Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5884
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    195

Everything posted by Magdalena

  1. ფრანგული კომპანია Lazareth-ის მოტოციკლები ცნობილია თავიანთი სტილით, გაბედული და აგრესიული დიზაინითა და სიმძლავრით. 2018 წლის ბოლოს კომპანიამ წარადგინა მფრინავი მოტოციკლი Moto Volante, რომელიც იმ დროს ფუტურისტულ მოდელად მიიჩნეოდა და რეალურ პირობებში გამოყენებისთვის არ იყო განკუთვნილი. თუმცა ამჯერად როგორც ცნობილი გახდა, იგი მართლაც ახდენს ფრენის დემონსტირებას - მოტოციკლს შეუძლია ერთი მეტრის სიმაღლეზე აფრინდეს და მსუბუქად დაეშვას უკან. ახალი მოტოციკლი წარმოადგენს ევოლუციას შთამბეჭდავი იერსახითა და სიმძლავრით, აქვს 470 ცხენის ძალის სიმძლავრის მქონე Maserati-ის ძრავი. Moto Volante-ის მთავარი ინოვაციაა რეაქტიული ტურბინები JetCat, რომელთა საშუალო ბრუნვის მაჩვენებელია 96 ათასი ბრუნი წუთში. ჰიდრავლიკურ აქტუატორებს საბურავები ვერტიკალურ მდგომარეობიდან ჰორიზონტალურში გადაჰყავს, რათა მათ შეძლონ კონსტრუქციის ჰაერში აწევა. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, Moto Volante-ის მფლობელებს შეეძლებათ იარონ ჩვეულებრივი გზით, სწორი ფართე ზედაპირის მოედნიდან კი შეძლებენ აფრენას. სტანდარტული სვლის რეჟიმიდან ფრენის რეჟიმზე გადართვას დაახლოებით 60 წამი სჭირდება - სწორედ ეს დროა საჭირო აფრენისთვის მოსამზადებლად. კონსტრუქცია 140 კილოგრამს იწონის, ამიტომ აუცილებელია ძრავმა უზრუნველყოს დაახლოებით 240 კგ გაწევა. მოტოციკლი Lazareth Moto Volante კიდევ ერთხელ წარდგება საზოგადოების წინაშე 2019 წლის ოქტომბერში დუბაიში გამართულ გამოფენა Gitex-ზე. ამავე დროს დაიწყება წინასწარი შეკვეთების მიღება - მოტოციკლის ფასი შთამბეჭდავად მაღალია და დაახლოებით 560 ათას დოლარს შეადგენს. https://hi-news.ru/auto/video-proekt-letayushhego-motocikla-lazareth-realen-on-podnyalsya-na-metrovuyu-vysotu.html
  2. კომპანია Intel-მა წარადგინა თავისი პირველი 100-გიგაბიტიანი ადაპტერები ახალი ფორმ-ფაქტორით - OCP NIC 3.0. ამ დრომდე ამგვარი ქსელური ბარათები დემონსტრირებდა მხოლოდ Intel-ის კლიენტთა შეზღუდულ წრეში, ამჯერად კი კომპანიამ გადაწყვიტა პროდუქტი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს. 100GbE ტიპის ადაპტერები რამოდენიმე მწარმოებლის ასორტიმენტში ჯერ კიდევ 2014-2015 წლებში გამოჩნდა, თუმცა Intel-ს ამგვარი გადაწყვეტილებები ამ დრომდე არ ჰქონია. მხოლოდ მრავალჰოსტიან FM10420 კონტროლერს შეეძლო უზრუნველეყო 100 გბიტი/წმ სიჩქარე, თუმცა მხოლოდ რამოდენიმე 50- ან 25-გიგაბიტური ინტერფეისით. ამჟამად Intel-ს უკვე აქვს კონტროლერები, რომლებიც უზრუნველყოფს 100-გიგაბიტიანი ინტერფეისის მუშაობას. Intel-ისგან შემოთავაზებულია ფორმ-ფაქტორ OCP NIC 3.0 მხარდაჭერა და შესაძლებელია ერთად რამოდენიმე სხვადასხვა ინტერფეისის ადაპტერების გამოყენება. ერთ-ერთი მათგანია ახალი ბარათი Intel 100GbE OCP 3.0 NIC (პირველი ფოტო). გარდა ამისა, Intel-მა მოახდინა 100GbE ქსელური ადაპტერის დემონსტრაცია სერვერ Dell EMC PowerEdge-ის შემადგენლობაში. ეს სერვერი შესაძლებელია დაკომპლექტდეს სხვადასხვა ტიპის ქსელური ბარათებით, მათ შორის PCIe ვერსიებით. რაღა თქმა უნდა, მოხდა ახალი ადაპტერის 100 გბიტი/წმ სიჩქარის დემონსტრირებაც. სიჩქარის გარდა ადაპტერის სხვა შესაძლებლობები ჯერჯერობით წარმოდგენილი არ არის. ჯამში, სასიამოვნოა იმის ხილვა, რომ Intel-ი შეუერთდა იმ კომპანიების რიცხვს, რომლებიც მომხმარებელს სთავაზობენ 100GbE ტიპის ადაპტერებს. აღვნიშნავთ, რომ მსგავსი ადაპტერი Mellanox ConnectX-5 VPI 100GbE გამოშვებულ იქნა 2016 წელს, მიმდინარე წელს კი მის შემცვლელად მოგვევლინება ახალი ConnectX-6. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით კონკურენციაში Intel-ი ახლაღა ჩაება, კონკურენციის ზრდა ტექნოლოგიის განვითარებაზე დადებითად იმოქმედებს. https://servernews.ru/984324
  3. ამერიკული კორპორაცია Lockheed Martin-ი გეგმავს შექმნას თანამგზავრების ქსელი, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება სტაბილური ინტერნეტის მიწოდება სტიქიური უბედურებების ზონებში. პროექტი დაზარალებულებს საშუალებას მისცემს სწრაფად დაუკავშირდნენ ექსტრემალურ სამსახურებს ან ახლობლებს - წერს New Atlas. სტიქიური უბედურებებისა და ტექნოგენური კასატროფების ზონებში ხშირად ფიქსირდება კავშირის დარღვევა და გაუმართაობა. ეს პრობლემები შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც გადამცემი ანძების დაზიანებით, ასევე ქსელის გადატვირთვით. კავშირის არარსებობის გამო დაზარალებულები ხშირად ვერ ახერხებენ თავიანთი ადგილმდებარეობა აცნობონ სამაშველო სამსახურს - ამის გამო კი მსხვერპლი იზრდება. Lockheed Martin-ის გეგმის თანახმად, მომხმარებლები ავტომატურად მიუერთდებიან ახალ თანამგზავრულ ქსელს იმ შემთხვევაში, თუკი დედამიწაზე არსებული კავშირის სისტემა მწყობრიდან გამოვა. პროექტის დეტალებსა და რეალიზაციის ვადებს კომპანია ჯერჯერობით არ ასაჯაროვებს. https://hightech.fm/2019/03/15/lte-save https://newatlas.com/lockheed-martin-lte-satellite/58854/
  4. ბრაუზერ Google Chrome-ის ზიანისმომტანი დამატება მომხმარებლებს აიძულებდა მონაწილეობა მიეღოთ კრიპტო ბირჟა Huobi-ს ყალბ airdrop-ში, რის შედეგადაც ხსენებული ბირჟის ორასზე მეტი მომხმარებელი დაზარალდა - ნათქვამია კომპანიის ოფიციალურ ბლოგში. ვებ-ბრაუზერ Chrome-ის დამატება, სახელად NoCoin, 230-ჯერ ჩამოიტვირთა, სანამ Google მას წაშლიდა - აცხადებს Harry Denley, იგი მართავს კრიპტო scam-ების ბაზას - EtherscamDB. Denley-მ აღნიშნა, რომ ჰაკერებმა გამიზნულად შენიღბეს ზიანისმომტანი დამატება, რათა მას მიეღო იმ ინსტრუმენტის სახე, რომელიც მომხმარებლებს იცავს მალვეარ პროგრამული უზრუნველყოფისგან ან ე.