Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5903
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    196

Everything posted by Magdalena

  1. Adobe After Effects-ს საგაზაფხულო განახლების შედეგად დაემატა შესაძლებლობა, რომლითაც შეგეძლებათ მასალიდან ამოჭრათ არასასურველი ობიექტები. ხსენებულ ფუნქციაში გამოყენებულია მანქანური სწავლების პლატფორმა Adobe Sensei და იგი მომხმარებელს საშუალებას აძლევს მარტივად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მოაშორონ არასასურველი ობიექტები ვიდეომასალიდან ისე, რომ არ იქნება საჭირო თითოეული კადრის ცალ-ცალკე დარედაქტირება. შთამბეჭდავია ის, რომ ახალი ტექნოლოგია საშუალებას იძლევა ავტომატურად იქნას აღმოჩენილი მოძრავი სცენების ობიექტები და შეივსოს არასაკმარისი პიქსელები. მოცემული ფუნქცია თავდაპირველად წარმოდგენილი იყო Adobe Sneaks-ში 2017 წელს სახელწოდებით - Project Cloak და იგი ექსპერიმენტულ ინსტრუმენტს წარმოადგენდა. ამჟამად ეს ინსტრუმენტი ხელმისაწვდომია Creative Cloud-ის გამომწერებისთვის. იგი გამოსადეგია post-Production-რედაქტირებისთვის, მაგალითად, შესაძლებელია მიკროფონების, სადენების ან ადამიანების მოცილება, მოკლედ, ყველა იმ ობიექტის, რომელიც შემთხვევით მოხვდა კადრის საფინალო ვერსიაში. Adobe After Effects-ის გამოყენება შესაძლებელია ვიდეოს რედაქტირებისთვის, დინამიური გამოსახულებებისთვის, კომპოზიციის შექმნისათვის (კომპოზიტინგი), ფერების კორექციისთვის, ანიმაციებისა და სხვადასხვა ეფექტების შემუშავებისთვის. აგრეთვე, გამოყენებადია სარეკლამო რგოლების დამზადებაში, მხატვრული და სატელევიზიო ფილმების ტიტრებში. მოკლედ, პროგრამა შესაძლებლობების ფართო სპექტრს სთავაზობს მათ, ვისაც სჭირდება ციფრული ვიდეოეფექტები და ვიდეოკონტენტის დამუშავება. https://overclockers.ru/blog/Razg0n_blog/show/25484/adobe-after-effects-pozvolit-vyrezat-obekty-iz-video
  2. 2006 წელს კოსმოსურმა სააგენტო NASA-მ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაგზავნა SPHERES-რობოტები, რომლებიც განკუთვნილი იყო სხვადასხვა სახის კვლევის ჩატარებისთვის. პროექტი წარმატებული აღმოჩნდა, ამიტომ მკვლევარებმა განაგრძეს მსგავსი დამხმარე რობოტების შექმნა და კოსმოსურ სადგურზე გაგზავნა: 2018 წელს სადგურზე გაემართა რობოტი CIMON, 2019 წლის აპრილის ბოლოს კი ასტრონავტების დასახმარებლად გაიგზავნება ორი რობოტი Astrobee. NASA-ს წარმომადგენლის განცხადებით, ეს რობოტები დაკავდებიან რუტინული სამუშაოების შესრულებით, რათა ეკიპაჟის წევრებს მეტი თავისუფალი დრო გაუჩნდეთ სხვა საქმიანობისთვის. რობოტი ფუტკრები შეიქმნა კალიფორნიაში მდებარე ეიმსის კვლევით ცენტრში. არსობრივად, რობო-ფუტკარი - ეს არის პატარა ყუთი და იგი აღჭურვილია კამერებისა და სენსორების ნაკრებით, რომლებიც განკუთვნილია ნავიგაციისთვის, ეკიპაჟის დაფიქსირებისთვის, ნიმუშების აღებისა და სხვა დავალებებისათვის. რობოტს აგრეთვე აქვს სენსორული დისპლეი, დინამიკები, მიკროფონი და მექანიკური „ხელი“ საგნებთან მიმართებაში სამოქმედოდ.   რობო-ფუტკარს შეუძლია იფრინოს უწონობის პირობებში, იგი აკუმულატორიდან იღებს კვებას. როგორც კი დამუხტვის დონე შემცირდება, რობოტი დამოუკიდებლად მიფრინდება უახლოეს დოკ-სადგურთან და შეივსებს მარაგს. უამრავი ინსტრუმენტის დახმარებით Astrobee-ს შეუძლია განსაზღვროს საგნების ადგილმდებარეობა. აგრეთვე შეუძლია გააკონტროლოს გარემომცველი პირობები, ჰაერის ხარისხი და ხმაურის დონე. კამერებისა და სენსორების წყალობით მიღებულ მონაცემებს სრულად გააკონტროლებს დედამიწაზე არსებული მართვის ცენტრი - დააკვირდებიან სადგურზე საქმიანობის მსვლელობას და მოახდენენ რობოტების მართვას დისტანციური მართვის პულტით. უბრალო დაკვირვების გარდა ოპერატორებს შეეძლებათ კვლევებიც განახორციელონ. NASA-ს მკვლევარებს სურთ იხილონ, როგორ წარიმართება რობოტებისა და ადამიანების ურთიერთქმედება იზოლირებულ სივრცეში ხანგრძლივი დროის მანძილზე. ამიტომ სადგურის ეკიპაჟის წევრები და „ფუტკრები“ მუდამ ერთმანეთთან სიახლოვეში იქნებიან. ამგვარი დაკვირვება მეტად მნიშვნელოვანია, რადგან მომავალში მსგავს რობოტებს გამოიყენებენ სხვადასხვა პლანეტების შემსწავლელ გრძელვადიან მისიებში. https://hi-news.ru/space/na-mks-poyavyatsya-roboty-pchely-dlya-vypolneniya-rutinnyx-zadach.html
  3. სოფთვეარ-სტარტაპ DataLight-ის კვლევის ანგარიშის თანახმად, Bitcoin (BTC) უახლოეს ათწლეულში შეძლებს გლობალური საგადასახადო სისტემის უზურპირებას. კვლევაში შედარებულ იქნა Bitcoin-ის ტრანზაქციები Visa-ს, MasterCard-ისა და PayPal-ის ტრანზაქციებთან. შედეგად კომპანიამ გააკეთა პროგნოზი, რომ თუკი Bitcoin-ის ქსელის მიმდინარე ზრდის ტემპი შენარჩუნდება, იგი ბაზრის სხვა მონაწილეების მხრიდან არსებულ კონკურენციას დაამარცხებს. «სულ რაღაც ათ წელიწადში Bitcoin-მა შეძლო კონკურენცია გაეწია მსოფლიო საგადახდო სისტემების ინდუსტრიის ლიდერებისთვის. Bitcoin-ის განვითარება გეომეტრიული პროგრესიით იზრდება“ - ნათქვამია მოხსენებაში. „თუკი იგი ასეთ ტემპს შეინარჩუნებს, ათი წლის შემდეგ ყველა კონკურენტს უკან ჩამოიტოვებს“. ამგვარი პროგნოზის საფუძველს წარმოადგენს ნოუდების დიდი რაოდენობა, შედარებით დაბალი საკომისიო გადასახადები და ტრანზაქციების საშუალო ზომა, აგრეთვე სხვა ტექნიკური ფაქტორები. Bitcoin-ს, მაგალითად, აქვს დაახლოებით 10 ათასი აქტიური ნოუდი Visa-ს 119 Data-ცენტრთან შედარებით, MasterCard-ს 98 აქვს, PayPal-ს - 51. ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ Bitcoin-ს ნაკლები მომხმარებელი ჰყავს, რაც განპირობებულია მისი ბაზარზე არსებობის შედარებით მოკლე პერიოდით. შედარებისთვის, Visa-სა და MasterCard-ის დებიუტი 1950 და 1960-იან წლებში შედგა, PayPal-ისა კი - 1998 წელს. დღესდღეობით არსებობს დაახლოებით 25 მილიონი Bitcoin-საფულე, Visa-სა და MasterCard-ის საკრედიტო და სადებეტო ბარათების რაოდენობა კი 5,3 მილიარდს აღწევს, ნათქვამია შეტყობინებაში. DataLight-ისთვის ეს ყველაფერი პროგრესის მანიშნებელს წარმოადგენს. უახლოეს მომავალში Bitcoin-ის მიღწევები მას მიმზიდველად აქცევს მომხმარებლებისთვის. „ამჟამად Bitcoin-ის საგადასახადო სისტემა ბევრად აღემატება ჩვეულებრივ საერთაშორისო გადახდებსა და საბანკო ტრანზაქციებს“ - აღნიშნულია ანგარიშში“. „Bitcoin-ის ქსელის ტექნიკური სრულყოფილება დიდი ალბათობით მას მსოფლიოს უმთავრეს საგადახდო სისტემად აქცევს. ამიტომაცაა, რომ 2018 წლის დათვური ტრენდი უბრალოდ მორიგი დროებითი დაღმასვლა იყო, რომელსაც ექსპონენციალური ზრდა და ახალი, ყველა დროის მაღალი ნიშნულების მიღწევა მოყვება”. როგორც Cointelegraph იტყობინება, სხვა კვლევითი წყაროების აზრითაც Bitcoin-ის ფასი წინსვლას დაიწყებს მიმდინარე წლის ივნისში. ათი წლის გასვლის შემდეგ კვლავ ისმის Twitter-ის გენერალური დირექტორის სიტყვების გამოძახილი, რომელმაც კიდევ ერთხელ გამოთქვა თავისი აზრი, რომ 2028 წლისთვის Bitcoin-ი გახდება გლობალური ინტერნეტ-ვალუტის ფორმა. https://cointelegraph.com/news/research-bitcoin-can-beat-visa-mastercard-to-top-world-payment-system-in-10-years
