Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5903
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    196

Everything posted by Magdalena

  1. ფილმების პოპულარული თემა - პლანეტას ასტეროიდი უახლოვდება, რომელიც განადგურებით ემუქრება ყველაფერს. სუპერგმირების გუნდი კი კოსმოსში მიემართება, რომ იგი გაანადგურონ. თუმცა მოახლოებული ასტეროიდების დაშლა იმაზე რთული საქმეა, ვიდრე აქამდე ითვლებოდა - აჩვენებს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის კვლევები. მეცნიერებმა მოახდინეს ასტეროიდთან შეჯახების მოდელირება და მიღებული შედეგები გამოაქვეყნეს. კვლევის შედეგები დაეხმარება საწინააღმდეგო მოქმედების სტრატეგიის შემუშავებას და ასტეროიდების თავიდან არიდებას. მისი წყალობით გამჯობესდება მზის სისტემის ფორმირების ახსნა და ხელს შეუწყობს საჭირო რესურსების წარმოების პროცესს. როგორ უნდა განადგურდეს ასტეროიდი? „ძველად ჩვენ ვთვლიდით, რომ რაც უფრო დიდია ობიექტი, მით უფრო ადვილი იქნება მისი დანგრევა, რადგანაც მსხვილ ობიექტებს უფრო დიდი ალბათობით აქვთ სუსტი წერტილები. თუმცა ჩვენ მიერ მიღებული შედეგები გვიჩვენებს, რომ ასტეროიდები იმაზე უფრო მყარია, ვიდრე გვეგონა და მათი სრულად განადგურებისთვის უზარმაზარი ენერგიაა საჭირო“ - აცხადებს კვლევის ავტორი. მეცნიერები იკვლევენ მასალების ფიზიკას ლაბორატორიულ პირობებში, შეისწავლიან ადამიანის მუშტის ზომის ობიექტებს, თუმცა ძნელია ამ კვლევებით მიღებული ცოდნა ქალაქის ზომის ობიექტზე გავრცელდეს. 2000-იანი წლების დასაწყისში მეცნიერებმა შექმნეს კომპიუტერული მოდელი, რომელშიც შესაძლებელი იყო სხვადასხვა ფაქტორების შეყვანა - როგორებიცაა მასა, ტემპერატურა და მასალის სიმტკიცის დონე. შემდეგ კი ხდებოდა მოდელირება, თუ როგორ ეცემა დაახლოებით კილომეტრის დიამეტრის მქონე ასტეროიდი 25 კილომეტრიან სამიზნე ასტეროიდს 5 კმ/წმ სიჩქარით. გამოთვლის შედეგად გამოდიოდა, რომ სამიზნე ასტეროიდი დაცემის შედეგად სრულიად განადგურდებოდა. ახალი კვლევებისას ზემოთხსენებული უნივერსიტეტის მეცნიერებმა განახორციელეს ცდა იმავე სცენარის მიხედვით ახალი კომპიუტერული მოდელის მეშვეობით, რომელშიც უფრო დეტალურადაა გათვალისწინებულია ის პროცესები, რომლებიც შეჯახებისას ხდება. „გვქონდა კითხვა: რა ენერგიაა საჭირო, რომ ასტეროიდი მცირე ნაწილებად დაიშალოს“ - ამბობს კვლევის ავტორი. მოდელირება გაყოფილი იყო ორ ფაზად: ფრაგმენტაციის მოკლევადიანი ფაზა და გრავიტაციული რეაკუმულაციის გრძელვადიანი ფაზა. პირველ ფაზაში განხილული იყო ის პროცესები, რომლებიც იწყება ასტეროიდზე მიზნის მოხვედისას. მეორე ფაზაში კი გათვალისწინებული იყო გრავიტაცის გავლენა იმ ნაწილებზე, რომლებიც ასტეროიდიდან გამოიტყორცნება დარტყმის შემდეგ. შეჯახებიდან რამოდენიმე საათში ხდება გრავიტაციული რეაკუმულაცია. პირველ ფაზაში ასტეროიდის დაზიანებისას მასზე მილიონობით ბზარი გაჩნდა, ასტეროიდის ნაწილი დადნა, დარტყმის ადგილას გაჩნდა კრატერი. აღმოჩნდა, რომ ასტეროიდი არ დაიმსხვრა დარტყმისგან, როგორც ადრე მიიჩნეოდა. უფრო მეტიც - არათუ განადგურდა, მეორე ფაზაში იგი უფრო ძლიერი გახდა: დაზიანებული ნაწილები განლაგდნენ ახალი, დიდი ბირთვის ირგვლივ. „მცირე ზომის ასტეროიდები საკმაოდ ხშირად ეცემა დედამიწას. მხოლოდ დროის საკითხია, როდის გადაინაცვლებს თემა სერიოზული საფრთხისკენ. ჩვენ ზუსტი წარმოდგენა უნდა გვქონდეს რა გავაკეთოთ, როდესაც ამის დრო დადგება - დაგვჭირდება სამეცნიერო ძალისხმევა, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება გადაწყვეტილების მიღებისთვის“. https://hi-news.ru/research-development/unichtozhit-asteroid-okazalos-slozhnee-chem-dumali-ranshe.html
  2. „მურის კანონი“ (Moore's law) - გორდონ მურის მიერ შექმნილი ემპირიული დაკვირვება, რომლის თანახმადაც, თანამედროვე ფორმულირებით, ინტეგრალურ სქემაზე განთავსებული ტრანზისტორების რაოდენობა ყოველ 24 თვეში ორმაგდება. (განმარტ. - ვიკიპედია) კომპანია IBM-ს აქვს შემოთავაზება, გამოყენებულ იქნას „კვანტური მოცულობა“, რომელიც გაორმაგდება ყოველ წელს და იგი იქნება ეკვივალენტური მურის კანონისა, რომელიც მოქმედია ტრადიციულ გამომთვლელ კომპიუტერებში. მურის კანონის თანახმად ჩიპზე არსებული ტრანზისტორების რიცხვი და შესაბამისად გამოთვლითი სიმჭიდროვე უნდა გაორმაგდეს ყოველ ორ წელში. ამ დრომდე ეს კანონი მოქმედებდა, თუმცა ახალ კვანტურ კომპიუტერებს თავიანთი წესები გააჩნიათ. კვანტური მანქანები მონაცემებზე მანიპულაციებისას დამყარებულია კვანტურ ბიტებზე, კუბიტეზე. თუმცა კუბიტების უბრალოდ დამატებამ შესაძლოა ვერ აამაღლოს კომპიუტერის წარმადობის დონე, რადგან მათი ფაქიზი მდგომარეობა შესაძლოა დაირღვეს უმცირესი მერყეობის ან ტემპერატურის ცვლილებების გამო - ეს მოვლენა ცნობილია სახელით - „ხმაური“. შედეგად კი გამოთვლები მცდარი გზით წარიმართება. მიმდინარე კვირაში დაგეგმილ ამერიკელი ფიზიკოსების შეკრებაზე IBM წარადგენს შედეგებს, რომლებითაც ნაჩვენებია, რომ კომპიუტერის კვანტური მოცულობა 4-დან 8-მდე გაორმაგდა 2017-2018 წლებში. კომპანია აცხადებს, რომ მცირე ხნის წინ წარადგინა 16-მოცულობიანი მანქანა Q System One. თუმცა შეიმჩნევა ნიშნები, რომ გაორმაგების ტემპი შენელებას იწყებს. IBM ლიდერია კვანტურ გამოთვლებში და მან პირველმა გახადა თავისი მოწყობილობა ხელმისაწვდომი სხვების მიერ გამოსაყენებლად. კომპანია ყველაზე დიდ კონკურენციას აწყდება Rigetti Computing-ისა და Intel-ის მხრიდან. https://hi-news.ru/computers/ibm-pridumala-zakon-mura-dlya-kvantovyx-kompyuterov.html
  3. ამჟამად არსებული მეთოდები, რომელთა მიხედვითაც დიდი რაოდენობით ბიოსაწვავი იწარმოება, ეკონომიკურად არამომგებიანია: საწარმოო პროცესზე მეტისმეტად დიდი ენერგია იხარჯება. ამიტომ ამ სფეროს ექსპერტები დიდი ხანია ეძებენ უფრო ეფექტურ და ნაკლებად ხარჯიან მეთოდებს. იუტას შტატის უნივერსიტეტის მეცნიერები თვლიან, რომ მათ მიერ შემუშავებული ახალი მეთოდი გადაჭრის ამ პრობლემას. დიდი მოცულობის ბიოსაწვავის წარმოებისთვის ისინი აპირებენ გამოიყენონ სპეციალურად შექმნილი მომრევი/ამრევი. წყალმცენარეები შეიცავენ ლიპიდებს - ცხიმოვანი მჟავის მოლეკულებს, რომელთაც შეუძლიათ გასწიონ საწვავის როლი. ტრადიციული მეთოდების გამოყენებისას ნედლეულის გადამუშავებისთვის დიდი ძალისხმევაა საჭირო. როგორც ამბობენ - დამზადებაზე დახარჯული ენერგია იმაზე მეტია, ვიდრე მიღებული ბიოსაწვავი იძლევა. იუტას უნივერსიტეტის მკვლევარებმა შექმნეს ახალი ტიპის მომრევი მოწყობილობა, რომელიც საშუალებას იძლევა წყალმცენარეებიდან გამოცალკევდეს ლიპიდები მცირე ენერგოდანახარჯებით. „აქ გადამწყვეტი მომენტია ენერგეტიკული პარიტეტის მიღწევა. ჩვენ ჯერ ამას ვერ მივაღწიეთ, თუმცა მისკენ დიდი ნაბიჯი უკვე გადადგმულია. ჩვენ მნიშვნელოვანი ბარიერი მოვაცილეთ წყალმცენარეებისგან ბიოსაწვავის ეფექტურად წარმოებისკენ მიმავალ გზას“ - აცხადებენ მკვლევარები. ტრადიციული მეთოდით დამუშავებისას თავდაპირველად საჭიროა წყალმცენარეებიდან წყლის გამოდევნა. წარმოების ეს ეტაპი ყველაზე მეტად ენერგომხარჯველია. მშრალი ნარჩენები ერევა გამხსნელ სითხეს, სადაც ხდება ლიპიდების გამოყოფა ბიომასიდან. გამოდევნილი ლიპიდები გადამუშავდება და შემდეგ საჭირო პროპორციების მიხედვით შეერევა დიზელის საწვავს. ამერიკელმა სპეციალისტებმა შექმნეს შემრევი ექსტრაქტორი, რომელშიც ირევა გამხსნელი სითხე და ნედლეული. შედეგად ექსტრაქტორში წარმოიქმნება ლოკალიზებული ტურბულენტობა, რომელიც გამოაცალკევებს ლიპიდებს. ისინი ხვდებიან გამხსნელ სითხეში, საიადანაც შემდეგ უკვე ხდება მათი იზოლირება. გადამუშავების შემდეგ ქიმიკატის მეორედ გამოყენებაც შესაძლებელია. „დიზაინი საშუალებას გვაძლევს არ ვხარჯოთ ზედმეტი ენერგია და აჩქარებს სამუშაო პროცესს“ - აცხადებს პროექტის ერთ-ერთი თანაავტორი. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ექსტრაქციის ამგვარი მეთოდი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სხვა მიკროორგანიზმებიდან (მაგ. სოკოებიდან, ბაქტერიებიდან) სასარგებლო ნივთიერებების მოპოვებისთვისაც. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით 2017 წელს ქვეყანაში გამოყენებული მთელი ენერგიის დაახლოებით 5%-ს ორგანული ნივთიერებებისგან მიღებული საწვავი შეადგენდა. მათ შორისაა ხის საწვავი, მცენარეული ეთანოლი, ორგანული ნარჩენებისგან შექმნილი ბიოგაზი. წყალმცენარეების უპირატესობა იმაში გამოიხატება, რომ შესაძლებელია მათი გაზრდა არხებში, აუზებში ან სპეციალურად შექმნილ ბიორეაქტორებში. დიდი ოდენობით წყალმცენარეების ზრდა დადებითად მოქმედებს ატმოსფეროზეც - ჰაერში მცირდება ნახშირორჟანგი. „ჩვენი საქმიანობა ნამდვილი გარღვევაა“ - აცხადებს პროექტის ავტორი. – „ტექნოლოგიები, რომელთაც ჩვენ ვქმნით, შეძლებს გადატრიალება მოახდინოს ორგანული ნივთიერებებიდან ბიოსაწვავის წარმოების სფეროში“. https://hi-news.ru/technology/uchenye-razrabotali-deshevyj-sposob-proizvodstva-biotopliva-iz-vodoroslej.html
  4. ოფიციალური პრეს-რელიზის თანახმად, ვებ-ბრაუზერმა Opera-მ განაცხადა, რომ გამოუშვებს Opera Touch-ს iOS-ისთვის. Opera Touch - ეს არის Web 3 ბრაუზერი ინტეგრირებული კრიპტო-საფულეთი, რომელსაც აქვს Ethereum-ის მხარდაჭერა (ETH) და თანამოქმედია დეცენტრალიზებულ აპლიკაცებთან (DApps). გასული წლის დეკემბერში Opera-მ გამოუშვა ინტეგრირებული კრიპტო საფულის მქონე ბრაუზერი "Web 3-ready" Android-ის მომხმარებლებისთვის. Opera iOS-ზე მომსახურების გაფართოებას იმით ხსნის, რომ წარმატებით მოხდა კრიპტო საფულისა და DApp Explorer-ის ინტეგრაცია Android-ზე. iOS-ისთვის განკუთვნილი ბრაუზერის - Opera Touch-ის ამოქმედების თარიღი მითითებული არ იყო, თუმცა პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ დარეგისტრირება, რათა მოახდინონ აპლიკაციის ტესტირება საიტით. 7 თებერვალს Opera-მ დაამატა ახალი სერვისი, რომელიც შვედეთის, ნორვეგიისა და დანიის მაცხოვრებელ მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შეიძინონ Ethereum-ი Android-ბრაუზერით. ახალი მომსახურება განხორციელდა Opera-სა და ბროკერული კომპანია Safello-ს პარტნიორობით. Safello, Opera-ს თქმით, დარეგისტრირებულია შვედეთის ფინანსური ზედამხედველობის ორგანოს ქვეშ. ჯერ კიდევ 2018 წლის ივლისში Opera- განაცხადა, რომ მის ბრაუზერს დაემატებოდა ინტეგრირებული კრიპტო საფულის მხარდაჭერა. პროდუქტ-მენეჯერმა Charles Hamel-მა განაცხადა, რომ Opera იყო „პირველი მსხვილი ბრაუზერი, რომელმაც გახსნა Web 3.0“. https://cointelegraph.com/news/opera-web-browser-crypto-wallet-to-expand-services-to-ios-users
  5. კომპანია ASUS-ის ქვეგანყოფილება Republic of Gamers-მა (ROG) წარადგინა შეზღუდული სერიის ახალი გეიმინგ-აქსესუარები, ესენია: კლავიატურა ROG Strix Flare; მაუსი ROG Gladius II Origin; ჰედსეტი ROG Strix Fusion 300; მაუსპედი ROG Sheath. ყველა აქსესუარი შესრულებულია ორიგინალურ ფერთა გამაში - დომინირებს ვარდისფერი, რომელსაც ნაცრისფერი აქცენტები აქვს დამატებული. ამგვარად, აქსესუარები პირველ რიგში მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს უფრო დააინტერესებთ. ROG Strix Flare კლავიატურის ზედაპირი გაყოფილია დიაგონალური ხაზით. კორპუსი ვარდისფერია, ხელის დასაყრდნობი მოსახსნელი სადგამი - ღია ნაცრისფერი. გარდა ამისა, რუხ ფერშია გადაწყვეტილი მედიაფლეიერის მართვის ღილაკები მარცხენა კუთხეში, ასევე ხმის მარეგულირებელი და ციფრებისა და ასოების კლავიშები ცალკეულ ციფრულ ბლოკზე. გათვალისწინებულია ღილაკების ინდივიდუალური მრავალფეროვანი განათება. კლავიატურა წარმოდგენილი იქნება Cherry MX გადამრთველების სხვადასხვა ვარიანტით - Red, Brown და Blue. ROG Gladius II Origin მაუსს აქვს ოპტიკური სენსორი PixArt 3360, 12 000 DPI გაფართოებით და Omron-ის გადამრთველები, რომლებიც გათვლილია 50 მილიონჯერ გამოყენებაზე. მანიპულატორის კორპუსი და ძირითადი ღილაკები ვარდისფერია, დანარჩენი ელემენტები - რუხი. კომპლექტი შეიცავს ორ სადენს: მტკიცე დაწნული და ჩვეულებრივი, რომელიც თან სატარებლად მოსახერხებელია. განსაკუთრებული კონსტრუქცია საშუალებას იძლევა მარტივად შეიცვალოს გადამრთველები, თუკი საჭირო იქნება სხვა დონის სიმკვეთრე ან შესაცვლელი გახდება დაზიანების გამო. PNK LTD სერიის ჰედსეტი ROG Strix Fusion 300 წარმოდგენილია 50-მილიმეტრიანი ყურსასმენებით - ASUS Essence. მხარდაჭერილია 7.1. ფორმატის ვირტუალური სივრცითი ხმა. იმისათვის, რომ თამაშის ხმები იყოს უფრო რეალისტური, სუფთა და ყოვლისმომცველი, გაზრდილია დინამიკის გარშემო აკუსტიკური კამერების ზომა. მოწყობილობა ვარდისფერია, ხელოვნური ტყავისგან დამზადებული ყურსასმენები და ნაწილი, რომელიც თავს ეხება - რუხი. ჰესდეტს მოყვება ორი კაბელი: USB-კონექტორიანი და ჩვეულებრივი 3,5 მილიმეტრიანი მაერთებლით. და ბოლოს, მაუსპედი ROG Sheath გაყოფილია დიაგონალური ხაზით ვარდისფერ და რუხ მონაკვეთებად. ზედაპირის მტკიცე მასალა უზრუნველყოფს მანიპულაციების სიზუსტეს. უკანა მხარის წყალობით კი მაუსპედი საიმედოდ ფიქსირდება მაგიდის ზედაპირზე და არ მოძრაობს მაუსის მკვეთრი მოძრაობების დროს. მაუსპედის ზომაა 890 × 430 მმ. https://3dnews.ru/983788
  6. ქსელურმა რითეილერებმა დაიწყეს შეკვეთების მიღება მცირე ფორმ-ფაქტორის უჩვეულო დესკტოპ-კომპიუტერზე: წარმოგიდგენთ მოწყობილობას - Acute Angle AA. მოწყობილობის კორპუსს სამკუთხედის ფორმა აქვს. კონსტრუქციაში გამოყენებულია ალუმინი, ზედაპირის ძირითადი ნაწილი კი ხისგანაა დამზადებული. ამგვარად, ნეტტოპი სხვა ანალოგიური მოწყობილობებისგან ორიგინალური გარეგნული სახით გამოირჩევა. Acute Angle AA-ს აპარატულ ბაზას წარმოადგენს პლატფორმა Intel Apollo Lake. გამოყენებულია პროცესორი Celeron N3450, რომელიც შეიცავს ოთხ გამომთვლელ ბირთვს ტაქტის სიხშირით 1,1 გჰც-მდე (2,2 გჰც-მდე მაქსიმალური) და გრაფიკულ კონტროლერს - Intel HD Graphics 500. კომპიუტერს აქვს LPDDR3 ტიპის 8 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება, 64-გიგაბაიტიანი ფლეშ-მოდული eMMC 5.1 (შესაძლებელია 128 გიგაბაიტიანი SSD-ბარათის დაყენება). აგრეთვე აქვს სამი პორტი USB 3.0 და HDMI 2.0a ინტერფეისი, რომელიც უზრუნველყოფს გამოსახულებას 4K/60р ფორმატში. კომპიუტერულ ქსელთან სადენიანი მიერთებისთვის გათვალისწინებულია კონტროლერი Gigabit Ethernet. უსადენო კავშირს უზრუნველყოფს ადაპტერები - Wi-Fi 802.11a/b/g/n/ac (2,4/5 გჰც) და Bluetooth 4.0 LE. მოწყობილობის გაბარიტები შეადგენს 255 × 255 × 40 მილიმეტრს, წონა - 660 გრამს. გამოყენებულია ოპერაციული სისტემა Windows 10. Acute Angle AA ნეტტოპის შეძენა შესაძლებელია 200 აშშ დოლარად. https://3dnews.ru/983775
