Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5903
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    196

Everything posted by Magdalena

  1. ავტომანქანების მფლობელთა უმეტესობა მტკივნეულად განიცდის მანქანაზე ნაკაწრების გაჩენას. ახალი ლაქი, რომელიც სიმინდის ნედლეულზეა დამზადებული, მათ ამ პრობლემას მოუგვარებს. ახალი ლაქი შექმნეს გერმანელმა მეცნიერებმა: ლაიბნიცის სახელობის ინსტიტუტისა და საარის უნვერსიტეტის მკვლევარებმა. ლაქის ფუძეს წარმოადგენს მოლეკულები - ციკლოდექსტრინები, რომლებიც სიმინდის ფქვილიდან მიიღება. მოლეკულების ბუნებიდან გამომდინარე, ქიმიური რეაქციების შედეგად ფორმირდება მოქნილი, ელასტიური პოლიმერული ბადე. გათბობის პროცესში ციკლოდექსტრინები ამოავსებენ თავისუფალ სივრცეებს - ამ შემთხვევაში, ნაკაწრებს. აღდგენის თავდაპირველი პროცესი რამოდენიმე საათს გრძელდება. თუმცა ინგრედიენტების - ნანონაწილაკების დამატების წყალობით მეცნიერებმა შეძლეს ხსენებული პროცესის ხანგრძლივობა ერთ წუთამდე შეემცირებინათ 100 °С ტემპერატურაზე. ამჟამად მეცნიერთა ჯგუფი ეძებს შესაძლებლობებს - ახალი ტექნოლოგია სამრეწველო მასშტაბით დაინერგოს. https://www.techcult.ru/technology/6555-lak-na-osnove-kukuruzy-zazhivlyaet-carapiny-na-kuzove
  2. NASA-ს ახალი გეგმის მიხედვით ახალი აპარატი მარსზე 2020 წლის ივლისში უნდა გაემგზავროს. ახალი მარსმავალის მთავარი ამოცანაა ეძებოს პასუხი წითელ პლანეტასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ მთავარ კითხვაზე - იყო თუ არა მარსი წარსულში დასახლებული? ამ ამოცანის შესასრულებლად აპარატი აღჭურვილი იქნება ბურღით, რომლის დახმარებითაც გრუნტიდან ნიმუშებს აიღებს. პარალელურად, ახალ მარსმავალს ექნება ინსტრუმენტები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება გამოიცადოს წითელი პლანეტის ატმოსფეროში არსებული ნახშირორჟანგისგან ჟანგბადის მიღების ახალი მეთოდი. იმისათვის, რომ დაკისრებული მისია წრმატებით შეასრულოს, პირველ ეტაპზე მარსმავალმა ჯერ უნდა მიაღწიოს პლანეტის ზედაპირამდე და დაეშვას კრატერ „ეზერო“-ში. NASA-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე მითითებულია, რომ დაშვების პროცესს დაახლოებით შვიდი წუთი დასჭირდება და ეს იქნება მარსმავლისათვის ყველაზე რთული გამოცდა, რადგან დაშვების მართვა მთლიანად ავტონომიურ რეჟიმში განხორციელდება. ამ პროცესისას აპარატის კომპიუტერს მოუწევს საერთო ჯამში შეასრულოს 27 ათასი სხვადასხვა გამოთვლითი ოპერაცია, რათა 1050 კილოგრამიანი მარსმავალი უსაფრთხოდ დასვას. პროცესში ადამიანთა ჩარევა გამორიცხულია, დედამიწაზე მყოფი სპეციალისტები მხოლოდ და მხოლოდ მიიღებენ ინფორმაციას წარმატებული ან წარუმატებელი დაშვების შესახებ. მარსმავალ Mars 2020-ის პლატფორმა მარსის ახალი მისიის დაწყებამდე დრო არც ისე ბევრი დარჩა, ასე რომ სპეციალისტები რაც შეიძლება კარგად უდა მოემზადონ აპარატის საველე პირობებში გამოსაცდელად. ამისათვის NASA-ს ლაბორატორიაში უკვე დაიწყო სამომავლო დაშვების სიმულაციური ტესტირება. პირველი ტესტის, Systems Test 1 (ST1) მსვლელობისას ინჟინრები ორი კვირის განმავლობაში ააქტიურებდნენ როვერის ელექტრონულ სისტემებს და ახორციელებდნენ აპარატის პროგრამული უზრუნველყოფის გამოცდას სხვადასხვა პირობების სიმულაციით. საერთო ჯამში, როგორც აეროკოსმოსური სააგენტო აღნიშნავს, ტესტირების ხსენებულმა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა, თუმცა სპეციალისტები ყურადღებას გაამახვილებენ გარკვეულ დეტალებზე მათი შემდგომი გაუმჯობესების მიზნით. მარსმავალის გაშვება დაგეგმილია 2020 წლის 17 ივლისს გამწევი რაკეტა Atlas 541-ის მეშვეობით. ინჟინრები აპირებენ როვერ Mars 2020-ის გაშვების წინ ჩაატარონ ზემოთხსენებული ტესტირება და სხვა ტიპის გამოცდებიც კიდევ ერთხელ. „ერთ-ერთი სამომავლო შემოწმებისას როვერს მოათავსებენ სითბურ კამერაში, რომლის შიგნითაც მოდელირებული იქნება ისეთი გარემო, რომელიც შეესაბამება წითელი პლანეტის ზედაპირის ბუნებრივ პირობებს. ძალიან მაღალ და დაბალ ტემპერატურებზე აპარატს მოუწევს მთელი რიგი დავალებების შესრულება“ - აცხადებს მისია Mars 2020-ის ინჟინერ-ტექნოლოგი ჰიზერ ბოტომი. https://hi-news.ru/technology/pervyj-test-novogo-marsoxoda-nasa-zavershilsya-uspeshno.html
  3. რუმინელი ინჟინრისა და გამომგონებლის, Razvan Sabi-ს თქმით, მისი უნივერსალური მფრინავი აპარატი ADIFO ჩაფიქრებულია „ფრენის პარადიგმის ცვლილებისთვის“. ეროვნული საავიაციო ინსტიტუტის აეროდინამიკის ფაკულტეტის ყოფილ ხელმძღვანელთან ერთად მან ფუნქციური პროტოტიპი ააწყო. ამ „თეფშს“ შეუძლია იფრინოს კვადროკოპტერისა და ზებგერითი ავიაგამანადგურებლის მსგავსად, გარეგნულად კი ზუსტად ისევე გამოიყურება, როგორც კლასიკური „მფრინავი თეფში“ კომიქსებიდან. კონსტრუქციულად, ADIFO სწორი დისკოს ფორმისაა. მისი დიამეტრი 1,2 მეტრია. ცენტრალური მასიური ნაწილი მკვეთრად მცირდება და თხელდება ნაპირებისკენ ჰაერის წინააღმდეგობის შემცირების მიზნით. ფორმალურად, აპარატში არის წინა და უკანა ნაწილები. უკანა მხარეს განთავსებულია ორი ძრავი სიჩქარის სწრაფად ასაკრეფად. რეალურად კი ADIFO-ს შეუძლია იმოძრაოს ნებისმიერი მიმართულებით, იბრუნოს, ჰაერში გაჩერდეს და შეასრულოს უამრავი მანევრი, რაც დამახასიათებელია მულტიკოპტერისთვის. ოთხი სტანდარტული ვენტილატორის გარდა ADIFO-ს აქვს კიდევ ოთხი გვერდითი ჭრილი, რომლებიც უშვებენ გაზის ნაკადს რეაქტიული გაწევისთვის. ტექნოლოგია კოსმოსურ ხომალდებში გამოყენებულის იდენტურია და საშუალებას იძლევა სწრაფად და ზუსტად აიჭრას აპარატი ჰაერში საჭის, ფრთებისა და რაიმე მსგავსი მექანიზმის გარეშე. ზებგერითი სიჩქარის განვითარებასთან მიახლოებისას კი ყველა არსებული ღია სივრცე ჩამკეტებით იხურება. პროტოტიპში გამოყენებულია უბრალო და იაფი დეტალები, მართვა კი მიზანმიმართულად არის შეზღუდული, რათა რთული მანევრის დროს აპარატი არ დაზიანდეს. ასე რომ ADIFO-ს რეალურ პილოტირებულ ფრენაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. მიუხედავად იმისა, რომ მოწყობილობის შემქმნელები დიდ პოტენციალს ხედავენ პილოტირებული ვერსიის შექმნაში, ჯერჯერობით რთულია იმის წარმოდგენა - როგორი უნდა იყოს ინტერფეისი სალონში და როგორ უნდა მომზადდეს პილოტი, რათა დაეუფლოს ისეთი აპარატის მართვას, რომელსაც შეუძლია მყისიერად მოსწყდეს ადგილს და გაფრინდეს ნებისმიერი მიმართულებით. https://www.techcult.ru/technics/6573-adifo-sovershit-revolyuciyu-v-vozduhoplavanii