  4. SpaceX -ის ახალი თაობის კოსმოსურმა რაკეტა Starship-მა წარმატებით გაიარა საბორტო ძრავის გამოცდა, თუმცა ტრანსპორტი შორს არ წასულა. ძრავის ამოქმედება იყო გამოცდა, ე.წ. static fire, რომელიც განკუთვნილი იყო ძრავის გამოსაცდელად. ხსენებული გამოცდა პირველ შემთხვევას წარმოადგენს, როდესაც რაკეტა ამოქმედდა საკუთარი ძრავის მეშვეობით და შეძლებს ფრენას უახლოეს მომავალში. საუბარი ეხება კონკრეტულ სატრანპორტო საშუალება „Starhopper»-ს, რომელიც განკუთვნილია Starship-ის საბაზისო კონსტრუქციისა და ტექნოლოგიის ტესტირებისთვის. როგორც უკვე ვიცით, Starship – ეს არის გიგანტური კოსმოსური რაკეტა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ადამიანების მთვარესა და მარსზე ტრანსპორტირება. ილონ მასკის თქმით, Starship/Super Heavy combo შეძლებს დედამიწის ახლო ორბიტაზე გაიტანოს 100 ათასი კგ ტვირთი, რაც მას აქცევს ერთ-ერთ უმძლავრეს რაკეტად, რაც კი ოდესმე შექმნილა. მანამდე, სანამ რაკეტა კოსმოსში გავა, SpaceX გეგმავს რამოდენიმე სატესტო ფრენის განხორციელებას Starhopper-ით. ეს გამოცდები მოიცავს ძრავის (ან ძრავების) შემოწმებას. გამოიცდება ახალი მძლავრი ძრავი Raptor – რაკეტის უმნიშვნელოვანესი ელემენტი სამომავლო Starship-ისა და სუპერმძიმე რაკეტისთვის. SpaceX-მა Raptor-ის სრული ვერსია თებერვალში წარმოადგინა. დღესდღეობით Starhopper-ში მხოლოდ ერთი Raptor-ძრავია განთავსებული, რაც ილონ მასკის თქმით, რაკეტას საკმაოდ მაღლა ვერ ასწევს. ზემოთხსენებული გამოცდის მსვლელობისას მოწყობილობამ მიწის ზედაპირიდან რამდენიმე დუიმზე შეძლო აწევა. საბოლოო ჯამში დაგეგმილია დამონტაჟდეს სამი ძრავი, რათა რაკეტამ შეძლოს საჭირო სიმაღლეზე ასვლა. ამგვარი ფრენები სატრანსპორტო საშუალებას ატმოსფეროს ქვედა ფენაში გაიყვანს. მსგავსი გამოცდები უკვე ჩატარდა რაკეტა Falcon 9 Grasshopper-ის მეშვეობით 2012-2013 წლებში. ჯერჯერობით უცნობია, რამდენ სატესტო ფრენას განახორციელებს SpaceX. მასკი ამტკიცებდა, რომ Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა 2020 წლის დასაწყისში განხორციელდება, თუმცა მისი ოპტიმისტური პროგნოზების ამბავი ყველასთვის კარგადაა ცნობილი. https://www.theverge.com/2019/4/3/18271547/spacex-starship-starhopper-raptor-engine-ignition-hop-static-fire-test
  5. Rockstart Accelerator-ი გახდა EMERGE CHALLENGE-ის სპეციალური საპრიზო პარტნიორი: რამოდენიმე სტარტაპი მიიღებს სრულიად ანაზღაურებულ მოგზაურობას ამსტერდამში, ნიდერლანდებში, სტარტაპერების შესარჩევ შეკრებაზე. EMERGE CHALLENGE განცხადებების შეტანის ვადას 16 აპრილამდე აგრძელებს. Rockstart Accelerator-ი ეძებს სტარტაპებს შემდეგ სფეროებში: აგროსაკვები (AgriFood), ციფრული ჯანმრთელობა (Digital Health), ინტელექტუალური ენერგია (Smart Energy) და ახალი ტექნოლოგიები (Emerging Technologies). ასე, რომ მსურველებმა არ გაუშვათ შანსი ხელიდან და შეიტანეთ განცხადება ახლავე. შესარჩევი დღეები - ეს არის შერჩევის პროცესის ბოლო ეტაპი (მის წინ კიდევ სამი ეტაპია). მასში მიწვევის შანსი ჯამში მხოლოდ რამოდენიმე სტარტაპს და 500+ აპლიკაციას აქვს მთელი მსოფლიოდან. შესარჩევ დღეებში გამოვლენილი გამარჯვებული თავის გუნდს წარუდგენს Rockstart-ის საინვესტიციო კომიტეტს და გაეცნობა მათი ქსელის ნაწილს. ინვესტორებისა და იურისტების ჯგუფთან, HR- და ტექნიკურ ექსპერტებთან ერთად Rockstart-ის გუნდი მონაწილე პროექტების კომპლექსურ შემოწმებას განახორციელებს , რათა მიღებულ იქნას მკაფიო წარმოდგენა სტარტაპერებზე, პროდუქტებსა და ბაზარზე. ჯამში აირჩევა 10 სტარტაპი ACCELERATOR-ის პროგრამაში მონაწილეობისთვის ნიდერლანდებში ან დანიაში (კონკრეტული სტარტაპის დომენის შესაბამისად). http://bit.ly/2UyDoLa რას წარმოადგენს Rockstart Rockstart-ი ამოქმედდა 2011 წელს ამსტერდამში, როგორც ევროპის ერთ-ერთი პირველი სტარტაპ-აქსელერატორი. დღესდღეობით იგი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც მხარდაჭერას უცხადებს და აფართოებს საუკეთესო სტარტაპების შესაძლებლობებს, რათა მათ წარმატებით გაიკვლიონ გზა შემდეგ სფეროებში: ენერგეტიკა, ჯანდაცვა, აგროსაკვები (AgriFood) და განვითარებადი ტექნოლოგიები. კომპანია სტარტაპებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ წვდომა კაპიტალზე, ბაზარზე, შესაბამის სოციალურ ერთობაზე და შეიძინონ გამოცდილება. კომპანია მათ აკავშირებს პარტნიორებთან, ინვესტორებთან, Rockstart-ის ვრცელ ქსელთან. Rockstart-ი აგრეთვე ქმნის პროგრამებს, რომლებიც სპეციალურადაა შემუშავებული იმისათვის, რომ განვითარდეს თანამშრომლობა სტარტაპებსა და კომერციულ პარტნიორებს შორის, იგი უზრუნველყოფს სწრაფ წვდომას ინვესტიციებზე. Rockstart-ს შემუშავებული და რეალიზებული აქვს პროგრამები შემდეგი კომპანიებისა და ორგანიზაციებისთვის: Maersk, Shell, ნიდერლანდების ჯანდაცვის სამინისტრო და ბევრი სხვა. დაარსებიდან დღემდე Rockstart-მა მოახდინა 150-ზე მეტი სტარტაპის ინვესტირება, რათა შეეგროვებინათ 87 მილიონ ევროზე მეტი კაპიტალი და დაექირავებინათ 700-ზე მეტი პირი. Rockstart - ეს არის საერთაშორისო გუნდი, რომელიც შედგება 35-ზე მეტი პროფესიონალისგან. გუნდის წევრები დაკავებულნი არიან სტარტაპების მხარდაჭერით, რათა ხელი შეუწყონ მასშტაბირებას და შეცვალონ მათი საქმიანობა უკეთესობისკენ. http://bit.ly/2OQqIdi რა არის EMERGE CHALLENGE მსოფლიოს 15 ქვეყნიდან არსებული სტარტაპები უკვე მონაწილეობენ EMERGE CHALLENGE-ის პროგრამაში. ვინ შეუერთდება შემდეგი? აპლიკაციის შევსების პროცესი: გადადით ვებ-გვერდის Startap Section-ზე და შეიტანეთ განაცხადი Startup Pass-ზე; შევასეთ განაცხადის ფორმა; დაელოდეთ 1-2 დღე, სანამ კომპანია განიხილავს თქვენს განცხადებას. რეგულარულად შეამოწმეთ ელ.ფოსტა. თუკი თქვენი სტარტაპი შეესაბამება EMERGE-ის მოთხოვნებს, თქვენ მიიღებთ წერილს გასაუბრებაზე მოწვევის შესახებ. გასაუბრება დაახლოებით 20 წუთი გრძელდება, რომლის ფარგლებშიც შემოწმდება ინგლისური ენის ფლობის დონე, დაზუსტდება ცალკეული საკითხები, რაც თქვენს სტარტაპს ეხება და აგიხსნიან მოქმედების შემდეგ ეტაპს. ის, ვინც წარმატებით გაივლის გასაუბრებას, მიიღებს „იღბლიანი გამარჯვებულის“ წერილს, რომელშიც მოცემული იქნება Startup Pass-ის ბმული. ბოლო ეტაპი - ბილეთის მიღება თქვენი გუნდისთვის (3 პირამდე) EMERGE-ის დღეებისთვის. მასზე წარმოდგენილი სტარტაპები მოახდენენ თავიანთი საქმიანობის დემონსტრირებას, შეხვდებიან ინვესტორებს და ექნებათ 10 ათასი ევროს მიღების შანსი EMERGE CHALLENGE-ზე. სტარტაპებს შეაფასებენ Acceleration-პროგრამის ხელმძღვანელები და წამყვანი სპეციალისტები მსოფლიოს ქვეყნებიდან - დიდი ბრიტანეთი, აშშ, ბალტიის ქვეყნები, ლუქსემბურგი, შვეიცარია, ისრაელი და ა.შ. შერჩეული სტარტაპები 30 აპრილს დასახელდება. 3 ივნისს შედგება წინასაკვალიფიკაციო რაუნდი. ნახევარფინალისთვის აირჩევა 50 სტარტაპი. 4 ივნისს გაიმართება ნახევარფინალი, აირჩევა 10 საუკეთესო. 5 ივნისს სცენაზე გამოვა შერჩეული ათი სტარტაპი და მათგან აირჩევენ საუკეთესოს! ჯილდო - 10 ათასი ევრო. დროა იმოქმედოთ, არ გაუშვათ ხელიდან წარმატების შანსი! http://bit.ly/2Ult5Lh http://bit.ly/2I0Q0Fg
  6. კომპანია Microsoft-მა განაცხადა, რომ ფუნქციონირება დაასრულა მისმა ელექტრონული წიგნების მაღაზიამ. ამგვარად, კორპორაციამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და უარი უთხრა ტრადიციული პროდუქტისა და სერვისების გაყიდვას. ერთადერთ გამონაკლისს კონსოლი Xbox წარმოადგენს. შესაბამისი განცხადება განთავსებულია Microsoft Store-ზე, ჩანართი „წიგნები“ კი უკვე წაშლილია. კითხვა-პასუხის განყოფილებაში კომპანიამ განაცხადა, რომ სერვისი საბოლოოდ ფუნქციონირებას შეწყვეტს მიმდინარე წლის ივლისში. დროებით მიღებული და აგრეთვე უფასო წიგნებიც მომხმარებლების ბიბლიოთეკებიდან ამ დროისთვის გაქრება. კომპანიამ ისაუბრა და ახსნა დახურვის მიზეზებიც. როგორც გაირკვა, რედმონდში ელექტრონულმა გამომცემლობებმა თავიანთი მაღაზიებიდან დაიწყეს გაყიდვა, ისე რომ აღარ იყენებდნენ სარეკლამო მარკეტინგულ მეთოდებს. თავად წიგნების წაკითხვა კი შესაძლებელი იყო მხოლოდ ბრაუზერ Microsoft Edge-ით სარგებლობისას, რომლის საბაზრო წილიც მხოლოდ 4,4%-ს შეადგენს. წიგნების კომპიუტერში ჩამოტვირთვა შეუძლებელი გახლდათ. გარდა ამისა, Microsoft-ს მეტად სერიოზული კონკურენტი ჰყავს - Amazon-ი. მასში უამრავი გამომცემლობაა ხელმისაწვდომი, საიადანაც შესაძლებელია ჩამოტვირთვა და წაკითხვა Amazon Kindle-ის მულტიფუნქციურ აპლიკაციაში. ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც Microsoft-ი აიგნორირებს სამომხმარებლო ბაზარს კორპორატიულის სასარგებლოდ. 2017 წელს კომპანიამ დახურა მუსიკალური სერვისი Groove. აგრეთვე, მცირე ხნის წინ კორპორაციამ უარი განაცხადა Windows 10-ის მობილური ვერსიის მხარდაჭერაზე. მომხმარებლები იმედოვნებენ, რომ ფილმები, სერიალები და თამაშები მაინც დარჩება ხელშეუხებელი. https://3dnews.ru/985207
