთ ისეთი საკითხების შესახებ, როგორებიცაა: რა არის მაინინგი; რა არის ბიტკოინი; როგორ მუშაობს ბლოკჩეინი; ელექტრონული საფულეები და უსაფრთხოება; ბინანსის ეკოსისტემა; რა არის Binance coin-ი; ძირითადი კიბერსაფრთხეები; კრიპტო Scammer-ების იდენტიფიცირება და ა.შ. თემები დაყოფილია კატეგორიებად: BLOCKCHAIN SECURITY BINANCE TOKEN & COINS TRADING https://www.binance.vision/
  2. Intel-ის 14 ნანომეტრიანი პროცესორების ხანგრძლივმა სასიცოცხლო ციკლმა კომპანიისთვის ცუდი როლი ითამაშა. ბაზრის მონაწილეები ელიან, რომ წლის ბოლომდე Intel-ის ყველა პროცესორი, რომელიც გამოშვებულია 14 ნანომეტრიანი ტექნოლოგიით, დეფიციტში იქნება. Intel-ს დასჭირდება გარკვეული დრო, რომ მოერგოს შექმნილ ვითარებას. ამავე დროს, საჭიროა, რომელიმე კომპანიამ მაინც გადაჭრას პრობლემა და უზრუნველყოს ბაზრისთვის პროცესორების მიწოდება. ამ მისიას საკუთარ თავზე იღებს კომპანია AMD. უკვე თვალსაჩინოდ ჩანს, რომ რიცხობრივი უპირატესობა ამ კომპანიის მხარეზე გადადის. როგორც წყაროები იტყობინებიან, AMD-ის პერსონალურ და მობილურ პროცესორებზე შეკვეთები ორჯერ გაიზარდა. კომპიუტერების მწარმოებელთა ნაწილი უკვე აპირებს კონტრაქტების გაფორმებას AMD-სთან მომავალი წლის პირველი კვარტალისთვის, რადგან დიდად არ აქვთ მოლოდინი, რომ Intel-ი დროულად გადაჭრის პრობლემას. მოკლედ რომ ითქვას, AMD-მ მიიღო შანსი არამხოლოდ იმით, რომ დროულად გადავიდა 7 ნანომეტრიან ტექპროცესორებზე, არამედ ამას ხელი შეუწყო კონკურენტის დროებითმა სირთულეებმაც. overclockers.ru
  3. გამოქვეყნდა უახლესი სტატისტიკა მსოფლიო ბაზარზე ოპერაციული სისტემების სხვადასხვა ვერსიების გადანაწილების შესახებ. რეიტინგში წამყვან პოზიციას კვლავ იკავებს პლატფორმა Nougat (7.0 და 7.1 ვერსიები): მისი წილი ბოლო თვის განმავლობაში არ შეცვლილა და კვლავ 30.8%-ს შეადგენს. მეორე ადგილზე იმყოფება ოპერაციული სისტემა Marshmallow 6.0, მაჩვენებლით - 22.7%. შედარებისთვის, წინა თვეებში ეს მაჩვენებელი 23.5% იყო. მესამე ადგილი კი, როგორც ამ დრომდე ხდებოდა, ერგო პლატფორმას Lollipop (5.0 და 5.1), თუმცა მისი წილი წინა პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით შემცირებულია: 20.4%-დან 19.2%-მდე. ოპერაციული სისტემა Oreo (8.0 და 8.1) აგრძელებს პოზიციების გამყარებას. ივლისში მისი მაჩვენებელი 12.1 % იყო, აგვისტოს მაჩვენებლით კი 14.6 %-მდე გაიზარდა. პლატფორმა KitKat 4.4-ზე მოდის ბაზრის დაახლოებით 8,6 % წილი. 3.5%-ს იკავებს ოპერაციული სისტემა Jelly Bean (ვერსიები 4.1, 4.2 და 4.3). მას მოსდევს პლატფორმა Ice Cream Sandwich (4.0.3 – 4.0.4 ) – 0.3%. და Gingerbread (2.3.3 – 2.3.7) ასევე 0.3%. ახალი ოპერაციული სისტემა Android 9.0 Pie ჯერჯერობით რეიტინგში არ შედის, რაც ნიშნავს, რომ მისი წილი არ აღემატება 0.1 %-საც კი. https://3dnews.ru/974828
  4. როდესაც საქმე ეხება პროცესორის დატვირთვით მუშაობის დროს ტემპერატურის შენარჩუნებას, Cooler Master MasterLiquid ML360R RGB ნადვილი ჩემპიონია გაგრილებაში. მას 33%-ით უფრო დიდი რადიატორის ზედაპირი გააჩნია კიდევ უფრო მეტი გაგრილების უზრუნველყოფისთვის. შედეგად, იგი უკეთესად აგრილებს, ვიდრე NZXT Kraken X72. Cooler Master-ი აწარმოებს MasterLiquid ML360R RGB-ს უამრავ აქსესუარსა და მონტაჟისთვის საჭირო იარაღებთან ერთად. კომპლექტს ასევე გააჩნია Cooler Master-ის სითბური კომპარატორის თერმოპასტა, RGB განათების მართვის მოდული და USB სადენები. Specifications Thickness 1.1 inches / 25.1mm (2.3 inches / 57.9mm w/fans) Width 4.8 inches / 120.7mm Depth 15.5 inches / 393.7mm Pump Height 2.1 inches / 52.9mm Speed Controller BIOS Cooling Fans 2x 120 x 25mm Connectors 1x 3-Pin 3x 4-Pin PWM 4x 4-pin RGB Weight 90.5oz / 2567g Intel Sockets 2066, 2011x, 1366, 115x, 775 AMD Sockets AM2(+), AM3(+) AM4, FM1, FM2(+) Warranty Two years RGB განათების მოდულის შემთხვევაში, მზად უნდა იყოთ უამრავი სადენის კონფიგურირებისთვის, რაც აუცილებელია ML360R RGB-ის სრული ინტეგრირებისათვის. მართკუთხა კონტროლის მოდულს აქვს მაგნიტური ბაზა, რომელიც თავიდან გვაცილებს ორმხრივი ლენტის არსებობას, რაც აუცილებელია უმეტესი ფოლადის კორპუსებისთვის. Cooler Master-ის ტუმბოს გლუვი, მრგვალი კორპუსი უზრუნველყოფს მუდმივ განათების დონეს. განათებისთვის შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი ფერი ნებისმიერი კომპონენტისთვის. ML360R RGB-ის ალუმინის რადიატორი უზრუნველყოფს სითბოსა და ჰაერის ნაკადების ბალანსს MF120R aRGB ვენტილატორებისთვის. ვენტილატორების დაყენება რადიატორის კორპუსში შესაძლებელია მარტივად, ინსტრუმენტების გარეშე. /www.tomshardware.com
