Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5890
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    195

Everything posted by Magdalena

  1. Huawei გამოიჭირეს მისი სმარტფონების ოპტიმიზებისას ბენჩმარკ ტესტებზე. AnandTech-მა აღმოაჩინა, რომ Huawei-ს P20 დაპროგრამებული იყო მაქსიმალურ მწარმოებლურობაზე, განსაკუთრებით 3Dmark-ის გაშვებისას. 3Dmark-ის მწარმოებელმა კომპანიამ UL-მა დაადასტურა აღმოჩენის შესახებ და ბენჩმარკ ლიდერების სიიდან ამოიღო P20-იც და Huawei-ს კიდევ სამი სმარტფონი. სიიდან გამორიცხული ტელეფონებია P20, P20 Pro, Nova 3 და Honor Play. Huawei-მ აღიარა თავისი ქმედება და განაცხადა, რომ მისი სმარტფონები შემუშავებულია მწარმოებლურობის რეგულირებისთვის აპლიკაციაზე , რომელიც ბექგრაუნდში მუშაობს. მაგრამ გზა, რომელიც Huawei-მ გამოიყენა, არ არის დაშვებული. მაშინ, როდესაც ტელეფონებს შეუძლიათ დარეგულირონ თავიანთი მწარმოებლურობა, როგორც ნაწილი მათი ტიპიური ქცევისა მაღალი დატვირთვისას, მათ არ შეუძლიათ მიაღწიონ თავიანთი მწარმოებლურობის მაქსიმალურ ნიშნულს მხოლოდ იმის გამო, რომ სპეციფიკური ბენჩმარკ აპლიკაციაა ჩართული. როდესაც UL-მა გაუშვა 3Dmark-ის შიდა ვერსია, რომლიც ამოცნობაც Huawei-ს სმარტფონებმა ვერ შეძლეს, ამან აჩვენა, რომ სმარტფონები არ იყო საკმარისად „ჭკვიანები“, რათა დამოუკიდებლად განესაზღვრათ მაღალმწარმოებლურობის მოთხოვნები. რაც იმას ნიშნავს, რომ ბენჩმარკ ანგარიში არ იყო იმის ზუსტი ამსახველი, თუ როგორ გაუმკლავდებოდა სმარტფონი ტიპიური აპლიკაციის დამუშავებას Huawei-ისგან განსაკუთრებული ყურადღების გარეშე. 3Dmark-მა ტელეფონები თავისი ლიდერების სიიდან ამოშალა და თავის საიტზე მიუთითა, რომ „მწარმოებელმა არ დაიცვა UL ტესტირების წესები“. Huawei არ არის პირველი კომპანია, რომელიც შემჩნეულ იქნა მსგავს ქმედებაში. 2013 წელს Samsung-ი იყო შემჩნეული იმავეში, და გასულ წელს OnePlus-მაც იგივე გააკეთა. Huawei-სთვის განსაკუთრებულად უსიამოვნო პერიოდია, რადგან სულ რამოდენიმე კვირის წინ გამოიჭირეს, როდესაც ცდილობდა DSLR-ის ფოტო თავისი ერთ-ერთი სმარტფონით გადაღებულად გაესაღებინა. უნდა ითქვას, რომ ბენჩმარკ ტესტები რეალურად იძლევა გარკვეულ მონაცემებს, თუ რამდენად კარგად მუშაობს მოწყობილობა ძლიერი სტრესის დროს, მაგალითად, თამაშისას. თუმცა საუკეთესო ტესტი იქნებოდა, უბრალოდ თამაში და გამორკვევა, რა მოხდება, როგორ გაუმკლავდება სმარტფონი დატვირთვას. Huawei-მ როგორც განაცხადა, კომპანია „ყოველთვის პრიორიტეტად მიიჩნევს მომხმარებლის გამოცდილებას, და განსაკუთრებულად არ აფასებს ტესტების შედეგებს, რადგან არ არსებობს პირდაპირი კავშირი მომხმარებელსა და ბენჩმარკ ტესტს შორის“. კომპანია მაინც ამტკიცებს, რომ მისი სმარტფონები შეიცავს ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც საკმარისად ჭკვიანია ნებისმიერი აპლიკაციის საფუძველზე ოპტიმიზაციისთვის, რაც ცხადია, ასე არ არის. ეს არ იყო სამართლიანი თამაში და არ ასახავდა რეალურად იმას, თუ როგორ მუშაობს ტელეფონი რთულ სიტუაციებში. აღსანიშნავია, რომ Huawei-მ ითანამშრომლა UL-თან და მათ ერთობლივი განცხადება გააკეთეს. როგორც გუშინდელ UL-ის გამოგზავნილ წერილში ვკითხულობთ: „გამარჯობა ვანო “როგორც გუშინ მოგწერეთ, ჩვენი მწარმოებულობის ინდექსის სიიდან ამოვიღეთ Huawei-ს რამოდენიმე სმარტფონი, იმის გამო რომ მათ დაარღვიეს ბენჩმარკის ოპტიმიზაციის წესები. UL მზად არის ითანამშრომლოს სავაჭრო პარტნიორებთან, ჩვენ გვქონდა ღია საუბარი Huawei-ს წარმომადგენლობასთან ამის შესახებ მანამ, სანამ განცხადებას გამოვაქვეყნებდით. დღეს მე მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ Huawei-სთან ერთად ვაქვეყნებთ საერთო განცხადებას, რომელიც შეიცავს დეტალებს იმის შესახებ, თუ როგორ ვაპირებთ ერთად განვავითაროთ სამომავლო ბენჩმარკ ტესტირება. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ პარტნიორებთან ახლო თანამშრომლობა არის საუკეთესო გზა იმისა, შეიქმნას შესაბამისი და სწორი ბენჩმარკები. მე მინდა შევაქო Huawei მისი პოზიტიური გადაწყვეტილებისთვის - განცხადებულიყო შესაბამისი დეტალები და მოუთმენლად ველი მათთან ერთად მუშაობას, რათა შევქმნათ ახალი თაობის ბენჩმარკ ტესტები სმარტფონებისთვის. “ Huawei-სა და UL-ის ერთობლივი განცხადება „Huawei-მ და UL-მა განახორციელეს ბენჩმარკინგის პრაქტიკის ყოველმხრივი განხილვა და შეთანხმდნენ სამომავლო ერთობლივ მუშაობაზე. განხილვისას, Huawei-მ განმარტა, რომ მისი სმარტფონები იყენებენ ხელოვნური ინტელექტის მექანიზმს რესურსების დაგეგმვის ოპტიმიზაციისთვის, რათა მოწყობილობას შეეძლოს მოახდინოს შესაძლებლობების დემონსტრირება მომხმარებელთა მიერ მოთხოვნილი ყველა სცენარის მიხედვით. Huawei-მ და UL- მა ასევე განიხილეს ზოგადი ტესტირების მეთოდოლოგია. მათ სურთ მონაწილეობა მიიღონ ბენჩმარკინგის სტანდარტების განვითარებაში, რაც საუკეთესო სახით დააკმაყოფილებს მწარმოებლების, პრესისა და მომხმარებელთა მოთხოვნებს. Huawei პატივს სცემს მომხმარებელთა არჩევანს, ამიტომ იგი შესათავაზებს მომხმარებლებს წვდომას „Performance Mode“-ზე EMUI 9.0-ში, რათა მათ შეძლონ, გადაწყვიტონ, როდის და როგორ გამოიყენონ თავიანთი სმარტფონების მაქსიმალური სიმძლავრე. გაურკვევლობის თავიდან აცილების მიზნით, დისკუსიის შემდეგ UL-მა და Huawei-მ დროებით გამორიცხეს სიიდან Huawei-ს რამოდენიმე სმარტფონის ბენჩმარკ ტესტირების შედეგები, რომელთა სიაში აღდგენაც მოხდება მას შემდეგ, რაც Huawei მომხმარებლებს შესთავაზებს Performance Mode-ზე წვდომას. www.theverge.com
