Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5903
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    196

Everything posted by Magdalena

  1. მიმდინარე წლის მაისში გამოჩნდა ცნობები Samsung Electronics-ის შესახებ, რომ აუკრძალავდა მესამე მხარის გენერაციული ხელოვნური ინტელექტის სისტემების გამოყენებას კომპანიის თანამშრომლებს. იმავე დროს Samsung-ის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ კომპანია შექმნის ჩატ-ბოტ ChatGPT-ის საკუთარ ალტერნატივას, რათა პერსონალს „სხვის ქლაუდზე“ ატვირთვის ცდუნება არ მიეცეს. როგორც Nikkei Asian Review აცხადებს, მიმდინარე კვირაში Samsung Electronics-ის წარმომადგენლებმა გააზიარეს საფირმო ხელოვნური ინტელექტის სისტემის სახელწოდება - იგი ნასესხებია გერმანელ მათემატიკოს კარლ ფრიდრიხ გაუსისგან, რომელიც გასულ საუკუნეში ცხოვრობდა. პირველ ეტაპზე Gauss დაეხმარება Samsung-ის თანამშრომლებს შეადგინონ ელექტრონული წერილები კორეულ და ინგლისურ ენებზე, თარგმნონ დოკუმენტის შინაარსი სხვა ენებზე და შექმნან სურათები ტექსტის აღწერილობების საფუძველზე. ფოტოს წყარო: Samsung Electronics, Nikkei სამომავლოდ საფირმო ხელოვნური ინტელექტის სისტემა Samsung-ის მოწყობილობების რიგით მომხმარებლებს მოემსახურება. ასეთი "ასისტენტი" მომავალ წელს გამოჩნდება ბრენდის სმარტფონებში. ამგვარად სამხრეთკორეული გიგანტი შეეცდება წინ წაიწიოს კონკურენტებთან შედარებით, რომლებიც ასევე ცდილობენ თავიანთი ეკოსისტემაში დანერგონ გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები. ყოველ შემთხვევაში, კონკურენტი Apple-ის ხელმძღვანელმა ტიმ კუკმა ბოლო საანგარიშო კონფერენციაზე განაცხადა, რომ კომპანია ყურადღებით აკვირდება ასეთ ტექნოლოგიებს და საკმაოდ დიდ თანხებს დებს მათ განვითარებაში. https://tinyurl.com/4bx54jee
  2. NVIDIA მონაწილეობას მიიღებს გამოფენა Consumer Electronics Show 2024-ზე (CES 2024), რომელიც გაიმართება ლას-ვეგასში 2024 წლის 9 იანვრიდან 12 იანვრამდე. გრაფიკული პროცესორების მწარმოებელმა ასევე დაგეგმა ცალკე ღონისძიება, რომელიც ელექტრონიკის საერთაშორისო გამოფენის დაწყებამდე ერთი დღით ადრე შედგება. ფოტოს წყარო: VideoCardz ინსაიდერების თქმით კომპანია 8 იანვარს წარადგენს სამ ვიდეო ბარათს GeForce RTX 40 Super სერიიდან, ესენი იქნება GeForce RTX 4080 Super, GeForce RTX 4070 Ti Super და GeForce RTX 4070 Super. პირველში მოცემულია AD103-400 გრაფიკული პროცესორი 10240 CUDA ბირთვით და 16 გბ მეხსიერებით; მეორეში - AD102-175 ან AD103-275 ჩიპი 8448 CUDA ბირთვით და 16 გბ მეხსიერებით; და მესამეში წარმოდგენილი იქნება AD103-175 ან AD104-350 გრაფიკული პროცესორი 7168 CUDA ბირთვით და 12 გბ მეხსიერებით. მიმდინარე წლის დასაწყისში CES 2023-ზე NVIDIA-მ სხვა სიახლეებთან ერთად წარადგინა GeForce RTX 40 სერიის მობილური გრაფიკული ბარათები, ასევე დესკტოპ GeForce RTX 4070 Ti. ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ჯეფ ფიშერი, რომელიც ზედამხედველობს GeForce-ის გეიმინგ მიმართულებას. NVIDIA-ს ჯერ არ გამოუცხადებია ვინ გამოვა სიტყვით CES 2024-ზე. https://tinyurl.com/2p83e9ak
  3. ევროპის საბანკო ორგანომ (EBA) დაიწყო საჯარო კონსულტაცია კაპიტალისა და ლიკვიდურობის მოთხოვნების შესახებ stablecoin-ებისა და სხვა ციფრული ტოკენების ემიტენტისთვის - აცხადებს Reuters. EBA-ს წინადადების თანახმად ვალუტით მხარდაჭერილი stablecoin-ების ემიტენტებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი თანხები, რათა სრულად დაფარონ ინვესტორების მიმართ ვალდებულებები ნომინალური ღირებულებით. Stablecoin-ებისთვის, რომლებიც მხარდაჭერილია ისეთი აქტივით, როგორიცაა ოქრო, ეს გაანგარიშება ეფუძნება აქტივის საბაზრო ფასს ყიდვის მომენტში. ახალი წესები უზრუნველყოფს მონეტების სწრაფ გაყიდვას კრიზისის დროსაც კი. გარდა ამისა, ისინი ნებას არ მისცემენ არასაბანკო ინსტიტუტებს, რომლებიც Stablecoin-ებს გამოსცემენ - მოიპოვონ უსამართლო კაპიტალი ან ლიკვიდურობის უპირატესობა ბანკებთან შედარებით. „ზედამხედველ ორგანოს შეუძლია გააძლიეროს შესაბამისი ემიტენტის უზრუნველყოფის მოთხოვნები ამ რისკების დასაფარად ლიკვიდურობის სტრეს-ტესტის შედეგების საფუძველზე“, - ნათქვამია EBA-ს განცხადებაში. ზოგიერთ შემთხვევაში ბანკები შეიძლება გათავისუფლდნენ ასეთი მოთხოვნებისგან, თუ მათ უკვე აქვთ საკმარისი ლიკვიდური რეზერვები ევროკავშირის არსებული წესების შესაბამისად, აღნიშნა ზედამხედველობის ორგანომ. ყველა წინადადება კონსულტაციისთვის წარდგენილია სამი თვის ვადით, საჯარო განხილვები გაიმართება 2024 წლის 30 იანვარს. შეგახსენებთ, რომ აპრილში ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტ MiCA-ს კრიპტო ინდუსტრიის ყოვლისმომცველი რეგულირების შესახებ. ძირითადი დებულებები, მათ შორის Stablecoin-ებთან დაკავშირებული წესები, ამოქმედდება მიღებიდან ერთი წლის შემდეგ. ივლისში EBA-მ წამოაყენა შეთავაზება - გაზრდილიყო მოთხოვნები Stablecoin-ების ემიტენტებისთვის, რომელთა რეზერვები შედგება დერივატივებისგან ან დაფარული ობლიგაციებისგან. Moody's Analytics-ის თანახმად 2023 წელს მსხვილი კაპიტალის მქონე Stablecoin-ებმა 609-ჯერ დაკარგეს საბაზისო აქტივთან მიმაგრება. https://tinyurl.com/mtc9by6p
  4. ღონისძიება Intel Innovation Day-ზე კომპანიის ხელმძღვანელმა პატრიკ გელსინჯერმა განმარტა, რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს Arm-სა და მომხმარებლებთან მუშაობა მისი საკონტრაქტო წარმოების ამბიციებისთვის. Arm-ის ლიცენზიის მქონე კომპანიები უკვე აწარმოებენ საკონტრაქტო შეკვეთების მნიშვნელოვან ნაწილს და დროთა განმავლობაში Intel-ს სურს წარმოების დაწყება ამ კომპანიის ყველა მომხმარებლისთვის. ფოტოს წყარო: Intel ჯამში, როგორც გელსინჯერმა აღნიშნა, Arm არქიტექტურის მქონე პროცესორებს ჯერ კიდევ არ უთამაშიათ მნიშვნელოვანი როლი მიუხედავად იმისა, რომ კომპიუტერების ბაზარზე დაახლოებით შვიდი ან რვა წელია იმყოფებიან. ერთადერთი გამონაკლისი Apple იყო. Intel-ის ხელმძღვანელმა თქვა შემდეგი: „Apple არის Apple. ისინი აკონტროლებენ ეკოსისტემას“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ გელსინჯერი არ განიხილავს სერიოზულ საფრთხეს Intel-ის საკუთარი პროცესორებისთვის Arm არქიტექტურასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებით, საკონტრაქტო ბიზნესის კუთხით იგი ამ უკანასკნელზე სერიოზულ იმედებს ამყარებს შემოსავლის გაზრდის მხრივ. კომპანიამ Arm-თან უკვე გააფორმა მრავალწლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ის მოარგებს თავის ტექნოლოგიებს პროცესორული გიგანტის ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს. "Arm უკვე იყენებს მოწინავე გადაწყვეტილებებს ჩიპების შემუშავებაში Intel 18A ტექნოპროცესით და აღწევს ძალიან კარგ შედეგებს წარმადობისა და ენერგომოხმარების თვალსაზრისით", - განაცხადა გელსინჯერმა და დაამატა, რომ კომპანიის მომხმარებლების დაახლოებით 75% დაინტერესებულია Arm არქიტექტურაზე დამყარებული მოწინავე ტექნოლოგიებით. ”მინდა, რომ Arm-ის ყველა ლიცენზიატი ჩვენი საკონტრაქტო მომხმარებელი იყოს მომავალში”, - თქვა გელსინჯერმა. როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა მან ასევე განმარტა, რომ Arm-ის მომხმარებელთა ბაზაზე წვდომა Intel-ს უხსნის ბევრ შესაძლებლობას საკონტრაქტო ბიზნესში. https://tinyurl.com/yeyvah9t
