Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5903
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    196

Everything posted by Magdalena

  1. შეერთებული შტატების პატენტებისა და სავაჭრო ნიშნების მართვის სააგენტომ გაასაჯაროვა Samsung-ის საპატენტო დოკუმენტაცია, რომელიც ეხება საინტერესო დიზაინის მქონე სმარტფონს. როგორც ჩანს, სამხარეთკორეული ტექნოგიგანტი მუშაობს ე.წ 3D-დისპლეის მქონე მოწყობილობაზე. მოწყობილობის ეკრანი დრეკადი იქნება და შესაძლებელია იქნება მისი ოთხივე მხარეს დაკეცვა. სმარტფონის ფრონტალური პანელი ჩარჩოების გარეშე იქნება წარმოდგენილი. უფრო მეტიც, სმარტფონისთვის გათვალისწინებულია Side-Touch ტექნოლოგიის გამოყენება. საუბარია გვერდითი მართვის სისტემაზე: დისპლეის დაკეცილ ნაწილებზე აისახება აპლიკაციების პიქტოგრამები, შეტყობინებებზე წვდომისათვის საჭირო სიმბოლოები, გალერეა და ა.შ. საპატენტო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ შემოთავაზებული გადაწყვეტილება შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სხვა მოწყობილობებშიც. მათ შორისაა პლანშეტური კომპიუტერები, სმარტ საათები, პორტატული გეიმინგ კონსოლები და ტელევიზორებიც კი. იმის შესახებ, თუ როდისთვის აპირებს Samsung ახალი მოწყობილობის ბაზარზე გამოტანას, ჯერჯერობით არაფერი თქმულა. თუმცა სავსებით შესაძლებელია, რომ 3D-დისპლეი და ტექნოლოგია Side-Touch Galaxy-სერიის მომავალ ფლაგმანურ მოწყობილობებში გამოჩნდეს. უნდა აღინიშნოს, რომ Samsung მსოფლიოში სმარტფონების უმსხვილესი მწარმოებელია. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში კომპანიამ IDC-ის შეფასებით მოახდინა 78,2 მლნ მოწყობილობის რეალიზება და დაიკავა მსოფლიო წარმოების 21.8 %. https://3dnews.ru/997876
  2. ილონ მასკს, ჯეფ ბეზოსსა და NASA-ს მიზანს ჩინეთი ოფიციალურად შეუერთდა. არ არის გამორიცხული, რომ ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს მიერ გამოთქმული მარსზე გამგზავრების სურვილი გამოწვეული იყოს მთვარეზე ბაზის აგებით. მთვარე, სპეციალისტების აზრით, თავისებური ტრამპლინი შეიძლება გახდეს შორეული კოსმოსური ფრენებისთვის. უფრო მეტიც, დედამიწის თანამგზავრის ათვისება ჩინეთის, როგორც კოსმოსური ზესახელმწიფოს სტატუსს გაამყარებს. ჩინეთი ემზადება მთვარის პილოტირებული მისიებისთვის, რომელთა ფარგლებში მოიაზრება სამეცნიერო ფორპოსტის შექმნაც. ამის შესახებ იტყობინება წამყვანი ეროვნული კოსმოსური სააგენტო China Aerospace Science and Technology Corp. კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჩინეთისთვის მთვარის მისიების საბოლოო მიზანია საფუძველი ჩაუყაროს მარსისკენ მიმართულ სამეცნიერო-ტექნიკურ ფრენებს. ჩინეთის მომდევნო ნაბიჯი იქნება მთვარის პილოტირებული კვლევა. ქვეყანა აპირებს შექმნას ბაზა სამეცნიერო კვლევებისთვის, გააფართოოს ადამიანების სამოქმედო-საცხოვრებელი არეალი და მიიღოს გამოცდილება და ცოდნა სამომავლო შორეული კოსმოსური მისიებისთვის. ეს გახლავთ ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც ჩინეთი სახალხოდ აცხადებს წითელ პლანეტასთან დაკავშირებული გეგმების შესახებ. კორპორაცია ამბობს, რომ კაცობრიობისთვის მეტად მნიშვნელოვანია მიაღწიოს მარსს, ზოგიერთი ჩინელი მეცნიერის აზრით შესაძლებელია მარსისკენ პილოტირებული ფრენა 2050 წელს განხორციელდეს. მკვლევარების აზრით, მარსზე ასტრონავტების გაგზავნა ადამიანებს უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს წითელ პლანეტაზე სიცოცხლის საძიებლად. ჩვენს მზის სისტემაში დედამიწას ყველაზე მეტად სწორედ მარსი ჰგავს, ამიტომ იქ სიცოცხლის არსებობის გამოკვლევის შედეგად უკეთ იქნება გარკვეული ჩვენი მშობლიური პლანეტის წარმოშობა-ევოლუციის საკითხები. მეცნიერთა ნაწილი ვარაუდობს, რომ მილიარდობით წლის წინ მარსი ძალიან ჰგავდა დედამიწას გარემო პირობებით. არ არის გამორიცხული, რომ კვლევებმა აჩვენოს დედამიწის სავარაუდო მომავალიც. ამიტომ აუცილებელია წითელ პლანეტაზე გაიგზავნოს ასტრონავტები და შეიქმნას ავანპოსტები პლანეტათშორისი მსხვილმასშტაბიანი იმიგრაციის შესაძლებლობის გამოსარკვევად, თუკი ამის საჭიროება გახდება, მაგალითად, თუკი დედამიწას ასტეროიდის დაცემა, კლიმატის სახიფათო ცვლილება ან რამე სხვა გლობალური კატასტროფა დაემუქრება. შეძლებენ ადამიანები მარსზე ცხოვრებას? მარსზე ვერ ვისუნთქებთ და ეს არ გახლავთ ერთადერთი პრობლემა, რომელსაც მომავალი კოლონისტები შეხვდებიან. მეცნიერებმა და ინჟინრებმა უამრავი სირთულე უნდა გადალახონ პილოტირებული მისიის განხორციელებისთვის. პირველი - მარსი დედამიწისგან შორსაა, ყველაზე ახლო დაშორება 55 მლნ კილომეტრია. ეს ნიშნავს იმას, რომ მისკენ და უკან ფრენას 500 დღეზე მეტი დასჭირდება. მეორე - დედამიწა-მარსის ტრაექტორიით პილოტირებული რაკეტის გაშვებისას აუცილებელია, რომ რაკეტა მეტად მაღალი სიჩქარის იყოს. ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდეს კოსმოსური რადიაციაც: დამტკიცებულია, რომ კოსმოსში დიდხანს ყოფნისას, თუნდაც ანაბიოზის მდგომარეობაში, ასტრონავტები დიდი რისკის ქვეშ იმყოფებიან. სხვა ყურადსაღები და გასათვალისწინებელი ფაქტორებია კავშირის დარღვევის რისკი, ენერგიის წყაროს შესაძლო გაუმართაობა და ასტრონავტების ჯანმრთელობის გაუარესება, რომელიც გამოწვეული იქნება კოსმოსსა და სხვა პლანეტაზე ხანგრძლივი ყოფნით. ძვლოვანი და კუნთოვანი მასის დაკარგვა, რადიაცია და ფსიქიკური მდგომარეობა საფრთხის ქვეშ აყენებს ჯამში მთელ მისიას. მეცნიერებს მოუწევთ იმუშაონ სიცოცხლის უზრუნველყოფის საიმედო, ბიორეგენერაციულ სისტემაზე. დღესდღეობით უნდა ვაღიაროთ, რომ ამჟამად კაცობრიობის ხელთ არსებული ტექნოლოგიები არასაკმარისია მარსის მისიებისთვის. თუმცა სჯობს დაველოდოთ NASA-სა და SpaceX-ის ერთობლივი მუშაობის შედეგებს. საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, რომ მთელი მსოფლიოს მეცნიერები გაერთიანდნენ ერთი მიზნისთვის და არა ცალკეული სახელმწიფოების ან ორგანიზაციების ინტერესებისთვის. https://hi-news.ru/space/kitaj-soobshhil-o-planax-otpravit-lyudej-na-mars.html
