Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5937
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    198

Everything posted by Magdalena

  1. კომპანია ASUS-მა ოფიციალურად წარადგინა დედა დაფა Maximus XI Apex. იგი ერთ-ერთი საუკეთესოა ASUS-ის დედა დაფებიდან, დაფუძნებულია Intel Z390 მიკროსქემაზე და პირველ რიგში ორიენტირებულია ოვერქლოქერ ენთუზიასტებზე. Maximus XI Apex დაფას აქვს კვების გაძლიერებული, 16 ფაზიანი ქვესისტემა და ორი 8-8-პინიანი EPS კონექტორი პროცესორის გამოსაკვებად. დედა დაფას აქვს კვების ქვესისტემაზე დაყენებული მასიური რადიატორები, რომელთაც აერთიანებთ სითბური მილები. ASUS-ი აღნიშნავს, რომ Maximus XI Apex საუკეთესოა ექსტრემალური ოვერქლოქინგისთვის თხევადი აზოტის ან ჰელიუმის გამოყენებით. კერძოდ, მწარმოებელმა დაფაზე დანერგა კონდენსატის აღმომჩენი ტექნოლოგია - კონდენსატის, რომელიც აუცილებლად ჩნდება ამგვარი ოვერქლოქინგისას. იმ შემთხვევაში, თუკი შეიქმნება სითხით დაფის დაზიანების ალბათობა, დანერგილი ტექნოლოგიის საშუალებით მომხმარებელი გაფრთხილებას მიიღებს. დაფაზე განთავსებულია ჩართვა-გამორთვის ღილაკები, POST-კოდების ინდიკატორი, ძაბვის მზომი და სხვა საჭირო ელემენტები. ახალი დაფა გამოირჩევა არა მარტო პროცესორების, არამედ მეხსიერების მოდულების ოვერქლოქინგითაც. წარმომადგენლების თქმით, მიუხედავად არსებული მხოლოდ ორი სლოტისა, Maximus XI Apex-ს შეუძლია მიიღოს 64 გბ DDR4 მეხსიერება ორმაგი მოცულობით (Double-capacity DIMM). დაფას აქვს მოდულების მხარდაჭერა 4800 მჰც სიხშირემდე. მეხსიერების მოდულების გვერდით განთავსებულია საფირმო სლოტი ROG DIMM.2, რომელშიც ჩაყენდება სპეციალური დაფა ორი M.2 სლოტით, ასევე რადიატორები. გარდა ამისა, თავად დედა დაფაზე არის კიდევ ერთი M.2 სლოტი რადიატორით. Maximus XI Apex-ს აქვს ექვსი SATA III პორტი. სლოტების ნაკრებში ასევე შედის სამი PCI Express 3.0 x16 და ერთი PCI Express 3.0 x1. დაფას აქვს ხმის ქვესისტემა SupremeFX S1220 - 8 არხიანი კოდეკის ბაზაზე. ქსელურ კავშირს უზრუნველყოფს Intel-ის გიგაბიტ-კონტროლერი, Intel-ისავე უსადენო კონტროლერი - Wi-Fi 802.11ac-ისა და Bluetooth 5-ისთვის. აქვს კიდევ სამი პორტი: USB 3.1 (ორი Type-A და ერთი Type-C). Maximus XI Apex-ის რადიატორებს აქვთ RGB განათება. დედა დაფის ღირებულებისა და გაყიდვაში გაშვების თარიღის შესახებ ჯერჯერობით მწარმოებლებს არაფერი განუცხადებიათ. https://3dnews.ru/977327
  2. ფინანსური ანგარიშის მოხსენებასთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე ილონ მასკმა სამომავლო გეგმების შესახებაც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ Tesla-ს უდიდესი გეგმები აქვს სამომავლოდ და ახსენა Model Y, რომლის შესახებაც ამ დრომდე მხოლოდ გაურკვეველი ხმები ვრცელდებოდა. მასკმა განაცხადა: „მცირე ხნის წინ მე თანხმობა განვაცხადე ამ ავტომობილის პროტოტიპის წარმოებაზე“. Model Y ელექტრომობილის დებიუტამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. მასკი დაპირებას იძლევა, რომ მას 2020 წელს იხილავს საზოგადოება. მისივე თქმით, 2020 წელი რევოლუციური იქნება წარმოების თვალსაზრისით. რაღა თქმა უნდა, Tesla კვლავ განაგრძობს მუშაობას სატვირთო მობილზე, სახელწოდებით - Semi, და კაბრიოლეტზე - Roadster. აღმასრულებელმა დირექტორმა აგრეთვე განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის Tesla-ს პიკაპის ტიპის ავტომობილის გამოსვლას. და ბოლოს, ილონ მასკი საზოგადოებას დაპირდა, რომ 35 000 დოლარის ღირებულების მქონე Model 3-ის გამოსვლამდე სულ რაღაც ექვსი თვეღა არის დარჩენილი. როგორც ვხედავთ, კომპანიას მართლაც გრანდიოზული გეგმები აქვს. საზოგადოება იმედოვნებს, რომ ამ გეგმების განხორციელებას ხელს არ შეუშლის იმგვარი პრობლემები, რაც Model 3-ის წარმოებისას შეიქმნა, აგრეთვე სკანდალი, რომელიც დაკავშირებული იყო აქციების ფასით მანიპულაციებთან. https://3dnews.ru/977304
  3. მას შემდეგ, რაც iPhone Xs გაყიდვაში გაეშვა, მომხმარებლებმა უკმაყოფილება გამოთქვეს სელფი-კამერასთან დაკავშირებით, კერძოდ - „გაუმჯობესებული“ ფოტოს ფუნქციაზე, რომელიც არ იყო მანამდე გამოცხადებული Apple-ის მიერ. საქმე იმაშია, რომ ფრონტალური კამერით გადაღებული ფოტოები იმგვარი გამოდის, თითქოს მათ რაიმე Beauty-ეფექტი ადევს. როგორც მოგვიანებით დადასტურდა, ე.წ “beauty gate” პრობლემა ნამდვილად არსებობს. ეს ფაქტი თავად კომპანია Apple-მაც აღიარა. პრობლემის არსი მდგომარეობს ტექნოლოგია Smart HDR-ის არასწორ ფუნქციონირებაში. iPhone Xs-ის „ჭკვიანმა“ ალგორითმებმა შეცდომით აირჩიეს ფოტოგრაფიის ისეთ ტიპი, რომელსაც დეტალიზაციის დაბალი დონე აქვს. შედეგად, მომხმარებლებმა მიიღეს „დამუშავებული“ ფოტოები, თითქოს მათზე ფილტრი იყო გამოყენებული. ფოტოების ხარისხი გაუმჯობესდება iOS 12.1 აფდეითის გამოსვლის შედეგად. განახლება ხელმისაწვდომი იქნება არა მარტო iPhone Xs-ისა და Max ვერსიებისთვის, არამედ iPhone Xr მოდელისთვისაც. iOS 12.1 განახლების გამოსვლის ზუსტ თარიღს Apple ჯერჯერობით არ ასახელებს. https://bit.ly/2qfwkCE
