Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5970
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    199

Everything posted by Magdalena

  1. ვიდეო ბარათების ცნობილმა მწარმოებელმა ZOTAC-მა გამოაქვეყნა თავისი მოწინავე ადაპტერის - GeForce RTX 2080 — AMP Extreme-ის ZT-T20800B-10P მოდელების მარკეტინგული ესკიზები და ძირითადი მახასიათებლები. ძირითადი ვერსიის გარდა, სხვადასხვა სავაჭრო არხებზე ასევე გამოჩნდება ალტენატიული ვერსიაც - AMP Extreme Core, გრაფიკული ბირთვების შედარებით ნაკლები შესაძლებლობებით. GeForce RTX 2080 AMP Extreme (ცენტრში) ZOTAC Gaming GeForce RTX 2080 AMP Extreme სისტემურ ბლოკში დაიკავებს სამი სლოტის სივრცეს, მისი სიგრძე 324 მმ-ია, სიგანე - 136 მმ. ცნობილია, რომ ახალი ბარათისთვის აუცილებელი იქნება მინიმუმ 650 ვატიანი კვების ბლოკი ორი 8-პინიანი PCI-E Power სადენით ან ორი 6-პინიანი PCI-E Power-ს დამატებული კიდევ ორი 4-კონტაქტიანი Molex სადენი. 16+4 ფაზიანი კვების სისტემით, GeForce RTX 2080 AMP Extreme აღემატება NVIDIA GeForce RTX 2080 Ti ეტალონური მოდელის ფაზების რაოდენობას. წარმოდგენილი ქულერი შედგება 90 მილიმეტრიანი ვენტილატორებისგან, ალუმინის ორგანყოფილებიანი რადიატორისგან, ხუთი-ექვსი მონიკელებული სპილენძის სითბური მილებისგან. ასევე აქვს დეკორატიული RGB განათება - Spectra 2.0. წარმოდგენილია უკანა და წინა გამაძლიერებელი რადიატორების ფირფიტები. უკანა მხარეს, ლოგოტიპ „Live to Game“-თან განთავსებულია პოლიმერული კონდენსატორის - PowerBoost-ის სივრცე. ახალი ვიდეო ბარათის „არსენალი“ მოიცავს Turing-ის 2944 ნაკადს, 184 ბლოკ TMU-ს, 64 ROP, 46 RT-ბირთვებს, ასევე, GDDR6 სტანდარტის 8 გბ-იანი VRAM-ს. Ოპერატიული მეხსიერების სიჩქარეა 14 გბიტი/წმ. გამოსახულების გასაშვებად GeForce RTX 2080 AMP Extreme-ს აქვს ოთხი DisplayPort 1.4, ერთი HDMI 2.0b პორტი და ერთიც USB 3.1 Type-C/VirtualLink. ახალი ამაჩქარებლის სარეკომენდაციო ფასი მოგვიანებით გახდება ცნობილი. მისი ალტერნატიული Core ვარიანტის შეძენე შედარებით იაფად იქნება შესაძლებელი, თუმცა იგი ნაკლებად გამოსადეგი იქნება GPU-ს ან მეხსიერების ჩიპების ასაჩქარებლად. https://3dnews.ru/976498
  2. Intel-ის ახალი თაობის დეკსტოპ პროცესორების ანონსი შედგა კომპანიის საშემოდგომო ივენთზე. კომპანიამ წარადგინა ახალი Core i9-9900K, რომელიც, წარმომადგენლობის თქმით, „საუკეთესო გეიმინგ პროცესორია მსოფლიოში“. I9-9900K-ს აქვს რვა ბირთვი და 16 ნაკადი, ტაქტის საბაზისო სიხშირე 3,6 გჰც-ია, რომლის გაზრდაც შესაძლებელია 5,0 გჰც-მდე ტურბო რეჟიმში. Core i9 პროცესორის გარდა, Intel-მა დააანონსა მე-9 თაობის Core i5-ისა და Core i7-ის ახალი მოდელები: 1) i7-9700K - რვა ბირთვითა და რვა ნაკადით, ტაქტის სიხშირე - 3,6 გჰც (რომლის მომატებაც შესაძლებელია 4,9 გჰც-მდე) და 2) i5-9600K - ექვსი ბირთვითა და ექვსი ნაკადით. მისი საბაზისო ტაქტის სიხშირე 3,7 გიგაჰერცია და მისი გაზრდა შესაძლებელია 4,6 გჰც-მდე. მიუხედავად იმისა, რომ Intel-მა ნახტომი გააკეთა მე-9 თაობის წარმოებით, ახალი ჩიპების ბაზას კვლავ 14 ნანომეტრიანი პროცესორები წარმოადგენს, რომელთაც კომპანია იყენებდა ჯერ კიდევ მე-5 თაობის Broadwell ჩიპებში 2014 წელს. მე-9 თაობის ჩიპებისთვის გამოიყენება 14 ნმ++ ტექნოპროცესი, რომელიც კომპანიამ გასულ წელს წარადგინა მე-8 თაობის Coffee Lake-სთვის. Intel-მა კვლავ სამომავლოდ (სავარაუდოდ მომავალი წლისთვის) გადადო ახალი თაობის 10 ნანომეტრიანი Cannon Lake ჩიპების წარმოება. Intel-ი აღნიშნავს, რომ ეს არის მისი პირველი დესკტოპ პროცესორები, რომლებშიც Meltdown Variant 3-ისა და L1 Terminal Fault ბაგების პრობლემა მოგვარებულია აპარატურულ დონეზე. დაცვის მხრივ დანარჩენ საკითხებზე კი პროგრამული უზრუნველყოფა იზრუნებს. 9th Gen ჩიპების წინასწარი შეკვეთა უკვე დაწყებულია, პროცესორების შეკვეთა შესაძლებელი გახდება 19 ოქტომბრიდან. ფასს რაც შეეხება, Core i9-9900K-ს ღირებულება 488 $-ა, i7-9700K-ს ფასი იქნება 373 $, i5-9600K-ის შეძენის შემთხვევაში კი 262 $ დაგიჯდებათ. Intel-ი გულს არ დაწყვეტს თავის high-end მომხმარებლებსაც: კომპანიამ ასევე დააანონსა Core X სერიის პროცესორების განახლებული ხაზი (პირველად მისი ანონსი 2017 წელს მოხდა): ახალი Core i7 X-Series, Core i9 X-Series და Core i9 Extreme პროცესორები, რომლებიც აგრეთვე აგებულია Intel-ის 14nm++ პროცესზე (თუმცა კვლავ Skylake X დიზაინზეა). პირველი თაობის Core i9 Extreme მოდელს აქვს 18 ბირთვი და 36 ნაკადი. და კიდევ: მოხდა Core X სერიის შვიდი ახალი ჩიპის ანონსი, რომლებიც ნოემბერში გამოვა. მათ შორისაა მოდელები: Core i9-9980XE – (ზემოთხსენებული Extreme მოდელი) 18 ბირთვით, 36 ნაკადით. ფასი - 1,979 $; Core i9-9960X ჩიპები - 16 ბირთვით, 32 ნაკადით, ფასი - 1,684 $; Core i9-9820X – 10 ბირთვით, 20 ნაკადით 889 $-ად; Core i7-9800X მოდელი 8 ბირთვითა და 16 ნაკადით - 589 $-ად. და ბოლოს - Intel-მა პროფესიონალი მომხმარებლებისთვის დააანონსა პროცესორი Intel Xeon W-3175X - 28 ბირთვითა და 56 ნაკადით. პროცესორის საბაზისო ტაქტის სიხშირე 3,1 გჰც-ია (4,3 გჰც-მდე გაზრდის შესაძლებლობით). ეს პროცესორი დეკემბერში გამოვა. მისი ღირებულება ჯერ უცნობია, თუმცა, ლოგიკურად, დაბალი ფასი ნამდვილად არ ექნება. www.theverge.com
  3. Microsoft-მა დააანონსა თავისი პირველი სათამაშო სტრიმინგ სერვისი xCloud-ი. იგი განკუთვნილია კონსოლების, პერსონალური კომპიუტერებისა და მობილური მოწყობილობებისთვისაც კი. „ამ პროექტის მასშტაბირება, ფორმირება და განვითარება - ეს მრავალწლიანი თავგადასავალი იქნება ჩვენთვის“, - აცხადებს Microsoft-ის Cloud თამაშების ხელმძღვანელი Kareem Choudhry. სერვისის საჯარო ტესტირება 2019 წელს დაიწყება. Microsoft-მა შექმნა კერძო აპარატურული უზრუნველყოფა მონაცემთა ბაზისთვის, ასე რომ უკვე არსებული და მომავალი თამაშები თავსებადი იქნება სერვისთან. მოხდება თამაშების სტრიმინგი მოწყობილობებთან. Microsoft-ი ახდენს xCloud-ის ტესტირებას Xbox-ის უსადენო კონტროლერების საშუალებით, რაც მიერთებულია კონსოლთან, ან პერსონალურ კომპიუტერთან, ანდა სმარტფონთან. კორპორაცია აცხადებს, რომ სერვისზე მომუშავე მკვლევართა ჯგუფები „ქმნიან შეფერხებებთან ბრძოლის საშუალებებს“ წამყვანი ქსელური ტექნოლოგიების მეშვეობით - ვიდეოს კოდირება-დეკოდირების ჩათვლით. ეს ქმედებები განაპირობებს იმას, რომ თამაშების სტრიმინგი ფუნქციური და ქმედითუნარიანი იქნება 4G ქსელებშიც კი. სერვისის ტესტირების დაწყება დაგეგმილია 2019 წლიდან. Microsoft-ის Xbox გეიმინგ სერვისს მოუწევს კონკურენცია გაუწიოს უკვე არსებულ უამრავ კონკურენტ სერვისს. მათ შორის განსაკუთრებით პოპულარობით გამოირჩევა GeForce Now, PlayStation Now, Shadow და Liquid Sky. კორპორაცია ჯერჯერობით არ ამხელს, თუ კონკრეტულად რის გაკეთებას აპირებს და რითი გაუწევს კონკურენციას სხვებს მისი სერვისი. ამის შესახებ ცნობილი გახდება 2019 წლიდან ტესტირების დაწყების შემდეგ. www.theverge.com