  7. Bitcoin (BTC) Mining-იდან მოგებებმა დაიწყო ზრდა 18-თვიანი მინიმუმის შემდეგ - ადასტურებს კრიპტოსავალუტო საინფორმაციო წყაროს - Diar-ის 4 მარტის სტატისტიკური მონაცემები. მაინერებისთვის საგანგაშო წლის ბოლოს თებერვალში მოგების მოცულობა 2017 წლის შემდეგ არნახულ მინიმუმამდე დავიდა იმ დროს, როდესაც Bitcoin-ი იმყოფებოდა მატების პროცესის დასაწყისში. მაინინგ-საქმიანობის მოგებამ თებერვალში 195 მლნ დოლარი შეადგინა, იანვარში ეს მაჩვენებელი იყო 210 მლნ დოლარი. რეკორდულად დიდი მაჩვენებელი კი (951 მლნ $) 2017 წლის დეკემბერში დაფიქსირდა bull run-ის დროს. „საქმეს ართულებს ის ფაქტიც, რომ ოპტიმალური აპარატურით აღჭურვილმა მაინერებმა, რომლებმაც თავის დროზე შეღავათიან ფასში შეიძინეს ელექტროენერგია, ასევე განიცადეს მოგების შემცირება და იძულებულნი გახდნენ გაეზარდათ ე.წ. "ჰეშ დატვირთვა", რათა დადებით ბალანსში დარჩენილიყვნენ ფინანსურად“ - აღნიშნავს Diar. როგორც Cointelegraph-ი გვაცნობებს, 2018 წლის ბოლო ორი თვე ფინანსურად არამომგებიანი იყო მაინერებისთვის. ნოემბრის შუა პერიოდში დაახლოებით 50%-იანი ფასების ვარდნამ კრიპტოვალუტებზე გამოიწვია დროებით ქაოსი, კერძოდ, ჩინეთის მაინინგ-ქომიუნითის გაფრთხილებამ, რომ ქსელის წარმადობა მალე დაზარალდებოდა. მომდევნო თვეში დაიწყო ფორმის დაბრუნების პროცესი, სირთულეებთან ადაპტირება მიმდინარე პირობებში და შემდეგ დანაკარგების აღდგენა. Diar-მა პროგრესი დაადასტურა და აგრეთვე აღნიშნა, რომ მთლიანი მოგება მათთვის, ვინც Bitmain’s Antminer S9-ზე მოქმედებდა, წინა თვესთან შედარებით გაუმჯობესდა. თავად Bitmain-მა ბაზრის ზრდის შენელებული ტემპის გავლენა განიცადა, აგრეთვე Cointelegraph- იტყობინება შემცირებების ტალღის შესახებ, რომელმაც გამოიწვია სამუშაო ადგილების დაკარგვა და გარკვეული იურისდიქციებიდან გამოსვლა. ასოცირებული კომპანიები, რომელთაც შეხება აქვთ მაინინგ-სექტორთან, მაგალითად NVIDIA, აგრეთვე ინფორმირებულნი არიან შემოსავლების სიცოცხლისუნარიანობის შესახებ ბაზრის არასტაბილურობის გათვალისწინებით. https://cointelegraph.com/news/bitcoin-mining-revenue-begins-slow-recovery-after-18-month-lows-new-report-shows
  8. ადამიანები კარგად ადაპტირებენ დედამიწაზე მიმდინარე გლობალურ დათბობასთან - დამტკიცებულია კალიფორნიის დევისის უნივერსიტეტის კვლევებით. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ პროცესის ნელი ტემპის გამო ადამიანები უბრალოდ ვერ ამჩნევენ სერიოზულ ცვლილებებს და ეჩვევიან მუდმივად მზარდ ტემპერატურას. ერთი შეხედვით, ეს სიახლე შესაძლოა დადებითი ჩანდეს, თუმცა რეალურად ძალიან შემაშფოთებელია - მკვლევარები თვლიან, რომ გარკვეულ მომენტში ადამიანები გაუსაძლის პირობებში აღმოჩნდებიან ისე, რომ ვერ შენიშნეს სიცოცხლისთვის საშიში ცხელი კლიმატის ჩამოყალიბება. XIX საუკუნეში მეცნიერებმა შეიმუშავეს თეორია, რომელსაც ეწოდა „ბაყაყი მდუღარეში“. მეცნიერები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ცხელ წყალში მოთავსებული ბაყაყი ვერ შეამჩნევდა წყლის ტემპარატურის მატებას და ერთხელაც ცოცხლად მოიხარშებოდა ისე, რომ ვერც გაიგებდა რა მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს თეორია უკვე უარყოფილია, თანამედროვე მკვლევარები მიიჩნევენ, რომ მომავალში შესაძლოა ადამიანებს იგივე ბედი ეწიოთ, რაც ბაყაყს ზემოთხსენებული ორიგინალური ექსპერიმენტის შედეგად. 2014-დან 2016 წლამდე პერიოდში მკვლევარების გუნდი იკვლევდა სოციალურ ქსელებში განთავსებულ მილიარდობით შეტყობინებას ამინდის შესახებ. ისინი აკვირდებოდნენ მომხმარებლების გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას, ამინდის შესახებ ცნობებს და ადამიანების მდგომარეობას. შესადარებლად, თუ როგორ რეაგირებენ ადამიანები დღესღეობით მომატებულ ტემპერატურაზე, შეგროვებული მონაცემები შედარებულ იქნა 1981-1990 წლების ტემპერატურის მაჩვენებლებთან. აღმოჩნდა, რომ ადამიანები ყველაზე მეტად რეაგირებენ სეზონისთვის არატიპიურ ამინდზე: მაგალითად, თბილ ზამთარსა და ცივ ზაფხულზე. თუმცა ეს რეაქცია მათ მიერ სწრაფად დავიწყებადია - რამოდენიმე წელში იწყებენ თბილი ზამთრების ან სხვა ანომალიური მოვლენების აღქმას ნორმალურ პირობებად. „ეს მოვლენა ნამდვილად ჰგავს „მდუღარეში მჯდარი ბაყაყის სინდრომს.“ ადამიანებმა დაიწყეს იმ ცვლილებებთან შეჩვევა და ადაპტირება, რომელთა მოგვარებაც სურთ და საჭიროა“ - აცხადებს კლიმატის სპეციალისტი ფრენსის მური. მოცემულმა ფაქტმა მეტად შეაშფოთა მკვლევარები, თუმცა ისინი თვლიან, რომ ერთხელაც ბუნება ადამიანებს თავს შეახსენებს. ყველაზე დიდი ალბათობით, ადამიანები შეამჩნევენ ხანძრების შემთხვევების მატებას, გახშირებულ შტორმებსა და გვალვებს. ამგვარი კატასტროფები ყველაზე მკაცრად შეახსენებს ადამიანებს პლანეტის მდგომარეობას და მათ სასწრაფოდ მოუწევთ საჭირო ზომების მიღება. https://hi-news.ru/research-development/v-budushhem-lyudi-mogut-svaritsya-zazhivo-kak-lyagushki-v-kipyatke.html
  9. ჩინელმა სამხედრო ძალებმა შექმნეს არამომაკვდინებელი მიკროტალღური იარაღი, რომლითაც ხდება კანქვეშა ნერვების პარალიზება და იწვევს ძლიერ ტკივილს. „აქტიური შეკავების მიკროტალღური სისტემა“ - ასე უწოდეს ტექნოლოგიას და იგი გამოყენებული იქნება მასობრივი არეულობების, ტერორისტების დაკავების დროს, აგრეთვე სახელმწიფო მოხელეების დასაცავად - წერს Global Times. იარაღი შედგება მიკროტალღური რადარებისგან, რომლებიც მოწინააღმდეგეს უგზავნიან 0,4 მმ სიგრძის ტალღებს. მწარმოებლები ამტკიცებენ, რომ იარაღის ზემოქმედება არ იწვევს სიმსივნეს და ფერტილურობის პრობლემას. ტექნოლოგიამ გამოცდა წარმატებით გაიარა. დაგეგმილია, რომ იგი გამოყენებული იქნება როგორც ერთ პირზე შეტევისას, ასევე ადამიანთა დიდი ჯგუფის წინააღმდეგ. მიკროტალღური სისტემა შესაძლებელია დამონტაჟდეს ტრადიციულად, სტატიკურად. აგრეთვე შესაძლებელია მისი ტრანსპორტირება: შესაძლებელია რადარი დაყენდეს მცირე ზომის მიკროავტობუსის სახურავზე. ამ სიახლემდე ადრეულ პერიოდში ჩინეთის არმიამ გამოაცხადა კონკურსი, რომლის მიხედვითაც უნდა შექმნილიყო დამაგნიტებული პლაზმის მქონე არტილერიული ჭურვები. მიიჩნევა, რომ ამგვარი ჭურვები გამოყენებული იქნება ტრადიციული სროლის მეთოდის იარაღებში. https://hightech.fm/2019/02/26/china-weapon
  10. აეროკოსმოსურმა სააგენტო NASA-მ გამოაქვეყნა გალაქტიკების შეჯახების ამსახველი შესანიშნავი ფოტოები - ფოტოზე მოცემულია ჰერკულესის თანავარსკვლავედის ორი გალაქტიკის შერწყმა. ფოტოზე აღბეჭდილია ობიექტი კოდური სახელწოდებით NGC 6052. იგი მდებარეობს დედამიწიდან დაახლოებით 230 მილიონი სინათლის წელიწადის დაშორებით. დასახელებულ კოსმოსურ სტრუქტურას უილიამ ჰერშელი ჯერ კიდევ 1784 წელს აკვირდებოდა. თუმცა თავდაპირველად იგი შეცდომით იქნა აღქმული ერთ მთლიან გალაქტიკად. შემდგომი დაკვირვებების შედეგად გამოტანილ იქნა დასკვნა, რომ რეალურად ობიექტი NGC 6052 - ორი გალაქტიკაა, რომლებიც შერწყმის ეტაპზე იმყოფებიან. წარმოდგენილი ფოტო მიღებულ იქნა ორბიტალური ტელესკოპის, „ჰაბლის“ (NASA/ESA Hubble Space Telescope) ბორტიდან. ფოტოგადაღების დროს გამოყენებული იყო ინსტრუმენტი Wide Field Camera 3 - კოსმოსური ობსერვატორიის ყველაზე მაღალტექნოლოგიური მოწყობილობა. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ რამოდენიმე მილიარდი წლის შემდეგ ჩვენს გალაქტიკასაც ელის შეჯახება: მიიჩნევა, რომ ადრე თუ გვიან იგი შეერწყმება ანდრომედას გალაქტიკას. https://3dnews.ru/983719