  5. ASUS X670 და X670E დედა დაფებისთვის ცოტა ხნის წინ გამოშვებული BIOS-ის განახლებით თუ ვიმსჯელებთ მალე მოსალოდნელია დესკტოპ კომპიუტერებისთვის განკუთვნილი AMD Phoenix პროცესორების გამოსვლა - ადრე ისინი მხოლოდ ლეპტოპებისთვის გამოდიოდა. ASUS-ის დესკტოპ დედა დაფების BIOS-ის უახლეს ვერსიაში გამოჩნდა ბიბლიოთეკა AGESA 1.1.0.0 - AMD Phoenix ჩიპების მხარდაჭერით, რომლებიც, დიდი ალბათობით, AMD Ryzen 7000G სერიას შეადგენენ. ფოტოს წყარო: amd.com BIOS-ის განახლებები ხშირად მიუთითებს ახალი ჩიპების მოახლოებულ გამოშვებაზე, როდესაც ისინი დაემატება მხარდაჭერილი CPU-ების სიას - როგორც წესი, ეს ხდება მინიმუმ ორი თვით ადრე. მაგალითად, Intel 600 სერიის დედა დაფებმა Raptor Lake ჩიპების მხარდაჭერა მიიღეს მათ გამოშვებამდე სამი თვით ადრე. AMD-ს ჯერ არ დაუანონსებია Ryzen 7000G სერია, მაგრამ დაფების მწარმოებლები უკვე ემზადებიან. Phoenix სერიის პროცესორები ამჟამად ხელმისაწვდომია Ryzen 7040 სერიაში, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ მობილური კომპიუტერებისთვის. მათ აქვთ 8 ბირთვი ნაცვლად 16-ისა, რომელიც გვხვდება Raphael პროცესორებში (დესკტოპ Ryzen 7000) და 12-მდე RDNA 3 გრაფიკული ერთეული Raphael-ის ორ RDNA 2 ბლოკთან შედარებით. AMD-მ აგრეთვე გამოუშვა მობილური პროცესორები Phoenix 2, რომელთაც აქვთ 6 ბირთვი (მათგან 4 - Zen 4c) და მხოლოდ ოთხი RDNA 3 გამომთვლელი ბლოკი. ორიგინალი APU Phoenix დიდი ალბათობით შევა Ryzen 7000G სერიაში, თუმცა ჯერ უცნობია, გამოჩნდება თუ არა Phoenix 2-ის დესკტოპ ვერსია. Phoenix-ის წარმადობა შეიძლება ლეპტოპების მიხედვით შეფასდეს, ამიტომ დესკტოპ სეგმენტში ალბათ სიურპრიზები არ იქნება: Ryzen 7000G APU-ები გამოირჩევიან მაღალი ენერგოეფექტურობითა და გრაფიკული წარმადობით, მაგრამ ცენტრალური პროცესორის მაქსიმალური წარმადობა, სავარაუდოდ, ჩამორჩება Raphael-ს დაბალი ტაქტის სიხშირისა და ქეშის შემცირების გამო. რა თქმა უნდა, ახალი APU-ების ინტეგრირებული გრაფიკა - მიუხედავად იმისა, რომ იგი ყველაზე მძლავრი იქნება დესკტოპ სეგმენტში, მაინც ვერ შეედრება მიმდინარე თაობის ყველაზე ხელმისაწვდომ დისკრეტულ ვიდეო ბარათებს: AMD Radeon RX 7600-საც კი უკვე აქვს 32 გამომთვლელი ბლოკი RDNA 3. დესკტოპ Phoenix-ის ოფიციალური გამოშვების თარიღი ჯერ არ არის ცნობილი და თუ იგი არ გამოვა მიმდინარე წლის ბოლომდე, დიდი ალბათობით მისი დებიუტი მომავალი წლის დასაწყისში CES 2024-ზე შედგება. https://tinyurl.com/47php268
  6. კრიპტოვალუტის საინვესტიციო პროდუქტებში თანხის შემოდინებამ 28 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით შეადგინა 261 მლნ აშშ დოლარი. წინა კვირაში 2022 წლის ივლისის შემდეგ რეკორდული 326 მლნ აშშ დოლარი დაფიქსირდა: ასეთ გამოთვლებს აზიარებს CoinShares. დადებითი ტენდენცია ზედიზედ ექვსი კვირა გაგრძელდა. ამ პერიოდში ინვესტორებმა ფონდებში 767 მლნ აშშ დოლარი შეიტანეს. შედარებისთვის, წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 847 მლნ აშშ დოლარი იყო, მთელი 2022 წლის განმავლობაში - 736 მლნ აშშ დოლარი. თანხების შემოდინების ამჟამინდელი ტემპი ყველაზე მაღალია 2021 წლის დეკემბერში ხარული ბაზრის დასრულების შემდეგ. მამოძრავებელ ძალად ანალიტიკოსებმა დაასახელეს ციფრულ ოქროზე დამყარებული spot ETF-ის დამტკიცების მოლოდინი, ასევე მაკროეკონომიკური მონაცემები, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ აგრესიული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნების მიზანშეწონილობას. წყარო: CoinShares. თანხების მთლიანი შემოდინების 87.6% (228.9 მლნ აშშ დოლარი) მოდიოდა Bitcoin-თან დაკავშირებულ პროდუქტებზე (წინა კვირას: 296.3 მლნ აშშ დოლარი). წლის დასაწყისიდან მაჩვენებელმა 842 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. მმართველი კომპანიების მომხმარებლებმა 4.5 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადეს (15.4 მლნ აშშ დოლარი ერთი კვირით ადრე) სტრუქტურებში, რომლებიც პირველ კრიპტოვალუტაში მოკლევადიანი პოზიციების გახსნის საშუალებას იძლევა. Ethereum-ფონდებში შევიდა თანხის მაქსიმუმი 2022 წლის აგვისტოს შემდეგ - 17.5 მლნ აშშ დოლარი (წინა საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა 6 მლნ აშშ დოლარის გადინება). კვლავ გამოირჩეოდა Solana-ზე დამყარებული ინსტრუმენტები 11 მლნ აშშ დოლარით, ერთი კვირით ადრე დაფიქსირდა 23.9 მლნ აშშ დოლარი. წლის დასაწყისიდან ინვესტორებმა პოზიციები 109 მლნ აშშ დოლარით გაზარდეს. წყარო: CoinShares. დეცენტრალიზებული დერივატივების ბირჟა SynFutures-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა რეიჩელ ლინმა ივარაუდა ციფრული ოქროს ფასის 47 ათას აშშ დოლარამდე ზრდა მიმდინარე ნოემბრის ბოლოს. ადრე Bernstein-ის ანალიტიკოსებმა მიუთითეს 150 ათასი აშშ დოლარი, როგორც Bitcoin-ის სამიზნე 2025 წლის იანვრისთვის შეერთებულ შტატებში Spot Bitcoin ETF-ების დამტკიცების შედეგად. https://tinyurl.com/yxmejp2t
  7. Intel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პატრიკ გელსინჯმა განაცხადა, რომ ამერიკული კომპანია მიჰყვება გეგმას - განავითაროს ხუთი მოწინავე ტექნოლოგიური პროცესი ოთხ წელიწადში და ამით მომხმარებლები თავისი ტექნოლოგიების კონკურენტუნარიანობაში დაარწმუნოს. გელსინჯერის თქმით კომპანიის ყველაზე მოწინავე ტექნოპროცესი Intel 18A სატესტო წარმოებაში 2024 წლის პირველ კვარტალში შევა. ”18A-სთვის უკვე გამოდის ბევრი სატესტო ფირფიტა”, - აღნიშნა გელსინჯერმა”. 18A-ს შემუშავების ეტაპი დასრულებულია და ჩვენ ახლა გადავდივართ წარმოებაზე.” Intel-ის 18A ტექნოპროცესი, რომელიც ნიშნავს 18 ანგსტრემს ან 1.8 ნანომეტრს, უმნიშვნელოვანესი ელემენტია Intel-ის სტრატეგიაში, რათა დაიბრუნოს ლიდერობა ნახევარგამტარების წარმოებაში 2025 წლისთვის. კომპანიამ ასევე გამოაცხადა, რომ ტექნოლოგიას გამოიყენებს არა მხოლოდ საკუთარი ჩიპების წარმოებისთვის, არამედ მესამე მხარის მომხმარებლებისთვის, მათ შორის კონტრაქტის საფუძველზე Ericsson-ისა და აშშ-ის თავდაცვის კონტრაქტორებისთვის ჩიპების დასამზადებლად. Samsung და TSMC ცდილობს ჩიპების მასობრივი წარმოების დაწყებას 2-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის გამოყენებით 2025 წელს. ითვლება, რომ ეს 2-ნანომეტრიანი ჩიპები შეესაბამება Intel-ის 18A ჩიპებს. 2021 წელს კომპანიაში დაბრუნების შემდეგ გელსინჯერმა განაცხადა, რომ Intel აგრესიულად ახორციელებს თავის გეგმას - „ხუთი ტექნოპროცესი ოთხ წელიწადში“. როგორც წესი, კომპანიას მინიმუმ ორი წელი სჭირდება ახალ ტექნოპროცესზე გადასვლისთვის. ”და ჩვენ აქ ვართ”, - თქვა მან. - ამ მოგზაურობის დაწყებიდან ორწელიწადნახევარი გავიდა და იცით რა? ეს ნამდვილად ხდება, ჩვენ ვადგავართ გზას, რომ ოთხი წლის განმავლობაში ხუთი ტექნოპროცესი გვქონდეს“. Intel-ის გეგმა ითვალისწინებს Intel 7, Intel 4, Intel 3, Intel 20A და Intel 18A ჩიპების წარმოების ტექნოლოგიების განვითარებას. პირველი ორი ტექნოპროცესი უკვე შევიდა მასობრივ წარმოებაში, უახლესი Meteor Lake პროცესორი დაფუძნებულია სწორედ Intel 4 ტექნოლოგიაზე. გელსინჯერის თქმით Intel 3 ტექნოლოგია, რომელიც გამოყენებული იქნება შემდეგი თაობის სასერვერო და პერსონალური კომპიუტერების ჩიპებში, ახლა გამართვის ეტაპზეა და მომავალ წელს შევა მასობრივ წარმოებაში. Intel-ისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია დაარწმუნოს მომხმარებლები თავისი მოწინავე საწარმოო ტექნოლოგიის უპირატესობებში. ეს საჭიროა მისი დომინირების შენარჩუნებისთვის კომპიუტერებისა და სერვერების პროცესორებში, რადგან ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში კონკურენცია კიდევ უფრო ინტენსიური ხდება. კონკურენტები, მაგალითად Qualcomm, ცდილობენ Intel-ს კომპიუტერების სეგმენტში ბაზრის წილი წაართვან. https://tinyurl.com/ytsdry39
