Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5939
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    198

Everything posted by Magdalena

  1. Valve აპირებს გამოუშვას საკუთარი vr ჰედსეტი. ამის შესახებ დასტურდება გავრცელებული ფოტოებით. ფოტოს წყარო: imgur.com გარკვეული პერიოდის წინ Valve გაერთიანდა HTC-სთან, რათა ერთობლივად ემუშავათ ვირტუალური რელობის ჰედსეტის შექმნაზე, თუმცა ამჯერად როგორც ლოგოტიპიდან ჩანს, Valve მუშაობს კონკრეტულად საკუთარ პროდუქტზე. ამ ფაქტს ადასტურებს რესურს UploadVR-ის წყაროებიც. ცნობილია, რომ ჰედსეტს ექნება 135 გრადუსიანი თვალთახედვის კუთხე, გაფართოება 2880x1600, ასევე - SteamVR მოძრაობის სენსორი, ჩაშენებული ყურსასმენები და წყვილი კამერა. გათვალისწინებულია Knuckles-ის VR-კონტროლერების კომპლექტი. გარდა ამისა, წყაროების ინფორმაციით, მომხმარებლებისთვის შეთავაზებული იქნება Half-Life-ის VR-ვერსია, რომელიც შესაძლოა იყოს Half-Life 3-ის დასაწყისი (prequel). უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილი ფოტოები 2018 წლის ივლისშია გადაღებული, ასე რომ ამ დროისთვის ჰედსეტზე მუშაობა ბევრად წინ იქნება წასული. თუმცა ჯერჯერობით არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ გაჟღერებულა. https://bit.ly/2FixBDk
  2. Microsoft-ი მომხმარებლებს სთავაზობს Xbox One X კონსოლს ყველაზე დაბალ ფასად Black Friday-სთვის, კონსოლი 100 $-ით ნაკლებ ფასად გაიყიდება აღნიშნულ პერიოდში. შემოთავაზება ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა სავაჭრო მაღაზიებში, თუმცა კომპანია აცხადებს, რომ ფასდაკლება განსაზღვრულია მხოლოდ 18-დან 26 ნოემბრამდე პერიოდში. 100 $ დააკლდება აგრეთვე Xbox One S Minecraft კომპლექტს, 70 დოლარი - სხვა კომპლექტებს, რომელიც შეიცავენ Forza Horizon 4 თამაშს. Microsoft-ი ასევე დიდ ფასდაკლებას სთავაზობს მომხმარებლებს Xbox One-ის თამაშებზე: 50 %-ით ნაკლები ეღირება Forza Motorsport 7 და Sea of Thieves, 35 %-ით ნაკლები კი სხვა ტიტულოვანი თამაშები. ეს შემოთავაზება ხელმისაწვდომი იქნება 22-დან 30 ნოემბრამდე. თამაშებზე შემოთავაზებები დიდია, თუმცა მათგან უმეტესობა Microsoft Xbox Game Pass-ის გამომწერებისთვისაა განკუთვნილი. 10 ნოემბრიდან 3 იანვრამდე Xbox Game Pass-ის პირველი თვის საფასური მხოლოდ 1 დოლარი იქნება. მისი სტანდარტული ფასი თვეში 9,99 დოლარია. ყოველთვიური გამოწერით მომხმარებლები მიიღებენ წვდომას 100-ზე მეტ თამაშზე. https://www.theverge.com/2018/11/10/18083294/xbox-one-x-black-friday-deal-microsoft
  3. ცნობილი გახდა, რომ 2019 წლიდან NVIDIA გადადის 7 ნანომეტრიან ტექნოპროცესზე. მცირე ხნის წინ კომპანია AMD-მ წარადგინა 7 ნანომეტრიან ტექნოპროცესზე წარმოებული EPYC Zen 2 პროცესორები და Vega სერიის ვიდეო ბარათები. შედეგად, AMD აღმოჩნდა დისკრეტული GPU-ების მსოფლიოში პირველი მწარმოებელი კომპანია, რომელმაც პირველმა გამოიყენა 7 ნანომეტრიანი წარმოების ტექნოლოგია. DigiTimes-ის ინფორმაციით, NVIDIA 7nm TSMC ტექნოლოგიის გამოყენებას მომავალი წლისთვის აპირებს, რის შედეგადაც იგი კონკურენციას გაუწევს AMD-ს. ხსენებული ტექნოლოგიის გამოყენების საშუალებით გაიზრდება Turing სერიის ბარათების წარმადობა/ეფექტურობა - მათი ძირითადი გრაფიკული არქიტექტურის ცვლილების გარეშეც კი. რაღა თქმა უნდა, NVIDIA-ს გეგმები მოულოდნელობას არ წარმოადგენს - საუკეთესო, წამყვანი გრაფიკული პროცესორები საუკეთესო ლითოგრაფიას საჭიროებენ. https://overclockers.ru/blog/ddr77/show/21987/nvidia-perehodit-na-7nm
  4. კომპანია Samsung-ი 14 ნოემბერს წარადგენს ახალ ფლაგმანურ ერთკრისტალიან პლატფორმას სმარტფონებისთვის. ამის შესახებ კომპანიამ განაცხადა Twitter-ზე გამოქვეყნებული სარეკლამო ფოტოს მეშვეობით. გამოსახულებაზე არსებული წარწერა - „Intelligence from within”- მიუთითებს, რომ ახალი პლატფორმას ექნება გაუმჯობესებული წარმადობა ხელოვნური ინტელექტის საშუალებით. უკვე ცნობილია, რომ Exynos 9820-ს ექნება ორბირთვიანი NPU - ხელოვნური ინტელექტისთვის. პლატფორმა მოიცავს რვაბირთვიან ცენტრალურ პროცესორს, რომელიც დაყოფილია სამ კლასტერად. პირველი მათგანი შეიცავს ორ ბირთვ Mongoose M4-ს - რომლებიც უზრუნველყოფენ წარმადობის მაქსიმალურ დონეს. მეორე კლასტერი აერთიანებს ორ ბირთვ ARM Cortex-A76-ს. მესამე კლასტერში გათვალისწინებულია ოთხი ARM Cortex-A55 ბირთვი, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი ენერგოეფექტურობით. ახალი პლატფორმის გრაფიკულ პროცესორს რაც შეეხება, ეს იქნება ARM Mali-G76 ან თავად Samsung-ისავე პროდუქტი. პლატფორმას ექნება 5G მოდემი, სავარაუდოდ Exynos 5100. ერთკრისტალიანი პლატფორმა წარმოებულია 7 ნანომეტრიან ტექნოპროცესზე ფოტოლითოგრაფიისა და EUV-ის გამოყენებით. რაღა თქმა უნდა, Samsung-ი ცდილობს არ ჩამორჩეს კონკურენტებს, რომელთაც უკვე აქვთ დივაისები 7 ნანომეტრიანი ტექნოპროცესით (მაგალითად, Huawei და Apple). ახალ ფლაგმანურ ცალკრისტალიან პლატფორმაზე არსებული პირველი სმარტფონი იქნება ფლაგმანური Galaxy S10, რომელიც მომავალ წელს გამოვა. თუმცა, ეს სმარტფონი ზოგიერთი ქვეყნის ბაზრისთვის წარმოდგენილი იქნება Qualcomm Snapdragon-ის ჩიპით. https://3dnews.ru/977995