  3. დამოუკიდებელმა დეველოპერმა და კრიპტო-კონსულტანტმა Udi Wertheimer-მა განაცხადა, რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში TRON უკან ჩამოიტოვებს Ethereum-ს, როგორც ლიდერ პლატფორმას დეცენტრალიზებული აპლიკაციებისთვის. ამ განცხადების გამო Wertheimer ტროლინგში დაადანაშაულეს. „TRON აპირებს Ethereum-ს წინ გაუსწროს დაახლოებით ერთ წელში და ეს არ არის ხუმრობა. DeFi-ს წარმომადგენლები ჯერ ვერ აცნობიერებენ ამას, მაგრამ ისინი TRON-ის დამფუძნებლისთვის იმუშავებენ მაშინ, როდესაც იგი ConsenSys-ს შეიძენს“ - განაცხადა Udi Wertheimer-მა. Wertheimer-მა საკუთარი აზრი გამოთქვა მას შემდეგ, რაც TRON-ის დამფუძნებელმა ჯასტინ სანმა გაახმაურა პლატფორმის თანამშრომლობის გეგმები Bitcoin-ბირჟა Poloniex-თან. ანტრეპრენერმა ასევე დაადასტურა ბირჟაზე წილის ყიდვის ფაქტიც. Wertheimer-ის აზრით TRON აღემატება Ethereum-ს განვითარების, ტრანზაქციების სისწრაფისა და ცენზურის მდგრადობის მხრივ, ასევე ბიზნესის თვალსაზრისით. კომენტატორებმა იგი არა მარტო ტროლინგში დაადანაშაულეს, არამედ შეახსენეს TRON-ის პროექტისა და თავად ჯასტინ სანის არც ისე ცალსახა რეპუტაციის შესახებ. Udi Wertheimer ერთადერთი არ გახლავთ, ვინც თვლის, რომ TRON-საც და EOS-საც შეუძლია წაართვას ბაზარზე წილი Ethereum-ს. ზოგი კი Ethereum-ს სულაც „ტექნოლოგიურ ჩიხს“ უწოდებს. https://forklog.com/mnenie-uzhe-cherez-god-tron-perehvatit-liderstvo-u-ethereum/
  4. სადღესასწაულო სეზონი ახლოვდება, ამიტომ Samsung-მა გადაწყვიტა გაახაროს მომხმარებლები საიუბილეო სასაჩუქრე ნაკრებით. რა თქმა უნდა, საჩუქრები ფასიანია. „ბოლო ათწლეულში Samsung-მა Galaxy-ს სერიაში შეიმუშავა სიახლეები დიზანსა და ტექნოლოგიებში. ჩვენ გამოვუშვით პროდუქტები, რომლებიც ცვლიან თამაშის წესებს და შევქმენით სრულიად ახალი კატეგორიის მოწყობილობები. ამის წყალობით დღეს შეგიძლიათ გამოიყენოთ ეკოსისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მუდმივ კავშირს ტელეფონთან, პორტატულ ელექტრონიკასთან, პლანშეტებსა და სხვა მრავალ მოწყობილობასთან. მიუხედავად იმისა, თუ რომელ მოწყობილობას იყენებთ, Samsung საშუალებას გაძლევთ მუდამ კავშირში დარჩეთ ხალხთან და მოწყობილობებთან, რაც უმნიშვნელოვანესია“ - განაცხადა კომპანიამ. Galaxy-სერიაში ტექნოლოგიური მიღწევების მწვერვალად კომპანია მიიჩნევს Galaxy Note 10 და Galaxy Note 10+ სმარტფონებს. იგი გვახსენებს, რომ Wireless Power Share-ის წყალობით შესაძლებელია დაიტენოს ყურსასმენები Galaxy Buds და სმარტფონთან თავსებადი სხვა ელექტრონიკა. Link to Windows-ის წყალობით მარტივად ხდება კომპიუტერთან ჩართვა პირდაპირ პანელიდან. ფუნქცია Samsung Health კი საშუალებას იძლევა მიიღოთ ცნობები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. იმისთვის, რომ სრულფასოვნად შეიგრძნოთ Samsung-ის მოწყობილობების უპირატესობა, კომპანიამ წარადგინა კომპლექტი Galaxy Anniversary. მასში შედის ფლაგმანური სმარტფონი Galaxy Note 10+, სმარტ საათი Galaxy Watch Active2 და უსადენო ყურსასმენი Galaxy Buds. აგრეთვე შედის ორი დამატებითი სამაჯური საათისთვის და სილიკონის ქეისი სმარტფონისთვის. კომპლექტი მიმდინარე თვიდან გაიყიდება, ფასი ჯერჯერობით არ დასახელებულა. https://3dnews.ru/997851
  5. Unknown Fund, რომელიც ანონიმური ინვესტორების გუნდის მიერაა დაფუძნებული, გაიღებს 75 მლნ აშშ დოლარს იმ Bitcoin-სტარტაპებისთვის, რომლებიც მუშაობენ პრივატულობის ამაღლებისთვის განკუთვნილ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებზე. ფონდმა დაასახელა ძირითადი მიმართულებები: პერსონალური მონაცემების დაცვა; ონლაინ-ანონიმურობა; კრიპტოვალუტები და ბლოკჩეინი. ანონიმები განიხილავენ როგორც ტრადიციულ სტარტაპებს, ასევე არაკომერციულ ორგანიზაციებს. „ჩვენ ვართ მათი ხმა, ვისაც სჯერა სიმართლის, თავისუფლებისა და თვითგამოხატვის უფლების“. პერსონალური მონაცემების დაცვას ფონდში ჩვენი დროის მთავარ გამოწვევად მიიჩნევენ, რადგანაც მსხვილი კორპორაციები, მათი აზრით, ისწრაფვიან უბრალო ადამიანი უფრო ღარიბად აქციონ. ანონიმური ფონდის ორგანიზატორებმა შეკრება გამართეს ანონიმურ ფორუმ 4chan-ზე. „ჩვენ - ვართ თქვენ, თქვენი შვილები, მეგობრები, კოლეგები. ჩვენ ვიბრძვით მთლიანად საზოგადოებისა და არა მისი ნაწილის კეთილდღეობისთვის“. https://forklog.com/fond-anonimov-poobeshhal-75-mln-v-btc-startapam-ukreplyayushhim-anonimnost-v-seti/
