Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5910
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    198

Everything posted by Magdalena

  1. პროცესორებთან დაკავშირებული სიახლეების მოყვარულები მოუთმენლად ელიან CPU Coffee Lake Refresh-ის ლაინაფის გამოსვლას პლატფორმისთვის - LGA1151. წინასწარი ცნობების თანახმად, Intel Core-ის მე-9 თაობის ჩიპების სიაში შევა მოდელები: Core i9-9900K, Core i7-9700K, Core i5-9600K და Core i3-9350K. მათ, ვისაც განზრახული აქვს CPU Core i9-9900K ფლაგმანური პროცესორის შეძენა, მნიშვნელოვანი თანხის გადახდა მოუწევთ - მისი ღირებულება დაახლოებით 500 $-ია. კარგი სიახლე ისაა, რომ 8 ბირთვისა და მონაცემთა დამუშავების 16 ნაკადის წყალობით, შესაძლებელი იქნება დიდი ხნით დავივიწყოთ პლატფორმის „აფგრეიდის“ შესახებ. თუკი რაიმე მომენტში Core i9-9900K-ის მწარმოებლურობა არასაკმარისი აღმოჩნდება, შესაძლებელი იქნება მისი აჩქარება ეფექტური გაგრილების გზით. ჰონგკონგელმა ოვერქლოქერმა, ცნობილი გუნდის - HKEPC-ის წევრმა Lau Kin Lam-მა მოახდინა დემონსტრირება, თუ რა შესაძლებლობები გააჩნია LGA1151-ზე პროცესორებს, 5 გჰც სიხშირეზე (მისი boost-რეჟიმის შესაბამისად. ნომინალური სიხშირე 3,6 გჰც-ია). კონფიგურაციის დეტალების უმეტესობა გაუხმაურებელი დარჩა, თუმცა სარწმუნოა, რომ საქმე მხოლოდ ჰაერის გამაგრილებლით არ შემოიფარგლა. Core i9-9900K-მა 1.28 ძაბვის გამოყენებით დატვირთვაზე 2166 ქულა მოაგროვა Cinebench R15-ის მრავალნაკადიან ბენჩმარკ ტესტირებაზე. მიღებული შედეგი ბევრად აღემატება 6 ბირთვიანი და 12 ნაკადიანი პროცესორის - Core i7-8700K-ის მაჩვენებელს (1650 ქულა 5გჰც-ზე). ბირთვების რაოდენობის მატებამ განაპირობა მწარმოებლურობის ზრდა - და ეს ყველაფერი LGA115x პლატფორმის ფარგლებში, რომელიც ჯერ კიდევ გასულ წელს ვერ ახერხებდა ვერაფერი სერიოზულის შეთავაზებას, გარდა ოთხბირთვიანი Core i7-7700K პროცესორისა. Intel Core i9-9900K-ის წარმატებებმა დიდი ალბათობით უნდა მოახდინოს გავლენა AMD-ზე, რომ მან გამოუშვას 10 ან 12 ბირთვიანი პროცესორები იმავე ფასად (500$-ად), რამდენადაც 12 ბირთვიანი CPU Ryzen Threadripper 2920X-ის კონფიგურაცია ბევრად ძვირი ჯდება ჯერჯერობით. https://3dnews.ru/975446
  2. ჩინეთის სატელეკომუნიკაციო სერტიფიკაციის ცენტრის ვებ-გვერდზე (TENAA) გამოჩნდა ინფორმაცია Huawei-ის ორი ახალი, Android 8.1 Oreo-ს ბაზაზე არსებული სმარტფონის შესახებ. სმარტფონების სახელწოდებებია ARS-AL00 და ARS-TL00. ისინი ერთმანეთისგან მხოლოდ კორპუსის დიზაინით იქნება განსხვავებული: ARS-AL00 ვერსია გადაწყვეტილია შავ ფერში და ტყავისებული ეფექტის მქონე კორპუსით, ARS-TL00 მოდიფიკაციას კი ტრადიციული დიზაინი ექნება. ორივე სმარტფონს აქვს 7,12 დუიმიანი Full HD+ დისპლეი 2244 × 1080 გაფართოებით. ეკრანის ზედა ნაწილში განთავსებულია 8 მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა. სმარტფონების „გულს“ რაც შეეხება, როგორც წყაროები გვამცნობენ, ორივე სმარტფონს ექნება საფირმო პროცესორი Kirin 710. ჩიპი მოიცავს რვა ბირთვს: ოთხვი ბირთვი ARM Cortex-A73 2,2 გჰც-მდე ტაქტის სიხშირით და კიდევ ოთხი ბირთვი ARM Cortex-A53 1,7 გჰც-მდე ტაქტის სიხშირით. გრაფიკული დამუშავება დამოკიდებულია ARM Mali-G51 MP4 კონტროლერზე. სმარტფონების უკანა მხარეს განთავსებულია ორმაგი კამერა, მის შემადგენლობაში შედის სენსორები 16 და 2 მლნ მეგაპიქსელით. გარდა ამისა, უკანა მხარესვე არის განთავსებული დაქტილოსკოპიური სკანერი, მომხმარებლის ამოსაცნობად მისი თითის ანაბეჭდის საშუალებით. დანარჩენი მახასიათებლები ამგვარია: 4 გბ-იანი ოპერატიული მეხსიერება, ფლეშ-მოდული 64/128 გბ-იანი მოცულობით, ადაპტერები: Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 5, GPS/GLONASS რესივერი, ელემენტი 4900 ამპერი/საათში სიძლიერით. სმარტფონების ზომებია 177,57 × 86,24 × 8,48 მმ, წონა 210 გრამი. https://3dnews.ru/975381
  3. ამერიკულმა აეროკოსმოსურმა კომპანიამ SpaceX-მა განაცხადა, რომ კონტრაქტს ხელი მოაწერა პირველმა ტურისტმა, რომელიც გაფრინდება მთვარისკენ კომპანიის რაკეტით - Big Falcon Rocket. რაკეტა განკუთვნილია შორეული კოსმოსური სამოგზაურო მისიებისთვის, მათ შორის იგეგმება გაფრენები მარსის მიმართულებით. „SpaceX-მა გააფორმა კონტრაქტი მგზავრთან, რომელიც შემოუფრენს მთვარეს ჩვენი რაკეტით, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ ჩვეულებრივ მოქალაქეებს საშუალება მიეცეთ აისრულონ კოსმოსში მოგზაურობის ოცნება - ვკითხულობთ კომპანიის საიტზე. - მთვარეზე კაცობიობის ისტორიაში მხოლოდ 24 ადამიანი იმყოფებოდა. 1972 წლის Apollo-ს უკანასკნელი მისიის შემდეგ აღარავის დაუდგამს ფეხი მთვარეზე“. ხელმომწერის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. კომპანიამ პირობა დადო, რომ 17 სექტემბერს გაამხელს ამ პიროვნების ვინაობას და ისაუბრებს იმაზეც, თუ რატომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. ილონ მასკის ავანტიურისტული ხასიათის გათვალისწინებით, არის ვარაუდები, რომ სწორედ იგი იქნება პირველი, ვინც გაბედავს ამ მოგზაურობას. მიუხედავად ამ ცნობებისა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს ხომალდისა და ეკიპაჟის მზადყოფნას კოსმოსში სამგოზაუროდ. ფალკონის გაფრენას ახლო პერიოდში არ უნდა ველოდოთ. https://3dnews.ru/975386
  4. მოსალოდნელია, რომ AMD კვლავ იქნება კონსოლების ცალკრისტალიანი სისტემების მთავარი მომწოდებელი Sony-ისა და Microsoft-ის შემდგომი თაობებისთვის. ამის შესახებ ერაერთხელ გავრცელდა ხმები: Microsoft-მა და Sony-მ დაადასტურეს, რომ მუშაობენ ახალ სისტემებზე, Sony-მ აგრეთვე განაცხადა, რომ PlayStation 5-ს 2020 წლისთვის უნდა ველოდოთ. თუმცა, ამ დრომდე ამ პროექტებში AMD-ს მონაწილეობის შესახებ ოფიცალური მონაცემები არ იყო გაჟღერებული. Microsoft-სა და Sony-სთან თანამშრომლობა დაადასტურა აღმასრულებელმა დირექტორმა Lisa Su-მ, მან აგრეთვე აღნიშნა, რომ Xbox One-სა და PS4-სთვის კომპანია AMD-ს ჩიპები ერთმანეთისგან განსხვავებული იქნება „საიდუმლო ინგრედიენტებით“, რომლებიც შემუშავდება სპეციალურად კონკრეტული სისტემებისთვის. ამ დროისთვის გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროცესორებს ორივე კონსოლისთვის ექნებათ CPU Zen ბირთვი, ნაცვლად Jaguar-ისა, რომელიც ამჟამად ფუნქციონირებს კონსოლებში და საკმაოდ სუსტია. ასევე, PS5-ის გრაფიკა დაფუძნებული იქნება AMD Navi-ს არქიტექტურაზე. გავრცელებულ ხმებს თუ დავუჯერებთ, ახალ სათამაშო პლატფორმებზე ბევრად ძლიერ CPU-ებს მივიღებთ. PS4-ისა და Xbox One-ს შექმნისას Microsoft-ისა და Sony-ს ინჟინრებმა გამოიყენეს საკმაოდ სუსტი პროცესორები და ამ ფაქტის კომპენსირება იმით მოახდინეს, რომ ჩაშენებული გრაფიკა გახდა მეტად პროგრამირებადი და ნაკლებად დამოკიდებული CPU-ზე, დაბალდონიანი გრაფიკული API-ს ხარჯზე. და როგორც ფაქტებმა აჩვენა, კონსოლები ნამდვილად უზრუნველყოფდნენ კარგ სათამაშო გრაფიკას. CPU Zen-ი შემუშავებულ იქნა Intel Core-ის ყველაზე ძლიერ პროცესორებთან კონკურენციის გაწევის მიზნით, იგი ასევე კარგად წარმოაჩენს თავს უკვე არსებულ ცალკრისტალიან სისტემებშიც, Vega გრაფიკის ჩათვლით და შეზღუდული ენერგომოხმარებით. შედეგად, შეგვიძლია იმედი ვიქონიოთ, რომ ახალ კონსოლებს არ ექნება ნაკლოვანებები. თუკი Sony და Microsoft მოინდომებენ რვაბირთვიან ცალკრისტალიან სისტემას (ნაცვლად ორი ცალკეული 4 ბირთვიანი კლასტერისა PS4-სა და Xbox One-ში), მათ შეუძლიათ გამოიყენონ Ryzen. Bulldozer-სა და Jaguar-თან შედარებით ამ ჩიპების მნიშვნელოვნად მაღალი ეფექტურობა ნიშნავს, რომ ორივე კომპანიას შეეძლება შეინარჩუნონ საკმაოდ დაბალი ენერგომოხმარება, რითაც გაიზრდება მწარმოებლურობა. ვრცელდება ხმები, რომ Microsoft-ისა და Sony-ს გარდა, საკუთარ კონსოლებზე მუშაობს Google-ც - სავარაუდოდ cloud თამაშების კუთხით. Microsoft-ი კი აპირებს ორი ცალკეული კონსოლის გამოშვებას Xbox Next-ისთვის : ტრადიციულის და cloud თამაშებისთვის. https://3dnews.ru/975413
