Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5903
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    196

Everything posted by Magdalena

  1. Redmi K30-ისა და Redmi K30 5G სმარტფონების შესახებ ცნობების უმეტესობა ოფიციალური წყაროებიდანაა მიღებული. ფოტოებზე, რომლებზეც გამოსახულია მოწყობილობის ვარდისფერი მოდელი, აგრეთვე ჩანს მისი იისფერი გაფორმებაც. სიახლე სმარტფონის ოფიციალურად გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა. ფოტოებზე ჩანს, რომ Redmi K30 წარმოდგენილი იქნება თეთრი კოლოფით, რომელზეც სმარტფონის დასახელება გარდამავალ ფერებში იქნება გამოსახული. ზედა მარჯვენა კუთხეში მოცემულა ლოგოტიპი Mi. შეფუთვის ქვედა მხარეს მოცემულია წარწერა - „დამზადებულია Redmi-ს დიზაინით“, შუა ნაწილში კი განთავსებულია ბრენდის თილისმა. ამ კონკრეტულ შეფუთვაში დევს ვარდისფერი სმარტფონი 6/128 გბ მეხსიერებით. TENAA სერტიფიკაციამ ძველად დააფიქსირა, რომ წარმოდგენილი იქნება ასევე ვარიანტები 6/64 გბ, 8/128 გბ და 12/256 გბ მეხსიერების მოცულობით. წარმოდგენილ ფოტოებზე ტელეფონი გამორთულია, თუმცა კარგად ჩანს პერფორირებული დისპლეი ორმოდულიანი ფრონტალური კამერის ქვემოთ. სმარტფონის უკანა პანელის ფოტოს მიხედვით ზუსტი წარმოდგენა იქმნება ოთხმოდულიანი მასიური ძირითადი კამერის არსებობის შესახებ. შეფუთვა მიუთითებს, რომ Redmi K30-ს აქვს მეხსიერების მოცულობის გაფართოების საშუალება microSD ბარათის მეშვეობით, თუმცა მომხმარებლებს ამისთვის მოუწევთ nano SIM ბარათის ერთ-ერთი სლოტი მას დაუთმონ. სმარტფონის უკანა მხარე დაფარულია მქრქალი (მატირებული) მინით. აგრეთვე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს იისფერი ვარიანტი. TENAA-ინფორმაციის თანახმად როგორც აღმოჩნდა, მოწყობილობა მუშაობს MIUI 11-ზე და იგი დაფუძნებულია Android 10 პლატფორმაზე. Redmi K30 4G სმარტფონს ექნება 6.67-დუიმიანი FHD+ დისპლეი და 8-ნანომეტრიანი პროცესორი Snapdragon 730G. აგრეთვე აღსანიშნავია თითის ანაბეჭდის სკანერი სმარტფონის გვერდზე და 4500 მა/სთ მოცულობის ბატარეა სწრაფი დატენვის მხარდაჭერით. https://3dnews.ru/999297
  2. უახლოესი ათწლეული შესაძლოა გარღვევების პერიოდი აღმოჩნდეს კრიპტოვალუტებში, რადგანაც არსებული ფიატური სისტემა არ გამოიყურება საიმედოდ - თვლის Deutsche Bank-ის ანალიტიკოსი ჯიმ რეიდი. ბანკის ანალიტიკურ ანგარიშში რეიდმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოებრივი ვალუტის საიმედოობისა და გამძლეობის შესახებ ეჭვი გამოიწვევს კრიპტოვალუტების პოპულარობის ზრდას. „ძალები, რომლებიც აკავებდა არსებულ ფიატურ სისტემას, ამჟამად მყიფედ გამოიყურება და შესაძლოა დაემხოს 2020-იან წლებში. ეს გამოიწვევს ნეგატიურ რეაქციებს ფიატურ ფულზე და მოთხოვნა ისეთ ალტერნატიულ ვალუტაზე, როგორებიცაა ოქრო და კრიპტოვალუტა, შესაძლოა გაიზარდოს“. - განაცხადა მან. რეიდმა გაიხსენა უკონტროლო ინფლაცია და ოქროს ფასის ვარდნა, რაც 1970-იან წლებში მოხდა ძვირფასი ლითონის მიერ მხარდაჭერილი ფულადი სისტემის დანგრევის შემდეგ. ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ ცენტრალური ბანკები გაუმკლავდნენ გლობალურ ინფლაციას. ჩინეთი გახდა მთავარი შემაკავებელი ფაქტორი ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში სამუშაო ძალის მიწოდების მნიშვნელოვანი ზრდის გამო. მაგრამ ეს ვითარება სრულდება, რადგანაც შრომითუნარიანი ასაკის მოსახლეობის პიკი ქვეყანამ გაიარა წინა ათწლეულში - აღნიშნა მან. ამან შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ ქვეყნების ხელისუფლებები დაიწყებენ სესხის ზრდას, ბიუჯეტის ხარჯის მატებასა და მონეტარული პოლიტიკის უგულვებელყოფას, რაც ხელს შეუწყობს კაპიტალისა და აქტივების მფლობელებს, მაგრამ არა შრომას. ”როდესაც სამუშაო ძალაზე ხარჯები გაიზრდება, პოლიტიკოსებისთვის რთული პირობები დადგება. და სადაც პოლიტიკოსები შეშფოთებულნი არიან არჩევნებით, მსხვერპლი დიდი ალბათობით ინფლაცია იქნება ”- თქვა მან. ინფლაციის მუდმივი ზრდა გამოიწვევს სახელმწიფოებრივი ფულადი სისტემის მდგრადობის მიმართ ეჭვს და გაიზრდება მოთხოვნა ალტერნატიულ ვალუტაზე. „გადაურჩება თუ ვერა ფიატური ვალუტა ხელისუფლების წინაშე მდგარ პოლიტიკურ დილემას? ეს არის ათწლეულების ტრილიონობით დოლარიანი კითხვა - განაცხადა ანალიტიკოსმა. https://forklog.com/deutsche-bank-kriptovalyuty-na-poroge-proryvnogo-desyatiletiya/
  3. ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად გამოდის გაყიდვაში ფლაგმანური სმარტფონები კადრის განახლების მაღალი - 120 ჰერცამდე სიხშირით. რა თქმა უნდა, შედეგად უზრუნველყოფილია გამოსახულების გაუმჯობესებული ხარისხი, თუმცა გვერდითი ეფექტია პროდუქტის საბოლოო ფასის მატება. და აი, კომპანია Sharp-მა გადაწყვიტა ერთბაშად გადაუსწროს სმარტფონების ყველა წამყვან მწარმოებელს და გამოუშვას მსოფლიოში პირველი სმარტფონი 240 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. ამგვარი მახასიათებელი ყველა ტოპ გეიმინგ მონიტორსაც კი არ აქვს. წარმოდგენილი სმარტფონი Sharp AQUOS Zero2 გაყიდვაში გამოვა 2020 წლის პირველ კვარტალში იაპონიაში. მოწყობილობა იმუშავებს პროცესორ Snapdragon 855-ზე, დაკომპლექტებული იქნება 8 გბ ოპერატიული და 256 გბ UFS 3.0 სტანდარტის შიდა მეხსიერებით. ამის ფონზე წარმოუდგენლად გამოიყურება სმარტფონის ბატარეა, რომლის მოცულობაც მხოლოდ 3139 მა/სთ-ია, რაც კატასტროფულად ცოტაა 240 ჰც სიხშირის 6,4-დუიმიანი დისპლეის მქონე სმარტფონისთვის. საინტერესოა რამდენ ხანს იმუშავებს AQUOS Zero2 სმარტფონი ერთ დამუხტვაზე, რადგანაც მას მოუწევს ჩვეულებრივ სმარტფონთან შედარებით ოთხჯერ სწრაფად გამოსახოს ეკრანზე გამოსახულება თანაც იმის ფონზე, რომ ჩვეულებრივ სმარტფონებს უფრო დიდი მოცულობის ბატარეა აქვთ. საჭიროა დაველოდოთ სმარტფონის ბაზარზე გამოსვლას, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება მისი შესაძლებლობების საფუძვლიანად განხილვა. https://overclockers.ru/blog/goldas/show/32199/sharp-aquos-zero2-pervyj-v-mire-smartfon-s-displeem-240-gc
