Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5970
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    199

Everything posted by Magdalena

  1. კომპანია Samsung-მა გამოაქვეყნა თიზერ-გამოსახულება, რომლის თანახმადაც 10 დეკემბერს შედგება Galaxy A8s სმარტფონის პრეზენტაცია. სმარტფონი წარმოდგენილი იქნება Android 8.0 (Oreo) პლატფორმაზე. მის მთავარ განსაკუთრებულობას წარმოადგენს Infinity-O ეკრანი - ფრონტალური კამერისთვის განკუთვნილი ჭრილით. ჭრილი განთავსებულია დისპლეის ზედა მარცხენა კუთხეში, დისპლეის ზომაა 6,39 დუიმი დიაგონალზე. გაფართოება - 2340 × 1080 პიქსელი ( Full HD+ ფორმატი). ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ ფრონტალურ კამერას აქვს 24 მეგაპიქსელიანი სენსორი. კორპუსის უკანა პანელზე განთავსებულია სამი კამერა 24, 10 და 5 მეგაპიქსელიანი მოდულებით. სმარტფონი იმუშავებს Snapdragon 710 პროცესორზე, რომელიც შეიცავს რვა Kryo 360 ბირთვს 2,2 გჰც-მდე ტაქტის სიხშირით, ასევე, გრაფიკულ ბირთვს Adreno 616-ს. ახალ სმარტფონს ექნება 6 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, 128 გიგაბაიტიანი ფლეშ-მოდული, microSD სლოტი, ადაპტერები Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 5 უსადენო კავშირებისთვის, GPS/GLONASS, USB Type-C პორტი და NFC მოდული. სხვა მახასიათებლებიდან ცნობილია, რომ სმარტფონს ექნება დაქტილოსკოპიური სკანერი და ბატარეა 3400 მილიამპერი/სთ. მოცულობით. დასაშვებია ორი SIM-ბარათის გამოყენება. სმარტფონის გაბარიტებია 159,11 × 74,88 × 7,38 მმ. https://3dnews.ru/979059
  2. არც თუ ისე დიდი ხნის წინ ტელევიზია სავსებით ბუნდოვანი და დაბალი ხარისხის იყო (მკითხველთაგან ზოგიერთს შესაძლოა შავ-თეთრი ტელევიზორებიც კი ახსოვდეს). განვითარება, რა თქმა უნდა, კვლავ გრძელდება, თუმცა 4K-სა და 1080p ფორმატს შორის განსხვავება იმდენად თვალშისაცემი აღარ არის, როგორც 1080p-ისა და 480p-ის შემთხვევაში. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ 4K - ეს უკვე ზღვარია, რომლის შემდგომაც განსხვავების შემჩნევას ადამიანები ვეღარ შეძლებენ. თუმცა იაპონიაში დაიწყო პირველი სატელიტური სატელევიზიო გადაცემების ტრანსლაცია 8K გაფართოებით. მას ახორციელებს კომპანია NHK, პირველი ფილმი კი, რომელიც ახალი ფორმატით იქნა წარმოდგენილი, არის 2001: კოსმოსური ოდისეა (2001: A Space Odyssey), რომელიც 1968 წელს არის გამოშვებული. როგორც ცნობილია, Warner Bros.-მა სპეციალურად ახალი ტიპის ტრანსლაციისთვის გადაასკანერა ორიგინალი ფირი. დღესდღეობით, როცა 4K გაფართოებაც კი ჯერ კიდევ შორს არის 1080p-ისგან, 8K ფორმატს აზრი ჯერ პრაქტიკულად არ აქვს: მისი შესაბამისი დისპლეებიც კი თითქმის მიუწვდომელია და მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ დატკბნენ ტრანსლაციის სრული ფორმატით. თუმცა, მომავალში 8K თანდათანობით იქცევა ნორმად (კომპანიები - LG, Sharp და Sony უკვე მუშაობენ ამ ტიპის დისპლეებზე). როგორც ცნობილია, Sharp-ის 8K-ტელევიზორები, რომელთაც ექნებათ Super Hi-Vision მხარდაჭერა, კოლოსალური ღირებულებისაა: მათი ფასია 6 600 დოლარი და მეტი. https://3dnews.ru/979011
  3. კომპანია NVIDIA-მ ოფიციალურად წარადგინა ახალი ვიდეო ბარათი Titan-სერიიდან, იგი დაფუძნებულია გრაფიკული პროცესორის Turing-ის ბაზაზე. ვიდეო ბარათის სახელწოდებაა Titan RTX. მწარმოებელი Titan RTX ბარათს მოიხსენიებს ყველაზე მაღალი პროდუქტიულობისა და წარმადობის მქონე დესკტოპ-მოდელად. იგი განკუთვნილია ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული სამუშაოებისთვის, სხვადასხვა სწავლებათა სისტემებისა და მთელი რიგი კონტენტის შექმნისთვის. რაღა თქმა უნდა, ახალი ვიდეო ბარათი გამოყენებადია უმაღლესი კლასის გეიმინგ-სისტემებში. ტექნიკური მახასიათებლების კუთხით, Titan RTX ვიდეო ბარათი Quadro RTX 6000-ის მსგავსია, თუმცა მისგან განსხვავდება პროგრამული მახასიათებლებით. მაგალითად, Quadro RTX 6000 თავს საუკეთესოდ წარმოაჩენს 3D გრაფიკაში მუშაობისას, Titan RTX კი უფრო უნივერსალური გადაწყვეტილებაა. ვიდეო ბარათი აწყობილია Turing TU102 გრაფიკული პროცესორის ბაზაზე. ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული სამუშაოებისათვის აქვს 576 tensor-ბირთვი. აგრეთვე აქვს 4608 CUDA და 72 RT-ბირთვი რეალურ დროში ray-tracing-ისთვის. GPU მუშაობს 1350/1770 მჰც სიხშირეზე. ვიდეო ბარათს აქვს 24 გიგაბაიტიანი GDDR6 მეხსიერება - 1750 მჰც სიხშირით. მეხსიერება გრაფიკულ პროცესორთან დაკავშირებულია 384 ბიტიანი ინტერფეისით, რაც ჯამში მეხსიერების ქვესისტემას უზრუნველყოფს 672 გბ/წმ სიჩქარით. Titan RTX ვიდეო ბარათს აქვს NVLink კონექტორი 100 გბ/წმ-მდე გამშვები სიჩქარით. გათვალისწინებულია გაგრილების ისეთივე სისტემა, როგორც GeForce RTX 2080 Ti Founders Edition-ში. განსხავავება მხოლოდ ზედაპირის ფერშია: Titan-ი ოქროსფერშია წარმოდგენილი, ვერცხლისფერის ნაცვლად. გრაფიკული ამაჩქარებელი NVIDIA Titan RTX გაყიდვაში მიმდინარე თვეში გამოვა. მისი რეკომენდირებული ფასი 2499 აშშ დოლარს შეადგენს. https://3dnews.ru/979060
