Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5926
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    198

Posts posted by Magdalena

  1. კომპანია Google-მა, რომელიც შედის ჰოლდინგ Alphabet-ის შემადგენლობაში, საჩივარი შეიტანა ჯარიმის - 4,32 მლრდ ევროს დაკისრების გასაპროტესტებლად. ჯარიმა კომპანიას სამი თვის წინ დაეკისრა ევროპის კავშირის ნტიმონოპოლიური რეგულატორის მიერ. ბრალდება გულისხმობს იმ ფაქტს, რომ Google იყენებდა თავის დომინანტ პოზიციებს ოპერაციული სისტემა Android-ის ბაზარზე და ზღუდავდა კონკურენტების საქმიანობას. 

    image.jpeg

     

    EC-ის გადაწყვეტილების გამო ჩვენ მივმართეთ აპელაციისთვის ევროპის სასამართლოს“ - განუცხადა Google-ის წარმომადგენელმა სააგენტო Reuters-ს. 

    ევროპის კომისიამ ივლისში განაცხადა, რომ Google 2011 წლიდან ბოროტად იყენებდა თავის დომინანტობას მობილური სისტემების ბაზარზე. კერძოდ, კომპანია იყენებდა Android-ს თავისი საძიებო სისტემის ლიდერული პოზიციების გამყარებისთვის მწარმოებლებისგან მოითხოვდა, რომ  მათ თავიანთი მოწყობილობები დაეყენებინათ Android-ის პლატფორმაზე - წინასწარ დაყენებული Google-ის საძიებო სისტემის,  Chrome ბრაუზერის და   აპლიკაცია Google Play-ს გამოყენებით. გარდა ამისა, კომპანია უხდიდა მწარმოებლებს მხოლოდ მისი საძიებო სისტემის წინასწარი დაინსტალირებისას და ბლოკავდა მათ მიერ კონკურენტი საძიებო სისტემებისა და ბრაუზერების გამოყენებას.  

    ოპერაციული სისტემა Android-, რომლის გამოყენებაც მობილურ მოწყობილობებში უფასოა, დაინსტალირებულია მთელი მსოფლიოს სმარტფონების დაახლოებით 80%-ში. აღვნიშნავთ, რომ Google-ის მხრიდან აპელაცია არ ათავისუფლებს მას ევროკომისიის მიერ დაკისრებული მოთხოვნების შესრულებისგან. კომპანიას აქვს მიცემული 90 დღიანი ვადა, რომ შეწყვიტოს ზემოთაღნიშნული ტიპის ქმედებები და აღარ დაბლოკოს მწარმოებელთა მცდელობები - დააინსტალირონ საძიებო სისტემის ალტერნატიული ვარიანტები და ბრაუზერები. ევროკომიის მიერ მიცემული ვადა 28 ოქტომბერს იწურება. დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობი შემთხვევაში, Google-ს კიდევ დამატებითი ჯარიმები ემუქრება. 

    აპელაციას რაც შეეხება, ამ საკითხზე სასამართლო პროცესი შესაძლოა წლობით გაიწელოს.  

  2. Waymo-ის გენერალურმა დირექტორმა John Krafcik-მა განაცხადა კომპანიის თვითმართვადი ავტომობილების მნიშვნელოვანი მიღწევის შესახებ: რობომობილების ჯამურმა გარბენმა საზოგადოებრივი გამოყენების გზებზე გადააჭარბა 10 მილიონ მილ მანძილს. 

    image.jpeg

     

    გაცნობებთ, რომ Waymo შექმნილია Google-ის რობომობილების პროექტის საფუძველზე. კომპანიის მიზანია, რომ საფუძვლიანად შეცვალოს სატრანსპორტო ბიზნესი. მოსალოდნელია, რომ რობომობილების კომერციულ ბაზრებზე გაყვანა ხელს შეუწყობს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ეფექტურობის ზრდას დიდ ქალაქებში და შეამცირებს ავარიათა რიცხვს „ადამიანური ფაქტორის“ გამორიცხვით. 

    გასული წლის შემოდგომაზე ცნობილი გახდა, რომ Waymo-ს ავტომობილებმა ერთი სრული გავლით საზოგადოებრივ გზაზე დაფარეს 4 მლნ მილი. მიმდინარე წლის ივლისში მანქანების სრულმა გარბენმა 8 მლნ მილი შეადგინა. ახლა კი უკვე საუბარია 10 მლნ მილზე მეტი მანძილის დაფარვაზე. 

    image.jpeg

     

    უკვე მიმდინარე წლის ბოლოსთვის Waymo-ს დაგეგმილი აქვს სამგზავრო სერვისის ამოქმედება ფენიქსში, (არიზონას შტატი, აშშ). კომპანია აგრძელებს მუშაობას ავტოპილოტირების პლატფორმის გაუმჯობესებაზე. სპეციალისტები მუშაობენ სატრანსპორტო საშუალების მართვის სისტემაზეც, რომ იგი უფრო ეფექტური იყოს არახელსაყრელი ამინდისა და გარემო პირობების შემთხვევებში. და ამისა, მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა მანევრირების გაუმჯობესებასაც. 

     

    • Like 1
  3. 9270cdbc-cd29-11e8-8d0b-a6539b949662.jpg

    Apple-ში ოფიციალურად განაცხადეს, რომ კომპანია  დათანხმდა Dialog Semiconductor Plc-ის ბიზნესის შეძენას. გარიგების საფასური 600 მლნ $-ია, რომლითაც კომპანია მნიშვნელოვნად გაიმყარებს პოზიციას ევროპის ბაზრებზე, აქედან 300 მლნ $-ს Apple წინასწარ გადაიხდის მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჩიპების მოწოდებისთვის.  

    გარიგების პირობების თანახმად, Apple-ში გადავა 300 სპეციალისტი Dialog-იდან (მთლიანი სამუშაო ძალის 16%). Apple აგრეთვე გახდება Dialog-ის ოფისების მფლობელი, რომლებიც მდებარეობს დიდ ბრიტანეთში, იტალიასა და გერმანიაში.  

    Dialog-ის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ გარიგება არ აისახება კომპანიის 2018 წლის შემოსავალზე და იგი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს Apple-სთვის პროდუქციის მიწოდებას. 

    Dailog- Apple-ის დიდი ხნის პარტნიორია. დაწყებული პირველი iPhone-დან, რომელიც 11 წლის წინ გამოვიდა,  Apple იყენებს მის ჩიპებს სმარტფონებში. 

    ამ დროისთვის, გარიგების ფონზე, მოიხსნა კითხვები Apple-ისა და Dialog-ის სამომავლო ურთიერთობების შესახებ. მიმდინარე წელს Apple-ის მიერ გაკეთებული იყო განცხადება, რომ სამომავლოდ იგი სხვა მომწოდებლის, ან საკუთარი წარმოების ჩიპებს გამოიყენებდა, რის შემდეგაც Dialog-ის აქციების ფასის ვარდნა მოხდა.  

     „Dialog-ი ფლობს ღრმა ცოდნას ჩიპების წარმოების საკითხში, და ჩვენ მეტად მოხარულნი ვართ, რომ მისი ნიჭიერი ინჟინრები, რომელთაც აქამდეც ჰქონდათ ჩვენთან თანამშრომლობის გამოცდილება, ახლა უკვე უშუალოდ Apple-ში იმუშავებენ“ - ნათქვამია Apple-ის აპარატული უზრუნველყოფის საკითხების ვიცე-პრეზიდენტის- Johny Srouji-ის განცხადებაში. - „ჩვენი თანამშრომლობა ადრეული iPhone-ების დროიდან იწყება და ახლა მოუთმენლად ველით მათთან სამომავლო ერთობლივი საქმიანობის გაგრძელებას“. 

  4. ტაივანში, Asustek Computer-ის შტაბში არაერთი დღეა მიმდინარეობს GeForce RTX 2080 Ti-ს ექსტრემალური ოვერქლოქინგის ახალი სიმაღლეების დაპყრობის მცდელობები. წინა ჯერზე ექსპერიმენტები ტარდებოდა წყვილი ვიდეო ბარათით, ამჯერად კი ოვერქლოქერები მხოლოდ ერთი ბარათით შემოიფარგლნენ. აქვე აღვნიშნავთ, რომ  3DMark Time Spy Extreme -ახალი რეკორდი ცალი ბარათით, ავტორებისგან მოითხოვდა ვიდეო ბარათის ძირეულ აპარატულ მოდიფიკაციას.  

    image.jpeg 

    Power Limit-ის შეზღუდულობისგან რეზისტორების შუნტირებით თავის დაღწევისას მთავარი პრობლემა  ის იყო, რომ ძლიერი დატვირთვისას ვიდეო ბარათი მაინც გადადიოდა „ავარიულ რეჟიმზე“ და მუშაობდა არაუმეტეს 300 მჰც სიხშირეზე, არ იძლეოდა ტესტირების საშუალებას სამგანზომილებიანი გრაფიკის გამოყენებით. 

    image.jpeg 

    ფოტოს წყარო: YouTube, Der8auer 

    ერთ-ერთმა გერმანელმა ენთუზიასტმა გაითვალისწინა ვისი ჩეხი თანამოაზრის - Buildzoid-ის გამოცდილება და რეკომენდაციები GeForce RTX 2080 Ti-ის კვების ქვესისტემის მოდიფიკაციასთან დაკავშირებით და გადაწყვიტა მიეწოდებინა დამატებითი კვება ცალკე კონექტორით, რომელიც მიამაგრა დაფაზე საჭირო ადგილას. გარდა ამისა, ვიდეო ბარათის PCI Express კონექტორთან ახლოს დაამატა შუნტირების რეზისტორი. 

    image.jpeg 

    პროცესის მსვლელობისას აღნიშნულ იქნა, რომ BIOS-ის მოდიფიცირებული ვერსიები ვერ ახერხებდა იდეო ბარათის ოვერქლოქინგის პოტენციალის გაუმჯობესებას. მეორე მხრივ, Der8auer-ის Youtube არხის ვიდეოში აღწერილი აპარატურის ცვლილებები გამართლებულია მხოლოდ ექსტრემალურად დაბალი ტემპერატურის მიღწევის პირობებში.  

    image.jpeg 

    GeForce RTX 2080 Ti-ის საუკეთესო ეგზემპლარით, საბოლოოდ, თხევადი აზოტით გაგრილებით, შესაძლებელი გახდა 2490/16900 მჰც სიხშირემდე მიღწევა. ექსპერიმენტის ავტორებმა ასევე გაზარდეს ძაბვა გრაფიკულ პროცესორსა და მეხსიერებაზე. 

    image.png 

    მოგროვებული 9367 ქულით, der8auer-ი ახალი მსოფლიო რეკორდსმენია ცალბარათიან ოვერქლოქინგში. მან უკან ჩამოიტოვა EVGA-ს ოვერქლოქერის - K|ngp|n-ის რეკორდი. ამასთან, Der8auer-ი არ გამორიცხავს, რომ კიდევ შემოგვთავაზებს „სახლის პირობებში მზადებებს“ უმაღლესი შედეგებისთვის, რომელთაც იგი „შავი დღისთვის“ შემოინახავს.  