  5. Xbox One Pass - ეს არის subscription სერვისი Netflix-ის სტილში, რომელსაც აქვს შემოთავაზება Xbox One-ისა და Xbox 360-ისთვის 100-ზე მეტ თამაშზე წვდომაზე თვეში 9,99 $-ად. თუმცა, განსხვავებით სხვა სთრიმინგ სერვისებისგან, თქვენ შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ თამაში მყარ დისკზე visual fidelity-ის დაკარგვის რისკის გარეშე. ქვემოთ იხილავთ თამაშების ჩამონათვალს, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება გამომწერებისთვის 2018 წლის სექტემბრის თვეში. ჩამონათვალი განახლდება პერიოდულად. Xbox One games #IDARB ABZU Aven Colony Bomber Crew Brothers: A Tale of Two Sons Casey Powell Lacrosse 16 Cities: Skylines Cluster Truck Costume Quest 2 D4: Dark Dreams Don't Die Dandara Darksiders: Warmastered Edition Darksiders II: Deathinitive Edition Dead Island: Definitive Edition Dead Rising 2 Dead Rising 3 Deadlight: Director's Cut Devil May Cry: Definitive Edition Devil May Cry 4: Special Edition Dirt 4 Disneyland Adventures DOOM DmC Devil May Dry: Definitive Edition Dovetail Games Euro Fishing Electronic Super Joy F1 2015 Fallout 4 Farming Simulator 15 Gears of War 4 Gears of War: Ultimate Edition Giana Sisters: Twisted Dreams Graveyard Keeper Guacamelee: Super Turbo Championship Edition Halo 5: Guardians Halo: Spartan Assault Halo: The Master Chief Collection Halo Wars: Definitive Edition Halo Wars 2 Hitman Season 1 Homefront: The Revolution Hue Human Fall Flat InnerSpace JumpJet Rex Kinect Rush: A Disney Pixar Adventure Kingdom: New Lands Knight Squad KYUB Laser League Late Shift Layers of Fear Letter Quest: Grimm's Journey Remastered Limbo Lumo Maldita Castilla EX: Cursed Castle Manual Samuel Mass Effect Massive Chalice Max: The Curse of Brotherhood Mega Coin Squad Mega Man Legacy Collection Mega Man Legacy Collection 2 Metal Gear Solid V: Ground Zeroes Metro: Last Light Redux MotoGP 17 NBA Playgrounds Oddworld: New 'N' Tasty OlliOlli ONRUSH Oxenfree Payday 2: Crimewave Edition Portal Knights Pumped BMX Quantum Break ReCore Resident Evil HD Resident Evil 0 Resident Evil Revelations 2 Rime Riptide GP: Renegade Rise of the Tomb Raider Rocket League Robocraft Infinity Roundabout Ruiner Ryse: Son of Rome Saints Row IV: Re-elected Saints Row: Gat Out of Hell ScreamRide Shadow Complex Remastered Shadow Warrior Shantae and the Pirate's Curse Sherlock Holmes: The Devil's Daughter Sky Force Anniversary Sky Force Reloaded Snake Pass State of Decay: Year One State of Decay 2 Steredenn Sunset Overdrive Super Lucky's Tale Super Mega Baseball: Extra Innings Super Time Force Terraria The Book of Unwritten Tales 2 The Bug Butcher The Escapists The Escapists: The Walking Dead The Final Station The Flame in the Flood The Golf Club The Swapper The Technomancer The Hunter: Call of the Wild The War of Mine: The Little Ones Tom Clancy's The Division Tower of Guns Unmechanical: Extended Warhammer: Vermintide 2 Wasteland 2: Director's Cut The World of Van Helsing: Deathtrap WRC 5: World Rally Championship Zombie Army Trilogy Zoo Tycoon: Ultimate Animal Collection Xbox 360 games (backward compatible) A Kingdom for Keflings A World of Keflings Alien Hominid HD Banjo-Kazooie Banjo-Kazooie: Nuts & Bolts Banjo-Tooie BattleBlock Theater Bayonetta Bomberman Battlefest Braid CastleStorm Comic Jumper Defense Grid Double Dragon Neon Elder Scrolls IV: Oblivion Fable Anniversary Fable II Fable III Fallout 3 Garou: Mark of the Wolves Gears of War Gears of War 2 Gears of War 3 Gears of War: Judgment Grid 2 Hexic 2 Hydro Thunder Injustice: Gods Among Us Iron Brigade Jetpac Refuelled Joe Danger 2: The Movie Joe Danger: Special Edition Joy Ride Turbo Kameo KOF98UM LEGO Star Wars: TCS Mass Effect Mega Man 9 Mega Man 10 Metal Slug 3 Metal Slug XX Monday Night Combat Ms Splosion Man MX vs. ATV Reflex N+ Perfect Dark Zero RAGE Sacred Citadel Samurai Showdown II Sonic and Knuckles Sonic CD Spelunky Splosion Man Stacking Star Wars: The Force Unleashed Star Wars: The Force Unleashed II Street Fighter IV Arcade Edition Tecmo Bowl Throwback The Maw Toy Soldiers Toy Soldiers: Cold War Viva Pinata Viva Pinata: Trouble in Paradise Original Xbox games (backward compatible) Fuzion Frenzy Ninja Gaiden Black Star Wars Knights of the Old Republic https://www.windowscentral.com/xbox-game-pass-list
  6. Microsoft-ი დიდი ხნის წინ დაგვპირდა Dolby Vision HDR სტანდარტის მხარდაჭერას თავის კონსოლებზე. და, როგორც იქნა, პროგრამის ტესტირების მონაწილეებს შეუძლიათ შეამოწმონ ამ რეჟიმის მუშაობა Xbox One S-ზე ან Xbox One Xზე. ამისთვის კი საჭიროა არამარტო შესაფერისი ტელევიზორი 4K-სა და Dolby Vision-ის მხარდაჭერით, არამედ Netflix-ის გამოწერა. HDR10 სტანდარტი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გამოსახულებას მუქ და ნათელ ტონებში, აგრეთვე აფართოებს დინამიკურ დიაპაზონს. ამასთან, Dolby Vision-ი საშუალებას იძლევა თითოეულ სცენაში შეიცვალოს პარამეტრები და დაემატოს კიდევ უფრო დიდი დიაპაზონი და ფერთა გამა. Dolby Vision 4K მხარდაჭერის მქონე Ultra HD ტელევიზორების მფლობელები დიდი ალბათობით უკვე იყენებენ Netflix-ის აპლიკაციას, რომელსაც შეუძლია სტრიმ კონტენტის ტრანსლირება მაღალ ხარისხში, ახლა კი უკვე კონსოლების გამორთვის გარეშე შეეძლებათ ფილმის ან სატელევიზიო შოუს ყურება. Dolby Vision 4K სტანდარტში Blu-ray დისკის მხარდაჭერის შესახებ არაფერია ცნობილი, თუმცა ამ მიმართულებით ნაბიჯები გადადგმულია და ადრე თუ გვიან სახეზე ვიხილავთ. https://3dnews.ru/974797