  6. კომპანია Sony-ს ახალი გეიმინგ კონსოლის შესახებ უამრავი საინტერესო დეტალისა და ტექნიკური შესაძლებლობის წარმოდგენა ხდება პერიოდულად. რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა ინფორმაცია, რომ იაპონურმა კომპანიამ შესაძლოა PlayStation 5 აღჭურვოს სპეციალური კარტრიჯით, რომელიც საშუალებას იძლევა გაფართოვდეს მეხსიერების სანახი სივრცის მოცულობა SSD ფორმატის SATA-დისკის დაყენების ხარჯზე. ეს ფაქტი პოზიტიურად უნდა აისახოს კონსოლის საბაზისო კომპლექტაციის ფასზე. ერთ-ერთმა რითეილერმა საზოგადოებას გაუზიარა თავისი ხედვა, თუ როგორი იქნება ახალი გეიმინგ კონსოლი და ჯოისტიკი DualShock 5. როგორც ავტორი აცხადებს, იგი პირველ რიგში დაეყრდნო სამომავლო მოწყობილობის დიზაინის თავისებურ ხედვას, თუმცა იხელმძღვანელა კონსოლის შესახებ გაჟონილი ცნობებით, რომლებიც წლის განმავლობაში ეტაპობრივად ვრცელდებოდა. სამომავლო კონსოლის საინტერესო მახასიათებლებიდან შეიძლება გამოიყოს კონტროლერ DualShock 5-ის უსადენო დატენვის შესაძლებლობა, აგრეთვე დისპლეის ზედა ნაწილის LED-განათება. ეს ზედა ნაწილი შესაძლოა ეკრანის დამატებით სენსორად მოგვევლინოს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კონცეპტის გამავრცელებელი რითეილერი ევროპაში ელექტრონიკის უმსხვილესი გამყიდველია. კომპანიის შტაბ-ბინა მდებარეობს გერმანიაში და ფლობს ათასზე მეტ ინტერნეტ-მაღაზიას ევროპის თხუთმეტ ქვეყანაში. სწორედ ამიტომ შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ხსენებულ რითეილერს შესაძლოა დახურულ ინფორმაციასთან წვდომა ჰქონდეს. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/31656/koncept-playstation-5-i-kontrollera-dualshock-5-pokazali-na-video
  7. Xiaomi-ს თანადამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა Lei Jun-მა ისაუბრა კომპანიის გეგმების შესახებ, რომლებიც უკავშირდება მეხუთე თაობის ქსელის მხარდაჭერის მქონე სმარტფონების სერიის განვითარებას. როგორც Lei Jun-მა აღნიშნა, 2020 წლისთვის ყველა მოდელი, რომლის ფასიც აღემატება 2000 იუანს (დაახლოებით 285-300 აშშ დოლარი) მიიღებს 5G ქსელის მხარდაჭერას. ამრიგად, მეხუთე თაობის ქსელში იმუშავებს Xiaomi-ს საშუალო დონის სმარტფონებიც კი. კომპანიის ხელმძღვანელმა აგრეთვე განაცხადა, რომ მომდევნო წლისთვის დაგეგმილია მინიმუმ ათი ახალი 5G აპარატის ანონსი, თანაც ბიუჯეტური მოწყობილობები 2020 წლის პირველი ნახევრიდანვე გამოვა. ჯამში, Xiaomi აპირებს აქტიურად განავითაროს და ბაზარზე წინ წამოსწიოს პროდუქტები, რომლებიც მეხუთე თაობის ქსელზეა გათვლილი. ამგვარი მოწყობილობები გამოვა ბრენდ Redmi-ს ფარგლებშიც. IDC-ის შეფასებით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ჩინეთში მოხდა დაახლოებით 485 ათასი 5G სმარტფონის რეალიზება. ამგვარი მოწყობილობების მწარმოებელი კომპანიების ლიდერებში შედიან Vivo, Samsung, Huawei, Xiaomi და ZTE. მათი საბაზრო წილი შეადგენს 54,3 %, 29,0 %, 9,5 %, 4,6 % და 1,5 %-ს, შესაბამისად. https://3dnews.ru/997726
  8. ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Apple-მა წარადგინა MacBook-სერიის ახალი ლეპტოპი. კალიფორნიელი მწარმოებელი ამ მოწყობილობას მოიხსენიებს მსოფლიოში საუკეთესო პროფესიონალურ ლეპტოპად. ლეპტოპს აქვს ახალი კლავიატურა Magic Keyboard, რომელმაც საფირმო ტიპის კლავიატურა ჩაანაცვლა. ახალ MacBook-ში გამოყენებულია LCD დისპლეი, იგი დიაგონალზე 16 დუიმია, გაფართოება შეადგენს 3072 х 1920 პიქსელს. პიქსელების სიმჭიდროვე შეადგენს 226 ppi-ს. სიკაშკაშის მაქსიმალური მაჩვენებელია 500 კდ/კვმ. მოწყობილობის კონფიგურაციაში შედის სენსორული პანელი Touch Bar, სენსორი Touch ID მომხმარებლის აუთენტიფიკაციისთვის, ექვსი დინამიკი, ტრეკპადი force Touch და ჩიპი Apple T2 Security, რომელიც უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი. ინტერფეისებიდან მოცემულია ყურსასმენების კონექტორი, ოთხი USB Type-C პორტი Thunderbolt 3 მხარდაჭერით, აგრეთვე Wi-Fi და Bluetooth 5 ადაპტერები. კომპლექტაციის მიხედვით MacBook Pro-ს შემადგენლობაში შესაძლებელია იყოს Intel Core i7 ან მეცხრე თაობის Core i9 პროცესორი 5.5 გჰც სიხშირით. გრაფიკული ქვესისტემა წარმოდგენილია 7-ნანომეტრიანი ვიდეო ბარათით - 4/8 გბ მეხსიერების მოცულობის მქონე Radeon Pro 5300M ან 5500M. კომპანიის თქმით, ახალი ლეპტოპი 80%-ით სწრაფად დაამუშავებს ვიდეოს გრაფიკულ რედაქტორებში, თამაშებში წარმადობის ზრდა კი 60 % წინა თაობის MacBook Pro-სთან შედარებით. ფლეშ-მეხსიერების მოცულობა იქნება 512 გბ ან 1 ტბ. ამასთან, მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ პირველად MacBook Pro-ში ჩააყენონ 8 ტერაბაიტიანი SSD. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 16 გბ იქნება. Apple ამტკიცებს, რომ ერთ დატენვაზე ლეპტოპის ავტონომიური მუშაობის დრო 11 საათია. ახალი MacBook Pro უკვე იყიდება. იგი ხელმისაწვდომია ნაცრისფერ და ვერცხლისფერ ფერებში. მოწყობილობის ფასი იწყება 2399 აშშ დოლარიდან. უფროსი ვერსიის ლეპტოპი კი 6099 დოლარი ღირს. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/31644/anonsirovan-apple-macbook-pro-luchshij-professionalnyj-noutbuk-v-mire-za-2399-6099-dollarov
  9. კომპანია SpaceX-ის სპეციალისტებმა წარმატებით განახორციელეს პილოტირებული კოსმოსური ხომალდი Crew Dragon-ის ძრავისა და ევაკუაციის სისტემის შემოწმება. სიახლის შესახებ თავდაპირველად კომპანიის კუთვნილ სოციალურ ქსელში დაიწერა, შემდეგ კი დეტალური ინფორმაცია გამოჩნდა ამერიკული აეროკოსმოსური სააგენტო NASA-ს ვებ-გვერდზე. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის აპრილში ძრავის ანალოგიური გამოცდისას საგანგებო სიტუაცია შეიქმნა, რამაც გამოიწვია კოსმოსური ხომალდის აფეთქება. დაიწყო ინციდენტის შესწავლა SpaceX-ისა და NASA-ს სპეციალისტების მიერ და აღმოჩნდა, რომ თხევადი საწვავის ნაწილმა ჰელიუმის გამაძლიერებელ სისტემაში მოულოდნელად გამოიწვია აალება, რის გამოც მოხდა აფეთქება. ამის საფუძველზე SpaceX-ის ინჟინრებმა გადააკეთეს სისტემის კომპონენტები, რათა მსგავსი ვითარება თავიდან აერიდებინათ. „ჩატარდა საევაკუაციო სისტემის სრულფასოვანი გამოცდა. SpaceX-ისა და NASA-ს სპეციალისტები ამ დრომდე აანალიზებენ მიღებულ მონაცემებს და მუშაობენ საევაკუაციო სისტემის დემონსტრაციაზე“ - ნათქვამია კომპანიის შეტყობინებაში. მოსალოდნელია, რომ მიღებული მონაცემების ანალიზისა და აღჭურვილობის შემოწმებების შემდეგ SpaceX-ისა და NASA-ს სპეციალისტები გამოაცხადებენ თარიღს, თუ როდის მოხდება Crew Dragon-ის ფრენის გამოცდა. https://3dnews.ru/997646
