Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5903
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    196

Everything posted by Magdalena

  1. Samsung Galaxy S24 სერიის ფლაგმანური სმარტფონების ხაზის ოფიციალურ პრეზენტაციამდე ოთხი თვე რჩება, მაგრამ ინტერნეტში გაჟონილი ინფორმაცია საშუალებას გვაძლევს უკვე გავეცნოთ მომავალი ახალი პროდუქტების დიზაინს და ზოგიერთ მახასიათებელს. ვებ-გვერდ SmartPrix-მა ინსაიდერთან ერთად, რომელიც ცნობილია მეტსახელით @OnLeaks, საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა Samsung Galaxy S24 Ultra-ს ვიდეოები და მაღალი ხარისხის რენდერები. ადრე მათ უკვე გამოავლინეს „ჩვეულებრივი“ ფლაგმანური Galaxy S24-ის დიზაინი. ფოტოს წყარო: @ONLEAKS × @SMARTPIX რენდერებით თუ ვიმსჯელებთ Galaxy S24 Ultra-ს დიზაინი უკიდურესად წააგავს წინამორბედს. ძირითადი კამერები განლაგებულია Galaxy S23 Ultra-ს მსგავსად. ახალ სმარტფონსაც მკვეთრი კუთხეები აქვს, მაგრამ ეკრანის კიდეები ნაკლებად მომრგვალებულია S23 Ultra-სთან შედარებით. Samsung-მა ჩარჩოს ზომები მინიმუმამდე შეამცირა და გახადა ისინი სიმეტრიული, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვედა ჩარჩო საბოლოოდ დაემთხვევა დანარჩენის ზომებს. ინსაიდერების მტკიცებით Samsung სმარტფონის კონსტრუქციაში იყენებს ტიტანის შენადნობს, ახალი მოწყობილობა 233 გრამი იქნება - 1 გრამით ნაკლები ამჟამინდელ მოდელთან შედარებით. არსებული მონაცემებით Galaxy S24 Ultra-ს ზომაა 162.3 × 79 × 8.7 მმ, შედეგად იგი S23 Ultra-სთან შედარებით მოკლეა, მაგრამ განიერი. აგრეთვე ცნობილია, რომ Samsung მომავალ ფლაგმანში დაამატებს სუპერფართოზოლოვანი კავშირის ანტენას (UWB). არაოფიციალური ცნობების თანახმად Galaxy S24 Ultra-ს გლობალური ვერსია Exynos 2400 პროცესორით გამოვა, ხოლო კანადაში, ჩინეთსა და აშშ-ში Snapdragon 8 Gen 3 ჩიპის მქონე ვერსია გაიყიდება. სმარტფონს სავარაუდოდ ექნება LTPO OLED ეკრანი 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით და 2500 კდ/მ2-მდე მაქსიმალური სიკაშკაშით. https://tinyurl.com/42ywm84k
  2. კრიპტო ბირჟა Coinbase გახსნის უვადო ფიუჩერსებით ვაჭრობას საცალო მომხმარებლებისთვის შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ. ამის შესახებ კომპანიის ბლოგში წერია. კომპანიამ აპრილში ბერმუდის კუნძულების ფინანსური მარეგულირებლისგან მუშაობის ნებართვა მიიღო და მაისში ინსტიტუციონალებისთვის აამოქმედა სერვისი Coinbase International Exchange. მეორე კვარტალში „საერთაშორისო“ პლატფორმაზე ფიუჩერსებით ვაჭრობის მოცულობამ 5.5 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა. „უახლოეს კვირებში ჩვენ მომხმარებლებს წვდომას მივცემთ რეგულირებულ უვადო ფიუჩერსულ კონტრაქტებზე Coinbase Advanced-ის მეშვეობით“, - აცხადებენ კომპანიაში. ამერიკული კომპანიის მონაცემებით კრიპტო აქტივებით ვაჭრობის დაახლოებით 75% მოდის დერივატივების ბაზრებზე. „ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ მაღალი დონის გლობალურ მარეგულირებლებთან, რათა შევქმნათ მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც საშუალებას მისცემს კრიპტო ტექნოლოგიებს მუდმივად მოახდინონ ინოვაციების სტიმულირება“, - აღნიშნეს Coinbase-ის წარმომადგენლებმა. ბერმუდის კუნძულის იურისდიქციაში ლიცენზიის მოპოვება გახდა სტრატეგია Go Broad & Go Dee-ის ნაწილი, რომლის ფარგლებში პლატფორმამ ასევე განაახლა თავისი საცალო სერვისი სინგაპურში, მოახდინა მომხმარებლის ინტერფეისის მოდერნიზება ბრაზილიაში და დაიწყო მოლაპარაკებები აბუ-დაბის გლობალური ბაზრის ფინანსური მომსახურების ორგანოსთან. Coinbase აგრეთვე განიხილავს ლიცენზიის მოპოვებას კანადური მარეგულირებლებისგან. მანამდე კომპანიის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ბრაიან არმსტრონგმა გამოაცხადა მზადყოფნა - დატოვოს აშშ-ის ბაზარი „მარეგულირებელი გაურკვევლობის გამო“. https://tinyurl.com/5baw8hn5
  3. AMD-ის აქციების ღირებულება თითქმის 5%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც Microsoft-ის ტექნიკურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ჩიპების მწარმოებელი აძლიერებს თავის პოზიციას ხელოვნური ინტელექტის აპარატული უზრუნველყოფის ბაზარზე, სადაც ახლა დიდი სხვაობით დომინირებს NVIDIA. ხელოვნური ინტელექტის ბუმის პირობებში NVIDIA-ს აქციები წელს თითქმის სამჯერ გაიზარდა, ხოლო AMD-ის აქციები - დაახლოებით 60%-ით. მას შემდეგ, რაც 2022 წლის ბოლოს OpenAI-მ ჩატ-ბოტი ChatGPT გამოუშვა, ტექნიკურმა ინდუსტრიამ მნიშვნელოვანი ინტერესი გამოავლინა დიდი ენობრივი მოდელების გამოყენების მიმართ, რომელთა ბაზაზე მუშაობს თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის ალგორითმები. თუმცა, ინდუსტრიის მასშტაბით, მათი ფუნქციონირებისთვის უზარმაზარი გამოთვლითი ძალაა საჭირო. ამ გამოთვლითი სიმძლავრის ძირითად ნაწილს უზრუნველყოფს NVIDIA. ხელოვნურ ინტელექტზე სპეციალიზებულ გრაფიკულ პროცესორებზე არსებული წარმოუდგენელი მოთხოვნის გამო კომპანია პროგნოზირებს შემოსავლების 170%-იან ზრდას მიმდინარე კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. AMD-ც ცდილობს ფეხი აუწყოს ხელოვნური ინტელექტის ციებ-ცხელების ტალღას. ივნისში AMD-მ განაცხადა, რომ მესამე კვარტალში დაიწყებს თავისი მომხმარებლებისთვის სპეციალიზებული MI300X ამაჩქარებლების მიწოდებას. ეს ამაჩქარებლები შეიქმნა სპეციალურად ხელოვნური ინტელექტის მოდელებთან მუშაობისთვის. „ისინი ამზადებენ სულ უფრო მიმზიდველ აპარატულ შეთავაზებებს, რომლებიც, ვფიქრობ, ბაზრისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი გახდება მომდევნო წლებში“, - განაცხადა Microsoft-ის ტექნიკურმა დირექტორმა კევინ სკოტმა კონფერენცია Code Conference-ზე. Microsoft და AMD დიდი ხნის პარტნიორები არიან. Microsoft დაინტერესებულია, რომ ბაზარზე მომწოდებლების ფართო სპექტრის მიერ წარმოდგენილი იყოს უფრო მეტი მძლავრი ჩიპი. მრავალი წლის განმავლობაში Microsoft თავის ქლაუდ სერვის Azure-ს მომხმარებლებს სთავაზობდა AMD-ის გარკვეულ გრაფიკულ პროცესორებს. გარდა ამისა, კომპანიები დიდი ხანია თანამშრომლობენ გეიმინგ კონსოლების მიმართულებით - AMD აწვდის ჩიპებს Xbox კონსოლებისთვის. მაისში AMD-მ განაცხადა, რომ Microsoft-მა დაიწყო მომხმარებლებისთვის ქლაუდ სერვისების შეთავაზება მისი Pensando სერიის DPU-ის (Data Processing Unit) ბაზაზე. კონფერენცია Code-ის ფარგლებში The Verge-ის მთავარმა რედაქტორმა Nilay Patel-მა ჰკითხა სკოტს, რამდენად მარტივად მოხდება AMD-ის გრაფიკული პროცესორების მასშტაბური დანერგვა და NVIDIA-ს პროდუქტებზე უარის თქმა. Microsoft-ის ტექნიკურმა დირექტორმა პირდაპირი პასუხისგან თავი შეკავა და აღნიშნა, რომ დეველოპერებს, რომლებიც იყენებენ ხელოვნური ინტელექტის პროგრამირების ინსტრუმენტებს, არ სჭირდებათ ფიქრი მათ სისტემებში გამოყენებულ აპარატურაზე. მან ასევე განაცხადა, რომ ”კონკურენცია ძალიან მნიშვნელოვანია ბაზრისთვის”. Bloomberg-ის ინფორმაციით AMD და Microsoft ქმნიან საკუთარ ჩიპს ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობისთვის, მაგრამ სკოტმა უარი თქვა ამ თემის შესახებ საუბარზე. https://tinyurl.com/mwjtjf6x
  4. თითქმის ორწლიანი ბეტა-ტესტირების შემდეგ Adobe-მ წარადგინა Photoshop-ის ვებ-სერვისი - დესკტოპ აპლიკაციის გამარტივებული ონლაინ-ვერსია ფოტორედაქტირებისთვის. ვებ-სერვისში ხელმისაწვდომია პოპულარული ინსტრუმენტები ხელოვნურ ინტელექტ Generative Fill-ის და Generative Expand-ის ბაზაზე, რომლებიც ცოტა ხნის წინ გამოჩნდა Photoshop-ის დესკტოპ ვერსიაში. ფოტოს წყარო: Adobe ხელოვნური ინტელექტის გენერაციულ მოდელ Adobe Firefly-ზე დამყარებული ახალი ფუნქციები ხელმისაწვდომია კომერციული გამოყენებისთვის და მომხმარებელს საშუალებას აძლევს სწრაფად დაამატოს, წაშალოს ან გააფართოვოს გამოსახულება ასზე მეტ ენაზე ტექსტური აღწერის მეშვეობით, ამასთან შეინარჩუნოს ორიგინალი გამოსახულების განათების პირობები და პერსპექტივა. Photoshop-ის ვებ-სერვისი ასევე გვთავაზობს თავისი დესკტოპ-ანალოგის ბევრ სხვა ხშირად გამოყენებულ ინსტრუმენტს, თუმცა „გამარტივებული“ სამომხმარებლო ინტერფეისით. ინსტრუმენტები დაჯგუფებულია კონტექსტურ ინსტრუმენტების პანელზე, რათა დაეხმაროს ახალბედებს, ხოლო გამოცდილ მომხმარებლებს შეუძლიათ გადაერთონ დესკტოპის ინტერფეისის იერსახეზე, რომელსაც უკვე იცნობენ. Adobe აპირებს აქტიურად განავითაროს Photoshop-ის ონლაინ ვერსია და გვპირდება, რომ მალე დაამატებს ბევრ მნიშვნელოვან ფუნქციას, როგორებიცაა Patch, Pen, Polygon Lasso და სმარტ ობიექტების მხარდაჭერა. ვებ სერვისი მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს მოიწვიონ სხვა მომხმარებლები პროექტებზე თანამშრომლობისთვის, ასევე მოიიწვიონ ის პირები, ვისაც გამოწერა არ აქვს, რათა მათ ნახონ და დააკომენტარონ ფაილები. Photoshop-ის ვებ-სერვისი შედის Photoshop-ის ყველა ფასიან გამოწერაში, რომლის ფასი თვეში 9.99 აშშ დოლარიდან იწყება. კომპანია მომხმარებლებისთვის უფასო ვერსიის შეთავაზებას არ გეგმავს. Adobe Photoshop-ის უფასო ვებ-ვერსია ჯერ კიდევ 2022 წლის ივნისში ტესტავდა, მაგრამ Adobe-ის ციფრული მედიის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა ეშლი სტილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ კომპანიას „არ აქვს გეგმაში შექმნას უფასო ან პირობით უფასო შეთავაზება“. პოტენციურ მომხმარებლებს შეუძლიათ გამოცადონ Photoshop-ის ვებ-სერვისი "უფასო ინტერაქტიული დემო ვერსიის" და სასწავლო მასალების მეშვეობით Adobe-ს ვებ-გვერდზე, სანამ გამოწერას გააფორმებენ. https://tinyurl.com/bdhty873
