Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5903
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    196

Everything posted by Magdalena

  1. ამერიკულმა არიამ მორიგი ნაბიჯი გადადგა შეიარაღების სისტემების ავტომატიზაციის სფეროში. აშშ-ის სამხედრო ძალებმა მიმართეს ხელოვნური ინტელექტის სფეროში მოღვაწე წამყვან სპეციალისტებს წინადადებით - მიიღონ მონაწილეობა ახალი სახის სამხედრო ტექნიკის შექმნაში, მაგალითად, შეიქმნას ტანკები, რომელთაც ექნებათ შესაძლებლობა - ავტომატურად განახორციელონ მოწინააღმდეგის აღმოჩენა და თავდასხმისთვის მზადება, რაშიც ხელოვნური ინტელექტი იქნება გამოყენებული. ამ სიახლეს ახმაურებს ინტერნეტ-რესურსი Quartz. ახალი პროექტის სახელწოდებაა ATLAS (Advanced Targeting and Lethality Automated Systems). მის ფარგლებში შემუშავებული ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებით აღიჭურვება საბრძოლო მანქანები, თუმცა მოწინააღმდეგის განადგურების ბრძანება მხოლოდ ოპერატორების მიერ გაიცემა - იტყობინება წყარო. ამჟამად არსებული ინფორმაციით, დღესდღეობით მსოფლიოში გამოიყენება რამოდენიმე ასეული სხვადასხვა ტიპის ნახევრად ან სრულიად ავტომატიზირებული საჰაერო თავდაცვითი სისტემა. ეროვნული უსაფრთხოების საკითხში ტექნოლოგიის ექსპერტის, პოლ შარეს თქმით, პროექტი ATLAS-ის იქნება პირველი ეტაპი სახმელეთო შეიარაღებულ ტექნიკაში ავტონომიური სისტემების გამოყენების თვალსაზრისით. ექსპერტის აზრით, ამგვარი სისტემები „ოპერატორებს საშუალებას მისცემს მოახდინონ თავისუფალი დროის მაქსიმიზება საბოლოო გადაწყვეტილებების მისაღებად და ამავე დროს შეამცირონ ცეცხლის გახსნამდე საჭირო მზადების დრო“. გარდა ამისა, ექსპერტი თვლის, რომ საომარი ტექნიკის ავტომატიზაციით შემცირდება მსხვერპლის რაოდენობა როგორც ჯარისკაცებში, ასევე სამოქალაქო პირებში. „ამგვარი სისტემის გამოყენება დროს დაზოგავს. საომარ პირობებში ნახევარ წამსაც კი შეუძლია გადამწყვეტი როლის თამაში. ომის ველზე ხშირად ჩნდება სიტუაციები, როდეაც გარდაუვალია დაუყოვნებელი გადაწყვეტილებების მიღება. თუკი ხედავთ მოწინააღმდეგის საბრძოლო მანქანას, დიდი ალბათობით ისინიც გხედავენ და შეუძლიათ ცეცხლი გახსნან. ავტომატიზირებული სისტემების დანერგვა კი საშუალებას მოგვცემს გაიზარდოს უსაფრთხოებისა და ეფექტურობის დონე“ - აღნიშნავს ექსპერტი. ამგვარი გადაწყვეტილებებით ყველა კმაყოფილი არ არის გასულ წელს მსოფლიოს 26 ქვეყნიდან 116 სპეციალისტისგან შემდგარმა ჯგუფმა მიმართა გაეროს მოთხოვნით - აიკრძალოს ავტონომიური იარაღის წარმოება-გავრცელება. მიმართვის წევრთა სიაში იმყოფება SpaceX-ის გენერალური დირექტორი ილონ მასკი და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მომუშავე კომპანია DeepMind-ის დამფუძნებელი - მუსტაფა სულეიმანიც. გაეროსთვის წარდგენილი მოხსენების ავტორებმა ყურადღება გაამახვილეს გაეროს კონვენციაზე ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ და მოუწოდეს გაფრთხილებისკენ, რომ შეიარაღებაში ახალი შეჯიბრი მსოფლიოს საფრთხეს უქმნის. დოკუმენტში ხაზგასმულია: „თუკი პანდორას ყუთი გაიღება, მისი დახურვა უკიდურესად რთული აღმოჩნდება“. „როდესაც ავტონომიური იარაღი შეიქმნება, მისი საშუალებით შესაძლებელი გახდება ისეთი დონის საომარი მოქმედებების განხორციელება თანაც ისეთ ვადებში, რომ კაცობრიობა ვერც კი გააცნობიერებს მოსალოდნელ შედეგებს. შეიარაღების ახალი ტიპი შესაძლოა აღმოჩნდეს დიქტატორებისა და ტერორისტების ხელში, რომლებიც მას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენებენ. ჰაკერებმა შესაძლოა გატეხონ სისტემები და დაუშვებელი მიზნებისთვის გამოიყენონ“ - ნათქვამია გაეროსადმი მიმართვაში. https://hi-news.ru/technology/v-ssha-reshili-zanyatsya-razrabotkoj-tankov-na-baze-iskusstvennogo-intellekta.html
  2. 2016 წელს Model 3-ის წარდგენისას Tesla-მ პირობა დადო, რომ ეს ელექტრომობილი 35 ათას დოლარად იქნებოდა ხელმისაწვდომი. თუმცა ამ დრომდე დამკვეთებს სთავაზობდნენ მნიშვნელოვნად მეტი ღირებულების მქონე მანქანებს. ამჯერად კი კომპანიამ დაიწყო შეკვეთების მიღება 35 ათას დოლარიან ელექტრომობილებზე. 35 ათას დოლარად შეფასებულ Model 3-ს უკანა წამყვანი თვლები აქვს. ერთ დატენვაზე შეუძლია დაახლოებით 350 კილომეტრის გავლა. 0-დან 100 კმ/სთ-მდე სიჩქარის განვითარებისთვის საჭიროა 5,6 წამი. მაქსიმალური სიჩქარე 210 კმ/სთ-ს აღწევს. 35 ათას დოლარად (თანხის დამატების გარეშე) შესაძლებელია მხოლოდ შავი ფერის Model 3-ის შეძენა. სხვა შეფერილობის ელექტრომობილების ღირებულება იმატებს თვითღირებულებაზე დამატებით 1500-დან 2500 დოლარამდე. ავტოპილოტის ფუნქციისთვის Tesla დამატებით 3 ათას დოლარს ითხოვს. მაგისტრალებზე გამოსაყენებელი ავტონომიური მართვის სისტემა კიდევ 5 ათასი დოლარი ღირს, თანაც, თუკი მომხმარებელი ამ ფუნქციას მანქანის მიწოდების შემდეგ შეუკვეთავს, ფასი უკვე 7 ათასი იქნება. ამგვარად, ნებისმიერი დამატებითი ფუნქცია მნიშვნელოვნად ზრდის საბაზისო ღირებულებას. ილონ მასკმა პირობა დადო, რომ სამომავლოდ კომპანია Tesla გამოუშვებს კიდევ უფრო იაფ ელექტრომობილებს, რომელთა ღირებულებაც 35 ათასს ქვემოთ იქნება. ამის განხორციელება დაახლოებით 2-3 წელში იგეგმება. სამომავლო ელექტრომობილების შესახებ რაიმე სახის დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება. https://3dnews.ru/983617
  3. მარტის ბოლოს EeWrite-ის გუნდი გეგმავს ორგანიზება გაუწიოს Kickstarter-კამპანიას, რათა შეგროვდეს საშუალებები პორტატული მოწყობილობის - E-Pad-ის გამოსაშვებად. მწარმოებლები E-Pad-ს უწოდებენ მსოფლიოში პირველ პლანშეტს, რომელიც წამოდგენილია E Ink ელექტრონული ფურცლითა და 4G/LTE მოდულით, რომელიც განკუთვნილია მეოთხე თაობის მობილურ ქსელში მუშაობისთვის. აროსბრივად, გაჯეტი წარმოადგენს რიდერისა და ჩანაწერების ბლოკნოტის ჰიბრიდს, აქვს სენსორული მართვის მხარდაჭერა, შესაძლებელია მასზე ხელით წერა ან ხატვა Wacom-ფანქრის მეშვეობით. გამოყენებულია პანელი E Ink Carta, რომლის დიაგონალი 10,3 დუიმია. გაფართოება შეადგენს 1872 × 1404 პიქსელს, პიქსელების სიმჭიდროვე - 227 PPI. პროგრამულ პლატფორმად გამოყენებულია ოპერაციული სისტემა Android, არის წვდომა Google Play-ზე. მოწყობილობას აქვს ათბირთვიანი პროცესორი, 2 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება, 32 გიგაბაიტიანი ფლეშ-მოდული, microSD სლოტი, ადაპტერები Wi-Fi და Bluetooth უსადენო კავშირებისთვის, GPS-მიმღები, მიკროფონი და დინამიკი. პლანშეტი 392 გრამს იწონის. E-Pad გაიყიდება დაახლოებით 700 აშშ დოლარად, თუმცა მანამდე კი მწარმოებელ კომპანიებს მისი შეძენა 400 დოლარად შეეძლებათ. https://3dnews.ru/983590
