Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5903
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    196

Everything posted by Magdalena

  1. პროცესინგ-სერვისებით კრიპტოსავალუტო გადახდების მოცულობა 65 %-ით გაიზარდა მიმდინარე წლის იანვრიდან ივლისამდე. Bitcoin-ის წილზე გადახდების 89 % მოდის - გვატყობინებს Chainalysis. წლის მეორე ნახევრის ანალიზისთვის 2019 წლის დასასრულს უნდა დაველოდოთ. მკვლევარებმა გააანალიზეს 16 პროცესინგ-სერვისი. Bitcoin-ის პარალელურად მათ შეისწავლეს გადახდები Litecoin-ით, Bitcoin Cash-ითა და Tether-ით. USDT-ში პროცესინგული ტრანზაქციების რიცხვი ხუთჯერ გაიზარდა. ივლისში ვაჭრობაში კრიპტოსავალუტო გადახდების დღე-ღამურმა მოცულობამ დაახლოებით 5.5 მლნ შეადგინა, იანვარში ეს მაჩვენებელი 3.3 მლნ იყო. შედარებისთვის, ყავის გიგანტ Starbucks-ის ყოველდღიური ბრუნვა დაახლოებით 70 მლნ აშშ დოლარია. ოქტომბრიდან მოყოლებული Chainalysis იკვლევს საეჭვო ტრანზაქციებს 10 Ethereum-ტოკენებით. მეორე კვლევა „მკვდარ“ კრიპტო პროექტებს ეხება, მასში მონაცემები გააანალიზეს LongHash-ის მკვლევარებმა და გამოარკვიეს პროექტების დახურვის ძირითადი მიზეზები. პლატფორმის მონაცემებით კრიპტო პროექტების გაუქმების მთავარი მიზეზი მათ მიმართ ინვესტორების მხრიდან ინტერესის დაკარგვაა. ამგვარი ბედი ერგო გაუქმებული ტოკენების 63.1 %-ს. დახურული პროექტების თითქმის 30 % კი ჩვეულებრივი თაღლითი აღმოჩნდა. მათი უმეტესობა ამოქმედებული იყო 2017 წელს ICO-ს ბუმისა და ბაზრის სწრაფი ზრდა-გაფართოების ფონზე. 2018 წლისთვის ამგვარი პროექტების რიცხვი საგრძნობლად შემცირდა. პროექტების გაუქმების მიზეზები ასევე გახდა ჩავარდნილი ICO (3.6 %) და ისეთი ტოკენები, რომლებიც სახუმარო სახით გამოვიდა, მაგალითად „AnalCoin“, „BagCoin” და “BieberCoin” (3.2 %) მსგავსი პროექტების ზუსტი რაოდენობა განუსაზღვრელია, რადგანაც შეფასების კრიტერიუმები სხვადასხვა სერვისში სხვადასხვაა. ბევრი მათგანი უბრალოდ არც ხვდება ანალიტიკოსების ბაზაში, განსაკუთრებით ის პროექტები, რომლებიც უცხო, არაინგლისურენოვან აუდიტორიაზეა ორიენტირებული. უკვე გაუქმებული ტოკენების არსებობის საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით წელიწადნახევარი იყო. ყველაზე მცირე ხანს ფუნქციონირებს თვალსაჩინო scam-პროექტები - დაახლოებით ნახევარი წელიწადი. https://forklog.com/chislo-kriptovalyutnyh-tranzaktsij-v-torgovle-vyroslo-na-65-v-pervoj-polovine-goda/ https://forklog.com/issledovanie-60-kriptoproektov-prekratili-svoe-sushhestvovanie-iz-za-poteri-interesa-investorov/
  2. შეგროვებიდან 40 წლის შემდეგ NASA-ს სპეციალისტებმა გახსნეს მთვარის გრუნტის ნიმუშებიანი კონტეინერი, რომელშიც მოთავსებული იყო მისია Appolo-ს დროს შეგროვებული ნიადაგი. მასალა სიგრძეში დაახლოებით 61 სმ და სიგანეში 5 სანტიმეტრია. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ გულდასმით ჩატარებული ანალიზები ასტრონავტებს დაეხმარება უკეთ მოემზადონ მთვარის ახალი მისიებისთვის. შეგახსენებთ, რომ მისია Artemis დაგეგმილია 2020-იანი წლებისთვის. კონტეინერში არსაბული მიწის ნიმუში მოპოვებულ იქნა იმ ადგილიდან, სადაც კოსმოსური რაკეტა Appolo-17 დაეშვა 1972 წელს. ნიმუში ასახავს მთვარის გრუნტის შემადგენელი ფენების თანმიმდევრობას. მისია Appolo-ს ფარგლებში NASA-ს ასტრონავტებმა დედამიწაზე დაახლოებით ოთხი ცენტნერი მთვარის გრუნტი და კლდის ნიმუშები ჩამოიტანეს. ნიმუშების უდიდესი ნაწილი შენახულ იქნა ჯონსონის სახელობის კოსმოსურ ცენტრში, რათა გაეხსნათ იმ დროს, როდესაც ანალიზისთვის საჭირო ინსტრუმენტები საგრძნობლად იქნებოდა გაუმჯობესებული, შესაბამისად, მოხდებოდა მათი უფრო ხარისხიანად გამოკვლევა. მასალების დაკონსერვების იდეა მდგომარეობდა შემდეგში - ნიმუშები შესაბამის პირობებში ხელუხლებლად შეენახათ ახალი ტექნოლოგიების გამოჩენამდე. ამ ეტაპზე ლაბორატორიის მკვლევარებმა კონტეინერიდან ამოიღეს პირველი ნიმუში, რიცხვობრივი დასახელებით - 73002. https://3dnews.ru/997121
  3. გაზაფხულზე ღია პრეზენტაციაზე AMD-მ განაცხადა, რომ ახალი Ryzen Threadripper-ების დებიუტი წლის მეორე ნახევარში შედგებოდა. მას შემდეგ სიახლის შესახებ აღარაფერი ხსენებულა, რამაც დაინტერესებულ პირებში გაურკვევლობა გამოიწვია. AMD-მ განმარტა, რომ მესამე თაობის Ryzen Threadripper-ის გამოსვლა არ გადაუდია, თუმცა 16-ბირთვიანი მოდელის გამოსვლის საკითხი გადასახედი იყო, რასაც დრო დასჭირდა. ამჯერად შედგა ახალი თაობის პროცესორების ანონსის მხოლოდ პირველი ფაზა: წარდგენილ იქნა 24-ბირთვიანი Ryzen Threadripper 3960X, რომლის ფასი 1399 აშშ დოლარია და 32-ბირთვიანი Ryzen Threadripper 3970X – 1999-დოლარიანი ფასით. პირველი მოდელის ქეშ-მეხსიერების მოცულობა 140 მბ-ია, სიხშირე - 3.8 - 4.5 გჰც. მეორე მოდელის ქეშ-მეხსიერებაა 144 მბ, სამუშაო სხშირეების დიაპაზონი კი - 3,7 – 4,5 გჰც. ორივე პროცესორისთვის საერთოა ახალი Socket sTRX4, რომელიც საშუალებას იძლევა რეალიზდეს PCI Express 4.0 მხარდაჭერა AMD TRX40 ლოგიკის ნაკრების ბაზაზე. ცენტრალურ პროცესორს აქვს 64-ხაზიანი PCI Express 4.0-ის მხარდაჭერა, თუმცა