  5. საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკმა (BIS) სთხოვა ყველა ქვეყნის ხელისუფლებას - შექმნან მარეგულირებელი ბაზა ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტების (CBDC) დანერგვისთვის. ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა აგუსტინ კარსტენსმა კონფერენცია BISIH-FSI-ზე განაცხადა, გვაცნობებს The Block. კარსტენსმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ მოძველებულმა საკანონმდებლო ჩარჩოებმა სხვადასხვა იურისდიქციაში შეიძლება ხელი შეუშალოს ტექნოლოგიის განვითარებას. „ამ პრობლემების გადასაჭრელად მუშაობა სერიოზულად უნდა დაიწყოს. და უნდა მოხდეს სწრაფი ტემპით, ”- აღნიშნა მან. მისი თქმით, ცენტრალური ბანკები ახლა აქტიურად იკვლევენ CBDC-ს ინოვაციების სტიმულირებისთვის, მაგრამ მარტო ვერ მიაღწევენ სასურველ ტრანსფორმაციას. BIS-ის თავმჯდომარემ მოიხსენია საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2021 წლის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ყველა ცენტრალური ბანკის თითქმის 80%-ს ან არ შეუძლია ციფრული ვალუტის გამოშვება არსებული კანონების საფუძველზე, ან აქვს ბუნდოვანი სამართლებრივი შეზღუდვები. ამავე დროს BIS-ის კვლევამ აჩვენა, რომ ცენტრალური ბანკების 93% იმყოფება CBDC-ების განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. ასეთი მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ სამართლებრივი სისტემა ჩამორჩება ახალ ტექნოლოგიებს, აღნიშნა კარსტენსმა. მან ასევე მოუწოდა ქვეყნებს - შექმნან კანონები ფულის ახალი ფორმისთვის, რომელიც მაქსიმალურად თავსებადი იქნება სხვა იურისდიქციებთან. „სამწუხარო იქნება, თუ ჩვენ მივიღებთ ფრაგმენტულ სისტემას და საკანონმდებლო ბაზას, რომელშიც სხვადასხვა ციფრული ვალუტა არ ურთიერთქმედებს ერთმანეთთან“, განაცხადა კარსტენსმა. მისი აზრით ასეთმა კანონმდებლობამ უნდა დაამყაროს ბალანსი მომხმარებლის დაცვასა და ფინანსური სისტემის მთლიანობის შენარჩუნებას შორის. ფიატური ფულის მოხმარების შემცირებაზე საუბრისას BIS-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტები და Stablecoin-ები „აძლიერებენ მოთხოვნას ცვლილებაზე“, მაგრამ უარყო მათი ყოველგვარი შინაგანი ღირებულება. „Stablecoin-ებიც კი არ იძლევა ღირებულების სტაბილურ გარანტიას. ისინი არ და ვერ აკმაყოფილებენ იმ სტანდარტებს, რასაც საზოგადოება ფულისგან ელის“, - დაასკვნა კარსტენსმა. BIS-ის ექსპერტებმა CBDC-ს უწოდეს მომავლის ფულადი სისტემების საფუძველი. ექსპერტების აზრით სხვა ციფრული აქტივები ტოკენიზაციისკენ არასწორი გზაა. ადრე საერთაშორისო სავალუტო ფონდის სპეციალისტებმა აღიარეს, რომ ციფრული აქტივების აკრძალვა არ არის საუკეთესო გზა მათთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად. https://tinyurl.com/2s44pz57
  6. კომპანია Xiaomi-მ ბერლინში გამართულ ღონისძიებაზე დააანონსა მრავალი მოწყობილობა გლობალური ბაზრისთვის, მათ შორისაა ფლაგმანური სმარტფონების Xiaomi 13T სერია -წარმოდგენილი Xiaomi 13T და Xiaomi 13 T Pro მოდელებით, ასევე პლანშეტი Redmi Pad SE. ფლაგმანურ სმარტფონებს აქვთ Leica-სთან თანამშრომლობის შედეგად შექმნილი პროფესიონალური დონის კამერები, ასევე ძლიერი პროცესორები და ნათელი ეკრანები. ახალი მოწყობილობები უკვე იყიდება. ფოტოს წყარო: Xiaomi Xiaomi 13T-სა და Xiaomi 13T Pro-ს აქვთ სამი უკანა კამერა Leica Summicron ობიექტივით. მათ შორისაა 50-მეგაპიქსელიანი ფართო კუთხის კამერა (1/1.28-დუიმიანი ოპტიკური ფორმატი) 24 მმ ეკვივალენტური ფოკუსური მანძილით და ასფერული 7P ლინზა 1/6 მკმ პიქსელის ზომით, f/1.9 დიაფრაგმით და ოპტიკური სტაბილიზაციის მხარდაჭერით. ასევე წარმოდგენილია 50-მეგაპიქსელიანი კამერა ტელეობიექტივით, რომლის ეკვივალენტური ფოკუსური მანძილი 50 მილიმეტრია და აქვს f/1.9 დიაფრაგმა. მესამე მოდული (f/2.2) 12-მეგაპიქსელიანია 15 მმ ფოკუსური დაშორებით. ფრონტალური კამერის გაფართოება 20 მეგაპიქსელია. კამერებზე მხარდაჭერილია რეჟიმები Leica Authentic Look და Leica Vibrant Look და უზრუნველყოფენ ფოტოებს ბუნებრივი ფერის რეპროდუქციით, ძლიერი კონტრასტით და მკვეთრი ჩრდილებით Leica-ს ფოტოების კლასიკურ ესთეტიკასთან ერთად. Leica-ს ექვსი ფილტრით მხარდაჭრილია ფოტოების მაღალი ხარისხი, მათ შორისაა უახლესი ფილტრები Leica Sepia და Leica Blue, რომლებიც ადაპტირებულია LeicaM-Typ240 გადაღების რეჟიმთან. ტექნოლოგია Xiaomi ProFocus-ის წყალობით Xiaomi 13T სერიის სმარტფონები საშუალებას გაძლევთ გადაიღოთ დასამახსოვრებელი მოვლენები მაღალი დეტალიზაციით, ობიექტების მოძრაობა, ადამიანებისა და პეიზაჟების სურათები. Xiaomi 13T სერიის სმარტფონების კამერებით მხარდაჭერილია 4K ვიდეოს ჩაწერა ყველა ფოკუსური მანძილით, ასევე სწრაფი და ეფექტური რედაქტირება. აპლიკაცია Xiaomi Gallery-ში ვიდეო რედაქტორის ფუნქციები საშუალებას გაძლევთ მარტივად დაარედაქტიროთ ტიტრები და დამატებითი საუნდტრეკები ცალკეულ ტრეკებად. გარდა ამისა, Xiaomi 13 Pro გთავაზობთ 8K ვიდეოს გადაღების შესაძლებლობას. Xiaomi 13T-ში წარმოდგენილია 4-ნანომეტრიანი 8-ბირთვიანი პროცესორი MediaTek Dimensity 8200-Ultra ტაქტის სიხშირით 3.1 გჰც-მდე, 8/12 გბ LPDDR5 ოპერატიული და 256 გბ UFS 3.1 ფლეშ-მეხსიერება. სმარტფონს აქვს 6.67-დუიმიანი CrystalRes AMOLED დისპლეი 2712×1220 (Full HD+) პიქსელი გაფართოებით, 144 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით და შეხების დისკრეტიზაციის 480 ჰერცი სიხშირით. დისპლეს სიკაშკაშის მაჩვენებელი შეადგენს 1200 კდ/მ2-ს (მაქსიმალური სიკაშკაშე - 2600 კდ/მ2), სიკაშკაშის რეგულირების სიხშირე 2880 ჰერცამდეა. მხარდაჭერილია ტექნოლოგიები Dolby Vision და HDR10+, უზრუნველყოფილია 68 მილიარდი ფერის ასახვა და DCI-P3 ფერთა გამა. 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეაზე მხარდაჭერილია 67-ვატიანი დამუხტვა, რომლის მეშვეობით სმარტფონი 0-დან 100%-მდე 42 წუთში იმუხტება. Xiaomi 13 T Pro-საც აქვს 6.67-დუიმიანი CrystalRes AMOLED დისპლეი 2712×1220 პიქსელი (Full HD+) გაფართოებით და 144 ჰც-მდე კადრის განახლების სიხშირით. მაქსიმალური სიკაშკაშეა 2600 კმ/მ2, მხარდაჭერილია Dolby Vision, HDR10+ და DCI-P3. სმარტფონი ემყარება მძლავრ რვაბირთვიან ჩიპ MediaTek Dimensity 9200+-ს ტაქტის სიხშირით 3.35 გჰც-მდე, აქვს 12 ან 16 გბ LPDDR5X ოპერატიული და 256 გბ, 512 გბ ან 1 ტბ მოცულობის UFS 4.0 ფლეშ-მეხსიერება. Xiaomi 13 T Pro-ს ბატარეის მოცულობაა 5000 მა/სთ. 120-ვატიანი სწრაფი HyperCharge დამტენის მეშვეობით სმარტფონი 0-დან 100%-მდე 19 წუთში იმუხტება. დამუხტვის 5 წუთი საკმარისია მუხტის 36%-მდე გაზრდისთვის. Xiaomi 13T-სა და 13T Pro-ს აქვს ორი სტერეოდინამიკი Dolby Atmos Audio-ს მხარდაჭერით, ორივე სმარტფონი დაცულია წყლისა და მტვრისგან IP68 სტანდარტის შესაბამისად. სმარტფონების მართვისთვის გამოიყენება ოპერაციული სისტემა Android 13 ინტერფეისით MIUI 14. ორივე მოდელი ხელმისაწვდომია ფერის სამ ვარიანტში: მინის პანელის მქონე მოდელები: Meadow Green (მწვანე) და Black (შავი), აგრეთვე Alpine Blue (ცისფერი) - ცალკე, BioComfort ვეგანური ტყავის მქონე ვერსია. გაყიდვაში ასევე გამოვიდა პლანშეტი Redmi Pad SE, რომელსაც აქვს 11-დუიმიანი დისპლეი გაფართოებით FHD+ (1920 × 1200 პიქსელი), 90 ჰერცამდე კადრის განახლების სიხშირე და 180 ჰერცამდე შეხების დისკრეტიზაციის სიხშირე. დისპლეიზე მხარდაჭერილია 16.7 მილიონი ფერის ასხვა, სიკაშკაშის მაჩვენებელია 400 კდ/მ2, კონტრასტულობის - 1500:1. უზრუნველყოფილია 70%-იანი NTSC ფერთა გამა და 8-ბიტიანი ფერის სიღრმე. TÜV Rheinland Low Blue Light და TÜV Rheinland Flicker Free ტექნოლოგიები უზრუნველყოფს თვალების დაცვას მავნე, ლურჯი გამოსხივებისგან და გამორიცხავს ეკრანის ციმციმს. პლანშეტში მოცემულია 6-ნანომეტრიანი 8-ბირთვიანი პროცესორი Snapdragon 680 ტაქტის სიხშირთ 2.4 გჰც-მდე, 4/6/8 გბ LPDDR4X ოპერატიული და 128 გბ eMMC 5.1 ფლეშ-მეხსიერება, რომლის გაფართოება შესაძლებელია 1 ტბ-მდე microSD ბარათის მეშვეობით. პლანშეტს აქვს ფრონტალური 5-მეგაპიქსელიანი კამერა f/2.2 დიაფრაგმით, რომელიც სელფის გადაღებისა და ვიდეოზარების განხორციელების შესაძლებლობას უზრუნველყოფს, აგრეთვე უკანა 8-მეგაპიქსელიანი კამერა (f/2.0). 8000 მა/სთ მოცულობის ბატარეაზე მხარდაჭერილია სწრაფი, 10-ვატიანი დამუხტვა USB Type-C პორტიდან. დანარჩენ მახასიათებლებს შორისაა Wi-Fi და Bluetooth 5.0 ადაპტერები, ოთხი დინამიკი Dolby Atmos-ისა და Hi-Res Audio-ს მხარდაჭერით, აგრეთვე 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. პლანშეტი ხელმისაწვდომია შემდეგი ფერის ვარიანტებად: მწვანე (Mint Green), ნაცრისფერი (Graphite Gray) და იისფერი (Lavender Purple). წონა შეადგენს 843 გრამს. მოწყობილობა მუშაობს MIUI Pad 14-ზე ოპერაციულ სისტემა Android 13-ის ბაზაზე. https://tinyurl.com/mvumm477