  4. სულ მცირე ხნის წინ დაანონსდა 10 გიგაბატი ოპერატიული მეხსიერების მქონე Xiaomi-ს სმარტფონები, თუმცა როგორც ჩანს, ლიდერად ყოფნისთვის მათ მხოლოდ რამოდენიმე თვე აქვთ წინ. ჩინურ პლატფორმა Weibo-ზე გამოჩნდა ინფორმაცია Samsung-ისა და Huawei-ს 14 სმარტფონის შესახებ. ცნობილია მხოლოდ მათი ნაწილი: საუბარი ეხება სმარტფონებს - Galaxy S10, Galaxy S10 Plus, Galaxy S10 X და Galaxy S10 X 5G, აგრეთვე - Huawei P30 და Huawei P30 Pro. გავრცელებული ცნობების თანახმად, ჩამოთვლილი ექვსივე სმარტფონი 2019 წლის მარტში დაანონსდება. თუკი ინფორმაციის წყაროს დავუჯერებთ, Galaxy S-ის ხაზს მომავალ წელს ერთდროულად ოთხი სმარტფონი შეემატება: ყველაზე „მცირე“ მოდელს - Galaxy S10-ს 4 გბ ოპერატიული მეხსიერება ექნება. Plus-ვერსიის სმარტფონები წარმოდგენილი იქნება 6 გბ ოპერატიული მეხსიერებით. სრულფასოვანი ფლაგმანური სმარტფონი კი იქნება Galaxy S10 X. იგი გამოვა ორ ვერსიად. პირველი ვერსიის მოდელს ექნება 8 გბ, მეორე ვერსიისას კი - 12 გბ ოპერატიული მეხსიერება და 5G მხარდაჭერა. აქვე მოგახსენებთ, რომ რამოდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ Samsung Galaxy S10 5G მოდიფიკაცია მხოლოდ სამხრეთ კორეული ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი). რაც შეეხება Huawei-ს ფლაგმანებს, მომავალ წელს მისი სმარტფონების S ხაზს შეემატება ორი პრემიუმ-კლასის სმარტფონი: Huawei P30-ს ექნება 8 გბ ოპერატიული მეხსიერება, Huawei P30 Pro ვერსიის მოდელს კი - 12 გბ. Huawei P30 Pro სმარტფონის გამოსვლა მწარმოებელმა დაადასტურა IFA 2018 გამოფენაზე, სადაც მოხდა Huawei-ს პირველი, 7 ნანომეტრიანი პროცესორის - HiSilicon Kirin 980-ის პრეზენტაცია. https://bit.ly/2SnpdF6
  5. მცირე ხნის წინ ჩატარებული გამოთხვის შედეგად ცნობილი გახდა, რომ მომხმარებლთა 71 %-სთვის პრიორიტეტს წარმოადგენს აპლიკაციის სიმარტივე შეტყობინებების გაცვლის პროცესში. გამოკითხულთა დიდი ნაწილი აცხადებს, რომ ამგვარი აპლიკაციები მათთვის მნიშვნელოვანია და თავს ახლოს გრძნობენ მეგობრებთან კონტაქტში. ამიტომ, მწარმოებლები შეეცადნენ, Messenger-ის ახალი ვერსია უფრო მარტივი და მოსახერხებელი გამხდარიყო მომხმარებლებისთვის. Messenger 4 უკვე გამოსულია და უახლოეს კვირებში გახდება ხელმისაწვდომი. ახალ ვერსიაში ყველა ტიპის ჩატი - ინდივიდუალურიც და ჯგუფურიც, - განთავსდება ცენტრში, ჩანართში - Chats. აქვე იქნება ხელმისაწვდომი ვიზუალური კომუნიკაციის ფუნქციები, მაგალითად, კამერა, რათა მომხმარებლებმა მარტივად გადაიღონ ფოტოები და მეგობრებს გაუზიარონ. კიდევ ერთი ჩანართი იქნება განთავსებული - People. მასზე დაჭერით მომხმარებლები მოძებნიან მეგობრებს, გაეცნობიან მათ უახლეს ამბებს, დაინახავენ ვინ არის აქტიური იმ დროისთვის. და ბოლოს, იქნება მესამე ჩანართიც - Discover -სადაც თავმოყრილი იქნება ყველა დანარჩენი ფუნქცია: საქმიანი კავშირები, შემოთავაზებები, თამაშები, სიახლები და ა.შ. ახალ Messenger-ში გაჩნდა პერსონალიზაციის ახალი შესაძლებლობები: ჩატის ფანჯარაზე შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ფერის გამოყენება, რომელსაც მომხმარებელი შეცვლის სურვილისამებრ ნებისმიერ დროს, თუნდაც საუბრის მომენტში. გამარტივების მიუხედავად, Messenger-ის ზოგადი ფუნქციები შენარჩუნებული იქნება: ლოკაციის გაგზავნა, თამაშში მოწვევა, ჯგუფური ვიდეოჩატი და ა.შ. ცვლილებები სამომავლოდ კიდევ იგეგმება, თუმცა მწარმოებლებმა ამ ეტაპზე გადაწყვიტეს, რომ ზემოთჩამოთვლილი საკმარისია - უმჯობესია მომხმარებლებს დრო მიეცეთ, შეეჩვიონ ინტერფეისის ცვლილებებს. უკვე იწყება ჩაბნელებულ რეჟიმზე მუშაობა და ინტერფეისის მუქი ფერის ელემენტებით გაფორმების საშუალებების შემუშავება. https://3dnews.ru/977249
  6. კომპანია Patriot-მა დააანონსა მექანიკური ტიპის კლავიატურა - Viper V765 RGB Mechanical Gaming Keyboard, რომელიც დაპროექტებულია მომხმარებლებისთვის, ვინც გატაცებულია კომპიუტერული თამაშებით. კლავიატურას აქვს „სავიაციო დონის“ ალუმინის ჩარჩოები. აქვს გადამრთველები - Kailh White Box DIP Switches, რომლებიც დაცულია წყლისა და მტვრისგან IP56 სტანდარტის შესაბამისად. კლავიატურა უზრუნველყოფს დაახლოებით 80 მილიონჯერ გამოყენების შესაძლებლობას. Patriot Viper V765-ს აქვს RGB განათება 16,8 მლნ ფერის მხარდაჭერით. შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფნით შესაძლებელია მრავალრიცხოვანი ფერადი ეფექტების დაყენება. ფუნქცია - Anti-Ghosting და n-Key Rollover-ის მეშვეობით შესაძლებელია ერთდროულად რამოდენიმე ღილაკზე დაჭერის ვარიანტები. კლავიატურის ზედა ნაწილში განთავსებულია მულტიმედია ფლეიერის მართვის ღილაკები, აგრეთვე ხმის მარეგულირებელი ღილაკი. კლავიატურის გაბარიტებია 466 × 162,6 × 28 მმ, წონა - 1,13 კგ. კომპიუტერთან მიერთება შესაძლებელია USB პორტით, კაბელის სიგრძე 1,8 მეტრს შეადგენს. https://bit.ly/2O4Ogct
  7. კომპანია HP დეკემბრიდან დაიწყებს საინტერესო სიახლის - EliteDisplay E243d Docking Monitor-ის გაყიდვას, რომლის საორიენტაციო ფასი დაახლოებით 330 აშშ დოლარია. მოწყობილებას აქვს ტრადიციული მონიტორის ფუნქციები, აგრეთვე გამოიყენება დოკ-სადგურად პორტატული კომპიუტერებისთვის. შესაძლებელია ლეპტოპის მიერთება სიმეტრიული USB Type-C პორტით. დაშვებულია 65 ვატამდე ენერგიის გადაცემა. პერიფერიულ მოწყობილობებთან დასაკავშირებლად გათვალისწინებულია USB 3.0 პორტი. ამას გარდა, მონიტორს აქვს ქსელური პორტი Gigabit Ethernet (RJ-45) და 720p ვებ-კამერა მასიური მიკროფონით. მონიტორს აქვს IPS მატრიცა 23,8 დუიმიანი დიაგონალით. გაფართოება შეადგენს 1920 × 1080 პიქსელს, რაც შეესაბამება Full HD ფორმატს. სიმკვეთრის, კონტრასტულობისა და რეაქციის სიჩქარის მაჩვენებლებია : 250 cd/მ2, 1000:1 და 7 მილიწამი. თვალთახედვის არე მოიცავს 187 გრადუსს. მონიტორს აქვს HDMI 1.4 და D-Sub ინტერფეისები. მოწყობილობა უზრუნველყოფს რეგულირების ფართო სპექტრს, შესაძლებელია მონიტორის სიმაღლის, დახრილობისა და პოზიციის შეცვლა სურვილისამებრ. https://bit.ly/2PnUjh4
