Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5910
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    198

Everything posted by Magdalena

  1. ამერიკულმა კომპანიამ Micron Technology-მ გამოაქვეყნა 2018 წლის მეოთხე კვარტლის ფინანსური ანგარიში (მოიცავს პერიოდს ივნისიდან აგვისტომდე). ისევე, როგორც მიმდინარე ფისკალური წლის წინა სამ კვარტალში, კომპანიამ ახალი რეკორდი დაამყარა შემოსავლების თვალსაზრისით. ამაში კომპანიას ხელი შეუწყო DRAM-ისა და NAND-ის მაღალმა ფასებმა, რასაც კომპანია არ უარყოფს. კვარტალურმა შემოსავალმა ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა და მიაღწია 8, 44 მილიარდ დოლარს. წელიწადში ეს მაჩვენებელი 38 %-ით გაიზარდა, წინა მაჩვენებელთან შედარებით კი 8%-ით: მესამე კვარტალში შემოსავალი შედაგენდა 7,8 მილიარდ დოლარს. მეოთხე კვარტალში კომპანიის სუფთა მოგება 4,33 მილიარდი დოლარია, მესამე კვარტლისა- 3,82 მლრდ დოლარი. გასულ წელს ეს მაჩვენებლი 2,36 მილიარდი იყო. მთლიანი კვარტალური მოგება ასევე გაიზარდა 60,6%-დან 61 %-მდე. მთელი ფინანსური 2018 წლის განმავლობაში კომპანია Micron Technology-მ შემოსავალი 30,39 მილიარდით გაზარდა (თითქმის 50%-ით წინა წელთან შედარებით), რამაც კომპანია სიდიდით მეორედ აქცია აშშ-ში წარმოების მიმართულებით (პირველ ადგილას Intel-ი იკავებს). 2018 წლის სუფთა მოგებამ 14,7 მილიარდი შეადგინა, წინა წლის 5 მილიარდ დოლართან შედარებით ეს მნიშვნელოვანი სხვაობაა, რომლის მიღწევაშიც მთავარი როლი მეხსიერებაზე მაღალმა ფასებმა შეასრულა. https://3dnews.ru/975758
  2. სამუშაო მაგიდაზე მიჯაჭვული პერსონალური კომპიუტერები თანდათან კარგავენ პოპულარულობას, რომლებსაც ლეპტოპები უკვე წინ უსწრებს მოთხოვნადობისა და გაყიდვების თვალსაზრისით. მუდმივი განვითარებისა და ინოვაციების წყალობით, ლეპტოპები თანდათან უფრო თხელი და მსუბუქი გახდა, მათი აპარატული საშუალებები - ბევრად უფრო ძლიერი, ბატარეა კი მეტად გამძლე. წარმოგიდგენთ რამოდენიმე უძველეს მოდელს და ვნახოთ, საიდან დაიწყო თანამედროვე ლეპტოპების გზა. 1981: Osborne 1, პირველი ნამდვილი მობილური კომპიუტერი მსოფლიოში ბევრი მიიჩნევს Osborne 1-ს ლეპტოპების წინაპრად. 1981 წელს გამოშვებულ Osborne-ს ჰქონდა 5 დუიმიანი ეკრანი, ორი floppy დისკის გამშვები, მოდემი, ბატარეა და კლავიატურა. იწონიდა 11 კილოგრამს. სამწუხაროდ, ეს მოდელი არ გამხდარა ჰიტი, თუმცა მან აჩვენა პორტატული კომპიუტერის პოტენციალი - ადამიანებმა პირველად შეძლეს თან ეტარებინათ თავიანთი კომპიუტერი და ემუშავათ მოგზაურობის დროს. Osborne 1-ს ღირებულება 1795 $ იყო, რაც დაახლოებით 5000 $-ის ტოლია დღევანდელი კურსით. 1983: Grid Compass 1101 პირველი პორტატული კომპიუტერი, რომელიც ნამდვილად გამოიყურებოდა როგორც ლეპტოპი, იყო Grid Compass 1101, რომელიც გამოუშვეს 1983 წელს. იგი გამოირჩეოდა სახურავის დიზაინით, დახურვისას ეკრანი ფარავდა კლავიატურას, ასე რომ შესაძლებელი იყო მისი თავისუფლად გადატანა, რადგან კლავიატურა და ეკრანი კარგად იყო დაცული. Grid Compass 1101-მა დიდი წარმატება გაყიდვის კუთხით ვერ მოიპოვა მისი მაღალი ფასის გამო - მისი ღირებულება დაახლოებით 10 000 $-ს უდრიდა, რაც დღევანდელი კურსით 25 000 $-ის ტოლია. ამ სიახლის პატენტებმა კი საკმაოდ დიდი შემოსავალი მოუტანა GRID Systems Corp-ს. 1989: Compaq LTE და Compaq LTE 286 ამ მოდელების გამოშვებამდე, მართალია, შესაძლებელი იყო ლეპტოპების თან ტარება, თუმცა ისინი საკმაოდ მძიმე და სატარებლად მოუხერხებელი იყო. თუმცა, 1989 წელს გამოშვებულ იქნა Compaq LTE და Compaq LTE 286 მოდელები, რომლებიც ჩვეულებრივი რვეულის ზომის იყო. მათი სიმსუბუქის გამო, ამ მოდელებმა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა მომხმარებლებში, რადგან მათი თან ტარება არანაირ სირთულეს აღარ წარმოადგენდა. Compaq LTE და Compaq LTE 286 მოდელები ასევე იყო პირველი ლეპტოპები ჩაშენებული მყარი დისკითა და floppy disk drive-თ, რაც მათ უნივერსალურს ხდიდა. Compaq LTE-ის მყარ დისკს გააჩნდა 20 მბ სანახი სივრცე, რომლის მოცულობაც გაორმაგდა Compaq LTE 286-ის შემთხვევაში. 1989: Macintosh Portable: Apple-ის პირველი ლეპტოპი 1989 წელს Apple-მა გამოუშვა თავისი პირველი პორტატული კომპიუტერი. მიუხედავად იმისა, რომ იგი არ იყო ისეთი მსუბუქი და ადვილად გადასატანი, როგორც Compaq LTE, მისი უპირატესობა გამოიხატებოდა ავტონომიური მუშაობის უფრო მეტ ხანგრძლივობასა და უფრო დახვეწილი დიზაინის მქონე ეკრანში. ზომებისა და წონის გამო ამ მოდელმა განსაკუთრებული პოპულარობა ვერ მოიპოვა, თუმცა მან მოახდინა მეტად მოსახერხებელი ლეპტოპების წარმოების სტიმულირება. 1991: Apple PowerBook 100-ის სერია: რევოლუციური ადრეული ლეპტოპები 1991 წელს Apple-მა გამოუშვა PowerBook ლეპტოპების სერია: PowerBook 100, PowerBook 140 და PowerBook 170, რომლებიც ბევრად წარმატებული აღმოჩნდა კომპანიის წინა მცდელობებთან შედარებით - შეექმნა პორტატული კომპიუტერი. ამ მოდელებს ჰქონდათ ფუნქციების მთელი რიგი რევოლუციური ცვლილებები და სიახლეები, რაც საფუძვლად დაედო თანამედროვე ლეპტოპების წარმოებას. Apple-ის PowerBook-ის სერია მეტად წარმატებული აღმოჩნდა. 1994 წელს PowerBook 500-ის სერიის მოდელები გახდა პირველი, რომელთაც ჰქონდათ ნამდვილი სენსორული პანელი და ჩაშენებული Ethernet network ადაპტერი. 1992: IBM ThinkPad 700 1992 წელს IBM-მა გამოუშვა ThinkPad, 700, 700c და 700t, და ეს მოდელები, Apple-ის PowerBook 100-თან ერთად, შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ პირველ თანამედროვე ლეპტოპებად, რომლებმაც განსაზღვრეს ლეპტოპების ლანდშაფტის ფორმირება მომდევნო 25 წლის განმავლობაში. ThinkPad 700-ს ჰქონდა 10,4 დუიმიანი ფერადი დისპლეი (ყველაზე დიდი, რაც კი მანამდე არსებულა), 120 მეგაბაიტიანი მყარი დისკი და მძლავრი IBM 486 SLC პროცესორი. ThinkPad-ი გამოირჩეოდა მიმზიდველი დიზაინითა და ფუნქციონალურობით, მან მრავალი დიზაინერული ჯილდო მიიღო. ფუნქციონალურობას რაც შეეხება, IBM ცდილობდა ხაზი გაესვა, რამდენად კარგად იყო მოწყობილი ეს მოდელი, ხდებოდა დემონსტრირება, თუ როგორ გამოიყენებდნენ მას არქეოლოგიური ექსპედიციების დროს, ლეპტოპი აგრეთვე კოსმოსში იქნა წაღებული NASA-ს მიერ, რათა დაემტკიცებინათ, თუ რამდენად კარგად მუშაობდა იგი. ინოვაციური ფუნქციებისა და შესაძლებლობების განვითარების წყალობით, რომლის საშუალებითაც თანდათან აღმოიფხვრა ტექნიკური პრობლემები, ამ ადრეულმა ლეპტოპებმა საფუძველი დაუდეს თანამედროვე კომპიუტერებს, რომელთაც აქტიურად ვიყენებთ ყოველდღიურად. მათი მწარმოებლების დამსახურებაა, რომ დღეს ასეთი უნივერსალური პროდუქტი გაგვაჩნია, რომელიც აქტიურად გამოიყენება სახლში, სკოლებსა თუ სამუშაო სივრცეებში. www.techradar.com
