Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5939
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    198

Everything posted by Magdalena

  1. საგადახდო კომპანია PayPal-მა გამოაცხადა, რომ გამოძახება მიიღო აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიისგან (SEC) PYUSD stablecoin-თან დაკავშირებით. ფინანსური ბაზრის გიგანტებიდან კომპანია იყო პირველი, რომელმაც Stablecoin გამოუშვა. დოლარზე მიბმული აქტივის ემიტენტი გახდა ინფრასტრუქტურული კრიპტოკომპანია Paxos. PayPal-ის ინიციატივას კრიპტო საზოგადოების წევრების მხირიდან ურთიერთსაწინააღმდეგო რეაქციები მოჰყვა. ზოგი თვლიდა, რომ PYUSD ხელს შეუწყობდა ციფრული აქტივების მასობრივ მიღებას, სხვები მიუთითებდნენ ცენტრალიზაციის რისკებზე. JPMorgan-ის ანალიტიკოსმა Nikolaos Panigirtzoglou-მ განაცხადა, რომ მონეტას შეუძლია Ethereum-ის სარგებელს მოუტანოს ქსელში დაბლოკილი თანხების მთლიანი ღირებულების გაზრდით. Bank of America-ს ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ PYUSD-ს მცირე ათვისება ჰქონდა ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტებისა და ჩვეულებრივი Stablecoin-ების კონკურენციის გამო. Nansen-ის ანალიტიკოსებმა დაადასტურეს მომხმარებლების მხრიდან დაბალი მოთხოვნა აქტივზე. თუმცა PayPal-ის მიერ Stablecoin-ის გაშვებამ შეშფოთება გამოიწვია აშშ-ის კონგრესში ამგვარი აქტივების ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის არარსებობის გამო. „გამოძახება მოითხოვს საბუთების წარდგენას. ჩვენ ვთანამშრომლობთ SEC-თან ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა კომპანიამ მარეგულირებელთან წარდგენილ ანგარიშში. წერის დროს PYUSD-ის კაპიტალიზაციამ მიაღწია 159 მლნ აშშ დოლარს - 68%-ით გაიზარდა ბოლო 30 დღის განმავლობაში. მონეტა სეგმენტში მე-15 ადგილზეა. ლიდერობს Tether-ის USDT 85 მლრდ აშშ დოლარზე მეტი საბაზრო მიწოდებით. წყარო: CoinGecko USDT ემიტენტის თანადამფუძნებელმა უილიამ ქუიგლიმ განაცხადა, რომ PYUSD არ მოიტანს "დიდ ინოვაციას", მაგრამ უზრუნველყოფს PayPal-ს დამატებით მოგებას. https://tinyurl.com/yjsf5982
  2. კომპანია Lenovo-მ დაიწყო დრეკადი ეკრანის მქონე მეორე თაობის ტრანსფორმერ-ლეპტოპ ThinkPad X1 Fold-ის გაყიდვა, რომლის წარდგენა ჯერ კიდევ 2022 წლის სექტემბერში შედგა. მოწყობილობას აქვს 16.3-დუიმიანი სენსორული OLED-ეკრანი გვერდების შეფარდებით 4:3, გაფართოება შეადგენს 2560 × 2024 პიქსელს, მაქსიმალური სიკაშკაშეა 600 კდ/მ2, მხარდაჭერილია 100%-იანი DCI-P3 ფერთა გამა. ეკრანი იკავებს ლეპტოპის მთელ ფრონტალურ სამუშაო ფართობს და შესაძლებელია შუაზე დაიკეცოს. ფოტოს წყარო: Lenovo ThinkPad X1 Fold Gen 2-ში შემოთავაზებულია მე-12 თაობის (Alder Lake) Intel Core i5 ან i7 პროცესორები, რომლებიც ორიენტირებულია Intel vPro Enterprise სერიის კორპორატიულ მომხმარებლებზე. LPDDR5 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერების მაქსიმალური მოცულობა 32 გბ-ია. ლეპტოპს აქვს 1 ტბ-მდე მოცულობის PCIe 4.0 NVMe SSD. ოფციურად შემოთავაზებულია ციფრული ფანქარი Wacom, რომელიც კორპუსზე მაგნიტით მაგრდება. ლეპტოპზე წარმოდგენილია 5-მეგაპიქსელიანი ვებ-კამერა, აგრეთვე ინფრაწითელი კამერა ბიომეტრიული აუთენტიფიკაციისთვის. ოპერაციული სისტემის სახით ThinkPad X1 Fold Gen 2-ში შემოთავაზებულია Windows 11 Home ან Windows 11 Pro. ბატარეის მოცულობა შეადგენა 48 ვტ/სთ-ს. მოწყობილობაზე წარმოდგენილია სამი პორტი USB Type-C - ორი მათგანი Thunderbolt 4-ის მხარდაჭერით, ასევ სლოტი nano-SIM ბარათისთვის 5G ქსელთან დასაკავშირებლად. მხარდაჭერილია Wi-Fi 6E, Bluetooth 5.2 და აპარატული კრიპტოგრაფიული გასაღები TPM 2.0. ლეპტოპის წონა შეადგენს 1.28 კგ-ს, ხოლო სადგამსა და Bluetooth-კლავიატურასთან ერთად - 1.9 კგ-ს. დაკეცილი მოწყობილობის ზომაა 176.4 × 276.2 × 17.4 მმ, გაშლილ მდგომარეობაში - 276.1 × 345.7 × 8.6 მმ. ThinkPad X1 Fold-ის ფასი 2499 აშშ დოლარიდან იწყება. https://tinyurl.com/bdfdbftb
  3. კომპანია Samsung-მა მესამე კვარტლის ფინანსური შედეგებისთვის მიძღვნილ კვარტალურ საანგარიშგებო კონფერენციაზე გამოაცხადა, რომ მომავალ წელს გეგმავს ინტეგრირებული გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მქონე სმარტფონის გამოშვებას, წერს BusinessKorea. ფოტოს წყარო: Pixabay „ჩვენ ვმუშაობთ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის, როგორც ახალი გამოცდილების დანერგვაზე ჩვენს მოწყობილობებში“, - განაცხადა Samsung-მა და დაამატა, რომ ასეთი გაჯეტების წარმოებას 2024 წელს გეგმავს. საუბარი ეხება OpenAI-ს ChatGPT-ის მსგავს გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიას, რომელიც გაეშვება ლოკალურად და არ დასჭირდება ინტერნეტთან წვდომა და გარე ქლაუდთან დაკავშირება. ასეთი სმარტფონის მფლობელი სხვადასხვა სერვისზე წვდომას მიიღებს მარტივი ბრძანების მეშვეობით. BusinessKorea-ს ცნობით Samsung ამ მიზნით ავითარებს ხელოვნური ინტელექტის სტანდარტს. სავარაუდოდ პირველი სმარტფონი, რომელიც ახალ ტექნოლოგიას მიიღებს, იქნება ფლაგმანური Galaxy S24, რომელიც სავარაუდოდ 2024 წლის დასაწყისში იქნება წარმოდგენილი, ასევე შესაძლოა ეს იყოს დასაკეცი მოწყობილობები Galaxy Z Fold6 და Flip6, რომლებიც იმავე წლის მეორე ნახევარში გამოვა. ექსპერტები ამ ნაბიჯს განიხილავენ, როგორც Samsung-ის საპასუხო ზომას Apple iPhone 16 სერიის გამოშვებამდე, რომელსაც, სავარაუდოდ, გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერა ექნება. https://tinyurl.com/wjets26v
  4. ოქტომბერში უსაფრთხოების დარღვევის 23 ინციდენტის შედეგად კრიპტოინდუსტრიაზე მიყენებულმა ზარალმა 51.61 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 85.6%-ით ნაკლებია ერთი თვით ადრე არსებულ მაჩვენებელთან შედარებით, აღნიშნეს Beosin-ის ექსპერტებმა. თვის განმავლობაში ინდუსტრიამ ყველაზე დიდი ზიანი განიცადა ჰაკერული თავდასხმების შედეგად - ზარალმა 28.33 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. უმსხვილეს 15 შეტევას შორის აღმოჩნდა: საფულე Fantom Foundation – 7 მლნ აშშ დოლარი; ფილიპინური ბირჟა Coins.ph - 6 მლნ აშშ დოლარი; პაროლების მართვის სერვისი LastPass – 4.4 მლნ აშშ დოლარი (ინციდენტი მოყვა მანამდე მონაცემთა გაჟონვის შემთხვევას). Beosin-ის სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ სამივე შემთხვევა უკავშირდებოდა დახურული გასაღებების კომპრომეტაციას. მათი მონაცემებით მსგავსი ინციდენტები კვლავ შეადგენს კიბერდანაშაულებრივი თავდასხმების მთლიანი ზარალის დაახლოებით 67%-ს. მათ ასევე გაამახვილეს ყურადღება Telegram-ბოტების ორი ჰაკზე ოქტომბერში. ჯერ დაზარალდა Maestro (~510000$), შემდეგ კი Unibot (~640000$). ოქტომბერში Beosin-მა დააფიქსირა თაღლითური rug pull  სქემის ექვსი შემთხვევა, რომელთაგან მიყენებულმა ჯამურმა ზარალმა 12.02 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მათ შორის აღინიშნა გეიმინგ პროექტი FinSoul, რომელშიც მომხმარებლებმა დაკარგეს 1.6 მლნ აშშ დოლარი. ამ პროექტის გუნდი დაკავშირებულია მაისში DeFi პლატფორმა Fintoch-ის 31 მლნ აშშ დოლარიან exit-სკამთან. ექსპერტების აზრით ინდუსტრიაში ასეთი ინციდენტების რიცხვი იზრდება და მომხმარებლებმა უნდა ჩაატარონ საფუძვლიანი გადამოწმება განსაკუთრებით დახურულ პროექტებზე. Beosin-ის მონაცემებით მესამე კვარტალში ჰაკერებისა და თაღლითებისგან ინდუსტრიაზე მიყენებულმა მთლიანმა ზარალმა შეადგინა დაახლოებით 889.3 მლნ აშშ დოლარი. https://tinyurl.com/3u4cpc6j