  5. Nvidia აადვილებს PC გეიმერებისთვის ოვერქლოქინგს. ახალი ინსტრუმენტი, სახელწოდებით Nvidia Scanner-ი, ხელმისაწვდომი იქნება GeForce RTX 2080-ის ვიდეო ბარათების ბოლო ლაინაფისთვის და უზრუნველყოფს ერთი დაწკაპებით ოვერქლოქინგს. Nvidia გაუშვებს დატვირთვის ტესტს, რათა შემოწმდეს GPU-ს ლიმიტი და ძაბვის მრუდი, რომ გამოვლინდეს, თუკი რაიმე ჩავარდნას აქვს ადგილი. თუ დაინტერესებული ხართ პერსონალურ კომპიუტერზე ოვერქლოქინგით, ტესტირების ფაზა და ინსტრუმენტები შესაძლოა რთულად მოგეჩვენოთ. ოვერქლოქინგი არის რთული და შრომატევადი პროცესი, რაზეც ბევრ მომხმარებელს უარის თქმა უწევს, სირთულიდან გამომდინარე. თუმცა, ახლა უკვე Nvidia Scanner-ი იზრუნებს ტესტირების შესრულებაზე 20 წუთში. Nvidia-მ ოვერქლოქინგის ინსტრუმენტი RTX 2080 GPU-ებისთვის წარადგინა, თუმცა კომპანია ასევე გეგმავს სკანერი ხელმისაწვდომი გახადოს ძველი თაობების გრაფიკული პროცესორებისთვისაც. Nvidia მუშაობს ბარათების სხვა მწარმოებლებთან, როგორებიცაა MSI, Gigabyte, Asus და სხვები, დამატებითი ბარათების მხარდაჭერის მიზნით. www.theverge.com
  6. Samsung-ი უშვებს სამ ახალ უსადენო ყურსასმენს: Y100, Y500 და N700NC სახელწოდებებით. კომპანია ამჯერად ფოკუსირდება საშუალო დონის სიძლიერის ხმაზე. Y100s და Y500s მოდელებს აქვს ფუნქცია „Ambient Aware“, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს ესმოდეს გარემო ხმებიც, იმ დროს, როდესაც NC700NC მოდელს გააჩნია ადაპტირებადი ფუნქცია, რომლის მეშვეობითაც მოხმარებლები თავად შეძლებენ აკონტროლონ გარემოდან შემომავალი ხმების სიძლიერე იმ დონეზე, როგორც მათ სურთ. ყურსასამენების ფასებს რაც შეეხება, Y მოდელების (Y100, Y500 ) ფასები ვარირებს 99,95 $-დან 149,95 $-მდე, N700NC მოდელი კი დაახლოებით 349,95 $ ეღირება. მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი ყველაზე ძვირადღირებულია ადაპტირებული ხმის კონტროლის გათვალისწინებით, Y500 მოდელს უფრო მეტი შესაძლებლობა გააჩნია: ეს მოდელი ავტომატურად აპაუზებს მუსიკას ყურსასმენების მოხსნის შემდეგ, აგრეთვე მას ყველაზე გამძლე ელემენტი აქვს მუშაობის ხანგრძლივობის თვალსაზრისით: შეუძლია იმუშაოს 33 საათი უწყვეტ რეჟიმში, N700NC მოდელის მუშაობის ხანგრძლივობა მხოლოდ 20 საათია, Y100s მოდელისა კი - 8 საათი. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ Y500 მოდელს შედარებით მეტი დრო სჭირდება დასატენად, 2,5 საათი, Y100 და N700NC-ისთვის კი 2 საათი საკმარისია სრულად დასატენად. Y500-ის კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ მას გააჩნია ბევრი მაერთებელი კავშირის საშუალება (multipoint connectivity), რომლის წყალობითაც მომხმარებელს შეუძლია ერთდროულად გამოიყენოს ორი, Bluetooth-ით დაკავშირებული მოწყობილობა. Y100s და Y500s მოდელები წარმოდგენილია ოთხ ფერში: ვარდისფერი, მწვანე, ლურჯი და შავი. N700NC-ის შემთხვევაში კი ფერების არჩევანი არ გვაქვს - ეს მოდელი წარმოდგენილია მხოლოდ ვერცხლისფერში. www.theverge.com
  7. ჩვენ უკვე ვიცით გარეგნულად როგორ გამოიყურება Google-ის ახალი სმარტფონი Pixel 3, ახლა კი უკვე ცნობილი ხდება, თუ რა ფერის მოდელებს წარგვიდგენს Google თავისი ახალი ფლაგმანური ტელეფონების სახით. Droid Life-მა შეამჩნია Google-ის “coming soon“ თიზერ ვებ-გვერდზე Pixel 3-ის სქემა ლოგოტიპით - G. ლოგოტიპზე დაჭერისას სქემა ფერს იცვლის ღია მწვანედ, შავად და თეთრად. მოცემული გვაქვს თეთრ კონტურში მოქცეული მწვანე სივრცე, შავი ტელეფონის შემთხვევაში კი- ნაცრისფერთან კომბინაცია. გასულ წელს გამოსული Pixel 2 წარმოდგენილი იყო თეთრ, შავ და ლურჯ (kinda blue ) ფერებში. ასე რომ, როგორც ჩანს, Google-მა ამჯერადაც არ გადაუხვია სამფერიან მიდგომას. თუკი ელოდით რაიმე მკვეთრი და თვალისმომჭრელი ფერის სმარტფონს Google-სგან, როგორც ჩანს, ამ წელს ვერ იხილავთ. მომავალ წელს კი შესაძლოა გამოვიდეს წითელი Pixel-ი. შეგახსნებთ, რომ Pixel 3-სა და 3 XL-ს Google ოფიციალურად წარადგენს 9 ოქტომბრის ღონისძებაზე. https://www.theverge.com/circuitbreaker/2018/9/14/17860908/google-pixel-3-colors-mint-white-black
  8. Apple-მა წარადგინა უახლესი ჩიპი თავისი ბოლო iPhone-ების ლაინაფისთვის: A12 Bionic. როგორც კომპანიის წარმოადგენლობა ამბობს, ეს არის ისტორიაში პირველი 7 ნანომეტრიანი ჩიპი, რომელიც Phil Schiller-მა წარადგინა, როგორც უსწრაფესი და უმძლავრესი ჩიპი სმარტფონების ისტორიაში. სავარაუდოდ ის მართალია. ჩიპს გააჩნია ექვსბირთვიანი CPU (ორი - „მწარმოებლური“ ბირთვით, ხოლო ოთხი - „პროდუქტიული“ ბირთვით) და ოთხბირთვიანი GPU (რომელიც 50 %- ით უფრო სწრაფია, ვიდრე A11). მას აგრეთვე გააჩნია განახლებული ნეირონული პროცესორი, რომელიც ემსახურება ხელოვნური ინტელექტის დავალებების შესრულებას. მაშინ, როდესაც გასულ წელს გამოშვებულ ნეირონულ პროცესორს გააჩნდა ორი ბირთვი, ახალ A12 ბიონიკურ პროცესორს გააჩნია 8 ბირთვი. თუკი ძველი ორბირთვიანი პროცესორი წამში ახორციელებდა 600 მლრდ ოპერაციას, ახალი ვერსია განახორციელებს 5 ტრილიონ ოპერაციას წამში. გასულ თვეს Huawei-მაც წარადგინა თვისი 7 ნანომეტრიანი ჩიპი kirin 980, რომელიც წარმოებაში ოქტომბრიდან შევა. ახლად დაანონსებული მეოთხე სერიის Apple Watch ასევე განახლდება მეოთხე თაობის SIP (silicon in package) ჩიპით, რომელიც მოიცავს 64 ბიტიან ორბირთვიან პროცესორს, რაც საშუალებას იძლევა ოპერაციაები განხორციელდეს ორჯერ უფრო სწრაფად ძველ ვერსიასთან შედარებით. მას აგრეთვე გააჩნია გაუმჯობესებული აქსელერომეტრი და გიროსკოპი, რომელიც მონაცემებს ამუშავებს რვაჯერ უფრო სწრაფად. https://www.theverge.com/circuitbreaker/2018/9/12/17826338/apple-iphone-a12-processor-chip-bionic-specs-speed