  2. 1)Sony MDR-ZX330BT მოცემული ყურსასმენები პირველ რიგში მიმზიდველია ფასი/ხარისხთან მიმართების თვალსაზრისით. დამზადებულია საშუალო ხარისხის პლასტმასისგან, აქვს NFC მაერთებელი, ერთი სრული დამუხტვის შემდეგ მუშაობის ხანგრძლივობაა 30 საათი. მარჯვენა ნაწილში განთავსებულია ტრეკების გადასართველი ღილაკი, საკმაოდ ჩუმი მიკროფონი, ხმის მარეგულირბელი ღილაკები და micro-USB კონექტორი დატენვისთვის. მოცემული ვარიანტი არ არის განკუთვნლი მუსიკის განსაკუთრებული პროფესიონალი მსმენელებისთვის. https://www.amazon.com/s/ref=nb_sb_ss_i_3_17?url=search-alias%3Daps&field-keywords=sony+mdr-zx330bt+ear+pads&sprefix=Sony+MDR-ZX330BT+%2Caps%2C283&crid=6F16DREVKUQJ 2) Marshall Major II პირველ რიგში, ყურადღებას იქცევს დიზაინი. უნდა აღინიშნოს, რომ ისინი საკმაოდ მჭიდროა, რად ხელს უშლის მოწყობილობის კომფორტულად გამოყენებას. აქვს AptX მხარდაჭერა და შესაძლებლობა - გაუზიაროს მუსიკა სხვა ყურსასმენებს მინი-ჯეკის საშუალებით. სამართავი ღილაკი მოთავსებულია ყურსასმენის მარჯვენა ნაწილზე. ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობა 30 საათია. ჯამში, ცუდი არჩევანი არ არის, თუ ფასი თქვენთვის მისაღებია. https://www.amazon.com/s/ref=nb_sb_noss_2?url=search-alias%3Daps&field-keywords=marshall+major+II&rh=i%3Aaps%2Ck%3Amarshall+major+II 3) Sven AP-B570MV ბიუჯეტური მოდელი შესაბამისი ხარისხით. დამზადებულია ვიზუალურად მიმზიდველი პრიალა პლასტმასისგან, თუმცა ადვილად დაზიანებადი მოდელია, საკმაოდ მსხვრევადი და ადვილად იკაწრება. 25 საათიანი ავტონომიური მუშაობა საკმაოდ კარგია ფასთან მიმართებაში, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ შეზღუდული აქვს ბასების სიმძლავრე. ყურსასმენები ასევე მუშაობს სადენის მიერთებითაც, მუსიკის მოსმენა შესაძლებელია საშუალო დონის ხმაზე. https://www.amazon.com/s/ref=nb_sb_ss_i_2_19?url=search-alias%3Daps&field-keywords=sven+ap-b570mv+headset&sprefix=sven+ap-b570mv+head%2Caps%2C276&crid=1FMAGPRJ4Z1HK&rh=i%3Aaps%2Ck%3Asven+ap-b570mv+headset 4) Urbanears Plattan ADV Wireless კიდევ ერთი ყურსასმენი, რომლის ვიზუალიც უფრო იქცევს ყურადღებას, შემდეგ კი მუსიკალური მხარე. მინიმალისტური დიზაინი, სენსორული მართვის საშუალება მისი დადებითი მხარეებია. ამას გარდა, Urbanears-ს აქვს ორი 3.5 ჯეკის კონექტორი: ერთი ხმისთვის, მეორე- მისი გაზიარებისთვის მეორე ყურსასმენზე. მუსაობის მაქსიმალური დრო 14 საათია. საერთო ჯამში, ეს ყურსასმენი ოპტიმალურ ვარიანტს წარმოადგენს დიზანის, ხარისხისა და ფასის გათვალისიწინებით. https://www.amazon.com/s/ref=nb_sb_ss_i_1_31?url=search-alias%3Daps&field-keywords=urbanears+plattan+adv+wireless+on-ear+bluetooth+headphone&sprefix=Urbanears+Plattan+ADV+Wireless+%2Caps%2C267&crid=108LO3NCN3XLF&rh=i%3Aaps%2Ck%3Aurbanears+plattan+adv+wireless+on-ear+bluetooth+headphone 5) JBL E45BT ამ მოდელისთვის დამახასიათებელია კარგი დიზაინი, მატერიალების მაღალი ხარისხი, თუმცა მოწყობილებაზე არსებული დიდი წარწერა JBL შესაძლოა ბევრისთვის არ იყოს მიმზიდველი. მსუბუქი ხელოვნური ტყავის ყურსასმენები კომფორტულია გამოსაყენებლად. შესაძლებელია მოხმარება სადენის გამოყენებითაც. ხმას რაც შეეხება, დიზაინს არ ჩამორჩება ხარისხით: აქვს მაღალი და დაბალანსებული ბასები, განკუთვნილია ყოველდღიური გამოყენებისათვის. საკმაოდ კარგი შემოთავაზებაა ფასი/ხარისხის მიმართებაში. https://www.amazon.com/s/ref=nb_sb_ss_i_1_10?url=search-alias%3Daps&field-keywords=jbl+e45bt+wireless+headphones&sprefix=JBL+E45BT+%2Caps%2C262&crid=3TQD3U1FCFTT&rh=i%3Aaps%2Ck%3Ajbl+e45bt+wireless+headphones overclockers.ru
  3. როგორც ჩანს, HMD მუშაობს კამერათა შთამბეჭდავ ნაკრებზე ახალი Nokia-სათვის. გავრცელებული დიზაინის ესკიზები და გამოსახულებები მიგვანიშნებს, რომ ვიხილავთ ტელეფონს Nokia-ს ბრენდით, უკანა მხარეს არსებული ხუთი კამერით. Nokia 10 penta-lens-ის შესახებ პირეველად ხმები მიმდინარე წლის დასაწყისში გავრცელდა. კამერის მოდული მოიცავს წრიულად განლაგებულ ხუთ ობიექტივს, წარწერით Zeiss. HMD Global-ი, ფინური კომპანია, რომელსაც აქვს Nokia-ს ტელეფონების წარმოებაზე ლიცენზია, წინა წელს დაუკავშირდა Zeiss-ს, ბრენდების გაერთიანების მიზნით. HMD-მ დაიწყო Zeiss-ის ოპტიკის გამოყენება თავისი ანდროიდების წარმოებაში, მწარმოებელმა აგრეთვე დააპატენტა მინიატურული zoom-კამერა, რაც ძალიან ჰგავს გავრცელებულ ფოტოებზე ასახულს. მიმდინარე წლის დასაწყისში Huawei-მ გამოუშვა P20 Pro სამი კამერით, სამმაგი ოპტიკური Zoom-ით ან ხუთმაგი ჰიბრიდული Zoom-ით. გავრცელებული ხმების თანახმად, LG-ც აპირებს ხუთკამერიანი მოდელის გამოშვებას (სამი კამერა უკანა, ორი კი წინა მხარეს). ხუთი კამერის სენსორი, ეჭვგარეშეა, ნებისმიერი მასშტაბირების საშუალებას იძლევა. HMD-მ მცირე ხნის წინ Microsoft-ისგან შეიძინა ბრენდი PureView, ასე რომ, შესაძლოა ვიხილოთ ტელეფონი Nokia PureView. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიხილავთ იმავე ტექნოლოგიებს, რაც გამოყენებული იყო 808 ან Lumia 1020-ის შემთხვევებში, რადგან Nokia PureView-ს ბევრმა ნიჭიერმა ინჟინერმა დატოვა კომპანია. Apple-მა Lumia-ს ფოტოექსპერტიც კი დაიქირავა. ასეა თუ ისე, ხუთკამერიანი Nokia-ს გამოსვლა საინტერესო მოვლენა იქნება სმარტფონების კონკურენტულ ბაზარზე. www.theverge.com
  4. 7 სექტემბერს გაკეთებული ოფიციალური განცხადების თანახმად, ჩინეთის უმაღლესმა სასამართლომ დაუშვა ბლოკჩეინზე დაფუძნებული მტკიცებულებების გამოყენება ქვეყანაში განხორციელებული სასამართლო პროცესების დროს. ახალი წესი არის ერთერთი იმ კომპლექსური გადაწყვეტილებებიდან, რომლებიც სასამართლომ მიიღო ქვეყანაში ინტერნეტთან დაკავშირებული სასამართოლო საქმეების წარმოების მიმართ, და ის დაუყოვნებლივ შევა ძალაში. აღნიშნული განცხადებით უმაღლესმა საამართლომ დასძინა, რომ: „ინტერნეტ სასამართლო აღარებს ციფრულ მონაცემებს, რომლებსაც მხარეები წარადგენენ სასამართლო პროცესზე, იმ შემთხვაში, თუ აღნიშნული მხარეები შეაგროვებენ და განათავსებენ მონაცემებს ბლოკჩეინში ციფრული ხელმოწერებით, სანდო დროის ნიშნულებით, ჰეშ-ფუნქციის ვერიფიკაციით, ან ციფრული განთავსების პლატფორმით და შეუძლიათ დაამტკიცონ გამოყენებული ტექნოლოგიის ლეგიტიმურობა“. 2017 წლის აგვისტოში, ჩინეთის ქალაქ ხანჯოუში გაიხსნა მსოფლიოში პირველი, “netcourt” ვებ პლატფორმაზე ბაზირებული, ინტერნეტ საქმეებზე სპეციალიზირებული სასამართლო. პირველი სასამართლო პროცესი, რომელზედაც გამოყენებულ იქნა ბლოკჩეინზე დაფუძნებული მტკიცებულებები, ჩატარდა 2018 წლის იანვარში. გაკეთებული განცხადების თანახმად, ჩინეთის „ინტერნეტ-სასამართლოები“ატარებენ საქმეებს „სამართალწარმოების, შუამავლობის, მტკიცებულებების გაცვლის, სასამართლოს წინა პროცედურების, სასამართლო პროცესის და განაჩენის გამოტანის“ ჩათვლით ონლან რეჟიმში, ვებ ინტერფეისის გამოყენებით. ახლო მომავალში ქვეყანაში კიდევ ორი მსგავსი ფუნქციონალის სასამართლო გაიხსნება, პეკინში და გუანჯოუში. Cointelegraph-ის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ბლოკჩეინთან დაკავშირებულ ინოვაციებს არამარტო მტკიცებულებების ფუნქციის შესრულება შეუძლიათ, არამედ ისევე, როგორც სმარტ-კონტრაქტებს, გააჩნიათ სასამართლოს სფეროში გადატრიალების მოხდენის პოტენციალი. 2018 წლის ზაფხულში, დიდი ბრიტანეთის სასამართლო კომისიამ განაცხადა, რომ ის გადახედავს სამართლებრივ ჩარჩოებს, რათა დარწმუნდეს, რომ ბრიტანული სასამართლო დარჩება კონკურენტუნარიან არჩევნად სმარტ-კონტრაქტებზე დაფუძნებული ბიზნესებისთვის, და აუწყობს ფეხს ტექნოლოგიურ ინოვაციებს. cointelegraph.com