  10. ოფიციალურად შედგა ახალი თაობის სმარტფონ Motorola Razr-ის წარდგენა, რომლის შესახებაც ხმები მთელი მიმდინარე წლის მანძილზე ვრცელდებოდა. მოწყობილობას უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული დასაკეცი კორპუსი აქვს. სმარტფონის მთავარი განსაკუთრებულობაა შიდა დასაკეცი დისპლეი Flex View, რომელიც 180 გრადუსით იკეცება. ეს ეკრანი 6.2-დუიმიანია დიაგონალზე და მისი გაფართოებაა 2142 × 876 პიქსელი. როგორც ცნობილია, პანელსა და ცენტრალური ნაწილის სპეციალურ მექანიზმს შეუძლია გაუძლოს დაკეცვა-გახსნის 100 ათას ციკლს სამი წლის განმავლობაში. შიდა მხარეს განთავსებულია დამხმარე ეკრანი Quick View დიაგონალით - 2.7 დუიმი და გაფართოებით - 800 × 600 პიქსელი. მასზე აისახება შეტყობინებები, საჭირო სასარგებლო ინფორმაცია და ა.შ. ამ დისპლეის მეშვეობით შესაძლებელია მუსიკის მართვა და Google Pay სერვისის გამოყენება. უნდა აღინიშნოს, რომ კონსტრუქცია ითვალისწინებს საკმაოდ დიდი ზომის ჩარჩოს კორპუსის ქვედა ნაწილში. აქ არის განთავსებული თითის ანაბეჭდის სკანერი მომხმარებლის იდენტიფიკაციისთვის. სმარტფონს აქვს 16-მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერა ორი ფლეშ-განათებით, გამოსახულების ელექტრონული სტაბილიზაციის სისტემითა და ლაზერული ავტოფოკუსით. გარდა ამისა, გათვალისწინებულია დამხმარე კამერა 5-მეგაპიქსელიანი სენსორით. სმარტფონის პროცესორია Snapdragon 710, რომელსაც აქვს რვა 64-ბიტიანი გამომთვლელი ბირთვი Kryo 360 ტაქტის სიხშირით 2.2 გჰც და გრაფიკული ამაჩქარებელი Adreno 616. მოწყობილობას აგრეთვე აქვს ხელოვნურ ინტელეტთან დაკავშირებულ ბრძანებებზე პასუხისმგებელი ძრავი Artificial Intelligence (AI) Engine. მოწყობილობას აქვს LPPDDR4x ტიპის 6 გბ ოპერატიული მეხსიერება, 128 გბ მოცულობის ფლეშ-მოდული, Wi-Fi 802.11ac (2,4/5 გჰც) და Bluetooth 5 უსადენო კავშირების ადაპტერები, GPS-მიმღები და ოთხი მიკროფონი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გათვალისწინებულია NFC მოდული, ასევე USB 3.0 Type-C პორტი. სმარტფონის გაბარიტებია გახსნილ მდგოამრეობაში 72 × 172 × 6,9 მმ და 72 × 94 × 14 მმ - დაკეცვისას. წონა 205 გრამია. კვებაზე პასუხისმგებელია 2510 მა/სთ მოცულობის ბატარეა, რომელსაც აქვს 15-ვატიანი TurboPower სწრაფი დატენვის მხარდაჭერა. პროგრამულ პლატფორმად გამოყენებულია ოპერაციული სისტემა Android 9.0 (Pie). მოწყობილობა იყენებს eSIM ტექნოლოგიას - ეს გახლავთ ჩაშენებული SIM-ბარათი (ფიზიკური SIM-ბარათის სლოტი გათვალისწინებული არ არის). გაყიდვაში დასაკეცი Motorola Razr 9 იანვარს გამოვა მხოლოდ ერთ, შავ ფერში და მისი ფასი იქნება 1500 აშშ დოლარი. https://3dnews.ru/997622
  11. ბოლო წლები ხასიათდება პროცესორების პრობლემებსა და ბაგებთან ბრძოლით, რომლებსაც პოულობენ მკვლევართა ჯგუფები. CPU-ებისა და ოპერაციული სისტემების შემქმნელები ცდილობენ დაფარონ ხარვეზები მიკროკოდების ახალი ვერსიებითა და სხვა საშუალებებით. მორიგი ბაგი ახასიათებს კომპანია Intel-ის ბევრ პროდუქტსაც. პირველი მათგანი დაკავშირებულია JCC კოდში შეცდომასთან, რაც იწვევს არაპროგნოზირებად ქცევას დეკოდირებული ნაკადის ბუფერზე წვდომისას. ამგვარი ბაგები აქვს Intel-ის ამჟამად არსებულ და მომავალ პროცესორებს, რომლებიც შედის თაობებში - Comet Lake, Cascade Lake, Skylake, Amber Lake, Cafe Lake, Kaby Lake და Whisky Lake. კომპანიის ოფიციალური მონაცემების თანახმად, მიკროკოდის განახლებამ შეიძლება გამოიწვიოს 4% -მდე წარმადობის ვარდნა, ზოგიერთ დავალებაში კი გაცილებით მეტი. კიდევ ერთი ხარვეზი, რომელიც ცნობილია, როგორც ZombieLoad და დაკავშირებულია სპეკულაციურ კოდებთან და მის შედეგად ბოროტმოქმედებს შეუძლიათ წვდომა მიიღონ კონფიდენციალურ მონაცემებზე. იმ პროდუქტების ჩამონათვალში, რომელთაც დამატებითი გამაგრება სჭირდებათ, აღმოჩნდა ასევე პროცესორები თაობებიდან - Cascade Lake, Coffee Lake R, აგრეთვე Whiskey Lake. ბუნებრივია, Intel-ის ინჟინრები მუშაობენ წარმადობის დაკარგვის მინიმიზაციაზე. https://overclockers.ru/blog/id_1/show/31632/cascade-lake-comet-lake-i-esche-neskolko-semejstv-pod-udarom-v-processorah-intel-najdeny-novye-bagi
  12. კომპანია ASRock-მა წარადგინა ახალი ვიდეო ბარათი Radeon 550 Phantom Gaming. ეს გახლავთ საწყისი დონის ახალი გრაფიკული ამაჩქარებელი 14-ნანომეტრიანი პროცესორი Polaris-ით. ახალი ბარათი პირველ რიგში განკუთვნილია სისტემებისთვის, რომლებშიც საერთოდ არ არის ინტეგრირებული გრაფიკა, ან მისი წარმადობა არასაკმარისი დონისაა. ამაჩქარებელი Radeon 550 Phantom Gaming აგებულია კომპაქტურ PCB-დაფაზე , როლის სიგრძე მხოლოდ 170 სანტიმეტრია და აღჭურვილია ალუმინის რადიატორის მქონე გაგრილების სისტემით. გრაფიკული პროცესორი Polaris წარმოდგენილია 512 ნაკადური პროცესორითა და აქვს მუშაობის სამი რეჟიმი. ჩუმ რეჟიმში (Silent mode) ტაქტის სიხშირე აღწევს მხოლოდ 1136 მეგაჰერცს Boost-რეჟიმში, მეხსიერების ეფექტური სიხშირე კი შეადგენს 6972 მეგაჰერცს, რაც ეტალონურ სიხშირეებზეც კი ნაკლებია. სტანდარტულ რეჟიმში (Default mode) Boost-სიხშირე და მეხსიერების ეფექტურის სიხშირე ეტალონურის ტოლია: 1183 და 7000 მეგაჰერცი, შესაბამისად. აჩქარების რეჟიმში კი (OC mode) ეს მაჩვენებლები შეადგენს 1230 და 7028 მეგაჰერცს. ვიდეო ბარათს აქვს მხოლოდ 2 გბ GDDR5 ტიპის ვიდეომეხსიერება. ვიდეოდრაივების ნაკრები მოიცავს შემდეგ ინტერფეისებს: DisplayPort 1.4, HDMI 2.0b და DVI-D. მოწყობილობას არ სჭირდება დამატებითი კვება, TDP-ის დონე არ აღემატება 50 ვატს. დაკავშირებისთვის გამოიყენება მხოლოდ 8-პინიანი PCIe 3.0. Radeon 550 Phantom Gaming-ის ფასი და გაყიდვის დაწყების თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. https://3dnews.ru/997536