  4. Samsung-ი - სამხრეთკორეული გიგანტი, რომელიც მეხსიერების მიკროსქემებს უშვებს, არ აპირებს შეურიგდეს ამ ტიპის პროდუქტთან დაკავშირებით მოსალოდნელ ფასების დაწევას. როგორც Nikkei News-ი აღნიშნავს, Samsung-ი აპირებს მნიშვნელოვნად შეზღუდოს კაპიტალური დანახარჯები მიკროსქემების გამოშვებაზე მომავალი წლისთვის, რათა შეამციროს წარმოების მოცულობაც და ხარჯებიც ერთდროულად. მოგახსენებთ, რომ Samsung-ი აკონტროლებს ოპერატიული მეხსიერების მიკროსქემების ბაზრის დაახლოებით 45 %-ს, ამის გათვალისწინებით, მას თავისუფლად შეუძლია გავლენა მოახდინოს ფასებზე ზემოთხსენებული ზომების მიღებით. თუკი კომპანიის საერთო კაპიტალური დანახარჯები 8%-ით შემცირდება, ამის გამო ინვესტიციები DRAM-ის მიმართულებით შემცირდება 20 %-ით. სხვათა შორის, NAND სეგმენტზე ამგვარი ზომების მიღების საჭიროება არ იქნება. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ეს ბაზარი უფრო მეტად კონკურენტუნარიანია, მეორეც - იგი სწრაფად ვითარდება და იზრდება. ამ მიმართულებით Samsung-ის კაპიტალური ხარჯები შესაძლოა გაიზარდოს კიდეც. უფრო მეტიც, კომპანიამ შესაძლოა კაპიტალი მიმართოს ნახევარგამტარი პროდუქტების კონტრაქტის წარმოების ბიზნესის განვითარებისკენ. ამჟამად, მეხსიერების გაყიდვით Samsung-ი 80%-ზე მეტ მოგებას იღებს, ასე რომ თავის შემოსავლებს კომპანია მთელი ძალებით დაიცავს. სრულიად მოსალოდნელია, რომ ოპერატიულ მეხსიერებაზე ფასის კლება არ იქნება იმდენად შესამჩნევი, როგორც ამას მომხმარებლები ისურვებდნენ. https://bit.ly/2A0px5q
  5. კომპანია MSI-ს წარმომადგენლებმა ჩინური საიტის - PC Online-სთვის მიცემულ ინტერვიუში განმარტეს, რატომ შეიქმნა GeForce RTX 2080 Ti ვიდეო ბარათებზე წვდომის პრობლემა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. პირველ რიგში, ის, რომ TU102 კრისტალის გაზრდილმა ფართობმა განაპირობა გამოსაცემი ნაკეთობების წლიური გამოშვების არც თუ ისე მაღალი რაოდენობრივი დონე. მეორე - Turing-ის სერიის ვიდეობარათების კონსტრუქციის სირთულე ბევრად გაიზარდა Pascal-თან შედარებით. მაგალითად, GeForce GTX 1080 Ti-ს სჭირდებოდა დაახლოებით 1600 კომპონენტი ერთი ვიდეო ბარათის წარმოებისთვის, GeForce RTX 2070-ს - 2200 კომპონენტი, GeForce RTX 2080-ის შემთხვევაში რაოდენობა გაიზარდა 2400-მდე, GeForce GTX 2080 Ti-ს წარმოებისთვის კი საჭიროა 2600 კომპონენტი. ამგვარად, თუკი ადრე ერთსა და იმავე მწარმოებლურ ხაზს შეეძლო გამოეშვა დღეში 3500 ცალი ბარათი, GeForce RTX 2080 Ti-ის შემთხვევაში რაოდენობა შემცირდა დღეში 1800 ცალამდე. როგორც MSI-ს წარმომადგენლები აცხადებენ, GeForce RTX 2070 სერიის ვიდეო ბარათების გაყიდვები დაიწყება ამა წლის 17 ოქტომბრიდან. ჩინური აუდიტორიის დამშვიდება MSI-მ სცადა „სავაჭრო ომის“ ფაქტორებით, რის გამოც იზრდება ფასები. გრაფიკული პროცესორები ტაივანში გამოიცემა, მეხსიერება კი უპირატესად სამხრეთ კორეიდან იწარმოება. ცენტრალურ პროცესორებთან მიმართებაში, ჩინელი მომხმარებლებისთვის პროდუქციის გაძვირების პირველი კანდიდატია Intel-ის პროდუქცია, რადგანაც მათი გამოშვება უპირატესად აშშ-ში ხდება, შეფუთვა კი მის ფარგლებს გარეთ. https://bit.ly/2C4F9pY
  6. რესურსი AndroidHeadlines იტყობინება, რომ Wi-Fi Alliance-ის დოკუმენტაციაში გამოჩნდა ინფორმაცია Samsung-ის ახალ სმარტფონზე, რომელსაც ექნება დასაკეცი კორპუსი. სმარტფონი მოიხსენიება სახელით - SM-W2019. იგი ჩაანაცვლებს მოდელ W2018-ს, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ გამოვიდა. ახალ სმარტფონს ექნება ორი, 4,2 დუიმიანი Full HD დისპლეი 1920 × 1080 გაფართოებით. ეს ორი დისპლეი განთავსებულია სმარტფონის „თავსახურის“ შიდა და გარე მხარეს. ტელეფონი მუშაობს პროცესორზე - Snapdragon 835, ოპერატიული მეხსიერება შეადგენს 6 (დაუზუსტებელი ინფორმაციით - ? გბ-ს, ფლეშ-მოდულის მოცულობა შეადგენს 64 ან 256 გბ-ს. პროცესორს აქვს რვა Kryo 385 ბირთვი, ტაქტის სიხშირე 2,8 გჰც-მდეა, აქვს ასევე გრაფიკული კონტროლერი Adreno 630 და ფიჭური მოდემი Snapdragon X20 LTE. სმარტფონი იმუშავებს Android 8.1 Oreo ოპერაციულ სისტემაზე. გავრცელებული ცნობების თანახმად, ტელეფონს ორი ძირითადი კამერა ექნება. SM-W2019 მოდელის ანონსი შედგება მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბერში. ღირებულება აღემატება 1000 აშშ დოლარს. https://3dnews.ru/976492
  7. SpaceX-მა წარმატებით მოახერხა Falcon 9-ის გაშვება და დაფრენა, ეს შემთხვევა კომპანიისთვის იყო რიგით მეთორმეტე, კალიფორნიის სანაპიროზე დასმა კი პირველად განხორციელდა. ორიგინალი ისტორია: „SpaceX-ი აპირებს გაუშვას რაკეტა კალიფორნიიდან - კომპანიის ერთ-ერთი რაკეტგამშვები ცენტრიდან. ამჯერად, SpaceX-ი შეეცდება, რაკეტა დასვას ბეტონის მოედანზე - გაშვების ადგილთან ახლოს, და არა ოკეანეში. წარმატების შემთხვევაში, ეს იქნება პირველი ფაქტი, რომ რაკეტა დასავლეთ სანაპიროზე დაეშვება. ამ დრომდე, Spasex-ის რაკეტების მიწაზე დაშვება ხდებოდა ყოველთვის Cape Canaveral-ში, ფლორიდაში, რომელიც კომპანიის ყველაზე დატვირთულ გამშვებ მოედანს წარმოადგენს. კომპანიას აქვს ორი დასაფრენი მოედანი, რომლებზეც 11-ჯერ მოხდა Falcon 9-ის დაშვება. ყველა მცდელობა, როცა კი SpaceX-ი ცდილობდა, რაკეტის დასმა მიწაზე მოეხდინა, წარმატებით სრულდებოდა. SpaceX-ს ჰქონდა სურვილი, რომ დაფრენები განეხორციელებინა თავის სხვა სასტარტო მოედანზე- Vandenberg-ის ავიაბაზაზე, კალიფორნიაში. 2015 წელს კომპანიამ იქირავა ბაზის ნაწილი - რაკეტა Titan-ის ყოფილი სასტარტო მოედანი, რათა იქ მოეწყო კონკრეტულად დასაფრენი მოედანი. გარკვეული პერიოდი SpaceX-ს არ მიუღია მოედნის გამოყენების ნებართვა, ამიტომ კომპანიას უწევდა რაკეტების დასმა უპილოტო გემებზე წყნარ ოკეანეში. ზაფხულის პერიოდში კომპანიამ შეიტანა განაცხადი Vandenberg-ის მოედნის ლიცენზირებაზე და, როგორც ჩანს, სივრცე გაიხსნა საქმიანობისთვის. რადგანაც რაკეტის დაფრენა მოხდება Vandenberg-ში, ახლოს მცხოვრებლები წინასწარ გაიგებენ დაფრენისწინა ხმაურს. Falcon 9 დედამიწისკენ დაბრუნებისას მოძრაობს ხმის სიჩქარეზე უფრო სწრაფად. ასეთ სიჩქარეზე მოძრაობისას რაკეტები გამოსცემენ შოკურ ტალღებს, რისი ხმის მოსმენაც ადამიანებს შეეძლებათ. ამის შესახებ Vanderberg-ის ბაზამ წინასწარ გააფრთხილა მაცხოვრებლები. SpaceX-ს მიზნად აქვს დასახული, 2018 წელს 24 გაფრენა განახორციელოს, თუმცა ნაკლებად სარწმუნოა, რომ მიზანს მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ კომპანია მიზანმიმართულად მუშაობს - გადააჭარბოს ყველა ამერიკულ და რუსულ კომპანიას გაშვების რაოდენობებით მიმდინარე წლის ფარგლებში. www.theverge.com
