Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5903
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    196

Everything posted by Magdalena

  1. ნორვეგია პლასტმასის ნარჩენების გადამუშავების მასშტაბით ყველა ქვეყანას აღემატება. აშშ-ში პლასტმასის ხელმეორედ გამოყენების დონე 30%-ს აღწევს, ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 97%-ია, თანაც გარემოში ნარჩენების მხოლოდ 1% ხვდება. კონკრეტულად ნორვეგიის შემთხვევაში ამგვარი შედეგის მიღწევა შესაძლებელი გახდა კომპანია Infinitum-ის ძალისხმევით, რომელმაც შესანიშნავი სტრატეგია შეიმუშავა ხალხის წასახალისებლად - მიიტანონ ბოთლები გადამუშავებისთვის. ის, რომ გადამუშავების მეთოდი არაპოპულარულია, ამის მიზეზი გახლავთ შემდეგი: მწარმოებლებისთვის უფრო მომგებიანია ახალი პლასტმასის შექმნა, ვიდრე ფულის ხარჯვა მეორადი გამოყენების ნედლეულის შესაქმნელად. ამიტომ კომპანია Infinitum-მა გააკეთა ისე, რომ მომხმარებლებსაც და მწარმოებლებსაც გასჩენოდათ სტიმული - ჩაებარებინათ და გადაემუშავებინათ პლასტმასის ნარჩენები. ქვეყნის მასშტაბით მასიურად მოხდა ფასების აწევა იმ პროდუქტებზე, რომლებიც პლასტმასის შეფუთვებში იყიდება - ისინი 13-30 ცენტით გაძვირდა. მომხმარებლებს კი აქვთ საშუალება - ეს მომატებული თანხა უკან დაიბრუნონ, თუკი პლასტმასის შეფუთვის შტრიხ-კოდს დაასკანერებენ და შეფუთვას სპეციალურ შემგროვებელ აპარატში ჩააგდებენ. ბოთლების ჩაბარება შესაძლებელია მაღაზიებსა და ბენზინგასამართ სადგურებზეც, შედეგად კი მომხმარებლები ფასდაკლებას იღებენ სხვადასხვა პროდუქტზე. დაწესებულება, რომელიც ნარჩენებს იბარებს, იღებს მცირე შემოსავალს თითოეული მიღებული ბოთლიდან - ზოგიერთი დაწესებულების მფლობელი აცხადებს, რომ ამ სტრატეგიამ მათი ბიზნესი ახალ დონეზე აიყვანა. ამგვარი სტრატეგიით უკვე დაინტერესდა რამოდენიმე ქვეყანა, მაგალითად შოტლანდია, ინდოეთი, ჩინეთი და ავსტრალია. მსგავსი სისტემა უკვე მოქმედებს გერმანიაში, ფინეთსა და ლიტვაში და ამ ქვეყნების დონე ნარჩენების გადამუშავებაში ბევრად მაღალია სხვა ქვეყნებთან შედარებით. https://hi-news.ru/technology/norvegiya-pererabatyvaet-97-plastikovyx-butylok-ee-metod-vpechatlyaet.html
  2. ჩრდილო კორეა იყენებს ბლოკჩეინ-ტექნოლოგიასა და კიბერშეტევებს, რათა დაძლიოს ეკონომიკური საქნციები და მოიპოვოს უცხოური ვალუტა - აცხადებებენ ექსპერტები, რომლებმაც თავინთი ანგარიში გაეროს უსაფრთხოების კომისიას წარუდგინეს. ფჰენიანმა მიიღო დაახლოებით 670 მლნ დოლარი ვირტუალურ ვალუტაში კიბერშეტევებით და კვალის დასაფარად ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის გამოყენებით - ნათქვამია უსაფრთხოების საბჭოს მოხსენებაში. თავიანთ ანგარიშში ექსპერტთა ჯგუფი ქვეყნებს რეკომენდაციას აძლევს „აამაღლონ სხვა ქვეყნებთან და ფინანსურ დაწესებულებებთან ინფორმაციის გაცვლისა და ერთობლივი მოქმედების დონე კორეის სახალხო დემოკრატიული რექსპუბლიკის კიბერშეტევებთან დაკავშირებით, რათა გამოვლინდეს და აღიკვეთოს ჩრდილო კორეის მცდელობა - თავი აარიდოს სანქციებს“. მოხსენების სრულ ტექსტში, რომელიც უსაფრთხოების საბჭოს ნებართვით სრული სახით გამოქვეყნდება მომდევნო კვირაში, ნათქვამია, რომ 2015-დან 2018 წლამდე ჩრდილო კორეამ განახორციელა კობერშეტევები უცხოურ ფინანსურ ორგანიზაციებზე. ხელისუფლებამ მოიპარა ფული კიბერშეტევების შედეგად, შექმნა არაკანონიერი თანხების პული, რომელიც 2016 წლიდან იზრდებოდა. მიიჩნევა, რომ ეს შეტევები ხორციელდებოდა ჩრდილო კორეის შეიარაღებული ძალების სპეციალური კორპუსის მიერ და იგი იქაური პოლიტიკის მნიშვნელოვან ნაწილად ითვლება. გაეროს ექსპერტების გუნდმა განაცხადა, რომ ვირტუალური ვალუტა „ჩრდილო კორეას საშუალებას აძლევს თავიდან აირიდოს სანქციები, რადგანაც რთულია ქურდობის მიკვლევა და შესაძლებელია მოპარული თანხები ბევრჯერ გათეთრდეს, თანაც კრიპტოვალუტები არ არიან დამოკიდებული სახელმწიფო რეგულაციებზე“. ჩრდილო კორეამ აზიურ კრიპტო ბირჟებზე თავდასხმა განახორციელა მინიმუმ ხუთჯერ 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის სექტემბრამდე პერიოდში. ამ შეტევების შედეგად, ექსპერტების აზრით, დანაკარგმა 571 მლნ დოლარი შეადგინა. ჩრდილო კორეა ეჭვმიტანილია აგრეთვე ფინანსური შეზღუდვების გადასალახად ბლოკჩეინის გამოყენებაში. ამის ერთ-ერთი მაგალითია ჰონგკონგური სტარტაპი Marine Chain, რომელიც ყიდულობს და ყიდის ხომალდებს მთელ მსოფლიოში ბლოკჩეინის გამოყენებით. არსებობს ეჭვი, რომ ეს კომპანია ჩრდილო კორეის ხელისუფლებას აწვდის კრიპტოვალუტებს. https://hightech.fm/2019/03/09/crypto-3 https://asia.nikkei.com/Spotlight/N-Korea-at-crossroads/North-Korea-stole-cryptocurrency-via-hacking-UN-panel
  3. თებერვლის ბოლოს Boeing-მა გაასაჯაროვა ცნობები თავისი უპილოტო ავიაგამანადგურებლის - Loyal Wingman-ის შესახებ. იგი პირველი ფრენისთვის მზად 2020 წელს იქნება. პარალელურად კი უპილოტო თვითმფრინავმა Valkyrie XQ58-A-მ უკვე გაიარა პირველი ტესტირება. Boeing Loyal Wingman-ის მსგავსად, Valkyrie-ც განკუთვნილია პილოტირებული საფრენი აპარატების გამცილებლის დანიშნულებისთვის, თუმცა მან გამოცდა მარტომ გაიარა. „Valkyrie იაფი პლატფორმაა, მას შეუძლია ხელი შეუშალოს მოწინააღმდეგის შეიარაღებულ მოქმედებას რადიოელექტრონული ზემოქმედებით, შეუძლია შეუტიოს მოწინააღმდეგეს, დაზვეროს ტერიტორია და განსაკუთრებით სახიფათო მომენტებში დარტყმა საკუთარ თავზე აიღოს, რათა დაიცვას ძვირადღირებული პილოტირებული თვითმფრინავები. ამ აპარატს შეუძლია იფრინოს როგორც მარტომ, ასევე გუნდში, სადაც ერთ-ერთი თვითმფრინავის პილოტი შეძლებს მის დისტანციურად მართვას პულტის მეშვეობით. აფრენისთვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ასაფრენი ზოლი ან გამწევი რაკეტა, ოპტიმალური ტვირთის სახით კი შეუძლია დაიტვირთოს რამოდენიმე ბომბით“. ვალკირიას პირველი ფრენა განხორციელდა საგამოცდო პოლიგონზე არიზონაში. შეიარაღებული სამხედრო ძალების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 76-წუთიანი ფრენისას აპარატი „ისე მოქმედებდა, როგორც მოსალოდნელი იყო“. Valkyrie-ს წინ კიდევ ოთხი სატესტო ფრენა ელის, რომელთა ფარგლებშიც ცხადი გახდება, რამდენად კარგად მუშაობს მართვის სისტემები და ხომ არ აქვს ადგილი რაიმე პრობლემას აფრენის, ფრენის ან დაშვების დროს. ანალოგიური აპარატის, F-16 Fighting Falcon-ისგან განსხვავებით, რომელიც ავითარებს 2000 კმ/სთ სიჩქარეს, Valkyrie-ს მაქსიმალური სიჩქარეა არაუმეტეს 1000 კმ/სთ. იმის გათვალისწინებით, რომ საჭიროების შემთხვევაში მან საკუთარი თავი უნდა გასწიროს 100 მილიონზე მეტი ღირებულების თვითმფრინავების გადასარჩენად - მწარმოებლებმა მაქსიმალურად დააკლეს Valkyrie-ზე ფასი - მისი ღირებულება არ აღემატება 2-3 მლნ დოლარს. აღსანიშნავია, რომ ამგვარი კამიკაძე-აპარატების შექმნა იგეგმება არა მხოლოდ საჰაერო ტექნიკის წარმოების სფეროში - მსგავსი სისტემები შეიქმნება სახმელეთო და წყალქვეშა შეიარაღებაშიც. https://hi-news.ru/technology/v-ssha-proshli-ispytaniya-bespilotnogo-istrebitelya-valkiriya.html