  5. იაპონურმა კომპანიამ შექმნა მსოფლიოში პირველი ბანკომატი ხელოვნური ინტელექტით, რომელიც განკუთვნილია ფულთან დაკავშირებულ თაღლითობასთან ბრძოლისათვის. ბანკომატში ჩამონტაჟებული კამერის საშუალებით ხდება მოსარგებლე პირის გარეგნობის შეფასება, რაც ხელს შეუშლის თაღლითებს ფულად რესურსებთან დაკავშირებულ მაქინაციებში: ყველაზე მეტად ხანდაზმული ასაკის პირები ხდებიან თაღლითების მსხვერპლნი, ბოროტმოქმედები მათ ტელეფონზე საუბრით არწმუნებენ, თანხა გადაურიცხონ. იმ შემთხვევაში, თუკი ხელოვნური ინტელექტი დააფიქსირებს, რომ ბანკომატით მოსარგებლე პირი ტელეფონზე საუბრობს, ეკრანზე გამოვა გაფრთხილება და საშუალებები - მომხარებელმა შეწყვიტოს ტრანზაქცია. მძიმე დრო დგება მათთვისაც, ვინც ნიღბით ან მზის სათვალეებით შენიღბული ეცდება მიითვისოს სხვისი ფული: თუკი ბანკომატი აღმოაჩენს მომხმარებლის დაფარულ სახეს და მომხმარებელი არ დამორჩილდება მოთხოვნას - მოიხსნას შემნიღბავი მასალა - ტრანზაქცია ავტომატურად გაუქმდება. მოსალოდნელია, რომ ახალი სისტემა მეტად ეფექტური გამოდგება. მისი კომერციალიზაცია დაგეგმილია მომავალი ფინანსური წლის აპრილიდან. რაც შეეხება იაპონიაში დაფიქსირებულ ფინანსურ დანაკარგს, რაც დაკავშირებულია უშუალოდ თაღლითობასთან, ეს მაჩვენებელი შეადგენს დაახლოებით 20 მილიონ აშშ დოლარს ერთ წელიწადში. https://overclockers.ru/blog/itmanager85/show/21961/japonija-zapustila-v-ekspluataciju-pervyj-bankomat-s-iskustvennym-intellektom
  6. მოტოციკლების ლეგენდარულმა ამერიკულმა მწარმოებელმა - Harley-Davidson-მა წარადგინა LiveWire - ინოვაციური ბაიკი ელექტრო ძრავით. LiveWire-ის გარეგნული იერსახე შეგვიძლია ფოტოებიდან შევაფასოთ. დეტალებს რაც შეეხება: მოტოციკლს აქვს 17-დუიმიანი დისკები Michelin-ის სპორტული საბურავებით, ასევე აქვს Brembo-ს მაღალეფექტური სამუხრუჭე მექანიზმი. ძრავის მახასიათებლები ჯერჯერობით არ ხმაურდება. ცნობილია, რომ LiveWire-ს აქვს ჩამონტაჟებული დამტენი მოწყობილობა, რომლითაც შესაძლებელია დაიტენოს აკუმულატორი სახლში. ამასთან, გათვალისწინებულია სწრაფი დატენვის შესაძლებლობაც. მოტოციკლს აქვს რეგულირებადი განათება - Showa და მოცურების საწინააღმდეგო სისტემა. გამოყენებული ტრანსმისია არ საჭიროებს მომსახურებას. ბაიკერებისთვის ხელმისაწვდომი იქნება მართვის შვიდი რეჟიმი, რაც უზრუნველყოფს მართვის ოპტიმალური სტილის შერჩევას. „არ გჭირდებათ „გადაბმულობის“ გამოყენება. არ საჭიროებს სიჩქარეების გადართვას. საჭიროა მხოლოდ დაატრიალოთ აქსელერატორის სახელური და დაიძრათ ადგილიდან“ - აცხადებენ Harley-Davidson-ში. მოტოციკლთან დაკავშირებით, მახასიათებლებში აგრეთვე ნახსენებია თანამედროვე საინფორმაციო-გასართობი სისტემა ნავიგაციით, სენსორული ეკრანითა და Bluetooth-ის მხარდაჭერით. ამერიკულ და ევროპულ ბაზრებზე LiveWire შემდეგი წლიდან გამოვა. ფასი მოგვიანებით გახდება ცნობილი. https://3dnews.ru/977904
  7. Microsoft-ის პრეზიდენტმა, Brad Smith-მა განაცხადა, რომ თუკი მმართველი ორგანოები არ შეზღუდავენ სახის ამომცნობი სისტემების საზოგადოებრივ გამოყენებას, 2024 წელი შესაძლოა აღმოჩნდეს ისეთივე დისტოპიური, როგორიც იყო ჯორჯ ორუელის რომანში „1984“. მრავალმა ტექნოკომპანიამ, მაგალითად, Facebook-მა, Google-მა და Amazon-მა, ასევე რამოდენიმე სტარტაპმა, უკვე გაუშვა მოქმედებაში სოფთვეარი სახის ამოცნობის, პიროვნების იდენტიფიკაციისთვის. ეს ყველაფერი შესაძლოა მეტ-ნაკლებად უწყინარი გვეჩვენებოდეს ამ დროისათვის: ფოტო-დათაგვა, ფილტრები და Face ID-ის მსგავსი ბიომეტრიული სისტემები, რომლებიც გამოიყენება მოწყობილობების განბლოკვისთვის. თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, კონფერენციის მსვლელობისას სმიტმა განაცხადა, რომ სამომავლოდ სახის ამომცნობი სისტემები უფრო და უფრო ნაკლებად უვნებელი გახდება. მან მარტივ მაგალითად მოიყვანა შემდეგი რამ: შესაძლოა გაკონტროლდეს მომხმარებლის თითოეული ნაბიჯი, ვთქვათ, რას აკეთებს ის შოპინგისას, რას შეიძენს და როდის დაფიქსირდება იგი ბოლოს კონკრეტულ ადგილზე. თუმცა ეს მხოლოდ წვრილმანია თვალთვალისა და კონტროლის იმ მასშტაბებთან შედარებით, რაც სამომავლოდ შეიძლება განხორციელდეს მმართველი ორგანოების, ხელისუფლების მხრიდან. „არსებობის ისტორიაში პირველად, კაცობრიობა იმყოფება ტექნოლოგიების განვითარების იმ ეტაპზე, როცა ხელისუფლებას საშუალება ეძლევა უთვალთვალოს ყველას და ყველგან. მმართველ ორგანოებს ეცოდინებათ, სად მიემართებით, სად იმყოფებით და სად იყავით გუშინ. ეს ყველაფერი სერიოზულ გავლენას მოახდენს ადამიანთა ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებაზე, რაზეც დამყარებულია დემოკრატიული საზოგადოება“, განაცხადა სმიტმა. „სანამ აღმოვაჩენთ, რომ 2024 წელი დაემსგავსა დისტოპიურ რომანში აღწერილ პერიოდს, მოდით, გავარკვიოთ, როგორი სამყაროს შექმნა გვსურს და როგორი უნდა იყოს გარანტიები და შეზღუდვები კომპანიებისა და სახელისუფლებო ორგანოებისთვის, რომლებსაც ხელი მიუწვდებათ სახის ამომცნობ ტექნოლოგიებზე“ - აცხადებს სმიტი. მიმდინარე წლის ადრეულ პერიოდში სმიტმა ხელისუფალთ მოუწოდა, რომ საჭირო იყო ხსნებული ტექნოლოგიის მიმართ რეგულაციების დამკვიდრება, რათა სამომავლოდ არ დარღვეულიყო მომხმარებელთა უფლებები. არანაკლებ ნეგატიურია ისიც, რომ ტექნოლოგია ჯერ კიდევ ბევრად შორსაა სრულყოფისგან და, მიუხედავად ამისა, მის გამოყენებას კვლავ აგრძელებენ სამართალდამცავი ორგანოები. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სამინისტრომ ავიაკომპანიებსაც კი მოუწოდა, გამოეყენებინათ სახის ამომცნობი პროგრამა აეროპორტებში. სისტემის არასრულყოფილებამ ადვილად შესაძლებელია გამოიწვიოს შემდეგი რამ: შესაძლოა უდანაშაულო პირებს შეექმნათ უსიამოვნებები სამართალდამცავ ორგანოებთან იმის გამო, რომ სისტემამ ისინი შეიარაღებულ და საშიშ დამნაშავეებში აურია. სმიტი თვლის, რომ მმართველმა ორგანოებმა უნდა შეიმუშავონ საფუძველი იმისა, თუ როგორ უნდა იქნას ტექნოლოგია გამოყენებული რათა არ დაირღვეს ადამიანთა უფლებები. მისი აზრით, ცალკეულმა მოვაჭრეებმაც კი უნდა დაიცვან რეგულაციები თავიან სავაჭრო სივრცებში და კლიენტებისგან მიიღონ თანხმობა ტექნოლოგიის გამოყენებისთვის. სმიტმა აშშ-ის კონგრესს შესათავაზა იდეა - შეიქმნას დამოუკიდებელი კომისია, რომელიც შეაფასებს სახის ამომცნობი ტექნოლოგიის რისკებსა და საფრთხეებს და დაადგენს რეგულაციებს. https://www.tomshardware.com/news/microsoft-president-warning-facial-recognition,38044.html