წ cryptojacking-ისგან, კრიპტოვალუტების ქურდობისგან. „თავდაპირველად ისე ჩანდა, თითქოს გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა - აღმოაჩინა კრიპტოების ქურდობის სხვადასხვა სკრიპტი... და გამოიყურებოდა, როგორც კარგი ინტერფეისი, რომელიც თავის მოვალეობას ასრულებს“ - განმარტავს Denley თავის ბლოგში. თუმცა ფასადს მიღმა ნათელი გახდა, რომ ბრაუზერის დამატება ითხოვდა პოპულარული საფულის ინტერფეისების, MyEtherWallet-ისა და (MEW) Blockchain.com-ის Private key-ებს. შემდგომში კი ისინი ჰაკერებთან იგზავნებოდა, რომელთაც შეეძლოთ საფულეები დაეცარიელებინათ. დამატება ჩადებული იყო ყალბი giveaway კამპანიის დასასრულს, თითქოს კრიპტო ბირჟა Huobi მომხმარებლებს სთავაზობდა Ethereum-ზე დაფუძნებულ ERC20 ტოკენებს. უცნობია, რა პერიოდის განმავლობაში იყო ზიანისმომტანი დამატება ხელმისაწვდომი Google Chrome-ის მომხმარებლებისთვის. ასეა თუ ისე, „ცუდი მოთამაშეები“, რომლებსაც მიზანში აქვთ ამოღებული სხვისი კუთვნილი კრიპტოვალუტები, სულ უფრო და უფრო უღირს მეთოდებს ეძებენ გამოუცდელი კრიპტო მფლობელების მოსატყუებლად. მიმდინარე კვირაში კრიპტო ჰაკინგის შესახებ ანგარიშში აღნიშნულია ჰაკერების სულ უფრო ფრთხილი მოქმედებები. თავად Google მწვავე კრიტიკის ქვეშ აღმოჩნდა, რადგან დიდი გულმოდგინება არ გამოუჩენია თებერვლის შემთხვევისას, როდესაც Google Play-დან წაშალა პოპულარული დეცენტრალიზებული აპლიკაციის - MetaMask-ის ყალბი ვერსია. როგორც Cointelegraph-ი იტყობინება, გასულ თვეში Electrum-ისა და MEW-ს საფულეების მფლობელებიც აღმოჩნდნენ ფიშინგური შეტევების პირისპირ Reddit-სა და Twitter-ზე გამოქვეყნებული პოსტებით. https://cointelegraph.com/news/google-deletes-crypto-malware-targeting-blockchaincom-myetherwallet-users
  5. ჩინეთის ქალაქ Shēnzhèn-ის ხელისუფლებამ დაიწყო ახალი სისტემის ტესტირება, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია მეტროთი მგზავრობა ბილეთის გარეშე სახის ამოცნობის სისტემით. თუკი ეს ექსპერიმენტი წარმატებით ჩაივლის, უახლოეს რამოდენიმე წელიწადში ამგვარი სისტემა მთელ ქვეყანაში დაინერგება - წერს Tech in Asia. ექსპერიმენტული სისტემა საშუალებას იძლევა სრულიად გამოირიცხოს მეტროთი მგზავრობისთვის საჭირო საშუალებები - ბილეთები, ბარათები ან QR-კოდები. Shēnzhèn-ის მაცხოვრებლებს შეუძლიათ შეავსონ თავიანთი პერსონალური ანგარიში, საიდანაც მგზავრობის საფასური ავტომატურად ჩამოიჭრება მომხმარებლის სახის ამოცნობის შემდეგ. ექსპერიმენტის ხანგრძლივობის ზუსტი ვადები არ ხმაურდება. ჩინეთის ხელისუფლება არც იმას აკონკრეტებს, როდის დაიწყება ახალი სისტემის დანერგვა ქვეყნის მასშტაბით. 2018 წელს ჩინეთის ხელისუფლებამ 23 მლნ ადამიანს აუკრძალა ავია- და სარკინიგზო ბილეთების შეძენა. სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, რომელიც მან სახელისუფლებო ანგარიშის ასლით მიიღო, ამის მიზეზი გახდა ის, რომ ამ პირების „სოციალური რეიტინგი მეტისმეტად დაბალი იყო“. https://hightech.fm/2019/03/15/metro-face
  6. კომპანია Huawei-მ ჩინეთში გამართულ ღონისძიებაზე, სადაც მოხდა სმარტფონ Nova 4e-ს წარდგენა, საზოგადოებას აგრეთვე გააცნო ორი ახალი სპორტული სამაჯური. ესენია Huawei Band 3 და მისი გაუმჯობესებული ვერსია - Band 3 Pro. ორივე მათგანს აქვს 0,95 დუიმიანი OLED პანელი გაფართოებით - 240 х 140 პიქსელი. ეკრანი მიმაგრებულია სამაჯურზე, რომელიც, მწარმოებლის თქმით, დამზადებულია ისეთი მასალისგან, რაც უზრუნველყოფს დიდ კომფორტს ხანგრძლივი გამოყენების დროს. პულსის გასაზომად მოწყობილობაში გამოყენებულია ტექნოლოგია TruSeen v3.0. მასში გაერთიანებულია ინფრაწითელი გამოსხივების მოწყობილობა ხელოვნური ინტელექტის ალგორითმით. როგორც Huawei ირწმუნება, გამოსხივება არანაირ უარყოფით გავლენას არ ახდენს მომხმარებელზე. ამავე დროს, ხელოვნურ ინტელექტს შეეძლება გამოავლინოს არითმია. Huawei Band 3 Pro-ს აქვს ტექნოლოგია TruSleep 2.0-ის მხარდაჭერა, რომელიც ახორციელებს ძილის მონიტორინგს. როგორც ცნობილია, ამ ნიმუშის ალგორითმები ჰარვარდის სამედიცინო სკოლის წარმომადგენლების მიერაა შექმნილი. TruSleep 2.0 ტექნოლოგიას შეუძლია გამოავლინოს უძილობის მიზეზები და მომხმარებელს მისცეს რეკომენდაციები ძილის გაუმჯობესებისთვის. გარდა ამისა, Pro მოდელს აქვს NFC ჩიპი და GPS მოდული. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მასში გათვალისწინებული არ არის Google Play-ს მხარდაჭერა. წარდგენაზე კომპანიამ მხოლოდ Huawei Play ახსენა. ბატარეის მოცულობა ჯერჯერობით არ ხმაურდება. ამ მხრივ Huawei დაადგა Apple-ის გზას. ნათქვამი იყო მხოლოდ ის, რომ სრულად დატენილი ბატარეა ჩვეულებრივი გამოყენებისას საკმარისია თითქმის ორი კვირა მუშაობისთვის. იმ შემთხვევაში კი, თუკი მომხმარებელი უწყვეტად გამოიყენებს გულისცემის სიხშირის მზომს, ავტონომიურობა თითქმის ორჯერ მცირდება. ჩართული GPS-ით ვარჯიშის დროს სპორტული სამაჯური (Pro ვერსია) დაახლოებით 7 საათს მუშაობს. Huawei Band 3 წარმოდგენილი იქნება ყვითელ, თეთრ, ვარდისფერ და იისფერ ვარიანტებად. მისი ფასი დაახლოებით 40 დოლარია. Pro მოდელები კი გამოვა შავ, თეთრ და ლურჯ ვარიანტებად და მათი ფასი 60 დოლარს შეადგენს. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/24962/sportivnye-braslety-huawei-band-3-i-band-3-pro-predstavleny-oficialno
  7. დაპირებისამებრ, ილონ მასკმა წარადგინა ახალი ელექტრომობილი - კომპაქტური ქროსოვერი Model Y. იგი აწყობილია იმავე პლატფორმაზე, რაზეც „ბიუჯეტური“ სედანი Model 3 და მასზე არც ისე ძვირი ღირს, ყოველ შემთხვევაში, მისი საბაზისო მოდელი. მომხმარებლებს აქვთ საშუალება - არჩევანი გააკეთონ ახალი ელექტრომობილის ოთხ ვერსიაში: Standart Range, Long Range, Dual Motor AWD და Perfomance. საბაზისო მოდელი (Standart Range) 39 ათასი დოლარი ღირს. ტოპ-ვერსიის ფასი კი 60 ათას დოლარს აღწევს (ფუნქციებისა და ოფციების ჩათვლით). გამოცხადდა, რომ Standart Range მოდიფიკაციის წარმოება 2021 წელს დაიწყება. ეს ვერსია წარმოდგენილი იქნება 370 კმ გავლის მარაგით. Long Range მოდელის ფასი 42 700 დოლარიდან იწყება, მას შეუძლია 482 კილომეტრის გავლა ერთ დამუხტვაზე და იგი მომდევნო წელს გამოვა. ახალ მოდელზე წინასწარი შეკვეთების მიღება უკვე დაწყებულია. 3 ათასი დოლარის ღირებულების ერთ-ერთი ოფციით მყიდველს შეეძლება ელექტრომობილი აღჭურვოს დამატებით სავარძლებით, რომელთა რიცხვმა შესაძლოა შვიდს მიაღწიოს. ილონ მასკმა განაცხადა, რომ Model Y-ის ახალი წარმადობის ხაზები მიმდინარე წელსვე მზად იქნება. თუმცა თუ გავითვალსიწინებთ წინა გამოცდილებებს, ზუსტი თარიღი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. კომპანია თვლის, რომ ახალი ქროსოვერი კარგად გაიყიდება. იანვარში ინვესტორებთან საუბრისას მასკმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია - კომპაქტური ქროსოვერი Model 3-ზე მოთხოვნადი იქნება. თუკი გავითვალისწინებთ აშშ-ის სტატისტიკას ჯიპის ტიპის ავტომობილების გაყიდვების შესახებ, ამგვარი მოლოდინი სავსებით რეალურია: ამერიკელებს ზოგადად პიკაპები და ჯიპები უფრო მოსწონთ, ვიდრე ჩვეულებრივი სედანი. Model Y-ის პირველი საპილოტე ნიმუში კალიფორნიაში მდებარე Gigafactory 1-ის კონვეირიდან გამოვა. მოგვიანებით კი Tesla-ს კომპაქტური ქროსოვერების გამოსვლა განხორციელდება ჩინეთის საწარმოში, რომელიც სახელად მიიღებს Gigafactory 3-ს. Model Y-ს აქვს ორი ელექტრო ძრავი და შემოთავაზებული იქნება სხვადასხვა მოცულობის აკუმულატორების კომპლექტაციები. 