  8. კორპორაცია NVIDIA აგრძელებს სატრანსპორტო სისტემებისთვის საკუთარი ავტომატური მართვის საშუალებებზე მუშაობას. კომპანიამ გამოაქვეყნა ბროშურა, სადაც ნაჩვენებია მისი მიდგომა ავტოპილოტის სისტემების შექმნას, განვითარებასა და ტესტირებასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ 60-ზე მეტი კომპანია იყენებს NVIDIA-ს პროგრამულ უზრუნველყოფასა და კომპონენტებს ათასხუთასზე მეტ პროტოტიპში, რომლებიც მოძრაობენ საზოგადოებრივი გამოყენების გზებზე. ფოტოს წყარო: NVIDIA კომპანია შეეცადა თვალსაჩინოდ გამოესახა ავტონომიურობის დონეები SAE-ს კლასიფიკაციის მიხედვით. როგორც ფოტოდან ჩანს, მეხუთე - უმაღლესი დონე სავსებით არ საჭიროებს მძღოლის ჩართულობას მართვის პროცესში. თუმცა, სურვილისამებრ, შესაძლებელია ხელით მართვაც. NVIDIA ეტაპრობრივად ამხელს სისტემა DRIVE IX-ის შესახებ ცნობებს. ეს სისტემა გულისხმობს მეორეხარისხოვანი გარემომცველი ობიექტების კონტროლს, ასევე აკონტროლებს მძღოლის ქცევებს - ვთქვათ, არის თუ არა ჩაძინების ალბათობა. გარდა ამისა, სისტემის საშუალებით კონტროლდება უკანა სავარძლებზე არსებული ვითარებებიც. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აკრძალულია ჩაკეტილ მანქანაში ბავშვებისა და შინაური ცხოველების დატოვება, ამიტომ, განსაკუთრებით გულმავიწყ და დაუდევარ მძღოლებს ამ აკრძალვის შესახებ პროგრამა შეახსენებს. DRIVE IX-ის კომპეტენციაში შედის სატრანსპორტო საშუალების გარემოცვის კონტროლი. უკვე რეალიზებულია რამოდენიმე მანქანაში ბლოკირების ფუნქცია: შეუძლებელია კარის გაღება და გადასვლა იმ დროს, როცა შემხვედრი სატრანსპორტო საშუალება ახლოვდება. რობოტაქსებში არსებული პანორამული ვიდეო გამოყენებული იქნება დისპლეიზე საჭირო ინფორმაციის ასახვისთვის. მაგალითად, თუ მანქანა სვლას შეანელებს, მგზავრები მიიღებენ ახსნას, რომ მობილი აპირებს გაატაროს ქვეითად მოსიარულე ან გზა დაუთმოს სხვა ტრანსპორტს. მწარმოებლების აზრით, ამგვარი სიფრთხილე მგზავრებს დაეხმარება, დაძლიონ ავტომატური ტაქსებით მგზავრობის შიში. https://bit.ly/2z4Oye9
  9. 31 ოქტომბერს შედგება ამ დრომდე ბაზარზე არსებული სმარტფონებისგან გამორჩეული და ერთ-ერთი უცნაური სმარტფონის პრეზენტაცია. მოდელის სახელწოდება უკვე ცნობილია - Nubia X. ამ დრომდე ეს სმარტფონი ფიგურირებდა, როგორც Nubia Z18s, თუმცა სუბბრენდმა ZTE-მ გადაწყვიტა, თავისი ათი წლის იუბილეს აღსანიშნავად, ახალი სმარტფონისთვის დასახელება სიმბოლურად შეეცვალა. Nubia X ნამდვილად შეძლებს მომხმარებლების გაოცებას. ოფიციალურ ანონსამდე ერთი კვირით ადრე, ჩინურმა კომპანიამ განაცხადა სმარტფონის რამოდენიმე მთავარი ფუნქციისა და განსაკუთრებულობის შესახებ. სმარტფონის პირველი და უმთვარესი მახასიათებელი ის გახლავთ, რომ ეკრანი იკავებს ფრონტალური პანელის თითქმის 100%-ს. შესაბამისად, წინა მხარეს სმარტფონს არ აქვს ჭრილი (ე.წ. notch) და არც კამერების სივრცე. ცხადია, რომ ამ შემთხვევაში ადგილი აქვს მარკეტინგულ „ეშმაკობას“ (დადებითი კუთხით), რამდენადაც ამგვარი წინა პანელის შემუშავების შესახებ უკვე სხვა მრავალმა კომპანიამაც განაცხადა. უკანა პანელზე არსებული ეკრანისთვის თემებისა და ვოლფეიფერების შერჩევაზე იზრუნებს ხელოვნური ინტელექტი. კერძოდ, ორივე მათგანი (თემაც და ვოლფეიფერიც) პერიოდულად შეიცვლება ავტომატურად იმის მიხედვით, თუ რა ამინდია და სად იმყოფება სმარტფონის მფლობელი. სმარტფონი არც სელფების მოყვარულებს გაუცრუებს იმედს. მიუხედავად იმისა, რომ ფრონტალური კამერა არ აქვს, სელფი კამერის ფუნქციას შეითავსებს ძირითადი კამერა გაფართოებით - 16 + 24 მეგაპიქსელი. მწარმოებლის განცხადების მიხედვით, Nubia X-ს ფლაგმანური კომპონენტები ექნება. ჩინეთის სერტიფიკაციის ბიუროს, TENAA-ს მიხედვით, სმარტფონს ექნება Qualcomm Snapdragon 845 ჩიპსეტი და 8 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება. აგრეთვე ექნება Wi-Fi დატენვის მხარდაჭერა - როგორ მოხდება ამ ტექნოლოგიის რეალიზება, ჯერჯერობით უცნობია. და ბოლოს - Nubia X-ის ფასი 10 000 იუანია (დაახლოებით 1 440.38 აშშ დოლარი). https://bit.ly/2Pme1tr
  10. მიმდინარე წლის მაისში კომპანია HTC-მ დააანონსა თავისი პირველი ბლოკჩეინ-სმარტფონი. მწარმოებელმა მოწყობილობის პროტოტიპიც კი არ წარმოადგინა, ნაჩვენები იყო სმარტფონის მხოლოდ რამოდენიმე მონახაზი. ახალა კი უკვე შედგა რეალური პრეზენტაცია. როგორც აღმოჩნდა, სმარტფონი ფლაგმანურია და ეწოდება HTC Exodus 1. სამწუხაროდ, ტაივანურ კომპანიას ბოლომდე მაინც არ გაუმხელია სმარტფონის ყველა მახასიათებელი. რაც ვიცით, არის შემდეგი: სმარტფონის Quad HD+ დისპლეი 6 დუიმიანია. წარმადობას უზრუნველყოფს ფლაგმანური მობილური ჩიპსეტი Qualcomm Snapdragon 845. ოპერატიული მეხსიერება 6 გიგაბაიტია. დამატებითი მეხსიერების ფლეშ მოდულის მოცულობა კი - 128 გიგაბაიტი. სმარტფონს აქვს 3500 მილიამპერი/სთ მოცულობის მქონე ბატარეა. კორპუსის უკანა მხარე მინისგანაა დამზადებული, ამასთან, იგი სრულებით გამჭვირვალეა. უკანა პანელზე განთავსებულია ლოგოტიპი, ბიომეტრიული სენსორი, ფლეშ-განათება და ორი ძირითადი კამერა: 16 +16 მეგაპიქსელიანი. HTC Exodus 1-ის წინხედი კომპანიამ არ გაასაჯაროვა ამ ეტაპზე. ცნობილია, რომ ფრონტალური კამერა ორმოდულიანია - 8 და 8 მეგაპიქსელით. სმარტფონს აქვს ბლოკჩეინ-დაშიფვრაზე აგებული დაცვის სისტემა და კრიპტო-გასაღებების დაცვის უსაფრთხოების სისტემა. გასაღების დაკარგვის შემთხვევაში პანიკა არ არის საჭირო: მათი სწრაფად აღდგენისთვის სმარტფონში გათვალისწინებულია სპეციალური აპარატული საშუალება. ამ დროისთვის HTC სთავაზობს მომხმარებლებს სმარტფონზე ვადამდელ წვდომას. პროგრამის ფარგლებში სმარტფონის შეძენა შეუძლიათ მსოფლიოს 34 ქვეყნის მაცხოვრებლებს. HTC Exodus 1 -ის ღირებულებაა 0.15 BTK (ბიტკოინი) ან 4.78 ETH. (ეთერეუმი). სტანდარტულ ვალუტაში კი მისი ფასი დაახლოებით 960 აშშ დოლარია. სმარტფონის შეკვეთა შესაძლებელი იქნება მიმდინარე წლის დეკემბრიდან.