  7. კომპანია Meta-მ ღონისძიება Connect-ის ფარგლებში გამოაცხადა, რომ მალე გამოვა ახალი ავტონომიური ვირტუალური რეალობის ჰედსეტი Quest 3, რომელიც ზაფხულში დაანონსდა. მოწყობილობა 10 ოქტობრიდან გაიყიდება. ფოტოს წყარო: Meta Quest 3-ის წონა 512 გრამია - 12 გრამით მძიმე წინამორბედთან შედარებით. მოწყობილობას აქვს ექვსი მაღალეფექტური კამერა შერეული რეალობის მხარდაჭერით, რომლებიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, მაგალითად, ნებისმიერი ადგილიდან დაუკრას ვირტუალურ პიანინოზე ფერების სრულფასოვანი გადმოცემით. ჰედსეტს აქვს ორი თხევადკრისტალური დისპლეი, თითოეული 2064 × 2209 პიქსელი გაფართოებით, ასევე 8 გბ ოპერატიული მეხსიერება. შეგახსენებთ, Quest 2-ის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 6 გბ-ია. სამწუხაროდ, Quest 3-ს არ აქვს თვალის მზერისთვის თვალყურის მიდევნების ტექნოლოგიის მხარდაჭერა. Quest 3-ის საფუძვლად გამოყენებულია მეორე თაობის პროცესორი Qualcomm Snapdragon XR2. Meta-მ ასევე შეცვალა VR-ჰედსეტის კონტროლერების დიზაინი. კომპანიამ უარი თქვა Quest-ისა და Quest 2-ის რგოლის ფორმის კონტროლერზე და წარმოადგინა ახალი Touch Plus კონტროლერები. ისინი უფრო ერგონომიულია და განსხვავებულ ტაქტილურ შეგრძნებებს იძლევა. თითოეული კონტროლერი კვლავ AA ტიპის ბატარეით იკვებება. Quest 3-თან აგრეთვე თავსებადია Touch Pro კონტროლერები. Meta-ს განცხადებით Quest 3-ის ავტონომიური დრო წინამორბედის მსგავსად თამაშის დროს 2.4 საათამდეა. კომპლექტში შემავალი საფირმო 18-ვატიანი დამტენის გამოყენებით 0-დან 100%-მდე დამუხტვისთვის საჭიროა 2 საათი. Quest 3-ის დანარჩენი მახასიათებლებია Wi-Fi 6E, 90 და 120 ჰერცი კადრის განახლების მხარდაჭერა, აგრეთვე პერსონალური კომპიუტერის VR-თამაშების მხარდაჭერა Air და Air Link ფუნქციების მეშვეობით. Quest 3-ის ანონსის მიუხედავად Meta ჯერჯერობით არ გეგმავს პოპულარული Quest 2 მოდელის გამოშვების შეწყვეტას. ადრე კომპანიამ განაცხადა, რომ Quest 2-ის მხარდაჭერას გააგრძელებს Quest 3-ის გამოსვლის შემდეგ და ახალ თამაშებს ორივე ჰედსეტისთვის ქმნის. თუმცა ახლანდელ პრეზენტაციაზე კომპანია ამ საკითხს არ შეხებია. ფოტოებზე: Quest 3 Meta Quest 3 ჰედსეტის ფასი 128 გბ მუდმივი მეხსიერებით 499.99 აშშ დოლარი იქნება, 512 გბ-ის მქონე მოდელის - 649.99 აშშ დოლარი. მოწყობილობაზე წინასწარი შეკვეთების მიღება უკვე დაწყებულია. https://tinyurl.com/frcn5evc
  8. ჯერჯერობით პირველი კრიპტოვალუტის კურსი ნელ-ნელა მოძრაობს 25-27 ათასი აშშ დოლარის დიაპაზონში, ანალიტიკოსებმა ყურადღება გაამახვილეს სპოტ ვაჭრობის მოცულობის შემცირებასა და დერივატივების ბაზარზე დიდი ლიკვიდაციის რისკებზე. სადაა ლიკვიდურობა? CryptoQuant-ის თანახმად გასულ კვირას პირველი კრიპტოვალუტის სპოტ ვაჭრობის მოცულობა 2018 წლის დონემდე დაეცა, ამ პერიოდის განმავლობაში დღეში 8000-დან 15000-მდე ტრანზაქცია დაფიქსირდა. Bitcoin-ის სპოტ და დერივატივებით ვაჭრობის მოცულობა. წყარო CryptoQuant. შედარებისთვის, მიმდინარე წლის მარტში საშუალოდ 600 000 ტრანზაქცია იყო დაფიქსირებული. ანალიტიკოს კაუე ოლივეირას აზრით ეს ტენდენცია ეფუძნება შეერთებული შტატების ეკონომიკურ მდგომარეობას. „ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მაკროეკონომიკური სცენარის მიმართ მზარდი შიშია. აშშ-ის ცენტრალური ბანკის ქმედებები აძლიერებს გაურკვევლობის მუდმივ განცდას, რის გამოც ინვესტორები შესაძლო რეცესიის მოლოდინში არიან“, - განმარტა მან. ოლივეირამ ახსენა ფედერალური სარეზერვო სისტემის პოლიტიკის გავლენა ძირითადი განაკვეთის გაზრდასთან მიმართებაში, თუმცა Bitcoin-ის კურსს ბოლო ცვლილებაზე რეაგირება არ მოუხდენია. ფაქტობრივად, სპოტ ვაჭრობის კლების ტენდენციამ აჩვენა „ჰოდლის“ მიმართ ინტერესის ზრდა. თუმცა, ამ შემთხვევაში, Bitcoin-ის ზრდა შეზღუდულია ლიკვიდობის შემცირების გამო. იმის ნაცვლად, რომ მოკლევადიანი ვაჭრობით ეძებონ სწრაფი მოგება, სულ უფრო მეტი ადამიანი მიიჩნევს კრიპტოვალუტებს გრძელვადიან ინვესტიციად. მათ ურჩევნიათ თავიანთი მონეტები შეინარჩუნონ და დაიჯერონ მათი მომავალი ღირებულების, ვიდრე გაყიდონ მოგების მიღების პირველივე ნიშნის გამოჩენისას“, - განმარტა ოლივეირამ. ექსპერტის აზრით ასეთი განწყობა შეიძლება აღმოჩნდეს ციფრული ოქროს ფასის ტრაექტორიის მთავარი კატალიზატორი. ადრე Binance იყო Bitcoin-ის სპოტ ვაჭრობის შემცირების ანტირეიტინგის სათავეში. K33-ის ინფორმაციით 1 სექტემბრიდან კურსი 57%-ით დაეცა. ყველა პლატფორმისთვის მთლიანი მაჩვენებელი 48%-ით შემცირდა. ამავდროულად, პირველი კრიპტოვალუტის სპოტ მოცულობა კიდევ 8%-ით დაეცა აგვისტოს ხუთწლიან მინიმუმთან შედარებით. ტრეიდერები ზარალს განიცდიან Bitfinex-ის თანახმად Bitcoin-ის ბაზარი განიცდის მზარდ ყოველდღიურ ცვალებადობას, რაც უვადო ფიუჩერსების მასიურ ლიკვიდაციას იწვევს. გასული კვირის განმავლობაში დახურული პოზიციების უმეტესი ნაწილი იყო ლონგი, რომელიც მოხდა მოკლევადიანი ვარდნის დროს. მაგალითად, 18 სექტემბერს მოხდა 44 მლნ აშშ დოლარის ღირებულების გრძელვადიანი პოზიციების ლიკვიდაცია. ანალიტიკოსების თქმით ეს ტენდენცია შეიძლება გაგრძელდეს და კიდევ გაუარესდეს სპოტ ვაჭრობის მოცულობის შემცირების გამო. მოხსენებაში ხაზგასმულია, რომ Bitcoin ყველაზე დაბალ ცვალებადობას განიცდის აქტივის ისტორიაში. „ჩვენ ვიხილეთ სიტუაცია, როდესაც უვადო სვოპ-ბაზრებზე გრძელვადიანი პოზიციები ცდილობდნენ Bitcoin-ის ფასის გაზრდას, მაგრამ წარუმატებელი აღმოჩნდა სპოტ ბაზარზე ყიდვის არასაკმარისი მხარდაჭერის გამო“, განმარტა Bitfinex-მა. CoinGecko-ს მონაცემებით პირველი კრიპტოვალუტის ფასი გასულ კვირას 3.4%-ით, 26.165 აშშ დოლარამდე შემცირდა. BTC/USDT-ის საათობრივი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მეორე კვარტალში Bitcoin-ის 20 წამყვან ბირჟაზე სპოტ ვაჭრობის მთლიანი მოცულობა 36%-ით შემცირდა - 2.6 ტრილიონიდან 1.66 ტრილიონ აშშ დოლარამდე. Matrixport-ის ანალიტიკოსმა მარკუს ტილენმა ივარაუდა Bitcoin-ის დომინირების ზრდა, რადგან ბევრ ცნობილ Altcoin-ს ფასების დაცემის მზარდი რისკი ემუქრება. https://tinyurl.com/cb666d5n
  9. კომპანიის ახალი პროდუქტების საინტერესო მახასიათებელია მათი გარეგნული დიზაინის შეცვლის შესაძლებლობა რადიატორების ზედა ნაწილის შეცვლით. ფოტოს წყარო: Corsair Corsair Dominator Titanium DDR5 მეხსიერების მოდულების რადიატორების ზედა ნაწილში მოცემულია პანელი, რომელთა მოხსნა და შეცვლა შესაძლებელია საკუთარით ან Corsair-ში ნაყიდით. ამასთან, ARGB დარჩება გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზედა ნაწილი მთლიანად გაუმჭვირვალეა. განათების მართვისთვის მოცემულია საფირმო პროგრამული უზრუნველყოფა Corsair iCUE. Corsair-ისგან შემოთავაზებულია ოპერატიული მეხსიერების მოდულები როგორც Intel XMP 3.0 აჩქარების პროფილის, ისე AMD EXPO პროფილის მხარდაჭერით. მოდულები პრაქტიკულად იდენტურად გამოიყურება, ამიტომ შეძენამდე საჭიროა კომპლექტის ყურადღებით შესწავლა. ასევე შესაძლებელია მოდულის ფერზე ყურადღების გამახვილება: XMP 3.0-ის მხარდაჭერის მქონე მოწყობილობა ხელმისაწვდომი იქნება შავ ან თეთრ ფერში, AMD EXPO-ს მხარდაჭერით კი - მხოლოდ ნაცრისფერში. Dominator Titanium DDR5 შემოთავაზებულია ორარხიანი ნაკრების სახით და მოცულობა შეადგენს 32 (2×16), 48 (2×24), 64 (2×32) და 96 (2×48) გბ-ს. ოთხარხიანი ნაკრებები კი წარმოდგენილი იქნება 16, 24 და 48 გბ მოდულებით. ასეთ შემთხვევაში, ნაკრებების ჯამური მოცულობა 192 გბ-მდეა. მოდულების სიჩქარე ვარირებს DDR5-6000-დან DDR5-8000-მდე, სამუშაო ძაბვა კი - 1.35-დან 1.45 ვოლტამდე. Corsair აგრეთვე გამოუშვებს სპეციალურ ნაკრებს - First Edition - თითოეული მოდელის მხოლოდ 500 წყვილს. ისინი ხელმისაწვდომი იქნება ორარხიანი 32 (2×16), 48 (2×24) და 64 (2×32) გბ ნაკრებების სახით და DDR5-6000, DDR5-6600 და DDR5-7200 სიჩქარეებით. მოცულობის მიუხედავად ყველა მათგანი იმუშავებს 1.4 ვოლტ ძაბვაზე. First Edition ვარიანტები წარმოდგენილი იქნება დამატებითი აქსესუარებით, როგორიცაა კომპანიის საფირმო სახრახნისი, აგრეთვე რადიატორების მოხსნადი ფირფიტები. მითითებული ნაკრებები მხოლოდ Corsair-ის ოფიციალურ ონლაინ-მაღაზიაში იქნება ხელმისაწვდომი. კომპანია DDR5-6000 კომპლექტს CL30 ტაიმინგით, 32 გბ (2×16 გბ) მოცულობით და DDR5-7200 კომპლექტს იმავე მოცულობის CL32 ტაიმინგით 174.99 და 234.99 აშშ დოლარად აფასებს, შესაბამისად. ორარხიანი DDR5-6000 ნაკრები CL30 ტაიმინგით და 64 გბ (2x32 გბ) მოცულობით 314.99 აშშ დოლარად იყიდება. https://tinyurl.com/3vx378cs
