Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5970
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    199

Everything posted by Magdalena

  1. YouTube უშვებს VR აპლიაკაციას Oculus Go mobile VR ჰედსეტისთვის. აპლიკაცია ხელმისაწვდომი იქნება Oculus Store-ში. იგი შეურთდა ანალოგიური აპლიკაციების რიცხვს, რომლებიც განკუთვნილია Samsung Gear VR-ის, Sony PlayStation VR-ის, Google Daydream VR-ისა და დესკტოპ VR ჰედსეტებისთვის. ეს სიახლე სასარგებლო იქნება Oculus Go-სთვის, რომელიც გამიზნულია VR ვიდეოების მოყვარულთათვის და მათთვის, ვინც არ არის დაკავებული გეიმინგით. YouTube-ის VR აპლიკაციას აქვს 360 გრადუსიანი ხედვისა და სტანდარტული VR theater ვიდეოს მხარდაჭერა. იგი ასევე მოიცავს სოციალურ ფუნქციებსაც, რომლის საშუალებითაც მომხმარებლები შეძლებენ უყურონ ვიდეოებს მეგობრებთან ერთად ჰედსეტის საშუალებით. აპლიკაციის გამოშვება დაანონსებული იყო სექტემბერში ენტერპრენერების კონფერენციაზე თუმცა გამოსვლის თარიღის შესახებ ამ დრომდე არაფერი განუცხადებიათ. აპლიკაციას დაემატა ვიდეოგადაღებისა და ხმის დამატების ფუნქციები: “VR ვიდეოების საშუალებით მოხმარებლები მიიღებენ ახალ შთაბეჭდილებებს“ - აცხადებს YouTube-ის წარმომადგენლობა. „ახალი და მარტივი საშუალებებით შესაძლებელია უყუროთ და შექმნათ VR კონტენტი. ჩვენ მოუთმენლად ველით, რომ მომხმარებლებს გაუზიაროთ თქვენ მიერ აღმოჩენილი ვირტუალური რეალობები და განცდილი შთაბეჭდილებები“. https://www.theverge.com/2018/11/12/18080210/youtube-vr-oculus-go-app-launch-mobile-vr-video https://variety.com/2018/digital/news/youtube-app-oculus-go-1203025838/
  2. გასულ წელს კომპანია Honor-მა წარადგინა სმარტფონი Honor View 10 (იხ. ფოტოზე). ზოგიერთ ბაზარზე იგი იყიდება სახელწოდებით - Honor V10. იგი წარმოადგენს ფლაგმანური მოდელის Huawei Mate 10 Pro-ს გამარტივებულ ვერსიას. ერთი თვის წინ მშობელმა კომპანიამ Huawei-მ დააანონსა სმარტფონი Mate 20 Pro, ახლა კი Honor-ი ემზადება View 20 მოდელის პრეზენტაციისთვის. ჯერ კიდევ დაუანონსებელი სმარტფონის შესახებ პირველადი ინფორმაცია გამოჩნდა Weibo-ს ქსელში. სიახლეს მიენიჭა კოდური დასახელება - Princeton. წყაროების ინფორმაციით, Honor View 20, ისევე როგორც Huawei Mate 20 Pro, იმუშავებს პროცესორ Kirin 980-ის ბაზაზე, პროცესორი წარმოებულია 7 ნანომეტრიან ტექნოპროცესზე. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 6 გიგაბაიტს, ჩაშენებულისა კი - 128 გიგაბაიტი. ჯერჯერობით უცნობია, წარმოდგენილი იქნება თუ არა სხვა კონფიგურაციებიც. გარეგნულად, Honor View 20 იქნება Honor 8X და 8X Max მოდელების მსგავსი. უცნობია, როგორი ექნება ჭრილის ფორმა. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, სმარტფონს ექნება 22,5 ვატიანი სწრაფი დატენვის მხარდაჭერა და სამი ძირითადი კამერა 16+24+16 მეგაპიქსელიანი მოდულებით. იდენტური ფოტომოდულებია Honor Magic 2 სლაიდერ-სმარტფონში. წინასწარი მონაცემების მიხედვით, კონფერენცია, რომელიც მიეძღვნება Honor View 20-ის ანონსს, შედგება 2018 წლის ბოლოს-2019 წლის დასაწყისში. ხსენებული სმარტფონის მიახლოებითი ფასი იქნება 400 აშშ დოლარი. შეგახსენებთ, რომ Huawei Mate 20 Pro-ს ღირებულება 1125 აშშ დოლარია (999 ევრო). ამრიგად, Honor View 20 იქნება ყველაზე იაფი სმარტფონი 7 ნანომეტრიანი პროცესორის ბაზაზე არსებულ სმარტფონთაგან. https://bit.ly/2PTzLgI
  3. Newzoo-ს მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტად - 15,2%-ით იზრდება ბაზრის კონსოლების სექტორი და შემოსავალი ჯამში შეადგენს 38,3 მილიარდ დოლარს. თამაშების გლობალური ბაზარი კი 2018 წლის შეჯამებით, მიაღწევს 135 მილიარდს. სავარაუდოდ, 2021 წლისთვის კი გაიზრდება 174 მილიარდამდე და მისი დიდი ნაწილი იქნება მობილური თამაშების წილი - 52 %. PlayStation 4 (Pro) და Xbox One (X) იმყოფებიან სასიცოცხლო ცილკის გვიან ეტაპზე, მიუხედავად ამისა, ორივე პლატფორმის პროგრამული უზრუნველყოფიდან მიღებული შემოსავალი კვლავ კარგი მაჩვენებლის მქონეა. 2018 წლის პირველ ნახევარში PlayStation-ის პირველი კლასის თამაშები მოსალოდნელზე უკეთ გაიყიდა, იგივე ითქმის Xbox One-ის სერვისებზეც. 2018 წლის მეორე ნახევრის პერსპექტივებიც პოზიტიურია: კარგ მოლოდინს იძლევა შემდეგი თამაშების რელიზების ლაინაფი: Sony (Spider-Man), Microsoft (Forza Horizon 4) და Nintendo (Super Smash Bros. Ultimate). ასევე, Red Dead Redemption, Assassin's Creed, FIFA, Call of Duty და Battlefield. პერსონალური კომპიუტერებისთვის განკუთვნილი თამაშებიც კარგად იყიდება. ასევე აღსანიშნავია PUBG-ისა და Fortnite-ის ნოვატორული სათამაშო პროცესი და მონეტიზაცია. მათი ეფექტურობიდან გამომდინარე მოხდა კონკურენციის სტიმულირება, რაც თავისთავად დადებითი მოვლენაა. 10 უმსხვილესი კომპანია თამაშებიდან შემოსავალების მიხედვით (ფოტოზე) https://overclockers.ru/blog/Dambeldor/show/22021/mirovoj-rynok-igr-prodolzhaet-rasti
