Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5926
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    198

Posts posted by Magdalena

  1. Intel Z390-ის ახალ ფლაგმანურ ჩიპსეტზე არსებული დედა დაფების გამოსვლამდე სულ ცოტა დრო რჩება, შესაბამისად, მათ შესახებ უფრო და უფრო მეტი ინფორმაცია ხდება ცნობილი. ამჯერად ინფორმაცია ეხება ASUS-ის ROG Maximus-ის ახალ დედა დაფებს. 

                                                        image.jpeg

    ASUS ROG Maximus XI Extreme 

    ახალი სერია მიიღებს სახელწოდებას ROG Maximus XI, და ამჯერად ცნობილია ოთხი მოდელის შესახებ, ესენია: Formula, Code, Extreme და Gene. ახალ მოდელებს ექნებათ არამარტო ახალი ჩიპსეტები, არამედ გაუმჯობესებული კვების ქვესისტემა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება Intel Coffee Lake Refresh-ის პროცესორების უკეთ აჩქარება, პროცესორების - რომლებისთვისაც არის განკუთვნილი ეს სიახლე. 

    ROG Maximus XI Extreme მოდელი გამოირჩევა E-ATX ფორმ-ფაქტორით, ასევე პატარა OLED-დისპლეით, რომელზეც გამოისახება ინფორმაცია სისტემის მაჩვენებლების შესახებ, მაგალითად პროცესორის აქტუალური სიხშირე. აქვს DIMM.2 საფირმო სლოტი SSD M.2 სპეციალური ადაპტერის მისაერთებლად, აგრეთვე, სამი სლოტი PCI Express 3.0 x16 და ოთხი სტანდარტული DIMM - DDR4 მეხსიერების მოდულებისთვის. 

                                             image.jpeg

                                      image.jpeg

    მეტად საინტერესოა ის ფაქტი, რომ ინფორმაციის მომწოდებელმა წყარომ გამოაქვეყნა საკმაოდ უცნაური „ორსართულიანი“ DDR4 მოდულების ფოტოები. ისინი გამოირჩევა ორჯერ მეტი სიმაღლით, აგრეთვე იტევენ ორჯერ მეტ მეხსიერების მიკროსქემას, რის ხარჯზეც მეხსიერების სანახი სივრცე უფრო დიდია. დღესდღეობით ცნობილია მსგავსი მოდულები კომპანიებისგან - Zadak და G.Skill. იქიდან გამომდინარე, რომ ფოტოზე მოდული დაყენებულია DDR4 DIMM სტანდარტულ სლოტში, მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება არამხოლოდ ASUS-ის დაფებთან. 

                                               image.jpeg

    ROG Maximus XI Gene 

    რაც შეეხება სხვა დაფებს, საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება მოდელი ROG Maximus XI Gene, Micro-ATX ფორმ-ფაქტორით. Maximus-ის სერიაში კომპანია ASUS-ს საკმაოდ დიდი ხანია არ გამოუშვია სიახლეები ამგვარი ფორმ-ფაქტორით. ამ დაფას ასევე აქვს კვების მძლავრი ქვესისტემა, თუმცა მისთვის განსაზღვრულია DDR4 მეხიერების მოდულისთვის მხოლოდ ორი სლოტი და თითო სლოტი PCI Express 3.0 x16-სა და PCI Express 3.0 x4-სთვის, რაც აიხსნება კომპაქტური ფორმ-ფაქტორის არსებობით. 

                                                                      image.jpeg

    ASUS ROG Maximus XI Formula 

    და ბოლოს, გამოქვეყნდა ASUS ROG Maximus XI Formula-სა და Code-ს დედა დაფების ფოტოები. მათ არ აქვთ DIMM.2 სლოტი, თუმცა მთლიანობაში არც ისე  „მოკრძალებულად“ გამოიყურებიან. ეს ორი დაფა ერთმათისგან მხოლოდ კვების ქვესისტემის გაგრილების სისტემით განსხვავდება. Formula მოდელს აქვს წლის ბლოკი EK Water Blocks, Code მოდელს კი - ჩვეულებრივი რადიატორი.  

                                                         image.jpeg

    https://3dnews.ru/975945 

    • Like 1
    • Upvote 2
  2.                                                                   image.jpeg

    CNBC-ის (Consumer News and Business Channel) თანახმად, Google განაახლებს ონლაინ-რეკლამების მიღებას, რომლებიც დაკავშირებულია კრიპტოვალუტებთან. მიმდინარე წლის დასაწყისში კომპანიამ აკრძალა მსგავსი რამ, აკრძალვის მოხსნის შემდეგ კი შესაძლებელი გახდება რეკლამების განთავსება Google-ის პლატფორმაზე აშშ-სა და იაპონიაში, უკვე მომავალი თვიდან. 

    აკრძალვა მოხდა მარტში იმ მიზეზით, რომ კრიპტოკოინების შემომთავაზებელი უამრავი განაცხადიდან თაღლითებისა და კანონიერი პლატფომების გამორკვევა შეუძლებელი გახდა. Google კვლავ აპირებს რეკლამის აკრძალვას ICO-სთვის (Initial coin offering), აგრეთვე კრიპტო საფულეებისა და გაყიდვებთან დაკავშირებული რჩევებისთვის, იტყობინება CNBC. 

    გაურკვეველია, რამ განაპირობა Google-სგან აკრძალვის გაუქმება, თუმცა, როგორც ჩანს, კომპანია თვლის, რომ კრიპტოვალუტების „ციებ-ცხელება“ მინელდა და, შესაბამისად, ნეგატიური გვერდითი ეფექტებიც შემცირდა. Facebook-მა, რომელმაც ასევე აკრძალა კრიპტორეკლამები ჯერ კიდევ იანვარში, ივნისში მოხსნა რამოდენიმე აკრძალვა, Google-ის მსგავსად  Facebook-ის მხრიდან აკრძალული რჩება ICO-ს რეკლამირება და მოითხოვს კომპანიისგან განაცხადის შევსებას რეკლამის მოთხოვნისთვის. ასე, რომ Google-ს შეუძლია მიჰყვეს ამ მაგალითს, ისე, რომ თან არ დაკარგოს რეკლამებიდან მიღებული შემოსავალი.  

    www.theverge.com/

    • Like 1
  3. Google-ის ჯგუფური დაგეგმვის ფუნქცია Google Map-ისთვის, რომლის შესახებაც კომპანიამ პირველად განაცხადა 2018 წლის მაისის Google I / O-ზე, ახლა უკვე მომხმარებლებზე ვრცელდება. ეს ფუნქცია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შექმნან რუკაზე მონიშნული რესტორნების ან სხვა დანიშნულების ადგილების ჩამონათვალი, რომელსაც გაუზიარებენ მეგობრებს და მათ შეეძლებათ სასურველის არჩევა. ამის საშუალებით თავიდან იქნება აცილებული ერთმანეთთან გაუთავებელი შეტყობინებების გზავნა გეგმებთან დაკავშირებით, რაც განსაკუთრებით მოხერხებელია ხალხმრავალი ჯგუფის შემთხვევაში. 

                                                  image.jpeg

    ამ ფუნქციის გამოყენება ხდება შემდეგნაირად: ხანგრძლივად აწვებით თითოეულ ლოკაციას ჩამონათვალში ჩასაგდებად, რომელიც შემდეგ იგზავნება მეგობრებთან, რომელთაც  იწვევთ. ჯგუფს შეუძლია იხილოს თითოეული ადრესატის მიერ შემოთავაზებული ლოკაცია და მოიწონოს ან არ მოიწონს კონკრეტული ადგილი. ხმების დაანგარიშებას თავად Google გააკეთებს. ჯგუფის წევრებს თავისუფლად შეუძლიათ თავიანთი შემოავაზებების დამატება. 

    ჯგუფური დაგეგმვის ფუნქცია არის ერთ-ერთი იმ ახალ ფუნქციათაგან, რაც Google-ს აქვს დაანონსებული თავისი სანავიგაციო რუკისთვის. ზოგიერთი მათგანი უკვე გაშვებულია, მათ შორის „For You“ თაბი, სადაც განთავსებულია მომხმარებელთან ტერიტორიულად ახლოს არსებული  რესტორნები და სხვა დაწესებულებები. კომპანია ასევე მუშაობს Google Map-ზე ქუჩების გაძლიერებული რეჟიმით ნახვის შესალებლობაზე, რომელიც ლაივ რეჟიმში მოგვცემს მიმართულებას მომხმარებლის სმარტფონის კამერით.  

    განახლება დღესდღეობით ხელმისაწვდომია iOS-სა და Android-ზე. 

    www.theverge.com

    • Like 1
  4.                                          image.jpeg

    Instagram-ის შემქმნელებმა Kevin Systrom-მა და Mike Krieger-მა მიიღეს გადაწყვეტილება დატოვონ კომპანია, რომელიც მსოფლიო ფენომენად იქცა. პირველად ამის შესახებ The New York Times-მა განაცხადა, შემდეგ კი Kevin Systrom-მაა დაადასტურა ინფორმაცია თავის ბლოგზე. „ჩვენ ვაპირებთ ავიღოთ დროებითი შესვენება, რათა შემდგომში ხელახლა დავკავდეთ კვლევებისა და კრეატივის საკითხებით, რომლებიც ჩვენთვის საინტერესოა, - განაცხადა მან. - სიახლეების შექმნისთვის აუცილებელია, რომ დროებით ჩამოვშორდეთ საქმეს და გავერკვეთ რა შთაგვაგონებს და რა სჭირდება მსოფლიოს, - სწორედ ამას ვაპირებთ ჩვენ“. 