  7. მარსზე მეთანის არსებობის საიდუმლო რამოდენიმე ათწლეულია მეცნიერების თავსატეხად იქცა. ამჟამად კი დაკვირვების შედეგად მიღებული მონაცემებით არა მარტო დადასტურდა მეთანის არსებობა წითელი პლანეტის ატმოსფეროში, არამედ მიკვლეულ იქნა მისი მეტნაკლებად ზუსტი წყარო. მონაცემების შეგროვებაში მონაწილეობას იღებდნენ: ESA-ს ორბიტალური კოსმოსური აპარატი Mars Express და NASA-ს მარსმავალი Curiosity. დედამიწის ატმოსფეროში მეთანის უზარმაზარ მოცულობას განაპირობებს ცოცხალი ორგანიზმები, თუმცა მისი შემადგენლობის გარკვეული პროცენტი დაკავშირებულია გეოლოგიურ პროცესებთან. უბედურება ისაა, რომ ატმოსფეროში მეთანის მაღალი კონცენტრაცია აძლიერებს სათბურის ეფექტს იმაზე უფრო მეტად, ვიდრე ნახშირორჟანგი. თუმცა ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, მეთანი ატმოსფეროში დიდხანს არ ჩერდება. ეს ორი ფაქტი მეტისმეტად ზრდის ინტერესს მარსზე მეთანის აღმოჩენასთან დაკავშირებით, რადგანაც მისი არსებობა შესაძლოა ბიოლოგიურ წყაროებთან იყოს დაკავშირებული. როდესაც მარსმავალმა Curiosity-მ დაიწყო საქმიანობა მარსზე, მან უამრავ მკვლევარს გაუცრუა იმედი, რადგან თავდაპირველად ვერ მიაგნო მეთანის არსებობის მტკიცებულებას მარსულ ჰაერში. თუმცა 2014 წელს აპარატმა დაადასტურა მისი არსებობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მეთანის კონცენტრაცია ატმოსფეროში პერიოდულად აღდგება და ქრება. მეთანის ჰაერში გამოტყორცნის ერთ-ერთი შემთხვევა კიდევ დაფიქსირდა 2013 წლის 15 ივნისს და ეს ავტონომიურმა აპარატმა და ორბიტალურმა ზონდმა Mars Express-მაც დაადასტურა. მეცნიერებისთვის შემდეგი ნაბიჯი იყო მცდელობა - განესაზღვრათ მეთანის უტყუარი წყარო. მას შემდეგ, რაც Curiosity-მ აირის არსებობა აღმოაჩინა, მეცნიერთა შორის დადიოდა აზრი, რომ მეთანი ფორმირდებოდა პლანეტის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, ძლიერ ქარებს კი, რაც მარსზე იშვიათობას არ წამოადგენს, იგი პლანეტის ეკვატორული ზონისკენ გადმოჰქონდათ. საძიებო სივრცის შესავიწროვებლად მეცნიერებმა მილიონობით კომპიუტერული სიმულაცია განახორციელეს კრატერ „გეილი“-ს ირგვლივ, სადაც ამჟამად კვლევებს ატარებს Curosity. გეოლოგიურმა კვლევებმაც აჩვენა, რომ ანალიზები მიანიშნებდა ერთსა და იმავე წყაროზე. საუბარი ეხება ვულკანური წარმოშობის რეგიონს „Medusae Fossae“, რომელიც დაახლოებით 1000 კილომეტრ ფართობს მოიცავს. „ჩვენ ამ რეგიონში ვიპოვეთ ღრმა ტექტონიკური ნაპრალები, რომელთა ქვემოთაც შესაძლოა წყლის მარაგი არსებობდეს“ - აცხადებს კვლევის ერთ-ერთი თანაავტორი. „არის ალბათობა, რომ ამ ტექტონიკურ ღრმულებში არსებული ყინული პერიოდულად სკდება და იქიდან გამოთავისუფლებული მეთანი ატმოსფეროში ხვდება“. მკვლევარები აპირებენ განაგრძონ წითელ პლანეტაზე მიმდინარე მეთანის გამოფრქვევებზე დაკვირვება ახალი მარსმავალისა და ორბიტალური აპარატის მეშვეობით, რომლებიც მარსისკენ უახლოეს წლებში გაემგზავრებიან. https://hi-news.ru/research-development/uchenye-nashli-veroyatnyj-istochnik-metana-na-marse.html
  8. 2022-2025 წლებში აეროკოსმოსური სააგენტო NASA გეგმავს აამოქმედოს მისია Europa Clipper, რომლის ფარგლებშიც მოხდება სიცოცხლის არსებობის ძიება იუპიტერის მეექვსე თანამგზავრ ევროპაზე. კოსმოსური ობიექტი განსაკუთრებულად აინტერესებთ მეცნიერებს, რადგანაც ითვლება, რომ მისი გაყინული ქერქის ქვეშ ოკეანეა და იგი იმაზე ორჯერ მეტი რაოდენობის წყალს შეიცავს, რასაც მთელი დედამიწის ზღვები. თანამგზავრამდე ფრენას დაახლოებით 2-6 წელი დასჭირდება, მისია კი დაახლოებით სამწელიწადნახევარი გაგრძელდება, ამიტომ მკვლევარები აუცილებლად უნდა დარწმუნდნენ, რომ უზრუნველყოფილი იქნება კოსმოსური აპარატის კავშირი დედამიწაზე არსებულ მართვის ცენტრთან. ტესტირებები ხორციელდება ვირჯინიის შტატში არსებულ ექსპერიმენტალურ პოლიგონზე. მკვლევარ ტომას მაგნერის თქმით, სწორედ ეს პოლიგონია იდეალური ადგილი ტესტირებებისა და რთული გამოთვლების ჩასატარებლად. ტესტის მსვლელობისას მეცნიერებს სურთ დარწმუნდნენ, რომ ანტენა ნამდვილად შეძლებს დედამიწას გადმოსცეს უზარმაზარი მოცულობის მონაცემები, რომელთაც აპარატ Europa Clipper-ის სენსორები შეაგროვებენ. მოწყობილობა ვიზუალურად მოგვაგონებს საოჯახო თანამგზავრულ ანტენას, მხოლოდ მისი სიმაღლე სამი მეტრია. ანტენამ უნდა შეძლოს მონაცემების გადაცემა 740 მილიონ კილომეტრზე მეტი მანძილის დაშორებიდან. ცნობილია, რომ ორბიტალური აპარატი Europa Clipper-ი ვერ მოახერხებს თანამგზავრ ევროპას ორბიტაზე გასვლას, რადგანაც ეს სფერო უკიდურესად რადიოაქტიურია და ადვილად დააზიანებს ელექტრონულ მოწყობილობებს. ამის ნაცვლად აპარატი განახორციელებს 45 შემოფრენას თანამგზავრის ირგვლივ მასთან 2700 მეტრიდან 25 კილომეტრამდე დაშორების დიაპაზონში. NASA-ს შეფასებით, მისია Europa Clipper-ის შესრულება უფრო რთულ ამოცანას წარმოადგენს, ვიდრე მარსის შესწავლა. სწორედ ამიტომ უთმობს სააგენტო საბაზისო სამზადისს უდიდეს ყურადღებას - მკვლევარებმა ზუსტად უნდა განსაზღვრონ მისიის მიზნები და შეიმუშავონ მკაფიო სამოქმედო გეგმა. https://hi-news.ru/space/nasa-testiruet-antennu-europa-clipper-pered-poiskom-zhizni-na-sputnike-yupitera.html
  9. 3 აპრილი, ოთხშაბათი. Bitcoin-მა პირველად 2018 წლის ნოემბრის შემდეგ დააფიქსირა ნიშნული 5 ათას დოლარზე. იმ დროს, როდესაც ზოგიერთ კრიპტოვალუტაზე ფასის კლება შეიმჩნევა, დანარჩენებს შეუძლიათ თავი მოიწონონ მზარდი ტენდენციით. BTC-მა 24 საათს განმავლობაში 14%-ზე მეტით მოიმატა და და გადააჭარბა 5 ათასდოლარიან ნიშნულს. CoinMarketCap-ის სტატისტიკის თანახმად, ლიდერმა მონეტამ გარკვეულ მომენტში 5 043 დოლარს მიაღწია, შემდეგ კი დაუბრუნდა 4900 დოლარს. სტატიის წერის მომენტში BTC დაახლოებით 5007 დოლარად იყიდებოდა. Bitcoin-ის ბაზრის კაპიტალიზაცია 1 მლრდ დოლარზე მეტით გაიზარდა წინა დღის მაჩვენებელთან შედარებით. ფასის მატების პიკში BTC-ის ბაზრის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი დაახლოებით 88 მლრდ დოლარი იყო, ამ დროისთვის კი (წერის მომენტში) დაახლოებით 87,4 მილიარდს შეადგენს. Ethereum (ETH), ამ დროისათვის ბაზრის კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტა, 3 აპრილის მაჩვენებლით 24 საათში 10%-ით გაიზარდა. წინა დღეს, სამშაბათს მისი ფასი დაახლოებით 150 დოლარი იყო, ოთხშაბათს კი იგი 165 დოლარს ზემოთ იყიდებოდა. ETH-ის ბაზრის კაპიტალიზაცია თითქმის 2 მლრდ დოლარით გაიზარდა და შეადგინა 17,6 მილიარდი. რიგით მესამე კრიპტოვალუტა Ripple (XRP) აგრთვე ზრდას განიცდის მესამე დღეა ზედიზედ. მონეტის ფასი 5 საათში 5%-ით გაიზარდა. მისი ბაზრის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი კი 1 მილიარდით მეტია წინა დღესთან შედარებით - 14,7 მილიარდზე მეტი. ყველა კრიპტოვალუტის საერთო ბაზრის კაპიტალიზაციაც მნიშვნელოვნად გაიზარდა 2 აპრილთან შედარებით. 3 აპრილს დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო 176,9 მლრდ აშშ დოლარი და იგი სტატიის წერის მომენტში ჩამოვიდა 173,8 მილიარდამდე. რაც შეეხება სხვა Altcoin-ებს, ყველა მთავარი ვალუტა, Maker-ისა (MKR) და Tezos-ის (XTZ) გარდა, მწვანე ზონაში იმყოფება და მათზე შესამჩნევია მზარდი ტენდენცია ბოლო 24 საათის განმავლობაში. Bitcoin Cash (BCH) 280 დოლარს ზემოთ ავიდა - გაიზარდა დაახლოებით 50%-ით. კიდევ ერთი მსხვილი მოთამაშეა LTC, რომელიც ერთ დღეში 20%-ით გაიზარდა და ამჟამად 84 აშშ დოლარად იყიდება. ილონ მასკის განცხადების შემდეგ, რომ Dogecoin (DOGE) მის ფავორიტ კრიპტოვალუტას წარმოადგენს, ხსენებულმა მონეტამ მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა და გაძვირდა 30%-ით. კრიპტო ბაზრის აღდგენა, რომელიც 1 აპრილს დაიწყო, ფართოდ განიხილება კრიპტო-ქომიუნითებსა და ფინანსების სამყაროში. კრიპტო-ინსაიდერების ქომიუნითი აცხადებს, რომ ამ ნახტომს რაიმე განსაკუთრებული მიზეზი არ გააჩნია და ყველაფერი აიხსნება სპეკულაციებით. Binance-ის გენერალური დირექტორი Changpeng Zhao, ასევე ცნობილი როგორც CZ, აცხადებს, რომ მან არაფერი იცის მომხდარის რეალური მიზეზების შესახებ. ამავე დროს, Bloomberg-ის ავტორი Eric Lam ამბობს, რომ ცალსახა პასუხი არ აქვს. Eric Lam-მა ისაუბრა საპირველაპრილო ისტორიაზე, რომელშიც ამტკიცებენ, რომ აშშ-ის ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების კომისიამ Bitcoin-ETF დაამტკიცა, როგორც პოტენციურად გავლენის მომხდენი კრიპტო-ბაზარზე. მის პოზიციას CNBC-ც იზიარებს. მეორე მიზეზი, რომელსაც Bloomberg-ი ეყრდნობა - უკავშირდება Brexit-ს, რამდენადაც ზოგიერთი თვლის, რომ ინვესტორები ფუნტს ცვლიან BTC-ზე მას შემდეგ, რაც ბრიტანეთი ევროკავშირს ჩამოშორდა. რამოდენიმე ადრეული პროგნოზიც ამ თეორიას ემყარებოდა. https://cointelegraph.com/news/btc-tests-5-000-amid-2019s-first-major-crypto-market-recovery