  11. მიკროსქემების წამყვანი მწარმოებლები 5G ეპოქის დადგომისას პრიორიტეტებს შეიცვლიან - წყაროებზე დაყრდნობით გვაცნობებს რესურსი DigiTimes-ი. ამ დროისათვის, სმარტფონების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიები - Samsung Electronics, Huawei და Apple - აქტიურად არიან დაკავებულნი საკუთარი მობილური პროცესორების წარმოებით. ეს კი გამოიწვევს მოთხოვნის შემცირებას ისეთი მომწოდებლების პროდუქციაზე, როგორებიცაა Qualcomm, MediaTek და UNISOC (Spreadtrum). მეორე მხრივ, 5G მობილური ქსელის განვითარება-გავრცელება მკვეთრად ზრდის მოთხოვნას მიკროჩიპებზე, რომლებიც გამოიყენება ავტომობილებთან კავშირისთვის, „ჭკვიანი“ სისტემებისთვის, ინტელექტუალური წარმოებისთვის და ა.შ. ასე რომ, როგორც მოსალოდნელია, მიკროჩიპების მწარმოებლები გააფართოებენ გამოშვებული პროდუქციის ასორტიმენტს და პარალელურად დაკავდებიან ბაზრის რეორიენტაციით. მოსალოდნელია, რომ Qualcomm, MediaTek და UNISOC გამოუშვებენ პროდუქციას 5G მხარდაჭერით არა მარტო სმარტფონებისთვის, არამედ სხვა ტიპის მოწყობილობების ფართო სპექტრისთვის, კერძოდ: ავტონომიური მართვის სისტემებისთვის, ვირტუალური და შერეული რეალობის პლატფორმებისთვის, სმარტ-პროდუქტებისთვის და ა.შ. https://3dnews.ru/977187
  12. გასული წლის ნოემბერში კორპორაცია Samsung-მა მიიღო პატენტი გრაფენზე წარმოებულ ბატარეებზე. ამგვარი ბატარეები 45%-ით უფრო დიდხანს ინარჩუნებს დამუხტვას, ვიდრე ამჟამინდელი ლითიუმ-იონური აკუმულატორები. რამოდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ სამხრეთკორეული კომპანია უკვე მზადაა გრაფენის ბატარეები კომერციაში დანერგოს - აცხადებენ ინსაიდერები. წყაროების ინფორმაციით, ამ ტიპის კვების წყაროს მქონე სმარტფონები უკვე მომავალი წლიდან გამოჩნდება ბაზარზე. ფეთქებადსაშიში ბატარეის გამო Galaxy Note7 წარმოებიდან მოიხსნა და Samsung-მა ამით ზარალი მიიღო. სამომავლოდ, ბრენდს ამგვარი პრობლემები არ ემუქრება: ლითიუმ-იონური ბატარეების ნაცვლად კომპაანის წარმოებულ სმარტფონებში ბევრად უსაფრთხო გრაფენის ბატარეები იქნება გამოყენებული. კონკრეტულად რომელ სმარტფონებს ექნებათ ახალი ტიპის ბატარეა ჯერჯერობით ცნობილი არ გახლავთ. თუმცა, კანდიდატები საკმაოდ ცოტაა: გრაფენის ბატარეები გაცილებით ძვირადღირებულია ლითიუმ-იონურთან შედარებით. ლოგიკურია, ვივარაუდოთ, რომ პირველად მათ ფლაგმანურ სმარტფონებში გამოიყენებენ. ასე რომ, ყველაზე დიდი შანსია ეს იყოს Galaxy Note 10, რომლის დებიუტიც შედგება 2019 წლის ზაფხულის ბოლოს- შემოდგომის დასაწყისში. აღსანიშნავია, რომ გარდა შედარებით დიდი სიმძლავრისა, გრაფენის ბატარეებს კიდევ რამოდენიმე უპირატესობა აქვს. უპირველეს ყოვლისა, ესაა დატენვის სისწრაფე. დატენვის იმ დონის მისაღწევად, რისთვისაც ტრადიციულ ბატარეებს ერთი საათი სჭირდება, ახალი ბატარეას სულ რაღაც 12 წუთი სჭირდება. ამასთან, გრაფენის ბატარეები უფრო გამძლეა მუშაობის ხანგრძლივობის კუთხით. ასევე, ეკოლოგიურია და უსაფრთხოც. ბოლო ასპექტს, როგორც ჩანს, განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია Samsung-ისთვის, რადგანაც სწორედ თვითაალებადი ბატარეები გახდა მიზეზი იმისა, რომ ორი წლის წინ წარმოებიდან მოიხსნა Galaxy Note7. https://bit.ly/2RdLALA
  13. მცირე ხნის წინ ილონ მასკი დიდი სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა, რის შედეგადაც ექსცენტრიკული მილიარდერი თანამდებობას გამოეთხოვა. მიუხედავად ამისა, იგი კვლავ აპირებს თავისი გეგმების რეალიზებას. მასკმა Twitter-ზე განაცხადა, რომ დასრულდა პროექტი, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს საცობებთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრა. მასკმა ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო საუბარი საქალაქო გვირაბებზე, რომლებმაც უნდა ჩაანაცვლოს მეტრო. როგორც ჩანს, კომპანია The Boring Company, (მასკის მიერ 2016 წელს დაარსებული ინფრასტრუქტურისა და გვირაბთმშენებლობის კომპანია) მიუხედავად ანალიტიკოსების სკეპტიციზმისა, მზად არის ჩანაფიქრი რეალობად აქციოს. გასული წლის ოქტომბერში გავრცელდა პროექტის სადებიუტო ფოტოები. ილონ მასკი აცხადებს, რომ პირველი საზოგადოებრივი ტესტი, რომელშიც სამგზავრო ტრანსპორტი მიიღებს მონაწილეობას, დაგეგმილია ამა წლის 10 დეკემბრისთვის. ამას გარდა, ამერიკელი მილიარდერის თქმით, 9 დეკემბერს გაიმართება მასშტაბური ღონისძიება, რომელიც მიეძღვნება პირველი გვირაბის გახსნას. როგორც მასკი ამბობს, საცდელი გავლისას სატრანსპორტო საშუალების მაქსიმალურმა სიჩქარემ მიაღწია 255 კმ/სთ-ს. სატესტო გზის სიგრძე 3 კილომეტრია. 10 დეკემბერს ყველა მსურველს შეეძლება გაიაროს განსაზღვრული მარშრუტი. სამომავლოდ რა იქნება მგზავრობის საფასური, ჯერჯერობით არაა დაზუსტებული. მაღალსიჩქარიანი კაფსულების გაშვების თარიღთან დაკავშირებით ამ დროისთვის არაფერი ხმაურდება, თავად მასკი არ პასუხობს ამ თემასთან დაკავშირებულ კითხვებს. ერთი წლის წინ მან ისაუბრა გეგმაზე, რომლის თანახმადაც გაიხსნებოდა ვაკუუმ-მატარებლის ხაზი ნიუ-იორკსა და ვაშინგტონს შორის. https://bit.ly/2O5ACWw
  14. ცნობილი გახდა, რომ ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ დაიწყო 15,6 დუიმიანი პორტატული კომპიუტერების გაყიდვა. ლეპტოპის დასახელებაა Mi Notebook და იგი წარმოდგენილია თეთრ ფერში. ლეპტოპს აქვს Full HD დისპლეი, გაფართოება - 1920 × 1080 პიქსელი. აქვს ციფრული ინტერფეისი HDMI. Xiaomi Mi Notebook-ი მუშაობს მერვე თაობის Intel Core i5 პროცესორზე. ოპერატიული მეხსიერების მოცულობაა 8 გიგაბაიტი. ლეპტოპს აქვს მონაცემთა შენახვის ჰიბრიდული ქვესისტემა: 128 გიგაბაიტიანი მეხსიერების ფლეშ-მოდული და 1 ტერაბაიტიანი მყარი დისკი. გრაფიკის დამუშავებას უზრუნველყოფს გრაფიკული ამაჩქარებელი NVIDIA GeForce MX110 – 2 გიგაბაიტი მოცულობით. ლეპტოპს აქვს უსადენო კავშირის ადაპტერები - Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 4.2, აგრეთვე ქსელური კონტროლერი - Gigabit Ethernet. ასევე, აქვს 3 ვატიანი სტერეო დინამიკები, USB 2.0 და USB 3.0 პორტები და ვებ-კამერა. ლეპტოპი მუშაობს ოპერაციულ სისტემა Windows 10-ზე. Xiaomi Mi Notebook-ის საორიენტაციო ფასია 660 აშშ დოლარი. https://3dnews.ru/977129
  15. ბიზნეს-პარტნიორებისთვის გამართულ დახურულ ღონისძიებაზე კომპანია Samsung-ის წარმომადგენლობამ ისაუბრა ისეთი ტიპის სმარტფონების ტექნოლოგიებზე, რომელთაც არ აქვთ ჩარჩო და ჭრილი. პრეზენტაციაზე გამოყენებული სლაიდი ხელმისაწვდომი გახდა ქსელური წყაროებისთვის. როგორც ჩანს, სამხრეთკორეული გიგანტი აპირებს გამოიყენოს უჩარჩოო სმარტფონებთან დაკავშირებული ოთხი „გადაწყვეტილება“- FoD, HoD, SoD და UPS. FoD (Fingerprint on Display) - ეკრანზე არსებული დაქტილოსკოპიური სკანერი. თითის ანაბეჭდის ასაღებად იგეგმება ულტრაბგერითი მეთოდის თანამონაწილეობა. HoD (Haptics on Display) - იმიტაცია, თითქოს ფიზიკურ ღილაკებს ვეხებით. SoD (Sound on Display) - ეკრანი - როგორც დიდი დინამიკი. UPS (Under Panel Sensors) - ამ სისტემის მიხედვით ეკრანზე განთავსდება კამერაც და ყველა შესაძლო სენსორიც. სავარაუდოდ, დასახელებული სისტემები გამოყენებული იქნება Samsung-ის მომდევნო ფლაგმანურ სმარტფონებში. https://3dnews.ru/977144
  16. კომპანია Qualcomm-მა დააანონსა ახალი პროცესორი - Snapdragon 675, რომელიც ძირითადად განკუთვნილია საშუალო დონის სმარტფონებისთვის. როგორც მწარმოებელი აცხადებს, ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე ამ პროცესორის წყალობით სმარტფონებს ექნებათ გაუმჯობესებული ფუნქციები და გეიმინგ შესაძლებლობები. პროცესორისთვის განსაზღვრულია 11 ნანომეტრიანი ტექნოლოგია. ჩიპს აქვს რვა Qualcomm Kryo 460 ბირთვი ტაქტის სიხშირით 2,0 გჰც-მდე. გრაფიკული ქვესისტემის შემადგენლობაში შედის გრაფიკული ბირთვი Qualcomm Adreno 612. კონფიგურაცია მოიცავს ციფრულ პროცესორს Qualcomm Hexagon 685 DSP და გამოსახულების დამუშავების პროცესორს - Qualcomm Spectra 250L-ს. დისპლეის რაც შეეხება, ხსენებულ პროცესორთან მიმართებაში საუბარია 2520 × 1080 გაფართოების მქონე დისპლეიზე, ასევე 25 მეგაპიქსელიან კამერაზე ან ორ კამერაზე 16-16 მეგაპიქსელიანი სენსორებით. ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ოპერაციების აჩქარებაზე პასუხისმგებელია Qualcomm AI Engine ძრავი. ინტეგრირებული მოდემი - Qualcomm Snapdragon X12 LTE - უზრუნველყოფს მონაცემთა ჩამოტვირთვას 600 მბიტ/წმ. სიჩქარით, ინფორმაციის გადაცემის სიჩქარე კი იქნება დაახლოებით 150 მბიტი/წმ. გათვალისწინებულია უსადენო კავშირების Wi-Fi 802.11ac Wave 2 და Bluetooth 5.0 მხარდაჭერა. აგრეთვე, GPS/GLONASS/Beidou/Galileo, NFC ტექნოლოგია და სწრაფი დატენვის სისტემა - Qualcomm Quick Charge 4+. Snapdragon 675 პლატფორმაზე აგებული მოწყობილობები გამოჩნდება მომავალი წლის პირველი კვარტლიდან. https://3dnews.ru/977159
  17. კომპანია Intel-მა ჯერ კიდევ ზაფხულის დასაწყისში დააანონსა Optane 905P SSD ბარათები, რომელთა მოცულობა 380 გბ-ია. თუმცა მათ გაყიდვის თარიღის შესახებ ახლახანს გახდა ცნობილი. ამერიკულმა ინტერნეტ-მაღაზია Newegg-მა უკვე დაიწყო წინასწარი შეკვეთების მიღება ხსენებულ ბარათებზე. ამ სიახლის ფასი 500 აშშ დოლარია. ცნობილია, რომ უკვე შეძენილი ბარათების მიწოდება და საცალო გაყიდვები 18 ნოემბრიდან დაიწყება. Optane 905P ბარათი არის M.2-22110 ფორმატის, მისი გაბარიტებია 110 × 22 მმ. აქვს კომპანია EK Water Blocks-ის რადიატორი. მიერთებისთვის გამოიყენება ოთხი PCIe Lane და NVMe პროტოკოლი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Intel-ი აგრეთვე გამოუშვებს უფრო დიდი მოცულობის მქონე მოდელებს - M.2 ფორმატის Optane 905P-ს 765 გბ და 1,5 ტბ მოცულობით, შესაბამისად. უნდა აღნიშნოს, რომ ზემოთხსენებული მოდელი შეზღუდულია ტემპერატურისა და კვების კუთხით და ამიტომ მცირე ჩამორჩენა აღინიშნება PCIe და U.2 ვერსიების წარმადობის თვალსაზრისით, თუმცა სიჩქარის ვარდნა დიდად შესამჩნევი არ იქნება. https://3dnews.ru/977147
