Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5903
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    196

Everything posted by Magdalena

  1. მეცნიერების სამყაროში გამოჩნდა ყველაზე პატარა ბირთვული ფიზიკოსის სტატუსის პრეტენდენტი, რომელმაც თერმობირთვული სინთეზის რეაქციას მიაღწია. ეს არის აშშ-ში, ტენესის შტატში მცხოვრები 13 წლის ბიჭი, სახელად ჯექსონ ოსვალტი. იმ დროს, როდესაც მისი თანატოლები (რაც ამ ასაკისთვის ბუნებრივია) ვიდეოთამაშებითა და ტელევიზორით ერთობოდნენ, ჯექსონი დაკავებული იყო თავის ლაბორატორიაში თერმობირთვული სინთეზის კომპაქტური რეაქტორის აწყობით. რეაქტორი მან დამოუკიდებლად შექმნა თავის ყოფილ სათამაშო ოთახში, ახლა უკვე ლაბორატორიაში - წერს პორტალი Science Alert. თერმობირთვული სინთეზის რეაქტორის აწყობაზე მუშაობა ოსვალტმა 12 წლის ასაკიდან დაიწყო. 19 იანვარს კი თავის მეცამეტე დაბადების დღემდე რამოდენიმე საათით ადრე მან განაცხადა, რომ მიზანს მიაღწია. 50 ათასი ვოლტი ენერგიის მეშვეობით ბიჭმა წარმატებით შეძლო დეითერიუმის ორი ატომის შეჯახება თავის რეაქტორში. დამატებითი კვლევების შემდეგ ოსვალტი დარწმუნდა მიღწეულ შედეგებში. „მათთვის, ვინც ამბობდა, რომ მე ვერასდროს შევძლებ ბირთვული სინთეზის პროცესის განხორციელებას - ეს სიურპრიზი იქნება. გასული თვის განმავლობაში მე ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიე, ჩემი სისტემის ყველა ნაკლოვანება მოვაგვარე. ამჯერად კი მივიღე შედეგები, რომლებიც ნამდვილად ღირებულია“ - დაწერა ოსვალტმა ფორუმზე - Fusor.net. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ სანამ მის მიერ მიღწეულ შედეგებს სხვა სპეციალისტები არ შეაფასებენ და არ გამოქვეყნდება რეცენზირებულ სამეცნიერო ჟურნალში, საჭიროა სკეპტიკური მიდგომა. თუმცა ოსვალტის წარმატება Open Source Fusor Research Consortium-მა უკვე დაადასტურა. როგორც აღმოჩნდა, ოსვალტის მიერ ბირთვული რეაქტორის შექმნა 10 ათასი დოლარი დაჯდა, თანხა ბიჭმა მშობლებისგან მიიღო. ჯექსონის მამა ამბობს, რომ შვილს პროექტზე მუშაობის ნება მხოლოდ მას შემდეგ დართო, როცა მოიწვია სპეციალისტები, რომლებმაც ბიჭს აუხსნეს ის მოსალოდნელი საფრთხეები, რაც დაკავშირებული იყო რადიაციასთან და ათასობით ვოლტ ძაბვასთან მუშაობისას. თუკი ჯექსონის მიღწევები რეცენზირებული იქნება ან დადასტურდება სამეცნიერო ორგანიზაციების მიერ, იგი ოფიციალურად გადაუსწრებს 14 წლის ტეილორ უილსონს, რომელიც ამ დრომდე ყველაზე ახალგაზრდა პირია, რომელმაც თერმობირთვული სინთეზის განხორციელება შეძლო. https://hi-news.ru/science/13-letnij-dzhekson-osvalt-stal-samym-molodym-chelovekom-postroivshim-termoyadernyj-reaktor.html
  2. ახალი ზელანდიის პოლიციამ საოფისე შენობა დაუბრუნა გარკვეული ხნის წინ გატეხილ კრიპტო-ბირჟა Cryptopia-ს და ვაჭრობის განახლების ნება დართო. თუმცა ბირჟა მზად არ არის საქმიანობის განახლებისთვის - ნათქვამია ბირჟის თანამშრომლების მიერ 24 თებერვალს Discord-ის ოფიციალური არხისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში. ბირჟაზე თავდასხმის შედეგად მოპარულ იქნა 16,1 მლნ დოლარზე მეტი ღირებულის კრიპტოვალუტები. მომხდარის შემდგომ ახალი ზელანდიის პოლიციამ საერთაშორისო კანონდამცველებთან ერთად დაიწყო გამოიძიება ჰაკერების მისაკვლევად. პირველად კიბერშეტევა 15 იანვარს განხორციელდა და როგორც ცნობილია, დაახლოებით ორი კვირა გრძელდებოდა - ბირჟის ათი ათასობით Ethereum (ETH) საფულიდან ხდებოდა თანხების მოპარვა. Discord channel-ისთვის გაგზავნილ განცხადებაში ადმინისტრატორის მიერ ნათქვამია, რომ მართალია ადგილობრივი სამართალდამცავები ხელს აღარ უშლიან ბირჟას საქმიანობის გაგრძელებაში, Cryptopia არ აპირებს ფუნქციონირება მალე განაახლოს: „მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია აღარ გვაფერხებს საქმიანობის აღდგენაში, რომ დავუბრუნდეთ სავაჭრო ოპერაციებს - ჩვენი აზრით უკიდურესად არაგონივრული იქნება განვაახლოთ ვაჭრობა მანამდე, სანამ საბოლოოდ არ განისაზღვრება დანაკარგები და არ იქნება გარანტირებული ბალანსის აბსოლუტური უსაფრთხოება“. განცხადებაში აგრეთვე მითითებულია, რომ ახალი ზელანდიის კანონმდებლობის თანახმად უკანონო და დაუშვებელია კომპანიებმა განახორციელონ არაგონივრული ვაჭრობა, რომელიც რისკის ქვეშ დააყენებს აქტივებსა და კრედიტორების ქონებას. სხვა იურიდიულ-საგამოძიებო სიახლეებს რაც შეეხება, Cointelegraph-ი იტყობინება, რომ აშშ-ის სამართალდამცავმა ორგანოებმა შეძლეს მიეკვლიათ და უკან დაებრუნებინათ 104 ათას აშშ დოლარზე მეტი ოდენობის თანხა, რომელიც მოპარულ იქნა კრიპტო-ბირჟა Bitfinex-იდან, საიდანაც 120 ათასი BTC მოიპარეს. აგრეთვე მცირე ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ისრაელში დაფუძნებულმა კრიპტო-ბროკერულმა Coinmama-მ, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შეიძინონ Bitcoin-ი და Ethereum-ი საკრედიტო ბარათების მეშვეობით, მონაცემთა გატეხვით სერიოზული ზიანი განიცადა. თავდასხმამ 450 ათასი მომხმარებელი დააზარალა. https://cointelegraph.com/news/cryptopia-wont-resume-trading-until-balances-are-secure-discord-message-notes
  3. კომპანია Blue Origin ემზადება, რომ პირველი კოსმოსური ტურისტები გაუშვას თავისი სუბორბიტალური აპარატის - New Shepard-ის მეშვეობით. პორტალ SpaceNews-ის ჟურნალისტებთან ინტერვიუში კერძო აეროკოსმოსური კომპანიის ხელმძღვანელმა ჯეფ ბეზოსმა განაცხადა, რომ პირველი კომერციული ფრენა მიმდინარე წელს შედგება. ამავე ინტერვიუში ბეზოსმა აღნიშნა, რომ Blue Origin-ს კონკურენტებთან შედარებით უპირატესობა აქვს, მაგალითად Virgin Galactic-ზე: მის აპარატს შეუძლია აფრინდეს იმ სიმაღლეზე რომ გადააჭარბოს კოსმომფრენ SpaceShipTwo-ს მიღწევებს, ამიტომ Blue Origin-ი იმედოვნებს, რომ Virgin-ს გაასწრებს კოსმოსური ტურიზმის სფეროში. „ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ვამბობ“ - მიმდინარე წელს“. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მე მხოლოდ ვამბობდი - „განვახორციელებთ მომავალ წელს“ - განაცხადა ბეზოსმა. რაკეტა New Shepard-ის გამოცდები უკვე რამოდენიმე წელია მიმდინარეობს. ყველა სატესტო ფრენა უპილოტოდ ხორციელდებოდა. უკანასკნელი გამოცდა 23 იანვარს ჩატარდა. ბეზოსის თქმით „ყველაფერი ძალიან კარგად მიდის“. იგი ხაზს უსვამს, რომ კომპანიამ ასევე წარმატებით გაიარა აპარატის სამაშველო სისტემის გამოცდა. „ჩვენ რაკეტის თითოეული ნაწილი შევამოწმეთ, რაიმე ნაკლი რომ არ ჰქონოდა. ეს ყველაზე რთული გამოცდა იყო ჩვენთვის“ - განაცხადა ბეზოსმა. Blue Origin-ი ერთადერთი კომპანია არაა, რომელსაც მიმდინარე წელსვე სურს კოსმოსური ტურისტული ფრენების დაწყება. მისი მთავარი კონკურენტი Virgin Galactic-იც მთელი ძალით ცდილობს რაც შეიძლება მალე დაიწყოს კომერციული ფრენები თავისი სუბორბიტალური აპარატით - SpaceShipTwo. აპარატის ბოლო წარმატებული გამოცდა რამოდენიმე დღის წინ ჩატარდა. ამ გამოცდისას Virgin Galactic-მა სიმაღლის საკუთარ რეკორდს გადააჭარბა და მიაღწია დედამიწიდან 89,9 კილომეტრს. ეს ფრენა აღსანიშნავია კიდევ იმიტომ, რომ ბორტზე „სატესტო ტურისტი“ იმყოფებოდა. SpaceShipTwo-ს პირველი მგზავრი იყო კომპანიის მთავარი ასტრონავტ-ინსტრუქტორი ბეტ მოზესი. აღსანიშნავია, რომ სწორედ მან უნდა მოამზადოს მომავალი კოსმოსური ტურისტები ფრენისთვის. „ერთ-ერთი საკითხი, რომელიც Virgin Galactic-მა უნდა მოაგვაროს, დაკავშირებულია იმასთან, რომ მათ ჯერჯერობით ვერ მიაღწიეს ე.წ. „კარმანის ხაზს“ (Karman line). ვფიქრობ, მათ მოუწევთ გაარკვიონ - როგორ გასცდნენ ამ ხაზს“ - აცხადებს ბეზოსი კონკურენტ კომპანიაზე. განვმარტავთ, რომ „კარმანის ხაზი“ მიიჩნევა საზღვრად კოსმოსსა და დედამიწას შორის არსებულ სივრცეში. იგი დედამიწიდან 100 კმ სიმაღლეზეა პირობითად განთავსებული. ბეზოსმა ინერტვიუს მსვლელობისას აღნიშნა, რომ მიუხედავად შესანიშნავი ტემპისა, კომპანიას არანაირი გრაფიკი არ ამოძრავებს: „მე მუდმივად ვუმეორებ ჩემს გუნდს და ამაში მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ ეს არ არის შეჯიბრი. მსურს ბორტზე მყოფი ხალხით ფრენა წელსვე განხორციელდეს, თუმცა ჩვენ გავფრინდებით მხოლოდ მაშინ, როდესაც ნამდვილად მზად ვიქნებით“. ინტერვიუში ნახსენები იყო უფრო მოზრდილი რაკეტის - New Glenn-ის შექმნაზეც, რომელიც განკუთვნილია კოსმოსური აპარატების დედამიწის ახლო ორბიტაზე გასაყვანად. აგრეთვე საუბარი შეეხო სარაკეტო ძრავ BE-4-ს, რომლითაც ხსენებული რაკეტა იმუშავებს. ამასთან დაკავშირებით ბეზოსმა განაცხადა: „New Shepard-ს ჩვენ პრაქტიკისთვის ვიყენებთ. რეალურად, მისი შემადგენელი უამრავი რამ გამოიყენება New Glenn-ის მეორე ეტაპზე. ყველა სისტემა გულმოდგინე გამოცდას გაივლის სუბორბიტალური ფრენებისას, შემდეგ კი ახალი რაკეტის ზედა საფეხურზე გადავლენ. New Shepard-ის ტექნოლოგიები გამოყენებას ჰპოვებს რაკეტა New Glenn-ის ექსპლუატაციაშიც“. New Glenn-ის პირველ სატესტო გაშვებას კომპანია Blue Origin 2021 წელს აპირებს. კომპანიის მიზნები მხოლოდ დედამიწის ორბიტაზე გასვლით არ შემოფარგლება. Blue Origin-ს სურს 2023 წელს კოსმოსური აპარატი მთვარეზე გაუშვას. შესაბამის მოდულზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. https://hi-news.ru/technology/dzheff-bezos-blue-origin-otpravit-cheloveka-v-kosmos-v-etom-godu.html
