Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5951
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    198

Everything posted by Magdalena

  1. პროცესორების არქიტექტურა AMD Zen 2-მა მეტად წარმატებულად აიღო სტარტი, განსაკუთრებით კი პროფესიონალურ მოწყობილობებში - მეორე თაობის EPYC პროცესორები საკმაოდ მაღალი წარმადობის აღმოჩნდა და მათ ხშირ შემთხვევაში ანალოგი არ აქვთ Intel-ის მხრიდან. რა თქმა უნდა, ახალ CPU-ებს დედა დაფები სჭირდება. კომპანია ASRock Rack-ს სურს EPYC 7002 ჩიპები კიდევ უფრო პოპულარული გახადოს და ამიტომ დააანონსა ამ პროცესორების მხარდაჭერა ბიუჯეტურ EPYCD8 სერიის დაფებზე. EPYCD8-2T საბაზისო მოდელი EPYCD8 ჯერჯერობით ერთადერთი დაფაა Rome-ს მხარდაჭერით და მისი ფასი არანაკლებ 500 აშშ დოლარია. ერთი შეხედვით ეს ფასი საკმაოდ მაღალია, თუმცა არა ამ კლასის პროდუქტებისთვის. ხსენებულმა დაფამ მომენტალურად მოიპოვა პოპულარობა მათ შორის, ვისაც სურს ააწყოს ბიუჯეტური სერვერი ან სამუშაო სადგური. შესაბამისად, ამჯერად იგი უკვე დეფიციტშია. დაფა კვლავ გაყიდვაშია, თუმცა შეზღუდული რაოდენობით. უნდა აღინიშნოს, რომ მოდელი EPYCD8 მიეკუთვნება წინა თაობის გადაწყვეტილებების რიგს და არ აქვს PCI Express 4.0-ის მხარდაჭერა, თუმცა გააჩნია BIOS-ის უფრო დიდი მოცულობის მიკროსქემა (16-ის ნაცვლად 32 მეგაბაიტიანი). PCIe ვერსიაში შეზღუდვა ერთადერთია, სხვა მხრივ ეს დაფა სრულფასოვანი პროდუქტია რვაარხიანი მეხსიერების მხარდაჭერით, ოთხი სრულზომიანი x16 და სამი x8 სლოტით. ბარათების მიერთება შესაძლებელია როგორც უშუალოდ 8 SATA პორტით, ასევე გამოყენებადია ორი M.2 სლოტი ან ორი OCuLink (U.2) კონექტორი. https://servernews.ru/995655
  2. Porsche-მ და Boeing-მა გადაწყვიტეს გაერთიანდნენ მიზნით - ერთობლივად შექმნან ძვირადღირებული, პრემიუმ კლასის ელექტრო ავტომობილი ვერტიკალური აფრენის უნარით, რათა მისმა მომავალმა მფლობელებმა დრო აღარ კარგონ დიდ საცობებში. პარტნიორობის ფარგლებში კომპანიები აპირებენ შექმნან საერთაშორისო გუნდი, რომელიც გადაწყვეტს ურბანული საჰაერო მოძრაობის სხვადასხვა საკითხს, მათ შორისაა პრემიუმ ხარისხის სატრანსპორტო საშუალებების რისკების პოტენციალის ანალიზი და ამგვარი ტრანსპორტის გამოყენების სხვადასხვა შესაძლებლობა. სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, რომლებიც ფსონს ბიუჯეტურ მფრინავ ტაქსებზე დებენ, Porsche-ს სპეციალისტები გეგმავენ შექმნან უმაღლესი კლასის ავტომობილი შესაბამისი დონის ინფრასტრუქტურით - გათვალისწინებულია დასაფრენი მოედნები და დასატენი სადგურები. პროექტში მესამე მხარედ აგრეთვე ჩართულია Boeing-ის შვილობილი კომპანია Aurora Flight Sciences, რომელსაც უკვე აქვს გამოცდილება ავტონომიური ელექტრო თვითმფრინავის შექმნაში. როგორც Boeing-ის წარმომადგენელმა განაცხადა, გამოცდის პირველ ეტაპზე მზა მოდელებს თვითმფრინავის ბორტიდან გაუშვებენ, შემდეგ კი დაიწყება ვერტიკალური რეჟიმიდან ჰორიზონტალურზე გადასვლა. ექსპერტების აზრით Porsche-სა და Boeing-ის კოლოსალური ტექნოლოგიური და საწარმოო არსენალი კომპანიებს საშუალებას მისცემს წინ გაუსწრონ თავიანთ მრავალრიცხოვან კონკურენტებს. https://www.techcult.ru/technics/7435-porsche-i-boeing-obedinili-usiliya-dlya-sozdaniya-letayushego-avtomobilya
  3. რობოტებისადმი ნდობა ჩინეთში მსოფლიო მაჩვენებელთან შედარებით ბევრად მაღალია, რაც დადასტურდა ამერიკული კვლევითი კომპანიების - Oracle-ისა და Future Workplace-ის გამოკითხვებით. რესპოდენტები თვლიან, რომ რობოტებს ადამიანებზე მეტი უპირატესობა აქვთ - უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ადამიანები გაცილებით უარესად გეგმავენ სამუშაოს, ნაკლებად კარგად ოპერირებენ ობიექტურ ინფორმაციას და რთულად წყვეტენ წარმოქმნილ სირთულეებს. ხუთი გამოკითხულიდან ოთხი თვლის, რომ რობოტები უმეტეს დავალებას უკეთ უმკლავდებიან, ვიდრე ჩვეულებრივი მენეჯერები. “ეს გამოკითხვა ეხება არა მხოლოდ მენეჯერებისა და დაქვემდებარებული პირების ურთიერთობას, არამედ მენეჯერის როლს სამუშაო ადგილზე“ - აღნიშნავს კვლევითი ცენტრის დირექტორი. „მენეჯერები მომავალშიც აქტუალურნი დარჩებიან, თუკი ისინი ორიენტირდებიან იმაზე, რომ თავიანთი უნარები ურთიერთობებში გამოიყენონ, რუტინული დავალებები კი რობოტებს მიანდონ“. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო თითქმის 9 ათასმა დასაქმებულმა პირმა, მენეჯერმა და ხელმძღვანელმა. დესპოდენტთა დაახლოებით ნახევარმა განაცხადა, რომ იყენებს ხელოვნური ინტელექტის ამა თუ იმ ტექნოლოგიას ყოველდღიურ საქმიანობაში. „რესპოდენტების ორმა მესამედმა ოპტიმიზმი გამოხატა რობოტ კოლეგებთან დაკავშირებით, გამოკითხულთა მეოთხედის აზრით კი მათი თანამშრომლობა „სასიამოვნო“ იქნება - აღნიშნავენ მკვლევარები. https://hightech.fm/2019/10/16/90-percent-robots
