Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5926
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    198

Posts posted by Magdalena

  1.                                     4.jpg

    Sphero-მ დააანონსა კიდევ ერთი ახალი რობოტის სახელწოდებით Sphero Bolt-ის გამოშვება, როგორც გაუმჯობესებული ვარიანტი მისი Sphero და Sphero Spark +. 

    ყველაზე დიდი და ხელშესახები განსხვავება Sphero Bolt-ში არის ის, რომ მას გაჩნია ანიმირებული და პროგრამირებადი 8-მეგაჰერციანი დიოდური ეკრანი, რათა მან მოახდინოს ემოციების გამოხატვა მოციმციმე სმაილების გამოსახვით, თუ დავალება შესრულდა, და აგრეთვე ისრის გამოსახვა მოძრაობის მიმართულების საჩვენებლად.  

                                            44.png

    აღნიშნული რობოტი აღჭურვილია ინფრაწითელი სენსორებით, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ერთდროულად ხუთის რობოტის ერთმანეთ შორის კომუნიკაცია 5 მეტრის რადიუსში. 

    ამის გარდა, Sphero Bolt - ს გააჩნია მაგნიტური კომპასი, აქსელერომეტრი, გარე განათების სენსორი და მძლავრი ბატარეა, რომლის საშუალებით მისი გამოყენება უფრო ხანგრძლივად შეიძლება. 

    ბურთულა რობოტები Sphero-ს მართვა შესაძლებელია სპეციალური მობილური აპლიკაციების გამოყენებით და ძირითადად განკუთვნილია ბავშვებისთვის პროგრამირების და რობოტო ტექნიკის შესასწავლად. არსებობს აპლიკაციის ორი ვარიანტი: Sphero Play - რის მეშვეობითაც ხდება რობოტის მართვა მობილური მოწყობილობის ეკრანიდან და  Sphero Edu, რომლის საშუალებითაც ხდება რობოტის პროგრამირება და ჩვენება, თუ როგორ ახდენს ის საკუთარი გიროსკოპის, აქსელერომეტრის, მაგნიტური კომასის და გარე განათების სენსორის გამოყენებას.  

    Sphero Bolt ხელმისაწვდომია კომპანიის ვებ გვერდზე $ 149,99-ად. 

    www.theverge.com

    • Like 1
  2.                                                 3.jpg

    Apple-ის აზიური მომწოდებლების ქციების ფასები მნიშვნელოვნად დაეცა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თვითერზე დაწერა, რომ ტექნოლოგიურმა გიგანტმა პროდუქცია უნდა აწარმოოს შეერთებულ შტატებში, რათა თავიდან აიცილოს საბეგრო გადასახადები ჩინურ იმპორტზე.  

                                                 333.jpg

    ტრამპის კომენტარები გამოჩნდა მას შემდეგ, რაც Apple-მა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობისთვის მიმართულ წერილში განაცხადა, რომ ვაშინგტონის მიერ შემოთავაზებული სასაზღვო საბეგრო  გადასახადები ჩინეთთან სავაჭრო ომის პირობებში ნეგატიურ გავლენას ახდენს Apple-ის ფართო ასორტიმენტის ფასებზე, მათ შორის, Apple Watch-სა და Apple AirPod-ებზე. 

                                                         33.jpg

    „ჩვენი შეშფოთება სასაზღვრო მოსაკრებელთან დაკავშირებით იმით აიხსნება, რომ აშშ ყველაზე მტად დაზარალდება, რაც მიგვიყვანს წარმოებისა და კონკურენტუნარიანობის შემცირებამდე, აგრეთვე ფასების გაზრდამდე ამერიკელი მომხმარებლებისთვის, და ბეგარის გაზრდა არ წარმოადგენს გამოსავალს ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობის პრობლემის გადაჭრისთვის“ -განაცხადეს Apple-ის წარმომადგენლებმა. 

    ტრამპის განცხადების შემდეგ ჩინელი მომწოდებლების - Luxshare Precision-ის, Shenzhen Sunway Communication-ისა და Suzhou Dongshan Precision Manufacturing-ის აქციები მთელი 10%-ით დაეცა. Lens Technology-ს, Universal Scientific Industrial Shanghai-სა და Suzhou Anjie Technology-ს აქციები კი შემცირდა 6-და  8 %-მდე. 

    ტაივანური მწარმოებლების აქციებს რაც შეეხება, კამერების ობიექტივების მწარმოებელი კომპანიის Largan Precision-ის ქციები შემცირდა 8%-ით, Foxconn (Hon Hai Precision Industry)-ის - 3,4%-ით, Pegatron Corp-ისა- თითქმის 4 %-ით, ASE Technology Holding-ის აქციები კი  2,9 %-ით. 

     

    • Like 1
  3.                                        2.jpg

    ტექნოლოგიის სფეროს მრავალწლიანი ლიდერი უკვე მეხუთე წელია ვერ ახერხებს აითვისოს მასიური ლითოგრაფიული ნორმები, მისი კონკურენტები კი მუდმივად წინ მიიწევენ. დაგეგმვის პრობლემებისა და 10 ნანომეტრიანი ჩიპების მორიგი შეფერხები გამო კომპანია ვეღარ უზრუნველყოფს მოთხოვნას 14 ნანომეტრიან პროდუქციაზე. 

    როგორც ტაივანური რესურსი Digitimes იტყობინება, 14 ნანომეტრიან პროდუქციაზე არსებული დიდი დეფიციტის გამო Intel-ი აპირებს წარმოების ნაწილი გადასცეს ტაივანურ კომპანია TSMC-ს. იმისათვის, რომ ძირითადი ყურადრება დაეთმოს მაღალშემოსავლიან პროდუქტებს, მაგალითად, სერვერულ პროცესორებსა და სისტემურ ლოგიკას, Intel-ი გეგმავს გასცეს წარმოების უფლება საწყისი დონის პერსონალური კომპიუტერების ჩიპსეტებზე, როგორიცაა H310 და მე-300-ე სერიის სხვა პროდუქტები. 

    წყაროების ცნობით, Intel-ის ამჟამინდელი მდგომარეობა ასეთია: კომპანიას შეუძლია დააკმაყოფილოს მხოლოდ 50% მოთხოვნისა 14 ნანომეტრიან წარმოებაზე. როგორც ჩანს, წარმოების ნაწილის გაცემა ერთადერთი შესაფერისი გამოსავალი იყო ამ შემთხვევაში, რადგანაც კომპანია ნამდვილად ვერ შეძლებს დამატებითი 14 ნანომეტრიანი პროდუქციის თავისით წარმოებას. 

    შეგახსნებთ, რომ  TSMC წარმოადგენს Intel-ის საკონტრაქტო მწარმოებელ კომპანიას: ტაივანში იქმნება ცალკრისტალიანი სისტემა SoFIA, FPGA ჩიპები, აგრეთვე რამოდენიმე ტიპის LTE  მოდემი iPhone-სთვის. მწარმოებლები ვარაუდობენ, რომ 2018 წლის ბოლოსთვის Intel-ის მწარმოებლურობის დეფიციტი შედარებით შემცირდება. 

    ბაზრის ანალიტიკოსები თვლიან, რომ Intel-ის 14 ნანომეტრიან ჩიპებთან დაკავშირებული პრობლემის მთავარი მიზეზია 10 ნანომეტრიანი პროდუქციის წარმოების კიდევ ერთი წლით გადავადება. თავდაპირველად, Intel-ი ჯერ კიდევ 2016 წელს აპირებდა 10 ნანომეტრიანი Cannon Lake პროცესორების წარმოებას. თუმცა, კომპანიის უკანასკნელი განაცხადის მიხედვით, ეს პროდუქცია კომერციული წარმოებისათვის მზად არ იქნება 2019 წლის მეოთხე კვარტლამდე (სერვერული 10 ნანომეტრიანი პროცესორების მზადება კი 2020 წლისთვის დაიწყება). 

    Intel-ის პროცესორების ლაინაფის წარმოებისას გამოყენებოდა ე.წ მოდელი „tick tock”, რომლის მიხედვითაც ერთ თაობაში ხდება CPU-ს არქიტექტურის, მეორეში კი - ტექნოპროცესის  ცვლილება. 2014 წელს კი მოხდა ჩავარდნა, რომლის გამოც Intel-ის 14 ნანომეტრიანი ჩიპები აღმოჩნდა ყველაზე ხანგრძლივმოქმედნი IT გიგანტის მოღვაწეობის ისტორიის განმავლობაში. 

    კორპრაცია Intel-მა ჟურნალისტებს უარი განუცხადა კომენტარი გაეკეთებინა წარმოების TSMC-სთვის გადაცემის თაობაზე. 

     

    • Like 1
  4.                                           image.jpeg

    HoloLens-ისთვი Microsoft-ს 2018 წლის ოქრომბერში დაგეგმილი აქვს გამოუშვას ოპერაციული სისტემის სრული განახლება და მოახდინოს რიგი ფუნქციების გაუმჯობესება. აღნიშნული პროექტი დასკვნით ფაზაშია შესული. 

    HoloLens-ის 2018 წლის ოქტომბრის განახლების კოდური სახელწოდებაა Redstone 5, რომელიც გამოშვებული იქნება, როგორც ვერსია 1809 ისევე, როგორც Windows 10-შია დაგეგმილი. 

                                                   1.jpg

    HoloLens 1809-ის ახალი ცვლილებები 

     ახალი შეტყობინებები: ახლა უკვე შესაძლებელია ახალი შეტყობინებების წაკითხვა და მათზე პასუხის გაცემა პირდაპირ HoloLens-ის მეშვეობით, ისევე როგორც პერსონალურ კომპიუტერზე. 

     ჩატვირთვის ახალი ეკრანი: ჩატვირთვის ფაზის დროს ეკრანზე მოჩანს ჩატვირვის წრიული ფორმა. 

     ვიზუალური უკუკავშირის ინტერფეისი: ხმის ამწევ-ჩამწევი ღილაკები იმავდროულად აჩვენებენ ხმის დონეს. 

     Miracast მოწყობილობის პროექტი: HoloLens შესაძლებლობა აქვს კუთარი გამოსახულება გადაიტანოს სხვა მოწყობილობაზე Miracast-ის მეშვეობით, რისთვისაც ის იყენებს Connect აპლიკაციას, ისევე როგორც პერსონალურ კომპიუტერზე. 