  4. ახალი კვლევები აჩვენებს, რომ გენების რედაქტირების სადავო ექსპერიმენტს, რომელიც მიმართულია ბავშვები HIV-ისგან ხელშეუხებელი გახადოს, აგრეთვე შეუძლია გააუმჯობესოს მათი სწავლისა და მეხსიერების ფორმირების შესაძლებლობა. გასულ წელს ჩინეთში ხელოვნურად შეცვლილი გენების მქონე ტყუპი გოგონების ტვინები დადებითი მხარისკენ შეიცვალა - გაუმჯობესდა კოგნიტური თვისებები და მეხსიერება - თვლიან მეცნიერები. ტყუპები, სახელად ლულუ და ნანა, ხელოვნურად მოდიფიცირებული გენებით გაჩნდნენ. ექსპერიმენტი ჩინელი მეცნიერებისა და CRISPR-ინსტრუმენტის მიერ განხორციელდა. გამოკვლევამ აჩვენა, რომ ცვლილება, რომელიც განიცადა გოგონების დნმ-ებმა - ანუ CCR5 გენის მოშორება - თაგვებზე ჩატარებული ცდების მიხედვით მათ უფრო ჭკვიანებს ხდის, აგრეთვე აუმჯობესებს ადამიანის ტვინის შესაძლებლობებს - მოხდეს აღდგენა ინსულტის შემდეგ. „პასუხია - დიახ, ამან გავლენა იქონია მათ ტვინებზე“ - აცხადებს ალჩინო სილვა, კალიფორნიის ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტის ნეირობიოლოგი. მისმა ლაბორატორიამ აღმოაჩინა CCR5 გენის უდიდესი როლი მეხსიერების გაუმჯობესებასა და ტვინის მიერ ახალი კავშირების შექმნის შესაძლებლობაში. „უმარტივესი ინტერპრეტაცია იმაში მდგოამრეობს, რომ ეს მუტაცია ტყუპების კოგნიტურ ფუნქციაზე მოქმედებს“ - აცხადებს სილვა. იგი თვლის, რომ შეუძლებელია ზუსტი გავლენის პროგნოზირება და არც ღირს ამის ცდა. ჩინეთის სამეცნიერო-ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერების გუნდმა ხე ცზიანკუის ხელმძღვანელობით განაცხადა, რომ გამოიყენეს CRISPR-ტექნოლოგია ადამიანის ემბრიონებში ზემოთხსენებული გენის მოსაშორებლად. HIV-ვირუსს სწორეს ეს CCR5 გენი სჭირდება, რომ შეაღწიოს ადამიანის სისხლის უჯრედებში. ჩატარებული ექსპერიმენტი ფართოდ განისჯებოდა, როგორც უპასუხისმგებლო ცდა, პროექტის ხელმძღვანელი ცზიანკუი კი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა, სანამ მის საქმეს გამოიძიებენ. გენეტიკურად რედაქტირებული პირველი ბავშვების ამბის შემდეგ გაჩნდა მოსაზრებაც, რომ CRISPR-ტექნოლოგიას ერთხელაც გამოიყენებენ სუპერგონიერი ადამიანების შესაქმნელად. ჯერჯერობით არანაირი დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს, რომ ხე ცზიანკუის თავიდანვე განზრახული ჰქონდა ტყუპების ინტელექტზე ზეგავლენის მოხდენა. როგორიც არ უნდა ყოფილიყო მისი მიზნები, ფაქტია, რომ CCR5 გენის მოშორება უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ტვინისთვის. დღედღეობით, ზემოთხსენებული სილვა და ამერიკელი და ებრაელი მეცნიერების დიდი ჯგუფი ამტკიცებს, რომ მათ მიიღეს მტკიცებულება: CCR5 გენი ახშობს მოგონებებსა და სინაპტიკურ კავშირებს. „ჩვენ პირველებმა განვაცხადეთ CCR5 გენის ფუნქციის შესახებ“- აცხადებს UCLA-ს ბიოლოგი თომას კარმაიკლი. ზოგიერთ კვლევაში, რომლებიც UCLA-მიერ ტარდება, ადამიანებს აძლევენ HIV-საწინააღმდეგო პრეპარატს - Maraviroc-ს, რომელიც ბლოკავს CCR5 გენს. ცდის მიზანია გამოჩნდეს, შეინიშნება თუ არა გაუმჯობესება კოგნიტურ შესაძლებლობებში. „შესაძლებელია თუ არა, რომ ოდესმე მომავალში შევძლებთ გავზარდოთ მოსახლეობის ინტელექტის საშუალო კოეფიციენტი? მე არ ვიქნებოდი მეცნიერი, რომ მეპასუხა - არა. თაგვებზე მუშაობა გვიჩვენებს, რომ პასუხი ნათელია - ეს შესაძლებელია. თუმცა თაგვები სხვაა, ადამიანები - სხვა. ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია ვთქვათ, როგორი იქნება შედეგები. ჯერ არ ვართ მზად“ - აცხადებს სილვა. https://hi-news.ru/research-development/kitajskim-crispr-detkam-vozmozhno-sluchajno-uluchshili-intellekt.html
  5. Alexis Ohanian-მა, რომელიც Reddit-ის თანადამფუძნებელი და ცნობილი კრიპტო-ხარია, განაცხადა, რომ კრიპტო-ჰაიპი ჩაცხრა და თავისუფალი სივრცე დარჩათ კრიპტოვალუტების ჭეშმარიტ მომხრეებს. ამ თემაზე Ohanian-მა Yahoo Finance-თან ინტერვიუში ისაუბრა. როდესაც მას ჰკითხეს, კვლავ დარწმუნებულია თუ არა კრიპტოვალუტებში, Ohanian-მა უპასუხა, რომ ბაზარზე ამჟამად არსებული მდგომარეობა კვლავ კრიპტო-ზამთრად ითვლება, რაც იმას ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტების ფასები ისევ დაბალია. Coinbase-ის გენერალური დირექტორის, Brian Armstrong-ის ნათქვამზე დაყრდნობით Ohanian-მა ხაზი გაუსვა, რომ დათვურმა ბაზარმა ხელი შეუწყო სპეკულიანტების ჩამოშორებას, ამავე დროს კი კრიპტოების ნამდვილი მომხრეები დარჩნენ ნამდვილი კრიპტო-ინფრასტრუქტურის საშენებლად. Ohanian-მა დააზუსტა, რომ ასეა თუ ისე, კრიპტოვალუტებსა და ბლოკჩეინ-სივრცის ირგვლივ არსებული ჰაიპების ჩაცხრობა ნამდვილად კარგია ინდუსტრიის განვითარებისთვის. მან განაცხადა: „ახლა, ეს ჯერ კიდევ სანახავია, თუმცა ჩემთვის ძლიერ სიგნალს წარმოადგენს ის, რომ ტექნოლოგიის სფეროს წარმოადგენელი რამოდენიმე ჩემთვის ნაცნობი ჭკვიანი ადამიანი მუშაობს პრობლემების მოგვარებაზე. ისინი აშენებენ ბლოკჩეინზე დაფუძნებულ კომპანიებს. ჰაიპი დასრულდა და ვფიქრობ, ეს კარგია“. Ohanian-ს დაუსვეს შეკითხვა საბანკო გიგანტის - JPMorgan Chase-ის მიერ საკუთარი კრიპტოვალუტის - JPM Coin-ის გამოშვების შესახებ, რომელიც ბლოკჩეინით გამყარებული აქტივი იქნება და ხელს შეუწყობს საბანკო ოპერაციების ეფექტურობის ზრდას. პასუხად Ohanian-მა ხაზი გაუსვა, რომ JPMorgan-ის ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ მას შემდეგ, რაც სპეკულაციები გაქრა, ადგილი ნამდვილ ინოვაციებს დაეთმო. Ohanian-მა ხსენებული კომპანიის მიერ საკუთარი მონეტის გამოშვება დადებით მოვლენად მოიხსენია და ამავე დროს გაიხსენა შემთხვევა, რომ თავის დროზე JPMorgan-ის გენერალური დირექტორი Jamie Dimon-ი უმსხვილეს კრიპტოვალუტას - Bitcoin-ს თაღლითობად (scam-ად) მიიჩნევდა. მცირე ხნის წინ Dimon-მა განმარტა თავისი პოზიცია Bitcoin-თან მიმართებაში და განაცხადა, რომ არ ჰქონდა განზრახული - გამხდარიყო უმსხვილესი კრიპტოვალუტის მოწინააღმდეგე. Alexis Ohanian-ი დაიბადა 1983 წელს. 2006 წელს 23 წლის ასაკში იგი მულტიმილიონერი გახდა Reddit-ის გაყიდვის შემდეგ. ინტერნეტ-ანტრეპრენერთან და ინვესტორთან ერთად იგი აგრეთვე ვენჩურული კაპიტალის კომპანიის - Initialized Capital-ის თანადამფუძნებელია. 2018 წლის ივლისში Ohanian-მა გამოთქვა ვარაუდი, რომ Bitcoin-ისა და ტოპ-ალტკოინის - Ethereum-ის (ETH) ღირებულება 2018 წელს იქნებოდა 20 ათასი და 1500 დოლარი, შესაბამისად. თუმცა CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით 2018 წლის ივლისიდან მოყოლებული ამ ორ კრიპტოვალუტაზე მაქსიმუმალურად მაღალი ფასის მაჩვენებლები დაფიქსირდა 7200 და 400 აშშ დოლარი, შესაბამისად. https://cointelegraph.com/news/reddit-co-founder-says-crypto-winder-erased-speculators-gave-space-to-real-builders