  4. მსოფლიო ბაზარი იმყოფება მეხუთე თაობის მობილური კავშირის ტექნოლოგიის დანერგვის ზღვარზე. ამასთან, უკვე იწყება წინასწარი სამუშაოები 6G კონცეფციაზე. 5G ქსელი თეორიულად უზრუნველყოფს 20 გბიტი/წმ სიჩქარეს. 4G/LTE-სთან შედარებით, ახალ ქსელზე მომუშავე სერვისების საშუალებით შესაძლებელი იქნება უფრო მეტი დივაისის მოქმედება მინიმალური შეფერხებებით. 5G ტექნოლოგია, როგორც მოსალოდნელია, გახდება ციფრული ინტელექტუალური მსოფლიოს საფუძველი. ხსენებული ქსელის ტესტირება და საცდელი დანერგვა უკვე ბევრ ქვეყანაში მიმდინარეობს. პროგნოზების მიხედვით, 5G სტანდარტების სრულფასოვანი გამოყენება დაიწყება 2019 წლიდან. პერსპექტივაში, 5G-ის შემცვლელად სამომავლოდ წარმოდგება მეექვსე თაობის ქსელი. მისი მეშვეობით უზრუნველყოფილი გახდება მონაცემთა გადაცემის კოლოსალური სიჩქარე (ტერაბიტის დონეზე). გარდა ამისა, 6G ქსელი უზრუნველყოფს დაფარვას წყლის ქვეშაც კი. 6G ქსელის მიმართ უკვე იჩენენ ინტერესს წამყვანი ქვეყნები. მეექვსე თაობის მობილური კავშირის კომერციული დანერგვა იგეგმება 2030 წლიდან. https://3dnews.ru/978046
  5. სააგენტო Yonhap-ის ინფორმაციით, დასახელდა Samsung-ის დასაკეცი სმარტფონის სახელწოდება და გამოსვლის დრო: როგორც მოსალოდნელია, იგი წარდგენილი იქნება მომავალი წლის მარტში - ოდნავ მოგვიანებით ფლაგმანური Galaxy S-ის გამოსვლის შემდეგ. Galaxy S-ის მასიური ბაზრისგან განსხვავებით, Galaxy F ექსკლუზიური სმარტფონი იქნება ფასიდან გამომდინარე: მისი ღირებულება დაახლოებით 1770 დოლარი იქნება, თუმცა სააგენტოს განცხადებით, Samsung-ი ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა საბოლოო ფასზე. ცნობილი გახლავთ ის, რომ 2019 წლისთვის კომპანია გეგმავს მილიონი დასაკეცი დივაისის გამოშვებას. წყაროებზე დაყრდნობით, სააგენტო Yonhap News ამტკიცებს, რომ Galaxy S10-ს ექნება 5G მხარდაჭერა, ხსენებული მსარტფონის გამოსვლა იგეგმება თებერვლისთვის. Galaxy F-ის შემთხვევაში კი 5G ქსელი არ არის გათვალისწინებული. შედარებისთვის, Samsung-ის დასაკეცი სმარტფონი ღირს დაახლოებით იმდენი, რამდენიც ერთად აღებული iPhone Xr (749 $) და iPhone Xs (999 $). მიუხედავად ამისა, Samsung-ის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ კომპანია შეძლებს მინიმუმ 1 მილიონი ეგზემპლარის გაყიდვას. რაც შეეხება სპეციფიკაციებს, ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ დისპლეის მახასიათებლები: მთავარი ეკრანის დიაგონალია 7,3 დუიმი. გვერდების შეფარდებაა 4.2:3, გაფართოება კი - 2152 х 1536 პიქსელი. მეორე დისპლეის პროპორციებია 21:9, გაფართოება - 840 х 1960, დიაგონალის ზომა - 4,58 დუიმი. ორივე ეკრანის შემთხვევაში პიქსელების სიმჭიდროვეა 420 ppi. https://www.theverge.com/circuitbreaker/2018/11/12/18086898/samsung-foldable-phone-galaxyf-release-date-price-report https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/22017/sgibaemyj-smartfon-samsung-budet-stoit-dorozhe-chem-iphone-xr-i-iphone-xs-vmeste-vzjaty
  6. Valve აპირებს გამოუშვას საკუთარი vr ჰედსეტი. ამის შესახებ დასტურდება გავრცელებული ფოტოებით. ფოტოს წყარო: imgur.com გარკვეული პერიოდის წინ Valve გაერთიანდა HTC-სთან, რათა ერთობლივად ემუშავათ ვირტუალური რელობის ჰედსეტის შექმნაზე, თუმცა ამჯერად როგორც ლოგოტიპიდან ჩანს, Valve მუშაობს კონკრეტულად საკუთარ პროდუქტზე. ამ ფაქტს ადასტურებს რესურს UploadVR-ის წყაროებიც. ცნობილია, რომ ჰედსეტს ექნება 135 გრადუსიანი თვალთახედვის კუთხე, გაფართოება 2880x1600, ასევე - SteamVR მოძრაობის სენსორი, ჩაშენებული ყურსასმენები და წყვილი კამერა. გათვალისწინებულია Knuckles-ის VR-კონტროლერების კომპლექტი. გარდა ამისა, წყაროების ინფორმაციით, მომხმარებლებისთვის შეთავაზებული იქნება Half-Life-ის VR-ვერსია, რომელიც შესაძლოა იყოს Half-Life 3-ის დასაწყისი (prequel). უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილი ფოტოები 2018 წლის ივლისშია გადაღებული, ასე რომ ამ დროისთვის ჰედსეტზე მუშაობა ბევრად წინ იქნება წასული. თუმცა ჯერჯერობით არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ გაჟღერებულა. https://bit.ly/2FixBDk
  7. Microsoft-ი მომხმარებლებს სთავაზობს Xbox One X კონსოლს ყველაზე დაბალ ფასად Black Friday-სთვის, კონსოლი 100 $-ით ნაკლებ ფასად გაიყიდება აღნიშნულ პერიოდში. შემოთავაზება ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა სავაჭრო მაღაზიებში, თუმცა კომპანია აცხადებს, რომ ფასდაკლება განსაზღვრულია მხოლოდ 18-დან 26 ნოემბრამდე პერიოდში. 100 $ დააკლდება აგრეთვე Xbox One S Minecraft კომპლექტს, 70 დოლარი - სხვა კომპლექტებს, რომელიც შეიცავენ Forza Horizon 4 თამაშს. Microsoft-ი ასევე დიდ ფასდაკლებას სთავაზობს მომხმარებლებს Xbox One-ის თამაშებზე: 50 %-ით ნაკლები ეღირება Forza Motorsport 7 და Sea of Thieves, 35 %-ით ნაკლები კი სხვა ტიტულოვანი თამაშები. ეს შემოთავაზება ხელმისაწვდომი იქნება 22-დან 30 ნოემბრამდე. თამაშებზე შემოთავაზებები დიდია, თუმცა მათგან უმეტესობა Microsoft Xbox Game Pass-ის გამომწერებისთვისაა განკუთვნილი. 10 ნოემბრიდან 3 იანვრამდე Xbox Game Pass-ის პირველი თვის საფასური მხოლოდ 1 დოლარი იქნება. მისი სტანდარტული ფასი თვეში 9,99 დოლარია. ყოველთვიური გამოწერით მომხმარებლები მიიღებენ წვდომას 100-ზე მეტ თამაშზე. https://www.theverge.com/2018/11/10/18083294/xbox-one-x-black-friday-deal-microsoft
