Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5910
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    198

Everything posted by Magdalena

  1. დიზაინერულმა ჯგუფმა OPEN Architecture-მა და კომპანია Xiaomi-მ წარმოადგინეს საკუთარი ხედვა, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს პირველი მოსახლეების საცხოვრებლები წითელ პლანეტაზე. კონცეფციამ სახელად მიიღო MARS Case. კონცეფციის ძირითადი იდეებია მინიმალიზმი და ხელმისაწვდომი რესურსების განმეორებითი გამოყენება. ავტორების ჩანაფიქრის მიხედვით, მთავარი მოდულის ზომები იქნება 2,4 × 2,4 × 2,0 მეტრი. მოდული უნდა შეიცავდეს ყველა აუცილებელ სისტემას, რაც გარდაუვალია კოლონიზატორების სიცოცხლისა და მოქმედების უზრუნველყოფისთვის. არის ვარაუდი, რომ შიდა სისტემები შეძლებენ კონდენსატის შეგროვებას და სითბოს აკუმულირებას შემდგომი გამოყენებისთვის. ამგვარად, რესურსების ხარჯვა მინიმუმამდე იქნება შემცირებული. იმის გათვალსიწინებით, რომ MARS Case-ის გაბარიტები დიდი არ არის, შესაძლებელია მოდულის ტრანსპორტირება ერთი ადგილიდან მეორეზე. რა საკვირველია, MARS Case - ეს ჯერჯერობით მხოლოდ დიზაინერული ნიმუშია, თუმცა, სავსებით შესაძლებელია, რომ კონცეფციაში ჩადებულმა ზოგიერთმა იდეამ პრაქტიკული გამოყენებაც მიიღოს სამომავლოდ. https://3dnews.ru/976432
  2. 9 ოქტომბერს Google ჩაატარებს ივენთს, რომელიც დაკავშირებული იქნება Pixel-ის, Home-ისა და Chromecast-ის ლაინაფთან. ეს იქნება Google-ის შანსი - გააოცოს მომხმარებლები და ამავე დროს პასუხი გასცეს კონკურენტებს. ვნახავთ, შეძლებს იგი უპირატესობის მოპოვებას თუ ეს წელი მისთვის „ჩუმად“ ჩაივლის. მოლოდინები ივენთისგან: PIXEL 3 დ ა 3 XL მათ შესახებ ცნობები უკვე გავრცელებულია - ველოდებით სმარტფონებს დიდი ეკრანებით (ერთი ჭრილით), ერთმანეთის იდენტურ კონსტრუქციას, უსადენო დატენვის ფუნქციას და მეორე სელფი კამერას. ჯამში, განახლებები საკმაოდ მოკრძალებულად ჟღერს, თუმცა არის მოლოდინი, რომ Google დაუმატებს ახალ პროგრამულ უზრუნველყოფას სიურპრიზად, როგორც ეს გასულ წელს მოხდა. PIXEL-ის სადგამი დამტენი დატენვის დროს ტელეფონი ისეთ პოზიციაში იმყოფება, რომ შესაძლებელია ეკრანის დანახვა. ამასთან, ეკრანზე მოხდება სხვადასხვა ინფორმაციის ასახვა, მაგალითად, ფოტოები, კალენდარი და მასზე აღნიშნული მომავალი მნიშვნელოვანი თარიღები და ა.შ. GOOGLE HOME HUB ჯერჯერობით არ არის ცნობილი, მივიღებთ თუ ვერა Google Home-ის რაიმე დინამიკს, თუმცა, როგორც ჩანს, ივენთზე იქნება ერთი პროდუქტი Home-სერიიდან: სმარტ დისპლეი, რომელიც ასახავს Assistant-ისგან მიღებულ ინფორმაციას. ეს პროდუქტი თითქმის მსგავსია Echo Show-სი, რომელიც Amazon-მა წარადგინა. Echo-სგან გამსხვავებით, Google-ის მოწყობილობას ექნება ჩაშენებული ვებ-კამერა ვიდეოჩატისთვის, რამაც შესაძლოა ზოგი პოტენციული მყიდველისთვის იმედგაცრუებას წარმოადგენდეს. მეორე მხრივ, პროდუქტს ექნება YouTube-ის მხარდაჭერა, რაც თავისთავად მის მოთხოვნადობას ზრდის. PIXEL SLATE TABLET ბოლო თვეების მანძილზე ვრცელდებოდა ინფორმაცია Google-ის ბრენდირებული Chrome OS პლანშეტის შესახებ, და როგორც ჩანს, მისი წარდგენა ივენთზე აუცილებლად მოხდება, სახელწოდებით - Pixel Slate. წარმომადგენლების თქმით, ახალი მოწყობილობა არის მაღალხარისხიანი პლანშეტი - მოხსნადი კლავიატურით, რითიც იგი ჰგავს კონკურენტებს - iPad Pro-სა და Surface Pro-ს. ვრცელდება, რომ Slate გამოშვებული იქნება რამოდენიმე კონფიგურაციით, 16 გბ მეხსიერებით და Intel i7 პროცესორით. პლანშეტს ექნება USB-C პორტი, 3000 x 2000 გაფართოება და თითის ანაბეჭდის სკანერი, რაც პირველია Chromebook-ებში. PIXELBOOK 2 ცნობილია, რომ განახლდება Pixelbook-იც. თუმცა მასთან დაკავშირებით დაზუსტებული ცნობები არ გვაქვს. არის მოლოდინი, რომ იქნება პროცესორებისა და უფრო დიდი ოპერატიული მეხსიერების მხრივ, ასევე, შესაძლოა მივიღოთ 4K დისპლეის ნაცვლად ამჟამად არსებული Quad HD-ისა. უცნობია ისიც, ნამდვილად მოხდება თუ არა Pixelbook-ის წარდგენა 9 ოქტომბრის ივენთზე. PIXEL BUDS გასულ წელს Google-ის მიერ გამოშვებული უსადენო ყურსასმენები ვერ სარგებლობდა პოპულარობით, ამიტომ, გაურკვეველია, გეგმავს თუ არა Google მეორე თაობის უსადენო ყურსასმენების წარდგენას. ერთი რამ, რაც დაზუსტებითაა ცნობილი, ის არის, რომ კომპანია გამოუშვებს ხელმისაწვდომი ფასის მქონე USB-C-სადენიან ყურსასმენებს. მათი გამოყენება შესაძლებელი იქნება Pixel 3 სმარტფონებთან. CHROMECAST-ის მცირე განახლება გარეგნულად, მესამე თაობის CHROMECAST-ი დიდად არ განსხვავდება წინა მოდელისგან. მას არ აქვს 4K მხარდაჭერა, ასე რომ Chromecast Ultra-ს ვერ ჩაანაცვლებს. ახალ მოდელს გაუმჯობესებული ექნება Wi-Fi, ასევე , შესაძლოა მოწყობილობას დაემატოს Bluetooth. მოწყობილობის პრიალა ზედაპირი და ლოგოტიპი Chrome ჩანაცვლდება გლუვი ზედაპირითა და წარწერით - G. PIXEL SMARTWATCH-ი ივენთზე არ იქნება წარდგენილი პროგრამული უზრუნველყოფის სიურპრიზები წელს თვალნათლივ გამოჩნდა, რომ Google საკუთარი პროგრამული განახლებების საიდუმლოდ შენახვის კუთხით უფრო ძლიერია, ვიდრე პროდუქციის. ის, რომ Google-მა ასე მოახდინა საკუთარი პროდუქციის დიფერენცირება, არის მისი მეტად განვითარებული და გაძლიერებული პროგრამული უზრუნველყოფის შედეგი. ცნობილია, რომ პიქსელს, სავარაუდოდ, გუგლ ლენსი კამერაში ექნება ინტეგრირებული. აგრეთვე, დააანონსებულია Google Home-ის განახლება 50 თამაშით სპეციალურად ბავშვებისთვის. www.theverge.com
  3. ზოგადად, ვიდეო სტრიმინგი მოიხმარს ინტერნეტ რესურსების საკმაოდ დიდ მოცულობას, მაგალითად, ისეთი ინტერნეტ აპლიკაციები, როგორებიცაა Netflix, Youtube და Prime. მაგრამ Netflix-ი გამოირჩევა ჩამოტვირთვის მოცულობის ყველაზე დიდი მაჩვენებლით. გამოთვლილია, რომ ინტერნეტ ჩამოტვირთვების 15 % Netflix-ზე მოდის, რაც მას ხდის მსოფლიო ლიდერად ამ კუთხით. აღნიშნული ინფორმაცია გამოქვეყნებულ იქნა სხვადასხვა მედია საშუალებებში. Netflix-ის შემდეგ მაჩვენებლით მეორე ადგილზე არის HTTP მედია სტრიმინგი 13,1 %-ით, Youtube - 11,4 %-ით, ვებ მოხმარება - 7,8 % და MPEG – 4,4%. Sandvine-ის მონაცემების მიხედვით, ამერიკის კონტინენტის მთლიანი ინტერნეტ სტრიმინგის 19,1 % მოდის Netflix-ზე. Amazon Prime Video მეორე ადგილზეა 7,7%-ით, Youtube-ის მაჩვენებელი 7,5 %-ია. და რაც შეეხება საღამოს, პრაიმ-ტაიმის პერიოდში Netflix-ის მაჩვენებელი 40%-მდე ადის. მსოფლიო მასშტაბით ინტერნეტ ტრეფიკის 57,7 % ვიდეოებზე მოდის. მას მოჰყვება ვებ მოხმარება - 17 %, თამაშები - 7,8% და სოციალური მედია - 5,1 %. სხვა კატეგორიების მაჩვენებლები, რომელშიც შედის iTunes და Google Play - 4,6 %-ია, ფაილების მიმოცვლის სერვისი - 2,8 % და აუდიო სტრიმინგი - 1 %. მსოფლიო ვიდეო ტრეფიკის 26,6 % Netflix-ს ეკუთვნის. რეგიონალურ ჭრილში თუ განვიხილავთ, ამერიკაში მას უდიდესი წილი - 30,7 % უკავია. ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში პირველ ადგილზეა Youtube - 30,4 %-იანი მაჩვენებლით, ხოლო მეორე ადგილზეა Netflix-ი 23,1 % ით. აზია-ოკეანეთის რეგიონში ვებ ვიდეო სტრიმინგი პირველ ადგილზეა 29,2 %-ით, ხოლო მეორეზე - ფეისბუკი 17,7 %-ით. Sandvine-ის მიერ მოცემული ინფორმაცია მიღებულია 150 სერვის პროვაიდერისა და 2,1 მილიარდი გამომწერისგან. www.guru3d.com
