Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5894
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    195

Everything posted by Magdalena

  1. Microsoft-ი დიდი ხნის წინ დაგვპირდა Dolby Vision HDR სტანდარტის მხარდაჭერას თავის კონსოლებზე. და, როგორც იქნა, პროგრამის ტესტირების მონაწილეებს შეუძლიათ შეამოწმონ ამ რეჟიმის მუშაობა Xbox One S-ზე ან Xbox One Xზე. ამისთვის კი საჭიროა არამარტო შესაფერისი ტელევიზორი 4K-სა და Dolby Vision-ის მხარდაჭერით, არამედ Netflix-ის გამოწერა. HDR10 სტანდარტი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გამოსახულებას მუქ და ნათელ ტონებში, აგრეთვე აფართოებს დინამიკურ დიაპაზონს. ამასთან, Dolby Vision-ი საშუალებას იძლევა თითოეულ სცენაში შეიცვალოს პარამეტრები და დაემატოს კიდევ უფრო დიდი დიაპაზონი და ფერთა გამა. Dolby Vision 4K მხარდაჭერის მქონე Ultra HD ტელევიზორების მფლობელები დიდი ალბათობით უკვე იყენებენ Netflix-ის აპლიკაციას, რომელსაც შეუძლია სტრიმ კონტენტის ტრანსლირება მაღალ ხარისხში, ახლა კი უკვე კონსოლების გამორთვის გარეშე შეეძლებათ ფილმის ან სატელევიზიო შოუს ყურება. Dolby Vision 4K სტანდარტში Blu-ray დისკის მხარდაჭერის შესახებ არაფერია ცნობილი, თუმცა ამ მიმართულებით ნაბიჯები გადადგმულია და ადრე თუ გვიან სახეზე ვიხილავთ. https://3dnews.ru/974797
  2. ანალიტიკურმა კომპანიამ Jon Peddie Research-მა (JPR) გამოქვეყნა ახალი კვარტალური ანგარიში, რომელიც შეიცავს საინტერესო სტატისტიკას GPU ბაზართან დაკავშირებით, როგორც მთლიანი ბაზრის, ასევე ცალკეული სეგმენტის შესახებ. აპრილ-ივნისის მაჩვენებლები წინა კვარტალის სტატისტიკასთან შედარებით დაბალი აღმოჩნდა, რაც შეიძლება აიხსნას როგორც სეზონური ფაქტორით, ასევე კრიპტოვალუტების მომპოვებელთა ინტერესის საგრძნობი შემცირებით ვიდეო ბარათებისა და AMD-სა და NVIDIA-ს სპეციალიზებული კრიპტო ამჩქარებლების მიმართ. იმ დროს, როდესაც PC-ის ბაზარი გაიზარდა თანმიმდევრულად 1,9%-ითა და წლიური 2,04%-ით, გრაფიკული ადაპტერების მიწოდება შემცირდა 1,5%-ითა და 4,9%-ით, ზედა მაჩვენებლებთან შესაბამისობაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვნად შემცირდა GPU-ს სეგმენტი პერსონალური კომპიუტერებისთვის - წლიური 6%-ით, ლეპტოპების შემთხვევაში კი - 5%-ით. უნდა აღინიშნოს, რომ პერსონალურ კომპიუტერებსა და ლეპტოპებში JPR-ის კვლევა ასევე გულისხმობს x86-თავსებად Windows-პლანშეტებს, ქრომბუკებს და აწყობილ სისტემებს. კვლევაში არ შედის Apple iPad და მისი კონკურენტები - Android-ი და სერვერები ARM ბაზაზე. „პერსონალური კომპიუტერების ბაზარი სტაბილურდება და გამოდის „ოქროს ციებ-ცხელებიდან“ - აღნიშნავს JPR-ი ანგარიშში. მიწოდების საერთო მოცულობა შემცირდა, თუმცა ცალკეულ „გამონათებები“ მაინც არის. 2018 წლის პირველი კვარტალი ნამდვილი პიკი იყო კრიპტოვალუტების ციებ-ცხელების. მოთხოვნა PC გრაფიკულ ადაპტერებზე, რომლებიც ამ დრომდე აქტიურად გამოიყენებოდა კრიპტო „ფერმებში“, დაუბრუნდა ჩვეულ დონეს“. კრიპტოვალუტების ციებ-ცხელების ფაქტორი დიდხანს უწყობდა ხელს დისკრეტულ გრაფიკაზე მაღალი ფასის არსებობას, თუმცა ამ ფაქტორის არარსებობა ვერ ჭრის სეგმენტის პრობლემას AMD Radeon-ის სათამაშო ბარათის დაბალი კონკურენტუნარიანობის გამო NVIDIA GeForce-სთან შედარებით. ამჯერად იმედი მყარდება GeForce RTX-ის საშუალოფასიან ამჩქარებლებზე (GeForce RTX 2060 და GeForce RTX 2050 Ti), რომელთა გამოშვება იგეგმება წლის მეოთხე კვარტალში. შორეულ პერსპექტივაში მიწოდების მოცულობის აღდგენაში შესაძლოა ჩაერთოს ასევე AMD, თუკი მისი 7 ნანომეტრიანი გადაწყვეტილება „Navi“ საკმარისად წარმატებული აღმოჩნდება. კრიპტომომპოვებლების მხრიდან GPU-ზე მოთხოვნის შემცირებამ ყველაზე მეტად AMD-ს „დაარტყა“ (-12,28%). ინტერესების შემცირება NVIDIA-მაც განიცადა (-7,49%). Intel-ის მიერ მიწოდებული ინტეგრირებული გრაფიკის წილი კი პირიქით გაიზარდა 2.62%-ით. https://3dnews.ru/974802
  3. Microsoft-ი ოფიციალურად აცხადებს Windows 10 მორიგი განახლების შესახებ. ადრეული კოდური სახელწოდება Redstone 5, „Windows 10-ის 2018 წლის ოქტომბრის განახლება“ ოქტომბრის ნებისმიერ დღეს შეიძლება გაეშვას. იგი მოიცავს ახალ ფუნქციებს, როგორებიცაა ახალი cloud გაცვლითი ბუფერი, dark File Explorer-ი, განახლებული snipping tool, გაუმჯობესებული Microsoft Edge და ინფორმაცია Xbox-ის სათამაშო პანელის შესახებ. მოსალოდნელია, რომ ოქტომბრის გამახლებისათვის მზადებას Microsoft-ი სექტემბრის ბოლოს დაასრულებს და Windows Insider-ებისთვის ხელმისაწვდომი ოქტომბრის დასაწყისში გახდება, შემდეგ ეტაპზე კი - უკვე რიგითი მომხმარებლები შეძლებენ სიახლით სარგებლობას. ამ დროისათვის, Microsoft-ი ფოკუსირდება Windows 10-ის მომავალ განახლებაზე - კოდური სახელწოდებით 19H1. ეს განახლება დიდი ალბათობით მოხდება 2019 წლის აპრილში, კომპანიას ჯერჯერობით არ გაუმხელია რა ფუნქციები იქნება დამატებული და შემოთავაზებული მომხმარებლებისთვის. 19H1-ზე ტესტირებები დაიწყო ივლისის ბოლოს, და მოსალოდნელია, რომ ვიხილავთ Sets ფუნქციას, რომელიც სავარაუდოდ არ შეეხება Windows 10-ის ოქტომბრის განახლებას. www.theverge.com