  4. SpaceX Starlink-ის „თანავარსკვლავედი“ შესაძლოა იმაზე დიდი აღმოჩნდეს, ვიდრე თავდაპირველად გეგმავდა კომპანია. SpaceNews-ის ინფორმაციით, კომპანიამ ელექტროკავშირის საერთაშორისო კავშირს სთხოვა ნებართვა - გაგზავნოს კიდევ 30 ათასი თანამგზავრი. როდესაც SpaceX-მა თავდაპირველად წარადგინა პროექტი, Starlink მაში აღწერილი იყო, როგორც 12 ათასი თანამგზავრისგან შემდგარი კოსმოსური ინტერნეტ-ქსელი. ამერიკის კავშირგაბმულობის ფედერალურმა კომისიამ ნებართვა უკვე გასცა ამ რაოდენობის თანამგზავრის გაშვებაზე, ამჯერად კი ახალი მოთხოვნა ითვალისწინებს დამატებით 30 ათასი აპარატის კოსმოსში გაგზავნას. კომპანიას, როგორც უკვე ვიცით, თანამგზავრების განთავსება დედამიწიდან 330-580 კმ სიმაღლეზე სურს, რაც ბევრში შეშფოთებას იწვევს. ეს სივრცე კოსმოსში ყველაზე ნაკლებად დაკავებულია, სწორედ აქ დაფრინავენ ეკიპაჟიანი კოსმოსური ხომალდები. მომავალში კი განთავსებული თანამგზავრები გადაადგილებას ხელს შეუშლის. ასეა თუ ისე, დამატებითი თანამგზავრების გაშვების ნებართვის მოთხოვნა ჯერ კიდევ დანამდვილებით არ ნიშნავს იმას, რომ Starlink ჯამში 42 ათასი აპარატით იქნება კოსმოსში წარმოდგენილი. ყოველ შემთხვევაში, განაცხადის შეტანა პირველი ეტაპია და მეტად ხანგრძლივ პროცესს მოიცავს. SpaceX-ს წინ შვიდი წელი აქვს უკვე ნებადართული თანამგზავრების გაყვანისთვის. კომპანიამ მიმდინარე წლის დასაწყისში 60 ერთეული თანამგზავრი წარმატებით გაუშვა კოსმოსში, მიმდინარე თვეში კიდევ სამოცის გაშვება იგეგმება, ნოემბერში კი მორიგი ნაკადი გაემგზავრება. https://3dnews.ru/995690
  5. წინა თაობების კონსოლისთვის გამოშვებულ თამაშებთან თავსებადობა დიდი პლუსია Microsoft Xbox One-ისთვის, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დატკბნენ იმ თამაშებით, რომლებიც გამოვიდა Xbox 360-ისა და ორიგინალი Xbox-ისთვის. ამ მიმართულებით Sony ცოტა ჩამორჩება თავსებადობაში (PS Now სტრიმინგ სერვისს თუ არ ჩავთვლით): კონსოლი PS4 არ გამოდგება PS3-სა და მასზე ადრე გამოსული კონსოლების თამაშებით სარგებლობისთვის. თუმცა, როგორც ჩანს, PlayStation 5-ს ექნება შესაძლებლობა - გაუშვას ყველა ის თამაში, რომლებიც წინა ოთხი თაობის კონსოლებისთვის გამოვიდა. ერთ-ერთმა ინფორმატორმა მცირე ხნის წინ სოციალური ქსელის მეშვეობით გეიმერებს მოუწოდა არ გაყიდონ PlayStation-ის, PlayStation 2-ის, PlayStation 3-ისა და PlayStation 4 თამაშები PlayStation 5 კონსოლზე გადასვლისთვის მოსამზადებლად. მის აზრს სხვა პირებიც ადასტურებენ და მიგვანიშნებენ, რომ „PlayStation 5 - ეს არა მარტო მომავალი, არამედ წარსულიცაა.“ თუკი კონსოლი მართლაც შეძლებს PlayStation-ის ყველა თამაშის გაშვებას, ეს უდიდესი პლუსი იქნება: გეიმერები მიიღებენ უდიდეს გეიმინგ ბიბლიოთეკას. გავრცელებული ცნობით, PlayStation 5-ისა და PS4-ის მსგავსი არქიტექტურების წყალობით უზრუნველყოფილი იქნება ძველი თაობის თამაშების ჩართვა. უფრო ძველი თაობის კონსოლების მხარდაჭერისთვის კი შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა და აპარატული ბლოკების ინტეგრაცია იქნება საჭირო. PlayStation 5, ყველა სხვა გაუმჯობესების პარალელურად, უფრო სწრაფი ჩატვირთვითა და უკეთესი ტაქტილური შესაძლებლობებით ხასიათდება. ასევე მოსალოდნელია, რომ კონსოლში გამოჩნდება ვირტუალური დამხმარე, რომელიც გეიმერს უკარნახებს რა მოიმოქმედოს თამაშის რთულ მომენტებში. კონსოლი 2020 წლის ბოლოს გამოვა. https://3dnews.ru/995715
  6. კომპანია Google-მა წარადგინა მეოთხე თაობის Pixel-ის ფლაგმანური სმარტფონები. მოწყობილობების დასახელებებში მოულოდნელი არაფერია - ახალი სმარტფონების სახელებია Google Pixel 4 და Pixel 4 XL. დავიწყოთ სტანდარტული მოდელით. სმარტფონს აქვს 5.7-დუიმიანი P-OLED Full HD+ დისპლეი გვერდების შეფარდებით 19:9. კადრის განახლების სიხშირე 90 ჰერცია და შესაძლებელია მისი 60 ჰერცამდე შემცირება ბატარეის დაზოგვის მიზნით. დისპლეის HDR მხარდაჭერა აქვს და გამოირჩევა DCI-P3 ფერთა გამის 100 %-იანი ფლობით. სმარტფონის კორპუსი ალუმინისგანაა დამზადებული, წინა და უკანა პანელებზე კი მოცემულია მეხუთე თაობის დამცავი მინა Gorilla Glass. სმარტფონის გაბარიტები 147,1 х 68,8 х 8,2 მილიმეტრს შეადგენს, წონა კი 162 გრამია. მოწყობილობა IP68 სტანდარტის შესაბამისად დაცულია წყლისა და მტვრისგან. როგორც აღმოჩნდა, ახალ Pixel-ებს არ აქვთ ბიომეტრიული სენსორი. მომხმარებლის იდენტიფიკაციისთვის განკუთვნილია სახის ამომცნობი 3D სისტემა. Pixel 4-ს აქვს USB Type-C პორტი, თუმცა არ გააჩნია ყურსასმენების სტანდარტული კონექტორი. უკანა პანელზე მოცემულია ორი მოდულისგან შემდგარი ძირითადი კამერა. არ არის წარმოდგენილი ფართოკუთხოვანი მოდული. ხელმისაწვდომია 16-მეგაპიქსელიანი ტელეობიექტივი ავტოფოკუსით, ოპტიკური სტაბილიზაციითა და ორმაგი ზუმით. სმარტფონს აქვს ვიდეოს ჩაწერის მხარდაჭერა Ultra HD ხარისხში 30 კადრი/წმ სიჩქარით, ასევე შენელებული კადრის გადაღება Full HD ფორმატში 120 კადრი/წამში სიჩქარით. უკანა პანელზე აგრეთვე მოცემულია კიდევ ერთი ელემენტი, რომელიც პასუხისმგებელია სიღრმის ანალიზზე. ფრონტალური კამერა 8-მეგაპიქსელიანია, მოცემულია 3D სენსორი ფონის გაბუნდოვნებისთვის. სწორედ მის ბაზაზეა აგებული სახის ამოცნობის 3D სისტემა. Google Pixel 4-ის კიდევ ერთი მახასიათებელია ფუნქცია Motion Sense-ის მხარდაჭერა, რომელიც ჟესტებით მართვაზეა პასუხისმგებელი. ტექნოლოგიის ფუნქციონირებას უზღუნველყოფს მინიატურული რადარები, რომლებიც განთავსებულია დისპლეის ქვეშ. სმარტფონის ბატარეის მოცულობა 2800 მა/სთ-ს შეადგენს, აქვს 18-ვატიანი სწრაფი დატენვის მხარდაჭერა, ასევე უსადენო დატენვა Qi სტანდარტის შესაბამისად. პროცესორის სახით წარმოდგენილია Snapdragon 855 - 2,84 გჰც-ითა და Adreno 640 გრაფიკით. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 6 გიგაბაიტია. კონფიგურაციის მიხედვით სამომხმარებლო მეხსიერების მოცულობა შეადგენს 64 ან 128 გიგაბაიტს. microSD სლოტი გათვალისწინებული არ გახლავთ, თუმცა სმარტფონს ორი SIM-ბარათი აქვს - ფიზიკური და e-SIM. ფლაგმანურ Pixel 4 XL-ს რაც შეეხება, მას 6.3-დუიმიანი P-OLED Quad HD+ დისპლეი აქვს. მისი ბატარეის მოცულობა 3700 მილიამპერია. გაბარიტები 160,4 х 75,1 х 8,2 მმ-ს, წონა კი 193 გრამს შეადგენს. Pixel 4 და Pixel 4 XL წარმოდგენილია ფერის სამ ვარიანტში: ნარინჯისფერი (Oh So Orange), შავი (Just Black) და თეთრი (Clearly White). შეერთებულ შტატებსა და ევროპაში სმარტფონები 24 ოქტომბრიდან გაიყიდება. Google Pixel 4-ის ფასი 799 და 899 აშშ დოლარია, XL ვერსია კი შეფასებულია 899 და 999 დოლარად, კომპლექტაციის მიხედვით. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/30819/google-pixel-4-i-pixel-4-xl-predstavleny-oficialno