  8. დიდი ხანია ცნობილია, რომ ღამის რეჟიმის საშუალებით იზრდება ბატარეების მუშაობის ხანგრძლივობა OLED დისპლეის მქონე სმარტფონებში, საუბარი ეხება Android-საც და iPhone-საც. ხანგრძლივობის მატება დაკავშირებულია შემდეგთან: ცალკეულ პიქსელებს ნაკლები დატვირთვის აქტივობა უწევთ ეკრანის ჩაბნელებულ სივრცეებში, აქტივობა მინიმალურია შავ ფერზე გამოსახულების ასახვის დროს. Android Dev Summit-ზე Google-მა განაცხადა ამ ფაქტის შესახებ და წარადგინა რამოდენიმე სლაიდი, სადაც ნაჩვენები და შედარებული იყო ენერგომოხმარება სხვადასხვა ფერთა გამოყენების შემთხვევაში. ფოტოზე შეგვიძლია ვნახოთ, რომ ყველაზე მეტ ენერგიას თეთრი ფერი საჭიროებს, ამის გამო Google-მა აღიარა, რომ თეთრის დომინანტობა მის აპლიკაციებში - იდეალურისგან შორსაა. კომპანია ხაზს უსვამს ღამის რეჟიმის ღირსებებს. YouTube-ზე უკვე ვიხილეთ ამგვარი რეჟიმი, კომპანია უკვე ტესტავს მას მობილური Google Feed-ისთვის, სისტემაში ღამის რეჟიმის გააქტიურებამდე კი საქმე ჯერ არ მისულა (ამას გეგმავს Samsung-ი ახალ One UI-ში). უზარმაზარი სხვაობაა ბატარეის გამძლეობის კუთხით ჩვეულებრივსა და ღამის რეჟიმებს შორის. გარდა ამისა, უამრავი მომხმარებლისთვის ბევრად კომფორტულია მოწყობილობების ჩაბნელებულ რეჟიმში მოხმარება ნაკლები სიკაშკაშის გამო. https://www.theverge.com/2018/11/8/18076502/google-dark-mode-android-battery-life
  9. კომპანია Mad Catz-მა დააანონსა ერთდროულად ოთხი მაუსი, რომლებიც დაპროექტებულია სპეციალურად გეიმერებისთვის. მაუსების სახელებია R.A.T. Pro S3, R.A.T.4+, R.A.T.6+ და R.A.T.8+. R.A.T. Pro S3 მაუსს აქვს ოპტიკური სენსორი Pixart PMW 3330 - 7200 DPI-მდე. მთავარი გადამრთველები (OMRON) გათვლილია 50 მილიონჯერ გამოყენებისთვის. მაუსს აქვს Chameleon RGB მრავალფერიანი განათება. რეგულირებადი ზედა პანელი უზრუნველყოფს კომფორტს ხანგრძლივი გამოყენების დროსაც. კომპიუტერს მაუსი უკავშირდება USB ინტერფეისით. Polling rate – 2500 ჰერცამდე. R.A.T.4+ მაუსსაც აქვს Pixart PMW 3330 სენსორი 7200 DPI-ით, ასევე, ცხრა პროგრამირებადი ღილაკი. მთავარი გადამრთველების მუშაობის ხანგრძლივობა - 20 მილიონჯერ გამოყენება. Polling rate – 1000 ჰერცამდე. R.A.T.6+ მაუსს აქვს Pixart PMW 3360 სენსორი - 12 000 DPI-მდე და თერთმეტი პროგრამირებადი ღილაკი. გათვლილია 50 მლნ გამოყენებისთვის. გათვალისწინებულია მასის რეგულირების სისტემა, აქვს Chameleon RGB განათება. Polling rate – 1000 ჰერცი. და ბოლოს, R.A.T.8+ მაუსს აქვს Pixart PMW 3389 ოპტიკური სენსორი 16 000 DPI-თ, თერთმეტი პროგრამირებადი ღილაკი და მასის კონტროლის სისტემა (3 × 6 გრამი). აქვს Chameleon RGB განათება, polling rate – 2000 ჰერცი.  https://3dnews.ru/977875
  10. ტრადიციულ ყოველწლიურ ივენთზე კომპანია Samsung-მა მოახდინა თავისი პირველი დრეკადი დისპლეის მქონე დასაკეცი სმარტფონის დემონსტრაცია. ახალ Infinity Flex დისპლეისთან ერთად კომპანიამ დააანონსა სამომხმარებლო ინტერფეისი One UI. როგორც მოსალოდნელი იყო, Samsung-ა არ წარადგინა სავსებით მზა სმარტფონი, მის ნაცვლად მოხდა პროტოტიპის დემონსტრაცია. გარდა იმისა, რომ დივაისს აქვს დასაკეცი დისპლეი, მას აგრეთვე გააჩნია ჩვეულებრივი ეკრანიც, რომელიც განთავსებულია დივაისის მეორე მხარეს. უფრო კონკრეტულად, დაკეცილი მდგომარეობისას გამოიყენება მცირე, ჩვეულებრივი ტიპის დისპლეი, გახსნისას კი - დიდი. Infinity Flex დრეკადი ეკრანი იხსნება ვერტიკალურად, რისი წყალობითაც მომხმარებელი მიიღებს მოწყობილობას საკმაოდ დიდი ეკრანით, დაკეცვისას კი იოლად თავსდება ჯიბეში. გახსნილ მდგომარეობაში სმარტფონი გარდაიქმნება პლანშეტად, რომლის დისპლეი 7,3 დუიმის ზომისაა. რაც შეეხება One UI ინტერფეისს: Samsung-ი მჭიდროდ თანამშრომლობდა Google-თან, რათა შეექმნა ახალი მოსახერხებელი ინტერფეისი. მისი მთავარი ღირსებაა შესაძლებლობა - მომხარებელმა დივაისზე იმუშაოს ერთი ხელით, (მოგეხსენებათ, რომ დიდი ზომის დისპლეის მქონე დივაისების მოხმარება გარკვეულ დისკომფორტთანაა დაკავშირებული) რისთვისაც ყველა საჭირო, აუცილებელი აპლიკაცია განთავსებული იქნება ეკრანის ქვედა ნაწილში. ამავე დროს, ახალი ინტერფეისი ოპტიმალურად იყენებს დიდი დისპლეის მთელ სივრცეს. როდესაც სმარტფონი გახსნილ მდგომარეობაშია, ინტერფეისი გადადის პლანშეტის რეჟიმზე, რაც მეტი მოქმედების თავისუფლებას იძლევა. მაგალითად, One UI მომხმარებელს საშუალებას მისცემს ერთდროულად გახსნას სამი აპლიკაცია, რათა მაქსიმალურად გამოიყენოს დიდი დისპლეი. სამწუხაროდ, Samsung-ს არ განუცხადებია, როდის წარადგენს მზა დასაკეც Galaxy სმარტფონს. თუმცა, კომპანია უახლოეს თვეებში მასიური წარმოების დაწყებისთვის ემზადება. დასაკეცი სმარტფონის წარმოება არ წარმოადგენს ადვილ ამოცანას, პირველ რიგში - Infinity Flex დისპლეისთან დაკავშირებული სირთულეების თვალსაზრისით. მაგალითად, Samsung-ს მოუწია დისპლეის მინა ჩაენაცვლებინა კომპოზიტური პოლიმერით. ეს მატერიალი კომპანიის მიერ იქნა შემუშავებული სპეციალურად დრეკადი დივაისისთვის. Infinity Flex დისპლეისთან დაკავშირებული კიდევ ერთი პრობლემა ის გახლავთ, რომ დისპლეი უნდა იყოს საკმარისად მყარი და საიმედო, რათა გაუძლოს ასიათასობით დაკეცვას მოხმარების მთელ პერიოდში. ამასთან, მისი შესაძლებლობები არ უნდა დეგრადირდეს დროთა განმავლობაში. ამისათვის, Samsung-მა გამოიყენა პლასტიკური წებო, რომელიც საიმედოდ აკავშირებს ერთმანეთთან ყველა კომპონენტს და დივაისის მრავალჯერ დაკეცვა-გახსნის საშუალებას იძლევა. https://3dnews.ru/977865