                                                  image.jpeg

    Facebook-ის მიერ 1 მილიარდ დოლარად შეძენილი კომპანია ახლა უკვე 1 მილიარდზე მეტ მომხარებელს აერთიანებს მსოფლიოს მასშტაბით. ჯამში, Instagram-ი ითვლება Facebook-ის ყველაზე წარმატებულ და მომგებიან შენაძენად. 2012 წლიდან კომპანიის ზრდა და განვითარება კევინ სისტრომისა და მაიკ კრიგერის საქმიანობის დამსახურებაა, კერძოდ, მათ მიერ Facebook-ის რესურსების სტრატეგიულად გამოყენება და Snapchat-თან აგრესიული კონკორენციის მზაობა. „მე და მაიკი მადლობელი ვართ უკანსაკნელი რვა წლისთვის Instagram-ისა და 6 წელი Facebook-ის გუნდთან თანამშრომლობის, - წერს სისტრომი. - კომპანიის 13 თანამშრომლიდან ჩვენ გავიზარდეთ და უკვე ათასობით ოფისი გვაქვს მთელ მსოფლიოში, შევქმენით პროდუქტები, რომელსაც იყენებს 1 მილიარდზე მეტი ადამიანი“. 

                                                     image.png

    „კევინი და მაიკი გამოჩენილი ლიდერები არიან და მათი ერთობლივი შემოქმედებითი ნიჭი აისახება Instagram-ის შედეგებზე, -  აღნიშნა Facebook-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Mark Zuckerberg-მა თავის განცხადებაში. - მე ბევრი რამ ვისწავლე მათთან ერთად ბოლო ექვსი წლის მუშაობის პერიოდში. წარმატებებსა და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ მათ და მოუთმენლად ველოდები, რას შექმნიან სამომავლოდ“. 

                                       image.jpeg

    კევინისა და მაიკის კომპანიიდან წასვლამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სოციალური ქსელის პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობებზე. პრობლემებში იგულისხმება კომპანიისადმი არჩევნებში ჩარევის ბრალდება, გაყალბებული სიახლეები და მზარდი სახალხო წარმოდგენა იმაზე, რომ Facebook-ი არც ისე დემოკრატიულია. Instagram-ი პოზიცირებს როგორც სწრაფად მზარდი და Facebook-ის წარმატებული ალტერნატივა განსაკუთრებით მოზარდი ასაკის მომხმარებლებში, რომლესაც იმედი გაუცრუვდათ Facebook-ი კონფიდენციალურობაში. დამფუძნებლების გარეშე პლატფორმის წარმატების ზრდის ტემპი შესაძლოა შენელდეს. 

    სისტრომისა და კრიგერის მიერ კომპანიის დატოვება არ წარმოედგენს პირველ შემთხვევას Facebook-ისთვის, როდესაც წარმატებული დამფუძნებლები ყიდიან თავიან მსხვილ სოციალურ ქსელს, შემდეგ კი საერთოდ ტოვებენ მას. ამ შემთხვევამდე ერთი წლით ადრე WhatsApp-ის თანადამფუძნებელმა Jan Koum-მა განაცხადა, რომ ტოვებს Facebook-ს კონფიდენციალურობასა და მონაცემთა გაცვლასთან დაკავშირებული უთანხმოების მიზეზით. ასევე, WhatsApp-ის მეორე თანადამფუძნებელმა Brian Acton-მა გააკრიტიკა თავისი ყოფილი დამსაქმებელი და დატოვა Facebook-ი 2017 წლის სექტემბერში. 

    Instagram-ის დამფუძნებლები თავის მხრივ კრიტიკას არ გამოთქვამენ, თუმცა როგორც ანონიმური წყაროები ამბობენ, მათ კომპანიიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს Facebook-თან მუშაობით იმედგაცრუებისა და Mark Zuckerberg-ის სწრაფვის გამო - გაეძლიერებინა ჩარევა და კონტროლი Instagram-ზე. 

     

    • Like 1
  5.                                  image.jpeg

    კორპორაცია Microsoft-ი გეგმავს LinkedIn-ის უფრო მეტად ინტეგრირებას Office-ს აპლიკაციებში. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს ვიხილეთ მისი ნაწილობრივი ინტეგრაცია Word-ში, მოხდება Outlook-ის განახლება, რათა მოიცავდეს მონაცემებს კონტაქტების შესახებ, რომ ხელსაყრელი გახდეს კალენდრის დაგეგმვა, დოკუმენტის გაზიარება და მასზე მუშაობა. Outlook-ის მომხმარებლები მოკლე დროში უკვე შეძლებენ Word-ის, Excel-ისა და PowerPoint-ის დოკუმენტებზე ერთობლივად მუშაობასა და თანაავტორობას LinkedIn-ის კონტაქტებთან ერთად, რაც ნიშნავს სამუშაო დოკუმენტების გაცვლის და თანასაქმიანობის გამარტივებას მეგობრებთან ან კოლეგებთან. 

    ინტეგრაცია აგრეთვე გავრცელდება კორპორატიულ ბიზნეს კატალოგებზეც, რომლებიც დაკავშირებულია LinkedIn-თან. ამ ტიპის ინფორმაციის გარკვეული ნაწილი წვდომადი იყო LinkedIn plugin-ში Outlook Social Connector-ისთვის. ახლა კი კონკრეტულად Outlook-ში მოხდება მისი ჩანერგვა. 

    Microsoft-მა LinkedIn-ი შეიძინა ორ წელზე მეტია 26 მილიარდ დოლარად, და მუდმივად ახდენდა ბიზნესზე ინტეგრირებული პროდუქტის აქტიურად ჩართვას სოციალურ ქსელებში. LinkedIn-ი ძველებურად ფუნქციონირებს როგორც დამოუკიდებელი კომპანია Microsoft-ის შიგნით, ბოლო კვარტალში მისმა შემოსავალმა 1,4 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 37 %-ით მეტია წინა წლის შემოსავალთან შედარებით. 

    www.theverge.com

    • Like 1
  6. კომპანიებმა განაცხადეს ერთმენეთთან პარტნიორობის შესახებ, რომელიც გამოიხატება მომხმარებლებისთვის შეძენის პროცესის გამარტივებაში. კერძოდ, Snapchat-ის კამერის საშუალებით მომხმარებლებს შეუძლიათ მიუთითონ კონკრეტულ პროდუქტზე ან მის შტრიხ-კოდზე და იგი გადამისამართდება Amazon-ის pop-up ბარათზე. შემდეგი ნაბიჯი იქნება პროდუქტის მონაცემების ჩატვირთვა Amazon-ის აპლიკაციაზე ან Amazon.com-ზე და შეკვეთის გაფორმება. 

                                   image.jpeg

    მომხმარებელმა უბრალოდ უნდა ჩართოს კამერა და გარკვეული დროით დააჭიროს კამერის ეკრანს, რათა გააქტიურდეს ეს ფუნქცია. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რა შემოსავალს მიიღებს Snap-ი გაყიდვებიდან, კომპანიის წარმომადგენლის თქმით, მას არ აქვს უფლება ამ ეტაპზე, გაგვიზიაროს დეტალები შემოსავალთან დაკავშირებით. ჯერჯერობით Snap-ისა და  Amazon-ის ერთობლივი ფუნქციით სარგებლობა მხოლოდ აშშ-ის მაცხოვრებელთან გარკვეულ ნაწილს შეუძლია. 

                                          image.jpeg

    Snap-ს მუდმივად ჰქონდა მცდელობები - მეტი ფუნქციონალურობა მიენიჭებინა თავისი კამერისთვის. და რაც მნიშვნელოვანია, ეს არის პარტნიორიბის შედეგი შემოსავლის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, თუკი Snap-ი ყოველ გაყიდულ პროდუქტზე Amazon-ისგან შემოსავალს მიიღებს, ეს დაეხმარება კომპანიას, აუცილებელი კაპიტალის მობილიზებაში. აქვე აღვნიშნავთ, რომ Snap-ის აქციებმა მომდინარე თვის დასაწყისში რეკორდულ მინიმუმს მიაღწია. 

     

     

    • Like 1
  7.                                       image.jpeg

    Microsoft-მა მოახდინა Surface Hub 2-ის დემონსტრირება Microsoft Ignite კონფერენცის დროს და გაამხილა რამოდენიმე პროგრამა, რაც გამოიყენება ამ სიახლესთან დაკავშირებით. Microsoft-ის დემონსტრაცია მოიცავდა 50 დუიმიანი დისპლეის ჩვენებას, რაა ეჩვენებინა, როგორ მოძრაობს კონტენტი დისპლეიზე ბრუნვის დროს. 

    ეს არის ახალი ოპერაციული სისტემის Windows Core OS (WCOS)-ის ნაწილი, რომელიც Microsoft-ის ალისხმევით გამოყენებულია უფრო მეტად „ჭკვიან“ მოწყობილობებსა და რეჟიმებში. მრავალი წლის განმავლობაში Microsoft-ი მუშაობს WCOS-სა და მის შემადგენელ  (C-Shell)-ზე, და ამ ძალისხმევამ საშუალება მისცა კორპორაცია, შეექმნა ახალი მოწყობილობა. Surface Hub 2 აპარატული უზრუნველყოფის ახალი ტიპის კარგი მაგალითია, იგივე ეხება ჯერჯერობით დაუზუსტებელ ინფორმაციას კიდევ ერთი სიახლის - Microsoft Andromeda-ს შესახებ. 

