Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5935
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    198

Everything posted by Magdalena

  1. როგორც ჩანს, სკანდალი მწიფდება. ილონ მასკმა და მისმა კომპანია SpaceX-მა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს კოსმოსური სააგენტო NASA-ს - თავიანთი პირდაპირი დამსაქმებლისა და პარტნიორის წინააღმდეგ. კონტრაქტის თანახმად მასკის კომპანია ახორციელებს რესურსების მიწოდებას საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე თავისი რაკეტა Falcon9-ის მეშვეობით. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ SpaceX-მა ტენდერი წააგო და ახლა ამის ახსნას მოითხოვს. პირველ რიგში, მასკს აინტერესებს, რატომ იქნა სამეცნიერო მისიისთვის არჩეული კონკურენტის რაკეტა, თუკი SpaceX-ის რაკეტა 30%-ით იაფია მასზე. საქმე ის არის, რომ აშშ-ში კერძო კომპანიების საქმიანობის მხარდაჭერა ხორციელდება NASA-ს მეშვეობით - სააგენტო აძლევს გრანტებსა და კონტრაქტებს მსხვილ კომპანიებს, მხარს უჭერს მათ განვითარებას უშუალოდ ფინანსური კუთხით. რომ არა NASA-ს მხარდაჭერა რთულ წლებში, SpaceX-ს შეიძლება აღარც ეარსება. 31 იანვარს NASA-მ განაცხადა, რომ ტენდერი, რომელიც ეხება 2021 წელს აპარატ Lucy-ს გაშვებას იუპიტერის ასტეროიდებისკენ, მოიგო United Launch Alliance-მა. ეს უკანასკნელი არის Boeing-ისა და Lockheed Martin-ის ერთობლივი კომპანია და იგი მასკის კომპანიის პირდაპირი კონკურენტია. მისიის ხარჯები ფასდება 148,3 მლნ დოლარად. ULA მისიას განახორციელებს რაკეტა Atlas V-401-ის მეშვეობით. უცნობია, კიდევ ვინ მონაწილეობდა ტენდერში გარდა SpaceX-ისა. მასკმა ტენდერის შედეგები ამერიკული აუდიტის პალატაში გაასაჩივრა. საკითხი უნდა გადაწყდეს არაუგვიანეს 22 მაისისა, თუმცა საჩივარმა უკვე გამოიღო შედეგი: ULA-სთან საკონტრაქტო მუშაობა შეჩერდა. პირველი შემთხვევა არაა, როდესაც მასკი ხმამაღლა საუბრობს, რომ აუცილებელია პატიოსანი კონკურენცია. SpaceX-ის დაარსებიდან საწყის ეტაპებზე მძლავრი მხარდაჭერისა და ლობისტების წყალობით თითქმის ყველა ტენდერი უკონკურსოდ United Launch Alliance-ს გადაეცემოდა. თუმცა სასამართლოებმა და დიდმა ძალისხმევამ თავისი საქმე გააკეთა: SpaceX-მა სახელი გაითქვა და მიაღწია NASA-სთან პარტნიორობას. „მას შემდეგ, რაც SpaceX-მა დაიწყო მისიების განხორციელება NASA-სთვის, ეს დაპირისპირების პირველი შემთხვევაა“ - აცხადებენ კორპორაციაში. – „SpaceX-მა შესათავაზა მას თავისი ვარიანტი, რომელიც გულისხმობდა მისიის წარმატებულობის უმაღლესი დონის უზრუნველყოფას დასახელებულ თანხაზე მნიშვნელოვნად იაფად. ამიტომ ვთვლით, რომ იმავე მისიისთვის უფრო მეტის გადახდა Boeing-ისა და Lockheed-ისთვის სააგენტოს ინტერესებსა და ამერიკულ საგადასახადოებს ემსახურება“. https://hi-news.ru/space/ilon-mask-i-spacex-podali-v-sud-na-nasa.html
  2. ჰონგკონგის გამოსასწორებელი დაწესებულებების სამსახური აპირებს აამაღლოს თავინთი ციხეების საიმედოობა მაღალი ტექნოლოგიების დახმარებით. უახლოეს პერიოდში რამოდენიმე გამოსასწორებელ კოლონიაში „ჭკვიანი“ კამერები დამონტაჟდება. აგრეთვე, პატიმრები მუდმივად იქნებიან კონტროლის ქვეშ სპეციალური სამაჯურების წყალობით, რომელიც აფიქსირებს მათ ადგილმდებარეობას და გულისცემის რიტმს. გარდა ამისა, ციხეებში გამოჩნდება სპეციალური რობოტები, რომლებიც ყველაზე რთულ და ბინძურ სამუშაოებს შეასრულებენ: მათი მოვალეობა იქნება ადამიანურ ნარჩენებში კონტრაბანდული ნივთიერებების ძებნა. ახალი ტექნოლოგიები განკუთვნილია იმისათვის, რომ ამაღლდეს როგორც დაცვის თანამშრომლების, ასევე პატიმრების უსაფრთხოების დონე. თავდაპირველად სისტემების გამოცდა ჩატარდება სამ გამოსასწორებელ დაწესებულებაში. თუკი ტექნოლოგია დაამტკიცებს ეფექტურობას, „ჭკვიანი“ აღჭურვილობა გავრცელდება სხვა მსგავს დაწესებულებებშიც. ხელისუფლებას სურს, ამ სისტემებით ყველა ციხე მოიცვას. ხელოვნური ინტელექტის მქონე კამერების დაყენება იგეგმება სააბაზანოებში. კონფიდენციალურობა რომ დაცული იყოს, მასალის გარკვეული დეტალები დაფარული იქნება. სისტემა თვალყურს მიადევნებს და დააფიქსირებს პატიმართა ნორმიდან გადახრილ ქცევებს, მაგალითად ჩხუბს ან ავადმყოფურ შეტევებს. სპეციალური სამაჯურების მეშვეობით დაცვას გადაეცემა ინფორმაცია, თუ სად იმყოფება კონკრეტული პატიმარი. სამაჯური ასევე გააკონტროლებს პატიმრის გულისცემის მდგომარეობას და ციხის თანამშრომლებს შეატყობინებს, თუკი წარმოიშვება ჯანმრთელობის პრობლემა. ეს სისტემა ხელს შეუწყობს, რომ შემცირდეს გაქცევის, მკვლელობის და პატიმრის უეცარი გარდაცვალების შემთხვევები. https://hi-news.ru/technology/umnye-tyurmy-kitaya-budut-oborudovany-robotami-i-iskusstvennym-intellektom.html
  3. 2016 წლის სექტემბერში კოსმოსურმა სააგენტო NASA-მ დაიწყო განაცხადების მიღება შემდგომი მისიისთვის, რომელიც განხორციელდება ასტროფიზიკური კვლევების პროგრამის ფარგლებში (Astrophysics Explorers Program). სამი წლის შემდეგ როგორც იქნა მიღებულია გადაწყვეტილება: 2023 წელს დედამიწის ორბიტაზე გაემართება ზონდი SPHEREx, რომელიც შეისწავლის პირველი ვარსკვლავებისა და გალაქტიკების დროებს. მისიის განხორციელებისთვის გამოყოფილია 242 მლნ დოლარი, ამ თანხაში არ შედის კოსმოსური აპარატის გაშვების ხარჯები. ზონდის მთავარი ამოცანა იქნება მოახდინოს კოსმოსური სივრცის სკანირება ყოველ ექვს თვეში ორი წელიწადის განმავლობაში. ასტრონავტების გათვლით, აპარატი შეძლებს მოიცვას „ირმის ნახტომის“ შემადგენელი 100 მლნ ვარსკვლავზე მეტი. აღჭურვილობა კონცენტრირებული იქნება სითხის დაგროვებისა და მოლეკულური ღრუბლების არეალებში, სადაც ხდება ახალი ვარსკვლავების აქტიური ფორმირება. მოსალოდნელია, რომ 10 მლრდ სინათლის წელიწადით დაშორებული შორეული გალაქტიკების მონახულებით ასტრონავტები გაიგებენ რა მდგომარეობაში იყო სამყარო რეიონიზაციის ეპოქაში. ითვლება, რომ სწორედ იმ დროს გაფართოებულმა სამყარომ დაიწყო გაციება და ჩამოყალიბდა სხვადასხვა კოსმოსური ობიექტი. SPHEREx-ის მისიის სამი მთავარი ამოცანაა: შეისწავლოს სამყაროს გაფართოების ფიზიკა; გამოიკვლიოს სხვა გალაქტიკებისგან გამოსხივებული სინათლის ისტორია; გაიგოს, რამდენადაა გავრცელებული „ირმის ნახტომის“ გალაქტიკაში მთავარი სასიცოცხლო ინგრედიენტები: წყალი, ნახშირბადის მონოქსიდი, ნახშირბადის დიოქსიდი და მეთანოლი. NASA-ში აცხადებენ, რომ ეს მისია ნამდვილი საგანძური იქნება მეცნიერებისთვის. მასშტაბური რუკა, რომელიც შეიცავს სამყაროს ისტორიის პირველ მომენტებს შეძლებს პასუხი გაეცეს ერთ-ერთ მთავარ კითხვას: „რამ აიძულა სამყაროს ასე სწრაფად გაფართოება?“. https://hi-news.ru/space/novaya-missiya-nasa-zond-izuchit-proshloe-vselennoj.html