  5. ბაზარზე არსებული AMD Ryzen პროცესორების მრავალფეროვნება დიდია, თუმცა საწყისი დონის სისტემის აწყობის მსურველები იძულებულნი არიან დაიხარჯონ CPU Ryzen 3 1200-სთვის, ან დაკმაყოფილდნენ მოკრძალებული მწარმოებლურობის 28 ნანომეტრიანი APU A-Series/Bristol Ridge-თი. ამგვარი ვითარების გამოსასწორებლად დებიუტირებს Athlon 200GE, რომელიც შეიცავს Zen-ის ორ, 14 ნმ-იან ბირთვს, Radeon RX Vega 3-ის გრაფიკას და ღირს 55$. პირველი Athlon/Zen მოიცავს GCN 5 (Vega) თაობის მხოლოდ 192 შეიდერ ბლოკს, მიუხედავად ამისა, მას მაინც შეუძლია „მსუბუქი“ თამაშების გაშვება 1280 × 720 რეზოლუციით, თამაშის შიდა გრაფიკის მინიმალური დეტალიზაციით. პროცესორს აქვს SMT ტექნოლოგიის მხარდაჭერა, მონაცემების გადამუშავება ხდება ოთხ ნაკადად, ტაქტური სიხშირეა 3,2 გჰც (დინამიური აჩქარება ვერ ხერხდება), დატვირთვისას გამოყოფილი სითბოს დონე - 35 ვატს შეადგენს. პროცესორი AMD Athlon PRO 200GE განკუთვნილია კომერციული პერსონალური კომპიუტერებისთვის, PRO ვერსიის შემთხვევაში გვაქვს GuardMI-ის მონაცემთა დაცვის ტექნოლოგია, პლატფორმის ელემენტების უცვლელობის სამწლიანი გარანტია და პროცესორის შეკვეთაზე ხელმისაწვდომობის გარანტია გამოსვლის დღიდან ორი წლის განმავლობაში. APU Athlon PRO 200GE-სა და Athlon 200GE-ს მწარმოებლურობა მსგავსია. ყოველ შემთხვევაში, მათი ძირითადი მახასიათებლები ერთმანეთის იდენტურია. Ryzen PRO-ს სერიის სამეული - Ryzen 7 PRO 2700X, Ryzen 7 PRO 2700 და Ryzen 5 PRO 2600 - წარმოადგენენ Ryzen 7 2700X-ის, Ryzen 7 2700-ისა და Ryzen 5 2600-ის ანალოგურ წინამორბედებს. უნდა აღინიშნოს,რომ Ryzen 7 PRO 2700X მოდელის სიხშირე (3.6/4.1 გჰც) შედარებით დაბალია, ვიდრე Ryzen 7 2700X-ისა - (3.7/4.3 გჰც). TDP დონე ორივე პროცესორს ერთნაირი აქვს - 105 ვტ. ახალი პროცესორები Athlon PRO და Ryzen PRO შევლენ Dell, HP და Lenovo-ს კომერციული პერსონალური კომპიუტერების შემადგენლობის სიაში. Процессоры AMD AM4 Ryzen 3 PRO 2200GE Ryzen 3 2200GE Athlon PRO 200GE Athlon 200GE Семейство Raven Ridge Техпроцесс, нм 14 Ядра/потоки 4/4 2/4 Частота, ГГц 3,2/3,6 3,2 L3-кеш, Мбайт 4 Контроллер DRAM DDR4-2666 н/д Встроенная графика Radeon RX Vega 8 Radeon RX Vega 3 Уровень TDP, Вт 35 Процессоры AMD AM4 Ryzen 7 PRO 2700X Ryzen 7 2700X Ryzen 7 PRO 2700 Ryzen 7 2700 Ryzen 5 PRO 2600 Ryzen 5 2600 Семейство Pinnacle Ridge Техпроцесс, нм 12 Ядра/потоки 8/16 6/12 Частота, ГГц 3,6/4,1 3,7/4,3 3,2/4,1 3,4/3,9 L3-кеш, Мбайт 16 Контроллер DRAM н/д DDR4-2933 н/д DDR4-2933 н/д DDR4-2933 Уровень TDP, Вт 105 65 https://3dnews.ru/975027
  6. IMAX-ში განაცხადეს, რომ იწყებენ ახალი სერტიფიცირებული პროგრამის - IMAX Enhanced -ის გაშვებას, რომელიც შექმნილია DTS ხმის სპეციალისტებთან თანამონაწილეობით. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ IMAX-ის წარმომადგენლების აზრით, თანამედროვე ტელევიზორებს, პროექტორებს, A/V მიმღებებს, ხმის სისტემებსა და ზოგადად სახლის კინოთეატრის ტიპის მოწყობილობებს უნდა ჰქონდეთ საუკეთესო 4K / HDR გამოსახულება და ხმა. კომპანია არ აკონკრეტებს, რა სახის კვალიფიკატორები იგულისხმება მოწყობილობის სერტიფიცირებაში, თუმცა წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი „პასუხისმგებელნი არიან, შემოგვთავაზონ ყველაზე მაღალი ხარისხის აუდიო-ვიდეო სისტემა, რომელიც შემუშავებულია IMAX-ის კომიტეტის, DTS-ის ინჟინრებისა და ჰოლივუდის წამყვანი ტექნიკური სპეციალისტების ერთობლივი ძალისხმევით“. პროგრამა გაეშვება მიმდინარე შემოდგომიდან და პირველი პარტნიორები იქნებიან Sony, Denon, Marantz, Sony Pictures და Paramount. კომპანია აგრეთვე აცხადებს, რომ გამოუშვებს IMAX-ის ახალ გაძლიერებულ კონტენტს („IMAX Mode“), რომელიც მოახდენს თქვენი სახლის კინოთეატრის პარამეტრების ოპტიმიზაციას. www.theverge.com
  7. MacRumors-ის მონაცემების მიხედვით, Apple-მა განაცხადა, რომ მოქმედებაში გაუშვებს სამართალდამცავი ორგანოებისთვის განკუთვნილ გლობალურ ვებ-პორტალს მათი მოთხოვნების დამუშავება-გამოძიების ხელშეწყობის მიზნით. სიახლე წარმოადგენს ცვლილებას უკვე არსებული სისტემისა, სადაც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ახდენენ შეტყობინებების გაცვლა-გამოცვლას ელექტრონული ფოსტის საშუალებით. განახლებული და უკეთ ცენტრალიზებული ვებ-გვერდი კი საშუალებას მისცემთ, უფრო მარტივად მიაკვლიონ საჭირო მოთხოვნებს და პასუხებს. Apple-ის ახალ პორტალთან დაკავშირებით აგრეთვე განაცხადეს, რომ კომპანია შეკრებს გუნდს, რომელიც სწავლება-განვითარებაში დაეხმარება მთელი მსოფლიოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს (ახალი ონლაინ-სწავლების მოდულის მეშვეობით). ამ კამპანიის მიზანია დახმარება გაეწიოს პოლიციის ძალებსა და სააგენტოებს, რომლებსაც ხელი არ მიუწვდებათ იმ რესურსებზე, რაზეც წვდომა აქვთ მსხვილ ორგანიზაციებს. Apple-ს უფროსი ვიცე-პრეზიდენტის წერილობითი განაცხადის მიხედვით, კომპანია ამ ცვლილებებზე მუშაობს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევის ცენტრის რეკომენდაციის საფუძველზე. კომპანიას მკაცრი რეკომენდაციები აქვს იმის შესახებ, თუ რა სახის ინფორმაცია შეუძლია გასცეს ან არ გასცეს სამართალდამცავ ორგანოებზე, როგორც აშშ-ის ფარგლებში, ასევე მის გარეთ. Apple-ს ასევე მოუწევს წელიწადში ორჯერ გამოაქვეყნოს დეტალური საჯარო ანგარიში მიღებული და გაცემული ინფორმაციის შესახებ. განსაზღვრულია ისიც, რაზე ექნება წვდომა Apple-ს და რაზე არა. ყველაზე ცნობილი მაგალითი იყო 2016 წლის სან-ბერნარდინოს შემთხვევა, როდესაც Apple-მა iPhone-სთან დაკავშირებით backdoor-ზე უარი განაცხადა, გამომძიებლებს რომ წვდომა მიეღოთ ინფორმაციაზე. www.theverge.com