100 კმ/სთ სიჩქარის განვითარებისთვის საჭიროა 3,5 წამი, მაქსიმალური სიჩქარეა 240 კმ/სთ. ორძრავიანი Model Y Long Range ვერსიის მიერ 100 კმ/სთ სიჩქარე მიიღწევა 4,8 წამში, ერთძრავიანი მოდელით კი - 5,5 წამში. ქროსოვერს ტრადიციული გვერდითი სარკეები აქვს კამერების ნაცვლად. ასევე, Tesla-ს ინჟინრებმა გადაწყვიტეს უარი ეთქვათ საფირმო უკანა კარის გამოყენებაზე, რომელსაც კომპანია „შევარდენის ფრთებს“ უწოდებს. ილონ მასკის თქმით, ამგვარი გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად ართულებს ავტომობილის წარმოების პროცესს და ამასთანავე ზრდის მის საბოლოო ფასს. Model Y-ის აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტია 0,32. ელექტრომობილს აქვს პანორამული სახურავი. სალონში განთავსებულია 15-დუიმიანი დისპლეი, რომლითაც იმართება ელექტრომობილის ფუნქციათა უმეტესობა. https://hi-news.ru/auto/elektricheskij-krossover-tesla-model-y-oficialno-predstavlen.html
  8. ხელოვნურად შეფერილ ფოტოზე წარმოდგენილია ე.წ. „მარსის მტვრის ეშმაკების“ ნაკვალევი. სხვა მრავალ ფოტოსთან ერთად ეს ფოტო გადაიღო ევროპულმა მოდულმა ExoMars Trace Gas Orbiter-მა. გადაღებათა ნაწილი უკვე გამოქვეყნდა ფართო საზოგადოებისთვის. ExoMars Trace Gas Orbiter (TGO) მარსისკენ 2016 წლის ოქტომბერში გაემგზავრა, თუმცა მის ახლო ორბიტას მხოლოდ 2018 წლის თებერვალს მიაღწია, სამეცნიერო მოღვაწეობა კი რამოდენიმე თვის წინ დაიწყო. პროექტს მართავს ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) და Роскосмос-ი, რომელთა ერთობლივ მიზანს წარმოადგენს ეძებონ მეთანი, რომელიც მეცნიერებს დაეხმარება უკეთ შეიცნონ წითელი პლანეტის სიცოცხლისუნარიანობა. TGO-ს მთავარ ღირსებას წარმოადგენს კამერა Surface Imaging System (CaSSIS), რომელიც ორბიტიდან მარსის გამოსაკვლევად გამოიყენება. CaSSIS უნიკალურია იმით, რომ შეუძლია გადაიღოს კრისტალურად სუფთა და მკაფიო ფოტოები. ხელოვნურად დადებული შეფერილობით გამოხატულია მარსის ობობისმაგვარი რეგიონი Terra Sabaea. სინამდვილეში ეს არის ნაკვალევები, რომლებიც რჩება „მტვრის ეშმაკებისგან“ - მარსისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი მოვლენისგან. ESA-ს წარმომადგენელთა აზრით ეს ქსელი ასობით ან ათასობით პატარა მარსული ტორნადოსგანაა შექმნილი. გამოსახულება წარმოდგენილია ფერების კომბინაციით, რათა უკეთ იყოს აღქმადი ზედაპირის თავისებურება. მისი რეალური ფერი ESA-ს განცხადებით, არის მუქი წითელი, რადგანაც „მტვრის ეშმაკები“ სუფთა მასალებს იღებენ ზედაპირიდან. იხილეთ სხვა ფოტოები: მარსის მარილიანი სულფატები დიუნები მარსის სამხრეთ პოლუსის ტალღოვანი ზედაპირი https://hi-news.ru/space/evropejskij-orbitalnyj-modul-sfotografiroval-volosatogo-sinego-pauka-na-marse.html
  9. კოსმოსურ მოგზაურობამდე და მას შემდეგ გადაღებულმა ასტრონავტების ტვინების სკანირებამ აჩვენა თეთრი ნივთიერების ცვლილება იმ სფეროებში, რომლებითაც კონტროლდება მოძრაობა და მუშავდება სენსორული ინფორმაცია. მდგომარეობის გაუარესება დაბერების თანამდევი პროცესის მსგავსია, თუმცა უფრო სწრაფად მიმდინარეობს. კვლევის შედეგად მიღებული მონაცემებით შეიძლება აიხსნას, ზოგიერთ ასტრონავტს რატომ აქვს დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ კოორდინაციის პრობლემები - აცხადებს კვლევის ერთ-ერთი თანაავტორი, ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორი რეიჩელ სეიდლერი. საინტერესო ის არის, რომ ტვინის ნივთიერების ცვლილება უფრო მეტად გამოხატულ იქნა იმ პირებში, ვისი კოსმოსური მისიებიც ხანმოკლე იყო. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია ვარაუდი, რომ ადამიანის ტვინს აქვს ადაპტირების უნარი გარკვეული დროის გასვლის შემდეგ. კოსმოსური დაავადების სიმპტომები კვლევის ფარგლებში შემოწმდა NASA-ს 15 ასტრონავტის დასკანერებული ორგანოები. სკანირებამ ასევე აჩვენა, რომ ცერებრალური სითხე გროვდებოდა თავის ტვინის ფუძეში კოსმოსური ფრენის შემდეგ. ასტრონავტების ტვინის ადგილმდებარეობა თავის ქალაში იყო სტრანდარტულზე შედარებით მაღლა მიკროგრავიტაციიდან გამოსვლის შემდეგ. „ვიცით, რომ კოსმოსში ყოფნისას თავში სითხე ირევა“ - აცხადებს სეიდლერი. „როდესაც უყურებთ ასტრონავტების ფოტო-ვიდეოებს, მათი სახეები ხშირად შესიებულივით გამოიყურება, რადგანაც გრავიტაციას ვერ ჩაჰყავს სითხე სხეულის ქვედა ნაწილში“. მისი სიტყვებით, იგივე გავლენა შეიძლება იყოს ცერებრული სითხის თავის ქალაში მოხვედრის შემთხვევაშიც, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს ნეიროოკულარული სინდრომის გამოვლინებას, როდესაც მხედველობის ნერვი გადაიხრება და მხედველობა იცვლება. თეთრი ნივთიერების ბალანსის პრობლემა, როგორც წესი, გვარდება დედამიწაზე დაბრუნებიდან რამოდენიმე კვირაში, თუმცა ტვინში გამოწვეული ცვლილებები გაცილებით დიდხანს ნარჩუნდება. სამომავლო კვლევებში სეიდლერი და მისი კოლეგები გეგმავენ შეაფასონ სკანირების შედეგები ექვსთვიანი კოსმოსური ფრენების შემდეგ, რათა იხილონ რამდენ ხანს ნარჩუნდება ცვლილებები და კონკრეტულად რა იწვევს მათ. https://hi-news.ru/space/mozgi-kosmonavtov-tozhe-plavayut-v-nevesomosti.html
  10. White Hat ჰაკერებმა უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში აღმოაჩინეს 40-ზე მეტი ბაგი კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინ-პლატფორმებზე - იტყობინება საინფორმაციო სააგენტო The Next Web (TNW). TNW-ის კვლევის თანახმად, რომელიც ბლოკჩეინსა და კრიპტოვალუტებთანაა დაკავშირებული, 13 თებერვლიდან 13 მარტამდე დაფიქსირდა 13 კომპანიის ხელყოფა - ჯამში 43 შეტყობინება დაუცველობის შესახებ. ბლოკჩეინის სფეროში ელექტრონული სპორტის გეიმინგ-პლატფორმა Unikrn-ის შემთხვევაში, როგორც ცნობილია, ყველაზე მეტი მოხსენება (12 შემთხვევა) დაფიქსირდა ხელყოფის შესახებ. მას მოსდევს OmiseGo დეველოპერი 6 შემთხვევით. მესამე ადგილზეა EOS – 5 შემთხვევით. Tendermint-ის კონენსუსის ალგორითმი და P2P ქსელური პროტოკოლი ოთხჯერ აღმოჩნდა დაუცველი. მას მოჰყვება ბაზრის პროგნოზირების დეცენტრალიზებული პროტოკოლი Augur-ი და სმარტ-კონტრაქტების პლატფორმა Tezos, თითოეული მათგანის შემთხვევაში სამ-სამი შემთხვევა მოხდა. შეტყობინებების თანახმად, ანონიმურობაზე ორიენტირებულმა კრიპტოვალუტებმა - Monero, ICON და MyEtherWallet-მა