  11. კომპანია Tesla მუშაობს ახალი თაობის სპორტულ ელექტრომობილ Roadster-ზე და მის შესახებ პერიოდულად ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ამ დრომდე ხმაურდებოდა, რომ ავტომობილი შეძლებდა რეკორდულ დროში სიჩქარის განვითარებას - 100 კმ/სთ სიჩქარეს იგი 1,9 წამში მიაღწევდა. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი იქნებოდა 400 კმ.სთ. ილონ მასკი, რომელიც ცნობილია თავისი ერთი შეხედვით წარმოუდგენელი იდეებით, 2018 წელს ახსენებდა SpaceX-ის ფუნქციების ერთ-ერთ პაკეტს, რომელიც ელექტრომობილს ათი პატარა რეაქტიული ძრავით აღჭურვავდა, რის შედეგადაც მანქანა ფრენას შეძლებდა. როგორც ჩანს, მასკი არ ხუმრობდა. მფრინავი Tesla Roadster-ის შესახებ ამჯერად ნახსენები იყო მწარმოებლის Twitter-ზე. ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ ატვირთულ ფოტოზე, სადაც მფრინავი ავტომობილი იყო გამოსახული, მასკმა დაწერა, რომ სპორტული ელექტრომობილი „რაღაც ამგვარი უნარების მქონე“ იქნება. რა საკვირველია, მასკის კომენტარი ხუმრობად აღიქვეს, თუმცა იგი ირწმუნებოდა, რომ ეს სიმართლეა. ნებისმიერ შემთხვევაში, მასკის მიერ ამ დრომდე ავტომობილებზე გაკეთებული ხმამაღალი განცხადებები უმეტეს შემთხვევაში სიმართლე აღმოჩნდა. მან განმარტა, რომ ავტომობილის საფრენად გამოყენებული იქნება SpaceX-ის სპეციალური სისტემა, რომელიც ორი უკანა სავარძლის ადგილას დამონტაჟდება. Tesla Roadster-ის ოფიციალური რელიზი 2020 წლისთვისაა მოსალოდნელი, თუმცა არის ალბათობა, რომ რეაქტიული ძრავის მქონე მოდიფიკაციის გამოშვება გადავადდება. მასკმა განაცხადა, რომ რეაქტიული აღჭურვილობის ძირითადი დანიშნულებაა გაზარდოს სიჩქარე და გააუმჯობესოს მანევრირება რთულ მოსახვევებში. როგორც ჩანს, ახალი Tesla Roadster-ი SpaceX-ის ტექნოლოგიის გარეშეც კი შესანიშნავი იქნება. იგი წარმოდგენილი იქნება განახლებული დიზაინითა და 200 კვტ/სთ აკუმულატორით, რაც სავსებით საკმარისი იქნება 1000 კილომეტრის დასაფარად. ილონ მასკმა აგრეთვე ახსენა რეჟიმი - Augmented Mode, რომელიც განბლოკავს ელექტრომობილის მართვის ამ დრომდე ხელმიუწვდომელ შესაძლებლობებს. https://hi-news.ru/auto/ilon-mask-tesla-roadster-stanet-letayushhim-avtomobilem.html
  12. 2019 წლის დასაწყისში ჩინეთმა წარმატებით დასვა კოსმოსური აპარატი “Chang’e 4” მთვარის უკანა ბნელ მხარეზე, როვერმა გადაიღო უამრავი ფოტო და ჩაატარა ბიოლოგიური ექსპერიმენტი. ქვეყანას კიდევ ბევრი გრანდიოზული გეგმა აქვს კოსმოსის დაპყრობასთან დაკავშირებით - მაგალითად, მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება მთვარეზე ახალი მთვარემავალის - “Chang’e 5”-ის გაგზავნა, ერთი წლის შემდეგ კი დაგეგმილია საკუთარი მარსმავლის შექმნა. ამგვარი გრანდიოზული მისიებისთვის საჭიროა ადამიანების გულმოდგინედ მომზადება, ამიტომ ჩინეთის ტერიტორიაზე გაიხსნა ბანაკი, რომელში მცხოვრები ადამიანებიც თავს წითელი პლანეტის პირველ სტუმრებად იგრძნობენ. ბანაკი განთავსებულია შორეულ უდაბნოში, პროვინცია ცინხაისგან მოშორებით. ახალი „პარკის“ წარმომადგენლების თქმით, ეს ადგილი საუკეთესოა ბანაკის დაარსებისთვის, რადგან იგი მეტნაკლებად მარსს წააგავს. ტერიტორია მაქსიმალურად მშრალია - მთელი წლის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობა 16 მილიმეტრს არ აღემატება. ბანაკის ფართობი 300 კვადრატულ მეტრზე მეტია, იგი შედგება კოსმოსური აპარატებისთვის განკუთვნილი იმპროვიზებული დასაფრენი მოედნისა და დახურული ტერიტორიისგან, სადაც მაცხოვრებლები ბინადრობენ. ბანაკში კარვებში საერთო ჯამში თავსდება 160 ადამიანი, ამასთან ბანაკში მცხოვრებლები შეიძლება იყვნენ არა მარტო მეცნიერები, არამედ ჩვეულებრივი ტურისტებიც. ბანაკის მშენებლობას ცოტა დრო დასჭირდა - პროექტზე მუშაობა დაიწყო გასულ წელს. ცნობილია, რომ მასზე დაახლოებით 22 მლნ დოლარი დაიხარჯა. პროექტის მთავარი მიზანი იყო აჩვენოს მოსახლეობას - როგორი იქნება მარსული კოლონიები და რა პირობებში მოუწევთ კოლონისტებს იქ ცხოვრება. https://hi-news.ru/space/v-kitae-otkrylsya-lager-v-kotorom-mozhno-pochuvstvovat-sebya-pervym-kolonistom-marsa.html
  13. ობობის ქსელი, როგორც ცნობილია, ერთ-ერთი ყველაზე მყარი მასალაა თავის წონასთან მიმართებაში. ამასთან, მას გააჩნია კიდევ ერთი უცნაური თვისება, რომელმაც შესაძლოა მეცნიერებს საშუალება მისცეს - შექმნან ხელოვნური კუნთები. ელასტიური ბოჭკო, როგორც აღმოჩნდა, ძლიერად რეაგირებს ტენიანობის ცვალებადობაზე. ტენიანობის გარკვეულ ზღვარს ზემოთ იგი სწრაფად იკუმშება. მკვლევარებმა მცირე ხნის წინ აღმოაჩინეს ობობის ქსელის თვისება, რომელსაც სუპერკუმშვადობა დაარქვეს. წვრილი ბოჭკოები ტენიანობის ცვლილებისას არა მარტო იკუმშება, არამედ ეხვევა და იქმნება ძლიერი „მბრუნავი“ ძალა. „ჩვენ ეს შემთხვევით აღმოვაჩინეთ“ - აცხადებენ კვლევით ცენტრში. – „გვინდოდა შეგვესწავლა ტენიანობის ცვლილების გავლენა ობობის ქსელის dragline-ზე“. ამისათვის მკვლევარებმა ქსელზე ჩამოკიდეს ტვირთი და მოათავსეს კამერაში, სადაც ახდენდნენ ტენიანობის კონტროლს. „როდესაც ტენიანობა გავზარდეთ, ბოჭკოზე დაკიდებულმა ტვირთმა ტრიალი დაიწყო. ამას არ მოველოდით“ - აცხადებენ მეცნიერები. გუნდმა შეამოწმა სხვა მასალებიც, მაგალითად ადამიანის თმა, თუმცა ვერ აღმოაჩინა მასში ისეთი მბრუნავი ქმედება, როგორც ობობის ბოჭკოს შემთხვევაში. თუმცა პირველი მათგანის გამოყენება თეორიულად უკვე სცადეს ხელოვნურ კუნთების შექმნასთან დაკავშირებით. „ეს შეიძლება ძალიან საინტერესო იყოს რობოტექნიკის საზოგადოებისთვის“ - აცხადებენ მეცნიერები - გულისხმობენ რა განსაზღვრული ტიპის სენსორებისა და საკონტროლო მოწყობილობების მართვის საშუალებას. „მოძრაობების მანიპულირება შესაძლებელია ტენიანობის კონტროლით“. მსოფლიოს მეცნიერები მუშაობენ, რომ მოახდინონ აღნიშნული თვისების კოპირება ცილებზე შექმნილ სინთეტიკურ ბოჭკოებში. ლაბორატორიული ექსპერიმენტებისა და მოლეკულური მოდელირების დახმარებით მეცნიერებმა განსაზღვრეს, როგორ მუშაობს ბრუნვის მექანიზმი. აღმოჩნდა, რომ იგი ემყარება საშენი ცილის, გარკვეულ სახეობას ე.წ. „პროლინს“. ცდებმა აჩვენა, რომ სწორედ მისი სტრუქტურა განაპირობებს ბრუნვას. „ცილას ბრუნვის სიმეტრიულობა გააჩნია. იგი შესაძლებელს ხდის მთელი რიგი ახალი მასალები შეიქმნას“ - აცხადებენ კვლევით ჯგუფში. შესაძლებელია, რომ შეიქმნას ახალი პოლიმერული მასალა, რომელსაც მსგავსი თვისება ექნება. „ქსელის შეკუმშვისა და ბრუნვის უნიკალური უნარი შესალებელია გამოყენებულ იქნას მგრძნობიარე მატერიალების შექმნისთვის. მისი გამოყენების პოტენციური სფეროები სხვადასხვაა: მსუბუქი რობოტებიდან და ტენიანობის სენსორებიდან დაწყებული - „ჭკვიანი“ ქსოვილისა და ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის რეგენერატორებით დამთავრებული“. https://hi-news.ru/science/pauchij-shelk-predlozhili-ispolzovat-v-kachestve-myshc-robotov.html