  4. ჩინეთის ქალაქ Hefei-ში 2006 წლიდან მიმდინარეობს მუშაობა “ხელოვნურ მზეზე“ ბირთვული სინთეზის იმიტაციისთვის, რომლის დახმარებითაც ნამდვილი მზე ახდენს ენერგიის გენერირებას. იმისათვის, რომ მიიღონ ალტერნატიული და უსაზღვრო ენერგიის წყარო, მეცნიერები რეკორდულ ტემპერატურამდე აცხელებენ პლაზმას სპეციალურ კამერაში. ნოემბერში მკვლევარებმა შეძლეს პლაზმა გაეცხელებინათ 100 მლნ გრადუს ცელსიუსამდე, ამჯერად კი უკვე ცნობილი გახდა, რომ ჩინური „მზე“ საბოლოოდ მზად იქნება მიმდინარე წელს. ზემოთხსენებული სპეციალური კამერა, სახელად EAST - ეს არის ექსპერიმენტალური მოწყობილობა HT-7-ის მოდიფიცირებული ვერსია, რომელიც შორეულ 1994 წელს გამოიცადა. ჩინეთის ეროვნული ბირთვული კორპორაციის წარმომადგენლის თქმით, სულ მალე მოწყობილობა შეძლებს მიაღწიოს იონურ ტემპერატურას და მისი მშენებლობა დასრულებულად ჩაითვლება. ამის შემდეგ კაცობრიობა ერთ დიდ ნაბიჯს გადადგამს შეუზღუდავი სუფთა ენერგიის წყაროზე გადასვლისკენ. „ხელოვნური მზის“ პლაზმა 7-ჯერ უფრო ცხელი იქნება ნამდვილ ვარსკვლავთან შედარებით. თუკი ეს მიზანი ნამდვილად მიიღწევა, ახალი მოწყობილობა გახდება საიმედო შაბლონი თერმობირთვული რეაქტორების შესაქმნელად, რომლებიც ჩვენს პლანეტას უზრუნველყოფენ ალტერნატიული ენერგიით. ჩინეთი ყველაფრისთვის მზადაა მიზნის მისაღწევად, ამიტომაც თვალს ხუჭავს იმ ფაქტზე, რომ სპეციალური კამერის მოქმედება და მხარდაჭერა დღეში 15 ათასი დოლარი ჯდება. https://hi-news.ru/technology/kitaj-zavershit-stroitelstvo-iskusstvennogo-solnca-uzhe-v-etom-godu.html
  5. YouTube უშვებს ახალ საინფორმაციო პანელს, რომელიც გამოჩნდება „სადავო თემების“ ძიებისას. ტექსტური ველი აისახება ძიების შედეგის ზედა ნაწილში. მასში გამოჩნდება შემოწმებული ტექსტები ამა თუ იმ საკითხზე. YouTube იმედოვნებს, რომ ამგვარი ზომები შეამცირებს პლატფორმაზე დეზინფორმაციის გავრცელების მასშტაბებს. ეს ფუნქცია თავდაპირველად გამოჩნდება ინდოეთის მოსახლეობაში, შემდეგ კი სხვა რეგიონებში გავრცელდება. „ჩვენ მუდმივად ვცდილობთ გავაუმჯობესოთ სიახლეების ხარისხი და ვაფართოებთ ინფორმაციულ პანელს, რათა შემოწმებული წყაროებიდან დამატებითი ინფორმაცია მივიღოთ“ - აღნიშნავენ პლატფორმაზე. YouTube-ის წარმომადგენლის თქმით, ეს არ იქნება ვიდეოში გადმოცემული ფაქტების შემოწმება, რადგან ამგვარი ამოცანა გიგანტურ ძალისხმევას და უზარმაზარ დროს საჭიროებს. ამის ნაცვლად შემოწმებული ფაქტები გამოვა ძიების შედეგად - ეს იქნება პრევენციული ზომა დეზინფორმაციისგან თავდასაცავად. YouTube-მა უკვე აკრძალა არხები, სადაც ვაქცინაციის წინააღმდეგ რეკლამა კეთდებოდა. კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამგვარი ვიდეორგოლები ექვემდებარება პლატფორმის პოლიტაკას, რომელიც კრძალავს „სახიფათო და მავნე“ კონტენტის მონეტიზაციას. კონტენტის დემონეტიზაციასთან ერთად YouTube-მა აამოქმედა ახალი საინფორმაციო პანელი, რომელიც ვაქცინებს ეხება. ძველად საინფორმაციო პანელები ჩნდებოდა ვიდეოებზე, რომლებიც ეძღვნებოდა ვირუსულ ინფექციებს. ეს ვიდეოები შეიცავდა მხოლოდ ვაქცინების აღწერას და მათ შესაბამის ბმულს Wikipedia-ზე. ამჯერად კი მნიშვნელოვნად მეტ ანტივაქცინაციურ ვიდეოზე მოცემულია ამგავრი საინფორმაციო პანელები, რომლებიც ვაქცინების ეფექტურობას ეხება. https://hightech.fm/2019/03/08/check
  6. ჟენევის საერთაშორისო ავტოსალონში კომპანია FIAT-მა წარადგინა ელექტრომობილი Centoventi, რაც იტალიურ ენაზე 120-ს ნიშნავს. არსებობის სწორედ ამდენი წელი უსრულდება პოპულარულ იტალიურ ბრენდს. ელექტრომობილი მოდულური სისტემისაა და მწარმოებლების თქმით შესაძლებელია მისი აწყობა, გადაწყობა და განახლება უამრავჯერ, რისი წყალობითაც ელექტრომობილი უფრო ხელმისაწვდომი ხდება. მანქანა-კონსტრუქტორის მოდულური კონცეფცია ითვალისწინებს, რომ კონვეირიდან გამოდის პირდაპირი მნიშვნელობით „სუფთა ფურცელი“ - კარკასი, რომელსაც სახურავიც კი არ აქვს. შემდეგ უკვე მომხმარებელი თავად ირჩევს ფერს და სხვა ყველაფერს. ახალი ელექტრომობილის ბატარეას 100 კილომეტრის გავლა შეუძლია, თუმცა FIAT-ი პირობას დებს, რომ გასავლელ მარაგს 500 კილომეტრამდე გაზრდის. ელექტრომობილის კარის პანელები მაცივრის კარს მოგვაგონებს - მათში უამრავი სივრცეა ნივთების შესანახად. მომხმარებლებს შეუძლიათ აირჩიონ კომპონენტების ოთხნაირი ვარიანტი - სახურავის ტიპი, რომელშიც მზის ბატარეაც შედის, დისკები, ბამპერი და საბარგულის დაფერვა. სალონის შიგნით არსებული თითქმის ყველა დეტალი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ინტერიერის დეტალების უმეტესობის შეცვლა და მათი სახლის პირობებში დამზადებაც კი შესაძლებელია. მომხმარებლებს აგრეთვე შეუძლიათ მათ მიერ Centoventi-სთვის დამზადებული ნაკეთობები სხვა პირებზე გაყიდონ და ამგვარად განავითარონ ბრენდული პლატფორმა. https://hightech.fm/2019/03/07/fiat-120