  7. ანალიტიკურმა კომპანიამ Jon Peddie Research-მა (JPR) გამოქვეყნა ახალი კვარტალური ანგარიში, რომელიც შეიცავს საინტერესო სტატისტიკას GPU ბაზართან დაკავშირებით, როგორც მთლიანი ბაზრის, ასევე ცალკეული სეგმენტის შესახებ. აპრილ-ივნისის მაჩვენებლები წინა კვარტალის სტატისტიკასთან შედარებით დაბალი აღმოჩნდა, რაც შეიძლება აიხსნას როგორც სეზონური ფაქტორით, ასევე კრიპტოვალუტების მომპოვებელთა ინტერესის საგრძნობი შემცირებით ვიდეო ბარათებისა და AMD-სა და NVIDIA-ს სპეციალიზებული კრიპტო ამჩქარებლების მიმართ. იმ დროს, როდესაც PC-ის ბაზარი გაიზარდა თანმიმდევრულად 1,9%-ითა და წლიური 2,04%-ით, გრაფიკული ადაპტერების მიწოდება შემცირდა 1,5%-ითა და 4,9%-ით, ზედა მაჩვენებლებთან შესაბამისობაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვნად შემცირდა GPU-ს სეგმენტი პერსონალური კომპიუტერებისთვის - წლიური 6%-ით, ლეპტოპების შემთხვევაში კი - 5%-ით. უნდა აღინიშნოს, რომ პერსონალურ კომპიუტერებსა და ლეპტოპებში JPR-ის კვლევა ასევე გულისხმობს x86-თავსებად Windows-პლანშეტებს, ქრომბუკებს და აწყობილ სისტემებს. კვლევაში არ შედის Apple iPad და მისი კონკურენტები - Android-ი და სერვერები ARM ბაზაზე. „პერსონალური კომპიუტერების ბაზარი სტაბილურდება და გამოდის „ოქროს ციებ-ცხელებიდან“ - აღნიშნავს JPR-ი ანგარიშში. მიწოდების საერთო მოცულობა შემცირდა, თუმცა ცალკეულ „გამონათებები“ მაინც არის. 2018 წლის პირველი კვარტალი ნამდვილი პიკი იყო კრიპტოვალუტების ციებ-ცხელების. მოთხოვნა PC გრაფიკულ ადაპტერებზე, რომლებიც ამ დრომდე აქტიურად გამოიყენებოდა კრიპტო „ფერმებში“, დაუბრუნდა ჩვეულ დონეს“. კრიპტოვალუტების ციებ-ცხელების ფაქტორი დიდხანს უწყობდა ხელს დისკრეტულ გრაფიკაზე მაღალი ფასის არსებობას, თუმცა ამ ფაქტორის არარსებობა ვერ ჭრის სეგმენტის პრობლემას AMD Radeon-ის სათამაშო ბარათის დაბალი კონკურენტუნარიანობის გამო NVIDIA GeForce-სთან შედარებით. ამჯერად იმედი მყარდება GeForce RTX-ის საშუალოფასიან ამჩქარებლებზე (GeForce RTX 2060 და GeForce RTX 2050 Ti), რომელთა გამოშვება იგეგმება წლის მეოთხე კვარტალში. შორეულ პერსპექტივაში მიწოდების მოცულობის აღდგენაში შესაძლოა ჩაერთოს ასევე AMD, თუკი მისი 7 ნანომეტრიანი გადაწყვეტილება „Navi“ საკმარისად წარმატებული აღმოჩნდება. კრიპტომომპოვებლების მხრიდან GPU-ზე მოთხოვნის შემცირებამ ყველაზე მეტად AMD-ს „დაარტყა“ (-12,28%). ინტერესების შემცირება NVIDIA-მაც განიცადა (-7,49%). Intel-ის მიერ მიწოდებული ინტეგრირებული გრაფიკის წილი კი პირიქით გაიზარდა 2.62%-ით. https://3dnews.ru/974802
  8. Microsoft-ი ოფიციალურად აცხადებს Windows 10 მორიგი განახლების შესახებ. ადრეული კოდური სახელწოდება Redstone 5, „Windows 10-ის 2018 წლის ოქტომბრის განახლება“ ოქტომბრის ნებისმიერ დღეს შეიძლება გაეშვას. იგი მოიცავს ახალ ფუნქციებს, როგორებიცაა ახალი cloud გაცვლითი ბუფერი, dark File Explorer-ი, განახლებული snipping tool, გაუმჯობესებული Microsoft Edge და ინფორმაცია Xbox-ის სათამაშო პანელის შესახებ. მოსალოდნელია, რომ ოქტომბრის გამახლებისათვის მზადებას Microsoft-ი სექტემბრის ბოლოს დაასრულებს და Windows Insider-ებისთვის ხელმისაწვდომი ოქტომბრის დასაწყისში გახდება, შემდეგ ეტაპზე კი - უკვე რიგითი მომხმარებლები შეძლებენ სიახლით სარგებლობას. ამ დროისათვის, Microsoft-ი ფოკუსირდება Windows 10-ის მომავალ განახლებაზე - კოდური სახელწოდებით 19H1. ეს განახლება დიდი ალბათობით მოხდება 2019 წლის აპრილში, კომპანიას ჯერჯერობით არ გაუმხელია რა ფუნქციები იქნება დამატებული და შემოთავაზებული მომხმარებლებისთვის. 19H1-ზე ტესტირებები დაიწყო ივლისის ბოლოს, და მოსალოდნელია, რომ ვიხილავთ Sets ფუნქციას, რომელიც სავარაუდოდ არ შეეხება Windows 10-ის ოქტომბრის განახლებას. www.theverge.com
  9. ამ დრომდე, subscription-based აპლიკაციები ვალდებულნი იყვნენ დაეცვათ კონფიდენციალურობა, ახლა კი უკვე ეს წესი ყველა აპლიკაციას შეეხება. ტექნიკურად Apple-ს არ მიუთითებია, რომ მოქმედ აპლიკაციებსაც მოუწევთ ახალი წესების მიხედვით მოქმედება, მხოლოდ სამომავლო სიახლეებსა და აპლიკაციების აფდეითებს შეეხება კონფიდენციალურობის პოლიტიკა. აპლიკაციების შემქმნელებს მოუწევთ იმის ახსნა, რა ტიპის მონაცემებს ითხოვს და აგროვებს აპლიკაცია, და როგორ გამოიყენებს მათ. შემქმნელებს ასევე მოუწევთ დეტალურად ახსნან, თუ როგორ ახდნენ მონაცემთა შენახვა-დაცვას და როგორ შეეძლებათ მომხმარებლებს უარი განაცხადონ ან წაშალონ თავიანთი მონაცემები. ახალი წესები ძალაში შევა 3 ოქტომბრიდან. Apple აცხადებს, რომ ახალი პოლიტიკის არმქონე ამჟამად მოქმედი პროგრამული უზრუნველყოფის მქონე აპლიკაციები არ წაიშლება App Store-დან, თუმცა 3 ოქტომბრის შემდგომ პერიოდში დააფდეითების შემთხვევაში, მათ მოუწევთ ახალ პირობებთან თანაარსებობა. 25 დეკემბრიდან, როდესაც GDPR (General Data Protection Regulation) ძალაში შევიდა, Facebook-მა კი მარტში მონაცემთა დარღვევის ფიასკო განიცადა, მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვა მნიშვნელოვანი გახდა ტექნიკური კომპანიებისთვის. ახალი წესებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, Apple ცდილობს უფრო მეტად გამჭვირვალე გახადოს პროცესი, თუ როგორ ხდება მომხმარებელთა მონაცემების დამუშავება, და მწარმოებლებისგან მოითხოვს დაარეგულირონ თავიანთი სამოქმედო პროცესები. www.theverge.com
