Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5910
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    198

Everything posted by Magdalena

  1. მოახლოვდა 2 ოქტომბრისთვის დანიშნული ღონისძიება, ასე რომ, დროა განვიხილოთ, რა შემოთავაზებებს შეგვიძლია ველოდოთ და რას არა. რას ველით: 2 ოქტომბერს ვიხილავთ ახალი Surface-ების დემონსტრირებას. საკითხავი ისაა, რომელი პროცესორებით მოხდა მოწყობილობების განახლება. დიდი ალბათობით, Microsoft-მა გამოიყენა Intel 8th Gen პროცესორები, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, "Kaby Lake" თუ "Whisky Lake“. მომხმარებლები აგრეთვე ელოდებიან USB-C პორტებს Surface-ს ყველა ახალ მოწყობილობაზე. ახალი Surface ლეპტოპი: 2017 წლის მაისში გამოსული Surface ლეპტოპი უკვე წელიწადნახევრისაა და საკმაოდ მოძველებულია ბაზარზე არსებულ Surface-ის სხვა მოწყობილობებთან შედარებით. ასე რომ, უკვე დროა მომხმარებლებმა იხილონ ახალი Surface ლეპტოპი განახლებული ფუნქციებით, USB-C პორტით და ფერთა ვარიაციებით - როგორც მოსალოდნელია, შემოგვთავაზებენ შავ ფერში გადაწყვეტილ ვარიანტსაც, რომლის წინასწარ გავრცელებულმა ფოტოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა საზოგადოების მხრიდან. ახალი Surface Pro Surface Pro-ს ბოლო მოდელიც აგრეთვე 2017 წლის მაისში გამოვიდა, Surface ლეპტოპის გამოსვლიდან რამოდენიმე კვირის შემდეგ. ეს ნიშნავს, რომ ამ მოწყობილობასაც შეეხება შინაგანი კომპონენტებისა და აქსესუარების განახლება. აპარატულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით რაიმე სახის გრანდიოზულ ცვლილებებს არ ველოდებით. Surface Go LTE ღონისძიებაზე ცნობილი გახდება Surface Go LTE-ს გამოსვლის თარიღისა და ღირებულების შესახებ. მიმდინარე წლის დასაწყისში, Microsoft-მა განაცხადა, რომ Surface Go LTE ხელმისაწვდომი გახდება 2018 წლის ბოლოს, ასე რომ, ამ პერიოდს უკვე მივუახლოვდით. Software დემო-ვერსიები Microsoft-ი აპირებს, 2 ოქტომბრის ღონისძიების ფარგლებში მოახდინოს Windows 10-ის სრული სახით დემონსტრირება და მომხმარებელს აცნობოს ვრცლად მისი მწარმოებლურობის შესახებ. მოხდება Windows 10-ის ფუნქციების დემონსტრირება, რასაც კორპორაციის მხრიდან დიდი ხანია ადგილი არ ჰქონია. შედარებით ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ღონისძიებაზე ვიხილავთ: Surface Studio 2 ცნობილია, რომ Microsoft-ი თავდაუზოგავად მუშაობს მეორე თაობის Surface Studio-ზე - სახელწოდებით "Capitola", რომელიც წარმოგვიდგება განახლებული კომპონენტებით, USB-C პორტითა და შეცვლილი კონსტრუქციით. მომხმარებლები იმედოვნებენ, რომ პროდუქტს ექნება მეტი მოდელთა ვარიაცია და ორიენტირებული იქნება შედარებით დაბალ ფასზე, რათა მეტად ხელმისაწვდომი გახდეს მომხმარებლებისთვის. Smart სპიკერი და ჰედსეტი მიმდინარე წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ Microsoft-ი მუშაობს ახალ აუდიოაქსესუარებზე თავისი საიდუმლო პროექტისთვის „Andromeda“. ამ აქსესუართაგან ერთ-ერთია სპეციალური ტიპის ჰედსეტი, მეორე კი -„ table-top“ დინამიკი. მოსალოდნელია ამ ორი მოწყობილობის წარდგენა ღონისძიებაზე. რას ვერ ვიხილავთ ღონისძიებაზე: როგორც დამახასიათებელია Microsoft-ის ყველა ღონისძიებისთვის, არის მოწყობილობები, რომელთა წარდგენაც არ მოხდება, მიუხედავად საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესისა (თუმცა სიურპრიზების იმედი მაინც გვაქვს). Andromeda დაზუსტებული ინფორმაციით, გასაიდუმლოებული პროექტის „Andromeda“-ს პროდუქტს ნამდვილად ვერ ვიხილავთ ოქტომბრის ივენთზე. ჯერ კიდევ რამოდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი, რომ პროექტი გადაიდო მომავალი წლისთვის, რათა კომპანიამ განაგრძოს მუშაობა მოწყობილობასა და პროგრამულ უზრუნველყოფაზე. მოკლედ, Andromeda-ს წელს ვერ მივიღებთ. Surface Book 3 Surface Book 2-ის გამოსვლიდან ჯერ ერთი წელიწადიც არაა გასული, ასე რომ, მესამე თაობის მოწყობილობა ჯერ არ გამოჩნდება. Microsoft-მა შესაძლოა განაახლოს Surface Book 2-ის სამუშაო ბაზა, როგორ ეს მოხდა ორიგინალი Surface Book-ის გამოსვლიდან ერთი წლის თავზე. აღსანიშნავია, რომ Microsoft-ის ღონისძიებებს აქვთ ხიბლი და მიმზდიველობა იმ მხრივ, რომ წინასწარ მცირე ინფორმაცია გაიცემა წარსადგენ პროდუქტებთან დაკავშირებით. დიდია მოლოდინი, რომ ივენთზე გაკეთებული სიურპრიზებით მომხმარებლები გაოცებულნი დარჩებიან. https://www.windowscentral.com/microsoft-october-2-event-what-expect
  2. iPhone Xs-ისა დ ა Xs Max-ის ზოგიერთი მომხმარებელი აღმოჩნდა სმარტფონის დატენვის პრობლემის წინაშე. Lightning კვების სადენთან მიერთებისას სმარტფონები არ ექვემდებარება დატენვას. შესაძლოა, ხსენებული პრობლემა არ არის მასობრივი, ამიტომაც, მოცემულ მომენტში მომხმარებლებისთვის არ შემოუთავაზებიათ მისი მოგვარების ეფექტური საშუალება. Apple არ იძლევა კომენტარებს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. პრობლემების ჩამონათვალი, რომელიც დაფიქსირდა iPhone Xs-ისა და Xs Max-ის მფლობელების მიერ: 1. ორიგინალ Lightning სადენთან მიერთებისას სმარტფონი არ იტენება. 2. დატენვა მიმდინარეობს, თუმცა მეტისმეტად სუსტად. სმარტფონის დასატენად ხანგრძლივი დროა საჭირო, დატენვის პროცესში ტელეფონის მოხმარებისას კი საერთოდ მინიმუმამდე დადის დატენვის სიჩქარე. 3. სმარტფონი გამოსცემს ხმას და დისპლეიზე ჩნდება მაჩვენებელი, რომ დატენვა დასრულდა, თუმცა ბატარეის ენერგიის ხარჯვა მაინც გრძელდება. ზოგიერთი მომხმარებელი აღნიშნავს, რომ დატენვასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება შესაძლებელია ბლოკირების ეკრანზე ორჯერ დაჭერით, თუმცა, ეს საშუალება მხოლოდ დაზარალებულ მომხმარებელთა ნაწილისთვისაა ეფექტური. ჯერ კიდევ უცნობია, რა არის დატენვასის პრობლემების მიზეზი, არის თუ არა ეს ხარვეზი პროგრამული დეფექტი. ნებისმიერ შემთხვევაში, უცნაური და არასასიამოვნოა, რომ გამოყენებისთანავე შეექმნათ პრობლემები მომხმარებლებს, რომელთაც ამხელა ფასი გადაიხადეს „ახლადგამომცხვარ“ iPhone-ებში. აქვე, უნდა გვახსოვდეს, რომ რაც უნდა მაღალი ღირებულების იყოს მოწყობილობა, არასოდეს გვაქვს უნაკლო მუშაობისა და შესაძლებლობების გარანტია. ნებისმიერი კომპანიის წარმოებულ პროდუქტს შეიძლება აღმოაჩნდეს რაიმე სახის პრობლემა. მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ არა ის, თუ რამდენი და რა ტიპის შეცდომა დაუშვა მწარმოებელმა, არამედ ის, თუ როგორ ებრძვის იგი შექმნილ პრობლემებს. overclockers.ru
