Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5903
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    196

Everything posted by Magdalena

  1. პლატფორმა Bakkt უპირველეს ყოვლისა ამოქმედებულ იქნა ინსტიტუციონალიზებული ინვესტორების მიმართ ორიენტირით, თუმცა სამომხმარებლო ასპექტი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება კრიპტოვალუტების მასობრივ მიღებაში - ამტკიცებს კომპანიის ოპერაციების დირექტორი ედამ უაიტი. მისი სიტყვებით, თავისი პროდუქტების შექმნისას Bakkt ცდილობს თავიდან აირიდოს საბაზრო სპეკულაციებთან შეხება. პორტალ EJ Insight-თან ინტერვიუში, რომელშიც აგრეთვე მონაწილეობდა Intercontinental Exchange Asia Pacific-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯენიფერ ილკივი, ედამ უაიტმა ხაზი გაუსვა, რომ Bakkt-ის დღევანდელი მდგომარეობა მომხმარებლებს ხელს უწყობს უკეთ მოახდინონ ორიენტირება Bitcoin-ის საბაზრო ფასის საკითხებში, აგრეთვე აზღვევს მათ შესაძლო რისკებისგან. თუმცა იგი მიიჩნევს, რომ ბაზრის განწყობა - ეს არ გახლავთ მთავარი ფაქტორი Bitcoin-ის აღიარება-მიღებისთვის. „ხალხმა უნდა დაიწყოს Bitcoin-ის მსგავსი ციფრული აქტივების გამოყენება, რათა გადაჭრან რეალური პრობლემები. ეს არის ის, რასაც ვუწოდებთ აღიარებასა და სარგებელს“ - განაცხადა უაიტმა. მან ასევე თქვა, რომ Bakkt-ს აქვს ცალკეული ქვეგანყოფილება, რომელიც მუშაობს იმ ახალი სერვისებისა და პროდუქტების შექმნაზე, რომელთაც ხელი უნდა შეუწყონ კრიპტოვალუტების დანერგვის მასშტაბირებას. უაიტი შეეხო Stablecoin-ებისადმი მზარდი ინტერესის საკითხსაც და განაცხადა, რომ იგი საკმაოდ ნეიტრალურადაა განწყობილი მათი ფუნქციებისადმი და უფრო მეტი ინტერესით აკვირდება იმ მოვლენებს, რომლებიც ამგავრი აქტივების ირგვლივ ხდება. Bakkt-ს ამ დროისთვის არ აქვს არანაირი ისეთი Stablecoin, რომელსაც კომპანია მიიჩნევდა მეურვეობით (custody-ალურ) გადაწყვეტილებად, თუმცა სამომავლოდ პლატფორმამ შესაძლოა განიხილოს მსგავსი ვარიანტიც. შეგახსენებთ, რომ ნოემბრის დასაწყისში Bakkt-მა დაიწყო თავისი სამომხმარებლო საგადასახადო აპლიკაციის ტესტირება, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს Bitcoin-ით გადაიხადონ სერვისების საფასური. Bakkt-ის აპლიკაციაში პირველი ჩაერთვება ყავის საერთაშორისო ქსელი Starbucks, მისი ამოქმედება 2020 წლის შუა პერიოდისთვისაა დაგეგმილი. https://forklog.com/bakkt-uspeh-bitkoina-zavisit-ot-togo-smozhet-li-on-reshit-realnye-problemy/
  2. რეგულარულად ვიგებთ ამბებს ახალი ტექნოლოგიების შესახებ, რომელთაც შეძლეს განვითარება ხელოვნური ინტელექტის დახმარებით. მას უამრავ სფეროში იყენებენ: ვიღაც ქმნის საკუთარ აპლიკაციებს და ახდენს უკვე არსებულის გაუმჯობესებას; ზოგიც გართობის მიზნით ასწავლის ხელოვნურ ინტელექტს ახალ შესაძლებლობებს, თუმცა ყველამ არ იცის, რომ ტექნოლოგია დღესდღეობით განვითარების ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზე იმყოფება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჯერჯერობით არ შეუძლია ყველა შესაძლებლობისა და პოტენციალის სრულად გამოვლენა. ხელოვნური ინტელექტის გაუმჯობესებით უამრავი მეცნიერია დაკავებული, თუმცა რევოლუციური გარღვევები ჯერ ვერ ხერხდება. ხელოვნური ინტელექტის განვითარების ყველაზე სწრაფ მეთოდზე ისაუბრა ბილ გეითსმა. მისი თქმით ტექნოლოგია ამჟამად კვლევის ჩაკეტილ წრეში იმყოფება, რომელში მოხვედრაც რიგითი პირებისთვის (ტექნოლოგიისა და ელექტრონიკის მოყვარულებისთვის) მეტად რთულია. სწორედ ამ ფაქტს მიიჩნევს გეითსი თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის პრობლემად. იგი თვლის: იმისათვის, რომ ტექნოლოგიამ მიაღწიოს მაქსიმალურ განვითარებას, უნდა მიეცეთ ნებართვა მკვლევარებსა და მეცნიერებს - გაუზიარონ თავიანთი მიღწევები ნებისმიერ მსურველს. ვითარების უკეთ განსამარტავად გეითსს მაგალითად მოჰყავს დღეს არსებული სიტუაცია ჩინეთსა და აშშ-ს შორის. ორივე ქვეყანას შეუძლია წინ წავიდეს ხელოვნური ინტელექტის განვითარების საკითხში, თუმცა მიღწევების გაზიარებას არც ერთი თანხმდება. იმისთვის, რომ შედეგები ღირებული იყოს, ხელოვნურ ინტელექტს სჭირდება საერთაშორისო თანამშრომლობა და არა უთანხმოებები, რაც ხელს უშლის განვითარებას. https://overclockers.ru/blog/RoadToKnowledge/show/31938/bill-gejts-rasskazal-kak-uzhe-sejchas-vyvesti-ii-na-novyj-uroven
  3. ნოემბრის დასაწყისში კომპანია Gigabyte-მა წარადგინა გარე გრაფიკული ამაჩქარებელი Aorus RTX 2080 Ti Gaming Box, რომელიც აგებულია NVIDIA-ს ერთ-ერთი უმძლავრესი ვიდეო ბარათის ბაზაზე. ამჟამად ცნობილი გახდა, რომ ამ მოწყობილობის ფასი, რომელიც განკუთვნილია თხელი ლეპტოპებისა და მინი-კომპიუტერებისთვის, შეადგენს 1500 აშშ დოლარს. ისიც გავითვალისწინოთ, რომ ტიპური ვიდეო ბარათ GeForce RTX 2080 Ti-ს რეკომენდირებული ფასი 1200 აშშ დოლარია. კორპუსი წარმოდგენილია კვების ბლოკით, მტვრისგან დაცვის სისტემითა და ხმაურის დაბალი დონის მქონე წყლით გაგრილების სისტემით, რომელიც შედგება 240-მილიმეტრიანი რადიატორითა და ორი 120-მილიმეტრიანი ვენტილატორით. ინტერფეისებიდან ხელმისაწვდომია სამი DisplayPort და ერთი HDMI, ასევე სამი USB 3.0 პორტი, ერთი VirtualLink - USB-C ვირტუალური რეალობის ჰედსეტის მიერთებისთვის და ქსელური კონექტორი RJ-45. ამ ბლოკის მეშვეობით ლეპტოპი მიიღებს არა მარტო დამატებით USB-კომუნიკაციებს, არამედ შეძლებს ინტერნეტს მიუერთდეს სადენით: შესაბამისი კონექტორი ხშირად არ არის ხელმისაწვდომი მობილურ კომპიუტერებში. ბლოკის წინა მხარეს მოცემულია RGB განათება. პოტენციური მყიდველები არ უნდა ელოდონ, რომ Aorus RTX 2080 Ti Gaming Box შეძლებს იმავე დონის წარმადობის შემოთავაზებას, რაც მიღწევადი იქნებოდა ვიდეო ბარათის უშუალოდ დესკტოპ კომპიუტერში განთავსების შემთხვევაში. გარე GPU-ის სახით ბარათის გამოყენება ნიშნავს მის მიერთებას Thunderbolt 3-ით, რაც გარკვეულ პირობებში გამოიწვევს წარმადობის შეზღუდვას. Gigabyte-ის ახალი მოწყობილობა არ იმუშავებს Mac-კომპიუტერებთან. მიუხედავად იმისა, რომ დამატებულია eGPU-ს მხადაჭერა macOS High Sierra 10.13.4-ში, Apple-ს ოფიციალურად მხოლოდ AMD-ის ვიდეო ბარათების მხარდაჭერა აქვს. დღესდღეობით Gigabyte Aorus RTX 2080 Ti ერთ-ერთი ყველაზე მაღალი წარმადობის მოწყობილობაა. არსებობს ალტერნატიული არჩევანიც: მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს კორპუსი Razer Core X 430 აშშ დოლარად და დააყენოს 2500 აშშ-დოლარიანი GeForce TITAN RTX, თუმცა ასეთ შემთხვევაში მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი არ იქნება წყლით გაგრილების სისტემა და აჩქარების მაღალი პოტენციალი. https://3dnews.ru/998515