  4. კომპანია Huawei-მ გამოაქვეყნა თიზერ-გამოსახულება, რაც მიუთითებს, რომ 17 დეკემბერს დაანონსდება სმარტფონი სახელად Nova 4. როგორც ცნობილი ხდება Weibo-ზე განთავსებული ფოტოდან, სმარტფონის გამორჩეულ მახასიათებელს წარმოადგენს ე.წ “hole punch” ტიპის ჭრილი ზედა მარცხენა კუთხეში. ამ ჭრილში განთავსდება ფრონტალური კამერა. ამგვარი გადაწყვეტილება საშუალებას იძლევა სმარტფონს ჰქონდეს თითქმის სრულიად უჩარჩოო დიზაინი: ეკრანი იკავებს ფრონტალური პანელის ზედაპირის 90%-ზე მეტს. ცნობილია, რომ სმარტფონს ექნება Kirin 980 პროცესორი. ეს ჩიპი შეიცავს ორ ბირთვ ARM Cortex-A76-ს ტაქტის სიხშირით 2,6 გჰც, კიდევ ორ ბირთვ ARM Cortex-A76-ს - ტაქტის სიხშირით 1,96 გჰც და 1,8 გჰც სიხშირის ოთხ ARM Cortex-A55 ბირთვს. წარმოდგენილი იქნება ორი ნეიროპროცესორული NPU ბლოკი და გრაფიკული კონტროლერი ARM Mali-G76. Nova 4 მოდელის სხვა მახასიათებლები ამგვარია: 6 გბ ოპერატიული მეხსიერება, 128 გბ ფლეშ-მოდული, Wi-Fi 802.11a/b/g/n/ac და Bluetooth 5.0 Low Energy უსადენო კავშირების ადაპტერები, GPS/GLONASS, სიმეტრიული USB Type-C პორტი. სმარტფონი წარმოდგენილი იქნება ოპერაციული სისტემა Android 9 Pie-თი, საფირმო EMUI 9.0-სთან ერთად. Huawei არ არის ერთადერთი მწარმოებელი, რომელიც ახალი ფორმ-ფაქტორის დისპლეიზე მუშაობს. კომპანია Samsung-მაც გამოაქვეყნა ახალი კონცეფციის დისპლეების მთელი რიგი, მათში ასევე შედის Infinity-O დისპლეი, რომელიც ჭრილითა და დიზაინით საკმაოდ წააგავს Nova 4-ს. ამ დრომდე მოსალოდნელი იყო, რომ Galaxy S10 იქნებოდა პირველი, ახალი დისპლეის მქონე სმარტფონი, თუმცა შესაძლოა Huawei-მ გადაუსწროს მას ბაზარზე გასვლის ვადებში. https://www.theverge.com/circuitbreaker/2018/12/3/18123467/huawei-nova-4-release-date-december-17-pinhole-selfie-camera https://3dnews.ru/979021
  5. Microsoft-ი აპირებს, მომავალი წლის დასაწყისში PowerPoint-ში დაამატოს სათაურებისა და სუბტიტრების რეალურ დროში აღწერა. ეს ფუნქცია ძირითადად განკუთვნილია მათთვის, ვისაც სმენის პრობლემა აქვს. პრეზენტატორებს ასევე ექნებათ საშუალება - ჩართონ პრეზენტაციის სხვადასხვა ენაზე თარგმნის ფუნქცია: სუბტიტრებს ექნებათ 12 სალაპარაკო ენის მხარდაჭერა. სუბტიტრების ფუნქცია დაფუძნებულია ხელოვნურ ინტელექტზე. კომპანია ანალოგიურ პროგრამულ უზრუნველყოფას იყენებს საკუთარი პრეზენტაციებისთვის ბოლო წლების განმავლობაში, რათა აუდიტორიას მიაწოდოს პრეზენტაციაზე თანდართული სუბტიტრები და თარგმანი. პრეზენტატორებს შეეძლებათ თავისი სურვილისამებრ მოარგონ სუბტიტრების ტიპი თავიანთ პრეზენტაციას. Microsoft-ი ძველად იყენებდა ამგვარ add-in ფუნქციას PowerPoint-ისთვის, აგრეთვე Google-ს აქვს ანალოგიური ფუნქცია G Suite-ში. Microsoft-ი გეგმავს ხსენებული ახალი ფუნქცია დაამატოს Office 365 PowerPoint-ში მომავალი წლის იანვრის ბოლოს. იგი ხელმისაწვდომი იქნება Windows-ში, Mac-ის PowerPoint-სა და PowerPoint-ის ონლაინ-ვერსიაში. სადემონსტრაციო ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=jhY9MrAStQo https://www.theverge.com/2018/12/3/18123475/microsoft-powerpoint-captions-subtitles-real-time-feature
  6. ქსელური წყაროების ინფორმაციით ცნობილი ხდება LG-ის სამომავლო გეგმები: მწარმოებელი აპირებს გამოუშვას თხელი და მსუბუქი პორტატული კომპიუტერები Gram-სერიაში 2019 წელს. ცნობილია, რომ სერიაში შევა ლეპტოპი-ტრანსფორმერი LG Gram 2-in-1, რომელსაც ექნება 14-დუიმიანი სენსორული დისპლეი. ეკრანიანი ზედა ნაწილის დატრიალება შესაძლებელი იქნება 360 გრადუსით, რის შედეგადაც ლეპტოპი გარდაიქმნება პლანშეტად. საუბარია იმაზეც, რომ შესაძლებელი იქნება სპეციალური ელექტროფანქრის გამოყენება. LG Gram 2-in-1 ტრანსფორმერს ექნება ორი USB Type-A პორტი, USB Type-C კონექტორი, HDMI ინტერფეისი, microSD სლოტი და ტრადიციული 3,5 მილიმეტრიანი კონექტორი ყურსასმენებისთვის. ლეპტოპის წონა 1,18 კგ-ს შეადგენს. გარდა ამისა, LG Gram 2019 სერიაში შევა პორტატული კომპიუტერები 15,6- და 17-დუიმიანი დისპლეებით. ის ფაქტი, რომ LG აპროექტებს თავის პირველ 17-დუიმიან ლეპტოპს, ცნობილი გახდა წინა თვეში. იმ დროისთვის ცნობილი იყო, რომ ამ ლეპტოპს ექნება ადაპტერები Wi-Fi 802.11ac და Bluetooth უსადენო კავშირისთვის, სამი USB 3.0 პორტი, USB Type-C და HDMI ინტერფეისები. აგრეთვე microSD სლოტი. 15,6 და 17-დუიმიანი LG Gram სერიის ლეპტოპებს ექნებათ ღილაკების ციფრული ბლოკის მქონე კლავიატურა. მათი წონა იქნება კილოგრამზე ოდნავ მეტი. LG Gram 2019 სერიის ლეპტოპების პრეზენტაცია დიდი ალბათობით შედგება იანვარში, Consumer Electronics Show (CES)-ზე ლას-ვეგასში. https://3dnews.ru/978999
  7. ისრაელში არსებული ფირმის - Check Point Software Technologies მკვლევარები ამტკიცებენ, რომ აღმოაჩინეს ფარული მაინინგის ახალი სახეობა, რომელსაც განვითარება შეუძლია. ამის შესახებ განცხადებულია კომპანიის ვებ-გვერდზე. ეს პროგრამა აღმოჩენილი იყო ექვსი თვის წინ და იმ დროისთვის მალვეარის ძირითად ფუნქციას წარმოადგენდა მხოლოდ კრიპტოვალუტა Monero-ზე ნადირობა. თუმცა დროის განმავლობაში მაინერმა „ისწავლა“ იპოვოს მსხვერპლის კომპიუტერში პროგრამის უფრო ძველი ვერსიები და ჩაანაცვლოს ისინი აქტუალურით. ამგვარი მიდგომა საშუალებას იძლევა, რომ ანტივირუსმა ვერ აღმოაჩინოს მალვეარი - ამტკიცებენ Check Point-ის ექსპერტები. „ეს მალვეარი მუდმივად იძენს ახალ თვისებებსა და მეთოდებს, რითიც რთულდება მისი აღმოჩენა“ - აღნიშნავენ ექსპერტები. პროგრამა მიმართულია უმთავრესად Microsoft-ის სერვერებისკენ, IIS\SQL-ის ჩათვლით. ფარული მაინერი თავისი საჭიროებისთვის იყენებს მსხვერპლის პროცესორის სიმძლავრეს თითქმის 100%-ით. გარდა ამისა, საიდუმლოდ დარჩენისთვის KingMiner-ი იყენებს პრივატულ მაინინგ-პულს. „ჯერ კიდევ ვერ აღმოვაჩინეთ პულებისგან გამოყენებული დომენები, რადგანაც ისინი პრივატულია. ასეა თუ ისე, ვხედავთ, რომ მიმდინარე შეტევის მასშტაბი უზარმაზარია“ - აცხადებენ მკვლევარები. https://cryptonovosti.com/obnaruzhen-novyij-vid-virusnogo-po-skryityij-majning/