  13. დაპირებისამებრ, ილონ მაკსმა გააჟღერა ინფორმაცია, თუ სად უნდა განთავსდეს Gigafactory ევროპის ტერიტორიაზე. კომპანიას უკვე აქვს სამი საწარმო, რომელთაგან ორი შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, მესამე კი ჩინეთში. ძველად მასკს აქვს ნათქვამი, რომ იდეალურ შემთხვევაში სურს Tesla-ს ქარხნები ყველა კონტინენტზე იყოს წარმოდგენილი. კონფერენციის ფარგლებში გაჟღერდა, რომ ევროპული ქარხანა აშენდება ბერლინის შემოგარენში, ახალ აეროპორტთან ახლოს და პირველ რიგში დაიწყება Model Y ელექტრო ქროსოვერების წარმოება. რადგანაც ამ მოდელის დებიუტი ჩანიშნულია მომდევნო წლის გაზაფხულისთვის, გამოდის, რომ ამ დროზე ადრე გერმანიის ქარხანა ფუნქციონირებას არ დაიწყებს. ამოქმედების მიახლოებითი თარიღია 2021 წლის ბოლო. ამ ქარხანაში აგრეთვე მოხდება ელექტრო ძრავებისა და ელექტრო ბატარეების წარმოება Tesla-ს სატრანსპორტო საშუალებებისთვის. ბერლინში განთავსდება კომპანიის ახალი კვლევითი ცენტრი. მასკის თქმით ამ ადგილის არჩევა განპირობებულია მომავალი ქარხნის მდებარეობის სიახლოვით. იგი მიიჩნევს, რომ ხელოვნების სფეროში ბერლინური ტრადიციები მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესია. ინჟინრული სამუშაოების პრალელურად ცენტრი დაკავდება Tesla-ს პროდუქტების დიზაინის შემუშავებითაც. ევროპის ტერიტორიაზე ქარხნის აშენების შედეგად არა მარტო დაიკლებს ლოჯისტიკური შეფერხებების დონე მზა ელექტრომობილების მიწოდებასთან დაკავშირებით, ასევე შემცირდება მომხმარებლებისთვის ელექტრომობილების მიწოდების დროც. გარდა ამისა, კარგი სიახლე იქნება ისიც, რომ საბაჟო გადასახადების გავლენა მოაკლდება ელექტრომობილების თვითღირებულებას. წარმოების გაფართოების დაგეგმვისას შეერთებულ შტატების ფარგლებს გარეთ კომპანია ახდენს საინტერესო ნიმუშის დემონსტრირებას - უცხოური საწარმოები აქცენტს აკეთებენ ელექტრო სატრანსპორტო საშუალებების მასიური მოდელების წარმოებაზე, როგორიცაა Model Y და Model 3. Tesla-ს ისტორიულ სამშობლოში, აშშ-ში კი დაიწყება სატვირთო Semi-ს, მეორე თაობის Roadster-ისა და ელექტრო პიკაპი Cybertruck-ის წარმოება, რომლის ანონსიც მომდევანო კვირისთვისაა დაგეგმილი. https://3dnews.ru/997542
  14. Royal Bank of Canada (RBC), რომლის მართვის ქვეშაც 499 მლრდ აშშ დოლარის ოდენობით აქტივები იმყოფება, აამოქმედებს პლატფორმას Bitcoin-ითა და სხვა კრიპტოვალუტებით ვაჭრობისთვის. ბანკმა კანადისა და აშშ-ის შესაბამის ორგანოებში შეიტანა ოთხი საპატენტო განაცხადი, რომლებიც ეხება გადაწყვეტილებას მის ოპერაციებში კრიპტოვალუტების ინტეგრაციის შესახებ. საინფორმაციო წყაროების ინფორმაციით, RBC ასევე შეძლებს გახსნას ანგარიშები კრიპტოვალუტების შესანახად. „ცალკეული მომხმარებლებისთვის კრიპტო გასაღებებით მართვა და სხვადასხვა კრიპტოაქტივით ოპერაციების განხორციელება შესაძლოა პრობლემა იყოს. ზოგ შემთხვევაში კრიპტოვალუტებით განხორციელებული ტრანზაქციის დადასტურებისთვის შესაძლოა საჭირო იყოს გარკვეული დრო, ასევე შეიძლება ისინი არათავსებადი აღმოჩნდეს სავაჭრო სისტემებთან“ - ნათქვამია ერთ-ერთ საპატენტო განაცხადში. ბანკში ჯერჯერობით უარს აცხადებენ გავრცელებულ ცნობებზე კომენტარის გაკეთებაზე და აღნიშნავენ, რომ განაცხადების შეტანა მუდმივად ხდება კონცეფციისა და იდეების დაცვის მიზნით. აქვე აღვნიშნავთ, რომ კანადის ცენტრალური ბანკი განიხილავს შესაძლებლობას - გამოუშვას საკუთარი ციფრული ვალუტა იმ „პირდაპირ საფრთხესთან“ საბრძოლველად, რომელიც კრიპტოვალუტებისგან მომდინარეობს. https://forklog.com/smi-krupnejshij-bank-kanady-zapustit-platformu-dlya-torgovli-kriptovalyutami/
  15. როდესაც YouTube ამოქმედებას იწყებდა, მისი შემქმნელები ირწმუნებოდნენ, რომ პლატფორმა ნებისმიერ ადამიანს მისცემდა შესაძლებლობას - სერვისზე მიეღო შეუზღუდავი წვდომა თვითგამოხატვისთვის. დროთა განმავლობაში გაჩნდა მკაცრი წესები, აგრეთვე ექაუნთების დაბლოკვის უსაფუძვლო პირობები. ამჟამინდელი ახალი პირობის თანახმად შესაძლოა მილიონობით ადამიანმა დაკარგოს წვდომა ვიდეოჰოსტინგის საკუთარ ექაუნთზე. საქმე YouTube-ის მოხმარების წესების ცვლილებებს ეხება. ამიერიდან, თუკი თქვენს ექაუნთს არ მოაქვს მოგება, ჰოსტინგის ხელმძღვანელობას შეუძლია გადახედოს მას და წაშალოს „კომერციული არამიზაშეწონილობის“ ფორმულირებით. ექსპერტები უკიდურესად არიან შეშფოთებულნი ამ ფაქტით, რადგანაც YouTube-არხების მხოლოდ მცირე ნაწილია ორიენტირებული მოგების მიღებაზე. არხების უდიდესი ნაწილი კი გვევლინება ერთგვარი სავიზიტო ბარათის სახით, აგრეთვე განკუთვნილია პირადი მოხმარებისთვის: ათასობით მომხმარებელი პლატფორმაზე საკუთარ ვიდეოჩანაწერებს ინახავს. YouTube-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ახალი ცვლილებები შემუშავებულია სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით, აგრეთვე არხების ოპტიმიზაციისთვის. ახალი წესები ძალაში შევა 2019 წლის 10 დეკემბერს. როგორც ჩანს, ამ დროისთვის ყველა მომხმარებელმა უნდა მიიღოს მაქსიმალური ზომები თავიანთი მასალების გამოტანისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შესაძლოა მათი ნაგროვები ძვირფასი მასალები უბრალოდ გაქრეს. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/31607/youtube-nachnet-udalyat-akkaunty-kotorye-ne-prinosyat-pribyli