სამომხმარებლო საჭიროებისას ხელმისაწვდომია მხოლოდ 48, რადგანაც რვა მათგანი გამოიყენება ლოგიკის ნაკრებისთვის, კიდევ რვა კი სამომავლოდაა დარეზერვებული. თავად ჩიპსეტი TRX40-ს 24 PCI Express 4.0 ხაზი აქვს, მისი რვა დამატებითი ხაზიც რეზერვშია. ამრიგად, მთელ პლატფორმაზე ხელმისაწვდომია 72 PCI Express 4.0, ფორმალურად კი 88. ახალი პროცესორები გვევლინება, როგორც შემოქმედებითი სფეროს პროფესიონალებისთვის განკუთვნილი პროდუქტები, ამიტომაც მათი სიჩქარის განხილვა და შედარება ხდება ისეთ სპეფიციკურ აპლიკაციებში, როგორებიცაა Adobe Premier, Chaos Group V-Ray და Cinebench R20. Ryzen Threadripper 3960X-ისა და 3970X-ის უპირატესობის მაჩვენებელი Intel Core i9-9980XE-ზე 30-50 %-ით მეტია, ცალკეულ შემთხვევებში კი - 90 %-ით. ახალი პროცესორების შესახებ დეტალები უფრო ვრცლად 25 ნოემბერს გახდება ცნობილი და ამავე დღეს დაიწყება მათი გაყიდვაც. https://3dnews.ru/997173
  4. რესურს GameWatcher-ის ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს ახალი ოფიციალური Alien-ის სამყაროს აღწერა: მასში ნათქვამია, რომ ხსენებული წიგნი იქნება მრავალმომხმრებლიანი შუთერის ფრიქველი, რომელშიც კარგად ნაცნობ ქსენომორფებს ვიხილავთ. თამაშის ავტორია სტუდია Cold Iron Studios. ნაწარმოების მოკლე აღწერა ამგვარია: „დოქტორი ტიმოთი ჰოენიკერი (Timothy Hoenikker) ჩავიდა სადგურ „პალა“-ზე, რომელიც კორპორაცია „Weyland-Yutani“-ს ეკუთვნის. მეცნიერს დაგეგმილი ჰქონდა ეხილა უცხოპლანეტური არტეფაქტები, თუმცა აღმოჩნდა ობიექტის თანამშრომლების მიერ განხორციელებული ბიუროკრატიული და გაუმართლებელი ექსპერიმენტების წინაშე. სადგურზე მომუშავეები იკვლევდნენ ქსენომორფების სხეულების გავლენას ცოცხალ ორგანიზმებზე. მალე ცხადი გახდა, რომ ადამიანთა რიგებში არის პიროვნება, რომლის ქმედებებიც კატასტოფის მიზეზი გახდება. ყოფილი მებრძოლი Victor Rawlings ეჭვს აიღებს ვითარებაზე და თავის ირგვლივ მეომარი ვეტერანების გუნდს შემოიკრებს. როდესაც სადგურზე უცხოების ემბრიონების მორიგი ნაკადი გაჩნდება, ექსპერიმენტები კონტროლის ზონიდან გამოდის და ვითარება მხოლოდ გამოცდილი ჯარისკაცების იმედზე რჩება“. როგორც GameWatcher-ის ჟურნალისტებმა აღნიშნეს, მსგავსი ფრიქველები უმეტესად ჩნდება მთავარი პროექტის გამოსვლამდე რამდენიმე თვით ადრე. ზემოთხსენებული წიგნი გაყიდვაში 2020 წლის 28 ივლისს გამოვა, რაც მრავალმომხმარებლიანი შუთერის გამოსვლის სავარაუდო თარიღზე მიგვანიშნებს. თავად სტუდია ჯერჯერობით არანაირ კომენტარს არ აკეთებს. https://3dnews.ru/997085
  5. ნანკინის უნივერსიტეტის ინჟინრებმა შექმნეს ეპიდერმისული საათი - თხელი დისპლეი, რომელიც ადამიანის კანზე მაგრდება. მასზე გამოსახული ციფრები საკმაოდ მკაფიოა და კარგად ჩანს მზის შუქზეც, ზეწოლა კი იმდენად მცირეა, რომ კანს არანაირ ზიანს არ აყენებს. საათი შექმნილია ელექტროლუმინესცენციური ფენის საფუძველზე, რომელიც სინათლის გამომასხივებელი მიკრონაწილაკებისგან შედგება. ისინი დატანილია წელვად დიელექტრიკულ მასალაზე, რომელიც განთავსებულია ვერცხლის ნანოძაფებისგან დამზადებულ ორ დრეკად ელექტროდს შორის. დიელექტრიკული მასალა კი დამზადებულია კერამიკის ნანონაწილაკებისგან, რომლებიც დამყარებულია რეზინის პოლიმერზე. მათ გააჩნიათ უნარი - მოახდინონ ელექტრონული ველის კონცენტრირება შესაბამისი მიმართულებით, შედეგად გამოსახულება უფრო მკვეთრი ხდება ნაკლები ძაბვის დროს. ჯერჯეობით წარმოდგენილია მხოლოდ საცდელი ნიმუში, თუმცა მკვლევარები თვლიან, რომ სამომავლოდ მსგავსი დისპლეების გამოყენება თავისუფლად იქნება შესაძლებელი მსუბუქ რობოტექნიკასა და ნეირონული კომპიუტერების ინტერფეისებში. https://hightech.fm/2019/11/06/stretchable-electronics-swatch
  6. სააგენტო NASA-ს ექსპერტებმა შექმნეს ვარსკვლავური რუკა იმ მონაცემების საფუძველზე, რომელიც თანამგზავრ TESS-ისგან მიიღეს. წარმოდგენილი ვიდეორგოლი აწყობილია 208 გამოსახულებისგან, რომლებიც TESS-ისგან მიღებულ იქნა წელიწადნახევრიანი მუშაობის პერიოდში. ამ კვლევითი მისიის ფარგლებში TESS-მა აღმოაჩინა 29 ახალი ეგზოპლანეტა და ათასზე მეტი სავარაუდო, დედამიწის მსგავსი ციური სხეული. NASA-მ ცა 13 სექტორად დაყო. რუკაზე შეგვიძლია ვიხილოთ კომეტები მზის სისტემაში, ახალი ვარსკვლავების აფეთქებები და სუპერმასიური შავი ხვრელიც კი. ვიდეო იხილეთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?time_continue=150&v=P3KevBr4go4 ცის სამხრეთი ნაწილის რუკის შედგენის შემდეგ NASA დაიწყებს ანალოგიურ პროექტზე მუშაობას, რომელშიც ამჯერად ცის ჩრდილოეთი ნაწილი იქნება ასახული. ტელესკოპი 2018 წელს გაუშვეს ობსერვატორია Kepler-ის ჩანაცვლების მიზნით - თავისი ფუნქციონირების რვა წლის განმავლობაში Kepler-მა ათასობით ეგზოპლანეტა აღმოაჩინა. ამჟამად მისი საწვავის მარაგი იწურება, უახლოეს პერიოდში ობსერვატორია მუშაობას შეწყვეტს. Kepler-ისგან განსხვავებით TESS კოსმოსის სხვადასხვა კუთხეს აკვირდება და არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ მონაკვეთს. მას აგრეთვე შეუძლია აღმოაჩინოს არა მხოლოდ მზის მსგავსი ობიექტები, არამედ მცირედ კაშკაშა ვარსკვლავებიც. ამ ტიპის ვარსკვლავებზე მეცნიერებმა ჯერჯერობით პრაქტიკულად არაფერი იციან მათზე დაკვირვების სირთულის გამო. https://hightech.fm/2019/11/06/nasa-tess
