Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5903
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    196

Everything posted by Magdalena

  1. Intel Optane ტექნოლოგიის ბაზაზე არსებული პროდუქტების ბაზარზე გამოჩენამ მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია, განსაკუთრებით ბიუჯეტურ სისტემებში, რომელთაც მხოლოდ ერთი ვინჩესტერი გააჩნიათ. თუმცა უმეტესობა მკაცრი რეალობის წინაშე აღმოჩნდა: მეხსიერება საკმაოდ ძვირადღირებული იყო და მისი მხარდაჭერა ჰქონდა მხოლოდ პროცესორებს - Intel Core i3, i5, i7 და i9 (მეშვიდე თაობიდან დაწყებული). როგორც ჩანს, Intel-მა დაიწყო მუშაობა მარკეტინგული შეცდომის გამოსწორებაზე და ზედმეტი ხმაურის გარეშე დაამატა Optane-ის მხარდაჭერა დაბალი ფასის სეგმენტის Pentium და Celeron პროცესორებზე. ბუნებრივია, ყველა მოდელი არ არის გამოსადეგი ამ ოფციისთვის, ამიტომ მხარდაჭერა ექნება მხოლოდ მერვე თაობის (და ზემოთ) პროცესორებს. ამას გარდა, საჭირო იქნება 17.2 ვერსიის Intel RST დრაივერი და შესაბამისი დედა დაფა განახლებული BIOS-ით. ფოტოს წყარო: Intel უნდა აღინიშნოს, რომ Intel Optane ბარათების ღირებულება სტანდარტულ SSD-ებთან შედარებით კვლავ საკმაოდ მაღალია, ამიტომ ჯერჯერობით ამოცანად რჩება, რა არჩევანს გააკეთებენ ეკონომ-კლასის მომხმარებლები. https://overclockers.ru/blog/id_1/show/25364/intel-bez-lishnego-shuma-dobavljaet-podderzhku-optane-dlja-processorov-pentium-i-celeron
  2. პირველმა ვერტმფრენმა, რომელიც განკუთვნილია მარსზე გამოყენებისთვის - Mars Helicopter -მა წარმატებით გაიარა სერტიფიცირების პირველი სერია, აცხადებს NASA. საფრენ აპარატ Mars Helicopter-ს მარსზე გაგზავნიან ახალ მარსმავალთან ერთად 2020 წელს. მან დანიშნულების ადგილს სხვა აპარატურასთან ერთად უნდა მიაღწიოს 2021 წლის თებერვალში. მიიჩნევა, რომ Mars Helicopter-ი განახორციელებს არაუმცირეს ხუთ სატესტო ფრენას. ვერტმფრენის მეშვეობით სამეცნიერო მისიების განხორციელება ჯერჯერობით დაგეგმილი არ არის. ორკილოგრამიანი მინი-ვერტმფრენების წარმოება 2013 წლიდან მიმდინარეობს. იგი აღჭურვილია მზის პანელებით, რათა უცხო პლანეტაზე ენერგიის წყარო მოიპოვოს. უახლოეს პერიოდში ვერტმფრენს ახალი გამოცდები ელის - მან უნდა დაამტკიცოს, რომ შეუძლია მუშაობა მარსის ბუნებრივ პირობებში, სადაც ღამით ტემპერატურა შესაძლოა -90°C-მდე დაეცეს. გარდა ამისა, ინჟინრებმა სპეციალურ კამერაში შეამოწმეს აპარატის უნარი - როგორ იფრენს იგი მარსულ ატმოსფეროში, სადაც წნევა დედამიწაზე 30500 მეტრ სიმაღლეზე არსებული წნევის ეკვივალენტურია. ტესტირება ჩატარდა 7,62 მეტრი სიგანის სპეციალურ დახურულ სივრცეში, რომელიც ნახშირორჟანგით იყო სავსე: მკვლევარებმა თავდაპირველად ოთახიდან ამოტუმბეს მთელი აზოტი, ჟანგბადი და სხვა აირები, შემდეგ კი კამერა ნახშირორჟანგით გაავსეს. აგრეთვე, ხელოვნურად შექმნეს სუსტი გრავიტაცია. ვერტმფრენმა დაამტკიცა, რომ შეძლებს მარსზე ფრენას. მინი-ვერტმფრენი აღჭურვილია კამერით, რათა დააფიქსიროს პლანეტის ზედაპირის საინტერესო მონაკვეთები შემდგომი შესწავლისათვის. იგი აგრეთვე შეაგროვებს მონაცემებს, რათა შეადგინოს მარსმავალისთვის სამოძრაო მარშრუტები შემდგომი მისიებისთვის. მას შემდეგ, რაც აპარატის მარსზე გადაადგილებას და ფუნქციონირებას დააკვირდებიან, ინჟინრები შეძლებენ შექმნან გაუმჯობესებული მოწყობილობები, სადაც გამოსწორებული იქნება ის ხარვეზები, რაც ზემოთხსენებულ მინი-ვერტმფრენს აღმოჩნდება. https://hightech.fm/2019/03/29/mars-helicopter https://hi-news.ru/technology/nasa-uspeshno-protestirovalo-marsianskij-vertolet-v-kamere-s-uglekislym-gazom.html
  3. მათთვის, ვისაც ურჩევნია აეროპორტამდე საკუთარი ავტომანქანით მივიდეს, კომპანია Stanley Robotics-მა შექმნა პარკინგ-რობოტი, რომელიც მანქანას გადაიყვანს და დააყენებს სპეციალურ დახურულ საპარკინგე მოედანზე. ამისათვის აუცილებელია მომხმარებელმა მანქანა დააყენოს კომპანიის რომელიმე ავტოფარეხში, დაადასტუროს ჯავშანი ტერმინალში და ამის შემდეგ უკვე შეუძლია თავისი საქმეები განაგრძოს. დაბრუნებისას კი რობოტი წამოიყვანს ავტომობილს და მიუყვანს მფლობელს. პარკირების სივრცე, სადაც რობოტი ახდენს ავტომობილის ტრანსპორტირებას, დახურულია სამოძრაოდ - ამ ტერიტორიაზე გადაადგილების უფლება მხოლოდ რობოტ Stan-ს აქვს. ამიტომ, მინიმუმამდეა შემცირებული მანქანების დაზიანების შემთხვევები, რასაც უყურადღებო მძღოლების ქმედებები იწვევს. რობოტი, სახელად Stan, სატესტო რეჟიმში მუშაობს ამჟამად საფრანგეთის აეროპორტ Lyon-Saint Exupery-ში. თუკი რობოტის საქმიანობა წარმატებულად ჩაითვლება, მსგავსი მოწყობილობები სხვა ტერმინალებშიც გამოჩნდება. Stan-ის ფუნქციონირება შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?time_continue=75&v=ZYVXGYHw8Eg https://www.techcult.ru/robots/6534-pervyj-robot-parkovshik-sten
  4. NASA-მ გამოაქვეყნა შეჯიბრ „3D-Printed Habitat Challenge“-ის შედეგები. კონკურსი 2015 წლიდან მოქმედებს და მონაწილეებს ამოცანად ჰქონდათ დასახული - შეექმნათ უცხოპლანეტური ბაზის საცხოვრებელი მოდულების კონცეპტი. სამივე გამარჯვებული გუნდი ამერიკულია და თითოეული ჯგუფი ჯილდოდ 100 ათას დოლარს მიიღებს. მონაწილეებმა შეიმუშავეს სამი განსხვავებული მარსული საცხოვრებლის დიზაინი, არქიტექტურა და მშენებლობის ტექნოლოგია. პირველი გამარჯვებული გუნდის - SEArch+/Apis Cor-ის პროექტი წარმოადგენს მრავალმიზნობრივ ვერტიკალურ ნაგებობას, რომელიც რაღაც შუალედურია კოშკსა და მრავალსართულიან შენობას შორის. თეორიულად, შენობაში გამოყენებულია პასიური განათების სისტემა, მოცემულია სიცოცხლის უზრუნველყოფის ავტონომიური სისტემები და აქვს გარე კედლების უნივერსალური მოპირკეთება. შენობის ფასადის გამაგრება შესაძლებელია მასზე 3D-ბეჭდური ელემენტების მიმაგრებით. მეორე გუნდის - Team Zopherus-ის პროექტში გათვალისწინებულია ადგილობრივი, მარსული ნედლეულის მაქსიმალურად დიდი რაოდენობით გამოყენება. ქვიშისა და მტვრისგან, რომელთაც რეაგენტები დაემატება, დამზადდება ბეტონის მსგავსი მასალა ფუნქციათა ფართო სპექტრით. იგი გვევლინება, როგორც თერმოდაცვის საშუალება, დეკორატიული ელემენტებისთვის გამოსადეგი მატერიალი და მთავარი მასალა კედლებისა და იატაკისთვის. დედამიწიდან მხოლოდ კარკასებისა და 3D ბეჭდვის მასალების წაღება იქნება საჭირო, დანარჩენს კი კოლონისტები ადგილზე დაამზადებენ. მესამე ადგილი ერგო გუნდს - Mars Incubator, რომელმაც შექმნა „უნივერსალური ექვსკუთხედები“ - საბაზისო ელემენტები, რომელთაგანაც ნებისმიერი შენობა-ნაგებობა აიწყობა. საკმარისია მხოლოდ საჭირო „ბირთვის“ დაბეჭდვა და მისი ჩადგმა ტიპიურ კარკასში, რათა მიიღოთ კარი, ფანჯარა, ინსტრუმენტების დახლი და ა.შ. https://www.techcult.ru/technology/6596-konkurs-na-sozdanie-marsianskogo-zhilisha
