Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5903
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    196

Everything posted by Magdalena

  1. Facebook-ში განაცხადეს, რომ რამოდენიმე სიახლე იქნება წარმოდგენილი იმ ადამიანების პროფილებზე, რომლებიც უკვე გარდაცვლილნი არიან. მათ პროფილებზე დაემატება ახალი განყოფილება. ამ პიროვნების ოჯახის წევრები და ახლობლები შეძლებენ პერიოდულად გამოაქვეყნონ ახლობელ ადამიანზე მოგონებები თავიანთი გვერდებიდან. ახალი სისტემის მიზანი შემდეგში მდგომარეობს: იგი საშულებას იძლევა მემორიალური პროფილები დარჩეს ისეთივე, როგორებიც იყო კონკრეტული პიროვნების გარდაცვალებამდე. აგრეთვე უზრუნველყოფს სივრცეს, სადაც მოხდება მოგონებებისა და სხვა სახის ჩანაწერების შესრულება. გარდა ამისა, Facebook-ი ახალ პარამეტრებს ამატებს მოძველებული კონტაქტებისთვის (მეგობრები ან ოჯახის წევრები მიიღებენ საშუალებას - გარდაქმნან პროფილი მემორიალურ ექაუნთად მომხმარებლის გარდაცვალების შემდეგ), რათა გაუმჯობესდეს ამ გვერდების მართვა. „მემკვიდრეობით მიღებული“ კონტაქტებით შესაძლებელი გახდება მონაცემთა ახალი განყოფილების მოდერირება, იმის განსაზღვრა, თუ ვის შეუძლია ამ გვერდზე განათავსოს ან იხილოს შეტყობინებები და განახლებული ჩანაწერები. და ბოლოს, Facebook-ი აცხადებს, რომ სისტემაში შეტანილია ხელოვნური ინტელექტის ალგორითმები, რათა ხელი შეუშალოს არასათანადო სივრცეებში მემორიალური ექაუნთების გამოჩენას, მაგალითად როგორებიცაა ღონისძიებაზე მოწვევა ან ახლობლების მოახლოებული დაბადების დღეების შესახსენებელი სია. https://www.theverge.com/2019/4/9/18301885/facebook-tributes-section-memorialized-profiles-commemorate
  2. ჯერ კიდევ არსებობენ მსურველები, ვინც ელოდება ბაზარზე RED Hydrogen One სმარტფონის გამოსვლას, რომელსაც უნდა ჰქონოდა ერთ-ერთი საუკეთესო ფუნქციათა ნაკრები. ამ დრომდე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საკითხი გაუმჯობესებულ ვერსიაზე. თუმცა ამჟამად უკვე შესაძლებელია ტიტანის კორპუსის მქონე სმარტფონის ორიგინალური ვერსიის შეძენა 1595 დოლარად უშუალოდ RED-ის ვებ-გვერდიდან. დადებით სიახლეს წარმოადგენს ის, რომ იმ მომხმარებლებს, ვინც წინასწარი შეკვეთა გააკეთეს ძვირადღირებულ ტიტანის კორპუსიან მოდელზე ჯერ კიდევ დაანონსებისას 2017 წელს - ამ მომხმარებელთა კატეგორიას ფასის გადახდა არ მოუწევს. RED მათ უფასოდ მიაწვდის და ეს იქნება დაგვიანებისთვის ერთგვარი ბოდიშის მოხდა ადრეული კლიენტებისთვის. გასული წლის სექტემბერში RED-ის დამფუძნებელმა Jim Jannard-მა განაცხადა, რომ გადაიდო Ti ვერსიის გამოშვება, თუმცა იგი დათანხმდა თავდაპირველად მომხმარებლებისთვის მიეწოდებინა ალუმინის კორპუსიანი სმარტფონი, შემდეგ კი ტიტანის მოდელი უფასოდ. RED-ის ოფიციალურ ფორუმზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ, ეს დაპირებები ნამდვილად სრულდება. მათ კი, ვისაც სურს Hydrogene One-ის ყიდვა, აქვთ კარგი შანსი მეორადი სმარტფონი შეიძინონ: უამრავი განცხადებაა გამოქვეყნებული, რომლებშიც ტიტანის კორპუსის მქონე სმარტფონების მფლობელები ყიდიან მოწყობილობებს და ამ გზით ცდილობენ მოგება ნახონ კომპანიის გულუხვობის საფუძველზე. წარმოგიდგენთ სმარტფონის მახასიათებლების ნაწილს, რაც ამ დრომდე არის გახმაურებული: თავდაპირველად დაანონსებული ფასი შეადგენდა 1195 დოლარს. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს იყო ალუმინის მოდელი, ტიტანის კორპუსის მოდელი კი ფასდება როგორც უკვე ვნახეთ 1595 დოლარად. როგორც ცნობილია, სმარტფონს აქვს „ჰოლოგრაფიული დისპლეი“. ეკრანის ზომა 5,7 დუიმია და როგორც კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ობიექტს შეხედოს ორი რაკურსიდან, მიმართული განათების მეშვეობით. კომპანიამ განაცხადა, რომ მოწყობილობაში გამოყენებული იქნება კომპანიის მიერ შექმნილი ნანო-ფოტონური პროექტირების სფეროს უახლესი მიღწევები, რათა მოხდეს გადართვა ორგანზომილებიანი გამოსახულებებიდან სამგანზომილებიან რეჟიმში. აგრეთვე ცნობილია, რომ სმარტფონის მეშვეობით შესაძლებელი იქნება ფილმების ყურება 4K გაფართოებაში და მომხმარებლებს ასევე შეეძლებათ გამოიყენონ შერეული და ვირტუალური რეალობის კუთხითაც. კომპანია მომხმარებელებს დაჰპირდა, რომ შენარჩუნებული იქნება ეკრანის ნორმალური მუშაობა, რათა ძალიან სწრაფად არ გახდეს სმარტფონი დასატენი. პროცესორის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი. სავარაუდოდ სამომავლოდ ეს იქნება Snapdragon 835x. მოწყობილობას ექნება ორი SIM-ბარათის სლოტი, რომელთაგან ერთის გამოყენება შესაძლებელია microSD სლოტად. ქარხნულად, სმარტფონი წარმოდგენილი იქნება ოპერაციული სისტემა Android 8.1 Oreo-თი. ტექნიკური მახასიათებლებიდან ასევე აღსანიშნავია USB Type-C პორტისა და 3,5 მილიმეტრიანი აუდიო კონექტორის არსებობა. https://www.theverge.com/2019/4/8/18300506/red-hydrogen-one-titanium-phone-available-shipping-cost-price-preorders https://www.kp.ru/putevoditel/tekhnologii/red-hydrogen-one/
  3. ბრაუზერი, სახელად Reborn 3 ახლა უკვე ხელმისაწვდომია ოპერაციული სისტემებისთვის - Mac, Windows და Linux - აცხადებს Opera-ს წარმომადგენლობა. პროგრამული უზრუნველყოფა მომხმარებლებს საშუალებას მისცემს თვალყური ადევნონ და მოქმედებეი განახორციელონ „Web 3“-ის ბლოკჩეინზე დაფუძნებული დეცენტრალიზებული აპლიკაციით, ელექტრონული საფულე კი მათ საშუალებას მისცემს განახორციელონ ტრანზაქციები Metamask-ის მსგავსი გაფართოების გარეშე. Opera-ს განცხადების მიხედვით, უსაფრთხოების გაზრდილი დონის მქონე Reborn 3-ის ინტეგრირებული საფულე სინქრონიზდება Android Opera მობილურ ბრაუზერთან, რომელიც გამოშვებულ იქნა გასული წლის დეკემბერში. ეს ნიშნავს იმას, რომ საფულის გასაღებები არასოდეს დატოვებენ მოხმარებლის სმარტფონს - აცხადებს კომპანია: „პრაქტიკაში, როდესაც მომხმარებლების მხრიდან საჭიროა იდენტიფიკაცია Web 3-ზე ან სჭირდებათ ტრანზაქციის განხორციელება ბლოკჩეინზე, ისინი მიიღებენ შეტყობინებას თავიანთ სმარტფონებზე. დადასტურების შედეგად შეძლებენ განბლოკონ თავიანთი სისტემა, რაშიც გამოიყენებენ სახის ამომცნობ სისტემას ან თითის ანაბეჭდის სკანერს“. Opera-მ ასევე განაცხადა, რომ აპირებს დაამატოს ინტეგრირებული კრიპტო საფულის ფუნქცია თავის iOS ბრაუზერში, რომელიც ცნობილია სახელით - Opera Touch. ამ დროისთვის ბრაუზერს აქვს Etehereum-ისა და ERC-20 ტოკენების მხარდაჭერა. ასევე მხარდაჭერილია ERC-721 სტანდარტის „collectibles“ - მაგალითად CryptoKitties. მიმდინარე წლის დასაწყისიდან მოყოლებული Opera-მ თავის Android-მომხმარებლებს ნება დართო შეიძინონ Etehereum-ი უშუალოდ ბრაუზერიდან, რაც განხორციელდა კრიპტოვალუტების რეგულირებად ბროკერ Safello-სთან პარტნიორობის შედეგად. https://www.coindesk.com/opera-launches-dapp-focused-desktop-browser-with-built-in-ethereum-wallet