  8. ცნობილი გახდა, რომ 2019 წლიდან NVIDIA გადადის 7 ნანომეტრიან ტექნოპროცესზე. მცირე ხნის წინ კომპანია AMD-მ წარადგინა 7 ნანომეტრიან ტექნოპროცესზე წარმოებული EPYC Zen 2 პროცესორები და Vega სერიის ვიდეო ბარათები. შედეგად, AMD აღმოჩნდა დისკრეტული GPU-ების მსოფლიოში პირველი მწარმოებელი კომპანია, რომელმაც პირველმა გამოიყენა 7 ნანომეტრიანი წარმოების ტექნოლოგია. DigiTimes-ის ინფორმაციით, NVIDIA 7nm TSMC ტექნოლოგიის გამოყენებას მომავალი წლისთვის აპირებს, რის შედეგადაც იგი კონკურენციას გაუწევს AMD-ს. ხსენებული ტექნოლოგიის გამოყენების საშუალებით გაიზრდება Turing სერიის ბარათების წარმადობა/ეფექტურობა - მათი ძირითადი გრაფიკული არქიტექტურის ცვლილების გარეშეც კი. რაღა თქმა უნდა, NVIDIA-ს გეგმები მოულოდნელობას არ წარმოადგენს - საუკეთესო, წამყვანი გრაფიკული პროცესორები საუკეთესო ლითოგრაფიას საჭიროებენ. https://overclockers.ru/blog/ddr77/show/21987/nvidia-perehodit-na-7nm
  9. კომპანია Samsung-ი 14 ნოემბერს წარადგენს ახალ ფლაგმანურ ერთკრისტალიან პლატფორმას სმარტფონებისთვის. ამის შესახებ კომპანიამ განაცხადა Twitter-ზე გამოქვეყნებული სარეკლამო ფოტოს მეშვეობით. გამოსახულებაზე არსებული წარწერა - „Intelligence from within”- მიუთითებს, რომ ახალი პლატფორმას ექნება გაუმჯობესებული წარმადობა ხელოვნური ინტელექტის საშუალებით. უკვე ცნობილია, რომ Exynos 9820-ს ექნება ორბირთვიანი NPU - ხელოვნური ინტელექტისთვის. პლატფორმა მოიცავს რვაბირთვიან ცენტრალურ პროცესორს, რომელიც დაყოფილია სამ კლასტერად. პირველი მათგანი შეიცავს ორ ბირთვ Mongoose M4-ს - რომლებიც უზრუნველყოფენ წარმადობის მაქსიმალურ დონეს. მეორე კლასტერი აერთიანებს ორ ბირთვ ARM Cortex-A76-ს. მესამე კლასტერში გათვალისწინებულია ოთხი ARM Cortex-A55 ბირთვი, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი ენერგოეფექტურობით. ახალი პლატფორმის გრაფიკულ პროცესორს რაც შეეხება, ეს იქნება ARM Mali-G76 ან თავად Samsung-ისავე პროდუქტი. პლატფორმას ექნება 5G მოდემი, სავარაუდოდ Exynos 5100. ერთკრისტალიანი პლატფორმა წარმოებულია 7 ნანომეტრიან ტექნოპროცესზე ფოტოლითოგრაფიისა და EUV-ის გამოყენებით. რაღა თქმა უნდა, Samsung-ი ცდილობს არ ჩამორჩეს კონკურენტებს, რომელთაც უკვე აქვთ დივაისები 7 ნანომეტრიანი ტექნოპროცესით (მაგალითად, Huawei და Apple). ახალ ფლაგმანურ ცალკრისტალიან პლატფორმაზე არსებული პირველი სმარტფონი იქნება ფლაგმანური Galaxy S10, რომელიც მომავალ წელს გამოვა. თუმცა, ეს სმარტფონი ზოგიერთი ქვეყნის ბაზრისთვის წარმოდგენილი იქნება Qualcomm Snapdragon-ის ჩიპით. https://3dnews.ru/977995
  10. იაპონურმა კომპანიამ შექმნა მსოფლიოში პირველი ბანკომატი ხელოვნური ინტელექტით, რომელიც განკუთვნილია ფულთან დაკავშირებულ თაღლითობასთან ბრძოლისათვის. ბანკომატში ჩამონტაჟებული კამერის საშუალებით ხდება მოსარგებლე პირის გარეგნობის შეფასება, რაც ხელს შეუშლის თაღლითებს ფულად რესურსებთან დაკავშირებულ მაქინაციებში: ყველაზე მეტად ხანდაზმული ასაკის პირები ხდებიან თაღლითების მსხვერპლნი, ბოროტმოქმედები მათ ტელეფონზე საუბრით არწმუნებენ, თანხა გადაურიცხონ. იმ შემთხვევაში, თუკი ხელოვნური ინტელექტი დააფიქსირებს, რომ ბანკომატით მოსარგებლე პირი ტელეფონზე საუბრობს, ეკრანზე გამოვა გაფრთხილება და საშუალებები - მომხარებელმა შეწყვიტოს ტრანზაქცია. მძიმე დრო დგება მათთვისაც, ვინც ნიღბით ან მზის სათვალეებით შენიღბული ეცდება მიითვისოს სხვისი ფული: თუკი ბანკომატი აღმოაჩენს მომხმარებლის დაფარულ სახეს და მომხმარებელი არ დამორჩილდება მოთხოვნას - მოიხსნას შემნიღბავი მასალა - ტრანზაქცია ავტომატურად გაუქმდება. მოსალოდნელია, რომ ახალი სისტემა მეტად ეფექტური გამოდგება. მისი კომერციალიზაცია დაგეგმილია მომავალი ფინანსური წლის აპრილიდან. რაც შეეხება იაპონიაში დაფიქსირებულ ფინანსურ დანაკარგს, რაც დაკავშირებულია უშუალოდ თაღლითობასთან, ეს მაჩვენებელი შეადგენს დაახლოებით 20 მილიონ აშშ დოლარს ერთ წელიწადში. https://overclockers.ru/blog/itmanager85/show/21961/japonija-zapustila-v-ekspluataciju-pervyj-bankomat-s-iskustvennym-intellektom
  11. მოტოციკლების ლეგენდარულმა ამერიკულმა მწარმოებელმა - Harley-Davidson-მა წარადგინა LiveWire - ინოვაციური ბაიკი ელექტრო ძრავით. LiveWire-ის გარეგნული იერსახე შეგვიძლია ფოტოებიდან შევაფასოთ. დეტალებს რაც შეეხება: მოტოციკლს აქვს 17-დუიმიანი დისკები Michelin-ის სპორტული საბურავებით, ასევე აქვს Brembo-ს მაღალეფექტური სამუხრუჭე მექანიზმი. ძრავის მახასიათებლები ჯერჯერობით არ ხმაურდება. ცნობილია, რომ LiveWire-ს აქვს ჩამონტაჟებული დამტენი მოწყობილობა, რომლითაც შესაძლებელია დაიტენოს აკუმულატორი სახლში. ამასთან, გათვალისწინებულია სწრაფი დატენვის შესაძლებლობაც. მოტოციკლს აქვს რეგულირებადი განათება - Showa და მოცურების საწინააღმდეგო სისტემა. გამოყენებული ტრანსმისია არ საჭიროებს მომსახურებას. ბაიკერებისთვის ხელმისაწვდომი იქნება მართვის შვიდი რეჟიმი, რაც უზრუნველყოფს მართვის ოპტიმალური სტილის შერჩევას. „არ გჭირდებათ „გადაბმულობის“ გამოყენება. არ საჭიროებს სიჩქარეების გადართვას. საჭიროა მხოლოდ დაატრიალოთ აქსელერატორის სახელური და დაიძრათ ადგილიდან“ - აცხადებენ Harley-Davidson-ში. მოტოციკლთან დაკავშირებით, მახასიათებლებში აგრეთვე ნახსენებია თანამედროვე საინფორმაციო-გასართობი სისტემა ნავიგაციით, სენსორული ეკრანითა და Bluetooth-ის მხარდაჭერით. ამერიკულ და ევროპულ ბაზრებზე LiveWire შემდეგი წლიდან გამოვა. ფასი მოგვიანებით გახდება ცნობილი. https://3dnews.ru/977904