  7. კომპანია Razer-მა წარადგინა მსოფლიოში პირველი კლავიატურა ოპტიკური გადამრთველებით, რომელიც დაპროექტებული სპეციალურად გეიმინგ ლეპტოპებისთვის. პირველი პორტატული კომპიუტერი, რომელიც ახალი კლავიატურით წარმოგვიდგება, არის გეიმინგ ლეპტოპი Razer Blade 15. როგორც ცნობილია, ოპტიკური გადამრთველები ჩვეულებრივი მექანიკურის მსგავსია, თუმცა თითოეული მათგანის ქვეშ ინფრაწითელი გამოსხივება და მიმღებია, რომელიც მინიმალური დაჭერით აქტიურდება. მწარმოებლის თქმით, ამგვარი მიდგომა უზრუნველყოფს უფრო მეტ სიზუსტესა და სიჩქარეს ჩვეულებრივი კლავიატურის ღილაკებთან შედარებით. ახალი კლავიატურის გამოყენებისას გეიმერების შეეძლებათ განახორციელონ უფრო მეტი ოპერაცია მოკლე დროში, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა დაძაბული გეიმინგ პროცესის დროს. ასევე აღსანიშნავია სასიამოვნო ტაქტილური უკუკავშირი და უხმაურო გამოყენება. ახალ Razer Blade 15-ში ოპტიკურ კლავიატურას ექნება N-Key Rollover და Anti-Ghosting ტექნოლოგიების მხარდაჭერა. თითოეულ ღილაკს აქვს ინდივიდუალური განათება Razer Chroma RGB - 16.8-მილიონიანი ფერთა გამით. მხარდაჭერილია სტანდარტული განათების რამდენიმე ვერსიაც, ასევე მომხმარებელი შეძლებს შემოქმედებითად მიუდგეს და განათება თავისი სურვილისამებრ ინდივიდუალურად მოიწყოს. ახალი ოპტიკური კლავიატურა დღესდღეობით ხელმისაწვდომია მხოლოდ მაღალი წარმადობის გეიმინგ ლეპტოპ Razer Blade 15 Advanced-ში, რომლის ფასი 2659 აშშ დოლარია. მომდევნო წლიდან კი ხსენებული კლავიატურა Razer-ის სხვა მოდელებშიც გამოჩნდება. https://3dnews.ru/995642
  8. კომპანია Google-მა ოფიციალურად წარადგინა თავისი ახალი ლეპტოპი Pixelbook Pro, რომელიც მუშაობს ოპერაციულ სისტემა Chrome OS-ზე. ახალი ლეპტოპი მსუბუქი, კომპაქტური და კომფორტულია ყოველდღიური გამოყენებისთვის და Apple MacBook Air-ის კონკურენტად გვესახება. Pixelbook Go-ს აქვს 13.3-დუიმიანი სენსორული IPS-დისპლეი გაფართოებით - Full HD (1920 × 1080 პიქსელი) ან 4K Ultra HD Molecular Display (3840 × 2160 პიქსელი) - მოდიფიკაციის შესაბამისად. ლეპტოპის გაბარიტები შეადგენს 311 × 206,3 × 13,4 მილიმეტრს, წონა - დაახლოებით 1 კილოგრამს. მოწყობილობის კონფიგურაციებში წარმოდგენილია პროცესორები მერვე თაობის Intel Core m3, Core i5 და Core i7. აღვნიშნავთ, რომ პროცესორების ანალოგიური ნაკრებია შემოთავაზებული გასულ წელს გამოსულ პლანშეტ Pixel Slate-შიც. Pixelbook Go-ს ოპერატიული მეხსიერების მოცულობაა 8 ან 16 გიგაბაიტი და ხელმისაწვდომია SSD-ები მოცულობით - 64, 128 ან 256 გბ. ლეპტოპი აღჭურვილია 2-მეგაპიქსელიანი ვებ-კამერით, რომელსაც Google უწოდებს Duo Cam-ს და აცხადებს, რომ შეუძლია ვიდეოს ჩაწერა Full HD გაფართოებით 60 fps სიხშირეზე. მოწყობილობაში მოცემულია ჩიპი Titan C, რომელიც განკუთვნილია ინფორმაციის გაშიფვრისა და სისტემის დაცვისათვის. Pixelbook Go აგრეთვე ფლობს USB Type-C პორტსა და 3.5-მილიმეტრიან აუდიო კონექტორს. ლეპტოპის ავტონომიურ მუშაობაზე პასუხისმგებელია 47 ვტ/სთ. ბატარეა Full HD დისპლეის მქონე ვერსიებში, ხოლო უფროს მოდიფიკაციებში კი ბატარეის სიმძლავრე 56 ვტ/სთ-ს შეადგენს. ორივე მოდიფიკაციის ავტონომიური მუშაობის დროდ 12 საათია გამოცხადებული. მხარდაჭერილია სწრაფი დატენვაც: 20 წუთში დამუხტული ბატარეა საკმარისია ლეპტოპის ორსაათიანი მუშაობისთვის. ამავე ბლოკისა და USB Type-C პორტის მეშვეობით შესაძლებელია Pixel-სმარტფონების დამუხტვაც. Pixelbook Go გაყიდვაში 27 ოქტომბერს გამოვა. 8/64 გიგაბაიტიანი საბაზისო ვერსიის ფასი 649 აშშ დოლარი იქნება. 16/256 გიგაბაიტიანი i7 მოდელი და 4K-დისპლეის მქონე ვერსია კი 1399 დოლარად გაიყიდება. https://3dnews.ru/995663
  9. პროგრამისტმა ვირჯილ დიუპრასმა შექმნა ოპერაციული სისტემა Collapse OS, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება სამყაროს აღსასრულის შემდეგ. სისტემის გაშვება შეიძლება კომპიუტერში, რომელიც პოსტაპოკალიპტურ სანაგვეზე შეგროვებული ნაწილებით იქნება აწყობილი. Collapse OS-ის ალგორითმები თავსებადი იქნება არა მარტო ხელნაკეთ მოწყობილობებთან, ისინი სრულიად ავტონომიურია - ოპერაციული სისტემის გაშვება შესაძლებელი იქნება ნებისმიერი ტიპის გამომთვლელ ტექნიკაში. ოპერაციული სისტემის ავტორმა Collapse OS-ის ტესტირება მოახდინა RC2014 კომპიუტერზე კონსოლების - Sega MegaDrive-ისა და Sega Master System-ის დეტალებით. ვირჯილ დიუპრასი თვლის, რომ აპოკალიფსის შემდეგ სანაგვეზე უამრავი ასეთი დეტალი იქნება. Collapse-ის ბირთვი ფლობს კოდის მხოლოდ 2 ათას შვიდას ხაზს, თავად ოპერაციული სისტემა კი - ხუთიათას ექვსასს. ამასთან, Collapse OS-ის გატეხვა პრაქტიკულად შეუძლებელია, ამ სისტემაზე მომუშავე მოწყობილობა კი ნებისმიერ პირობებში შეძლებს მუშაობას. Collapse OS-ის წყალობით მომავალში კაცობრიობა შეძლებს წვდომა დაიბრუნოს ინფორმატიკის საბაზისო პრინციპებთან - აღნიშნავს სისტემის ავტორი. https://hightech.fm/2019/10/14/collapse