  4. გლაზგოს უნივერსიტეტის ინჟინრებმა დაიწყეს ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი თხევადი აკუმულატორების შექმნაზე მუშაობა. მათი გამოყენებით სრული დამუხტვის დრო რამოდენიმე საათიდან 5-10 წუთამდე შემცირდება - წერს NBC News. ამჟამად ელექტრომობილებში გამოიყენება ლითიუმ-იონური აკუმულატორები, მათში ელექტროლიტების გამოლევისას საჭიროა ხელახალი დატენვა. მკვლევარები გეგმავენ შექმნან ბატარეები, რომლებიც შეივსება დამტენი სითხით ნაცვლად ჩვეულებრივი დატენვისა, რომელიც სადენით ხორციელდება. მეცნიერები თვლიან, რომ ამგვარი აკუმულატორები მიიზიდავს ეკოლოგიური ტრანსპორტის მსურველი მძღოლების ყურადღებას, რადგან ისინი ჯერჯერობით თავს იკავებენ ელექტრომობილის შეძენისგან დატენვისთვის საჭირო დროის ხანგრძლივობის გამო. ამ სიახლემდე გაცილებით ადრე Volkswagen-მა წარმოადგინა ელექტრომობილების პორტატული დამტენი მოწყობილობა - Power Bank MEB - სადგური, რომელსაც კომპანია თავად მიაწვდის იმ ადგილზე, სადაც კლიენტი იმყოფება. მოწყობილობა თავსებადია სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებულ 15 ელექტრომობილთან და შეუძლია ბატარეა 17 წუთში ბოლომდე დატენოს. https://hightech.fm/2019/02/26/electro-battery
  5. გამომცემლობა Bloomberg-მა გამოაქვეყნა საინტერესო გრაფიკი, სადაც ასახულია თუ როგორ ძვირდებოდა ფასები Apple-ის, Samsung-ისა და Google-ის ფლაგმანურ სმარტფონებზე. Google-ის სმარტფონების ისტორია მხოლოდ 2016 წლიდან იწყება, როდესაც გამოვიდა პირველი თაობის Pixel-ი. სერია Nexus-ის სმარტფონების გათვალისწინება ავტორებმა არ ჩათვალეს საჭიროდ. გრაფიკში ნახსენებია აგრეთვე დასაკეცი სმარტფონი Huawei mate X, თუმცა Huawei-ს სხვა ფლაგმანები წარმოდგენილი არ არის. მაშ ასე, 2011-2012 წლებში iPhone 4s და Phone 5 Samsung-ის ფლაგმანურ სმარტფონებზე გაცილებით ძვირი იყო. მათი ფასი შეადგენდა 650-დან 850 დოლარს. Galaxy SII-სა დაGalaxy SIII-ის ფასი შეადგენდა დაახლოებით 600 დოლარს, Galaxy Note და Galaxy Note 2 კი 700 დოლარი ღირდა. მსგავსი სიტუაცია იყო 2013 წელს, თუმცა Samsung Galaxy S4-ის ფასმა შეადგინა 650-დან 750 დოლარამდე მოდიფიკაციების შესაბამისად. 2014 წელს კი მოდელი Galaxy Note Edge ფასით გაუტოლდა iPhone 6 Plus-ის მაქსიმალურ კონფიგურაციას. ამავე დროს, iPhone 6 კვლავ უფრო ძვირი იყო Galaxy S5-სა და Galaxy Note 4-ზე. 2015 წელს ყველაზე ძვირადღირებული სმარტფონი იყო Samsung Galaxy S6 Edge, რომლის ტოპ-მოდიფიკაციის ფასი 1000 დოლარს აღემატებოდა. ამავე დროს, იგი იყო ბაზარზე პირველი მოწყობილობა, რომელმაც გადააბიჯა ფსიქოლოგიურ, ათასდოლარიან ნიშნულს, თუკი არ ჩავთვლით სმარტფონების ოქროსა და ბრილიანტის სპეციალურ გამოშვებებს. 2016 წელს ლიდერობა კვლავ Apple-მა დაიბრუნა. iPhone 7 აღმოჩნდა უფრო ძვირი ვიდრე Galaxy S7, iPhone 7 Plus კი - Galaxy S7 Edge-ზე ძვირადღირებული. Galaxy Note 7-ს პრობლემები შეექმნა და სამხრეთკორეული კომპანია იძულებული შეიქნა იგი ბაზრიდან უკან გაეტანა, რის შედეგადაც კომპანიამ მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა. 2017 წელს დიდწილად არაფერი შეცვლილა, ისევე როგორც გასულ წელს, უბრალოდ, ფლაგმანებზე ფასები იზრდებოდა. კომპანია Apple-ის სმარტფონები კვლავ უფრო ძვირები იყო Samsung-ისა და Google-ის იდენტურ მოდიფიკაციებთან შედარებით. როგორც ვხედავთ, წამყვანი კომპანიების ფლაგმანების ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოლო 8 წლის განმავლობაში. თუკი 2015 წელს Samsung-ის ყველაზე ძვირადღირებული ფლაგმანი დაახლოებით 1000 დოლარი ღირდა, ამჟამად ფასი ბევრად დიდია მაღალი წარმადობის მქონე მოდელებზე. Apple-ის მოწყობილობებთან დაკავშირებით სიტუაცია ოდნავ განსხვავებულია. 2011 წელს მისი ყველაზე ძვირი iPhone-ის ფასი 850 დოლარი იყო. 512 გიგაბაიტიანი მეხსიერების მქონე iPhone Xs Max-ის ფასი ამჟამად აშშ-ში 1400 დოლარზე მეტია, ევროპის ბაზარზე კი იგი 2000 დოლარს აღემატება. http://bit.ly/2GR10Es
  6. გატეხილი ახალზელანდიური კრიპტო ბირჟა გაიხსნება მომავალ კვირას - განაცხადეს ოფიციალურმა პირებმა სოციალურ ქსელში. სიახლეთა სერიებში Cryptopia-მ განაცხადა, რომ ორი დამფუძნებელი დაბრუნდება კომპანიაში, რათა ბირჟას დაეხმაროს სტრუქტურის აღდგენის შემდეგ ოპერაციების ხელმძღვანელობაში. პოლიციამ ოფიციალურად გასცა ნებართვა ვაჭრობის აღდგენისთვის თებერვლის შუა პერიოდში, თუმცა ბირჟის თანამშრომლების მიერ გაკეთებულ განცხადებებში მოცემული იყო, რომ ჯერჯერობით არ არსებობდა შესაძლებლობა - დაწყებულიყო მომხმარებლების მონაცემების დამუშავება. ახლა კი როგორც ჩანს, ვითარება შეიცვალა. „ვესწრაფვით, რომ Cryptopia-ს საიტი გაიხსნას ორშაბათს read only რეჟიმში“ - ნათქვამია ერთ-ერთ შეტყობინებაში. იანვარში ჰაკერებმა ბირჟიდან მილიონობით დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტები მოიპარეს. მას შემდეგ მიმდინარეობდა საერთაშორისო გამოძიება, რომლის შედეგად დადასტურდა, რომ საერთო ჯამში კიბერშეტევის შედეგად აქტივების მეათედი პროცენტი იქნა დაზარალებული. „ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას შედეგის შესაფასებლად, რაც იანვარში განხორციელებულმა თავდასხმამ მოიტანა“ - ნათქვამია მორიგ განცხადებაში. „ამ დრომდე დავითვალეთ, რომ უარეს შემთხვევაში მოპარულია აქტივების მთელი რაოდენობის 9.4%“. ახალი ზელანდიის პოლიციას ჯერ კიდევ არ გაუკეთებია კომენტარი გამოძიების განახლებული ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ. ამავე დროს, სამართალდამცავი ორგანოები დარწმუნებულნი იყვნენ პროგრესის მიღწევაში, კომენტატორებს კი პირიქით ეჭვი ეპარებოდათ პოლიციის შესაძლებლობებში, რომ ჰაკერებს მიაკვლევდნენ. https://cointelegraph.com/news/cryptopia-could-open-by-march-4-as-officials-hint-at-sums-lost-in-hack
  7. ავტომატურმა მარსმავალმა მიაღწია დანიშნულების მორიგ პუნქტს, რომელიც მარსის შესწავლის მისიის ერთ-ერთ დავალებას წარმოადგენს. ამის შესახებ ცნობებს ავრცელებს აეროკოსმოსური სააგენტო NASA. საუბარია რეგიონზე - Glenn Torridon, რომელსაც ეს სახელი ეწოდა შოტლანდიის ერთ-ერთი, ულამაზესი პეიზაჟებით ცნობილი რეგიონის პატივსაცემად. NASA აღნიშნავს, რომ როვერი Curiosity ახალი ტიპის გრუნტზე სამოძრაოდ გადავიდა - იგი თიხისმაგვარ ზედაპირზე მოძრაობს. გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, რომ Glenn Torridon-ის რეგიონში არსებულ ნიადაგს მოყვითალო შეფერილობა აქვს. გამოქვეყნებული ფოტოები 10 თებერვალს იქნა მიღებული. ფოტოგადაღებისას გამოყენებული იყო ინსტრუმენტი Mast Camera (Mastcam). Curiosity-მ მარსზე ყოფნის მეშვიდე წელი აღნიშნა: აპარატი წითელ პლანეტაზე გაიგზავნა 2011 წლის 26 ნოემბერს, მარსის ზედაპირზე დაშვება კი განხორციელდა 2012 წლის 6 აგვისტოს. ეს რობოტი - Curiosity - ყველაზე დიდი და მძიმე პლანეტათმავალია, რაც კი კაცობრიობას ოდესმე შეუქმნია. თავდაპირველად როვერის სამუშაო ხანგრძლივობად მიჩნეული იყო ერთი მარსული წელიწადი (686 დედამიწური წელი), თუმცა რობოტი დღემდე აგრძელებს წითელი პლანეტის შესწავლას მიუხედავად იმისა, რომ მის ბორტზე ხშირად ადგილი აქვს შეფერხებებს. https://3dnews.ru/983585
