Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5910
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    198

Everything posted by Magdalena

  1. GeForce RTX 2070 ვიდეობარათების ოფიციალური ანონსის ფარგლებში კომპანია MSI-მ წარადგინა ცხრა ვიდეო ბარათი, რომლებიც დაყოფილია ოთხ ჯგუფად: Gaming კატეგორია (ყველაზე ძლიერი) Armor (gaming-ის გამარტივებული ვერსია) Duke (მოდელები მასიური, სამვენტილატორიანი ქულერით) Aero (ტურბინიანი ადაპტერით) GeForce RTX 2070 Gaming ამ სერიაში გამოვიდა სამი ვიდეო ბარათი: GeForce RTX 2070 Gaming Z 8G; GeForce RTX 2070 Gaming X 8G; GeForce RTX 2070 Gaming 8G. ფლაგმანური მოდელი აღნიშნულია სუფიქსით “Z” და ხასიათდება გრაფიკული ბირთვის მაქსიმალური სიხშირით: 1410–1830 მჰც (რეკომენდებული დიაპაზონია 1410–1620 მჰც). GDDR6 მეხსიერების მოცულობაა 8 გბ (არ ექვემდებარება ოვერქლოქინგს: 1750 მჰც სიხშირეზე ოპერატიული მეხსიერების სიჩქარეა 14 გბიტ/წმ.). ეს ვიდეო ბარათი გამოირჩევა არა მარტო გარეგნული მახასიათებლებით (კერძოდ, Mystic Light-ის RGB განათებით), არამედ PCB დაფის განსაკუთრებული დიზაინითა და გაგრილების სისტემით. ეს უკანასკნელი იყენებს სამი სლოტის სივრცეს და შედგება ორი Torx 3.0 ვენტილატორისგან. აქვს ალუმინის რადიატორი, რადიატორის სპილენძის ფუძე და ექვსი მონიკელებული სპილენძის სითბური მილი. მილთაგან ერთ-ერთს სხვებზე დიდი - 10 მილიმეტრიანი დიამეტრი აქვს. GeForce RTX 2070 Gaming მოდელების გაგრილება ხდება СО Twin Frozr 7-ის საშუალებით სითბოს ნაწილის გაფანტვას ახდენს წინა და უკანა ფირფიტები. VRM ტრანზისტორების უმეტესობა კონტაქტშია მთავარი გამაგრილებლის ფირფიტებთან, რამოდენიმე კი ეხება რადიატორის ფრონტალურ ფირფიტას. MSI GeForce RTX 2070 Gaming Z 8G-ის კვების სისტემა ათფაზიანია. აქვს კონექტორების კონფიგურაციების არასტანდარტული კვების სისტემა: 8-პინიან PCI-E Power-ს დამატებული აქვს 6-პინიანი. აღსანიშნავია, რომ GeForce RTX 2070 კლასის ვიდეო ბარათებს არ აქვს NVLink SLI მხარდაჭერა - MSI-მ გამოიყენა კონსერვატიული მიდგომა: ვიდეობარათს აქვს ერთი HDMI 2.0b კონექტორი, ერთიც USB 3.1 Type-C პორტი და სამი DisplayPort 1.4. GeForce RTX 2070 Gaming X 8G და GeForce RTX 2070 Gaming 8G ეს ორი, “X” სუფიქსიანი ვიდეო ბარათი მუშაობს 1410–1710/1750(14 000) მჰც სიხშირეზე და საჭიროებს 225 ვატს დატვირთვის დროს, ისევე როგორც Gaming Z. მისგან განსხვავდებიან იმით, რომ აქვთ გრაფიკული ბირთვი TU106-400 - ნაცვლად TU106-400A-სა. MSI GeForce RTX 2070 Gaming 8G ვიდეო ბარათის ენერგომოხმარება 175 ვატის ტოლია, კვების კონექტორების კონფიგურაცია ამ შემთხვევაშიც გვაქვს 6+8-პინიანი. ვიდეო ბარათის გაბარიტებია 307 × 155 × 50 მმ, წონა: 1,5 კგ. GeForce RTX 2070 Armor MSI GeForce RTX 2070 ვიდეო ბარათების „ჯავშნიან“ სერიაში წარმოდგენილია სამი ბარათი: Armor 8G OC, Armor 8G OCV1 და Armor 8G. მიუხედავად Gaming სერიის ბარათებთან ვიზუალური მსგავსებისა, Armor ვიდეო ბარათები უფრო მოკრძალებულ „არსენალს“ ფლობენ. რთული კონსტრუქციის მქონე Torx 3.0 ვენტილატორების ნაცვლად, გამოყენებულია წინა თაობის Torx 2.0 ვენტილატორები. RGB განათების ადგილას კი გვაქვს მხოლოდ MSI-ს ლოგოტიპი. ქულერის კონსტრუქცია გამარტივებულია: Armor-ის სერიის ვიდეო ბარათებს ერთით ნაკლები სითბური მილი აქვთ Gaming სერიის წარმომადგენლებთან შედარებით. აგრეთვე, ამ სერიის წარმომადგენლები 300 გრამით მსუბუქია Gaming სერიაზე, რაც მეტყველებს უფრო მცირე მასის მქონე რადიატორის არსებობაზე. ფრონტალურ ფირფიტაზე არის VRM რადიატორის ფუნქცია და მეხსიერების მიკროსქემა. Gaming და Armor სერიების დაფებს მიკროსქემების დიზაინი პრაქტიკულად იდენტური აქვთ, თუმცა, Armor სერიას არ აქვს GPU კვების ორი ფაზა. NVIDIA TU106-400A -ის ბირთვის boost-სიხშირე Armor 8G OCV1-ისა და Armor 8G OC-ის ვერსიებში არ აღემატება 1710 და 1740 მჰც-ს. თავის მხრივ, ვიდეო ბარათის - GeForce RTX 2070 Armor 8G-ის გრაფიკული პროცესორის - TU106-400-ის რეკომენდებული ტაქტის სიხშირე 1410–1620 მჰც-ია. GeForce RTX 2070 Duke ამ სერიაში გვაქვს ორი მოდელი: MSI GeForce RTX 2070 Duke 8G OC და GeForce RTX 2070 Duke 8G. ამ ვიდეო ბარათების მახასიათებლები და ხარისხი Armor-ის სერიის მსგავსია. Duke სერიის უპირატესობიდან უნდა აღინიშნოს ორსლოტიანი/სამვენტილატორიანი მოდელის გადაწყვეტილება და საშუალოზე მაღალი GPU სიხშირე (Duke — 1710 მჰც, Duke OC — 1755 მჰც). ამავე დროს, რადიატორი უფრო თხელია და აქვს სამი ან ოთხი სითბური მილი. PCB მიკროსქემების დიზაინის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, როგორც ჩანს, ამ მხრივ Duke სერია თავს ვერ მოიწონებს. Duke/Duke OC სერიის ვიდეო ბარათები განათების გარეშეა წარმოდგენილი. GeForce RTX 2070 Aero MSI GeForce RTX 2070 Aero 8G ვიდეო ბარათების ღირსებას წარმოადგენს სითბური მასების გამოყოფა უკანა პანელის მეშვეობით, ასევე ბარათების მისაღები ფასები. Aero სერიის ბარათების ბირთვებისა და მეხსიერების სიხშირეები ტოლია 1410–1620 და 1750 (14 000) მეგაჰერცის. ვიდეო ბარათს აქვს ორი დამატებითი კონექტორი კვებისთვის: 6- და 8-პინიანი. როგორც ჩანს, MSI-ის ინჟინრებმა სარისკოდ ჩათვალეს უარი ეთქვათ 6-პინიან PCI-E Power-ზე. უკანა „მსუნთქავმა“ საცობმა უნდა შეამციროს GPU-ს გადახურება და ხმაურის დონე. ოფიციალური ცნობების მიხედვით, ვიდეო ბარათების საყოველთაო მსოფლიო გაყიდვები უნდა დაიწყოს 17 ოქტომბრიდან. https://3dnews.ru/976705