  8. დიზაინერულმა ჯგუფმა OPEN Architecture-მა და კომპანია Xiaomi-მ წარმოადგინეს საკუთარი ხედვა, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს პირველი მოსახლეების საცხოვრებლები წითელ პლანეტაზე. კონცეფციამ სახელად მიიღო MARS Case. კონცეფციის ძირითადი იდეებია მინიმალიზმი და ხელმისაწვდომი რესურსების განმეორებითი გამოყენება. ავტორების ჩანაფიქრის მიხედვით, მთავარი მოდულის ზომები იქნება 2,4 × 2,4 × 2,0 მეტრი. მოდული უნდა შეიცავდეს ყველა აუცილებელ სისტემას, რაც გარდაუვალია კოლონიზატორების სიცოცხლისა და მოქმედების უზრუნველყოფისთვის. არის ვარაუდი, რომ შიდა სისტემები შეძლებენ კონდენსატის შეგროვებას და სითბოს აკუმულირებას შემდგომი გამოყენებისთვის. ამგვარად, რესურსების ხარჯვა მინიმუმამდე იქნება შემცირებული. იმის გათვალსიწინებით, რომ MARS Case-ის გაბარიტები დიდი არ არის, შესაძლებელია მოდულის ტრანსპორტირება ერთი ადგილიდან მეორეზე. რა საკვირველია, MARS Case - ეს ჯერჯერობით მხოლოდ დიზაინერული ნიმუშია, თუმცა, სავსებით შესაძლებელია, რომ კონცეფციაში ჩადებულმა ზოგიერთმა იდეამ პრაქტიკული გამოყენებაც მიიღოს სამომავლოდ. https://3dnews.ru/976432
  9. 9 ოქტომბერს Google ჩაატარებს ივენთს, რომელიც დაკავშირებული იქნება Pixel-ის, Home-ისა და Chromecast-ის ლაინაფთან. ეს იქნება Google-ის შანსი - გააოცოს მომხმარებლები და ამავე დროს პასუხი გასცეს კონკურენტებს. ვნახავთ, შეძლებს იგი უპირატესობის მოპოვებას თუ ეს წელი მისთვის „ჩუმად“ ჩაივლის. მოლოდინები ივენთისგან: PIXEL 3 დ ა 3 XL მათ შესახებ ცნობები უკვე გავრცელებულია - ველოდებით სმარტფონებს დიდი ეკრანებით (ერთი ჭრილით), ერთმანეთის იდენტურ კონსტრუქციას, უსადენო დატენვის ფუნქციას და მეორე სელფი კამერას. ჯამში, განახლებები საკმაოდ მოკრძალებულად ჟღერს, თუმცა არის მოლოდინი, რომ Google დაუმატებს ახალ პროგრამულ უზრუნველყოფას სიურპრიზად, როგორც ეს გასულ წელს მოხდა. PIXEL-ის სადგამი დამტენი დატენვის დროს ტელეფონი ისეთ პოზიციაში იმყოფება, რომ შესაძლებელია ეკრანის დანახვა. ამასთან, ეკრანზე მოხდება სხვადასხვა ინფორმაციის ასახვა, მაგალითად, ფოტოები, კალენდარი და მასზე აღნიშნული მომავალი მნიშვნელოვანი თარიღები და ა.შ. GOOGLE HOME HUB ჯერჯერობით არ არის ცნობილი, მივიღებთ თუ ვერა Google Home-ის რაიმე დინამიკს, თუმცა, როგორც ჩანს, ივენთზე იქნება ერთი პროდუქტი Home-სერიიდან: სმარტ დისპლეი, რომელიც ასახავს Assistant-ისგან მიღებულ ინფორმაციას. ეს პროდუქტი თითქმის მსგავსია Echo Show-სი, რომელიც Amazon-მა წარადგინა. Echo-სგან გამსხვავებით, Google-ის მოწყობილობას ექნება ჩაშენებული ვებ-კამერა ვიდეოჩატისთვის, რამაც შესაძლოა ზოგი პოტენციული მყიდველისთვის იმედგაცრუებას წარმოადგენდეს. მეორე მხრივ, პროდუქტს ექნება YouTube-ის მხარდაჭერა, რაც თავისთავად მის მოთხოვნადობას ზრდის. PIXEL SLATE TABLET ბოლო თვეების მანძილზე ვრცელდებოდა ინფორმაცია Google-ის ბრენდირებული Chrome OS პლანშეტის შესახებ, და როგორც ჩანს, მისი წარდგენა ივენთზე აუცილებლად მოხდება, სახელწოდებით - Pixel Slate. წარმომადგენლების თქმით, ახალი მოწყობილობა არის მაღალხარისხიანი პლანშეტი - მოხსნადი კლავიატურით, რითიც იგი ჰგავს კონკურენტებს - iPad Pro-სა და Surface Pro-ს. ვრცელდება, რომ Slate გამოშვებული იქნება რამოდენიმე კონფიგურაციით, 16 გბ მეხსიერებით და Intel i7 პროცესორით. პლანშეტს ექნება USB-C პორტი, 3000 x 2000 გაფართოება და თითის ანაბეჭდის სკანერი, რაც პირველია Chromebook-ებში. PIXELBOOK 2 ცნობილია, რომ განახლდება Pixelbook-იც. თუმცა მასთან დაკავშირებით დაზუსტებული ცნობები არ გვაქვს. არის მოლოდინი, რომ იქნება პროცესორებისა და უფრო დიდი ოპერატიული მეხსიერების მხრივ, ასევე, შესაძლოა მივიღოთ 4K დისპლეის ნაცვლად ამჟამად არსებული Quad HD-ისა. უცნობია ისიც, ნამდვილად მოხდება თუ არა Pixelbook-ის წარდგენა 9 ოქტომბრის ივენთზე. PIXEL BUDS გასულ წელს Google-ის მიერ გამოშვებული უსადენო ყურსასმენები ვერ სარგებლობდა პოპულარობით, ამიტომ, გაურკვეველია, გეგმავს თუ არა Google მეორე თაობის უსადენო ყურსასმენების წარდგენას. ერთი რამ, რაც დაზუსტებითაა ცნობილი, ის არის, რომ კომპანია გამოუშვებს ხელმისაწვდომი ფასის მქონე USB-C-სადენიან ყურსასმენებს. მათი გამოყენება შესაძლებელი იქნება Pixel 3 სმარტფონებთან. CHROMECAST-ის მცირე განახლება გარეგნულად, მესამე თაობის CHROMECAST-ი დიდად არ განსხვავდება წინა მოდელისგან. მას არ აქვს 4K მხარდაჭერა, ასე რომ Chromecast Ultra-ს ვერ ჩაანაცვლებს. ახალ მოდელს გაუმჯობესებული ექნება Wi-Fi, ასევე , შესაძლოა მოწყობილობას დაემატოს Bluetooth. მოწყობილობის პრიალა ზედაპირი და ლოგოტიპი Chrome ჩანაცვლდება გლუვი ზედაპირითა და წარწერით - G. PIXEL SMARTWATCH-ი ივენთზე არ იქნება წარდგენილი პროგრამული უზრუნველყოფის სიურპრიზები წელს თვალნათლივ გამოჩნდა, რომ Google საკუთარი პროგრამული განახლებების საიდუმლოდ შენახვის კუთხით უფრო ძლიერია, ვიდრე პროდუქციის. ის, რომ Google-მა ასე მოახდინა საკუთარი პროდუქციის დიფერენცირება, არის მისი მეტად განვითარებული და გაძლიერებული პროგრამული უზრუნველყოფის შედეგი. ცნობილია, რომ პიქსელს, სავარაუდოდ, გუგლ ლენსი კამერაში ექნება ინტეგრირებული. აგრეთვე, დააანონსებულია Google Home-ის განახლება 50 თამაშით სპეციალურად ბავშვებისთვის. www.theverge.com
  10. ზოგადად, ვიდეო სტრიმინგი მოიხმარს ინტერნეტ რესურსების საკმაოდ დიდ მოცულობას, მაგალითად, ისეთი ინტერნეტ აპლიკაციები, როგორებიცაა Netflix, Youtube და Prime. მაგრამ Netflix-ი გამოირჩევა ჩამოტვირთვის მოცულობის ყველაზე დიდი მაჩვენებლით. გამოთვლილია, რომ ინტერნეტ ჩამოტვირთვების 15 % Netflix-ზე მოდის, რაც მას ხდის მსოფლიო ლიდერად ამ კუთხით. აღნიშნული ინფორმაცია გამოქვეყნებულ იქნა სხვადასხვა მედია საშუალებებში. Netflix-ის შემდეგ მაჩვენებლით მეორე ადგილზე არის HTTP მედია სტრიმინგი 13,1 %-ით, Youtube - 11,4 %-ით, ვებ მოხმარება - 7,8 % და MPEG – 4,4%. Sandvine-ის მონაცემების მიხედვით, ამერიკის კონტინენტის მთლიანი ინტერნეტ სტრიმინგის 19,1 % მოდის Netflix-ზე. Amazon Prime Video მეორე ადგილზეა 7,7%-ით, Youtube-ის მაჩვენებელი 7,5 %-ია. და რაც შეეხება საღამოს, პრაიმ-ტაიმის პერიოდში Netflix-ის მაჩვენებელი 40%-მდე ადის. მსოფლიო მასშტაბით ინტერნეტ ტრეფიკის 57,7 % ვიდეოებზე მოდის. მას მოჰყვება ვებ მოხმარება - 17 %, თამაშები - 7,8% და სოციალური მედია - 5,1 %. სხვა კატეგორიების მაჩვენებლები, რომელშიც შედის iTunes და Google Play - 4,6 %-ია, ფაილების მიმოცვლის სერვისი - 2,8 % და აუდიო სტრიმინგი - 1 %. მსოფლიო ვიდეო ტრეფიკის 26,6 % Netflix-ს ეკუთვნის. რეგიონალურ ჭრილში თუ განვიხილავთ, ამერიკაში მას უდიდესი წილი - 30,7 % უკავია. ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში პირველ ადგილზეა Youtube - 30,4 %-იანი მაჩვენებლით, ხოლო მეორე ადგილზეა Netflix-ი 23,1 % ით. აზია-ოკეანეთის რეგიონში ვებ ვიდეო სტრიმინგი პირველ ადგილზეა 29,2 %-ით, ხოლო მეორეზე - ფეისბუკი 17,7 %-ით. Sandvine-ის მიერ მოცემული ინფორმაცია მიღებულია 150 სერვის პროვაიდერისა და 2,1 მილიარდი გამომწერისგან. www.guru3d.com