  7. კომპანია Corsair-ი უკვე დიდი ხანია მომხმარებლებს სთავაზობს თხევადი გაგრილების მზა სისტემებს. ამჟამად კი შვეიცარიული ინტერნეტ-მაღაზიის წყალობით ცნობილი ხდება, რომ მწარმოებელი უახლოეს პერიოდში დაიწყებს გაგრილების სისტემების ასაწყობ სხვადასხვა კომპონენტის გაყიდვას, რომლებიც გაერთიანდება სერიაში - Corsair Hydro X. Corsair XC9 RGB კომპანია Coarsair-მა მოახდინა საკუთარი კომპონენტებისგან აწყობილი თხევადი გაგრილების სისტემის კონტურების დემონსტრაცია მიმდინარე წლის დასაწყისში გამართულ გამოფენა CES 2019-ზე. ამ კომპონენტების გაყიდვაში გამოსვლამდე დიდი დრო აღარ დარჩა. Corsair-ი მსურველებს შესთავაზებს კომპონენტების სრულ ასორტიმენტს: ფიტინგებიდან დაწყებული წყლის ბლოკებით დამთავრებული. Corsair XC7 RGB პირველ ეტაპზე კომპანია გამოუშვებს პროცესორის წყლის ბლოკების ორ მოდელს: XC7 და XC9. ორივე მათგანს ექნება მონიკელებული სპილენძის ფუძე, თუმცა XC9 მოდელს კონტაქტების უფრო მსხვილი დაფა აქვს, რის ხარჯზეც იგი თავსებადი იქნება დიდ პროცესორებთან, მათ შორის AMD Ryzen Threadripper-თანაც. მოცემულ წყლის ბლოკებს ექნებათ 70 მიკროარხისგან შემდგარი მასივი და წარმოდგენილნი იქნებიან RGB განათებით. გარეგნულად ეს ბლოკები ჰგავს სერია Hydro Platinum-ის თხევადი გაგრილების სისტემებს. Corsair XG7 RGB - GeForce RTX 2080-სთვის Corsair XG7 RGB - GeForce RTX 2080 Ti-სთვის ვიდეობარათებისთვის კომპანია მომხმარებლებს შესთავაზებს XG7 სერიის წყლის ბლოკებს. თავდაპირველად ხელმისაწვდომი იქნება მოდელები ეტალონური GeForce RTX 2080-ისა და RTX 2080 Ti-სთვის, თუმცა სამომავლოდ Corsair-ი სხვა ვიდეო ბარათებისთვისაც გამოუშვებს შესაბამის მოდელებს. ამ შემთხვევებშიც გამოყენებულია მონიკელებული ფუძე, ზედა ნაწილი კი დამზადებულია ალუმინისა და აკრილისგან. ამ მოდელებში წარმოდგენილი იქნება 50 მიკროარხისგან შემდგარი მასივი და, რაღა თქმა უნდა, რეგულირებადი RGB განათებაც. რადიატორების XR5 სერიაში შევა 30 მმ სისქის მოდელები, XR7 სერიაში კი - 54 მმ-იანი. ორივე შემთხვევაში ხელმისაწვდომი იქნება ზომები 120-დან 420 მმ-მდე და 140-დან 480 მმ-მდე. რადიატორის მილები სპილენძისგანაა დამზადებული. Corsair-ი ასევე გამოუშვებს D5 ტიპის ტუმბოს (პომპა) 100 მმ-იანი ინტეგრირებული რეზერვუარით, სახელად XD5 RGB. და ბოლოს - კომპონენტების სერია Hydro X-ში შევა ფიტინგები და სხვადასხვა ფორმის, ზომისა და ფერის ადაპტერები, აგრეთვე მოქნილი, მყარი და სხვადასხვა ზომის დიამეტრის მქონე მილები. Corsair-ი მომხმარებლებს აგრეთვე შესთავაზებს გამაგრილებელ სითხეს, იგი ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა ფერში, თუმცა ყველა მათგანის მოცულობა 1 ლიტრია. https://3dnews.ru/news/page-2.html
  8. Bitcoin Cash-ის მხარდამჭერები განიხილავენ ახალი ტიპის სისტემის ლატარეას, რომელშიც გამოყენებულია BCH chain მოქმედების გამჭვირვალობისთვის. თამაში Nakamoto-ს შესახებ 6 მარტს გამოცხადდა და იგი საშუალებას აძლევს ნებისმიერ მსურველს - მიიღოს მონაწილეობა რეგისტრაციის გარეშე. როგორ წესი, მომხმარებელი ირჩევს ფსონად 0,01 BCH-ის დადებას ან რამოდენიმე ფსონის განთავსებას სკანირებადი QR-კოდით. ID ტრანზაქციის იდენტიფიკატორის ბოლო სიმბოლო (TxID) გენერირებულია მომხმარებლის მიერ BCH-ის გაგზავნისას და წარმოადგენს მის „იღბლიან ნომერს“. ყოველ სამ დღეში სისტემაში გამოიყენება block height, რაც საჭიროებს 400 ბლოკს თითოეული რაუნდის გამარჯვებულის გამოსავლენად. ამ დრომდე უკვე რამოდენიმე ჯეკპოტი გათამაშდა. მომხმარებლებს შეუძლიათ მოგებული თანხის გადანაწილების შესახებ საიტზე იხილონ. ჯეკპოტის რაოდენობა ვარირებს და ამჟამინდელი მომდევნო ორი დღის მოგება შეადგენს 1,92 BCH-ს (256 აშშ დოლარი). როდესაც მომხმარებლის იღბლიანი ნომერი (TxID) ემთხვევა უკანასკნელ alphanumeric-სიმბოლოს, მომხმარებელი იგებს. თუკი იღბლიანი რიცხვი არ აღმოჩნდება სამიზნე block’s hash-ში, მოქმედება ახალ რაუნდზე გადადის. Nakamoto Game-ის შემქმნელებმა სისტემა r/btc-ზე დააანონსეს და როგორც ჩანს BCH-ქომიუნითისაც მოსწონს იდეა. „ჩვენ შევქმენით მსოფლიოში პირველი ლატარეა BCH-ის ბაზაზე და იგი პირდაპირ ეთერში მიმდინარეობს. რეგისტრაცია საჭირო არ არის და თამაში 100 %-ით სამართლიანია - როდესაც ჯეკპოტი თამაშდება, იგი მომხმარებელს მომენტალურად აუნაზღაურდება“ - აცხადებენ თამაშის შემქმნელები. მას შემდეგ, როდესაც მოხდება იღბლიანი რიცხვის იდენტიფიკაცია, მომხმარებელი მიიღებს ჯეკპოტის 70%-ს, დანარჩენი 30% კი გადადის შემდეგ რაუნდში „იმისათვის, რომ მოხდეს მეტი მომხმარებლის მოზიდვა და შეიქმნას უფრო მსხვილი ჯეკპოტები“. ლატარეის შემქმნელები აცხადებენ, რომ საქმიანობა ტრანზაქციაზე 1 %-ს იღებს, რათა ოპერაცია დაფინანსდეს. აგრეთვე, შესაძლებელია, რომ თანხა რამოდენიმე მომხმარებელმა მოიგოს და ყველა გამარჯვებულის ვერიფიკაცია ბლოკჩეინზე მოხდება. აზარტული თამაშები და ონლაინ-ლატარეები ყოველთვის პოპულარული იყო, თუმცა ადამიანები არ იყვნენ დარწმუნებულნი, სამართლიანად მიმდინარეობდა თუ არა. ბევრი თვლის, რომ კრიპტოვალუტებმა შესაძლებელია ამგვარი თამაშები უფრო სამართლიანი გახადონ გამჭვირვალობის დამტკიცების წყალობით, რომელიც დაკავშირებულია Bitcoin Cash distributed ledger-თან. https://news.bitcoin.com/nakamoto-game-brings-transparent-blockchain-lottery-to-bitcoin-cash/
  9. ახალი კვლევის შედეგად ცნობილია, რომ ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის ამ დროისათვის საუკეთესო რეპუტაციით Amazon-ი სარგებლობს. მასთან ახლოსვე ზედა პოზიციებზე იმყოფებიან Samsung-ი და Microsoft-ი. კვლევა განხორციელდა ორ ეტაპად. თავდაპირველად მოხდა 6 ათასი სრულწლოვანი ამერიკელი მოქალაქის გამოკითხვა, მათ სთხოვეს დაესახელებინათ ყველაზე კარგი და ყველაზე ცუდი რეპუტაციის მქონე ორი კომპანია. შემდეგ კი 18 ათასმა მონაწილემ შეადგინა 100 ცნობილი კომპანიისგან შემდგარი სია. კომპანიები სხვადასხვა საწარმოო სფეროების წარმომადგენლები არიან. საბოლოო რეიტინგს სათავეში უდგას კომპანია Wegmans-ი, რომლის სახელწოდებაც ბევრს ვერაფერს ეტყვის საშუალოსტატისტიკურ მკითხველს. მას მოჰყვება Amazon-ი და Patagonia. Amazon-მა ერთი ადგილით უკან დაიხია 2017 წლის შემდეგ, თუმცა წინ უსწრებს სხვა ტექნოლოგიურ კომპანიებს. Samsung-ი მეშვიდე ადგილზე იმყოფება 80 ქულით, Amazon-ს კი 82,3 ქულა აქვს. 2019 წლის რეიტინგის ლიდერს, ზემოთხსენებულ Wegmans-ს 83 ქულა ერგო. კომპანია Microsoft-ი ჩამონათვალში რიგით მეცხრეა 79,9 ქულით, რაც ორი ქულით მეტია მის წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. Apple 32-ე ადგილზე იმყოფება 76,4 ქულით, Google კი 41-ე ადგილს იკავებს 75,4 ქულით. თუკი გავითვალისწინებთ მხოლოდ ტექნოკომპანიების რეიტინგს, მათ სათავეშია Samsung-ი, Microsoft-ი და Sony. კვლევის ავტორებმა Amazon-ი მოათავსეს კატეგორიაში - „სხვა“. Microsoft-მა საუკეთესო შეფასებები მიიღო პროდუქტებსა და სერვისებზე, ხედვებზე, ზრდასა და კულტურაზე. სოციალურ პასუხისმგებლობაზე კი მინიმალური შედეგი დააფიქსირა. Apple-თან შედარებით Microsoft-ის შედეგები ჯამში უკეთესია. შემცირებული დადებითი შედეგები დაფიქსირდა Facebook-ზე, რაც განპირობებული იყო კონფიდენციალურობის დარღვევის შემთხვევებით. კომპანიამ დაკარგა 43-ე ადგილი და იმყოფება 94-ე ადგილზე. https://overclockers.ru/blog/Scorpion81/show/24739/reputacija-microsoft-luchshe-chem-u-apple-i-google