  10. Microsoft-ის მონაცემთა ცენტრები უზარმაზარი მოცულობის ელექტროენერგიას მოიხმარენ, ამიტომ კომპანიას კლიმატის ნეიტრალიტეტის მისაღწევად სუფთა ენერგიის წყაროები სჭირდება. უკიდურესად ენერგოინტენსიური ხელოვნური ინტელექტის განვითარება პრობლემას მნიშვნელოვნად ამწვავებს. Microsoft თვლის, რომ მომავალი თაობის ბირთვულ რეაქტორებს შეუძლია მისი მონაცემთა ცენტრების ენერგიით უზრუნველყოფა და ხელოვნური ინტელექტის ამბიციების განხორციელებაში ხელშეწყობა. კომპანია ახლა ეძებს პიროვნებას, რომელიც „უხელმძღვანელებს პროექტის ინიციატივებს ბირთვული ენერგიის ინფრასტრუქტურის ყველა ასპექტში გლობალური ზრდისთვის“. ფოტოს წყარო: unsplash.com ბირთვული ენერგია არ გამოყოფს სასათბურე გაზებს, თუმცა მან შეიძლება პანდორას ყუთი გახსნას ავარიების შემთხვევაში, რომ აღარაფერი ვთქვათ რადიოაქტიური ნარჩენების უტილიზაციასა და ურანის მიწოდების ჯაჭვის ლოგისტიკის სირთულეზე. ბირთვული ენერგიის როლი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში ჯერ კიდევ საკამათოა, თუმცა Microsoft-ის თანადამფუძნებელი ბილ გეითსი დიდი ხანია ამ ტექნოლოგიის დიდი გულშემატკივარია. Microsoft გეგმავს მცირე მოდულური რეაქტორების (SMR) მიმართულების განვითარებას. მისი ბევრად უფრო დიდი წინამორბედებისგან განსხვავებით SMR-ის აშენება მნიშვნელოვნად ადვილი და იაფია. გეითსი არის TerraPower-ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე, რომელიც ავითარებს SMR პროექტებს, მაგრამ კომპანიას „ამჟამად არ აქვს არანაირი შეთანხმება Microsoft-ისთვის რეაქტორების მიყიდვის შესახებ“. ცნობისთვის, ბოლო დიდი ბირთვული რეაქტორი, რომელიც აშშ-ში შვიდწლიანი შეფერხების შემდეგ ამოქმედდება, ბიუჯეტს 17 მლრდ აშშ დოლარზე მეტი დაუჯდა, SMR ბევრად იაფი იქნება. აშშ-ის ბირთვული საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ ახლახანს პირველად დაამტკიცა SMR პროექტი, რამაც შეიძლება ახალ გზას დაუდოს სათავე ბირთვულ ენერგიაში. SMR-ის სწრაფი განხორციელების მთავარი დაბრკოლება არის უფრო მეტი გამდიდრებული ურანის საწვავის (HALEU) საჭიროება ტრადიციულ რეაქტორებთან შედარებით, რომლის მთავარი გლობალური მიმწოდებელი ამ დრომდე რუსეთი იყო. შეერთებული შტატები ცდილობს შექმნას ურანის მიწოდების შიდა ჯაჭვი, მაგრამ ამას აფერხებენ აქტივისტები ურანის მაღაროებისა და ქარხნების მახლობლად. გარდა ამისა, ბირთვული ნარჩენების უტილიზაციის საკითხი ჯერ არ არის საბოლოოდ გადაწყვეტილი. Microsoft ცდილობს ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციას, მან სუფთა ენერგიის კრედიტების შესაძენად უკვე დადო გარიგება კანადურ კომუნალურ კომპანია Ontario Power Generation-თან, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკაში SMR ქსელის ამოქმედებას აპირებს. Microsoft ასევე გეგმავს მომავალში ელექტროენერგიის შეძენას Helion-ისგან, რომელიც ავითარებს ელექტროსადგურ fusion-ის პროექტს. Helion-ის ერთ-ერთი მხარდამჭერია OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორი და ChatGPT-ის დეველოპერი Sam Altman. კლასიკური ბირთვული რეაქტორებისგან განსხვავებით, რომლებიც დიდი რაოდენობით რადიოაქტიურ ნარჩენებს წარმოქმნიან, თერმობირთვული რეაქტორი შეიძლება გახდეს სუფთა ენერგიის რეალური წყარო განსხვავებული მოქმედების პრინციპის წყალობით. სამწუხაროდ, ექსპერტების უმეტესობა დარწმუნებულია, რომ მუშა თერმობირთვული ელექტროსადგურის შექმნამდე სულ მცირე რამდენიმე ათწლეულია დარჩენილი, ხოლო კლიმატის ცვლილების პრობლემები დღეს უკვე აქტუალურია. https://tinyurl.com/5ymav8ve
  11. მესამე კვარტლის დასაწყისიდან პირველი კრიპტოვალუტის ფასი და საფონდო ინდექსი S&P 500 14%-ით და 3%-ით შემცირდა, შესაბამისად. მიზეზი მდგომარეობს აშშ-ის ურისკო სამთავრობო ობლიგაციებიდან შემოსავლების ზრდაში, წერს CoinDesk. აქციის რისკის პრემია - სხვაობა S&P 500 კომპონენტების შემოსავლის თანაფარდობას მათი ფასების ჯამსა და UST 10Y-ის შემოსავლიანობას შორის შემცირდა -0.58-მდე, რაც ყველაზე დაბალია 2009 წლის შემდეგ. 2008 წლიდან მოყოლებული ინდიკატორი საშუალოდ 3.5 პროცენტულ პუნქტს შეადგენდა. თუ მხოლოდ დივიდენდების შემოსავალს გავითვალისწინებთ, სხვაობა აშშ-ის ათწლიანი სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობასთან მიმართებაში 2.87-მდე შემცირდა, რაც მინიმუმალური მაჩვენებელია 2007 წლის ივლისის შემდეგ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აქციებსა და სხვა სარისკო აქტივებში ინვესტირების მიმზიდველობა გაქრა აშშ-ის სახაზინო ფასიანი ქაღალდების გაცილებით მაღალი შემოსავლის ფონზე, რომელიც აღიქმება, როგორც უსაფრთხო თავშესაფარი, განმარტა გამოცემამ. ეს სიტუაცია ასევე ნიშნავს იმას, რომ ნაკლები სტიმული არსებობს Bitcoin-ში ინვესტიციისთვის, თუ იგი აღიქმება, როგორც ტექნოლოგიური აქციების ანალოგი. წყარო: TradingView, CoinDesk. პირველი კრიპტოვალუტის სტაბილურობის ფონზე Bitcoin-სა და აშშ დოლარს შორის კორელაცია ნულამდე დაეცა და წამყვან საფონდო ინდექსებთან მიმართებაში ოდნავ უარყოფითი გახდა. IntoTheBlock-ის წარმომადგენელ Lucas Outumuro-ს თქმით ციფრული ოქროს გამძლეობა განპირობებულია Bitcoin ETF-ის გამოშვების პოზიტიური მოლოდინებით და Mt.Gox-ის მომხმარებლებისთის კომპენსაციის გადახდების გადატანით. „როგორც ჩანს, ტენდენცია მიუთითებს ზრდის ციკლის მოახლოებაზე. მიუხედავად იმისა, რომ გაურკვეველია რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ვითარება გაუარესებულ მაკროეკონომიკურ გარემოში, ქსელის მონაცემები აფიქსირებს მონეტების მუდმივ დაგროვებას ჰოდლერების მიერ“, - აღნიშნა ექსპერტმა. ABMCrypto-მ NVT, aSORP და CDD მეტრიკებზე დაყრდნობით აღნიშნა დათვური აქტივობის ნაკლებობა. ტექნიკური სურათი RSI-ის, Chaikin Money Flow-ისა და MACD-ის სახით მიუთითებს პოზიტიური დინამიკის განახლების შანსებზე გარკვეული კონსოლიდაციის შემდეგ, განცხადეს ჟურნალისტებმა. წყარო: TradingView, ABMCrypto. Uptober-ის მოახლოების მიუხედავად სარისკო აქტივებზე ზეწოლას ახდენს პოტენციური შათდაუნი ბიუჯეტური უთანხმოებების გამო. „ბაზრებს ახლა აქვს 70%+ შანსი იმისა, რომ 2 ოქტომბერს ხელისუფლების გამოთიშვას ელოდეს“, - განაცხადა SmithAmundsen LLC-ის პარტნიორმა ჯო კარლასარემ. ადრე BitMEX-ის თანადამფუძნებელმა არტურ ჰეიესმა დაუშვა Bitcoin-ის შესაძლო მოკლევადიანი მიმართულება 20 ათას აშშ დოლარს ქვემოთ, რასაც ახალი ზრდის იმპულსი მოჰყვებოდა. თუმცა სექტემბერში მან მიუთითა ციფრული ოქროს პოზიტიურ პერსპექტივაზე ფედერალური სარეზერვო სისტემის პოლიტიკის მიუხედავად. შეგახსენებთ, რომ Edelman Financial Engines-ის დამფუძნებელმა რიკ ედელმანმა ივარაუდა, რომ პირველი კრიპტოვალუტის ფასი 2025 წლის ზაფხულისთვის 150 ათას აშშ დოლარამდე გაიზრდება. https://tinyurl.com/3j6fwcmf
  12. OpenAI-მ გააფართოვა ChatGPT-სთან ურთიერთობის ვარიანტები. ჩატ-ბოტის ახალი ვერსია მოთხოვნისა და მინიშნების სახით მიიღებს არა მხოლოდ ტექსტს, არამედ სურათებს და ხმოვან ბრძანებებს. კომერციული მომხმარებლებისთვის ახალი ფუნქციები ხელმისაწვდომი გახდება მომდევნო ორ კვირაში, დანარჩენებს გარკვეული დრო მოუწევთ ლოდინი. ფოტოს წყარო: The Verge ChatGPT-სთან ხმოვანი საუბრები გარკვეულწილად ნებისმიერ ხმოვან ასისტენტთან საუბრის მსგავსია, მაგრამ OpenAI აცხადებს, რომ პასუხების ხარისხი მნიშვნელოვნად მაღალია გაუმჯობესებული საბაზისო ტექნოლოგიის წყალობით. მომხმარებელი აჭერს ღილაკს და წარმოთქვამს შეკითხვას, ChatGPT მას ტექსტად გარდაქმნის და აწვდის მას დიდ ენობრივ მოდელს, იღებს პასუხს, აქცევს მას საუბრად და ხმამაღლა ამბობს პასუხს. ChatGPT-ის ახალი შესაძლებლობები ეყრდნობა დიდ ენის მოდელ Whisper-ს, რომელიც ახორციელებს მეტყველების ტექსტად გადაქცევას და უკან დაბრუნებას. OpenAI-ის თანახმად ახალ მოდელს შეუძლია შექმნას „ადამიანის ხმა ტექსტიდან და მეტყველების ნიმუში რამდენიმე წამში“. ამჟამად არსებობს ChatGPT-ის ხმის ხუთი ვარიანტი, თუმცა OpenAI ამ მოდელში ბევრად მეტ პოტენციალს ხედავს. ნებისმიერი ადამიანის სინთეზირებული ხმის შექმნის შესაძლებლობა მისი მეტყველების მხოლოდ რამდენიმე წამის საფუძველზე უზრუნველყოფს კიბერკრიმინალების საქმიანობისთვის ფართო ველის გახსნას - აღიარებს OpenAI ახალი ფუნქციების გამოცხადებისას: ”ეს ქმნის ახალ რისკებს, როგორებიცაა თავდამსხმელების შესაძლებლობა - განასახიერონ საზოგადო ფიგურები ან ჩაიდინონ თაღლითობა“. კომპანიის თქმით, ამ მიზეზით მოდელი არ არის ხელმისაწვდომი ფართო გამოყენებისთვის: OpenAI გეგმავს მოდელის შეზღუდვას კონკრეტული გამოყენების შემთხვევებითა და პარტნიორობის ხელშეკრულებებით. რაც შეეხება ChatGPT-ში მოთხოვნის გაგზავნას სურათის გამოყენებით, მომხმარებელმა უბრალოდ უნდა გადაიღოს ფოტო ან დახატოს მისთვის საინტერესო ნივთი და გაუგზავნოს ბოტს. კომუნიკაციის დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ ტექსტური ან ხმოვანი ბრძანება თქვენი მოთხოვნის გასარკვევად ან ძიების არეალის შესაზღუდად. ცხადია, ჩატ-ბოტისთვის მინიშნებების სახით ფოტოების გამოყენებასაც აქვს თავისი პოტენციური პრობლემები. ეს, უპირველეს ყოვლისა, ეხება ფოტოზე გამოსახული პიროვნების ვინაობის შესახებ შეკითხვას, თუმცა OpenAI ამბობს, რომ მან შეზღუდა ChatGPT-ის „ადამიანების შესახებ ანალიზისა და პირდაპირი განცხადებების გაკეთების უნარი“ როგორც სიზუსტის, ასევე კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით. ChatGPT-ის თავდაპირველი გაშვებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ OpenAI აგრძელებს აპლიკაციის საზღვრების გაფართოებას და ცდილობს თავიდან აიცილოს მასთან დაკავშირებული პრობლემები და ხარვეზები. კერძოდ, კომპანია მიზანმიმართულად ზღუდავს თავისი ახალი ხელოვნური ინტელექტის მოდელების შესაძლებლობებს, მაგრამ ეს მიდგომა სამუდამოდ არ იმუშავებს. რაც უფრო მეტი ადამიანი გამოიყენებს ხმოვან კონტროლს და გამოსახულების ძიებას და ChatGPT გახდება მულტიმოდალური და სასარგებლო ვირტუალური ასისტენტი, ხელოვნური ინტელექტის ჩარჩოებში შეკავება უფრო და უფრო რთული გახდება. https://tinyurl.com/mr4bar9e