  8. კომპანია Samsung-მა გასულ თვეში დააანონსა ორი საინტერესო მოდელი - Galaxy M10 და Galaxy M20. ვრცელდებოდა ხმები, რომ მათთან ერთად სამხრეთკორეული კომპანია კიდევ ერთ მოწყობილობას წარადგენდა - ეს იყო Samsung Galaxy M30. თუმცა ამ უკანასკნელის პრემიერა მხოლოდ ახლახანს შედგა. ახალი სმარტფონი იმავე სტილისაა, რაც ამ სერიის ორი „უმცროსი“ მოდელი. ტექნიკური თვალსაზრისით ინჟინრებმა ბევრი რამ ისესხეს Galaxy M20-იდან. მთავარ განსხვავებას წარმოადგენს სამი ძირითადი კამერა, რომელმაც ორმოდულიანი სისტემა ჩაანაცვლა და განთავსდა უკანა პანელის ზედა მარცხენა კუთხეში. უკანა პანელზევეა დაქტილოსკოპიური სკანერიც. თითქმის მთლიანი ფრონტალური ნაწილი Infinity-U დისპლეის უკავია. ქვედა მხარეს სმარტფონს შედარებით მსხვილი კიდე აქვს (ე.წ. ღაბაბი), ზედა ნაწილში კი - წვეთის ფორმის ჭრილი, რომელშიც სელფი-კამერაა განთავსებული. დისპლეის დიაგონალი შეადგენს 6,4 დუიმს. აღსანიშნავია, რომ Samsung Galaxy M30 სმარტფონში გამოყენებულია OLED პანელი და არა LCD – უმცროსი მოდელებისგან განსხვავებით. ეკრანის გაფართოება Full HD+ ფორმატს შეესაბამება. აპარატული პლატფორმა ნასესხებია Galaxy M20-ისგან. საფირმო პროცესორი Exynos 7904 დამზადებულია 14-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. გრაფიკის რენდერინგით დაკავებულია ამაჩქარებელი Mali-G71 MP2. პროცესორის ბირთვები - Kryo 260 Gold და Kryo 260 Silver აწყობილია ARM Cortex-ის ბაზაზე, მათი ტაქტის სიხშირეებია 1,8 და 1,6 გჰც, შესაბამისად, Samsung Galaxy M30 ხელმისაწვდომია 4/64 გბ კონფიგურაციაშიც, თუმცა Galaxy M20-ისგან განსხვავებით იგი საბაზისო მოდიფიკაციას წარმოადგენს. მაქსიმალური კონფიგურაციის მოდელი წარმოდგენილია LPDDR4x ტიპის 6 გბ ოპერატიული და eMMC 5.1 ტიპის 128 გიგაბაიტიანი ფლეშ-მეხსიერებით. გათვალისწინებულია სლოტი 512 გიგაბაიტიანი microSD ფორმატის მეხსიერების ბარათისთვის. ძირითად კამერას აქვს 13+5+5 მეგაპიქსელიანი მოდულები. ფრონტალური კამერის გაფართოება არ კონკრეტდება. სავარაუდოდ, იგი Samsung Galaxy M20-ის მსგავსად 8 მეგაპიქსელიანია. ბატარეის მოცულობაა 5000 მილიამპერი/სთ. მწარმოებლის თქმით, უზრუნველყოფილია 105 საათამდე მუსიკის მოსმენა, 25 საათი ვიდეოს ყურება ან 31 საათი საუბარი ერთ დატენვაზე. გათვალისწინებულია 15 ვატიანი სწრაფი დატენვაც USB Type-C პორტის მეშვეობით. სმარტფონის სხვა მახასიათებლებიდან აღსანიშნავია Dolby Atmos-ისა დაWidevine L1-ის მხარდაჭერა, სისქე - 8,5 მმ, სახის ამომცნობი ტექნოლოგია Face Unlock, ოპერაციული სისტემა Android 9.0 Pie და SAR-ის მაჩვენებელი - 0.409 ვტ/კგ. (გამოსხივების დონე). Samsung Galaxy M30 ხელმისაწვდომია შავ და ლურჯ ვარიანტებად. მისი გაყიდვა 7 მარტიდან დაიწყება. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/24580/samsung-galaxy-m30-predstavlen-oficialno-exynos-7904-do-128-gb-fleshpamjati-i-cena-ot-14-000-rublej
  9. Volvo Polestar 2 შვედურმა კომპანია Volvo-მ წარადგინა მთლიანად ელექტრო ავტომობილი Polestar 2. მახასიათებლებისა და ფასის გათვალისწინებით იგი მეტნაკლებად წარმოადგენს Tesla Model 3-ის კონკურენტს, რომლის „დამარცხებაც“ ვერ გამოუვიდათ Chevrolet Bolt EV-სა და Nissan Leaf-ს. Polestar 2-ის გამოშვებით კომპანია Volvo-ს სურდა დაემტკიცებინა, რომ ელექტრომობილები შესაძლებელია იყოს ისეთივე მძლავრნი, როგორც შიდაწვის ძრავის მქონე ავტომანქანები. ავტომობილი აგებულია ქროსოვერ Volvo XC40-ის პლატფორმაზე და იმეორებს კომპანიის სხვა ავტომობილების მთავარ ნიშნებს: უჩარჩოო გვერდითი სარკეები, მანათობელი ლოგოტიპი და მინის პანორამული სახურავი. კომპანიამ უარი თქვა სალონში ნატურალური ტყავის გამოყენებაზე და იგი ხელოვნური მასალით ჩაანაცვლა. სალონის შუაში განთავსებულია 11-დუიმიანი დისპლეი. მასზე აისახება ოპერაციული სისტემა Android, რომელიც წარმოდგენილია ხმოვანი დამხმარე Google Assistant-ით ხმოვანი ბრძანებების შესასრულებლად. Google Play-დან შესაძლებელია სხვადასხვა აპლიკაციის ჩამოტვირთვა. მანქანის გასაღებად შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მფლობელის სმარტფონი. Polestar 2 აღჭურვილია ორი ელექტროძრავით, უზრუნველყოფილია ოთხივე წამყვანი სვლა და 408 ცხენის ძალა სიმძლავრე. კომპანია ირწმუნება, რომ ეს მონაცემები სრულიად საკმარისია 5 წამში 100 კმ/სთ-მდე სიჩქარის განვითარებისთვის. ელექტრომობილის უკანა ნაწილში დაყენებულია 78 კვტ/სთ აკუმულატორი, რომლითაც უზრუნველყოფილია 443 კილომეტრის გავლა ერთ დამუხტვაზე. ელექტრომობილის აწყობის პროცესი ჩინეთში წარიმართება, გაყიდვების დაწყების თარიღად დასახელებულია 2020 წელი. პირველ წელს კომპანია გაყიდის მხოლოდ მაქსიმალური კონფიგურაციის Polestar 2 Launch Edition-ს 63 ათას აშშ დოლარად. მას შემდეგ გაიყიდება ბიუჯეტური მოდელებიც (ფასი დაზუსტებული არ არის). მახასიათებლების გათვალისწინებით ახალი Volvo ნამდვილად მიიჩნევა Tesla Model 3-ის კონკურენტად, თუმცა მასზე ძვირია. შედარებისთვის, Tesla Model 3-ის მოდიფიკაცია, რომელიც 418 კმ-ს გადის ერთ დატენვაზე, 34 ათასი დოლარი ღირს. აგრეთვე არის მეორე ვერსიაც - მას 500 კმ-ის გავლა შეუძლია და ღირს 41 ათასი აშშ დოლარი. Honda e Prototype კომპანია Honda-მ წარადგინა კომპაქტური საქალაქო ელექტრომობილი - e Prototype. იგი წარმოადგენს კონცეპტ Honda Urban EV-ის ახალ ნიმუშს. ელექტრომობილში გაერთიანებულია თანამედროვე ტექნოლოგიები, თუმცა მისი დიზაინი რეტრო-სტილშია გადაწყვეტილი. Honda e Prototype შექმნილია სრულიად ახალ პლატფორმაზე, გათვალისწინებულია მხოლოდ ელექტრული კვება. მანქანას უკანა წამყვანი თვლები აქვს. აკუმულატორის ერთი დატენვით ელექტრომობილს შეუძლია გაიაროს დაახლოებით 200 კმ. მხარდაჭერილია სწრაფი დატენვის რეჟიმი, რომლითაც შესაძლებელია ენერგიის მარაგის 80%-მდე შევსება 30 წუთში. დამტენი სადენის პორტი განთავსებულია კაპოტის ცენტრალურ ნაწილში, რისი წყალობითაც მოსახერხებელია დამტენ სადგურთან დაკავშირება როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა მხრიდან. ელექტრომანქანას არ აქვს გარე სარკეები - მათ ფუნქციას კამერები ასრულებენ: მათ მიერ ასახული გამოსახულება გამოდის სალონში არსებულ დისპლეიზე. აღსანიშნავია, რომ მთელი ფრონტალური პანელი დისპლეის უკავია, რომელზეც აისახება სხვადასხვა სახის ინფორმაცია. ჯამში, ელექტრომობილში გაერთიანებულია ორიგინალურობა, ფუნქციონალურობა და გარემოსთვის მავნე გამონაბოლქვის არარსებობა. ავტომობილის წარმოება მიმდინარე წელს დაიწყება. Kia Motors-ის ელექტრო-კონცეპტი კომპანია KIA Motors-ი მიმდინარე წელს წარადგენს ახალი ელექტრომანქანის კონცეპტს. როგორც ცნობილია, ელექტრომობილზე მუშაობისას დიზაინერებმა გვერდი აუარეს ავტომობილების ტრადიციულ კლასიფიკაციას. კონცეპტში გაერთიანებულია სპორტული მანქანის, ელეგანტური საოჯახო სედანისა და პრაქტიკული ქროსოვერის ელემენტები. ელექტრომობილი ოთხკარიანია. KIA-ს მოდელებისთვის დამახასიათებელი საფირმო ნიშანი - ე.წ. „ვეფხვის ღიმილი“ - გადმოცემულია სრულიად ახლებურად. წინა საქარე მინა და პანორამული სახურავი ერთიან მთლიან ელემენტს წარმოადგენს. ელექტრომობილს ფუტურისტული სალონი აქვს. ფრონტალურ პანელზე განთავსებულია 21 ეკრანისგან შემდგარი მასივი. უკანა სავარძლების ზემოთ არსებული სახურავის კონსტრუქცია მიეკუთვნება ე.წ. Double Bubble-ის სტილს. „გვსურდა შეგვექმნა ისეთი ელექტრომობილი, რომელიც არამარტო უზრუნველყოფს გარბენის დიდ მარაგს, ხარისხსა და სიმძლავრეს - არამედ გვინდოდა, რომ მის დანახვაზე ხალხს ჟრუანტელი უვლიდეს“ აცხადებენ KIA Motors-ში. https://hi-news.ru/auto/elektricheskij-volvo-smozhet-poexat-443-km-na-odnoj-zaryadke.html https://3dnews.ru/983515 https://3dnews.ru/983509