  3. ქსელურმა წყაროებმა გამოაქვეყნეს Nokia 7.1 Plus სმარტფონის პირველი ფოტოები, რომლის დამზადებაც უკვე დაასრულა HMD Global-მა და ამზადებს გამოსაშვებად. როგორც ფოტოებიდან ჩანს, სმარტფონს აქვს წვრილჩარჩოიანი დისპლეი ზედა ნაწილში მცირე ჭრილით. გამოყენებული იქნება Full HD+ ფორმატი 2280 × 1080 გაფართოებით და გვერდების 19:9-ზე შეფარდებით. სმარტფონის უკანა მხარეს განთავსებულია ორმაგი კამერა Carl Zeiss-ის ოპტიკით. კამერები განლაგებულია ვერტიკალურად, მათ ქვემოთ მოთავსებულია დაქტილოსკოპიური სკანერი. უკანა მხარესვე იკითხება წარწერა - Android One. გვერდით ნაწილში მოცემულია ხმის რეგულირებისა და ჩართვა-გამორთვის ღილაკები. წყაროების ინფორმაციით, სმარტფონს აქვს Qualcomm Snapdragon 710 პროცესორი, რომელიც შეიცავს Kryo 360-ის რვა ბირთვს 2,2 გჰც ტაქტის სიხშირით, და გრაფიკულ ამჩქარებელს Adreno 616-ს. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 6 გბ-ია, ფლეშ-მოდულის მოცულობა - 128 გბ. ასევე საუბარია 18 ვატიანი სწრაფი დატენვის ელემენტის მხარდაჭერაზე. სმარტფონი წარმოდგენილი იქნება Android 9.0 Pie ოპერაციული სისტემით. https://3dnews.ru/975718
  4. ამერიკელი ენთუზიასტის Vince Lucido-ს მიერ GeForce RTX 2080 Ti ვიდეო ბარათზე განხორციელებული ექსტრემალური ოვერქლოქინგის შედეგები თავდაპირველად გავრცელდა მხოლოდ სოციალურ ქსელებში, თავსებადი დრაივერების გავრცელებისა და თავად ვიდეო ბარათების საბოლოო ანონსის შემდეგ კი უკვე HWBot-ის ოფიციალური მონაცემების ბაზაში დარეგისტრირდა. ეს ხელს შეუწყობს მომავალი ოვერქლოქინგის შედეგების უკვე მიღწეულთან შედარებას, სამომავლო შედეგები და ახალი რეკორდები კი გამოჩნდება მას შემდეგ, როცა ამ მოდელის ვიდეო ბარათების მფლობელები გაითავისებენ ამ მიმზიდველი პროცესის ყველა ნიუანსს. Vince Lucido, რომელმაც ექპერიმენტის მსვლელობისას გამოიყენა K|ngp|n Cooling თერმოინტერფეისი, უკვე აღარ არის GeForce RTX 2080 Ti-ს ერთადერთი მფლობელი, ვინც ოვექლოქინგის შედეგები მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირა. https://overclockers.ru/hardnews/show/93539/rekordy-ekstremalnogo-razgona-nvidia-geforce-rtx-2080-ti-teper-v-oficialnoj-statistike
  5. Cheddar-ის მოხსენებული ანგარიშის მიხედვით, Facebook-ი შემდეგ კვირაში გეგმავს განაცხადოს თავისი ახალი პროდუქტის - Facebook Video Echo Show-ს შესახებ. როგორც ცნობილია, დივაისი ისევე მუშაობს, როგორც Echo Show Amazon, თუმცა Facebook-ის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სახის ამომცნობ ტექნოლოგიებს, რომელიც მისცემს მომხმარებლების იდენტიფიკაციის საშუალებას. Facebook Video Echo Show-ს შესახებ ხმები გავრცელდა გასულ წელს DigiTimes-ის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ. 2018 წლის დასაწყისში Cheddar-მა განაცხადა, რომ Facebook-პორტალი წარმოდგენილი იყო კომპანიის F8 კონფერენციაზე, ახლა კი, მისივე ცნობებით, მისი გამოშვების გადადება გადაწყდა მას შემდეგ, რაც Cambridge Analytica-ს სკანდალმა გამოიწვია სერიოზული შეშფოთება კონფიდენციალურობის დარღვევის მხრივ კომპანიის მხრიდან. ჯერ კიდევ ამ შემთხვევამდეც, Facebook-ი ფასდებოდა, როგორც უფრო ნაკლებად სანდო, ვიდრე Amazon და Google. კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრის მიზნით, როგორც ცნობილია, პორტალს ექნება ფიზიკური ბარიერი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება კამერის „გადაფარვა“, რომ ვერ გადაიღოს და აღბეჭდოს მომხმარებლები მათი თანხმობის გარეშე. ვიდეო ჩატთან ერთად, როგორც მოსალოდნელია, გამოყენებული იქნება Amazon-ის ხმოვანი ასისტენტი Alexa, რომელიც შეასრულებს მოთხოვნებს - დაწყებული მუსიკის ჩართვიდან დამთავრებული კულინარიული რეცეპტების მოწოდებით. ცნობების მიხედვით, ორი ზომის მოწყობილობა გამოიცემა, 300 და 400 $-ის ღირებულებით, სიდიდის შესაბამისად. www.theverge.com
  6. საგზაო მოძრაობის ეროვნული უსაფრთხოების ადმინისტრაციის (NHTSA) crash ტესტირების გავლის შედეგად Tesla Model 3 ვერსიამ (ეს არის სრულად ელექტრო სედანი უკანა წამყვანი თვლებით) მოიპოვა ხუთვარსკვლავიანი რეიტინგი. შეფასება იდენტურია NHTSA-ის მიერ ჩატარებული Tesla-ს წინა მოდელების შეფასებებისა, მათ ყველამ უმაღლესი შეფასება მიიღო. X SUV მოდელმა მიიღო ხუთი ვარსკვლავი ყველა კატეგორიასა და ქვეკატეგორიაში 2017 წელს, S მოდელმა კი მოიპოვა 5,4 ვარსკვლავიანი შეფასება ჯერ კიდევ 2013 წელს - იმ დროს, როდესაც უსაფრთხოების სააგენტოს ჯერ კიდევ არ ჰქონდა გაცემული რეკომენდაციები, რომლითაც უნდა ეხელმძღვანელათ ავტომწარმოებლებს. crash-ტესტის ქვეკატეგორიები მოიცავს წინიდან, გვერდიდან და მაღალ სიჩქარეზე მოძრავი ავტომობილის შეჯახების შეფასებებს. ტესტირებაში არ შედის Tesla’s driver assistance ავტოპილოტის შეფასება. ჯერჯერობით უსაფრთხოების სააგენტოს არ შეუქმნია რაიმე სახის სარეიტინგო სისტემა ამ ფუნქციისთვის. მასთან მიახლოებული პროგრამა, რაც გააჩნია სააგენტოს, ეს არის ნახევრად ავტონომიურ ტექნოლოგიაზე მომუშავე მანქანების შეფასების პროგრამა, რომელში ჩართვაც ნებაყოფლობითია და ჯერჯერობით თავიანთი შეფასებები ამ კუთხით წარმოდგენილი აქვთ მხოლოდ Ford-ს, GM-ს, Waymo-სა და სტარტაპ Nuro-ს. NHTSA კავშირში იმყოფება პროცესთან, რომელიც ეხება მაისში მომხდარ ავარიას, როდესაც Tesla-ს მობილის მძღოლმა ხელის მტევანი მოიტეხა. სააგენტო იკვლევს, ითამაშა თუ არა როლი ავტოპილოტმა ამ შემთხვევაში. ამ ავარიამდელ პერიოდში უსაფრთხოების სააგენტომ Tesla-სა და ავტოპილოტის დამნაშვეობა უარყო Joshua Brown-ის გარდაცვალებაში, რომელიც ავტოპილოტის ფუნქციას იყენებდა, როდესაც სატვირთოს შეეჯახა. შემთხვევა 2016 წელს მოხდა. Tesla Model 3-ის უსაფრთხოების რეიტინგი გამოქვეყნდა მხოლოდ რამოდენიმე თვის შემდეგ, მას მერე, რაც NHTSA-მა მოახდინა მისი პირდაპირი კონკურენტის - Chevy Bolt-ის შეფასება. იმ დროს, როდესაც Chevy Bolt-მა სრული ხუთვარსკვლავიანი შეფასება მიიღო, Model 3-მა იგივე რეიტინგი მიიღო შედარებით მეტი კატეგორიის გავლის შედეგად. www.theverge.com