  16. ბრენდმა VAIO-მ (ძველად Sony-ს კუთვნილებაში მყოფი), რომელიც ევროპის ბაზარზე მიმდინარე წელს დაბრუნდა, წარადგინა მაღალი წარმადობის პორტატული კომპიუტერი S15 All Black Edition. ლეპტოპს მკაცრი ფორმების მქონე კორპუსი აქვს, რომელიც მთლიანად შავ ფერშია გადაწყვეტილი. 15.6-დუიმიანი დისპლეის გაფართოებაა Ultra HD/4K — 3840 × 2160 პიქსელი. მთავარი შემადგენელი კომპონენტია Coffee Lake თაობის პროცესორი Intel Core i9-9980HK. ჩიპი შეიცავს რვა გამომთვლელ ბირთვს, რომელთაც შეუძლიათ ერთდროულად 16-ნაკადიანი ინსტრუქციის დამუშავება. ტაქტის სიხშირის დიაპაზონია 2.4 – 5.0 გჰც. შემადგენლობაში შედის გრაფიკული ბლოკი Intel UHD 630. ლეპტოპს აქვს 32 გბ DDR4 ტიპის ოპერატიული მეხსიერება, სწრაფი NVMe SSD - 512 გბ ან 1 ტბ მოცულობით, კონფიგურაციის შესაბამისად, აგრეთვე Blu-ray ოპტიკური დრაივი. კომპუტერის აღჭურვილობაშია: Wi-Fi IEEE 802.11ac და Bluetooth 4.1 უსადენო კავშირების ადაპტერები, გიგაბიტური Ethernet-კონტროლერი, ინტერფეისები - USB Type-C (DisplayPort), HDMI და D-Sub. ლეპტოპის გაბარიტებია 361,4 × 254,3 × 22,0–26,0 მმ, წონა - 2.25 კგ. ბატარეის ერთ სრულ დამუხტვაზე ავტონომიური მუშაობის დროდ გამოცხადებულია 5.5 საათი. ლეპტოპი წარმოდგენილია ოპერაციული სისტემით - Windows 10 Pro.  https://3dnews.ru/997456
  17. ჩინური კრიპტობირჟა BTCC-ის თანადამფუძნებელი და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ბობი ლი დარწმუნებულია, რომ 2028 წლისთვის Bitcoin-ის ფასი 500 ათასს მიაღწევს. „დღესდღეობით ოქროს ბაზრის ღირებულება 8 ტრილიონი აშშ დოლარია, რაც ორმოცდაათჯერ მეტია Bitcoin-ის ფასზე. ვაკეთებ პროგოზს, რომ მომდევნო 9 წლის მანძილზე მოხდება ადგილების შეცვლა და BTC აიწევს 500 ათას დოლარამდე. დღევანდელი ფულის ბეჭდვის გლობალური მასშტაბის გათვალისწინებით, BTC– ის ფასი სავარაუდოდ 1 მილიონი დოლარის ნიშნულს გადალახავს“. ლის პროგნოზის ფუნდამენტს ემსახურება Bitcoin-ის დეფიციტური ბუნება, რომელიც ითვალისწინებს აქტივზე ფასის გარდაუვალ ზრდას იმ შემთხვევაში, თუ მასზე მოთხოვნა უცვლელი ან ზრდადი იქნება. „Bitcoin შეიქმნა იმ მიზნით, რომ დროის განმავლობაში იყოს სუპერფასის მქონე. 2020 წლისთვის ემისიის ყოველდღიური მოცულობა შეადგენს დაახლოებით ~255 BTC-ს, წლიური ინფლაცია იქნება 0,5 %-ზე ნაკლები“. ცხადია, რომ ბობი ლის ჰიპოთეზა ჰარმონიაშია პოპულარული ანალიტიკოსის PlanB-ს Stock/Flow მოდელთან, რეზერვებისა და ზრდის შეფარდებაზე დაყრდნობით, რომლის თანახმად, ჰალვინგს აუცილებლად მოჰყვება BTC ფასის ზრდა. შეგახსენებთ, რომ გერმანული ბანკი BayernLB-ის ანალიტიკოსებმა ივარაუდეს, რომ 2020 წლის მაისში მოსალოდნელი ჰალვინგის შემდეგ Bitcoin-ის ფასი 90 ათას აშშ დოლარს მიაღწევს. https://forklog.com/bobbi-li-cherez-9-let-bitkoin-budet-stoit-500-000-i-prevzojdet-po-kapitalizatsii-zoloto/
  18. კომპანია Thermaltake-მა განაცხადა, რომ ხელმისაწვდომია ახალი სერიის მეხსიერების მოდულები Thermaltake TOUGHRAM RGB DDR4. ამ მოდულების მთავარი ღირსებაა 4000 მჰც, 4266 მჰც და 4400 მჰც სიხშირეები 2x8 გბ კომპლექტებში. PCB-დაფის კონსტრუქცია შედგება ათი ფენისგან. გამოყენებული მეხსიერების ჩიპები მკაცრ კონტროლსა და შერჩევას გადიან, რათა გარანტირებულ იქნას ასეთი მაღალი სიხშირეები. მოდულების შემოწმება მოხდა Intel-ის აქტუალურ პლატფორმაზე ASUS-ის დედა დაფებით და ნაჩვენები იქნა სრული თავსებადობა. ახალი მეხსიერების მოდულების შეძენა შესაძლებელია კომპანიის ოფიციალური ვებ-გვერდიდან. სტაბილური მუშაობის უზრუნველყოფისთვის ინტეგრალური სქემები ეკრანირებულია. დაფის შიგნით მოთავსებულია სპილენძი, რაც უზრუნველყოფს საუკეთესო ელექტროგამტარობას. რადიატორები დამზადებულია პოლირებული ალუმინისგან და უზრუნველყოფენ შესანიშნავ გაგრილებას. მოდულებში ინტეგრირებულია ათი ერთეული განათება, რომელთაც ფერთა გამის სრული მხარდაჭერა აქვთ, ფერების მართვა და ცვლა ხორციელდება დედა დაფიდან. განათების ცვლილების დაკავშირება აგრეთვე შესაძლებელია კომპიუტერის ყველა მანათობელ კომპონენტთან. https://overclockers.ru/blog/ddr77/show/31567/thermaltake-predstavila-novuju-pamyat-toughram-rgb-ddr4
  19. ASUS-ის მონიტორების ასორტიმენტში მატებაა: შედგა ROG Strix XG43VQ მოდელის დებიუტი, რომელიც გათვლილია უმაღლესი დონის გეიმინგ სისტემებში გამოყენებისთვის. მონიტორს რკალისებრი ფორმა აქვს (1800R). გამოყენებულია VA მატრიცა ზომით 43,4 დუიმი დიაგონალზე. გაფართოება შეადგენს 3840 × 1200 პიქსელს, გვერდების შეფარდებაა 32:10-თან. მონიტორს აქვს DCI-P3 ფერთა გამის 90%-იანი ფლობა, თვალთახედვის კუთხეები ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად შეადგენს 187 გრადუსს. მაქსიმალური სიკაშკაშის მაჩვენებელია 450 კდ/მ2, კონტრასტულობა - 3000:1. პანელის კადრის განახლების სიხშირეა 120 ჰერცი, რეაქციის დრო - 1 მილიწამი. მონიტორს აქვს FreeSync 2 HDR და DisplayHDR 400 ტექნოლოგიების მხარდაჭერა. პანელის არსენალშია აგრეთვე ASUS GamePlus ფუნქციების ნაკრები: იგი მოიცავს ტაიმერს, კადრების მრიცხველს და გამოსახულების გამთანაბრებელ ინსტრუმენტს მულტი დისპლეის მქონე კონფიგურაციებში. ტექნოლოგიები Ultra-low Blue Light და Flicker Free ხელს უწყობს თვალებზე დატვირთვის შემცირებას, რაც ხორციელდება ლურჯი ნათების ინტენსიური გამოსხივების შემცირებისა და ციმციმის შეწყვეტის მეშვეობით. მონიტორს აქვს 5-ვატიანი სტერეოფონური დინამიკები, ორი კონექტორი HDMI 2.0, DisplayPort 1.2 ინტერფეისი, სტანდარტული კონექტორი და USB 3.0 კონცენტრატორი. სადგამი საშუალებას იძლევა შეიცვალოს ეკრანის სიმაღლე მაგიდის ზედაპირიდან, შესაძლებელია ეკრანის მოტრიალება და დისპლეის დახრის კუთხის შეცვლა. https://3dnews.ru/997363