  6. ბოლო პერიოდში Tesla-ს გარკვეული პრობლემები ჰქონდა ელექტრომობილების წარმოებაში. მათ შორის Model 3-ის ევროპაში მიწოდებაც ლოჯისტიკურ პრობლემებთან იყო დაკავშირებული. თუმცა, Tesla-ს ელექტრომობილებს აქვთ განსაკუთრებულობა, რომლის წყალობითაც ისინი კვლავ მაღალი შეფასებით ხასიათდება, მიუხედავად გარკვეული პრობლემებისა: ელექტრომობილები გამოირჩევა მაღალი ენერგოეფექტურობით. ეს თვისება, რომელიც მომგებიანობის თვალსაზრისით გამოარჩევს Tesla-ს ელექტრომობილებს კონკურენტებისგან, დადასტურებულ იქნა ტესტებით, რომელიც გერმანულმა კომპანია Nextmove-მა ჩაატარა. ტესტირების არეალისთვის გამოყოფილი იყო 87 კილომეტრის სიგრძის ავტობანი ლანდსჰუთსა და მიუნჰენის აეროპორტს შორის. შერჩეულ იქნა მოდელები: Audi e-tron, რომლის ოფიციალური მიწოდებაც ჯერ დაწყებული არ არის; Tesla Model X 90D – 90 კვტ/სთ ბატარეით და Jaguar I-Pace - ასევე 90 კვტ/სთ ბატარეით. ელექტრომობილები მოძრაობდნენ საშუალოდ 120 კმ/სთ სიჩქარით. Nextmove-ის ტესტირების შედეგად Model X პირველ ადგილზე გავიდა და შესანიშნავი უპირატესობა აჩვენა კონკურენტებთან შედარებით: „პირდაპირი შედარებისას Model X-მა საუკეთესო შედეგები აჩვენა. ენერგიის ხარჯვის მაჩვენებელი დაფიქსირდა 24,8 კვტ/სთ 100 კილომეტრზე. Audi e-tron-ის მაჩვენებელი იყო 30,5 კვტ/სთ, Jaguar I-Pace-ის კი - 30,5 კვტ/სთ. ამ უკანასკნელის მაჩვენებელი 26%-ით მეტი იყო Model X-ის მაჩვენებელზე. I-Pace-ის მაღალ ენერგომოხმარებას Model X-თან შედარებით ადასტურებს Nextmove-ის წინა ტესტებიც“ - განაცხადა ტესტირების ორგანიზატორმა. ფოტოებზე მოყვანილი მაჩვენებლები მიუთითებს, რომ Tesla-ს გაცილებით ნაკლები ენერგია სჭირდება კვებისთვის. Nextmove-მა Tesla Model X100D ელექტრომობილი აგრეთვე გამოიყენა იმისათვის, რომ ეჩვენებინა - 120 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი მანქანა რამდენს გაივლიდა ბატარეის ერთი სრული დამუხტვით. https://3dnews.ru/983273
  7. 2020 წელს სამხრეთ კორეაში, სეულში გამოჩნდება რობოტიკს-მეცნიერებისა და რობოტექნიკის მუზეუმის უჩვეულო შენობა. ობიექტის მშენებლობის უფლება მოიპოვა თურქულმა არქიტექტორულომა კომპანიამ - Melike Altinisik Architects (MAA). მისი ხელმძღვანელობის თქმით, ამ მუზეუმის ერთ-ერთი მთავარი განსაკუთრებულობა ის იქნება, რომ მისი აშენებისა და ექსპლუატაციის ყველა ეტაპზე - კონსტრუქციის დიზაინის, მშენებლობის, მომსახურების შექმნისას იგეგმება რობოტებისა და სხვა მაღალი ტექნოლოგიების თანამონაწილეობა, მაგალითად, დრონებისა და 3D-პრინტერების გამოყენება. მუზეუმის იდეა დედაქალაქის ხელისუფლებას ეკუთვნის, რათა გაიზარდოს მოსახლეობის დაინტერესების დონე რობოტექნიკის მიმართ. მხოლოდ მუზეუმის შენობის ფართობი 2500 კვადრატულ მეტრს შეადგენს, მთლიანად კომპლექსი კი 6500 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსდება. დაგეგმილია, რომ მუზეუმში ჩატარდება არა მარტო რობოტების გამოფენები, არამედ ისეთი ღონისძიებები, რომლებიც დაკავშირებულია ხელოვნურ ინტელექტთან, ვირტუალურ და დასრულებულ რეალობასთან, ჰოლოგრაფიულ ტექნოლოგიასთან. აგრეთვე, აქვე მოეწყობა ხსენებულ სფეროებთან დაკავშირებული სხვადასხვა ტრენინგები. პირველ რიგში კი, მთავარი სამუზეუმო ექსპონატი თავად მუზეუმის შენობა იქნება. „ეს იქნება რობოტექნიკის ახალი მუზეუმი, რომელიც კატალიზატორის როლს შეასრულებს სოციალურ წინსვლაში, ასევე მეცნიერებაში, ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში ჩართულობაში. მასში არა მხოლოდ გამოფენილი იქნება რობოტები, არამედ მიღწევები და შესაძლებლობები დიზაინში, მშენებლობაში“ - ნათქვამია Melike Altinisik Architects-ის განცხადებაში. პროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ სურვილი - შეიქმნას რობოტების საკუთარი სამყარო - გამოხატული იქნება სფეროსებრი და „თხევადი“ ფორმების გამოყენებით. არქიტექტორების იდეის თანახმად შენობა მოწყობილი იქნება ოთხკუთხედი ფორმების გარეშე. რობოტების ჯგუფის ერთი ნაწილი შენობის ფასადური სამუშაოებით დაკავდება, ნაწილი კი გარემომცველი ლანდშაფტის შექმნით. სამშენებელო სამუშაოები უსაფრთხოების მიზნით გაკონტროლდება დრონების მეშვეობით. რაღა თქმა უნდა, ყველანაირ სამუშაოს რობოტებს ვერ ანდობენ - ობიექტის მშენებლობა-ფუნქციონირებაში ადამიანებიც იქნებიან ჩართულნი. პროექტის მიხედვით მუზეუმი მჭიდოდ იქნება ინტეგრირებული გარემომცველ საქალაქო ინფრასტრუქტურასთან. შენობის შიგნით არსებული სივრცე ქალაქთან უწყვეტი კავშირის შეგრძნებას შექმნის. რობოტექნიკის მუზეუმში პირველი გამოფენის ჩატარება 2020 წელსაა დაგეგმილი. ობიექტის სრულფასოვანი გახსნა კი 2022 წლისთვის იგეგმება. https://hi-news.ru/technology/v-yuzhnoj-koree-poyavitsya-muzej-robotov-postroennyj-robotami.html
  8. კომპანია Neuromatics, რომელიც მონაწილეობას იღებს ნეიროქსელის ბაზრის განვითარებაში ეროვნული ტექნოლოგიური ინიციატივის შესაბამისად, ასრულებს მუშაობას მეორე თაობის სისტემაზე - Sleep Alert. Sleep Alert - ეს არის „ნეიროკეპი“, რომელიც განკუთვნილია მძღოლების გამოსაფხიზლებისთვის. საქმე ის არის, რომ მძღოლების დაღლილობა ავარიების ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზია. Sleep Alert-ის სისტემა აანალიზებს მძღოლის მდგომარეობას, აღმოაჩენს დაღლილობისა და შესაძლო ჩაძინების ნიშნებს. „ნეიროკეპი“ აღჭურვილია შუბლის არესთან გამავალი ელექტროდებით, რომლებითაც ხდება ელექტროენცეფალოგრამისა და ელექტრომიოგრამის გადაღება. მიღებული მონაცემების საფუძველზე ხდება ინფორმაციის აღქმა მძღოლის გადაღლილობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუკი მდგომარეობა კრიტიკული ჩანს და მოსალოდნელია კონტროლის დაკარგვა და ჩაძინება, სისტემა გამოსცემს ხმოვან სიგნალებს კეპზე არსებული მოდულის მეშვეობით, აგრეთვე ვიბრირებას იწყებს სპეციალური სამაჯური. მეორე თაობის Sleep Alert სისტემას, როგორც ცნობილია, შეუძლია მონაცემების გაცვლა მობილური აპლიკაციების მეშვეობით. გარდა ამისა, შესაძლებელია ინფორმაციის გადაცემა cloud-საცავში. „ამჟამად სრულდება მეორე თაობის მოწყობილობაზე მუშაობა. ავტონომიური მუშაობის დრო გაიზრდება 24 საათამდე. პირველი ვერსია „თავის თავში იყო ჩაკეტილი“, მეორე თაობის მოწყობილობის შემთხვევაში კი მოხდება მონაცემების გადაცემა რუკასთან დაკავშირებულ მობილურ აპლიკაციებში, რათა შესაძლებელი გახდეს მძღოლების მდგომარეობისთვის თვალყურის დევნება მარშრუტის ამა თუ იმ მონაკვეთზე“ - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა. https://3dnews.ru/983248
  9. კომპანია Facebook-ის ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ აპირებენ სერვის Google Play-დან წაშალონ აპლიკაცია Onavo VPN. კომპანია აცხადებს, რომ მონაცემების ფასიანი შეგროვების პროცესი გაგრძელდება, თუმცა ამჯერად იგეგმება ყველაფერი ისე გაკეთდეს, რომ მომხმარებლებს მკაფიოდ ესმოდეთ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამა თუ იმ პროგრამაში მათ პერსონალურ აქტივობას . techcrunch.com იანვრის ბოლოს ცნობილი გახდა Project Atlas-ის შესახებ. ამ პროექტის ფარგლებში Facebook-ი მომხმარებლებს თვეში 20 დოლარს უხდიდა iOS-სა და Android-ზე VPN-აპლიკაცია Facebook Research-ის დაყენებისთვის. პროგრამას წვდომა ჰქონდა სატელეფონო ზარებზე, შეტყობინებებზე, ბრაუზერის მონაცემებზე და ა.შ. ეს ქმედება გამიზნული იყო იმისათვის, რომ პლატფორმას გაერკვია მომხმარებლების ინტერესების, ჩვეულებებისა და მიდრეკილებების შესახებ ცნობები. საინტერესოა ის ფაქტი, რომ როგორც აღმოჩნდა, პროექტი სულ მცირე 2016 წლიდან მოქმედებდა. გასული წლის აგვისტოში Apple-მა თავისი მაღაზიიდან წაშალა აპლიკაცია Facebook Onavo Protect, რომელიც ანალოგიურად მოქმედებდა. ასევე, Facebook Research-იც Onavo-ს კოდს იყენებდა. „ბაზრის კვლევა კომპანიებს ეხმარება შექმნან უფრო ხარისხიანი პროდუქტი მომხმარებლებისთვის. ჩვენ აქცენტს ბაზრის ფასიან კვლევაზე ვაკეთებთ, ეს კი ნიშნავს, რომ ვაპირებთ დავხუროთ პროგრამა Onavo” - განაცხადეს Facebook-ის პრესს-სამსახურში. რესურსი TechCrunch აკონკრეტებს, რომ ბაზრის კვლევისა და მონაცემთა შეგროვების უფასო პროგრამები უკვე შეჩერდა, აპლიკაციები წაშლილია. ამ დროისთვის გაურკვეველი რჩება ის, თუ როგორი იქნება მომხმარებლების, ინვესტორებისა და მმართველების რეაქცია აღნიშნულ თემაზე. https://3dnews.ru/983272