  11. Bloomberg-ის ინფორმაციით , Apple-ისა და Amazon-ის, ასევე მთელი რიგი სხვა კომპანიების სერვერებზე აღმოაჩინეს სპეციალური ჩიპები, რომელთა საშუალებითაც ჩინური სპეცსამსახურები მათზე კონტროლს ახორციელებდნენ. Bloomberg-ს ინფორმაცია ანონიმურმა წყაროებმა მიაწოდეს, რომელთაც არ ისურვეს თავიანთი ვინაობის გამჟღავნება. ცნობილია, რომ ზემოთხსენებულ მიკროსქემებთან დაკავშირებით აშშ-ის სახელისუფლებო ორგანოები ჯერ კიდევ 2015 წელს ატარებდნენ გამოძიებას. ეს ჩიპები გამოიყენებოდა ამერიკული კომპანიების ინტელექტუალური შესაძლებლობებისა და კომერციული საიდუმლოების მოსაპარად. Bug-ები ჩამონტაჟებული იყო კომპანია Supermicro-ს სერვერულ დედა დაფებზე. ახალი ცნობებით, ჩიპები ჩანერგილი იყო Supermicro-ს სუბკონტრაქტორის მიერ წარმოებულ დაფებზე, ასე რომ, შესაძლოა, უშუალოდ თავად კომპანიას არ მიუძღვის წილი სისტემის სენსაციურ მოდიფიკაციაში. ასეა თუ ისე, სკანდალი უკვე შეფასდა „ყველაზე მნიშვნელოვან შეტევად მიწოდების ჯაჭვში“. „მიკროსქემა იძლევა სრულ კონტროლს სისტემაზე, რომელშიც დაყენებულია. ამასთან, მისი გამოვლენა და ბლოკირება ბევრად რთულია მსგავსი დანიშნულების მქონე პროგრამულ უზრუნველყოფასთან შედარებით. ასე რომ, თუკი Bloomberg-ის მიერ წარმოდგენილი ფაქტები რეალურია, ათობით ამერიკული კომპანია და მმართველი ორგანიზაციები სერიოზული აპარატული დაუცველობის წინაშე არიან. კომპანიები - Apple, Amazon (AWS) და თავად Supermicro უარყოფენ გავრცელებულ ფაქტებს. Supermicro ამტკიცებს, რომ ზემოთაღწერილი მიკროსქემები არ დაუმონტაჟებია დედა დაფების წარმოების პროცესში. ასეა თუ ისე, სკანდალმა გამოიწვია Supermicro-ს აქციების კურსის მნიშვნელოვნად დაწევა, ვარდნამ თითქმის 40 % შეადგინა. Amazon-სა და Apple-ის აქციები გაიაფდა 1,5 და 1 %-ით. კომპანია Apple-მა მომხდართან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, რომ მეტად იმედგაცრუებულია იმ ფაქტით, რომ Bloomberg-ის რეპორტიორებმა არც კი გაითვალისწინეს იმის შესაძლებლობა, რომ წყაროებს შესაძლოა დეზინფორმაცია გაევრცელებინათ. Apple-ში აგრეთვე აღნიშნავენ, რომ ჟურნალისტებს შესაძლოა ერეოდეთ მიღებული ცნობები უფრო ადრეულ ინციდენტში - 2016 წელს აღმოჩენილ იქნა დავირუსებული დრაივერი Supermicro-ს ერთ-ერთ სერვერზე, რომელსაც Apple იყენებდა. ეს შემთხვევა შეფასდა, როგორც შემთხვევითობა და არა მიზანმიმართული თავდასხმა. Apple-ის წარმომადგენლობის განცხადებით, რეალურად, არანაირი თვალთვალი და კონტროლი არ ხორციელდება Supermicro-ს სერვერების საშუალებით. Bloomberg-ის მიერ გახმაურებულ ფაქტებს უარყოფს Amazon Web Services-ც. აღნიშნულ იქნა, რომ Amazon-ს არასოდეს შეუტყობინებია ჟურნალისტებისთვის რაიმე ფაქტი, რაც კავშირში იყო Amazon-ისა და Elemental-ის სისტემებში მომუშავე Supermicro-ს დედა დაფებზე არსებულ სათვალთვალო მოწყობილობებთან. და ბოლოს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია: „ჩინეთი გულმოდგინედ იცავს კიბერუსაფრთხოებას“. მოკლედ, ჩინური მხარეც უარყოფს სკანდალში მონაწილეობის ფაქტს. https://3dnews.ru/976377
  12. Consumer Reports-ის პუბლიკაციის მიხედვით, General Motors-ის კუთვნილმა ბრენდმა Cadillac-მა ნაწილობრივ ავტომატური მართვის სისტემის ახალ რეიტინგებში Tesla-ს გაუსწრო. Consumer Reports-ი მეტად გავლენიანი ამერიკული კომერციული ორგანიზაციის - Consumers Union-ის ჟურნალია. Consumers Union-ი ახდენს სხვადასხვა სამომხმარებლო პროდუქტის, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებების ტესტირებასა და შეფასებას. Consumer Reports-ის ცნობებით, მოხდა 1)Super Cruise-ს (Cadillac-ის ნახევრადავტომატური მართვის სისტემის) და 2) Autopilot-ის (Tesla) შედარება - 3) Nissan Motor-ისა და 4) Volvo Car Corp.-ის მსგავს სისტემებთან. საბოლოოდ, მართვის საუკეთესო სისტემად Super Cruise ჩაითვალა, Tesla-ს Autopilot-მა მეორე ადგილი დაიკავა, Nissan-ის სისტემა ProPilot Assist-ი მესამე ადგილზე გავიდა, Volvo-ს Pilot Assist-ი დასჯერდა მეოთხე ადგილს. ავტომობილების ტესტირების დირექტორის - ჯეიკ ფიშერის (Jake Fisher) თქმით, Consumer Reports-ი უკვე რამოდენიმე წელია ახდენს ნაწილობრივ ავტომატიზებული მართვის სისტემების ტესტირებას, ამჯერად კი გადაწყვიტა ოფიციალური სახე მიეცეს მას და მოხდეს შედეგების პუბლიკაცია. ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი ის არის, რომ მსგავსი სისტემები დღესდღეობით მეინსტრიმია. ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ტესტები, რომლებიც ჩატარდა კერძო და საერთო მოხმარების მაგისტრალებზე, შემუშავებული იყო იმ მიზნით, რომ განესაზღვრა, რამდენად შეუძლია სისტემას მართვისა და სიჩქარის ავტომატური კონტროლი სხვადასხვა სიტუაციაში. ტესტირებისას ავტომობილების სალონებში იყოფებოდნენ მძღოლები, რათა გარდაუვალი შემთხვევისას გადასულიყვნენ ტრანსპორტის ხელით მართვაზე. ტესტირება ჩატარდა შემდეგ მოდელებზე: Cadillac CT6; Tesla Model 3, Model X და Model S; Nissan Leaf და Infiniti QX50; Volvo XC40 და XC60. როგორც Consumer Reports-ი გვამცნობს, Cadillac-ის სისტემამ - Super Cruise-მა „საუკეთესოდ დააბალანსა მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობები, უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და მძღოლის ყურადღების კონცენტრაცია“. https://3dnews.ru/976360
  13. ახალ Z390 ჩიპსეტთან დაკავშირებით მრავალი სახის ხმები ვრცელდებოდა სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებში. რესურსმა Newegg-მა გადაწყვიტა, არ ჩამორჩენოდა ტრენდს და გააზიარა Intel Z390 ჩიპსეტის სისტემური დაფების 15 მოდელის ფასები: მოგახსენებთ, რომ ფოტოებზე ფასები მითითებულია კანადურ დოლარებში (1 USD = 1.28 CAD), ასევე, ფასები განსხვავებული იქნება სხვადასხვა ქვეყანაში. ოფიციალურ საიტზე ეს ინფორმაცია უკვე წაშლილია, თუმცა Web Archive-ს „ყველაფერი ახსოვს“. https://bit.ly/2yiZCUl
