Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5939
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    198

Everything posted by Magdalena

  1. ხელოვნური ინტელექტისთვის განკუთვნილი ჩიპების ბაზრის ლიდერ NVIDIA-ს სურს შევიდეს პერსონალური კომპიუტერებისთვის განკუთვნილი ცენტრალური პროცესორების ბაზარზე, წერს გამომცემლობა Reuters ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით. ფოტოს წყარო: NVIDIA წყაროები ამტკიცებენ, რომ NVIDIA ფარულად უკვე მუშაობს ცენტრალურ პროცესორებზე, რომლებშიც Arm არქიტექტურაა გამოყენებული. ამ ჩიპებზე აგებული სისტემები ოპერაციულ სისტემა Windows-ზე იმუშავებენ. NVIDIA-ს ახალი მიზანი წარმოადგენს Microsoft-ის სურვილს - დაეხმაროს ჩიპების შემქმნელებს შექმნან Arm-ზე დამყარებული პროცესორები Windows კომპიუტერებისთვის, აღნიშნავს გამომცემლობა. Microsoft-ს სურს გააძლიეროს კონკურენცია Apple-თან, რომელმაც თითქმის გააორმაგა თავისი წილი კომპიუტერების ბაზარზე ბოლო სამი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც გამოუშვა საკუთარი Arm პროცესორები Mac კომპიუტერებისთვის და მთლიანად უარი თქვა Intel-ის პროცესორებზე, რასაც მოწმობს IDC-ის ანალიტიკოსების მიერ მოყვანილი უახლესი მონაცემები, რომელთაც Reuters ეყრდნობა. ამავე წყაროების მიხედვით კომპანია AMD-ც გეგმავს Arm არქიტექტურის მქონე პროცესორების შემუშავებას. ცნობილია, რომ NVIDIA-ს და AMD-ს Arm პროცესორებზე დამყარებული პირველი სისტემები ბაზარზე შესაძლოა 2025 წლისთვის გამოჩნდეს. კომპანია Qualcomm 2016 წლიდან ქმნის Arm პროცესორებს Windows-კომპიუტერებისთვის, მაგრამ ამ მიმართულებით წარმატებას ჯერ ვერ მიაღწია. მას აქვს ექსკლუზიური შეთანხმება Microsoft-თან, რომ განავითაროს Arm პროცესორები, რომლებიც მხარს დაუჭერენ Windows-ს 2024 წლამდე, აღნიშნავენ Reuters-ის წყაროები. უახლოეს დღეებში Qualcomm აპირებს გააზიაროს დეტალები ახალი ფლაგმანური პროცესორის შესახებ, რომელიც შექმნილია Apple-ის ყოფილი ინჟინრების გუნდის მიერ. სავარაუდოდ, საუბარია ჩიპ Qualcomm Snapdragon X Elite-ზე. Reuters-ის ან განცხადების შემდეგ NVIDIA-ს აქციების ფასი გაიზარდა 4,4%-ით, Intel-ის აქციების ღირებულება შემცირდა 2.9%-ით, ხოლო Arm-ის აქციების ფასი გაიზარდა 3.4%-ით. NVIDIA-მ, AMD-მ, Intel-მა და Microsoft-მა უარი განაცხადეს კომენტარის გაკეთებაზე. Microsoft აქტიურად მოუწოდებს CPU-ების დეველოპერებს შექმნან გადაწყვეტილებები უფრო მოწინავე მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა ალგორითმებისა და ფუნქციებისთვის. პროგრამული გიგანტი ამტკიცებს, რომ ხელოვნური ინტელექტის გაძლიერებული პროგრამული უზრუნველყოფა, როგორიცაა მისი ციფრული ასისტენტი Copilot, გახდება Windows-თან ურთიერთქმედების მნიშვნელოვანი ნაწილი. მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ ისეთმა კომპანიებმა, როგორებიცაა NVIDIA, AMD და სხვები, ამ მიმართულებით თავიანთი რესურსები გამოყონ. ამავე დროს საქმე მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფით არ შემოიფარგლება. Microsoft-ს სჭირდება მეტი პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერების მხარდაჭერა. ამ უკანასკნელებმა ათწლეულების განმავლობაში დახარჯეს მილიარდობით დოლარი Windows-ისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებაზე, რომელიც მხარს დაუჭერდა x86-თან თავსებადი პროცესორების არქიტექტურას. x86 ჩიპებზე დაწერილი კომპიუტერული კოდი ავტომატურად არ იმუშავებს Arm-პროცესორებზე. მის ადაპტაციას შეიძლება დასჭირდეს მნიშვნელოვანი ინვესტიცია და წარმოქმნას მრავალი დამატებითი სირთულე. https://tinyurl.com/mrx9xcdb
  2. MediaTek წარადგენს ახალ ფლაგმანურ პროცესორ Dimensity 9300-ს 6 ნოემბერს. ახალი ჩიპი კონკურენციას გაუწევს Samsung Exynos 2400-სა და Qualcomm Snapdragon 8 Gen 3 ჩიპებს. ფოტოს წყარო: MediaTek პროცესორი MediaTek Dimensity 9300 კონკურენტების ფონზე გამოირჩევა ბირთვების კონფიგურაციით. მის შემადგენლობაში გამოყენებულია ოთხი მაღალილ წარმადობის ბირთვი Arm Cortex-X4. ეს ბირთვები მუშაობს „1+3“ კომბინაციაში, სადაც ერთი „მთავარი“ ბირთვი მუშაობს 3.25 გჰც სიხშირეზე, დანარჩენი სამი კი - 2.85 გჰც-ზე. Dimensity 9300- კიდევ ექნება ოთხი ბირთვი Cortex-A720 3 გჰც სიხშირით. გრაფიკული ქვესისტემის სახით გამოყენებულია ბირთვი Arm Immortalis G720. Snapdragon 8 Gen 3-სა და Exynos 2400-ში წარმოდგენილი იქნება მხოლოდ ერთი Cortex-X4 ბირთვი. თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ოთხი Cortex-X4-ის გაგრილება უფრო რთული იქნება. ამიტომ თეორიაში Dimensity 9300-ის შემთხვევაში ტროტლინგი უფრო ხშირადაა მოსალოდნელი. Dimensity 9300-ის ადრეულმა ტესტებმა აჩვენა, რომ ჩიპის შედეგი აჭარბებს 2 მილიონ ქულას AnTuTu-ზე. ამრიგად, მისი გამოთვლითი წარმადობა 65%-ით მაღალი, ხოლო გრაფიკული წარმადობა 55%-ით უფრო მაღალია Snapdragon 8 Gen 2-თან შედარებით. თუმცა Snapdragon 8 Gen 3-იც 2 მილიონზე მეტ ქულას აფიქსირებს ამავე ტესტში. https://tinyurl.com/zdsypws4
  3. კრიპტო ბირჟა Binance-მა განაცხადა, რომ შეწყვეტს სადებეტო Visa ბარათის გაცემას და მომსახურებას ევროპის ეკონომიკურ ზონაში. ფიზიკური ან ვირტუალური Binance Visa-ს მფლობელებს მათი გამოყენება მიმდინარე წლის 20 დეკემბრამდე შეეძლებათ, ხელახალი შეკვეთა კი - 6 დეკემბრამდე. კომპანია მომხმარებლებს ალტერნატივად სთავაზობს Binance Pay-ს. Binance Card გამოვიდა 2020 წლის გაზაფხულზე. იგი მომხმარებლებს საშუალებას აძლევდა შესყიდვები გაეკეთებინათ Bitcoin-სა და BNB-ში მსოფლიოს 200 ქვეყნის 46 მილიონ სავაჭრო ობიექტში. იმავე წლის სექტემბერში Binance Visa ბარათები ხელმისაწვდომი გახდა ევროპაში. „მიუხედავად იმისა, რომ Binance-ის მომხმარებლები მთელ მსოფლიოში იყენებენ Binance Visa სადებეტო ბარათს კრიპტო აქტივების მეშვეობით ყოველდღიური გადახდების განსახორციელებლად, ჩვენი მომხმარებლების მხოლოდ 1% დაზარალდება ამ ცვლილებებით“, განუცხადა Cointelegraph-ს ბირჟის წარმომადგენელმა. აგვისტოში Bloomberg-მა შეიტყო Visa-სა და Mastercard-ის Binance-თან თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ ამ უკანასკნელის მარეგულირებელი პრობლემების ფონზე. მარტში CFTC-მ შეიტანა სამოქალაქო სარჩელი პლატფორმის წინააღმდეგ. ივნისში SEC-მა წარადგინა პრეტენზია Binance-ისა და მის ხელმძღვანელ Changpeng Zhao-ს წინააღმდეგ. ოქტომბერში ბირჟის ევროპელმა მომხმარებლებმა შეძლეს თანხების შეტანა და გატანა ევროში. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ყოფილმა პარტნიორმა Paysafe-მა სექტემბერში სერვისი დატოვა. შეგახსენებთ, რომ Bitcoin ბირჟებმა - Bitget-მა, Huobi-მ, Bybit-მა და Gate.io-მ გამოუშვეს საკუთარი კრიპტო ბარათები. https://tinyurl.com/mr3udh8z
  4. რამდენიმე არაოფიციალური წყარო აცხადებს, რომ NVIDIA გამოუშვებს RTX 40 სერიის რამდენიმე ახალ ვიდეო ბარათს მომავალი წლის დასაწყისში. მათ შორის, სავარაუდოდ, იქნება Super სერიის ამაჩქარებლები, რომლებსაც არსებულ მოდელებთან შედარებით გაუმჯობესებული მახასიათებლები ექნება. ფოტოს წყარო: videocardz.com ჩინური ვებ-გვერდი Benchlife ვიდეო ბარათების მწარმოებლების ბმულზე დაყრდნობით იტყობინება GeForce RTX 4080-ის მომავალ განახლებაზე. სავარაუდოდ ახალ ვერსიაში გამოყენებული იქნება იგივე PCB, მაგრამ სტანდარტული RTX 4080 ამაჩქარებლისგან მეხსიერების კონფიგურაციით იქნება განსხვავებული. წყაროები ვარაუდობენ, რომ NVIDIA ამაჩქარებლის ვიდეომეხსერებას 20 გბ-მდე გაზრდის. მეხსიერების მოცულობის გაზრდა საჭიროებს 320-ბიტიანი სალტეს გამოყენებას. გარდა ამისა, ახალი ვიდეო ბარათი აგებული იქნება ერთი დონით მაღალ გრაფიკულ პროცესორ AD102-ზე, ასე რომ გამორიცხული არ არის CUDA-ბირთვების რაოდენობის მატებაც. წყაროების მიერ ნახსენები მეორე პოტენციური ახალი ბარათია RTX 4070 Super 16 გბ ვიდეო მეხსიერებით. მის შემთხვევაში სალტეს სიგანე გაიზრდება 192-დან 256 ბიტამდე, ხოლო GPU-ის სახით შესაძლოა გამოყენებული იყოს ჩიპი AD103, რომელზეც ამჟამად RTX 4080-ია დამყარებული. ასეთ ვიდეო ბარათზე წერენ ის ინფორმატორები, რომლებსაც წარსულში შეცდომები არ დაუშვიათ ახალ ვიდეო ბარათებთან დაკავშირებით. უნდა აღინიშნოს, რომ RTX 4080 Super 20 გბ მოდელის გამოშვებით NVIDIA წარადგენს AMD Radeon RX 7900 XT-ის ანალოგიურ კონფიგურაციას. ამრიგად გამოვა, რომ ორივე კომპანიას ექნება მაღალი წარმადობის ამაჩქარებლების ხაზი მეხსიერების მსგავსი მოცულობებით - 24 გბ, 20 გბ და 16 გბ. ხსენებული გეგმების შესახებ ინფორმაცია ამჟამად გადაუმოწმებელი რჩება, კომპანიის ოფიციალური პირები ან სხვა ცნობილი წყაროები ჯერ არ ადასტურებენ ამაჩქარებლების გაუმჯობესებული ვერსიების გამოშვების გეგმებს. თუმცა ერთდროულად რამდენიმე დამოუკიდებელი წყაროდან ცნობების გაჩენა შეიძლება ნიშნავდეს, რომ NVIDIA-ს მოდელების დიაპაზონში გარკვეული ცვლილებები ნამდვილად მოსალოდნელია. https://tinyurl.com/2xu6h3my