  9. Apple tvOS 12 ხელმისაწვდომი გახდება 17 სექტემბრიდან Apple გამოუშვებს tvOS 12-ს 17 სექტემბრიდან - განაცხადა კომპანიამ თავის საშემოდგომო ღონისძიებაზე. ასევე, განაცხადეს, რომ Apple TV-ს ექნება Dolby Atmos-ის მხარდაჭერა, აგრეთვე ახალი zero sign-on მახასიათებელი, რაც წარმოადგენს single sign-on-ის ევოლუციას, რომელიც მოქმედებს პლატფორმაზე 2016 წლიდან. იმ დროს, როდესაც single sign-on მომხმარებლებს უწევდათ საკუთარი მონაცემების მიწოდება თავისი TV პროვაიდერისთვის, ნულოვანი sign-on-ის მომხმარებლებს მოეთხოვებათ მხოლოდ დაკავშირებულნი იყვნენ პროვაიდერის WiFi-სთან, და ავტომატურად მიიღებენ წვდომას აპლიკაციებზე. დღესდღეობით, ამ ვარიანტის მხარდამჭერი ერთადერთი პროვაიდერია Charter Spectrum, თუმცა Apple აცხადებს, რომ პროვაიდერთა რიცხვი გაიზრდება სამომავლოდ. tvOS 12-ს ექნება ახალი ფუნქციები, მათ შორის პაროლის ავტომატური დამახსოვრება-შევსება, ახალი სქრინსეივერები და Apple TV-ის დისტანციური მართვის საშუალება. Apple-ის MacOS Mojave 24 სექტემბერს გამოვა Mojave-ს აქვს dark mode რეჟიმი, ფაილების უკეთ ორგანიზების მეტი საშუალება და მეტი iOS აპლიკაციები . ამ ფუნქციების შესახებ პირველად გამოცხადებული იყო ივნისში, ბეტა-ვერსია საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახდა ივნისის ბოლოს. dark mode რეჟიმის საშუალებით lit dock, სამუშაო პანელი და ქრომი გარდაიქმნება მუქ რუხ ფერში, მცირდება სიმკვეთრე და ხელსაყრელია ღამის მონაკვეთში გამოსაყენებლად, რადგან ამცირებს გავლენას თვალების მგრძნობელობაზე. აგრეთვე, მივიღებთ Mac App Store-ს განახლებულ ვერსიას, რომლის საშუალებითაც ახალი აპლიკაციები მეტად შესამჩნევი გახდება ფრონტ ფეიჯზე, ისევე როგორც ხდება iOS store-ის შემთხვევაში. მალე გამოვა dark mode რეჟიმები აპლიკაციებისთვის - Microsoft’s Office 365, Adobe’s Lightroom CC, iOS apps Apple News, Voice Memos, Home, და Stocks. ახლა უკვე შეგეძლებათ ფაილების დახარისხება ჯგუფებად, რათა გააერთიანოთ ყველა PDF ფაილი, ფოტოები და ვიდეოები ერთად. აგრეთვე ხელმისაწვდომი იქნება უსაფრთხოების კონტროლის ახალი საშუალება, რომლის მიხედვითაც თავად გადაწყვეტთ, წვდომადი იყოს თუ არა აპლიკაციებისთვის თქვენი ადგილმდებარეობა და მონაცემები. https://www.theverge.com/2018/9/12/17843486/apple-tv-tvos-12-update-new-features-release-date https://www.theverge.com/2018/9/12/17833368/apple-mac-os-mojave-release-date-new-update-september-24th
  10. გამოსვლიდან ერთ წელზე ნაკლები დროის გასვლის შემდეგ Apple-მა შეწყვიტა iPhone X-ის გამოშვება და წარადგინა სამი ახალი მოდელი. iPhone XS-ის სასტარტო ფასი 999 $-ია, ხოლო უფრო იაფიანი მოდელის - iPhone XR-ის ფასი - 749 $. iPhone SE-ისა და 6s-ის მოდელები საერთოდ იქნა ამოღებული ვებ-გვერდიდან, ყურსასმენის ჯეკებიანი ტელეფონების ერის დასასრულის ნიშნად. მიუხედავად მოარული ხმებისა, რომ iPhone X-ის მოდელი სათანადოდ არ იყიდებოდა, ეფლის შემოსავლებმა საპიროსპირო სურათი გვიჩვენა, რაც ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული მოდელი საკმაოდ კარგად გაიყიდა. ეფლის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა თებერვალში განაცხადა, რომ „აიფონ ათმა გადააჭარბა ჩვენს ყველანაირ მოლოდინს და ნოემბერში გამოსვლიდან იგი წარმოადგენს ჩვენს ტოპ-გაყიდვად პროდუქტს. ამჟამად ახალი მოდელების გამოსვლის შემდეგ ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ რომ iPhone X ამოგვეღო წარმოებიდან. ამჟამად ეს მოდელები - iPhone X, SE და 6s მთლინად არის ამოღებული აშშ-ის ბაზრებიდან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მოდელები ჯერ კიდევ გაყიდვაშია განვითარებად ბაზრებზე, მაგალითად ინდოეთში.
  11. Sphero-მ დააანონსა კიდევ ერთი ახალი რობოტის სახელწოდებით Sphero Bolt-ის გამოშვება, როგორც გაუმჯობესებული ვარიანტი მისი Sphero და Sphero Spark +. ყველაზე დიდი და ხელშესახები განსხვავება Sphero Bolt-ში არის ის, რომ მას გაჩნია ანიმირებული და პროგრამირებადი 8-მეგაჰერციანი დიოდური ეკრანი, რათა მან მოახდინოს ემოციების გამოხატვა მოციმციმე სმაილების გამოსახვით, თუ დავალება შესრულდა, და აგრეთვე ისრის გამოსახვა მოძრაობის მიმართულების საჩვენებლად. აღნიშნული რობოტი აღჭურვილია ინფრაწითელი სენსორებით, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ერთდროულად ხუთის რობოტის ერთმანეთს შორის კომუნიკაცია 5 მეტრის რადიუსში. ამის გარდა, Sphero Bolt - ს გააჩნია მაგნიტური კომპასი, აქსელერომეტრი, გარე განათების სენსორი და მძლავრი ბატარეა, რომლის საშუალებით მისი გამოყენება უფრო ხანგრძლივად შეიძლება. ბურთულა რობოტები Sphero-ს მართვა შესაძლებელია სპეციალური მობილური აპლიკაციების გამოყენებით და ძირითადად განკუთვნილია ბავშვებისთვის პროგრამირების და რობოტო ტექნიკის შესასწავლად. არსებობს აპლიკაციის ორი ვარიანტი: Sphero Play - რის მეშვეობითაც ხდება რობოტის მართვა მობილური მოწყობილობის ეკრანიდან და Sphero Edu, რომლის საშუალებითაც ხდება რობოტის პროგრამირება და ჩვენება, თუ როგორ ახდენს ის საკუთარი გიროსკოპის, აქსელერომეტრის, მაგნიტური კომპასის და გარე განათების სენსორის გამოყენებას. Sphero Bolt ხელმისაწვდომია კომპანიის ვებ გვერდზე $ 149,99-ად. www.theverge.com
  12. Apple-ის აზიური მომწოდებლების აქციების ფასები მნიშვნელოვნად დაეცა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თვითერზე დაწერა, რომ ტექნოლოგიურმა გიგანტმა პროდუქცია უნდა აწარმოოს შეერთებულ შტატებში, რათა თავიდან აიცილოს საბეგრო გადასახადები ჩინურ იმპორტზე. ტრამპის კომენტარები გამოჩნდა მას შემდეგ, რაც Apple-მა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობისთვის მიმართულ წერილში განაცხადა, რომ ვაშინგტონის მიერ შემოთავაზებული სასაზღვო საბეგრო გადასახადები ჩინეთთან სავაჭრო ომის პირობებში ნეგატიურ გავლენას ახდენს Apple-ის ფართო ასორტიმენტის ფასებზე, მათ შორის, Apple Watch-სა და Apple AirPod-ებზე. „ჩვენი შეშფოთება სასაზღვრო მოსაკრებელთან დაკავშირებით იმით აიხსნება, რომ აშშ ყველაზე მეტად დაზარალდება, რაც მიგვიყვანს წარმოებისა და კონკურენტუნარიანობის შემცირებამდე, აგრეთვე ფასების გაზრდამდე ამერიკელი მომხმარებლებისთვის, და ბეგარის გაზრდა არ წარმოადგენს გამოსავალს ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობის პრობლემის გადაჭრისთვის“ -განაცხადეს Apple-ის წარმომადგენლებმა. ტრამპის განცხადების შემდეგ ჩინელი მომწოდებლების - Luxshare Precision-ის, Shenzhen Sunway Communication-ისა და Suzhou Dongshan Precision Manufacturing-ის აქციები მთელი 10%-ით დაეცა. Lens Technology-ს, Universal Scientific Industrial Shanghai-სა და Suzhou Anjie Technology-ს აქციები კი შემცირდა 6-დან 8 %-მდე. ტაივანური მწარმოებლების აქციებს რაც შეეხება, კამერების ობიექტივების მწარმოებელი კომპანიის Largan Precision-ის აქციები შემცირდა 8%-ით, Foxconn (Hon Hai Precision Industry)-ის - 3,4%-ით, Pegatron Corp-ისა- თითქმის 4 %-ით, ASE Technology Holding-ის აქციები კი 2,9 %-ით. https://3dnews.ru/975152