  5. Cointelegraph-თან საუბრისას უმსხვილესი Bitcoin-ბირჟა Binance-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა Changpeng Zhao-მ გამოთქვა აზრი, რომ მცირე ხნის წინ ყალბი სავაჭრო ბრუნვების შესახებ გამოქვეყნებული ანგარიშები სასარგებლოა და დადებითად აისახება ინდუსტრიაზე. მისი თქმით, Bitwise Asset Management-ის, The TIE-სა და სხვა კომპანიების კვლევები დაეხმარება კრიპტო ინდუსტრიას - გახდეს უფრო გამჭვირვალე. აგრეთვე, მისი აზრით, არ ღირს მანიპულირებაში პოპულარული სერვისის, CoinMarketCap-ის დადანაშაულება. „CoinMarketCap-ს ამ საკითხში ბრალი არ მიუძღვის, თუმცა ყველა ცდილობდა ბრალი მისთვის დაედო. ამ სერვისში მოქმედებს მეტად მარტივი მექანიზმი, სადაც თითოეული ბირჟა უბრალოდ ახდენს საკუთარი მონაცემების გადაცემას“ - აცხადებს Zhao. Binance-ის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ კრიპტოსავალუტო პლატრფორმებმა გულმოდგინედ უნდა გამოიკვლიონ საეჭვო ტრანზაქციები, სრულყონ ანალიზის მეთოდები და უფრო მეტი მნიშვნელობა მიანიჭონ უსაფრთხოების საკითხს. „ჩვენ დავუკავშირდით CoinMarketCap-ის გუნდს, რათა სერვისს დავეხმაროთ საიმედო და შემოწმებული ინფორმაციის წარმოდგენაში. აგრეთვე, მე ვთვლი, რომ აუცილებელია სანქციები: მაგალითად, მისი ბირჟის რეიტინგიდან გარიცხვა, ვინც აყალბებს მონაცემებს“ - აღნიშნა Zhao-მ. მცირე ხნის წინ ანალიტიკურმა რესურსმა CoinMarketCap-მა დაადასტურა, რომ კრიპტო ბირჟებზე გაყალბებული და შეუსაბამო სავაჭრო ბრუნვის მოცულობები ნამდვილად არსებობს. სერვისი აპირებს დანერგოს ახალი საზომები და ინდიკატორები არასანდო მონაცემებთან საბრძოლველად. კერძოდ, CoinMarketCap-ი გამოიკვლევს კრიპტოსავალუტო ბირჟების ტრაფიკს, ცივი და ცხელი საფულეების ბალანსს, აგრეთვე ლიკვიდურობის მაჩვენებლებს. https://forklog.com/glava-binance-otchety-o-fejkovyh-obemah-polezny-dlya-kriptoindustrii/
  6. ნორვეგიის სამხრეთ სანაპიროზე, ზღვის მკაცრ სანაპიროზე ღირსშესანიშავი ადგილების რიცხვს კიდევ ერთი შეემატა. მონახულების მსურველთათვის კომპანია Snøhetta-მ გახსნა რესტორანი “Under”. რესტორნის უდიდესი ნაწილი წყლის ქვეშაა განთავსებულია. მისი მთავარი დარბაზის ფანჯრები წყლის ზედაპირიდან რამოდენიმე მეტრის ქვემოთ ზღვაში იმყოფება. არსებითად, რესტორანი მეტად არასტანდარტულ ინჟინრულ ნიმუშს წარმოადგენს. იგი აგებულია რკინაბეტონისგან და შემდეგ გადაიტანეს დამონტაჟების ადგილას. ჰერმეტული ფანჯრები, ტიხრები, კომუნიკაციათა უმეტესობა - ყველაფერი წინასწარ დამონტაჟდა ახლომდებარე ქარხანაში. შენობა ნაწილობრივ ჩაუშვეს წყალში არსებულ ბეტონის საძირკველზე და მასზე მიამაგრეს. სტრუქტურის სიღრმე 34 მეტრია, ფართობი - 600 კვ.მ. კედლების სისქე 1 მეტრს აღემატება. კონსტრუქციის შემქმნელები აცხადებენ, რომ მათი ქმნილება ნებისმიერი სიმძლავრის შტორმს გაუძლებს, მათ შორის პროგრონიზირებად კატაკლიზმებს, რომელთაც „საუკუნის ქარიშხლებს“ უწოდებენ. სიმტკიცისა და გამძლეობის უზრუნველყოფის გამო ინჟინრებს უარის თქმა მოუხდათ პროექტში თავდაპირველად შეტანილ დიდ პანორამულ ფანჯრებზე და შემოიფარგლნენ უბრალო ფანჯრებით, რომელთა სისქეც კედლების მსგავსად ერთ მეტრზე მეტია. რესტორნის მთავარი დარბაზი 5 მეტრის სიღრმეზე იმყოფება, რესტორნის შესასვლელი კი დედამიწის ზედაპირზეა - შენობა ვიზუალურად „ჩადის“ ზღვაში. ძირითადი დანიშნულების გარდა, “Under” გახდება იმპროვიზებული ლაბორატორიაც. მის შიდა პარამეტრზე დაყენებულია სხვადასხვა სახის სენსორები, რომლებითაც იზომება გარემოს მდგომარეობა და ხდება დაკვირვება ზღვის ბინადრებზე. ყველაზე დიდ სიღრმეზეა განთავსებული მთავარი საექსპერიმენტო მოედანი, სადაც ჩატარდება სხვადასხვა ექსპერიმენტი და დაკვირვება. https://www.techcult.ru/technology/6564-pervyj-v-evrope-podvodnyj-restoran
  7. მარსის ზედაპირზე გადაღებული უამრავი ფოტოს შესწავლის შემდეგ მეცნიერები მყარად არიან დარწმუნებულნი, რომ პლანეტის ისტორიაში უდიდესი როლი წყალმა შეასრულა. რეალურად, წითელი პლანეტის ზედაპირი დაქსელილია ოდესღაც არსებული წყლის არხებით, თანაც ჩიკაგოს უნივერსიტეტის მკვლევარები დარწმუნებულნი არიან, რომ მარსული მდინარეები გაცილებით დიდი და წყალუხვი იყო დედამიწის მდინარეებთან შედარებით. პარალელურად, მეცნიერებს ვერაფრით ამოუხსნიათ ეს როგორ მოხდა - ის წარმოდგენა, რაც ძველ მარსთან დაკავშირებით არსებობს, ეწინააღმდეგება პლანეტის ზედაპირზე წყლის მასების სწრაფი გადაადგილების შესაძლებლობას. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ჯერ კიდევ უხსოვარ დროში მარსზე მეტად სუსტი ატმოსფერო იყო, ამიტომ პლანეტას არ შეეძლო უზრუნველეყო ხანგრძლივი სათბურის ეფექტი, რათა წყლის მძლავრი ნაკადები ჩამოყალიბებულიყო. ასევე, ძველ დროში მზე გაცილებით სუსტად ასხივებდა - მისი სიმკვეთრე დღევანდელი მაჩვენებლის მხოლოდ 25-50%-ს შეადგენდა. აქედან გამომდინარე, მეცნიერთა ნაწილი მიდის ვარაუდამდე, რომ მარსი უძველეს დროშივე იყო მშრალი, ცივი, ცარიელი ადგილი - ალაგ-ალაგ გამყინვარებული წყლის მასებით. იმის ვარაუდი, რომ წითელ პლანეტაზე ოდესღაც ფართო და მძლავრი მდინარეები მიედინებოდა, გაჟღერდა 200 ამომშრალი მდინარის კალაპოტის შესწავლის შემდეგ. ამაზე მეტყველებს უამრავი ფაქტი, მათ შორის კალაპოტების სიგანე, მკვეთრი მოსახვევები და ხრეშის ზომა, რომელიც ოდესღაც სწრაფმავალი მდინარეების ფსკერზე იმყოფებოდა. რა თქმა უნდა, ახალი აღმოჩენა კიდევ ერთ ახალ ფაქტს ხდის ცნობილს უძველეს მარსზე, თუმცა ბადებს უამრავ ახალ კითხვას. მათგან მთავარია - რა ტიპის კლიმატი იყო გაბატონებული მარსზე მილიარდობით წლის წინ, რომ წყალს შეეძლო ასე სწრაფად და დიდი ძალით მოძრაობა? მეცნიერებს ჯერჯერობით არ გააჩნიათ პასუხები, რადგანაც მათი ამ დრომდე არსებული წარმოდგენა არ შეესაბამება და წინააღმდეგობაში მოდის ახალ აღმოჩენასთან. https://hi-news.ru/research-development/reki-na-marse-byli-gorazdo-shire-i-moshhnee-chem-na-zemle.html