  4. 2011 წლიდან მოყოლებული მეცნიერები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ცდილობდნენ შეექმნათ ხელოვნური ფოთლები, რომელთაც შეეძლებოდათ ჰაერის წმენდა და საწვავის წარმოებაც კი. მთელი ამ წლების განმავლობაში მათ მიერ შექმნილ ნიმუშებს მხოლოდ ლაბორატორიულ პირობებში შეეძლოთ ფუნქციონირება. ყველასთვის მოულოდნელად, ილინოისის უნივერსიტეტის მკვლევარებმა მოულოდნელად განაცხადეს, რომ მათ მიერ შექმნილ ხელოვნური ფოთლების პროტოტიპს შეუძლია ნახშირორჟანგის ჟანგბადად გარდაქმნა ლაბორატორიის ფარგლებს გარეთაც. კვლევის ავტორის - მინეშ სინგჰის თქმით, ფოთლების წინა ვერსიებს შეეძლოთ ჟანგბადის, ელექტროენერგიისა და თხევადი საწვავის გენერირება, თუკი ისინი რეზერვუარებში იყო შენახული წნევის ქვეშ. ღია სივრცეში ნახშირორჟანგის შეწოვისთვის კი ძალა არ ჰყოფნიდათ. როგორც აღმოჩნდა, ამ პრობლემის მოგვარება მარტივია. მკვლევარებმა ხელოვნური ფოთლების წინა ვერსიები მოათავსეს წყლით სავსე ამონიუმის ფისოვან კაფსულაში. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მზის ზეგავლენით სინოტივე იწყებს ნელ-ნელა აორთქლებას უწვრილესი ფორებიდან. მის ადგილს იკავებს ნახშირორჟანგი, რომელიც ფოტოსინთეზის გზით გარდაიქმნება ნახშირბადის მონოქსიდად. სწორედ ეს უკანასკნელია ის „ნედლეული“, საიდანაც იქმნება საწვავი ან სინთეზირებული ჟანგბადი. მკვლევარების თქმით, ხელოვნური ფოთლები ჰაერს ათჯერ უკეთ წმენდენ ცოცხალ მცენარეებთან შედარებით. თუკი მათგან დამზადდება პატარა ხე 360 ფოთლით, იგი შეძლებს 10%-ით შეამციროს ნახშირორჟანგის დონე 100 მეტრის რადიუსში. ითვლება, რომ ბევრი ამგვარი ფოთლის დამზადება არ იქნება რთული - კონცეპტი მკვლევარებმა მაქსიმალურად ხელმისაწვდომი მასალებისგან შექმნეს. https://hi-news.ru/technology/sozdany-iskusstvennye-listya-dlya-effektivnoj-ochistki-vozduxa.html
  5. Coinbase Wallet-ის მომხმარებლები მალე შეძლებენ საკუთარი Private Key-ს სარეზერვო ასლები შექმნან პლატფორმებზე - Google Drive-სა და iCloud-ზე. სიახლის შესახებ სან-ფრანცისკოში დაფუძნებულმა კრიპტოსავალუტო ბირჟამ განაცხადა საკუთარ ბლოგზე: იმ შემთხვევაში, თუკი მომხმარებლები თავიანთ Private Key-ს ან მოწყობილობებს დაკარგავენ, შეძლებენ გამოიყენონ ახალი ფუნქცია და თავიდან აირიდონ აპლიკაციაში არსებულ ფულად რესურსებზე წვდომის დაკარგვის რისკი. Coinbase-ის თქმით, cloud-პლატფორმებზე სარეზერვო კოპირებისთვის მომხმარებლებს მოუწევთ მხოლოდ პაროლის დამახსოვრება, რათა აღადგინონ თავიანთი რესურსები - private key-ები უსაფრთხოდ იქნება შენახული. დამატებითი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის კომპანია იძლევა რეკომენდაციას - მომხმარებლებმა პაროლი შეინახონ cloud backup-ის სერვისის აქტივაციის შემდეგ. როგორც Coinbase ამბობს, Backup-ფუნქცია დაშიფრულია AES-256-GCM encryption-ით და ხელმისაწვდომია მხოლოდ Coinbase Wallet-ის მობილური აპლიკაციისთვის. მისი გაშიფვრა მხოლოდ პაროლის დახმარებითაა შესაძლებელი. ბირჟამ ასევე განაცხადა, რომ არც მას და არც cloud-სერვისების პროვაიდერებს არ აქვთ წვდომა მომხმარებლების პაროლებსა და ფულად რესურსებთან - პაროლები მხოლოდ მომხმარებელების ფლობაში იქნება. მომხმარებლებმა, რომელთაც სურთ ამ ფუნქციით სარგებლობა, უნდა აირჩიონ ოფცია იმ დროს, როდესაც საფულის აპლიკაცია მომდევნო რამოდენიმე დღეში უნდა განახლდეს. Cloud backup-ის ჩართვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს პარამეტრების მენიუდან: აირჩევთ „აღდგენის ფრაზას“ (Recovery Phrase) და მიჰყვებით მითითებულ ინსტრუქციას. Coinbase-ის თქმით, მომავალში იგეგმება საფულისთვის iCloud-ისა და Google Drive-ს გარდა სხვა cloud-პლატფორმების მხარდაჭერის მინიჭებაც. ახალ ფუნქციასთან დაკავშირებით გარკვეული უარყოფის გამოხატულებაა სოციალურ ქსელებში, რამდენადაც ზოგიერთი თვლის, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე პირადი გასაღებების cloud-სისტემაში შენახვა რისკებს ზრდის. Twitter-ის ერთ-ერთი მომხმარებელი წერს: „ეს კარგია, მაგრამ გახსოვდეთ: 1) cloud-სივრცე ხშირად დგება საფრთხის წინაშე, ასე რომ პაროლი მნიშვნელოვანია; 2) თუკი პაროლის დამახსოვრება საჭიროა, სად ინახავთ მას? რამდენად უსაფრთხოა ეს ადგილი? ზოგიერთ მომხმარებელს კი უფრო ცინიკური მიდგომა აქვს. Twitter-ზე განთავსებულ გამოკითხვაში - შეინახავდით ან შეინახავენ თუ არა ადამიანები თავიანთ Private key-ს cloud-პლატფორმაზე ახალი ფუნქციის მიხედვით, პასუხის გამცემთა 100%-ის პასუხი იყო - არა. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას Coinbase-მა განაცხადა Bitcoin-ის მხარდაჭერის შესახებ iOS-ისა და Android-ის საფულეების აპლიკაციებზე. https://www.coindesk.com/coinbase-wallet-to-feature-private-key-backup-on-google-drive-icloud
  6. აეროკოსმოსური სააგენტო NASA-ს კვლევითი აპარატი InSight-ი აგრძელებს მომზადებას თავისი მისიის სამეცნიერო ეტაპის დასაწყებად. როგორც სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, მოდულმა წითელი პლანეტის ზედაპირზე განათავსა ინსტრუმენტი, რომლის დახმარებითაც იგეგმება მეტი რამ გახდეს ცნობილი მარსის შიდა აგებულების შესახებ. საუბარია მოწყობილობაზე - Heat Flow and Physical Properties Package (HP3), რომელიც უკვე დამონტაჟებული სეისმომეტრისგან ერთი მეტრის დაშორებით დაყენდა. მოწყობილობა HP3 (სითბური ნაკადისა და ფიზიკური თვისებების შესწავლის კომპლექტი) - ეს არის სამეცნიერო ინსტრუმენტი, რომელიც განკუთვნილია მარსის ზედაპირზე სითბური ნაკადის გაზომვისთვის. ამ აპარატის მიერ შეგროვებულ მონაცემთა წყალობით მეცნიერები შეძლებენ უკეთ გაერკვნენ, თუ როგორ ფორმირდებოდა წითელი პლანეტა. დასახული ამოცანების მიღწევისთვის აუცილებელია, რომ მოწყობილობა გრუნტის სიღრმეში განთავსდეს. რამოდენიმე დღეში InSight-ი უკვე დაიწყებს მარსის გრუნტის ბურღვას 5 მეტრ სიღრმემდე, რაც არსებითად ბევრად უკეთესი შედეგი იქნება, რაც მარსზე მომუშავე სხვა აპარატებისგან იქნა მიღწეული. მაგალითად, მოდულებმა Phoenix-მა და Viking-1-მა შეძლეს მიწის გაბურღვა მხოლოდ 18 და 22 სანტიმეტრის სიღრმეზე, შესაბამისად. მას შემდეგ, რაც HP3 მიაღწევს დაგეგმილ სიღრმეს, მისგან გათხრილ ორმოში განთავსდება მოწყობილობა სახელად „თხუნელა“: ეს არის 40-სანტიმეტრიანი ზონდი მექანიზმით, მას კვება მიეწოდება სადენით, რომელიც დასაფრენ მოდულთან იქნება მიერთებული. სანამ კაბელზე ინტეგრირებული სენსორები ტემპერატურას გაზომავენ, „თხუნელა“ სითბური ნაკადების გაზომვით დაკავდება. მიწის ქვეშ ყოფნისას ინსტრუმენტები იზოლირებული იქნება გარე ტემპერატურის ცვლილებებისგან, რომლებიც დღე-ღამური და სეზონური მონაცვლეობითაა განპირობებული. „ჩვენი ზონდი ტემპერატურის გასაზომადაა შექმნილი. სეზონური და დღე-ღამური ტემპერატურის ცვლილებები ზედაპირზე შესაძლოა „ხმაურს“ იწვევდეს ჩვენს მონაცემებში, სწორედ ამიტომ გვსურს ჩავიდეთ ზედაპირიდან რაც შეიძლება ღრმად“ - აცხადებს InSight-ის მისიის ხელმძღვანელის შემცვლელი. დაგეგმილია, რომ ბურღვის პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება, ნაბიჯ-ნაბიჯ, 50-50 სანტიმეტრით ჩავა ზონდი სიღრმეში. ბურღვის ფაზებს შორის იგეგმება ორდღიანი შესვენებები, რათა სითბომ გაფანტვა მოასწროს. შემდეგ კი 24 საათის განმავლობაში ხელოვნურად შენარჩუნდება 10-გრადუსიანი ტემპერატურა და ჩატარდება პლანეტის სითბოგამტარობის გაზომვები. მკვლევარები იმედოვნებენ, რომ ბურღს წინაღობად არ დახვდება მოზრდილი ქვები. თუკი ზონდი ვერ მიაღწევს მინიმალურ სამმეტრიან სიღმეს, ზუსტ გაზომვებს შესაძლოა მთელი მარსული წელი დასჭირდეს (ორი დედამიწური წელი). „ჩვენი აზრით იდეალური ადგილი შევარჩიეთ, ამ ადგილას ზედაპირზე თითქმის არ არის ქვები. ეს იმედს გვაძლევს, რომ არც ისინი ზედაპირის ქვეშაა. თუმცა რა გველოდება რეალურად - ამას დრო გვიჩვენებს“ - აცხადებს ინჟინერ-მეცნიერი ტროი ჰადსონი, რომელიც ზონდ HP3-ის აწყობაში მონაწილეობდა. „თავად HP3 ზონდის მასა ფეხსაცმელზე უფრო მსუბუქია. მას Wi-Fi-ზე ნაკლები ენერგია სჭირდება. მოწყობილობის კონსტრუქციას შეუძლია გაუძლოს ათეულობით დარტყმას ბურღვის დროს ისე, რომ ნაწილებად არ დაიშალოს. ამგვარი ზონდის შექმნას უზარმაზარი დრო და ძალისხმევა დასჭირდა. ცდების დროს მოწყობილობის თავდაპირველმა ვარიანტებმა ვერ მიაღწიეს 4,88 მეტრს, მაგრამ მარსზე გაგზავნილმა საბოლოო ვერსიამ დაამტკიცა თავისი ეფექტურობა და საიმედოობა“ - დაამატა სპეციალისტმა. https://hi-news.ru/technology/zond-insight-gotovitsya-k-bureniyu-5-metrovoj-dyry-na-marse.html