  8. კომპანია OpenAI-ის ხელმძღვანელმა სემ ალტმანმა ჩაატარა პრეზენტაცია კონფერენცია DevDay-ზე, სადაც ისაუბრა ჩატ-ბოტ ChatGPT-ის მოახლოებულ განახლებებსა და დეველოპერებისთვის განკუთვნილ ახალ ინსტრუმენტებზე. ტურბო-რეჟიმი უპირველეს ყოვლისა, გუნდმა წარმოადგინა გაუმჯობესებული ვერსია GPT-4 Turbo გაფართოებული კონტექსტური ფანჯრის ზომით - 128 ათასი ტოკენი. ეს მნიშვნელობა უდრის ტექსტის 300 გვერდს თითო მოთხოვნაზე. ხელოვნური ინტელექტი უფრო ფუნქციონალურია და გააჩნია ცოდნა მსოფლიო მოვლენების შესახებ 2023 წლის აპრილამდე. ჩატ-ბოტმა მიიღო ფუნქციის გამოძახების განახლებული სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა შეიქმნას მოთხოვნა ერთდროულად ორ მოქმედებაზე, მაგალითად „გაიღოს ავტომობილის ფანჯარა და გამოირთოს კონდიციონერი“. ნეიროქსელის გაუმჯობესებული API იმახსოვრებს და „დიდი ალბათობით“ ახორციელებს ფუნქციის სწორ პარამეტრებს. გარდა ამისა, GPT-4 Turbo-მ იწავლა ყურადღებით დაიცვას მოთხოვნილი ფორმატი სპეციალური პარამეტრის მითითებისას (მაგალითად, „ყოველთვის მოახდინოს რეაგირება XML-ში“). ნეიროქსელი ასევე მხარს უჭერს JSON რეჟიმს მიღებული შედეგების დახარისხებისთვის. ახალი პარამეტრი - seed - უზურნველყოფს გამომავალი მონაცემების განმეორებადობას, აიძულებს ნეიროქსელს გაიმეოროს შეთანხმებული შედეგები. ბეტა-ფუნქციები, რომლებიც უზრუნველყოფს უფრო მეტ კონტროლს მოდელის ქცევაზე, სასარგებლოა რამდენიმე მოთხოვნისა და კომპლექსური მოდულური ტესტების შესაქმნელად. დამატებით OpenAI-მ გამოუშვა GPT-3.5-ის ტურბო-ვერსია კონტექსტური ფანჯრით 16 ათას ტოკენზე. ნეიროქსელზე მხარდაჭერილია GPT-4 Turbo-ს მსგავსი ფუნქციები, მაგრამ უფრო ნელ რეჟიმში. სასარგებლო ასისტენტი API Assistants - სპეციალურად შექმნილი ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც აქვს კონკრეტული ინსტრუქციები, იყენებს დამატებით ცოდნას და შეუძლია გამოიყენოს მოდელები და ინსტრუმენტები ამოცანის შესასრულებლად. ასისტენტის ინტერფეისი უზრუნველყოფს თარჯიმნისა და Python-ის კოდის ამოღების შესაძლებლობებს. ხელსაწყოს ასევე შეუძლია შეასრულოს რამდენიმე ფუნქცია, რომელიც ადრე ხელით უნდა დაწერილიყო და საშუალებას იძლევა შეიქმნას „მაღალი ხარისხის ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციები“. „API შექმნილია მოქნილობის გათვალისწინებით: მისი გამოყენება შესაძლებელია ბუნებრივი ენის მონაცემთა ანალიტიკის აპლიკაციებში, ასევე პროგრამირების ასისტენტად, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შვებულების დამგეგმავად, ხმით მართვადი დიჯეის სახით, ინტელექტუალურ ვიზუალურ ტილოდ - ჩამონათვალი ვრცელია “, განაცხადა OpenAI-მ. დამატებითი შესაძლებლობები GPT-ის ტურბო-ვერსიების მიერ მოწოდებული გაფართოებული ფუნქციონალობა შესაძლებელს ხდის დამატებითი გადაწყვეტილებების დანერგვას. მაგალითად, Chat Completions API ხელოვნურ ინტელექტს საშუალებას აძლევს მიიღოს სურათები საწყის მონაცემთა სახით, ასე რომ ნეიროქსელს შეუძლია შექმნას წარწერები სურათებისთვის, დეტალურად გააანალიზოს ფოტოები, ან წაიკითხოს და შემდეგ მოახდინოს დოკუმენტების პერიფრაზირება. ChatGPT-ის ხედვის წყალობით შეიქმნა აპლიკაცია BeMyEyes, რომელიც იყენებს გაფართოებას, რათა დაეხმაროს უსინათლო და მხედველობადაქვეითებულ ადამიანებს ყოველდღიური დავალებების შესრულებაში, როგორიცაა მაგალითად შენობაში გადაადგილება. ახლა დეველოპერებს შეუძლიათ გენერაციულ ნეიროქსელ DALL-E 3-ის ინტეგრირება თავიანთ პროდუქტებში უშუალოდ ინტერფეისის საშუალებით. ხელსაწყოს აქვს ჩაშენებული გამომავალი შინაარსის მოდერაცია საავტორო უფლებების დარღვევის წინააღმდეგ საბრძოლველად. გარდა ამისა, OpenAI-ს პროდუქტებს დაემატა ტექსტის საუბრად გარდაქმნის სრულყოფილი მხარდაჭერა და აქვთ წინასწარ დაყენებული ექვსი ხმა. გაფართოებაში ხელმისაწვდომია სხვადასხვა რეჟიმი, მაგალითად, რეალურ დროში საუბრისთვის ან მაღალი ხარისხის აუდიო ჩანაწერის შექმნის რეჟიმები. მათთვის, ვისთვისაც ChatGPT-ის ჩვეულებრივი ფუნქციონირება საკმარისი არ არის, კომპანიამ დაამატა ექსპერიმენტული „მკაფიო პარამეტრების“ ფუნქცია და ინსტრუმენტი Custom Models. იგი საშუალებას იძლევა შეცვალოთ ენის მოდელის კოდი ნებისმიერ ეტაპზე, სწავლებიდან ეტაპიდან დაწყებული. და ბოლოს, OpenAI-მ წარმოადგინა ნეიროქსელის პერსონალური, ვიწრო მიმართულების მიზნობრივი ვერსიები - GPTs, რომლებიც ვებ-ბრაუზერის გაფართოებებს ჰგავს. ზოგიერთ მათგანს შეუძლია შეასრულოს კონკრეტული ამოცანები, როგორიცაა ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში ან ვირტუალური ასისტენტის როლი სამუშაო პროცესებში. კომპანიის თქმით GPTs-ის შექმნისთვის კოდის დაწერა საჭირო არ არის. შეგიძლიათ შექმნათ ინსტრუმენტი პირადად თქვენთვის, კორპორატიული გამოყენებისთვის, ან გახადოთ იგი საჯაროდ ხელმისაწვდომი. სპეციალური გაფართოებების ნაკრები გამოჩნდება მოგვიანებით ნოემბერში. გარე მხარის მომხმარებლებს შეეძლებათ პლატფორმაზე დაამატონ თავიანთი ნამუშევრები. OpenAI-ს გუნდი მათგან საუკეთესოს აარჩევს. შეგახსენებთ, რომ სექტემბრის ბოლოს დეველოპერებმა გამოუშვეს ChatGPT-ის ფართომასშტაბიანი განახლება. ჩატ-ბოტმა პირველად ისწავლა „ნახვა, მოსმენა და საუბარი“. https://tinyurl.com/mdb9npfp
  9. Marathon Digital-მა პირველი ადგილი დაიკავა CoinGecko-ს მაინინგ კომპანიების სიაში მოპოვებული აქტივების მოცულობის მიხედვით. მის განკარგულებაშია 13726 BTC. მაინინგ კომპანიების მარაგები. წყარო: CoinGecko. ეს თანხა შეადგენს ყველა Bitcoin-ის დაახლოებით 35%-ს, რომელსაც კრიპტოვალუტის მაინინგ კომპანიები მართავენ. Marathon-ის აღჭურვილობა მოიცავს 150 ათასზე მეტ მაინინგ მოწყობილობას საერთო ჰეშრეითით 23.1 EH/s - ქსელის მთლიანი სიმძლავრის 4.8%. კომპანია ასევე ლიდერებს შორის აღმოჩნდა საბაზრო კაპიტალიზაცის მიხედვით 1.64 მლრდ აშშ დოლარიანი მაჩვენებლით. გასული 12 თვის განმავლობაში Marathon-მა გამოიმუშავა 17 მლნ აშშ დოლარი შემოსავალი - წინა პერიოდთან შედარებით 47.8%-ით მეტი. Riot Platforms გახდა ყველაზე კაპიტალიზებული კომპანია 1.94 მლრდ აშშ დოლარით და 7309 BTC-ის მარაგით. მაინერმა წლიურ შემოსავლად 250 მლნ აშშ დოლარი გამოაცხადა. ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ კრიპტოვალუტის მაინინგის 14 უმსხვილესი კომპანია ფლობს სულ 38.903 BTC-ს - Bitcoin-ის მაქსიმალური მიწოდების მხოლოდ 0.18%-ს. ეს მაჩვენებელი ასევე მნიშვნელოვნად ნაკლებია MicroStrategy-ის 158.400 BTC-თან შედარებით. Canaan-მა მიიღო ყველაზე მაღალი შემოსავალი გასული წლის განმავლობაში 270 მლნ აშშ დოლარის ოდენობით. მისი მაჩვენებელი 93%-ით მეტია CleanSpark-თან და 226%-ით მაღალი Hive Digital Technologies-თან შედარებით.Top of Form აღსანიშნავია, რომ CleanSpark-მა 12 თვეში სულ 5327 BTC მოიპოვა, რაც გულისხმობს მონეტების აქტიურ გამოყენებას ოპერაციული მიზნებისთვის მარაგებთან მიმართებაში, ვარაუდობენ ექსპერტები. იმავე პერიოდში Hive Digital Technologies-მა მოიპოვა 1889 BTC, მაგრამ ფლობს Bitcoin-ის უფრო დიდ მოცულობას. მონეტების ყველაზე მცირე რაოდენობა კონცენტრირებულია Argo Blockchain-სა და Core Scientific-ში - შესაბამისად 32 და 10 BTC. ეს უკანასკნელი ოდესღაც უმსხვილესი საჯარო მაინერი იყო, მაგრამ 2022 წლის დეკემბერში გააკეთა განცხადება გაკოტრების შესახებ. კრიპტოვალუტის მაინინგის მცირე კომპანიებს შორის CoinGecko-მ გამოყო Bit Digital, რომელიც ფლობს 821 BTC-ს. კომპანიას აქვს 44.886 მოწყობილობა, რომელთაგან 99% მუშაობს უნახშირბადო ენერგიის წყაროებზე. მკვლევარებმა გამოიყენეს SEC-ის საჯაროდ ხელმისაწვდომი ფაილები, ფინანსური ანგარიშგებები და კომპანიების რეიტინგების ბოლო პრეს-რელიზები. საჯარო მონაცემების ნაკლებობის გამო რამდენიმე მსხვილი მოთამაშე, როგორებიცაა Bitdeer Technologies Group, TeraWulf, BIGG Digital Assets, BitNile Holdings და Iris Energy, გამორიცხული იქნა კვლევიდან. შეგახსენებთ, რომ JPMorgan-ის ანალიტიკოსებმა Bitcoin-ის ქსელის მოახლოებულ განახევრებას მაინერებისთვის გადამწყვეტი ტესტი უწოდეს ბლოკის ჯილდოების შემცირებისა და ხარჯების ზრდის გამო. ოქტომბრის ბოლოს პირველი კრიპტოვალუტის მაინინგის სირთულემ მორიგი გადაანგარიშების შედეგად განაახლა ისტორიული მაქსიმუმი დაახლოებით 62.4 T-ს დონეზე. https://tinyurl.com/69rw3p7k