  8. იაპონიის აეროკოსმოსურმა სააგენტომ ჩაატარა ავტონომიური და დისტანციურად მართვადი სამშენებლო ტექნიკის გამოცდა, რომელსაც გამოიყენებენ ჩვენი პლანეტის თანამგზავრის ზედაპირზე კვლევითი ბაზის ასაშენებლად. ეს ინფორმაცია თავად JAXA-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა. როგორც წყარო მიუთითებს, პროექტზე მუშაობა 2016 წელს დაიწყო და მასში იაპონიის რამოდენიმე საგანმანათლებლო დაწესებულებაცაა ჩართული. ტექნოლოგიის ტესტირება განხორციელდა სხვადასხვა სამშენებლო მოედანზე. სააგენტოში მიიჩნევენ, რომ დისტანციური მართვის ტექნოლოგიები დედამიწის გარეთ მშენებლობისას, მათ შორის, მთვარეზე ან მარსზე, უმნიშვნელოვანესი საშუალება გახდება კოლონიზაციისთვის. თუმცა ამ შემთხვევაში საჭირო ხდება ბრძანების გადაცემის დროის შეფერხების კომპენსირება, რადგან შეფერხება, ბუნებრივია, ამცირებს ეფექტურობასა და მწარმოებლიანობას. ამგვარი ტექნოლოგიები დედამიწაზეც სასარგებლო იქნება, რადგანაც მათ შეუძლიათ კვალიფიცირებული მუშახელის ნაკლებობის კომპენსირება სამშენებლო ინდუსტრიაში, რომელიც ტრადიციულად ორიენტირებულია ადამიანურ შრომაზე. სააგენტო აცხადებს, რომ მთვარეზე მუშაობისთვის პირველ რიგში საჭირო იქნება დისტანციური მართვის უნარის მქონე ექსკავატორები და ტრაქტორები, რომლებიც შეასრულებენ ბაზის ასაშენებლად აუცილებელ რთულ დავალებებს. მათ მოუწევთ: ზედაპირის გასუფთავება, რათა შეიქმნას მოედანი საცხოვრებელი, სამეცნიერო და სხვა ტიპის მოდულებისთვის; ექსკავაციის განხორციელება უსაფრთხო და საიმედო დამონტაჟებისთვის; მოდულების დაყენება; მოდულების დაცვა კოსმოსური გამოსხივებისაგან, მეტეორიტებისა და სხვა ფაქტორებისგან. JAXA-ს ინჟინრებმა შექმნეს ამ ტექნიკის დედამიწური მოდიფიკაციები (თითოეული მათგანი 7 ტონას იწონის), დააყენეს მათზე დისტანციური მართვის სისტემა და აქციეს ტექნიკის ნაწილი ავტონომიურად. ინჟინრებმა მექანიზმები აღჭურვეს სპეციალური სენსორებით, რომლებიც საშუალებას იძლევა ავტომატურ რეჟიმში განისაზღვროს ტექნიკის ადგილმდებარეობა მთვარის ზედაპირზე. მათი წყალობით ტექნიკა შეძლებს დამოუკიდებლად გამოთვალოს გადაადგილების ოპტიმალური მარშრუტი და შეასრულოს გარკვეული სამუშაოები ადამიანების ჩარევის გარეშე. მსგავსი სენსორებით მოხდება დედამიწასთან კავშირის და შესაბამისად, ბრძანების მიღების შეფერხების კომპენსირება. შეფერხების მიზეზი დედამიწასა და მთვარეს შორის არსებული დაშორების მანძილია. ავტონომიური მართვის მოდიფიცირებული ტექნიკა „ტესტირების მსვლელობისას სხვადასხვა ოპერაცია დამუშავდა. ჩვენ შევამოწმეთ მოწყობილობების ავტომატიზირებული გადაადგილების საშუალებები, აგრეთვე დისტანციური მართვის სისტემა. ტესტირებებმა დაადასტურა, რომ ტექნიკა გამოყენებადია მთავრის ბაზის მშენებლობისთვის“ - ნათვამია JAXA-ს პრეს-რელიზში. სააგენტო ახლა უკვე დაიწყებს მუშაობას საკითხზე, რომელიც ეხება მთვარეზე ტექნიკისა და მოწყობილობების გადატანას. მათი საერთო წონა რამოდენიმე ათეულ ტონას შედგენს. https://hi-news.ru/technology/jaxa-ispytalo-texnologii-udalennogo-upravleniya-texnikoj-dlya-stroitelstva-lunnoj-bazy.html
  9. გეიმერების გასახარად ბიუჯეტური სეგმენტის ვიდეო ბარათებზე ფასები კლებას იწყებს. მთავარი ლიდერი GTX 1050TI შეტევას განიცდის „წითლების“ (AMD) მხრიდან. სულ მცირე ხნის წინ RX570 ბარათის ყიდვა საკმაოდ უგუნურობა იყო, რადგან ფასის იმავე დიაპაზონში ხელმისაწვდომი იყო „მწვანეების“ (Nvidia) ბესთსელერი GTX1060. დროება იცვლება, ბაზარზე ახალი მოთამაშეები გამოდიან, მაინინგის კრახი და თამაშებზე სისტემური მოთხოვნა ფასებზე გავლენას ახდენს. სხვადასხვა სავაჭრო ადგილებში მარტივადაა შესაძლებელი მიმზიდველი ფასების მქონე პროდუქციის აღმოჩენა. მოცემულ სტატიაში შევადარებთ ბარათების - GTX 1050TI, GTX1060 3GB, RX570 8GB წარმადობასა და ღირებულებას სხვადასხვა პლატფორმებზე. GTX 1050TI  რეკომენდებულია ბიუჯეტურ სეგმენტში. 1060-ზე ფასის ზრდამ განაპირობა გეიმერების მიერ მისი აქტიურად შეძენა. იგი მშვენივრად ერგება თამაშებს Full HD ფორმატში საშუალო-მაღალ პარამეტრებზე. RX 570 8GB ეს მოდელი დიდად არ არის გავრცელებული გეიმერებს შორის, რაც მაინინგის ბრალია.თუმცა თამაშებისას მისი გამოყენება ნამდვილი სიამოვნებაა. GTX 1060 3GB ეს ბარათი დღევანდელი მიმოხილვის ფლაგმანია. გაყიდვების საწყის ეტაპზე 3 გიგაბაიტიანი ვერსია საკმაოდ ხელმისაწვდომი იყო ფასის მხრივ. მისი კიდევ უფრო გაიაფების მსურველებს არ გაუმართლათ, ისევ და ისევ მაინერების გამო. ფასებმა აიწია, მაღაზიებში კი დეფიციტი შეიქმნა, ვიდეო ბარათის შეძენა გართულდა. მაინინგი, ბარათების ნაკლებობა - ეს ყველაფერი წარსულში დარჩა. ვიდეო ბარათები ჯერ კიდევ სავსებით გამოსადეგია თამაშებისთვის. საჭიროა მხოლოდ განსაზღვრა - რომელი მათგანის შეძენა იქნება მომგებიანი. GTX 1050TI ბარათის შეძენა ამჟამად დაახლოებით 172,48 დოლარად არის შესაძლებელი. GTX 1060 3GB - 215,60 დოლარი. RX 570 8GB - 177,16 დოლარი, თუმცა ზოგიერთ ადგილას ნაკლებად არის შესაძლებელი შეძენა. რაც შეეხება წარმადობას, მოცემულია UserBenchmark-ზე შედარებული მონაცემები.  GTX 1050TI GTX 1060 3GB RX 570 8GB მარტივი მათემატიკური გამოთვლებით ვიღებთ: საშუალო ფრეიმრეიტი GTX 1050TI - 98.4, GTX 1060 3GB - 176.5, RX 570GB - 167. იმის გათვალისწინებით, რომ GTX 1050TI-ისა და RX 570 8GB ბარათის ფასი ამჟამად თითქმის იდენტურია, FPS კი AMD-ს მეტი აქვს - აქ არჩევანი ნათელია. ღირს 38,51 დოლარის დამატება GTX 1060 3GB ბარათზე დამატებითი 10 FPS-ის მისაღებად? დიდი ალბათობით არა. ჯამში გამოდის, რომ ბიუჯეტურ სეგმენტში RX 570 8BG უპირობო ლიდერია. ამჟამად GTX 1050TI ბარათის შეძენა უგუნურებაა, თუკი NVIDIA მასზე ფასს არ დაწევს. მანამდე კი წითელ RX-ებს აქვთ გზა ხსნილი. https://overclockers.ru/blog/iTotal/show/25304/radeon-rx-570--ubijca-bjudzhetnogo-segmenta