  3. გაფუჭებულმა სავაჭრო ურთიერთობებმა აშშ-სა და ჩინეთს შორის შესაძლოა გამოიწვიოს ვიდეო ბარათების წარმოების ეტაპობრივი გადატანა ჩინეთიდან აშშ-ში, აგრეთვე მათზე ფასის მატება. ამის შესახებ იტყობინება ინტერნეტ-პორტალი CNBC, - NVIDIA- ს პრესსამსახურის კომენტარის საფუძველზე. ბოლო პერიოდში კომპანია მრავალი საკითხის გადაწყვეტის პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, რაც გამოწვეულია ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებით - მოხდეს ჩინეთში წარმოებული ფართო სპექტრის პროდუქტების წარმოების გადატანა აშშ-ში. პირველ ეტაპზე იგეგმება წარმოების 10, შემდეგ კი 25 %-ის გადატანა (2019 წლის 1 იანვრიდან). პროდუქციაში იგულისხმება მიკროელექტრონიკა და, მათ შორის, რა საკვირველია, გრაფიკული ამაჩქარებლებიც. „მიმდინარე მოვლენები კონკრეტულად ჩვენზე ნაკლებ გავლენას ახდენს,- აცხადებს NVIDIA-ს პრეს-სპიკერი. - უამრავმა ჩვენმა AIB-პარტნიორმა გადაიტანა თავიანთი ვიდეო ბარათების აწყობის პროცესი ტაივანსა და მექსიკაში - ქვეყნებში, რომელზეც არ ვრცელდება საბაჟო ბეგარების დაწესება“. NVIDIA-ს წარმომადგენლობის მიერ ნახსენები სიტყვა „აწყობა“ გამოხატავს ცვლილებების არსს: ჩინეთში წარმოებული ვიდეო ბარათები იგზავნება ტაივანსა და მექსიკაში წარმოების ფინალური სტადიისთვის. მაგალითად, ხსნენებულ ქვეყნებში მოხდება გაგრილების სისტემის დაყენება, გაყიდვებისწინა ტესტირებები და მზა პროდუქციის შეფუთვა. აღნიშნული ქმედებები ერთი შეხედვით უმნიშვნელო ჩანს, თუმცა, ართულებს ლოჯისტიკას, ზრდის ბაზარზე გამოსვლის ვადებს და საჭიროებს უფრო მაღალანაზღაურებად შრომით პერსონალს, ვიდრე ჩინეთში იყო საჭირო. ამერიკული ბაზარი მეტად მნიშვნელოვანია NVIDIA-ს AIB-პარტნიორებისთვის, ასე რომ, დიდი ალბათობით, დამატებითი ხარჯები ტვირთად დააწვება არამარტო ამერიკელ, არამედ სხვა ქვეყნის მომხმარებლებსაც. Bank of America-ს შეფასების თანახმად, მოსალოდნელია უახლოეს თვეებში NVIDIA GeForce RTX 20 ვიდეო ბართებზე ფასის ზრდა 5-დან 10 %-მდე, და ეს ყველაფერი მოხდება კრიპტოვალუტების ბაზარზე არსებული დროებითი სიმშვიდის ფონზე. NVIDIA-სგან განსხვავებით, რომლის შემოსავლის 60% მოდის GeForce-ს ვიდეო ბარათებსა და გრაფიკულ ბირთვებზე, AMD-ს Radeon ბიზნესი ნაკლებადაა დამოკიდებული აშშ-ის მხრიდან მსგავს გადაწყვეტილებებზე. ამიტომ, მიმიდნარე მოვლენებთან დაკავშირებით, ამ კომპანიის წარმომადგენლების კომენტარები გაცილებით ოპტიმისტურად ჟღერს: „ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს კლიენტებთან და პარტნიორებთან იმ პოტენციური შედეგების შემსუბუქებისთვის, რაც დაკავშირებულია პროდუქციის საბეგრო გადასახადთან. დღესდღეობით ყველანაირი საფუძველი გვაქვს, რომ ვთქვათ - აშშ-ის ქმედებები ჩინეთთან მიმართებაში, ჩვენს საქმიანობაზე არსებით გავლენას არ მოახდენს“. https://3dnews.ru/976141
  4. ყველამ კარგად ვიცით, რომ შეუძლებელია ავტომობილის ნებისმიერ ადგილას გაჩერება და მშვიდად დატოვება. არსებობს სხვადასხვა ტიპის საფრთხეები, მათ შორის, მანქანის გაქურდვა, გაძარცვა ან გატაცება, დაზიანება და ა.შ ეს საფრთხეები მეტნაკლებად ყველა ქვეყნის მაცხოვრებელს ეხება, მათ შორის, დასავლეთ ევროპულ მაღალგანვითარებულ საზოგადოებას. ხსენებული საფრთხეების თავიდან არიდების მიზნით, კომპანია Mercedes-Benz-ი საკუთარი წარმოების მანქანებისთვის მუშაობს სერვისზე, რომელიც მძღოლს შესთავაზებს პარკირებისთვის უსაფრთხო ადგილებს, რომელთა გამორკვევაც მოხდება დანაშაულის სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე. აპლიკაციაში გამოყენებული იქნება ბოლო ორი კვირის მონაცემები პოლიციის ბაზიდან, კერძოდ, ანალიზი, თუ რამდენი და რა ტიპის დანაშაული დაფიქსირდა ბოლო კვირებში ამა თუ იმ რაიონში. ანალიზში შედის ვანდალიზმის, საქარე მინების ჩამტვრევის, საბურავების დაჭრის ან ქურდობის, თავდასხმის ან მანქანის გატაცების შემთხვევები. „იმისათვის, რომ პროგრამამ ეფექტურად იმუშაოს, იგი უნდა ხელმძღვანელობდეს სამართალდამცავი ორგანოებიდან მიღებული სრულიად ახალი ინფორმაციით“ - განაცხადა პროგრამის ერთ-ერთმა შემმუშავებელმა Markus Ehmann-მა. ზემოთხსენებული პროგრამა მუშაობს შემდეგი სახით: ქალაქის ამა თუ იმ რაიონში მყოფი მძღოლი საკუთარი ავტომობილის მულტიმედიური ცენტრის დისპლეიზე ხედავს რუკას, რომელზეც უახლოესი საპარკინგე ადგილები სხვადასხვა ფერადაა აღნიშნული. პოტენციური საფრთხის დონეები განისაზღვრება სამი ფერით: მწვანედ აღნიშნულია უსაფრთხო ზონები, ყვითლად - მცირე რისკის მქონე ადგილები, წითლად კი - ქალაქის ის ქუჩები და ადგილები, სადაც არასასურველი და საფრთხისშემცველია ავტომანქანის გაჩერება და დატოვება. კრიმინოგენული ვითარების შესახებ ცნობების მიწოდების გარდა, სისტემას აგრეთვე შეუძლია მომხმარებელს შესთავაზოს დამატებითი სასარგებლო ცნობები, მაგალითად, აცნობოს, ფეხით სასიარულოდ რა მანძილია დარჩენილი დანიშნულების პუნქტამდე, რამდენია პარკირების საფასური და ა.შ. Mercedes-ის წარმომადგენლობა აღნიშნავს, რომ აპლიკაცია ჯერჯერობით შემუშავების სტადიაშია და უცნობია, როდის წარმოგვიდგება, როგორც მზა კომერციული პროდუქტი. გარდა ამისა, სერვისის რეალიზება არ მოხდება ყველგან, ვინაიდან, ზოგიერთი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოები უარს ამბობენ, მიაწოდონ მომხდარი დანაშაულის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციებს ან უცხო პირებს. https://3dnews.ru/976104
  5. პარასკევს, 28 სექტემბერს, Tesla-ს აქციების ფასი დაეცა მთელი 13 %-ით იმის ფონზე, რომ აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია (SEC) ცდილობს, ილონ მასკმა დატოვოს გენერალური დირექტორის თანამდებობა. SEC-მა საჩივარი შეიტანა მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში, რის საფუძველსაც წარმოადგენს ილონ მასკის მიერ თვითერზე 7 აგვისტოს გამოქვეყნებული შეტყობინება, რომლის თანახმადაც მას განზრახული აქვს გამოისყიდოს Tesla-ს აქციები და იგი კერძო კომპანიად აქციოს. ამ შეტყობინებაში მასკმა გამოხატა მზადყოფნა, რომ შეიძენდა Tesla-ს ფასიან ქაღალდებს, თითოს 420 $-ად, რაც დაახლოებით 20%-ით აჭარბებდა ამ ქაღალდების იმდროინდელ ღირებულებას. მასკი ამტკიცებდა, რომ იპოვა ინვესტორი, ვინც მზად იყო დაეფინანსებინა ეს გარიგება. ამ განაცხადის შემდეგ Tesla-ს აქციების ფასი მკვეთრად გაიზარდა. აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია თვლის, რომ ბატონ მასკს არ ჰქონდა ამგვარი განცხადების გაკეთების საფუძველი და მან უბრალოდ დააბნია ინვესტორები. ამ საქმით აგრეთვე დაინტერესდა იუსტიციის სამინისტროც, რომელსაც სარჩელის აღძვრამდე ჰქონდა ეჭვი მასკის თაღლითურ ქმედებებზე. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ მასკის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა ასევე Tesla-ს რამოდენიმე აქციონერმაც. ინვესტორები თვლიან, რომ მასკის თვითი იყო უკანონო მანიპულაცია კომპანიის ფასიანი ქაღალდების ღირებულებასთან დაკავშირებით. როგორც საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებიან, ილონ მასკს ჰქონდა შესაძლებლობა - დაერეგულირებინა პრეტენზიები სასამართლოს გარეშე. SEC-მა მას შესთავაზა, გადაეხადა სიმბოლური ჯარიმა და დათანხმებოდა მთელ რიგ პირობებს (მათ შორის ერთ-ერთი გულისხმობდა იმ ტიპის ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვას, რასაც შეუძლია გავლენის მოხდენა აქციონერების გადაწყვეტილებებზე). მასკმა უარა განაცხადა შეთანხმებაზე და ბრალდებას უსამართლო უწოდა. იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს, ილონ მასკს უკეთეს ვარიანტში ელის თანამდებობის დატოვება, უარესში კი - პატიმრობა, თუკი მის ბრალეულობას იუსტიციის სამინისტრო დაამტკიცებს. https://3dnews.ru/976113