     Nearby Share: HoloLens-ს ექნება ე.წ. Nearby Share-ის მხარდაჭერა, რაც საშუალებას იძელევა მოხდეს ფაილების მიმოცვლა Windows-ის სხვადასხვა მოწყობილობებს შორის Bluetooth-ის საშუალებით. 

     HoloLens overlays: იმერსიული აპლიკაციების გამოყენებისას - კლავიატურა, დიალოგები და ფაილები გამოისახება .  popup ფანჯრების მეშვეობით. 

     ვიდეო არეალის მოჭრა შესაძლებელი ხდება სტარტ ან სწრაფი რეაგირების მენიუდან. ასევე შესაძლებელი იქნება ვიდეოს გაჩერება იგივე მენიუებიდან.  

     დაყენების შემდგომი პარამეტრების რეგულირება: კომერციულ კლიენტებს შეუძლიათ პარამეტრების მეშვეობით დროითი უზრუნველყოფის პაკეტის გამოყენება. 

     დანიშნული წვდომა Azure AD ჯგუფებთან. Azure AD ჯგუფების გამოყენების მოქნილობა Windows-ის დანიშნული წვდომის, ისევე როგორც  ერთი ან რამდენიმე აპლიკაციის კონფიგურირებისთვის. 

    • PIN-კოდით შესვლა სხვადასხვა მომხმარებლებისთვის: სხვადასხვა მომხმარებლებს შეუძლიათ საკუთარი პინ კოდის გამოყენება სისტემაში შესვლისთვის. ამისთვის საკმარისი switch ღილაკზე ხელის დაჭერა. 

     Web Cred Provider-ში შესვლა პაროლის გამოყენებით: შესაძლებელია ვებ აპლიკაციის მეშვეობით სისტემაში შესვლა პაროლის გამოყენებით. მომავალში ეს ინფორმაცია განახლდება. 

     MDM კონსოლებით მოწყობილობის კონტროლი სერიული ნომრების გამოყენებით: IT ადმინისტრატორებს შეეძლებათ HoloLens-ის გაკონტროლება სერიული ნომრები მათი MDM კონსოლების მეშვეობით. 

     HoloLens-ის სახელის შეცვლა MDM-ის მეშვეობით: IT ადმინისტრატორებს შეეძლებათ HoloLens-ის სახელების შეცვლა MDM კონსოლების მეშვეობით. 

     Capture UI ჰოლოგრაფიული კამერის API ინტერფეისის მხარდაჭერა, რომელიც საშუალებას მიცემს მომხმარებლებს მოახდინონონ ფოტო/ვიდეო გამოსახულების მოჭრა, მაგალითად, Word-ში. 

     Mixed Reality Capture-ის ფუნქცია გაუმჯობესებულია, ანუ ვიდეო ფაილის მოჭრისას აღმოიფხვრება ბნელი კუთხეების პრობლემა. 

                                                  11.jpg

    Microsoft-მა ჯერ კიდევ საბოლოოდ არ დააანონსა განახლების გამოსვლის ზუსტი თარიღი, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდო, რომ ის მიყვება იმავე სცენარს, რაც 2018 წლის აპრილში, ანუ რამდენიმე კვირის შემდეგ, რაც გამოვა პერსონალური კომპიუტერის სისტემის განახლება. 

    www.windowscentral.com

    • Like 1
    • Cherry MW 8 Advanced  

                                                       advanced.jpg

    სექტემბრის ბოლოს გაყიდვაში გამოვა უსადენო მაუსი Cherry MW 8 Advanced, რომლის შეძენაც შესაძლებელი იქნება 60 აშშ დოლარად. 

    მაუსის მანიპულატორი აღჭურვილია PixArt PAW3805EK-CJMU სენსორით, რომლის შესაძლებლობების ცვლილებები შესაძლებელია 600, 1000, 1600 და 3200 DPI-ებს შორის. მაუსის გამოყენება შესაძლებელი იქნება მინის ზედაპირზეც.  

    მაუსს გააჩნია სიმეტრიული ფორმის კორპუსი, და ექვსი ღილაკი. მოწყობილობს ზომებია 99 × 62,5 × 33,5 მმ. 

    მაუსი კომპიუტერს შესაძლოა დაუკავშირდეს  ორი მეთოდით: Bluetooth 4.0 უსადენო კავშირით ან USB ინტერფეისის ტრანსივერით, ს რომელიც მუშაობს 2,4 გჰც დიაპაზონში. ამგვარად, მაუსის გამოყენება შესაძლებელია ერთდროულად ლეპტოპზეც და პერსონალურ კომპიუტერზეც ორივე ტიპის კავშირის გააქტიურების შემთხვევაში.  

    მაუსის კვებას უზრუნველყოფს ბატარეა 550 ამპერი/საათში დატენვის სიჩქარით - USB ინტერფეისის საშუალებით.  ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობა ერთი სრული დამუხტვის შემდეგ შეადგენს 70 დღეს.  

     

    • Cherry MW 4500  

                                                         2.jpg

    მაუსის ეს მოდელი დაპროექტებულია სპეციალურად საოფისე სამუშაოებისთვის, განკუთვნილია იმ მომხმარებლებისთვის, ვინც დიდ დროს ატარებს კომპიუტერთან. 

    მაუსს გააჩნია ორიგინალური დიზაინი, რომლის წყალობითაც უზრუნველყოფილია ხელის მტევნისთვის მოსახერხებელი  ბუნებრივი მდგომარეობა. ეს კი ამცირებს ხელზე დატვირთვას, დაძაბულობასა და გადაღლას. ამგვარად, ხანგრძლივი მრავალსაათიანი მუშაობაც კი არ იწვევს დისკომფორტს.  

    Cherry MW 4500-ს აქვს უსადენო მანიპულატორი. კომპიუტერთან მონაცემთა გაცვლას უზრუნველყოფს მცირე ზომის ტრანსსეივერი USB ინტერფეისით.  სიახლე აღჭურვილია ოპტიკური სენსორით, რომლის შესაძლებლობის არჩევანიც გვაქვს 1200, 900 და 600 DPI-ებს შორის. გადართვა შესაძლებელია სპეციალური ღილაკის საშუალებით. 

    მანიპულატორზე გვაქვს ორი სტანდარტული და ორიც დამატებითი ღილაკი - ცერა თითის განთავსების არეში. Cherry MW 4500 მოდელის შეძენა შესაძლებელია დაახლოებით 35 აშშ დოლარად.  

     

    • Cherry Gentix Silent 

                                                           3.jpg

    კომპანია Cherry წარმოგვიდგენს კლასიკური ტიპის მაუსს Gentix Silent-ს, რომელიც განკუთვნილია ძირითადად ისეთ დაწესებულებებში სამუშაოდ, სადაც დაშვებულია მინიმალური ხმაური. მაუსს აქვს სპეციალური უხმო გადამრთველები, რის საშუალებითაც დაწოლისას წკაპუნი არ ისმის.  

    მანიპულატორს აქვს სიმეტრიული დიზაინი, რისი წყალობითაც გამოყენებადია როგორც მემარჯვენე, ასე მემარცხენეთათვის (ცაციებისთვის). მისი ფორმა აგრეთვე უზრუნველყოფს  კომფორტულ მოხმარებას, მოუხედავად მომხმარებლის ხელის ზომისა.  

    მაუსს გააჩნია 1000 DPI ოპტიკური სენსორი. კომპიუტერთან დაკავშირებისთვის გამოიყენება USB სადენი, რომლის სიგრძე 1,8 მეტრია.  

    მაუსის ზომებია 112 × 68 × 35 მმ და იწონის 116 გრამს. ამ სიახლის საორიენტაციო გასაყიდი  ფასი შეადგენს 13 ევროს. 

     

    • Cherry MC 4900  

                                                         4.jpg

    ამ მოდელის მთავარი განსაკუთრებულობა გამოიხატება დაქტილოსკოპიურ სკანერში, რომელიც განთავსებულია კორპუსის ზედა ნაწილში. ეს სენსორი მომხმარებლის იდენტიფიკაციის საშუალებას იძლევა თითის ანაბეჭდის ანალიზის მეშვეობით  და გამორიცხავს პაროლის შეყვანის საჭიროებას. აქვს სრული თავსებადობა Windows Hello სისტემასთან. 

    მაუსს აქვს 1375 DPI  ოპტიკური სენსორი. მანიპულატორზე განთავსებულია ორი ღილაკი და დიდი ზომის რგოლი, რაც ამაღლებს მოსახერხებელი მართვის საშუალების დონეს.  

    Cherry MC 4900 მოდელი ძირითადად მიზანშეწონილია იმ კომპიუტერებთან გამოსაყენებლად, რომლებზეც მინიმალური რაოდენობის  პირებს აქვთ წვდომა, მაგალითად, კომერციულ კომპანიებში, სახელმწიფო დაწესებულებებში მომუშავე პირებს და ა.შ. 

    ამ მაუსის შეძენა შესაძლებელია დაახლოებით 130 აშშ დოლარად. 

    3dnews.ru

    • Like 1
  5.  

                                                 3.jpg

    მომავალ თვეში Microsoft-ი გეგმავს ნიუ-იორკში პრესკონფერენციას. კორპორაციამ უკვე დაიწყო მოსაწვევების დაგზავნა მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისთვის, თხოვნით „moment of your time. ღონისძიება დაიწყება 2 ოქტომბერს საღამოს 4:00 საათზე  (4PM ET / 1PM PT) და ფოკუსირდება Microsoft-ის ახალ მოწყობილობებზე,  სერვისებსა და პროგრამული უზრუნველყოფის სიახლეებზე. გავრცელდა დაუდასტურებელი ხმები, რომ ვიხილავთ ორმაგ ეკრანიან მოწყობილობას სახელწოდებით „Andromeda“ , რაც ნაკლებად მოსალოდნელია ამ ეტაპზე.  

                                                     333.jpg

    ამ სიახლის ადგილს, დიდი ალბათობით, დაიკავებს  განახლებული Microsoft Surface. როგორც ცნობილია, Microsoft-ი მუშაობს დიდ რედიზაინზე  Surface Pro-სთვის, თუმცა როგორც ჩანს ეს ახალი დიზაინი მომავალ წლამდე არ იქნება მზად. ნაცვლად ამისა, არის მოლოდინი, რომ Microsoft-ი განაახლებს Surface Pro-სა და  Surface ლეპტოპების ლაინაფს Intel-ის უახლესი პროცესორებით. უკვე ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც Microsoft-მა პირველად წარადგინა Surface Studio, და ეს „ყველაფერი ერთში“  პერსონალური კომპიუტერი უკვე დროა განახლებული სახით წარმოგვიდგეს.  