  4. Cointelegraph-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში Blockstream-ის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ მისთვის Bitcoin-ზე მაღლა არაფერი დგას, არც Stablecoin-ები და არც ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებული სხვა მონეტები. Adam Back-მა შექმნა hashcash proof of work სისტემა და იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც Bitcoin-თან მუშაობა დაიწყო. გარდა ამისა, იგი ესწრებოდა მიმდინარე წელს G20-შეხვედრებს იაპონიაში, სადაც საუბრობდა ბლოკჩეინის გამოყენების დადებით მხარეებზე. Back თვლის - ბლოკჩეინი გახდება კიდევ ერთი ინიციატივა ღია ქსელისთვის და აცხადებს, რომ ფინანსური დაწესებულებები მოგებას აღარ მიიღებენ, რადგანაც საერთაშორისო ტრანზაქციებისთვის საჭირო აღარ იქნება საკამათო კრედიტების მქონე შუამავალი ბანკები. იაპონიის საფინანსო სერვისების სააგენტომ Back-ს ლეგენდარული „cypherpunk“ უწოდა, რადგანაც მან სასარგებლო როლი შეასრულა დისკუსიებში, რომლებიც ეხებოდა კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინის სამომავლო გამოყენების საკითხს. Back-ისთვის არაფერია ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც „ფული ცენზურის გარეშე“ - ისეთი, როგორიც გახლავთ Bitcoin-ი. “ვფიქრობ, გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა სასარგებლო იყოს Stablecoin-ების ფლობა, თუმცა ისინი თავიანთი ბუნებით Bitcoin-ს არ შეესაბამება, რადგანაც დეპოზიტის რისკი გააჩნიათ. ხოლო თუკი არსებობს ცენტრალური ბანკი, რომელიც ისტებლიშმენტის ტრადიციულ ინტერესებს გარანტირებს, ამგვარი რამ შესაძლოა მომხმარებლებისთვის მიმზიდველი არ იყოს“. რაც შეეხება Facebook-ის კრიპტოვალუტა Libra-ს, Back-მა მიუთითა, რომ მას არაფერი ექნება საერთო კრიპტოვალუტასთან და წარმოადგენს კიდევ ერთ „საბანკო შემოთავაზებას თანამედროვე სახით“. „რეალურად, როგორც ჩანს, Libra არ იქნება დეცენტრალიზებული კრიპტოვალუტა, არამედ უფრო მეტად გვევლინება, როგორც ბიზნეს-კონსორციუმი, რომელიც კონკურენციას გაუწევს Venmo-ს, PayPal-სა და QQ Pay-ს სამომხმარებლო ინტერფეისით, რომელსაც ექნება კრიპტო საფულის სახე. ფინანსური თვალსაზრისით იგი იქნება ინტერნეტ-ბანკინგის სახით კიდევ ერთი შემოთავაზება უფრო თანამედროვე შესაძლებლობებით“. Back-ის აზრი CBDC-ზე Libra-ს მსგავსია, თუმცა იგი მიიჩნევს, რომ CBDC-ს წარმატების შანსი უფრო აქვს, ვიდრე Facebook-ის პროექტს. მან ხაზი გაუსვა, რომ მხოლოდ Bitcoin-ი ფლობს სუვერენიტეტს, რაც მას აღმატებულს ხდის შემუშავების სტადიაში მყოფ პროექტებთან შედარებით. „ბოლოს და ბოლოს, კომპანიებს ფინანსური ინტერესები აქვთ - შემცირდეს მღელვარება, რომელსაც მომხმარებლები განიცდიან რეგისტრაციისა და სარგებლობისას. ჩვენ დავაკვირდებით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები სხვადასხვა ქვეყანაში, თუმცა მოვიჩნევთ, რომ დღესდღეობით არსებულ Stablecoin-ებს არ აქვთ Bitcoin-ის თვისება - სუვერენულობა და ცენტრალური ხელისუფლება მომავალშიც იმოქმედებს მათზე“. Back-მა განაცხადა ისიც, რომ თუკი ბლოკჩეინ-აპლიკაციები არ იქნება შემოწმებას დაქვემდებარებული, ისევე როგორც Bitcoin-ი, ისინი აზრს დაკარგავს. მან აღნიშნა Lightning Network-ის უპირატესობასაც, რომელიც მოიცავს ტრანზაქციების უფრო სწრაფ დადასტურებას და ე.წ. Double Spend-ის ნაკლებ რისკს. https://cointelegraph.com/news/exclusive-nothing-is-above-bitcoin-no-cbdc-no-stablecoins-says-blockstream-ceo-adam-back
  5. მცირე ხნის წინ გაგაცანით 2019 წლის საუკეთესო პროცესორების ჩამონათვალი ამავე რესურსის ექსპერტებისგან. როგორც გახსოვთ, მათ ერთხმად აღიარეს AMD-ს უპირატესობა. ამჯერად განვიხილოთ საუკეთესო გეიმერული დედა დაფები Ryzen პროცესორებისთვის. საუკეთესო გეიმერული დედა დაფა: Asus ROG Strix X470-F Gaming.  კომპანია ASUS-ს შესანიშნავი დედა დაფები აქვს Х570 ჩიპსეტზე, თუმცა ისინი მეტად ძვირია და მყიდველთა უმეტესობისთვის არ გახლავთ ხელმისაწვდომი. სწორედ ამიტომ სწორი გადაწყვეტილება იქნება, მივუბრუნდეთ წინა თაობის ტოპ კლასის Х470 ჩიპსეტს. იგი ამ დრომდე აქტუალურია და საშუალებას იძლევა თქვენმა პროცესორმა მაქსიმალურ ტაქტის სიხშირეებს მიაღწიოს. ამასთან, ეს დედა დაფა საკმაოდ მისაღები ფასითაა წარმოდგენილი და გამოყენებისას სავსებით ამართლებს მასზე დახარჯულ თითოეულ დოლარს. უკომპრომისო ვარიანტი: MSI MEG X570 Ace Gaming.  ექსპერტების აზრით დღეისათვის გაურკვეველია, ღირს თუ არა საერთოდ Х570 ჩიპსეტზე არსებული დედა დაფების ყიდვა: არსებობს ალბათობა, რომ შეიძლება ინვესტიციამ არ გაამართლოს. საქმე ის გახლავთ, რომ Ryzen 500-ის სერიას ნამდვილად არ ექნება АМ4 სლოტის მხარდაჭერა, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაბამისი დედა დაფის მქონეებს მხოლოდ ერთი წელი აქვთ პოტენციალის სრულად აღმოჩენისთვის, ეს კი შესაძლოა ცოტა იყოს. ასეა თუ ისე, თუკი თვლით, რომ უკომპრომისო დაფა გჭირდებათ, MSI MEG X570 Ace Gaming საუკეთესო არჩევანია. მას ფუნქციების უზარმაზარი ნაკრები აქვს და შეუძლია ყველაზე ნელი პროცესორიც კი მაღალი წარმადობის მქონედ გარდაქმნას.   საუკეთესო ბიუჯეტური გეიმერული დედა დაფა: Gigabyte AB350-Gaming 3.  მიუხედავად იმისა, რომ 350-სერია უკვე საკმაოდ დიდი ხნისაა, მას ჯერ კიდევ შეუძლია უზრუნველყოს შესანიშნავი წარმადობა. მისი ფუნქციები საშუალებას იძლევა დაფამ ეფექტურად იმუშაოს უკანასკნელი სერიის Ryzen 3000-ის პროცესორებთანაც კი, რის შედეგად ეს დედა დაფა გვევლინება დღეისათვის უნივერსალურ დაფად, თანაც უნდა გავითვალისწინოთ მისი ხელმისაწვდომი ფასი. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/31967/luchshie-gejmerskie-materinskie-platy-dlya-processorov-amd-ryzen-po-versii-ekspertov-pcgamesn