  8. Android Auto პლატფორმაზე კომპანია Google-მა გამოუშვა სიახლე მედია-ინტერფეისისთვის, რის შედეგადაც პლატფორმა გახდა უფრო მოსახერხებელი და უსაფრთხო. როგორც კომპანია ამტკიცებს, ახალი ინტერფეისი მომხმარებელს დაეხმარება იპოვოს საჭირო კონტენტი, ამასთან ერთად ტექსტის სახით მოკლე მონაკვეთები - ტრეკების სახელწოდება და ა.შ. თუმცა, ახალი ფუნქცია მოქმედია მხოლოდ მაშინ, როდესაც ავტომობილი გაჩერებულ მდგომარეობაში იმყოფება. სამომხმარებლო ინტერფეისის განახლების შემდეგ უფრო გამარტივდა მუსიკის ჩანაწერების, პოდკასტებისა და აუდიოწიგნების გამოყენება, რადგან ალბომების გარეკანები ზომაში გაიზარდა და მეტად თვალსაჩინოდ გამოიყურება. აგრეთვე დაემატა Google Book-ის, Google Music-ის, iHeartRadio-ს, Pocket Casts-ისა და Spotify-ს მხარდაჭერა. ხმოვანი მართვის სისტემის - Google Assistant-ის საშუალებით კი შესაძლებელია მუსიკის ან სხვა კონტენტის ჩართვა ხმოვანი ბრძანებით. მაგალითად, მომხმარებლებს შეუძლიათ სისტემას მოსთხოვონ კონკრეტული შემსრულებლის მელოდიის ჩართვა კონკრეტული დროის მომენტში. სისტემას დაემატა MMS და RCS მხარდაჭერა, რაც საშუალებას იძლება გაგზავნოთ და მიიღოთ შეტყობინებები. შესაძლებელია ამ ფუნქციის ჩართვა და გამორთვა პარამეტრებიდან. გარდა ამისა, სისტემა მუშაობს Hangouts და WhatsApp მესენჯერებთან. Android Auto სისტემის მხარდაჭერა ჰქონდათ იაპონური კომპანიის - Mazda-სა და ბრიტანული ბრენდის - Jaguar Land Rover-ის ავტომობილებს. მათ ასევე ჰქონდათ Apple CarPlay-ს მხარდაჭერაც. ამ სისტემების საშუალებით შესაძლებელია Android-ზე ან iOs-ზე მომუშავე სმარტფონებით ბორტის მედიაცენტრთან დაკავშირება. Android Auto და Apple CarPlay საშუალებას იძლევა იხილოთ რუკები, უსმინოთ მუსიკას, განახორციელოთ ზარები, იქონიოთ მიმოწერა Messenger-ში და ა.შ. https://3dnews.ru/978991
  9. კომპანია Ford-ი აგრძელებს ტექნოლოგიის განვითარებას, რომლის მიხედვითაც გაიზრდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დონე. ამ სფეროში მორიგი სიახლეა სპეციალური ალგორითმი, რომელიც ახდენს იმ საგზაო-სატრანსორტო მონაკვეთების იდენტიფიცირებას, რომლებზეც დიდია ავტოსაგზაო შემთხვევების ალბათობა. „მძღოლების, ველოსიპედისტებისა და ქვეითად მოსიარულეებისთვის გზის მონაკვეთების სახიფათოობის შესახებ ხშირად ცნობილი ხდება უკვე მას შემდეგ, რაც ამ ადგილებზე რამდენიმე ავარია მოხდება“ - აღნიშნავს Ford-ის წარმომადგენლობა. ახალი ალგორითმი, როგორც მოსალოდნელია, დროულად გამოვლენს პოტენციურად საშიშ საგზაო მონაკვეთებს. ახალ ფუნქციას საფუძვლად უდევს მონაცემთა მასიური ანალიზი: კომპანია Ford-მა ბოლო წელიწადში შეაგროვა ინფორმაცია მძღოლების ქცევებზე, რომლებიც ექსპერიმენტის ფარგლებში გადიოდნენ მილიონობით კილომეტრს ლონდონსა და მის შემოგარენში. ფიქსირდებოდა ისეთი მაჩვენებლები, როგორებიცაა დამუხრუჭების ინტენსივობა ამა თუ ამ ადგილას, ავარიული სიგნალების აქტივაცია და ა.შ. მიღებული ინფორმაციის ანალიზის საშუალებით გამოკვლეულ იქნა სიტუაციები, როცა ავტომობილები ახლოს იყვნენ ავტოსაგზაო შემთხვევასთან. ამის შემდეგ, Ford-ის სპეციალისტებმა შეუთავსეს ეს მონაცემები მომხდარი ავარიების მონაცემებს და შექმნეს ალგორითმი, რომელიც განსაზღვრავს ადგილებს, სადაც ყველაზე მეტად არის მოსალოდნელი მსგავსი შემთხვევები. „დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი იდეები სარგებლობას მოუტანს მილიონობით ადამიანს. ისეთი შემთხვევაც კი, როგორიცაა ხეებით დაფარული საგზაო ნიშანი, შესაძლოა დიდი გავლენის მქონე აღმოჩნდეს მგზავრობის სიჩქარისა და საგზაო უსაფრთხოებისთვის“ - აღნიშნავენ კომპანიაში. https://3dnews.ru/978976
  10. Amazon Music-ი ხელმისაწვდომი გახდება Android TV-ზე. Android Police-მა აღმოაჩინა TV-ვერსიის აპლიკაციების ჩამონათვალი, რომელიც გამოჩნდა Google Play Store-ზე. ჯერჯერობით იგი ხელმისაწვდომი არ გახლავთ, თუმცა არის შესაძლებლობა - წინასწარ დარეგისტრირდეთ მასზე. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, Android TV-ზე ხელმისაწვდომი იყო სხვა სტრიმინგ-სერვისები. Spotify-ს Android TV presence გამოჩნდა ჯერ კიდევ 2016 წლის მაისში, Tidal-ი კი Android-TV-ზე გადავიდა 2017 წლის დეკემბერში. გამოქვეყნდა Amazon Music-ის რამოდენიმე სქრინშოტი, რომლის მიხედვითაც წინასწარი წარმოდგენა იქმნება, თუ როგორ გამოიყურება იგი. Amazon Music-ი წარმოდგენილი იქნება Prime account-თან ერთად კომპლექტში და უზრუნველყოფს წვდომას 2 მილიონზე მეტ სიმღერაზე რეკლამების გარეშე. განახლებული პაკეტი კი, სახელად Amazon Music Unlimited - მომხმარებლებს საშუალებას მისცემს გამოწერის შედეგად წვდომა ჰქონდეთ 50 მილიონზე მეტ სიმღერაზე, აგრეთვე მაღალი ხარისხის აუდიო პარამეტრებზე. ჯერჯერობით უცნობია, როდის გახდება აპლიკაცია ოფიციალურად ხელმისაწვდომი, თუმცა Play Store-ზე დარეზერვება უკვე შესაძლებელია ამ დროიდან. https://www.theverge.com/2018/11/30/18120256/amazon-music-app-android-tv-play-store