  7. Tesla-ს ბლოგში აღნიშნულია, რომ აშშ-ში ყოველ 40,8 წამში ხდება ავტომობილების გატაცება. 2017 წლის სტატისტიკით, ქვეყნის მასშტაბით 700 ათასზე მეტი ავტომობილია გატაცებული. Tesla-ს კოლექტივს სურს კომპანიის ელექტრომობილების მფლობელები ამგვარი შემთხვევებისგან დაიცვას და ამიტომ დაამატეს „მცველის/დარაჯის რეჟიმი“ (Sentry Mode). რეჟიმი“ Sentry Mode“ დღესდღეობით ხელმისაწვდომია 2017 წლის აგვისტოს შემდგომ გამოსულ ელექტრომობილებში - Model 3, Model S და Model X. ხსენებული რეჟიმის არჩევა შესაძლებელია სენსორულ ეკრანზე შემდეგი კომბინაციით: Controls > Safety & Security > Sentry Mode. დაცვის სისტემა „მიძინებულ მდგომარეობაშია“ მანამდე, სანამ ავტომობილს ვინმე უცხო პირი არ მიუახლოვდება. ავტომობილთან ახლოს მისვლისას სისტემა გადადის მზადყოფნის რეჟიმში (Alert). ეკრანზე გამოდის წარწერა, რომ ელექტრომობილის კამერები მომხდარის გადაღება-ჩაწერას იწყებს. ავტომობილისთვის ზიანის მიყენებისას სისტემა განგაშის (Alarm) რეჟიმში გადადის. ელექტრომობილის მფლობელის სმარტფონზე იგზავნება შეტყობინება, მანქანის ხმოვანი სისტემა კი იწყებს ხმის ტრანსლირებას მაქსიმალური სიმძლავრით. მფლობელს აგრეთვე შეუძლია ჩართოს და უყუროს კამერების ჩანაწერს ვანდალიზმის ფაქტიდან 10 წუთის შემდეგ. კომპანიამ წარმოადგინა კიდევ ერთი სასარგებლო რეჟიმი - Dog Mode. ამ რეჟიმის არჩევისას მანქანის მფლობელს შეუძლია დიდხანს დატოვოს მანქანა და არ იღელვოს მის სალონში მყოფი შინაური ცხოველის მდგომარეობაზე. Dog Mode რეჟიმის წყალობით მანქანის კლიმატ-კონტროლით შენარჩუნებულია ცხოველისთვის კომფორტული ტემპერატურა. თუკი ელექტრომობილის აკუმულატორი 20%-ზე ქვემოთ ჩამოვა, მფლობელი განგაშის შეტყობინებას მიიღებს სმარტფონზე. https://3dnews.ru/982796
  8. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ბოლო 150 წლის განმავლობაში ადამიანთა საშუალო სიმაღლე 10 სანტიმეტრით გაიზარდა. თანამედროვე მეცნიერებისა და მედიცინის მიღწევების წყალობით ბოლო 65 წელში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა კი განვითარებულ ქვეყნებში ოცი წლით გაიზარდა. თუკი ასეთ მოკლე პერიოდში კაცობრიობამ ამგვარი მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, რა მდგომარეობა შეიძლება იყოს ათასი წლის შემდეგ? პროგნოზების თანახმად, მომდევნო ათასი წლის მანძილზე ადამიანთა სალაპარაკო ენების რაოდენობა საშუალოდ ათასიდან ასამდე შემცირდება. გლობალური დათბობის პროცესი, ულტრაიისფერი გამოსხივების მატება და სხვა კლიმატური ცვლილებები გამოიწვევს იმას, რომ ადამიანები უფრო მუქკანიანები გახდებიან. გარდა ამისა, ადამიანები სიმაღლეში უფრო მეტად დიდები და თხელტანიანები იქნებიან, რაშიც მთავარ როლს თამაშობს ისევ და ისევ გლობალური დათბობა და ფიზიკური დატვირთვის შემცირება. ეს უკანასკნელი კავშირშია რობოტექნიკისა და ავტომატიზაციის სხვა საშუალებების დანერგვასთან. მეცნიერები პროგნოზირებენ, რომ შორეულ მომავალში ადამიანებს ისეთი კომპიუტერები ექნებათ, რომელთა რესურსები და წარმადობა ადამიანის ტვინის ანალოგიურ პარამეტრებს გადააჭარბებს. ბუნებრივია, ასეთ კომპიუტერებში უკვე სრულფასოვანი ხელოვნური ინტელექტი იმოქმედებს და იგი შეძლებს ადამიანებთან თავისუფლად კომუნიკაციას. თავად ადამიანები კიდევ უფრო დაუახლოვდებიან რობოტებს. ადამიანების ორგანიზმში განთავსებული იქნება სხვადასხვა სახისა და დანიშნულების მქონე ნანორობოტები. ზოგიერთი მათგანი განკუთვნილი იქნება საჭირო დონეზე ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის, ზოგი კი - უკვე არსებული შესაძლებლობების გაზრდა-გაუმჯობესებისთვის: შესაძლოა ადამიანს სრულიად ახალი უნარები მიენიჭოს. ამავდროულად, მიკროსკოპული რობოტების გამოყენება გამოდის მომავლის ადამიანების სუპერგმირებად ქცევის სფეროდან. ამგვარი რობოტები შეძლებენ სრულიად გარდაქმნან ადამიანის ცხოვრებისა და მოქმედებების სხვადასხვა სფერო. მაგალითად, მიკრორობოტები შესაძლოა გამოყენებულ იქნას, როგორც სამშენებლო, ამწყობი მასალა: „წარმოიდგინეთ, რომ საკუთარი სახლიდან გასვლის შემდეგ შენობა „გადაეწყობა“ თავისით, მის ადგილას გამოთავისუფლებულ ფართობს კი ნანორობოტები სხვა დანიშნულებისამებრ გამოიყენებენ“ - წერენ მკვლევარები. https://www.dailytechinfo.org/np/10403-uchenye-sprognozirovali-kak-mozhet-preobrazitsya-chelovechestvo-za-sleduyuschuyu-tysyachu-let.html
  9. LG ავრცელებს წინასწარ დეტალებს თავისი მომავალი ფლაგმანის - G8 ThinQ სმარტფონის შესახებ. ამჯერად ცნობები ეხება სმარტფონის აუდიოშესაძლებლობებს. ახალ მოწყობილობაში გამოყენებული იქნება ბრენდი Crystal Sound OLED, რომელიც LG-მ უკვე გამოიყენა თავის რამოდენიმე ტელევიზორში. ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი დისპლეი ვიბრირებადი იქნება და შეასრულებს დინამიკის ფუნქციას. როგორც დასტურდება, G8 ThinQ იქნება პირველი ფლაგმანური სმარტფონი G სერიაში, რომელშიც არ იქნება გამოყენებული თხევადკრისტალური (LCD) დისპლეი. G8 მოდელს აქვს ჩვეულებრივი დინამიკი ქვედა ნაწილში, რომელიც განკუთვნილია ხმამაღალი კავშირისთვის და კომპანია აცხადებს, რომ მას შეუძლია იმუშაოს ეკრანის ზედა ნაწილთან კავშირში ორარხიანი სტერეოხმის უზრუნველყოფისთვის. სმარტფონს ექნება საფირმო 4-ბირთვიანი ციფრულ-ანალოგური გარდამქმნელი (quad DAC), რომელიც ამ დრომდე გამოყენებული იყო კორეული კომპანიის სხვა მოწყობილობებშიც. ეს ნიშნავს, რომ ტრადიციული ყურსასმენების კონექტორის გარდა სმარტფონს ასევე ექნება დინამიკის ფუნქცია Boombox - დაბალი ბასისთვის. LG-მ დაადასტურა, რომ G8 ThinQ სმარტფონს ექნება ფრონტალური 3D კამერა სენსორით - Time of Flight. აგრეთვე, გავრცელებული არაოფიციალური ცნობების თანახმად კომპანია აპირებს წარმოადგინოს აქსესუარი, რომელიც სმარტფონს მეორე ეკრანის ფუნქციას მიანიჭებს. სმარტფონის სრულფასოვანი წარდგენა მოხდება მიმდინარე თვის ბოლოს გამოფენაზე - Mobile World Congress. https://3dnews.ru/982777