  11. ახლა, როდესაც Apple-ის აპარატული უზრუნველყოფის ლაინაფის ოფიციალური ვერსია ხელმისაწვდომია, კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს აპლიკაციების აფდეითს. აპლიკაციები განკუთვნილია ვიდეოების შექმნისა და წარმადობის ამაღლებისათვის. განახლების შედეგად, მომხმარებლები მიიღებენ ეკრანის სარკისებრი რეჟიმით მუშაობის საშუალებას, ასევე, კონტენტის რედაქტირებისას სრულეკრანიან გამოსახულებას. (Full-screen რეჟიმისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს iPhone 7-ის ან უფრო ახალი iPhone-ის ქონა, მეექვსე თაობის iPad-ი ან მასზე უფრო ახალი iPad-ები). გარდა ამისა, მხარდაჭერილია uncompressed 4K video output - მესამე თაობის 11- ან 12,9 დუიმიან iPad Pro-ზე. iMovie-სთვის გაჩნდა ახალი პარამეტრი სახელწოდებით - “Prepare for Facebook“, რომლითაც შესაძლებელი იქნება ფაილების ექსპორტირება Facebook-ზე - ფაილების ატვირთვას მომხმარებლები უპრობლემოდ შეძლებენ. Apple-ის აპლიკაცია „Clips” - ეს არის აპლიკაცია ვიდეო-კონტენტის შექმნისთვის iPhone-ით ან iPad-ით. აპლიკაციის საშუალებით შესაძლებელია 360 გრადუსიანი ფონის შექმნა, ფილტრების დადება, სტიკერებისა და საუნდტრეკების დამატება. საუნდტრეკები ავტომატურად შეესაბამება ვიდეოს ხანგრძლივობას. ახალი ტიპის სელფი „სცენები“ დიდი ალბათობით, ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ახალ iPhone-ებზე, რადგანაც მხოლოდ ეს დივაისები იყენებენ კამერის TrueDepth სენსორებს სელფებზე შერეული ტიპის (augmented) ფონების დასამატებლად. განახლება შეეხო აგრეთვე iWork აპლიკაციასაც: აპლიკაციას დაემატა შესაძლებლობა - განათავსოთ წიგნები უშუალოდ Apple Books-ზე ჩამოსატვირთად ან შესაძენად. აპლიკაცია GarageBand-ს ახლა უკვე აქვს სმარტ-კლავიატურისა და Bluetooth-კლავიატურის მხარდაჭერა. Clips, iWork, iMovie და GarageBand აპლიკაციების ჩამოტვირთვა უფასოდ იქნება შესაძლებელი App Store-დან ან Mac App Store-დან. www.theverge.com
  12. კომპანია Royole-მ წარადგინა დასაკეცი დივაისის საკუთარი ვერსია. მისი ჰიბრიდული დივაისის დასახელებაა FlexPai, აქვს 7,8-დუიმიანი ეკრანი, რომლის დაკეცვაც შესაძლებელია 180 გრადუსით - დაკეცვისას პლანშეტი გარდაიქმნება სმარტფონად, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სმარტფონის სისქე საკმაოდ დიდი გამოდის. სან-ფრანცისკოში გამართულ ივენთზე Royole- მოახდინა FlexPai-ს დემონსტრირება, სადაც დამსწრეები დარწმუნდნენ, რომ დივაისი ნამდვილად ფუნქციურია. რა საკვირველია, იგი საკმაოდ შორსაა თანამედროვე ფლაგმანებისგან, თუმცა, როგორც არ უნდა იყოს, იგი პირველი დასაკეცი დივაისია, რომელიც რეალურად იხილა საზოგადოებამ და არა მხოლოდ კონცეპტის ან პროტოტიპის სახით. FlexPai გაიყიდება დაახლოებით 1300 აშშ დოლარად. საბაზისო მოდელს აქვს 128 გიგაბაიტიანი ფლეშ-მეხსიერება და 6 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება. 150 $-ით მეტის გადახდის შემთხვევაში კი მომხმარებლები მიიღებენ მოდიფიკაციას 256/8 გიგაბაიტით. რაც შეეხება დანარჩენ სპეციფიკაციებს, დივაისი მუშაობს რვაბირთვიან Qualcomm Snapdragon პროცესორზე, რომლის ტაქტის სიხშირეა 2,8 გჰც. ეკრანის გაფართოებაა 1920 × 1440 პიქსელი (გახსნილ მდგომარეობაში), აქვს 3800 მილიამპერი/სთ მოცულობის ბატარეა. ორივე კონფიგურაციის წინასწარი შეკვეთა უკვე შესაძლებელია Royole-ს საიტზე. უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამული უზრუნველყოფა საკმაოდ დამაფიქრებლად მუშაობს, აპლიკაციები მუდმივად უნებართვოდ იხსნება, ეკრანის ორიენტაციაც თვითნებურად და შემთხვევით იცვლებოდა, როცა Royole-ს წარმომადგენელი ახდენდა დივაისის დაკეცვის დემონსტრირებას. როგორც ჩანს, Android 9.0-ზე დაარსებული Water OS პლატფორმა ჯერჯერობით არც ისე საიმედოდ ფუნქციონირებს. მთავარი ინოვაცია ამ შემთხვევაში დაკეცვისადმი მდგრადი AMOLED-დისპლეია. Royole-ს მიხედვით, ეკანს შეუძლია გაუძლოს 200 ათასჯერ დაკეცვას, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია და იძლევა იმედს, რომ სამომავლოდ დასაკეცი მოწყობილობები ჩვეულებრივ მოვლენად გადაიქცევა. https://3dnews.ru/977816