  7. რობოტების აწყობა მიმდინარეობს სხვადასხვა მიზნით, მათ შორის - ასტრონავტების ჩასანაცვლებლად ან დამხმარედ კოსმოსურ სადგურებზე - ან უბრალო დამხმარედ ადგილობრივ საქმიანობებში, და რადგანაც ბევრ მათგანს უწევს ადამიანების გვერდით მუშაობა, მათ უნდა ესმოდეთ ადამიანების და ფლობდნენ ადამიანის მსგავს თვისებებს. მაგრამ საჭიროა თუ არა გააჩნდეთ მათ გრძნობები და ემოციები? რობოტები, რომელთაც შეუძიათ ადამიანური ემოციების აღქმა და თავადვე განცდა, პოპულარული თემაა სამეცნიერო ფანტასტიკაში, უამრავი ფილმი შეგვიძლია დავასახელოთ, რომლებშიც რობოტებს მინიჭებული აქვთ ადამიანური გრძნობები და განცდები, და ზოგჯერ თავად მანიპულირებენ კიდეც ადამიანებზე. კაცობრიობა ჯერ კიდევ შორსაა შექმნას ამგვარი რობოტები, თუმცა მათ შესახებ წარმოდგენის შექმნა არც ისე რთულია. უფრო და უფრო მეტ ადამიანს უყალიბდება ემოციური კავშირი Alexa-სა და Siri-სთან, რომელთა შესაძლებლობებიც ჯერ კიდევ ძალიან შეზღუდულია და შემოიფარგლება მარტივი ინტერაქციებით, მაგალითად, შეუძლიათ გვაცნობონ როგორი ამინდი გველის, ან გამორთონ ელექტროენერგია სახლში. აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა: რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ემოციური კავშირი ადამიანსა და რობოტს შორის, რომელიც არამარტო ჰგავს ადამიანს, არამედ გრძნობს როგორც ადამიანი? ადამიანური ემოციების აღმქმელი ხელოვნური ინტელექტისა და რობოტების პროგრამირება კვლევის საკვანძო სფეროს წარმოადგენს რობოტექნიკის სფეროში მომუშავე მწარმოებელთათვის. ისეთმა კომპანიებმა, როგორებიცაა SoftBank Robotics და Hanson Robotics, უკვე შექმნეს რობოტები, რომელთაც გარკვეულ დონემდე შეუძლიათ ადამიანური ემოციების წაკითხვა და შესაბამისი რეაგირება. SoftBank Robotics-მა შექმნა რამოდენიმე რობოტი, რომლებიც, როგორც კომპანია აღწერს, არიან „ადამიანისმაგვარები“ (human-shaped). ერთ-ერთმა მათგანმა, სახელად Pepper-მა ყველაზე დიდი ყურადღება დაიმსახურა მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მხრიდან. SoftBank-ი ირწმუნება, რომ Pepper-ს შეუძლია ემოციების აღქმა სახის მიმიკების, ხმოვანი სიგნალებისა და სხეულის ჟესტების მიხედვით და პასუხობს მათ შესაბამისად. მისი შესაძლებლობები თავისთავად ბევრად შორსაა ჩვენი წარმოდგენებისგან, რაც სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმებიდან შეგვექმნა, თუმცა Pepper-ის (და მისი მრავალრიცხოვანი და-ძმის) დანერგვა უკვე მიმდინარეობს იაპონიაში არსებული SoftBank-ის მობილურ მაღაზიებში. Pepper-ი ერთ-ერთი პირველია იმ ტიპის რობოტების სერიიდან, რომლებიც შექმნილია ადამიანებთან ერთად თანასაქმიანობის მიზნით. დარვინის თეორიის მიხედვით, ადამიანები იბადებიან ემოციური შესაძლებლობებით, ეს ნიშნავს, რომ ემოციები გვაქვს თანდაყოლილი და არა შეძენილი. ამ გადმოსახედიდან თუ შევხედავთ, იმისათვის, რომ რობოტებს ემოციები და გრძნობები შევძინოთ,მოგვიწევს მათთვის სხვადასხვა ბიოლოგიური და ფიზიოლოგიური პროცესების მინიჭება, რომლებიც დამახასიათებელია ადამიანებისთვის. დარვინის საპიროსპირო თეორიის მომხრენი კი ამტკიცებენ, რომ ემოციები ადამიანებს უვითარდებათ გამოცდილებებიდან გამომდინარე. ეს თეორია უფრო მიმზიდველია რობოტექნოლოგიების მკვლევართათვის, რამდენადაც იგი იძლევა ვარაუდს, რომ შეგვეძლება რობოტებს ემოციები განვუვითაროთ გამოცდილებების საფუძველზე, და არა თავიდანვე ნულიდან შევქმნათ all-singing, all-dancing, all-feeling რობოტები. 2014 წელს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ რობოტებს შეუძლიათ გამოხატონ გრძნობა, რომელიც დაკავშირებულია ფიზიკურ მდგომარეობასთან, მაგალითად, გამოსცენ სიგნალები, თუკი ბატარეის დატენვის დონე კრიტიკულად შემცირდა ან ძრავის ტემპერატურა ნორმას გასცდა. რობოტებმა შეძლეს განესაზღვრათ, რომ რაღაც რიგზე ვერ არის და მოახდინეს რეაგირება შესაბამისად, რაც დაახლოებით მწუხარების გამოხატვად შეიძლება ჩაითვალოს. რაც უფრო მეტად ემსგავსებიან რობოტები ადამიანებს, მით უფრო მიმზიდველად აღიქმებიან ადამიანებისთვის, და არა უბრალო ლითონის გროვად. თუმცა, მათი არაიდენტურობა ადამიანებთან ხშირად შიშსაც იწვევს. გარკვევით რომ ავხსნათ, დაკვირდით რობოტ Sophia-ს და თქვით, რომ არ გრძნობთ თავს ცოტა შეშფოთებულად. ემოციური კავშირი და მეგობრობა ადამიანებსა და რობოტებს შორის, ეს ერთდროულად მიმზიდველი და შემაშფოთებელია. არ არის გამორიცხული, რომ ეს ურთიერთობები არასწორი გზით წავიდეს. მცირე ხნის წინ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ბევრი ადამიანი მიდრეკილია მოექცეს რობოტების მანიპულაციების ქვეშ. ამით კი რობოშემქმნელები უზარმაზარი პასუხისმგებლობის წინაშე აღმოჩნდებიან. სცენარის განვითარების კიდევ ერთი გზა, რომელიც ბევრ ადამიანს მოუვა თავში ხელოვნური ინტელექტის განვითარების გაგონებისას, ეს არის შემდეგი - რა მოხდება, თუკი ერთ დღესაც რობოტები ჩათვლიან, რომ ადამიანები არც ისე კარგი არსებები არიან და მოინდომებენ დედამიწის მათგან გაწმენდას? მაგრამ მეორე მხრივ, რა მოხდება, თუკი შევძლებთ რობოტებს ჩავუნერგოთ ჩვენდამი მარადიული თანაგრძნობა და გაგება? რას მიაღწევს კაცობრიობა?
  8. მომავალ თვეში კომპანია Intel-მა უნდა წარადგინოს ახალი თაობის Coffee Lake Refresh პროცესორები, აგრეთვე ახალი ფლაგმანური ჩიპსეტი Intel Z390. დედა დაფების მწარმოებლები უკვე იწყებენ სიახლის რეკლამირებას, ამასთან ერთად გვიმხელენ სხვადასხვა საინტერესო დეტალს. კომპანია Gigabyte-მა მოახდინა Intel-ის მიკროსქემაზე არსებული ერთ-ერთი დედა დაფის დემონსტრირება. გარეგნული მახასიათებლების მიხედვით, იგი დედა დაფების მაღალ კატეგორიას მიეკუთვნება. თუკი დავაკვირდებით წარწერას რადიატორზე M.2 სლოტზე, ჩანს, რომ მისი სახელწოდებაა AORUS Z390 Master. ხსენებული დედა დაფის დემონსტრირებისას ვიდეომატერიალზე გამოყენებული იყო ჰეშთეგი #Oct8, რაც პირდაპირ მიუთითებს გამოსვლის თარიღს - 8 ოქტომბერს. ამ დღეს შედგება ან დედა დაფების ანონსი Intel-ის ახალ ჩიპსეტზე, ან უკვე მათი გაყიდვა დაიწყება ამ დღიდანვე. თუმცა პირველი ვარიანტი უფრო დამაჯერებლად გამოიყურება. როგორც წყაროდან ჩანს, ახალ დედა დაფას აქვს კვების მსხვილი ქვესისტემა საკმაოდ მასიური რადიატორებით, რომლებსაც გააჩნია RGB განათება. აგრეთვე, მასიური რადიატორია დაყენებული Intel Z390 ჩიპსეტზე. დაფას აქვს DDR4 მეხსიერების მოდულის ოთხი სლოტი, სამი სლოტი PCI Express 3.0 x16, ორი PCI Express 3.0 x1 და სამიც M.2 კონექტორი მყარი დისკებისთვის. https://3dnews.ru/975663
  9. Samsung-ი ოფიციალურად შევიდა სამკამერიანი სმარტფონების წარმოების პროცესში. კომპანიამ დააანონსა Galaxy A7 ევროპისა და აზიისთვის. ეს არის საშუალო რანგის სმარტფონი უკანა მხარეს უნიკალური სამი კამერით. იგი მოიცავს 24 მეგაპიქსელიან სენსორს ავტოფოკუსით, 5 მეგაპიქსელიან ღრმა ლინზას (“depth lens”), რომელიც გამოიყენება bokeh ეფექტისთვის, აგრეთვე მოიცავს 8 მეგაპიქსელიან ფართოკუთხიან ობიექტივს, რომელიც აფიქსირებს სივრცეს 120 გრადუსით. კამერათა სისტემის წყალობით ფაქტიურად ყველანაირი ფოტოს გადაღებაა შესაძლებელი, როგორსაც სმარტფონის მფლობელები ისურვებენ. Samsung Galaxy A7-ს აქვს 6 დუიმიანი Full HD + Super AMOLED დისპლეი, ბატარეა 3300 ამპერი/საათში, რვაბირთვიანი 2,2 გჰც-იანი ჩიპი (octa-core 2.2GHz chipset). სმარტფონი მუშაობს Android Oreo-ს ბაზაზე. ტელეფონის ფასი ჯერჯერობით უცნობია, ვიცით მხოლოდ გამოსვლის თარიღი - 11 ოქტომბერი. ამ დრომდე, სამკამერიანი სმარტფონი ნანახი გვქონდა მხოლოდ Huawei P20 Pro-ს სახით. მომხმარებლებს აქვთ მოლოდინი, რომ Samsung-ი დამატებით კამერებს შემოგვთავაზებს თავის ფლაგმანური სმარტფონების სერიაში. მიმდინარე წელს ვრცელდებოდა ხმები, რომ შესაძლოა Galaxy S10-ს ჰქონდეს ხუთი კამერა, თუმცა, Samsung-ის მობილური განყოფილების უფროსმა DJ Koh-მა სექტემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ კომპანია ფოკუსირდება მიზანზე - საშუალო რანგის სმარტფონებს შესძინოს დამატებითი ფუნქციები და შესაძლებლობები, რათა დააკმაყოფილოს იმ სეგმენტის მოთხოვნა, რომელთაც სურთ ახალი სმარტფონი, მაგრამ არ შეუძლიათ ფლაგმანური მობილურების შეძენა. https://www.theverge.com/circuitbreaker/2018/9/20/17882238/samsung-galaxy-a7-phone-release-date-camera