  2. ჩინურმა კომპანია Vivo-მ გამოაქვეყნა თიზერ-გამოსახულება, რითაც გვამცნობს, რომ მალე მოხდება ახალი საშუალო დონის სმარტფონის - Z3-ის პრეზენტაცია. სმარტფონს ექნება Qualcomm Snapdragon 710 პროცესორი. მოკლედ მოგახსენებთ ან ჩიპის საკვანძო მახასიათებლებს: აქვს რვა ბირთვი Kryo 360 - 2,2 გჰც-მდე ტაქტის სიხშირით, გრაფიკული ბირთვი Adreno 616 და ფიჭური მოდემი Snapdragon X15 LTE – მონაცემთა გადაცემის სიჩქარით 800 მბიტ/წმ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სმარტფონს ექნება 6,3-დუიმიანი Full HD+ დისპლეი 2280 × 1080 გაფართოებით, 4 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, 64 გიგაბაიტიანი მოცულობის მქონე ფლეშ-მოდული. აგრეთვე, ექნება ორი ძირითადი კამერა 16 და 2 მეგაპიქსელიანი სენსორებით. 12 მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა და ბატარეა -3240 მილიამპერი/სთ მოცულობით. გავრცელებულ ინფორმაციაში აგრეთვე ნახსენებია Dual Turbo ტექნოლოგიის მხარდაჭერა. იგი მოიცავს ფუნქციებს: System Turbo და Game Turbo: პირველი მათგანი უზრუნველყოფს აპლიკაციების ჩატვირთვის დაჩქარებას, მეორე კი - თამაშის პროცესის გაუმჯობესებას. Vivo Z3-ის ოფიციალური პრეზენტაცია დანიშნულია 17 ოქტომბრისთვის. სმარტფონი იმუშავებს ოპერაციულ სისტემა Android 8.1 Oreo-ზე. მომხმარებლებს ექნებათ არჩევანის გაკეთების საშუალება ფერთა სხვადასხვა ვარიანტს შორის. https://3dnews.ru/976724
  3. ცნობილი ხდება, თუ რა ტიპის ინფორმაციაზე გაამახვილეს ყურადღება ჰაკერებმა ერთი თვის წინ მომხდარი კიბერშეტევის დროს: ესენი იყო მომხმარებლების სახელები, საკონტაქტო ინფორმაცია, ხშირ შემთხვევაში კი რელიგიური აღმსარებლობისა და ადგილმდებარეობის ამსახველი ცნობები. ამ მონაცემების დაჰაკვა მოხდა დაახლოებით 29 მილიონი მომხმარებლის ექაუნთზე. Facebook-ი გვთავაზობს მეთოდს, თუ როგორ გავარკვიოთ, გატეხეს თუ არა ჩვენი ექაუნთი და რა ინფორმაცია იქნა გადახედილი. თუკი ეწვევით Facebook’s Help Center-ს, დაგხვდებათ ინფორმაცია იყო თუ არა შეტევა თქვენს ექაუნთზე. თუ კი, ნაჩვენები იქნება, რა ტიპის ინფორმაცია იქნა მოპარული. 29 მილიონი მომხმარებლიდან, დაუცველი აღმოჩნდა 15 მილიონი მომხმარებლის სახელი, ელ.ფოსტა, ტელეფონის ნომრები. დანარჩენი 14 მილიონი მომხმარებლის შემთხვევაში კი, ამ მონაცემებთან ერთად, ჰაკერების მიერ მიღებული აღმოჩნდა დამატებითი ინფორმაცია პროფილზე, მომხმარებლის სქესზე, რელიგიაზე, საცხოვრებელ ადგილზე, ინფორმაცია - თუ რა ტიპის მოწყობილობას ფლობდნენ, იმ ადგილებზე, სადაც მომხმარებლები როდისმე იყვნენ ნამყოფი და ისიც კი, რომელი გვერდები ჰქონდათ მოწონებული. თუკი თქვენი ექაუნთი დაჰაკეს, Facebook-ი გვაცნობებს, რომ მისი დაცვისთვის არაფრის მოქმედება არ არის საჭირო. მომხმარებელთა პაროლები ჰაკერებს არ მოუპარავთ, ასე რომ მათი შეცვლის აუცილებლობაც არ არის. პაროლების ნაცვლად, ჰაკერებმა მიიღეს წვდომა „ტოკენებზე“, რისი საშუალებითაც შეაღწიეს სისტემაში. Facebook-მა ეს ტოკენები წინა თვეშივე განაახლა, სწორედ ამიტომ მოხდა მომხმარებლების უნებურად „და-log out-ება“ სექტემბრის ბოლოს. როგორც პროდუქტების მართვის ვიცე-პრეზიდენტი Guy Rosen-ი აცხადებს, კომპანიას არაფერი შეუმჩნევია იმასთან დაკავშირებით, რომ ჰაკერებმა გაავრცელეს ან რაიმე ფორმით გამოიყენეს დაჰაკული ექაუნთებიდან აღებული ინფორმაცია. გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და კომპანია აცხადებს, რომ ამ საქმეში FBI-ც ჩართულია. და ბოლოს... რა თქმა უნდა, თუკი დაიღალეთ კონფიდენციალურობის დაცვის პრობლემით, არსებობს ერთი გზა, რომლითაც სამომავლოდ უსაფრთხოდ იქნებით - ეს გზაა Facebook-ის მოხმარებაზე უარის თქმა. www.theverge.com
  4. მიმდინარე წლის ადრეულ პერიოდში Facebook-მა განაცხადა, რომ კომპანიამ წაშალა გენერალური დირექტორის - მარკ ცუკერბერგის მიერ Messenger-ში გაგზავნილი რამოდენიმე ძველი შეტყობინება. Facebook-ის რიგით მომხმარებლებს მსგავსი რამ არ შეუძლიათ - თუკი წაშლით შეტყობინებას თქვენი ინბოქსიდან, იგი მაინც დარჩება შეტყობინების მიმღების ინბოქსში. აპრილში Facebook-ის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ გეგმავს დანერგოს ფუნქცია „Unsend” ყველასთვის, თუმცა არაფერი უთქვამთ დეტალებისა და გამოსვლის დროის შესახებ. როგორც TechCrunch-მა შეამჩნია, ახალი ფუნქციის პირველადი სახე უკვე გამჟღავნდა. Jane Manchun Wong-მა, რომელიც Facebook-ის დაფარულ ფუნქციებს ეძებს, Twitter-ზე გამოაქვეყნა სქრინი, რომელზეც ასახულია, რომ გაგზავნილი შეტყობინების რედაქტირებისას, “Delete Message”- შეტყობინების ქვეშ გაჩნდა წარწერა: “Unsend Message”. დადასტურების შემთხვევაში, ჩნდება წარწერა: “Your message will be removed from the chat, and you.” როგორც ჯეინ ვონგი ამბობს, შესაძლოა გამოყოფილი იქნას გარკვეული დრო შეტყობინების Unsend-ისთვის, მაგალითად, როგორც Gmail-ის შემთხვევაში გვაქვს 30 წამი “Undo Send”-ისთვის. პრეს-მდივანმა TechCrunch-ს დაუდასტურა, რომ Facebook-ი ახდენს ახალი პროდუქტებისა და ფუნქციების შიდა ტესტირებას - ხარისხის და ფუნქციურობის შემოწმების მიზნით, მანამდე, სანამ ეს ფუნქციები საყოველთაო მოხმარებისთვის გახდება ხელმისაწვდომი. www.theverge.com
  5. სტუდია Epic Games გვატყობინებს, რომ დასრულდა Fortnite-ის Android-ვერსიის დახურული ტესტირება, რომელზე მოხვედრაც მხოლოდ სპეციალური მოწვევით იყო შესაძლებელი. ამ დროიდან უკვე ნებისმიერ მსურველს ექნება საშუალება - თავის Android-სმარტფონზე ითამაშოს ბეტა თამაშები. ამისათვის საკმარისია ეწვიოთ მოწყობილობის ოფიციალურ საიტს. აღვნიშნავთ, რომ ხსენებული ამბავი განსაკუთრებით აღსანიშნავია Fortnite Crossplay-ის არსებობის კუთხით: დღეიდან, Android-სმარტფონების მფლობელებს შეეძლებათ თამაშის დროს კამპანია გაუწიონ მეგობრებს, რომლებიც თამაშში ჩართულნი არიან PC, iOS, Xbox One, PlayStation 4 და Nintendo Switch-ით. უკანასკნელი მონაცემებით, Fortnite-ის მობილურმა ვერსიამ, რომელიც ამ დრომდე ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ iOS ვერსიებში, კომპანია Epic Games-ს უკვე მოუტანა 300 მლნ დოლარზე მეტი შემოსავალი. როგორ გაიზრდება ეს თანხა Android-ვერსიაში რელიზის შემდეგ, მცირე დროში გახდება ცნობილი.