  10. ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის მეცნიერებმა, რომელთა განკარგულებაში ამ დროისთვის არსებული ნაწილაკების უდიდესი და უმძლავრესი ამაჩქარებელია, საზოგადოებას გაუზიარეს თავიანთი ხედვა მრავალმილიარდიანი პროექტის შესახებ - პროექტი შემდეგი თაობის კოლაიდერს ეხება. ეს კოლაიდერი, მეცნიერთა აზრით, მუშაობის პირველივე ათწლეულში საშუალებას მისცემთ აღმოაჩინონ დიდი რაოდენობით საიდუმლოებები, რომლებიც დაკავშირებულია მატერიებთან, სამყაროს მოწყობასა და ფუნდამენტალური ფიზიკის სხვა საკითხებთან. წარმოდგენილი გეგმის თანახმად, შემდგომი თაობის კოლაიდერის - 100-კილომეტრიანი Future Circular Collider -ის მშენებლობა და ამუშავება 2040 წლისთვის დაიწყება. მისი ადგილმდებარეობა იმავე რაიონში იქნება, სადაც ამჟამად დიდი ადრონული კოლაიდერია განთავსებული. CERN-ის ხელმძღვანელობა თვლის, რომ ორგანიზაციის წევრი, 22 ქვეყნის წარმომადგენლები უახლოესი რამოდენიმე წლის განმავლობაში განიხილავენ ხსენებულ პროექტს და მიიღებენ გადაწყვეტილებას მისი რეალიზების შესახებ. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში Future Circular Collider-ის აღჭურვა განხორციელდება კიდევ ერთი ელექტრონულ-პოზიტრონული კოლაიდერის აღჭურვის პარალელურად. ამ პროექტების საერთო ღირებულება 9 მილიარდ ევროს შეადგენს. პროექტ Future Circular Collider-ის მეორე ეტაპზე უკვე არსებულ საბაზისო აღჭურვილობას დაემატება დამატებითი შეიარაღება. ეს ეტაპი კიდევ დამატებით 15 მლრდ ევროდ ფასდება, ახალი შესაძლებლობით აღჭურვილი კოლაიდერის ფუნქციონირება კი დაახლოებით 2050 წლის ბოლოს დაიწყება. შედეგად, Future Circular Collider-ი შეძლებს პროტონები ააჩქაროს 100 eV-მდე (electronVolt), რაც ბევრად აღემატება ამჟამად არსებული კოლაიდერის მიერ მიღწეულ აჩქარების ენერგიას - 17 ელექტრონ-ვოლტს. უნდა აღინიშნოს, რომ Future Circular Collider-ის პროექტზე მუშაობა უკვე ხუთი წელია მიმდინარეობს. პროექტის მიზანია დაიწყოს „მაღალი ენერგიის კვლევის ახალი ერა მას შემდეგ, როცა უკვე არსებული დიდი ადრონული კოლაიდერი სრულიად ამოწურავს თავის შესაძლებლობებს“. ჯერჯერობით დანამდვილებით ვერავინ იტყვის, კონკრეტულად რა სარგებლობას მოუტანს მსოფლიოს Future Circular კოლაიდერი. თუმცა CERN-ის გენერალური დირექტორის - ფაბიოლა ჯანოტის (Fabiola Gianotti) თქმით, ახალი კოლაიდერის მეშვეობით შესაძლებელი იქნება ისეთი ფუნდამენტალური აღმოჩენების გაკეთება, როგორიც იყო ელექტრონის აღმოჩენა 1897 წელს. https://www.dailytechinfo.org/news/10464-cern-publikuet-detali-proekta-kollaydera-sleduyuschego-pokoleniya.html
  11. კორპორაცია Intel-მა გამოუშვა კომერციული ბლოკჩეინ-კომპლექტი Hyperledger-ის ეკოსისტემის ბაზაზე - ნათქვამია 12 თებერვალს გამოქვეყნებულ მარკეტინგულ მასალებში. Intel-ი თანამშრომლობს Hyperledger-თან, რომელთა თანასაქმიანობა ორგანიზებულია Linux Foundation-სა და IBM-ს, აგრეთვე სხვა მსხვილი ფინანსური ინტიტუტების მიერ. კორპორაციამ განაცხადა, რომ მისი ახალი პროდუქტი განკუთვნილია იმ კომპანიებისთვის, რომელთაც სურთ სწრაფად და ეფექტურად აამოქმედონ თავიანთი ბლოკჩეინი. ეკოსისტემას საფუძვლად უდევს Hyperledger Fabric - აპლიკაციების წარმოების ან მოდულური არქიტექტურის ბაზა. ამავე დროს პროდუქტი გამოყენებული იქნება Intel-ის აპარატულ უზრუნველყოფაში, მაგალითად, Xeon-პროცესორებსა და Ethernet-ადაპტერებში. სისტემას გააჩნია საბაზისო კონფიგურაცია, რომლითაც მხარდაჭერილია Hyperledger-ით მართული ბლოკჩეინის ამოქმედებისთვის აუცილებელი მინიმუმი. Intel-ის თქმით, პაკეტი გამოსაყენებლად მზად არის. როგორც Cointelegraph-მა რამოდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, მეორე ტექნოლოგიურმა გიგანტმა - IBM-მაც აამოქმედა Hyperledger-ის ბაზაზე შექმნილი საკუთარი ბლოკჩეინ-პლატფორმა თავის მონაცემთა ცენტრში, მელბურნში. როგორც ცნობილია, ეს გადაწყვეტილება მომხმარებლებს საშუალებას მისცემს თავიანი აპლიკაციები მართონ კომპანიის cloud-სისტემაში. გარდა ამისა, მიმდინარე თვეში IBM-მა დააანონსა პროექტი ბლოკჩეინისა და ინტერნეტ-ნივთების გამოყენებით მიწისქვეშა, გრუნტის წყლების გამოყენების სამართავად: კალიფორნიის შტატში გვალვასთან ბრძოლის მიზნით. კომპანია Microsoft-მაც გამოუშვა ბლოკჩეინ-კომპლექტი 2018 წლის ნოემბერში. ეს კომპლექტი, სახელად Azure, წარმოადგენს სერვერების გარეშე მომუშავე სისტემას და მას გააჩნია იმგვარი ფუნქციები, როგორებიცაა off-chain-იდენტიფიკაცია და მონაცემები, აგრეთვე მონიტორინგისა და შეტყობინებების პროგრამირების ინტერფეისები (API) იმგვარ ფორმატში, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია ბლოკჩეინ-აპლიკაციების შექმნა. https://cointelegraph.com/news/intel-launches-commercial-blockchain-package-based-on-hyperledger-fabric
  12. NASA-მ დაადასტურა, რომ დაიკარგა მარსმავალი Opportunity, რომელმაც თავისი ხანგრძლივი არსებობით ყველა გააოცა: მიუხედავად იმისა, რომ მარსმავალის რესურსი სამ თვეზე იყო გათვლილი, მან 15 წელი იმუშავა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 45 კილომეტრი გაიარა იმ დროს, როდესაც დაგეგმილი 1 კილომეტრიც კი უზარმაზარ მიღწევად ითვლებოდა. ინჟინრებმა აპარატთან კავშირი, რომელიც მზის ენერგიით კვებით იყო უზრუნველყოფილი, გასული წლის 10 ივნისს დაკარგეს მთლიანი პლანეტის მომცველი მასშტაბური გრიგალის შემდეგ. მას შემდეგ NASA-ს წარმომადგენლები მრავაჯერ ეცადნენ აღედგინათ კავშირი ექვსბორბლიან ყველგანმავალთან. მცდელობები წარუმატებლად დასრულდა. NASA/JPL-Caltech/REUTERS კოსმოსური სააგენტოს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ შესაძლოა Opportunity-ს აღჭურვილობა ქვიშის ქარიშხლისგან დაზიანდა იმ დროს, როდესაც მარსმავალი ე.წ. Perseverance Valley-ზე იმყოფებოდა. ქარიშხალი საკმაოდ დიდხანს მძვინვარებდა და ფარავდა მზის სხივებთან წვდომას, მზის ენერგია კი რობოტის ფუნქციონირებისთვის მთავარი წყარო იყო. დაბალი ტემპერატურის ფონზე (დაახლოებით -30 °C) მნიშვნელოვნად შემცირდა რობოტის აკუმულატორის ეფექტურობა, იგი სავარაუდოდ ბოლომდე დაიცალა და დედამიწასთან კავშირი დაიკარგა. საერთო ჯამში მარსმავალმა Opportunity-მ ყველა იმ სხვა რობოტზე დიდხანს იმუშავა, რაც კი წითელი პლანეტის შესასწავლად გაუგზავნიათ. https://3dnews.ru/982766
  13. ხელოვნური ინტელექტი აშშ-ში შეიქმნა, თუმცა სხვა ქვეყნებმაც, მაგალითად ჩინეთმა, კანადამ და საფრანგეთმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ამ ტექნოლოგიის განვითარებასა და მისგან მოგების მიღებაში. სწორედ ამიტომ აშშ-ის პრეზიდენტი ცდილობს კურსი შეცვალოს და ამისათვის ხელი მოაწერა განკარგულებას ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული საკუთარი გეგმების შესახებ. „ამერიკული ინიციატივები ხელოვნური ინტელექტის სფეროში“ - ამ გეგმის ძირითადი მიმართულებები გამოქვეყნდა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროს სამმართველოში. ტრამპის ინიციატივა მიმართულია მიზნისკენ - მოახდინოს ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის სტიმულირება ამერიკაში, აგრეთვე შეიქმნას ახალი რესურსები და ტექნოლოგიის ფორმირების ახალი საშუალებები. მიუხედავად იმისა, რომ მიზნები დიდია, გეგმის დეტალები გაურკვეველი რჩება. ხელოვნური ინტელექტის სფეროს დასაფინანსებელი თანხის რაოდენობაც არ გახმაურებულა. გეგმის თანახმად, უნდა შესრულდეს ხუთი ძირითადი პუნქტი: დაფინანსების გადამისამართება. ბრძანებას ხელს მოაწერს ფედერალური ფინანსური სააგენტო, რათა განისაზღვროს პრიორიტეტები დაფინანსებისთვის. რესურსების შექმნა. ფედერალური მონაცემები, კომპიუტერული მოდელები და გამომთვლელი რესურსები უნდა გახდეს ხელმისაწვდომი ხელოვნური ინტელექტის მკვლევარებისთვის. სტანდარტების დაწესება. სტანდარტებისა და ტექნოლოგიების ეროვნულმა ინსტიტუტმა უნდა დააწესოს სტანდარტები, რომელთა მიხედვითაც შეიქმნება „საიმედო, სტაბილური, სანდო, უსაფრთხო, პორტატული და ხელოვნურ ინტელექტთან თავსებადი სისტემები“. მომუშავეთა გადამზადება. სააგენტოებს ევალებათ პრიორიტეტად დაისახონ მომუშავეების გადამზადება იმ ცვლილებებისთვის, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს უკავშირდება. აგრეთვე პრიორიტეტს წარმოადგენს