  18. კომპანია GIGABYTE მალე წარადგენს გრაფიკული ამაჩქარებლის - GeForce RTX 2080 Ti-ს საკმაოდ საინტერესო ვერსიას. რესურსი VideoCardz-ი იტყობინება, რომ ტაივანური მწარმოებელი ამზადებს ვიდეობარათს - Aorus GeForce RTX 2080 Ti Xtreme WaterForce. ახალი ვიდეო ბარათის მთავარ განსაკუთრებულობას წარმოადგენს წყლის ბლოკებიანი გაგრილების სისტემა. სისტემას აქვს მონიკელებული სპილენძის ფუძე, რომელიც ახდენს GPU-ს სითბოს გაფანტვას. აქვს აგრეთვე მეხსიერების მიკროსქემები და კვების ქვესისტემის ელემენტები. ზედა ნაწილი აკრილისაა და აქვს RGB განათება. PCB დაფის უკანა მხარეს მიმაგრებულია გამაძლიერებელი ფირფიტა. ვიდეო ბარათი Aorus GeForce RTX 2080 Ti Xtreme WaterForce აწყობილია ისეთვე PCB დაფაზე, როგორზეც Aorus GeForce RTX 2080 Ti Extreme მოდელი. ეს კი ნიშნავს, რომ ბარათს ექნება კვების გაძლიერებული ქვესისტემა: 16 ფაზიანი - GPU-სთვის და 3 ფაზიანი - მეხსიერებისთვის. დამატებითი კვებისთვის ბარათს აქვს ორი 8-პინიანი კონექტორი. ვიდეო ბარათი ქარხნული ოვერქლოქინგითაა წარმოდგენილი. NVIDIA TU102 გრაფიკული პროცესორის boost-სიხშირე გაზრდილია 1545-დან 1770 მეგაჰერცამდე. ასევე გაიზარდა მეხსიერების სიხშირე 1750-დან 1767 მეგაჰერცამდე. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის არც ერთ სხვა GeForce RTX 2080 Ti ვიდეობარათს არ აქვს ამ დონეზე აჩქარებული ოპერატიული მეხსიერება ქარხნულად. Aorus GeForce RTX 2080 Ti Xtreme WaterForce ვიდეო ბარათს აქვს რამოდენიმე პორტი: სამი HDMI 2.0b და DisplayPort 1.4, აგრეთვე VirtualLink. GIGABYTE Aorus GeForce RTX 2080 Ti Xtreme WaterForce ვიდეო ბარათის რეკომენდირებული ფასი და გაყიდვის თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ გახლავთ. ამ დროისთვის მისი წინასწარი შეკვეთა შესაძლებელია მხოლოდ დიდ ბრიტანეთში 1500 ფუნტ სტერლინგად (დაახლოებით 1946,83 აშშ დოლარი მიმდინარე კურსით). https://3dnews.ru/977137
  19. 22 ოქტომბერს Samsung Electronics-მა დააანონსა ახალი პორტატული კომპიუტერი, რომელსაც აქვს რეტრო დიზაინი და სწრაფი უსადენო კომუნიკაციების საშუალებები. სამხრეთკორეული კომპანიის ასორტიმენტში გაჩნდა მოდელი - Samsung Notebook Flash. ლეპტოპს აქვს 13,3 დუიმიანი Full HD დისპლეი, Intel Pentium N5000 პროცესორი ტაქტის სიხშირით 2,7 გჰც-მდე და გრაფიკული ბირთვი Intel HD Graphics 605. აქვს აგრეთვე Bluetooth 5.0 მოდული და Wi-Fi მონაცემთა გადაცემის სიჩქარე - 1,7 გბიტი/წმ. კლავიატურაზე, რომლის ღილაკებიც მოგვაგონებს მექანიკური საბეჭდი მანქანის კლავიშებს, განთავსებულია თითის ანაბეჭდების სკანერი Windows Hello-ს მხარდაჭერით. ლეპტოპი მუშაობს ოპერაციულ სისტემა Windows 10 Home-ზე. LPDDR4 ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 4 გიგაბაიტია, დამატებითი მეხსიერების ფლეშ-მოდულის მოცულობა კი - 128 გიგაბაიტი. ლეპტოპის გაბარიტებია 322,2 × 219,5 × 16,9 მმ, წონა - 1,37 კგ. კონექტორების რიცხვში შედის HDMI, USB-C, USB3.0 და USB 2.0 პორტები. აქვს აგრეთვე microSD მეხსიერების ბარათის სლოტი. Samsung Notebook Flash ლეპტოპი უკვე იყიდება სამხრეთკორეულ ბაზარზე. მისი ადგილობრივი ფასი დაახლოებით 715 აშშ დოლარის ტოლია. როდის გამოჩნდება ლეპტოპი სხვა ქვეყნების ბაზრებზე ჯერჯერობით უცნობია. ფერის მხრივ იგი წარმოდგენილია სამ ვარიანტად. https://3dnews.ru/977114
  20. MSI წარმოგვიდგენს ახალი თაობის 17-დუიმიან გეიმინგ ლეპტოპს ყველაზე მომთხოვნი გეიმერებისთვის. ამ მოდელს აქვს ახალი, განსხვავებული ტიპის კორპუსი, ალმასით შემოსაზღვრული ლითონის „თავსახური“, რის გამოც მისი ვიზუალი მოდურად და პრემიუმ-კლასის დიზაინად ითვლება. „Ge-სერია შექმნილია გეიმერ-ენთუზიასტებისთვის, რომელთაც აქვთ დიდი მოთხოვნები არა მხოლოდ ლეპტოპის წარმადობის, არამედ ვიზუალის კუთხით“ - აცხადებს Eric Kuo –MSI-ის ვიცე-პრეზიდენტი გლობალური გაყიდვებისა და მარკეტინიგის სფეროში. კორპუსის დიზაინი - ერთ-ერთი პირველია, რაზეც მომხმარებლები ყურადღებას ამახვილებენ შეძენისას. GE75-ზე მწარმოებლებმა ძალისხმევა არ დაიშურეს: ზედა ნაწილში ლეპტოპს აქვს წითლად შეფერილი რელიეფური ჭრილები და ცეცხლოვანი დრაკონის სიმბოლო - ამგვარი უნიკალური, აგრესიული ესთეტიკის წყალობით ლეპტოპის მფლობელი ნამდვილად გამორჩეული იქნება სხვებისგან. ლეპტოპის ქვედა ნაწილიც განსხვავებული დიზაინისაა: იგი ასიმეტრიულია და მოგვაგონებს ფუტურისტულ საბრძოლო კოსმოსურ ხომალდს. „უჩარჩოო“ IPS ეკრანი, 144 ჰერცი - მომენტალური რეაქცია GE75 Raider-ის დისპლეი მოქცეულია წვრილ ჩარჩოში. 