წარადგინეს ორ-ორი მოხსენება თითოეულის შემთხვევაში. მსხვილ ამერიკულ კრიპტო ბირჟა Coinbase-მა და ბლოკჩეინ-ბრაუზერის - Brave Software-ის მწარმოებელმა კომპანიამ თითოჯერ მიიღეს შეტყობინება დაუცველობის შესახებ. ჰაკერებმა საერთო ჯამში 23 675 დოლარი მიიღეს თავიანთი ძალისხმევის გასამრჯელოს სახით. კომპანიებიდან ყველაზე მეტი თანხა - 8 500 დოლარი Tendermint-მა გადაიხადა. EOS-მა 5500 დოლარი გასცა ჯილდოდ, Unikrn-მა - 1375 დოლარი. TNW აცხადებს, რომ მცირე ოდენობის თანხა იმაზე მეტყველებს, რომ ბაგები არ აღმოჩნდა კრიტიკულად სახიფათო. საპირისპიროდ, EOS-მა ათიათასობით დოლარით დააჯილდოვა white hat-ჰაკერები, რომლებმაც კრიტიკული ხელყოფა აღმოაჩინეს პლატფორმაზე. მიმდინარე კვირაში hardware-საფულეების მსხვილმა მწარმოებელმა Ledger-მა აღმოჩინა დაუცველობა თავისი პირდაპირი კონკურენტის - Trezor-ის მოწობილობებში. სხვა დანარჩენ პრობლემებთან ერთად, შესაძლებელია Trezor-ის მოწყობილობების იმიტირება, თუკი მოხდება შენიღბვა მალვეარ პროგრამული უზრუნველყოფის დახმარებით. Trezor-ის რეაგირებას რაც შეეხება, კომპანიამ განაცხადა, რომ Ledger-ის მიერ გამოვლენილი არც ერთი სისუსტე არ წარმოადგენს კრიტიკულ საფრთხეს აპარატული საფულეებისთვის. მისი წარმომადგენლის თქმით, ვერც ერთი მათგანი ვერ იქნება გამოყენებული დისტანციურად, რადგანაც შეტევის განხორციელებისთვის საჭიროა „ფიზიკური წვდომა მოწყობილობასთან, სპეციალური აღჭურვილობა, დრო და ტექნიკური ცოდნა“. https://cointelegraph.com/news/report-over-40-bugs-in-blockchain-and-crypto-platforms-detected-over-past-30-days
  11. Nvidia-მ გამოუშვა ახალი ვიდეო ბარათი GTX 1660, რომლის წყალობითაც კიდევ უფრო შემცირდა ფასები იმ მსურველთათვის, ვისაც გრაფიკული პროცესორის შეძენა სურს. ეს მოდელი 199-დან 219 აშშ დოლარამდე ღირს და მის მოდელებს Nvidia-ს პარტნიორი მწარმოებლები - Evga, Asus და სხვებიც გამოუშვებენ. GTX 1660 მოდელი Nvidia GTX 1660 Ti-ს ჩამორჩება წარმადობისა და ფასის თვალსაზრისით. ახალი ბიუჯეტური ბარათი აგებულია Turing-ის ეფექტურ არქიტექტურაზე, თუმცა ფასიდან გამომდინარე, ბარათს არ აქვს DLSS და Ray Tracing-ის მხარდაჭერა (ორივე მათგანი ექსკლუზიურია RTX 20 სერიის ვიდეო ბარათებისთვის). 279 დოლარიან GTX 1660 Ti-სთან შედარებით უფრო იაფი მოდელი კი წარმოდგენილია უფრო ნელი GDDR5 ვიდეომეხსიერებით და ნაკლები CUDA ბირთვით. მწარმოებელი NVIDIA მოდელი GeForce GTX 1060 3 გბ GeForce GTX 1060 6 გბ GeForce GTX 1660 GeForce GTX 1660 Ti GeForce RTX 2060 GeForce RTX 2070 გრაფიკ. პროც. დასახელება GP106 GP106 TU116 TU116 TU106 TU106 მიკროარქიტექტურა Pascal Pascal Turing Turing Turing Turing ტექნოპროცესი, ნმ 16 ნმ FinFET 16 ნმ FinFET 12 ნმ FFN 12 ნმ FFN 12 ნმ FFN 12 ნმ FFN ტრანზისტორების რაოდ. (მლნ) 4 400 4400 6 600 6 600 10 800 10 800 ტაქსის სიხშირე, მჰც: Base Clock / Boost Clock 1506/1708 1506/1708 1530/1785 1500/1770 1365/1680 1 410 / 1 620 (Founders Edition: 1 410 / 1 710) shader ALU რიცხვი 1152 1280 1408 1536 1920 2304 ტექსტურული ბლოკი 72 80 88 96 120 144 ROP 48 48 48 48 48 64 ტენსორული ბირთვი - - - - 240 288 RT-ბირთვი - - - - 30 36 ოპერატიული მეხსიერება Bus ბიტი 192 192 192 192 192 256 მიკროსქემის ტიპი GDDR5 SDRAM GDDR5 SDRAM GDDR5 SDRAM GDDR6 SDRAM GDDR6 SDRAM GDDR6 SDRAM ტაქტის სიხშირე მბიტი/წმ 2000 (8000) 2250 (9000) 2000 (8000) 2250 (9000) 2000 (8000) 1 500 (12 000) 1 750 (14 000) 1 750 (14 000) მოცულობა, მბ, 3 096 6 144 6 144 6 144 6 144 8 192 PCIe PCI Express 3.0 x16 PCI Express 3.0 x16 PCI Express 3.0 x16 PCI Express 3.0 x16 PCI Express 3.0 x16 PCI Express 3.0 x16 წარმადობა FP32, GFLOPS (მაქსიმალური სიხშირე) 3935 4372 5027 5437 6451 7 465 / 7 880 (Founders Edition) FP32/FP64 წარმადობა 1/32 1/32 1/32 1/32 1/32 1/32 FP32/FP16 წარმადობა 1/128 1/128 2/1 2/1 2/1 2/1 ოპერატ. მეხს, სიჩქარე (გბ/წმ) 192/216 192/216 192 288 336 448 ინტერფეისი გამოსახულება DL DVI-D, DisplayPort 1.3/1.4, HDMI 2.0b DL DVI-D, DisplayPort 1.3/1.4, HDMI 2.0b DL DVI-D, DisplayPort 1.4a, HDMI 2.0b DL DVI-D, DisplayPort 1.4a, HDMI 2.0b DL DVI-D, DisplayPort 1.4a, HDMI 2.0b DL DVI-D, DisplayPort 1.4a, HDMI 2.0b TBP/TDP, ვტ 120 120 120 160 175/185 (Founders Edition) ფასი (აშშ დოლარი) 199 249 229 279 349 499 https://www.theverge.com/2019/3/14/18265412/nvidia-gtx-1660-gpu-1060-affordable https://3dnews.ru/984208/obzor-nvidia-geforce-gtx-1660
  12. იელის უნივერსიტეტის ინჟინრებმა შექმნეს „კლანჭები“ დრონებისთვის - მიმაგრების სისტემა, რომელიც უპილოტო საფრენ აპარატებს საშუალებას მისცემს მიემაგრონ ხის ტოტებს ან სხვა საგნებს ფრინველებისა და ღამურების მსგავსად. ამის წყალობით მოწყობილობა შეძლებს უფრო დიდხან შეინარჩუნოს ბატარეის დამუხტვის დონე და დავალებები შეასრულოს შეფერხების გარეშე - წერს TechCrunch. მიმაგრების სისტემის შექმნა მეცნიერებს შთააგონეს ჩიტებმა, რომელთაც შეუძლიათ პრაქტიკულად ყველანაირ ზედაპირს მოეჭიდონ. მოწყობილობას აქვს რამოდენიმე მოხრილი, გაღუნული ფეხი და მიმაგრების უნარი. დასაშვებად ხელსაყრელი ადგილის მოსაძებნად დრონი იწყებს ახლომდებარე სივრცის სკანირებას ლიდარის საშუალებით. მას შემდეგ, როდესაც შესაბამის ზედაპირს დააფიქსირებს, სისტემა შეუსაბამებს საჭირო პოზიციას. „ჩვენ შევიმუშავეთ შასების მოდულური და ორიენტირებული კონსტრუქცია უპილოტო საფრენი აპარატებისთვის. ისინი შედგება აქტიური მოჭიდებისა და კონტაქტური მოდულებისგან, რომლებიც დამონტაჟებულია გამრუდებულ ფეხებზე. ამგვარმა სისტემამ, რომელიც ფრინველების კლანჭების მსგავსი ფუნქციისაა, მნიშვნელოვნად გააფართოვა კონსტრუქციის შესაძლებლობათა დიაპაზონი“ - აცხადებს მწარმოებელი. https://hightech.fm/2019/03/14/dron-birds
