Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5970
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    199

Everything posted by Magdalena

  1. 2018 წლის ოქტომბრის ბოლოს კომპანია Nubia-მ წარადგინა სმარტფონი Snapdragon 845 პროცესორით, რომელსაც ჰქონდა ერთი კამერა და უკანა პანელზე 5,1-დუიმიანი დამატებითი HD+ დისპლეი. ამ სმარტფონის ბაზარზე გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. Xiaomi-ს მომავალ სმარტფონს ექნება 6,5-დუიმიანი Full HD+ დისპლეი, რომელიც დაიკავებს ფრონტალური პანელის თითქმის 98 %-ს. Nubia-ს მსგავსად, ამ სმარტფონსაც არ ექნება ფრონტალური კამერა, მის ფუნქციას ძირითადი კამერა შეითავსებს. ძირითადი მატრიცა AMOLED ტექნოლოგიითაა წარმოდგენილი და ექნება ჩაშენებული ბიომეტრიული სენსორი. დამატებითი ეკრანიც ასევე იქნება Full HD+ გაფართოებით. მისი დიაგონალი იქნება 4 დუიმი. უკანა პანელის ზედა ნაწილში განთავსდება სამი კამერა და ფლეშ-განათება. კამერა წარმოდგენილია 40, 20 და 12 მეგაპიქსელიანი მოდულებით. კამერებს ექნება გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზატორი. სმარტფონის უკანა პანელზე იქნება კომპანია Corning-ის დამცავი მინა Gorilla Glass. ფლაგმანური სმარტფონი იმუშავებს 7 ნანომეტრიან Qualcomm Snapdragon 8150 ჩიპზე. იგი შანსებს არ უტოვებს ბენჩმარკებზე სხვა ცალკრისტალიან სისტემებს, რომლებიც Android-სმარტფონებისთვისაა განკუთვნილი. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ სმარტფონს ექნება 6/8 გბ ოპერატიული მეხსიერება, დამატებითი მეხსიერების მოცულობა კი 512 გბ-ს შეადგენს მაქსიმალურ კომპლექტაციაში. გარდა ამისა, დივაისს ექნება 5G მხარდაჭერა და 3600 მილიამპერი/სთ. მოცულობის ბატარეა. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/22319/xiaomi-predstavit-dvuhekrannyj-flagman-na-snapdragon-8150
  2. აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის თავმჯდომარე ჯეი კლეიტონი სიტყვით გამოვიდა ღონისძიება Consensus Invest-ზე, სადაც განაცხადა, რომ ვერ ხედავს კრიპტოვალუტების დამტკიცების შესაძლებლობას საფონდო ბირჟებზე, სანამ საბაზრო მანიპულაციების პრობლემა არ მოგვარდება. „არ ვარ მზად, გითხრათ, როგორ გადაწყდება ეს პრობლემა, თუმცა იგი მოსაგვარებელია“ - განაცხადა კლეიტონმა. – „ფასები, რომლებსაც იღებენ საცალო ვაჭრობის კლიენტები - უნდა იყოს მანიპულაციებისგან თავისუფალი, რათა კლიენტებს ჰქონდეთ საშუალება დაეყრდნონ მათ. ფასები შესაძლოა იყოს არასტაბილური, მაგრამ თავისუფალი უნდა იყოს მანიპულაციებისგან“. SEC-ის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საუბრობდა საკუთარი - და არა იმ ორგანიზაციის სახელით, რომელსაც ხელმძღვანელობს. იგი ასევე შეეხო ტოკენების კლასიფიკაციის თემასაც „ტოკენი სამრეცხაოსთვის“ მაგალითზე (რომელიც ერთხელ უკვე ახსენა აპრილში): „თუკი მაქვს ტოკენი, რომელსაც ვიყენებ სამრეცხაოში სარეცხის რეცხვისთვის - ეს არ არის ფასიანი ქაღალდი. ხოლო თუ მექნება ათი ასეთი ტოკენისგან შექმნილი ნაკრები, ამავე დროს კი სარეცხი აპარატები ჯერ კიდევ დამზადების პროცესში იქნება, ტოკენებით სარგებლობას კი სამომავლოდ შევძლებ და მათ ვყიდულობ იმისათვის, რომ შემდეგ გავყიდო და მოგება მივიღო - ეს იქნება ფასიანი ქაღალდი“ - განაცხადა კლეიტონმა. https://cryptonovosti.com/sec-dlya-odobreniya-bitkoin-etf-nuzhno-reshit-problemu-ryinochnyix-manipulyaczij/
  3. ჩინურმა კომპანია Vivo-მ ინფორმაციულ-კომუნიკაციური ტექნოლოგიების საერთაშორისო სიმპოზიუმზე ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, რომლებიც უკავშირდება 5G მხარდაჭერის მქონე სმარტფონების გამოშვებას. აღნიშნული იყო, რომ 2016 წლიდან Vivo აქტიურ კვლევებს აწარმოებს 5G სფეროში. ბოლო ორი წლის განმავლობაში კომპანიამ 3GPP კონსორციუმს 1500-ზე მეტი ტექნიკური წინადადება შესთავაზა. Vivo-მ წარმოადგინა მეხუთე თაობის ქსელის მხარდაჭერის მქონე რამოდენიმე სმარტფონის პროტოტიპი. როგორც კომპანიის წარმომადგენლობა აცხადებს, წინასაკომერციო 5G სმარტფონი მომავალ წელს გამოვა, თუმცა სამომხმარებლო ბაზარზე გამოვა მხოლოდ 2020 წელს. ვადები დამოკიდებულია ხსენებული ქსელის ინფრასტუქტურის განვითარების პერიოდზე. მოგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში 3GPP კონსორციუმმა დაამტკიცა 5G Non-Standalone (NSA) სტანდარტი, რომელშიც გამოყენებული იყო ტექნოლოგია 4G Long Term Evolution (LTE) - როგორც შუალედური რგოლი 5G ქსელზე გადასვლამდე. შემდგომ ამისა, დამტკიცდა სპეციფიკაციები Release 15 5G სტანდარტის შემადგენლობაში ავტონომიური არქიტექტურისთვის (SA). პირველი კომერციული 5G ქსელები ამუშავდება უახლოეს პერიოდში. https://3dnews.ru/978825
