Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5903
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    196

Everything posted by Magdalena

  1. Binance Labs-მა, კრიპტო ბირჟა Binance-ის საინვესტიციო განყოფილებამ გამოყო 15 ათასი დოლარი სამიდან თითოეული სტარტაპისთვის, რომლებიც მუშაობენ ბლოკჩეინ-ტექნოლოგიაზე ღია კოდით. გრანტებს მიიღებენ: 1) Ironbelly - მობილური საფულე Grin/Mimblewimble ბლოკჩეინისთვის; 2) HORP - შეტყობინებების გაცვლისა და კონფიდენციალურობის დაცვის პროტოკოლი და 3) საფულე Kitsune - მოდერნიზებადი on-chain საფულე. ხსენებული სამი სტარტაპი ამ დროისთვის არის Binance Labs-ის სასტიპენდიო პროგრამის „სტიპენდიანტები“. Binance Labs-ი აფინანსებს და ეხმარება ღია კოდის მქონე პროექტების შემუშავებაში ადრეულ ეტაპებზე. Binance Labs-ის დირექტორის, Flora Sun-ის თქმით, ინოვაციებისათვის საჭიროა „მწარმოებლების, ანტრეპრენერების ერთობლიობა, რომლებიც წარადგენენ იდეებს და ქმნიან ახალ პროექტებს ბაზარზე გასატანად“. მან განაცხადა: „ჩვენი საქმიანობა მდგომარეობს ადრეულ სტადიაში პროექტებისთვის მხარდაჭერაში - იმ პროექტებისა, რომლებიც ქმნიან ინფრასტრუქტურას სარგებლიანობის გაზრდისა და ბლოკჩეინის ბაზარზე ზრდის უზრუნველყოფისათვის“. Binance Labs აგრეთვე მართავს საინკუბაციო პროგრამას, რომელიც ასევე პროექტების მხარდამჭერია საწყის ეტაპებზე. გასული წლის დეკემბერში კრიპტო ბირჟამ განაცხადა, რომ აფართოვებს თავის საინკუბაციო პროგრამას ხუთი ახალი ქალაქის მასშტაბით, ესენია: ბერლინი, ბუენოს-აირესი, ლაგოსი, სინგაპური და ჰონგკონგი. https://www.coindesk.com/binance-labs-grants-45000-to-3-open-source-blockchain-startups
  2. Acer-მა ახალ ლაინაფში - ConceptD - დააანონსა ორი დესკტოპ-კომპიუტერი, რომლებიც განკუთვნილია პროფესიონალი მწარმოებლებისა და კონტენტის შემქმნელებისათვის - მათთვის, ვისაც აქვს დიდი ფულადი რესურსი და სჭირდებათ დიდი ენერგია მოწყობილობისგან. ფოტოზე გამოსახულია ConceptD 500 - ეს არის მოზრდილი მოწყობილობა, რომელიც აღჭურვილია მეცხრე თაობის Intel Core i9 პროცესორით, ასევე აქვს გრაფიკული ბარათი Nvidia Quadro RTX 4000 და DDR4 ტიპის 64 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება. Acer-ის სხვა პროდუქტებისგან განსხვავებით, ამ კომპიუტერს საკმაოდ საკამათო დიზაინი აქვს და იგი წარმოდგენილია ზედა ნაწილში ხის დეტალებით. მომხმარებელთა ნაწილი მას ჰაერის დამატენიანებელ მოწყობილობას ადარებს, ნაწილი - ყინულის ყუთსა და დიფუზორს. კომპიუტერის მონაცემების გათვალსწინებით ცხადია, იგი შესანიშნავად იმუშავებს პროფესიონალი მწარმოებლების ხელში. ამასთან, მწარმოებელი კომპანია აცხადებს, რომ კომპუტერი „სიმშვიდეს ინარჩუნებს“ მაღალი დატვირთვის დროსაც და მისი ვენტილატორების ხმაური არ აღემატება 40 დეციბელს. ეს კომპიუტერი 1699 აშშ დოლარი ღირს და იგი ივნისიდან გაიყიდება. მეორე მოდიფიკაცია - ConceptD 900 წარმოადგენს Acer-ის ახალი სერიის მაღალი წარმადობის შემოთავაზებას და იგი ფაქტობრივად უახლოვდება სუპერკომპიუტერის სტატუსს. შესაბამისად, ეს ფაქტი აისახება ფასზეც და მისი ღირებულება 19 999 დოლარია. ხსნებული კომპიუტერი მოიცავს ორ ცალ 40-ბირთვიან Intel Xeon Gold პროცესორს, გრაფიკულ პროცესორს Nvidia Quadro RTX 6000 და აქვს 192 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერა. წარმადობის კუთხით მოწყობილობა ნამდვილად შთამბეჭდავია, თუმცა არაფერი აქვს საერთო სამომხმარებლო სეგმენტთან. https://www.theverge.com/2019/4/11/18306324/acers-conceptd-wood-patterned-pc-humidifier
  3. მსოფლიო სავალუტო ფონდმა და მსოფლიო ბანკმა ერთობლივად გამოუშვეს კერძო ბლოკჩეინი და ე.წ. კვაზი-კრიპტოვალუტა - აცხადებს Financial Times. გაზეთის ცნობებით, აქტივი, სახელად „Learning Coin“ ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ IMF-სა და მსოფლიო ბანკის ფარგლებში. მონეტას არ აქვს ფულადი ფასეულობა და ამიტომ არ წარმოადგენს რეალურ კრიპრტოვალუტას, აღნიშნავს Financial Times. როგორც გაზეთისთვის გახდა ცნობილი, “Learning Coin” გამოუშვეს იმისათვის, რომ უკეთ გაიგონ იმ ტექნოლოგიის არსი, რაც კრიპტოაქტივებს უდევს საფუძვლად. მისი აპლიკაცია მოემსახურება ცენტრს, სადაც ინახება ბლოგები, კვლევები, ვიდეოები და პრეზენტაციები. ტესტირების განმავლობაში მსოფლიო ბანკისა და IMF-ის თანამშრომლები მოიზიდავენ, მიიღებენ კრიპტოვალუტას საჭირო ინფორმაციისა და ცოდნის მიღებისთვის. ორგანიზაციები მათ საშუალებას მისცემს გამოისყიდონ გარკვეული, ჯილდოს სახით მიღებული აქტივები, რის შედეგადაც ცნობილი გახდება, როგორ შეიძლება იქნეს მონეტები გამოყენებული რეალურ ცხოვრებაში. IMF-ის თანახმად, მთელი მსოფლიოს ბანკებმა და მარეგულირებელმა ორგანოებმა უნდა შეძლონ დაეწიონ კრიპტოტექნოლოგებს, რომლებიც სწრაფად განიცდიან ზრდასა და განვითარებას. Financial Times-ი ციტირებს IMF-ს: „კრიპტოაქტივებისა და distributed ledger-ტექნოლოგიის განვითარება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ისევე, როგორც ვითარდება მასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოცულობის ზრდა-გავრცელება. ეს კი აიძულებს ცენტრალურ ბანკებს, რეგულატორებსა და ფინანსურ დაწესებულებებს - აღიარონ შემეცნების მზარდი უფსკრულის არსებობა კანონმდებლებს, პოლიტიკოსებსა და ტექნოლოგიას შორის“. ტესტირების შემდეგ მსოფლიო ბანკი და IMF ბლოკჩეინს გამოიყენებს სმარტ-კონტრაქტების ამოქმედებისთვის, ფულის გათეთრებასთან ბრძოლისა და გამჭვირვალობის საერთო დონის ამაღლებისათვის. IMF-ის მმართველმა დირექტორმა Christine Lagarde-მ განაცხადა, რომ ბლოკჩეინის ნოვატორები არყევენ ტრადიციულ ფინანსურ სამყაროს და აშკარა გავლენას ახდენენ მოქმედ მოთამაშეებზე. მან ასევე აღნიშნა, რომ ბლოკჩეინ-ტექნოლოგიისა და მასზე დაფუძნებული აქტივების პოტენციალი გამოიყენება მარეგულირებლებისა და ცენტრალური ბანკების მიერ, მათ მიერ აღიარებულია ტექნოლოგიის დადებითი ეფექტები. ამავე დროს, შედარებით სკეპტიკური აზრი გააჩნია მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს, Aanchal Anand-ს. მისი თქმით, ბლოკჩეინთან დაკავშირებით მეტისმეტად დიდი აჟიოტაჟია ატეხილი, რაც იძლევა არარეალურ მოლოდინებს. https://cointelegraph.com/news/imf-and-world-bank-launch-quasi-cryptocurrency-in-exploration-of-blockchain-tech