  4. კომპანია Tesla ისწრაფვის, რომ მისმა ელექტრომობილებმა შეძლონ ნებისმიერ გზაზე დამოუკიდებლად მოძრაობა. იდეალურ შემთხვევაში, ეს განაპირობებს ავარიების ნულამდე შემცირებას, ამჟამად კი ავტომატური პილოტირების სისტემა არც ისე მაღალ დონეზეა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ვითარება ეტაპობრივად უმჯობესდება და სისტემას ახალ-ახალი შესაძლებლობები ემატება. ილონ მასკმა განაცხადა, რომ Tesla-ს ავტომობილები შეძლებენ დამოუკიდებლად აარიდონ თავი გზებზე არსებულ ღრმულებს - ამჟამად სისტემას ამის გაკეთება არ შეუძლია და მძღოლებს უწევთ მსგავს შემთხვევებში საჭის მართვა თავად აიღონ ხელში. კომპანიის მოთხოვნაა, რომ ავტოპილოტის ჩართვისას მძღოლები მუდამ მზად იყვნენ ნებისმიერ დროს გადავიდნენ საჭის ხელით მართვაზე. ვებ-გვერდ Electrek-ის ავტორის, ფრედ ლამბერტის თქმით, დაახლოებით 300 კილომეტრიანი მგზავრობისას მას ძალიან ხშირად მოუწია საჭის მართვა. საქმე ის გახლავთ, რომ Tesla-ს კამერებს და ავტოპილოტის სისტემას ჯერჯერობით არ შეუძლიათ დაინახონ და ამოიცნონ გზაზე არსებული ორმოები, შესაბამისად ვერ უვლიან გვერდს, ამიტომაა საჭირო მუდამ სიფრთხილე, რომ ავარიები თავიდან იქნეს აცილებული. Electrek-მა ამის შესახებ დაწერა თავის Twitter-ზე, გარკვეული დროის შემდეგ კი მასზე გამოჩნდა ილონ მასკის პოსტი - იგი ირწმუნება, რომ მომავალში განახლებული ავტოპილოტი შეძლებს გვერდი დამოუკიდებლად აუაროს ღრმულებს. ლამბერტის მონათხრობმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ავტოპილოტის ნაკლოვანებას და მისი გაუმჯობესების აუცილებლობას. ამასთან, ლამბერტმა დაწერა, რომ ეს 300 კილომეტრიანი მარშრუტი მთლიანობაში საკმაოდ კარგად წარიმართა. ელექტრომობილი ითვალისწინებდა უახლოესი ავტომობილების საჩქარეებსა და დაშორების მანძილს და მოწესრიგებულად ერგებოდა საგზაო მოძრაობას. https://hi-news.ru/auto/avtomobili-tesla-budut-samostoyatelno-obezzhat-dorozhnye-yamy.html
  5. კომპანია AMD მიიჩნევს, რომ დღესდღეობით პროცესორების ბაზარზე დამკვიდრდა ტენდენცია - ერთ მობილურ სისტემაში აუცილებელია პროფესიონალური შესაძლებლობებიცა და ხარისხიანი პერიფერიაც. ლეპტოპებს უნდა ჰქონდეთ გაფართოებული შესაძლებლობები პროექტებზე ერთობლივი მუშაობისთვის. აგრეთვე უნდა გააჩნდეთ საკმარისი სიმძლავრე, რათა დიდ დატვირთვას გაუძლონ. სწორედ ამ ტენდენციის გათვალისწინებით შეიქმნა მეორე თაობის ახალი APU Ryzen Pro და Athlon Pro. კომპანიამ წარადგინა ოთხი პროდუქტი, რომლებიც წარმოადგენენ პირველი თაობის APU Ryzen Pro-სა და Athlon Pro-ს შემცვლელებს (მათი წარდგენა 2018 წლის მაისში მოხდა/ გავრცელდა სექტემბერში). Athlon Pro 300U Ryzen 3 Pro 3300U Ryzen 5 Pro 3500U Ryzen 7 Pro 3700U განსაკუთრებულად დიდი ცვლილებების მოლოდინი არ ღირს - ახალ პროდუქტების უპირატესობა ძირითადად აისახება სიხშირის მცირეოდენ მომატებაში. საწყისი დონის უმცროსი მოდელი Athlon Pro 300U წარმოდგენილია 2 CPU ბირთვით (4 ნაკადი), მუშაობს 2,4 გჰც სიხშირეზე (მაქსიმალური - 3,3 გჰც), აქვს ინტეგრირებული გრაფიკა Radeon Vega 3. უფრო მძლავრი მოდელია 4-ბირთვიანი Ryzen 3 Pro 3300U: აქვს 4 CPU ბირთვი (4 ნაკადი), ტაქტის სიხშირეა 2,1 გჰც (მაქსიმალური - 3,5 გჰც), წარმოდგენილია ჩაშენებული გრაფიკა Radeon Vega 6. შემდეგი ორი პროდუქტია Ryzen 5 Pro 3500U და Ryzen 7 Pro 3700U: ესენია ოთხბირთვიანი და რვანაკადიანი მოდელები. Ryzen 5 Pro 3500U წარმოდგენილია Vega 8 გრაფიკით, 2,1/3,7 გჰც სიხშირით. Ryzen 7 Pro 3700U მოდელს კი აქვს Vega 10 გრაფიკა და მუშაობს 2,3/4 გჰც სიხშირეზე. ჯამში, როგორც AMD აღნიშნავს, ახალი სერიის წყალობით მრავალნაკადიანი წარმადობა 16%-ით გაიზრდება. მათ ბაზაზე შესაძლებელია შეიქმნას ლეპტოპები, რომელთა ავტონომიური მუშაობის დრო იქნება 10-12 საათი. Ryzen 7 Pro 2700U-სთან შედარებით ახალი ჩიპი Ryzen 7 Pro 3700U არც ისე განსაკუთრებულ ზრდას უზრუნველყოფს, პოპულარულ AMD Pro A12-9800B-სთან შედარებით კი ახალი ჩიპის სიმძლავრე შთამბეჭდავია: 60%-მდე - PC Mark 10-ზე, 128 %-მდე 3D Mark 11-ზე და 187 %-მდე - Cinebench NT-ზე - ასეთია მონაცემები. კომპანია AMD Ryzen 7 Pro 3700U მოდელს განიხილავს Intel Core i7-8650U და Core i7-7600U პროცესორების კონკურენტად. სტანდარტულ CPU დავალებებში (PC Mark 10) პროდუქტები დაახლოებით მსგავს დონეზე არიან. მრავალნაკადიან CPU Cinebench ტესტში AMD-ის პროდუქტი ოდნავ აღემატება Core i7-8650U პროცესორს და Core i7-7600U-ზე ორჯერ უკეთეს შედეგს აჩვენებს. გრაფიკის ტესტში კი 3700U Intel-ის ორივე პროცესორზე უკეთეს შედეგს აფიქსირებს. AMD APU-ს აქვს რამოდენიმე დისპლეის ერთდროული მხარდაჭერა (ორი 4K დისპლეიდან ოთხ 1080p ეკრანამდე). მოწყობილობაზე ხელმისაწვდომია HDMI 2.0 და DisplayPort, 4K ვიდეოს აპარატული დეკოდირება H.265 და VP9 ფორმატში, ShartShift და FreeSync ტექნოლოგიების მხარდაჭერა, აგრეთვე უსაფრთხოების სხვადასხვა ფუნქცია. მომხმარებლებს ისღა დარჩენიათ დაელოდონ ამ APU-ების ბაზაზე შექმნილი ლეპტოპების რეალურ მოდელებს. AMD აცხადებს, რომ სულ მალე მომხმარებლები იხილავენ უმაღლესი დონის მობილურ Ryzen Pro 3000 პროცესორებს კომპანიების - HP-სა და Lenovo-ს შესრულებით. https://3dnews.ru/985330
  6. ამერიკულმა კომპანია Rocket Lab-მა განაცხადა, რომ იწყებს უნივერსალური თანამგზავრული პლატფორმების აწყობაზე მუშაობას. ამჟამად კომპანია ფუნქციონირებს მხოლოდ როგორც კონტრაქტორი და ახდენს იმ კომპაქტური თანამგზავრების მიწოდებას, რომლებიც სხვა კომპანიების მიერაა შექმნილი. პორტალი The Verge აღნიშნავს, რომ Rocket Lab არ აპირებს დაკავდეს საკუთარი თანამგზავრების სრულფასოვანი შემუშავებით. მას სხვა მიდგომა აქვს არჩეული. კომპანია აპირებს ბლოკ Photon-ის ბაზაზე შექმნას უნივერსალური პლატფორმა, რომელიც აღჭურვილი იქნება საბაზისო კომპონენტების აუცილებელი ნაკრებით: ექნება საკუთარი სარაკეტო ძრავი, სატელეკომუნიკაციო ქვესისტემა, გარე აპარატურის ინტეგრირებისთვის საჭირო ინტერფეისები. ხშირად თანამგზავრების ოპერატორებს უწევთ ნულიდან შექმნან ახალი კოსმოსური აპარატი მხოლოდ იმისათვის, რომ განათავსონ დედამიწის ახლო ორბიტაზე რაიმე სენსორი ან ახალი ოპტიკური აღჭურვილობა. ამაზე კი ძალიან ბევრი დრო და თანხა იხარჯება. კომპანია Rocket Lab-ის ხელმძღვანელის, პიტერ ნეკის აზრით, მისი კომპანიის შემოთავაზება დამკვეთებს საშუალებას მისცემს გამოტოვონ ახალი კოსმოსური აპარატის აწყობის ეტაპი. ორბიტაზე განსათავსებელი აუცილებელი აღჭურვილობის ინტეგრირება შესაძლებელი იქნება უკვე მზა უნივერსალურ პლატფორმაზე და უკვე შემდეგ მოხდება აპარატის კოსმოსში გაშვება. კომპანიას დაგეგმილი აქვს არა მარტო ააწყოს და გაუშვას ამ პლატფორმაზე თანამგზავრები, არამედ გაშვების შემდეგ პასუხი აგოს მათ ექსპლუატაციაზეც. პლატფორმა Photon-ს მრგვალი კორპუსი აქვს, მისი დიამეტრი 1,2 მეტრს შეადგენს. შეუძლია იმუშაოს 170 კგ წონის აპარატურით. პლატფორმის ენერგეტიკული მოთხოვნილება უზრუნველყოფილი იქნება მასზე არსებული მზის პანელებით. Photon-ი აღჭურვილია სხვადასხვა ინტერფეისით მათზე სხვადასხვა აპარატურის ინტეგრირებისთვის (დამკვეთის სურვილის შესაბამისად). მათ შორისაა ინტერფეისები: LVDS, Ethernet, CAN და RS422/485. როგორც ცნობილია, Rocket Lab-მა უკვე იპოვა ორი დამკვეთი, რომლებიც დაინტერესდნენ კომპანიის მიდგომებითა და მისი უნივერსალური პლატფორმის იდეით. დამკვეთების ვინაობა არ სახელდება, ერთი მათგანი კერძო კომპანიაა, მეორე კი სახელმწიფო დაწესებულება. ახალი პლატფორმის პირველი სადემონსტრაციო გაშვება მიმდინარე წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი. https://hi-news.ru/technology/kompaniya-rocket-lab-budet-proizvodit-universalnuyu-platformu-dlya-sputnikov.html