  5. კომპანია IBM-მა განაცხადა, რომ დაასრულა ხელოვნური ინტელექტის ამოცანებისთვის განკუთვნილი პროცესორის ახალი პროტოტიპის შექმნა. ახალი ჩიპი, კოდური დასახელებით NorthPole, ბევრჯერ უკეთესია ხელოვნური ინტელექტის წინა არქიტექტურა TrueNorth-თან და ყველაზე მოწინავე ცენტრალურ და გრაფიკულ პროცესორებთან შედარებით. პროცესორი IBM NorthPole PCIe-ბარათზე. წყარო: IBM ჩიპი NorthPole დამზადებულია 12-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის გამოყენებით და შეიცავს 22 მილიარდ ტრანზისტორს 800 მმ2 ფართობზე. ეს არის რეალურად "ქსელი ჩიპზე" - პროცესორი შეიცავს 256 ბირთვს განშტოებული ინტერფეისით და ჩაშენებული მეხსიერებით. ჩიპში ჩაშენებული მეხსიერების წყალობით შესაძლებელი გახდა ინდუსტრიაში საუკეთესო მაჩვენებლების მიღწევა ენერგოეფექტურობის, შემცირებული შეყოვნებისა და ეფექტური ფართობის თვალსაზრისით. ერთ ტაქტზე პროცესორი NorthPole ასრულებს 2048 ოპერაციას თითო ბირთვზე (8-ბიტიანი სიზუსტით). 4- და 2-ბიტიანი სიზუსტის შემთხვევაში შესრულებული ოპერაციების რაოდენობა, შესაბამისად, ორმაგდება და ოთხმაგდება. მსგავსი შესაძლებლობა, უპირველეს ყოვლისა, მიმართულია გამოსახულების დამუშავებისკენ, უფრო ზუსტად - ციფრული მანქანური სწავლებისთვის: ესენია ავტოპილოტირება, ავტოქირურგია და ა.შ. ფონ-ნეიმანის არქიტექტურის სუსტი ადგილი იყო და არის მეხსიერებისა და პროცესორის გაყოფა. IBM-ის დეველოპერებმა ეს დაბრკოლება გადალახეს, როდესაც შექმნეს პროცესორი, რომელიც ყველა მონაცემს საკუთარ თავში ინახავს და არ გზავნის მას გარე შემნახველ მოწყობილობაში. მოდელ ResNet50-ზე ტესტირებამ (ეს გახლავთ 50-შრიანი ნეიროქსელი გამოსახულების ამოცნობისა და კლასიფიკაციისთვის) აჩვენა, რომ ჩიპ NorthPole-ს ენერგოეფექტურობა 25-ჯერ მაღალია ჩვეულებრივ 12-ნანომეტრიან გრაფიკულ პროცესორებსა და 14-ნანომეტრიან ცენტრალურ პროცესორებთან შედარებით. აგრეთვე 22-ჯერ უკეთესი აღმოჩნდა შეყოვნების მაჩვენებლები. და ბოლოს, ჩიპის ფართობის გამოყენების თვალსაზრისით (ტრანზისტორების რაოდენობა), IBM-ის არქიტექტურა ყველა კონკურენტს აღემატება, მათ შორის 4-ნანომეტრიან GPU-ებსაც კი. https://tinyurl.com/4cusyhkr
  6. Coinbase Advanced-ის მომხმარებლებმა აშშ-ის ფარგლებს გარეთ იურისდიქციებში შესაძლებლობა მიიღეს ივაჭრონ უვადო ფიუჩერსებით Bitcoin-ის, ETH-ის, LTC-ის და XRP-ის USDC-სთან წყვილებში. კონტრაქტები მომხმარებლებს თავდაპირველად სთავაზობს 5x-მდე ბერკეტს (3x-მდე - XRP-ის შემთხვევაში). სავაჭრო პლატფორმის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ უახლოეს თვეებში დაამატებენ მეტ ხელმისაწვდომ აქტივს. თავდაპირველად ტრეიდერები უზრუნველყოფილნი იქნებიან შემცირებული საკომისიოთი: 0% - შემქმნელებისთვის და 0.03% მიმღებებისთვის. „ჩვენ ვიმუშავეთ Coinbase Advanced-ის მომხმარებლებთან, რათა გაგვეგო როგორ გაგვეუმჯობესებინა გამოცდილება. მათ დაადასტურეს, რომ სანდო პლატფორმაზე უახლესი სავაჭრო პროდუქტების ხელმისაწვდომობა მათი მთავარი საჭიროებაა“, - ნათქვამია განცხადებაში. ამერიკული კომპანიის მონაცემებით კრიპტო აქტივებით ვაჭრობის დაახლოებით 75% მოდის დერივატივების ბაზრებზე. Coinbase Advanced - ეს არის სერვისი პროფესიონალი ტრეიდერებისთვის. პლატფორმა გთავაზობთ ინსტრუმენტების გაფართოებულ კომპლექტს, მათ შორისაა დეტალიზებული შეკვეთის ტიპები, TradingView სქემები და API-ები სავაჭრო ავტომატიზაციისთვის. კომპანია ამტკიცებს, რომ მისი უვადო ფიუჩერსების ბაზარი კარგად არის კაპიტალიზებული სადაზღვევო ფონდისა და USDC ლიკვიდობის მხარდაჭერის პროგრამის წყალობით. შესაბამის ანგარიშებს აწარმოებს Coinbase International Exchange ბერმუდის კუნძულების სავალუტო ორგანოს იურისდიქციის ქვეშ. აპრილში ბირჟამ მარეგულირებლისგან ოპერირების დამტკიცება მიიღო. კომპანია არ აკონკრეტებს კონკრეტულ ქვეყნებს, რომლებშიც ახალი პროდუქტები გამოჩნდა. შეგიძლიათ შეამოწმოთ ფიუჩერსებზე წვდომა Coinbase-დან თქვენს რეგიონში, ბირჟის ვებ-გვერდზე თქვენს ანგარიშთან ასოცირებული ელ-ფოსტის გამოყენებით. აგვისტოში Coinbase-მა გამოაცხადა გაფართოება კანადაში ადგილობრივ ფინანსურ სერვისების კომპანია Peoples Trust Company-სთან პარტნიორობით. აპრილში ბირჟის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ბრაიან არმსტრონგმა გამოაცხადა მზადყოფნა დატოვოს აშშ ბაზარი მარეგულირებელი გაურკვევლობის გამო. https://tinyurl.com/363fndcw
  7. კომპანია Zotac-მა გამოუშვა მინი პერსონალური კომპიუტერი Zbox Pico PI430AJ, რომლის წარდგენა მოხდა გამოფენა Computex 2023-ზე მიმდინარე წლის მაისში. კომპიუტერის მთავარი განსაკუთრებული მახასიათებელია უნიკალური ულტრაბგერითი გაგრილების სისტემა AirJet, რომელსაც ჰაერის ნაკადების შექმნა ქულერების გარეშე შეუძლია. ფოტოს წყარო: Zotac Zotac-ისთვის უხმაურო მინი პერსონალური კომპიუტერების წარმოება სიახლე არ არის, თუმცა Frore Systems-ის წყვილი AirJet მოდულის გამოყენებამ კომპანიას უფრო მძლავრი პროცესორის გამოყენების საშუალება მისცა - საუბარია Intel Core i3-N300-ზე, რომელსაც აქვს რვა ეფექტური ბირთვი Alder Lake სიხშირით 3.8 გჰც-მდე და ინტეგრირებული გრაფიკა Intel UHD Graphics. მინი კომპიუტერში მოცემულია 8 გბ LPDDR5 ოპერატიული მეხსიერება და M.2 2280 SSD. კონსტრუქციაში გათვალისწინებულია USB Type-C ინტერფეისი, ორი პორტი USB 3.2 Type-A, HDMI და DisplayPort, აგრეთვე სრული ზომის Gigabit LAN. უსადენო კავშირს უზრუნველყოფს Wi-Fi 6 და Bluetooth 5.2 მოდულები. Zbox Pico PI430AJ-ის პრეზენტაციის დროს გამოცხადდა, რომ მისი ფასი 499 აშშ დოლარი იქნება. ფოტოს წყარო: Frore Systems რაც შეეხება AirJet ულტრაბგერით გამაგრილებელს, ასეთი სისტემა პირველად 2022 წელს დაინერგა. მისი ერთი მოდულის ზომებია 27.5 × 41.5 × 2.8 მმ, წონა 11 გრამი და ენერგომოხმარება 1 ვატამდე. ერთ მოდულს შეუძლია ეფექტურად გაუმკლავდეს 5.25 ვატს, რას იმას ნიშნავს, რომ ორი AirJet მოდული საკმარისი უნდა იყოს 7-ვატიანი Intel Core i3-N300 პროცესორის გასაგრილებლად. https://tinyurl.com/5ddca2xe
  8. უახლესი დესკტოპ HEDT-პროცესორების - Ryzen Threadripper 7000-ისა და სამუშაო სადგურებისთვის განკუთვნილი Ryzen Threadripper 7000 PRO მოდელების პრეზენტაციის ფარგლებში AMD-მ განაცხადა, რომ გამოუშვებს კიდევ ერთ პროფესიონალურ ვიდეო ბარათს Radeon PRO W7000 სერიაში - მოდელ Radeon PRO W7700-ს. ფოტოს წყარო: AMD ახალმა მოდელმა უნდა შეავსოს თვალშისაცემი უფსკრული Radeon PRO W7800-ის და Radeon PRO W7600-ის წარმადობას შორის. ცნობილია, რომ ახალ ვიდეო ბარათს ექნება 16 გბ მეხსიერება. ეს მონაცემი დაადასტურა კომპანია Dell-მა, რომელმაც Radeon PRO W7700 მიუთითა, როგორც მომავალი ვარიანტი მისი Precision 7875 სამუშაო სადგურებისთვის. სავარაუდოდ, Radeon PRO W7700-ს საფუძვლად დაედება გრაფიკული პროცესორი Navi 32, რომლის დებიუტი გასულ თვეში შედგა Radeon RX 7800 XT და RX 7700 XT გეიმინგ ვიდეო ბარათებში. Radeon PRO W7700 ჩიპის კონფიგურაცია ჯერჯერობით უცნობია. დიდი ალბათობით, ეს იქნება Navi 32-ის სრულფასოვანი ვერსია თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ Radeon PRO W7800-ის შემადგენლობაში გამოყენებულია უფრო მაღალი წარმადობის GPU Navi 31. Radeon PRO W7700-ის გაგრილების სისტემაში გამოყენებული იქნება ტანგენციალური ქულერი ამ სერიის პროფესიონალური გრაფიკული ამაჩქარებლების სხვა მოდელების მსგავსად. ფოტოს წყარო: VideoCardz AMD-ს არ გამოუცხადებია Radeon PRO W7700-ის გამოშვების ზუსტი თარიღი, მაგრამ ვინაიდან ახალი პროდუქტი ნახსენები იყო Threadripper-ის უახლესი ჩიპების პრეს-რელიზში, დიდი ალბათობით იგი ოფიციალურად იქნება წარმოდგენილი 21 ნოემბერს, ახალი პროცესორების გაყიდვების დაწყების დღეს. https://tinyurl.com/56jjue6k