  4. Galaxy Digital-ის დამფუძნებელმა, Mike Novogratz-მა გამოთქვა აზრი, რომ უახლოესი 20 წლის განმავლობაში Bitcoin-ის კაპიტალიზაცია ადვილად გადააჭარბებს ოქროს ბაზრის მოცულობას, რომელიც ამჟამად შეფასებულია 7,5 ტრილიონ დოლარად. Morgan Creek Digital-ის დამფუძნებელთან, Anthony Pompliano-სთან საუბრისას Novogratz-მა ხაზი გაუსვა, რომ ინსტიტუციონალური ფულის შემოდინება კრიპტო ბაზარზე - ეს მხოლოდ დროის საკითხია, მსხვილი მოთამაშეები კი, როგორებიცაა მაგალითად Goldman Sachs და Intercontinental Exchange (ICE) უკვე ითვისებენ ახალ ინდუსტრიას. „ვიცი, რომ მაგალითად Goldman-ი დაკავებული security-ტოკენებით. მათ ჯერჯერობით რაიმე განსაკუთრებული არ გაუკეთებიათ, თუმცა ნამდვილად მუშაობენ სხვადასხვა საკითხზე: სად შეინახონ თანხა, შექმნან თუ არა საკუთარი საცავი ან გამოიყენონ თუ არა გარე სერვისი, როგორ ამუშავონ აქტივები“ - აცხადებს Novogratz. მისი თქმით, Bitcoin-ის ზრდის პოტენციალი ძლიერია და ამიტომ მიზანშეწონილია, ინვესტორებმა თავიანთ საფულეებში შეიტანონ პირველი, ლიდერი კრიპტოვალუტა: „ვფიქრობ, Bitcoin-ის პერსპექტივა მაკრო დონეზე ძალიან მნიშვნელოვანია. ამგვარად, თუკი პორტფოლიოს რამოდენიმე პროცენტს Bitcoin-ს დავუქვემდებარებთ, გაჩნდება შანსი, რომ შედეგი კარგი იქნება. Fidelity მზადაა საქმიანობის დასაწყებად. Bakkt-ი ჯერ კიდევ მცირე ხნით ფერხდება, თუმცა ასე ვერ გაგრძელდება მუდმივად. ისინი, როგორც სხვები, აპირებენ თამაშში ჩაერთონ“. Novogratz-ის თქმით, ოქროს ბაზრის მოცულობა ამჟამად 7,5 ტრილიონ დოლარს შეადგენს და იმისათვის, რომ ამ ბაზარს მასშტაბებით გადააჭარბოს, Bitcoin-ი უნდა გაიზარდოს მინიმუმ ასჯერ. „Bitcoin-ი ამას უახლოეს ორ-სამ წელიწადში ვერ მოახერხებს ვერანაირად. თუმცა გამოვა ეს ოც წელში? დიახ, მარტივად. სხვა აქტივებს ამგვარი შანსი არ გააჩნიათ“ - განაცხადა Novogratz-მა. შეგახსენებთ, რომ თებერვალში Novogratz-მა გამოხატა აზრი, რომ ინსტიტუციონალური ფულის წყალობით Bitcoin-ი მიაღწევს 8 ათასდოლარიან ნიშნულს. https://forklog.com/majk-novograts-kapitalizatsiya-bitkoina-prevzojdet-obem-rynka-zolota/
  5. Nintendo Switch-ის განახლებული გეიმინგ-კონსოლის შესახებ ხმები უკვე დიდი ხანია ვრცელდება. როგორც რესურსი The Wall Street Journal იტყობინება, სისტემის ორი ახალი ვერსია მიმდინარე წლის ზაფხულში გამოვა. როგორც ცნობილია, ერთ-ერთი მათგანი ბიუჯეტური ვარიანტი იქნება, მეორე კი მიიღებს გაუმჯობესებულ შესაძლებლობებს და თავგამოდებულ გეიმერებზე იქნება ორიენტირებული. Wall Street Journal აცხადებს, რომ ბიუჯეტურ მოდელს არ ექნება vibration feedback-ის ფუნქცია - ეს ინფორმაცია შეესაბამება უფრო ადრინდელ ხმებს, რომელთა თანახმადაც სისტემას საერთოდ არ ექნება Joy-Con კონტროლერები და ექნება მხოლოდ პორტატული რეჟიმის მხარდაჭერა. როგორც ცნობილია Nintendo გეგმავს გამოუშვას Switch-ის გამარტივებული ვერსია მობილურობაზე გამახვილებული აქცენტით. Wall Street Journal-ს ჯერჯერობით არ აქვს დეტალური ინფორმაცია მეორე, უფრო მაღალი კლასის მოდელზე. თუმცა ერთ-ერთი ინტერნეტ-წყარო აცხადებს, რომ საუბარი ეხება არა მხოლოდ გაზრდილ წარმადობას. როგორც ჩანს, ეს იქნება PS4 Pro-ს ან Xbox One X -ის მსგავსი განახლება, ე.ი. ახალი გრაფიკული შესაძლებლობები. გეიმინგ-სისტემაში ნამდვილად არის განვითარების შესაძლებლობა: მასში გამოყენებულია ერთკრისტალიანი სისტემა NVIDIA Tegra X1. იმის გათვალისწინებით, რომ იგი გამოშვებულია მოძველებული 20 ნანომეტრიანი ნორმით და გამოყენებულია კიდევ უფრო ძველი გრაფიკული არქიტექტურა Maxwell – 7 ან 12 ნანომეტრიანი ნორმის გამოყენება ან Turing-ზე (თუნდაც Pascal-ზე) გადასვლა წარმადობისა და ეფექტურობის მნიშვნელოვან ზრდას განაპირობებს. WSJ აცხადებს, რომ ახალი კონსოლები დაანონსდება გეიმინგ-გამოფენა E3 2019-ზე ივნისში. https://3dnews.ru/984695
  6. NASA-ს პროეტი “Gateway” აპირებს დედამიწისგან მოშორებით კოსმოსური სადგურის შექმნას, რომელიც გახდება ბაზა შორეულ კოსმოსში მოგზაურებისთვის. ეს სრულიად სხვა დონეა საიმედოობისა და მოთხოვნების თვალსაზრისით, ამიტომ მუშაობა მრავალრიცხოვანი ტესტირებებითა და კვლევებით იწყება. ამ მიზნით კომპანია Lockheed Martin-მა ააგო სრულზომიანი საცხოვრებელი მოდული. Gateway-სთვის საჭიროა პრაქტიკულად ნულიდან შეიქმნას ყველა საჭირო ინტერფეისი, სიცოცხლის უზრუნველყოფის სისტემები, უსაფრთხოება და ა.შ. Lockheed Martin-ის პროტოტიპი წარმოდგენილია სახელით - „Habitat Ground Test Article“ (HGTA). მოდულის საფუძვლად აღებულ იქნა მრავალი დანიშნულების მქონე მოდული “Donatelo”, რომელიც განკუთვნილია კოსმოსურ ხომალდებს შორის ტვირთის გაცვლისათვის. ეს არის უნივერსალური კონსტრუქცია, სადაც თითოეული კუბური სანტიმეტრის გამოყენებაა შესაძლებელი აღჭურვილობის მონტაჟსა და სხვადასხვა დავალების შესრულებისთვის. მოდული იმყოფება კენედის სახელობის კოსმოსურ ცენტრში და იგი NASA NextSTEP-ის გუნდის განკარგულებაში გადავა. მიმდინარე კვირაში HGTA-ში დასახლდება ასტრონავტ-გამომცდელების პირველი ჯგუფი, რათა ყველა სისტემა რეალურ პირობებში შეამოწმონ. შემდეგ მოდული გაიგზავნება აუცილებელ საბოლოო დამუშავებაზე და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება სხვადასხვა ახალი ტექნოლოგიის ტესტირება და ძირითადი სამუშაოები. https://www.techcult.ru/space/6533-lockheed-martin-predstavila-modul-lunnoj-stancii
  7. „ეს ალბათ ყველაზე სულელური რამაა, რაც ოდესმე გამიკეთებია, თუმცა კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მომავალში“ - ასე აღწერს ვირტუალური კონტენტის სტუდია Disrupt VR-ის თანადამფუძნებელი ჯეიკ უილმოტი თავის ექსპერიმეტს. მან 168 საათი გაატარა ისე, რომ არ მოუხსნია VR-ჰედსეტი. ჯეიკს სურდა შეეტყო - როგორია, როდესაც მთლიანად გადაინაცვლებ არარეალურ სამყაროში. სატესტო სივრცედ ჯეიკმა საკუთარი სახლი აირჩია, დალუქა ფანჯრები, რათა დაეკარგა დროის შეგრძნება და მოიმარაგა საკვები პროდუქტები. იგი იყენებდა ორ ჰედსეტს - პერსონალურ კომპიუტერთან მიერთებულ Oculus-ის ტიპიურ მოდელს, ასევე მობილურ ვერსიას სპეციალური სოფტით. პირველ მათგანს ჰქონდა ინტეგრირებული კამერა, ასე რომ უილმოტი ხედავდა რა ხდებოდა რეალურ სამყაროში, თუმცა ხედავდა მას დამუშავებულ, ვირტუალურ ფორმატში. უილმოტი ჰედსეტის მოუხსნელად მუშაობდა, იკვებებოდა, ეძინა, აკეთებდა სახლის საქმეს, ასევე პარალელურად თამაშობდა და ვარჯიშობდა ვირტუალურ რეალობაში. მან ეს პროცესი აღწერა როგორც „უნივერსალური თავისუფლების სამყარო“, სადაც სტრესის განცდისას შესაძლებელია გარდაიქმნა სუპერგმირად და გაემართო ვირტუალური დრაკონების გასანადგურებლად, ან მოაწყო ფიტნეს-ვარჯიში მარსზე, შემდეგ კი გადაინაცვლო VRChat-ში მეგობრებთან სასაუბროდ. უილმოტი გრძნობდა, რომ პრაქტიკურად ცხოვრობდა ვირტუალურ რეალობაში. ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ მას რამოდენიმე წუთში გაუქრა დეზორიენტაცია და სწრაფად დაუბრუნდა ფორმას. უილმოტის მთავარი შთაბეჭდილება იყო შემდეგი - „რა შესანიშნავი გრაფიკაა რეალურ სამყაროში!“. https://www.techcult.ru/technology/6536-entuziast-celuyu-nedelyu-prozhil-v-virtualnoj-realnosti
  8. აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ მიმდინარეობს მუშაობა ხელოვნური ინტელექტის ახალ პროგრამაზე. მისი დასახელებაა Skyborg და იგი განკუთვნილია უპილოტო საფრენი აპარატების, აგრეთვე პილოტირებული ავიაბომბდამშენებისთვის და უახლოეს წლებში უკვე მზად იქნება. დაგეგმილია, რომ თავდაპირველად Skyborg გამოყენებული იქნება უპილოტო Kratos XQ-58A-ში. მწარმოებლების მთავარი მიზანია ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება სხვადასხვა უპილოტო საფრენ აპარატებში და საბოლოო ჯამში მის ბაზაზე სისტემის შექმნა, რომელიც მეორე პილოტის ადგილს დაიკავებს პილოტირებულ აპარატში. პროექტ Skyborg-ის მეშვეობით შეიქმნება მოდულური თვითმფრინავი, რომელიც მახასიათებლებით ახლოს იქნება თანამედროვე ავიაგამანადგურებლებთან. შემდეგი ეტაპი იქნება ხელოვნური ინტელექტის სწავლება რთული ქცევის მოდელების მქონე სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით. შედეგად, ხელოვნური ინტელექტი შეიძენს გადაწყვეტილებების მიღებისა და რეაგირების მაღალ სისწრაფეს საჭირო ვითარების დროს. Skyborg-ით აღჭურვილი უპილოტო აპარატები ბევრად უპირატესნი იქნებიან მის გარეშე მოქმედ მოწინააღმდეგეებზე და შეძლებენ მათ დამარცხებას სხვადასხვა სიტუაციაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ასეთი აპარატები არ იქნება ძვირადღირებული და მათი განადგურება მნიშვნელოვან დანაკარგს არ გამოიწვევს. https://www.techcult.ru/technology/6560-vvs-ssha-sozdayut-iskusstvennyj-intellekt-skyborg