  10. კომპანია MediaTek-მა წარადგინა Dimensity 9300, ახალი ფლაგმანური პროცესორი სმარტფონებისთვის, რომელიც შეცვლის Dimensity 9200 და 9200+ ჩიპებს. ახალი ერთკრისტალიანი პლატფორმა დამზადებულია TSMC-ის მესამე თაობის 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის გამოყენებით, სითბოს გამოყოფის ოპტიმიზებული არქიტექტურითა და კონსტრუქციის ახალი ტექნოლოგიით. ფოტოს წყარო: MediaTek Dimensity 9300-ის შემადგენლობაში მოცემულია მხოლოდ მაღალი წარმადობის, ე.წ. დიდი ბირთვები: ერთი ყველაზე მძლავრი ბირთვი Cortex-X4 სიხშირით 3.25 გჰც, სამივე ასეთივე Cortex-X4 ბირთვი, თუმცა 2.85 გჰც სიხშირით, აგრეთვე ოთხი მაღალი წარმადობის Cortex-A720 ბირთვი 2.0 გჰც სიხშირით. ჩიპს აქვს 8 მბ L3 ქეშ-მეხსიერება, 10 მბ საერთო სისტემური ქეშ-მეხსიერება, რაც 29%-ით მეტია წინამორბედთან შედარებით. მხარდაჭერილია LPDDR5 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერება 9600 მეგატრანსფერი/წმ-მდე სიჩქარით. MediaTek-ის თქმით Dimensity 9300-ის ერთბირთვიანი წარმადობა 15%-ით, ხოლო მრავალბირთვიანი წარმადობა 40%-ით მაღალია Dimesity 9200-თან შედარებით. ამასთან ჩიპის ენერგომოხმარება მაქსიმალური დატვირთვისას 33%-ით ნაკლებია წინამორბედთან შედარებით. პროცესორის შემადგენლობაში აგრეთვე მოცემულია 12-ბირთვიანი გრაფიკული ბლოკი Immortalis-G720, რომლის წარმადობა რეითრეისინგში 46%-ით გაიზარდა წინა თაობის ჩიპთან შედარებით და აქვს კადრის ცვლადი განახლების სიხშირის (VRR) მხარდაჭერა. Dimensity 9300-ის გრაფიკის ენერგომოხმარება წარმადობის ანალოგიური დონის პირობებში წინამორბედთან შედარებით 40%-ით ნაკლებია. პრეზენტაციის მსვლელობისას MediaTek-მა განაცხადა, რომ რამდენიმე სტუდიასთან თანამშრომლობს თამაშებში რეითრეისინგის ტექნოლოგიის ოპტიმიზაციის მიზნით. ამჟამად ორმაცდაათზე მეტმა თამაშმა Unity, Unreal და Messiah ძრავებზე მიიღო რეითრეისინგის ოპტიმიზაცია Dimensity ჩიპებთან მუშაობისთვის. Dimensity 9300-ის შემადგენლობაში მოცემულია ხელოვნური ინტელექტის ძრავი APU 790, რომელიც უზრუნველყოფს ხელოვნური ინტელექტის გაორმაგებულ წარმადობას, თანაც 45%-ით შემცირებული ენერგომოხმარებით. კომპანიის თქმით მოდელ Transformer-ის ადაპტაციის წყალობით APU 790-ის მიერ მონაცემთა დამუშავების სიჩქარე რვაჯერ მაღალია წინა თაობის ხელოვნური ინტელექტის ძრავთან შედარებით. Stable Diffusion-ის მეშვეობით გამოსახულების გენერირება ერთ წამში ხორციელდება. APU 790-ის მხარდაჭერა აქვს 33 მილიარდამდე პარამეტრის მქონე დიდი ენის მოდელებს. მხარდაჭერილია მოდელები Meta Llama 2, Baichuan 2, Baidu AI LLM, აგრეთვე სმარტფონებისთვის პირველი - LoRA Fusion. სხვა სიტყვებით - Dimensity 9300 გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების მუშაობას ციფრული კონტენტის შექმნისთვის აჩქარებს პირდაპირ მოწყობილობაში. Dimensity 9300-ის გამოსახულების ასახვის სისტემა ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს იყენებს ძირითადი ობიექტებისა და ფონური სურათების რეალურ დროში აღმოსაჩენად. მექანიზმ MiraVision Picture Quality-სთან (PQ) ერთად იგი დინამიურად დაარეგულირებს ოპტიმალურ კონტრასტულობას, სიმკვეთრეს და გამოსახულებაზე არსებული მთავარი ობიექტების ფერს, გააუმჯობესებს მათ ხარისხს, დაუმატებს სიღრმის შეგრძნებას, აგრეთვე უზრუნველყოფს რეალისტურ ვიდეოგამოსახულებას, რომელიც თანამედროვე ფლაგმანური ტელევიზორების დონის იქნება, ამტკიცებს MediaTek. სპეციალურ 18-ბიტიან სიგნალის პროცესორ (ISP) Imagiq 990-ს აქვს AI Semantic Analysis Video Engine მექანიზმი 16 კატეგორიის სცენის სეგმენტაციის პარამეტრებით გაუმჯობესებული კინემატოგრაფიული ვიდეოს გადაღებისთვის. Dimensity 9300-ს აქვს HDR მხარდაჭერა 4K-მდე გაფართოებით და წამში 60 კადრი სიხშირით. ჩიპსეტზე მხარდაჭერილია კინემატოგრაფიული 4K რეჟიმი 30 კადრი/წამში სიჩქარით, აგრეთვე აქვს ხმის ჩახშობის ფუნქცია 4K AI (AI-NR) და ფოტო-ვიდეოს RAW ფორმატში დამუშავების შესაძლებლობა ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით. მხარდაჭერილია 320 მეგაპიქსელამდე გაფართოების კამერები, 120 ჰერცამდე კადრის განახლების სიხშირის მქონე 4K-ეკრანები ან 180-ჰერციანი 1440p-ეკრანები, აგრეთვე ფუნქცია Ultra HDR ოპერაციულ სისტემა Android 14-ზე მომუშავე სმარტფონებზე. იგი უზრუნველყოფს უფრო მეტად რეალისტურ გამოსახულებას სიკაშკაშის, ფერების და კონსტრასტულობის უფრო ფართო დიაპაზონის ხარჯზე. Dimensity 9300-ზე მხარდაჭერილია უსადენო კავშირები Wi-Fi 7 (a/b/g/n/ac/ax/be) და Bluetooth 5.4, ასევე აქვს 6 გჰც-ზე ქვემოთ მომუშავე 5G ქსელის და mmWave-ის მხარდაჭერა. კომპანიის განცხადებით ტექნოლოგია Multi-Link Hotspot-ის წყალობით ჩიპი თითქმის სამჯერ ზრდის სმარტფონების დაკავშირების სიჩქარეს კონკურენტ მოწყობილობებთან შედარებით. პროცესორ Dimensity 9300-ის ბაზაზე აგებული პირველი სმარტფონები მიმდინარე წლის ბოლომდე გამოვა. კომპანია Vivo-მ დაადასტურა, რომ მისი მომავალი ფლაგმანური სმარტფონი X100, რომლის წარდგენა 13 ნოემბერს ჩინეთში შედგება, პირველი მიიღებს ახალ პროცესორს. https://tinyurl.com/58jhzeue
  11. Bloomberg-ის მიმომხილველი მარკ გურმანი თვლის, რომ Apple განაახლებს iPad პლანშეტების მთელ ხაზს 2024 წლის განმავლობაში. ეს ნიშნავს, რომ ახალი iPad Pro, iPad Air, iPad mini და iPad მოდელები შეიძლება მომავალ წელსვე გამოვიდეს ბაზარზე. ფოტოს წყარო: macrumors.com ერთ-ერთ ბოლო პუბლიკაციაში გურმანი შეეხო წინასადღესასწაულო პერიოდში ახალი iPad-ებისა და ყურსასმენ AirPods-ების არარსებობას, რადგან მალე ბევრი მომხმარებელი საახალწლო საჩუქრების შეძენით დაკავდება. „Apple-ს შეუძლია დააჩქაროს ახალი პროდუქტების გამოშვება, მაგრამ განახლებული iPad და AirPods ჯერ მზად არ არის. კომპანია გეგმავს iPad-ის მთელი ხაზის განახლებას 2024 წლის განმავლობაში. მომავალ წელს გამოჩნდება AirPods-ის განახლებული ვერსია, 2025 წელს კი - ახალი Pro მოდელი“, - ნათქვამია ჟურნალისტის შეტყობინებაში. როგორც ჩანს, 2023 წელი იქნება პირველი წელი, რომლის განმავლობაში Apple-ს არ გამოუშვია iPad-ის არც ერთი ახალი მოდელი მას შემდეგ, რაც პლანშეტი პირველად 2010 წელს წარადგინა. სავსებით მოსალოდნელია, რომ კომპანია ნამდვილად გეგმავს ახალი მოდელების მომავალ წელს გამოშვებას. ამჟამად აქტუალურია გასულ წელს გამოსული iPad-ის მოდელები: iPad და iPad Pro გამოვიდა ოქტომბერში, iPad mini სექტემბერში, ხოლო iPad Air - მარტში. https://tinyurl.com/ycka5y3h