  4. კომპანია Tesla-მიერ ელექტრო პიკაპ Cybertruck-ის დაანონსებიდან არც ისე მცირე დრო გავიდა, თუმცა ინტერნეტში მისი ფუტურისტული დიზაინის შესახებ კამათი და განხილვები არ წყდება. გამორიცხული არ არის, ეს საუბრები მანამდე გაგრძელდეს, სანამ ილონ მასკი მომდევნო მოდელს დააანონსებს. როგორც ჩანს, ამ პიკაპით დაინტერესდა Razer-ის გენერალური დირექტორი Min-Liang Tan-იც. მან Twitter-ის მეშვეობით Tesla-ს ხელმძღვანელ ილონ მასკს შესთავაზა პორტატული კომპიუტერის კონცეპტი, რომელიც Cybertruck-ის მსგავსი დიზაინითაა წარმოდგენილი. ლეპტოპს შესაძლოა ეწოდოს Razer Blade ან CyberBlade და შესაძლებელი იქნება მისით CyberpunkGame-ის თამაში, როდესაც გამოვა. Tesla Cybertruck-ის ანონსის შემდეგ სინგაპურული კომპანიის ხელმძღვანელმა გამოთქვა სურვილი - ჰქონდეს Tesla-ს პიკაპი, რომელიც გაფორმებული იქნება Razer-ის საფირმო ფერებით. Min-Liang Tan-მა მასკს აგრეთვე შესთავაზა პარტნიორობა Razer-სა და Tesla-ს შორის, რომელიც მისი აზრით ორივე კომპანიას მოუტანს სარგებელს. Tesla-ს ხელმღვანელს ამჟამად ამისთვის არ სცალია, რადგანაც დაიწყო სასამართლო პროცესი ბრიტანელი დაივერი Vernon Unsworth-ის სარჩელის განხილვაზე. იგი ტაილანდში წყალქვეშა გამოქვაბულიდან ბავშვების გადარჩენის წარმატებული სპეცოპერაციის მონაწილეა. მასკმა მას პედოფილი უწოდა და დამცირებული ანსვორთი ითხოვს კომპენსაციის სახით 75 ათასი აშშ დოლარის გადახდას. https://3dnews.ru/999149
  5. საფრანგეთის ცენტრალური ბანკი საკუთარი ციფრული ვალუტის (CBDC) ტესტირებას 2020 წლის პირველ კვარტალში დაიწყებს - იტყობინება ახალი ამბების სააგენტო AFP. „გვსურს, მალე დავიწყოთ ექსპერიმენტები და ვაცხადებთ, რომ პროექტი ამოქმედდება 2020 წლის პირველი კვარტლის ბოლოს“ - განაცხადა საფრანგეთს ბანკის თავმჯდომარემ - ფრანსუა ვილერუა დე გალომ. მისი განცხადების თანახმად ბევრი ქვეყნის ხელისუფლება შეშფოთებულია Facebook-ის პროექტ Libra-თი და სხვა მსგავსი ინიციატივებით. ვილერუა დე გალოს თქმით საფრანგეთი დაინტერესებულია CBDC სფეროში თანამონაწილეობის საკითხით, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ახალ ტექნოლოგიასთან მიდგომა საჭიროა „სერიოზულად და მეთოდურად“. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ბრიულო ლე მერმა წამოაყენა ციფრული ვალუტის შექმნის წინადადება. მისი აზრით, ევროპის ქვეყნებმა უნდა შეისწავლონ საერთაშორისო ტრანზაქციების ფასის შემცირებისა და მათი სიჩქარის გაზრდის შესაძლებლობები. https://forklog.com/smi-bank-frantsii-nachnet-testirovanie-tsifrovoj-valyuty-v-2020-godu/
  6. ყოველწლიურ ტექნოლოგიურ კონფერენცია Credit Suisse-ზე შედგა კომპანია NVIDIA-ს წარმომადგენლების გამოსვლა, რომლის ფარგლებში პასუხები გაეცა ჟურნალისტების კითხვებს. როგორც გაირკვა, მიუხედავად იმისა, რომ RayTracing-ის მხარდაჭერის მქონე ძვირადღირებული ვიდეო ბარათები ბიუჯეტურ მოდელებთან შედარებით გაცილებით ცუდად იყიდება, სწორედ მათ მოუტანეს 2019 წელს კომპანიას წლიური შემოსავლის ¾. კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის კმაყოფილია გაყიდვებითა და კომპანიის საბაზრო წილით, თუმცა მიიჩნევს, რომ ზრდისთვის კიდევ დარჩენილია შესაძლებლობები. NVIDIA-ს ფინანსურმა დირექტორმა თქვა, რომ მომავალში RayTracing უფრო მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს. 2020 წლის ბოლოსთვის ეს ტექნოლოგია გამოჩნდება მომდევნო თაობის კონსოლებში, შემდეგ კი - მასობრივ სეგმენტში. წარმომადგენლების განცხადებით იმისთვის, რომ მომხმარებლებმა RayTracing ტექნოლოგიის მთელი უპირატესობა მიიღონ, საკმარისი იქნება 100 დოლარის გადახდა. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, კომპანიამ არაორაზროვნად მიგვანიშნა, რომ შესაძლებელია გამოვიდეს ვიდეო ბარათები ამ ფასად ზემოთხსენებული ტექნოლოგიით. სავარაუდოდ, NVIDIA მომავალში გამოუშვებს ყველაზე ბიუჯეტური სექტორის RTX ვიდეო ბარათებს, აგრეთვე მობილურ მოდელებს რამდენიმე ლეპტოპისა და ულტრაბუკისთვის. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/32178/nvidia-zayavlyaet-chto-sposobna-vypustit-videokarty-s-podderzhkoj-trassirovki-luchej-za-100-dollarov