  5. კომპანია Intel-მა განაცხადა, რომ 14 დეკემბერს ჩაატარებს ღონისძიება AI Everywhere-ის პირდაპირ ტრანსლაციას, რომლის ფარგლებში წარადგენს მე-5 თაობის Xeon Scalable სასერვერო პროცესორებს კოდური დასახელებით Emerald Rapids, აგრეთვე პირველ Core Ultra პროცესორებს - ეს გახლავთ Meteor Lake სერიის მობილური ჩიპები. ფოტოს წყარო: Intel კომპანიის სამომავლო პრეზენტაცია მიეძღვნება ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს, რომელთა მხარდაჭერა ექნება Intel-ის ახალ პროცესორებს. წინა ანონსებიდან ცნობილია, რომ Meteor Lake შედგება ოთხი ჩიპლეტისგან: CPU, GPU, SoC და I/O. ორი კრისტალი - GPU და SoC იწარმოება TSMC-ის მიერ N5 და N6 (5- და 6-ნანომეტრიანი, შესაბამისად) ტექნოპროცესებით. CPU ჩიპლეტს Intel თავად აწარმოებს Intel 4 (7 ნმ) ტექნოპროცესით. იგი ასევე შეიცავს სპეციალურ თანაპროცესორ VPU-ს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ამოცანებისთვის. ჩიპლეტების ერთ სისტემაში გაერთიანება ხორციელდება საფირმო ტექნოლოგია Foveros-ით. Intel-ის ხელმძღვანელმა Pat Gelsinger-მა განაცხადა, რომ Meteor Lake პროცესორები უზრუნველყოფენ „ხელოვნური ინტელექტის უმთავრესი შესაძლებლობების“ მხარდაჭერას, თუმცა დეტალებს - კონკრეტულად რას გულისხმობდა ამ ნათქვამში, 14 დეკემბერს შევიტყობთ. წინასწარი ანონსებიდან და მინიშნებებიდან ცნობილია, რომ Meteor Lake-მა უნდა უზრუნველყოს მანქანური სწავლების ტექნოლოგიის მხარდაჭერას და ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების ეფექტურ შესრულებას პირდაპირ ლეპტოპებში. ჩიპები უზრუნველყოფენ თანამედროვე ოპერაციულ სისტემებსა და სხვადასხვა პროგრამულ უზრუნველყოფაში ჩანერგილი ხელოვნური ინტელექტის ფუნქციების მუშაობას. მაგალითად, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებმა უნდა გააუმჯობესოს ვიდეო კონფერენციების ხარისხი, გაზარდოს 3D ანიმაციის რეალიზმი, უზრუნველყოს თამაშებში რეალურ დროში თარგმნის შესაძლებლობა, გააუმჯობესოს ხელოვნური ინტელექტის ასისტენტების ეფექტურობა და ზოგადად გაზარდოს Core Ultra ჩიპებზე დამყარებული კომპიუტერების წარმადობა და მრავალფუნქციურობა. აღსანიშნავია, რომ მომავალი პრეზენტაციის ანონსში კომპანიას არაფერი უთქვამს განახლებული Raptor Lake Refresh მობილური პროცესორების პოტენციურ გამოშვებაზე. Intel სავარაუდოდ წარადგენს მათ მომავალ წელს, გამოფენა CES 2024-ზე, რომელიც ტრადიციულად იანვრის დასაწყისში გაიმართება. https://tinyurl.com/pw7tpcc6
  6. კომპანია MSI გამოუშვებს გეიმინგ მონიტორების რამდენიმე მოდელს QD-OLED-დისპლეებით, რომლებიც MPG და MAG სერიებს შეავსებს. კომპანიის ასორტიმენტი გაფართოვდება ბრტყელი და რკალისებრი ეკრანის მქონე მონიტორებით. ფოტოს წყარო: MSI ფლაგმანურ მოდელებად MSI ასახელებს 34-დუიმიან MAG 341CQP QD-OLED-ს UWQHD (3440 × 1440 პიქსელი) გაფართოებით და 49-დუიმიან MPG 491CQP QD-OLED-ს Dual QHD (5120 × 1440 პიქსელი) გაფართოებით. ორივე მათგანს რკალისებრი ეკრანი აქვს 1800R სიმრუდის რადიუსით და 0.03 მილიწამი რეაგირების დროით. MAG 341CQP QD-OLED მოდელზე მხარდაჭერილია 175 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე, MPG 491CQP QD-OLED მოდელზე კი - 144 ჰერცი. ახალ მონიტორებს აქვს დინამიური კონტენტის ასახვის სიმკვეთრე, აგრეთვე ღრმა შავი ფერის ასახვის შესაძლებლობა, რაც დასტურდება VESA ClearMR 9000 და DisplayHDR True Black 400 სერტიფიკაციებით. OLED-პანელის გადახურების რისკის აღმოფხვრაზე პასუხისმგებელია ექსკლუზიური ტექნოლოგია MSI OLED Care 2.0. მონიტორებს აქვს ოპტიმიზებული პასიური გაგრილების სისტემა. შესაძლებელია აპლიკაცია MSI Gaming Intelligence-ის გამოყენება და სხვადასხვა გეიმინგ ფუნქციის გააქტიურება, მაგალითად სამიზნის ინტელექტუალური მონიშვნა (Smart Crosshair), გაზრდა დამიზნებისას (Optix Scope) და ღამის ხედვის რეჟიმი (Night Vision AI). MPG 491CQP QD-OLED და MAG 341CQP QD-OLED მოდელებზე ხელმისაწვდომია HDMI 2.1 კონექტორი სიხშირის ცვლადი განახლების მხარდაჭერით (VRR), აქვს ALLM რეჟიმის მხარდაჭერა, 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე, რისი წყალობით შესაძლებელია მონიტორების გამოყენება გეიმინგ კონსოლებთან. CEC ფუნქციის წყალობით შესაძლებელია ერთი კონტროლერის გამოყენება HDMI-თ დაკავშირებული სხვადასხვა მოწყობილობის სამართავად. ასევე ხელმისაწვდომია USB-С ინტერფეისი მობილური მოწყობილობების დამუხტვისთვის. MAG 341CQP QD-OLED და MPG 491CQP QD-OLED მოდელები გაყიდვაში 6 იანვარს გამოვა. კომპანია ასევე გამოუშვებს 27- და 32-დუიმიან ბრტყელეკრანიან QD-OLED მოდელებს - MPG 321URX QD-OLED, MAG 321UPX QD-OLED, MPG 271QRX QD-OLED და MAG 271QPX QD-OLED. მონიტორების მახასიათებლები შემდეგია: MPG 321URX QD-OLED: UHD 4K (3840 × 2160 პიქსელი), 240 ჰც, 0.03 მწ (GtG); MAG 321UPX QD-OLED: UHD 4K, 240 ჰც, 0.03 მწ (GtG); MPG 271QRX QD-OLED: WQHD 2K (2560 × 1440 პიქსელი), 360 ჰც, 0.03 მწ (GtG); MAG 271QPX QD-OLED: WQHD 2K, 360 ჰც, 0.03 მწ (GtG). ყველა ზემოთხსენებულ მონიტორს აქვს MSI OLED Care 2.0 ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რომელიც ახანგრძლივებს OLED-პანელების სასიცოცხლო პერიოდს, აგრეთვე აქვთ პასიური გაგრილების სისტემა. გარდა ამისა, გააჩნიათ აპლიკაცია MSI Gaming Intelligence-ის მხარდაჭერა კონსოლების რეჟიმით, ხელმისაწვდომია USB-C კონექტორები გარე მოწყობილობებისთვის 90 ვატამდე ენერგიის გადაცემის შესაძლებლობით. ახალ მონიტორებზე MSI უფრო დეტალურად ისაუბრებს გამოფენა CES 2024-ზე, რომელიც იანვრის პირველ რიცხვებში გაიმართება. https://tinyurl.com/3228z4dx
  7. Bitcoin-საფულეებში არსებულმა მოგებამ 39 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა, Glassnode-ის მონაცემებით ეს ახალი რეკორდული მაჩვენებელია. წყარო: Glassnode. აირველ კრიპტოვალუტაში ნულოვანი ბალანსის მქონე მისამართების დაახლოებით 80% „მოგებაშია“ ფასის 34 ათას აშშ დოლარიანი დონის გადალახვის წყალობით. ინდიკატორის წინა მაქსიმუმი დაფიქსირდა 2021 წლის ნოემბერში. პიკი 38.1 მლნ აშშ დოლარი იყო, როდესაც Bitcoin-ის ფასი რეკორდულ დონეს დაუბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტის სპოტ ბაზარზე ამჟამინდელი კოტირებები შეადგენს იმ პერიოდის ღირებულებების დაახლოებით 50%-ს, Bitcoin-ის „არანულოვანი“ მისამართების რაოდენობამ ამ დროისთვის 49 მილიონს გადააჭარბა. პირველი კრიპტოვალუტის ფასის ოქტომბერში აღმასვლამ განაპირობა ის, რომ პირველი კრიპტოვალუტის საფულეების მფლობელთა 20%-ზე ნაკლებს აქვს არარეალიზებული ზარალი. წყარო: Glassnode. Crypto Slate-ის მკვლევარმა ჯეიმს სტრატენმა ყურადღება გაამახვილა Bitcoin-ის მოკლევადიანი მფლობელების მიერ მოგების მიღებაზე. ტენდენციამ არ იმოქმედა გრძელვადიან კრიპტო ინვესტორებზე. „LTH-ს პრაქტიკულად არ შეუცვლია პოზიცია და წელს მეექვსე ადგილი დაიკავა მოგების მხრივ, თუმცა ჯამში - მინიმალური“, - აღნიშნა ექსპერტმა. IntoTheBlock-ის ანალიტიკოსებმა აღნიშნეს Bitcoin-ის მსხვილი მფლობელების პოზიციების ზრდა. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ამ კატეგორიის ინვესტორებმა თავიანთ პორტფელებს დაამატეს 19.923 BTC, რომლის ღირებულება დაახლოებით 650 მლნ აშშ დოლარია. https://tinyurl.com/3sznnzpx