  6. ჩინელი მწარმოებლები მიმდინარე წელს მოწოდების სიმაღლეზე არიან. მათ პირველებმა შესათავაზეს მომხმარებლებს ეკრანზე არსებული თითის ანაბეჭდის სკანერებიანი სმარტფონები, აგრეთვე რამოდენიმე სმარტფონი გადაადგილებადი კამერებით. ერთ-ერთი ამ ტიპის სმარტფონი იყო Oppo Find X და მწარმოებელი კომპანია უკვე აპირებს გამოუშვას მისი განახლებული ვარიანტი. კორპორაცია BBK Electronics-ი არ არის მსოფლიოს მასშტაბით ისეთი პოპულარული, როგორც Apple ან Samsung, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში მისი გაყიდვები აღემატება ხსენებული გიგანტების მიერ გაყიდული სმარტფონების რაოდენობას. ამ კორპორაციას ეკუთვნის ბრენდები - Oppo და Vivo. თავის მხრივ, Oppo OnePlus-ის მშობელი კომპანიაა. გავრცელებული ცნობების თანახმად, Vivo მუშაობს სმარტფონ Xplay 7-ზე, რომელსაც ექნება 10 გბ ოპერატიული მეხსიერება და 4K ეკრანი. ჯერჯერობით ეს ინფორმაცია დაუზუსტებელია, რელიზამდე რამოდენიმე თვეა დარჩენილი და, შესაბამისად, სრული ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი. ასევე, ვრცელდება ხმები, რომ ასეთივე მოცულობის მეხსიერებაზე მუშაობს Asus-იც. ჩინური ორგანიზაციის - TENAA-ს დოკუმენტებში უკვე გამოჩნდა მონაცემები Oppo Find X-ის ახალი ვერსიის სპეციფიკაციის შესახებ, რაც ნიშნავს იმას, რომ სმარტფონის გასაყიდად გაშვებამდე დიდი დრო აღარ დარჩა. ადრეულ მოდელს გააჩნდა 8/128 გბ მეხსიერების კონფიგურაცია, განახლებული ვარიანტის შემთხვევაში კი მივიღებთ 10/256 გბ-ს. ზოგიერთი ანალიტიკოსი თვლის, რომ თანამედროვე სმარტფონების აპარატულ მახასიათებლებს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მათი აზრით, მთავარ როლს პროგრამული ოპტიმიზაცია და ხელოვნური ინტელექტი ასრულებს. თუმცა, იმ დროს, როდესაც წამყვანი კომპანიები უშვებენ თავიანთ ფლაგმანურ სმარტფონებს 4 გბ-იანი ოპერატიული მეხსიერებით, ხოლო ნაკლებად ცნობილი ჩინური კომპანიები მოხმარებლებს სთავაზობენ 10 გბ-იან მეხსიერებას, რთულია განსხვავება არ შეამჩნიო. ასევე, აღსანიშნავია, რომ Oppo Find X-ი ფლობს 6,4”-იან AMOLED დისპლეის 2340 х 1080 გაფართოებით, გააჩნია 24 მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა და ორი უკანა კამერა 16 და 20 მეგაპიქსელიანი სენსორებით. სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლებიდან აგრეთვე აღსანიშნავია სწრაფად დატენვადი 3730 ამპერი/სთ-იანი ბატარეა და Snapdragon 845 პროცესორი. სმარტფონში ჯერჯერობით გამოყენებულია Android 8.1, თუმცა სისტემა სამომავლოდ განახლდება. ღირებულებას რაც შეეხება, Oppo Find X-ი ნამდვილად არაა ბიუჯეტური სმარტფონების რიგიდან. ჩინეთის ფარგლებში, 8/128-იანი ვერსია ღირს დაახლოებით 727$, 8/256-იანი ვარიანტი - 873$, ხოლო ახალი, 10 გბ-იანი მოდელის ფასი კი იქნება დაახლოებით 1163 $, რაც ღირებულით უახლოვდება iPhone XS Max-ის დონეს. რასაკვირველია, ჩინეთის ფარგლებს გარეთ, ფასები კიდევ უფრო გაიზრდება. https://bit.ly/2Qn8mk3
  7. ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ გასაყიდად მზადდება ვირტუალური რეალობის ახალი ავტონომიური ჰედსეტი. კომპანიის ვებ-გვერდზე გამოჩნდა ინფორმაცია Oculus Quest-ის VR-გარნიტურის შესახებ, რომელიც გაიყიდება მომავალი წლის გაზაფხულიდან და მისი საორიენტაციო ფასი იქნება 400 $. ეს იქნება Oculus-ის ბრენდის მეორე გარნიტურა. პირველი მოდელი - Oculus Go გაყიდვაში გამოვიდა მიმდინარე წლის გაზაფხულზე. იგი მუშაობს Qualcomm Snapdragon 821-ის პლატფორმაზე და ღირებულება შეადგენს 250 $-ს. სავარაუდოდ, ახალი ჰედსეტი იმუშავებს x86 პლატფორმაზე და საჭირო არ იქნება პერსონალურ კომპიუტერთან კაბელით დაკავშირება. ეს ჯერჯერობით დაუზუსტებელი ინფორმაციაა, თუმცა ამ ფუნქციაზე მიუთითებს გარანტირებული მხარდაჭერა ისეთი თამაშებისა, როგორიცაა: Robo Recall, The Climb და Moss, რომელთა გაშვებაც უკვე შესაძლებელია Oculus Rift-ის სადენიანი ვერსიით. Oculus Quest-ის ტექნიკურ მახასიათებლებზე ოფიციალურად ცნობილია მხოლოდ ეკრანის გაფართოების შესახებ თითოეული „თვალისთვის“ - ეს არის 1600 х 1440 პიქსელი, რაც მეტია Oculus Go-ს მონაცემებზე (1200 x 1440 პიქსელი). Oculus Quest-ის ჰედსეტის კიდევ ერთი უპირატესობა იმაში გამოიხატება, რომ არ სჭირდება გარე საბაზო სადგურები, რაც ნამდვილად არ ამშვენებს ოთახს. მას აქვს ოთხი ფართოკუთხიანი კამერა, რომლებიც განთავსებულია ჰედსეტის ოთხივე კუთხეში და უზრუნველყოფს სივრცის ყოველმხრივ თავისუფლად აღქმას. თამაშის დროს მანიპულატორებად Oculus Quest-ის შემთხვევაშიც გამოყენებული იქნება უკვე კარგად ცნობილი Oculus Touch კონტროლერები. როგორც მწარმოებლები გვპირდებიან, სიახლე უზუნველყოფს უკეთეს ვირტუალურ გამოსახულებას, ვიდრე მისი წინამორბედები. overclockers.ru
  8. BlueStacks BlueStacks-მა, კარგად ცნობილმა Android-ემულატორმა, ცოტა ხნის წინ მიიღო განახლება 4.0 ვერსიამდე, აგრეთვე ახალი ინტერფეისი და პროგრამული უზრუნველყოფის წინა ვერსიებთან შედარებით ბევრად მაღალი მწარმოებლურობა. მწარმოებლების განცხადებით, აპლიკაციის ახალი ვერსია ექვსჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე Galaxy S9+, და რვაჯერ უფრო სწრაფი, ვიდრე BlueStacks-ის წინა ვერსია. ეს სიახლე მშვენივრად უმკლავდება ისეთ Android-თამაშებსა და აპლიკაციებს, რომელთაც განსაკუთრებით დიდი მოთხოვნები აქვთ გამოთვლითი რესურსისადმი. BlueStacks 4 უფასოდ ხელმისაწვდომია BlueStacks-ის ვებ-გვერდიდან. გადმოსაწერი ლინკი: https://www.bluestacks.com/ Jarvis Jarvis-ი Mac Spotlight Search-ით შთაგონებული საძიებო სისტემაა Windows 10-ისთვის. მისი საშუალებით გაადვილებულია Win32 და UWP აპლიკაციების, აგრეთვე კომპიუტერში არსებული ფაილების ძებნა. მომხმარებელმა უბრალოდ უნდა დართოს ნება Jarvis-ს, მოახინოს ფაილების ინდექსირება ძიებისთვის. ეს ფუნქცია აქტიურდება Alt + Spacebar კომბინაციით და აჩქარებს ძებნის პროცესს. Jarvis-ი ჯერჯერობით წინასწარი ტესტირების ეტაპზეა, ასე რომ, ჯერ მაინც მოსალოდნელია გარკვეული ხარვეზები. იგი უფასოდაა ხელმისაწვდომი Github-ზე. https://github.com/spectresystems/jarvis RadarScope RadarScope არ არის უბრალოდ ყოველდღიური ამინდის პროგნოზის მაცნე აპლიკაცია. იგი ძირითადად განკუთვნილია პროფესიონალებისა და ენთუზიასტებისთვის, რადგან მისი საშუალებით შესაძლებელია NEXRAD-ის მე-3 დონის მონაცემების ნახვა, გრიგალების შესახებ ინფორმაციის მიღება, აშშ-ის ოკეანოგრაფიის და ატმოსფეროს კვლევის ეროვნული ადმინისტრაციის (NOAA) მასალების მიღება ა.