  4. Bloomberg-ის ინფორმაციით , Apple-ისა და Amazon-ის, ასევე მთელი რიგი სხვა კომპანიების სერვერებზე აღმოაჩინეს სპეციალური ჩიპები, რომელთა საშუალებითაც ჩინური სპეცსამსახურები მათზე კონტროლს ახორციელებდნენ. Bloomberg-ს ინფორმაცია ანონიმურმა წყაროებმა მიაწოდეს, რომელთაც არ ისურვეს თავიანთი ვინაობის გამჟღავნება. ცნობილია, რომ ზემოთხსენებულ მიკროსქემებთან დაკავშირებით აშშ-ის სახელისუფლებო ორგანოები ჯერ კიდევ 2015 წელს ატარებდნენ გამოძიებას. ეს ჩიპები გამოიყენებოდა ამერიკული კომპანიების ინტელექტუალური შესაძლებლობებისა და კომერციული საიდუმლოების მოსაპარად. Bug-ები ჩამონტაჟებული იყო კომპანია Supermicro-ს სერვერულ დედა დაფებზე. ახალი ცნობებით, ჩიპები ჩანერგილი იყო Supermicro-ს სუბკონტრაქტორის მიერ წარმოებულ დაფებზე, ასე რომ, შესაძლოა, უშუალოდ თავად კომპანიას არ მიუძღვის წილი სისტემის სენსაციურ მოდიფიკაციაში. ასეა თუ ისე, სკანდალი უკვე შეფასდა „ყველაზე მნიშვნელოვან შეტევად მიწოდების ჯაჭვში“. „მიკროსქემა იძლევა სრულ კონტროლს სისტემაზე, რომელშიც დაყენებულია. ამასთან, მისი გამოვლენა და ბლოკირება ბევრად რთულია მსგავსი დანიშნულების მქონე პროგრამულ უზრუნველყოფასთან შედარებით. ასე რომ, თუკი Bloomberg-ის მიერ წარმოდგენილი ფაქტები რეალურია, ათობით ამერიკული კომპანია და მმართველი ორგანიზაციები სერიოზული აპარატული დაუცველობის წინაშე არიან. კომპანიები - Apple, Amazon (AWS) და თავად Supermicro უარყოფენ გავრცელებულ ფაქტებს. Supermicro ამტკიცებს, რომ ზემოთაღწერილი მიკროსქემები არ დაუმონტაჟებია დედა დაფების წარმოების პროცესში. ასეა თუ ისე, სკანდალმა გამოიწვია Supermicro-ს აქციების კურსის მნიშვნელოვნად დაწევა, ვარდნამ თითქმის 40 % შეადგინა. Amazon-სა და Apple-ის აქციები გაიაფდა 1,5 და 1 %-ით. კომპანია Apple-მა მომხდართან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, რომ მეტად იმედგაცრუებულია იმ ფაქტით, რომ Bloomberg-ის რეპორტიორებმა არც კი გაითვალისწინეს იმის შესაძლებლობა, რომ წყაროებს შესაძლოა დეზინფორმაცია გაევრცელებინათ. Apple-ში აგრეთვე აღნიშნავენ, რომ ჟურნალისტებს შესაძლოა ერეოდეთ მიღებული ცნობები უფრო ადრეულ ინციდენტში - 2016 წელს აღმოჩენილ იქნა დავირუსებული დრაივერი Supermicro-ს ერთ-ერთ სერვერზე, რომელსაც Apple იყენებდა. ეს შემთხვევა შეფასდა, როგორც შემთხვევითობა და არა მიზანმიმართული თავდასხმა. Apple-ის წარმომადგენლობის განცხადებით, რეალურად, არანაირი თვალთვალი და კონტროლი არ ხორციელდება Supermicro-ს სერვერების საშუალებით. Bloomberg-ის მიერ გახმაურებულ ფაქტებს უარყოფს Amazon Web Services-ც. აღნიშნულ იქნა, რომ Amazon-ს არასოდეს შეუტყობინებია ჟურნალისტებისთვის რაიმე ფაქტი, რაც კავშირში იყო Amazon-ისა და Elemental-ის სისტემებში მომუშავე Supermicro-ს დედა დაფებზე არსებულ სათვალთვალო მოწყობილობებთან. და ბოლოს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია: „ჩინეთი გულმოდგინედ იცავს კიბერუსაფრთხოებას“. მოკლედ, ჩინური მხარეც უარყოფს სკანდალში მონაწილეობის ფაქტს. https://3dnews.ru/976377
  5. Consumer Reports-ის პუბლიკაციის მიხედვით, General Motors-ის კუთვნილმა ბრენდმა Cadillac-მა ნაწილობრივ ავტომატური მართვის სისტემის ახალ რეიტინგებში Tesla-ს გაუსწრო. Consumer Reports-ი მეტად გავლენიანი ამერიკული კომერციული ორგანიზაციის - Consumers Union-ის ჟურნალია. Consumers Union-ი ახდენს სხვადასხვა სამომხმარებლო პროდუქტის, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებების ტესტირებასა და შეფასებას. Consumer Reports-ის ცნობებით, მოხდა 1)Super Cruise-ს (Cadillac-ის ნახევრადავტომატური მართვის სისტემის) და 2) Autopilot-ის (Tesla) შედარება - 3) Nissan Motor-ისა და 4) Volvo Car Corp.-ის მსგავს სისტემებთან. საბოლოოდ, მართვის საუკეთესო სისტემად Super Cruise ჩაითვალა, Tesla-ს Autopilot-მა მეორე ადგილი დაიკავა, Nissan-ის სისტემა ProPilot Assist-ი მესამე ადგილზე გავიდა, Volvo-ს Pilot Assist-ი დასჯერდა მეოთხე ადგილს. ავტომობილების ტესტირების დირექტორის - ჯეიკ ფიშერის (Jake Fisher) თქმით, Consumer Reports-ი უკვე რამოდენიმე წელია ახდენს ნაწილობრივ ავტომატიზებული მართვის სისტემების ტესტირებას, ამჯერად კი გადაწყვიტა ოფიციალური სახე მიეცეს მას და მოხდეს შედეგების პუბლიკაცია. ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი ის არის, რომ მსგავსი სისტემები დღესდღეობით მეინსტრიმია. ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ტესტები, რომლებიც ჩატარდა კერძო და საერთო მოხმარების მაგისტრალებზე, შემუშავებული იყო იმ მიზნით, რომ განესაზღვრა, რამდენად შეუძლია სისტემას მართვისა და სიჩქარის ავტომატური კონტროლი სხვადასხვა სიტუაციაში. ტესტირებისას ავტომობილების სალონებში იყოფებოდნენ მძღოლები, რათა გარდაუვალი შემთხვევისას გადასულიყვნენ ტრანსპორტის ხელით მართვაზე. ტესტირება ჩატარდა შემდეგ მოდელებზე: Cadillac CT6; Tesla Model 3, Model X და Model S; Nissan Leaf და Infiniti QX50; Volvo XC40 და XC60. როგორც Consumer Reports-ი გვამცნობს, Cadillac-ის სისტემამ - Super Cruise-მა „საუკეთესოდ დააბალანსა მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობები, უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და მძღოლის ყურადღების კონცენტრაცია“. https://3dnews.ru/976360
  6. ახალ Z390 ჩიპსეტთან დაკავშირებით მრავალი სახის ხმები ვრცელდებოდა სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებში. რესურსმა Newegg-მა გადაწყვიტა, არ ჩამორჩენოდა ტრენდს და გააზიარა Intel Z390 ჩიპსეტის სისტემური დაფების 15 მოდელის ფასები: მოგახსენებთ, რომ ფოტოებზე ფასები მითითებულია კანადურ დოლარებში (1 USD = 1.28 CAD), ასევე, ფასები განსხვავებული იქნება სხვადასხვა ქვეყანაში. ოფიციალურ საიტზე ეს ინფორმაცია უკვე წაშლილია, თუმცა Web Archive-ს „ყველაფერი ახსოვს“. https://bit.ly/2yiZCUl
  7. საიტი PC World-ი იტყობინება, რომ სპეციალურად HP Inc.-ის ლეპტოპის „Spectre Folio“-სთვის Intel-ის ინჟინრებმა მოახდინეს 14 ნანომეტრიანი Amber Lake-Y-ის, სისტემური ლოგიკისა და XMM 7560 მოდემის ინტეგრირება. ყველაზე „ცხელი“ კომპონენტების ერთად თავმოყრამ გაამარტივა გაგრილების სისტემის განლაგება, ასევე, შემცირდა დედა დაფის ზომებიც. ლეპტოპის კორპუსში გამოთავისუფლებულ ადგილზე კი შესაძლებელი გახდა იმ ტიპის დამატებითი ბატარეების განთავსება, რომლებსაც არ სჭირდება დატენვა 18 სამუშაო საათის განმავლობაში. Intel-ისთვის კომპონენტების ამგვარი ინტეგრაცია პირველი შემთხვევა არ არის. პირველი: AMD-სთან თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა Kaby Lake-G პროცესორები Radeon Vega-ს დისკრეტული გრაფიკით. და მეორე: ჯერ კიდევ წინა ხელმძღვანელობის დროს Intel-ი მუდმივად ცდილობდა თავისი პროცესორებით ფეხის მოკიდებას სმარტფონების სეგმენტში, სპეციალურად შექმნილმა პროგრამა SoFIA-მ ჩინელ პარტნიორებს მისცა მოდემთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების ინტეგრირების საშუალება მობილურ პროცესორებთან. https://bit.ly/2DZsyXG