  10. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია AMD-ის პროცესორები დღითიდღე უფრო და უფრო უმჯობესდება, Intel დანებებას არ აპირებს. ბევრი ანალიტიკოსი მარჩიელობს - როგორ ახერხებს Intel რთული სიტუაციებიდან გამოსვლას იმ დროს, როდესაც კონკურენტის ჩიპები უფრო იაფია. ამჯერად, როგორც ჩანს, კითხვაზე პასუხი ნათელია. როგორც ვებ-გვერდი wccftech აღნიშნავს, ამ ორი კომპანიის შედარება არაკორექტულია. მთელი არსი მასშტაბებში მდგომარეობს: თუკი მთელი 2018 წლის განმავლობაში AMD-მ მხოლოდ 300 მლნ დოლარის ოდენობით შემოსავალი მიიღო, Intel-ის თქმით მას 2019 წელს გაკეთებული ფასდაკლებები 3 მლრდ აშშ დოლარი დაუჯდა. ბიუჯეტები პრაქტიკულად შეუსაბამოა. ამასთან, როგორც ექსპერტები ამბობენ, ისეთი გიგანტურის კომპანიისათვის, როგორიც Intel-ია, ეს ციფრები კრიტიკული არ იქნება. უფრო მეტიც - სერვერული ბაზრიდან მიღებული უზარმაზარი შემოსავლების ფონზე ეს დანახარჯი პრაქტიკულად უმნიშვნელოც კი გახლავთ. ამრიგად, Intel დაუფარავ ფასების ომს აცხადებს, რომლის მოგებასაც AMD დიდი ალბათობით ვერ შეძლებს, თანაც იმ დროს, როდესაც ახლად ძალ-ღონემოკრებილ AMD-ს ძვირადღირებული ჩიპები სჭირდება. Intel-მა უკვე ორჯერ დაწია ფასები თავის ახალ, მეათე თაობის მაღალი წარმადობის ჩიპებზე. ეს ფასდაკლება დაარტყამს ჯერ კიდევ არგამოსულ Threadripper-თაობას და ისინი შეიძლება აღარავის დასჭირდეს. ექსპერტების აზრით ეს მხოლოდ დასაწყისია. ფასების ომი - ეს საუკეთესო რამაა, რაც კი შეიძლება პროცესორების ბაზარზე მოხდეს. მას მხოლოდ ერთი ნაკლი აქვს: როდესაც ომი დასრულდება, გამარჯვებული თავის პროცესორებს ისეთ ფასებს დაადებს, როგორიც მოესურვება. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/30769/kompaniya-intel-gotova-k-cenovoj-vojne-u-amd-net-nikakih-shansov-wccftech
  11. არც ისე დიდი ხნის წინ ადამიანები ჯერ კიდევ ფიქრობდნენ, რომ რაიმე ტვირთის გაგზავნა კოსმოსურ სივრცეში აბსოლუტურად შეუძლებელი იყო. ამჟამად ეს უკვე რეალობაა და ხელმისაწვდომი უახლოეს მომავალში გახდება. კემბრიჯის უნივერსისტეტში შეიქმნა კონცეფცია, რომლის თანახმადაც შესაძლებელი იქნება კოსმოსურ სადგურზე გაიგზავნოს სხვადასხვა ზომის ტვირთი. წარდგენისთანავე პროექტი გადაეცა კორპორაცია LiftPort Group-ის ხელმძღვანელ მაიკლ ლეინს. გარკვეული დროის განმავლობაში მან შეაფასა კოსმოსური ლიფტის შექმნის საშუალება და დაასახელა მისი მიახლოებითი ღირებულება. საბედნიეროდ, თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით მოცემული მექანიზმის შექმნა სავსებით რეალურია და აუცილებელიც კი გახდება. შემუშავებული პროექტის მიხედვით ლიფტის საწყისი წერტილი ეკვატორზე უნდა განთავსდეს, მეორე ბოლო კი დაუკავშირდეს თავად კოსმოსურ სადგურს. ბუნებრივია, როგორც მოსალოდნელი იყო, კოსმოსში ტვირთის გაგზავნის ფასი შთამბეჭდავი იქნება - 1 კგ მასის გასაგზავნად თითქმის 20 ათასი აშშ დოლარის გაღება იქნება საჭირო. ექსპერტების შეფასებით კოსმოსური ლიფტის მშენებლობა ჯამში 90 მლრდ აშშ დოლარი დაჯდება. წამყვანი დონის ინჟინრები უკვე დათანხმდნენ დაიწყონ მშენებლობა 2045 წლიდან. მანამდე კი დიდი ფასის გარდა მეცნიერებს მოუწევთ მოაგვარონ რამდენიმე სერიოზული პრობლემა, ესენია ტემპერატურის დაცემა და დედამიწის ატმოსფეროს გარეთ კონსტრუქციის დაცვა კოსმოსური ნაგვისგან. https://overclockers.ru/blog/RoadToKnowledge/show/30758/predstavlen-pervyj-proekt-kosmicheskogo-lifta
  12. ზაფხულის შუა პერიოდში გაყიდვაში გამოვიდა კომპანია AMD-ის Ryzen 3000 სერიის დესკტოპ პროცესორები. ამჟამად კალიფორნიური ტექნოგიგანტი მუშაობს HEDT-გადაწყვეტილებებზე Ryzen Threadripper 3000-ის ხაზში, პარალელურად ვრცელდება პირველი ინფორმაცია Ryzen 4000 პროცესორების შესახებ. მესამე თაობის მოდელები დამზადებულია 7-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით და აგებულია Zen 2 არქიტექტურის ბაზაზე. Ryzen 4000 პროცესორებში მოსალოდნელია არქიტექტურა Zen 3 და ტექნოლოგია 7nm+. გავრცელებული ინფორმაციით Zen 3-ზე გადასვლა 8 %-ზე მეტით გაზრდის IPC მაჩვენებელს. დესკტოპ პროცესორების ინჟინრული ნიმუშები გამოირჩევა უფრო მაღალი სიხშირეებით მესამე თაობის მოდელებთან შედარებით. ახალი ცნობების თანახმად, სიხშირე 0,1-0,2 გიგაჰერცით გაიზრდება, არის ალბათობა, რომ კიდევ უფრო მეტადაც გაიზარდოს. მომავალ მოდელებში პროცესორის ბირთვების რაოდენობა კი უცვლელი იქნება: ე.ი. უმცროს მოდელებს კვლავ ექნება 6, ფლაგმანებს კი - 12 ბირთვი. ბოლოს უნდა აღინიშნოს, რომ წარმადობის მატება Ryzen 4000-სა და Ryzen 3000 მოდელებს შორის არ იქნება ისეთი შესამჩნევი, როგორც Ryzen 3000 და Ryzen 2000 სერიებს შორის. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/30762/poyavilas-pervaya-informaciya-o-processorah-amd-ryzen-4000