  4. Chromium-ის ბაზაზე მცირე ხნის წინ გამოშვებულ ბრაუზერ Microsoft Edge-ს ექნება საკუთარი ინტეგრირებული მთარგმნელი, რომელიც შეძლებს ავტომატურად გადათარგმნოს ვებ-გვერდები სხვადასხვა ენაზე. Reddit-ის მომხმარებლებმა აღმოაჩინეს, რომ Microsoft-მა შეუმჩნევლად ჩართო ახალი ფუნქცია Edge Canary-ში. ნიშანი „Microfost Translator“ მოცემულია მისამართის ველში. ამიერიდან, სისტემაში დაყენებულისგან განსხვავებით, Microsoft Edge ავტომატურად განახორციელებს თარგმანს. ეს ფუნქცია მუშაობს Google Chrome-ის თარგმნის ანალოგიურად, ამჟამად კი როგორც ჩანს Microsoft ექსპერიმენტს ატარებს განსაზღვრული რაოდენობის მოწყობილობებზე. ფუნქცია, როგორც უკვე ითქვა, ავტომატურ რეჟიმში თარგმნის ვებ-გვერდებს. გარდა ამისა, არის კონკრეტული ენის არჩევის საშუალება. ისევე, როგორც Google Chrome-ში, მომხმარებლები შეძლებენ ორიგინალი საიტიდან გადაერთონ გადათარგმნილ ვერსიაზე. ჯერჯერობით ეს შესაძლებლობა ხელმისაწვდომია მხოლოდ Edge Canary-ში, რომელიც ყოველდღიურად განიცდის განახლებას. ამიტომ სარწმუნოა, რომ ხსენებული ფუნქცია ჯერჯერობით შემუშავების ადრეულ სტადიაზეა და შესაძლოა კიდევ დიდხანს დარჩეს დამუშავების პროცესში. არანაირ ეჭვს არ იწვევს ის, რომ Microsoft მას მოგვიანებით აუცილებლად დაამატებს ბრაუზერის სტაბილურ ვერსიაში. აგრეთვე, უნდა აღინიშნოს, რომ თარგმანისთვის გაფართოება ასევე ხელმისაწვდომია Chrome Web Store-ში, თუკი მომხმარებელს დასჭირდება გვერდის სხვა ენაზე გადაყვანა. ამჟამად ხელმისაწვდომია ვერსია 75.0.125.0. შეგახსენებთ, რომ განახლებული ბრაუზერი Microsoft Edge იმუშავებს Windows 7 და Windows 8.1 ოპერაციულ სისტემებზე. საჭიროა მისი ინსტალატორის ცალკე ჩამოტვირთვა, რათა შემდეგ გაეშვას სისტემებში. https://3dnews.ru/985814
  5. Acer-მა დაანონსა ვირტუალური რეალობის მაღალი წარმადობის მქონე ჰედსეტი, რომელიც განკუთვნილია პლატფორმისთვის - Windows Mixed Reality. მოწყობილობა ConceptD OJO-ს აქვს 4320 × 2160 პიქსელი გაფართოების მხარდაჭერა, ასევე ლინზებს შორის დაშორების მართვის გამარტივებული სისტემა. კონსტრუქციაში მოცემულია რეგულირებადი ღვედები, რომელთა გადაადგილებით შესაძლებელია თავზე ჰედსეტის კომფორტულად მორგება. ახალი მოწყობილობა ორიენტირებულია პროფესიონალ მომხმარებლებზე, იგი წარმოადგენს Acer-ის აღჭურვილობის სერიის ნაწილს და განკუთვნილია კონტენტის შემქმნელებისთვის. ConceptD OJO ჰედსეტის მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ ლინზებს შორის სივრცის მარეგულირებელი მექანიზმით იმის მიუხედავად, თუ რა ფიზიოლოგიური შესაძლებლობები გააჩნიათ. მოწყობილობა უზრუნველყოფს კომფორტულ სამუშაო პროცესს. ფოტოებზე გამოსახული ჰედსეტის ყურსასმენები, როგორც ცნობილია მოსახსნელი იქნება და ცალკე გაიყიდება. მოწყობილობის ფასი ჯერჯერობით არ გახმაურებულა. გასული თვის ბოლოს გამოვიდა ვირტუალური რეალობის კიდევ ერთი ჰედსეტი Windows Mixed Reality პლატფორმისთვის. საუბარია მოწყობილობაზე HP Reverb, რომლის ფასი 599 აშშ დოლარს შეადგენს. https://3dnews.ru/985815
  6. გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც დაზუსტებულია Microsoft-ის ახალი კონსოლის გამოსვლის თარიღი. ეს იქნება Xbox One S და მისი განსაკუთრებულობა გამოიხატება იმაში, რომ წარმოდგენილი იქნება დისკის გარეშე, შესაბამისად, შემცირებული ფასით. კონსოლის სახელწოდებაა Xbox One S All Digital. ცნობილი გახდა ახალი კონსოლის გარეგნული იერსახეც. იგი თითქმის არაფრით განსხვავდება ორიგინალური ვერსიისგან, მხოლოდ მის ფრონტალურ ნაწილზე არ არის მოცემული შავი ჭრილი. მეტი გარეგნული განმასხვავებელი წარმოდგენილი არ არის. საზოგადოებას ყველაზე მეტად მოწყობილობის ფასი აინტერესებს. როგორც წყარო ამტკიცებს, Xbox One S All Digital-ის შეძენა გეიმერებს შეეძლებათ 230 ევროდ. ამ ფასად მომხმარებლები მიიღებენ კონსოლს 1 ტერაბაიტიანი მყარი დისკით, ასევე უსადენო გეიმპადს და სამ ჩატვირთულ თამაშს: Minecraft, Sea of Thieves და Forza Horizon 3. კონსოლი Xbox One S All Digital გაყიდვაში 7 მაისს გამოვა. https://overclockers.ru/blog/ZDAROVA_DRASTE/show/25781/xbox-one-s-all-digital--konsol-bez-privoda-ot-microsoft-postupit-v-prodazhu-7-maja
  7. დაგეგმილი იყო, რომ კომპანია Huawei მაისში წარადგენდა პლანშეტს, რომელიც იმუშავებდა ოპერაციულ სისტემა Windows 10-სა და ცალკრისტალიან სისტემაზე - Qualcomm Snapdragon 850. თუმცა კომპანიამ მოცდა საჭიროდ არ ჩათვალა და წარადგინა ახალი მოწყობილობა Huawei MateBook E 2019. ჰიბრიდულ პლანშეტს აქვს nano-SIM ფორმატის ბარათისა და 4G LTE მობილური ქსელის მხარდაჭერა. ტრანსფორმერის კონფიგურაციაში შედის Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 4.1 ადაპტერები. წინა მხარეს განთავსებულია 12-დუიმიანი დისპლეი, რომლის გვერდების შეფარდებაა 3:2-ზე, გაფართოება კი 1440p. MateBook E 2019 პლანშეტს ორი კამერა აქვს, მათი გაფართოება შეადგენს 13 და 5 მეგაპიქსელს. ასევე აქვს 8 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება და ინტეგრირებული ფლეშ-მოდული, რომლის მოცულობაც კომპლექტაციის შესაბამისად შეადგენს 256 ან 512 გიგაბაიტს. შესაძლებელია ამ ჰიბრიდულ პლანშეტს მიუერთდეს სპეციალური შესაბამისი კლავიატურა. MateBook E 2019 ტრანსფორმერის მახასიათებლებიდან შესაძლებელია გამოიყოს გამაძლიერებელი SmartPA, სტერეოდინამიკები და Dolby Atmos ტექნოლოგიის მხარდაჭერა. კორპუსზე განთავსებულია USB Type-C პორტი და 3,5 მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. ბატარეის მოცულობა შეადგენს 36,3 ვტ/სთ, მწარმოებლის თქმით, ეს საკმარისი იქნება დაახლოებით ათსაათიანი ავტონომიური მუშაობისთვის მედიაკონტენტის 50%-იან სიმკვეთრეზე. პლანშეტს აქვს საფირმო ტექნოლოგია Huawei Share One Touch-ის მხარდაჭერა. იგი საშუალებას იძლევა სწრაფად მოხდეს ფოტოების მიმოცვლა პლანშეტსა და სმარტფონს შორის. მოწყობილობის გაბარიტებია 27.82 х 19.42 х 0.85 სანტიმეტრი, წონა - 700 გრამი (კლავიატურის გარეშე). 256 გიგაბაიტიანი მეხსიერების მქონე MateBook-ის ფასი შეადგენს 595 აშშ დოლარს. მაქსიმალური, 512 გიგაბაიტიანი მოდიფიკაცია კი გაიყიდება 745 დოლარად. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/25739/huawei-predstavila-transformer-matebook-e-2019-na-snapdragon-850-i-os-windows-10