  10. ჯერ კიდევ 2017 წელს გამოჩნდა ინფორმაცია, რომ Apple-მა შესაძლოა გამოუშვას შერეული რეალობის (AR) ჰედსეტი. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კომპანია აპროექტებს ჰიბრიდულ - შერეული/ვირტუალური რეალობის ჰედსეტს, რომელსაც ექნება 8K-დისპლეი. ამჯერად კი ანალიტიკოსი Ming-Chi Kuo, რომელიც ცნობილია საკმაოდ ზუსტი პროგნოზების გავრცელებით, საზოგადოებას უზიარებს ახალ დეტალებს კორპორაციის AR-გაჯეტთან დაკავშირებით. ბატონი Kuo-ს თქმით, Apple-მა AR-ჰედსეტის მასობრივი წარმოება შესაძლოა მიმდინარე წლის მეოთხე კვარტლიდან დაიწყოს. გამორიცხული არ არის გარკვეული შეფერხებები, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში მოწყობილობის გამოშვება ორგანიზებული იქნება არა უგვიანეს 2020 წლის მეორე კვარტლამდე. ამგვარად, როგორც ჩანს, ახალი ჰედსეტი მომავალ წელს გამოჩნდება. Ming-Chi Kuo ამტკიცებს, რომ ჰედსეტის მუშაობისთვის საჭირო იქნება iPhone. სმარტფონი იმოქმედებს როგორც „ცენტალური ტვინი“ - უზრუნველყოფს რესურსებთან, ინტერნეტთან წვდომას და ა.შ. თავად AR-ჰედსეტი შეასრულებს პორტატული დისპლეის ფუნქციებს სენსორების ნაკრებით. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, სმარტფონთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, უზრუნველყოფილი იქნება უსადენო კავშირი. ჯერჯერობით უცნობია, ავტონომიურობის რა მაჩვენებლები ექნება AR-ჰედსეტისა და iPhone-ის კავშირს. ცხადია, გამოსახულების დამუშავება-აგებისთვის საჭირო იქნება სმარტფონის სწრაფი დატენვის რეჟიმი. https://3dnews.ru/983976
  11. შვეიცარიული კომპანია Piëch-ის მიერ შექმნილ ელექტრომობილს - Mark Zero-ს აქვს სამი ძრავი და შეუძლია სრულად დამუხტული აკუმულატორით დაფაროს 500 კილომეტრი. დასატენად კი მას სულ რაღაც ოთხი წუთი და 40 წამი სჭირდება. ელექტრომობილი Mark Zero დაპროქტებულია მოდულური პლატფორმის პრინციპით - სამომავლოდ მისი კომპონენტები, რომელთაც კომპანია Piëch აწარმოებს, შესაძლებელი იქნება შეიცვალოს უფრო მძლავრი დეტალებით. „ელექტრომობილის ამჟამად არსებულ კომპლექტაციაში შედის სამი ძრავი - თითოეული მათგანი 150 კილოვატიანია. ერთ-ერთი ძრავი განთავსებულია წინა ხიდზე, დანარჩენები - უკანაზე. Mark Zero-ს 100 კმ/სთ სიჩქარის განვითარება 3,2 წამში შეუძლია. ელექტრომობილის მაქსიმალური სიჩქარეა 250 კმ/სთ“ - აცხადებს კომპანია. ელექტრომობილის ბატარეები 80%-მდე იტენება 4 წუთსა და 40 წამში, რაც დღესდღეობით ყველაზე სწრაფ შედეგს წარმოადგენს ელექტრო ავტომობილების მაჩვენებლებს შორის. უცნობია, როდის დაიწყება ამ ელექტრომანქანის წარმოება. ამის მიზეზს წარმოადგენს ავტომობილის დატენვისთვის საჭირო აუცილებელი ინფრასტრუქტურის არარსებობა. https://hightech.fm/2019/03/04/mark-zero
  12. ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია, CERN-ი 2021 წელს განახორციელებს პირველ სრულფასოვან ქსპერიმენტს ბნელი მატერიის ნაწილაკების - ბნელი ფოტონების ძიებისთვის. ამის შესახებ ნათქვამია CERN-ის განცხადებაში. CERN-ის 27-კილომეტრიანი დიდი ადრონული კოლაიდერის შესწავლის საგანი იქნება მსუბუქი და სუსტად ურთიერთმოქმედი ნაწილაკები, რომლებიც არ ატარებენ ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას და არ ურთიერთქმედებენ მასთან უშუალოდ. ექსპერიმენტებში ჩართული იქნება „ბნელი მატერიის საძიებო არსებული მეთოდები“. CERN-ის კვლევები - FASER (Forward Search Experiment) ჩატარდება 2021 წლიდან 2023 წლამდე პერიოდში. დიდ ადრონულ კოლაიდერში, რომელიც ამჟამად მოდერნიზაციას გადის, საძიებო მიზნით დაამონტაჟებენ FASER-ის ახალ დეტექტორს, რადგანაც ამჟამად არსებული საბაზისო დეტექტორები არ გამოდგება მსუბუქი და სუსტად ურთიერთქმედი ნაწილაკების აღმოსაჩენად. „მათ შეუძლიათ გადაადგილდნენ ასობით მეტრის მანძილზე რაიმე სახის მატერიალთან თანამოქმედების გარეშე მანამ, სანამ არ განიცდიან ტრანსფორმაციას და არ გარდაიქმნებიან მეცნიერებისთვის ცნობილ ნაწილაკებად, (მაგალითად ელექტრონებად და პოზიტრონებად) რომელთა აღმოჩენაც შესაძლებელია“ - აცხადებენ CERN-ში. მცირე ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მაღალი ენერგიის ფიზიკის ინსტიტუტის ინჟინრები გეგმავენ ააგონ მსოფლიოში ყველაზე მძლავრი კოლაიდერი 2030 წელს - იგი დიდ ადრონულ კოლაიდერზე შვიდჯერ დიდი იქნება. 2040 წელს ელექტრონ-პოზიტრონული ამაჩქარებლის საქმიანობიდან იგი მოდერნიზდება პროტონ-პროტონულ კოლაიდერამდე. https://hightech.fm/2019/03/07/cern-dark
  13. კოსმოსური სააგენტო NASA ხშირად უზიარებს საზოგადოებას მარსზე გადაღებულ ფოტოებს, მცირე ხნის წინ კი გამოქვეყნდა არა უბრალოდ წითელი და მტვრიანი ზედაპირის ფოტო, არამედ უჩვეულო ტერიტორიის - „ტვინის სფეროს“ ამსახველი გამოსახულება. მან ამგვარი დასახელება ტექსტურისა და შეფერილობის გამო მიიღო, რომელიც მოგვაგონებს ადამიანის ტვინის ხვეულებს. მკვლევარებმა არ იციან, რა გახდა ამგვარი ზედაპირის ფორმირების მიზეზი, თუმცა მათ აქვთ ვარაუდები, რომლებიც უკავშირდება მარსზე წყლის არსებობის ვარაუდს. უცნაური ტექსტურა განვითარებულია „Protonilus Mensae“-ს (რეგიონის სახელწოდება) ტერიტორიაზე, რომლის ზედაპირის ქვეშაც შესაძლოა გაყინული წყალი არსებობდეს. მკვლევარების აზრით სწორედ იგია ზედაპირის უსწორმაწორობის განვითარების მიზეზი. სავარაუდოდ, ზედაპირის ჩაღრმავებები (ე.წ. დეპრესიები) წარმოიქმნება პროცესისას, როდესაც მყარი ყინული ორთქლად იქცევა. მკვლევარები დარწმუნებულნი არიან, რომ ამგავრი ზედაპირის პოვნა წითელი პლანეტის სხვა რეგიონებშიც შესაძლებელია. ფოტო გადაიღო პლანეტათშორისმა სადგურმა - Mars Reconnaissance Orbiter (MRO), რომელმაც ფუნქციონირება 2006 წელს დაიწყო. კამერად გამოყენებული იყო სისტემა HiRISE, რომელმაც ბოლო ათწლეულის მანძილზე 52 ათასზე მეტი მაღალხარისხიანი ფოტო გადაუღო წითელ პლანეტას. არსებობს მოსაზრება, რომ ტექსტურის ფორმირების პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს, თუმცა მკვლევარებმა ჯერჯერობით ვერ შეძლეს რაიმე ცვლილების დაფიქსირება. შესაძლოა ახლო მომავალში კამერებმა შეძლონ რაიმე საინტერესო ცვლილების დაფიქსირება და NASA კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდეს უცნაური „ტვინის რეგიონის“ საიდუმლოს ამოხსნას. https://hi-news.ru/space/foto-zagadochnaya-oblast-mozga-na-poverxnosti-marsa.html