  11. ფედერალურმა სასამართლომ დაადგინა სასამართლო პროცესის თარიღი - 2019 წლის 15 აპრილი. სასამართლოზე წარდგება კომპანია Qualcomm-ი Apple-ის წინააღმდეგ. San Diego Union-ტრიბუნა აცხადებს, რომ მხარეებმა სასამართლოს ჩარევის გარეშე ვერ შეძლეს მოეგვარებინათ სადავო საქმე, რომლის მიხედვითაც Qualcomm-მა დაადანაშაულა Apple კონკურენტ Intel-თან ერთად Qualcomm-ის კერძო საკუთრების კოდის გამოყენებაში. Union-Tribune-ის განცხადების მიხედვით, Apple-ის ადვოკატებმა უარი განაცხადეს, ვითარება დაერეგულირებინათ ორ კომპანიას შორის, რაც თავიდან აარიდებდათ სასამართლო გარჩევებს. Qualcomm-ს სურდა, თებერვალში დანიშნულიყო პროცესი, თუმცა შტატის მოსამართლემ დავის თარიღად აპრილის თვე დაადგინა იმის გათვალისწინებით, რომ არსებულ სიტუაციას რთულად მიიჩნევს და ამასთანავე ითვალისწინებს სასამართლო გრაფიკს. სარჩელის შეტანა - ეს საბოლოო შედეგია Qualcomm-სა და Apple-ს შორის მიმდინარე დავებისა, რომელიც ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო: იმ დროს Apple-მა უჩივლა Qualcomm-ს თანხების დაფარვის გამო. ზემოთხსენებული უკანასკნელი დავა კი დაიწყო მიმდინარე წლის სექტემბერში. დავის მიზეზი გახლავთ Qualcomm-ის ბრალდება Apple-ის მიმართ, რომ მან მოიპარა და Intel-ს გადასცა კომპანიის კუთვნილი ტექნოლოგია. https://www.theverge.com/2018/12/1/18121261/qualcomm-apple-trial-lawsuit-san-diego-april-15th
  12. კომპანიებმა - NTT DoCoMo-მ და Toyota-მ განაცხადეს, რომ წარმატებით ჩაიარა მობილური ქსელის საშუალებით ადამიანისმაგვარი რობოტების დისტანციურად მართვის ტესტირებებმა. საუბარია რობოტზე, სახელად T-HR3, რომელიც გასულ წელს შეიქმნა. რობოტს შეუძლია ზუსტად გაიმეოროს ადამიანის მოძრაობები პლატფორმა Master Maneuvering System (MMS)-ის საფუძველზე. ამ დრომდე რობოტების დისტანციური მართვა ხორციელდებოდა მხოლოდ სადენიანი კავშირით და ადგილი ჰქონდა მცირე შეფერხებებს. ამჯერად, NTT DoCoMo-სა და Toyota-ს სპეციალისტებმა შეძლეს მოეხდინათ დემონსტრირება, თუ როგორ სინქრონიზდება ადამიანისა და რობოტის მოძრაობები მობილური ქსელის საშუალებით. ეს მიღწევა შესაძლებელი გახდა მეხუთე თაობის მობილური ქსელის ტექნოლოგიის განვითარების წყალობით. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ამგვარი ქსელი უზრუნველყოფს არამარტო მონაცემების გადაცემის მაღალ სიჩქარეს, არამედ მინიმალურ შეფერხებებს, რაც კრიტიკულ საკითხს წარმოადგენს რობოტების შემთხვევაში. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ პერსპექტივაში 5G ქსელი საშუალებას მისცემს მწარმოებლებს - დაინერგოს ხარისხობრივად ახალი სისტემები ადამიანისა და რობოტის თანამონაწილეობის სფეროში. დისტანციური მართვის ამგვარი საშუალების გამოყენება მრავალი კუთხით შეიძლება - გართობიდან დაწყებული მედიცინით დამთავრებული. https://3dnews.ru/978967
  13. ერთ-ერთი ინსაიდერის, Brad Sams-ის ინფორმაციით, 2019 წლის ბოლოს Microsoft-მა შესაძლოა გამოუშვას ახალი თაობის Surface ლეპტოპები AMD Picasso ჩიპებით (რომლებიც ჯერჯერობით არ გამოსულა) და AMD Radeon-ის ინტეგრირებული გრაფიკით. ეს ინფორმაცია ეყრდნობა იმ ფაქტს, რომ იზრდება დაძაბულობა Microsoft-სა და Intel-ს შორის 10 ნანომეტრიანი წარმოების შეფერხების გამო. აგვისტოში, სხვა ინსაიდერის მიერ ნათქვამი იყო, რომ Microsoft-ს თავდაპირველად სურდა თავის ბოლო Surface Go-ში ARM პროცესორების გამოყენება, თუმცა Intel-მა შეახსენა ვალდებულებების შესახებ და ჯამში, გამოყენებულ იქნა Intel Pentium Gold პროცესორები. თუკი Microsoft-ი ნამდვილად გამოუშვებს თავის ახალ Surface ლეპტოპს AMD-ის პროცესორებით, ეს მნიშვნელოვანი მაჩვენებელი იქნება AMD-ის წარმოების ზრდის კუთხით. ტრადიციულად, AMD გაცილებით ნაკლებ საბაზრო წილს იკავებდა Intel-თან შედარებით. ამ დროისათვის, Surface Laptop 2-ში გამოყენებულია Core i5-8250U ან Core i7-8650U პროცესორები, კონფიგურაციების შესაბამისად. https://www.tomshardware.com/news/microsoft-surface-laptop-amd-cpu,38176.html
  14. ამ დღეებში ცნობილი გახდა Galaxy A8s-ის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ. სმარტფონს გამოსაშვებად ამზადებს კომპანია Samsung-ი. ქსელურმა წყაროებმა მეტად საინტერესო ინფორმაცია მოიძიეს ამ სმარტფონზე. უახლეს ცნობებს თუ ვენდობით, Galaxy A8s შესაძლოა იყოს პირველი სმარტფონი ყურსასმენებისთვის განკუთვნილი ტრადიციული 3,5 მილიმეტრიანი კონექტორის გარეშე. მის ფუნქციას შეასრულებს USB Type-C პორტი. უკვე არსებული 3,5 მილიმეტრიანი კონექტორის მქონე ყურსასმენების გამოსაყენებლად კი საჭირო იქნება სპეციალური გადამყვანის გამოყენება. ამგვარად, დამკვირვებლები თვლიან, რომ Galaxy A8s-ის დაანონსებით კომპანია Samsung-ი დაიწყებს ეტაპობრივად უარის თქმას 3,5 მილიმეტრიანი აუდიოკონექტორის გამოყენებაზე ტოპ-სმარტფონებში. პერსპექტივაში, როგორც მოსალოდნელია, ტრადიციული კონექტორების გარეშე იქნება წარმოდგენილი Galaxy S-ისა და Galaxy Note სერიის სმარტფონები. უნდა აღინიშნოს, რომ Galaxy S10 სერიის სმარტფონებს ექნებათ 3,5 მილიმეტრიანი კონექტორები. Galaxy Note 10 კი დიდი ალბათობით წარმოდგენილი იქნება USB Type-C პორტით. რა თქმა უნდა, მთელი ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არაოფიციალური ხასიათისაა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბევრ თანამედროვე სმარტფონს არ აქვს 3,5 მილიმეტრიანი კონექტორები. დავამატებთ, რომ Samsung-ი წარმოადგენს სმარტფონების უმსხვილეს მომწოდებელს. IDC-ის შეფასებით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში კომპანიამ შეძლო 72,2 მლნ მოწყობილობის რეალიზება და დაიკავა ბაზრის 20,3%. https://3dnews.ru/978957