  8. კომპანია ASUS-ი ფართო სპექტრის ლეპტოპებს აწარმოებს, მათ შორის, გაიმერულ ვერსიებსაც. თუმცა, მოთამაშეებისთვის განკუთვნილ ლეპტოპებს შორის განსაკუთრებით გამოირჩევა ASUS ROG Zephyrus GX-ისა და ROG Zephyrus GM-ის სერიის მოდელები, რომლებიც მსოფლიოში ყველაზე თხელ გეიმერულ ლეპტოპებად ითვლება. ამჯერად განვიხილავთ GM სერიის წარმომადგენელს: ASUS ROG Zephyrus M (GM501GS): ეს მოდელი ეკუთვნის სათამაშო სერიას - Republic Of Gamers (ROG). ტექნიკური მახასიათებლები: ! ASUS ROG Zephyrus M GM501 მოდელის რამოდენიმე მოდიფიკაცია არსებობს, ქვემოთ მოცემულია ერთ-ერთი მათგანის მონაცემები: მოდელი ASUS ROG Zephyrus M (GM501GS) პროცესორი Intel Core i7-8750H ვიდეოპროცესორი Nvidia GeForce GTX 1070 8 გბ /1060 6 გბ ოპერაციული სისტემა Windows 10 Pro/Home ოპერატიული მეხსიერება 32 გბ-მდე დისკის მეხსიერება 256/512 გბ SSD NVMe + 1 ტბ HDD ეკრანი (ტიპი, ზომა, გაფართოება) 15.6", IPS, Full HD (1920 x 1080), 144 ჰც ფრონტალური კამერა HD (1280 x 720) SIM-ბარათების რაოდენობა არ აქვს SD-ბარათის მხარდაჭერა არ აქვს მონაცემთა გაცვლა Wi-Fi 802.11b/g/n/a/ac, Bluetooth 5.0 ინტერფეისები Jack 3.5 მმ (გარნიტურა);  1 x USB Type-C;  4 x USB 3.1;  1 x HDMI 2.0 ბატარეა 55 ვტ/სთ (ფიქსირებული) გაბარიტები 384.0 x 262.0 x 17.5-19.9* წონა 2.45 კგ *სისქე ნაპირებში - 17,5 მმ, ცენტრში - 19,9 მმ. დავიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანიდან. ლეპტოპში გამოყენებულია Intel-ის ერთ-ერთი უძლიერესი პროცესორი მობილური მოწყობილობებისთვის: Coffee Lake: i7-8750H (TDP – 45 ვტ). იგი შეიცავს ექვს ბირთვს 2,2 გჰც ნომინალური სიხშირით, აქვს ოვერქლოქინგის საშუალება 4,1 გჰც-მდე (სითბური რეჟიმის კონტროლისა და Turbo Boost ტექნოლოგიის გამოყენებით). კამერა, როგორც უმეტესად დამახასიათებელია ლეპტოპებისთვის, არც ისე მაღალი მონაცემებითაა წარმოდგენილი. მისი დანიშნულება ძირითადად ვიდეოზარების განხორციელებაა. მცირე გაბარიტების მიუხედავად, ლეპტოპი თითქმის 2,5 კგ-ს იწონის. მისი ხელში აღებისას იგრძნობა, რომ მოკრძალებული ზომის მიუხედავად, იგი ნამდვილად არ არის „ცარიელი ყუთი“. ლეპტოპი შეფუთულია შიგთავსის დაცვის მაღალი სტანდარტებით. გამოყენებულია ორი ყუთი, შიდა და გარე. გარე კოლოფი სქელი მუყაოსგანაა დამზადებული: ყუთს აქვს პლასტმასის სახელური კომფორტულად გადატანის მიზნით. უკანა მხარეს განთავსებულია სტიკერი ძირითადი მონაცემებით: მუყაოს ყუთის შიგნით დამცავ საფარში არის კიდევ ერთი კოლოფი, რომელშიც უკვე მოთავსებულია ლეპტოპი: ეს „შიდა ყუთი“ გაფორმებულია მუქ ტონებში, ყუთის ნახევარი პრიალაა, ნახევარი - უხეში ზედაპირის მქონე. დამტენი და მაუსი შეფუთულია ცალკე. დამტენი მეტად მძლავრია - 230 ვატიანი, რაც სავსებით ბუნებრივია: მან არა მხოლოდ უნდა დატენოს ლეპტოპი, არამედ ერთდროულად უზრუნველყოს ძლიერი პროცესორის, გრაფიკული ბარათისა და მოზრდილი ეკრანის მუშაობა, აღარ ვთვლით დანარჩენ „წვრილმანებს“. დამტენის წონაც არც ისე მცირეა - 670 გრამი (სადენის გარეშე). ვნახოთ მაუსი: მაუსის სახელწოდებაა ASUS ROG Strix Impact. მართალია, იგი ვიზუალურად არ ჰგავს სხვა გეიმერულ მაუს-მონსტრებს, თუმცა მუშაობს შესანიშნავად. ლეპტოპს შეძენისას არ მოყვება ჩანთა, მისი შეძენა მომხმარებლებს ცალკე მოუწევთ. ლეპტოპის ზედა მხარეს აღბეჭდილია ROG-ის ლოგოტიპი: ზედა მხარე დამზადებულია შავი ალუმინისგან (ლოგო პლასტმასისაა). ლეპტოპის კუთხეები ოდნავ მომრგვალებულია, რის გამოც იგი მკაცრად საქმიანი სტილის ლეპტოპივით გამოიყურება, მხოლოდ ლოგოტიპი ამხელს მის გეიმერულ დანიშნულებას. მხარეების ზედაპირი ლითონისაა. შევხედოთ ლეპტოპის ქვედა ნაწილს: ქვედა ნაწილზე განთავსებულია რეზინის სამი „ფეხი“, მათთან ახლოს - დინამიკები. კორპუსის ძირი, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი პლასტმასისაა, თუმცა ლეპტოპს აქვს მოხერხებული კონსქტრუქცია, რომლის საშუალებითაც უკეთ გაგრილებაა შესაძლებელი: ლეპტოპის გახსნისას ქვედა პანელიც იხსნება და იქმნება მოზრდილი სივრცე, საიდანაც ჰაერი თავისუფლად მიეწოდება გაგრილების სისტემას. ეს ნაწილი გამოიყურება ამგვარად: გახსნილ პანელს კიდევ ერთი დადებითი მხარე აქვს: მისი წყალობით ლეპტოპის ძირითადი ნაწილი მომხმარებლისკენ იხრება, რაც მას უფრო კომფორტულს ხდის. კორპუსის გახსნა, გასუფთავება, შეკეთება თავისუფლად შეიძლება, ასე რომ, ლეპტოპს ამ მხრივაც 10/10 შეფასება ეკუთვნის. ვნახოთ გარეგნული მხარეც: წინა მხარეს, შუა ნაწილში, გვაქვს მხოლოდ სივრცე, საიდანაც ვხსნით ლეპტოპს. უკანა მხარეს მოთავსებულია ვენტილაციის სივრცეები: ორივე მხარეს განთავსებულია კონექტორები. მარცხენა მხარე: აქ გვაქვს კიდევ ერთი სივრცე ვენტილაციისთვის, შემდეგ: კონექტორი დამტენისთვის, HDMI პორტი, სამი USB 3.1 პორტი და 3.5 მმ-იანი ჯეკი ყურსასმენებისთვის. მარჯვენა მხარე გამოიყურება ამგვარად: აქ განთავსებულია კიდევ ერთი სავენტილაციო სივრცე, სრულზომიანი USB 3.1 პორტი და USB Type-C პორტი. ეკრანი იხსნება 135 გრადუსზე და კარგად ფიქსირდება სასურველ პოზიციაში. კლავიატურის კონსტრუქტია ტრადიციულის მსგავსია, თუმცა დამატებული აქვს კიდევ ოთხი ღილაკი ზედა რიგში. ესენია: ხმის რეგულირების, მიკროფონის ჩართვა-გამორთვის, პროგრამა ROG Gaming Center-ის ჩამრთველი და საკონტროლო ღილაკები. კლავიატურის ქვეშ მოთავსებული თაჩპადის ზომებია 105 x 61 მმ. კლავიატურას გააჩნია RGB-განათება, რაც ქმნის სასიამოვნო ვიზუალურ ეფექტს. ამგვარად გამოყურება ლეპტოპი განათებული კლავიატურით: ეკრანის ზედა ნაწილში განთავსებულია კამერა, მისი მუშაობის ინდიკატორი და ორი მიკროფონი. ლეპტოპს აქვს Full HD დისპლეი 1920 х 1080 გაფართოებით, გვერდების შეფარდებაა 16:9, პიქსელების სიმჭიდროვე - 141 ppi. დისპლეი მატირებულია (mate) და კარგად დაცულია სინათლის არეკვლისგან. თეთრი ფონის ტესტირების შედეგი კარგია: შავი ფონის სითანაბრის ტესტის შედეგი არც ისე იდეალურია - ეკანის ზოგ ნაწილში შედარებით განათებული ადგილები ჩნდება: გამა-მრუდები: ყველა მრუდი განლაგებულია ნორმატიული მრუდის ახლოს, ერთმანეთისგან მცირედი დაშორებით. ეკრანის კონტრასტულობა სიკაშკაშის სხვადასხვა დონეზე: სიკაშკაშის (სიმკვეთრის) დონე, % თეთრი ფერის სიმკვეთრე, cd/m2 შავის სიმკვეთრე, cd/m2 კონტრასტი, x:1 0 16.488 0.023 717 25 69.855 0.095 735 50 121.541 0.167 728 75 175.803 0.232 758 100 317.498 0.420 756 როგორც ვხედავთ, კონტასტულობა 1000-ის ქვემოთაა. ეს მხოლოდ საშუალო შედეგია. საერთო ჯამში, დისპლეის ხარისხი დადებითად შეიძლება ჩაითვალოს. Windows-ის სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფის გარდა, ლეპტოპში ჩამატებულია პატარა ნაკრები მწარმოებლისგან: ინტერფეისი გამოიყურება სტანდარტულად, შესაძლებელია შესვლა BIOS პარამეტრებში F2-ზე დაჭერით, BIOS პარამეტრები სტანდარტულია. ლეპტოპის ჩართვის დრო 12 წამია. overclockers.ru