  9. ნიუ-იორკის შტატის პროკურატურამ სარჩელი შეიტანა Gemini-ის, Genesis-ის, Digital Currency Group-ის (DCG) და კომპანიების ხელმძღვანელების წინააღმდეგ ბრალდებით, რომ მათ მოატყუეს 230 ათასზე მეტი ინვესტორი 1 მლრდ აშშ დოლარზე მეტ თანხაში. გამოძიების თანახმად Gemini-მ მომხმარებლები შეცდომაში შეიყვანა Earn staking პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც მან Genesis-თან ერთად განახორციელა. ძმები უინკლუოსების კომპანიამ არაერთხელ დაარწმუნა ინვესტორები, რომ პროდუქტი დაბალი რისკის შემცველი იყო. Gemini-მ Earn-ის მეშვეობით მოპოვებული თანხები გადასცა Genesis-ს, რომელმაც ეს თანხა Three Arrows Capital-სა და Alameda Research-ში სესხების გასაცემად გამოიყენა. Gemini-მ იცოდა, რომ Genesis-ის სესხები არ იყო უზრუნველყოფილი, ხოლო გამსესხებლის ფინანსური საქმიანობა არადამაკმაყოფილებელი იყო, მაგრამ ეს ინვესტორებს დაუმალა, ამტკიცებენ სამართალდამცავი ორგანოები. Genesis, მისი ყოფილი ხელმძღვანელი Soichiro Moro, მშობელი კომპანია DCG და მისი აღმასრულებელი დირექტორი ბარი სილბერტი ბრალდებულნი არიან ინვესტორებისთვის 1.1 მლდ აშშ დოლარზე მეტი ზარალის დამალვაში. კრიპტო დაკრედიტების პლატფორმამ ამ თანხის უმეტესი ნაწილი დაკარგა Three Arrows Capital-ის გაკოტრების გამო 2022 წლის ივნისში. სხვა მომხმარებელთან, Babel Finance-თან პრობლემების შედეგად Genesis-მა კიდევ 100 მლნ აშშ დოლარი დაკარგა. გამოძიების ინფორმაციით კომპანიას მსესხებლების ფინანსური მდგომარეობის სათანადო აუდიტი არ ჩაუტარებია. გარდა ამისა, პლატფორმამ Gemini შეცდომაში შეიყვანა სესხის უზრუნველყოფის რეგულარულად მონიტორინგის შესახებ. სინამდვილეში კომპანიას Three Arrows Capital-ისგან ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ანგარიშები არ მიუღია. DCG-ის სტრუქტურების ხელმძღვანელობა შეთქმულებაში შევიდა და ცდილობდა დაემალა Gemini-ს და Earn-ისგან მიყენებული ზარალი. მშობელი კომპანია დათანხმდა Genesis-ისთვის 1.1 მლრდ აშშ დოლარის კუპიურების გაცემას ათი წლის ვადით და წლიური საპროცენტო 1%-იანი განაკვეთით. სასესხო ვალდებულებები მოტყუების სქემის ნაწილი გახდა, აცხადებენ პროკურატურაში. Genesis-მა Three Arrows Capital-ის ლიკვიდაციის შემდეგ Gemini-ს არაერთხელ წარუდგინა ფინანსური ბალანსის მცდარი ანგარიშები ბრუნვად აქტივებში ვექსელების ჯამის ჩათვლით. ეს იყო მიზანმიმართული ტყუილი, ვინაიდან ამ კატეგორიაში შედის ისეთი თანხები, რომლებიც შეიძლება გარდაიქმნას ფულად და მათ ეკვივალენტებად ერთი წლის განმავლობაში, აღნიშნავენ სამართალდამცავი ორგანოები. პროკურატურამ სასამართლოსგან მოითხოვა ბრალდებულებს აეკრძალოთ ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის ნებისმიერი ბიზნესი, დაევალოთ ინვესტორებისთვის ზარალის ანაზღაურება და უკანონოდ მიღებული მოგების უკან დაბრუნება. „ნიუ-იორკის მაცხოვრებლებმა და ინვესტორებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაკარგეს 1 მლრდ აშშ დოლარზე მეტი, რადგან მათ უთხრეს აშკარა სიცრუე, რომ მათი ინვესტიციები Earn-ში უსაფრთხო იყო და გაიზრდებოდა. სანაცვლოდ, Gemini მალავდა Genesis-ში ინვესტირების რისკებს, ხოლო Genesis-მა იცრუა განცდილი ზარალის შესახებ“, - განაცხადა შტატის გენერალურმა პროკურორმა ლეტიცია ჯეიმსმა. შეგახსენებთ, რომ სექტემბერში Genesis-მა სარჩელი შეიტანა DCG-ის წინააღმდეგ და მშობელი კომპანიისგან 600 მლნ აშშ დოლარზე მეტი სესხის დაფარვა მოითხოვა. https://tinyurl.com/mrcejm3j
  10. AMD-მ წარადგინა ვიდეო ბარათი Radeon RX 7900M, რომლის დებიუტი შედგა გეიმინგ ლეპტოპ Alienware m18-ში. AMD RDNA 3 სერიის ვიდეო ბარათში წარმოდგენილია გრაფიკული პროცესორი Navi 31 და 16 გბ მეხსიერება. ლეპტოპ Alienware-ის მაღალ წარმადობას ასევე უზრუნველყოფს AMD Ryzen 7045HX სერიის პროცესორები. ფოტოს წყარო: dell.com Alienware m18 მოდელი AMD Advantage სერიის ყველაზე მძლავრი 18-დუიმიანი ლეპტოპია. მასში მოცემულია „წითელი“ კომპანიის რეალურად ყველაზე მოწინავე კომპონენტები: ყველაზე სწრაფი ვიდეო ბარათი AMD Radeon და ყველაზე სწრაფი AMD Ryzen პროცესორი - ხელმისაწვდომია არჩევანი Ryzen 7045HX-დან Ryzen 9 7945HX-მდე პროცესორებში (16 ბირთვი, 32 ნაკადი). AMD Radeon RX 7900M ნიშნავს მწარმოებლის დაბრუნებას ფლაგმანური მობილური ვიდეო ბარათების სეგმენტში, რითაც დიდად არ გამოირჩეოდა RDNA სერია. მასში გამოყენებულია ჩიპლეტური MCM (Multi-Chip Module) სტრუქტურა, რომელიც მოიცავს პროცესორის 5-ნანომეტრიან გამომთვლელ ბლოკს (GCD) და 6-ნანომეტრიან დამხმარე MCD-ს. ფლაგმანური ვიდეო ბარათი შეიცავს 36 WGP (WorkGroup Processors) ბლოკს ან 72 გამომთვლელ ერთეულს (Compute Units), რომლებიც 4608 ბირთვს ქმნიან. ეს რიცხვი 20%-ით მეტია AMD Radeon RX 7800 XT-სთან შედარებით, მაგრამ 10%-ით ნაკლები - Radeon RX 7900 GRE-სთან შედარებით. ხელმისაწვდომია 16 გბ GDDR6 მეხსიერება 256-ბიტიანი სალტეთი და 64 მბ Infinity Cache. შესაძლებელია ითქვას, რომ AMD ამ შემთხვევაში პოზიციონირებს NVIDIA RTX 40-ის ზედა სეგმენტის დონეზე. AMD Radeon RX 7900M-ის ენერგომოხმარება 160 ვატია და ამ მაჩვენებლის 200 მჰც-ით გაზრდა შესაძლებელია ტექნოლოგია SmartShift-ის ხარჯზე. Alienware m18 „AMD Advantage“-ის დანარჩენი მახასიათებლებია 64 გბ-მდე ორარხიანი მეხსიერება DDR5-4800, სამ ერთეულამდე NVMe M.2 SSD ჯამში 8.5 ტბ მოცულობით, 330 ვატი სიმძლავრის კვების ადაპტერი GaN, 97 ვტ/სთ მოცულობის ბატარეა და 18-დუიმიანი დისპლეი - ხელმისაწვდომია ვარიანტები QHD+ (165 ჰც) და FHD+ (480 ჰც) ეკრანებით. ცენტრალური და გრაფიკული პროცესორების გაგრილებაზე პასუხისმგებელია საფირმო სისტემა Cryo-Tech სპილენძის შენადნობის კომპონენტებით და აორთქლების კამერით. მხარდაჭერილია Wi-Fi 6E, Bluetooth 5.3, Ethernet პორტი, უნივერსალური 3.5 მმ აუდიოკონექტორი, ორი პორტი USB 3.2 Gen 1 (Type-A და Type-C) და ორი პორტი USB 4 Gen2 Type-C 15 ვატამდე კვების მხარდაჭერით, აგრეთვე DisplayPort 1.4, mini-DisplayPort და სლოტი SD ბარათისთვის. კლავიატურა და კვების ღილაკი წარმოდგენილია AlienFX RGB განათებით. ლეპტოპი Alienware m18 AMD Radeon RX 7900M ვიდეო ბარათით 2799.99 აშშ დოლარად გაიყიდება. https://tinyurl.com/4e9mvsdm
  11. Amazon-მა დაიწყო ჰუმანოიდი რობოტების ტესტირება სასაწყობო კომპლექსებში. Agility Robotics-ის მიერ შექმნილი რობოტი, სახელად Digit, შექმნილია, როგორც ადამიანური პერსონალის დამხმარე. ადამიანების მანქანებით პოტენციური ჩანაცვლების გამო მზარდი შეშფოთების მიუხედავად, რაც გამოწვეულია 2021 წლის მემორანდუმით, რომელიც ვარაუდობს, რომ აშშ-ის სამუშაო ძალა 2024 წლისთვის ამოიწურება, Amazon აცხადებს, რომ Digit-ის ძირითადი ფუნქცია რუტინული ამოცანების ავტომატიზაციაა. ფოტოს წყარო: Amazon Amazon-მა, რომელიც ელექტრონული კომერციის ლიდერია, ჰუმანოიდი რობოტების ექსპერიმენტები დაიწყო სიეტლის სამხრეთით მდებარე კვლევით პლატფორმაზე. რობოტი, სახელად Digit, შეიქმნა Agility Robotics-ის სპეციალისტების მიერ და შეუძლია აწიოს და გადაადგილოს საგნები ადამიანის მსგავსად. „Digit-ს შეუძლია გადაადგილდეს, აიღოს და დაალაგოს ნივთები საწყობის კუთხეებსა და სხვა სივრცეებში. მისი ზომა და ფორმა ოპტიმიზებულია ადამიანებისთვის შექმნილ შენობებში სამუშაოდ“, - განაცხადა Amazon-მა. რობოტის მუშაობის სადემონსტრაციო ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: https://tinyurl.com/2avdeayt ასეთი ტექნოლოგიების დანერგვა აუცილებლად აჩენს კითხვებს ადამიანის მუშაობის მომავალთან დაკავშირებით. ეს განსაკუთრებით ეხება Amazon-ს 2021 წლის გაჟონილ მემორანდუმს: გამოცხადდა, რომ დაქირავების ამჟამინდელი ტემპით Amazon-მა შეიძლება თავისი ხელმისაწვდომი სამუშაო ძალა შეერთებულ შტატებში 2024 წლისთვის ამოწუროს. ეს განსაკუთრებით ეხება Amazon-ის აშშ-ის საწყობების პოტენციურ მუშაკებს. Amazon ხაზს უსვამს, რომ Digit დაეხმარება კომპანიის თანამშრომლებს. „თავდაპირველად ჩვენ გამოვიყენებთ ამ ტექნოლოგიას, რათა დავეხმაროთ თანამშრომლებს კონტეინერების უტილიზაციაში, რაც ცარიელი კონტეინერების შეგროვებისა და გადაადგილების განმეორებად პროცესს წარმოადგენს“, - აცხადებენ კომპანიაში. აღსანიშნავია, რომ Amazon-ის ეკოსისტემაში უკვე 750 ათასზე მეტი რობოტი ფუნქციონირებს. ისინი უმკლავდებიან რუტინულ დავალებებს და ამით ათავისუფლებენ თანამშრომლებს უფრო რთული ამოცანებისთვის. ამასთან, Amazon-ის მიერ დაფინანსებული Agility Robotics აპირებს ახალი რობოტების საწარმო ქარხანა გახსნას სალემში, შტატ ორეგონში. დაგეგმილია, რომ ქარხანა წელიწადში 10 ათასზე მეტ რობოტს გამოუშვებს. Agility-მ ასევე განაცხადა, რომ გეგმავს რობოტ Digit ხელმისაწვდომი გახადოს თავისი პარტნიორებისთვის მომავალ წელს, ხოლო ფართო საზოგადოებისთვის იგი ხელმისაწვდომი 2025 წელს გახდება. https://tinyurl.com/y2espp4h