  10. მომხმარებლები უკვე მიჩვეულნი არიან ტრანსფორმერ ლეპტოპებს საშუალო ფასების დიაპაზონში, თუმცა იგივე არ ითქმის სათამაშო სეგმენტზე. კომპანია Acer-მა გადაწყვიტა ამის გამოსწორება და IFA 2018 გამოფენის ფარგლებში წარადგინა ახალი არასტანდარტული ლეპტოპი Predator Triton 900. მისი განსაკუთრებულობა გამოიხატება იმაში, რომ შესაძლებელია ეკრანის მოტრიალება სურვილისამებრ, მისი მოახლოვება ან დაშორება მომხმარებლისგან, აგრეთვე, მოწყობილობის გარდაქმნა პლანშეტად. კონკრეტული ტექნიკური მახასიათებლები ჯერჯერობით არ ქვეყნდება, ცნობილია ის, რომ ლეპტოპი სენსორულია და აქვს 4K UHD რეზოლუცია Nvidia G-Sync ტექნოლოგიის მხარდაჭერით. კლავიატურა მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებელზე, მისგან მარჯვნივ არის touchpad, რომელიც ტრანსფორმირდება ციფრულ ბლოკად. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს გაგრილებას, საფირმო სისტემა AeroBlade-ის მეოთხე თაობის 3D-ვენტილატორებით. კომპანიის წამომადგენლების განცხადების მიხედვით იგი მუშაობს ბევრად დაბალ ხმაზე და უზრუნველყოფს უკეთესად გაგრილებას წინამორბედებთან შედარებით. ფასები და გაყიდვაში გაშვების ვადები ჯერჯერობით არ გახმაურებულა. overclockers.ru
  11. IFA 2018 გამფენის ფარგლებში კომპანია ASUS-მა წარადგინა ახალი მაღალმწარმოებლური პერსონალური კომპიუტერი „ყველაფერი ერთში“ - Zen AiO 27. მოდელი 7272 აღჭურვილია 27დუიმიანი NanoEdge დისპლეით ფორმატში - 4K/UHD (3840 × 2160 პიქსელი) და ფლობს sRGB-ის 100%-იან ფერთა სივრცეს. შესაძლებელია Full HD (1920 × 1080 პიქსელი) ფორმატის დაყენება. კომპიუტერის მთავარი ღირსება მოქცეულია მის ბაზისში. გამოყენებადია აპარატურული პლატფორმა Intel Coffee Lake: დაშვებულია Core i7-8700T ექვსბირთვიანი პროცესორისა და Core i5-8400T-ის დაყენება. ორივე შემთხვევაში, გრაფიკული ქვესისტემა დამყარებულია Intel UHD Graphics 630-ის ინტეგრირებულ კონტროლერზე. DDR4-2400 ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 32 გბ-ს მიაღწევს. მონაცემთა შენახვას უზრუნველყოფს მყარი დისკი 2 ტერაბაიტი მოცულობით და სანახი სისტემა PCIe Gen3 x4 SSD - 1 ტერაბაიტი მოცულობით. კომპიუტერითვის გამოყენებადია გრაფიკული ამჩქარებელი NVIDIA GeForce GTX 1050. უსადენო კავშირები: Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 5.0, აგრეთვე ქსელური Ethernet-კონტროლერი, პორტები: USB 3.1 Type-C (Gen 2) / Thunderbolt 3, USB 3.1 Type-A Gen 2, USB 2.0, და HDMI. სიახლეს შეუძლია თავი მოიწონოს Harman Kardon-ის ხარისხიანი აუდიოსისტემით, 16 ვატიანი დინამიკებით. ბაზაზე ინტეგრირებულია Qi სტანდარტის უსადენო დამტენი მოწყობილობა, რომლის სიმძლავრე 7,5 ვატია. კომპიუტერის ფასი ჯერჯერობით არ სახელდება. https://3dnews.ru/974712
  12. კომპანია ASUS-მა გამოფენა IFA 2018-ზე წარმოადგინა პორტატული კომპიუტერები ZenBook 13 (UX333), ZenBook 14 (UX433) და ZenBook 15 (UX533) - Intel Whiskey Lake-ის პლატფორმაზე. წარმოდგენილი ლეპტოპების დისპლეის ზომებია 13,3 დუიმი, 14 დუიმი და 15,6 დუიმი დიაგონალზე. სამივე შემთხვევაში გამოყენებულია უჩარჩოო NanoEdge პანელი, რისი წყალობითაც ეკრანი იკავებს 92–95 %-ს. დისპლეის რეზოლუცია შეადგენს 1920 × 1080 პიქსელს (Full HD); 15,6 დუიმიანი მოდელი აღჭურვილია 4К პანელით (3840 × 2160 პიქსელი). სამივე სიახლის შემთხვევაში გვაქვს NTSC ფერთა გამის 72%-ანი დაფარვა. მომხმარებლებს ექნებათ არჩევანის საშუალება Core i5-8265U (1,6–3,9 გჰც)-ისა და Core i7-8565U (1,8–4,6 გჰც) პროცესორებს შორის. ხსენებულ ჩიპებს გააჩნიათ ოთხი ბირთვი და გრაფიკული ადაპტერი Intel UHD Graphics 620. ლეპტოპები ZenBook 13 (UX333) და ZenBook 14 (UX433) აღჭურვილი იქნება დისკრეტული ამჩქარებლით NVIDIA GeForce MX150, GDDR5-ის 2 გბ-იანი მეხსიერებით. ZenBook 15 (UX533) ვერსიისთვის კი ხელმისაწვდომი იქნება ვიდეო ბარათი NVIDIA GeForce GTX 1050 Max-Q , GDDR5 2,4 გბ-იანი მეხსიერებით. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 16 გბ-ს. მონაცემთა შენახვას მაქსიმალური კონფიგურაციებით უზრუნველყოფილია მყარი დისკი PCIe 3.0 x4 SSD 1ტერაბაიტი მოცულობით. მოწყობილობას ასევე გააჩნია ინფრაწითელი კამერა 3D IR HD - მომხმარებლის სახის იდენტიფიკაციისთვის; უსადენო კავშირის მოდულები - Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 5.0; ასევე Harman Kardon-ის აუდიოსისტემა, პორტები - USB 3.1 Gen 2 Type-C, USB 3.1 Type-A და HDMI. ლეპტოპებს აქვთ მყარი კორპუსი, რომელიც შეესაბამება MIL-STD-810G სტანდარტებს. ZenBook 13 (UX333) და ZenBook 14 (UX433) მოდელები აღჭურვილია NumberPad სისტემით. გამოყენებულია Windows 10 ოპერაციული სისტემა. ლეპტოპების ღირებულებასთან დაკავშირებით ცნობები ჯერჯეჯრობით არ არის. https://3dnews.ru/974714