  12. Microsoft-ის პრეზიდენტმა, Brad Smith-მა განაცხადა, რომ თუკი მმართველი ორგანოები არ შეზღუდავენ სახის ამომცნობი სისტემების საზოგადოებრივ გამოყენებას, 2024 წელი შესაძლოა აღმოჩნდეს ისეთივე დისტოპიური, როგორიც იყო ჯორჯ ორუელის რომანში „1984“. მრავალმა ტექნოკომპანიამ, მაგალითად, Facebook-მა, Google-მა და Amazon-მა, ასევე რამოდენიმე სტარტაპმა, უკვე გაუშვა მოქმედებაში სოფთვეარი სახის ამოცნობის, პიროვნების იდენტიფიკაციისთვის. ეს ყველაფერი შესაძლოა მეტ-ნაკლებად უწყინარი გვეჩვენებოდეს ამ დროისათვის: ფოტო-დათაგვა, ფილტრები და Face ID-ის მსგავსი ბიომეტრიული სისტემები, რომლებიც გამოიყენება მოწყობილობების განბლოკვისთვის. თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, კონფერენციის მსვლელობისას სმიტმა განაცხადა, რომ სამომავლოდ სახის ამომცნობი სისტემები უფრო და უფრო ნაკლებად უვნებელი გახდება. მან მარტივ მაგალითად მოიყვანა შემდეგი რამ: შესაძლოა გაკონტროლდეს მომხმარებლის თითოეული ნაბიჯი, ვთქვათ, რას აკეთებს ის შოპინგისას, რას შეიძენს და როდის დაფიქსირდება იგი ბოლოს კონკრეტულ ადგილზე. თუმცა ეს მხოლოდ წვრილმანია თვალთვალისა და კონტროლის იმ მასშტაბებთან შედარებით, რაც სამომავლოდ შეიძლება განხორციელდეს მმართველი ორგანოების, ხელისუფლების მხრიდან. „არსებობის ისტორიაში პირველად, კაცობრიობა იმყოფება ტექნოლოგიების განვითარების იმ ეტაპზე, როცა ხელისუფლებას საშუალება ეძლევა უთვალთვალოს ყველას და ყველგან. მმართველ ორგანოებს ეცოდინებათ, სად მიემართებით, სად იმყოფებით და სად იყავით გუშინ. ეს ყველაფერი სერიოზულ გავლენას მოახდენს ადამიანთა ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებაზე, რაზეც დამყარებულია დემოკრატიული საზოგადოება“, განაცხადა სმიტმა. „სანამ აღმოვაჩენთ, რომ 2024 წელი დაემსგავსა დისტოპიურ რომანში აღწერილ პერიოდს, მოდით, გავარკვიოთ, როგორი სამყაროს შექმნა გვსურს და როგორი უნდა იყოს გარანტიები და შეზღუდვები კომპანიებისა და სახელისუფლებო ორგანოებისთვის, რომლებსაც ხელი მიუწვდებათ სახის ამომცნობ ტექნოლოგიებზე“ - აცხადებს სმიტი. მიმდინარე წლის ადრეულ პერიოდში სმიტმა ხელისუფალთ მოუწოდა, რომ საჭირო იყო ხსნებული ტექნოლოგიის მიმართ რეგულაციების დამკვიდრება, რათა სამომავლოდ არ დარღვეულიყო მომხმარებელთა უფლებები. არანაკლებ ნეგატიურია ისიც, რომ ტექნოლოგია ჯერ კიდევ ბევრად შორსაა სრულყოფისგან და, მიუხედავად ამისა, მის გამოყენებას კვლავ აგრძელებენ სამართალდამცავი ორგანოები. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სამინისტრომ ავიაკომპანიებსაც კი მოუწოდა, გამოეყენებინათ სახის ამომცნობი პროგრამა აეროპორტებში. სისტემის არასრულყოფილებამ ადვილად შესაძლებელია გამოიწვიოს შემდეგი რამ: შესაძლოა უდანაშაულო პირებს შეექმნათ უსიამოვნებები სამართალდამცავ ორგანოებთან იმის გამო, რომ სისტემამ ისინი შეიარაღებულ და საშიშ დამნაშავეებში აურია. სმიტი თვლის, რომ მმართველმა ორგანოებმა უნდა შეიმუშავონ საფუძველი იმისა, თუ როგორ უნდა იქნას ტექნოლოგია გამოყენებული რათა არ დაირღვეს ადამიანთა უფლებები. მისი აზრით, ცალკეულმა მოვაჭრეებმაც კი უნდა დაიცვან რეგულაციები თავიან სავაჭრო სივრცებში და კლიენტებისგან მიიღონ თანხმობა ტექნოლოგიის გამოყენებისთვის. სმიტმა აშშ-ის კონგრესს შესათავაზა იდეა - შეიქმნას დამოუკიდებელი კომისია, რომელიც შეაფასებს სახის ამომცნობი ტექნოლოგიის რისკებსა და საფრთხეებს და დაადგენს რეგულაციებს. https://www.tomshardware.com/news/microsoft-president-warning-facial-recognition,38044.html
  13. დიდი ხანია ცნობილია, რომ ღამის რეჟიმის საშუალებით იზრდება ბატარეების მუშაობის ხანგრძლივობა OLED დისპლეის მქონე სმარტფონებში, საუბარი ეხება Android-საც და iPhone-საც. ხანგრძლივობის მატება დაკავშირებულია შემდეგთან: ცალკეულ პიქსელებს ნაკლები დატვირთვის აქტივობა უწევთ ეკრანის ჩაბნელებულ სივრცეებში, აქტივობა მინიმალურია შავ ფერზე გამოსახულების ასახვის დროს. Android Dev Summit-ზე Google-მა განაცხადა ამ ფაქტის შესახებ და წარადგინა რამოდენიმე სლაიდი, სადაც ნაჩვენები და შედარებული იყო ენერგომოხმარება სხვადასხვა ფერთა გამოყენების შემთხვევაში. ფოტოზე შეგვიძლია ვნახოთ, რომ ყველაზე მეტ ენერგიას თეთრი ფერი საჭიროებს, ამის გამო Google-მა აღიარა, რომ თეთრის დომინანტობა მის აპლიკაციებში - იდეალურისგან შორსაა. კომპანია ხაზს უსვამს ღამის რეჟიმის ღირსებებს. YouTube-ზე უკვე ვიხილეთ ამგვარი რეჟიმი, კომპანია უკვე ტესტავს მას მობილური Google Feed-ისთვის, სისტემაში ღამის რეჟიმის გააქტიურებამდე კი საქმე ჯერ არ მისულა (ამას გეგმავს Samsung-ი ახალ One UI-ში). უზარმაზარი სხვაობაა ბატარეის გამძლეობის კუთხით ჩვეულებრივსა და ღამის რეჟიმებს შორის. გარდა ამისა, უამრავი მომხმარებლისთვის ბევრად კომფორტულია მოწყობილობების ჩაბნელებულ რეჟიმში მოხმარება ნაკლები სიკაშკაშის გამო. https://www.theverge.com/2018/11/8/18076502/google-dark-mode-android-battery-life