  14. საიტი PC World-ი იტყობინება, რომ სპეციალურად HP Inc.-ის ლეპტოპის „Spectre Folio“-სთვის Intel-ის ინჟინრებმა მოახდინეს 14 ნანომეტრიანი Amber Lake-Y-ის, სისტემური ლოგიკისა და XMM 7560 მოდემის ინტეგრირება. ყველაზე „ცხელი“ კომპონენტების ერთად თავმოყრამ გაამარტივა გაგრილების სისტემის განლაგება, ასევე, შემცირდა დედა დაფის ზომებიც. ლეპტოპის კორპუსში გამოთავისუფლებულ ადგილზე კი შესაძლებელი გახდა იმ ტიპის დამატებითი ბატარეების განთავსება, რომლებსაც არ სჭირდება დატენვა 18 სამუშაო საათის განმავლობაში. Intel-ისთვის კომპონენტების ამგვარი ინტეგრაცია პირველი შემთხვევა არ არის. პირველი: AMD-სთან თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა Kaby Lake-G პროცესორები Radeon Vega-ს დისკრეტული გრაფიკით. და მეორე: ჯერ კიდევ წინა ხელმძღვანელობის დროს Intel-ი მუდმივად ცდილობდა თავისი პროცესორებით ფეხის მოკიდებას სმარტფონების სეგმენტში, სპეციალურად შექმნილმა პროგრამა SoFIA-მ ჩინელ პარტნიორებს მისცა მოდემთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების ინტეგრირების საშუალება მობილურ პროცესორებთან. https://bit.ly/2DZsyXG
  15. კომპანია ASUS-ი ფართო სპექტრის ლეპტოპებს აწარმოებს, მათ შორის, გაიმერულ ვერსიებსაც. თუმცა, მოთამაშეებისთვის განკუთვნილ ლეპტოპებს შორის განსაკუთრებით გამოირჩევა ASUS ROG Zephyrus GX-ისა და ROG Zephyrus GM-ის სერიის მოდელები, რომლებიც მსოფლიოში ყველაზე თხელ გეიმერულ ლეპტოპებად ითვლება. ამჯერად განვიხილავთ GM სერიის წარმომადგენელს: ASUS ROG Zephyrus M (GM501GS): ეს მოდელი ეკუთვნის სათამაშო სერიას - Republic Of Gamers (ROG). ტექნიკური მახასიათებლები: ! ASUS ROG Zephyrus M GM501 მოდელის რამოდენიმე მოდიფიკაცია არსებობს, ქვემოთ მოცემულია ერთ-ერთი მათგანის მონაცემები: მოდელი ASUS ROG Zephyrus M (GM501GS) პროცესორი Intel Core i7-8750H ვიდეოპროცესორი Nvidia GeForce GTX 1070 8 გბ /1060 6 გბ ოპერაციული სისტემა Windows 10 Pro/Home ოპერატიული მეხსიერება 32 გბ-მდე დისკის მეხსიერება 256/512 გბ SSD NVMe + 1 ტბ HDD ეკრანი (ტიპი, ზომა, გაფართოება) 15.6", IPS, Full HD (1920 x 1080), 144 ჰც ფრონტალური კამერა HD (1280 x 720) SIM-ბარათების რაოდენობა არ აქვს SD-ბარათის მხარდაჭერა არ აქვს მონაცემთა გაცვლა Wi-Fi 802.11b/g/n/a/ac, Bluetooth 5.0 ინტერფეისები Jack 3.5 მმ (გარნიტურა);  1 x USB Type-C;  4 x USB 3.1;  1 x HDMI 2.0 ბატარეა 55 ვტ/სთ (ფიქსირებული) გაბარიტები 384.0 x 262.0 x 17.5-19.9* წონა 2.45 კგ *სისქე ნაპირებში - 17,5 მმ, ცენტრში - 19,9 მმ. დავიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანიდან. ლეპტოპში გამოყენებულია Intel-ის ერთ-ერთი უძლიერესი პროცესორი მობილური მოწყობილობებისთვის: Coffee Lake: i7-8750H (TDP – 45 ვტ). იგი შეიცავს ექვს ბირთვს 2,2 გჰც ნომინალური სიხშირით, აქვს ოვერქლოქინგის საშუალება 4,1 გჰც-მდე (სითბური რეჟიმის კონტროლისა და Turbo Boost ტექნოლოგიის გამოყენებით). კამერა, როგორც უმეტესად დამახასიათებელია ლეპტოპებისთვის, არც ისე მაღალი მონაცემებითაა წარმოდგენილი. მისი დანიშნულება ძირითადად ვიდეოზარების განხორციელებაა. მცირე გაბარიტების მიუხედავად, ლეპტოპი თითქმის 2,5 კგ-ს იწონის. მისი ხელში აღებისას იგრძნობა, რომ მოკრძალებული ზომის მიუხედავად, იგი ნამდვილად არ არის „ცარიელი ყუთი“. ლეპტოპი შეფუთულია შიგთავსის დაცვის მაღალი სტანდარტებით. გამოყენებულია ორი ყუთი, შიდა და გარე. გარე კოლოფი სქელი მუყაოსგანაა დამზადებული: ყუთს აქვს პლასტმასის სახელური კომფორტულად გადატანის მიზნით. უკანა მხარეს განთავსებულია სტიკერი ძირითადი მონაცემებით: მუყაოს ყუთის შიგნით დამცავ საფარში არის კიდევ ერთი კოლოფი, რომელშიც უკვე მოთავსებულია ლეპტოპი: ეს „შიდა ყუთი“ გაფორმებულია მუქ ტონებში, ყუთის ნახევარი პრიალაა, ნახევარი - უხეში ზედაპირის მქონე. დამტენი და მაუსი შეფუთულია ცალკე. დამტენი მეტად მძლავრია - 230 ვატიანი, რაც სავსებით ბუნებრივია: მან არა მხოლოდ უნდა დატენოს ლეპტოპი, არამედ ერთდროულად უზრუნველყოს ძლიერი პროცესორის, გრაფიკული ბარათისა და მოზრდილი ეკრანის მუშაობა, აღარ ვთვლით დანარჩენ „წვრილმანებს“. დამტენის წონაც არც ისე მცირეა - 670 გრამი (სადენის გარეშე). ვნახოთ მაუსი: მაუსის სახელწოდებაა ASUS ROG Strix Impact. მართალია, იგი ვიზუალურად არ ჰგავს სხვა გეიმერულ მაუს-მონსტრებს, თუმცა მუშაობს შესანიშნავად. ლეპტოპს შეძენისას არ მოყვება ჩანთა, მისი შეძენა მომხმარებლებს ცალკე მოუწევთ. ლეპტოპის ზედა მხარეს აღბეჭდილია ROG-ის ლოგოტიპი: ზედა მხარე დამზადებულია შავი ალუმინისგან (ლოგო პლასტმასისაა). ლეპტოპის კუთხეები ოდნავ მომრგვალებულია, რის გამოც იგი მკაცრად საქმიანი სტილის ლეპტოპივით გამოიყურება, მხოლოდ ლოგოტიპი ამხელს მის გეიმერულ დანიშნულებას. მხარეების ზედაპირი ლითონისაა. შევხედოთ ლეპტოპის ქვედა ნაწილს: ქვედა ნაწილზე განთავსებულია რეზინის სამი „ფეხი“, მათთან ახლოს - დინამიკები. კორპუსის ძირი, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი პლასტმასისაა, თუმცა ლეპტოპს აქვს მოხერხებული კონსქტრუქცია, რომლის საშუალებითაც უკეთ გაგრილებაა შესაძლებელი: ლეპტოპის გახსნისას ქვედა პანელიც იხსნება და იქმნება მოზრდილი სივრცე, საიდანაც ჰაერი თავისუფლად მიეწოდება გაგრილების სისტემას. ეს ნაწილი გამოიყურება ამგვარად: გახსნილ პანელს კიდევ ერთი დადებითი მხარე აქვს: მისი წყალობით ლეპტოპის ძირითადი ნაწილი მომხმარებლისკენ იხრება, რაც მას უფრო კომფორტულს ხდის. კორპუსის გახსნა, გასუფთავება, შეკეთება თავისუფლად შეიძლება, ასე რომ, ლეპტოპს ამ მხრივაც 10/10 შეფასება ეკუთვნის. ვნახოთ გარეგნული მხარეც: წინა მხარეს, შუა ნაწილში, გვაქვს მხოლოდ სივრცე, საიდანაც ვხსნით ლეპტოპს. უკანა მხარეს მოთავსებულია ვენტილაციის სივრცეები: ორივე მხარეს განთავსებულია კონექტორები. მარცხენა მხარე: აქ გვაქვს კიდევ ერთი სივრცე ვენტილაციისთვის, შემდეგ: კონექტორი დამტენისთვის, HDMI პორტი, სამი USB 3.1 პორტი და 3.5 მმ-იანი ჯეკი ყურსასმენებისთვის. მარჯვენა მხარე გამოიყურება ამგვარად: აქ განთავსებულია კიდევ ერთი სავენტილაციო სივრცე, სრულზომიანი USB 3.1 პორტი და USB Type-C პორტი. ეკრანი იხსნება 135 გრადუსზე და კარგად ფიქსირდება სასურველ პოზიციაში. კლავიატურის კონსტრუქტია ტრადიციულის მსგავსია, თუმცა დამატებული აქვს კიდევ ოთხი ღილაკი ზედა რიგში. ესენია: ხმის რეგულირების, მიკროფონის ჩართვა-გამორთვის, პროგრამა ROG Gaming Center-ის ჩამრთველი და საკონტროლო ღილაკები. კლავიატურის ქვეშ მოთავსებული თაჩპადის ზომებია 105 x 61 მმ. კლავიატურას გააჩნია RGB-განათება, რაც ქმნის სასიამოვნო ვიზუალურ ეფექტს. ამგვარად გამოყურება ლეპტოპი განათებული კლავიატურით: ეკრანის ზედა ნაწილში განთავსებულია კამერა, მისი მუშაობის ინდიკატორი და ორი მიკროფონი. ლეპტოპს