შ. აპლიკაცია ფასიანია, თუმცა, მძლავრი ფუნქციურობის გამო, როგორც დაინტერესებული პირები ამბობენ, ღირს 29,99 $-ის გადახდა. https://bit.ly/2Ra5CYk SmartTaskbar SmartTaskbar-ის საშუალებით შეგიძლიათ დამალოთ სამუშაო პანელი ფანჯრის მაქსიმალურად გადიდების შემთხვევაში, და პირიქით, გამოაჩინოთ იგი სურვილისამებრ, ფანჯრის შემცირებისას. ეს პატარა ფუნქცია, რომელიც შესამჩნევ განსხვავებას იძლევა ეკრანის მაქსიმიზებისას, დიდ მოწონებას იმსახურებს მომხმარებლებში. Windows 10-ზე SmartTaskbar-ი უფასოა. https://bit.ly/2N9KXjN Mailbird ელექტრონული ფოსტის პოპულარული აპლიკაციებისთვის, როგორებიცაა Newton და Astro, მომხმარებლები შესაძლოა ეძებდნენ კარგ საფოსტო კლიენტს. Mailbird-ს აქვს customizable ფუნცია, ინტეგრირდება ისეთ სერვისებთან, როგორიცაა Slack და ახდენს მომხმარებლის საფოსტო შეტყობინებების უნიფიცირებას. საბაზისო სისტემა მინიმალისტური დიზანისაა, თუმცა მომხმარებელს შეუძლია გემოვნებისამებრ მისი გადაწყობა. აქვს არჩევანი ნათელ და მუქ ფერებში, ვერტიკალურ და ჰოროზონტალურ განლაგებებსა და მასშტაბირებაში. Mailbird-ის უფასო ვერსია ხელმისაწვდომია. მომხმარებლებს აგრეთვე შეუძლიათ მისი ფუნქციურად განახლება წელიწადში 18 დოლარად. განახლებების შედეგად ხელმისაწვდომია ულიმიტო ექაუნთები, კომფორტულად და სწრაფად კითხვის საშუალება და მრავალი სხვა. https://bit.ly/2IoW47F https://www.windowscentral.com/best-windows-10-apps-september-2018
  9. The New York Times-ის ინფორმაციით, Qualcomm-მა ბრალი დასდო Apple-ს უნიკალური პროგრამული უზრუნველყოფის მოპარვაში. საჩივარი იქნა შეტანილი კალიფორნიის სან-დიეგოს უზენაეს სასამართლოში, Qualcomm-მა განაცხადა, რომ Apple მრავალი წლის განმავლობაში იქცეოდა მზაკვრულად, იპარავდა ინფორმაციას და კომერციულ საიდუმლოებებს Qualcomm-ისგან, იმ მიზნით რომ გაეუმჯობესებინა ხარისხი Intel-ის ჩიპებთან დაკავშირებით და აეყვანა ისინი Qualcomm-ის პროდუქტების დონეზე. საჩივრის განაცხადთან ერთად სასამართლოს წარედგინა კომპიუტერული source კოდები, პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების საშუალებები და ფაილები, რომელიც შეიცავდა მონაცემებს Qualcomm-ის პროდუქტების მწარმოებლურობის შესახებ. Apple-ის წარმომადგენლის განცხადების მიხედვით, Qualcomm-ის საქმიანობის პრაქტიკა უკანონოა და ზიანს აყენებს როგორც Apple-ს, ასევე მთლიანად ტექნოლოგიურ ინდუსტრიას. მისი აზრით, Qualcomm-ს არ გააჩნდა მტკიცებულებები ქურდობის შესახებ, თუმცა კი მას სასამართლოსთვის წარდგენილი ჰქონდა ფართო წვდომის საშულება კორპორატიულ ჩანაწერებთან. Intel-ის წარმომადგენლობამ კომენტარებისგან თავი შეიკავა. Qualcomm-ი, სმარტფონებისთვის უსადენო მოდემების წამყვანი მომწოდებელი, იყო iPhone-ების ჩიპების მთავარი მწარმოებელი 2011 წლიდან. მაგრამ Apple-მა უარი თქვა Qualcomm-ზე, როგორც მთავარ მომწოდებელზე: ახლახანს გამოშვებული iPhone XS, XS Max და XR მოდელები დაფუძნებულია Intel-ის მოდემზე. Apple-მა თავის მხრივ დაადანაშაულა თავისი ყოფილი პარტნიორი ლიცენზირების არაკონკურენტული პოლიტიკის გატარებაში. Qualcomm-მა უამრავი მონაცემი წარუდგინა სასამართლოს, რათა დაერწმუნებინა იგი Apple-ს მხრიდან ქურდობაში. შემდეგი მოსმენა დანიშნულია 30 ნოემბრისთვის, სასამართლოს საბოლოო განხილვა კი აპრილში. Qualcomm-ის აღმასრულებელი დირექტორი Steve Mollenkopf გამოთქვამს იმედს, რომ კომპანია შეძლებს Apple-სთან შეთანხმების მიღწევას სასამართლო განაჩენის გამოტანამდე. https://3dnews.ru/975958
  10. დიდი ხანია დადიოდა თავად Microsoft-ისგან ხმები, რომ კონსოლი Xbox One მიიღებდა კლავიტურისა და მაუსის მხარდაჭერას. და ბოლოს, გაშვებიდან 5 წლის შემდეგ, ოფიციალურად გაჟღერდა ოფიციალური ანონსი პერსონალური კომპიუტერებისთვის ტრადიციული მანიპულატორების Xbox-სთვის დამატების შესახებ. ამის შესახებ Inside Xbox-ის ბოლო ეპიზოდში განაცხადა Microsoft-ის თამაშების განყოფილების უფროსმა ფილ სპენსერმა (Phil Spencer). პირველი თამაში, რომელიც ახალი ფუნქციებით გაეშვება, იქნება Warframe - მრავალი წლის განმავლობაში განვითარებული უფასო MMO (Massively multiplayer online) თამაში. ტესტირება შედგება ოქტომბერში, Xbox Inside-ს ფარგლებში. მაუსისა და კლავიატურის მხარდაჭერის საკითხი არ განიხილება ყველა თამაშზე. სპენსერის განაცხადის მიხედვით, იდეა იმაში მდგომარეობს, რომ უფრო დიდი გარემო გახდეს ხელმისაწვდომი Xbox One-სთვის. „არ ღირს მოლოდინი, რომ პლატფორმაზე ყველა თამაშს ექნება მაუსისა და კლვაიატურის მხარდაჭერა, - ხაზი გაუსვა მან, - საუბარია მწარმოებლების არჩევანზე. ეს ინსტრუმენტები თამაშების შემქმნელებისთვისაა. გვაქვს გარკვეული პროექტები, რომლებიც საჭიროებენ კლავიატურისა და მაუსის მხარდაჭერას. თუ ამ ინსტრუმენტებს დავუმატებთ მწარმოებლებს, პლატფორმაზე უფრო და უფრო მეტი ამგვარი თამაში გამოჩნდება“. სპენსერმა განაცხადა, რომ Xbox One-ზე იმუშავებს USB-თავსებადი მაუსები და კლავიატურები, მან აგრეთვე დაადასტურა ხმები იმის შესახებ, რომ კომპიუტერული პერიფერიების მწარმოებელი Razer-ი მუშაობს Microsoft-თან Xbox One-ისთვის ექსკლუზიური კლავიატურისა და მაუსის შექმნაზე. სიახლის შესახებ მეტი დეტალის გასაჯაროვებას Microsoft-ი გვპირდება ნოემბრისთვის X018-ის გამოფენაზე. https://3dnews.ru/975962
  11. Intel Z390-ის ახალ ფლაგმანურ ჩიპსეტზე არსებული დედა დაფების გამოსვლამდე სულ ცოტა დრო რჩება, შესაბამისად, მათ შესახებ უფრო და უფრო მეტი ინფორმაცია ხდება ცნობილი. ამჯერად ინფორმაცია ეხება ASUS-ის ROG Maximus-ის ახალ დედა დაფებს. ASUS ROG Maximus XI Extreme ახალი სერია მიიღებს სახელწოდებას ROG Maximus XI, და ამჯერად ცნობილია ოთხი მოდელის შესახებ, ესენია: Formula, Code, Extreme და Gene. ახალ მოდელებს ექნებათ არამარტო ახალი ჩიპსეტები, არამედ გაუმჯობესებული კვების ქვესისტემა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება Intel Coffee Lake Refresh-ის პროცესორების უკეთ აჩქარება, პროცესორების - რომლებისთვისაც არის განკუთვნილი ეს სიახლე. ROG Maximus XI Extreme მოდელი გამოირჩევა E-ATX ფორმ-ფაქტორით, ასევე პატარა OLED-დისპლეით, რომელზეც გამოისახება ინფორმაცია სისტემის მაჩვენებლების შესახებ, მაგალითად პროცესორის აქტუალური სიხშირე. აქვს DIMM.2 საფირმო სლოტი SSD M.2 სპეციალური ადაპტერის მისაერთებლად, აგრეთვე, სამი სლოტი PCI Express 3.0 x16 და ოთხი სტანდარტული DIMM - DDR4 მეხსიერების მოდულებისთვის. მეტად საინტერესოა ის ფაქტი, რომ ინფორმაციის მომწოდებელმა წყარომ გამოაქვეყნა საკმაოდ უცნაური „ორსართულიანი“ DDR4 მოდულების ფოტოები. ისინი გამოირჩევა ორჯერ მეტი სიმაღლით, აგრეთვე იტევენ ორჯერ მეტ მეხსიერების მიკროსქემას, რის ხარჯზეც მეხსიერების