  14. კომპანია Mad Catz-მა დააანონსა ერთდროულად ოთხი მაუსი, რომლებიც დაპროექტებულია სპეციალურად გეიმერებისთვის. მაუსების სახელებია R.A.T. Pro S3, R.A.T.4+, R.A.T.6+ და R.A.T.8+. R.A.T. Pro S3 მაუსს აქვს ოპტიკური სენსორი Pixart PMW 3330 - 7200 DPI-მდე. მთავარი გადამრთველები (OMRON) გათვლილია 50 მილიონჯერ გამოყენებისთვის. მაუსს აქვს Chameleon RGB მრავალფერიანი განათება. რეგულირებადი ზედა პანელი უზრუნველყოფს კომფორტს ხანგრძლივი გამოყენების დროსაც. კომპიუტერს მაუსი უკავშირდება USB ინტერფეისით. Polling rate – 2500 ჰერცამდე. R.A.T.4+ მაუსსაც აქვს Pixart PMW 3330 სენსორი 7200 DPI-ით, ასევე, ცხრა პროგრამირებადი ღილაკი. მთავარი გადამრთველების მუშაობის ხანგრძლივობა - 20 მილიონჯერ გამოყენება. Polling rate – 1000 ჰერცამდე. R.A.T.6+ მაუსს აქვს Pixart PMW 3360 სენსორი - 12 000 DPI-მდე და თერთმეტი პროგრამირებადი ღილაკი. გათვლილია 50 მლნ გამოყენებისთვის. გათვალისწინებულია მასის რეგულირების სისტემა, აქვს Chameleon RGB განათება. Polling rate – 1000 ჰერცი. და ბოლოს, R.A.T.8+ მაუსს აქვს Pixart PMW 3389 ოპტიკური სენსორი 16 000 DPI-თ, თერთმეტი პროგრამირებადი ღილაკი და მასის კონტროლის სისტემა (3 × 6 გრამი). აქვს Chameleon RGB განათება, polling rate – 2000 ჰერცი.  https://3dnews.ru/977875
  15. ტრადიციულ ყოველწლიურ ივენთზე კომპანია Samsung-მა მოახდინა თავისი პირველი დრეკადი დისპლეის მქონე დასაკეცი სმარტფონის დემონსტრაცია. ახალ Infinity Flex დისპლეისთან ერთად კომპანიამ დააანონსა სამომხმარებლო ინტერფეისი One UI. როგორც მოსალოდნელი იყო, Samsung-ა არ წარადგინა სავსებით მზა სმარტფონი, მის ნაცვლად მოხდა პროტოტიპის დემონსტრაცია. გარდა იმისა, რომ დივაისს აქვს დასაკეცი დისპლეი, მას აგრეთვე გააჩნია ჩვეულებრივი ეკრანიც, რომელიც განთავსებულია დივაისის მეორე მხარეს. უფრო კონკრეტულად, დაკეცილი მდგომარეობისას გამოიყენება მცირე, ჩვეულებრივი ტიპის დისპლეი, გახსნისას კი - დიდი. Infinity Flex დრეკადი ეკრანი იხსნება ვერტიკალურად, რისი წყალობითაც მომხმარებელი მიიღებს მოწყობილობას საკმაოდ დიდი ეკრანით, დაკეცვისას კი იოლად თავსდება ჯიბეში. გახსნილ მდგომარეობაში სმარტფონი გარდაიქმნება პლანშეტად, რომლის დისპლეი 7,3 დუიმის ზომისაა. რაც შეეხება One UI ინტერფეისს: Samsung-ი მჭიდროდ თანამშრომლობდა Google-თან, რათა შეექმნა ახალი მოსახერხებელი ინტერფეისი. მისი მთავარი ღირსებაა შესაძლებლობა - მომხარებელმა დივაისზე იმუშაოს ერთი ხელით, (მოგეხსენებათ, რომ დიდი ზომის დისპლეის მქონე დივაისების მოხმარება გარკვეულ დისკომფორტთანაა დაკავშირებული) რისთვისაც ყველა საჭირო, აუცილებელი აპლიკაცია განთავსებული იქნება ეკრანის ქვედა ნაწილში. ამავე დროს, ახალი ინტერფეისი ოპტიმალურად იყენებს დიდი დისპლეის მთელ სივრცეს. როდესაც სმარტფონი გახსნილ მდგომარეობაშია, ინტერფეისი გადადის პლანშეტის რეჟიმზე, რაც მეტი მოქმედების თავისუფლებას იძლევა. მაგალითად, One UI მომხმარებელს საშუალებას მისცემს ერთდროულად გახსნას სამი აპლიკაცია, რათა მაქსიმალურად გამოიყენოს დიდი დისპლეი. სამწუხაროდ, Samsung-ს არ განუცხადებია, როდის წარადგენს მზა დასაკეც Galaxy სმარტფონს. თუმცა, კომპანია უახლოეს თვეებში მასიური წარმოების დაწყებისთვის ემზადება. დასაკეცი სმარტფონის წარმოება არ წარმოადგენს ადვილ ამოცანას, პირველ რიგში - Infinity Flex დისპლეისთან დაკავშირებული სირთულეების თვალსაზრისით. მაგალითად, Samsung-ს მოუწია დისპლეის მინა ჩაენაცვლებინა კომპოზიტური პოლიმერით. ეს მატერიალი კომპანიის მიერ იქნა შემუშავებული სპეციალურად დრეკადი დივაისისთვის. Infinity Flex დისპლეისთან დაკავშირებული კიდევ ერთი პრობლემა ის გახლავთ, რომ დისპლეი უნდა იყოს საკმარისად მყარი და საიმედო, რათა გაუძლოს ასიათასობით დაკეცვას მოხმარების მთელ პერიოდში. ამასთან, მისი შესაძლებლობები არ უნდა დეგრადირდეს დროთა განმავლობაში. ამისათვის, Samsung-მა გამოიყენა პლასტიკური წებო, რომელიც საიმედოდ აკავშირებს ერთმანეთთან ყველა კომპონენტს და დივაისის მრავალჯერ დაკეცვა-გახსნის საშუალებას იძლევა. https://3dnews.ru/977865
  16. ახლა, როდესაც Apple-ის აპარატული უზრუნველყოფის ლაინაფის ოფიციალური ვერსია ხელმისაწვდომია, კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს აპლიკაციების აფდეითს. აპლიკაციები განკუთვნილია ვიდეოების შექმნისა და წარმადობის ამაღლებისათვის. განახლების შედეგად, მომხმარებლები მიიღებენ ეკრანის სარკისებრი რეჟიმით მუშაობის საშუალებას, ასევე, კონტენტის რედაქტირებისას სრულეკრანიან გამოსახულებას. (Full-screen რეჟიმისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს iPhone 7-ის ან უფრო ახალი iPhone-ის ქონა, მეექვსე თაობის iPad-ი ან მასზე უფრო ახალი iPad-ები). გარდა ამისა, მხარდაჭერილია uncompressed 4K video output - მესამე თაობის 11- ან 12,9 დუიმიან iPad Pro-ზე. iMovie-სთვის გაჩნდა ახალი პარამეტრი სახელწოდებით - “Prepare for Facebook“, რომლითაც შესაძლებელი იქნება ფაილების ექსპორტირება Facebook-ზე - ფაილების ატვირთვას მომხმარებლები უპრობლემოდ შეძლებენ. Apple-ის აპლიკაცია „Clips” - ეს არის აპლიკაცია ვიდეო-კონტენტის შექმნისთვის iPhone-ით ან iPad-ით. აპლიკაციის საშუალებით შესაძლებელია 360 გრადუსიანი ფონის შექმნა, ფილტრების დადება, სტიკერებისა და საუნდტრეკების დამატება. საუნდტრეკები ავტომატურად შეესაბამება ვიდეოს ხანგრძლივობას. ახალი ტიპის სელფი „სცენები“ დიდი ალბათობით, ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ახალ iPhone-ებზე, რადგანაც მხოლოდ ეს დივაისები იყენებენ კამერის TrueDepth სენსორებს სელფებზე შერეული ტიპის (augmented) ფონების დასამატებლად. განახლება შეეხო აგრეთვე iWork აპლიკაციასაც: აპლიკაციას დაემატა შესაძლებლობა - განათავსოთ წიგნები უშუალოდ Apple Books-ზე ჩამოსატვირთად ან შესაძენად. აპლიკაცია GarageBand-ს ახლა უკვე აქვს სმარტ-კლავიატურისა და Bluetooth-კლავიატურის მხარდაჭერა. Clips, iWork, iMovie და GarageBand აპლიკაციების ჩამოტვირთვა უფასოდ იქნება შესაძლებელი App Store-დან ან Mac App Store-დან. www.theverge.com