  7. როდესაც უსაფრთხოების რეიტინგი მთავარ კრიტერიუმს წარმოადგენს, ავტომობილის შეძენისას ნამდვილად ღირს ელექტრომობილების ვარიანტი განვიხილოთ. Tesla Model X-მა მცირე ხნის წინ ხუთვარსკვლავიანი რეიტინგი მიიღო ახალი ავტომობილების ევროპული სტანდარტის შეფასების პროგრამით (Euro NCAP), რითაც გაამყარა უკვე არსებული მაღალი შეფასება, რომელიც ძველად მინიჭებული ჰქონდა აშშ-ის სატრანსპორტო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ადმინისტრაციის მიერ. უნდა აღინიშნოს, რომ Porsche Taycan ერთ-ერთი მოწინავე ელექტრომობილია Tesla-ს კონკურენტებს შორის და მანაც ხუთვარსკვლავიანი შეფასება მიიღო. კომპანია Tesla-ს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს უსაფრთხოების ტესტირებებში, ამიტომ მისი უახლესი მიღწევები დიდ მოულოდნელობას არ წარმოადგენს. ავტომობილის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში Tesla-მ მიიღო 94%-იანი რეიტინგი - ასეთივე მაჩვენებელი მიიღო მიმდინარე წელს Model 3-მა. ელექტრომობილმა აგრეთვე მოიპოვა შთამბეჭდავი 98 პროცენტი მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხოების დონის შემოწმებაში, რისი წყალობითაც იგი ძლიერი პრეტენდენტია თავის კლასში 2019 წლის საუკეთესო სატრანსპორტო საშუალების წოდების მიღებაში. წლის ბოლოს გახდება ცნობილი, დაიკავებს თუ ვერა Tesla პირველ ადგილს. https://3dnews.ru/999072
  8. ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებმა განაცხადეს, რომ უშვებენ თავიანთ ციფრულ ვალუტას ბლოკჩეინ-კომპანია LIFElabs-თან პარტნიორობით. მონეტა BVI~LIFE დაკავშირებული იქნება აშშ დოლართან 1:1-ზე შეფარდებით. მოსალოდნელია, რომ Stablecoin უზრუნველყოფს ტრანზაქციების სიჩქარის გაზრდას და შეამცირებს საკომისიოს. ციფრული ვალუტა ხელმისაწვდომი იქნება როგორც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების მაცხოვრებელთათვის, ასევე ტურისტებისთვის. Stablecoin-ის გამოშვება წარმოადგენს უფრო ფართო ინიციატივის ნაწილს, რომელიც ეხება ადგილობრივი ფინანსური სექტორის განვითარებას. პარალელურად, LIFElabs დაკავებულია ფონდ Rapid Cash Response-ით, რომელიც მოწოდებულია გაამარტივოს და დააჩქაროს ვირჯინიის კუნძულების მაცხოვრებლებისთვის ექსტრემალურ სიტუაციებში მატერიალური დახმარების მიღება. ადგილობრივმა ხელისუფლებამ და LIFElabs-მა აპრილში გააფორმეს პარტნიორული შეთანხმება მსგავსი დახმარების მიწოდების შესახებ. სმარტფონებისთვის განკუთვნილი აპლიკაცია LIFEWallet-ის მეშვეობით, რომელსაც აქვს Bitcoin-ის, Ethereum-ის, ERC-20 ფორმატის ტოკენებისა და Lifelabs life-ის ციფრული აქტივების მხარდაჭერა, უბედური შემთხვევისა მფლობელები მიიღებენ ხელისუფლების მხარდაჭერას ან დამოუკიდებლად გადარიცხავენ თანხებს. https://forklog.com/britanskie-virginskie-ostrova-vypustyat-sobstvennyj-stejblkoin/
  9. ყველა თანამედროვე მყარი დისკი იდენტურადაა აწყობილი. კონსტრუქციის შიგნით ტრიალებს დისკები, საიდანაც იკითხება ინფორმაცია. ბოლო პერიოდში მყარი დისკების მოცულობა სწრაფად იზრდება: გაყიდვაში უკვე არსებობს 12 და 14-ტერაბაიტიანი მოდელები, თუმცა ეს დისკები ახდენს ისეთივე სიჩქარის დემონსტრირებას, როგორსაც მათი ხუთი წლისწინანდელი „წინაპრები“. თუკი სახლის პირობებში ფოტო-ვიდეოზე წვდომის სიჩქარე კრიტიკული არ არის, სერვერებში ეს პრობლემა უმწვავესია. პრობლემის გადაწყვეტის საშუალება შესაძლოა გახდეს მყარი დისკები ორი წამკითხველით. ფაქტობრივად, ასეთ დისკში ფუნქციონირებს ორი სისტემა, რომლებიც მუშაობენ პარალელურად და ამასთან ერთად უზრუნველყოფენ სიჩქარის ორჯერ გაზრდას. ტექნოლოგიის შემქმნელის, კომპანია Seagate-ის განცხადებით, ერთი თავი დისკის ზედა ნაწილისკენაა მიმართული, მეორე კი - ქვემოთ. ახალი დისკები უკვე გამოიცადა Microsoft-ის სერვერებში, სადაც დადასტურდა მათი სიჩქარისა და წარმადობის მაღალი მაჩვენებლები. სპეციალისტების შეფასებით, მულტიაქტივატორის ახალი ტექნოლოგია MACH.2 საშუალებას იძლევა თავიდან არიდებულ იქნას ისეთი პრობლემები, როდესაც IOPS-ის გამშვები შესაძლებლობის გაზრდისთვის საჭირო ხდება შემცირდეს დისკზე არსებული მონაცემების რაოდენობა. ახალ დისკებს შეუძლია მუშაობა ფაილების შეფერხებაზე დაკვირვებისა და იმის მიუხედავად - რამდენად ხშირად გამოიყენებენ მათ. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/32146/seagate-predstavila-novye-dvuhgolovye-zhestkie-diski-s-udvoennoj-skorostju-chteniya
  10. დეკემბერში ნახევრადგამტარი წარმოების სექტორში მოღვაწე ბევრი კომპანია ხვდება ინვესტორებს, რომლებთანაც განიხილავენ თავიანთ მიღწევებსა და ერთმანეთს უზიარებენ სამომავლო პროგნოზებსა და გეგმებს. ღონისძიება Credit Suisse-ზე კომპანია NVIDIA-მ ტრადიციულად მიავლინა თავისი ფინანსური დირექტორი Colette Kress. საინვესტიციო საზოგადოების წარმომადგენლებთან ნახევარსაათიანი შეხვედრა ნაყოფიერი იყო, თუმცა ფინანსური დირექტორი კომერციული საიდუმლოებების შენახვას აქტიურად ცდილობდა. Colette Kress-ის თქმით, კომპანია მუდამ დაძაბული მუშაობს არა მარტო არქიტექტურაზე, არამედ ახალ ტექნოლოგიებზე. მან დამსწრეებს მოთმინებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ NVIDIA-ს ახალი ტექნოპროცესის შესახებ დაინტერესებული პირები მალე მიიღებენ ცნობებს. როგორც წესი, კომპანიის ხელმღვანელობას სურს, ყველა მოვლენა საზოგადოებისთვის მოულოდნელი იყოს. Kress-ის თქმით, NVIDIA-ს გრაფიკულმა პროცესორებმა წამყვანი პოზიციები შეინარჩუნეს სიჩქარის კუთხით და გამოყენებულ ტექნოპროცესზე არ იყო ეს ფაქტი დიდად დამოკიდებული. კომპანია მზადაა იმუშაოს პროდუქტების გაუმჯობესებაზე როგორც უკვე არსებული ტექნოპროცესის, ისე სამომავლო ტექნოლოგიის ფარგლებში. ახალ ლითოგრაფიულ საფეხურზე გადასვლას NVIDIA “უახლოეს მომავალში“ აპირებს. ზოგადად, ახალი ტექნიკური პროცესების დაუფლებისას, NVIDIA ყოველთვის ცდილობს იპოვოს ოპტიმალური დრო შესაბამისი პროდუქციის ბაზარზე გამოსაშვებად. მთავარი პრიორიტეტია მაღალი ხარისხი და სიჩქარე, ხოლო რა ტექნოპროცესი იქნება მასში გამოყენებული - მეორეხარისხოვანია. ამ სფეროში დიდი მნიშვნელობა აქვს პროგრამული უზრუნველყოფის ოპტიმიზაციას, განსაკუთრებით გამომთვლელი სიჩქარის სეგმენტში. https://3dnews.ru/999009
  11. კრიტოვალუტების ბირჟა Coinbase თავის ცივ საფულეებში ინახავს დაახლოებით 966 230 BTC-ს, რომელთა კაპიტალიზაცია შეადგენს დაახლოებით 7.1 მლრდ აშშ დოლარს. ამ რესურსებთან პირდაპირი წვდომა კომპანიას არ გააჩნია. ცივ საფულეებში არსებული თანხის მოცულობის მხრივ მეორე ადგილს იკავებს ბირჟა BitMEX - 265 140 BTC-ით (1,94 მლრდ აშშ დოლარი). მას მოსდევს პლატფორმა – 229 490 BTC-ით (1,67 მლრდ აშშ დოლარი), Bitfinex – 146 120 BTC-ით, Kraken – 136 780 BTC-ით, Bittrex – 131 340 BTC-ითა და Coincheck – 35 090 BTC-ით. აღსანიშნავია, რომ Coinbase-ის კრიპტოვალუტების სანახი სივრცე დაზღვეულია დეპოზიტების სადაზღვევო ფედერალური კორპორაციის მიერ. თუმცა, ნებისმიერი ცენტრალიზებული მართვა მომხმარებლების აქტივებს რისკის ქვეშ აყენებს- გვახსენებენ ექსპერტები. გარკვეული პერიოდის წინ Bitcoin-ბირჟა Binance-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ინსტიტუციონალური ინვესტორების 92% კრიპტოვალუტებს ბირჟის საფულეებში ინახავს. https://forklog.com/obem-holodnogo-hranilishha-birzhi-coinbase-prevysil-960-tysyach-btc/
  12. GeForce GTX 1650 SUPER ვიდეო ბარათები უკვე დიდი ხანია იყიდება, Palit-მა კი გადაწყვიტა გამოკვეთოს ამ მოდელის საკუთარი პროდუქტების უპირატესობა. ამ დროისთვის StormX-სერიაში შესულია GeForce GTX 1650 SUPER-ის ორი ვერსია: სტანდარტული მოდელი მუშაობს 1530/1725/12000 მჰც სიხშირეზე, აჩქარებული კი - 1530/1770/12000 მჰც-ზე. ორივე ვიდეო ბართს აქვს 1280 ნაკადური პროცესორი და GDDR6 ტიპის 4 გბ მეხსიერება 128-ბიტიანი სალტით. ბარათის გაბარიტებია 168 х 122 х 40 მმ, რისი წყალობითაც Palit StormX სერიის ვიდეო ბარათების განთავსება შესაძლებელია mini-ITX ფორმ-ფაქტორის კორპუსებში. ბარათს ერთადერთი, 100-მილიმეტრიანი ქულერი აქვს, რომელიც გაგრილებას უზრუნველყოფს ზედმეტი ხმაურის გარეშე. კვების ბლოკის რეკომენდირებული სიმძლავრე 350 ვატია, რომელსაც ვიდეო ბარათი უკავშირდება ერთადერთი 6-პინიანი კონექტორით. ვიდეო ბარათის ენერგომოხმარების მაჩვენებელი 100 ვატია, სისტემურ ბლოკში იგი იკავებს გაფართოების ორ სლოტს. ვიდეო ბარათის უკანა პანელზე განთავსებულია პორტები - Dual-Link DVI-D, HDMI 2.0b და DisplayPort 1.4a. სტანდარტული ვერსიის ბარათის ფასი დაახლოებით 203 აშშ დოლარია, აჩქარებულისა კი - 208 აშშ დოლარი. https://overclockers.ru/hardnews/show/100590/palit-vyvodit-na-rynok-videokarty-geforce-gtx-1650-super-v-ispolnenii-mini-itx
  13. კორპორაცია Intel ამზადებს Austin Beach სერიის მცირე ფორმ-ფაქტორის კომპიუტერებს, რომლებიც ქულერების გარეშე იქნება წარმოდგენილი. ნეტტოპს საფუძვლად უდევს პლატფორმა Whiskey Lake-U. მაქსიმალური კონფიგურაციის მოდელში გამოყენებულია პროცესორი Intel Core i7-8665U. ეს ჩიპი შეიცავს ოთხ გამომთვლელ ბირთვს, რომელთაც შეუძლიათ ერთდროულად ინსტრუქციის რვა ნაკადის დამუშავება. ნომინალური ტაქტის სიხშირე შეადგენს 1.9 გჰც-ს, მაქსიმალური - 4.8-ს. პროცესორის შემადგენლობაში შედის გრაფიკული ამაჩქარებელი Intel UHD 620. მოწყობილობა აღჭურვილია პასიური გაგრილების სისტემით. გაგრილებას უზრუნველყოფს ლითონის კორპუსზე ინტეგრირებული რადიატორი. LPDDR3 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 8 გბ-ს. დაშვებულია ორი M.2 2280 ტიპის დისკის დაყენება PCIe ან SATA ინტერფეისით. კომპიუტერის გაბარიტები შეადგენს 254 × 152 × 36 მმ-ს. ხელმისაწვდომ ინტერფეისებს შორისაა პორტები - HDMI 2.0a, Gigabit Ethernet, USB 3.1 Gen 2 Type-A და USB 2.0 Type-A. Intel Austin Beach სერიის მოწყობილობების ბაზარზე გამოსვლის თარიღისა და საორიენტაციო ფასის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით ცნობილი არ არის. https://3dnews.ru/998856
  14. სექტემბერში Sapphire-მ წარადგინა დღესდღეობით თავისი ყველაზე მძლავრი ვიდეო ბარათი - SAPPHIRE NITRO+ RX 5700 XT, რომელიც უზრუნველყოფს შესანიშნავ წარმადობას 4K და 1440p გაფართოებებზე, ასევე ფლობს ფერადი RGB განათების მართვის კარგ შესაძლებლობებს. სპეციალურად ამ ვიდეო ბარათისთვის შეიქმნა SAPPHIRE ARGB ქულერების ნაკრები (ცალკე იყიდება), რათა მომხმარებლებს მიეცეთ საშუალება - კიდევ უფრო გაანათონ თავიანთი სისტემა. მას შემდეგ ბევრმა მომხმარებელმა გამოთქვა სურვილი ცალკე გაყიდვადი ქულერები კომპლექტში შესულიყო, კომპანია დათანხმდა და გამოუშვა SAPPHIRE NITRO+ RX 5700 XT SPECIAL EDITION: ვიდეო ბარათი შეიცავს SAPPHIRE ARGB ვენტილატორებს და აქვს დამატებითი ქარხნული აჩქარება. გრაფიკული პროცესორის აჩქარების მაჩვენებელი 2035 მეგაჰერცია. ვიდეო ბარათს აქვს პერსონალიზაციის ფართო შესაძლებლობები NITRO Glow ARGB სისტემით. მოწყობილობა შეიცავს 2560 ნაკადურ პროცესორს, რომლებიც მუშაობს 2035 მჰც სიხშირეზე, ასევე აქვს 8 გბ მაღალსიჩქარიანი GDDR6 ვიდეომეხსიერება სიჩქარით - 14.4 გბიტ/წმ, აგრეთვე PCI Express 4.0 მხარდაჭერა. ARGB ქულერებისა და გაზრდილი წარმადობის პარალელურად სპეციალური გამოშვების ვიდეო ბარათს საბაზისო ვერსიისგან განსხვავებული რამდენიმე ფუნქცია აქვს, რაც მოიცავს BIOS-ის სამმაგ გადამრთველსა და გაგრილების სისტემა TRI-X SAPPHIRE-ს, რომელიც წარმოდგენილია თანამედროვე დიზაინის რადიატორითა და სამი უხმაურო ვენტილატორით. პროგრამული უზრუნველყოფა TriXX საშუალებას იძლევა გაკონტროლდეს RGB განათება, შემოწმდეს ქულერის გამართულობა და გამოიყენოს ახალი ფუნქცია TRIXX Boost. ეს ფუნქცია იძლევა გაფართოების 70-დან 100%-მდე მასშტაბირების საშუალებას. შემდეგ გამოსახულების ხარისხის გაუმჯობესება შესაძლებელია სიმკვეთრის მეშვეობით. https://overclockers.ru/blog/ddr77/show/32097/sapphire-vypustila-novuju-videokartu-nitro-rx-5700-xt-special-edition