  9. ინტერნეტ-პლატფორმა eBay-ის წარმომადგენლობამ Amazon-ს ბრალი დასდო მცდელობაში - საკუთარ პლატფორმაზე გადაეყვანა მომწოდებლები, რომლებიც eBay-ისთან თანამშრომლობენ. მათი თქმით, Amazon-ი ამას ახორციელებდა eBay-ს შეტყობინებების გაცვლის შიდა სისტემის საშუალებით. „ჩვენ გამოვავლინეთ უკანონო და შემაშფოთებელი მოქმედების სქემა Amazon-ის მხრიდან,“ - განაცხადა eBay-ს წარმომადგენლობამ. – „Amazon-ს გავუგზავნეთ წერილი, სადაც მოვითხოვდით, რომ შეეწყვიტა უკანონო ქმედებები. ჩვენ გარდაუვალ ზომებს მივიღებთ eBay-ს დასაცავად“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. როგორც eBay-ში აცხადებენ, შექმნილი უსიამოვნო სიტუაციის შესახებ მათ დაახლოებით ათი დღის წინ შეიტყვეს ერთ-ერთი მომწოდებლისგან. მომწოდებლის თქმით, მას დაუკავშირდა Amazon-ის თანამშრომელი ზემოთხსენებული ჩანაფიქრის განხორციელების მიზნით. The Wall Street Journal-ის ცნობების მიხედვით, ჩატარებული გამოძიების შედეგად კომპანია eBay-მ აღმოაჩინა, რომ eBay-ს 50-ზე მეტ მომწოდებელთან იყო გაგზავნილი 1000-ზე მეტი შეტყობინება Amazon-ისგან. შეტყობინებებში Amazon-ი მომწოდებლებს არწმუნებდა, თავიანთი ბიზნესი გადაეტანათ Amazon Marketplace-ის პლატფორმაზე. თავის მხრივ, Amazon-მა პირობა დადო, რომ ჩაატარებს საფუძვლიან გამოძიებას ბრალდებასთან დაკავშირებით. reuters https://3dnews.ru/976325
  10. მცირე ხნის წინ აღმოჩენილი შეცდომა Bitcoin-ის კოდში გამოიყენეს ნაკლებად ცნობილი კრიპტოვალუტის მონეტების შესაქმნელად. ეს შემთხვევა წარმოადგენს საშიშროებას, რომ შემდეგში შეიძლება სხვა კრიპტოვალუტა აღმოჩნდეს იმავე რისკის ქვეშ. Pigeoncoin-ის შემქმნელები ამტკიცებენ, რომ უცნობმა ბოროტმოქმედმა წარმატებით გამოიყენა Bitcoin-ის კოდში არსებული შეცდომა და გამოუშვა (დაბეჭდა) 235 მილიონი კოინი, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 15 000 დოლარია. მიზეზი, რის გამოც ბოროტმოქმედმა ეს შეძლო, იმაში მდგომარეობს, რომ წლების განმავლობაში ბევრმა კრიპტოვალუტამ წაიღო Bitcoin-ის კოდის წილი თავინთი საკუთარი მოხმარებისთვის. და იმ დროს, როდესაც Bitcoin-ის მცირე ხარვეზი გამოსწორებულ იქნა, Pigeoncoin-მა ჯერ კიდევ ვერ მოაგვარა ეს პრობლემა. ეს შეცდომა ბოროტმოქმედებს საშუალებას აძლევს გამოუშვან იმდენი კოინი, რამდენიც მოესურვებათ. აგრეთვე, შეუძლიათ გვერდი აუარონ კრიპტოვალუტების მიწოდებაზე არსებულ მკაცრ შეზღუდვებს, რის შედეგადაც სხვა კოინების ღირებულება მცირდება - რასაც ასე აკონტროლებენ ინვესტორები. რა არის Pigeoncoin-ი? Pigeoncoin-ი სხვა კრიპტოვალუტებისგან გამოირჩევა X16r მაინინგ ალგორითმით, თუმცა იგი არ შედის CoinMarketCap-ის ტოპ 1000 კოინშიც კი. ამ კოინის მწარმოებლებს ერთ-ერთ მთავარ მიზნად აქვთ, გამოიყენონ ბლოკჩეინი მომაბეზრებელი მონაცემების აღკვეთისთვის - “end abusive data collection“. Pigeoncoin-ის ამჟამინდელი მარაგი 970 მილიონს შეადგენს, ზემოთხსენებული შემთხვევისას კი ბოროტმოქმედმა შეძლო ამ ღირებულების თითქმის ¼ კოინი გამოეშვა. შედეგად, Cryptocurrency Exchange CryptoBridge-ს მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ დროებით შეჩერებულიყო ვაჭრობა - იმ დრომდე, სანამ მწარმოებლები შეცდომას არ გამოასწორებდნენ. Pigeoncoin-ის მწარმოებლების მხრიდან დროულად მოხდა რეაგირება. მათ სასწრაფოდ გამოუშვეს პროგრამული უზრუნველყოფის განახლება. ჯერჯერობით Pigeoncoin-ი უსაფრთხოდაა. კრიპტოვალუტების ბაზარი მოლოდინის რეჟიმში იმყოფება, რათა ნახონ, რამდენად არიან სხვა კოინები იმავე საფრთხის ქვეშ. www.techradar.com
  11. კომპანია LG Electronics (LG)-მა ოფიციალურად წარადგინა ფლაგმანური სმარტფონი - V40 ThinQ. როგორც მოსალოდნელი იყო, ტელეფონს აქვს ხუთი კამერა. მწარმოებლების თქმით, სმარტფონი დაპროექტებულია უმთავრესად იმ მიზნით, რომ უზრუნველყოს ფოტო-ვიდეო გადაღების ფართო შესაძლებლობები. უკანა კამერა აერთიანებს სამ მოდულს. ერთი ბლოკი 16-მეგაპიქსელიანი სენსორებით, f/1,9 მაქსიმალური დიაფრაგმით და 107 გრადუსიანი ოპტიკით. მასთან თანამონაწილეობს ტელეფოტომოდული 12-მეგაპიქსელიანი სენსორით, f/2,4 მაქსიმალური დიაფრაგმითა და თვალთახედვის 45 გრადუსიანი კუთხით. მესამე ბლოკს აქვს 12-მეგაპიქსელიანი სენსორი, f/1,5 მაქსიმალური დიაფრაგმა და 78 გრადუსიანი თვალთახედვის არე. რეალიზებულია სწრაფი ფოკუსირების სისტემა Dual PDAF (Phase Detection Auto Focus), აგრეთვე, ორმაგი LED განათება. ფრონტალური კამერა აერთიანებს ორ მოდულს: 8-მეგაპიქსელიანი ბლოკი (f/1,9; 80 გრადუსი თვალთახედვის არე) და 5-მეგაპიქსელიანი ბლოკი (f/2,2; 90 გრად.). ხელმისაწვდომია ფოტო-ვიდეო გადაღებების სხვადასხვა რეჟიმები. სმარტფონის QHD+ OLED FullVision დისპლეის დიაგონალის სიგრძეა 6,4 დუიმი. ეკრანს აქვს 3120 × 1440 გაფართოება, გვერდების შეფარდება - 19,5:9. პიქსელთა სიმჭიდროვე - 538 PPI. სმარტფონი მუშაობს Snapdragon 845 პროცესორზე, რომელსაც აქვს რვა ბირთვი Kryo 385, გრაფიკული კონტროლერი Adreno 630 და ფიჭური მოდემი Snapdragon X20 LTE. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 6 გბ-ია, UFS 2.1 ფლეშ-მოდულის მოცულობა - 64 ან 128 გბ. დამატებით შესაძლებელია microSD ბარათის ჩასმა. სმარტფონს აქვს ადაპტერები უსადენო კავშირისთვის - Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 5.0 LE, NFC მოდული. მაღალი ხარისხის აუდიოსისტემა, დაქტილოსკოპიური სკანერი, FM-tuner-ი, USB Type-C 2.0. პორტი. V40 ThinQ-ს აქვს 3300 ამპერი/სთ მოცულობის მქონე ბატარეა - სწრაფი დატენვის ფუნქციით- Qualcomm Quick Charge 3.0. ტელეფონის გაბარიტებია 158,7 × 75,8 × 7,7 მმ, წონა - 169 გრამი. IP68 სტანდარტის შესაბამისად, სმარტფონი მდგრადია წყლისა და მტვრის მიმართ, გარდა ამისა, აქვს მტკიცე, მყარი კორპუსი (MIL-STD 810G). გამოყენებულია ოპერაციული სისტემა Android 8.1 Oreo. LG V40 ThinQ გაიყიდება 18 ოქტომბრიდან, მიახლოებითი ფასი 900 აშშ დოლარია. მომხმარებლებს აქვთ არჩევანის გაკეთების საშუალება შავ (New Aurora Black), ნაცრისფერ (New Platinum Gray), ლურჯ (New Moroccan Blue) და წითელ (Carmine Red) მოდელებს შორის. https://3dnews.ru/976327