  10. Instagram-ს ნელი ტემპით, თუმცა თავდაჯერებულად მიჰყავს თავისი Direct-პლატფორმა შეტყობინებების გაცვლის სრულყოფილი პროდუქტისკენ, რაც თავისთავად გონივრულ ნაბიჯს წარმოადგენს, ვინაიდან Instagram-ი ძირითადად პოპულარული და მოთხოვნადია ახალგაზრდა აუდიტორიაში, რომლებიც უფრო ნაკლებად ან საერთოდ აღარ იყენებენ Facebook-ს. ახალი ფუნქცია, რომელიც Instagram-მა შეიძინა, ეს არის GIF მხარდაჭერა Giphy-სგან. მომხმარებლებს ახლა უკვე შეუძლიათ ერთმანეთს გაუგზავნონ ანიმირებული GIF-ფაილები - „ერთი ერთზე“ ანდა ჯგუფურ ჩატში. Instagram Direct-ში უკვე გამოჩნდა „ღილაკი“GIF. მასზე დაჭერისას შეგიძლიათ მოძებნოთ ტრენდული GIF-ები, მოძებნოთ ისინი საკვანძო საძიებო სიტყვის მიხედვით კონკრეტული მომხმარებლისთვის ან გამოიყენოთ „შემთხვევითი“ ვარიანტი სიურპრიზ GIF-ის გასაგზავნად. ეს ფუნქცია უკე გამოჩნდა iOS-სა და Android-ზე. Instagram-ი ხაზს უსვამს იმას, რომ ახალი ფუნქციის მიხედვით გამოყენებულ ნებისმიერ GIF-ს თანდართული ექნება კონტენტის შემქმნელის ატრიბუტები, ასე რომ მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა გაიგონ, თუ ვისი შექმნილია ანიმაცია, რომელსაც ისინი იყენებენ. Instagram-ი აგრეთვე ქმნის საშუალებას „see all by creator”, რათა ხელი შუწყოს შემქმნელებს პლატფორმაზე მათი საქმიანობის განვითარებისთვის. /www.theverge.com
  11. წარმოგიდგენთ Withings Steel HR Sport-ის „ჭკვიან“ საათებს, რომლებიც შექმნილია იმ კატეგორიის მომხმარებელთათავის, ვინც დაკავებულია სპორტით და ეწევა აქტიურ ცხოვრებას. ეს არის ჰიბრიდული გაჯეტი, რომელიც აერთიანებს კლასიკურ დიზაინსა და ინტელექტუალურ ფუნქციებს. მოწყობილობას გააჩნია პატარა OLED დისპლეი, რომელზეც აისახება ინფორმაცია მომხმარებლის აქტივობის შესახებ. საათის საშუალებით შესაძლებელია გულისცემის რიტმის განსაზღვრა, განვლილი ნაბიჯების რაოდენობის დათვლა, დახარჯული (დამწვარი) კალორიების რაოდენობა და სხვა. მომხმარებლებს აქვთ საშუალება, აირჩონ სამი ათეული აქტივობის ტიპი, ჰოკეის, კრივის, თხილამურებით სრიალის და ა.შ. ჩათვლით. Withings Steel HR Sport მოდელის განსაკუთრებული დადებითი მხარე გამოიხატება მისი ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობაში: იგი მუშაობს 25 საათის განმავლობაში ბატარეის ერთი დატენვის შემდეგ. სმარტფონთან მონაცემების გაცვლისთვის გამოიყენება Bluetooth Low Energy უსადენო კავშირი. აგრეთვე საუბარია მოწყობილობის თავსებადობაზე ოპერაციულ სისტემა Android 6-თან და მის ზემოთ, ასევე iOS 8-სთან. უნდა აღინიშნოს, რომ საათს არ აქვს საკუთარი თანამგზავრული მიმღები სანავიგაციო სისტემა GPS, ნავიგაციის ფუნქცია რეალიზდება სმარტფონის საშუალებით. Withings Steel HR Sport საათების საორიენტაციო ფასი დაახლოებით 200 აშშ დოლარია. https://3dnews.ru/975581
  12. SpaceX-ის გენერალურმა დირექტორმა ილონ მასკმა გამოაქვეყნა განახლებული ინფორმაცია SpaceX-ის სამომავლო მასიური რაკეტის - Big Falcon Rocket (BFR)-ის შესახებ. რაკეტის შესაძლებლობებში ცვლილებებია. მასკი ამტკიცებს, რომ როგორც კი რაკეტის აგება დასრულდება, იგი შეძლებს 100 ტონა საჭირო მასალის მიტანას მარსამდე. რაკეტისთვის საჭირო იქნება საწვავის ხელახალი შევსება ორბიტაზე რაიმე კოსმოსური ტანკერიდან. მასკმა აგრეთვე მოახდინა დემონსტრირება, თუ როგორ დაეშვება რაკეტა მარსის ზედაპირზე. „მოუთმენლად ველოდები, ეს შესანიშნავი რამ იქნება“, განაცხადა მასკმა ღონისძიების მსვლელობისას. BFR-ი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს SpaceX-ის გეგმებში ადამიანების მთვარესა და მარსზე გადაყვანის კუთხით. დასრულებული რაკეტა სიმაღლეში დაახლოებით 387 ფუტი იქნება (ეს დაახლოებით 40 სართულიანი სახლის სიმაღლის ტოლია, აგრეთვე NASA-ს რაკეტის - Saturn-V-ის ტოლი). რაკეტას ექნება SpaceX-ის მიერ განახლებული დიზაინის მქონე 31 ძირითადი Raptor-ის ძრავი, რომელიც უზრუნველყოფს 5 400 ტონის გაწევას. ჯამში, BFR წარმოადგენს გიგანტური რაკეტის ამჩქარებლისა და მასიური სამგზავრო კოსმოსური კომალდის Big Falcon Spaceship (BFS)-ის კომბინაციას, და შეუძლია 100 მგზავრის კომფორტულად გადაყვანა. რაკეტა მიწაზე დაშვებისას შენელების იმავე სისტემას იყენებს, რასაც Falcon 9. როგორც მასკი ამბობს, BFR-ი არის პლანეტათაშორისი სამოგზაურო ტრანსპორტი და მას შეუძლია, შემოიფრინოს მთელი მზის სისტემა და მიაღწიოს სისტემის ნებისმიერ წერტილამდე. BFR-ის აწყობა მიმდინარეობს ლოს-ანჯელესში, კომპანიის მთავარ ოფისთან ახლოს, კალიფორნიის შტატში. კომპანიამ მოახდინა რამოდენიმე ტესტის დემონსტრირება, რაც ეხებოდა რაკეტის მნიშვნელოვანეს კომპონენტებს, მაგალითად, საწვავით დატვირთვას და ძრავების მუშაობას. მასკმა აჩვენა უკვე დასრულებული ცილინდრული ამჩქარებლის ფოტოებიც. მან განაცხადა, რომ რაკეტა უამრავ ტესტირებას გაივლის გაშვებამდე, პირველ ეტაპებზე ტესტირებები მოხდება ბორტზე ადამიანების ყოფნის გარეშე. SpaceX-ის პრეზიდენტის Gwynne Shotwell-ის თქმით, 2019 წლის ბოლოს BFS განახორციელებს მოკლემასშტაბიან ფრენებს. როგორც მასკი იმედოვნებს, BFR-ი თავის პირველ გაფრენას წითელი პლანეტისკენ 2022 წლისთვის მოახერხებს, თუმცა, რა თქმა უნდა, ვადები პერიოდულად მაინც შეიცვლება დიდი ალბათობით. www.theverge.com
  13. Microsoft-ის ღონისძიება ოქტომბრის პირველ კვირაშია დაგეგმილი და მოხმარებლები ელიან Surface-ს ლაინაფთან დაკავშირებულ სიახლეებს. როგოც ჩანს, Thurrott-იც ადასტურებს, რომ ვიხილავთ ახალ Surface Pro-სა და Surface ლეპტოპს კლასიკურ შავ ფერში. ანგარიშში ასევე საუბარია იმაზე, რომ განახლდება პროცესორები (სავარაუდოდ, Intel Whisky Lake-ის ჩიპები). ინტერესის გაღვიძების მიზნით, MySmartPrice აქვეყნებს შავი Surface-ის ფოტოებს: ამ დროისთვის ამ სიახლეების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა არის მოლოდინი, რომ ახალ Surface Pro-სა და Surface ლეპტოპს ექნება USB Type-C, ისევე როგორც Surface Go-სა და Surface Book 2-ს. უკეთესი ვარიანტი იქნებოდა, თუკი Microsoft-ის ახალ პროდუქტებს Thunderbolt 3-ით მივიღებთ (Thunderbolt-ი შემუშავებულ იქნა ერთი სადენით მონაცემთა ყველაზე სწრაფი გადაცემისა და ვიდეოების გაშვების უფრო მეტი შესაძლებლობების მიზნით. ამ დროისთვის არსებული ყველაზე დიდი მიღწევა - Thunderbolt 3 მუშაობს 40 გბ/წმ სიჩქარით ერთი კომპაქტური პორტით). Thurrott აგრეთვე ვარაუდობს, რომ სიახლის წარდგენა მოხდება იქვე და იმ დროს, სადაც Microsoft-ი გაგვაცნობს Surface Go-ს ვარიანტს LTE შესაძლებლობებით. ღონისძიებისგან მომხმარებლები ასევე ელიან Windows 10-ის მომავალ განახლებას, შეგახსენებთ, რომ ივენთი 2 ოქტომბერს არის დაგეგმილი. https://www.tomshardware.com/news/black-surface-pro-surface-laptop,37799.html