  8. კომპანია Volvo Cars-მა გამოაქვეყნა საკუთარი ხედვა, თუ როგორი შეიძლება იყოს მომავლის მთლიანად ავტონომიური უპილოტო ელექტრომობილი. წარმოდგენილმა კონცეფციამ მიიღო 360c-ს სახელწოდება. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ავტომობილი გადაიქცეს მრავალფუნქციურ სივრცედ საბურავებზე. კონცეპტი ითვალისწინებს გამოყენების ოთხ შესაძლო სცენარს - საძილე ადგილს, მობილურ ოფისს, საცხოვრებელ ოთახს და გასართობ ადგილს. 360c - ეს არის სრულად ავტონომიური ელექტრომობილი მძღოლის გარეშე. შიგაწვის ძრავის, საჭის და სატერფულების არარსებობა საშუალებას იძლევა, სალონის სივრცე ახლებურად მოეწყოს. Volvo Cars-ის ინჟინრებმა განსაკუთრებული ყურაღება მიაქციეს სალონის საძილე ზონას. მათ შეაფასეს, თუ როგორ შეიძლება ახდენდეს გავლენას სხვადასხვა მგზავრის განლაგება საერთო უსაფრთხოებაზე. საძილე სივრცეში ინტეგრირებული სპეციალური დამცავი გადასაფარებელი, წარმოადგენს უსაფრთხო მგზავრობის გარანტს. ის მუშაობს როგორც სამწერტილოვანი უსაფრთხოების ღვედი, თუმცა განკუთვნილია მწოლიარე მდგომარეობისთვის. სალონში გათვალიწინებულია მრავალი ინტერაქტიული ეკრანი. კავშირგაბმულობის თანამედროვე ტექნოლოგიები უზრუნველყოფენ ინტერნეტთან უსწრაფეს კავშირს. ეს იძლევა გზაში მუშაობის, მულტიმედიური კონტენტის ყურების საშუალებას და ა.შ. კონცეპტის შემუშავების სტადიაზე დიდი ყურადღება დაეთმო რობომობილის ურთიერთქმედებას საგზაო მოძრაობის სხვა ობიექტებთან. სპეციალური სისტემა იყენებს გარე ხმებს, ფერებს, ვიზუალურ ეფექტებს, აგრეთვე მათ კომბინაციას სატრანსპორტო საშუალების მანევრირებისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ მომენტში გასაგები იქნება, თუ რა მანევრის გაკეთებს აპირებს ავტომობილი. „Volvo 360c ცდილობს გაიგოს, რა მოხდება, თუ ავტომობილის მართვა ჩვენზე არ იქნება დამოკიდებული და ამავე დროს, გადაწყვიტოს სალონის დიზაინი და ბორტზე დროის გატარების შესაძლებლობა. ეს არის მცდელობა გავიხედოთ მომავალში, თუ როგორ შეუძლიათ უპილოტო ავტომობილებს ჩვენი ცხოვრებისეული ჩვევების და ნივთების შეცვლა. პერსპექტივები გამაოგნებელია“ - აცხადებენ Volvo Cars-ში. https://3dnews.ru/974987
  9. ახალი ვიდეოპლატფორმის - IGTV-ის ივლისში გამოშვების შემდეგ Instagram-ი შესვენებას არ აპირებს: The Verge-ს ინფორმაციის თანახმად, იგი მუშაობს ახალ აპლიკაციაზე, რომელსაც დიდი ალბათობით უწოდებენ IG Shopping-ს. იქნება თუ არა საბოლოო ეს სახელწოდება, ჯერჯერობით უცნობია. ახალი აპლიკაციის არსი იმაში მდგომარეობს, რომ მომხმარებლებს საშუალება ექნებათ პლატფორმის საშუალებით თვალყური ადევნონ გასაყიდ კოლექციას, ფასებს, გაყიდვებს და გააკეთონ შენაძენი ონლაინ რეჟიმში. აპლიკაცია თავდაპირველად ხელმისაწვდომი გახდება მსოფლიოს რვა ქვეყანაში. მისი საშუალებით კომპანიებს შეეძლებათ პროდუქციაზე გამოიყენონ ტეგი „shoppable“ და მომხმარებლები შეძლებენ არჩევანის გაკეთებას. ახალ აპლიკაციასთან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის, ასევე უცნობია გაშვების თარიღიც. როგორც მოსალოდნელია, Instagram-ი ოპტიმისტურად არის განწყობილი ელექტრონული კომერციის სამომავლო გაფართოებისადმი. პროექტის შესახებ ინფორმირებული პირის განცხადების თანახმად, კომპანიამ შესაძლოა კიდევ უფრო მეტი ინსტრუმენტი დაამატოს ონლაინ ვაჭრობისთვის, რადგან IG Shopping აპლიკაციას მოუწევს კონკურენცია ელექტრონული კომერციის სხვა ონლაინ-პლატფორმებთან, ისეთებთან, როგორებიცაა Shopify და Amazon Webstore. Facebook-ს კარგი საფუძველი აქვს განვითარებისთვის, თუმცა თუ გავითვალისწინებთ მედია-გიგანტის რეპუტაციას პირად ფრონტზე, საინტერესო იქნება, როგორ დაიცავს პოტენციური ახალი პლატფორმა მომხმარებელთა პირად საგადახდო დეტალებს. www.techradar.com
  10. კომპანია Mercedes-Benz-მა ოფიციალურად წარადგინა თავისი პირველი ელექტრო ქროსოვერი სახელწოდებით EQC 400 4Matic. მანქანას აქვს ორი ელექტრო ძრავი, მათგან ერთი დამონტაჟებულია ღერძის წინა, მეორე კი - უკანა მხარეს, რისი წყალობითაც მანქანა four-wheel drive ტიპისაა. ძრავების ჯამური სიძლიერე 300 კვტ-ია, 408 ცხენის ძალა. მაქსიმალური აჩქარების დროა 0-დან 100 კმ/ს - 5,1 წამში. მაქსიმალური სიჩქარე - 180 კმ/სთ. ელექტრომობილის კვების წყაროს წარმოადგენს 80 კვტ/ს სიძლიერის მქონე ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკი. კვების ელემენტების ჯამური წონა 650 კგ-ა. მწარმოებლები ამტკიცებენ, რომ სრულად დამუხტვის შემდეგ ელექტრომობილს შეუძლია 450 კმ-ზე მეტი მანძილის გავლა. ავტომობილის გაბარიტებია 4761 × 1884 (2096 სარკეების ჩათვლით) × 1624 მმ, საბურავების ბაზა - 2873 მმ. მანქანის წონა 2425 კგ-ია. ელექტრო ქროსოვერის მფლობელთათვის ხელმისაწვდომი იქნება მართვის რამოდენიმე რეჟიმი: Comfort, Eco, Max Range, Sport და ინდივიდუალური. მძღოლის განკარგულებაშია ფართე ციფრული პანელი, რომელზეც ასახული იქნება სრული საჭირო ინფორმაცია. Mercedes-Benz EQC 400 4Matic-ის სერიული წარმოება დაიწყება მომავალ წელს. ელექტრო ქროსოვერის ღირებულება ჯერჯერობით არ სახელდება. https://3dnews.ru/974960 https://www.daimler.com/products/passenger-cars/mercedes-benz/eqc.html
  11. Canon-მა დააანონსა თავისი პირველი სრულკადრიანი უსარკო ფოტოაპარატი და ობიექტივების სისტემა, სახელწოდებით EOS R. ფოტოაპარატი EOS R აგებულია 30,3 მეგაპიქსელიან სრულკადრიან სენსორზე, დიაპაზონით - ISO 100-40 000. სენსორი იყენებს dual-pixel ავტოფოკუსს, Canon DIGIC 8-ის გამოსახულებითი პროცესორის თანამონაწილეობით. გააჩნია სენსორული ეკრანი, ელექტრონული OLED viewfinder და ინფორმაციული პანელი ფოტოაპარატის ზედა ნაწილში. ფოტოაპარატი ვიზუალურად გამოიყურება, როგორც ზომაში შემცირებული DSLR, თუმცა EOS R სისტემის მართვის სქემა ტრადიციულისგან განსხვავდება: ყველა ობიექტივს აქვს სპეციალური მართვის რგოლი zoom-ისა და ხელით ფოკუსირებისთვის, პარამეტრების რეგულირებისთვის. ფოტოაპარატის უკანა მხარეს ასევე გვაქვს მართვის პანელი სხვადასხვა ფუნქციების სამართავად. პირველი EOS R ობიექტივებია 24-105მმ f/4 L, a 50მმ f/1.2მმ L, a 28-70მმ f/2 L, და a 35მმ f/1.8 macro. Canon-ი აგრეთვე გამოუშვებს ობიექტივის სამაგრ სამ ადაპტერს. მოწყობილობა ხელმისაწვდომი იქნება 2299 დოლარად (3.399 დოლარი 24-105 მმ-იანი ლინზის თანხლებით) ოქტომბრის ბოლოს. წინასწარი შეკვეთები კი შესაძლებელი იქნება 12 სექტემბრიდან. www.theverge.com