  10. ვიდეოჰოსტინგი YouTube ებრძვის „სახიფათო და მავნებელი“ მასალების გავრცელებას, ამისათვის წაიშალა მონეტიზაცია ვიდეორგოლებზე, რომლებშიც ასახულია ნებისმიერი ფორმით მოწოდება ვაქცინების წინააღმდეგ. გამომცემლობა BuzzFeed News-მა განაცხადა წაშლის შესახებ მას შემდეგ, რაც დაუკავშირდა შვიდ კომპანიას, რომლებმაც არ იცოდნენ რომ წაიშალა მონეტიზაცია იმ ანტი-ვაქცინაციის ვიდეოებზე, სადაც მათი რეკლამები იყო დადებული. ეს ერთ-ერთი მეთოდია, რომლითაც YouTube ებრძვის შეთქმულების თეორიის მონაწილეებსა და არასასურველი მასალების პლატფორმაზე განთავსებას. დემონეტიზირებული იქნა მთელი რიგი ჩანაწერები, მათ შორისაა ანტი-ვაქცინაციური არხები LarryCook333 და VAXXED TV, აგრეთვე ალტერნატიული მედიცინის არხი iHealthTube. ამ სამ ექაუნთს ჯამში დაახლოებით 473 ათასი გამომწერი ჰყავს. „ჩვენ მკაცრი წესები გვაქვს, რომლებიც განსაზღვრავს რა ვიდეომატერიალს ვრთავთ ნებას - გააკეთოს რეკლამა: ამ წესებს არღვევს ვიდეორგოლები, სადაც რეკლამირებულია ანტი-ვაქცინაცია“ - განაცხადა YouTube-ის წარმომადგენელმა. სერვისმა უკვე დაიწყო Wikipedia-დან სტატიების გამოტანა რამოდენიმე საკითხზე საპასუხოდ, რითაც ცდილობს ხელი შეუშალოს ანტისამეცნიერო დეზინფორმაციის გავრცელებას. ერთ-ერთმა კომპანიამ, ვიტამინების გამყიდველმა Vitacost-მა, რომელსაც BuzzFeed-ი დაუკავშირდა, განაცხადა, რომ მან უკვე თვითონ წაშალა პლატფორმიდან რეკლამა მკაცრი პოლიტიკის გამო. გასულ თვეში YouTube-მა განაცხადა, რომ გეგმავს წვდომის შეზღუდვას შეთქმულების თეორიის ვიდეოებზე იმის გამო, რომ რეკომენდაციის ალგორითმი მომხმარებლებს უბიძგებს ექსტრემიზმითა და ზოგადად „სახიფათო გზებით“ დაინტერესებისკენ. მაგალითად, მცირე ხნის წინ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ ოცდაათივე ადამიანს, ვისაც ბრტყელი დედამიწის თეორიის სჯერა, YouTube სთავაზობდა მსგავსი კონტენტის შემცველი ვიდეოების ნახვის შემდეგ სხვა ტიპის კონსპირაციულ ვიდეოებსაც. YouTube რთულად არჩევს „მავნე“ დეზინფორმაციას გასართობი გადაცემებისგან, თუმცა ანტი-ვაქცინაციური პროპაგანდა რეალური საფრთხის წინაშე აყენებს მოსახლეობის ჯანმრთელობას. აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენელმა, Adam Schiff-მა მცირე ხნის წინ წერილი გაუგზავნა Facebook-სა და Google-ს, რომელშიც გამოხატავდა შეშფოთებას დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით. და როგორც ცნობილი ხდება, Facebook-იც უკვე სწავლობს შესაძლებლობებს - ებრძოლოს ამგვარი კონტენტის გავრცელებას. თავის დროზე Pinterest-მა უბრალოდ შეწყვიტა ხსენებულ თემაზე მოძიებული შედეგების მიწოდება მომხმარებლებისთვის. https://3dnews.ru/983291
  11. ბოლო დროს მეცნიერები სულ უფრო მეტ კვლევას ატარებენ ე.წ. მეტამატერიალების შექმნის სფეროში. არსობრივად, მეტამატერიალები - ეს არის მასალები, რომელთა უნიკალური თვისებები განპირობებულია პირველ რიგში არა იმ ნივთიერებებით, რომლებითაც შედგებიან, არამედ ხელოვნურად შექმნილი შიდა სტრუქტურით, რომელიც მათ უჩვეული მახასიათებლებს ანიჭებს. მცირე ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს კიდევ ერთი მეტამასალა, რომელსაც შეუძლია მდგომარეობის შეცვლა. გარემოპირობების მიხედვით მას შეუძლია იყოს ფოლადივით მტკიცე ან პლასტელინივით რბილი და მოქნილი. Science Advance-ის ჟურნალისტების ინფორმაციით მეტამასალა შექმნეს ლივერმორის ეროვნული ლაბორატორიისა და კალიფორნიის სან-დიეგოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა. ახალი სტრუქტურის კლასს მათ უწოდეს FRMM - Field Responsive Mechanical Metamaterials: “(მაგნიტური) ველის მიხედვით რეგულირებადი მექანიკური მეტამატერიალები“. მასალის უნიკალურობა პირველ რიგში გამოხატულია დამზადების პროცესით. შიდა მოწყობილობა წარმოადგენს 3D-პრინტერზე დაბეჭდილ მოქნილი პლასტმასის მიკრომილების ბადეს. თითოეული მიკრომილი 5 მილიმეტრი სიგრძისაა. მილებში მოთავსებულია რკინის ნაწილაკების შემცველი რბილი მასალა. ამის წყალობით ბუნებრივ მდგომარეობაში მასალა მოქნილი რჩება. ხოლო თუკი მას მაგნიტური ველის ზემოქმედების ქვეშ მოვათავსებთ, რკინის მთლიანი შემცველობა დაქვემდებარებული ხდება მაგნიტური ველის მიმართულებისკენ, რაც მასალას ძალიან მყარს ხდის. მდგომარეობა მაგნიტური ველის გამორთვის და ჩართვის დროს ექსპერიმენტების სერიის მსვლელობისას მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მაგნიტური ველის ზემოქმედებისას მასალის სტრუქტურის სიმტკიცე საშუალოდ 62%-ით მატულობს. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ეს არ არის საბოლოო მიღწევა და კონსტრუქციის სიმყარის კიდევ უფრო გაზრდა შესაძლებელია უფრო მტკიცე „შემავსებლების“ წყალობით. სამომავლოდ ამგვარი ტექნოლოგია შესაძლოა საფუძვლად დაედოს მოქნილი ჯავშანჟილეტების და ჯავშანტექნიკის წარმოებას - მასალა საფრთხის შემთხვევაში მომენტალურად შეიცვლის სიმკვრივეს. https://hi-news.ru/technology/sozdan-material-kotoryj-mozhet-menyat-tverdoe-sostoyanie-na-gibkoe.html
  12. დიდი ადრონული კოლაიდერი კაცობრიობის ერთ-ერთი გასაოცარი გამოგონებაა. მისი მეშვეობით მოხდა მრავალრიცხოვანი სუბატომური ნაწილაკების - მათ შორის რთულად „დასაჭერი“ ჰიგსის ბოზონის აღმოჩენა. ბოლო პერიოდში ახალი მონაცემები მიუთითებს სტანდარტული მოდელის ფარგლებს გარეთ ახალ აღმოჩენებზე. ეს ფაქტი მეტად საკვირველია, რადგან როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, მათ მიღებული მონაცემების მხოლოდ 1 %-ის გაშიფვრა შეუძლიათ. ასე რომ დიდი ადრონული კოლაიდერის აღმოჩენებს შესაძლებელია დავარქვათ „დიდი გამართლება“. ფიზიკოსები 26,7 კილომეტრიან კოლაიდერს იყენებენ ნაწილაკების სინათლის სიჩქარემდე ასაჩქარებლად, შემდეგ ახდნენ მათ შეჯახებას, რათა ნახონ, შესაძლებელია თუ არა რაიმე ახლის პოვნა. ნაწილაკები ერთმანეთს არნახული სიჩქარით ეჯახება, რაც წარმოუდგენლად დიდი ინფორმაციის მატარებელ მონაცემებს იძლევა. თავის ვებ-გვერდზე CERN-ი აღნიშნავს, რომ წამში ერთი მილიარდი შეჯახება ახდენს 1 პეტაბაიტი ინფორმაციის გენერირებას. ეს კი პრობლემაა, რადგან ამ რაოდენობის მონაცემების შენახვა, რომ აღარაფერი ვთქვათ მათ ანალიზზე, უკიდურესად რთულია. „წამში მთელი 30 მლნ მოვლენა რომ შევინახოთ, ამისათვის დაგვჭირდება 2 ათასი პეტაბაიტი სანახი სივრცე ტიპიური 12-საათიანი სამუშაოს შემთხვევაში. წელიწადის განმავლობაში დიდი ადრონული კოლაიდერი 150 დღეს მუშაობს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვიღებთ თითქმის 400 ათას პეტაბაიტ ინფორმაციას წელიწადში. ამ რაოდენობის ინფორმაციის შენახვა ფიზიკურად შეუძლებელია“ - განაცხადა CERN-ის ფიზიკოსმა ანდრეას ჰეკერმა. „უნდა იქნას ნახსენები მონაცემთა დამუშავებაც. პროცესორების სიმძლავრე საკმარისი არ არის. ჩვენ ვერ ვახერხებთ მონაცემთა დამუშავებს ისევე სწრაფად, როგორადაც ინფორმაციას ვიღებთ“. ამგვარად, აუცილებელი გახდა იმის გადაწყვეტა, თუ ინფორმაციის რა ნაწილი შეინახება და რა - არა. თითოეული 30 მილიონი შეჯახებიდან ხდება მხოლოდ 1200-ის დაფიქსირება. ეს კი მონაცემთა მთლიანი მოცულობის მხოლოდ 0,004%-ს შეადგენს, დანარჩენი 99,996% კი სამუდამოდ იკარგება. აღნიშნული ფაქტი საკმაოდ ცუდად ჟღერს იმის გათვალისწინებით - იქნებ რა გამოვტოვეთ. სწორედ იმისათვის, რომ არ გამოეპაროთ რაიმე საინტერესო ფაქტი, მეცნიერებს სურთ აიგოს ახალი დეტექტორები დიდი ადრონული კოლაიდერისთვის. ასეთ შემთხვევაში მონაცემთა შენახვა და გაშიფვრა დანაკარგების გარეშე შესაძლებელი გახდება. https://hi-news.ru/science/za-vse-vremya-uchenye-rasshifrovali-menee-1-dannyx-bolshogo-andronnogo-kollajdera.html
  13. რადიოტალღები ჯერჯერობით კვლავ რჩება კოსმოსურ აპარატებთან დაკავშირების მთავარ საშუალებად, თუმცა მოძველებულ ტექნოლოგიას მალე შეეხება განახლება, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება დედამიწასა და კოსმოსს შორის შეტყობინებების გაცვლა ბევრად უფრო სწრაფი ტემპით განხორციელდეს. ამისათვის აეროკოსმოსური სააგენტო NASA პროექტ XCOM-ის ფარგლებში ახდენს კავშირის ახალი რენტგენული სისტემის გამოცდას. სისტემის ტესტირება ჩატარდება საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, ეს გამოცდა უახლოეს თვეებშია დაგეგმილი. სააგენტო აპირებს კავშირის ახალი სისტემის გამოსაცდელად გამოიყენოს ორი ინსტრუმენტი. პირველია საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გარედან დამონტაჟებული აპარატი - NICER-ი, რომელიც ახდენს ნეიტრონული ვარსკვლავიდან გამომავალი რენტგენული გამოსხივების ფიქსაციას. რენტგენული გამოსხივების მოდულირებული წყაროს მოწყობილობა (MXS) მეორე მოწყობილობა იქნება რენტგენული გამოსხივების მოდულირებული წყარო (MXS), რომელიც ასევე საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ბორტზე დაყენდება. მისი მეშვეობით წარმოიქმნება ორმაგი შეტყობინებების კოდირება რენტგენის სხივებში, რომლებიც შემდეგ გადაეცემა NICER-ს. ეს უკანასკნელი კი მათ გაშიფრავს. ამ ორ მოწყობილობას შორის დაშორება 50 მეტრი იქნება. გადაცემული შეტყობინება იქნება მარტივი, რათა მოწყობილობამ შეძლოს მისი დაჭერა და სწორად გაშიფვრა. თუკი პირველი ტესტირება წარმატებით ჩაივლის, შემდგომში განხორციელდება უფრო რთული შეტყობინებების გადაცემა. თუკი ყველაფერი გეგმის მიხედვით ჩაივლის, რენტგენული კავშირი მონაცემთა გადაცემისთვის გამოყენებული იქნება მთელ რიგ კოსმოსურ აპარატებში. რენტგენის სხივებს შედარებით მოკლე ტალღები აქვთ რადიოტალღებსა და კავშირის ლაზერულ სისტემებთან შედარებით. ეს ნიშნავს, რომ მათი მეშვეობით შესაძლებელი იქნება გადაიცეს მეტი მონაცემი უფრო მჭდრო სხივებით. გაიზრდება შეტყობინებების გადაცემის სიჩქარე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიდი მანძილით დაშორებული კომუნიკაციის შემთხვევაში. რენტგენული სისტემის კიდევ ერთი პოტენციური უპირატესობა ის გახლავთ, რომ რენტგენის სხივებს შეუძლიათ გააღწიონ ცხელ პლაზმაში, რომელიც როგორც წესი ხელს უშლის ან წყვეტს რადიოტალღების გადაცემას - მაგალითად, კავშირი ფერხდება იმ დროს, როდესაც კოსმოსური აპარატი გადის დედამიწის ატმოსფეროს მჭიდრო ფენაში. ამგვარად, რენტგენული სისტემა კოსმოსური აპარატების ეკიპაჟის წევრებს საშუალებას მისცემს მუდმივად იმყოფებოდნენ მართვის ცენტრთან კავშირში. https://hi-news.ru/technology/nasa-provedet-na-mks-ispytaniya-rentgenovskoj-sistemy-peredachi-soobshhenij.html