  8. 11 აპრილს ბლოგზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ტექნოლოგიურმა კომპანია Horizen Labs-მა, რომელიც ბიზნესს ეხმარება distributed ledger-პლატფორმების შექმნაში, მოიზიდა 4 მლნ დოლარი. თავდაპირველად Horizen Labs-ის მიზანი იყო 2 მლნ აშშ დოლარის ფინანსირება, თუმცა დასახულ მიზანს გადააჭარბა და მიიღო 4 მლნ დოლარი ინსტიტუციონალიზებული სავაჭრო კომპანია Digital Currency Group-ისგან. ეს უკანასკნელი სპეციალიზებულია კრიპტოვალუტებზე, Liberty City Ventures ფონდსა და სხვადასხვა დამოუკიდებელ ინვესტორებზე. კომპანია გეგმავს განავითაროს sidechain-as-a-service პროდუქტები. Sidechain-ები დანერგილი და გამოყენებული იქნება კომერციული გამოყენების ბლოკჩეინის შემუშავებისთვის და შეასრულებენ სხვადასხვა ამოცანებს წარმადობისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით. Digital Currency Group-ის დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, Barry Silbert-ის თქმით, Sidechain-პროდუქტები კომპანიებს საშუალებას აძლევს „დანერგონ ციფრული საბუღალტრო წიგნის ინდივიდუალური ტექნოლოგიები თავიანთ ოპერაციებში, მოაგვარონ ბლოკჩეინის დანერგვის ბარიერის დაძლევის საკითხი და საფუძვლიანად განავითარონ ინდუსტრია“. როგორც „დიდი ოთხეულის“ აუდიტის კომპანიის (KPMG) გამოკითხვამ აჩვენა, უმაღლესი რგოლის ხელმძღვანელთა 48% მიიჩნევს, რომ ბლოკჩეინი შეცვლის ბიზნესის მართვის მეთოდებს უახლოეს სამ წელიწადში. გამოკითხულთა 41-მა პროცენტმა განაცხადა, რომ შეუძლიათ ამ ტექნოლოგიის გამოყენება. სხვადასხვა კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ინსტიტუციონალიზებულ ინვესტორთა 40% თვლის - ბლოკჩეინი შესაძლოა გახდეს ყველაზე ტრანსფორმაციული ტექნოლოგია ინტერნეტის შემდეგ. გარდა ამისა, გამოკითხულთა თითქმის მესამედი მიიჩნევს, რომ უახლოეს ხუთ წელიწადში კომპანიებმა აუცილებლად უნდა იპოვონ ბლოკჩეინ-ხელმძღვანელები და შეიყვანონ დირექტორთა საბჭოში. ინვესტორთა 38% თვლის, რომ კომპანიებმა მიდგომა უნდა შეცვალონ ბლოკჩეინ-ტექნოლოგიასთან მიმართებაში დადგენილი დროის პერიოდში. https://cointelegraph.com/news/horizen-labs-raises-4-million-to-build-sidechain-as-a-service-platform
  9. Facebook-მა შესაძლოა დაიბრუნოს Messenger-ჩატი თავის მთავარ აპლიკაციაში. ეს ფუნქცია ამჟამად იტესტება და იგი შეამჩნია სოციალური ქსელის მკვლევარმა, დამკვირვებელმა Jane Manchun Wong-მა. ეს სიახლე ნიშნავს იმას, რომ შეძლებთ გამოიყენოთ ერთი აპლიკაცია, როგორც სოციალური ქსელის პლატფორმაც და შეტყობინებების გაცვლის საშუალებაც. ცვლილების მიხედვით გამოყენებული იქნება „Messenger-ღილაკი“ Facebook-ის აპლიკაციაში და ცალკე Messenger-ის გახსნის ნაცვლად გადახვალთ პირდაპირ ჩატის განყოფილებაში. Messenger-ი თავდაპირველად ამოქმედდა როგორც ცალკეული აპლიკაცია 2011 წელს, 2014 წელს კი Facebook-მა გააუქმა თავისი ფუნქციონალურობა როგორც ერთიანმა, ერთსახელიანმა აპლიკაციამ. ხუთი წლის შემდეგ Facebook-ი ემზადება მოახდინოს თავისი Messenger-აპლიკაციების ინტეგრირება და ზემოთხსენებული ფუნქციონალურობა ბრუნდება. Jane Manchun Wong თავის Twitter-ზე აღნიშნავს, რომ ხსენებული ახალი ჩატის სექცია მოიცავს Messenger-ის ფუნქციათა ნაკრების მხოლოდ ნაწილს. ეს ნიშნავს შემდეგს: ახალი ჩატი შეგიძლიათ გამოიყენოთ შეტყობინებების გაცვლისთვის, ხოლო ფოტოების გასაგზავნად ან ზარების განსახორციელებლად კვლავ Messenger-ის ცალკეული (standalone) აპლიკაცია იქნება საჭირო. Wong-ის მიერ შემჩნეული რედიზაინი თავდაპირველად იანვრის დასაწყისში დაფიქსირდა და გახმაურდა მარტში. ინტერფეისი ზუსტად ასახავს Facebook Messenger-ის „white redesign“-ს. ჯერჯერობით უცნობია როდის გახდება ხელმისაწვდომი შეტყობინებების გაცვლის ახალი ინტერფეისი. https://www.theverge.com/2019/4/12/18307443/facebook-messenger-app-integration-manchun-wong-standalone
  10. Acer Predator Helios 700 - ეს არის კომპანიის მიერ შექმნილი ყველაზე მძლავრი და ყველაზე ძვირადღირებული ლეპტოპი. მის შემადგენლობაში შედის: მაღალი წარმადობის პროცესორი Intel Core i9 აჩქარების საშუალებით, ვიდეო ბარათი NVIDIA GeForce RTX 2080/2070, 64 გიგაბაიტამდე DDR4 ტიპის ოპერატიული მეხსიერება, ქსელური ადაპტერი Killer DoubleShot Pro, რომელიც წარმოდგენილია Killer Wi-Fi 6AX 1650 მოდულით და E3000 ტრაფიკის გავრცელების ტექნოლოგიით (უსადენო და სადენიანი მიერთებით). ეკრანი - 17-დუიმიანი IPS, Full HD გაფართოება, 144 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე. დისპლეის აქვს NVIDIA G-SYNC ტექნოლოგიის მხარდაჭერა, ხუთი დინამიკი და ინტეგრირებული საბვუფერი, 1ტბ SSD ან 2ტბ მყარი დისკი. Helios 700-ის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და საინტერესო ნაწილია კლავიატურა Hyper Drift. ფაქტობრივად, ეს არის ლეპტოპის გაგრილების სისტემის ნაწილი, რომელშიც შედის Acer-ის მეოთხე თაობის ქულერი AeroBlade 3D, სპილენძის ხუთი სითბური მილი, აორთქლების განყოფილება და ტექნოლოგია Acer CoolBoost. კლავიატურის წინ გამოწევისას (იხ. მომდევნო ფოტო) იხსნება ორი დამატებითი სითბოს მშანთქმელი ეკრანსა და კლავიატურას შორის, რაც აუმჯობესებს სისტემის მძლავრი კომპონენტების გაგრილებას. მათ შორის განთავსებულია მინის პანელი, რომელშიც მოჩანს სითბური მილები. Predator Helios 700 უნიკალური მოძრავი (გამოსაწევი) კლავიატურით - Hyper Drift ახალ კლავიატურას აქვს RGB განათების მხარდაჭერა, რომელიც ადაპტირებადია თამაშის სიტუაციებთან გარდა ამისა, კლავიატურა აუმჯობესებს გეიმინგ-სისტემის საერთო ერგონომიკას, რადგანაც მოთავსებულია მომხმარებელთან იმაზე უფრო ახლოს, ვიდრე სტანდარტული ლეპტოპების კლავიატურები. Hyper Drift-ს აქვს თითოეული კლავიშისათვის ინდივიდუალური RGB-განათება, anti-ghosting და WASD MagForce ფუნქციების მხარდაჭერა. MagForce-კლავიშებში გამოყენებულია ხაზობრივი გადამრთველები, რომლებითაც მყისიერად ხდება რეაგირება კლავიშზე დაწოლისას. თაჩპედ Precision TouchPad-ის ირგვლივაც მოცემულია ლურჯი განათებები. კლავიში Turbo მომენტალურად რთავს სისტემის აჩქარებას. კლავიში Predator Sense იძლევა წვდომას ინფორმაციაზე - როგორია პროცესორისა და ვიდეო ბარათის ტემპერატურა. განახლდა Predator Helios 300-ის შიდა კომპონენტებიც. გეიმერებს ალბათ მოეწონებათ მეცხრე თაობის Intel Core i7 პროცესორისა და NVIDIA GeForce RTX 2070 Max-Q ვიდეო ბარათის კონფიგურაცია. Helios 700-ის მსგავსად, მოდელ 300-შიც ხელმისაწვდომია ავტომატური აჩქარება Turbo-კლავიშით, აგრეთვე მოცემულია ქსელური ადაპტერი Killer DoubleShot Pro. ამ მოდელისთვის განკუთვნილია 32 გიგაბაიტამდე DDR4-2666 ტიპის ოპერატიული მეხსიერება. შესამჩნევი ცვლილებები შეეხო ლეპტოპის გარეგნულ მხარესაც. ლითონის კორპუსზე გამოჩნდა ლურჯი ელემენტები, კლავიატურა კი ამ მოდელშიც ფერადი განათებითაა წარმოდგენილი ისევე, როგორც Predator-ის სხვა მოდელები. https://3dnews.ru/985724