  4. ამ დრომდე, subscription-based აპლიკაციები ვალდებულნი იყვნენ დაეცვათ კონფიდენციალურობა, ახლა კი უკვე ეს წესი ყველა აპლიკაციას შეეხება. ტექნიკურად Apple-ს არ მიუთითებია, რომ მოქმედ აპლიკაციებსაც მოუწევთ ახალი წესების მიხედვით მოქმედება, მხოლოდ სამომავლო სიახლეებსა და აპლიკაციების აფდეითებს შეეხება კონფიდენციალურობის პოლიტიკა. აპლიკაციების შემქმნელებს მოუწევთ იმის ახსნა, რა ტიპის მონაცემებს ითხოვს და აგროვებს აპლიკაცია, და როგორ გამოიყენებს მათ. შემქმნელებს ასევე მოუწევთ დეტალურად ახსნან, თუ როგორ ახდნენ მონაცემთა შენახვა-დაცვას და როგორ შეეძლებათ მომხმარებლებს უარი განაცხადონ ან წაშალონ თავიანთი მონაცემები. ახალი წესები ძალაში შევა 3 ოქტომბრიდან. Apple აცხადებს, რომ ახალი პოლიტიკის არმქონე ამჟამად მოქმედი პროგრამული უზრუნველყოფის მქონე აპლიკაციები არ წაიშლება App Store-დან, თუმცა 3 ოქტომბრის შემდგომ პერიოდში დააფდეითების შემთხვევაში, მათ მოუწევთ ახალ პირობებთან თანაარსებობა. 25 დეკემბრიდან, როდესაც GDPR (General Data Protection Regulation) ძალაში შევიდა, Facebook-მა კი მარტში მონაცემთა დარღვევის ფიასკო განიცადა, მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვა მნიშვნელოვანი გახდა ტექნიკური კომპანიებისთვის. ახალი წესებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, Apple ცდილობს უფრო მეტად გამჭვირვალე გახადოს პროცესი, თუ როგორ ხდება მომხმარებელთა მონაცემების დამუშავება, და მწარმოებლებისგან მოითხოვს დაარეგულირონ თავიანთი სამოქმედო პროცესები. www.theverge.com
  5. მომხმარებლები უკვე მიჩვეულნი არიან ტრანსფორმერ ლეპტოპებს საშუალო ფასების დიაპაზონში, თუმცა იგივე არ ითქმის სათამაშო სეგმენტზე. კომპანია Acer-მა გადაწყვიტა ამის გამოსწორება და IFA 2018 გამოფენის ფარგლებში წარადგინა ახალი არასტანდარტული ლეპტოპი Predator Triton 900. მისი განსაკუთრებულობა გამოიხატება იმაში, რომ შესაძლებელია ეკრანის მოტრიალება სურვილისამებრ, მისი მოახლოვება ან დაშორება მომხმარებლისგან, აგრეთვე, მოწყობილობის გარდაქმნა პლანშეტად. კონკრეტული ტექნიკური მახასიათებლები ჯერჯერობით არ ქვეყნდება, ცნობილია ის, რომ ლეპტოპი სენსორულია და აქვს 4K UHD რეზოლუცია Nvidia G-Sync ტექნოლოგიის მხარდაჭერით. კლავიატურა მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებელზე, მისგან მარჯვნივ არის touchpad, რომელიც ტრანსფორმირდება ციფრულ ბლოკად. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს გაგრილებას, საფირმო სისტემა AeroBlade-ის მეოთხე თაობის 3D-ვენტილატორებით. კომპანიის წამომადგენლების განცხადების მიხედვით იგი მუშაობს ბევრად დაბალ ხმაზე და უზრუნველყოფს უკეთესად გაგრილებას წინამორბედებთან შედარებით. ფასები და გაყიდვაში გაშვების ვადები ჯერჯერობით არ გახმაურებულა. overclockers.ru
  6. IFA 2018 გამფენის ფარგლებში კომპანია ASUS-მა წარადგინა ახალი მაღალმწარმოებლური პერსონალური კომპიუტერი „ყველაფერი ერთში“ - Zen AiO 27. მოდელი 7272 აღჭურვილია 27დუიმიანი NanoEdge დისპლეით ფორმატში - 4K/UHD (3840 × 2160 პიქსელი) და ფლობს sRGB-ის 100%-იან ფერთა სივრცეს. შესაძლებელია Full HD (1920 × 1080 პიქსელი) ფორმატის დაყენება. კომპიუტერის მთავარი ღირსება მოქცეულია მის ბაზისში. გამოყენებადია აპარატურული პლატფორმა Intel Coffee Lake: დაშვებულია Core i7-8700T ექვსბირთვიანი პროცესორისა და Core i5-8400T-ის დაყენება. ორივე შემთხვევაში, გრაფიკული ქვესისტემა დამყარებულია Intel UHD Graphics 630-ის ინტეგრირებულ კონტროლერზე. DDR4-2400 ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 32 გბ-ს მიაღწევს. მონაცემთა შენახვას უზრუნველყოფს მყარი დისკი 2 ტერაბაიტი მოცულობით და სანახი სისტემა PCIe Gen3 x4 SSD - 1 ტერაბაიტი მოცულობით. კომპიუტერითვის გამოყენებადია გრაფიკული ამჩქარებელი NVIDIA GeForce GTX 1050. უსადენო კავშირები: Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 5.0, აგრეთვე ქსელური Ethernet-კონტროლერი, პორტები: USB 3.1 Type-C (Gen 2) / Thunderbolt 3, USB 3.1 Type-A Gen 2, USB 2.0, და HDMI. სიახლეს შეუძლია თავი მოიწონოს Harman Kardon-ის ხარისხიანი აუდიოსისტემით, 16 ვატიანი დინამიკებით. ბაზაზე ინტეგრირებულია Qi სტანდარტის უსადენო დამტენი მოწყობილობა, რომლის სიმძლავრე 7,5 ვატია. კომპიუტერის ფასი ჯერჯერობით არ სახელდება. https://3dnews.ru/974712
  7. კომპანია ASUS-მა გამოფენა IFA 2018-ზე წარმოადგინა პორტატული კომპიუტერები ZenBook 13 (UX333), ZenBook 14 (UX433) და ZenBook 15 (UX533) - Intel Whiskey Lake-ის პლატფორმაზე. წარმოდგენილი ლეპტოპების დისპლეის ზომებია 13,3 დუიმი, 14 დუიმი და 15,6 დუიმი დიაგონალზე. სამივე შემთხვევაში გამოყენებულია უჩარჩოო NanoEdge პანელი, რისი წყალობითაც ეკრანი იკავებს 92–95 %-ს. დისპლეის რეზოლუცია შეადგენს 1920 × 1080 პიქსელს (Full HD); 15,6 დუიმიანი მოდელი აღჭურვილია 4К პანელით (3840 × 2160 პიქსელი). სამივე სიახლის შემთხვევაში გვაქვს NTSC ფერთა გამის 72%-ანი დაფარვა. მომხმარებლებს ექნებათ არჩევანის საშუალება Core i5-8265U (1,6–3,9 გჰც)-ისა და Core i7-8565U (1,8–4,6 გჰც) პროცესორებს შორის. ხსენებულ ჩიპებს გააჩნიათ ოთხი ბირთვი და გრაფიკული ადაპტერი Intel UHD Graphics 620. ლეპტოპები ZenBook 13 (UX333) და ZenBook 14 (UX433) აღჭურვილი იქნება დისკრეტული ამჩქარებლით NVIDIA GeForce MX150, GDDR5-ის 2 გბ-იანი მეხსიერებით. ZenBook 15 (UX533) ვერსიისთვის კი ხელმისაწვდომი იქნება ვიდეო ბარათი NVIDIA GeForce GTX 1050 Max-Q , GDDR5 2,4 გბ-იანი მეხსიერებით. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 16 გბ-ს. მონაცემთა შენახვას მაქსიმალური კონფიგურაციებით უზრუნველყოფილია მყარი დისკი PCIe 3.0 x4 SSD 1ტერაბაიტი მოცულობით. მოწყობილობას ასევე გააჩნია ინფრაწითელი კამერა 3D IR HD - მომხმარებლის სახის იდენტიფიკაციისთვის; უსადენო კავშირის მოდულები - Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 5.0; ასევე Harman Kardon-ის აუდიოსისტემა, პორტები - USB 3.1 Gen 2 Type-C, USB 3.1 Type-A და HDMI. ლეპტოპებს აქვთ მყარი კორპუსი, რომელიც შეესაბამება MIL-STD-810G სტანდარტებს. ZenBook 13 (UX333) და ZenBook 14 (UX433) მოდელები აღჭურვილია NumberPad სისტემით. გამოყენებულია Windows 10 ოპერაციული სისტემა. ლეპტოპების ღირებულებასთან დაკავშირებით ცნობები ჯერჯეჯრობით არ არის. https://3dnews.ru/974714
  8. კომპანიამ International Data Corporation (IDC) გამოაქვეყნა პროგნოზი მსოფლიო სმარტფონების ბაზართან დაკავშირებით. იტყობინებიან, რომ „ჭკვიანი“ ტელეფონების გამოშვება მსოფლიო მასშტაბით 1,1%-ით მოიმატებს 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.თუმცა, 2018 წლის მთლიანი შეფასების მიხედვით, ბაზარი მინუსში აღმოჩნდება: სმარტფონების მიწოდება შემცირდება 0,7%-ით - 1,465მილიარდიდან 1,455 მილიარდამდე. საერთო ჯამში, Android ოპერაციული სისტემის მქონე სმარტფონების წილი 84,8 %-ს შეადგენს, დაახლოებით 15,1 % - iOS ბაზაზე მოქმედი სმარტფონების წილი იქნება, სხვა დანარჩენი მოწოდებული პროგრამული პლატფორმების წილი მხოლოდ 0,1 % იქნება. აღინიშნება, რომ ყველაზე მეტად პოპულარობით სარგებლობენ სმარტფონები 5.5 დუიმი და მეტი დიაგონალით. ამგვარი ტელეფონების წილი მიმდინარე წელს შეადგენს მოწოდებული პროდუქციის 64,7 %-ს. შედარებისთვის, წინა წელს ეს მაჩვენებელი 42,5% იყო. 2022 წლისთვის ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ სმარტფონების მსოფლიო ბაზარი მიაღწევს 1,646 ერთეულს. აქედან, 85,5% იქნება Android-მოდელები, 14,5% - iOS. დიდი დისპლეის მქონე სმარტფონების საერთი წილი 84,5%-მდე გაიზრდება. საერთო ჯამში, როგორც იტყობიანებიან, ბაზრის ზრდის საშუალოწლიური ტემპი რთულ პროცენტულ მაჩვენებლებში (CAGR-ის მაჩვენებლებით) 2017 წლიდან 2022 წლამდე აღმოჩნდება 2.4%. https://3dnews.ru/974694
  9. მიმდინარე კვირაში, IFA 2018-ზე Samsung-მა დააანონსა თავისი პირველი კომერციული 8K ტელევიზორი, Q900R. QLED პანელის ზომები იქნება 65, 75, 82 და 85 დუიმი, მაქსიმალურმა სიმკვეთრემ შესაძლოა მიაღწიოს 4 000 ნიტს. ახალ ტელევიზორს აქვს HDR10 + ფორმატის მხარდაჭერა. იმის გათვალისწინებით, რომ ამ დრომდე 8K-ს ნულოვანი კონტენტი არსებობდა, Samsung-ი მოცემულ მომენტში მიმართულია ტექნოლოგიის მასშტაბების ზრდაზე. კომპანია ამტკიცებს, რომ Q900R-ის ფუნქციაში -„8K AI Upscaling“ - გამოყენებულია ხელოვნური ინტელექტი და კონკრეტულად მისთვის განკუთვნილი პროცესორი, რომელიც განაპირობებს 8K-ის დონისთვის შესაბამისი გამოსახულების შექმნას, მიუხედავად მიწოდებული ორიგინალი გამოსახულების ხარისხისა, რაც მეტად ოპტიმისტურად და მიმზიდველად ჟღერს. Q900R-ი გაყიდვაში გაეშვება სექტემბრის ბოლოს, თავდაპირველად მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის რამოდენიმე წამყვან ბაზარზე, ბაზრების დაკონკრეტებას Samsung-ის მხრიდან ადგილი ჯერჯერობით არ ჰქონია. მასშტაბების, მაღალი FPS-ის მხარდაჭერისა და სათამაშო კონტენტის - Quantum Processor 8K-ის გამოყენების წყალობით, Samsung-ი ნამდვილად მოიგებს გეიმერების გულს. იმ ტენდენციის გათვალისწინებით, რომ მომხმარებლები მიდრეკილნი არიან რაც შეიძლება დიდი პანელების ყიდვისა და მაქსიმუალურად ეფექტური ტექნოლოგიებისკენ, 8K-თი დიდ დაინტერესებას წინ არაფერი ეღობება. Theverge.com techradar.com
  10. სამეფო ბრძოლებზე ფენტეზის სტილში თამაშებს ბოლო არ უჩანს. შვედურმა ახალბედა სტუდიამ Star Vault-მაც გადაწყვიტა ძალების მოსინჯვა ამ მიმართულებით. Mortal Royale - ეს არის მასშტაბური უფასო თამაში, რომელშიც მონაწილეობას ასობით მოთამაშე მიიღებს. უნდა ვთქვათ, რომ თამაშის გრაფიკა დიდად არ შეესაბამება 2018 წლის ხარისხს, თუმცა გადამწყვეტი ეს არ არის. თამაშის სიუჟეტი ვითარდება გამოგონილი რეალობის სამყაროში, მთავარი მოქმედი პერსონაჟები რაინდები და მაგები არიან. თამაშის შემქმნელებმა გადაწყვიტეს თამაშისთვის მიენიჭებინათ ერთი განსაკუთრებულობა: საუკეთესოს წოდების მოპოვებას ერთ უზარმაზარ არეალში ერთდროულად ათასობით მოთამაშე შეეცდება. სათამაშო პროცესი მოიცავს როგორც ხელჩართულ ბრძოლას შიშველი ხელით, ასევე ისრებით, და აგრეთვე ჯადოქრებისა და მხედრების შეტაკებას. საომარი სისტემა კარგადაა განვითარებული და შესატყვისია რეალურთან როგორც ბრძოლის, ასევე იარაღების ვიზუალის მხრივ. ხელმისაწვდომი იქნება იარაღის ასობით ნაირსახეობა და ორ ათეულზე მეტი ჯავშნის ტიპი, თითოეული მათგანი 10 ელემენტისგან შედგება. ჯადოქრებისთვის კი ხელმისაწვდომი იქნება 60ზე მეტი სხვადასხვა შელოცვა. Mortal Royale-ს ზუსტი გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით შემქმნელებს არ გაუმხელიათ, თუმცა უკვე ხდება მსურველების მიწვევა თამაშის დახურულ ალფა-ტესტირებაზე. overclockers.ru