    შემოდგომის ღონისძიებაზე რა თქმა უნდა ყურადღება დაეთმობა Microsoft-ის სახლისა და საოფისედ საჭირო სერვისებსა და მოწყობილობებს , აგრეთვე გასართობ აპლიკაციებს. Microsoft-ი იწყებს Windows 10-ის ახალი ფუნქციების შესახებ გამოცხადებას, რომელთა შესახებაც ღონისძიების ფარგლებში შევიტყობთ. ასევე, დამსწრეებს ქნებათ საშუალება, ახლოდან იხილონ Surface Hub 2. 

                                                      33.jpg

    Microsoft-ის პრესკონფერენცია ჩანიშნულია Apple-სა და  Google-ის ღონისძიებებს შორის პერიოდში. შემდეგ კვირაში Apple მოაწყობს iPhone XS-ისა და სხვა სიახლეების წარდგენას, Google-ის ღონისძიება კი, რომელიც დაკავშირებულია  Pixel 3-ის წარდგენასთან, 9 ოქტომბერს გაიმართება. ტექნოლოგიურ გიგანტებს წინ აქტიური პერიოდი ელით.  

    www.theverge.com

    • Like 1
  6.                                      2.jpg

    Google-მა დააგზავნა მოსაწვევები 9 ოქტომბრის ღონისძიებისთვის, სადაც ოფიციალურად შედგება Pixel 3 და Pixel 3 XL სმარტფონების  ანონსი. მოსაწვევებზე მითითებული უბრალო ფრაზა  „I ❤️ NY“, უფრო კონკრეტულად კი  მასში მითითებული რიცხვი სამი იძლევა მინიშნებას Pixel 3-თან დაკავშირებით.  

    Pixel 3 და  Pixel 3 XL წარმოადგენენ  Google-ის ბრენდის Pixel-ის ლაინაფის მესამე თაობის სმარტფონებს. მისი პირველი მოდელი წარმოდგენილი იყო 2016 წელს. ბოლო რამოდენიმე კვირის განმავლობაში ორივე ახალი სმარტფონის  შესახებ მთელ მსოფლიოში გავრცელდა ცნობები და კარგი წარმოდგენა შეგვიქმნა, თუ რას უნდა ველოდეთ ახალი ანონსისგან. მოსალოდნელია, რომ ორივე მოწყობილობას  ექნება განახლებული დიზაინი და უსადენო დამტენი.  აგრეთვე ორივე მათგანს ექნება ორი ფრონტალური კამერა და ერთი კამერაც უკანა მხარეს. 

    Pixel 3-ისა და  3 XL-ის შესახებ ცნობებმა უკვე გაჟონა, თუმცა, თ გავიხსენებთ გასული წლის მოვლენებს, როდესაც Google-მა წარადგინა პროდუქტების მთელი ნაკრები - Pixelbook, Google Home Mini და Max, Pixel Buds და Clips-ის ჩათვლით, არის მოლოდინი, რომ არც ახალი, 9 ოქტომბრის ღონისძიება ჩაივლის სიურპრიზების გარეშე.  

    www.theverge.com

    • Like 1
  7. Apple-ის 12 სექტემბრის ღონისძება მოახლოვდა და, ტრადიციისამებრ, ველოდებით სიახლეებს Apple-ის უმნიშვნელოვანესი პროდუქტის - ახალი iPhone-ს შესახებ, რომლის დიზაინიც რადიკალურად განსხვავებული იქნება iPhone 8-სგან და ბაზად iPhone X-ს გამოიყენებს. 

    თუმცა Apple გაცილებით მეტს გულისხმობს, ვიდრე უბრალოდ iPhone-ს, აქსესურებისა და სერვისების სისტემა მეტად მნიშვნელოვანია, ასე რომ, ველით ბევრ სიახლეს, დაკავშირებულს Apple Watch, AirPods და შესაძლოა ჯერ კიდევ მოლოდინში მყოფ AirPower უმავთულო დატნევიდ პედთან. ამ ყველაფერს ემატება ახალი პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის შესახებაც WWDC-ზე განაცხადეს მიმდინარე წლის დასაწყისში და რომლის ბეტა-ტესტირებაც ზაფხულში უნდა დასრულებულიყო.  

    რას ველოდებით Apple-სგან: 

    ახალი iPhone-ები 

                                               iphonexs.jpg

    როგორც წესი, ამ წლის ჰედლაინერებიც ახალი iPhone-ები იქნება. სავარაუდოდ, დაანონსდება სამი მათგანი: პირველი - iPhone XS, წინა წლის iPhone X-ის განახლებული ვერსია, 5,8 დუიმიანი ეკრანით და გაუმჯობესებული შიდა მახასიათებლებით. 

    XS მოდელთან ერთად Apple აგრეთვე გამოუშვებს უფრო მოზრდილ სმარტფონს  Plus მოდელების სტილში, 6,5 დუიმიანი ეკრანითა და დიდი ელემენტით, თუმცა როგორც ცნობილია, ამ სმარტფონის სახელწოდება იქნება iPhone XS Max-ი და არა XS Plus. 

    ორივე ამ მოდელს ექნება OLED დისპლეი, უჟანგავი ფოლადის ჩარჩოები და FACE ID, A12 პროცესორი და დიდი მოცულობის ოპერატიული მეხსიერება. არსებობს მოლოდინი, რომ XS მოდელებს ასევე ექნება ახალი ფუნქციების გამოყენების შესაძლებლობა, მაგალითად, Touch ID, Siri ან 3D Touch. 

    მესამე სმარტფონი არის შედარებით ნაკლები ღირებულების, 6,1 დუიმიანი LCD ეკრანით და FACE ID-თ და იგი ჩაანაცვლებს iPhone 8-სა და 8 Plus-ს, როგორც Apple-ის ახალი “entry” მოდელი. ამ მოდელის სახელწოდება ჯერჯერობით არ ხმაურდება და ვუწოდებთ პირობითად iPhone 9-ს, მას არ ექნება X და XS მოდელებისტვის დამახასიათებელი პრემიუმ ფუნქციები და მახასიათებლები, მაგალითად, OLED ეკრანი, უჟანგავი ფოლადის ჩარჩო და, სავარაუდოდ, არც 3D Touch სისტემა.  

     

    APPLE WATCH 4-ის სერია 

                                               apple_watch_series_4_9to5mac.jpg

    Apple Watch-ის პირველი ორიგინალი მოდელი 2015 წელს გამოვიდა, და სიახლე, რომელსაც ველოდებით, საკმაო განსხვავებული დიზაინის იქნება. გავრცელებული ესკიზებიდან გამომდინარე, Apple Watch 4-ს ექნება უფრო ფართე დისპლეი და საერთო ჯამში იქნება უფრო თხელი წინა მოდელებთან შედარებით. თუმცა ეკრანი ბევრად გადატვირთული ჩანს წინამორბედებზე. ასევე არის მოლოდინი, რომ სერია 4-ის ფარგლებში შემოგვავაზებენ LTE მოდელს, მესამე სერიის ანალოგს, მაგრამ ფიჭური კავშირის სტატუსის ამსახველი უფრო მკვეთრი წითელი რგოლით.  

    ახალი Apple Watch დიდი ალბათობით გამოვა watchOS 5-თან ერთად, რომელიც მოიცავს workout დეტექტორს, walkie-talkie რეჟიმს და შეტყობინებებს. 

      

    AIRPOWER-ი, AIRPOD-ები და აქსესუარები 

                                    airpower.png

    Apple-ის სექტემბრის ივენთზე ერთი წელი შესრულდება AirPower-ის დამტენის დაანონსებიდან. როგორც ნაჩვენები იყო, ეს იქნება დამტენი, რომელსაც სადენების გარეშე შეუძლია ერთდროულად სამი მოწყობილობის დატენვა 

    Apple ასევე შემოგვთავაზებს AirPod უსადენო ყურსასმენების ახალ ვერსიას, უსადენო ჩიპით, Siri-ს Hands-Free მხარდაჭერითა და კორპუსით უსადენო დამტენისთვის. წლის დასაწყისში ცნობები იყო აგრეთვე non-Beats ბრენდის ახალ ყურსასმენებზე, თუმცა სავარაუდოდ მათი გამოსვლა მომავალი წლისთვის გადაიდება.  

    Apple ჩაანაცვლებს 5W USB დამტენს უფრო ძლიერი 19W-USB-C ბლოკით, რომელიც უზრუნველყოფს iPhone-ების უფრო სწრაფად დატენვას. 

    IOS 12, MAC OS MOJAVE და პროგრამული უზრუნველყოფის სხვა განახლებები 

                                    Screen_Shot_2018_06_04_at_4_51.55_PM.png

    ცნობილი გახდება iOS 12-ის, watchOS 5-ის, tvOS-ისა და, შესაძლოა, macOS Mojave-ის გამოსვლის თარიღების შესახებ (თუმცა არის ალბათობა იმისა, რომ დესკტოპ პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაცია  Apple-მ  Mac hardware event-ისთვის შემოინახოს).  

    iOS 12, ისევე როგორც ახალი iPhone-ები შესაძლებლობების მხრივ განსაკუთრებული სიახლეებით არ გამოირჩევა, თუმცა არის რამოდენიმე ახალი ფუნქცია: Screen Time - რომელიც ითვლის, რამდენი დრო გაატარეთ ტელეფონთან, განახლებული გაუმჯობესებული შეტყობინებები და რამოდენიმე ახალი სახალისო ემოჯი, სახელწოდებით „Memoji“. Apple აგრეთვე განაახლებს ARKit პლატფორმას ახალი ARKit 2-სთვის, რომელიც ერთობლივი AR experiences საშუალებას მოგვცემს. 