  12. აშშ-ის ფასიანი ქარალდებისა და ბირჟების კომისია (SEC) პირველი კრიპტოვალუტის სპოტ ფასის ბაზაზე პირველ საბირჟო ფონდს (ETF) 2023 წლის ბოლომდე დაამტკიცებს - ასეთი აზრი გამოთქვა Galaxy Digital-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკ ნოვოგრაცმა CNBC-სთან ინტერვიუში. „დადასტურება იქნება. ვფიქრობთ, ეს მოხდება მიმდინარე, 2023 წელს“ - განაცხადა მან. ნოვოგრაცმა საფუძვლად მოიყვანა აგვისტოს ბოლოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელმაც დააკმაყოფილა Grayscale Investments-ის შუამდგომლობა SEC-ის წინააღმდეგ მარეგულირებლის მიერ GBTC-ის Bitcoin ETF-ად გარდაქმნაზე უარის თქმის შესახებ. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომისია გამოტანილ გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებს. „SEC-მა სასამართლო პროცესი წააგო. მოსამართლემ განაცხადა: „რაზე საუბრობთ, SEC? თქვენ გაქვთ ფიუჩერსული ETF Bitcoin-ზე და ამბობთ, რომ ვერ ამოქმედდება სპოტ ETF. ეს აზრს მოკლებულია“. ეს ვითარება SEC-ს არამომგებიან პოზიციაში აყენებს“ - განმარტა ნოვოგრაცმა. მისი თქმით, ამერიკული საზოგადოების სურვილი ასეთია და აქტივების მართვის მსოფლიოში უმსხხვილესი კომპანია BlackRock ამას გააკეთებს. ნოვოგრაცის მფლობელობაში არსებულმა Galaxy Digital-მა Invesco-სთან ერთად ერთობლივი წინადადება Bitcoin ETF-ისთვის ჯერ კიდევ ივლისში შეიტანა. ოქტომბერში კომპანიებმა ასევე მოითხოვეს თანხმობა Ethereum ETF-ზე. Grayscale-ის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კრეიგ სალმმა Bitcoin ETF-ის დამტკიცებას „დროის საკითხი“ უწოდა, წერს The Block. 16 ოქტომბერს Cointelegraph-მა გამოაქვეყნა ყალბი ცნობები, რომ SEC-მა სავარაუდოდ დაამტკიცა BlackRock-ის შესაბამისი ინსტრუმენტი. ამ ფონზე პირველი კრიპტოვალუტის ფასმა 30 ათას აშშ დოლარს გადააჭარბა, მაგრამ შემდეგ 28 ათას აშშ დოლარიან დონეს დაუბრუნდა. BlackRock-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლარი ფინკმა განაცხადა, რომ Bitcoin-ის ფასის სწრაფი მატება დაუდასტურებელი ამბების გამო "ციფრულ აქტივებზე არადამაკმაყოფილებელ მოთხოვნაზე" მიუთითებს. 31 აგვისტოს SEC-მა გადაწყვეტილების მიღება რამდენიმე Bitcoin ETF-ის შესახებ ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გადადო. სექტემბრის ბოლოს კი მარეგულირებელმა განაცხადების განხილვა 2024 წლის იანვრამდე გადაავადა. შეგახსენებთ, აგვისტოში ნოვოგრაცმა განაცხადა, რომ Bitcoin ETF-ები დამტკიცდებოდა 2024 წლის თებერვლამდე. იმავე თვეში ARK Invest-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კეტი ვუდმა ივარაუდა, რომ SEC რამდენიმე განაცხადს ერთდროულად დაამტკიცებს. CryptoQuant-ის ანალიტიკოსების აზრით თუ Bitcoin ETF დამტკიცდება, კრიპტოვალუტის ბაზრის კაპიტალიზაცია 1 ტრლ აშშ დოლარს მიაღწევს. ისინი ასევე პროგნოზირებენ პირველი კრიპტოვალუტის ფასის 50 000-73 000 აშშ დოლარამდე ზრდას. https://tinyurl.com/44kpuj22
  13. უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიების - Apple-ის, Microsoft-ის, Alphabet-ის, Amazon-ისა და NVIDIA-ს აქციების ღირებულება წელიწადში საშუალოდ 36%-ით - 2.4 ტრლნ აშშ დოლარით გაიზარდა. ამის შესახებ ნათქვამია Euroscape-ის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც ვენჩურული კაპიტალის კომპანია Accel-მა წარადგინა. წყარო: accel.com ყველაზე მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯით გამოირჩეოდა NVIDIA, რომელიც „ტრილიონერების“ კლუბს შეუერთდა: ამჟამად კომპანიის კაპიტალიზაცია 1 ტრლნ აშშ დოლარს აჭარბებს. კომპანიამ ასეთი შედეგის მიღწევა შეძლო ამაჩქარებლების წყალობით, რომლებიც გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ბევრ მოწინავე მოდელში გამოიყენება. წლის დასაწყისიდან 29%-ით გაიზარდა იმ კომპანიების ინდექსი, რომლებიც გვთავაზობენ ქლაუდ სერვისებს და მუშაობენ SaaS სქემით, მათ შორისაა Salesforce, Palantir და Unity. გასული წელი ამ სეგმენტისთვის უკიდურესად წარუმატებელი იყო: ინვესტორების გადინების გამო მათ 1.6 ტრლნ აშშ დოლარი დაკარგეს. ბაზარი იმაზე უფრო სწრაფად განიცდის აღდგენას, ვიდრე dotcom-ის კრახის შემდეგ: ტექნოლოგიური ინდექსი Nasdaq Composite უკვე 80%-ით გაიზარდა 18-თვიან მაქსიმალურ მაჩვენებელთან მიმართებაში. ქლაუდ და SaaS სეგმენტის ზრდის მთავარი ფაქტორი ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები იყო: ამ მიმართულებით OpenAI-მ ყველაზე მეტი ფული - 10 მლრდ აშშ დოლარი მიიზიდა, Inflection იყო მეორე ადგილზე 1.3 მლრდ აშშ დოლარით. ევროპაში გენერაციული ხელოვნური ინტელექტის უმსხვილესი დეველოპერები იყვნენ ფრანგული კომპანიები: Hugging Face (235 მლნ აშშ დოლარი), Poolside (126 მლნ აშშ დოლარი) და Mistral AI (113 მლნ აშშ დოლარი). Unicorn-ების (კომპანიები, რომელთა კაპიტალიზაცია 1 მლრდ აშშ დოლარს აღემატება) რაოდენობა დაუბრუნდა პანდემიამდელ დონეს, თუმცა ხელოვნური ინტელექტის დეველოპერების წილი მათ შორის გაიზარდა: 40%-ით ევროპასა და ისრაელში და 80%-ით - შეერთებულ შტატებში. ტექნოლოგიურ ინდუსტრიას რთული წელი ჰქონდა: კომპანიები ნაკლები ფულის მოზიდვას ახერხებდნენ და მათი შეფასება მკვეთრად იკლებს. თავად მონაწილეები ახლა უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ ზრდას და გაფართოებას, ვიდრე მოკლევადიან მოგებას, ხოლო კაპიტალი გაძვირდა საპროცენტო განაკვეთების ზრდის ფონზე. შედეგად Euroscape-ის სიაში ზრდის ტემპი შემცირდა საშუალოდ 2021 წლის პირველი კვარტლის 68%-იდან 2023 წლის მეორე კვარტალში 23%-მდე. და ბოლოს, მკვეთრად შემცირდა კომპანიების შერწყმის რაოდენობა, რომელშიც მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები მონაწილეობენ. 2021 წელს მათი მონაწილეობით განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობა იყო 27, 2022 წელს - 26, წელს კი - მხოლოდ 10. ცოტა ხნის წინ უმსხვილეს გეიმინგ დეველოპერ Activision Blizzard-ის შეძენის პროცესი დაასრულა Microsoft-მა: შერწყმა კომპანიებისთვის ადვილი არ იყო. და მათ მოუწიათ მარეგულირებელი ორგანოების წინააღმდეგობის გადალახვა მთელ მსოფლიოში. https://tinyurl.com/47smynyb
  14. ამერიკულმა სტარტაპ Figure-მა გამოაწვეყნა რობოტ Figure 01-ის პირველი სადემონსტრაციო ვიდეო. რობოტს დანიშნულებაა ჩაანაცვლოს ადამიანური მძიმე მექანიკური სამუშაოები. კომპანია სწრაფად ავითარებს პროექტს, რობოტმა ბალანსის დაცვით სიარული ერთ წელზე ნაკლებ დროში ისწავლა. შემდეგი ეტაპია რობოტის ხელით მუშაობის დემონსტრირება და მისი მომზადება საწყობში მტვირთავად მუშაობისთვის. ფოტოს წყარო: Figure რობოტის სიმაღლეა 168 სმ, წონა - 60 კგ, მან უკვე განიცადა მოდიფიკაცია. ადრე წარმოდგენილი პროტოტიპებისგან იგი განსხვავდება პრიალა „ფოლადის“ კორპუსით. კომპანიამ ერთ წელზე ნაკლებ პერიოდში შეძლო პროექტში მოეზიდა 70 მლნ აშშ დოლარი, აქედან 9 მლნ აშშ დოლარი კომპანია Intel-ისგან მიიღო. უმსხვილესი მსოფლიო ჩიპმეიკერი ადამიანისმაგვარი რობოტისგან არა მხოლოდ სარგებელს ელის, არამედ ასევე იმედოვნებს, რომ მონაწილეობას მიიღებს მისი „ინტელექტის“ განვითარებაში. ორ ფეხზე გადასაადგილებლად Figure 01 იყენებს მოძრაობის მოდელს, რომელიც დამყარებულია განსწავლულ ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებზე და რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ყველა კიდურის ბალანსზე. რობოტს ეძლევა მხოლოდ მოძრაობის მიმართულება მისი ცალკეული მოძრავი ელემენტების მკაფიო ტრაექტორიის მითითების გარეშე. სიარულის დროს ალგორითმი ბრძანებებს აძლევს სახსრებს, რომლებიც აუცილებელია წონასწორობის შესანარჩუნებლად. ეს პროცესი მოიცავს როგორც ხელების, ასევე სხეულის მოძრაობებს. მთლიანობაში რობოტს თავისუფლების 41 დონე აქვს: 6-6 თითოეული ხელისთვის, 7-7 - ხელის მტევნებისთვის, 6-6 ფეხებისთვის და 3 - წელისთვის. კორპუსთან მიმართებაში თავი უმოძრაოა. ბატარეისთვის განკუთვნილია ზურგჩანთა. რობოტისთვის მტვირთავის უნარების სწავლებისთვის კომპანიამ სადემონსტრაციო საწყობი ააგო. Figure 01-ის ამჟამინდელ მოდიფიკაციას 20 კილოგრამამდე ტვირთის გადატანა შეუძლია, მან დატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციების შესრულება 2024 წელს უნდა დაიწყოს - სწორედ ამ დროისთვის იმედოვნებს კომპანია რობოტის მასობრივი წარმოების დაწყებას. სადემონსტრაციო ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: https://tinyurl.com/4da47jk6 https://tinyurl.com/4s26j4mm