  12. Alienware-მა დააანონსა თავისი ახალი გეიმერული ლეპტოპი m15. კომპანიას სურს ფეხი აუწყოს ლეპტოპების ისეთ მწარმოებლებს, როგორებიცაა Razer და MSI, სწორედ ამიტომ შექმნა თავისი წარმოების ისტორიაში ყველაზე თხელი და მსუბუქი ლეპტოპი. კომპაქტურობის პარალელურად, m15 მოდელი აკმაყოფილებს ყველა პირობას, რაც უნდა ჰქონდეს 2018 წლის გეიმერულ ლეპტოპს: აქვს თხელი კორპუსი, Nvidia Max-Q, დიზაინი, Intel Core i7-8750H პროცესორი, 32 გბ-მდე ოპერატიული მეხსიერება. ლეპტოპი არის 14 %-ით უფრო ძლიერი და 20 %-ით მსუბუქი, წინა 13 დუიმიან მოდელთან - Alienware 13-თან შედარებით. ამავე დროს, მისი დისპლეის დიაგონალი (15,6 დუიმი) დიდია წინა მოდელისაზე. მომხმარებლებს შეუძლიათ არჩევანი გააკეთონ ვერსიებს შორის: 1) Full HD (1920 × 1080 გაფართოებით) და 2) 4К (3840 × 2160 გაფართოებით). პირველ შემთხვევაში კადრის განახლების სიხშირემ შეიძლება შეადგინოს 60 ან 144 ჰერცი, მეორე შემთხვევაში - მხოლოდ 60 ჰერცი. დიზაინს რაც შეეხება, m15 საკმაოდ განსხვავდება Alienware-ს წინა მოდელებისგან. მას აქვს უფრო თხელი ჩარჩო, ასევე შემცირებულია ზომაში და ბევრად უკეთ გამოიყურება, ვიდრე ძველი მოუქნელი დიზაინის მქონე Alienware. ლეპტოპი იწონის 4,76 ფუნტს (2.156 კგ), მისი სისქე 0,83 დუიმია (შედარებისთვის, Razer Blade 2018 - რომელიც ამ დროისთვის საუკეთესო გეიმერულ ლეპტოპად ითვლება, იწონის 4,63 ფუნტს და მისი სისქე 0,68 დუიმია). Alienware-ის წარმომადგენლების განცხადებით, m15 ყველაზე თხელი ლეპტოპია, რაც კი ოდესმე გამოუშვიათ. მოგახსენებთ, რომ ამ კომპანიის გამოშვებული წინა 13 დუიმიანი მოდელი იწონის 5,8 ფუნტს და 14 %-ით უფრო სქელია m15-თან შედარებით. Alienware-მა აგრეთვე განაახლა კლავიატურა chiclet დიზაინით (მას ისევ ექნება განათება). ლეპტოპს აქვს სამი USB პორტი, ერთი USB-C Thunderbolt 3 პორტი, HDMI და Mini Display პორტები, Ethernet-ი და Alienware-ის მიერ დაპატენტებული გრაფიკული ამაჩქარებელი. ლეპტოპის გაბარიტებია - 20,3 × 274,3 × 363,2 მმ. კომპანიის მთავარ პრიორიტეტად კვლავ რჩება თამაშის მაღალმწარმოებლურობა, თუმცა m15 არ არის მხოლოდ გეიმერული ლეპტოპი. მისი ზომისა და წონის გათვალისწინებით, გამოყენება შესაძლებელია ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. M15 ხელმისაწვდომი გახდება 25 დეკემბრიდან, მისი ღირებულება იწყება 1099 დოლარიდან. www.theverge.com 3dnews.ru
  13. მცირე ხნის წინ გავრცელდა ცნობები Intel-ის გეგმების შესახებ, რომ კომპანია 2019 წლისთვის აპირებდა 10 ნანომეტრიანი Ice Lake პროცესორების ჩანაცვლებას 14 ნანომეტრიანი Coffee Lake Refresh პროცესორებით. ამ ფაქტმა მომხმარებლები დააფიქრა კომპანიის შესაძლებლობებზე, რომ Intel-ი ვერ შეასრულებდა დაპირებას - 2019 წლის დასაწყისიდან მასიურად ეწარმოებინა 10 ნანომეტრიანი პროცესორები. ეს ინფორმაცია მეტად სამწუხაროა არა მარტო Intel-ის პროდუქციის მომხმარებელთათვის, არამედ მთლიანად პროცესორების ბაზრისთვის, რადგან ნეგატიური გავლენა იქონია (და კიდევ ახდენს ზეგავლენას) დეფიციტისა და ფასების ზრდის მიმართულებითაც. მომხმარებლებს უჩნდებათ კითხვა: ნამდვილად ასე ცუდადაა საქმე? Bloomberg-ზე გამოჩნდა პატარა კომპანიის - BlueFin-ის ანალიტიკური ცნობა, რომლის თანახმადაც Intel-ს შეუძლია 10 ნანომეტრიანი პროცესორების მასიური წარმოება დაიწყოს 2019 წლის აპრილიდან. BlueFin-ის ცნობების გავრცელების შემდეგ Intel-ის აქციების ფასმა 5,2 %-ით მოიმატა, მისი კონკურენტის - AMD-ს აქციების ფასი კი 8,6%-ით შემცირდა. ამგვარი მოვლენების უკან შესაძლოა იდგეს ბირჟებისთვის დამახასიათებელი ჩვეულებრივი სპეკულაცია, ასე რომ, ჯერჯერობით სიხარული ნაადრევია. მეორე მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ Intel-ი ყველანაირად ცდილობს, გააკეთოს რაც მასზეა დამოკიდებული და დაპირებისამებრ დაიწყოს 10 ნმ პროცესორების წარმოება. სავსებით შესაძლებელია, რომ Intel-ი შეძლებს მოაგვაროს საწარმოო პრობლემები 2019 წლის ივნისამდე, როგორც პირდებოდა მომხმარებლებს, და ეს მოხდეს უკვე აპრილში. თუმცა, აქვე მოგახსენებთ, რომ კომპანია BlueFin-ს ორი წლის წინ ჰქონდა გაკეთებული პროგნოზი, რომ Intel-ი ჯერ კიდევ 2017 წლის პირველ კვარტალში დაიწყებდა 10 ნანომეტრიანი პროცესორების წარმოებას. მოკლედ, რას უნდა ველოდოთ სამომავლოდ, ამასთან დაკავშირებით მომხმარებლებს ჯერჯერობით მხოლოდ ლოდინი დარჩენიათ. https://3dnews.ru/976300
  14. Microsoft-მა გადაწყვიტა Windows 10-ის პლატფორმისთვის განეახლებინა Surface სერიის ერთ-ერთი მთავარი პროდუქტი - Surface Pro. ეს არის პლანშეტისა და ლეპტოპის ჰიბრიდი. მისი ბოლო განახლებიდან თითქმის წელიწადნახევარია გასული, ამჟამინდელ სიახლეს კი წარმოადგენს მერვე თაობის Intel Core i პროცესორი და მოდელი mate შავ ფერში. ასევე, Microsoft Surface-ის განყოფილების უფროსი Panos Panay აცხადებს, რომ კომპანიამ მთლიანად შეცვალა Pro 6-ის შიდა კონსტრუქცია და, ჯამში, მოწყობილობა გახდა 67 %-ით უფრო ძლიერი წინა მოდელებთან შედარებით. განახლება შეეხო ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობასაც. Microsoft-ის წარმომადგენლების თქმით, Surface Pro 6-ს შეუძლია იმუშაოს 13,5 საათი ავტონომიურ რეჟიმში (ვიდეოს ყურებისას). ცვლილებები არ შეეხო გარეგნულ დიზაინს, Surface Pro 6-ის გარეგნული სახე პრაქტიკულად არ შეცვლილა. მოწყობილობა იწონის 0,8 კგ-ს, აქვს 12,3 დუიმიანი სენსორული დისპლეი 2736 × 1824 გაფართოებით, აქვს 8 ან 16 გბ ოპერატიული მეხსიერება, SSD ბარათის მოცულობა ვარირებს 128 გბ-დან 1 ტერაბაიტამდე. სამწუხაროდ, Surface Pro 6-ს აქვს იგივე ტიპის მიერთების საშუალებები, რაც ნიშნავს, რომ USB-C პორტის შესახებ უნდა დავივიწყოთ. საკვირველია, რომ Microsoft-ი ისევ გაურბის მის დამატებას თავის ფლაგმანურ პლანშეტზე, თუმცა Surface Go და Surface Book 2 წარმოგვიდგინა USB-C პორტით. Surface Pro 6-ს აქვს: USB 3.0 პორტი, Mini Display პორტი, Surface Connect, 3,5 მმ-იანი კონექტორი ყურსასმენებისთვის, Surface Type კონექტორი კლავიატურისთვის და პორტი MicroSDXC-სთვის. უსადენო მოდულები Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 4.1, 5-მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა 1080p ვიდეო გადაღების მხარდაჭერით და სახის ამომცნობი ტექნოლოგიით - Windows Hello, 8-მეგაპიქსელიანი უკანა კამერა ავტოფოკუსით, 1,6 ვატიანი სტერეოდინამიკები და ორი მიკროფონი. Surface Pro 6 ( მოდელი Core i5 პროცესორით, 8 გბ-იანი RAM-ითა და 128 გბ-იანი SSD-თი) ამერიკულ ბაზარზე გამოჩნდება 16 ოქტომბერს და მისი ღირებულება იქნება 899 $. წინასწარი შეკვეთების მიღება უკვე დაწყებულია. https://3dnews.ru/976282
  15. თუკი გადაწყვეტთ ექაუნთის დროებით გაუქმებას, თქვენ გექნებათ ერთი თვე ვადა გადაწყვეტილების შესაცვლელად და სისტემაში დასაბრუნებლად. Facebook-ი ავტომატურად არ აღადგენს ექაუნთს, თუკი სისტემაში შეხვალთ, თუმცა გექნებათ შესაძლებლობა გააუქმოთ მოთხოვნა და ჩვეულებრივ ისარგებლოთ აპლიკაციით. „ჩვენ მცირე ხნის წინ გავზარდეთ ექაუნთის აღდგენის პერიოდი, რადგან ვიყავით მომსწრენი, როგორ ცდილობდნენ მომხმარებლები - აღედგინათ ექაუნთი 14 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ“ - განაცხადა Facebook-ის პრეს-მდივანმა. - „ვადის გაზრდა მომხმარებლებს მისცემს მეტ დროს, რათა მათ მიიღონ სრულად გაცნობიერებული გადაწყვეტილება.“ რა თქმა უნდა, მეორე მხრივ, ეს გადაწყვეტილება არაა ხელსაყრელი მათთვის, ვისაც სურს ექაუნთის სამუდამოდ გაუქმება. ამ ტიპის მომხმარებლებს სამომავლოდ უკვე 2 კვირის ნაცვლად ერთი თვის ლოდინი მოუწევთ, რომ სისტემიდან გაქრეს მათ ექაუნთი და პირადი მონაცემები. მათთვის, ვინც უკმაყოფილოა და უკვე გადაწყვეტილი აქვს Facebook-ის დატოვება, სწორედ ხელსაყრელი დროა სოციალური ქსელის დასატოვებლად, დანარჩენი მომხმარებლებისთვის კი გარანტირებული იქნება ერთთვიანი პერიოდი, თუკი ჩათვლიან, რომ ეს სოციალური ქსელი მათი ცხოვრების აუცილებლობას წარმოადგენს. www.theverge.com