     

    ბოლო წუთს გაცხადებული სიურპრიზები დამახასიათებელია Apple-სთვის. იხილავთ  iPad Pro-ს ჩარჩოების გარეშე? MacBook Air-სა და Mac Mini-ს? Apple-ს სთრიმინგ სერვისის თიზერს? ყველაფერი შეიძლება მოხდეს, როდესაც სცენაზე Tim Cook გამოვა. 

    www.theverge.com/

    • Like 1
  8.                                                                            VLA07518.jpg

    Huawei გამოიჭირეს მისი  სმარტფონების ოპტიმიზებისას ბენჩმარკ ტესტებზე. AnandTech-მა აღმოაჩინა, რომ Huawei-ს P20 დაპროგრამებული იყო მაქსიმალურ მწარმოებლურობაზე, განსაკუთრებით 3Dmark-ის გაშვებისას. 3Dmark-ის მწარმოებელმა კომპანიამ UL-მა დაადასტურა აღმოჩენის შესახებ  და ბენჩმარკ ლიდერების სიიდან ამოიღო P20-იც და Huawei-ს კიდევ სამი სმარტფონი 

    სიიდან გამორიცხული ტელეფონებია P20, P20 Pro, Nova 3 და Honor Play. Huawei-მ აღიარა თავისი ქმედება  და განაცხადა, რომ მისი სმარტფონები შემუშავებულია მწარმოებლურობის რეგულირებისთვის აპლიკაციაზე , რომელიც ბექგრაუნდში მუშაობს.  

    მაგრამ გზა, რომელიც Huawei-მ გამოიყენა, არ არის დაშვებული. მაშინ, როდესაც ტელეფონებს შეუძლიათ დარეგულირონ თავიანთი მწარმოებლურობა, როგორც ნაწილი მათი ტიპიური ქცევისა მაღალი დატვირთვისას, მათ არ შეუძლიათ მიღწიონ თავიანთი მწარმოებლურობის მაქსიმალურ ნიშნულს მხოლოდ იმის გამო, რომ სპეციფიკური ბენჩმარკ აპლიკაციაა ჩართული.  

    როდესაც UL-მა გაუშვა 3Dmark-ის შიდა ვერსია, რომლიც ამოცნობაც Huawei-ს სმარტფონებმა ვერ შეძლეს, ამან აჩვენა, რომ სმარტფონები არ იყო საკმარისად „ჭკვიანები“, რათა დამოუკიდებლად განესაზღვრათ მაღალმწარმოებლურობის მოთხოვნები. რაც იმას ნიშნავს, რომ ბენჩმარკ ანგარიში არ იყო იმის ზუსტი ამსახველი, თუ როგორ გაუმკლავდებოდა სმარტფონი ტიპიური აპლიკაციის დამუშავებას Huawei-ისგან განსაკუთრებული ყურადღების გარეშე.  

    3Dmark-მა  ტელეფონები თავისი ლიდერების სიიდან ამოშალა და თავის საიტზე მიუთითა, რომ „მწარმოებელმა არ დაიცვა UL ტესტირების წესები“.  

    Huawei არ არის პირველი კომპანია, რომელიც შემჩნეულ იქნა მსგავს ქმედებაში. 2013 წელს Samsung-ი იყო შემჩნეული იმავეში, და გასულ წელს OnePlus-მაც იგივე გააკეთა. Huawei-სთვის განსაკუთრებულად უსიამოვნო პერიოდია, რადგან სულ რამოდენიმე კვირის წინ გამოიჭირეს, როდესაც ცდილობდა DSLR-ის ფოტო თავისი ერთ-ერთი სმარტფონით გადაღებულად გაესაღებინა.  

    უნდა ითქვას, რომ ბენჩმარკ ტესტები რეალურად იძლევა გარკვეულ მონაცემებს, თუ რამდენად კარგად მუშაობს მოწყობილობა ძლიერი სტრესის დროს, მაგალითად, თამაშისას. თუმცა საუკეთესო ტესტი იქნებოდა, უბრალოდ თამაში და გამორკვევა, რა მოხდება, როგორ გაუმკლავდება სმარტფონი დატვირთვას. 

    Huawei-მ როგორც განაცხადა, კომპანია „ყოველთვის პრიორიტეტად მიიჩნევს მომხმარებლის გამოცდილებას, და განსაკუთრებულად არ აფასებს ტესტების შედეგებს, რადგან არ არსებობს პირდაპირი კავშირი მომხმარებელსა და ბენჩმარკ ტესტს შორის“.  

    კომპანია მაინც ამტკიცებს, რომ მისი სმარტფონები შეიცავს ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც საკმარისად ჭკვიანია ნებისმიერი აპლიკაციის საფუძველზე ოპტიმიზაციისთვის, რაც ცხადია,  ასე არ არის. ეს არ იყო სამართლიანი თამაში და არ ასახავდა რეალურად იმას, თუ როგორ მუშაობს ტელეფონი რთულ სიტუაციებში.  

    აღსანიშნავია, რომ Huawei-მ ითანამშრომლა UL-თან და მათ ერთობლივი განცხადება გააკეთეს. როგორც გუშინდელ UL-ის გამოგზავნილ წერილში ვკითხულობთ: 

     

    „გამარჯობა ვანო 

    როგორც გუშინ მოგწერეთ, ჩვენი მწარმოებულობის ინდექსის სიიდან ამოვიღეთ Huawei-ს რამოდენიმე სმარტფონი, იმის გამო რომ მათ დაარღვიეს ბენჩმარკის ოპტიმიზაციის წესები.  

    UL მზად არის ითანამშრომლოს სავარო პარტნიორებთან, ჩვენ გვქონდა ღია საუბარი  Huawei-ს წარმომადგენლობასთან ამის შესახებ მანამ, სანამ განცხადებას გამოვაქვეყნებდით.  

    დღე მე მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ Huawei-სთან ერთად ვაქვეყნებთ საერთო განცხადებას, რომელიც შეიცავს დეტალებს იმის შესახებ, თ როგორ ვაპირებთ ერთად განვავითაროთ სამომავლო ბენჩმარკ ტესტირება.  

    ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ პარტნიორებთან ახლო თანამშრომლობა არის საუკეთესო გზა იმისა, შეიქმნას შესაბამისი და სწორი ბენჩმარკები 

    მე მინდა შევაქო Huawei მისი პოზიტიური გადაწყვეტილებისთვის - განცხადებულიყო შესაბამისი დეტალები და მოუთმენლად ველი მათთან ერთად მუშაობას, რათა შევქმნათ ახალი თაობის ბენჩმარკ ტესტები სმარტფონებისთვის.  

     

    Huawei-სა და UL-ის ერთობლივი განცხადება 

    Huawei-მ და UL-მა გახორციელეს ბენჩმარკინგის პრაქტიკის ყოველმხრივი განხილვა და შეთანხმდნენ სამომავლო ერთობლივ მუშაობაზე. 

    განხილვისას, Huawei-მ განმარტა, რომ მისი სმარტფონები იყენებენ ხელოვნური ინტელექტის მექანიზმს რესურსების დაგეგმვის ოპტიმიზაციისთვის, რათა მოწყობილობას ეეძლოს მოახდინოს შესაძლებლობების დემონსტრირება მომხმარებელთა მიერ  მოთხოვნილი ყველა სცენარის მიხედვით. 

    Huawei-მ და UL- მა ასევე განიხილეს  ზოგადი ტესტირების მეთოდოლოგია. მათ სურთ მონაწილეობა მიიღონ ბენჩმარკინგის   სტანდარტების განვითარებაში, რაც საუკეთესო სახით დააკმაყოფილებს  მწარმოებლების, პრესისა და მომხმარებელთა მოთხოვნებს. 

    Huawei პატივს სცემს მომხმარებელთა არჩევანს, ამიტომ იგი შესათავაზებს მომხმარებლებს წვდომას „Performance Mode“-ზე EMUI 9.0-ში, რათა მათ შეძლონ, გადაწყვიტონ, როდის და როგორ გამოიყენონ თავიანთი სმარტფონების მაქსიმალური სიმძლავრე. 

    გაურკვევლობის თავიდან აცილების მიზნით, დისკუსიის შემდეგ UL-მა და Huawei-მ დროებით გამორიცხეს სიიდან Huawei- რამოდენიმე სმარტფონის ბენჩმარკ ტესტირების შედეგები, რომელთა სიაში აღდგენაც მოხდება მას შემდეგ, რაც Huawei მომხმარებლებს შესთავაზებს Performance Mode-ზე წვდომას. 

    www.theverge.com

    • Like 2
  9. 1)Sony MDR-ZX330BT 

                                                                           1.png

    მოცემული ყურსასმენები პირველ რიგში მიმზიდველია ფასი/ხარისხთან მიმართების თვალსაზრისით. დამზადებულია საშუალო ხარისხის პლასტმასისგან, აქვს NFC მაერთებელი, ერთი სრული დამუხტვის შემდეგ მუშაობის ხანგრძლივობაა 30 საათი. მარჯვენა ნაწილში განთავსებულია ტრეკების გადასართველი ღილაკი, საკმაოდ მი მიკროფონი, ხმის მარეგულირბელი ღილაკები  და micro-USB კონექტორი დატენვისთვის. მოცემული ვარიანტი არ არის განკუთვნლი მუსიკის განსაკუთრებული პროფესიონალი მსმენელებისთვის 

     

    2) Marshall Major II 

                                                2.jpg

    პირველ რიგში, ყურადღებას იქცევს დიზაინი. უნდ აღინიშნოს, რომ ისინი საკმაოდ მჭიდროა, რად ხელს უშლის მოწყობილობის კომფორტულად გამოყენებას. აქვს AptX მხარდაჭერა და შესაძლებლობა - გაუზიაროს მუსიკა სხვა ყურსასმენებს მინი-ჯეკის საშუალებით. სამართავი ღილაკი მოავსებულია ყურსასმენის მარჯვენა ნაწილზე. ავტონომიური მუშაბის ხანგრძლივობა 30 საათია. ჯამში, ცუდი არჩევანი არ არის, თუ ფასი თქვენთვის მისაღებია 

     

    3) Sven AP-B570MV 

                                                                3.jpg

    ბიუჯეტური მოდელი შესაბამისი ხარისხით. დამზადებულია ვიზუალურად მიმზიდველი პრიალა პლასტმასისგან, თუმცა  ადვილად დაზიანებადი მოდელია, საკმაოდ მსხვრევადი და ადვილად იკაწრება.  25 საათიანი ავტონომიური მუშაობა საკმაოდ კარგია ფასთა მიმართებაში, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ შეზღუდული აქვს ბასების სიმძლავრე. ყურსასმენები ასევე მუშაობს სადენის მიერთებითაც, მუსიკის მოსმენა შესაძლებელია საშუალო დონის ხმაზე. 