  10. როგორც ითვლება, PS4 უკანასკნელ წლებს ითვლის. ვრცელდება ხმები, რომ შემდეგი თაობის კონსოლი შესაძლოა მომდევნო წელს გამოვიდეს და როგორც ჩანს, PS4-ის მომავალს PlayStation VR წარმოადგენს. მცირე ხნის წინ გაკეთებულ ანონს Sony State of Play-ზე მთელი პრეზენტაცია ძირითადად ფოკუსირებული იყო სამომავლო VR-თამაშებზე, მათ შორის იყო Iron Man VR, Blood & Truth, Five Nights at Freddy's VR: Help Wanted, აგრეთვე VR-რეჟიმის თამაშებზე, როგორებიცაა Concrete Genie და No Man's Sky. PSVR ჩამონათვალიდან უმეტესობა კონსოლების ექსკლუზივია: ხსენებული თამაშებისთვის თქვენ Sony-ს კონსოლი დაგჭირდებათ. ეს ზუსტად იგივე სტრატეგიაა, რომელიც Sony-მ წარმატებით გამოიყენა PS4 საბაზისო სისტემისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ PS4-ის მფლობელების მხოლოდ მცირე ნაწილი ფლობს PSVR-ს, ეს ახალი თამაშები ხელს შეუწყობს მეტი მყიდველის მოზიდვას. ახალი, ზემოთ ჩამოთვლილი თამაშებიდან ითვლება, რომ ყველაზე შთამბეჭდავია Iron Man VR. დემონსტრაციისას მოთამაშეს სრული თავისუფლება და კონტროლი ეძლევა „რკინის კაცზე“, შეუძლია იფრინოს და გადაადგილოს დიდი მასის ნივთები სწორედ ისე, როგორც ფილმებსა და კომიქსებშია. მართვის უნიკალური სქემა ისეთ გამოცდილებასა და შეგრძნებებს ჰპირდება მოთამაშეს, როგორსაც ვერ მიიღებს კონტროლერებით. ისეთი თამაშები, (მაგალითად No Man's Sky და Concrete Genie) რომლებიც არ არინ ექსკლუზიურად VR-ისთვის განკუთვნილნი, აგრეთვე ახალ სტიმულს იძლევა მათთვის, ვინც ამ დრომდე არ დაინტერესებულა მათი თამაშით. ასეთი ნახტომი ვირტუალურ რეალობაში მნიშვნელოვანია, რადგანც Sony-ს არც ისე ბევრი თამაში აქვს PS4-სთვის. მისთვის დაანონსებული თამაშებიდან არც ერთის გამოსვლის თარიღზე სიტყვაც არ თქმულა. Sony მიმდინარე წელს E3 გამოფენაზე პრეზენტაციებს გამოტოვებს, ასე რომ გაურკვეველია, რეალურად როდის გახდება ცნობილი ახალი თამაშების შესახებ მეტი ინფორმაცია. თუმცა PSVR თამაშებისთვის, როგორც წესი, ნაკლები ძალისხმევა და დრო არის საჭირო მწარმოებლების მხრიდან. PS5-ის გამოშვების შემდეგ PS4 დარჩება, როგორც საწყისი დონის ვირტუალური რეალობის ბიუჯეტური სისტემა. Sony-ს, დიდი ალბათობით, გარკვეული დრო დასჭირდება განახლებული PSVR-ის დასამზადებლად. ჰორიზონტზე გამოჩენილი ახალი თამაშების, აგრეთვე კარგი სარეზერვო კატალოგის გათვალისწინებით, რომელიც ნელ-ნელა ივსება, ერთი რამ ცხადია: PSVR იქნება PlayStation 4-ის „გედის სიმღერა“. https://www.theverge.com/2019/4/2/18291093/sony-playstation-4-psvr-future-virtual-reality-iron-man-games-ps5
  11. კომპანია Ford-მა განაცხადა, რომ Ford-ის პირველი long-range SUV ტიპის ელექტრომობილი, რომელიც Mustang-ის ბაზაზეა შექმნილი, გამოვა 2020 წელს და შეძლებს ერთ დამუხტვაზე დაფაროს 300 მილზე მეტი მანძილი. ხსენებული ელექტრომობილი პირველად დაანონსდა 2018 წელს დეტროიტის ავტოსალონში და მას მოიხსენიებდნენ კოდური სახელწოდებით - „Mach 1”. ჯერ კიდევ 2017 წელს Ford-ის ხელმძღვანელები იმედოვნებდნენ, რომ შეძლებდნენ კომპანიის პირველი სერიული ელექტრომობილებით 300 მილზე მეტი მანძილის დაფარვის უზრუნველყოფას (კომპანიას უკვე აქვს გამოშვებული მთლიანად ელექტრო ჰეჩბექი Focus და სატვირთო - Ranger-ი). მიმდინარე კვირაში გაკეთებული განცხადების თანახმად კი, როგორც ჩანს, ეს იმედი რეალიზებადია. Ford-ში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით უსახელო ავტომობილი შეძლებს გაიაროს დაახლოებით 600 კმ/370 მილი და იგი ევროპის სატრანსპორტო საშუალებების საგამოცდო პროცედურების, WLTP სტანდარტის შესაბამისად იქნება წარმოდგენილი. WLTP სტანდარტი ამოქმედდა 2018 წელს და მისი მიზანია შეფასდეს თითოეული ელექტრომობილის ენერგომოხმარება. იგი ძველ სტანდარტთან შედარებით მკაცრია, თუმცა მისი შეფასებები უფრო ოპტიმისტურია, ვიდრე აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს (Environmental Protection Agency - EPA) მიერ შემუშავებულნი. ჯერჯერობით რთულია თქმა, როგორ შეფასებას მიიღებს ახალი ელექტრომობილი. Jaguar I-Pace-მა WLTP სტანდარტის რეიტინგში დაახლოებით 292 მილი მაჩვენებელი დააფიქსირა, EPA-ს დიაპაზონში კი 240 მილს მიაღწია. ამგვარი შეფარდების გათვალისწინებით Ford-ის სამომავლო ელექტრომობილმა შესაძლოა მიაღწიოს 300 მილს. WLTP-სა და EPA-ს სხვადასხვა შეფასებით კი შესაძლოა 330 მილიც დაფიქსირდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, 300 მილს ზემოთ არსებული მაჩვენებელი უკვე საკმარისია იმისათვის, რომ Ford-ის ქროსოვერი ელექტრომობილების ლიდერების მწვერვალზე მოხვდეს. დღედღეობით მხოლოდ Tesla-ა ერთადერთი კომპანია, რომლიც აწარმოებს რამოდენიმე ელექტრომობილს 300 მილზე მეტი მანძილის გავლის შესაძლებლობით. Mercedes-Benz-ის, Audi-ის, Jaguar-ის, Hyundai-სა და Kia-ს საუკეთესო მოდელების შესაძლებლობა 200-დან 260 მილი მანძილის დიაპაზონში მერყეობს. ეს მაჩვენებლები შეიცვლება მას შემდეგ, რაც Porsche-ს მთლიანად ელექტრონული მობილები გამოვა გაყიდვაში მიმდინარე წლის ბოლოს, სხვა მსხვილი მანქანათმშენებელი კომპანიები კი რა თქმა უნდა აგრძელებენ და კვლავაც გააგრძელებენ თავიანთი ტექნოლოგიების დახვეწა-გაუმჯობესებას. თავის დროზე Ford-ი კრიტიკის ქვეშ მოექცა, რომ იგი ჩამორჩა კონკურენტებს, ელექტრო მუსტანგის გამოშვება კი ნამდვილად დიდ მოლოდინსა და ინტერესს იწვევს. კომპანიას 10 მილიარდ დოლარზე მეტი თანხა აქვს გამოყოფილი მანქანების ელექტროფიკაციისთვის და ელექტრომობილებით შესაძლებელი გახდება ახალი ერა დაიწყოს კომპანიის ისტორიაში. https://www.theverge.com/2019/4/2/18292752/ford-mustang-ev-mach-1-range-estimate
  12. Microsoft-მა განაახლა თავისი საბაზისო მოდელი Surface Book 2. Software-გიგანტის განახლებული 13-დუიმიანი მოწყობილობა წარმოდგენილია Intel-ის მერვე თაობის ოთხბირთვიანი i5 პროცესორით. ლეპტოპის მეორე მოდიფიკაციას კი აქვს მეშვიდე თაობის ორბითვიანი პროცესორი და მისი ფასი 1299 აშშ დოლარი იქნება. განახლებული ოთხბირთვიანი მოდელი კი 1499 აშშ დოლარად გაიყიდება და იგი მოიცავს i5-8350U პროცესორს, რომლის მაქსიმალური ტაქტის სიხშირე 3,6 გიგაჰერცს აღწევს. ახალ Surface Book 2-ს აქვს 8 გიგაბაიტი ოპერატიული და 256 გიგაბაიტი სამომხმარებლო მეხსიერება. ახალი პროცესორი ერთადერთი მნიშვნელოვანი სიახლეა ახალ ლეპტოპში, თუმცა მას დიდი მნიშვნელობა აქვს წარმადობის კუთხით. საზოგადოებამ უკვე იხილა ოთხბირთვიანი Surface Pro 6 მოდელების წარმადობის შთამბეჭდავი სხვაობა ორბირთვიან ჩიპებთან შედარებით, რომლებიც წინა თაობის მოწყობილობებში იყო გამოყენებული. Microsoft-ი „Surface Event“-ს ჩაატარებს 17 აპრილს ნიუ-იორკში. მოსალოდნელია, რომ კომპანია დააზუსტებს ფასებსა და ხელმისაწვდომობას თავის Surface Hub 2-ზე, აგრეთვე საზოგადოებას გაუზიარებს ცნობებს სხვადასხვა აქსესუარებისა და Steelcase-ის საოფისე ავეჯის შესახებ. https://www.theverge.com/2019/3/31/18289769/microsoft-surface-book-2-quad-core-processor-i5-model