  13. კომპანიამ International Data Corporation (IDC) გამოაქვეყნა პროგნოზი მსოფლიო სმარტფონების ბაზართან დაკავშირებით. იტყობინებიან, რომ „ჭკვიანი“ ტელეფონების გამოშვება მსოფლიო მასშტაბით 1,1%-ით მოიმატებს 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.თუმცა, 2018 წლის მთლიანი შეფასების მიხედვით, ბაზარი მინუსში აღმოჩნდება: სმარტფონების მიწოდება შემცირდება 0,7%-ით - 1,465მილიარდიდან 1,455 მილიარდამდე. საერთო ჯამში, Android ოპერაციული სისტემის მქონე სმარტფონების წილი 84,8 %-ს შეადგენს, დაახლოებით 15,1 % - iOS ბაზაზე მოქმედი სმარტფონების წილი იქნება, სხვა დანარჩენი მოწოდებული პროგრამული პლატფორმების წილი მხოლოდ 0,1 % იქნება. აღინიშნება, რომ ყველაზე მეტად პოპულარობით სარგებლობენ სმარტფონები 5.5 დუიმი და მეტი დიაგონალით. ამგვარი ტელეფონების წილი მიმდინარე წელს შეადგენს მოწოდებული პროდუქციის 64,7 %-ს. შედარებისთვის, წინა წელს ეს მაჩვენებელი 42,5% იყო. 2022 წლისთვის ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ სმარტფონების მსოფლიო ბაზარი მიაღწევს 1,646 ერთეულს. აქედან, 85,5% იქნება Android-მოდელები, 14,5% - iOS. დიდი დისპლეის მქონე სმარტფონების საერთი წილი 84,5%-მდე გაიზრდება. საერთო ჯამში, როგორც იტყობიანებიან, ბაზრის ზრდის საშუალოწლიური ტემპი რთულ პროცენტულ მაჩვენებლებში (CAGR-ის მაჩვენებლებით) 2017 წლიდან 2022 წლამდე აღმოჩნდება 2.4%. https://3dnews.ru/974694
  14. მიმდინარე კვირაში, IFA 2018-ზე Samsung-მა დააანონსა თავისი პირველი კომერციული 8K ტელევიზორი, Q900R. QLED პანელის ზომები იქნება 65, 75, 82 და 85 დუიმი, მაქსიმალურმა სიმკვეთრემ შესაძლოა მიაღწიოს 4 000 ნიტს. ახალ ტელევიზორს აქვს HDR10 + ფორმატის მხარდაჭერა. იმის გათვალისწინებით, რომ ამ დრომდე 8K-ს ნულოვანი კონტენტი არსებობდა, Samsung-ი მოცემულ მომენტში მიმართულია ტექნოლოგიის მასშტაბების ზრდაზე. კომპანია ამტკიცებს, რომ Q900R-ის ფუნქციაში -„8K AI Upscaling“ - გამოყენებულია ხელოვნური ინტელექტი და კონკრეტულად მისთვის განკუთვნილი პროცესორი, რომელიც განაპირობებს 8K-ის დონისთვის შესაბამისი გამოსახულების შექმნას, მიუხედავად მიწოდებული ორიგინალი გამოსახულების ხარისხისა, რაც მეტად ოპტიმისტურად და მიმზიდველად ჟღერს. Q900R-ი გაყიდვაში გაეშვება სექტემბრის ბოლოს, თავდაპირველად მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის რამოდენიმე წამყვან ბაზარზე, ბაზრების დაკონკრეტებას Samsung-ის მხრიდან ადგილი ჯერჯერობით არ ჰქონია. მასშტაბების, მაღალი FPS-ის მხარდაჭერისა და სათამაშო კონტენტის - Quantum Processor 8K-ის გამოყენების წყალობით, Samsung-ი ნამდვილად მოიგებს გეიმერების გულს. იმ ტენდენციის გათვალისწინებით, რომ მომხმარებლები მიდრეკილნი არიან რაც შეიძლება დიდი პანელების ყიდვისა და მაქსიმუალურად ეფექტური ტექნოლოგიებისკენ, 8K-თი დიდ დაინტერესებას წინ არაფერი ეღობება. Theverge.com techradar.com
  15. სამეფო ბრძოლებზე ფენტეზის სტილში თამაშებს ბოლო არ უჩანს. შვედურმა ახალბედა სტუდიამ Star Vault-მაც გადაწყვიტა ძალების მოსინჯვა ამ მიმართულებით. Mortal Royale - ეს არის მასშტაბური უფასო თამაში, რომელშიც მონაწილეობას ასობით მოთამაშე მიიღებს. უნდა ვთქვათ, რომ თამაშის გრაფიკა დიდად არ შეესაბამება 2018 წლის ხარისხს, თუმცა გადამწყვეტი ეს არ არის. თამაშის სიუჟეტი ვითარდება გამოგონილი რეალობის სამყაროში, მთავარი მოქმედი პერსონაჟები რაინდები და მაგები არიან. თამაშის შემქმნელებმა გადაწყვიტეს თამაშისთვის მიენიჭებინათ ერთი განსაკუთრებულობა: საუკეთესოს წოდების მოპოვებას ერთ უზარმაზარ არეალში ერთდროულად ათასობით მოთამაშე შეეცდება. სათამაშო პროცესი მოიცავს როგორც ხელჩართულ ბრძოლას შიშველი ხელით, ასევე ისრებით, და აგრეთვე ჯადოქრებისა და მხედრების შეტაკებას. საომარი სისტემა კარგადაა განვითარებული და შესატყვისია რეალურთან როგორც ბრძოლის, ასევე იარაღების ვიზუალის მხრივ. ხელმისაწვდომი იქნება იარაღის ასობით ნაირსახეობა და ორ ათეულზე მეტი ჯავშნის ტიპი, თითოეული მათგანი 10 ელემენტისგან შედგება. ჯადოქრებისთვის კი ხელმისაწვდომი იქნება 60ზე მეტი სხვადასხვა შელოცვა. Mortal Royale-ს ზუსტი გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით შემქმნელებს არ გაუმხელიათ, თუმცა უკვე ხდება მსურველების მიწვევა თამაშის დახურულ ალფა-ტესტირებაზე. overclockers.ru
  16. ამ დროისთვის კომპანია Thermaltake განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს Level 20-ის კორპუსების გაფართოებას. მიუხედავად იმისა, რომ ამ სიახლეს - Thermaltake Level 20 XT- ს (მოდელის კოდია CA-1L1-00F1WN-00) ცოტა რამ საერთო აქვს წინამორბედებთან, მისი ლაკონური გარეგნული სახე და კონფიგურაციის სისტემის მრავალფეროვანი შესაძლებლობები დიდ ყურადღებას მიიპყობენ გეიმერებისა და ენთუზიასტების მხრიდან. კონსტრუქციას გააჩნია 623 მმ სიგრძე, 394 მმ სიგანე, 515 მმ სიმაღლე და იწონის 20,4 კგ-ს. მასალას რაც შეეხება, Level 20 XT-ის დამზადებისთვის გამოიყენება SPCC (commercial quality cold rolled steel) ტიპის ლითონი და ტონირებული მინის ოთხი პანელი, თითოეული 4 მმ სისქისა. კორპუსში საკმარისი სივრცეა ისეთი კომპლექტაციის მოსათავსებლად, როგორებიცაა E-ATX, ATX, Micro-ATX ფორმ-ფაქტორის დედა დაფა , ან 400-590 მმ სიგრძის ვიდეო დაფებისთვის, აგრეთვე 220 მმ-იანი ATX-თავსებადი კვების ბლოკისთვის. ვენტილატორებს რაც შეეხება, დაშვებულია 120, 140 და 200 მმ-იანი ზომები. ამასთან, კორპუსის კომპლექტში შედის მხოლოდ ერთი ვენტილატორი ზომებით 140 × 140 × 25, იგი ბრუნავს 1000 ბრუნი/წუთში მუდმივი სიჩქარით და გამოსცემს 16 დეციბელის ტოლ ხმაურს. თხევადი გაგრილების სისტემის რადიატორისთვისაც საკმარისი სივრცეა: წინა პანელთან შესაძლებელია დაყენდეს 360 მმ-იანი ვენტილატორი, უკანა მხარეს - 140 მმ-იანი, ზემოთ, ქვემოთ და გვერდით პანელებზე კი - 480 მმ-იანი. ქულერის სიმაღლემ შესაძლოა მიაღწიოს 250 მმ-ს, ორსლოტიანი ვიდეო ბარათების რაოდენობა - 4. 