  7. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განკარგულება გასცა, რომლის თანახმადაც უნდა დასრულდეს ეროვნული ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის ტესტირება 2020 წლისთვის. ბლოკჩეინის ბაზაზე შექმნილი ეროვნული ციფრული ლირას გამოშვება იგეგმება ყოველწლიური საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში 2020 წლისთვის. „მომენტალური გადახდის“ ციფრული ლირას საპილოტე ვერსია 2020 წლის ბოლოსთვის დასრულებული უნდა იყოს. ხელისუფლება გეგმავს შეიმუშაოს პროგრამული პლატფორმა ციფრული ვალუტის საფუძველზე. ცენტრალურ ბანკთან ერთად პროექტში ჩართული იქნება ტექნოლოგიური ინოვაციების ეროვნული სააგენტოც - თურქეთის სამეცნიერო-ტექნოლოგიური საბჭო - ასევე ცნობილი, როგორც TUBITAK. ციფრული ლირას გამოშვებას ქვეყანა მიიჩნევს ქვეყნის მიზნის შემადგენელ ნაწილად - გამყარდეს ადგილობრივი ეკონომიკა. გამოქვეყნებულ დოკუმენტში მოცემულია: „მთავარი მიზანია შეიქმნას ფინანსური სექტორი მძლავრი ინსტიტუციონალური სტრუქტურით, რომელიც შეძლებს დააკმაყოფილოს რეალური სექტორის დაფინანსების მოთხოვნები მინიმალური დანახარჯებით. ასევე, მომხმარებლებს შესთავაზოს სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტი, გახდეს ინვესტორებისთვის ვრცელი და სასურველი ბაზა საიმედო ინსტიტუტების ფონზე და მხარი დაუჭიროს სტამბულის მიზანს - იქცეს მიმზიდველ მსოფლიო ფინანსურ ცენტრად.“ ციფრული ლირას გამოშვება შედის 2019-2023 წლების ეკონომიკური გეგმის ფარგლებში. ხელისუფლება ასევე დაინტერესებულია ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის დანერგვით სატრანსპორტო-სასაზღვრო მიმართულებაში, აგრეთვე სახელისუფლებო სამსახურებსა და ადმინისტრირებაში. https://cointelegraph.com/news/president-erdogan-turkey-to-finish-testing-digital-lira-in-2020
  8. არის შემთხვევები, როცა დამატებითი ბუსტ-სიხშირის ნაცვლად პროცესორები შენელებულად იწყებენ მუშაობას. ეს გასაკვირია, თუმცა Intel-ის პროცესორები არა მარტო აღარ ავითარებენ ბუსტს, არამედ დემონსტირირებენ საშინელ დაუნგრეიდს. ამასთან დაკავშირებით რესურს TomsHardware-ის ექსპერტებმა ეძებეს პასუხი კითხვაზე - ვინ ამზადებს უფრო უსაფრთხო პროცესორებს: Intel თუ AMD. გავრცელებული ტიპის მოწყვლადობისგან დაცვა: ამ შემთხვევაში AMD უპირობოდ იმარჯვებს. წარმადობაზე გავლენა: ორივე კომპანიას აქვს დაუცველობის პრობლემა. მთავარი ის არის, რამდენად წარმატებული იქნება თითოეული მათგანის გადაწყვეტილება პრობლემის მოგვარების მხრივ. ახალი ანგარიშის მიხედვით, Intel-ის მიერ შემოთავაზებულმა ყველა პრობლემის გამოსწორების მცდელობამ დაახლებით ხუთჯერ შეანელა მომხმარებლების კომპიუტერები და სერვერები AMD-სთან შედარებით. დაცვა მიკროარქიტექტურის დონეზე: ამ შემთხვევაში ყველაფერი ნათელია: Intel-მა ბევრი რამ გააკეთა დაუცველობის პრობლემების მოსაგვარებლად, რამდენიმე მათგანი ჯერ კიდევ ღიად რჩება. ამის ფონზე კი AMD საკმაოდ პასიურია. ერთი შეხედვით, ამ მიმართულებით Intel უკეთესია, თუმცა როგორც ექსპერტები ამბობენ, Intel-ს არქიტექტურის რადიკალური ცვლილებები სჭირდება. AMD კი იმიტომ აიგნორებს პრობლემებს, რომ მისი არქიტექტურული პრობლემები არ არის კრიტიკული. 4. არქიტექტურის ნაკლოვანებები არსებულ პროცესორებში: ექსპერტების აზრით ყველა პროცესორს უამრავი ნაკლი აქვს, როგორც აღმოჩნდა, Intel-ს უფრო მეტი და თანაც კრიტიკული. კონკურენტებიდან ვინც უფრო მალე გადაჭრის ამ პრობლემებს, გამარჯვებულიც ის იქნება. ჯერჯერობით კი ვერცერთი კომპანია ამ მხრივ დადებითად ვერ გვევლინება. 5. პროგრამული ფუნქციები, რომლებიც პროცესორების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს: Ryzen სერიის პროცესორებში არის ისეთი ფუნქციები, როგორებიცაა Secure Memory Encryption (SME) და Secure Encrypted Virtualization (SEV). ორივე მათგანი კონკურენტის გადაწყვეტილების საპასუხოდ შეიქმნა და ამჯერად საუკეთესოებია. რას მოიმოქმედებს Intel საპასუხოდ - ჯერჯერობით გაურკვეველია. ამ მიმართულებითაც უპირატესობა ჯერ AMD-ს ეკუთვნის. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/31399/intel-protiv-amd-kto-delaet-samye-bezopasnye-processory
  9. რესურს LetsGoDigital-მა აღმოაჩინა სამხრეთკორეული კომპანია LG Electronics-ის საპატენტო დოკუმენტაცია, რომელშიც აღწერილია საინტერესო მოწყობილობა - დრეკადი დისპლეის მქონე დასაკეცი ტელევიზორი. როგორც ფოტოებიდან ჩანს, პანელის კონსტრუქცია შემდეგნაირადაა მოწყობილი: დისპლეი დაიკეცება თანაბარი ინტერვალებით ხუთ ადგილას. კიდეები გაშლილ მდგომარეობაში ცენტრალური ნაწილისადმი გარკვეული კუთხით თავსდება, შედეგად ფორმირდება რკალისებრი პანელის თავისებური ფორმა, რაც აძლიერებს გამოსახულების აღქმას. მოწყობილობის გვერდების შეფარდება 21:9-ზეა. ამგვარად, ტელევიზორი იდეალურად გამოდგება ფილმების ყურებისთვის. პანელის გვერდებზე გათვალისწინებულია სპეციალური მყარი ელემენტები, რომლებიც სადგამის ფუნქციას ასრულებს. გარდა ამისა, ისინი აკუსტიკური მოდულებიცაა და უზრუნველყოფს ხმის გადმოცემას. აღწერილი კონსტრუქციის ტელევიზორების კომერციულ ბაზარზე გამოსვლის შესახებ კომპანია არაფერს აცხადებს. დამკვირვებლების აზრით მსგავსი მოწყობილობის პროტოტიპები შესაძლოა წარდგენილ იქნენ მომავალ გამოფენა CES 2020-ზე, რომელიც 7-10 იანვარს ლას-ვეგასში გაიმართება. https://3dnews.ru/996990