  13. კოსმოსური ტელესკოპ ჰაბლის (Hubble Space Telescope) ვებ-გვერდზე გამოჩნდა სამყაროს ნაწილის დიდებული გამოსახულება: ამჯერად ფოტოზე აღბეჭდილია ობიექტი სახელწოდებით - NGC 4380. ხსენებული კოსმოსური ქმნილება - ეს გახლავთ სპირალური გალაქტიკა ქალწულის თანავარსკვლავედში. მისი აღმოჩენა მოხდა ჯერ კიდევ 1826 წლის მარტში ასტრონომ ჯონ ჰერშელის მიერ. სპირალური გალაქტიკები სამყაროში არსებული გალაქტიკების ყველაზე გავცელებული და ძირითადი ტიპია. მათ შუაგულში ვარსკვლავური წარმოშობის კაშკაშა დისკოებია, რომლებიც პრაქტიკულად ლოგარითმულადაა განთავსებული ნათელი ცენტრალური ნაწილის მიმდებარედ. მოცემულ გამოსახულებაზე შესანიშნავადაა ასახული გალაქტიკის სტრუქტურა. კერძოდ, ნათლად ჩანს გალაქტიკის „გული“. გარდა ამისა, შესაძლებელია დავინახოთ წარმონაქმნის სპირალური სტრუქტურა. ორბიტალურმა ტელესკოპმა Hubble-მა გასულ წელს აღნიშნა ოცდაათწლიანი იუბილე მას შემდეგ, რაც კოსმოსში იმყოფება. ტელესკოპი კოსმოსში გაუშვეს 1990 წლის 24 აპრილს შატლ Discovery STS-31-ის ბორტზე. გათვლილია, რომ ობსერვატორია კაცობრიობას მინიმუმ 2025 წლამდე მოემსახურება. https://3dnews.ru/995560
  14. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევარებმა 3D პრინტერის მეშვეობით შექმნეს ხიდის მოდელი, რომელიც და ვინჩიმ 500 წლის წინ დააპროექტა. მეცნიერმა პროექტი ოსმალეთის იმპერიის სულთან ბაიაზიდ II-ის შეკვეთით დაამზადა, თუმცა მისი კონსტრუქცია არ მოიწონეს, რადგანაც სულთნის გარემოცვამ მიიჩნია, რომ ხიდი საჭირო დატვირთვას ვერ გაუძლებდა. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ეს ხიდი მეტად ნოვატორულია თავის დროის გათვალისწინებით - ლეონარდოს არ ჰქონდა თანამედროვე საყრდენ-გამაძლიერებელი მასალები და ასფალტი, რომელსაც პროექტში გამოიყენებდა. ამიტომ მან ეს მასალა ჩაანაცვლა დაპრესილი სალტეებით, პარაბოლური რკალებითა და კუთხური თაღებით. მას სურდა შეექმნა იმ დროის მსოფლიოში ყველაზე გრძელი - 240-მეტრიანი ხიდი. „პროექტზე მუშაობამ დიდი დრო წაგვართვა, თუმცა 3D პრინტერმა საშუალება მოგვცა აღგვედგინა იგი გეომეტრიული სიზუსტით - აღნიშნავენ პროექტზე მომუშავე მკვლევარები. ინჟინერ-მეცნიერთა გუნდმა აღადგინა და ვინჩის ხიდის ზუსტი მოდელი 1:500 მასშტაბში. ხიდის მოდელისათვის სათითაოდ გამოიჭრა და შემდეგ აიწყო რთული ფორმის 126 ცალკეული ბლოკი. მომუშავე გუნდი ეყრდნობოდა იმ ესკიზებსა და აღწერებს, რომლებიც მოცემულია ლეონარდოს ჩანაწერებში. ინჟინრები აგრეთვე ითვალისწინებდნენ იმ დროისათვის დამახასიათებელ კონსტრუქციულ ტენდენციებს. და ვინჩის მიერ არჩეული გაბრტყელებული თაღის ფორმის ხიდი საშუალებას იძლეოდა მის ქვეშ ფლოტს გაეცურა, ძირითადი კონსტრუქცია კი სეისმური გამძლეობით ხასიათდებოდა. თაღის ბაზაზე არსებული მოძრავი პლატფორმები კი მოძრაობდა ისე, რომ არ დარღვეულიყო ერთიანი კონსტრუქცია. https://hightech.fm/2019/10/11/leo-bridge
  15. სტრიმინგ თამაშების სერვისი NVIDIA GeForce Now ხელმისაწვდომი გახდა Android-მოწყობილობებზე. GeForce Now უზრუნველყოფს მრავალფეროვან გეიმინგ სივრცეს მილიარდობით იმ კომპიუტერისთვის, რომლებიც არ ფლობენ საკმარის სიმძლავრეს ლოკალური თამაშებისთვის. ახალი ინიციატივა მნიშვნელოვნად გააფართოვებს აუდიტორიას, რადგანაც გამოჩნდა სერვისის მხარდაჭერა Android-ით მართულ ფლაგმანურ სმარტფონებზეც. ისევე, როგორც პერსონალური კომპიუტერებისა და SHIELD TV-ის შემთხვევაში, Android-ისთვის განკუთვნილი მობილური აპლიკაცია ბეტა-ვერსიის მდგომარეობაშია. კომპანია აგრძელებს სერვისის გაუმჯობესება-ოპტიმიზაციას. აპლიკაცია ამ ეტაპზე გაშვებულია სამხრეთ კორეაში და ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის გლობალურ ონლაინ მარკეტ Google Play Store-ში, თუმცა APK უკვე ატვირთულია APKMirror-ზე. რამდენიმე ევროპულმა რესურსმა უკვე შეამოწმა მისი სამუშაო ეფექტი. ტექნიკური მოთხოვნები ასეთია: მხარდაჭერილია სმარტფონები, რომლებსაც აქვთ Android 5.0 ან უფრო ახალი ვერსია, ოპერატიული მეხსიერების მოცულობა უნდა იყოს არანაკლებ 2 გიგაბაიტი. ოპტიმალური მუშაობისთვის რეკომენდებულია ინტერნეტის სიჩქარე არანაკლებ 15 მბიტ/წმ (მინიმალური შეფერხებებით), აგრეთვე Bluetooth-კონტროლერი, მაგალითად SHIELD-ის, Razer Raiju Mobile-ის, Steelseries Stratus Duo-სა და Glap Gamepad-ის მსგავსი, რომლის გარეშეც თამაშები სმარტფონში არ გაეშვება. აპლიკაციის გამოყენებისთვის საჭიროა სერვისის გამოწერა, რომლის ფასიც იქნება წელიწადში დაახლოებით 155 აშშ დოლარი, თვეში კი - დაახლოებით 15 $. https://3dnews.ru/995553
  16. Apple გამოუშვებს iPhone SE 2-ს 2020 წლის პირველ კვარტალში და მისი ფასი 399 აშშ დოლარი იქნება. სმარტფონს ექნება ისეთივე A13 ჩიპი, როგორიც გამოყენებულია iPhone 11-ში. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 3 გიგაბაიტი იქნება. ეს ინფორმაცია მიღებულ იქნა ერთ-ერთი ინსაიდერის მიერ, რომელიც Apple-ის სამომავლო პროდუქტების შესახებ ზუსტი პროგნოზებით გამოირჩევა. iPhone SE 2-ს საწყისი ფასი 399 აშშ დოლარი იქნება და იგი შესაძლოა გახდეს ყველაზე იაფი iPhone ბაზარზე. დღეისათვის ყველაზე იაფი მოდელი iPhone 8 გახლავთ - მისი ფასი 449 დოლარიდან იწყება. თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ iPhone 8-ს უფრო მოძველებული კომპონენტები აქვს, რითაც ყველა ასპექტში ჩამორჩება ახალ iPhone-ს. როგორც ცნობილია, iPhone SE 2-ს არ ექნება ფუნქცია Touch ID და უსადენო დატენვის მხარდაჭერა. კომპენსაციის სახით მოსალოდნელია, რომ მოწყობილობას ექნება ახალი iPhone-ებისთვის დამახასიათებელი სხვა ისეთი ფუნქციები, როგორებიცაა Deep Fusion, Night Mode, ვიდეოს შესანიშნავი ხარისხით ჩაწერა და კამერის ახალი აპლიკაცია. ბევრი ანალიტიკოსის აზრით Apple-ის ასეთი სმარტფონის ბაზარზე გამოსვლა ბომბის ეფექტს გამოიწვევს, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს არა მარტო უკან დაიბრუნოს მილიონობით „გაქცეული“ მომხმარებელი, არამედ მოიზიდოს ახალი თაყვანისმცემლები. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/30772/data-vyhoda-iphone-se-2-i-osnovnye-harakteristiki-podtverzhdeny-insajderom-399-dollarov