  11. ამ დროისთვის კომპანია Thermaltake განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს Level 20-ის კორპუსების გაფართოებას. მიუხედავად იმისა, რომ ამ სიახლეს - Thermaltake Level 20 XT- ს (მოდელის კოდია CA-1L1-00F1WN-00) ცოტა რამ საერთო აქვს წინამორბედებთან, მისი ლაკონური გარეგნული სახე და კონფიგურაციის სისტემის მრავალფეროვანი შესაძლებლობები დიდ ყურადღებას მიიპყობენ გეიმერებისა და ენთუზიასტების მხრიდან. კონსტრუქციას გააჩნია 623 მმ სიგრძე, 394 მმ სიგანე, 515 მმ სიმაღლე და იწონის 20,4 კგ-ს. მასალას რაც შეეხება, Level 20 XT-ის დამზადებისთვის გამოიყენება SPCC (commercial quality cold rolled steel) ტიპის ლითონი და ტონირებული მინის ოთხი პანელი, თითოეული 4 მმ სისქისა. კორპუსში საკმარისი სივრცეა ისეთი კომპლექტაციის მოსათავსებლად, როგორებიცაა E-ATX, ATX, Micro-ATX ფორმ-ფაქტორის დედა დაფა , ან 400-590 მმ სიგრძის ვიდეო დაფებისთვის, აგრეთვე 220 მმ-იანი ATX-თავსებადი კვების ბლოკისთვის. ვენტილატორებს რაც შეეხება, დაშვებულია 120, 140 და 200 მმ-იანი ზომები. ამასთან, კორპუსის კომპლექტში შედის მხოლოდ ერთი ვენტილატორი ზომებით 140 × 140 × 25, იგი ბრუნავს 1000 ბრუნი/წუთში მუდმივი სიჩქარით და გამოსცემს 16 დეციბელის ტოლ ხმაურს. თხევადი გაგრილების სისტემის რადიატორისთვისაც საკმარისი სივრცეა: წინა პანელთან შესაძლებელია დაყენდეს 360 მმ-იანი ვენტილატორი, უკანა მხარეს - 140 მმ-იანი, ზემოთ, ქვემოთ და გვერდით პანელებზე კი - 480 მმ-იანი. ქულერის სიმაღლემ შესაძლოა მიაღწიოს 250 მმ-ს, ორსლოტიანი ვიდეო ბარათების რაოდენობა - 4. 3.5დუიმიანი მყარი დისკებისთვის გათვლილია მაქსიმუმ 7 ადგილი, 2.5დუიმიანებისთვის კი - მაქსიმუმ რვა. კორპუსს აქვს ორი USB პორტი: USB 3.0 და USB 2.0, და მინი-ჯეკი მიკროფონისა და ყურსასმენებისთვის. ამ სიახლის შეძენა შესაძლებელია პორტალზე: ttpremium.com 200$-ად ან 200 ევროდ, ამერიკული და ევროპული ბაზრების შესაბამისად. https://3dnews.ru/974650
  12. ტოკიოს 2020 წლის საგაზაფხულო ოლიმპიადისთვის დაიწყეს უპილოტო ტაქსების ტესტირება. სენსორებით აღჭურვილი მიკროავტობუსები ახორციელებენ დღეში ოთხ მარშრუტს მგზავრებთან ერთად იაპონიის დედაქალაქის ყველაზე ხალხმრავალ ადგილებში. ავტონომიური ტექნოლოგიების მართვის კომპანია ZMP და ტაქსომოტორული კომპანია Hinomaru Kotsu ამტკიცებენ, რომ ეს საგზაო ტესტირებები ამჟამად მსოფლიოში უპრეცედენტოა, უპილოტო ტაქსებში მგზავრების მიერ საფასურის გადახდის გათვალისწინებით. 2016 წლის მარტში კომპანიებმა DeNa და ZMP აგრეთვე განახორციელეს უპილოტო ტაქსების ტესტირება Toyota Estima-ს მინივენების ბაზაზე, რომელთაც გადაჰყავდათ ქალაქ ფუძისავას მაცხოვრებლები ადგილობრივი მაღაზიების მიმართულებით. Kyodo News-ის პუბლიკაციის თანახმად, მიმდინარე ტესტირებები ხორციელდება 5,3 კილომეტრიან წრიულ მარშრუტზე, რომელიც აკავშირებს ორ რეგიონს. გამოცდა დასრულდება ოქტომბრის დასაწყისში, ტესტის ფარგლებში სულ დაგეგმილია 96 გასვლა. ტოკიოს მცხოვრებთაგან 1500-მა ადამიანმა გამოთქვა უპილოტო ტაქსებით მგზავრობის სურვილი. მგზავრობის საფასური 1500 იენია (13 $), გადახდა ხორციელდება სმარტფონით, სპეციალური აპლიკაციის საშუალებით. ტესტირების შემდეგი ეტაპი განხორციელდება მიმართულებით - ჰანედას აეროპორტიდან ქალაქის ცენტრის სატრანსპორტო კვანძებისკენ. https://3dnews.ru/974625
  13. NVIDIA-ს ახალი თაობის RTX 2080 და 2080 Ti (აგრეთვე RTX 2070, რომელიც შემდეგ თვეში გამოვა) ვიდეო ბარათების გამოჩენიდან გამომდინარე, მეათე თაობის ბარათებზე ფასებმა უკვე მნიშვნელოვნად დაიწია, მოსალოდნელია ფასის კიდევ უფრო კლება მათზე, იმ დროისთვის, როცა ახალი ბარათები გაეშვება. ამ დროისთვის ფასდაკლებები ამგვარად გამოიყურება: eBay: ("PREGAME15" ვაუჩერით) MSI GTX 1050 Ti 4GB - 169.99 $-ად (- 30 $ ფასდაკლება) MSI GTX 1070 Ti 8GB - 407.99 $ (- 72 $) Zotac GTX 1070 Ti 8GB - 421,48 $ (- 73 $) Gigabyte GTX 1080 8GB - 424.99 $ (- 75 $) Zotac GTX 1080 Ti 11GB - 552,49$ (- 97$) Amazon: Gigabyte GTX 1080 Ti Gaming OC 11G - 679,99 $-ად ( 190 off) Asus GTX 1080 8GB ROG Strix Card - 524.99 $ (55$ off) კომპაქტური ბარათი Zotac GTX 1070 Mini 8GB - 399,99 $ (90 $ off) კომპაქტური ბარათი Zotac GTX 1080 Mini 8GB - 449.99 $ (160 $ off) Gigabyte GTX 1080 Mini ITX 8G - 479.99 $ (70 $ off) EVGA GTX 1080 Ti FTW3 Hybrid Water Block Cooler - 59,99 $ (120 4 off) Asus GTX 1080 8GB ROG Strix - 524.99 $ (55 $ off) ჩამონათვალი განახლდება მორიგი ფასდაკლებების შემთხვევაში. tomshardware.com