  8. Samsung-ის ჩიპების საკონტრაქტო წარმოების განყოფილების ვიცე-პრეზიდენტმა Jeong Gi-Tae-მ გამოცემა The Elec-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სამომავლოდ SF1.4 (1.4 ნმ) ტექნოპროცესში ტრანზისტორებში არხების რაოდენობა სამიდან ოთხამდე გაიზრდება, რაც უზრუნველყოფს წარმადობისა და ენერგოეფექტურობის საგრძნობ გაუმჯობესებას. ეს მოხდება Intel-ის მიერ ანალოგიური ტრანზისტორების აწყობიდან სამი წლის შემდეგ, რაც Samsung-ს აიძულებს კონკურენტს დაეწიოს. ფოტოს წყარო: Samsung კომპანია Samsung-მა პირველმა დაიწყო ჩამკეტის მქონე ტრანზისტორების გამოშვება, რომლებიც მთლიანად გარს აკრავს ტრანზისტორების არხებს (SF3E). ეს ტექნოლოგია დაინერგა ერთ წელზე მეტი ხნის წინ კრიპტო მაინერებისთვის განკუთვნილ ჩიპებში. ახალ ტექნოპროცესში ტრანზისტორების არხები წარმოადგენენ ერთმანეთზე განთავსებულ თხელ ნანოფურცლებს. Samsung-ის ტრანზისტორებში სამი ასეთი არხია, რომლებიც ყველა მხრიდან გარშემორტყმულია ჩამკეტით და ამიტომ მათი გავლით ძაბვა ზუსტი კონტროლით, მინიმალური დანაკარგით გადის. Samsung-ის ახალი ტექნოპროცესების დანერგვის გეგმები კომპანია Intel არხ-მატარებლების მქონე პირველი ტრანზისტორების გამოშვებას დაიწყებს 2024 წელს 2-ნანომეტრიან RibbonFET Gate-All-Around (GAA) ტექნოპროცესის გამოყენებით. თავდაპირველად მათ ექნება თითოეულ არხზე ოთხი ნანოფურცელი, რაც იმას ნიშნავს, რომ Intel-ის GateGAA ტრანზისტორები იქნება უფრო მაღალი წარმადობის Samsung-ის ანალოგებთან შედარებით, შეძლებენ უფრო დიდი ძაბვის გატარებას და იქნებიან უფრო ენერგოეფექტური სამხრეთკორეული კონკურენტის ტრანზისტორებთან შედარებით. შემუშავების პროცესი გაგრძელდება დაახლოებით სამი წელი, ჯერჯერობით Samsung არ დაიწყებს ჩიპების გამოშვებას SF1.4 ტექნოპროცესით, რაც 2027 წლისთვისაა მოსალოდნელი. როგორც ცნობილია, ეს ჩიპები იქნება „ოთხფურცლიანი“ - ექნებათ ოთხი არხი ამჟამინდელი სამის ნაცვლად. Intel-ის მომავალი 2-ნანომეტრიანი ტრანზისტორების არქიტექტურა ნანოფურცლების არხებით, მთლიანად გარშემორტყმული ჩამკეტით. ფოტოს წყარო: Intel სხვა საქმეა, მართლა ჩამორჩენილი იქნება თუ არა Samsung Intel-თან შედარებით ტექნოლოგიური თვალსაზრისით. იმ დროისთვის სამხრეთკორეულ კომპანიას უკვე ექნება GAA-ტრანზისტორების მასობრივი გამოშვების ხუთწლიანი გამოცდილება, Intel კი ახალბედა იქნება. ამგვარი ტრანზისტორების წარმოება სავარაუდოდ რთულია, რადგან Samsung ამ ტექნოპროცესს მეტისმეტად შერჩევით იყენებს. ნებისმიერ შემთხვევაში ტრანზისტორების ახალ არქიტექტურაზე გადასვლა მნიშვნელოვანი გარღვევა იქნება ნახევრადგამტარი ინდუსტრიისთვის და კომპანიებს რამდენიმე წლის განმავლობაში საშუალებას მისცემს გადალახონ ბარიერი, რომლის მიღმაც ტრადიციული ნახევრადგამტარი წარმოება აღარ იქნება პროგრესის სათავე. https://tinyurl.com/ycck57na
  9. Apple-მა განაახლა ყველაზე ხელმისაწვდომი MacBook Pro, რომელიც ახლა წარმოდგენილია 14-დუიმიანი დისპლეით და M3 პროცესორი. ადრე ყველაზე ხელმისაწვდომ MacBook Pro-ს ჰქონდა 13-დუიმიანი დისპლეი, ხოლო 14-დუიმიანი მოდელები კომპლექტდებოდა Pro ან Max სერიის უფრო მძლავრი ჩიპებით და ღირდა შესამჩნევად ძვირი. 13-დუიმიანი მოდელი აღარ გამოვა. ასევე, განახლებულ ხაზში Apple-მა საბოლოოდ თქვა უარი სენსორულ პანელ Touch Bar-ზე. ფოტოს წყარო: apple.com პროცესორი Apple M3 გახდა საწყისი დონის MacBook Pro-ს მთავარი უპირატესობა. ეს ჩიპი დამზადებულია 3-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით და უზრუნველყოფს წარმადობის შესამჩნევ ზრდას: კერძოდ, მას უნდა ჰქონდეს 60%-ით გაზრდილი სიჩქარე Final Cut Pro-ში ვიდეოს რედაქტირებისას M1-ის მქონე 13-დუიმიან MacBook Pro-სთან შედარებით. ჩვეულებისამებრ, Apple-მა გააზიარა მხოლოდ წარმადობის შერჩეული სტატისტიკა, ამიტომ ძნელია ვიმსჯელოთ, რამდენად სწრაფია M3 მთლიანობაში M1-სა და M2-თან შედარებით. 14-დუიმიანი MacBook Pro-სგან M3 Pro და Max ჩიპების მქონე ახალ ლეპტოპებში ნასესხებია დიზაინი ეკრანზე არსებული ჭრილის ჩათვლით. თუმცა ახალი მოდელი შავი ფერის ვარიანტში არ გამოვა: შემოთავაზებული იქნება ღია ნაცრისფერი და მუქი ნაცრისფერი ვერსიები. ახალი მახასიათებლების პარალელურად გაიზარდა ფასი: ამჟამად ყველაზე დაბალფასიანი MacBook Pro გაიყიდება 1599 აშშ დოლარად - მისი წინამორბედი 1299 აშშ დოლარი ღირდა. საბაზისო კონფიგურაციაში წარმოდგენილია მხოლოდ 8 გბ ოპერატიული მეხსიერება, რაც ნამდვილად ცოტაა ასეთი ფასის მქონე ლეპტოპისთვის. გარდა ამისა, საბაზისო დონის მოდელისთვის ხელმისაწვდომი არ არის Space black ფერი - იგი აქვს მხოლოდ M3 Pro და M3 Max ჩიპებზე მომუშავე 14- და 16-დუიმიან მოდელებს, რომელთა ფასი 1999 აშშ დოლარიდან იწყება. ახალი მოდელის გამოშვებით Apple-მა წარმოებიდან ამოიღო 13-დუიმიანი MacBook Pro M2 ჩიპით, ასევე 2016 წელს გამოჩენილი მინიატურული სენსორული ეკრანი Touch Bar, რომელსაც მთელი რიგი ფუნქციონალური კლავიშები უნდა ჩაენაცვლებინა. პანელით კომპლექტდებოდა მხოლოდ MacBook Pro, თუმცა გარკვეული მოთხოვნა მასზე ფიქსირდებოდა MacBook Air-ისა დ Mac-ის სეგმენტებშიც. ერთგვაროვნების ნაკლებობამ შეამცირა მისი პრიორიტეტი მესამე მხარის დეველოპერებს შორის და Apple მას სულ უფრო ნაკლებ ყურადღებას აქცევდა macOS-ის განახლებებისას. ფიზიკური ფუნქციური ღილაკები საბოლოოდ დაბრუნდა 14- და 16-დუიმიან MacBook Pro-ებში, ხოლო 13-დუიმიანი მოდელი წარმოებიდან მოიხსნა. https://tinyurl.com/3eks2dcm
  10. კრიპტოვალუტების საინვესტიციო პროდუქტებში თანხების შემოდინებამ 21 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით შეადგინა 326 მლნ აშშ დოლარი - მაქსიმალური მაჩვენებელი 2022 წლის ივლისის შემდეგ. ასეთი გამოთვლები გააზიარა CoinShares-მა. ანალიტიკოსები ამ ვითარებას მიაწერენ SEC-ის მიერ Spot Bitcoin ETF-ის დამტკიცების პერსპექტივების შესახებ მზარდ ოპტიმიზმს. დადებითი ტენდენცია ზედიზედ ხუთი კვირა გაგრძელდა. ოქტომბრის დასაწყისიდან ინვესტორებმა 484 მლნ აშშ დოლარი გამოიყენეს კრიპტოპროდუქტებში. მართვის ქვეშ არსებული აქტივების ჯამურმა მოცულობამ 37.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა - მაქსიმალური მაჩვენებელი 2022 წლის მაისის შემდეგ. წყარო: CoinShares. მთლიანი შემოსული თანხის 90% (296.3 მლნ აშშ დოლარი) მოდიოდა Bitcoin-თან დაკავშირებულ პროდუქტებზე (გასულ კვირას - 55.3 მლნ აშშ დოლარი). წლის დასაწყისიდან მაჩვენებელმა 613 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. მმართველი კომპანიების მომხმარებლებმა 15.4 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადეს (1.7 მლნ აშშ დოლარი ერთი კვირის წინ) სტრუქტურებში, რომლებიც მათ საშუალებას აძლევს გახსნან მოკლევადიანი პოზიციები პირველ კრიპტოვალუტაში. კვლავ გამოირჩევა Solana-ზე დამყარებული ინსტრუმენტები - 23.9 მლნ აშშ დოლარიანი მაჩვენებლით. ერთი კვირით ადრე მაჩვენებელი 15.5 მლნ აშშ დოლარი იყო. წლის დასაწყისიდან ინვესტორებმა პოზიციები 98 მლნ აშშ დოლარით გაზარდეს. Ethereum-ის შესახებ შეშფოთების შენარჩუნებამ გამოიწვია მასთან დაკავშირებული პროდუქტებიდან 6 მლნ აშშ დოლარის ოდენობით თანხების გადინება (7.4 მლნ აშშ დოლარი გავიდა წინა საანგარიშო პერიოდში). წყარო: CoinShares. Matrixport-ის ანალიტიკოსები პროგნოზირებენ ციფრული ოქროს ფასის 42000-56000 აშშ დოლარამდე ზრდას პირველი კრიპტოვალუტის საბირჟო ვაჭრობის ფონდის დამტკიცების შედეგად. CryptoQuant-მა მიიღო 50000-73000 აშშ დოლარის ღირებულებები. https://tinyurl.com/2be55bpy