  9. კომპანია Google-მა ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაცია CERN-თან ერთად დააანონსა აპლიკაცია Big Bang AR, რომელიც მომხმარებლებს მოუთხრობს სამყაროს წარმოშობა-განვითარების შესახებ. მოქმედება ხდება დამატებით, შერეულ რეალობაში, ტექსტს კი კითხულობს ბრიტანელი მსახიობი ტილდა სუინტონი. Big Bang AR აპლიკაციაში შესაძლებელია ვიხილოთ დიდი აფეთქება, პირველი, უძველესი ვარსკვლავების, მზის სისტემისა და ჩვენი პლანეტის ფორმირება. სმარტფონის მოტრიალებისას მომხმარებელი მომხდარის სრულ სურათს დაინახავს. ზოგჯერ აპლიკაციაში საჭიროა ეკრანზე ელემენტებს შევეხოთ, რათა დეტალების შესახებ უფრო მეტი რამ შევიტყოთ. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია კამერის გამოყენებაც, მაგალითად, ვირტუალური დიდი აფეთქების სანახავად საკმარისია კადრი „მუშტში დაიჭიროთ“ და შემდეგ ნელა გახსნათ მტევანი. 13,8 მილიარდი წლის წინ მოგზაურობა დაყოფილია ხუთ ნაწილად და აღწერილია საკვანძო ეტაპები. აპლიკაციას აქვს კიდევ ერთი საინტერესო ფუნქცია - კოსმოსური სელფი ვარსკვლავების ფონზე: აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია Google Play-სა და App Store-ში. ინტერფეისი ჯერჯერობით მხოლოდ ინგლისურენოვანია, თუმცა ახლო მომავალში აპლიკაციას ექნება სხვა ენების მხარდაჭერაც. Android-სმარტფონზე აპლიკაციის ჩამოტვირთვამდე საჭიროა დააინსტალიროთ ARCore, გასათვალისწინებელია ისიც, რომ Google-ის შერეული რეალობის პლატფორმის მხარდაჭერა ყველა სმარტფონს არ გააჩნია. Big Bang AR აპლიკაციის iOS-ვერსია მოქმედებს iPhone 6s-ზე, iPad Pro-ზე, iPad 2017-სა და მათ შემდგომ ახალ მოდელებზე. https://gagadget.com/44660-google-i-cern-vyipustili-ar-prilozhenie-teper-kazhdyij-mozhet-uvidet-bolshoj-vzryiv-nu-pochti/
  10. პირველი კრიპტოვალუტა Bitcoin-ი 2009 წელს გამოჩნდა. ამ მოვლენამ არსებითად შეცვალა წარმოდგენა საკასაციო საფინანსო სისტემებზე. მოცემული ციფრული ვალუტის გაჩენისთვის საფუძველი გახდა სმარტ-კონტრაქტები. მათი წარმოქმნის იდეის რეალიზების შესაძლებლობა გაჩნდა ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის ხარჯზე. არსობრივად, სმარტ-კონტრაქტები - ეს არის პროგრამული კოდი, რომელშიც შედის ნებისმიერი ინფორმაცია. თავდაპირველად მათ იყენებდნენ ციფრული (digital) ვალუტის შექმნისთვის, ამჟამად კი იგი სხვა სფეროებშიც გამოიყენება. უამრავი ადამიანი თვლის, რომ „ჭკვიანი კონტრაქტები“ - ეს მომავალია და ეს სწორიცაა იმის გათვალისწინებით, რომ მთელი მსოფლიო ციფრულ ფორმატში გადადის. აქედან გამომდინარე, საჭიროა დეტალურად გარკვევა იმაში - რას წარმოადგენს მოცემული ტექნოლოგიები და რა არის მათი საკვანძო უპირატესობა. სმარტ-კონტრაქტების მთავარი ღირსება ხსენებული ტექნოლოგიის მთავარი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი გამოყენებით შესაძლებელია განხორციელდეს გარიგებები მესამი პირის, შუამავლის ჩარევის გარეშე. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ სმარტ-კონტრაქტები სრულიად უსაფრთხოა და დაცულია გარიგების მონაცემების კონფიდენციალურობა. ყველა კონტრაქტი ინახება დახურულ ბლოკებში, რომელთაგანაც ფორმირდება ბლოკჩეინი. ხსენებული ბლოკები მთლიანად დაშიფრულია. აქედან გამომდინარე, დანამდვილებით შეძლება ითქვას, რომ კონტრაქტის ყველა პირობა ცნობილია მხოლოდ გარიგების მონაწილე მხარეებისთვის. ბლოკის დახურვის შემდეგ პროგრამული კოდის შეცვლას უკვე ვეღარავინ შეძლებს. შესაბამისად, ინფორმაცია ვერ გაყალბდება. ყველა ოპერაცია ხორციელდება სწრაფად, გარიგება მომენტალურად სრულდება და არ საჭიროებს რაიმე სახის დადასტურებას. იმისათვის, რომ ოპერაცია განხორციელდეს, მეტად მნიშვნელოვანია დაცული იყოს სმარტ-კონტრაქტის პირობები. მათში აუცილებლად უნდა შედიოდეს: მონაცემთა ავტომატური ბაზა, რათა განხორციელდეს გარიგება; უნიკალური ინსტრუმენტები, რომლებიც განკუთვნილია კონტრაქტის რეალიზებისთვის; დეცენტრალიზებული შუალედი; დაშიფვრის მეთოდის გამოყენება. შეიძლება ითქვას, რომ სმარტ-კონტრაქტების გამოყენების წყალობით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში არსებული მომხმარებლები ქმნიან ერთიან ქსელს, რომელშიც ხორციელდება ტრანზაქციები, მონაცემთა გადაცემა შუამავლების გარეშე. ამის წყალობით უზრუნველყოფილია კონფიდენციალურობის დაცვა, ინფორმაციის გაჟონვის ალბათობის არარსებობა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღესდღეობით. https://planet-today.ru/stati/nauka-i-tekhnika/obzory-novinok-hi-tech/item/84928-smart-kontrakty-kak-rabotayut-i-naskolko-bezopasny
  11. კომპანია Archos-ი მიმდინარე წლის მესამე კვარტლიდან ვეროპის მასშტაბით დაიწყებს უზარმაზარი პლანშეტის - Play Tab-ის გაყიდვას. აღნიშნული მოწყობილობა უმეტესწილად განკუთვნილია თამაშებისა და მულტიმედია კონტენტთან მუშაობისათვის. პლანშეტის დისპლეის დიაგონალი 21,5 დუიმის ტოლია. ეკრანის გაფართოება შეადგენს 1920 × 1080 პიქსელს, რაც Full HD ფორმატს შეესაბამება. არ სახელდება რომელი პროცესორი აქვს მოწყობილობას, ცნობილია მხოლოდ ის, რომ ჩიპი რვაბირთვიანია. იგი ფუნქციონირებს 3 გიგაბაიტიან ოეპრატიულ მეხსიერებასთან ტანდემში. ფლეშ-მოდულის მოცულობა შეადგენს 32 გიგაბაიტს. პლანშეტში გამოყენებულია ოპერაციული სისტემა Android Pie. მოწყობილობის ბატარეის მოცულობა შეადგენს 10 ათას მილიამპერი/სთ-ს. ჯერჯერობით სხვა ტექნიკური მახასიათებლები არ გახმაურებულა. ფოტოებზე შესაძლებელია ფრონტალური კამერის შემჩნევა. ცხადია, მოწყობილობაზე ხელმისაწვდომია Bluetooth და Wi-Fi უსადენო კავშირების ადაპტერები, აგრეთვე microSD ბარათის სლოტი. თავისთავად, მომხარებლებისთვის თამაშები და ყველა შესაძლო აპლიკაცია ხელმისაწვდომი იქნება Google Play-ში. Archos Play Tab-ის შეძენა შესაძლებელია 250 ევროდ. https://3dnews.ru/984641