  13. პორტალ Digital Foundry-ს YouTube-არხზე გამოქვეყნდა საინტერესო ვიდეო, რომელშიც CD Projekt Red-ის წარმომადგენელი Jakub Knapik, აგრეთვე Jacob Freeman და Bryan Catanzaro კომპანია NVIDIA-დან განიხილავენ DLSS 3.5 ტექნოლოგიის რეალიზაციას თამაშ Cyberpunk 2077-ში. ისინი აგრეთვე შეეხნენ მასშტაბირებისა და რენდერინგის უპირატესობას ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. ფოტოს წყარო: cyberpunk.net NVIDIA-ს გამოყენებითი ღრმა სწავლების კვლევების ვიცე-პრეზიდენტმა Bryan Catanzaro-მ განაცხადა, რომ თამაშის ორიგინალი გაფართოებით გაშვება აღარ უნდა ჩაითვალოს ყველაზე დეტალური გრაფიკის გარანტიად. გეიმინგ გრაფიკის ინდუსტრია მიიწევს ხელოვნური ინტელექტის გამოსახულების რეკონსტრუქციასა და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ რენდერზე დამოკიდებულების გაზრდისკენ, დარწმუნებულია ექსპერტი. გრაფიკული დეტალების გაზრდა უხეში ძალის მეთოდის გამოყენებით აღარ არის ოპტიმალური გამოსავალი, რადგან „მურის კანონი მკვდარია“. ეს ნიშნავს იმას, რომ იზრდება DLSS ფორმატის ჭკვიანი ტექნოლოგიების დანერგვის მოთხოვნა - ისინი ხელს შეუწყობენ დეტალიზაციის გაზრდას და გვერდს აუვლიან თანამედროვე გრაფიკული სისტემების თაობიდან თაობაზე გადასვლისას წარმადობის სულ უფრო ნაკლებად მნიშვნელოვან ზრდას. Cyberpunk 2077-თან დაკავშირებით Jakub Knapik-მა განაცხადა, რომ რეითრეისინგის დანერგვა შეუძლებელი იქნებოდა DLSS გადაწყვეტილებების გარეშე - განსაკუთრებით გამოსახულების მასშტაბირებასა და კადრების გენერირებაში. DLSS ტექნოლოგიამ ხელი შეუწყო გრაფიკული პროცესორების წარმადობის მარაგის გაზრდას და Cyberpunk 2077-მა მიიღო რეალურ დროში განათების დამაჯერებელი სიმულაციები, რაც ტრადიციული რენდერინგით შეუძლებელი იქნებოდა. Bryan Catanzaro დარწმუნებულია, რომ ხელოვნური ინტელექტის მასშტაბირების ტექნოლოგიები გეიმინგ გრაფიკაში საბოლოოდ მთლიანად ჩაანაცვლებს ტრადიციულ რენდერინგს. ინდუსტრიამ გააცნობიერა, რომ მეტის მიღწევა შეუძლია მონაცემთა დიდი ნაკრების დახმარებით, რომლებიც გამოიყენება ხელოვნური ინტელექტის მოსამზადებლად, ვიდრე ალგორითმების შექმნას ნულიდან, ანუ ტრადიციული რენდერინგის მეთოდების გამოყენებით, მიიჩნევს ექსპერტი. იქმნება შთაბეჭდილება, რომ გეიმინგ სამყარო, როგორსაც ჩვენ ვიცნობთ, წარსულს ბარდება. თუ მურის კანონი აქტუალურობას დაკარგავს, მაშინ ხელოვნური ინტელექტის ალგორითმები შეიძლება მართლაც იყოს სამგანზომილებიანი გრაფიკის შემდგომი განვითარების ერთადერთი გარანტია. ყოველ შემთხვევაში NVIDIA-სთვის ხელოვნური ინტელექტის ქვესისტემების განვითარება მომავალ ვიდეო ბარათებში პრიორიტეტული იქნება. https://tinyurl.com/y6p9kcyj
  14. Bitcoin-ს აქვს პოტენციალი - გახდეს გლობალური ენერგეტიკული გადასვლის კატალიზატორი და შეამციროს მავნე გამონაბოლქვი, ნათქვამია Institute of Risk Management-ის ექსპერტების კვლევაში. დილან კემპბელმა და ალექსანდერ ლარსენმა გამოაქვეყნეს ნაშრომი სათაურით " Bitcoin და ენერგიკული გადასვლა: რისკიდან შესაძლებლობამდე". ავტორების მტკიცებით მიუხედავად იმისა, რომ პირველი კრიპტოვალუტა აღიქმება რისკად მისი ელექტროენერგიის მოხმარების მაღალი დონის გამო, მას შეუძლია სფეროში გლობალური პრობლემების ახალ გადაწყვეტილებებამდე მისვლა განაპირობოს. მკვლევარებმა ხაზგასმით აღნიშნეს ენერგიის მნიშვნელოვანი როლი ცივილიზაციის განვითარებაში და საიმედო, სუფთა და უფრო ხელმისაწვდომი ენერგიის წყაროების საჭიროება. Bitcoin-ის ენერგეტიკული ინტენსივობის კრიტიკის მიუხედავად კემპბელმა და ლარსენმა წარმოადგინეს დაბალანსებული შეხედულება, რომელშიც ჩანს მაინინგის პოტენციური სარგებელი. მათი აზრით პირველი კრიპტოვალუტის მაინინგი უზრუნველყოფს მინიმუმ შვიდ შესაძლებლობას ენერგეტიკული ინდუსტრიის გაუმჯობესებისთვის. ექსპერტების აზრით კრიპტოვალუტის მაინინგ ინდუსტრია 2030 წლისთვის შეძლებს მეთანის გლობალური ემისიების შემცირებას 8%-ით სამრეწველო წვის დროს გამოყოფილი სასათბურე გაზების ნაკლებად მავნე ნივთიერებებად გარდაქმნის გზით. მაინინგისას მეთანის ემისიების გამოყენების პოტენციალი. წყარო: Institute of Risk Management. კემპბელმა და ლარსენმა აღნიშნეს მაინინგის სხვა პოტენციური სარგებელი ინდუსტრიისთვის: ენერგეტიკული ქსელის მართვის ეფექტურობის გაზრდა კრიპტოვალუტის მაინერების დეცენტრალიზაციისა და დატვირთვაზე სწრაფი რეაგირების უნარის წყალობით; ქარის და მზის გენერაციის დანერგვის დაჩქარება - მაინერებს შეუძლიათ მოხმარება დააბალანსონ; ატომური და ჰიდროელექტროსადგურების ეკონომიკის გაუმჯობესება ჭარბი ელექტროენერგიის შეძენით; გამოყოფილი სითბოს რეკუპერაცია. „ჩვენი წარმოდგენით მიუხედავად იმისა, რომ Bitcoin ელექტროენერგიის მომხმარებელია, ეს არ ნიშნავს, რომ იგი არის ნახშირორჟანგის ემისიების და ჰაერის სხვა დამაბინძურებლების დიდი წყარო. „კრიპტოვალუტა შეიძლება იყოს კატალიზატორი ყველასთვის სუფთა, უფრო ენერგიით უსაფრთხო მომავლის უზრუნველყოფისთვის“, - აცხადებენ მკვლევარები. შეგახსენებთ, რომ Bitcoin-ის მაინინგი გამოყოფს CO₂-ის გლობალური გამონაბოლქვის 0.1%-ს კემბრიჯის ალტერნატიული ფინანსების ცენტრის მონაცემების მიხედვით. https://tinyurl.com/725cwe5v
  15. Google-ის Pixel 8 და Pixel 8 Pro სმარტფონების ოფიციალური ანონსი 4 ოქტომბერს არის დაგეგმილი, ამჟამად ინტერნეტში გამოჩნდა ახალი პროდუქტების ოფიციალური რენდერები ყველა ფერის ვარიანტით. ისინი გამოქვეყნდა რესურს MySmartPrice-ის, რომელიც ინსაიდერული ინფორმაციის სანდო წყაროს რეპუტაცის ფლობს. Pixel 8 ოფიციალური რენდერები ადასტურებენ, რომ Pixel 8 სერიის სმარტფონები წინამორბედების მსგავსია, თუმცა უფრო მომრგვალებული კუთხეები აქვთ. Pixel 8 რენდერებზე წარმოდგენილია Pixel 8 მოდელი შემდეგ ფერებში: Peony Rose (ვარდისფერი), Grey (ნაცრისფერი) და Black Obsidian (შავი). საბაზისო ვერსიისგან განსხვავებით Pixel 8 Pro მოდელი ხელმისაწვდომი იქნება Sky Blue (ცისფერი), Porcelain (ღია კრემისფერი) და Black Obsidian (შავი) ფერის ვარიანტებად. Pixel 8 ოფიციალურ რენდერებზე Pixel 8 სერიის სმარტფონების კამერები წინამორბედის მსგავსად განთავსებულია უკანა პანელზე არსებულ გამოწეულ ბლოკზე. Pixel 8 Pro ასევე დადასტურებულია, რომ Pixel 8 Pro სმარტფონს ექნება სამი უკანა კამერა და LED განათება. გარდა ამისა, უკანა პანელზე კამერების გვერდით ჩანს ახალი ტემპერატურული სენსორი. Pixel 8 Pro ონლაინ სიმულატორის თანახმად Pixel 8 Pro-ს ექნება 5G mmWave ქსელების მხარდაჭერა, ასევე ტელეფოტო მოდული 5x ოპტიკური ზუმით. და თუ ვიმსჯელებთ რენდერებით, საბაზისო მოდელის მთავარი კამერა ორ სენსორს მოიცავს. Pixel 8 Pro https://tinyurl.com/ykzkswv4
  16. საზოგადოების ყურადღება ამჟამად მიპყრობილია Tesla-ს ელექტრო პიკაპ Cybertruck-ის სერიული მიწოდებისთვის მზადებაზე, თუმცა კომპანია პარალელურად არ წყვეტს სხვა სამომავლო პროდუქტების სრულყოფას. ერთ-ერთია ადამიანისმაგვარი რობოტი Optimus, რომელიც ასევე ტეხასში მდებარე ქარხანაში აიწყობა. კომპანიამ ამ რობოტების ზოგიერთი შესაძლებლობა გააზიარა. ფოტოს წყარო: Tesla მოკლე ვიდეოში ახსნილია, რომ Optimus-ებმა ისწავლეს დამოუკიდებლად დააკალიბრონ თავიანთი კიდურების მოძრაობის სიზუსტე სახსრებში ჩაშენებული სენსორებისა და მანქანური ხედვის სისტემის გამოყენებით. ეს უკანასკნელი ასევე გამოიყენება ნეიროქსელების მოსამზადებლად და გარკვეული ამოცანების შესასრულებლად რობოტების სწავლებისთვის. ფოტოს წყარო: Tesla მაგალითის სახით ნაჩვენები იყო კონსტრუქტორის პლასტმასის ბლოკების ფერების მიხედვით დახარისხების ოპერაცია. კონსტრუქტორის ორი ფერის დეტალები განთავსებული იყო რობოტის წინ, მას უნდა დაეხარისხებინა ისინი ორ ლანგარზე ფერების შესაბამისად. რობოტი ამოცანას იმ შემთხვევაშიც უმკლავდებოდა, როდესაც გარემოება იცვლებოდა პერიოდულად - მეთვალყურე ადამიანი დეტალებს ახალ ადგილზე აწყობდა. პარალელურად დაცული იყო მეორეხარისხოვანი პირობაც - მაგალითად, კონსტრუქტორის ბლოკები განთავსებული უნდა ყოფილიყო ვერტიკალურად და აუცილებლობის შემთხვევაში რობოტი მათ გადაბრუნებით უცვლიდა პოზიციას. ფოტოს წყარო: Tesla როგორც ცნობილია, Optimus-ის ნეიროქსელის სწავლება ხორციელდება თავად რობოტის აპარატული რესურსებით. დემონსტრაციის მსვლელობისას Optimus-ის პროტოტიპმა ასევე გამოავლინა საპირისპირო ოპერაციის შესრულების უნარი - ერთ ჯგუფში ორი ფერის ბლოკების შერევა. ამავდროულად Tesla-მ აჩვენა რობოტის მიერ წონასწორობის ერთ ფეხზე დაცვის უნარი (პირველი ფოტო ზემოთ), როდესაც რობოტი იოგას ვარჯიშებს იმიტირებს. მოძრაობის დინამიურობა და სიჩქარე, თუ ვივარაუდებთ იმას, რომ ვიდეო რეალურ დროშია ჩაწერილი, ადამიანისას არ ჩამოუვარდება, Optimus-ის ფიზიკური შესაძლებლობები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: → https://t.co/dBhQqg1qya pic.twitter.com/1Lrh0dru2r https://tinyurl.com/52xkwcvc