    • Like 1
    • Thanks 1
    • Upvote 2
  5. პორტალი  Kotaku თავის წყაროებზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ Microsoft-ის თამაშების განყოფილება უკვე ახლოს არის გარიგების გაფორმებასთან, რომლის შედეგადაც მიიღებს დამოუკიდებელ სტუდია Obsidian Entertainment-ს თავის მფლობელობაში. როგორც წყაროები იტყობინებიან, გარიგების მზაობის პროცესი თითქმის 90%-ზეა და მისი დასრულება მხოლოდ დროის საკითხია. ოდესაც ჟურნალისტემა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით Microsoft-სა და Obsidian-ს ოფიციალური დადასტურება სთხოვეს, ორივე კომპანიის წარმომადგენლება განაცხადეს, რომ გავრცელებულ ხმებზე კომენტარებს არ გააკეთებენ. 

    image.jpeg

    Obsidian Entertainment-ი ცნობილია შემდეგ თამაშებზე მუშაობით: Fallout New Vegas, Star Wars Knights of the Old Republic II, Alpha Protocol, Pillars of Eternity და Tyranny. პორტალ Kotaku-ს აზრით, Microsoft-ი დაინტერესებულია PC-თამაშების განვითარება-პოპულარიზაციით, და ამ როლისთვის Obsidian-ი ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატია კომპანიისთვის.  

    აქვე უნდა აღინიშნოს, რომ Microsoft-სა და Obsidian-ს უკვე აქვთ ერთად მუშაობის გამოცდილება: მათ ერთად შექმნეს როლური Xbox One-პროექტი, სახელწოდებით - Stormlands, თუმცა, 2012 წელს შემოქმედებითი უთანხმოების გამო მასზე მუშაობა შეწყდა. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, კერძოდ: შეიცვალა  Xbox-ის ხელმძღვანელობა. 

    მოგახსენებთ, რომ Microsoft-მა მიმდინარე წლის ზაფხულში გახსნა ახალი სტუდია - The Initiative, აგრეთვე შეიძინა უკვე მოქმედი ოთხი სტუდია: Playground Games, Ninja Theory, Undead Labs და Compulsion Games, ასე რომ, კომპანიის სურვილი - თავის შემადგენლობაში მიიღოს Obsidian-ი, როგორც ძვირფასი და ღირებული შენაძენი- სავსებით კანონზომიერი და ადვილად სარწმუნო მოვლენაა.  

    https://bit.ly/2yg2qm3

  6. კომპანია Microsoft-მა ხელახლა გამოუშვა Windows 10 October 2018 Update ბეტა-ტესტირების ჯგუფისთვის, რისი მიზეზიც იყო ფაილების წაშლასთან დაკავშირებული ინციდენტი. ამ ხარვეზმა აიძულა კომპანია - დროებით შეეწყვიტა განახლების გაშვება და გაეანალიზებინა სიტუაცია. 

    image.jpeg 

    Microsoft-ის პროდუქტების მართვის განყოფილების ხელმძღვანელმა ჯონ კეიბლმა (John Cable) განაცხადა, რომ ზემოთხსენებული პრობლემა შეეხო Wondows 10-ის 700 000 მომხმარებელს (მომხმარებელთა სრული რაოდენობა 700 მილიონზე მეტია). მან დააზუსტა, რომ კომპანიამ უკვე გაარკვია, რომელ მომხმარებლებს წაეშალათა ფაილები და მუშაობს ამის გამოსწორებაზე. კეიბლი აცხადებს, რომ მწარმოებლები შეძლებენ მონაცემთა აღდგენას, რადგან ფიზიკურად ისინი დისკიდან არ წაშლილა. ამის გამო მომხმარებლებს მიეცათ რეკომენდაცია - ნაკლებად ისარგებლონ ამ დისკებით, რათა არ გართულდეს აღდგენის პროცესი. 

    ჯერჯერობით უცნობია, როდის მოხდება გამოსწორება საბოლოოდ, თუმცა ცხადია, ტესტირებისთვის დროა საჭირო. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ მონაცემთა დაკარგვის მიზეზი - კეიბლის თქმით - მდგომარეობს ფუნქციაში: Known Folder Redirection (KFR). ეს ფუნქცია ახორციელებს მონაცემების გადატანას ერთ დისკიდან მეორეზე, რაც შეეხება ფუნქციას - Known Folder Migration, -  იგი ახდენს მონაცემების ასახვას Cloud-ში ისე, რომ ორიგინალი არ იშლება. 

    image.jpeg

    როგორც აღმოჩნდა, ეს ორი რამ ერთმანეთში აერიათ მწარმოებლებსაც კი. აპრილის განახლების დროს გამოყენებულ იქნა ფუნქცია KFR, რამაც შექმნა ფაილ „დოკუმენტები“-ს ცარიელი ასლი. ოქტომბრის განახლების შემთხვევაში კი, განზრახული იყო ასლი-ფაილების წაშლა, თუმცა წაიშალა არა ასლები, არამედ ორიგინალი ფაილები მთელი შიგთავით. 

    კომპანიამ უკვე განაახლა კავშირი მომხმარებლებთან, რამაც, იდეაში, უნდა განაპირობოს Microsoft-ის მხრიდან ოპერატიული ქმედებები ჩივილის შემთხვევაში. – „ვცდილობთ, ვისწავლოთ ამ გამოცდილებით და გავხადოთ ჩვენი სისტემები და პროცესები სრულყოფილი“- აცხადებს ჯონ კეიბლი. 

    www.3dnews.ru

    www.theverge.com

     

    • Upvote 1
  7. 9 ოქტომბერს, ნიუ-იორკში,  გაიმართა Google-ის ივენთი სახელწოდებით Made by Google 2018. ღონისძიების ფარგლებში კორპორაციამ დააანონსა თავისი ახალი ფლაგმანური სმარტფონის - Pixel 3-ის ხაზი. ისევე, როგორც წინა მოდელების შემთხვევაში, მესამე თაობის სმარტფონებიც მოიცავს ორ მოდელს - საბაზისოსა და XL-ს. 

    image.jpeg

    დისპლეი 

    ორივე მოდელს აქვს OLED-მატრიცა. დისპლეის ყველაზე დიდი დიაგონალი აქვს Pixel 3 XL მოდელს: 6,3 დუიმი და გვერდების შეფარდება 18,5:9-სთან, გაფართოება - 2960 × 1440 პიქსელი. სმარტფონს წინა მხარეს, ზედა ნაწილში აქვს ჭრილი (notch). 

    image.jpeg

     

    Pixel 3-ს აქვს 5,5-დუიმიანი ეკრანი გვერდების შეფარდებით - 18:9, გაფართოება: 2160×1080 პიქსელი. დისპლეის ზომის გარდა, საბაზისო მოდელი XL მოდიფიკაციისგან განსხვავდება ჭრილის (notch) არარსებობით. 

    მატრიცის სხვა მახასიათებლები Pixel 3-სა და3 XL-ს იდენტური აქვთ. ორივე მათგანს აქვს HDR და Always On ტექნოლოგიების მხარდაჭერა, ასევე გააჩნიათ ფერთა  სხვადასხვა რეჟიმები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფერების სიმკვეთრისა და ინტენსივობის გაზრდა 10%-ით.  

    ეკრანზე - Always On - დემონსტრირებს არა მხოლოს დროისა და თარიღის მაჩვენებელი და გამოტოვებული მოვლენები, აგრეთვე ფიქსირდება აქტიური კომპოზიციის სახელწოდებაც. დისპლეი დაცულია Gorilla Glass 5 მინით, ასეთივე მინის პანელი გამოყენებული კორპუსის უკანა ნაწილზეც.  

    image.jpeg 

    ავტონომიურობა 

    ორივე მოდელის შემთხვევაში, ბატარეების მოცულობასთან დაკავშირებით რადიკალური ცვლილებები და სიახლეები არ არის. Pixel 2 XL-თან შედარებით, Pixel 3 XL მოდელს აქვს ნაკლები მოცულობის - (3430 ამპ/სთ) ელემენტი, უფრო მცირე ზომის Pixel 3-ის ბატარეა კი წინა თაობის Pixel 2-თან შედარებით, გაცილებით მეტი მოცულობისაა - 2915 ამპ/სთ. 

    მნიშნელოვანი სიახლეებია სმარტფონების კვების სისტემაში. პირველ რიგში, გაიზარდა  სწრაფი დატენვის მოწყობილობის სიძლიერე - 10,5 ვატიდან 18 ვატამდე. Goolge გვპირდება, რომ 15 წუთიანი დატენვა უზრუნველყოფს სმარტფონის 7 საათამდე მუშაობას ავტონომიურ რეჟიმში.   

    და მეორე: Google გვთავაზობს უსადენო Qi დამტენს, სახელად Pixel Stand-ს, 10 ვატიანი სიმძლავრით 

    ფოტო-ვიდეოგადაღების შესაძლებლობები 

    აპარატული თვალთახედვით, Pixel 3-ისა და  3 XL-ის უკანა კამერები იდენტურია და არც წინა, მე-2 თაობის Pixel 2-ის კამერებისგან განსხვავდება. საუბარია 12,2 მეგაპიქსელიან მოდულზე, რომელსაც თვალთახედვის ფართო კუთხე გააჩნია. კამერას აქვს ოპტიკური სტაბილიზაციის სისტემა, ასევე ავტოფოკუსი  - Dual Pixel PDAF. 

    ძირითადი ცვლილებები შეეხო ფოტომოდულის პროგრამულ უზრუნველყოფას. დაემატა სხვადასხვა სიახლე გამოსახულების დამუშავების ალგორითმებში. 

    image.jpeg 

    კამერას აქვს დინამიკური დიაპაზონის გაფართოების გაუმჯობესებული რეჟიმი HDR+ და ფუნქცია - Top Shot. ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს, რომ გამოსახულების წინა პლანზე მყოფი ყველა ობიექტი მკაფიოდ იქნას აღბეჭდილი. კამერა იღებს ფოტოების სერიას, რომელთაგანაც საუკეთესოს არჩევა შეგიძლიათ.  

    მეორე მოდულის არარსებობის გამო, რომელსაც უნდა უზრუნველეყო ოპტიკური zoom-ი, Pixel 3-სა და 3 XL მოდელებში ეს ფაქტორი შევსებულია ფუნქციით - Super Res Zoom. ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით იგი უზრუნველყოფს ციფრული zoom-ის არასასურველი შედეგების მინიმიზაციას.  