  14. Family Link-ი, Google-ის მიერ მშობლებისთვის შემოთავაზებული საკონტროლო ცენტრი ფუნქციონირებს გასული წლიდან და შექმნილია იმ მიზნით, რომ 13 წლამდე ასაკის ბავშვებს შეექმნათ Google-ის საკუთარი ექაუნთი, რომელსაც გამოიყენებდნენ მშობლების ნაწილობრივი ზედამხედველობის ქვეშ. Family Link-ი საშუალებას აძლევს მშობლებს დააყენონ განსაზღვრული ლიმიტი შვილების კუთვნილ მოწყობილობის მოხმარებაზე, დაბლოკონ სმარტფონი შესვენებების, სადილის და ა.შ. დროს, დაადასტურონ ან დაბლოკონ Play Store-დან ჩამოტვირთული კონკრეტული აპლიკაციები და აკონტროლონ თავიანთი შვილების ადგილმდებარეობა მოწყობილობის საშუალებით. ეს ფუნქციები ხელმისაწვდომი გახდება უახლოეს დროში Android-ის ბაზაზე მოქმედი სმარტფონებისთვის და მალე ვიხილავთ Chromebook-ებშიც. Family Link-ით სარგებლობა შეუძლია ყველას, ვისაც Google-ის ექაუნთი აქვს, ასე რომ, მისი ფუნქციების გაფართოება ნებისმიერი ასაკის კატეგორიის მომხმარებლებს წაადგება, დაწყებული მცირეწლოვნებიდან - დამთავრებული ხანდაზმული ასაკის მომხმარებლებით. Family Link-ი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ონლაინ რეჟიმში აკონტროლონ თავიანთი ოჯახის წევრების უსაფრთხოება. თუკი მომხმარებელი 13 წელზე მეტი ასაკისაა, საჭიროა ორივე მხარის (საკონტროლოს და მაკონტროლებლის) თანხმობა მონიტორინგის დასაწყებად. თუკი მოზaრდი არ ეთანხმება პირობებს, ეს იწვევს სმარტფონის 24 საათით დაბლოკვას. ამ დრომდე მშობლებს შეეძლოთ შვილების სმარტფონების დაბლოკვა თავიანთი სმარტფონიდან Family Link-ის აპლიკაციის მეშვეობით, თუმცა ახლა უკვე იმავეს გაკეთება შესაძლებელია ხმოვანი ბრძანებითაც Google Assistant-ის საშუალებით. უბრალოდ შეგიძლიათ თქვათ: „ჰეი Google, დაბლოკე ჯონის სმარტფონი“, და ხუთი წუთის შემდეგ ჯონის მოწყობილობა იბლოკება. განახლებულ Google Assistant-ს აგრეთვე გააჩნია family-friendly კონტენტი, შეუძლია ექვსი სხვადასხვა ხმის ამოცნობა და თუკი გაიგონებს, რომ მცირეწლოვანი სვავს შეკითხვებს, იგი რეაგირებას მოახდენს მისი ასაკისთვის შესაბამისად. Google Assistant-ის ახალი ფუნქციები მომავალი კვირიდან გახდება ხელმისაწვდომი მსოფლიოს ყველა ქვეყნის მომხმარებელთათვის. /www.theverge.com
  15. წარმოების განვითარებისა და სამომავლო ტრანსფორმაციის შესახებ შეხედულებების გაცვლა მსოფლიო მაინინგის სამიტი იქნება 2018 წლის ყველაზე შთამბეჭდავი შეკრება ციფრული მაინინგის სამყაროში. სამდღიან სწავლებით სამიტში ჩართულია ოცდაათზე მეტი პროფესიონალი სპიკერი, ორმოცდაათზე მეტი მაინინგ კომპანია და ათასზე მეტი დამსწრე: მაინერები, მაინერ-მწარმოებლები, მაინინგ პულები და hashrate მფლობელები. სამიტი შედგება 21/22/23 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო Hualing-ში (იოსებ პილსუდსკის გამზირი, 0152, Tbilisi Sea New City) სამიტს გაუძღვებიან ტოპ სპიკერები, მათ შორის: მთავარი დარბაზი JIHAN WU- CEO of BITMAIN ROGER VER - CEO of Bitcoin.com YU FANG - CEO of BITKAN JASON ZHUANG - Project Director, BTC.com LINGCHAO XU - Project Director , Antpool MARTHA ZHANG - DEX.top Co-founder OLSEN SU - Head of Global Mining Farm Bitmain SHARIF ALLAYAROV - Head of Sales and Business development department, Bitmain CHENG YAO - Operations Director, BITKAN MARCO STRENG - CEO&Co-founder, Genesis Mining SEAN WALSH - CEO, HyperBlock BATYR HYDYROV - CEO and Founder, Uminers DMITRY OZERSKY - Managing Partner, Electro. Farm SHERA LEI - COO of ROCKMINER SUE WANG - CEO & Founder Mining Master KIRILL OREKHOV - Business Development Director, En+ Group Beqa AvalianiCEO & Inge Snip,Head of Communication; BIRTVI KHIKMATULLOEV RUSTAM - CEO of SIGMA POOL IGOR RUNETS - BitRiver Limited Managing Director& BitRiver Rus LLC,CEO AMAURY SÉCHET - Bitcoin ABC Lead Developer BEATRICE OCARROLL - Head of Sales and RM of Circle RYAN XU - BD Director of ViaBTC SHAUN CHONG - Head of mining at Bitcoin.com Sub-დარბაზი MICAH SMITH - COO of Blockchain Infrastructure Research DENIS SLABAKOV - CEO of New Mining KIRIL NIKOLOV - Sales Executive at Nexo MICHAEL WHITEHORN - Co- Founder & General Manager D Coin WEI HUANG - CEO of Dake Data Limited ARUTYUN NAZARYAN - Bistox Exchange CEO EVGENY KAPLIN - Co-founder and CEO, Modultrade DMITRY NIKIFOROV - CEO of Quppy TAMAR MENTESHASHVILI - Expread Shanghai Jiao Tong University RAMAK J. SEDIGH - CEO Founder, PloutonGroup სამიტის განრიგი: სამიტის განრიგი: Friday Sept. 21, 2018 10:00-13:00 Hualing Hotel Registration: VIP & Group Tickets 12:00-14:30 Ballet Theatre Registration: Basic & Classic Tickets 14:00-15:00 Welcome Drink - 2nd Floor of Ballet Theatre Tbilisi 15:00 Opening Ceremony - Ballet Theatre Tbilisi 15:00  Schedule and Speakers Introduction 15:15  Welcome Speech  Georgia Government Officials 15:45  Opening Speech  JIHAN WU CEO of Bitmain 16:00  Bitcoin Cash and Economic Freedom  ROGER VER CEO of Bitcoin.com 16:15  Georgian Dancing Performance 19:00 Welcome Dinner Saturday a.m. Sept. 22 2018 10:00 Opening Introduction SpeechSHARIF ALLAYAROV Head of Sales and Business Development Department, Bitmain 10:30 Redefining Value: Discover Benchmark Through Volatile MarketCHENG YAO Operation Director, BitKan 11:00 Staying ahead of the Curve - Future Opportunities in MiningMARCO STRENG CEO & Co-founder, Genesis Mining 11:30 Standarded Solutions for Mining FarmOLSEN SU Head of Global Mining Farms, Bitmain 12:00 Mining with Bitcoin.comSHAUN CHONG & KEVIN ZHANG Bitcoin.com Pool 12:30 Lucky Draw 12:40 Lunch Buffet Saturday p.m. Sept. 22 2018 14:00 DIGICCY Mining and ScalabilityLINGCHAO XU Project Director, Antpool 14:30 MINING: The Sector Needs Change: Efficiency and LiquidityDMITRY OZERSKY Managing Partner, Electro.Farm 15:00 Explore Blockchain with BTC.comJASON ZHUANG Project Director, BTC.com 15:30 Turn-Key Solutions for Mining, UpoolBATYR HYDYROV CEO and Founder, Uminers 16:00 Lucky Draw 16:10 Tea Break 16:30 The Future of Decentralized Trading & Asset ManagementMARTHA ZHANG Co-founder of DEx.top 17:00 Mining with the ChangeSHERA LEI COO of Rockminer 17:30 Scaling Bitcoin Cash, Impact on Mining EconomicsAMAURY SÉCHET Bitcoin ABC Lead Developer 18:10 Lucky Draw 19:00 VIP Dinner Sunday am Grand Hall - 23 Sep 2018 10:0 The Single Best Mining