  13. რესურს Slashleaks-მა აღმოაჩინა Google Pixel 4 სერიის ერთ-ერთი სმარტფონის სქემატური გამოსახულება. ამ სერიის სმარტფონების გამოშვება მიმდინარე წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილი ილუსტრაციის სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ასეა თუ ისე, ინტერნეტში უკვე გამოქვეყნდა მოწყობილობის კონცეპტუალური რენდერები, რომლებიც Slashleaks-ის მიერ გახმაურებული მონაცემების მიხედვით შეიქმნა. არსებულ ცნობებს თუ დავუჯერებთ, Google Pixel 4 სმარტფონის XL ვერსიას ექნება ორი ორმაგი კამერა - ორი ფრონტალური და ორიც - უკანა მხარეს. ფოტოდან ჩანს, რომ ფრონტალური ნაწილისთვის შერჩეულია წაგრძელებული ჭრილი დისპლეის ზედა მარჯვენა მხარეს. ორი ძირითადი კამერის ოპტიკური მოდულები განთავსდება ჰორიზონტალურად კორპუსის უკანა პანელის ზედა მარცხენა კუთხეში. აქვე იქნება ფლეშ-განათება. საინტერესოა, რომ ნახაზებზე არ ჩანს დაქტილოსკოპიური სკანერი. დამკვირვებლები ვარაუდობენ, რომ თითის ანაბეჭდის სკანერი ინტეგრირებული იქნება უშუალოდ დისპლეიზე. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად Google Pixel 4 სერიის სმარტფონებში რეალიზებული იქნება ორი SIM-ბარათის მხარდაჭერა სქემით - Dual SIM Dual Active (DSDA) - შესაძლებელი იქნება ორივე სლოტის ერთდროული მუშაობა. პროგრამულ პლატფორმას რაც შეეხება, სმარტფონები იმუშავებენ ოპერაციულ სისტემა Android Q-ზე. და ბოლოს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მთელი ეს ინფორმაცია არაოფიციალურ ხასიათს ატარებს. https://3dnews.ru/984234
  14. ელექტრომობილები უკვე ცხადად გვევლინება ყოველდღიურ საქალაქო ტრანსპორტად, თუმცა ისინი გამოსადეგი არ არიან შორეული მგზავრობისთვის აკუმულატორის სიმძლავრის შეზღუდულობის გამო. ამიტომაც ზოგიერთი ავტომწარმოებელი ეძებს საშუალებებს - ელექტრომობილები დაიტენოს მგზავრობის პროცესშივე. როგორც წესი, ამისათვის გამოიყენება ბენზინის ან დიზელის ბაზაზე მოქმედი ელექტრო გენერატორები. კორპორაცია Gumpert-ს აქვს მეთოდი - გამოყენებულ იქნას მეთანოლი, რომელსაც დადებით მხარესთან - სიიაფესთან ერთად რამოდენიმე დიდი ნაკლი გააჩნია. აკუმულატორის დატენვის ალტერნატიული მეთოდი გამოყენებულია ახალ ჰიპერმობილში - Gumpert Nathalie. მას აქვს ოთხი ელექტრო ძრავი, მაქსიმალური სიმძლავრე 800 ცხენის ძალის ტოლია, მაქსიმალური სიჩქარე კი არის 306 კმ/სთ. კონსტრუქცია შედგება მოლიბდენის ჩარჩოების, კარბონის შასებისა და უამრავი აეროდინამიკური ელემენტისგან, რითაც უზრუნველყოფილია საკმარისად კომფორტული გადაადგილება. კომპანიის დაფუძნებლის, როლანდ გუმპერტის თქმით მეთანოლის ბაზაზე მოქმედი საწვავი ელემენტი უზრუნველყოფს ელექტრომობილს იმ მოცულობის ენერგიით, რომელიც საკმარისია 850 კილომეტრზე მეტი მანძილის დასაფარად, თუკი მანქანის მოძრაობის საშუალო სიჩქარე 80 კმ/სთ იქნება. ელეტროენერგია გენერირდება არა მეთანოლის წვის, არამედ ქიმიური რეაქციის ხარჯზე, რომელიც გამოჰყოფს 5 კვტ სიმძლავრის ენერგიას. Gumpert Nathalie-ს უარყოფითი მხარე სილამაზისა და სიმძლავრის პარალელურად ავტომობილი საკმაოდ დიდ ეჭვებს ბადებს, თანაც პრობლემა მდგომარეობს არა მარტო მოლიბდენის მომწამვლელ თვისებებში: ის, ვინც Gumpert Nathalie-ს შეიძენს, სად უნდა ეძებოს ასეთი იშვიათი ტიპის საწვავი? ჰიპერმობილი ნამდვილად არ გვევლინება, როგორც მასობრივი მოხმარების მანქანა და საეჭვოა, რომელიმე კომპანიამ დაიწყოს მოლიბდენის დამტენი სადგურების ქსელის ინფრასტრუქტურის შექმნა. აგრეთვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას გენერატორის ეფექტურობაც. იგი გამოიმუშავებს 5 კვტ ენერგიას, ამიტომ 112 კმ/სთ სიჩქარის განვითარებისას გენერატორით გამომუშავებული ენერგია არ იქნება საკმარისი დატენვის ერთ დონეზე შენარჩუნებისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია ჯერჯერობით არ ახმაურებს აკუმულატორის მოცულობის შესახებ ინფორმაციას. და ბოლოს: ჰიპერმობილი Nathalie სავსებით არ შეესაბამება ელექტრომობილების მთავარი ღირსების თემას - გარემოს უსაფრთხოებას. მეთანოლის მონაწილეობით მიღებული ქიმიური რეაქცია გამოჰყოფს ნახშირორჟანგს - მთავარ საფრთხეს, რომლისგან გათავისუფლებასაც ცდილობს კაცობრიობა ელექტრომობილების გამოყენებაზე გადასვლით. https://hi-news.ru/auto/giperkar-na-800-loshadej-reshaet-problemy-elektrokarov-no-opasen-dlya-prirody.html
  15. Kindai-ს უნივერსიტეტის (ოსაკა, იაპონია) ბიოლოგებმა მცირე ხნით სიცოცხლე დაუბრუნეს ახალგაზრდა ბეწვიანი მამონტის - სახელად იუკის უჯრედებს. იგი 28 ათასი წლის წინ მოკვდა - სიახლის შესახებ წერს რესურსი Motherboard. იაპონელმა მეცნიერებმა მამონტის სხეულიდან 88 უჯრედის ბირთვი ამოიღეს და ღამურის კვერცხუჯრედში გადანერგეს. გადანერგვისთანავე უჯრედები გაცოცხლდა, მხოლოდ მცირე ხნით და ნაწილობრივ - მეცნიერებმა ვერ შეძლეს მიეღწიათ უჯრედების სრულფასოვანი დაყოფვისთვის, თუმცა ამ პროცესის ზოგიერთი სტადია მიღწეულ იქნა. იუკის ქრომოსომები მართებულად დაუკავშირდნენ სტრუქტურას - ამ პროცესიდან სულ ერთი ნაბიჯიღა რჩება უჯრედების დაყოფისკენ. ამის შემდეგ მეცნიერებმა იგივე ექსპერიმენტი გაიმეორეს მამონტის უჯრედებისა და სპილოს კვერცხუჯრედის გამოყენებით. ამგვარი სამეცნიერო აღმოჩენა წარმატების შემთხვევაში მეცნიერებს საშუალებას მისცემს აღადგინონ უჯრედები და სამომავლოდ მოახდინონ გადაშენებული სახეობების კლონირება. მამონტ იუკის მთავარი განსაკუთრებულობა ის არის, რომ იგი ძალიან კარგადაა შენახული. იგი აღმოაჩინეს ლაპტევების ზღვის სანაპიროზე. https://hightech.fm/2019/03/14/mamont
  16. მსხვილი ბიზნესის მხრიდან Bitcoin-ის კრიტიკა უადგილოა - განაცხადა CNBC-სთან ინტერვიუში TRON-ის გენერალურმა დირექტორმა Justin Sun-მა. კრიპტოვალუტების ბაზრის მდგომარეობაზე საუბრისას Justin Sun-მა, რომელიც აგრეთვე BitTorrent-ის გენერალური დირექტორია მას შემდეგ, რაც კომპანიამ შეისყიდა ფაილების გაცვლის ქსელი 2018 წლის ივნისში, განაცხადა, რომ მათი მიმზიდველობა ახალგაზრდა თაობის თვალში კვლავ უცვლელი რჩება არსებულ დათვურ მარკეტზე. „მიუხედავად იმისა, რომ უორენ ბაფეტს არ მოსწონს Bitcoin-ი, მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა ახალგაზრდა თაობისთვის“. Sun-ა ასევე დაამატა: „მე ვთვლი, რომ Bitcoin-ი ტექნოლოგიაა და არა ბიზნეს-შესაძლებლობა“. Sun-მა მაგალითად მოიყვანა Bitcoin-ის მასშტაბირების გადაწყვეტილებები - ძირითადად Lightning Network, როგორც დამამტკიცებელი, რომ უმსხვილეს კრიპტოვალუტას შეუძლია შეცვალოს ინტერნეტ-ევოლუცია. „ვფიქრობ, სახეზე გვაქვს ინტერნეტის ახალი ტალღა“ - განაცხადა მან. როგორც Cointelegraph-ი იტყობინება, Bitcoin-ის ძველი დროის მოწინააღმდეგეები, კერძოდ კი JPMorgan-ის გენერალური დირექტორი Jamie Dimon-ი Buffett-თან ერთად ბოლო დროს, როგორც ჩანს დაიღალნენ კრიპტოვალუტის კრიტიკით. გასულ თვეში JPMorgan-მა ხმაური გამოიწვია, როდესაც წარადგინა შიდა (in-house) ციფრული ტოკენი, რომელსაც ეწოდა JPM Coin და იგი განკუთვნილია სხვადასხვა ბანკთაშორისი პროცედურისთვის. ამასთან, Justin Sun-მა განაცხადა, რომ იგი ნაკლებადაა ჩართული პლატფორმის TRX ტოკენის ბაზრის კაპიტალიზაციასა და ფასის საკითხში. სტატიის წერის მომენტში TRX რიგით მეათე კრიპტოვალუტა იყო ბაზრის კაპიტალიზაციის მხრივ დაახლოებით 1,52 მლნ დოლარიანი მაჩვენებლით. https://cointelegraph.com/news/bitcoin-is-a-technology-not-a-business-opportunity-tron-ceo-tells-mainstream-media