    დემონსტირებისას ასევე ნაჩვენები იყო, როგორ შეძლებს Surface Hub 2-ზე ერთდროულად რამოდენიმე მომხმარებელი მუშაობას  და დოკუმენტებში ცვლილებების შეტანას თითის ანაბეჭდების წამკითხველი სენსორების საშუალებით. დისპლეიზე შესაძლებელია ერთდროულად რამოდენიმე დოკუმენტის გახსნა და მათზე მუშაობა. 

                                           image.png

    Microsoft-მა განაცხადა, რომ კომპანიამ ცვლილებები შეიტანა Surface Hub 2-ის აპარატულ უზრუნველყოფაში. ახალი Surface Hub 2S 4K კამერითა და edge-to-edge დისპლეით მომავლ წელს გამოჩნდება, თუმცა ახალი პროგრამული უზრუნვეყოფა და შთამბეჭდავი ფუნქციების განახლებები 2020 წლამდე არ იქნება. Microsoft-ი გეგმავს 2020 წლისთვის პროგრამული უზრუნველყოფის განახლებას მოწყობილობაში Surface Hub 2X, რომელსაც ექნება სპეციალური პროცესორ კარტრიჯი უკანა მხარეს  -  როგორც აპარატული, ისე პროგრამული განახლებების უზრუნველყოფისთვის. კორპორაციას ჯერჯერობით არ გაუმხელია, თუ როდიდან გახდება ხელმისაწვდომი Surface Hub 2-ი და რა ფასად.  

    www.theverge.com

    • Like 1
  8. თამაშებით დაინტერესებულთა რიცხვი უფრო და უფრო იზრდება, ამიტომ, ხშირად კომპანიები, რომელთა უპირატესობაც ძირითადად მობილურ ბაზრებზეა ორიენტირებული, პერიოდულად აწარმოებენ ძლიერ პერსონალურ კომპიუტერებს, რომლებსაც აქვთ მაღალი ტაქტის სიხშირე და Full HD (1920 × 1080) ან მეტი გაფართოება. Lenovo-ს ექსპერიმეტი ამგვარ პროდუქტთან დაკავშირებით - Legion T730 - წარმატებულად ჩაითვალა, ასე რომ, სრულიად ლოგიკურია, რომ კომპანიამ გადაწყვიტა მისი განახლებული ვერსია შემოგვთავაზოს.  

    Cowcotland-ის ინფორმაციის მიხედვით სისტემა Legion T730-ის ოქტომბრის მოდელი მიიღებს ოვერქლოქინგ პროცესორებს  - მე-9 თაობის Core-ს (Coffee Lake Refresh) და დისკრეტულ გრაფიკას NVIDIA Turing-ის ხაზიდან. მიუხედავად ძირეული კომპონენტების მნიშვნელოვანი განახლებისა, პლატფორმა რჩება იგივე - LGA1151/Z370. 

                                                 image.png

                                            image.jpeg

    ყველაზე შთამბეჭდავ ნაკრებს მიიღებს კონფიგურაცია 90JF003CRS. კომპლექტში შევა: რვაბირთვიანი პროცესორი Core i9-9900K თხევადი გაგრილების სისტემით (დიდი ალბათობით Cooler Master), ვიდეო ბარათი GeForce RTX 2080, ორი 16 გბ-იანი ოპერატიული მეხსიერების მოდული DDR4-2666, 256 გბ-იანი SSD და 1ტბ HDD (7200 ბრუნი წუთში). Legion T730 სისტემაში Lenovo-ს ინჟინრები იყენებენ 80 PLUS კვების ბლოკს და Corsair Vengeance-ს სერიის ოპერატიულ მეხსიერებას. 

                                                            image.jpeg

           

    Lenovo Legion T730 
    (осень 2018 г.) 

    Конфигурация 

    90JF0034RS 

    90JF0039RS 

    90JF0035RS 

    90JF003CRS 

    Процессор 

    Core i7-9700K 

    Core i9-9900K 

    Охлаждение CPU 

    воздушное 

    жидкостное 

    Видеокарта 

    GeForce RTX 2070 

    GeForce RTX 2080 

    DRAM DIMM DDR4, Гбайт 

    1 × 8 

    2 × 8 

    2 × 16 

    SSD-накопитель, Гбайт 

    256 (PCI-E) 

    Жёсткий диск, Гбайт 

    нет 

    1000 (SATA) 

    Блок питания, Вт 

    500 

    625 

    Оптический привод 

    есть 

     

    90JF0034RS-ის მცირე კონფიგურაცია მწარმოებლებმა მკაცრად შეზღუდეს შესაძლებლობებში. ერთი 8 გბ-იანი ოპერატიული მეხსიერების DDR4 მოდული და, თუმცა სწრაფი, მაგრამ მხოლოდ 256 გიგაბაიტიანი SSD - არც ისე კარგი კომპანიონებია  Core i7-9700K-ისა და GeForce RTX 2070-სთვის. დესკტოპის მცირე ვერსის მყიდველტაგან ბევრი დიდი ალბთობით მისი აფგრეიდით დაკავდება ყიდვისთანავე. 

                                                             image.jpeg

     

    • Like 1
  9. კორპორაცია Toyota Motor-ი გეგმავს თავის ახალ ავტომობილებში დანერგოს Android Auto პლატფორმის მხარდაჭერა. ამის შესახებ იტყობინება რესურსი Bloomberg-ი და აქვეყნებს ინფორმაციას, რაც მიიღო საკითხში გაცნობიერებული პირებისგან, რომლებიც ჯერჯერობით ანონიმად რჩებიან. 

                                      image.jpeg

    სისტემა Android Auto, Apple-ის  CarPlay-ის ანალოგიური გადაწყვეტილება, იძლევა სმარტფონის აპლიკაციებსა და ფუნქციებთან  წვდომის საშუალებას ავტომობილის მედიაცენტრის მეშვეობით. მართვა ხორციელდება საჭეზე არსებული ღილაკების, სენსორული ეკრანისა და ხმოვანი დამხმარის საშუალებით. 

    მიმდინარე წლის დასაწყისში Toyota-ს წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ მის ახალ ავტომობილებში, აგრეთვე Lexus-ის პრემიუმ კლასის მოდელებში, გამოჩნდებოდა Apple CarPlay-ის  მხარდაჭერა. ნათქვამი იყო, რომ ეს გადაწყვეტილება ხელმისაწვდომი იქნებოდა Toyota-ს იმ მოდელებისთვის, რომელთა მედიასისტემაც Entune 3.0-ის ბაზაზე იყო, Lexus-ის შემთხვევაში კი - Enform 2.0 მედიასისტემაზე. 

                                                    image.jpeg

    ახლა კი, როგორც ჩანს,  Toyota სულ მოკლე დროში (მიახლოებით ოქტომბერში) ოფიციალურად განაცხადებს Android Auto-ს მხარდაჭერის შესახებ 

    აქვე სტატისტიკისთვის, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, Canalys-ის შეფასებების მიხედვით, Android Auto-სა ან (და) Apple CarPlay-ის მხარდაჭერა რეალიზებული იყო ახალი ავტომობილების 46%-ში ევროპის მასშტაბით და 52%-ში - ამერიკის ბაზარზე. 

    • Like 1
    • Upvote 1
  10. (tomshardware-ს რეკომენდაციები) 

    ოქტომბრამდე, სანამ Nvidia RTV 2070 გაეშვება, საუკეთესო ბალანსი მწარმოებლურობას, ფასსა და სიძლიერეში Nvidia GeForce GTX 1070-ს აქვს. იმ შეთხვევაში,  რა თქმა უნდა, თუკი თქვენთვის ფასს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს და 4K მონიტორს ფლობთ, მაშინ საუკეთესო არჩევანი GeForce RTX 2080 Ti იქნება. Nvidia GeForce GTX 1050 3GB იკავებს AMD Radeon RX 560-ზე წინა ადგილს, მიუხედავად იმისა, რომ მასზე 10 $-ით მეტი ღირს, GeForce შესამჩნევად სწრაფია. იხილეთ ტოპ ხუთი გრაფიკული ბარათების მახასიათებლები: 

    Nvidia GeForce GTX 1050 3GB 

    Best Budget 

                                                                   image.jpeg

    169,99 $ 

    • GPU 

    GP107 

    • Process 

    14nm 

    • Shader Units 

    768 

    • Texture Units 

    48 

    • ROPs 

    24 

    • Core Clock 

    1392 MHz 

    • Memory Data Rate 

    7 Gb/s 

    • Memory Bus 

    96-bit 

    • Memory Bandwidth 

    84.1 GB/s 

    • Memory Capacity 

    3GB 

    • 3D APIs 

    DirectX 12 (12_1), OpenGL 4.5, Vulkan 

    • TDP 

    75W 

    • Power Connections 

    None 

    • Power Supply 

    300W 

    AMD Radeon RX 580 

                                                               image.jpeg

    Best FHD 

    279,99 $ 

    • GPU 

    Polaris 10 (GCN 4.0) 

    • Process 

    14nm 

    • Shader Units 

    2304 

    • Texture Units 

    144 

    • ROPs 

    32 

    • Core Clock 

    1411 MHz 

    • Memory Data Rate 

    8 GT/s 

    • Memory Bus 

    256-bit 

    • Memory Bandwidth 

    256 GB/s 

    • Memory Capacity 

    4GB or 8GB 

    • 3D APIs 

    DirectX 12 (12_1), OpenGL 4.5, Vulkan 

    • TDP 

    185W 

    • Power Connections 

    1x 8-pin, 1x 6-pin 

    • Power Supply 

    500W 

    Nvidia GeForce GTX 1070 

                                                     image.jpeg

    Best QHD 

    384,99 $ 

    • GPU 

    Pascal (GP104) 