3.5დუიმიანი მყარი დისკებისთვის გათვლილია მაქსიმუმ 7 ადგილი, 2.5დუიმიანებისთვის კი - მაქსიმუმ რვა. კორპუსს აქვს ორი USB პორტი: USB 3.0 და USB 2.0, და მინი-ჯეკი მიკროფონისა და ყურსასმენებისთვის. ამ სიახლის შეძენა შესაძლებელია პორტალზე: ttpremium.com 200$-ად ან 200 ევროდ, ამერიკული და ევროპული ბაზრების შესაბამისად. https://3dnews.ru/974650
  17. ტოკიოს 2020 წლის საგაზაფხულო ოლიმპიადისთვის დაიწყეს უპილოტო ტაქსების ტესტირება. სენსორებით აღჭურვილი მიკროავტობუსები ახორციელებენ დღეში ოთხ მარშრუტს მგზავრებთან ერთად იაპონიის დედაქალაქის ყველაზე ხალხმრავალ ადგილებში. ავტონომიური ტექნოლოგიების მართვის კომპანია ZMP და ტაქსომოტორული კომპანია Hinomaru Kotsu ამტკიცებენ, რომ ეს საგზაო ტესტირებები ამჟამად მსოფლიოში უპრეცედენტოა, უპილოტო ტაქსებში მგზავრების მიერ საფასურის გადახდის გათვალისწინებით. 2016 წლის მარტში კომპანიებმა DeNa და ZMP აგრეთვე განახორციელეს უპილოტო ტაქსების ტესტირება Toyota Estima-ს მინივენების ბაზაზე, რომელთაც გადაჰყავდათ ქალაქ ფუძისავას მაცხოვრებლები ადგილობრივი მაღაზიების მიმართულებით. Kyodo News-ის პუბლიკაციის თანახმად, მიმდინარე ტესტირებები ხორციელდება 5,3 კილომეტრიან წრიულ მარშრუტზე, რომელიც აკავშირებს ორ რეგიონს. გამოცდა დასრულდება ოქტომბრის დასაწყისში, ტესტის ფარგლებში სულ დაგეგმილია 96 გასვლა. ტოკიოს მცხოვრებთაგან 1500-მა ადამიანმა გამოთქვა უპილოტო ტაქსებით მგზავრობის სურვილი. მგზავრობის საფასური 1500 იენია (13 $), გადახდა ხორციელდება სმარტფონით, სპეციალური აპლიკაციის საშუალებით. ტესტირების შემდეგი ეტაპი განხორციელდება მიმართულებით - ჰანედას აეროპორტიდან ქალაქის ცენტრის სატრანსპორტო კვანძებისკენ. https://3dnews.ru/974625
  18. NVIDIA-ს ახალი თაობის RTX 2080 და 2080 Ti (აგრეთვე RTX 2070, რომელიც შემდეგ თვეში გამოვა) ვიდეო ბარათების გამოჩენიდან გამომდინარე, მეათე თაობის ბარათებზე ფასებმა უკვე მნიშვნელოვნად დაიწია, მოსალოდნელია ფასის კიდევ უფრო კლება მათზე, იმ დროისთვის, როცა ახალი ბარათები გაეშვება. ამ დროისთვის ფასდაკლებები ამგვარად გამოიყურება: eBay: ("PREGAME15" ვაუჩერით) MSI GTX 1050 Ti 4GB - 169.99 $-ად (- 30 $ ფასდაკლება) MSI GTX 1070 Ti 8GB - 407.99 $ (- 72 $) Zotac GTX 1070 Ti 8GB - 421,48 $ (- 73 $) Gigabyte GTX 1080 8GB - 424.99 $ (- 75 $) Zotac GTX 1080 Ti 11GB - 552,49$ (- 97$) Amazon: Gigabyte GTX 1080 Ti Gaming OC 11G - 679,99 $-ად ( 190 off) Asus GTX 1080 8GB ROG Strix Card - 524.99 $ (55$ off) კომპაქტური ბარათი Zotac GTX 1070 Mini 8GB - 399,99 $ (90 $ off) კომპაქტური ბარათი Zotac GTX 1080 Mini 8GB - 449.99 $ (160 $ off) Gigabyte GTX 1080 Mini ITX 8G - 479.99 $ (70 $ off) EVGA GTX 1080 Ti FTW3 Hybrid Water Block Cooler - 59,99 $ (120 4 off) Asus GTX 1080 8GB ROG Strix - 524.99 $ (55 $ off) ჩამონათვალი განახლდება მორიგი ფასდაკლებების შემთხვევაში. tomshardware.com
  19. Qualcomm-ი შესაძლოა ისწრაფვოდეს ბაზარზე Intel-ის ადგილის დაკავებისაკენ, თუმცა „დიდი ლურჯი“ კორპორაცია ბრძოლის გარეშე დათმობას არ აპირებს. Intel-მა წარადგინა უახლესი მე-8 თაობის პროცესორები თხელი და მსუბუქი ლეპტოპებისთვის. ახალი ჩიპები Intel-ის Core U-სა (i7-8565U, i5-8265U, i3-8145U) და Core Y-სერიისაა (i7-8500, i5-8200Y, m3-8100Y) და განკუთვნილია ლეპტოპებისთვის, რომლებსაც უფრო დაბალი ენერგომოხმარება გააჩნიათ, ვიდრე მათ დესკტოპ ანალოგებს. უმნიშვნელოვანეს ფაქტს ამ შემთხვევაში წარმოადგენს ორივე სერიის ინტეგრირება Gigabit WiFi-სთან, რაც იძლევა მოლოდინს, რომ უახლოეს თვეებში ვიხილავთ დაუჯერებლად თხელ და მსუბუქ ლეპტოპებს უსწრაფესი WiFi სიჩქარით. Wi-Fi-ის უპირატესობის პარალელურად, Intel-ი ასევე გვპირდება U-სერიის გაორმაგებულ მწარმოებლურობას წინა თაობასთან შედარებით. კომპანია ამტკიცებს, რომ U-სერიაზე აგებული ლეპტოპები საშუალებას მოგვცემს იმუშაონ 16 საათი უწყვეტ რეჟიმში, ერთი სრული დამუხტვის შემდეგ. „ოპტიმიზებული სიმძლავრის სისტემები კი უფრო დიდხანს იმუშავებს, დაახლოებით 19 საათამდე“- აცხადებს წარმომადგენლობა. U-სერიას გააჩნია 15 ვატიანი ენერგომოხმარება, იმ დროს, როდესაც Y-სერიისას მხოლოდ 5 ვატიანი აქვს. Intel-ის i7-8565U ჩიპს შეუძლია 4,6 გჰც სიჩქარის მიღწევა ტურბო რეჟიმში, თუმცა აღსანიშნავია, რომ ვერ შეძლებს ამ დონის შენარჩუნებას დიდიხნის განმვალობაში. Intel-ის წარმომადგენლობის განცხადების მიხედვით, ახალი ჩიპებით აღჭურვილი ლეპტოპების ხილვას მიმდინარე საშემოდგომო სეზონზე შევძლებთ. windowscentral.com