  13. ტექნოლოგიის სფეროს მრავალწლიანი ლიდერი უკვე მეხუთე წელია ვერ ახერხებს აითვისოს მასიური ლითოგრაფიული ნორმები, მისი კონკურენტები კი მუდმივად წინ მიიწევენ. დაგეგმვის პრობლემებისა და 10 ნანომეტრიანი ჩიპების მორიგი შეფერხების გამო კომპანია ვეღარ უზრუნველყოფს მოთხოვნას 14 ნანომეტრიან პროდუქციაზე. როგორც ტაივანური რესურსი Digitimes იტყობინება, 14 ნანომეტრიან პროდუქციაზე არსებული დიდი დეფიციტის გამო Intel-ი აპირებს წარმოების ნაწილი გადასცეს ტაივანურ კომპანია TSMC-ს. იმისათვის, რომ ძირითადი ყურადრება დაეთმოს მაღალშემოსავლიან პროდუქტებს, მაგალითად, სერვერულ პროცესორებსა და სისტემურ ლოგიკას, Intel-ი გეგმავს გასცეს წარმოების უფლება საწყისი დონის პერსონალური კომპიუტერების ჩიპსეტებზე, როგორიცაა H310 და მე-300-ე სერიის სხვა პროდუქტები. წყაროების ცნობით, Intel-ის ამჟამინდელი მდგომარეობა ასეთია: კომპანიას შეუძლია დააკმაყოფილოს მხოლოდ 50% მოთხოვნისა 14 ნანომეტრიან წარმოებაზე. როგორც ჩანს, წარმოების ნაწილის გაცემა ერთადერთი შესაფერისი გამოსავალი იყო ამ შემთხვევაში, რადგანაც კომპანია ნამდვილად ვერ შეძლებს დამატებითი 14 ნანომეტრიანი პროდუქციის თავისით წარმოებას. შეგახსნებთ, რომ TSMC წარმოადგენს Intel-ის საკონტრაქტო მწარმოებელ კომპანიას: ტაივანში იქმნება ცალკრისტალიანი სისტემა SoFIA, FPGA ჩიპები, აგრეთვე რამოდენიმე ტიპის LTE მოდემი iPhone-სთვის. მწარმოებლები ვარაუდობენ, რომ 2018 წლის ბოლოსთვის Intel-ის მწარმოებლურობის დეფიციტი შედარებით შემცირდება. ბაზრის ანალიტიკოსები თვლიან, რომ Intel-ის 14 ნანომეტრიან ჩიპებთან დაკავშირებული პრობლემის მთავარი მიზეზია 10 ნანომეტრიანი პროდუქციის წარმოების კიდევ ერთი წლით გადავადება. თავდაპირველად, Intel-ი ჯერ კიდევ 2016 წელს აპირებდა 10 ნანომეტრიანი Cannon Lake პროცესორების წარმოებას. თუმცა, კომპანიის უკანასკნელი განაცხადის მიხედვით, ეს პროდუქცია კომერციული წარმოებისათვის მზად არ იქნება 2019 წლის მეოთხე კვარტლამდე (სერვერული 10 ნანომეტრიანი პროცესორების მზადება კი 2020 წლისთვის დაიწყება). Intel-ის პროცესორების ლაინაფის წარმოებისას გამოყენებოდა ე.წ მოდელი „tick tock”, რომლის მიხედვითაც ერთ თაობაში ხდება CPU-ს არქიტექტურის, მეორეში კი - ტექნოპროცესის ცვლილება. 2014 წელს კი მოხდა ჩავარდნა, რომლის გამოც Intel-ის 14 ნანომეტრიანი ჩიპები აღმოჩნდა ყველაზე ხანგრძლივმოქმედნი IT გიგანტის მოღვაწეობის ისტორიის განმავლობაში. კორპორაცია Intel-მა ჟურნალისტებს უარი განუცხადა კომენტარი გაეკეთებინა წარმოების TSMC-სთვის გადაცემის თაობაზე. https://3dnews.ru/975160
  14. HoloLens-ისთვის Microsoft-ს 2018 წლის ოქრომბერში დაგეგმილი აქვს გამოუშვას ოპერაციული სისტემის სრული განახლება და მოახდინოს რიგი ფუნქციების გაუმჯობესება. აღნიშნული პროექტი დასკვნით ფაზაშია შესული. HoloLens-ის 2018 წლის ოქტომბრის განახლების კოდური სახელწოდებაა Redstone 5, რომელიც გამოშვებული იქნება, როგორც ვერსია 1809 ისევე, როგორც Windows 10-შია დაგეგმილი. HoloLens 1809-ის ახალი ცვლილებები • ახალი შეტყობინებები: ახლა უკვე შესაძლებელია ახალი შეტყობინებების წაკითხვა და მათზე პასუხის გაცემა პირდაპირ HoloLens-ის მეშვეობით, ისევე როგორც პერსონალურ კომპიუტერზე. • ჩატვირთვის ახალი ეკრანი: ჩატვირთვის ფაზის დროს ეკრანზე მოჩანს ჩატვირთვის წრიული ფორმა. • ვიზუალური უკუკავშირის ინტერფეისი: ხმის ამწევ-ჩამწევი ღილაკები იმავდროულად აჩვენებენ ხმის დონეს. • Miracast მოწყობილობის პროექტი: HoloLens შესაძლებლობა აქვს საკუთარი გამოსახულება გადაიტანოს სხვა მოწყობილობაზე Miracast-ის მეშვეობით, რისთვისაც ის იყენებს Connect აპლიკაციას, ისევე როგორც პერსონალურ კომპიუტერზე. • Nearby Share: HoloLens-ს ექნება ე.წ. Nearby Share-ის მხარდაჭერა, რაც საშუალებას იძელევა მოხდეს ფაილების მიმოცვლა Windows-ის სხვადასხვა მოწყობილობებს შორის Bluetooth-ის საშუალებით. • HoloLens overlays: იმერსიული აპლიკაციების გამოყენებისას - კლავიატურა, დიალოგები და ფაილები გამოისახება ე.წ popup ფანჯრების მეშვეობით. • ვიდეო არეალის მოჭრა შესაძლებელი ხდება სტარტ ან სწრაფი რეაგირების მენიუდან. ასევე შესაძლებელი იქნება ვიდეოს გაჩერება იგივე მენიუებიდან. • დაყენების შემდგომი პარამეტრების რეგულირება: კომერციულ კლიენტებს შეუძლიათ პარამეტრების მეშვეობით დროითი უზრუნველყოფის პაკეტის გამოყენება. • დანიშნული წვდომა Azure AD ჯგუფებთან. Azure AD ჯგუფების გამოყენების მოქნილობა Windows-ის დანიშნული წვდომის, ისევე როგორც ერთი ან რამდენიმე აპლიკაციის კონფიგურირებისთვის. • PIN-კოდით შესვლა სხვადასხვა მომხმარებლებისთვის: სხვადასხვა მომხმარებლებს შეუძლიათ საკუთარი პინ კოდის გამოყენება სისტემაში შესვლისთვის. ამისთვის საკმარისი switch ღილაკზე ხელის დაჭერა. • Web Cred Provider-ში შესვლა პაროლის გამოყენებით: შესაძლებელია ვებ აპლიკაციის მეშვეობით სისტემაში შესვლა პაროლის გამოყენებით. მომავალში ეს ინფორმაცია განახლდება. • MDM კონსოლებით მოწყობილობის კონტროლი სერიული ნომრების გამოყენებით: IT ადმინისტრატორებს შეეძლებათ HoloLens-ის გაკონტროლება სერიული ნომრები მათი MDM კონსოლების მეშვეობით. • HoloLens-ის სახელის შეცვლა MDM-ის მეშვეობით: IT ადმინისტრატორებს შეეძლებათ HoloLens-ის სახელების შეცვლა MDM კონსოლების მეშვეობით. • Capture UI ჰოლოგრაფიული კამერის API ინტერფეისის მხარდაჭერა, რომელიც საშუალებას მიცემს მომხმარებლებს მოახდინონონ ფოტო/ვიდეო გამოსახულების მოჭრა, მაგალითად, Word-ში. • Mixed Reality Capture-ის ფუნქცია გაუმჯობესებულია, ანუ ვიდეო ფაილის მოჭრისას აღმოიფხვრება ბნელი კუთხეების პრობლემა. Microsoft-მა ჯერ კიდევ საბოლოოდ არ დააანონსა განახლების გამოსვლის ზუსტი თარიღი, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის მიყვება იმავე სცენარს, რაც 2018 წლის აპრილში, ანუ რამდენიმე კვირის შემდეგ, რაც გამოვა პერსონალური კომპიუტერის სისტემის განახლება. www.windowscentral.com
  15. Cherry MW 8 Advanced სექტემბრის ბოლოს გაყიდვაში გამოვა უსადენო მაუსი Cherry MW 8 Advanced, რომლის შეძენაც შესაძლებელი იქნება 60 აშშ დოლარად. მაუსის მანიპულატორი აღჭურვილია PixArt PAW3805EK-CJMU სენსორით, რომლის შესაძლებლობების ცვლილებები შესაძლებელია 600, 1000, 1600 და 3200 DPI-ებს შორის. მაუსის გამოყენება შესაძლებელი იქნება მინის ზედაპირზეც. მაუსს გააჩნია სიმეტრიული ფორმის კორპუსი, და ექვსი ღილაკი. მოწყობილობის ზომებია 99 × 62,5 × 33,5 მმ. მაუსი კომპიუტერს შესაძლოა დაუკავშირდეს ორი მეთოდით: Bluetooth 4.0 უსადენო კავშირით ან USB ინტერფეისის ტრანსივერით, ს რომელიც მუშაობს 2,4 გჰც დიაპაზონში. ამგვარად, მაუსის გამოყენება შესაძლებელია ერთდროულად ლეპტოპზეც და პერსონალურ კომპიუტერზეც ორივე ტიპის კავშირის გააქტიურების შემთხვევაში. მაუსის კვებას უზრუნველყოფს ბატარეა 550 ამპერი/საათში დატენვის სიჩქარით - USB ინტერფეისის საშუალებით. ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობა ერთი სრული დამუხტვის შემდეგ შეადგენს 70 დღეს. Cherry MW 4500 მაუსის ეს მოდელი დაპროექტებულია სპეციალურად საოფისე სამუშაოებისთვის, განკუთვნილია იმ მომხმარებლებისთვის, ვინც დიდ დროს ატარებს კომპიუტერთან. მაუსს გააჩნია ორიგინალური დიზაინი, რომლის წყალობითაც უზრუნველყოფილია ხელის მტევნისთვის მოსახერხებელი ბუნებრივი მდგომარეობა. ეს კი ამცირებს ხელზე დატვირთვას, დაძაბულობასა და გადაღლას. ამგვარად, ხანგრძლივი მრავალსაათიანი მუშაობაც კი არ იწვევს დისკომფორტს. Cherry MW 4500-ს აქვს უსადენო მანიპულატორი. კომპიუტერთან მონაცემთა გაცვლას უზრუნველყოფს მცირე ზომის ტრანსსეივერი USB ინტერფეისით. სიახლე აღჭურვილია ოპტიკური სენსორით, რომლის შესაძლებლობის არჩევანიც გვაქვს 1200, 900 და 600 DPI-ებს შორის. გადართვა შესაძლებელია სპეციალური ღილაკის საშუალებით. მანიპულატორზე გვაქვს ორი სტანდარტული და ორიც დამატებითი ღილაკი - ცერა თითის განთავსების არეში. Cherry MW 4500 მოდელის შეძენა შესაძლებელია დაახლოებით 35 აშშ დოლარად. Cherry Gentix Silent კომპანია Cherry წარმოგვიდგენს კლასიკური ტიპის მაუსს Gentix Silent-ს, რომელიც განკუთვნილია ძირითადად ისეთ დაწესებულებებში სამუშაოდ, სადაც დაშვებულია მინიმალური ხმაური. მაუსს აქვს სპეციალური უხმო გადამრთველები, რის საშუალებითაც დაწოლისას წკაპუნი არ ისმის. მანიპულატორს აქვს სიმეტრიული დიზაინი, რისი წყალობითაც გამოყენებადია როგორც მემარჯვენე, ასე მემარცხენეთათვის (ცაციებისთვის). მისი ფორმა აგრეთვე უზრუნველყოფს კომფორტულ მოხმარებას, მოუხედავად მომხმარებლის ხელის ზომისა. მაუსს გააჩნია 1000 DPI ოპტიკური სენსორი. კომპიუტერთან დაკავშირებისთვის გამოიყენება USB სადენი, რომლის სიგრძე 1,8 მეტრია. მაუსის ზომებია 112 × 68 × 35 მმ და იწონის 116 გრამს. ამ სიახლის საორიენტაციო გასაყიდი ფასი შეადგენს 13 ევროს. Cherry MC 4900 ამ მოდელის მთავარი განსაკუთრებულობა გამოიხატება დაქტილოსკოპიურ სკანერში, რომელიც განთავსებულია კორპუსის ზედა ნაწილში. ეს სენსორი მომხმარებლის იდენტიფიკაციის საშუალებას იძლევა თითის ანაბეჭდის ანალიზის მეშვეობით და გამორიცხავს პაროლის შეყვანის საჭიროებას. აქვს სრული თავსებადობა Windows Hello სისტემასთან. მაუსს აქვს 1375 DPI ოპტიკური სენსორი. მანიპულატორზე განთავსებულია ორი ღილაკი და დიდი ზომის რგოლი, რაც ამაღლებს მოსახერხებელი მართვის საშუალების დონეს. Cherry MC 4900 მოდელი ძირითადად მიზანშეწონილია იმ კომპიუტერებთან გამოსაყენებლად, რომლებზეც მინიმალური რაოდენობის პირებს აქვთ წვდომა, მაგალითად, კომერციულ კომპანიებში, სახელმწიფო დაწესებულებებში მომუშავე პირებს და ა.შ. ამ მაუსის შეძენა შესაძლებელია დაახლოებით 130 აშშ დოლარად. 3dnews.ru
  16. მომავალ თვეში Microsoft-ი გეგმავს ნიუ-იორკში პრესკონფერენციას. კორპორაციამ უკვე დაიწყო მოსაწვევების დაგზავნა მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისთვის, თხოვნით „moment of your time“. ღონისძიება დაიწყება 2 ოქტომბერს საღამოს 4:00 საათზე (4PM ET / 1PM PT) და ფოკუსირდება Microsoft-ის ახალ მოწყობილობებზე, სერვისებსა და პროგრამული უზრუნველყოფის სიახლეებზე. გავრცელდა დაუდასტურებელი ხმები, რომ ვიხილავთ ორმაგ ეკრანიან მოწყობილობას სახელწოდებით „Andromeda“ , რაც ნაკლებად მოსალოდნელია ამ ეტაპზე. ამ სიახლის ადგილს, დიდი ალბათობით, დაიკავებს განახლებული Microsoft Surface. როგორც ცნობილია, Microsoft-ი მუშაობს დიდ რედიზაინზე Surface Pro-სთვის, თუმცა როგორც ჩანს ეს ახალი დიზაინი მომავალ წლამდე არ იქნება მზად. ნაცვლად ამისა, არის მოლოდინი, რომ Microsoft-ი განაახლებს Surface Pro-სა და Surface ლეპტოპების ლაინაფს Intel-ის უახლესი პროცესორებით. უკვე ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც Microsoft-მა პირველად წარადგინა Surface Studio, და ეს „ყველაფერი ერთში“ პერსონალური კომპიუტერი უკვე დროა განახლებული სახით წარმოგვიდგეს. შემოდგომის ღონისძიებაზე რა თქმა უნდა ყურადღება დაეთმობა Microsoft-ის სახლისა და საოფისედ საჭირო სერვისებსა და მოწყობილობებს , აგრეთვე გასართობ აპლიკაციებს. Microsoft-ი იწყებს Windows 10-ის ახალი ფუნქციების შესახებ გამოცხადებას, რომელთა შესახებაც ღონისძიების ფარგლებში შევიტყობთ. ასევე, დამსწრეებს ექნებათ საშუალება, ახლოდან იხილონ Surface Hub 2. Microsoft-ის პრესკონფერენცია ჩანიშნულია Apple-სა და Google-ის ღონისძიებებს შორის პერიოდში. შემდეგ კვირაში Apple მოაწყობს iPhone XS-ისა და სხვა სიახლეების წარდგენას, Google-ის ღონისძიება კი, რომელიც დაკავშირებულია Pixel 3-ის წარდგენასთან, 9 ოქტომბერს გაიმართება. ტექნოლოგიურ გიგანტებს წინ აქტიური პერიოდი ელით. www.theverge.com
  17. Google-მა დააგზავნა მოსაწვევები 9 ოქტომბრის ღონისძიებისთვის, სადაც ოფიციალურად შედგება Pixel 3 და Pixel 3 XL სმარტფონების ანონსი. მოსაწვევებზე მითითებული უბრალო ფრაზა „I NY“, უფრო კონკრეტულად კი მასში მითითებული რიცხვი სამი იძლევა მინიშნებას Pixel 3-თან დაკავშირებით. Pixel 3 და Pixel 3 XL წარმოადგენენ Google-ის ბრენდის Pixel-ის ლაინაფის მესამე თაობის სმარტფონებს. მისი პირველი მოდელი წარმოდგენილი იყო 2016 წელს. ბოლო რამოდენიმე კვირის განმავლობაში ორივე ახალი სმარტფონის შესახებ მთელ მსოფლიოში გავრცელდა ცნობები და კარგი წარმოდგენა შეგვიქმნა, თუ რას უნდა ველოდეთ ახალი ანონსისგან. მოსალოდნელია, რომ ორივე მოწყობილობას ექნება განახლებული დიზაინი და უსადენო დამტენი. აგრეთვე ორივე მათგანს ექნება ორი ფრონტალური კამერა და ერთი კამერაც უკანა მხარეს. Pixel 3-ისა და 3 XL-ის შესახებ ცნობებმა უკვე გაჟონა, თუმცა, თუ გავიხსენებთ გასული წლის მოვლენებს, როდესაც Google-მა წარადგინა პროდუქტების მთელი ნაკრები - Pixelbook, Google Home Mini და Max, Pixel Buds და Clips-ის ჩათვლით, არის მოლოდინი, რომ არც ახალი, 9 ოქტომბრის ღონისძიება ჩაივლის სიურპრიზების გარეშე. www.theverge.com
  18. Apple-ის 12 სექტემბრის ღონისძება მოახლოვდა და, ტრადიციისამებრ, ველოდებით სიახლეებს Apple-ის უმნიშვნელოვანესი პროდუქტის - ახალი iPhone-ს შესახებ, რომლის დიზაინიც რადიკალურად განსხვავებული იქნება iPhone 8-სგან და ბაზად iPhone X-ს გამოიყენებს. თუმცა Apple გაცილებით მეტს გულისხმობს, ვიდრე უბრალოდ iPhone-ს, აქსესურებისა და სერვისების სისტემა მეტად მნიშვნელოვანია, ასე რომ, ველით ბევრ სიახლეს, დაკავშირებულს Apple Watch, AirPods და შესაძლოა ჯერ კიდევ მოლოდინში მყოფ AirPower უმავთულო დატნევიდ პედთან. ამ ყველაფერს ემატება ახალი პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის შესახებაც WWDC-ზე განაცხადეს მიმდინარე წლის დასაწყისში და რომლის ბეტა-ტესტირებაც ზაფხულში უნდა დასრულებულიყო. რას ველოდებით Apple-სგან: ახალი iPhone-ები როგორც წესი, ამ წლის ჰედლაინერებიც ახალი iPhone-ები იქნება. სავარაუდოდ, დაანონსდება სამი მათგანი: პირველი - iPhone XS, წინა წლის iPhone X-ის განახლებული ვერსია, 5,8 დუიმიანი ეკრანით და გაუმჯობესებული შიდა მახასიათებლებით. XS მოდელთან ერთად Apple აგრეთვე გამოუშვებს უფრო მოზრდილ სმარტფონს Plus მოდელების სტილში, 6,5 დუიმიანი ეკრანითა და დიდი ელემენტით, თუმცა როგორც ცნობილია, ამ სმარტფონის სახელწოდება იქნება iPhone XS Max-ი და არა XS Plus. ორივე ამ მოდელს ექნება OLED დისპლეი, უჟანგავი ფოლადის ჩარჩოები და FACE ID, A12 პროცესორი და დიდი მოცულობის ოპერატიული მეხსიერება. არსებობს მოლოდინი, რომ XS მოდელებს ასევე ექნებათ ახალი ფუნქციების გამოყენების შესაძლებლობა, მაგალითად, Touch ID, Siri ან 3D Touch. მესამე სმარტფონი არის შედარებით ნაკლები ღირებულების, 6,1 დუიმიანი LCD ეკრანით და FACE ID-თ და იგი ჩაანაცვლებს iPhone 8-სა და 8 Plus-ს, როგორც Apple-ის ახალი “entry” მოდელი. ამ მოდელის სახელწოდება ჯერჯერობით არ ხმაურდება და ვუწოდებთ პირობითად iPhone 9-ს, მას არ ექნება X და XS მოდელებისტვის დამახასიათებელი პრემიუმ ფუნქციები და მახასიათებლები, მაგალითად, OLED ეკრანი, უჟანგავი ფოლადის ჩარჩო და, სავარაუდოდ, არც 3D Touch სისტემა. APPLE WATCH 