  10. Yang Chaobin-მა, Huawei-ს 5G მიმართულების პრეზიდენტმა დაასახელა მეექვსე თაობის მობილური ქსელის დანერგვის ვადა. დღესდღეობით მსოფლიო იმყოფება 5G ქსელის კომერციული დანერგვის ზღვარზე. თეორიულად, ამგვარი სერვისების სიჩქარე მიაღწევს 20 გბიტი/წმ-ს, თუმცა თავდაპირველად მონაცემთა გადაცემის სიჩქარე ბევრად დაბალი იქნება. 5G სეგმენტის ერთ-ერთი ლიდერია Huawei. კომპანია აქტიურად ცდილობს შესაბამისი ტექნოლოგიის დანერგვას, აგრეთვე აქვს შემოთავაზება 5G ქსელზე ორიენტირებულ სატრანსპორტო გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ოპერატორებს ეხმარება 5G ქსელის გავრცელებაში. 5G ქსელის კომერციული დანერგვა აქტივაციამდე მიიყვანს მეექვსე თაობის ტექნოლოგიაზე მუშაობასაც. რა საკვირველია, ხსენებულ სფეროში ინტენსიურ კვლევებს განახორციელებს Huawei-ც. როგორც Chaobin-მა განაცხადა, 6G ქსელის ეპოქა არ დადგება 2030 წელზე ადრე. დიდი ალბათობით, ამგვარი ქსელი შეძლებს უზრუნველყოს სიჩქარე რამოდენიმე ასეულ გიგაბიტამდე წამში. თუმცა, 6G ქსელის მახასიათებლებზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. ასოციაცია GSM-ის პროგნოზის თანახმად 2025 წლისთვის მთელ მსოფლიოში იქნება 5G ქსელის 1,3 მილიარდი მომხმარებელი და 1,36 მილიარდი მობილური მოწყობილობა აღჭურვილი იქნება ხსენებული ქსელის მხარდაჭერით. იმ დროისთვის მეხუთე თაობის მიერ გლობალური დაფარვის დონე მიაღწევს 40%-ს. https://3dnews.ru/984920
  11. კრიპტოვალუტების შესანახი 32 აპლიკაცია და მსოფლიოს 100-ზე მეტი უმსხვილესი ბანკი შესაძლოა პოტენციურად დაზარალებული იყოს მობილური Android-ტროიანით - Gustuff. მალვეარ-პროგრამა მიმართულია - ავტომატურად გაიტანოს ფიატი და კრიპტოები მომხმარებელთა ანგარიშებიდან. კიბერუსაფრთხოებაზე სპეციალიზირებული კომპანია Group-IB-ს ექსპერტები აცხადებენ, რომ Gustuff-ის ფუნქციონალური შესაძლებლობები გათვლილია მასობრივი დაინფიცირებისა და ფულის მასშტაბურ მოპარვაზე. Gustuff-ი Android-სმარტფონებში ხვდება SMS-შეტყობინებებით, რომლებშიც მოცემულია APK-ფაილების გზავნილები. შემდეგ Gustuff-ი ვრცელდება დაინფიცირებული სმარტფონის კონტაქტების ბაზაში ან მონაცემთა ბაზის სერვერზე. სერვერის ბრძანების მიხედვით ტროიანს შეუძლია შეცვალოს საბანკო აპლიკაციებში ტექსტური ველის დანიშნულება. მექანიზმი Accessibility Service ტროიანს საშუალებას აძლევს გვერდი აუაროს დაცვას, რომელსაც ბანკები იყენებენ აქამდე არსებული მობილური ტროიანების წინააღმდეგ. მას აგრეთვე შეუძლია თავი დააღწიოს უსაფრთხოების პოლიტიკაში შეტანილ ცვლილებებს, რომლებიც Google-მა ახალ OC Android-ვერსიაში დანერგა. ასევე, Gustuff-ს შეუძლია მოახდინოს ყალბი Push-შეტყობინებების დემონტრირება, რომლებიც წარმოდგენილი იქნება ლეგიტიმური მობილური აპლიკაციების სიმბოლოებით. Gustuff-ის სემპლის ანალიზმა აჩვენა, რომ ტროიანი უტევს: Bitcoin Wallet, BitPay, Cryptopay, Coinbase-ის საფულეებს და ა.შ. მომხმარებლებს, რომლებიც იყენებენ შემდეგი ბანკების მობილურ აპლიკაციებს: Bank of America, Bank of Scotland, JP Morgan, Wells Fargo, Capital One, TD Bank, PNC Bank; შემდეგი საგადასახადო სისტემების, ონლაინ-მაღაზიებისა და Messenger-აპლიკაციების მომხმარებლებს: PayPal, Western Union, eBay, Walmart, Skype, WhatsApp, Gett Taxi, Revolut და სხვ. „მომხმარებლების დასაცავად კომპანიებს მოუწევთ მობილური ტროიანის აღმოსაჩენად სიგნატურული მეთოდებისა და ტექნოლოგიის ანალიზის გამოყენება. აგრეთვე დაცვა უნდა მოიცავდეს მოწყობილობის იდენტიფიკაციის ფუნქციას ციფრული ანაბეჭდის გამოყენებით და უნდა მიმდინარეობდეს რისკების ჯვარედინი კვლევა - არა მხოლოს ინტერნეტ-არხებში, ამაედ მობილურ ქსელშიც“ - აცხადებენ სპეციალისტები. https://forklog.com/polzovatelej-kriptovalyutnyh-koshelkov-predupredili-ob-aktivnosti-mobilnogo-troyana-gustuff/
  12. იაპონური გამომცემლობა Nikkei-ს ინფორმაციით, იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტრო ამზადებს ახალ სპეციალურ ნორმატივებს ეროვნული უნივერსიტეტებისთვის, რომლებითაც მოხდება სტუდენტებისა და მეცნიერების გაცვლითი პროგრამების კვლევის რეგლამენტირება. ეს ზომები დაკავშირებულია შემდეგთან: აშშ აპირებს ხელი შეუშალოს წამყვანი ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის გაჟონვას 14 სფეროში, მათ შორისაა ხელოვნური ინტელექტი, ბიოტექნოლოგიები, გეოპოზიციონირება, მიკროპროცესორები, რობოტექნიკა, მონაცემთა ანალიზი, კვანტური კომპიუტერები, ტრანსპორტი და 3D-ბეჭდვა. ეს ყველაფერი არ უნდა მოხვდეს ჩინეთში ან სხვა ქვეყანაში. ინფორმაციის წყარო აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში იაპონიის სამეცნიერო დაწესებულებებში გაიზარდა ერთობლივი კვლევების მაჩვენებელი, რომლებშიც შედის აშშ-ის, ჩინეთის და სხვა ქვეყნების მეცნიერთაგან შემდგარი ჯგუფები. ამ ფაქტმა ვაშინგტონი შეაშფოთა. შიშობენ რომ არ მოხდეს კვლევის შედეგების გაჟონვა მესამე მხარისკენ. ამასთან, იაპონიაში უკვე არსებობს ნორმატივები, რომლებითაც ხდება იმ სამეცნიერო შრომების რეგლამენტირება, რომლებიც დაკავშირებულია სამხედრო სფეროსთან, მაგალითად, რადარების სისტემასთან. ნორმატივებში ახალი შესწორებები შევა მიმდინარე წელს და მნიშვნელოვნად გაფართოვდება კვლევის სფეროთა ჩამონათვალი, რომლებშიც დაუშვებელი იქნება უცხო ქვეყნების წარმომადგენლების ჩართულობა. იაპონური წყაროები მიიჩნევენ, რომ ახალი ნორმატივები ნეგატიურად იქნება მიღებული იაპონიის მეცნიერთა სფეროში და სხვა ქვეყნების სპეციალისტებს შორისაც. ეს ფაქტი განსაკუთრებით საკვირველია იმის ფონზე, რომ აშშ-ის სამეცნიერო შრომებში ბოლო წლებში მასიურად იქნა ჩართული უამრავი ჩინური, სამხრეთკორეული, ინდური და ახლო აღმოსავლური გვარების მქონე პირები. აშშ აგრეთვე შეზღუდავს იმ მეცნიერებსაც, რომლებიც ვერ გაუძლებენ უცხო ქვეყნებიდან გრანტების მიღების ცდუნებას. https://3dnews.ru/984818