  4. Microsoft-ის ერთ-ერთი უახლესი Garage პროექტი განსაკუთრებით გამოადგებათ დიზაინერებს, რომლებიც მუშაობენ 360 გრადუსიან სცენებზე. კომპანიის ექსპერიმენტალურმა პროექტმა, Microsoft Garage-მა ბოლო წლებში უამრავი საინტერესო და სასარგებლო აპლიკაცია შექმნა. მათგან ბოლო - სახელწოდებით Sketch 360, აგრძელებს საერთო ტენდენციას და საშუალებას იძლევა, შეიქმნას 360 გრადუსიანი VR სცენები Windows ink-ის მეშვეობით. Sketch 360 შექმნა Microsoft Creative Experience-ის ინჟინერმა Michael Scherotter-მა იმ მიზნით, რომ გაეადვილებინა 360 გრადუსიანი სცენების შექმნის პროცესი. „მეტად რთულია მუშაობა 360 გრადუსიან არეალში. გვიწევს სწორი ხაზების ნაცვლად გამრუდებულად ვხაზოთ და სანამ მუშაობას არ დავასრულებთ, ვერ ვხედავთ რა მივიღეთ“ - აცხადებს Scherotter-ი. Sketch 360 ცდილობს ამ პრობლემების გადაჭრას, დიზაინერებს სთავაზობს იდეების პროტოტიპებს და შესაძლებლობას - იხილონ ეს პროტოტიპ-გამოსახულებები 360 გრადუსით მანამ, სანამ 3D-მოდელირების რთულ პროცესში ჩაერთვებიან. იხილეთ Sketch 360-ის ფუნქციების ჩამონათვალი: 360 გრადუსიანი ესკიზების ხატვა Windows Ink-ით; ფაილების ექსპორტი JPEG ფორმატში; ექსპორტირება HTML, CSS, JS, JPEG ვებ-გვერდებზე; ამოჭრის, კოპირებისა და ჩასმის შესაძლებლობა; სასურველი ფერის ფონის არჩევა; ესკიზის შექმნა სრულეკრანიან რეჟიმში; ესკიზის 360 გრადუსიანი თვალთახედვის კუთხით ასახვა; ექსპორტი სხვადასხვა რეზოლუციების მქონე გამოსახულებებზე. Sketch 360 საინტერესო ინსტრუმენტია არქიტექტორებისა და დიზაინერებისთვის. მისი ჩამოტვირთვა უფასოდ შეგიძლიათ Microsoft Store-დან: https://bit.ly/2FVsOrw https://www.windowscentral.com/microsoft-garages-sketch-360-app-lets-you-create-vr-scenes-windows-ink
  5. The Wall Street Journal-ის თანახმად, Amazon-ი გეგმავს გაყიდვაში გამოუშვას პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც წაიკითხავს სამედიცინო ჩანაწერებს და მომხმარებელს შესთავაზებს კონკრეტულ ხელსაყრელ წინადადებებს ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და ფინანსების დაზოგვის მიზნით. პროგრამა ახდენს სამედიცინო ფაილების სკანირებას და აგროვებს შესაბამის ინფორმაციას, მაგალითად, პაციენტის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას, პროცედურებს, რეცეპტებსა და მედიკამენტებთან დაკავშირებულ ცნობებს. სხვა მსგავსი ალგორითმები ვერ ახდენდნენ ექიმების მიერ მითითებული აბრევიატურების იდენტიფიკაციას, Amazon-ი კი ამტკიცებს, რომ თავის სისტემას „ასწავლა“ - ამოიცნოს თავისებურებები, თუ როგორ აკეთებენ ექიმები ჩანიშვნების ჩაწერას. Amazon-ის მხრიდან ამ პროგრამის გამოშვება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ჯანდაცვის ბაზარზე. Amazon-ის გარდა, მსოფლიოს სხვა წამყვან კომპანიებსაც აქვთ წარმოდგენილი სხვადასხვა საშუალებები ჯანდაცვის სფეროში: გასულ წელს Microsoft-მა გამოუშვა health care division, რომელიც იყენებს ხელოვნურ ინტელექტს პაციენტებისადმი განკუთვნილი სერვისის გაუმჯობესების მიზნით. აგრეთვე, კომპანია Apple-ის მიერ წარმოებული Apple Watch უფრო ხშირად პოზიცირებს არა როგორც ფიტნეს-მოწყობილობა, არამედ როგორც დივაისი ჯანმრთელობის კონტროლისთვის. Apple თანამშრომლობს სტენფორდის უნივერსიტეტთან, რათა შეიმუშავონ გულ-სისხლძარღვთა სისტემის საკვლევი საშუალებები და ელექტროკარდიოგრამის ფუნქცია. რაღა თქმა უნდა, ყველა კომპანიის მცდელობას ვერ ხვდა წარმატება წილად. მაგალითად, შეჩერდა Google Life Sciences-ის პროგრამა, რომელიც გულისხმობდა შემდეგს: უნდა შექმნილიყო სმარტ-პროგრამა, რომელიც შეძლებდა ცრემლში გლუკოზის აღმოჩენას. საზოგადოება იმედოვნებს, რომ Amazon-ის სამედიცინო მონაცემების ელექტრონული ბაზა გაუმკლავდება დაკისრებულ მოვალეობებს და რაიმე ხარვეზის გამო უფრო არ გააუარესებს პაციენტის მდგომარეობას. https://www.theverge.com/2018/11/27/18115077/amazon-electronic-health-records-software-text-analysis-medical
  6. რესურმა MySmartPrice-მა @OnLeaks-თან ერთად გამოაქვეყნა ფლაგმანური სმარტფონის - Xperia XZ4-ის რენდერები. სმარტფონს, როგორც მოსალოდნელია, კომპანია Sony მომავალ წელს დააანონსებს. ახალი სმარტფონი ჩაანაცვლებს Xperia XZ3 მოდელს. ამ სმარტფონს აქვს 6-დუიმიანი ეკრანი გაფართოებით - 2880 × 1440 პიქსელი, ასევე, Qualcomm Snapdragon 845 პროცესორი, ძირითადი კამერა 19 მეგაპიქსელიანი სენსორით და ფრონტალური 13 მეგაპიქსელიანი კამერა. Xperia XZ4 მოდელს, წყაროების ინფორმაციით, ექნება სამი უკანა კამერა ოპტიკური მოდულებით, რომლებიც განთავსებული იქნება ვერტიკალური მიმართულებით. ფრონტალურ პანელზე განთავსდება სელფი-კამერა. Xperia XZ4 სმარტფონისთვის გათვალისწინებულია კლასიკური დისპლეი ჭრილის გარეშე. გვერდების შეფარდება იქნება 18:9-ზე, დისპლეის ზომა - დაახლოებით 6,5 დუიმი დიაგონალზე. აგრეთვე საუბარია იმაზე, რომ სმარტფონს ექნება დაქტილოსკოპიური სკანერი კორპუსის გვერდით პანელზე და სიმეტრიული USB Type-C პორტი. ცნობილია სმარტფონის გაბარიტები - 166,9 × 72,4 × 8,2–9,0 მმ. ტექნიკური მახასიათებლები ჯერჯერობით არ გახმაურებულა, თუმცა დიდი ალბათობით სმარტფონს ექნება Snapdragon 8150 პროცესორი. დივაისის ანონსი მოსალოდნელია თებერვალში მობილური ინდუსტრიის გამოფენაზე - Mobile World Congress (MWC)-ზე, რომელიც ბარსელონაში გაიმართება. https://3dnews.ru/978795