  13. Arc სტარტაპმა გამოფენა Milan Motorcycle Show-ზე წარმოადგინა უნიკალური მოტოციკლი Vector-ი ელექტრო ძრავით. Arc-ის სამუშაო გუნდში შედიან ორსაბურავიანი ტრანსპორტის სეგმენტში მოქმედი წამყვანი პროფესიონალები. აღსანიშნავია, რომ სტარტაპი ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებს InMotion Ventures-ისგან, რომელიც Jaguar Land Rover-ის საინვესტიციო ფონდია. “Arc Vector-ი - ყველაზე პროგრესული და თანამედროვე ელექტრომოტოციკლია, რაც კი არსებულა ბაზარზე ამ დრომდე. იგი შექმნილია იშვიათი მატერიალების გამოყენებით, მისი ფუტურისტული დიზაინის კორპუსი წარმოდგენილია იდეალურ არქიტექტურასთან ერთად“ - აღნიშნავს Jaguar Land Rover-ის წარმომადგენლობა. მოტოციკლს აქვს 95 კილოვატიანი ძრავი. 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარების დრო დაახლოებით 2,7 წამია. მაქსიმალური სიჩქარე აღწევს 240 კმ/სთ-ს. აკუმულატორის ბატარეების ბლოკი დაფუძნებულია Samsung-ის ელემენტებზე, იგი უზრუნველყოფს 270 კილომეტრიანი გარბენის მარაგს ქალაქის პირობებში და 190 კილომეტრის გასავლელ მარაგს სწრაფი სვლის მაგისტრალებზე. სპეციალურად ელექტრომოტოსთვის შექმნილია ინოვაციური ჩაფხუტი Zenith და კოსტიუმი - Origin. ჩაფხუტს აქვს პროექციული დისპლეი და უკანა ხედვის კამერა, კოსტიუმი კი უზრუნველყოფს უკუკავშირს და ბაიკერს აძლევს გაფრთხილებას, ვთქვათ, „ბრმა“ ზონაში მყოფი სატრანსპორტო საშუალებების შესახებ. „ჩვენს მიზანს ყოველთვის წარმოადგენდა შეგვექმნა ტექნოლოგიები, რომლებიც უზრუნველყოფს დინამიკასა და უსაფრთხოებას, ასევე, წარმოუდგენელი ემოციის მინიჭებას მფლობელისთვის ყოველი მგზავრობისას. Vector-ი - ეს არ არის უბრალოდ მორიგი ბაიკი, ეს მსოფლიოში პირველი სრულიად ელექტრო მოტოციკლია ინოვაციური შლემითა და სენსორული კოსტიუმით - ეს ყველაფერი ფუნქციონირებს როგორც ერთი ციფრული კლასტერი“ - აცხადებენ კომპანია Arc-ის წარმომადგენლები. მოტოციკლის ფასი დაახლოებით 120 ათას აშშ დოლარს შეადგენს. https://3dnews.ru/977833
  14. როგორც მანჩესტერის უნივერსისტეტში იტყობინებიან, 2 ნოემბერს, უნივერსიტეტის თხოვნით გამოჩნდა პროექტი ევროპულ ნეირომორფულ სუპერკომპიუტერთან დაკავშირებით. პროექტის მიზანია ტვინის იმიტაცია ე.წ Spiring Neural Network Architecture (SpiNNaker)-ის გამოყენებით. სუპერკომპიუტერ SpiNNaker-ს აქვს 1 მილიონი ნეირომორფული პროცესორი, რომლებიც ადამიანის ტვინის ნეირონების მსგავსია. ამ პროცესორთაგან თითოეულ მათგანს შეუძლია წამში 200 მილიონზე მეტი მოქმედების შესრულება და აქვს 100 მილიონი ტრანზისტორი. ნეირომორფული სუპერკომპიუტერი მოახდენს ბიოლოგიური ტვინის მოდელირებას პლანეტაზე არსებულ ყველა სხვა კომპიუტერზე უკეთ. დაანონსებული მონაცემების მიხედვით, SpiNNaker-ი იყენებს ელექტრონული სქემების შემცველ მსხვილმასშტაბიან სისტემებს, რომლებიც იმიტირებენ ბიოლოგიური ტვინის ნეირონების მოქმედებას. ჩვეულებრივი კომპიუტერი ახდენს დიდი მოცულობის ინფორმაციის გადაცემას სტანდარტული ქსელის მეშვეობით. მისგან განსხვავებით, SpiNNaker-ი ახდენს მილიარდობით მცირე მოცულობის ინფორმაციის გადაცემას ერთდროულად დანიშნულების რამოდენიმე ადგილზე. როგორც აღვნიშნეთ, SpiNNaker-ს 1 მილიონი ბირთვი აქვს, რაც მაინც არ არის საკმარისი ადამიანის ტვინის სრულფასოვანი იმიტაციისთვის. შედარებისთვის, თაგვის ტვინს აქვს 100 მილიონი, ადამიანის ტვინს კი - 100 მლრდ ნეირონი. ასე რომ , სუპერკომპიუტერს დასჭირდება 100 000-ჯერ მეტი ბირთვი, ვიდრე ახლა აქვს, რათა გაუტოლდეს ადამიანის ტვინს. თუმცა, შესაძლოა, არც გახდეს საჭირო 1:1 თანაფარდობა, თუკი შესაძლებელი გახდება უფრო მეტად „ვირტუალური ბირთვების“ (ან ნაკადების) გამოყენება, რომლებიც ბიოლოგიური ნეირონების იდენტურად იმოქმედებენ. მანჩესტერის უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის განყოფილების პროფესორი Steve Furber-ი აცხადებს: „უპრეცედენტოდ მსხვილმასშტაბიანი სიმულაციებისთვის ნეირობიოლოგებს ახლა უკვე შეუძლიათ გამოიყენონ SpiNNaker-ი, რაც მათ დაეხმარება ამოხსნან ზოგიერთი საიდუმლო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მუშაობს ადამიანის ტვინი. სუპერკომპიუტერი აგრეთვე მუშაობს როგორც ნეირონული სიმულატორი რეალურ დროში, რაც რობოინჟინრებს საშუალებას მისცემს შეიმუშავონ დიდი მასშტაბის ნეირონული ქსელები რობოტებისთვის, რათა რობოტებმა შეძლონ სიარული, საუბარი და მოქნილი მოძრაობა“. პროექტი SpiNNaker-ი ჩაფიქრებული იყო ჯერ კიდევ 20 წლის წინ, მისი აწყობა კი დაიწყო 12 წლის წინ მანჩესტერის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების სკოლაში. https://overclockers.ru/blog/ddr77/show/21874/nejromorfnyj-superkompjuter-s-1-millionom-jader-imitiruet-chelovecheskij-mozg https://www.tomshardware.com/news/human-brain-neuromorphic-supercomputer-manchester,38027.html
  15. ცნობილი გახდა Facebook Messenger-ის Unsend ფუნქციის დეტალების შესახებ: მომხმარებლებს საშუალება ექნებათ 10 წუთის განმავლობაში წაშალონ გაგზავნილი შეტყობინება. Facebook-ი WhatsApp-ის მომხამრებელს ერთ საათს აძლევს მცდარი შეტყობინების წასაშლელად, ამასთან შედარებით 10 წუთი საკმაოდ მცირეა, თუმცა ეს პირობა უკეთესია, ვიდრე ამ დრომდე არსებული ვითარება, როდესაც მცდარი და არასასურველი შეტყობინებები სამუდამოდ რჩებოდა მიმღების ინბოქსში. Messenger-ის Unsend ფუნქციის შესახებ ხმები პირველად გაჟღერდა აპრილში, მას შემდეგ, რაც Facebook-მა აღიარა, რომ უპრობლემოდ მოხდა მარკ ცუკერბერგისთვის გაგზავნილი შეტყობინებების წაშლა. ფუნქციონალურობა კი პირველად აღმოჩენილ იქნა ოქტომბერში, ტესტირების დროს. https://www.theverge.com