  10. ბირჟა Binance-ის ამერიკულმა ქვეგანყოფილებამ სერვისს დაამატა სადებეტო ბარათით კრიპტოვალუტის შეძენის ფუნქცია. ამ დრომდე სავაჭრო პლატფორმის მომხმარებლებს შეეძლოთ კრიპტოაქტივების მოპოვება მხოლოდ ავტომატურ საანგარიშსწორებო ქსელში გადახდით, ანუ უშუალოდ ჩვეულებრივი საბანკო ტრანსფერებით. ამჯერად Binance US-ის წარმომადგენლების თქმით მომხმარებელთა აქტივები დაზღვეულია აშშ-ის სადაზღვევო რესურსების ფედერალური კომისიის (FDIC) მიერ. გარდა ამისა, კომპანიის ბლოგში ნათქვამია, რომ ახალი ფუნქციის ამოქმედებიდან პირველი 30 დღის განმავლობაში Binance US-ის პალტფორმის დღეღამურმა სავაჭრო ბრუნვამ 15 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. დღეისათვის ბირჟას აქვს 24 კრიპტოაქტივისა და 40 სავაჭრო სავაჭრო წყვილის მხარდაჭერა. Binance US-ის ვაჭრობის დინამიკა Binance-ის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, რომ გეგმავენ უახლოეს თვეებში გააფართოვონ მხარდაჭერილი პროდუქტების რაოდენობა და შეამცირონ ბარიერები ახალი მომხმარებლებისთვის. შეგახსენებთ, რომ Binance US სექტემბერში ამოქმედდა. თავდაპირველად ბირჟას მხოლოდ რამდენიმე კრიპტოაქტივის მხარდაჭერა ჰქონდა: ესენი იყო Bitcoin, Ethereum, XRP, Bitcoin Cash, Litecoin და Binance Coin. https://forklog.com/polzovateli-binance-us-smogut-pokupat-bitkoin-pri-pomoshhi-debetovyh-kart/
  11. კომპანია Dell-მა წარადგინა ახალი დაცული პლანშეტი Dell Latitude 7220 Rugged Extreme, რომელიც განკუთვნილია ყველაზე რთულ პირობებში ექსპლუატაციისთვის. 12-დუიმიან Full HD დისპლეის აქვს 1000-ნიტიანი სიკაშკაშის მაჩვენებელი და არეკვლის საწინააღმდეგო ზედაპირი, რაც ოპტიმალურია ღია სივრცეში გამოყენებისთვის, აგრთვე შესაძლებელია მისი ხელთათმანებით მოხმარებაც. პარალელურად, კომპლექტში შედის ელექტრონული ფანქარი. პლანშეტის გამოყენების სფერო მეტად ფართოა - საწარმოო დაწესებულებებიდან და სამედიცინო სამსახურებიდან დაწყებული - ტროპიკული და არქტიკული ექსპედიციებით დამთავრებული. პლანშეტი შეესაბამება MIL-STD-810G/H სტანდარტს, რაც მთელი რიგი ტესტირებით დადასტურდა. მოწყობილობას აქვს IP-65 სტანდარტის დაცვის სერტიფიკატი, რაც გულისხმობს წყლისა და მტვრისგან დაცვას. გამოცდისას პლანშეტმა გაუძლო 1.2 მეტრი სიმაღლიდან დაცემას, აგრეთვე -29-დან +63 გრადუს ცელსიუსამდე დიაპაზონის ტემპერატურას თანაც ისე, რომ ქმედითუნარიანი დარჩა. შიდა კომპონენტებიდან ცნობილია შემდეგი: მერვე თაობის Intel Core პროცესორი, 2 ტერაბაიტამდე მოცულობის SSD-ები. კონკრეტული კონფიგურაცია შერჩეული იქნება დამკვეთის მოთხოვნების შესაბამისად. ხელმისაწვდომია ორი მოხსნადი ბატარეის მქონე კონფიგურაციაც: შესაძლებელია მათი რიგრიგობით გამოყენება პლანშეტის გამორთვის გარეშე. გარესამყაროსთან კავშირისთვის ხელმისაწვდომია 4G LTE მოდემი, Wi-Fi 802.11ax და WWAN, WLAN, GPS რადიოსიხშირეების გამოყენების ფუნქცია. ინფორმაციის დაცვის მიზნით გათვალისწინებულია სახის ამომცნობი სისტემა ინფრაწითელი კამერის მეშვეობით, ასევე შესაძლებელია პლანშეტის აღჭურვა დაქტილოსკოპიური სკანერითა და სმარტ-ბარათებით. ახალი პლანშეტი გაყიდვაში მიმდინარე თვეში გამოვა და მისი ფასი იქნება 2500 აშშ დოლარი. როგორც წესი, მსგავსი სეგმენტის პროდუქტები თავისუფალ გაყიდვაში იშვიათად გამოდის და ძირიდად კორპორატიული მომხმარებლებისთვისაა განკუთვნილი. https://overclockers.ru/blog/iKutuzoff/show/31343/ekstremalno-zaschischennyj-planshet-dell-latitude-7220-rugged-extreme
  12. კომპანია Microsoft-მა წარადგინა ლიმიტირებული ვერსიის გეიმინგ კონსოლი Xbox One X. ამ მოწყობილობის გამოშვება ასეთი ორიგინალური დიზაინით ეძღვნება ფილმ “ Terminator: Dark Fate”-ის გამოსვლას, რომლის პრემიერაც 31 ოქტომბერს შედგა. როგორც ცნობილია, კონსოლი შეიქმნა Paramount Pictures-თან ერთად. Xbox One X კონსოლის ლიმიტირებულ სპეციალურ ვერსიას განსაკუთრებული დიზაინი აქვს: მის კორპუსზე გამოსახულია კიბორგ Rev-9-ის თავის ქალა. მოწყობილობის ჩართვისას ტერმინატორის თვალი წითლად ინთება. მახასიათებლების მხრივ Xbox One X-ის ლიმიტირებული ვერსია კლასიკურისგან არ განსხვავდება: ეს არის Microsoft-ის უმძლავრესი კონსოლი, რომელიც საშუალებას გაძლევთ ითამაშოთ 4K-თამაშები 6 ტერაფლოპსი წარმადობის მაჩვენებლის მქონე გრაფიკული პროცესორის წყალობით. კონსოლს AMD-ის რვაბირთვიანი პროცესორი აქვს, რომელიც 2.3 გჰც სიხშირეზე მუშაობს, აგრეთვე აქვს 12 გბ GDDR5 ტიპის ვიდეომეხსიერება. Xbox One X-ის სპეციალური ვერსიის მოგება შესაძლებელია კონკურსში, რომელიც Twitter-ზე ტარდება 1-15 ნოემბრის განმავლობაში. მომხმარებლებმა უნდა მოახდინონ პუბლიკაციის retweet, მოიწონონ და დაწერონ მის ქვეშ კომენტარი ჰეშთეგით - #DarkFateXGears5Sweepstakes, სადაც საჭიროა მიუთითონ, ვისზე დებენ ფსონს - ადამიანებზე თუ რობოტებზე. ამ დროისთვის თვითს 20 ათასზე მეტი მოწონება, 14 ათასი რეთვითი და 12 ათასი კომენტარი აქვს. https://3dnews.ru/996835