  15. Coinbase-მა განაცხადა, რომ მხარდაჭერილია მომხმარებლების პრივატულობაზე ორიენტირებული კრიპტოვალუტა Zcash. პირველ ეტაპზე გამოცხადდა Zcash-ის მხარდაჭერის შესახებ ბირჟა - Coinbase Pro-ზე და მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ შეიტანონ დეპოზიტები. ZEC/USDC ვაჭრობა დაიწყება მას შემდეგ, რაც კრიპტოვალუტა უზრუნველყოფილი იქნება საკმარისი ლიკვიდურობით - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. უკვე დამკვიდრებული ტრადიციისამებრ, Coinbase Pro-ზე ახალი აქტივის ლისტინგი ხორციელდება ოთხ ეტაპად: ანგარიშების შევსება, ლიმიტის შეკვეთების შესრულება, ლიმიტის შეკვეთების შედარება და სრული ფუნქციონირების გახსნა. როგორც Coinbase აღნიშნავს, დეპოზიტების მიღება გაგრძელდება მინიმუმ 12 საათის განმავლობაში მანამ, სანამ გაეშვება ლისტინგის შემდეგი ეტაპი. თავდაპირველად, ZEC-ვაჭრობა ხელმისაწვდომი იქნება აშშ-ში, ევროკავშირის ქვეყნებში, სინგაპურსა და ავსტრალიაში. სხვა იურისდიქციები ეტაპობრივად დაემატება მომავალში. უნდა აღინიშნოს, რომ პირველ ეტაპზე Coinbase გეგმავს უზრუნველყოს დეპოზიტების მხარდაჭერა როგორც ღია - ასევე ანონიმურ მისამართებზე. თუმცა რესურსების გაგზავნა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ღია მისამართებზე. სამომავლოდ, კომპანია განიხილავს იმავეს რეალიზებას ანონიმურ მისამართებზეც, რამდენადაც ამის უფლებას მისცემს კანონმდებლობა. ამ სიახლის ფონზე, Zcash-მა, რომელსაც მე-19 ადგილი ეკავა კაპიტალიზაციის კუთხით, შესამჩნევად წაიწია წინ და რამოდენიმე წუთში თითქმის 12%-ით გაძვირდა. https://cryptonovosti.com/coinbase-dobavlyaet-podderzhku-zcash/
  16. Intel-მა განაცხადა, რომ იწყებს თავისი დრაივერების - როგორც უნივერსალური თანამედროვე დრაივერების მიწოდებას. დრაივერები განკუთვნილია Windows 10 October 2018 Update-ზე მომუშავე მოწყობილობებისთვის. შემდგომ, Intel-ი იწყებს გრაფიკული დრაივერების ახალ ნაკრებზე მუშაობას. უნივერსალური Windows-დრაივერები, როგორც Microsoft-ი აღწერს, მწარმოებლებს შესაძლებლობას მისცემს შექმნან დრაივერების პაკეტი, რომელიც იმუშავებს სხვადასხვა ტიპის მოწყობილობებში - ჩაშენებული სისტემებიდან დაწყებული - პლანშეტებითა და პერსონალური კომპიუტერებით დამთავრებული. დრაივერების პაკეტი იმუშავებს Windows 10-ის ყველა გამოშვებაზე, მათ შორის - Windows 10 in S Mode-ზე. სამომავლოდ, Intel-ი გამოუშვებს მხოლოდ უნივერსალურ Windows-დრაივერებს. მათი წინამორბედი ვერსიები უკვე მოძველებულად ითვლება. მომავალი გრაფიკული დრაივერების განახლება მოხდება Window-ის განახლებების საშუალებით. რაც შეეხება დრაივერის უახლეს ვერსიას, იგი ახდენს ფუნქციების ავტომატურ განახლებას თამაშების პარამეტრებში, აგრეთვე, მცირე ხნის წინ დაემატა 12 თამაშის მხარდაჭერა. https://www.windowscentral.com/intel-launches-modern-graphics-drivers-windows-10
  17. რამოდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ დეკსტოპ-აპლიკაცია iCloud-ის დაყენება არ ხერხდებოდა Windows 10 October 2018 Update-ში. მისი დაინსტალირების მცდელობისას ჩნდებოდა შეტყობინება, რომ საჭიროა ოპერაციული სისტემის ვერსიის შემცირება. უკვე დაყენებული ვერსია კი არ მუშაობდა. ამ დროისათვის კი ვითარება შეიცვალა. Apple-მა გამოუშვა განახლება ნომერით 7.8.1, რომლითაც შესაძლებელი ხდება კომპიუტერზე პროგრამის დაყენება ახალ Windows-ზე. ამასთან, Microsoft-ი იძლევა რეკომენდაციას - ჯერ მოხდეს iCloud-ის ბოლო ვერსიის დაინსტალირება, შემდეგ კი განახლდეს Windows 10. გარდა ამისა, Microsoft-ი აგრძელებს მუშაობას განახლებაში შემორჩენილ პრობლემებზე. უკვე გამოსწორდა ფაილების წაშლასთან დაკავშირებული ხარვეზი. აფდეითის გამოსვლის შემდეგ, პრობლემები დაფიქსირდა Windows Media Player-შიც: აღარ მუშაობდა საძიებო პანელი. მწარმოებლები აცხადებდნენ, რომ მუშაობდნენ გამოსწორებაზე, თუმცა ვერ ასახელებდნენ მისი გამოსვლის ზუსტ დროს. „აფდეითის შემდეგ ზოგიერთ მომხმარებელს შესაძლოა სირთულეები შეექმნას Windows Media Player-ის საძიებო პანელთან დაკავშირებით. Microsoft-ი მუშაობს პრობლემის გადაწყვეტაზე და განახლებას მომავალში წარადგენს“ - ნათქვამია Microsoft-ის ტექმხარდაჭერის გვერდზე. მოსალოდნელია, რომ განახლება გადაჭრის Intel-ისა და AMD-ის ვიდეო ბარათების დრაივერების პრობლემასაც, აგრეთვე Trend Micro-ს პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ ხარვეზსაც. ამ დროისათვის აფდეითი უკვე ტესტირებას გადის არხ Release Preview-ზე, ასე რომ უახლოეს პერიოდში უნდა ველოდოთ რელიზ-ვერსიას. https://3dnews.ru/978922