  14. მობილურმა ფინანსურმა აპლიკაცია Revolut-მა აამოქმედა ახალი ფუნქცია, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს „ავტომატურად გადაცვალონ“ ნაღდი ფული და კრიპტოვალუტები. კომპანიამ განაცხადა, რომ მის 4 მილიონზე მეტ მომხმარებელს უკვე შეუძლია ავტომატურად გადაცვალოს აშშ დოლარი Bitcoin-ზე ან Ethereum-ი XRP-ზე. გადარიცხვა ემყარება წინასწარ დადგენილ ღირებულებას. Fiat-to-fiat ტიპის გაცვლაც შესაძლებელია. როგორც კი აპლიკაციაში დადგინდება სამიზნე კურსი - მიმდინარე ფასზე მაღალი ან დაბალი - Revolut-ი შეტყობინებას იძლევა, რომ გაცვლა გააქტიურდება მიზნის მიღწევისთანავე. თუმცა იგი იძლევა გაფრთხილებას, რომ მიღწეული საბოლოო კურსი შესაძლოა ოდნავ განსხვავდებოდეს სასურველი, მიზანდასახული მაჩვენებლისგან კურსის არასტაბილურობის/ცვლილებების გამო. „თუკი ტარიფი ვერ მიაღწევს დასახულ მიზნამდე, ვალუტის გაცვლა არ გამოვა“ - აცხადებენ კომპანიაში. ახალი ფუნქციის წყალობით, ნაცვლად იმისა, რომ ჰქონოდა უბრალო ყიდვა-გაყიდვის შემოთავაზებები ბაზარზე არსებული კურსის მიხედვით - აპლიკაციამ ფაქტობრივად შეიძინა „სავაჭრო ტრიგერის“ ფუნქცია, რომელიც ხელმისაწვდომია უფრო პროფესიონალურ სავაჭრო პლატფორმებზე. „ავტომატური გაცვლა იდეალურია იმისათვის, რომ ეცადოთ მიიღოთ საუკეთესო გაცვლითი კურსი და თავი დაიცვათ ბაზრის არასტაბილურობისგან“ - აცხადებენ აპლიკაციის შემქმნელები. თუმცა ამ ფუნქციას გარკვეული შეზღუდვები გააჩნია. კომპანიის წარმომადგენლის თქმით მომხმარებელს შეუძლია დღეში გადაცვალოს მხოლოდ 10 ათასი ევრო (11 198 აშშ დოლარი) ნებისმიერ კრიპტოვალუტაზე. არსებობს აგრეთვე გაცვლის ყოვედღიური ლიმიტი - 30 ტრანზაქცია დღეში. აგრეთვე, ფასების მერყეობის მაღალი დონის პერიოდებში, თუკი გაცვლითი კურსი იცვლება 0,75%-ზე მეტად ორივე მხარის ფიატ-ვალუტაზე, ან თუკი აღემატება კრიპტოვალუტების სამიზნე კურსის 5%-ს, Revolut-ი არ განახორციელებს გაცვლას. Revolut-მა კრიპტო სავაჭრო მომსახურების სერვისები აამოქმედა 2017 წლის ივლისში - საწყის ეტაპზე დაამატა Bitcoin-ი. მოგვიანებით, იმავე წლის დეკემბერში დაემატა მხარდაჭერა Litecoin-სა და Ethereum-ზე, გასული წლის მაისში კი დაემატა XRP და Bitcoin Cash. გასული წლის დეკემბერში კომპანიამ საბანკო ლიცენზია მიიღო ევროპის ცენტრალური ბანკისგან. ამ დროს Revolut-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საბოლოო ჯამში მომხმარებლები მიიღებდნენ ექაუნთებს თავიანთი ფინანსების მართვისთვის ერთი სივრციდან - Revolut Bank-იდან. https://www.coindesk.com/revolut-app-now-lets-users-auto-trigger-cash-and-crypto-exchanges
  15. ბოლო წლებში უამრავი სტარტაპი გამოჩნდა, რომლებიც აცხადებენ, რომ იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს თავიანთ კვლევებსა და ზოგადად საქმიანობაში. ლონდონის ვენჩურულმა კომპანია MMC-მა შეისწავლა ევროპის 13 ქვეყნის თითქმის 3 ათასი სტარტაპის საქმიანობა, რათა გაერკვია - ნამდვილად ასე იყო თუ არა. კვლევის შედეგები იმედის გაცრუებას იწვევს. შესწავლილი სტარტაპების თითქმის ნახევარი, როგორც აღმოჩნდა, სინამდვილეში არ იყენებს ხელოვნურ ინტელექტს თავიანთ საქმიანობაში - უფრო სწორად, არ თანამოქმედებს მასთან სრულად. თანაც, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ ინფორმაცია სტარტაპების ხელმძღვანელების ან თანამშრომლების მიერ კი არა, საინფორმაციო საშუალებების მიერ ვრცელდება. თავის მხრივ კომპანიები კი არ ცდილობენ ჩაასწორონ მცდარი ინფორმაცია. რატომ ხდება ეს? პასუხი მარტივია: ყველა სტარტაპი დაინტერესებულია მოიზიდოს ინვესტიციები და როდესაც ინვესტორებთან შეხვედრაზე სტარტაპის წარმომადგენელი ამბობს, რომ მუშაობს ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე, იგი 15-50%-ით მეტ ინვესტიციას იღებს, ვიდრე სხვა კომპანიები. რეალურად, სტარტაპები ხშირად არ იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს რაიმე სახის სერიოზული კვლევის ან სამეცნიერო აღმოჩენებისთვის. კომპანების თითქმის მეოთხედი ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე ქმნის ჩატ-ბოტებს, ზოგი ქმნის ალგორითმებს, რათა თანამშრომლების თაღლითობა გამოავლინოს. ხელოვნური ინტელექტის ამ სახით გამოყენებას პრაქტიკულად დიდი სარგებელი არ აქვს. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ რაღა თქმა უნდა არსებობს კომპანიები, რომლებიც ინოვაციურ ტექნოლოგიებს ქმნიან ხელოვნურ ინტელექტზე დაყრდნობით - ამგვარი შემთხვევების უმეტესობა ფიქსირდება უნივერსიტეტებში და ისინი ფინანსდებიან საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და გარე ინვესტორებისგან. https://hi-news.ru/business-analitics/polovina-startapov-s-ii-na-samom-dele-ne-ispolzuyut-iskusstvennyj-intellekt.html
  16. Tesla-მ წარადგინა ახალი თაობის სწრაფი დამტენი სადგურები, რომლებიც მაღალი სიმძლავრით გამოირჩევა. კომპანიის განცხადებით, ახალ Supercharger V3 სადგურებს შეუძლიათ უზრუნველყონ 250 კვტ-მდე დამუხტვის სიმძლავრე. ამის წყალობით სულ რაღაც 5 წუთში შესაძლებელია ელექტრომობილმა შეივსოს მარაგი, რომელიც საკმარისი იქნება 120 კილომეტრის გასავლელად. წინა თაობის Supercharger V2 დამტენი სადგური უზრუნველყოფს 120 კვტ სიმძლავრეს. სიმძლავრის თითქმის გაორმაგება შესაძლებელი გახდა ახალი კონსტრუქციის სადენით, რომელშიც თხევადი გაგრილების სისტემაა გამოყენებული. ახალ სადგურებში არ არის საჭირო განაწილდეს ენერგია რამოდენიმე ავტომობილს შორის - მომხმარებლებს ყოველთვის შეეძლებათ მიიღონ მაქსიმალური დამუხტვა. ახალი თაობის Supercharger V3 სადგურების ქსელის გაფართოებას Tesla აპრილიდან აპირებს. ამ დროისთვის მხოლოდ ერთი V3 სადგური არსებობს. იგი დაყენებულია ფრიმონტში და ხელმისაწვდომია მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის მომხმარებლებისთვის - მათთვის, ვინც მონაწილეობას იღებდა Tesla-ს ადრეული წვდომის პროგრამაში. ამგვარი კლიენტები, როგორც წესი, პირველები იღებენ ელექტრომობილების პროგრამული უზრუნველყოფის განახლებებს. მომავალი თვიდან, როგორც კი გაიხსნება მესამე თაობის დამტენი სადგურების მეტი ობიექტი, კომპანია Tesla აპირებს გამოუშვას მასობრივი განახლება ახალი სტანდარტის მხარდასაჭერად. კომპანიის ოფიციალურ ბლოგში მოცემულია, რომ Supercharger V3 სადგურების გახსნა ევროპასა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში დაიწყება მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში. უახლოეს პერიოდში კომპანია აგრეთვე აპირებს განაახლოს მეორე თაობის დამტენი სადგურები - Supercharger V2. მათი სიმძლავრე ამჟამად არსებული 120 კილოვატიდან გაიზრდება 145 კვტ-მდე. ახალი თაობის დამტენი ელექტროსადგურის ანონსთან ერთად Tesla-მ წარადგინა ახალი ფუნქცია On-Route Battery Warmup. იგი მუშაობს ინტელექტუალური ალგორითმის ბაზაზე, რომელიც ელექტრომობილის ბატარეას ათბობს დატენვისთვის ოპტიმალურ ტემპერატურამდე იმ დროს, როდესაც დამტენ სადგურს უახლოვდება. კომპანიის განცხადებით, ეს ფუნქცია შეამცირებს დატენვის დროის ხანგრძლივობას 25%-ით. ახალი სტანდარტების ყველა უპირატესობით სარგებლობას პირველები შეძლებენ Tesla Model 3-ის მფლობელები, რადგანაც ამ მოდელში გამოყენებულია ახალი აკუმულატორები. Model S-ისა და Model X-ის დატენვა ჯერჯერობით 120 კვტ-მდე იქნება შეზღუდული. Tesla პირებს, რომ გაზარდოს ამ მოდელების დატენვის სისწრაფე, რისთვისაც აპირებს გამოუშვას სპეციალური განახლება უახლოეს თვეებში. Supercharger V3 დამტენი სადგურების წყალობით Tesla-ს ელექტრომობილები გადააჭარბებენ დატენვის სისწრაფით ამ დრომდე ბაზარზე არსებულ ყველა ელექტრომობილს. როგორც The Verge აღნიშნავს, Supercharger V3 სადგურის სიმძლავრე ჩამორჩება Electrify America-ს სადგურს, რომელიც Volkswagen-მა შექმნა (იგი უზრუნველყოფს 350 კვტ-ს), თუმცა ამ უკანასკნელს პრობლემები შეექმნა სადენებში, ამიტომ საჭირო გახდა ამ სადგურების დახურვა. Tesla-მ პირველი სწრაფი დატენვის სადგური - Supercharger-ი გახსნა 2012 წლის სექტემბერში. მას შემდეგ აშშ-ის ტერიტორიაზე სულ გაიხსნა 12 888 სადგური და კიდევ 1441 - სხვა ქვეყნებში. https://hi-news.ru/technology/novye-stancii-tesla-supercharger-v3-sokrashhayut-vremya-zaryadki-elektromobilej-vdvoe.html
  17. 2014 წელს ფრანგმა მეცნიერმა ედვინ ვან რიუმბეკემ შექმნა უცნაური რობოტი Bionic Bird - ეს არის ჩიტი-რობოტი, რომელიც დაფრინავს და რეალისტურად ამოძრავებს ფრთებს. ხუთი წლის შემდეგ მან წარადგინა ახალი ქმნილება - პატარა პეპელა MetaFly, რომლის შორიდან ცოცხალი არსებისგან გარჩევა საკმაოდ რთულია. მექნიკური მწერი პულტით იმართება და მისი მართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია - რობოტი გასაყიდად ხელმისაწვდომი იქნება. რობოტის კონსტრუქცია 19 სანტიმეტრის სიგრძისაა და 10 გრამს იწონის. მსუბუქი და მოქნილი ფრები მოქმედებაში მოჰყავს ალუმინის რადიატორის მქონე ძრავს, რომელიც იკვებება ლითიუმ-იონური ბატარეით. 15 წუთიანი დამუხტვა საკმარისია 8-წუთიანი ფრენისთვის, სურვილის შემთხვევაში კი შესაძლებელია რობოტი აღიჭურვოს 1500 მილიამპერი/სთ მოცულობის კვების ბლოკით, რითიც უზრუნველყოფილი იქნება 20-წუთიანი მუშაობა. ამ პატარა რობოტის ფრენის სიჩქარე საკმაოდ შთამბეჭდავია - იგი საათში 12 კილომეტრს ფარავს. ფრენის მართვისთვის გამოიყენება დისტანციური მართვის პულტი, რომლის მოქმედების რადიუსი 100 მეტრს შეადგენს. მოწყობილობის მანევრირება ხორციელდება მისი კუდის დახრილობის შესაბამისი ცვლილებებით. ელექტრონული პეპლის ფრთები და სხვა ელემენტები შექმნილია მაქსიმალურად მოქნილი და მსუბუქი მასალებისგან, ესენია: ნახშიბადის ბოჭკო, ჰიდროკრისტალური პოლიმერი და ორიენტირებული პოლიპროპილენის მემბრანა. ამ დროისთვის MetaFly-ს შემქმნელი ფულს აგროვებს წარმოებისთვის პლატფორმა Kickstarter-ზე. მოსალოდნელია, რომ რობოტის ფასი 146 დოლარი იქნება. https://hi-news.ru/robots/etot-robot-pochti-neotlichim-ot-zhivyx-nasekomyx-smotrite-sami.html
  18. კორეელმა მეცნიერებმა შექმნს ბიოსენსორი, რომელიც ფერების მიხედვით ასახავს და განასხვავებს ბიომასალებს ნანოსტრუქტურების მეშვეობით. კვლევა, რომელიც შეისწავლის კავშირს დაავადებებსა და მათი შეღწევადობის მექანიზმებს, დაფუძნებულია უჯრედებსა და ორგანოებს შიგნით არსებული მასალების ანალიზზე. ზოგიერთ ბიომასალაზე, მაგალითად ცილაზე დაკვირვება და მისი გაანალიზება რთულია შეუიარაღებელი თვალით ან ოპტიკური მიკროსკოპის მეშვეობით, რადგანაც ისინი უფერული და გამჭვირვალეა. მათზე დასაკვირვებლად საჭიროა ბიომარკერების გამოყენება, რითიც მათ განსაზღვრული ფერები ენიჭება. თუმცა საჭიროა მარკერების გარეშე მოქმედი ახალი ტექნოლოგია ბიომასალების აღმოსაჩენად, რადგანაც ტექნოლოგიმ შესაძლოა ბიომასალებს მახასიათებლები შეუცვალოს. კორეელი მკვლევარების გუნდმა შექმნა პლაზმური ნანოსტრუქტურა, რომლითაც ფერადი ლინზის მსგავსად ხდება სინათლის გატარება. სხვადასხვა ფერები ჩნდება მაშინ, როდესაც ნანომატერიალები შეერევა ნანოსტრუქტურას. ამ ეფექტის დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც შესაძლებელია მიკროსკოპის გარეშე. ამ ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით კვლევითმა ჯგუფმა წარმატებით მიიღო ინფორმაცია სხვადასხვა ბიომასალების ბიოსტრუქტურის ფერის შესახებ გამოსახულების სენსორის მეშვეობით. შედეგად შეიქმნა ბიოსენსორი, რომელსაც შეუძლია ზუსტად აღმოაჩინოს ბიომასალები რეალურ დროში. ახალ ბიოსენსორს შეუძლია მოახდინოს მასალების ანალიზი და აღმოაჩინოს ისინი ხელმეორე დამუშავებისა და ანალიზატორების გარეშე, ასე რომ მისი გამოყენება ფართოდაა შესაძლებელი სხვადასხვა ბიოლოგიურ კვლევაში. https://hightech.fm/2019/03/05/biosensor