სანახი სივრცე უფრო დიდია. დღესდღეობით ცნობილია მსგავსი მოდულები კომპანიებისგან - Zadak და G.Skill. იქიდან გამომდინარე, რომ ფოტოზე მოდული დაყენებულია DDR4 DIMM სტანდარტულ სლოტში, მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება არამხოლოდ ASUS-ის დაფებთან. ROG Maximus XI Gene რაც შეეხება სხვა დაფებს, საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება მოდელი ROG Maximus XI Gene, Micro-ATX ფორმ-ფაქტორით. Maximus-ის სერიაში კომპანია ASUS-ს საკმაოდ დიდი ხანია არ გამოუშვია სიახლეები ამგვარი ფორმ-ფაქტორით. ამ დაფას ასევე აქვს კვების მძლავრი ქვესისტემა, თუმცა მისთვის განსაზღვრულია DDR4 მეხსიერების მოდულისთვის მხოლოდ ორი სლოტი და თითო სლოტი PCI Express 3.0 x16-სა და PCI Express 3.0 x4-სთვის, რაც აიხსნება კომპაქტური ფორმ-ფაქტორის არსებობით. ASUS ROG Maximus XI Formula და ბოლოს, გამოქვეყნდა ASUS ROG Maximus XI Formula-სა და Code-ს დედა დაფების ფოტოები. მათ არ აქვთ DIMM.2 სლოტი, თუმცა მთლიანობაში არც ისე „მოკრძალებულად“ გამოიყურებიან. ეს ორი დაფა ერთმათისგან მხოლოდ კვების ქვესისტემის გაგრილების სისტემით განსხვავდება. Formula მოდელს აქვს წყლის ბლოკი EK Water Blocks, Code მოდელს კი - ჩვეულებრივი რადიატორი. https://3dnews.ru/975945
  12. CNBC-ის (Consumer News and Business Channel) თანახმად, Google განაახლებს ონლაინ-რეკლამების მიღებას, რომლებიც დაკავშირებულია კრიპტოვალუტებთან. მიმდინარე წლის დასაწყისში კომპანიამ აკრძალა მსგავსი რამ, აკრძალვის მოხსნის შემდეგ კი შესაძლებელი გახდება რეკლამების განთავსება Google-ის პლატფორმაზე აშშ-სა და იაპონიაში, უკვე მომავალი თვიდან. აკრძალვა მოხდა მარტში იმ მიზეზით, რომ კრიპტოკოინების შემომთავაზებელი უამრავი განაცხადიდან თაღლითებისა და კანონიერი პლატფომების გამორკვევა შეუძლებელი გახდა. Google კვლავ აპირებს რეკლამის აკრძალვას ICO-სთვის (Initial coin offering), აგრეთვე კრიპტო საფულეებისა და გაყიდვებთან დაკავშირებული რჩევებისთვის, იტყობინება CNBC. გაურკვეველია, რამ განაპირობა Google-სგან აკრძალვის გაუქმება, თუმცა, როგორც ჩანს, კომპანია თვლის, რომ კრიპტოვალუტების „ციებ-ცხელება“ მინელდა და, შესაბამისად, ნეგატიური გვერდითი ეფექტებიც შემცირდა. Facebook-მა, რომელმაც ასევე აკრძალა კრიპტორეკლამები ჯერ კიდევ იანვარში, ივნისში მოხსნა რამოდენიმე აკრძალვა, Google-ის მსგავსად Facebook-ის მხრიდან აკრძალული რჩება ICO-ს რეკლამირება და მოითხოვს კომპანიისგან განაცხადის შევსებას რეკლამის მოთხოვნისთვის. ასე, რომ Google-ს შეუძლია მიჰყვეს ამ მაგალითს, ისე, რომ თან არ დაკარგოს რეკლამებიდან მიღებული შემოსავალი. www.theverge.com/
  13. Google-ის ჯგუფური დაგეგმვის ფუნქცია Google Map-ისთვის, რომლის შესახებაც კომპანიამ პირველად განაცხადა 2018 წლის მაისის Google I / O-ზე, ახლა უკვე მომხმარებლებზე ვრცელდება. ეს ფუნქცია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შექმნან რუკაზე მონიშნული რესტორნების ან სხვა დანიშნულების ადგილების ჩამონათვალი, რომელსაც გაუზიარებენ მეგობრებს და მათ შეეძლებათ სასურველის არჩევა. ამის საშუალებით თავიდან იქნება აცილებული ერთმანეთთან გაუთავებელი შეტყობინებების გზავნა გეგმებთან დაკავშირებით, რაც განსაკუთრებით მოუხერხებელია ხალხმრავალი ჯგუფის შემთხვევაში. ამ ფუნქციის გამოყენება ხდება შემდეგნაირად: ხანგრძლივად აწვებით თითოეულ ლოკაციას ჩამონათვალში ჩასაგდებად, რომელიც შემდეგ იგზავნება მეგობრებთან, რომელთაც იწვევთ. ჯგუფს შეუძლია იხილოს თითოეული ადრესატის მიერ შემოთავაზებული ლოკაცია და მოიწონოს ან არ მოიწონოს კონკრეტული ადგილი. ხმების დაანგარიშებას თავად Google გააკეთებს. ჯგუფის წევრებს თავისუფლად შეუძლიათ თავიანთი შემოთავაზებების დამატება. ჯგუფური დაგეგმვის ფუნქცია არის ერთ-ერთი იმ ახალ ფუნქციათაგან, რაც Google-ს აქვს დაანონსებული თავისი სანავიგაციო რუკისთვის. ზოგიერთი მათგანი უკვე გაშვებულია, მათ შორის „For You“ თაბი, სადაც განთავსებულია მომხმარებელთან ტერიტორიულად ახლოს არსებული რესტორნები და სხვა დაწესებულებები. კომპანია ასევე მუშაობს Google Map-ზე ქუჩების გაძლიერებული რეჟიმით ნახვის შესაძლებლობაზე, რომელიც ლაივ რეჟიმში მოგვცემს მიმართულებას მომხმარებლის სმარტფონის კამერით. განახლება დღესდღეობით ხელმისაწვდომია iOS-სა და Android-ზე. www.theverge.com
  14. Instagram-ის შემქმნელებმა Kevin Systrom-მა და Mike Krieger-მა მიიღეს გადაწყვეტილება დატოვონ კომპანია, რომელიც მსოფლიო ფენომენად იქცა. პირველად ამის შესახებ The New York Times-მა განაცხადა, შემდეგ კი Kevin Systrom-მაა დაადასტურა ინფორმაცია თავის ბლოგზე. „ჩვენ ვაპირებთ ავიღოთ დროებითი შესვენება, რათა შემდგომში ხელახლა დავკავდეთ კვლევებისა და კრეატივის საკითხებით, რომლებიც ჩვენთვის საინტერესოა, - განაცხადა მან. - სიახლეების შექმნისთვის აუცილებელია, რომ დროებით ჩამოვშორდეთ საქმეს და გავერკვეთ რა შთაგვაგონებს და რა სჭირდება მსოფლიოს, - სწორედ ამას ვაპირებთ ჩვენ“. Facebook-ის მიერ 1 მილიარდ დოლარად შეძენილი კომპანია ახლა უკვე 1 მილიარდზე მეტ მომხარებელს აერთიანებს მსოფლიოს მასშტაბით. ჯამში, Instagram-ი ითვლება Facebook-ის ყველაზე წარმატებულ და მომგებიან შენაძენად. 2012 წლიდან კომპანიის ზრდა და განვითარება კევინ სისტრომისა და მაიკ კრიგერის საქმიანობის დამსახურებაა, კერძოდ, მათ მიერ Facebook-ის რესურსების სტრატეგიულად გამოყენება და Snapchat-თან აგრესიული კონკორენციის მზაობა. „მე და მაიკი მადლობელი ვართ უკანსაკნელი რვა წლისთვის Instagram-ისა და 6 წელი Facebook-ის გუნდთან თანამშრომლობის, - წერს სისტრომი. - კომპანიის 13 თანამშრომლიდან ჩვენ გავიზარდეთ და უკვე ათასობით ოფისი გვაქვს მთელ მსოფლიოში, შევქმენით პროდუქტები, რომელსაც იყენებს 1 მილიარდზე მეტი ადამიანი“. „კევინი და მაიკი გამოჩენილი ლიდერები არიან და მათი ერთობლივი შემოქმედებითი ნიჭი აისახება Instagram-ის შედეგებზე, - აღნიშნა Facebook-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Mark Zuckerberg-მა თავის განცხადებაში. - მე ბევრი რამ ვისწავლე მათთან ერთად ბოლო ექვსი წლის მუშაობის პერიოდში. წარმატებებსა და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ მათ და მოუთმენლად ველოდები, რას შექმნიან სამომავლოდ“. კევინისა და მაიკის კომპანიიდან წასვლამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სოციალური ქსელის პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობებზე. პრობლემებში იგულისხმება კომპანიისადმი არჩევნებში ჩარევის ბრალდება, გაყალბებული სიახლეები და მზარდი სახალხო წარმოდგენა იმაზე, რომ Facebook-ი არც ისე დემოკრატიულია. Instagram-ი პოზიცირებს როგორც სწრაფად მზარდი და Facebook-ის წარმატებული ალტერნატივა განსაკუთრებით მოზარდი ასაკის მომხმარებლებში, რომლესაც იმედი გაუცრუვდათ Facebook-ის კონფიდენციალურობაში. დამფუძნებლების