  11. გეიმინგ ვიდეო ბარათი Radeon RX 7900 GRE ევროპაში უკვე ხელმისაწვდომია, როგორც დამოუკიდებელი პროდუქტი. თავდაპირველად ამაჩქარებელი წარმოდგენილი იყო, როგორც მზა გეიმინგ კომპიუტერების ნაწილი სხვადასხვა OEM-ისგან. გამონაკლისს წარმოადგენდა ჩინეთი, სადაც ბარათის გაყიდვის დაწყების მომენტისთანავე შეიძლებოდა მისი ცალკე შეძენა. ზოგიერთმა ევროპულმა საცალო სავაჭრო პლატფორმამ დაიწყო Radeon RX 7900 GRE-ს გაყიდვა დაახლოებით 700 ევროდ. ამჟამად ამ მოდელის ყველაზე დაბალი ფასი 671.59 ევროა. ამ ფასად შესაძლებელია კომპანია XFX-ის ვერსიის შეძენა, მაგალითად, იტალიურ რითეილერ PSK Mega Store-დან. ფოტოს წყარო: PSK Mega Store ფასის კლება შესაძლოა განპირობებული იყოს იმ ფაქტით, რომ XFX აღმოჩნდა ერთადერთი კომპანია ვიდეო ბარათების სხვა მწარმოებელებს შორის, რომელიც გვთავაზობს Radeon RX 7900 GRE-ს AMD-ის ეტალონური დიზაინით, წერს VideoCardz. ევროპული ფასების აგრეგატორ Geizhals-ის თანახმად Radeon RX 7900 GRE-ს ფასი ევროზონაში ამჟამად დაახლოებით 163 ევროთი ნაკლებია Radeon RX 7900 XT მოდელთან შედარებით, რომლის შეძენა შესაძლებელია 835 ევროდ. ამასთან Radeon RX 7900 GRE-ს ღირებულება 128 ევროთი მეტია Radeon RX 7800 XT-სთან შედარებით, რომელიც 544 ევროდ იყიდება. Radeon RX 7900 GRE-ს გრაფიკულ პროცესორს აქვს 33%-ით მეტი გრაფიკული ბირთვი Radeon RX 7800 XT-სთან შედარებით. ვიდეო ბარათის მეხსიერების მოცულობაა 16 გბ. Radeon RX 7900 GRE 24%-ით უფრო ძვირია უმცროს მოდელთან შედარებით, მაგრამ ამავე დროს 10%-ით უფრო სწრაფი. აღსანიშნავია, რომ იტალიის გარდა ვიდეო ბარათი პოლონეთში, ლატვიაში, თურქეთში, ესპანეთსა და სხვა ქვეყნებშიც გახდა ხელმისაწვდომი. საცალო მოვაჭრეების თქმით ახალი პროდუქტის ხელმისაწვდომობის პრობლემა არ არსებობს, ბარათები მარაგშია. პორტალ Tom's Hardware-ის მიხედვით Radeon RX 7900 GRE ასევე გამოჩნდა შეერთებულ შტატებში, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ როგორც მზა გეიმინგ კონსტრუქციების შემადგენლობაში. ამ ამაჩქარებლის მქონე სისტემების შეძენა შესაძლებელია 1650 აშშ დოლარიდან. https://tinyurl.com/e74m8ptr
  12. კომპანია Intel-მა ჩაატარა ინტეგრირებულ გრაფიკა Arc Alchemist-ის გეიმინგ დემონსტრაცია Xe-LPG არქიტექტურაზე უახლეს მობილურ Meteor Lake პროცესორების შემადგენლობაში, რომლებიც ბაზარზე Core Ultra დასახელებით გამოვა. ფოტოს წყარო: Intel დემონსტრაციის დროს პროცესორ Meteor Lake-ის უცნობ მოდელზე გაეშვა თამაში Dying Light 2, რომელსაც აქვს გამოსახულების მასშტაბირების ტექნოლოგია Intel XeSS-ის მხარდაჭერა. თამაში გაეშვა 1080p გაფართოებაზე, აგრეთვე 720p-ზე მასშტაბირების აქტიურ ფუნქცია XeSS-თან ერთად. აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში Meteor Lake-ის ენერგომოხმარება 30 ვატს არ აღემატებოდა. სამწუხაროდ, იმის ნაცვლად, რომ ეჩვენებინა კადრები/წამში მრიცხველი, Intel-მა ყურადღება გაამახვილა FPS-ის მასშტაბირებაზე. მწარმოებლის თქმით XeSS-ის შემთხვევაში წარმადობა იზრდებოდა 1.6-დან 1.7-ჯერ, ზოგიერთ სცენაში კი - 1.9-ჯერ ორიგინალურ გაფართოებასთან შედარებით. Meteor Lake პროცესორების ინტეგრირებული გრაფიკის შემადგენლობაში გამოიყენება 8 Xe ბირთვი, რაც ახლოსაა Arc A370M დისკრეტული მობილური GPU-ის ან Arc A380 დესკტოპ გრაფიკული პროცესორის კონფიგურაციასთან. Meteor Lake პროცესორებზე აგებული პირველი ლეპტოპების გაყიდვაში გამოსვლა მოსალოდნელია დეკემბრისთვის. https://tinyurl.com/7bujebku
  13. ამერიკელმა სენატორმა სინტია ლამისმა და პალატის წარმომადგენელმა ფრენჩ ჰილმა იუსტიციის სამინისტროს გაუგზავნეს წერილი, რომელშიც სთხოვენ, რომ „გულდასმით შეაფასონ, რამდენად უზრუნველყოფენ Binance და Tether მატერიალურ დახმარებას და რესურსებს ტერორიზმის მხარდასაჭერად“. კანონმდებლებმა სთხოვეს გენერალურ პროკურორ მერიკ ჰარლანდს „მიეღო გადაწყვეტილება Binance-ის წინააღმდეგ, რომელიც ასახავს მის ბრალეულობის დონეს და სწრაფად დაასრულებს გამოძიებას Tether-ის მონაწილეობით მიმდინარე უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით“. ინიციატივა ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ გაჩნდა. პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კომპანიებმა, სავარაუდოდ, დაარღვიეს სანქციები და კანონები საბანკო საიდუმლოების შესახებ. დოკუმენტის თანახმად Tether „შეგნებულად უწყობს ხელს ნორმატიული დადგენილებების დარღვევას - არ ატარებს მომხმარებლების ადეკვატურ შემოწმებას“. ორივე კომპანია უკვე განიცდის ზეწოლას მარეგულირებლების მხრიდან. 27 მარტს CFTC-მ დაადანაშაულა Binance დერივატივებით ვაჭრობის წესების დარღვევასა და ლიცენზიის გარეშე მუშაობაში. ასევე, სააგენტოს განცხადებით კომპანიამ იცოდა, რომ მისი მომხმარებლები სანქცირებული პირები იყვნენ. 2021 წელს CFTC-მ დააჯარიმა Tether 41 მლნ აშშ დოლარით „მცდარი ან შეცდომაში შემყვანი განცხადებების“ გაკეთებისთვის USDT Stablecoin-ის სრული უზრუნველყოფის შესახებ. ჰილი და ლამისი ზოგადად მეგობრულად არიან განწყობილნი კრიპტოვალუტების მიმართ და თავიანთ წერილში განაცხადეს, რომ ციფრულ აქტივებს და ბლოკჩეინ-ტექნოლოგიებს შეუძლიათ „პასუხისმგებლიანი ინოვაციების სტიმულირება“. „კრიპტო აქტივების სფეროში ბევრი შუამავალი ცდილობს დაიცვას აშშ-ის სანქცები და კანონები ფულის გათეთრებასთან ბრძოლის შესახებ და ამ წესებს განიხილავენ, როგორც აუცილებლობას ტექნოლოგიის პერსპექტივების გამოვლენისთვის“ - განაცხადეს მათ. სენატის საბანკო კომიტეტის თავმჯდომარე შეროდ ბრაუნმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება „იბრძოლებს კრიპტოვალუტების გამოყენებით ტერორიზმის დაფინანსებისა და სანქციების თავიდან აცილების წინააღმდეგ“ ისრაელის მხარდასაჭერად. ბრაუნმა პირობა დადო, რომ ფულის წყაროს გადაუკეტავს უკანონო ორგანიზაციებს ციფრული აქტივების ინდუსტრიაზე დამატებითი კონტროლის შემუშავებით. მან მოიხსენია კოლეგა-სენატორი ელიზაბეტ უორენი, რომელიც ასევე მხარს უჭერს კრიპტოვალუტების საშუალებით ტერორისტული დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლას. უორენმა ადრე მოიხსენია WSJ-ის სიუჟეტი, რომელშიც ნათქვამია, რომ პალესტინელმა ბოევიკებმა მიიღეს მინიმუმ 134 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ციფრული აქტივები. Chainalysis-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ტერორისტებთან დაკავშირებული კრიპტოვალუტების გამოთვლისას ბევრი არასწორად აერთიანებს მასში მესამე მხარის თანხებს, რომლებიც გადიოდა კრიმინალებთან კავშირში მყოფ სხვადასხვა გადახდის სერვისს. ისინი ასევე აცხადებენ, რომ უკანონო ქმედებების დაფინანსება კვლავ დიდწილად ტრადიციულ მეთოდებს ეყრდნობა. „ადმინისტრაციამ უნდა გადადგას დამატებითი ნაბიჯები სანქციების დასაწესებლად და რესურსები გამოყოს მრავალმხრივი ძალისხმევისთვის ჰამასთან დაკავშირებული ნებისმიერი აქტივის თვალყურის დევნების, თანხების გაყინვისა და