სწავლება, კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამები და სტიპენდიები. საერთაშორისო ჩართულობა. ჩამოყალიბდება საერთაშორისო თანამშრომლობის სტრატეგია, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ ხელოვნური ინტელექტი განვითარდება ამერიკული „ფასეულობებისა და ინტერესების“ შესაბამისად. თითოეული ეს ნაბიჯი ხელოვნური ინტელექტის ამერიკელ მკვლევარებს დაეხმარება და აშშ-ს ამ სფეროში უფრო კონკურენტუნარიანად აქცევს ამოცანების შესრულების წარმატებულობის შესაბამისად. ტრამპმა მოკლედ ახსენა „მომავლის ინდუსტრია“ გასულ კვირას თავის მიმართვაში, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა კი განაცხადეს, რომ პრეზიდენტი ამზადებს განკარგულებების სერიას, რომელიც მიმართულია მიზნისკენ - აშშ გახდეს უფრო მეტად კონკურენტუნარიანი ძირითად ტექნოლოგიურ სფეროებში, მაგალითად, ხელოვნურ ინტელექტში, 5G ქსელსა და კვანტურ გამოთვლებში. თეთრი სახლისთვის, უდავოა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ხელოვნურ ინტელექტთან მიმართებაში შესაბამისი პოლიტიკის გატარება, თუკი სურს შეინარჩუნოს ამერიკული საომარი ძალა, ეკონომიკური ძლიერება და გავლენა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ტრამპის ადმინისტრაცია კრიტიკის ქვეშ მოხვდა იმის გამო, რომ მხარს უჭერდა ხელოვნური ინტელექტის სფეროში ჩაურევლობის პრინციპს სხვა მმართველებისგან განსხვავებით. ამერიკის მთავარი ეკონომიკური და სტრატეგიული კონკურენტი ჩინეთია - მან 2017 წელს გამოაცხადა ხელოვნური ინტელექტის სფეროს ფართომასშტაბიანი დაფინანსების შესახებ. ბევრი უფლებამოსილი პირი როგორც ჩანს შეშფოთებულია, რომ აშშ-მა არ დაკარგოს უპირატესობა. გასულ წელს აშშ-ის იმდროინდელმა თავდაცვის მინისტრმა, ჯიმ მატისმა თეთრ სახლში გაგზავნა დოკუმენტი მოთხოვნით: შემუშავებულიყო ხელოვნური ინტელექტის განვითარების ეროვნული სტრატეგია. ჰარვარდის პროფესორი ჯეისონ ფურმანი, რომელიც პრეზიდენტ ობამას დროს ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე იყო და ეხმარებოდა ხელოვნური ინტელექტის ადმინისტრაციული ანგარიშის შედგენაში, ამჟამად აცხადებს, რომ ახალი გეგმა იმედისმომცემია, თუმცა იგი მხოლოდ საწყის ეტაპს წარმოადგენს. https://hi-news.ru/research-development/tramp-postavil-zadachu-sdelat-ameriku-pervoj-v-oblasti-iskusstvennogo-intellekta.html
  14. ZDNet-ის ანგარიშის თანახმად ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელსაც ჰაკერები ექაუნთების გატეხვისთვის იყენებენ, Google Translate-ია. საფრთხის წინაშე პირველ რიგში მობილური ინტერნეტის მომხმარებლები აღმოჩნდნენ. ჰაკერები მომხმარებლებს უგზავნიან სტანდარტულ ფიშინგურ წერილებს, მათ შიგნით არსებული ზიანისმომტანი გზავნილები მისამართდება არა თავად ბოროტმოქმედების გვერდზე, არამედ მის ვერსიაზე, რომელიც Google Translate-ზეა გაშვებული. მოხსენებაში ნათქვამია, რომ ყოველ ჯერზე, როცა კი მომხმარებელი ფიშინგურ ელექტრონულ წერილში არსებულ ბმულზე აწვება, გადამისამართდება Google Translate-ის საიტზე, სადაც ფიშინგური გვერდი ჩაიტვირთება ჩვეულებრივი ინსტუმენტების პანელის მეშვეობით და ისე გამოიყურება, თითქოს ჩვეულებრივი საიტი იყოს. იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც გზავნილს სმარტფონიდან ხსნიან, რთულია მიხვედრა, რომ ეს ფიშინგური წერილია. კომპიუტერიდან კი ამის გარკვევა გაცილებით ადვილია. კომპანია Google მომხმარებელებს სთხოვს გაასაჩივრონ ამგვარი გზავნილები, რომლებიც შემდეგ წაიშლება Google Translate-იდან. https://hightech.fm/2019/02/10/translate
  15. Amazon-მა განაცხადა, რომ შეიძინა ურთიერთდამაკავშირებელი ქსელური მარშრუტიზატორების მწარმოებელი - Eero, რათა თავის მომხმარებლებს დაეხმაროს სმარტ-სახლის მოწყობილობების დაკავშირების უკეთ ორგანიზებაში. Alexa-სთან თავსებადი გაჯეტების მართვა გამარტივდება, თუკი Amazon-ი როუტერებით გააკონტროლებს ტექნოლოგიას. გარიგების ფინანსური პირობები არ ხმაურდება. „მოხიბლულნი ვართ Eero-ს გუნდით, ჩვენ ვიზიარებთ საერთო აზრს, რომ სმარტ-სახლის მოწყობილობები უფრო მარტივი უნდა გახდეს. ვაპირებთ, განვაგრძოთ მომხმარებელთა ინტერესებში არსებული ნოვაციების შეთავაზება“ - განაცხადა Amazon-ის მოწყობილობების უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა Dave Limp-მა. Eero უშვებს სმარტ-როუტერებისა და სიგნალის რეტრანსლატორების ნაკრებს, რომლებიც მარტივად ერთიანდება სახლის ქსელში და საშუალებას იძლევა სირთულეების გარეშე მოიცვას Wi-Fi-მ მთელი სახლი. როუტერების მართვა მობილური აპლიკაციის მეშვეობით ხორციელდება. Eero-მ პირველი როუტერები 2015 წელს გამოუშვა და მის მაგალითს მიჰყვნენ Google, Samsung, Linksys, Netgear და სხვა კომპანიები: გამოუშვეს საკუთარი გამაერთიანებელი მარშრუტიზატორები. Eero-ს მოწყობილობა მაქსიმალურად გამარტივებულია და აქვს თანამედროვე როუტერების მხოლოდ საბაზისო შესაძლებლობები. გაფართოებული ფუნქციების გააქტიურება კი შესაძლებელია წელიწადში 99 დოლარად Eero Plus-ის გამოწერის შემთხვევაში. Amazon-ი არ ჩქარობს გაამხილოს Eero-სთან დაკავშირებული სამომავლო კონკრეტული გეგმები. თუმცა ლოგიკური იქნებოდა ვარაუდი, რომ მოხდება მისი ინტეგრაცია ხმოვან დამხმარე Alexa-სთან ან გამოჩნდება Amazon Echo-ს მოწყობილობაში Wi-Fi როუტერების გამაერთიანებლად. ბრენდი Eero-ს სახელი როგორც ჩანს შენარჩუნდება, ყოველ შემთხვევაში, ახლო პერსპექტივაში მაინც. “მოხარულნი ვართ, რომ Amazon-ის ოჯახთან შეერთებით მჭიდროდ ვითანამშრომლებთ გუნდთან, რომელიც განსაზღვრავს სმარტ-სახლების მომავალს, დააჩქარებს ჩვენს მისიას და Eero-ს სისტემებს მთელი მსოფლიოს მომხმარებლებს შესთავაზებს“ - განაცხადა Eero-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა Nick Weaver-მა. წარმატებული დამწყები კომპანიის შეძენის წყალობით Amazon-ს მომხმარებელთა ფასეულ მონაცემებზე უფრო მეტი წვდომა ექნება და გაძლიერდება მისი გავლენა სმარტ-სახლების სფეროზე. გასულ წელს Amazon-მა შეიძინა სმარტ-კარის ზარი კამერების მწარმოებლისგან - Ring. 2017 წელს კი იყიდა კომპაქტური გარე კამერების მწარმოებელი კომპანია - Blink. https://3dnews.ru/982626
  16. გასულ წელს NVIDIA-მ წარადგინა საფირმო ვარიანტი SoC Jetson AGX Xavier – Volta-არქიტექტურით. გადაწყვეტილება ორიენტირებულია სხვადასხვა რობოტიზებული ტექნიკისთვის ავტოპილოტის შექმნაზე. სანამ კომპანიის მომხმარებლები ფიქრობენ - სჭირდებათ თუ არა ეს სიახლე, NVIDIA-მ დანიშნულება უპოვა თავის რობოტიზებულ პლატფორმას: კომპანიის კამპუსის დერეფნებში მოძრაობა დაიწყო რობოტმა სახელად Carter-მა, რომლიც მოვალეობასაც წარმოადგენს კომპანიის თანამშრომლებისთვის ახლადმომზადებული პოპკორნის პაკეტების დარიგება. პლატფორმა წარმოადგენს Segway RMP 210 შასს (ობიექტის კონსტრუქციის დამჭერი კარკასი) ლიდარებითა და სტერეოსკოპული კამერით. რობოტის „ტვინი“ - ეს არის SoC NVIDIA Jetson AGX Xavier-ის ბაზაზე შექმნილი სისტემა. შეკვეთის მიცემა და მიწოდება ხორციელდება სმარტფონის აპლიკაციის მეშვეობით. რობოტის მარშრუტი დამოუკიდებლად განისაზღვრება - იგი თავისით უვლის გვერდს სტატიკურ და დინამიურ წინაღობებს. სამომავლოდ, მწარმოებელთა გუნდი აპირებს რობოტების იმგვარად დაპროგრამებას, რომ მათ დახმარება გაუწიონ თანამშრომლებს პარკირების ადგილის მოძებნაში, აგრეთვე კომპანიის სტუმრები NVIDIA-ს ოფისთან მიაცილონ. კომპანიაში თვლიან, რომ შეძლებენ უნივერსალური რობოტის შექმნას, რომელიც მომხმარებლებს დაეხმარება ნივთების ერთი წერტილიდან მეორეში ავტომატური გადატანით. საუბარი ეხება შენობის შიდა ლოჯისტიკას. ღია სივრცეებში რობოტების ფუნქციონირება NVIDIA-ს გეგმებში ჯერჯერობით არ შედის. ამისათვის საჭირო იქნება მთელი რიგი სოციალური, იურიდიული და სხვა საკითხების მოგვარება. ამჟამად კი კომპანიის შენობაში რობოტების გადაადგილება პრობლემას არ წარმოადგენს. https://overclockers.ru/hardnews/show/95789/avtopilot-nvidia-nauchili-razvozit-popkorn-sotrudnikam-kompanii