  14. ტელესკოპი WFIRST, რომლის გაშვებასაც NASA 2020 წლის შუა პერიოდში გეგმავს, ასტრონომებს საშუალებას მისცემს აღმოაჩინონ კიდევ 1400 ეგზოპლანეტა. ამ სიახლის შესახებ საუბარია ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევაში. Wide Field Infrared Survey Telescope (WFIRST) - ეს არის NASA-ს შემდეგი სამეცნიერო მისია, რომელიც ამოქმედდება კოსმოსური ტელესკოპის - JWST-ის შემდეგ. პროექტზე მუშაობა 2018 წლიდან მიმდინარეობს, მისი მთლიანი ღირებულება დაახლოებით 3,2 მლრდ დოლარადაა შეფასებული. WFIRST განკუთვნილია ორი ამოცანისთვის - იგი დაკავდება ამ დრომდე უცნობი ეგზოპლანეტების ძიებით გრავიტაციული მიკროლინზირების მეთოდით, აგრეთვე დააკვირდება კოსმოსს და ეცდება ამოხსნას ბნელი ენერგიის ბუნება. მკვლევარები იმედოვნებენ, რომ ახალი აპარატი შეძლებს ირმის ნახტომის სკანირებას იმაზე დიდი გაფართოებით, რაც ამ დრომდე მსგავსი მისიებისას განხორციელებულა. შედეგად შესაძლებელი იქნება გალაქტიკის სკანირება 100-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე „ჰაბლის“ ტელესკოპი ახდენდა. „ახალი ტელესკოპი სხვა კოსმოსურ ტელესკოპებთან შედარებით ბევრად დიდი იქნება. WFIRST-ის უნიკალური კომბინაცია - ფართო თვალთახედვის არე და მაღალი გაფართოება - მას ეგზოპლანეტების ძიებისთვის ყველაზე მძლავრ „მონადირედ“ აქცევს. ამ დრომდე არსებულ ტელესკოპებს, მათ შორის „ჰაბლსა“ და „ჯეიმს უიებს“ (JWST) ამ თვისებებიდან მხოლოდ ერთ-ერთი ჰქონდათ“ - ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. NASA-მ გარკვეული პერიოდის წინ მიიღო გადაწყვეტილება - შეეწყვიტა კოსმოსური ტელესკოპის - „კეპლერის“ მისია და გამოერთო მოწყობილობა. მისი დახმარებით ცხრა წლის განმავლობაში მეცნიერებმა ორიათას ექვსასი პლანეტის არსებობის შესახებ შეიტყვეს. https://hightech.fm/2019/02/27/wfirst
  15. კომპანია SpaceX-მა თავისი კოსმოსური ხომალდით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაგზავნა მანეკენი. კვირას კაფსულა სადგურს მიუერთდა და მცირეხნიანი პაუზის შემდეგ, რომელიც უსაფრთხოების შემოწმებას დასჭირდა, კაფსულა სადგურის თანამშრომლებმა გააღეს. კაფსულაში პირველად კანადელი და რუსი ასტრონავტები შევიდნენ. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ადამიანებმა ფეხი შედგეს SpaceX-ის სატრანსპორტო ხომალდზე კოსმოსში. „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კოსმოსური ფრენების ახალ ეპოქაში“ - განაცხადა ამერიკელმა ასტრონავტმა Ann McClain-მა, როდესაც იმყოფებოდა კაფსულაში სენსორებით აღჭურვილი მანეკენი რიპლისა და დედამიწა-სათამაშოს გარემოცვაში. ფუმფულა სათამაშო-დედამიწას SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა უწოდა „უწონობის უმაღლესი ტექნოლოგიის ინდიკატორი“. ეს სიახლე საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა იმის გათვალისწინებით, რომ Crew Dragon-ი პირველი კერძო კოსმოსური ხომალდია, რომელიც Boeing Starliner-თან ერთად NASA-მ აირჩია ეკიპაჟის კომერციული ფრენების განსახორციელებლად - ფრენა ითვალისწინებს ასტრონავტების კოსმოსურ სადგურამდე მიყვანას და უკან დაბრუნებას. 2011 წელს შატლის უკანასკნელი ფრენის შემდეგ აშშ-ის ასტრონავტების სადგურამდე მიყვანა რუსული რაკეტა „Союз“-ით ხორციელდებოდა. მომდევნო რამოდენიმე დღის განმავლობაში საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ეკიპაჟი დაათვალიერებს Crew Dragon-ის შიდა სტრუქტურას, გადაუღებს ფოტოებს მის ილუმინატორებს, ჩაატარებს სხვადასხვა სახის ტესტებს (პირველ რიგში კონსტრუქციის უსაფრთხოებისა და საიმედოობის კუთხით). კაფსულა დედამიწისკენ პარასკევს დილით გამოემართება. კაფსულის გამოცდა უკვე ადამიანებით ბორტზე ივლისისთვისაა დაგეგმილი. https://3dnews.ru/983728
  16. ახალი ცნობების თანახმად კრიპტო ბირჟა QuadrigaCX, როგორც ჩანს, Ethereum-ის მნიშვნელოვან მარაგს სხვა ბირჟებზე ინახავდა. ამგვარი დასკვნები გაკეთდა ანგარიშში, რომელიც კრიპტოსავალუტო გამოძიებისა და კონსულტირების პლატფორმა ZeroNonCense-მა გამოაქვეყნა. პლატფორმამ ინფორმაცია მიიღო Kraken-ისა და MyCrypto-ს გენერალური დირექტორების - Jesse Powell-ისა Taylor Monahan-ისგან. უფრო კონკრეტულად, ანგარიშის ავტორი თვლის, რომ „არსებობს დიდი ალბათობა, რომ QuadrigaCX-ის კუთვნილი დაახლოებით 650 ათასი ETH შენახულ იქნა Kraken-ზე, Bitfinex-სა და Poloniex-ზე, QuadrigaCX-ის ფუნქციონირების დროს“. ანგარიშში ავტორი ირწმუნება, რომ ყველა ეს გადარიცხვა შემოწმებული და დამტკიცებულია, გადარიცხვის მომენტში კრიპტოვალუტების ღირებულება 100 მლნ დოლარს აღემატებოდა. როგორც უკვე ვიცით, QuadrigaCX-ის დამფუძნებლის, Gerry Cotten-ის გარდაცვალების შემდეგ დაიკარგა 190 მლნ CA - 145 მლნ დოლარის ღირებულების ციფრული აქტივები. ZeroNonCense აცხადებს, რომ დამფუძნებლის ქვრივის ჩვენების თანახმად არც მან და არც სხვა პირმა არ იცოდა სად ინახავდა კოტენი კრიპტო აქტივებს - შესაძლოა, მათ არ იცოდნენ შენახვის ამ მეთოდის შესახებ. აუდიტის კომპანია Ernst & Young-ის მიერ გაკეთებულ ანგარიშში მტკიცდებოდა, რომ ბირჟის საფულეები ცარიელი იყო და მათ გამოყენება არ მომხდარა 2018 წლის აპრილის შემდეგ - ეს ყველაფერი შესაძლებელია აიხნას სწორედ იმით, რომ ბირჟის აქტივები სხვაგან ინახებოდა, ამაზე მიანიშნებს ZeroNonCense. მოხსენებაში გამოტანილია დასკვნა - თუკი QuadrigaCX-ის აქტივები ზემოთხსენებულ ბირჟებზეა, მათი მოძიება და უკან დაბრუნება შესაძლებელი იქნება, შედეგად კი პლატფორმას საშუალება მიეცემა გახდეს გადახდისუნარიანი და აღადგინოს საქმიანობა. როგორც თებერვლის დასაწყისში Cointelegraph-მა გაახმაურა, ZeroNonCense-მა ძველად გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ამტკიცებდა, რომ QuadrigaCX-ს არასოდეს ჰქონია 190 მილიონი Bitcoin-ში. ასევე თებერვალში გახმაურდა ცნობები, რომ კანადურმა ბანკებმა თავი შეიკავეს QuadrigaCX-ის გადახდის უუნარო აქტივების მართვისგან ფულის გათეთრების არსებობის საფრთხის გამო. https://cointelegraph.com/news/quadrigacx-reportedly-stored-eth-on-kraken-bitfinex-and-poloniex-research-finds