  13. საფრანგეთი აპირებს დანერგოს საგანმანათლებლო მოდული საშუალო სკოლის უფროსკლასელთა სასწავლო პროგრამაში, რომელიც მოიცავს ინფორმაციას Bitcoin-ისა და კრიპტოვალუტების შესახებ. ივნისში ეროვნული განათლების სამინისტრომ ცვლილებები შეიტანა სწავლების კურსში და მასში ჩართო მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტოვალუტა. დაგეგმილია, რომ ფრანგი პედაგოგები წაიყვანენ კურსს, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები შეიტყობენ, თუ რა გავლენას ახდენს Bitcoin საფრანგეთისა და მსოფლიოს ეკონომიკაზე. გარდა ამისა, სამინისტრო პედაგოგებს აწვდის სამ საგანმანათლებლო ვიდეოს, რომლებშიც განხილულია ისეთი კითხვები, რგოორებიცაა - „არის თუ არა Bitcoin მომავლის ვალუტა? ჩაანაცვლებს თუ ვერა Bitcoin ევროს? ენდობით თუ არა თქვენს ვალუტას?“ სამინისტროს გეგმის თანახმად, მოსწავლეებმა უნდა შეადარონ Bitcoin ფიატ ვალუტას, რითაც საბოლოო ჯამში მიიღწევა საბაზისო ცოდნა Bitcoin-ზე, კრიპტოვალუტებსა და მათ როლზე ტრადიციულ ფინანსურ სამყაროში. რადგანაც ეს გახლავთ მხოლოდ საბაზისო კურსი, მოსალოდნელი არ არის, რომ მოსწავლები საკლასო ოთახს დატოვებენ, როგორც სრულფასოვანი კრიპტო-ექსპერტები. ასეა თუ ისე, ახალგაზრდებისთვის კრიპტო-განათლების მიღება აქტუალური გახდება უფრო მეტად მაშინ, როდესაც კრიპტოვალუტები მეტად ფართოდ გავრცელდება. საფრანგეთში კრიპტოვალუტების დანერგვის საკითხი წინ მას შემდეგ წამოიწია, რაც ფრანგულმა კრიპტო-სტარტაპმა Keplerk-მა განაახლა საქმიანობა ოქტომბერში, რათა მიიღოს BTC-გადახდები საფრანგეთის 5200-ზე მეტ თამბაქოს მაღაზიაში. სექტემბრის ბოლოს 25 ათასზე მეტმა სავაჭრო ობიექტმა, რომელთა შორისაა სპორტული ტანსაცმლის გიგანტი Decathlon და კოსმეტიკური კომპანია Sephora, განაცხადეს, რომ 2020 წლის დასაწყისში დიწყებენ Bitcoin-ით ანგარიშსწორებების მიღებას. https://cointelegraph.com/news/french-high-school-students-will-learn-about-bitcoin-and-crypto
  14. Pcgamesn-ის ექსპერტები დაგვეხმარებიან, როგორ ავარჩიოთ საუკეთესო SSD ბიუჯეტის შესაბამისად. ყველაზე საიმედო SSD: Intel 600p. ეს დისკი არ არის ყველაზე სწრაფი Intel-ის მაღალი წარმადობის SSD-ებს შორის. ეს გახლავთ უფრო ოქროს შუალედი სწრაფ SATA 3-სა და ტოპ NVME SSD-ებს შორის. ამასთან, ექსპერტები გვირჩევენ ყურადღება გავამახვილოთ მის 512-გიგაბაიტიან ვერსიაზე, რომელიც გამოირჩევა წარმადობისა და სისწრაფის შესანიშნავი შეფარდებით. საუკეთესო NVMe-დისკი: Samsung 970 Pro.  სწრაფ NVMe SSD-ებსა და მათ შედარებით ნელ SATA „თანამოძმეებს“ შორის მთელი უფსკრულია. როდესაც საქმე თამაშებს ეხება, ბიუჯეტურ SSD-ებსა და ტოპ პროდუქტ Samsung 970 Pro-ს შორის განსხვავება დიდი არაა, მაგრამ ეს დიდი ალბათობით ვერ შეაჩერებს მათ, ვინც უკომპრომისო სიჩქარესა და საიმედოობას აფასებს. Pcgamesn-ის ექსპერტების აზრით ეს დისკი პრაქტიკულად ხელშეუხებელია. შეაფასეთ - 1200 ტბ მონაცემების გადაწერა 3500 მბ/წმ სიჩქარით. მომგებიანი ფასი: Samsung 860 EVO.  Samsung-ს წარმოების სრულიად ჩაკეტილი ციკლი აქვს. სწორედ ამიტომ კომპანია თავს უფლებას აძლევს თავის ბიუჯეტურ SSD-ებს მეტად მიმზიდველი ფასი დაადოს. 860 EVO ძვირია ბევრ სხვა ბიუჯეტურ დისკზე, თუმცა თუკი შევადარებთ რეალურ სიჩქარესა და საიმედოობას, არჩევანი ნათელი ხდება: მხოლოდ Samsung 860 EVO.  საუკეთესო საუკეთესოთა შორის: Intel Optane SSD 905P.  პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ეს SSD ყველასთვის არ არის განკუთვნილი: საქმე მხოლოდ მის ღირებულებაში არაა. დღესდღეობით ძალიან ცოტა არჩევანია იმისთვის, რომ ამ დისკის მთელი, უზარმაზარი სიმძლავრე დაგჭირდეთ. ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი მოწინავე წარმადობის ტექნოლოგიების დანაკლისს განიცდით, მაშინ საუკეთესო SSD-სგან 600 დოლარი გაშორებთ. ამ ფასად 480 გბ ვერსიის შეძენაა შესაძლებელი. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/31325/luchshij-ssd-oseni-2019-goda-dlya-ljubogo-koshelka-ot-ekspertov-rcgamesn
  15. ოპერაციული სისტემა Linux-ისთვის განკუთვნილი დრაივერები ხშირად ხდება მზადების პროცესში მყოფი გრაფიკული პროცესორებისა და ვიდეო დაფების შესახებ ინფორმაციის წყარო. ამჯერად AMD-ის დრაივერების კოდში აღმოჩენილ იქნა Navi 14 გრაფიკული პროცესორის რამდენიმე ვერსია, რაც მიუთითებს, რომ AMD გეგმავს ამ ჩიპზე მეტი რაოდენობის ვიდეო ბარათის გამოშვებას. ჯერჯერობით AMD-ს წარდგენილი აქვს Navi გრაფიკულ პროცესორზე ორი ვიდეო ბარათი: დესკტოპ ვერსია Radeon RX 5500 და მობილური Radeon RX 5500M, რომელთა გეიმინგ სიხშირე (Game Clock) შეადგენს 1679 და 1448 მეგაჰერცს, შესაბამისად. Radeon RX 5500-ში გამოყენებულია ჩიპი Navi 14 XT, მობილურ RX 5500M-ში კი - Navi 14 XTM. უნდა აღინიშნოს, რომ დრაივერებში ნახსენებია მაქსიმალური სიხშირე, (Peak clock) რეალურად კი ეს გეიმინგ სიხშირეა. Navi გრაფიკულ პროცესორებში პიკ-სიხშირეს ეწოდება მაქსიმალური