  17. კომპანია Qualcomm-მა განაცხადა, რომ მომავალ ჩიპსეტებს ექნება ინდური რეგიონალური სანავიგაციო სისტემა Navigation with Indian Constellation-ის (NavIC) მხარდაჭერა, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების ზუსტი ადგილსამყოფელის აღმოჩენას. თავდაპირველად ეს შესაძლებლობა შეეხება ინდოეთისა და მისი საზღვრისგან 1500 კილომეტრით დაშორებულ ტერიტორიებს. Qualcomm-ის ჩიპსეტების რამდენიმე პლატფორმაზე NavIC-ის მხარდაჭერა გამოჩნდება 2019 წლის ბოლოს, სანავიგაცო სისტემის მხარდაჭერის მქონე ჩიპებით აღჭურვილი კომერციული მოწყობილობები კი 2020 წლის პირველ ნახევარში იქნება ხელმისაწვდომი. NavIC-ის მხარდაჭერა Qualcomm-ის ჩიპსეტებზე გააფართოვებს გეოლოკაციის შესაძლებლობებს, რომლებიც მოცემულია მობილური მოწყობილობების, საავტომობილო სისტემებისა და ინტერნეტ-ნივთებისთვის განკუთვნილ აპლიკაციებში. https://3dnews.ru/995566
  18. პროგრამული უზრუნველოფა AnTuTu-ს ავტორებმა გამოაქვეყნეს Android-სმარტფონების წარმადობის რეიტინგი. სიაში შევიდა მოდელები, რომელთა ტესტირებაც ბენჩმარკზე გასულ თვეში მოხდა. პირველი ცხრა ადგილი დაიკავეს სმარტფონებმა, რომლებიც აგებულია Snapdragon 855 და Snapdragon 855 Plus პროცესორების ბაზაზე, მხოლოდ მეათე ადგილი ერგო Kirin 990-ზე მომუშავე სმარტფონს. პირველი და მეორე ადგილები დაიკავა კომპანია Vivo-ს ფლაგმანებმა. ლიდერი გახლავთ NEX 3 5G მოდელი 8/256 გბ მოდიფიკაციით. მისმა ქულებმა 483 427 შეადგინა. დაახლოებით 2 ათასი ქულით ჩამორჩება მას გეიმინგ სმარტფონი vivo iQOO Pro 5G ასევე 8/256 გბ მეხსიერებით. მესამე ადგილზე აღმოჩნდა ASUS ROG Phone II - 473 917 ქულით. მისი მეხსიერების მოცულობა 8/128 გიგაბაიტია. მომდევნოა კიდევ ერთი გეიმინგ სმარტფონი Xiaomi Black Shark 2 Pro. მისი ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 12 გბ-ა, ფლეშ-მეხსიერების მოცულობა კი - 256 გბ. მას მოსდევს Xiaomi Mi 9 Pro 5G - 8/256 გბ მეხსიერებით. შემდეგი გახლავთ Meizu 16s Pro – 8/128 გბ. მან უკან ჩამოიტოვა ფლაგმანური სმარტფონი Redmi K20 Pro Exclusive Edition, რომლის მეხსიერება 12/512 გიგაბაიტს შეადგენს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამ დრომდე ჩამოთვლილი ყველა სმარტფონი მუშაობს 7-ნანომეტრიან ცალკრისტალიან სისტემა Snapdragon 855 Plus-ზე. რეიტინგი გრძელდება Snapdragon 855 მობილური პროცესორის მქონე მოწყობილობებით: ესენია Samsung Galaxy Note 10 Plus 5G 12/256 გბ მეხსიერებით, მომდევნო კი - OnePlus 7 Pro - მეხსიერების იდენტური კომპლექტაციით. ათეულში ბოლო ადგილზეა Huawei Mate 30 Pro 8 გიგაბაიტი ოპერატიული და 256 სამომხმარებლო მეხსიერებით. იგი მუშაობს საფირმო 7-ნანომეტრიან პროცესორ Kirin 990-ის ბაზაზე და აღიარებულია საუკეთესო კამერაფონად. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/30670/nazvany-samye-moschnye-android-smartfony
  19. ანალიტიკოსებმა გამოაქვეყნეს შეტყობინება, რომელშიც ნათქვამია, რომ 2020 წლის პირველ ნახევარში Apple წარადგენს რამდენიმე ახალ პროდუქტს. მათ შორის იქნება შერეული რეალობის სათვალეც, რომელზე მუშაობა წარიმართება სხვადასხვა ბრენდთან თანამშრომლობის ფარგლებში. Apple-მა მნიშვნელოვანი თანხა ჩადო შერეული რეალობის ტექნოლოგიებში, რაც უკვე ხელმისაწვდომია რამდენიმე უახლეს iPhone-სა და iPad-ში. რაც შეეხება AR-სათვალეს, იგი საშუალებას იძლევა დაიდოს ციფრული ინფორმაცია მომხმარებლის ირგვლივ არსებულ რეალურ ობიექტებზე. ამ კატეგორიის პროდუქტები პოპულარული ჯერ იმიტომ ვერ გახდა, რომ, როგორც წესი, AR-სათვალე გულისხმობს მოზრდილი ზომის მოუხერხებელ კონსტრუქციას და მეტად განსხვავდება სტანდარტული სათვალისგან. ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Microsoft, Google და Magic Leaps, უკვე არაერთი წელია უშვებენ შერეული რეალობის სათვალეებს, თუმცა მათ მიერ გამოშვებული ვერც ერთი მოდელი ვერ გახდა რეალურად პოპულარული მომხმარებლებს შორის. რაც შეეხება Apple-ის სხვა მოწყობილობებს, კომპანია აპირებს გამოუშვას ბიუჯეტური iPhone SE 2 და ახალი iPad Pro მომდევნო წლის პირველ კვარტალში. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ SE 2-ის ფასი დაახლოებით 399 აშშ დოლარი იქნება. Apple-ის პირველი 5G სმარტფონი კი 2020 წლის მესამე კვარტალში გამოვა. https://3dnews.ru/995365