  10. Boston Dynamics-ის რობოტს, სახელად Atlas-ს 2017 წელს უკვე შეეძლო სალტოს და პარკურის ელემენტების შესრულება. ამჟამად კი მას გამოუჩნდა კონკურენტი, რომელიც სამომავლოდ იმავე უნარებს შეიძენს - ეს არის რობოტი Digit, რომელიც შექმნა ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტარტაპ Agility Robotics-მა. რობოტს ორი ფეხი და ორი ხელი აქვს და შეუძლია ასწიოს 18 კგ-მდე ტვირთი, აგრეთვე ჰაერში დაიჭიროს ნასროლი ნივთები. Boston Dynamics-ის რობოტისგან განსხვავებით, Digit-ს უფრო ფუტურისტული დიზაინი აქვს. მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ ამანათების მიწოდების სფეროში. რობოტი Digit-ი აწყობილია რობოტ Cassie-ს ბაზაზე, თუმცა იგი უფრო სრულყოფილია, რადგან აქვს ტორსი, ხელები და სხვადასხვა სენსორები, რომლებითაც იგი უკეთ ახდენს ორიენტირებას სივრცეში. ითვლება, რომ მისი გაუმჯობესებული სისტემა მას საშუალებს მისცემს უპრობლემოდ გადაადგილდეს ნივთებით გადატვირთულ ოთახებსა და კიბეებზე. Agility Robotics-ის ტექნიკური დირექტორის, ჯონათან ჰერსტის თქმით, მათ რობოტ Digit-თან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვთ. მომავალში, რამოდენიმე განახლების შემდეგ, იგი შეძლებს მოახდინოს მოქნილი მოძრაობების დემონსტირება Boston Dynamics-ის რობოტების მსგავსად. ახალი ჰუმანოიდი ასევე გამოყენებადი იქნება გასართობ სფეროში და ამანათების მიწოდების საკითხში. მაგალითად, იგი შეძლებს რესტორნიდან საკვების მიწოდებას შემკვეთთან, რის შედეგადაც შემცირდება მოთხოვნა ცოცხალ კურიერებზე. „რობოტი შეძლებს ადამიანების ცხოვრების სტილზე ისეთივე დიდი გავლენის მოხდენას, როგორც ავტომობილებმა მოახერხეს. მისი მეშვეობით სრულიად შეიცვლება შეკვეთების მიწოდების მეთოდი, აგრეთვე გავლენას მოახდენს საქალაქო დაგეგმარებაზე“ - ჯონათან ჰერსტი, Agility Robotics. რობოტი Digit-ი შემუშავებულია ფართო აუდიტორიისთვის, ასე რომ მის ყიდვას ნებისმიერი მსურველი შეძლებს. ფასის შესახებ ინფორმაცია გახმაურდება მიმდინარე წლის შუა პერიოდში, მიწოდება კი დაიწყება 2020 წლის პირველი კვარტლიდან. https://hi-news.ru/robots/video-u-chelovekopodobnogo-robota-boston-dynamics-poyavilsya-konkurent.html
  11. კორპორაცია Boeing-ს უამრავი პერსპექტიული პროექტი აქვს, ერთ-ერთია პლატფორმა Airpower Teaming System, რომელზეც აეწყობა ავტონომიური ავიაგამანადგურებლები. უკვე ცნობილია, რომ მის ბაზაზე აწყობილი პირველი მოქმედი უპილოტო აპარატი იქნება Loyal Wingman. იგი საფრენად მზად იქნება 2020 წელს. პროექტი შემუშავებულ იქნა ავსტრალიის თავდაცვის სამინისტროს დაკვეთით. უპილოტო თვითმფრინავის გამოყენება შესაძლებელი იქნება დაზვერვისა და შეტევისთვისაც. ცნობილია, რომ ავტონომიური მუშაობა უზრუნველყოფილია ხელოვნური ინტელექტით, რომელიც შესაძლებელია დაპროგრამდეს ნებისმიერი მისიის შესრულებაზე. ინტელექტუალური სისტემა აგრეთვე სასარგებლო იქნება უპილოტო თვითმფრინავსა და სხვა თვითმფრინავებს შორის მანძილის შესანარჩუნებლად. იმის გათვალისწინებით, რომ მასში პილოტი არ იჯდება, აპარატს გაცილებით შორი მანძილის ფრენა შეუძლია - 3700 კილომეტრზე მეტი. Boeing-ის წარმომადგენლები არ ახმაურებენ, რა თანხა დაჯდა ახალი აპარატის აწყობა, თუმცა აცხადებენ, რომ უპილოტო ავიაგამანადგურებელი გაცილებით იაფია მის პილოტიან ანალოგთან შედარებით. კორპორაცია გეგმავს გამოუშვას ასეთი ავიაგამანადგურებლები მხოლოდ შეკვეთით, ამავე დროს თანახმაა ავტონომიური თვითმფრინავი აღჭურვოს დამატებითი შეიარაღებით - დამკვეთის სურვილისამებრ. უპილოტო თვითმფრინავზე სავარაუდოდ დიდ მოთხოვნა იქნება, რადგან მისი გაგზავნა შესაძლებელია სახიფათო დავალებებზე ისე, რომ პილოტის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არ იქნება. თუმცა Boeing-ი არ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც მსგავს პროექტზე მუშაობს. მაგალითად, 2015 წელს კომპანია Lockheed Martin-მა დაიწყო უპილოტო ავიაგამანადგურებლის აწყობა F-16 Fighting Falcon-ის ბაზაზე. Boeing-ს სხვა საინტერესო პროექტებიც აქვს. ამჟამად იგი კომპანია Aerion-თან ერთად მუშაობს ზებგერითი ბიზნეს-ჯეტის (უპილოტო თვითმფრინავი) აწყობაზე. Aerion AS2-ის კომერციული წარმოება 2023 წლისთვისაა ჩანიშნული. https://hi-news.ru/technology/bespilotnyj-istrebitel-boeing-uzhe-v-2020-godu.html
  12. კომპანია KPMG-ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ უმაღლესი რგოლის ხელმძღვანელთა 48 % თვლის - ბლოკჩეინი, დიდი ალბათობით, შეცვლის ბიზნესის წარმართვას უახლოეს სამ წელში. გამოკითხვის შედეგები გადაეცა და გამოქვეყნდა Cointelegraph-ზე. KPMG-ს მიერ ჩატარებული კვლევა რიგით მეშვიდეა და იგი მოიცავს 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლამდე პერიოდს. მასში შესულია მსოფლიოს 12 ქვეყნიდან 740 გლობალურ ტექნოლოგიურ მწარმოებელზე მეტი. რესპონდენტთა 66 % უმაღლესი რანგის (C-level / C-suite) წარმომადგენელი იყო. გამოკითხვის თანახმად ხელმძღვანელთა თითქმის ნახევარი თვლის, რომ ბლოკჩეინი შეცვლის ბიზნესის მართვის მეთოდებს უახლოეს წლებში. რესპონდენტთა 27-მა პროცენტმა განაცხადა, რომ მათზე ტექნოლოგია საერთოდ არ იმოქმედებს, დანარჩენი 24 % კი ნეიტრალურ პოზიციაზე დარჩა. მათ კუთვნილ კომპანიებში ბლოკჩეინის დანერგვასთან დაკავშირებულ კითხვაზე გამოკითხულთა 41-მა პროცენტმა უპასუხა, რომ შეუძლიათ ამ ტექნოლოგიის გამოყენება. 31-მა პროცენტმა პირდაპირი პასუხისგან თავი შეიკავა, 28% კი აცხადებს, რომ ვერ შეძლებენ ტექნოლოგიის რეალიზებას. გარდა ამისა, ხელმძღვანელთა 27-მა პროცენტმა განაცხადა, რომ უახლოეს სამ წელში ინტერნეტ-ნივთები (IoT) გახდება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც ბლოკჩეინის ფუნქციონირებას ხელს შეუშლის. მას შემდეგ მოჰყვება ვაჭრობა, კიბერუსაფრთხოების დონის შემცირება და კონტრაქტები - გამოკითხულთა 22, 20 და 18 %-ის აზრით, შესაბამისად, რაც შეეხება ტექნოლოგიის უპირატესობებსა და ნაკლოვანებებს, რესპონდენტთა 23% თვლის, რომ ბლოკჩეინი ხელს უწყობს ბიზნესის ეფექტურობის ზრდას. ამის პარალელურად კი ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს ბიზნეს-ქეისების ეფექტურობის შემოწმება-დამტკიცების საშუალების არარსებობა. მცირე ხნის წინ გლობალური ბლოკჩეინის ბიზნეს-საბჭოს (GBBC) მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ ინსტიტუციონალური ინვესტორების 40% ბლოკჩეინს მიიჩნევს ყველაზე მნიშვნელოვან ინოვაციას ინტერნეტის შექმნის დროიდან მოყოლებული. თუმცა ზოგიერთმა მათგანმა განაცხადა, რომ უახლოეს წლებში მათი საქმიანობისთვის გარდაუვალი იქნება იპოვონ ბლოკჩეინ-ხელმძღვანელები თავიანთი დირექტორთა საბჭოსთვის. მეორე გამოკითხვა, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაზე მომუშავე კომპანია Globant-მა ჩაატარა, აჩვენებს, რომ ორგანიზაციათა 64% აპირებს მოახდინოს ბლოკჩეინის დანერგვის ინვესტირება თავიანთი შიდა ოპერაციების დონის გაუმჯობესების მიზნით. ამჟამად რესპონდენტთა მხოლოდ 46% თვლის თავს მზად ამ ტექნოლოგიის დანერგვის საკითხში. https://cointelegraph.com/news/survey-48-of-execs-expect-blockchain-to-change-their-business-in-three-years