  7. როგორც ჩანს, შემდეგი Assassin’s Creed-ის სიუჟეტი ჩრდილოეთ ევროპის ტერიტორიაზე ვითარდება და არა იაპონიაში, როგორც ამ დრომდე მიიჩნეოდა. Kotaku-ს შეტყობინების თანახმად, გამოსახულებაზე, რომელიც The Division 2-ზე გამოჩნდა, ასახულია სკანდინავიელი მეომრები, რომლებიც ედემის ვაშლს (Apple of Eden) ფლობენ. ედემის ვაშლი - ეს არის არტეფაქტი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს Assassin's Creed-ის ბევრ თამაშში და როგორც ჩანს, იგი შემდეგ ნაწილში დაბრუნდება სიუჟეტში. Kotaku-მ Ubisoft-ს მიმართა კომენტარებისთვის, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო კომპანიამ არანაირი ინფორმაცია არ გაასაჯაროვა იმის შესახებ, რას ნიშნავს და რა როლს ასრულებს აღმოჩენილი გამოსახულება თამაშის შემდგომ ნაწილში. თუკი ეს არ არის რაიმე სახის ხრიკი ან მანიპულაცია კომპანიია მხრიდან, Assassin's Creed-ის ახალ ნაწილში მოთამაშეებს ელით ცივ ზღვებში მოგზაურობა და თავგადასავლები. შესაძლებელია ისიც, რომ ვიკინგების თემა იაპონური თამაშის შემდეგ გაგრძელდეს. ეს ყველაფერი ამ ეტაპზე მხოლოდ ვარაუდის დონეზეა. https://www.windowscentral.com/assassins-creed-may-feature-vikings-next
  8. მოცემულ განხილვაში წარმოდგენილი იქნება ორი ვერტიკალური გეიმინგ-მაუსი: NPET V20 Wired RGB და VicTsing Wireless Ergonomic Mouse. NPET V20 Wired RGB პირველი მათგანი - ეს არის შესანიშნავი გეიმინგ-მაუსი, რომელიც მეტად მოსახერხებელია, აქვს შესანიშნავი ოპტიკური სენსორი და შთამბეჭდავი RGB განათება. უნდა ითქვას, რომ მოწყობილობა არ არის იდეალური, თუმცა იგი ნამდვილად საუკეთესო ვერტიკალური მაუსია, რომლის მოხმარებაც შეუძლიათ დესკტოპ-გეიმერებს. მათთვის, ვისაც სურს შეიძინოს კონკრეტულად თამაშებისთვის განკუთვნილი ვერტიკალური მაუსი, NPET V20 RGB - იდეალური ბალანსია ხარისხს, ვიზუალსა და ფასს შორის. Amazon-იდან ხსენებული მაუსის გამოწერა შეგიძლიათ ბმულზე: https://amzn.to/2KgBc7c ვისთვისაა განკუთვნილი NPET V20 RGB? თუკი ხშირად გაწუხებთ ტკივილი მხრების არეში, ხელის მტევნების ტკივილი ჩვეულებრივი მაუსის გამოყენებისას, ვერტიკალური მაუსი იდეალურად შეგეფერებათ. ამგვარი ტიპის მაუსები გათვლილია სწორედ იმაზე, რომ მათზე ხელის მტევანი განთავსდეს უფრო ბუნებრივ პოზიციაში განსხვავებით ჩვეულებრივი მაუსებისა. შედეგად კი ასეთი მაუსი შეამსუბუქებს დატვირთვას და შესაბამისად ტკივილს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მაუსი განსაკუთრებით ხელსაყრელია ხანგრძლივი თამაშების მოყვარულებისთვის. ხარისხიანი ვერტიკალური მაუსები ბაზარზე ცოტაა. ამასთან, ამგვარი პროდუქტი არც თუ ისე იაფია. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში NPET V20 RGB-ზე უკეთესი მაუსი გამოჩნდეს ბაზარზე, ასე რომ ახლა სწორედ ის დროა, შეიძინოთ იგი. დადებითი მხარეები: კომფორტული დიზაინი; high DPI, შესანიშნავი სენსორი; პროგრამირებადი ღილაკები მინუს(ებ)ი: ზოგიერთი ღილაკი ძალიან პატარაა. რაც შეეხება წარმადობას, თამაშის პროცესში მაუსის წარმადობა ძალიან კარგია: მისი სენსორი ჩვეულებრივი გეიმინგ-მაუსების მსგავსია და აქვს DPI 4000 დიაპაზონი. ეს არც ისე ბევრია ჩვეულებრივი საზომებით, თუმცა ვერტიკალური მაუსის კვალობაზე შესანიშნავი შედეგია, რადგანაც ამ ტიპის მაუსების უმეტესობას აქვს 2400 პიქსელი გაფართოება. გარდა ამისა, მაუსი აღჭურვილია პროგრამირებადი ღილაკებითა და RGB RGB განათებით, რომლის მართვაც შესაძლებელია გეიმერის გემოვნების შესაბამისად. ჯამში, დასაფასებელია ის, რომ ვერტიკალურ მაუსს აქვს ჩვეულებრივი მაუსებისთვის დამახასიათებელი ნიშნები. NPET V20 RGB-ის ერთადერთი ნაკლი ის გახლავთ, რომ მისი ზოგი ღილაკი მეტად პატარაა, თუმცა ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. მაუსის ფასი დაახლოებით 30 დოლარია. NPET V20 RGB-ის ალტერნატივა თუკი გსურთ ვერტიკალური გეიმინგ-მაუსის შეძენა, რომელიც ზემოთხსენებული მოდელივით ძვირი არ ღირს, მაშინ უსადენო ერგონომიული მაუსი VicTsing - ეს სწორედ ისაა, რაც გჭირდებათ. მას არ აქვს NPET-ის მსგავსი დიდი სენსორი, არც მასავით შთამბეჭდავი DPI დიაპაზონი ან მიმზიდველი ფერადი განათება, თუმცა იგი 50%-ით იაფია მასზე. ამიტომ ეს მოდელი მშვენიერი არჩევანია მათთვის, ვინც ბიუჯეტში შეზღუდულია. VicTsing Wireless Ergonomic Mouse სულ რაღაც 14 დოლარად შეგიძლიათ შეიძინოთ VicTsing Wireless Ergonomic Mouse. მას NPET V20 RGB მაუსთან შედარებით ნაკლები შესაძლებლობები აქვს, თუმცა მის დადებით მხარეს დაბალი ფასი წარმოადგენს. VicTsing მაუსი შეგიძლიათ შეიძინოთ ბმულიდან: https://amzn.to/2uQwl2h https://www.windowscentral.com/best-vertical-mouse-gaming
  9. Bloomberg-ის ანალიტიკოსი Mike McGlone წერს სტატიაში, რომ Bitcoin (BTC) იმყოფება ყიდვის რეკორდულ სიმაღლეზე 2017 წლის დეკემბრის შემდგომი ვითარების ფონზე. ანგარიშის თანახმად Bitcoin-ის GTI Global Strength Indicator აჩვენებს, რომ მონეტა ასეთი მასშტაბებით არ გაყიდულა მას შემდეგ, რაც მისმა ფასმა მიაღწია რეკორდულ 20 ათასდოლარიან ნიშნულს. Bloomberg-ის ანალიტიკოსი ასევე ამტკიცებს, რომ ანალოგიური მოდელები წარსულში წინ უძღოდა გრძელვადიან ვარდნებს. McGlone-ის თქმით, ბაზრის მცირე ხნისწინანდელი ზრდა მოხდა ფასების გრძელვადიანი შეკუმშვისა და ცვლილებების - ფასის მოძრაობის დაბალი დონის გამო, რის შედეგადაც ფასი „გალიიდან გათავისუფლდა“. McGlone-მა განაცხადა, რომ მისი აზრით მცირე ხნის წინ დაწყებულ ზრდას ვარდნის პერიოდი მოჰყვება“ “ახლა ეს დროის ხანგრძლივობის საკითხია და ვეჭვობ, როდესაც ამხელა “bubble” გაქვთ, მუდამ გეყოლებათ უამრავი ადამიანი, ვისაც გაყიდვა სურს“. სტატიაში აგრეთვე მოყვანილია David Tawil-ის, crypto hedge fund ProChain Capital-ის პრეზიდენტის ციტატა, რომელიც, როგორც ცნობილია, ელოდება, რომ ბაზარზე დაიწყება ფასების შემცირების ტენდენცია. იგი აღნიშნავს, რომ „სასიამოვნოა პოზიტიური მოძრაობის ხილვა და არა უარყოფითის“, თუმცა ამბობს, რომ ეს არაა დამამშვიდებელი: „რა თქმა უნდა, ინვესტორს ურჩევნია იხილოს მუდმივი მინიმალური დონის მქონე ეტაპობრივი, სტაბილური ზრდა ნაკლოვანებების მოგვარების კუთხით, ვიდრე ხედავდეს ზრდის ძალიან სწრაფ ტემპს. ეს მარტივად შეიძლება ნიშნავდეს ადვილად მოსულს - ადვილად წასულს“. McGlone-ისა და Tawil-ის ანალიზი, როგორც ვხედავთ, განსხვავდება Fundstrat Global Advisors-ის თანადამფუძნებლის, Thomas Lee-ს ანალიზისაგან. როგორც გუშინდელი სტატიიდან ვიცით, Lee-ს აზრით Bitcoin-ი ხარულ ტრენდს დაუბრუნდა. Lee-მ მიუთითა იმაზე, რომ TBC-მა გადალახა 200-დღიანი ცვლადი შუალედი (Moving Average). გარდა ამისა, McGlone-ს არ ეთანხმება ტრეიდერი და ავტორი Peter Brandt და აცხადებს, რომ არ გაუკვირდება, თუკი Bitcoin-ი ახალ პარაბოლურ ფაზაში შევა. მიმდინარე კვირაში წამყვანმა ამერიკულმა კრიპტო მარკეტმა CME Group-მა აღნიშნა, რომ მისმა Bitcoin-ფიუჩერსებმა 4 აპრილისთვის რეკორდული მოცულობები დააფიქსირა. https://cointelegraph.com/news/bitcoin-at-most-overbought-level-since-record-bull-run-bloomberg-analyst