  20. Jaguar-ის წარმომადგენლობამ განაცხადა საკულტო ავტომობილის ელექტრომოდელის შექმნის პროექტზე. პროექტ E-type Zero-ს მიხედვით, დამზადდება ელექტრომობილი - ატმოსფეროში მავნე აირების ნულოვანი გამონაბოლქვით. საუბარი ეხება E-type-ის ახალი სერიის წარმოებას, რომელიც მთლიანად ელექტროობით იკვებება. პროექტი ითვალისწინებს ელექტროძრავის გამოყენებას, ლითიუმ-იონური ბატარეა იმავე გაბარიტებისა და წონისაა, რაც ორიგინალ E-type-ის ავტომობილში არსებული ექვსცილინდრიანი ბენზინის ძრავი, განთავსების ადგილიც უცვლელია. ელექტროძრავი დაიკავებს ორიგინალი მანქანის გადაცემათა კოლოფის ადგილმდებარეობას. ასეთი მიდგომა საშუალებას იძლევა ავტომობილის კონსტრუქცია უცვლელი დარჩეს. E-type Zero-ს ექნება გაუმჯობესებული საკონტროლო-გამზომი მოწყობილობები და მოდიფიცირებული ცენტრალური პანელი მულტიმედიის სისტემის სენსორული ეკრანით. დიოდური ფარები მაქსიმალური ენერგოეფექტურობის საშუალებას იძლევა. ამავე დროს, ინარჩუნებს ორიგინალი E-type სერიის ტიპს. მწარმოებლები ამტკიცებენ, რომ სრულად დამუხტული აკუმულატორით ელექტრომობილი შეძლებს გაიაროს 270 კმ. ენერგიის მარაგის აღსადგენად საჭირო იქნება დაახლოებით 6-7 საათი. E-type-ის ელექტრომობილების წარდგენა 2020 წლის გაზაფხულზე დაიწყება. მის ფასს მწარმოებლები ჯერჯერობით არ ამხელენ. 3dnews.ru
  21. ტექ-სამყარო მოუთმენლად ელის, როდის განაცხადებს Apple ახალი iPhone-ბის შესახებ. ახალი დივაისების შესახებ დიდი ალბათობით სექტემბრის მეორე კვირაში გახდება ცნობილი (როგორც დამახასიათებელია Apple-სთვის). ამ თემაზე უახლესი ცნობები Bloomberg-ს ეკუთვნის, რომელიც თვალყურს ადევნებს პროგნოზებს სიახლეებთან დაკავშირებით. Bloomberg-ის წარმომადგენლები იტყობინებიან, რომ ახალი სმარტფონები შეინარჩუნებენ გარეგნულ დიზაინს, ცვლილებები შეეხება ძირითადად შინაგან მოწყობას. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო მობილური ბაზრის ზრდა შენელებულია, Apple დიდი ალბათობით გაზრდის საშუალო ფასებს თავის სმარტფონებზე. Bloomberg-ის ინფორმაციით, უნდა ველოდოთ, რომ ვიხილავთ: სამ ახალ iPhone-ს: მოსალოდნელია iPhone X-ის განახლება, 5.8 დუიმიანი OLED ეკრანით; ახალი მაღალხარისხიანი iPhone 6.5 დუიმიანი OLED ეკრანით, და ახალი შედარებით იაფი მოდელი (რომელიც ვიზუალურად iPhone X-ის მაგვარი იქნება) 6.1 დუიმიანი LCD ეკრანით. 6.1 დუიმიანი iPhone წარმოდგენილი იქნება ფერის რამოდენიმე არჩევანით (რუხი, თეთრი, ლურჯი, წითელი, ნარინჯისფერი). ექნება ალუმინის კიდეები ნაცვლად უჟანგავი ფოლადისა. სამივე სმარტფონს ექნება ჟესტების მართვის სისტემა, აგრეთვე Face ID. მოსალოდნელია, რომ Apple აგრეთვე გამოიყენებს დიდ (6.5 დუიმიან) ეკრანს ფუნქციისათვის - “view content side-by-side”, მაგალითად, გვერდიგვერდ იხილავთ მეილს და კალენდარს. სახელწოდებებს რაც შეეხება, Bloomberg-ის მიხედვით, მასზე ხშირი დისკუსია იყო, რადგან ადვილი არაა დივაისების დიფერენცირება. ამჟამინდელი ცნობებით, ახალი მაღალხარისხიანი სმარტფონის სახელი იქნება iPhone Xs, უფრო დიდი მოდელის კი - iPhone Xs Plus. სახელწოდებების ცვლილებები არ არის გამორიცხული. მიმდინარე წელს აგრეთვე ვიხილავთ განახლებულ Air Pods-ს, ახალ Apple Watch-ს დიდი ეკრანით, უსადენო დამტენ მოწყობილობას - Airpower-ს და განახლებულ iPad Pro-ს უფრო თხელი ჩარჩოთი და Face ID-თ. theverge.com
  22. საიტ hexus.net-ის მიხედვით, AMD-ის მთავარმა ტექნიკურმა დირექტორმა მარკ ფეიფერმასტერმა (Mark Papermaster) მისცა ვრცელი ინტერვიუ კომპანიის გეგმების შესახებ. იგი შეეხო საკითხსაც, რომლის თანახმადაც კომპანია აპირებს 7 ნანომეტრიან ტექპროცესორებზე გადასვლას. ფეიფერმასტერის განცხადების მიხედვით, კომპანია AMD-ს პრაქტიკულად მთელი ძალები ამ დროისათვის მიმართულია ახალი ტექპროცესორების დანერგვის დაჩქარებისკენ, ასევე პროცესორებისა და ვიდეო ბარათების მიმართ. თავდაპირველად, AMD გეგმავდა გამოეშვა ახალი ვიდეო ბარათი VEGA 7 ნანომეტრიანი ტექპროცესორის ბაზაზე 2019 წლის პირველ ნახევარში, თუმცა, ბოლოდროინდელი ცნობების მიხედვით, კომპანიამ გადაწყვიტა ახალი ვიდეობარათების გამოშვების ვადა ამა წლის ბოლოსაკენ გადმოეწია. ჯერჯერობით საუბარი მიდის პროფესიონალური ამაჩქარებლის შესახებ 32 გბ-იანი ვიდეომეხსიერებით და მისი სახელწოდება იქნება “Radeon Vega Instinct GPU”. საერთო ჯამში, AMD დაპირებას იძლევა, რომ ყველა ახალი 7 ნანომეტრიანი პროდუქტი ორმაგად ენერგოეფექტური და 35%-ით უფრო მაღალპროდუქტიული იქნება წინა თაობის ნიმუშებთან შედარებით. რაც შეეხება პროცესორების სეგმენტს, 2019 წლისთვის იგეგმება გადასვლა 7 ნანომეტრიან სერვერულ პროცესორზე - EPYC, რასაც შემდეგ უკვე მიჰყვება Ryzen-ის პროცესორების ახალი ლაინაფი განახლებული ტექპროცესით. კომპანიის ტექნიკური დირექტორის განცხადების თანახმად, 7 ნანომეტრიან ტექპროცესორებზე გადასვლის დაჩქარებით კორპორაცია AMD კიდევ უფრო გაიმყარებს პოზიციებს ბაზარზე ამ მიმართულებით. overclockers.ru