კონფისკაციისთვის, და მიიღოს ზომები, რათა ტერორისტებს შეუწყდეთ წვდომა თანხების მოზიდვის შესაძლებლობაზე“, - განაცხადა ბრაუნმა. მან ასევე აღნიშნა, რომ კრიპტო-ტერორისტების დაფინანსების დაბლოკვის მცდელობები ხშირად ერთგვარ თამაშს ემსგავსება, რადგან სამართალდამცავებმა შეიძლება შეაჩერონ ერთი გარიგება, ხოლო დამნაშავეები სხვა პლატფორმაზე გადავიდნენ. CoinMetrics-ის თანადამფუძნებელმა ნიკ კარტერმა გამოაქვეყნა გრძელი თემა X-ის ტრენდზე, რომელშიც იგი აშშ-ის ხელისუფლებას აკრიტიკებდა კრიპტოვალუტების საწინააღმდეგო პოლიტიკისთვის. ამასთან, მან აღნიშნა, რომ სენატორები სწორედ WSJ-ის არაზუსტ მონაცემებს ეყრდნობოდნენ. ”რადგანაც კონგრესის 20%-მა მოაწერა ხელი ამ წერილს და ეს ყველაფერი WSJ-ის სტატიაზეა დაფუძნებული, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების აპარატს კრიპტო ინდუსტრიის წინააღმდეგ განაწყობს, ჩვენ სასწრაფოდ ვიმსახურებთ პასუხებს”, - განაცხადა კარტერმა. მისი აზრით, თუ გამოცემის ანალიზი არასწორია, მაშინ წინ "დიდი სკანდალია". შეგახსენებთ, რომ კიბერკრიმინალებისა და ტერორისტების მიერ ციფრული ვალუტების გამოყენების შეშფოთების ფონზე აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო გეგმავს კრიპტოვალუტის მიქსერები გამოაცხადოს „ფულის გათეთრების ცენტრებად“, რომლებიც საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას. მოგვიანებით, Elliptic ანალიტიკოსებმა აღნიშნეს კრიპტოვალუტების უმნიშვნელო წილი ჰამასის დაფინანსებაში. https://tinyurl.com/4d6tvrt7
  14. კომპანია Blue Origin-მა წარადგინა დასაფრენ მოდულ Blue Moon-ის მაკეტი, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, მთვარისკენ ფრენისთვის უახლოეს სამ წელიწადში იქნება მზად. თავდაპირველად იგი ეკიპაჟის გარეშე გაფრინდება, ათწლეულის ბოლოს კი შეასრულებს პილოტირებულ მისიას. ფოტოს წყარო: twitter.com/SenBillNelson ხომალდის მაკეტი NASA-ს ადმინისტრაციას Amazon-ისა და Blue Origin-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა წარუდგინა. ღონისძიება ჩატარდა კოსმოსური კომპანიის ქარხანაში ჰანთსვილში, შტატ ალაბამაში. დასაფრენი მოდულის სიგანე 7 მეტრს შეადგენს და მას კოსმოსში Blue Origin-ის რაკეტა New Glenn წაიღებს. ხომალდის ამ ვარიანტის სახელწოდებაა Mark 1 და იგი განკუთვნილია 3 ტონამდე სასარგებლო ტვირთის მთვარეზე წაღებისთვის. უფრო დიდი ვერსია Mark 2 კი განკუთვნილია პილოტირებული მისიისთვის - მაისში კომპანია არჩეულ იქნა მთვარის მისია Artemis V-ის ოპერატორად. Artemis V ოფიციალურად 2029 წელს არის დაგეგმილი, მაგრამ სავარაუდოდ გადაიდება. ეს იმიტომ ხდება, რომ Artemis III და Artemis IV მისიები, რომლებიც დაგეგმილია და მათი განხორციელება მინიჭებული აქვს SpaceX-ს, უფრო ადრე უნდა რეალიზდეს. ისინი დაგეგმილია შესაბამისად 2025 და 2028 წლებში, მაგრამ მათი ბედი დამოკიდებული იქნება რაკეტა Starship-ზე, რომელიც ჯერ ორბიტაზე უნდა გავიდეს და შემდეგ კოსმოსში გამოცადოს საწვავის შევსების ტექნოლოგია - ეს ყველაფერი საჭიროებს მრავალჯერ წარმატებულ გაშვებას. ეკიპაჟით პირველი ფრენის წინ კი SpaceX გეგმავს საჩვენებელი უპილოტო მისიის ჩატარებას Starship მოდულის მთვარეზე დაშვებით. ფოტოს წყარო: twitter.com/blueorigin Blue Origin-ის მთვარის მოდულის არქიტექტურა დიდწილად SpaceX-ის მოდულის ანალოგიურია: ორივეს სჭირდება საწვავით შევსება კოსმოსში, თუმცა Blue Moon-ს - თხევადი წყალბადი, Starship-ის კი - თხევადი მეთანი. Blue Origin-იც ჩაატარებს საცდელ ფრენებს რაკეტა New Glenn-ით, ეს ფრენები სავარაუდოდ მომავალი წლის ბოლომდე დაიწყება. თითოეული პილოტირებული მისიისთვის კომპანიას მოუწევს New Glenn-ის სამი გაშვება: ერთი - მოდულის გაშვება მთვარის ორბიტაზე და კიდევ ორი - ჩასაბმელი საწვავის ავზის ტრანსპორტირებისთვის. ასტრონავტები დედამიწიდან გაფრინდებიან კოსმოსურ ხომალდ „ორიონით“ და რაკეტა SLS-ით - მთვარის ორბიტაზე ხომალდი მიუერთდება SpaceX-ის ან Blue Origin-ის დასაფრენ მოდულს და მასთან ერთად მთვარის ზედაპირისკენ გაემართება. ეს დასაფრენი მოდულები უკანვე დააბრუნებენ ეკიპაჟს „ორიონზე“, რომელიც მათ უკან დედამიწაზე ჩამოიყვანს. Blue Moon-ის დასაფრენი მოდული Mark 1 მთვარეზე დაფრინდება თავდაპირველად სადემონსტრაციო მისიით; ასევე დაგეგმილია დამატებითი ფრენები მთვარის ზედაპირზე ტვირთის მიტანისთვის, რომლებიც სავარაუდოდ დაიწყება არაუგვიანეს 2026 წელს. https://tinyurl.com/2b79c7af
  15. კომპანია Google გეგმავს 2 მლრდ აშშ დოლარის ოდენობით ინვესტირებას ახალგაზრდა კომპანია Anthropic-ში, რომელიც OpenAI-ის კონკურენტია და სპეციალიზებულია ხელოვნური ინტელექტის დიდი ენის მოდელების შემუშავებაში - წერს Wall Street Journal. ფოტოს წყარო: anthropic.com საძიებო გიგანტი სტარტაპს თავდაპირველად გადაურიცხავს 500 მლნ აშშ დოლარს, დანარჩენს კი - მოგვიანებთ - ეს ინვესტიცია Anthropic-ს დაეხმარება ახალი დიდი ენის მოდელის შემუშავებაში, რომელიც „ათჯერ ეფექტური“ იქნება ამჟამად ბაზარზე არსებულ ხელოვნური ინტელექტის სისტემებთან შედარებით. კომპანია დაარსდა 2021 წელს OpenAI-ის განვითარების ყოფილი აღმასრულებლების მიერ. Anthropic-ის ფლაგმანური პროდუქტია მოდელი Claude 2, რომელიც ChatGPT-ის ანალოგია: იგი წერს ტექსტებს, ქმნის პროგრამულ კოდს და ხსნის მათემატიკურ ამოცანებს. კომპანიას ასევე აქვს მოდელი Claude Instant, მას აქვს ფუნქციების შეზღუდული ნაკრები Claude 2-თან შედარებით, რაც კომპენსირდება უფრო მოკრძალებული ფასით და რეაგირების მოკლე დროით. ორივე მოდელი ხელმისაწვდომია არა მხოლოდ ჩატ-ბოტის ფორმატში ვებ ინტერფეისის საშუალებით, არამედ მუშაობს API-სთან, რის შედეგად შესაძლებელია ორივე მათგანის ინტეგრირება მესამე მხარის პროგრამულ პროდუქტებში. ChatGPT-ზე უპირატესობის მოპოვების მცდელობისას, Anthropic-მა ორივე მოდელი უზრუნველყო შემავალი მონაცემების დიდი მოცულობით - ერთდროულად 70 ათასამდე სიტყვით, რაც Claude 2-სა და Claude Instant-ს საშუალებას აძლევს დააგენერირონ მთლიანი წიგნების მოკლე რეზიუმეები, რაც კონკურენტი პროდუქტებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. Anthropic-ის 2 მლრდ აშშ დოლარიანი დაფინანსება Google-ის მხრიდან პირველი არ არის: გასულ წელს ტექნოლოგიურმა გიგანტმა სტარტაპისგან აქციების 10% 300 მლნ აშშ დოლარად გამოისყიდა, მიმდინარე წლის მაისში კი სხვა მონაწილეებთან ერთად სტარტაპი უზრუნველყო კიდევ 450 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციით. დაახლოებით ერთი თვის წინ Anthropic-ში 4 მლრდ აშშ დოლარი ჩადო Amazon-მა, ამ თანხის მესამედს სტარტაპი ავანსად მიიღებს. Anthropic-მა ქლაუდ სერვისების წამყვან მომწოდებლად AWS აირჩია. Amazon-სა და Google-თან შეთანხმებამდე Anthropic-მა განაცხადა, რომ გეგმავდა 4.1 მლრდ აშშ დოლარის მოზიდვას - ამჟამად იგი, სავარაუდოდ, უფრო მეტი ღირს, თუმცა მაინც გაცილებით ნაკლები - OpenAI-სთან შედარებით, რომელიც უკვე ემზადება 80-90 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების აქციების მეორედ გაყიდვისთვის. https://tinyurl.com/wuyz7ucz