  13. Turing-ის ჯილდო, რომელიც ცნობილია, როგორც „ნობელის პრემია ინფორმატიკის სფეროში“, 2018 წელს მიენიჭა სამ მეცნიერს, რომლებმაც საფუძველი დაუდეს ხელოვნურ ინტელექტს. ესენი არიან: Yoshua Bengio, Geoffrey Hinton და Yann LeCun - მათ ჯილდოდ 1 მლნ დოლარი მიიღეს იმ სამუშაოსთვის, რაც გასწიეს მანქანური სწავლებისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების სფეროში. 90-2000-იან წლებში ამ სამეულის მიერ შემუშავებულმა მეთოდმა უზარმაზარი გარღვევა მოახდინა ისეთ საკითხებში, როგორებიცაა კომპიუტერული ხედვა და საუბრის ამოცნობის ტექნოლოგია. მათი საქმიანობა საფუძვლად უდევს ხელოვნური ინეტელექტის თანამედროვე ტექნოლოგიებს, დაწყებული თვითმართვადი ავტომობილებიდან - ავტომატიზირებული სამედიცინო დიაგნოსტიკით დამთავრებული. შეიძლება ითქვას, რომ სტატიის მკითხველთაგან უმეტესობას შეხება აქვს Bengio-ს, Hinton-ისა და LeCun-ის ალგორითმებთან - იქნება ეს სახის ამოცნობის სისტემა, რომელსაც თქვენი სმარტფონის განბლოკვისთვის იყენებთ, თუ ენობრივი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც გეხმარებათ შეტყობინებებისა და ელექტრონული წერილების წერაში. ამ სამეულს უდიდესი ადგილი უჭირავს ხელოვნური ინტელექტის კვლევის ეკოსისტემაში. Hinton-ი მუშაობს Google-სა და ტორონტოს უნივერსიტეტში; Bengio მონრეალის უნივერსიტეტის პროფესორი და კომპანია Element AI-ის დამფუძნებელია; LeCun – Facebook-ის ხელოვნური ინტელექტის უფროსი სპეციალისტი და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორია. Google-ის ხელოვნური ინტელექტის მთავარი სპეციალისტი Jeffrey Dean მეტად აფასებს მეცნიერთა სამეულის მიღწევებს: „ღრმა მანქანური სწავლება და ნეიროქსელი ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა თანამედროვე კომპიუტერულ მეცნიერებებში. ამ პროგრესს საფუძვლად უდევს ფუნდამენტალური მეთოდები, რომლებიც შეიმუშავეს Turing-ის 2018 წლის ლაურეატებმა - Yoshua Bengio-მ, Geoffrey Hinton-მა და Yann LeCun-მა“. https://hi-news.ru/research-development/krestnye-otcy-iskusstvennogo-intellekta-nagrazhdeny-premiej-tyuringa.html
  14. 2020 წელს საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ბორტზე შესაძლოა გამოჩნდეს რამოდენიმე რობოტი, რომლებიც დაკავდებიან ყველაზე სახიფათო და შავი სამუშაოებით. ამ დროს კი სადგურის ეკიპაჟი ძალისხმევას და დროს დაუთმობს უფრო კომპლექსურ და სამეცნიერო საქმიანობას. რობოტების სადგურზე გაგზავნა ჯერჯერობით მხოლოდ იდეის დონეზე აქვს იაპონურ აეროკოსმოსურ სააგენტო JAXA-ს. იგი კომპანია GITAI-სთან ერთად აწარმოებს რობოტ-ავატარებს, რომელთა დახმარებითაც ადამიანები კოსმოსში სხვადასხვა სამუშაოს შეასრულებენ. „რობოტექნიკის მეშვეობით გვსურს გადავჭრათ პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსებსა და ადამიანის უსაფრთხოებასთან. საუბარი ეხება სხეულის, ტორსის არმქონე რობოტებს, რადგან ტექნოლოგიური თვალსაზრისით ამგვარი რობოტების შექმნა უფრო ადვილი და იაფია, ვიდრე სრულფასოვანი ავტონომიური რობოტებისა“ - აცხადებს GITAI-ს გენერალური დირექტორი შო ნაკანოსე. სისტემის მუშაობის პროცესი საკმაოდ მარტივია. დედამიწაზე მყოფი ოპერატორი მართავს რობოტს სენსორებით აღჭურვილი კოსტიუმისა და VR-ჰედსეტის მეშვეობით. ორბიტაზე მყოფი რობოტი-ავატარი რეალურ დროში ასრულებს ოპერატორის ბრძანებებს. GITAI-ს თითოეული რობოტი, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაემგზავრება, აღჭურვილი იქნება 360-გრადუსიანი კამერით, რათა განხორციელდეს ვიდეოს ტრანსლირება დედამიწაზე. ორბიტაზე მყოფ რობოტსა და დედამიწაზე მყოფ ოპერატორს შორის კავშირის შეფერხება დაახლოებით 60 მილიწამს შეადგენს. „უნდა ითქვას, რომ ამგვარი რობოტების მთვარეზე მართვა შეიძლება პრობლემური იყოს. დიდი დისტანციის გამო სიგნალის შეფერხება მინიმუმ 1,2 წამი იქნება თითოეულ მხარეს, ე.ი. თითოეული ოპერაციის შემდეგ ოპერატორს მოუწევს დაახლოებით 2,5 წამის მოცდა, რათა ნახოს როგორ შეასრულა ბრძანება რობოტმა. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ასეთ შემთხვევაში საჭირო იქნება ნახევრადავტონომიური რობოტების გამოყენება“ - აღნიშნავს ნაკანოსე. „საქმიანობაში ჩავრთეთ მეცნიერებათა დოქტორი, რომელმაც შექმნა ავტონომიური რობოტები, ასე რომ ჩვენი კვლევები ასევე მიმართული იქნება მსგავსი მანქანების აქტიურად აწყობისკენ“ - დაამატა GITAI-ს ხელმძღვანელმა. https://hi-news.ru/technology/cherez-dva-goda-na-mks-poyavyatsya-yaponskie-roboty-avatary.html
  15. 2018 წელს კომპანია Qantas-მა წარადგინა შეტყობინება ევროპასა და ავსტრალიას შორის პირველი უწყვეტი ფრენის შესახებ. 17-საათიანი შეუჩერებელი ფრენა შესაძლებელი გახდა იმით, რომ თვითმფრინავების მწარმოებლებმა ათწლეულები დახარჯეს ინოვაციებზე, მათ შორის ფრთების ფორმასა და უფრო მტკიცე და მსუბუქ მასალებზე. თუმცა, თვითმფრინავის შესაძლებლობა - მთელი დღე შეუსვენებლად იფრინოს - უსარგებლო იქნება, თუკი ადამიანები ვიწრო და მოსაწყენ სივრცეში ისხდებიან გართობის გარეშე. ამიტომ გეგმაშია გამოყენებულ იქნას უფრო ფართო სავარძლები, ცვლადი რეჟიმის მქონე მანათობლები და ჰაერი, რომელიც სუნთქვისთვის უფრო სასიამოვნო იქნება. გეგმაში ასევე შედის Wi-Fi-ს აჩარება და ეს ყველაფერი საჭიროა რაც შეიძლება მალე იქნას მიღწეული: Qantas-ი 22 საათიან უწყვეტ ფრენებს მომავალი წლიდან დაიწყებს. საჰაერო მგზავრობის ეკონომიკა უმეტეს მგზავრს იძულებულს ხდის მოთავსდნენ ადგილზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში 42 სანტიმეტრს არ აღემატება სიგანეში. თუმცა ხანგრძლივი ფრენებისთვის აუცილებელი იქნება უფრო ფართო ადგილების გამოყენება. ლონდონის ცენტრის გამოკვლევები აჩვენებს, რომ რამოდენიმე სანტიმეტრის მომატებაც კი მგზავრების ძილის ხარისხს 53%-ით გააუმჯობესებს. ავიაკომპანიები აგრეთვე ეძებენ საშუალებას - უფრო მეტი სივრცე გამოყონ ფეხების მოთავსებისთვის. ერთ-ერთი ვარიანტია სავარძლის საზურგეები უფრო თხელი მასალებისგან დამზადდეს. Qantas-ი მუშაობდა დიეტოლოგებთან და შეიმუშავეს სპეციალური მენიუ პეტრადან ლონდონამდე 17-საათიანი ფრენისთვის. საკვებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ინგრედიენტების ხარისხს და ისეთ საკვებს, რომლებშიც უხვადაა წყლის შემცველობა: კიტრი, მარწყვი, ოხრახუში და სალათის ფოთლები, რათა მგზავრები დაცულნი იყვნენ გაუწყლოებისაგან. ეს მიდგომა ამცირებს დაღლილობასა და თავის ტკივილს. მგზავრობის შემდგომი დაღლილობა გამოწვეულია უჰაერობითაც. ატმოსფეროს ზედა ფენაში გაუხშოებული ჰაერის გამო გამართულად მუშაობა უჭირს ფილტვებსა და გულს: ორგანოები ზედმეტად იტვირთება, რათა ორგანიზმს ჟანგბადის საჭირო რაოდენობა მიაწოდონ. ავიაკომპანიები აგვარებენ ამ პრობლემას და იმედოვნებენ, რომ მოგვარდება ჰაერის უკმარისობისგან გამოწვეული პრობლემები ტრანსკონტინენტალური ფრენებისას. ხანგრძლივი ფრენის ხარისხის გაუმჯობესების ყველაზე მარტივი მეთოდი შესაძლოა იყოს შემდეგი - დაეხმარონ მგზავრებს - „დაავიწყდეთ“, რომ მგზავრობენ. ამჟამად ფრენისას Wi-Fi-ს სიჩქარე 15 მბიტი/წმ-ს არ აღემატება. Airbus-ს სურს გააუმჯობესოს ვითარება მონაცემთა გადაცემის სადგურებისა და გაუმჯობესებული თანამგზავრების დაკავშირებით. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი სასურველი შედეგი მაინც ვერ მიიღწევა, მგზავრები შეძლებენ გაერთონ დამატებითი ოფციებით: Airbus-ის ექსპერიმენტის მიხედვით თვითმფრინავებში ხელმისაწვდომი იქნება OLED-დისპლეები და ვირტუალური რეალობის მოწყობილობები. ადამიანის ორგანიზმს საკუთარი საათობრივი დროები აქვს დღე-ღამის განათების შესაბამისად. ბევრი ავიაკომპანია უკვე იყენებს შორ რეისებში სრულფასოვანი განათების სტრატეგიას: მკვეთრი შუქი ახდენს დღის განათების იმიტაციას, თბილი ვარდისფერი ტონები კი ორგანიზმს დაძინებაში ეხმარება. Airbus-მა შეიმუშავა ფერებისა და განათების 17 მილიონი კომბინაცია დღე-ღამის იმიტაციისთვის. ამგვარი მეთოდი მგზავრებს ეხმარება მოახდინონ შინაგანი „საათის“ სინქრონიზება. ხანგრძლივი მარშრუტები საჭიროებს მორიგეების ცვლილებას. პილოტები შესვენებისას პირდაპირ კაბინაში ან ბიზნეს-კლასის განყოფილებაში იძინებენ. მომსახურე პერსონალს კი უკანა რიგებში ან ეკონომ-კლასის ზონაში სძინავთ. თუმცა ადგილი მათთვის ცოტაა, ამიტომ ვერავინ ახერხებს გამოძინებას. Boeing-იც და Airbus-იც მოდერნიზაციას ახდენენ: მომსახურე პირებისთვის განკუთვნილი იქნება უფრო ფართო და გრძელი საძილე ადგილები, რომლებიც ხმისჩამხშობი მასალებით იქნება იზოლირებული. რამოდენიმე კომპანია აპირებს სატვირთო განყოფილისთვის გამოყოფილი სივრცის ნაწილი გარდაქმნას მედ-პუნქტად ან სათამაშო ოთახად, მოაწყონ ლაუნჯი, ბიზნეს-ცენტრი, იოგის სტუდია ან სპორტდარბაზი, რითიც მგზავრები ისარგებლებენ. https://hi-news.ru/technology/v-samoletax-budushhego-budet-virtualnaya-realnost-studii-jogi-i-cvetnaya-kapusta.html
  16. 7 ნანომეტრიანი GPU Navi-ს მქონე AMD-ის სამომავლო ვიდეო ბარათების შესახებ გავრცელებული ცნობები არც ისე ბევრია. სხვადასხვა ინფორმაციის გაჟონვებისა და წყაროების წყალობით ამჟამად ცნობილია, რომ 2019 წლის მეორე ნახევარში კომპანია წარადგენს საშუალო ფასის სეგმენტის ვიდეო ბარათებს, რომლებიც დაფუძნებული იქნება Navi 10 გრაფიკულ პროცესორზე. ითვლება, რომ ხსენებული პროდუქტები განკუთვნილია მასობრივი მოხმარებისთვის და ისინი ჩაანაცვლებენ წინა თაობის პოპულარულ RX სერიას. მომავალი წლისთვის კი დაგეგმილია ფლაგმანური ვიდეო ბარათების გამოსვლა, რომელთა ბაზას წარმოადგენს GPU Navi 20. ეს ბარათები განკუთვნილი იქნება მაღალი წარმადობის მსურველი ენთუზიასტებისთვის. ინტერნეტ-რესურსების ინფორმაციით, AMD შეძლებს დააკმაყოფილოს ყველაზე მომთხოვნი გეიმერების მოთხოვნილებებიც კი. კომპანიის სპეციალისტები მუშაობენ Ray-Tracing-ის ტექნოლოგიის საკუთარ ვარიანტზე, რომელიც ბაზირებულია Microsoft DXR API-ზე. გარდა ამისა, მცირე ხნის წინ პოპულარული ძრავის - CryEngine-ის შემქმნელებმა მოახდინეს რეალურ დროში Ray-Tracing-ის დემონსტრირება ვიდეო ბარათ Radeon RX Vega 56-ზე. ამასთან, საინფორმაციო წყაროები ამტკიცებენ, რომ წარმადობის დონით AMD-ის ფლაგმანები გაუტოლდება და შესაძლოა გადაასწროს კიდეც NVIDIA GeForce RTX 2080 Ti ბარათებს. პარალელურად, მოსალოდნელია, რომ Navi გრაფიკულ პროცესორებს აღარ ექნება GCN არქიტექტურის ნაკლოვანებები წინა თაობის მსგავსად და მიღებული იქნება მთელი რიგი ცვლილებები. შეგახსენებთ, რომ Navi 10-ის ბაზაზე შექმნილი გრაფიკული ბარათების დებიუტი შედგება 2019 წის აგვისტოში, ფლაგმანურ პროდუქტებს კი 2020 წლამდე არ უნდა ველოდოთ. https://overclockers.ru/blog/id_1/show/25298/sluhi-videokarty-amd-navi-20-poluchat-podderzhku-rejtrejsinga-i-prevzojdut-flagmanskie-produkty-nvidia
  17. 2 აპრილს კრიპტო ბირჟა Bittrex International-ის ვერიფიცირებული მომხმარებლები შეძლებენ მონაწილეობა მიიღონ tokensale-პროექტ VeriBlock-ში. VeriBlock სხვა კრიპტოვალუტების ქსელებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ Bitcoin-ის ბლოკჩეინი „51 attack”-ის წინააღმდეგობისთვის. VeriBlock აგებულია Proof-Of-Proof კონსენსუსის ალგორითმზე. რელიზში ნათქვამია, რომ 2018 წლის სექტემბერში მაინერებმა განახორციელეს 6 მლნ PoP-ტრანზაქცია Bitcoin-ში. უნდა აღინიშნოს, რომ სტრატეგიულ ინვესტორებსა და პროექტის პარტნიორებს შორის არიან Bittrex-ის გენერალური დირექტორი Bill shihara და კომპანია Bloq-ის დამფუძნებელი Jeff Garzik, აგრეთვე Fenbushi Capital-ის გენერალური დირექტორი Bo Shen. შეგახსენებთ, რომ ძველად Bittrex-მა შეაჩერა ტოკენსეილი- RAID. ამის ოფიციალური მიზეზი იყო სტარტეგიული პარტნიორობის გახლეჩა პროექტსა და კომპანია OP.GG-ს შორის. თუმცა შემდეგ გაჟონა ახალმა ფაქტებმა, რომლებმაც RAID-ის რეპუტაცია ეჭვქვეშ დააყენეს. ბირჟამ გაასაჯაროვა კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც ფასდება პროექტები: ტოკეინსეილების ეკონომიკა; მონეტების განაწილება; გარდამავალი პერიოდები; რა სახით აპირებს გუნდი თანხის დახარჯვას; განვითარების ჩარჩოები, გეგმა, როუდმაპი; სტრატეგიული პარტნიორობა; მარკეტინგული პოლიტიკა. ტოკენები აგრეთვე გულმოდგინედ გაივლიან ლისტინგის პროცედურას. https://forklog.com/bitkoin-birzha-bittrex-anonsirovala-ieo-proekta-veriblock/
  18. Huawei გამოუშვებს სმარტ-სათვალეებს Gentle Monster-თან პარტნიორობის შედეგად. ეს უკანასკნელი კორეული ბრენდია, რომელიც ოპტიკურ და მზის სათვალეებს აწარმოებს. პარტნიორობის შედეგად კომპანია გამოუშვებს არა ერთ მოდელს, არამედ ინტეგრირებული ელექტრონიკის მქონე სათვალეების მთელ კოლექციას. Huawei-ს ეს ახალი სათვალეები წარმოდგენილია როგორც ყურსასმენების ერთგვარი ჩამანაცვლებელი - ეს მოწყობილობა მფლობელს საშუალებას მისცემს ისაუბროს ტელეფონზე ისე, რომ ყურთან არანაირი მოწყობილობა არ იყოს კონტაქტში. მოწყობილობაზე არ არის ღილაკები, მომხმარებელს შეუძლია „დააკაკუნოს“ სათვალის კიდეზე, რათა უპასუხოს შემომავალ ზარს. ანტენა, დამტენი მოდული, ორმაგი მიკროფონი, ჩიპსეტი, დინამიკი და ბატარეა - ეს ყველაფერი ჩაშენებულია სათვალის ჩარჩოში. სათვალეში არსებული ორი მიკროფონი წარმოდგენილია სხივის ფორმირების ტექნოლოგიით, შედეგად იგი აღიქვამს, რასაც მომხმარებელი იტყვის. ყურებთან ახლოს განთავსებულია სტერეოდინამიკები. კომპანიას სურს მომხმარებელმა ისე უსმინოს მუსიკას, რომ გარშემომყოფები არ შეაწუხოს. უნდა აღინიშნოს, რომ მოწყობილობაზე არ არის კამერა. Huawei-ს სურვილია თავი აარიდოს კონფიდენციალურობასთან დაკავშირებულ ყველა სახის საკამათო თემას, სწორედ ამიტომ არ არის სათვალეზე წარმოდგენილი კამერა. სათვალეები მომხმარებელს მიეწოდება ტყავის ბუდით და ქვედა ნაწილში USB-C პორტით. სათვალეებს უსადენო დატენვის მხარდაჭერა აქვთ. როგორც ცნობილია, 2019 წლის ივნისამდე ეს მოწყობილობები გაყიდვაში არ გამოვა. 