    ვიდეოს ჩაწერა მიმდინარეობს 4K ფორმატში - წამში 30 კადრის სიხშირით. წამში 60 ან 120 კადრის გადაღება შესაძლებელია მხოლოდ 1080p რეჟიმში, წამში 240 კადრი კი - მხოლოდ 720p რეჟიმში. 

    image.jpeg 

     

     

    მართალია, ფრონტალური კამერა კვლავ 8 მეგაპიქსელიანია, თუმცა ამჯერად იგი ორი მოდულისგან შედგება. პირველს აქვს ობიექტივი და f/1,8 დიაფრაგმა, მეორე მოდულის ობიექტივი კი სუპერ ფართოა (19მმ), f/2,2 დიაფრაგმით. ამის შედეგად, Pixel 3 და 3 XL სმარტფონებს შეუძლია თვალთახედვის კუთხის ცვლილება 75°-დან 97°-მდე. 

    ხმა 

    ორივე სმარტფონს აქვს სტერეოდინამიკები, რომლებიც განთავსებულია წინა პანელზე. ერთ-ერთი მათგანი კორპუსის ზედა ნაწილშია, მეორე კი სმარტფონის ქვედა მხარეს.  

    სმარტფონებს არ აქვთ 3,5 მმ-იანი კონექტორი ყურსასმენებისთვის, მის ნაცვლად ფუნქციონირებს USB Type-C პორტი.  

    image.jpeg 

    აპარატული და პროგრამული პლატფორმა 

    აპარატული თვალსაზრისით Pixel-ის მესამე თაობის სმარტფონებს სენსაციური არაფერი აქვთ. პროცესორი  2018 წლის ყველა ფლაგმანური Android-ის ტიპიურია - Qualcomm Snapdragon 845. მისი ერთადერთი განსაკუთრებულობა - ეს არის 2,5 გჰც-მდე შემცირებული ტაქტის სიხშირე. ჩიპსეტის დანარჩენი მახასიათებლები, მათ შორის, ინტეგრირებული გრაფიკული ამაჩქარებელი Adreno 630, სტანდარტულია.  

    Google Pixel 3-ის ყველა მოდელს აქვს 4გბ ოპერატიული მეხსიერება. განსხვავება მხოლოდ ფლეშ-მოდულის მოცულობებშია. მისი მოცულობაა 64 ან 128 გბ - სმარტფონის ფასის მიხედვით. სმარტფონები მუშაობს Android 9.0 Pie ოპერაციულ სისტემაზე. 

    image.jpeg 

     

    სმარტფონებს აქვთ თითს ანაბეჭდის კლასიკური სკანერი უკანა მხარეს, რომელიც არაფრით განსხვავდება წინამორბედებისგან. ახალ სმარტფონებს აქვთ გაუმჯობესებული დაცვა წყლისა და მტვრისგან:  IP68 სტანდარტის მიხედვით, სმარტფონი ნახევარ საათამდე პერიოდს გაძლებს წყალში 2 მეტრ სიღრმეზე.  

    ევროპის მასშტაბით გაყიდვები დაიწყება 2 ნოემბრიდან. ფასებს რაც შეეხება, Pixel 3 მოდელი 64 გბ-იანი მეხსიერებით ეღირება 860 ევრო, 128 გბ-იანი ვერსია კი - 960 ევრო. Pixel 3 XL მოდელის ანალოგიური მოდიფიკაციების ფასები კი არის 960 და 1060 ევრო. მომხმარებლებს შეუძლიათ არჩევანმი გააკეთონ თეთრ, შავ და ვარდისფერ მოდელებს შორის. 

    აქვე, შედარებისთვის: 

    გადავხედოთ კონკურენტი სმარტფონების ფასებს:  

    • iPhone XS Max                1,099 $  64გბ / 1,249  256გბ /1,449 512გბ 

    • iPhone XS  -                       999  64გბ / 1,149 256გბ / 1,349 512გბ 

    • Samsung Galaxy Note 9  999 128გბ  1,249 512გბ 

    • LG V40 ThinQ                900 -  980 64გბ 

    • iPhone XR                        749 64გბ / 799 $ 128გბ / 899 256გბ 

    • LG G7 –                              749 64გბ 

    • Samsung Galaxy S9         719 64გბ / 769  128Gგბ 839 256გბ 

    • BlackBerry Key2 –             649$ 64გბ 

    • OnePlus 6 –                       529$ 64გბ / 579 128გბ  629 256გბ 

    • Nokia 6.1 -                         269$ 32გბ 

    • Moto G6 –                         249$ 32 გბ 

    https://3dnews.ru/976582 

    www.theverge.com

  8. ASUS-ი აგრძელებს თავისი Chromebook-ების ასორტიმენტის შევსებას ახალი, საშუალო ფასის მქონე მოდელებით. გასულ თვეში გამოვიდა ლეპტოპი Chromebook C223NA, ახლა კი კომპანიამ უკვე განათავსა ინფორმაცია თავის საიტზე ახალი Chromebook C423-ის შესახებ. ლეპტოპი იმუშავებს Chrome OS ოპერაციულ სისტემაზე.

     

    image.jpeg 

    ახალი Chromebook-ი წარმოდგენილია ორ ვარიანტად. ერთ-ერთი მათგანი დაფუძნებულია Intel Apollo Lake-ის თაობის 14 ნანომეტრიან Celeron N3350 პროცესორზე, ტაქტის სიხშირეა 1,1 გჰც, აქვს 14-დუიმიანი დისპლეი, გაფართოებით - 1366 × 768. გვერდების შეფარდებაა 16:9. დისპლეი არ არის სენსორული. 

    image.jpeg 

     

    Chromebook-ის მეორე ვარიანტი მუშაობს 14 ნანომეტრიან პროცესორზე, Intel Pentium N4200 კრისტალზე. აქვს ოთხი ბირთვი და 1,1 გჰც ტაქტის სიხშირე. 14-დუიმიანი სენსორული ეკრანი - 1920 × 1080 გაფართოებითა და არეკვლის საწინააღმდეგო ზედაპირით.  

     

    image.jpeg 

     

    ოპერატიული მეხსიერების მოცულობაა 4 ან 8 გბ, eMMC  ფლეშ-მოდულის მოცულობაა 32 ან 64 გბ, ლეპტოპს აქვს სლოტები SD/SDHC/SDXC მეხსიერების ბარათებისთვის. 

    ლეპტოპის სპეციფიკაციაში აგრეთვე შედის უსადენო კავშირის ადაპტერები - Wi-Fi 802.11a/b/g/n/ac (2×2), Bluetooth 4.0. კიდევ, USB 3.0 Type-C-ის ორი პორტი, და ორიც USB 3.1 პორტი. ასევე, ვებ-კამერა და ბატარეა 38 ამპ/სთ მოცულობით. Chromebook-ის წონა შეადგენს 1,2-1,34 კგ-ს, წონა დამოკიდებულია კონფიგურაციაზე. ფასი მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

     

  9. ვიდეო ბარათების ცნობილმა მწარმოებელმა ZOTAC-მა გამოაქვეყნა თავისი მოწინავე ადაპტერის - GeForce RTX 2080 — AMP Extreme-ის ZT-T20800B-10P მოდელების მარკეტინგული ესკიზები და ძირითადი მახასიათებლები. ძირითადი ვერსიის გარდა, სხვადასხვა სავაჭრო არხეზე ასევე გამოჩნდება  ალტენატიული ვერსიაც - AMP Extreme Core, გრაფიკული ბირთვების შედარებით ნაკლები შესაძლებლობებით.  

    image.jpeg 

    GeForce RTX 2080 AMP Extreme (ცენტრში) 

    ZOTAC Gaming GeForce RTX 2080 AMP Extreme სისტემურ ბლოკში დაიკავებს სამი სლოტის სივრცეს, მისი სიგრძე 324 მმ-ია, სიგანე - 136 მმ. ცნობილია, რომ ახალი ბარათისთვის აუცილებელი იქნება მინიმუმ 650 ვატიანი კვების ბლოკი ორი 8-პინიანი PCI-E Power სადენით ან ორი 6-პინიანი PCI-E Power-ს დამატებული კიდევ ორი 4-კონტაქტიანი Molex სადენ. 16+4 ფაზიანი კვების სისტემით, GeForce RTX 2080 AMP Extreme აღემატება NVIDIA GeForce RTX 2080 Ti ეტალონური მოდელის ფაზების რაოდენობას. 

    image.jpeg

     

    წარმოდგენილი ქულერი შედგება 90 მილიმეტრიანი ვენტილატორებისგან, ალუმინის ორგანყოფილებიანი  რადიატორისგან, ხუთი-ექვსი მონიკელებული სპილენძის სითბური მილებისგან. ასევე აქვს დეკორატიული RGB განათება - Spectra 2.0. 

    image.jpeg 

    წარმოდგენილია უკანა და წინა გამაძლიერებელი რადიატორების ფირფიტები. უკანა მხარეს, ლოგოტიპ Live to Game“-თან განთავსებულია პოლიმერული კონდენსატორის - PowerBoost-ის სივრცე. ახალი ვიდეო ბარათის „არსენალი“ მოიცავს Turing-ის 2944  ნაკადს, 184 ბლოკ TMU-ს, 64 ROP, 46 RT-ბირთვებს, ასევე, GDDR6 სტანდარტის 8 გბ-იანი VRAM-ს. პერატიული მეხსიერების სიჩქარეა 14 გბიტი/წმ. 

    image.jpeg 

    გამოსახულების გასაშვებად GeForce RTX 2080 AMP Extreme-ს აქვს ოთხი DisplayPort 1.4, ერთი HDMI 2.0b პორტი და ერთიც USB 3.1 Type-C/VirtualLink. ახალი ამაჩქარებლის სარეკომენდაციო ფასი მოგვიანებით გახდება ცნობილი. მისი ალტერნატიული Core ვარიანტის შეძენე შედარებით იაფად იქნება შესალებელი, თუმცა იგი ნაკლებად გამოსადეგი იქნება GPU-ს ან მეხსიერების ჩიპების ასაჩქარებლად.  

    image.jpeg 

    Capture.PNG

     

    • Like 1
  10. Intel-ის ახალი თაობის დეკსტოპ პროცესორების ანონსი შედგა კომპანიის საშემოდგომო ივენთზე. კომპანიამ წარადგინა ახალი Core i9-9900K, რომელიც, წარმომადგენლობის თქმით, „საუკეთესო გეიმინგ პროცესორია მსოფლიოში“. I9-9900K-ს აქვს რვა ბირთვი და 16 ნაკადი, ტაქტის საბაზისო სიხშირე 3,6 გჰც-ია, რომლის გაზრდაც შესაძლებელია 5,0 გჰც-მდე ტურბო რეჟიმში 

    image.jpeg 

    Core i9 პროცესორის გარდა, Intel-მა დააანონსა მე-9 თაობის Core i5-ისა და Core i7-ის ახალი მოდელები: 1)  i7-9700K - რვა ბირთვითა და რვა ნაკადით, ტაქტის სიხშირე - 3,6 გჰც (რომლის მომატებაც შესაძლებელია 4,9 გჰც-მდე) და 2) i5-9600K - ექვსი ბირთვითა და ექვსი ნაკადით. მისი საბაზისო ტაქტის სიხშირე 3,7 გიგაჰერცია და მისი გაზრდა შესაძლებელია 4,6 გჰც-მდე. 