  20. კომპანია Mara Group-მა რუანდიდან გამოუშვა ორი სმარტფონი, რომლებიც აფრიკაში წარმოებულ პირველ მოდელებად იწოდება. ამგვარად, კომპანიამ გაამყარა რუანდის ამბიციები - ქვეყანა იქცეს რეგიონალურ ტექნოლოგიურ ცენტრად. სმარტფონები Mara X და Mara Z მუშაობს ოპერაციულ სისტემა Android-ზე და მათი ფასია 190 და 130 დოლარი, შესაბამისად. როგორც მოსალოდნელია, მოწყობილობები კონკურენციას გაუწევს ადგილობრივ ბაზარზე არსებულ შედარებით ბიუჯეტურ სმარტფონებს. რუანდაში ბრენდული მოწყობილობების ფასი 37 დოლარიდან იწყება, Samsung-ის ყველაზე იაფი მოდელი კი დაახლოებით 55 აშშ დოლარი ღირს. კომპანია Mara Group-ის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ წარმოდგენილი სმარტფონები ორიენტირებულია იმ მომხმარებლებზე, რომლებიც მზად არიან გაცილებით მეტი გადაიხადონ ხარისხში. მან აგრეთვე ხაზი გაუსვა, რომ მისი კომპანია აფრიკაში სმარტფონების პირველი მწარმოებელია. სმარტფონების ასაწყობი ქარხნები მდებარეობს ეგვიპტეში, ეთიოპიაში, ალჟირსა და რეგიონის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში. თუმცა ამ ქარხნებში იმპორტული კომპონენტები გამოიყენება. „ჩვენ პირველებმა დავიწყეთ წარმოების სრული ციკლი, რომელიც მოიცავს კომპონენტების დამზადებას“- თქვა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ქარხნის მშენებლობაში 24 მლნ დოლარი დაიხარჯა. ქარხანაში შესაძლებელია დამზადდეს დღეში 1200 სმარტფონი. კომპანია Mara Group მოგების მიღებას ელის აფრიკის კონტინენტალური თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების წყალობით. ეს არი პაქტი, რომელიც მიმართულია მიზნისკენ - მოხდეს 55 ქვეყნისგან შემდგარი სავაჭრო ბლოკის ფორმირება, რათა ხელი შეეწყოს კონტინენტზე სავაჭრო ვითარების გაუმჯობესებას. შეთანხმება ძალაში შევა მომდევნო წლის ივლისში და იგი 1 მილიარდ 300 მილიონ ადამიანს გააერთიანებს ერთიანი ეკონომიკური ბლოკის ფარგლებში. https://3dnews.ru/995348
  21. ახალი Epson WF-110 პრინტერის წონა ოდნავ აღემატება ნახევარ კილოგრამს და ადვილად თავსდება სამგზავრო ჩანთაში. პრინტერს ლითიუმ-იონური ბატარეა აქვს, რომლის დატენვაც შესაძლებელია ქსელიდან USB-ის მეშვეობით. ასევე შესაძლებელია მოწყობილობის სამუშაო პერიოდის ხანგრძლივობის გაზრდა, თუკი მას დამატებით გარე ბატარეას მივუერთებთ - ასეთ შემთხვევაში მოწყობილობის წონა 2.04 კილოგრამამდე გაიზრდება. USB სადენის გარდა პრინტერში შესაძლებელია გამოიყენოთ Wi-Fi და Wi-Fi Direct პროტოკოლები, ასე რომ WF-100 თავისუფლად უკავშირდება სმარტფონს ან პლანშეტს. უფრო მეტიც, მართვა შესაძლებელია ხმოვანი დამხმარეების - Alexa-ს, Google Assistant-ის, ან Siri-ს მეშვეობით. პრინტერი აღჭურვილია 1,4-დუიმიანი LCD დისპლეითა და მცირე ზომის სამართავი პანელით. Epson WF-100 ბეჭდავს სტანდარტულ დოკუმენტებსა და 10 х 15 სმ ზომის ფოტოებს სიჩქარით - 7-6 გვერდი წუთში შავ-თეთრ ფორმატში, ფერად მასალას კი - წუთში 3-4 გვერდს. მინიპრინტერის შეძენა შესაძლებელია 300 აშშ დოლარად. https://www.techcult.ru/gadgets/7400-epson-vypustila-samyj-portativnyj-printer-v-mire
  22. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ენერგობლოკის მართვის ცენტრი ტურისტებისთვის ღია ზონად გამოცხადდა. შენობაში რადიაციის ჯერ კიდევ მაღალი დონეა, ამიტომ იქ შესვლა მხოლოდ სპეციალური კოსტიუმითაა დასაშვები. ჩერნობილში აფეთქება 1986 წლის 26 აპრილს მოხდა. რეაქტორის უსაფრთხოების შემოწმებისას მისი სიმძლავრე ჯერ მინიმუმამდე დაეცა, შემდეგ კი მკვეთრად გაიზარდა, რის შედეგადაც აფეთქება მოხდა. კატასტროფიდან რამდენიმე დღეში ქალაქ პრიპიატისა და ახლომდებარე სოფლების მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა, 2.6 ათასი კვადრატული მეტრი ტერიტორია კი დახურულ ზონად გამოცხადდა: აიკრძალა ამ ფართობზე თავისუფალი გადაადგილება, რადგან გარემო ძლიერად იქნა რადიონუკლიდებით დაბინძურებული. მეოთხე ენერგობლოკის მართვის ცენტრის დარბაზი ტურისტებისთვის მას შემდეგ გააღეს, რაც ივლისში უკრაინის პრეზიდენტმა დახურული ზონა ქვეყნის ოფიციალურ ღირსშესანიშნაობად გამოაცხადა. როგორც ცნობილია, მართვის დარბაზის მონახულების შემდეგ ტურისტები ორ პროცედურას გაივლიან, სადაც შემოწმდება მათ ორგანიზმში რადიოაქტიური ნივთიერებების არსებობა. უკრაინაში უკვე განხორციელდა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურისთვის ახალი სარკოფაგის ექსპლუატაცია. კონსტრუქცია 11 წლის მანძილზე იგებოდა და მან უნდა ჩაანაცვლოს ძველი სარკოფაგი, რომელიც არსებობის უკვე ას წელიწადს ითვლის. მეოთხე ენერგობლოკის სამართავი ცენტრის დათვალიერების ამსახველი ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?time_continue=68&v=f826WNHUmao https://hightech.fm/2019/10/07/control-room
  23. კომპანია Tesla-ს ინჟინრებმა განაცხადეს, რომ ელექტრომობილების მფლობელებს საშუალება მიეცემათ შეცვალონ მანქანის მოძრაობისა და სიგნალის ხმა. ასარჩევი ხმების სრული ჩამონათვალი ჯერ უცნობია, თუმცა მათ შორისაა ქარის ხმაური, თხის კიკინი და ხმა „მონტი პაიტონიდან“. ილონ მასკმა განაცხადა, რომ კომპანია აგრეთვე განიხილავს შესაძლებლობას - საშუალება მისცეს მფლობელებს თავად ჩატვირთონ და დააყენონ სასურველი ხმა. თუმცა შესაძლოა ეს შემოთავაზება პრობლემატური აღმოჩნდეს, რადგანაც Tesla-ს შეიძლება შეზღუდვები შეეხოს რეგიონალური მოთხოვნილებებისა და ქვეითების გადაადგილების გათვალისწინებით. უნდა აღინიშნოს, რომ ელექტრომობილები პრაქტიკულად უხმაუროდ გადაადგილდებიან, რის გამოც ქვეთად მოსიარულეებს უბრალოდ არ ესმით მოახლოებული მანქანის ხმა, რამაც შესაძლოა ავარია გამოიწვიოს. სწორედ ქვეითების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ხდება ელექტრომობილებში ხელოვნური ხმის გენერირება. აქვე დავამატებთ, რომ Tesla-მობილების მიწოდება-გაყიდვები რეკორდებს ხსნის. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში კომპანიამ საერთო ჯამში დაახლოებით 97 ათასი ელექტრომობილი გაყიდა. ეს მაჩვენებელი კომპანიის ისტორიაში უმაღლესია. ელექტრომობილებს პერიოდულად საპირისპირო სახის მოვლენებიც უკავშირდება: რამდენიმე კვირის წინ ეჭვმიტანილის დევნისას პოლიციელს Tesla-ს ელექტრომობილის ბატარეა დაუჯდა. რბოლის სიჩქარემ 200 კმ/სთ-ს მიაღწია, პოლიციელმა კი განაცხადა, რომ მას ბატარეის მუხტი მხოლოდ 10 კილომეტრის გასავლელად ეყოფოდა. ეს ფაქტი მან დისპეტჩერს აცნობა, რის შემდეგაც დამნაშავის დევნა ჩვეულებრივმა საპატრულო ავტომობილებმა გააგრძელეს. https://hightech.fm/2019/10/07/tesla-sounds