  20. როდესაც ჩინური მთვარემავალი Yutu-2 ძილის რეჟიმში გადასვლისთვის ემზადებოდა, პეკინის აეროკოსმოსური მართვის ცენტრის მკვლევარებმა როვერის კამერის გამოსახულებაზე უცნაური გელისმაგვარი სუბსტანცია შენიშნეს, რამაც სამეცნიერო სამყარო ააფორიაქა. რას შეიძლება წარმოადგენდეს ეს უცნობი მასალა და საიდან გაჩნდა იგი მთვარის ბნელ მხარეს? ჩინური როვერი Yutu-2 როგორც პორტალი sciencealert.com იტყობინება, ჩინური მთვარემავალი Yutu-2 პირველი მთვარემავალია, რომელიც წარმატებით დაეშვა ჩვენი კოსმოსური თანამგზავრის ბნელ მხარეზე. იმისთვის, რომ დღის განმავლობაში აპარატი გადახურებისგან დაეცვათ, სპეციალისტებმა გადაწყვიტეს პერიოდულად „დააძინონ“ როვერი ახლომდებარე კრატერში. სწორედ ასეთ კრატერში იქნა აღმოჩენილი უცხო ნივთიერება, რომელიც ფერით შესამჩნევად განსხვავდებოდა გარემომცველი რუხი ნივთიერება რეგოლიტისგან. ექსპერტების აზრით აღმოჩენილი ნივთიერება შესაძლოა იყოს მუქი მინა, რომლის ფორმირებაც მოხდა ზესწრაფი მეტეორიტის მთვარის მტვრიან ზედაპირზე შეჯახებისას. ცნობილია, რომ მეტეორიტებს შეუძლიათ მინერალები გარდაქმნან მბრწყინავ მინად, რომელიც სინათლეს გარდატეხს. NASA-ს სპეციალისტები აცხადებენ, რომ ნივთიერებას სავარაუდოდ მინერალური წარმომავლობა აქვს. უცნობი ნივთიერება არ არის მთვარეზე ნაპოვნი ერთადერთი აღმოჩენა. მთვარეზე არსებული ბუნებრივი წარმოშობის გვირაბები და გამოქვაბულები არა მარტო ნათელს მოჰფენს მთვარის ჩამოყალიბების ამბავს, არამედ ისინი ასტრონავტებს ხელს შეუწყობს ბუნებრივ ქვაბულებში ააგონ პირველი კოსმოსური ბაზა. მთვარემავალ Yutu-2-ის მთავარი მიზანია შეისწავლოს კლდეებისა და ნიადაგის ქიმიური შემადგენლობა, ასევე ჩაატაროს კვლევები რადიოასტრონომიის კუთხით და დააკვირდეს მზის აქტივობას, კოსმოსურ გამოსხივებას. მიუხედავად ამისა, პეკინის კოსმოსური ცენტრის სპეციალისტები პირობას დებენ, რომ როგორც კი როვერი ძილის რეჟიმიდან გამოვა, აღმოჩენილ მასალაზე უფრო მეტ ინფორმაციას გვაცნობებენ. ასე რომ უახლოეს დროში მთვარის საიდუმლოებებს ერთი გამოაკლდება. https://hi-news.ru/space/na-lune-najdeno-strannoe-zheleobraznoe-veshhestvo.html
  21. „საუკეთესო ვიდეობარათების შეძენის დრო ჯერ არ დამდგარა“, „ჯობს, ცოტა კიდევ დავიცადო, მომდევნო თაობა გამოვა“ - სწორად ასე ფიქრობს უამრავი მომხმარებელი. რეალური მიზეზი კი მათი ფინანსებში შეზღუდულობაა. მათთვის რჩევების მისაცემად ამჯერად გაისარჯნენ ვებ-გვერდ pcgamesn-ის ექსპერტები. მათ შეისწავლეს ყველა შესაძლო ვარიანტი და ვერდიქტი გამოიტანეს. რჩევების გათვალისწინების შემთხვევაში ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს 300-დოლარიანი ფასის კატეგორიაში საუკეთესო ბიუჯეტური ვიდეო ბარათი შეიძინოს. საუკეთესო ვიდეო ბარათი 250 დოლარამდე ფასის კატეგორიაში: GeForce GTX 1660 Super.  ხსენებული ვიდეო ბარათი თითქმის ისეთივე სწრაფია, როგორც GTX 1660 Ti, თანაც ფასიც უფრო ხელმისაწვდომი. რაღატომ უნდა გადავიხადოთ მეტი? საუკეთესო ბარათი 300 დოლარად: GeForce GTX 1660 Ti.  1080р გაფართოებისთვის ამ ფასად უფრო სწრაფ ვიდეო ბარათს პრაქტიკულად ვერ ნახავთ. თანაც გავრცელდა ცნობა, რომ მალე ეს ბარათი აღარ გამოვა, ასე რომ სწორედ დროა იჩქაროთ მისი შეძენა. Radeon RX 590.  ამ ვიდეო ბარათის ნაკლოვანებად მისი მაღალი ტემპერატურა სახელდება, რეალურად კი ეს შესანიშნავი გადაწყვეტილებაა, მთავარია მასთან კარგი გაგრილების სისტემა გამოიყენოთ. როდესაც თანხა არ გვყოფნის: Radeon RX 580.  ეს ბარათი თითქმის ყველა თამაშისთვის გამოდგება 1080р გაფართოებაზე, გამოყენებიდან ერთი წლის შემდეგ კი მისგან სასწაულებს აღარ უნდა ელოდოთ. თამაშებზე მოთხოვნები სწრაფად იზრდება, გამოყენებიდან გარკვეული დროის შემდეგ მოგიწევთ მინიმუმამდე დაწიოთ პარამეტრები და გადახვიდეთ 720p-ზე. ამ ბარათის ყიდვა მხოლოდ უკიდურესი კრიზისის შემთხვევაში ღირს. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/31548/luchshie-videokarty-do-300-dollarov-dlya-beskompromissnyh-gejmerov-po-versii-pcgamesn
  22. Lenovo და საბავშვო ფონდი Starlight ატარებენ ვირტუალური რეალობის ჰედსეტების საპილოტე გამოცდებს და აპირებენ ისინი ბავშვთა საერთო ანესთეზიის ალტერნატივად გამოიყენონ. ინჟინრები აღნიშნავენ, რომ მოწყობილობა ბავშვებს ყურადღებას გადაატანინებს მათ ირგვლივ არსებული ვითარებისგან, მოუხსნის პანიკასა და შეუმსუბუქებს ტკივილს. საპილოტე პროექტი Starlight საავარდმყოფოებში უკვე ერთი წელია მოქმედებს. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ვირტუალური რეალობის გამრთობი თერაპიის კლინიკური პოტენციალი სასარგებლო ინსტრუმენტია და მისი გამოყენება გარკვეულ პროცედურებში შესაძლებელია. ექიმები წარმატებით ასრულებენ ინვაზიურ პროცედურებსაც VR-ის მეშვეობით. „ადამიანის ტვინს შეზღუდული გამშვები შესაძლობლობა აქვს“ - აცხადებს კოლორადოს საბავშვო საავარდმყოფოს დირექტორი - „რაც მეტად ჩაგითრევთ ვირტუალური რეალობა, მით უფრო ნაკლებად აღიქვამს ტვინი ტკივილის სიგნალებს და რაც ნაკლებად აღიქვამს მათ ტვინი, მით მეტია შანსი ვერ იგრძნოთ ტკივილი“. ტექნოლოგია გამოყენებისთვის პრაქტიკულად მზადაა. საავადმყოფოებს მიაწვდიან Lenovo Mirage Solo VR ჰედსეტებს, რომლებსაც ექნებათ ისეთი თამაშებისა და აპლიკაციების მხარდაჭერა, რომლებიც მომხმარებლის ასაკს შეესაბამება. პირველი პროცედურით ბავშვებს ტკივილი შეუმსუბუქეს ლუმბალური პუნქციის დროს, დაზიანებული კიდურების მკურნალობისა და სხვა პროცედურების ჩატარებისას. პაციენტები ვერ ხედავდნენ სამედიცინო აღჭურვილობასა და საკუთარ ტრავმებს, ამიტომ მათი ტკივილი და შფოთვა ნაკლები იყო, გამძლეობის დონე კი - გაცილებით მაღალი. https://hightech.fm/2019/11/10/vr-doctors