  16. ღონისძიება Next Horizon-ზე კომპანია AMD-მ წარადგინა Radeon Instinct MI60 - მსოფლიოში პირველი ვიდეო ბარათი, რომელიც წარმოებულია 7 ნანომეტრიან ტექნოპროცესზე და განკუთვნილია მაღალი ხარისხისა და წარმადობის მონაცემთა ცენტრებისთვის. ბარათი დაფუძნებულია Vega 20 GPU-ზე, რომელიც შეიცავს 331 მმ²-ზე განთავსებულ 13,2 მილიარდ ტრანზისტორს. გაუმჯობესებული არქიტექტურა და 7 ნანომეტრიანი ტექნოპროცესი მაღალი სიხშირისა და შემცირებული ენერგომოხმარების საშუალებას იძლევა. ვიდეო ბარათს აქვს 32 გიგაბაიტი HBM2 ტიპის მეხსიერება - 1 ტბ/წმ bandwidth სიჩქარით, PCI Express 4.0 მხარდაჭერა, ორმხრივი კავშირი CPU-GPU 64 გბ/წმ სიჩქარით, Infinity Fabric bus, კომპიუტერული სიმძლავრე აღწევს 14.7 TFLOPS (FP32) და 7.4 TFLOPS (FP64). ახალი პროდუქტის გაყიდვები დაიწყება 2018 წლის ბოლოს. https://bit.ly/2RIVxBd
  17. კომპანია ZTE-ის ქვეგანყოფილებამ - Nubia-მ გამოუშვა თავისი ფლაგმანური სმარტფონი Nubia X, 5 ნოემბრიდან კი იგი ყკვე გაყიდვაში გაეშვა. კომპანიის წარმომადგენლობის ცნობით, სულ რაღაც 57 წამში გაიყიდა 100 ათასი სმარტფონი. ხსენებული სმარტფონის მთავარი თავისებურებაა 5,1 დუიმიანი OLED დისპლეი სმარტფონის უკანა მხარეს, გაფართოებით - 1520 х 720p (HD+). Nubia X წარმოდგენილია რუხ, ლურჯ და „შავი ოქრო“-ს ფერთა ვარიანტებად. კონფიგურაციას რაც შეეხება, ხელმისაწვდომია სამი მოდიფიკაცია: 6+64 გბ, 8+128 გბ და 8+256 გბ მეხსიერებებით. მათ ღირებულება შედგენს 479, 535 და 609 აშშ დოლარს, შესაბამისად. სამივე კონფიგურაციის სმარტფონი წარმოდგენილია Qualcomm Snapdragon 845-ის ბაზაზე. ძირითადი დისპლეის დიაგონალია 6,26 დუიმი, გაფართოება - 2280 х 1080р (Full HD+). სმარტფონს აქვს ორი ძირითადი კამერა 16+24 მეგაპიქსელიანი სენსორებით (f/1.8 და f/1.7). მხარდაჭერილია შენებული გადაღების ფუნქცია - 240 კადრი/წამში სიჩქარით, ასევე HDR, სელფი რეჟიმი და სპეციალური ალგორითმები გამოსახულების დამუშავებისთვის.  Nubia X-ს აქვს 4G VoLTE, Wi-Fi 802.11 ac, Bluetooth 5.0 და GPS მოდულები. კონექტორებიდან აქვს მხოლოდ USB Type-C პორტი. ბატარეის მოცულობაა 3800 მილიამპერი/სთ. აქვს 18 ვატიანი სწრაფი დატენვის მხარდაჭერა. სმარტფონი მუშაობს ოპერაციულ სისტემა Android 8.1 Oreo-ზე. Nubia X-ის გაყიდვის მეორე ეტაპი დაგეგმილია 11 ნოემბრისთვის ჩინეთში, მსოფლიო გაყიდვების ფესტივალზე. ცნობილია, რომ სმარტფონის ღირებულება ერთი და იგივე იქნება ყველა რეგიონისთვის. https://bit.ly/2ARkEw8
  18. ქსელურმა წყაროებმა აღმოაჩინეს ვადამდელი ინფორმაცია ფლაგმანურ სმარტფონზე - Xiaomi Mi 9-ზე, რომლის ანონსიც შემდეგი წლისთვის იგეგმება. ფოტო: Mi.com ცნობილია, რომ სმარტფონი იქნება ერთ-ერთი პირველი დივაისი Qualcomm Snapdragon 8150 პლატფორმაზე, რომელიც ოფიციალურად ჯერ არ არის წარდგენილი. ხსნებულ 7 ნანომეტრიან ჩიპს - თუკი არსებულ ცნობებს დავუჯერებთ, ექნება სამკლასტერიანი არქიტექტურა და რვა ბირთვი: მათგან, ოთხი Silver ბირთვი და ორ-ორი ბირთვი Gold და Gold+. პროცესორი, როგორც ცნობილია, იმუშავებს Snapdragon X50 5G მოდემთან ერთად, რომელიც უზრუნველყოფს მეხუთე თაობის მობილური ქსელების მხარდაჭერას. ფლაგმანური ჩიპის გარდა, აღსანიშნავია, რომ Xiaomi Mi 9-ს ექნება სამი ძირითადი კამერა, რომლის საკვანძო ელემენტს წარმოადგენს Sony IMX58 გამოსახულების სენსორი 48 მლნ პიქსელით. ამგვარი გადაწყვეტილება 8000 × 6000 გაფართოების მქონე ფოტოების გადაღების საშუალებას იძლევა. სმარტფონს ექნება ვიდეოგადაღების 4K (4096 × 2160 პიქსელი) ფორმატის მხარდაჭერა სიჩქარით - 90 კადრი წამში. Xiaomi Mi 9-ის შესახებ სხვა სახის მონაცემები ჯერჯერობით არ ხმაურდება. ცნობილია, რომ სმარტფონის ოფიციალური ანონსი დაგეგმილია 2019 წლის პირველი კვარტლისთვის. IDC-ის მონაცემების მიხედვით, 2018 წლის მეოთხე კვარტალში, Xiaomi-მ მსოფლიო მასშტაბით 34,3 მილიონი სმარტფონი გაიტანა გასაყიდად. კომპანიის წილმა შეადგინა 9,7 %, რის თანახმადაც Xiaomi მეოთხე ადგილზეა მსოფლიოს წამყვან მწარმოებელთა შორის. https://3dnews.ru/977742
  19. Lenovo რიგით მეორე კომპანიაა, რომელიც ხსნის მაღაზიას მოლარეების გარეშე. მაღაზიაში იყიდება წვენები და სასუსნავები. იმისათვის, რომ ისარგებლონ „Lenovo Lecoo“ მარკეტით, მომხმარებლები იყენებენ პლანშეტსა და მარკეტის კამერას, რომელიც ახდენს მომხმარებლის იდენტიფიკაციას. შემდეგ, Amazon Go სისტემის მსგავსად, კლიენტებს შეუძლიათ დაათვალიერონ და აირჩიონ პროდუქტები, ანგარიში კი ავტომატურად დაითვლება და აისახება საგადახდო სისტემაში. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია Lenovo ძირითადად ცნობილია კომპიუტერების, სმარტფონებისა და სხვა მსგავსი ტიპის მოწყობილობების წარმოებით, მისი მარკეტი Lecoo ძირითადად მოიცავს კვების პროდუქტებს. სხვადასხვა ჩინური ტექნოლოგიური კომპანია ხსნის მაღაზიებს, სადაც მსუბუქი საკვები იყიდება. მაგალითად, Alibaba-ს ავტომატიზირებულ მარკეტში იყიდება სასმელები და ახალი ზღვის პროდუქტები. ელექტრონული კომერციული კომპანია JD კი ყიდის ჩიპსებს. კომპანია Lenovo აცხადებს, რომ ეს მარკეტი ექსპერიმენტული ხასიათისაა და წარმოადგენს ახალი ტექნოლოგიების ტესტს, მათ შორის იგულისხმება სახის ამოცნობის სისტემის გაუმჯობესებაც სმარტფონებსა და პლანშეტებში. ასე რომ , თუკი საკვებსა და ტექ-მოწყობილობებს შორის კავშირი არ ჩანს ამ ეტაპზე, საბოლოოდ მაინც ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. კომპანია იმედოვნებს, რომ მაღაზიას სამომავლოდ დაემატება შეკვეთების ფუნქცია, რათა შენაძენი პირდაპირ სახლიდან გაკეთდეს. კომპანიის გეგმებშია ასევე ჭკვიანი ყავის აპარატის გამოშვება, რომელიც შეისწავლის კლიენტების გემოვნებასა და სურვილებს. https://www.theverge.com/2018/11/5/18064658/lenovo-cashier-less-store-beijing-china