  6. კომპანია Huawei-მ ოფიციალურად წარადგინა MatePad Pro - Android-ის ბაზაზე არსებული ყველაზე მძლავრი პლანშეტი ბაზარზე არსებულ მოწყობილობათა შორის. მოწყობილობა აღჭურვილია საფირმო პროცესორით Kirin 990. ჩიპში გაერთიანებულია რვა ბირთვი (ოთხი Cortex-A76 და ოთხიც Cortex-A55), გრაფიკული ამაჩქარებელი Mali-G76 და ნეიროპროცესორის მოდული. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა მოდიფიკაციის მიხედვით შეადგენს 6 ან 8 გიგაბაიტს. დისპლეის მატრიცა დამზადებულია IPS ტექნოლოგიით, ზომით 10.8-დუიმიანია დიაგონალზე და გაფართოებაა Quad HD+ (2560 × 1600 პიქსელი). უჩარჩოო დიზაინის წყალობით პანელი იკავებს კორპუსის ფრონტალური ნაწილის 90%-ს. ეკრანზე მოცემულია მცირე ზომის ჭრილი: მასში განთავსებულია ფრონტალური 8-მეგაპიქსელიანი კამერა მაქსიმალური, f/2,0 დიაფრაგმით. კორპუსის უკანა პანელზე განთავსებულია 13-მეგაპიქსელიანი კამერა f/1,8 მაქსიმალური დიაფრაგმით. პლანშეტთან ერთად კომპლექტში შედის სტილუსი M-Pencil, რომელსაც გააჩნია დაჭერის 4096 დონის ამოცნობის შესაძლებლობა. სტილუსის დატენვა შესაძლებელია უსადენოდ თავად პლანშეტის ბატარეიდან. გაჯეტი წარმოდგენილია Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 5.1 უსადენო კავშირების ადაპტერებით, თანამგზავრული სანავიგაციო სისტემა GPS-ის მიმღებითა და 521 გიგაბაიტამდე მოცულობის ფლეშ-მეხსიერებით. შესაძლებელია მონაცემთა სანახი სივრცის გაფართოება nanoSD ბარათის მეშვეობით. პლანშეტის გაბარიტებია 159 × 246 × 7.2 მმ, წონა - 460 გრამი. კვებას უზრუნველყოფს მძლავრი, 7250 მა/სთ მოცულობის ბატარეა, რომელსაც სწრაფი დატენვის ფუნქციაც აქვს. პროგრამულ პლატფორმად გამოყენებულია ოპერაციული სისტემა Android 10 + EMUI 10. მხოლოდ Wi-Fi-ს მხარდაჭერის მქონე MatePad Pro-ს ფასი იწყება 470 აშშ დოლარიდან, 4G/LTE მოდემის მქონე მოდიფიკაციისა კი - 540 აშშ დოლარიდან. მომდევნო წლის დასაწყისში გამოვა MatePad Pro 5G ვერსია, რომელსაც მეხუთე თაობის მობილური ქსელის მხარდაჭერა ექნება. https://3dnews.ru/998384
  7. კრიპტოანალიტიკოსი Willy Woo აღნიშნავს, რომ ისტორიაში პირველად Bitcoin-ის ჰალვინგი ახლოვდება დათვური ტენდენციის დროს. „ჰალვინგი არასდროს მოახლოებულა დათვური ტრენდის ფონზე. მაინერები უკვე კაპიტულაციას აცხადებენ და ზრდიან გაყიდვების მოცულობას. ისტორიულად ჩვენ გავიარეთ ისეთი მოვლენები, როდესაც მაინერები უკან იხევდნენ მხოლოდ ჰალვინგის შემდეგ, როდესაც მათი შემოსავლები იკლებდა. ეს უნიკალური გადანაწილებაა“ - განაცხადა მკვლევარმა. Woo-მ განმარტა, რომ ფასების შემცირებისთანავე დაბალი ეფექტურობის მქონე მაინერები ბაზარს ავიწროებენ. მსგავსი რამ ხდებოდა Bitcoin-ის ფასის 6000-დან 3000 აშშ დოლარამდე ვარდნის ფონზე, როდესაც დათვურმა ბაზარმა ფსკერს მიაღწია 2018 წლის ბოლოსთვის. ანალიტიკოსმა დაამატა, რომ ბევრი პროგნოზირებს ფასის მნიშვნელოვან აღმასვლას ჰალვინგამდე ექვსი თვით ადრე, თუმცა არ ითვალისწინებენ ბაზარზე არსებულ განწყობას. „მე ველი არასტაბილურობის დონის შესამჩნევ ზრდას. ერთადერთს ვიტყვი: მოკლევადიანი პროგნოზი დათვურია და არ ელოდოთ, რომ ფასის დინამიკა ისეთივე იქნება, როგორც წინა ჰალვინგების შემთხვევაში იყო“. Woo-ს მიდგომა გაიზიარა კრიპტოანალიტიკოსმა Cole Garner-მა და ხაზი გაუსვა, რომ „სირთულის ხაზები“ გადაკვეთის ზღვარზეა. მსგავსი სიტუაცია შეინიშნებოდა 2018 წლის ბოლოს 6000-დოლარიანი მხარდაჭერის გარღვევამდე. საინტერესო აზრი გამოთქვა Crypto Dog-მაც. იგი მიიჩნევს, რომ უმსხვილესი გამყიდველი მაინერები დაინტერესებულნი არიან დაბალი ფასის შენარჩუნებით, რადგანაც ეს მათ საშუალებას აძლევს - შეავიწროონ მცირე მოთამაშეები. გარკვეული პერიოდის წინ კრიპტობირჟა BTCC-ის ექს-ხელმძღვანელი ბობი ლი ვარაუდობდა, რომ 2028 წლისთვის Bitcoin-ის ფასი 5500 ათასდოლარიან ნიშნულს მიაღწევდა. მისი აზრით, ფასის ზრდის მნიშვნელოვანი მამოძრავებელი იქნებოდა სამომავლო ჰალვინგი, რომელიც შეამცირებდა უმსხვილესი კრიპტოვალუტის წლიური ინფლაციის დონეს. https://forklog.com/villi-vu-bitkoin-vpervye-priblizhaetsya-k-halvingu-s-medvezhim-nastroem/
  8. სულ მცირე ხნის წინ გამოვიდა თამაში Death Stranding, რომელმაც დაუჯერებელი ხმაური გამოიწვია გამოჩენამდე დიდი ხნით ადრევე. რაღა თქმა უნდა, ამგვარი ტრიუმფის შემდეგ თამაშების დიზაინერმა გადაწყვიტა არ შეჩერდეს უკვე მიღწეულზე, არამედ შექმნას ახალი შედევრები და ყოველ ჯერზე გააოგნოს მომხმარებლები თავისი ქმნილებებით. დღევანდლამდე ჯერ არავისთვის იყო ცნობილი, რას გვიმზადებს კოძიმა ამჯერად. გეიმერების საბედნიეროდ, მან დუმილი დიდხანს არ შეინარჩუნა და გაამხილა სამომავლო ჰორორის საიდუმლო. დიახ, ეს ნამდვილად ჰორორი იქნება. საკუთარ სოციალურ ქსელში კოძიმამ გამოაქვეყნა შეტყობინა იმის შესახებ, რომ იგი უკვე გეგმავს ნახოს რამდენიმე საშინელებათა ჟანრის ფილმი, რათა მიიღოს შთაგონების საჭირო დოზა: კოძიმა აპირებს შექმნას კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშიში ვიდეო. აგრეთვე გვინდა მოგიყვეთ მცირე ხნის წინ ჟურნალისტების წრეში გაჟღერებული ცნობის შესახებ. პირველწყაროს ინფორმაციით, კოძიმას წინა თამაშ Silent Hills-ში, რომლის გამოშვებაც გადაიდო, ჩაფიქრებული იყო, რომ თამაში გეიმერებს შეაშინებდა არა მარტო თამაშის პროცესში, არამედ მის გარეთაც. სიგიჟედ ჟღერს, მაგრამ წყარო აცხადებს, რომ გეიმერებს პერსონაჟებისგან საშიში შეტყობინებები მიუვიდოდათ ელექტრონულ ფოსტაზე. სიმართლეს შეესაბამება თუ არა ეს - ჯერჯერობით უცნობია. https://overclockers.ru/blog/RoadToKnowledge/show/31918/hideo-kodzima-rasskazal-kakoj-budet-ego-sledujuschaya-igra
  9. კომპანია Ampere Computing, რომელიც ქმნის სერვერულ ARM-პროცესორებს მონაცემთა დამუშავების ქლაუდ-ცენტრებისთვის, გამოსაშვებად ამზადებს თავისი CPU-ების მეორე თაობას. ამის შესახებ რესურს DataCenter Knowledge-ს ინტერვიუში განუცხადა Ampere-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა Jeff Wittich-მა. მზადებაში მყოფი ფლაგმანური 64-ბიტიანი CPU Ampere იწარმოება TSMC-ის 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით და წარმოდგენილი იქნება 80 გამომთვლელი ბირთვით. ეს რაოდენობა მეტია როგორც Intel-ისა და AMD-ის აქტუალურ პროცესორებზე, ასევე უმეტეს ARM-პროცესორზე. აღსანიშნავია, რომ Ampere-ის ახალი CPU ფასითა და წარმადობით კონკურენციას გაუწევს ნებისმიერ სერვერულ პროცესორს, მათ შორის X86-ს. ძველად ამგვარ პროცესორებს არ გააჩნდა საკმარისი წარმადობა, რათა დაეკმაყოფილებინა ქლაუდ-სერვისების მომწოდებელთა მოთხოვნები. ამჟამად კი ARMv8 არქიტექტურის, წამყვანი ტექნოპროცესისა და თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით ახალ პროცესორებს შეუძლია უზრუნველყოს წარმადობის საჭირო დონე. აღნიშნულია, რომ წინა სერვერული ARM-პროცესორები ისეთ დროს გამოჩნდა, რომ მეტისმეტად ადრე იყო იმისათვის - Intel-ისა და სხვა კომპანიებისთვის გაეწიათ კონკურენცია. ამჟამინდელ პროცესორებს კი სავსებით თავისუფლად შეუძლიათ მთელ რიგ დავალებებში ტრადიციული ჩიპებისთვის კონკურენციის გაწევა. აქტუალური 32-ბირთვიანი პროცესორი Ampere eMAG ერთი მხრივ, ქლაუდ-სერვისების პროვაიდერებს ამჟამად სჭირდებათ რაც შეიძლება მეტი ბირთვი, მეორე მხრივ კი ის, რომ სისტემა მაქსიმალურად ენერგოეფექტური იყოს. ამ ორივე პირობას სავსებით აკმაყოფილებს Ampere-ის გადაწყვეტილებები. მეორე თაობის ჩიპები წარმოდგენილი იქნება 80 ბირთვით და შეძლებენ იმუშაონ ერთ ან ორ პროცესორთან კონფიგურაციაში, მათი ენერგომოხმარების დიაპაზონი კი იქნება 45-დან 200 ვატამდე. https://servernews.ru/998355