  23. Coinbase პირველად აძლევს რიგით მომხმარებლებს დამატებითი თანხის მიღების საშუალებას მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ფლობენ კრიპტოვალუტებს, დაწყებული Tezos (XTZ) ტოკენიდან. კომპანიის ბლოგზე ნათქვამია, რომ აშშ-ის მომხმარებლები (ჰავაის კუნძულებისა და ნიუ-იორკის მაცხოვრებლების გამოკლებით) ამიერიდან შეძლებენ პლატფორმის მხრიდან წლიური 5%-იანი დამატებითი შემოსავლის მიღებას. Tezos-ში გამოყენებულია ალტერნატიული კონსენსუს-მექანიზმი მაინინგისთვის ქმედითუნარიანობის შემოწმების მიზნით - სისტემა, რომელიც აგებულია ბაზრის კაპიტალიზაციის მიხედვით უმსხვილეს კრიპტოვალუტა Bitcoin-ზე. ეს proof-of-stake მექანიზმი ქსელის მომხმარებლებს აჯილდოებს იმისთვის, რომ ფლობენ კრიპტოვალუტებს და ხელს უწყობენ ქსელის დაცვას. Coinbase-ის 5 %-იანი სასაჩუქრე წილი დამყარებულია Tezos-ის ბოლო 90 დღის მოგებაზე. კომპანია ასევე აღნიშნავს, რომ საწყისი ფლობის პერიოდი 35-40 დღეს შეადგენს, რის შემდეგაც staker-ები იხილავენ თავიანთ ბონუსებს, რომლებიც გაჩნდება ყოველ სამ დღეში. პლატფორმამ Tezos აგრეთვე დაამატა Coinbase Earn-ზე - პროგრამაში, რომელიც მიმართულია კრიპტო ქომიუნითის ინფორმირებაზე და გასცემს XTZ-ს იმ მონაწილეებზე, რომლებიც დაასრულებენ საგანმანათლებლო ვიდეოებს. Coinbase Custody პირველ რიგში ემსახურება ინსტიტუციონალიზებულ მომხმარებლებს, რომლებიც კრიპტოვალუტების დიდ რაოდენობას ფლობენ. თუმცა ამჟამინდელი ინიციატივა ფსონს დებს Tezos-ის ყველაზე მცირე ჰოლდერებზეც. https://www.coindesk.com/coinbase-will-now-reward-users-for-holding-this-cryptocurrency
  24. Seagate-მა ისაუბრა თავის გეგმებზე უახლოესი წლების განმავლობაში. კომპანია მთელი ძალით იბრძვის ბაზარზე HDD ტექნოლოგიის აქტუალურობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ SSD-ების უპირატესობა უკვე კარგად აღქმული და აღიარებულია, გარკვეულ პირობებში მაინც გონივრულია დიდი მოცულობის მყარი დისკების გამოყენება. კომპანია გულმოდგინედ ცდილობს წინ წამოწიოს თავისი ახალი ტექნოლოგია HAMR, რომლის მეშვეობითაც ხდება ჩაწერის სიმჭიდროვის გაზრდა ტრადიციულ დისკებზე. 18 და 20-ტერაბაიტიანი მყარი დისკების წარმოების გეგმა 2020 წლის პირველ ნახევარში ნამდვილად გამართლებული და მოსალოდნელია იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიამ მცირე ხნის წინ უკვე წარადგინა 16 ტერაბაიტი მოცულობის მყარი დისკები. ამგვარ დისკებში ჯერჯერობით კვლავ გამოყენებული იქნება შედარებით ძველი ტექნოლოგიები, როგორებიცაა CMR (სტანდარტული მაგნიტური ჩაწერა) და SMR (გალვანური მაგნიტური ჩაწერა). მოგვიანებით კი კომპანია გამოიყენებს თავის დაპატენტებულ ახალ ტექნოლოგია HAMR-ს (Heat Assisted Magnetic Recording) უფრო მაღალი წარმადობისა და სიმჭიდროვის მქონე განახლებული 20 ტბ და 20 ტბ+ მყარი დისკებისთვის. Seagate-ის გეგმებში ასევე შედის ისეთი მყარი დისკების გამოშვება, რომლებშიც გამოყენებული იქნება წაკითხვა/ჩაწერის ორი ნაკრები ერთის ნაცვლად. https://overclockers.ru/blog/goldas/show/31479/seagate-sobiraetsya-anonsirovat-hdd-na-50-tb-k-2026-godu
  25. ფაქტი, რომ ანონსისთვის მზადდებოდა ბიუჯეტური პროცესორი Athlon 3000G - დიდი ხანია საიდუმლოს არ წარმოადგენდა. ამჯერად უკვე მოხდა ამ მოდელის ოფიციალური წარდგენა და AMD-მ თავის პრეს-რელიზში მას უწოდა პირველი Athlon პროცესორი Zen არქიტექტურის თაობიდან, რომელიც გვთავაზობს გამარტივებული აჩქარების პროცედურას. არსობრივად, დამატებითი „ნული“ მოდელის დასახელებაში ხაზს უსვამს, რომ მოცემული პროცესორი გამოირჩევა Athlon Picasso-ს დანარჩენი პროცესორებისგან. ახალი პროცესორის მახასიათებლები ცნობილია: ორი ბირთვი, ოთხი ნაკადი, საბაზისო სიხშირე 3.5 გჰც იზრდება არა ავტომატურად, არამედ ოვერქლოქინგის სტანდარტული ინსტრუმენტების მეშვეობით. პრეზენტაციაზე AMD-მ ისაუბრა ამ პროცესორის აჩქარების მოკრძალებულ შესაძლებლობებზე, რომლის თანახმადაც 3/.9 გჰც მიიღწევა, თუმცა ეს ზღვარი სავარაუდოდ მხოლოდ საილუსტრაციო მიზნითაა დადგენილი. Athlon 3000G-ის კონკურენტად მიიჩნევა Pentium G5400, რომელიც 73 აშშ დოლარი ღირს, AMD-ს ახალი პროცესორი კი 49 დოლარად გაიყიდება. რეალურად, ეს პროცესორი ოვერქლოქინგს თავდაპირველ აზრს უბრუნებს, როდესაც ბიუჯეტური პროცესორისგან მოითხოვებოდა მაქსიმალური შესაძლო წარმადობა, რომელიც მიიღწეოდა სიხშირეების აჩქარებით. Radeon Vega 3-ის გრაფიკული ქვესისტემა მუშაობს 1100 მჰც სიხშირეზე, მესამე დონის ქეშ-მეხსიერების მოცულობა 4 მბაიტს შეადგენს, TDP-ის დონე კი ნომინალურ რეჟიმებში 35 ვატს არ აღემატება. Athlon 3000G გაყიდვაში 19 ნოემბერს გამოვა. აღსანიშნავია, რომ AMD-ის ვებ-გვერდზე მითითებულია, რომ ეს მოდელი 14-ნანომეტრიანი ტექნოპროცესითაა დამზადებული, დედა დაფების მწარმოებლებისგან კი ცნობილია, რომ იგი 12-ნანომეტრიან Picasso-თაობას მიეკუთვნება. Socket AM4-ის მქონე ბიუჯეტური დაფების მფლობელებს აუცილებლად გაახარებთ AMD-ის ახალი პროცესორი, რადგანაც შეძლებენ შეიძინონ საკმაოდ თანამედროვე და ბიუჯეტური პროცესორი აჩქარების შესაძლებლობით. https://3dnews.ru/997190
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.