  10. Amazon-ი კომპანიებს უფლებას მისცემს გადააპროგრამონ Alexa თავიანთი სამუშაო ამოცანების შესრულებისთვის კომპანიის მიერ მიწვდილი ინფორმაციის საფუძველზე რესურსი Egadget ავრცელებს სიახლეს: Amazon-მა წარადგინა პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც კომპანიებს საშუალებას მისცემს განახორციელონ ბრძანებები მისი ხმოვანი დამხმარე Alexa-ს მისამართით სხვადასხვა დავალებების შესასრულებლად. კომპანია ღია წვდომას სთავაზობს რამოდენიმე ათეულ პატერნზე, რომელთა ინტეგრირებაც შესაძლებელია ხმოვან ასისტენტში სხვადასხვა სახის დავალებების შესრულებისთვის. ოფიციალურ ბლოგში Amazon-ი მიუთითებს, რომ მათი დაყენებისთვის კომპანიებს არ დასჭირდებათ კოდის დაწერა. მზა ბრძანებების რიცხვში შედის პასუხები იმ კითხვებზე, რომლებსაც კომპანიის თანამშრომლები ან ვიზიტორები ყველაზე ხშირად უსვამენ HR-სპეციალისტებს ან მიმღების ადმინისტრატორებს. მათ შორისაა: „რა არის Wi-Fi-ს პაროლი?“ „როდის დაიწყება რეგისტრაციის გახსნა?“ „როგორ ვმართო ელექტრონული ფოსტა ჩემს სმარტფონში?“ და ა.შ. Amazon-ი აღნიშნავს, რომ ბიზნეს-წინადადება არ იქნება გამოყენებული არაინაირ მოწყობილობაზე კლიენტი-კომპანიის ოფისს გარეთ. https://hightech.fm/2019/03/29/alexa-business
  11. 5 აპრილს სამხრეთ კორეაში დაიწყო Samsung Galaxy S10 სერიის წარმომადგენლების გამოსვლა ქვეყანაში 5G ქსელის ამოქმედებასთან დაკავშირებით. ინტერნეტში გამოჩნდა მონაცემთა გადაცემის სიჩქარის ამსახველი უამრავი ინფორმაცია, პარალელურად კი ცნობილი გახდა ხსენებული სმარტფონის შესახებ საინტერესო მახასიათებლები. Galaxy S10 5G სმარტფონს აქვს X50 მოდემი, 45000 მილიამპერი/სთ მოცულობის ბატარეა, 6,7-დუიმიანი ეკრანი, მეოთხე 3D კამერა Time-of-Flight (ToF). ახალი 5G სმარტფონის კორპუსი 20%-ით დიდია S10-თან შედარებით, თანაც უკანა მხარეზე განთავსებულია ლოგიტიპი 5G. აგრეთვე შესაძლებელია აღინიშნოს ზედა ნაწილში ჩართვა/გამორთვის ღილაკი და ეკრანზე დატანილი დაქტილოსკოპიური სკანერი. გვერდებზე არსებული ლითონის ჩარჩოები გაცილებით წვრილია და გარკვეულ ადგილს უთმობს უკანა პანელს. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ToF კამერის სენსორის სიღრმე, რომელიც ხელს უწყობს შერეული რეალობის ამოცანების შესრულებას, ფონის გაბუნდოვნებას ფოტოებსა და ვიდეოებზეც კი, აგრეთვე სუსტი განათებისას მიმდინარე გადაღებების დროს. საინტერესოა ისიც, რომ ასეთივე ცვლილებები შეეხო ფრონტალურ კამერასაც, სადაც მეორე 8-მეგაპიქსელიანი კამერა ჩანაცვლდა ToF სენსორით. სიღრმის კამერები წარმატებით გამოიყენება Huawei P30 Pro-ში - საზოგადოება იმედოვნებს, რომ Galaxy S10 5G არ იცრუებს ფოტოების გამოქვეყნებისას და ფოტოგადაღების შესაძლებლობები თანდათან კიდევ უფრო გაუმჯობესდება. 5G ვერსიის კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი ცვლილება S10-თან შედარებით არის ორმაგად სწრაფი ფლეშ-მოდული, Universal Flash Storage 2.1 სტანდარტიდან ახალ UFS 3.0. სტანდარტზე გადასვლის სწყალობით. Samsung-ი აცხადებს, რომ კითხვისა და ჩაწერის სიჩქარე აღწევს შესაბამისად 2100 და 410 მბ/წმ-ს. ასევე გაიზარდა დატენვის სიმძლავრეც - 15-დან 25 ვატამდე. წარმადობას რაც შეხება, Nikkei ავრცელებს შემდეგ მაჩვენებლებს: შენობის შიგნით სიჩქარეა 193 მბიტი/წმ, რაც ოთხჯერ მეტია S9-ის შესაძლებლობაზე. ღია სივრცეში კი სიჩქარე 430 მბიტი/წამია. – „1,9 გიგაბაიტიანი თამაშის ჩამოტვირთვას 4G ქსელით სჭირდებოდა დაახლოებით 6 წუთი და 28 წამი, 5G ქსელის შემთხვევაში კი ეს დრო მხოლოდ 1 წუთსა და 51 წამს შეადგენს. რა თქმა უნდა სიჩქარე ბევრად მაღალია, თუმცა ჯერჯერობით შორსაა იმ მოლოდინისა და მტკიცებებისგან, რომ 5G ოცჯერ უფრო სწრაფი იქნება“ - აცხადებს საინფორმაციო რესურსი. ასეა თუ ისე, მეხუთე თაობის ქსელის ამოქმედება და გავრცელება ჯერ ახლა იწყება. მაგალითად, ამერიკულმა ოპერატორმა Verizon-მა განაცხადა, რომ მიმდინარე წელს ქსელის სიჩქარე უფრო და უფრო გაიზრდება მოდერნიზაციისა და ოპტიმიზაციის შედეგად. სამხრეთ კორეაში Samsung Galaxy S10 5G ხელმისაწვდომია შავ, თეთრ და ოქროსფერ ფერებში, თუმცა საერთაშორისო ბაზარზე ფერთა არჩევანი სავარაუდოდ განსხვავებული იქნება. Bloomberg-ს ინფორმაციის თანახმად აშშ-ში ხსენებულ სმარტფონზე წინასწარი შეკვეთების მიღება დაიწყება 18 აპრილს, მაღაზიებში კი 16 მაისს გამოჩნდება. ამის შემდეგ გაყიდვები დაიწყება სხვა ქვეყნებში. კორეაში პირველი სრულფასოვანი 5G სმარტფონი 256 გბ მეხსიერებით იყიდება დაახლოებით 1230 აშშ დოლარის ეკვივალენტში, 512 გბ მოცულობის მეხსიერების მქონე მოდელის ფასი კი 1350 აშშ დოლარს შეადგენს. https://3dnews.ru/985460
  12. პლანშეტების პოპულარობა თანდათან მცირდება, ინტერნეტ-ვაჭრობის გიგანტის მიერ წარმოებული სმარტფონი კი ჯერჯერობით არ ჩანს. თუმცა ეს ხელს არ უშლის ჯეფ ბეზოსის კომპანიას, აქტიურად განავითაროს საკუთარი კომპანიის ეკოსისტემა ხმოვანი ასისტენტის, Alexa-ს ჩართულობით, რომელმაც სათანადო ადგილი დაიმკვიდრა სმარტ-მოწყობილობებში. როგორც სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, Amazon-ის ქვეგანყოფილებაში მიმდინარეობს უსადენო ყურსასმენებზე მუშაობა. ხსენებული ყურსასმენები წლის მეორე ნახევარში გამოვა და მნიშვნელოვნად შეარყევს Apple AriPods-ის პოზიციებს იმ ქვეყნებში, სადაც არსებობს Alexa-ს ინტერფეისის მხარდაჭერა. Amazon-ის ყურსასმენების მფლობელს შეეძლება გამოიძახოს სმარტ-ასისტენტი ხმოვანი ბრძანებით, აგრეთვე უპასუხოს ან უარი თქვას შემომავალი ზარების მიღებაზე ყურსასმენების კორპუსზე ტაქტილური თანაქმედებით. Apple AirPods-ის ღირებულება არანაკლებ 159 აშშ დოლარს შეადგენს, Amazon-ი კი უფრო დაბალ ფასს შემოგვთავაზებს თავის ყურსასმენებზე. Amazon-ის ყურსასმენების დატენვა შესაძლებელი იქნება მათ სპეციალურ ფუტლარში, ბუდეში მოთავსებით, რომელიც კვების წყაროს დაუკავშირდება USB კაბელით. ჯერჯერობით გათვალისწინებულია ყურსასმენების გამოშვება მხოლოდ ორ, რუხ და შავ ფერში. ყურზე დაფიქსირებისთვის განკუთვნილი სპეციალური ფიქსატორები წარმოდგენილი არ იქნება, ისევე როგორც Apple-ის შემთხვევაში. https://overclockers.ru/hardnews/show/96608/amazon-gotovit-besprovodnye-naushniki-s-podderzhkoj-alexa
  13. აშშ-ის აეროკოსმოსური სააგენტო NASA ავრცელებს მოხსენებას, რომლის თანახმადაც სადგურმა Parker Solar Probe წარმატებით დაასრულა მეორეჯერ მზესთან მიახლოების მცდელობა. ხსენებული ზონდი გაიგზავნა გასული წლის აგვისტოში. მისი ამოცანაა შეისწავლოს მზის სიახლოვეს არსებული პლაზმის ნაწილაკების გამოსხივება და მათი ურთიერთქმედება მზის ქარებთან. გარდა ამისა, აპარატი შეეცდება გაარკვიოს, რა მექანიზმები ახდენენ ენერგეტიკული ნაწილაკების აჩქარებასა და გადატანას. ზონდის ფრენის პროგრამაში გათვალისწინებულია მნათობთან მაქსიმალურად მიახლოება სამეცნიერო ინფორმაციის მიღების მიზნით. მაღალი ტემპერატურისგან ბორტის აპარატურის დაცვას უზრუნველყოფს სპეციალური დამცავი ფარი, რომლის სისქე 114 მილიმეტრს შეადგენს და დამზადებულია განსაკუთრებული კომპოზიტური მასალისაგან. გასული წლის შემოდგომაზე ზონდმა მზესთან მიახლოების რეკორდი დაამყარა: მიუახლოვდა მას დაახლოებით 42,73 მლნ კილომეტრის დაშორებაზე. ამჟამად ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუმჯობესდა. სააგენტოს შეტყობინებით, განმეორებითი ფრენის დროს, 4 აპრილს, Parker Solar Probe მზისგან 24 მლნ კილომეტრზე ნაკლები დაშორებით აღმოჩნდა. აპარატის მოძრაობის სიჩქარე შეადგენდა დაახლოებით 340 ათასი კმ/საათს. სამომავლოდ დაგეგმილია მზესთან უფრო მეტად მიახლოებული ფრენები. მოსალოდნელია, რომ 2024 წელს აპარატი შეძლებს აღმოჩნდეს მზის ზედაპირიდან დაახლოებით 6,16 მლნ კილომეტრის სიახლოვეზე. https://3dnews.ru/985420
  14. კომპანია Tesla-ს 2019 წლის პირველი კვარტლის ანგარიში აჩვენებს, რომ მისი ელექტრომობილები ბოლო პერიოდში შედარებით ცუდად იყიდება. კერძოდ, საუბარია Model S-სა და Model X-ზე: დიდი ალბათობით, ხალხმა ამჯობინა Tesla Model 3-ის შეძენა, განსაკუთრებით კი მასზე ფასის შემცირების შემდეგ. ამასთან, გაიაფებულ მოდელს უფრო უკეთესი აღჭურვილობა აქვს წინამორბედთან შედარებით, რაც აგრეთვე აისახება მომხმარებლების ინტერესებზე. როგორც ჩანს, კომპანია მზადაა გამოასწოროს სიტუაცია და ელექტრომობილების აღჭურვილობა უფრო მაღალ დონეზე აიყვანოს. წლების განმავლობაში ელექტრომობილ Tesla Model S-სა და Model X-ში გამოიყენებოდა ასინქრონული ელექტროძრავები, რომელთაც დადებითთან ერთად სუსტი მხარეებიც გააჩნიათ. Tesla Model 3 ელექტრომობილებში კი კომპანიამ დაიწყო მუდმივი მაგნიტების მქონე ელექტროძრავების გამოყენება - მათზე არჩევანი შეჩერდა იმიტომ, რომ ამგვარმა ძრავებმა საუკეთესო შეფარდება აჩვენა ეკონომიურობასა და მაღალ წარმადობას შორის. მოსალოდნელია, რომ 2019 წლიდან Tesla Model S და Model X მოდელებიც გადავა ამგვარ ძრავებზე. ამჟამად ეს ძრავები ცნობილია კოდური სახელწოდებით „Raven”, თუმცა მათი ტექნიკური მახასიათებლები საიდუმლოდ რჩება. მათი ეფექტურობა ძველად ოდნავ აჭარბებდა 93%-ს, ახალი აღჭურვილობით კი მიაღწევს 97%-ს. ცვლილებები დადებითად იმოქმედებს აგრეთვე ავტომობილის მიერ სიჩქარის განვითარებაზე, დამუხრუჭებასა და ერთ დამუხტვაზე მანძილის გავლის სიდიდეზე. ასევე ვრცელდება ხმები, რომ მყიდველების ყურადღების მიპყრობის მიზნით კომპანია Tesla დაკავდება ინტერიერის გაუმჯობესებითაც. ამ ყველაფრის პარალელურად, კომპანია დიდი ალბათობით განაახლებს პროგრამულ უზრუნველყოფასაც, რაც დატენვის სიჩქარეს გაზრდის. https://hi-news.ru/auto/avtomobili-tesla-stali-xuzhe-prodavatsya-no-kompaniya-pridumala-chem-zainteresovat-pokupatelej.html
  15. ავიამშენებლობის კონცერნმა Airbus-მა შექმნა სატვირთო განყოფილებაში მგზავრების განთავსების სისტემა, რომლის პრაქტიკაში გამოყენება ორი წლის შემდეგ დაიწყება. საფუძვლად ინჟინრებმა აიღეს ბორტის მოდულები, სადაც ეკიპაჟი ისვენებს ხანგრძლივი ფრენის პერიოდებში. სისტემაზე მუშაობა მიმდინარეობდა ფრანგულ კომპანია Safran-თან ერთად. პირველი ავიალაინერი, სადაც დაიწყებენ მგზავრების განთავსებას სატვირთო განყოფილებაში, იქნება Airbus A330, მსგავსი სისტემა დაინერგება Airbus A350 თვითმფრინავებშიც. ერთი მოდულის სიგრძე შეადგენს 2,4 მეტრს, სიგანე - 4 მეტრს, სიმაღლე - 1,55 მეტრს. როგორც Bloomberg-ი წერს, ახალი მოდულები დაყენდება როგორც თვითმფრინავის მშენებლობისას ქარხანაშივე, აგრეთვე უკვე არსებული ბორტების მოდერნიზაციის დროს. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ავიაკომპანიები დაიწყებენ ამგვარი ადგილების გაყიდვას? შესაძლებელია. მანამდე კი ევროპული ავიასამშენებლო კონცერნი აპირებს სატვირთო განყოფილებაში განათავსოს სხვადასხვა სახის სივრცეები, მაგალითად საბავშვო ოთახები, გასართობი და საძილე ზონები. ერთ A330 (200F) თვითმფრინავში შესაძლებელია განთავსდეს 12 ასეთი მოდული, რომლებშიც მოცემული იქნება ბარი, სპორტდარბაზი და, რა თქმა უნდა, სამგზავრო მოდული სავარძლებით. თეორიულად, ავიაკომპანიები ჩვეულებრივ გაყიდიან ამგვარ ადგილებს (სუპერ ეკონომ კლასი), რომლებიც მნიშვნელოვნად იაფი ეღირება თვითმფრინავის ზედა ნაწილში არსებულ სამგზავრო ადგილებთან შედარებით. Airbus-ის მხრიდან ეს შემთხვევა პირველი არ გახლავთ. კომპანიას უკვე აქვს ნათქვამი, რომ მუშაობს, სატვირთო თვითმფრინავები სწრაფად აქციოს სამგზავროებად. https://hi-news.ru/technology/airbus-razrabotal-sistemu-razmeshheniya-passazhirov-samoletov-v-bagazhnom-otseke.html
  16. Bloomberg-თან ინტერვიუში Fundstrat Global Advisors-ის დამფუძნებელმა Thomas Lee-მ განაცხადა, რომ Bitcoin-ი დაუბრუნდა ხარულ ტრენდს. ინტერვიუს მსვლელობისას Lee-მ აღნიშნა, რომ Bitcoin-ის კრიტიკოსები კრიპტოვალუტას მკვდრად თვლიდნენ, რადგანაც მან დაკარგა თავისი ღირებულების 90%. თუმცა ამჟამად მან გადალახა 200-დღიანი ცვლადი შუალედი (Moving Average – MA), ამიტომ Lee თვლის, რომ განწყობა უნდა შეიცვალოს, BTC დღესდღეობით ხარულ მარკეტზეა. Lee-მ განაცხადა, რომ Bitcoin-ისთვის „ზურგის ქარი“ მიმდინარე წელს ჩამოყალიბდა, რადგანაც დოლარი არ გამყარდა და ჩინეთში კი იზრდება სააქციო კაპიტალის მულტიპლიკატორი. Lee-მ ასევე აღნიშნა, რომ არსებობს მტკიცებულება - ე.წ. „ვეშაპებმა“ - ინვესტორებმა, რომლებიც დიდი ოდენობით კრიპტოვალუტებს ფლობენ, კვლავ დაიწყეს კიდევ უფრო მეტი კრიპტოს დაგროვება. როგორც Cointelegraph იტყობინებოდა, Thomas Lee-მ ადრევე განუცხადა CNBC-ს, რომ მისი აზრით ხარული ნიშანი შესაძლოა დაბრუნებულიყო მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში და აღნიშნა, რომ ინდიკატორი, რომელზეც თვალყურის დევნებაა საჭირო - ეს არის 200-დღიანი ცვლადი, მოძრავი შუალედი (MA). თებერვალში Lee-ს ნიუ-იორკულმა კვლევითმა კომპანია Fundstrat Global Advisors-მა გამოუშვა კრიპტოვალუტების 2019 წლის პროგნოზი, რომელშიც ანალიტიკოსები აღწერენ ეტაპობრივ გაუმჯობესებას და მათი აზრით მოსალოდნელია უფრო მაღალი ფასების შენარჩუნება კრიპტოვალუტებზე. https://cointelegraph.com/news/fundstrat-global-advisors-co-founder-thomas-lee-bitcoin-is-back-in-a-bullish-trend