  12. EK წარმოგვიდგენს ახალი თაობის მაღალმწარმოებლურ წყლის ბლოკებს ახლახანს დაანონსებული NVIDIA GeForce RTX ვიდეო ბარათებისთვის. ახალი GPU ბლოკების სახელწოდება „Vector” შთაგონებულია დღევანდელ ბაზარზე არსებული გრაფიკული ბარათების გამოთვლითი სიმძლავრით. ვუწოდოთ წყლის ბლოკებს „Full Cover“ დღესდღეობით არ არის საკმარისი, რადგან პროდუქტს გააჩნია უნიკალური მახასიათებლები, როგორებიცაა: EK Vector RTX სპეციალურად შემუშავებულია რამოდენიმე NVIDIA GeForce RTX Turing ვიდეო ბარათისთვის. თავად წყლის ბლოკი იყენებს ერთ სლოტს რომელიც მოიცავს PCB -ს მთლიან სიგრძეზე და გაგრილების ამ რთული გადაწყვეტილების საშუალებით, მოზრდილი, „კუნთებიანი“ ვიდეო ბარათი იქცევა მინიმალისტურ, ელეგანტურ ნაწილად. წყლის ბლოკი შედგება რვა სხვადასხვა ვარიაციისგან, რომელთაგან თითოეული მათგანი განკუთვნილია GPU-ს, VRAM და VRM-ის გაგრილებისთვის, გამაგრილებელი სითხე მიმართულია ამ კრიტიკული არეებისკენ. ამის წყალობით, გრაფიკული ბარათი სტაბილური რჩება ოვერქლოქინგისას, ინტენსიური დატვირთვისას, მაქსიმალური Boost Clock-სას. ჯამში, შეგიძლიათ ისიამოვნოთ თამაშისას თქვენი ვიდეო ბარათის მაქსიმალური შესაძლებლობებით და ხმაურის დაბალი დონით. ზემოთხსენებული რვა ვარიაცია მოიცავს მატერიალების კომბინაციას, როგორიცაა ელექტროლიტური სპილენძი, მონიკელებული ელექტროლიტური სპილენძი, შავი POM (Polyoxymethylene) აცეტილი, აკრილი. რამოდენიმე მათგანს გააჩნია სტანდარტული 12 ვოლტიანი LED ხაზები. თავსებადობა EK Vector RTX 2080-ის ყველა წყლის ბლოკი თავსებადია Turing TU104-ის გრაფიკული პროცესრის ბაზაზე არსებული NVIDIA GeForce RTX 2080-ის სტანდარტულ გრაფიკულ ბარათებთან. EK Vector RTX 2080 Ti ბლოკები თავსებადია Turing TU102-ის ბაზაზე მყოფ NVIDIA GeForce RTX 2080 Ti ვიდეო ბარათებთან. RGB LED სტანდარტის მხარდაჭერა EK Vector RTX 2080 RGB-ის ერთ-ერთი განსაკუთრებულობა მის სიმარტივეშია, რადგან გამოყენებულია სტანდარტული 4-pin 12V RGB კონტროლერი. Vector RTX 2080 სერიის ბლოკები იწარმოება სლოვენიაში და წინასწარი შეკვეთა შესაძლებელია EK-ის ინტერნეტ-მაღაზიაში ან მის პარტნიორ რესელერებთან. წინასწარი შეკვეთები ხელმისაწვდომი იქნება 20 სექტემბრიდან. ქვემოთ მოცემულ ცხრილში შეგიძლიათ იხილოთ მწარმოებლისგან შემოთავაზებული საცალო ფასები დღგ-ის ჩათვლით. Name MSRP (incl. VAT) EK-Vector RTX 2080 Ti – Copper + Plexi 129.90€ EK-Vector RTX 2080 Ti – Copper + Acetal 129.90€ EK-Vector RTX 2080 Ti RGB – Nickel + Plexi 149.90€ EK-Vector RTX 2080 Ti RGB – Nickel + Acetal 144.90€ EK-Vector RTX 2080 – Copper + Plexi 129.90€ EK-Vector RTX 2080 – Copper + Acetal 129.90€ EK-Vector RTX 2080 RGB – Nickel + Plexi 149.90€ EK-Vector RTX 2080 RGB – Nickel + Acetal 144.90€ EK-Vector RTX Backplate – Black 36.90€ EK-Vector RTX Backplate – Nickel 43.90€ www.guru3d.com
  13. ტელეფონი ტაქსის მძღოლმა აღმოაჩინა, ფოტოები გადაუღო და გამოაქვეყნა. მოგვიანებით კი მფლობელს დაუბრუნეს. ფოტოებზე სტიკერებით დაფაულია კოდები, რომლების საშუალებითაც შეისაძლებელი იქნებოდა მფლობელის იდენტიფიცირება. ბოლო თვეებში ინტერნეტში ვრცელდებოდა ახალი Pixel 3-ის ფოტოები, რაც დაკავშირებულია შავ ბაზარზე გაყიდვებთან, სადაც ახალი სმარტფონი იყიდება დაახლოებით 2 000 დოლარად (1723 ევრო). ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჯერ კიდევ გამოუქვეყნებული სმარტფონი იქნა დაკარგული კომპანიის თანამშრომლებისგან. 2010 წელს Apple-ის თანამშრომელმა ბარში დაკარგა iPhone 4-ის პროტოტიპი. მოგვიანებით ეს ტელეფონი გადაცემულ იქნა ტექნოლოგიური ბლოგი Gizmodo-სათვის, საიდანაც გაჟონა ინფორმაციამ სმარტფონის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ახალი Pixel 3 ოქტომბერში იქნება წარმოდგენილი. GOOGLE PIXEL 3 SPECIFICATIONS SUMMARY Performance Octa core Display 5.5" (13.97 cm) Storage 64 GB Camera 12.2 MP Battery 2915 mAh Ram 4 GB Launch Date In India October 4, 2018 (Unofficial) www.guru3d.com
  14. კრიპტოვალუტების ციებ-ცხელება მინელდა, მაგრამ დედა დაფების მწარმოებლები აგრძელებენ მაინინგის სისტემის ფორმირებისთვის საჭირო სიახლეებზე მუშაობას. მორიგი ამგვარი სიახლეა Biostar TB360-BTC Expert - Intel H370-ის ლოგიკის ნაკრებით. დაშვებულია მერვე თაობის Core-ის პროცესორებზე დაყენება, 95 ვატამდე მაქსიმალურ სითბურ ენერგიამდე. DDR4-1866/2133/2400/2666 ოპერატიული მეხსიერების მოდულებისათვის მოცემულია ორი კონექტორი. სისტემაში შესაძლებელია 32 გბ-იანი ოპერატიული მეხსიერების დამონტაჟება. დაფის განსაკუთრებულობა გამოიხატება იმაში, რომ გააჩნია 17 სლოტი მაინიგის ბარათებისთვის: ერთი PCIe 3.0 x16-სთვის და თექვსმეტი - PCIe 3.0 x1-სთვის. სიახლის ზომებია 305 × 210 მმ. კონექტორებთან მოცემული გვაქვს PS/2 ჯეკები კლავიატურისა და მაუსისთვის, ოთხი USB 3.0 პორტი, ორი USB 2.0 პორტი, HDMI და D-Sub ინტერფეისები გამოსახულებისთვის, ჯეკი ქსელური სადენისთვის (გამოიყენება გიგაბიტური კონტროლერი Realtek RTL8111H) და ჯეკების ნაკრები (codec Realtek ALC887). მაინინგ-დაფა Biostar TB360-BTC Expert-ის ფასი დაზუსტებული არ არის. https://3dnews.ru/974918
  15. არ არის გამორიცხული, რომ კომპანია Samsung-ი მალე წარმოგვიდგენს ახალ სმარტფონს უჩვეულო კამერით, რომელსაც ექნება რამოდენიმე ოპტიკური მოდული. საუბარი ეხება ტელეფონს ოთხმაგი ძირითადი კამერით. ამგვარი სმარტფონის გამოსვლის შესახებ twitter-ის საშუალებით განაცხადა ბლოგერმა Ice universe-მ, რომელიც ამ დრომდე მუდმივად იძლეოდა ზუსტ ცნობებს და აქვეყნებდა ფოტომასალებს სმარტფონებთან დაკავშირებული სიახლეების შესახებ. Ice universe-ის მიხედვით, ახალი სმარტფონის ანონსი უკვე მიმდინარე წელს შედგება. Ice universe‏ @UniverseIce FollowFollow @UniverseIce More Samsung Camera Camera Camera Camera 11:59 PM დამკვირვებლები ვარაუდობენ, რომ ოთხმაგი კამერა შესაძლოა დამონტაჟებული იყოს Samsung-ის თამაშებისთვის განკუთვნილ ახალ სმარტფონზე, რომლის შესახებაც ხმები ამა წლის ზაფხულში გავრცელდა. თვით სამხრეთკორეული გიგანტი კი გავრცელებულ ინფორმაციაზე არანაირ კომენტარს არ აკეთებს. უნდა აღინიშნოს, რომ მრავალობიექტივიანი კამერები შესაძლოა გახდეს ფლაგმანური ტელეფონების ახალი განმასხვავებელი ნიშანი. მიმდინარე წელს კომპანია Huawei-მაც დაანონსა მოწყობილობა P20 Pro, რომელიც აღჭურვილია სამმაგი კამერით. კომპანია Nokia კი, გავრცელებული ხმების თანახმად, ემზადება გამოუშვას სმარტფონი ხუთი და მეტი ოპტიკური მოდულით. https://3dnews.ru/974925