  10. Bitcoin-ს 5500-დოლარიანი ნიშნულით ვაჭრობის პერიოდში შესაძლოა თვეები დასჭირდეს აღდგენისთვის - აცხადებს ერთ-ერთი ცნობილი ანალიტიკოსი პიტერ ბრანდტი. მან განაცხადა, რომ მისი აზრით შემდეგი სამიზნე 5500 დოლარი იქნება. ბაზარზე ნეგატიური გავლენაა, რის შედეგადაც დაფიქსირდა მინიმუმი 6 850 აშშ დოლარი (სტატიის წერის მომენტში). ბრანდტის აზრით, დათვური ბაზარი შესაძლოა წარმოუდგენლად გრძელვადიანი იყოს და იმაზე დიდხანს გაგრძელდეს, ვიდრე საერთო კონსენსუსით არის ნავარაუდევი. „ჩემ მიერ პროგნოზირებული სამიზნე დღევანდელ მინიმუმზე დაბალია. ვფიქრობ, მთავარი მოულოდნელობა ბაზრის ხასიათის ხანგრძლივობაში იქნება. ჩემი აზრით, 5500-დოლარიანი მინიმუმი 2020 წლის ივლისშია მოსალოდნელი და ვთვლი, რომ ეს ფაქტორი უფრო მეტად დაასუსტებს და გამოფიტავს ხარებს, ვიდრე ფასების კორექცია“. ამ მომენტისთვის block reward halving-ის მოვლენამ შესაძლებელია ხარული მოძრაობის წახალისება გამოიწვიოს. გასულ კვირაში კიდევ ერთი ტრეიდერი Tone Vays მიიჩნევდა, რომ მისი გავლენა კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში იქნება დადასტურებული. Tone Vays-მა აგრეთვე განაცხადა, რომ შეიძლება Bitcoin იმაზე უფრო ქვემოთაც ჩამოვიდეს, ვიდრე ბრანდტი ამბობს - ვეისის ვარაუდს - დაახლოებით 4500 აშშ დოლარს იზიარებს სტატისტი Willy Woo-ც. კვირის დასაწყისში Bitcoin-ის ფასი 15 %-ით შემცირდა. Woo-ს აზრით, ასეთი ტენდენცია დამახასიათებელი იქნება ბაზრისთვის სამომავლოდაც. - „მე გაცილებით დიდ არასტაბილურობას ველი. მოკლევადიანი დათვური ბაზარი - ეს არის ის, რაზეც ვსაუბრობ“ ივლისში, როდესაც BTC/USD 9500 დოლარს ქვემოთ ჩამოვიდა მაქსიმალური 13800 დოლარიანი მაჩვენებლის შემდეგ, ბრანდტმა საზოგადოება გააფრთხილა, რომ კრიპტოვალუტა ამ მაქსიმუმის 80 %-ს დაკარგავდა. https://cointelegraph.com/news/bitcoin-price-may-hit-55k-in-2020-to-wear-out-bulls-peter-brandt
  11. უკვე დიდი ხანია არ ყოფილა ისეთი მწვავე ბრძოლა პროცესორების მწარმოებელ კომპანიებს შორის, როგორიც მიმდინარე წელს ხდება. მრავალი წლის მანძილზე AMD-მ შეძლო ფასების დაწევა პროცესორებზე და დაეწია ლიდერს. ამჟამად მის მხარესაა მრავალბირთვიანი პროცესორები, ყველაზე ეფექტური ტექნოლოგიური პროცესი და შესანიშნავი არქიტექტურა. გარდა ამისა, „წითლები“ კარგ ფასს ადებენ თავის პროდუქციას. საუკეთესო გეიმინგ პროცესორის შერჩევისას ვებ-გვერდ pcgamesn-ის ექსპერტები ღიად აცხადებენ, რომ აზრს ვერ ხედავენ Intel-ის შეძენაში: რისთვის, როცა არსებობს AMD?! რა თქმა უნდა, ყველას განსხვავებული აზრი აქვს და ჩვენს მკითხველებსაც სიამოვნებით მოვუსმენთ კომენტარებში, მანამდე კი განვიხილოთ სწორედ ხსენებული რესურსის მიერ შედგენილი, 2019 წლისთვის საუკეთესო პროცესორების მცირე ჩამონათვალი. საუკეთესო პროცესორი თამაშებისთვის: Ryzen 5 3600. AMD-მ ახალი თაობის პროცესორებით დაუჯერებელი ნახტომი გააკეთა. IPC-ის შეფასებით ამ პროცესორის ეფექტურობის ზრდა წინა, მეორე თაობის მოდელთან შედარებით 15%-ია. აქვე უნდა გვახსოვდეს გადასვლა 7-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე, რომელმაც კომპანიას საშუალება მისცა გაეზარდა ტაქტის სიხშირეები და გაეუმჯობესებინა ენერგოეფექტურობის მაჩვენებელი. რაც შეეხება ფასს, ამ მიმართულებით Ryzen 5 3600-ს კონკურენტი უბრალოდ არ ჰყავს. ნებისმიერი შემთხვევისთვის: Ryzen 5 3600X.  ექსპერტები გვირჩევენ ამ პროცესორის შეძენას პირველ რიგში 2K გაფართოების მქონე თამაშებისთვის. თუკი გაქვთ მძლავრი ვიდეო ბარათი, ისეთი, როგორიცაა Radeon RX 5700 ХТ, ხსენებული პროცესორი თავს ბევრად უკეთ წარმოაჩენს, ვიდრე RX 5500 ბარათის გამოყენების შემთხვევაში. გარდა ამისა, ეს პროცესორი უზრუნველყოფს საუკეთესო სიხშირეების მაჩვენებლებს „X”-ის გარეშე წარმოდგენილ თავის უმცროს ვერსიებთან შედარებით. მცირე ბიუჯეტის მქონეთათვის: Ryzen 5 2600.  თუკი ფინანსები არ გყოფნით ახალი Ryzen 5 3600-სთვის, საუკეთესო არჩევანი სწორედ ეს პროცესორი იქნება. იგი ყველანაირ დავალებას უმკლავდება, ისეთ ვიდეო ბარათთან ერთად კი, როგორიც გახლავთ Radeon RX 590, უზრუნველყოფს მომხმარებელს კომფორტული თამაშით 1080р გაფართოებაზე გრაფიკის მაღალ პარამეტრებზე. უკომპრომისო ვარიანტი: Ryzen 9 3900X.  Ryzen 9 3950X ბირთვების რაოდენობას მხარდაჭერა ჯერ არ აქვს თამაშებს, ასეთ შემთხვევაში საჭირო ვარიანტად გვევლინება Ryzen 9 3900X. სწრაფ ვიდეო ბარათთან ერთად მას შეუძლია შეინარჩუნოს სტაბილური 60 fps მაქსიმალურ რეჟიმში 4K გაფართოებაზე. უკომპრომისო გეიმერს კი სხვა ბევრი არაფერი სჭირდება. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/31896/luchshij-processor-dlya-igr-v-2019-godu-konechno-zhe-ryzen-eksperty-pcgamesn
  12. მიმდინარე წლის იანვარში გამოცხადდა DARPA-ს პროგრამა „ბიოლოგიური უნარების გაზომვა“ (MBA - Measuring Biological Aptitude), მასზე მუშაობით დაკავებულია სამი მთავარი კვლევითი ჯგუფი, ესენია: კომპანია General Electric-ის სამეცნიერო-კვლევითი ქვეგანყოფილება GE Research, ადამიანური და მანქანური შეცნობის ფლორიდის უნივერსიტეტი (Institute for Human Machine Cognition) და ლოურენსის სახელობის ლივერმორის კვლევითი ლაბორატორია. პროგრამა MBA-ს მიზანია უზრუნველყოს სამხედრო პირები - ჰქონდეთ წვდომა მათი ორგანიზმის პოტენციური შესაძლებლობის შესახებ მონაცემებზე, რათა მიაღწიონ უმაღლეს მაჩვენებლებს როგორც საომარი მოქმედებების დროს, ასევე რეაბილიტაციის პირობებში. GE Research-ის კვლევითი ქვეგანყოფილება შექმნის ბიოლოგიურ სენსორებს, რომელთაც ნემსის ფორმა ექნება და განკუთვნილი იქნება მებრძოლების ბიოლოგიური პარამეტრების გამოკვლევისთვის. პროექტის მეორე მონაწილე - ფლორიდის უნივერსიტეტი (Institute for Human Machine Cognition) მუშაობს კბილის ბჟენისმაგვარი ბიოლოგიური სენსორის შექმნაზე. ლივერმორის ლაბორატორიის კვლევითი გუნდი კი კვლევის შედეგებს ერთ სამუშაო პროექტად შეაჯამებს. ამასთან, სამივე მათგანი იმუშავებს სამხედრო პირების სატესტო გუნდებთან, რათა ექსპერიმენტები პრაქტიკაში შემოწმდეს. MBA-ს იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მოხდეს თითოეული მებრძოლის გენეტიკური პოტენციალის აღმოჩენა და მიეცეს მას შესაძლებლობა - შეიტყოს, რა ხდება მის ორგანიზმში მოლეკულურ დონეზე დროის ნებისმიერ მონაკვეთში. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ადამიანის გენოტიპი ყოველთვის ფენოტიპში არ გამოვლინდება. გენის დონეზე პროგრამა შესაძლოა უკეთესი იყოს იმასთან შედარებით, თუ რა გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას მიაღწია ადამიანმა კონკრეტულ ასაკში. ამიტომ პროგრამა MBA ითვალისწინებს არა მხოლოდ ბიოლოგიური მარკერების გამოვლენას და შესაბამისი სენსორების შექმნას, არამედ მებრძოლების ინდივიდუალური გენომის გაშიფვრას და გენების ექსპრესიის პროცესის შესწავლას დროის განსაზღვრულ მონაკვეთში. თითოეული გამოსაცდელი მებრძოლისთვის განკუთვნილი იქნება პირადი კონსულტანტ-გენეტიკოსი, მწვრთნელი და ფსიქოთერაპევტი. ყველანაირი ფიზიკური და კოგნიტური გამოცდების პარალელურად დაგეგმილია მონაცემების შეგროვება და დამუშავება, რათა სამომავლოდ შესაძლებელი გახდეს გამოსაყენებლად მარტივი პლატფორმის შექმნა, რომელსაც გამოიყენებენ ანალიზის გაკეთებისა და შესაბამისი საჭიროებების მიხედვით. https://3dnews.ru/998309
  13. პალატის წევრებმა წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც ეხება „მართვადი Stablecoin-ების“ ფასიან ქაღალდებად აღიარების საკითხს. კანონმდებლების განცხადებით ინიციატივა მიზნად ისახავს, „დაიცვას მომხმარებლები გარკვეული კრიპტოვალუტებისგან“. “უბრალო ინვესტორმა უნდა იცოდეს, რომ შეუძლია ენდოს ფინანსური აქტივების უკან მდგომ წარმონაქმნს. ეს კანონი მათ საშუალებას მისცემთ მიიღონ თავისუფლება იმ წესების გამოყენებით, რომლებიც უკვე მიღებულია ფასიანი ქაღალდების დასარეგულირებლად. ” - განაცხადეს კანონმდებლებმა ლანს გუდენმა და სილვია გარსიამ. კანონმდებლებმა მიუთითეს, რომ Libra აშკარად მიეკუთვნება ფასიანი ქაღალდის სტატუსს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში. „ეს საკანონმდებლო აქტი უბრალოდ განმარტავს წესებს, რათა გამოირიცხოს ყოველგვარი ორაზროვნება“ - განაცხადეს მათ. სექტემბერში Calibra-ს აღმსარულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ Libra არ ემუქრება სახელმწიფოს მონეტარულ სუვერენიტეტს, რადგანაც საუბარი ეხება საგადასახადო სისტემას და არა ახალი ფულის შექმნას. https://forklog.com/stejblkoin-libra-mozhet-byt-priznan-tsennoj-bumagoj-na-zakonodatelnom-urovne/
  14. კომპანია Valve-მ წარადგინა თავისი ფლაგმანური VR-პროექტი Half-Life Alyx. ამ დრომდე სიახლის შესახებ ხმები არაოფიციალურად ვრცელდებოდა ინტერნეტ-წყაროების მიერ, ამჯერად კი კომპანიამ სიახლე ოფიციალურად დაადასტურა. Half-Life Alyx-ის სიუჟეტი მოიცავს პერიოდს Half-Life-სა და Half-Life 2-ს შორის, თავად თამაში კი სავსებით სრულფასოვანია: საშუალოდ, მთლიანი სიუჟეტის ჩასამთავრებლად გეიმერებს დაახლობით თხუთმეტი საათი დასჭირდებათ. რთული მისახვედრი არ გახლავთ, რომ მთავარი პერსონაჟია ალიქს ვენსი - მეორე ნაწილში მოქმედი გორდონ ფრიმენის ერთგული თანამგზავრი. Valve-ს განცხადების თანახმად, იგი აპირებს განავითაროს Half-Life-ის სერია, თუმცა თავდაპირველად დააკვირდება ფაქტს - რამდენად დადებითად მიიღებს საზოგადოება Alyx-ს. კომპანიას სურდა გამოეშვა თამაშის ვერსია კლავიატურა-მაუსისთვის, თუმცა პროექტი თავიდანვე შემოთავაზებულ იქნა, როგორც ვირტუალური რეალობის ფორმატის თამაში შესაბამისი მექანიკით. მათთვის კი, ვინც მზადაა გადაიხადოს არც ისე მცირე თანხა შესაბამისი აღჭურვილობისთვის, ან უკვე ფლობს VR-ტექნიკას, ხელმისაწვდომი იქნება ისეთი მაღალი დონის თამაში, როგორიც Half-Life-ის სერიაში ამ დრომდე არ არსებულა. იმისთვის, რომ ახალი თამაშით სარგებლობა შეძლოთ, დაგჭირდებათ კომპიუტერი, რომელიც წარმოდგენილი იქნება სულ მცირე Intel Core i5-7500-ით ან AMD Ryzen 5 1600 პროცესორით, 12 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერებითა და ვიდეო ბარათებით - NVIDIA GeForce GTX 1060 ან AMD Radeon RX 580. Half-Life Alyx-ის რელიზი დაგეგმილია 2020 წლის მარტისთვის. თამაშის მხარდაჭერა აქვს შემდეგ VR-ჰედსეტებს - Valve Index, HTC Vive, Oculus Rift, Microsoft MR. https://overclockers.ru/softnews/show/100399/valve-predstavila-half-life-alyx
  15. Tesla-ს გენერალურმა დირექტორმა წარადგინა ახალი ელექტრომობილი: პიკაპი, სახელად Cybertruck, რომლის შესახებ წინასწარი ცნობები დიდი ხნის მანძილზე ვრცელდებოდა. მანქანას კუთხოვანი დიზაინი აქვს, ამიტომ მეტად უჩვეულოდ გამოიყურება. Cybertruck-ის საფუძველს წარმოადგენს სპეციალურად დაპროექტებული „ეგზოჩონჩხი“, რომელიც უზრუნველყოფს ხანგრძლივმოქმედებას, გამძლეობასა და მგზავრების უსაფრთხოების დაცვის მაღალ დონეს. კონსტრუქციაში გამოყენებულია უჟანგავი ფოლადი. მომხმარებლებისთვის შემოთავაზებულია პიკაპის სამი ვერსია. უმცროს, საბაზისო მოდელში გამოყენებულია მხოლოდ ერთი ელექტრო ძრავი, რომელიც განთავსებულია უკანა ღერძზე. 0-დან 100 კმ/სთ სიჩქარის განვითარებისთვის დაახლოებით 6.5 წამია საჭირო, ერთ სრულ დამუხტვაზე ელექტრო პიკაპის გავლის მარაგი კი შეადგენს 400 კილომეტრს. ელექტრომობილს შეუძლია ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტით გადაიტანოს 3.4 ტონამდე ტვირთი. პიკაპის ფასი 39 900 აშშ დოლარია. ერთი საფეხურით მაღლა მდგომი მოდელი გახლავთ ელექტრომობილის ვერსია ორი ძრავით. ამ პიკაპს შეუძლია 4.5 წამში 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება, გავლის მარაგი კი 480 კილომეტრზე მეტია, შეუძლია 4.5 ტონა ტვირთის გადატანა. ეს მოდელი 49 900 აშშ დოლარი ღირს. და ბოლოს, უფროსი ვერსია სამი ელექტრო ძრავითაა წარმოდგენილი. 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებისთვის მას 2,9 წამი სჭირდება, აკუმულატორი უზრუნველყოფს 800 კილომეტრამდე მანძილის გავლას ერთ დამუხტვაზე. პიკაპს შეუძლია გადააადგილოს 6.4 ტონამდე ტვირთი. ამ ვერსიის ფასი 69 900 აშშ დოლარია. სამივე მოდიფიკაციისთვის გათვალისწინებულია ადაპტირებული პნევმატური განათება. პიკაპი აღჭურვილია ავტოპილოტირების სისტემით, თუმცა სრულფასოვანი ვერსიისთვის, ე.წ. Full-Self Driving-ისთვის კიდევ 7 ათასი დოლარის გადახდა იქნება საჭირო. სალონში, როგორც ცნობილია, კომფორტულად განთავსდება ექვსი ადამიანი. ბორტის საინფორმაციო-გასართობი ცენტრი წარმოდგენილია დიდი, 17-დუიმიანი დისპლეით. ელექტროპიკაპზე შეკვეთის გაფორმება უკვე შესაძლებელია, მისი წარმოების დაწყება 2021 წლიდან არის დაგეგმილი. https://3dnews.ru/998212