  15. გამოკითხვა, რომელიც რესურს GSMArena.com-მა ჩაატარა, გვიჩვენებს, რომ დრეკადი ეკრანის მქონე სმარტფონების კონსტრუქციის ტიპებიდან მომხმარებლებს ყველაზე მეტად მოსწონთ კლასიკური დასაკეცი ვარიანტი. Motorola Razr-ის მსგავსი დიზაინის მქონე სმარტფონებს გამოკითხულთა 44%-მა მისცა ხმა. ასეთ სმარტფონებს ვერტიკალურად ამოწეული დისპლეი აქვს, რომელიც შიდა მიმართულებით იკეცება, რაც ეკრანს დაზიანებისგან იცავს. პოპულარობის მხრივ მეორე ადგილზე გავიდა წიგნისმაგვარი სმარტფონები ეკრანით, რომელიც ასევე შიდა მიმართულებით იკეცება. ამგვარი კონსტრუქცია აქვს მაგალითად სმარტფონ Samsung Galaxy Fold-ს. სწორედ ასეთი ტიპის მოწყობილობის სასარგებლოდ მისცა ხმა გამოკითხულთა 25-მა პროცენტმა. რეიტინგით მომდევნოა წიგნის ფორმატის ეკრანის მქონე სმარტფონები, რომელთა ეკრანი გარე მიმართულებით იხსნება და იკეცება. ასეთი გახლავთ Huawei Mate X. ამგვარი ვარიანტი მოსწონს გამოკითხულთა 11%-ს. მეოთხე ადგილზე (გამოკითხულტა 10%-ით) იმყოფება ორმაგი დაკეცვის ფუნქციის მქონე სმარტფონები. მათ ხმა მისცა მომხმარებლების 10-მა პროცენტმა. ჩამონათვალი სრულდება მეხუთე ფორმატით, რომელიც ითვალისწინებს მონობლოკისმაგვარ კორპუს. ასეთი მოწყობილობა მოსწონს გამოკითხულთა დაახლოებით 9%-ს. https://3dnews.ru/998832
  16. IMF მიესალმება უფრო მეტ გამჭვირვალობას კრიპტო მაინინგისგან. საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადება მეტად აქტუალურია იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო დღესდღეობით მაინინგის ოპერაციებში ციფრული ვალუტების მეოთხე უმსხვილესი მომპოვებელია. სწორედ Ამიტომ, ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ამ ტიპის საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების საკითხი. Მედიის განცხადებით IMF-ს წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ კრიპტოვალუტებზე ორიენტირებული მსხვილი კომპანიების ლიდერებს, რომლებიც მაინინგ სექტორში საქმიანობენ. მაინერებს მოეთხოვათ მოხსენება გააკეთონ უცხოელებზე, რომლებიც ყიდულობენ კრიპტოვალუტას ადგილობრივი მომპოვებლებისგან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საქართველო Bitcoin-ის ექსპორტიორია, თუმცა არავინ იცის, რა თანხა შეაქვს ეკონომიკაში ამ საქმიანობას. საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლები აცხადებენ: „არსებულ პროგრამებთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოსთან ერთად მუშაობს სხვა საკითხებზეც, მათ შორის სტატისტიკის გაუმჯობესებაზე. ჩვენ კონსულტაციებს ვიძლევით საგარეო სავაჭრო ბალანსის გაანგარიშების მეთოდოლოგიის გასაუმჯობესებლად და აქტიურად ვმსჯელობთ მაინინგის საბუღალტრო აღრიცხვის შესაძლებლობის შესახებ. ” საქართველოს სავაჭრო ბალანსმა უნდა ასახოს კრიპტო ექსპორტი და კონტრიბუცია მთლიან შიდა პროდუქტში. IMF-ის ექსპერტები ეთანხმებიან იმ ფაქტს, რომ კრიპტო-მაინინგი საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. ამიტომ ხელისუფლებამ ყურადღება უნდა მიაქციოს ამ მიმართულებას. ამჟამად საერთაშორისო ორგანიზაცია ცდილობს გამოავლინოს კრიპტო-მაინინგის რეალური წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში. IMF-ის სამმართველოს უფროსის მოადგილე Mercedes Vera-Martin აცხადებს: „კრიპტო მაინინგს აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შედეგები ქვეყნისთვის. თუკი კრიპტოვალუტა დიდი რაოდენობით იყიდება ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მაშინ რატომ არ უნდა იქნას გათვალისწინებული ეს საგარეო სავაჭრო ბალანსში?“ Vera-Martin-მა ხაზი გაუსვა, რომ Bitcoin-ის მოპოვებას სჭირდება საქონლის იმპორტი და მიუთითა სპეციალიზებულ აღჭურვილობაზე - როგორიცაა ASIC-ები, აგრეთვე ობიექტების ასაგებ მასალებზე. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ იმპორტის მასალები ფიზიკურია, ისინი მხედველობაში მიიღება სავაჭრო ბალანსის ოფიციალურ სტატისტიკაში. ამრიგად, იმპორტის შესახებ ანგარიშგება და ექსპორტის უგულებელყოფა მნიშვნელოვნად ამახინჯებს ზოგად სურათს. გასულ წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოითვალა ქვეყანაში რეგისტრირებული ციფრული საფულეების რაოდენობა. იმ დროისთვის აღმოჩენილ იქნა 5300 საფულე, რაც 708 000 აშშ დოლარის ეკვივალენტურია. IMF-მა ეროვნულ ბანკს მისცა რეკომენდაცია - განესაზღვრა არარეზიდენტებზე რეგისტრირებული საფულეების რაოდენობა. საერთაშორისო ფონდმა აგრეთვე მოამზადა სპეციალური კითხვარი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ საქართველოს ოფიციალურმა დაწესებულებებმა, რათა შეფასდეს ქვეყანაში მოპოვებული და მის საზღვრებს გარეთ გაყიდული Bitcoin-ის საერთო მოცულობა. თავის მხრივ, საქართველო არის „სახლი“ მსოფლიოს უმსხვილესი Bitcoin-მაინერის - Bitfury-სთვის. გარკვეულ მომენტში Bitfury-ს წილი შეადგენდა მოპოვებული BTC-ს 15%-ს, თუმცა ეს მაჩვენებელი ამჟამად შემცირებულია. 