  12. Telegram Open Network-მა (TON) დაამტკიცა, რომ ყველაზე სწრაფი ბლოკჩეინია მსოფლიოში და დააფიქსირა წამში რეკორდული რაოდენობის ტრანზაქციების დამუშავების უნარი. TON-მა მიაღწია გამორჩეულ სიჩქარეს - 104.715 ტრანზაქციას წამში (TPS) წარმადობის საჯარო ტესტირების დროს. 31 ოქტომბერს ბლოკჩეინმა დაიწყო საჯარო ტესტირება, რომლის დროსაც მან დაამუშავა დაახლოებით 42 მილიონი ტრანზაქცია 104 ათას TPS-ზე მეტი სიჩქარით. შედეგად TON-მა გადააჭარბა ყველაზე პოპულარულ ბლოკჩეინებს, როგორებიცაა Bitcoin, Ethereum, Solana და მრავალი სხვა. TON გახდა ყველაზე სწრაფი და მასშტაბირებადი ქსელი, რომელიც ამჟამად არსებობს. შთამბეჭდავია ისიც, რომ TON-ის გამორჩეულმა წარმაობამ ქსელი არა მხოლოდ ინდუსტრიის წამყვანი ბლოკჩეინების სიის სათავეში მოაქცია, არამედ ლიდერობა დააფიქსირა მთლიანად გადახდების ინდუსტრიაში. ცენტრალიზებული გადახდების დამუშავების სიჩქარით ქსელმა გადააჭარბა სამომხმარებლო ბაზის მქონე გიგანტებს ისეღ, როგორებიცაა Visa, MasterCard და PayPal. არც ისე დიდი ხნის წინ მოხდა TON-ის ინტეგრირება შეტყობინებების პლატფორმა Telegram-თან, რომელზეც TON საფულეები გამოჩნდა. ეს გადაწყვეტილება ემსახურებოდა ბაზარზე ეფექტურობის გაზრდის მთავარ ფაქტორს, რითაც ტოკენი ადვილად ხელმისაწვდომი გახადა Telegram-ის მომხმარებელთა უზარმაზარ ბაზაზე, რომელიც 800 მილიონ ადამიანს მოიცავს. ეს მომხმარებლებს საშუალებას მისცემს გამოიყენონ კრიპტო საფულეები კრიპტოვალუტის დამოუკიდებლად შენახვისთვის, ასევე ანგარიშსწორებისთვის. ამ საფულის გამოყენებით მომხმარებლებს შეუძლიათ იყიდონ და გაყიდონ სხვადასხვა კრიპტოვალუტა, მათ შორის Bitcoin. ამასთან, ეს შესაძლებლობა არ ვრცელდება შეერთებული შტატების და ზოგიერთი სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე. ალგორითმი CoinCodex განსაზღვრავს TON-ს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ Altcoin-ს გასული თვის განმავლობაში. გამოშვების დღიდან TON ავიდა მე-9 პოზიციაზე ყველა კრიპტოვალუტას შორის საბაზრო კაპიტალიზაციის თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ გადაუსწრო Solana-ს ბაზრის მოცულობის მხრივ, ეს უკანასკნელი კონკურენციას უწევდა პოპულარულ ქსელს სიჩქარით. ამჟამად TON იყიდება 2.24 აშშ დოლარად. ბოლო 24 საათის განმავლობაში ტოკენმა მოიმატა 3.26%, ხოლო თვის განმავლობაში - 9.04%. რეკორდული დონე 4.91 აშშ დოლარი, რომელიც 2021 წლის დეკემბერში დაფიქსირდა, ჯერ შორს არის, მაგრამ შესაძლებლობების უახლესმა დემონსტრირებამ კიდევ უფრო მეტი ნდობა უნდა გააჩინოს შემდგომი ზრდისთვის. პაველ დუროვი კომენტარს აკეთებს TON-ის შესახებ „ჩვენ მართალი ვიყავით, როცა TON ავირჩიეთ Telegram-ის ბლოკჩეინ-პლატფორმად. ტექნოლოგიური თვალსაზრისით კონკურენტები წლების განმავლობაში ჩამორჩებიან მასშტაბირებადობაში. Bitcoin, სავარაუდოდ, დარჩება, მაგრამ სხვა ზოგადი დანიშნულების ბლოკჩეინები მოძველებულია. ” https://tinyurl.com/mr3s5w2b
  13. გასულ კვირას Apple-მა ღონისძიება Scary fast-ზე წარადგინა ახალი პროცესორი M3 და პირველი კომპიუტერები ამ ჩიპით: 24-დუიმიანი iMac და ლეპტოპ MacBook Pro-ს საბაზისო ვერსია. კომპანიამ ტრადიციულად ახალი პროცესორების მინიმალური ტექნიკური ინფორმაცია გააზიარა, თუმცა თავი მოიწონა გაზრდილი წარმადობით. პირველმა ტესტებმა ეს განცხადება დაადასტურა, აგრეთვე შესაძლებელი გახადა M3 პროცესორის M2-თან პირდაპირი შედარება. ფოტოს წყარო: apple.com Apple-მა კონკრეტული ჩიპების შედარების ნაცვლად უპირატესობა მიანიჭა ენერგოეფექტური და მაღალი წარმადობის ბირთვების შედარებას სხვადასხვა თაობაში. M3 თაობის ენერგოეფექტური ბირთვები 30%-ით სწრაფი აღმოჩნდა M2 თაობასთან შედარებით და 50%-ით სწრაფი - M1-თან შედარებით. M3 ჩიპების მაღალი წარმადობის ბირთვები 15%-თ უფრო სწრაფია M2-თან შედარებით, ხოლო 30%-ით სწრაფი - M1-თან შედარებით. რაც შეეხება თავად პროცესორ M3-ს, მისი რვაბირთიანი CPU დაახლოებით 35%-ით სწრაფია M1-თან შედარებით, ხოლო ამ ჩიპისთვის მაქსიმალური 10-ბირთვიანი პროცესორი 65%-ით სწრაფი M1-თან შედარებით. M2 ჩიპი კომპანიას ახალ პროცესორთან პრეზენტაციის დროს არ შეუდარებია. ტესტ Geekbench-ის მონაცემთა ბაზაში გამოჩნდა პროცესორ M3-ის წარმადობის პირველი ტესტები, რომლებიც MacBook Pro-ს საბაზისო მოდელზე ჩატარდა. ტესტის შედეგები ადასტურებენ Apple-ის განცხადებს, რესურსი 9to5Mac ადასტურებს ამ მაჩვენებლების სანდოობას. მათ მოიყვანეს შედარებები Apple-ის წინა თაობებთან: Apple iMac ჩიპ M1-ის ბაზაზე 2300 (ერთნაკადიანი ტესტი) და 8300 (მრავალბირთვიანი) ქულა; Apple MacBook Air ჩიპ M2-ის ბაზაზე - 2600 და 9700 ქულა; Apple MacBook Pro ჩიპ M3-ის ბაზაზე 3030 და 11 694 ქულა. გამოდის, რომ ერთბირთვიან წარმადობაში M3 16%-ით უფრო სწრაფია M2-თან შედარებით, ხოლო მრავალბირთვიან ტესტში ახალი ჩიპის უპირატესობაა 20%. ფოტოს წყარო: geekbench.com სინთეტიკურ ტესტ Geekbench-ის შედეგები შესაძლოა არ ასახავდეს წარმადობის რეალურ მაჩვენებლებს, მაგრამ ისინი დიდწილად ეთანნხმება Apple-ის განცხადებებს წინა თაობებთან შედარებით სიჩქარის ზრდის შესახებ. მაგალითად, კომპანიის ლეპტოპებში უკვე გამოიყენენს ჩიპები M3 ინდექსით - თუმცა ეს იყო Intel Core m3 12-დუიმიანი MacBook-ში 2016 წელს. მან დააგროვა დაახლოებით 700 ქულა ერთბირთვიან ტესტში და დაახლოებით 1500 ქულა მრავალბირთვიან ტესტში - პროგრესი აშკარაა! https://tinyurl.com/3mvrpbva
  14. ონლაინ წყაროების მიხედვით Samsung თანამშრომლობს AMD-სთან, Qualcomm-სა და Revegnus-თან მომავალ ფლაგმანურ Galaxy S სმარტფონებში FidelityFX Super Resolution (FSR) ტექნოლოგიის მხარდაჭერის დასანერგად. საუბარია Exynos და Snapdragon პროცესორების მქონე მოწყობილობებზე, ხოლო FSR-ის მხარდაჭერის მქონე პირველი მოდელები შესაძლოა იყოს Galaxy S24 სმარტფონები, რომელთა დებიუტი იანვარში შედგება. ფოტოს წყარო: Samsung FSR ტექნოლოგა არის ინსტრუმენტი გამოსახულების ინტელექტუალური მასშტაბირებისთვის, რომელიც NVIDIA-ს Deep Learning Super Sampling-ის (DLSS) ანალოგიურად საშუალებას იძლევა კადრების რენდერინგი მოხდეს უფრო დაბალი გაფართოებით, შემდეგ კი ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების მეშვეობით ახდენს გამოსახულების მასშტაბირებას უფრო მაღალ გაფართოებაზე. იგი მხარდაჭერილია თანამედროვე AMD Radeon ვიდეო ბარათებზე, აგრეთვე ხელმისაწვდომია Steam Deck და ASUS ROG Ally პორტატულ კონსოლებზე. როგორც ცნობილი გახდა, Samsung გეგმავს FSR-ის მობილურ მოწყობილობებში გამოყენებას დამატებითი კადრების და პიქსელების გენერაციისთვის, ასევე თამაშებში გამოსახულების გაზრდისთვის. მოსალოდნელია, რომ სამხრეთკორეული კომპანიის პირველი, FSR-ის მხარდაჭერის მქონე მოწყობილობა იქნება Galaxy S24, რომლის ოფიციალური პრეზენტაცია მომავალი წლის დასაწყისში გაიმართება. FSR ტექნოლოგია მომავალი თაობის პროცესორებთან ერთად, როგორებიცაა Exynos 2400 და Snapdragon 8 Gen 3, უზრუნველყოფს წარმადობის შთამბეჭდავ დონეს თამაშებში რეითრეისინგის მაღალი მოთხოვნების პირობებში კი, რომელიც გეიმინგ სფეროში უფრო რეალისტური გამოსახულებების და ჩრდილების ფორმირების საშუალებას იძლევა. https://tinyurl.com/49h8c27k
  15. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აირჩია ბლოკჩეინ-პლატფორმა Ripple Labs Inc., როგორც ციფრული ლარის განვითარების ოფიციალური ტექნოლოგიური პარტნიორი. კომპანიის განცხადებით პარტნიორობა მოიცავს ციფრული ლარის საპილოტე ინიციატივის განხორციელებას და გაშვებას Ripple CBDC პლატფორმის მეშვეობით. მისი დახმარებით ეროვნული ბანკი შეაფასებს ახალი აქტივის გამოყენების პოტენციურ სცენარებს და მის სარგებელს სახელმწიფოს, ბიზნესისა და რიგითი მომხმარებლებისთვის. სექტემბერში, მარეგულირებელმა გამოაცხადა თავისი განზრახვა - გააგრძელოს CBDC პროექტი შეზღუდული წვდომის საპილოტე გარემოს შემოღებით. ამისათვის მან აირჩია ტექნოლოგიური პარტნიორი ცხრა კომპანიიდან, რომელთა შორის იყვნენ Augentic GmbH, Bitt Inc., Broxus Holdings Ltd., Currency Network Ltd., DCM Corp Limited და სხვები. განაცხადების განხილვის შედეგების საფუძველზე შერჩევის კომიტეტმა აირჩია Ripple Labs „პროექტის მიზნებისა და მისი პოტენციური აპლიკაციების სიღრმისეული გაგების გათვალისწინებით“. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ციფრული ლარის გამოშვების გეგმის შესახებ 2021 წლის მაისში გამოაცხადა. ამასთან, მარეგულირებელმა ტექნოლოგიურ და ფინტექ კომპანიებსა და დაინტერესებულ ფინანსურ ინსტიტუტებს თანამშრომლობისკენ მოუწოდა. https://tinyurl.com/jduzue96