  6. პოპულარულმა ბლოგერმა, Evan Blass-მა, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც @Evleaks, - გამოაქვეყნა გიგანტური სმარტფონის, Enjoy Max-ის რენდერი. სმარტფონს მალე ოფიციალურად დააანონსებს კომპანია Huawei. სმარტფონის განსაკუთრებულობა გამოიხატება უკანა მხარეს არსებული ტყავის პანელის არსებობაში. ამასთან, მომხმარებლებს ექნებათ საშუალება, არჩევანი გააკეთონ ფერის მხრივ რამოდენიმე ვარიანტს შორის. როგორც ამჟამად ცნობილია, სმარტფონი წარმოდგენილი იქნება ღია ყავისფერ, შავ და თეთრ ვარიანტებად. სმარტფონი იმუშავებს Snapdragon 670 პროცესორზე, რომელიც შეიცავს რვა Kryo 360 ბირთვს: მათგან ორი ფუნქციონირებს 2,3 გჰც-მდე ტაქტის სიხშირეზე, დანარჩენი ექვსი - 1,7 გჰც-მდე. აქვს გრაფიკული პროცესორი Adreno 615. დანარჩენ ტექნიკურ მახასიათებლებს რაც შეეხება, სმარტფონს ექნება 7,12-დუიმიანი Full HD+ დისპლეი, 2244 × 1080 გაფართოებით. აგრეთვე, 8 მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა, ორი უკანა კამერა - 16 და 2 მლნ პიქსელიანი სენსორებით. ოპერატიული მეხსიერება აქვს 6 გბ, ფლეშ-მოდულის მოცულობა - 128 გბ. ბატარეა - 5000 მილიამპერი/სთ. სმარტფონი მუშაობს ოპერაციულ სისტემა Android 8.1 Oreo-ზე. https://3dnews.ru/976624
  7. Cooler Master-ის Controlpad-ი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ანალოგური კლავიატურაა, რასაც შეიძლება წააწყდეთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივი კლავიატურასავით გამოიყურება, СontrolPad-ს აქვს უნიკალური მგრძნობიარე ტექნოლოგია, სახელად Aimpad, რომელიც განსაზღვრავს, რამდენად ძლიერად ხდება დაწოლა ამა თუ იმ ღილაკზე. Cooler Master-ის ტექნოლოგიის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მექანიკურ კლავიატურებს მიეცეს კონტროლის ისეთივე დონე, როგორიც აქვთ სხვა უფრო კომფორტულ კონტროლერებს (მაგალითად, ჯოისტიკი ან გეიმინგ საჭე). Controlpad-ი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, აკონტროლოს კლავიშზე დაჭერის დონე. ეს ფაქტორი გამოსადეგი იქნება თამაშებში, კერძოდ, იმ დროს, როცა დაგჭირდებათ ფრთხილად მიმოიხედოთ ირგვლივ, ან თქვენს პერსონაჟს აიძლოთ ნელა სიარული - ნაცვლად გაუთავებელი სირბილისა. გეიმერების გარდა, Controlpad-გამოადგებათ ასევე Adobe Photoshop-ის მომხმარებლებს, მისი მეშვეობით კომფორტული იქნება დაწოლის დონის, სისქის, ფუნჯის ზომებისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენების კონტროლი. ასევე გამოსადექი იქნება ვიდეორედაქტორებისთვისაც. Cooler Master-ი გეგმავს, მომხმარებლებს შესთავაზოს ოთხი სხვადასხვა პედი, რომელთაგან თითოეულ მათგანს კონკრეტული დანიშნულება აქვს: პედები გამოიყენება თამაშებისთვის, Adobe Photoshop-ისთვის, Premiere-სა და Illustrator-ისთვის. აგრეთვე, გამოვა მეხუთე ტიპის უნიკალური პედიც - რადიოლოგებისთვის. Controlpad-აქვს 24 Aimpad ღილაკი (კლავიში) და RGB განათება. მსურველებს მისი შეძენა შეუძლიათ 75 აშშ დოლარად. ხოლო პედისა და ოთხივე ტიპის დამატებითი keycap-ის შეძენა 150 $-ად არის შესაძლებელი. www.techradar.com
  8. Xbox-ის 2018 წლის ოქტომბრის განახლება მომხმარებლებს სთავაზობს Microsoft-ის ავატარების მრავალფეროვან არჩევანს, Dolby Atmos-ის მხარდაჭერას Netflix-ისთვის, აგრეთვე Alexa-ს: კონსოლების Echo დივაისით მართვისათვის. Xbox Live Avatars-ის ტესტირება ერთ წელზე მეტხანს მიმდინარეობდა, დღეიდან კი იგი უკვე გამოჩნდება Xbox-ის ინსტრუმენტების პანელში. ახალი ავატარები გამოჩნდება პროფილებზე, აქტივობის ნიუსფიდის შეტყობინებებში, მეგობართა ჯგუფებსა და სხვა ადგილებში. გათვალისწინებულია, რომ ხელმისაწვდომი იყოს ავატარების დიდი მრავალფეროვნება, მომხმარებლებს შეეძლებათ Avatar store-იდან შეიძინონ სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალება ავატარების ცვლილება-განახლებისთვის. აგრეთვე შესაძლებელი იქნება ძველი ავატარის შენახვა, რომ სურვილისამებრ მომხმარებელმა იგი სასურველ დროს კიდევ გამოიყენოს. პროგრამული უზრუნველყოფის განახლების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დანამატია Xbox-ის, Alexa-სა და Cortana-ს ერთობლივი შედეგი: მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა - Alexa-ს მხარდაჭერის წყალობით ხმოვანი ბრძანებებით გამოიყენონ Xbox-ი: ჩართონ კონსოლი, დაარეგულირონ ხმა და გაუშვან თამაშები. მარტივად შეგიძლიათ თქვათ: “Alexa, launch Destiny 2” (ჩართე Destiny 2)- და თამაში ჩაირთვება. ეს ყველაფერი წარმოადგენს Microsoft-ისა და Amazon-ის ხმოვანი დამხმარეების პარტნიორობის განვითარებას. Amazon-ი აგრეთვე სთავაზობს უფასოდ Echo Dot-ს ყველას, ვინც შეიძენს Xbox One S-ს ან Xbox One X-ს უახლოეს დღეებში. Microsoft-მა Xbox One-ს აგრეთვე დაუმატა Dolby Vision მხარდაჭერა. ჯერჯერობით იგი შეზღუდულად ვრცელდება Netflix-ზე, თუმცა Microsoft-ი გვპირდება, რომ უახლოეს თვეებში მივიღებთ Dolby Vision-ის აპლიკაციას. Microsoft-ის კონსოლები ახლა უკვე დაკავშირებულია Apple TV 4K-სა და Chromecast Ultra-სთან. ორივე მათგანს აქვს Dolby Vision-ისა და Dolby Atmos-ის მხარდაჭერა. Xbox One-ის ოქტომბრის განახლება ხელმისაწვდომია Xbox One-ის, Xbox One S-ისა და Xbox One X-ის ყველა კონსოლისთვის. www.theverge.com
  9. გასულ წელს გეიმინგ ბრენდმა Razer-მა წარადგინა თავისი პირველი სმარტფონი - Razer Phone. ეს ტელეფონი იყო პირველი, უშუალოდ თამაშებისთვის განკუთვნილი მოდელი. მას შემდეგ გავიდა წელიწადი და დადგა მოწყობილობის განახლების დროც. 11 ოქტომბერს შედგა Razer Phone 2-ის ანონსი. დიზაინი სმარტფონს აქვს ეკრანის გვერდების კლასიკური თანაფარდობა - 16:9-სთან და არ აქვს ჭრილი (notch). მწარმოებლები შეეცადნენ, რომ კორპუსს თანამედროვე სახე მიეღო. უკანა პანელი ლითონის ნაცვლად ამჯერად მინისაა. ამის წყალობით სმარტფონი თანამედროვედ გამოიყურება და შესაძლებელს ხდის უსადენო დამტენის გამოყენებას. თავად უსადენო დამტენს აქვს RGB განათება. გეიმინგ მოწყობილობებში ამგვარი განათება ფართოდაა გავრცელებული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში იგი ცნობილია სახელწოდებით - Chroma. მწარმოებლის ლოგოტიპი განთავსებულია კორპუსის უკანა მხარეს. შესაძლებელია არჩევანის გაკეთება 16,8 მლნ ფერსა და რამოდენიმე ეფექტს შორის. ვარიანტებიდან არის: სტატიკური ფერი, ციკლური გადახვევა, განათების პერიოდული ქრობა. IP68 სტანდარტის შესაბამისად, სმარტფონს აქვს წყლისა და მტვრისაგან დაცვა, წყალში 1 მ სიღრმეზე შუძლია გაძლოს ნახევარი საათი. ეკრანი გამოყენებულია 5,7 დუიმიანი sharp პანელი - IGZO LCD, განახლების სიჩქარე - 120 ჰერცამდე. გაფართოება - 1440 х 2560 პიქსელი. წინა მოდელისგან განსხვავდება იმით, რომ აქვს დამცავი Gorilla Glass 5 - ნაცვლად 3-ისა. ეკრანის ირგვლივ განთავსებულია სტერეოდინამიკები. მათი არსებობითაა გამართლებული საკმაოდ ფართო კიდეები ეკრანის ზედა და ქვედა მხარეს. წინა მოდელთან შედარებით დინამიკების სტერეოეფექტები უფრო ძლიერია, რაც აძლიერებს შეგრძნებებს თამაშის პროცესში. აქვს Dolby Atmos-ის მხარდაჭერა. წარმადობა წინა მოდელში გამოყენებული Snapdragon 835-ის ნაცვლად, ახალი მოდელი მუშაობს Snapdragon 845 პროცესორზე. აქვს გრაფიკული პროცესორი Adreno 630. პროცესორები და კიდევ ზოგიერთი შიდა კომპონენტი გრილდება აორთქლების ბლოკით. გამოყენებულია გრაფენზე (გრაფიტის შრე, რომელიც შედგება კრისტალირებული ნახშირბადისგან, იგი დენს და სითბოს მეტალივით კარგად ატარებს და თანაც გამჭვირვალეა როგორც მინა) დამზადებული მატერიალი, რომელიც კარგად ახდენს სითბოს გაფანტვას. ნანონაწილაკებზე დაფუძნებული თერმული მბლოკავები ამცირებენ გადახურებას. მოკლედ, ახალი პროცესორი და გაგრილების ამგვარი სისტემა გაზრდის წარმადობას 30%-ით - წინა თაობის სმარტფონთან შედარებით. კამერები ის, რომ სმარტფონი უშუალოდ თამაშებისთვისაა გამიზნული, არ ნიშნავს, რომ უგულვებელყოფილია სხვა მნიშვნელოვანი ასპექტები, მაგალითად, ფოტოგრაფიული შესაძლებლობები. წინა თაობის მოდელიც არ იყო სუსტი ამ მიმართულებით, ახალი Razer-ი კი კიდევ უფრო უკეთესია. ორი უკანა კამერა შედგება სტანდარტული მოდულისა და ტელეფოტოსგან (სელფისთვის). ორივე მოდული 12 მეგაპიქსელიანია, გამოყენებულია Sony IMX სენსორები, ასევე აქვს ფაზიანი ავტოფოკუსი და ორტონალობიანი ფლეშ-განათება. ძირითად კამერას აქვს გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზატორი, რისი წყალობითაც შესაძლებელია ხარისხიანი ფოტოების გადაღება სუსტი განათების პორობებშიც. ავტონომიურობა ბატარეის მოცულობაა 4000 მილიამპერი/სთ. სმარტფონს აქვს სწრაფად დატენვის რეჟიმი QuickCharge 4+, ასევე უსადენო დამტენი. ახალი პროცესორის წყალობით მუშაობის ხანგრძლივობა უნდა გაიზარდოს. პირველი თაობის Razer Phone მუშაობდა 10 საათი 90 ჰერცამდე განახლების სიხშირეზე. ახალი სმარტფონი ამდენივე ხანს იმუშავებს ახლა უკვე 120 ჰერც სიხშირეზე. სმარტფონის ღირებულება იწყება 799 $-იდან. გაყიდვის დაწყების ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია. https://bit.ly/2QKGEOb
  10. 2018 წლის გაზაფხულზე Black Shark Technology Inc.-მა - Xiaomi-ს შვილობილმა კომპანიამ დააანონსა თავისი სადებიუტო გეიმინგ სმარტფონი, სახელწოდებით - Black Shark. იმ დროს, როდესაც ჩინეთში აქტიურად ვრცელდებოდა ხმები, რომ გამოვიდოდა სმარტფონის მეორე თაობის მოდელი. მწარმოებელმა თავის ოფიციალურ საიტზე განაცხადა, რომ ორიგინალმა მოდელმა კურსი ევროპისკენ აიღო.                   სმარტფონი მუშაობს Qualcomm Snapdragon 845-ის პლატფორმაზე, მაქსიმალური კონფიგურაციის მქონე მოდელს აქვს 8 გბ-იანი ოპერატიული მეხსიერება (LPDDR4x), აგრეთვე 256 გბ-იანი ჩაშენებული მეხსიერების ბარათი (UFS 2.1). სმარტფონს ასევე აქვს შედარებით მოკრძალებული ვერსიებიც : 6/64 გბ და 8/128 გბ-იანი მოდელები. Black Shark-ს აქვს Full HD+ დისპლეი დიაგონალით 5.99’’ ჭრილის გარეშე, 4000 მილიამპერი/სთ მოცულობის მქონე ბატარეა. აქვს სწრაფი დატენვის რეჟიმი Quick Charge 3.0. უკანა კამერა ორმოდულიანია: 12 მეგაპიქსელიანი (f/1.75) და 20 მეგაპიქსელიანი (f/1.75), ფრონტალური კამერა 20 მეგაპიქსელიანია (f/2.2).  თამაშების დროს მოსახერხებელი მართვისთვის გათვალისწინებულია გეიმპადი Black Shark DOCK, რომლის შეძენაც მსურველებს ცალკე მოუწევთ. მისი ფასი დაახლოებით 30 $-ია. გეიმინგ სმარტფონის საბაზისო კომპლექტაციის ფასი ჩინეთში შეადგენდა 480 $-ს. ჯერჯერობით უცნობია, როდის უნდა ველოდოთ Black Shark Global Edition-ის გამოჩენას. ასევე უცნობია ისიც, თუ რა ფასს დაადებს მას მწარმოებელი. გავრცელებული ხმების თანახმად, სმარტფონი ევროპულ ბაზარზე უკვე მიმდინარე თვის განმავლობაში გამოჩნდება. https://bit.ly/2CEi8LN
  11. კომპანია Google-მა, რომელიც შედის ჰოლდინგ Alphabet-ის შემადგენლობაში, საჩივარი შეიტანა ჯარიმის - 4,32 მლრდ ევროს დაკისრების გასაპროტესტებლად. ჯარიმა კომპანიას სამი თვის წინ დაეკისრა ევროპის კავშირის ანტიმონოპოლიური რეგულატორის მიერ. ბრალდება გულისხმობს იმ ფაქტს, რომ Google იყენებდა თავის დომინანტ პოზიციებს ოპერაციული სისტემა Android-ის ბაზარზე და ზღუდავდა კონკურენტების საქმიანობას. „EC-ის გადაწყვეტილების გამო ჩვენ მივმართეთ აპელაციისთვის ევროპის სასამართლოს“ - განუცხადა Google-ის წარმომადგენელმა სააგენტო Reuters-ს. ევროპის კომისიამ ივლისში განაცხადა, რომ Google 2011 წლიდან ბოროტად იყენებდა თავის დომინანტობას მობილური სისტემების ბაზარზე. კერძოდ, კომპანია იყენებდა Android-ს თავისი საძიებო სისტემის ლიდერული პოზიციების გამყარებისთვის: მწარმოებლებისგან მოითხოვდა, რომ მათ თავიანთი მოწყობილობები დაეყენებინათ Android-ის პლატფორმაზე - წინასწარ დაყენებული Google-ის საძიებო სისტემის, Chrome ბრაუზერის და აპლიკაცია Google Play-ს გამოყენებით. გარდა ამისა, კომპანია უხდიდა მწარმოებლებს მხოლოდ მისი საძიებო სისტემის წინასწარი დაინსტალირებისას და ბლოკავდა მათ მიერ კონკურენტი საძიებო სისტემებისა და ბრაუზერების გამოყენებას. ოპერაციული სისტემა Android-ი, რომლის გამოყენებაც მობილურ მოწყობილობებში უფასოა, დაინსტალირებულია მთელი მსოფლიოს სმარტფონების დაახლოებით 80%-ში. აღვნიშნავთ, რომ Google-ის მხრიდან აპელაცია არ ათავისუფლებს მას ევროკომისიის მიერ დაკისრებული მოთხოვნების შესრულებისგან. კომპანიას აქვს მიცემული 90 დღიანი ვადა, რომ შეწყვიტოს ზემოთაღნიშნული ტიპის ქმედებები და აღარ დაბლოკოს მწარმოებელთა მცდელობები - დააინსტალირონ საძიებო სისტემის ალტერნატიული ვარიანტები და ბრაუზერები. ევროკომიის მიერ მიცემული ვადა 28 ოქტომბერს იწურება. დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, Google-ს კიდევ დამატებითი ჯარიმები ემუქრება. აპელაციას რაც შეეხება, ამ საკითხზე სასამართლო პროცესი შესაძლოა წლობით გაიწელოს. https://3dnews.ru/976623
  12. Waymo-ის გენერალურმა დირექტორმა John Krafcik-მა განაცხადა კომპანიის თვითმართვადი ავტომობილების მნიშვნელოვანი მიღწევის შესახებ: რობომობილების ჯამურმა გარბენმა საზოგადოებრივი გამოყენების გზებზე გადააჭარბა 10 მილიონ მილ მანძილს. გაცნობებთ, რომ Waymo შექმნილია Google-ის რობომობილების პროექტის საფუძველზე. კომპანიის მიზანია, რომ საფუძვლიანად შეცვალოს სატრანსპორტო ბიზნესი. მოსალოდნელია, რომ რობომობილების კომერციულ ბაზრებზე გაყვანა ხელს შეუწყობს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ეფექტურობის ზრდას დიდ ქალაქებში და შეამცირებს ავარიათა რიცხვს „ადამიანური ფაქტორის“ გამორიცხვით. გასული წლის შემოდგომაზე ცნობილი გახდა, რომ Waymo-ს ავტომობილებმა ერთი სრული გავლით საზოგადოებრივ გზაზე დაფარეს 4 მლნ მილი. მიმდინარე წლის ივლისში მანქანების სრულმა გარბენმა 8 მლნ მილი შეადგინა. ახლა კი უკვე საუბარია 10 მლნ მილზე მეტი მანძილის დაფარვაზე. უკვე მიმდინარე წლის ბოლოსთვის Waymo-ს დაგეგმილი აქვს სამგზავრო სერვისის ამოქმედება ფენიქსში, (არიზონას შტატი, აშშ). კომპანია აგრძელებს მუშაობას ავტოპილოტირების პლატფორმის გაუმჯობესებაზე. სპეციალისტები მუშაობენ სატრანსპორტო საშუალების მართვის სისტემაზეც, რომ იგი უფრო ეფექტური იყოს არახელსაყრელი ამინდისა და გარემო პირობების შემთხვევებში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა მანევრირების გაუმჯობესებასაც. https://3dnews.ru/976633