გარეშე პლატფორმის წარმატების ზრდის ტემპი შესაძლოა შენელდეს. სისტრომისა და კრიგერის მიერ კომპანიის დატოვება არ წარმოედგენს პირველ შემთხვევას Facebook-ისთვის, როდესაც წარმატებული დამფუძნებლები ყიდიან თავიან მსხვილ სოციალურ ქსელს, შემდეგ კი საერთოდ ტოვებენ მას. ამ შემთხვევამდე ერთი წლით ადრე WhatsApp-ის თანადამფუძნებელმა Jan Koum-მა განაცხადა, რომ ტოვებს Facebook-ს კონფიდენციალურობასა და მონაცემთა გაცვლასთან დაკავშირებული უთანხმოების მიზეზით. ასევე, WhatsApp-ის მეორე თანადამფუძნებელმა Brian Acton-მა გააკრიტიკა თავისი ყოფილი დამსაქმებელი და დატოვა Facebook-ი 2017 წლის სექტემბერში. Instagram-ის დამფუძნებლები თავის მხრივ კრიტიკას არ გამოთქვამენ, თუმცა როგორც ანონიმური წყაროები ამბობენ, მათ კომპანიიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს Facebook-თან მუშაობით იმედგაცრუებისა და Mark Zuckerberg-ის სწრაფვის გამო - გაეძლიერებინა ჩარევა და კონტროლი Instagram-ზე. https://3dnews.ru/975899
  15. კორპორაცია Microsoft-ი გეგმავს LinkedIn-ის უფრო მეტად ინტეგრირებას Office-ს აპლიკაციებში. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს ვიხილეთ მისი ნაწილობრივი ინტეგრაცია Word-ში, მოხდება Outlook-ის განახლება, რათა მოიცავდეს მონაცემებს კონტაქტების შესახებ, რომ ხელსაყრელი გახდეს კალენდრის დაგეგმვა, დოკუმენტის გაზიარება და მასზე მუშაობა. Outlook-ის მომხმარებლები მოკლე დროში უკვე შეძლებენ Word-ის, Excel-ისა და PowerPoint-ის დოკუმენტებზე ერთობლივად მუშაობასა და თანაავტორობას LinkedIn-ის კონტაქტებთან ერთად, რაც ნიშნავს სამუშაო დოკუმენტების გაცვლის და თანასაქმიანობის გამარტივებას მეგობრებთან ან კოლეგებთან. ინტეგრაცია აგრეთვე გავრცელდება კორპორატიულ ბიზნეს კატალოგებზეც, რომლებიც დაკავშირებულია LinkedIn-თან. ამ ტიპის ინფორმაციის გარკვეული ნაწილი წვდომადი იყო LinkedIn plugin-ში Outlook Social Connector-ისთვის. ახლა კი კონკრეტულად Outlook-ში მოხდება მისი ჩანერგვა. Microsoft-მა LinkedIn-ი შეიძინა ორ წელზე მეტია 26 მილიარდ დოლარად, და მუდმივად ახდენდა ბიზნესზე ინტეგრირებული პროდუქტის აქტიურად ჩართვას სოციალურ ქსელებში. LinkedIn-ი ძველებურად ფუნქციონირებს როგორც დამოუკიდებელი კომპანია Microsoft-ის შიგნით, ბოლო კვარტალში მისმა შემოსავალმა 1,4 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 37 %-ით მეტია წინა წლის შემოსავალთან შედარებით. www.theverge.com
  16. კომპანიებმა განაცხადეს ერთმენეთთან პარტნიორობის შესახებ, რომელიც გამოიხატება მომხმარებლებისთვის შეძენის პროცესის გამარტივებაში. კერძოდ, Snapchat-ის კამერის საშუალებით მომხმარებლებს შეუძლიათ მიუთითონ კონკრეტულ პროდუქტზე ან მის შტრიხ-კოდზე და იგი გადამისამართდება Amazon-ის pop-up ბარათზე. შემდეგი ნაბიჯი იქნება პროდუქტის მონაცემების ჩატვირთვა Amazon-ის აპლიკაციაზე ან Amazon.com-ზე და შეკვეთის გაფორმება. მომხმარებელმა უბრალოდ უნდა ჩართოს კამერა და გარკვეული დროით დააჭიროს კამერის ეკრანს, რათა გააქტიურდეს ეს ფუნქცია. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რა შემოსავალს მიიღებს Snap-ი გაყიდვებიდან, კომპანიის წარმომადგენლის თქმით, მას არ აქვს უფლება ამ ეტაპზე, გაგვიზიაროს დეტალები შემოსავალთან დაკავშირებით. ჯერჯერობით Snap-ისა და Amazon-ის ერთობლივი ფუნქციით სარგებლობა მხოლოდ აშშ-ის მაცხოვრებელთან გარკვეულ ნაწილს შეუძლია. Snap-ს მუდმივად ჰქონდა მცდელობები - მეტი ფუნქციონალურობა მიენიჭებინა თავისი კამერისთვის. და რაც მნიშვნელოვანია, ეს არის პარტნიორიბის შედეგი შემოსავლის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, თუკი Snap-ი ყოველ გაყიდულ პროდუქტზე Amazon-ისგან შემოსავალს მიიღებს, ეს დაეხმარება კომპანიას, აუცილებელი კაპიტალის მობილიზებაში. აქვე აღვნიშნავთ, რომ Snap-ის აქციებმა მომდინარე თვის დასაწყისში რეკორდულ მინიმუმს მიაღწია. www.theverge.com
  17. Microsoft-მა მოახდინა Surface Hub 2-ის დემონსტრირება Microsoft Ignite კონფერენცის დროს და გაამხილა რამოდენიმე პროგრამა, რაც გამოიყენება ამ სიახლესთან დაკავშირებით. Microsoft-ის დემონსტრაცია მოიცავდა 50 დუიმიანი დისპლეის ჩვენებას, რათა ეჩვენებინა, როგორ მოძრაობს კონტენტი დისპლეიზე ბრუნვის დროს. ეს არის ახალი ოპერაციული სისტემის Windows Core OS (WCOS)-ის ნაწილი, რომელიც Microsoft-ის ძალისხმევით გამოყენებულია უფრო მეტად „ჭკვიან“ მოწყობილობებსა და რეჟიმებში. მრავალი წლის განმავლობაში Microsoft-ი მუშაობს WCOS-სა და მის შემადგენელ (C-Shell)-ზე, და ამ ძალისხმევამ საშუალება მისცა კორპორაციას, შეექმნა ახალი მოწყობილობა. Surface Hub 2 აპარატული უზრუნველყოფის ახალი ტიპის კარგი მაგალითია, იგივე ეხება ჯერჯერობით დაუზუსტებელ ინფორმაციას კიდევ ერთი სიახლის - Microsoft Andromeda-ს შესახებ. დემონსტირებისას ასევე ნაჩვენები იყო, როგორ შეძლებს Surface Hub 2-ზე ერთდროულად რამოდენიმე მომხმარებელი მუშაობას და დოკუმენტებში ცვლილებების შეტანას თითის ანაბეჭდების წამკითხველი სენსორების საშუალებით. დისპლეიზე შესაძლებელია ერთდროულად რამოდენიმე დოკუმენტის გახსნა და მათზე მუშაობა. Microsoft-მა განაცხადა, რომ კომპანიამ ცვლილებები შეიტანა Surface Hub 2-ის აპარატულ უზრუნველყოფაში. ახალი Surface Hub 2S 4K კამერითა და edge-to-edge დისპლეით მომავლ წელს გამოჩნდება, თუმცა ახალი პროგრამული უზრუნველყოფა და შთამბეჭდავი ფუნქციების განახლებები 2020 წლამდე არ იქნება. Microsoft-ი გეგმავს 2020 წლისთვის პროგრამული უზრუნველყოფის განახლებას მოწყობილობაში Surface Hub 2X, რომელსაც ექნება სპეციალური პროცესორ კარტრიჯი უკანა მხარეს - როგორც აპარატული, ისე პროგრამული განახლებების უზრუნველყოფისთვის. კორპორაციას ჯერჯერობით არ გაუმხელია, თუ როდიდან გახდება ხელმისაწვდომი Surface Hub 2-ი და რა ფასად. www.theverge.com