  16. განახლება გამოდის ნომრით 1809 და ამჯერად აქცენტი კეთდება არა ახალ ფუნქციურ შესაძლებლობებზე, არამედ უკვე არსებულის გაუმჯობესებასა და სრულყოფაზე. ზოგიერთი სიახლის გაშვება ჯერჯერობით გადაიდო სისტემის მომავალ მსხვილ განახლებამდე, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ჩანართების დაჯგუფება მუშაობის გამარტივების მიზნით. მნიშვნელოვანი სიახლეა აპლიკაცია „Your Phone” , რომელიც აუმჯობესებს სმარტფონის ფუნქციურობას კომპიუტერის მეშვეობით. შესაძლებელი იქნება შეტყობინებების მიღება-გაგზავნა, მუშაობა ბოლო 25 ფოტოზე Android-სმარტფონის გალერეაში და ა.შ. ასევე შესაძლებელი იქნება კომპიუტერში განაგრძოთ მუშაობა იმ თემაზე, რისი კეთებაც სმარტფონში დაიწყეთ. ამისათვის საჭიროა პროგრამა Microsoft Launcher. გამოჩნდა ბუფერული გაცვლის ისტორია, რომელიც სინქრონიზდება Cloud-თან და იძლევა სხვადასხვა მოწყობილობასთან წვდომის საშუალებას. მაგალითად, შეგიძლიათ დააკოპიროთ ტექსტი ერთ კომპიუტერში და ჩასვათ მეორეში. ეს ფუნქცია დამატებულია SwiftKey კლავიატურაზე iOS-სა და Android-ში. SwiftKey იქნება Windows 10-ის ვირტუალური კლავიატურა. მორიგი ცვლილებაა dark რეჟიმი ექსპლორერში, რომლის გააქტიურებაც შესაძლებელია აპლიკაციის პარამეტრებიდან. ასევე გაუმჯობესდა ბრაუზერ Edge-ს ფუნქციები - დაემატა Fluent Design-ის მეტი ელემენტი, ახალი სმაილები და ა.შ. განახლებების ხილვა შეგიძლიათ აპლიკაციის პარამეტრებში: Settings> Updates and Security> Windows Update> Check for Updates. როგორც ცნობილია, განახლების გავრცელება მოხდება ეტაპობრივად, მისი მიღება ყველასთვის არ იქნება ხელმისაწვდომი პირველივე დღეს. overclockers.ru
  17. კომპანია Google გვთავაზობს ახალ აფდეითს, რომელიც განსაკუთრებით სასარგებლო იქნება ქალაქის იმ მაცხოვრებელთათვის, ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს. სისტემის საშუალებით ახლა უკვე შესაძლებელი იქნება მივიღოთ ინფორმაცია არამარტო საცობების შესახებ, არამედ, სერვისი მოახდენს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტების დემონსტრირებასაც. მონაცემები გამოჩნდება Google Map-ის ახალ ჩანართზე. ინფორმაცია ნაჩვენები იქნება მომხმარებლის მარშრუტის გათვალისწინებით და მიაწვდის მას გზასთან დაკავშირებული მოვლენებისა და დაბრკოლებების შესახებ ცნობებს. კერძოდ, სისტემა გამოიკვლევს საცობებს, ავარიებს, საქალაქო ტრანსპორტის გრაფიკებს. სერვისის საშუალებით შესაძლებელი იქნება ყველა ინციდენტის გათვალისწინებით დროის გაანგარიშება დანიშნულების ადგილამდე, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, სისტემა შესთავაზებს მომხმარებელს ალტერნატიულ მარშრუტს და გამოთვლის გზაში შეფერხების დროს. ჯერჯერობით ეს სერვისი გაშვებულია მსოფლიოს 80 ქალაქში, ზოგიერთ მეგაპოლისში კი, მაგალითად, სიდნეიში, აპლიკაცია მომხმარებლებს აწვდის ინფორმაციას იმის შესახებაც, თუ რამდენად გადატვირთულია მათთვის საჭირო ავტობუსი თუ მატარებელი. ახალ ფუნქციას უკვე დაემატა სხვადასხვა მუსიკალური სერვისი, მაგალითად, Spotify, Apple Music და Google Play. მალე იგეგმება YouTube Music-ის დამატებაც. ასე რომ, მომხმარებლებს შეეძლებათ მგზავრობისას უსმინონ მუსიკას ონლაინ რეჟიმში სანავიგაციოს სისტემის გამორთვის გარეშე. Google Map-ის ახალი ფუნქციები Android-სა და iOS-ზე გამოჩნდება მიმდინარე კვირის განმავლობაში. https://3dnews.ru/976210
  18. კომპანია GfK-მ გამოაქვეყნა მიმდინარე წლის პირველი ნახევრის ფოტოაპარატების მსოფლიო ბაზრის კვლევის შედეგები: მოთხოვნა ციფრულ კამერებზე მცირდება როგორც ფულადი, ასევე რაოდენობრივი თვალსაზრისით. იანვრიდან ივნისამდე პერიოდში გაყიდული ფოტოაპარატების ღირებულებამ 3,9 მილიარდი ევრო შეადგინა, ეს კი 11 %-ით ნაკლებია წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. თუკი განვიხილავთ მონაცამებს რაოდენობრივი თვალსაზრისით, ამ შემთხვევაში გაყიდვების ვარდნა კიდევ უფრო შესამჩნევია - დაახლოებით 15 %-ით ნაკლები წინა წელთან შედარებით. იმის პარალელურად, რომ კომპაქტურ ფოტოკამერებზე მოთხოვნა მცირდება, სისტემურ (უსარკო) ფოტოაპარატებზე პირიქით, ინტერესი სულ უფრო იზრდება, რაც გავლენას ახდენს ობიექტივების ბაზარზეც. 2018 წლის პირველ ნახევარში ამ სახის წარმოებიდან შემოსულმა შემოსავალმა შეადგინა 1 მილიარდი ევრო. დღესდღეობით განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს უსარკო ფოტოაპარატებისთვის განკუთვნილი ობიექტივები: მათი ბრუნვა ბოლო ნახევარ წელში თითქმის მეოთხედით გაიზარდა. 2018 წლის პირველ ნახევარში გაიყიდა 700 ათასზე მეტი ობიექტივი უსარკო ფოტოაპარატებისთვის. https://3dnews.ru/976195
  19. ბოლო პერიოდში ჩაბნელებულმა რეჟიმებმა პოპულარობა მოიპოვა როგორც მობილური მოწყობილობების, ასევე პერსონალური კომპიუტერების მომხმარებლებში. ეს ფლაგინი დაემატა Windows 10-სა და macOS Mojave-საც, Linux-ში კი დიდი ხანია არსებობდა. ახლა უკვე მსგავსი გადაწყვეტილება გამოჩნდა ბრაუზერებშიც, ამასთან, საუბარი ეხება უნივერსალურ გაფართოებას, დიდი რაოდენობის რესურსებზე მუშაობას. ერთ-ერთი ასეთი ვარიანტია Night Eye. იგი ხელმისაწვდომია საფირმო ბრაუზერის - Microsoft Edge-სთვის, აგრეთვე Google Chrome-ის, Mozilla Firefox-ის, Opera-ს, Vivaldi-სა და Yandex-ისთვის. მსგავსი ვერსია Safari-სათვის ჯერჯერობით დამუშავების პროცესშია. ფლაგინი იყენებს ფერებისა და გამოსახულების ანალიზს და გარდაქმნის მათ იმგვარად, რომ მივიღოთ გამოსახულების უკეთესი ხარისხი, ამავე დროს, იმგვარად, რომ სიმკვეთრე არ აღიზიანებდეს და ძაბავდეს თვალს. ხსენებულ გაფართოებას აქვს სამი რეჟიმი: მუქი: ამ რეჟიმში ყველანაირი გამოსახულება, სიმბოლო და ფერი განიცდის ცვლილებას იმგვარად, რომ მაქსიმალურად შემცირდეს გამოსახულების სიკაშკაშე. გაფილტრული: ვებ-გვერდებზე ფერები არ იცვლება, თუმცა შესაძლებელია სურვილისამებრ დავარეგულიროთ გამოსახულების სიმკვეთრე, კონტრასტულობა და მრავალი სხვა პარამეტრი. ჩვეულებრივი: ტრადიციული გამოსახულება დამუშავებისა და ცვლილებების გარეშე. ახალი ფლაგინის გამოყენება პირველ სამ თვეს უფასოდაა შესაძლებელი, შემდეგ კი მისი ღირებულება იქნება წელიწადში 9 დოლარი. აგრეთვე, მომხმარებლებს ექნებათ საშუალება, 40 დოლარად შეიძინონ უვადო ლიცენზია. რა საკვირველია, არსებობს რამოდენიმე ალტერნატივა, მათ შორის უფასოდაც. თუმცა ისინი ძირითადად შემუშავებულია ერთი-ორი ბრაუზერისთვის, კერძოდ, Chrome-ის ან Firefox-ისთვის. Microsoft Edge ჯერჯერობით არც ისე ფართოდ გამოიყენება, თუმცა Night Eye მშვენიერი ვარიანტი იქნება მათთვის, ვინც ამ ბრაუზერის მომხმარებელია. https://3dnews.ru/976192