     

    4) Urbanears Plattan ADV Wireless 

                                                    4.jpg

    კიდევ ერთი ყურსასმენი, რომლის ვიზუალიც უფრო იქცევს ყურადღებას, შემდეგ კი მუსიკალური მხარე. მინიმალისტური დიზაინი, სენსორული მართვის საშუალება მისი დადებითი მხარეებია. ამას გარდა, Urbanears- აქვს ორი 3.5 ჯეკის კონექტორი: ერთი ხმისთვის, მეორე მისი გაზიარებისთვის მეორე ყურსასმენზე. მუსაობის მაქსიმალური დრო 14 საათია. საერთო ჯამში, ეს ყურსასმენი ოპტიმალურ ვარიანტს წარმოადგენს დიზანის, ხარისხისა და ფასის გათვალისიწნებით. 

     

    5) JBL E45BT 

                                                    51.jpg

    ამ მოდელისთვის დამახასიათებელია კარგი დიზაინი, მატერიალების მაღალი ხარისხი, მცა მოწყობილებაზე არსებული დიდი წარწერა  JBL შესაძლოა ბევრისთვის არ იყოს მიმზიდველი. მსუბუქი ხელოვნური ტყავის ყურსასმენები კომფორტულია გამოსაყენებლად. შესაძლებელია მოხმარება სადენის გამოყენებითაც. ხმას რაც შეეხება, დიზაინს არ ჩამორჩება ხარისხით: აქვს მაღალი და დაბალანსებული ბასები, განკუთვნილია ყოველდღიური გამოყენებისათვის. საკმაოდ კარგი შემოთავაზებაა ფასი/ხარისხის მიმართებაში. 

    • Like 4
  10. როგორც ჩანს,  HMD მუშაობს კამერათა შთამბეჭდავ ნაკრებზე ახალი Nokia-სათვის. გავრცელებული დიზაინის ესკიზები და გამოსახულებები მიგვანიშნებს, რომ ვიხილავთ ტელეფონს Nokia- ბრენდით, უკანა მხარეს არსებული ხუთი კამერით. Nokia 10  penta-lens-ის შესახებ პირეველად ხმები მიმდინარე წლის დასაწყისში გავრცელდა 

    nokia.jpgnokia2.jpgnokia3.jpg

    კამერის მოდული მოიცავს წრიულად განლაგებულ ხუთ ობიექტივს, წარწერით Zeiss. HMD Global-, ფინური კომპანია, რომელსაც აქვს Nokia- ტელეფონების წარმოებაზე ლიცენზია, წინა წელს დაუკავშირდა  Zeiss-, ბრენდების გაერთიანების მიზნით. HMD- დაიწყო Zeiss-ის ოპტიკის გამოყენება თავისი ანდროიდების წარმოებაში, მწარმოებელმა აგრეთვე დააპატენტა მინიატურული zoom-კამერა, რაც ძალიან ჰგავს გავრცელებულ ფოტოებზე ასახულს 

    მიმდინარე წლის დასაწყისში Huawei- გამოუშვა P20 Pro სამი კამერით, სამმაგი ოპტიკური Zoom-ით ან ხუთმაგი ჰიბრიდული Zoom-ით. გავრცელებული ხმების თანახმად, LG- აპირებს ხუთკამერიანი მოდელის გამოშვებას (სამი კამერა უკანა, ორი კი წინა მხარეს).  ხუთი კამერის სენსორი, ეჭვგარეშეა, ნებისმიერი მასშტაბირების საშუალებას იძლევა. 

    HMD- მცირე ხნის წინ Microsoft-ისგან შეიძინა ბრენდი PureView, ასე რომ, შესაძლოა ვიხილოთ ტელეფონი Nokia PureView. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიხილავთ იმავე ტექნოლოგიებს, რაც გამოყენებული იყო 808 ან Lumia 1020-ის შემთხვევებში, რადგან Nokia PureView- ბევრმა ნიჭიერმა ინჟინერმა დატოვა კომპანია. Apple-მა Lumia- ფოტოექსპერტიც კი დაიქირავა. ასეა თუ ისე, ხუთკამერიანი Nokia- გამოსვლა საინტერესო მოვლენა იქნება სმარტფონების კონკურენტულ ბაზარზე 

    www.theverge.com

    • Like 1
  11.                                                     china.jpg

    7 სექტემბერს გაკეთებული ოფიციალური განცხადების თანახმად, ჩინეთის უმაღლესმა სასამართლომ დაუშვა ბლოკჩეინზე დაფუძნებული მტკიცებულებების გამოყენება ქვეყანაში განხორციელებული სასამართლო პროცესების დროს.

    ახალი წესი არის ერთერთი იმ კომპლექსური გადაწყვეტილებებიდან, რომლებიც სასამართლომ მიიღო  ქვეყანაში ინტერნეტთან დაკავშირებული სასამართოლო საქმეების წარმოების მიმართ, და ის დაუყოვნებლივ შევა ძალაში. 

    აღნიშნული განცხადებით უმაღლესმა საამართლომ დასძინა, რომ: 

    ინტერნეტ სასამართლო აღარებს ციფრულ მონაცემებს, რომლებსაც მხარეები წარადგენენ სასამართლო პროცესზე, იმ შემთხვაში, თუ აღნიშნული მხარეები შეაგროვებენ და განათავსებენ მონაცემებს ბლოკჩეინში ციფრული ხელმოწერებით, სანდო დროის ნიშნულებით, ჰეშ-ფუნქციის ვერიფიკაციით, ან ციფრული განთავსების პლატფორმით და შეუძლიათ დაამტკიცონ გამყენებული ტექნოლგიის ლეგიტიმურობა“.

    2017 წლის აგვისტოში, ჩინეთის ქალაქ ხანჯოუში გაიხსნა მსოფლიოში პირველი, “netcourt ვებ პლატფორმაზე ბაზირებული, ინტერნეტ საქმეებზე სპეციალიზირებული სასამართლო. პირველი სასამართლო პროცესი, რომელზედაც გამოყენებულ იქნა ბლოკჩეინზე დაფუძნებული მტკიცებულებები, ჩატარდა 2018 წლის იანვარში. 

    გაკეთებული განცხადების თანახმად, ჩინეთის ინტერნეტ-სასამართლოებიატარებენ საქმეებს სამართალწარმოების, შუამავლობის, მტკიცებულებების გაცვლის, სასამართლოს წინა პროცედურების, სასამართლო პროცესის და განაჩენის გამოტანის ჩათვლით ონლან რეჟიმში, ვებ ინტერფეისის გამოყენებით. ახლო მომავალში ქვეყანაში კიდევ ორი მსგავსი ფუნქციონალის სასამართლო გაიხსნება, პეკინში და გუანჯოუში. 

    Cointelegraph-ის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ბლოკჩეინთან დაკავშირებულ ინოვაციებს არამარტო მტკიცებულებების ფუნქციის შესრულება შეუძლიათ, არამედ ისევე, როგორც სმარტ-კონტრაქტებს, გააჩნიათ სასამართლოს სფეროში გადატრიალების მოხდენის პოტენციალი. 

    2018 წლის ზაფხულში, დიდი ბრიტანეთის სასამართლო კომისიამ განაცხადა, რომ ის გადახედავს სამართლებრივ ჩარჩოებს, რათა დარწმუნდეს, რომ ბრიტანული სასამართლო დარჩება კონკურენტუნარიან არჩევნად სმარტ-კონტრაქტებზე დაფუძნებული ბიზნესებისთვის, და აუწყობს ფეხს ტექნოლოგიურ ინოვაციებს. 

    • Like 1
    • Upvote 1
  12.                                        5.jpg

    ბაზარზე არსებული AMD Ryzen პროცესორების მრავალფეროვნება დიდია, თუმცა საწყისი დონის სისტემის აწყობის მსურველები იძულებულნი არიან დაიხარჯონ CPU Ryzen 3 1200-სთვის, ან დაკმაყოფილდნენ მოკრძალებული მწარმოებლურობის 28 ნანომეტრიანი APU A-Series/Bristol Ridge-თი. ამგვარი ვითარების გამოსასწორებლად დებიუტირებს Athlon 200GE, რომელიც შეიცავს Zen-ის ორ, 14 ნმ-იან ბირთვს, Radeon RX Vega 3-ის გრაფიკას და ღირს 55$.  

    პირველი Athlon/Zen მოიცავს  GCN 5 (Vega) თაობის მხოლოდ 192 შეიდერ ბლოკს, მიუხედავად ამისა, მას მაინც შეუძლია „მსუბუქი“ თამაშების გაშვება 1280 × 720 რეზოლუციით, თამაშის შიდა გრაფიკის მინიმალური დეტალიზაციით.  

                                                   55.jpg

    პროცესორს აქვს SMT ტექნოლოგიის მხარდაჭერა, მონაცემების გადამუშავება ხდება ოთხ ნაკადად, ტაქტური სიხშირეა 3,2 გჰც (დინამიური  აჩქარება ვერ ხერხდება), დატვირთვისას გამოყოფილი სითბოს დონე - 35 ვატს შეადგენს. 

    პროცესორი AMD Athlon PRO 200GE განკუთვნილია კომერციული პერსონალური კომპიუტერებისთვის, PRO ვერსიის შემთხვევაში გვაქვს GuardMI-ის მონაცემთა დაცვის ტექნოლოგია, პლატფორმის ელემენტების უცვლელობის სამწლიანი გარანტია და პროცესორის შეკვეთაზე ხელმისაწვდომობის გარანტია გამოსვლის დღიდან ორი წლის განმავლობაში. APU Athlon PRO 200GE-სა და Athlon 200GE-ს მწარმოებლურობა მსგავსია. ყოველ შემთხვევაში, მათი ძირითადი მახასიათებლები ერთმანეთის იდენტურია.  

                                                       555.jpg

    Ryzen PRO-ს სერიის სამეული  - Ryzen 7 PRO 2700X, Ryzen 7 PRO 2700 და Ryzen 5 PRO 2600 - წარმოადგენენ Ryzen 7 2700X-ის, Ryzen 7 2700-ისა და Ryzen 5 2600-ის ანალოგურ წინამორბედებს. უნდა აღინიშნოს,რომ Ryzen 7 PRO 2700X მოდელის სიხშირე (3.6/4.1 გჰც) შედარებით დაბალია, ვიდრე Ryzen 7 2700X-ისა - (3.7/4.3 გჰც). TDP დონე ორივე პროცესორს ერთნაირი აქვს - 105 ვტ. 

    ახალი პროცესორები  Athlon PRO და Ryzen PRO შევლენ Dell, HP და Lenovo-ს კომერციული პერსონალური კომპიუტერების შემადგენლობის სიაში. 