სიხშირე, რომლის მიღწევაც შესაძლებელია ავტომატურად მუშაობის პროცესში, როგორც წესი ხანმოკლე დროის განმავლობაში. გეიმინგ სიხშირე კი თამაშებში საშუალო სიხშირეს წარმოადგენს. მაგრამ დავუბრუნდეთ Navi 14 ჩიპებს. გამოდის, რომ მითითებული ხუთიდან სამი GPU ჯერ კიდევ არ ყოფილა წარდგენილი. სავარაუდოდ, Navi 14 XTX დაიკავებს დესკტოპ ვერსია Radeon RX 5500 XT-ის ადგილს. მისი გეიმინგ სიხშირე 1717 მჰც-ს შეადგენს. სავსებით სარწმუნოა, რომ ეს ჩიპი არის Navi 14-ის სრული ვერსია 24 გამომთვლელი ბლოკით (Compute unite, CU). Radeon RX 5500-ში კი გრაფიკულ პროცესორს 22 CU აქვს. დანარჩენი ორი გრაფიკული პროცესორი კი - Navi 14 XL და Navi 14 XLM - დიდი ალბათობით გახდება დესკტოპ-ვერსია Radeon RX 5300 და მობილური Radeon RX 5300M, შესაბამისად. ან ესენი იქნება Radeon RX 5300 XT და Radeon RX 5300M XT. ნებისმიერ შემთხვევაში, პირველი მათგანის გეიმინგ სიხშირე 1448 მჰც-ია, მეორისა კი - 1181 მჰც. ამ დროისთვის რთულია თქმა, როდის წარადგენს AMD ახალ ვიდეო ბარათებს გრაფიკულ პროცესორ Navi 14-ზე. https://3dnews.ru/996782
  16. კიოტოს უნივერსიტეტის ინჟინრებმა შექმნეს სუპერმანქანის კონცეპტი, რომლის სალონი, ინტერიერი მთლიანად შედგება მცენარეული ნანოცელულოზის ბოჭკოვანასგან. ეს არის მასალა, რომელიც ფოლადზე მსუბუქი და რამდენჯერმე მტკიცეა - იგი ასევე საშუალებას იძლევა შემცირდეს ნახშირორჟანგის მოცულობა ავტომობილის წარმოებისას. მკვლევარებმა მასალის კომერციულ წარმოებაში გამოყენების მეთოდი იპოვეს - დამდნარ მდგომარეობაში მისგან შესაძლებელია სხვადასხვა ფორმის დეტალების ჩამოსხმა, თუკი მას ფისით გაამაგრებენ. ამასთან, ნანოცელულოზის ბოჭკოვანა მზადდება ნატურალური მასალისგან - ხისგან და ექვემდებარება ხელმეორედ გადამუშავება-გამოყენებას. სადემონსტრაციოდ მკვლევარებმა შექმნეს სუპერმობილის კონცეპტი, სახელად Nanocellulose Vehicle. მისი წონა დაახლოებით 10 %-ით ნაკლებია ლითონისა და პლასტმასისგან დამზადებული ანალოგიური მანქანის მასაზე. ამჟამად ინჟინრები ტესტავენ ავტომობილის დეტალებს გამძლეობაზე და ამოწმებენ, რამდენად გამძლე და ხანგრძლივმოქმედია ისინი. https://hightech.fm/2019/11/01/super-wooden-car
  17. Blizzard-მა BlizzCon 2019-ზე შეკრებილ მაყურებლებს პრეზენტაციის დაწყებისთანავე გაუმხილა ამბავი, რომელსაც გეიმერები მოუთმენლად ელოდნენ. გახმაურებული ცნობები დადასტურდა: კომპანიამ ოფიციალურად დააანონსა Diablo IV. საკმაოდ მოზრდილი და საინტერსო ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: Diablo IV-ის სიუჟეტი ვითარდება Diablo III-ის ამბებიდან მრავალი წლის შემდეგ, თამაშში მთავარი ანტაგონისტია ლილიტი - მეფისტოს შვილი, რომელიც ამ დრომდე ნახსენები იყო Diablo II-სა და III-ში. ამ დროისათვის ცნობილია, რომ თამაშის ახალ ნაწილში ხელმისაწვდომი იქნება სამი რანგის პერსონაჟი - ბარბაროსი, ჯადოქარი და დრუიდი. პირველი მათგანი უხეში ძალის მოყვარული პერსონაჟია და სხვადასხვა სახის იარაღს ფლობს. ჯადოქარი ოპონენტებს ებრძვის სტიქიური შელოცვებით, დრუიდი ფლობს მიწისა და ქარის ძალას, აგრეთვე შეუძლია იქცეს დათვად, მაქციად და საშველად მოიხმოს სხვადასხვა მხეცი. თამაშის გამოსვლის ოფიციალური თარიღი ჯერჯერობით უცნობია. https://overclockers.ru/softnews/show/100058/diablo-iv-predstavlena-oficialno
  18. Intel Xeon E-2200-ის ანონსი ჯერ კიდევ მაისში შედგა, თუმცა ოქტომბრის დასაწყისამდე მათ ბაზაზე არსებული პროდუქტები არ გამოჩენილა. მთელი სერიის ოფიციალური გამოშვება კი სულ ახლახანს შედგა. ახალი პროცესორები წარმოდგენილია Coffee Lake Refresh არქიტექტურითა და LGA1151 სოკეტით. ბირთვების რაოდენობა 4-დან რვამდეა, მაქსიმალური სიხშირე კი 5.0 გჰც-ს აღწევს, TDP-ის დონე 45-დან 95 ვატამდეა. DDR4-266 ECC მეხსიერების მაქსიმალური მოცულობაა 128 გბ. სერიაში შესულია პროცესორები როგორც ინტეგრირებული, ასევე მის გარეშე არსებული გრაფიკით (G ინდექსით), აგრეთვე მობილური ჩიპები (M ინდექსით). E-2200 სერია გვევლინება გასული წლის E-2100 ჩიპების ჩამნაცვლებლად, მათი თავსებადობა დადასტურებულია, ასე რომ ძველი პლატფორმების გასაახლებლად საჭირო იქნება მხოლოდ ახალი BIOS/UEFI.  https://3dnews.ru/996761
  19. პირველი გრაფიკული ამაჩქარებლები ახალი არქიტექტურა Navi RDNA-ს ბაზაზე გამოჩნდა 2019 წლის გაზაფხულზე. Radeon RX 5700 სერიის ვიდეო ბარათებმა NVIDIA-ს მსგავს პროდუქტებს გაუწიეს კონკურენცია და ამჟამად ისინი მყიდველებს შორის ერთ-ერთი პოპულარული გადაწყვეტილებებია. NVIDIA-ს მხარეს RayTracing-ია, თუმცა როგორც აღმოჩნდა, გეიმერებს სიჩქარე და გრაფიკის ხარისხი მეტად აინტერესებთ. ამჟამად მოსალოდნელია რამდენიმე ბიუჯეტური ვიდეო ბარათის გამოსვლა, რომლებიც NVIDIA-ს ჩიპების კონკურენტები გახდება. ექსპერტების აზრით მზარდი კონკურენცია დაკავშირებულია ახალი GeForce GTX 1660 SUPER-ის სერიის ვიდეო ბარათების გამოსვლასთან, რომლებიც წარმოადგენს შესანიშნავ შემოთავაზებას ფასი-ხარისხთან მიმართებაში. რაც შეეხება ახალ Navi RDNA არქიტექტურას, მისი არსი მდგომარეობს შემდეგში: ორჯერ მცირე ფართობის კრისტალზე AMD-მ შეძლო მოეთავსებინა იგივე რაოდენობის (12.5 მლრდ) ტრანზისტორი, რამდენიცაა მოცემული Vega 10 არქიტექტურის წინა თაობის ჩიპებში. ამასთან, ახალი ვიდეო ბარათები უფრო სწრაფი და ენერგოეფექტურია. არსებობს ინფორმაცია, რომ ახლო მომავალში Radeon RX 5700 სერია აპარატული RayTracing-ის მხარდაჭერას მიიღებს. გარდა ამისა, 2020 წლისთვის მოსალოდნელია ახალი ფლაგმანის გამოსვლა 7+ ნანომეტრიანი ტექნოპროცესითა და გაუმჯობესებული RDNA 2 არქიტექტურით. სწორედ იგი დაედება საფუძვლად PlayStation 4-სა და Xbox Scarlett-ის მომავალი თაობების კონსოლებს და გეიმერებს უზრუნველყოფს არა მარტო დაუჯერებელი სისწრაფით, არამედ ახალი ტექნოლოგიებით, მათ შორის RayTracing-ით. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/31285/amd-navi-rdna-luchshaya-arhitektura-dlya-gejmerov
  20. კომპანია AAEON-მა რომელიც ASUS-ს ეკუთვნის, წარადგინა მცირე ფორმ-ფაქტორის კომპიუტერი VPC-3350S - იგი განკუთვნილია საწარმოო და სატრანსპორტო სფეროებში გამოყენებისთვის. კომპიუტერი აწყობილია Intel Apollo Lake-ის პლატფორმაზე. საბაზისო კონფიგურაცია მოიცავს Atom x5-E3940 პროცესორს ოთხი ბირთვითა და 1,6–1,8 გჰც სიხშირით. ოფციურად აგრეთვე შესაძლებელია დაყენდეს ჩიპი Pentium N4200, Celeron N3350 ან Atom x7-E3950.  მოწყობილობის მეხსიერების მაქსიმალური მოცულობაა 8 გიგაბაიტი, მეხსიერების დაშვებული სტანდარტია DDR3L. გათვალისწინებულია სივრცე ერთი, 2.5-დუიმიანი SATA ინტერფეისის მქონე დისკისთვის. კომპიუტერს არ აქვს ქულერი - კორპუსის ჭრილებიანი ზედაპირი ასრულებს რადიატორის ფუნქციას. მოწყობილობის გაბარიტები 160 × 134 × 62 მილიმეტრია. მინი კომპიუტერის განსაკუთრებული მახასიათებელია ოთხი PoE LAN პორტი. ხელმისავწდომ კონექტორებს შორისაა აგრეთვე დამატებითი ქსელური GbE პორტი, HDMI ინტერფეისი, ორი USB 3.0 პორტი, DP ინტერფეისი და აუდიოკონექტორი. ასევე ხელმისაწვდომია SIM-ბარათის ორი სლოტი. საწარმოო კომპიუტერ AAEON VPC-3350S-ის ფასი 356 აშშ დოლარიდან იწყება. https://servernews.ru/996611
  21. 31 ოქტომბერს თერთმეტი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც Bitcoin-ის white paper გამოქვეყნდა იდუმალი პირის (ან პირთა ჯგუფის) მიერ, რომელიც იდენტიფიცირდება, როგორც სატოში ნაკამოტო. რევოლუციური ტექსტი: Bitcoin: ერთრანგიანი (Peer-to-Peer) ელექტრონული საგადახდო სისტემა - გასაჯაროვდა 2008 წლის 31 ოქტომბერს და აღწერილია, როგორც დაცული, დეცენტრალიზებული პროტოკოლი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია გამოიკვლიოს და შემოწმდეს ციფრული ტრანზაქციები, შემცირდეს ზედმეტი ხარჯები და მოხდეს გამჭვირვალე ჩანაწერის გენერირება, რათა შესაძლებელი იყოს მისი შემოწმება რეალური დროის რეჟიმში. გამოქვეყნებული პროტოკოლი წარმოადგენდა კრიპტოგრაფიკულად დაცულ სისტემას - იგი დაფუძნებული იყო Proof-of-Work ალგორითმზე, რომელშიც დამაინებულია Bitcoin-ები ცალკეული ნოუდებით, რომლებიც სხვა ნოუდებით კონტროლდება და მოწმდება დეცენტრალიზებულ ქსელში. ხსენებული სისტემა მოიცავდა შესაძლებლობას - გადალახულიყო შუამავლების საჭიროება, მაგალითად ბანკებისა და სხვა ფინანსური დაწესებულებების, რათა გაადვილებულიყო ტრანზაქციების აუდიტი. 11 წლის შემდეგ Bitcoin ქსელის ჰეშრეითში ახალ რეკორდებს ამყარებს - მთელი გამომთვლელი სიმძლავრე ჩართულია ბლოკჩეინზე ტრანზაქციების შემოწმებაში დროის ნებისმიერ მომენტში. მეტი ძალისხმევა და თანამონაწილეობა უზრუნველყოფს ქსელის უფრო მეტ უსაფრთხოებას და მოწმობს Bitcoin-ის მოპოვების მომგებიანობის პოტენციალის ფართოდ აღიარებას. მიმდინარე თვის მდგომარეობის შეჯამების შედეგად დადგინდა, რომ Bitcoin-ბლოკჩეინის პირველი ბლოკის შექმნიდან - 2009 წლის 3 იანვრიდან მოყოლებული (რომელიც ტექნიკურ ენაზე “genesis block”-ად იწოდება), მაინერებმა საერთო ჯამში 15 მლრდ დოლარზე მეტი მოგება მოიპოვეს. 2010 წლის 17 მარტს დაფიქსირდა Bitcoin-ის ისტორიაში პირველი სავაჭრო ფასი ამჯერად უკვე არარსებულ სავაჭრო პლატფორმა bitcoinmarket.com-ზე - 0.003 აშშ დოლარი. ამგვარად, კრიპტოვალუტის კურსის ზრდა ამჟამად 304033233%-იანი მაჩვენებლითაა წარმოდგენილი: Bitcoin დღესდღეობით 9120 აშშ დოლარის ფარგლებში იყიდება. მიმდინარე წლის აგვისტომდელი მონაცემებით Bitcoin-ის 85 % მოპოვებულია და სამომავლოდ დარჩა მხოლოდ 3.15 მილიონი ახალი მონეტა. თერთმეტი წლის განმავლობაში Bitcoin-ის შემქმნელის ირგვლივ არსებული საიდუმლო გაუმხლელი რჩება. ყველა, ვინც კრიპტო-ქომიუნითის წევრია თუ არაწევრი, ნაკამოტოს ვინაობის დადგენას უშედეგოდ ცდილობს მას შემდეგ, რაც 2011 წელს იდუმალი ფიგურა პირველად დადუმდა. https://cointelegraph.com/news/11-years-ago-today-satoshi-nakamoto-published-the-bitcoin-white-paper