4-ის სერია Apple Watch-ის პირველი ორიგინალი მოდელი 2015 წელს გამოვიდა, და სიახლე, რომელსაც ველოდებით, საკმაოდ განსხვავებული დიზაინის იქნება. გავრცელებული ესკიზებიდან გამომდინარე, Apple Watch 4-ს ექნება უფრო ფართე დისპლეი და საერთო ჯამში იქნება უფრო თხელი წინა მოდელებთან შედარებით. თუმცა ეკრანი ბევრად გადატვირთული ჩანს წინამორბედებზე. ასევე არის მოლოდინი, რომ სერია 4-ის ფარგლებში შემოგვთავაზებენ LTE მოდელს, მესამე სერიის ანალოგს, მაგრამ ფიჭური კავშირის სტატუსის ამსახველი უფრო მკვეთრი წითელი რგოლით. ახალი Apple Watch დიდი ალბათობით გამოვა watchOS 5-თან ერთად, რომელიც მოიცავს workout დეტექტორს, walkie-talkie რეჟიმს და შეტყობინებებს. AIRPOWER-ი, AIRPOD-ები და აქსესუარები Apple-ის სექტემბრის ივენთზე ერთი წელი შესრულდება AirPower-ის დამტენის დაანონსებიდან. როგორც ნაჩვენები იყო, ეს იქნება დამტენი, რომელსაც სადენების გარეშე შეუძლია ერთდროულად სამი მოწყობილობის დატენვა. Apple ასევე შემოგვთავაზებს AirPod უსადენო ყურსასმენების ახალ ვერსიას, უსადენო ჩიპით, Siri-ს Hands-Free მხარდაჭერითა და კორპუსით უსადენო დამტენისთვის. წლის დასაწყისში ცნობები იყო აგრეთვე non-Beats ბრენდის ახალ ყურსასმენებზე, თუმცა სავარაუდოდ მათი გამოსვლა მომავალი წლისთვის გადაიდება. Apple ჩაანაცვლებს 5W USB დამტენს უფრო ძლიერი 19W-USB-C ბლოკით, რომელიც უზრუნველყოფს iPhone-ების უფრო სწრაფად დატენვას. IOS 12, MAC OS MOJAVE და პროგრამული უზრუნველყოფის სხვა განახლებები ცნობილი გახდება iOS 12-ის, watchOS 5-ის, tvOS-ისა და, შესაძლოა, macOS Mojave-ის გამოსვლის თარიღების შესახებ (თუმცა არის ალბათობა იმისა, რომ დესკტოპ პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაცია Apple-მა Mac hardware event-ისთვის შემოინახოს). iOS 12, ისევე როგორც ახალი iPhone-ები შესაძლებლობების მხრივ განსაკუთრებული სიახლეებით არ გამოირჩევა, თუმცა არის რამოდენიმე ახალი ფუნქცია: Screen Time - რომელიც ითვლის, რამდენი დრო გაატარეთ ტელეფონთან, განახლებული გაუმჯობესებული შეტყობინებები და რამოდენიმე ახალი სახალისო ემოჯი, სახელწოდებით „Memoji“. Apple აგრეთვე განაახლებს ARKit პლატფორმას ახალი ARKit 2-სთვის, რომელიც ერთობლივი AR experiences საშუალებას მოგვცემს. ბოლო წუთს გაცხადებული სიურპრიზები დამახასიათებელია Apple-სთვის. ვიხილავთ iPad Pro-ს ჩარჩოების გარეშე? MacBook Air-სა და Mac Mini-ს? Apple-ს სთრიმინგ სერვისის თიზერს? ყველაფერი შეიძლება მოხდეს, როდესაც სცენაზე Tim Cook გამოვა. www.theverge.com/
  19. Huawei გამოიჭირეს მისი სმარტფონების ოპტიმიზებისას ბენჩმარკ ტესტებზე. AnandTech-მა აღმოაჩინა, რომ Huawei-ს P20 დაპროგრამებული იყო მაქსიმალურ მწარმოებლურობაზე, განსაკუთრებით 3Dmark-ის გაშვებისას. 3Dmark-ის მწარმოებელმა კომპანიამ UL-მა დაადასტურა აღმოჩენის შესახებ და ბენჩმარკ ლიდერების სიიდან ამოიღო P20-იც და Huawei-ს კიდევ სამი სმარტფონი. სიიდან გამორიცხული ტელეფონებია P20, P20 Pro, Nova 3 და Honor Play. Huawei-მ აღიარა თავისი ქმედება და განაცხადა, რომ მისი სმარტფონები შემუშავებულია მწარმოებლურობის რეგულირებისთვის აპლიკაციაზე , რომელიც ბექგრაუნდში მუშაობს. მაგრამ გზა, რომელიც Huawei-მ გამოიყენა, არ არის დაშვებული. მაშინ, როდესაც ტელეფონებს შეუძლიათ დარეგულირონ თავიანთი მწარმოებლურობა, როგორც ნაწილი მათი ტიპიური ქცევისა მაღალი დატვირთვისას, მათ არ შეუძლიათ მიაღწიონ თავიანთი მწარმოებლურობის მაქსიმალურ ნიშნულს მხოლოდ იმის გამო, რომ სპეციფიკური ბენჩმარკ აპლიკაციაა ჩართული. როდესაც UL-მა გაუშვა 3Dmark-ის შიდა ვერსია, რომლიც ამოცნობაც Huawei-ს სმარტფონებმა ვერ შეძლეს, ამან აჩვენა, რომ სმარტფონები არ იყო საკმარისად „ჭკვიანები“, რათა დამოუკიდებლად განესაზღვრათ მაღალმწარმოებლურობის მოთხოვნები. რაც იმას ნიშნავს, რომ ბენჩმარკ ანგარიში არ იყო იმის ზუსტი ამსახველი, თუ როგორ გაუმკლავდებოდა სმარტფონი ტიპიური აპლიკაციის დამუშავებას Huawei-ისგან განსაკუთრებული ყურადღების გარეშე. 3Dmark-მა ტელეფონები თავისი ლიდერების სიიდან ამოშალა და თავის საიტზე მიუთითა, რომ „მწარმოებელმა არ დაიცვა UL ტესტირების წესები“. Huawei არ არის პირველი კომპანია, რომელიც შემჩნეულ იქნა მსგავს ქმედებაში. 2013 წელს Samsung-ი იყო შემჩნეული იმავეში, და გასულ წელს OnePlus-მაც იგივე გააკეთა. Huawei-სთვის განსაკუთრებულად უსიამოვნო პერიოდია, რადგან სულ რამოდენიმე კვირის წინ გამოიჭირეს, როდესაც ცდილობდა DSLR-ის ფოტო თავისი ერთ-ერთი სმარტფონით გადაღებულად გაესაღებინა. უნდა ითქვას, რომ ბენჩმარკ ტესტები რეალურად იძლევა გარკვეულ მონაცემებს, თუ რამდენად კარგად მუშაობს მოწყობილობა ძლიერი სტრესის დროს, მაგალითად, თამაშისას. თუმცა საუკეთესო ტესტი იქნებოდა, უბრალოდ თამაში და გამორკვევა, რა მოხდება, როგორ გაუმკლავდება სმარტფონი დატვირთვას. Huawei-მ როგორც განაცხადა, კომპანია „ყოველთვის პრიორიტეტად მიიჩნევს მომხმარებლის გამოცდილებას, და განსაკუთრებულად არ აფასებს ტესტების შედეგებს, რადგან არ არსებობს პირდაპირი კავშირი მომხმარებელსა და ბენჩმარკ ტესტს შორის“. კომპანია მაინც ამტკიცებს, რომ მისი სმარტფონები შეიცავს ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც საკმარისად ჭკვიანია ნებისმიერი აპლიკაციის საფუძველზე ოპტიმიზაციისთვის, რაც ცხადია, ასე არ არის. ეს არ იყო სამართლიანი თამაში და არ ასახავდა რეალურად იმას, თუ როგორ მუშაობს ტელეფონი რთულ სიტუაციებში. აღსანიშნავია, რომ Huawei-მ ითანამშრომლა UL-თან და მათ ერთობლივი განცხადება გააკეთეს. როგორც გუშინდელ UL-ის გამოგზავნილ წერილში ვკითხულობთ: „გამარჯობა ვანო “როგორც გუშინ მოგწერეთ, ჩვენი მწარმოებულობის ინდექსის სიიდან ამოვიღეთ Huawei-ს რამოდენიმე სმარტფონი, იმის გამო რომ მათ დაარღვიეს ბენჩმარკის ოპტიმიზაციის წესები. UL მზად არის ითანამშრომლოს სავაჭრო პარტნიორებთან, ჩვენ გვქონდა ღია საუბარი Huawei-ს წარმომადგენლობასთან ამის შესახებ მანამ, სანამ განცხადებას გამოვაქვეყნებდით. დღეს მე მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ Huawei-სთან ერთად ვაქვეყნებთ საერთო განცხადებას, რომელიც შეიცავს დეტალებს იმის შესახებ, თუ როგორ ვაპირებთ ერთად განვავითაროთ სამომავლო ბენჩმარკ ტესტირება. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ პარტნიორებთან ახლო თანამშრომლობა არის საუკეთესო გზა იმისა, შეიქმნას შესაბამისი და სწორი ბენჩმარკები. მე მინდა შევაქო Huawei მისი პოზიტიური გადაწყვეტილებისთვის - განცხადებულიყო შესაბამისი დეტალები და მოუთმენლად ველი მათთან ერთად მუშაობას, რათა შევქმნათ ახალი თაობის ბენჩმარკ ტესტები სმარტფონებისთვის. “ Huawei-სა და UL-ის ერთობლივი განცხადება „Huawei-მ და UL-მა განახორციელეს ბენჩმარკინგის პრაქტიკის ყოველმხრივი განხილვა და შეთანხმდნენ სამომავლო ერთობლივ მუშაობაზე. განხილვისას, Huawei-მ განმარტა, რომ მისი სმარტფონები იყენებენ ხელოვნური ინტელექტის მექანიზმს რესურსების დაგეგმვის ოპტიმიზაციისთვის, რათა მოწყობილობას შეეძლოს მოახდინოს შესაძლებლობების დემონსტრირება მომხმარებელთა მიერ მოთხოვნილი ყველა სცენარის მიხედვით. Huawei-მ და UL- მა ასევე განიხილეს ზოგადი ტესტირების მეთოდოლოგია. მათ სურთ მონაწილეობა მიიღონ ბენჩმარკინგის სტანდარტების განვითარებაში, რაც საუკეთესო სახით დააკმაყოფილებს მწარმოებლების, პრესისა და მომხმარებელთა მოთხოვნებს. Huawei პატივს სცემს მომხმარებელთა არჩევანს, ამიტომ იგი შესათავაზებს მომხმარებლებს წვდომას „Performance Mode“-ზე EMUI 9.0-ში, რათა მათ შეძლონ, გადაწყვიტონ, როდის და როგორ გამოიყენონ თავიანთი სმარტფონების მაქსიმალური სიმძლავრე. გაურკვევლობის თავიდან აცილების მიზნით, დისკუსიის შემდეგ UL-მა და Huawei-მ დროებით გამორიცხეს სიიდან Huawei-ს რამოდენიმე სმარტფონის ბენჩმარკ ტესტირების შედეგები, რომელთა სიაში აღდგენაც მოხდება მას შემდეგ, რაც Huawei მომხმარებლებს შესთავაზებს Performance Mode-ზე წვდომას. www.theverge.com