  14. Qualcomm-ი შესაძლოა ისწრაფვოდეს ბაზარზე Intel-ის ადგილის დაკავებისაკენ, თუმცა „დიდი ლურჯი“ კორპორაცია ბრძოლის გარეშე დათმობას არ აპირებს. Intel-მა წარადგინა უახლესი მე-8 თაობის პროცესორები თხელი და მსუბუქი ლეპტოპებისთვის. ახალი ჩიპები Intel-ის Core U-სა (i7-8565U, i5-8265U, i3-8145U) და Core Y-სერიისაა (i7-8500, i5-8200Y, m3-8100Y) და განკუთვნილია ლეპტოპებისთვის, რომლებსაც უფრო დაბალი ენერგომოხმარება გააჩნიათ, ვიდრე მათ დესკტოპ ანალოგებს. უმნიშვნელოვანეს ფაქტს ამ შემთხვევაში წარმოადგენს ორივე სერიის ინტეგრირება Gigabit WiFi-სთან, რაც იძლევა მოლოდინს, რომ უახლოეს თვეებში ვიხილავთ დაუჯერებლად თხელ და მსუბუქ ლეპტოპებს უსწრაფესი WiFi სიჩქარით. Wi-Fi-ის უპირატესობის პარალელურად, Intel-ი ასევე გვპირდება U-სერიის გაორმაგებულ მწარმოებლურობას წინა თაობასთან შედარებით. კომპანია ამტკიცებს, რომ U-სერიაზე აგებული ლეპტოპები საშუალებას მოგვცემს იმუშაონ 16 საათი უწყვეტ რეჟიმში, ერთი სრული დამუხტვის შემდეგ. „ოპტიმიზებული სიმძლავრის სისტემები კი უფრო დიდხანს იმუშავებს, დაახლოებით 19 საათამდე“- აცხადებს წარმომადგენლობა. U-სერიას გააჩნია 15 ვატიანი ენერგომოხმარება, იმ დროს, როდესაც Y-სერიისას მხოლოდ 5 ვატიანი აქვს. Intel-ის i7-8565U ჩიპს შეუძლია 4,6 გჰც სიჩქარის მიღწევა ტურბო რეჟიმში, თუმცა აღსანიშნავია, რომ ვერ შეძლებს ამ დონის შენარჩუნებას დიდიხნის განმვალობაში. Intel-ის წარმომადგენლობის განცხადების მიხედვით, ახალი ჩიპებით აღჭურვილი ლეპტოპების ხილვას მიმდინარე საშემოდგომო სეზონზე შევძლებთ. windowscentral.com
  15. Jaguar-ის წარმომადგენლობამ განაცხადა საკულტო ავტომობილის ელექტრომოდელის შექმნის პროექტზე. პროექტ E-type Zero-ს მიხედვით, დამზადდება ელექტრომობილი - ატმოსფეროში მავნე აირების ნულოვანი გამონაბოლქვით. საუბარი ეხება E-type-ის ახალი სერიის წარმოებას, რომელიც მთლიანად ელექტროობით იკვებება. პროექტი ითვალისწინებს ელექტროძრავის გამოყენებას, ლითიუმ-იონური ბატარეა იმავე გაბარიტებისა და წონისაა, რაც ორიგინალ E-type-ის ავტომობილში არსებული ექვსცილინდრიანი ბენზინის ძრავი, განთავსების ადგილიც უცვლელია. ელექტროძრავი დაიკავებს ორიგინალი მანქანის გადაცემათა კოლოფის ადგილმდებარეობას. ასეთი მიდგომა საშუალებას იძლევა ავტომობილის კონსტრუქცია უცვლელი დარჩეს. E-type Zero-ს ექნება გაუმჯობესებული საკონტროლო-გამზომი მოწყობილობები და მოდიფიცირებული ცენტრალური პანელი მულტიმედიის სისტემის სენსორული ეკრანით. დიოდური ფარები მაქსიმალური ენერგოეფექტურობის საშუალებას იძლევა. ამავე დროს, ინარჩუნებს ორიგინალი E-type სერიის ტიპს. მწარმოებლები ამტკიცებენ, რომ სრულად დამუხტული აკუმულატორით ელექტრომობილი შეძლებს გაიაროს 270 კმ. ენერგიის მარაგის აღსადგენად საჭირო იქნება დაახლოებით 6-7 საათი. E-type-ის ელექტრომობილების წარდგენა 2020 წლის გაზაფხულზე დაიწყება. მის ფასს მწარმოებლები ჯერჯერობით არ ამხელენ. 3dnews.ru
  16. ტექ-სამყარო მოუთმენლად ელის, როდის განაცხადებს Apple ახალი iPhone-ბის შესახებ. ახალი დივაისების შესახებ დიდი ალბათობით სექტემბრის მეორე კვირაში გახდება ცნობილი (როგორც დამახასიათებელია Apple-სთვის). ამ თემაზე უახლესი ცნობები Bloomberg-ს ეკუთვნის, რომელიც თვალყურს ადევნებს პროგნოზებს სიახლეებთან დაკავშირებით. Bloomberg-ის წარმომადგენლები იტყობინებიან, რომ ახალი სმარტფონები შეინარჩუნებენ გარეგნულ დიზაინს, ცვლილებები შეეხება ძირითადად შინაგან მოწყობას. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო მობილური ბაზრის ზრდა შენელებულია, Apple დიდი ალბათობით გაზრდის საშუალო ფასებს თავის სმარტფონებზე. Bloomberg-ის ინფორმაციით, უნდა ველოდოთ, რომ ვიხილავთ: სამ ახალ iPhone-ს: მოსალოდნელია iPhone X-ის განახლება, 5.8 დუიმიანი OLED ეკრანით; ახალი მაღალხარისხიანი iPhone 6.5 დუიმიანი OLED ეკრანით, და ახალი შედარებით იაფი მოდელი (რომელიც ვიზუალურად iPhone X-ის მაგვარი იქნება) 6.1 დუიმიანი LCD ეკრანით. 6.1 დუიმიანი iPhone წარმოდგენილი იქნება ფერის რამოდენიმე არჩევანით (რუხი, თეთრი, ლურჯი, წითელი, ნარინჯისფერი). ექნება ალუმინის კიდეები ნაცვლად უჟანგავი ფოლადისა. სამივე სმარტფონს ექნება ჟესტების მართვის სისტემა, აგრეთვე Face ID. მოსალოდნელია, რომ Apple აგრეთვე გამოიყენებს დიდ (6.5 დუიმიან) ეკრანს ფუნქციისათვის - “view content side-by-side”, მაგალითად, გვერდიგვერდ იხილავთ მეილს და კალენდარს. სახელწოდებებს რაც შეეხება, Bloomberg-ის მიხედვით, მასზე ხშირი დისკუსია იყო, რადგან ადვილი არაა დივაისების დიფერენცირება. ამჟამინდელი ცნობებით, ახალი მაღალხარისხიანი სმარტფონის სახელი იქნება iPhone Xs, უფრო დიდი მოდელის კი - iPhone Xs Plus. სახელწოდებების ცვლილებები არ არის გამორიცხული. მიმდინარე წელს აგრეთვე ვიხილავთ განახლებულ Air Pods-ს, ახალ Apple Watch-ს დიდი ეკრანით, უსადენო დამტენ მოწყობილობას - Airpower-ს და განახლებულ iPad Pro-ს უფრო თხელი ჩარჩოთი და Face ID-თ. theverge.com