    • Process 

    16nm 

    • Shader Units 

    1920 

    • Texture Units 

    160 

    • ROPs 

    64 

    • Core Clock 

    1506 MHz 

    • Memory Data Rate 

    8 Gb/s 

    • Memory Bus 

    256-bit 

    • Memory Bandwidth 

    256 GB/s 

    • Memory Capacity 

    8GB 

    • 3D APIs 

    DirectX 12 (12_1), OpenGL 4.5, Vulkan 

    • TDP 

    150W 

    • Power Connections 

    1x 8-pin 

    • Power Supply 

    500W 

     

    Nvidia GeForce GTX 1080 

                                                          image.jpeg

    Best VR 

    499,99 $ 

    • GPU 

    Pascal (GP104) 

    • Process 

    16nm 

    • Shader Units 

    2560 

    • Texture Units 

    160 

    • ROPs 

    64 

    • Core Clock 

    1607 MHz 

    • Memory Data Rate 

    11 Gb/s 

    • Memory Bus 

    256-bit 

    • Memory Bandwidth 

    256 GB/s 

    • Memory Capacity 

    8GB 

    • 3D APIs 

    DirectX 12 (12_1), OpenGL 4.5, Vulkan 

    • TDP 

    180W 

    • Power Connections 

    1x 8-pin 

    • Power Supply 

    500W 

    Nvidia GeForce RTX 2080 Ti 

    Best 4K 

                             image.jpeg

    1,199 $ 

    • GPU 

    Turing (TU102) 

    • Process 

    12nm FinFET 

    • Shader Units 

    4352 

    • Texture Units 

    272 

    • ROPs 

    88 

    • Core Clock 

    1350 MHz 

    • Memory Data Rate 

    14 Gb/s 

    • Memory Bus 

    352-bit 

    • Memory Bandwidth 

    616 GB/s 

    • Memory Capacity 

    11GB GDDR5X 

    • 3D APIs 

    DirectX 12 (12_1), OpenGL 4.5, Vulkan 

    • TDP 

    260W 

    • Power Connections 

    2x 8-pin 

    • Power Supply 

    600W 

     

     

    • Like 1
  11.                                         image.jpeg

    ეს რა თქმა უნდა არ არის AirPower-ი, რომელსაც ასე ელოდა მომხმარებელი, თუმცა Belkin-ის უსადენო დამტენი Apple-ის ერთდროულად სამი მოწყობილობის დატენვის საშუალებას იძლევა. უსადენო დამტენს აქვს დატენვის ორი პედი  iPhone-სა და Apple Watch-ისთვის, აგრეთვე USB Type-A პორტი მესამე მოწყობილობის, მაგალითად, AirPod-ისთვის. 

    დამტენი უზრნველყოფს 7,5 ვტ Qi power-ს ყველა მოდელის iPhone-სთვის, რომელთა უსადენოდ დატენვაც შესაძლეელია, მათ შორისაა XS Max მოდელიც. მეორე მხრივ, იგი იძლევა 5 ვტ/-ის უზრუნველყოფას Apple Watch-ისა და USB პორტით მიერთებული მოწყობილობისთვის. მთლიანობაში, დამტენი აღჭურვილია 45ვტ-იანი AC ადაპტერით. 

                                                    image.jpeg

    Belkin-ის უსადენო დამტენის დაანონსება მოხდა მას შემდეგ, რაც Apple-ის პირველი უსადენო დამტენი AirPower-ის ვერ გაეშვა გაყიდვაში ნაკლოვანებების, კერძოდ, გადახურების პრობლემის გამო. Belkin-ის დამტენი, მართალია, არ არის ისეთივე მოსახერხებელი, როგორც Apple-ის AirPower-ი, მაგრამ იგი ნამდვილად უკეთესი არჩევნია ჩვეულებრივ კაბელიან დამტენებან შედარებით, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, თუკი რეგულარულად გიწევთ ერთდროულად რამოდენიმე მოწყობილობის დატენვა. 

    Belkin-ს აქვს განახლებული PowerHouse ვერსია ტრადიციული Lightning jack-ით. უსადენო დამტენი გაიყიდება დეკემბრიდან 159,99 $-ად.  

    • Like 1
  12. კომპანია Sony წარმოგვიდგენს ახალ სათამაშო კონსოლს PlayStation Classic-ს - მეოთხედი საუკუნის წინ გამოჩენილი ორიგინალი PlayStation კონსოლის შემცირებულ ვერსიას. 

                                                       image.jpeg

    სიახლე იმეორებს კლასიკური PlayStation მოდელის გარეგნულ იერსახეს, ამასთან, იგი 34%-ით უფრო კომპაქტურია. კონსოლის კომპლექტში შედის ორი ჯოისტიკი. 

    მოწყობილობა ტელევიზორს უკავშირდება HDMI სადენის მეშვეობით, თვითონ კონსოლი და მანიპულატორები გადაწყვეტილია რუხ ფერში. კომპლექტში აგრეთვე შედის USB კაბელი. 

                                                                    image.jpeg

    Sony PlayStation Classic-ი წარმოდგენილი იქნება უკვე დაყენებული თამაშებით, მათში შედის ისეთი პოპულარული თამაები, როგორებიცაა Final Fantasy VII, Jumping Flash, Ridge Racer Type 4, Tekken 3, Wild Arms და ა.შ 

    აღსანიშნავია, რომ მოწყობილობის მეხსიერებაში ჩატვირთული თამაშები გაეშვება ორიგინალ ფორმატში. 

                                                   image.jpeg

    Sony PlayStation Classic-ის საორიენტაციო ღირებულება 100 $-ია, გაყიდვა დაიწყება მიმდინარე წლის 3 დეკემბრიდან. 

    დავამატებთ, რომ PlayStation-ის ორიგინალი კონსოლი გამოვიდა იაპონიაში 1994 წლის 3 დეკემბერს. აშშ-ში კონსოლი 1995 წლის 9 სექტემბერს გამოჩნდა, ეროპაში კი - 1995 წლის 29 სექტემბერს. კოსოლების გაყიდვის მაჩვენებელმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიაღწია 100 მილიონ ერთეულს. 

    • Like 1
    • Upvote 2
  13.                                                    image.png

    ხუთშაბათს, 27 სექტემბერს, Startup Grind Tbilisi Georgia-ს ფარგლებში, გაიმართება შეხვედრა Tamar Salant-თან, რომელსაც დიდი სამუშაო გამოცდილება გააჩნია ისრაელიდან დაწყებული არგენტინითა და ჩინეთით დამთავრებული Neo blockchain-ის ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებულ სტარტაპებში. თამარი წარმოგვიდგენს blockchain-თან დაკავშირებულ პერსპექტივებს, თუ როგორ მუშაობს იგი მსოფლიოს სხვადასხვა ბაზრებზე.

    ამ დროისთვის,როდესაც კრიპტოვალუტებზე ფასებმა დაიწია და ხმაური მინელდა, მოუთმენლად ველოდებით საუბარს თამართან blockchain-ის სამომავლო პერპექტივებთან დაკავშირებით. როგორც სტუდენტებს, აგრეთვე მწარმოებლებსა და ინვესტორებს შეეძლებათ მიიღონ ინფორმაცია ამ ახალი სივრცის გრძელვადიანი ევოლუციის შესახებ.

    https://bit.ly/2DuVQNB

     

    ·         მომხსენებელი: Tamar Salant (GLOBAL BUSINESS DEVELOPMENT – NEO)

    ·         დრო:                   20:00-23:00

    ·         ლოკაცია:           Rooms Hotels, კოსტავას ქ.14 , 0108 თბილისი, საქართველო

    ·         მასპინძლობს    Startup Grind Tbilisi Georgia

     

    დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა შეგიძლიათ მოცემულ ბმულზე:

    https://bit.ly/2xPc4en

    Startup Grind-ი  -  ეს არის გლობალური საზოგადოებრივი კავშირი, რომელშიც სტარტაპერები უკავშირდებიან ერთმანეთს, პოულობენ ახალ სტარტაპებს, აფინანსებენ მათ, მუშაობენ მათზე ან უბრალოდ სურთ, გაიგონ მათ შესახებ. ეს არის ქსელი, ურთიერთობა მეგობრებთან, პარტნიორებთან, სადაც შეგვიძლია ერთამენთს დახმარება გავუწიოთ ძლიერი და წარმატებული სტარტაპ ერთობის შექმნაში.

    https://bit.ly/2ND2tCl

     

    ივენთზე აგრეთვე წარმოდგენილი იქნება Horizen-ი, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პერსპექტიული ბლოკჩეინ პლატფორმა, მეტის გასაგებად ეწვიეთ სტენდს.

    https://www.facebook.com/HorizenGE/

     

    • Like 1
  14. კომპანია International Data Corporation (IDC)-მა გამოაქვეყნა პროგნოზი შერეული და ვირტუალური რეალობის მსოფლიო ბაზართან დაკავშირებით. 

    მონაცემები მოიცავს ისეთი გაჯეტებისა და მოწყობილობების მოთხოვნა-მიწოდებას, რომლებსაც მუშაობისთვის სჭირდებათ კომპიუტერთან ან სათამაშო კონსოლთან მიერთება. 