აქვს Full HD დისპლეი 1920 х 1080 გაფართოებით, გვერდების შეფარდებაა 16:9, პიქსელების სიმჭიდროვე - 141 ppi. დისპლეი მატირებულია (mate) და კარგად დაცულია სინათლის არეკვლისგან. თეთრი ფონის ტესტირების შედეგი კარგია: შავი ფონის სითანაბრის ტესტის შედეგი არც ისე იდეალურია - ეკანის ზოგ ნაწილში შედარებით განათებული ადგილები ჩნდება: გამა-მრუდები: ყველა მრუდი განლაგებულია ნორმატიული მრუდის ახლოს, ერთმანეთისგან მცირედი დაშორებით. ეკრანის კონტრასტულობა სიკაშკაშის სხვადასხვა დონეზე: სიკაშკაშის (სიმკვეთრის) დონე, % თეთრი ფერის სიმკვეთრე, cd/m2 შავის სიმკვეთრე, cd/m2 კონტრასტი, x:1 0 16.488 0.023 717 25 69.855 0.095 735 50 121.541 0.167 728 75 175.803 0.232 758 100 317.498 0.420 756 როგორც ვხედავთ, კონტასტულობა 1000-ის ქვემოთაა. ეს მხოლოდ საშუალო შედეგია. საერთო ჯამში, დისპლეის ხარისხი დადებითად შეიძლება ჩაითვალოს. Windows-ის სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფის გარდა, ლეპტოპში ჩამატებულია პატარა ნაკრები მწარმოებლისგან: ინტერფეისი გამოიყურება სტანდარტულად, შესაძლებელია შესვლა BIOS პარამეტრებში F2-ზე დაჭერით, BIOS პარამეტრები სტანდარტულია. ლეპტოპის ჩართვის დრო 12 წამია. overclockers.ru
  16. ინტერნეტ-პლატფორმა eBay-ის წარმომადგენლობამ Amazon-ს ბრალი დასდო მცდელობაში - საკუთარ პლატფორმაზე გადაეყვანა მომწოდებლები, რომლებიც eBay-ისთან თანამშრომლობენ. მათი თქმით, Amazon-ი ამას ახორციელებდა eBay-ს შეტყობინებების გაცვლის შიდა სისტემის საშუალებით. „ჩვენ გამოვავლინეთ უკანონო და შემაშფოთებელი მოქმედების სქემა Amazon-ის მხრიდან,“ - განაცხადა eBay-ს წარმომადგენლობამ. – „Amazon-ს გავუგზავნეთ წერილი, სადაც მოვითხოვდით, რომ შეეწყვიტა უკანონო ქმედებები. ჩვენ გარდაუვალ ზომებს მივიღებთ eBay-ს დასაცავად“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. როგორც eBay-ში აცხადებენ, შექმნილი უსიამოვნო სიტუაციის შესახებ მათ დაახლოებით ათი დღის წინ შეიტყვეს ერთ-ერთი მომწოდებლისგან. მომწოდებლის თქმით, მას დაუკავშირდა Amazon-ის თანამშრომელი ზემოთხსენებული ჩანაფიქრის განხორციელების მიზნით. The Wall Street Journal-ის ცნობების მიხედვით, ჩატარებული გამოძიების შედეგად კომპანია eBay-მ აღმოაჩინა, რომ eBay-ს 50-ზე მეტ მომწოდებელთან იყო გაგზავნილი 1000-ზე მეტი შეტყობინება Amazon-ისგან. შეტყობინებებში Amazon-ი მომწოდებლებს არწმუნებდა, თავიანთი ბიზნესი გადაეტანათ Amazon Marketplace-ის პლატფორმაზე. თავის მხრივ, Amazon-მა პირობა დადო, რომ ჩაატარებს საფუძვლიან გამოძიებას ბრალდებასთან დაკავშირებით. reuters https://3dnews.ru/976325
  17. მცირე ხნის წინ აღმოჩენილი შეცდომა Bitcoin-ის კოდში გამოიყენეს ნაკლებად ცნობილი კრიპტოვალუტის მონეტების შესაქმნელად. ეს შემთხვევა წარმოადგენს საშიშროებას, რომ შემდეგში შეიძლება სხვა კრიპტოვალუტა აღმოჩნდეს იმავე რისკის ქვეშ. Pigeoncoin-ის შემქმნელები ამტკიცებენ, რომ უცნობმა ბოროტმოქმედმა წარმატებით გამოიყენა Bitcoin-ის კოდში არსებული შეცდომა და გამოუშვა (დაბეჭდა) 235 მილიონი კოინი, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 15 000 დოლარია. მიზეზი, რის გამოც ბოროტმოქმედმა ეს შეძლო, იმაში მდგომარეობს, რომ წლების განმავლობაში ბევრმა კრიპტოვალუტამ წაიღო Bitcoin-ის კოდის წილი თავინთი საკუთარი მოხმარებისთვის. და იმ დროს, როდესაც Bitcoin-ის მცირე ხარვეზი გამოსწორებულ იქნა, Pigeoncoin-მა ჯერ კიდევ ვერ მოაგვარა ეს პრობლემა. ეს შეცდომა ბოროტმოქმედებს საშუალებას აძლევს გამოუშვან იმდენი კოინი, რამდენიც მოესურვებათ. აგრეთვე, შეუძლიათ გვერდი აუარონ კრიპტოვალუტების მიწოდებაზე არსებულ მკაცრ შეზღუდვებს, რის შედეგადაც სხვა კოინების ღირებულება მცირდება - რასაც ასე აკონტროლებენ ინვესტორები. რა არის Pigeoncoin-ი? Pigeoncoin-ი სხვა კრიპტოვალუტებისგან გამოირჩევა X16r მაინინგ ალგორითმით, თუმცა იგი არ შედის CoinMarketCap-ის ტოპ 1000 კოინშიც კი. ამ კოინის მწარმოებლებს ერთ-ერთ მთავარ მიზნად აქვთ, გამოიყენონ ბლოკჩეინი მომაბეზრებელი მონაცემების აღკვეთისთვის - “end abusive data collection“. Pigeoncoin-ის ამჟამინდელი მარაგი 970 მილიონს შეადგენს, ზემოთხსენებული შემთხვევისას კი ბოროტმოქმედმა შეძლო ამ ღირებულების თითქმის ¼ კოინი გამოეშვა. შედეგად, Cryptocurrency Exchange CryptoBridge-ს მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ დროებით შეჩერებულიყო ვაჭრობა - იმ დრომდე, სანამ მწარმოებლები შეცდომას არ გამოასწორებდნენ. Pigeoncoin-ის მწარმოებლების მხრიდან დროულად მოხდა რეაგირება. მათ სასწრაფოდ გამოუშვეს პროგრამული უზრუნველყოფის განახლება. ჯერჯერობით Pigeoncoin-ი უსაფრთხოდაა. კრიპტოვალუტების ბაზარი მოლოდინის რეჟიმში იმყოფება, რათა ნახონ, რამდენად არიან სხვა კოინები იმავე საფრთხის ქვეშ. www.techradar.com
  18. კომპანია LG Electronics (LG)-მა ოფიციალურად წარადგინა ფლაგმანური სმარტფონი - V40 ThinQ. როგორც მოსალოდნელი იყო, ტელეფონს აქვს ხუთი კამერა. მწარმოებლების თქმით, სმარტფონი დაპროექტებულია უმთავრესად იმ მიზნით, რომ უზრუნველყოს ფოტო-ვიდეო გადაღების ფართო შესაძლებლობები. უკანა კამერა აერთიანებს სამ მოდულს. ერთი ბლოკი 16-მეგაპიქსელიანი სენსორებით, f/1,9 მაქსიმალური დიაფრაგმით და 107 გრადუსიანი ოპტიკით. მასთან თანამონაწილეობს ტელეფოტომოდული 12-მეგაპიქსელიანი სენსორით, f/2,4 მაქსიმალური დიაფრაგმითა და თვალთახედვის 45 გრადუსიანი კუთხით. მესამე ბლოკს აქვს 12-მეგაპიქსელიანი სენსორი, f/1,5 მაქსიმალური დიაფრაგმა და 78 გრადუსიანი თვალთახედვის არე. რეალიზებულია სწრაფი ფოკუსირების სისტემა Dual PDAF (Phase Detection Auto Focus), აგრეთვე, ორმაგი LED განათება. ფრონტალური კამერა აერთიანებს ორ მოდულს: 8-მეგაპიქსელიანი ბლოკი (f/1,9; 80 გრადუსი თვალთახედვის არე) და 5-მეგაპიქსელიანი ბლოკი (f/2,2; 90 გრად.). ხელმისაწვდომია ფოტო-ვიდეო გადაღებების სხვადასხვა რეჟიმები. სმარტფონის QHD+ OLED FullVision დისპლეის დიაგონალის სიგრძეა 6,4 დუიმი. ეკრანს აქვს 3120 × 1440 გაფართოება, გვერდების შეფარდება - 19,5:9. პიქსელთა სიმჭიდროვე - 538 PPI. სმარტფონი მუშაობს Snapdragon 845 პროცესორზე, რომელსაც აქვს რვა ბირთვი Kryo 385, გრაფიკული კონტროლერი Adreno 630 და ფიჭური მოდემი Snapdragon X20 LTE. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 6 გბ-ია, UFS 2.1 ფლეშ-მოდულის მოცულობა - 64 ან 128 გბ. დამატებით შესაძლებელია microSD ბარათის ჩასმა. სმარტფონს აქვს ადაპტერები უსადენო კავშირისთვის - Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 5.0 LE, NFC მოდული. მაღალი ხარისხის აუდიოსისტემა, დაქტილოსკოპიური სკანერი, FM-tuner-ი, USB Type-C 2.0. პორტი. V40 ThinQ-ს აქვს 3300 ამპერი/სთ მოცულობის მქონე ბატარეა - სწრაფი დატენვის ფუნქციით- Qualcomm Quick Charge 3.0. ტელეფონის გაბარიტებია 158,7 × 75,8 × 7,7 მმ, წონა - 169 გრამი. IP68 სტანდარტის შესაბამისად, სმარტფონი მდგრადია წყლისა და მტვრის მიმართ, გარდა ამისა, აქვს მტკიცე, მყარი კორპუსი (MIL-STD 810G). გამოყენებულია ოპერაციული სისტემა Android 8.1 Oreo. LG V40 ThinQ გაიყიდება 18 ოქტომბრიდან, მიახლოებითი ფასი 900 აშშ დოლარია. მომხმარებლებს აქვთ არჩევანის გაკეთების საშუალება შავ (New Aurora Black), ნაცრისფერ (New Platinum Gray), ლურჯ (New Moroccan Blue) და წითელ (Carmine Red) მოდელებს შორის. https://3dnews.ru/976327