2018 წლის თებერვალში სმარტ-საათი Vaunt წარადგინა კომპანია Intel-მა - ეს მოდელი ვიზუალურად პრაქტიკულად არ განირჩევა „ჩვეულებრივი“ სათვალისგან. თუმცა Intel-ის სმარტ-სათვალეში მოცემულია ინტეგრირებული კამერა, დინამიკი და მიკროფონი. ერთი შეხედვით ეს სათვალე ჩვეულებრივი ნივთია, რომელიც უამრავი ადამიანისთვის ყოველდღიურობის ნაწილს წარმოადგენს. https://hi-news.ru/business-analitics/huawei-anonsirovala-umnye-ochki-v-partnerstve-s-gentle-monster.html
  19. მადრიდის უნივერსიტეტის ნეირობიოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ტვინში ნეირონები ჩნდება და განახლებას განიცდის პრაქტიკულად მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ამ დრომდე მეცნიერები მიიჩნევდნენ, რომ ხანდაზმულ ასაკში ეს პროცესი მკვეთრად უარესდებოდა - წერს ScienceAlert. მეცნიერების ჯგუფი მოლეკულური ბიოლოგიის სპეციალისტ მარი ლორენს-მარტინის ხელმძღვანელობით იკვლევდა გარდაცვლილი პაციენტების ტვინის ქსოვილებს, რათა დეტალურად გაეანალიზებინათ Hippocampal-ნეიროგენეზისის მუშაობა ხანდაზმულ ადამიანებში. „ჩვენ დაინტერესებულნი ვართ განვსაზღვროთ ჰიპოკამპის ნეიროგენეზისის ზრდის თერაპევტული პოტენციალი ზრდასრულ ადამიანებში, რათა მივაკვლიოთ ნეიროდეგენერაციული დაავადებების, მაგალითად ალცჰაიმერის განკურნების გზებს“ აცხადებს კვლევის ხელმძღვანელი. გამოკვლევების ფარგლებში მეცნიერებმა შეისწავლეს ჰიპოკამპის სფერო 13 გარდაცვლილი ადამიანის თავის ტვინში. ეს ადამიანები გარდაიცვალნენ 43-დან 87 წლამდე ასაკში სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორისაა სიმსივნე, ინსულტი, სეფსისი. თუმცა ყოველი მათგანი ნევროლოგიურად ჯანმრთელად ითვლებოდა. აღმოჩნდა, რომ ნეიროგენეზისი მიმდინარეობს იმ ადამიანის ტვინშიც კი, ვინც თითქმის 90 წელს მიაღწია. მეცნიერებმა ათასობით განვითარებადი ნეირონი იპოვეს ყველაზე ხანდაზმული ასაკის პაციენტში. ამის შემდეგ მეცნიერებმა გააანალიზეს ალცჰაიმერით დაავადებული და გარდაცვლილი 45 ადამიანის ტვინი და ჯამში აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანების ტვინებში პრაქტიკულად შეჩერებული იყო ახალი ნეირონების წარმოქმნის პროცესი. https://hightech.fm/2019/03/26/brain-neuro
  20. კომპანია Xiaomi-მ წარადგინა სმარტფონების სწრაფი დატენვის ახალი ტექნოლოგია. ახალი 100-ვატიანი დამტენით შესაძლებელია 4000 მილიამპერი/სთ მოცულობის მქონე ბატარეის დატენვა 17 წუთში. ინფორმაცია ვრცელდება Xiaomi-ს ხელმძღვანელის, ლინ ბინის გზავნილის საფუძველზე. ახალი ტექნოლოგია საშუალებას იძლევა სმარტფონი დაიტენოს იმაზე ორჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე შეეძლო წინამორბედ რეკორდსმენ სისტემას - Oppo SuperVOOC. ეს უკანასკნელი 50 ვატიანია და შეუძლია Oppo-ს სმარტფონი 17 წუთში 65%-მდე დამუხტოს, Xiaomi-ს სმარტფონი კი - 100%-ამდე. ახალი დამტენის ტექნიკური მახასიათებლები, მისი სახელწოდება და ბაზარზე გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით არ ხმაურდება. დიდი ალბათობით, ხსენებული დამტენი გამოვა სმარტფონ Mi Mix 4-თან ერთად - ეს არის ახალი ფლაგმანი, რომელზე მუშაობითაც უკვე დაკავებულნი არიან Xiaomi-ს ინჟინრები. https://hightech.fm/2019/03/26/xiaomi-new
  21. მსოფლიოში უმსხვილესმა სწრაფი კვების ქსელმა, McDonald’s-მა განაცხადა, რომ შეიძინა კომპანია Dynamic Yield, რომელიც დაკავებულია მანქანური სწავლების შემუშავება-დანერგვით ონლაინ-შეკვეთების პერსონალიზებისთვის. გარიგების ღირებულებამ 300 მლნ დოლარი შეადგინა - ეს შენაძენი McDonalds-ისთვის უმსხვილესია ბოლო 20 წლის განმავლობაში. McDonald’s აპირებს Dynamic Yield-ის ტექნოლოგია McDrive-ის ჯიხურებში გამოიყენოს. ნეიროქსელი მომხმარებლებს ავტომატურად შესთავაზებს დამატებით ოფციებს იმის მიხედვით, რა ამინდი იქნება, დღის რომელი მონაკვეთი და როგორი იქნება მომხმარებლის შეკვეთა. სისტემის ტესტირება აშშ-ში მიმდინარე წელს დაიწყება და იმ შემთხვევაში, თუკი შედეგი მოლოდინს გაამართლებს, იგი საერთაშორისო ბაზარზეც გავრცელდება. ამავე მიმართულებით ნაბიჯები აქვს გადადგმული Domino’s Pizza-ს: დაიწყო ჰამბურგის მაცხოვრებლებისთვის შეკვეთების მიწოდება ავტონომიური რობოტი-კურიერებით. კომპანიაში ამ სიახლეს უწოდეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი „ინტერნეტ-საკვების“ სფეროს განვითარებაში, სადაც ჩართული იქნება ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია და რობოტექნიკა. https://hightech.fm/2019/03/26/mcdonalds
  22. პოლიციის ძაღლების გაწვრთნა ნებისმიერ შემთხვევაში რთული, ხანგრძლივი და ძვირადღირებული პროცესია. ჩინეთში კი, როგორც ჩანს, ამ პროცესის გამარტივების მეთოდი იპოვეს უკვე „მზა“ პოლიციელი ძაღლების კლონირების გზით. გაზეთი China Daily იტყობინება, რომ ქალაქ კუნმინში იუნანის უნივერსიტეტის სპეციალისტები და Beijing Sinogene Biotechnology-ს ბიოლოგები იწყებენ ორი თვის ლეკვის გაწვრთნას, რომელიც კლონირებულია ცნობილი მაძებარი ძაღლისგან. ექსპერიმენტის მიზნის გამოცნობა რთულ საქმეს არ წარმოადგენს: პოლიციის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ მშობლისგან გამოყოლილი გენების წყალობით ლეკვის გაწვრთნაზე დაიზოგება დრო, ფული და ენერგია. ცნობილია, რომ კლონირებისთვის საჭირო გენები აღებულ იქნა ზრდასრული ძაღლის სომატური უჯრედებიდან და შემდეგ მოხდა მათი იმპლანტირება შემდგომი მომწიფებისთვის. ერთ-ერთი მკვლევარი აცხადებს, რომ მეცნიერებს იმედი აქვთ, ლეკვი მემკვიდრეობით მიიღებს ყველა საუკეთესო თვისებას მშობლისგან და ათ თვეში უკვე შეძლებს პოლიციის სამსახურში ჩართვას. სამომავლოდ იგეგმება შეიქმნას პოლიციელი ძაღლების გენეტიკური მასალების, უჯრედების ბანკი და კლონირების პროცესი მასობრივი გახდეს. რა საკვირველია, არის ალბათობა, რომ გაჩნდება ეთიკური ნორმების პრობლემები ცხოველების კლონირების მოწინააღმდეგეთა მხრიდან. ცხადია, ყველას არ მოეწონება კლონირების იდეა და ფოკუსირება ფაქტობრივად იდენტური ძაღლების გამოჩენაზე. არ არის გამორიცხული გენეტიკური წუნიც - შესაძლოა გაჩნდნენ ავადმყოფი ან სხვადასხვა დარღვევის მქონე ძაღლები. დღესდღეობით ჩინეთის გარდა ამგვარი კონცეფციის დანერგვას არსად ჩქარობენ, ყოველ შემთხვევაში, არსებული ინფორმაციის თანახმად. https://www.techcult.ru/science/6572-v-kitae-klonirovali-pervuyu-policejskuyu-sobaku