    მიუხედავად იმისა, რომ Intel-მა ნახტომი გააკეთა მე-9 თაობის წარმოებით, ახალი ჩიპების ბაზას კვლავ 14 ნანომეტრიანი პროცესორები წარმოადგენს, რომელთაც კომპანია იყენებდა ჯერ კიდევ მე-5 თაობის Broadwell ჩიპებში 2014 წელს. მე-9 თაობის ჩიპებისთვის გამოიყენება 14 ნმ++ ტექნოპროცესი, რომელიც კომპანიამ გასულ წელს წარადგინა მე-8 თაობის Coffee Lake-სთვის. Intel-მა კვლავ სამომავლოდ (სავარაუდოდ მომავალი წლისთვის) გადადო ახალი თაობის 10 ნანომეტრიანი Cannon Lake ჩიპების წარმოება. 

    Intel-ი აღნიშნავს, რომ ეს არის მისი პირველი დესკტოპ პროცესორები, რომლებშიც Meltdown Variant 3-ისა და L1 Terminal Fault ბაგების პრობლემა მოგვარებულია აპარატურულ დონეზე. დაცვის მხრივ დანარჩენ საკითხებზე კი პროგრამული უზრუნველყოფა იზრუნებს. 

    9th Gen ჩიპების წინასწარი შეკვეთა უკვე დაწყებულია, პროცესორების შეკვეთა შესაძლებელი გახდება 19 ოქტომბრიდან. ფასს რაც შეეხება, Core i9-9900K- ღირებულება 488 $-ა, i7-9700K-ს ფასი იქნება 373 $, i5-9600K-ის შეძენის შემთხვევაში კი 262 $ დაგიჯდებათ. 

    Intel-ი გულს არ დაწყვეტს თავის high-end მომხმარებლებსაც: კომპანიამ ასევე დააანონსა Core X სერიის პროცესორების განახლებული ხაზი (პირველად მისი ანონსი 2017 წელს მოხდა): ახალი Core i7 X-Series, Core i9 X-Series და Core i9 Extreme პროცესორები, რომლებიც აგრეთვე აგებულია Intel-ის 14nm++ პროცესზე (თუმცა კვლავ Skylake X დიზაინზეა). პირველი თაობის Core i9 Extreme მოდელს აქვს 18 ბირთვი და 36 ნაკადი. 

    და კიდევ: მოხდა Core X სერიის შვიდი ახალი ჩიპის ანონსი, რომლებიც ნოემბერში გამოვა. მათ შორისაა მოდელები: 

    Core i9-9980XE – (ზემოთხსენებული Extreme მოდელი) 18 ბირთვით, 36 ნაკადით. ფასი - 1,979 $; 

    Core i9-9960X ჩიპები  - 16 ბირთვით, 32 ნაკადით, ფასი - 1,684 $; 

    Core i9-9820X – 10 ბირთვით, 20 ნაკადით 889 $-ად; 

    Core i7-9800X მოდელი 8 ბირთვითა და 16 ნაკადით - 589 $-ად. 

    image.jpeg 

    და ბოლოს -  Intel-მა პროფესიონალი მომხმარებლებისთვის დააანონსა პროცესორი Intel Xeon W-3175X -  28 ბირთვითა და 56 ნაკადით. პროცესორის საბაზისო ტაქტის სიხშირე 3,1 გჰც-ია (4,3 გჰც-მდე გაზრდის შესაძლებლობით). ეს პროცესორი დეკემბერში გამოვა. მისი ღირებულება ჯერ უცნობია, თუმცა, ლოგიკურად, დაბალი ფასი ნამდვილად არ ექნება.  

    www.theverge.com

    • Like 2
    • Upvote 1
  11. image.jpeg

    Microsoft-მა დააანონსა თავისი პირველი სათამაშო სტრიმინგ სერვისი xCloud-ი. იგი განკუთვნილია კონსოლების, პერსონალური კომპიუტერებისა და მობილური მოწყობილობებისთვისაც კი. „ამ პროექტის მასშტაბირება, ფორმირება და განვითარება  - ეს მრავალწლიანი თავგადასავალი იქნება ჩვენთვის“, - აცხადებს Microsoft-ის Cloud თამაშების ხელმძღვანელი Kareem Choudhry. სერვისის საჯარო ტესტირება 2019 წელს დაიწყება. 

    image.png

    Microsoft-მა შექმნა კერძო აპარატურული უზრუნველყოფა მონაცემთა ბაზისთვის, ასე რომ უკვე არსებული და მომავალი თამაშები თავსებადი იქნება სერვისთან. მოხდება თამაშების სტრიმინგი მოწყობილობებთან. Microsoft-ი ახდენს xCloud-ის ტესტირებას Xbox-ის უსადენო კონტროლერების საშუალებით, რაც მიერთებულია კონსოლთან, ან პერსონალურ კომპიუტერთან, ანდა სმარტფონთან. კორპორაცია აცხადებს, რომ  სერვისზე მომუშავე მკვლევართა ჯგუფები „ქმნიან შეფერხებებთან ბრძოლის საშუალებებს“ წამყვანი ქსელური ტექნოლოგიების მეშვეობით - ვიდეოს კოდირება-დეკოდირების ჩათვლით. ეს ქმედებები განაპირობებს იმას, რომ თამაშების სტრიმინგი ფუნქციური და ქმედითუნარიანი იქნება 4G ქსელებში კი. 

    image.jpeg

    სერვისის ტესტირების დაწყება დაგეგმილია 2019 წლიდან. Microsoft-ის Xbox გეიმინგ სერვისს მოუწევს კონკურენცია გაუწიოს უკვე არსებულ უამრავ კონკურენტ სერვისს. მათ შორის განსაკუთრებით პოპულარობით გამოირჩევა GeForce Now, PlayStation Now, Shadow და Liquid Sky. კორპორაცია ჯერჯერობით არ ამხელს, თუ კონკრეტულად რის გაკეთებას აპირებს და რითი გაუწევს კონკურენციას სხვებს მისი სერვისი. ამის შესახებ ცნობილი გახდება 2019 წლიდან ტესტირების დაწყების შემდეგ. 

    www.theverge.com

  12. Samsung-ი - სამხრეთკორეული გიგანტი, რომელიც მეხსიერების მიკროსქემებს უშვებს, არ აპირებს შეურიგდეს ამ ტიპის პროდუტთან დაკავშირებით მოსალოდნელ ფასების დაწევას. როგორც Nikkei News-ი აღნიშნავს, Samsung-ი აპირებს მნიშვნელოვნად შეზღუდოს კაპიტალური დანახარჯები მიკროსქემების გამოშვებაზე მომავალ წლისთვის, რათა შეამციროს წარმოების მოცულობაც და ხარჯებიც ერთდროულად. მოგახსენებთ, რომ Samsung-ი აკონტროლებს ოპერატიული მეხსიერების მიკროსქემების ბაზრის დაახლოებით 45 %-ს, ამის გათვალისწინებით, მას თავისუფლად შეუძლია გავლენა მოახდინოს ფასებზე ზემოთხსენებული ზომების მიღებით. თუკი კომპანიის საერთო კაპიტალური დანახარჯები 8%-ით შემცირდება, ამის გამო ინვესტიციები DRAM-ის მიმართულებით შემცირდება 20 %-ით. 

    image.jpeg

    სხვათა შორის, NAND სეგმენტზე ამგვარი ზომების მიღების საჭიროება არ იქნება. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ეს ბაზარი უფრო მეტად კონკურენტუნარიანია, მეორეც - იგი სწრაფად ვითარდება და იზრდება. ამ მიმართულებით Samsung-ის კაპიტალური ხარჯები შესაძლოა გაიზარდოს კიდეც. უფრო მეტიც, კომპანიამ შესაძლოა კაპიტალი მიმართოს ნახევარგამტარი პროდუქტების კონტრაქტის წარმოების ბიზნესის განვითარებისკენ. ამჟამად, მეხსიერების გაყიდვით Samsung-ი 80%-ზე მეტ მოგებას იღებს, ასე რომ თავის შემავლებს კომპანია მთელი ძალებით დაიცავს. სრულიად მოსალოდნელია, რომ ოპერატიულ მეხსიერებაზე ფასის კლება არ იქნება იმდენად შესამჩნევი, როგორც ამას მომხმარებლები ისურვებდნენ.  

    https://bit.ly/2A0px5q

  13. კომპანია MSI-ს წარმომადგენლებმა ჩინური საიტის  - PC Online-სთვის მიცემულ ინტერვიუში განმარტეს, რატომ შეიქმნა GeForce RTX 2080 Ti ვიდეო ბარათებზე წვდომის პრობლემა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. პირველ რიგში, ის, რომ TU102 კრისტალის გაზრდილმა ფართობმა განაპირობა გამოსაცემი ნაკეთობების წლიური გამოშვების არც თუ ისე მაღალი რაოდენობრივი დონე. მეორე - Turing-ის სერიის ვიდეობარათების კონსტრუქციის სირთულე ბევრად გაიზარდა Pascal-თან შედარებით. მაგალითად, GeForce GTX 1080 Ti-ს სჭირდებოდა დაახლოებით 1600 კომპონენტი ერთი ვიდეო ბარათის წარმოებისთვის, GeForce RTX 2070-ს  - 2200 კომპონენტი, GeForce RTX 2080-ის შემთხვევაში რაოდენობა გაიზარდა 2400-მდე, GeForce GTX 2080 Ti-ს წარმოებისთვის კი საჭიროა 2600 კომპონენტი. ამგვარად, თუკი ადრე ერთსა და იმავე მწარმოებლურ ხაზს შეეძლო გამოეშვა დღეში 3500 ცალი ბარათი, GeForce RTX 2080 Ti-ის შემთხვევაში რაოდენობა შემცირდა დღეში 1800 ცალამდე. 

    image.jpeg 

    როგორც MSI-ს წარმომადგენლები აცხადებენ, GeForce RTX 2070 სერიის ვიდეო ბარათების გაყიდვები დაიწყება ამა წლის 17 ოქტომბრიდან. ჩინური აუდიტორიის დამშვიდება MSI- სცადა „სავაჭრო ომის“ ფაქტორებით, რის გამოც იზრდება ფასები. გრაფიკული პროცესორები ტაივანში გამოიცემა, მეხსიერება კი უპირატესად სამხრეთ კორეიდან იწარმოება. ცენტრალურ პროცესორებთან მიმართებაში, ჩინელი მომხმაებლებისთვის პროდუქციის გაძვირების პირველი კანდიდატია Intel-ს პროდუქცია, რადგანაც მათი გამოშვება უპირატესად აშშ-ში ხდება, შეფუთვა კი მის ფარგლებს გარეთ.  

    https://bit.ly/2C4F9pY

    • Like 1
    • Upvote 1
  14. რესურსი AndroidHeadlines იტყობინება, რომ Wi-Fi Alliance-ის დოკუმენტაციაში გამოჩნდა ინფორმაცია Samsung-ის ახალ სმარტფონზე, რომელსაც ექნება დასაკეცი კორპუსი. 

    image.jpeg 

    სმარტფონი მოიხსენიება სახელით - SM-W2019. იგი ჩაანაცვლებს მოდელ W2018-ს, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ გამოვიდა. ახალ სმარტფონს ექნება ორი, 4,2 დუიმიანი Full HD დისპლეი 1920 × 1080 გაფართოებით. ეს ორი დისპლეი განთავსებულია სმარტფონის „თავსახურის“ შიდა და გარე მხარეს. ტელეფონი მუშაობს პროცესორზე  - Snapdragon 835, ოპერატიული მეხსიერება შეადგენს 6 (დაუზუსტებელი ინფორმაციით - ? გბ-ს, ფლეშ-მოდულის მოცულობა შეადგენს 64 ან 256 გბ-ს. 