  20. დაახლოებით წელიწადის წინ სამხრეთკორეულმა გიგანტმა დააანონსა ჰედსეტი სახელწოდებით Odyssey. ამ მოწყობილობას აქვს ორი ეკრანი, თითოეული 1440 × 1600 გაფართოებით. თვალთახედვის კუთხე შეადგენს 110 გრადუსს, კადრის განახლების სიჩქარეა 90 ჰერცი. გაჯეტთან ურთიერთქმედებისას შესაძლოა უსადენო კონტროლერების გამოყენება. ჰედსეტს აქვს ჩაშენებული ყურსასმენები და მიკროფონი. დღესდღეობით მოწყობილობის ფასი დაახლოებით 400 აშშ დოლარია. შერეული რეალობის ახალი ჰედსეტის სახელია Odyssey +. ცნობილია, რომ კონსტრუქციული მახასიათებლები მას ორიგინალი მოდელის მსგავსი აქვს. ცვლილებები შეეხო მხოლოდ ვიზუალიზაციის სისტემას. როგორც მოსალოდნელია, Odyssey +-ის ანონსი უახლოეს კვირებში შედგება. იგი უკვე წარდგა მარეგულირებელი ორგანოების სერტიფიკაციაზე. ჰედსეტის ფასი დაახლოებით 500 აშშ დოლარი იქნება. IDC-ს ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ მიმდინარე წელს გაყიდული ვირტუალური და შერეული რეალობის ჰედსეტების რაოდენობა დაახლოებით 4,2 მილიონ ერთეულს შეადგენს, რაც 31 %-ით მეტია წინა წელთან შედარებით. გაყიდვების მთლიან მასაში მთავარი ადგილი ვირტუალური რელობის მოწყობილობებს უკავია - მათზე მოდის დაახლოებით 4 მილიონი ერთეული. https://3dnews.ru/976198
  21. მიმდინარე წელს Apple-მა წარადგინა ახალი ინიციატივა სახელწოდებით „Everyone Can Create“. ეს არის სასწავლო პროგრამა, რომელიც iPad-ის გამოყენებით მოსწავლეებს საშუალებას აძლევს გაიგონ მეტი მუსიკის, ვიდეოს, ფოტოგრაფიისა და ნახატების შესახებ. ეს პროგრამა საცდელი ვარიანტის სახით გამოიყენებოდა 350 სკოლაში და დღესდღეობით, როგორც Apple აცხადებს, იგი უკვე საყოველთაოდ ხელმისაწვდომია. სასწავლო პროგრამა „Everyone Can Create“ შეიცავს ოთხ სახელმძღვანელოს, ჯამში 300 იდეას სწავლებისთვის და უკვე ხელმისაწვდომია Apple Book-ებზე. თითოეულ სახელმძღვანელოში შესულია პროექტების სერია, რომლებიც მოსწავლეებს ეხმარება, ნაბიჯ-ნაბიჯ განავითარონ თავიანთი უნარები და შესაძლებლობები, შეისწავლონ თითოეული სფეროსთვის აუცილებელი მეთოდები და იდეები. გაკვეთილები არ არის განკუთვნილი ხელოვნების მასწავლებელთათვის, თუმცა მისი გამოყენება ყველა დისციპლინაში შესაძლებელია. პროგრამა „Everyone Can Create“ განკუთვნილია მცირე ხნის წინ წარმოდგენილი iPad-ისთვის, რომელთაც აქვთ ელექტრონული ფანქრის მხარდაჭერა და გამოიყენება სკოლებში. სასწავლო პროგრამა კრეატიულია და მოსწავლეებს უბიძგებს ადრეული ასაკიდანვე შეასრულონ სამუშაოები ციფრულ რეჟიმში. სასწავლო პროგრამა ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე, ნებისმიერ ადგილას, სადაც კი Apple Book-ები არსებობს. Apple-ს განცხადების მიხედვით, 2018 წლის ბოლოსთვის კი შემოგვთავაზებენ ამ პროგრამას სხვადასხვა ენაზე. www.theverge.com
  22. α7 II-ის გამოსვლიდან 3,5 წელიწადი გავიდა და ამ დროის განმავლობაში Sony-მ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა წინ: მსოფლიოში საუკეთესო ავტოფოკუსი, ბევრად გაუმჯობესებული ავტონომიურობა და ახალი უსწრაფესი სენსორები. α7 II-თან შედარებით, ახალი თაობის ფოტოაპარატში ყველაფერი გაუმჯობესებულია. ახალ კამერას აქვს 24 მეგაპიქსელიანი სრულკადრიანი სენსორი, ფოკუსირების ჰიბრიდული სისტემა, ახალი ბატარეა, რომელიც უზრუნველყოფს 710 კადრის გადაღებას ერთ სრულ დატენვაზე. ფოტოაპარატს აგრეთვე შეუძლია წამში 10 კადრის გადაღება, აღჭურვილია სენსორული დისპლეით... მოკლედ რომ ვთქვათ, Sony შეეცადა შეექმნა უნივერსალური სრულკადრიანი უსარკო ფოტოაპარატი. ტექნიკური მახასიათებლები: ახალი ფოტოაპარატი კომპაქტური და მსუბუქია (იწონის 650 გრამს ბატარეისა და მეხსიერების ბარათის ჩათვლით), თუმცა Planar T* FE 50mm f/1.4 ობიექტივის დამატებისას გარკვეული დისბალანსი იგრძნობა - ოპტიკა საკმაოდ მძიმეა კამერისთვის. ამ ნიუანსის კორექტირება შესაძლებელია დამატებითი კვების ბლოკის მიერთებით. წინა პანელზე განთავსებულია ბაიონეტი, ობიექტივის გამხსნელი ღილაკი, id transmitter-ი და განათება ავტოფოკუსისთვის. მარჯვენა ნაწილში განთავსებულია მეხსიერების ბარათის სათავსო, რომელიც იხსნება პატარა ბერკეტით. ზედა სლოტი განკუთვნილია Memory Stick-ისა და SD ბარათებისთვის, ქვედა სლოტი - მხოლოდ SD-სთვის. აქვე გვაქვს NFC (Near field communication) კონტაქტური პედი. კამერის მარცხენა ნაწილში თავმოყრილია სამ ჯგუფად დაყოფილი ყველა ინტერფეისი, თითოეული მათგანი დახურულია პლასტმასის თავსახურით. პირველი: სინქროკონექტორი შიდა განათებით და მინი ჯეკი მიკროფონისთვის. მეორე: მინი ჯეკი ყურსასმენებისთვის და microHDMI. მესამე: – USB Type-С (USB 3.0) და microUSB. ფოტოკამერის დასატენად და ფაილების კომპიუტერში გადასატანად შესაძლებელია ორივე მათგანის გამოყენება. ფოტოაპარატის ზედა ნაწილში განთავსებული დინამიკი, სტერეომიკროფონი და მართვის ორგანოების ჯგუფი: სამუშაო რეჟიმების ასარჩევი კლასიკური სელექტორი, ექსპოკორექტორი, ჩართვა-გამორთვის ღილაკები. უკანა პანელზე გვაქვს LCD დისპლეი, მის ზემოთ - ელექტრონული ვიდეომძებნელის ოკულარი მოახლოების სენსორით. აქვეა მართვის სხვადასხვა ორგანოები: სამი პროგრამირებადი ღილაკი, მთავარ მენიუში შესასვლელი და ვიდეოჩანაწერის გაშვების ღილაკები, ავტოფოკუსის სააქტივაციო, მასშტაბის გასაზრდელი ან შემამცირებელი ღილაკები, ჯოისტიკი, სანავიგაციო დეტალი და ღილაკი კადრების ნახვისთვის ან წაშლისთვის. ქვედა ნაწილში განთავსებულია ბატარეის სათავსო და შტატივის ბუდე. ისინი საკმაოდ დაშორებულია ერთმანეთისგან, რათა ფოტოგრაფს ჰქონდეს ბატარეასთან წვდომის საშუალება შტატივის გამოყენებისას. ფოტოაპარატის მენიუ მეტად მრავალფეროვანია - Sony α7 III გათვლილია უფრო მეტად პროფესიონალებზე, ვიდრე უბრალო მოყვარულებზე. ერთი და იმავე ღილაკების მეშვებით შესაძლებელია სხვადასხვა ფუნქციების გააქტიურება ფოტო/ვიდეო გადაღებების რეჟიმში და უკვე გადაღებული კადრების დათვალიერებისას - ეს მეტად მოსახერხებელია. უნდა ითქვას რომ 3 დუიმიანი დიაგონალის მქონე LCD დისპლეი 921 600 პიქსელით - არც ისე შთამბეჭდავია თანამედროვე საზომებით. დისპლეის აქვს სენსორული ზედაპირი - ეს კი ნამდვილად პროგრესია წინა მოდელთან შედარებით. ძალიან მოსახერხებელია ის, რომ დისპლეის შეუძლია იმუშაოს თაჩპედის რეჟიმში.   მარცხნივ: კადრი ჩვეულებრივი გაფართოებით, მარჯვნივ: 100%-იანი crop-ი https://3dnews.ru/975753
  23. Microsoft Surface Book 2 (1199 $. Microsoft) როდესაც საქმე ეხება Windows ლეპტოპებს, საუკეთესო არჩევანია Microsoft Surface Book 2- სუპერ ძლიერი და უნივერსალური ლეპტოპი, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც 13 დუიმიანი, ასევე 15 დუიმიანი კონფიგურაციით. ეს ლეპტოპი განკუთვნილია მათთვის, ვინც აფასებს სიძლიერესა და უნივერსალურობას, ვინც უპირატესობას ანიჭებს ფორმ-ფაქტორ ლეპტოპებსა და პლანშეტებს. დადებითი მხარეები: შესანიშნავი ხარისხი; მაღალმწარმოებლურობა; გამძლე ბატარეა; უარყოფითი მხარეები: სიძვირე; არ აქვს Thunderbolt 3-ისა და eGPU-ს მხარდაჭერა. https://bit.ly/2IwcIlW Surface Pro (799 $. Microsoft) შესანიშნავი, შედარებით იაფი ვარიანტი მათთვის, ვისაც ხელი არ მიუწვდება Surface Book-ზე. Surface Pro-ს გააჩნია 12 დუიმიანი დისპლეი 2736 x 1842 3: 2 გაფართოებით, მეშვიდე თაობის Intel Core M3, i5 ან i7 პროცესორები, 16 გბ-მდე ოპერატიული მეხსიერება და 512 გბ-იანი SSD, ასე რომ, მისი შეძენა ნამდვილად კარგი გადაწყვეტილებაა. https://bit.ly/2xVh5Tu HP ENVY x2 (999 $. Amazon) ეს არის ლამაზი დიზაინის მქონე პლანშეტი ხანგრძლივად მუშაობის ბატარეით. თუკი ეძებთ პლანშეტს Windows 10-ით, HP ENVY x2 მშვენიერი არჩევანია. იმის წყალობით, რომ ARM-ზე მუშაობს, პლანშეტის აქტიური და პასიური რეჟიმი iPad-ის მსგავსია და შეუძლია იმუშაოს პასიურ რეჟიმში 20 დღემდე, ერთი სრული დატენვის შემდეგ. https://amzn.to/2yab3ho Mini ASUS ტრანსფორმერი (240 $. Microsoft) ბიუჯეტური პლანშეტი, რომელიც ტრანსფორმირდება ლეპტოპად. მომხმარებლებს, რომლებსაც მოსწონთ Surface Pro-ს დიზაინი, არც Transformer Mini ASUS-ი დატოვებს გულგრილს. კლავიატურისა და თაჩპადის ფიქსაციისთვის მას აქვს ისეთივე სადგამი, როგორც Surface-ს, რაც გამოსაყენებლად კომფორტულია ელექტრონული ფანქრით მუშაობის დროსაც. პლანშეტს აქვს 10,1 დუიმიანი სენსორული დისპლეი 1280 x 800 გაფართოებით. პანელის ზედა ნაწილში განთავსებულია ფრონტალური კამერა. შინაგან კომპონენტებს რაც შეეხება, აქვს Intel Atom x5-Z8350 პროცესორი, 4 გბ-იანი RAM და 64 გბ-იანი eMMC მესხიერება. https://bit.ly/2Ix11vw https://www.windowscentral.com/best-2-1-laptops