  13. კომპანია Qualcomm Technologies-მა გამოფენა MWC 2019-ზე წარადგინა პლატფორმა Robotics RB3 - თავისი პირველი კომპლექსური ინტეგრირებული გადაწყვეტილება, რომელიც განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის რობოტების შექმნისთვის. პლატფორმაში გაერთიანებულია აპარატული და პროგრამული კომპონენტები, აგრეთვე ინსტრუმენტები მწარმოებლებისთვის. Robotics RB3 პლატფორმის ბაზაზე შესაძლებელი იქნება ინტელექტუალური რობოტების დაპროექტება. მთავარ გადაწყვეტილებას წარმოადგენს „სისტემა ჩიპზე“ - Qualcomm SDA845/Qualcomm SDM845. მოწყობილობა შეიცავს რვა Kryo 385 ბირთვს ტაქტის სიხშირით 2,8 გიგაჰერცამდე. ჩიპი დამზადებულია 10-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. ვიდეოქვესისტემაში გამოყენებულია გრაფიკული ამაჩქარებელი Adreno 630. პლატფორმაში მოცემულია გამოსახულების დამუშავების პროცესორი Spectra 280. რობოტების აღჭურვა შესაძლებელია ორი 16-16 მეგაპიქსელიანი კამერით ან ერთი 32 მეგაპიქსელიანი ოდინარული კამერით. ხელოვნური ინტელექტის ძრავი Qualcomm AI Engine უზრუნველყოფს მანქანური სწავლებისა და კომპიუტერული ხედვის ფუნქციებს. რეალიზებულია თანამგზავრული სანავიგაციო სისტემების - GPS, GLONASS, Beidou, Galileo, QZSS, SBAS მხარდაჭერა. საკომუნიკაციო შესაძლებლობებზე პასუხისმგებელია ადაპტერები უსადენო კავშირებისთვის - Wi-Fi 802.11ac Wave 2 და Bluetooth 5.0, აგრეთვე მოდემი 4G/LTE. სამომავლოდ იგეგმება 5G ქსელის მხარდაჭერაც. Qualcomm Robotics RB3-ის გამოყენება შესაძლებელია საწარმოო, კომერციული და სამომხმარებლო რობოტების წარმოებისთვის - დაწყებული დიდგაბარიტებიანი სისტემებიდან - პატარა დრონებით დამთავრებული. ახალი პლატფორმის ბაზაზე აწყობილი პირველი სისტემები მიმდინარე წელსვე გამოჩნდება. https://3dnews.ru/news
  14. როგორც ცნობილი გახდა, კომპანია Apple ამჟამად დაკავებულია ძილის გამოკვლევის ფუნქციაზე მუშაობით, რომელიც გამოყენებული იქნება Apple Watch სმარტ-საათებში. სიახლის შესახებ Bloomberg-მა დაადასტურა და განაცხადა, რომ ძილის მონიტორინგის ფუნქცია დაკავშირებული იქნება ახალ აღჭურვილობასთან და არა watchOS-ის განახლებულ პროგრამულ უზრუნველყოფასთან. შეტყობინებაში ნათქვამია, რომ Apple-ის თანამშრომლები ახალი ფუნქციის ტესტირებას უკვე რამოდენიმე თვეა ახდენენ კომპანიის კამპუსში, რათა გაფართოებული ფუნქციონალურობის მქონე სმარტ-საათები უკვე მომავალ წელს გამოუშვან. Apple, როგორც წესი, სმარტ-საათების ახალ ვერსიებს შემოდგომაზე უშვებს ხოლმე. ამ დროისთვის Apple Watch-ს არ აქვს ინტეგრირებული ძილის მონიტორინგის ფუნქცია. თუმცა სმარტ-საათებისთვის განკუთვნილი აპლიკაციები, მათ შორის AutoSleep-ი, საკმაოდ კარგად ფუნქციონირებენ და საშუალებას იძლევიან მონაცემები სინქრონიზდეს აპლიკაცია Health-თან iPhone-ზე. Bloomberg-ი წერს, რომ ძილის მონიტორინგის ფუნქციის დამატებას დასჭირდება ავტონომიური მუშაობის დიდი ხანგრძლივობა, რადგანაც მომხმარებლების უმეტესობა მოწყობილობას ღამით ტენის. ალტერნატივად შესაძლოა შემოთავაზებულ იქნას ნაკლები ენერგიის საჭიროების მქონე მოწყობილობა და გადასვლა უფრო სწრაფი დატენვის რეჟიმზე Qi სტანდარტის შესაბამისად, რომლის გამოყენებაც დილაობითაც არის შესაძლებელი. https://3dnews.ru/983481
  15. Mobile World Congress (MWC) 2019-ზე წარმოდგენილ იქნა უნიკალური სმარტფონი - Energizer Power Max P18K Pop. მოწყობილობა სხვა სმარტფონებისგან გარდა ვიზუალისა, აკუმულატორის სიმძლავრით გამოირჩევა. ბატარეას აქვს რეკორდული მოცულობა - 18 ათასი მილიამპერი/სთ. ავტონომიური მუშაობის დროდ გამოცხადებულია 50 დღე-ღამე ლოდინის რეჟიმში. როგორც მოსალოდნელი იყო, ასეთი მძლავრი ბატარეის გამოყენება ნეგატიურად აისახა სმარტფონის გაბარიტებზე. მოწყობილობა საკმაოდ მძიმე გამოვიდა. მისი წონა არ სახელდება, კორპუსის სისქე კი 18 მილიმეტრს შეადგენს. სმარტფონის კიდევ ერთ გამორჩეულ მახასიათებლად სახელდება მოძრავი ორმაგი სელფი-კამერა 16 და 2 მეგაპიქსელიანი სენსორებით. კორპუსის უკანა მხარეს განთავსებულია სამი კამერა 12, 5 და 2 მეგაპიქსელიანი სენსორებით. სმარტფონს აქვს 6,2-დუიმიანი, Full HD+ ფორმატის დისპლეი, რომლის გაფართოება 2280 × 1080 პიქსელს შეადგენს. მოწყობილობის ზომებია 153 × 74,8 × 18 მმ. შიდა კომპონენტებს რაც შეეხება, მოწყობილობას აქვს რვაბირთვიანი პროცესორი MediaTek Helio P70, 6 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება, 128 გიგაბაიტიანი ფლეშ-მეხსიერება, ადაპტერები უსადენო კავშირებისთვის - Wi-Fi 802.11a/b/g/n/ac და Bluetooth. გამოყენებულია ოპერაციული სისტემა 9.0 Pie. დაშვებულია ორი SIM-ბარათის დაყენება. Energizer Power Max P18K Pop სმარტფონი ივნისიდან გაიყიდება დაახლოებით 600 ევროდ. https://3dnews.ru/983420
  16. აზოტის დიოქსიდი (NO2), რომელიც აზოტის ოქსიდების ჯგუფში შედის, ჰაერის დამაბინძურებელი ერთ-ერთი კომპონენტია ქალაქის პირობებში. იგი ყალიბდება მაღალ ტემპერატურაზე წვის შედეგად. ამ მავნე ნივთიერების წარმომშობ ძირითად ანთროპოგენულ წყაროებს წარმოადგენს გაზისა და ნახშირის ელექტროსადგურები, აგრეთვე საქალაქო ტრანსპორტი. გარდა ამისა, არსებობს NO2-ის გამომწვევი ბუნებრივი წყაროებიც, მაგალითად: ტყეების ხანძრები, ელვა, თუმცა მათი როლი გამონაბოლქვის მოცულობის საერთო ფონზე მინიმალურია. თანამგზავრული ფოტოებისა და მანქანური სწავლების ალგორითმების გამოყენებით კომპანია Descartes Labs-მა მოახდინა ატმოსფეროში არსებული აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციის ვიზუალიზაცია. NO2-ის მაღალ კონცენტრაციას შეუძლია მოახდინოს მჟავური წვიმების, სმოგის სტიმულირება, აგრეთვე შეამციროს მცენარეული საფარის აღდგენის ტემპი და, რა თქმა უნდა, ზიანი მიაყენოს მოსახლეობის ჯანმრთელობას. ეს ნივთიერება აზიანებს სასუნთქ გზებსა და თვალებს. 150 ppm-ზე მაღალი კონცენტრაციის შემთხვევაში იგი ბრონქიტს იწვევს, 500 ppm-ის ზემოთ კი - ფილტვების შეშუპებას იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მისი შესუნთქვა მხოლოდ რამოდენიმე წუთს გრძელდებოდა. გამოსახულების შესადგენად საჭირო მონაცემები მიღებულ იქნა თანამგზავრ Sentinel 5P-ის დახმარებით. ეს თანამგზავრი 2017 წლის ოქტომბერში გაუშვეს პლანეტის ატმოსფეროს მონიტორინგისთვის. იგი ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA)თანამგზავრთაგან ერთ-ერთია, რომელიც დედამიწაზე დაკვირვებისთვისაა განკუთვნილი. დანარჩენი თანამგზავრები აკვირდებიან დედამიწის მცენარეულ საფარსა და მიწის ათვისების მასშტაბებს, გლობალური ტემპერატურის ცვლილებას, ანტარქტიკის ყინულოვანი საფარის რღვევას და ა.შ. წარმოდგენილი რუკა ფოტომასალათა სერიის ერთ-ერთი ნაწილია. Descarte Labs-ის გრაფიკული დიზაინის ხელმძღვანელის განცხადებით რუკის შესაქმნელად გამოყენებულ იქნა უამრავი სხვადასხვა ფოტო, რომლებიც მათ Sentinel-5P-ისგან მიიღეს 2018 წლის აგვისტო-სექტემბრის პერიოდში. მკვეთრი გამოსახულების მისაღებად არჩევისას გამორიცხულ იქნა დაბალხარისხიანი ფოტოები, აგრეთვე უამინდობის დროს გადაღებული მასალა. ცხადია, რომ აზოტის დიოქსიდის მთავარი კონცენტრაცია ქალაქებთან ფიქსირდება, სადაც დიდი რაოდენობით ავტომანქანა მოძრაობს. ამავე დროს რუკა შეიმჩნევა ცალკეული ერთეულები - ამ შემთხვევაში საუბარია საზღვაო ხომალდებსა და ქალაქის ცალკეულ სამრეწველო დაწესებულებებზე. https://hi-news.ru/eto-interesno/predstavlena-svezhaya-karta-vybrosov-dioksida-azota-v-atmosferu.html