                                                    image.jpeg

    ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ მიმდინარე წელს AR/VR ჰედსეტების გლობალური მიწოდება მიაღწევს 4,2 მილიონ ერთეულს. ეს მონაცემი 31 %-ით მეტია წინა წელთან შედარებით. 

    გაყიდვების მთლიან წილში მთავარი ადგილი ირტუალური რეალობის მოწყობილობებს უკავია - მათზე მოდის დაახლოებით 4 მილიონი ერთეული. ამასთან, სამომხმარებლო VR ჰედსეტებზე მოდის 2,7 მილიონ ერთეულზე მეტი, კომეციულებზე კი - დაახლოებით 1,3 მილიონი. 

                                                        image.jpeg

    სამომავლოდ, სპეციალისტები ელოდებიან მოთხოვნის სწრაფ ზრდას შერეული რეალობის მოწყობილობებზე. 2022 წლისთვის ამგვარი დივაისების მიწოდება დაახლოებით 21,6 მილიონ ერთეულამდე გაიზრდება. ვირტუალური რეალობის ჰედსეტები კი ამ დროისთვის 31,5 მილიონიან მაჩვენებელს მიაღწევს. 

    ჯამში, AR/VR ბაზრის საერთ მაჩვენებელი 2022 წლისთვის 53,1 მილიონ ერთეულამდე გაიზრდება, CAGR მაჩვენებელი (საშუალოწლიური ზრდის ტემპი რთულ პროცენტში) 2018-2022 წლებში პროგნოზირდება 88%-ით. 

     

    • Like 1
  15. ზუსტად ათი წლის წინ, 2008 წლის სექტემბერში, დაანონსდა სავსებით არაჩვეულებრივი მობილური ტელეფონი  - T-Mobile G1, რომელიც აგრეთვე ცნობიი იყო სახელით HTC Dream. სმარტფონის უნიკაურობა იმაში გამოიხატებოდა, რომ ეს იყო მსოფლიოში პირველი სერიული Android-სმარტფონი. იმ დროისთვის iPhone უკვე ერთი წელი არსებობდა ბაზარზე, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის. გაყიდვების დაწყებიდან ნახევარი წლის შემდეგ T-Mobile-მა განაცხადა, რომ აშშ-ში რეალიზებული იყო უკვე მილიონზე მეტი G1 ეგზემპლარი, კომპანია AdMob-ის გამოთვლების მიხედვით კი სმარტფონმა ამერიკული ბაზრის 6% დაიპყრო. 

                                                  image.jpeg

    მიუხედავად სენსორული ეკრანის არსებობისა, , T-Mobile G1-ს არ ჰქონდა ვირტუალური კლავიატურა, არამედ აღჭურვილი იყო მისი აპარატული ანალოგით. ამის გამო ტელეფონმა მიიღო სლაიდერის ტიპი, რომლის სისქემაც გიგანტურ ზომას მიაღწია დღევანდელი გადასახედიდან: 17,1 მმ. შედარებისთვის. იმ დროს აქტუალური iPhone 3G-ის სისქე 12,3 მმ-ს შეადგენდა. 

    ხმის მართვისა და მენიუს ღილაკები ასევე ფიზიკური იყო, ნავიგაციისთ კი გამოიყენებოდა თრექბოლი. დისპლეის დიაგონალი 3,2 დუიმს შეადგენდა 480 × 320 გაფართოებით. T-Mobile G1-ის აპარატულ პლატფორმას წარმოადგენდა ერთბირთვიანი Qualcomm MSM7201A პროცესორი 528 მჰც ტაქტის სიხშირით. ოპერატიული მეხსიერებისა და  ფლეშ-მოდულის მოცულობა ჰქონდა 192 და 256 მეგაბაიტი. ფლეშ-მოდულის მოცულობის გაზრდა შესაძლებელი იყო 16 გბ-იანი microSD-ის დამატებთ. სმარტფონი მუშაობდა  1150 ამპერი/საათში სიძლიერის მქონე ელემენტზე. 

                                           image.jpeg

    T-Mobile G1 (HTC Dream)-ს არ ჰქონდა 3,5 მმ-იანი აუდიო კონექტორი: მის ნაცვლად გამოიყენებოდა proprietary კონექტორი, რომელთან ყურსასმენების მიერთბაც შესალებელი იყო სპეციალური გადამყვანის საშუალებით. სმარტფონს ჰქონდა მხოლოდ ერთი კამერა, 3,15 მეგაპიქსელით, რომელიც განთავსებული იყო კორპუსის უკანა მხარეს. 

    ამ სმარტფონში მთავარი იყო ოპერაციული სისტემა - სულ ახალი და ყველასთვის უცნობი Android 1.0.  ბაზრზე არსებობის ერთი წლის განმავლობაში მოწყობილობამ მიიღო რამოენიმე განახლება. 

    T-Mobile HTC Dream მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იყო 179 $-ად. იგი წამოდგენილი იყო უკვე დაყენებული სერვისებით - Amazon MP3, Google Talk, AOL, Yahoo Messenger და Windows Live Messenger და ბრაუზერი. დამატებითი აპლიკაციების ჩამოტვირთვის საშუალება მომხმარებლებს ჰქონდათ Android Market-დან, რომლიდანაც თანდათანობით წარმოიშვა Google Play. 

     

     

    • Like 1
  16. ამერიკულმა კომპანიამ Micron Technology-მ გამოაქვეყნა 2018 წლის მეოთხე კვარტლის ფინანსური ანგარიში (მოიცავს პერიოდს ივნისიდან აგვისტომდე). ისევე, როგორც მიმდინარე ფისკალური წლის წინა სამ კვარტალში, კომპანიამ ახალი რეკორდი დაამყარა შემოსავლების თვალსაზრისით. ამაში კომპანიას ხელი შეუწყო DRAM-ისა და NAND-ის მაღალმა ფასებმა, რასაც კომპანია არ უარყოფს. 

                                                        image.jpeg

    კვარტალურმა შემოსავალმა ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა და მიაღწია 8, 44 მილიარდ დოლარს. წელიწადში ეს მაჩვენებლი 38 %-ით გაიზარდა, წინა მაჩვენებელთან შედარებით კი  8%-ით: მესამე კვარტალშ შემოსავალი შედაგენდა 7,8 მილიარდ დოლარს. მეოთხე კვარტალში კომპანიის სუფთა მოგება 4,33 მილიარდი დოლარია, მესამე კვარტლისა- 3,82 მლრდ დოლარი. გაულ წელს ეს მაჩვენებლი 2,36 მილიარდი იყო. მთლიანი კვარტალური მოგება ასევე გაიზარდა 60,6%-დან 61 %-მდე. 

    მთელი ფინანსური 2018 წლის განმავლობაში კომპანია Micron Technology-მ შემოსავალი 30,39 მილიარდით გაზარდა (თითქმის 50%-ით წინა წელთან შედარებით), რამაც კომპანია სიდიდით მეორედ აქცია აშშ-ში წარმოების მიმართულებით (პირველ ადგილას Intel-ი იკავებს). 2018 წლის სუფთა მოგებამ 14,7 მილიარდი შეადგინა, წინა წლის 5 მილიარდ დოლართან შედარებით ეს მნიშვნელოვანი სხვაობაა, რომლის მიღწევაშიც მთავარი როლი მეხსიერებაზე მაღალმა ფასებმა შეასრულა.  

    • Like 1
    • Upvote 1
  17. სამუშაო მაგიდაზე მიჯაჭვული პერსონალური კომპიუტერები თანდათან კარგავენ პოპულარულობას, რომლებსაც ლეპტოპები უკვე წინ უსწრებს მოთხოვნადობისა და გაყიდვების თვალსაზრისით. 

    მუდმივი განვითარებისა და ინოვაციების წყალობით, ლეპტოპები თანდათან უფრო თხელი და მსუბუქი გახდა, მათი აპარატული საშუალებები - ბევრად უფრო ძლიერი, ბატარეა კი მეტად გამძლე. 

    წარმოგიდთ რამოდენიმე უძველეს მოდელს და ვნახ, საიდან დაიწყო თანამედროვე ლეპტოპების გზა. 

    1981: Osborne 1, პირველი ნამდვილი მობილური კომპიუტერი მსოფლიოში  

                                                                                    image.jpeg

    ბევრი  მიიჩნევს Osborne 1-ს ლეპტოპების წინაპრად. 1981 წელს გამოშვებულ Osborne-ს ჰქონდა 5 დუიმიანი ეკრანი, ორი floppy დისკის გამშვები, მოდემი, ბატარეა და კლავიატურა. 

    იწონიდა 11 კილოგრამს. სამუხაროდ, ეს მოდელი არ გამხდარა ჰიტი, თუმცა მან აჩვენა პორტატული კომპიუტერის პოტენციალი - ადამიანებმა პირველად შეძლეს თან ეტარებინათ თავიანთი კომპიუტერი და ემუავათ მოგზაურობის დროს. 

    Osborne 1-ს ღირებულება 1795 $ იყო, რაც დაახლოებით 5000 $-ის ტოლია დღევანდელი კურსით. 

     

    1983: Grid Compass 1101 

                                                                                         image.jpeg

    პირველი პორტატული კომპიუტერი, რომელიც ნამდვილად გამოიყურებოდა როგორც ლეპტოპი, იყო Grid Compass 1101, რომელიც გამოუშვეს 1983 წელს. იგი გამოირჩეოდა სახურავის დიზაინით, დახურვისას ეკრანი ფარავდა კლავიატურას, ასე რომ შესაძლებელი იყო მისი თავისუფლად გადატანა, რადგან კლავიატურა და ეკრანი კარგად ყო დაცული. 