17 დუიმიან IPS პანელს აქვს 3 მილიწამიანი რეაქციის დრო და 144 ჰერცი კადრის განახლების სიჩქარე - რითიც უზრუნველყოფილი იქნება უპრეცედენტოდ დინამიური, უწყვეტი და შეუფერხებელი თამაში. NVDIA® GeForce® GTX 1070  MSI GE75 Raider-ი საჭიროებს ეფექტურ გაგრილებას, ასე რომ, მე-8 თაობის Intel Core i7 პროცესორსა და NVIDIA® GeForce GTX 1070 ვიდეო ბარათს გადახურებისგან იცავს გაგრილების საფირმო სისტემა - Cooler Boost 5. MSI გარანტიას იძლევა, რომ 5 სპილენძის სითბურ მილსა და ორ მძლავრ ტურბინას ეფექტურად შეუძლია უზრუნველყოს სითბოს გაფანტვა მნიშვნელოვანი დატვირთვის დროსაც და ამავე დროს შენარჩუნებული იქნება ხმაურის მისაღები დონე. MSI APP Player MSI APP Player-ი MSI-ს კიდევ ერთი განსაკუთრებული რამაა. მისი საშუალებით მარტივია Google Play Store-დან პირდაპირ ლეპტოპზე თამაშების ჩამოტვირთვა და გაშვება ყველა ფუნქციის, მათ შორის კლავიატურისა და მაუსის გამოყენებით. განსაკუთრებით გეიმერები შეაფასებენ დადებითად SteelSeries-კლავიტურის ინტელექტუალურ განათებას: ავტომატურად განათდება ყველა აქტიური ღილაკი და მიღებული იქნება შესაბამისი ფერადი სქემა. GE75 Raider-ი - ეს მწვერვალია 17 დუიმიანი ლეპტოპების ევოლუციაში. იგი აერთიანებს NVIDIA® GeForce GTX 1070-ის სიმძლავრეს, ეფექტური გაგრილების სისტემას და მიმზიდველ ვიზუალს. GE75 Raider 8RF/8RE პროცესორი მე-8 თაობის (მდე) Intel® Core™ i7 მეხსიერება ორი სლოტი DDR4-2666, 32 გბ. დისპლეი 17.3" Full HD (1920x1080), 144 ჰც / 3 მილიწმ., ჩარჩო - 5.7 მმ, IPS-Level ვიდეობარათი GeForce GTX 1070 8GB GDDR5 (8RF) GeForce GTX 1060 6GB GDDR5 (8RE) მეხს. ფლეშ-მოდული 1x M.2 SSD  (NVMe PCIe Gen3) 1x M.2 SSD კომბინირებული (NVMe PCIe Gen3 / SATA ) 1x 2.5" SATA HDD კლავიატურა SteelSeries (ფერადი, ინდივიდუალური განათება ყველა ღილაკისთვის) აუდიო Giant Speakers - Dynaudio-სგან (2*3 ვტ +2*3 ვტ) ქსელი Killer E2500 Gigabit Ethernet + Up to Killer 1550i (802.11ac wave2, 2x2) + BT5 ბატარეა 6-Cell გაბარიტები/წონა 397 x 270 x 27.6 მმ , 2.7 კგ. https://bit.ly/2yuabFk
  21. 12 სექტემბერს, სტივ ჯობსის სახელობის თეატრში კომპანია Apple-მა გამართა 2018 წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრესკონფერენცია. ღონისძიების ფარგლებში კომპანიამ წარადგინა ახალი თაობის Apple Watch და სამი ახალი iPhone. სმარტფონებიდან ყველაზე ბიუჯეტური აღმოჩნდა Xr მოდელი. 19 ოქტომბრიდან უკვე შესაძლებელი გახდა ამ სმარტფონის წინასწარი შეკვეთა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. 26 ოქტომბრიდან კი უკვე ოფიციალურად დაიწყება მისი გაყიდვები. მსოფლიოს წამყვანი ანალიტიკოსები სმარტფონს გრანდიოზულ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ და აქცენტს მის დიზაინსა და ფასზე აკეთებენ. ანალიტიკოსების აზრით, ეს სმარტფონი 2017 წლის მოდელებს ერთნახევარჯერ გადაუსწრებს გაყიდვების კუთხით. აქვე აღვნიშნავთ, რომ Xr მოდელის საშუალო ფასი ოდნავ დაბალია წინა თაობის iPhone 8-ისა და iPhone 8 Plus-ის ფასებთან შედარებით. ანალიტიკოსების აზრით, მეოთხე კვარტალში გაყიდული iPhone Xr-ისგან მიღებული შემოსავალი უმნიშვნელოვანეს ადგილს დაიკავებს Apple-ის ბოლო სამი თვის საერთო შემოსავალში. დეკემბრისთვის, Apple-ის გაყიდული სმარტფონების 40% სწორედ Xr მოდელზე იქნება. 2019 წლის პირველ კვარტალში კი, ანალიტიკოსის შეფასებით, ეს მოდელი Apple-ის ყველაზე გაყიდვადი მოდელი გახდება, ბაზარზე მისი წილი კი 50 %-ს გადააჭარბებს. თუმცა, რეალურად როგორ განვითარდება მოვლენები, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს. აქვე მოგახსნებთ iPhone Xr-ის მონაცემების შესახებ: სმარტფონს აქვს 6,1 დუიმიანი LCD ეკრანი ჭრილით. მატრიცის გაფართოებაა 828 х 1792. პიქსელების სიმჭიდროვე - 326 ppi. აქვს მინის კორპუსი და წყლისა მტვრისგან დაცვა IP67 სტანდარტის მიხედვით. სმარტფონი მუშაობს 7 ნანომეტრიან A12 Bionic პროცესორზე, აქვს 2942 მილიამპერი/სთ. მოცულობის მქონე ბატარეა. წარმოდგენილია სმარტფონის სამი კონფიგურაცია: 3/64 გბ; 3/128 გბ; 3/256 გბ-იანი მოდელები. https://bit.ly/2q47be1
  22. NVIDIA Turing-ის ჩიპებზე დაარსებული GeForce RTX 20 სერიის მაღალი კლასის ვიდეო ბარათებზე გაზრდილი ინტერესი პუბლიკის მხრიდან გასაკვირი არ არის, თუმცა ამ ბარათებზე ხელი მხოლოდ გეიმერების მცირე ნაწილს თუ მიუწვდება. ამიტომ, კომპანია EVGA-მ გადაწყვიტა მომხმარებლებს შესთავაზოს GeForce GTX 1050 Ti ადაპტერი. სპეციალისტებმა საჭიროდ ჩათვალეს, გამოეშვათ მცირეპროფილიანი მოწყობილობა Pascal GP107-400-A1 გრაფიკულ ჩიპზე. EVGA GeForce GTX 1050 Ti Gaming 4GB Low Profile ძირითადად განკუთვნილია მათთვის, ვინც ფლობს კომპაქტურ გეიმინგ მოწყობილობებს და შეზღუდულია ბიუჯეტში. საინტერესოა, რომ ხსენებული ბარათი აშშ-ის ფარგლებში აქტუალური არ არის: EVGA-ს ეს ბარათი დაპროექტებულია უმეტესად ევროპელი და აზიელი მომხმარებლებისთვის. GeForce GTX 1050 Ti Low Profile-ის დიზაინზე მუშაობისას, ამერიკელმა სპეციალისტებმა ნაცადი, შემოწმებული ფორმულა გამოიყენეს: ორსლოტიანი გაგრილების სისტემა (დაახლოებით 40 მმ-იანი) მინიატურული ვენტილატორებით. ვიდეო ბარათის ქულერი მიეკუთვნება ACX 2.0 სერიას. EVGA GeForce GTX 1050 Ti-ს ახალი მოდელები არ საჭიროებენ დამატებით კვებას. საჭირო სიმძლავრე მხარდაჭერილია PCI-E 3.0 x16 კონექტორით. ბარათს აქვს თითო DisplayPort 1.4, HDMI 2.0b და Dual-Link DVI-D. ადაპტერი არ ექვემდებარება ოვექლოქინგს, რისი მიზეზიც ACX 2.0 გაგრილების სისტემის არც ისე მაღალი ეფექტურობაა. ბირთვისა და GDDR5 მეხსიერების ტაქტის სიხშირეა 1290–1392/1752(7008) მჰც. ბარათს აქვს 768 ნაკადიანი Pascal პროცესორი, 48 ტექსტურული ბლოკი (TMU), 32 რენდერინგ-ბლოკი (ROP), 128 ბიტიანი მეხსიერების მოდული და 4 გბ-იანი VRAM. GeForce GTX 1050 Ti Low Profile მოდელის სარეკომენდაციო ფასი დასავლეთევროპულ ბაზარზე შეადგენს 189,99 ევროს, დღგ-ს ჩათვლით. EVGA-ს ფანატებს ამავე ფასად შეუძლიათ შეიძინონ გაცილებით უფრო ძლიერი, თუმცა ამავე დროს, უფრო დიდი ზომის ამაჩქარებელი GeForce GTX 1050 Ti FTW. https://3dnews.ru/977105