  7. ეგრეთწოდებული „სავაჭრო ომი“ ჩინეთსა და აშშ-ს შორის შესაძლოა იმ ეტაპამდე მივიდეს, რომ ამერიკელი მომხმარებლები 2019 წლის იანვრიდან იძულებულნი გახდებიან ჩინეთიდან იმპორტირებული პროდუქცია გაცილებით ძვირად შეიძინონ, რადგან პროდუქციაზე უკვე გაიზრდება საბაჟო გადასახადები. პროდუქცია, რომელიც 25%-ით დაიბეგრება, ჯამში არანაკლებ 200 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ამერიკის პრეზიდენტი კი იმუქრება მისი კიდევ გაზრდით ჩინეთის შეწინააღმდეგების შემთხვევაში - აღნიშნულია The Wall Street Journal-ის პუბლიკაციაში. ფოტოს წყარო: Seeking Alpha იგეგმება, რომ ჩინეთიდან აშშ-ში იმპორტირებული სმარტფონები და ლეპტოპები 10%-ით დაიბეგრება. ტრამპი კი აცხადებს, რომ ღირებულების ამგვარ მატებას ხალხი ადვილად გადაიტანს. ამგვარმა განცხადებებმა Apple-ის აქციების კურსზე იქონია გავლენა და შემცირება გამოიწვია: Apple თავის iPhone-ებს ჩინურ საწარმოებში აწყობს და მისი შემოსავლის უმთავრესი წყარო სწორედ სმარტფონების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალია. https://overclockers.ru/hardnews/show/94624/donald-tramp-schitaet-chto-povyshenie-poshlin-na-iphone-pokupateli-perenesut-bezboleznenno
  8. დღესდღეობით მობილურ ბაზარზე არსებობს რამოდენიმე სამკამერიანი სმარტფონი, მათ შორის - Mate 20 Pro და ერთი სმარტფონი ოთხი ძირითადი კამერით - Samsung Galaxy A7 (2018). 2019 წლის დასაწყისში შესაძლოა Meitu-მ წარადგინოს მსოფლიოში პირველი სმარტფონი, რომელსაც სამი ფრონტალური კამერა ექნება. გარდა ამისა, უნდა შედგეს ფლაგმანური Nokia 9-ის ანონსი, რომელიც წარმოდგენილი იქნება ხუთი ობიექტივით. თუმცა ყველა ამ სმარტფონის მოლოდინის ეფექტებს დაჩრდილავს სმარტფონი, რომელსაც კომპანია LG წარადგენს. მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდა, რომ სამხრეთკორეული კომპანია მუშაობს მოდელზე, რომლის უკანა პანელზე განთავსებული იქნება კამერის 16 მოდული. ყველა ობიექტივი თავმოყრილი იქნება ერთ ადგილზე. გარდა ამისა, 16-მოდულიანი კამერის ქვემოთ განთავსებული იქნება სარკე, თუმცა მისი დანიშნულება ჯერჯერობით უცნობია. შესაძლოა, რომ სარკე გამოყენებულ იქნას სელფი-გადაღებებისას, ფრონტალური კამერები კი არ ექნება სმარტფონს. ამგვარი გადაწყვეტილებაა გამოყენებული კომპანია Nubia-ს მიერ თავის სმარტფონ Nubia X-ში, თუმცა ამ სმარტფონს სარკის ნაცვლად მეორე დისპლეი აქვს, რომელიც განთავსებულია უკანა მხარეს. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/22297/nuzhno-bolshe-kamer-lg-planiruet-predstavit-smartfon-s-16-obektivami-i-zerkalom
  9. ოჰაიო გახდა აშშ-ის პირველი შტატი, სადაც შესაძლებელია გადასახადების გადახდა კრიპტოვალუტით. The Wall Street Journal-ის თანახმად, მიმდინარე კვირიდან შტატში მოქმედ ორგანიზაციებსა და ფირმებს შეეძლებათ გადაიხადონ სხვადასხვა ტიპის გადასახადები ამგვარად, მათ შორის, კომუნალური გადასახადებიც. Bitcoin-ით ანგარიშსწორება საკმაოდ მარტივია და მოიცავს სამ ეტაპს: პირველ რიგში საწარმოები უნდა დარეგისტრირდნენ ოჰაიოს საფინანსო მართვის ორგანოში სოციალური საიტის - OhioCrypto.com-ის საშუალებით. შემდეგ, უნდა შეავსონ საგადასახადო მონაცემები: უნდა განისაზღვროს შესატანი თანხის რაოდენობა და საანგარიშსწორებო პერიოდი და ბოლოს, ეს თანხა გადაიხდება შესაბამისი კრიპტოსაფულიდან. Bitcoin-ით გადახდის ყველა ოპერაცია გაივლის BitPay სერვისს, რომელიც მოახდენს კრიპტოვალუტის გაცვლას დოლარში სახაზინო ოფისისთვის. https://overclockers.ru/blog/Dambeldor/show/22310/poka-nekotorye-horonjat-kriptovaljutu-v-ssha-nachali-sobirat-nalogi-v-bitcoinah
  10. კომპანია Sony Interactive Entertainment-მა წარადგინა ცნობები სამომავლო რეტრო-კონსოლის - PlayStation Classic-ის შესახებ. კონსოლი გაყიდვაში 3 დეკემბრიდან გამოვა. PlayStation Classic - ეს არის მინიატურული რეტრო-კონსოლი, რომელშიც შეგიძლიათ გამოიყენოთ უკვე ჩატვირთული ორიგინალი PlayStation-ის თამაშები. კონსოლი წარმოდგენილია ორი, სადენიანი გეიმპადით. ზომით იგი პატარაა: 14,7 × 3,3 × 10,4 სმ, ანუ 45%-ით მცირე ზომისაა პირველ PlayStation-თან შედარებით. მისი წონა 170 გრამია. PlayStation Classic-ზე ხელმისაწვდომი იქნება შემდეგი თამაშები: (ჯამში სულ 20) Battle Arena Toshinden; Cool Boarders 2; Destruction Derby; Final Fantasy VII; Grand Theft Auto; Intelligent Qube; Jumping Flash!; Metal Gear Solid; Mr. Driller; Oddworld: Abe’s Oddysee; Rayman; Resident Evil Director’s Cut; Revelations: Persona; R4 Ridge Racer Type 4; Super Puzzle Fighter II Turbo; Syphon Filter; Tekken 3; Tom Clancy’s Rainbow Six; Twisted Metal; Wild Arms. სხვა ახალი თამაშების ჩატვირთვა კონსოლზე PlayStation Network-იდან შეუძლებელია - კონსოლს არ აქვს ინტერნეტ-კავშირი. PlayStation Classic-ის რამოდენიმე თამაშს ექნება მულტიფლეიერი ორი მოთამაშისთვის. ეს თამაშებია: Battle Arena Toshinden; Cool Boarders 2; Destruction Derby; Intelligent Qube; Mr Driller; Ridge Racer Type 4; Super Puzzle Fighter 2 Turbo; Tekken 3; Tom Clancy's Rainbow Six; Twisted Metal. კონსოლზე თამაშები გაეშვება 720p ან 480p გაფართოებით, რაც დამოკიდებულია მომხმარებლის დისპლეიზე. კავშირისთვის ექნება HDMI. მომხმარებლები ვერ გამოიყენებენ DualShock 4-ს ან PlayStation-ის, PlayStation 2-ისა და PlayStation 3-ის კონტროლერებს: PlayStation Classic-ს აქვს მხოლოდ საკუთარი გეიმპადების მხარდაჭერა. კონსოლს არ აქვს ფუნქცია System Link (რამოდენიმე კონსოლის ერთად დაკავშირების ფუნქცია). PlayStation Classic-ის მფლობელის განკარგულებაში იქნება მეხსიერების ბარათების 15 სლოტი. კვებას რაც შეეხება, ამისთვის გათვალისწინებულია USB მინიმუმ 1A სიმძლავრით. კონსოლის მენიუ ამგვარად გამოიყურება: (იხ.