  16. კომპანია Dell-მა დააანონსა 27-დუიმიანი საოფისე მონიტორი UltraSharp სერიიდან. ახალი UltraSharp U2724D-ისა და UltraSharp U2724DE-ის მნიშვნელოვანი მახასიათებელია ის, რომ ესენია პირველი დისპლეები IPS Black მატრიცით, რომელთა კადრის განახლების სიხშირე 120 ჰერცს შეადგენს. ფოტოს წყარო: Dell IPS Black პანელები დამზადებულია LG-ის მიერ. კომპანიამ ისინი CES 2022-ზე დააანონსა. მწარმოებლის თქმით ტექნოლოგია უზრუნველყოფს „35%-ით უფრო ინტენსიურ შავ ფერს და კონტრასტის ორმაგ კოეფიციენტს ჩვეულებრივ IPS პანელებთან შედარებით“. თუ IPS მონიტორების ტიპიური კონტრასტის თანაფარდობაა 1000:1, IPS შავისთვის ეს არის 2000:1. IPS Black პანელები ასევე უზრუნველყოფს გაუმჯობესებულ ხედვის კუთხეებს და ზრდის ფერის გაჯერებას დაბალი გრადაციის ადგილებში, აცხადებს LG. IPS Black მატრიცის მქონე Dell-ის პირველი მონიტორებია 27- და 32-დუიმიანი UltraSharp-ები 4K გაფართოების მხარდაჭერით. გარდა ამისა, კომპანიამ გამოუშვა 32-დუიმიანი მოდელი 6K გაფართოებით, თუმცა მისი კადრის განახლების სიხშირე 60 ჰერცია. ხოლო UltraSharp U2724D და UltraSharp U2724DE IPS Black მატრიცის მქონე პირველი დისპლეებია, რომლებზეც 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირეა მხარდაჭერილი, მაგრამ ფლობენ უფრო დაბალ, 1440p გაფართოებას. ახალი მონიტორების სიკაშკაშის მაჩვენებელია 350 კდ/მ2, აქვთ 98%-იანი DCI-P3 ფერთა გამა და ფერის გადმოცემის Delta E <2 სიზუსტე, აგრეთვე 5 მილიწამი მატრიცის რეაგირების დრო. მხარდაჭერილია რეჟიმი „გამოსახულება გამოსახულებაში“. მონიტორებს აქვთ ერგონომიული სადგამი, როლის მეშვეობით რეგულირდება ეკრანის სიმაღლე მაგიდის ზედაპირიდან, აგრეთვე ბრუნვადობა და დახრილობა. Dell UltraSharp U2724D-ზე ხელმისაწვდომია თითო DisplayPort 1.4, HDMI და USB Type-C გარე მოწყობილობისთვის 15 ვატამდე ენერგიის გადაცემის შესაძლებლობით. მონიტორს აგრეთვე აქვს USB ჰაბი ერთი Type-C და სამი USB პორტით. U2724DE განსხვავდება დამატებით Thunderbolt 3 (Type-C) ინტერფეისით - 15-ვატიანი დამუხტვის ალტერნატიული რეჟიმით, აგრეთვე აქვს LAN პორტი და KVM-გადამრთველი. Dell UltraSharp U2724D-ს ფასია 479 აშშ დოლარი, U2724DE მოდელის კი - 649 აშშ დოლარი. https://tinyurl.com/4jf4zmf4
  17. SpaceX-ის ვებ-გვერდზე გამოჩნდა შეტყობინება, რომ კომპანია მალე მზად იქნება განახორციელოს რაკეტა Starship-ის ორბიტაზე ფრენის მეორე მცდელობა. პირველი წარუმატებელი გაშვება შედგა მიმდინარე წლის 20 აპრილს. მას შემდეგ კომპანიამ სრულყო რაკეტა და გაშვების პლატფორმა და უფრო მეტად არის წარმატებაში დარწმუნებული. კომპანიას დარჩა მხოლოდ ნერბართვის მიღება ეკოლოგებისგან, რისი მიღწევის შანსები რეალურად არსებობს. ფოტოს წყარო: SpaceX ფორმალურად აშშ-ის თევზის რესურსისა და ველური ბუნების დაცვის სამსახურს ოთხი თვე აქვს, რათა გასცეს Starship-ის გაშვების ნებართვა. უარეს შემთხვევაში SpaceX ნებართვას მიიღებს 2024 წლის მარტისთვის, მაგრამ ეს ასევე შეიძლება მოხდეს ბევრად ადრე. ყოველ შემთხვევაში, მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ არ აპირებენ ნებართვის გაცემისთვის გამოყოფილი მთელი პერიოდის გამოყენებას. კოსმოსური ფრენების კიდევ ერთმა მარეგულირებელმა, აშშ-ის ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ (FAA) გასულ კვირას უკვე გასცა Starship-ის გაშვების ნებართვა. სამმართველომ გაშვების უსაფრთხოების ზომები შეაფასა ადამიანის სიცოცხლისა და საკუთრების საფრთხის თვალსაზრისით და დაადგინა, რომ იგი აკმაყოფილებს სტანდარტებს. SpaceX-ის ანგარიშის მიხედვით წარუმატებელი გაშვების გამოცდილების გათვალისწინებით რაკეტასა და გამშვებ პლატფორმაში ბევრი ცვლილება იქნა შეტანილი. მათგან უმთავრესია რაკეტისა და ამაჩქარებლის „ცხელი განცალკევება“ (ხომალდის ძრავის ჩართვა ამაჩქარებლის გამოყოფამდე), ამაჩქარებლის ძრავების წევის რეგულირების ახალი სისტემა, აგრეთვე სასტარტო პლატფორმაზე ფოლადის ფილის და აალების ჩასაქრობი წყლის სისტემის განთავსება. გაშვების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა მარეგულირებელმა დაამტკიცა ყველა ცვლილება და წინ აღარ ეღობება Starship-ის გაშვებას. რჩება გადაშენების პირას მყოფი ცხოველების სახეობების საფრთხის შეფასება გაშვების დროს. ადრე ამ მიმართულებით დიდი სამუშაო იყო გაწეული და ნაკლებად სავარაუდოა, რომ კომპანიას ამ გზის ხელახლა გავლა მოუწიოს. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ Starship-ის ორბიტალური ფრენის მეორე მცდელობა საკმაოდ მალე მოხდეს. https://tinyurl.com/52spfeun
  18. საგადახდო კომპანია PayPal-მა გამოაცხადა, რომ გამოძახება მიიღო აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიისგან (SEC) PYUSD stablecoin-თან დაკავშირებით. ფინანსური ბაზრის გიგანტებიდან კომპანია იყო პირველი, რომელმაც Stablecoin გამოუშვა. დოლარზე მიბმული აქტივის ემიტენტი გახდა ინფრასტრუქტურული კრიპტოკომპანია Paxos. PayPal-ის ინიციატივას კრიპტო საზოგადოების წევრების მხირიდან ურთიერთსაწინააღმდეგო რეაქციები მოჰყვა. ზოგი თვლიდა, რომ PYUSD ხელს შეუწყობდა ციფრული აქტივების მასობრივ მიღებას, სხვები მიუთითებდნენ ცენტრალიზაციის რისკებზე. JPMorgan-ის ანალიტიკოსმა Nikolaos Panigirtzoglou-მ განაცხადა, რომ მონეტას შეუძლია Ethereum-ის სარგებელს მოუტანოს ქსელში დაბლოკილი თანხების მთლიანი ღირებულების გაზრდით. Bank of America-ს ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ PYUSD-ს მცირე ათვისება ჰქონდა ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტებისა და ჩვეულებრივი Stablecoin-ების კონკურენციის გამო. Nansen-ის ანალიტიკოსებმა დაადასტურეს მომხმარებლების მხრიდან დაბალი მოთხოვნა აქტივზე. თუმცა PayPal-ის მიერ Stablecoin-ის გაშვებამ შეშფოთება გამოიწვია აშშ-ის კონგრესში ამგვარი აქტივების ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის არარსებობის გამო. „გამოძახება მოითხოვს საბუთების წარდგენას. ჩვენ ვთანამშრომლობთ SEC-თან ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა კომპანიამ მარეგულირებელთან წარდგენილ ანგარიშში. წერის დროს PYUSD-ის კაპიტალიზაციამ მიაღწია 159 მლნ აშშ დოლარს - 68%-ით გაიზარდა ბოლო 30 დღის განმავლობაში. მონეტა სეგმენტში მე-15 ადგილზეა. ლიდერობს Tether-ის USDT 85 მლრდ აშშ დოლარზე მეტი საბაზრო მიწოდებით. წყარო: CoinGecko USDT ემიტენტის თანადამფუძნებელმა უილიამ ქუიგლიმ განაცხადა, რომ PYUSD არ მოიტანს "დიდ ინოვაციას", მაგრამ უზრუნველყოფს PayPal-ს დამატებით მოგებას. https://tinyurl.com/yjsf5982