  17. საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების ზედამხედველობის ადმინისტრაციამ (Food and Drug Administration) დაიწყო ბლოკჩეინ-სისტემის ტესტირება, რომელიც საშუალებას იძლევა მედიკამენტები შემოწმდეს აფთიაქებსა და საავადმყოფოებში. ამ ინფორმაციის ავრცელებს რესურსი Engadget-ი ადმინისტრაციის მიერ მოწოდებულ ცნობებზე დაყრდნობით. FDA-ს დეპარტამენტის წარმომადგენელი აცხადებს: „ბლოკჩეინი საშუალებას მოგვცემს შემცირდეს იმის ალბათობა, რომ ოპიატები ან სხვა საშიში ნარკოტიკული ნივთიერებები ტრანსპორტირების შემდეგ მოხვდება არა აფთიაქებში, არამედ ნარკოდამოკიდებულებთან ან დილერებთან“. ამჟამად FDA ეძებს კომპანიებს, რომლებიც მზად იქნებიან საპილოტე პროექტში მონაწილეობისთვის. განაცხადის შეტანის ვადა 11 მარტამდეა, თვის ბოლოს კი დეპარტამენტი პროექტის მონაწილეებს თავის გამავრცელებელ რეესტრთან დააკავშირებს. თუკი პლატფორმის გამოცდა წარმატებით ჩაივლის, 2023 წელს მასში ჩაერთვება აშშ-ის ყველა აფთიაქი და საავადმყოფო. FDA-ში თვლიან, რომ იმ დროისთვის კონგრესი მიიღებს შესაბამის კანონს, რომელიც სახელმწიფო ორგანოებს უფლებას მისცემს განაწილებული რეესტრის ტექნოლოგია გამოიყენონ. ამ დრომდე კი IBM Watson Health-სა და FDA-ს უკვე შექმნილი აქვთ ბლოკჩეინ-სისტემა, რომელშიც სამომავლოდ მოხდება ამერიკელი პაციენტების სამედიცინო მონაცემებისა და კლინიკური ისტორიების გადატანა. https://hightech.fm/2019/02/11/fda-blockchain
  18. გახსოვთ ორგანიზაცია Mars One? სწორედ ის, რომელიც აპირებდა ადამიანები მარსზე გაეგზავნა და ამით ნამდვილი სატელევიზიო რეალითი-შოუ მოეწყო. გამოქვეყნებული ფინანსური დოკუმენტების მიხედვით ორგანიზაცია გაბანკროტებულია. დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ კომპანია ლიკვიდაციის პირზეა. როგორც აღმოჩნდა, Mars One-ის კომერციულმა ნაწილმა - Mars One Ventures-მა ჯერ კიდევ იანვარში გამოაცხადა თავი ბანკროტად, თუმცა ამის შესახებ ცნობილი ახლაღა გახდა Reddit-ის ერთ-ერთი მომხმარებლის წყალობით, რომელმაც ზემოთხსენებული ფინანსური ანგარიშები აღმოაჩინა. შეგახსენებთ, რომ Mars One 2012 წელს დააარსა ჰოლანდიელმა ანტრეპრენერმა ბას ლანსდორფმა, რომელიც 2013 წლამდე თითქმის მთლიანად თავად აფინანსებდა პროექტს. მარსული კოლონიის შექმნის იდეა მას ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის დროს გაუჩნდა. „ეს იქნება ერთ-ერთი უდიდესი მოვლენა კაცობრიობის ისტორიაში. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე გრანდიუზულ მოვლენაზე, ვიდრე მთვარეზე დაფრენა ან ოლიმპიური თამაშებია. თითქმის ყველა აუცილებელი ტექნოლოგია უკვე გვაქვს“ - აცხადებდა ლანსდორფი და თავის პროექტში ინვესტორებს იწვევდა. პროექტის მიხედვით ამგვარი უნდა ყოფილიყო საცხოვრებელი მოდულები მარსზე ორგანიზაცია ტექნიკურად გაყოფილი იყო ორ ნაწილად: არაკომერციული Mars One Foundation და კომერციული Mars One Ventures AG, რომელიც შვეიცარიაში იყო რეგისტრირებული. ინტერნეტში აღმოჩენილი ფინანსური დოკუმენტების მიხედვით კომერციული Mars One Ventures AG 15 იანვარს ბაზელის (შვეიცარია) სასამართლოს მიერ ბანკროტად გამოცხადდა და იმ მომენტში იგი შეფასებული იყო 100 მლნ დოლარად. ბრიტანული ოფისი - Mars One Ventures PLC კი დოკუმენტებში ფიგურირებს, როგორც უმოქმედო კომპანია, რომელიც არანაირ კომერციულ საქმიანობას არ ეწევა. მის მფლობელობაში დაახლოებით 20 ათასი ბრიტანული ფუნტია მხოლოდ. პორტალ Engadget-ის ჟურნალისტებმა კომენტარებისთვის ბას ლანსდორფს მიმართეს, მან კი განაცხადა, რომ Mars One Foundation ამ დრომდე ფუნქციონირებს, თუმცა არ შეუძლია სამომავლო განვითარება პროექტის ინვესტირების გარეშე. სხვა სახის კომენტარების გაკეთებაზე მან უარი განაცხადა და დაამატა, რომ თავის პარტნიორებთან ერთად მუშაობს შექმნილი ვითარების მოგვარების გზებზე. ლანსდორფს იმედი ჰქონდა, რომ პროექტის განვითარებისთვის ძირითად ფინანსურ მხარდაჭერას სატელევიზიო ტრანსლაციების გაყიდვა მოუტანდა. მიიჩნეოდა, რომ Mars One გახდებოდა ტელევიზიის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული და მიმზიდველი რეალითი-შოუ: იგი მაყურებლებს საშუალებას მისცემდა თვალყური ედევნებინათ, თუ როგორ მიმდინარეობს წითელი პლანეტის კოლონიზაციის პროცესი. დამატებითი ხარჯებისთვის კი კომპანიას სურდა ფინანსები მოეზიდა დაინტერესებული კომპანიების მიერ განხორციელებული კოსმოსური ფრენების ხარჯზე. 2018 წელს Mars One გეგმავდა სადემონსტრაციო მისიის გაშვებას: უნდა გაგზავნილიყო დასაფრენი მოდული მზის ბატარეების, ტექნოლოგიებისა და მარსის გრუნტიდან წყლის მოპოვების ალბათობის შესამოწმებლად. აგრეთვე უნდა გაგზავნილიყო საკომუნიკაციო თანამგზავრი, რომელიც უწყვეტად მოახდენდა მარსზე გადაღებული ფოტოებისა და ვიდეოების გამოგზავნას. იგეგმებოდა, რომ 2026 წლამდე წითელ პლანეტაზე უნდა გაგზავნილიყო ორი საცხოვრებელი მოდული, ორი - სიცოცხლის უზრუნველყოფის ბლოკი, ორიც - სათავსო/სასაწყობე მოდული, აგრეთვე რამოდენიმე თანამგზავრი და სხვა სამეცნიერო აღჭურვილობა. პროექტის ამ გეგმების პარალელურად დაგეგმილი იყო ოთხი ტურის ჩატარება მომავალი კოლონისტების კანდიდატების შერჩევისთვის. პირველი „კოლონისტების“ შერჩევა ნამდვილად ჩატარდა. კომპანიამ მათზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო და გადაწყვიტა მასალის გაყიდვით დამატებითი ფინანსები მოეპოვებინა, თანაც ამით პარალელურად პროექტისადმი დაინტერესებას გაზრდიდა. მარსზე გაფრენისთვის მოსამზადებლად დაგეგმილი იყო კანდიდატების რამოდენიმე თვით მოთავსება დახურულ პირობებში, რომელიც იმიტირებდა წითელი პლანეტისკენ ხანგრძლივი მოგზაურობის პირობებს, შემდგომში კი - მასზე ცხოვრებას. კოლონისტების პირველი გუნდის მარსზე გადასმა დაგეგმილი იყო 2027 წლისთვის, შემდეგ კი მათი რიცხვი ყოველწლიურად უნდა გაზრდილიყო 2035 წლამდე (ჯამში იგეგმებოდა სულ 20 ადამიანის გაშვება). Mars One-ის საცხოვრებელი მოდულის ერთ-ერთი ვარიანტის დიზაინი მიიჩნეოდა, რომ კოლონისტები შეძლებდნენ საკმაოდ კომფორტულ პირობებში ცხოვრებას ორგანიზაცია Mars One-ის შესახებ ბოლო ცნობები 2018 წლის ივლისში გახმაურდა. იმ დროს გახდა ცნობილი, რომ მან ფინანსური შეთანხმება გააფორმა კომპანია Phoenix Enterprises-თან. ამ უკანასკნელს წელიწადის განმავლობაში პროექტი 12 მლნ ევროთი უნდა დაეფინანსებინა (დაახლოებით 14 მლნ დოლარი მაშინდელი კურსით). იგეგმებოდა, რომ ეს თანხა გამოყენებულ იქნებოდა Mars One Foundation-ის ლიცენზირების გაგრძელებისთვის, Mars One Ventures-ის ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე ხელმეორედ გასვლისთვის, აგრეთვე კოლონისტების კანდიდატების შერჩევის გასაგრძელებლად. უნდა აღინიშნოს, რომ Mars One-ის მეტიმეტად ამბიციური გეგმები დაანონსებისთანავე ექსპერტების მიერ არარეალურად იქნა მიჩნეული. მათ აზრს განსაკუთრებით ამყარებდა დაგეგმილი რეალითი-შოუს შემოსავლისა და კოსმოსური მისიების ღირებულების შეუსაბამობა. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სპეციალისტები ამბობდნენ, რომ ლანსდორფის გეგმა ჩვეულებრივი თვითმკვლელობის ტოლფასი იყო. ჯამში, ამგვარი მოსაზრებები ნამდვილად სწორი იყო იმის გათვალისწინებით, რომ კოლონისტები უნდა დათანხმებულიყვნენ პირობას - წასულიყვნენ მარსზე ისე, რომ დედამიწაზე უკან აღარ უნდა დაბრუნებულიყვნენ. https://hi-news.ru/space/mars-one-zakryt-organizaciya-stoyashhaya-za-proektom-po-kolonizacii-marsa-obankrotilas.html