  17. ვიდეო ბარათების გაყიდვების მოცულობა კლებას აგრძელებს. ანალიტიკურმა კომპანია Jon Peddie Research-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ასახულია 2018 წლის ბოლომდე გრაფიკული ამაჩქარებლების გაყიდვებთან დაკავშირებული მონაცემების სისტემატიზაცია. არა მარტო ექსპერტებისთვის, ყველასთვის ცხადია მიზეზი - კრიპტომაინინგის ტალღის ჩაცხრობის შემდეგ მაინინგში გამოყენებული ასიათასობით ვიდეო ბარათი აღმოჩნდა მეორად ბაზარზე. 2019 წლის პროგნოზები ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლება, მეორადი ბაზარი კრიტიკულადაა გადავსებული. გამოყენებული ვიდეო ბარათების ასორტიმენტი დიდია ნებისმიერი გამოვნებისთვის - იდეალური მდგომარეობიდან დაწყებული - ბოლომდე დეგრადირებული ბარათებით დამთავრებული, მძლავრი GeForce GTX 1080 Ti-დან დაწყებული - ეკონომიური GeForce GTX 1050 ბარათით დამთავრებული. და ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია საკმაოდ დემოკრატიულ ფასად - 35-45%-იანი ფასდაკლება უკვე აღარ წარმოადგენს იშვიათობას. 2018 წლის მეოთხე კვარტლის გაყიდვები 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირდა 20%-ით. ჯამური რაოდენობა, მობილური GPU-ების ჩათვლით, NVIDIA-ს შემთხვევაში 7,6%-ით, AMD-ის შემთხვევაში კი 6,8%-ით შემცირდა მიუხედავად წინასაახალწლო სეზონისა. აქედან გამომდინარე, ჩნდება ლოგიკური კითხვა - „რაზე ფიქრობდა ბატონი ჯენსენ ჰუანგი, როდესაც უშვებდა RTX-სერიას ამხელა ფასითა და წარმადობით?“ ინტერნეტში ბოლო დროს უამრავი ანეკდოტი ვრცელდება მაინერებზე, რომლებმაც კრედიტები აიღეს და ვერ მიასწრეს „ფანტასტიკური მოგების მატარებელს“, თუმცა ჯენსენ ჰუანგის სამომავლო რწმენა და ოპტიმიზმი ამ პერსონაჟებს აღემატება. საერთო ჯამში AMD და NVIDIA პოზიციების კარგვას აგრძელებენ გრაფიკული პროცესორების მწარმოებლებს შორის. მეოთხე კვარტალში NVIDIA-ს საბაზრო წილი 0,8%-ით შემცირდა, AMD-სი - 0,6%-ით. მთელი ეს 1,4% გადავიდა კომპანია Intel-ის სასარგებლოდ. https://overclockers.ru/blog/d1my4/show/24641/prodazhi-videokart-stremitelno-padajut-vtorichka-perepolnena
  18. მარტის დასაწყისში ილონ მასკმა გამოაცხადა Tesla-ს საცალო მაღაზიების დაკეტვისა და ონლაინ-გაყიდვებზე გადასვლის შესახებ. ახალმა სტრატეგიამ მას საშუალება მისცა მნიშვნელოვნად შეემცირებინა ავტომობილების საფასური - როგორც უკვე ვიცით, Tesla Model 3 უკვე 35 ათასი დოლარი ღირს. ამის პარალელურად კომპანიის დამფუძნებელმა პირობა დადო, რომ გაუმჯობესდებოდა ელექტრომობილების მომსახურების სერვისი. პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია: მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა - თვალყური ადევნონ რემონტის პროცესს და მიიღონ შეტყობინება, როდესაც მანქანის შეკეთება დასრულდება. ახალი შესაძლებლობა ხელმისაწვდომი გახდა Tesla-ს მობილური აპლიკაციის განახლების შემდეგ. მისით სარგებლობისას მომხმარებლები ხედავენ კონკრეტულ მომენტში რისი შეკეთებითაა დაკავებული ხელოსანი. მაგალითად, აპლიკაცია აჩვენებს ნაწილების მოლოდინის სტატუსს, ელექტრომობილის მდგომარეობას და მის მზადყოფნას გამოყენებისთვის. სარემონტო სამუშაოების დარულების შემდეგ აპლიკაცია მფლობელს შეტყობინებას უგზავნის. კომპანია ირწმუნება, რომ მომავალში ხარისხი მუდმივად გაუმჯობესდება. ამისათვის მოხდება დიდი რაოდენობით თანხის ინვესტირება მომსახურებაში და კომპანია მიაღწევს იმას, რომ სერვისი ხელმისაწვდომი გახდეს ყველა ქვეყანაში, სადაც Tesla-ს ელექტრომობილები მოძრაობს. კომპანია აგრეთვე თვალყურს მიადევნებს, რომ სერვის-ცენტრებმა არ დაუშვან - დიდი დრო დასჭირდეს საჭირო ნაწილების მოძიებას. გარკვეული დროის წინ ილონ მასკმა მოყვა, რომ ჩინეთის ერთ-ერთი ცენტრი ავტონაწილებს ადგილობრივ მწარმოებელს უკვეთავდა, ისინი კი მიწოდებას ყველაზე გრძელი გზით ახორციელებდნენ - სხვა ქვეყნის გავლით. ნაწილების მიწოდების ხანგრძლივი დრო Tesla-ს სერვის-ცენტრების მთავარ პრობლემას წარმოადგენს. Electrek-ის ერთ-ერთმა ავტორმა საზოგადოებას გაუზიარა, რომ მცირე ხნის წინ მონრეალის ცენტრს 4 დღე დასჭირდა იმის გასაგებად, რომ არ შეეძლოთ ზამთრის საბურავების შეკვეთა. ამის გამო რემონტის პროცესი ძალიან გაჭიანურდა. აღსანიშნავია, რომ Tesla-ს ელექტრომობილების რემონტირება თავად მფლობელებსაც შეუძლიათ. სპეციალურად ამისთვის კომპანიამ გამოუშვა სახელმძღვანელო და გასცა ნებართვა - გაიყიდოს ავტონაწილები ნებისმიერ მსურველზე. https://hi-news.ru/auto/vladelcy-avtomobilej-tesla-mogut-sledit-za-xodom-ix-remonta.html
  19. მსხვილ კრიპტო ბირჟა Binance-ს აქვს შემოთავაზება - გაიცეს ჯილდო ახალი დეცენტრალიზებული პლატფორმის - Binance DEX-ის ტესტირებისთვის. ეს სიახლე გამოცხადდა კომპანიის გენერალური დირექტორის - Changpeng Zhao-ს მიერ. განცხადებაში Zhao მომხმარებლებს სთავაზობს მოახდინონ მცირე ხნის წინ ამოქმედებული ბირჟის ტესტირება და ამგვარად ხელი შეუწყონ მთავარი ქსელის სწრაფად ამოქმედებას. შედეგად მომხმარებლები დაჯილდოვდებიან Binance-ის ტოკენებით - Binance Coin-ებით (BNB). Zhao-მ განაცხადა: „Binance DEX-ის ტესტირებისთვის ჩვენ გავცემთ დაახლოებით 100 ათასი დოლარის ეკვივალენტ BNB-ტოკენებს ჯილდოს სახით. შემოგვიერთდით და დაგვეხმარეთ ქსელის სწარაფად ამოქმედებაში!“ ბლოგზე განთავსებულ ცალკე შეტყობინებაში Binance-მა წარადგინა Binance DEX-ზე მიმდინარე ვაჭრობის იმიტაციის აღწერა, რომელიც განხორციელდება 7-დან 21 მარტამდე: „ყველა მომხმარებელს, რომელსაც გააჩნია მინიმუმ ერთი რეალური BNB თავის Binance-ანგარიშზე, ექნება უფლება მონაწილეობა მიიღოს კონკურსში - Binance DEX Simulation Trading. Binance.com-ის თითოეულ ექაუნთს შეეძლება დაარეგისტრიროს Binance Chain-ის მაქსიმუმ 20 მისამართი და მიიღებს 200 ვირტუალურ სატესტო BNB-ტოკენს თითოეულ მისამართზე, რათა ეს ტოკენები სასტარტო კაპიტალად გამოიყენოს Binance DEX-ის სავაჭრო კონკურსის დაწყებამდე“. DEX – ეს არის ბლოკჩეინსა და Binance Chain-ის p2p-სისტემაზე დაფუძნებული ბირჟა, რომლის სატესტო ქსელის ამოქმედება 20 თებერვალს გამოცხადდა. ცნობილია, რომ Binance DEX-ით მხარდაჭერილი იქნება უსაფრთხო დეცენტრალიზებული პროგრამული და აპარატული საფულეები. Binance-ის Trust Wallet-იც აგრეთვე ინტეგრირებული იქნება DEX-ში Ledger Nano S-თან ერთად - უფრო დიდ მოცულობის საფულეები მოგვიანებით დაემატება. CoinMarketCap-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში BNB coin-ის ღირებულება 11%-ით გაიზარდა და სტატიის წერის მომენტში იყიდებოდა დაახლოებით 11,45 აშშ დოლარად. კრიპტო ბირჟა Kraken-მაც გამოაცხადა 100 ათასი დოლარის ოდენობით ჯილდოს შესახებ (ფიატში ან ციფრულ ვალუტაში) იმ რჩევებისთვის, რომლებიც დახმარებას გაუწევს კანადური კრიპტო ბირჟა QuadrigaCX-ის დაკარგული აქტივების აღმოჩენას. Kraken-ის განცხადების თანახმად ყველა ცნობა გაგზავნილი იქნება შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებთან. https://cointelegraph.com/news/binance-offers-token-rewards-for-testing-new-decentralized-platform ვ