  17. საიტ hexus.net-ის მიხედვით, AMD-ის მთავარმა ტექნიკურმა დირექტორმა მარკ ფეიფერმასტერმა (Mark Papermaster) მისცა ვრცელი ინტერვიუ კომპანიის გეგმების შესახებ. იგი შეეხო საკითხსაც, რომლის თანახმადაც კომპანია აპირებს 7 ნანომეტრიან ტექპროცესორებზე გადასვლას. ფეიფერმასტერის განცხადების მიხედვით, კომპანია AMD-ს პრაქტიკულად მთელი ძალები ამ დროისათვის მიმართულია ახალი ტექპროცესორების დანერგვის დაჩქარებისკენ, ასევე პროცესორებისა და ვიდეო ბარათების მიმართ. თავდაპირველად, AMD გეგმავდა გამოეშვა ახალი ვიდეო ბარათი VEGA 7 ნანომეტრიანი ტექპროცესორის ბაზაზე 2019 წლის პირველ ნახევარში, თუმცა, ბოლოდროინდელი ცნობების მიხედვით, კომპანიამ გადაწყვიტა ახალი ვიდეობარათების გამოშვების ვადა ამა წლის ბოლოსაკენ გადმოეწია. ჯერჯერობით საუბარი მიდის პროფესიონალური ამაჩქარებლის შესახებ 32 გბ-იანი ვიდეომეხსიერებით და მისი სახელწოდება იქნება “Radeon Vega Instinct GPU”. საერთო ჯამში, AMD დაპირებას იძლევა, რომ ყველა ახალი 7 ნანომეტრიანი პროდუქტი ორმაგად ენერგოეფექტური და 35%-ით უფრო მაღალპროდუქტიული იქნება წინა თაობის ნიმუშებთან შედარებით. რაც შეეხება პროცესორების სეგმენტს, 2019 წლისთვის იგეგმება გადასვლა 7 ნანომეტრიან სერვერულ პროცესორზე - EPYC, რასაც შემდეგ უკვე მიჰყვება Ryzen-ის პროცესორების ახალი ლაინაფი განახლებული ტექპროცესით. კომპანიის ტექნიკური დირექტორის განცხადების თანახმად, 7 ნანომეტრიან ტექპროცესორებზე გადასვლის დაჩქარებით კორპორაცია AMD კიდევ უფრო გაიმყარებს პოზიციებს ბაზარზე ამ მიმართულებით. overclockers.ru
  18. კომპანია Thermalright-მა გამოუშვა ქულერი AXP-100-Full Copper, რომელიც განკუთვნილია შეზღუდული შიდა სივრცის მქონე სისტემებისთვის. კონსტრუქცია შედგება სპილენძის ექვსი სითბური მილისგან, რომელთა დიამეტრი 6 მმ-ია, სპილენძისვე ფუძისა და რადიატორისგან. შემადგენლობაში შედის ვენტილატორი 108 x 101 x 14 გაბარიტებით, მისი ბრუნვის სიჩქარეა 900-დან 2500-მდე ბრუნი წუთში. ხმაურის დონე - 22-30 დბ. ქულერის სიმაღლე სულ რაღაც 58 მმ-ია ( 62 მმ-ია სამაგრის ჩათვლით). ამგვარად, ნაკეთობა გამოსადეგია დაბალპროფილიანი კომპიუტერებისათვის. ქულერის გამოყენება შესაძლებელია Intel-ის LGA 775/115/1366/2011/-3/2066-თან, აგრეთვე AMD-ის შემთხვევაში - AM4-თან. მწარმოებლები ირწმუნებიან, რომ ამ ქულერს შეუძლია გაუმკლავდეს პროცესორებს 180 ვატამდე ენერგომოხმარებით. Thermalright AXP-100-Full Copper-ის ღირებულების შესახებ ჯერჯერობით ცნობები არ არის. 3dnews.ru
  19. როგორც იქნა, Amazon-მა გახადა ერთობლივი სურვილებისა და საყიდლების სია საყოველთაოდ ხელმისაწვდომი. ეს ნიშნავს, რომ ახლა უკვე შეგიძლიათ გააერთიანოთ თქვენი საჭიროებები თუნდაც დასასვენებლად ერთად წასვლისთვის ან წვეულების სასაჩუქრე სია, რომლის რედაქტირებაც რამოდენიმე ადამიანს შეეძლება. ივლისის ბოლოს Amazon-მა განაცხადა, რომ ფუნქცია ნელ-ნელა მზადდება, თუმცა კომპანიას არ გაუმხელია როდის მიიღებდა მასზე წვდომას ყველა მომხმარებელი. ადრე მომხმარებლებს უწევდათ სიები გაეზიარებინათ ხალხისთვის, რომ სცოდნოდათ მათი სურვილების შესახებ. ახლა კი სიის თანამონაწილეებს შეუძლიათ დაამატონ ან წაშალონ სიიდან პროდუქტები, გააკეთონ შეთავაზებები ან შეიძინონ პროდუქტი დამოუკიდებლად. მათ ასევე შეეძლებათ საუბარი და მოლაპარაკება ჩამონათვალთან დაკავშირებით, მიიღებენ შეტყობინებებს და შეძლებენ ჩამონათვალის ისტორიის ნახვას. Amazon-ის განცხადების თანახმად, ეს სერვისი დაეხმარება მომხმარებლებს თავი აარიდონ ერთსა და იმავე პროდუქტზე განაცხადის გაკეთებას და ჯამში იდენტური საჩუქრების შეძენა/მიღებას. ფუნქცია უკვე საყოველთაოდ ხელმისაწვდომია, მისი მიგნება შეგიძლიათ განყოფილებაში „Accounts and Lists” კომპიუტერით სარგებლობისას, სმარტფონის გამოყენების შემთხვევაში კი ფუნქციით - “Your Lists”. როდესაც სიას შექმნით, შეგიძლიათ სხვა პირების მოწვევა ერთობლივი საქმიანობისთვის, თუ მათ აქვთ Amazon-ის ექაუნთი. მოწვევა შესაძლებელია ლინკით ან ელ.ფოსტით. theverge.com
  20. აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის დეპარტამენტი დაიწყებს გზავნილების თრექინგის ბლოკჩეინ სისტემის ლაივ ტესტირებას „შრომის დღის“ (Labor Day) შემდეგ - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში. CBP გეგმავს ფურცლებით მუშაობის ნაცვლად NAFTA-სა და CAFTA-ს სერტიფიკატების შემოწმებისას ლაივ რეჟიმში გამოიყენოს ბლოკჩეინ ტექნოლოგია. ბიზნესის განვითარებისა და ტრანსფორმაციის დეპარტამენტის უფროსმა Vincent Annunziato-მ განაცხადა, რომ სააგენტომ წარმატებით განახორციელა სისტემის პირველადი ტესტირება, რომელიც ბოლო ერთ წლის განმავლობაში განვითარების რეჟიმში იმყოფებოდა. მან აგრეთვე განაცხადა, რომ „ეს არ არის მხოლოდ იმის შემოწმება, მუშაობს თუ არა სისტემა. ჩვენ ვამოწმებთ მთლიან ტექნიკურ და ნორმატიულ ბაზას“. მოსალოდნელია, რომ CBP-ის კერძო ბლოკჩეინ სისტემა მოახდენს საქაღალდე სისტემის დუბლირებას, გაამარტივებს პროცედურებს მომხმარებლებისთვის და, რაც მთავარია, შეამცირებს დროს, რომელიც იხარჯებოდა დოკუმენტების დამუშავებისას. ახალი სისტემის წყალობით იმპორტული გარიგებების მონაწილეები დროულად იქნებიან ინფორმირებულნი: „როგორც კი მომწოდებელი წარადგენს (გაგზავნის) მონაცემებს, მის შესახენ ინფორმირებული ხდება არა მარტო ხელისუფლება, არამედ ბროკერი და იმპორტიორი. სისტემაში მონაცემები წინასწარ იქნება შეყვანილი, რაც მთლიან საკომუნიკაციო სისტემას გაამარტივებს. მაგალითად, ადამიანს შესაძლოა სურდეს ძაღლის წაყვანა გერმანიიდან აშშ-ში. თუკი სისტემა მისცემს იმის გარანტიას, რომ გერმანიის მმართველობიდან მიღებულია ცნობა ძაღლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, იმპორტიორს