  17. კომპანია Gearbox Software-მა მიუთითა Borderland 3-ის სრულფასოვანი ანონსის თარიღი. კომპანიამ Twitter-ზე განათავსა სტილიზებული ფოტო, სადაც მითითებულია 28 მარტი და ადგილმდებარეობა: ბოსტონი, მასაჩუსეტსი. ეს ფოტო ეჭვს არ იწვევს, რომ PAX East 2019-ის ფარგლებში კომპანია ბოლოს და ბოლოს ფართო საზოგადოებას წარუდგენს Bordelands 3-ს. ღონისძიება ჩატარდება 28-31 მარტს, Gearbox-მა კი თავისი თამაშის პრეზენტაცია 28 მარტისთვის დანიშნა. კომპანია პირობას იძლევა, რომ წარმოდგენილი იქნება სიურპრიზები, ექსკლუზივები და სხვადასხვა სახის ანონსი. დაგეგმილი პრეზენტაციის სრული ოფიციალური აღწერა ამგვარია: „ეს იქნება თქვენი შესაძლებლობა - შეიხედოთ Gearbox Software-ისა და Gearbox Publishing-ის კულისებში, აგრეთვე შეიტყოთ უახლესი სიახლეები და განახლებები Borderland-ის, Battleborn-ის, Brothers in Arms-ისა და სხვა პროექტების  შემქმნელებისგან! ჩვენ წარმოგიდგენთ სრულიად ახალ ანონსებს, ექსკლუზივებსა და სიურპრიზებს, ასე რომ არ გამოტოვოთ!“ ის, რომ Gearbox-ი ახალ Borderland-ზე მუშაობს, საიდუმლოს არ წარმოადგენს. Gearbox-ის პრეზიდენტმა Randy Pitchford-მა PAX South 2015-ზე განაცხადა, რომ სტუდია ეძებს ახალ სპეციალისტებს, რომლებიც მას დაეხმარებიან თამაშის შემდგომი სერიის შექმნაში. გასულ წელს კი Pitchford-მა PAX West-ის მსვლელობისას განაცხადა: „ჩვენი გუნდი მუშაობს პროექტზე, რომელზე მუშაობასაც ვფიქრობ, უმეტესობა თქვენგანი ისურვებდა“. უკვე ექვსი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც გამოვიდა სერიის ბოლო ნაწილი - Borderlands 2. მას შემდეგ Gearbox-მა დამატებით გამოუშვა სერიის რამოდენიმე თამაში, მათ შორის: Borderlands: The Pre-Sequel, Tales from the Borderlands და Borderlands 2-ის VR-ვერსია. https://3dnews.ru/984138
  18. თუკი კაცობრიობას სურს თავი აარიდოს გლობალური დათბობისა და კლიმატის ცვლილების სავალალო შედეგებს, აუცილებელია შეწყდეს ამოწურვადი საწვავის მოხმარება და ადამიანები გადავიდნენ უფრო ეკოლოგიურ, სუფთა, ალტერნატიული ენერგიის წყაროზე. ამ მიმართულებით პროგრესი უკვე არის, თუმცა იგი მეტად ნელი ტემპით მიიწევს უკეთესობისკენ. არსებობს სპეციალისტთა ჯგუფი, რომლებსაც აქვთ შემოთავაზება - ყურადღება მიექცეს უფრო ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებას, რომელსაც შეუძლია კაცობიობას გლობალურ დათბობასთან ბრძოლაში დაეხმაროს - ეს არის გეოინჟინერია. ერთ-ერთი ფაქტორი, რომლითაც შესაძლებელია დედამიწის ზედაპირზე ტემპერატურის სტიმულირება - არის მზის სინათლე. უკვე გაჩნდა მოსაზრება, რომ დედამიწაზე დაცემული სინათლის მოცულობის შემცირებით შესაძლებელია ხელი შეეწყოს პლანეტის გაგრილებას. ამის განხორციელება კი, სპეციალისტთა აზრით, შესაძლებელია ატმოსფეროში სპეციალური აეროზოლის გაფრქვევით. ჰარვარდის უნივერსიტეტის, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და პრინსტონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გადაწყვიტეს გაარკვიონ, რა ნეგატიური შედეგები შეიძლება მოჰყვეს ატმოსფეროში აეროზოლის ემისიას. ამისათვის სპეციალისტებმა შექმნეს ექსტრემალური ნალექებისა და ტროპიკული ციკლონების კლიმატური მოდელი, რომლის მიზანია განისაზღვროს გეოინჟინერიის ეფექტები დედამიწის სხვადასხვა რეგიონში. ახალი მოდელის მეშვეობით მეცნიერებმა შეძლეს განესაზღვრათ ნალექებისა და ტემპერატურის ექსტრემალური მაჩვენებელი, ხელმისაწვდომი მტკნარი წყლის დონე, აგრეთვე ინტენსიური ბუნებრივი კატაკლიზმების - კონკრეტულად კი ქარიშხლის სიხშირის მაჩვენებელი. აღმოჩნდა, რომ აეროზოლის გამოყენების შედეგად გლობალური ტემპერატურის ზრდის ტემპის ორჯერ შემცირება განაპირობებს პლანეტის გაგრილებას, შეამცირებს ცვლილებებს სასმელი წყლის გამოლევასთან დაკავშირებით, აგრეთვე მოახდენს სტიქიური უბედურებების 85%-იანი მატების კომპენსირებას. ამასთან, გეოინჟინერიის გამოყენებისგან მიღებული ნეგატიური შედეგები დაფიქსირდება დედამიწის ტერიტორიის მხოლოდ 0.5% ნაწილზე - აღნიშნავენ მკვლევარები. სპეციალისტების აზრით, მათი საქმიანობა გაფანტავს ეჭვს, რომ აეროზოლს შეუძლია გააუარესოს კლიმატური მდგომარეობა და პლანეტაზე კიდევ უფრო ცუდი შედეგები გამოიწვიოს. მკვლევარები თანხმდებიან, რომ აეროზოლის უფრო რადიკალურ ემისიებს შეუძლიათ სერიოზული პრობლემების გამოწვევა, თუმცა ამის თავიდან აცილება ან მაქსიმალურად შემცირება შესაძლებელია ატმოსფეროში შესაბამისი მოცულობის აეროზოლის გაფრქვევით. როგორც ზემოთ ითქვა, მეორე მეთოდი, რომლითაც კლიმატური ცვლილებების შედეგად კატასტროფული მოვლენების თავიდან არიდება შესაძლებელია, არის მავნე აირებისა და გამონაბოლქვის გამოყოფის დაუყოვნებლივი შეწყვეტა. ზოგიერთი მეცნიერის აზრით გლობალური დათბობის მთლიანად შეჩერება გეონჟინერიასაც კი არ შეუძლია. მისი წყალობით შესაძლებელია შემცირდეს ნეგატიური ეფექტები, თუმცა პრობლემის საბოლოოდ გადაჭრის გზაა გამონაბოლქვის გამოყოფის შეწყვეტა. https://hi-news.ru/research-development/solnechnaya-geoinzheneriya-ne-takaya-uzh-i-ploxaya-ideya-dlya-borby-s-globalnym-potepleniem.html
  19. ნიდერლანდურმა კომპანია Gemalto-მ გამოუშვა სადებეტო ბარათი, რომელზეც ინტეგრირებულია თითის ანაბეჭდის სკანერი - წერს The Verge. Gemalto-ს საბანკო ბარათი საშუალებას იძლევა განხორციელდეს უკონტაქტო NFC-გადახდები ისე, რომ საჭირო არ იქნება PIN-კოდის შეყვანა. ამავე დროს ბარათი დაცული იქნება თაღლითური ქმედებებისგან. ბიომეტრიული მონაცემები შენახული იქნება მხოლოდ ბარათზე, ამიტომ ბოროტმოქმედები ვერ შეძლებენ მოიპარონ ეს ინფორმაცია ბანკის მონაცემთა ბაზიდან. 2019 წლის აპრილიდან ბრიტანული ბანკი Natwest-ი გამოუშვებს Gemalto-ს 200 სატესტო ბარათს თავისი მომხმარებლებისთვის. დიდ ბრიტანეთში ახლახანს შეიქმნა კანონი, რომლის თანახმადაც 30 ფუნტ სტერლინგზე მეტი ღირებულების შენაძენისას მომხმარებლები ვალდებულნი არიან შეიყვანონ პაროლი თვით უკონტაქტო გადახდების დროსაც კი. ეს მეთოდი არ იქნება გამოყენებული ბიომეტრიული მონაცემების ამოცნობის შემთხვევაში. ბიომეტრიული აუთენტიფიკაცია მობილური NFC-გადახდების სტანდარტული კომპონენტი გახდა. Gemalto-მ ბიომეტრიული ტექნოლოგიის გამოცდა 2017 წელს ჩაატარა სამხრეთ აფრიკაში, გასულ წელს კი - იტალიურ ბანკ Intesa Sanpaolo-ში. თუმცა, საჭიროა, რომ ბარათის მფლობელებმა საბანკო დაწესებულებას მიაკითხონ და არ იმოქმედონ სახლიდან ისე, როგორც მობილური საგადახდო სერვისების შემთხვევაში (მაგ. Apple Play, Google Play) შეუძლიათ. ამგვარი მოუხერხებლობისა და ცალკეული ბარათის თან ტარების საჭიროება ბადებს კითხვას - რისთვისაა ბიომეტრიული ბარათები აუცილებელი მაშინ, როდესაც მობილური გადახდების ფუნქციები უამრავ თანამედროვე სმარტფონშია მოცემული. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ საბანკო ბარათები მომხმარებლებს უფასოდ ეძლევათ, ეს სქემა პოტენციურად ხელმისაწვდომი და მომგებიანი იქნება იმ პირებისთვის, რომელთაც არ შეუძლიათ თავს უფლება მისცენ - იქონიონ ძვირადღირებული თანამედროვე სმარტფონი. https://hightech.fm/2019/03/13/gemalo https://www.theverge.com/2019/3/11/18259624/natwest-gemalto-debit-card-fingerprint-scanner-biometric-contactless-nfc-uk