ფოტო) https://3dnews.ru/978746
  11. Facebook-ის მომხმარებლები იტყობინებიან ბაგზე, რომლის მიხედვითაც Messenger-ის ადრეული დიალოგები ავტომატურად ახდენს განახლებას და მომხმარებლები ხედავენ ძველ შეტყობინებებს ყოველგვარი კონტექსტისა და ახსნის გარეშე. კომპანია აცხადებს, რომ ძველი შეტყობინებები აღიქმება როგორც ახალი, წაუკითხავი მესიჯები და ჩნდება ინბოქსში. „ზოგიერთი მომხმარებელი ხედავს ძველ შეტყობინებებს Facebook.com-ზე. ჩვენთვის ცნობილია ეს ფაქტი და აქტიურად ვმუშაობთ რაც შეიძლება სწრაფად მოგვარებაზე. მომხმარებლებს ბოდიშს ვუხდით მომხდარის გამო“ - განაცხადა Facebook-ის პრეს-სპიკერმა. ამ დროისათვის პრობლემა უკვე მოგვარებულია. მრავალი მომხმარებლის უკმაყოფილება გამოიწვია ზემოთხსენებულმა შემთხვევამ, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში მათ თვალში ხვდებოდა მიმოწერები ოჯახის ყოფილ წევრთან ან ახლობელ გარდაცვლილ ადამიანთან წარსულის მიმოწერები, რაც ბუნებრივია უსიამოვნებას იწვევდა. ეს შემთხვევა არ არის პირველი, დაახლოებით მსგავსი რამ მოხდა 2015 წელს, როდესაც ავტომატურად უკან ბრუნდებოდა წარსული მოგონებები იმ მომხმარებლებთან, რომლებიც იყენებდნენ ფუნქცია On This Day-ს. ეს შემთხვევა იმით აიხსნება, რომ პლატფორმის ძირითად ალგორთმს არ შეუძლია განასხვავოს სადღესასწაულო, მისალოცი, მხიარული ხასიათის შეტყობინებები და მოგონებები ტრაგედიებისგან. ხსენებული პრობლემა, როგორც კომპანია აცხადებს, ამ დროისათვის სრულიად მოგვარებულია. https://www.theverge.com/2018/11/26/18113539/facebook-messenger-old-threads-conversations-resurfacing-no-reason
  12. მიმდინარე წელს კომპანია Xiaomi-მ წარმოადგინა ფლაგმანური Mi 8-ს მოდიფიკაციების მთელი რიგი, ერთ-ერთი მათგანია მოდელი Mi 8 SE. დივაისი მუშაობს ოპერაციულ სისტემა Android 8.1 Oreo-ზე საფირმო პროგრამულ უზრუნველყოფა - MIUI 9.5-სთან ერთად. გასულ დღეებში სმარტფონი შემჩნეულ იქნა Geekbench 4-ზე ოპერაციულ სისტემა Android Q-თი. საინტერესოა, რომ დივაისი ამ დრომდე მუშაობს Android 8.1 Oreo-ს ბაზაზე, თუმცა MIUI 10 უკვე მიიღო. ჩინური კომპანია დაპირებას იძლევა, რომ სმარტფონის Android 9.0 Pie-მდე აფდეითი მოხდება მიმდინარე წლის ბოლომდე. რაც შეეხება Android Q-ს, ოპერაციული სისტემის ბეტა-ვერსია Xiaomi Mi 8 SE-სთვის არ იქნება ხელმისაწვდომი მინიმუმ მომავალი წლის მეორე კვარტალურ პერიოდამდე. აქვე მოგახსენებთ, რომ სუბფლაგმანი Mi 8 SE მუშაობს Qualcomm Snapdragon 710 პროცესორზე, აქვს 4/6 გიგაბაიტი ოპერატიული და 64/128 დამატებითი მეხსიერება, ასევე - ძირითადი კამერა 12+5 მეგაპიქსელიანი სენსორებით, ფრონტალური 20-მეგაპიქსელიანი კამერა და ბატარეა 3120 მილიამპერი/სთ. მოცულობით. აქვს სწრაფი დატენვის მხარდაჭერა Quick Charge 3.0. Geekbench 4-ზე წარმადობაზე ტესტირება გაიარა 6 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერების მქონე მოდელმა. ერთნაკადიან რეჟიმში ბენჩმარკზე დივაისმა 1830 ქულა დააგროვა, მრავალნაკადიან რეჟიმში კი შეძლო 5819 ქულის მოგროვება. სმარტფონის ღირებულება ჩინეთის მასშტაბით შეადგენს 260-დან 340-მდე დოლარს, მოდიფიკაციის შესაბამისად. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/22291/pervyj-smartfon-xiaomi-na-android-q-zamechen-v-geekbench-4
  13. ერთ-ერთ ღონისძიებაზე, AMD EPYC პროცესორისადმი მიძღვნილ ექსპოზიციაზე აღმოჩენილ იქნა დედა დაფის ნიმუში, რომელიც დამზადებული იყო PCI Express 4.0 ინტერფეისისათვის. ფოტოს წყარო: Tom's Hardware Guide მოგახსენებთ, რომ 7 ნანომეტრიან AMD EPYC Rome თაობის პროცესორებს აქვთ PCI Express 4.0 მხარდაჭერა, თუმცა ამ ინტეფეისის უპირატესობით სარგებლობა უკვე არსებული დედა დაფების დაყენებისას არ არის შესაძლებელი. ანუ, მოცემული პროცესორების ეკოსისტემაში რეალიზებულია მხოლოდ PCI Express 3.0, PCI Express 4.0-სთვის კი საჭიროა ახალი დედა დაფები. ერთ-ერთი მწარმოებლის განცხადების მიხედვით, ამგვარი დედა დაფები გამოჩნდება 2019 წლის მესამე კვარტალური პერიოდიდან. სავარაუდოდ, იმ დროიდან იქნება შესაძლებელი ითქვას, რომ დაიწყო AMD-ს 7 ნანომეტრიანი სერვერული პროცესორების მასშტაბური ექსპანსია. PCI Express 4.0-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა მყარი დრაივებისა და ამაჩქარებლების გამოყენება. https://overclockers.ru/hardnews/show/94607/pervye-materinskie-platy-s-podderzhkoj-pci-express-4-0-poyavyatsya-v-tretem-kvartale-buduschego-goda