  12. Razer - წამყვანი თანამედროვე გეიმინგ-ბრენდი აცხადებს თანამშრომლობის შესახებ Tencent Holdings Limited-თან (“Tencent”), რომელიც ჩინეთის მოწინავე სატელეკომუნიკაციო კომპანიაა. პარტნიორობის მიზანია მობილური თამაშების ბაზრის ახალ დონეზე გადასვლა. ძალების გაერთიანებით კომპანიები გააფართოვებენ მობილური გართობის ინდუსტრიის საზღვრებს და მოიცავენ 2,4 მილიარდ აქტიურ გეიმერს. Tencent ცნობილია თამაშებით - PUBG Mobile, Honour of Kings და Arena of Valor. Razer-ის პირველი სმარტფონი 2017 წელს გამოვიდა და შექმნა მობილური გეიმინგ-მოწყობილობების ახალი კატეგორია. სხვა კომპანიებმაც მალე აიღეს მისგან მაგალითი და გამოუშვეს საკუთარი გეიმინგ-სმარტფონები. ამჟამად, როგორც ამ სფეროში პირველი, Razer-ი ცდილობს განავითაროს მიმართულების სტრატეგია და ფოკუსირებულია ეკოსისტემის შექმნაზე. თანამშრომლობის სამი სფერო: Tencent-სა და Razer-ს შორის თანამშრომლობა მობილიზებული იქნება შემდეგ სფეროებზე: 1. მოწყობილობა თანამშრომლობისას Tencent-ი დაკავდება თავისი მობილური თამაშების Razer-ის მოწყობილობებზე ოპტიმიზებით, რომლებშიც შედის Razer Phone და Razer-ის მიერ შექმნილი მოწყობილობების აქსესუარები. 2. პროგრამული უზრუნველყოფა ორივე კომპანია დაკავდება Razer-ის გეიმინგ პლატფორმასა და პროგრამა Razer Cortex-ზე Tencent-ის მობილური თამაშების ოპტიმიზებით. Razer Cortex - ეს არის Android-ზე მობილური თამაშების გამშვები პროგრამა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს აპლიკაციის წარმადობის ოპტიმიზაციის ფართო შესაძლებლობებს, ატყობინებს მომგებიანი ფასდაკლებების შესახებ და საშუალებას აძლევს გაუშვან თამაში. კომპანიები შეისწავლიან შესაძლებლოებას - მოწყობილობას მიეცეს Chroma განათებისა და ტექნოლოგია THX Spatial Audio-ს მხარდაჭერა. ეს უკანასკნელი წარმოებულია Razer-ის შვილობილი კომპანია THX Ltd-ის მიერ. 3. სერვისები კომპანიები შეისწავლიან მობილური თამაშების მონეტიზაციის დამატებით შესაძლებლობებს Razer-ის სერვისებთან ინტეგრირებით. „მობილური გეიმინგი შთამბეჭდავი ტემპებით იზრდება და Razer-ს ყველაფერი გააჩნია იმისათვის, რომ სეგმენტის ლიდერი გახდეს. ჩვენ Tencent-თან თანამშრომლობით მოხარულნი ვართ“ - განაცხადა Razer-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა. – „ძალების გაერთიანების შედეგად ჩვენ გარდავქმნით მობილური გართობის ინდუსტრიას“. https://planet-today.ru/novosti/tekhnologii/item/101647-razer-i-tencent-ob-edinyayut-usiliya-chtoby-preobrazit-rynok-mobilnykh-igr
  13. როგორც ცნობილია, კომპანია SpaceX სულ მალე, მაისში დაიწყებს დედამიწის ახლო ორბიტაზე პირველი Starlink-თანამგზავრების გაყვანას. უახლოესი რამოდენიმე წლის განმავლობაში გაიგზავნება 12 ათასი თანამგზავრი. თითოეულ მათგანს ექნება ლითონის მასიური დეტალები და სილიკონის კარბიდისგან დამზადებული საკმაოდ მოზრდილი სარკე-ანტენა, რომელიც უზრუნველყოფს ინტერნეტის მიწოდების შეფერხების მინიმიზებას. Starlink-ის თანამგზავრის ზომა დაახლოებით ელექტრომობილ Tesla Model 3-ის გაბარიტების ტოლია. კავშირების ფედერალური კომისია მიიჩნევს, რომ ფუნქციონირების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც თანამგზავრი ატმოსფეროში შემოვა, იგი ათასობით ნაწილად დაიშლება, ბევრი მათგანი დედამიწის ზედაპირამდე მოაღწევს და შესაძლოა დააზიანოს რაიმე ან ვინმე. კომისიის საპასუხოდ SpaceX-ში აცხადებენ, რომ Starlink - ეს არის კონსტრუქცია, რომელიც ცვლილებებს მუდმივად განიცდის. კომპანიის ინჟინრები უკვე დაკავდნენ თანამგზავრების დიზაინის საკითხით, რათა გამოირიცხოს მდგრადი ლითონებისგან დამზადებული დეტალები. დაგეგმილია შეიცვალოს ლითონი ძრავსა და რეაქტორში. კომპანია SpaceX ირწმუნება, რომ თანამგზავრის ახალი დიზაინით დედამიწაზე ნამსხვრევების ჩამოვარდნის ალბათობა ნულამდე შემცირდება: თანამგზავრები მთლიანად დაიწვება ატმოსფეროში შემოსვლისას. თუმცა რაც შეეხება პირველ ეტაპზე უკვე გასაშვებად გამზადებულ 75 თანამგზავრს, მათში ჯერ მაინც შედის ელემენტები, რომელთაც აქვთ შანსი - მოაღწიონ პლანეტის ზედაპირამდე. მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ SpaceX ნულოვანი საფრთხის პირობას იძლევა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კონკრეტული პირობებიდან გამომდინარე დიზაინის ცვლილებებიც არ იძლევა ატმოსფეროში სრულად დაწვის გარანტიას. https://3dnews.ru/984644
  14. იაპონური მანქანათმშენებელი კომპანია თვლის, რომ ჰიბრიდული ავტომობილები უფრო სასარგებლოა გარემოსთვის, ვიდრე ელექტრომობილები. საქმე ის არის, რომ აკუმულატორების წარმოება შეზღუდულია და კომპანიას შეუძლია გაყიდოს უფრო მეტი ჰიბრიდი, ვიდრე ელექტრომანქანა - წერს PCMag. Toyota-ს კვლევებისა და წარმოების ვიცე-პრეზიდენტმა ჯერალდ კილმანმა ჟენევის ავტოსალონის გამოფენის მსვლელობისას განაცხადა, რომ კომპანია კონცენტრირებულია ჰიბრიდებზე აკუმულატორების წარმოებისა და გავრცელების საკითხის გამო. კილმანის თქმით, Toyota-ს საწარმოო ძალები ამჟამად შეადგენს წელიწადში 28 ათას აკუმულატორს მთლიანად ელექტრო ტრანსპორტის კვებისთვის. ხოლო თუკი ამის ნაცვლად საწარმოო ხაზებს დაიკავებს ის აკუმულატორები, რომლებიც ჰიბრიდებში გამოყენებისთვისაა განკუთვნილი ჩვეულებრივი ბენზინის ძრავების გვერდით განსათავსებლად - ასეთ შემთხვევაში Toyota შეძლებს გამოუშვას მილიონნახევარი ავტომობილი. ამიტომ, Toyota თვლის, რომ ჰიბრიდები უფრო დადებით გავლენას ახდენენ გარემოზე, რადგანაც მილიონნახევარი ჩვეულებრივი ავტომობილის ჩანაცვლება ჰიბრიდებით - ეს ნიშნავს გამონაბოლქვის უფრო მეტად შემცირებას, ვიდრე 28 ათასი ტრადიციული ავტომობილის ელექტრომობლით ჩანაცვლებისას მოხდებოდა. მოკლევადიან პერსპექტივაში ამ მიდგომას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჰიბრიდების გამოყენებით Toyota იგებს დროს, რათა გაზარდოს აკუმულატორების წარმოება ისე, რომ არ დასჭირდეს ერთბაშად უზარმაზარი ინვესტიციის ჩადება. კომპანიის ხელმძღვანელობის ასეთი გადაწყვეტილება იძლევა საფუძველს ჩაითვალოს, რომ Toyota თავის ყველა ავტომობილს ჰიბრიდად აქცევს მანამ, სანამ ორიენტირს მთლიანად ელექტრო მოდელების წარმოებისკენ შეცვლის. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ Toyota ინვესტირებას ახდენს წყალბადის სატრანსპორტო საშუალებებშიც, როგორიცაა მაგალითად Mirai. https://techno.nv.ua/auto/radi-obshchego-blaga-v-toyota-obyasnili-pochemu-ne-hotyat-vypuskat-elektromobili-50011429.html
  15. კოსმოსური კომპანია Blue Origin-ის დამფუძნებელმა ირონია გამოხატა წითელი პლანეტის კოლონიზების გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც მის კონკურენტ ილონ მასკს გააჩნია. დრო, როდესაც კოსმოსური შეჯიბრის მთავარი მონაწილეები ორი ქვეყნის (აშშ, რუსეთი) ხელისუფლება იყო, უკვე დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. ამჟამად და მომავალშიც არამიწიერი სივრცეების გამოკვლევისთვის კერძო კომპანიები გაუწევენ კონკურენციას ერთმანეთს. ამერიკული კომპანიები უკვე იბრძვიან სახელიმწიფო კონტრაქტების მოსაპოვებლად, რათა განახორციელონ რაკეტების აგება და ასტრონავტების ორბიტაზე გაყვანა. ამჟამად, SpaceX-ისა და Blue Origin-ის მთავარი კონკურენტები არიან Boeing და Lockheed Martin. ბოლო წლებში SpaceX-მა NASA-ს და მთელ მსოფლიოსაც დაუმტკიცა, რომ შესაძლებელია გაცილებით იაფად და სწრაფად ფრენა არა მარტო საერთაშორისო კოსმოსური სადგურის, არამედ უფრო შორეული ობიექტებისკენაც. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ Blue Origin-ის მფლობელი ჯეფ ბეზოსი პლანეტის უმდიდრესი ადამიანია და მან ზუსტად იცის, როგორ გამოიმუშავოს ფული და შექმნას კონკურენტუნარიანი პროდუქტები გრძელვადიან პერსპექტივაში. ბეზოსი აპირებს თავისი კუთვნილი ასი მილიარდი დოლარი რაკეტათმშენებლობაში ჩადოს (რაც მასკს არ შეუძლია), ამასთან, მისი გეგმები გარკვეულ ასპექტებში მასკის გეგმებთან შედარებით უფრო რეალისტური ჩანს. ორ მილიარდერს შორის არსებული უთანხმოების ერთ-ერთი საკითხია მარსის კოლონიზაცია. როგორც ცნობილია, ილონ მასკი გეგმავს კაცობრიობის „გადასახლებას“ მეზობელ წითელ პლანეტაზე და იმედოვნებს, რომ პირველი კოლონია იქ უკვე უახლოეს ათწლეულში გაჩნდება. თავის მხრივ ბეზოსი კი აცხადებს, რომ შეუძლებელია უახლოეს წლებში მარსის კოლონიზება განხორციელდეს. მცირე ხნის წინ მან განაცხადა: „ჩემმა მეგობარმა, რომელსაც მარსზე გამგზავრება სურს, დაე გამიწიოს სამსახური: ჯერ სცადეთ ევერესტის მწვერვალზე გაძლოთ თუნდაც ერთი წელიწადი და ნახეთ, როგორ მოგეწონებათ. ევერესტი სამოთხის ბაღია მარსთან შედარებით“. დიახ, SpaceX-ში იმედოვნებენ, რომ შეძლებენ მარსის ტერაფორმირებას - პლანეტის ბუნებრივი პირობების გაუმჯობესებას ხელოვნურად შექმნილი ატმოსფეროთი, ჰაერის ტემპერატურის აწევას, რადიოაქტიური გამოსხივების შემცირებას და ა.შ. ამგვარი გეგმის წარმატებას მეცნიერთა ნაწილი ადასტურებს, ნაწილი უარყოფს. გარდა იმისა, რომ ადამიანისთვის გაუსაძლისი მარსული პირობები ახსენა, ჯეფ ბეზოსი ამბობს, რომ მასკის გეგმები - ეს არის მცდელობა, „გადაკოპირდეს კაცობრიობა სარეზერვო დისკზე“ - იმ შემთხვევაში, თუკი რაიმე საშინელება დაემუქრება დედამიწურ ცივილიზაციას. ნაცვლად იმისა, რომ ადამიანთა ნაწილი მარსზე გადასახლდეს, ნაწილი კი დასაღუპად გაიწიროს, ბეზოსს ალტერნატიული ვარიანტი აქვს: ბიზნესმენის გეგმებში პირველ ადგილასაა ჯერ ჩვენი პლანეტის ხსნა, შემდეგ კი უკვე კოსმოსური მოგზაურობები. Blue Origin-ისა და Amazon-ის დამფუძნებელი აპირებს დედამიწის „ვარგისიანობის ვადა“ გაახანგრძლივოს მთვარის სამრეწველო კოლონიზებით. ჯეფ ბეზოსი აპირებს მთელი დედამიწის მთლიანი მძიმე მრეწველობა უახლოეს თანამგზავრზე გადაიტანოს. რამოდენიმე თვის წინ იგი აცხადებდა, რომ Blue Origin-ის მთვარის მოდული 2020 წლისთვის შეძლებს პირველი 5-ტონიანი ტვირთის გადატანას მთვარეზე. მომავალში კი დედამიწა წარმოგვიდგება, როგორც მხოლოდ ადამიანთა საცხოვრისი და მსუბუქი წარმოების არენა. „ჩვენ გვსურს კოსმოსში გასვლა, რათა დედამიწა დავიცვათ. სწორედ ამიტომ ეწოდება ჩვენს კომპანიას Blue Origin: ეს არის ლურჯი პლანეტა, ჩვენი სამშობლო“. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა უდიდესი ნაწილი მასკის იდეებითაა აღტაცებული, ბეზოსს არანაკლებ გრანდიოზული მიზნები აქვს. იგი დარწმუნებულია, რომ მარსის კოლონიზაცია - ეს გარდაუვალი სიკვდილია. ხოლო დედამიწის გადარჩენა საზიანო წარმოებისგან და ამის შემდეგ კოსმოსის ეტაპობრივი ათვისება - აი ეს არის ერთ-ერთი რეალური გზა ცივილიზაციის ახალ ტიპზე გადასვლისაკენ. „მზის სისტემას შეუძლია დაიტიოს ტრილიონობით ადამიანი. იმ დროს ჩვენ გვეყოლება ათასი მოცარტი და ათასი ეინშტეინი. წარმოიდგინეთ, რამდენად დაუჯერებელი და დინამიკური იქნება ამგვარი ცივილიზაცია“ - აცხადებს ბეზოსი. კაცობრიობის ხსნის იდეების პარალელურად, ბეზოსი და მასკი არ ივიწყებენ თავიანთ სხვა პროექტებსაც, კერძოდ, თანამგზავრების გაშვებას მთელი დედამიწის მომცველი თანამგზავრული ინტერნეტ-სისტემის ამოქმედებისთვის. SpaceX აპირებს გაუშვას დაახლოებით 12 ათასი თანამგზავრი პროექტ Starlink-ის ფარგლებში. Starlink-ის ინტერნეტი ყველსთვის ხელმისაწვდომი და უფასო იქნება, მხოლოდ საჭირო იქნება სპეციალური სასიგნალო ტერმინალის შეძენა, რომელიც 100-დან 300 აშშ დოლარამდე ეღირება. მთავარ პრობლემას თანამგზავრების გაბარიტები წარმოდგენს: თითოეული მათგანის სიგრძე 4 მეტრია, სიგანე და სიმაღლე - დაახლოებით მეტრნახევარი. ამიტომ პირველ ეტაპზე გასაშვები 4 ათასი თანამგზავრის გასაყვანად საჭირო იქნება გამწევი რაკეტის 400 ფრენა. Starlik-ის პარალელურად, კოსმოსური ინტერნეტის პროვაიდერად გახდომა სურს კანადურ სატელეკომუნიკაციო კომპანია Telesat Canada-ს. სწორედ ამ კომპანიას მოელაპარაკა ჯეფ ბეზოსი გასულ თვეში: Blue Origin-ი მალე დაიწყებს SpaceX-ის კონკურენტი თანამგზავრების გაყვანას რაკეტა New Glenn-ის მეშვეობით. მოსალოდნელია, რომ Telesat-ის თანამგზავრების გაშვება 2021 წელს დაიწყება - იმ დროს, როდესაც რაკეტა New Glenn მზად იქნება. ეს გარიგება ერთ-ერთი მომგებიანია ჯეფ ბეზოსისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ გასული წლის სექტემბერში Blue Origin-მა ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომელიც ითვალისწინებს Be-4 ძრავების მიწოდებას რაკეტა Vulcan-ისთვის, რომელიც იწარმოება Lockheed Martin Space Systems-ისა და Boeing Defense-ის პროექტის ფარგლებში. https://techno.nv.ua/innovations/na-maska-nadeysya-a-sam-ne-ploshay-dzheff-bezos-vysmeyal-plany-spacex-po-kolonizacii-marsa-50010941.html
  16. ჩინეთის ქალაქ Shenzhen-ის საგადასახადო ადმინისტრაციამ ქალაქის მაცხოვრებლებს ნება დართო ბლოკჩეინ-აპლიკაციის მეშვეობით გადაიხადონ სარკინიგზო, საქალაქო ტრანსპორტისა და ტაქსის საფასური - იტყობინება Asia Times. ადმინისტრაციის ინიციატივას შეუერთდა ინტერნეტ-კონგლომერატი Tencent, ასევე Shenzhen Metro Group, MTR Shenzhen Group, Gaoguang Technology და Guangdian Express. ახალი ბლოკჩეინ-პლატფორმა მგზავრებს საშუალებას აძლევს მგზავრობის დასასრულს გადაიხადონ მგზავრობის ღირებულება მესენჯერ-აპლიკაცია WeChat-ის მეშვეობით. ყველა გადახდა ბლოკჩეინზე ჩაიწერება. Shenzhen-ი ჩინეთის წამყვანი ტექნოლოგიური ცენტრია. მასში დაახლოებით 20 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მოსალოდნელია, რომ ბლოკჩეინით ბილეთების გაყიდვის სისტემა დღე-ღამეში შეძლებს მოემსახუროს დაახლოებით 170 ათას მგზავრს. Auctionity იყენებს ბლოკჩეინს აუქციონზე რეალური ნივთების გასაყიდად პროექტმა Auctionity-მ, რომელიც კლასიკურ ინგლისურ აუქციონებს ატარებს ბლოკჩეინზე, განაცხადა, რომ გამოიყენებს ტექნოლოგიას აუქციონზე რეალური ნივთების გასაყიდად. „დეცენტრალიზებული აუქციონების ჩატარება არა მხოლოდ ციფრული აქტივებისთვისაა შესაძლებელი. მომავალში ნებისმიერი ნივთის ტოკენიზება იქნება შესაძლებელი, შესაბამისად - მისი Auctionity-ზე გაყიდვა. ჩვენი მიზანია ონლაინ-აუქციონები ცოცხალ პროცესს შევუთავსოთ. მყიდველს უნდა ჰქონდეს საშუალება - გააკეთოს თავისი ფსონი სმარტფონის მეშვეობით ფიატში ან კრიპტოვალუტაში და მნიშვნელობა არ ექნება - იგი აუქციონის დარბაზში იჯდება თუ დედამიწის მეორე მხარეს იმყოფება“ - აცხადებს ტრისტან კოლომბე - კომპანია Domraider-ის დამფუძნებელი, რომლის გუნდიც Auctionity-ს პროექტზე მუშაობს. ამჟამად Auctionity-ზე შესაძლებელია ვაჭრობა მხოლოდ საკოლექციო ტოკენებით (NFT, non-fungible tokens). პროექტის შემქმნელები ამტკიცებენ, რომ „ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია დეცენტრალიზებული ინგლისური აუქციონის საყოველთაო გამოყენებისკენ“. მცირე ხნის წინ პროექტმა ინტერფეისი განაახლა. სამუშაო გუნდის წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ ახალი დიზაინით შეძლებენ „აუქციონისტები მთელ მსოფლიოს უკეთ წარუდგინონ“. Auctionity გარკვეული პერიოდის წინ 0xcert ეგიდის ქვეშ შეუერთდა ალიანსს - Non-Fungible Alliance, რომლის მიზანია NFT-ის გამოყენება საქველმოქმედო მიზნებისთვის. https://forklog.com/zhiteli-krupnogo-kitajskogo-goroda-oplachivayut-transport-cherez-blokchejn-prilozhenie/ https://forklog.com/auctionity-ispolzuet-blokchejn-dlya-prodazhi-realnyh-veshhej-s-auktsiona/