  19. კომპანია Lenovo-მ დაიწყო დრეკადი ეკრანის მქონე მეორე თაობის ტრანსფორმერ-ლეპტოპ ThinkPad X1 Fold-ის გაყიდვა, რომლის წარდგენა ჯერ კიდევ 2022 წლის სექტემბერში შედგა. მოწყობილობას აქვს 16.3-დუიმიანი სენსორული OLED-ეკრანი გვერდების შეფარდებით 4:3, გაფართოება შეადგენს 2560 × 2024 პიქსელს, მაქსიმალური სიკაშკაშეა 600 კდ/მ2, მხარდაჭერილია 100%-იანი DCI-P3 ფერთა გამა. ეკრანი იკავებს ლეპტოპის მთელ ფრონტალურ სამუშაო ფართობს და შესაძლებელია შუაზე დაიკეცოს. ფოტოს წყარო: Lenovo ThinkPad X1 Fold Gen 2-ში შემოთავაზებულია მე-12 თაობის (Alder Lake) Intel Core i5 ან i7 პროცესორები, რომლებიც ორიენტირებულია Intel vPro Enterprise სერიის კორპორატიულ მომხმარებლებზე. LPDDR5 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერების მაქსიმალური მოცულობა 32 გბ-ია. ლეპტოპს აქვს 1 ტბ-მდე მოცულობის PCIe 4.0 NVMe SSD. ოფციურად შემოთავაზებულია ციფრული ფანქარი Wacom, რომელიც კორპუსზე მაგნიტით მაგრდება. ლეპტოპზე წარმოდგენილია 5-მეგაპიქსელიანი ვებ-კამერა, აგრეთვე ინფრაწითელი კამერა ბიომეტრიული აუთენტიფიკაციისთვის. ოპერაციული სისტემის სახით ThinkPad X1 Fold Gen 2-ში შემოთავაზებულია Windows 11 Home ან Windows 11 Pro. ბატარეის მოცულობა შეადგენა 48 ვტ/სთ-ს. მოწყობილობაზე წარმოდგენილია სამი პორტი USB Type-C - ორი მათგანი Thunderbolt 4-ის მხარდაჭერით, ასევ სლოტი nano-SIM ბარათისთვის 5G ქსელთან დასაკავშირებლად. მხარდაჭერილია Wi-Fi 6E, Bluetooth 5.2 და აპარატული კრიპტოგრაფიული გასაღები TPM 2.0. ლეპტოპის წონა შეადგენს 1.28 კგ-ს, ხოლო სადგამსა და Bluetooth-კლავიატურასთან ერთად - 1.9 კგ-ს. დაკეცილი მოწყობილობის ზომაა 176.4 × 276.2 × 17.4 მმ, გაშლილ მდგომარეობაში - 276.1 × 345.7 × 8.6 მმ. ThinkPad X1 Fold-ის ფასი 2499 აშშ დოლარიდან იწყება. https://tinyurl.com/bdfdbftb
  20. კომპანია Samsung-მა მესამე კვარტლის ფინანსური შედეგებისთვის მიძღვნილ კვარტალურ საანგარიშგებო კონფერენციაზე გამოაცხადა, რომ მომავალ წელს გეგმავს ინტეგრირებული გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მქონე სმარტფონის გამოშვებას, წერს BusinessKorea. ფოტოს წყარო: Pixabay „ჩვენ ვმუშაობთ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის, როგორც ახალი გამოცდილების დანერგვაზე ჩვენს მოწყობილობებში“, - განაცხადა Samsung-მა და დაამატა, რომ ასეთი გაჯეტების წარმოებას 2024 წელს გეგმავს. საუბარი ეხება OpenAI-ს ChatGPT-ის მსგავს გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიას, რომელიც გაეშვება ლოკალურად და არ დასჭირდება ინტერნეტთან წვდომა და გარე ქლაუდთან დაკავშირება. ასეთი სმარტფონის მფლობელი სხვადასხვა სერვისზე წვდომას მიიღებს მარტივი ბრძანების მეშვეობით. BusinessKorea-ს ცნობით Samsung ამ მიზნით ავითარებს ხელოვნური ინტელექტის სტანდარტს. სავარაუდოდ პირველი სმარტფონი, რომელიც ახალ ტექნოლოგიას მიიღებს, იქნება ფლაგმანური Galaxy S24, რომელიც სავარაუდოდ 2024 წლის დასაწყისში იქნება წარმოდგენილი, ასევე შესაძლოა ეს იყოს დასაკეცი მოწყობილობები Galaxy Z Fold6 და Flip6, რომლებიც იმავე წლის მეორე ნახევარში გამოვა. ექსპერტები ამ ნაბიჯს განიხილავენ, როგორც Samsung-ის საპასუხო ზომას Apple iPhone 16 სერიის გამოშვებამდე, რომელსაც, სავარაუდოდ, გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერა ექნება. https://tinyurl.com/wjets26v
  21. ოქტომბერში უსაფრთხოების დარღვევის 23 ინციდენტის შედეგად კრიპტოინდუსტრიაზე მიყენებულმა ზარალმა 51.61 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 85.6%-ით ნაკლებია ერთი თვით ადრე არსებულ მაჩვენებელთან შედარებით, აღნიშნეს Beosin-ის ექსპერტებმა. თვის განმავლობაში ინდუსტრიამ ყველაზე დიდი ზიანი განიცადა ჰაკერული თავდასხმების შედეგად - ზარალმა 28.33 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. უმსხვილეს 15 შეტევას შორის აღმოჩნდა: საფულე Fantom Foundation – 7 მლნ აშშ დოლარი; ფილიპინური ბირჟა Coins.ph - 6 მლნ აშშ დოლარი; პაროლების მართვის სერვისი LastPass – 4.4 მლნ აშშ დოლარი (ინციდენტი მოყვა მანამდე მონაცემთა გაჟონვის შემთხვევას). Beosin-ის სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ სამივე შემთხვევა უკავშირდებოდა დახურული გასაღებების კომპრომეტაციას. მათი მონაცემებით მსგავსი ინციდენტები კვლავ შეადგენს კიბერდანაშაულებრივი თავდასხმების მთლიანი ზარალის დაახლოებით 67%-ს. მათ ასევე გაამახვილეს ყურადღება Telegram-ბოტების ორი ჰაკზე ოქტომბერში. ჯერ დაზარალდა Maestro (~510000$), შემდეგ კი Unibot (~640000$). ოქტომბერში Beosin-მა დააფიქსირა თაღლითური rug pull  სქემის ექვსი შემთხვევა, რომელთაგან მიყენებულმა ჯამურმა ზარალმა 12.02 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მათ შორის აღინიშნა გეიმინგ პროექტი FinSoul, რომელშიც მომხმარებლებმა დაკარგეს 1.6 მლნ აშშ დოლარი. ამ პროექტის გუნდი დაკავშირებულია მაისში DeFi პლატფორმა Fintoch-ის 31 მლნ აშშ დოლარიან exit-სკამთან. ექსპერტების აზრით ინდუსტრიაში ასეთი ინციდენტების რიცხვი იზრდება და მომხმარებლებმა უნდა ჩაატარონ საფუძვლიანი გადამოწმება განსაკუთრებით დახურულ პროექტებზე. Beosin-ის მონაცემებით მესამე კვარტალში ჰაკერებისა და თაღლითებისგან ინდუსტრიაზე მიყენებულმა მთლიანმა ზარალმა შეადგინა დაახლოებით 889.3 მლნ აშშ დოლარი. https://tinyurl.com/3u4cpc6j
  22. კომპანია Intel-მა განაცხადა, რომ 14 დეკემბერს ჩაატარებს ღონისძიება AI Everywhere-ის პირდაპირ ტრანსლაციას, რომლის ფარგლებში წარადგენს მე-5 თაობის Xeon Scalable სასერვერო პროცესორებს კოდური დასახელებით Emerald Rapids, აგრეთვე პირველ Core Ultra პროცესორებს - ეს გახლავთ Meteor Lake სერიის მობილური ჩიპები. ფოტოს წყარო: Intel კომპანიის სამომავლო პრეზენტაცია მიეძღვნება ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს, რომელთა მხარდაჭერა ექნება Intel-ის ახალ პროცესორებს. წინა ანონსებიდან ცნობილია, რომ Meteor Lake შედგება ოთხი ჩიპლეტისგან: CPU, GPU, SoC და I/O. ორი კრისტალი - GPU და SoC იწარმოება TSMC-ის მიერ N5 და N6 (5- და 6-ნანომეტრიანი, შესაბამისად) ტექნოპროცესებით. CPU ჩიპლეტს Intel თავად აწარმოებს Intel 4 (7 ნმ) ტექნოპროცესით. იგი ასევე შეიცავს სპეციალურ თანაპროცესორ VPU-ს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ამოცანებისთვის. ჩიპლეტების ერთ სისტემაში გაერთიანება ხორციელდება საფირმო ტექნოლოგია Foveros-ით. Intel-ის ხელმძღვანელმა Pat Gelsinger-მა განაცხადა, რომ Meteor Lake პროცესორები უზრუნველყოფენ „ხელოვნური ინტელექტის უმთავრესი შესაძლებლობების“ მხარდაჭერას, თუმცა დეტალებს - კონკრეტულად რას გულისხმობდა ამ ნათქვამში, 14 დეკემბერს შევიტყობთ. წინასწარი ანონსებიდან და მინიშნებებიდან ცნობილია, რომ Meteor Lake-მა უნდა უზრუნველყოს მანქანური სწავლების ტექნოლოგიის მხარდაჭერას და ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების ეფექტურ შესრულებას პირდაპირ ლეპტოპებში. ჩიპები უზრუნველყოფენ თანამედროვე ოპერაციულ სისტემებსა და სხვადასხვა პროგრამულ უზრუნველყოფაში ჩანერგილი ხელოვნური ინტელექტის ფუნქციების მუშაობას. მაგალითად, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებმა უნდა გააუმჯობესოს ვიდეო კონფერენციების ხარისხი, გაზარდოს 3D ანიმაციის რეალიზმი, უზრუნველყოს თამაშებში რეალურ დროში თარგმნის შესაძლებლობა, გააუმჯობესოს ხელოვნური ინტელექტის ასისტენტების ეფექტურობა და ზოგადად გაზარდოს Core Ultra ჩიპებზე დამყარებული კომპიუტერების წარმადობა და მრავალფუნქციურობა. აღსანიშნავია, რომ მომავალი პრეზენტაციის ანონსში კომპანიას არაფერი უთქვამს განახლებული Raptor Lake Refresh მობილური პროცესორების პოტენციურ გამოშვებაზე. Intel სავარაუდოდ წარადგენს მათ მომავალ წელს, გამოფენა CES 2024-ზე, რომელიც ტრადიციულად იანვრის დასაწყისში გაიმართება. https://tinyurl.com/pw7tpcc6