  13. Apple-ში ოფიციალურად განაცხადეს, რომ კომპანია დათანხმდა Dialog Semiconductor Plc-ის ბიზნესის შეძენას. გარიგების საფასური 600 მლნ $-ია, რომლითაც კომპანია მნიშვნელოვნად გაიმყარებს პოზიციას ევროპის ბაზრებზე, აქედან 300 მლნ $-ს Apple წინასწარ გადაიხდის მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჩიპების მოწოდებისთვის. გარიგების პირობების თანახმად, Apple-ში გადავა 300 სპეციალისტი Dialog-იდან (მთლიანი სამუშაო ძალის 16%). Apple აგრეთვე გახდება Dialog-ის ოფისების მფლობელი, რომლებიც მდებარეობს დიდ ბრიტანეთში, იტალიასა და გერმანიაში. Dialog-ის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ გარიგება არ აისახება კომპანიის 2018 წლის შემოსავალზე და იგი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს Apple-სთვის პროდუქციის მიწოდებას. Dailog-ი Apple-ის დიდი ხნის პარტნიორია. დაწყებული პირველი iPhone-დან, რომელიც 11 წლის წინ გამოვიდა, Apple იყენებს მის ჩიპებს სმარტფონებში. ამ დროისთვის, გარიგების ფონზე, მოიხსნა კითხვები Apple-ისა და Dialog-ის სამომავლო ურთიერთობების შესახებ. მიმდინარე წელს Apple-ის მიერ გაკეთებული იყო განცხადება, რომ სამომავლოდ იგი სხვა მომწოდებლის, ან საკუთარი წარმოების ჩიპებს გამოიყენებდა, რის შემდეგაც Dialog-ის აქციების ფასის ვარდნა მოხდა. „Dialog-ი ფლობს ღრმა ცოდნას ჩიპების წარმოების საკითხში, და ჩვენ მეტად მოხარულნი ვართ, რომ მისი ნიჭიერი ინჟინრები, რომელთაც აქამდეც ჰქონდათ ჩვენთან თანამშრომლობის გამოცდილება, ახლა უკვე უშუალოდ Apple-ში იმუშავებენ“ - ნათქვამია Apple-ის აპარატული უზრუნველყოფის საკითხების ვიცე-პრეზიდენტის- Johny Srouji-ის განცხადებაში. - „ჩვენი თანამშრომლობა ადრეული iPhone-ების დროიდან იწყება და ახლა მოუთმენლად ველით მათთან სამომავლო ერთობლივი საქმიანობის გაგრძელებას“. https://3dnews.ru/976662 www.theverge.com
  14. ტაივანში, Asustek Computer-ის შტაბში არაერთი დღეა მიმდინარეობს GeForce RTX 2080 Ti-ს ექსტრემალური ოვერქლოქინგის ახალი სიმაღლეების დაპყრობის მცდელობები. წინა ჯერზე ექსპერიმენტები ტარდებოდა წყვილი ვიდეო ბარათით, ამჯერად კი ოვერქლოქერები მხოლოდ ერთი ბარათით შემოიფარგლნენ. აქვე აღვნიშნავთ, რომ 3DMark Time Spy Extreme -ახალი რეკორდი ცალი ბარათით, ავტორებისგან მოითხოვდა ვიდეო ბარათის ძირეულ აპარატულ მოდიფიკაციას. Power Limit-ის შეზღუდულობისგან რეზისტორების შუნტირებით თავის დაღწევისას მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ძლიერი დატვირთვისას ვიდეო ბარათი მაინც გადადიოდა „ავარიულ რეჟიმზე“ და მუშაობდა არაუმეტეს 300 მჰც სიხშირეზე, არ იძლეოდა ტესტირების საშუალებას სამგანზომილებიანი გრაფიკის გამოყენებით. ფოტოს წყარო: YouTube, Der8auer ერთ-ერთმა გერმანელმა ენთუზიასტმა გაითვალისწინა თავისი ჩეხი თანამოაზრის - Buildzoid-ის გამოცდილება და რეკომენდაციები GeForce RTX 2080 Ti-ის კვების ქვესისტემის მოდიფიკაციასთან დაკავშირებით და გადაწყვიტა მიეწოდებინა დამატებითი კვება ცალკე კონექტორით, რომელიც მიამაგრა დაფაზე საჭირო ადგილას. გარდა ამისა, ვიდეო ბარათის PCI Express კონექტორთან ახლოს დაამატა შუნტირების რეზისტორი. პროცესის მსვლელობისას აღნიშნულ იქნა, რომ BIOS-ის მოდიფიცირებული ვერსიები ვერ ახერხებდა ვიდეო ბარათის ოვერქლოქინგის პოტენციალის გაუმჯობესებას. მეორე მხრივ, Der8auer-ის Youtube არხის ვიდეოში აღწერილი აპარატურის ცვლილებები გამართლებულია მხოლოდ ექსტრემალურად დაბალი ტემპერატურის მიღწევის პირობებში. GeForce RTX 2080 Ti-ის საუკეთესო ეგზემპლარით, საბოლოოდ, თხევადი აზოტით გაგრილებით, შესაძლებელი გახდა 2490/16900 მჰც სიხშირემდე მიღწევა. ექსპერიმენტის ავტორებმა ასევე გაზარდეს ძაბვა გრაფიკულ პროცესორსა და მეხსიერებაზე. მოგროვებული 9367 ქულით, der8auer-ი ახალი მსოფლიო რეკორდსმენია ცალბარათიან ოვერქლოქინგში. მან უკან ჩამოიტოვა EVGA-ს ოვერქლოქერის - K|ngp|n-ის რეკორდი. ამასთან, Der8auer-ი არ გამორიცხავს, რომ კიდევ შემოგვთავაზებს „სახლის პირობებში მზადებებს“ უმაღლესი შედეგებისთვის, რომელთაც იგი „შავი დღისთვის“ შემოინახავს. https://bit.ly/2PsLxet
  15. პორტალი Kotaku თავის წყაროებზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ Microsoft-ის თამაშების განყოფილება უკვე ახლოს არის გარიგების გაფორმებასთან, რომლის შედეგადაც მიიღებს დამოუკიდებელ სტუდია Obsidian Entertainment-ს თავის მფლობელობაში. როგორც წყაროები იტყობინებიან, გარიგების მზაობის პროცესი თითქმის 90%-ზეა და მისი დასრულება მხოლოდ დროის საკითხია. როდესაც ჟურნალისტებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით Microsoft-სა და Obsidian-ს ოფიციალური დადასტურება სთხოვეს, ორივე კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გავრცელებულ ხმებზე კომენტარებს არ გააკეთებენ. Obsidian Entertainment-ი ცნობილია შემდეგ თამაშებზე მუშაობით: Fallout New Vegas, Star Wars Knights of the Old Republic II, Alpha Protocol, Pillars of Eternity და Tyranny. პორტალ Kotaku-ს აზრით, Microsoft-ი დაინტერესებულია PC-თამაშების განვითარება-პოპულარიზაციით, და ამ როლისთვის Obsidian-ი ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატია კომპანიისთვის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ Microsoft-სა და Obsidian-ს უკვე აქვთ ერთად მუშაობის გამოცდილება: მათ ერთად შექმნეს როლური Xbox One-პროექტი, სახელწოდებით - Stormlands, თუმცა, 2012 წელს შემოქმედებითი უთანხმოების გამო მასზე მუშაობა შეწყდა. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, კერძოდ: შეიცვალა Xbox-ის ხელმძღვანელობა. მოგახსენებთ, რომ Microsoft-მა მიმდინარე წლის ზაფხულში გახსნა ახალი სტუდია - The Initiative, აგრეთვე შეიძინა უკვე მოქმედი ოთხი სტუდია: Playground Games, Ninja Theory, Undead Labs და Compulsion Games, ასე რომ, კომპანიის სურვილი - თავის შემადგენლობაში მიიღოს Obsidian-ი, როგორც ძვირფასი და ღირებული შენაძენი- სავსებით კანონზომიერი და ადვილად სარწმუნო მოვლენაა. https://bit.ly/2yg2qm3
  16. კომპანია Microsoft-მა ხელახლა გამოუშვა Windows 10 October 2018 Update ბეტა-ტესტირების ჯგუფისთვის, რისი მიზეზიც იყო ფაილების წაშლასთან დაკავშირებული ინციდენტი. ამ ხარვეზმა აიძულა კომპანია - დროებით შეეწყვიტა განახლების გაშვება და გაეანალიზებინა სიტუაცია. Microsoft-ის პროდუქტების მართვის განყოფილების ხელმძღვანელმა ჯონ კეიბლმა (John Cable) განაცხადა, რომ ზემოთხსენებული პრობლემა შეეხო Wondows 10-ის 700 000 მომხმარებელს (მომხმარებელთა სრული რაოდენობა 700 მილიონზე მეტია). მან დააზუსტა, რომ კომპანიამ უკვე გაარკვია, რომელ მომხმარებლებს წაეშალათა ფაილები და მუშაობს ამის გამოსწორებაზე. კეიბლი აცხადებს, რომ მწარმოებლები შეძლებენ მონაცემთა აღდგენას, რადგან ფიზიკურად ისინი დისკიდან არ წაშლილა. ამის გამო მომხმარებლებს მიეცათ რეკომენდაცია - ნაკლებად ისარგებლონ ამ დისკებით, რათა არ გართულდეს აღდგენის პროცესი. ჯერჯერობით უცნობია, როდის მოხდება გამოსწორება საბოლოოდ, თუმცა ცხადია, ტესტირებისთვის დროა საჭირო. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ მონაცემთა დაკარგვის მიზეზი - კეიბლის თქმით - მდგომარეობს ფუნქციაში: Known Folder Redirection (KFR). ეს ფუნქცია ახორციელებს მონაცემების გადატანას ერთ დისკიდან მეორეზე, რაც შეეხება ფუნქციას - Known Folder Migration, - იგი ახდენს მონაცემების ასახვას Cloud-ში ისე, რომ ორიგინალი არ იშლება. როგორც აღმოჩნდა, ეს ორი რამ ერთმანეთში აერიათ მწარმოებლებსაც კი. აპრილის განახლების დროს გამოყენებულ იქნა ფუნქცია KFR, რამაც შექმნა ფაილ „დოკუმენტები“-ს ცარიელი ასლი. ოქტომბრის განახლების შემთხვევაში კი, განზრახული იყო ასლი-ფაილების წაშლა, თუმცა წაიშალა არა ასლები, არამედ ორიგინალი ფაილები მთელი შიგთავსით. კომპანიამ უკვე განაახლა კავშირი მომხმარებლებთან, რამაც, იდეაში, უნდა განაპირობოს Microsoft-ის მხრიდან ოპერატიული ქმედებები ჩივილის შემთხვევაში. – „ვცდილობთ, ვისწავლოთ ამ გამოცდილებით და გავხადოთ ჩვენი სისტემები და პროცესები სრულყოფილი“- აცხადებს ჯონ კეიბლი. www.3dnews.ru www.theverge.com