    Grid Compass 1101-მა დიდი წარმატება გაყიდვის კუთხით ვერ მოიპოვა მისი მაღალი ფასის გამო -  მისი ღირებულება დაახლოებით 10 000 $-ს უდრიდა, რაც დღევანდელი კურსით 25 000 $-ის ტოლია. ამ სიახლის პატენტებმა კი საკმაოდ დიდი შემოსავალი მოუტანა GRID Systems Corp-ს. 

    1989: Compaq LTE და Compaq LTE 286  

                                                                                    image.jpeg

    ამ მოდელების გამოშვებამდე, მართალია, შესაძლებელი იყო ლეპტოპების თან ტარება, თუმცა ისინი საკმაოდ მძიმე და სატარებლად მოუხერხებელი იყო. 

    თუმცა, 1989 წელს გამოშვებულ იქნა Compaq LTE და Compaq LTE 286 მოდელები, რომლებიც ჩვეულებრივი რვეული ზომის იყო. მათი სიმსუბუქის გამო, ამ მოდელებმა განსაკურებული პოპულარობა მოიპოვა მომხმარებლებში, რადგან მათი თან ტარება არანაირ სირთულეს აღარ წარმოადგენდა.  

    Compaq LTE და Compaq LTE 286 მოდელები ასევე იყო პირველი ლეპტოპები  ჩაშენებული მყარი დისკითა და floppy disk drive-თ, რაც მათ უნივერსალურს ხდიდა. Compaq LTE-ის მყარ დისკს გააჩნდა 20 მბ სანახი სივრცე, რომლის მოცულობაც გაორმაგდა Compaq LTE 286-ის შემთხვევაში. 

    1989: Macintosh Portable: Apple-ის პირველი ლეპტოპი 

                                                                           image.jpeg

    1989 წელს Apple-მა გამოუშვა თავისი პირველი პორტატული კომპიუტერი. მიუხედავად იმისა, რომ იგი არ იყო ისეთი მსუბუქი და ადვილად გადასატანი, როგორც Compaq LTE, მისი უპირატესობა გამოიხატებოდა ავტონომიური მუშაობის უფრო მეტ ხანგრძლივობასა და უფრო დახვეწილი დიზაინის მქონე ეკრანში. ზომებისა და წონის გამო ამ მოდელმა განსაკუთრებული პოპულარობა ვერ მოიპოვა, თუმცა მან მოახდინა მეტად მოსახერხებელი ლეპტოპების წარმოების სტიმულირება. 

     1991: Apple PowerBook 100-ის სერია: რევოლუციური ადრეული ლეპტოპები 

                                                                               image.jpeg

    1991 წელს Apple-მა გამოუშვა PowerBook ლეპტოპების სერია: PowerBook 100, PowerBook 140 და PowerBook 170, რომლებიც ბევრად წარმატებული აღმოჩნდა კომპანიის წინა მცდელობებთან შედარებით - შეექმნა პორტატული კომპიუტერი. ამ მოდელებს ჰქონდათ ფუნქციების ელი რიგი რევოლუციური ცვლილებები და სიახლეები, რაც საფუძვლად დაედო თანამედროვე ლეპტოპების წარმოებას. 

    Apple-ის PowerBook-ის სერია მეტად წარმატებული აღმონდა. 1994 წელს PowerBook 500-ის სერიის მოდელები გახდა პირველი, რომელთაც ჰქონდათ ნამდვილი სენსორული პანელი და ჩაშენებული Ethernet network ადაპტერი. 

                                                                                                                 1992: IBM ThinkPad 700  

                                                           image.jpeg

    1992 წელს IBM-მა გამოუშვა ThinkPad, 700, 700c და 700t, და ეს მოდელები, Apple-ის PowerBook 100-თან ერთად, შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ პირველ თანამედროვე ლეპტოპებად, რომლებმაც განსაზღვრეს ლეპტოპების ლანდშაფტის ფორმირება მომდევნო 25 წლის განმავლობაში. 

    ThinkPad 700-ს ჰქონდა 10,4 დუიმიანი ფერადი დისპლეი (ყველაზე დიდი, რაც კი მანამდე არსებულა), 120 მეგაბაიტიანი მყარი დისკი და მძლავრი IBM 486 SLC პროცესორი. 

    ThinkPad-ი გამოირჩეოდა მიმზიდველი დიზაინითა და ფუნქციონალურობით, მან მრავალი დიზაინერული ჯილდო მიიღო. ფუნქციონალურობას რაც შეეხება, IBM ცდილობდა ხაზი გაესვა, რამდენად კარგად იყო მოწყობილი ეს მოდელი, ხდებოდა დემონსტირება, თუ როგორ გამოიყენებდნენ მას არქეოლოგიური ექსპედიციების დროს, ლეპტოპი აგრეთვე კოსმოსში იქნა წაღებული NASA-ს მიერ, რათა დაემტკიცებინათ, თუ რამდენად კარგად მუშაობდა იგი. 

    ინოვაციური ფუნქციებისა და ესაძლებლობების განვიარების წყალობით, რომლის საშუალებითაც თანდათან აღმოიფხვრა ტექნიკური პრობლემები, ამ ადრეულმა ლეპტოპებმა საფუძველი დაუდეს თანამედროვე კომპიუტერებს, რომელთაც აქტიურად ვიყენებთ ყოველდღიურად. მათი მწარმოებლების დამსახურებაა, რომ დღეს ასეთი უნივერსალური პროდუქტი გაგვაჩნია, რომელიც აქტიურად გამოიყენება სახლში, სკოლებსა თუ სამუშაო სივრცეებში. 

    www.techradar.com

    • Like 1
  18.                                          image.jpeg

    ქსელურმა წყაროებმა გამოაქვეყნეს Nokia 7.1 Plus სმარტფონის პირველი ფოტოები, რომლის დამზადებაც უკვე დაასრულა HMD Global-მა და ამზადებს გამოსაშვებად. 

    როგორც ფოტოებიდან ჩანს, სმარტფონს აქვს წვრილჩარჩოიანი დისპლეი ზედა ნაწილში მცირე ჭრილით. გამოყენებული იქნება Full HD+ ფორმატი 2280 × 1080 გაფართოებით და გვერდების  19:9-ზე შეფარდებით 

    სმარტფონის უკანა მხარეს განთავსებულია ორმაგი კამერა Carl Zeiss-ის ოპტიკით. კამერები განლაგებულია ვერტიკალურად, მათ ქვემოთ მოთავსებულია დაქტილოსკოპიური სკანერი. უკანა მხარესვე იკითხება წარწერა - Android One. 

                                       image.jpeg

    გვერდით ნაწილში მოცემულია ხმის რეგულირებისა და ჩართვა-გამორთვის ღილაკები. 

    წყაროების ინფორმაციით, სმარტფონს აქვს Qualcomm Snapdragon 710 პროცესორი, რომელიც შეიცავს Kryo 360-ის რვა ბირთვს 2,2 გჰც ტაქტის სიხშირით, და გრაფიკულ ამჩქარებელს Adreno 616-ს. 

    ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 6 გბ-ია, ფლეშ-მოდულის მოცულობა - 128 გბ. ასევე საუბარია 18 ვატიანი სწრაფი დატენვის ელემენტის მხარდაჭერაზე. 

    სმარტფონი წარმოდგენილი იქნება Android 9.0 Pie ოპერაციული სისტემით.  

    • Like 1
  19. ამერიკელი ენთუზიასტის Vince Lucido-ს მიერ GeForce RTX 2080 Ti ვიდეო ბარათზე განხორციელებული ექსტრემალური ოვერქლოქინგის შედეგები თავდაპირველად გავრცელდა მხოლოდ სოციალურ ქსელებში, ავსებადი დრაივერების გავრცელებისა და  თავად ვიდეო ბარათების საბოლოო ანონსის შემდეგ კი უკვე HWBot-ის ოფიციალური მონაცემების ბაზაში დარეგისტრირდა.  

                        image.png

    ეს ხელს შეუწყობს მომავალი ოვერქლოქინგის შედეგების უკვე მიღწეულთან  შედარებას, სამომავლო შედეგბი და ახალი რეკორდები კი გამოჩნდება მას შემდეგ, როცა ამ მოდელის ვიდეო ბარათების მფბელები გაითავისებენ ამ მიმზიდველი პროცესის ყველა ნიუანსს.  

                            image.png

    Vince Lucido, რომელმაც ექპერიმენტის მსვლელობისას გამოიყენა K|ngp|n Cooling თერმოინტერფეისი, უკვე აღარ არის GeForce RTX 2080 Ti-ს ერთადერთი მფლობელი, ვინც ოვექლოქინგის შედეგები მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირა. 

    • Like 1
    • Upvote 2
  20.                                        image.jpeg

    Cheddar-ის მოხსენებული ანგარიშის მიხედვით, Facebook-ი შემდეგ კვირაში გეგმავს განაცხადოს თავისი ახალი პროდუქტის - Facebook Video Echo Show-ს შესახებ. როგორც ცნობილია, დივაისი ისევე მუშაობს, როგორც Echo Show Amazon, თუმცა Facebook-ის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სახის ამომცნობ ტექნოლოგიებს, რომელიც მისცემს მომხმარებლების იდენტიფიკაციის საშუალებას.  