  11. CES 2019-ზე წარმოდგენილი სიახლეებიდან ერთ-ერთი შთამბეჭდავი იყო Samsung-ის 219 დუიმიანი დისპლეი The Wall. კომპანია Sony-მ გადაწყვიტა არ ჩამორჩენოდა და შექმნა საკუთარი გიგანტური Micro LED დისპლეი, რომლის სიმაღლეა 5,18 მეტრი, სიგანე კი - 19,20 მეტრი. ფანტასტიკური გაბარიტების მქონე დისპლეი წარმოდგენილ იქნა ლას-ვეგასში გამართულ ეროვნული ასოციაციის გამოფენაზე. Sony-ს დისპლეის აქვს 16K გაფართოების მხარდაჭერა (15360 × 8640 პიქსელი). ამ დრომდე უკვე იყო საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ Samsung-ს სურს დაიწყოს 8K გაფართოების ტელევიზორების მასიური გამოშვება და მიწოდება, თუმცა თანამედროვე ტელევიზიის შესაძლებლობები შორსაა ამ ფორმატისგან. მთავარი მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ კომპანიების მიერ შექმნილი კონტენტი ვერ აღწევს 4K ხარისხამდე, რომ აღარაფერი ვთქვათ კიდევ უფრო მაღალ გაფართოებაზე. სპეციალისტები თვლიან, რომ უახლოეს ათწლეულში კაცობრიობა ჯერ მხოლოდ დაიწყებს მიახლოებას 8K ტელევიზიასთან და კიდევ დიდი დრო გავა, სანამ ტექნოლოგია სამომხმარებლო ბაზარს საშუალებას მისცემს გადააბიჯოს ამ ზღვარს. ეს ნიშნავს, რომ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში 16K გაფართოების მქონე დისპლეები გამოყენებული იქნება მხოლოდ კორპორატიულ სეგმენტში. Sony-ს გიგანტური დისპლეი საშუალებას იძლევა საოცრად შთამბეჭდავი და რეალისტური გამოსახულება გადმოიცეს. რა საკვირველია, ბევრი რამ არის დამოკიდებული კონტენტის შემქმნელებზეც. იმისათვის, რომ ხსენებული დისპლეის მეშვეობით გამოსახულების დემონსტრირება მოეხდინა, Sony-ს მოუწია თავად შეექმნა საკუთარი 16K ფორმატის კონტენტი. ახლო ხედიდან დათვალიერებისას შესაძლებელია წვრილი გადაბმის ადგილების შემჩნევა, სადაც რამოდენიმე პანელი ერთიანდება ერთ უზარმაზარ დისპლეიდ. https://3dnews.ru/985768
  12. ისრაელის კერძო კომპანია SpaceIL-ის კოსმოსურმა აპარატმა ვერ შეძლო მთვარის ზედაპირზე დაშვება. ოპერაციის მსვლელობისას წარმოიშვა რამოდენიმე პრობლემა, რომელთა დროულად მოგვარებაც ვერ მოხერხდა. მოდული ოფიციალურად დაკარგულად ითვლება. შემთხვევის შესახებ ცნობილი გახდა პირდაპირი ტრანსლაციისას, რომელიც ხორციელდებოდა მოდულის მართვის ცენტრიდან. „სამწუხაროდ, ვერ შევძელით აპარატის დასმა მთვარეზე“ - აღნიშნა მართვის ცენტრის თანამშრომელმა. Beresheet-ის დაშვების ტრანსლაცია მიმდინარეობდა SpaceIL-ის ოფიციალურ YouTube-არხზე. დაშვების დაწყების წინ აპარატმა აამოქმედა მთავარი და დამატებითი ძრავები, განახორციელა რამოდენიმე მაკორექტირებელი მანევრი მოდულის ორიენტირებისთვის. რამოდენიმე წუთს შემდეგ Beresheet-მა გამოგზავნა „სელფი“ მთვარის ზედაპირის ფონზე 22 კილომეტრის დაშორებიდან. ჩანდა, რომ თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა. ამის შემდეგ კი პრობლემები დაიწყო. თავდაპირველად მისიის მართვის ცენტრმა დაკარგა აპარატის ტელემეტრიის მონაცემები. რამოდენიმე წამში მონაცემთა მიმოცვლა აღდგა, თუმცა წარმოიშვა უფრო სერიოზული პრობლემა: გაითიშა მთავარი ძრავი, რომლის მეშვეობითაც მოდული დაშვებას ახორციელებდა. მოხერხდა ძრავის ხელმეორედ ამოქმედება, თუმცა როგორც ჩანს ამ პროცესზე მეტისმეტად დიდი დრო დაიხარჯა და ვერ მოესწრო აპარატის სიჩქარის შენელება ზედაპირთან მიახლოებამდე. ოფიციალური მონაცემებით, Beresheet-თან კავშირი დაკარგულია. მოდულის წარუმატებლობის შემდეგ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი რამოდენიმე წელში მაინც დასვამს კოსმოსურ აპარატს მთვარეზე. „2,5 – 3 წლის შემდეგ ისრაელის კოსმოსური აპარატი დაეშვება მთვარის ზედაპირზე“ - თქვა მან. პრემიერი მისიის მსვლელობისას იმყოფებოდა მართვის ცენტრში, საიდანაც მიმდინარეობდა პირდაპირი ტრანსლაცია. მთვარის მიმართულებით Beresheet-ი გაფრინდა 47 დღის წინ. ამ პერიოდის განმავლობაში მან გადალახა 6,5 მლნ კილომეტრიანი დაშორების მანძილი. 4 აპრილს მოდული მთვარის ორბიტაზე გავიდა. დაშვება რომ წარმატებით დასრულებულიყო, ისრაელი გახდებოდა რიგით მეოთხე ქვეყანა აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის შემდეგ, რომელმაც მიიტანდა რობოტიზებულ პლატფორმას მთვარეზე მუშა მდგომარეობაში. https://hi-news.ru/space/izrailskij-modul-bereshit-razbilsya-pri-posadke-na-lunu.html
  13. კენედის კოსმოსური ცენტრის LC-39A კომპლექსიდან, რომელიც NASA-ს ეკუთვნის, განხორციელდა SpaceX-ის კუთვნილი სუპერმძიმე რაკეტა Falcon Heavy-ს პირველი წარმატებული კომერციული ფრენა. რაკეტის გაშვება უნდა მომხდარიყო ერთი დღით ადრე, თუმცა გადაიდო არახელსაყრელი ამინდის გამო. რაკეტას გეოსტაციონარულ ორბიტაზე უნდა გაეყვანა ახალი თანამგზავრი Arabsat 6A, რომელიც ეკუთვნის საუდის არაბეთის თანამგზავრულ ოპერატორ კომპანია Arabsat-ს. თანამგზავრის წონა 6465 კილოგრამს შეადგენს. ამოქმედების დაწყებიდან მესამე წუთზე გვერდითი ამაჩქარებლები მოსცილდა რაკეტას. მეოთხე წუთზე მოხდა ცენტრალური ბუსტერის მოცილება. რამოდენიმე წუთში ამაჩქარებლები წარმატებულად და ფაქტობრივად სინქრონულად დაეშვნენ სპეციალურ დასაფრენ მოედნებზე - Landing Zone 1 და Landing Zone 2 (LZ-1 და LZ-2), რომლებიც განთავსებულია აშშ-ის საჰერო სამხედრო ძალების ბაზაზე. Falcon Heavy-ს ნაწილის - „პირველი დონის“ დაშვება განხორციელდა ავტონომიურ მცურავ ბორანზე ატლანტის ოკეანეში. დაშვებისას რამოდენიმე წამით გაითიშა მასზე არსებული კამერა და როგორც ჩართვის შემდეგ აღმოჩნდა, რაკეტის ამ ნაწილმაც წარმატებით შეძლო განსაზღვრულ ადგილზე დაშვება. ამგვარად, თავის ისტორიაში პირველად SpaceX-მა შეძლო მშვიდობით დაესვა სამი ამაჩქარებელი. გაშვებიდან ნახევარი საათის შემდეგ რაკეტამ მიაღწია დაგეგმილ ორბიტალურ სიმაღლეს, კიდევ რამოდენიმე წუთის შემდეგ კი წარმატებით მოხდა რაკეტისა და სატელეკომუნიკაციო თანამგზავრ Arabsat 6A-ს განცალკევება. რაკეტის გაშვების ამსახველ პირდაპირ ტრანსლაციაში გამოცხადებულ იქნა, რომ რაკეტის ამაჩქარებლების უკან მშვიდობით დაბრუნების შემთხვევაში დაგეგმილია მათი ხელმეორედ გამოყენება მომდევნო კომერციულ მისიაში. ეს Falcon Heavy-ს გაშვების მეორე შემთხვევაა (პირველი კომერციული). შეგახსენებთ, რომ სუპერმძიმე გამწევი რაკეტის პირველი სატესტო ფრენა შედგა 2018 წლის 6 თებერვალს. ამ მისიისას კოსმოსში „ტვირთის“ სახით გაიგზავნა ილონ მასკის პირადი Tesla-მობილი, რომლის საჭესთანაც იჯდა მანეკენი Starman-ი. ელექტრომობილი მანეკენთან ერთად გაუშვეს მარსის ორბიტასკენ. პირველი არაკომერციული ფრენის დროსაც შესაძლებელი გახდა გვერდითი ამაჩქარებლების წარმატებით დასმა განსაზღვრულ ადგილებზე, რაკეტის ცენტრალური მთავარი ამაჩქარებელი კი მცურავ ბორანს ასცდა და წყალში ჩავარდა. https://hi-news.ru/space/spacex-provela-pervyj-uspeshnyj-kommercheskij-zapusk-sverxtyazheloj-rakety-falcon-heavy.html