  14. კომპანია Vivo მუშაობს ახალ, საინტერესო ტიპის სმარტფონზე, რომელიც გამოვა NEX-სერიის ფარგლებში. სმარტფონის მთავარი განსაკუთრებულობა გამოიხატება ორი ეკრანის არსებობაში: კორპუსის წინა და უკანა მხარეზე წარმოდგენილი იქნება OLED დისპლეები. ცნობილია, რომ ფრონტალური ეკრანის ზომა 6,4 დუიმი იქნება დიაგონალზე. წინასწარი ცნობებით, გამოყენებული იქნება პანელი Full HD+ რეზოლუციით. უკანა ეკრანის მახასიათებლები ჯერჯერობით არ გახმაურებულა. ინტერნეტ-წყაროებმა უკვე აღმოაჩინეს მომავალი სმარტფონის ფოტოები. ჩანს, რომ დივაისი წარმოდგენილია სრულიად უჩარჩოო დიზაინით. უკანა ეკრანის ზედა ნაწილზე განთავსებულია ორი კამერა: მის შემადგენლობაში შედის 24- და 16-მეგაპიქსელიანი სენსორები. სმარტფონს არ აქვს ფრონტალური კამერა. სელფების გადაღებას ამ სმარტფონის მფლობელები შეძლებენ უკანა კამერის საშუალებით, რომელიც იყენებს ეკრანს, როგორც viewfinder-ს. სმარტფონი იმუშავებს Snapdragon 845 პროცესორზე. ეს ჩიპი შეიცავს რვა Kryo 385 ბირთვს: მათგან ოთხი ფუნქციონირებს 2,8 გიგაჰერცამდე ტაქტის სიხშირეზე, კიდევ ოთხი მათგანი კი - 1,8 გიგაჰერცამდე ტაქტის სიხშირეზე. სმარტფონს ექნება გრაფიკული ბირთვი Adreno 630. ჩიპის შემადგენლობაში შედის Snapdragon X20 LTE მოდემი, რომლის საშუალებითაც, თეორიულად, შესაძლებელი იქნება მონაცემების ჩამოტვირთვა 1,2 გბიტი/წამამდე სიჩქარით. სწრაფი დატენვის ტექნოლოგიის მხარდაჭერის შესახებ არაფერი გახმაურებულა. სმარტფონის ანონსი მოსალოდნელია მიმდინარე წლის დასასრულს. https://3dnews.ru/978701
  15. ქსელური წყაროების განკარგულებაში აღმოჩნდა ინფორმაცია ფლაგმანური პროცესორის - Snapdragon 8150-ის კონფიგურაციის შესახებ. შეგახსენებთ, რომ ამ პროცესორს უახლოეს პერიოდში დააანონსებს კომპანია Qualcomm-ი. ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ ჩიპს ექნებოდა ოთხკლასტერიანი არქიტექტურა. ცნობილი იყო ისიც, რომ ჩიპი მოიცავდა ოთხ Kryo Silver ბირთვს და ორ-ორ Kryo Gold და Kryo Gold+ ბირთვს. ამჯერად კი გაჩნდა ახალი ინფორმაცია. თუკი დავუჯერებთ ბლოგერ Ice universe-ს, რომელიც მუდმივად აქვეყნებდა ზუსტ ცნობებს სამომავლო მობილურ სიახლეებზე - Snapdragon 8150-ის ყველაზე მძლავრ კლასტერში შევა მხოლოდ ერთი ბირთვი Kryo Gold. მისი ტაქტის სიხშირე შეადგენს 2,8 გიგაჰერცს, მეორე დონის cache-მეხსიერების მოცულობაა 512 კბ. კიდევ ერთ კლასტერში გაერთიანებულია სამი ბირთვი Kryo Gold - ტაქტის სიხშირით 2,4 გიგაჰერცამდე. თითოეულ მათგანს ექნება 256 კბ მეორე დონის cache-მეხსიერება. მესამე კლასტერში გაერთიანებულია ოთხი Kryo Silver ბირთვი ტაქტის სიხშირით 1,8 გიგაჰერცამდე, მეორე დონის 128 კბ cache-მეხსიერება - თითოეულ ბირთვზე. ცნობილია, რომ ჩიპს ექნება Wi-Fi 802.11a/b/g/n/ac 2×2 MIMO და Bluetooth 5.0 Low Energy (LE) უსადენო კავშირის კონტროლერები. Snapdragon 8150 პროცესორი წარმოებული იქნება 7 ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. იგი იმუშავებს Snapdragon X50 5G-სთან კავშირში, რაც უზრუნველყოფს მეხუთე თაობის მობილური ქსელის მხარდაჭერას. პროცესორის ოფიციალური ანონსი მოსალოდნელია 4 დეკემბერს Snapdragon Technology Summit ივენთზე. https://3dnews.ru/978696
  16. ASUS-მა დააანონსა VivoBook 14 (X420) – VivoBook-სერიის უახლესი მოდელი, რომელიც არის საკმაოდ კომპაქტური და მსუბუქი, აქვს 14-დუიმიანი NanoEdge დისპლეი, რომელიც ეკრანის 87%-ს მოიცავს. შესაბამისად, ლეპტოპი წარმოდგენილია წვრილი ჩარჩოებით. VivoBook 14-ს აქვს მერვე თაობის Intel Core i7 პროცესორი და ინოვაციური ErgoLift hinge, რომლის წყალობით უფრო კომფორტული ხდება კლავიატურის გამოყენება. ეკრანის ჩარჩოები მხოლოდ 5,7 მმ სისქისაა, რის ხარჯზეც დისპლეის უკავია თითქმის მთლიანი ეკრანი, ლეპტოპი კი ჯამში მსუბუქი და პორტატულია. მისი გაბარიტებია 322,4 x 210 x 17,7 მმ, წონა კი - სულ რაღაც 1,4 კგ. როგორც ვთქვით, VivoBook 14 მუშაობს მერვე თაობის Intel Core i7 პროცესორზე, აქვს SSD მოცულობა 512 გიგაბაიტამდე. ეს ლეპტოპი ყოველდღიური მოხმარებისთვისაა განკუთვნილი და იგი იდეალურია პროდუქტიული მუშაობისთვის, მულტიმედიის რედაქტირების ან casual-თამაშებისთვის. გარდა ამისა, dual-band 802.11ac Wi-Fi უზრუნველყოფს 867 მბიტი/წამამდე სიჩქარეს. ლეპტოპს აგრეთვე აქვს Bluetooth 4.2 კავშირის მხარდაჭერა. ErgoLift-ტექნოლოგიის მეშვეობით უზრუნველყოფილია კლავიატურის ხანგრძლივი კომფორტული გამოყენება. მისი უნიკალური დიზაინის მიხედვით, კლავიატურა სამი გრადუსით იხრება ლეპტოპის გახსნისას, რაც დესკტოპ-კლავიატურის ეფექტს იძლევა. კლავიატურა წარმოდგენილია განათებებით, რაც საშუალებას იძლევა გამოიყენოთ იგი ცუდი განათების პირობებშიც. პორტებიდან VivoBook 14-ს აქვს USB Type-C (USB-C ), USB 3.1 Gen 1 Type-A, USB 2.0, HDMI და microSD-წამკითხველი. VivoBook-ის ყველა მოდელი წამოდგენილია მაღალხარისხიანი ბატარეებით, სამუშაო ხანგრძლივობა ერთი დღეა ( all-day battery life) და ჯამში, ბატარეების ქმედითუნარიანობის ხანგრძლივობა სამჯერ მეტია სტანდარტულ ლითიუმ-იონურ ბატარეებთან შედარებით. სწრაფი დატენვის ტექნოლოგია უზრუნველყოფს, 60%-ზე დაიტენოს ლეპტოპი 49 წუთში. ინტეგრირებული ASUS Battery Health Charging-ი უზრუნველყოფს უსაფრთხო დატენვას და იძლევა გარანტიას, რომ დატენვის პროცესში გაკონტროლდება ბატარეის მდგომარეობა. https://www.guru3d.com/news-story/asus-offers-vivobook-14-with-frameless-four-sided-nanoedge-display.html