  17. შენგენის ზონის გარეთ მყოფმა ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ კრიპტოვალუტების ინდუსტრიის უფრო მკაცრი ზედამხედველობა. ამის შესახებ ევროპის პარლამენტის კვლევის სამსახურის (EPRS) ანგარიშშია ნათქვამი. „ჯერ კიდევ არსებობს რამდენიმე არხი, რომლითაც ევროკავშირის ფინანსური სისტემა და ავტონომია კვლავ საფრთხეშია, რადგან ისინი დამოკიდებულნი არიან ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების პოლიტიკურ ქმედებებზე MiCA-ს გამოყენების კონტექსტში“, - ნათქვამია დოკუმენტში. EPRS-ის ექსპერტებმა დაასახელეს ბაზრის მიმზიდველობის დაქვეითება და Stablecoin-ების ფართო გამოყენება, როგორც ფინანსური სტაბილურობისთვის პოტენციური შედეგები. წყარო: EPRS. მოხსენებაში ნათქვამია, რომ შეერთებულ შტატებს აქვს „ფრაგმენტირებული მარეგულირებელი ნორმატიულ-სამართლებრივი გარემო“, რომელშიც ჩართულია სხვადასხვა დაინტერესებული მხარე ფედერალურ და ადგილობრივ დონეზე. ექსპერტების აზრით ეს ირიბად აისახება სამართლებრივ სიცხადესა და რეგულირების სიზუსტეზე. ცხრამეტმა იურისდიქციამ უკვე მიიღო ზომები კრიპტო აქტივებთან დაკავშირებით. EPRS იაპონიის საკანონმდებლო ბაზას თვლის ერთ-ერთ ყველაზე მკაცრად. აპრილში ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს კრიპტო ინდუსტრიის ყოვლისმომცველი რეგულირებისთვის (MiCA). წესების ძირითადი დებულებები, მათ შორის Stablecoin-ებთან დაკავშირებული წესები, მიღებიდან ერთი წლის შემდეგ ამოქმედდება. https://tinyurl.com/ycy5jxnx
  18. მესამე კვარტალი დასასრულს უახლოვდება და TrendForce-ის სპეციალისტებმა მეორე კვარტლის შედეგები შეაჯამეს. მათ დაადგინეს, რომ ინტეგრირებული მიკროსქემების ათი უმსხვილესი მწარმოებლის მთლიანი შემოსავალი გასული პერიოდის განმავლობაში გაიზარდა 12.5%-ით 38.1 მლრდ აშშ დოლარამდე. ამ თანხის თითქმის 30% მოდის NVIDIA-ზე, რომელმაც თანმიმდევრულად გაზარდა საკუთარი შემოსავალი 68.3%-ით 11.3 მლრდ აშშ დოლარამდე და კონკურენტები დიდი სხვაობით ჩამოიტოვა უკან. ფოტოს წყარო: NVIDIA შედარებისთვის, მეორე ადგილზე განთავსებული კორპორაცია Qualcomm მეორე კვარტალში 7.2 მლრდ აშშ დოლარი შემოსავლით დაკმაყოფილდა. ეს მაჩვენებელი 9.7%-ით შემცირდა და შედეგად იგი აკონტროლებს ფულად გამოხატულებაში ბაზრის 18.8%-ს, წინა კვარტლის მაჩვენებელი 23.5% იყო. კომპანიის შემოსავლის უარყოფითი დინამიკის მიზეზი TrendForce-ის წარმომადგენლების განმარტებით იყო სმარტფონებზე მოთხოვნის კლება, რომელზეც Qualcomm მეტად დამოკიდებულია. NVIDIA-ს შემთხვევაში მეორე კვარტალში სერვერების სეგმენტში შეინიშნებოდა 105%-იანი ზრდა. დიდი მოთხოვნით სარგებლობდა გამომთვლელი არქიტექტურის ამაჩქარებლები Hopper და Ampere HGX სისტემების შემადგენობაში, აგრეთვე ქსელის ინფრასტრუქტურა InfiniBand, რომელიც მათი მუშაობისთვის აუცილებელია. შემოსავლების მხრივ მეორე კვარტალში NVIDIA აკონტროლებდა ნახევრადგამტარი კომპონენტების ბაზრის 29.7%-ს სექტორის უმსხვილეს კომპანიებს შორის. რეიტინგში არ შევიდა ის კომპანიები, რომლებიც თავად აწარმოებენ თავიანთ შექმნილ ჩიპებს, მაგალითად Intel და Samsung Electronics. ფოტოს წყარო: TrendForce კომპანია Broadcom მესამე ადგილზეა 5.9 მლრდ აშშ დოლარიანი შემოსავლით, მისი საბაზრო წილი 20.4-დან 18.1%-მდე შემცირდა. შემცირდა კომპანიის შემოსავალი ქსელური მონაცემთა სანახი სისტემებისთვის, ფართოზოლოვანი ქსელური გადაწყვეტილებებისა და უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი კომპონენტებიდან, ხელოვნური ინტელექტის სისტემებისთვის განკუთვნილ კომპონენტებზე მოთხოვნის ზრდამ ვერ უზრუნველყო ამ ვითარების კომპენსირება. მეოთხე ადგილზეა AMD 5.36 მლრდ აშშ დოლარიანი შემოსავლით, რომელიც სიმბოლური 0.1%-ით გაიზარდა, ხოლო კომპანიის ბაზრის წილი 15.8-დან 14.1%-მდე შემცირდა ფულადი თვალსაზრისით NVIDIA-ს მხრიდან ზეწოლის შედეგად. მეხუთე ადგილი დაიკავა ტაივანურმა MediaTek-მა შემოსავლების 1.5%-ით 3.2 მლრდ აშშ დოლარამდე ზრდით და ბაზრის 8.4%-იანი წილით, რომელიც ასევე შემცირებულია პირველ კვარტალში დაფიქსირებულ 9.3%-თან შედარებით. ჯამში NVIDIA-ს გარდა, რომელიც რეიტინგის სათავეშია, მეორე კვარტალში საკუთარი წარმოების ჩიპების ტოპ მომწოდებელთა ათეულიდან მხოლოდ Novatek-მა და Realtek-მა, რომლებმაც, შესაბამისად, მეშვიდე და მერვე ადგილები დაიკავეს, შეძლეს თავიანთი საბაზრო პოზიციების გამყარება ფულადი თვალსაზრისით. მათი შემოსავალი გაიზარდა 24.7 და 32.6%-ით, შესაბამისად. პირველ მათგანს ხელი შეუწყო სატელევიზიო აღჭურვილობაზე მოთხოვნის ზრდამ, მეორეს კი ლეპტოპებისა და კომპიუტერების კომპონენტებზე მოთხოვნა დაეხმარა. TrendForce-ის პროგნოზების მიხედვით თუ ბაზრის მიმდინარე ტენდენციები გაგრძელდება მესამე კვარტალში ბაზრის ლიდერების ათეული გააგრძელებს შემოსავლების ზრდას მთლიანობაში ორნიშნა პროცენტით და, რა თქმა უნდა, განაახლებს ისტორიულ რეკორდებს. https://tinyurl.com/b3yse5pm
  19. ახალმა iPhone 15 Plus-მა რეკორდი დაამყარა ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობით და უკან ჩამოიტოვა iPhone-ის ყველა წინა მოდელი. iPhone 15-ის გაყიდვაში გამოსვლის შემდეგ ბატარეის ტესტირების შედეგებმა ახალი მოდელის უპირატესობა დაადასტურა. ფოტოს წყარო: Apple Apple აქტიურად არეკლამებდა ახალ 3-ნანომეტრიან ჩიპ A17 Pro-ს ეფექტურობას, რამაც დიდი მოლოდინი გააჩინა iPhone 15 Pro და iPhone 15 Pro Max მოდელების ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით. ბლოგერ Mrwhosetheboss-ის მიერ ჩატარებული ტესტირებისას Pro Max-მა უფრო დიდხანს გაძლო, ვიდრე ყველა წინა iPhone მოდელმა. თუმცა ნამდვილი აღმოჩენა იყო iPhone 15 Plus, რომელმაც აქტიური ეკრანით 13 საათზე დიდხანს იმუშავა და ახალი რეკორდი დაამყარა ყველა iPhone-ს შორის. Apple-ის ტექნიკური მახასიათებლების ოფიციალურ ვებ-გვერდზე მითითებულია ბატარეის მუშაობის დრო აუდიოს უწყვეტი მოსმენისას და ვიდეოს ყურებისას. კომპანიის მონაცემებით iPhone 15 Pro Max მუშაობს ყველაზე დიდხანს ნაკადური ვიდეოს ყურებისას - ეს დროა 25 საათი, iPhone 15 Pro და iPhone 15 Plus კი - 20 საათს. თუმცა აუდიოს მოსმენისას Pro Max მოდელი მუშაობს 95 საათს, Plus ვერსია კი - რეკორდულ 100 საათს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ციფრები ზოგად წარმოდგენას გვიქმნის, რეალური სამუშაო დრო შესაძლოა განსხვავებული იყოს, რადგან სმარტფონის ყოველდღიური მოხმარება მოიცავს სხვადასხვა ამოცანას და არა მხოლოდ ვიდეო ან აუდიო კონტენტის გამოყენებას. ბლოგერ Mrwhosetheboss-ის ტესტები მიზნად ისახავდა მოწყობილობის რეალურ ცხოვრებაში გამოყენების სიმულაციას მთელი დღის განმავლობაში: ვიდეოების ყურება TikTok-ზე, ვიდეო ჩათები Zoom-ში, ვიდეოების ჩაწერა და თამაში. ტელეფონის ეკრანი აქტიური იყო ბატარეის სრულად დაცლამდე. ბატარეის მუშაობის ლიდერი ამ დრომდე იყო iPhone 13 Pro Max, თუმცა, ტესტებმა აჩვენა, რომ iPhone 15-ის ყველა მოდელმა აჯობა წინამორბედებს. კერძოდ, iPhone 15 Pro-მ გაძლო 9 საათი 20 წუთი, საბაზისო iPhone 15-მა - თითქმის 10 საათი, 15 Pro Max-მა - 11 საათი 41 წუთი, 15 Plus-მა კი - რეკორდული 13 საათი 19 წუთი. ახალი iPhone 15 მოდელების ბატარეის ტესტირების შედეგები ადასტურებს Apple-ის სწრაფვას - გააუმჯობესოს თავისი მოწყობილობების წარმადობა და ეფექტურობა. iPhone 15 Plus-ის საუკეთესო წარმადობა ახალ სტანდარტს ადგენს მომხმარებლებისთვის, რომლებიც ბატარეის ხანგრძლივ მუშაობას აფასებენ. ეს შეიძლება საკვანძო ფაქტორი იყოს მრავალი მომხმარებლისთვის სმარტფონის არჩევისას უახლოეს მომავალში. https://tinyurl.com/5ejtzth9