  14. Bitcoin (BTC) დაუბრუნდა 5 ათასდოლარიან ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დონეს წარუმატებელი გარღვევის შემდეგ. ლიდერმა კრიპტოვალუტამ ბაზრის შეფასების მიხედვით განიცადა მძლავრი ხარული გარღვევა აღმავალი სამკუთხედის მოდელით და მიაღწია 5488 დოლარიან პიკს Coinbase-ის ბირჟაზე. ეს ნაბიჯი სწრაფად იქნა უარყოფილი და ტრეიდერების მხრიდან გაძლიერებულმა ზეწოლამ გზა გაუხსნა Bitcoin-ის შემცირებას: თავდაპირველად ღირებულება ჩამოვიდა 5200 დოლარზე, შემდეგ კი სწრაფად დაიწია 5018 დოლარამდე (სტატიის წერამდე პერიოდი). ბეჭდვის პერიოდში Bitcoin-ი იყიდებოდა 5068 დოლარად. Bitcoin-ის სამკუთხედის გარღვევა რომ წარმატებით მომხდარიყო, 5800 დოლარიანი დონე აისახებოდა. ასეა თუ ისე, Bitcoin-ი 300 დოლარით შემცირდა მიზნის მიუღწევლად, მყიდველების თანხის მოცულობა იმ დღესვე შემცირდა. თუმცა ყველაფერი დაკარგული არ არის. თუკი დღის დახურვისას ფასი 5 ათას დოლარს ზემოთ აღმოჩნდება, ხარული გრაფიკის სტრქუტურა უცვლელად შენარჩუნდება. სამომავლოდ შესაძლებელია ხარების ისევ გააქტიურება, მხოლოდ კონსოლიდაციის ხანმოკლე პერიოდის შემდეგ. Bitcoin-ზე დარტყმის შედეგად კრიპტოვალუტების მთელი ბაზარი წითელ ხაზზეა (ბეჭდვის მომენტში). სხვა ტოპ-ტოკენები, როგორებიცაა ETH და XRP, CoinMarketCap-ის 24-საათიანი მონაცემების მიხედვით განიცდიან 7,46 და 5,85 პროცენტიან დანაკარგს, შესაბამისად. https://www.coindesk.com/bitcoin-drops-back-to-5k-support-after-failed-breakout-2
  15. Apple-მა განაცხადა, რომ თითქმის გააორმაგა იმ მომწოდებლების რაოდენობა, რომლებიც იყენებენ მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა ენერგიას საწარმოო პროცესში. მათ რიცხვში შედის ორი კომპანიაც, რომლებიც დაკავებულნი არიან ჩიპების წარმოებითა და iPhone-ების აწყობით. გასულ წელს Apple-მა განაცხადა, რომ მისი განახლებადი ენერგიის წყაროები სავსებით საკმარისია ყველა ობიექტის მუშაობისთვის. კერძოდ, ესენია საცალო მაღაზიები, ოფისები, მონაცემთა ცენტრები და 43 ქვეყანაში ნაქირავები ფართები, მათ შორისაა სივრცეები აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ჩინეთსა და ინდოეთში. თუმცა ეს განცხადება ექსპერტებში იწვევს ეჭვს, რომ Apple-ს, სხვა მწარმოებლების მსგავსად უწევს გამოისყიდოს “მწვანე კვოტები“, რათა მოახდინოს „ბინძური“ წყაროებიდან მიღებული და მოხმარებული ენერგიის კომპენსირება. საქმიანობისგან მიღებული ეკოლოგიური შედეგების მნიშვნელოვანი წილი მოდის მომწოდებელთა ქსელზე. 2015 წლიდან მოყოლებული Apple თანამშრომლობს იმ კომპანიებთან, რომლებიც სუფთა ენერგიას იყენებენ კომპონენტებისა და მოწყობილობების წარმოებაში. Apple აცხადებს, რომ კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლისა და გარემოს დაცვის მისეულ პროგრამაში შევიდა 44 კომპანია. მათ შორისაა Hon Hai Precision Industry Co Ltd, რომლის ქვეგანყოფილება Foxconn ახდენს iPhone-ების აწყობას. აგრეთვე შედის Taiwan Semiconductor Manufacturing Co Ltd, რომელიც აწარმოებს A სერიის ჩიპებს, რაც Apple-ის ყველა მოწყობილობაში გამოიყენება. https://3dnews.ru/985697
  16. მეორადი მოხმარებისთვის განკუთვნილი ნარჩენების გადამუშავების წინ საჭიროა მათი დახარისხება მასალის ტიპების მიხედვით. დღესდღეობით ამ საქმით დაკავებულები არიან სპეციალური მუშაკები და მათი შრომა საკმაოდ მომქანცველია - გარდა იმისა, რომ მათ მუშაობის პროცესში შეიძლება მავნე ნივთიერებების ზემოქმედება განიცადონ, ზოგადად სამუშაო თავისთავად ერთფეროვანი და მოსაბეზრებელია. უახლოეს მომავალში ნარჩენების დახარისხებით შესაძლოა რობოტები დაკავდნენ - მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიაში შექმნეს კონსტრუქცია, რომელსაც შეუძლია შეხებით განასხვავოს ერთმანეთისგან ქაღალდის, პლასტმასის ან ლითონის მასალა. რობოტი უტილიზატორის სახელია RoCycle და მისი მთავარი თავისებურება ისაა, რომ შეუძლია „ხელზე“ დაყენებული სენსორების მეშვეობით განასხვავოს ნარჩენები და ჩაყაროს შესაბამის ურნაში. დეფორმაციის მზომი სენსორი განსაზღვრავს ობიექტის ზომას, ხოლო წნევის მარეგულირებელი მოწყობილობა - მის მტვრევადობას. მათი საშუალებით რობოტს შეუძლია განაცალკევოს მოქნილი, ადვილად დაკეცვადი ქაღალდი და უფრო მკვრივი პლასტმასი. ლითონის საგნების ამოცნობა კიდევ უფრო ადვილია: სენსორები ახდენენ მასალის გამტარუნარიანობის შემოწმებას. რობოტის ხელები დამზადებულია თავისუფლად წელვადი მასალისგან - აუკსეტიკისგან. რობოტიზებული ხელი გამოყენებულ შეიძლება იქნას როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ხელის ფუნქციით და ასრულებს უფრო დინამიურ მოქმედებებს, ვიდრე სხვა რობოტების ხელები. RoCycle რობოტს აქვს სუსტი მხარეებიც. მაგალითად, მას შეუძლია ასწიოს მხოლოდ უძრავი საგნები. ამ შემთხვევაში მოჭიდების სიზუსტე 85 %-ს შეადგენს. თუმცა, თუ საგანი მოძრაობს კონვეირის მოძრავ გზაზე, მაშინ მოჭიდების სიზუსტე ეცემა 63 %-მდე. ასევე არის ალბათობა იმისა, რომ თუკი ლითონის საგანი იდება ქაღალდის პაკეტში, ამ შემთქვევაში რობოტი მას შეცდომით სხვა ურნაში ჩააგდებს. მკვლევარები აპირებენ გამოასწორონ აღნიშნული ნაკლოვანებები. მათ მიაჩნიათ, რომ რობოტს სჭირდება კომპიუტერული „მხედველობა“, რათა სინქრონულ რეჟიმში იმუშაოს რობოტიზებული ხელის „ტაქტილურ ორგანოებთან“ ერთად. https://hi-news.ru/robots/video-robot-utilizator-raspoznaet-bumagu-plastik-i-metally-na-oshhup.html
  17. XX საუკუნის დასაწყისში ადამიანის კოსმოსში ფრენა წარმოუდგენლად მიიჩნეოდა, ამჟამად კი ასტრონავტების კოსმოსურ სივრცეში ვიზიტი უკვე განსაკუთრებულ მოვლენას აღარ წარმოადგენს. იმისათვის, რომ ერთ ადგილას არ გაჩერდეს, კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანია არასტანდარტული აზროვნება, რისთვისაც არის განკუთვნილი NASA-ს პროექტი სახელად „Innovative Advanced Concepts“ (NIAC). მის ფარგლებში კოსმოსური სააგენტო აფინანსებს 18 ტექნოლოგიის შემუშავებას, რომლებიც ამ მომენტისათვის შესაძლოა ფანტასტიკურად გვეჩვენებოდეს. ფინანსირების პირველ ფაზაში შედის 12 კონცეფცია და თითოეული მათგანის რეალიზებისთვის გამოყოფილია 125 ათასი აშშ დოლარი. თუკი იდეები აღმოჩნდება სიცოცხლისუნარიანი და ექნებათ დიდი პოტენციალი, მკვლევარებს შეეძლებათ განაცხადი კვლავ შეიტანონ მეორედაც და მესამედაც და მიიღონ 500 ათასი და მეტი დოლარი წარმოებისთვის. შესაძლოა კვლევებს ათეულობით წელიწადი დასჭირდეს, თუმცა პროექტის ავტორების აზრით, ეს ნამდვილად ღირს. „ჩვენი პროგრამა NIAC ახდენს შორსმიმავალი იდეების განვითარებას, რომლებიც განაპირობებენ სამომავლო მისიების ტრანსფორმირებას“ - აცხადებს ჯიმ როიტერი, NASA-ს კოსმოსური ტექნოლოგიების დირექციის ადმინისტრატორი. პირველ ფაზაში მკვლევარები დაკავდებიან სმარტ-სკაფანდრის შექმნით, რომელსაც ექნება რობოტიზებული