  17. კომპანია Royole-მ წარადგინა დასაკეცი დივაისის საკუთარი ვერსია. მისი ჰიბრიდული დივაისის დასახელებაა FlexPai, აქვს 7,8-დუიმიანი ეკრანი, რომლის დაკეცვაც შესაძლებელია 180 გრადუსით - დაკეცვისას პლანშეტი გარდაიქმნება სმარტფონად, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სმარტფონის სისქე საკმაოდ დიდი გამოდის. სან-ფრანცისკოში გამართულ ივენთზე Royole- მოახდინა FlexPai-ს დემონსტრირება, სადაც დამსწრეები დარწმუნდნენ, რომ დივაისი ნამდვილად ფუნქციურია. რა საკვირველია, იგი საკმაოდ შორსაა თანამედროვე ფლაგმანებისგან, თუმცა, როგორც არ უნდა იყოს, იგი პირველი დასაკეცი დივაისია, რომელიც რეალურად იხილა საზოგადოებამ და არა მხოლოდ კონცეპტის ან პროტოტიპის სახით. FlexPai გაიყიდება დაახლოებით 1300 აშშ დოლარად. საბაზისო მოდელს აქვს 128 გიგაბაიტიანი ფლეშ-მეხსიერება და 6 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება. 150 $-ით მეტის გადახდის შემთხვევაში კი მომხმარებლები მიიღებენ მოდიფიკაციას 256/8 გიგაბაიტით. რაც შეეხება დანარჩენ სპეციფიკაციებს, დივაისი მუშაობს რვაბირთვიან Qualcomm Snapdragon პროცესორზე, რომლის ტაქტის სიხშირეა 2,8 გჰც. ეკრანის გაფართოებაა 1920 × 1440 პიქსელი (გახსნილ მდგომარეობაში), აქვს 3800 მილიამპერი/სთ მოცულობის ბატარეა. ორივე კონფიგურაციის წინასწარი შეკვეთა უკვე შესაძლებელია Royole-ს საიტზე. უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამული უზრუნველყოფა საკმაოდ დამაფიქრებლად მუშაობს, აპლიკაციები მუდმივად უნებართვოდ იხსნება, ეკრანის ორიენტაციაც თვითნებურად და შემთხვევით იცვლებოდა, როცა Royole-ს წარმომადგენელი ახდენდა დივაისის დაკეცვის დემონსტრირებას. როგორც ჩანს, Android 9.0-ზე დაარსებული Water OS პლატფორმა ჯერჯერობით არც ისე საიმედოდ ფუნქციონირებს. მთავარი ინოვაცია ამ შემთხვევაში დაკეცვისადმი მდგრადი AMOLED-დისპლეია. Royole-ს მიხედვით, ეკანს შეუძლია გაუძლოს 200 ათასჯერ დაკეცვას, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია და იძლევა იმედს, რომ სამომავლოდ დასაკეცი მოწყობილობები ჩვეულებრივ მოვლენად გადაიქცევა. https://3dnews.ru/977816
  18. Arc სტარტაპმა გამოფენა Milan Motorcycle Show-ზე წარმოადგინა უნიკალური მოტოციკლი Vector-ი ელექტრო ძრავით. Arc-ის სამუშაო გუნდში შედიან ორსაბურავიანი ტრანსპორტის სეგმენტში მოქმედი წამყვანი პროფესიონალები. აღსანიშნავია, რომ სტარტაპი ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებს InMotion Ventures-ისგან, რომელიც Jaguar Land Rover-ის საინვესტიციო ფონდია. “Arc Vector-ი - ყველაზე პროგრესული და თანამედროვე ელექტრომოტოციკლია, რაც კი არსებულა ბაზარზე ამ დრომდე. იგი შექმნილია იშვიათი მატერიალების გამოყენებით, მისი ფუტურისტული დიზაინის კორპუსი წარმოდგენილია იდეალურ არქიტექტურასთან ერთად“ - აღნიშნავს Jaguar Land Rover-ის წარმომადგენლობა. მოტოციკლს აქვს 95 კილოვატიანი ძრავი. 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარების დრო დაახლოებით 2,7 წამია. მაქსიმალური სიჩქარე აღწევს 240 კმ/სთ-ს. აკუმულატორის ბატარეების ბლოკი დაფუძნებულია Samsung-ის ელემენტებზე, იგი უზრუნველყოფს 270 კილომეტრიანი გარბენის მარაგს ქალაქის პირობებში და 190 კილომეტრის გასავლელ მარაგს სწრაფი სვლის მაგისტრალებზე. სპეციალურად ელექტრომოტოსთვის შექმნილია ინოვაციური ჩაფხუტი Zenith და კოსტიუმი - Origin. ჩაფხუტს აქვს პროექციული დისპლეი და უკანა ხედვის კამერა, კოსტიუმი კი უზრუნველყოფს უკუკავშირს და ბაიკერს აძლევს გაფრთხილებას, ვთქვათ, „ბრმა“ ზონაში მყოფი სატრანსპორტო საშუალებების შესახებ. „ჩვენს მიზანს ყოველთვის წარმოადგენდა შეგვექმნა ტექნოლოგიები, რომლებიც უზრუნველყოფს დინამიკასა და უსაფრთხოებას, ასევე, წარმოუდგენელი ემოციის მინიჭებას მფლობელისთვის ყოველი მგზავრობისას. Vector-ი - ეს არ არის უბრალოდ მორიგი ბაიკი, ეს მსოფლიოში პირველი სრულიად ელექტრო მოტოციკლია ინოვაციური შლემითა და სენსორული კოსტიუმით - ეს ყველაფერი ფუნქციონირებს როგორც ერთი ციფრული კლასტერი“ - აცხადებენ კომპანია Arc-ის წარმომადგენლები. მოტოციკლის ფასი დაახლოებით 120 ათას აშშ დოლარს შეადგენს. https://3dnews.ru/977833