    Facebook Video Echo Show-ს შესახებ ხმები გავრცელდა გასულ წელს DigiTimes-ის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ. 2018 წლის დასაწყისში Cheddar-მა განაცხადა, რომ Facebook-პორტალი წარმოდგენილი იყო კომპანიის F8 კონფერენციაზე, ახლა კი, მისივე ცნობებით, მისი გამოშვების გადადება გადაწყდა მას შემდეგ, რაც Cambridge Analytica-ს სკანდალმა გამოიწვია სერიოზული შეშფოთება კონფიდენციალურობის დარღვევის მხრივ კომპანიის მხრიდან. ჯერ კიდევ ამ შემთხვევამდეც, Facebook- ფასდებოდა, როგორც უფრო ნაკლებად სანდო, ვიდრე Amazon და Google 

    კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრის მიზნით, როგორც ცნობილია, პორტალს ექნება ფიზიკური ბარიერი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება კამერის „გადაფარვა“, რომ ვერ გადაიღოს და აღბეჭდოს მომხმარებლები მათი თანხმობის გარეშე. 

    ვიდეო ჩატთან ერთად, როგორც მოსალოდნელია, გამოყენებული იქნება Amazon-ის ხმოვანი ასისტენტი Alexa, რომელიც შეასრულებს მოთხოვნებს - დაწყებული მუსიკის ჩართვიდან დამთავრებული კულინარიული რეცეპტების მოწოდებით. ცნობების მიხედვით, ორი ზომის მოწყობილობა გამოიცემა, 300 და 400 $-ის ღირებულებით, სიდიდის შესაბამისად.  

    www.theverge.com

    • Like 1
  21.                                image.jpeg

    საგზაო მოძრაობის ეროვნული უსაფრთხოების ადმინისტრაციის (NHTSA)  crash  ტესტირების გავლის შედეგად Tesla Model 3 ვერსიამ (ეს არის სრულად ელექტრო სედანი უკანა წამყვანი თვლებით) მოიპოვა ხუთვარსკვლავიანი რეიტინგი.  

    შეფასება იდენტურია NHTSA-ის მიერ ჩატარებული Tesla-ს წინა მოდელების შეფასებებისა, მათ ყველამ უმაღლესი შეფასება მიიღო. X SUV მოდელმა მიიღო ხუთი ვარსკვლავი ყველა კატეგორიასა და ქვეკატეგორიაში 2017 წელს, S მოდელმა კი მოიპოვა 5,4 ვარსკვლავიანი შეფასება ჯერ კიდევ 2013 წელს - იმ დროს, როდესაც უსაფრთხოების სააგენტოს ჯერ კიდევ არ ჰქონდა გაცემული რეკომენდაციები, რომლითაც უნდა ეხელმძღვანელათ ავტომწარმოებლებს. 

                                     image.png

    crash-ტესტის ქვეკატეგორიები მოიცავს  წინიდან, გვერდიდან და მაღალ სიჩქარეზე მოძრავი ავტომობილის შეჯახების შეფასებებს. ტესტირებაში არ შედის Tesla’s driver assistance ავტოპილოტის შეფასება. ჯერჯერობით  უსაფრთხოების სააგენტოს არ შეუქმნია რაიმე სახის სარეიტინგო სისტემა ამ ფუნქციისთვის. მასთან მიახლოებული პროგრამა,  რაც გააჩნია სააგენტოს, ეს არის ნახევრად ავტონომიურ ტექნოლოგიაზე მომუშავე მანქანების შეფასების პროგრამა, რომელში ჩართვაც ნებაყოფლობითია და ჯერჯერობით თავიანთი შეფასებები ამ კუთხით წარმოდგენილი აქვთ მხოლოდ Ford-ს, GM-ს, Waymo-სა და სტარტაპ  Nuro-ს.   

                             image.jpeg

    NHTSA კავშირში იმყოფება პროცესთან, რომელიც ეხება მაისში მომხდარ ავარიას, როდესაც Tesla-ს მობილის მძღოლმა ხელის მტევანი მოიტეხა. საგენტო იკვლევს, ითამაშა თუ არა როლი ავტოპილოტმა ამ შემთხვევაში. ამ ავარიამდე პერიოდში უსაფრთხოების სააგენტომ Tesla-სა და ავტოპილოტის დამნაშვეობა უარყო Joshua Brown-ის გარდაცვალებაში, რომელიც ავტოპილოტის ფუნქციას იყენებდა, როდესაც სატვირთოს შეეჯახა. შემთხვევა 2016 წელს მოხდა. 

    Tesla Model 3-ის უსაფრთხოების რეიტინგი გამოქვეყნდა მხოლოდ რამოდენიმე თვის შემდეგ, მას მერე, რაც NHTSA-მა მოახდინა მისი პირდაპირი კონკურენტის - Chevy Bolt-ის შეფასება. იმ დროს, როდესაც Chevy Bolt-მა სრული ხუთვარსკვლავიანი შეფასება მიიღო, Model 3-მა იგივე რეიტინგი მიიღო შედარებით მეტი კატეგორიის გავლის შედეგად.  

    www.theverge.com

    • Like 2
    • Upvote 1
  22. image.jpeg

    რობოტების აწყობა მიმდინარეობს სხვადასხვა მიზნით, მათ შორის - ასტრონავტების ჩასანაცვლებლად  ან დამხმარედ კოსმოსურ სადგურებზე - ან უბრალო დამხმარედ ადგილობრივ საქმიანობებში, და რადგანაც ბევრ მათგანს უწევს ადამიანების გვერდით მუშაობა, მათ უნდა ესმოდეთ ადამიანების და ფლობდნენ ადამიანის მსგავს თვისებებს. 

    მაგრამ საჭიროა თუ არა გააჩნდეთ მათ გრძნობები და ემოციები? 

    რობოტები, რომელთაც შეუძიათ ადამიანური ემოციების აღქმა და თავადვე განცდა, პოპულარული თემაა სამეცნიერო ფანტასტიკაში, უამრავი ფილმი შეგვიძლია დავასახელოთ, რომლებშიც რობოტებს მინიჭებული აქვთ ადამიანური გრძნობები და განცდები, და ზოგჯერ თავად მანიპულირებენ კიდეც ადამიანებზე. კაცობრიობა ჯერ კიდევ შორსაა შექმნას ამგვარი რობოტები, თუმცა მათ შესახებ წარმოდგენის შექმნა არც ისე რთულია. 

    უფრო და უფრო მეტ ადამიანს უყალიბდება ემოციური კავშირი Alexa-სა და Siri-სთან, რომელთა შესაძლებლობებიც ჯერ კიდევ ძალიან შეზღუდულია და შემოიფარგლება მარტივი ინტერქციებით, მაგალითად, შეუძლიათ გვაცნობონ როგორი ამინდი გველის, ან გამორთონ ელექტროენერგია სახლში.  

    აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა: რამდენად შორს შეიძლება წავიდეს  ემოციური კავშირი ადამიანსა და რობოტს შორის, რომელიც არამარტო ჰგავს ადამიანს, არამედ გრძნობს როგორც ადამიანი? 

    image.jpeg

    ადამიანური ემოციების აღმქმელი ხელოვნური ინტელექტისა და რობოტების პროგრამირება კვლევის საკვანძო სფეროს წარმოადგენს  რობოტექნიკის სფეროში მომუშავე მწარმოებელთათვის. ისეთმა კომპანიებმა, როგორებიცაა  SoftBank Robotics და Hanson Robotics, უკვე შექმნეს რობოტები, რომელთაც გარკვეულ დონემდე შეუძლიათ ადამიანური  ემოციების წაკითხვა და შესაბამისი რეაგირება.  

    SoftBank Robotics-მა შექმნა რამოდენიმე რობოტი, რომლებიც, როგორც კომპანია აღწერს, არიან  „ადამიანისმაგვარები“ (human-shaped). ერთ-ერთმა მათგანმა, სახელად Pepper-მა ყველაზე დიდი ყურადღება დაიმსახურა  მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მხრიდან.  SoftBank-ი ირწმუნება, რომ  Pepper- შეუძლია ემოციების აღქმა სახის მიმიკების, ხმოვანი სიგნალებისა და სხეულის ჟესტების მიხედვით და პასუხობს მათ შესაბამისად. 

    image.jpeg

    მისი შესაძლებლობები თავისთავად  ბევრად შორსაა ჩვენი წარმოდგენებისგან, რაც სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმებიდან შეგვექმნა, თუმცა Pepper-ის (და მისი მრავალრიცხოვანი და-ძმის) დანერგვა უკვე მიმდინარეობს  იაპონიაში არსებული SoftBank-ის მობილურ მაღაზიებში. Pepper-ი ერთ-ერთი პირველია იმ ტიპის რობოტების სერიიდან, რომლებიც შექმნილია ადამიანებთან ერთად თანასაქმიანობის მიზნით. 

    დარვინის თეორიის მიხედვით, ადამიანები იბადებიან ემოციური შესაძლებლობებით, ეს ნიშნავს, რომ ემოციები გვაქვს თანდაყოლილი და არა შეძენილი. ამ გადმოსახედიდან თუ შევხედავთ, იმისათვის, რომ რობოტებს ემოციები და გრძნობები შევძინოთ,მოგვიწევს მათთვის სხვადასხვა ბიოლოგიური და ფიზიოლოგიური პროცესების მინიჭება, რომლებიც დამახასიათებელია ადამიანებისთვის. 