  20. Intel-მა უკვე წარადგინა Cascade Lake-AP თაობის პროცესორი, რომლის კონფიგურაციაც 48 ბირთვს მოიცავს. ამასთან, ინტერნეტში გავრცელდა კომპანიის სამომავლო გეგმების ამსახველი ფოტომასალა. გავრცელებული მასალის მიხედვით, კომპანია გეგმავს სხვადასხვა სეგმენტის ახალი პროცესორების პრეზენტაციას. გარკვეული პერიოდის წინ HEDT ლაინაფს შეემატა Core-X პროცესორები. გავრცელებული ფოტოს თანახმად, შემდგომ განახლებას დაახლოებით 2 წელიწადში ვიხილავთ, 2020 წლის მეოთხე კვარტალში კომპანია წარადგენს Ice-Lake X სერიის პროცესორებს. ამ თაობის CPU-ების მიმართ დიდი ინტერესი იმით არის გამოწვეული, რომ ეს იქნება Intel-ის პირველი, 10 ნანომეტრიან ტექნოპროცესზე წარმოებული პროცესორები. როგორც ცნობილია, ეს პროცესორები თავდაპირველად მობილურ სეგმენტზე გამოჩნდება. თუკი გაჟონილ ინფორმაციას დავუჯერებთ, 2020 წლის შუა პერიოდში დაანონსდება ულტრაენერგოეფექტური Ice Lake-Y პროცესორები. Tiger Lake-U და Tiger Lake-Y მობილური ვერსიების გამოსვლა მოსალოდნელია 2020 წლის ზაფხულის ბოლოს-შემოდგომის დასაწყისში. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში კომპანიამ უნდა მოახდინოს Jasper Lake თაობის პროცესორების პრეზენტაცია და ამ პროცესორებმა უნდა ჩაანაცვლოს Gemini Lake. მომხმარებლები იმედოვნებენ, რომ ანონსების ვადებს კომპანია Intel-ი კვლავ არ შეცვლის. https://bit.ly/2QmAXWY
  21. კომპანია Thermaltake-მა დააანონსა Mid-Tower ფორმატის კომპიუტერის კორპუსი J24 Tempered Glass ARGB Edition, რომელიც განკუთვნილია დესკტოპ გეიმინგ სისტემებისთვის და, ამასთან, აქვს მიმზიდველი ვიზუალი. კორპუსის გვერდითი „კედელი“ დამზადებულია 4 მმ სისქის გამოწრთობილი მინისაგან. მფლობელები, ეჭვგარეშეა, აღფრთოვანებულნი დარჩებიან სიახლით. ფრონტალური ბადისებრი პანელის მიღმა განთავსებულია სამი 120 მილიმეტრიანი ვენტილატორი RGB განათებით (17,8 მილიონიანი ფერთა გამით). კორპუსს აქვს შემდეგი სისტემების მხარდაჭერა: ASUS Aura Sync, GIGABYTE RGB Fusion, ASRock PolyChrome Sync და MSI Mystic Light Sync. უკანა მხარეს განთავსებულია კიდევ ერთი 120 მილიმეტრიანი ქულერი, რომელიც განათებების გარეშეა წარმოდგენილი. კორპუსს აქვს Mini-ITX, Micro-ATX და ATX ტიპის დედა დაფების მხარდაჭერა. ბარათების მაქსიმალური დასაშვები რაოდენობაა შვიდი ერთეული. დისკრეტული გრაფიკული ამაჩქარებლის სიგრძედ გათვლილია 330 მილიმეტრი. კორპუსში საკმარისი სივრცეა, რათა განთავსდეს შესაბამისი ფორმ-ფაქტორის ტიპის სამი, 3,5/2,5-დუიმიანი დრაივი და კიდევ ორი 2,5-დუიმიანი მოწყობილობა. დასაშვებია 160 მმ სიგრძის მქონე კვების ბლოკის დაყენება. საჭიროების შემთხვევაში, მფლობელებს შეუძლიათ გამოიყენონ თხევადი გაგრილების სისტემა, პროცესორის ქულერის მაქსიმალური დასაშვები სიმაღლეა 160 მმ. კორპუსის ზომებია 462 × 206 × 414 მმ. მოწყობილობას აქვს ორი USB 3.0 პორტი და კონექტორი ყურსასმენებისა და მიკროფონისთვის. https://3dnews.ru/977728
  22. Black Friday-მდე მცირე ხნით ადრე სხვადასხვა კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს სიახლეებსა და ფასდაკლებებს რიგ პროდუქციაზე. მაგალითად, Amazon-მა ოფიციალურად გაუშვა მოქმედებაში სადღესასწაულო ჰაბი - Early Black Friday Hub (იხილეთ ლინკზე: https://amzn.to/2D4eGcB ), სადაც მომხმარებლები იხილავენ შემოთავაზებებსა და ფასდაკლებებს დაწყებული ლეპტოპებიდან - დამთავრებული პორტატული ბატარეებით. გაყიდვაშია Cooler Master MasterLiquid ML240R RGB AIO Cooler-ი, რომლის ღირებულება 88,99 დოლარს შეადგენს (თვითღირებულებაზე 15 დოლარით ნაკლებს). ეს ყველაზე დაბალი ფასია, რაც კი არსებულა ამ ქულერზე ოდესმე - https://amzn.to/2PazZ3E ) Amazon-ის სხვა შემოთავაზებების ჩამონათვალი: პლანშეტები: Fire HD 8  - 59.99 დოლარი - ($20 off) https://amzn.to/2JEOc2v Fire HD 8 w/ Show Mode Dock  - 94.98 დოლარი ($44 off) https://amzn.to/2qvfboM Fire HD 10 - 119.99 დოლარი  ($30 off) https://amzn.to/2PaGZgF Fire 7 Kids Edition - 79.99 დოლარი ($20 off) https://amzn.to/2OrRG9A Fire HD 8 Kids Edition - 99.99 დოლარი ($30 off) https://amzn.to/2Do9gu4 Fire HD 10 Kids Edition - 159.99 დოლარი ($40 off) https://amzn.to/2SH849z მომხმარებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ყველა ეს მოწყობილობა რამოდენიმე დოლარით კიდევ უფრო იაფი იქნება Black Friday-ზე. ენთუზიასტებისთვის Samsung-ს აქვს შემოთავაზებული ფასდაკლება Samsung 860 EVO 256GB SSD-ზე, რომლის ფასია 55,99 დოლარი ($24 off): ( https://amzn.to/2Dmmvv7 ) ეს ღირებულებაც ყველაზე დაბალია ამ მოდელისთვის, რაც კი აქამდე არსებულა. გეიმერებს შეუძლიათ შეიძინონ Gigabyte GA-AX370 Gaming 3 დედა დაფა 69,99 დოლარად ($40 off? ( https://amzn.to/2SHauVH ). იხილეთ სხვა შემოთავაზებები თანდართული ლინკებით: Jetstream N300 Wi-Fi Router for $19.99 ($15 off) [NEW] https://bit.ly/2zyjp34 EVGA GeForce GTX 1070 FTW Gaming Card for $384.99 ($165 off) [NEW] https://bit.ly/2OpmyYc Cooler Master MasterLiquid ML240R RGB AIO Cooler for $88.99 ($15 off) https://amzn.to/2QhA2ad Corsair Carbide Series RGB Mid-ATX Case for $115.99 ($20 off) https://bit.ly/2OqAcdN HyperX Alloy FPS Pro Mechanical Keyboard for $49.99 ($20 off) https://amzn.to/2DmgfUh Dell 32-inch 1080p IPS Monitor for $159 ($40 off) https://bit.ly/2yQOmQ7 Gigabyte GA-AX370 Gaming 3 Motherboard for $69.99 ($40 off)  https://amzn.to/2QlTh2z Xbox One X w/ Red Dead Redemption 2 Bundle for $459 ($105 off)  https://bit.ly/2JGHmcU Samsung 860 EVO 256GB SSD for $55.99 ($24 off)  https://amzn.to/2D6aQQq Lacie Porsche Designed 2TB HDD for $94.95 ($65 off)  https://amzn.to/2SQnIiG Samsung 128GB microSD Card for $24.99 ($17 off)  https://amzn.to/2ALF35p ASRock Z390 Taichi Ultimate ATX Mobo w/ Crucial 120GB SSD for $284.99 ($15 off)  https://bit.ly/2F268FC Samsung 49-inch QLED 4K TV for $697.99 ($400 off)  https://amzn.to/2yTbQEt Sabrent 4-Port USB Rotating Hub for $6.49 ($9 off)   https://amzn.to/2ANGlgs https://www.tomshardware.com/news/best-deals,30458.html