  18. თამაშებით დაინტერესებულთა რიცხვი უფრო და უფრო იზრდება, ამიტომ, ხშირად კომპანიები, რომელთა უპირატესობაც ძირითადად მობილურ ბაზრებზეა ორიენტირებული, პერიოდულად აწარმოებენ ძლიერ პერსონალურ კომპიუტერებს, რომლებსაც აქვთ მაღალი ტაქტის სიხშირე და Full HD (1920 × 1080) ან მეტი გაფართოება. Lenovo-ს ექსპერიმენტი ამგვარ პროდუქტთან დაკავშირებით - Legion T730 - წარმატებულად ჩაითვალა, ასე რომ, სრულიად ლოგიკურია, რომ კომპანიამ გადაწყვიტა მისი განახლებული ვერსია შემოგვთავაზოს. Cowcotland-ის ინფორმაციის მიხედვით სისტემა Legion T730-ის ოქტომბრის მოდელი მიიღებს ოვერქლოქინგ პროცესორებს - მე-9 თაობის Core-ს (Coffee Lake Refresh) და დისკრეტულ გრაფიკას NVIDIA Turing-ის ხაზიდან. მიუხედავად ძირეული კომპონენტების მნიშვნელოვანი განახლებისა, პლატფორმა რჩება იგივე - LGA1151/Z370. ყველაზე შთამბეჭდავ ნაკრებს მიიღებს კონფიგურაცია 90JF003CRS. კომპლექტში შევა: რვაბირთვიანი პროცესორი Core i9-9900K თხევადი გაგრილების სისტემით (დიდი ალბათობით Cooler Master), ვიდეო ბარათი GeForce RTX 2080, ორი 16 გბ-იანი ოპერატიული მეხსიერების მოდული DDR4-2666, 256 გბ-იანი SSD და 1ტბ HDD (7200 ბრუნი წუთში). Legion T730 სისტემაში Lenovo-ს ინჟინრები იყენებენ 80 PLUS კვების ბლოკს და Corsair Vengeance-ს სერიის ოპერატიულ მეხსიერებას. Lenovo Legion T730 (осень 2018 г.) Конфигурация 90JF0034RS 90JF0039RS 90JF0035RS 90JF003CRS Процессор Core i7-9700K Core i9-9900K Охлаждение CPU воздушное жидкостное Видеокарта GeForce RTX 2070 GeForce RTX 2080 DRAM DIMM DDR4, Гбайт 1 × 8 2 × 8 2 × 16 SSD-накопитель, Гбайт 256 (PCI-E) Жёсткий диск, Гбайт нет 1000 (SATA) Блок питания, Вт 500 625 Оптический привод есть 90JF0034RS-ის მცირე კონფიგურაცია მწარმოებლებმა მკაცრად შეზღუდეს შესაძლებლობებში. ერთი 8 გბ-იანი ოპერატიული მეხსიერების DDR4 მოდული და, თუმცა სწრაფი, მაგრამ მხოლოდ 256 გიგაბაიტიანი SSD - არც ისე კარგი კომპანიონებია Core i7-9700K-ისა და GeForce RTX 2070-სთვის. დესკტოპის მცირე ვერსის მყიდველტაგან ბევრი დიდი ალბთობით მისი აფგრეიდით დაკავდება ყიდვისთანავე. https://3dnews.ru/975836
  19. კორპორაცია Toyota Motor-ი გეგმავს თავის ახალ ავტომობილებში დანერგოს Android Auto პლატფორმის მხარდაჭერა. ამის შესახებ იტყობინება რესურსი Bloomberg-ი და აქვეყნებს ინფორმაციას, რაც მიიღო საკითხში გაცნობიერებული პირებისგან, რომლებიც ჯერჯერობით ანონიმად რჩებიან. სისტემა Android Auto, Apple-ის CarPlay-ის ანალოგიური გადაწყვეტილება, იძლევა სმარტფონის აპლიკაციებსა და ფუნქციებთან წვდომის საშუალებას ავტომობილის მედიაცენტრის მეშვეობით. მართვა ხორციელდება საჭეზე არსებული ღილაკების, სენსორული ეკრანისა და ხმოვანი დამხმარის საშუალებით. მიმდინარე წლის დასაწყისში Toyota-ს წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ მის ახალ ავტომობილებში, აგრეთვე Lexus-ის პრემიუმ კლასის მოდელებში, გამოჩნდებოდა Apple CarPlay-ის მხარდაჭერა. ნათქვამი იყო, რომ ეს გადაწყვეტილება ხელმისაწვდომი იქნებოდა Toyota-ს იმ მოდელებისთვის, რომელთა მედიასისტემაც Entune 3.0-ის ბაზაზე იყო, Lexus-ის შემთხვევაში კი - Enform 2.0 მედიასისტემაზე. ახლა კი, როგორც ჩანს, Toyota სულ მოკლე დროში (მიახლოებით ოქტომბერში) ოფიციალურად განაცხადებს Android Auto-ს მხარდაჭერის შესახებ. აქვე სტატისტიკისთვის, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, Canalys-ის შეფასებების მიხედვით, Android Auto-სა ან (და) Apple CarPlay-ის მხარდაჭერა რეალიზებული იყო ახალი ავტომობილების 46%-ში ევროპის მასშტაბით და 52%-ში - ამერიკის ბაზარზე. https://3dnews.ru/975838
  20. (tomshardware-ს რეკომენდაციები) ოქტომბრამდე, სანამ Nvidia RTV 2070 გაეშვება, საუკეთესო ბალანსი მწარმოებლურობას, ფასსა და სიძლიერეში Nvidia GeForce GTX 1070-ს აქვს. იმ შეთხვევაში, რა თქმა უნდა, თუკი თქვენთვის ფასს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს და 4K მონიტორს ფლობთ, მაშინ საუკეთესო არჩევანი GeForce RTX 2080 Ti იქნება. Nvidia GeForce GTX 1050 3GB იკავებს AMD Radeon RX 560-ზე წინა ადგილს, მიუხედავად იმისა, რომ მასზე 10 $-ით მეტი ღირს, GeForce შესამჩნევად სწრაფია. იხილეთ ტოპ ხუთი გრაფიკული ბარათების მახასიათებლები: Nvidia GeForce GTX 1050 3GB Best Budget 169,99 $ GPU GP107 Process 14nm Shader Units 768 Texture Units 48 ROPs 24 Core Clock 1392 MHz Memory Data Rate 7 Gb/s Memory Bus 96-bit Memory Bandwidth 84.1 GB/s Memory Capacity 3GB 3D APIs DirectX 12 (12_1), OpenGL 4.5, Vulkan TDP 75W Power Connections None Power Supply 300W AMD Radeon RX 580 Best FHD 279,99 $ GPU Polaris 10 (GCN 4.0) Process 14nm Shader Units 2304 Texture Units 144 ROPs 32 Core Clock 1411 MHz Memory Data Rate 8 GT/s Memory Bus 256-bit Memory Bandwidth 256 GB/s Memory Capacity 4GB or 8GB 3D APIs DirectX 12 (12_1), OpenGL 4.5, Vulkan TDP 185W Power Connections 1x 8-pin, 1x 6-pin Power Supply 500W Nvidia GeForce GTX 1070 Best QHD 384,99 $ GPU Pascal (GP104) Process 16nm Shader Units 1920 Texture Units 160 ROPs 64 Core Clock 1506 MHz Memory Data Rate 8 Gb/s Memory Bus 256-bit Memory Bandwidth 256 GB/s Memory Capacity 8GB 3D APIs DirectX 12 (12_1), OpenGL 4.5, Vulkan TDP 150W Power Connections 1x 8-pin Power Supply 500W Nvidia GeForce GTX 1080 Best VR 499,99 $ GPU Pascal (GP104) Process 16nm Shader Units 2560 Texture Units 160 ROPs 64 Core Clock 1607 MHz Memory Data Rate 11 Gb/s Memory Bus 256-bit Memory Bandwidth 256 GB/s Memory Capacity 8GB 3D APIs DirectX 12 (12_1), OpenGL 4.5, Vulkan TDP 180W Power Connections 1x 8-pin Power Supply 500W Nvidia GeForce RTX 2080 Ti Best 4K 1,199 $ GPU Turing (TU102) Process 12nm FinFET Shader Units 4352 Texture Units 272 ROPs 88 Core Clock 1350 MHz Memory Data Rate 14 Gb/s Memory Bus 352-bit Memory Bandwidth 616 GB/s Memory Capacity 11GB GDDR5X 3D APIs DirectX 12 (12_1), OpenGL 4.5, Vulkan TDP 260W Power Connections 2x 8-pin Power Supply 600W https://www.tomshardware.com/reviews/best-gpus,4380.html
  21. ეს რა თქმა უნდა არ არის AirPower-ი, რომელსაც ასე ელოდა მომხმარებელი, თუმცა Belkin-ის უსადენო დამტენი Apple-ის ერთდროულად სამი მოწყობილობის დატენვის საშუალებას იძლევა. უსადენო დამტენს აქვს დატენვის ორი პედი iPhone-სა და Apple Watch-ისთვის, აგრეთვე USB Type-A პორტი მესამე მოწყობილობის, მაგალითად, AirPod-ისთვის. დამტენი უზრუნველყოფს 7,5 ვტ Qi power-ს ყველა მოდელის iPhone-სთვის, რომელთა უსადენოდ დატენვაც შესაძლებელია, მათ შორისაა XS Max მოდელიც. მეორე მხრივ, იგი იძლევა 5 ვტ/1А-ის უზრუნველყოფას Apple Watch-ისა და USB პორტით მიერთებული მოწყობილობისთვის. მთლიანობაში, დამტენი აღჭურვილია 45ვტ-იანი AC ადაპტერით. Belkin-ის უსადენო დამტენის დაანონსება მოხდა მას შემდეგ, რაც Apple-ის პირველი უსადენო დამტენი AirPower-ის ვერ გაეშვა გაყიდვაში ნაკლოვანებების, კერძოდ, გადახურების პრობლემის გამო. Belkin-ის დამტენი, მართალია, არ არის ისეთივე მოსახერხებელი, როგორც Apple-ის AirPower-ი, მაგრამ იგი ნამდვილად უკეთესი არჩევნია ჩვეულებრივ კაბელიან დამტენებთან შედარებით, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, თუკი რეგულარულად გიწევთ ერთდროულად რამოდენიმე მოწყობილობის დატენვა. Belkin-ს აქვს განახლებული PowerHouse ვერსია ტრადიციული Lightning jack-ით. უსადენო დამტენი გაიყიდება დეკემბრიდან 159,99 $-ად. www.theverge.com