    პროცესორს აქვს რვა Kryo 385 ბირთვი, ტაქტის სიხშირე 2,8 გჰც-მდეა, აქვს ასევე გრაფიკული კონტროლერი Adreno 630 და ფიჭური მოდემი Snapdragon X20 LTE. 

    image.jpeg 

    სმარტფონი იმუშავებს Android 8.1 Oreo ოპერაციულ სისტემაზე. გავრცელებული ცნობების თანახმად, ტელეფონს ორი ძირითადი კამერა ექნება. SM-W2019 მოდელის ანონსი შედგება მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბერში. ღირებულება  აღემატება 1000 აშშ დოლარს.  

     

     

  15. SpaceX-მა წარმატებით მოახერხა Falcon 9-ის გაშვება და დაფრენა, ეს შემთხვევა კომპანიისთვის იყო რიგით მეთორმეტე, კალიფორნიის სანაპიროზე დასმა კი პირველად განხორციელდა. 

    image.jpeg 

    ორიგინალი ისტორია: 

    „SpaceX-ი აპირებს გაუშვას რაკეტა კალიფორნიიდან - კომპანიის ერთ-ერთი რაკეტგამშვები ცენტრიდან. ამჯერად, SpaceX-ი შეეცდება, რაკეტა დასვას ბეტონის მოედანზე - გაშვების ადგილთან ახლოს, და არა ოკეანეში. წარმატების შემთხვევაში, ეს იქნება პირველი ფაქტი, რომ რაკეტა დასავლეთ სანაპიროზე დაეშვება. 

    image.png 

    ამ დრომდე, Spasex-ის რაკეტების მიწაზე დაშვება ხდებოდა  ყოველთვის Cape Canaveral-ში, ფლორიდაში, რომელიც კომპანიის ყველაზე დატვირთულ გამშვებ მოედანს წარმოადგენს. კომპანიას აქვს ორი დასაფრენი მოედანი, რომლებზეც 11-ჯერ მოხდა Falcon 9-ის დაშვება. ყველა მცდელობა, როცა კი SpaceX-ი ცდილობდა, რაკეტის დასმა მიწაზე მოეხდინა, წარმატებით სრულდებოდა. 

    image.png

     

    SpaceX-ს ჰქონდა სურვილი, რომ დაფრენები განეხორციელებინა თავის სხვა სასტარტო მოედანზე- Vandenberg-ის ავიაბაზაზე, კალიფორნიაში. 2015 წელს კომპანიამ იქირავა ბაზის ნაწილი - რაკეტა Titan-ის ყოფილი სასტარტო მოედანი, რათა იქ მოეწყო კონკრეტულად დასაფრენი მოედანი. გარკვეული პერიოდი SpaceX-ს არ მიუღია მოედნის გამოყენების ნებართვა, ამიტომ კომპანიას უწევდა რაკეტების დასმა უპილოტო გემებზე წყნარ ოკეანეში. ზაფხულის პერიოდში კომპანიამ შეიტანა განაცხადი Vandenberg-ის მოედნის ლიცენზირებაზე და, როგორც ჩანს, სივრცე გაიხსნა საქმიანობისთვის.  

    რადგანაც რაკეტის დაფრენა მოხდება Vandenberg-ში, ახლოს მცხოვრებლები წინასწარ გაიგებენ დაფრენისწინა ხმაურს. Falcon 9 დედამიწისკენ დაბრუნებისას მოძრაობს ხმის სიჩქარეზე უფრო სწრაფად. ასეთ სიჩქარეზე მოძრაობისას რაკეტები გამოსცემენ შოკურ ტალღებს, რისი ხმის მოსმენაც ადამიანებს შეეძლებათ. ამის შესახებ Vanderberg-ის ბაზამ წინასწარ გააფრთხილა მაცხოვრებლები. 

    SpaceX-ს მიზნად აქვს დასახული, 2018 წელს 24 გაფრენა განახორციელოს, თუმცა ნაკლებად სარწმუნოა, რომ მიზანს მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ კომპანია მიზანმიმართულად მუშაობს - გადააჭარბოს ყველა ამერიკულ და რუსულ კომპანიას გაშვების რაოდენობებით მიმდინარე წლის ფარგლებში. 

    www.theverge.com

    • Like 1
  16. დიზაინერულმა ჯგუფმა OPEN Architecture-მ და კომპანია Xiaomi-მ წარმოადგინეს საკუთარი ხედვა, თუ როგორ შეიძლება გამოიყუებოდეს პირველი მოსახლეების საცხოვრებლები წითელ პლანეტაზე. 

    image.jpeg 

    კონცეფციამ სახელად მიიღო MARS Case. კონცეფციის ძირითადი იდეებია მინიმალიზმი და ხელმისაწვდომი რესურსების განმეორებითი გამოყენება. 

    image.jpeg 

    ავტორების ჩანაფიქრის მიხედვით, მთავარი მოდულის ზომები იქნება 2,4×2,4×2,0 მეტრი. მოდული უნდა შეიცავდეს ყველა აუცილებელ სისტემას, რაც გარდაუვალია კოლონიზატორების სიცოცხლისა და მოქმედების უზრუნველყოფისთვის.  

    image.jpeg 

    არის ვარაუდი, რომ შიდა სისტემები შეძლებენ კონდენსატის შეგროვებას და სითბოს აკუმულირებას შემდგომი გამოყენებისთვის. ამგვარად, რესურსების ხარჯვა მინიმუმამდე იქნება შემცირებული. 

    image.jpeg 

    image.jpeg 

    იმის გათვალსიწინებით, რომ MARS Case-ის გაბარიტები დიდი არ არის, შესაძლებელია მოდულის ტრანსპორტირება ერთი ადგილიდან მეორეზე. 

    რა საკვირველია, MARS Case - ეს ჯერჯერობით მხოლოდ დიზაინერული ნიმუშია, თუმცა, სავსებით შესაძლებელია, რომ კონცეფციაში ჩადებულმა ზოგიერთმა იდეამ პრაქტიკული გამოყენებაც მიიღოს სამომავლოდ.  

    image.jpeg 

    image.jpeg 

    image.jpeg 

    • Like 1
  17. 9 ოქტომბერს Google ჩაატარებს ივენთს, რომელიც დაკავშირებული იქნება Pixel-ის, Home-ისა და Chromecast-ის ლაინაფთან. ეს იქნება Google-ის შანსი -  გააოცოს მომხმარებლები და ამავე დროს პასუხი გასცეს კონკურენტებს. ვნახავთ, შეძლებს იგი უპირატესობის მოპოვებას თუ ეს წელი მისთვის „ჩუმად“ ჩაივლის. 

    მოლოდინები ივენთისგან: 

    PIXEL 3  დ ა 3 XL 

    image.png

    მათ შესახებ ცნობები უკვე გავრცელებულია - ველოდებით სმარტფონებს დიდი ეკრანებით (ერთი ჭრილით), ერთმანეთის იდენტურ კონსტრუქციას, უსადენო დატენვის ფუნქციას და მეორე სელფი კამერას. ჯამში, განახლებები საკმაოდ მოკრძალებულად ჟღერს, თუმცა არის მოლოდინი, რომ Google დაუმატებს ახალ პროგრამულ უზრუნველყოფას სიურპრიზად, როგორც ეს გასულ წელს მოხდა.  

    PIXEL-ის სადგამი დამტენი 

    image.jpeg

    დატენვის დროს ტელეფონი ისეთ პოზიციაში იმყოფება, რომ შესაძლებელია ეკრანის დანახვა. ამასთან, ეკრანზე მოხდება სხვადასხვა ინფორმაციის ასახვა, მაგალითად, ფოტოები, კალენდარი და მასზე აღნიშნული მომავალი მნიშვნელოვანი თარიღები და ა.შ. 

    GOOGLE HOME HUB 

    image.jpeg

    ჯერჯერობით არ არის ცნობილი, მივიღებთ თუ ვერა Google Home-ის რაიმე დინამიკს, თუმცა, როგორც ჩანს, ივენთზე იქნება ერთი პროდუქტი Home-სერიიდან: სმარტ დისპლეი, რომელიც ასახავს Assistant-ისგან მიღებულ ინფორმაციას. ეს პროდუქტი თითქმის მსგავსია Echo Show-სი, რომელიც Amazon-მა წარადგინა. Echo-სგან გამსხვავებით, Google-ის მოწყობილობას ექნება ჩაშენებული ვებ-კამერა ვიდეოჩატისთვის, რამაც შესაძლოა ზოგი პოტენციული მყიდველისთვის იმედგაცრუებას წარმოადგენდეს. მეორე მხრივ, პროდუქტს ექნება YouTube-ის მხარდაჭერა, რაც თავისთავად მის მოთოვნადობას ზრდის. 

    PIXEL SLATE TABLET 

    image.jpeg

    ბოლო თვეების მანძილზე ვრცელდებოდა ინფორმაცია Google-ის ბრენდირებული Chrome OS პლანშეტის შესახებ, და როგორც ჩანს, მისი წარდგენა ივენთზე აუცილებლად მოხდება, სახელწოდებით - Pixel Slate. წარმომადგენლების თქმით, ახალი მოწყობილობა არის მაღალხარისხიანი პლანშეტი - მოხსნადი კლავიატურით, რითიც იგი ჰგავს კონკურენტებს - iPad Pro-სა და Surface Pro-ს. 

    ვრცელდება, რომ Slate გამოშვებული იქნება რამოდენიმე კონფიგურაციით, 16 გბ მეხსიერებით და Intel i7 პროცესორით. პლანშეტს ექნება USB-C პორტი, 3000 x 2000 გაფართოება და თითის ანაბეჭდის სკანერი, რაც პირველია Chromebook-ებში. 