  16. 28 ოქტომბერს კონფიდენციალურობაზე ორიენტირებულ კრიპტოვალუტა Zcash-ის (ZEC) ქომიუნითიმ აღნიშნა შვიდი წელი მისი მთავარი ქსელის გამოშვებიდან. 2016 წელს Zcash-მა მაღალი ცვალებადობა დააფიქსირა - გარკვეულ მომენტში 1 ZEC-ის ფასი გაიზარდა 2600 BTC-მდე, ანუ გახდა 1.8 მლნ აშშ დოლარზე მეტი იმდროინდელი კურსით. CoinGecko-ს თანახმად აქტივი წერის დროს იყიდება 27 აშშ დოლარად - გაიზადა 1.8%-ით ბოლო 24 საათის განმავლობაში. კაპიტალიზაციის მიხედვით რეიტინგში Zcash იკავებს 149-ე ადგილს 220.3 მლნ აშშ დოლარიანი მაჩვენებლით. ZEC/USDT-ის საათობრივი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView 2020 წელს Zcash-ის შემქმნელმა და Electric Coin Company-ს (ECC) აღმასრულებელმა დირექტორმა Zooko Wilcox-მა განაცხადა, რომ პროექტმა თავისი არსებობის მანძილზე დიდ წარმატებას მიაღწია. მიღწევებს შორის მან ხაზი გაუსვა კრიტიკული მოწყვლადობის გამოვლენას და აღმოფხვრას 2018 წელს, ასევე ქომიუნითის განვითარებას. 2021 წელს ECC-მ წარმოადგინა Zcash-ის სამოქმედო გეგმა 2025 წლამდე. გუნდმა გეგმას უწოდა "აგრესიული, მაგრამ მიღწევადი". იგი მოიცავდა სამ ძირითად პროდუქტს: Proof-of-Stake კონსენსუსის ალგორითმზე გადასვლას, თავსებადობას და ECC-ის ოფიციალურ საფულეს. 2022 წელს NSA-ს და აშშ-ის CIA-ს ყოფილმა თანამშრომელმა ედვარდ სნოუდენმა განაცხადა, რომ მონაწილეობდა Zcash-ის გამოშვებაში. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მაისში ECC-მ გაააქტიურა Network Upgrade 5 კრიპტოვალუტის მთავარ ქსელზე. ქსელის პირველი ძირითადი განახლება 2020 წლის ნოემბრის შემდეგ მოიცავდა უსაფრთხო გადახდის პროტოკოლ Orchard-ის გაშვებას, რომელშიც გამოიყენება ვერიფიკაციის სისტემა Halo. https://tinyurl.com/mr33shvb
  17. მიუხედავად იმისა, რომ Intel-ის პროცესორების დიაპაზონში ახალი თაობის მთავარი მობილური პლატფორმის როლი ენიჭება ენერგოეფექტურ Meteor Lake მოდელებს, რომლებიც ბაზარზე სავარაუდოდ მიმდინარე წლის დეკემბერში გამოვა, კომპანია ასევე ემზადება 55 ვატი ნომინალური ენერგომოხმარების მქონე განახლებული მობილური Raptor Lake-HX Refresh მოდელების გამოშვებისთვის. ფოტოს წყარო: Wccftech ინტერნეტში გამოჩნდა ერთ-ერთი განახლებული მობილური Raptor Lake-HX მოდელი - Core i7-14700HX. პროცესორი მოცემულია PugetBench ვებ-გვერდის მონაცემთა ბაზაში, როგორც ლეპტოპის ნაწილი, რომელსაც აქვს 64 გბ DDR5-4800 ოპერატიული მეხსიერება. აღსანიშნავია, რომ ჩიპს თან ახლდა Intel Arc A570M მობილური ვიდეო ბარათი, რაც ძალიან უცნაურია, ვინაიდან Core-HX პროცესორები ჩვეულებრივ კონფიგურაციებში წარმოდგენილია NVIDIA-ს უფრო მძლავრი GeForce RTX 40 სერიის გრაფიკით. თუმცა სავარაუდოა, რომ Intel Arc A570M გამოიყენებოდა, როგორც მობილური სისტემის ნაწილი მხოლოდ ტესტირებისთვის. მოსალოდნელია, რომ Core i7-14700HX-ს ექნება ენერგოეფექტური ბირთვების 12-მდე გაზრდილი რაოდენობა ისევე, როგორც განახლებულ დესკტოპ მოდელ Core i7-14700K-ს, რომელსაც აქვს 8 P-ბირთვი და 12 E-ბირთვი. შეგახსენებთ, რომ Core i7-13700HX-ს აქვს 8 მაღალი წარმადობის და ამდენივე ენერგოეფექტური ბირთვი. რაც შეეხება Core i9-14900HX მოდელს, ფლაგმანური ჩიპი შედის ASUS ROG Strix Scar ლეპტოპის შემადგენლობაში, რომელსაც აქვს 64 გბ DDR5-5600 ოპერატიული მეხსიერება და GeForce RTX 4090 ვიდეო ბარათი. მოსალოდნელია, რომ განახლებულ Core-HX მობილურ ჩიპებს ისევე, როგორც Raptor Lake-S Refresh-ის დესკტოპის ვერსიებს, ექნება გაზრდილი სამუშაო სიხშირეები წინამორბედებთან შედარებით. ჯამში განახლებული მობილური პროცესორებისგან მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის მოსალოდნელი. სავარაუდოა, რომ მათში შენარჩუნებული იქნება ნომინალური TPD-ის დონე 55 ვატი და მაქსიმალური ენერგომოხმარება - 157 ვატი. https://tinyurl.com/bdcrkbc7
  18. კომპანია Boston Dynamics-მა რობოტიზებულ ძაღლ Spot-ს ასწავლა ლაბორატორიაში მეგზურად იმოქმედოს და ტურებს ჩაატაროს სხვადასხვა პერსონაჟის სახელით - ამ მიზნით რობოტს დაუკავშირეს ხელოვნურ ინტელექტზე დამყარებული ჩატ-ბოტი ChatGPT. ფოტოს წყარო: bostondynamics.com Spot-ს დაუკავშირეს დინამიკები, მიკროფონები და API ChatGPT, რამაც იგი საინტერესო მოსაუბრედ აქცია. იმისთვის, რომ რობოტის იერსახე უფრო გამოეცოცხლებინათ, დეველოპერებმა პირის ადგილას დაუმატეს რობოტიზებული მანიპულატორი, რომელზეც მიამაგრეს თავის აქსესუარი და პლასტმასის თვალები. ექსკურსიის ნიმუშის სახით დეველოპერებმა დაწერეს საბაზისო სცენარები ლაბორატორიის თითოეული ოთახისთვის - მაგალითად, რობოტი დამთვალიერებლებს აჩვენებდა თავისი დამტენი დოკ-სადგურის ადგილმდებარეობას. Spot-ს აგრეთვე ასწავლეს ფოტოების გადაღება და პასუხების გაცემა იმის შესახებ, რასაც ხედავს. და ბოლოს, მას სთხოვეს ექსკურსიების ჩატარება სხვადასხვა პერსონაჟის სახელით: შექსპირისდროინდელი ბრიტანელი გიდი, მოზარდი გოგონა და სარკასტული ჯოში. Spot ადამიანებს ესაუბრებოდა კომპლიმენტებით, გზადაგზა თხზავდა ლექსებს და წარმატებით პასუხობდა ისეთ კითხვებს, რომლებიც სცენარში არ შედიოდა: როდესაც მას სთხოვეს მშობლები ეჩვენებინა, მან დამთვალიერებლები წინა თაობის Spot-რობოტების გამოფენასთან მიიყვანა. თუმცა ხდებოდა ხარვეზებიც: ზოგჯერ იგი საუბრობდა რეალობასთან შეუსაბამოდ. ერთხელ კი დააინგორა თანამოსაუბრის რეპლიკა, განაგრძო საუბარი და პასუხს მოგვიანებით დაუბრუნდა. სადემონსტრაციო ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: https://tinyurl.com/ytr6wukf https://tinyurl.com/2wjbe6a7
  19. თუ აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისია (SEC) უარს იტყვის პირველი კრიპტოვალუტის საფუძველზე სპოტ ბირჟაზე ვაჭრობის ფონდებზე განაცხადების დამტკიცებასთან დაკავშირებით, ამან შეიძლება მრავალი საჩივარი გამოიწვიოს, აცხადებენ JPMorgan-ის ექსპერტები. “ჩვენ ვთვლით, რომ სპოტ Bitcoin-ETF-ის გამოშვების საკითხზე კიდევ ერთი იურიდიული დავა - ეს არ არის ის, რასთან შეჯახებასაც SEC კვლავ მოისურვებს“ - განაცხადა კომპანიის მმართველმა დირექტორმა Nikolaos Panigirtzoglou-მ. მისი აზრით ნეგატიური სცენარი ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ "შესაძლებელი". მოხსენებაში ნათქვამია, რომ აქტივების მმართველები, როგორც ჩანს, პროგრესს აღწევენ კომისიასთან ტექნიკურ საკითხებზე და დოკუმენტების შესწორებაში ბაზრის მანიპულირებისა და მომხმარებლების თანხების გაერთიანების შესახებ დებულებების გასარკვევად. ანალიტიკოსების აზრით Bitcoin-ის ცოტახნისწინანდელი ზრდა 35 ათას აშშ დოლარამდე „ინსტიტუციონალური მოთხოვნით იყო გამოწვეული“ წინა კვარტლებში საცალო ვაჭრობის მაჩვენებლებისგან განსხვავებით. „მაგალითად, ჩვენი პოზიცია CME-ზე Bitcoin-ფიუჩერსებთან მიმართებაში, რომელიც ძირითადად ინსტიტუციონალური ინვესტორების მიერ გამოიყენება, ბოლო კვირაში მკვეთრად გაიზარდა. ეს ზრდა იყო არა მხოლოდ წლევანდელ უმაღლეს დონემდე, არამედ 2022 წლის აგვისტოში დაფიქსირებულ დონემდეც“, - აღნიშნეს ანალიტიკოსებმა. ამავდროულად Ethereum-ის ექვივალენტური პოზიცია რჩება „შეზღუდული“, აღნიშნეს JPMorgan-ში. კომპანიის ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ახალი საინვესტიციო კრიპტო პროდუქტის დამტკიცება მოსალოდნელია "რამდენიმე თვეში". ექსპერტებმა აღნიშნეს კომისიის მხრიდან Grayscale-ის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების არარსებობაა. სასამართლომ სააგენტოს მოუწოდა არ ჩარეულიყო Bitcoin-ტრასტის საბირჟო ვაჭრობის ფონდად გადაქცევაში. სექტემბერში JPMorgan-მა ეჭვი გამოხატა, რომ ETF-ების გამოშვება შეცვლის თამაშის წესებს კრიპტო ბაზარზე პროდუქტისადმი დაბალი ინტერესის გამო იმ იურისდიქციებში, სადაც ისინი დაშვებული იყვნენ. მოგვიანებით Matrixport-ის ანალიტიკოსებმა ივარაუდეს ციფრული ოქროს ფასის ზრდა ინსტრუმენტის დამტკიცების შედეგად 42000-56000 აშშ დოლარამდე. CryptoQuant-მა მიიღო 50000-73000 აშშ დოლარიანი მაჩვენებლები. https://tinyurl.com/bdceap74