  17. გასული წლის ზაფხულში კომპანია Zotac-მა წარადგინა კომპაქტური გეიმინგ-კომპიუტერი MEK Mini. ამჯერად კი მწარმოებელმა ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტა გამოუშვას ეს პატარა, თუმცა მძლავრი კომპიუტერი, რომელმაც თავდაპირველ კონფიგურაციასთან შედარებით გარკვეული ცვლილებები განიცადა. MEK Mini-ს საფუძვლად უდევს ექვსბირთვიანი პროცესორი Intel Core i7-8700, რომელიც მუშაობს 3,3/4,6 გჰც სიხშირეზე. როგორც ჩანს, კომპაქტური კორპუსი არ იძლევა საშუალებას - გამოყენებულ იქნას გაგრილების დიდი და მძლავრი სისტემა, ამიტომაც გამოყენებულია პროცესორი დაბლოკილი multiplier-ით. გრაფიკის დამუშავებაზე პასუხისმგებელია GeForce RTX 2070 ბარათის თავად Zotac-ს მიერ წარმოებული კომპაქტური ვერსია. კომპანია არ ასახელებს GPU-ის სიხშირეს, თუმცა კომპაქტურ კორპუსში დიდ აჩქარებას არ უნდა ველოდოთ. შეგახსენებთ, რომ GeForce RTX 2070 ბარათის ეტალონური სიხშირე შეადგენს 1410/1620 მეგაჰერცს. კომპიუტერზე ხელმისაწვდომია ორი DisplayPort 1.4, ერთი HDMI 2.0b, DVI-D და VirtualLink (USB Type-C). DDR4-2666 ტიპის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 16 გიგაბაიტია. მონაცემთა შენახვისთვის განკუთვნილია 2,5-დუიმიანი მყარი დისკი, 2 ტერაბაიტიანი HDD და 240 გიგაბაიტიანი SSD. ხელმისაწვდომია გიგაბიტური ადაპტერი Killer E2500 და უსადენო Wi-Fi ადაპტერი Killer AC 1550. მოწყობილობის გაბარიტები შეადგენს 260,8 × 136 × 258,8 მილიმეტრს. კომპიუტერი წარმოდგენილია RGB განათებით. კონექტორების პანელზე განთავსებულია USB 3.0 Type-A და Type-C პორტები, აგრეთვე 3,5 მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი და SD ბარათის სლოტი. Zotac MEK Mini გაყიდვაში მალე გამოვა, თუმცა მისი ფასი ჯერჯერობით უცნობია. https://3dnews.ru/984568
  18. კომპანია Intel-მა GDC 2019 კონფერენციაზე ჩაატარა კერძო პრეზენტაცია, რომელზეც მნიშვნელოვანი ანონსები გაკეთდა. მათ შორის ყველაზე საინტერესო იყო სამომავლო დისკრეტული ვიდეო ბარათის - Intel Graphics Xe -ს ფოტოების დემონსტრაცია. ახალი ვიდეო ბარათის დიზაინის შექმნისას კომპანიამ ნიმუშად აიღო SSD ბარათი Intel Optane 905P. როგორც ფოტოდან ჩანს, Intel Graphics Xe ვიდეო ბარათი ორსლოტიანია და საკმაოდ მცირე სიგრძისაა. გაგრილებაზე პასუხისმგებელია ე.წ „ტურბინიანი“ სისტემა. PCB დაფის უკანა მხარეზე განთავსებულია გამამყარებელი ლითონის ფირფიტა. ფოტოზე აგრეთვე ჩანს ოთხი პორტი: სამი მათგანი DisplayPort-ია, ერთი კი - HDMI ინტერფეისი. როგორც ჩანს, DVI Intel-მაც მოძველებულად ჩათვალა. დამატებითი კვების კონექტორები კი არ ჩანს სტანდარტულ ადგილას. ცხადია, ვიდეო ბარათი არ იქნება მათ გარეშე წარმოდგენილი, ამიტომ სავარაუდოა ისინი ამაჩქარებლის ბოლოზეა განთავსებული. სამწუხაროდ, Intel-ს ჯერჯერობით არაფერი გაუმხელია ვიდეო ბარათის მახასიათებლების შესახებ. გრაფიკული ამაჩქარებლის პარალელურად Intel-მა ოფიციალურად დააანონსა ახალი, მეცხრე თაობის მობილური პროცესორების სერია. ამ შემთხვევაშიც მწარმოებელს არ უსაუბრია ახალი თაობის Coffee Lake Refresh პროცესორების დეტალებზე. ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ ის, რომ ახალი სერიის პროცესორებში ფლაგმანი იქნება რვაბირთვიანი Core i9-9980HK, ამასთან, ახალ ჩიპებშიც არ იქნება TDP 35 ვტ-ზე მეტი. Intel-მა ისაუბრა იმ რამოდენიმე მახასიათებელზე, რომლებიც ექნება ახალ ჩიპებზე მომუშავე ლეპტოპებს: სამომავლო მობილურ კომპიუტერებს ექნება Wi-Fi 6 მხარდაჭერა უსადენო მოდულ Intel Wi-Fi 6 AX200-ის მეშვეობით. აგრეთვე ხელმისაწვდომი იქნება Thunderbolt 3 ინტერფეისი და შესაძლებელი იქნება SSD Optane Memory H10-ის გამოყენება. https://3dnews.ru/984585
  19. დედამიწის გრავიტაციის წყალობით ადამიანები იმორჩილებენ სხეულს და მათი კუნთები მუდმივად ვარჯიშდება. ნულოვანი გრავიტაციის პირობებში კი კუნთები სრულიად დუნდება და სწრაფად ატროფირდება, ამიტომ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის წევრებს უწევთ დაკავდნენ ფიზიკური ვარჯიშებით დღე-ღამეში სულ მცირე ორი საათის მანძილზე. კაცობრიობას წინ ელის ხანგრძლივი კოსმოსური მოგზაურობები მარსისა და სხვა პლანეტებისკენ, ამიტომაც კოსმოსური სააგენტოები ეძებენ საშუალებებს - შემცირდეს უწონადობის გავლენები. ამის გამო საჭირო ხდება მეტად რთული ექსპერიმენტების ჩატარება. ალბათ უამრავ ადამიანს გაუკვირდება, რომ დედამიწის პირობებში ნულოვანი გრავიტაციის საუკეთესი სიმულაციას წარმოდგენს შემდეგი რამ - ადამიანი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უმოძრაოდ უნდა იწვეს. ასეთ მდგომარეობაში ადამიანის ორგანიზმი განიცდის იმავეს, რასაც კოსმოსში ყოფნისას: კუნთები ატროფირდება, სისხლი კი არასწორ ცირკულაციას იწყებს. სწორედ ასეთ რთულ ექსპერიმენტს ჩაატარებენ კოსმოსური სააგენტოები NASA და ESA: 25 მარტიდან დაწყებული, ორი თვის განმავლობაში ექსპერიმენტის 24 მონაწილე იწვება სამედიცინო ცენტრ Envihab-ში, რომელიც კიოლნში, გერმანიაში მდებარეობს. მათი თავები ჩვეულებრივი მდგომარეობიდან ექვსი გრადუსით ქვემოთ იქნება დახრილი, ერთი მხარი კი მუდმივად ლეიბთან იქნება შეხებაში. მონაწილეთა ერთი ჯგუფი მოთავსებული იქნება ბუნებრივ პირობებში, მეორე ნაწილი კი - ხელოვნური გრავიტაციის მქონე ცენტრიფუგაში, რომელიც თეორიულად სხეულში სისხლის სწორი ცირკულაციის საშუალებას იძლევა. ექსპერიმენტის მონაწილეები დაკვირვების ქვეშ იქნებიან. გაკონტროლდება მათი გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობა, კუნთების მდგომარეობა, ნივთიერებათა ცვლის ციკლი და კოგნიტური შესაძლებლობები. დაკვირვების შედეგად მეცნიერები შეძლებენ გაარკვიონ რამდენად სასარგებლოა ხელოვნური გრავიტაცია კოსმოსურ მოგზაურობაში. ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ მონაწილეები გაივლიან რეაბილიტაციის ეტაპს, რომელიც სულ მცირე 29 დღე გაგრძელდება. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ექსპერიმენტი NASA-მ უკვე ჩაატარა 2014 წელს. მოხალისე ენდრიუ ივანიცკიმ შეძლო წოლა 40 დღის განმავლობაში - ამ პერიოდში იგი განიცდიდა თავის ძლიერ ტკივილს, უჭირდა საკვების მიღება და ჰქონდა პანიკური შეტევები. ამგვარი ტესტირებებიდან მიღებული შედეგები მეტად მნიშვნელოვანია კაცობრიობისთვის. უამრავ კომპანიას სურს მოახდინოს კოსმოსური ტურიზმის პოპულარიზაცია, ამიტომაც არსებობს რისკი, რომ კოსმოსურ მოგზაურთა უმრავლესობას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნება. შესაძლოა უარყოფითი შედეგები თავიდან იქნეს აცილებული ხელოვნური გრავიტაციის წყალობით. https://hi-news.ru/research-development/v-novom-eksperimente-nasa-astronavty-budut-dva-mesyaca-nepodvizhno-lezhat-na-krovati.html