  23. კომპანია MSI გამოუშვებს გეიმინგ მონიტორების რამდენიმე მოდელს QD-OLED-დისპლეებით, რომლებიც MPG და MAG სერიებს შეავსებს. კომპანიის ასორტიმენტი გაფართოვდება ბრტყელი და რკალისებრი ეკრანის მქონე მონიტორებით. ფოტოს წყარო: MSI ფლაგმანურ მოდელებად MSI ასახელებს 34-დუიმიან MAG 341CQP QD-OLED-ს UWQHD (3440 × 1440 პიქსელი) გაფართოებით და 49-დუიმიან MPG 491CQP QD-OLED-ს Dual QHD (5120 × 1440 პიქსელი) გაფართოებით. ორივე მათგანს რკალისებრი ეკრანი აქვს 1800R სიმრუდის რადიუსით და 0.03 მილიწამი რეაგირების დროით. MAG 341CQP QD-OLED მოდელზე მხარდაჭერილია 175 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე, MPG 491CQP QD-OLED მოდელზე კი - 144 ჰერცი. ახალ მონიტორებს აქვს დინამიური კონტენტის ასახვის სიმკვეთრე, აგრეთვე ღრმა შავი ფერის ასახვის შესაძლებლობა, რაც დასტურდება VESA ClearMR 9000 და DisplayHDR True Black 400 სერტიფიკაციებით. OLED-პანელის გადახურების რისკის აღმოფხვრაზე პასუხისმგებელია ექსკლუზიური ტექნოლოგია MSI OLED Care 2.0. მონიტორებს აქვს ოპტიმიზებული პასიური გაგრილების სისტემა. შესაძლებელია აპლიკაცია MSI Gaming Intelligence-ის გამოყენება და სხვადასხვა გეიმინგ ფუნქციის გააქტიურება, მაგალითად სამიზნის ინტელექტუალური მონიშვნა (Smart Crosshair), გაზრდა დამიზნებისას (Optix Scope) და ღამის ხედვის რეჟიმი (Night Vision AI). MPG 491CQP QD-OLED და MAG 341CQP QD-OLED მოდელებზე ხელმისაწვდომია HDMI 2.1 კონექტორი სიხშირის ცვლადი განახლების მხარდაჭერით (VRR), აქვს ALLM რეჟიმის მხარდაჭერა, 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე, რისი წყალობით შესაძლებელია მონიტორების გამოყენება გეიმინგ კონსოლებთან. CEC ფუნქციის წყალობით შესაძლებელია ერთი კონტროლერის გამოყენება HDMI-თ დაკავშირებული სხვადასხვა მოწყობილობის სამართავად. ასევე ხელმისაწვდომია USB-С ინტერფეისი მობილური მოწყობილობების დამუხტვისთვის. MAG 341CQP QD-OLED და MPG 491CQP QD-OLED მოდელები გაყიდვაში 6 იანვარს გამოვა. კომპანია ასევე გამოუშვებს 27- და 32-დუიმიან ბრტყელეკრანიან QD-OLED მოდელებს - MPG 321URX QD-OLED, MAG 321UPX QD-OLED, MPG 271QRX QD-OLED და MAG 271QPX QD-OLED. მონიტორების მახასიათებლები შემდეგია: MPG 321URX QD-OLED: UHD 4K (3840 × 2160 პიქსელი), 240 ჰც, 0.03 მწ (GtG); MAG 321UPX QD-OLED: UHD 4K, 240 ჰც, 0.03 მწ (GtG); MPG 271QRX QD-OLED: WQHD 2K (2560 × 1440 პიქსელი), 360 ჰც, 0.03 მწ (GtG); MAG 271QPX QD-OLED: WQHD 2K, 360 ჰც, 0.03 მწ (GtG). ყველა ზემოთხსენებულ მონიტორს აქვს MSI OLED Care 2.0 ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რომელიც ახანგრძლივებს OLED-პანელების სასიცოცხლო პერიოდს, აგრეთვე აქვთ პასიური გაგრილების სისტემა. გარდა ამისა, გააჩნიათ აპლიკაცია MSI Gaming Intelligence-ის მხარდაჭერა კონსოლების რეჟიმით, ხელმისაწვდომია USB-C კონექტორები გარე მოწყობილობებისთვის 90 ვატამდე ენერგიის გადაცემის შესაძლებლობით. ახალ მონიტორებზე MSI უფრო დეტალურად ისაუბრებს გამოფენა CES 2024-ზე, რომელიც იანვრის პირველ რიცხვებში გაიმართება. https://tinyurl.com/3228z4dx
  24. Bitcoin-საფულეებში არსებულმა მოგებამ 39 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა, Glassnode-ის მონაცემებით ეს ახალი რეკორდული მაჩვენებელია. წყარო: Glassnode. აირველ კრიპტოვალუტაში ნულოვანი ბალანსის მქონე მისამართების დაახლოებით 80% „მოგებაშია“ ფასის 34 ათას აშშ დოლარიანი დონის გადალახვის წყალობით. ინდიკატორის წინა მაქსიმუმი დაფიქსირდა 2021 წლის ნოემბერში. პიკი 38.1 მლნ აშშ დოლარი იყო, როდესაც Bitcoin-ის ფასი რეკორდულ დონეს დაუბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტის სპოტ ბაზარზე ამჟამინდელი კოტირებები შეადგენს იმ პერიოდის ღირებულებების დაახლოებით 50%-ს, Bitcoin-ის „არანულოვანი“ მისამართების რაოდენობამ ამ დროისთვის 49 მილიონს გადააჭარბა. პირველი კრიპტოვალუტის ფასის ოქტომბერში აღმასვლამ განაპირობა ის, რომ პირველი კრიპტოვალუტის საფულეების მფლობელთა 20%-ზე ნაკლებს აქვს არარეალიზებული ზარალი. წყარო: Glassnode. Crypto Slate-ის მკვლევარმა ჯეიმს სტრატენმა ყურადღება გაამახვილა Bitcoin-ის მოკლევადიანი მფლობელების მიერ მოგების მიღებაზე. ტენდენციამ არ იმოქმედა გრძელვადიან კრიპტო ინვესტორებზე. „LTH-ს პრაქტიკულად არ შეუცვლია პოზიცია და წელს მეექვსე ადგილი დაიკავა მოგების მხრივ, თუმცა ჯამში - მინიმალური“, - აღნიშნა ექსპერტმა. IntoTheBlock-ის ანალიტიკოსებმა აღნიშნეს Bitcoin-ის მსხვილი მფლობელების პოზიციების ზრდა. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ამ კატეგორიის ინვესტორებმა თავიანთ პორტფელებს დაამატეს 19.923 BTC, რომლის ღირებულება დაახლოებით 650 მლნ აშშ დოლარია. https://tinyurl.com/3sznnzpx
  25. Samsung-ის ჩიპების საკონტრაქტო წარმოების განყოფილების ვიცე-პრეზიდენტმა Jeong Gi-Tae-მ გამოცემა The Elec-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სამომავლოდ SF1.4 (1.4 ნმ) ტექნოპროცესში ტრანზისტორებში არხების რაოდენობა სამიდან ოთხამდე გაიზრდება, რაც უზრუნველყოფს წარმადობისა და ენერგოეფექტურობის საგრძნობ გაუმჯობესებას. ეს მოხდება Intel-ის მიერ ანალოგიური ტრანზისტორების აწყობიდან სამი წლის შემდეგ, რაც Samsung-ს აიძულებს კონკურენტს დაეწიოს. ფოტოს წყარო: Samsung კომპანია Samsung-მა პირველმა დაიწყო ჩამკეტის მქონე ტრანზისტორების გამოშვება, რომლებიც მთლიანად გარს აკრავს ტრანზისტორების არხებს (SF3E). ეს ტექნოლოგია დაინერგა ერთ წელზე მეტი ხნის წინ კრიპტო მაინერებისთვის განკუთვნილ ჩიპებში. ახალ ტექნოპროცესში ტრანზისტორების არხები წარმოადგენენ ერთმანეთზე განთავსებულ თხელ ნანოფურცლებს. Samsung-ის ტრანზისტორებში სამი ასეთი არხია, რომლებიც ყველა მხრიდან გარშემორტყმულია ჩამკეტით და ამიტომ მათი გავლით ძაბვა ზუსტი კონტროლით, მინიმალური დანაკარგით გადის. Samsung-ის ახალი ტექნოპროცესების დანერგვის გეგმები კომპანია Intel არხ-მატარებლების მქონე პირველი ტრანზისტორების გამოშვებას დაიწყებს 2024 წელს 2-ნანომეტრიან RibbonFET Gate-All-Around (GAA) ტექნოპროცესის გამოყენებით. თავდაპირველად მათ ექნება თითოეულ არხზე ოთხი ნანოფურცელი, რაც იმას ნიშნავს, რომ Intel-ის GateGAA ტრანზისტორები იქნება უფრო მაღალი წარმადობის Samsung-ის ანალოგებთან შედარებით, შეძლებენ უფრო დიდი ძაბვის გატარებას და იქნებიან უფრო ენერგოეფექტური სამხრეთკორეული კონკურენტის ტრანზისტორებთან შედარებით. შემუშავების პროცესი გაგრძელდება დაახლოებით სამი წელი, ჯერჯერობით Samsung არ დაიწყებს ჩიპების გამოშვებას SF1.4 ტექნოპროცესით, რაც 2027 წლისთვისაა მოსალოდნელი. როგორც ცნობილია, ეს ჩიპები იქნება „ოთხფურცლიანი“ - ექნებათ ოთხი არხი ამჟამინდელი სამის ნაცვლად. Intel-ის მომავალი 2-ნანომეტრიანი ტრანზისტორების არქიტექტურა ნანოფურცლების არხებით, მთლიანად გარშემორტყმული ჩამკეტით. ფოტოს წყარო: Intel სხვა საქმეა, მართლა ჩამორჩენილი იქნება თუ არა Samsung Intel-თან შედარებით ტექნოლოგიური თვალსაზრისით. იმ დროისთვის სამხრეთკორეულ კომპანიას უკვე ექნება GAA-ტრანზისტორების მასობრივი გამოშვების ხუთწლიანი გამოცდილება, Intel კი ახალბედა იქნება. ამგვარი ტრანზისტორების წარმოება სავარაუდოდ რთულია, რადგან Samsung ამ ტექნოპროცესს მეტისმეტად შერჩევით იყენებს. ნებისმიერ შემთხვევაში ტრანზისტორების ახალ არქიტექტურაზე გადასვლა მნიშვნელოვანი გარღვევა იქნება ნახევრადგამტარი ინდუსტრიისთვის და კომპანიებს რამდენიმე წლის განმავლობაში საშუალებას მისცემს გადალახონ ბარიერი, რომლის მიღმაც ტრადიციული ნახევრადგამტარი წარმოება აღარ იქნება პროგრესის სათავე. https://tinyurl.com/ycck57na
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.