  16. კრიპტოვალუტების მომენტალური გაცვლის პლატფორმა ShapeShift-მა განაცხადა, რომ გამოუშვა საკუთარი ტოკენი FOX, რომლის წყალობითაც მომხმარებლებს საშუალება ექნებათ განახორციელონ გარიგებები სავაჭრო კომისიების გარეშე. ShapeShift-ის შეტყობინების თანახმად, პლატფორმის ყველა მომხმარებელი, ახლებიც და უკვე არსებულნიც, შეძლებენ მიიღონ 100 FOX ტოკენი (ERC-20 სტანდარტის ტოკენი), შეინახონ თავიანთ ბალანსზე და განახორციელონ გარიგებები საკომისიო გადასახადების გარეშე. თითოეული FOX ტოკენი 10 აშშ დოლარად ფასდება უფასო სავაჭრო ბრუნვაში 30 დღის განმავლობაში (ამ დროის გასვლის შემდეგ სტატისტიკა ნულდება) და არ არის დაშვებული მისი გაყიდვა ან დახარჯვა. ამრიგად, ShapeShift-ის მომხმარებლები მიიღებენ შესაძლებლობას - განახორციელონ გარიგებები ნულოვანი საკომისიოთი თვეში 1000 აშშ დოლარის ფარგლებში. ამავე დროს კომპანია აღნიშნავს, რომ ყველა ოპერაციაში კვლავ გამოიყენება საკომისიო მაინერებისთვის. FOX ტოკენების მისაღებად ShapeShift-ის ექაუნთზე აუცილებელია მიებას მხარდაჭერილი აპარატული საფულეებიდან რომელიმე - KeepKey ან Trezor, ან მცირე ხნის წინ ამოქმედებული სერვისი Portis. „გვჯერა, რომ ტოკენიზებული აქტივები ქმნიან ახალ, მძლავრ მექანიზმს მომხმარებლის სასარგებლოდ. ტოკენი FOX, რომელიც მფლობელებს ანიჭებს უვადო, საკომისიოს გარეშე ვაჭრობის საშუალებას, ამ თეზისის პირველი დემონსტრაციაა ჩვენი მხრიდან“ - განაცხადა ShapeShift-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ერიკ ვორჰისმა. კომპანია აგრეთვე აცხადებს, რომ მზადაა უზრუნველყოს ლიკვიდურობის მაღალი დონე და უფრო მეტად მიმზიდველი კურსი. წარმომადგენლების მტკიცებით ზოგჯერ გაცვლითი კურსი 1-2%-ით დაბალია კონკურენტი პლატფორმების მაჩვენებელთან შედარებით. დაახლოებით ერთი წლის წინ ShapeShift  საზოგადოების მხრიდან კრიტიკის ქვეშ მოექცა მომხმარებლის ვერიფიკაციის პრობლემის გამო, თებერვალში კი დაანონსდა პლატფორმის მასშტაბური რებრენდინგი. ShapeShift-ის ახალი ვერსია წარდგენილ იქნა აგვისტოში და მოწოდებულია იქცეს კომპლექსურ გადაწყვეტილებად კრიპტოვალუტების კაპიტალის მართვაში. პლატფორმას ორმოცდაათზე მეტი ციფრული აქტივის მხარდაჭერა აქვს. პლატფორმაზე ასევე შესაძლებელია კრიპტოვალუტის პირდაპირი შესყიდვა (აშშ-ის მოქალაქეებისთვის), მომხმარებლების პრივატული გასაღებები კი ინახება მათ საკუთარ აპარატულ საფულეებში. https://forklog.com/platforma-shapeshift-zapustila-sobstvennyj-token-fox-predlozhiv-trejding-s-nulevymi-komissiyami/
  17. საახალწლო და საშობაო დღესასწაულები მოახლოვდა. კომპანიები ცდილობენ რაც შეიძლება ბევრი მოწყობილობა გამოუშვან, მოაწყონ ფასდაკლება, გამოიმუშაონ შემოსავალი მასობრივი გაყიდვებიდან. რაც შეეხება დესკტოპ კომპიუტერს, ამ სეგმენტზე ამჯერად AMD-ს აქვს საუკეთესო მდგომარეობა, იგი მეტად წარმატებით უწევს კონკურენციას Intel-ს ფაქტობრივად ყველა მიმართულებით. თუმცა, ლეპტოპები ჯერ კიდევ ხელშეუხებელი სივრცეა, სადაც Intel-ი თავს მყარად გრძნობს. თუმცა ნამდვილად ასეა ეს? ბოლო თვეებში კომპანია ASUS ნელ-ნელა გადადის „წითლების“ მხარეს და ამის მიზეზი არც მოგებასა და არც სისწრაფეშია. რეალურად, Intel-ის პროცესორები უბრალოდ არაა ფიზიკურად ხელმისაწვდომი. შეინიშნება კრიტიკული დეფიციტი, რომელიც ვერაფრით ივსება. სწორედ ამიტომ ლეპტოპების მწარმოებელი მსხვილი კომპანიები იწყებენ AMD-ის პროცესორებით დაინტერესებას. კომპანია ASUS-ის წარმომადგენლობის თქმით ამ დროისთვის კომპანია ლეპტოპების 71 %-ს Intel-ის პროცესორებით აწარმოებს, თუმცა იზრდება AMD-ის წილი. რაც ყველაზე მთავარია, პროცესორების დეფიციტი სულ მცირე 2020 წლის პირველ კვარტლამდე ან შესაძლებელია 2020 წლის ბოლომდე გაგრძელდეს. ვითარება კიდევ უფრო რთული გახდება მას შემდეგ, რაც AMD წარადგენს თავის APU-ს 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის ბაზაზე. ეს პროდუქტები შეავიწროებს Intel-ის ჩიპებს არა მარტო წარმადობა/ფასის მხრივ, არამედ სიმძლავრის თვალსაზრისითაც. ექსპერტების აზრით AMD-ის პროცესორების მქონე ლეპტოპების მოცულობის მატების შედეგად საშუალოსტატისტიკური მყიდველი გააცნობიერებს, რომ AMD-ის პროცესორები Intel-ისას არ ჩამოუვარდება. სწორედ ამის შემდეგ დაიწყება კომპანიების მასობრივი გადასვლა წითლების მხარეს. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/31807/asus-perehodit-na-processory-amd-vinoj-vsemu-deficit-intel
  18. არც ისე დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც სუპერკომპიუტერები ჯერ კიდევ უზარმაზარი მოწყობილობები იყო და მთელ დარბაზს იკავებდა. ამგვარი მონსტრების აწყობა წლობით მიმდინარეობდა, მათი ექსპლუატაციაში შეყვანა კი არც ისე ადვილი იყო და საკმაოდ დიდი დრო სჭირდებოდა. დღესდღეობით კი ანალოგიური სუპერკომპიუტერული სისტემა არც ისე დიდ ადგილს იკავებს და შესაძლებელია მათი სწრაფად გამართვა პრაქტიკულად ყველგან - ამტკიცებს კომპანია ScaleMatrix. კონფერენცია SC19-თან ერთად გამართულ გამოფენაზე ScaleMatrix-მა წარადგინა კომპაქტური მოდულური პლატფორმა სახელად AI Anywhere, რომლის წარმადობის მაჩვენებელი 8-13 პეტაფლოპია და ამავე დროს საკმაოდ მოკრძალებულია გაბარიტების მხრივ. სისტემას საფუძვლად უდევს S სერიის DDC Cabinet ტექნოლოგია და ინტეგრირებული ჰიბრიდული წყალი-ჰაერით გაგრილების სისტემა. სუპერკომპიუტერის ზომაა 288 x 61 × 201 სმ, მასში გაერთიანებულია 45 სტანდარტული ბლოკი და შიდა კომპონენტების მომარაგება შეუძლია 17-52 კვტ ელექტროენერგიით, კომპლექტაციის მიხედვით. თუკი კომპანიას დავუჯერებთ, AI Anywhere-ის ამოქმედებისთვის საკმარისია შენობა სახურავითა და სამფაზიანი კვების დანადგარით. სუპერკომპიუტერული სისტემების საფუძველს წარმოადგენს გამომთვლელი სერვერები NVIDIA DGX-1 (40960 ბირთვი Volta, 1 პფლოპსი) ან DGX-2 (81920 ბირთვი Volta, 2 პფლოპსი), ორივე მათგანის შემთხვევაში გამოყენებულია ამაჩქარებლები Tesla V100 სწრაფი NVLink 2.0 bus-ით. ასეთი სერვერები AI Anywhere-ში რამდენიმეა, მათ შორის კონტაქტისთვის კი განკუთვნილია 100GbE კლასის გადამცემი Mellanox, მონაცემთა შენახვისთვის კი - ფლეშ-მეხსიერებაზე დაფუძნებული სისტემა NetApp A800. დამატებით სისტემაში აგრეთვე მოცემულია სერვერი Microway TwinPro 2U, კომპლექტაციაში შედის 52-კილოვატიანი ქულერი. DDC R-Mobile: 24U, კიდევ უფრო კომპაქტური სისტემა, AI Anywhere. მოიცავს ოთხ NVIDIA DGX-1 სერვერს. ScaleMatrix წარმოდგენილია პროგრამული უზრუნველყოფითა და პარამეტრების სრული სპექტრით. DDC R-1000: „კლასტერი ყუთში“. ამ მოდელში გამოყენებულია სერვერები HPE Apollo KL20 - Intel Xeon Phi (Knights Landing)-ის ბაზაზე. სისტემებს სამწლიანი პროფესიონალური მომსახურების გარანტია აქვს. ScaleMatrix ამტკიცებს, რომ სისტემა AI Anywhere სხვა კომპანიების ყველა ანალოგიური სიმძლავრის მოდელებზე იაფია. საბაზისო პლატფორმის ფასი შეადგენს 1,626 მლნ აშშ დოლარს, AI Anywhere-ის ყველაზე მძლავრი ვარიანტის ფასი არ აღემატება 3.5 მლნ აშშ დოლარს. წინა თაობის სუპერკომპიუტერებთან შედარებით ეს ფასი მართლაც შედარებით მცირეა, მიუხედავად მისი კომპაქტურობისა და გამომთვლელი შესაძლებლობებისა. https://servernews.ru/998022