  17. ამ დროისათვის Microsoft-ი მუშაობს Windows 10-ის შემდგომი განახლების ფუნქციებზე. მომავალი განახლების კოდური დასახელებაა 19H1 და მისი გამოშვება დაგეგმილია 2019 წლის აპრილში. არის მოლოდინი, რომ ამ აფდეითში თავმოყრილი იქნება უამრავი ცვლილება და ახალი ფუნქციები, ისეთები, როგორებიცაა მაგალითად Windows Sets, გაუმჯობესებული სამომხმარებლო ინტერფეისი და ა.შ. აფდეითზე მუშაობა ახალი დაწყებულია, ამიტომ მის შესახებ სრული ინფორმაცია ცნობილი არ გახლავთ. ხელმისაწვდომი იქნება ახალი ნათელი თემა (light theme) - რომელიც გამოყენებული იქნება სამუშაო პანელზე, Start-მენიუსა და Windows-ის სხვა არეალებში. login screen-ს ექნება აკრილისებური, ბუნდოვანი ეფექტები Emoji პანელისთვის ადგილის შეცვლა შესაძლებელი იქნება. ხელმისაწვდომი იქნება Emoji 12. დამატებითი ფეიჯები (გვერდები) ხელმისაწვდომი იქნება Emoji-პანელზე. Focus Assist-ი ავტომატურად ჩაირთვება აპლიკაციების full screen-რეჟიმში გახსნისას. შესაძლებელი იქნება „სწრაფი, custom-იზებული მოქმედებები უშუალოდ Action Center-იდან. სიმკვეთრე-სიკაშკაშის განახლებული სლაიდერი განთავსდება Action Center-ის custom-იზებულ სამოქმედო სივრცეში. Snipping Tool-ის საშუალებით შესაძლებელი იქნება სქრინშოტების გადაღება მარტივად. Task Manager-ი გაცნობებთ, რომელი აპლიკაციების მასშტაბირება ხდება კონკრეტულად ამა თუ იმ მონიტორისა თუ სისტემისთვის. Windows Hello-ს პარამეტრები გაუმჯობესდა უკეთესი სამომხმარებლო ინტერფეისის წარმოდგენისთვის. გაუმჯობესებული იქნება ძებნის რეჟიმი. მონაცემთა სანახი სივრცეების პარამეტრებსაც შეეხებათ განახლება. ხარვეზების აღმოჩენისა და მოგვარების ახალი სისტემა მოახდენს მონაცემების დიაგნოსტირებას და წარმოგიდგენთ კონკრეტული პრობლემების გადაჭრის შესაბამის საშუალებებს. Intelligent active hours - ავტომატურად მოხდება საათის კორექტირება. შეგეძლებათ წაშალოთ რამოდენიმე სერვისი/აპლიკაცია, მაგალითად: 3D viewer. Calculator. Calendar. Groove Music. Mail. Movies & TV. Paint 3D. Snip & Sketch. Sticky Notes. Voice Recorder. Snip & Sketch. Voice Recorder. სამომავლო აფდეითის შესახებ ინფორმაცია ეტაპობრივად დაემატება. https://www.windowscentral.com/windows-10-19h1-changelog
  18. Samsung Electronics-ის, SK Hynix-ისა და Micron Technology-ს DRAM- და ფლეშ-მეხსიერების რეალიზებიდან მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია 2018 წლის მესამე კვარტალში. მეხსიერების მწარმოებელთა ამ სამი ლიდერის შემოსავალმა ამ მიმართულებით შეადგინა 37,3 მილიარდი აშშ დოლარი, დროის ხსენებულ პერიოდში. ეს მაჩვენებელი 36 პროცენტით მეტია წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით. ეს ფაქტი დაკავშირებულია სერვერებისა და სმარტფონების მოთხოვნაზე, რომელთაც სჭირდებათ დიდი მოცულობის მეხსიერება. Digitimes Research-ის მონაცემების მიხედვით, DRAM ჩიპების გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა მეხსიერების ჩიპების საერთო შემოსავლის 71 %. Digitimes Research-ი ასევე იტყობინება, რომ სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით მწარმოებლებმა უკვე დაიწყეს თავიანთი მარაგების კორექტირება, რაც ამცირებს მოთხოვნას მეხსიერების ჩიპებზე. ამიტომ, 2018 წლის მეოთხე კვარტალსა და 2019 წლის პირველ კვარტალში ფასები დაბლა დაიწევს. https://overclockers.ru/blog/Dambeldor/show/22271/dohody-proizvoditelej-pamjati-dostigli-rekordnyh-vysot-
  19. Xigmatek Zest-ის კვალად, კომპანიამ გამოუშვა მისი შემცირებული ვერსია - Venom X. მასაც, ორიგინალის მსგავსად, აქვს გამოწრთობილი მინისგან დამზადებული წინა და გვერდითი პანელები. კორპუსი გათვლილია შემდეგი ფორმ-ფაქტორის დედა დაფებზე: ATX, M-ATX, Mini ITX და E-ATX.  კორპუსი დამზადებულია ფოლადისგან, მისი გაბარიტებია 435 х 200 х 435 მმ. მასში შესაძლებელია განთავსდეს 158 მილიმეტრამდე სიმაღლის ქულერი და 380 მმ სიგრძის ვიდეო ბარათი (ან გაფართოების სხვა ბარათი). „უფროს“ მოდელთან შედარებით, კორპუსს უფრო მოკრძალებული შესაძლებლობები აქვს გაგრილების სისტემის ფორმირებისთვის. უკანა კედელზე შესაძლებელია დაყენდეს 120 მილიმეტრიანი ვენტილატორი ან იმავე ზომის რადიატორი, ზედა ნაწილში - 2х120 ან 2х140, წინა კედელზე 3х120 ან 2х140, ან 120/240 მმ ზომის თხევადი გაგრილების სისტემის რადიატორი. ქარხნულ კონფიგურაციაში წინა პანელზე განთავსებულია 3х120 მილიმეტრიანი ვენტილატორი - Xigmatek CX-120 Rambo RGB და ერთი 120 მილიმეტრიანი - უკანა კედელზე. გასაყიდი ფასი და გაყიდვის თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. https://overclockers.ru/blog/kinka/show/22275/xigmatek-venom-x--umenshennaja-versija-zest