  20. 1)Sony MDR-ZX330BT მოცემული ყურსასმენები პირველ რიგში მიმზიდველია ფასი/ხარისხთან მიმართების თვალსაზრისით. დამზადებულია საშუალო ხარისხის პლასტმასისგან, აქვს NFC მაერთებელი, ერთი სრული დამუხტვის შემდეგ მუშაობის ხანგრძლივობაა 30 საათი. მარჯვენა ნაწილში განთავსებულია ტრეკების გადასართველი ღილაკი, საკმაოდ ჩუმი მიკროფონი, ხმის მარეგულირბელი ღილაკები და micro-USB კონექტორი დატენვისთვის. მოცემული ვარიანტი არ არის განკუთვნლი მუსიკის განსაკუთრებული პროფესიონალი მსმენელებისთვის. https://www.amazon.com/s/ref=nb_sb_ss_i_3_17?url=search-alias%3Daps&field-keywords=sony+mdr-zx330bt+ear+pads&sprefix=Sony+MDR-ZX330BT+%2Caps%2C283&crid=6F16DREVKUQJ 2) Marshall Major II პირველ რიგში, ყურადღებას იქცევს დიზაინი. უნდა აღინიშნოს, რომ ისინი საკმაოდ მჭიდროა, რად ხელს უშლის მოწყობილობის კომფორტულად გამოყენებას. აქვს AptX მხარდაჭერა და შესაძლებლობა - გაუზიაროს მუსიკა სხვა ყურსასმენებს მინი-ჯეკის საშუალებით. სამართავი ღილაკი მოთავსებულია ყურსასმენის მარჯვენა ნაწილზე. ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობა 30 საათია. ჯამში, ცუდი არჩევანი არ არის, თუ ფასი თქვენთვის მისაღებია. https://www.amazon.com/s/ref=nb_sb_noss_2?url=search-alias%3Daps&field-keywords=marshall+major+II&rh=i%3Aaps%2Ck%3Amarshall+major+II 3) Sven AP-B570MV ბიუჯეტური მოდელი შესაბამისი ხარისხით. დამზადებულია ვიზუალურად მიმზიდველი პრიალა პლასტმასისგან, თუმცა ადვილად დაზიანებადი მოდელია, საკმაოდ მსხვრევადი და ადვილად იკაწრება. 25 საათიანი ავტონომიური მუშაობა საკმაოდ კარგია ფასთან მიმართებაში, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ შეზღუდული აქვს ბასების სიმძლავრე. ყურსასმენები ასევე მუშაობს სადენის მიერთებითაც, მუსიკის მოსმენა შესაძლებელია საშუალო დონის ხმაზე. https://www.amazon.com/s/ref=nb_sb_ss_i_2_19?url=search-alias%3Daps&field-keywords=sven+ap-b570mv+headset&sprefix=sven+ap-b570mv+head%2Caps%2C276&crid=1FMAGPRJ4Z1HK&rh=i%3Aaps%2Ck%3Asven+ap-b570mv+headset 4) Urbanears Plattan ADV Wireless კიდევ ერთი ყურსასმენი, რომლის ვიზუალიც უფრო იქცევს ყურადღებას, შემდეგ კი მუსიკალური მხარე. მინიმალისტური დიზაინი, სენსორული მართვის საშუალება მისი დადებითი მხარეებია. ამას გარდა, Urbanears-ს აქვს ორი 3.5 ჯეკის კონექტორი: ერთი ხმისთვის, მეორე- მისი გაზიარებისთვის მეორე ყურსასმენზე. მუსაობის მაქსიმალური დრო 14 საათია. საერთო ჯამში, ეს ყურსასმენი ოპტიმალურ ვარიანტს წარმოადგენს დიზანის, ხარისხისა და ფასის გათვალისიწინებით. https://www.amazon.com/s/ref=nb_sb_ss_i_1_31?url=search-alias%3Daps&field-keywords=urbanears+plattan+adv+wireless+on-ear+bluetooth+headphone&sprefix=Urbanears+Plattan+ADV+Wireless+%2Caps%2C267&crid=108LO3NCN3XLF&rh=i%3Aaps%2Ck%3Aurbanears+plattan+adv+wireless+on-ear+bluetooth+headphone 5) JBL E45BT ამ მოდელისთვის დამახასიათებელია კარგი დიზაინი, მატერიალების მაღალი ხარისხი, თუმცა მოწყობილებაზე არსებული დიდი წარწერა JBL შესაძლოა ბევრისთვის არ იყოს მიმზიდველი. მსუბუქი ხელოვნური ტყავის ყურსასმენები კომფორტულია გამოსაყენებლად. შესაძლებელია მოხმარება სადენის გამოყენებითაც. ხმას რაც შეეხება, დიზაინს არ ჩამორჩება ხარისხით: აქვს მაღალი და დაბალანსებული ბასები, განკუთვნილია ყოველდღიური გამოყენებისათვის. საკმაოდ კარგი შემოთავაზებაა ფასი/ხარისხის მიმართებაში. https://www.amazon.com/s/ref=nb_sb_ss_i_1_10?url=search-alias%3Daps&field-keywords=jbl+e45bt+wireless+headphones&sprefix=JBL+E45BT+%2Caps%2C262&crid=3TQD3U1FCFTT&rh=i%3Aaps%2Ck%3Ajbl+e45bt+wireless+headphones overclockers.ru
  21. როგორც ჩანს, HMD მუშაობს კამერათა შთამბეჭდავ ნაკრებზე ახალი Nokia-სათვის. გავრცელებული დიზაინის ესკიზები და გამოსახულებები მიგვანიშნებს, რომ ვიხილავთ ტელეფონს Nokia-ს ბრენდით, უკანა მხარეს არსებული ხუთი კამერით. Nokia 10 penta-lens-ის შესახებ პირეველად ხმები მიმდინარე წლის დასაწყისში გავრცელდა. კამერის მოდული მოიცავს წრიულად განლაგებულ ხუთ ობიექტივს, წარწერით Zeiss. HMD Global-ი, ფინური კომპანია, რომელსაც აქვს Nokia-ს ტელეფონების წარმოებაზე ლიცენზია, წინა წელს დაუკავშირდა Zeiss-ს, ბრენდების გაერთიანების მიზნით. HMD-მ დაიწყო Zeiss-ის ოპტიკის გამოყენება თავისი ანდროიდების წარმოებაში, მწარმოებელმა აგრეთვე დააპატენტა მინიატურული zoom-კამერა, რაც ძალიან ჰგავს გავრცელებულ ფოტოებზე ასახულს. მიმდინარე წლის დასაწყისში Huawei-მ გამოუშვა P20 Pro სამი კამერით, სამმაგი ოპტიკური Zoom-ით ან ხუთმაგი ჰიბრიდული Zoom-ით. გავრცელებული ხმების თანახმად, LG-ც აპირებს ხუთკამერიანი მოდელის გამოშვებას (სამი კამერა უკანა, ორი კი წინა მხარეს). ხუთი კამერის სენსორი, ეჭვგარეშეა, ნებისმიერი მასშტაბირების საშუალებას იძლევა. HMD-მ მცირე ხნის წინ Microsoft-ისგან შეიძინა ბრენდი PureView, ასე რომ, შესაძლოა ვიხილოთ ტელეფონი Nokia PureView. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიხილავთ იმავე ტექნოლოგიებს, რაც გამოყენებული იყო 808 ან Lumia 1020-ის შემთხვევებში, რადგან Nokia PureView-ს ბევრმა ნიჭიერმა ინჟინერმა დატოვა კომპანია. Apple-მა Lumia-ს ფოტოექსპერტიც კი დაიქირავა. ასეა თუ ისე, ხუთკამერიანი Nokia-ს გამოსვლა საინტერესო მოვლენა იქნება სმარტფონების კონკურენტულ ბაზარზე. www.theverge.com