  16. სახელისუფლებო წარმომადგენლები მოითხოვენ ტექკომპანიებისგან „სათადარიგო კარის“ შექმნას, რომლებზეც მუდმივად ექნებათ წვდომა სამართალდამცავ ორგანოებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი „მიმართავენ ტექნოლოგიურ, იძულებით, საკანონმდებლო და სხვა სახის ზომებს“, რათა შეაღწიონ დაბლოკილ დივაისებსა თუ სერვისებში. ეს განცხადება გაჟღერდა ზემოთ ხსენებული ხუთი ქვეყნის წარმომადგენლობის შეხვედრისას „Five Eyes“ პაქტის ფარგლებში. ისინი შეეხნენ მთელ რიგ ტექნოლოგიურ პრობლემებს, რომელთაგან განსაკუთრებული ყურადღება სწორედ შიფრაციას დაეთმო. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნავენ, ეს backdoor-ები იქნება კანონიერი წვდომა მოწყობილობებზე, მაგალითად, ძიების პროცესში საჭიროებების მიზნით. იგეგმება ტექკომპანიების ნებაყოფლობითი ჩართვა „სათადარიგო კარის“ დამატების მხრივ, თუმცა ეს ნებაყოფლობითობა ძალაშია გარკვეულ მომენტამდე: ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ აქვთ მონაცემებამდე შეღწევის მანდატი წინააღმდეგობის მიუხედავად, თუკი ამას საჭიროება მოითხოვს. ამ ეტაპზე backdoor-ზე მოთხოვნა ჯერ კიდევ არ ჟღერს როგორც ბრძანება ან მუქარა, თუმცა განცხადება ცალსახად ნიშნავს მზარდ ინტერესს და ქმედებებს შიფრაციის წინააღმდეგ ხელისუფლებათა მხრიდან, რადგან სამართალდამცავი ორგანოებისთვის დაბრკოლებად მიიჩნევა. სავარაუდოა, რომ მოთხოვნა გაიზრდება და, საბოლოოდ, მოქმედებაშიც იქნება მოყვანილი. ტექკომპანიები საკმაოდ შეაფიქრიანა backdoor-ზე მოთხოვნამ. ერთი მხრივ, მათ მოუწევთ დაპირებული კონფიდენციალურობის პირობის დარღვევა, მეორე მხრივ, საფრთხე იქმნება სხვათა მხრიდან შპიონაჟის თვალსაზრისით. წარმომადგენლები ასევე გამოვიდნენ წინადადებით, რომ კომპანიებმა შექმნან ისეთი ტიპის ინსტრუმენტები, რაც ხელს შეუწყობს სხვადასხვა დანაშაულებრივი სახის აქტივობის გამოვლენასა და აღმოფხვრას, როგორებიცაა ბავშვთა გატაცება, ტერორიზმი და ა.შ. - შეიქმნას ფუნქცია/ინსტრუმენტი, რომელიც ავტომატურად წაშლის ნეგატიური შემცველობის კონტენტს და გამორიცხავს მის გავრცელებას. www.theverge.com/
  17. გასულ კვირაში Sony-მ დააანონსა წარმოუდგენელი მასშტაბირების ორი კომპაქტური ფოტოაპარატი 24მმ-იდან 720 მმ-მდე გადიდების შესაძლებლობით. ეს არ არის Sony-ს აპარატთაგან პირველი ზუსტი მასშტაბირების დიაპაზონის მქონე ფოტოაპარატები, თუმცა ახალ მოდელებს დამატებული აქვთ 4K-გადაღების ფუნქცია, და ერთ-ერთ მათგანს - სენსორული ეკრანი, რაც მათ აქცევს უფრო ხარისხიან მოდელებად და ზრდის მათ კონკურენტუნარიანობას Sony-სავე მეტად პოპულარული RX100 სერიისადმი. ახალი მოდელები - HX99 და HX95 ზომით iPod-ის ტოლია, მხოლოდ მასზე მსხვილები და იწონიან დაახლოებით ნახევარ ფუნტს. ეს დაახლოებით იგივეა, რაც Sony RX100 ფოტოაპარატის შემთხვევაში, თუმცა არის ერთი კრიტიკული განსხვავება: RX100-ის ხაზი იყენებს ბევრად დიდ გამოსახულების სენსორს, იმ დროს, როდესაც ახალი მოდელების სენსორები გაცილებით მცირე ზომისაა. ეს კი ნიშნავს გამოსახულების ხარისხის გაუარესებას, თუმცა იძლევა მასშტაბირების დიდი დიაპაზონის გამოყენების საშუალებას. Sony-მ აწარმოა ამ ფოტოაპარატების წინამორბედი უამრავი მსგავსი ფოტოკამერა. მსგავსებებია მაგალითად: pop-up viewfinder და 3 დუიმიანი უკანა ეკრანი, რომელიც 180 გრადუსით მოტრიალებისა და სელფის გადაღების საშუალებას იძლევა. ახალი მოდელებისთვის დამატებული ფუნქციები და ცვლილებები კი უზრუნველყოფს უფრო მარტივ და კომფორტულ გამოყენებას, განსაკუთრებით მათთვის, ვინც მიჩვეულია სმარტფონებით ფოტოგადაღებებს. თუკი ეძებთ კომპაქტურ კამერას და არ გსურთ გადაიხადოთ 1000$-მდე საფასური RX100 სერიის უკანასკნელ მოდელში, მაშინ HX ხაზი საუკეთესო ალტერნატივას წარმოადგენს. ორივე ახალი ფოტოაპარატი ევროპულ ბაზარზე გამოჩნდება ოქტომბრიდან, HX95-ის ღირებულება იქნება დაახლოებით 500 ევრო (580 $), HX99-ის ფასი კი - 520 ევრო (604 $). www.theverge.com/
  18. წარმოგიდგენთ ბინანსის აკადემიას, სადაც შეგიძლიათ იხილოთ მარტივი ენით ახსნილი საგანმანათლებლო ვიდეოები და გაიგოთ ისეთი საკითხების შესახებ, როგორებიცაა: რა არის მაინინგი; რა არის ბიტკოინი; როგორ მუშაობს ბლოკჩეინი; ელექტრონული საფულეები და უსაფრთხოება; ბინანსის ეკოსისტემა; რა არის Binance coin-ი; ძირითადი კიბერსაფრთხეები; კრიპტო Scammer-ების იდენტიფიცირება და ა.შ. თემები დაყოფილია კატეგორიებად: BLOCKCHAIN SECURITY BINANCE TOKEN & COINS TRADING https://www.binance.vision/
  19. Intel-ის 14 ნანომეტრიანი პროცესორების ხანგრძლივმა სასიცოცხლო ციკლმა კომპანიისთვის ცუდი როლი ითამაშა. ბაზრის მონაწილეები ელიან, რომ წლის ბოლომდე Intel-ის ყველა პროცესორი, რომელიც გამოშვებულია 14 ნანომეტრიანი ტექნოლოგიით, დეფიციტში იქნება. Intel-ს დასჭირდება გარკვეული დრო, რომ მოერგოს შექმნილ ვითარებას. ამავე დროს, საჭიროა, რომელიმე კომპანიამ მაინც გადაჭრას პრობლემა და უზრუნველყოს ბაზრისთვის პროცესორების მიწოდება. ამ მისიას საკუთარ თავზე იღებს კომპანია AMD. უკვე თვალსაჩინოდ ჩანს, რომ რიცხობრივი უპირატესობა ამ კომპანიის მხარეზე გადადის. როგორც წყაროები იტყობინებიან, AMD-ის პერსონალურ და მობილურ პროცესორებზე შეკვეთები ორჯერ გაიზარდა. კომპიუტერების მწარმოებელთა ნაწილი უკვე აპირებს კონტრაქტების გაფორმებას AMD-სთან მომავალი წლის პირველი კვარტალისთვის, რადგან დიდად არ აქვთ მოლოდინი, რომ Intel-ი დროულად გადაჭრის პრობლემას. მოკლედ რომ ითქვას, AMD-მ მიიღო შანსი არამხოლოდ იმით, რომ დროულად გადავიდა 7 ნანომეტრიან ტექპროცესორებზე, არამედ ამას ხელი შეუწყო კონკურენტის დროებითმა სირთულეებმაც. overclockers.ru