  19. Xiaomi-ს თანადამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა Lei Jun-მა განაცხადა, რომ სამომავლო სმარტფონები გაძვირდება წინა მოდელების ფასებთან შედარებით, რადგანაც კომპანია ისწრაფვის - გათავისუფლდეს იაფი მოწყობილობების მწარმოებელი კომპანიის იმიჯისგან. „გვსურს გავთავისუფლდეთ რეპუტაციისგან, რომ ჩვენი სმარტფონები 2000 იუანზე (დაახლ. 300 აშშ დოლარი) იაფი ღირს. გვინდა გავზარდოთ ინვესტიციები და ჩვენი პროდუქცია გავაუმჯობესოთ“ - ხაზი გაუსვა კომპანიის ხელმძღვანელმა. მან აგრეთვე განაცხადა, რომ „ეს ალბათ ბოლო შემთხვევაა, როდესაც ფასი 3000 იუანზე ქვემოთაა“. როგორც ჩანს, Lei Jun-ი გულისხმობდა 20 თებერვალს დაანონსებულ Xiaomi Mi 9 სმარტფონს, რომლის ფასიც 2999 იუანიდან იწყება (446 $). Mi 9 შესაძლოა Xiaomi-ს უკანასკნელი ბიუჯეტური ფლაგმანი იყოს ამავე დროს კომპანიის გენდირექტორმა მომხმარებლები დაამშვიდა იმით, რომ თუკი კომპანიის მიერ წარმოებული სმარტფონები გაძვირდება, მატება დიდი არ იქნება. ამასთან გაურკვეველი დარჩა, საუბარი ეხება მხოლოდ Mi სერიის ფლაგმანური მოდელების გაძვირებას თუ ფასები მოიმატებს Redmi-სა და Pocophone-ის სერიის მოდელებზეც. ეს უკანასკნელები რომ შესაძლოა არ გაძვირდეს, ამის იმედს იძლევა ფაქტი, რომ Xiaomi-მ ეს სერიები ცალკეულ სუბბრენდებად აქცია. აღსანიშნავია, რომ ფლაგმანურ სმარტფონებზე ფასების ყოველწლიური ზრდის ტენდენცია სხვა მწარმოებლებშიც შეინიშნება. მაგალითად, 2018 წელს წარდგენილი iPhone XS Max გახდა ყველაზე ძვირადღირებული სმარტფონი Apple-ის ისტორიაში, ბოლო „ფლაგმანების მკვლელი“ OnePlus 6T კი აღმოჩნდა სადებიუტო OnePlus One-ზე ორჯერ ძვირი. როგორც Apple-ის ხელმძღვანელს, ტიმ კუკს აქვს ნათქვამი, ამგვარი ტენდენცია კანონზომიერია, რადგანაც თანამედროვე სმარტფონები ბევრად მრავალფუნქციურია და შეუძლიათ ერთდროულად რამოდენიმე მოწყობილობის ჩანაცვლება. https://3dnews.ru/983914
  20. Binance Coin (BNB), კრიპტო აქტივი, რომლის საკომისიოზე გაცვლაც შესაძლებელია Binance Exchange-ზე, ბოლო წლებში თითქმის 140 %-ით გაიზარდა და ამჟამად აღარ მიჰყვება Bitcoin-ის ფასის ტენდენციებს - ეს არის წარმატება, რომელიც არ შეინიშნება განვითარებად კრიპტო ბაზარზე. მიუხედავად იმისა, რომ მიზეზები, რის გამოც უმეტესი კრიპტოვალუტა მჭიდროდაა კავშირში Bitcoin-თან, არ არის უპირობო - კვლევებმა აჩვენა, რომ Bitcoin-ის ტენდენციებზე დამოკიდებულება დროთა განმავლობაში მხოლოდ ძლიერდება. BNB კი საპირისპიროს ამტკიცებს. BNB ამ დროისთვის მერვე ადგილს იკავებს CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით. იგი ფაქტობრივად ერთადერთი კრიპტოვალუტაა ტოპ-10-დან, რომელიც დოლართან მიმართებაში იღებს წლიურ შემოსავალს. მისი მომდევნო, Tron-ის TRX ტოკენი ყოველწლიურ 44%-იან დანაკარგს განიცდის. ტოპ 10 კრიპტოვალუტა (წლიური პროცენტული ცვლილება) როგორც მოყვანილ გრაფიკზე ჩანს, ბაზრის კაპიტალიზაციის მიხედვით 10 საუკეთესო კრიპტოვალუტა, როგორც წესი, მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული. გამონაკლისია Tether stablecoin (USDT) იმის გათვალისწინებით, რომ იგი ინარჩუნებს მუდმივ ღირებულებას. ამ კავშირმა BNB/USD-სთვის დასუსტება დაიწყო 2019 წლის დასაწყისში და ამას მოწმობს მისი მოქმედების ამსახველი ხაზი (ზემოთ ნარინჯისფერი), რომელიც მნიშვნელოვნადაა გადახრილი სხვა ცნობილი კრიპტოვალუტებისგან, რის გამოც იგი ყველაზე მეტად bulish არის კრიპტოების ჯგუფთან შედარებით. BNB / USD მაჩვენებლები BTC / USD-ს წინააღმდეგ ცხადია, რომ BNB-მ როგორც ჩანს საკუთარი კურსი აიღო, იგი აგრძელებს ტენდენციას - მნიშვნელოვნად აღემატებოდეს Bitcoin-ს. BNB/USD-ს პერფორმანსი წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად აღემატება Bitcoin-ს. იგი 141,7%-ით გაიზარდა იმ დროს, როდესაც BTC-ის ზრდის მაჩვენებელი მხოლოდ 4 პროცენტია. BNB აგრეთვე ახდენს საუკეთესო შედეგების დემონსტრირებას უფრო მოკლევადიან პერსპექტივებში, მათ შორის უკანასკნელ 7 და 30-დღიან პერიოდებში: კრიპტოვალუტამ დააფიქსირა 41,47% და 99,17%-იანი ზრდის მაჩვენებელი, შესაბამისად. ამავე პერიოდში BTC-ის მაჩვენებლებია 1,62 და 12,65 %. უნდა აღინიშნოს, რომ მცირე ხნის წინ დაფიქსირებულმა Bitcoin-ის აღდგენითმა ტემპმა დააინტერესა ინვესტორები კრიპტო ბაზრით, რამაც მოთხოვნა გაზარდა BNB-ზე. კრიპტო ბაზრის კორელირების მაღალი დონისა და ბაზრის მოუმწიფებლობის გამო ნაკლებად სარწმუნოა, რომ BNB მონიშნავს საკუთარ განსხვავებულ ტენდენციას ხანგრძლივ პერიოდში, თუმცა მხოლოდ დრო გვიჩვენებს, როდის გახდება BNB განცალკევებული. https://www.coindesk.com/binances-crypto-bnb-no-longer-tracks-bitcoin-and-thats-a-big-deal
  21. ლონდონში გამართულ სოტბის აუქციონზე გასაყიდად იქნა გამოტანილი უცნაური ლოტი - ინსტალაცია, რომლის მთავარი ელემენტი ნეიროქსელია - იგი მუდმივად ახდენს უნიკალური პორტრეტების გენერირებას. პროექტი, სახელად Memories of Passersby 1 ხელოვნური ინტელექტისგან შექმნილი მეორე ნიმუშია, რომელიც გასაყიდად წარადგინეს. ამასთან, იგი პირველი ნეიროქსელია, რომელიც სპეციალურად აუქციონისთვის შეიქმნა. ინსტალაცია ორი ეკრანისგან შედგება, რომლის ნაწილებიც მცირე ზომის კომოდით არის დაკავშირებული. სწორედ ამ „კომოდშია“ ხელოვნური ინტელექტი, რომელიც დამოუკიდებლად ახდენს გამოსახულებების გენერირებას. როგორც პროექტის ავტორი მარიო კლინგემანი აცხადებს, ამ ლოტის მყიდველი უზრუნველყოფილი იქნება ორიგინალური პორტრეტებით მთელი ცხოვრების მანძილზე (პორტრეტები ცვლის პროცესში არასდროს განმეორდება). ნეიროქსელის სწავლებისთვის გამოყენებულ იქნა ათი ათასობით ნახატი ევროპული ხელოვნების ნიმუშებიდან. ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია თვითსწავლა, რისთვისაც მისმა შემქმნელმა იგი უამრავი ალგორითმით აღჭურვა. ინსტალაციის ფუნქციონირებისთვის საჭიროა მხოლოდ ელექტროენერგია, ყველაფერ დანარჩენზე თავად ნეიროქსელია პასუხისმგებელი. ინსტალაციის საწყისი ფასი 40-50 ათას დოლარს შეადგენს, თუმცა საბოლოო ფასმა შესაძლოა მილიონსაც მიაღწიოს. გასული წლის ოქტომბერში სხვა ნეიროქსელის მიერ შექმნილი ნიმუში - „ედმონდ დე ბელამის პორტრეტი“ Christie’s-აუქციონზე 432 ათას დოლარად გაიყიდა. ამ „შედევრის“ გაყიდვა უჩვეულო იყო არა მარტო იმიტომ, რომ ეს პირველი შემთხვევა იყო აუქციონის 252-წლიან ისტორიაში, როდესაც რობოტის მიერ შექმნილი ნახატი გაიყიდა, არამედ იმიტომაც, რომ ლოტის მოსალოდნელ გასაყიდ ფასად თავდაპირველად მხოლოდ 7-10 ათასი დოლარი მოიაზრებოდა. https://hi-news.ru/technology/nejroset-po-cene-pikasso-novuyu-kartinu-napisannuyu-ii-prodadut-na-aukcione.html