  20. პლასტმასის ნარჩენები განსაკუთრებით აბინძურებს გარემოს და ამ პროცესის შეჩერება ძალიან რთულია. დიდი ბრიტანეთის ნიუკასლის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ უხრწნადი ნაგავი არა მარტო დედამიწის ზედაპირზეა, არამედ ოკეანეების სიღრმეებშიც დიდი რაოდენობითაა დაგროვილი. გარდა იმისა, რომ ნაგავი ფსკერზე გროვდება, იგი ასევე ხვდება ღრმა წყლების ბინადრების საკვების გადამამუშავებელ სისტემაში. აღმოჩენამ მკვლევარები შეაშფოთა, რადგანაც პლასტმასის ნარჩენები უკვე გახდა უამრავი ზღვის კუს და ვეშაპის სიკვდილის მიზეზი. კვლევა ტარდებოდა ისეთ რეგიონებში, სადაც ბევრია წყლისქვეშა ღრმულები ათასი მეტრის სიღრმეზე. ნიმუშების ასარჩევად სპეციალური აღჭურვილობის მეშვეობით მეცნიერებმა ზედაპირზე უამრავი ცოცხალი არსება ამოიყვანეს. შემოწმდა ოკეანეების 90 ბინადარის საჭმლის მომნელებელი სისტემა პლასტმასის ნარჩენების აღმოსაჩენად. ცხოველთა 72%-ის ორგანიზმში პლასტმასი აღმოჩნდა - არსებები წყლის ქვეშ რაც უფრო დიდ სიღრმეზე ბინადრობენ, მით მეტ პლასტმასს ყლაპავენ. მაგალითად, ჩელენჯერის უფსკრულის (10 890 მეტრი სიღრმე) ბინადარ ცოცხალ არსებათა 100%-ში დადასტურდა პლასტმასის არსებობა ორგანიზმში. ყველაზე გავრცელებული ნაგვის სახეობა აღმოჩნდა ცელულოზის ბოჭკოები, რომლებიც აქტიურად გამოიყენება ტანსაცმლის მზადებისას. მკვლევარებმა აგრეთვე იპოვეს ნეილონი, პოლიეთილენი და პოლიამიდი. მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ოკეანის სიღრმეები ადამიანების მიერ გადაყრილი ნარჩენების საბოლოო წერტილს წარმოადგენს - ოკეანეებს იქით ნაგავი ვეღარსად წავა. საზღვაო მეცნიერი, ალან ჯეიმისონის თქმით, მდინარებში ჩაყრილი ნაგავი საბოლოოდ ოკეანეებში აღმოჩნდება, პლასტმასის ნარჩენები კი ფსკერზე გროვდება. სამწუხაროდ, კაცობრიობა ჯერჯერობით ვერ უმკლავდება ნარჩენი პლასტმასის რაოდენობის შემცირების საკითხს. 2017 წლის კვლევებმა აჩვენა, რომ 1950-იანი წლებიდან მოყოლებული მსოფლიოში იწარმოებოდა 8,3 მილიარდი ტონა პლასტმასი, ამ მასიდან 6,3 მილიარდი გარემოში გადაყრილი აღმოჩნდა. https://hi-news.ru/research-development/okeanskie-glubiny-prevratilis-v-urny-dlya-plastikovyx-otxodov.html
  21. ბოლო პერიოდში Tesla-მ არსებითი ცვლილებები შეიტანა თავის საქმიანობაში. კომპანიამ შეამცირა მომსახურე პერსონალი, დაიწყო თავისი საცალო სავაჭრო მაღაზიების უმრავლესობის დახურვა (აქცენცი გადაიტანა ონლაინ-გაყიდვებზე), გაზარდა ფასი დამტენ სადგურებზე და რაც ყველაზე მთავარია - დაიწყო 35 ათას დოლარიანი Model 3-ის საბაზისო მოდელის გაყიდვა. ყველა ეს ქმედება წარმოადგენს აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის სურვილის შედეგს - შემცირდეს კომპანიის ხარჯები და გაიზარდოს მოგება. ამავე მიზნით კომპანიამ გადაწყვიტა მნიშვნელოვნად შეამციროს ფასები თავის მაღალი კლასის ელექტრომობილებზე - Model S-სა და Model X-ზე, რათა ისინი უფრო მიმზიდველი გახადოს და იმატოს გაყიდვების მოცულობამ. ამ ელექტრომობილების ვერსიები, რომლებიც ამ დრომდე 96 ათას დოლარზე მეტი ღირდა, ამის მერე გაიყიდება 83-88 ათას დოლარად. გარდა ამისა, Performance-ვარიანტები 13 ათასი დოლარით გაიაფდა. ეს ნიშნავს, რომ Performance Model S-ისა და X-ის ღირებულება ამიერიდან 112 და 117 ათასის ნაცვლად იქნება 99 და 104 ათასი დოლარი, შესაბამისად. ცხადია, ამ ელექტრომობილებს კვლავ ვერ ვუწოდებთ აშშ-ის საშუალო დონის მყიდველებისთვის ხელმისაწვდომს, თუმცა ფასების ამგვარი კლება საკმარისი იქნება იმისათვის, რომ გაიზარდოს იმ პოტენციური კლიენტების რაოდენობა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან უმაღლესი ხარისხის ელექტრომობილების შეძენით. ასევე, ელიტური ფუნქცია Ludicrous Mode-იც გაიაფდა და ახლა იგი 20 ათასი დოლარის ნაცვლად 15 ათასი დოლარი ღირს. https://3dnews.ru/983671
  22. აღსრულდა ის, რასაც მრავალი წელი ელოდა საზოგადოება - შედგა SpaceX-ის ხომალდ Crew Dragon-ის გაშვება. ფლორიდაში არსებული კენედის სახელობის სასტარტო მოედნიდან აფრინდა Falcon9. მასთან ერთად კოსმოსში გაემგზავრა პილოტირებული კოსმოსური ხომალდი Crew Dragon (Dragon 2) მანეკენთან - რიპლისთან ერთად (მთავარი გმირი ფილმისა - „უცხო“ (Alien). კოსმოსური აპარატი საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ გაემართა. რაკეტის აფრენის პირდაპირი ტრანსლაცია მიმდინარეობდა NASA-სა და SpaceX-ის არხებზე. Crew Dragon-ის ორბიტაზე გასვლის შემდეგ SpaceX-მა რაკეტა Falcon 9 დასვა ატლანტიკის ერთ-ერთ ბორანზე - კომპანიისთვის ეს არის რიგით 35-ე წარმატებული გაშვება. კაფსულა კი, რომელიც ამჟამად დედამიწის ორბიტაზე იმყოფება, შეეცდება მიუერთდეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს. ეს მისია არის ორბიტალურ ლაბორატორიაზე ასტრონავტების მიყვანის გენერალური რეპეტიცია, რომელიც ერთხელაც რეალურად მოხდება. Crew Dragon – NASA-ს პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია კერძო პილოტირებული კოსმოსური ხომალდების განვითარების მხრივ. ამ პროგრამის ფარგლებში ორი კომპანია - SpaceX და Boeing - მუშაობს საკუთარ კაფსულებზე, რომლებითაც შესაძლებელი იქნება NASA-ს ასტრონავტების გაყვანა კოსმოსში და შემდეგ მათი უკან, დედამიწაზე დაბრუნება. ხოლო მანამ, სანამ კაფსულები ადამიანების ტრანსპორტირებას მოახდენენ, NASA-ს სურს კოსმოსური კაფსულები მოქმედებაში იხილოს. კონკრეტულად ამ მისიაში ცოცხალი მგზავრები კაფსულის ბორტზე არ არიან. თუმცა ჭკვიანი მანეკენი სახელად რიპლი აღჭურვილია სენსორებით და აცვია SpaceX-ის სპეციალური კოსტიუმი. იგი ზის მგზავრებისთვის გამოყოფილი ოთხი ადგილიდან ერთზე და აგროვებს მონაცემებს, თუ როგორ მოახდენს ფრენა გავლენას ადამიანის ორგანიზმზე. რიპლის მდგომარეობასაც SpaceX-ი პირდაპირი ტრანსლაციით გადასცემდა. გარდა ამისა, კაფსულაში მოთავსებული იყო დედამიწის ფორმის პატარა ფიგურა, რომელიც ჰაერში აფრინდა, როცა Crew Dragon-ი მიკროგრავიტაციის პირობებში აღმოჩნდა. როდესაც Crew Dragon-ი რიპლისთან ერთად საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს მიუახლოვდება, კაფსულა დაიწყებს მანევრირებას სადგურის მიმართულებით და შეეცდება თავისუფალ პორტს მიუერთდეს. ლაზერებისა და პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით Crew Dragon-ი მოახდენს მისაერთებელი ადაპტერის იდენტიფიკაციას და მიუერთდება დამოუკიდებლად, ადამიანების დახმარების გარეშე. Crew Dragon-ის წინამორბედი კაფსულა Dragon-ი სხვა მეთოდს იყენებს. როდესაც მას ტვირთი მიაქვს კოსმოსურ სადგურზე, სატვირო კაფსულა სადგურთან ახლოს მიდის, თუმცა არ უერთდება. სადგურის ეკიპაჟის წევრები იყენებენ რობოტიზებულ მანიპულატორს, რათა დაიჭირონ სატვირთო კაფსულა და პორტამდე მიიყვანონ. Crew Dragon-ი კი სრულიად დამოუკიდებელი იქნება. გაშვებიდან ერთ დღეში Crew Dragon-ი ავტომატურად მიუერთდა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს - ეს გადამწყვეტი ნაწილი იყო გამოსაცდელი ფრენისას. კაფსულამ დაამტკიცა, რომ არ სჭირდება სადგურის თანამშრომლების დახმარება ამ პროცედურის განსახორციელებლად. წარმატებული ავტომატური მიერთება დიდი მიღწევაა როგორც SpaceX-ის, ასევე NASA-კომერციული პროგრამისთვის. სადგურთან მიერთება გარდაუვალი პროცესია, რათა უზრუნველყოფილ იქნას სადგურამდე მიღწევა, და როგორც დამტკიცდა, SpaceX-ს შეუძლია ამ პროცედურის უსაფრთხოდ განხორციელება. პარასკევს SpaceX-ი კაფსულას უკან დედამიწაზე გამოუშვებს და მას ატლანტის ოკეანეში დასვამს პარაშუტების მეშვეობით. ეს იქნება სატესტო მისიის საბოლოო მნიშვნელოვანი ეტაპი. ამის შემდეგ NASA შეაფასებს, თუ როგორ წარმოაჩინა თავი Crew Dragon-მა მოგზაურობისას და საბოლოოდ განსაზღვრავს - როდის განხორციელდება მორიგი ფრენა, რომლის ფარგლებშიც ამჯერად უკვე ორი ასტრონავტი გაემგზავრება კაფსულით. SpaceX-ს ეს ფრენა ზაფხულისკენ აქვს დაგეგმილი. https://hi-news.ru/science/spacex-vpervye-zapustila-pilotiruemyj-korabl-crew-dragon-k-mks.html