ელემენტები და თვითაღდგენის უნარის მქონე გარსი. გეგმებში აგრეთვე შედის პლანეტების ატმოსფეროს შემსწავლელი მიკროზონდების აწყობა, ასევე მთვარის ფორპოსტი ყინულის მოპოვებისთვის. ვენერას ატმოსფეროს შესწავლისთვის იგეგმება გასაბერი საფრენი აპარატის გამოყენება, იუპიტერის თანამგზავრ ევროპაზე მოგზაურობისთვის კი - ელექტრო-ბირთვული ძრავები. ყინულის მოსაპოვებელი ფორპოსტი მთვარეზე მეორე ფაზაში შემავალი პროექტები პირველზე უფრო მეტად რეალიზებადი ჩანს. მაგალითად, NASA-ს სურს ახალი ტელესკოპი, რომლის კოსმოსში გასვლის შემდეგ მობრუნებაა შესაძლებელი და და იგი მიმაგრებული იქნება 3D ბეჭდვის პლატფორმაზე. გეგმებში შედის აგრეთვე სპეციალური დამცავი ფარის შექმნა, რომელიც მკვლევარებს მისცემს საშუალებას - მაქსიმალურად ახლო დისტანციაზე მიუახლოვდნენ და შეისწავლონ მზე. მესამე ფაზის პროექტები ჯერჯერობით არ არის შერჩეული, თუმცა უკვე ცნობილია, რომ აქ მოხვდება განსაკუთრებულად რთული, შესამუშავებლად გრძელვადიანი და ძვირადღირებული ტექნოლოგიები. კოსმოსური სააგენტო აპირებს ამ ფაზისთვის 2 მლნ დოლარი გამოყოს. https://hi-news.ru/technology/nasa-finansiruet-razrabotku-18-fantasticheskix-texnologij-dlya-osvoeniya-kosmosa.html
  18. თუკი უკმაყოფილო ხართ თქვენი PSN სახელით, Sony PlayStation-ი მომხმარებლებს საშუალებას მისცემს შეცვალონ იგი. ამ ფუნქციის ბეტა-ვერსია გამოვიდა 2018 წლის ოქტომბერში, ამჯერად კი მისით სარგებლობა უკვე ნებისმიერ მსურველს შეუძლია PS4 კონსოლიდან ან ბრაუზერიდან. თუკი თქვენი PSN სახელი არ შეესაბამება სასურველს, მარტივად შეგიძლიათ მისი შეცვლა. ფასს რაც შეეხება, სახელის შეცვლა პირველ ჯერზე უფასოა. ხოლო მას შემდეგ, როდესაც მის კიდევ ერთხელ შეცვლას გადაწყვეტთ, ამ შემთხვევაში მოგიწევთ 9,99 დოლარის ოდენობით საფასურის გადახდა ყოველი მოდმევნო ცვლილებისას. ხოლო თუკი ხართ PlayStation Plus-ის გამომწერი, მაშინ თქვენთვის განმეორებით სახელის შეცვლა 4,99 აშშ დოლარი ეღირება. Sony პასუხობს ხშირად დასმულს შეკითხვებს და ერთ-ერთი ამგვარი კითხვაა - ძველი სახელი შეცვლის შემდეგ კვლავ თქვენს საკუთრებაში დარჩება თუ არა. პასუხი დადებითია, სახელი კვლავ თქვენ გეკუთვნით და მისი უკან დაბრუნება უფასოდ შეგეძლებათ. კორექტირებისა და ახალი სახელის მიღების შემდეგ გაუგებრობის თავიდან ასარიდებლად არსებობს საშუალება - თქვენი ყოფილი სახელი აისახოს ახალი სახელის გვერდით 30 დღის განმავლობაში. PS4-ის თამაშების უმეტესობა, რომლებიც გამოშვებულია 2018 წლის 1 აპრილის შემდეგ (მას მერე, რაც მწარმოებლებმა დაიწყეს სახელის შეცვლის ინსტრუმენტებზე მუშაობა), საკმაოდ გამართულად იმუშავებს თქვენს ახალ სახელებთან მიმართებაში. Sony აცხადებს, რომ PS4-ის აქტიური და მოთხოვნადი თამაშები შესანიშნავად იმუშავებს, თუმცა მხარდაჭერა გარანტირებული არ არის. თუკი თამაშში პრობლემები წარმოიქმნა, შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ თქვენი მიღწეული შედეგი ვარირებს წინა PSN სახელით, ან შედეგების დაფაზე არ აისახება და დაიკარგა ლიდერის სტატუსის შესაბამისი მონაცემები. აგრეთვე შესაძლოა დაიკარგოს წვდომა DLC-ზე. მსხვილი ექსკლუზიური თამაშები, როგორებიცაა God of War და Spider-Man გამოსვლის ვადის მხრივ შეზღუდვას არ დაექვემდებარა, თუმცა უამრავი, 2018 წლის 1 აპრილამდე გამოშვებული PS4 თამაში მოხვდა ზემოთხსენებული პრობლემების სიაში. Sony აცხადებს, რომ ძველი PSN სახელის დაბრუნებით პრობლემების უმეტესობა მოგვარდება, თუმცა ამ შემთხვევაშიც გარანტიები არ არსებობს. ასე, რომ მსურველებს დაფიქრება მართებთ, სანამ PSN სახელის შეცვლას გადაწყვეტენ. https://www.theverge.com/2019/4/10/18304487/psn-name-change-playstation-price-plus
  19. YouTube TV თავისი არხების პაკეტში ამატებს Discovery-ს. დღესდღეობით YouTube TV-ის გამომწერებისთვის ხელმისაწვდომია Discovery Channel, HGTV, Food Network, TLC, Investigation Discovery, Animal Planet, Travel Channel და MotorTrend. სამწუხაროდ, ამ პოპულარული არხების სერვისში დამატება იწვევს იმას, რომ YouTube კვლავ გაზრდის ფასს თავის ინტერნეტ-ტელევიზიაზე. სერვისის ღირებულება გახდება თვეში 50 აშშ დოლარი (ან 55 დოლარი Apple-ის მოწყობილობებიდან გამოწერის შემთხვევაში). უკვე არსებული მომხმარებლები ახალი ფასის გადახდას დაიწყებენ 13 მაისიდან. კომპანია ირწმუნება, რომ Discovery-ს დამატება თავად მომხმარებლების მიერ იყო მოთხოვნილი და დიდი ალბათობით მისი დამატებით დაბალანსდება იმ მომხმარებლების დაკარგვა, რომლებიც დაზარალდნენ ბოლო პერიოდში მომატებული ფასით. ქვემოთ წარმოდგენილია YouTube TV-ის არხების ჩამონათვალი (რეგიონალური სპორტული არხები როგორც ჩანს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ სად იმყოფება მომხმარებელი):   არსებობს მიზეზი იმისა, თუ რატომ არ არსებობდა ეს არხები YouTube TV-ზე ამ დრომდე. ტრადიციული სადენიანი ტელევიზიების პროვაიდერებისგან განსხვავებით, არხის მფლობელებს სურთ, რომ იხდიდნენ მათი ინტერნეტ-ტელევიზიის ტრანსლირებისთვის. ხშირად კომპანიები თვლიან, რომ ეს არ ღირს. მაგალითად, ზოგიერთ ინტერნეტ-ტელევიზიას, მაგალითად YouTube TV, Hulu Live TV და PlayStation Vue - არ აქვთ Viacom-ის ქსელების გამოწერა. YouTube TV უამრავი მომხმარებლისთვის საყვარელი სერვისია მისი მარტივი ინტერფეისის, საიმედოობის, ვიდეორეგისტრატორების შეუზღუდავი რაოდენობის და ა.შ. გამო. მომხმარებლები იმედოვნებენ, რომ მისი ღირებულება მეტად აღარ გაიზრდება. https://www.theverge.com/2019/4/10/18304871/youtube-tv-april-2019-price-increase-discovery-hgtv
  20. Bitcoin-მა გაამყარა შედარებით მაღალი ფასის მინიმუმი და შეინარჩუნა ხარული ბაზრის სტრუქტურა დღიურ გრაფიკში. საათობრივი გრაფიკი აჩვენებს, რომ Bitcoin-ი იმყოფება აღმავალი სამკუთხედის ტრენდში (ზოგადად ხარული მახასიათებელი) და შეინიშნება პოტენციურად მზარდი მოძრაობა 5885 დოლარიანი მაჩვენებლისაკენ. Bitcoin-მა შეძლო თავიდან აერიდებინა დათვების სამომავლო შემოტევები და გაიზარდა სამომავლო ხარული გარღვევის ალბათობა. ამჟამად კრიპტოვალუტა იყიდება 5 187 და 5 287 დოლარის დიაპაზონში, შესაბამისად, ფასი მნიშვნელოვნად მაღალია 4 აპრილის ფასზე დღიური გრაფიკის მიხედვით. საათობრივი გრაფიკი კიდევ უფრო კარგად გამოიყურება 10 აპრილის დღიურ ყიდვა-გაყიდვაში. ამასთან, მხარდაჭერის დონე 5200 დოლარის ზემოთაა ბოლო 24 საათის განმავლობაში მიუხედავად ფასის მრავალჯერადი ვარდნისა. როგორც ჩანს, Bitcoin-ი განაგრძობს ზრდას როგორც მოსალოდნელია 5885 დოლარიანი ნიშნულისკენ, თუკი გაარღვევს 5 320–5 350 დოლარიან ტრენდის ხაზს ზედა მიმართულებით. საათობრივი გრაფიკი: როგორც ვხედავთ, RSI-ზე მოხდა ხარული დივერგენციის ზრდის ფორმირება, რაც 8-9 აპრილს დაფიქსირდა. იგი მიუთითებს ფასის მოძრაობის გაგრძელებაზე საათობრივი გრაფიკის ინდიკატორების მიხედვით. დღიური გრაფიკი: დღიური გრაფიკი გვიჩვენებს, რომ ხარები ინარჩუნებდნენ higher low-ს 4 აპრილს წითელი სანთლის ქვეშ, თუმცა ამას არ შეუცვლია ხარული ბაზრის სტრუქტურა 100- და 200-დღიანი ცვლადი შუალედის ზემოთ, რომლებიც თანდათან მიიწევენ ხარული გადაკვეთისკენ (Bull cross). თუკი მოხდება ხარული გადაკვეთა, მყიდველებზე არსებული წნეხი ნორმაში ჩადგება. RSI ახდენს ფასებიდან გადახრის დემონსტრირებას და იძლევა სიგნალს, რომ გაძლიერდება ხარული პირობები მსოფლიოს წამყვანი კრიპტოვალუტის ბაზარზე. https://www.coindesk.com/this-bitcoin-price-pattern-suggests-5800-potential-ahead