  20. მოსალოდნელია, რომ შერეული რეალობის ჰედსეტი Apple Vision Pro მომავალ წელს გამოვა და მისი გამოყენების ერთ-ერთი სფერო შესაძლოა ჯანდაცვა იყოს, წერს The Information. Vision Pro გართობისთვის შეიქმნა, თუმცა Apple მის გამოყენებას ფსიქიკური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის განიხილავს. ფოტოს წყარო: Apple მრავალი სენსორისა და კამერის მქონე Vision Pro შეიძლება გამოყენებულ იქნას მომხმარებლის სახის გამომეტყველების, გრძნობებისა და ემოციების მონიტორინგისთვის, ასევე შფოთვის, დეპრესიის, პოსტტრავმული სტრესული აშლილობისა და სტრესის სხვა ფორმების დასადგენად. მოწყობილობის გამოყენებით შესაძლებელი იქნება მომხმარებლის სტრესის ან შფოთვის შემცირება, ასევე დეპრესიის შემსუბუქება შიდა ეკრანზე სურათების ჩვენებით და დამამშვიდებელი ხმებისა და მელოდიების მოსმენით. უნდა აღინიშნოს, რომ Vision Pro-ს გამოყენება ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ არ იქნება Apple-ის დებიუტი ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში. ივნისში კომპანიამ წარადგინა ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის თვალყურის დევნების ფუნქცია iPhone-ის, iPad-ისა და Apple Watch-ის აპლიკაცია „ჯანმრთელობაში“, რომელიც საშუალებას იძლევა მომხმარებელს წარმოდგენა შეექმნას დეპრესიისა და შფოთვის რისკის დონეების შესახებ. როგორც Forbes-მა აღნიშნა, ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნების პრობლემა აქტუალურია შეერთებულ შტატებში. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის თანახმად შეერთებულ შტატებში 13-დან 18 წლამდე ასაკის მოზრდილთა და მოზარდთა დაახლოებით 20%-ს აქვს ფსიქიკური გადახრები. უფრო მეტიც, დაახლოებით ყოველი 25-ე ამერიკელი ზრდასრული ადამიანი განიცდის სერიოზულ ფსიქიკურ დაავადებებს, მათ შორის ბიპოლარული აშლილობას, მძიმე დეპრესიას ან შიზოფრენიას. https://tinyurl.com/4hkyzzwc
  21. სმარტფონებისა და პლანშეტებისთვის განკუთვნილი Snapdragon 8 Gen 3 პროცესორისა და Windows-ზე მომუშავე პერსონალურ კომპიუტერებზე ორიენტირებული Snapdragon X Elite-ის ანონსის პარალელურად კომპანია Qualcomm-მა გააზიარა გარკვეული დეტალები სამომავლო მობილურ პროცესორ Snapdragon 8 Gen 4-ის შესახებ, რომლის წარდგენა 2024 წელს შედგება. ფოტოს წყარო: Qualcomm სამომავლო Snapdragon 8 Gen 4-ში გამოყენებული იქნება კომპანიის წარმოების გამომთვლელი Oryon ბირთვები, რომლებიც ნახევრად ქასთომიზებულ Kryo ბირთვებს ჩაანაცვლებენ. Qualcomm-ის უფროს ვიცე-პრეზიდენტ Chris Patrick-ის თქმით პროცესორში სრულად ქასთომიზებული ბირთვების გამოყენება „აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ ეს ჩიპები უფრო ძვირი იქნება“. მან ასევე აღნიშნა, რომ კომპანია შეეცდება იპოვნოს ბალანსი ფასს, ენერგომოხმარებასა და წარმადობას შორის. სამწუხაროდ, Snapdragon 8 Gen 4-ის შემთხვევაში ბალანსი, როგორც ჩანს, გადახრილია ასეთი პროცესორების წარმოების უფრო მაღალი ხარჯებისკენ. „ჩვენ ველოდებით Snapdragon 8 Gen 4-ზე ფასის გარკვეულ ზრდას, რადგან რეალურად ვისწრაფვით წარმადობის შთამბეჭდავი დონის მიღწევისკენ“ - განაცხადა პატრიკმა პორტალ Android Authority-სთან კომენტარში. Qualcomm-ის ტოპ-მენეჯერის განცხადება ასევე ნიშნავს იმას, რომ Samsung Galaxy S25, Xiaomi 15, OnePlus 13 და მრავალი სხვა ფლაგმანური სმარტფონი, რომელიც წარმოდგენილი იქნება 2025 წელს და სავარაუდოდ დამყარებული იქნება Snapdragon 8 Gen 4-ზე, Snapdragon 8 Gen 3-ზე მომუშავე წინამორბედებთან შედარებით უფრო ძვირი იქნება. https://tinyurl.com/y2tjbnnk
  22. აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიამ (SEC) ბრალი წაუყენა BlackRock-ს იმის გამო, რომ „ინვესტიციები გასართობ ინდუსტრიაში ზუსტად არ აღწერდა ვითარებას“. კომპანია დათანხმდა 2.5 მლნ აშშ დოლარი ჯარიმის გადახდას. SEC ამტკიცებს, რომ 2015 წლიდან 2019 წლამდე ფინანსურ გიგანტ Multi-Sector Income Trust-ის (BIT) ფონდი ინვესტიციას ახორციელებდა კინოკომპანია Aviron Group-ში. BlackRock-მა მას უწოდა „დივერსიფიცირებული ფინანსური სერვისების“ კომპანია, მაგრამ ეს არასწორი იყო, განაცხადა კომისიამ. „საცალო და ინსტიტუციონალური ინვესტორები ეყრდნობიან ზუსტ ინფორმაციას იმ კომპანიების შესახებ, რომლებიც შეადგენენ დახურული ან ერთობლივი ფონდის პორტფელს, რათა შეაფასონ მიმდინარე ან პოტენციური ინვესტიციები“, - აცხადებენ სააგენტოში. BlackRock-მა ასევე განაცხადა ტყუილი, რომ Aviron-მა გადაიხადა უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთი, ვიდრე რეალურად იყო. ფონდის მენეჯერმა გამოავლინა ეს უზუსტობები 2019 წელს და გაასწორა ისინი მომავალ ანგარიშებში SEC-ის განცხადების თანახმად. კრიპტო ინდუსტრია ყურადღებით ადევნებს თვალს BlackRock-ს მას შემდეგ, რაც კომპანიამ შეიტანა განაცხადი Bitcoin ETF-ის რეგისტრაციის შესახებ 2023 წლის ივნისში. ფინანსური გიგანტის შემდეგ სააგენტოში მსგავსი მოთხოვნები შევიდა Valkyrie-ს, Fidelity Investments-ის, WisdomTree-სა და Invesco-სგან. 31 აგვისტოს SEC-მა გადაწყვეტილების მიღება პირველი კრიპტოვალუტის საფუძველზე რამდენიმე ბირჟაზე ვაჭრობის ფონდის გამოშვების შესახებ ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გადადო. სექტემბრის ბოლოს მარეგულირებელმა განაცხადების განხილვა 2024 წლის იანვრამდე გადაავადა. 24 ოქტომბერს BlackRock-ის შემოთავაზებული Spot Bitcoin ETF - iShares Bitcoin Trust გამოჩნდა DTCC-ის იმ აქტივების სიაში, რომლებისთვისაც კომპანია უზრუნველყოფს პოსტ-ვაჭრობის, კლირინგისა და ანგარიშსწორების სერვისებს. თუმცა საბირჟო ვაჭრობის ფონდის პოზიცია მოგვიანებით გაქრა პლატფორმის ვებ-გვერდიდან. რეპორტიორმა კოლინ ვუმ დაუსახელებელ ანალიტიკოსებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ კომისია შესაძლოა დაუკავშირდა BlackRock-ს და „სთხოვა მოეცადა“. ამ ამბების ფონზე Bitcoin-ის კურსი 33 500 აშშ დოლარამდე დაეცა. შეგახსენებთ, რომ 16 ოქტომბერს კრიპტომედია Cointelegraph-მა X-ზე პოსტი გამოაქვეყნა BlackRock-ისგან Spot Bitcoin ETF-ის დამტკიცების შესახებ. ახალი ამბების ფონზე პირველი კრიპტოვალუტის კურსი სწრაფად ავიდა 30 ათას აშშ დოლარამდე, მაგრამ ასევე სწრაფად დაეცა ცნობების სიყალბის გახმაურების შემდეგ. ადრე Matrixport-ის ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ ინსტრუმენტის დამტკიცების შედეგად ციფრული ოქროს ზრდას 42-56 ათას აშშ დოლარამდე. CryptoQuant-ის მიერ მიღებული ღირებულებები იყო 50 ათასი - 73 ათასი აშშ დოლარი. https://tinyurl.com/3s536r8b