  17. გზებზე არსებული შეფერხებებისა და ინციდენტების, მაგალითად საცობებისა და ავარიების შესახებ შეტყობინების გაკეთების ფუნქცია Google-ის კუთვნილი Waze-ის მთავარი პროდუქტია უკვე მრავალი წელია. თუმცა მხოლოდ გასულ წელს მოხვდა იგი Google Maps-ის აპლიკაციაში. ამჟამად კი ინტერნეტ-წყარო 9to5Google-ის თანახმად, Android-აპლიკაციის ბოლო ვერსიაში დაემატება მოხსენების გაკეთების საშუალება ინციდენტების შესახებ, რაც შენელებული მოძრაობის პარამეტრებსაც მოიცავს. ამ დრომდე აპლიკაციის მომხმარებლებს ჰქონდათ შესაძლებლობა სხვადასხვა ინციდენტის შესახებ ეცნობებინათ პოლიციის საკონტროლო-გამშვები პუნქტებისა და სიჩქარის მაკონტროლებელი კამერების მართვისთვის, თუმცა არ არსებობდა საშუალება - სხვა მომხმარებლებისთვის საჩვენებლად „ხელით“ მოენიშნათ გზებზე არსებული საცობები. 9to5Google აღნიშნავს, რომ ეს ფუნქცია მიმდინარე კვირაში უნდა გააქტიურდეს. ჯერჯერობით უცნობია, იგი ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ Android-ის მომხმარებლებისთვის თუ iOS-მომხმარებლებიც მიიღებენ ამ ფუნქციას ახლო მომავალში. Google-ისგან ხსენებულ ფუნქციასთან დაკავშირებით კომენტარის მიღება ჯერ ვერ განხორციელდა. ამ დროისთვის ისიც უცნობია, რამდენად ფართო იქნება ზემოთხსენებული ფუნქციის გამოყენების შესაძლებლობა და ნებისმიერი მომხმარებელი შეძლებს თუ ვერა მისით სარგებლობას. ყოველ შემთხვევაში, მისი ამოქმედებისთანავე Google Maps-ი ბევრად უფრო სასარგებლო გახდება იმ შემთხვევების შესახებ შეტყობინებების დამატებით, რასაც უშუალოდ მომხმარებლები აღნიშნავენ აპლიკაციაში. https://www.theverge.com/2019/4/5/18297146/google-maps-incident-reporting-traffic-slowdowns-waze-new-feature-android
  18. Microsoft-ი გეგმავს გამოუშვას ახალი სერვისი, Xbox Game Pass Ultimate, რომელშიც გაერთიანდება Xbox Live Gold და Xbox Game Pass. Twitter-ის მომხმარებელმა h0x0d-მა პირველმა განაცხადა ახალი სერვისის შესახებ და აღნიშნა, რომ მომსახურების საფასური იქნება თვეში 14,99 დოლარი. The Verge-ის ინფორმაციით კი Microsoft-ი, დიდი ალბათობით, ხსენებულ სერვისს წარადგენს ახალ დისკის გარეშე მოქმედ Xbox One S All-Digital Edition-თან ერთად მიმდინარე თვის ბოლოს. Xbox Game Pass-ისა და Xbox Live-ის კომბინაცია ნიშნავს იმას, რომ Xbox-ის მფლობელები დაზოგავენ თვეში დაახლოებით 5 დოლარს იმასთან შედარებით, რასაც იხდიან ორივე სერვისის ცალ-ცალკე გამოწერის შემთხვევაში - ნაცვლად 19,98 დოლარისა, ორივე სერვისს მიიღებენ 14,99 დოლარად. ეს არ არის დიდი ეკონომია, თუმცა Xbox Game Pass Ultimate მეტად მნიშვნელოვანია ახალი, დისკის გარეშე მოქმედი Xbox One S-ისთვის, რადგანაც ეს კონსოლი არ შეიცავს Blu-ray დრაივს და დიდწილად დამოკიდებულია ციფრულ ჩამოტვირთვებსა და Xbox-ის გამოსაწერ სერვისებზე. Microsoft-ს უკვე აქვს ნაცადი, გაეერთიანებინა სერვისები და Xbox-ის აპარატურაც კი ერთი გამოწერის ქვეშ. მოკლევადიან პერიოდში კომპანიამ აამოქმედა Xbox All Access, რომელიც მომხმარებელს სთავაზობდა Xbox One X-ს, Xbox Live Gold-სა და Xbox Game Pass-ს თვეში 34,99 აშშ დოლარად. ეს იყო განსაზღვრული დროის განმავლობაში მოქმედი შემოთავაზება და იგი რეალურად ექსპერიმენტს წარმოადგენდა, რომლითაც უნდა შემოწმებულიყო სერვის-პაკეტზე მოთხოვნა. Microsoft-ი გულმოდგინედ ახდენს Xbox Game Pass-ის რეკლამირებას. ეს არის ყოველთვიური გამოსაწერი სერვისი, რომელიც მფლობელს საშუალებას აძლევს ჰქონდეს წვდომა 100-ზე მეტ Xbox-თამაშზე. ხელმისაწვდომია აგრეთვე Xbox Game Studios-ის თამაშები, მაგალითად Sea of Thieves და Crackdown 3. კომპანიამ Xbox Game Pass-ში მცირე ხნის წინ აგრეთვე დაამატა Minecraft. Microsoft-ი ასევე მუშაობს xCloud თამაშების სტრიმინგზე, რომელიც განკუთვნილი იქნება პერსონალურ კომპიუტერებზე, კონსოლებსა და მობილურ მოწყობილობებზეც. https://www.theverge.com/2019/4/5/18296816/microsoft-xbox-game-pass-ultimate-subscription-pricing-release-date-rumors
  19. 4 აპრილს გამოქვეყნებულ მოხსენებაში ინსტიტუციონალიზებული კრიპტოვალუტების პრემიუმ-დილერის SFOX-ის ინდექსი ციფრული ვალუტების ბაზარს „მსუბუქად ხარულად“ მიიჩნევს. ანგარიშის მომზადებისას კომპანიამ შეაგროვა ძირითადი ბირჟების მარტის მონაცემები ფასების, მოცულობისა და ცვალებადობის შესახებ, რათა შეესწავლა ექვსი წამყვანი მონეტის მაჩვენებლები. ესენია: Bitcoin (BTC), Bitcoin Cash (BCH), Ethereum (ETH), Litecoin (LTC), Bitcoin SV (BSV), და Ethereum Classic (ETC). ცნობილი ხდება, რომ SFOX-ის მრავალფაქტორიანი ბაზრის ინდექსი მიუთითებს - კრიპტოვალუტების ბაზარი აპრილიდან მსუბუქად ხარულია, რამდენადაც Bitcoin Cash, Ethereum და Litecoin იტყობინებიან მნიშნელოვან არასტაბილური მოძრაობების შესახებ, რომლებიც არ იყო დაკავშირებული Bitcoin-თან. მკვლევართა ჯგუფი მიიჩნევს, რომ ბაზარი ჯამში შესაძლოა გაიზარდოს, განვითარდეს Bitcoin-ის ფარგლებს გარეთ. Bitcoin-ისა და სხვა ვალუტების 30-დღიანი კორელაციიდან გამომდინარე, ETC იყო ყველაზე ნაკლებად კორელირებადი Bitcoin-თან მიმართებაში, მაჩვენებლით - 0.685, ამავე დროს Bitcoin-ზე ყველაზე ნაკლებად დამოკიდებული კრიპტოების წყვილი იყო LTC და ETC - კორელაციის მაჩვენებლით - 0,453. კორელაცია 1 ითვლება ძველაზე ძლიერად. ანგარიშში აგრეთვე აღნიშნულია, რომ BTC-სა და ETC-ს შორის კორელაციამ შემცირება დაიწყო მარტის დასაწყისიდან 20 მარტამდე და დაფიქსირდა დაბალი პოზიტიული კორელაცია 0,21. მიმდინარე კვირაში ციფრული ვალუტების საინვესტიციო კომპანია BKCM LLC-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა Brian Kelly-მ განაცხადა, რომ Bitcoin-ის შემდგომი სამიზნეა 6 ათასდოლარიანი მაჩვენებელი, თანაც, კრიპტო მარკეტები კორელაციის ყველაზე დაბალ მაჩვენებელს უახლოვდებიან. „ყველა ნიშანი, რაც ხელთ გვაქვს - იქნება ეს საფუძველი, ტექნიკური მონაცემები, თუ რაოდენობრივი ანალიზი - იძლევა საშუალებას, ჩაითვალოს, რომ დავიწყეთ bottoming-პროცესი (უმდაბლესი მაჩვენებლის დაფიქსირება). ამ ნაბიჯში საინტერესო ისაა, რომ იგი ხელს უწყობს ფუნდამენტისა და ინსტიტუციონალური განწყობის გაუმჯობესებას“. https://cointelegraph.com/news/sfox-market-index-reads-current-crypto-market-as-mildly-bullish