  22. 7 სექტემბერს გაკეთებული ოფიციალური განცხადების თანახმად, ჩინეთის უმაღლესმა სასამართლომ დაუშვა ბლოკჩეინზე დაფუძნებული მტკიცებულებების გამოყენება ქვეყანაში განხორციელებული სასამართლო პროცესების დროს. ახალი წესი არის ერთერთი იმ კომპლექსური გადაწყვეტილებებიდან, რომლებიც სასამართლომ მიიღო ქვეყანაში ინტერნეტთან დაკავშირებული სასამართოლო საქმეების წარმოების მიმართ, და ის დაუყოვნებლივ შევა ძალაში. აღნიშნული განცხადებით უმაღლესმა საამართლომ დასძინა, რომ: „ინტერნეტ სასამართლო აღარებს ციფრულ მონაცემებს, რომლებსაც მხარეები წარადგენენ სასამართლო პროცესზე, იმ შემთხვაში, თუ აღნიშნული მხარეები შეაგროვებენ და განათავსებენ მონაცემებს ბლოკჩეინში ციფრული ხელმოწერებით, სანდო დროის ნიშნულებით, ჰეშ-ფუნქციის ვერიფიკაციით, ან ციფრული განთავსების პლატფორმით და შეუძლიათ დაამტკიცონ გამოყენებული ტექნოლოგიის ლეგიტიმურობა“. 2017 წლის აგვისტოში, ჩინეთის ქალაქ ხანჯოუში გაიხსნა მსოფლიოში პირველი, “netcourt” ვებ პლატფორმაზე ბაზირებული, ინტერნეტ საქმეებზე სპეციალიზირებული სასამართლო. პირველი სასამართლო პროცესი, რომელზედაც გამოყენებულ იქნა ბლოკჩეინზე დაფუძნებული მტკიცებულებები, ჩატარდა 2018 წლის იანვარში. გაკეთებული განცხადების თანახმად, ჩინეთის „ინტერნეტ-სასამართლოები“ატარებენ საქმეებს „სამართალწარმოების, შუამავლობის, მტკიცებულებების გაცვლის, სასამართლოს წინა პროცედურების, სასამართლო პროცესის და განაჩენის გამოტანის“ ჩათვლით ონლან რეჟიმში, ვებ ინტერფეისის გამოყენებით. ახლო მომავალში ქვეყანაში კიდევ ორი მსგავსი ფუნქციონალის სასამართლო გაიხსნება, პეკინში და გუანჯოუში. Cointelegraph-ის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ბლოკჩეინთან დაკავშირებულ ინოვაციებს არამარტო მტკიცებულებების ფუნქციის შესრულება შეუძლიათ, არამედ ისევე, როგორც სმარტ-კონტრაქტებს, გააჩნიათ სასამართლოს სფეროში გადატრიალების მოხდენის პოტენციალი. 2018 წლის ზაფხულში, დიდი ბრიტანეთის სასამართლო კომისიამ განაცხადა, რომ ის გადახედავს სამართლებრივ ჩარჩოებს, რათა დარწმუნდეს, რომ ბრიტანული სასამართლო დარჩება კონკურენტუნარიან არჩევნად სმარტ-კონტრაქტებზე დაფუძნებული ბიზნესებისთვის, და აუწყობს ფეხს ტექნოლოგიურ ინოვაციებს. cointelegraph.com
  23. ბაზარზე არსებული AMD Ryzen პროცესორების მრავალფეროვნება დიდია, თუმცა საწყისი დონის სისტემის აწყობის მსურველები იძულებულნი არიან დაიხარჯონ CPU Ryzen 3 1200-სთვის, ან დაკმაყოფილდნენ მოკრძალებული მწარმოებლურობის 28 ნანომეტრიანი APU A-Series/Bristol Ridge-თი. ამგვარი ვითარების გამოსასწორებლად დებიუტირებს Athlon 200GE, რომელიც შეიცავს Zen-ის ორ, 14 ნმ-იან ბირთვს, Radeon RX Vega 3-ის გრაფიკას და ღირს 55$. პირველი Athlon/Zen მოიცავს GCN 5 (Vega) თაობის მხოლოდ 192 შეიდერ ბლოკს, მიუხედავად ამისა, მას მაინც შეუძლია „მსუბუქი“ თამაშების გაშვება 1280 × 720 რეზოლუციით, თამაშის შიდა გრაფიკის მინიმალური დეტალიზაციით. პროცესორს აქვს SMT ტექნოლოგიის მხარდაჭერა, მონაცემების გადამუშავება ხდება ოთხ ნაკადად, ტაქტური სიხშირეა 3,2 გჰც (დინამიური აჩქარება ვერ ხერხდება), დატვირთვისას გამოყოფილი სითბოს დონე - 35 ვატს შეადგენს. პროცესორი AMD Athlon PRO 200GE განკუთვნილია კომერციული პერსონალური კომპიუტერებისთვის, PRO ვერსიის შემთხვევაში გვაქვს GuardMI-ის მონაცემთა დაცვის ტექნოლოგია, პლატფორმის ელემენტების უცვლელობის სამწლიანი გარანტია და პროცესორის შეკვეთაზე ხელმისაწვდომობის გარანტია გამოსვლის დღიდან ორი წლის განმავლობაში. APU Athlon PRO 200GE-სა და Athlon 200GE-ს მწარმოებლურობა მსგავსია. ყოველ შემთხვევაში, მათი ძირითადი მახასიათებლები ერთმანეთის იდენტურია. Ryzen PRO-ს სერიის სამეული - Ryzen 7 PRO 2700X, Ryzen 7 PRO 2700 და Ryzen 5 PRO 2600 - წარმოადგენენ Ryzen 7 2700X-ის, Ryzen 7 2700-ისა და Ryzen 5 2600-ის ანალოგურ წინამორბედებს. უნდა აღინიშნოს,რომ Ryzen 7 PRO 2700X მოდელის სიხშირე (3.6/4.1 გჰც) შედარებით დაბალია, ვიდრე Ryzen 7 2700X-ისა - (3.7/4.3 გჰც). TDP დონე ორივე პროცესორს ერთნაირი აქვს - 105 ვტ. ახალი პროცესორები Athlon PRO და Ryzen PRO შევლენ Dell, HP და Lenovo-ს კომერციული პერსონალური კომპიუტერების შემადგენლობის სიაში. Процессоры AMD AM4 Ryzen 3 PRO 2200GE Ryzen 3 2200GE Athlon PRO 200GE Athlon 200GE Семейство Raven Ridge Техпроцесс, нм 14 Ядра/потоки 4/4 2/4 Частота, ГГц 3,2/3,6 3,2 L3-кеш, Мбайт 4 Контроллер DRAM DDR4-2666 н/д Встроенная графика Radeon RX Vega 8 Radeon RX Vega 3 Уровень TDP, Вт 35 Процессоры AMD AM4 Ryzen 7 PRO 2700X Ryzen 7 2700X Ryzen 7 PRO 2700 Ryzen 7 2700 Ryzen 5 PRO 2600 Ryzen 5 2600 Семейство Pinnacle Ridge Техпроцесс, нм 12 Ядра/потоки 8/16 6/12 Частота, ГГц 3,6/4,1 3,7/4,3 3,2/4,1 3,4/3,9 L3-кеш, Мбайт 16 Контроллер DRAM н/д DDR4-2933 н/д DDR4-2933 н/д DDR4-2933 Уровень TDP, Вт 105 65 https://3dnews.ru/975027
  24. IMAX-ში განაცხადეს, რომ იწყებენ ახალი სერტიფიცირებული პროგრამის - IMAX Enhanced -ის გაშვებას, რომელიც შექმნილია DTS ხმის სპეციალისტებთან თანამონაწილეობით. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ IMAX-ის წარმომადგენლების აზრით, თანამედროვე ტელევიზორებს, პროექტორებს, A/V მიმღებებს, ხმის სისტემებსა და ზოგადად სახლის კინოთეატრის ტიპის მოწყობილობებს უნდა ჰქონდეთ საუკეთესო 4K / HDR გამოსახულება და ხმა. კომპანია არ აკონკრეტებს, რა სახის კვალიფიკატორები იგულისხმება მოწყობილობის სერტიფიცირებაში, თუმცა წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი „პასუხისმგებელნი არიან, შემოგვთავაზონ ყველაზე მაღალი ხარისხის აუდიო-ვიდეო სისტემა, რომელიც შემუშავებულია IMAX-ის კომიტეტის, DTS-ის ინჟინრებისა და ჰოლივუდის წამყვანი ტექნიკური სპეციალისტების ერთობლივი ძალისხმევით“. პროგრამა გაეშვება მიმდინარე შემოდგომიდან და პირველი პარტნიორები იქნებიან Sony, Denon, Marantz, Sony Pictures და Paramount. კომპანია აგრეთვე აცხადებს, რომ გამოუშვებს IMAX-ის ახალ გაძლიერებულ კონტენტს („IMAX Mode“), რომელიც მოახდენს თქვენი სახლის კინოთეატრის პარამეტრების ოპტიმიზაციას. www.theverge.com
  25. MacRumors-ის მონაცემების მიხედვით, Apple-მა განაცხადა, რომ მოქმედებაში გაუშვებს სამართალდამცავი ორგანოებისთვის განკუთვნილ გლობალურ ვებ-პორტალს მათი მოთხოვნების დამუშავება-გამოძიების ხელშეწყობის მიზნით. სიახლე წარმოადგენს ცვლილებას უკვე არსებული სისტემისა, სადაც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ახდენენ შეტყობინებების გაცვლა-გამოცვლას ელექტრონული ფოსტის საშუალებით. განახლებული და უკეთ ცენტრალიზებული ვებ-გვერდი კი საშუალებას მისცემთ, უფრო მარტივად მიაკვლიონ საჭირო მოთხოვნებს და პასუხებს. Apple-ის ახალ პორტალთან დაკავშირებით აგრეთვე განაცხადეს, რომ კომპანია შეკრებს გუნდს, რომელიც სწავლება-განვითარებაში დაეხმარება მთელი მსოფლიოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს (ახალი ონლაინ-სწავლების მოდულის მეშვეობით). ამ კამპანიის მიზანია დახმარება გაეწიოს პოლიციის ძალებსა და სააგენტოებს, რომლებსაც ხელი არ მიუწვდებათ იმ რესურსებზე, რაზეც წვდომა აქვთ მსხვილ ორგანიზაციებს. Apple-ს უფროსი ვიცე-პრეზიდენტის წერილობითი განაცხადის მიხედვით, კომპანია ამ ცვლილებებზე მუშაობს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევის ცენტრის რეკომენდაციის საფუძველზე. კომპანიას მკაცრი რეკომენდაციები აქვს იმის შესახებ, თუ რა სახის ინფორმაცია შეუძლია გასცეს ან არ გასცეს სამართალდამცავ ორგანოებზე, როგორც აშშ-ის ფარგლებში, ასევე მის გარეთ. Apple-ს ასევე მოუწევს წელიწადში ორჯერ გამოაქვეყნოს დეტალური საჯარო ანგარიში მიღებული და გაცემული ინფორმაციის შესახებ. განსაზღვრულია ისიც, რაზე ექნება წვდომა Apple-ს და რაზე არა. ყველაზე ცნობილი მაგალითი იყო 2016 წლის სან-ბერნარდინოს შემთხვევა, როდესაც Apple-მა iPhone-სთან დაკავშირებით backdoor-ზე უარი განაცხადა, გამომძიებლებს რომ წვდომა მიეღოთ ინფორმაციაზე. www.theverge.com
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.