  21. ბრენდმა Reno-მ წარადგინა სმარტფონი OPPO Reno სამი კამერითა და ფლაგმანური პლატფორმით. მოდელის სრული სახელწოდებაა OPPO Reno 10x Zoom. ახალი მოწყობილობა მუშაობს 7-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით დამზადებულ Snapdragon 855 ჩიპსეტზე. ეს არის უკვე კარგად ცნობილი ცალკრისტალიანი სისტემა, რომელიც 2019 წლის ფლაგმანების დიდ რაოდენობაში გვხვდება. ჩიპს აქვს სამ კლასტერად დაყოფილი რვა ბირთვი. ყველაზე მაღალი წარმადობის მქონე ბირთვის სიხშირე 2,84 გიგაჰერცს შეადგენს. გრაფიკული ქვესისტემა წარმოდგენილია Adreno 640 კონტროლერით. OPPO Reno 10x Zoom ხელმისაწვდომია შემდეგ კომპლექტაციებში: 1) 6 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება და 1866 მეგაჰერცი სიხშირე; 2) 8 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება და სიხშირე 2133 მეგაჰერცი. ორივე მოდელის შემთხვევაში ოპერატიული მეხსიერების ტიპი იდენტურია - LPDDR4x. აგრეთვე გათვალისწინებულია ინტეგრირებული მეხსირების სივრცე UFS 2.1, რომლის მოცულობაა 128 ან 256 გიგაბაიტი, მოდიფიკაციის შესაბამისად. სმარტფონს ასევე აქვს ჰიბრიდული მეხსიერების ბარათის სლოტი. სმარტფონის ერთ-ერთი განსაკუთრებული მახასიათებელია სამი ძირითადი კამერა, რომლის გაფართოება შეადგენს 48+9+13 მეგაპიქსელს. ძირითადი კამერის მთავარი ღირსებაა ათმაგი ზუმი. ამისათვის მოწყობილობაში მოცემულია 13-მეგაპიქსელიანი ტელეფოტომოდული. იგი მუშაობს იმავე პრინციპით, რაზეც Huawei P30 Pro. სმარტფონს შეუძლია თავი მოიწონოს არა ოპტიკური, არამეტ ოპტიკურ-ციფრული (ჰიბრიდული) ზუმით. ძირითადი კამერით შესაძლებელია ვიდეოს ჩაწერა 4K ფორმატში კადრის სიხშირით 60 fps. ასევე, Full HD ფორმატში - 60 fps სიხშირით და HD ფორმატში - 240 fps სიხშირით. ვიდეოს ჩაწერისას მუშაობს ორმაგი ოპტიკური სტაბილიზატორი. OPPO Reno 10x Zoom-ის ფრონტალური კამერა განთავსებულია ზედა მხარეს მოძრავ მოდულში და ამოდის საჭიროების შემთხვევაში. მის დიზაინს კომპანია უწოდებს „ზვიგენის ფარფლს“. ფრონტალური კამერის გაფართოება 16 მეგაპიქსელს შეადგენს, აქვს სელფი-რეჟიმის, ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებისა და სახის ამომცნობი ტექნოლოგიის მხარდაჭერა. სმარტფონის ეკრანის დიაგონალი 6,6 დუიმია, გამოყენებულია OLED ეკრანი ახალი თაობის ინტეგრირებული ბიომეტრიული სენსორით. დისპლეი იკავებს ფრონტალური პანელის 93,1%-ს. მოწყობილობაში გამოყენებულია დამცავი მინის მატრიცა Gorilla Glass 6. უკანა პანელზე განთავსებულია კამერის სამი მოდული, ფლეშ-განათება და ლოგო იმის შესახსენებლად, რომ Reno არის ჩინური კომპანია OPPO-ს სუბბრენდი. მოწყობილობაზე ხელმისაწვდომია USB Type-C პორტი, ყურსასმენების კონექტორისთვის კი ადგილი ვერ მოიძებნა როგორც ჩანს. სმარტფონი იწონის 210 გრამს, გაბარიტები შეადგენს 162 х 77.2 х 9.3 მილიმეტრს. OPPO Reno 10x Zoom სმარტფონის ბატარეის მოცულობაა 4065 მილიამპერი/სთ, აქვს VOOC 3.0 სწრაფი დატენვის მხარდაჭერა, ოპერაციული სისტემა - Android 9.0 Pie. სხვა მახასიათებლებიდან აღსანიშნავია Bluetooth 5.0 დაWi-Fi მოდულები (5 გჰც + 2.4 გჰც), NFC ჩიპი, LDAC და apt-X კოდეკები. ფასები: სტანდარტული მოდიფიკაცია 6 გბ RAM-ით და 128 გბ ინტეგრირებული მეხსიერებით ღირს 600 დოლარი; მაქსიმალური მოდიფიკაცია: 8 გბ ოპერატიული და 256 გბ ფლეშ-მეხსიერება - 715 აშშ დოლარი. OPPO Reno 10x Zoom გაყიდვაში გამოვა მაისის შუა რიცხვებში. 24 აპრილს დაგეგმილია სმარტფონის გლობალური ვერსიის პრემიერა, აგრეთვე წარდგება მეხუთე თაობის ქსელის მხარდაჭერის მქონე ვერსიებიც. ახალი სმარტფონი ხელმისაწვდომია შავ (Extreme Night Black) და მწვანე (Fog Sea Green) ფერებში. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/25668/oppo-reno-10x-zoom-predstavlen-oficialno-snapdragon-855-10kratnyj-opticheskij-zum-i-cennik-ot-600-dollarov
  22. კომპანია Razer-მა წარადგინა თავისი საწყისი დონის ვიდეო-capture Ripsaw HD ბარათის განახლებული ვერსია. ახალ მოწყობილობას, კომპანიის თქმით, შეუძლია უზრუნველყოს გეიმერი ყველა აუცილებელი ფუნქციით, რაც საჭიროა ტრანსლაციის ან გეიმინგ-პროცესის ჩაწერისას: კადრის განახლების მაღალი სიხშირე, ხარისხიანი გამოსახულება და სუფთა ხმა. ახალი ვერსიის მთავარი განსაკუთრებულობა ის არის, რომ მას შეუძლია გამოსახულების მიღება 4K ფორმატში (3840 × 2160 პიქსელი) და 60 FPS სიხშირემდე. Ripsaw HD-ში გამოიყენება ინტერფეისი HDMI 2.0, რაც მას აქცევს უნივერსალურ მოწყობილობად, რომელიც გამოიყენება სტრიმინგისთვის პერსონალურ კომპიუტერებსა და კონსოლებზე - იქნება ეს PlayStation 4, Xbox One თუ Nintendo Switch. ხარისხიანი ვიდეოსტრიმინგის პარალელურად Razer-ის ახალი მოწყობილობა უზრუნველყოფს ხარისხიან ხმას. მოწყობილობით შესაძლებელია თანმხლები ხმის დადება ან გეიმინგ-პროცესის კომენტარებით გაფორმება. Ripsaw HD-ზე ხელმისაწვდომია USB 3.0 Type-C პორტიც. სამწუხაროდ, სტრიმინგის გაგზავნა შესაძლებელია მხოლოდ პერსონალურ კომპიუტერზე, შიდა დრაივზე ჩაწერის შესაძლებლობა კი მხარდაჭერილი არ არის. Ripsaw HD თავსებადია Open Broadcaster Software-თან, Mixer-თან, Streamlabs-თან, Xsplit-თან, Twitch-სა და YouTube-თან. მოწყობილობის შეძენისას კომპლექტში აგრეთვე შედის USB 3.0 Type-C, Type-A სადენი, HDMI სადენი და 3,5 მილიმეტრიანი აუდიოსადენი. Razer Ripsaw HD გაყიდვაში გამოვა დღეიდან, 11 აპრილიდან. მისი სარეკომენდაციო ფასი შეადგენს 160 აშშ დოლარს. ახალი მოწყობილობა შეძლებს გახდეს Elgato HD60 S-ის სრულფასოვანი კონკურენტი. ამ უკანასკნელს შედარებით მცირე ფუნქციონალურობა აქვს, კერძოდ, აქვს ვიდეოს მხოლოდ Full HD 60 FPS ფორმატის მხარდაჭერა და ამასთან გაცილებით ძვირიც ღირს. https://3dnews.ru/985604