  17. 9 ოქტომბერს, ნიუ-იორკში, გაიმართა Google-ის ივენთი სახელწოდებით „Made by Google 2018“. ღონისძიების ფარგლებში კორპორაციამ დააანონსა თავისი ახალი ფლაგმანური სმარტფონის - Pixel 3-ის ხაზი. ისევე, როგორც წინა მოდელების შემთხვევაში, მესამე თაობის სმარტფონებიც მოიცავს ორ მოდელს - საბაზისოსა და XL-ს. დისპლეი ორივე მოდელს აქვს OLED-მატრიცა. დისპლეის ყველაზე დიდი დიაგონალი აქვს Pixel 3 XL მოდელს: 6,3 დუიმი და გვერდების შეფარდება 18,5:9-სთან, გაფართოება - 2960 × 1440 პიქსელი. სმარტფონს წინა მხარეს, ზედა ნაწილში აქვს ჭრილი (notch). Pixel 3-ს აქვს 5,5-დუიმიანი ეკრანი გვერდების შეფარდებით - 18:9, გაფართოება: 2160 × 1080 პიქსელი. დისპლეის ზომის გარდა, საბაზისო მოდელი XL მოდიფიკაციისგან განსხვავდება ჭრილის (notch) არარსებობით. მატრიცის სხვა მახასიათებლები Pixel 3-სა და3 XL-ს იდენტური აქვთ. ორივე მათგანს აქვს HDR და Always On ტექნოლოგიების მხარდაჭერა, ასევე გააჩნიათ ფერთა სხვადასხვა რეჟიმები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფერების სიმკვეთრისა და ინტენსივობის გაზრდა 10%-ით. ეკრანზე - Always On - დემონსტრირებს არა მხოლოს დროისა და თარიღის მაჩვენებელი და გამოტოვებული მოვლენები, აგრეთვე ფიქსირდება აქტიური კომპოზიციის სახელწოდებაც. დისპლეი დაცულია Gorilla Glass 5 მინით, ასეთივე მინის პანელია გამოყენებული კორპუსის უკანა ნაწილზეც. ავტონომიურობა ორივე მოდელის შემთხვევაში, ბატარეების მოცულობასთან დაკავშირებით რადიკალური ცვლილებები და სიახლეები არ არის. Pixel 2 XL-თან შედარებით, Pixel 3 XL მოდელს აქვს ნაკლები მოცულობის - (3430 ამპ/სთ) ელემენტი, უფრო მცირე ზომის Pixel 3-ის ბატარეა კი წინა თაობის Pixel 2-თან შედარებით, გაცილებით მეტი მოცულობისაა - 2915 ამპ/სთ. მნიშნელოვანი სიახლეებია სმარტფონების კვების სისტემაში. პირველ რიგში, გაიზარდა სწრაფი დატენვის მოწყობილობის სიძლიერე - 10,5 ვატიდან 18 ვატამდე. Goolge გვპირდება, რომ 15 წუთიანი დატენვა უზრუნველყოფს სმარტფონის 7 საათამდე მუშაობას ავტონომიურ რეჟიმში. და მეორე: Google გვთავაზობს უსადენო Qi დამტენს, სახელად Pixel Stand-ს, 10 ვატიანი სიმძლავრით. ფოტო-ვიდეოგადაღების შესაძლებლობები აპარატული თვალთახედვით, Pixel 3-ისა და 3 XL-ის უკანა კამერები იდენტურია და არც წინა, მე-2 თაობის Pixel 2-ის კამერებისგან განსხვავდება. საუბარია 12,2 მეგაპიქსელიან მოდულზე, რომელსაც თვალთახედვის ფართო კუთხე გააჩნია. კამერას აქვს ოპტიკური სტაბილიზაციის სისტემა, ასევე ავტოფოკუსი - Dual Pixel PDAF. ძირითადი ცვლილებები შეეხო ფოტომოდულის პროგრამულ უზრუნველყოფას. დაემატა სხვადასხვა სიახლე გამოსახულების დამუშავების ალგორითმებში. კამერას აქვს დინამიკური დიაპაზონის გაფართოების გაუმჯობესებული რეჟიმი HDR+ და ფუნქცია - Top Shot. ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს, რომ გამოსახულების წინა პლანზე მყოფი ყველა ობიექტი მკაფიოდ იქნას აღბეჭდილი. კამერა იღებს ფოტოების სერიას, რომელთაგანაც საუკეთესოს არჩევა შეგიძლიათ. მეორე მოდულის არარსებობის გამო, რომელსაც უნდა უზრუნველეყო ოპტიკური zoom-ი, Pixel 3-სა და 3 XL მოდელებში ეს ფაქტორი შევსებულია ფუნქციით - Super Res Zoom. ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით იგი უზრუნველყოფს ციფრული zoom-ის არასასურველი შედეგების მინიმიზაციას. ვიდეოს ჩაწერა მიმდინარეობს 4K ფორმატში - წამში 30 კადრის სიხშირით. წამში 60 ან 120 კადრის გადაღება შესაძლებელია მხოლოდ 1080p რეჟიმში, წამში 240 კადრი კი - მხოლოდ 720p რეჟიმში. მართალია, ფრონტალური კამერა კვლავ 8 მეგაპიქსელიანია, თუმცა ამჯერად იგი ორი მოდულისგან შედგება. პირველს აქვს ობიექტივი და f/1,8 დიაფრაგმა, მეორე მოდულის ობიექტივი კი სუპერ ფართოა (19მმ), f/2,2 დიაფრაგმით. ამის შედეგად, Pixel 3 და 3 XL სმარტფონებს შეუძლია თვალთახედვის კუთხის ცვლილება 75°-დან 97°-მდე. ხმა ორივე სმარტფონს აქვს სტერეოდინამიკები, რომლებიც განთავსებულია წინა პანელზე. ერთ-ერთი მათგანი კორპუსის ზედა ნაწილშია, მეორე კი სმარტფონის ქვედა მხარეს. სმარტფონებს არ აქვთ 3,5 მმ-იანი კონექტორი ყურსასმენებისთვის, მის ნაცვლად ფუნქციონირებს USB Type-C პორტი. აპარატული და პროგრამული პლატფორმა აპარატული თვალსაზრისით Pixel-ის მესამე თაობის სმარტფონებს სენსაციური არაფერი აქვთ. პროცესორი 2018 წლის ყველა ფლაგმანური Android-ის ტიპიურია - Qualcomm Snapdragon 845. მისი ერთადერთი განსაკუთრებულობა - ეს არის 2,5 გჰც-მდე შემცირებული ტაქტის სიხშირე. ჩიპსეტის დანარჩენი მახასიათებლები, მათ შორის, ინტეგრირებული გრაფიკული ამაჩქარებელი Adreno 630, სტანდარტულია. Google Pixel 3-ის ყველა მოდელს აქვს 4გბ ოპერატიული მეხსიერება. განსხვავება მხოლოდ ფლეშ-მოდულის მოცულობებშია. მისი მოცულობაა 64 ან 128 გბ - სმარტფონის ფასის მიხედვით. სმარტფონები მუშაობს Android 9.0 Pie ოპერაციულ სისტემაზე. სმარტფონებს აქვთ თითს ანაბეჭდის კლასიკური სკანერი უკანა მხარეს, რომელიც არაფრით განსხვავდება წინამორბედებისგან. ახალ სმარტფონებს აქვთ გაუმჯობესებული დაცვა წყლისა და მტვრისგან: IP68 სტანდარტის მიხედვით, სმარტფონი ნახევარ საათამდე პერიოდს გაძლებს წყალში 2 მეტრ სიღრმეზე. ევროპის მასშტაბით გაყიდვები დაიწყება 2 ნოემბრიდან. ფასებს რაც შეეხება, Pixel 3 მოდელი 64 გბ-იანი მეხსიერებით ეღირება 860 ევრო, 128 გბ-იანი ვერსია კი - 960 ევრო. Pixel 3 XL მოდელის ანალოგიური მოდიფიკაციების ფასები კი არის 960 და 1060 ევრო. მომხმარებლებს შეუძლიათ არჩევანმი გააკეთონ თეთრ, შავ და ვარდისფერ მოდელებს შორის. აქვე, შედარებისთვის: გადავხედოთ კონკურენტი სმარტფონების ფასებს: iPhone XS Max - 1,099 $ 64გბ / 1,249 $ 256გბ /1,449$ 512გბ iPhone XS - 999 $ 64გბ / 1,149$ 256გბ / 1,349$ 512გბ Samsung Galaxy Note 9 – 999$ 128გბ / 1,249$ 512გბ LG V40 ThinQ: - 900$ - 980$ 64გბ iPhone XR – 749$ 64გბ / 799 $ 128გბ / 899$ 256გბ LG G7 – 749$ 64გბ Samsung Galaxy S9 – 719$ 64გბ / 769 $ 128Gგბ/ 839$ 256გბ BlackBerry Key2 – 649$ 64გბ OnePlus 6 – 529$ 64გბ / 579$ 128გბ / 629$ 256გბ Nokia 6.1 - 269$ 32გბ Moto G6 – 249$ 32 გბ https://3dnews.ru/976582 www.theverge.com