  18. 29 ნოემბერს, არაკომერციული გლობალური ქსელის P2P Foundation ექაუნთზე, რომელიც დაკავშირებულია Bitcoin (BTC)-ის შემქნელ Satoshi Nakamoto-სთან, გამოჩნდა ახალი სტატუსი. ექაუნთი მიბმულია ძველ ელ.ფოსტაზე - [email protected]ზე. ეს ის მისამართია, სადაც, როგორც ცნობილია, აიტვირთა ერთ-ერთი პირველი Bitcoin თეთრი ფურცელი 2009 წელს. ელექტრონული ფოსტა სავარაუდოდ გატეხეს 2014 წლის ნოემბერში. ახალი სტატუსის - „Nour”-ის მნიშვნელობის გაშიფვრა არ წარმოადგენს იოლ საქმეს. Google-ის საძიებო სისტემის ტოპ-ვერსიების მიხედვით, მისი შინაარსი ამგვარია: „ყველაზე მოსიყვარულე, ნაზი და მზრუნველი ადამიანი, რომელსაც ოდესმე შეხვედრიხართ. მეტისმეტად ჭკვიანი, მხიარული და მგრძნობიარე. ოდნავ დაბნეული და დაკარგული, ჯერ კიდევ ძიების პროცესში მყოფი - თუ რა უნდა ცხოვრებაში და რის მიღწევას ცდილობს. შეუპოვარი, არ უნდა სხვებისგან რჩევების მიღება. როდესაც იგი იღიმის, ყველა პრობლემა გავიწყდებათ, მისი ჩახუტებისას გრძნობთ, თითქოს პრობლემები არასდროს გქონიათ და არც გექნებათ“. “Nour”-ის სხვა მნიშვნელობები შეიძლება იყოს ამგვარი: შესაძლოა ეს არის ტრანსლიტერაცია არაბულიდან “نور”, რაც ნიშნავს სინათლეს. აგრეთვე, ივრითზე (“נור,” “nour”) ნიშნავს სინათლეს ან ცეცხლს. არამეულად კი (“,נורא” “noura”) სადღესასწაულო წინასააღდგომო რიტუალია. გარდა იმისა, რომ დაპოსტა ამოუცნობი ოთხასოიანი სიტყვა, ექაუნთის მომხმარებელმა მეგობრებში დაიმატა Wagner Tamanaha, რომლის პროფილიც მიუთითებს, რომ იგი ბრაზილიაში, სან-პაულოშია რეგისტრირებული. Tamanaha-მ შედეგად პორტუგალიურ ენაზე დაწერა სტატუსი: „Parece que o Satoshi reapareceu e estou sento researchado ? „ რაც ნიშნავს: როგორც ჩანს, სატოში კვლავ გამოჩნდა და მე გამოძიების ქვეშ ვიმყოფები :- ) Tamanaha-ს Facebook-ის ექაუნთზე განთავსებული ღია პოსტები მიუთითებს მის აქტივობაზე The Brazilianblockchain-სა და Crypto community-ში. მისი პროფილის ბლოგსპოტი შეიცავს სტატიას შემდეგი სათაურით „სოციალური ქსელები კრიპტო მედია Steemit-თან ერთად ერთიანდება Blockchain-რევოლუციისთვის“ (“Social networks with crypto media Steemit, coming together in the blockchain revolution”). ეს სტატია დათარიღებულია 2016 წლის ნოემბრით. Nakamoto-ს გაუჩნარებამ 2010 წლის ბოლოს, წარმოშვა ლეგენდა, რომელიც ისეთივე პოპულარული გახდა, როგორც მის მიერ 2008 წლის 31 ოქტომბერს შექმნილი კრიპტოვალუტა. გამომგონებლის „სახელი“ Satoshi, გამოყენებულ იქნა Bitcoin-ის ასმემილიონედი ნაწილის სახელწოდებად. Bitcoin-ის მფლობელთაგან პიონერი Jeff Garzik-ი, რომელიც Bitcoin-ის რაოდენობის ფლობით მესამეა და ამავე დროს, Nakamoto-ს ერთ-ერთი მთავარი თანამშრომელია, მცირე ხნის წინ გამოვიდა თავისი თეორიით, რომ პროგრამისტი Floridian Dave Kleiman-ი - ეს არის Bitcoin-ის უკან მდგომი ყველაზე მეტად მითოლოგიზირებული პერსონა. https://cointelegraph.com/news/nour-and-a-new-friend-satoshi-nakamotos-p2p-profile-makes-new-post-befriends-user
  19. Intel-ის პროცესორების დეფიციტი და მათი მაღალი ფასის საკითხის განხილვა არაერთხელ მომხდარა. თავად კომპანია არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით არც თუ ისე ხალისით პასუხობდა კითხვებს. ამ დრომდე ერთად ერთი კომენტარი კომპანიის წარმომადგენლობიდან გაჟღერდა 25 ოქტომბერს კვარტალურ ანგარიშზე: აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობების შემსრულებელმა Bob Swan-მა განაცხადა, რომ დეფიციტი ყველაზე მეტად შეეხო ბიუჯეტურ პროდუქციას იმ დროს, როდესაც Core და Xeon პროცესორების მოწოდება პირველ ადგილზეა. ამჯერად Bob Swan-მა გააკეთა უფრო ვრცელი განცხადება. შედეგად ცნობილი გახდა, რომ: მიწოდებასთან დაკავშირებული მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ Intel-მა ვერ გათვალა ბაზრის ზრდის ტენდენცია. ჯერ კიდევ წლის დასაწყისში კომპანია თვლიდა, რომ მის პროდუქციაზე მოთხოვნა ჩვეულებრივ რეჟიმში რამოდენიმე პროცენტით გაიზრდებოდა. თუმცა რეალურად მოთხოვნა ორჯერ მეტად გაიზარდა მოსალოდნელთან შედარებით, რამაც ჯამში გამოიწვია დეფიციტი და წარმოების გადატვირთვა. დეფიციტის გამომწვევ მეორე მიზეზად Swan-მა დაასახელა რვაბირთვიანი Coffee Lake Refresh პროცესორების გამოშვება. ამ პროცესორებს უფრო მასიური კრისტალები აქვთ და ჯამში მათი დამზადებით სერიოზულად იტვირთება მწარმოებლური ხაზი. გარდა ამისა, მეტად იმოქმედა 10 ნანომეტრიანი ტექნოლოგიის ფიასკომ. Intel-ი თვლიდა, რომ ამა წლის მეორე ნახევრიდან უკვე შეძლებდა ჩიპების წარმოებას ახალი პროგრესული ტექნოლოგით. თუმცა რეალობა სხვაგვარია: 10 ნანომეტრიანი ტექნოპროცესის დანერგვის ვადამ 2019 წლამდე გადაიწია, პირველი სისტემები მის ბაბაზე კი მხოლოდ 2019 წლის ბოლოსკენ გამოჩნდება ბაზარზე. საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებსაც, თუ როგორ აპირებს Intel-ი ამ სიტუაციიდან გამოსვლას: პირველ რიგში, Intel-მა ჩადო 1,5 მლრდ დოლარი 14 ნანომეტრიან ტექნოლოგიურ ხაზში. ამას გარდა, მოხდა ახალი 10 ნანომეტრიანი პროდუქტების გადაკომპლექტება და გადაწყობა ისევ 14 ნანომეტრიანი პროდუქციის გამოშვებისთვის. ამის წყალობით, 14 ნანომეტრიანი წარმოება ეტაპობრივად იზრდება. მეორე: Intel-მა აქტიურად დაიწყო მოქნილი მიდგომებით მუშაობა მთავარ საბითუმო კლიენტებთან. კომპანია ცდილობს განსაზღვროს და შეზღუდოს მიწოდება იმ დამკვეთებისთვის, რომელთაც მოცემულ მომენტში საჩქაროდ არ სჭირდებათ ჩიპები. რამდენად ეფექტური იქნება კომპანიის მიერ მიღებული ზომები, ამას სავარაუდოდ იანვრის ბოლოს ვნახავთ Intel-ის კვარტალურ ანგარიშზე. ბევრი ანალიტიკოსისა და წყაროს აზრით, 2019 წლის პირველ კვარტალში Intel-ის პროდუქციის დეფიციტი შემცირდება. ამაზე იმოქმედებს როგორც გატარებული ზომები, ასევე ისიც, რომ შემცირდება მოთხოვნა სეზონური ეფექტის გავლენით, გავლენას იქონიებს აგრეთვე აშშ-ჩინეთს შორის მიმდინარე სავაჭრო კონფლიქტი. https://overclockers.ru/blog/identificator/show/22352/pochemu-vzleteli-ceny-na-cpu-i-kogda-eto-zakonchitsja-objasnjaet-intel