  15. ევროპის ფასიანი ქაღალდების და ბაზრების სამმართველოს (ESMA) წარმომადგენლებმა ბლოკის მარეგულირებლებს და კრიპტო კომპანიებს მოუწოდეს, დაიწყონ მზადება კრიპტო აქტივების ბაზრების აქტის (MiCA) შესასრულებლად, რომელიც ევროკავშირის საბჭოს მიერ მაისში იქნა მიღებული. მიუხედავად იმისა, რომ მისი საბოლოო განხორციელება მოსალოდნელია 2026 წლის შუა რიცხვებში, ოფიციალურმა პირებმა რეკომენდაცია გასცეს, რომ კრიპტო ფირმებმა ახლა მიმართონ ეროვნულ ფინანსურ ორგანოებს ნებართვისა და სამომავლო სამუშაოებთან დაკავშირებით განმარტებების მიღებისთვის. MiCA არის ნორმატიული აქტების ერთობლიობა, რომელიც არეგულირებს კრიპტოვალუტების, Stablecoin-ების და სხვა ციფრული აქტივების გამოშვებას, ასევე მათთან დაკავშირებული სერვისების მიწოდების წესებს. მისი მიხედვით კრიპტო კომპანიები უნდა დარეგისტრირდნენ ბლოკის ერთ-ერთ ქვეყანაში მაინც, რათა ევროკავშირში ფუნქციონირება შეძლონ. MiCA ძალაში შედის 2025 წლის იანვარში, მაგრამ ეროვნულ მარეგულირებლებს შეუძლიათ გამოიყენონ პრინციპი, რომელიც საშუალებას იძლევა ძველი რეგულაციები გაგრძელდეს ქვეყანაში უკვე მოქმედი უცხოელი ინვესტორებისთვის, თუკი ახალი კანონები მათ მდგომარეობას გააუარესებს. როგორც წესი, ასეთი პუნქტის მოქმედების ვადა უდრის პროექტის უკუანაზღაურებას; ევროკავშირის შემთხვევაში ბლოკის ქვეყნებში უკვე რეგისტრირებული კომპანიები შეძლებენ იმუშაონ ძველი წესებით 18-თვიანი გარდამავალი პერიოდის განმავლობაში. ამრიგად, MiCA-ს საბოლოო განხორციელების ვადამ შეიძლება 2025 წლის დასაწყისიდან 2026 წლის შუა რიცხვებამდე გადაინაცვლოს. ESMA (European Securities and Markets Authority) თვლის, რომ ევროკავშირში უკვე მოქმედ ბევრ კომპანიას სურს ისარგებლოს ამ შესაძლებლობით, მათ შორის მსხვილ პროვაიდერებს, რომლებიც აწარმოებენ ბიზნესს მრავალ იურისდიქციაში და სარგებელს იღებენ რეგულირების განსხვავებებით. ESMA-ს წარმომადგენლებმა მოუწოდეს ეროვნულ მარეგულირებლებს სწრაფად შეიმუშაონ ლიცენზირების პროცედურები, ისევე როგორც მექანიზმები, რომლებიც არ მისცემს უფლებას გამარტივებული მარეგულირებელი რეჟიმის მქონე კომპანიებს - მიიღონ კონკურენტული უპირატესობები ბლოკის სხვა ქვეყნებში რეგისტრირებულ კომპანიებთან შედარებით. https://tinyurl.com/8jeffx6t
  16. კომპანია AMD-მ ოფიციალურად წარმოადგინა RDNA 2 არქიტექტურაზე დამყარებული ახალი ვიდეო ბარათი. საუბარია Radeon RX 6750 GRE მოდელზე, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ორ - 10 და 12 გბ მეხსიერების მქონე ვერსიად. AMD აცხადებს, რომ ახალი ბარათის ორივე ვერსია უზრუნველყოფს ოპტიმალურ წარმადობას 1440p გაფართოების თამაშებში. ფოტოს წყარო: AMD AMD-ის ოფიციალური ინფორმაციით Radeon RX 6750 GRE-ის ორივე ვერსია უფრო სწრაფია Radeon RX 7600-თან შედარებით, რომელიც RDNA 3 არქიტექტურაზე დამყარებული ვიდეო ბარათების ახალ სერიას მიეკუთვნება. Radeon RX 6750 GRE-ის ორივე მოდელი დამყარებულია გრაფიკულ პროცესორ Navi 22-ზე. ჩიპის უფროსი ვერსია შეიცავს 40 შემსრულებელ ბლოკს 2560 ნაკადური პროცესორით, ასევე რეითრეისინგის აჩქარების 40 ბლოკს. GPU-ის საბაზისო სიხშირეა 2439 მჰც, Boost რეჟიმში ჩიპი მუშაობს 2581 მჰც სიხშირეზე. Radeon RX 6750 GRE 12 გბ მოდელის ენერგომოხმარება 230 ვატს შეადგენს. ბარათს აქვს 12 გბ GDDR6 მეხსიერება 192-ბიტიანი სალტეს მხარდაჭერით და კონტაქტზე 16 გბ/წმ სიჩქარით. გარდა ამისა, ახალ ვიდეო ბარათს გააჩნია 96 მბ Infinity Cache მეხსიერება. Radeon RX 6750 GRE 10 გბ ვერსიაში წარმოდგენილია შემცირებული Navi 22 გრაფიკული პროცესორი 36 შემსრულებელი ბლოკით, რომელიც მოიცავს 2304 ნაკადურ პროცესორს და რეითრეისინგის აჩქარების 36 ერთეულს. GPU-ის საბაზისო სიხშირეა 2189 მჰც, Boost რეჟიმში ჩიპი მუშაობს 2340 მჰც-მდე სიხშირეზე. Radeon RX 6750 GRE-ის ამ ვერსიის ენერგომოხმარებაა 170 ვატი. ბარათს აქვს 10 გბ GDDR6 მეხსიერება 160-ბიტიანი სალტეს მხარდაჭერით და კონტაქტზე 16 გბ/წმ სიჩქარით. ახალი GPU შეიცავს დამატებით 80 მბ Infinity Cache მეხსიერებას. წარმადობას რაც შეეხება, Radeon RX 6750 GRE 10 გბ მოდელი დაახლოებით 10-15%-ით ნელია 12 გბ ვერსიასთან შედარებით. ორივე ბარათზე მხარდაჭერილია გამოსახულების მასშტაბირების ტექნოლოგია FSR 3, თუმცა Anti-Lag+ შეყოვნების შემცირების ფუნქციის გარეშე, რომელიც RDNA 3 არქიტექტურისთვისაა ექსკლუზიური. ცხადია, Radeon RX 6750 GRE-ს ორივე ვერსია გამოცხადებული ფასის გათვალისწინებით განკუთვნილია GeForce RTX 4060-ის კონკურენციიისთვის, ხოლო გარკვეულ შემთხვევებში მათ ღირსეული კონკურენციის გაწევა შეუძლიათ უფრო ძვირადღირებული GeForce RTX 4060 Ti მოდელისთვის. AMD-ის შიდა გეიმინგ ტესტები Radeon RX 6750 GRE ხელმისაწვდომი იქნება როგორც ეტალონურ ვერსიებად, ისე - AMD-ის პარტნიორი კომპანიების მიერ. ეტალონურ ვიდეო ბარათებს აქვს ორი კონექტორი დამატებითი კვებისთვის ( 8-და 6-პინიანი). Radeon RX 6750 GRE-ს ქასთომ-ვერსიების გამოშვება მოსალოდნელია ASUS-ის, Gigabyte-ის, PowerColor-ის, Sapphire-ის და XFX-ის მიერ. RX 6750 GRE-ს ორივე ვერსია უკვე განიხილა ჩინურმა რესურსმა MyDrivers. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ ახალი ბარათების წარმადობის შედარების გრაფიკები სხვა მწარმოებლების ვიდეო ბარათების მოდელების ფონზე 1080p და 1440p გაფართოების თამაშებში. ფოოტოს წყარო: MyDrivers Radeon RX 6750 GRE 10 გბ ვარიანტი AMD-მ შეაფასა 269 აშშ დოლარად, ხოლო 12 გბ ვერსია - 289 აშშ დოლარად. https://tinyurl.com/5etvz2pm
  17. NVIDIA-მ განაახლა RTX Video Super Resolution (VSR) ტექნოლოგია 1.5. RTX VSR ვერსიამდე - ტექნოლოგია ზრდის ვიდეოს გაფართოებას, იყენებს ხელოვნურ ინტელექტს და RTX-ის ტენსორულ ბირთვებს ვიდეოს ხარისხის გასაუმჯობესებლად Chrome ან Edge ბრაუზერებში. RTX VSR-ის ახალი ვერსია უზრუნველყოფს გამოსახულების ხარისხის გაუმჯობესებას დეტალების შენარჩუნებით და GeForce RTX 20 გრაფიკული პროცესორების მხარდაჭერას პერსონალურ კომპიუტერებსა და ლეპტოპებში. ფოტოს წყარო: NVIDIA RTX VSR-ის გამოყენებით ვიდეოს მასშტაბირებისას თითოეული კადრის ანალიზი ხდება ნეიროქსელის მიერ, რომელიც განსწავლულია კონტენტის ფართო სპექტრზე. შედეგი არის ის, რომ კიდეები და დეტალები გაუმჯობესებულია, არტეფაქტები აღმოჩენილია და აღმოფხვრილი, რის შედეგადაც NVIDIA-ს მტკიცებით გამოსახულებები "კიდევ უფრო მკაიფოა და ნათელი ორიგინალ ვიდეოსთან შედარებით". ინტერნეტ-ვიდეოების 90%-ზე მეტის გაფართოებაა 1080p ან ნაკლები, ამიტომ 1440p ან 4k დისპლეების მფლობელები დაინახავენ განახლებული RTX VSR ტექნოლოგიის უპირატესობას ინტერნეტში არსებული თითქმის ყველა ვიდეო კონტენტის შემთხვევაში. RTX VSR-ის ახალ ვერსიაში ნეიროქსელმა თავიდან ისწავლა უფრო ზუსტად განსაზღვროს განსხვავება გამოსახულების პატარა დეტალებსა და შეკუმშვის არტეფაქტებს შორის. RTX VSR-ის 1.5 ვერსია ახლა აგვარებს ვიდეოს არტეფაქტებს საწყისი გაფართოების პირობებშიც კი, რაც ადრე შესაძლებელი მხოლოდ გაფართოების გაზრდისას იყო. კომპანია ამტკიცებს, რომ RTX VSR უზრუნველყოფს 1080p ვიდეოს უფრო დინამიურ გაშვებას იმავე გაფართოების ეკრანებზე და უმკლავდება მძიმე შეკუმშვის არტეფაქტებსაც კი. გარდა ამისა, RTX VSR 1.5-ს შეეძლება იმუშაოს GeForce RTX 20 სერიის GPU-ებზე - ამ დრომდე VSR მოითხოვდა 30 და 40 სერიის ამაჩქარებლების უფრო ახალ ვერსიებს. RTX VSR 1.5 ტექნოლოგია შედის Game Ready-ის უახლეს დრაივერში, რომლის ჩამოტვირთვა შესაძლებელია NVIDIA-ს ოფიციალური ვებ-გვერდიდად. NVIDIA Studio-ს დრაივერებში, რომლებიც პროფესიონალური გამოყენებისთვისაა განკუთვნილი, ვიდეოს სუპერგაფართოების მხარდაჭერა ნოემბრის დასაწყისში გახდება ხელმისაწვდომი. https://tinyurl.com/ywu7x4c7