  23. Samsung-ს დაგეგმილი აქვს ჩაატაროს კონფერენცია ამ კვირაში, სადაც დაანონსებული იქნება მისი ახალი დასაკეცი სმარტფონი. კომპანიამ სოციალურ ქსელებში შეცვალა ავატარები, სადაც Samsung-ის ლოგო გამოსახულია დაკეცილ მდგომარეობაში. აღნიშნული სმარტფონი იქნება პლანშეტის ზომის, თუმცა დაკეცილ მდგომარეობაში მისი მოთავსება თავისუფლად იქნება შესაძლებელი ჯიბეში . აღნიშნული სიახლის შესახებ ჯერ კიდევ ცნობილი გახდა დაახლოებით ხუთი წლის წინ, როდესაც Samsung-მა ამ მოწყობილობის კონცეპტ-ტრეილერი წარადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ Samsung-ის კონკურენტი კომპანიები, როგორებიცაა Huawei, Xiaomi, LG და სხვა - ასევე აპირებენ დასაკეცი დივაისების გამოშვებას უახლოეს მომავალში. ხოლო კომპანია Royale Corporation-მა უკვე განაცხადა, რომ აპირებს დასაკეცი სმარტფონის გამოშვებას მიმდინარე წლის ბოლომდე. სამსუნგის დეველოპერთა კონფერენცია გაიმართება 7 ნოემბერს. იხილეთ სარეკლამო ვიდეორგოლი: https://www.youtube.com/watch?v=MKG7XRsG9KQ&feature=youtu.be www.theverge.com
  24. ფორმალურად, Tesla-ს მარკის ელექტრომობილებს უკვე დიდი ხანია შეუძლიათ დამოუკიდებლად შევიდნენ ავტოფარეხში ან იმოძრაონ საპირისპირო მხარეს, თუკი საჭირო მანძილის სიახლოვეზე იმყოფება მფლობელი სმატფონით ხელში და ვირტუალური ღილაკით აკონტროლებს სატრანსპორტო საშუალებას სპეციალური მობილური აპლიკაციით. Tesla და მისი დამფუძნებელი ილონ მასკი ამ კვირაში უკვე ბევრჯერ მოხვდნენ ყურადღების ცენტრში. ამ შემთხვევაში კი ყურადღებას იპყრობს გენერალური დირექტორის განცხადებები პროგრამული უზრუნველყოფის სამომავლო ცვლილებებთან დაკავშირებით. დაახლოებით თვენახევრის შემდეგ, 2016 წლის ოქტომბრის შემდგომ გამოშვებული Tesla-ს ყველა ელექტრომობილი მიიღებს პროგრამული უზრუნველყოფის აფდეითს, რომელიც მფლობელს საშუალებას მისცემს, „გამოიძახოს“ და მართოს ავტომობილი სმარტფონით. მაგალითად, ელექტრომობილი შეძლებს განსაზღვროს მფლობელის კოორდინატები და მიაკითხოს სახლის სადარაბაზოსთან ან პარკინგის ადგილიდან მივიდეს მფლობელის სამსახურთან. მოკლედ, თუკი მობილი იმყოფება მფლობელის თვალთახედვის არეში, შესაძლებელი იქნება მისი დისტანციურად მართვა სმარტფონის გამოყენებით. მასკი გვპირდება, რომ მომავალი წლისთვის ელექტრომობილებს „ასწავლის“ თავად მონახონ საპარკინგე ადგილი და დაიკავონ იგი. თანამედროვე მეგაპოლისებში პარკირების ადგილის პოვნაზე არც თუ ისე ცოტა დრო იხარჯება, ასევე. მძღოლებს ხშირად უწევთ ზედმეტი მანძილის ფეხით გავლა მანქანამდე ორივე გზაზე. თუმცა, უმეტესობა ქვეყნის კანონმდებლობა ჯერჯერობით არ არის მზად, დაუშვას უპილოტო მანქანების მოძრაობა საყოველთაო მოხმარების გზებზე. დიდი ალბათობით, ავტომატური პარკირების ფუნქცია დაშვებული იქნება დახურულ ტერიტორიებსა და პარკინგებზე. https://bit.ly/2RBNVQR
  25. თანამედროვე მაღალბიუჯეტიანი თამაშები სულ უფრო მეტ სანახ სივრცეს საჭიროებს. Microsoft-ი და Sony მომხმარებელს სთავაზობენ კონსოლებს 500 გიგაბაიტი ან 1 ტერაბაიტი მოცულობის მქონე დრაივით, თუმცა შესაძლოა, არც ეს იყოს საკმარისი თამაშების მთელი ბიბლიოთეკის შენახვისთვის. რაღა თქმა უნდა, არსებობს დამატებითი მეხსიერების ვარიანტები როგორც Xbox One-ის, ასევე PlayStation 4-სთვის, თუმცა ოპტიმალური ვარიანტი იქნებოდა კონსოლებს ჰქონდეთ მაქსიმალური მოცულობის მქონე შიდა დრაივი. Sony-მ დააანონსა PS4 Pro-ს ახალი ვერსია, რაც მიზანმიმართულია სწორედ ხსენებული პრობლემის გადაჭრისკენ. PlayStation-ის იაპონური ქვეგანყოფილების თანახმად, მალე ვიხილავთ PS4 Pro-ს ახალ ვარიანტს 2 ტერაბაიტიანი მყარი დისკით. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გამოდის PS4 Pro 2 ტბ მეხსიერებით - მცირე ხნის წინ Sony-მ შეზღუდული ტირაჟით გამოუშვა საიუბილეო კონსოლი 2-ტერაბაიტიანი HDD-ით: ამით კომპანიამ აღნიშნა 500 მილიონი PlayStation-ის გაყიდვა. ამჟამინდელ შემთხვევაში კი საუბარია PS4 Pro-ს ჩვეულებრივ, საყოველთაო ვერსიაზე, რაც ნამდვილად სასიხარულოა. PlayStation-ის ბლოგზე კომპანია Sony-მ განაცხადა, რომ ახალი 2 ტერაბაიტიანი PlayStation 4 Pro-ს გაყიდვები იაპონიაში დაიწყება 2018 წლის 21 ნოემბრიდან. ახალი კონსოლის ღირებულება დაახლოებით 400 აშშ დოლარი იქნება (44 980 იენი). აღსანიშნავია, რომ ეს ფასი სრულებით შეესაბამება სტანდარტული 1-ტერაბაიტიანი PlayStation 4 Pro-ს ფასს. როდისთვის გახდება ახალი კონსოლი ხელმისაწვდომი იაპონიის ფარგლებს გარეთ ჯერჯერობით უცნობია. მისი შეძენა მეტად მიმზიდველი იქნებოდა წინასაშობაო გაყიდვებზე ყველასთვის, ვისაც სურს შეიძინოს თავისი პირველი PS4. https://3dnews.ru/977716
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.