2017 წლის მდგომარეობით, საქართველოს ყველაზე დიდი საექსპორტო პროდუქცია იყო სპილენძის საბადო (518 მილიონი აშშ დოლარი), ფეროშენადნობი (318 მილიონი აშშ დოლარი), მანქანები (195 მილიონი აშშ დოლარი), ღვინო (172 მილიონი დოლარი) და ოქრო (137 მილიონი აშშ დოლარი). კრიპტო მაინინგის საშუალებები საქართველოს ელექტროენერგიის 10%-ზე მეტს მოიხმარს. ნოემბრის დასაწყისში Green Energy-ს წარმომადგენელმა დავით ჭაპაშვილმა განაცხადა, რომ Bitcoin-ის მოპოვებას საქართველოსთვის მოაქვს წლიური შემოსავალი 0.5 მლრდ დოლარის ოდენობით. მისი თქმით, მაინერები ბევრ ელექტროენერგიას მოიხმარენ. მაგალითად, მხოლოდ Bitfury მოიხმარს საქართველოს ელექტროენერგიის 4%-ს, რაც 389,7 მლნ კვტ/სთ-ს შეადგენს. აგრეთვე არსებობს უამრავი მიკრო-მაინერი, რომლებიც მხედველობაშია მისაღები. ქვეყანაში მოქმედი ყველა მაინერის გათვალისწინებით ჭაპაშვილი აცხადებს: „ვფიქრობ, მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგია მთლიანის 10%-ზე მეტია. მაინინგი მოიხმარს იმაზე უფრო მეტ ენერგიას, ვიდრე საქართველოში მოქმედი მსხვილი საწარმო დაწესებულებები“. საქართველო მაინერებს იზიდავს იაფი ჰიდროელექტროენერგიითა და შეღავათიანი გადასახადებით. ჭაპაშვილის აზრით, საქართველო მხოლოდ ჩინეთსა და ვენესუელას ჩამორჩება მაინინგის სექტორში. https://bitcoinist.com/imf-calls-on-georgia-to-evaluate-crypto-income-for-trade-balance/
  17. მცირე ხნის წინ გამოჩნდა ინფორმაცია, რომ კომპანია Xiaomi აანონსებს Redmi K30 5G მოდელს, რომლის საბაზისო მოდიფიკაცია 6/64 გბ მეხსიერებით შეფასებულია 355 აშშ დოლარად. როგორც ცნობილი გახდა, ბრენდი Realme ამ სმარტფონის ერთდროულად ორ კონკურენტ მოწყობილობას ამზადებს. ესენია Realme X50 5G და Realme X50 Lite 5G. Xiaomi Redmi K30 5G-ის მთავარი კონკურენტი სტანდარტული ვერსიის მოდელი იქნება. როგორც ცნობილია, მას ექნება პროცესორი Snapdragon 735, რომლის წარდგენაც ჯერ არ მომხდარა. სწორედ ეს ცალკრისტალიანი სისტემა იქნება გამოყენებული Redmi K30 5G-ში. Realme X50 5G სმარტფონს ექნება ოთხმოდულიანი ძირითადი კამერა 60-მეგაპიქსელიანი Sony IMX686 სენსორით, თუმცა არ ექნება ტელეობიექტივი. ხელმისაწვდომი იქნება 8-მეგაპიქსელიანი უნივერსალური, ფართოკუთხიანი მოდული, აგრეთვე 2+2-მეგაპიქსელიანი მოდულები სიღრმისეული და მაკროგადაღებებისთვის. ფრონტალური კამერის გაფართოება შეადგენს 32+8 მეგაპიქსელს. 8-მეგაპიქსელიანი სენსორი გაერთიანებული იქნება ფართოკუთხიან ოპტიკასთან. წინასწარი მონაცემების თანახმად ახალი სმარტფონის ბატარეის მოცულობა იქნება 4500 მა/სთ. ოპონენტისგან განსხვავებით Realme X50 5G-ს უსადენო დატენვის მხარადჭერაც ექნება, აგრეთვე სადენიანი, საფირმო VOOC 4.0 სტრანდარტის დატენვის რეჟიმიც. კონფიგურაციაში შევა Samsung-ის მიერ წარმოებული 6.44-დუიმიანი OLED-ეკრანი ინტეგრირებული ბიომეტრიული სენსორითა და 90 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. Redmi K30 5G სმარტფონის ეკრანის კადრის განახლების სიხშირე კი არაოფიციალური ინფორმაციით 120 ჰერცს შეადგენს. ახალი სმარტფონი გაყიდვაში სამ კონფიგურაციად გამოვა: საბაზისო მოდელი წარმოდგენილი იქნება 6 გბ ოპერატიული და 128 გბ ინტეგრირებული მეხსიერებით. აგრეთვე გამოვა ვერსიები 8/128 და 8/256 გბ მეხსიერებით, კომპლექტაციის შესაბამისად. მეხუთე თაობის ქსელის მხარდაჭერის მქონე Realme X50 Lite 5G გაცილებით დიდია: მისი ეკრანის ზომა იქნება 6.55 დუიმი, კადრის განახლების სიხშირე კი - 60 ჰერცი. ფრონტალური კამერის მოდული 32-მეგაპიქსელიანი იქნება, ძირითად კამერაში კი არ გვხვდება Sony-ს 60-მეგაპიქსელიანი სენსორი - მის ადგილს დაიკავებს 16-მეგაპიქსელიანი მოდული. 5G სმარტფონს საფუძვლად დაედება პროცესორი MediaTek MT6885 5G, რომელიც ტაივანურ კომპანიას ოფიციალურად ჯერ არ დაუანონსებია. ბატარეის მოცულობა იქნება 5000 მა/სთ. ეს მოდელი მეხსიერების მოცულობის მხრივ ხელმისაწვდომი იქნება შემდეგ კონფიგურაციებად: 6 ან 8 გბ ოპერატიული და 64 ან 128 ინტეგრირებული მეხსიერება, შესაბამისად. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/32062/realme-x50-i-realme-x50-lite-mogut-stat-samymi-deshevymi-5g-smartfonami-v-mire
  18. Porsche-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ოლივერ ბლუმმა (Oliver Blume) ისაუბრა ბრენდის სამომავლო გეგმების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია ავტომობილების ელექტრიფიცირებასთან. შეგახსენებთ, რომ Porsche-ს პირველი მთლიანად ელექტრო ავტომობილი გახლავთ ოთხკარიანი კუპე Taycan. იგი აღჭურვილია სინქრონული ელექტროძრავითა და მაღალეფექტური ბატარეებით, რომელთაც საფუძვლად უდევთ 800-ვოლტიანი ტექნოლოგია. გამოყენებულია ავტომატური ორფაზიანი ტრანსმისია: პირველი „მოკლე“ გადაცემა საშუალებას იძლევა მიღწეულ იქნას მძლავრი და სწრაფი აჩქარება სტარტისას, მეორე „გრძელი“ გადაცემა კი გარანტირებს აუცილებელ მარაგებს მოძრაობისას მაღალი სიჩქარის განვითარებისთვის. ბლუმის თქმით, სამომავლოდ მთლიანად ელექტრიზებული მოდელები გამოვა Porsche-ს ავტომობილების ყველა თაობაში. ესენია ქროსოვერის, ორკარიანი სპორტული მანქანებისა და სედანის ტიპის მოდელები. 2021 წელს შედგება კომპაქტური ელექტრო ქროსოვერ Macan-ის დებიუტი. გარდა ამისა, განიხილება ისეთი ელექტრომობილების წარმოება, რომლებიც მოგვევლინება 718 Cayman-ისა და 718 Boxster-ის „შთამომავლებად“. ამგვარი ელექტრომობილები დღის სინათლეს 2024 წლისთვის იხილავენ. შეგახსენებთ, რომ Porsche შედის Volkswagen Group-ის შემადგენლობაში. ეს კონცერნი დიდ ყურადღებას უთმობს ელექტრო ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალებებს. 2022 წლის ბოლოსთვის Volkswagen აპირებს მსოფლიოს სამი ათეული სხვადასხვა ელექტრომობილი წარუდგინოს. 2025 წელს კი გეგმის თანახმად კომპანიის ელექტრომობილების ყოველწლიური გაყიდვების მოცულობამ 1 მილიონს უნდა გადააჭარბოს. https://3dnews.ru/998830