  17. დაახლოებით ოთხი მილიარდი წლის წინ დედამიწა მოცული იყო მომაკვდინებელი ულტრაიისფერი გამოსხივებით, ამიტომ მეცნიერები თვლიან, რომ პირველად სიცოცხლე ღრმა წყლის ქვეშ გაჩნდა. რა გახდა სიცოცხლის წარმომშობი მიზეზები, ჯერ კიდევ უცნობია, NASA-ს ასტრობიოლოგები უკვე რამოდენიმე წელია უწყვეტად მუშაობენ ამ ამოცანის გასარკვევად. სპეციალურად ამ მიზნით მათ ააგეს აკვარიუმები, რომლებიც ზუსტად იმიტირებენ ოკეანის უძველეს პირობებს. საბოლოოდ, ბიოლოგებმა შეძლეს შეექმნათ ორგანული რეაქცია, რომელიც შესაძლოა გამხდარიყო სიცოცხლის წარმოშობის საწყისი. მიიჩნევა, რომ ცოცხალი ორგანიზმები დიდ სიღრმეებში წარმოიშვნენ იმ ნაპრალების სიახლოვეს, რომლებიც ვულკანური აქტივობის შედეგად წარმოიქმნა. რამდენადაც ღრმა წყლის ქვეშ არ არის სინათლე და შეუძლებელია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფოტოსინთეზის მოხდენა, პირველი ქმნილებები გათვლილი იყო მხოლოდ ჰემოსინთეზზე. ამ პროცესის მიმდინარეობისას პირველი ბაქტერიები იკვებებოდნენ ქიმიური რეაქციების შედეგად წარმოქმნილი შაქრით. ამ ბაქტერიებს კი უფრო მსხვილი ორგანიზმები ჭამდნენ და ამგვარად ეტაპობრივად განვითარდა კვებითი ჯაჭვი. ნივთიერებები, რომლებიც უძველესი წყლების მთავარ შემოადგენლობას ქმნიდა, აღმოჩენილ იქნა გაქვავებული მასალების კვლევისას. ამგვარად, ლაბორატორიული რეზერვუარები მკვლევარებმა გაავსეს წყლით, პირუვატითა და ამიაკით - ეს ორი ნივთიერება აუცილებელია ამინომჟავების წარმოსაქმნელად. წყლიდან ამოტუმბეს მთელი ჟანგბადი და დაუმატეს რკინის ჰიდროქსიდი, რომელიც მეტად გავრცელებული იყო დედამიწაზე არსებობის საწყის პერიოდში. მოხდა წყლის გათბობა 70 გრადუს C-მდე - დაახლოებით ასეთი ტემპერატურის იყო წყალი ვულკანური ნაპრალების სიახლოვეს. წყალში ჟანგბადის დამატების შემდეგ მეცნიერებმა შეამჩნიეს ამინომჟავა ალანინისა და ლაქტატის ალფაჰირდომჟავის წარმოქმნა. ამ უკანასკნელს შეუძლია გაერთიანდეს რთულ ორგანულ მოლეკულებთან და შედეგად მოგვცეს ცოცხალი ფორმის დასაწყისი. ითვლება, რომ ამგვარადვე შესაძლოა განვითარებულიყო სიცოცხლე სხვა პლანეტების ყინულოვან თანამგზავრებზეც, მაგალითად იუპიტერის თანამგზავრ ევროპაზე ან სატურნის ენცელადზე. მათი გამყინვარებული ზედაპირების ქვეშ შესაძლოა იფარებოდეს ვულკანური ნაპრალები, რომელთა სიახლოვესაც ცოცხალი უცხოპლანეტური ორგანიზმები დაცურავენ. მკვლევარების თქმით, მას შემდეგ, როდესაც ზუსტად გაარკვევენ რა პირობებია სიცოცხლის წარმოშობისთვის საჭირო, მათ დანამდვილებით ეცოდინებათ რომელ პლანეტებზე უნდა ეძებონ სიცოცხლე. https://hi-news.ru/research-development/v-nasa-vossozdali-drevnie-usloviya-v-kotoryx-mogla-vozniknut-pervaya-zhizn.html
  18. გამოფენა Mobile World Congress 2019-ზე კომპანია Sony-მ წარადგინა ოთხი სმარტფონი, მათ შორისაა ფლაგმანი Sony Xperia 1. სმარტფონს აქვს CinemaWide დისპლეი. გამოყენებულია OLED-პანელი Ultra HD გაფართოებით. დისპლეის დიაგონალი 6,5 დუიმს შეადგენს, აქვს HDR მხარდაჭერა. სმარტფონის ზომებია 167 х 72 х 8.2 მმ, წონა - 180 გრამი. ბიომეტრიული სკანერი გვერდით კიდეზეა. უკანა პანელზე მხოლოდ სამი კამერაა განთავსებული. Sony Xperia 1 - იაპონური კომპანიის სადებიუტო სმარტფონია, რომელშიც ძირითადი კამერა აგებულია სამი მოდულის ბაზაზე. თითოეული მათგანის გაფართოება 12 მეგაპიქსელს შეადგენს. ძირითადი კამერით შესაძლებელია ვიდეოს გადაღება სხვადასხვა ფორმატში: 4K - 24 / 30 კადრი/წმ; Full HD - 30 / 60 / 960 კადრი/წმ. ფრონტალური კამერა აგებულია ერთი მოდულის ბაზაზე, აქვს 8-მეგაპიქსელიანი სენსორი. კამერას შეუძლია ჩაიწეროს ვიდეო Full HD ფორმატში 30 კადრი/წამში სიხშირითა და ელექტრონული სტაბილიზაციით. სმარტფონი მუშაობს 7-ნანომეტრიან ფლაგმანურ პროცესორზე - Qualcomm SD855, გრაფიკულ ამაჩქარებელთან - Adreno 640-თან ერთად. მეხსიერების მხრივ Sony Xperia 1 წარმოდგენილია ორ კონფიგურაციად: ფლეშ-მეხსიერების მოცულობა შესაძლოა შეადგენდეს 64 ან 128 გიგაბაიტს მოდიფიკაციის შესაბამისად, ოპერატიული მეხსიერება კი ორივე ვერსიის შემთხვევაში 6 გიგაბაიტია. სმარტფონს აქვს 512 გიგაბაიტამდე მეხსიერების ბარათისთვის განკუთვნილი სლოტი, ასევე - საფირმო გეიმინგ-რეჟიმი Game Enhancer. ბატარეის მოცულობაა 3330 მილიამპერი/სთ. სმარტფონს აქვს საფირმო Smart Stamina Mode-ისა და Battery Care-ის მხარდაჭერა. მოწყობილობა იტენება USB-C პორტით, 18 ვოლტიანი სწრაფი დატენვით - USB Power Delivery 2.0, აგრეთვე შესაძლებელია უსადენო დატენვაც Qi სტანდარტის მიხედვით. ფლაგმანური სმარტფონის კორპუსი მინისგანაა დამზადებული, გამოყენებულია ბოლო თაობის Gorilla Glass 6. Sony Xperia 1 მუშაობს ოპერაციული სისტემა Android Pie-ს ბაზაზე. სმარტფონს არ აქვს FM-რადიო და ყურსასმენების კონექტორი, სამაგიეროდ ხელმისაწვდომია ყველა ძირითადი უსადენო ინტერფეისი, მათ შორის: NFC, Wi-Fi (2.4 გჰც + 5 გჰც) და Bluetooth 5.2. სხვა მახასიათებლებიდან შეიძლება აღინიშნოს საფირმო გადაწყვეტილებები - Triluminos Display და X-Reality Engine, სტერეოდინამიკები, IP68 სტანდარტის შესაბამისი დაცვა წყლისა და მტვრისგან, აგრეთვე Dolby Atmos-ისა და apt-X HD-კოდეკის მხარდაჭერა. სმარტფონი გაყიდვაში გამოვა გაზაფხულის ბოლოს და იგი ხელმისაწვდომი იქნება ლურჯ, შავ, ნაცრისფერ და თეთრ ფერებში. Sony Xperia 1-ის ოფიციალური ფასი ჯერჯერობით არ კონკრეტდება. წინასწარი ცნობებით მისი ღირებულება დაახლოებით 1000 ევროს შეადგენს. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/24534/mwc-2019-anonsirovan-flagman-sony-xperia-1-s-pervym-v-mire-4k-oled-displeem
  19. კომპანია Qualcomm Technologies-მა ყოველწლიურ გამოფენა Mobile World Congress-ზე (MWC) წარადგინა აპარატული პლატფორმა Snapdragon 8cx 5G, რომელიც განკუთვნილია მუდმივად ინტერნეტთან მიერთებული პორტატული კომპიუტერებისთვის. დაანონსებულ პლატფორმაში გაერთიანებულია 7-ნანომეტრიანი პროცესორი Snapdragon 8cx და მოდემი Snapdragon X55. ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს მეხუთე თაობის ქსელის მხარდაჭერას 7 გბიტი/წმ სიჩქარით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ Snapdragon X55 მულტირეჟიმიანი მოდემია და თავსებადია 4G/LTE, 3G და 2G ქსელებთან. ამგვარად, ამ ჩიპის მქონე მოწყობილობების მფლობელები შეძლებენ იქონიონ ინტერნეტთან წვდომა ყველგან ქსელის დაფარვის ზონაში. რაც შეეხება პროცესორ Snapdragon 8cx-ს, მასში გაერთიანებულია რვა 64-ბიტიანი ბირთვი Qualcomm Kryo 495. გრაფიკის დამუშავებისთვის განკუთვნილია ამაჩქარებელი Adreno 680. პლატფორმა უზრუნველყოფს LPDDR4x-2133 ტიპის ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერას, ასევე მხარდაჭერილია ფლეშ-მოდულები NVMe SSD და UFS 3.0, უსადენო კავშირები Wi-Fi 802.11ad, 802.11ac Wave 2, 802.11a/b/g და 802.11n, ასევე Bluetooth 5.0. გათვალისწინებულია მიმღები თანამგზავრული სანავიგაციო სისტემებისთვის - GPS/GLONASS/Beidou/Galileo და NFC მოდული. Snapdragon 8cx 5G-ის საცდელი მიწოდებები უკვე დაიწყო. მოსალოდნელია, რომ პლატფორმის ბაზაზე შექმნილი კომერციული მოწყობილობები ბაზარზე მიმდინარე წელსვე გამოვა. ამ პროცესორის გამოყენება განზრახული უკვე აქვს კომპანია Lenovo-ს. https://3dnews.ru/983385