  19. Alienware-მა დააანონსა თავისი ახალი გეიმერული ლეპტოპი m15. კომპანიას სურს ფეხი აუწყოს ლეპტოპების ისეთ მწარმოებლებს, როგორებიცაა Razer და MSI, სწორედ ამიტომ შექმნა თავისი წარმოების ისტორიაში ყველაზე თხელი და მსუბუქი ლეპტოპი. კომპაქტურობის პარალელურად, m15 მოდელი აკმაყოფილებს ყველა პირობას, რაც უნდა ჰქონდეს 2018 წლის გეიმერულ ლეპტოპს: აქვს თხელი კორპუსი, Nvidia Max-Q, დიზაინი, Intel Core i7-8750H პროცესორი, 32 გბ-მდე ოპერატიული მეხსიერება. ლეპტოპი არის 14 %-ით უფრო ძლიერი და 20 %-ით მსუბუქი, წინა 13 დუიმიან მოდელთან - Alienware 13-თან შედარებით. ამავე დროს, მისი დისპლეის დიაგონალი (15,6 დუიმი) დიდია წინა მოდელისაზე. მომხმარებლებს შეუძლიათ არჩევანი გააკეთონ ვერსიებს შორის: 1) Full HD (1920 × 1080 გაფართოებით) და 2) 4К (3840 × 2160 გაფართოებით). პირველ შემთხვევაში კადრის განახლების სიხშირემ შეიძლება შეადგინოს 60 ან 144 ჰერცი, მეორე შემთხვევაში - მხოლოდ 60 ჰერცი. დიზაინს რაც შეეხება, m15 საკმაოდ განსხვავდება Alienware-ს წინა მოდელებისგან. მას აქვს უფრო თხელი ჩარჩო, ასევე შემცირებულია ზომაში და ბევრად უკეთ გამოიყურება, ვიდრე ძველი მოუქნელი დიზაინის მქონე Alienware. ლეპტოპი იწონის 4,76 ფუნტს (2.156 კგ), მისი სისქე 0,83 დუიმია (შედარებისთვის, Razer Blade 2018 - რომელიც ამ დროისთვის საუკეთესო გეიმერულ ლეპტოპად ითვლება, იწონის 4,63 ფუნტს და მისი სისქე 0,68 დუიმია). Alienware-ის წარმომადგენლების განცხადებით, m15 ყველაზე თხელი ლეპტოპია, რაც კი ოდესმე გამოუშვიათ. მოგახსენებთ, რომ ამ კომპანიის გამოშვებული წინა 13 დუიმიანი მოდელი იწონის 5,8 ფუნტს და 14 %-ით უფრო სქელია m15-თან შედარებით. Alienware-მა აგრეთვე განაახლა კლავიატურა chiclet დიზაინით (მას ისევ ექნება განათება). ლეპტოპს აქვს სამი USB პორტი, ერთი USB-C Thunderbolt 3 პორტი, HDMI და Mini Display პორტები, Ethernet-ი და Alienware-ის მიერ დაპატენტებული გრაფიკული ამაჩქარებელი. ლეპტოპის გაბარიტებია - 20,3 × 274,3 × 363,2 მმ. კომპანიის მთავარ პრიორიტეტად კვლავ რჩება თამაშის მაღალმწარმოებლურობა, თუმცა m15 არ არის მხოლოდ გეიმერული ლეპტოპი. მისი ზომისა და წონის გათვალისწინებით, გამოყენება შესაძლებელია ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. M15 ხელმისაწვდომი გახდება 25 დეკემბრიდან, მისი ღირებულება იწყება 1099 დოლარიდან. www.theverge.com 3dnews.ru
  20. მცირე ხნის წინ გავრცელდა ცნობები Intel-ის გეგმების შესახებ, რომ კომპანია 2019 წლისთვის აპირებდა 10 ნანომეტრიანი Ice Lake პროცესორების ჩანაცვლებას 14 ნანომეტრიანი Coffee Lake Refresh პროცესორებით. ამ ფაქტმა მომხმარებლები დააფიქრა კომპანიის შესაძლებლობებზე, რომ Intel-ი ვერ შეასრულებდა დაპირებას - 2019 წლის დასაწყისიდან მასიურად ეწარმოებინა 10 ნანომეტრიანი პროცესორები. ეს ინფორმაცია მეტად სამწუხაროა არა მარტო Intel-ის პროდუქციის მომხმარებელთათვის, არამედ მთლიანად პროცესორების ბაზრისთვის, რადგან ნეგატიური გავლენა იქონია (და კიდევ ახდენს ზეგავლენას) დეფიციტისა და ფასების ზრდის მიმართულებითაც. მომხმარებლებს უჩნდებათ კითხვა: ნამდვილად ასე ცუდადაა საქმე? Bloomberg-ზე გამოჩნდა პატარა კომპანიის - BlueFin-ის ანალიტიკური ცნობა, რომლის თანახმადაც Intel-ს შეუძლია 10 ნანომეტრიანი პროცესორების მასიური წარმოება დაიწყოს 2019 წლის აპრილიდან. BlueFin-ის ცნობების გავრცელების შემდეგ Intel-ის აქციების ფასმა 5,2 %-ით მოიმატა, მისი კონკურენტის - AMD-ს აქციების ფასი კი 8,6%-ით შემცირდა. ამგვარი მოვლენების უკან შესაძლოა იდგეს ბირჟებისთვის დამახასიათებელი ჩვეულებრივი სპეკულაცია, ასე რომ, ჯერჯერობით სიხარული ნაადრევია. მეორე მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ Intel-ი ყველანაირად ცდილობს, გააკეთოს რაც მასზეა დამოკიდებული და დაპირებისამებრ დაიწყოს 10 ნმ პროცესორების წარმოება. სავსებით შესაძლებელია, რომ Intel-ი შეძლებს მოაგვაროს საწარმოო პრობლემები 2019 წლის ივნისამდე, როგორც პირდებოდა მომხმარებლებს, და ეს მოხდეს უკვე აპრილში. თუმცა, აქვე მოგახსენებთ, რომ კომპანია BlueFin-ს ორი წლის წინ ჰქონდა გაკეთებული პროგნოზი, რომ Intel-ი ჯერ კიდევ 2017 წლის პირველ კვარტალში დაიწყებდა 10 ნანომეტრიანი პროცესორების წარმოებას. მოკლედ, რას უნდა ველოდოთ სამომავლოდ, ამასთან დაკავშირებით მომხმარებლებს ჯერჯერობით მხოლოდ ლოდინი დარჩენიათ. https://3dnews.ru/976300
  21. Microsoft-მა გადაწყვიტა Windows 10-ის პლატფორმისთვის განეახლებინა Surface სერიის ერთ-ერთი მთავარი პროდუქტი - Surface Pro. ეს არის პლანშეტისა და ლეპტოპის ჰიბრიდი. მისი ბოლო განახლებიდან თითქმის წელიწადნახევარია გასული, ამჟამინდელ სიახლეს კი წარმოადგენს მერვე თაობის Intel Core i პროცესორი და მოდელი mate შავ ფერში. ასევე, Microsoft Surface-ის განყოფილების უფროსი Panos Panay აცხადებს, რომ კომპანიამ მთლიანად შეცვალა Pro 6-ის შიდა კონსტრუქცია და, ჯამში, მოწყობილობა გახდა 67 %-ით უფრო ძლიერი წინა მოდელებთან შედარებით. განახლება შეეხო ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობასაც. Microsoft-ის წარმომადგენლების თქმით, Surface Pro 6-ს შეუძლია იმუშაოს 13,5 საათი ავტონომიურ რეჟიმში (ვიდეოს ყურებისას). ცვლილებები არ შეეხო გარეგნულ დიზაინს, Surface Pro 6-ის გარეგნული სახე პრაქტიკულად არ შეცვლილა. მოწყობილობა იწონის 0,8 კგ-ს, აქვს 12,3 დუიმიანი სენსორული დისპლეი 2736 × 1824 გაფართოებით, აქვს 8 ან 16 გბ ოპერატიული მეხსიერება, SSD ბარათის მოცულობა ვარირებს 128 გბ-დან 1 ტერაბაიტამდე. სამწუხაროდ, Surface Pro 6-ს აქვს იგივე ტიპის მიერთების საშუალებები, რაც ნიშნავს, რომ USB-C პორტის შესახებ უნდა დავივიწყოთ. საკვირველია, რომ Microsoft-ი ისევ გაურბის მის დამატებას თავის ფლაგმანურ პლანშეტზე, თუმცა Surface Go და Surface Book 2 წარმოგვიდგინა USB-C პორტით. Surface Pro 6-ს აქვს: USB 3.0 პორტი, Mini Display პორტი, Surface Connect, 3,5 მმ-იანი კონექტორი ყურსასმენებისთვის, Surface Type კონექტორი კლავიატურისთვის და პორტი MicroSDXC-სთვის. უსადენო მოდულები Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 4.1, 5-მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა 1080p ვიდეო გადაღების მხარდაჭერით და სახის ამომცნობი ტექნოლოგიით - Windows Hello, 8-მეგაპიქსელიანი უკანა კამერა ავტოფოკუსით, 1,6 ვატიანი სტერეოდინამიკები და ორი მიკროფონი. Surface Pro 6 ( მოდელი Core i5 პროცესორით, 8 გბ-იანი RAM-ითა და 128 გბ-იანი SSD-თი) ამერიკულ ბაზარზე გამოჩნდება 16 ოქტომბერს და მისი ღირებულება იქნება 899 $. წინასწარი შეკვეთების მიღება უკვე დაწყებულია. https://3dnews.ru/976282