  20. პროგრამისტმა გააერთიანა OpenAl API საკუთარ სკრიპტთან ChatGPT-ის გამოყენებით ტოკენების ავტომატურად გენერირებისთვის. პირველ 24 საათში მემ-ტოკენ AstroPepeX-ის (APX) ვაჭრობის მოცულობამ Uniswap-ზე 14 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. სოციალურ პლატფორმა X-ზე დეველოპერმა მეტსახელით „CroissantEth“ გამოაქვეყნა კოდი, რომელიც მისი თქმით ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს საშუალებას აძლევს ERC-20 ტოკენები გამოუშვას. იდეა გაჩნდა სურვილიდან - გამოეცადა OpenAl-ის ChatGPT-ის შესაძლებლობები Ethereum-ის სმარტ-კონტრაქტებთან კომბინაციაში, განმარტა მან. ვინაიდან ჩატ-ბოტს არ შეუძლია „პირდაპირ“ მონეტების გამოშვება, პროგრამისტმა გამოიყენა API ინტეგრაცია საკუთარ აპლიკაციაში. შედეგად შესაძლებელი გახდა შექმნილიყო სცენარი, რომელიც სთხოვს და მიუთითებს ChatGPT-ს - შექმნას ტოკენი, ხოლო სკრიპტი ხელს უწყობს აქტივის ავტომატიზებულ გამოშვებას სტანდარტ Open Zeppelin-ის გამოყენებით. ჩატ-ბოტი აგენერირებს კოდს პროგრამირების ენა Solidity-ზე და განსაზღვრავს სიმბოლურ პარამეტრებს, როგორიცაა სახელი და ბაზრის შეთავაზება. სახელის შესაქმნელად ChatGPT იყენებს რეალურ მონაცემებს Uniswap-ზე ვაჭრობის მოცულობით ტოპ 10 ათასი მონეტის შესახებ, რომლებიც შეესაბამება მათ საბაზრო კაპიტალიზაციას CoinMarketCap-ისა და CoinGecko-ს მიხედვით. CroissantEth-მა ეს გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც ChatGPT-მ თავდაპირველად შექმნა სახელები, რომლებიც მას წარუმატებლად მიაჩნდა, მაგალითად, FluffyUnicorn Coin. მონაცემების ინტეგრაციის შემდეგ ჩატ-ბოტმა აშკარად „დაიწყო კრიპტოკულტურის უკეთ გაგება“, აღნიშნა დეველოპერმა. მონეტები, როგორიცაა Inuverse და QuantumPepe, გამოიცა სატესტო რეჟიმში - აშკარად ჩანს მინიშნებები პოპულარულ მემ-კოინ Pepe-სა და მეტასამყაროზე. „Pepe-ს გენერირების რაოდენობა საკმაოდ სახალისო ჩანდა და ძალიან მაგარი იყო იმის დანახვა, რომ GPT-ს რეალურად მოაქვს რეალური კრეატიული მონაცემები. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს მისი გონება ვითარდება“ - თქვა CroissantEth-მა Decrypt-თან კომენტარი. დეველოპერმა განმარტა, რომ ტოკენის სხვა პარამეტრები, როგორიცაა ემისიის მოცულობა, შეიძლება მექანიკურად განსაზღვროთ ან დატოვოთ ChatGPT-ის შეხედულებისამებრ. ეს ასევე შესაძლებელია უფრო რთულ პირობებშიც. სახელის შექმნის შემდეგ ჩატ-ბოტი მას და მის აღწერას გადასცემს ხელოვნური ინტელექტის სხვა ინსტრუმენტს - DALL-E-ს, რომელიც ამის საფუძველზე აქტივისთვის შესაბამის გამოსახულებას ქმნის. CroissantEth-ის გადაწყვეტილება შექმნილია ისე, რომ ChatGPT-ის მიერ გენერირებული კონტრაქტების მფლობელობა დაუყოვნებლივ უკან იქნას გაწვეული. ყველა შექმნილი ტოკენი ემატება ლიკვიდობას Uniswap-ზე 2 ETH-თან ერთად. პირველი საჯარო მონეტა, რომელიც ავტომატურად გამოიშვა ჩატ-ბოტის გამოყენებით, იყო AstroPepeX (APX). Uniswap-ზე ვაჭრობის მოცულობამ პირველ 24 საათში 14 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა, ბოლო 24 საათის განმავლობაში კი შეადგინა 9.1 მლნ აშშ დოლარი (DEX Screener). CroissantEth-მა Decrypt-თან განაცხადა, რომ მისი პროექტი ძირითადად შთაგონებულია მემ-კოინ TURBO-თი. მონეტა მაისში გამოუშვა ციფრულმა მხატვარმა რეტ მენქაინდმა ChatGPT-ის გამოყენებით და მისმა საბაზრო კაპიტალიზაციამ 50 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. თუმცა ტოკენების შექმნისთვის საჭირო ელემენტების უმეტესობა, როგორიცაა დასახელება ან საკუთრების მოხსნის უფლება, არ იყო ავტომატიზებული. პროგრამისტის თქმით მისი მიზანი იყო ადამიანის ჩარევის მინიმუმამდე შემცირება. „მე წავიკითხე ტრენდი TURBO-ს შესახებ და დავინახე, რომ იგი ამ პროცესს ხელით აკეთებს, ამიტომ როგორც დეველოპერმა, დავიწყე ავტომატიზაციის მცდელობა“ - განაცხადა მან. CroissantEth გეგმავს გამოაქვეყნოს სამომხმარებლო ინტერფეისი მისი კუთვნილი კოდისთვის, რომელიც საშუალებას მისცემს მომხმარებლებს, რომლებსაც არ აქვთ კონკრეტული ტექნიკური უნარები, გამოუშვან Ethereum-ტოკენები ChatGPT-ის გამოყენებით. მან აღნიშნა, რომ აღმოაჩინა მინიმუმ 20 აქტივი, რომლებიც გამოშვებულია მისი სკრიპტის გამოყენებით. ზოგიერთმა დეველოპერმა პირდაპირ აცნობა CroissantEth-ს გადაწყვეტილების გამოყენებით წარმატების მიღწევის შესახებ. „ველით, რომ სამომხმარებლო ინტერფეისის შექმნის შემდეგ ეს რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება“, - დაასკვნა პროგრამისტმა. შეგახსენებთ, რომ OpenAI-მ ChatGPT ჩატ-ბოტზე API-ს მეშვეობით წვდომა მარტში გახსნა. https://tinyurl.com/2ftzpbjs
  21. კომპანია Xiaomi-მ წარადგინა სმარტფონების სერია Redmi Note 13, რომელშიც შედის მოდელი Redmi Note 13 Pro. ახალი სმარტფონი დამყარებულია კომპანია Qualcomm-ის 4-ნანომეტრიან პროცესორ Snapdragon 7s Gen 2-ზე, რომელიც გასულ კვირაში დაანონსდა და ზემოთხსნებული სმარტფონი პირველია ამ ჩიპით. Redmi Note 13 Pro-ს აქვს 6.67-დუიმიანი OLED დისპლეი გაფართოებით 2712 × 1220 პიქსელი (1.5K), 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით და 100%-იანი DCI-P3 ფერთა გამით. დისპლეი უზრუნველყოფს 1800 კდ/მ2 მაქსიმალურ სიკაშკაშეს, ხოლო განათების რეგულირება 1920 ჰერცს შეადგენს. სმარტფონის განბლოკვისთვის გამოიყენება ეკრანზე ჩაშენებული თითის ანაბეჭდის სკანერი. Redmi Note 13 Pro-ს ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 8-დან 16 გბ-მდეა, ფლეშ-მეხსიერების - 128-დან 512 გბ-მდე. სმარტფონის უკანა პანელზე განთავსებულია კამერა ძირითადი, 200-მეგაპიქსელიანი Samsung HP3 სენსორით, ოპტიკური სტაბილიზაციითა და f/1.65 დიაფრაგმით. ასევე მოცემულია სუპერფართოკუთხიანი 8 მპ მოდული და 2-მეგაპიქსელიანი სენსორი მაკროგადაღებისთვის. ფრონტალური კამერის გაფართოება 16 მეგაპიქსელია. 5100 მა/სთ მოცულობის ბატარეას აქვს სწრაფი 67-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერა. სმარტფონის ზომაა 161.15 × 74.24 × 7.98 მმ, წონა - 187 გრამი. სმარტფონი ხელმისაწვდომია შემდეგ ფერებში: შავი (Midnight Dark), ცისფერი (Time Blue), ნაცრისფერი (Light Dream) და თეთრი (Star Sand White). სმარტფონს ასევე აქვს თანამედროვე სმარტფონებისთვის იშვიათი, 3.5-მილიმეტრიანი კონექტორი ყურსასმენისთვის. საბაზისო Redmi Note 13 Pro 8/128 გბ მოდელის ფასია დაახლოებით 192 აშშ დოლარი, ყველაზე ძვირადღირებული Redmi Note 13 Pro 16/ 512 გბ ვერსიის ფასი კი დაახლოებით 275 აშშ დოლარს შეადგენს. https://tinyurl.com/2tb5s3tx
  22. კომპანია Microsoft-მა ღონისძიება Surface-ზე ნიუ-იორკში წარადგინა ლეპტოპი-ტრანსფორმერი Surface Laptop Studio 2. ლეპტოპში შენარჩუნებულია წინამორბედის ზოგადი ესთეტიკა მოძრავი, 14.4-დუიმიანი დისპლეის ჩათვლით, რის შედეგად მისი გამოყენება მოსახერხებელია სენსორული მართვისთვის. თუმცა ახალ მოდელს აქვს უფრო მძლავრი კომპონენტები და ახალი სასარგებლო ფუნქციები. ფოტოს წყარო: Microsoft Microsoft-მა Surface Laptop Studio 2-ს თავის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოწყობილობა უწოდა - იგი წარმადობით წინა მოდელს ორჯერ აღემატება. ლეპტოპი დამყარებულია მე-13 თაობის Intel Core ჩიპებზე (Core i7-13700H ან Core i7-13800H) და აქვს NVIDIA GeForce RTX 4050 ან GeForce RTX 4060 ვიდეო ბარათი. Microsoft Surface Laptop Studio 2 იქნება პირველი ლეპტოპი Windows-ზე, რომელშიც წარმოდგენილი იქნება NPU (Neural Processing Unit) ბლოკი. ეს ნიშნავს იმას, რომ პროცესორ Intel Core i7-13700H-ს დაემატება Intel-ის ხელოვნური ინტელექტის სპეციალური ამაჩქარებელი Gen3 Movidius 3700 VPU. ლეპტოპის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 64 გბ-მდეა, SSD-ის - 2 ტბ-მდე. Studio 2-ს აქვს 14.4-დუიმიანი სენსორული დისპლეი 2400 × 1600 პიქსელი გაფართოებით და 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. გვერდების შეფარდებაა 3:2, მაქსიმალური სიკაშკაშე - 650 კდ/მ2. ეკრანს გააჩნია HDR400 სერტიფიკაცია. მონაცემთა შეყვანისთვის გამოიყენება სტილუსი Surface Slim Pen 2. მოწყობილობის ავტონომიური მუშაობის დრო 18 საათამდეა. Studio 2-ში გაფართოვდა კომუნიკაციის შესაძლებლობები: მას აქვს ორი პორტი USB-C (Thunderbolt 4), ერთი პორტი USB-A და ქარდრიდერი microSD მეხსიერების ბარათისთვის, აგრეთვე 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. გარდა ამისა, წარმოდგენილია კონფიგურირებადი და უფრო მგრძნობიარე სენსორული პანელი. Surface Laptop Studio 2 გაყიდვაში 3 ოქტომბერს გამოვა და მისი საწყისი ფასი 1999 აშშ დოლარს შეადგენს. ამ ფასად შემოთავაზებული იქნება ვერსია დისკრეტული ვიდეო ბარათის გარეშე, მას ექნება ინტეგრირებული Intel Iris Xe. ვერსია, რომელსაც ექნება GeForce RTX 4050, 16 გბ ოპერატიული მეხსიერება და 512 გბ SSD, შეფასებულია 2399 აშშ დოლარად. უფროსი ვერსია GeForce RTX 4060 ვიდეო ბარათით, 64 გბ ოპერატიული მეხსიერებითა და 2 ტბ SSD-ით 3699 აშშ დოლარად გაიყიდება. https://tinyurl.com/mppdsjh6