  13. Gmail-ს არსებობის 15 წელი შეუსრულდა და ამ თარიღის აღსანიშნავად Google მცირე განახლებას სთავაზობს მომხმარებლებს: ესენია გაუმჯობესებული ფუნქცია Smart Compose Gmail და შეტყობინების და-schedule-ბის საშუალება. Smart Compose განახლება საკმაოდ ბუნდოვანია. Google-მა ეს ფუნქცია ჯერ კიდევ გასული წლის მაისში წარადგინა და იგი მომხმარებლის მიერ ელექტრონულ ფოსტაში დაწყებული წერილის წინადადებების დასრულების საშუალებას იძლევა. Google-ის თქმით, განახლებულ ვერსიას „შეუძლია ადაპტირება განიცადოს იმ პირთან, ვისაც წერილს სწერთ“ იმის მიხედვით, თუ როგორია თქვენი ინდივიდუალური წერის სტილი. Google აცხადებს, რომ ეს ნიშნავს შემდეგს: Smart Compose-ს ახსოვს თქვენთვის დამახასიათებელი წერის მანერა, თუ როგორ ესალმებით კონკრეტულ კოლეგებს (მაგ. “Hey Team”), თუმცა კომპანია არ საუბრობს მეტი დეტალის შესახებ. კომპანია ირწმუნება, რომ Smart Compose-მა ადამიანებს მოუხსნა აუცილებლობა - აკრიფონ „1 მლრდ სიმბოლოზე მეტი კვირის განმავლობაში“ ინტერნეტში, ამჯერად კი ეს ფუნქცია ხელმისაწვდომია Android-მოწყობილობებშიც და iOS-ზეც უახლოეს დროში გამოჩნდება. Gmail-ის უფრო მარტივ განახლებას წარმოადგენს შეტყობინების და-schedule-ბის შესაძლებლობა. თუკი დააწკაპებთ „Send”-ის გვერდით ისარზე, გაიხსნება scheduler ფანჯარა. შემდეგ უკვე შეგიძლიათ აირჩიოთ დრო, მაგალითად „ხვალ დილით“ ან მიუთითოთ კონკრეტული დრო და თარიღი. რა თქმა უნდა, ხსენებული სიახლეები არც ისე გრანდიოზულია, თუმცა შეხსენებას არ საჭიროებს ის ფაქტი, რომ Gmail ასეთი პოპულარულია ამოქმედებიდან 15 წლის შემდეგაც კი. https://www.theverge.com/2019/4/1/18290065/gmail-scheduling-email-smart-compose-improvements-announced
  14. ბაზრის კაპიტალიზაციის მხრივ მსოფლიოში უმსხვილესმა კრიპტოვალუტა Bitcoin-მა 17%-ით მოიმატა მიმდინარე კვირის ორშაბათს და მიაღწია ბოლო ოთხი თვის განმავლობაში დაფიქსირებულ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს. Coindesk-ის მონაცემები გვიჩვენებს, რომ Bitcoin-ის ფასი ორშაბათს დილით 4715 აშშ დოლარი გახდა, რასაც თან ახლდა ყოვედღიური ხარული ბრუნვის მნიშვნელოვანი ზრდა. საათობრივი სავაჭრო პერიოდი წინა დღესთან შედარებით 668 დოლარით მეტი მაჩვენებლით დაიხურა. სტატიის წერის მომენტში Bitcoin-ის ფასი 19,17%-ით გაიზარდა 24-საათიან პერიოდში და მიაღწია 4 926 დოლარს და გაარღვია რეზისტენტულობის 4192 დოლარიანი დონე. შედეგად კრიპტოვალუტა აგრძელებს თავის მცირე ხნის წინანდელ მზარდ ტენდენციას. აგრეთვე მნიშვნელოვნად გაიზარდა Bitcoin-ის ბაზრის კაპიტალიზაცია - 5,1 მლრდ დოლარით 78,8 მლრდ დოლარამდე ერთ დღეში, რაც 2018 წლის ნოემბერში დაფიქსირებულ მაჩვენებელს აღემატება. აღსანიშნავი ნაბიჯი გადაიდგა წინ Bitcoin-ხარების წინააღმდეგობისას, რამაც ვითარება შეამსუბუქა და მოხდა გარღვევა რეზისტენტულობის არა ერთ, არამედ სამ დონეზე - 4200, 4420 და 4567 დოლარიან დონეებზე. Bitcoin-ი მხოლოდ ერთ-ერთია უამრავ კრიპტოვალუტას შორის, რომელზეც დადებითად აისახა ბაზარზე ლიკვიდურობის დონის გაზრდა. Ether და Litecoin 5,5 და 8,1 პროცენტით გაიზარდა, შესაბამისად, ამავე დროს კი Tron-ი ლიდერებს შორის ტოპ-15-ში შედის და სტატიის წერის მომენტში მასზე ფიქსირდებოდა 12%-იანი ზრდა. https://www.coindesk.com/bitcoin-price-jumps-to-4-month-high-above-4900
  15. ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ თვითმფრინავების ფრთები საკმაოდ მარტივადაა მოწყობილი. თუმცა მათ შიგნით განთავსებულია სადენებისა და სხვა მექანიკური ელემენტებისგან შემდგარი რთული სისტემა. რთული სტრუქტურა პირდაპირ ახდენს გავლენას თვითმფრინავის ღირებულებაზე, მისი აწყობის ხანგრძლივობასა და ტექნიკური მომსახურების ძალისხმევაზე. იმისათვის, რომ თვითმფრინავების ღირებულება შეემცირებინა, კოსმოსურმა სააგენტო NASA-მ და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) მკვლევარებმა წარადგინეს ფრთების გამარტივებული კონსტრუქცია, რომელსაც არ აქვს ცალკეული მოძრავი ელემენტები, არამედ მთლიანად მოქნილი და ადპტირებადია ნებისმიერი დატვირთვისას. ახალი თაობის ფრთების სტრუქტურა წარმოადგენს ათასობით პატარა სამკუთხედების ერთობლიობას და აქვს ბევრი ცარიელი სივრცე. სიმსუბუქისა და მოქნილობის წყალობით, ფრთების დეფორმაციისათვის არ არის საჭირო მრავალი ძრავის გამოყენება - სისტემა დამოუკიდებლად რეაგირებს აეროდინამიკური წნევის ცვლილებებზე. იმისათვის, რომ ფრთებმა სწორი რეაგირება მოახდინონ სხვადასხვა დატვირთვისას, მკვლევარებმა გულმოდგინედ იმუშავეს მათ განლაგებაზე და სხვადასხვა ტიპის მოქნილობის უნარი მიანიჭეს. მსუბუქი მასალების გამოყენების წყალობით ფრთებს არ აქვთ ისეთი წონა, როგორც ჩვეულებრივ, ლითონისა და კომპოზიტური მასალებისგან დამზადებულ ფრთებს. შესაბამისად, ასეთ თვითმფრინავებს ნაკლები ენერგია სჭირდება, რაც აგრეთვე უდიდეს უპირატესობას წარმოადგენს. მიმართულების ცვლილებისთვის საჭირო გარკვეული ტრადიციული ელემენტების არარსებობაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად ამცირებს ღირებულებას და კონსტრუქციის აწყობის ხანგრძლივობას. https://hi-news.ru/technology/foto-nasa-razrabotala-krylya-dlya-samoletov-novogo-pokoleniya.html
  16. უახლოეს მომავალში ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტები შეძლებენ გახდნენ კომუნიკაციის ობიექტები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარი ეხება ყვავილებს, რომლებთანაც ახალი ტექნოლოგიის წყალობით შესაძლებელი იქნება საუბარი. მაშ ასე, Google წარმოგიდგენთ პროექტს - Tulip. Google-ის ჰოლანდიური ფილიალის არხზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც ასახულია პროექტ Tulip-ის არსი, პროექტის, რომლის მიზანია მომხმარებლებს მისცეს საშუალება იურთიერთონ თავიანთ ყვავილებთან. ამგვარი რამ შესაძლებელი ხდება ყვავილების ენის დეკოდირების ტექნოლოგიის საშუალებით (უკვე დიდი ხანია საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ყვავილები მუდმივად „ეკონტაქტებიან“ ერთმანეთს - სიგნალებს უგზავნიან ფესვების მეშვეობით). Google-ს შეუძლია თავი მოიწონოს - ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებით ახლა უკვე შესაძლებელია ტიტების ენის გადათარგმნა ადამიანურ ენაზე - „ტიტებთან კომუნიკაცია უზარმაზარ ეკოლოგიურ და სოციალურ სარგებელს მოიტანს“ - ირწმუნებიან ჰოლანდიელები. ისინი ხაზს უსვამენ, რომ სარგებელი ორმხრივია, რადგანაც 1) თავიანთი მოთხოვნილებების გამოხატვით მცენარეები გაიუმჯობესებენ სასიცოცხლო პირობებს, და 2) ისინი გახდებიან ადამიანების მეგობრები, რომელთაც ესმით და აძლევენ სხვადასხვა სასარგებლო რჩევას მომხმარებლებს. გასაკვირი არ არის, რომ ტიტების პროექტი ნიდერლანდებში ამოქმედდა - ეს არის ქვეყანა, სადაც ყოველწლიურად გამოჰყავთ 12,5 მილიარდი ყვავილი. თეორიულად, თითოეული მათგანი შესაძლოა გახდეს ადამიანის თანამგზავრი. მომხმარებელს რაც სჭირდება - ეს არის სმარტფონის მომართვა ან Google Assistant Hub-ის შეძენა. პროექტ Tulip-ის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=nsPQvZm_rgM და ბოლოს, რაღა თქმა უნდა, ალბათ უკვე მიხვდით, რომ ეს იყო Google-ის სააპრილო ხუმრობა https://overclockers.ru/blog/Kotechnol/show/25397/google-tulip--tehnologija-pozvolit-ponimat-jazyk-cvetov