  20. გამოქვეყნდა უახლესი სტატისტიკა მსოფლიო ბაზარზე ოპერაციული სისტემების სხვადასხვა ვერსიების გადანაწილების შესახებ. რეიტინგში წამყვან პოზიციას კვლავ იკავებს პლატფორმა Nougat (7.0 და 7.1 ვერსიები): მისი წილი ბოლო თვის განმავლობაში არ შეცვლილა და კვლავ 30.8%-ს შეადგენს. მეორე ადგილზე იმყოფება ოპერაციული სისტემა Marshmallow 6.0, მაჩვენებლით - 22.7%. შედარებისთვის, წინა თვეებში ეს მაჩვენებელი 23.5% იყო. მესამე ადგილი კი, როგორც ამ დრომდე ხდებოდა, ერგო პლატფორმას Lollipop (5.0 და 5.1), თუმცა მისი წილი წინა პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით შემცირებულია: 20.4%-დან 19.2%-მდე. ოპერაციული სისტემა Oreo (8.0 და 8.1) აგრძელებს პოზიციების გამყარებას. ივლისში მისი მაჩვენებელი 12.1 % იყო, აგვისტოს მაჩვენებლით კი 14.6 %-მდე გაიზარდა. პლატფორმა KitKat 4.4-ზე მოდის ბაზრის დაახლოებით 8,6 % წილი. 3.5%-ს იკავებს ოპერაციული სისტემა Jelly Bean (ვერსიები 4.1, 4.2 და 4.3). მას მოსდევს პლატფორმა Ice Cream Sandwich (4.0.3 – 4.0.4 ) – 0.3%. და Gingerbread (2.3.3 – 2.3.7) ასევე 0.3%. ახალი ოპერაციული სისტემა Android 9.0 Pie ჯერჯერობით რეიტინგში არ შედის, რაც ნიშნავს, რომ მისი წილი არ აღემატება 0.1 %-საც კი. https://3dnews.ru/974828
  21. როდესაც საქმე ეხება პროცესორის დატვირთვით მუშაობის დროს ტემპერატურის შენარჩუნებას, Cooler Master MasterLiquid ML360R RGB ნადვილი ჩემპიონია გაგრილებაში. მას 33%-ით უფრო დიდი რადიატორის ზედაპირი გააჩნია კიდევ უფრო მეტი გაგრილების უზრუნველყოფისთვის. შედეგად, იგი უკეთესად აგრილებს, ვიდრე NZXT Kraken X72. Cooler Master-ი აწარმოებს MasterLiquid ML360R RGB-ს უამრავ აქსესუარსა და მონტაჟისთვის საჭირო იარაღებთან ერთად. კომპლექტს ასევე გააჩნია Cooler Master-ის სითბური კომპარატორის თერმოპასტა, RGB განათების მართვის მოდული და USB სადენები. Specifications Thickness 1.1 inches / 25.1mm (2.3 inches / 57.9mm w/fans) Width 4.8 inches / 120.7mm Depth 15.5 inches / 393.7mm Pump Height 2.1 inches / 52.9mm Speed Controller BIOS Cooling Fans 2x 120 x 25mm Connectors 1x 3-Pin 3x 4-Pin PWM 4x 4-pin RGB Weight 90.5oz / 2567g Intel Sockets 2066, 2011x, 1366, 115x, 775 AMD Sockets AM2(+), AM3(+) AM4, FM1, FM2(+) Warranty Two years RGB განათების მოდულის შემთხვევაში, მზად უნდა იყოთ უამრავი სადენის კონფიგურირებისთვის, რაც აუცილებელია ML360R RGB-ის სრული ინტეგრირებისათვის. მართკუთხა კონტროლის მოდულს აქვს მაგნიტური ბაზა, რომელიც თავიდან გვაცილებს ორმხრივი ლენტის არსებობას, რაც აუცილებელია უმეტესი ფოლადის კორპუსებისთვის. Cooler Master-ის ტუმბოს გლუვი, მრგვალი კორპუსი უზრუნველყოფს მუდმივ განათების დონეს. განათებისთვის შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი ფერი ნებისმიერი კომპონენტისთვის. ML360R RGB-ის ალუმინის რადიატორი უზრუნველყოფს სითბოსა და ჰაერის ნაკადების ბალანსს MF120R aRGB ვენტილატორებისთვის. ვენტილატორების დაყენება რადიატორის კორპუსში შესაძლებელია მარტივად, ინსტრუმენტების გარეშე. /www.tomshardware.com
  22. Xbox One Pass - ეს არის subscription სერვისი Netflix-ის სტილში, რომელსაც აქვს შემოთავაზება Xbox One-ისა და Xbox 360-ისთვის 100-ზე მეტ თამაშზე წვდომაზე თვეში 9,99 $-ად. თუმცა, განსხვავებით სხვა სთრიმინგ სერვისებისგან, თქვენ შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ თამაში მყარ დისკზე visual fidelity-ის დაკარგვის რისკის გარეშე. ქვემოთ იხილავთ თამაშების ჩამონათვალს, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება გამომწერებისთვის 2018 წლის სექტემბრის თვეში. ჩამონათვალი განახლდება პერიოდულად. Xbox One games #IDARB ABZU Aven Colony Bomber Crew Brothers: A Tale of Two Sons Casey Powell Lacrosse 16 Cities: Skylines Cluster Truck Costume Quest 2 D4: Dark Dreams Don't Die Dandara Darksiders: Warmastered Edition Darksiders II: Deathinitive Edition Dead Island: Definitive Edition Dead Rising 2 Dead Rising 3 Deadlight: Director's Cut Devil May Cry: Definitive Edition Devil May Cry 4: Special Edition Dirt 4 Disneyland Adventures DOOM DmC Devil May Dry: Definitive Edition Dovetail Games Euro Fishing Electronic Super Joy F1 2015 Fallout 4 Farming Simulator 15 Gears of War 4 Gears of War: Ultimate Edition Giana Sisters: Twisted Dreams Graveyard Keeper Guacamelee: Super Turbo Championship Edition Halo 5: Guardians Halo: Spartan Assault Halo: The Master Chief Collection Halo Wars: Definitive Edition Halo Wars 2 Hitman Season 1 Homefront: The Revolution Hue Human Fall Flat InnerSpace JumpJet Rex Kinect Rush: A Disney Pixar Adventure Kingdom: New Lands Knight Squad KYUB Laser League Late Shift Layers of Fear Letter Quest: Grimm's Journey Remastered Limbo Lumo Maldita Castilla EX: Cursed Castle Manual Samuel Mass Effect Massive Chalice Max: The Curse of Brotherhood Mega Coin Squad Mega Man Legacy Collection Mega Man Legacy Collection 2 Metal Gear Solid V: Ground Zeroes Metro: Last Light Redux MotoGP 17 NBA Playgrounds Oddworld: New 'N' Tasty OlliOlli ONRUSH Oxenfree Payday 2: Crimewave Edition Portal Knights Pumped BMX Quantum Break ReCore Resident Evil HD Resident Evil 0 Resident Evil Revelations 2 Rime Riptide GP: Renegade Rise of the Tomb Raider Rocket League Robocraft Infinity Roundabout Ruiner Ryse: Son of Rome Saints Row IV: Re-elected Saints Row: Gat Out of Hell ScreamRide Shadow Complex Remastered Shadow Warrior Shantae and the Pirate's Curse Sherlock Holmes: The Devil's Daughter Sky Force Anniversary Sky Force Reloaded Snake Pass State of Decay: Year One State of Decay 2 Steredenn Sunset Overdrive Super Lucky's Tale Super Mega Baseball: Extra Innings Super Time Force Terraria The Book of Unwritten Tales 2 The Bug Butcher The Escapists The Escapists: The Walking Dead The Final Station The Flame in the Flood The Golf Club The Swapper The Technomancer The Hunter: Call of the Wild The War of Mine: The Little Ones Tom Clancy's The Division Tower of Guns Unmechanical: Extended Warhammer: Vermintide 2 Wasteland 2: Director's Cut The World of Van Helsing: Deathtrap WRC 5: World Rally Championship Zombie Army Trilogy Zoo Tycoon: Ultimate Animal Collection Xbox 360 games (backward compatible) A Kingdom for Keflings A World of Keflings Alien Hominid HD Banjo-Kazooie