  19. როგორც მანჩესტერის უნივერსისტეტში იტყობინებიან, 2 ნოემბერს, უნივერსიტეტის თხოვნით გამოჩნდა პროექტი ევროპულ ნეირომორფულ სუპერკომპიუტერთან დაკავშირებით. პროექტის მიზანია ტვინის იმიტაცია ე.წ Spiring Neural Network Architecture (SpiNNaker)-ის გამოყენებით. სუპერკომპიუტერ SpiNNaker-ს აქვს 1 მილიონი ნეირომორფული პროცესორი, რომლებიც ადამიანის ტვინის ნეირონების მსგავსია. ამ პროცესორთაგან თითოეულ მათგანს შეუძლია წამში 200 მილიონზე მეტი მოქმედების შესრულება და აქვს 100 მილიონი ტრანზისტორი. ნეირომორფული სუპერკომპიუტერი მოახდენს ბიოლოგიური ტვინის მოდელირებას პლანეტაზე არსებულ ყველა სხვა კომპიუტერზე უკეთ. დაანონსებული მონაცემების მიხედვით, SpiNNaker-ი იყენებს ელექტრონული სქემების შემცველ მსხვილმასშტაბიან სისტემებს, რომლებიც იმიტირებენ ბიოლოგიური ტვინის ნეირონების მოქმედებას. ჩვეულებრივი კომპიუტერი ახდენს დიდი მოცულობის ინფორმაციის გადაცემას სტანდარტული ქსელის მეშვეობით. მისგან განსხვავებით, SpiNNaker-ი ახდენს მილიარდობით მცირე მოცულობის ინფორმაციის გადაცემას ერთდროულად დანიშნულების რამოდენიმე ადგილზე. როგორც აღვნიშნეთ, SpiNNaker-ს 1 მილიონი ბირთვი აქვს, რაც მაინც არ არის საკმარისი ადამიანის ტვინის სრულფასოვანი იმიტაციისთვის. შედარებისთვის, თაგვის ტვინს აქვს 100 მილიონი, ადამიანის ტვინს კი - 100 მლრდ ნეირონი. ასე რომ , სუპერკომპიუტერს დასჭირდება 100 000-ჯერ მეტი ბირთვი, ვიდრე ახლა აქვს, რათა გაუტოლდეს ადამიანის ტვინს. თუმცა, შესაძლოა, არც გახდეს საჭირო 1:1 თანაფარდობა, თუკი შესაძლებელი გახდება უფრო მეტად „ვირტუალური ბირთვების“ (ან ნაკადების) გამოყენება, რომლებიც ბიოლოგიური ნეირონების იდენტურად იმოქმედებენ. მანჩესტერის უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის განყოფილების პროფესორი Steve Furber-ი აცხადებს: „უპრეცედენტოდ მსხვილმასშტაბიანი სიმულაციებისთვის ნეირობიოლოგებს ახლა უკვე შეუძლიათ გამოიყენონ SpiNNaker-ი, რაც მათ დაეხმარება ამოხსნან ზოგიერთი საიდუმლო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მუშაობს ადამიანის ტვინი. სუპერკომპიუტერი აგრეთვე მუშაობს როგორც ნეირონული სიმულატორი რეალურ დროში, რაც რობოინჟინრებს საშუალებას მისცემს შეიმუშავონ დიდი მასშტაბის ნეირონული ქსელები რობოტებისთვის, რათა რობოტებმა შეძლონ სიარული, საუბარი და მოქნილი მოძრაობა“. პროექტი SpiNNaker-ი ჩაფიქრებული იყო ჯერ კიდევ 20 წლის წინ, მისი აწყობა კი დაიწყო 12 წლის წინ მანჩესტერის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების სკოლაში. https://overclockers.ru/blog/ddr77/show/21874/nejromorfnyj-superkompjuter-s-1-millionom-jader-imitiruet-chelovecheskij-mozg https://www.tomshardware.com/news/human-brain-neuromorphic-supercomputer-manchester,38027.html
  20. ცნობილი გახდა Facebook Messenger-ის Unsend ფუნქციის დეტალების შესახებ: მომხმარებლებს საშუალება ექნებათ 10 წუთის განმავლობაში წაშალონ გაგზავნილი შეტყობინება. Facebook-ი WhatsApp-ის მომხამრებელს ერთ საათს აძლევს მცდარი შეტყობინების წასაშლელად, ამასთან შედარებით 10 წუთი საკმაოდ მცირეა, თუმცა ეს პირობა უკეთესია, ვიდრე ამ დრომდე არსებული ვითარება, როდესაც მცდარი და არასასურველი შეტყობინებები სამუდამოდ რჩებოდა მიმღების ინბოქსში. Messenger-ის Unsend ფუნქციის შესახებ ხმები პირველად გაჟღერდა აპრილში, მას შემდეგ, რაც Facebook-მა აღიარა, რომ უპრობლემოდ მოხდა მარკ ცუკერბერგისთვის გაგზავნილი შეტყობინებების წაშლა. ფუნქციონალურობა კი პირველად აღმოჩენილ იქნა ოქტომბერში, ტესტირების დროს. https://www.theverge.com
  21. ღონისძიება Next Horizon-ზე კომპანია AMD-მ წარადგინა Radeon Instinct MI60 - მსოფლიოში პირველი ვიდეო ბარათი, რომელიც წარმოებულია 7 ნანომეტრიან ტექნოპროცესზე და განკუთვნილია მაღალი ხარისხისა და წარმადობის მონაცემთა ცენტრებისთვის. ბარათი დაფუძნებულია Vega 20 GPU-ზე, რომელიც შეიცავს 331 მმ²-ზე განთავსებულ 13,2 მილიარდ ტრანზისტორს. გაუმჯობესებული არქიტექტურა და 7 ნანომეტრიანი ტექნოპროცესი მაღალი სიხშირისა და შემცირებული ენერგომოხმარების საშუალებას იძლევა. ვიდეო ბარათს აქვს 32 გიგაბაიტი HBM2 ტიპის მეხსიერება - 1 ტბ/წმ bandwidth სიჩქარით, PCI Express 4.0 მხარდაჭერა, ორმხრივი კავშირი CPU-GPU 64 გბ/წმ სიჩქარით, Infinity Fabric bus, კომპიუტერული სიმძლავრე აღწევს 14.7 TFLOPS (FP32) და 7.4 TFLOPS (FP64). ახალი პროდუქტის გაყიდვები დაიწყება 2018 წლის ბოლოს. https://bit.ly/2RIVxBd
  22. კომპანია ZTE-ის ქვეგანყოფილებამ - Nubia-მ გამოუშვა თავისი ფლაგმანური სმარტფონი Nubia X, 5 ნოემბრიდან კი იგი ყკვე გაყიდვაში გაეშვა. კომპანიის წარმომადგენლობის ცნობით, სულ რაღაც 57 წამში გაიყიდა 100 ათასი სმარტფონი. ხსენებული სმარტფონის მთავარი თავისებურებაა 5,1 დუიმიანი OLED დისპლეი სმარტფონის უკანა მხარეს, გაფართოებით - 1520 х 720p (HD+). Nubia X წარმოდგენილია რუხ, ლურჯ და „შავი ოქრო“-ს ფერთა ვარიანტებად. კონფიგურაციას რაც შეეხება, ხელმისაწვდომია სამი მოდიფიკაცია: 6+64 გბ, 8+128 გბ და 8+256 გბ მეხსიერებებით. მათ ღირებულება შედგენს 479, 535 და 609 აშშ დოლარს, შესაბამისად. სამივე კონფიგურაციის სმარტფონი წარმოდგენილია Qualcomm Snapdragon 845-ის ბაზაზე. ძირითადი დისპლეის დიაგონალია 6,26 დუიმი, გაფართოება - 2280 х 1080р (Full HD+). სმარტფონს აქვს ორი ძირითადი კამერა 16+24 მეგაპიქსელიანი სენსორებით (f/1.8 და f/1.7). მხარდაჭერილია შენებული გადაღების ფუნქცია - 240 კადრი/წამში სიჩქარით, ასევე HDR, სელფი რეჟიმი და სპეციალური ალგორითმები გამოსახულების დამუშავებისთვის.  Nubia X-ს აქვს 4G VoLTE, Wi-Fi 802.11 ac, Bluetooth 5.0 და GPS მოდულები. კონექტორებიდან აქვს მხოლოდ USB Type-C პორტი. ბატარეის მოცულობაა 3800 მილიამპერი/სთ. აქვს 18 ვატიანი სწრაფი დატენვის მხარდაჭერა. სმარტფონი მუშაობს ოპერაციულ სისტემა Android 8.1 Oreo-ზე. Nubia X-ის გაყიდვის მეორე ეტაპი დაგეგმილია 11 ნოემბრისთვის ჩინეთში, მსოფლიო გაყიდვების ფესტივალზე. ცნობილია, რომ სმარტფონის ღირებულება ერთი და იგივე იქნება ყველა რეგიონისთვის. https://bit.ly/2ARkEw8