  20. კომპანია Nvidia-მ წარადგინა ბიუჯეტური კომპიუტერი Jetson Nano. კომპიუტერი, როგორც ხელოვნური ინტელექტის ბაზა - შესაძლებელია გამოყენებულ იქნას რობოტებსა და ხელოვნური ინტელექტის მქონე სხვა მოწყობილობებში. მისი ფასი მხოლოდ 99 დოლარს შეადგენს. Jetson Nano - ეს არის გამომთვლელი დაფების ნაკრები, რომლითაც მოწყობილობას ეძლევა საშუალება - ამოიცნოს სახეები, ასევე მიენიჭოს სივრცეში ავტონომიური ნავიგაციის უნარი. კომპიუტერი აღჭურვილია ოთხბირთვიანი ARM A57 პროცესორითა და 128 ბირთვიანი NVIDIA Maxwell ვიდეო ბარათით, აქვს 4 გიგაბაიტიანი LPDDR ტიპის ოპერატიული მეხსიერება. მოწყობილობა ინტეგრირებულია ხელოვნური ინტელექტის შემუშავების პლატფორმათა უმეტესობასთან, რომელთა შორისაა TensorFlow, PyTorch, Caffe, Keras და MXNet. ხელმისაწვდომია სტანდარტული პორტები და ინტეფეისები, მაათ შორის: USB-A და B პორტი, gigabit Ethernet და microSD სლოტი. Jetson Nano წინასწარი შეკვეთებისთვის უკვე ხელმისაწვდომია Nvidia-ს საიტზე. მკვლევარებისა და დეველოპერებისთვის მისი ფასი 99 დოლარია, კომპანიებისთვის კი იგი 129 დოლარი ეღირება. https://hightech.fm/2019/03/20/jetson-nano https://www.theverge.com/circuitbreaker/2019/3/18/18271329/nvidia-jetson-nano-price-details-specs-devkit-gdc
  21. კორპორაცია Microsoft-ის დამფუძნებელმა და ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა საზოგადოებას მოუწოდა იპოვონ ათი მთავარი გლობალური პრობლემის მოგვარების საშუალება. კოსმოსის შესწავლის ნაცვლად იგი მოუწოდებს კაცობრიობას - გაუმჯობესდეს ცხოვრება ჩვენს პლანეტაზე. ბილ გეითსი - ყოფილი პროგრამისტი და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული IT-კომპანიის დამფუძნებელი - ცნობილია არა მხოლოდ თავისი უზარმაზარი ქონებით, არამედ იმითაც - რაში ხარჯავს მას. სანამ პლანეტის უმდიდრესი ადამიანი - ჯეფ ბეზოსი კონკურენციის გაწევას ცდილობს მილიარდერ გამომგონებელ ილონ მასკთან იმაზე - პირველი რომელი მათგანი მოახდენს მარსისა და მთვარის კოლონიზებას, აგრეთვე ააგებს ბიზნეს-იმპერიას თანამგზავრული ინტერნეტის კუთხით, გეითსი ცდილობს აქცენტი გააკეთოს კაცობრიობისთვის ამჟამად არსებულ პრობლემებზე. თანაც, მან ამ მიმართულებით იმაზე არანაკლები თანხა დახარჯა, რა რაოდენობის ინვესტიციაც ჩაიდო SpaceX-ისა და Blue Origin-ის რაკეტებში. Microsoft-ის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვებამდე რამოდენიმე წლით ადრე გეითსმა დააარსა საქველმოქმედო ფონდი, რომელსაც სახელი თავისი და თავისი მეუღლის, მელინდას პატივსაცემად უწოდა. BBC-ის ინფორმაციით, 2016 წლამდე გეითსმა ქველმოქმედებაზე დაახლოებით 31 მლრდ დოლარი დახარჯა. ბილ და მელინდა გეითსების ფონდმა ინვესტიციები ჩადო ჯანდაცვის სისტემების გაუმჯობესებაში, ღარიბ ქვეყნებში სიღარიბესთან ბრძოლაში, მთელ მსოფლიოში რთული დაავადებების მკურნალობაში და ა.შ. ამის გამო ჟურნალმა Forbes-მა რამოდენიმე წლის წინ ბილ გეითსი აშშ-ის ყველაზე გულუხვ მილიარდერად დაასახელა. რამოდენიმე დღის წინ ფილანთროპმა თავის Twitter-ზე გამოაქვეყნა ათი გლობალური პრობლემის ჩამონათვალი, რომელთა მოგვარებაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი პლანეტისთვის და ახლო მომავალშიც ასე იქნება. „თუკი გჯერათ, რომ ინოვაციები ყველასთვისაა, მაშინ მე მაქვს ჩამონათვალი თქვენთვის: 10 პრობლემა, რომელიც უნდა გადაიჭრას თქვენი იდეების წყალობით“ - დაწერა გეითსმა. გეითსი ცდილობს ადამიანთა ყურადღება მიაპყროს შემდეგ პრობლემებზე: სათბურის ეფექტისა და ატმოსფეროში ნახშირორჟანგის რაოდენობის შემცირება; ელექტროენერგიის დაზოგვა, რომელიც მიიღება განახლებადი წყაროებიდან; უნივერსალური ვაქცინა გრიპის ყველანაირი ფორმისათვის; დემენციის სხვადასხვა ფორმის, მათ შორის ალცჰაიმერის დაავადების მკურნალობა; მსოფლიო ოკეანის გაწმენდა პლასტმასის ნარჩენებისგან; წყლის ენერგოეფექტური გამტკნარება; უსაფრთხო ავტომობილების წარმოება; ხელოვნური ინტელექტის თანამონაწილეობა რეალურ სამყაროსთან; მიწისძვრების პროგნოზირება; ტვინის მუშაობის შესწავლა ისეთ დარღვევებთან საბრძოლველად, როგორებიცაა შიზოფრენია და აუტიზმი. გარკვეული პერიოდის წინ ეს ჩამონათვალი გამოაქვეყნა გამომცემლობამ MIT Technology Review. გეითსმა ისაუბრა რამოდენიმე პრობლემური სფეროს მნიშვნელობაზე, რაც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ჟურნალის რედაქტორებმა წარმოადგინეს. განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ელექტროენერგიის წარმოების საკითხში ექსპერტები მიუთითებენ, რომ ქარისა და მზის ელექტროსადგურები არასაკმარის ელექტროენერგიას აწარმოებენ და ამოწურვადი საწვავიდან ამ მიმართულებაზე გადასვლას შესაძლოა ძალიან დიდი დრო დასჭირდეს. 2018 წლის ბოლოს გეითსი ამბობდა, რომ აუცილებელია შეიცვალოს ეროვნული ენერგეტიკის პოლიტიკა. აშშ-ის ლიდერებმა ბირთვული ენერგიის ტექნოლოგია უნდა მიმართონ გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ. გეითსთან ერთად MIT Technology Review-ს ავტორებმა აგრეთვე ხაზი გაუსვეს იმას, რომ აუცილებელია მილიარდობით ტონა ნახშირორჟანგის აკუმულირება იაფი მეთოდით, აგრეთვე მათი აზრით უნდა შეიქმნას ნარჩენების შემგროვებელი სისტემა, რომელიც იმუშავებს არა მარტო ოკეანეებში, არამედ სანაპიროებზე, ზღვებსა და სანაოსნო არხებში. მათი აზრით, აგრეთვე უნდა მოხდეს კლიმატის ცვლილებებისადმი ადამიანების ადაპტირება და ზღვის წყლის სასმელ წყლად გარდაქმნის ხელმისაწვდომი მეთოდის შემუშავება. როგორც ცნობილია, პლანეტის მოსახლეობის ნახევარი უსაფრთხო სანიტარულ სისტემებთან მიუწვდომლად ცხოვრობს და ამის გამო წელიწადში დაახლოებით 223 მლრდ დოლარი იხარჯება ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის. Bloomberg-ის ინფორმაციით, ამჟამად ბილ გეითსი 100 მლრდ დოლარის მფლობელია და იგი რიგით მეორე უმდიდრესი ადამიანია Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის შემდეგ, რომლის მთლიანი აქტივები დაახლოებით 145,6 მლრდ-ს (სხვა წყაროს ცნობით - 137 მლრდ) შეადგენს. თუმცა, როგორც ჩანს, გეითსი დიდხანს არ გაჩერდება 100 მილიარდიან პოზიციაზე - მას დაგეგმილი აქვს თავისი ფინანსების მინიმუმ ნახევარი ქველმოქმედებაში დახარჯოს. „ჩვენ სათანადოდ ვერ ვაფასებთ იმ ცვლილებებს, რაც 10 წლის შემდეგ მოგველის. ნუ მისცემთ თავს დუმილისა და უმოქმედობის უფლებას“- აცხადებს გეითსი. https://techno.nv.ua/innovations/kuda-vy-lomites-bill-geyts-prizval-zabyt-o-kosmose-i-reshit-10-globalnyh-problem-planety-zemlya-50011924.html?fbclid=IwAR0WIZlYp0B5SymqNfbaHIyNlonDZbeFqlcC4dbUbeH_Ff7pcTT_ZmB1TZM
  22. 20 მარტს პლატფორმებმა - Nasdaq Global Index Data Service (GIDS), Bloomberg Terminal, Thomson Reuters Eikon (Refinitiv) და შტუტგარტის საფონდო ბირჟამ დაიწყეს ორი ორიენტირებული კრიპტოსავალუტო ინდექსის გაშვება კრიპტო ბაზრის მონაცემების მომწოდებელი წამყვანი რესურსიდან - CoinMarketCap. ინდექსი CMC Crypto 200 Index (CMC200) მოიცავს ტოპ 200 ციფრულ აქტივს ბაზრის კაპიტალიზაციის მხრივ (გლობალური კრიპტო ბაზრის 90%-ზე მეტი). მეორე ინდექსი - CMC Crypto 200 ex BTC Index (CMC200EX) – საშუალებას იძლევა მომხმარებლებმა თვალყური მიადევნონ ბაზარზე არსებულ ვითარებას და ცვლილებებს Bitcoin-ის გათვალისწინების გარეშე, რომელიც სეგმენტის კაპიტალიზაციის 50%-ზე მეტს იკავებს. ორივე ინსტრუმენტის/ინდექსის ადმინისტრირებითა და კვარტალური ბალანსირებით დაკავდება გერმანული საფინანსო ინდექსების მომწოდებელი - Solactive. Solactive-ის გაყიდვების დირექტორის, ფაბიანა კოლინას თქმით, CoinMarketCap-თან თანამშრომლობა მის კომპანიას საშუალებას მისცემს გამოიმუშავოს ინდივიდუალური ინდექსები თავისი მომხმარებლებისთვის. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირაში CoinMarketCap-მა დაამატა რეტინგული სისტემის - Fundamental Crypto Asset Score მხარდაჭერა სტარტაპ Flipside Crypto-სგან. https://forklog.com/nasdaq-bloomberg-i-reuters-nachnut-otobrazhat-kriptovalyutnye-indeksy-coinmarketcap/