  19. კომპანია SpaceX-ის დამფუძნებლის აზრით, ერთ დროსაც მარსისკენ ფრენები ძალიან ბევრი ადამიანისთვის გახდება ხელმისაწვდომი. საკმარისი იქნება დედამიწაზე კუთვნილი საცხოვრებლის გაყიდვა და აღებული თანხის გადახდა კოსმოსურ მოგზაურობაში. გარდა ამისა, მასკმა ბონუსიც შესთავაზა ფრენის მსურველებს: უკან დედამიწაზე დაბრუნება მათთვის უფასო იქნება. „დარწმუნებული ვარ, რომ ერთ დროსაც მარსზე გამგზავრება 500 ათას დოლარზე ნაკლები ეღირება, შესაძლოა 100 ათას დოლარზე ნაკლებიც კი“ -დაწერა მასკმა Twitter-ზე. მისი აზრით, მგზავრობის ამგვარი ღირებულება განაპირობებს იმას, რომ განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების მცხოვრებთა დიდი ნაწილი სურვილისამებრ შეძლებს გაყიდოს თავისი სახლი, გადაიხადოს მგზავრობის ფასი და სხვა პლანეტაზე გადასახლდეს. ამგვარი „ხელმისაწვდომი“ კოსმოსური ფრენების ორგანიზება მასკს სურს განახორციელოს რაკეტა Starship-ით, რომელშიც გათვალისწინებულია ადამიანების კომფორტულად გადაფრენა მარსზე, სამომავლო პერსპექტივაში კი - მის ფარგლებს გარეთაც. მცირე ხნის წინ კომპანიამ უკვე მეორედ ჩაატარა მოდერნიზებული ძრავის - Raptor-ის გამოცდა, რომელსაც სუბორბიტალურ ფრენებში გამოიყენებენ. ამგვარი სატესტო ფრენების დაწყება მიმდინარე წლის მარტიდანაა დაგეგმილი. Starship-ის ძრავის, Raptor-ის გამოცდა სამომავლო პერსპექტივაში, SpaceX აპირებს შექმნას Raptor-ის უნივერსალური ვერსია, რომელიც გამოყენებული იქნება როგორც გამწევ/მატარებელ რაკეტებში კოსმოსური აპარატების გასაშვებად, აგრეთვე თავად აპარატებშიც - საჭირო ორბიტაზე გასვლისა და მანევრირებისთვის. ამის წყალობით შესაძლებელი გახდება დროის დაზოგვა, აგრეთვე შემცირდება ხარჯები. https://hi-news.ru/technology/ilon-mask-ozvuchil-primernuyu-stoimost-pereezda-na-mars.html
  20. მთვარის კრატერების შიდა სტრუქტურა შესაძლოა ხელსაყრელი აღმოჩნდეს ბაზების ასაშენებლად. მზის სისტემის კვლევასთან დაკავშირებული, ამ დროისთვის არსებული გრძელვადიანი გეგმები მოიცავს მთვარესაც, როგორც პილოტირებული მისიების მნიშვნელოვან ეტაპსა და ტექნოლოგიების განვითარებას. მუშაობა უკვე მიმდინარეობს, კერძოდ - მუშაობა სადგურზე, სახელად LOP-G, რომელიც იფრენს მთვარის ირგვლივ ელიფსურ ორბიტაზე. გარდა ამისა, სააგენტო NASA განიხილავს სხვადსახვა მოცულობის მთელ რიგ პროექტებს, ESA-ს კი აქვს შემოთავაზება - შეიქმნას „მთვარის სოფელი“. ყველა თანამედროვე კონცეფციასა და გეგმას ერთი საერთო ელემენტი აქვთ - ჩვენი ერთადერთი თანამგზავრის მიმართ მისიები რეგულარულად უნდა ხორციელდებოდეს, საბოლოოდ კი მის ზედაპირზე უნდა დაარსდეს ბაზა. ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) მზარს უჭერს ინიციატივას, სახელად - Newspace2060 International Pitch Moon. იდეათა შესარჩევ კონკურსზე გაგზავნილი ერთ-ერთი საინტერესო კონცეფცია გულისხმობს კრატერების გამოყენებას ბაზების დასაარსებლად. კონცეფციის თანახმად კრატერის ფსკერზე უნდა განთავსდეს გასაბერი მოდულები და მთვარის გრუნტი ნელ-ნელა შეივსოს. ამის წყალობით შესაძლებელი იქნება შეიქმნას მოზრდილი ბაზები, რომლებშიც ასტრონავტები დაცულნი იქნებიან გამოსხივებისა და ტემპერატურის რადიკალური ცვლილებისგან დღე-ღამის განმავლობაში. რა საკვირველია, ამ კონცეფციას მთელი რიგი პრობლემებიც ახლავს. მაგალითად, პირველი მოდულის მოთავსება კრატერის ფსკერზე შესაძლოა სირთულეებთან იყოს დაკავშირებული. აგრეთვე შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მთვარეზე არსებული გამოქვაბულები, რომელთაც რამოდენიმე ათეული მეტრის სიგანე და კილომეტრობითს სიგრძე გააჩნიათ. მათ შიგნით შესაძლოა იყოს შესაფერისი პირობები ბაზების მშენებლობისთვის - კერძოდ, სტაბილური ტემპერატურა და რადიაციისგან დაცულობა. https://hi-tech.news/space/559-koncepcija-lunnoj-bazy-v-kratere.html
  21. Videocardz-მა გამოაქვეყნა EVGA-სა და Palit-ის მიერ შექმნილი GeForce GTX 1660 Ti გრაფიკული ამაჩქარებლების ფოტოები. როგორც ცნობილია, კომპანია EVGA გაყიდვების საწყის ეტაპზე წარადგენს მხოლოდ კომპაქტურ მოდელებს - GTX 1660 Ti XC-სა და GTX 1660 Ti Black-ს. ორივე ბარათი აწყობილია შემცირებულ PCB დაფაზე EVGA-ს საკუთარი დიზაინით და აქვთ ერთვენტილატორიანი გაგრილების სისტემა. გარეგნულად ვიდეო ბარათები იდენტურად გამოიყურება, ისინი ერთმანეთისგან მხოლოდ GPU-ის ტაქტის სიხშირეებით განსხვავდება. კომპანია Palit-მაც StormX-სერიის ორი ვიდეო ბარათი გამოუშვა, რომლებიც კიდევ უფრო კომპაქტური გაბარიტებით ხასიათდება, ვიდრე EVGA-ს მოდელები. ამ ბარათებშიც გამოყენებულია ერთვენტილატორიანი გაგრილების სისტემა რადიატორითა და სითბური მილებით. GeForce GTX 1660 Ti StormX-ის გრაფიკული პროცესორის boost-სიხშირე 1770 მჰც-ია, GeForce GTX 1660 Ti StormX OC ბარათისა კი - 1815 მჰც. რა თქმა უნდა, ორივე მწარმოებელი GeForce GTX 1660 Ti ბარათის სხვა ვერსიებსაც გამოუშვებენ მოგვიანებით. Videocardz-ის ინფორმაციით GeForce GTX 1660 Ti-ს გაყიდვები 22 თებერვლიდანაა დაგეგმილი. წყარო: VideoCardz მომხმარებლებს ორი ახალ ბარათს სთავაზობს ZOTAC-იც: ZOTAC Gaming GeForce GTX 1660 Ti Twin Fan და Gaming GeForce GTX 1660 Ti AMP. ორივე ბარათის საფუძველს წარმოადგენს Turing-ის თაობის 12-ნანომეტრიანი პროცესორი TU116-400A-A1, რომლის საბაზისო სიხშირე 1500 მჰც-ია, ასევე აქვს 1536 Shader-ბლოკი, 192 ტენსორული ბირთვი, 96 ტექსტურული მოდული (TMU) და 48 ROP-ბლოკი. წყარო: Geizhals Österreich ორივე მოდელს აქვს 6 გბ GDDR6 ტიპის ოპერატიული მეხსიერება, რომელიც 1500 მეგაჰერც სიხშირეზე ფუნქციონირებს, აგრეთვე 192-ბიტიანი bus, სიჩქარე - 288 გბ/წმ. ბარათს აქვს HDMI 2.0b პორტი დაა სამი DisplayPort 1.4. ZOTAC Gaming GeForce GTX 1660 Ti Twin Fan ვიდეო ბარათის ფასი 325-დან 333 ევრომდეა, Gaming GeForce GTX 1660 Ti AMP ბარათისა კი - დაახლოებით 351-359 ევრო. ახალი ბარათის ოფიციალურ ანონსამდე ცოტა დროა დარჩენილი. https://3dnews.ru/982579 https://overclockers.ru/blog/id_1/show/24184/dve-modeli-geforce-gtx-1660-ti-ot-zotac-zasvetilis-v-neskolkih-magazinah