  20. ZADAK-მა წარადგინა პერსონალური კომპიუტერი წყლის გაგრილების სისტემით - SHIELD II. მრავალი წლის განმავლობაში ZADAK-ი ითავლისწინებდა მომხმარებლების მოთხოვნებს. SHIELD II-ში თავმოყრილია მოთხოვნათა შედეგები. კომპიუტერის განთავსება შესაძლებელია მაგიდაზე, ასევე შესაძლებელია დაკიდოთ კედელზე და დატკბეთ მისით, როგორც ხელოვნების ნიმუშით. კომპიუტერის ერთი ადგილიდან მეორეზე ადვილად გადატანისთვის ზედა ნაწილში განთავსებულია სახელური. წყლით გაგრილების სისტემის მქონე ყველა კომპიუტერის პრობლემაა მყიფე მილები, რომლებმაც შესაძლოა ჰერმეტულობა დაკარგონ. ZADAK-მა ეს პრობლემა გადაჭრა - მილები ჩანაცვლდა წყლის გამანაწილებელ-გადამცემი ფირფიტით. ამის საშუალებით კომპიუტერი გახდა უფრო თხელი და პორტატული. კომპიუტერი შეიცავს დედა დაფა ASUS ROG MAXIMUS XI GENE-ს, უახლეს პროცესორს Intel i7 9700K-ს, RTX 2080Ti ვიდეო ბარათს, Samsung EVO NVME SSD დრაივს და ZADAK SHIELD RGB 3000 მჰც DDR4 მეხსიერებას. გაგრილებისთვის შემუშავდა 360 მილიმეტრიანი რადიატორი. კორპუსი დამზადებულია ალუმინისგან. ციფრულ დისპლეიზე გამოისახება წყლის ტემპერატურის მაჩვენებელი რეალურ დროში, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს აკონტროლოს კომპიუტერის მდგომარეობა. კომპიუტერის ჩართვა-გამორთვისთვის გამოიყენება სენსორული ზოლი - თუკი თითს მარცხნივ გააყოლებთ, კომპიუტერი ჩაირთვება, მარჯვნივ გაყოლებისას კი - გამოირთვება. მთელ კორპუსში განთავსებულია განათებები - მოწყობილობა ამ მხრივაც ფეხს უწყობს თანამედროვეობას. კომპიუტერის გაყიდვა დეკემბრიდან დაიწყება. https://overclockers.ru/blog/ddr77/show/22281/shield-ii--novyj-pk-s-vodjanym-ohlazhdeniem-ot-zadak
  21. აშშ-ის ხელისუფლება ცდილობს, დაარწმუნოს მობილური კავშირების ოპერატორები და ინტერნეტ-პროვაიდერები - უარი თქვან ჩინური კომპანია Huawei-ს სატელეკომუნიკაციო მოწყობილობებზე - ამის შესახებ იტყობინება რესურსი Wall Street Journal. ეს ნაბიჯი კიდევ უფრო გაზრდის ზეწოლას სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელზე, რომელიც დასავლური სადაზვერვო სააგენტოების მხრიდან მუდმივი დაკვირვების ქვეშ იმყოფება ჩინეთის მთავრობასთან სავარაუდო კავშირებისა და თავისი ტექნიკის შესაძლო ჯაშუშური გამოყენების გამო. აშშ-ში უკვე არსებობს აკრძალვა, რომ არ გამოიყენონ Huawei-ს მოწყობილობები სახელმწიფო ორგანიზაციებსა და სამთავრობო უწყებებში. თავის მხრივ, ავსტრალიის ხელისუფლებამაც აკრძალა Huawei-ს მოწყობილობების მიწოდება 5G ქსელებისთვის. Huawei-მ, რომელმაც არაერთხელ უარყო რაიმე სახის ჯაშუშურ საქმიანობაში მონაწილეობა, აღმოჩნდა ჩინურ ტექნოლოგიურ კომპანიათაგან ერთ-ერთი, რომელიც აშშ-ის მთავრობის მხრიდან მკაცრი წნეხის ქვეშ აღმოჩნდა ამ ორ ქვეყანას შორის გამწვავებული სავაჭრო ომის პირობებში. აშშ-ის ხელისუფლება არ მალავს შეშფოთებას იმ მიმართულებითაც, რომ ჩინური სატელეკომუნიკაციო მოწყობილობები გამოიყენება იმ ქვეყნებში, სადაც აშშ-ის სამხედრო ბაზებია განთავსებული. ამისთვის, ვაშინგტონი აპირებს გაუზარდოს დაფინანსება ამგვარი ქვეყნების სატელეკომუნიკაციო სისტემებს განვითარების დასახმარებლად, რის შემდეგაც ისინი უარს იტყვიან ჩინური წარმოების პროდუქციაზე. https://3dnews.ru/978639
  22. Apple-ის აქციები, როგორც ცნობილია, პერიოდულად მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. დაახლოებით ოთხი თვის წინ კომპანიის აქციებმა თითომ 207 $-ის ღირებულებას მიაღწია, რის შედეგადაც Apple გახდა კერძო ისტორიაში პირველი კერძო კომპანია 1 ტრილიონზე მეტი კაპიტალიზაციით. ამის შემდეგ მისი აქციების ფასმა კვლავ განაგრძო ზრდა: დაახლოებით შვიდი კვირის წინ ღირებულება უკვე 231 $ იყო. მაგრამ უკანასკნელი ცნობები უკვე ღელვასა და დაეჭვებას იწვევს. უარყოფითი გავლენა იქონია შემდეგმა ფაქტორებმა: ცუდად გაყიდული უახლესი iPhone-ები (განსაკუთრებით კი iPhone XR), ამით გამოწვეული iPhone XS-ისა და XS Max-ის შემცირებული წარმოება. ბოლო კვარტალურ ანგარიშში კომპანიამ გადაწყვიტა საერთოდ არ გაემხილა გაყიდული მოწყობილობების რაოდენობა. Apple-ის პროდუქტების გაყიდვის კუთხით Amazon-თან მოლაპარაკებამაც ვერ შეცვალა უარყოფითი ტენდენცია. ასეა თუ ისე, ამ დროისათვის Apple-ის აქციების ფასი 172 $-მდე ჩამოვიდა, ე.ი დაეცა თითქმის მეოთხედით რამოდენიმე კვირაში. ახლა უკვე Apple-ის „ტრილიონერის“ სტატუსი - მხოლოდ წარსულის მიღწევაა. სხვათა შორის, Amazon-ის აქციების ფასიც (იგი სექტემბერში აშშ-ის რიგით მეორე კერძო კომპანია გახდა 1 ტრილიონით) დაეცა, ამის გამო უკანასკნელ პერიოდამდე Apple ინარჩუნებდა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კერძო კომპანიის სტატუსს. ეს სტატუსი კი უკვე დაკარგულია - Apple-ის კაპიტალიზაცია ამჟამად 746 მილიარდს აღწევს, იმ დროს, როდესაც Microsoft-ს კაპიტალიზაცია 753 მილიარდია. Apple უსწრებს Amazon-სა და Google-ს, თუმცა შესაძლოა მათთანაც დათმოს პოზიციები, თუკი მისი აქციების ფასის ვარდნა კიდევ გაგრძელდება. საინტერესოა ის ფაქტი, რომ Apple აგრძელებს ბევრად უფრო მეტი რეალური ფულის მიღებას, ვიდრე მისი კონკურენტები, პროდუქციის ფასის კოეფიციენტი წმინდა მოგების თვალსაზრისით კი მეტად დაბალია. საფონდო ბაზარი კი მეტად მგრძნობიარეა და მიმდინარე მოვლენები ჯაჭვურ რეაქციებს იწვევს. https://3dnews.ru/978682