    PIXELBOOK 2 

    image.jpeg

    ცნობილია, რომ განახლდება Pixelbook-იც. თუმცა მასთან დაკავშირებით დაზუსტებული ცნობები არ გვაქვს. არის მოლოდინი, რომ იქნება პროცესორებისა და უფრო დიდი ოპერატიული მეხსიერების მხრივ, ასევე, შესაძლოა მივიღოთ 4K დისპლეი ნაცვლად   ამჟამად არსებულ Quad HD-ისა. უცნობია ისიც, ნამდვილად მოხდება თუ არა Pixelbook-ის წარდგენა 9 ოქტომბრის ივენთზე. 

    PIXEL BUDS  

    image.jpeg

    გასულ წელს Google-ის მიერ  გამოშვებული უსადენო ყურსასმენები ვერ სარგებლობდა პოპულარობით, ამიტომ, გაურკვეველია, გეგმავს თუ არა Google მეორე თაობის უსადენო ყურსასმენების წარდგენას. ერთი რამ, რაც დაზუსტებითაა ცნობილი, ის არის, რომ კომპანია გამოუშვებს ხელმისაწვდომი ფასის მქონე USB-C-სადენიან ყურსასმენებს. მათი გამოყენება შესაძლებელი იქნება  Pixel 3 სმარტფონებთან. 

    CHROMECAST-ის მცირე განახლება

    image.jpeg

    გარეგნულად, მესამე თაობის CHROMECAST-ი დიდად არ განსხვავდება წინა მოდელისგან. მას არ აქვს 4K მხარდაჭერა, ასე რომ Chromecast Ultra-ს ვერ ჩაანაცვლებს. ახალ მოდელს გაუმჯობესებული ქნება Wi-Fi, ასევე , შესაძლოა მოწყობილობას დაემატოს Bluetooth. მოწყობილობის პრიალა ზედაპირი და ლოგოტიპი Chrome ჩანაცვლდება გლუვი ზედაპირითა და წარწერით - G. 

    PIXEL SMARTWATCH- ივენთზე არ იქნება წარდგენილი 

    image.jpeg

    პროგრამული უზრუნველყოფის სიურპრიზები 

    წელს თვალნათლივ გამოჩნდა, რომ Google საკუთარი პროგრამული განახლებების საიდუმლოდ შენახვის კუთხით უფრო ძლიერია, ვიდრე პროდუქციის. ის, რომ Google-მა ასე მოახდინა საკუთარი პროდუქციის ფერენცირება, არის მისი მეტად განვითარებული და გაძლიერებული პროგრამული უზრუნველყოფის შედეგი. 

    ცნობილია, რომ პიქსელს, სავარაუდოდ, გუგლ ლენსი კამერაში ექნება ინტეგრირებული. აგრეთვე, დააანონსებულია Google Home-ის განახლება 50 თამაშით სპეციალურად ბავშვებისთვის. 

    www.theverge.com

    • Like 1
    • Upvote 1
  18. ზოგადად, ვიდეო სტრიმინგი მოიხმარს ინტერნეტ რესურსების საკმაოდ დიდ მოცულობას, მაგალითად, ისეთი ინტერნეტ აპლიკაციები, როგორებიცაა Netflix, Youtube და Prime. მაგრამ Netflix-ი ამოირჩევა ჩამოტვირთვის მოცულობის ყველაზე დიდი მაჩვენებლით. გამოთვლილია, რომ ინტერნეტ ჩამოტვირთვების 15 % Netflix-ზე მოდის, რაც მას ხდის მსოფლიო ლიდერად ამ კუთით.  

    აღნიშნული ინფორმაცია გამოქვეყნებულ იქნა სხვადასხვა მედია საშუალებებში. Netflix-ის შემდეგ მაჩვენებლით მეორე ადგილზე არის HTTP მედია სტრიმინგი 13,1 %-ით, Youtube  11,4 %-ით, ვებ მოხმარება  - 7,8 %  და MPEG – 4,4%. 

    Sandvine-ის მონაცემების მიხედვით, ამერიკის კონტინენტის მთლიანი ინტერნეტ სტრიმინგის 19,1 % მოდის Netflix-ზე. Amazon Prime Video  მეორე ადგილზეა 7,7%-ით,  Youtube-ის მაჩვენებელი 7,5 %-ია. და რაც შეეხება საღამოს პრაიმ-ტაიმის პერიოდში Netflix-ის მაჩვენებელი 40%-მდე ადის. 

    image.png

    მსოფლიო მასშტაბით ინტერნეტ ტრეფიკის 57,7 % ვიდეოებზე მოდის. მას მოჰყვება ვებ მოხმარება - 17 %, თამაშები - 7,8% და  სოციალური მედია - 5,1 %. სხვა კატეგორიების მაჩვენებლები, რომელშიც შედის iTunes და Google Play  4,6 %-ია, ფაილების მიმოცვლის სერვისი  - 2,8 % და აუდიო სტრიმინგი  1 %. 

    image.png

    მსოფლიო ვიდეო ტრეფიკის 26,6 % Netflix-ს ეკუთვნის. რეგიონალურ ჭრილში თუ განვიხილავთ, ამერიკაში მას უდიდესი წილი  - 30,7 % უკავია. ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში პირველ ადგილზეა Youtube -  30,4 %-იანი მაჩვენებლით, ხოლო მეორე ადგილზეა Netflix-ი 23,1 % ით. აზია-ოკეანეთის რეგიონში ვებ ვიდეო სტრიმინგი პირველ ადგილზეა 29,2 %-ით, ხოლო მეორეზე - ფეისბუკი 17,7 %-ით. 

    Sandvine-ის მიერ მოცემული ინფორმაცია მიღებულია 150 სერვის პროვაიდერისა და 2,1 მილიარდი გამომწერისგან. 

    www.guru3d.com

    • Upvote 1
  19. Bloomberg-ის ინფორმაციით , Apple-ისა და Amazon-ის, ასევე მთელი რიგი სხვა კომპანიების სერვერებზე აღმოაჩინეს სპეციალური ჩიპები, რომელთა საშუალებითაც ჩინური სპეცსამსახურები მათზე კონტროლს ახორციელებდნენ. Bloomberg-ს ინფორმაცია ანონიმურმა წყაროებმა მიაწოდეს, რომელთაც არ ისურვეს თავიანთი ვინაობის გამჟღავნება.  

    image.jpeg 

    ცნობილია, რომ ზემოთხსენებულ მიკროსქემებთან დაკავშირებით აშშ-ის სახელისუფლებო ორგანოები ჯერ კიდევ 2015 წელს ატარებდნენ გამოძიებას. ეს ჩიპები გამოიყენებოდა ამერიკული კომპანიების ინტელექტუალური შესაძლებლობებისა და კომერციული საიდუმლოების მოსაპარად. Bug-ები ჩამონტაჟებული იყო კომპანია Supermicro-ს სერვერულ დედა დაფებზე. 

    ახალი ცნობებით, ჩიპები ჩანერგილი იყო Supermicro-ს სუბკონტრაქტორის მიერ წარმოებულ დაფებზე, ასე რომ, შესაძლოა, უშუალოდ თავად კომპანიას არ მიუძღვის წილი სისტემის სენსაციურ მოდიფიკაციაში. ასეა თუ ისე, სკანდალი უკვე შეფასდა „ყველაზე მნიშვნელოვან შეტევად მიწოდების ჯაჭვში“. 

    image.jpeg 

    „მიკროსქემა იძლევა სრულ კონტროლს სისტემაზე, რომელშიც დაყენებულია. ამასთან, მისი გამოვლენა და ბლოკირება ბევრად რთულია მსგავსი დანიშნულების მქონე პროგრამულ უზრუნველყოფასთან შედარებით. ასე რომ, თუკი Bloomberg-ის მიერ წარმოდგენილი ფაქტები რეალურია, ათობით ამერიკული კომპანია და მმართველი ორგანიზაციები სერიოზული აპარატული დაუცველობის წინაშე არიან.  

    კომპანიები - Apple, Amazon (AWSდა თავად Supermicro უარყოფენ გავრცელებულ ფაქტებს. Supermicro ამტკიცებს, რომ ზემოთაღწერილი მიკროსქემები არ დაუმონტაჟებია დედა დაფების წარმოების პროცესში. ასეა თუ ისე, სკანდალმა გამოიწვია Supermicro-ს აქციების კურსის მნიშვნელოვნად დაწევა, ვარდნამ თითქმის 40 % შეადგინა. Amazon-სა და Apple-ის აქციები გაიაფდა 1,5 და 1 %-ით. 

    image.jpeg

    კომპანია Apple-მა მომხდართან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, რომ მეტად იმედგაცრუებულია იმ ფაქტით, რომ Bloomberg-ის რეპორტიორებმა არც კი გაითვალისწინეს იმის შესაძლებლობა, რომ წყაროებს შესაძლოა დეზინფორმაცია გაევრცელებინათ. Apple-ში აგრეთვე აღნიშნავენ, რომ ჟურნალისტებს შესაძლოა ერეოდეთ მიღებული ცნობები უფრო ადრეულ ინციდენტში - 2016 წელს აღმოჩენილ იქნა დავირუსებული დრაივერი Supermicro-ს ერთ-ერთ სერვერზე, რომელსაც Apple იყენებდა. ეს შემთხვევა შეფასდა, როგორც შემთხვევითობა და არა მიზანმიმართული თავდასხმა. Apple-ის წარმომადგენლობის განცხადებით, რეალურად, არანაირი თვალთვალი და კონტროლი არ ხორციელდება Supermicro-ს სერვერების საშუალებით.  

    image.jpeg

    Bloomberg-ის მიერ გახმაურებულ ფაქტებს უარყოფს Amazon Web Services-ც. აღნიშნულ იქნა, რომ Amazon-ს არასოდეს შეუტყობინებია ჟურნალისტებისთვის რაიმე ფაქტი, რაც კავშირში იყო Amazon-ისა და Elemental-ის სიტემებში მომუშავე Supermicro-ს დედა დაფებზე არსებულ სათვალთვალო მოწყობილობებთან. 

    და ბოლოს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია: „ჩინეთი გულმოდგინედ იცავს კიბერუსაფრთხოებას“. მოკლედ, ჩინური მხარეც უარყოფს სკანდალში მონაწილეობის ფაქტს.  