  20. კომპანია Toyota ძირითადად ცნობილია, როგორც ავტომობილების მწარმოებელი, თუმცა თავისი არსებობის მანძილზე მან მოასწრო სხვადასხვა სახის მოწყობილობების შექმნა, რომელთა შორისაა კოსმოსის „დამპყრობი“ რობოტიც კი. აღმოჩნდა, რომ იაპონური კომპანიის კოსმოსისადმი ინტერესი არათუ გაქრა, პირიქით - ახალი ძალით იჩინა თავი. Toyota-მ თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა - შექმნას ყველგანმავალი, რომელიც განკუთვნილია მთვარის ზედაპირზე ასტრონავტების გადაადგილებისთვის. სამგზავრო მთვარემავალზე მუშაობა მიმდინარეობს იაპონიის აეროკოსმოსური კვლევების სააგენტოს (JAXA) დაკვეთით. სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა დიდი თავისუფლება კოსმოსურ კვლევებში - მნიშვნელოვანია, რომ სურვილის ან საჭიროების შემთხვევაში ასტრონავტებმა სკაფანდრების გახდაც შეძლონ. როგორც ჩანს, იაპონელებს სურთ მიაღწიონ იმ ვითარებას, როდესაც ადამიანებს შეეძლებათ სხვა კოსმოსურ ობიექტებზე თავი ისე იგრძნონ, როგორც საკუთარ სახლში. უკვე ცნობილია, რომ მთვარემავალი ორი მიკროავტობუსის ზომის იქნება, თუმცა მასში მხოლოდ ორი ადამიანი მოთავსდება. გამოყოფილი შიდა სივრცე საკმარისია იმისათვის, რომ მკვლევარებმა შეძლონ მძიმე სკაფანდრების გახდა. მთვარემავალის კვებისთვის გამოყენებული იქნება მზის ენერგია - როგორც მოსალოდნელია, გათვალისწინებული ენერგია ტრანსპორტს ეყოფა 10 ათასი კილომეტრის გასავლელად. მთვარის ყველგანმავალის გაშვება დაგეგმილია 2029 წლისთვის. თავდაპირველად იგი მთვარეზე გაიგზავნება პილოტების გარეშე და ივლის ავტომატურ რეჟიმში, შემდგომ დაგეგმილ ადამიანთა ექსპედიაციას კი იგი ყველაზე მოსახერხებელ ადგილას დახვდება. ამ დროისთვის სააგენტო JAXA-ს დიდი ძალისხმევა მიმართულია ასტეროიდ რიუგუს შესწავლისკენ. https://hi-news.ru/space/toyota-v-kosmose-yaponskij-proizvoditel-razrabatyvaet-lunnyj-vezdexod.html
  21. კომპანია Microsoft-ს ახალი შემოთავაზება აქვს მათთვის, ვისაც სჭირდება ახალი კონტროლერი Xbox One-ის, კომპიუტერის, პლანშეტის ან Samsung Gear VR ჰედსეტისთვის. ეს არ არის მანიპულატორ Elite-ის მეორე ვერსია, რომლის შესახებაც ხმები ვრცელდებოდა: ზემოთხსენებული კონტროლერი მორიგი სპეციალური გამოშვებაა და იგი წარმოდგენილია მხოლოდ თეთრ ფერში. კორპუსის ზედა და გვერდით ნაწილებს ნახევრად გამჭვირვალე გრადიენტი აქვთ, რომლის მიღმაც ჩანს PCB დაფა და შიდა მექანიზმები. უკანა მხარის ტექსტურა უზრუნველყოფს ხელში მოხერხებულად ჭერას. ფუნქციონალურად ახალი კონტროლერი არ განსხვავდება Xbox One-ის სტანდარტული მანიპულატორებისგან, აქვს Bluetooth და 3,5 მილიმეტრიანი კონექტორი ყურსასმენებისთვის. მომხმარებლებს შეუძლიათ ღილაკებს დანიშნულება შეუცვალონ აპლიკაცია Xbox Accessories-ის მეშვეობით. „დიზაინში ოპტიმალურადაა შერწყმული გარეგნული სილამაზე და სამეცნიერო ფანტასტიკის ელემენტები, რითაც ტექნოლოგიური სილამაზის ახლებური ხედვა იქმნება. ზემოდან ქვედა მიმართულებით კონტროლერის შეფერილობა იცვლება ნახევრად გამჭვირვალე თეთრი ზედაპირიდან მატირებულ გაუმჭვირვალე თეთრ ფერში. ღილაკები, ჯოისტიკები და ბამპერები გადაწყვეტილია პრიალა თეთრ ფერში ღია ნაცრისფერ აქცენტებთან ერთად“ - ამგვარად აღწერს Microsoft-ი ახალი აქსესუარის გარეგნულ იერსახეს. Phantom White Special Edition გაყიდვაში 2 აპრილს გამოვა და ეღირება 70 აშშ დოლარი. მათ კი, ვისაც სურს მსგავსი ფერის უფრო მძლავრი კონტროლერი, შეუძლიათ ყურადღება მიაქციონ გასულ წელს გამოშვებული კონტროლერის - Elite-ს თეთრ ვერსიას, რომლის ღირებულება 150 დოლარია. ევროპის რამოდენიმე ქვეყნაში მცხოვრებ მომხმარებლებს აგრეთვე აქვთ საშუალება ისარგებლონ Xbox Design Lab-ის მომსახურებით, რომლითაც შესაძლებელია სტანდარტული კონტროლერი ინდივიდუალურ ფერად შეიღებოს. https://3dnews.ru/984164
  22. Bloomberg-ის ანგარიშის მიხედვით, ფასის ცვლილების მთავარი ინდიკატორები მიუთითებს, რომ Bitcoin-ის ღირებულება შესაძლოა კვლავ ქვედა მიმართულებით წავიდეს. ანგარიშში მოცემულია: „ტექნიკური ინდიკატორები, რომლებიც ასახავს Bitcoin-ზე მომხმარებლების მხრიდან გრძელვადიან მოთხოვნას, უარესდება“ და ამგვარად მსყიდველობითი წნეხი შესაძლოა გაიზარდოს. Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ თებერვლის შუა პერიოდში ცვლადი შუალედის კონვერგენციის ინდიკატორი (Moving Average Convergence Divergence - MACD) დაღმავალი მიმართულებით მოძრაობდა. MACD - ეს არის ტრენდის თანამდევი ინდიკატორი, რომელიც გვიჩვენებს ფასიანი ქაღალდის ფასის ორ მოძრავ შუალედს (Moving Average) შორის ურთიერთკავშირს (ორი სხვადასხვა ხანგრძლივობის MA-ს დაახლოება/დაშორების ინდიკატორი). Bitcoin-მა გასული რამოდენიმე კვირის განმავლობაში რამოდენიმეჯერ დააფიქსირა 4 ათასდოლარიანი მაჩვენებელი, თუმცა ამ დრომდე ვერ შეძლო ამ ნიშნულის გადალახვა დროის მნიშვნელოვანი პერიოდის მანძილზე. Bloomberg-ი აცხადებს, რომ სანამ Bitcoin-ი არ შეძლებს ამ დონის გარღვევას, იგი დიდი ალბათობით აღმოჩნდება გაყიდვების ზეწოლის ქვეშ. Bloomberg-ის ანალიტიკოსმა Mike McGlone-მა განაცხადა: "მთელი ინდუსტრია მზადაა დაბრუნდეს ფასების შემცირების გზაზე, პირობები ახლოს არის 2018 წლის ნოემბრის კოლაფსის დაწყებამდე არსებულ ვითარებასთან. ხდება ფასების კონსოლიდაცია არასტაბილურობის ვიწრო დიაპაზონებში, ამასთან, დათვურ ბაზარზე გააქტიურების ძალისხმევები მოახლოებული ჩანს“. სხვა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ინვესტორები უარს იტყვიან Bitcoin-ზე, რათა თავიანთი თანხები Altcoin-ებში გადაიტანონ. Etoro-ს უფროსი ანალიტიკოსი Mati Greenspan აცხადებს: „ამჟამად ინვესტორები დიდ პოტენციალს ხედავენ ზოგიერთ წვრილ ტოკენში. რამდენადაც კრიპტო ზამთრის კულმინაციას ვუახლოვდებით, ვხედავთ, რომ ზოგიერთი Altcoin-ი შთამბეჭდავ შედეგებს აფიქსირებს ბოლო რამოდენიმე კვირის განმავლობაში. ახლა ჩვენ ვიმყოფებით იმ ვითარებაში, რასაც კრიპტო ინსაიდერები ალტ-სეზონს უწოდებენ“. სტატიის წერის მომენტში TradingView-ს მონაცემები გვიჩვენებს, რომ Bitcoin-ის MACD იმყოფება 44,3 მაჩვენებლიან დონეზე, რაც მიუთითებს რეკომენდაციაზე - „გაყიდვა“. CoinMarketCap-ის მონაცემებით ამჟამად Bitcoin-ი 3910,57 დოლარად იყიდება. https://cointelegraph.com/news/bloomberg-key-indicators-show-bitcoin-price-could-be-losing-steam