    Процессоры 
    AMD AM4 

    Ryzen 3 PRO 
    2200GE 

    Ryzen 3 
    2200GE 

    Athlon PRO 
    200GE 

    Athlon 
    200GE 

    Семейство 

    Raven Ridge 

     

     

     

    Техпроцесс, нм 

    14 

     

     

     

    Ядра/потоки 

    4/4 

     

    2/4 

     

    Частота, ГГц 

    3,2/3,6 

     

    3,2 

     

    L3-кеш, Мбайт 

    4 

     

     

     

    Контроллер DRAM 

    DDR4-2666 

     

    н/д 

     

    Встроенная графика 

    Radeon RX Vega 8 

     

    Radeon RX Vega 3 

     

    Уровень TDP, Вт 

    35 

     

     

     

     

     

    Процессоры 
    AMD AM4 

    Ryzen 7 PRO 
    2700X 

    Ryzen 7 
    2700X 

    Ryzen 7 PRO 
    2700 

    Ryzen 7 
    2700 

    Ryzen 5 PRO 
    2600 

    Ryzen 5 
    2600 

    Семейство 

    Pinnacle Ridge 

     

     

     

     

     

    Техпроцесс, нм 

    12 

     

     

     

     

     

    Ядра/потоки 

    8/16 

     

     

     

    6/12 

     

    Частота, ГГц 

    3,6/4,1 

    3,7/4,3 

    3,2/4,1 

     

    3,4/3,9 

     

    L3-кеш, Мбайт 

    16 

     

     

     

     

     

    Контроллер DRAM 

    н/д 

    DDR4-2933 

    н/д 

    DDR4-2933 

    н/д 

    DDR4-2933 

    Уровень TDP, Вт 

    105 

     

    65 

     

     

     

     

     

     

    • Like 3
    • Upvote 5
  13.                                         4.png

    IMAX-ში განაცხადეს, რომ იწყებენ ახალი სერტიფიცირებული პროგრამის  - IMAX Enhanced -ის გაშვებას, რომელიც შექმნილია DTS ხმის სპეციალისტებთან თანამონაწილეობით. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ IMAX-ის წარმომადგენლების აზრით, თანამედროვე ტელევიზორებს, პროექტორებს,  A/V მიმღებებს, ხმის სისტემებსა და ზოგადად სახლის კინოთეატრის ტიპის მოწყობილობებს უნდა ჰქონდეთ საუკეთესო 4K / HDR გამოსახულება და ხმა.  

    კომპანია არ აკონკრეტებს, რა სახის კვალიფიკატორები იგულისხმება მოწყობილობის სერტიფიცირებაში, თუმცა წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი „პასუხისმგებელნი არიან, შემოგვთავაზონ ყველაზე მაღალი ხარისხის აუდიო-ვიდეო სისტემა, რომელიც შემუშავებულია IMAX-ის კომიტეტის,  DTS-ის ინჟინრებისა და ჰოლივუდის წამყვანი ტექნიკური სპეციალისტების ერთობლივი ძალისხმევით“. 

    პროგრამა გაეშვება მიმდინარე შემოდგომიდან და პირველი პარტნიორები იქნებიან Sony, Denon, Marantz, Sony Pictures და  Paramount.   კომპანია აგრეთვე აცხადებს, რომ გამოუშვებს IMAX-ის ახალ გაძლიერებულ კონტენტს („IMAX  Mode“), რომელიც მოახდენს თქვენი სახლის კინოთეატრის პარამეტრების ოპტიმიზაციას.  

    www.theverge.com

    • Like 2
    • Upvote 1
  14.                                                 2.jpg

    MacRumors-ის მონაცემების მიხედვით, Apple-მა განაცხადა, რომ მოქმედებაში გაუშვებს სამართალდამცავი ორგანოებისთვის განკუთვნილ გლობალურ ვებ-პორტალს  მათი მოთხოვნების დამუშავება-გამოძიების ხელშეწყობის მიზნით.  

    სიახლე წარმოადგენს ცვლილებას უკვე არსებული სისტემისა, სადაც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ახდენენ  შეტყობინებების გაცვლა-გამოცვლას ელექტრონული ფოსტის საშუალებით. განახლებული და უკეთ ცენტრალიზებული  ვებ-გვერდი კი საშუალებას მისცემთ, უფრო მარტივად მიაკვლიონ საჭირო მოთხოვნებს და პასუხებს. 

    Apple-ის ხალ პორტალთან დაკავშირებით აგრეთვე განაცხადეს, რომ კომპანია შეკრებს გუნდს, რომელიც სწავლება-განვითარებაში დაეხმარება მთელი მსოფლიოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს (ახალი ონლაინ-სწავლების მოდულის მეშვეობით). ამ კამპანიის მიზანია დახმარება გაეწიოს პოლიციის ძალებსა და სააგენტოებს, რომლებსაც ხელი არ მიუწვდებათ იმ რესურსებზე, რაზეც წვდომა აქვთ მსხვილ ორგანიზაციებს. 

    Apple-ს უფროსი ვიცე-პრეზიდენტის წერილობითი განაცხადის მიხედვით, კომპანია ამ ცვლილებებზე მუშაობს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევის ცენტრის რეკომენდაციის საფუძველზე. კომპანიას მკაცრი რეკომენდაციები აქვს იმის შესახებ, თუ რა სახის ინფორმაცია შეუძლია გასცეს ან არ გასცეს სამართალდამცავ ორგანოებზე, როგორც აშ-ის ფარგლებში, ასევე მის გარეთ. Apple-ს ასევე მოუწევს წელიწადში ორჯერ გამოაქვეყნოს დეტალური საჯარო ანგარიში მიღებული და გაცემული ინფორმაციის შესახებ. 

    განსაზღვრულია ისიც, რაზე ექნება წვდომა Apple-ს და რაზე არა. ყველაზე ცნობილი მაგალითი იყო 2016 წლის სან-ბერნარდინოს შემთხვევა, როდესაც  Apple-მა iPhone-სთან დაკავშირებით backdoor-ზე უარი განაცხადა, გამომძიებლებს რომ წვდომა მიეღოთ ინფორმაციაზე. 

    www.theverge.com

    • Like 1
  15. კომპანია Volvo Cars-მა გამოაქვეყნა საკუთარი ხედვა, თუ როგორი შეიძლება იყოს მომავლის მთლიანად ავტონომიური უპილოტო ელექტრომობილი. წარმოდგენილმა კონცეფციამ მიიღო 360c- სახელწოდება. 

                                          image.jpeg

    იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ავტომობილი გადაიქცეს მრავალფუნქციურ სივრცედ საბურავებზე. კონცეპტი ითვალისწინებს გამოყენების ოთხ შესაძლო სცენარს - საძილე ადგილს, მობილურ ოფისს, საცხოვრებელ ოთახს და გასართობ ადგილს. 

                                              image.jpeg

    360c - ეს არის სრულად ავტონომიური ელექტრომობილი  მძღოლის გარეშე. შიგაწვის ძრავის, საჭის და სატერფულების არარსებობა საშუალებას იძლევა, სალონის სივრცე ახლებურად მოეწყოს. 

                                                   image.jpeg

                                                             image.jpeg

    Volvo Cars-ის ინჟინრებმა განსაკუთრებული ყურაღება მიაქციეს სალონის საძილე ზონას. მათ შეაფასეს, თუ როგორ შეიძლება ახდენდეს გავლენას სხვადასხვა მგზავრის განლაგება საერთო უსაფრთხოებაზე. საძილე სივრცეში ინტეგრირებული სპეციალური დამცავი გადასაფარებელი, წარმოადგენს უსაფრთხო მგზავრობის გარანტს. ის მუშაობს როგორც სამწერტილოვანი უსაფრთხოების ღვედი, თუმცა განკუთვნილია მწოლიარე მდგომარეობისთვის. 

                                             image.jpeg

                                             image.jpeg

    სალონში გათვალიწინებულია მრავალი ინტერაქტიული ეკრანი. კავშირგაბმულობის თანამედროვე ტექნოლოგიები უზრუნველყოფენ ინტერნეტთან უსწრაფეს კავშირს. ეს იძლევა გზაში მუშაობის, მულტიმედიური კონტენტის ყურების საშუალებას და ა.შ. 

    კონცეპტის შემუშავების სტადიაზე დიდი ყურადღება დაეთმო რობომობილის ურთიერთქმედებას საგზაო მოძრაობის სხვა ობიექტებთან. სპეციალური სისტემა იყენებს გარე ხმებს, ფერებს, ვიზუალურ ეფექტებს, აგრეთვე მათ კომბინაციას სატრანსპორტო საშუალების მანევრირებისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ მომენტში გასაგები იქნება, თუ რა მანევრის გაკეთებს აპირებს ავტომობილი. 

                                          image.jpeg

    Volvo 360c ცდილობს გაიგოს, რა მოხდება, თუ ავტომობილის მართვა ჩვენზე არ იქნება დამოკიდებული და ამავე დროს, გადაწყვიტოს სალონის დიზაინი და ბორტზე დროის გატარების შესაძლებლობა. ეს არის მცდელობა გავიხედოთ მომავალში, თუ როგორ შეუძლიათ უპილოტო ავტომობილებს ჩვენი ცხოვრებისეული ჩვევების და ნივთების შეცვლა. პერსპექტივები გამაოგნებელია“ - აცხადებენ Volvo Cars-ში. 

                                      image.jpeg

     

    • Like 2
  16.                                                 1.jpg

    ახალი ვიდეოპლატფორმის  - IGTV-ის ივლისში  გამოშვების შემდეგ Instagram-ი შესვენებას არ აპირებს: The Verge-ს ინფორმაციის თანახმად, იგი მუშაობს ახალ აპლიკაციაზე, რომელსაც დიდი ალბათობით უწოდებენ IG Shopping-ს.  

    იქნება თუ არა საბოლოო ეს სახელწოდება, ჯერჯერობით უცნობია. ახალი აპლიკაციის არსი იმაში მდგომარეობს, რომ მომხმარებლებს საშუალება ქნებათ პლატფორმის საშუალებით თვალყური ადევნონ გასაყიდ კოლექციას, ფასებს, გაყიდვებს და გააკეთონ შენაძენი ონლაინ რეჟიმში. 