  19. კანონპროექტი, რომლის თანახმად საფინანსო ინსტიტუტებს Bitcoin-ისა და სხვა კრიპტოვალუტების ყიდვა-გაყიდვის ნებართვა მიეცათ, მიღებულ იქნა 29 ნოემბერს და ძალაში შევა 2020 წლის 1 იანვრიდან. ინფორმაცია დადასტურებულია Distributed Ledger Consulting-ის პარტნიორების მიერ. ახალი წესების მიხედვით ბანკის კლიენტებისთვის შემოთავაზებული იქნება ონლაინ-ბანკინგის სერვისი, რომელიც მოიცავს ოპერაციებს აქციებით, ობლიგაციებითა და კრიპტოვალუტებით შესაბამისი ლიცენზიების თანახმად. აგრეთვე, ახალი კანონი ბანკებს აძლევს Bitcoin-ისა და სხვა კრიპტო აქტივების შენახვის შესაძლებლობას. კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობდა ფულის გათეთრებასთან ბრძოლის შესახებ ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად. მომდევნო წლიდან გერმანული კრიპტო კომპანიები ვალდებულნი იქნებიან მიიღონ ლიცენზია გერმანიის ფინანსური მეთვალყურეობის ფედერალური სამმართველოსგან. https://forklog.com/parlament-germanii-prinyal-zakon-razreshayushhij-bankam-pokupku-i-prodazhu-kriptovalyut/
  20. უმსხვილესი Bitcoin-ბირჟა Binance და ჯავშნების პლატფორმა TravelbyBit გამოუშვებენ ბარათს კრიპტოვალუტების მხარდაჭერით. TravelbyBit-ის წინასწარ ანაზღაურებადი სადებეტო ბარათი მომხმარებლებს მისცემს წვდომას ექსკლუზიურ ტურისტულ შემოთავაზებებზე. ბარათის შევსება შესაძლებელია Bitcoin-ით, Binance USD Stablecoin-ით, BNB-ითა და Ontology-თ (ONT), რესურსების გამოყენება კი მოხდება ავიაბილეთებისა და სასტუმროების დაჯავშნისთვის შემდეგ სერვისებში: Booking.com, Expedia, Agoda, Ctrip და TravelbyBit.com. ბარათის გამოშვება დაგეგმილია მომდევნო წლის დასაწყისისთვის. პირველ ეტაპზე მის გამოყენებას შეძლებენ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, ავსტრალიისა და ევროპის ქვეყნების მაცხოვრებლები. სამომავლოდ კი მხარდაჭერილი იურისდიქციების ჩამონათვალი გაფართოვდება. პარალელურად, Binance-მა დააანონსა Bancor (BNT) ტოკენის ეარდროპი 1,6 მლნ აშშ დოლარის ბიუჯეტით. ბალანსების გაცემა მოხდება 2020 წლის 1 იანვარს, მომხმარებლებს დაერიცხებათ BNT-ის მთლიანი ოდენობის 10%. შეგახსენებთ იმასაც, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად Binance გეგმავს დაიმატოს 180 ფიატური ვალუტის მხარდაჭერა. https://forklog.com/binance-i-travelbybit-vypustyat-debetovuyu-kartu-s-podderzhkoj-kriptovalyut/
  21. ამერიკულ პოლიციაში ცოცხალი ძაღლების ნაცვლად რობოტიზებული ძაღლების გამოყენება დაიწყეს: მასაჩუსეტსის შტატში გადაწყვიტეს ცვლილებების შეტანა სამუშაო გუნდში და რამდენიმე მაძებარი ძაღლი რობოტებით ჩაანაცვლეს. ძაღლი-რობოტი, სახელად Spot უკვე ორჯერ გავიდა რეალურ საქმეზე და გადამწყვეტი როლიც შეასრულა ნაღმებისა და მომწამვლელი ნივთიერებების აღმოჩენის მისიაში. ამგვარი პროგრესული მოწყობილობა რამდენიმე თვის წინ შექმნა კომპანია Boston Dynamics-მა. კომერციულ ბაზარზე ოთხფეხა რობოტი მხოლოდ ახლახანს გამოვიდა და მისი მოწოდებაა დაიცვას რაც შეიძლება მეტი პოლიციელი სახიფათო დავალებების შესრულების დროს. ამრიგად, უკვე შესაძლებელია არ დადგეს პოლიციის თანამშრომლის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ - პრაქტიკულად ყველა სახის მისიაზე გაიგზავნება Spot, გარდა იმ დავალებებისა, რომლებიც უკავშირდება ქაღალდებსა და ზეპირ კომუნიკაციას. პოლიციაში მუშაობის გარდა რობოტ Spot-ს შესაძლებლობების ფართო სპექტრი გააჩნია, იგი პრაქტიკულად ყველგან შეძლებს მუშაობას. მის შესაძენად საჭიროა მხოლოდ ფასის გადახდა და მწარმოებელი კომპანიის ინფორმირება - თუ რისთვის გამოიყენებთ რობოტს, აგრეთვე უნდა მიაწოდოთ ცნობები მის შესახებ სამომავლოდ. https://overclockers.ru/blog/RoadToKnowledge/show/32022/kiberpank-nastupil-v-policii-ssha-budet-sluzhit-sobaka-robot
  22. კომპანია ASUS-მა დაამზადა ვიდეო ბარათ GeForce RTX 2080 Ti-ს ახალი ვერსია, რომლის სახელწოდება გახლავთ ASUS ROG Strix GeForce RTX 2080 Ti White Edition. ახალი ბარათი, როგორც სახელიდან ვხვდებით, გამოირჩევა ASUS-ისთვის უჩვეულო დიზაინით - ვიდეო ბარათი წარმოდგენილია მთლიანად თეთრ ფერში. კომპანია Galax-ისგან განსხვავებით, რომელიც ცნობილია თეთრი ვიდეო ბარათებით, ASUS-მა არ გამოიყენა თეთრი PCB დაფა და შემოიფარგლა მხოლოდ თეთრი კორპუსითა და გაგრილების სისტემის ჩარჩოთი, თეთრი ქულერით, კვების სადენითა და უკანა გამაძლიერებელი ფირფიტათი. კორპუსი აღჭურვილია RGB-განათებით, თავად ASUS მომხმარებლებს აძლევს რეკომენდაციას, რომ გამოიყენონ ლურჯი ფერის განათება. კონსტრუქციის მიხედვით ROG Strix GeForce RTX 2080 Ti White Edition-ის გაგრილების სისტემა არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი ROG Strix GeForce RTX 2080 Ti-სგან: წარმოდგენილია ალუმინის ორი მასიური რადიატორი, სპილენძის ექვსი სითბური მილი და სამი ვენტილატორი. ცვლილებები არ შეეხო ასევე PCB დაფასა და კვების ქვესისტემას. ROG Strix GeForce RTX 2080 Ti White Edition გამოირჩევა არა მხოლოდ არასტანდარტული გარეგნული დიზაინით. ASUS-ის ინჟინრებმა ახალი დაფა უზრუნველჰყვეს ქარხნული აჩქარებით, რომლის შედეგად Boost-სიხშირე 1545-დან 1770 მეგაჰერცამდე გაიზარდა. რა თქმა უნდა, ამით ეს ბარათი ვერ გახდება ყველაზე მძლავრი GeForce RTX 2080 Ti, თუმცა მისთვის ლიდერებს შორის ადგილი გარანტირებულია. გაიზარდა ვიდეომეხსიერების სიხშირეც 1750-დან 1850 მეგაჰერცამდე. რესურს Cowcotland-ის ინფორმაციით ვიდეო ბარათი ASUS ROG Strix GeForce RTX 2080 Ti White Edition უკვე ხელმისაწვდომია ევროპის მაღაზიებში 1600 ევროდ. შედარებისთვის, სტანდარტული ROG Strix GeForce RTX 2080 Ti-ს საშუალო ფასი 1480 ევროა. https://3dnews.ru/998698