  14. ამერიკული ბირჟა Coinbase-ის თანადამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა აღწერა კრიპტოვალუტების უსაფრთხოდ დაცვასთან დაკავშირებული ოთხი ფართოდ გავრცელებული და, მისი აზრით, დამაბნეველი შეხედულება. არმსტრონგის სტატია გამოქვეყნდა 22 თებერვალს The Ledger-ის კრიპტოვალუტებზე ფოკუსირებული რუბრიკების სეგმენტში. ცივი საცავები (cold storage) - ეს არის საშუალება - შენახულ იქნას კრიპტოვალუტები და მომხმარებლების პრივატული გასაღებები ავტომატურ რეჟიმში ქურდობისგან დაცვის უზრუნველყოფით. ცხელი საცავები პირიქით - გულისხმობს მოწყობილობაში შენახვას, რომელსაც აქტიური კავშირი აქვს ინტერნეტთან. არმსტრონგის პირველი არგუმენტი იმაში მდგომარეობს, რომ ცხელი საცავები მუდამ აუცილებელია მოქნილობისა და სისწრაფის უზრუნველყოფისთვის, რაც გარდაუვალია გარიგებების განსახორციელებლად. იგი აღნიშნავს, რომ ზოგიერთი პლატფორმა მომხმარებლებს over-the-counter (OTC) ვაჭრობის საშუალებას აძლევს, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაბამისი თანხები ავტონომიურ რეჟიმში შენახული რჩება მანამდე, სანამ გარიგება არ დასრულდება. როგორც ცნობილია, კომპანია BitGo-სა და Bitcoin (BTC) OTC -ის ერთობლივი სავაჭრო პლატფორმა Genesis Global Trading ანალოგიურად აძლევს მომხმარებლებს საშუალებას - ივაჭრონ კრიპტოებით ცივი საცავებიდან თანხის უკან გამოთხოვის გარეშე. არმსტრონგის მეორე პუნქტი ეხება proof-of-stake-ზე (PoS) დამყარებულ კრიპტოებს. იგი აღნიშნავს, რომ PoS-ქსელში მონაწილეობა და მონეტების გაყიდვიდან შემოსავლის მიღება არ ნიშნავს აუცილებლად იმას, რომ ისინი ცხელ საფულეებში უნდა ინახებოდეს. გენერალურ დირექტორს მაგალითად მოჰყავს კრიპტო პროექტი Tezos-ი, რომელიც ტოკენების მფლობელებს საშუალებას აძლევს მოახდინონ თავიანთი staked-რესურსების დელეგირება ე.წ. „საცხობში“ (baker), რომელიც თანხის მცირე ნაწილს ცხელ მდგომარეობაში ინახავს მოგების მისაღებად - ამასთან, მომხმარებლების თანხები უსაფრთხოდ რჩება ავტონომიურ რეჟიმში. მესამე - არმსტრონგი გამოჰყოფს ურთიერთობებს მათ შორის, ვინც ერთ გასაღებს ფლობს (single-key holders) და იმაში, არის თუ არა საცავი ცხელი ან ცივი. იგი აღნიშნავს, რომ კრიპტოვალუტების უსაფრთხოდ შენახვის გადაწყვეტილებები საჭიროებს რამოდენიმე გასაღებს იმის მიუხედავად, შენახული თანხები იმყოფება თუ არა ავტონომიურ რეჟიმში. ( არმსტრონგი ამბობს, რომ უსაფრთხოების კუთხით გასაღებების რაოდენობა არაა პირდაპირ კავშირში - საცავი ცხელია თუ ცივი, მნიშვნელოვანია ის, რომ მრავალგასაღებიანი გადაწყვეტილება უსაფრთხოა მიუხედავად საცავის ტიპისა). და ბოლოს - გენერალური დირექტორი მოიხსენიებს აპარატული უსაფრთხოების მოდულებს და ამტკიცებს, რომ მათ შეუძლიათ მიუახლოვდნენ ცივი საცავის უსფრთხოების დონეს და ეჭვგარეშეა, სასარგებლონი იქნებიან შენახვის არქიტექტურისთვის. თუმცა, მიუხედავად ამისა, ეს მოდულები ვერ გაუტოლდება მას. არმსტრონგი თავის სტატიას ასრულებს ჩანაწერით: „ცხელ საცავებთან დაკავშირებით უამრავი დეტალია, რომელიც გჭირდებათ თქვენი თანხების უსაფრთხოდ შენახვისთვის. შესაძლებელია თუ არა ყველა ამ დეტალის გათვალისწინება და ყველაფრის სწორად შესრულება? - დიახ, შესაძლებელია და ჩემთვის მოსახერხებელია ცხელი საცავის გამოყენება გონივრული რაოდენობის თანხისთვის. შემიძლია თუ არა ვთქვა, რომ ამ დეტალებში მთელი ჩემი საქმიანობა ბოლომდე მართებულია? ალბათ, არა“. https://cointelegraph.com/news/coinbase-ceo-brian-armstrong-tackles-four-myths-about-crypto-custody
  15. კომპანია Intel-ი გამოსაშვებად ამზადებს ახალ პროცესორებს, რომლებიც შეავსებენ კომპანიის წინა თაობების, გასული წლის ბოლოს გამოსული ჩიპების სერიას. საუბარი ეხება 14-ნანომეტრიან დესკტოპ-ჩიპებს - Celeron-ს, Pentium-სა და Core-ს, აგრეთვე სხვადასხვა სერიის Xeon-ის სერვერულ ჩიპებს. გავრცელებული ინფორმაციით უახლოეს დროში უნდა ველოდოთ Core 9000 სერიის პროცესორებს. მაგალითად, მზადდება Core i5-9600 და i5-9500. აგრეთვე მზადებაშია T-სერიის პროცესორები, რომელთა TDP დონე 35 ვტ-მდეა განსაზღვრული. Core i7-9700 და Core i9-9900 პროცესორების, აგრეთვე მათი T-სერიის ვერსიების შესახებ ამჟამად არაფერია ცნობილი, ისინი ჩამონათვალში არ არის ნახსენები, ასე რომ სავარაუდოდ მათი წარდგენა უფრო მოგვიანებით მოხდება. გარდა ამისა, Intel-ი ამზადებს Pentium-ისა და Celeron-ის სერიის ახალ პროცესორებს. Pentium G5620 და G5600F მოდელებს დაემატება Pentium G5420 და G5420T, რომლებსაც დიდი ალბათობით ასევე ექნებათ ორ-ორი ბირთვი და ოთხ-ოთხი ნაკადი, თუმცა შედარებით დაბალი სიხშირის დონე. Celeron-ის სერიას დაემატება პროცესორები - G4930, G4930T და G4950. სამივე მათგანი წარმოდგენილი იქნება ორი ბირთვითა და ორი ნაკადით. რაც შეეხება სერვერულ პროცესორებს, სახელწოდებით Xeon - აქ Intel-მა თავისი ასორტიმენტის სრული განახლება განახორციელა. როგორც ცნობილია, მწარმოებელი უკვე რამოდენიმე კვირაა ახდენს Cascade Lake-SP პროცესორების მიწოდებას. ისინი დაყოფილია შემდეგ თაობებად: Silver 4200, Gold 5200, Gold 6200 და Platinum 8200. ეს პროცესორები თავიანთი წინამორბედებისგან- Skylake-SP-ს თაობის პროცესორებისგან განსხვავდებიან ტაქტის უფრო მაღალი სიხშირით. მაგალითად, 28-ბირთვიანი Xeon Platinum 8180 ფლობს 2,5 გჰც საბაზისო სიხშირეს, მისი შთამომავალი Xeon Platinum 8280-ის საბაზისო სიხშირე კი 2,7 გჰც-ის ტოლია. და ბოლოს - Intel-ი ამზადებს ახალ პროცესორებს - Xeon E-ს LGA 1151v2 შესრულებით სამუშაო სადგურებისა და მცირე სერვერებისთვის. ამ ახალ პროცესორებს ექნება ოთხიდან რვამდე რაოდენობის ბირთვი და ოთხიდან თექვსმეტამდე ნაკადი იმის მიხედვით, თუ რა მოდელია. Xeon E 22xx ჩიპებს უფრო მოკრძალებული სიხშირეები ექნება, ვიდრე მათ სამომხმარებლო „ნათესავებს“ - Coffee Lake Refresh-ის Core-სერიიდან. არსანიშნავია, რომ ახალი სერიის Xeon E 22xx პროცესორებში ხელმისაწვდომი იქნება როგორც ჩვეულებრივი მოდელები, აგრეთვე მოდელები ინტეგრირებული გრაფიკით. ეს უკანასკნელი სახელწოდებებში წარმოდგენილი იქნება G სუფიქსით. Xeon E-2224 3.4 გჰც 4/4; Xeon E-2224G 2.5 გჰც 4/4; Xeon E-2226 3.4 გჰც 6/6; Xeon E-2234 3.6 გჰც 4/8; Xeon E-2236 3.4 გჰც 6/12; Xeon E-2244G 3.8 გჰც 4/8; Xeon E-2246G 3.6 გჰც 6/12; Xeon E-2274G 4.0 გჰც 4/8; Xeon E-2276G 3.8 გჰც 6/12; Xeon E-2278G 3.4 გჰც 8/16; Xeon E-2286G 4.0 გჰც 6/12; Xeon E-2288G 3.7 გჰც 8/16. https://3dnews.ru/983141