    დარვინის საპიროსპირო თეორიის მომხრენი კი ამტკიცებენ, რომ ემოციები ადამიანებს უვითარდებათ გამოცდილებებიდან გამომდინარე. ეს თეორია უფრო მიმზიდველია რობოტექნოლოგიების მკვლევართათვის, რამდენადაც იგი იძლევა ვარაუდს, რომ შეგვეძლება რობოტებს ემოციები განვუვითაროთ გამოცდილებების საფუძველზე, და არა თავიდანვე ნულიდან  შევქმნათ all-singing, all-dancing, all-feeling რობოტები. 

    2014 წელს ატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ რობოტებს შეუძლიათ გამოხატონ გრძნობა, რომელიც დაკავშირებულია ფიზიკურ მდგომარეობასთან, მაგალითად, გამოსცენ  სიგნალები, თუკი ბატარეის დატენვის დონე კრიტიკულად შემცირდა ან ძრავის ტემპერატურა ნორმას გასცდა. რობოტებმა შეძლეს განესაზღვრათ, რომ რაღაც რიგზე ვერ არის და მოახდინეს რეაგირება შესაბამისად, რაც დაახლოებით მწუხარების გამოხატვად შეიძლება ჩაითვალოს. 

    რაც უფრო მეტად ემსგავსებიან რობოტები ადამიანებს, მით უფრო მიმზიდველად აღიქმებიან ადამიანებისთვის, და არა უბრალო ლითონის გროვად. თუმცა, მათი არაიდენტურობა ადამიანებთან  ხშირად შიშსაც იწვევს. გარკვევით რომ ავხსნათ, დაკვირდით რობოტ Sophia-ს და თქვით, რომ არ გრძნობთ თავს ცოტა შეშფოთებულად. 

    image.jpeg

    ემოციური კავშირი და მეგობრობა ადამიანებსა და რობოტებს შორის, ეს ერთდროულად მიმზიდველი და შემაშფოთებელია. არ არის გამორიცხული, რომ ეს ურთიერთობები არასწორი გზით წავიდეს. მცირე ხნის წინ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ბევრი ადამიანი მიდრეკილია მოექცეს რობოტების მანიპულაციების ქვეშ. ამით კი რობოშემქმნელები უზარმაზარი პასუხისმგებლობის წინაშე აღმოჩნდებიან. 

    სცენარის განვითარების კიდევ ერთი გზა, რომელიც ბევრ ადამიანს მოუვა თავში ხელონური ინტელექტის განვითარების გაგონებისას, ეს არის შემდეგი - რა მოხდება, თუკი ერთ დღესაც რობოტები ათვლიან, რომ ადამიანები არც ისე კარგი არსებები არიან და მოინდომებენ დედამიწის მათგან გაწმენდას? მაგრამ მეორე მხრივ, რა მოხდება, თუკი შევძლებთ რობოტებს ჩავუნერგოთ ჩვენდამი მარადიული თანაგრძნბა და გაგება? რას მიაღწევს კაცობრიობა? 

    image.jpeg

    • Like 2
  23.                                                    image.jpeg

    მომავალ თვეში კომპანია  Intel-მა უნდა წარადგინოს ახალი თაობის Coffee Lake Refresh პროცესორები, აგრეთვე ახალი ფლაგმანური ჩიპსეტი  Intel Z390. დედა დაფების მწარმოებლები უკვე იწყებენ სიახლის რეკლამირებას,  ამასთან ერთად გვიმხელენ  სხვადასხვა საინტერესო დეტალს. 

    კომპანია Gigabyte-მა მოახდინა Intel-ის მიკროსქემაზე არსებული  ერთ-ერთი დედა დაფის დემონსტრირება გარეგნული მახასიათებლების მიხედვით, იგი დედა დაფების მაღალ კატეგორიას მიეკუთვნება. თუკი დავაკვირდებით წარწერას რადიატორზე M.2 სლოტზე, ჩანს, რომ მისი სახელწოდებაა  AORUS Z390 Master. 

    ხსენებული დედა დაფის დემონსტრირებისას ვიდეომატერიალზე გამოყენებული იყო ჰეშთეგი #Oct8, რაც პირდაპირ მიუთითებს გამოსვლის თარიღს - 8 ოქტომბერს. ამ დღეს შედგება ან დედა დაფების ანონსი  Intel-ის ახალ ჩიპსეტზე, ან უკვე მათი გაყიდვა დაიწყება ამ დღიდანვე. თმცა პირველი ვარიანტი უფრო დამაჯერებლად გამოიყურება. 

    როგორც წყაროდან ჩანს, ახალ დედა დაფას აქვს კვების მსხვილი ქვესისტემა საკმაოდ მასიური რადიატორებით, რომლებსაც გააჩნია  RGB განათება. აგრეთვე, მასიური რადიატორია დაყენებული  Intel Z390 ჩიპსეტზე. დაფას აქვს DDR4 მეხსიერების მოდულის ოთხი სლოტი, სამი სლოტი  PCI Express 3.0 x16,  ორი  PCI Express 3.0 x1 და სამიც M.2 კონექტორი მყარი დისკებისთვის.  

    • Like 1
    • Upvote 2
  24.                                                            image.jpeg

    Samsung-ი ოფიციალურად შევიდა სამკამერიანი სმარტფონების წარმოების პროცესში. კომპანიამ დააანონსა  Galaxy A7 ევროპისა და აზიისთვის. ეს არის საშუალო რანგის სმარტფონი უკანა მხარეს უნიკალური სამი კამერით. იგი მოიცავს 24 მეგაპიქსელიან სენსორს ავტოფოკუსით, 5 მეგაპიქსელიან ღრმა ლინზას (“depth lens”), რომელიც გამოიყენება bokeh ეფექტისთვის, აგრეთვე მოიცავს 8 მეგაპიქსელიან  ფართოკუთხიან ობიექტივს, რომელიც აფიქსირებს სივრცეს 120 გრადუსით.  კამერათა სისტემის წყალობით ფაქტიურად ყველანაირი ფოტოს გადაღებაა შესაძლებელი, როგორსაც სმარტფონის მფლობელები ისურვებენ. 

    Samsung Galaxy A7-ს აქვს 6 დუიმიანი  Full HD + Super AMOLED დისპლეი, ბატარეა 3300 ამპერი/საათში, რვაბირთვიანი 2,2 გჰც-იანი ჩიპი (octa-core 2.2GHz chipset). სმარტფონი მუშაობს Android Oreo-ს ბაზაზე. ტელეფონის ფასი ჯერჯერობით უცნობია, ვიცით მხოლოდ გამოსვლის თარიღი - 11 ოქტომბერი.  

    ამ დრომდე, სამკამერიანი სმარტფონი ნანახი გვქონდა მხოლოდ Huawei  P20 Pro-ს  სახით.  მომხმარებლებს აქვთ მოლოდინი, რომ Samsung-ი დამატებით კამერებს შემოგვთავაზებს ავის ფლაგმანური სმარტფონების სერიაში. მიმდინარე წელს ვლდებოდა ხმები, რომ შესაძლოა Galaxy S10-ს ჰქონდეს ხუთი კამერა,  თუმცა, Samsung-ის მობილური განყოფილების უფროსმა  DJ Koh-მა სექტემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ კომპანია ფოკუსირდება მიზანზე - საშუალო რანგის სმარტფონებს შესძინოს დამატებითი ფუნქციები და შესაძლებლობები, რათა დააკმაყოფილოს იმ სეგმენტის მოთხოვნა, რომელთაც სურთ ახალი სმარტფონი,  მაგრამ არ შეუძიათ ფლაგმანური მობილურების შეძენა.  

    • Like 1
  25.                                              image.jpeg

    Instagram-ს ნელი ტემპით, თუმცა თავდაჯერებულად მიჰყავს თავისი  Direct-პლატფორმა შეტყობინებების გაცვლის სრულყოფილი  პროდუქტისკენ, რაც თავისთავად გონივრულ ნაბიჯს წარმოადგენს,  ვინაიდან  Instagram-ი ძირითადად პოპულარული და მოთხოვნადია ახალგაზრდა  აუდიტორიაში, რომლებიც უფრო ნაკლებად  ან საერთოდ აღარ იყენებენ  Facebook-ს. ახალი ფუნქცია, რომელიც  Instagram-მა შეიძინა, ეს არის GIF მხარდაჭერა Giphy-სგან. მომხმარებლებს ახლა უკვე შეუძლიათ ერთმანეთს გაუგზავნონ ანიმირებული GIF-ფაილები - „ერთი ერთზე“ ანდა ჯგუფურ ჩატში. 

    Instagram Direct-ში უკვე გამოჩნდა  „ღილაკი“GIF. მასზე დაჭერისას შეგიძლიათ მოძებნოთ ტრენდული  GIF-ები, მოძებნოთ ისინი საკვანძო საძიებო სიტყვის მიხედვით კონკრეტული მომხმარებლისთვის ან გამოიყენოთ „შემთხვევითი“ ვარიანტი სიურპრიზ  GIF-ის გასაგზავნად. ეს ფუნქცია უკე გამოჩნდა  iOS-სა და  Android-ზე.  Instagram-ი ხაზს უსვამს იმას, რომ ახალი ფუნქციის მიხედვით გამოყენებულ ნებისმიერ  GIF-ს თანდართული ექნება კონტენტის შემქმნელის ატრიბუტები, ასე რომ მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა გაიგონ, თუ ვისი შექმნილია ანიმაცია, რომელსაც ისინი იყენებენ. Instagram-ი აგრეთვე ქმნის საშუალებას „see all by creator”, რათა ხელი შუწყოს შემქმნელებს პლატფორმაზე მათი საქმიანობის განვითარებისთვის.  

    /www.theverge.com

    • Like 1
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.