Investment You Can MakeSEAN WALSH CEO of Hyperblock 10:30 Mining Opportunities in North AmerciaSUE WANG CEO & Founder of Mining Master 11:00 Unlocking Mining Operation Growth with Crypto-backed LoansKIRILL OREKHOV Business Development Director, En+ Group 11:30 Large Scale Mining Data Centers in SiberiaIGOR RUNETS CEO of Bitriver Limited 12:00 Holistic Approach to Developing a Prosperous and Transparent FutureBEQA AVALIANI CEO of BIRTVIINGE SNIP Head of Communication, BIRTVI 12:30 Luck Draw 12:40 Lunch Buffet Sunday pm Grand Hall - 23 Sep 2018 14:00 De-mystifying OTC MarketsBEATRICE O'CARROLL Head of Sales and Relationship Management OTC Trading, Circle 14:30 Sigma Pool PresentationKHIKMATULLOEV RUSTAM CEO of SIGMA POOL 15:00 Keeping Miners Cool: Cooling Strategies Blockchain Mining FacilitiesMICAH SMITH COO of Blockchain Infrastructure Research 15:30 Blockchain and Future of Economy in the Middle EastMARCO GILARDI Head of Research & Development, Unique Finance 16:00 Lucky Draw 16:20 Tea Break 16:30 Future Trends of the Mining Sector and Crypto SectorRYAN XU BD Director of ViaBTC 17:00 Mining in Georgia (Discussion of Fulcrum Abilities)GIORGI BEREZOVSKI Fulcrum LLC 17:30 Lucky Draw - Ultimate Prize Sunday am Sub Hall - 23 Sep 2018 10:00 Norway - Ideal Location for Mining DENIS SLABAKOV CEO of New Mining 10:30 Unlocking Mining Operation Growth with Crypto-backed LoansKIRIL NIKOLOV Sales Executive of Nexo AG 11:00 Globally Competitive Mining Solutions in AustraliaMICHAEL WHITEHORN Co-Founder & General Manager, D coin 11:30 Mass AdoptionARUTYUN NAZARYAN Bistox Exchange AG 12:00 Sustainable Bitcoin MiningRAMAK JON Plouton Group 12:30 Lunch Buffet Sunday pm Sub Hall - 23 Sep 2018 14:00 Improving the Efficiency of MiningDMITRY NIKIFOROV Quppy 14:30 Global Marketplace for Mining Equipment Powered by BlockchainEVGENY KAPLIN CEO of ModulTrade 15:00 Rapidash: Mining for AI Computing and Decentralized WebWEI HUANG CEO of Dake Data Limited 15:30 Liquidity Solutions for Digital AssetsIVAN LIANG OTC director of FBG One 16:00 Mining & Crypto RegulationsTAMAR MENTESHASHVILI Expread | Shanghai Jiao Tong University 16:30 Giving Miners A Second Source of IncomeRODIK MIK Direct Blockchain presenting Buddy 17:00 The Most Profitable Mining in Europe with the WattsOn EcosystemDENIS MAKSIMOV LLC «WattsOn»
  16. მომხმარებლებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ Apple-ის სექტემბრის კონფერეციაზე მეოთხე თაობის Apple Watch-სა და ახალი iPhone-ების პარალელურად, იხილავდნენ AirPower უსადენო დამტენს, რომლის პრეზენტაცია გასულ წელს გაიმართა ანალოგიურ პრეს-კონფერენციაზე. თუმცა მოლოდინი არ გამართლდა და, შესაბამისად, გაჩნდა კითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით. გავრცელდა ხმები, რომ Apple-მა საერთოდ შეაჩერა ამ პროდუქტის გამოშვების პროცესი. როგორც წყაროები იტყობინებიან, ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი პროდუქტთან დაკავშირებული პრობლემები და ხარვეზები გახდა. დაზუსტებით იმის თქმა, რომ AirPower პროექტი მთლიანად შეჩერდა, ნაადრევია, თუმცა ტექნიკური ხასიათის სერიოზული სირთულეები რომ არსებობს, ეს ცხადია. იმ დროს, როდესაც ჩვეულებრივი უსადენო ადაპტერები გათვლილია ერთი გაჯეტის დატენვისთვის და გააჩნიათ მხოლოდ ერთი ინდუქციური კოჭა ( ინდუქციურობის კოჭა მაგნიტურ ელემენტს წარმოადგენს, იგი გამოიყენება მაგნიტური ველის საშუალებით ცვლადი ელექტრული დენის დაგრვება-გაცემისთვის), AirPower-ის შემთხვევაში გვაქვს 16-დან 24-მდე სხვადასხვა ზომის. როგორც ამტკიცებს ბლოგ Daring Fireball-ის წამყვანი John Gruber-ი, სწორედ იმ ფაქტმა, რომ მეტად თხელ კორპუსში მოთავსებულია მრავალკოჭიანი კონსტრუქცია, დააყენა მოწყობილობა გადახურების პრობლემის წინაშე. თუმცა ეს არ არის ერთადერთი რამ, რაც ვერ გათვალა Apple-მა AirPower-ის დაპროექტებისას. კიდევ ერთი ტექნოლობლოგერის - Sonny Dickson-ის შენიშვნის მიხედვით, უსადენო დამტენს კიდევ მინიმუმ ორი ნაკლოვანება გააჩნია. პირველი: მრავალკოჭიანი სისტემა იწვევს ხარვეზებს და ამცირებს დატენვის ეფექტურობას, და მეორე: AirPower-ი ცუდად უკავშირდება მასზე მიერთებულ დასატენ მოწყობილობას და არ შეუძლია განსაზღვროს ელემენტის დატენვის დონე. ჯერჯერობით თავად Apple-ს არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია დამტენთან დაკავშირებით, კომპანიის საიტიდან AirPower-თან დაკავშირებული ყველანაირი ინფორმაცია გაქრა. რა ბედი ეწევა პროექტს სამომავლოდ, ამაზე მხოლოდ ვარაუდი თუ შეიძლება, ყოველ შემთხვევაში, მიმდინარე წელს გამორიცხულია დამტენის გაყიდვაში გაშვება. https://3dnews.ru/975557
  17. სმარტფონს გააჩნია 6,26 დუიმიანი დისპლეი დიაგონალზე. ეკრანის ზედა ნაწილში განთავსებულია ორმაგი ფრონტალური კამერა 20 და 2 მილიონი პიქსელით. დისპლეის აქვს 2280 × 1080 რეზოლუცია. კორპუსის უკანა მხარეს განთავსებულია მეორე ორმაგი კამერა - იგი მოიცავს სენსორებს 12 და 5 მილიონი პიქსელით. გარდა ამისა, უკანა მხარესვე გვაქვს დაქტილოსკოპიური სკანერი მომხმარებლის თითის ანაბეჭდის მიხედვით იდენტიფიკაციისთვის. ამ დრომდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ სმარტფონს ექნებოდა Snapdragon 660 პროცესორი, თუმცა ბოლო ინფორმაციის მიხედვით, გამოყენებული იქნება Snapdragon 636 ჩიპი, რომელიც შეიცავს Qualcomm Kryo 260-ის 64 ბიტიან ბირთვს 1,8 გჰც-მდე ტაქტის სიხშირით, გრაფიკულ ამჩქარებელს Qualcomm Adreno 509-ს და Qualcomm Snapdragon X12 LTE-ის ფიჭურ მოდემს. სმარტფონს აქვს 3 გბ-იანი ოპერატიული მეხსიერება, ფლეშ-მოდული 32 გბ მოცულობით, microSD ბარათის სლოტი, 3,5 მმ-იანი აუდიო ჯეკი და Micro-USB პორტი. სმარფონის კვების წყაროს წარმოადგენს 4000 ამპერი/საათში სიძლიერის ელემენტი. ტელეფონის გაბარიტებია 157,9 × 76,38 × 8,2 მმ. სმარტფონის ფერის მიხედვით მომხმარებლებს ექნებათ არჩევანის საშუალება, იგი წარმდგენილია შავ, ცისფერ, ვარდისფერ და წითელ ფერებში. სმარტფონის საორიენტაციო გასაყიდი ფასი დაახლოებით 200$-ია. https://3dnews.ru/975574