     

     

    • Like 1
  20. Consumer Reports-ის პუბლიკაციის მიხედვით, General Motors-ის კუთვნილმა ბრენდმა Cadillac-მა ნაწილობრივ ავტომატური მართვის სისტემის ახალ რეტინგებში Tesla-ს გაუსწრო. Consumer Reports-ი მეტად გავლენიანი ამერიკული კომერციული ორგანიზაციის - Consumers Union-ის ჟურნალია. Consumers Union-ი ახდენს სხვადასხვა სამომხმარებლო პროდუქტის, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებების ტესტირებასა და შეფასებას. 

    image.jpeg

    Consumer Reports-ის ცნობებით, მოხდა 1)Super Cruise-ს  (Cadillac-ის ნახევრადავტომატური მართვის სისტემის) და 2) Autopilot-ის (Tesla) შედარება  - 3) Nissan Motor-ისა და 4) Volvo Car Corp.-ის მსგავს სისტემებთან. საბოლოოდ, მართვის საუკეთესო სისტემად Super Cruise ჩაითვალა, Tesla- Autopilot-მა მეორე ადგილი დაიკავა, Nissan-ის სისტემა ProPilot Assist-ი მესამე ადგილზე გავიდა, Volvo-ს Pilot Assist-ი დასჯერდა მეოთხე ადგილს.  

    ავტომობილების ტესტირების დირექტორის - ჯეიკ ფიშერის (Jake Fisher) თქმით, Consumer Reports-ი უკვე რამოდენიმე წელია ახდენს  ნაწილობრივ ავტომატიზებული მართვის სისტემების ტესტირებას, ამჯერად კი გადაწყვიტა ოფიციალური სახე მიეცეს მას და მოხდეს შედეგების პუბლიკაცია. ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი ის არის, რომ მსგავსი სისტემები დღესდღეობით მეინსტრიმია.   

    image.jpeg

    ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ტესტები, რომლებიც ჩატარდა კერძო და საერთო მოხმარების მაგისტრალებზე, შემუშავებული იყო იმ მიზნით, რომ განესაზღვრა, რამდენად შეუძლია სისტემას მართვისა და სიჩქარის ავტომატური კონტროლი სხვადასხვა სიტუაციაში. ტესტირებისას ავტომობილების სალონებში იყოფებოდნენ მძღოლები, რათა გარდაუვალი შემთხვევისას გადასულიყვნენ ტრანსპორტის ხელით მართვაზე.  

    ტესტირება ჩატარდა შემდეგ მოდელებზე: 

    • Cadillac CT6; 

    • Tesla Model 3, Model X და Model S; 

    • Nissan Leaf და Infiniti QX50; 

    • Volvo XC40 და XC60. 

    როგორც Consumer Reports-ი გვამცნობს, Cadillac-ის სისტემამ - Super Cruise-მა „საუკეთესოდ  დააბალანსა მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობები,  უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და მძოლის ყურადღების კონცენტრაცია“.  

     

  21. ახალ Z390 ჩიპსეტთან დაკავშირებით მრავალი სახის ხმები ვრცელდებოდა სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებში. რესურსმა Newegg-მა გადაწყვიტა, არ ჩამორჩენოდა ტრენდს და გააზიარა Intel Z390  ჩიპსეტის სისტემური დაფების 15 მოდელის ფასები: 

    image.png

    image.png

    მოგახსენებთ, რომ ფოტოებზე ფასები მითიებულია კანადურ დოლარებში (1 USD = 1.28 CAD), ასევე, ფასები განსხვავებული იქნება სხვადასხვა ქვეყანაში. ოფიციალურ საიტზე ეს ინფორმაცია უკვე წაშლილია, თუმცა Web Archive-ს „ყველაფერი ახსოვს“. 

    https://bit.ly/2yiZCUl

     

    • Like 1
  22. საიტი PC World-ი იტყობინება, რომ სპეციალურად HP Inc.-ის ლეპტოპის  Spectre Folio-სთვის Intel-ის ინჟინრებმა მოახდინეს 14 ნანომეტრიანი Amber Lake-Y-ის, სისტემური ლოგიკისა და XMM 7560 მოდემის ინტეგრირება. 

    image.jpeg 

    ყველაზე „ცხელი“ კომპონენტების ერთად თავმოყრამ გაამარტივა გაგრილების სისტემის განლაგება, ასევე, შემცირდა დედა დაფის ზომებიც. ლეპტოპის კორპუსში გამოთავისუფლებულ ადგილზე კი შესაძლებელი გახდა იმ ტიპის დამატებითი ბატარეების განთავსება, რომლებსაც არ სჭირდება დატენვა 18 სამუშაო საათის განმავლობაში.  

    Intel-ისთვის კომპონენტების ამგვარი ინტეგრაცია პირველი შემთხვევა არ არის. პირველი: AMD-სთან თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა Kaby Lake-G პროცესორები Radeon Vega-ს დისკრეტული გრაფიკით. და მეორე: ჯერ კიდევ წინა ხელმძღვანელობის დროს Intel-ი მუდმივად ცდილობდა თავისი პროცესორებით ფეხის მოკიდებას სმარტფონების სეგმენტში, სპეციალურად შექმნილმა პროგრამა SoFIA-მ ჩინელ პარტნიორებს მისცა მოდემთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების ინტეგრირების საშუალება მობილურ პროცესორებთან.  

    https://bit.ly/2DZsyXG

    • Like 1
  23. კომპანია ASUS-ი ფართო სპექტრის ლეპტოპებს აწარმოებს, მათ შორის, გაიმერულ ვერსიებსაც. თუმცა, მოთამაშეებისთვის განკუთვნილ ლეპტოპებს შორის განსაკუთრებით გამოირჩევა ASUS ROG Zephyrus GX-ისა და  ROG ZephyrusGM-ის სერიის მოდელები, რომლებიც მსოფლიოში ყველაზე თხელ გეიმერულ ლეპტოპებად ითვლება. ამჯერად განვიხილავთ  GM სერიის წარმომადგენელს: 

    ASUS ROG Zephyrus M (GM501GS): 

    image.jpeg 

     

    ეს მოდელი ეკუთვნის სათამაშო სერიას - Republic Of Gamers (ROG). 

    ტექნიკური მახასიათებლები: 

    ! ASUS ROG Zephyrus M GM501 მოდელის რამოდენიმე მოდფიკაცია არსებობს, ქვემოთ მოცემულია ერთ-ერთი მათგანის მონაცემები: 

    მოდელი 

    ASUS ROG Zephyrus M (GM501GS) 

    პროცესორი 

    Intel Core i7-8750H 

    ვიდეოპროცესორი 

    Nvidia GeForce GTX 1070 8 გბ /1060 6 გბ 

    ოპერაციული სისტემა 

    Windows 10 Pro/Home 

    ოპერატიული მეხსიერება 

    32 გბ-მდე  

    დისკის მეხსიერება 

    256/512 გბ  SSD NVMe + 1 ტბ HDD 

    ეკრანი (ტიპი, ზომა, გაფართოება)  

    15.6", IPS, Full HD (1920 x 1080), 144 ჰც 

    ფრონტალური კამერა 

    HD (1280 x 720) 

    SIM-ბარათების რაოდენობა   

    არ აქვს 

    SD-ბარათის მხარდაჭერა 

    არ აქვს 

    მონაცემა გაცვლა 

    Wi-Fi 802.11b/g/n/a/ac, Bluetooth 5.0 

    ინტერფეისები 

    Jack 3.5 მმ  (გარნიტურა);  
    1 x USB Type-C;  
    4 x USB 3.1;  
    1 x HDMI 2.0 

    ბატარეა 

    55 ვტ/სთ (ფიქსირებული) 

    გაბარიტები  

    384.0 x 262.0 x 17.5-19.9* 

    წონა 

    2.45 კგ 

    *სისქე ნაპირებში - 17,5 მმ, ცენტრში - 19,9 მმ. 

    დავიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანიდან. ლეპტოპში გამოყენებულია Intel-ის ერთ-ერთი უძლიერესი პროცესორი მობილური მოწყობილობებისთვის: Coffee Lake: i7-8750H (TDP – 45 ვტ). იგი შეიცავს ექვს ბირთვს 2,2 გჰც ნომინალური სიხშირით, აქვს ოვერქლოქინგის საშუალება 4,1 გჰც-მდე (სითბური რეჟიმის კონტროლისა და Turbo Boost ტექნოლოგიის გამოყენებით). 

    კამერა, როგორც უმეტესად დამახასიათებელია ლეპტოპებისთვის, არც ისე მაღალი მონაცემებითაა წარმოდგენილი. მისი დანიშნულება ძირითადად ვიდეოზარების განხორციელებაა.  

    მცირე გაბარიტების მიუხედავად, ლეპტოპი თითქმის 2,5 კგ-ს იწონის. მისი ხელში აღებისას იგრძნობა, რომ მოკრძალებული ზომის მიუხედავად, იგი ნამდვილად არ არის „ცარიელი ყუთი“. 

    ლეპტოპი შეფუთულია შიგთავსის დაცვის მაღალი სტანდარტებით. გამოყენებულია ორი ყუთი, შიდა და გარე. გარე კოლოფი სქელი მუყაოსგანაა დამზადებული: 

    image.jpeg

    ყუთს აქვს პლასტმასის სახელური კომფორტულად გადატანის მიზნით. 

    უკანა მხარეს განთავსებულია სტიკერი ძირითადი მონაცემებით: 

    image.jpeg

     

    მუყაოს ყუთის შიგნით დამცავ საფარში არის კიდევ ერთი კოლოფი, რომელშიც უკვე მოთავსებულია ლეპტოპი: 

    image.jpeg

     

    ეს „შიდა ყუთი“ გაფორმებულია მუქ ტონებში, ყუთის ნახევარი პრიალაა, ნახევარი - უხეში ედაპირის მქონე.  

    დამტენი და მაუსი შეფუთულია ცალკე. 

    image.jpeg 

    დამტენი მეტად მძლავრია - 230 ვატიანი, რაც სავსებით ბუნებრივია: მან არა მხოლოდ უნდა დატენოს ლეპტოპი, არამედ ერთდროულად უზრუნველყოს ძლიერი პროცესორის, გრაფიკული ბარათისა და მოზრდილი ეკრანის მუშაობა, აღარ ვთვლით დანარჩენ „წვრილმანებს“. დამტენის წონაც არც ისე მცირეა - 670 გრამი (სადენის გარეშე). 
    ვნახოთ მაუსი: 

    image.jpegimage.jpeg

    მაუსის სახელწოდებაა ASUS ROG Strix Impact. მართალია, იგი ვიზუალურად არ ჰგავს სხვა გეიმერულ მაუს-მონსტრებს, თუმცა მუშაობს შესანიშნავად. 

    ლეპტოპს შეძენისას არ მოყვება ჩანთა, მისი შეძენა  მომხმარებლებს ცალკე მოუწევთ. 

    ლეპტოპის ზედა მხარეს აღბედილია ROG-ის ლოგოტიპი: 

    image.jpeg 

    ზედა მხარე დამზადებულია შავი ალუმინისგან (ლოგო პლასტმასისაა). ლეპტოპის კუთხეები ოდნავ მომრგვალებულია, რის გამოც იგი მკაცრად საქმიანი სტილის ლეპტოპივით გამოიყურება, მხოლოდ ლოგოტიპი ამხელს მის გეიმერულ დანიშნულებას. მხარეების ზედაპირი ლითონისაა.  