  23. აშშ-ის პატენტებისა და სავაჭრო მარკების სამმართველომ დაარეგისტრირა ჩინური კომპანია Lenovo-ს „დრეკადი ელექტრონული მოწყობილობის“ (Flexible electronic device) პატენტი. საუბარია ჰიბრიდულ სმარტფონ-სამაჯურზე, რომელიც განკუთვნილია ხელზე გასაკეთებლად. ამგვარი მოწყობილობის პროტოტიპის დემონსტრაცია პირველად 2016 წელს მოხდა. გამოსახულებებზე როგორც ჩანს, გაჯეტს მოქნილი დისპლეი აქვს. გაშლილ მდგომარეობაში იგი ჩვეულებრივ სმარტფონს მოგვაგონებს. ეკრანის თავზე განთავსებულია დინამიკი და ფრონტალური კამერა, გვერდებზე კი - მართვის ღილაკები. უკანა მხარეს აქვს ძირითადი კამერა ფლეშ-განათებით. მოწყობილობის მოღუნვის შემდეგ მფლობელს შეეძლება იგი მაჯაზე გაიკეთოს. ამასთან, ძველებურად იქნება შესაძლებელი სენსორული ეკრანით სარგებლობა: ინტერფეისი ოპტიმიზდება გამოყენების ამა თუ იმ რეჟიმზე. პატენტზე განაცხადი შეტანილი იყო 2016 წლის სექტემბერში, მისი დარეგისტრირება კი მხოლოდ ახლახანს განხორციელდა. დოკუმენტი დიზაინერულ კატეგორიას მიეკუთვნება, ასე რომ მოწყობილობის ტექნიკური მახასიათებლები გახმაურებული ჯერ არ არის. ასევე უცნობია ჰიბრიდის კომერციულ ბაზარზე გამოჩენის თარიღი. https://3dnews.ru/983651
  24. ერთ დღესაც, პაციენტის უჯრედებით სავსე ბიოპრინტერი ფენა-ფენა აღადგენს დამწვრობის ან სხვა სახის დაზიანების მქონე კანს, და ეს დღე უკვე არც ისე შორსაა. უეიკ-ფორესთის აღდგენითი მედიცინის ინსტიტუტის (Wake Forest Institute for Regenerative Medicine, WFIRM) მეცნიერებმა შექმნეს კანის „ბეჭდვის“ მობილური სისტემა. იგი ბიოპრინტერთაგან პირველია, რომელსაც შეუძლია უშუალოდ ჭრილობაზე „დაბეჭდოს“ ორშრიანი კანი. „ტექნოლოგიის უნიკალურობა იმაშია, რომ ეს სისტემა მობილურია და მისი მეშვეობით შესაძლებელია უშუალოდ პაციენტის ადგილსამყოფელში მოხდეს ჭრილობების მკურნალობა. სკანირების შემდეგ ხდება ადამიანის უჯრედების მოთავსება იქ, სადაც საჭიროა კანის შექმნა“ - აცხადებს Sean Murphy, კვლევის წამყვანი ავტორი (კვლევა გამოქვეყნდა Scientific Reports-ზე). ქრონიკული, მასშტაბური, განუკურნებელი ჭრილობების შემთხვევაში, მაგალითად ისეთების, როგორიც დიაბეტის დროს ჩნდება, განსაკუთრებით ღირებულია ასეთი სახის მკურნალობა, რადგანაც მრავალჯერადი თერაპიაა საჭირო. კანის უჯრედების უმრავლესობის, მაგალითად ფიბრობლასტებისა და ეპიდერმული კერატინოციტების იზოლირება მარტივად შესაძლებელია მცირე ბიოფსიით, რომელიც კანის დაუზიანებელ ნაწილზე კეთდება და შემდეგ ხდება აღებული უჯრედების გამრავლება. ფიბრობლასტები გადამწყვეტ როლს თამაშობს ჭრილობის შეხორცებაში. აღებული უჯრედების შერევა ხდება ჰიდროგელში და შემდეგ ათავსებენ ბიოპრინტერში. საჭიროა სპეციალური ინსტრუმენტების ნაკრები, რომლითაც ხდება ჭრილობის სკანირება და მიღებული მონაცემები გადაეცემა პროგრამას - რა სახის უჯრედებია საჭირო და სად უნდა განთავსდეს - ფენა ფენაზე. ოპერაციის შემდეგ იწყება კანის ნორმალური სტრუქტურის ფორმირება და ჩქარდება მისი ფუნქციონალურობის აღდგენა. ტექნოლოგიის შემდეგი ნაბიჯია პრინტერის ადამიანებზე გამოცდა. ამჟამად ჭრილობებისა და დამწვრობის სამკურნალოდ კანის გადანერგვა ტექნოლოგიის „ოქროს სტანდარტს“ წარმოადგენს. ხშირად პრობლემაა ჯანმრთელი კანის დონორის პოვნა გადანერგვისთვის. თუმცა დონორის კანის გამოყენებაც რისკთანაა დაკავშირებული - შესაძლოა მოხდეს შეუთავსებლობა და ნაწიბურების ფორმირება. ზემოთხსენებული ბიოპრინტერი კი შეძლებს შექმნას ახალი კანი პირდაპირ ჭრილობაზევე, თანაც გამოყენებული იქნება პაციენტისავე უჯრედები, ასე რომ შეუთავსებლობას ადგილი არ ექნება. „ტექნოლოგიას დიდი პოტენციალი აქვს, მეტად აღარ იქნება საჭირო კანის გადანერგვის მტკივნეული პროცედურები. მობილური ბიოპრინტერით განიკურნება ჭრილობები, დაჩქარდება დახმარების აღმოჩენა და შემცირდება პროცედურის ღირებულება“ - აცხადებს აღდგენითი მედიცინის ინსტიტუტის დირექტორი Anthony Atala. https://22century.ru/medicine-and-health/75091?fbclid=IwAR1WSYG7qjuOHsJhtm_R2cV52sfj1EhqfG-J3cldblbxZODlwbLJZqVM5F0
  25. Facebook-ი „იმედოვნებს, რომ წარმატებას მიაღწევს იქ, სადაც Bitcoin-მა მარცხი განიცადა“ თავისი საიდუმლო კრიპტო პროექტის მეშვეობით - ნათქვამია New Youk Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში. მრავალრიცხოვან ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, Times-ი ცდილობს გააერთიანოს Facebook-პროექტის ჩარჩოები, რომელიც, როგორც ამჟამად ცნობილია, აპირებს მოახდინოს კრიპტოვალუტებით გადახდის სერვისის ინტეგრირება თავის Messenger-აპლიკაციებში. კერძოდ, Facebook-ი გეგმავს შეცვალოს თავისი Messenger-ინფრასტრუქტურა და მოახდინოს სერვისის ინტეგრირება თავის კუთვნილ სამ აპლიკაციაში ერთობლივად - საუბარია WhatsApp-ის, Messenger-ისა და Instagram-ის შეტყობინებებზე. როგორც New York Times-ი აღნიშნავს, ამგვარი მიდგომა უზრუნველყოფს მომავალ კრიპტო ტოკენს - მოიცვას 2,7 მილიარდზე მეტი მომხმარებელი, რომლებიც ამ სამ სერვისს იყენებენ. New York Times-ის ცნობით, კრიპტო საგადასახადო სისტემას, რომელიც შეტყობინებების გაცვლის სისტემაში იმუშავებს, უკვე აქტიურად უჭერს მხარს რამოდენიმე გლობალური გიგანტი, მაგალითად Kakao კორეადან, Line - იაპონიიდან და Telegram-ი რუსეთიდან. NYT-ის ინფორმაციით, Facebook-მა თავისი კრიპტო პროექტი აამოქმედა PayPal-ის ექს-პრეზიდენტის, David Marcus-ის ხელმძღვანელობით მას შემდეგ, რაც Telegram-მა თითქმის 1,7 მლრდ დოლარი მოიზიდა ICO-ის ორ რაუნდში თავისი სამომავლო ტოკენების და ბლოკჩეინ-პლატფორმისთვის - Telegram Open Network (TON). როგორც ცნობილია, სამი ანონიმური წყარო იტყობინება, რომ Facebook-მა დაიქირავა 50-ზე მეტი ინჟინერი თავისი კრიპტოვალურის შესაქმნელად. კიდევ ორი წყარო აცხადებს, რომ პროექტის გასაიდუმლოების დონე იმდენად დიდია, რომ შესაბამისმა გუნდმა სამუშაოდ მიიღო ცალკე ოფისი ინდივიდუალური გასაღებებით, რათა დეტალები სხვა თანამშრომლებისგან კონფიდენციალურად შენარჩუნდეს. აღსანიშნავია, რომ წყაროების ინფორმაციის თანახმად Facebook-ის სტაბილური მონეტა (Stablecoin) დამყარებული იქნება არა ერთ ვალუტაზე (როგორც აქამდე იყო ცნობილი, აშშ დოლარზე), არამედ სამ სხვადასხვა ეროვნულ ფიატ-ფულზე. New York Times-ი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ Facebook-მა უკვე დაიწყო „Facebook coin”-ის ყიდვა სხვადასხვა კრიპტო ბირჟაზე, რომელთა სახელებიც არ ხმაურდება. ცენტრალიზაციის საკითხი და ის, თუ რამდენად დართავს Facebook-ი ნებას თავისი ციფრული მონეტების დეცენტრალიზაციას - ჯერჯერობით სადავო რჩება. გარდა ამისა, NYT ეყრდნობა ექსპერტების მოსაზრებებს, რომლებიც ირწმუნებიან, რომ Facebook-ი, დიდი ალბათობით, აღმოჩნდება ისეთვე ტექნოლოგიური და ნორმატიული შეზღუდვების წინაშე, რომელსაც შეეჯახა ისეთი მყარი კრიპტოვალუტა, როგორიცაა Bitcoin-ი. როგორც Cointelegraph-ი იტყობინება, პროექტის შესახებ გაჟღერებული ინფორმაცია ემთხვევა გასულ წელს Facebook-ის მიერ გამოქვეყნებულ ვაკანსიებს, სადაც მოთხოვნილი იყო ნიჭიერი ბლოკჩეინ-ტექნოლოგები. https://cointelegraph.com/news/new-york-times-facebook-reportedly-shopping-facebook-coin-to-crypto-exchanges
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.