  20. ცეცხლსასროლი იარაღის გამოგონების შემდეგ ადამიანების წინაშე დადგა მნიშვნელოვანი ამოცანა - ძველი საბრძოლო მასალების უტილიზაცია. ამ დრომდე კაცობრიობამ ვერაფერი მოიგონა იმაზე უკეთესი, რომ უბრალოდ დაწვას, მიწაში დამარხოს ან ზღვაში ჩაყაროს მოძველებული მასალა. ამგვარი მიდგომა კი მეტისმეტად აზიანებს ბუნებას. ამიტომ მეცნიერები მუდმივად ეძებენ უფრო უსაფრთხო ალტერნატივებს. Sandia National Laboratories-ის მკვლევარებმა წარმოადგინეს უტილიზაციის ახალი მეთოდი - საბრძოლო მასალების დემონტაჟისა და ლითონების ხელმეორედ გამოყენებისთვის გადარჩევა რობოტების დახმარებით განხორციელდება. ამ დავალების შესრულებისთვის მეცნიერებმა შექმნეს ცხრა რობოტი, რომლებსაც ლითონის უზარმაზარი ხელები აქვთ. ესენი სტანდარტული კომერციული მოდელებია, რომლებიც მომართულია საბრძოლო მასალების გაუვნებელყოფისკენ. რობოტები აგრეთვე ცალკე გამოარჩევენ ალუმინს, ფოლადს და სპილენძს გადამუშავებისა და ხელმეორედ გამოყენებისთვის. დემონტაჟის პროგრამული უზრუნველყოფის ხელმძღვანელის, ბილი პრენტისის თქმით, მთავარ სირთულეს ის ფაქტი წარმოადგენს, რომ საბრძოლო მასალები 30 წელზე მეტი ხნისაა და მათ შესაძლოა ჰქონდეს სახიფათო დეფექტები, ამიტომ რობოტების მხრიდან საჭიროა უკიდურესი სიზუსტე, ასევე მათი მუდმივი კონტროლი ოპერატორებისგან. თუკი რობოტებს რაიმე პრობლემა შეექმნებათ, ისინი ექსპერტებს აცნობებენ და ადამიანები თავიანთ თავზე აიღებენ სამუშაოს. უტილიზაციისთვის განკუთვნილი სამხედრო მასალების შემადგენლობაში შედის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები, რომლებიც ცივი ომის დროს შეიქმნა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების მიერ. ეს მასალები გადამუშავების ცხრა ეტაპს გაივლიან. https://hi-news.ru/technology/roboty-zanyalis-pererabotkoj-tysyach-opasnyx-boepripasov.html
  21. Cayman Alternative Investment Summit (CAIS) 2019-ის გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ ინვესტორები თვლიან - კრიპტოვალუტები, როგორც აქტივების სახეობა, ფინანსურ „ბუშტს“ (Bubble) წარმოადგენს. გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნდა პრეს-რელიზში და გავრცელდა Cointelegraph-ის მიერ. გამოკითხვისთვის მოსამზადებლად, როგორც ცნობილია, მკვლევარებმა შეისწავლეს დაახლოებით 100 ალტერნატიული ინვესტორი და მენეჯერი, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ CAIS-ის ყოველწლიურ კონფერენციაში 2019 წლის 6-დან 9 თებერვლამდე. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ გამოკითხული ინვესტორების 45% ციფრულ ვალუტას მიიჩნევს იმ სახის აქტივად, რომელიც ამ დროისთვის Bubble-ს წარმოადგენს. რესპონდენტთა 20%, 19% და 16 % თვლის, რომ აშშ-ის აქციები, ექსპლუატაციაში მყოფი სესხები და კერძო კრედიტები Bubble-ია, შესაბამისად. ტექნოლოგიურ ცვლილებებთან დაკავშირებულ კითხვაზე - თუ რომელი მათგანი მოახდენს ბაზარზე გავლენას, გამოკითხულთა 45-მა პროცენტმა დაასახელა ავტომატიზაცია და მანქანური სწავლება, 38% კი თვლის, რომ მსოფლიოზე უდიდეს გავლენას ბლოკჩეინი მოახდენს. მიმდინარე თვეში Bitwise Asset Management-ის გლობალური კვლევის ქვეგანყოფილების ხელმძღვანელმა და ETF.com-ის პრეზიდენტმა Matt Hougan-მა განაცხადა, რომ არსებობს ბევრი რამ, რასაც იგი უწოდებს ნეგატიური აქტივობის „გამორკვევას“ კრიპტოინდუსტრიაში. ამავე დროს Hougan-მა აღნიშნა, რომ იგი „უფრო მეტად ოპტიმისტურადაა განწყობილი კრიპტო აქტივების მიმართ, ვიდრე ბლოკჩეინის“. Bloomberg-თან ინტერვიუში Goldman Sachs-ის ყოფილმა პარტნიორმა და კრიპტო ბანკ Galaxy Digital-ის დამფუძნებელმა Mike Novogratz-მა ივარაუდა, რომ კრიპტო სამყაროში ახალი ბუშტი არ წარმოიშვება და Bitcoin-ის სავარაუდო საშუალო ფასად 8 ათასი დოლარი იწინასწარმეტყველა. კრიპტო სამყაროსთვის მძიმედ გადატანილი ზამთრის მაგალითზე მან აღნიშნა, რომ წინა წელმა დაგვანახა, თუ რამდენად მტკივნეულია ფინანსური ბუშტის გასკდომა კრიპტო საზოგადოებისთვის. https://cointelegraph.com/news/survey-half-of-alternative-investors-think-crypto-is-bubble
  22. მიუხედავად მათი სიმარტივისა, ბაქტერიები მეტად ეშმაკურ სტრატეგიებს იყენებენ თვითგადარჩენისთვის. მაგალითად, მათ შეუძლიათ გადავიდნენ ძილის რეჟიმში, რათა დაელოდონ საფრთხის გადავლას. ან საკუთარი თავი გაწირონ თავიანთი კოლონიის გადასარჩენად. როგორც აღმოჩნდა, აქტიური და პასიური რეჟიმების გარდა ბაქტერიებს სხვა სახის მდგომარეობაც გააჩნიათ, რომელიც ზომბების ქცევას მოგვაგონებს - ცოცხალია ბუნებრივი ინსტინქტი. ეს რეჟიმი მათ ეხმარება წყნარად გაძლონ ხანგრძლივი პერიოდი საკვების გარეშე, თუმცა ამავე დროს შეინარჩუნონ გამრავლების შესაძლებლობა. აღმოჩენილი მდგომარეობისას ბაქტერიებში მეტაბოლური პროცესები შენელებულად მიმდინარეობს. ამ ახალი სტრატეგიის შესახებ ცნობილი გახდა უვნებელი ბაქტერიის - Bacillus subtilis-ის გამოკვლევის შემდეგ, რომელიც, როგორც უკვე ცნობილია, ექსტრემალური პირობებისას გადადის უმოქმედო მდგომარეობაში და ენდოსპორად გარდაიქმნება. ბაქტერიის ზოგიერთი მუტირებული ფორმა კი ბოლომდე „მიძინებული“ არ არის - სწორედ ეს გახდა შესწავლის მიზეზი. ბიოლოგების გუნდმა აშკარა სხვაობა შენიშნა აქტიურ და პასიურ რეჟიმებსა და რეჟიმ “ზომბის“ შორის: როგორც წესი, ბაქტერია Bacillus subtilis ჩხირის ფორმისაა, თუმცა შემჩნეულ იქნა, რომ მშიერი მუტირებული ვარიანტები სფეროსებრ ფორმამდე იკუმშებიან. მათ შიგნით მიმდინარე ყველა პროცესი ნელდება, თუმცა ბოლომდე არ წყდება. ბაქტერიები გამრავლებას განაგრძობენ, თუმცა არა ორმოც წუთში ერთხელ, არამედ ყოველ მეოთხე დღეს, ე.ი. ასჯერ უფრო ნელა აქტიურ რეჟიმთან შედარებით. ამ ახალმა მდგომარეობამ სახელად მიიღო „ოლიგოტროფიული ზრდა,“ რაც ნიშნავს განვითარებას საკვები ნივთიერებების სიმცირის დროს. მეცნიერები მეტად შეშფოთდნენ, რადგან ამგვარ მდგომარეობაში ბაქტერიები ნაკლებად ექვემდებარებიან ანტიბიოტიკების ზემოქმედებას. თუკი ამგვარ რეჟიმში გადასვლას უფრო საშიში მიკრობები შეძლებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ამ სტრატეგიას თავდაცვითი მიზნით გამოიყენებენ. თუმცა სიახლეს დადებითი მხარე აქვს - ამ მდგომარეობის შესწავლის შედეგად მკვლევარები შეძლებენ შექმნან უფრო ეფექტური მედიკამენტები. https://hi-news.ru/research-development/rezhim-zombi-uchenye-otkryli-novoe-sostoyanie-bakterij.html