  19. კომპანია Galaxy Digital Holdings Ltd-მ მაიკ ნოვოგრაცის ხელმძღვანელობით, განაცხადა ორი Bitcoin-ფონდის ამოქმედების შესახებ - ესენი გახლავთ Galaxy Bitcoin Fund და Galaxy Institutional Bitcoin Fund - ნათქვამია პრეს-რელიზში. Galaxy Digital Capital Management LP-ის განყოფილების ბაზაზე არსებული ფონდები ინსტიტუციონალურ და აკრედიტებულ ინვესტორებს სთავაზობს Bitcoin-დაბანდებებს სერვისების დადასტურებული მომწოდებლებისგან. Galaxy Bitcoin Fund-ში ინვესტიციის მინიმალური ოდენობა 25 ათასი აშშ დოლარია. Galaxy Institutional Bitcoin Fund-ში კი - გაცილებით მეტი (ზუსტი ოდენობა არ სახელდება). Კრიპტოვალუტის შენახვა დაეკისრება ციფრული აქტივების პლატფორმებს - Bakkt-სა და Fidelity Digital Assets-ს. ფასის კორექტირების აგენტად მოგვევლინება Bloomberg L.P, რომელმაც ძველად Galaxy-სთან ერთად აამოქმედა Bloomberg Galaxy Crypto Index. აუდიტით დაკავდება Deloitte & Touche LLP, გადასახადებით კი - Ernst & Young LLP. Davis Polk & Wardwell LLP საკუთარ თავზე აიღებს სამართლებრივ-უფლებრივ საკითხებს. „Galaxy-ის Bitcoin-ფონდები აკრედიტებულ ინვესტორებს დაეხმარება მოაგვარონ სირთულეები და რისკები, რომლებიც დაკავშირებულია კრიპტოაქტივებში ჩადებულ ინვესტიციებთან. ეს ფონდები უზრუნველყოფენ ინვესტორებს Bitcoin-ზე წვდომით მესამე მხარის მეშვეობით, ინსტიტუციონალურ დონეზე, პირველი კლასის სერვისების მიმწოდებლებისა და პლატფორმის მხარდაჭერის წყალობით”, - განაცხადა სტივ კურცმა, Galaxy Digital-ის აქტივების მართვის ხელმძღვანელმა. https://forklog.com/galaxy-digital-zapustila-dva-bitkoin-fonda-pri-podderzhke-bakkt-fidelity-i-bloomberg/
  20. ოპერაციული სისტემის დაანონსების დღიდან Huawei-ს მომხმარებლებს მუდმივად აწუხებთ კითხვა - ბოლოს და ბოლოს, როდის გახდება იგი ხელმისაწვდომი სმარტფონებისთვის. Business Insider-თან ინტერვიუში Huawei-ს ვიცე პრეზიდენტმა ვინსენტ პანგმა ისაუბრა აღნიშნულ საკითხზე. თავდაპირველად გამოცხადებული იყო, რომ ოპერაციული სისტემა Harmony OS განკუთვნილი იქნებოდა არა სმარტფონებისთვის, არამედ მხოლოდ ინტერნეტ-ნივთებისა და სმარტ სახლის მოწყობილობებისთვის, თუმცა ამჯერად ცნობილი გახდა, რომ მისი დაყენება შესაძლებელია მობილურ გაჯეტებშიც. პანგის თქმით, Harmony OS-ის გამოყენებას მომხმარებლები სულ მალე შეძლებენ. ეს საკითხი, რა თქმა უნდა, დიდწილად დამოკიდებულია ამერიკის სანქციებსა და მის საბოლოო გადაწყვეტილებაზე. ვიცე-პრეზიდენტმა აგრეთვე განაცხადა, რომ ნებისმიერი გართულების მიუხედავად ოპერაციული სისტემა ამოქმედდება მომდევნო წლის დასაწყისში ან მაქსიმუმ შუა პერიოდში, ე.ი. დაახლოებით 6-7 თვეში. ვინსენტ პანგმა საუბარი დაასრულა იმით, რომ კომპანიამ უკვე გამოტოვა ერთი ფლაგმანის (Huawei Mate 30) გამოშვება საკუთარი ოპერაციული სისტემის გარეშე და ამიტომ მეტად აღარ დაუშვებს ფაქტს - ხელიდან გაუშვას შესაძლებლობა - გამოიყენოს Harmony OS თავის მოწყობილობებში. Huawei-ს წარმომადგენლებმა გარკვეული პერიოდის წინ განაცხადეს, რომ მომდევნო წლიდან მათი სმარტფონები ორ ნაწილად იქნება გაყოფილი: ჩინეთის ბაზრისთვის განკუთვნილი მოწყობილობები, რომლებიც Harmony OS-ზე იმუშავებენ და დანარჩენი მსოფლიოსთვის განკუთვნილი მოწყობილობები, რომლებიც წარმოდგენილი იქნება ოპერაციული სისტემა Android-ით. https://overclockers.ru/blog/RoadToKnowledge/show/31766/pervye-smartfony-na-baze-harmony-os-poyavyatsya-uzhe-v-seredine-2020-goda
  21. კომპანია NVIDIA აპირებს განაახლოს თავისი მობილური ვიდეო ბარათების ასორტიმენტი 2020 წლის მარტში. ახალი ვიდეო ბარათები დაფუძნებული იქნება არსებულ Super-სერიის მობილურ გრაფიკულ ამაჩქარებლებზე. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივლისში NVIDIA-მ გამოუშვა GeForce RTX 20 Super-სერიის დესკტოპ ვიდეო ბარათები. ეს გახლდათ ერთგვარი საპასუხო სვლა AMD Radeon RX 5700-სერიის საკმაოდ მაღალი წარმადობის მქონე ვიდეო ბართებზე, რომლებიც გვევლინებოდა GeForce RTX 2060-სა და RTX 2070-ის კონკურენტად. NVIDIA-ს მობილური ვიდეო ბარათების უფროს ვერსიებს ჯერჯერობით სერიოზული კონკურენტი არ ჰყავს, ასე რომ, უახლოეს პერიოდში მათი განახლება საჭირო არ არის. თუმცა მომდევნო წელს, როგორც ცნობილია, AMD აპირებს გამოუშვას მობილური Radeon RX 5700M მაღალ სეგმენტში კონკურენციის გაწევის მიზნით. გარდა ამისა, AMD-მ უკვე დააანონსა საშუალო დონის მობილური გეიმინგ ვიდეო ბარათები - Radeon RX 5500M და RX 5300M. ეს ყველაფერი კი ნამდვილად წააქეზებს NVIDIA-ს - გამოუშვას Super-სერიის მობილური ვერსიები. ისევე, როგორც Super-სერიის დესკტოპ ვიდეო ბარათების შემთხვევაში, სამომავლო მობილური ბარათებიც წარმოდგენილი იქნება ბევრი CUDA ბირთვის მქონე გრაფიკული პროცესორებითა და მაღალი სიხშირეებით. ცვლილებები შეეხება ვიდეო მეხსიერებას: ზოგიერთ ბარათში უბრალოდ გაიზრდება მისი სიხშირე, ზოგში - მოცულობა, უმცროს მოდელებში კი მოხდება GDDR5 სტანდარტიდან გადასვლა უფრო სწრაფ GDDR6 ტიპზე. ინფორმაციის წყარომ გაგვიზიარა გამოსახულება, რომელზეც აღბეჭდილია N18E და N18P კოდური დასახელებების მქონე სერიის ვიდეო ბარათების წინასწარი მახასიათებლების ამსახველი ცხრილი. მახასიათებლების საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პირველი სამი ვიდეო ბარათი შეესაბამება მობილურ GeForce RTX 2080 Super-ს, RTX 2070 Super-სა და RTX 2060 Super-ს. ბოლო მოდელი ყველაზე მეტი ცვლილებით იქნება წარმოდგენილი „ჩვეულებრივ“ მოდელთან შედარებით - TDP-ს დონე 90-დან 115 ვატამდე გაიზრდება, ვიდეომეხსიერება კი 6-დან 8 გბაიტამდე. რაც შეეხება ორ დანარჩენ ვიდეო ბარათს, მათგან უფრო მეტი წარმადობის მქონე მოდელი N18E-G62 - ეს გახლავთ, სავარაუდოდ, NVIDIA GeForce RTX 1650 Super. თავის მხრივ N18E-G61 დიდი ალბათობით იქნება ახალი მოდელი, რომელიც ჩაანაცვლებს GeForce GTX 1050 (Ti)-ს. https://3dnews.ru/998023