  23. აეროკოსმოსურ სააგენტო NASA-ს სპეციალისტებს სიახლე აქვთ მარსის კვლევის საკითხში - მარსმავალმა გაბურღა თიხიანი ნიადაგი კრატერ „გეილი“-ში. „ნუ მისცემ ნებას საკუთარ ოცნებას - დარჩეს ოცნებად“ - დაწერა Twitter-ზე მეცნიერთა გუნდის წევრმა, რომელიც მარსროვერის მართვას ახორციელებდა. – „როგორც იქნა ამ თიხის ზედაპირის ქვეშ აღმოვჩნდით. წინ სამეცნიერო კვლევებია“. „ამ მომენტს მისია ელოდა მას შემდეგ, რაც კრატერი „გეილი“ ამორჩეულ იქნა დასაშვებ მოედნად“ - აღნიშნა Curiosity-ს გუნდის წევრმა Scott Guzewich-მა. მარსმავალის წინაშე დასახული მიზანი, რომ უნდა გაებურღა მარსული ნიადაგი დაგეგმილ მონაკეთზე, მიღწეულია. მისია, სახელად Aberlady - შესრულებულია. ამის შემდეგ მკვლევართა ჯგუფი დაკავდება აღებული ნიადაგის ნიმუშების გამოკვლევა-შესწავლით და ეცდება გაიგოს უფრო მეტი რამ მარსის ამ რეგიონის შესახებ. Curiosity-ს კრატერ „გეილიზე“ გაშვების დაანონსებისას, 2011 წელს კოსმოსურმა სააგენტომ ისაუბრა, რომ არსებობს ალბათობა ამ რეგიონში ძველ დროში წყალი არსებულიყო, აგრეთვე განიხილა ისიც, თუ როგორ აისახება ეს ორგანული ნაერთების ძიების საკითხზე. „ზოგიერთი მინერალი, მათ შორის ისინიც, რომლის აღმოჩენაც Curiosity-ს შეუძლია სულფატებით მდიდარ ამ რეგიონში (საუბარია კრატერ „გეილის“ ფსკერზე), კარგად ახდენს ორგანული ნაერთების შენარჩუნებას და იცავს მათ დაჟანგვისგან“ - აცხადებდა იმ დროს NASA. ამჯერად კი სპეციალისტებს უკვე მიეცათ საშუალება - უფრო ახლოს გაეცნონ მარსზე არსებული ნიადაგის სახეობას. https://3dnews.ru/985617
  24. ახალი ჩიპები, კომპანიის თქმით, უზრუნველყოფენ უკეთეს მუშაობას და უფრო მაღალ წარმადობას წინამორბედებთან შედარებით. გარდა ამისა, მათ რამოდენიმე ახალი შესაძლებლობაც დაემატა. Qualcomm-მა დააანონსა Snapdragon 730, რომელიც დიდი ალბათობით გამოყენებული იქნება საშუალო და საშუალოზე მაღალი დონის სმარტფონებში მიმდინარე წლის ბოლოდან. მისი წინამორბედი, Snapdragon 710, მოხვდა ისეთ მოწყობილობებში, როგორებიცა Samsung Galaxy A8s და Xiaomi Mi 8 SE და მიუხედავად იმისა, რომ Qualcomm-მა უკვე გამოუშვა უფრო სწრაფი 712, Snapdragon 730 უფრო დიდ გაუმჯობესებას წარმოადგენს. 8-ბირთვიან Snapdragon 730-ში გამოყენებულია Kryo 470 ბირთვები ტაქტის სიხშირით 2,2 გიგაჰერცამდე (ორი ბირთვი - 2,2 გჰც, დანარჩენი ექვსი - 1,8 გჰც) და აგებულია 8-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე. ჩიპს აქვს Adreno 618 გრაფიკული პროცესორი Vulcan 1.1-ის მხარდაჭერით, Hexagon 688 პროცესორი ტენსორული ამაჩქარებლით, ასევე აქვს გამოსახულების Spectra 350 “computer vision” პროცესორი, მოდემი X15 LTE და Wi-Fi 6-ის მხარდაჭერა. Snapdragon 730 უზრუნველყოფს წინამორბედზე ორჯერ სწრაფ მუშაობას ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ დავალებებში. მას აქვს მეოთხე თაობის საფირმო ხელოვნური ინტელექტის პროცესორი Qualcomm AI Engine. მაღალი წარმადობის პარალელურად, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული დავალებებისას ენერგომოთხოვნილება ოთხჯერ შემცირებულია Snapdragon 710-თან შედარებით. Snapdragon 730-ის ბაზაზე შექმნილი სმარტფონები შეძლებენ გადაიღონ ვიდეო 4K HDR ფორმატში სელფი-რეჟიმში, რაც ამ დრომდე ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ მერვე სერიის Qualcomm-ის ფლაგმანური ჩიპებისთვის. ახალ ჩიპში გამოჩნდა HEIF ფორმატის მხარდაჭერა, რაც საშუალებას იძლევა გამოყენებულ იქნას უფრო მცირე სივრცე ფოტო-ვიდეოს შენახვისთვის. წარმოდგენილია აგრეთვე ჩიპის გეიმინგ-ვერსია სახელად 730G. „G” სიმბოლო Snapdragon 730G-ს დასახელებაში აღნიშნავს „Gaming”-ს შემოკლებით და ეს ჩიპი განკუთვნილია გეიმინგ-სმარტფონებისთვის. მას აქვს გაუმჯობესებული გრაფიკული პროცესორი Adreno 618, რომელიც 15%-ით სწრაფი იქნება გრაფიკის რენდერინგში, ვიდრე სტანდარტული ვერსიის Snapdragon 730 GPU. 730G მომხმარებელს სთავაზობს 960fps slow-motion (შენელებული კადრის) ვიდეოს სიჩქარით - 960 კადრი წამში. Qualcomm-ი ასევე აცხადებს, რომ ჩიპი მოიცავს ფუნქცია „Jank Reducer“-ს, რომელიც 90%-ამდე უზრუნველყოფს თამაშის პროცესის შეფერხების აღმოფხვრას. და ბოლოს, პლატფორმა Snapdragon 665 განკუთვნილია უფრო ხელმისაწვდომი, საშუალო დონის სმარტფონებისთვის. მასაც აქვს სამი კამერის მხარდაჭერა და ხელოვნური ინტელექტის პროცესორი AI Engine, ოღონდ მესამე თაობის. ჩიპში მოცემულია რვა Kryo 260 ბირთვი ტაქტის სიხშირით 2,0 გიგაჰერცამდე. გრაფიკის დამუშავებაზე პასუხისმგებელია პროცესორი Adreno 610, ასევე - გამოსახულების დამუშავების პროცესორი Spectra 165 და Hexagon 686. ჩიპში გამოყენებულია Snapdragon X12 მოდემი 600 მბიტი/წმ სიჩქარით (LTE Cat.12). Qualcomm-ი აცხადებს, რომ Snapdragon 665, 730 და 730G ჩიპების მქონე მოწყობილობები მიმდინარე წლის შუა პერიოდიდან გამოჩნდება. https://www.theverge.com/2019/4/9/18301702/qualcomm-snapdragon-730-665-chips-announced-specs https://3dnews.ru/985602
  25. YouTube ინვესტირებას ახდენს ახალ ინტერაქტიულ სერიაში „Choose Your Own Adventure-style“, რომელიც კონკურენციას გაუწევს ისეთ პროგრამებს, როგორებიცაა Netflix-ის Black Mirror: Bandersnatch და You Vs. Wild. YouTube-ის წარმომადგენლის თქმით, პროექტები იარსებებს და იმოქმედებს ახალი ქვეგანყოფილების ფარგლებში, რომელიც მიძღვნილი იქნება ინტერაქტიულ პროგრამირებასა და სპეციალურ live-შემოთავაზებებს. შემუშავების ეტაპზე არსებული სერიები პირველ რიგში დაფუძნებული იქნება ინტერაქტიულობაზე. კომპანია ასევე დანერგავს პროდუქტის გარკვეულ ფუნქციებს YouTube Originals-ში. კომპანია აპირებს ერთ-ერთი ასეთი ახალი პროექტი უახლოეს პერიოდში დააანონსოს, აცხადებს პრეს-მდივანი. წარსულში YouTube-ს აქვს უკვე ნაცადი ექსპერიმენტები ინტერაქტიულ რეკლამირებაში. ახლანდელი გადაწყვეტილება კი წარმოადგენს პირველ ნაბიჯს ინტერაქტიული ნარატიული კონტენტის შექმნისკენ. შესაბამისად, პროექტი თეორიულად გახდება ისეთი წარმატებული და პოპულარული პროგრამის პირდაპირი კონკურენტი, როგორიცაა Netflix-ის Bandersnatch. ხსენებული სიახლე გახმაურდა იმ შემთხვევიდან რამოდენიმე თვის შემდეგ, როდესაც The Hollywood Reporter-მა განაცხადა, რომ YouTube-მა ჯამში შეზღუდა ორიგინალი სერიალების რაოდენობა. The Hollywood Reporter-ის მიხედვით, YouTube-მა უნდა დაიწყოს 2020 წლიდან მუშაობა ბიუჯეტის სერიოზულ შეზღუდვაზე. უცნობია, კონკრეტულად რომელ და რა სახის ინტერაქტიულ პროგრამებსა და სპეციალურ ტრანსლაციებში განახორციელებს YouTube ინვესტირებას. https://www.theverge.com/2019/4/9/18303407/youtube-choose-your-own-adventure-netflix-black-mirror-bandersnatch-originals
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.