  16. უახლოეს პერიოდში NVIDIA მნიშვნელოვნად გააფართოვებს საშუალო ფასის სეგმენტის Turing-ის თაობის გრაფიკული ბარათების სერიას. GeForce GTX 1660 Ti ბარათის შემდეგ მარტის დასაწყისში კომპანია გამოუშვებს GeForce GTX 1660-ს, მარტის ბოლოს კი დაანონსდება უფრო ხელმისაწვდომი გრაფიკული ბარათი GTX 1650, რომლის ფასიც 200 დოლარს ქვემოთ იქნება. ეს სამი ვიდეო ბარათი მიეკუთვნება GTX-სერიას, ასე რომ მათგან არ უნდა ველოდოთ Ray-Tracing-ის აპარატულ მხარდაჭერას. უკანასკნელი კვარტალური ანგარიშის გაკეთების დროს Jensen Huang-მა განაცხადა, რომ Turing-ის თაობის ვიდეო ბარათების გაყიდვები მოსალოდნელზე ცუდად მიმდინარებს მათი მაღალი ფასის გამო. ამჯერად კი როგორც ჩანს NVIDIA-ს სურს აღიდგინოს დანაკლისი და ემზადება ერთი მეორეს მიყოლებით რამოდენიმე, საშუალო ფასის გრაფიკული ბარათების გამოსაშვებად, რომლებიც მომხარებლებს მასიურად დააინტერესებს. მაშ ასე, GeForce GTX 1660 Ti შეფასებულია 279 დოლარად, GeForce GTX 1660 კი - 229 დოლარად. გარდა ამისა, Videocardz-ის ინფორმაციით კომპანია არ შემოიფარგლება ამ ორი ბარათით და მარტის ბოლოს გამოუშვებს კიდევ ერთ გრაფიკულ ამაჩქარებელს - GeForce GTX 1650. მისი ფასი 179 დოლარი იქნება და იგი გვევლინება, როგორც GTX 1050 Ti-ს ჩამნაცვლებელი. როგორც მოსალოდნელია, GeForce GTX 1650-ს ექნება ისეთივე წარმადობის დონე, როგორც მასზე ღვირადღირებულ GeForce GTX 1060 ბარათს. ამგვარი შეფასება გამომდინარეობს იქიდან, რომ GTX 1650-ში გამოყენებული იქნება 12-ნანომეტრიანი გრაფიკული პროცესორი TU117 (სავარაუდოდ) Turing-ის 896 shader-ბლოკით. ასევე, GPU-ის საბაზისო სიხშირე უნდა შეადგენდეს 1485 მეგაჰერცს. ამ ჩიპზე დაფუძნებული ვიდეო ბარათები დაკომპლექტდება 4 გიგაბაიტიანი GDDR5 მეხსიერებითა და 128-ბიტიანი bus-ით. GeForce GTX 1650 GeForce GTX 1660 GeForce GTX 1660 Ti GeForce RTX 2060 GPU 12nm FF TU117 12nm FF TU116 12nm FF TU116 12nm FF TU106 CUDA-ბირთვი 896? 1280 1536 1920 მეხსიერების მოცულობა 4 გბ GDDR5 6 გბ/3 გბ GDDR5 6 გბ GDDR6 6გბ GDDR6 Bus-მეხსიერება 128-ბიტი 192-ბიტი 192-ბიტი 192-ბიტი ფასი 179 $ 229 $ 279 $ 349 $ ანონსის თარიღი მარტის ბოლო მარტის დასაწყისი 22 თებერვალი 7იანვარი უნდა აღინიშნოს, რომ რადგანაც GeForce GTX 1650 გაიყიდება Pascal-ის თაობის ვიდეო ბარათ GeForce GTX 1050-ზე ძვირად, არ არის გამორიცხული, რომ სამომავლოდ გამოჩნდეს GeForce GTX 1640. თუმცა ამის შესახებ ამჟამად არანაირი დადასტურებული ინფორმაცია არ არსებობს. https://3dnews.ru/983169
  17. ავტომობილების მწარმოებლები ისწრაფვიან, რომ მგზავრობას მძღოლებისა და მგზავრებისთვის მოჰქონდეს სასიამოვნო ემოციები არა მხოლოდ სწორ, არამედ ბორცვიან გზებზე მოძრაობისას. მაქსიმალურად კომფორტული მოძრაობის ტექნოლოგიის შექმნა ყველაზე უკეთ ამ დროისთვის ბოსტონურმა კომპანია ClearMotion-მა შეძლო. კომპანიამ მთლიანად შეცვალა ავტომობილის საკიდი სისტემა, რათა იგი მომენტალურად რეაგირებდეს თითოეულ ბორცვზე და ანეიტრალებდეს რყევას მგზავრობის დროს. როგორც ჩანს, ტექნოლოგია მალე დაინერგება რეალურ ავტომობილებში - კომპანიამ მოიზიდა 115 მლნ დოლარის ოდენობით ინვესტიციები და მზადაა მიმდინარე წელსვე დაიწყოს პროდუქტის გამოშვება. ClearMotion-ის მიერ შექმნილი ახალი თაობის შასები აღჭურვილია ოთხი ელექტროჰიდრავლიკური მოწყობილობით, რომლებიც მიმაგრებულია თითოეული საბურავის ამორტიზატორზე. ისინი აგროვებენ და ინახავენ მონაცემებს გზის საფარის მდგომარეობის შესახებ - ინფორმაცია გამოიყენება ავტომობილის მოძრაობის გასათანაბრებლად უსწორმასწორო ზედაპირის მქონე გზებზე. კომპანიამ განაცხადა, რომ ინვესტიციებისა და 10 ათასი საპატენტო განაცხადის მიღების გათვალისწინებით უკვე მზადაა ტექნოლოგია დანერგოს პარტნიორი კომპანიების ავტომობილებში. კომპანიების სახელები ჯერჯერობით საიდუმლოდ ინახება. ClearMotion-ის დამფუძნებელმა განაცხადა, რომ მწარმოებლები ცდილობდნენ შეექმნათ მსგავსი ტექნოლოგია 1980-იანი წლებიდან. მათ თითქმის ოთხი ათწლეული და რამოდენიმე მილიარდი დოლარი დახარჯეს, შედეგად კი ღირებულს ამ დრომდე ვერაფერს მიაღწიეს. სირთულეები მუშაობის დროს ჩნდებოდა ძირითადად ენერგომოხმარებისა და ტექნოლოგიის ღირებულების გამო. კომპანია ClearMotion-მა წარმატებას მხოლოდ 2018 წელს მიაღწია. ClearMotion-ტექნოლოგია გამოყენებული იქნება არა მარტო ჩვეულებრივ ავტომობილებში, არამედ ავტონომიურ ტრანსპორტშიც. საქმე ის არის, რომ მომავლის უპილოტო ავტომობილებში ბევრი მგზავრი მოთავსდება და შესაძლებელი იქნება სალონში დისპლეების დამატება, შესაძლოა სავარძლები განლაგდეს გვერდებზე და მგზავრობის მიმართულების საპირისპიროდაც. ამგვარმა განლაგებამ კი შესაძლებელია გააძლიეროს რყევა მგზავრობისას ცუდ გზებზე, ასე რომ მნიშვნელოვანი იქნება - ავტომობილის შასები მოერგონ გარემოს პირობებს. https://hi-news.ru/auto/avtomobili-2019-goda-nauchatsya-plavnoj-ezde-po-uxabistym-dorogam.html
  18. ამ დროისთვის ვირტუალური რეალობის ყველაზე გავრცელებულ საშუალებად ითვლება სპეციალური სათვალეებისა და ჰედსეტების გამოყენება. თუმცა არსებობს სხვა საშუალებებიც - მაგალითად, გამოსახულების პროეცირება პირდაპირ თვალის ბადურაზე ან მოცულობითი გამოსახულების შემქმნელი დისპლეების გამოყენება. უკანასკნელი მეთოდი იშვიათად გამოიყენება, რადგანაც საჭიროა ამგვარ ეკრანებს მხოლოდ განსაზღვრული კუთხიდან უყუროთ. კანადელმა მკვლევარებმა მოაგვარეს ეს ნაკლოვანება - მათ შექმნეს სფეროსმაგვარი დისპლეი 360-გრადუსიანი თვალთახედვის კუთხით. ბროლის ბურთის - “Crystal”-ის დიამეტრი 60 სანტიმეტრია. სფეროსებრი გამოსახულების შექმნისთვის გამოყენებულია ოთხი პროექტორი. პროეცირებული გამოსახულების ყურება ერთდროულად ორ ადამიანს შეუძლია მსუბუქი სათვალეების მეშვეობით - თითოეული სათვალე სხვადასხვა გამოსახულებას უჩვენებს. მომხმარებლებს შეუძლიათ იარონ სფეროს ირგვლივ და სხვადახვა რაკურსიდან იხილონ გამოსახულებები: სათვალე მუდმივად განსაზღვრავს მათი სხეულის ადგილმდებარეობას სფეროსებრ დისპლეისთან მიმართებაში. ითვლება, რომ ტექნოლოგია გამოყენებული იქნება მრავალპერსონაჟიან თამაშებში, 3D-მოდელირებასა და ვიდეოკონფერენციებში. სფეროს ერთ-ერთმა შემქმნელმა განაცხადა, რომ ამგვარი სფეროს გამოშვებით მათ არ სურთ კონკურენცია გაუწიონ ვირტუალური რეალობის სათვალეებს. მათი ტექნოლოგია ვერ შეძლებს VR-ის ჩანაცვლებას და იგი საინტერესო იქნება მხოლოდ გარკვეული ამოცანების შესრულებისას - მაგალითად, ასეთებია ზემოთხსენებული ვიდეოკონფერენციები და 3D-ობიექტების შექმნაზე ერთობლივი სამუშაო პროცესი. https://hi-news.ru/technology/sharoobraznyj-displej-prodemonstriroval-novyj-vid-virtualnoj-realnosti.html
  19. 20 თებერვალს ჰარვარდის იურისპრუდენციის პროფესორთან, Jonathan Zittrain-თან ინტერვიუში Facebook-ის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა განიხილა სამომხმარებლო მონაცემების ბლოკჩეინის საფუძველზე ავტორიზაციის შედეგები. ისეთ საკითხებზე საუბრისას, როგორებიცაა მომავლის ტექნოლოგიები და სოციუმი, ცუკერბერგმა აღნიშნა, რომ იგი Facebook-ს მადეცენტრალიზებელ ძალად თვლის. მან განაცხადა, რომ მისი თაობის ადამიანები დაინტერესდნენ/ჩათრეულ იქნენ ტექნოლოგიაში, რადგან „იგი ხალხს აძლევს ძალაუფლებას და არა მასობრივ ცენტალიზაციას“. ცუკერბერგმა აღნიშნა, რომ განიხილავს ბლოკჩეინის გამოყენების პოტენციურ ვარიანტს, რომლითაც მომხმარებლები შეძლებენ გააკონტროლონ თავიანთი მონაცემები და დაამატა: „რეალურად, იღებთ თქვენს ინფორმაციას, ინახავთ მას რაიმე დეცენტრალიზებულ სისტემაში და გაქვთ შესაძლებლობა შეხვიდეთ სისტემაში შუამავლებისგან გვერდის ავლით“. მარკმა ასევე აღნიშნა, რომ დეცენტრალიზებული ტექნოლოგიის ინტენსიური გამომთვლელი პროცესები საბოლოო ჯამში გადალახული იქნება, თუმცა არსებობს მორალური ქვეტექსტებიც. „ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში უფრო მეტად საინტერესო კითხვები ვერ განხორციელდება, ისინი წარმოადგენს უფრო ფილოსოფიურ კითხვებს ამგვარი სისტემის სრულყოფისთვის“. - ცუკერბერგმა ისიც განაცხადა, რომ დეცენტრალიზებული სისტემა შეძლებს მომხმარებლებს მისცეს თავიანთ მონაცემებზე კონტროლის უფრო მეტი საშუალება, თუმცა ამავე დროს შესაძლოა შეიქმნას ბოროტად გამოყენების ალბათობა და ნებისმიერ პრობლემაზე დახმარების გაწევა უფრო რთული იქნება, ვიდრე ეს ცენტრალიზებული სისტემის შემთხვევაშია. ცუკერბერგის თქმით, იმის ერთ-ერთი მაგალითი, რომ კომპანია მიიწევს უფრო დეცენტრალიზებული სტრუქტურისკენ - არის შეტყობინებების გაცვლის სერვისში მის მიერ წარმოდგენილი დაშიფვრის სისტემა. მარკმა აღწერა დაშიფვრის უპირატესობები, როგორებიცაა კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება და აღნიშნა, რომ „მომხმარებლები Facebook-ისგან ელიან, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რათა ტერორისტებმა ვერ შეძლონ ხალხის დარწმუნება ბავშების ექსპლუატაციაში“. მიმდინარე თვეში Facebook-მა შეიძინა Chainspace - პირველი შენაძენი, რომელიც ბლოკჩეინთანაა დაკავშირებული. როგორც ცნობილია, სტარტაპი მუშაობდა ბლოკჩეინის მასშტაბირების პრობლემებზე, კერძოდ, იყენებდა სეგმენტირებას (sharding) სმარტ-კონტრაქტებთან. თუმცა, როგორც ცნობილია, Facebook-მა ხსენებული სტარტაპი პირველ რიგში შეიძინა იმ მიზნით, რომ თავის თანამშრომლებს გამოცდილება და საჭირო უნარები შესძინოს, და არა იმ სერვისებისა თუ პროდუქტებისთვის, რომელსაც Chainspace აწარმოებს. https://cointelegraph.com/news/mark-zuckerberg-considers-blockchain-authorization-of-data-in-recent-interview