  17. დიდია ალბათობა, რომ ფილმ “Matrix”-ის ყურების შემდეგ შავ ეკრანზე მორბენალი მწვანე სიმბოლოების გამოსახულება ყოველ თქვენგანს ღრმად აღებეჭდა მეხსიერებაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს კოდი ფილმში სხვა არანაკლებ შთამბეჭდავ სცენებთან ერთადაა წარმოდგენილი, იგი “Matrix”-ის ყველაზე ცნობად სიმბოლოს წარმოადგენს. კოდი გამოიყურება მიმზიდველად და შესანიშნავად გამოხატავს Wachowski-ს შედევრის არსს: იქნებ სამყარო ილუზიაა? იქნებ ყველაფერი დაპროგრამებულია? გადიოდა თვეები და წლები, „Matrix” პოპულარობას იხვეჭდა და მაყურებელი დაინტერესდა - საიდან გაჩნდა სიმბოლოები, რომლებითაც ფილმში ასახული „ციფრული წვიმა“ შედგება? კითხვაზე პასუხი იმაზე არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე ფილმის სხვადასხვა საიდუმლოება. 2017 წელს CNET-მა გაავრცელა ცნობა, რომ ეს კოდი იყო უბრალოდ სუშის რეცეპტების ნაკრები. Simon Whiteley - იგი ავსტრალიაში Animal Logic-ის პროდიუსერია და მას აგრეთვე უწოდებენ „ადამიანს, რომელმაც მატრიცას კოდი შექმნა“. იგი აცხადებს, რომ „ციფრულ წვიმაზე“ მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, როდესაც Lana და Lilly Wachowski-ებმა ვეტო დაადეს დიზაინერების მიერ შექმნილ წინა ვერსიას. „Wachowski-ები თვლიდნენ, რომ კოდის დიზაინი ძველმოდური და ტრადიციული იყო. მათ სურდათ, რომ იგი ყოფილიყო უფრო მეტად იაპონური, მანგას სტილში“ - აცხადებს Whiteley. – „და მათ მთხოვეს, ხომ არ მსურდა კოდზე მემუშავა დიდწილად იმის გამო, რომ ჩემი მეუღლე იაპონელია და მას შეეძლო დამხმარებოდა სიმბოლოების შერჩევაში“. ასე, რომ Whiteley წავიდა სახლში და შთაგონების საპოვნელად დაიწყო იაპონური კულინარიული წიგნების ფურცვლა, რომლებიც მის მეუღლეს ეკუთვნოდა. ერთ-ერთმა წიგნმა მისი ყურადღება მიიპყრო, რეცეპტების გამოყენებით კი საბოლოოდ შეიქმნა ფილმის საკულტო დეტალი - ციფრული კოდი. რამოდენიმე კვირის განმავლობაში Whiteley გულმოდგინედ ამუშავებდა და ხელით ხატავდა თითოეულ იაპონურ იეროგლიფს. შემდეგ კი ნიმუში წაუღო Justin Marshall-ს, რომელიც ამჟამად Animal Logic-ში მუშაობს მხატვრად და ვიზუალური ეფექტების შემქმნელად, რათა მას შეგროვილი სიმბოლოები ციფრულად ექცია და დაეწერა კოდი, რომელიც კასკადით „ვარდება“ მთელ ეკრანზე. თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო, რომ სიმბოლოები უნდა გადაადგილებულიყო ეკრანზე მარცხნიდან მარჯვნივ, თუმცა Whiteley-ს აზრით იგი არანაირ ემოციას არ იწვევდა. Whiteley დაუბრუნდა პირველწყაროს. ისევე, როგორც უმეტესობა იაპონური ტექსტი - წიგნი იკითხებოდა ზემოდან ქვემოთ. ამიტომ Whiteley-მ სთხოვა Marshall-ს, ამოეტრიალებინა კოდი ისე, რომ იგი სიმბოლოები ზემოდან ქვემოთ ჩამოსულიყო - ასე დაიბადა ისტორია. Whiteley გაოცებულია, რომ მატრიცის მწვანე კოდმა ასეთ პოპულარობა მოიპოვა. მისი თქმით, კოდის შექმნა მისთვის ადვილი იყო. Whiteley აცხადებს, რომ ის და მისი მეუღლე დღემდე ინახავენ სუშის რეცეპტების წიგნს, რომელიც მას კოდის შექმნაში დაეხმარა, ახლა კი უკვე საკმაოდ შელახულია, თუმცა უარს ამბობს ამ წიგნის სახელწოდების დასახელებაზე - სურს შეინარჩუნოს „ცოტა იდუმალება და მაგია“. https://hi-news.ru/computers/kak-sozdavalsya-zelenyj-kod-v-matrice-vy-ne-poverite.html
  18. როგორც პრაქტიკამ აჩვენა, სამხრეთკორეული მცირებიუჯეტური კომუნალური დაწესებულებების უმეტესობა ცუდადაა დაცული ხანძრისგან. გასულ წელს ხანძრისგან ერთ საცხოვრებელ შენობაში შვიდი ადამიანი დაიღუპა, მცირე ზომის საავადმყოფოში კი - 37 ადამიანი. ორივე შემთხვევაში მიზეზი იყო ერთი და იგივე - ახლომახლო არ არსებობდა ცეცხლმაქრი. 2017 წელს კომპანია Samsung-ის სადაზღვევო განყოფილებამ ჩაატარა გამოკითხვა, რომლის თანახმადაც აღმოჩნდა, რომ სამხრეთ კორეის სამოსახლოს 58%-ს არ აქვს ცეცხლმაქრი. ხანძრის ჩასაქრობი საშუალების მწვავე დეფიციტის პრობლემა შეუძლია მოაგვაროს საოჯახო ცეცხლმაქრმა Firevase-მა, რომელიც შექმნა Samsung-ის შვილობილმა კომპანიამ Cheil Worldwide. აღნიშნული ცეცხლმაქრი გარეგნულად არაფრით მოგვაგონებს ტრადიციულ ცეცხლმაქრს, რადგანც დამზადებულია ყვავილების ლამაზი ლარნაკის ვიზუალით. თუმცა მის ორმაგ ჰერმეტულ „კედლებს“ შორის მოთავსებულია კალიუმის კარბონატი, მშრალი ქიმიური რეაგენტი, რომელიც ასევე ცნობილია სახელწოდებით - Purple K. ხანძრის გაჩენის შემთხვევაში საჭიროა მფლობელმა ლარნაკი ისროლოს ხანძრის კერაში და გამოთავისუფლებული ნივთიერება მომენტალურად ჩააქრობს ცეცხლის ალს. ამ დროისთვის კომპანია ეძებს შესაძლებლობებს - გააფრთოვოს პროგრამის ფარგლები და მთელი ქვეყნის მოსახლეობა მოამარაგოს ახალი ტიპის ცეცხლმაქრებით. მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ Firevase-ის გამოყენების ამსახველი ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=4QF2V7Ltteg https://www.techcult.ru/gadgets/6592-samsung-razrabotal-granatu-ognetushitel
  19. კომპანია Boeing-მა გამოქვეყნა პერსონალური მფრინავი ტრანსპორტის შექმნასთან დაკავშირებული კონკურსის, GoFly-ს შედეგები. კონკურსის აუცილებელი პირობა იყო ვერტიკალური აფრენა-დაშვების რეჟიმის მხარდაჭერა. ფინალისტები მიღებენ 50 ათას დოლარს მოქმედი სრულზომიანი პროტოტიპის აგებისთვის. მთავარი ჯილდო კი მილიონნახევარ დოლარს შედაგენს. Flykart2 პირველი ფინალისტია Flykart2, რომელმაც აფრენა მეორე მცდელობაზე შეძლო. პილოტი ზის სპორტულ სავარძელში, რომელიც გარშემორტყმულია პროპელერებიანი ათი ძრავით და ჯამში ქმნიან ერთიან კორპუსს. კიდეები საიმედოდაა დაცული დამცავი მილებით და ეს დიდი პლუსია სხვა მოდელებთან შედარებით. მოტოციკლის მინუსი კი იმაში მდგომარეობს, რომ Flykart2 მძიმეა, ძალიან დიდია და სჭირდება დიდი რაოდენობით ენერგია ფრენის ნებისმიერ რეჟიმში. Eva Aviabike მეორე ფინალისტი გახლავთ Eva Aviabike. Aeroxo-ს გუნდმა ფსონი დადო ე.წ. rotary ძრავის ტექნოლოგიაზე, ამიტომ მათ ერთადგილიანი კონვერტოპლანი ააგეს. Eva Aviabike-ს 16 ძრავი აქვს, რომლებიც აერთიანებს მოწყობილობის ოთხ სექციას, თითოეული მათგანი rotary-მექანიზმითაა აღჭურვილი. აფრენისას ისინი ჰოროზონტალურად განლაგდება, სიჩქარის მატებისას კი აპარატი იწყებს ორი მოკლე ფრთის გამოყენებას, რაც საშუალებას აძლევს მას იმოძრაოს თვითმფრინავივით. მოტოციკლში პილოტი ისევეა განთავსებული, როგორც სპორტულ მოტოციკლში, ზის წინ გადახრილი. დიდი დამცავი საქარე მინის არსებობა იმედს იძლევა, რომ აპარატი შეძლებს მაღალ სიჩქარეზეც მოახერხოს ფრენა და მანევრირება. აგრეთვე, მიიჩნევა, რომ მისი გარეგნული დიზაინი სხვა კონცეპტებზე უფრო მიმზიდველად გამოიყურება. Silverwing S1 მესამე კონკურსანტის შემთხვევაშიც გამოყენებულია აფრენის შემდეგ ვერტიკალურიდან ჰორიზონტალურ მდგომარეობაზე გადასვლის პრინციპი, თუმცა აპარატი ამავე დროს მთლიანად ტრიალდება. პილოტი აფრენისა და დაშვებისას ვერ ხედავს მის ქვემოთ არსებულ სივრცეს, რაც მართვისას სერიოზულ რისკებს ქმნის. ჰორიზონტალური ფრენისას კი პილოტს მოუწევს ბალანსი შეინარჩუნოს საკმაოდ მოუხერხებელი პოზიციიდან, ამასთან, პილოტის წონას დამატებული თავად აპარატის მასა - ეს საკითხიც კითხვებს იწვევს. ჯამში კი Silverwing S1 არც ისე ცუდად დაფრინავს და არსებობს შანსი, რომ ინჟინრები შეძლებენ გადაჭრან არსებული პრობლემები. თანაც ამ მოდელს სხვა კონკურენტებისგან გამოარჩევს მოკრძალებული გაბარიტები, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია სამომავლო კომერციული წარმოებისათვის. https://www.techcult.ru/technics/6586-boeing-nazval-finalistov-konkursa-gofly