  23. კრიპტოსავალუტო ბაზრის მონაცემების რესურსი CoinMarketCap (CMC) პირობას დებს, რომ შეცვლის ჩამონათვალს, სადაც იგი ახდენს ბირჟების მონაწილეთა განლაგებას მაჩვენებლების მიხედვით. ცვლილების აუცილებლობა გამოიწვია შემთხვევამ, როდესაც აღმოაჩინეს სავაჭრო ბრუნვების, მოცულობის გაყალბების გაუმართლებელი მტკიცებულება. CMC ყველაზე ცნობილია რესურსია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია თვალყურის დევნება Bitcoin-ის, Altcoin-ების ბაზრის კაპიტალიზაციასა და მათ ვაჭრობაზე სხვადასხვა ბირჟის ფარგლებში. თუმცა გასულ კვირაში კრიპტოვალუტების ინდექსირების პროვაიდერის - Bitwise-ის კვლევამ აჩვენა, რომ CMC შეიცავდა მონაცემების თითქმის მთლიანად ყალბ სტატისტიკას. ამგვარ მოვლენას კი თავის მხრივ შეცდომაში შეჰყავს ინვესტორები - განმარტებულია მოხსენებაში. ამჟამად, როგორც ჩანს, CMC ემორჩილება Bitwise-ის ანგარიშში მოცემულ გაფრთხილებას, რომელიც მან აშშ რეგულატორებს განსახილველად გაუგზავნა. „ჩვენ ყურს ვუგდებთ ყველა ჩვენი მომხმარებლის გამოხმაურებას და ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა დავამატოთ მონაცემების საზომი ახალი ინსტრუმენტები, რის შედეგადაც მომხმარებლები მიიღებენ უფრო ნათელ სურათს კრიპტოგაცვლების შესახებ“ - განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელობამ. ამავე დროს Bloomberg-თან საუბრისას, CMC-ის მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელმა Carylyne Chan-მა მცირე მიმოხილვა გააკეთა, თუ როგორ შეიცვლება საიტზე რეიტინგები სამომავლოდ. „მაგალითად, თუკი დაბალი ტრაფიკის მქონე გაცვლას აქვს 300-მილიონიანი ბრუნვა და საფულეში კი მხოლოდ 5 Bitcoin-ი - მომხმარებლები განსჯის გარეშე ადვილად შეძლებენ გამოიტანონ დასკვნა „კარგია თუ ცუდი“ - განაცხადა Chan-მა. CMC-მა ამ დრომდეც მიიპყრო კრიპტო მოთამაშეების ყურადღება, როდესაც სავაჭრო პლატფორმა The Tie-ს კვლევამაც მიუთითა სავაჭრო ბრუნვების არაშესაბამის მოცულობებზე. Binance-ის გენერალური დირექტორი Changpeng Zhao ირწმუნებოდა, რომ მონეტამ, რომელმაც საიტის რეიტინგის სათავესკენ აიწია, ინვესტორები განიზიდა, რადგანაც მათ ჩათვალეს, რომ მისი ზომა საეჭვოდ გამოიყურებოდა. Chan-ს არ განუცხადებია ვადა, თუ როდის იქნება ცვლილებები შეტანილი. https://cointelegraph.com/news/coinmarketcap-will-alter-listing-metrics-after-latest-fake-volume-research
  24. Apple-ის პრეს-კონფერენციაზე წარდგენილი სიახლეებიდან ერთ-ერთი საინტერესო იყო საკრედიტო ბარათი Apple Card. აქცენტი გაკეთებულია საკომისიოს არარსებობასა და შემცირებულ საპროცენტო განაკვეთებზე. ტიმ კუკის თქმით, ციფრული ბარათის მიღება შესაძლებელია აპლიკაცია Apple Wallet-ზე დარეგისტრირებით. ბარათის მომხმარებლები შეძლებენ გამოიყენონ იგი ნებისმიერ ადგილას, სადაც გათვალისწინებულია Apple Pay-ს მხარდაჭერა. ბუნებრივია, აპლიკაციის მეშვეობით შესაძლებელი იქნება დანახარჯებსა და ტრანზაქციების სტატუსზე თვალყურის დევნება. კომპანია Apple მომხმარებელს სთავაზობს 2%-იან ქეშბექს Apple Pay-ს გამოყენების შემთხვევაში და 3%-ს - თუკი ისინი რაიმეს შეიძენენ Apple-ის მარკეტებში. აგრეთვე აღსანიშნავია შესაძლებლობა - სურვილის შემთხვევაში მომხმარებელმა მიიღოს ფიზიკური ბარათი, რომელზეც არ იქნება აღნიშნული არც CVV კოდი, არც ნომერი, არც სხვა რაიმე სახის მონაცემები. ფიზიკური ბარათის გამოყენებისას ქეშბექი 1%-ს შეადგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამერიკულ გიგანტს Apple Card-ის შექმნაში პარტნიორობა გაუწიეს Mastercard-მა და Goldman Sachs-მა. სერვისი მიმდინარე წელვე ამოქმედდება. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/25229/apple-predstavila-sobstvennuju-kreditnuju-kartu
  25. სამედიცინო ონლაინ-კონსულტაციები ნელ-ნელა ჩვენი ცხოვრების ნაწილი ხდება. თუმცა ამგვარი რამ მხოლოდ შუალედური რგოლია მკურნალობის პროცესში, რადგანაც მხოლოდ საუბარი ან ტექსტური შეტყობინება არასაკმარისია. ექიმის ქმედებების ეფექტის გასაძლიერებლად შეიქმნა ახალი სადგური OnMed, რომელიც აღჭურვილია HD-კამერებითა და სხვადასხვა სენსორებით და შეუძლია მედიკამენტების გაცემა ექიმის დანიშნულების მიხედვით. OnMed - ეს არის მცირე ზომის სადგური-ჯიხური, სადაც ადამიანებს შეეძლებათ დისტანციურად იკონტაქტონ ექიმებთან. ვიდეო და აუდიო მოწყობილობების მეშვეობით გარეგანი დათვალიერების შედეგად ექიმი იღებს ინფორმაციას პაციენტის ძირითადი ფიზიკური პარამეტრების შესახებ. ესენია: ასაკი, წონა, სხეულის მასის ინდექსი, არტერიული წნევა და ა.შ. „ჯიხური“ აგრეთვე ქმნის სითბურ გამოსახულებას, სადაც აისახება სხეულის ტემპერატურა და ხდება ორგანიზმში ინფექციების დიაგნოსტირება. კონსულტაციების დასრულების შემდეგ OnMed გასცემს საჭირო მედიკამენტებს საკუთარი მარაგიდან, სადაც შედის ასობით ყველაზე გავრცელებული და ხშირად მოხმარებადი პრეპარატი. თუკი საჭირო საშუალება მარაგში არ არის, OnMed დაბეჭდავს რეცეპტს უახლოესი აფთიაქისთვის. სხვათა შორის, ჯიხურის რეზერვში ნარკოტიკული ნივთიერებებიცაა, რომლებიც სპეციალურ, უსაფრთხო ავტომატიზირებულ საცავში ინახება. OnMed-ში სეანსის მსვლელობისას გულმოდგინედაა დაცული კონფიდენციალურობა: სალონი საიმედოდაა დახურული და მიუწვდომელია გარე თვალისგან. აბონენტის იდენტიფიკაციისთვის გამოიყენება 3D სისტემა სახის ამოსაცნობად. როგორც მწარმოებელი აცხადებს, კონსულტაცია დაახლოებით 15 წუთს გრძელდება. OnMed ჯიხურები აშშ-ში მიმდინარე წელს გამოჩნდება. ისინი განთავსდება კოლეჯებში, მსხვილი კომპანიების ოფისებში, აეროპორტებსა და სასტუმროებში. https://www.techcult.ru/technology/6521-futuristicheskaya-budka-onmed-sposobna-zamenit-doktora
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.