  23. კომპანია OPPO-მ რამოდენიმე დღის წინ განაცხადა ახალი ბრენდის - Reno-ს შექმნის შესახებ. თავდაპირველად მიიჩნეოდა, რომ ამ ბრენდის ქვეშ მოხდებოდა მხოლოდ ფლაგმანური სმარტფონების გამოშვება, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება, ყოველ შემთხვევაში, ახლო მომავალის პერსპექტივაში. არსებობს ალბათობა, რომ მომდევნო ახალი სმარტფონები ყველაზე მძლავრი შიდა კომპონენტებით იქნებიან წარმოდგენილნი, ბრენდის პირველ მოდელს კი ექნება Qualcomm Snapdragon 710 პროცესორი. თუმცა მხოლოდ ცალკრისტალიანი სისტემა არ იქნება მოწყობილობის მთავარი ღირსება. პირველ რიგში, Reno აღსანიშნავი იქნება 10-მაგი ზუმის მქონე სამი ძირითადი კამერითა და გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაციის სისტემით. სამთაგან ორი მოდულის გაფართოება შეადგენს 48 და 5 მეგაპიქსელს. მესამე სენსორის პარამეტრები ჯერჯერობით დაუზუსტებელია. ძირითადი კამერა განთავსებული იქნება უკანა პანელის ზედა ცენტრალურ ნაწილში ვერტიკალურად. ქსელში უკვე გამოჩნდა Reno-ს პირველი ოფიციალური გამოსახულება, მხოლოდ უკანა ხედით. ფრონტალური ნაწილის მონაცენები ჯერჯერობით არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია, რომ მასზე განთავსდება FHD+ გაფართოების მქონე 6,4-დუიმიანი AMOLED დისპლეი ინტეგრირებული დაქტილოსკოპიური სკანერით. სელფი-კამერის გაფართოება 16 მეგაპიქსელს შეადგენს. სმარტფონის პრეზენტაცია მიმდინარე წლის 10 აპრილს შედგება. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/24856/reno--pervyj-v-mire-smartfon-poluchivshij-kameru-s-10kratnym-opticheskim-zumom
  24. ნებისმიერს, ვინც ოცნებობს ადამიანები მარსზე იხილოს, გაახარებს ის ფაქტი, რომ NASA-მ ისაუბრა რაკეტებთან დაკავშირებით მიღწეულ პროგრესზე, რომლებიც ამ მისიის განხორციელებისთვისაა საჭირო. რაკეტა Space Launch System და Orion-ის კაფსულა ერთად მზადდება - აცხადებს NASA. სააგენტომ წარადგინა მიახლოებითი გრაფიკი, რომლის მიხედვითაც დაგეგმილია ორი კოსმოსური აპარატის აფრენა. უპილოტო საგამოცდო ფრენა მიახლოებით იგეგმება2020 წელს, მთვარის გარშემო პილოტირებული მისია კი - 2023 წლისთვის. ბოლო რამოდენიმე კვირის მანძილზე მთელი ყურადღება მიპყრობილი იყო SpaceX-ისა და NASA-ს ერთობლივი ღონისძიებისკენ, რომლის ფარგლებშიც კოსმოსური კაფსულა Crew Dragon-ი წარმატებით აფრინდა, მიუერთდა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს და მშვიდობიანად დაბრუნდა დედამიწაზე, მისი დაშვება ატლანტის ოკეანეში მოხდა. ამ ყველაფერმა გააჩინა იმის იმედი, რომ NASA მიიღებს ეკიპაჟის გაშვების საკუთარ, მზა პილოტირებულ სისტემას. Crew Dragon-ი, Boeing Starliner-თან ერთად NASA-ს შესაძლებლობას მისცემს გაგზავნოს ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე როდესაც საჭირო იქნება, თუმცა სააგენტოს შორეულ კოსმოსთან დაკავშირებული ამბიციები გაცილებით მეტ საიმედოობას მოითხოვს. სწორედ ამისათვისაა საჭირო სისტემა Space Launch System (SLS). იგი NASA-ს დიდი ფსონია შორეულ კოსმოსურ გეგმებში. კოლოსალური რაკეტა სააგენტოს საშუალებას მისცემს განახორციელოს პილოტირებული მისიები მთვარეზე და საბოლოოდ კი შორეული პლანეტების მიმართულებით. მოსალოდნელია, რომ ივნისში დაგეგმილი ტესტირებით შემოწმდება უსაფრთხოების ის ზომები, რომლებიც კაფსულა Orion-შია მიღებული. ფრენის შეწყვეტის სისტემა, რომელიც გააქტიურდება სერიოზული პრობლემის წარმოქმნისას, ეკიპაჟს გარდაუვალი დაღუპვისგან იხსნის და საშუალებას მისცემს დედამიწაზე ცოცხლები და უვნებლები დაბრუნდნენ. ივნისში დაგეგმილ გამოცდაში არ იქნება ჩართული SLS, Orion-ს კი მოათავსებენ გამწევ რაკეტაზე, რომელიც მას 10 ათას კილომეტრ სიმაღლემდე აიყვანს. SLS ჯერ კიდევ აწყობის ეტაპზეა, ინჟინრები ამ დროისთვის მუშაობენ მის სტრუქტურასა და ადაპტერებზე, რომლებითაც ყველა კომპონენტი ერთმანეთს დაუკავშირდება. NASA დარწმუნებულია, რომ ძვირადღირებული მისია წარმატებით ვითარდება. https://hi-news.ru/space/sistema-zapuskov-v-dalnij-kosmos-nasa-pochti-gotova.html
  25. კომპანია Airbus-მა გერმანიის ქალაქ ინგოლშტადტში მოაწყო თავისი პირველი მფრინავი ტაქსის - CityAirbus-ის პრეზენტაცია. მფრინავ აპარატ CityAirbus-ს შეუძლია გადაადგილდეს 120 კმ/სთ სიჩქარით 30 კილომეტრის მანძილზე. ეს ტაქსი მსოფლიოს უმსხვილეს ქალაქებში 2025 წელს გამოჩნდება. მფრინავი ტაქსის წონა 2,2 ტონას აღემატება. მის შიგნით არის ორი ადგილი მგზავრებისთვის და ერთი - მძღოლისთვის, თუმცა ამ ტაქსიში ინტეგრირებული იქნება უპილოტო გადაადგილების ფუნქციაც. CityAirbus-ის ღირებულება 1 მლნ ევროს შეადგენს. ვერტიკალური აფრენისა და დაშვების სისტემის წყალობით CityAirbus-ს არ სჭირდება დიდ ფართობის საფრენი მოედნის გამოყენება. უახლოეს პერიოდში გერმანიის ხელისუფლება დაიწყებს კანონმდებლობაზე მუშაობას, რომლის მიხედვითაც ნებადართული იქნება ქალაქის პირობებში საფრენი აპარატების ტაქსებად ან პირად ტრანსპორტად გამოყენება. მიუხედავად პრეზენტაციისა, Airbus-ს ამ დრომდე არასდროს განუხორციელებია CityAirbus-ის ფრენის სახალხოდ გამოცდა. გარდა ამისა, მცირე ხნის წინ Airbus-მა, Audi-მ და Italdesign-მა წარადგინეს მომავლის საფრენი კაფსულა-ტაქსის - Pop.Up-ის მოდელი. მფრინავი ტაქსებისადმი ამჟამად მთელ მსოფლიოში შეინიშნება გაზრდილი ინტერესი. ჰოლანდიური კომპანია PAL-V უკვე წინასწარ შეკვეთებს იღებს მსოფლიოში პირველ სერტიფიცირებულ მფრინავ ავტომობილზე. დრონების ჩინური მწარმოებელი Ehang-ი კი თავის ერთადგილიან უპილოტო აპარატებს მიაწვდის დუბაის ხელისუფლებას - მათი მოქმედებაში მასიურად დანერგვა მიმდინარე წლის ზაფხულიდან დაიწყება. აგრეთვე თავისი პირველი სამგზავრო დრონის ტესტირება უკვე განახორციელა კომპანია Passenger Drone-მა. https://hightech.fm/2019/03/12/airbus-cityairbus
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.