  20. იაპონურმა კრიპტო ბირჟა Coincheck-მა აამოქმედა Bitcoin-ის over-the-counter სავაჭრო სივრცე მსხვილი ინსტიტუციონალიზებული ინვესტორებისთვის. Coincheck OTC სავაჭრო სივრცე მომხმარებლებს საშუალებას აძლევს პირდაპირი გზით ივაჭრონ Bitcoin-ის დიდი მოცულობებით - 50 BTC-დან (207 ათასი აშშ დოლარი) დაწყებული - რაშიც გამოიყენებენ Coincheck-ში არსებულ ვებ-ინტერფეისებს. მუშაობის საათები სამუშაო დღეებში განსაზღვრულია - 10: 00-15: 00 (JST), overtime-ვაჭრობა და Coincheck-აპლიკაციის ან API trading-ის გამოყენება დაუშვებელია - ნათქვამია კომპანიის ბლოგში. Coincheck-ში აცხადებენ, რომ ახალი სერვისი მსხვილ ინსტიტუციონალიზებულ მოთამაშეებს საშუალებას მისცემს სწრაფად იყიდონ და გაყიდონ კრიპტოვალუტების დიდი მოცულობები. აგრეთვე კომპანიამ მიუთითა, რომ სამომავლოდ განიხილება Bitcoin-ის გარდა სხვა კრიპტოვალუტების მხარდაჭერის დამატებაც. როგორც ამ დრომდე იყო ცნობილი, აშშ-ის უმსხვილესმა კრიპტო-გაცვლებისა და საფულეების პროვაიდერმა Coinbase-მა აამოქმედა საკუთარი OTC სერვისი ინსტიტუციონალიზებული მომხმარებლებისთვის 2018 წლის ნოემბერში მას შემდეგ, რაც აშშ-ის ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების კომისიამ იგი მთლიანად რეგულირებად ბროკერად აქცია. Coincheck-მა, როგორც ცნობილია, დაჰაკვის შედეგად რეკორდული დანაკარგი (532 მლნ) განიცადა გასული წლის იანვარში. იგი შეისყიდა იაპონურმა საბროკერო კომპანია Monex Group-მა 2018 წლის აპრილის შუა პერიოდში აქციონერებისა და მართვის რეორგანიზების მიზნით. ახალი ხელმძღვანელობის ქვეშ Monex CoinCheck-მა მთელი რიგი ზომები მიიღო თავისი სავაჭრო და უსაფრთხოების დაცვის სისტემების გასაუმჯობესებლად, აგრეთვე ზარალი აუნაზღაურა იმ მომხმარებლებს, რომლებმაც დანაკარგები განიცადეს პლატფორმის გატეხვის შედეგად. 2018 წლის ნოებრის შუა პერიოდში Coincheck-მა განაახლა კრიპტო ვაჭრობა, აგრეთვე შეუერთდა The Japan Network Security Association-ს საკუთარი იმიჯის აღსადგენად. ბირჟამ ექსპლუატაციაზე მიიღო ლიცენზია იაპონიის ფინანსური სერვისების სააგენტოსგან 2018 წლის დეკემბერში. https://cointelegraph.com/news/coincheck-launches-bitcoin-otc-trading-desk-for-large-scale-institutional-clients
  21. მცირე ხნის წინ კორპორაცია Intel-მა ჩაატარა შიდა ღონისძიება Xe Unleashed, სადაც გუნდმა წარადგინა თავიანთი უკანასკნელი ხედვები Xe ვიდეო ბარათებზე. ინტერნეტ-წყარო ირწმუნება, რომ წარმოდგენილნი იყვნენ პოტენციური პარტნიორებიც, მაგალითად ASUS. ინტერნეტში გავრცელდა ამ დახურული ღონისძიების რამოდენიმე სლაიდი, თიზერი და გარკვეული ინფორმაცია ვიდეო ბარათებზე. პირველ რიგში, აღმოჩნდა, რომ Intel Xe  დასახელებაში მოცემული „e” აღნიშნავს ვიდეო ბარათში გამოყენებული GPU-ების რაოდენობას. კერძოდ, ფლაგმანური ბარათი იქნება ამაჩქარებელი X2 - იგი წარმოდგენილი იქნება ორი GPU-თი და ბაზარზე გამოვა მომდევნო წლის 31 ივნისს. Intel Xe  გადაწყვეტილებაში მოიაზრება ნოვაციები სამი მიმართულებით: ტექნოპროცესი, მიკროარქიტექტურა და „e”. ამ დრომდე კონცეფცია „e” არც ერთი მწარმოებლის მეირ არ ყოფილა იდეალურად რეალიზებული: ორმაგ გრაფიკულ ამაჩქარებლებს მუდამ ჰქონდათ პრობლემები. Intel-ის გრაფიკოსთა გუნდმა, როგორც ცნობილი ხდება, გადაჭრა ეს პრობლემა Xe-ს ახალი არქიტექტურისა და პროგრამული სიახლის - OneAPI-ის წყალობით. წარმოდგენილ სლაიდებზე დასტურდება მასშტაბირების ცნობა და ასევე ვხედავთ მითითებულ X4 ვიდეო ბარათების არსებობის მანიშნებელს, რომლებიც როგორც ჩანს მოგვიანებით (2021) გამოვა და გათვლილი იქნება ენთუზიასტებზე. პრეზენტაციის თანახმად, სისტემა რამოდენიმე GPU-ის მქონე ბარათს აღიქვამს როგორც ერთ ამაჩქარებელს და მწარმოებლებს აღარ მოუწევთ იზრუნონ ოპტიმიზაციის კოდზე რამოდენიმე GPU-ისთვის - ყველაფერზე OneAPI იზრუნებს. კომპანია აგრეთვე შეძლებს უარი თქვას ჩიპების ჩვეულებრივ ლითოგრაფიაზე, რომელიც ამჟამად 800 მმ2 დიაპაზონში იმყოფება. რატომ უნდა გამოუშვან ერთი 800-მილიმეტრიანი კრისტალი, როცა შესაძლებელია გამოიყენონ ორი 600-მილიმეტრიანი ან ოთხი 400-მილიმეტრიანი?! OneAPI-თა და Xe მიკროარქიტექტურით აღჭურვილი Intel-ი გეგმავს 2024 წელს გამოუშვას ვიდეო ბარათები რვა GPU-ით. ინტერნეტში გავრცელებული თიზერის თანახმად კორპუსის დიზაინი ნახშირბადის ბოჭკოებითაა შექმნილი და აქვს ლურჯი აქცენტები (ზოლები სიბნელეში გაანათებს). პირველი ეტალონური დიზაინი დამზადდება ASUS-სთან თანამშრომლობით. ინტერნეტ-წყარო იტყობინება, რომ ვიდეო ბარათს ექნება ორი რეჟიმი: სტანდარტული და ტურბო რეჟიმი წყლის ბლოკთან მიერთებისას, იგი უზრუნველყოფს 2,7 გიგაჰერცი ტაქტის სიხშირის განვითარებას. Intel-ს დაგეგმილი აქვს მეტად კონკურენტუნარიანი იყოს ფასების მხრივაც: X2 ფლაგმანური ბართი 699 აშშ დოლარი ეღირება, იგი დაკომპლექტდება ახალი ტიპის მეხსიერებასთან - 4D Xpoint-თან და აპარატულად ექნება ფუნქცია Direct3D 14_2-ის მხარდაჭერა. https://3dnews.ru/985070
  22. CNBC-ის ახალი ანგარიშის თანახმად, უსაფრთხოების სფეროს მკვლევარმა ორმა “white hat” ჰაკერმა დამტვრეულ Tesla Model 3-ში აღმოაჩინა უამრავი დაუშიფრავი მონაცემი ადგილმდებარეობის შესახებ, ასევე კამერების მონაცემები და სხვა სახის ინფორმაცია. ეს პრობლემა არ არის დამახასიათებელი მხოლოდ Tesla-ისთვის, თუმცა ზემოთხსენებული შემთხვევა ცხადად მიუთითებს, რომ მეორადი ელექტრომობილები შესაძლოა საფრთხეს წარმოადგენდეს ყოფილი მფლობელებისთვის, მიუხედავად იმისა - მანქანა სხვა პირს მიჰყიდეს თუ ავარიაში დაიმტვრა. მკვლევარი ჰაკერები აცხადებენ, რომ მათ Model 3 2018 წლის ბოლოს შეიძინეს. როდესაც მათ წვდომა მიიღეს ავტომობილის კომპიუტერზე, აღმოაჩინეს „სულ მცირე 17 სხვადასხვა მოწყობილობისგან მიღებული“ დაუშიფრავი მონაცემები (ელექტრომობილი ეკუთვნოდა სამშენებლო კომპანიას და სავარაუდოდ, მას კომპანიის არაერთი თანამშრომელი იყენებდა). ჰაკერების მიერ აღმოჩენილ მონაცემებში შედიოდა ყოფილი მძღოლების ან მგზავრების 11 სატელეფონო წიგნაკი ტელეფონის ნომრებით, ელექტრონული ფოსტის მისამართებით და კალენდრული ჩანაწერებით. მკვლევარებმა აგრეთვე შეიტყვეს ელექტრომობილის მდებარეობის ბოლო 73 ადგილი, რომლებიც დაკავშირებული იყო ელექტრომობილის სანავიგაციო სისტემასთან. გარდა ამისა, ავტომობილის კამერაში ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი შვიდიდან ერთ-ერთი კამერის მიერ გადაღებული კადრები. მასში შესული იყო წინა ავარიის ამსახველი ფრაგმენტები. ერთ-ერთმა მკვლევარმა CNBC-ის აცნობა, რომ მსგავსი მონაცემები მან იპოვა Tesla-ს სხვა ელექტრომობილებშიც, მათ შორის Tesla Model S-ში, Model X-სა და კიდევ ორ Model 3-ში. „იმის გათვალისწინებით, თუ რაოდენ რთულია Tesla ტექნიკურად, მეტად გაოცებული ვარ, როგორ შეუძლიათ ასე უდიერად მოეპყრონ მფლობელის მონაცემებს“ - აცხადებს Ashkan Soltani, FTC-ის ყოფილი მთავარი ტექნოლოგი და კომპიუტერული უსაფრთხოების მკვლევარი. Tesla-ს განცხადებაში კი ნათქვამია, რომ იგი თავის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს წაშალონ პირადი მონაცემები. „კომპანია მუდმივად ისწრაფვის იპოვოს და გააუმჯობესოს სწორი ბალანსი სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ მოთხოვნილებებსა და კლიენტების კონფიდენციალურობას შორის“. ახალ სატრანსპორტო საშუალებებს შეუძლიათ შეინახონ არა მარტო მფლობელის პირადი, არამედ ავტომობილის შესახებ არსებული მონაცემებიც. Tesla-ს ელექტრომობილები დიდი რაოდენობით ინფორმაციას აგროვებენ და ინახავენ, რადგანაც აღჭურვილნი არიან დიდი რაოდენობით სენსორებით. თუმცა პრობლემა მხოლოდ Tesla-ს არ ეხება: გასული წლის მაისში Volkswagen-ის ყოფილმა მფლობელმა The Verge-ის ჟურნალისტებს აცნობა, რომ მას ჯერ კიდევ შეუძლია წვდომა ჰქონდეს თავისი ყოფილი Jetta-ს ადგილმდებარეობაზე, რომელიც მან რამოდენიმე თვის წინ გაყიდა. როგორც CNBC აღნიშნავს, პირადი მონაცემების შენახვა - ეს პრობლემაა, რომელიც უფრო მეტად ავტომობილის ქირაობასთანაა დაკავშირებული. თუმცა ახალ ავტომობილებში, რომლებიც უამრავი სხვადასხვა სენსორით არიან წარმოდგენილი, უფრო მეტი ინფორმაცია ინახება მფლობელზე, ვიდრე რამოდენიმე დღით გაქირავებულ ავტომობილებში. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მაგალითად, ზემოთხსენებული Jetta-ს მფლობელმა არ იცოდა, რომ გაყიდვამდე უნდა წაეშალა მონაცემები. ამგვარად, ახალი ავტომობილების მფლობელებს მოუწევთ სატრანსპორტო საშუალებებს ისევე მოეპყრონ, როგორც სმარტფონებს და აუცილებლად წაშალონ ყველა პირადი მონაცემი, სანამ მას ვინმეს მიჰყიდიან. „ვფიქრობ, მანქანათმშენებლებმა რაიმე ზომები უნდა მიიღონ, რათა უზრუნველყონ გარანტია, რომ ინფორმაცია არ იქნება ხელმისაწვდომი არასანქცირებული წვდომისას (მაგალითად, მეორე მფლობელის ან ავტოსალონებისთვის)“ - წერს Soltani. – „ადგილმდებარეობა და პირადი კონტაქტები განსაკუთრებით მგრძნობიარე და ინდივიდუალურია და მე ვფიქრობ, რომ მათი დატოვება განსაკუთრებით პრობლემატურია. თანაც გაითვალისწინეთ ისიც, რომ სმარტფონებისგან განსხვავებით ავტომობილები მოხმარებაში ათწლეულების მანძილზე რჩება“. https://www.theverge.com/2019/3/29/18287519/tesla-model-3-hack-security-automobile-car-data-privacy