  22. შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია (SEC) განიხილავს თავის გადაწყვეტილებას, რომელიც ეხება პლატფორმა NYSE Arca-სა და Bitwise Asset Management-ის მიერ შემოტანილ Bitcoin-ETF-ის ამოქმედების საკითხს. კომპანიებმა განაცხადი იანვარში შეიტანეს. ოქტომბრის დასაწყისში SEC-ის ვაჭრობისა და ბაზრების მართვის განყოფილებამ იგი უარყო. სააგენტოში მიუთითეს, რომ არსებობდა შემოთავაზებული პროდუქტის შეუსაბამობა მოთხოვნებთან, რომლებიც მიმართული იყო შესაძლო საბაზრო მანიპულაციებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების აღმოფხვრისკენ. თუმცა ამჯერად ცნობილია, რომ კომისია შიდა წესების თანახმად ხელმეორედ გადახედავს თავის გადაწყვეტილებას. კომპანიებს მარეგულირებელი ორგანოებისთვის არ მიუმართავთ მოცემულ საკითხზე და ძველად ნათქვამი ჰქონდათ, რომ აპირებდნენ განაცხადის შეტანას Bitcoin-ETF-ზე. Bitwise-ისა და NYSE Arca-ს წინადადების განმეორებით შესწავლის ფარგლებში მარეგულირებელი ორგანო 18 დეკემბრამდე მიიღებს შესაბამის კომენტარებს. Bitcoin-ETF-ის უარყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მეორე განხილვის დროსაც შეიძლება ძალაში დარჩეს. შეგახსენებთ, SEC განიხილავს კიდევ ერთ ანალოგიურ მოთხოვნას Wilshire Phoenix-ისა და NYSE Arca-სგან. https://forklog.com/sec-povtorno-rassmotrit-zayavku-na-bitkoin-etf-ot-bitwise/
  23. კომპანია ViewSonic-მა დააანონსა ოთხი ახალი გეიმინგ მონიტორი სახელწოდებებით - XG270QG, XG270, XG2405 და XG2705, აგრეთვე გაახმაურა გეგმები მათთვის განკუთვნილი თავისი საფირმო პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების შესახებ. მოდელი XG270QG XG270QG და XG270 მოდელები მიეკუთვნება ELITE XG27 სერიას და აქვთ 27-დუიმიანი დისპლეი. XG2405 და XG2705 მოდელები კი შედიან XG05 სერიაში, XG2405 მონიტორი 24-დუიმიანია, XG2705 კი - 27-იანი. ELITE XG270QG - ეს გახლავთ 27-დუიმიანი გეიმინგ მონიტორი მატრიცის გაფართოებით 2560x1440 (QHD), დამზადებულია IPS Nano Color ტექნოლოგიით, კადრის განახლების სიხშირეა 165 ჰერცი, რეაქციის დრო - 1 მილიწამი და აქვს 98%-იანი DCI-P3 ფერთა გამა. მონიტორს აქვს NVIDIA G-SYNC ტექნოლოგიის მხარდაჭერა, კონექტორი ყურსასმენისთვის, მაუსისთვის, ასევე ფონური განათება ELITE RGB. ELITE XG270 - ეს არის 27-დუიმიანი მონიტორი IPS-მატრიცით, 1920x1080 (FullHD) გაფართოებით, კადრის განახლების სიხშირეა 240 ჰერცი, რეაქციის დრო - 1 მილიწამი. აქვს 99%-იანი sRGB ფერთა გამა, AMD Radeon Free Sync ტექნოლოგიისა და NVIDIA G-SYNC ტექნოლოგიების მხარდაჭერა. მონიტორები XG2405 და XG2705 ერთმანეთისგან მხოლოდ დისპლეის დიაგონალის ზომით განსხვავდება - როგორც ზევით აღვნიშნეთ, მათი ზომა 24 და 27 დუიმია. გაფართოებები იდენტურია - 1920x1080 (FullHD). მატრიცები დამზადებულია IPS-ტექნოლოგიით, კადრის განახლების სიხშირეა 144 ჰერცი, რეაქციის დრო - 1 მილიწამი. მხარდაჭერილია ტექნოლოგია AMD Radeon Free Sync. კომპანია აცხადებს, რომ მონიტორებს მეტად თხელი ჩარჩოები აქვთ, რაც გათვლილია მრავალმონიტორიან კონფიგურაციებში გამოყენებაზე. ეს ფაქტი განსაკუთრებით აქტუალურია იმის გათვალიწინებით, რომ კომპანია აპირებს ამ მონიტორებს საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასი დააადოს. წარმოდგენილი ყველა მონიტორი გაყიდვაში გამოვა 2020 წლის დასაწყისში, მათი ფასები მოგვიანებით გამოცხადდება. ViewSonic-მა აგრეთვე დააანონსა ახალი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ELITE სერიის მონიტორების მართვას უფრო მოსახერხებელს ხდის. ეს არის ეკრანული OSD მენიუ, რომელიც მატრიცის მართვის პარალელურად მოიცავს RGB განათების მუშაობას, შესაძლებელი იქნება მისი მაუსით და არა მონიტორზე არსებული ფიზიკური ღილაკებით მართვა. https://overclockers.ru/blog/iKutuzoff/show/31777/kompaniya-viewsonic-predstavila-srazu-neskolko-novyh-igrovyh-monitorov
  24. კომპანია Samsung Electronics-მა წარადგინა თავისი ფლაგმანური ფაბლეტი Note10+-ის სპეციალური ვერსია. დაანონსებული მოწყობილობის სახელია Galaxy Note10+ Star Wars. იგი ხასიათდება „ვარსკვლავური ომების“ სტილის დიზაინითა და თემატური ციფრული კონტენტით. ახალი ფაბლეტის გამოშვება ეძღვნება ფილმ “Star Wars: The Rise of Skywalker”-ის რელიზს, რომელიც მიმდინარე წლის დეკემბერშია მოსალოდნელი და იქნება სკაიუოკერის საგის ფინალური ნაწილი. Galaxy Note10+ Star Wars კომპლექტაციაში შედის სპეციალურად გაფორმებული მოწყობილობა და აქსესუარები: სმარტფონი Galaxy Note10+ „ვარსკვლავური ომების“ სიმბოლიკით, ქეისი, ლითონის საკოლექციო ნიშანი, სტილუსი S Pen წითელ ფერში და უსადენო ყურსასმენი Galaxy Buds. „Samsung Galaxy-ს მოწყობილობები შექმნილია იმისთვის, რომ „ვარსკვლავური ომების“ თაყვანისმცემლებმა ოცნება აისრულონ. ეს ადამიანები დაუჯერებლად ერთგული ფანატები არიან. ჩვენ მუდამ ვეძებთ ახალ საშუალებებს - გავაფართოვოთ მობილური გამოცდილება, ახალი ფილმის გამოსვლის მოლოდინი ჩვენთვის შესანიშნავი მიზეზია გავაერთიანოთ Galaxy-სერიის მოწყობილობები და საუკეთესო გალაქტიკათშორისი ისტორია“ - აცხადებს Samsung. ტექნიკური მიმართულებით Galaxy Note10+ Star Wars სტანდარტული მოდელისგან მონაცემებით არ განსხვავდება: აქვს 6.8-დუიმიანი Dynamic AMOLED ეკრანი გაფართოებით 3040 × 1440 პიქსელი, პროცესორი Samsung Exynos 9825 Octa, 12 გბაიტი ოპერატიული მეხსიერება, ოთხმოდულიანი ძირითადი კამერა. Galaxy Note10+ Star Wars დეკემბრიდან გაიყიდება დაახლოებით 1570 აშშ დოლარად. https://3dnews.ru/997962
  25. Libra Association-ის წარმომადგენლებმა გაასაჯაროვეს სოციალურ ქსელ Facebook-ის ციფრული ვალუტის შექმნის პროექტის შემუშავების დეტალები, რომელშიც სხვა ცნობებთან ერთად მოცემულია, რომ წარმატებით მოხდა Libra-ს მთავარი ქსელის წინასწარ რეჟიმში ამოქმედება. როგორც პროექტის ბლოგშია ნათქვამი, დღეისათვის ამ ქსელს, რომელიც სამომავლო მთავარი ქსელის ასლს წარმოადგენს, აქვს შვიდი აქტიური ნოუდი. კიდევ 14 ნოუდი, რომელთაგან რვა კონტროლდება Libra-ს ტექნიკური ჯგუფის მიერ, ამოქმედებისთვის ემზადება. რაც შეეხება სატესტო ქსელს, სექტემბრიდან მოყოლებული მასში 51 ათასზე მეტი ტრანზაქციაა დარეგისტრირებული. ამ დროისათვის Libra-ს სატესტო ქსელში შექმნილია 34 სხვადასხვა პროექტი, მათ შორის 10 ელექტრონული საფულე და 11 ბრაუზერი. პუბლიკაციაში აგრეთვე საუბარია სამიტ Libra Core-ზე, რომელიც ჩატარდა Libra Association-ის ტექნიკური ჯგუფის წევრების მონაწილეობით და სამიტის მიზანს წარმოადგენდა პროეტზე რაც შეიძლება ბევრი ანტრეპრენერის მოზიდვა. ორგანიზაციის გეგმებში შედის ამგვარი ღინისძიებების ჩატარება, რაც მონაწილეებს საშუალებას მისცემს რეგულარულად განიხილონ Libra-ს ეკოსისტემის პრობლემები და შესაძლებლობები. https://forklog.com/razrabotchiki-libra-zapustili-v-predvaritelnom-rezhime-osnovnuyu-set-proekta/
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.