  23. ჩინეთის სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების სერტიფიკაციის ცენტრმა (TENAA) გაავრცელა სმარტფონ Honor Magic 2-ის მახასიათებლები. სმარტფონი Honor Magic 2 იმუშავებს Android 9.0 (Pie) ოპერაციულ სისტემაზე. ექნება 6,39-დუიმიანი FHD+ AMOLED დისპლეი, 2340 × 1080 გაფართოებით. კორპუსის ზედა ნაწილში განთავსებულია კამერა 16 მეგაპიქსელიანი მატრიცით. ვრცელდება ცნობა, რომ სმარტფონს ექნება სახის ამომცნობი 3D სკანირების სისტემა. ძირითადი კამერა სამმოდულიანია. მასში შედის მოდულები 16, 24 და 16-მეგაპიქსელიანი სენსორებით. კამერას აქვს LED Flash განათება. სმარტფონი მუშაობს Kirin 980 პროცესორზე. ეს ჩიპი შეიცავს ორ ARM Cortex-A76 ბირთვს, მათი ტაქტის სიხშირეა 2,6 გჰც. კიდევ ორ ARM Cortex-A76 ბირთვს ტაქტის სიხშირით 1,96 გჰც და ოთხ ARM Cortex-A55 ბირთვს ტაქტის სიხშირით - 1,8 გჰც. გრაფიკული ბირთვი - ARM Mali-G76. მომხმარებლებს შეეძლებათ გააკეთონ არჩევანი ორ მოდიფიკაციას შორის: ერთი მათგანი წარმოდგენილი იქნება 6 გბ ოპერატიული მეხსიერებითა და 128 გბ-იანი ფლეშ-მოდულით. მეორე მათგანს კი ექნება 8 გბ ოპერატიული მეხსიერება და 256 გბ-იანი დამატებითი მეხსიერების მოდული. ეკრანზე სმარტფონს ექნება დაქტილოსკოპიური სკანერი, ასევე: უსადენო კავშირის - Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 5 LE ადაპტერები, GPS-მიმღები, NFC მოდული, USB Type-C პორტი და 3400 მილიამპერი/სთ. მოცულობის მქონე ბატარეა. სმარტფონის ზომებია 157,32 × 75,13 × 8,3 მმ, წონა - 206 გრამი. Honor Magic 2-ის ოფიციალური ანონსი შედგება 31 ოქტომბერს. https://bit.ly/2AobvL5
  24. კომპანია ADATA-მ გააფართოვა თავისი პორტატული დრაივების ასორტიმენტი: დაანონსდა HV320 - დიდი მოცულობის მქონე მყარი დისკი. ახალი დივაისი წარმოდგენილი იქნება სამ ფერში - შავში, თეთრში და ლურჯში. მოცულობის მიხედვით მომხმარებლებს შეეძლებათ არჩევანი გააკეთონ ოთხ ვარიანტს შორის: ხელმისაწვდომი იქნება დივაისები 1 ტბ, 2 ტბ, 4ტბ და 5 ტბ მოცულობით. კომპიუტერთან დაკავშირებას უზრუნველყოფს ინტერფეისი USB 3.1. ეს პორტი ასევე გამოიყენება კვების მიწოდებისთვის - დამატებითი წყარო საჭირო არ გახლავთ. მოწყობილობა თავსებადია ოპერაციულ სისტემებთან: Microsoft Windows, Apple macOS და Linux. ოთხი მოდიფიკაციიდან ორი, შედარებით მცირე დივაისის ზომებია 125,7 × 80,5 × 10,7 მმ, წონა - 180 გრამი. დანარჩენი ორი უფრო დიდის ზომები კი არის - 125,7 × 80,5 × 19 მმ. და იწონიან 285 გრამს. სხვა საკითხებიდან აღსანიშნავია ინფორმაციის დაშიფვრის შესაძლებლობა AES ალგორითმის მიხედვით. მონაცემთა დამუშავებისთვის გამოყენებულია პროგრამული უზრუნველყოფა - HDDtoGO. ADATA HV320 პორტატული მყარი დისკის, მისი მოდიფიკაციების ღირებულების შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არ გახლავთ. https://3dnews.ru/977108
  25. Intel-ისა და AMD-ის ერთმანეთთან კონკურენცია არ წყდება არც ერთი წუთით და მომხმარებლებისთვის მეტად საინტერესოა ამ ორი გიგანტის ურთიერთდაპირისპირების ამსახველი ცნობების ხილვა. როგორც ცნობილია, Intel-ი აღმოჩნდა პროცესორების მიწოდებასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემის წინაშე, ასე რომ, AMD აგრძელებს ლიდერობას. რესურს Reddit-ის მომხმარებლის, “Ingebor”-ის წყალობით, ცნობილი გახდა გრაფიკები, რომლებიც ასახავს უახლოეს სტატისტიკას. გრაფიკები შედგენილია ერთ-ერთი მსხვილი retailer-ის - Mindfactory.de-ს მიერ. 2018 წლის ოქტომბრის მაჩვენებლებით, AMD-ს გაყიდულმა პროცესორების რაოდენობამ მიღწია შთამბეჭდავ მაჩვენებელს - 74 %-ს, გაყიდვების წილი ფულად მაჩვენებლზე კი იყო 62 %. Intel-ის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებლები აღმოჩნდა 26 და 38 %. ბოლო თვეებში ზრდა ნამდვილად შესამჩნევია. AMD-ს ყველაზე გაყიდვადი მოდელებია Ryzen 7 2700X და Ryzen 5 2600. Intel-ის შემთხვევაში კი დომინირებენ - i7-8700K, i7-8086K და i5-8600K. თუმცა, როგორც ჩანს, ბოლო დღეებში კომპანია Intel-ი წავიდა დათმობაზე და დაიწყო საკუთარ პროდუქციაზე ფასების დაწევა, რამაც განაპირობა ბაზარზე მისი წილის ზრდა. თუ გავითვალისწინებთ ფასების დაწევასა და ბოლო თაობის Intel-ის პროცესორების პოპულარობას, მოსალოდნელია, რომ AMD იძლებული შეიქმნება, მოიმოქმედოს იგივე, რაც მომხმარებლებისთვის დადებით მოვლენას წარმოადგენს. https://bit.ly/2NUgkPH
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.