  23. The New Zealand Herald-მა გამოაქვეყნა Facebook-ის მთავარი საოპერაციო დირექტორის, Sheryl Sandberg-ის წერილი, რომელშიც მოცემულია, რომ კომპანია მუშაობს ორი კვირის წინ ახალ ზელანდიაში მეჩეთში მომხდარ ტერორისტული თავდასხმის საკითხზე. წერილში Sandberg-ი აღწერს სამ ეტაპს, რომელთაც განახორციელებს Facebook-ი ლაივ-ვიდეოების გაკონტროლების მიზნით. ერთ-ერთია „ლაივ-ჩართვების შეზღუდვა“. Sandberg-მა თავდასხმა დაახასიათა, როგორც „ნამდვილი ბოროტების აქტი“ და განაცხადა, რომ კომპანია აპირებს გააანალიზოს რა მოხდა. ამისთვის იგი თანამშრომლობს ქვეყნის ხელისუფლებასთან. Christchurch-ის თავდასხმის შემდეგ Facebook-მა წაშალა 1,5 მლნ ვიდეოჩანაწერი მთელ მსოფლიოში, მათგან მილიონ ორასიათასი ატვირთვისთანავე დაიბლოკა. თავის წერილში Sandberg-ი ამბობს, რომ კომპანია მიიღებს სამეტაპიან ზომებს. პირველი ნაბიჯი - Facebook-ი ჩართვისთანავე შეისწავლის, გაანალიზებს იმ ლაივ-ვიდეოებს, რომლებიც საზოგადოებრივ ნორმებს არღვევს. კომპანია უფრო მეტ რესურსს ჩადებს სისტემებში, რომელთაც შეუძლიათ მოახდინონ ძალადობრივი ვიდეოების იდენტიფიცირება იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ვიდეო დარედაქტირებულია. Sandberg-მა აღნიშნა, რომ ძიებისას იპოვეს ზემოთხსენებული თავდასხმის ამსახველი ვიდეოს 900-ზე მეტი ვარიაცია. მეორე ნაბიჯი - „მიღებულ იქნება უფრო გადამწყვეტი მეთოდები ჩვენს პლატფორმაზე სიძულვილის მოსასპობად“. მიმდინარე კვირაში Facebook-მა უკვე გააჟღერა, რომ იგი კრძალავს თეთრი ნაციონალისტური და სეპარატისტული ფაქტორების შემცველ კონტენტს. Sandberg-ი აცხადებს, რომ კომპანიამ პლატფორმიდან უკვე წაშალა მსგავსი ორგანიზაციების მთელი რიგი ჯგუფები, აგრეთვე დაბლოკავს ამგვარი ჯგუფების წამახალისებელ და მაქებარ კონტენტსაც. მესამე, ბოლო ნაბიჯი, რომელსაც Sandberg-ი აღწერს, იმაში მდგომარეობს, რომ კომპანია მხარდაჭერას გაუწევს „ოთხ ადგილობრივ ორგანიზაციას, რომლებიც დაკავებულნი არიან კეთილდღეობისა და მენტალური ჯანმრთელობის საკითხებით ახალ ზელანდიაში. Facebook-ი მზადაა იმუშაოს კომისიასთან ერთად, რომელიც შეიქმნა ინტერნეტ-საიტებისა და სოციალური ქსელების ფუნქციონირების შესწავლისთვის. მედია-პლატფორმებმა თავდასხმაში თავისი როლი ითამაშეს. Sandberg-ის წერილში კონკრეტულად არ არის ახსნილი, თუ რას ნიშნავს ლაივ-ვიდეოების შეზღუდვა, თუმცა არსებობს გარკვეული ვარაუდი: მაგალითად, თუკი კონკრეტულმა ადამიანმა ოდესმე დაარღვია ვებ-გვერდზე საზოგადოებრივი სტანდარტები, სავარაუდოდ ამგვარ პირებს შეეხება გადამოწმება და შეზღუდვა. ბოროტმოქმედმა თავდასხმა თავად გაიაღო, თავდაპირველად ჩანაწერი მხოლოდ 200-მა პირმა ნახა, ტექნოკომპანიები ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ ვიდეოს გავრცელებისთვის. Facebook-ი მსგავს პრობლემას შეეჯახა 2017 წელსაც, როდესაც Cleveland-მა მკვლელობის ამსახველი ვიდეო თავის პროფილზე გამოაქვეყნა, სადაც იგი რამოდენიმე საათის განმავლობაში იყო განთავსებული. https://www.theverge.com/2019/3/30/18288254/facebook-sheryl-sandberg-christchurch-new-zealand-attack-exploring-live-video-restrictions
  24. კრიპტოსავალუტო პლატფორმა Bakkt-მა, რომლის ოპერატორსაც წარმოადგენს ფინანსური კორპორაცია Intercontinental Exchange (ICE), წარადგინა დირექტორთა საბჭო. მას სათავეში უდგას კიბერუსაფრთხოების სფეროში მოღვაწე Tom Noonan. “ჩვენ აღებული გვაქვს სრულიად ახალი კურსი, რაც მოითხოვს მძიმე, უწყვეტ მუშაობას ყოველი ჩვენგანისგან, მათ შორის დირექტორთა საბჭოსგან. მსურს წარვადგინო წევრები: საბჭოს თავმჯდომარე იქნება Internet Security Systems-ის, JouleX-ისა და Endgame-ის დამფუძნებელი Tom Noonan. ჩვენ აგრეთვე შემოგვიერთდა ICE-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი Jeff Sprecher, SoftBank-ის მმართველი პარტნიორი Akshay Naheta და Goldfinch Partners-ის მმართველი Sean Collins” - დაწერა ოფიციალურ ბლოგზე Bakkt-ის გენერალურმა დირექტორმა Kelly Loeffler-მა. მან ხაზი გაუსვა, რომ ჯერჯერობით არ შეუძლია დაასახელოს ზუსტი თარიღი, თუ როდის ამოქმედდება პლატფორმა Bitcoin-ფიუჩერსების ვაჭრობისთვის, თუმცა განაცხადა, რომ ინიციატივის განვითარების მხრივ მნიშვნელოვანი პროგრესი უკვე სახეზეა. Bakkt-ი აქტიურად თანამშრომლობს აშშ-ის სავაჭრო ბირჟების კომისიასთან, რათა მიიღოს ნებართვა ICE Futures US-ის ლისტინგ-ფიუჩერსებსა და ICE Clear US-ის კლირინგზე. უახლოეს მომავალში პლატფორმა აგრეთვე წარადგენს საკუთარ custody-გადაწყვეტილებას, რომელიც, Loeffler-ის თქმით, გახდება ახალი სტანდარტი ციფრული აქტივების უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტექსტში. ზოგიერთი მონაცემებით, Bakkt-ის საინვესტიციო შეფასება 740 მლნ დოლარს აღწევს. ამის მიღწევა შესაძლებელი გახდა A სერიის ფარგლებში მასობრივი ფინანსირების რაუნდით (მიღებულ იქნა 182 მლნ დოლარი), რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ Microsoft, Boston Consulting Group, Galaxy Digital და ა.შ. Bakkt-ის იურიდიული საკითხების განყოფილების ხელმძღვანელი გახლავთ Erik Haas – ICE-ის ყოფილი ფუნქციონერი, სტრატეგიული საოპერაციო დირექტორის თანამდებობა კი დაიკავა Rachel Ford-მა, რომელიც TechStars-ის ყოფილი ტოპ-მენეჯერია. https://forklog.com/v-bakkt-rasskazali-o-razvitii-platformy-i-predstavili-sovet-direktorov/
  25. ჩინურმა ტექნო კომპანია Xiaomi-მ მცირე ხნის წინ წარადგინა მეორე თაობის გეიმინგ-სმარტფონი Black Shark. ტექნიკური მახასიათებლების მხრივ, სმარტფონი მუშაობს პროცესორ Snapdragon 855-ზე, აქვს 12 გიგაბაიტამდე ოპერატიული მეხსიერება, 128 ან 256 გიგაბაიტიანი ფლეშ-მეხსიერება (მოდიფიკაციის შესაბამისად) და ოდნავ შეცვლილი და განახლებული დიზაინი ორ წინამორბედ სმარტფონთან შედარებით. ამჟამად უკვე ცნობილი გახდა, რომ კომპანია ოფიციალურად იწყებს Xiaomi Black Shark 2 სმარტფონის გაყიდვას ევროპის ბაზარზე. ევროპულ ბაზარზე წარმოდგენილი იქნება ხსენებული სმარტფონის ოთხი მოდიფიკაციიდან ორი ვარიანტი. ესენია 8/12 გბ ოპერატიული და 128/256/ გბ ფლეშ-მეხსიერების მქონე მოდელები. ჩინეთში ამათ გარდა აგრეთვე ხელმისაწვდომია მოდიფიკაციები 6/128 გბ და 8/256 გბ მოცულობით. კონტინენტური ევროპის ტერიტორიაზე სმარტფონის ფასი (მეხსიერების მოცულობის გათვალისწინებით) შეადგენს 549 და 649 ევროს, შესაბამისად. დიდ ბრიტანეთში ეს მოდიფიკაციები გაიყიდება 479 ფუნტად (555 და 650 ევროდ). შედარებისთვის, ჩინეთის ტერიტორიაზე 8/128 გიგაბაიტიანი ვერსიის ფასი 465 ევროს (3499 იუანი) შეადგენს, 12/256 გიგაბაიტი ვერსიისა კი 555 ევროა (4199 იუანი). გეიმინგ-სმარტფონის სხვა მახასიათაბლებიდან აღსანიშნავია 4000 მილიამპერი/სთ მოცულობის ბატარეა, 27-ვატიანი სადენიანი დატენვის მხარდაჭერა, ორი ძირითადი კამერა 48 და 12 მეგაპიქსელიანი მოდულებით და 20 მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა. ეკრანის დიაგონალი 6,39 დუიმს შეადგენს. გაფართოება შეესაბამება Full HD+ ფორმატს. დისპლეიზე ინტეგრირებულია თითის ანაბეჭდის სკანერი. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/25348/xiaomi-black-shark-2-nachal-oficialno-prodavatsja-v-evrope
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.