  23. Bitcoin-ის გრძელვადიანი მფლობელები აგროვებენ მონეტებს, რომლებიც მათ მიჰყიდეს მოკლევადიან ინვესტორებს გაზაფხულზე, რაც სამომავლოდ პოზიტიური პერსპექტივაა. ამ დასკვნამდე მივიდნენ Bitfinex-ის სპეციალისტები. „ასეთ ქცევას ჰოდლერები ავლენენ ხარული ბაზრების დასაწყისში, როდესაც ისინი სწრაფად იღებენ სარგებელს თავიანთი სპოტ-აქტივების გარკვეული ნაწილიდან და შემდეგ ხელახლა აგროვებენ მათ სწრაფი კრახის ან ბაზრის ვარდნის პერიოდის შემდეგ“, - ნათქვამია დოკუმენტში. ანალიტიკოსების აზრით მიმდინარე პერიოდი შეიძლება დავახასიათოთ, როგორც დროებითი კაპიტულაცია - ბაზარი გაურკვეველია ფასების უეცარი ვარდნის შემდეგ, როდესაც მოხდა ლიკვიდაციების ბევრი შემთხვევა. ამ დროს ხშირად ხდება მონეტების გაცვლა მოკლევადიანი ინვესტორებიდან გრძელვადიანზე. ექსპერტებმა მიუთითეს ფასების დინამიკაზე - სპეკულანტებმა დაიწყეს კვირის დასაწყისში შეძენილი მონეტების მოშორება ფასის 3%-იანი ნახტომის შემდეგ, რაც „მათთვის ტიპური ქცევაა“. მათ თავიანთი დასკვნები HODL Waves სქემაზე წარმოადგინეს. შავი მართკუთხედები აღნიშნავს ორიდან რვა წლამდე ან მეტი ვადით შეკავების „ტალღებს“, წითელი ოთხკუთხედები - სამ თვემდე. წყარო: Bitfinex, ChainExposed. ანალიტიკოსებმა ასევე მოიხსენიეს CryptoQuant-ის მონაცემები, რომელიც აჩვენებს, რომ „მოკლევადიანი მფლობელების ჯგუფი ზარალშია, რის გამოც ისინი უარს იტყვიან იმ მონეტებზე, რომლებიც ადრე ჰოდლერებისგან იყიდეს“. წყარო: Bitfinex, CryptoQuant. The Block-თან ინტერვიუში Crypto Quant-ის ანალიტიკოსმა ადამ მურადმა ყურადღება გაამახვილა ამ უკანასკნელის მიერ მონეტების ცენტრალიზებული პლატფორმებიდან ამოღებაზე. მისი შეფასებით ფასების ბოლო ზრდის შემდეგ 10000-ზე მეტი BTC ცივ საფულეებში გადავიდა. Bitfinex ვარაუდობს, რომ გრძელვადიანი ინვესტორები უფრო დარწმუნებულნი გახდნენ მაკროეკონომიკურ პერსპექტივაში. შეფასება სხვა საკითხებთან ერთად ეფუძნება ინფლაციის უახლეს ანგარიშს, რომელსაც 20 სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისგან ფედერალური სარეზერვო სისტემის თავშეკავებაზე გავლენა არ მოუხდენია. QCP Capital-ის ანალიტიკოსებმა Bitcoin-ის ფასის 27 ათას აშშ დოლარზე მეტად აღდგენა დაუკავშირეს გავრცელებულ ხმებს, რომ Mt.Gox-ის მომხმარებლებისთვის თანხების განაწილების დაწყება 2024 წლისთვის გადაიდება. პროცესი 2023 წლის 31 ოქტომბრისთვის უნდა დასრულებულიყო. ამჟამად Mt.Gox-ის განკარგულებაშია 142 ათასი BTC (3.9 მლრდ აშშ დოლარი), 143 ათასი BCH (17.9 მლნ აშშ დოლარი) და 69 მლრდ ¥ (523 მლნ აშშ დოლარი) - ჰაკების თანხების დაახლოებით 20%. „ჩვენ ვთვლით, რომ ბევრს არ ჰქონდა გათვლა ტრანსფერზე. ოფიციალური განცხადება უდავოდ გამოიწვევს „მოკლევადიან შეკუმშვას“ (Short squeeze - აქციების ფასის სწრაფი ზრდა, უპირველეს ყოვლისა ამ აქციის ჭარბი მოკლე გაყიდვის და არა სხვა ფუნდამენტური ფაქტორების გამო). ეს იგივეა, რაც სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნება SEC-ისა და Grayscale-ის დაპირისპირების საქმეზე“, - განმარტეს მათ. QCP Capital-ის ექსპერტები მეოთხე კვარტალში ციფრული ოქროს მიმართ დათვურ განწყობას ავლენდნენ 1 ოქტომბერს მოსალოდნელი, აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან დაფინანსების პოტენციური შეწყვეტისა და ნავთობზე ფასების ზრდის მოტივით. მათ ოქტომბერში კურსის ორიენტირად 22 ათასი აშშ დოლარი დაასახელეს, სცენარი გაუქმდება, თუ 32 ათას აშშ დოლარიანი დონე გაირღვევა. წყარო: QCP Capital. „ამ სცენარში ფედერალური სარეზერვო სისტემის პოლიტიკის შემსუბუქების გარეშე, სავარაუდოდ, აქციების ღირებულებები დაეცემა და მათთან ერთად კრიპტოვალუტების ფასებიც“, - ასკვნიან ექსპერტები. ადრე BitMEX-ის თანადამფუძნებელმა არტურ ჰეიესმა დაუშვა Bitcoin-ის შესაძლო მოკლევადიანი ჩასვლა 20 ათას აშშ დოლარს ქვემოთ, რასაც ახალი ზრდის იმპულსი მოჰყვებოდა. თუმცა სექტემბერში მან მიუთითა ციფრული ოქროს პოზიტიურ პერსპექტივაზე ფედერალური სარეზერვო სისტემის პოლიტიკის მიუხედავად. Edelman Financial Engines-ის დამფუძნებელ რიკ ედელმანის პროგნოზით პირველი კრიპტოვალუტის ფასი 2025 წლის ზაფხულისთვის 150 ათას აშშ დოლარამდე გაიზრდება. https://tinyurl.com/3rd3k74w
  24. AMD ემზადება Zen 4 არქიტექტურის Ryzen Threadripper PRO 7000 დესკტოპ პროცესორების ანონსისთვის. პრეზენტაციის მასალებში მოცემულია ინფორმაცია მათი წარმადობის და სერიაში შემავალი ერთ-ერთი მოდელის შესახებ. ფოტოს წყარო: Underfox / AMD მასალები არ შეიცავს პროცესორის გაყიდვის დაწყების კონკრეტულ თარიღებს. მათში მხოლოდ აღნიშნულია, რომ ჩიპები ბაზარზე ამ შემოდგომაზე გამოჩნდება. ოფიციალურიი ანონსი სავარაუდოდ უახლოეს დღეებში შედგება. რაც შეეხება ახალი პროცესორების წარმადობას, სლაიდების მიხედვით იგი 20%-ით გაიზრდება Ryzen Threadripper PRO 5000-ის ამჟამინდელ მოდელებთან შედარებით. სამწუხაროდ მასალები არ შეიცავს AMD-ის შიდა ტესტების გრაფიკებს, რომლებიც ირიბად მაინც დაადასტურებდნენ ამ განცხადებას. მორიგ სლაიდში ნათქვამია, რომ Ryzen Threadripper PRO 7000 სერიის პროცესორებს ექნება ჩიპები 96-მდე ბირთვით, რაც 50%-ით მეტია Ryzen Threadripper PRO 5000-ის შემოთავაზებასთან შედარებით. ასევე აღნიშნულია, რომ 96-ბირთვიან Ryzen Threadripper PRO 7000-ს შეუძლია 75%-ით გაზარდოს რენდერინგის ამოცანების შესრულება დღეში. ჩიპი ერთ ოპერაციას 657 წამში ასრულებს. შედარებისთვის, 56-ბირთვიან Xeon W9-3495X-ს 1125 წამი სჭირდება იმავე ამოცანის შესასრულებლად. მოსალოდნელია, რომ Ryzen Threadripper PRO 7000 სერიის პროცესორებს ახალი სოკეტის მხარდაჭერა დასჭირდება, რადგან ჩიპებს Ryzen Threadripper PRO 5000-სგან განსხვავებული კონსტრუქცია აქვს. ახალ პლატფორმაზე გადასვლის წყალობით ახალი ჩიპები მიიღებენ PCIe 5.0 ინტერფეისისა და DDR5 ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერას. ფოტოს წყარო: VideoCardz პორტალ VideoCardz-ის მიხედვით მოსალოდნელია Ryzen Threadripper PRO 7000 სერიის პროცესორების მინიმუმ ოთხი მოდელის ანონსი: ესენი იქნება 96-ბირთვიანი 7995WX, 64-ბირთვიანი 7985WX, 32-ბირთვიანი 7975WX და 16-ბირთვიანი 7955WX. არაოფიციალური ცნობებით ფლაგმანური მოდელი იმუშავებს 5.1 გჰც-მდე სიხშირეზე. ახალი პროცესორების TDP იქნება 350 ვატი - 70 ვატით მეტი Ryzen Threadripper PRO 5000 მოდელების მაჩვენებელთან შედარებით. https://tinyurl.com/4fp7p8xc
  25. Intel-მა გააზიარა დეტალები Meteor Lake პროცესორების შესახებ, რომელშიც კომპანია სამომხმარებლო სეგმენტისთვის პირველად გამოიყენებს ჩიპლეტურ დიზაინს და ახალ ტექნოპროცეს Intel 4-ს EUV ლითოგრაფიით. სერიის წარმომადგენლებს აღარ ექნება დასახელებაში „i“, ამის ნაცვლად მათი სახელწოდება იქნება Core Ultra და მათი წარდგენა 14 დეკემბერს შედგება. ესენი იქნება მობილური ჩიპები მოწინავე სეგმენტის ლეპტოპებისთვის. ფოტოს წყარო: Intel Meteor Lake პროცესორები ოთხი ჩიპლეტისგან შედგება, ესენია: CPU, GPU, SoC და I/O. ორი კრისტალი - GPU და SoC - იწარმოება TSMC-ის მიერ N5 და N6 (5- და 6-ნანომეტრიანი ტექნოლოგიები, შესაბამისად) ტექნოპროცესებით. CPU ჩიპლეტს Intel თავად აწარმოებს Intel 4 (7 ნმ) ტექნოპროცესით. ჩიპლეტების ერთ მთლიანობად გაერთიანება ხორციელდება საფირმო ტექნოლოგია Foveros-ის გამოყენებით. Meteor Lake-ის სტრუქტურა ენერგოეფექტურობაზეა ორიენტირებული. Intel-ის დაპირებით ახალ ჩიპს ექნება ისეთივე წარმადობა, როგორიც აქტუალურ მობილურ Raptor Lake-ს, თუმცა მოიხმარს ორჯერ ნაკლებ ენერგიას. შედეგად შესაძლებელი გახდება უფრო მძლავრი ჩიპები უფრო თხელ ლეპტოპებში განთავსდეს. Meteor Lake-ის ბირთვებს ახალი არქიტექტურა აქვს: მძლავრი P ბირთვების არქიტექტურაა Redwood Cove, E ბირთვების - Crestmont. აგრეთვე, Meteor Lake-ს აქვს ცალკე „დაბალვოლტიანი E ბირთვები“, რომლებიც SoC ჩიპლეტშია განთავსებული. შედეგად კომპიუტერი შეძლებს იმუშაოს ენერგიის დაზოგვის რეჟიმში და არ გამოიყენოს CPU ჩიპლეტი, რომელიც პოტენციურად ყველაზე მეტი ენერგიის მომხმარებელია. სამი სახის ბირთვის გამოყენებამ Intel აიძულა გადაეკეთებინა დამგეგმავი Thread Director, რომელიც ამოცანის ამა თუ იმ ნაკადზე გადანაწილებაზეა პასუხისმგებელი. სამუშაო დატვირთვა დაიწყება ყველაზე ეკონომიური ბირთვებით. P ბირთვები ყველაზე ბოლოს ჩაერთვება. SoC ჩიპლეტს დაემატა ხელოვნური ინტელექტის პროცესორი NPU VLIW-არქიტექტურით, რომელიც ორიენტირებული გამრავლება-დაგროვების ოპერაციის პარალელურ შესრულებაზე. Intel აქტიურად თანამშრომლობს პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერებთან, რათა ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციებმა NPU-ის შესაძლებლობები გამოიყენონ. პრეზენტაციაზე Intel-მა აჩვენა სხვადასხვა ხელოვნური ინტელექტის სისტემის მუშაობა ლოკალურ რეჟიმში, ქლაუდზე ან სხვა გარე სერვერზე წვდომის გარეშე. ზოგადად, Meteor Lake-ის მარკეტინგი აიგება იმ თეზისზე, რომ ეს არის პირველი AI პროცესორი, რომელიც შესაფერისია ლოკალურ სისტემაზე სწრაფი და ენერგოეფექტური ინფერენსისთვის. Meteor Lake-ში ინტეგრირებული გრაფიკული პროცესორი Iris Xe-დან გადავიდა უფრო მძლავრ XeLPG არქიტექტურაზე, რომელმაც XeHPG-სგან მიიღო იგივე ბლოკების ნაკრები, როგორიც Arc A380 ვიდეო ბარათს აქვს. Meteor Lake-ს ექნება აპარატული რეითრეისინგის და ხელოვნური ინტელექტის მაშტაბირების ტექნოლოგია XeSS-ის მხარდაჭერა. Intel-ის დაპირებით წარმადობა Iris Xe-სთან შედარებით ორჯერ გაიზრდება. I/O ჩიპლეტზე მხარდაჭერილია Thunderbolt 4 და PCIe 5.0, SoC ჩიპლეტზე - Wi-Fi 6Е და Wi-Fi 7, აგრეთვე DisplayPort 2.1 და HDMI 2.1. Meteor Lake-ის მოდელების შემადგენლობა უცნობია, თუმცა Intel-მა წარადგინა „წინასწარი ეტაპის“ MSI-ს ლეპტოპი ახალი პროცესორით, რომელსაც 6 P და 8 E ბირთვი აქვს. https://tinyurl.com/55uwukfx
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.