  18. ბლოკჩეინ-თამაშების სეგმენტში ვენჩურული ინვესტიციების მოცულობამ ივლის-სექტემბერში 600 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო წლის დასაწყისიდან დღემდე - 2.3 მლრდ აშშ დოლარს. ასეთ მონაცემებს შეიცავს DappRadar-ის ანგარიშში. 2022 წლის მესამე კვარტალთან შედარებით ეს მაჩვენებელი 30%-ია. ანალიტიკოსების აზრით ეს მიუთითებს „გარე საბაზრო პირობების გათვალისწინების აუცილებლობაზე“. ბლოკჩეინ-აქტივობა გაიზარდა, უნიკალური აქტიური საფულეების რაოდენობა კვარტალში 12%-ით გაიზარდა და 786.766-ს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ Alien Worlds და Splinterlands დომინანტური რჩება, ახალი პლატფორმები, როგორიცაა TreasureDAO და კონცეფცია Move-to-Earn, თავიანთ ნიშას იპყრობენ. ექსპერტების აზრით ეს მიუთითებს გეიმინგ უპირატესობების დივერსიფიკაციაზე. Move-to-Earn ტოპ ხუთეულშია Sweat Economy-ისა და SuperWalk-ის მიერ წარმოდგენილი უნიკალური საფულეების რაოდენობით. Axie Infinity ინარჩუნებს ლიდერობას რეიტინგში ტრანზაქციების რაოდენობით, მათ შორის უახლესი განახლებების წყალობით. მეორე ადგილზეა Gods Unchained-ია, სადაც ახლახანს დაიწყო ახალი სეზონი. ვირტუალურ სამყაროებში ვაჭრობის მოცულობა შენელდა, მაგრამ მნიშვნელოვანი ინვესტიციების გამო ისეთ პროექტებში, როგორიცაა Animoca Brands-ის Mocaverse (20 მლნ აშშ დოლარი), ანალიტიკოსებმა დაასკვნეს, რომ მეტასამყაროს კონცეფცია რჩება ინტერესის წყაროდ. ბლოკჩეინზე აქტივობის ანალიზმა აჩვენა WAX-ის დომინირების შენარჩუნება და Skale და zkSync ეკოსისტემების ზრდა. ეს უკანასკნელი განპირობებულია ჩვეულებრივი თამაშების მიმართ უპირატესობების ცვლილებით, რომლებიც წარმოებულია ისეთი სტუდიების მიერ, როგორებიცაა PipeFlare და IndiGG. ანალიტიკოსებმა აღნიშნეს ახალი მონაწილეების გაჩენა (გარდა ზემოთ აღნიშნულისა, ასევე Base). მუდმივ განვითარებასთან ერთად, ეს, მათი აზრით, "ინდუსტრიის მყარ პერსპექტივაზე" მეტყველებს. „ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ Web3-თამაშების განვითარების შემდეგ ტალღაში შეიძლება დომინირებდეს კაზალური თამაშები“, - ვარაუდობენ ექსპერტები. ექსპერტებმა აღნიშნეს საშიშროება SocialFi-ის პოპულარიზაციაში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა სექტორში მომხმარებლის ჩართულობის დაბალანსების პრობლემა. სექტემბერში ბლოკჩეინ-სტარტაპმა, რომელიც ორიენტირებულია Proof of Play თამაშებზე, 33 მლნ აშშ დოლარი მოიზიდა. 2022 წლის მაისში a16z-მა აამოქმედა 600 მლნ აშშ დოლარიანი ფონდი „გეიმინგ ინფრასტრუქტურასა და მეტასამყაროს ტექნოლოგიებში“ ინვესტირებისთვის. https://tinyurl.com/4mxeetrf
  19. Microsoft გეგმავს შექმნას მთელი გუნდი კვლევისთვის, რომელიც დაკავშირებულია მონაცემთა ცენტრის ავტომატიზაციასა და რობოტების შემუშავებაში მათი მომსახურებისთვის. Datacenter Dynamics-ის თანახმად კომპანია ეძებს მმართველს, რომელიც სპეციალიზებულია ტექნიკის ავტომატიზაციაში და არის ექსპერტი რობოტექნიკაში. სამუშაოს აღწერილობაში ნათქვამია, რომ ახალი მმართველი მთავარ როლს შეასრულებს მონაცემთა ცენტრის ოპერაციების მომავლის ჩამოყალიბებაში. კანდიდატი პასუხისმგებელი იქნება ისეთი გარემოს მართვაზე, რომელშიც ინოვაცია „შეძლებს აყვავებას“. ამავდროულად გუნდის მუშაობა უნდა აკმაყოფილებდეს კომპანიის უფრო ფართო ორგანიზაციულ მიზნებს და ხარისხის სტანდარტებს ვადების დაცვით. ფოტოს წყარო: kalhh/pixabay.com სიახლე გამოჩნდა შემთხვევიდან ერთი თვის შემდეგ, როდესაცს ავსტრალიაში Microsoft Azure-ის გათიშვა ნაწილობრივ ცუდი ავტომატიზაციის ბრალი აღმოჩნდა. ელექტროენერგიის გათიშვამ გამოიწვია გაგრილების უკმარისობა. ვინაიდან ადგილზე არ იყო საკმარისი პერსონალი აღჭურვილობის გადატვირთვისთვის, ავტომატიკამ გამორთო სერვერები გადახურებისგან დასაცავად. თუ სისტემა გაგრილების მოდულების გადატვირთვას გაითვალისწინებდა, ამის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა. Microsoft-მა მოგვიანებით განაცხადა, რომ განიხილავდნენ ავტომატიზაციის ოპტიმიზაციას. ავტომატიზაციისა და რობოტექნიკის მომდევნო ტალღას სავარაუდოდ ჰიპერსკეილერები უხელმძღვანელებენ. ამავდროულად, როგორც Google აღნიშნავს, მონაცემთა ცენტრების საწყობებთან მსგავსების მიუხედავად, სადაც რობოტები დიდი ხანია გამოიყენება, რობოტექნიკის გამოყენება IT ინფრასტრუქტურის ობიექტებში ბევრად უფრო რთულია, ვიდრე სხვა ინდუსტრიებში. კომპანია უკვე იყენებს რობოტიზებულ ხელს მყარი დისკების უტილიზაციისთვის, მაგრამ თვლის, რომ მანქანების დამატებამ შენობებში, სადაც ტრადიციული პერსონალი იმყოფება, შეიძლება გაზარდოს ტრავმების რისკი. 2019 წლიდან Meta-ს აქვს საკუთარი განყოფილება, Site Engineering Robotics Team, რათა შექმნას რობოტიკა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მონაცემთა ცენტრში მთელი რიგი ოპერაციების ავტომატიზაციისა და მასშტაბირებითვის. თუ ვიმსჯელებთ არსებული ვაკანსიებით, გუნდი ჯერ კიდევ აქტიურია და ეძებს ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ განავითარონ რობოტიზებული სისტემების არქიტექტურა, მათ შორის რობოტიზებული მანიპულატორები და ასევე მზად არიან წარმართონ მანიპულატორების ინტეგრაცია მობილურ რობოტიზებულ პლატფორმებში. კომპანიამ უკვე ჩაატარა მექანიკური მანიპულატორით ქსელის ხელახალი ჩართვის ექსპერიმენტი. ფოტოს წყარო: geralt/pixabay.com Amazon ამჯობინებს არ ისაუბროს ამ სფეროში საკუთარ პროექტებზე, მაგრამ ათწლეულების განმავლობაში იგი ინვესტიციას ახორციელებს ელექტრონული კომერციის რობოტების განვითარებაში და ყიდულობს სფეროში მოქმედ სხვა კომპანიებს. კომპანიამ უკვე დანერგა 750 ათასზე მეტი რობოტი საცალო საწყობებში. თუმცა, ზოგიერთი ცნობით რობოტების მქონე საწყობები უფრო საშიშია ადამიანებისთვის, ვიდრე ის, სადაც ავტომატიზაცია ძირითადად არ არსებობს. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ რობოტი ძაღლები - Digital Realty-მ, Novva-მ, Oracle-მა და Scala-მ სცადეს მათი გამოყენება სენსორების მეშვეობით მონაცემთა ცენტრების პატრულირებისთვის, ვიდეო მეთვალყურეობისა და მონაცემების შეგროვებისთვის. ასევე იკვლევენ სხვა ფორმ-ფაქტორებს - იაპონურმა NTT-მა წარმოადგინა მარტივი მობილური ტორსი მკლავებით, რომელიც უკვე გამოიყენება 15 მონაცემთა ცენტრში და მუშაობს სხვა მოდელებზე. ამავდროულად, ზოგი კომპანია რობოტების გამოყენებას მხოლოდ მონიტორინგისთვის გეგმავს, ზოგი კი აპირებს ნაწილობრივ მაინც ჩაანაცვლოს პერსონალი მათით. რობოტები შეიძლება სასარგებლო იყოს სხვადასხვა ტიპის მონაცემთა ცენტრებში, მათ შორის მცირე მონაცემთა ცენტრებში, სადაც მუდმივი პერსონალი არ იმყოფება. სამომავლოდ რობოტიკა, სავარაუდოდ, აქტიურად იქნება გამოყენებული დიდ ობიექტებში, სადაც რობოტები და ავტომატიზაცია მთლიანად ჩაანაცვლებს ადამიანებს. თუმცა ასეთ შემთხვევაში მონაცემთა ცენტრები კიდევ უფრო დიდ კრიტიკას დაექვემდებარება, რადგან ისინი სამუშაო ადგილებსაც კი აღარ შექმნიან იმ ადგილებში, სადაც ისინი აშენდება. https://tinyurl.com/r3z22vn9
  20. Intel-მა წარადგინა მე-14 თაობის Core დესკტოპ პროცესორები, ასევე ცნობილი, როგორც Raptor Lake Refresh. როგორც მოსალოდნელი იყო, ეს გახლავთ გასული წლის Raptor Lake ჩიპების უმნიშვნელო განახლება და რეალურად ახალი პროდუქტები განსხვავდება მხოლოდ ოდნავ გაზრდილი სიხშირეებით, თუმცა Core i7-ს დაემატა უფრო მნიშვნელოვანი განახლებები. მაგრამ რაც მთავარია, Intel-მა თავი შეიკავა ახალი პროცესორების ფასების გაზრდისგან. Intel-მა ჯამში წარადგინა ახალი თაობის ექვსი მოდელი: Core i9-14900K, Core i7-14700K და Core i5-14600K, აგრეთვე მათი KF სერიის ვერსიები, რომლებიც მხოლოდ ინტეგრირებული გრაფიკის არარსებობით განსხვავდება. Raptor Lake Refresh პროცესორებში კვლავ გამოყენებულია P-ბირთვები Raptor Cove და E-ბირთვები Gracemont, ამიტომ IPC-ის რაიმე გაუმჯობესებაზე საუბარი არ არის. თუმცა Intel 7-ის ტექნოპროცესის დაუზუსტებელმა გაუმჯობესებამ უზრუნველყო წარმადობის გაზრდა ძაბვა-სიხშირის მრუდის გაუმჯობესების გამო. უმეტესწილად ახალი პროცესორები წინამორბედებისგან განსხვავდება 200 მჰც-ით გაზრდილი სიხშირეებით, ასევე Core i7-ს დამატებით ოთხი ბირთვი აქვს. ახალი სერიის ფლაგმანია Intel Core i9-14900K, რომელსაც აქვს 24 ბირთვი (8 მძლავრი P-ბირთვი და 16 ენერგოეფექტური E-ბირთვი), რომლებიც 32 ნაკადზე მუშაობენ. ამ პროცესორის ტაქტის სიხშირე 6 გჰც-ს აღწევს Thermal Velocity Boost რეჟიმში, თუმცა საუბარია ერთ ბირთვზე, რომელიც ამ სიხშირეს მხოლოდ საკმარისად მძლავრი გაგრილების სისტემის მეშვეობით მიაღწევს. ასეა თუ ისე, ეს მაჩვენებელი 200 მჰც-ით მეტია წინამორბედ Core i9-13900-თან შედარებით. რაც შეეხება Core i7-14700K-ს, მას აქვს 20 ბირთვი (რვა P და 12 E ბირთვი) და 28 ნაკადი. მაქსიმალური ტაქტის სიხშირე Turbo Boost Max 3.0 რეჟიმში ერთ ბირთვზე 5.6 გჰც-ს შეადგენს. და ბოლოს, Core i5-14600K-ს აქვს ექვსი დიდი და რვა მცირე ბირთვი და 20 ნაკადი. ავტომატური აჩქარების მაქსიმალური სიხშირე 5.3 გჰც-ია. Intel-ს Core i9-14900K წინამორბედთან არ შეუდარებია, მაგრამ ახალი ფლაგმანი შეადარა კონკურენტ AMD Ryzen 9 7950X, Ryzen 9 7950X3D და Ryzen 7 7800X პროცესორებს. კომპანია აღიარებს, რომ ზოგიერთ თამაშში მისი ფლაგმანი ჩამორჩება Ryzen 9 7950X3D-ს, თუმცა უმეტეს შემთხვევაში იგი 23%-მდე უფრო სწრაფია. ფოტო-ვიდეოსთან სამუშაო პროფესიონალურ აპლიკაციებში, ასევე 2D- და 3D-პროექტირებაში Core i9-14900K და Core i7-14700K უზრუნველყოფენ შესაბამისად 17- და 14%-ით მაღალ წარმადობას Ryzen 9 7950X-თან შედარებით. Intel-მა ასევე შეადარა Core i7-14700K-ს წარმადობა წინამორბედებთან - Core i7-12700K-სა და 13700K-სთან. ახალი პროცესორი სოლიდურ უპირატესობას აფიქსირებს. წინა თაობის ჩიპთან შედარებით Core i7-14700K უზრუნველყოფს წარმადობის 14-დან 63%-მდე ზრდას - დამატებითი ბირთვები და სიხშირეები დიდ როლს ასრულებს. Raptor Lake Refresh-ში წარმოდგენილი არ არის ცალკე გამოყოფილი ნეირონული პროცესორი, როგორც მობილურ Meteor Lake-ში, თუმცა ხელოვნური ინტელექტის რამდენიმე ახალი ფუნქცია დაემატა. eXtreme Tuning Utility-ს (XTU) ფლაგინი Intel AI Assist აფასებს პროცესორს Intel-ის მიერ განსწავლული AI-ალგორითმების გამოყენებით და გთავაზობთ უამრავ დამატებით პარამეტრს, რომელთა ჩართვა შესაძლებელია პროცესორის აჩქარებისთვის. Intel-ის ბირთვებში ალგორითმის მუშაობაზე პასუხისმგებელია მათემატიკური ბიბლიოთეკები. აჩქარებისთვის ოპტიმალური პარამეტრების განსაზღვრისთვის AI Assist-ს სჭირდება დაახლოებით 35 წამი, რათა შეისწავლოს ტემპერატურის, ძაბვის, სიხშირეებისა და კვების მიწოდების მაჩვენებლები. როგორც ყოველთვის, ხელით მექანიკურ მომართვას შეუძლია აჩქარების უფრო მაღალი შედეგების უზრუნველყოფა. ინსტრუმენტი ჯერჯერობით მუშაობს მხოლოდ Core i9 პროცესორებთან, თუმცა დროთა განმავლობაში მისი მხარდაჭერა Core 14th თაობის K სერიის სხვა მოდელებშიც გამოჩნდება, Intel-ის წინა თაობის ჩიპები კი AI Assist-ის მხარდაჭერას ვერ მიიღებენ. ფუნქცია მუშაობს 600- და 700-სერიის დედა დაფებზე, ხოლო BIOS-ში შესაძლებელია მისი გამორთვა. აგრეთვე კვლავ შესაძლებელია Intel Performance Maximizer-ის (IPM) გამოყენება ავტომატური აჩქარებისთვის ერთი დაწკაპუნებით სტანდარტული ცდის და შეცდომის მეთოდიკის მეშვეობით, რასაც შეიძლება ერთი საათი ან მეტი დასჭირდეს. ახალ ჩიპებს ნაგულისხმევად აქვს ჩართული Intel Application Optimization (APO), რომელიც ავტომატურად განსაზღვრავს პროგრამებს და მათ საჭიროებებს და ანაწილებს CPU-ის რესურსებს რეალურ დროში აპლიკაციის მუშაობის ოპტიმიზაციისთვის. თუმცა ფუნქცია მუშაობს მხოლოდ იმ პროგრამებთან, რომლებისთვისაც Intel-მა შექმნა პროფილები Dynamic Tuning Technology-ს ფარგლებში (იგი მუშაობს Thread Director-თან ერთად). ამჟამად APO-ს მხარდაჭერა მხოლოდ ორ თამაშს აქვს - Rainbow Six: Siege-სა და Metro Exodus-ს, რომლებშიც, როგორც Intel ამტკიცებს, წარმადობა APO-ს ხარჯზე 13% და 16%-ით იზრდება, შესაბამისად. Intel-მა აღნიშნა, რომ გააგრძელებს იმ თამაშებისა და პროგრამების შეფასებას, რომლებიც უპირატესობას იძენენ APO-ს გამოყენებით, ხოლო მომავალში დაამატებს ახალ პროფილებს. Intel Raptor Lake Refresh-ზე მხარდაჭერილია ორარხიანი DDR4-3200 და DDR5-5600 მეხსიერება. XMP აჩქარების პროფილების მეშვეობით მხარდაჭერილი იქნება მუშაობა DDR5-8000-თან და DDR5-8600-თანაც კი. ასეა თუ ისე, Intel აღნიშნავს, რომ DDR5 მოდულები ეფექტური 6000-6600 მჰც სიხშირით ოპტიმალურ ვარიანტად რჩება ფასი-წარმადობის მიმართების მხრივ. მე-14 თაობის ჩიპები უკუთავსებადია 600 და 700 სერიის დედა დაფებსა და LGA 1700 ქულერებთან. ტრადიციულად, დედა დაფების მწარმოებლებმა ასევე გამოუშვეს Z790 დაფების განახლებული ხაზი ახალ ჩიპებთან ერთად, რომელთაგან ბევრი აღჭურვილია უფრო ძლიერი ენერგოსისტემებით, ასევე USB Gen 3.2-ისა და Wi-Fi 7-ის მხარდაჭერით. სარეკომენდაციო ფასები იგივე დარჩა: Core i5-14600KF-ს ფასია 294 აშშ დოლარი, ხოლო ფლაგმანური Core i9-14900K-ის - 589 აშშ დოლარი. ახალი პროცესორები გაყიდვაში ახლა გამოვა, ხოლო Raptor Lake Refresh-ის დანარჩენ ნაწილს Intel მოგვიანებით, სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისში CES-ზე გამოუშვებს. https://tinyurl.com/ktm5wdt9
  21. ავტომობილების იტალიურმა მწარმოებელმა Ferrari-მ დაამატა ციფრული აქტივები, როგორც გადახდის მეთოდი აშშ-ში. ფუნქცია ევროპაში 2024 წლის პირველ კვარტალში გამოჩნდება, წერს Reuters. Ferrari-ს კომერციულ და მარკეტინგის დირექტორ ენრიკო გალიერას თქმით გადაწყვეტილება მიღებულ იქნა დილერებისა და მომხმარებლების მოთხოვნის საპასუხოდ, რომელთაგან ბევრმა შეიძინა კრიპტოვალუტა. „ზოგიერთი მათგანი ახალგაზრდა ინვესტორია, რომელთა ქონება ციფრულ აქტივებს მოიცავს. სხვები უფრო ტრადიციული ინვესტორები არიან, რომლებიც თავიანთი პორტფელების დივერსიფიკაციას ცდილობენ, ”- განაცხადა მან. Ferrari-მა პარტნიორობის შეთანხმება დადო პროცესინგ-სერვის BitPay-სთან, რომელიც მიღებულ აქტივებს გადააკონვერტირებს ფიატად. საწყის ეტაპზე კომპანია იღებს Bitcoin-ს, Ethereum-სა და stablecoin USDC-ს. „ეს დაგვეხმარება კონტაქტი დავამყაროთ ადამიანებთან, რომლებიც სულაც არ არიან ჩვენი მომხმარებლები, მაგრამ შეუძლიათ ფერარის შეძენა. [...] კრიპტოვალუტით გადახდისას ფასები არ შეიცვლება, არანაირი საკომისიო ან დამატებითი გადასახადი არ დაწესდება“, - აღნიშნა გალიერამ. Ferrari-მ 2023 წლის პირველ ნახევარში ჩრდილოეთ ამერიკაში 1800-ზე მეტი მანქანა გაყიდა. კომპანიაში არ აკონკრეტებენ რამდენი მანქანის გაყიდვას გეგმავენ კრიპტოვალუტით გადახდის მეთოდით. იანვარში გერმანულმა ავტომობილების მწარმოებელმა Porsche-მ საკუთარი NFT კოლექცია გამოუშვა. 2022 წლის მაისში იტალიურმა მოდის სახლმა Gucci-მ დაიწყო ციფრული აქტივებით გადახდების მიღება აშშ-ის ხუთ მაღაზიაში. https://tinyurl.com/3dy9uut2
  22. რესურს The Information-ის ცნობით კომპანია Tesla-მ დაიწყო ახალ მონაცემთა ცენტრის მშენებლობა, რომელშიც პერსპექტივაში სუპერკომპიუტერ Dojo-ს ნოუდები განთავსდება. НРС პლატფორმა მდებარეობს Tesla-ს შტაბ-ბინაში ოსტინში (ტეხასი, აშშ), ექსპლუტაციაში შესვლის ზუსტი თარიღი არ გამოცხადებულა. კომპანიამ Dojo-ს კომპლექსის მშენებლობა მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო. სისტემა დაფუძნებული იქნება კომპანიის საკუთარი წარმოების სპეციალიზებულ Tesla D1 ჩიპებზე. 2024 წლის ბოლოსთვის მოსალოდნელია, რომ Tesla-ს ხელოვნური ინტელექტის სისტემების წარმადობა მიაღწევვს 100 Eflops-ს. პროექტის ღირებულება 1 მლრდ აშშ დოლარად არის შეფასებული. დეტალები Tesla-ს მონაცემთა ცენტრის შესახებ ჯერ არ არის გამჟღავნებული, მხოლოდ აღნიშნულია, რომ კონსტრუქციით იგი ბუნკერს წააგავს. ამ მონაცემთა ცენტრში განთავსდება Dojo-ს ზოგიერთი გამოთვლითი მოდული. კომპანია აპირებს სუპერკომპიუტერი გამოიყენოს ავტოპილოტირების ინოვაციური ტექნოლოგიების შესაქმნელად. საუბარია ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული რესურსებით ინტენსიური პრობლემების გადაჭრაზე. გარდა ამისა, მასკმა ადრე განაცხადა, რომ Dojo-ს სიმძლავრის ნაწილი შეიძლება მიეწოდოს გარე მომხმარებლებს ქლაუდ სერვისების მოდელის მეშვეობით. ფოტოს წყარო: Karpathy / Tesla. შეფასების თანახმად Dojo-ს ამოქმედებამ შესაძლოა Tesla-ს საბაზრო ღირებულება 500 მლრდ აშშ დოლარით გაზარდოს: ანუ კომპანიის კაპიტალიზაცია დაახლოებით 60%-ით გაიზრდება. პარალელურად, Tesla ავითარებს სხვა НРС (High Performance Computing) პროექტებს. კომპანიამ ცოტა ხნის წინ გამოუშვა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი AI სუპერკომპიუტერი: 10 ათასი NVIDIA H100 ამაჩქარებლის მქონე სისტემა უზრუნველყოფს მაქსიმალურ 340 Pflops წარმადობას FP64 ტექნიკური გამოთვლისას და 39.58 Pflops-ს INT8 ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციებში. https://tinyurl.com/msmkukpc