  20. ნებისმიერი ტურისტის, მოგზაურის თუ უცხო ქვეყანაში საქმიანი ვიზიტით მყოფი პირისთვის ენობრივი ბარიერი ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, თუ, რაღა თქმა უნდა, პოლიგლოტი არ გახლავთ. ამ პრობლემის გადასაჭრელად დაკავდა სტარტაპი კალიფორნიიდან - Timekettle და წარმოადგინა საინტერესო შემოთავაზება: Bluetooth-გარნიტურა WT-2 - ელექტრონული თარჯიმნის ფუნქციით. რა თქმა უნდა, თავად გარნიტურა ვერ იფუნქციონირებს სმარტფონისა და სპეციალური მთარგმნელი აპლიკაციის გარეშე. მთელი სისტემა მოიცავს შემდეგ ელემენტებს: აპლიკაცია სმარტფონისთვის, ორი ყურსასმენი, დასატენი კეისი 300 მილიამპერიანი ბატარეით. სრულად დატენილი ბატარეა ორ საათს ძლებს. გარნიტურა სინქრონიზირდება და აქტიურდება სმარტფონით კეისის გახსნის მომენტიდან. საუბრის დასაწყებად საჭიროა, რომ თანამოსაუბრეებმა უბრალოდ გაიკეთონ ყურსასმენები და ჩაერთონ დიალოგში. საუბარი გადაეცემა სმარტფონს, რომელიც სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით თარგმნის მოსაუბრეების თითოეულ სიტყვას. თარგმნის პროცესი 3 წამზე მეტ დროს არ საჭიროებს - კი, არც ისე სწრაფი, მაგრამ სამაგიეროდ საიმედოა. გაჯეტი ფუნქციონირებს სამ რეჟიმში: სტანდარტული ავტომატური რეჟიმი, კითხვა-პასუხის სწრაფი რეჟიმი და რეჟიმი ხმაურიან ადგილებში გამოყენებისთვის. რა თქმა უნდა, მოწყობილობა ჯერ კიდევ გაივლის ტესტირებებსა და შესაძლოა კრიტიკის ქვეშაც მოექცეს, მაგრამ მისი მთავარი ღირსება - ეს არის საშუალება ესაუბროთ უცხოელს ჟესტებისა და დამტვრეული უცხო ენის გარეშე. ზოგ შემთხვევაში, დამტვრეული ინგლისურიც კი პრობლემას წარმოადგენს ბევრი ადამიანისთვის. თარჯიმან აპლიკაციაში ჯერჯერობით მცირე რაოდენობით ენებია ხელმისაწვდომი: ინგლისური, ფრანგული, გერმანული, ჩინური და იაპონური. თუმცა ეს ენებიც საკმარისია უამრავ ქვეყანაში გამოსაყენებლად. სულ მალე ენათა ბიბლიოთეკას დაემატება არაბული, პორტუგალიური, ტაილანდური და კიდევ რამოდენიმე ენა. WT-2 ყურსასმენების გაყიდვა 2019 წლიდან იგეგმება. მისი ფასი 149 აშშ დოლარია. https://overclockers.ru/blog/Technonews/show/22345/naushnikperevodchik-ponravitsja-li-novyj-gadzhet-ljubiteljam-puteshestvij
  21. კომპანია Gigabyte გამოსაშვებად ამზადებს GeForce RTX-გრაფიკული ადაპტერის კომპაქტურ ვერსიას. მისი სახელწოდება იქნება Gigabyte GeForce RTX 2070 Mini ITX. მისი სადებიუტო ფოტოები გამოქვეყნდა ვებ-გვერდ VideoCardz-ზე. დასახელებიდანვე ირკვევა, რომ ვიდეო ბარათი განკუთვნილია Mini-ITX კორპუსებისთვის. ამაჩქარებლის საფუძველს წარმოადგენს გრაფიკული ჩიპი GPU TU106 – 2304 CUDA ბირთვით. ვიდეომეხსიერების მოცულობა 8 გიგაბაიტის ტოლია, GPU-ს სიხშირე - 1,4 გჰც და 1,62 გჰც. ვიდეო ბარათს, მიუხედავად კომპაქტური გაბარიტებისა, აქვს სამი DisplayPort 1.4 და თითო HDMI 2.0b დაVirtualLink. შედარებისთვის, MSI-ის მიერ გამოშვებული მსგავსი კომპაქტური ვიდეო ბარათი VirtualLink-ის გარეშეა წარმოდგენილი. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/22357/gigabyte-geforce-rtx-2070-mini-itx-zasvetilas-na-fotografijah
  22. კომპანია HP-ის ასორტიმენტი შეივსო კიდევ ერთი ლეპტოპით, სახელად ProBook 440 G6. ახალი ლეპტოპი პოზიცირებს, როგორც საოფისე დივაისი და გამოირჩევა კომპაქტურობითა და სიმსუბუქით. ProBook 440 G6 ლეპტოპს აქვს 14-დუიმიანი დისპლეი, რომლის გაფართოება შეიძლება იყოს 1366 × 768 ან 1920 × 1080 პიქსელი, კონფიგურაციების შესაბამისად. პირველ შემთხვევაში გამოყენებულია VA ტიპის მატრიცა, მეორეში კი - IPS. ლეპტოპი იმუშავებს Whiskey Lake თაობის Intel Core პროცესორებზე. „უფროსი“ მოდიფიკაციები წარმოდგენილია ოთხბირთვიანი Core i5-8265U და Core i7-8565U-თი, უმცროს ვერსიას კი აქვს ორბირთვიანი Core i3-8145U. გრაფიკაზე პასუხისმგებელია როგორც ჩაშენებული GPU, ასევე დისკრეტული ამაჩქარებელი NVIDIA GeForce MX130. DDR4-2400 ოპერატიული მეხსიერების მოცულობა უფროსი ვერსიის შემთხვევაში 32 გიგაბაიტია. მონაცემთა შენახვისთვის განკუთვნილია მყარი დისკი 500 გიგაბაიტი ან 1 ტერაბაიტი მოცულობით, აგრეთვე M.2 დრაივი 128-დან 512 გიგაბაიტამდე ტევადობით (ხელმისაწვდომია ვერსიები SATA და PCIe NVMe ინტერფეისებით). ProBook 440 G6 ლეპტოპის კორპუსი დამზადებულია ალუმინისგან, გაბარიტებია 324,2 × 237,7 × 18 მმ, წონა - 1,6 კგ. აქვს USB 3.1 Type-C პორტი და სამი USB 3.0 Type-A პორტი, აგრეთვე HDMI 1.4b ვიდეოგამშვები, ქსელური პორტი RJ-45, SD-ბარათის სლოტი და 3,5 მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. ლეპტოპი წარმოდგენილი იქნება Windows 10 Pro-ზე ან Home-ზე, აგრეთვე - FreeDOS 3.0 ვერსიით (ფაქტობრივად, ოპერაციული სისტემის გარეშე). ლეპტოპის ღირებულება და გაყიდვის დაწყების თარიღი ჯერჯერობით არ დასახელებულა. https://3dnews.ru/978855