  23. მიმდინარე Game Developers Conference-ზე (GDC) კომპანია Oculus-მა წარდგინა თავისი VR ჰედსეტ Rift-ის განახლებული ვერსია, რომელიც გაყიდვაში მიმდინარე გაზაფხულზე გამოვა. ახალი Oculus Rift S-ის ფასი 399 დოლარს შეადგენს, რაც 50 დოლარით მეტია წინამორბედ მოდელთან შედარებით. როგორც ცნობილი გახდა, მოწყობილობას მთელი რიგი გაუმჯობესებული სიახლეები აქვს, მათ შორისაა გაზრდილი ეკრანის გაფართოება და ინტეგრირებული აუდიოსისტემა. Rift S-ის შექმნისას მწარმოებელმა გადაწყვიტა უარი ეთქვა OLED-ეკრანებზე და მათ ნაცვლად ისეთივე LCD-პანელები გამოიყენა, როგორიც აქვს უფრო ბიუჯეტურ ვერსიას - Oculus Go-ს. ამის წყალობით გაფართოება 1080 x 1200 პიქსელიდან 1280 x 1440 პიქსელამდე გაიზარდა, თუმცა კადრის განახლების სიხშირე 90 ჰერციდან 80-მდე შემცირდა. ამავე დროს, როგორც პორტალი TechCrunch აღნიშნავს, თვალთახედვის კუთხე ოდნავ გაიზარდა ორიგინალ Rift-თან შედარებით. ახალი ჰედსეტის კომპლექტში შედის მართვის ორი კონტროლერი - Oculus Touch. გარდა ამისა, ჰედსეტს აქვს ხუთი კამერა გარმომცველი სივრცის აღქმისათვის. კამერათა მასივის არსებობა, რომელსაც მწარმოებელი Oculuc Insight-ს უწოდებს, აღარ საჭიროებს გარე სენსორებს. საინტერესოა, რომ განახლებული ვირტუალური რეალობის მოწყობილობის შექმნაში აქტიური მონაწილეობა მიიღო კომპანია Lenovo-მ, რაც საკმაოდ უცნაურია. ასეა თუ ისე, ამას აცხადებს თავად Oculus-ი: „ერთობლივმა ძალისხმევამ საშუალება მოგვცა ჰედსეტი უფრო მოსახერხებელი და კომფორტული გამოსულიყო, გაგვეხადა იგი გარე სინათლისგან შეუღწევადი და შეგვექმნა მარტივი ერთსადენიანი სისტემა უფრო კომფორტული გამოყენებისთვის“. Oculus Rift S-ის შეძენის მსურველებისთვის აუცილებელია საკმაოდ მძლავრი კომპიუტერის ქონა. Oculus-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია სპეციალური პროგრამა, რომელიც შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ და შეამოწმოთ ჰედსეტის მოთხოვნების თავსებადობა თქვენს სისტემასთან. https://hi-news.ru/entertainment/oculus-predstavila-novuyu-garnituru-virtualnoj-realnosti-rift-s.html
  24. უკვე ცნობილია, რომ კალიფორნიული კომპანია Google დააანონსებს მესამე თაობის ბიუჯეტურ Pixel სმარტფონებს. უკანასკნელი ინფორმაციით, სტანდარტული მოდელის სახელი იქნება Google Pixel 3a, უფროსი ვერსიისა კი - Pixel 3a XL. ორივე სმარტფონს ექნება Full HD+ OLED ეკრანი გვერდების შეფარდებით - 18.5:9. Pixel 3a მოდელის ეკრანის დიაგონალი 5,6 დუიმი იქნება, XL ვერსიისა - 6 დუიმი. აგრეთვე, მომავალ სმარტფონებს ექნება Active Edge-ის მხარდაჭერა და ორი ოდინარული კამერა. ფრონტალური კამერის გაფართოება 8 მეგაპიქსელს შეადგენს, ძირითადი კამერა კი აგებული იქნება 12-მეგაპიქსელიანი გამოსახულების სენსორზე. ამჟამად არსებული ინფორმაციით, სმარტფონებზე იგივე სენსორები იქნება წარმოდგენილი, რაც ფლაგმანურ Pixel 3-ს აქვს. Google Pixel 3a მოდელს ექნება Qualcomm Snapdragon 670 პროცესორი და 4 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება. ინტეგრირებული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 64 გიგაბაიტს. Pixel 3a XL სმარტფონსაც ასეთივე მოცულობის მეხსიერება ექნება, თუმცა Snapdragon 670 ჩიპის ნაცვლად წარმოდგენილი იქნება ცალკრისტალიანი სისტემით - Snapdragon 710. ცნობილია, რომ სმარტფონებს ექნება 2915 და 3000 მილიამპერი/სთ მოცულობის ბატარეები (კონფიგურაციის შესაბამისად), აგრეთვე 18-ვატიანი სწრაფი დატენვის მხარდაჭერა USB Type-C პორტით. უსადენო დატენვაზე ჯერჯერობით არაფერია ნათქვამი. მოსალოდნელია, რომ Google Pixel 3a-სა და 3a XL-ი მიმდინარე გაზაფხულზე გამოვა. სმარტფონების ფასი დაახლოებით 500-600 დოლარს შეადგენს. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/25093/tehnicheskie-harakteristiki-uproschennyh-google-pixel-3-i-pixel-3-xl-slity-v-set
  25. Care Key კომპანია Volvo Cars-მა წარადგინა ტექნოლოგია Care Key, რომელიც ხელს შეუწყობს მოძრაობის უსაფრთხოებას. სისტემა საშუალებას იძლევა დაყენდეს მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა მანამ, სანამ ავტომობილის მფლობელი ახლობლებს ათხოვებს მანქანას, ან იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი ახალგაზრდა და გამოუცდელია. მიიჩნევა, რომ Care Key ხელს შეუწყობს საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობის შემცირებას. „უამრავ მძღოლს სურს, ათხოვოს თავისი ავტომობილი ახლობელს და არ სწუხდეს უსაფრთხოებაზე. Care Key - ერთ-ერთი ეფექტური ინსტრუმენტია ამ პრობლემის მოსაგვარებლად, იგი წარმოადგენს უსაფრთხოებისა და სიმშვიდის გარანტიას როგორც ავტომობილის მფლობელის, ასევე მისი ახლობლებისათვის“ - აღნიშნავს ავტომწარმოებელი. ცნობილია, რომ 2020 წლისთვის Volvo Cars-ი თავის ყველა ავტომობილში მაქსიმალურ სიჩქარეს შეზღუდავს 180 კმ/სთ-მდე. ტექნოლოგია Care Key კი საშუალებას იძლევა კიდევ უფრო მკაცრად შეიზღუდოს სიჩქარე. სისტემა Care Key შევა 2021 წლის შემდეგ გამოშვებულ Volvo-ს სტანდარტული კომპლექტაციის ყველა ავტომობილში. „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა და Care Key უპირატეობას იძლევა არა მარტო უსაფრთხოების თვალსაზრისით. მათ Volvo-ს მფლობელებისთვის ფინანსური მოგების მოტანაც შეუძლიათ. რამოდენიმე ქვეყენაში კომპანია მოლაპარაკებებზე იწვევს სადაზღვევო კომპანიებს, რათა Volvo-ს უსაფრთხოების ახალი ტექნოლოგიის მომხმარებლებს შესთავაზოს დაზღვევის მაქსიმალურად მომგებიანი პროგრამა“ - აცხადებენ კომპანიაში. სტრატეგია Vision 2020 Volvo Cars-ის აგრძელებს პროგრამა Vision 2020-ის რეალიზაციას, რომლის მიზანია ნულამდე შემცირდეს ავარიების რიცხვი. მორიგი მეთოდი მიმართულია არაფხიზელი და უყურადღებო მძღოლების გამოვლენისკენ. მძღოლის მდგომარეობის მუდმივი ანალიზისათვის Volvo აპირებს გამოიყენოს სალონში არსებული კამერები და სხვადასხვა სენსორები. თუკი მძღოლი დააიგნორებს ავტომობილის სიგნალებს, რომლებიც მას შესაძლო ავარიის რისკებს აცნობებს, ავტომატურად გააქტიურდება ასისტენტი სისტემები კონკრეტული სიტუაციის შესაბამისად მანქანის სამართავად. ბორტის ელექტრონული დამხმარეები შეძლებენ უზრუნველყონ სტაბილური, ფრთხილი გადაადგილება და ავტომობილის გაჩერება უსაფრთხო ადგილზე. კამერები რეაგირებას მოახდენენ მძღოლის ისეთ ქცევებზე, რამაც შეიძლება იგი მძიმე ტრავმებამდე ან სიკვდილამდე მიიყვანოს. ესენია: საჭის სრული უმართავობა და უკონტროლობა, საგზაო მიმართულების დარღვევა ან საჭესთან თვალების დახუჭვა გარკვეული დროით, ექსტრემალურად სწრაფად გადასვლა-გადმოსვლა სამოძრაო ზოლიდან ზოლში ან მეტისმეტად შენელებული რეაქცია საგზაო ვითარების მიმართ. ამგვარი კამერები Volvo-ს ყველა იმ ავტომობილში იქნება წარმოდგენილი, რომლებიც აწყობილი იქნება ახალ SPA2 პლატფორმაზე. ეს უკანასკნელი დღის სინათლეს 2020 წლის დასაწყისში იხილავს. კამერების რაოდენობა და განლაგება მოგვიანებით გახდება ცნობილი. https://3dnews.ru/984545 https://3dnews.ru/984544
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.