  22. სტარტაპ Vincross-მა პლატფორმა Kickstarter-ზე გამოუშვა მოდულების ასაწყობი საშუალებები, რომლებიც განკუთვნილია MIND KIT-ის სახლის რობოტების შესაქმნელად. ნაკრები მფლობელს საშუალებას აძლევს დამოუკიდებლად ააწყოს რობოტი, რომელსაც შეეძლება დაიკავოს და გადაადგილოს ნივთები, აგრეთვე თავად გადაადგილდეს სახლში. მოწყობილობა გადაადგილდება ბორბლებით, აგრეთვე შეუძლია გამოიყენოს დამატებითი ბორბლები, როდესაც საჭიროა მძიმე ნივთების გადატანა. ნაკრებში შედის სამი მოდული - მართვის დაფა, კონტროლერი და აკუმულატორი, რომლის მოცულობა 2500 მილიამპერი/სთ-ს შეადგენს. რობოტი იმართება Linux MIDS OS-ით. ნაკრების ღირებულება შეადგენს 299 დოლარს. კომპანია აპირებს რობოტები crowdfunding-პროექტის მონაწილეებს გაუზიაროს 2019 წლის სექტემბრის დასაწყისში. სტატიის წერის მომენტში კომპანიას ჰქონდა 56 ათასი აშშ დოლარი შეგროვილი წარმოებისთვის. საერთო ჯამში ნაკრებების წარმოებისთვის 100 ათასი დოლარია საჭირო. https://hightech.fm/2019/02/26/mind-kit
  23. 2017 წელს Koenigsegg Agera RS ჰიპერმობილმა სიჩქარის ახალი რეკორდი დაამყარა - ნევადას შტატის ავტრობანზე მოძრაობისას მან შეძლო განევითარებინა 447 კმ/სთ სიჩქარე. როგორც ჩანს, სულ მალე ეს რეკორდი მოიხსნება: ჟენევის ავტოსალონში წარდგენილ იქნა მისი განახლებული ვერსია - ჰიპერმობილი Jesko. მწარმოებლის სიტყვებით, ავტომობილს შეუძლია განავითაროს 483 კმ/სთ სიჩქარე. ავტომობილის მთავარ კომპონენტს წარმოადგენს 5-ლიტრიანი ძრავი V8. მას აქვს სრულიად განსხვავებული ტურბოკომპრესორები და წნევის მართვის უფრო ზუსტი სისტემა. ახალი კონსტრუქციის წყალობით გაზრდილია აჩქარებაზე რეაგირების სისწრაფე. ჩვეულებრივი საწვავის გამოყენებისას ძრავი უზრუნველყოფს 1280 ცხენის ძალა სიმძლავრეს. უფრო საინტერესო რამ კი ხდება ბიოეთანოლის - E85-ის გამოყენებისას: სიმძლავრე 1600 ცხენის ძალას აღწევს. Koenigsegg Jesko-ს საბარგულის მხარე დამზადებული კარბონისგან და უფრო გრძელი და მაღალია, ვიდრე Agera RS მოდელის შემთხვევაში იყო. ინჟინრებმა გააძლიერეს დაკიდების ბერკეტები და ამორტიზატორები აღჭურვეს ელექტროობით, ხოლო ჰორიზონტალურმა ამორტიზატორმა გადაინაცვლა წინა ღერძზე, რათა სიჩქარის აკრეფისას ჰიპერმობილის უკანა ნაწილმა არ დაიწიოს ქვემოთ. ავტომობილისი სხვა განსაკუთრებული მახასიათებლებიდან აღსანიშნავია ავტომატური კარი, კაპოტი და უკანა სპოილერი, სმარტფონისთვის განკუთვნილი უსადენო დატენვის მხარდაჭერა და ციფრული პანელი სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით. Koenigsegg Jesko-ს ტირაჟი შედგება მხოლოდ 125 ეგზემპლარისგან, თითო მოდელის ფასი 3 მლნ დოლარია. https://hi-news.ru/auto/1600-loshadinyx-sil-za-3-milliona-dollarov.html
  24. ახალი ტექნოლოგიის წყალობით შესაძლებელია ის, რაც ამ დრომდე პრაქტიკულად წარმოუდგენელი ჩანდა. მაგალითად, აქამდე ადამიანებს არ შეეძლოთ ორი სხვადასხვა მასალის, ვთქვათ ლითონისა და მინის შედუღება. პრობლემას წარმოადგენდა დნობისათვის საჭირო ტემპერატურების სხვაობა და გაცხელებისგან გაფართოების ეტაპები. შოტლანდიელმა მეცნიერებმა გამოიგონეს მეთოდი ამ პრობლემის გადასაჭრელად - ისინი აპირებენ შექმნან შემდუღებელი აპარატი, რომელიც მასალებს გააერთიანებს სუპერსწრაფი ლაზერული იმპულსებით. მეთოდის ეფექტურობა უკვე დამტკიცებულია. ამ დრომდე იმისათვის, რომ მინა და ლითონი შეეკავშირებინათ, ადამიანები იძულებულნი იყვნენ გამოეყენებინათ წებო. ეს მეთოდი კი არც ისე კარგია - დროთა განმავლობაში შეერთების ადგილი სუსტდება და შეიძლება დაიშალოს. შედუღების ახალი მეთოდის მიხედვით მასალების მიერთება ხდება მოკლე ლაზერული იმპულსების მეშვეობით. პროცესი ხორციელდება ორი მასალის მაქსიმალურად მჭიდრო კონტაქტში - ამ ორ მასალას შორის არსებული რამოდენიმე მიკრონის ზომის სივრცე ამოივსება უმცირესი ნაწილაკებით, რომლებიც უზრუნველყოფენ მტკიცე და საიმედო მიმაგრებას. მიმაგრების საიმედოობა შემოწმდა -50-დან +90 გრადუსამდე ტემპერატურაზე. მკვლევარების გასაკვირად, შემდუღებელი ძაფები დაუზიანებლად გადარჩა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ დროა დაიწყოს ახალი თაობის შემდუღებელი აპარატების წარმოება. ტექნოლოგიის გამოყენება შესაძლებელი იქნება კოსმოსური აპარატების მშენებლობაში, ოპტიკასა და მედიცინაში. https://hi-news.ru/technology/svarit-steklo-i-metall-teper-eto-vozmozhno.html
  25. მთვარის მისიის წარმატებამ ჩინეთს ახალი სიმაღლისკენ - მარსის ათვისებისკენ უბიძგა. მომავალ წელს დაგეგმილია წითელ პლანეტაზე გაიგზავნოს საკვლევი ზონდი. მარსის ახლო ორბიტას აპარატმა უნდა მიაღწიოს 2021 წლის დასაწყისში. პროგრამის მიზანია პლანეტის გეოლოგიისა და ატმოსფეროს შესწავლა. „ბოლო 60 წლის განმავლობაში ჩვენ უამრავ ტექნოლოგიურ გარღვევას მივაღწიეთ, თუმცა ჯერ კიდევ შორს ვართ მიზნიდან - გავხდეთ წამყვანი კოსმოსური ქვეყანა. მომავალ წელს გავუშვებთ მარსის გამოსაკვლევ ზონდს, რომელიც განახორციელებს ფრენას, დაშვებას და პლანეტის ზონდირებას“ - აცხადებს მთვარის მისიის გენერალური კონსტრუქტორი უ ვეიჟენი. მან აგრეთვე დაამატა, რომ მისია Chang’e 5-ის მსვლელობისას, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოდან დაიწყება, იგეგმება აპარატის გამოყენება იმისათვის, რომ მან მთვარის გრუნტის ნიმუშები დედამიწაზე ჩამოიტანოს. „თუკი ეს მოხდება, ჩინეთი გახდება მესამე ქვეყანა აშშ-სა და რუსეთს შემდეგ, რომელთაც წარმატებით გადადგეს ამგვარი ნაბიჯი“ - აღნიშნა გენერალურმა კონსტრუქტორმა. ბოლო წლებში ჩინეთი განსაკუთრებით გააქტიურდა კოსმოსის კვლევისა და ათვისების საკითხების მხრივ. 2013 წელს ჩინეთის ეროვნულმა კოსმოსურმა სააგენტომ (CNSA) წარმატებით დასვა მთვარეზე მთვარემავალი Yutu-1. ექვსი წლის შემდეგ კრატერ ფონ კარმანში, მთვარის სამხრეთ პოლუსთან ახლოს დაჯდა მეორე დასაფრენი მოდული მთვარემავლით. იგი პირველი კოსმოსური აპარატი იყო, რომელმაც განახორციელა დაჯდომა მთვარის უკანა მხარეზე. მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება კიდევ ერთი მთვარემავალის გაგზავნა, თუმცა ჩინეთის მთავარ სამიზნეს მარსი წარმოადგენს. დღესდღეობით მარსის ორბიტასა და ზედაპირზე ექვსი კოსმოსური აპარატი მუშაობს: „Mars Odyssey”, “Mars Reconnaissance Orbiter” და MAVEN – NASA-სგან. აგრეთვე ინდური “Mangalyaan”, ევროპული Mars Express და ორბიტალური აპარატი Trace Gas Orbiter. წითელი პლანეტის ზედაპირზე სამეცნიერო მონაცემებს აგროვებს NASA-ს Curiosity. https://hi-news.ru/technology/dlya-issledovaniya-krasnoj-planety-kitaj-otpravit-v-sleduyushhem-godu-marsoxod.html
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.