აღარ მოუწევს წარადგინოს რაიმე სახის დამატებითი დოკუმენტაცია. რას შეეხება ახალი სისტემის უსაფრთხოებას, Annunziato-მ განაცხადა, რომ „უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია და გაკონტროლდება“. იგი თვლის, რომ ახალი სიტემის გამჭვირვალობა ნეგატიურად არ იმოქმედებს კონკურენციაზე: „კარგი იქნება თუკი ერთ-ერთ კონკურენტს ეცოდინება, რომ მისმა კონკურენტმა გასცა იმპორტზე ათი სერტიფიკატი მექსიკიდან ან კანადიდან? ჩვენ ვთვლით, რომ კი“. Annunziato-მ უარი თქვა დაესახელებინა კონკრეტული კომპანიები, რომლებთანაც თანამშრომლობს CBP, თუმცა აღნიშნა, რომ პარტნიორების არჩევას ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტი ახორციელებს: „DHS-ს (U.S Department of Homeland Security) აქვს გარკვეული კომპანიების სია, რომელთა გამოყენებაც შეგვიძლია პროექტისთვის. ჩვენ ვითხოვთ მოხალისეებს და შემდეგ მათგან ვირჩევთ ხალხს“. შემდეგი ეტაპი იქნება სისტემის შემოწმება ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მხრივ, CBP უკვე აგროვებს მოხალისეებს ამ პროექტისთვის, თუმცა ვადები უცნობია. ივნისში აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სამინისტრომ გამოყო გრანტი 192380 დოლარის ოდენობით ბლოკჩეინ პროექტისთვის - Factom, რათა ხელი შეეწყო პლატფორმის ბეტა-ტესტირებისთვის, რაც მიმართული იყო სასაზღვრო კონტროლის კამერებისა და სენსორების მონაცემების დაცვისაკენ. coindesk.com
  21. ბლოკჩეინ სტარტაპერებისთვის, რომლებიც გაფართოებას ცდილობენ გაერთიანებულ სამეფოში, ხელსაყრელი დრო დგება. საერთაშორისო სავაჭრო დეპარტამენტმა თავის ბოლო ანგარიშში, რომელიც განკუთვნილი იყო გაერთიანებულ სამეფოში ბიზნების დაწყების მსურვალთათვის, განაცხადა, რომ საინვესტიციო კომპანია Entrepreneur First (EF) აგრეთვე აფინანსებს ბლოკჩეინ სტარტაპებს. EF წარმოადგენს ხელისუფლების მიერ აღიარებულ ერთ-ერთ კომპანიას, რომელსაც შეუძლია (უფლება აქვს) მხარი დაუჭიროს ფირმებს სამეწარმეო ვიზებთან დაკავშირებით. განცხადების თანახმად, მაღალი და მზარდი პოტენციალის მქონე სტარტაპებს შეუძლიათ განაცხადის შეტანა სამეწარმეო ვიზაზე საკუთარი ბიზნესის დასაწყებად გაერთიანებულ სამეფოში. იმისათვის, რომ კვალიფიცირებული გახდეს ვიზისთვის, მეწარმემ უნდა მიიღოს დაფინანსება არანაკლებ 50 000 ფუნტი სტერლინგის ოდენობისა (დაახლოებით 64 000 აშშ დოლარი) ორგანიზაციისგან, რომელიც ნებადართულია გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლების მხრიდან. შეტყობინებაში აგრეთვე ვკითხულობთ: „EF განსაკუთრებით დაინტერესებულია დამფუძნებლებით, რომელთაც სურთ და ცდილობენ, გადაჭრან რთული ტექნიკური პრობლემები. მათი კურსდამთავრებულები გავლენას ახდენენ ისეთ სფეროებზე, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტი, უპილოტო საფრენი აპარატები, უსაფრთხოება, ვირტუალური რეალობა და ბლოკჩეინი, და აღწევენ დაფინანსების მიღებას მსოფლიოს წამყვანი ინვესტორებისგან“. დამტკიცებული სტარტაპები მონაწილეობას მიიღებენ ექვსთვიან პროგრამაში, რომელიც უზრუნველყოფს მათი განვითარების მხარდაჭერას, მათი გუნდის, პროდუქტისა და შესაძლო გრძელვადიანი ინვესტიციების მიღებაში ხელშეწყობას. EF დაარსებულია 2011 წელს, იგი მხარდაჭერილია მრავალი მსხვილი ინვესტორის მიერ. მათ რიცხვში შედის Reid Hoffman, Greylock Partners, Mosaic Ventures და Peter Thiel-ის ფონდი. მის ვებ გვერდზე არსებული მონაცემების თანახმად, დღესდღეობით იგი დაეხმარა 80-ზე მეტ კომპანიას განვითარებაში და მოიზიდა 100 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია. coindesk.com
  22. გერმანული წყარო საკმაოდ მოულოდნელად იუწყება Canon Lake-U-ის 10 nm (ნანომეტრი)-იანი მობილური პროცესორების დებიუტის შესახებ, რომლებიც ერთი საფეხურით მაღლა დგანან Canon Lake-Y-ზე ენერგომოხმარების კუთხით. რაც ეჭვგარეშეა, ეს იქნება უახლოეს დროში 14 nm-იანი Whiskey Lake-U-სა და Amber Lake-Y-ის დაანონსება. აგრეთვე არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს ინფორმაცია მიმდინარე კვარტალში Cofee Lake Refresh-ის პროცესორების დებიუტის შესახებ. შემოთავაზებული იქნება რვაბირთვიანი მოდელები, რომლებიც თავსებადი იქნება BIOS-ის განახლების შედეგად არსებულ დაფებთან. წლის ბოლომდე განახლდება Skylake-X-ის პროცესორები LGA 2066-ის ვერსიაში, 28ბირთვიანი მონსტრები კი LGA 3647-ის სეგმენტზე მხოლოდ მომავალ წელს იხილავენ დღის სინათლეს, როგორც იუწყება პირველწყარო. Cascade Lake-X-ის პროცესორების დებიუტი 2019 წლის მესამე კვარტალშია დაგეგმილი, ICE Lake-S-ის 10 nm-იანი პროცესორები კი იმავე წლის მეოთხე კვარტალში გამოვა. overclockers.ru