    აპლიკაცია თავდაპირველად ხელმისაწვდომი გახდება მსოფლიოს რვა ქვეყანაში. მისი საშუალებით კომპანიებს შეეძლებათ პროდუქციაზე გამოიყენონ ტეგი „shoppable“ და მომხმარებლები შეძლებენ არჩევანის გაკეთებას. 

    ახალ აპლიკაციასთან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის, ასევე უცნობია გაშვების თარიღიც. როგორც მოსალოდნელია,  Instagram-ი ოპტიმისტურად არის განწყობილი ელექტრონული კომერციის სამომავლო გაფართოებისადმი.  

    პროექტის შესახებ ინფორმირებული პირის განცხადების თანახმად, კომპანიამ შესაძლოა კიდევ უფრო მეტი ინსტრუმენტი დაამატოს ონლაინ ვაჭრობისთვის, რადგან IG Shopping აპლიკაციას მოუწევს კონკურენცია  ელექტრონული კომერციის სხვა ონლაინ-პლატფორმებთან, ისეთებთან, როგორებიცაა Shopify და Amazon Webstore. 

    Facebook-ს კარგი საფუძველი აქვს განვითარებისთვის, თუმცა თ გავითვალისწინებთ მედია-გიგანტის რეპუტაციას პირად ფრონტზე, საინტერესო იქნება, როგორ დაიცავს პოტენციური ახალი პლატფორმა მომხმარებელთა პირად საგადახდო დეტალებს.  

    www.techradar.com

    • Like 2
  17.                                         image.jpeg

    კომპანია Mercedes-Benz-მა ოფიციალურად წარადგინა თავისი პირველი ელექტრო ქროსოვერი სახელწოდებით EQC 400 4Matic. 

                                            image.jpeg

    მანქანას აქვს ორი ელექტრო ძრავი, მათგან ერთი დამონტაჟებულია ღერძის წინა, მეორე კი -  უკანა მხარეს, რისი წყალობითაც მანქანა four-wheel drive ტიპისაა.  

    ძრავების ჯამური სიძლიერე 300 კვტ-ია, 408 ცხენის ძალა. მაქსიმალური აჩქარების დროა 0-დან 100 კმ/ს - 5,1 წამში.  მაქსიმალური სიჩქარე - 180 კმ/ს 

                                                       image.jpeg

    ელექტრომობილის კვების წყაროს წარმოადგენს 80 კვტ/ს სიძლიერის მქონე  ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკ. კვების ელემენტების ჯამური წონა 650 კგ-ა. მწარმოებლები ამტკიცებენ, რომ სრულად დამუხტვის შემდეგ ელექტრომობილს შეუძლია 450 კმ-ზე მეტი მანძილის გავლა.  

                                                        image.jpeg

    ავტომობილის გაბარიტებია 4761 × 1884 (2096 სარკეების ჩათვლით) × 1624 მმ, საბურავების ბაზა - 2873 მმ. მანქანის წონა 2425 კგ-ია.  

    ელექტრო ქროსოვერის მფლობელთათვის ხელმისაწვდომი იქნება მართვის რამოდენიმე რეჟიმი: Comfort, Eco, Max Range, Sport და ინდივიდუალური. მძღოლის განკარგულებაშია ფართე ციფრული პანელი, რომელზეც ასახული იქნება სრული საჭირო ინფორმაცია. 

                                                   image.jpeg

    Mercedes-Benz EQC 400 4Matic-ის სერიული წარმოება დაიწყება მომავალ წელს. ელექტრო ქროსოვერის ღირებულება ჯერჯერობით არ სახელდება.  

     

    • Like 2
  18.                                            image.jpeg

    Canon-მა დააანონსა თავისი პირველი სრულკადრიანი უსარკო ფოტოაპარატი და ობიექტივების სისტემა, სახელწოდებით EOS R 

                                          image.jpeg

    ფოტოაპარატი EOS R აგებულია 30,3 მეგაპიქსელიან სრულკადრიან სენსორზე, დიაპაზონით - ISO 100-40 000. სენსორი იყენებს dual-pixel ავტოფოკუსს,  Canon DIGIC 8-ის გამოსახულებითი პროცესორის თანამონაწილეობით. გააჩნია სენსორული ეკრანი, ელექტრონული OLED  viewfinder და ინფორმაციული პანელი ფოტოაპარატის ზედა ნაწილში. 

                                     image.jpeg

    ფოტოაპარატი ვიზუალურად გამოიყურება, როგორც ზომაში შემცირებული DSLR, თუმცა EOS R სისტემის მართვის სქემა ტრადიციულისგან განსხვავდება: ყველა ობიექტივს აქვს სპეციალური მართვის რგოლი zoom-ისა და ხელით ფოკუსირებისთვის, პარამეტრების რეგულირებისთვის. ფოტოაპარატის უკანა მხარეს ასევე გვაქვს მართვის პანელი სხვადასხვა ფუნქციების სამართავად. 

                                            image.jpeg

    პირველი EOS R ობიექტივებია 24-105მმ f/4 L, a 50მმ f/1.2მმ L, a 28-70მმ f/2 L, და  a 35მმ f/1.8 macro. Canon-ი აგრეთვე გამოუშვებს ობიექტივის სამაგრ სამ ადაპტერს. მოწყობილობა ხელმისაწვდომი იქნება 2299 დოლარად (3.399 დოლარი 24-105 მმ-იანი ლინზის თანხლებით) ოქტომბრის ბოლოს. წინასწარი შეკვეთები კი შესაძლებელი იქნება 12 სექტემბრიდან.  

    • Like 2
    • Upvote 1
  19.                                image.jpeg

    EK წარმოგვიდგენს ახალი თაობის მაღალმწარმოებლურ წყლის ბლოკებს ახლახანს დაანონსებული NVIDIA GeForce RTX ვიდეო ბარათებისთვის. ახალი GPU ბლოკების სახელწოდება  „Vector” შთაგონებულია დღევანდელ ბაზარზე არსებული გრაფიკული ბარათების გამოთვლითი სიმძლავრით.  

    ვუწოდოთ წყლის ბლოკებს „Full Cover“ დღესდღეობით არ არის საკმარისი, რადგან პროდუქტს გააჩნია უნიკალური მახასიათებლები, როგორებიცაა: EK Vector RTX სპეციალურად ემუშავებულია რამოდენიმე NVIDIA GeForce RTX Turing ვიდეო ბარათისთვის. თვად წყლის ბლოკი იყენებს ერთ სლოტს რომელიც მოიცავს  PCB -ს მთლიან სიგრძეზე და გაგრილების ამ რთული გადაწყვეტილების საშუალებით, მოზრდილი, „კუნთებიანი“ ვიდეო ბარათი იქცევა მინიმალისტურ, ელეგანტურ ნაწილად.  

    წყლის ბლოკი შედგება რვა სხვადასხვა ვარიაციისგან, რომელთაგან თითოეული მათგანი განკუთვნილია GPU-ს, VRAM და VRM-ის გაგრილებისთვის, გამაგრილებელი სითხე მიმართულია ამ კრიტიკული არეებისკენ. ამის წყალობით, გრაფიკული ბარათი სტაბილური რჩება ოვერქლოქინგისას, ინტენსიური დატვირთვისას, მაქსიმალური Boost Clock-სას. ჯამში, შეგიძლიათ ისიამოვნოთ თამაშისას თქვენი ვიდეო ბარათის მაქსიმალური შესაძლებლობებით და ხმაურის დაბალი დონით. 

    ზემოთხსენებული რვა ვარიაცია მოიცავს მატერიალების კომბინაციას, როგორიცაა ელექტროლიტური სპილენძი, მონიკელებული ელექტროლიტური სპილენძი, შავი POM  (Polyoxymethylene) აცეტილი, აკრილი. რამოდენიმე მათგანს გააჩნია სტანდარტული 12 ვოლტიანი LED ხაზები.  

    თავსებადობა  

    EK Vector RTX 2080-ის ყველა წყლის ბლოკი თავსებადია Turing TU104-ის გრაფიკული პროცესრის ბაზაზე არსებული   NVIDIA GeForce RTX 2080-ის სტანდარტულ გრაფიკულ ბარათებთან. EK Vector RTX 2080 Ti ბლოკები თავსებადია Turing TU102-ის ბაზაზე მყოფ NVIDIA GeForce RTX 2080 Ti ვიდეო ბარათებთან.  

    RGB LED სტანდარტის მხარდაჭერა 

    EK Vector RTX 2080 RGB-ის ერთ-ერთი განსაკუთრებულობა მის სიმარტივეშია, რადგან გამოყენებულია სტანდარტული 4-pin 12V RGB კონტროლერი.  

    Vector RTX 2080 სერიის ბლოკები იწარმოება სლოვენიაში და წინასწარი შეკვეთა შესალებელია EK-ის ინტერნეტ-მაღაზიაში ან მის პარტნიორ რესელერებთან. წინასწარი შეკვეთები ხელმისაწვდომი იქნება 20 სექტემბრიდან. ქვემოთ მოცემულ ცხრილში შეგიძლიათ იხილოთ მწარმოებლისგან შემოთავაზებული საცალო ფასები დღგ-ის ჩათვლით. 

               

    Name 

    MSRP (incl. VAT) 

    129.90€ 

    129.90€ 

    149.90€ 

    144.90€ 

    129.90€ 

    129.90€ 

    149.90€ 

    144.90€ 

    36.90€ 

    43.90€ 

     

    www.guru3d.com

    • Like 1
    • Upvote 1
  20.                                           image.jpeg

    ტელეფონი ტაქსის მძღოლმა აღმოაჩინა, ფოტოები გადაუღო და გამოაქვეყნა. მოგვიანებით კი მფლობელს დაუბრუნეს. 

                                                                           image.jpegimage.jpegimage.jpeg

    ფოტოებზე სტიკერებით დაფაულია კოდები, რომლების საშუალებითაც შეისალებელი იქნებოდა მფლობელის იდენტიფიცირება. ბოლო თვეებში ინტერნეტში ვრცელდებოდა ახალი Pixel 3-ის ფოტოები, რაც დაკავშირებულია შავ ბაზარზე გაყიდვებთან, სადაც ახალი სმარტფონი იყიდება დაახლოებით 2 000 დოლარად (1723 ევრო). 

    ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჯერ კიდევ გამოუქვეყნებული სმარტფონი იქნა დაკარგული კომპანიის თანამშრომლებისგან. 2010 წელს Apple-ის თანამშრომელმა ბარში დაკარგა iPhone 4-ის პროტოტიპი. მოგვიანებით ეს ტელეფონი გადაცემულ იქნა ტექნოლოგიური ბლოგი Gizmodo-სათვის, საიდანაც გაჟონა ინფორმაციამ სმარტფონის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ახალი Pixel 3 ოქტომბერში იქნება წარმოდგენილი.  