  20. ექსპერტების ჯგუფმა, რომელშიც ჰაკერები და უფლებადამცველებიც შედიან, სახელმწიფოს მოუწოდეს შემუშავდეს მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც აიკრძალება ისეთი იარაღის შექმნა და გამოყენება, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი აკონტროლებს - წერს BBC. მეცნიერებისა და უფლებადამცველების განცხადებაში ნათქვამია, რომ იარაღმა, რომელიც მხოლოდ ხელოვნური ინტელექტით კონტროლდება, შეიძლება დახოცოს უდანაშაულო ხალხი, რადგანაც დამოუკიდებლად აირჩევს სამიზნეს. „რა თქმა უნდა, საუბარი არ ეხება მოსიარულე რობოტ-ტერმინატორებს, რომლებიც მსოფლიოს დაპყრობას აპირებენ. ჩვენ გვაშფოთებს უფრო რეალური რამ - ჩვეულებრივი შეიარაღების სისტემები ავტონომიურობის ელემენტებით. დრონები, სამხედრო თვითმფრინავები, რობოტი-დარაჯები, რომელთაც შეუძლიათ დამოუკიდებლად გახსნან ცეცხლი მცირე მოძრაობის დროსაც კი. ეს ყველაფერი ავტონომიური იარაღის წინამორბედია“ - აცხადებს Human Rights Watch-ის დირექტორი მერი უერჰემი. ავტონომიური იარაღის გამოყენებისას ბოლომდე ნათელი არ არის, ვინ არის დამნაშავე იმ შემთხვევაში, თუკი რობოტი გადაწყვეტს უდანაშაულო პირის ლიკვიდაციას - აღნიშნავს სამხედრო ტექნოლოგია Clearpath Robotics-ის ტექნიკური დირექტორი Ryan Gariepy. ალგორითმს, რომელზეც მოწყობილობა მუშაობს, წერენ პროგრამისტები, თუმცა მათ ამოცანას სამხედრო პირები უსახავენ, რომლებიც ხშირად ათასობით კილომეტრით არიან დაშორებულნი იმ ადგილს, სადაც საბრძოლო მოქმედება მიმდინარეობს. მცირე ხნის წინ ქვეყანათა ჯგუფი (მათ შორის აშშ და რუსეთიც) გამოვიდნენ აკრძალვის წინააღმდეგ. მაგალითად, პენტაგონს განზრახული აქვს ხელოვნური ინტელექტის შემუშავება-განვითარებაში უახლოეს წლებში 2 მლრდ დოლარზე მეტი ჩადოს. გარკვეული პერიოდის წინ Google-მა უარი განაცხადა მონაწილეობა მიეღო პენტაგონის 10 მლრდ დოლარიან კონკურსში, რომელიც ეხებოდა cloud-გამოთვლებსა და სამხედრო ტექნოლოგიებში ხელოვნური ინტელექტის შემუშავებას. კომპანიის უარი მისი თანამშრომლების პროტესტით იყო განპირობებული. https://hightech.fm/2019/02/19/stormy
  21. ორგანიზაცია Gateway foundation-ის ინჟინრებმა გაახმაურეს აზრი - დედამიწის ორბიტაზე აშენდეს მბრუნავი კოსმოსური სადგური, რომლის იდეაც 50-იან წლებში წამოაყენა ერთ-ერთმა გერმანელმა რაკეტათმშენებლობის ინჟინერმა და მისია „Appolo”-სთვის რაკეტის შემქმნელმა - ვერნერ ფონ ბრაუნმა. ვერნერ ფონ ბრაუნი - გერმანელი მეცნიერი და ინჟინერი, აშშ-ში გადავიდა 1945 წელს. იგი გახდა რაკეტათმშენებლობის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელობდა Saturn-5-ის აწყობას. ამ რაკეტამ მთვარეზე წაიყვანა Appolo-11-ის ეკიპაჟი და კიდევ რამოდენიმე პილოტირებული აპარატი. შემდგომში ფონ ბრაუნი გახდა NASA-ს მარშალის სახელობის კოსმოსური ფრენების ცენტრის დირექტორი და სწორედ ამ პერიოდში მოახდინა მან ველოსიპედის ბორბლისმაგვარი კონსტრუქციის იდეის პოპულარიზაცია. თუკი რგოლი სივრცეში ბრუნავს, ინერციასა და ცენტრიდანულ ძალას შეუძლიათ შექმნან თავისებური ხელოვნური გრავიტაცია. ეს ადამიანებს საშუალებას მისცემს იარონ კონსტრუქციის იატაკზე ისევე, როგორც დედამიწაზე დადიან და არ მოუწიოთ ფრენა, როგორც ეს ამჟამად საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ყოფნისას ხდება. ამ იდეის რელიზება გადაწყვიტეს Gateway foundation-ის ინჟინრებმა - დაგეგმილია, რომ რგოლის გარშემო განთავსდება კაფსულები, რომელთა შესყიდვაც შეეძლებათ სახელმწიფო და კერძო აეროკოსმოსურ კომპანიებს, რათა იქ შემდგომში კვლევები ჩაატარონ. ზოგიერთი კაფსულა გაიყიდება დედამიწის ყველაზე მდიდარ მაცხოვრებლებზე სურვილისამებრ, ზოგიერთს კი გამოიყენებენ როგორც სასტუმროს ნომრებს კოსმოსური ტურისტებისთვის. მაკავშირებელი განყოფილება განთავსებული იქნება სადგურის ცენტრში - ამ ადგილიდან მოხდება ადამიანებისა და ტვირთის გადანაწილება ლიფტებით კაფსულებისკენ. იდეის ავტორები აპირებენ, რომ ფონ ბრაუნის მბრუნავი სადგურის მშენებლობის თანხა გამოიმუშაონ ლატარეით - ისინი გეგმავენ, რომ პროექტის დაფინანსებაზე მოელაპარაკონ ორგანიზაციებს, რომლებიც შეძლებენ მოგებისას მონაწილეებს ორბიტის მიმართულებით ბილეთები აჩუქონ. ამგვარმა ლატარეებმა გასულ წელს აშშ-ს დაახლოებით 70 მლრდ დოლარის მოგება მოუტანა, მთელ მსოფლიოს კი - 300 მილიარდზე მეტი. ეს თანხა იმაზე ორჯერ მეტია, რაც საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მშენებლობაზე დაიხარჯა და ეს მხოლოდ ერთი წლის მოგებაა. https://hightech.fm/2019/02/19/gateway-project
  22. Samsung-ს დასაკეცი სმარტფონის წარდგენის პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა მისი დამატებითი მახასიათებლების შესახებ. Galaxy Fold-ს აქვს დრეკადი უჩარჩოო ეკრანი Infinity Flex Display, რომლის დიაგონალის ზომა 7,3 დუიმს შეადგენს. მისი წყალობით შესაძლებელია პლანშეტი დაიკეცოს და გარდაიქმნას კომპაქტურ სმარტფონად. Galaxy Fold, როგორც ჩანს, დამოუკიდებელი კატეგორიის მოწყობილობად გვევლინება. იგი, როგორც მწარმოებელი აღნიშნავს, თავის თავში აერთიანებს ნოვაციებს მასალებში, დაპროექტებასა და დისპლეების წარმოების ტექნოლოგიებში. მათზე მუშაობა მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამგვარი დრეკადი დისპლეი რომ მიეღო, Samsung-მა შექმნა ახალი პოლიმერული შრე, რომლის წყალობითაც პანელის სისქე ორჯერ შემცირდა, უზრუნველყოფილ იქნა აუცილებელი მოქნილობა, სიმტკიცე და გამძლეობა. კომპანიამ აგრეთვე შეიმუშავა მექანიზმი, რომლითაც სმარტფონი მარტივად იშლება, წიგნივით. მაერთებელი მოდული, რომელიც სმარტფონის კორპუსშია დამალული, საიმედოდ იცავს შიდა დისპლეის ნაწილსა და მექანიზმს დაკეცვისას, უზრუნველყოფს უწყვეტ მუშაობას ინტენსიური გამოყენების დროსაც კი. საინტერესოა, რომ სმარტფონს არ აქვს დისპლეიზე ინტეგრირებული დაქტილოსკოპიური სკანერი, იგი იმ ადგილას მდებარეობს, სადაც ცერა თითი ხვდება მოწყობილობის ხელში ჭერისას. ამავე ადგილასვეა განთავსებული ლოგოტიპიც. სმარტფონში გამოყენებულია განსაკუთრებული სირთულის კვების სისტემა ორი ბატარეით. Galaxy Fold-ს აქვს სწრაფი უსადენო დატენვის რეჟიმი, აგრეთვე შესაძლებელია უსადენო რეჟიმში დაიტენოს სხვა თავსებადი მობილური მოწყობილობებისგან. ახალი კონსტრუქცია სასარგებლო იქნება იმ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია მოზრდილი ეკრანით სარგებლობა. დარეკვის ან შეტყობინებაზე პასუხის გასაცემად საკმარისია ფრონტალური პანელის გამოყენება. ხოლო როცა საჭიროა ერთდროულად რამოდენიმე აპლიკაციაზე მუშაობა ან რაიმეს ყურება - შეგიძლიათ გამოიყენოთ ფართე დისპლეი. სმარტფონს უნიკალური სამომხმარებლო ინტერფეისი აქვს, რომელიც ახალი შესაძლებლობებისა და სმარტფონის მთელი პოტენციალის აღმოჩენის საშუალებას იძლევა. მაგალითად, შესაძლებელია ერთდროულად სამი აპლიკაციის გახსნა. პლატფორმას ორმაგი ეკრანის მხარდაჭერა აქვს: ინტერფეისი საშუალებას იძლევა მარტივად გადაერთოს გარე დისპლეი შიდაზე და პირიქით. Samsung-ი პირობას იძლევა, რომ მოახდენს პოპულარული აპლიკაციების ოპტიმიზაციას მოწყობილობის ფორმატის შესაბამისად. მოწყობილობას აქვს მძლავრი, 7-ნანომეტრიანი რვაბირთვიანი პროცესორი და 12 გბ ოპერატიული მეხსიერება. შესაძლებელია სმარტფონის მიერთება დოკ-სადგურთან - Samsung DeX-თან. მოწყობილობას აგრეთვე აქვს Bixby-ს, Knox-ის, Samsung Pay-სა და Samsung Health-ის მხარდაჭერა. Galaxy Fold-ის ტექნიკური მახასიათებლები: ძირითადი ეკრანი: 7,3” QXGA+ Dynamic AMOLED (4.2:3); ფრონტალური ეკრანი: 4,6" HD+ Super AMOLED (21:9); პროცესორი: 7-ნმ ჩიპი / რვა 64-bit CPU; ბატარეა: მოცულობა 4380 მილიამპერი/სთ (სადენიანი დატენვის - QC2.0 და AFC მხარდაჭერა, ასევე უსადენო დატენვა - WPC და PMA); ოპერატიული მეხსიერება: 12 გიგაბაიტი LPDDR4x; ფლეშ-მოდული: 512 გბ UFS3.0. ფრონტალური კამერა დაკეცვისას: 10 მეგაპიქსელი f/2,2; ფრონტალური კამერა გახსნილი მდგომარეობისას: 10 მეგაპიქსელი f/2,2 + 8-მპ RGB-კამერა - f/1,9; ძირითადი კამერა: 16-მპ სუპერფართე ფორმატიანი f/2,2; 12-მპ ფართეფორმატიანი, OIS, f/1,5 ან f/2,4; 12-მეგაპიქსელიანი ტელეფოტო, OIS, f/2,4; ოპერაციული სისტემა: Android 9.0 Pie საკუთარი ინტერფეისით. Samsung Galaxy Fold გამოვა შემდეგ ფერებში: Space Silver, Cosmos Black, Martian Green და Astro Blue. სმარტფონის ფასი 1980 აშშ დოლარია. https://3dnews.ru/983140