  18. Volkswagen-მა მიზნად დაისახა ელექტრომობილების მასიური წარმოება 2022 წლის ბოლომდე. პირველ ეტაპზე კომპანიას დაგეგმილი აქვს 10 მლნ ელექტრომობილის წარმოება თავის ახალი MEB პლატფორმის ბაზაზე, რომლის სერიული ვარიანტის დემონსტირება მოხდა გასულ ორშაბათს დრეზდენში Gläserne Manufaktur-ის ქარხანაში. 2022 წლის ბოლოსთვის Volkswagen-ის ოთხი ბრენდი, Seat-ის, Audi-სა და Skoda-ს ჩათვლით, გეგმავს გამოუშვას 27 სხვადასხვა ტიპის ელექტრომობილი MEB ბაზაზე, დაწყებული ელექტრომანქანა Volkswagen ID-თ, რომლის წარმოებაც დაიწყება მომავალი წლის ბოლოს გერმანიაში, ცვიკაუს ქარხანაში. „Electric for All“ კამპანიის ფარგლებში, Volkswagen-ი აპირებს 2020 წლისთვის გაყიდოს 150 000 ელექტრომობილი, რომელთა შორის შევა გერმანიაში აწყობილი 100 000 მოდელი -Volkswagen ID. 10 მილიონი მანქანის გამოშვება „პირველ ტალღაზე“ დიდ ეფექტს მოახდენს მწარმოებლურობის მასშტაბებზე. კომპანია Volkswagen-ს დაგეგმილი აქვს 6 მილიარდი ევროს ივენსტირება ელექტრომობილების წარმოებაში, საიდანაც 1,3 მილიარდი ევრო მიმართული იქნება ბრაუნშვეიგეში, ზალცჰიტერსა და კასელში არსებული ქარხნების რეკონსტრუქცია-მოდერნიზებისკენ. 1,2 მილიარდი ევრო იქნება ინვესტირებული ცვიკაუს ქარხანაში. ეს ქარხანა გახდება კომპანიის პირველი და მთავარი ქარხანა, სადაც მოხდება მხოლოდ ელექტრომანქანების აწყობა, აგრეთვე იგი გახდება ევროპაში უმსხვილესი სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი ელექტრომობილების წარმოების სფეროში. https://3dnews.ru/975548
  19. მსოფლიო ბაზარი იმყოფება მობილური კავშირის მეხუთე თაობის ტექნოლოგიის დანერგვის ზღვარზე. ამგვარი მხარდაჭერის სმარტფონებს უკვე ყველა წამყვანი კომპანია აწარმოებს. მაგრამ, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, 5G- ტელეფონების მწარმოებლებს მოუწევთ უახლოეს პერიოდში მოაგვარონ მოწყობილობის გადახურების პრობლემა. საქმე იმაშია, რომ მეხუთე თაობის კავშირი უზრუნველყოფს 4G/LTE-სთან შედარებით მონაცემების გადაცემას უფრო სწრაფად. გამშვები საშუალების სიჩქარემ თეორიულად შესაძლოა მიაღწიოს 20 გბიტ/წმ სიჩქარეს. ცხადია, რომ ასეთ სიჩქარეზე ინფორმაციის გაცვლა გამოიწვევს სმარტფონის ელექტრონულ ნაწილზე დატვირთვის ზრდას. სპეციალისტები ამბობენ, რომ მობილური ტელეფონების მწარმოებლებს მოუწევთ სერიოზული ცვლილებები შეიტანონ თავიანთი სმარტფონების კონსტრუქციებში, რათა თავიდან აიცილონ გადახურება. კერძოდ, სმარტფონები აღიჭურვებიან დამატებითი გამაგრილებლებით. გარდა ამისა, 5G სმარტფონების შემქმნელები მასიურად გამოიყენებენ სითბურ მილებს. ბაზრის წევრები აცხადებენ, რომ შექმნილი ვითარება ხელსაყრელია მობილური სისტემის გამაგრილებელი სისტემების მწარმოებელთათვის. აქვე აღვნიშნავთ, რომ მეხუთე თაობის მობილური კავშირების მხარდაჭერის მქონე სმარტფონებს ახლო პერიოდში წარმოგვიდგენენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Lenovo, Samsung, Huawei, OnePlus, OPPO და ა.შ. https://3dnews.ru/975420
  20. სარეკლამო ვიდეორგოლში ჩინური კომპანია Elephone ირწმუნება, რომ შექმნა სმარტფონი, რომელიც განკუთვნილია ყველაზე რთულ პირობებში მუშაობისთვის და ამავე დროს, გააჩნია Quad HD დისპლეი 2560 × 1440 გაფართოებით. სმარტფონის სახელწოდებაა Elephone Soldier და მისი ღირებულება 190$-ს შეადგენს. Elephone Soldier-ის ეკრანის დიაგონალი 5,5 დუიმის ტოლია, აპარატულ პლატფორმას რაც შეეხება, აქვს ცალკრისტალიანი სისტემა MediaTek Helio X25. ფლეშ-მოდულის მოცულობა მერყეობს 64-დან 128 გბ-მდე - დამოკიდებულია მოდიფიკაციის ღირებულებაზე. ოპერატიული მეხსიერებაა 4 გბ. Elephone Soldier-ის უკანა კამერა აწყობილია 21 მეგაპიქსელიანი სენსორის ბაზაზე, ფრონტალურ კამერას საფუძვლად აქვს 16 მეგაპიქსელიანი სენსორი. სმარტფონის კვების წყაროს წარმოადგენს ელემენტი 5000 ამპერი/საათში სიმძლავრით. სრული დატენვის შემდეგ სმარტფონი მუშაობს ორი დღის განმავლობაში. სმარტფონს აქვს დარტყმის, დაცემის გამძლე კორპუსი, ასევე გააჩნია წყლისგან და მტვერისგან დაცვის საშუალება IP68 სტანდარტის მიხედვით. მას შეუძლია გაძლოს წყალში ორი მეტრის სიღრმეში 30 წუთი. ჩვეულებრივი სმარტფონებისგან განსხვავებით, Elephone Soldier-ს აგრეთვე აქვს ფიზიკური კომპასი და ღილაკი SOS. https://3dnews.ru/975453
  21. Windows 10-ის ახალი ინსაიდერ ვერსია აქტიურად იკვლევს Google Chrome-ისა და Mozilla Firefox-ის ინსტალაციებს და ცდილობს აღკვეთოს იგი. ხდება ინსტალაციის შეჩერება და მომხმარებელთან ჩნდება ფანჯარა განცხადებით: „თქვენ ხომ უკვე გაქვთ Microsoft Edge - ბევრად უსაფრთხო და სწრაფი ბრაუზერი Windows 10-ისთვის“. ამის შემდეგ მომხმარებელს აქვს არჩევანი, ან გახსნას და გამოიყენოს ბრაუზერი Microsoft Edge, ან დააინსტალიროს სხვა ბრაუზერი myce რეპორტის მიუხედავად. მომხმარებელებს აგრეთვე აქვთ საშუალება დააკლიკონ ლინკზე - „არ გინდათ, რომ სამომავლოდ მიიღოთ გაფრთხილებები? გახსენით პარამეტრები“, რათა შეძლონ გათიშონ კონფიგურაციის ეკრანზე გაფრთხილებები. ეს ეკრანი აღმოჩენილი იქნა Windows 10 Preview build 1809-ში და ჯერჯერობით გაურკვეველია, დაუმატებს თუ არა Microsoft-ი მას Windows 10-ის რეალურ განახლებას, რომელიც 2018 წლის ოქტომბერშია დაგეგმილი. StatCounter-ის მონაცემების მიხედვით, Edge იკავებს PC საბაზრო წილის 4,24%-ს, რაც მეტისმეტად ჩამორჩება Google Chrome-სა ( 67,63%) და Mozilla Firefox-ის ( 10,97%) მონაცემებს. https://www.guru3d.com/news-story/windows-10-insider-build-tries-to-prevent-you-from-installing-chrome-or-firefox.html
  22. მცირე ხნის წინ დაანონსებული ThinkSmark Hub 500-ის კვალდაკვალ, Lenovo იმედოვნებს და ცდილობს საკონფერენციო კავშირების ხარისხის დონის ამაღლებას ThinkSmart Hub 700-ის საშუალებით. ახალი მოწყობილობა ისე გამოიყურება, თითქოს თქვენს სამუშაო მაგიდაზე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ზის, მისი კომიკური დიზაინი უამრავ საინტერესო ტექნიკურ ფუნქციას „მალავს“. მაგალითად, IR (ინფრაწითელი) სენსორები განსაზღვრავენ, როდესაც ადამიანი შედის ოთახში და შეუძლიათ ავტომატურად გააქტიურონ დისპლეი და მოწყობილობა მოქმედების რადიუსში. მოწყობილობა მუშაობს Windows 10 IoT-ზე და განსაკუთრებით ხელსაყრელია მომხმარებლებისთვის, რომელთა ლეპტოპებიც დაბლოკილია სისტემური ადმინისტრატორების მიერ, რაც ართულებს პროგრამული უზრუნველყოფის დაყენება-გაშვებას საკონფერენციო კავშირებისთვის. სისტემა ინტეგრირებულია საკონფერენციო კავშირის ისეთ გადაწყვეტილებებთან, როგორებიცაა Skype for Business, Zoom ან BlueJeans, და დისპლეიზე გამოაქვს კალენდარი, რომელზეც აღნიშნულია მომავალი შეხვედრებისა და ივენთების თარიღები. მომხმარებლებს შეუძლიათ უბრალოდ აირჩიონ სასურველი ივენთი და ღილაკზე ერთი დაჭერით შეუერთდნენ კონფერენციას. ხმის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს Dolby Audio Speaker სისტემა გაუმჯობესებული დინამიკებით, რომელიც წარმოებულია Dolby-სთან ერთად. მოწყობილობის კიდევ ერთი დადებითი მახასიათებელი ის არის, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც სადენით, ისე უსადენო რეჟიმში და საშუალებას აძლევს მომხმარებლებს დროულად შეუერთდნენ პროცესს ყოველგვარი მაერთებელი პორტების ძებნისა და დროის კარგვის გარეშე. მოწყობილობის ღირებულება ჯერჯერობით ცნობილი არ არის, Lenovo-მ განაცხადა, რომ იგი ხელმისაწვდომი 2019 წლის პირველი კვარტალიდან გახდება. www.techradar.com