  23. Instagram-ი უშვებს ახალ ფუნქციას, რომელიც გაუადვილებს სოციალური ქსელის მოხმარებას იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები. ეს ფუნქცია მომხამრებლებს მისცემს საშუალებას, მოისმინონ ფოტოზე ასახულის აღწერა. აღწერის დამატება თავისთავად შეეძლება ყველას. ხმოვანი აღწერის სისტემა, რომელიც ცნობილია, როგორც „alt text“ - უკვე ფართოდ გამოიყენება, ამჯერად კი მას Instagram-ზე ვიხილავთ. ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლება დაამატოს საკუთარი აღწერა ფოტოებს, რათა სხვა მომხმარებლებმა მოისმინონ იგი სურვილისა და საჭიროების შემთხვევაში. თუკი კონკრეტული ფოტო წარმოდგენილი იქნება აღწერის გარეშე, Instagram-ის პროგრამა ხელოვნური ინტელექტით არკვევს, თუ რა არის გამოსახული ფოტოზე და ავტომატურად გადმოსცემს ფოტოზე ასახული ობიექტებისა და შინაარსის აღწერას. ტექსტური აღწერის სანახავად მომხმარებელი უნდა გადავიდეს ფოტოს “advanced settings”-ში. ახალი ფუნქცია გაამარტივებს Instagram-ის მოხმარებას მხედველობადაქვეითებული ადამიანებისთვის. ლინკზე იხილავთ სადემონსტრაციო ვიდეოს, თუ როგორ მუშაობს ხმოვანი აღწერის სისტემა ზოგადი გამოყენებისას: https://www.youtube.com/watch?v=pFWIaLgF3oo https://www.theverge.com/2018/11/28/18116323/instagram-ai-visual-impairment-description
  24. თავისი პირველი ელექტრომობილის - E-Tron SUV-ის დებიუტიდან ორი თვის შემდეგ, Audi-მ დააანონსა ახალი ელექტრომანქანა E-Tron GT Concept. იგი სედანის ტიპისაა და წარმოდგენილია მთლიანად ელექტროძრავით. კონცეპტი გამოჩნდა ლოს-ანჯელესის ავტოშოუზე. როგორც კომპანია აცხადებს, იგი გაყიდვაში ორი წლის შემდეგ გამოვა. ღირებულება არ ხმაურდება. მწარმოებელი თავის ახალ ელექტრომობილს უწოდებს ოთხკარიან კუპეს. მისი გარეგნული მახასიათებლებიდან გამომდინარე, მანქანა სპორტულ ხასიათს ატარებს. Audi e-tron GT-ის კონსტრუქციაში გამოყენებულია ნახშირბადის ბოჭკოები და ალუმინი. მანქანის გაბარიტები შეადგენს 4,96 × 1,96 × 1,38 მეტრს, საბურავების ბაზა - 2,90 მეტრს. აქვს 22-დუიმიანი დისკები 285/30 საბურავებით. მანქანას აქვს ორი ელექტროძრავი, რომლებიც განთავსებულია წინა და უკანა ღერძებზე. ამის წყალობით რეალიზებულია მართვის მოქნილი სისტემა და სრული სვლის შესაძლებლობა. ელექტრომობილის სიმძლავრე 590 ცხენის ძალას აღწევს. 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებისთვის საჭიროა სულ რაღაც 3,5 წამი. მაქსიმალურ სიჩქარედ გათვლილია 240 კმ/სთ. კვებას უზრუნველყოფს 90კვტ/სთ-იანი ლითიუმ-იონური ბატარეების ბლოკი. სრულად დატენილი ბატარეით მანქანას შეუძლია გაიაროს 400 კმ-ზე მეტი ერთ გასვლაზე. ამასთან, 800 ვოლტიანი სისტემის საშუალებით შესაძლებელია ენერგიის მარაგი 80%-მდე შეივსოს სულ რაღაც 20 წუთში. ამგვარი სწრაფი დამუხტვის სისტემა არც ერთ არსებულ ელექტრომობილს არ გააჩნია ამ ეტაპზე, მათ შორის, არც Tesla-მობილებს. Audi e-tron GT ელექტრომობილს აქვს ენერგიის აღდგენის სისტემა, მძღოლის დამხმარე თანამედროვე საშუალებები, ციფრული პანელი, დიდი სენსორული ეკრანი და ა.შ. მისი კომერციული მოდელების წარდგენა ბაზარზე იგეგმება 2021 წლისთვის. ჯერჯერობით ადრეა ამ მობილს „Tesla Killer“ ეწოდოს, თუმცა ცხადია, რომ გერმანული ავტომწარმოებლები ტრადიციული მანქანათმშენებლობიდან ახალ ჰორიზონტზე გადავიდნენ: Audi წარმოდგენილი იქნება e-tron GT ქროსოვერითა და e-tron GT სპორტული მოდელით, ასევე - Mercedes-Benz, Volkswagen და სხვებიც აქტიურად არიან ჩართულნი ელექტრომობილების წარმოებაში. https://www.theverge.com/2018/11/28/18116978/audi-e-tron-gt-concept-porsche-electric-car-sedan-590-horsepower
  25. კომპანია Gigabyte-მა გამოუშვა ახალი ვიდეო ბარათი წყლით გაგრილების სისტემით - AORUS GeForce RTX 2080 Ti XTREME WATERFORCE 11G. ბარათი დაფარულია ოდნავ ამობურცული წყლის ბლოკით, რომელსაც განათებები აქვს ორ მხარეს. წყლის ბლოკი დამზადებულია კომპანია Asetek-ის მიერ. ბირთვის ქარხნული აჩქარება 1545-დან 1770 მეგაჰერცამდეა. მეხსიერების ოვერქლოქინგი აღწევს 14140 მეგაჰერცს, ნაცვლად სტანდარტული 14000 მეგაჰერცისა. ვიდეო ბარათის ზომებია 290 х 131 х 40 მმ. გაგრილებას უზრუნველყოფს 240 მილიმეტრიანი რადიატორი ორი 120 მილიმეტრიანი ვენტილატორით, რომლებიც წარმოდგენილია RGB განათებით. ბარათზე განთავსებულია 7 ვიდეოგამშვები, თუმცა ერთდროულად შვიდივეს გამოყენება დაუშვებელია. შესაძლებელია გამოყენება შემდეგი სქემების მიხედვით: 3xHDMI + 1xDP + 1xUSB-C ან 3xDP + 1xHDMI + 1xUSB-C. ტექნოლოგია RGB Fusion წარმოდგენილია განათების ფერების ცვლილების მრავალი შესაძლებლობით. განათებითაა მოცემული ასევე ფოლადისგან დამზადებული უკანა პანელი, რომელზეც განთავსებულია RGB AORUS ლოგო. ვიდეო ბარათის შეძენისას მწარმოებელი იძლევა ოთხწლიან გარანტიას. მისი ღირებულება 1400 აშშ დოლარიდან იწყება. https://overclockers.ru/blog/ddr77/show/22318/aorus-geforce-rtx-2080-ti-xtreme-waterforce-11g--novaja-vodjanaja-karta-ot-gigabyte
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.