  20. გასულ წელს Microsoft-ის გეიმინგ-განყოფილების ხელმძღვანელმა ფილ სპენსერმა (Phil Spencer) განაცხადა, რომ პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელს უამრავი სამუშაო აქვს Windows-ზე PC-გეიმერებისთვის. ამჟამად Microsoft-ი იწყებს Xbox-ის პერსონალურ კომპიუტერზე ინტეგრაციის გაუმჯობესებას და წარადგენს ფუნქციების ფართო სპექტრს Windows 10-ის გეიმინგ პანელზე (Game Bar-ზე). ხსენებული widget-ები უამრავ ფუნქციას მოიცავს, რომელთა ნახვასაც შეძლებთ გეიმინგ-პანელზე. Microsoft-ი ახდენს ამ ფუნქციებში Spotify-ს ინტეგრაციას და შეგეძლებათ აკონტროლოთ სიმღერების გაშვება თამაშების დროს. აგრეთვე ხელმისაწვდომი იქნება აუდიო-widget-ი ხმის კონტროლისთვის, ასევე პროცესორის, გრაფიკული პროცესორისა და გამოყენებული ოპერატიული მეხსიერების მონიტორინგის widget-ი . Xbox-ის გეიმინგ-პანელის გააქტიურება შესაძლებელია winkey + G-ის მეშვეობით Windows 10-ში. ამ ახალი განლაგების შედეგად უფრო მეტად მოსახერხებელი გახდება მთლიანი პროცესი. Microsoft-ი აგრეთვე გაამარტივებს ეკრანის ფოტოების გადაღებას და უზრუნველყოფს სწრაფ რედაქტირებას Twitter-ის ფუნქციის გამოყენებასთან ერთად. შეგეძლებათ გადაიღოთ ვიდეო, დაამატოთ რაიმე ტექსტი და საბოლოო შედეგი მომენტალურად გააზიაროთ Twitter-ზე, სანამ ინტერფეისი კვლავ გეიმინგ-პროცესშია. Xbox-ის ახალი სოციალური widget-ი ასევე წარმოდგენილი იქნება სოციალური ქსელის მეგობრების ჩამონათვალით და სწრაფად და მარტივად შეძლებთ მათთვის შეტყობინებების გაგზავნას გეიმინგ-პანელიდან. Microsoft-ი კონცენტრირებულია Game Bar-ის გაუმჯობესებაზე და სურს უბრალო პანელიდან იგი ფუნქციურად უფრო მეტად დატვირთულ და ადვილად მართვად ინსტრუმენტად აქციოს. მომხმარებლებს ექნებათ საშუალება - მიამაგრონ widget-ები სადაც სურთ და აირჩიონ ან დამალონ ისინი სურვილის მიხედვით. Xbox-ის ახალი გეიმინგ-პანელი ტესტირებას გადის პერსონალური კომპიუტერის გეიმერებისთვის, სანამ იგი ფართოდ ხელმისაწვდომი გახდება. მათ კი, ვისაც სურს ახალი გეიმინგ-პანელის გამოცდა, შეუძლიათ ამის განხორციელება Xbox Insider Hub-ის გაშვებითა და ინსაიდერების კონტენტიდან Windows Gaming-ის არჩევით. როგორც ჩანს, Microsoft-მა საფუძვლიანად დაიწყო თავისი დესკტოპ-თამაშების გარკვეული ნაკლოვანებების გამოსწორება. უფრო მეტ სიახლეს მიმდინარე წელს E3 გამოფენაზე შევიტყობთ. https://www.theverge.com/2019/4/4/18294963/microsoft-windows-10-game-bar-widgets-overlay-features
  21. Amazon-ი გეგმავს გაუშვას 3236 თანამგზავრი დედამიწის ახლო ორბიტაზე, რათა უზრუნველყოს ინტერნეტი მთელ მსოფლიოში იმ ადგილებშიც, სადაც ამ დრომდე არაა ან არასაკმარისად ხელსაყრელია. ინიციატივას სახელად ჰქვია Project Kuiper. Amazon-ი რიგით ბოლოა მთელ რიგ კომპანიებს შორის, რომლებიც გეგმავენ გამოიყენონ ათასობით თანამგზავრისგან შემდგარი ქსელი მთელი მსოფლიოსთვის ინტერნეტის მისაწოდებლად. ტრადიციული თანამგზავრული ინტერნეტისგან განსხვავებით გეგმები ემყარება დედამიწის ახლო ორბიტაზე განთავსებულ თანამგზავრებს, რომელთა მართვაც უფრო ადვილია, იაფია და ხორციელდება მინიმალური შეფერხებებით. SpaceX, როგორც უკვე ვიცით, აპირებს ორბიტაზე გაუშვას 12 ათასი თანამგზავრი თავის პროექტ Starlink-ის ფარგლებში, OneWeb გეგმავს 650 თანამგზავრის გაშვებას, Facebook-იც მუშაობს საკუთარ ინტერნეტ-თანამგზავრებზე. პროექტი Kuiper ითვალისწინებს განთავსების მხრივ სამი სხვადასხვა სიმაღლის თანამგზავრებს: 784 თანამგზავრი გაიგზავნება დედამიწის ზედაპირიდან 367 მილ სიმაღლეზე, 1296 – 379 მილზე და 1156 თანამგზავრი განთავსდება 391 მილ სიმაღლეზე. ხსენებული თანამგზავრული ქსელი მთლიანობაში დაფარავს იმ ტერიტორიას, სადაც დედამიწის მოსახლეობის 95%-ზე მეტია დასახლებული. როდესაც კომპანიას კომენტარებისთვის მიმართეს, Amazon-ის წარმომადგენელმა განაცხადა: „Project Kuiper - ეს ახალი ინიციატივაა ახლო ორბიტაზე თანამგზავრების გაგზავნის შესახებ და იგი უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან ვრცელი დაფარვის კავშირს მცირე შეფერხებებით იმ ადგილებში, სადაც დღესდღეობით არასაკმარისი მომსახურებაა ამ მხრივ. ეს არის გრძელვადიანი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ათეულ მილიონობით ადამიანის მომსახურებას, რომელთაც არ აქვთ საკმარისი წვდომა ინტერნეტზე“. Amazon-ი ჯერჯერობით არ ახმაურებს, თავად აპირებს თანამგზავრების წარმოებას თუ მათ გარეშე მხარისგან შეიძენს. აგრეთვე გადასაწყვეტია - როგორ აპირებს კომპანია მათ ორბიტაზე გაყვანას. თუმცა აღსანიშნავია, რომ კომპანიის გენერალურ დირექტორს, ჯეფ ბეზოსს საკუთარი კოსმოსური კომპანია აქვს (Blue Origin) და არის ვარაუდი, რომ Amazon-ი სწორედ ამ შესაძლებლობას განიხილავს. პროექტისთვის აგრეთვე საჭიროა დედამიწაზე არსებული მართვის ცენტრების არსებობა თანამგზავრების სამართავად. გასულ წელს Amazon-მა აამოქმედა AWS Ground Station – cloud computing-სერვისი, რომელიც საშუალებას იძლევა დამყარდეს კავშირი კოსმოსსა და დედამიწას შორის. ჯერჯერობით უცნობია თარიღი, როდის შეძლებს Amazon-ი გეგმების განხორციელებას. ამისათვის საჭიროა მან მიიღოს თანხმობა კავშირების ფედერალური კომისიისგან. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსახილველი ფაქტორი ის გახლავთ, რომ თანამგზავრები ექსპლუატაციის ვადის გასვლის შემდეგ კოსმოსურ ნაგვად იქცევა და არის ალბათობა, რომ ხსენებული თანამგზავრებით გაიზრდება ახლომდებარე ორბიტას დანაგვიანების საფრთხე. https://www.theverge.com/2019/4/4/18295310/amazon-project-kuiper-satellite-internet-low-earth-orbit-facebook-spacex-starlink
  22. CRISP-ის გენომის რედაქტირების ტექნოლოგიის შესახებ სიახლეები რეგულარულად ხდება ცნობილი. სულ მცირეოდენი ხნის წინ მეცნიერებმა ინსტრუმენტი გამოიყენეს ერთ უჯრედში 13 ათასი ცვლილების შესატანად, ამჯერად კი იგი პირველად იქნა გამოყენებული რეპტილიის გენის რედაქტირებისთვის. პირველი გენეტიკურად მოდიფიცირებული რეპტილიები გახლავთ ყავისფერი Anolis sagrei ჯიშის წარმომადგენლები - გენების შეცვლის შემდეგ მათ ბაცი ვარდისფერი-მოთეთრო შეფერილობა მიიღეს და გახდნენ ალბინოსები. რეპტილიებში CRISP-მეთოდის გამოყენებისას გარკვეული პრობლემები შეიქმნა - გართულებები დაკავშირებული იყო მათი ორგანიზმის განსაკუთრებულობასთან. როგორც წესი, გენეტიკური კონსტრუქციის ჩანერგვა ხორციელდება პრაქტიკულად კვერცხუჯრედის განაყოფიერების შემდეგვე უმცირეს დროში, რის შემდეგაც ცვლილებები სხვა უჯრედებსაც შეეხება. სამწუხაროდ, ამგვარი ჩვეულებრივი მეთოდის გამოყენება რეპტილიების შემთხვევაში შეუძლებელი აღმოჩნდა. ინექციის შეყვანისას იყო ალბათობა, რომ ემბრიონი დაზიანდებოდა. ფოტოზე ხედავთ ჩვეულებრივ Anolis sagrei ხვლიკსა და მის გენმოდიფიცირებულ ვარიანტს მკვლევარებმა გამოსავალი იპოვეს - მათ ინექცია შეიყვანეს გაუნაყოფიერებელ კვერცხუჯრედშივე. გენური რედაქტირება განიცადა ფერმენტმა ტიროზინაზმა (Tyrosinase - აკონტროლებს მელანინის გამომუშავებას) - მისი დეაქტივაციისას ცოცხალ ორგანიზმებში ალბინოსობა ჩნდება. საერთო ჯამში მეცნიერებმა ინექციები შეიყვანეს 146 კვერცხში, შედეგად კი შეძლეს მიეღოთ მხოლოდ ოთხი თეთრ-ვარდისფერი ხვლიკი. ახალი მეთოდის საფუძველზე ჩნდება მოლოდინი, რომ მომავალში მკვლევარები შეძლებენ სხვა რეპტილიებშიც განახორციელონ გენების მოდიფიცირება. რა განსაკუთრებულობასა და მახასიათებლებს შეიძენენ სამომავლო არსებები ჯერჯერობით უცნობია. https://hi-news.ru/technology/sozdana-pervaya-v-istorii-geneticheski-modificirovannaya-reptiliya.html