  23. დღესდღეობით, ბრაუზერში ათეულობით საიტის ერთდროულად გახსნა ნორმას წარმოადგენს უამრავი ადამიანისთვის. თავისთავად, ამისათვის საჭიროა მძლავრი კომპიუტერი, თუმცა მთავარი პრობლემა სხვა საკითხში მდგომარეობს. Chrome-ში გარკვეული რაოდენობის საიტების ერთად გახსნის შემდეგ ისინი ერთმანეთისაგნ აღარაფრით განირჩევა - აღარ ჩანს საიტის ლოგოები. ამიტომ, კომპანია Google-მა გადაწყვიტა გამოუშვას ფუნქცია, როგორიც უკვე აქვს Firefox-ს. უკვე დადასტურდა, რომ კომპანია გეგმავს ამ ფუნქციის დამატებას. მისი საშუალებით ზომაში აღარ შემცირდება გახსნილი საიტების მაჩვენებლები. ჩანართებს იხილავთ ჩვეულებრივი ჩასქროლვით. ასევე, სისტემას ექნება შესაძლებლობა - ცალკე გამოიყოს რამოდენიმე თაბი. მსგავსი ფუნქციის მოთხოვნა მომხმარებლების მხრიდან დიდი ხანია არსებობდა და როგორც ვხედავთ, მოთხოვნა შესრულდება. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის დაემატება ბრაუზერს მსგავსი შესაძლებლობა. შესაძლოა, რომ მას დანერგავენ Chrome 71-ში, რომელიც დეკემბერში გამოვა, თუმცა ეს ჯერ ცნობილი არ გახლავთ. ზემოთხსენებული პრობლემის გადაჭრის კიდევ ერთი საშუალებაა ის, რომ განისაზღვროს გახსნილი საიტების მაჩვენებლების მინიმალური სიგანე მიუხედავად ეკრანის ზომისა. ამის საშუალებით შესაძლებელი იქნება ჩანდეს თუნდაც საიტის დასახელების მცირე ნაწილი ან ლოგოტიპი მაინც. საინტერესოა ის ფაქტი, რომ თავის დროზე Firefox-საც არ ჰქონდა მსგავსი ფუნქცია, მისი რეალიზება მოხდა გაფართოების შედეგად, დღესდღეობით კი იგი საიტის ტრადიციულ ფუნქციას წარმოადგენს. ამასთან, ფლაგინები, რომლებიც აადვილებს მუშაობას ჩანართებთან, ყველა ბრაუზერშია, თუმცა არც ერთი მათგანი არ იყენებს ჩასქროლვის შესაძლებლობას ან რაიმე მასზე უფრო ხელსაყრელ საშუალებას. https://3dnews.ru/978648
  24. Samsung-ი არის კომპანია, რომლის ასორტიმენტშიც არ შედის ჭრილის მქონე სმარტფონები. ამგვარი კომპანიების სიაშია ასევე Sony და HTC. თუმცა, უახლოეს თვეებში სიტუაცია შეიცვლება. კომპანიამ უკვე წარმოადგინა ოთხი ახალი დისპლეი, რომელთაგან ორი წარმოდგენილია წვეთის ფორმის მქონე ჭრილით - Infinity-U და Infinity-V. დღესდღეობით ცნობილი გახდა, რომ პირველი მათგანის სახელწოდება იქნება Galaxy M20. მომავალმა მოდელმა გაიარა ტესტირება ბენჩმარკ AnTuTu-ზე. ამის წყალობით, ცნობილი გახდა, რომ იგი იმუშავებს ოპეარციულ სისტემა Android 8.1 Oreo-ზე, ექნება რვაბირთვიანი პროცესორი Samsung Exynos 7885, რომლის კონფიგურაციაშიც შევა გრაფიკული ბირთვი Mali-G71 MP2. დისპლეის გაფართოება იქნება 2340 х 1080 პიქსელი (Full HD+). სმარტფონს ექნება 3 გბ ოპერატიული მეხსიერება - 32 გიგაბაიტიან დამატებითი მეხსიერების მოდულთან ერთად. არ არის გამორიცხული, რომ ფინალური ვერსია წარმოდგენილი იქნება 4/64 გბ მეხსიერებით. ჯამში, Samsung Galaxy M20-მა AnTuTu-ზე ტესტირებისას მოაგროვა 107 452 ქულა. პროცესორის მიხედვით, ხსენებული სმარტფონი კონკურენციას გაუწევს Qualcomm Snapdragon 632-ს ან Snapdragon 636-საც კი. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/22247/rassekrecheny-harakteristiki-i-nazvanie-pervogo-smartfona-samsung-s-kaplevidnym-vyrezom
  25. MSI-ს დედა დაფების ასორტიმენტს შეემატა მოდელი MAG Z390M Mortar, რომლის ბაზაზეც შესაძლებელია საკმაოდ კომპაქტური დესკტოპ-სისტემის აწყობა Intel-ის პლატფორმაზე. დედა დაფა შეესაბამება Micro-ATX ფორმატს, მისი გაბარიტებია 244 × 244 მმ. მის საფუძველს წარმოადგენს Intel Z390 ლოგიკა, რაც საშუალებას იძლევა, გამოყენებულ იქნას მერვე და მეცხრე თაობის Core პროცესორები (LGA 1151 შესრულებით). სისტემაში შესაძლებელია 64 გიგაბაიტამდე DDR4-4400(OC)/…/2133 ოპერატიული მეხსიერების გამოყენება 4 × 16 გბ კონფიგურაციით. დრაივებისთვის განკუთვნილია ოთხი პორტი SATA 3.0 და ორი М.2 კონექტორი. დედა დაფას აქვს ორი PCIe 3.0 x16 სლოტი დისკრეტული გრაფიკული ბარათებისთვის, ერთი PCIe 3.0 x1 სლოტი გაფართოების და დამატებითი М.2 კონექტორი უსადენო კავშირისთვის. ხმოვან ქვესისტემაში გამოყენებულია 7.1 ფორმატის კოდეკი Realtek ALC892 . ასევე აქვს ქსელური კონტროლერი Intel I219-V Gigabit LAN. გათვალისწინებულია ფერადი განათება - MSI Mystic Light. დაფაზე განთავსებულია კონექტორები კლავიატურისა და მაუსისთვის, DisplayPort, DVI-D და HDMI - გამოსახულებისთვის. ასევე - თითო პორტი USB 3.1 Gen2 Type-A და USB 3.1 Gen2 Type-C, USB 2.0 პორტები, კონექტორი ქსელური სადენისთვის და აუდიოკონექტორების ნაკრები. https://3dnews.ru/978557
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.