    შევხედოთ ლეპტოპის ქვედა ნაწილს: 

    image.jpeg 

    ქვედა ნაწილზე განთავსებულია რეზინის სამი „ფეხი“, მათთან ახლოს - დინამიკები. კორპუსის ძირი, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ პლასტმასისაა, თუმცა ლეპტოპს აქვს მოხერხებული კონსქტრუქცია, რომლის საშუალებითაც უკეთ გაგრილებაა შესაძლებელი: ლეპტოპის გახსნისას ქვედა პანელიც იხსნება და იქმნება მოზრდილი სივრცე, საიდანაც ჰაერი თავისუფლად მიეწოდება გაგრილების სისტემას. ეს ნაწილი გამოიყურება ამგვარად: 

    image.jpeg

     

    გახსნილ პანელს კიდევ ერთი დადებითი მხარე აქვს: მისი წყალობით ლეპტოპის ძირიადი ნაწილი მომხმარებლისკენ იხრება, რაც მას უფრო კომფორტულს ხდის. 

    კორპუსის გახსნა, გასუფთავება, შეკეთება თავისუფლად შეიძლება, ასე რომ, ლეპტოპს ამ მხრივაც 10/10 შეფასება ეკუთვნის. 

    image.jpeg 

    ვნახოთ გარეგნული მხარეც: 

    წინა მხარეს, შუა ნაწილში, გვაქვს მხოლოდ სივრცე, საიდანაც ვხსნით ლეპტოპს.  

    image.jpeg 

    უკანა მხარეს მოთავსებულია ვენტილაციის სივრცეები: 

    image.jpeg 

    ორივე მხარეს განთავსებულია კონექტორები. მარცხენა მხარე: 

    image.jpeg 

    აქ გვაქვს კიდევ ერთი სივრცე ვენტილაციისთვის, შემდეგ: კონექტორი დამტენისთვის, HDMI პორტი, სამი USB 3.1 პორტი და 3.5 მმ-იანი ჯეკი ყურსასმენებისთვის. 

    მარჯვენა მხარე გამოიყურება ამგვარად: 

    image.jpeg 

    აქ განთავსებულია კიდევ ერთი სავენტილაციო სივრცე, სრულზომიანი USB 3.1 პორტი და USB Type-C პორტი.  

    image.jpeg

    ეკრანი იხსნება 135 გრადუსზე და კარგად ფიქსირდება სასურველ პოზიციაში. კლავიატურის კონსტრუქტია ტრადიციულის მსგავსია, თუმცა დამატებული აქვს კიდევ ოთხი ღილაკი ზედა რიგში. ესენია: ხმის რეგულირების, მიკროფონის ჩართვა-გამორთვის, პროგრამა ROG Gaming Center-ის ჩამრთველი და საკონტროლო ღილაკები. 

    კლავიატურის ქვეშ მოთავსებული თაჩპადის ზომებია 105 x 61 მმ. კლავიატურას გააჩნია RGB-განათება, რაც ქმნის სასიამოვნო ვიზუალურ ეფექტს. ამგვარად გამოყურება ლეპტოპი განაებული კლავიატურით: 

    image.jpeg

    ეკრანის ზედა ნაწილში განთავსებულია კამერა, მისი მუშაობის ინდიკატორი და ორი მიკროფონი.  

    ლეპტოპს აქვს Full HD დისპლეი 1920 х 1080 გაფართოებით, გვერდების შეფარდებაა 16:9, პიქსელების სიმჭიდროვე - 141 ppi. დისპლეი მატირებულია (mate) და კარგად დაცულია სინათლის არეკვლისგან. 

    თეთრი ფონის ტესტირების შედეგი კარგია: 

    image.jpeg 

    შავი ფონის სითანაბრის ტესტის შედეგი არც ისე იდეალურია - ეკანის ზოგ ნაწილში შედარებით განათებული ადგილები ჩნდება: 

    image.jpeg 

    გამა-მრუდები: 

    image.jpeg 

    ყველა მრუდი განლაგებულია ნორმატიული მრუდის ახლოს, ერთმანეთისგან მცირედი დაშორებით.  

    ეკრანის კონტრასტულობა სიკაშკაშის სხვადასხვა დონეზე: 

    სიკაშკაშის (სიმკვეთრის) დონე, % 

    თეთრი ფერის სიმკვეთრე, cd/m2 

    შავის სიმკვეთრე, cd/m2 

    კონტრასტი, x:1 

    0 

    16.488 

    0.023 

    717 

    25 

    69.855 

    0.095 

    735 

    50 

    121.541 

    0.167 

    728 

    75 

    175.803 

    0.232 

    758 

    100 

    317.498 

    0.420 

    756 

    როგორც ვხედავთ, კონტასტულობა 1000-ის ქვემოთაა. ეს მხოლოდ საშუალო შედეგია. საერთო ჯამში, დისპლეი ხარისხი დადებითად შეიძლება ჩაითვალოს. 

    Windows-ის სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფის გარდა, ლეპტოპში ჩამატებულია პატარა ნაკრები მწარმოებლისგან: 

    image.jpeg

     

    ინტერფეისი გამოიყურება სტანდარტულად, შესაძლებელია შესვლა BIOS პარამეტრებში F2-ზე დაჭერით, BIOS პარამეტრები სტანდარტულია. ლეპტოპის ჩართვის დრო 12 წამია. 

    image.jpeg

    overclockers.ru

     

    • Like 1
  24. ინტერნეტ-პლატფორმა eBay-ის წარმომადგენლობამ Amazon-ს ბრალი დასდო მცდელობაში -  საკუთარ პლატფორმაზე გადაეყვანა მომწოდებლები, რომლებიც eBay-ისთან თანამშრომლობენ. მათი თქმით, Amazon-ი ამას ახორციელებდა eBay-ს შეტყობინებების გაცვლის შიდა სისტემის საშუალებით.  

    image.jpeg

    ჩვენ გამოვავლინეთ უკანონო და შემაშფოთებელი მოქმედების სქემა Amazon-ის მხრიდან,“ - განაცხადა eBay-ს წარმომადგენლობამ. – „Amazon-ს გავუგზავნეთ წერილი, სადაც მოვითხოვდით, რომ შეეწყვიტა უკანონო ქმედებები. ჩვენ გარდაუვალ ზომებს მივიღებთ eBay-ს დასაცავად“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.  

    როგორც eBay-ში აცხადებენ, შექმნილი უსიამოვნო სიტუაციის შესახებ მათ დაახლოებით ათი დღის წინ შეიტყვეს ერთ-ერთი მომწოდებლისგან. მომწოდებლის თქმით, მას დაუკავშირდა Amazon-ის თანამშრომელი ზემოთხსენებული ჩანაფიქრის განხორციელების მიზნით.  

    The Wall Street Journal-ის ცნობების მიხედვით, ჩატარებული გამოძიების შედეგად კომპანია eBay-მ აღმოაჩინა, რომ eBay- 50-ზე მეტ მომწოდებელთან იყო გაგზავნილი 1000-ზე მეტი შეტყობინება Amazon-ისგან. შეტყობინებებში Amazon-ი მომწოდებლებს არწმუნებდა, თავიანთი ბიზნესი გადაეტანათ Amazon Marketplace-ის პლატფორმაზე. 

    თავის მხრივ, Amazon-მა პირობა დადო, რომ ჩაატარებს საფუძვლიან გამოძიებას ბრალდებასთან დაკავშირებით.  

     

    reuters

  25. image.jpeg

    მცირე ხნის წინ აღმოჩენილი შეცდომა Bitcoin-ის კოდში გამოიყენეს ნაკლებად ცნობილი კრიპტოვალუტის მონეტების შესაქმნელად. ეს შემთხვევა წარმოადგენს საშიშროებას, რომ შემდეგში შეიძლება სხვა კრიპტოვალუტა აღმოჩნდეს იმავე რისკის ქვეშ.  

    Pigeoncoin-ის შემქმნელები ამტკიცებენ, რომ უცნობმა ბოროტმოქმედმა წარმატებით გამოიყენა  Bitcoin-ის კოდში არსებული შეცდომა და გამოუშვა (დაბეჭდა) 235 მილიონი კოინი, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 15 000 დოლარია. 

    მიზეზი, რის გამოც ბოროტმოქმედმა ეს შეძლო, იმაში მდგომარეობს, რომ წლების განმავლობაში ბევრმა კრიპტოვალუტამ წაიღო Bitcoin-ის კოდის წილი თავინთი საკუთარი მოხმარებისთვის. და იმ დროს, როდესაც Bitcoin-ის მცირე ხარვეზი გამოსწორებულ იქნა, Pigeoncoin-მა ჯერ კიდევ ვერ მოაგვარა ეს პრობლემა.  

    ეს შეცდომა ბოროტმოქმედებს საშუალებას აძლევს გამოუშვან იმდენი კოინი, რამდენიც მოესურვებათ. აგრეთვე, შეუძლიათ გვერდი აუარონ კრიპტოვალუტების მიწოდებაზე არსებულ მკაცრ შეზღუდვებს, რის შედეგადაც სხვა კოინების ღირებულება მცირდება - რასაც ასე აკონტროლებენ ინვესტორები.  

    რა არის Pigeoncoin-ი? 

    Pigeoncoin-ი სხვა კრიპტოვალუტებისგან გამოირჩევა X16r მაინინგ ალგორითმით, თუმცა იგი არ შედის CoinMarketCap-ის ტოპ 1000 კოინშიც კი. ამ კოინის მწარმოებლებს ერთ-ერთ მთავარ მიზნად აქვთ, გამოიყენონ ბლოკჩეინი მომაბეზრებელი მონაცემების აღკვეთისთვის - “end abusive data collection“. 

    Pigeoncoin-ის ამჟამინდელი მარაგი 970 მილიონს შეადგენს, ზემოთხსენებული შემთხვევისას კი ბოროტმოქმედმა შეძლო ამ ღირებულების თითქმის ¼ კოინი გამოეშვა. შედეგად, Cryptocurrency Exchange CryptoBridge-ს მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ დროებით შეჩერებულიყო ვაჭრობა - იმ დრომდე, სანამ მწარმოებლები შეცდომას არ გამოასწორებდნენ.  

    Pigeoncoin-ის მწარმოებლების მხრიდან დროულად მოხდა რეაგირება. მათ სასწრაფოდ გამოუშვეს პროგრამული უზრუნველყოფის განახლება. ჯერჯერობით Pigeoncoin-ი უსაფრთხოდაა. კრიპტოვალუტების ბაზარი მოლოდინის რეჟიმში იმყოფება, რათა ნახონ, რამდენად არიან სხვა კოინები იმავე საფრთხის ქვეშ.  

    www.techradar.com

    • Like 1
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.