  23. ქსელურმა წყაროებმა აღმოაჩინეს ვადამდელი ინფორმაცია ფლაგმანურ სმარტფონზე - Xiaomi Mi 9-ზე, რომლის ანონსიც შემდეგი წლისთვის იგეგმება. ფოტო: Mi.com ცნობილია, რომ სმარტფონი იქნება ერთ-ერთი პირველი დივაისი Qualcomm Snapdragon 8150 პლატფორმაზე, რომელიც ოფიციალურად ჯერ არ არის წარდგენილი. ხსნებულ 7 ნანომეტრიან ჩიპს - თუკი არსებულ ცნობებს დავუჯერებთ, ექნება სამკლასტერიანი არქიტექტურა და რვა ბირთვი: მათგან, ოთხი Silver ბირთვი და ორ-ორი ბირთვი Gold და Gold+. პროცესორი, როგორც ცნობილია, იმუშავებს Snapdragon X50 5G მოდემთან ერთად, რომელიც უზრუნველყოფს მეხუთე თაობის მობილური ქსელების მხარდაჭერას. ფლაგმანური ჩიპის გარდა, აღსანიშნავია, რომ Xiaomi Mi 9-ს ექნება სამი ძირითადი კამერა, რომლის საკვანძო ელემენტს წარმოადგენს Sony IMX58 გამოსახულების სენსორი 48 მლნ პიქსელით. ამგვარი გადაწყვეტილება 8000 × 6000 გაფართოების მქონე ფოტოების გადაღების საშუალებას იძლევა. სმარტფონს ექნება ვიდეოგადაღების 4K (4096 × 2160 პიქსელი) ფორმატის მხარდაჭერა სიჩქარით - 90 კადრი წამში. Xiaomi Mi 9-ის შესახებ სხვა სახის მონაცემები ჯერჯერობით არ ხმაურდება. ცნობილია, რომ სმარტფონის ოფიციალური ანონსი დაგეგმილია 2019 წლის პირველი კვარტლისთვის. IDC-ის მონაცემების მიხედვით, 2018 წლის მეოთხე კვარტალში, Xiaomi-მ მსოფლიო მასშტაბით 34,3 მილიონი სმარტფონი გაიტანა გასაყიდად. კომპანიის წილმა შეადგინა 9,7 %, რის თანახმადაც Xiaomi მეოთხე ადგილზეა მსოფლიოს წამყვან მწარმოებელთა შორის. https://3dnews.ru/977742
  24. Lenovo რიგით მეორე კომპანიაა, რომელიც ხსნის მაღაზიას მოლარეების გარეშე. მაღაზიაში იყიდება წვენები და სასუსნავები. იმისათვის, რომ ისარგებლონ „Lenovo Lecoo“ მარკეტით, მომხმარებლები იყენებენ პლანშეტსა და მარკეტის კამერას, რომელიც ახდენს მომხმარებლის იდენტიფიკაციას. შემდეგ, Amazon Go სისტემის მსგავსად, კლიენტებს შეუძლიათ დაათვალიერონ და აირჩიონ პროდუქტები, ანგარიში კი ავტომატურად დაითვლება და აისახება საგადახდო სისტემაში. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია Lenovo ძირითადად ცნობილია კომპიუტერების, სმარტფონებისა და სხვა მსგავსი ტიპის მოწყობილობების წარმოებით, მისი მარკეტი Lecoo ძირითადად მოიცავს კვების პროდუქტებს. სხვადასხვა ჩინური ტექნოლოგიური კომპანია ხსნის მაღაზიებს, სადაც მსუბუქი საკვები იყიდება. მაგალითად, Alibaba-ს ავტომატიზირებულ მარკეტში იყიდება სასმელები და ახალი ზღვის პროდუქტები. ელექტრონული კომერციული კომპანია JD კი ყიდის ჩიპსებს. კომპანია Lenovo აცხადებს, რომ ეს მარკეტი ექსპერიმენტული ხასიათისაა და წარმოადგენს ახალი ტექნოლოგიების ტესტს, მათ შორის იგულისხმება სახის ამოცნობის სისტემის გაუმჯობესებაც სმარტფონებსა და პლანშეტებში. ასე რომ , თუკი საკვებსა და ტექ-მოწყობილობებს შორის კავშირი არ ჩანს ამ ეტაპზე, საბოლოოდ მაინც ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. კომპანია იმედოვნებს, რომ მაღაზიას სამომავლოდ დაემატება შეკვეთების ფუნქცია, რათა შენაძენი პირდაპირ სახლიდან გაკეთდეს. კომპანიის გეგმებშია ასევე ჭკვიანი ყავის აპარატის გამოშვება, რომელიც შეისწავლის კლიენტების გემოვნებასა და სურვილებს. https://www.theverge.com/2018/11/5/18064658/lenovo-cashier-less-store-beijing-china
  25. Intel-მა უკვე წარადგინა Cascade Lake-AP თაობის პროცესორი, რომლის კონფიგურაციაც 48 ბირთვს მოიცავს. ამასთან, ინტერნეტში გავრცელდა კომპანიის სამომავლო გეგმების ამსახველი ფოტომასალა. გავრცელებული მასალის მიხედვით, კომპანია გეგმავს სხვადასხვა სეგმენტის ახალი პროცესორების პრეზენტაციას. გარკვეული პერიოდის წინ HEDT ლაინაფს შეემატა Core-X პროცესორები. გავრცელებული ფოტოს თანახმად, შემდგომ განახლებას დაახლოებით 2 წელიწადში ვიხილავთ, 2020 წლის მეოთხე კვარტალში კომპანია წარადგენს Ice-Lake X სერიის პროცესორებს. ამ თაობის CPU-ების მიმართ დიდი ინტერესი იმით არის გამოწვეული, რომ ეს იქნება Intel-ის პირველი, 10 ნანომეტრიან ტექნოპროცესზე წარმოებული პროცესორები. როგორც ცნობილია, ეს პროცესორები თავდაპირველად მობილურ სეგმენტზე გამოჩნდება. თუკი გაჟონილ ინფორმაციას დავუჯერებთ, 2020 წლის შუა პერიოდში დაანონსდება ულტრაენერგოეფექტური Ice Lake-Y პროცესორები. Tiger Lake-U და Tiger Lake-Y მობილური ვერსიების გამოსვლა მოსალოდნელია 2020 წლის ზაფხულის ბოლოს-შემოდგომის დასაწყისში. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში კომპანიამ უნდა მოახდინოს Jasper Lake თაობის პროცესორების პრეზენტაცია და ამ პროცესორებმა უნდა ჩაანაცვლოს Gemini Lake. მომხმარებლები იმედოვნებენ, რომ ანონსების ვადებს კომპანია Intel-ი კვლავ არ შეცვლის. https://bit.ly/2QmAXWY
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.