  22. ბრაუზერი Google Chrome გამოიყენება პერსონალური კომპუტერების დიდ უმრავლესობაში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მწარმოებლებს მეტი სამოქმედო მიზანი აღარ გააჩნიათ. განახლება ყოველ ექვს კვირაში ხდება და მომხმარებელს სთავაზობს ახალ და საინტერესო ფუნციებს. სამომავლო გაუმჯობესაბათან ერთ-ერთი შესაძლოა იყოს ჩანართების გადახედვის შესაძლებლობა. ამგვარი ფუნქცია რამოდენიმე სხვა ბრაუზერს აქვს, მათ შორის - Microsoft Edge-ს. ჩანართების (tab) გადახედვა სასარგებლო იქნება განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი მრავალრიცხოვან გახსნილ ჩანართებთან გიწევთ მუშაობა და რთულია გარკვევა - სად არის ამ წუთისთვის საჭირო ვებ-გვერდი. როდესაც ჩანართების რაოდენობა დიდია, თითოეული მათგანის ზომა იმდენად მცირდება, რომ მათზე ტექსტი აღარ ჩანს. იმისათვის, რომ ვითარებაში გაერკვეთ, საჭიროა კურსორის მიტანა ჩანართთან და დაინახავთ შინაარს. ამგვარი რამ შესაძლებელია Microsoft Edge-ში და სწორედ იმავეს გეგმავს Google-იც საკუთარი ბრაუზერისთვის. ამ ფუნქციის სახელწოდება იქნება Tab Hover Cards. Google Chrome-ის პარამეტრებში უკვე წარმოდგენილია ორი ექსპერიმენტალური პროგრამა სახელად Tab Hover Cards და Tab Hover Card Images. ამჟამად ისინი არ მუშაობს, რადგანაც ფუნქცია ჯერჯერობით დამუშავების პროცესშია. ბრაუზერის ფინალურ ვერსიაში ამ ფუნქციის გამოჩენის ვადაზე ცნობილი ჯერ არაფერია. შესაძლოა, ეს იყოს ერთ-ერთი მომდევნო სტაბილური რელიზთაგანი. დიდი ალბათობით, Google დიდხანს არ დააყოვნებს ისეთი ფუნქციის გამოშვებას, რომელიც სხვა კონკურენტ ბრაუზერებს უკვე გააჩნია. Google Chrome-ის შემდეგი განახლება Windows-სა და macOS-ზე სხვა მნიშვნელოვან სიახლეებსაც მოიტანს, მათ შორისაა მუქი ფერის ინტერფეისიც. ბრაუზერის პარამეტრები დამოკიდებული იქნება Windows-სისტემის პარამეტრებზე: თუკი Windows-ში არჩეული იქნება ჩაბნელებული ინტერფეისი, ბრაუზერიც ავტომატურად გახდება მუქი ფერის. https://overclockers.ru/blog/Scorpion81/show/24187/google-chrome-poluchit-prevju-vkladok-kak-v-microsoft-edge
  23. კრიპტოვალუტების ბირჟა Binance 20 თებერვალს აამოქმედებს თავისი ახალი დეცენტრალიზებული ბირჟის სატესტო ვერსიას - დაადასტურა გენერალურმა დირექტორმა Changpeng Zhao-მ 12 თებერვალს Twitter-ზე. Binance DEX, რომელთან დაკავშირებითაც გეგმები გასულ წელს გაჩნდა, მიმართულია, რომ დეცენტრალიზებული ბაზით უზრუნველყოს კრიპტოვალუტების მფლობელები ტოკენებით ვაჭრობისთვის. პლატფორმა მოხსნის პასუხისმგებლობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, რომლებიც დამახასიათებელია ტრადიციული დეცენტრალიზებული პლატფორმებისთვის. სატესტო ვერსია საყოველთაოდ ხელმისაწვდომი იქნება. Binance DEX-ის შესახებ წინა პერიოდის ანონსში ნათქვამი იყო, რომ პლატფორმას ექნება კრიპტოვალუტების აპარატული (hardware) საფულეების მხარდაჭერა. ჩჟაოს თქმით, ეს ფუნქცია მომხმარებლებს საშუალებას მისცემს ვაჭრობისას კონტროლის ქვეშ იქონიონ თავიანთი private key-ები. სატესტო ქსელის შესახებ დაპირებები დეკემბერში ვრცელდებოდა, იმავე დროს Binance-მა აამოქმედა „ბირჟისგარე სავაჭრო დახლი“ (over-the-counter desk) და სხვა ფუნქციები დიდი სავალუტო ბრუნვის მქონე მსხვილი მოვაჭრეებისთვის. იმ დროს, როდესაც DEX-ის შესახებ დაანონსდა, ჩჟაომ დაამატა, რომ მას შემდეგნაირი მოლოდინები აქვს: ბაზრის რეაქციებიდან გამომდინარე, პლატფორმა ან იმუშავებს Binance-ის ორიგინალ პლატფორმასთან ტანდემში, ან მას მთლიანად ჩაანაცვლებს. კომპანიის წარმომადგენელი ადასტურებს, რომ Binance ასევე გეგმავს თავისი საქმიანობა გააფრთოვოს მინიმუმ ორ ახალ ბაზარზე მიმდინარე წელს https://cointelegraph.com/news/binance-ceo-reveals-testnet-release-date-for-decentralized-exchange
  24. ჩინეთის ქალაქ ჩუნცინში ჩატარდა 5G ქსელზე მომუშავე უპილოტო სამგზავრო ავტობუსების გამოცდა - იტყობინება China Daily. უპილოტო ავტობუსი შეიქმნა კომპანიების - China Mobile-ის, Huawei-ს, EasyMile-ისა და ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთის უნივერსიტეტის მეცნიერების ერთობლივი ძალისხმევით. იგი ჯერჯერობით გათვლილია მხოლოდ 12 მგზავრზე. ავტობუსს შეუძლია გადაადგილდეს 20 კმ/სთ სიჩქარით ჩინეთის საზოგადოებრივ გზებზე. ახალი ავტობუსების ტექნიკური მახასიათებლები ჯერჯერობით არ ხმაურდება, არც მიზეზები - თუ რატომ გადაწყვიტეს მწარმოებლებმა 5G ავტობუსების წარმოება. დღესდღეობით მსოფლიოში რამოდენიმე ათეული კომპანიაა, რომლებიც უპილოტო ტრანსპორტზე მუშაობენ - როგორც წესი, ისინი კავშირის ჩვეულებრივ სისტემებს იყენებენ ლიდარებითა (Light Identification Detection) და საოპერატორო ცენტრებით. ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ ჩინეთის ხელისუფლება გეგმავს 2022 წლისთვის პეკინის ცენტრი დაფაროს რიგგარეშე გზებით. აგრეთვე, 2022 წლის ოლიმპიადაში მონაწილე ყველა აეროპორტი და ინფრასტრუქტურული კომპლექსი კავშირში იქნება 5G ქსელთან. მცირე ხნის წინ Verizon-მა დაიწყო 5G ქსელის ტესტირება. ქსელი გამოჩნდა ლოს-ანჯელესის, ჰიუსტონის, საკრამენტოსა და ინდიანაპოლისის რამოდენიმე რაიონში. Verizon-ის აბონენტები პირველი სამი თვის განმავლობაში ისარგებლებენ 5G ქსელით უფასოდ, შემდეგ კი მათ თვეში 70 დოლარის გადახდა მოუწევთ. ამ თანხის სანაცვლოდ ისინი მიიღებენ YouTube TV-ის სამი თვით, აგრეთვე Apple TV 4K მედიაფლეიერს ან Google Chromecast Ultra-ს. ექსპერტების აზრით 5G ქსელი ბიძგი იქნება ინტერნეტ-ნივთების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის: დიდი რაოდენობის მოწყობილობების გამოსაყენებლად, რომლებიც მონაცემთა გადაცემას ახდენენ, აუცილებელია გაზრდილი სიჩქარე. ამჟამად არსებული ქსელები ამ ამოცანას ტექნიკურად ვერ უმკლავდება. https://hightech.fm/2019/02/08/china-5g-bus
  25. თავის დროზე სპეციალური ტრენაჟორების გამოყენებამ მნიშვნელოვნად შეამსუბუქა და ეკონომიკურად ეფექტური გახადა პილოტების მზადების პროცესი. ტრენაჟორების საშუალებით კადეტებს შეეძლოთ დაემუშავებინათ საბაზისო მანევრები რეალისტურ სიმულატორში და უკვე ამის შემდგომ დამსხდარიყვნენ ნამდვილი თვითმფრინავის შტურვალთან. თუმცა ამერიკულმა შეიარაღებულმა ძალებმა გადაწყვიტეს წინ წავიდნენ და აპირებენ განახორციელონ ამერიკული ავიაციის ახალწვეულების მომზადება ვირტუალური რეალობის მოწყობილობებით. აშშ-ის არმიას ამ ზომების მიღება მოუწია საავიაციიო პილოტების სიმცირის გამო - წერს გამომცემლობა Aviation Week. ხელმძღვანელობის აზრით ამგვარი ზომები საგრძნობლად შეამცირებს საწყისი მომზადების ხარჯებს. თავდაპირველად კადეტები შეისწავლიან ვერტმფრენის მოწყობილობას და ვირტუალურ რეალობაში განთავსებულ მართვის ელემენტებს. სპეციალური ტესტის გავლის შემდეგ ისინი შეძლებენ შეითვისონ ვერტმფრენის მართვის საბაზისო უნარები. VR-ის გამოყენებით სამხედროებს სურთ ათას სამასი ახალი პილოტი მიიღონ წელიწადში. ახალი ტექნოლოგიის დანერგვის პირველი ექსპერიმენტი 2018 წელს ჩატარდა: ოციდან ცამეტმა კადეტმა წარმატებით დაასრულა მომზადების კურსი სულ რაღაც 4 თვეში. უნდა აღინიშნოს, რომ საუბარი არ ეხება აშშ-ის სამხედრო საზღვაო ავიაციასა და სამხედრო საჰაერო ძალებს - ისინი კვლავ გააგრძელებენ უნარების გამომუშავებას სიმულატორებისა და ნამდვილი საფრენი აპარატების მეშვეობით. არმიის ავიაცია ითვალისწინებს პილოტებზე მოთხოვნილების შემცირებას მათი მომზადების დაჩქარებით. აშშ-ის არმიის პილოტის სწავლების სრული კურსი ერთ წელიწადს მოიცავს. მნიშვნელოვანია, რომ არმიის ავიაციის წარმატებული გამოცდილება სამოქალაქო ავიაციისა და საჰაერო ძალებისთვის არ უნდა იქნას გამოყენებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი ფრენების უსაფრთხოება საეჭვოა: ჯერჯერობით ყველაზე რეალისტურ სიმულატორსაც კი არ შეუძლია ჩაანაცვლოს ნამდვილი თვითმფრინავის სალონი. https://hi-news.ru/technology/letchikov-nachnut-obuchat-v-virtualnoj-realnosti.html
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.