Banjo-Kazooie: Nuts & Bolts Banjo-Tooie BattleBlock Theater Bayonetta Bomberman Battlefest Braid CastleStorm Comic Jumper Defense Grid Double Dragon Neon Elder Scrolls IV: Oblivion Fable Anniversary Fable II Fable III Fallout 3 Garou: Mark of the Wolves Gears of War Gears of War 2 Gears of War 3 Gears of War: Judgment Grid 2 Hexic 2 Hydro Thunder Injustice: Gods Among Us Iron Brigade Jetpac Refuelled Joe Danger 2: The Movie Joe Danger: Special Edition Joy Ride Turbo Kameo KOF98UM LEGO Star Wars: TCS Mass Effect Mega Man 9 Mega Man 10 Metal Slug 3 Metal Slug XX Monday Night Combat Ms Splosion Man MX vs. ATV Reflex N+ Perfect Dark Zero RAGE Sacred Citadel Samurai Showdown II Sonic and Knuckles Sonic CD Spelunky Splosion Man Stacking Star Wars: The Force Unleashed Star Wars: The Force Unleashed II Street Fighter IV Arcade Edition Tecmo Bowl Throwback The Maw Toy Soldiers Toy Soldiers: Cold War Viva Pinata Viva Pinata: Trouble in Paradise Original Xbox games (backward compatible) Fuzion Frenzy Ninja Gaiden Black Star Wars Knights of the Old Republic https://www.windowscentral.com/xbox-game-pass-list
  23. Microsoft-ი დიდი ხნის წინ დაგვპირდა Dolby Vision HDR სტანდარტის მხარდაჭერას თავის კონსოლებზე. და, როგორც იქნა, პროგრამის ტესტირების მონაწილეებს შეუძლიათ შეამოწმონ ამ რეჟიმის მუშაობა Xbox One S-ზე ან Xbox One Xზე. ამისთვის კი საჭიროა არამარტო შესაფერისი ტელევიზორი 4K-სა და Dolby Vision-ის მხარდაჭერით, არამედ Netflix-ის გამოწერა. HDR10 სტანდარტი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გამოსახულებას მუქ და ნათელ ტონებში, აგრეთვე აფართოებს დინამიკურ დიაპაზონს. ამასთან, Dolby Vision-ი საშუალებას იძლევა თითოეულ სცენაში შეიცვალოს პარამეტრები და დაემატოს კიდევ უფრო დიდი დიაპაზონი და ფერთა გამა. Dolby Vision 4K მხარდაჭერის მქონე Ultra HD ტელევიზორების მფლობელები დიდი ალბათობით უკვე იყენებენ Netflix-ის აპლიკაციას, რომელსაც შეუძლია სტრიმ კონტენტის ტრანსლირება მაღალ ხარისხში, ახლა კი უკვე კონსოლების გამორთვის გარეშე შეეძლებათ ფილმის ან სატელევიზიო შოუს ყურება. Dolby Vision 4K სტანდარტში Blu-ray დისკის მხარდაჭერის შესახებ არაფერია ცნობილი, თუმცა ამ მიმართულებით ნაბიჯები გადადგმულია და ადრე თუ გვიან სახეზე ვიხილავთ. https://3dnews.ru/974797
  24. ანალიტიკურმა კომპანიამ Jon Peddie Research-მა (JPR) გამოქვეყნა ახალი კვარტალური ანგარიში, რომელიც შეიცავს საინტერესო სტატისტიკას GPU ბაზართან დაკავშირებით, როგორც მთლიანი ბაზრის, ასევე ცალკეული სეგმენტის შესახებ. აპრილ-ივნისის მაჩვენებლები წინა კვარტალის სტატისტიკასთან შედარებით დაბალი აღმოჩნდა, რაც შეიძლება აიხსნას როგორც სეზონური ფაქტორით, ასევე კრიპტოვალუტების მომპოვებელთა ინტერესის საგრძნობი შემცირებით ვიდეო ბარათებისა და AMD-სა და NVIDIA-ს სპეციალიზებული კრიპტო ამჩქარებლების მიმართ. იმ დროს, როდესაც PC-ის ბაზარი გაიზარდა თანმიმდევრულად 1,9%-ითა და წლიური 2,04%-ით, გრაფიკული ადაპტერების მიწოდება შემცირდა 1,5%-ითა და 4,9%-ით, ზედა მაჩვენებლებთან შესაბამისობაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვნად შემცირდა GPU-ს სეგმენტი პერსონალური კომპიუტერებისთვის - წლიური 6%-ით, ლეპტოპების შემთხვევაში კი - 5%-ით. უნდა აღინიშნოს, რომ პერსონალურ კომპიუტერებსა და ლეპტოპებში JPR-ის კვლევა ასევე გულისხმობს x86-თავსებად Windows-პლანშეტებს, ქრომბუკებს და აწყობილ სისტემებს. კვლევაში არ შედის Apple iPad და მისი კონკურენტები - Android-ი და სერვერები ARM ბაზაზე. „პერსონალური კომპიუტერების ბაზარი სტაბილურდება და გამოდის „ოქროს ციებ-ცხელებიდან“ - აღნიშნავს JPR-ი ანგარიშში. მიწოდების საერთო მოცულობა შემცირდა, თუმცა ცალკეულ „გამონათებები“ მაინც არის. 2018 წლის პირველი კვარტალი ნამდვილი პიკი იყო კრიპტოვალუტების ციებ-ცხელების. მოთხოვნა PC გრაფიკულ ადაპტერებზე, რომლებიც ამ დრომდე აქტიურად გამოიყენებოდა კრიპტო „ფერმებში“, დაუბრუნდა ჩვეულ დონეს“. კრიპტოვალუტების ციებ-ცხელების ფაქტორი დიდხანს უწყობდა ხელს დისკრეტულ გრაფიკაზე მაღალი ფასის არსებობას, თუმცა ამ ფაქტორის არარსებობა ვერ ჭრის სეგმენტის პრობლემას AMD Radeon-ის სათამაშო ბარათის დაბალი კონკურენტუნარიანობის გამო NVIDIA GeForce-სთან შედარებით. ამჯერად იმედი მყარდება GeForce RTX-ის საშუალოფასიან ამჩქარებლებზე (GeForce RTX 2060 და GeForce RTX 2050 Ti), რომელთა გამოშვება იგეგმება წლის მეოთხე კვარტალში. შორეულ პერსპექტივაში მიწოდების მოცულობის აღდგენაში შესაძლოა ჩაერთოს ასევე AMD, თუკი მისი 7 ნანომეტრიანი გადაწყვეტილება „Navi“ საკმარისად წარმატებული აღმოჩნდება. კრიპტომომპოვებლების მხრიდან GPU-ზე მოთხოვნის შემცირებამ ყველაზე მეტად AMD-ს „დაარტყა“ (-12,28%). ინტერესების შემცირება NVIDIA-მაც განიცადა (-7,49%). Intel-ის მიერ მიწოდებული ინტეგრირებული გრაფიკის წილი კი პირიქით გაიზარდა 2.62%-ით. https://3dnews.ru/974802
  25. Microsoft-ი ოფიციალურად აცხადებს Windows 10 მორიგი განახლების შესახებ. ადრეული კოდური სახელწოდება Redstone 5, „Windows 10-ის 2018 წლის ოქტომბრის განახლება“ ოქტომბრის ნებისმიერ დღეს შეიძლება გაეშვას. იგი მოიცავს ახალ ფუნქციებს, როგორებიცაა ახალი cloud გაცვლითი ბუფერი, dark File Explorer-ი, განახლებული snipping tool, გაუმჯობესებული Microsoft Edge და ინფორმაცია Xbox-ის სათამაშო პანელის შესახებ. მოსალოდნელია, რომ ოქტომბრის გამახლებისათვის მზადებას Microsoft-ი სექტემბრის ბოლოს დაასრულებს და Windows Insider-ებისთვის ხელმისაწვდომი ოქტომბრის დასაწყისში გახდება, შემდეგ ეტაპზე კი - უკვე რიგითი მომხმარებლები შეძლებენ სიახლით სარგებლობას. ამ დროისათვის, Microsoft-ი ფოკუსირდება Windows 10-ის მომავალ განახლებაზე - კოდური სახელწოდებით 19H1. ეს განახლება დიდი ალბათობით მოხდება 2019 წლის აპრილში, კომპანიას ჯერჯერობით არ გაუმხელია რა ფუნქციები იქნება დამატებული და შემოთავაზებული მომხმარებლებისთვის. 19H1-ზე ტესტირებები დაიწყო ივლისის ბოლოს, და მოსალოდნელია, რომ ვიხილავთ Sets ფუნქციას, რომელიც სავარაუდოდ არ შეეხება Windows 10-ის ოქტომბრის განახლებას. www.theverge.com
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.