  23. გასულ კვირას NVIDIA-ს მიერ გამოქვეყნებულმა, ინვესტორებისთვის განკუთვნილმა პრეზენტაციამ ცხადყო, რომ მომავალი წლიდან კომპანია გადავა ახალი კომპიუტერული არქიტექტურის ყოველწლიურ გამოშვებაზე სასერვერო სეგმენტში. ხელმძღვანელობამ გააზიარა ინფორმაცია მათი გეიმინგ გადაწყვეტილებების პოპულარიზაციაში მიღწეული წარმატებების შესახებ, თუმცა ასევე მოუწიათ წარუმატებლობებზე საუბარი. ფოტოს წყარო: NVIDIA ივნისში რეითრეისინგის მხარდაჭერის მქონე RTX ვიდეო ბარათების წილი გეიმინგ სეგმენტში ექსპლუატაციაში არსებული ბრენდის გრაფიკულ გადაწყვეტილებებს შორის არ აღემატებოდა 44%-ს, ამასთან მომხმარებლების მიერ გამოყენებული ვიდეო ბარათების მხოლოდ 18%-ს ჰქონდა GeForce RTX 3060-ის დონის ან უფრო მაღალი სიჩქარე. ეს კრიტერიუმები, როგორც წესი, NVIDIA-ს ხელმძღვანელობის მიერ გამოიყენება, როგორც ვიდეო ბარათების ასორტიმენტის შემდგომი მოდერნიზაციის პოტენციალის ილუსტრაცია. ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის NVIDIA-ს ახალი პრეზენტაციის თანახმად GeForce RTX სერიის ვიდეო ბარათების წილი უკვე 47%-მდე გაიზარდა და ძალიან ახლოს არის ფსიქოლოგიურად მნიშვნელოვან 50%-იან ეტაპთან. პრინციპში, ასეთი პარამეტრები კომპანიის ხელმძღვანელობამ აგვისტოს ბოლოს გამოაცხადა, ამიტომ GeForce RTX-ის ამჟამინდელი წილი შესაძლოა კიდევ უფრო მაღალი იყოს. ამავდროულად, GeForce RTX 3060-ის დონის ან უფრო მაღალი წარმადობის დონის მქონე გრაფიკული გადაწყვეტილებების წილმა უკვე 20%-ს მიაღწია. მოკლედ, ივნისიდან გასული სამი თვის განმავლობაში NVIDIA-მ წარმატებას მიაღწია როგორც რეითრეისინგის მქონე ვიდეო ბარათების პოპულარიზაციაში, ასევე უფრო მძლავრი გრაფიკული გადაწყვეტილებების დანერგვაში. აღსანიშნავია, რომ NVIDIA-ს შემოსავლის მაქსიმალურმა მაჩვენებელმა გეიმინგ სეგმენტში მიაღწია 2021 კალენდარულ ლწელს, რაც კომპანიის ანგარიშში თითქმის ემთხვევა 2022 წლის ფისკალურ წელს. ამ პერიოდში კომპანიამ გეიმინგ სეგმენტიდან 12.462 მლრდ აშშ დოლარი შემოსავალი მიიღო და უზრუნველყო ზრდა 61%-ით. მიზანშეწონილია გვახსოვდეს, რომ იმ დროს იყო კიდევ ერთი კრიპტო ბუმი, რადგან გეიმინგ შემოსავლის ასეთი ნახტომი ვერ აიხსნებოდა ვერც Nintendo გეიმინგ კონსოლების კომპონენტების გაყიდვით და ვერც GeForce NOW-ს გამოწერებიდან შემოსავლით. 2022 კალენდარულ წელს NVIDIA-ს გეიმინგ შემოსავალი 9.067 მლრდ აშშ დოლარამდე შემცირდა, რაც ასახავს კრიპტოვალუტის ბაზრის გაგრილების შედეგებს. უფრო მეტიც, გასული ნახევარი წლის შედეგებიც კი მიანიშნებს, რომ NVIDIA-ს მიმდინარე წლის გეიმინგ შემოსავალი გასული წლის მაჩვენებლებს ჩამორჩება. 2020 წელს NVIDIA-ს გეიმინგ შემოსავალმა შეადგინა მთლიანის 43%, გასული ნახევარი წლის განმავლობაში მისი წილი 23%-მდე შემცირდა. ამასთან, სასერვერო სეგმენტის წილი ამავე ინტერვალში 42-დან 70%-მდე გაიზარდა. დღესდღეობით სწორედ გამოთვლითი ამაჩქარებლები განსაზღვრავენ NVIDIA-ს შემოსავლების ზრდის ტემპს და გეიმინგ სეგმენტი, რიგი მიზეზების გამო, უკანა პლანზე გადავიდა, თუმცა კომპანიის წარმომადგენლები ყოველმხრივ უარყოფენ ამას ოდნავი შესაძლებლობის შემთხვევაში. https://tinyurl.com/4uwms6bh
  24. აშშ-ში განთავსებული ჩინური მაინინგ კომპანიები ეროვნული უსაფრთხოების კუთხით შეშფოთებას იწვევს. ამის შესახებ წერს The New York Times (NYT) ამერიკული ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით. კრიპტოვალუტის მაინინგის ბევრი მომპოვებელი კომპანია გადავიდა შტატებში 2021 წელს ჩინეთში ამ საქმიანობის აკრძალვის შემდეგ. NYT-ის ცნობით ზოგიერთ მათგანს კავშირი აქვს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ან სახელმწიფო ორგანიზაციებთან. ერთ-ერთი ობიექტი, რომელიც შეშფოთებას იწვევს, არის Microsoft-ის მონაცემთა ცენტრის და ქალაქ შაიენის (შტატი ვაიომინგი) სამხედრო ბაზის სიახლოვეს არსებული საწარმო. საერთაშოორისო ინვესტიციების კომიტეტის 2022 წლის წლის აგვისტოს ანგარიშში კორპორაციის გუნდმა განაცხადა, რომ ასეთი ადგილმდებარეობა „შეიძლება ჩინელებს სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვების ოპერაციების ჩატარების საშუალებას აძლევდეს“. აშშ-ის ხელისუფლების ანონიმურმა წყაროებმა NYT-ს განუცხადეს, რომ ისინი აკვირდებოდნენ ვაიომინგის ობიექტს „რამდენიმე თვის განმავლობაში“ და „მიიღეს ზომები ნებისმიერი პოტენციური სადაზვერვო საფრთხის შესამცირებლად“. ქალაქს უკავშირდება Bit Origin – 2022 წლის ივნისში კომპანიამ განაცხადა შაიენის მაინინგ პლატფორმაზე ინვესტიციების განხორციელების შესახებ. გამოცემის კომენტარში მისმა წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ კომიტეტის მოთხოვნებს უპასუხეს. მაინერის პრეზიდენტის თქმით ლოკაცია შერჩეულ იქნა ადგილობრივ ელექტროენერგიის მომწოდებელთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ და არა Microsoft-თან ან სარაკეტო ბაზასთან სიახლოვის გამო. თუმცა, Bit Origin-ს არ აქვს პირდაპირი კავშირი ჩინეთის მთავრობასთან განსხვავებით YZY Capital Holdings-ისგან. ჟურნალისტების თქმით კომპანიას სავარაუდოდ აკონტროლებს კომუნისტური პარტიის წევრი და ბიზნესმენი იუან ციანემი და მან იყიდა მიწის ნაკვეთი Microsoft-ის მონაცემთა ცენტრის გვერდით. გამოცემამ ასევე დაადგინა ჩინეთის მფლობელობაში ან მართვის ქვეშ მყოფი მაინინგ კომპანიების არსებობა სულ მცირე 12 შტატში, მათ შორის არკანზასში, ოჰაიოში, ოკლაჰომაში, ტენესსა და ტეხასში. ტეხასის ხელისუფლება, როგორც სტატიაშია ნათქვამი, განსაკუთრებით კეთილგანწყობილია ინდუსტრიის მონაწილეების მიმართ. ამასთან, ადგილობრივი კანონმდებლობა უკრძალავს უცხოურ საკუთრებაში არსებულ საწარმოებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე წვდომას, თუმცა მედია მიუთითებს, რომ ჩინეთთან დაკავშირებული საწარმოები აგრძელებენ მუშაობას. NYT-მა ასევე აღნიშნა, რომ მრავალი ობიექტი აღჭურვილია Bitmain-ის მოწყობილობებით. მიუხედავად იმისა, რომ მწარმოებელს არ აქვს პირდაპირი კავშირი ჩინეთის ხელისუფლებასთან, მისი ექსპორტის ნაწილი შეერთებულ შტატებში ხორციელდება Hainan Bitmain Technologies-ის შვილობილი კომპანიის მეშვეობით. ჟურნალისტების თქმით მისი მისამართი ვანინგში (ჰაინანი) ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას უკავშირდება. კომპანიის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ეს არის მოძველებული მონაცემები. 2021 წელს საინფორმაციო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინეთის ხელისუფლების მიერ კრიპტო ინდუსტრიის აკრძალვის ფონზე გუანჯოუში მდებარე ლოჯისტიკური კომპანია შეერთებულ შტატებში გადაიტანდა Bitcoin-ის მაინინგ მოწყობილობების პარტიას, რომლის წონაა 3000 კგ. მანამდე მაიამის მერმა ფრენსის სუარესმა ისაუბრა ჩინელი მაინერების ქალაქში მოზიდვის გეგმებზე მათთვის ბირთვულ ენერგიაზე წვდომის მიცემით. შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მაისის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ წარადგინა შეთავაზება ფედერალურ ბიუჯეტში 30%-იანი გადასახადი შესულიყო კრიპტოვალუტების მაინინგში გამოყენებულ ელექტროენერგიაზე. Marathon Digital-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ფრედ ტიელმა ივარაუდა მაინერების გადინება ოფშორულ იურისდიქციებში. https://tinyurl.com/ykv45avk
  25. სადღესასწაულო სეზონისთვის Microsoft-მა წარადგინა გეიმინგ ნაკრები Xbox Series S Starter Bundle. კომპანიამ პრეს-რელიზში განაცხადა, რომ ნაკრებში შედის ყველაფერი, რც აუცილებელია ვიდეოთამაშებისთვის. ფოტოს წყარო: Microsoft Xbox Series S Starter Bundle-ში შედის თავად კონსოლი Xbox Series S 512 გბ SSD-ით, ერთი უსადენო კონტროლერი, აგრეთვე Xbox Game Pass Ultimate-ის სამთვიანი გამოწერა სერვის Game Pass-ის ასობით თამაშზე წვდომით, რომელთა შორისაა ახალი თამაშები Starfield, Forza Motorsport Lies of P, Party Animals და ბევრი სხვა. გარდა ამისა, Game Pass Ultimate მოიცავს წვდომას EA Play-ზე, მულტიფლეიერზე და სხვადასხვა თამაშის ბონუსებსა და ფასდაკლებებზე. Xbox Series S Starter Bundle მსოფლიოს მასშტაბით 31 ოქტომბრიდან 299.99 აშშ დოლარად იქნება ხელმისაწვდომი. აღნიშნულია, რომ Xbox-ის პარტნიორებს შორის საცალო მოვაჭრეები უკვე იღებენ წინასწარ შეკვეთებს ახალ პროდუქტზე. გასათვალისწინებელია, რომ თავად კონსოლის სარეკომედაციო ფასი არის 299 აშშ დოლარი, ხოლო Game Pass Ultimate-ის ერთთვიანი გამოწერა აშშ-ში - 16.99 აშშ დოლარი. https://tinyurl.com/3w4b2k8t
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.