  23. კომპანია Samsung Electronics-მა 24 აგვისტოს ოფიციალურად წარადგინა თავისი ახალი სმარტფონი Android Go (Android Oreo Go Edition)-ის ბაზაზე - საწყისი დონის აპარატი Galaxy J2 Core. როგორც მოსალოდნელი იყო,მოწყობილობა იყენებს საფირმო პროცესორს Exynos 7570. ჩიპი აღჭურვილია ARM Cortex-A53-ის ოთხი ბირთვით 1,5 გჰც-მდე სიჩქარით, გრაფიკული ამაჩქარებელი Mali-T720-ით და მეოთხე კატეგორიის LTE ფიჭური მოდემით. სმარტფონმა მიიღო მხოლოდ 1 გბ ოპერატიული მეხსიერება, ფლეშ-მოდულის მოცულობა კი 8 გბ-ია. კორპუსის უკანა მხარეს დამონტაჟებულია 8 მეგაპიქსელიანი კამერა, ფრონტალური კამერის გაფართოება კი 5 მლნ პიქსელს შეადგენს. დისპლეის ზომა დიაგონალზე არის 5 დუიმი, აპარატურა შეიცავს Wi-Fi 802.11b/g/n (2,4 გჰც)-ისა და Bluetooth 4.2-ის უსადენო ადაპტერებს, თანამგზავრულ სანავიგაციო სისტემას GPS/GLONASS, აქსელერომეტრსა და სიახლოვის სენსორს. გაბარიტები შედაგენს 143,4 × 72,1 × 8,9 მმ-ს, წონა 154 გრამს. სმარტფონის კვებას უზრუნველყოფს 2600 მილიამპერიანი ბატარეა. PHYSICAL SPECIFICATIONS Dimensions 143.4 x 72.1 x 8.9mm Weight 154g IP Rating - OPERATING SYSTEM Operating System Android 8.1 (Oreo Go Edition) NETWORK/BEARER SIM - Single WiFi Only No SIM card size Nano-SIM (4FF) Network 2G, 3G, 4G/LTE 2G GSM 3G UMTS 4G LTE DISPLAY Technology (Main Display) TFT Size (Main Display) 5.0"(126.4mm) Size (Sub Display) Resolution (Main Display) qHD 540 x 960 Colour Depth (Main Display) 16M Pixel Density ~220 PPI Gorilla Glass Matrix S Pen Support - No PROCESSOR Type Exynos 7570 Clock Speed 1.4GHz Cores 4 Cores (Quad-Core) GPU Mali-T720 MP1 MEMORY RAM Size (GB) 1GB ROM Size (GB) 8GB SSD eMMC External Memory Support CAMERA Main Camera - Single Front Camera - Single Main Camera - Resolution 8 MP, CMOS F2.2 Front Camera - Resolution 5 MP, CMOS F2.2 Main Camera - Flash Yes Front Camera - Flash No Main Camera - Auto Focus Yes Front Camera - Auto Focus No 3dnews.ru sammobile.com
  24. DDR4 RGB უკვე 4000 MHz სიჩქარით არის წვდომადი, HyperX Predator DDR4-ს კი აქვს გაზრდილი სიჩქარე, 128 GB ტევადობა და 4133 MHz სიხშირე. HyperX განკუთვნილია პერსონალური კომპიუტერების დეველოპერებისთვის, ასევე ენთუზიასტებისთვის და სისტემური ინტეგრატორებისთვის, რომლებსაც სწრაფი და მაღალი წარმადობის მეხსიერება სჭირდებათ. ახალი Predator DDR4 RGB და Predator DDR4 Intel -ის და AMD-ს უახლეს პროცესორებზე აგებული სათამაშო სისტემების მეხსიერების გაზრდილ მოთხოვნებს პასუხობს. Predator DDR4 RGB და Predator DDR4 აქვთ Intel XMP-ready პროფილი, რომელიც წარმადობის ამაღლებისთვისაა ოპტიმიზებული. HyperX Predator DDR4 RGB ასევე დიოდური განათებით და RGB.1 თხევადკრისტალური ეფექტებით არის აღჭურვილი. მეხსიერება თავსებადია ASUS Aura Sync, Gigabyte RGB Fusion, MSI Mystic Light Sync და Asrock Polycom RGB.1 დედაპლატების განათების მართვის პროგრამულ უზრუნველყოფასთან. პროგრამულ უზრუნველყოფასთან და დედადაფასთან თავსებადობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ინტერნეტში შესაბამისი პარტნიორების ვებ გვერდებზეა წვდომადი. "Predator DDR4 RGB და Predator DDR4 გაფართოებული ხაზი მაქსიმალურად აკმაყოფილებს იმ ახალი თაობის PC ენთუზიასტების მოთხოვნებს, რომლებიც ითხოვენ საკუთარი სისტემის მაქსიმალურ წარმადობას" - აცხადებს ადრიენ ვიადუ, HyperX-ის აპლიკაციების ინჟინერი - "FURY, Predator DIMM თუ Impact SODIMM სათამაშო მეხსიერებების მიწოდების 15 წლიანი გამოცდილების მქონე HyperX, იდეალურად უხდება გეიმერებს, რომლებიც ახალ სისტემას აწყობენ ან ახორციელებენ სათამაშო კომპიუტერის თუ ლეპტოპის მოდერნიზირებას". HyperX Predator DDR4 უზრუნველყოფს მაღალი სიხშირის და დაბალი დაყოვნების მაჩვენებლის მქონე მეხსიერებას, რომელიც წვდომადია ერთ 4-16 GB ან 2,4,8 მოდულში 16/32/64/128 GB მეხსიერებით. ყველა მოდული 100% არის გატესტილი მწარმოებლის ქარხანაში და Lifetime გარანტია აქვს. Predator DDR4-ს აქვს საუკეთესო გამძლეობის და წარმადობის მაჩვენებელი. HyperX-ი სრული სერიოზულობით იღებს ლოზუნგს "ჩვენ ყველა გეიმერები ვართ". მიუხედავად იმისა, ხართ მოყვარული თუ პროფესიონალი მოთამაშე, PC-ს თუ მობილური და კონსოლების თამაშების მომხმარებელი, ჩვენი მიზანია არამარტო დავაკმაყოფილოთ მოთხოვნები, არამედ მოლოდინებს გადავაჭარბოთ ყოველთვის, იქნება ეს ახალი მეხსიერების მოდულის, სათამაშო გარნიტურის, თუ უბრალოდ მაუსის, კლავიატურის და სხვა დეტალების წარმოება. HyperX Predator DDR4 RGB და Predator DDR4 უკვე ხელმისაწვდომია კომპანიის ინტერნეტ და ფიზიკურ მაღაზიებში. დამატებითი ინფორმაციის შესახებ ეწვიეთ HyperX Memory ვებ-გვერდს. https://www.guru3d.com
  25. კომპანია ASRock-მა ოფიციალურად წარადგინა X370 Pro BTC+ დედა დაფა, რომელიც განკუთვნილია კრიპტოვალუტების მოპოვებითი სისტემისთვის. სიახლე იყენებს AMD X370 ლოგიკის ნაკრებს, იმუშავებს AMD Socket AM4 პროცესორებზე, მაქსიმუმ 105 ვატი ენერგომოხმარებით. დაფაზე მხოლოდ ერთი სლოტია DDR4-3200+(OC)/2933/2667/2400/2133 ოპერატიული მეხსიერების მოდულისთვის. ოპერატიული მეხსიერების მაქსიმალური მოცულობა 16გბ-ია. მაინიგ-დაფის დასაყენებლად გათვალისწინებულია PCI-Express 3.0 x16ის რვა სლოტი. აღჭურვილობაში შედის Realtek RTL8111EPV Gigabit ქსელის კონტროლერი. პანელზე მოცემულია PS/2 კონექტორები კლავიატურისთვის, მაუსისთვის, D-Sub და HDMI ინტეფეისებისთვის, ორი USB პორტი - 2.0 და 3.0, აგრეთვე კონექტორი ქსელური სადენისთვის. დაფის ზომები შეადგენს 510 × 224 მმ-ს. 3dnews.ru
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.