    GOOGLE PIXEL 3 SPECIFICATIONS 

    SUMMARY 

    Performance 

    Octa core 

    Display 

    5.5" (13.97 cm) 

    Storage 

    64 GB 

    Camera 

    12.2 MP 

    Battery 

    2915 mAh 

    Ram 

    4 GB 

    Launch Date In India 

    October 4, 2018 (Unofficial) 

     

     

     

    www.guru3d.com

    • Like 1
  21.                                          image.jpeg

    კრიპტოვალუტების ციებ-ცხელება მინელდა, მაგრამ დედა დაფების მწარმოებლები აგრძელებენ მაინინგის სისტემის ფორმირებისთვის საჭირო სიახლეებზე მუშაობას. მორიგი ამგვარი სიახლეა Biostar TB360-BTC Expert - Intel H370-ის ლოგიკის ნაკრებით. დაშვებულია მერვე თაობის Core-ის პროცესორებზე დაყენება, 95 ვატამდე მაქსიმალურ სითბურ ენერგიამდე.  

                                              image.jpeg

    DDR4-1866/2133/2400/2666 ოპერატიული მეხსიერების მოდულებისათვის მოცემულია ორი კონექტორი. სისტემაში შესაძლებელია 32 გბ-იანი ოპერატიული მეხსიერების დამონტაჟება. დაფის განსაკუთრებულობა გამოიხატება იმაში, რომ გააჩნია 17 სლოტი მაინიგის ბარათებისთვის: ერთი PCIe 3.0 x16-სთვის და თექვსმეტი  - PCIe 3.0 x1-სთვის. 

                                               image.jpeg

    სიახლის ზომებია 305 × 210 მმ. კონექტორებთან მოცემული გვაქვს PS/2  ჯეკები კლავიატურისა და მაუსისთვის, ოთხი USB 3.0 პორტი, ორი USB 2.0 პორტი, HDMI და D-Sub ინტერფეისები გამოსახულებისთვის, ჯეკი ქსელური სადენისთვის (გამოიყენება გიგაბიტური კონტროლერი Realtek RTL8111H) და ჯეკების ნაკრები (codec Realtek ALC887). 

    მაინინგ-დაფა Biostar TB360-BTC Expert-ის ფასი დაზუსტებული არ არის. 

     

     

    • Like 1
    • Upvote 1
  22. image.jpeg

    არ არის გამორიცხული, რომ კომპანია Samsung-ი მალე წარმოგვიდგენს ახალ სმარტფონს უჩვეულო კამერით, რომელსაც ექნება რამოდენიმე ოპტიკური მოდული. 

    საუბარი ეხება ტელეფონს ოთხმაგი ძირითადი კამერით. ამგვარი სმარტფონის გამოსვლის შესახებ twitter-ის საშუალებით განაცხადა ბლოგერმა Ice universe-მ, რომელიც ამ დრომდე მუდმივად იძლეოდა ზუსტ ცნობებს და აქვეყნებდა ფოტომასალებს სმარტფონებთან დაკავშირებული სიახლეების შესახებ. Ice universe-ის მიხედვით, ახალი სმარტფონის ანონსი უკვე მიმდინარე წელს შედგება. 

     

    FollowFollow @UniverseIce 

    More 

    Samsung Camera Camera Camera Camera 

    11:59 PM  

     

    დამკვირვებლები ვარაუდობენ, რომ ოთხმაგი კამერა შესაძლოა დამონტაჟებული იყოს Samsung-ის თამაშებისთვის განკუთვნილ ახალ სმარტფონზე, რომლის შესახებაც ხმები ამა წლის ზაფხულში გავრცელდა. თვით სამხრეთკორეული გიგანტი კი გავრცელებულ ინფორმაციაზე არანაირ კომენტარს არ აკეთებს.  

    უნდა აღინიშნოს, რომ მრავალობიექტივიანი კამერები შესაძლოა გახდეს ფლაგმანური ტელეფონების ახალი განმასხვავებელი ნიშანი. მიმდინარე წელს კომპანია Huawei-მაც დაანონსა მოწყობილობა P20 Pro, რომელიც აღჭურვილია სამმაგი კამერით. კომპანია Nokia კი, გავრცელებული ხმების თანახმად, ემზადება გამოუშვას სმარტფონი ხუთი და მეტი ოპტიკური მოდულით.  

     

    • Like 1
    • Upvote 1
  23.                                         image.jpeg

    სახელისუფლებო წარმომადგენლები მოითხოვენ ტექკომპანიებისგან „სათადარიგო კარის“ შექმნას, რომლებზეც მუდმივად ექნებათ წვდომა სამართალდამცავ ორგანოებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი „მიმართავენ ტექნოლოგიურ, იძულებით, საკანონმდებლო და სხვა სახის ზომებს“, რათა შეაღწიონ დაბლოკილ დივაისებსა თუ სერვისებში. 

    ეს განცხადება გაჟღერდა ზემოთ ხსენებული ხუთი ქვეყნის წარმომადგენლობის შეხვედრისას „Five Eyes“ პაქტის ფარგლებში. ისინი შეეხნენ მთელ რიგ ტექნოლოგიურ პრობლემებს, რომელთაგან განსაკუთრებული ყურადღება სწორედ შიფრაციას დაეთმო.  

    როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნავენ, ეს backdoor-ები იქნება კანონიერი წვდომა მოწყობილობებზე, მაგალითად, ძიების პროცესში საჭიროებების მიზნით. იგეგმება ტექკომპანიების ნებაყოფლობითი ჩართვა „სათადარიგო კარის“ დამატების მხრივ, თუმცა ეს ნებაყოფლობითობა ძალაშია გარკვეულ მომენტამდე: ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ აქვთ მონაცემებამდე შეღწევის მანდატი წინააღმდეგობის მიუხედავად, თუკი ამას საიროება მოითხოვს.  

    ამ ეტაპზე backdoor-ზე მოთხოვნა ჯერ კიდევ არ ჟღერს როგორც ბრძანება ან მუქარა, თუმცა განცხადება ცალსახად ნიშნავს მზარდ ინტერესს და ქმედებებს შიფრაციის წინააღმდეგ ხელისუფლებათა მხრიდან, რადგან სამართალდამცავი ორგანოებისთვის დაბრკოლებად მიიჩნევა. სავარაუდოა, რომ მოთხოვნა გაიზრდება და, საბოლოოდ, მოქმედებაშიც იქნება მოყვანილი. 

    ტექკომპანიები საკმაოდ შეაფიქრიანა backdoor-ზე მოთხოვნამ. ერთი მხრივ, მათ მოუწევთ დაპირებული კონფიდენციალურობის პირობის დარღვევა, მეორე მხრივ, საფრთხე იქმნება სხვათა მხრიდან შპიონაჟის თვალსაზრისით.  

    წარმომადგენლები ასევე გამოვიდნენ წინადადებით, რომ კომპანიებმა შექმნან ისეთი ტიპის ინსტრუმენტები, რაც ხელს შეუწყობს სხვადასხვა დანაშაულებრივი სახის აქტივობის გამოვლენასა და აღმოფხვრას, როგორებიცაა ბავშვთა გატაცება, ტერორიზმი და ა.შ.  - შეიქმნას ფუნქცია/ინსტრუმენტი, რომელიც ავტომატურად წაშლის ნეგატიური შემცველობის კონტენტს და გამორიცხავს მის გავრცელებას.  

    www.theverge.com/

     

    • Like 1
  24.                                      image.jpeg

    გასულ კვირაში Sony-მ დააანონსა წარმოუდგენელი მასშტაბირების ორი კომპაქტური ფოტოაპარატი 24მმ-იდან 720 მმ-მდე გადიდების შესაძლებლობით. ეს არ არის Sony-ს აპარატთაგან პირველი ზუსტი მასშტაბირების დიაპაზონის მქონე ფოტოაპარატები, თუმცა ახალ მოდელებს დამატებული აქვთ 4K-გადაღების ფუნქცია, და ერთ-ერთ მათგანს - სენსორული ეკრანი, რაც მათ აქცევს უფრო ხარისხიან მოდელებად და ზრდის მათ კონკურენტუნარიანობას  Sony-სავე მეტად პოპულარული RX100 სერიისადმი.  

    ახალი მოდელები - HX99 და HX95  ზომით iPod-ის ტოლია, მხოლოდ მასზე მსხვილები და იწონიან დაახლოებით ნახევარ ფუნტს. ეს დაახლოებით იგივეა, რაც Sony RX100 ფოტოაპარატის შემთხვევაში, თუმცა არის ერთი კრიტიკული განსხვავება: RX100-ის ხაზი იყენებს ბევრად დიდ გამოსახულების სენსორს, იმ დროს, როდესაც ახალი მოდელების სენსორები გაცილებით მცირე ზომისაა. ეს კი ნიშნავს გამოსახულების ხარისხის გაუარესებას, თუმცა იძლევა მასშტაბირების დიდი დიაპაზონის გამოყენების საშუალებას. 

    Sony-მ აწარმოა ამ ფოტოაპარატების წინამორბედი უამრავი მსგავსი ფოტოკამერა. მსგავსებებია მაგალითად: pop-up viewfinder და 3 დუიმიანი უკანა ეკრანი, რომელიც 180 გრადუსით მოტრიალებისა და სელფის გადაღების საშუალებას იძლევა. ახალი მოდელებისთვის დამატებული ფუნქციები და ცვლილებები კი უზრუნველყოფს უფრო მარტივ და კომფორტულ გამოყენებას, განსაკუთრებით მათთის, ვინც მიჩვეულია სმარტფონებით ფოტოგადაღებებს. 

    თუკი ეძებთ კომპაქტურ კამერას და არ გსურთ გადაიხადოთ 1000$-მდე საფასური RX100 სერიის უკანასკნელ მოდელში, მაშინ HX ხაზი საუკეესო ალტერნატივას წარმოადგენს. ორივე ახალი ფოტოაპარატი ევროპულ ბაზარზე გამონდება ოქტომბრიდან, HX95-ის ღირებულება იქნება დაახლოებით 500 ევრო (580 $), HX99-ის ფასი კი  - 520 ევრო (604 $). 

    www.theverge.com/

    • Like 2
    • Upvote 2
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.