  23. დაგეგმილ ვადაზე ერთი კვირით ადრე კომპანია Verizon-მა აამოქმედა თავისი 5G კომერციული ქსელი, რომელიც მსოფლიოში პირველი უნდა ყოფილიყო. აგრეთვე გაკეთდა სამხრეთკორეული ოპერატორების იმედისმომცემი განცხადება, რომ კომპანია SK Telecom რამოდენიმე შედარებით პატარა კომპანიასთან ერთად გახდებოდა მსოფლიოში პირველი კომერციული 5G ქსელის ოპერატორი. Verizon-მა დააკორექტირა თავისი გრაფიკი, რათა კორეელებისთვის დაესწრო ორი დღით, თუმცა არც სამხრეთკორეელები ჩამორჩნენ და იგივე მოიმოქმედეს. შედეგად, პირველი კომერციული ქსელის გამშვების სახელი ორივე კონკურენტმა (აშშ-მა და სამხრეთ კორეამ) გაინაწილა. კიდევ ერთმა ამერიკულმა ოპერატორმა - AT&T-მა თავისი მეხუთე თაობის ქსელი სმარტფონებისთვის აამოქმედა მიმდინარე კვირის დასაწყისში, თუმცა კომერციული ექსპლუატაცია მოგვიანებით დაიწყება. სხვათა შორის, ეს კომპანია თავს გამარჯვებულად თვლის 5G შეჯიბრში, რადგანაც ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში შესთავაზა 5G ქსელი გარკვეული რაიონების მაცხოვრებლებს. დღესდღეობით მეხუთე თაობის ქსელის გამოყენება შეუძლიათ მინეაპოლისისა და ჩიკაგოს ცალკეული რაიონების მაცხოვრებლებს, რომლებიც ფლობენ დამატებითი უკანა პანელის Moto Mod 5G-ის მქონე სმარტფონ Moto Z3-ს. ეს არის Verizon-ის გეგმის პირველი ეტაპი, რომლის თანახმადაც სერვისი 5G Ultra Wideband 2019 წლის განმავლობაში აშშ-ის 30-ზე მეტ ქალაქში გახდება ხელმისაწვდომი. პირველი მომხმარებლები მიიღებენ ჩამოტვირთვის ტიპურ სიჩქარეს - 450 მბიტი/წამიდან 1 გბიტი/წამამდე, 30 მილიწამიანი შეფერხებით.Verizon-ი პირობას დებს, რომ მიმდინარე წელს გააუმჯობესებს წარმადობას და განახორციელებს ქსელის მოდერნიზებას პროგრამული უზრუნველყოფის რეგულარული განახლებების შედეგად. ქსელის დაფარვის ტერიტორია კონცენტრირებულია ჩიკაგოსა და მინეაპოლისის ღირსშესანიშნაობების განთავსებისა და ძველი ცენტრების ადგილებში, აგრეთვე მასობრივი თავშეყრის ადგილებში, მაგალითად ხალხმრავალ ქუჩებსა და ხშირად მონახულებად ობიექტებში. 5G ქსელის დაფარვის ფარგლებს გარეთ კი მომხმარებლების მოწყობილობები გადაირთვება Verizon 4G LTE საიმედო ქსელზე. კონტრაქტიანი მომხმარებლები, რომელთაც ექნებათ ულიმიტო სატარიფო გეგმები Verizon Go Unlimited, Beyond Unlimited ან Above Unlimited, მიიღებენ შეუზღუდავ წვდომას 5G ქსელზე თვეში დამატებით 10 დოლარად, პირველი სამი თვის განმავლობაში მომსახურებით სარგებლობა უფასოა. https://3dnews.ru/985299
  24. ისრაელი მსოფლიოს მეშვიდე ქვეყანაა, რომელმაც შეძლო კოსმოსური აპარატი ჩვენი პლანეტის თანამგზავრამდე მიეყვანა. ექვსი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც კომპანია SpaceIL-ის მოდულმა Bereshit-მა მაკორექტირებელი მანევრების შემდეგ წარმატებით აამოქმედა ძრავი, თავი დააღწია დედამიწის გრავიტაციას და გავიდა მთვარის ახლო ორბიტაზე. მცირე ზომის მოდულისთვის ეს ისტორიული მიღწევა ნამდვილი ეპიკური თავგადასავლის მხოლოდ დასაწყისია. ერთი კვირის შემდეგ კოსმოსურ აპარატს მოუწევს განახორციელოს დაშვება მთვარის ზედაპირზე. ეს მოვლენა 11 აპრილისთვისაა დაგეგმილი და თუკი იგი წარმატებით ჩაივლის, Bereshit გახდება პირველი კერძო კოსმოსური აპარატი, რომელიც მშვიდობით დაეშვება მთვარეზე. „მთვარეზე დაშვება ჩვენთვის ისტორიული მოვლენაა, იგი ასევე საშუალებას მისცემს ისრაელს, შეუერთდეს იმ ქვეყანათა ჩამონათვალს, რომელთაც შეძლეს ჩვენი პლანეტის თანამგზავრის ორბიტამდე მიღწევა. ერთ კვირაში ჩვენ ვეცდებით ეს მოვლენა კიდევ უფრო დასამახსოვრებელი გავხადოთ - დავსვათ მოდული მთვარის ზედაპირზე და შევუერთდეთ იმ ქვეყნების მცირე რიგს, რომლებსაც მსგავსი რამ გამოუვიდათ“ - განაცხადა კომპანია SpaceIL-ის ხელმძღვანელმა მორის კანმა. კომპანია SpaceIL-ისა და მოდულის შემქმნელი Aerospace Engineering-ის თანამშრომლები ზეიმობენ Bereshit-ის მთვარის ორბიტაზე გასვლას. 4 აპრილი. 2019 წელი. ამ დრომდე მსოფლიოს მხოლოდ სამმა ქვეყანამ შეძლო წარმატებულად დაშვება მთვარეზე. ესენია აშშ, რუსეთი და ჩინეთი - მათ კოსმოსურ პროგრამებში უზარმაზარი თანხა დახარჯეს. ამიტომ, ფინანსური კუთხით ისრაელის მიერ განხორციელებული მისია თავისებურად უკვე გამარჯვებაა - Bereshit-ის მისია მის ორგანიზატორებს „სულ რაღაც“ 100 მილიონი დაუჯდათ. თანაც, მისიის დაფინანსებაში ძირითადი შენატანი კერძო ინვესტორებს ეკუთვნით. გაშვებიდან რამოდენიმე კვირაში Bereshit-მა წარმატებით შეასრულა ყველა დაგეგმილი მანევრი. ამჟამად იგი მთვარის გარშემო დაგეგმილი ტრაექტორიის მიხედვით მოძრაობს. იგი მთვარეზე დაეშვება საერთაშორისო კოსმონავტიკის დღემდე ერთი დღით ადრე, 11 აპრილს. თუკი ყველაფერი წარმატებით წარიმართება, ზონდი დაიწყებს ზედაპირზე გადაადგილებას, გადაიღებს უამრავ ფოტოს, ჩაატარებს სამეცნიერო კვლევებს იქამდე, სანამ ბატარეები არ დაჯდება ან ელექტრონიკა არ გადაიწვება. https://hi-news.ru/space/chastnyj-izrailskij-kosmicheskij-modul-bereshit-vyshel-na-orbitu-luny.html
  25. Google Assistant დღეიდან შეძლებს ისაუბროს ცნობადი პირების ხმით. პირველი მათგანი იქნება ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობი John Legend. გარკვეული პერიოდის განმავლობაში გრემის ლაურეატი სმარტ-ასისტენტის მომხმარებელს უმღერებს სიმღერებს, შეატყობინებს ამინდის შესახებ ცნობებს, პასუხს გასცემს სხვადასხვა კითხვაზე და ა.შ. John Legend - ექვსიდან ერთ-ერთია Google Assistant-ის ახალი ხმებიდან. სიახლის შესახებ თავდაპირველად დაანონსდა Google I/O 2018-ზე, სადაც კომპანიამ წარადგინა საუბრის სინთეზის მოდელის - WaveNet-ის წინასწარი ვერსია. ეს უკანასკნელი დაფუძნებულია Google-ის ხელოვნურ ინტელექტ DeepMind-ზე, მუშაობს ადამიანური საუბრის საფუძველზე და ხმოვანი სიგნალების პირდაპირ მოდელირებაზე. შედეგად იქმნება რეალისტურის მსგავსი ხელოვნური მეტყველება. „WaveNet-მა საშუალება მოგვცა დაგვეზოგა დრო, რაც საუბრის სტუდიური ჩაწერისთვის იყო საჭირო - მოდელს ნამდვილად შეუძლია გადმოსცეს მსახიობური ხმის მრავალფეროვნება“ - განაცხადა Google-ის აღამსრულებელმა დირექტორმა Sundar Pichai-მ. Google-ში არსებობს John Legend-ის საუბრის რამოდენიმე ჩანაწერი, რომელიც წინასწარ იქნა შერჩეული. არის მცირე გაურკვევლობები, თუმცა ძირითადად სისტემა სტანდარტულად ახორციელებს პასუხის გაცემას ინგლისურ ენაზე. იმისათვის, რომ სმარტ-ასისტენტში Jon Legend-ის ხმა გააქტიურდეს, მომხმარებელს უბრალოდ შეუძლია თქვას: „Hey Google, ისაუბრე Jon Legend-ივით“ ან გადავიდეს Google Assistant-ის პარამეტრებში და გადართოს სასურველ ხმაზე. ფუნქცია ჯერჯერობით მხოლოდ ინგლისურ ენაზეა ხელმისაწვდომი, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია - მომავალში კომპანია გააგრძელებს ექსპერიმენტირებას ამ მიმართულებით. https://3dnews.ru/985259
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.