  23. 2018 წელს კომპანია BMW-მ განაცხადა კონცეფცია iNext-ის შესახებ, რომლის თანახმადაც მას სურს ავტომობილის სალონი ადამიანების საყვარელ ადგილად აქციოს. ინჟინრები აპირებენ ამას მიღწიონ მუსიკის, კონდიციონერის, ნავიგატორისა და სხვა ფუნქციების მაქსიმალურად გამარტივების გზით. კონცეფციისკენ პირველი ნაბიჯი გადაიდგა გამოფენა MWC 2019-ზე - კომპანიამ მოახდინა ტექნოლოგია Natural Interaction-ის დემონსტრაცია, რომელიც ავტომობილთან კავშირის საშუალებებს მოიცავს. კომპანიის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ამ ფუნქციის წყალობით მძღოლები შეძლებენ ეკონტაქტონ ხელოვნურ ინტელექტს „ისე, როგორც მეგობარს“. Natural Interaction-ში შედის ხმოვანი ბრძანებები, მომხმარებლის ჟესტები და გამოხედვები. მძღოლებს არ მოუწევთ პარამეტრებში შევიდნენ საჭირო საშუალების ასარჩევად - სისტემა დამოუკიდებლად ამოიცნობს საჭირო ვარიანტს და დაუყოვნებლივ შეასრულებს შესაბამის ინსტრუქციებს. ითვლება, რომ ავტომობილთან კომუნიკაციის ერთროულად რამოდენიმე მეთოდი უამრავი პრობლემისგან გაათავისუფლებს მძღოლს: მაგალითად, ხმაურიანი მგზავრებით სავსე სალონში მძღოლისთვის უფრო ადვილი იქნება ჟესტებით გასცეს ბრძანება, ვიდრე მეტყველებით. BMW Natural Interaction-ის შესაძლებლობები: ფანჯრებისა და სახურავის ლუქის გაღება-დაკეტვა; სავენტილაციო სივრცეების რეგულირება; საინფორმაციო-გასართობი სისტემების ნავიგაცია; ავტომობილის თვალთახედვის არეში არსებული დაწესებულებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; პარკირების ხელმისაწვდომობისა და საფასურის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ხელოვნური ინტელექტი აგრეთვე შეისწავლის თითოეული მძღოლის ჩვეულებებს. დიდი ალბათობით, მას წინასწარ ეცოდინება კომუნიკაციის რომელ მეთოდს აირჩევს მძღოლი და რომელი ფუნქციის შესრულებას მოსთხოვს, რაც მნიშვნელოვნად სწრაფს გახდის მის საპასუხო რეაქციას. ჯამში, იდეა საკმაოდ წააგავს სხვა კომპანიების „მომავლის ავტომობილების“ კონცეფციებს, მათ შორისაა ელექტრომობილ Mercedes-Maybach-ის პროექტი. https://hi-news.ru/auto/s-avtomobilyami-bmw-mozhno-budet-obshhatsya-kak-s-druzyami.html
  24. ერთი კვირაც არ გასულა მას შემდეგ, რაც Samsung-ამ წარადგინა დასაკეცი სმარტფონი Galaxy Fold. ამჯერად კი გამოჩნდა მისი კონკურენტი - უფრო თხელი, დიდეკრანიანი სმარტფონი Huawei Mate X. ეს უკანასკნელი წარმოდგენილია 8-დუიმიანი OLED-დისპლეით, დაკეცილ მდგომარეობაში მისი სისქე 11 მილიმეტრია და აქვს მნიშვნელოვანი სპეციფიკაციები, მათ შორის: 5G, 4500 მილიამპერი/სთ მოცულობის ბატარეა და პროცესორი Kirin 980. დაკეცილი მდგომარეობისას უკანა პანელზე არსებული მეორე დისპლეი საშუალებას იძლევა გადაიღოთ სელფი, განახორციელოთ ზარები ან იხილოთ, რა არის განთავსებული ძირითად დისპლეიზე. გახსნისას კი მიიღებთ თითქმის კვადრატულ პლანშეტს სამი მხრიდან მინიმალური ზომის ჩარჩოებით. შედარებით მსხვილ კიდეზე განთავსებულია სამი კამერა, ფლეშ-განათება და ღილაკი, რომლითაც პლანშეტის მდგომარეობა ფიქსირდება. ელეგანტური კონსტრუქციის მიღწევა კომპანიას გამოუვიდა იმით, რომ ეკრანი გარეთ იკეცება და არა შიგნით. თუმცა ამას მინუსებიც აქვს: მისი ეკრანის დაცვა არ შეიძლება Gorilla Glass-ით. ამასთან, რეკომენდებულია დამცავი ქეისის გამოყენება, რაც მნიშვნელოვნად აფუჭებს ესთეტიკას და მოსახერხებლობას. Galaxy Fold-ს, მაგალითად, ამგვარი პრობლემები არ აქვს. სმარტფონს აქვს ორი SIM-ბარათის მხარდაჭერა, მათგან ერთ-ერთის ჩანაცვლება შესაძლებელია მეხსიერების ბარათით - Huawei Nano. Mate X მუშაობს Kirin 980 პროცესორზე, ისევე როგორც Mate 20 Pro და Honor View 20. ჩიპის გარდა აღსანიშნავია საკუთარი 5G მოდემი Huawei Balong 5000, რომელიც 7-ნანომეტრიან ჩიპთან ერთად უზრუნველყოფს შესანიშნავ სიჩქარეს. Huawei-ს ახალ სმარტფონში განთავსებულია 4500 მილიამპერი/სთ მოცულობის მქონე ბატარეა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რამდენ ხანს „ცოცხლობს“ იგი ყოველდღიური მოხმარებისას. მას თან ახლავს 55 ვტ სიმძლავრის მქონე განახლებული ვერსია Huawei SuperCharge, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია Mate X 85%-მდე დაიტენოს 30 წუთში. გვერდით ნაწილში ჩართვის ღილაკთან განთავსებულია თითის ანაბეჭდის სენსორი. Huawei Mate X-ის 8გბ ოპერატიული/512 გბ სამომხმარებლო მეხსიერების მქონე მოდელი შეფასებულია 2300 ევროდ (დაახლ. 2600 აშშ დოლარი) და მისი გამოშვება მიმდინარე წლის შუა პერიოდში დაიწყება. შედარებისთვის, Samsung Galaxy Fold-ის ფასი 1980 დოლარია და მისი გაყიდვები აპრილიდან დაიწყება. https://hi-news.ru/phone/skladnoj-smartfon-mate-x-ot-huawei-bolee-tonkij-konkurent-galaxy-fold.html
  25. კომპანია Microsoft-მა წარადგინა შერეული რეალობის ახალი თაობის ჰედსეტი - Hololens 2, რომელიც კონკურენციას გაუწევს Magic Leap One-ს. კომპანია აცხადებს, რომ მოწყობილობა უფრო ხარისხიანი და მოსახერხებელი იქნება და უზრუნველყოფს საუკეთესო შესაძლებლობების რეალიზებას. Hololens 2-ს აქვს გაორმაგებულზე მეტი თვალთახედვის არე წინამორბედთან შედარებით, ამასთან, შენარჩუნებულია პიქსელების იგივე სიმჭიდროვე. ჰედსეტს შეუძლია განსაზღვროს რა მიმართულებით იხედება ადამიანი ვირტუალურ სივრცეში. მოწყობილობას აქვს იდენტიფიკაციის ტექნოლოგია Windows Hello-ს მხარდაჭერა. Hololens 2-ს აქვს სიღრმის ახალი სენსორი - time-of-flight, რომელიც მოქმედებს მანქანური სწავლების რამოდენიმე ალგორითმთან ერთად, რათა აღქმულ იქნას ხელების ჟესტიკულაცია სამგანზომილებიან სივრცეში ყოველგვარი კონტროლერების გარეშე. დემონსტრაციის დროს Microsoft-ის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა სამგანზომილებიან სივრცეში სხვადასხვა აპლიკაცია გაუშვა, მათ შორის ვირტუალური პიანინო და Microsoft Teams-ის აპლიკაცია. ვირტუალურ ღილაკებზე დაჭერას იგი ჰაერში ახორციელებდა. Hololens 2-ის შემთხვევაშიც Microsoft-ი კვლავ ორიენტირებულია კორპორატიულ კლიენტებზე. კორპორაცია მუშაობს მთელ რიგ პარტნიორებთან, მათ შორისაა Airbus, Bosch, Honeywell, Pearson, Philips და Saab. Microsoft-მა განაცხადა, რომ აპლიკაცია Spatial-ის მეშვეობით შესაძლებელი იქნება დისტანციურად ერთობლივი მუშაობა. თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა Anand Agarawala-მ მოახდინა ვირტუალური დაფის დემონსტრირება, სადაც რამოდენიმე ადამიანმა შეძლო ურთიერთქმედება და იდეების გაცვლა. გარდა ამისა, Microsoft-ი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს Hololens 2 ატარონ გარკვეული კონსტრუქციული ცვლილებებითაც. მაგალითად, Trimble-მა, რომელიც SketchUp-ის 3D-მოდელირების პაკეტის მფლობელია, შეცვალა ჰედსეტი და იგი დამცავ ჩაფხუტად აქცია, რათა შესაძლებელი გამხდარიყო მისი ტარება სამშენებლო მოედნებზე და სხვა პოტენციურად სახიფათო ადგილებზე. ამ ვერსიის სახელწოდება იქნება Trimble XR10 და იგი Hololens 2-ის ჩვეულებრივ ვერსიასთან ერთად გამოვა წლის ბოლოს. Microsoft-ი აცხადებს, რომ მუშაობას გააგრძელებს კომპანიებთან და მომავალში ჰედსეტის სხვადასხვა კონსტრუქციულ ვარიანტებს შემოგვთავაზებს. ორიგინალი Hololens-სათვალეები 2016 წლის მარტში გამოვიდა, თუმცა პირველი ჰედსეტიც განკუთვნილი იყო მწარმოებლებისთვის და არასდროს წარდგენილა ფართო აუდიტორიისთვის. ფასიც შესაბამისი იყო - 3 ათასი აშშ დოლარი. პირველი თაობის ჰედსეტს ვიწრო თვალთახედვის არე ჰქონდა. სამწუხაროდ, მეორე ვერსიის გამოშვებისას, მისი შესაძლებლობების გაუმჯობესების პარალელურად გაიზარდა ფასიც - 3500 დოლარი. Microsoft-მა განაცხადა, რომ Hololens 2 პირველ ეტაპზე გაიყიდება მხოლოდ აშშ-ში, იაპონიაში, ჩინეთში, გერმანიაში, კანადაში, დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, საფრანგეთში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. 2016 წლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. Microsoft-მა გამოუშვა Mixed Reality-ს უფრო მასიური პლატფორმა, რომელიც აერთიანებს VR-სა და AR-ს (Virtual Reallity/Augmented Reality). ისევე, როგორც ორიგინალი Hololens-ი - ახალი ჰედსეტიც განკუთვნილია ვიწრო სპეციალიზაციის მწარმოებლებისთვის, რათა გაგრძელდეს აპლიკაციებზე მუშაობა. https://3dnews.ru/983340
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.