  18. ASUS-ი აგრძელებს თავისი Chromebook-ების ასორტიმენტის შევსებას ახალი, საშუალო ფასის მქონე მოდელებით. გასულ თვეში გამოვიდა ლეპტოპი Chromebook C223NA, ახლა კი კომპანიამ უკვე განათავსა ინფორმაცია თავის საიტზე ახალი Chromebook C423-ის შესახებ. ლეპტოპი იმუშავებს Chrome OS ოპერაციულ სისტემაზე. ახალი Chromebook-ი წარმოდგენილია ორ ვარიანტად. ერთ-ერთი მათგანი დაფუძნებულია Intel Apollo Lake-ის თაობის 14 ნანომეტრიან Celeron N3350 პროცესორზე, ტაქტის სიხშირეა 1,1 გჰც, აქვს 14-დუიმიანი დისპლეი, გაფართოებით - 1366 × 768. გვერდების შეფარდებაა 16:9. დისპლეი არ არის სენსორული. Chromebook-ის მეორე ვარიანტი მუშაობს 14 ნანომეტრიან პროცესორზე, Intel Pentium N4200 კრისტალზე. აქვს ოთხი ბირთვი და 1,1 გჰც ტაქტის სიხშირე. 14-დუიმიანი სენსორული ეკრანი - 1920 × 1080 გაფართოებითა და არეკვლის საწინააღმდეგო ზედაპირით. ოპერატიული მეხსიერების მოცულობაა 4 ან 8 გბ, eMMC ფლეშ-მოდულის მოცულობაა 32 ან 64 გბ, ლეპტოპს აქვს სლოტები SD/SDHC/SDXC მეხსიერების ბარათებისთვის. ლეპტოპის სპეციფიკაციაში აგრეთვე შედის უსადენო კავშირის ადაპტერები - Wi-Fi 802.11a/b/g/n/ac (2×2), Bluetooth 4.0. კიდევ, USB 3.0 Type-C-ის ორი პორტი, და ორიც USB 3.1 პორტი. ასევე, ვებ-კამერა და ბატარეა 38 ამპ/სთ მოცულობით. Chromebook-ის წონა შეადგენს 1,2-1,34 კგ-ს, წონა დამოკიდებულია კონფიგურაციაზე. ფასი მოგვიანებით გახდება ცნობილი. https://3dnews.ru/976524
  19. ვიდეო ბარათების ცნობილმა მწარმოებელმა ZOTAC-მა გამოაქვეყნა თავისი მოწინავე ადაპტერის - GeForce RTX 2080 — AMP Extreme-ის ZT-T20800B-10P მოდელების მარკეტინგული ესკიზები და ძირითადი მახასიათებლები. ძირითადი ვერსიის გარდა, სხვადასხვა სავაჭრო არხებზე ასევე გამოჩნდება ალტენატიული ვერსიაც - AMP Extreme Core, გრაფიკული ბირთვების შედარებით ნაკლები შესაძლებლობებით. GeForce RTX 2080 AMP Extreme (ცენტრში) ZOTAC Gaming GeForce RTX 2080 AMP Extreme სისტემურ ბლოკში დაიკავებს სამი სლოტის სივრცეს, მისი სიგრძე 324 მმ-ია, სიგანე - 136 მმ. ცნობილია, რომ ახალი ბარათისთვის აუცილებელი იქნება მინიმუმ 650 ვატიანი კვების ბლოკი ორი 8-პინიანი PCI-E Power სადენით ან ორი 6-პინიანი PCI-E Power-ს დამატებული კიდევ ორი 4-კონტაქტიანი Molex სადენი. 16+4 ფაზიანი კვების სისტემით, GeForce RTX 2080 AMP Extreme აღემატება NVIDIA GeForce RTX 2080 Ti ეტალონური მოდელის ფაზების რაოდენობას. წარმოდგენილი ქულერი შედგება 90 მილიმეტრიანი ვენტილატორებისგან, ალუმინის ორგანყოფილებიანი რადიატორისგან, ხუთი-ექვსი მონიკელებული სპილენძის სითბური მილებისგან. ასევე აქვს დეკორატიული RGB განათება - Spectra 2.0. წარმოდგენილია უკანა და წინა გამაძლიერებელი რადიატორების ფირფიტები. უკანა მხარეს, ლოგოტიპ „Live to Game“-თან განთავსებულია პოლიმერული კონდენსატორის - PowerBoost-ის სივრცე. ახალი ვიდეო ბარათის „არსენალი“ მოიცავს Turing-ის 2944 ნაკადს, 184 ბლოკ TMU-ს, 64 ROP, 46 RT-ბირთვებს, ასევე, GDDR6 სტანდარტის 8 გბ-იანი VRAM-ს. Ოპერატიული მეხსიერების სიჩქარეა 14 გბიტი/წმ. გამოსახულების გასაშვებად GeForce RTX 2080 AMP Extreme-ს აქვს ოთხი DisplayPort 1.4, ერთი HDMI 2.0b პორტი და ერთიც USB 3.1 Type-C/VirtualLink. ახალი ამაჩქარებლის სარეკომენდაციო ფასი მოგვიანებით გახდება ცნობილი. მისი ალტერნატიული Core ვარიანტის შეძენე შედარებით იაფად იქნება შესაძლებელი, თუმცა იგი ნაკლებად გამოსადეგი იქნება GPU-ს ან მეხსიერების ჩიპების ასაჩქარებლად. https://3dnews.ru/976498
  20. Intel-ის ახალი თაობის დეკსტოპ პროცესორების ანონსი შედგა კომპანიის საშემოდგომო ივენთზე. კომპანიამ წარადგინა ახალი Core i9-9900K, რომელიც, წარმომადგენლობის თქმით, „საუკეთესო გეიმინგ პროცესორია მსოფლიოში“. I9-9900K-ს აქვს რვა ბირთვი და 16 ნაკადი, ტაქტის საბაზისო სიხშირე 3,6 გჰც-ია, რომლის გაზრდაც შესაძლებელია 5,0 გჰც-მდე ტურბო რეჟიმში. Core i9 პროცესორის გარდა, Intel-მა დააანონსა მე-9 თაობის Core i5-ისა და Core i7-ის ახალი მოდელები: 1) i7-9700K - რვა ბირთვითა და რვა ნაკადით, ტაქტის სიხშირე - 3,6 გჰც (რომლის მომატებაც შესაძლებელია 4,9 გჰც-მდე) და 2) i5-9600K - ექვსი ბირთვითა და ექვსი ნაკადით. მისი საბაზისო ტაქტის სიხშირე 3,7 გიგაჰერცია და მისი გაზრდა შესაძლებელია 4,6 გჰც-მდე. მიუხედავად იმისა, რომ Intel-მა ნახტომი გააკეთა მე-9 თაობის წარმოებით, ახალი ჩიპების ბაზას კვლავ 14 ნანომეტრიანი პროცესორები წარმოადგენს, რომელთაც კომპანია იყენებდა ჯერ კიდევ მე-5 თაობის Broadwell ჩიპებში 2014 წელს. მე-9 თაობის ჩიპებისთვის გამოიყენება 14 ნმ++ ტექნოპროცესი, რომელიც კომპანიამ გასულ წელს წარადგინა მე-8 თაობის Coffee Lake-სთვის. Intel-მა კვლავ სამომავლოდ (სავარაუდოდ მომავალი წლისთვის) გადადო ახალი თაობის 10 ნანომეტრიანი Cannon Lake ჩიპების წარმოება. Intel-ი აღნიშნავს, რომ ეს არის მისი პირველი დესკტოპ პროცესორები, რომლებშიც Meltdown Variant 3-ისა და L1 Terminal Fault ბაგების პრობლემა მოგვარებულია აპარატურულ დონეზე. დაცვის მხრივ დანარჩენ საკითხებზე კი პროგრამული უზრუნველყოფა იზრუნებს. 9th Gen ჩიპების წინასწარი შეკვეთა უკვე დაწყებულია, პროცესორების შეკვეთა შესაძლებელი გახდება 19 ოქტომბრიდან. ფასს რაც შეეხება, Core i9-9900K-ს ღირებულება 488 $-ა, i7-9700K-ს ფასი იქნება 373 $, i5-9600K-ის შეძენის შემთხვევაში კი 262 $ დაგიჯდებათ. Intel-ი გულს არ დაწყვეტს თავის high-end მომხმარებლებსაც: კომპანიამ ასევე დააანონსა Core X სერიის პროცესორების განახლებული ხაზი (პირველად მისი ანონსი 2017 წელს მოხდა): ახალი Core i7 X-Series, Core i9 X-Series და Core i9 Extreme პროცესორები, რომლებიც აგრეთვე აგებულია Intel-ის 14nm++ პროცესზე (თუმცა კვლავ Skylake X დიზაინზეა). პირველი თაობის Core i9 Extreme მოდელს აქვს 18 ბირთვი და 36 ნაკადი. და კიდევ: მოხდა Core X სერიის შვიდი ახალი ჩიპის ანონსი, რომლებიც ნოემბერში გამოვა. მათ შორისაა მოდელები: Core i9-9980XE – (ზემოთხსენებული Extreme მოდელი) 18 ბირთვით, 36 ნაკადით. ფასი - 1,979 $; Core i9-9960X ჩიპები - 16 ბირთვით, 32 ნაკადით, ფასი - 1,684 $; Core i9-9820X – 10 ბირთვით, 20 ნაკადით 889 $-ად; Core i7-9800X მოდელი 8 ბირთვითა და 16 ნაკადით - 589 $-ად. და ბოლოს - Intel-მა პროფესიონალი მომხმარებლებისთვის დააანონსა პროცესორი Intel Xeon W-3175X - 28 ბირთვითა და 56 ნაკადით. პროცესორის საბაზისო ტაქტის სიხშირე 3,1 გჰც-ია (4,3 გჰც-მდე გაზრდის შესაძლებლობით). ეს პროცესორი დეკემბერში გამოვა. მისი ღირებულება ჯერ უცნობია, თუმცა, ლოგიკურად, დაბალი ფასი ნამდვილად არ ექნება. www.theverge.com
  21. Microsoft-მა დააანონსა თავისი პირველი სათამაშო სტრიმინგ სერვისი xCloud-ი. იგი განკუთვნილია კონსოლების, პერსონალური კომპიუტერებისა და მობილური მოწყობილობებისთვისაც კი. „ამ პროექტის მასშტაბირება, ფორმირება და განვითარება - ეს მრავალწლიანი თავგადასავალი იქნება ჩვენთვის“, - აცხადებს Microsoft-ის Cloud თამაშების ხელმძღვანელი Kareem Choudhry. სერვისის საჯარო ტესტირება 2019 წელს დაიწყება. Microsoft-მა შექმნა კერძო აპარატურული უზრუნველყოფა მონაცემთა ბაზისთვის, ასე რომ უკვე არსებული და მომავალი თამაშები თავსებადი იქნება სერვისთან. მოხდება თამაშების სტრიმინგი მოწყობილობებთან. Microsoft-ი ახდენს xCloud-ის ტესტირებას Xbox-ის უსადენო კონტროლერების საშუალებით, რაც მიერთებულია კონსოლთან, ან პერსონალურ კომპიუტერთან, ანდა სმარტფონთან. კორპორაცია აცხადებს, რომ სერვისზე მომუშავე მკვლევართა ჯგუფები „ქმნიან შეფერხებებთან ბრძოლის საშუალებებს“ წამყვანი ქსელური ტექნოლოგიების მეშვეობით - ვიდეოს კოდირება-დეკოდირების ჩათვლით. ეს ქმედებები განაპირობებს იმას, რომ თამაშების სტრიმინგი ფუნქციური და ქმედითუნარიანი იქნება 4G ქსელებშიც კი. სერვისის ტესტირების დაწყება დაგეგმილია 2019 წლიდან. Microsoft-ის Xbox გეიმინგ სერვისს მოუწევს კონკურენცია გაუწიოს უკვე არსებულ უამრავ კონკურენტ სერვისს. მათ შორის განსაკუთრებით პოპულარობით გამოირჩევა GeForce Now, PlayStation Now, Shadow და Liquid Sky. კორპორაცია ჯერჯერობით არ ამხელს, თუ კონკრეტულად რის გაკეთებას აპირებს და რითი გაუწევს კონკურენციას სხვებს მისი სერვისი. ამის შესახებ ცნობილი გახდება 2019 წლიდან ტესტირების დაწყების შემდეგ. www.theverge.com