  22. თუკი გადაწყვეტთ ექაუნთის დროებით გაუქმებას, თქვენ გექნებათ ერთი თვე ვადა გადაწყვეტილების შესაცვლელად და სისტემაში დასაბრუნებლად. Facebook-ი ავტომატურად არ აღადგენს ექაუნთს, თუკი სისტემაში შეხვალთ, თუმცა გექნებათ შესაძლებლობა გააუქმოთ მოთხოვნა და ჩვეულებრივ ისარგებლოთ აპლიკაციით. „ჩვენ მცირე ხნის წინ გავზარდეთ ექაუნთის აღდგენის პერიოდი, რადგან ვიყავით მომსწრენი, როგორ ცდილობდნენ მომხმარებლები - აღედგინათ ექაუნთი 14 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ“ - განაცხადა Facebook-ის პრეს-მდივანმა. - „ვადის გაზრდა მომხმარებლებს მისცემს მეტ დროს, რათა მათ მიიღონ სრულად გაცნობიერებული გადაწყვეტილება.“ რა თქმა უნდა, მეორე მხრივ, ეს გადაწყვეტილება არაა ხელსაყრელი მათთვის, ვისაც სურს ექაუნთის სამუდამოდ გაუქმება. ამ ტიპის მომხმარებლებს სამომავლოდ უკვე 2 კვირის ნაცვლად ერთი თვის ლოდინი მოუწევთ, რომ სისტემიდან გაქრეს მათ ექაუნთი და პირადი მონაცემები. მათთვის, ვინც უკმაყოფილოა და უკვე გადაწყვეტილი აქვს Facebook-ის დატოვება, სწორედ ხელსაყრელი დროა სოციალური ქსელის დასატოვებლად, დანარჩენი მომხმარებლებისთვის კი გარანტირებული იქნება ერთთვიანი პერიოდი, თუკი ჩათვლიან, რომ ეს სოციალური ქსელი მათი ცხოვრების აუცილებლობას წარმოადგენს. www.theverge.com
  23. განახლება გამოდის ნომრით 1809 და ამჯერად აქცენტი კეთდება არა ახალ ფუნქციურ შესაძლებლობებზე, არამედ უკვე არსებულის გაუმჯობესებასა და სრულყოფაზე. ზოგიერთი სიახლის გაშვება ჯერჯერობით გადაიდო სისტემის მომავალ მსხვილ განახლებამდე, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ჩანართების დაჯგუფება მუშაობის გამარტივების მიზნით. მნიშვნელოვანი სიახლეა აპლიკაცია „Your Phone” , რომელიც აუმჯობესებს სმარტფონის ფუნქციურობას კომპიუტერის მეშვეობით. შესაძლებელი იქნება შეტყობინებების მიღება-გაგზავნა, მუშაობა ბოლო 25 ფოტოზე Android-სმარტფონის გალერეაში და ა.შ. ასევე შესაძლებელი იქნება კომპიუტერში განაგრძოთ მუშაობა იმ თემაზე, რისი კეთებაც სმარტფონში დაიწყეთ. ამისათვის საჭიროა პროგრამა Microsoft Launcher. გამოჩნდა ბუფერული გაცვლის ისტორია, რომელიც სინქრონიზდება Cloud-თან და იძლევა სხვადასხვა მოწყობილობასთან წვდომის საშუალებას. მაგალითად, შეგიძლიათ დააკოპიროთ ტექსტი ერთ კომპიუტერში და ჩასვათ მეორეში. ეს ფუნქცია დამატებულია SwiftKey კლავიატურაზე iOS-სა და Android-ში. SwiftKey იქნება Windows 10-ის ვირტუალური კლავიატურა. მორიგი ცვლილებაა dark რეჟიმი ექსპლორერში, რომლის გააქტიურებაც შესაძლებელია აპლიკაციის პარამეტრებიდან. ასევე გაუმჯობესდა ბრაუზერ Edge-ს ფუნქციები - დაემატა Fluent Design-ის მეტი ელემენტი, ახალი სმაილები და ა.შ. განახლებების ხილვა შეგიძლიათ აპლიკაციის პარამეტრებში: Settings> Updates and Security> Windows Update> Check for Updates. როგორც ცნობილია, განახლების გავრცელება მოხდება ეტაპობრივად, მისი მიღება ყველასთვის არ იქნება ხელმისაწვდომი პირველივე დღეს. overclockers.ru
  24. კომპანია Google გვთავაზობს ახალ აფდეითს, რომელიც განსაკუთრებით სასარგებლო იქნება ქალაქის იმ მაცხოვრებელთათვის, ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს. სისტემის საშუალებით ახლა უკვე შესაძლებელი იქნება მივიღოთ ინფორმაცია არამარტო საცობების შესახებ, არამედ, სერვისი მოახდენს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტების დემონსტრირებასაც. მონაცემები გამოჩნდება Google Map-ის ახალ ჩანართზე. ინფორმაცია ნაჩვენები იქნება მომხმარებლის მარშრუტის გათვალისწინებით და მიაწვდის მას გზასთან დაკავშირებული მოვლენებისა და დაბრკოლებების შესახებ ცნობებს. კერძოდ, სისტემა გამოიკვლევს საცობებს, ავარიებს, საქალაქო ტრანსპორტის გრაფიკებს. სერვისის საშუალებით შესაძლებელი იქნება ყველა ინციდენტის გათვალისწინებით დროის გაანგარიშება დანიშნულების ადგილამდე, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, სისტემა შესთავაზებს მომხმარებელს ალტერნატიულ მარშრუტს და გამოთვლის გზაში შეფერხების დროს. ჯერჯერობით ეს სერვისი გაშვებულია მსოფლიოს 80 ქალაქში, ზოგიერთ მეგაპოლისში კი, მაგალითად, სიდნეიში, აპლიკაცია მომხმარებლებს აწვდის ინფორმაციას იმის შესახებაც, თუ რამდენად გადატვირთულია მათთვის საჭირო ავტობუსი თუ მატარებელი. ახალ ფუნქციას უკვე დაემატა სხვადასხვა მუსიკალური სერვისი, მაგალითად, Spotify, Apple Music და Google Play. მალე იგეგმება YouTube Music-ის დამატებაც. ასე რომ, მომხმარებლებს შეეძლებათ მგზავრობისას უსმინონ მუსიკას ონლაინ რეჟიმში სანავიგაციოს სისტემის გამორთვის გარეშე. Google Map-ის ახალი ფუნქციები Android-სა და iOS-ზე გამოჩნდება მიმდინარე კვირის განმავლობაში. https://3dnews.ru/976210
  25. კომპანია GfK-მ გამოაქვეყნა მიმდინარე წლის პირველი ნახევრის ფოტოაპარატების მსოფლიო ბაზრის კვლევის შედეგები: მოთხოვნა ციფრულ კამერებზე მცირდება როგორც ფულადი, ასევე რაოდენობრივი თვალსაზრისით. იანვრიდან ივნისამდე პერიოდში გაყიდული ფოტოაპარატების ღირებულებამ 3,9 მილიარდი ევრო შეადგინა, ეს კი 11 %-ით ნაკლებია წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. თუკი განვიხილავთ მონაცამებს რაოდენობრივი თვალსაზრისით, ამ შემთხვევაში გაყიდვების ვარდნა კიდევ უფრო შესამჩნევია - დაახლოებით 15 %-ით ნაკლები წინა წელთან შედარებით. იმის პარალელურად, რომ კომპაქტურ ფოტოკამერებზე მოთხოვნა მცირდება, სისტემურ (უსარკო) ფოტოაპარატებზე პირიქით, ინტერესი სულ უფრო იზრდება, რაც გავლენას ახდენს ობიექტივების ბაზარზეც. 2018 წლის პირველ ნახევარში ამ სახის წარმოებიდან შემოსულმა შემოსავალმა შეადგინა 1 მილიარდი ევრო. დღესდღეობით განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს უსარკო ფოტოაპარატებისთვის განკუთვნილი ობიექტივები: მათი ბრუნვა ბოლო ნახევარ წელში თითქმის მეოთხედით გაიზარდა. 2018 წლის პირველ ნახევარში გაიყიდა 700 ათასზე მეტი ობიექტივი უსარკო ფოტოაპარატებისთვის. https://3dnews.ru/976195
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.