  22. კომპანია Hyundai-მ წარადგინა სატვირთო HDC-6 Neptune-ისა და ეკოლოგიურად სუფთა ნახევრადმისაბმელიანი HT Nitro ThermoTech-ის კონცეპტი, რომელიც წყალბადის საწვავზე მუშაობს. სატვირთოს შემუშავებისას Hyundai-ს ინჟინრები შთაგონებულნი იყვნენ 1940-1950-იანი წლების არ-დეკო სტილით, ამიტომ Neptune და HT Nitro ThermoTech ამ სტილის მიმართულებითაა შექმნილი. ტრადიციული დიზელის ძრავის ნაცვლად Neptune-ში გამოყენებულია საწვავ ელემენტებზე მომუშავე ტრანსმისია, რომელიც Hyundai-ს ქროსოვერებისგანაა მიღებული. სატვირთოს წინა ნაწილზე განთავსებულია დიდი, მომრგვალებული, ჭრილებიანი ბამპერი, საიდანაც ბატარეასა და საწვავ ელემენტებში ჰაერი შეიწოვება. ნახევრადმისაბმელიანი T Nitro ThermoTech-ის დიზაინი მძღოლს საშუალებას აძლებს აკონტროლოს ტემპერატურა სალონში კრიოგენული აზოტის სისტემის წყალობით. ჯერჯერობით კომპანია არ ახმაურებს როდის გამოვა ახალი ტრანსპორტი ბაზარზე. https://hightech.fm/2019/10/30/hyundai-neptune
  23. კომპანია NVIDIA-მ გამოუშვა GeForce GTX 1660 Super, რომელსაც დიდი შანსი აქვს ბესტსელერი გახდეს წინასაახალწლო გაყიდვების პერიოდში. ამგვარი სცენარის განვითარებისთვის ხელის შეშლის მიზნით AMD-მ თავის ვიდეო ბარათ Radeon RX 590-ზე მასშტაბური ფასდაკლება დაიწყო. „საპატიო ასაკის“ მიუხედავად Radeon RX 590 ჯერ კიდევ კარგად უმკლავდება თამაშებს 1080р გაფართოებაზე. ბოლო პერიოდში ბევრი მარკეტი სთავაზობს მომხმარებლებს ამ ბარათს 200 აშშ დოლარად, რაც ახალი GTX 1660 Super-ის გამოსვლის შემდეგაც არ არის ცუდი არჩევანი. თუმცა AMD-ს „მწვანე ბანაკთან“ ნამდვილი კონკურენციის გაჩაღება სურს და აპირებს ფასები იმ დონეზე დააკლოს, რომ GTX 1660 Super არარენტაბელური აღმოჩნდეს. ეს ყველაფერი არ არის. სულ მალე გამოვა AMD Radeon RX 5500, რომელიც NVIDIA-ს კიდევ უფრო აგრესიულად შეუტევს. სწორედ ამიტომ ექსპერტები მომხმარებლებს ურჩევენ არ იჩქარონ ვიდეო ბარათების შეძენა ამჟამად. ფასების ომი დაწყებულია და ვინც შემოგვთავაზებს უფრო მომგებიან გადაწყვეტილებას - მოგებულიც ის იქნება. აქვე, უნდა გვახსოვდეს, რომ Radeon RX 590 ბაზრიდან გადის და მისი მარაგები შესაძლოა არასაკმარისი აღმოჩნდეს ფართო მასშტაბში. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/31240/amd-nachala-snizhat-ceny-na-videokartu-radeon-rx-590
  24. კომპანია MSI-მ დააანონსა პორტატული კომპიუტერი Prestige 14-ის ახალი ვერსია: თეთრი ლეპტოპი ალუმინის კორპუსით. „თოვლივით თეთრი კორპუსის შექმნა მარტივი ამოცანა არ გახლავთ, განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ახალი Prestige 14-ის ზედაპირი წინა თაობის მოდელებისგან განსხვავებით მატირებულია, მქრქალი, და არა პრიალა“ - აცხადებს კომპანია. ლეპტოპის დამზადებისას გამოყენებულ იქნა მაღალტემპერატურული გამოწვის მეთოდი, რომელიც ძირითადად საავტომობილო მრეწველობაში გამოიყენება. მომხმარებლების გადმოსახედიდან ლეპტოპის ვიზუალური და ტაქტილური ხარისხი წინა ვარიანტებს აღემატება. კორპუსის ფერის შეცვლის თავიდან არიდების მიზნით ზედაპირი დამუშავებულია სპეციალური სამფენიანი საფარით. MSI აცხადებს, რომ ზედაპირი ხანგრძლივმოქმედია და გამძლეა ნაკაწრებისადმი. კომპიუტერს აქვს 14-დუიმიანი Truel Pixel დისპლეი 4K UHD გაფართოებით. ვიდეო ქვესისტემაში გამოყენებულია ამაჩქარებელი NVIDIA GeForce GTX 1650 Max-Q 4 გბ GDDR5 მეხსიერებით. კომპონენტებიდან მოცემულია მეათე თაობის Intel Core i7, 16 გბ LPDDR3-2133 ტიპის ოპერატიული მეხსიერება, M.2 SSD, Wi-Fi 6 (802.11ax) და Bluetooth 5.0 უსადენო კავშირების ადაპტერები და განათების მქონე კლავიატურა. ლეპტოპში ხელმისაწვდომია ორი პორტი USB Type-C (USB 3.2 Gen2 / DP / Thunderbolt 3) და ორიც USB Type-A პორტი. მოწყობილობის გაბარიტები შეადგენს 319 × 215 × 15,9 მილიმეტრს, წონა - 1.29 კილოგრამს. ავტონომიური მუშაობის დროდ გამოცხადებულია 10 საათი. https://3dnews.ru/996564
  25. MIT-ის მეცნიერებმა წარადგინეს რობოტი-კუბიკები, რომლებსაც შეუძლიათ მანევრირება, ერთიან რობოტად აწყობა, ხტუნვა და დამოუკიდებლად სხვადასხვა რთული ფორმის შექმნა. ათეულობით ამგვარ რობოტს შეუძლია ერთმანეთში ინფორმაციის გაცვლა სპეციალური შტრიხ-კოდების მეშვეობით, რომლებიც დატანილია თითოეულ მათგანში. თითოეული M-Block შეიცავს ქანქარას, რომელიც 20 ათასი ბრ/წთ სიჩქარით ტრიალებს, ასევე მაგნიტებს, რომლებიც განთავსებულია კუბის ყველა კიდესა და ფრონტალურ ნაწილზე. შედეგად მოწყობილობას შეუძლია ხტუნვა და ბრუნვა, აგრეთვე სხვა ბლოკებზე მიწებება. ამგავრად შეუძლიათ მათ ახალი სტრუქტურის ფორმირებისთვის გაერთიანება. „სხვა რობოტიზებულ სისტემებს გადაადგილების გაცილებით რთული მექანიზმები აქვთ, რისთვისაც მრავალჯერადი ეტაპის გავლა უწევთ, ჩვენი სისტემა კი უფრო მასშტაბირებადი და ეკონომიურია“ - აცხადებს პროექტის ავტორი. – „ჩვენი მიდგომის უნიკალურობა იმაში გამოიხატება, რომ სისტემა არის იაფი, საიმედო და პოტენციურად შესაძლებელია მისი მასშტაბირება მილიონ მოდულამდე“. თითოეულ მოდულს შეუძლია 24 განსხვავებული მიმართულებით გადაადგილება ისე, რომ გადალახოს დაბრკოლება და თავი აარიდოს შეჯახებას. სიახლე ის გახლავთ, რომ მოწყობილობებს ერთმანეთთან კოდებით „საუბარი“ შეუძლიათ. მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს მეთოდი უფრო სანდოა, ვიდრე ინფრაწითელი სინათლის ან რადიოტალღების გამოყენება. სამომავლოდ დაგეგმილია გაცილებით რთული კონსტრუქციის შექმნა, რომელსაც გაუმჯობესებული შესაძლებლობები ექნება. https://hightech.fm/2019/10/30/cuborobot
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.