  23. კომპანია Thermalright-მა გამოუშვა ქულერი AXP-100-Full Copper, რომელიც განკუთვნილია შეზღუდული შიდა სივრცის მქონე სისტემებისთვის. კონსტრუქცია შედგება სპილენძის ექვსი სითბური მილისგან, რომელთა დიამეტრი 6 მმ-ია, სპილენძისვე ფუძისა და რადიატორისგან. შემადგენლობაში შედის ვენტილატორი 108 x 101 x 14 გაბარიტებით, მისი ბრუნვის სიჩქარეა 900-დან 2500-მდე ბრუნი წუთში. ხმაურის დონე - 22-30 დბ. ქულერის სიმაღლე სულ რაღაც 58 მმ-ია ( 62 მმ-ია სამაგრის ჩათვლით). ამგვარად, ნაკეთობა გამოსადეგია დაბალპროფილიანი კომპიუტერებისათვის. ქულერის გამოყენება შესაძლებელია Intel-ის LGA 775/115/1366/2011/-3/2066-თან, აგრეთვე AMD-ის შემთხვევაში - AM4-თან. მწარმოებლები ირწმუნებიან, რომ ამ ქულერს შეუძლია გაუმკლავდეს პროცესორებს 180 ვატამდე ენერგომოხმარებით. Thermalright AXP-100-Full Copper-ის ღირებულების შესახებ ჯერჯერობით ცნობები არ არის. 3dnews.ru
  24. როგორც იქნა, Amazon-მა გახადა ერთობლივი სურვილებისა და საყიდლების სია საყოველთაოდ ხელმისაწვდომი. ეს ნიშნავს, რომ ახლა უკვე შეგიძლიათ გააერთიანოთ თქვენი საჭიროებები თუნდაც დასასვენებლად ერთად წასვლისთვის ან წვეულების სასაჩუქრე სია, რომლის რედაქტირებაც რამოდენიმე ადამიანს შეეძლება. ივლისის ბოლოს Amazon-მა განაცხადა, რომ ფუნქცია ნელ-ნელა მზადდება, თუმცა კომპანიას არ გაუმხელია როდის მიიღებდა მასზე წვდომას ყველა მომხმარებელი. ადრე მომხმარებლებს უწევდათ სიები გაეზიარებინათ ხალხისთვის, რომ სცოდნოდათ მათი სურვილების შესახებ. ახლა კი სიის თანამონაწილეებს შეუძლიათ დაამატონ ან წაშალონ სიიდან პროდუქტები, გააკეთონ შეთავაზებები ან შეიძინონ პროდუქტი დამოუკიდებლად. მათ ასევე შეეძლებათ საუბარი და მოლაპარაკება ჩამონათვალთან დაკავშირებით, მიიღებენ შეტყობინებებს და შეძლებენ ჩამონათვალის ისტორიის ნახვას. Amazon-ის განცხადების თანახმად, ეს სერვისი დაეხმარება მომხმარებლებს თავი აარიდონ ერთსა და იმავე პროდუქტზე განაცხადის გაკეთებას და ჯამში იდენტური საჩუქრების შეძენა/მიღებას. ფუნქცია უკვე საყოველთაოდ ხელმისაწვდომია, მისი მიგნება შეგიძლიათ განყოფილებაში „Accounts and Lists” კომპიუტერით სარგებლობისას, სმარტფონის გამოყენების შემთხვევაში კი ფუნქციით - “Your Lists”. როდესაც სიას შექმნით, შეგიძლიათ სხვა პირების მოწვევა ერთობლივი საქმიანობისთვის, თუ მათ აქვთ Amazon-ის ექაუნთი. მოწვევა შესაძლებელია ლინკით ან ელ.ფოსტით. theverge.com
  25. აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის დეპარტამენტი დაიწყებს გზავნილების თრექინგის ბლოკჩეინ სისტემის ლაივ ტესტირებას „შრომის დღის“ (Labor Day) შემდეგ - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში. CBP გეგმავს ფურცლებით მუშაობის ნაცვლად NAFTA-სა და CAFTA-ს სერტიფიკატების შემოწმებისას ლაივ რეჟიმში გამოიყენოს ბლოკჩეინ ტექნოლოგია. ბიზნესის განვითარებისა და ტრანსფორმაციის დეპარტამენტის უფროსმა Vincent Annunziato-მ განაცხადა, რომ სააგენტომ წარმატებით განახორციელა სისტემის პირველადი ტესტირება, რომელიც ბოლო ერთ წლის განმავლობაში განვითარების რეჟიმში იმყოფებოდა. მან აგრეთვე განაცხადა, რომ „ეს არ არის მხოლოდ იმის შემოწმება, მუშაობს თუ არა სისტემა. ჩვენ ვამოწმებთ მთლიან ტექნიკურ და ნორმატიულ ბაზას“. მოსალოდნელია, რომ CBP-ის კერძო ბლოკჩეინ სისტემა მოახდენს საქაღალდე სისტემის დუბლირებას, გაამარტივებს პროცედურებს მომხმარებლებისთვის და, რაც მთავარია, შეამცირებს დროს, რომელიც იხარჯებოდა დოკუმენტების დამუშავებისას. ახალი სისტემის წყალობით იმპორტული გარიგებების მონაწილეები დროულად იქნებიან ინფორმირებულნი: „როგორც კი მომწოდებელი წარადგენს (გაგზავნის) მონაცემებს, მის შესახენ ინფორმირებული ხდება არა მარტო ხელისუფლება, არამედ ბროკერი და იმპორტიორი. სისტემაში მონაცემები წინასწარ იქნება შეყვანილი, რაც მთლიან საკომუნიკაციო სისტემას გაამარტივებს. მაგალითად, ადამიანს შესაძლოა სურდეს ძაღლის წაყვანა გერმანიიდან აშშ-ში. თუკი სისტემა მისცემს იმის გარანტიას, რომ გერმანიის მმართველობიდან მიღებულია ცნობა ძაღლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, იმპორტიორს აღარ მოუწევს წარადგინოს რაიმე სახის დამატებითი დოკუმენტაცია. რას შეეხება ახალი სისტემის უსაფრთხოებას, Annunziato-მ განაცხადა, რომ „უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია და გაკონტროლდება“. იგი თვლის, რომ ახალი სიტემის გამჭვირვალობა ნეგატიურად არ იმოქმედებს კონკურენციაზე: „კარგი იქნება თუკი ერთ-ერთ კონკურენტს ეცოდინება, რომ მისმა კონკურენტმა გასცა იმპორტზე ათი სერტიფიკატი მექსიკიდან ან კანადიდან? ჩვენ ვთვლით, რომ კი“. Annunziato-მ უარი თქვა დაესახელებინა კონკრეტული კომპანიები, რომლებთანაც თანამშრომლობს CBP, თუმცა აღნიშნა, რომ პარტნიორების არჩევას ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტი ახორციელებს: „DHS-ს (U.S Department of Homeland Security) აქვს გარკვეული კომპანიების სია, რომელთა გამოყენებაც შეგვიძლია პროექტისთვის. ჩვენ ვითხოვთ მოხალისეებს და შემდეგ მათგან ვირჩევთ ხალხს“. შემდეგი ეტაპი იქნება სისტემის შემოწმება ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მხრივ, CBP უკვე აგროვებს მოხალისეებს ამ პროექტისთვის, თუმცა ვადები უცნობია. ივნისში აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სამინისტრომ გამოყო გრანტი 192380 დოლარის ოდენობით ბლოკჩეინ პროექტისთვის - Factom, რათა ხელი შეეწყო პლატფორმის ბეტა-ტესტირებისთვის, რაც მიმართული იყო სასაზღვრო კონტროლის კამერებისა და სენსორების მონაცემების დაცვისაკენ. coindesk.com
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.