  24. მომავალ წელს კომპანია AMD-მ უნდა წარადგინოს Ryzen-ის მესამე თაობის 7 ნანომეტრიანი პროცესორები, რომლებიც აწყობილი იქნება Zen 2-ის არქიტექტურაზე. ამ პროცესორების წინასწარი ნიმუშები უკვე იტესტება. ერთ-ერთი მათგანის შესახებ განაცხადა ფორუმ hardOCP-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა, რომელიც მანამდეც აქვეყნებდა ადრეულ სანდო ცნობებს AMD-ს გეგმებისა და პროდუქტების შესახებ. სამწუხაროდ, ხსნებული წყაროსგან ცნობილი გახდა მახასიათებლების მხოლოდ ნაწილი. მისი მიხედვით, ეს კონკრეტული მოდელი აგებულია Zen 2-ის ბაზაზე, გააჩნია რვა ბირთვი და 16 ნაკადი, რაც მიგვანიშნებს, რომ იგი Ryzen-ის ხაზს ეკუთვნის. საბაზისო ტაქტის სიხშირე შეადგენს 4,0 გჰც-ს, ტურბო რეჟიმში კი იგი ავტომატურად აღწევს 4,5 გჰც-მდე. პროცესორზე, რომლის გამოცდაც მიმდინარეობს, სატესტო სისტემა დაკომპლექტებულია DDR4 ოპერატიული მეხსიერებით 3600 მჰც სიხშირით, აგრეთვე ვიდეობარათით - Radeon RX Vega 64 Liquid. სატესტო სტენდის ბაზად წარმოდგენილია ინჟინერული დედა დაფა, რომლის შესახებაც მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ლოგოტიპად აქვს AMD. როგორც ინფორმატორი თვლის, ეს დაფა აგებულია სისტემური ლოგიკის ახალი ტიპის მიკროსქემათა ნაკრებზე. გარკვეული პერიოდის წინ, AMD-მ პირობა დადო, რომ უზრუნველყოფდა ახალი პროცესორების თავსებადობას შესაბამისი კონექტორის მქონე უფრო ძველ დედა დაფებთან. ასე რომ, როგორც ჩანს, AMD 300 სერიის ჩიპსეტებზე არსებული დაფები არ დაკარგავენ აქტუალურობას. საინფორმაციო წყაროს მიხედვით, Zen 2 მოდელს თავისუფლად შეუძლია ძირითად ტესტებში კონკურენცია გაუწიოს Intel Core i7-8700K-ს. შეგახსნებთ, რომ მიმდინარე წელს AMD-მ განაცხადა, რომ დასრულდა მუშაობა Zen 2-ის არქიტექტურაზე, ასე რომ, სრულიად ლოგიკური მოვლენაა ჰორიზონტზე ინჟინერული CPU-ების გამოჩენა, რომლებიც შესრულებულია 7 ნანომეტრიან ტექპროცესზე. გავრცელებული ხმების თანახმად, Zen 2-მა უნდა უზრუნველყოს ტაქტის სიხშირის 10-15%-ით გაზრდა Zen + კლასის პროცესორებთან შედარებით. გარდა ამისა, არის მოლოდინი, რომ მომავალ Ryzen 3000 მოდელებს უფრო მეტი ბირთვი იქნება, მაგალითად, 12 ან 16-იც კი. https://3dnews.ru/976160
  25. 10 ნანომეტრიანი ტექპროცესის ათვისებასთან დაკავშირებული წარუმატებლობის გამოძახილი თანს დევს კომპანია Intel-ს. მისი 14 ნანომეტრიანი CPU-ების სერიოზული დეფიციტი კომპანიას კრიზისითა და ბაზრის მნიშვნელოვანი წილის დაკარგვით ემუქრება. რა თქმა უნდა, მწარმოებლები ცდილობენ მიიღონ ზომები - გაზარდონ წარმოება და ამით შეამცირონ ფასები, თუმცა უშედეგოდ. ამ ფაქტს ადასტურებს Ingebor-ის - (r/AMD Reddit-ქომიუნითის წევრი) ახალი სტატისტიკური გამოთვლები. მოგახსენებთ, რომ ხსენებულ ქომიუნითს აქვს წვდომა მსხვილ ინტერნეტ-მაღაზია Mindfactory.de.-სთან, CPU-ების გაყიდვების კონფიდენციალურ მონაცემებთან. ზემოთხსენებული ინტერნეტ-მაღაზიის მონაცემებით, სექტემბრის პირველ დეკადაში Intel-ის პროცესორებზე ფასები პრაქტიკულად ყოველდღიურად იზრდებოდა და ჯამში მესამედით გაიზარდა დაახლოებით ოთხ კვირაში. რა საკვირველია, ეს ფაქტი შეუმჩნეველი არ დარჩენილა მომხმარებლებისთვის, მათ უარი თქვეს LGA1151 სოკეტის CPU-ების შეძენაზე (და არა მხოლოდ მასზე) და არჩევანი გააკეთეს Ryzen-ის (Ryzen Treadripper და Athlon) სასარგებლოდ. სექტემბრის პირველ რიცხვებში AMD-ს უპირატესობა კონკურენტებთან შედარებით გამოიხატებოდა რამოდენიმე ათეულით მეტი CPU-სა და APU-ს გაყიდვაში. Intel-ის პროცესორების დეფიციტისა და მათზე ფასების მატების გამო თვის ბოლო კვირაში სხვაობა ბევრად გაიზარდა: 3000 გაყიდული ერთეული 1000 ერთეულის წინააღმდეგ, AMD-ს სასარგებლოდ. კომპანია Advanced Micro Devices-ს სასახელოდ, უნდა აღინიშნოს, რომ მან გაუძლო ცდუნებას და არ გაზარდა ფასები მეტად მოთხოვნად AM4 მოდელის პროცესორებზე. დღევანდელი გადასახედიდან ჩანს, რომ Intel-ს რთული ოქტომბერი ელის, AMD-ს კი შეუძლია კონცენტრირდეს თავისი პერსპექტიული 7 ნანომეტრიანი პროცესორების მზადებაზე. Ingebor-მა სტატისტიკური მონაცემების გამოცემის პარალელურად, საზოგადოებას შეახსენა AMD-ს ბოლო დროის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამსახურების შესახებ: ხსნებულმა კომპანიამ გაზარდა ფიზიკური ბირთვების რაოდენობა mainstream-პროცესორებში ფასის საგრძნობი მატების გარეშე. პროცენტულად რომ შევადაროთ, სექტემბერში გაიყიდა 65 % AMD-ს პროცესორები, Intel-ისა კი - 35%. Intel-ის ყველაზე კარგად გაყიდვადი ჩიპი Coffee Lake-S მოდელებია, AMD-ს შემთხვევაში კი წამყვანი ადგილი უკავია Pinnacle Ridge-ს (CPU Ryzen 2000). შემდეგი გრაფიკი ახდენს დემონსტირებას, თუ როგორ ხდებოდა Intel-ის პროცესორებზე ფასების მატება, რაც განსაკუთრებით შესამჩნევი სექტემბერში გახდა. კერძოდ, ექვსბირთვიანი CPU Core i7-8700K გასცდა 400 ევროიან ზღვარს, რაც ნიშნავს, რომ აგვისტოში არსებულ ფასს 50 ევროზე მეტი დაემატა. ამგვარი დინამიკა შეიმჩნევა Core i7-8700-ის, Core i5-8600-ისა და Core i5-8400-ის შემთხვევებშიც. ჯამში, Pinnacle Ridge AM4 (Ryzen 7 2700X) განთავსდა i7-8700-სა და i5-8600K-ს შორის, Ryzen 7 1700X კი მყიდველებს ახლა უკვე უფრო იაფი უჯდებათ, ვიდრე CPU Core i5. Ingebor-ის სტატისტიკის მიხედვით, სექტემბრის თვის ყველაზე პოპულარული პროცესორია ექვსბირთვიანი Ryzen 5 2600. მეორე ადგილზეა Core i7-8700K, მესამეზე კი - Ryzen 7 2700X. გაყიდვების მნიშვნელოვანი წილი მოდის აგრეთვე ჩიპებზე - Ryzen 5 1600, Ryzen 3 2200G, Ryzen 5 2400G (ბოლო ორი - APU Raven Ridge), Ryzen 5 2600X, Core i5-8600K დ ა Core i5-8400. აგრეთვე, სტატისტიკაში პირველად შევიდა ორბირთვიანი CPU Athlon 200GE. შემოსავლების მხრივ, პირველ ადგილს დამაჯერებლად იკავებს Intel Core i7-8700K, მას მოსდევს Ryzen 7 2700X და Ryzen 5 2600X. ამას გარდა, საერთო შემოსავალში აღსანიშნავია Core i5-8600K-ის, Ryzen 5 2600X-ისა და Ryzen 5 1600-ს წილები. თუკი რაიმე სასწაული არ მოხდა, 2018 წლის ბოლო სამ თვეში მოსალოდნელია AMD-ს დიდი უპირატესობა (სულ მცირე, გერმანულ ბაზარზე მაინც). https://3dnews.ru/976162
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.