  23. Huawei-ს მსგავსად იდენტური ზომის, 14-და 15-დუიმიანი ლეპტოპები წარადგინა Honor-მაც, თუმცა ახალი Honor MagicBook-ები ხელმისაწვდომია მხოლოდ Ryzen 3000 (Matisse) პროცესორებით. Honor MagicBook 15 მოდელს აქვს 15.6-დუიმიანი IPS მატრიცა Full HD გაფართოებით. ლეპტოპი 1.53 კილოგრამს იწონის, მისი ზომა 35,78 х 22,99 х 1,69 სანტიმეტრია. დაქტილოსკოპიური სენსორი ინტეგრირებულია კვების ღილაკში. პორტებიდან ხელმისაწვდომია USB-C, HDMI, USB 3.0, USB 2.0 და კონექტორი ყურსასმენისთვის. ლეპტოპის შემადგენლობაშია Bluetooth 5 და Wi-Fi (2,4/5 გჰც) უსადენო კავშირების ადაპტერები. მონაცემთა სანახი სივრცის მოცულობა შეადგენს მოდიფიკაციების შესაბამისად 256 ან 512 გიგაბაიტს. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა კი ნებისმიერ კომპლექტაციაში 8 გიგაბაიტია. ლეპტოპი წარმოდგენილია Ryzen 5 3500U პროცესორით, გრაფიკას რაც შეეხება, მოცემულია Radeon Vega 8.  Honor MagicBook 14 მოდელი როგორც ვხვდებით 14-დუიმიანია, მისი ზომაა 32,25 х 21,48 х 1,59 სმ, წონა - 1.38 კგ. მოდიფიკაციების მიხედვით ეს მოდელი შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს AMD Ryzen 7 3700U პლატფორმითა და Radeon RX Vega 10 გრაფიკით, ან Ryzen 5 3500U პროცესორით. SSD ბარათის მოცულობა ნებისმიერ შემთხვევაში 512 გიგაბაიტია. უფროს მოდელს აქვს 42-ვატიანი ბატარეა, უმცროს მოდელს კი - 56-ვატიანი. ლეპტოპები ხელმისაწვდომია ოპერაციული სისტემა Windows 10-ით ან Linux-ით. Honor MagicBook 15 მოდელის ფასი, რომელსაც აქვს 256 გბ SSD და ოპერაციული სისტემა Linux - შეადგენს 470 აშშ დოლარს. გაორმაგებული მეხსიერების მოცულობის მქონე მოდელი კი შეფასებულია 515 დოლარად. Windows 10-ისთვის საჭიროა კიდევ 40 აშშ დოლარის დამატება. Honor MagicBook 14 შედარებით ძვირია. ვერსია Ryzen 5 3500U პროცესორითა და Windows 10-ით ღირს 555, Linux-ით კი - 515 აშშ დოლარი. მოდიფიკაცია Ryzen 7 3700U პროცესორით კი ოპერაციული სისტემის მიუხედავად 45 დოლარით მეტი ღირს. ლეპტოპების გაყიდვა დაიწყება 1 დეკემბრიდან. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/31984/honor-predstavila-noutbuki-na-ryzen-5-3500u-i-ryzen-7-3700u-po-cene-470-600-dollarov
  24. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ისაუბრა ცენტრალური ბანკების მიერ ციფრული ფულის გამოშვების აუცილებლობის შესახებ. ევროკავშირი გეგმავს აამოქმედოს ერთიანი ციფრული სისტემა 2021 წლის ბოლოსთვის - განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა ახლახანს გამართულ კონფერენციაზე. ევროპული ცენტრალური ბანკის წევრმა ბენუა კერემ აღნიშნა, რომ ეს დაეხმარება ევროკავშირის მოქალაქეებს, გადაჭრან ნაღდ ფულთან დაკავშირებული პრობლემები. „ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა შეძლებს იმის გარანტირებას, რომ მოქალაქეები გააგრძელებენ ფულის გამოყენებას იმ შემთხვევაშიც კი, თუკი საბოლოო ჯამში ნაღდი ფული პოპულარობას დაკარგავს. ამგვარი ციფრული ვალუტა შესაძლოა წარმოდგენილი იყოს სხვადასხვა ფორმით, უპირატესობებით, ასევე შესაძლოა დაკავშირებულ იქნას ხარჯებსა და შეფერხებებთან, რომელთაც ევროპის ცენტრალური ბანკი და სხვა ცენტრალური ბანკები ამჟამად სწავლობენ“ - განაცხადა კერემ. მან დაამატა, რომ ათი ევროპული ქვეყანა ამ დროისთვის არ იღებს ევროკავშირის სხვა წევრების ბარათებს, რამაც გამოიწვია სხვა სახის საგადასახადო სისტემის გამოყენების შესამჩნევი ზრდა. კერეს თქმით, ერთიანი ციფრული ვალუტის ამოქმედება ევროპას დაეხმარება დაძლიოს დამოკიდებულება აშშ-ში დაფუძნებულ ისეთ საერთაშორისო საგადასახადო სისტემებზე, როგორებიცაა MasterCard, Amazon, Apple და PayPal. https://www.rbc.ru/crypto/news/5ddd40899a79475215bd0be8?from=main
  25. კომპანია AAEON-მა, რომელიც ASUS-ის კუთვნილებაა, წარადგინა მცირე ფორმ-ფაქტორის ინტეგრირებადი კომპიუტერი BOXER-8220AI, რომელიც განკუთვნილია საწარმოო სფეროებში გამოყენებისთვის. მინი კომპიუტერის კორპუსის გაბარიტებია 154 × 101 × 30 მმ, საფუძვლად უდევს გამომთვლელი მოდული NVIDIA Jetson Nano ოთხი ARM Cortex-A57 ბირთვით, რომლებიც ფუნქციონირებს 1,43 გჰც-მდე ტაქტის სიხშირეზე. გრაფიკის დამუშავებაზე პასუხისმგებელია ამაჩქარებელი Maxwell GPU. LPDDR4 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 4 გბ-ს, მონაცემთა შენახვისთვის განკუთვნილია 16 გბ მოცულობის eMMC მოდული. კომპიუტერს არ აქვს ქულერი. მოწყობილობის ექსპლუატაცია დასაშვებია -20-დან +60 გრადუს ცელსიუსამდე ტემპერატურაზე. კომპიუტერს აქვს ხუთი ქსელური პორტი Gigabit Ethernet. გარდა ამისა, ხელმისაწვდომია ოთხი USB 3.0 კონექტორი, HDMI ინტერფეისი და Micro-USB. მოწყობილობა მუშაობს ACLinux 4.9 ოპერაციულ სისტემაზე. მისი საორიენტაციო ფასი შეადგენს 480 აშშ დოლარს. https://servernews.ru/998549
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.