  23. კომპანია Qualcomm-მა წარადგინა 12-ბირთვიანი პროცესორი Snapdragon X Elite 64-ბიტიან არქიტექტურა Oryon-ზე, რომელიც განკუთვნილია Windows-ზე დამყარებული პერსონალური კომპიუტერებისთვის. კომპანია აცხადებს, რომ ჩიპში გაერთიანებულია 4-ნანომეტრიანი მაღალი წარმადობის ბირთვები, ხელოვნური ინტელექტის მოწინავე შესაძლებლობები, აგრეთვე მაღალი ენერგოეფექტურობა. ფოტოს წყარო: Qualcomm Snapdragon X Elite-ის ბირთვები 3.8 გჰც სიხშირეზე მუშაობს, ხოლო ერთ ან ორ მათგანზე შესაძლებელია ავტომატურად აჩქარება 4.3 გჰც-მდე. ასევე ცნობილია, რომ ჩიპს აქვს 42 მბ ქეშ-მეხსიერება. Geekbench 6.1-ის მრავალნაკადიანი წარმადობის ტესტების მიხედვით პროცესორი Snapdragon X Elite უზრუნველყოფს კონკურენტებთან შედარებით ორჯერ მაღალ წარმადობას, ამასთან მისი ენერგომოხმარება მათ მიერ მოხმარებულის 1/3-ს შეადგენს. Snapdragon X Elite-ის ანონსისას Qualcomm-ის მიერ შემდეგი განცხადებები გაჟღერდა: მისი პროცესორი ერთნაკადიანი წარმადობით უფრო სწრაფია Apple M2 Max-სა და Intel Core i9-13980HX-თან შედარებით; ჩიპი აღწევს Apple M2 Max-ის მრავალნაკადიანი წარმადობის მაქსიმალურ დონეს, თანაც მისი ენერგომოხმარება 30 %-ით ნაკლებია; ჩიპი აღწევს Core i9-13980HX-ის მრავალნაკადიანი წარმადობის მაქსიმალურ დონეს, თანაც მისი ენერგომოხმარება კონკურენტთან შედარებით 70%-ით ნაკლებია. Snapdragon X Elite-ს აქვს ინტეგრირებული გრაფიკული ბირთვი Adreno, რომელიც 4.6 Tflops წარმადობას უზრუნველყოფს. Qualcomm-ის თქმით ინტეგრირებული GPU 80%-დან 2-ჯერ უფრო მძლავრია, ვიდრე კონკურენტების ინტეგრირებული გრაფიკა, ხოლო ენერგოეფექტურია 20%-დან 25%-მდე. კომპანია თავის დასკვნებს 3DMark Wild Life Extreme ტესტებზე დაყრდნობით აკეთებს. გრაფიკულ ქვესისტემას ასევე აქვს 4K-მდე გაფართოების და HDR10 რეჟიმში 120 ჰერცამდე კადრის განახლების სიხშირის ეკრანების მხარდაჭერა. Snapdragon X Elite-ის შემადგენლობაში ასევე მოცემულია სპეციალიზებული ხელოვნური ინტელექტის ძრავი Qualcomm AI Engine ჯამური წარმადობით 75 TOPS-ამდე. მასში წარმოდგენილია თანაპროცესორი NPU (Neural Processing Unit) Hexagon, რომელიც უზრუნველყოფს 45 TOPS წარმადობას INT4 ოპერაციებში, რაც 4.5-ჯერ მეტია ბაზარზე წარმოდგენილ თანამედროვე ლეპტოპებში მოცემულ აქტუალურ პროცესორებთან შედარებით, აცხადებს კომპანია. ჩიპს შეუძლია გაუშვას გენერაციული დიდი ენის მოდელები (LLM) 13 მილიარდზე მეტი პარამეტრით. გარდა ამისა, NPU პასუხისმგებელია უსაფრთხოების და კონფიდენციალურობის მოწინავე შესაძლებლობებზე, ავტომატიზაციის ფუნქციებსა და Snapdragon X Elite-ზე დამყარებული მოწყობილობის ძილის რეჟიმში მუშაობაზეც. Snapdragon X Elite-ის შემადგენლობაში მოცემულია 5G-მოდემი Snapdragon X65, რომელიც უზრუნველყოფს 10 გბ/წმ ჩატვირთვის და 3.5 გბ/წმ გადაცემის სიჩქარეს. წარმოდგენილი მოდული Qualcomm FastConnect 7800 უზრუნველყოფს Wi-Fi 7-ის და Bluetooth 5.4-ის მხარდაჭერას. ასევე Snapdragon X Elite-ის შემადგენლობაში გამოყენებულია ორი სპეციალიზებული 18-ბიტიანი თანაპროცესორი Image Signal Processor (ISP) Qualcomm Spectra. ჩიპზე მხარდაჭერილია კონფიგურაცია ორი 36 მპ და ერთი 64 მპ კამერით HDR რეჟიმში 4K ვიდეოს ჩაწერის შესაძლებლობით. გარდა ამისა, ახალ გრაფიკულ ძრავ Video Processing Unit-ზე მხარდაჭერილია AV1 კოდირება და დეკოდირება. Snapdragon X Elite-ზე მხარდაჭერილია რვამდე 16-ბიტიანი LPDDR5X ოპერატიული მეხსიერების არხი მონაცემთა გადაცემის 8533 მეგატრანსფერი/წამში სიჩქარით, რითიც უზრუნველყოფილია მაქსიმალური სიჩქარე 136 გბ/წმ. ოპერატიული მეხსიერების მაქსიმალური მხარდაჭერილი მოცულობაა 64 გბ. ასევე მხარდაჭერილია SD v3.0 მეხსიერების ბარათი, PCIe 4.0 NVMe SSD და ფლეშ-მეხსიერება UFS 4.0, სამი ინტერფეისი USB-C, სამი USB4, ორი USB3.2 Gen2 და ერთი eUSB2. პროცესორის შესაძლებლობებისა და მრავალი კონექტორის მხარდაჭერის წყალობით სამამდე გარე UHD მონიტორი შეიძლება დაუკავშირდეს მასზე დამყარებულ სისტემებს. Snapdragon X Elite-ზე აგებული პირველი პერსონალური კომპიუტერების გამოსვლა მოსალოდნელია 2024 წლის შუა რიცხვებისთვის. https://tinyurl.com/2s43bd43
  24. ფოტოს წყარო: Apple რამდენიმე წინა პრეზენტაციისგან განსხვავებით მომავალი ღონისძიება არ მოიაზრებს პრესის მონაწილეობას. ეს ასევე პირველი შემთხვევაა, როდესაც Apple ღონისძიებას გვიან საღამოს უმასპინძლებს - კომპანია, როგორც წესი, პრეზენტაციებს ადგილობრივი დროით დილით მართავს. გადაცემის ყურება ხელმისაწვდომი იქნება Apple-ის ვებ-გვერდზე, ასევე კომპანიის YouTube გვერდსა და Apple TV-ს აპლიკაციაში. ღონისძიებაზე მოსალოდნელია Mac კომპიუტერების რამდენიმე ახალი მოდელის ანონსი. არაოფიციალური ცნობებით კომპანიამ შესაძლოა წარადგინოს ახალი პერსონალური კომპიუტერი iMac, აგრეთვე განახლებული ლეპტოპები MacBook Pro. მთავარი საკითხია - მზად არის თუ არა Apple წარადგინოს ახალი M3 თაობის პროცესორები. პორტალ 9to5Mac-ის აზრით სავსებით მოსალოდნელია, რომ განახლებულ iMac-ებში შესაძლოა წარმოდგენილი იყოს M2 ჩიპები, რომლებიც Apple-მა ჯერ კიდევ WWDC 2022-ზე წარადგინა. თუმცა, ღონისძიების სახელი, რომელიც ითარგმნება, როგორც „საშინლად სწრაფი“, უფრო მნიშვნელოვან განახლებებზე მიუთითებს. Apple-მა ბოლოს iMac 2021 წლის აპრილში, M1 ჩიპების გამოცხადებით განაახლა. იანვარში Apple-მა გამართა ერთგვარი ვირტუალური ღონისძიება, სადაც დააანონსა განახლებული 14- და 16-დუიმიანი MacBook Pro-ები M2 პროცესორებით. კომპანიას ეს ღონისძიება წინასწარ არ გამოუცხადებია, სამაგიეროდ ახალი პროდუქტები საზოგადოებას გააცნო პრეს-რელიზებისა და ვიდეოების მეშვეობით, რომლებიც გამოქვეყნდა მის ვებ-გვერდზე და არა პირდაპირ ეთერში. https://tinyurl.com/ynfj5jhu
  25. 21 ოქტომბერს პირველი კრიპტოვალუტის დომინირების ინდექსმა 52.76%-ს მიაღწია, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2021 წლის აპრილის შემდეგ. Bitcoin-ის დომინირების ინდექსის დინამიკა. წყარო: TradingView Bitcoin-ის წილი წლის დასაწყისში დაახლოებით 38%-დან მიმდინარე დონემდე გაიზარდა. ეს აიხსნება აქტივის გახანგრძლივებული აღმასვლით, რომელიც იანვრიდან 81%-ით გაიზარდა. წერის დროს ციფრული ოქრო 30.716 აშშ დოლარად იყიდებოდა - 24 საათში 2.58%-ით გაიზარდა. მონეტის საბაზრო კაპიტალიზაცია 600.9 მლრდ აშშ დოლარია, ყოველდღიური ვაჭრობის მოცულობა - 16.7 მლრდ აშშ დოლარია. BTC/USDT-ის 15-წუთიანი გრაფიკი ბირჟა Binance. წყარო: TradingView Block Research-ის ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ დომინირების ზრდა ასახავს იმას, თუ როგორ „ინარჩუნებს კრიპტოვალუტა ძლიერ პოზიციას მიმდინარე საბაზრო პირობებში და კარგად მუშაობს კვირის უმეტესი ნაწილის განმავლობაში“. „ინფლაციასთან დაკავშირებული პრობლემები, გეოპოლიტიკური რისკები და აშშ-ის ხელისუფლება ზეწოლას ახდენს ინვესტორებზე, რომლებიც ცდილობენ რისკის მინიმუმამდე შემცირებას. ამავდროულად, Bitcoin, როგორც ჩანს, ახლოსაა სპოტ ETF-ის დამტკიცებასთან, რომელიც გარკვეული გაგებით ემსახურება როგორც იდეოლოგიურ ღობეს გლობალურ სცენაზე გაურკვევლობის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ექსპერტმა. სექტემბერში SkyBridge Capital-ის დამფუძნებელმა ენტონი სკარამუჩიმ ივარაუდა პირველი კრიპტოვალუტისთვის ხარული ათწლეულის დადგომა. ინვესტორის აზრით ამჟამინდელი დათური ბაზრის ყველაზე უარესი ნაწილი უკან დარჩა. აryptoQuant-ის ანალიტიკოსების აზრით Bitcoin-ზე დამყარებული Spot ETF-ის დამტკიცება გამოიწვევს აქტივის ფასის 50 ათას - 73 ათას აშშ დოლარამდე გაზრდის. https://tinyurl.com/ycy7v69n
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.