  22. Samsung-ი - სამხრეთკორეული გიგანტი, რომელიც მეხსიერების მიკროსქემებს უშვებს, არ აპირებს შეურიგდეს ამ ტიპის პროდუქტთან დაკავშირებით მოსალოდნელ ფასების დაწევას. როგორც Nikkei News-ი აღნიშნავს, Samsung-ი აპირებს მნიშვნელოვნად შეზღუდოს კაპიტალური დანახარჯები მიკროსქემების გამოშვებაზე მომავალი წლისთვის, რათა შეამციროს წარმოების მოცულობაც და ხარჯებიც ერთდროულად. მოგახსენებთ, რომ Samsung-ი აკონტროლებს ოპერატიული მეხსიერების მიკროსქემების ბაზრის დაახლოებით 45 %-ს, ამის გათვალისწინებით, მას თავისუფლად შეუძლია გავლენა მოახდინოს ფასებზე ზემოთხსენებული ზომების მიღებით. თუკი კომპანიის საერთო კაპიტალური დანახარჯები 8%-ით შემცირდება, ამის გამო ინვესტიციები DRAM-ის მიმართულებით შემცირდება 20 %-ით. სხვათა შორის, NAND სეგმენტზე ამგვარი ზომების მიღების საჭიროება არ იქნება. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ეს ბაზარი უფრო მეტად კონკურენტუნარიანია, მეორეც - იგი სწრაფად ვითარდება და იზრდება. ამ მიმართულებით Samsung-ის კაპიტალური ხარჯები შესაძლოა გაიზარდოს კიდეც. უფრო მეტიც, კომპანიამ შესაძლოა კაპიტალი მიმართოს ნახევარგამტარი პროდუქტების კონტრაქტის წარმოების ბიზნესის განვითარებისკენ. ამჟამად, მეხსიერების გაყიდვით Samsung-ი 80%-ზე მეტ მოგებას იღებს, ასე რომ თავის შემოსავლებს კომპანია მთელი ძალებით დაიცავს. სრულიად მოსალოდნელია, რომ ოპერატიულ მეხსიერებაზე ფასის კლება არ იქნება იმდენად შესამჩნევი, როგორც ამას მომხმარებლები ისურვებდნენ. https://bit.ly/2A0px5q
  23. კომპანია MSI-ს წარმომადგენლებმა ჩინური საიტის - PC Online-სთვის მიცემულ ინტერვიუში განმარტეს, რატომ შეიქმნა GeForce RTX 2080 Ti ვიდეო ბარათებზე წვდომის პრობლემა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. პირველ რიგში, ის, რომ TU102 კრისტალის გაზრდილმა ფართობმა განაპირობა გამოსაცემი ნაკეთობების წლიური გამოშვების არც თუ ისე მაღალი რაოდენობრივი დონე. მეორე - Turing-ის სერიის ვიდეობარათების კონსტრუქციის სირთულე ბევრად გაიზარდა Pascal-თან შედარებით. მაგალითად, GeForce GTX 1080 Ti-ს სჭირდებოდა დაახლოებით 1600 კომპონენტი ერთი ვიდეო ბარათის წარმოებისთვის, GeForce RTX 2070-ს - 2200 კომპონენტი, GeForce RTX 2080-ის შემთხვევაში რაოდენობა გაიზარდა 2400-მდე, GeForce GTX 2080 Ti-ს წარმოებისთვის კი საჭიროა 2600 კომპონენტი. ამგვარად, თუკი ადრე ერთსა და იმავე მწარმოებლურ ხაზს შეეძლო გამოეშვა დღეში 3500 ცალი ბარათი, GeForce RTX 2080 Ti-ის შემთხვევაში რაოდენობა შემცირდა დღეში 1800 ცალამდე. როგორც MSI-ს წარმომადგენლები აცხადებენ, GeForce RTX 2070 სერიის ვიდეო ბარათების გაყიდვები დაიწყება ამა წლის 17 ოქტომბრიდან. ჩინური აუდიტორიის დამშვიდება MSI-მ სცადა „სავაჭრო ომის“ ფაქტორებით, რის გამოც იზრდება ფასები. გრაფიკული პროცესორები ტაივანში გამოიცემა, მეხსიერება კი უპირატესად სამხრეთ კორეიდან იწარმოება. ცენტრალურ პროცესორებთან მიმართებაში, ჩინელი მომხმარებლებისთვის პროდუქციის გაძვირების პირველი კანდიდატია Intel-ის პროდუქცია, რადგანაც მათი გამოშვება უპირატესად აშშ-ში ხდება, შეფუთვა კი მის ფარგლებს გარეთ. https://bit.ly/2C4F9pY
  24. რესურსი AndroidHeadlines იტყობინება, რომ Wi-Fi Alliance-ის დოკუმენტაციაში გამოჩნდა ინფორმაცია Samsung-ის ახალ სმარტფონზე, რომელსაც ექნება დასაკეცი კორპუსი. სმარტფონი მოიხსენიება სახელით - SM-W2019. იგი ჩაანაცვლებს მოდელ W2018-ს, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ გამოვიდა. ახალ სმარტფონს ექნება ორი, 4,2 დუიმიანი Full HD დისპლეი 1920 × 1080 გაფართოებით. ეს ორი დისპლეი განთავსებულია სმარტფონის „თავსახურის“ შიდა და გარე მხარეს. ტელეფონი მუშაობს პროცესორზე - Snapdragon 835, ოპერატიული მეხსიერება შეადგენს 6 (დაუზუსტებელი ინფორმაციით - ? გბ-ს, ფლეშ-მოდულის მოცულობა შეადგენს 64 ან 256 გბ-ს. პროცესორს აქვს რვა Kryo 385 ბირთვი, ტაქტის სიხშირე 2,8 გჰც-მდეა, აქვს ასევე გრაფიკული კონტროლერი Adreno 630 და ფიჭური მოდემი Snapdragon X20 LTE. სმარტფონი იმუშავებს Android 8.1 Oreo ოპერაციულ სისტემაზე. გავრცელებული ცნობების თანახმად, ტელეფონს ორი ძირითადი კამერა ექნება. SM-W2019 მოდელის ანონსი შედგება მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბერში. ღირებულება აღემატება 1000 აშშ დოლარს. https://3dnews.ru/976492
  25. SpaceX-მა წარმატებით მოახერხა Falcon 9-ის გაშვება და დაფრენა, ეს შემთხვევა კომპანიისთვის იყო რიგით მეთორმეტე, კალიფორნიის სანაპიროზე დასმა კი პირველად განხორციელდა. ორიგინალი ისტორია: „SpaceX-ი აპირებს გაუშვას რაკეტა კალიფორნიიდან - კომპანიის ერთ-ერთი რაკეტგამშვები ცენტრიდან. ამჯერად, SpaceX-ი შეეცდება, რაკეტა დასვას ბეტონის მოედანზე - გაშვების ადგილთან ახლოს, და არა ოკეანეში. წარმატების შემთხვევაში, ეს იქნება პირველი ფაქტი, რომ რაკეტა დასავლეთ სანაპიროზე დაეშვება. ამ დრომდე, Spasex-ის რაკეტების მიწაზე დაშვება ხდებოდა ყოველთვის Cape Canaveral-ში, ფლორიდაში, რომელიც კომპანიის ყველაზე დატვირთულ გამშვებ მოედანს წარმოადგენს. კომპანიას აქვს ორი დასაფრენი მოედანი, რომლებზეც 11-ჯერ მოხდა Falcon 9-ის დაშვება. ყველა მცდელობა, როცა კი SpaceX-ი ცდილობდა, რაკეტის დასმა მიწაზე მოეხდინა, წარმატებით სრულდებოდა. SpaceX-ს ჰქონდა სურვილი, რომ დაფრენები განეხორციელებინა თავის სხვა სასტარტო მოედანზე- Vandenberg-ის ავიაბაზაზე, კალიფორნიაში. 2015 წელს კომპანიამ იქირავა ბაზის ნაწილი - რაკეტა Titan-ის ყოფილი სასტარტო მოედანი, რათა იქ მოეწყო კონკრეტულად დასაფრენი მოედანი. გარკვეული პერიოდი SpaceX-ს არ მიუღია მოედნის გამოყენების ნებართვა, ამიტომ კომპანიას უწევდა რაკეტების დასმა უპილოტო გემებზე წყნარ ოკეანეში. ზაფხულის პერიოდში კომპანიამ შეიტანა განაცხადი Vandenberg-ის მოედნის ლიცენზირებაზე და, როგორც ჩანს, სივრცე გაიხსნა საქმიანობისთვის. რადგანაც რაკეტის დაფრენა მოხდება Vandenberg-ში, ახლოს მცხოვრებლები წინასწარ გაიგებენ დაფრენისწინა ხმაურს. Falcon 9 დედამიწისკენ დაბრუნებისას მოძრაობს ხმის სიჩქარეზე უფრო სწრაფად. ასეთ სიჩქარეზე მოძრაობისას რაკეტები გამოსცემენ შოკურ ტალღებს, რისი ხმის მოსმენაც ადამიანებს შეეძლებათ. ამის შესახებ Vanderberg-ის ბაზამ წინასწარ გააფრთხილა მაცხოვრებლები. SpaceX-ს მიზნად აქვს დასახული, 2018 წელს 24 გაფრენა განახორციელოს, თუმცა ნაკლებად სარწმუნოა, რომ მიზანს მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ კომპანია მიზანმიმართულად მუშაობს - გადააჭარბოს ყველა ამერიკულ და რუსულ კომპანიას გაშვების რაოდენობებით მიმდინარე წლის ფარგლებში. www.theverge.com
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.