  24. Pixel 4 და Pixel 4 XL სმარტფონების ოფიციალურ ანონსამდე ცოტა დრო დარჩა. უკვე ცნობილია მათი ფასიც, რომელსაც გვიზიარებენ ცნობილი ინსაიდერები. ინტერნეტ-წყარომ გააზიარა სმარტფონების კანადური ღირებულება, რომელიც დაახლოებით მსგავსია შეერთებული შტატების ფასისა. ორივე სმარტფონს 6 გბ ოპერატიული და 64/128 გბ ინტეგრირებული მეხსიერება ექნება კომპლექტაციის შესაბამისად. საბაზისო მოდიფიკაციის სმარტფონის ფასი 790 აშშ დოლარს შეადგენს. 900 დოლარად კი შესაძლებელი იქნება შეიძინოთ ან სტანდარტული კონფიგურაციის Pixel 4 XL მოდელი, ან Pixel 4 128 გბ ინტეგრირებული მეხსიერებით. ტოპ მოდიფიკაციის XL ვერსია 1020 აშშ დოლარად გაიყიდება. სმარტფონი ფასი კანადური დოლარი აშშ დოლარი Google Pixel 4 6/64 გბ $1050 $790 Google Pixel 4 6/128 გბ $1200 $900 Google Pixel 4 XL 6/64 გბ $1200 $900 Google Pixel 4 XL 6/128 გბ $1360 $1020 Google Pixel 3 6/64 გბ $1000 $750 Google Pixel 3 6/128 გბ $1130 $850 Google Pixel 3 XL 6/64 გბ $1130 $850 Google Pixel 3 XL 6/128 გბ $1260 $945 როგორც ვხედავთ, მოსალოდნელ ფასთან შედარებით ახალი Pixel-ები 40-50 (სტანდარტული ვერსია) და 50-57 (უფროსი მოდიფიკაცია) დოლარით ძვირია. თუმცა აღსანიშნავია, რომ ორივე სმარტფონი წინამორბედებთან შედარებით გაუმჯობესებული იქნება. პირველ რიგში, კადრის განახლების სიხშირე 90 ჰერცამდე გაიზარდა. მეორე - ძირითად კამერაში გაჩნდა მეორე მოდული (ტელეობიექტივი), და მესამე - ოპერატიული მეხსიერების მოცულობა ოთხიდან ექვს გიგაბაიტამდე გაიზარდა. Pixel 4-სა და Pixel 4 XL-ს ექნება ცალკრისტალიანი სისტემა Snapdragon 855 და OLED ეკრანები. უფროსი მოდელი წარმოდგენილი იქნება 6.3-დუიმიანი QHD+ მატრიცით, სტანდარტული მოდელი კი - 5.7-დუიმიანი FHD+ გაფართოებით. სხვა მახასიათებლებიდან აღსანიშნავია ოპერაციული სისტემა Android 10, 18-ვატიანი სწრაფი დატენვა, USB-C, NFC მოდული და 2800 მა/სთ / 3700 მა/სთ მოცულობის ბატარეა, მოდიფიკაციის შესაბამისად. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/30619/stali-izvestny-ceny-google-pixel-4-i-pixel-4-xl-na-40-75-dollarov-dorozhe-predshestvennikov
  25. კომპანია Intel-მა წარადგინა Xeon W-2200 - პროცესორების ახალი თაობა, რომელიც განკუთვნილია პროფესიონალურ სამუშაო სადგურებში გამოყენებისთვის. Intel-ის განცხადებით, ახალი პროცესორები ოპტიმიზებულია ფართო სპექტრის სამუშაო დავალებებისთვის სხვადასხვა ტიპის კონტენტის შესაქმნელად. Intel აღნიშნავს, რომ ახალი Xeon W-2200 მოდელები მთელი რიგი მახასიათებლებით განსხვავდება წინამორბედი Xeon W-2100 სერიის წარმომადგენლებისგან. პირველ რიგში, ახალი ჩიპების მაქსიმალური ტაქტის სიხშირე 4.8 გიგაჰერცამდე გაიზარდა Turbo Boost Max 3.0 ტექნოლოგიის წყალობით. წინა სერიაში ეს მაჩვენებელი არ აღემატებოდა 4.5 გჰც-ს. აღსანიშნავია 1 ტერაბაიტამდე მოცულობის მეხსიერების მხარდაჭერაც - წინა თაობის მოდელებში მხარდაჭერილი მაქსიმალური მეხსიერება 512 გბ იყო. ასევე ამჯერად ხელმისაწვდომია უფრო ჩქარი მეხსიერება DDR4-2933. გაჩნდა ახალი ქსელური კონტროლერი Intel i225-იც, რომლის მონაცემთა გადაცემის სიჩქარე 2.5 გბიტ/წმ-მდეა, ასევე ხელმისაწვდომია უსადენო კონტროლერი Intel AX200 – Wi-Fi-თა და 2.4 გბიტ/წმ-მდე სიჩქარით. გაიზარდა წარმადობაც, თუმცა არც ისე დიდად. Intel-მა ახალ Xeon W-2200 პროცესორებს დაუმატა ტექნოლოგია Deep Learning Boost-ის (DL Boost) მხარდაჭერა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მნიშვნელოვანი აჩქარება იმ ოპერაციებში, რომლებიც დაკავშირებულია მანქანურ სწავლებასა და ხელოვნურ ინტელექტთან. Intel-ის თქმით, ხელოვნური ინტელექტის გამომთვლელი სიჩქარე წინა თაობის მაჩვენებელზე ორნახევარჯერ გაიზარდა. სხვა მახასიათებლების მხრივ Xeon W-2200 წინამორბედებისგან არ განსხვავდება. ახალ სერიაში შესულია რვა პროცესორი, რომელთაც აქვთ 4-დან 18-მდე ბირთვი და Hyper-Threading ტექნოლოგიის მხარდაჭერა. TDP-ის დონე 105-დან 165 ვატამდე გაიზარდა. თითოეულ პროცესორს აქვს 48 PCIe 3.0 ხაზი, მთლიანად პლატფორმაზე კი შესაძლებელია მოცემული იყოს 72-მდე ხაზი. აღვნიშნავთ, რომ Xeon W-2200 პროცესორები LGA 2066 კორპუსშია მოცემული ისევე, როგორც Core-X სერიის სამომხმარებლო პროცესორები. თუმცა ისინი თავსებადია Intel X299 დედა დაფებთან - მათი მუშაობისთვის საჭიროა Intel C422 ჩიპსეტზე არსებული დაფები. Xeon W-ს ასევე აქვს RAS და Intel vPro მხარდაჭერა. Xeon W-2200 სერიის პროცესორები გაყიდვაში მალე გამოვა და მათი ფასი 294-დან 1333 აშშ დოლარამდე დიაპაზონში იქნება. ეს ღირებულება ორჯერ იაფია წინამორბედებთან შედარებით. https://servernews.ru/995225
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.