  23. ილონ მასკი ცნობილია გაბედული პროგნოზებით. მან ამჯერად პასუხი გასცა ყველას, ვისაც ეჭვი ეპარებოდა მის შესაძლებლობებში, რომ მსოფლიოს მძღოლებისგან გაათავისუფლებდა: გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ელექტრომობილებში სრული ავტონომიურობის ფუნქციის დამატება დასრულდება 2019 წლის ბოლოსთვის, 2020 წლის ბოლოს კი, მისი თქმით, ფუნქცია იმდენად განვითარდება, რომ მძღოლი შეძლებს ძილს, სანამ ელექტრომობილი მას პარკირების ადგილამდე მიიყვანს. „ვფიქრობ, რომ სრული ავტონომიურობის ფუნქციის შემუშავებას მიმდინარე წელს დავასრულებთ. ავტომობილი შეძლებს გიპოვოთ პარკირებაზე, წაგიყვანოთ და მიგიყვანოთ დანიშნულების ადგილამდე მართვაში ჩარევის გარეშე“ - განაცხადა მასკმა. „ამაში დარწმუნებული ვარ. ეს უდავოა“. დღესდღეობით, Tesla-ს მომხმარებლებს, რომლებიც თანახმანი არიან გადაიხადონ დამატებით 5 ათასი დოლარი, შეუძლიათ განბლოკონ ავტოპილოტის გაფართოებული ვერსია (Enhanced Autopilot) თავიანთ ელექტრომობილებში. ამ ტექნოლოგიის წყალობით მანქანა გადის გზაზე, მძღოლს სთავაზობს შეიცვალოს ან შეინარჩუნოს მოძრაობის ზოლი, ეხმარება ნავიგაციაში გზებისა და მოსახვევების კარნახით. ყოველ შემთხვევაში, ასეა მოცემული მძღოლებისთვის განკუთვნილ ინსტრუქციაში. თუმცა Tesla-ს ელექტრომობილებს არ შეუძიათ იარონ სადაც სურთ - არ მოძრაობენ სამუშაო გზებზე, პარკინგზე, ქალაქში. მასკი დიდი ხანია ამბობს, რომ ეს ერთხელაც აუცილებლად მოხდება. 2016 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის ოქტომბრამდე პერიოდში მომხმარებლებს საშუალება ჰქონდათ გადაეხადათ ზედმეტად 3 ათასი დოლარი „სრული ავტონომიურობის“ ფუნქციისთვის, რომელიც დანაპირების მიხედვით ერთხელაც განიბლოკებოდა პროგრამული უზრუნველყოფის განახლებისას. 2016 წლის ოქტომბრის შემდეგ გამოშვებულ ყველა ელექტრომობილს ყველაფერი აქვს, რაც საჭიროა ამ ფუნქციისთვის. 2017 წლის იანვარში მასკმა განაცხადა, რომ ამ ფუნქციის ელემენტების გამოშვება 3-6 თვეში დაიწყებოდა. ვერც ეს შესრულდა: მასკი გვპირდება - ინჟინრები ვერ ასწრებენ. თვითმართვადი რეჟიმის საკითხის გადახედვა მშვენიერი სიახლეა იმ მომხმარებლებისთვის, ვინც თვეობით ან წლობით ელოდა ფუნქციის გააქტიურებას. ასეა თუ ისე, მასკი ამბობს, რომ კომპანიას კიდევ ერთი წელიწადი დასჭირდება, რომ მისი კომპანიის ავტომობილები სრულიად ავტონომიური გახდეს. სანამ მასკი თამამ პროგნოზებს აკეთებს ავტონომიური ტექნოლოგიის შესახებ, Tesla-ს კონკურენტები სხვა მიმართულებით მიიწევენ და აცხრობენ თავიან პირვანდელ აგრესიულ მიზნებს: გასულ წელს Waymo-მ შეაჩერა ავტონომიური ტაქსების გამოშვების სერვისი და განაცხადა, რომ ავტონომიური მობილი ჯერჯერობით არ არის მზად ფართო პუბლიკაში გასასვლელად - საჭესთან აუცილებლად უნდა დარჩეს მძღოლი უსაფრთხოებისთვის. ეს ტექნოლოგია მეტად რთულია - განაცხადა Waymo-ს აღმასრულებელმა დირექტორმა. აგრეთვე, General Motors-მა განაცხადა, რომ მიმდინარე წელს გამოუშვებს საკუთარ ავტონომიურ ტაქსებს, თუმცა არ იცის ზუსტად როდის და სად. Uber-ის გეგმებიც იცვლება - კომპანია ცდილობს თავი გაიმართლოს შარშანდელ კატასტროფაზე, რომლის შედეგადაც არიზონაში მცხოვრები ქალი დაიღუპა. კომპანიები - Nuro და Aurora თავიანთ ტექნოლოგიებზე სიფრთხილითა და ხმამაღალი განცხადებების გარეშე მუშაობენ. https://hi-news.ru/technology/ilon-mask-polnostyu-samoupravlyaemye-tesla-poyavyatsya-v-2020-godu.html
  24. თანამედროვე ცათამბჯენები უკვე გახდნენ ეპოქის ნამდვილი სიმბოლოები და არა უბრალო შენობა-ნაგებობები. მათში გაერთიანებულია ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიური და არქიტექტურული მიღწევები. დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს კომპანია Foster + Partners-ის პროექტი, რომლის მიხედვითაც ჯერ კიდევ რამოდენიმე წლის წინ დაიწყო სრულიად უჩვეულო ცათამბჯენზე მუშაობა. ეს შენობა არ საჭიროებს წყლის კომუნიკაციებს. საჭირო წყალს იგი წვიმისგან მიიღებს. ამასთან, შენობას სხვა ფრიად საინტერესო განსაკუთრებულობებიც გააჩნია. ხსენებული ცათამბჯენი აშენდება კომპანია China Merchant Bank HQ-სთვის და განთავსდება ჩინეთის ქალაქ შენჟენში. შენობის სიმაღლე იქნება 300 მეტრი და მას ექნება ძირითადად საოფისე დანიშნულება. ნაგებობის მთლიანი ფართობი 130 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს. საინტერესოა, რომ დამხმარე სტრუქტურული ელემენტები განლაგებული იქნება აღმოსავლეთ და დასავლეთ ფრთებზე, რაც საშუალებას იძლევა გაიზარდოს შიდა სივრცე იმის ხარჯზე, რომ შიგნით არ იქნება სვეტები. შენობის მთავარი განსაკუთრებულობა გამოიხატება შემდეგში: კომპანია Foster + Partners-ი ძირითად აქცენტს აკეთებს ხსენებული ცათამბჯენის „ავტონომიურობაზე“. როგორც არქიტექტორები აცხადებენ, წყლის შეგროვების განსაკუთრებული სისტემა საშუალებას იძლევა შეგროვდეს და შეინახოს წვიმის წყლის 70%, რითიც უზრუნველყოფილი იქნება მთელი შენობა. ეს ყველაფერი არ არის: შენობას აქვს მზის სითბოს აკუმულირების სისტემაც, რაც საშუალებას იძლევა გათბეს შენობა და წინასწარ შეგროვებული წყლის მარაგიც. „შენობა იქნება ბანკის უმაღლესი სტატუსის სიმბოლო, რომელიც მოიცავს ძლიერ მემკვიდრეობასა და მომავლის მტკიცე ხედვას“ - განაცხადა Foster+Partners-ის ხელმძღვანელმა გრანტ ბრუკერმა. შენობა დაკავშირებული იქნება მეტროსთან და სამხრეთ ჩინეთის ზღვის სანაპიროსთან. ამასთან, ცათამბჯენის დაფინანსებაში მონაწილეობას იღებს ჩინეთის ხელისუფლებაც, რაც მეტად რეალურს ხდის მის რეალიზებას. https://hi-news.ru/eto-interesno/v-kitae-vozobnovili-stroitelstvo-avtonomnogo-neboskreba.html
  25. იმისათვის, რომ შემცირდეს ნარჩენები და პლანეტა გლობალური დათბობისგან დაიცვან, მსოფლიოს ბევრი ქვეყანა ცდილობს გადავიდეს ენერგიის განახლებად წყაროებზე. ამისათვის აგებენ მზისა და ქარის ელექტროსადგურებს, რომლებიც დედამიწის ფართობის დიდ ნაწილს იკავებს. თუმცა მეცნიერები თვლიან, რომ ამგვარ წყაროებს არ შეუძლიათ შეაჩერონ კლიმატური კატასტროფა ისე სწრაფად, როგორც საჭიროა - ნარშირბადის კონცენტრაცია ძალიან ნელი ტემპით შემცირდება. ამგვარად, მზის და ქარის ენერგიის საუკეთესო ალტერნატივად ითვლება ბირთვული ენერგია და ამაზე საუბრობენ როგორც მეცნიერები, ასევე ცნობილი პირები, მაგალითად ბილ გეითსი. იანვრის დასაწყისში პოლიტოლოგმა ჯოშუა გოლდშტეინმა და ენერგეტიკოსმა სტეფან კვისტმა გამოაქვეყნეს ესსე, რომელშიც ახსენეს კლიმატოლოგების ყველაზე საშინელი პროგნოზი: კლიმატში გარდამტეხი მომენტი დადგება 30 წელში. მეცნიერები თვლიან, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მსოფლიოს ყველა ქვეყანა გერმანიის მაგალითს მიბაძავს და დანერგავს რაც შეიძლება მეტ განახლებადი ენერგიის წყაროს, სამყაროს 150 წელიწადზე მეტი დასჭირდება, რომ პლანეტა ნორმალურ პირობებში მოექცეს. მეცნიერებმა ასევე აღნიშნეს, რომ ქარისა და მზის ელექტროსადგურების აშენებისთვის საჭირო იქნება დედამიწის ფართობის დიდი ნაწილის დაკავება. მსოფლიოს სჭირდება ელექტროენერგიის უსაფრთხო წყარო, რომელიც ძალიან სწრაფად გახდება უზარმაზარი მასშტაბის მქონე და უზრუნველყოფს უწყვეტ ელექტრომომარაგებას მიუხედავად ამინდისა - თანაც ეს უნდა მოხდეს ელექტროენერგიის წარმოებისთვის განკუთვნილი არეალის გაფართოების გარეშე. გოლდშტეინი და კვისტი მიიჩნევენ, რომ ბირთვული ენერგია ყველა ამ მოთხოვნას აკმაყოფილებს. მათი აზრით, ჩერნობილის კატასტროფის შემთხვევამ მეტად შეუშალა ხელი ბირთვული ენერგეტიკის განვითარებას. მათ ხაზი გაუსვეს, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქება ერთად ერთი შემთხვევაა ბოლო 60 წელიწადში და მან იმაზე ნაკლები ადამიანი შეიწირა, ვიდრე სხვა საწარმოო ავარიებმა. ისინი აგრეთვე თვლიან, რომ ბირთვული ენერგეტიკა გამოჰყოფს იმდენად მცირე ნარჩენებს, რომ ისინი უბრალო ქილაშიც კი ჩაეტევა. ბირთვული ენერგიის აქტიურად გამოყენების მომხრეა ბილ გეითსიც. თავის 2019 წლის მიზნებში მან ჩაინიშნა აშშ-ის ხელისუფლებასთან შეთანხმება ბირთვული ენერგიის გამოყენების გაზრდის შესახებ. 2018 წლის აგვისტოში მან გაახმაურა განზრახვა, რომ სურდა აეშენებინა მინიატურული ბირთვული რეაქტორები - ე.წ. TerraPower-ები, თუმცა ხელისუფლებამ მას არ მისცა ამის განხორციელების ნება უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე. https://hi-news.ru/science/uchenye-yadernaya-energiya-edinstvennoe-spasenie-ot-klimaticheskoj-katastrofy.html
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.