  22. კომპანია Sony წარმოგვიდგენს ახალ სათამაშო კონსოლს PlayStation Classic-ს - მეოთხედი საუკუნის წინ გამოჩენილი ორიგინალი PlayStation კონსოლის შემცირებულ ვერსიას. სიახლე იმეორებს კლასიკური PlayStation მოდელის გარეგნულ იერსახეს, ამასთან, იგი 34%-ით უფრო კომპაქტურია. კონსოლის კომპლექტში შედის ორი ჯოისტიკი. მოწყობილობა ტელევიზორს უკავშირდება HDMI სადენის მეშვეობით, თვითონ კონსოლი და მანიპულატორები გადაწყვეტილია რუხ ფერში. კომპლექტში აგრეთვე შედის USB კაბელი. Sony PlayStation Classic-ი წარმოდგენილი იქნება უკვე დაყენებული თამაშებით, მათში შედის ისეთი პოპულარული თამაშები, როგორებიცაა Final Fantasy VII, Jumping Flash, Ridge Racer Type 4, Tekken 3, Wild Arms და ა.შ აღსანიშნავია, რომ მოწყობილობის მეხსიერებაში ჩატვირთული თამაშები გაეშვება ორიგინალ ფორმატში. Sony PlayStation Classic-ის საორიენტაციო ღირებულება 100 $-ია, გაყიდვა დაიწყება მიმდინარე წლის 3 დეკემბრიდან. დავამატებთ, რომ PlayStation-ის ორიგინალი კონსოლი გამოვიდა იაპონიაში 1994 წლის 3 დეკემბერს. აშშ-ში კონსოლი 1995 წლის 9 სექტემბერს გამოჩნდა, ეროპაში კი - 1995 წლის 29 სექტემბერს. კონსოლების გაყიდვის მაჩვენებელმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიაღწია 100 მილიონ ერთეულს. https://3dnews.ru/975619
  23. ხუთშაბათს, 27 სექტემბერს, Startup Grind Tbilisi Georgia-ს ფარგლებში, გაიმართება შეხვედრა Tamar Salant-თან, რომელსაც დიდი სამუშაო გამოცდილება გააჩნია ისრაელიდან დაწყებული არგენტინითა და ჩინეთით დამთავრებული Neo blockchain-ის ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებულ სტარტაპებში. თამარი წარმოგვიდგენს blockchain-თან დაკავშირებულ პერსპექტივებს, თუ როგორ მუშაობს იგი მსოფლიოს სხვადასხვა ბაზრებზე. ამ დროისთვის,როდესაც კრიპტოვალუტებზე ფასებმა დაიწია და ხმაური მინელდა, მოუთმენლად ველოდებით საუბარს თამართან blockchain-ის სამომავლო პერპექტივებთან დაკავშირებით. როგორც სტუდენტებს, აგრეთვე მწარმოებლებსა და ინვესტორებს შეეძლებათ მიიღონ ინფორმაცია ამ ახალი სივრცის გრძელვადიანი ევოლუციის შესახებ. https://bit.ly/2DuVQNB · მომხსენებელი: Tamar Salant (GLOBAL BUSINESS DEVELOPMENT – NEO) · დრო: 20:00-23:00 · ლოკაცია: Rooms Hotels, კოსტავას ქ.14 , 0108 თბილისი, საქართველო · მასპინძლობს Startup Grind Tbilisi Georgia დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა შეგიძლიათ მოცემულ ბმულზე: https://bit.ly/2xPc4en Startup Grind-ი - ეს არის გლობალური საზოგადოებრივი კავშირი, რომელშიც სტარტაპერები უკავშირდებიან ერთმანეთს, პოულობენ ახალ სტარტაპებს, აფინანსებენ მათ, მუშაობენ მათზე ან უბრალოდ სურთ, გაიგონ მათ შესახებ. ეს არის ქსელი, ურთიერთობა მეგობრებთან, პარტნიორებთან, სადაც შეგვიძლია ერთამენთს დახმარება გავუწიოთ ძლიერი და წარმატებული სტარტაპ ერთობის შექმნაში. https://bit.ly/2ND2tCl ივენთზე აგრეთვე წარმოდგენილი იქნება Horizen-ი, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პერსპექტიული ბლოკჩეინ პლატფორმა, მეტის გასაგებად ეწვიეთ სტენდს. https://www.facebook.com/HorizenGE/
  24. კომპანია International Data Corporation (IDC)-მა გამოაქვეყნა პროგნოზი შერეული და ვირტუალური რეალობის მსოფლიო ბაზართან დაკავშირებით. მონაცემები მოიცავს ისეთი გაჯეტებისა და მოწყობილობების მოთხოვნა-მიწოდებას, რომლებსაც მუშაობისთვის სჭირდებათ კომპიუტერთან ან სათამაშო კონსოლთან მიერთება. ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ მიმდინარე წელს AR/VR ჰედსეტების გლობალური მიწოდება მიაღწევს 4,2 მილიონ ერთეულს. ეს მონაცემი 31 %-ით მეტია წინა წელთან შედარებით. გაყიდვების მთლიან წილში მთავარი ადგილი ვირტუალური რეალობის მოწყობილობებს უკავია - მათზე მოდის დაახლოებით 4 მილიონი ერთეული. ამასთან, სამომხმარებლო VR ჰედსეტებზე მოდის 2,7 მილიონ ერთეულზე მეტი, კომეციულებზე კი - დაახლოებით 1,3 მილიონი. სამომავლოდ, სპეციალისტები ელოდებიან მოთხოვნის სწრაფ ზრდას შერეული რეალობის მოწყობილობებზე. 2022 წლისთვის ამგვარი დივაისების მიწოდება დაახლოებით 21,6 მილიონ ერთეულამდე გაიზრდება. ვირტუალური რეალობის ჰედსეტები კი ამ დროისთვის 31,5 მილიონიან მაჩვენებელს მიაღწევს. ჯამში, AR/VR ბაზრის საერთო მაჩვენებელი 2022 წლისთვის 53,1 მილიონ ერთეულამდე გაიზრდება, CAGR მაჩვენებელი (საშუალოწლიური ზრდის ტემპი რთულ პროცენტში) 2018-2022 წლებში პროგნოზირდება 88%-ით. https://3dnews.ru/975751
  25. ზუსტად ათი წლის წინ, 2008 წლის სექტემბერში, დაანონსდა სავსებით არაჩვეულებრივი მობილური ტელეფონი - T-Mobile G1, რომელიც აგრეთვე ცნობილი იყო სახელით HTC Dream. სმარტფონის უნიკალურობა იმაში გამოიხატებოდა, რომ ეს იყო მსოფლიოში პირველი სერიული Android-სმარტფონი. იმ დროისთვის iPhone უკვე ერთი წელი არსებობდა ბაზარზე, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის. გაყიდვების დაწყებიდან ნახევარი წლის შემდეგ T-Mobile-მა განაცხადა, რომ აშშ-ში რეალიზებული იყო უკვე მილიონზე მეტი G1 ეგზემპლარი, კომპანია AdMob-ის გამოთვლების მიხედვით კი სმარტფონმა ამერიკული ბაზრის 6% დაიპყრო. მიუხედავად სენსორული ეკრანის არსებობისა, , T-Mobile G1-ს არ ჰქონდა ვირტუალური კლავიატურა, არამედ აღჭურვილი იყო მისი აპარატული ანალოგით. ამის გამო ტელეფონმა მიიღო სლაიდერის ტიპი, რომლის სისქემაც გიგანტურ ზომას მიაღწია დღევანდელი გადასახედიდან: 17,1 მმ. შედარებისთვის. იმ დროს აქტუალური iPhone 3G-ის სისქე 12,3 მმ-ს შეადგენდა. ხმის მართვისა და მენიუს ღილაკები ასევე ფიზიკური იყო, ნავიგაციისთვის კი გამოიყენებოდა თრექბოლი. დისპლეის დიაგონალი 3,2 დუიმს შეადგენდა 480 × 320 გაფართოებით. T-Mobile G1-ის აპარატულ პლატფორმას წარმოადგენდა ერთბირთვიანი Qualcomm MSM7201A პროცესორი 528 მჰც ტაქტის სიხშირით. ოპერატიული მეხსიერებისა და ფლეშ-მოდულის მოცულობა ჰქონდა 192 და 256 მეგაბაიტი. ფლეშ-მოდულის მოცულობის გაზრდა შესაძლებელი იყო 16 გბ-იანი microSD-ის დამატებით. სმარტფონი მუშაობდა 1150 ამპერი/საათში სიძლიერის მქონე ელემენტზე. T-Mobile G1 (HTC Dream)-ს არ ჰქონდა 3,5 მმ-იანი აუდიო კონექტორი: მის ნაცვლად გამოიყენებოდა proprietary კონექტორი, რომელთან ყურსასმენების მიერთებაც შესაძლებელი იყო სპეციალური გადამყვანის საშუალებით. სმარტფონს ჰქონდა მხოლოდ ერთი კამერა, 3,15 მეგაპიქსელით, რომელიც განთავსებული იყო კორპუსის უკანა მხარეს. ამ სმარტფონში მთავარი იყო ოპერაციული სისტემა - სულ ახალი და ყველასთვის უცნობი Android 1.0. ბაზარზე არსებობის ერთი წლის განმავლობაში მოწყობილობამ მიიღო რამოდენიმე განახლება. T-Mobile HTC Dream მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იყო 179 $-ად. იგი წამოდგენილი იყო უკვე დაყენებული სერვისებით - Amazon MP3, Google Talk, AOL, Yahoo Messenger და Windows Live Messenger და ბრაუზერი. დამატებითი აპლიკაციების ჩამოტვირთვის საშუალება მომხმარებლებს ჰქონდათ Android Market-დან, რომლიდანაც თანდათანობით წარმოიშვა Google Play. https://3dnews.ru/975835
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.