  23. საბაზრო შეფასების კუთხით Microsoft-მა პირველად გაასწრო Google-ს (Alphabet) სამი წლის განმავლობაში, იტყობინება CNBC. დღესდღეობით Microsoft-ი შეფასებულია 753 მლრდ დოლარად, იმ დროს, როდესაც Alphabet-ი (გუგლის მშობელი კომპანია) ფასდება 739 მლრდ დოლარად. ამის გათვალისწინებით, Microsoft-ი აღმოჩნდა რიგით მესამე მსოფლიოში არსებული ყველაზე ძვირადღირებული კომპანია, Apple-სა და Amazon-ის შემდეგ. თუმცა, დიდი ალბათობით, ეს ვითარება დროებითია. Google და Microsoft-ი მუდმივად იცვლიდნენ პოზიციებს ერთმანეთთან მიმართებაში წლების განმავლობაში. ასეა თუ ისე, დღევანდელი მდგომარება კარგად აჩვენებს, თუ როგორ გააუმჯობესა Microsoft-მა თავისი აქციების ფასები ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. Microsoft-ის აქციების ღირებულება ორნახევარზე მეტჯერ გაიზარდა მას შემდეგ, რაც ოთხი წლის წინ გენერალური დირექტორის პოსტი დაიკავა Satya Nadella-მ. მან მოახდინა Microsoft-ის ორიენტირის მიმართვა კროსპლატფორმული ტექნოლოგიების, Cloud-ის, ხელოვნური ინტელექტის, კვანტური გამოთვლებისა და შერეული რეალობის ტექნოლოგიებისაკენ. Nadella-მ შეამცირა Microsoft-ის წარუმატებელი ძალისხმევა Windows Phone-სთან დაკავშირებით. იმ დროს, როდესაც Microsoft-ი საბაზრო ღირებულებით ისევ 923 მილიარდი დოლარით ჩამორჩება Apple-ს, რომელიც 923 მილიარდ დოლარადაა შეფასებული და Amazon-ს, რომლის საბაზრო ღირებულებაც 782 მილიარდს უტოლდება, მას გააჩნია მოქმედებებისა და ძალისხმევის ფართო სპექტრი, რომლთაგანაც შემოსავალს იღებს. Google თავისი შემოსავლის დაახლოებით 90%-ს სარეკლამო კამპანიისგან იღებს, Apple-ის შემოსავლის 60% iPhone-ზე მოდის. ბოლო კვარტალში, Microsoft-ის შემთხვევაში მონაცემები ასეთია : კორპორაციის შემოსავლის დაახლოებით 35 % მოდის Windows-ზე, Surface-სა და თამაშებზე, Cloud-ზე დაახლოებით 30%, Office-სა და მწარმოებლურობაზე კი - 30%-ზე მეტი. ზოგიერთი ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ კომპანიის Cloud ბიზნესი გაორმაგდება უახლოეს რამოდენიმე წელიწადში, რათა ხელი შეუწყოს კომპანიას - მიაღწიოს 1 ტრილიონ დოლარ საბაზრო ღირებულებას. www.theverge.com
  24. კაცობრიობა უახლოვდება 50 წლისთავს მთვარეზე პირველად გაფრენის შემდეგ. NASA-ს აზრით, ადამიანი აუცილებლად უნდა დაბრუნდეს მთვარეზე, თუნდაც იმ მიზნით, რომ შევძლოთ მისი გამოყენება ერთგვარ სადგურად, „გაჩერებად“, რაც საჭირო იქნება უფრო შორეული კოსმოსური მისიების ხელშეწყობისთვის. ამიტომ, უამრავი დრო, ენერგია და რესურსი იხარჯება ბირთვული რეაქტორის შექმნაზე, რომლის ექსპლუატაციაც იგეგმება მთვარეზე. რას წარმოადგენს Kilopower-ი? ეს არის მსუბუქი, მობილური ბირთვული რეაქტორი, რომელიც შემუშავებულ იქნა NASA-სა და აშშ-ის ბირთვული უსაფრთოების ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ერთობლივი ძალებით. მის შიგნით მიმდინარეობს ურან-235-ის ატომების დაყოფა, რის შედეგადაც გამომუშავდება სითბური ენერგია. რეაქტორს შეუძლია 10 კილოვატი ელექტროენერგიის გამოყოფა მინიმუმ 10 წლის განმავლობაში და NASA-ს აზრით, ეს იმ რაოდენობაზე მეტია, რაც საჭიროა მთვარეზე ან მარსზე გასაშვებად. ამ კომპაქტური რეაქტორის გამოყენება საჭირო იქნება დედამიწის სხვა პოტენციურ ავანპოსტებზეც, ისეთებზე, როგორებიცაა მაგალითად მარსი და სატურნის მთვარე - ტიტანი. „უსაფრთხო, ეფექტური და უხვი ენერგია გახდება გადამწყვეტი სამომავლო კვლევებისთვის“ - აცხადებს Jim Reuter-ი, NASA-ს კოსმოსური ტექნოლოგიების მმართველის მოვალეობის შემსრულებელი. „გვაქვს მოლოდინი, რომ Kilopower-ი გახდება მთვარისა და მარსის კვლევებისთვის მნიშვნელოვანი პროექტი“. ტექნოლოგია წარმატებით იქნა დემონსტრირებული 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის მარტამდე პერიოდში NASA-ს ექსპერიმენტის - Kilopower Reactor Using Stirling Technology (KRUSTY)-ის ფარგლებში, სადაც უმნიშვნელოვანესი ყურადღება უსაფრთხოების საკითხს ეთმობოდა. როგორც ერთი შეხედვითვე ცხადია, ბირთვული რეაქტორის მოთავსება კოსმოსურ რაკეტაზე და მისი ტრანპორტირება საკმაოდ სარისკო საქმეს წარმოადგენს. რისთვის გვჭირდება ბირთვული ენერგია? სანამ ვიტყვით რაიმე ამის მსგავსს - „ჩვენ არ უნდა დავაბინძუროთ გარემო ბირთვული ნარჩენებით“, გავიხსენოთ, რომ მთვარეზე ღამეები ბევრად ხანგრძლივია, ბვერი ადგილია მოქცეული მუდმივად სიბნელეში, Kilopower-ი კი მოგვცემს საშუალებას და მეტს დროს, რომ ასტრონავტებმა გამოიკვლიონ მთვარის ყველაზე ბნელი კრატერებიც კი. შეგვიძლია თუ არა მზის ენერგიის გამოყენება მთვარეზე? მიუხედავად იმისა, რომ მთვარის ღამეები დიდხანს გრძელდება, თეორიულად არსებობს ერთი ეფექტური მეთოდი მზის ენერგიის გამოყენების თვალსაზრისით. იაპონურმა კომპანია Shimizu-მ შეიმუშავა კონცეფცია, რომლის თანახმადაც უნდა აშენდეს 11 000 კმ სიგრძის მასიური მზის ბატარეები მთვარის ეკვატორის ირგვლივ. კომპანია თვლის, რომ ამ „მზის სარტყელის“ ნახევარი ნაწილი მაინც მუდმივად იქნება მზის შუქზე, იმის გათვალისწინებით, რომ მთვარეზე არ არის ატმოსფერო, შესაბამისად არასოდეს იქნება ღრუბლები და მზის ბატარეები იმაზე უფრო ეფექტურად იმუშავებს, ვიდრე ეს დედამიწაზე ხდება. https://www.techradar.com
  25. კომპანია Ford-მა გაავრცელა ცნობები All-wheel-drive Disconnect-ის სისტემის შესახებ, რომელიც ექნება 2019 წლის ქროსოვერ Edge მოდელს. ამ სისტემის განსაკუთრებულობა გამოხატება სისტემაში ხელოვნური ინტელექტის არსებობაში. მუშაობის პროცესში სისტემაში ჩართულია ათობით მაღალტექნოლოგიური სენსორი. კერძოდ, კომპლექტი ურთიერთქმედებაშია გაწევის კონტროლის სისტემასთან, იღებს მისგან მონაცემებს საბურავების მდგომარეობაზე, ასევე სიგნალებს მოცურების საწინააღმდეგო სისტემის გამართულობაზე (ABS-ზე). ელექტრონული მართვის ბლოკი ასევე ფლობს და აკონტროლებს, მუშაობს თუ არა მინის საწმენდები, მიმაგრებულია თუ არა ავტომობილზე ბუქსირით რაიმე, და იმასაც კი, რა ტემპერატურაა ავტომობილის ბორტს გარეთ. ელექტრონული „ტვინი“ მომენტალურად განსაზღვრავს, საჭიროა თუ არა კონკრეტულ მომენტში ოთხივე წამყვანის რეჟიმის გამოყენება, ამ გადაწყვეტილების მისაღებად მას სულ რაღაც 10 მილიწამი სჭირდება. გადართვა მონო-რეჟიმიდან სრულ სვლაზე ხორციელდება შეუფერხებლად და მძოლისთვის შეუმჩნევლად. სტანდარტულ ჩვეულებრივ სიტუაციებში ავტომობილი მოძრაობს წინა წამყვანი თვლების რეჟიმში, ხოლო მოძრაობის სირთულიდან გამომდინარე, რომელსაც სისტემა განსაზღვრავს, პროცესში ერთვება უკანა ღერძიც. პლატფორმა All-wheel-drive Disconnect-ი იყენებს ლოგიკას, რომლის პრინციპის მიხედვითაც ფუნქციონირებს ნეირონული ქსელი. სისტემა განაპირობებს გაუმჯობესებულ მოჭიდებას გზაზე რთულ პირობებში და უზრუნველყოფს საწვავის მოხმარების შემცირებას მოძრაობის ჩვეულებრივი რეჟიმის დროს. https://3dnews.ru/975406
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.